Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფილოსოფია > ერთი ვართ თუ ბევრი

Posted by: tyvia 8 Sep 2023, 22:23
რა ვართ, ბევრი ნაწილის ერთობლიობა თუ ერთი რაღაც რასაც ყველაფერი დანარჩენი უკავშირდება?

ამაშია პასუხი ძალიან ბევრ კითხვაზე

Posted by: tyvia 24 Sep 2023, 12:45
არ მინდა რაღაც ახლის გამოგონება
მხოლოდ ლოგიკით მინდა რომ მივიდე სწორ პასუხებამდე

ჩემთვის წარმოუდგენელია რომ ვიყო 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რადგან რაღაცისგან დამოუკიდებლი ნიშნავს რომ მასთან კავშირი არ გაქვს
რასთანაც კავშირი არ მაქვს ის მე ვერ ვიქნები
ეს მაფიქრებინებს რომ ადამიანი 1-ია

წარმოვიდგინოთ ტვინში 1 ნაწილი რომელსაც ყველაფერი დნარჩენი უკავშირდება
ის სავარაუდოდ იმდენად პატარაა რომ ჯერ არავის აღმოუჩენია

მაშინ რა ხდება როცა ვიღაც კვდება?
რახან მას აღარ შეუძლია დაინახოს, გაიგოს, იაზრივნოს, მეხსიერება წაშლილი აქვს და ა.შ ეს ნიშნავს რომ აღარ არსებობს?
თუ არსებობა ამაზე მეტია?
იქნებ ის ნაწილი რომელიც ჩვენ ვართ ისევ აგრძელებს არსებობას მაგრამ აღარ აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ფუნქციები შეასრულოს სხეულის მეშვეობით
სამაგიეროდ აქვს უნარი რადგან მის გარეშე ვერაფერს შეძლებდა მაშინაც როცა სხეული ფუნქციონირებდა
მაგალითად ქვას რომ თვალი მიუერთო ვერ დაინახავს რადგან არ აქვს ამის უნარი

კითხვა არის თუ სხეულს ვეღარ იყენებს შეუძლია მის გარეშე დაინახოს, გაიგოს და ა.შ რადგან ამის უნარი აქვს?

ეს არ ეწინააღმდეგება რელიგიასაც, იქნებ ის 1 ნაწილი ისაა რასაც მორწმუნეები სულს ეძახიან

Posted by: DeeJee 24 Sep 2023, 13:24
მე ერთი ვარ და ჩემ გარშემოც ყველაფერი უნიკალური და განუმეორებელი და ერთია

Posted by: Saturnus 4 Oct 2023, 02:32

QUOTE
მაშინ რა ხდება როცა ვიღაც კვდება?
რახან მას აღარ შეუძლია დაინახოს, გაიგოს, იაზრივნოს, მეხსიერება წაშლილი აქვს და ა.შ ეს ნიშნავს რომ აღარ არსებობს?

კი

QUOTE
თუ არსებობა ამაზე მეტია?

არა

QUOTE
იქნებ

იქნებ ბევრი რამე შეიძლება ხდებოდეს მარა არ ხდება ხოლმე

Posted by: forumi.eu.org 5 Oct 2023, 11:35
ზებუნებრივი რაღაც ვართ, ერთი მხოლოდ, უნიკალური

Posted by: tyvia 8 Oct 2023, 13:48
ეს "იქნებ" გამომდინარეობს იმ ლოგიკიდან რომელიც მანამდე დავწერე
ამის გასაგებად საჭიროა თემის სათაურში დასმული კითხვის გააზრება და მისთვის პასუხის გაცემა

კაცობრიობა ყოველთვის სვამდა კითხვას ვინ ვართ/რა ვართო მაგრამ არასდროს უკითხავს რამდენი ვართო (მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში)
დააკვირდით საკუთარ თავს და მიხვალთ სწორ პასუხამდე

Posted by: ZenMaster 12 Oct 2023, 11:52
tyvia
QUOTE
რა ვართ, ბევრი ნაწილის ერთობლიობა თუ ერთი რაღაც რასაც ყველაფერი დანარჩენი უკავშირდება?

თუ გვინდა რომ რამე ვიცოდეთ ის აუცილებლად უნდა მტკიცდებოდეს
სხვა შემთხვევაში თეორიაა

და საერთოდაც არის კი სხეულის გარეთ რამე რეალური?
რადგანაც ნივთებს ან საგნებს ეხები მაგაზე დაყრდნობით შეგიძლია თქვა რომ რასაც ხედავ ეხები ყნოსავ გესმის რეალურია?

მასე სიზმარშიც ყველაფერი რეალურად გვეჩვენება სანამ არ გავიღვიძებთ
იქნებ სიზმარია?

Posted by: tyvia 12 Oct 2023, 15:22
ZenMaster

შენთვის დამტკიცება უნდა მაგალითად იმას რომ ხელი არ ხარ და მის გარეშეც იგივე იქნები?
ადამიანს ყველაფერი რომ გამოვაკლოთ რაც არ არის რა დარჩება საბოლოოდ?
მე ვამბობ რომ ეს შეიძლება იყოს ერთი ნაწილი რაც არ იყოფა
რადგან ყველაფერი რაც იყოფა შეიძლება გახდეს 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და ადამიანი ასეთი ვერ იქნება

Posted by: Saturnus 12 Oct 2023, 16:50
tyvia

QUOTE
კაცობრიობა ყოველთვის სვამდა კითხვას ვინ ვართ/რა ვართო მაგრამ არასდროს უკითხავს რამდენი ვართო

Posted by: tyvia 12 Oct 2023, 19:36
QUOTE (Saturnus @ 12 Oct 2023, 16:50 )
tyvia

QUOTE
კაცობრიობა ყოველთვის სვამდა კითხვას ვინ ვართ/რა ვართო მაგრამ არასდროს უკითხავს რამდენი ვართო

გასაგებია არგუმენტი

ადამიანის ტვინი რთულადაა მოწყობილი, წარმოვიდგინოთ მისი გამარტივებული ვერსია რათა უკეთესად გამოჩნდეს ვინაა მართალი

user posted image

შუაში წერტილი არის ის ნაწილი რომელზეც ამ თემაში ვლაპარაკობ, პირობითად X დავარქვათ
დანარჩენი წრეები არის ტვინის სხვადასხვა ნაწილები რომლებსაც განსხვავებული ფუნქციები აქვთ
ზოგს ინფორმაციის შენახვა ევალება, ზოგს აზროვნება, დანახვა, მოსმენა და ა.შ
X ყველა მათგანთან არის დაკავშირებული მაგრამ მათ ფუნქციონირებაზე არ აგებს პასუხს
თუ მეცნიერები ისეთ ექსპერიმენტს ჩაატარებენ რომ ტვინის ერთი ნაწილი წინააღმდეგობაში მოვა მეორესთან, მაგალითად მეხსიერება მხედველობასთან ან აზროვნება სმენასთან ან საერთოდ ერთი ნაწილი თავისივე თავს დაუპირისპირდება ამ ყველაფერს რა კავშირი ექნება X თან?

X არ არის ცნობიერება, შეიძლება აქ უშვებენ შეცდომას

Posted by: ZenMaster 12 Oct 2023, 23:54
tyvia
ჩემი აზრით არის სამი თეორია რაზეც ხარ

1. ან ხარ სხეული
2. ან პიროვნება
3. ან სული

სხეული რომ დაანაწევრო, ადამიანს მოაცალო კიდურები, თვალები, ყურები, კბილები, უბრალოდ დატოვო იქამდე სანამდე გული იმუშავებს და სისხლისგან არ დაიცლება.

პიროვნება როგორც ასეთი შეიძლება გაბათილდეს იმით რომ იცხოვრო 50 წელი, იშრომო, იღვაწო, გამოცდილება მიიღო, შენი პიროვნება შექმნა, საჯაროდ გქონდეს ავტორიტეტი და ბრახ უცებ ამნეზია დაგემართოს რამის გამო და საერთოდ აღარაფერი გახსოვდეს

სული კიდე პირობითია ან არსებობს ან არა

ჰოდა ბუნდოვანი თემაა ძალლიან

Posted by: tyvia 13 Oct 2023, 00:30
ZenMaster

ცოტა სხვაგან წახვედი
პირდაპირი გაგებით არ დავანაწევროთ, გონებაში გამოვაკლოთ ეგ ნაწილები
ან მომავლის ტექნოლოგიები წარმოვიდგინოთ და ხელოვნურით ჩავანაცვლოთ

Posted by: Saturnus 13 Oct 2023, 07:42
tyvia
QUOTE
შუაში წერტილი არის ის ნაწილი რომელზეც ამ თემაში ვლაპარაკობ, პირობითად X დავარქვათ
დანარჩენი წრეები არის ტვინის სხვადასხვა ნაწილები რომლებსაც განსხვავებული ფუნქციები აქვთ
ზოგს ინფორმაციის შენახვა ევალება, ზოგს აზროვნება, დანახვა, მოსმენა და ა.შ
X ყველა მათგანთან არის დაკავშირებული მაგრამ მათ ფუნქციონირებაზე არ აგებს პასუხს
თუ მეცნიერები ისეთ ექსპერიმენტს ჩაატარებენ რომ ტვინის ერთი ნაწილი წინააღმდეგობაში მოვა მეორესთან, მაგალითად მეხსიერება მხედველობასთან ან აზროვნება სმენასთან ან საერთოდ ერთი ნაწილი თავისივე თავს დაუპირისპირდება ამ ყველაფერს რა კავშირი ექნება X თან?

ზოგადად მაგ იქსის საჭიროებას სად ხედავ? და უფრო კონკრეტულად რა გინდა რომ ეგ იქსი იყოს?

Posted by: tyvia 13 Oct 2023, 10:56
QUOTE (Saturnus @ 13 Oct 2023, 07:42 )
tyvia
QUOTE
შუაში წერტილი არის ის ნაწილი რომელზეც ამ თემაში ვლაპარაკობ, პირობითად X დავარქვათ
დანარჩენი წრეები არის ტვინის სხვადასხვა ნაწილები რომლებსაც განსხვავებული ფუნქციები აქვთ
ზოგს ინფორმაციის შენახვა ევალება, ზოგს აზროვნება, დანახვა, მოსმენა და ა.შ
X ყველა მათგანთან არის დაკავშირებული მაგრამ მათ ფუნქციონირებაზე არ აგებს პასუხს
თუ მეცნიერები ისეთ ექსპერიმენტს ჩაატარებენ რომ ტვინის ერთი ნაწილი წინააღმდეგობაში მოვა მეორესთან, მაგალითად მეხსიერება მხედველობასთან ან აზროვნება სმენასთან ან საერთოდ ერთი ნაწილი თავისივე თავს დაუპირისპირდება ამ ყველაფერს რა კავშირი ექნება X თან?

ზოგადად მაგ იქსის საჭიროებას სად ხედავ? და უფრო კონკრეტულად რა გინდა რომ ეგ იქსი იყოს?

კიდევ ვიმეორებ რომ საკუთარ თავს უნდა დააკვირდე ამის გასაგებად, ისე ვერ გაიგებ როგორც არ უნდა ავხსნა

წარმოიდგინე ადამიანი რომელსაც აქვს ხელები, ფეხები, ორგანოები, ტვინი, ცნობიერება და ყველაფერი რაც სიცოცხლისთვის საჭიროა
მაგრამ შენ ის არ ხარ
ანუ ეს ყველაფერი არაა საკმარისი იმისთვის რომ შენ არსებობდე
მაშინ რამ განაპირობა რომ მაინც არსებობ და სხეულის ნაწილი ხარ?

Posted by: Saturnus 13 Oct 2023, 12:41
tyvia
QUOTE
კიდევ ვიმეორებ რომ საკუთარ თავს უნდა დააკვირდე ამის გასაგებად, ისე ვერ გაიგებ როგორც არ უნდა ავხსნა

და ეგ დაკვირვება რა იცი რო სიმართლეს განახებს? არაა სანდო მსგავსი მეთოდები.

QUOTE
წარმოიდგინე ადამიანი რომელსაც აქვს ხელები, ფეხები, ორგანოები, ტვინი, ცნობიერება და ყველაფერი რაც სიცოცხლისთვის საჭიროა

კიბატონო

QUOTE
მაგრამ შენ ის არ ხარ
ანუ ეს ყველაფერი არაა საკმარისი იმისთვის რომ შენ არსებობდე

საიდან მოიტანე რომ არ ვარ და რატო არ არის საკმარისი?

QUOTE
მაშინ რამ განაპირობა რომ მაინც არსებობ და სხეულის ნაწილი ხარ?

ზედა დებულების მტკიცებულება რო გქონდეს, მაშინ ექნებოდა აზრი ამ კითხვას.

Posted by: tyvia 13 Oct 2023, 13:19
Saturnus

QUOTE
და ეგ დაკვირვება რა იცი რო სიმართლეს განახებს?

100%-იან გარანტიას ვერ მოგცემს მაგრამ ლოგიკური მსჯელობით მეტია შანსი ჭეშმარიტებამდე მიხვიდე ვიდრე მის გარეშე
ხოლო დაკვირვება გაძლევს საშუალება მის განსავითარებლად

QUOTE
საიდან მოიტანე რომ არ ვარ და რატო არ არის საკმარისი?

იქიდან რომ სხვაზე ვლაპარაკობ, შენი მეზობელი იყოს თუ გინდა ან ვინც გინდა ის
ყველაფერი აქვს იმისთვის რომ არსებობდეს ცნობიერების ჩათვლით მაგრამ შენ არ ხარ
რატომ ხარ საკუთარი თავი და არა ის?
ან რატომ არსებობ საერთოდ როცა ცნობიერება შენს გარეშეც არსებობს მეზობლის შემთხვევაში ანუ შენ შემთხვევაშიც იარსებებდა რაღაც კავშირი რომ არ გქონდეს მასთან

Posted by: Saturnus 13 Oct 2023, 14:26
tyvia
QUOTE
100%-იან გარანტიას ვერ მოგცემს მაგრამ ლოგიკური მსჯელობით მეტია შანსი ჭეშმარიტებამდე მიხვიდე ვიდრე მის გარეშე
ხოლო დაკვირვება გაძლევს საშუალება მის განსავითარებლად

ხო ოღონდ ლოგიკა ცვალებადია ცოდნის მიმატებასთან ერთად. ოდესღაც მაგალითად ბრტყელი დედამიწაც ლოგიკური იყო.
მაგიტო არსებობს მეცნიერული მეთოდი და ექსპერიმენტები.

QUOTE
იქიდან რომ სხვაზე ვლაპარაკობ, შენი მეზობელი იყოს თუ გინდა ან ვინც გინდა ის
ყველაფერი აქვს იმისთვის რომ არსებობდეს ცნობიერების ჩათვლით მაგრამ შენ არ ხარ

ეს ცოტა სხვანაირად ახსენი თორე გაუგებარია. რა მე არ ვარ? ჩემი სხეული/ტვინი/ცნობიერება(ტვინის ჩართული მდგომარეობა) და რაც მთავარია მახსოვრობა ვარ მე. რა არის კიდე რაც მე ვარ და ვერ ვიგებთ რა არის ეგ მე?

QUOTE
რატომ ხარ საკუთარი თავი და არა ის?
ან რატომ არსებობ საერთოდ როცა ცნობიერება შენს გარეშეც არსებობს მეზობლის შემთხვევაში ანუ შენ შემთხვევაშიც იარსებებდა რაღაც კავშირი რომ არ გქონდეს მასთან

ის რატო უნდა ვიყო?? ამ სხეულში ეს თავისქალაა და ამ თავისქალაში ეს ტვინია (თავისი ნერვული სისტემით რომელიც მთელ სხეულშია გაშლილი და ტვინის გაგრძელებაა), შესაბამისად აქ ვარ "მე". ჩემ გარეშე როგორ არსებობს ჩემი ცნობიერება? spy.gif

Posted by: tyvia 13 Oct 2023, 15:39
Saturnus

QUOTE
მაგიტო არსებობს მეცნიერული მეთოდი და ექსპერიმენტები.

მეცნიერება არაა იმ დონეზე რომ ასეთ კითხვებზე პასუხები გაგვცეს, ესაა საუკეთესო რაც შეგვიძლია გავაკეთოთ

QUOTE
რაც მთავარია მახსოვრობა ვარ მე

მახსოვრობა არის ის რის გარეშეც თავი ვერ წარმოგიდგენია მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შენ ხარ
რომ წაგეშალოს და აწმყოთი დაიწყო ცხოვრება, ცეცხლთან რომ მიიტანო ხელი ისევ შენ იქნები ვინც ტკივილს იგრძნობს და არა ვინმე სხვა
ასე შეგვიძლია მივუდგეთ ტვინის სხვა ნაწილებსაც და თითოეული მათგანის გარეშე იგივე დარჩები გარდა X-ისა

QUOTE
ამ სხეულში ეს თავისქალაა და ამ თავისქალაში ეს ტვინია

და ტვინში შენ ხარ
მაგრამ რა მოხდებოდა რომ არ ყოფილიყავი?
წარმოიდგინე შენ როლში სხვა ტიპი რომ დაბადებულიყო იგივე დროს და ადგილზე
100%-ის იგივენაირად რომ ეცხოვრა როგორც შენ იცხოვრე და დღევანდელ დღემდე მოსულიყო
რა იქნებოდა ეხლანდელ შენ თავს და მას შორის განსხვავება?
ჩემთვის რომ არაფერი შეიცვლებოდა ფაქტია, ამიტომ ვამბობ საკუთარ თავს უნდა დავაკვირდეთ მეთქი

Posted by: Saturnus 13 Oct 2023, 16:07
tyvia
QUOTE
მეცნიერება არაა იმ დონეზე რომ ასეთ კითხვებზე პასუხები გაგვცეს, ესაა საუკეთესო რაც შეგვიძლია გავაკეთოთ

რა დონეზე უნდა იყოს და არ არის? და ეგ კითხვა საერთოდ მართებული თუა ეგ გავარკვიოთ ჯერ.

QUOTE
მახსოვრობა არის ის რის გარეშეც თავი ვერ წარმოგიდგენია მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შენ ხარ
რომ წაგეშალოს და აწმყოთი დაიწყო ცხოვრება, ცეცხლთან რომ მიიტანო ხელი ისევ შენ იქნები ვინც ტკივილს იგრძნობს და არა ვინმე სხვა
ასე შეგვიძლია მივუდგეთ ტვინის სხვა ნაწილებსაც და თითოეული მათგანის გარეშე იგივე დარჩები გარდა X-ისა

ხო მერე არც მითქვამს რომ მარტო მახსოვრობა ვარ. რაც ჩამოვთვალე ყველაფერი ერთად მუშაობს ორკესტრივით და ქმნის მაგ "მეობის" და "ცნობიერების" ილუზიას. და რა სხვა ნაწილებს? არის ტვინის დაზიანებები რომლებიც ადამიანის თვისებებს ცვლის. მაგალითად შუბლის წილის დაზიანების მერე სიბრაზეს/აგრესიას ვეღარ აკონტროლებენ და სიტყვების "ფილტრი" აღარ აქვთ ხოლმე.

QUOTE
და ტვინში შენ ხარ
მაგრამ რა მოხდებოდა რომ არ ყოფილიყავი?

რა მოხდებოდა და არ ვიქნებოდი gigi.gif სხვა რა უნდა მომხდარიყო? როგორც 13 მილიარდი წელი არ ვიყავი და რო მოვკვდები მერე აღარ ვიქნები სამუდამოდ, ისე არ ვიქნებოდი ეს პერიოდიც რაც უნდა ვიცოცხლო.

QUOTE
წარმოიდგინე შენ როლში სხვა ტიპი რომ დაბადებულიყო იგივე დროს და ადგილზე
100%-ის იგივენაირად რომ ეცხოვრა როგორც შენ იცხოვრე და დღევანდელ დღემდე მოსულიყო
რა იქნებოდა ეხლანდელ შენ თავს და მას შორის განსხვავება?

ხოდა ვინ "სხვა ტიპი"? და ჩემ როლში რანაირად უნდა დაბადებულიყო? გენეტიკურად იდენტურები ვართ? თუ იდენტურები ვართ მაშინ უბრალოდ ჩემზე ლაპარაკობ და არ არსებობს მანდ "სხვა რო ყოფილიყო", მე ვარ ეგ ვიღაცა. გენეტიკურად თუ განსხვავდება ჩემგან მაშინ საერთოდ სხვა ადამიანია და 100%-ით იგივენაირად ვერ იცხოვრებდა ვერცერთ ვარიანტში. რომც ეცხოვრა, მაინც სხვა ადამიანი იქნებოდა იმიტო რო ეს სხეული/ტვინი და გენები მე მაქვს მხოლოდ, იმას თავისი ექნებოდა.

QUOTE
ჩემთვის რომ არაფერი შეიცვლებოდა ფაქტია, ამიტომ ვამბობ საკუთარ თავს უნდა დავაკვირდეთ მეთქი

ჯერ გავარკვიოთ ვინ არი ის "სხვა ტიპი" და რატო უნდა დაბადებულიყო + 100% შენნაირად როგორ იცხოვრებდა. მერე შეიძლება იმაზე ფიქრი რა შეიცვლებოდა და რა არა.
საკუთარ თავზე დაკვირვებამ რა უნდა მოგცეს მაინც ამ შემთხვევაში? არ გაქვს ისეთი არაფერი კითხვა რასაც საკუთარ თავზე დაკვირვება უშველის.

Posted by: tyvia 13 Oct 2023, 16:38
Saturnus

რახან ვერაფრით ვერ იგებ რა არის X იქნებ არც გაქვს?
გვერდით თემაც გავხსენი მაგაზე
მაგრამ მე მაინც მგონია რომ საკმარისად კარგად არ ფიქრობ

Posted by: Saturnus 13 Oct 2023, 16:43
tyvia

QUOTE
რახან ვერაფრით ვერ იგებ რა არის X იქნებ არც გაქვს?

"მე"-ს არ ეძახი მაგ იქსს? ხოდა გეუიბნები ეგ "მე" არსებობს აქ ამ მომენტში ამ ტვინში, ყველა პროცესის ჯამია რაც მანდ მიმდინარეობს. უმარტივესად. რა არ მოგწონს ამ მოცემულობაში?
და რა არ მაქვს? შენ გაქვს რამე ისეთი ტვინში რაც მე არა? დაამტკიცე არ არი პრობლემა. "მე ეგრე ვიგრძენი" არაფრის მტკიცებულებ არ არის drug.gif

QUOTE
მაგრამ მე მაინც მგონია რომ საკმარისად კარგად არ ფიქრობ

და რაზე გინდა რო ვიფიქრო? შენთვითონ დარწმუნებული ხარ რო იცი რაზე ფიქრობ და რა გაინტერესებს?

Posted by: tyvia 13 Oct 2023, 17:23
Saturnus

რა არის შენთვის განსხვავება მაგ "მე"-ს და ცნობიერებას შორის?
თუ არაფერი მაშინ სხვადასხვა რაღაცაზე ვლაპარაკობთ
ცნობიერებაზე გავლენას მოახდენს მეხსიერების წაშლა ან ტვინის სხვა ნაწილის დაზიანება რადგან ისაა რასაც პროცესების ჯამი დაარქვი მაგრამ ეს არ ეხება იმ ნაწილს რომელიც ადამიანი რეალურად არის

Posted by: Saturnus 13 Oct 2023, 17:35
tyvia

QUOTE
რა არის შენთვის განსხვავება მაგ "მე"-ს და ცნობიერებას შორის?
თუ არაფერი მაშინ სხვადასხვა რაღაცაზე ვლაპარაკობთ
ცნობიერებაზე გავლენას მოახდენს მეხსიერების წაშლა ან ტვინის სხვა ნაწილის დაზიანება რადგან ისაა რასაც პროცესების ჯამი დაარქვი

ა ანუ ცნობიერებას პიროვნებას ეძახი შენ? მეხსიერება თუ წაიშლება ის პიროვნება არ ვიქნები რაც ვიყავი. მაგრამ მეხსიერების გარდა კიდე ბევრი პროცესია რაც იმის შეგრძნებას მომცემს რომ "მე" ვარ და საიდან მოიტანე რომ მარტო მაგ ცნობიერებაზე(პიროვნებაზე) ვთქვი პროცესების ჯამია-მეთქი? ორივეს ვგულისხმობ ტვინის ფუნქციაში, როგორც პიროვნებას, ისე იმის შეგრძნებას რომ ამ სხეულში მე ვარ. ზოგიერთ ცხოველსაც აქვს სხვათაშორის ეგ (სარკეში საკუთარი თავის დანახვა/ამოცნობა შეუძლიათ), მარტო ჩვენ არ ვართ მაგით "დაჯილდოვებული".

ხოდა

QUOTE
მაგრამ ეს არ ეხება იმ ნაწილს რომელიც ადამიანი რეალურად არის

რატო არ ეხება ვითომ? და სხვა რა არის კიდე ადამიანი რეალურად?

Posted by: tyvia 13 Oct 2023, 18:08
Saturnus

QUOTE
რა არის კიდე ადამიანი რეალურად?

ამის გასაგებად თემა რაზეც
არის იმას უნდა დავუბრუნდეთ
ან ვართ ერთი ნაწილი რომელსაც ყველაფერი დანარჩენი უკავშირდება ან ბევრი ნაწილის ერთობლიობა და მათი ურთიერთქმედება

დავუშვათ რომ როგორც იმ ვიდეოშია ტვინის 2-ივე ნახევარსფერო ჩვენ ვართ
მაშინ შენი ტვინი რომ აიღონ და შუაზე გაჭრან პირდაპირი მნიშვნელობით, მომავლის ტექნოლოგიებით შეინარჩუნონ მათი სასიცოცხლო ფუნქციები და დანაკლისი ხელოვნური ნაწილებით ჩაანაცვლონ
ბოლოს კი ხელოვნურ სხეულებში მოათავსონ და 2 ადამიანი შექმნან
2-ივე შენ იქნები ერთდროულად თუ რომელიმე მათგანში დარჩები?

სხვანაირად რომ ვთქვათ წარმოგიდგენია შენი თავი 2 ან მეტ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ არსებად?

Posted by: Saturnus 13 Oct 2023, 18:34
tyvia

QUOTE
ამის გასაგებად თემა რაზეც
არის იმას უნდა დავუბრუნდეთ
ან ვართ ერთი ნაწილი რომელსაც ყველაფერი დანარჩენი უკავშირდება ან ბევრი ნაწილის ერთობლიობა და მათი ურთიერთქმედება

კი და მაგისთვის ნეიროლოგია უნდა ისწავლო. საკუთარ თავზე დაკვირვებით დიდად ვერაფერს გაარკვევ ეგეთ საკითხში. და რა თქმა უნდა ბევრი ნაწილის ერთობლიობაა სწორი პასუხი. 1 ნაწილი რანაირად უნდა იყოს? ან რა უნდა იყოს ეგ ნაწილი? თოერიულად მაგ ერთ ნაწილში უნდა იყოს "მეს" შეგრძნება ხო? ხოდა რანაირად იქნება ეგ როცა მაგ "მეს" შეგრძნებას სრული სურათი ქმნის?

QUOTE
დავუშვათ რომ როგორც იმ ვიდეოშია ტვინის 2-ივე ნახევარსფერო ჩვენ ვართ
მაშინ შენი ტვინი რომ აიღინ და შუაზე გაჭრან პირდაპირი მნიშვნელობით, მომავლის ტექნოლოგიებით შეინარჩუნონ მათი სასიცოცხლო ფუნქციები და დანაკლისი ხელოვნური ნაწილებით ჩაანაცვლონ
ბოლოს კი ხელოვნურ სხეულებში მოათავსონ და 2 ადამიანი შექმნან
2-ივე შენ იქნები ერთდროულად თუ რომელიმე მათგანში დარჩები?

ხელოვნური ნაწილებით თუ ჩაანაცვლებ (სრულად იდენტურით, რაც მოაჭერი), მაშინ მართლა 2 ნაწილად გამოვა გაყოფა. ორივეში ერთად ყოფნას რას ეძახი? კლონები იქნებიან. იგივე ხასიათებით, იგივე მახსოვრობით და ა.შ. მაგრამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლები.

user posted image

QUOTE
სხვანაირად რომ ვთქვათ წარმოგიდგენია შენი თავი 2 ან მეტ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ არსებად?

რა თქმა უნდა. რა არის მაგაში რთული წარმოსადგენი? მე როგორც კი გამომეყოფა "სხვა ადამიანი" გახდება თან. ისევე როგორც მე.

QUOTE
2-ივე შენ იქნები ერთდროულად თუ რომელიმე მათგანში დარჩები?

და ეს კითხვაც ცოტა არასწორად არის ფორმულირებული. "მე" რამე ცალკეული საგანი არ არის რომ რამეში გადავიდეს ან გაყოფა გაუჭირდეს. როგორც უკვე ვთქვი, უამრავი პროცესის ჯამია. და ყველა ინდივიდს საკუთარი ექნება იმიტო რო საკუთარი სხეულები/ტვინები ექნებათ. შესაბამისად მაგ კითხვის ყველაზე სწორი პასუხია: ორივეში ვიქნები, მაგრამ ცალცალკე. ერთ ინდივიდს თუ კითხავ ვინ არის, გეტყვის რომ მე ვარ, ისევე როგორც მეორე.

Posted by: tyvia 19 Oct 2023, 15:06
Saturnus

QUOTE
რა არის მაგაში რთული წარმოსადგენი? მე როგორც კი გამომეყოფა "სხვა ადამიანი" გახდება თან. ისევე როგორც მე.

გამოყოფა სხვა არის და გაყოფა სხვა
მაგალითად ხელი რომ მოგაჭრან გამოგეყოფა და შენი ნაწილი აღარ იქნება
მაგრამ რახან ამბობ რომ 2-ივე ნახევარსფერო ჩვენ ვართ მაშინ როგორ წარმოგიდგენია რომ ნახევარსფეროები დააშორონ, 2 ადამიანი შექმნან და 2-ივე შენ იყო?
არ ვამბობ რთულ რამეს და რატომ ვერ იგებ?

ადამიანის ტვინის ერთ ნახევარსფეროს რაღაც პრობლემა რომ შეექმნას და მომავლის ტექნოლოგიებით ახლით ჩაანაცვლონ, თან ისე რომ ინფორმაციის შენახვა და გადატანა შეძლონ
მერე მეორე ნახევარსფეროსაც რომ რაღაც მოუვიდეს და ისიც შეცვალონ
საბოლოოდ მიღებული ადამიანი ისევ ის იქნება ვინც თავიდან იყო თუ ვიღაც სხვა გახდება?

Posted by: Saturnus 19 Oct 2023, 17:05
tyvia
QUOTE
გამოყოფა სხვა არის და გაყოფა სხვა
მაგალითად ხელი რომ მოგაჭრან გამოგეყოფა და შენი ნაწილი აღარ იქნება

ხო იმიტო რო ხელი ხელია მერე. ტვინთან რა შუაშია ხელი?

QUOTE
მაგრამ რახან ამბობ რომ 2-ივე ნახევარსფერო ჩვენ ვართ მაშინ როგორ წარმოგიდგენია რომ ნახევარსფეროები დააშორონ, 2 ადამიანი შექმნან და 2-ივე შენ იყო?

როგორ და მშვენივრად. ორივეც ვართ და ცალცალკეც. და ნახევარსფეროს თუ მომაჭრი და მაგ მოჭრილს 100% იდენტური ხელოვნურით ჩაანაცვლებ არაფერი შეიცვლება, ისევ იგივე ვიქნები ყოველ მოცემულ ახალ სხეულში. შენ რატო ვერ იგებ ესეთ მარტივ რამეს?

QUOTE
ადამიანის ტვინის ერთ ნახევარსფეროს რაღაც პრობლემა რომ შეექმნას და მომავლის ტექნოლოგიებით ახლით ჩაანაცვლონ, თან ისე რომ ინფორმაციის შენახვა და გადატანა შეძლონ
მერე მეორე ნახევარსფეროსაც რომ რაღაც მოუვიდეს და ისიც შეცვალონ
საბოლოოდ მიღებული ადამიანი ისევ ის იქნება ვინც თავიდან იყო თუ ვიღაც სხვა გახდება?

პირველი ოპერაციის მერე ინფორმაცია ხო "გადავა" მეორე ნახევარსფეროში? მეორე ოპერაციის მერე პირიქით იქიდან აქეთ გადმოვა. შესაბამისად კი, იგივე ადამიანი იქნება. ტვინი რო ამოქცალო ადამიანს და ზუსტად იდენტური ხელოვნური ჩაუდო, მაგ შემთხვევაში იქნება "სხვა". ანუ იგივე ადამიანის კლონი.

Posted by: tyvia 19 Oct 2023, 18:26
Saturnus

შენი აზრით ინფორმაცია ვართ რომელსაც ტვინი ინახავს თუ ტვინი რომელიც მას ინახავს?
თუ რამე სხვა კიდე?
ნებისმიერ პასუხზე გეტყვი რატომ ვერ ვიქნებით ეგ და რატომაა საჭირო X-ის არსებობა

QUOTE
ხო იმიტო რო ხელი ხელია მერე. ტვინთან რა შუაშია ხელი?

ასეთ კითხვებს მისვამ და მე მეუბნები რაღაცას ვერ იგებო
დაუკვირდი რას ვამბობ, გაიაზრე და მერე მიპასუხე თუ სურვილი გექნება

Posted by: Saturnus 19 Oct 2023, 23:13
tyvia
QUOTE
შენი აზრით ინფორმაცია ვართ რომელსაც ტვინი ინახავს თუ ტვინი რომელიც მას ინახავს?

ორივე.

QUOTE
თუ რამე სხვა კიდე?

არამგონია. შენ იცი რამე სხვა კიდე? დააგდე მტკიცებულება.

QUOTE
ნებისმიერ პასუხზე გეტყვი რატომ ვერ ვიქნებით ეგ და რატომაა საჭირო X-ის არსებობა

შენი პირადი აზრი ირელევანტურია აქ. საჭირო არ ვიცი მარა თუა რამე სხვა მაგის გადამოწმებადი მტკიცებულება დააგდე. მაგრა მაინტერესებს.

QUOTE
ასეთ კითხვებს მისვამ და მე მეუბნები რაღაცას ვერ იგებო
დაუკვირდი რას ვამბობ, გაიაზრე და მერე მიპასუხე თუ სურვილი გექნება

რა არ მოგეწონა მანდ? ახსენი წესიერად რო გავიგო. ისე არ მომელანდება და როგორც დააკვირდი მე იგავებით არ გელაპარაკები. იგივეს ველოდები შესაბამისად. ამბობ რაღაცა იქსიო მარა თავად ვერ ხსნი რა არის და რაშია ეგ საჭირო. გავიგე რო შენი რწმენა/წარმოდგენების გამო ძაააან გინდა სული იყოს ეგ და გვქონდეს, მარა შენი სურვილის გამო არ გაგვიჩნდება. ნეტა გვქონდეს ისე smile.gif ცოტა მეტი აზრი ექნებოდა ყველაფერს. მარა სიმართლე ისე ვიცი რო სხვანაირია.

Posted by: forumi.eu.org 20 Oct 2023, 10:17
tyvia
ასეთი კითხვა მაქვს, ადამიანში რა არსებობს, მაგალითად თვალებიდან რა იყურება, რას ესმის, რა გრძნობს, რა არსებობს ერთი სიტყვით, პიროვნება შეიძლება შეიცვალოს მაგრამ შიგნით რა რჩება უცვლელი, ცხოველსაც აქვს ეგ რაღაც? იმედია მიხვდით რასაც ვგულისხმობ, რომ ვიძინებთ ეგ რაღაცა არსებობას წყვეტს, რომ ვიღვიძებთ ეგ რაღაც არსებობას იწყებს, რას წარმოადგენს ეგ რაღაც საერთოდ, საიდუმლო მად არის ყველაფერზე.

Posted by: tyvia 20 Oct 2023, 13:28
forumi.eu.org

ზუსტად მაგაზეა ეს თემა
მე ვამბობ რომ ადამიანი რეალურად არის ერთი ნაწილი რომელიც არ იყოფა
ტვინი და დანარჩენი სხეული მასთან არის დაკავშირებული
ამ ნაწილს აქვს ყველა ის უნარი რაც ჩვენ გვაქვს
მაგალითად შეუძლია დაინახოს თვალის მეშვეობით ან მოისმინის ყურით
შეიძლება თვალს რამე დაემართოს და ვეღარ იფუნქციონიროს მაგრამ ამ ნაწილის დანახვის უნარს არაფერი მოუვა

მთავარი არგუმენტი ის მაქვს რომ ჩემთვის წარმოუდგენელია გავიყო და 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გავხდე ერთდროულად
რაც ნიშნავს რომ ვერ ვიქნები ვერაფერი რაც იყოფა
მრავლობითშიც ვილაპარაკებდი მაგრამ როგორც დავწერე ჯობია ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე დაკვირვებით გამოიტანის დასკვნები
იქნებ სხვადასხვანაირადაც ვიყოთ მოწყობილი და რატომ ვილაპარაკო სხვის მაგივრად? smile.gif

პ.ს
QUOTE
ეს არ ეწინააღმდეგება რელიგიასაც, იქნებ ის 1 ნაწილი ისაა რასაც მორწმუნეები სულს ეძახიან

Posted by: forumi.eu.org 20 Oct 2023, 14:37
tyvia
QUOTE
ეს არ ეწინააღმდეგება რელიგიასაც, იქნებ ის 1 ნაწილი ისაა რასაც მორწმუნეები სულს ეძახიან

სული არ არის რადგან როცა გვძინავს არ ვარსებობთ და როცა ვიღვიძებთ არსებობას ვიწყებთ, რელიგიურად სული სულ არსებობს დაძინების დროს არ ქრება ანუ სული არ ვართ

Posted by: Saturnus 21 Oct 2023, 05:39
tyvia
QUOTE
მთავარი არგუმენტი ის მაქვს რომ ჩემთვის წარმოუდგენელია

ეს არაფერი არგუმენტი არ არის no.gif

QUOTE
ჯობია ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე დაკვირვებით გამოიტანის დასკვნები

არც ეს არი სწორი მეთოდი no.gif

QUOTE
იქნებ

იქნებ უამრავი რამე შეიძლება. მაგრამ ფაქტი სანამ გახდება რაღაც, მანამ მტკიცებულებები უნდა გამოჩნდეს მაგის.

Posted by: tyvia 22 Oct 2023, 14:40
forumi.eu.org

QUOTE
როცა გვძინავს არ ვარსებობთ

თუ არ ვარსებობთ სიზმარს როგორ ვხედავთ?
არ შეიძლება რაღაც არ არსებობდეს და ხედავდეს, ფიქრობდეს და ა.შ
უფრო მეტად სავარაუდო არ არის რომ მაგ დროს ტვინის ერთი ნაწილი ისვენებდეს და დანარჩენები ისევ ფუნქციონირებდნენ?
იმას კი რაც რეალურად ჩვენ ვართ მიეწოდებოდეს ინფორმაცია ტვინის მომუშავე ნაწილებისგან

Saturnus

გქონია შემთხვევა რომ სიზმარი იმდენად რეალურად დაგენახოს ცხადისგან ვერ გაგერჩიოს?
როგორ ხსნი ამას როცა თვალები დახუჭული გქონდა?

თვალი ხედავს თუ თვალით ხედავ?
ყურს ესმის თუ ყურით გესმის?
ტვინის ნაწილი იმახსოვრებს თუ ტვინის ნაწილით იმახსოვრებ?

თუ ისინი მხოლოდ საშუალებებია აღქმისთვის გამოდის რომ უნარები მათ გარეშეც გვაქვს და სიზმარიც მაგით იხსნება

Posted by: Saturnus 22 Oct 2023, 14:56
tyvia
QUOTE
გქონია შემთხვევა რომ სიზმარი იმდენად რეალურად დაგენახოს ცხადისგან ვერ გაგერჩიოს?

კი

QUOTE
როგორ ხსნი ამას როცა თვალები დახუჭული გქონდა?

როგორ და ტვინით. უმარტივესად თან: თვალებიდან იღებს ტვინი სტიმულს (სინათლეს) და ძალიან კარგად ახერხებს მაგის ელექტრულ სიგნალებად და ნეირონების კონტაქტებად (ინფორმაციად) შენახვას. მერე როცა მძინავს ან თვალებს დავხუჭავ თავიდან გადაუვლის წრეზე მაგ სიგნალებს და ნეირონების კონტაქტებს, რის შედეგადაც "ვხედავ" მაგ ყველაფერს.
კიდე რა გაინტერესებს?

აგერ ნეიროლოგი ხსნის საკითხთან დაკავშირებით ერთი-ორ რამეს.

აქაც ჰორმონებზე და ძილის ციკლებზე ორი სიტყვა

შენც გირჩევ ისე მაგ ზღაპრებს მოეშვი და ნეიროლოგიის სწავლა დაიწყე. სიმართლე თუ გაინტერესებს რა თქმა უნდა smile.gif
QUOTE
თვალი ხედავს თუ თვალით ხედავ?

თვალით ხედავს ტვინი. თვალის გარეშე უბრალოდ სიბნელეშია, თავისქალაში smile.gif

QUOTE
ყურს ესმის თუ ყურით გესმის?

ყურით ესმის ტვინს. ყურის გარეშე უბრალოდ სიჩუმეშია, თავისქალაში smile.gif

QUOTE
ტვინის ნაწილი იმახსოვრებს თუ ტვინის ნაწილით იმახსოვრებ?

ტვინის ნაწილზე იწერება ინფორმაცია. შესაბამისად ის რასაც "მეს" ვეძახი, ანუ ყველაფერი რაც მაგ მეობის შეგრძნებას ქმნის, იმახსოვრებს მაგ ინფორმაციას.

QUOTE
თუ ისინი მხოლოდ საშუალებებია აღქმისთვის გამოდის რომ უნარები მათ გარეშეც გვაქვს და სიზმარიც მაგით იხსნება

ხო მათ გარეშე ტვინი გვაქვს! რა სიზმრები იხსნება მაგით? gigi.gif რა მაგით?? შენი გამოგონილი სულებით? ზღაპრები სადმე სხვაგან მოყევი მეგობარო. აქ არ არი მაგის ადგილი.

Posted by: tyvia 22 Oct 2023, 15:08
Saturnus

QUOTE
ხო მათ გარეშე ტვინი გვაქვს! რა სიზმრები იხსნება მაგით? gigi.gif რა მაგით?? შენი გამოგონილი სულებით? ზღაპრები სადმე სხვაგან მოყევი მეგობარო. აქ არ არი მაგის ადგილი.

გაგების პრობლემა გაქვს?
თუ არ გესმის რას ვამბობ ზრდილობიანად უნდა იკითხო, ეგრე არ გამოვა გაგრძელება

Posted by: Saturnus 22 Oct 2023, 15:45
tyvia

QUOTE
გაგების პრობლემა გაქვს?

სად დაინახე ეგ? ახსენი რა ვერ გავიგე მაინც. ამბობ რომ თვალები და ყურები მხოლოდ საშუალებებია აღქმის და მაგიტო რახან სიზმარს ხედავ ე.ი. საერთოდ სხვა რამე გვაქ რასაც მაგის დანახვა შეუძლია. ხოდა გეუბნები: ტვინია ეგ სხვა რამე რაც მაგ თვალებიდან და ყურებიდან მიღებულ ინფორმაციას ინახავს და მერე უბრალოდ გიმეორებს. ხოდა რა ვერ გავიგე მაინც?

QUOTE
თუ არ გესმის რას ვამბობ ზრდილობიანად უნდა იკითხო, ეგრე არ გამოვა გაგრძელება

გადასარევად მესმის რასაც ამბობ და ვინმემ ხო უნდა გითხრას როცა ზღაპრებს ყვები? ან შეურაცხმყოფელი რა არის მაინც მაგაში? გეუბნები რომ ცდები და თუ არაა ეგრე დააგდე მტკიცებულება. მე თუ ვცდები მაგის მტკიცებულებაც დააგდე და გეტყვი რომ შევცდი და მართალი ხარ wink.gif უზრდელობა არაა იმის თქმა რომ ცდება ადამიანი.

Posted by: forumi.eu.org 23 Oct 2023, 10:10
tyvia
QUOTE
თუ არ ვარსებობთ სიზმარს როგორ ვხედავთ?
არ შეიძლება რაღაც არ არსებობდეს და ხედავდეს, ფიქრობდეს და ა.შ
უფრო მეტად სავარაუდო არ არის რომ მაგ დროს ტვინის ერთი ნაწილი ისვენებდეს და დანარჩენები ისევ ფუნქციონირებდნენ?
იმას კი რაც რეალურად ჩვენ ვართ მიეწოდებოდეს ინფორმაცია ტვინის მომუშავე ნაწილებისგან

სანამ სიზმარი დაიწყება არ ვარსებობთ და სიზმარი რამდენიმე წამი გრძელდება მერე ვიღვიძებთ, გამოღვიძების მომენტია სიზმარი არსებობას რომ ვიწყებთ

Posted by: tyvia 23 Oct 2023, 14:42
forumi.eu.org

მაშინ მოულოდნელად რომ გაგაღვიძონ შუა ძილის დროს არ უნდა ნახო სიზმარი
მაგრამ ჩაატარე ექსპერიმენტი და დარწმუნდები რომ მაინც ნახავ

ან როგორ შეძლებს ვინმე შენ გაღვიძებას თუ არ არსებობ?
მასე რომ იყოს მარტო შენით შეგეძლებოდა გაღვიძება
ვერც შეხებას იგრძნობდი, ვერც ხმას გაიგებდი და ა.შ

Posted by: Saturnus 23 Oct 2023, 20:40
forumi.eu.org
QUOTE
სანამ სიზმარი დაიწყება არ ვარსებობთ და სიზმარი რამდენიმე წამი გრძელდება მერე ვიღვიძებთ, გამოღვიძების მომენტია სიზმარი არსებობას რომ ვიწყებთ

facepalm.gif

Posted by: forumi.eu.org 23 Oct 2023, 21:02
QUOTE (tyvia @ 23 Oct 2023, 14:42 )
forumi.eu.org

მაშინ მოულოდნელად რომ გაგაღვიძონ შუა ძილის დროს არ უნდა ნახო სიზმარი
მაგრამ ჩაატარე ექსპერიმენტი და დარწმუნდები რომ მაინც ნახავ

ან როგორ შეძლებს ვინმე შენ გაღვიძებას თუ არ არსებობ?
მასე რომ იყოს მარტო შენით შეგეძლებოდა გაღვიძება
ვერც შეხებას იგრძნობდი, ვერც ხმას გაიგებდი და ა.შ

არაცნობიერი გაღვიძებს ალბათ, არაცნობიერ მდგომარეობაში ვართ მაგ დროს ალბათ, ეგეც არსებობაა?

Posted by: tyvia 23 Oct 2023, 21:46
forumi.eu.org

QUOTE
ეგეც არსებობაა?

yes.gif

..............................

Posted by: Saturnus 23 Oct 2023, 22:07
tyvia

მე გამებუტე? drug.gif

.......................................................

Posted by: tyvia 23 Oct 2023, 22:35
Saturnus

უაზრობაა იმასთან კამათი ვისი მიზანიც საკუთარი პოზიციის გატანა და არა სიმართლის გარკვევაა
მითუმეტეს თუ ლაპარაკი არ იცის და შეცდომებს უშვებს მიმართვის დროს

Posted by: Saturnus 24 Oct 2023, 05:03
tyvia
QUOTE
უაზრობაა იმასთან კამათი ვისი მიზანიც საკუთარი პოზიციის გატანა და არა სიმართლის გარკვევაა

სად დაინახე ეს დააკოპირე. რა შუაშია ჩემი პოზიცია? მტკოცებულება დადე-მეთქი რო გითხარი ეგ ჩემი პოზიციაა? მტკიცებულების გარეშე როგპრ წარმოგიდგენია სომართლის გარკვევა??

QUOTE
მითუმეტეს თუ ლაპარაკი არ იცის და შეცდომებს უშვებს მიმართვის დროს

ესეც დააკოპირე და რამე წესი თუ დავარღვიე დამარეპორტე. მივიღებ სასჯელს, არ მეშინია smile.gif

Posted by: tyvia 24 Oct 2023, 11:52
დადეთ მტკიცებულება რომ ე4 კარგი პირველი სვლაა ჭადრაკში
ის რომ 2 ფიგურა იხსნება, ცენტრს აკონტროლებ და თითქმის ყველა GM-ს წარმატებით უთამაშია მხოლოდ არგუმენტებია
მტკიცებულება გვექნება მაშინ როცა თამაში ამოიხსნება, თუმცა არ მგონია ამის გამო ვინმეს ეჭვი შეეპაროს მის სიკარგეში

ასევეა ამ შემთხვევაშიც იმ მხრივ რომ ლოგიკამ შეიძლება მტკიცებულების გარეშე მიგვიყვანოს სწორ დასკვნამდე

Posted by: Saturnus 25 Oct 2023, 11:46

ჭადრაკის ანალოგია რა შუაშია ტვინთან ნეირონებთან და ნეიროქიმიასთან?
როგორ არის "ასევე ამ შემთხვევაშიც"?
და მტკიცებულებების გარეშე როგორ მიხვალ ლოგიკით სწორ დასკვნამდე?? რა იცი ტვინზე ისეთი რაც მაგის თქმის საშუალებას გაძლევს? დაწერე.

Posted by: tyvia 25 Oct 2023, 13:10
Saturnus

QUOTE
ჭადრაკის ანალოგია რა შუაშია ტვინთან ნეირონებთან და ნეიროქიმიასთან?

rolleyes.gif
მაგალითი მოვიყვანე როგორ შეიძლება მტკიცებულების გარეშე მივიდეთ სწორ აზრამდე

QUOTE
რა იცი ტვინზე ისეთი რაც მაგის თქმის საშუალებას გაძლევს? დაწერე.

არ ვიცი მაგრამ შემიძლია ვივარაუდო რომ ხელი ფეხი და სხვა ნაწილენი არ ვართ რადგან მათი შეცვლით იგივე დავრჩებით
ამიტომ ერთადერთი რაც შეიძლება ვიყოთ არის ტვინი ან რაღაც მასში

სამყაროში ყველაზე მცირე ზომად ითვლება პლანკის ზომა
წარმოიდგინე მაგხელა ერთი ნაწილი რომ ამოვიღოთ ტვინიდან და ახლით ჩავანაცვლოთ
თუ მთლიანი ტვინი ვართ და არა რომელიმე ნაწილი მაშინ იგივე უნდა დავრჩეთ
შემდეგ შევცვალოთ მეორე ეგეთი ნაწილი, მესამე და საბოლოოდ მთლიანი ტვინი გამოვცვალოთ
ამის მერე ვიქნებით თუ არა იგივე რაც თავიდან ვიყავით?
ამოღებული ნაწილებით რომ ახალი ტვინი შევქმნათ და ტანს მივუერთოთ ის ვინ იქნება?

Posted by: Saturnus 25 Oct 2023, 18:10
tyvia
QUOTE
მაგალითი მოვიყვანე როგორ შეიძლება მტკიცებულების გარეშე მივიდეთ სწორ აზრამდე

კი, როცა ჭადრაკზე ლაპარაკობ. ტვინთან რა შუაშია ეგ?

QUOTE
არ ვიცი მაგრამ შემიძლია ვივარაუდო რომ ხელი ფეხი და სხვა ნაწილენი არ ვართ რადგან მათი შეცვლით იგივე დავრჩებით
ამიტომ ერთადერთი რაც შეიძლება ვიყოთ არის ტვინი ან რაღაც მასში

კი და სწორია მერე ეგ. გითხრა ვინმემ რომ ხელში ან ფეხში ვართ?

QUOTE
სამყაროში ყველაზე მცირე ზომად ითვლება პლანკის ზომა
წარმოიდგინე მაგხელა ერთი ნაწილი რომ ამოვიღოთ ტვინიდან და ახლით ჩავანაცვლოთ
თუ მთლიანი ტვინი ვართ და არა რომელიმე ნაწილი მაშინ იგივე უნდა დავრჩეთ
შემდეგ შევცვალოთ მეორე ეგეთი ნაწილი, მესამე და საბოლოოდ მთლიანი ტვინი გამოვცვალოთ
ამის მერე ვიქნებით თუ არა იგივე რაც თავიდან ვიყავით?

რამდენჯერ უნდა იკითხო ერთი და იგივე? კი, ვიქნებით იგივე იმიტო რო ეგეთ ზომაში არ მუშაობენ ნეირონები, ანუ დიდად არც შეეტყობათ ეგეთი ცვლილები დროთა განმავლობაში.

QUOTE
ამოღებული ნაწილებით რომ ახალი ტვინი შევქმნათ და ტანს მივუერთოთ ის ვინ იქნება?

იმ ადამიანის კლონი ვისგანაც მაგ ყველაფრის ამოღება მოხდა.
კიდე გაინტერესებს რამე?

Posted by: tyvia 25 Oct 2023, 23:15
Saturnus

QUOTE
კი, როცა ჭადრაკზე ლაპარაკობ. ტვინთან რა შუაშია ეგ?

რას ვერ იგებ, იმ შუაშია რომ როგორც ერთ შემთხვევაში ისე მეორეში მტკიცებულებები არ არსებობს მაგრამ ლოგიკით შეიძლება სწორ აზრებამდე მისვლა

QUOTE
კი, ვიქნებით იგივე

წარმოვიდგინოთ 2 შემთხვევა
ერთი ზემოთ რაც დავწერე ისაა, ანუ რიგრიგობით შეგიცვალეს უმცირესი ნაწილები ტვინში, საბოლოოდ მთელი ტვინი გამოგიცვალეს და იგივე დარჩი
ამას დავარქვათ A რომ არ აგვერიოს

მეორე შემთხვევაში ეს ყველაფერი არ მომხდარა და ვინც იყავი ის დარჩი
სამაგიეროდ შენგან დამოუკიდებლად შექმნეს ახალი ტვინი იმ ნაწილებით რომელიც A შემთხვევაში გამოიყენეს
და ზუსტად ისე ააწყვეს როგორც წინა ჯერზე
ამას B დავარქვათ
დამეთანხმები ალბათ რომ ეს ტვინი შენ არ იქნები

კითხვა: A და B შემთხვევებში გვაქვს 2 ზუსტად ერთნაირი ტვინი
მათ შორი არანაირი განსხვავება არაა
როგორ შეიძლება ერთი იყო შენ და მეორე არა?

Posted by: Saturnus 25 Oct 2023, 23:56
tyvia
QUOTE
რას ვერ იგებ, იმ შუაშია რომ როგორც ერთ შემთხვევაში ისე მეორეში მტკიცებულებები არ არსებობს მაგრამ ლოგიკით შეიძლება სწორ აზრებამდე მისვლა

ხოდა რანაირად? 1 ჭადრაკია, თამაში, სადაც გაქვს ფიგურები და წესები.
მეორე ტვინი, სადაც გაქვს ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია, სრულად განსხვავებული წესები და ქიმია/ბიოლოგია. მაგიტომ, რა შუაშია ერთმანეთთან და რატო ადარებ???

QUOTE
კითხვა: A და B შემთხვევებში გვაქვს 2 ზუსტად ერთნაირი ტვინი
მათ შორი არანაირი განსხვავება არაა
როგორ შეიძლება ერთი იყო შენ და მეორე არა?

და ვინ გითხრა მერე რომ ორივე მე არ ვიქნები? კლონი იქნება ის ჩემი. ანუ ერთიდაიგივე ვიქნებით ოღონდ ცალცალკე, კლონებად. რა არის აქ რთული გასაგები?

Posted by: forumi.eu.org 26 Oct 2023, 09:00
Saturnus
QUOTE
და ვინ გითხრა მერე რომ ორივე მე არ ვიქნები? კლონი იქნება ის ჩემი. ანუ ერთიდაიგივე ვიქნებით ოღონდ ცალცალკე, კლონებად. რა არის აქ რთული გასაგები?

შენი გარეგნობის გარდა შენი არაფერი ექნება იმას, რაც შენ გახსოვს არაფერი ემახსოვრება იმას და ცხოვრება როგორიც ჩამოგაყალიბა ფსიქოლოგიურად იმას არ ექნება ეგ, სხვადასხვა იქნებით როგორც ტყუპები არიან

Posted by: Saturnus 26 Oct 2023, 22:43
forumi.eu.org
QUOTE
შენი გარეგნობის გარდა შენი არაფერი ექნება იმას, რაც შენ გახსოვს არაფერი ემახსოვრება იმას და ცხოვრება როგორიც ჩამოგაყალიბა ფსიქოლოგიურად იმას არ ექნება ეგ, სხვადასხვა იქნებით როგორც ტყუპები არიან

სრულად თუ გააკეთებ ჩემი ტვინის კოპირებას მთელი ნეირონებით და მასში არაებული სიგნალებით, ზუსტადაც ყველაფერი ეგ ექნება.

Posted by: forumi.eu.org 26 Oct 2023, 23:07
Saturnus
QUOTE
სრულად თუ გააკეთებ ჩემი ტვინის კოპირებას მთელი ნეირონებით და მასში არაებული სიგნალებით, ზუსტადაც ყველაფერი ეგ ექნება.

ეგ არაა შესაძლებელი, ეგ რომ შეეძლოს ადამიანს ადამიანი აღარ ერქმევა დემიურგი იქნება. და თუ ის შენი ასლი იქნება შენი ID არ ექნება იმას

Posted by: Saturnus 27 Oct 2023, 00:04
forumi.eu.org
QUOTE
ეგ არაა შესაძლებელი

რატო ვითომ?

QUOTE
ეგ რომ შეეძლოს ადამიანს ადამიანი აღარ ერქმევა დემიურგი იქნება.

ნუ თვითოინ პროცედურას ჯერჯერობით ვერ ვაკეთებთ რა თქმა უნდა, მაგრამ თუ გავაკეთებთ, როგორც მე დავწერე ისე იმუშავებს. რა დემიურგი??

QUOTE
და თუ ის შენი ასლი იქნება შენი ID არ ექნება იმას

რა ID? კლონი იქნება ჩემი სრულად. სანამ განგვაცალკევეს მანამ რაც ვიყავი მაგის სრული ასლი იქნება. რა პრობლემას ხედავ?

Posted by: tyvia 27 Oct 2023, 00:40
QUOTE
და ვინ გითხრა მერე რომ ორივე მე არ ვიქნები? კლონი იქნება ის ჩემი. ანუ ერთიდაიგივე ვიქნებით ოღონდ ცალცალკე

ეგ ტიპი ისევე იქნები როგორც საკუთარი თავი?

ვთქვათ სადღაც დგახარ და წინ გიდგას 2 ტიპი
ერთი ვიღაც უცხოა და მასთან არაფერი გაკავშირებს, მეორე ისაა ვინც B შემთხვევაში შექმნეს
ყველაფერი დაფარული აქვთ რომ ვერ იცნო
რახან ერთ-ერთზე ამბობ რომ შენ ხარ შეძლებ გაარკვიო რომელი რომელია?
თუ არა რა გაძლევს იმის საფუძველს რომ მას საკუთარი თავი დაარქვა?

მკვდრის გაცოცხლებაზე რა აზრის ხარ?
ესეც ამას უკავშირდება

Posted by: forumi.eu.org 27 Oct 2023, 09:35
Saturnus
QUOTE
რატო ვითომ?

ნეირონული კავშირები ვერ შეიქმნება
QUOTE
რა დემიურგი??

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98
QUOTE
რა ID? კლონი იქნება ჩემი სრულად. სანამ განგვაცალკევეს მანამ რაც ვიყავი მაგის სრული ასლი იქნება. რა პრობლემას ხედავ?

ადამიანი მარტო DNA არაა, ის შენ კი არა შენი შვილი იქნება

Posted by: Saturnus 27 Oct 2023, 12:02
forumi.eu.org
QUOTE
ნეირონული კავშირები ვერ შეიქმნება

საიდან ეს ინფორმაცია??

QUOTE
ადამიანი მარტო DNA არაა, ის შენ კი არა შენი შვილი იქნება

კლონი უფრო. შვილი ნამდვილად არ იქნება smile.gif

tyvia
QUOTE
ეგ ტიპი ისევე იქნები როგორც საკუთარი თავი?

არა რა თქმა უნდა. ამ სხეულში მხოლოდ მე ვარ და ისევ მე ვიქნები. მაგრამ იმ სხეულში ის იქნება იგივენაირად, მხოლოდ ის, უბრალოდ ჩემი ასლი smile.gif

QUOTE
ვთქვათ სადღაც დგახარ და წინ გიდგას 2 ტიპი
ერთი ვიღაც უცხოა და მასთან არაფერი გაკავშირებს, მეორე ისაა ვინც B შემთხვევაში შექმნეს
ყველაფერი დაფარული აქვთ რომ ვერ იცნო
რახან ერთ-ერთზე ამბობ რომ შენ ხარ შეძლებ გაარკვიო რომელი რომელია?

კი, შევეკითხები ისეთ რამეს რაც მარტო მე ვიცი და მე რომელიც ვარ ეგ ტიპი მიპასუხებს.

QUOTE
მკვდრის გაცოცხლებაზე რა აზრის ხარ?

რა აზრის უნდა ვიყო? ჯერჯერობით მხოლოდ მკვდარი ბაქტერიების ახალი გენომებით გაცოცხლება შეგვიძლია. რამე სხვა მოხდა და მე არ ვიცი მაგ სფეროში?

Posted by: tyvia 27 Oct 2023, 12:37
Saturnus

QUOTE
არა რა რა თქმა უნდა. ამ სხეულში მხოლოდ მე ვარ და ისევ მე ვიქნები. მაგრამ იმ სხეულში ის იქნება იგივენაირად, მხოლოდ ის, უბრალოდ ჩემი ასლი

ეს უკვე ცვლის ყველაფერს
ამიტომ დავუბრუნდეთ ზემოთ დაწერილს

QUOTE
წარმოვიდგინოთ 2 შემთხვევა
ერთი ზემოთ რაც დავწერე ისაა, ანუ რიგრიგობით შეგიცვალეს უმცირესი ნაწილები ტვინში, საბოლოოდ მთელი ტვინი გამოგიცვალეს და იგივე დარჩი
ამას დავარქვათ A რომ არ აგვერიოს

მეორე შემთხვევაში ეს ყველაფერი არ მომხდარა და ვინც იყავი ის დარჩი
სამაგიეროდ შენგან დამოუკიდებლად შექმნეს ახალი ტვინი იმ ნაწილებით რომელიც A შემთხვევაში გამოიყენეს
და ზუსტად ისე ააწყვეს როგორც წინა ჯერზე
ამას B დავარქვათ
დამეთანხმები ალბათ რომ ეს ტვინი შენ არ იქნები

კითხვა: A და B შემთხვევებში გვაქვს 2 ზუსტად ერთნაირი ტვინი
მათ შორი არანაირი განსხვავება არაა
როგორ შეიძლება ერთი იყო შენ და მეორე არა?

ეხლა თქვი რომ B შემთხვევაში შექმნილი ტვინი მხოლოდ შენი ასლია როცა A-ში თვითონ შენ ხარ
ასეა?

Posted by: Saturnus 27 Oct 2023, 12:44
tyvia
QUOTE
ეხლა თქვი რომ B შემთხვევაში შექმნილი ტვინი მხოლოდ შენი ასლია როცა A-ში თვითონ შენ ხარ
ასეა?

სად ვთქვი რომ "მხოლოდ ჩემი ასლია"? მარტო 1 მიმართულებით რატო უყურებ მაგ ამბავს? ორივე რამე ერთად შეიძლება რომ ხდებოდეს. მაგას ვამბობ რამდენი ხანია უკვე. ეხა კიდე დავწერ და კარგად ეცადე გაიაზრო: ამ სხეულში ვარ მე. მაგრამ ასლს თუ გააკეთებ, იმ სხეულშიც ზუსტად იგივე რამე მოხდება. ანუ "მეც" ექნება და ჩემი მოგონებები/ფსიქოლოგია და ა.შ.
ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, კი, ჩემი ასლი იქნება, მაგრამ იმასაც თავისი (ჩემი ასლი), საკუთარი "მე" ექნება. ესე უფროა გასაგები თუ ვერა?

QUOTE
როგორ შეიძლება ერთი იყო შენ და მეორე არა?

აქაც, ეგრე მარტივად რატო ამბობ რომ ერთი მე ვარ და მეორე არა? მაგაზე პასუხია: თან ვარ მე და თან არა. თუ შეეკითხები ვინ არის, გეტყვის რომ მე ვარ. მაგრამ 2 სხეული გექნება ეგეთი, ცალცალკე. ორივე თავისი გადმოსახედიდან "მე" იქნება.

ეს ფილმი გაქვს ნანახი?

user posted image

Posted by: tyvia 27 Oct 2023, 13:16
Saturnus

QUOTE
ამ სხეულში ვარ მე. მაგრამ ასლს თუ გააკეთებ, იმ სხეულშიც ზუსტად იგივე რამე მოხდება. ანუ "მეც" ექნება და ჩემი მოგონებები/ფსიქოლოგია და ა.შ.

მაგრამ მაინც შენგან დამოუკიდებელი იქნება
ანუ იმისგან ვინც მაგის შექმნამდე არსებობდა
როცა A შემთხვევაში არა ვიღაც დამოუკიდებელი ტიპი არამედ თვითონ შენ იყავი
მეთანხმები?
კუთხეში ხარ უკვე მიმწყვდეული და ვეღარ დამისხლტები

QUOTE
მაგაზე პასუხია: თან ვარ მე და თან არა.

ეს ლოგიკის პირველ კანონს ეწინააღმდეგება - გქონდეს არაერთი მნიშვნელობა ნიშნავს არ გქონდეს არცერთი მნიშვნელობა

QUOTE
ეს ფილმი გაქვს ნანახი?

არა

Posted by: Saturnus 27 Oct 2023, 14:34
tyvia
QUOTE
მაგრამ მაინც შენგან დამოუკიდებელი იქნება
ანუ იმისგან ვინც მაგის შექმნამდე არსებობდა როცა A შემთხვევაში არა ვიღაც დამოუკიდებელი ტიპი არამედ თვითონ შენ იყავი
მეთანხმები?

კი რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც მე ვიქნები. სიტყვა კლონის მნიშვნელობა იცი? თუ ტყუილად ვწერ უკვე ამდენი პოსტია?

user posted image

QUOTE
კუთხეში ხარ უკვე მიმწყვდეული და ვეღარ დამისხლტები

სად დაინახე ეს კაცურად? lol.gif

QUOTE
ეს ლოგიკის პირველ კანონს ეწინააღმდეგება - გქონდეს არაერთი მნიშვნელობა ნიშნავს არ გქონდეს არცერთი მნიშვნელობა

ლოგიკა ცოდნის მიღებასთან ერთად შეიძლება შეიცვალოს. გსმენია მაგაზე რამე? რა კანონებზე მელაპარაკები, ვისი დაწერილია ეგ კანონები და აქ რა შუაშია. ახსენი smile.gif

QUOTE
არა

ხოდა უყურე.

Posted by: tyvia 27 Oct 2023, 16:49
Saturnus

რამდენიმე კითხვას დაგისვამ და მაინტერესებს ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს თუ გამცემ

A ტვინი შენგან დამოუკიდებლად არსებობს თუ არა? (თუნდაც ფიქრები და ყველაფერი შენი ჰქონდეს)
B ტვინი შენგან დამოუკიდებლად არსებობს თუ არა?
A და B-ს შორის არის თუნდაც უმცირესი ნაწილაკების დონეზე რამე განსხვავება?

თუ რამე ვერ გაიგე უფრო დაკვირვებით წაიკითხე -
QUOTE
წარმოვიდგინოთ 2 შემთხვევა
ერთი ზემოთ რაც დავწერე ისაა, ანუ რიგრიგობით შეგიცვალეს უმცირესი ნაწილები ტვინში, საბოლოოდ მთელი ტვინი გამოგიცვალეს და იგივე დარჩი
ამას დავარქვათ A რომ არ აგვერიოს

მეორე შემთხვევაში ეს ყველაფერი არ მომხდარა და ვინც იყავი ის დარჩი
სამაგიეროდ შენგან დამოუკიდებლად შექმნეს ახალი ტვინი იმ ნაწილებით რომელიც A შემთხვევაში გამოიყენეს
და ზუსტად ისე ააწყვეს როგორც წინა ჯერზე
ამას B დავარქვათ

Posted by: Saturnus 27 Oct 2023, 17:04
tyvia
QUOTE
A ტვინი შენგან დამოუკიდებლად არსებობს თუ არა? (თუნდაც ფიქრები და ყველაფერი შენი ჰქონდეს)

ეს A ისევ მე არ ვარ? spy.gif ყველა ნაწილაკი თუ ნელნელა შეცვალეს და პროცესში ინფორმაცია (ელექტრული სიგნალები) მოძრაობდა მაინც შიგნით წრეზე, ისევ ჩემ სხეულშია და ჩემი ინფორმაცია ხოა შიგნით? მე ვარ ესეიგი. თუ ამ მომენტში ტვინს მთლიანად ამომიღებ და 100% იდენტურ ხელოვნურს/ლაბორატორიაში გაზრდილს ან რაც იქნება - ჩადებ უკან, თავისი სიგნალებით და ამბებით, ეგ იქნება ჩემი კლონი ჩემ სხეულში. ანუ ტექნიკურად მე იქნება ოღონდ არა ის რაც ამ წამს ვარ.

QUOTE
B ტვინი შენგან დამოუკიდებლად არსებობს თუ არა?

კი, ცალკე იარსებებს ეგ ნაწილაკებით აწყობილი ტვინი და "მე" იქნება ეგეც, უბრალოდ კლონი ჩემი, სხვა სხეულში.

QUOTE
A და B-ს შორის არის თუნდაც უმცირესი ნაწილაკების დონეზე რამე განსხვავება?

არა. როგორც შენ ამბობ ყველა შემთხვევაში იდეალურად ზუსტად ვიმეორებთ ამ ნაწილაკების წყობას თუ რაც არის. რა განსხვავება უნდა იყოს.

მერე? spy.gif

Posted by: tyvia 27 Oct 2023, 17:31
Saturnus

QUOTE
არა. როგორც შენ ამბობ ყველა შემთხვევაში იდეალურად ზუსტად ვიმეორებთ ამ ნაწილაკების წყობას თუ რაც არის. რა განსხვავება უნდა იყოს.

თუ A და B არა ერთნაირი არამედ ერთი და იგივე ნაწილებისგან არიან შექმნილი მაშინ რატომ ხარ ერთი შენ და მეორე მხოლოდ შენი კლონი?
A არის B
რატომ აღწერ მათ სხვადასხვანაირად?

ერთზე ამას ამბობ -
QUOTE
ეს A ისევ მე არ ვარ? spy.gif ყველა ნაწილაკი თუ ნელნელა შეცვალეს და პროცესში ინფორმაცია (ელექტრული სიგნალები) მოძრაობდა მაინც შიგნით წრეზე, ისევ ჩემ სხეულშია და ჩემი ინფორმაცია ხოა შიგნით? მე ვარ ესეიგი.

მეორეზე ამას -
QUOTE
ცალკე იარსებებს ეგ ნაწილაკებით აწყობილი ტვინი და "მე" იქნება ეგეც, უბრალოდ კლონი ჩემი, სხვა სხეულში.

თუ A ტვინი უდრის B-ს არ შეიძლება მათ შორის რამე განსხვავება იყოს

Posted by: Saturnus 27 Oct 2023, 17:41
tyvia

QUOTE
თუ A და B არა ერთნაირი არამედ ერთი და იგივე ნაწილებისგან არიან შექმნილი მაშინ რატომ ხარ ერთი შენ და მეორე მხოლოდ შენი კლონი?

ორ სხვადასხვა სხეულში ვართ და იმიტო. რას გულისხმობ "მხოლოდ ჩემ კლონში"?? სრულფასოვანი მე იქნება ისიც, ცალკე ოღონდ, თავისთვის.

QUOTE
A არის B
რატომ აღწერ მათ სხვადასხვანაირად?

სხვადასხვა სხეულები აქვთ spy.gif როგორც კი სხვადასხვა სხეულები ექნებათ, სხვადასხვა ადგილას იქნებიან, სხვადასხვა სტიმულზე მოუწევთ რეაგირება და ა.შ; ერთის სიცოცხლე ერთ მხარეს წავა, მეორესი მეორე მხარეს.

user posted image

QUOTE
თუ A ტვინი უდრის B-ს არ შეიძლება მათ შორის რამე განსხვავება იყოს

ხოდა განსხვავებაში რას გულისხმობ გააჩნია. კლონირებას რო გააკეთებ მაგ მომენტში არ იქნება ნამდვილად სტრუქტურული განსხვავება, მარა როგორც კი გააღვიძებ/სასიცოცხლო ფუნქციებს მისცემ, იქნება 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ადამიანი. მოგონებები ხასიათები და ა.შ. კი ექნებათ იდენტური, მარა შეიცვლება რაღაც-რაღაცები დროთა განმავლობაში. ისევე როგორც იგივე დარჩება რაღაცები smile.gif წარსულში ჩამოყალიბებული პიროვნება ორივეს ერთიდაიგივე ექნება.

Posted by: forumi.eu.org 27 Oct 2023, 22:38
ტვინში რაღაც ჩართულია და ვერ გაგიგიათ რა არის

Posted by: tyvia 29 Oct 2023, 11:02
Saturnus

QUOTE
სხვადასხვა სხეულები აქვთ spy.gif როგორც კი სხვადასხვა სხეულები ექნებათ, სხვადასხვა ადგილას იქნებიან

ეხლა სხეული გახდა მთავარი?
წეღან ამბობდი რომ ის არ ვიყავით და მისი თითოეული ნაწილის შეცვლა შეიძლებოდა

შევცვლი მაშინ მაგალითს რომ ეგეც ვერ თქვა

არის 2 შემთხვევა
ერთში რიგრიგობით შეგიცვალეს უმცირესი ნაწილები ტვინში, საბოლოოდ მთელი ტვინი გამოგიცვალეს სხეულთან ერთად და იგივე დარჩი
ამას დავარქვათ A რომ არ აგვერიოს

მეორე შემთხვევაში ეს ყველაფერი არ მომხდარა და ვინც იყავი ის დარჩი
სამაგიეროდ შენგან დამოუკიდებლად შექმნეს ახალი ტვინი და დანარჩენი სხეული იმ ნაწილებით რომელიც A შემთხვევაში გამოიყენეს
და ზუსტად ისე ააწყვეს როგორც წინა ჯერზე
ამას B დავარქვათ

A არის არა B-ს მასგავსი არამედ B განახვავებულ რეალობაში

კითხვები:
A ადამიანი შენგან დამოუკიდებლად არსებობს თუ არა? (თუნდაც ფიქრები და ყველაფერი შენი ჰქონდეს)
B ადამიანი შენგან დამოუკიდებლად არსებობს თუ არა?
A და B-ს შორის არის თუნდაც უმცირესი ნაწილაკების დონეზე რამე განსხვავება?

Posted by: Saturnus 29 Oct 2023, 12:35
tyvia
QUOTE
ეხლა სხეული გახდა მთავარი?

მთავარში რას გულისხმობ?? ტვინის კლონს რომ გააკეთებ, როგორც კი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ტვინები გექნება ნებისმიერ "მუშა" ორგანიზმში, გეყოლება 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არსება, თავისი "მეეებით". თუ გინდა ძაღლის სხეულში მოათავსე smile.gif

QUOTE
წეღან ამბობდი რომ ის არ ვიყავით და მისი თითოეული ნაწილის შეცვლა შეიძლებოდა

რა თქმა უნდა! მაგ დებულების საწინააღმდეგო არსად არაფერი მითქვამს.

QUOTE
ერთში რიგრიგობით შეგიცვალეს უმცირესი ნაწილები ტვინში, საბოლოოდ მთელი ტვინი გამოგიცვალეს სხეულთან ერთად და იგივე დარჩი
ამას დავარქვათ A რომ არ აგვერიოს

რო იცოდე ისე, ტვინის გარდა პრაქტიკულად ყველა უჯრედი 10 წლის ფარგლებში გვეცვლება (ძველები კვდება და ახლები იკავებენ ადგილს). ბუნებრივი პროცესია ეგ.

QUOTE
A ადამიანი შენგან დამოუკიდებლად არსებობს თუ არა? (თუნდაც ფიქრები და ყველაფერი შენი ჰქონდეს)

იგივე იქნება პასუხი რაც აქამდე იყო. ნელნელა, დროთა განმავლობაში თუ შემიცვალეს ნაწილაკები, ისევ მე ვიქნები ეგ A

QUOTE
B ადამიანი შენგან დამოუკიდებლად არსებობს თუ არა?

კი რა თქმა უნდა

QUOTE
A და B-ს შორის არის თუნდაც უმცირესი ნაწილაკების დონეზე რამე განსხვავება?

სტრუქტურული განსხვავება არ იქნება დასაწყისიდან. მაგრამ როგორც კი ცალკე ორგანიზმში მოათავსებ, ცალკე სხეულს მისცემ და "ჩართავ" თუ "გააცოცხლებ" დაიწყება ახალი წრედების გაჩენა ტვინში იმიტო რო დამოუკიდებელი იქნება.

Posted by: tyvia 29 Oct 2023, 13:01
Saturnus

რა ცალკე სხეულებზე ლაპარაკობ როცა სხეულებიანად ვცვლი?

კითხვის არსს ვერ ხვდები მემგონი
გვყავს 1 ადამიანი 2 განსხვავებულ რეალობაში
ერთზე ამბობ რომ შენ ხარ და მეორეზე რომ შენგან დამოუკიდებელია თუმცა ზუსტად შენნაირი
რატომ არის მათ შორის ეს განსხვავება თუ რეალურად ერთი და იგივე არიან?
თითოეული უმცირესი ნაწილაკი აქვთ არა ერთნაირი არამედ ერთი

Posted by: Saturnus 29 Oct 2023, 18:25
tyvia

ხო აშკარად კითხვა ვერ გაგიგე კარგად. 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შემთხვევაა მოკლედ?

Posted by: tyvia 29 Oct 2023, 20:31
Saturnus

კი, გადახედე პოსტებს
რაც არ უნდა მიპასუხო შენ თავთან მოხვალ წინააღმდეგობაში იმიტომ რომ არასწორი დაშვება გაქვს

Posted by: Saturnus 29 Oct 2023, 22:23
tyvia

QUOTE
რაც არ უნდა მიპასუხო შენ თავთან მოხვალ წინააღმდეგობაში

დამიკოპირე სად მოხდა ეგ

QUOTE
რაც არ უნდა მიპასუხო შენ თავთან მოხვალ წინააღმდეგობაში იმიტომ რომ არასწორი დაშვება გაქვს

რომელი არასწორი დაშვება?

Posted by: blue_velvet 29 Oct 2023, 22:57
რატო ჩხუბობთ.

თქვენი ანალიზი განპირობებულია, რადგან იბადება ცოდნიდან რომელიც ასევე განპირობებულია(ძალიან შეზღუდული, სამყაროზე ვიცით 0.00001%), შესაბამისად თქვენი ნებისმიერი დასკვნა, თუნდაც რომ შეთანხმდეთ თუ რავართ ჩვენ ასევე იქნება განპირობებული და არასწორი.
მაპატიეთ მაგრამ ასეა.

ფაქტი კიდევ ისაა რომ კაცმა არ იცის რა ვართ, რაც არ უნდა დაწერო და ახსნა მაინც არ ვიქნები ეგ.

ტვინს რომ ვწერთ, რა არის ტვინი? რას უკავშირდება ის? რა უნარები აქვს რეალურად? რატომ ხდება ტვინის ასეთო დონეზე განპირობება რომ ადმაიანი ზომბად გადაიქცევა?
ანუ კითხვებზე დასასრული არ არსებობს, მსჯელობა კარგია მაგრამ მხოლოდ ისაა სწორი რომელიც საბოლოოდ იქ მიდის რაც დავწერე სულ მაღლა.

Posted by: tyvia 30 Oct 2023, 21:53
Saturnus

როგორ გიპასუხო როცა 3
გვერდია რაღაცას გეკითხები და ეხლა მეუბნები ვერ გავიგეო
ისიც არ ვიცი ეხლა მაინც თუ გაიგე

blue_velvet

რასაც ვამბობ შემიძლია ავხსნა რატომ ვამბობ
100%-იან გარანტიას არ გვაძლევს ეს რომ სწორი ვიქნები მაგრამ შანსები მაინც შეგვიძლია შევაფასოთ რისი ალბათობაა მეტი

Posted by: Saturnus 30 Oct 2023, 23:55
tyvia
QUOTE
როგორ გიპასუხო როცა 3
გვერდია რაღაცას გეკითხები და ეხლა მეუბნები ვერ გავიგეო
ისიც არ ვიცი ეხლა მაინც თუ გაიგე

რო მიპასუხებ უნდა გავიგო. მაგისთვის არსებობს (დავსვი) კითხვები.

Posted by: blue_velvet 31 Oct 2023, 08:41
tyvia
QUOTE
ასაც ვამბობ შემიძლია ავხსნა რატომ ვამბობ

axsnac ganpirobebulia,

Saturnus
QUOTE
the all-consuming fire

fire can't consume everything!!!!

Posted by: gonebadaxshuli 31 Oct 2023, 09:54
ერი ვარ თუ ბერიო სულ ასე ვკითხულობ ამ სათაურს :დ
....
მმმ :დ სიტყვაზე (1 კონკრეტული) კენჭი ერთია ბევრია თუ ცოტაა :დ
ან ოკ მაიმუნი იყოს
ან სრულიად უნივერსუმი :დ ერთია ბევრია თუ ცოტაა
კენ უილბერი რომ ამბობს თავის სამყაროს ჰოლისტურ გაგებაში
ჰო სხვაგან დავხეტიალობ

მაგრამ ისე, თუ შემიძლია ვიყო 1 რომელიმე ციფრი, სიტყვაზე ერთი
რა გარანტია მაქვს რომ 1 ვარ და არა 1-ზე მეტი ან ნაკლები
უსასრულოდ ორივე მხარეს (მათემატიკურად ანუ აბსტრაქციაში უსასრულოდ)
..........
მგონი 1 ვარ ოღონდ რისგანაც შევდგები ის რაოდენობა იცვლება და სხვადასხვების ჯამი 1 ვარ :დ
ანუ თან მრავალი ვარ, მაშ კონკრეტულად რამდენი ვარ?ან რამდენი შემიძლია ვიყო
კაი ჰო, უბრალოდ თემის კონტექსტში "ბევრზე" ჩემი გონება ჩაფლავდა

Posted by: tyvia 31 Oct 2023, 11:29
gonebadaxshuli

QUOTE
ერი ვარ თუ ბერიო სულ ასე ვკითხულობ ამ სათაურს :დ

lol.gif

QUOTE
სიტყვაზე (1 კონკრეტული) კენჭი ერთია ბევრია თუ ცოტაა

რა თქმა უნდა ბევრია, მიკროსკოპით რომ შევხედოთ დავინახავთ რომ უამრავი ნაწილისგან შედგება
მაგ გაგებით არის კითხვა დასმული

QUOTE
ან ოკ მაიმუნი იყოს

მაიმუნი ცოცხალი ორგანიზმია და ვერ ვიტყვით ასე მარტივად
მისგან განსხვავებით ჩვენ საკუთარ თავს შეგვიძლია დავაკვირდეთ და ამით მივიდეთ სწორ პასუხამდე

QUOTE
მაგრამ ისე, თუ შემიძლია ვიყო 1 რომელიმე ციფრი, სიტყვაზე ერთი
რა გარანტია მაქვს რომ 1 ვარ და არა 1-ზე მეტი ან ნაკლები

გარანტიებს ვერ მოგცემ მაგრამ შემიძლია გაჩვენო ლოგიკა რომელსაც მაგ პასუხამდე მიყავხარ ხოლო ყველა სხვა ლოგიკაზე მოგიყვანთ მაგალითებს რომლითაც წინააღმდეგობამდე მიხვალთ
თქვენ საპირისპიროდ იგივეს ვერ გააკეთებთ ჩემი აზრით

Posted by: Saturnus 31 Oct 2023, 11:40
blue_velvet
QUOTE
fire can't consume everything!!!!

ცეცხლს გააჩნია

Posted by: Obser_ver 19 Nov 2023, 15:30
tyvia

QUOTE
არ მინდა რაღაც ახლის გამოგონება
მხოლოდ ლოგიკით მინდა რომ მივიდე სწორ პასუხებამდე

მხოლოდ ლოგიკით როგორ მიხვალ სწორ პასუხებამდე?

ცნობიერება რომელიც ლოგიკას გამოიყენებს (რამდენიმე კომპონენტით და წესების შეზღუდული, ვიწრო ჩარჩოებში) vs ტვინი რომელიც ვინ იცის რა რაოდენობის ინფორმაციას იყენებს დროის ერთ მონაკვეთში გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

* * *
რატომ უნდა იყო ან ერთი ან ბევრი ან ნული?

Posted by: tyvia 19 Nov 2023, 16:04
Obser_ver

QUOTE
მხოლოდ ლოგიკით როგორ მიხვალ სწორ პასუხებამდე?

ისევე როგორც ამოცანის ამოხსნის შემთხვევაში შეიძლება მიხვიდე

QUOTE
რატომ უნდა იყო ან ერთი ან ბევრი ან ნული?

იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია
მაგრამ კითხვა თუ სწორად გაიგე ესაა მთავარი

რაც ბევრჯერ დავწერე იმას გავიმეორებ, რაც ზუსტად იცი რომ არ ხარ იმით დაიწყე და გამირიცხვებით მიხვალ იქამდე რაც ხარ
მაგალითად თმა რომ შეიჭრა იგივე დარჩები თუ არა?

Posted by: Obser_ver 19 Nov 2023, 16:30
tyvia

QUOTE
Obser_ver

QUOTE
მხოლოდ ლოგიკით როგორ მიხვალ სწორ პასუხებამდე?

ისევე როგორც ამოცანის ამოხსნის შემთხვევაში შეიძლება მიხვიდე

ამოხსნილია რამე ჯერე? თუ ლოგიკით ამოხსნა შეიძლება, მაშინ რატომ არ არის ამოხსნილი?

ანდა თუ ცნობილია ამოხსნის ხერხი, მაშინ რატომ არ არის ამოხსნილი?

QUOTE
რატომ უნდა იყო ან ერთი ან ბევრი ან ნული?

იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია
მაგრამ კითხვა თუ სწორად გაიგე ესაა მთავარი

როგორ მივხვდეთ შენს მიერ დასმული კითხვა ისე გავიგე თუ არა, როგორც შენ დასვი?
* * *
QUOTE
მაგალითად თმა რომ შეიჭრა იგივე დარჩები თუ არა?

თმის შეჭრა კი არა ყოველ წამს წინა წამზე განსხვავებულნი ვართ.

Posted by: tyvia 19 Nov 2023, 22:55
Obser_ver

QUOTE
ამოხსნილია რამე ჯერე? თუ ლოგიკით ამოხსნა შეიძლება, მაშინ რატომ არ არის ამოხსნილი?

სხვების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მარტო იმის თქმა შემიძლია მე რას რატომ ვამბობ

QUOTE
როგორ მივხვდეთ შენს მიერ დასმული კითხვა ისე გავიგე თუ არა, როგორც შენ დასვი?

შენი კითხვებით გამოჩნდება მაგრამ უფრო მარტივია თუ პირდაპირ დაწერ რა გაიგე

QUOTE
თმის შეჭრა კი არა ყოველ წამს წინა წამზე განსხვავებულნი ვართ.

განსხვავებული თუ ხარ ეს ნიშნავს რომ შენ აღარ ხარ? ან შენ არ იყავი რამდენიმე წამის წინ?

სხვა რამეს გეკითხები, შენ ხარ თმა (სხვა ნაწილებთან ერთად) თუ შენთან არის დაკავშირებული თმა?

Posted by: Obser_ver 20 Nov 2023, 02:46
tyvia

QUOTE
Obser_ver

QUOTE
ამოხსნილია რამე ჯერე? თუ ლოგიკით ამოხსნა შეიძლება, მაშინ რატომ არ არის ამოხსნილი?

სხვების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მარტო იმის თქმა

მაშინ ასე გკითხავ, შენ ამბობ რომ ლოგიკის საშუალებით მინდაო მივიდეო ამოხსნამდე. თუ უკვე ვერ ამოხსენი ლოგიკის საშუალებით, მაშინ რატომ ფიქრობ რომ ლოგიკის საშუალებით მიხვალ?

QUOTE
შენი კითხვებით გამოჩნდება მაგრამ უფრო მარტივია თუ პირდაპირ დაწერ რა გაიგე

სავარაუდოდ - თითქოს ცდილობ ადამიანი "გაიგო" და თუ მას "ციფრებში გადაიყვან" და ლოგიკას გამოიყენებ რაღაცას გაიგებ.

ნებისმიერ სიტყვას ყველა ადამიანი განსხვავებულ არსს მიაკუთვნებს. ეგ არის ილუზორული სამყარო, რომელიც ჩვენ ტვინებში სოციუმის წნეხის ქვეშ იქმნება, ანუ ზღაპრები, სიცრუე.

შესაბამისად, რომ მოინდომებ სხვა სიტყვებით ამიხსნა რისი თქმა გინდა, ვერასდროს ვერ იტყვი ისე, რომ სხვამ გაიგოს, რადგანაც, შენ არ შეგეძლება ის სხვა გახდე და გადაამოწმო როგორ აღიქვა მან შენი სიტყვები.

მაგ: ორ ადამიანს ესმის სიტყვა ტკივილი. მაგათ მიერ აღქმული ეს სიტყვა ერთიდაიგივე ტკივილს მოიაზრებს?

QUOTE
განსხვავებული თუ ხარ ეს ნიშნავს რომ შენ აღარ ხარ? ან შენ არ იყავი რამდენიმე წამის წინ?

ჯერ გასარკვევია რა არის "მე". სად არის "მე"?

და როდესაც ამ "მე"-ს ("შენ"-ს) ვნახავთ და დავახასიათებთ, მერე შეიძლება შევადაროთ "ის" ყველა სხვა დანარჩენ წამებში არსებულ "მას" და ვნახავთ თუ იყვნენ ერთიდაიგივენი.

QUOTE
სხვა რამეს გეკითხები, შენ ხარ თმა (სხვა ნაწილებთან ერთად) თუ შენთან არის დაკავშირებული თმა?

რას ეძახი "შენ"? რისგან შედგება ის?

იხილე ადამიანის ანატომია. თმასთან დაკავშირებულ პასუხს მანდ ნახავ.

ისე "მე" ჩნდება მას შემდეგ რაც ადამიანს სახელს, გვარს მისცემენ ანუ დაბადების მოწმობას.

მერე მისცემენ ოჯახის ისტორიას - დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა და ა.შ.

ხოლო შემდეგ პასპორტს.

ასე ხდება ადამიანი მე. სხვაგვარად მე-ს აღქმა შეუძლებელია. თუ რაღაც არ დაგარქვეს, საიდან იცი რომ შენ შენხარ?
არავის რომ არ ერქვას სახელი, შენ როგორ მიხვდები რომ შენ ხარ?

Posted by: tyvia 20 Nov 2023, 11:43
Obser_ver

QUOTE
მაშინ ასე გკითხავ, შენ ამბობ რომ ლოგიკის საშუალებით მინდაო მივიდეო ამოხსნამდე. თუ უკვე ვერ ამოხსენი ლოგიკის საშუალებით, მაშინ რატომ ფიქრობ რომ ლოგიკის საშუალებით მიხვალ?

მივედი უკვე აზრამდე რომელიც დავწერე წინა გვერდებზე
რაც არის რომ ადამიანი ერთია

თუ ვინმე არ მეთანხმება შეუძლია გამისწოროს
მე თუ დავინახავ რომ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს შევეცდები მოვუყვანო ისეთი არგუმენტები რომლებიც საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოიყვანს რაც აჩვენებს რომ სადღაც ცდება

QUOTE
შესაბამისად, რომ მოინდომებ სხვა სიტყვებით ამიხსნა რისი თქმა გინდა, ვერასდროს ვერ იტყვი ისე, რომ სხვამ გაიგოს, რადგანაც, შენ არ შეგეძლება ის სხვა გახდე და გადაამოწმო როგორ აღიქვა მან შენი სიტყვები.

მათემატიკა საწყის დონეზე ერთნაირად გვესმის, სხვა შემთხვევაში განსხვავებულ პასუხებამდე მივიდოდით
ეს საკმარისია იმის დასაჯერებლად რომ ერთნაირ აზრებამდე მისვლა შესაძლებელია

QUOTE
ჯერ გასარკვევია რა არის "მე". სად არის "მე"?

მაგას ვარკვევთ მაგრამ თუ ყველაფერზე იტყვი რომ არ იცი, მათ შორის იმაზე თმა ხარ თუ არა, თავზე დახურული ქუდი ხარ თუ არა და ა.შ მაშინ წინ ვერ გადადგამ ნაბიჯს

Posted by: Obser_ver 20 Nov 2023, 13:52
tyvia

QUOTE
მივედი უკვე აზრამდე რომელიც დავწერე წინა გვერდებზე
რაც არის რომ ადამიანი ერთია

თუ ასეა მოდი გკითხავ ამიხსენი თუ რა არის - "ერთი".

QUOTE
მაგას ვარკვევთ მაგრამ თუ ყველაფერზე იტყვი რომ არ იცი, მათ შორის იმაზე თმა ხარ თუ არა, თავზე დახურული ქუდი ხარ თუ არა და ა.შ მაშინ წინ ვერ გადადგამ ნაბიჯს

შენ რას მოიაზრებ "მე"-ში?

Posted by: tyvia 20 Nov 2023, 14:46
Obser_ver

QUOTE
თუ ასეა მოდი გკითხავ ამიხსენი თუ რა არის - "ერთი".

ერთი არის ის რაოდენობა რაც ჩვენ ვართ
QUOTE
მე ვამბობ რომ ადამიანი რეალურად არის ერთი ნაწილი რომელიც არ იყოფა
ტვინი და დანარჩენი სხეული მასთან არის დაკავშირებული
ამ ნაწილს აქვს ყველა ის უნარი რაც ჩვენ გვაქვს
მაგალითად შეუძლია დაინახოს თვალის მეშვეობით ან მოისმინის ყურით
შეიძლება თვალს რამე დაემართოს და ვეღარ იფუნქციონიროს მაგრამ ამ ნაწილის დანახვის უნარს არაფერი მოუვა

მთავარი არგუმენტი ის მაქვს რომ ჩემთვის წარმოუდგენელია გავიყო და 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გავხდე ერთდროულად
რაც ნიშნავს რომ ვერ ვიქნები ვერაფერი რაც იყოფა

QUOTE
შენ რას მოიაზრებ "მე"-ში?

იმას რასაც X დავარქვი ამ თემაში
https://forum.ge/?showtopic=35270408&view=findpost&p=60770409

Posted by: Obser_ver 20 Nov 2023, 19:24
tyvia

QUOTE
Obser_ver

QUOTE
თუ ასეა მოდი გკითხავ ამიხსენი თუ რა არის - "ერთი".

ერთი არის ის რაოდენობა რაც ჩვენ ვართ

1 რა არის თქო გკითხე (ერთი). რას ნიშნავს ერთი (1)?

ვინ ჩვენ? რა ჩვენ?

QUOTE
QUOTE

შენ რას მოიაზრებ "მე"-ში?

იმას რასაც X დავარქვი ამ თემაში
ერთი ვართ თუ ბევრი (post #60770409)

მაგ პოსტში ტვინი შენებურად დაალაგე და მოგინდა რომ რაღაცისთვის დაგერქმია X და დაარქვი. ახლა ამბობ ეს იქსი მე ვარო.

იქსი განმარტე მაშინ და გავიგებ რას მოიაზრება "მე"-ში, ან "მე" განმარტე და გავიგებ რას მოიაზრებ იქსში.

Posted by: tyvia 20 Nov 2023, 20:50
Obser_ver

QUOTE
1 რა არის თქო გკითხე (ერთი). რას ნიშნავს ერთი (1)?

17 რა არის?
1 ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რაიცხვი არის რაოდენობა და ვერ იქნება რამე სხვა
რომ მეთქვა 2 ნაწილი ვართ მეთქი მაშინ შეგვეძლებოდა 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გავმხდარიყავით
მილიონი რომ მეთქვა მილიონ ნაწილად შეგვეძლებოდა გაყოფა და ყველა ჩვენ ვიქნებოდით
მაგრამ მე ვამბობ რომ 1 ნაწილი ვართ და შეუძლებელია გავიყოთ და ჩვენი თავისგან დამოუკიდებელი გავხდეთ

QUOTE
იქსი განმარტე მაშინ და გავიგებ რას მოიაზრება "მე"-ში, ან "მე" განმარტე და გავიგებ რას მოიაზრებ იქსში.

შენ ხარ ვინც ხედავს თავლებით, ლაპარაკობს პირით, ისმენს ყურებით, აზროვნებს ტვინით, გრძნობს შეხებას, ტკივილს, და ა.შ
დაუსვი საკუთარ თავს კითხვა ვინ ვარო და მიხვალ პასუხებამდე
თუ თვითონ არ ცდი დაფიქრებას მე როგორც არ უნდა ვხსნა ვერ გაგაგებინებ

Posted by: Obser_ver 24 Nov 2023, 11:46
tyvia

QUOTE
Obser_ver

QUOTE
1 რა არის თქო გკითხე (ერთი). რას ნიშნავს ერთი (1)?

17 რა არის?
1 ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რაიცხვი არის რაოდენობა და ვერ იქნება რამე სხვა
რომ მეთქვა 2 ნაწილი ვართ მეთქი მაშინ შეგვეძლებოდა 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გავმხდარიყავით
მილიონი რომ მეთქვა მილიონ ნაწილად შეგვეძლებოდა გაყოფა და ყველა ჩვენ ვიქნებოდით
მაგრამ მე ვამბობ რომ 1 ნაწილი ვართ და შეუძლებელია გავიყოთ და ჩვენი თავისგან დამოუკიდებელი გავხდეთ

1 არის ციფრი და რიცხვი. 17 არის რიცხვი.

თუ დავითვლით ადამიანებს (პასპორტი) მაშინ ინდივიდი = 1-ს.

ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ორგანიზმი. რადგანაც 1 ყველაზე მცირე ნატურალური რიცხვია და მეტია ნულზე.

რადგანაც 1 პასპორტია (პირადი ნომერი) ის ვერ გაიყოფა.

QUOTE
შენ ხარ ვინც ხედავს თავლებით, ლაპარაკობს პირით, ისმენს ყურებით, აზროვნებს ტვინით, გრძნობს შეხებას, ტკივილს, და ა.შ
დაუსვი საკუთარ თავს კითხვა ვინ ვარო და მიხვალ პასუხებამდე
თუ თვითონ არ ცდი დაფიქრებას მე როგორც არ უნდა ვხსნა ვერ გაგაგებინებ

მე ვარ ის ვინც ხედავს, სუნთქავს, ლაპარაკობს, ისმენს, გრძნობს და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ - ტვინით.

"მე" არის - ტვინი და არაფერი სხვა.

სხეული ტვინის გარსაცმია, რომლის საშუალებით ის ამ სამყაროში არსებობს.

არსებობა:
ყოფნა, სიცოცხლე, ცხოვრება.

https://www.ganmarteba.ge/word/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90

Posted by: tyvia 24 Nov 2023, 13:25
Obser_ver

QUOTE
მე ვარ ის ვინც ხედავს, სუნთქავს, ლაპარაკობს, ისმენს, გრძნობს და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ - ტვინით.

ტვინით თუ ხედავ თვალი რისთვისაა მაშინ?
თვალზე რომ რაღაც ემართება ადამიანს რატომ ვეღარ ხედავს?

QUOTE

"მე" არის - ტვინი და არაფერი სხვა.

უკლებლივ ყველაფერი რისგანაც ტვინი შედგება თუ არის რაღაც რის გარეშეც შეიძლება იგივე დარჩე?
მაგალითად 1 ატომი რომ ამოვიღოთ შენი ტვინიდან იგივე "შენ" დარჩები თუ სხვა გახდები?

Posted by: Obser_ver 24 Nov 2023, 13:43
tyvia

QUOTE
Obser_ver

QUOTE
მე ვარ ის ვინც ხედავს, სუნთქავს, ლაპარაკობს, ისმენს, გრძნობს და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ - ტვინით.

ტვინით თუ ხედავ თვალი რისთვისაა მაშინ?
თვალზე რომ რაღაც ემართება ადამიანს რატომ ვეღარ ხედავს?

თვალი არის ინსტრუმენტი ტვინისთვის, რომ "ნახოს".

მხედველობის ფუნქციას თავის ტვინში უზრუნველყოფს მხედველობითი ანალიზატორის შეუფერხებელი მუშაობა. მხედველობითი ანალიზატორი იწყება ორივე თვალის კაკალში მოთავსებული რთული მხედველობითი რეცეფციის სისტემიდან გამომავალი მხედველობის ნერვებით, რომლებიც თავის ქალაში შეღწევისას თავის ტვინის ფუძეზე განლაგდება. თურქული კეხის დონეზე ორივე მხედველობის ნერვის ნაწილობრივი გადაჯვარედინების შემდეგ მხედველობითი ინფორმაცია მხედველობითი ტრაქტის მეშვეობით მიემართება სათანადო ქერქქვეშა ბირთვებისკენ, საიდანაც ვრცელდება კეფის წილის შესაბამის, ე.წ. მხედველობითი ქერქის, უბნებში.

ბრმებიც "ხედავენ"

QUOTE
თვალზე რომ რაღაც ემართება ადამიანს რატომ ვეღარ ხედავს?

ის ვერ ხედავს ისევე როგორც ხედავდა. ანუ თვალის საშუალებით ვერ ხედავს, თუმცა მას შეუძლია "ნახოს".

ანუ, ტვინი ნებისმიერ შემთხვევაში ხედავს.

სავარაუდოდ არცერთ ადამიანს სიცოცხლის მანძილზე არ გააჩნია ის, რასაც სრულყოფილი მხედველობა დავიძახოთ.

QUOTE
უკლებლივ ყველაფერი რისგანაც ტვინი შედგება თუ არის რაღაც რის გარეშეც შეიძლება იგივე დარჩე?
მაგალითად 1 ატომი რომ ამოვიღოთ შენი ტვინიდან იგივე "შენ" დარჩები თუ სხვა გახდები?

ამისთვის საჭიროა განიმარტოს რას ნიშნავს "შენ" ან "მე".

ტვინის ნაწილი შეიძლება დაიკარგოს მარა ადამიანი (პასპორტი) ფუნქციური იყოს.

პარკინსონის დაავადების დროს არის თუ არა ადამიანი 1(ერთი)?
(ის ერთი რომელსაც შენ გულისხმობ)

Posted by: tyvia 24 Nov 2023, 14:05
Obser_ver

QUOTE
თვალი არის ინსტრუმენტი

მე რა ვთქვი აბა? -
QUOTE
შენ ხარ ვინც ხედავს თავლებით, ლაპარაკობს პირით, ისმენს ყურებით, აზროვნებს ტვინით, გრძნობს შეხებას, ტკივილს, და ა.შ

თვალი არის საშუალება იმისთვის რომ დავინახოთ
ერთადერთი განსხვავებულად იმას ვამბობ რომ ტვინიც ერთ-ერთი ინსტრუმენტია ჩვენთვის რომელიც გვაძლევს საშუალებად რომ ვიაზროვნოთ, დავიმახსოვროთ და ა.შ

QUOTE
პარკინსონის დაავადების დროს არის თუ არა ადამიანი 1(ერთი)?

კი

Posted by: Obser_ver 24 Nov 2023, 18:34
tyvia

QUOTE
Obser_ver

QUOTE
თვალი არის ინსტრუმენტი

მე რა ვთქვი აბა? -
QUOTE
შენ ხარ ვინც ხედავს თავლებით, ლაპარაკობს პირით, ისმენს ყურებით, აზროვნებს ტვინით, გრძნობს შეხებას, ტკივილს, და ა.შ

თვალი არის საშუალება იმისთვის რომ დავინახოთ
ერთადერთი განსხვავებულად იმას ვამბობ რომ ტვინიც ერთ-ერთი ინსტრუმენტია ჩვენთვის რომელიც გვაძლევს საშუალებად რომ ვიაზროვნოთ, დავიმახსოვროთ და ა.შ

სწორედ აქ არის შეცდომა. ტვინი არ არის ინსტრუმენტი, ტვინი არის ადამიანი, ტვინისთვის არის ინსტრუმენტი თვალი.

არასწორია და ძველი ცოდნაა რომ: 1) არის ადამიანი, რომელსაც აქვს 2) ტვინი და ასევე 3) თვალი.

სწორია - არის 1) ტვინი (ადამიანი) და აქვს 2) თვალი

QUOTE
QUOTE
პარკინსონის დაავადების დროს არის თუ არა ადამიანი 1(ერთი)?

კი

მაიმუნების (ან სხვა ცხოველების მიერ)
მიერ გაზრდილი ჰომო-საპიენსი არის ადამიანი?

Posted by: tyvia 24 Nov 2023, 21:27
Obser_ver

QUOTE
სწორედ აქ არის შეცდომა. ტვინი არ არის ინსტრუმენტი, ტვინი არის ადამიანი, ტვინისთვის არის ინსტრუმენტი თვალი.

შენ რა იცი რომ შეცდომაა?
დაამტკიცე არგუმენტებით

წინა გვერდებზე რაც ვიკითხე იგივეს გავიმეორებ - რა მოხდება რომ შენი ტვინი 2-ად გაყონ, სასიცოცხლო ფუნქციები შეუნარჩუნონ და თითოეულს დანაკლისი ხელოვნური ნაწილებით შეუვსონ?
2-ივე შენ იქნები ერთდროულად?

QUOTE
მაიმუნების (ან სხვა ცხოველების მიერ)
მიერ გაზრდილი ჰომო-საპიენსი არის ადამიანი?

ვერ გავიგე კითხვა

Posted by: Obser_ver 24 Nov 2023, 21:40
tyvia

QUOTE
Obser_ver

QUOTE
სწორედ აქ არის შეცდომა. ტვინი არ არის ინსტრუმენტი, ტვინი არის ადამიანი, ტვინისთვის არის ინსტრუმენტი თვალი.

შენ რა იცი რომ შეცდომაა?
დაამტკიცე არგუმენტებით

კი ბატონო.

QUOTE
წინა გვერდებზე რაც ვიკითხე იგივეს გავიმეორებ - რა მოხდება რომ შენი ტვინი 2-ად გაყონ, სასიცოცხლო ფუნქციები შეუნარჩუნონ და თითოეულს დანაკლისი ხელოვნური ნაწილებით შეუვსონ?
2-ივე შენ იქნები ერთდროულად?

ორ თანაბარ ნაწილად რომ გაყონ ტვინი არ იმუშავებს.

აკეთებენ დიდი ნახევარსფეროების შემაერთებელი corpus callosum გახლეჩას ეპილეფსიის დროს.

ჯერ არ არსებობს ტვინისთვის ხელოვნური ნაწილები.

შენ ვინ?
ეგ გვაქვს ჩვენ ჯერ განსამარტი რომ უკეთ გავუგოთ ერთმანეთს. შენ/მე (პასპორტი) თუ რა?
* * *
QUOTE
QUOTE
მაიმუნების (ან სხვა ცხოველების მიერ)
მიერ გაზრდილი ჰომო-საპიენსი არის ადამიანი?

ვერ გავიგე კითხვა

აი მაიმუნმა ან სხვა ცხოველმა რომ გაზარდოს ადამიანის ნაშიერი, მას ექნება ის თვისებები, უნარები, რომელიც თანამედროვე ადამიანს ახასიათებს? (მეტყველება, გამართული სიარული და სხვა ქცევები მაქვს მხედველოაბაში)

Posted by: tyvia 24 Nov 2023, 22:20

Obser_ver

QUOTE
ჯერ არ არსებობს ტვინისთვის ხელოვნური ნაწილები.

რა მნიშვნელობა აქვს რა არსებობს, წარმოდგენა არ შეიძლება?

QUOTE
შენ ვინ?
ეგ გვაქვს ჩვენ ჯერ განსამარტი რომ უკეთ გავუგოთ ერთმანეთს. შენ/მე (პასპორტი) თუ რა?

გავნმარტე უკვე, მაგაზე უკეთესად ვერ დავწერ

QUOTE
აი მაიმუნმა ან სხვა ცხოველმა რომ გაზარდოს ადამიანის ნაშიერი, მას ექნება ის თვისებები, უნარები, რომელიც თანამედროვე ადამიანს ახასიათებს? (მეტყველება, გამართული სიარული და სხვა ქცევები მაქვს მხედველოაბაში)

არ ვიცი რა ექნება მაგრამ X-თან არ აქვს ამას კავშირი

რაღაც წყლის ნაყვას მაგონებს ჩვენი ლაპარაკი,დავამთავროთ ჯობია
მე კი ავხსნი რას ვამბობ მაგრამ კარგი გამგონიც მჭირდება

Posted by: Obser_ver 24 Nov 2023, 23:27
tyvia

QUOTE
Obser_ver

QUOTE
ჯერ არ არსებობს ტვინისთვის ხელოვნური ნაწილები.

რა მნიშვნელობა აქვს რა არსებობს, წარმოდგენა არ შეიძლება?

აქ თუ შესაძლებელია წარმოდგენა, მაშინ

QUOTE
არ ვიცი რა ექნება მაგრამ X-თან არ აქვს ამას კავშირი

აქაც ხომ შეიძლება?

QUOTE
QUOTE
შენ ვინ?
ეგ გვაქვს ჩვენ ჯერ განსამარტი რომ უკეთ გავუგოთ ერთმანეთს. შენ/მე (პასპორტი) თუ რა?

გავნმარტე უკვე, მაგაზე უკეთესად ვერ დავწერ

გასაგებია

QUOTE
რაღაც წყლის ნაყვას მაგონებს ჩვენი ლაპარაკი,დავამთავროთ ჯობია

როგორც გენებოს

QUOTE
მე კი ავხსნი რას ვამბობ მაგრამ კარგი გამგონიც მჭირდება

ახსნა ნიშნავს რომ გააგებინო, ან ეცადო რომ გააგებინო, თუმცა შენი საქმისა შენ იცი.

Posted by: pibe 3 Feb 2024, 19:15
QUOTE (tyvia @ 8 Sep 2023, 22:23 )
რა ვართ, ბევრი ნაწილის ერთობლიობა თუ ერთი რაღაც რასაც ყველაფერი დანარჩენი უკავშირდება?

ამაშია პასუხი ძალიან ბევრ კითხვაზე

ოკეანის თითოეულ წვეთში მოთავსებულია სრული ინფორმაცია მთლიან ოკეანეზე.
ეს წვეთი, რომ გამოაცალკევო და შეისწავლო, მოგიყვება სრულ ისტორიას, ოკეანისა და წყლის წარმომავლობაზე.

ასე ვართ ჩვენც. ჩვენში დევს სრული ინფორმაცია სამყაროს შესახებ.
ვართ განუცალკევებელი ნაწილი სამყაროსი. ვართ სამყარო თავად. სამყაროა ჩვენში და ჩვენ მასსში ერთიდაიგივე დროს.

აქედან გამომდინარე, როგორც ოკეანეს ორი წვეთი ერთი საწყისიდან მოდის, ერთი შემადგენლობა აქვთ, ერთნი არიან.. ასევე ჩვენ ვართ ერთნი, მაგრამ დროებით გაინდივიდუალურები, როგორც ოკეანიდან ამოღებული წვეთი.

მესამე განზომილების ცნობიერებაა ეს გამოყოფის შეგრძნება, ინდივიდუალიზმი. ის შეგრძნება, რომ ცალკე ვართ. ყველა თავის თავისთვის და ცალ-ცალკე. ეს რატომ ხდება ასე ცოტა ვრცელი საკითხია და ონტოგენეზი უნდა გავშიფროდ.
ჩვენი შემდეგი "გაჩერება"მეოთხე განზიმილებაა, თუმცა დააგვიანდება.
მეოთხე განზომილების ადამიანისთვის, ეს გამოცალკევებულობისა და ეგოიზმის . "მე შენზე მეტი უნდა ვიყო და ამისათვის თავზე გადაგივლი თუ დამჭირდა" და ასე შემდეგ... ფაქტორები ნელდება.. და ის ვისაც მესამე განზომილებაში ებრძვი, შენი მტერია, შენი მეზობელი რომელსაც მთელი ცხოვრება ეპაექრები და ეტოლები, სხვა ერის შვილს აბუჩად იგდებ, იმიტომ რომ ზუსტად შენაირი არაა.. აი ეს ყველაფერი ქრება და იწყება ნამდვილი ერთობა.
როდესაც შინაგანად გრძნობ და იცი, რომ შენი მეზობელი, მეგობარი, ვინმე უცნობი, ნებისსმიერი ადამიანი - ხარ შენ! პროექცირებული სხვა სხეულში. ერთი და იგივე ხართ, უბრალოდ დროებით თამაშობთ გარკვეული ინდივიდების როლს.
ასეთი Dონის საზოგადოებაში, ნუ ომი წარმოუდგენელია რა თქმა უნდა. სიძულვილი არ არსებობს, ყველა ერთმანეთს უვლის და ეხმარება.
მივა კაცობრიობა ამ დონემდე, მაგრამ ჯერ კიდევ დააგვიანდება..

Posted by: Kenward_Newson 5 Mar 2024, 21:03
QUOTE
რაღაცისგან დამოუკიდებლი ნიშნავს რომ მასთან კავშირი არ გაქვს
რასთანაც კავშირი არ მაქვს ის მე ვერ ვიქნები

აბსოლიტურად, დამოუკიდებლობისა და კავშირის კონცეფციას აქვს ღრმა გავლენა ბევრ სფეროში, მათ შორის ფიზიკასა და ფილოსოფიაში. ფიზიკაში ურთიერთდაკავშირებისა და ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა ფუნდამენტურია სამყაროს ბუნების გასაგებად. მაგალითად, კვანტური ფიზიკის სფეროში, ჩახლართულობის კონცეფცია გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ნაწილაკები ღრმად იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული, ისე, რომ ერთი ნაწილაკის მდგომარეობა მყისიერად მოქმედებს მეორის მდგომარეობაზე, რაც არ უნდა შორს იყვნენ ისინი. ეს ეჭვქვეშ აყენებს დამოუკიდებლობისა და განცალკევების ცნებას სუბატომურ დონეზე.

უფრო ფართო ფილოსოფიურ კონტექსტში, მოაზროვნეები საუკუნეების მანძილზე ებრძოდნენ ურთიერთკავშირის იდეას. ერთი თვალსაჩინო კონცეფციაა „მონიზმი“, რომელიც გვთავაზობს, რომ ყველაფერი დაკავშირებულია, როგორც ერთიანი, ერთიანი მთლიანობის ნაწილები. ეს პერსპექტივა ეჭვქვეშ აყენებს აბსოლუტური დამოუკიდებლობის ცნებას და ხაზს უსვამს ყველა არსებობის ურთიერთდამოკიდებულებასა და ერთიანობას.

ზოგადად, იქნება ეს ფიზიკაში თუ ფილოსოფიაში, ურთიერთდაკავშირებისა და ურთიერთდამოკიდებულების კონცეფცია გადამწყვეტ როლს თამაშობს სამყაროს შესახებ ჩვენი გაგებისა და მასში ჩვენი ადგილის ფორმირებაში.
* * *
QUOTE
არ მინდა რაღაც ახლის გამოგონება
მხოლოდ ლოგიკით მინდა რომ მივიდე სწორ პასუხებამდე

ჩემთვის წარმოუდგენელია რომ ვიყო 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რადგან რაღაცისგან დამოუკიდებლი ნიშნავს რომ მასთან კავშირი არ გაქვს
რასთანაც კავშირი არ მაქვს ის მე ვერ ვიქნები
ეს მაფიქრებინებს რომ ადამიანი 1-ია

წარმოვიდგინოთ ტვინში 1 ნაწილი რომელსაც ყველაფერი დნარჩენი უკავშირდება
ის სავარაუდოდ იმდენად პატარაა რომ ჯერ არავის აღმოუჩენია

მაშინ რა ხდება როცა ვიღაც კვდება?
რახან მას აღარ შეუძლია დაინახოს, გაიგოს, იაზრივნოს, მეხსიერება წაშლილი აქვს და ა.შ ეს ნიშნავს რომ აღარ არსებობს?
თუ არსებობა ამაზე მეტია?
იქნებ ის ნაწილი რომელიც ჩვენ ვართ ისევ აგრძელებს არსებობას მაგრამ აღარ აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ფუნქციები შეასრულოს სხეულის მეშვეობით
სამაგიეროდ აქვს უნარი რადგან მის გარეშე ვერაფერს შეძლებდა მაშინაც როცა სხეული ფუნქციონირებდა
მაგალითად ქვას რომ თვალი მიუერთო ვერ დაინახავს რადგან არ აქვს ამის უნარი

კითხვა არის თუ სხეულს ვეღარ იყენებს შეუძლია მის გარეშე დაინახოს, გაიგოს და ა.შ რადგან ამის უნარი აქვს?

ეს არ ეწინააღმდეგება რელიგიასაც, იქნებ ის 1 ნაწილი ისაა რასაც მორწმუნეები სულს ეძახიან

მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ადამიანი სრულიად დამოუკიდებელია ყველაფრისგან. ადამიანები არსებითად სოციალური არსებები არიან და ჩვენი არსებობა ღრმად არის დაკავშირებული სხვა ინდივიდებთან და გარემოსთან. გარდა ამისა, ცნება ტვინის ცალკეული ნაწილის შესახებ, რომელთანაც ყველაფერი დაკავშირებულია, ზედმეტად გამარტივებულია და ზუსტად არ ასახავს ტვინის ფუნქციისა და ნერვული ქსელების სირთულეებს.
გარდა ამისა, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს რომ ჩვენი ნაწილი აგრძელებს არსებობას სიკვდილის შემდეგ. ტვინის აქტივობის შეწყვეტა იწვევს ცნობიერებისა და შემეცნებითი ფუნქციის დაკარგვას და არ არსებობს სულის ან ცნობიერების სხვა ფორმის არსებობის ემპირიული საფუძველი ფიზიკური სხეულის მიღმა. ეს ცნებები ძირითადად ემყარება რწმენის სისტემებს, ვიდრე გადამოწმებულ მტკიცებულებებს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)