Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > არჩეული ავატარი, signature და პირადი "მე" (XI)


Posted by: Windmühle 14 Jun 2020, 00:36
მეგობრებო, თემა გახსნილია, ლენტა გაჭრილია, გელით ახალ-ახალი დახასიათებებით.

წესები მარტივია, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაახასიათოთ ნებისმიერი წევრი, გაგვიზიაროთ თუ რა ემოციას იწვევს მისი ავატარი, პოსტები...

აქ არ ვაფასებთ მხატვრულად წერის უნარს, უბრალოდ ვავარჯიშებთ ჩვენს წარმოსახვას და ინტუიციას. ერთი შეხედვით ჩვენ არაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ, თუმცა პატარ-პატარა დეტალებით, შევეცადოთ დავახასიათოთ ის ადამიანები, ვინც ამა თუ იმ იუზერის უკან იმალება.

წინა თემის ათი ყველაზე აქტიური იუზერი:
Artist
Windmühle
HurricaneKat
თორნიკეე
simebi
MeBeforeYou
popusha
FANNIE
საილერი
Tissier

user posted image



Posted by: Artist 14 Jun 2020, 17:17
დოლორეს
user posted image
მე როგორც მახსოვს მგონი სხვა ავატარი გქონდა მაშინ, მაგრამ ეს ავატარიც გიხდება….
მიუხედავად იმისა რომ პოსტებით გიცნობ მაინც შევეცდები ავატარით დაგახასიათო…

* * *
შენ ხარ ძლიერი პიროვნება არა მარტო სულიერად ფიზიკურადაც კი… შეგიძლია ადამიანებს მისცე
იმედი და ძალა, ინტერესი გაქვს, ეს ვიცოდი ისედაც, ეზოთერული ცოდნებისადმი და თერაპიისადმი…
მთავარი ადგილი შენს ცხოვრებაში მაინც შინაგან განცდებს უკავია, მიუხედავად იმისა რომ გარეგნული
ძალზედ გიტევს და ცდილობს გარე სამყაროს გამოგკიდოს… შეუპოვარი ადამიანიც ხარ და საკუთარი
პრინციპების გამტანიც, მაგრამ უაზროთ არ აკეთებ ამას, სადაც ცნობიერება გკარნახობს იქ დათმობაზეც
მიდიხარ, როდესაც ლოგიკურად სწორ გადაწყვეტილებებს ხედავ… გიყვარს ადამიანები და მათთან
ურთიერთობა, მაგრამ მარტოობაც შეგიძლია არაა პრობლემა… აი შენს თავთან სულ სულ მარტო როცა
რჩები და შენს შინაგანში ჩაიხედავ აი მაშინ სურვილი გიბყრობს რომ სულ ძლიერი რომ იყო არ გსურს
შენი სისუსტეების ამოოხვრის სურვილი გიჩნდება ამ დროს, რომ იყოს შენს სიახლოვეს ის ადამიანი
ვისაც მიენდობი და მის გარემოცვაში სუსტად იგრძნობ თავს, რომელსაც დაეყრდნობი და ბოლომდე
გაგიგებს… გაგრძელება იქნება…

* * *
დოლორესი
გაგრძელება:
ასეთ ადამიანს ბევრი ქალი ოცნებობს შენ არ ხარ გამონაკლისი, მე აქ შენს სიძლიერეს გავუსვი ხაზი,
როდესაც ძლიერ ადამიანს სურვილი იუჩნდება საკუთარი სურვილის გამოვლენის და იმ ჩახუტების
რომელიც სულიერად აღავსებს და გაუქარვებს ყოველგვარ შიშს…
შენ კარგად იცი რომ შიში ვერაფერს კარგს ვერ მოიტანს, საკუთარ თავზე არც გეშინია უბრალოდ
შენი ახლობლებზე უფრო გაქვს ზრუნვა და ესაა მხოლოდ…შენს სულიერად და ფიზიკურ სიძლიერეს
სხვები კი ხედავენ და აღიარებენ, მაგრამ შენ თვითონ არ სთვლი თავს იმდენად განვითარებულად და
ეს გაძლევს იმპულსს რომ განუწყვეტლივ იმუშავო საკუთარ თავზე, რომ მიაღწიო სასურველ საფეხურს
უფრო სულიერ განვითარებაში… გაქვს დიდი მადლიერების გრძნობა იმათადმი ვინც დაგხმარებია
სულიერ განვითარებაში და გარკვეული მოწიწებაც… აი ეს მოწიწება გაძლევს იმ უნარების შეძენის
საშუალებას რასაც სულიერი განვითარება ჰქვია… ისე მეოჯახე ქალი ხარ საქმიანი, იქნებოდი კარგი
დიპლომატი, არ ვიცი რა პროფესიის ხარ და რას საქმიანობ, მაგრამ ოჯახის გარეთაც კარგად ართმევ
თავს სამსახურს… მოკლედ კარგი გოგო ხარ ყველანაირად…

ხო ალბათ ნეგატიური მხარეც გაინტერესებს: ცოტა ჯიუტი ხარ მაგრამ იქ სადაც სიჯიუტე საჭიროა
სადაც არაა არც სიჯიუტე არ გჭირდება, ისე მძიმე ხელიც გაქვს მგონი, მტერს მოხვდა… smile.gif)))
ეს სუფთა ავატარიდან გამომდინარე იაპონელი ქალის ხელზე გავიფიქრე, კაი ჯანიანი ქალი სჩანს…

Posted by: საქმიანნი 14 Jun 2020, 21:38
QUOTE
ისე მეოჯახე ქალი ხარ საქმიანი, იქნებოდი კარგი
დიპლომატი, არ ვიცი რა პროფესიის ხარ და რას საქმიანობ, მაგრამ

ბარემ დავითაგე და დამახასიათეთ მეც )


Posted by: Artist 14 Jun 2020, 22:46
საქმიანი
QUOTE
ბარემ დავითაგე და დამახასიათეთ მეც )

აჰაა! საქმიანო შენ ახალი უზერი არ მგონიხარ ახალი ნიკით ხარ შემოსული უბრალოდ…
საქმიანი ხარ ნამდვილად, გიყვარს ფსიქოლოგია და ფილოსოფოსობაც… საქმეს კარგად
აკეთებ კარგი ბიზნესმენი იქნებოდი ანდა ხარ… სახლში ფუსფუსი იმდენად არ გიყვარს
მე ასე ვფიქრობ ანუ კერძების მზადება და ამაზე კაეფის დაჭერა არაა შენი საქმე მგონია…

ისე გემოვნება კარგი გაქვს და გემრიელ საჭმელის მირთმევა გსიამოვნებს მაგრამ გაკეთება?
იმდენად არ მგონია… რომ გსიამოვნებდეს, ისე დაუზარელი ხარ და რამე რომ იყოს გააკეთებ
კიდეც, მაგრამ შენს მიზნად არაა ეს ოჯახის მუჭუჭად ყოფნა… უფრო გარეთ საქმიანობაა შენი
მოწოდება… ხო სიყვარულში როგორ გითხრა თითქოს ზურგი გაქვს შექცეული აქ ავატარიდან
გამომდინარე ვამბობ, ვინაიდან ამ მომენტში ასეთი ავატარი მოგწონს? აქედან გამომდინარე
ვმსჯელობ, რომ სიყვარულს ეძებ უფრო სწორად კი არ ეძებ ზურგშექცეული ელოდები…
ეს კი ნიშნავს თითქოს არ ელოდები მაგრამ მაინც რომ ელოდები ეს დილემა გადასალახავია
შენთვის… ისე ძლიერად მოაზროვნე სჩანხარ, ლოგიკა კარგი გაქვს და ეძებ ლოგიკურ კვანძებს
რომ გახსნა, კვანძის გახსნა მოგწონს საერთოდ ვიდრე შეკვრა… smile.gif

Posted by: საქმიანნი 14 Jun 2020, 23:55
Artist
ყოჩაღ, ბევრი რამ სწორად დაწერე, მართლა ავატარმა გამცა თუ? ))
ახალი იუზერი არ ვარ, 2015-მდე აქტიურად ვპოსტავდი დიდი ხანი, მერე "საქმისთვის" დავტოვე ეს ნიკი, ბიზნესს და რაიმე საქმოსნობას არ უკავშირდება.
მუშაობით უკმაყოფილო ისე ჯერ არც ერთი უფროსი არ ყოფილა, არ შემიძლია უპასუხისმგებლოდ და უგულოდ კეთება რაიმესი. ფსიქოლოგია მიყვარს კი, იმ დონეზე, რა დონეზეც შეიძლება საკუთარ თავს "ვუწამლო" პროფესიული დაინტერესება ან შეხება არ მაქვს.
კერძების მომზადება ძალიან მიყვარს, ოღონდ განწყობის მიხედვით, შაბათ-კვირას აუცილებლად. რაც უფრო უცხოა და განსხვავებული, მით უფრო მაინტერესებს.
სიყვარულს არც ვეძებ და არც ველოდები, თავისთავად ხდება ეგ, ჩვენგან დამოუკიდებლად. ასე რომ მაგაზე არ ვფიქრობ, მაგრამ არც წინააღმდეგი ვიქნებოდი.
და კვანძის გახსნაზე ვგიჟდები :დ მართალია, ხშირად აღარ მომწონს "გახსნილი კვანძი", მაგრამ რას იზამ )) კვანძის შეკვრაზეც გეთანხმები, რაც ვარ, მაგას ვდებ წინ, არ ვარ ამოუხსნელი თავსატეხი და საიდუმლოებით მოცული, ცხრასახიანი ადამიანი :დ


რაც შეეხება შენს ავატარს, რაღაც განსაკუთრებულს არ ვიტყვი ალბათ, თუ დავწერ, რომ გიყვარს ხელოვნება, ისტორია... უფრო შემოქმედებითი აზროვნება გაქვს, ფანტაზიის უნარი გექნება განვითარებული, მგრძნობიარეც იქნები, შეიძლება განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამდე უხეშად ნათქვამ სიტყვებს, ნაკლებად გამოხატავდე, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან გწყინდეს. ცოტათი მარტოსული იქნები, უფრო ინტროვერტი მგონიხარ, მოწესრიგებული, პატიოსანი (დიმიტრი გელოვანი), მეოცნებეც იქნები, ნუ ბავშვობაში ალბათ ლექსებს წერდი, შეიძლება ახლაც. ადრე მორცხვიც იქნებოდი, მერე დაძლიე როცა გაიზარდე. რატომღაც მგონია, რომ შენი ცხოვრება შეიძლება ორად გაიყოს, რაღაც გარდატეხის წერტილი იქნებოდა შენს აზროვნებაში.
გარეგნობით არ ვიცი, რატომღაც დაბალი ან საშუალო ტანის, ქერა და სათვალიანი წარმოგიდგინე.




Posted by: Windmühle 15 Jun 2020, 00:49
Artist
ყოჩაღ არტისტო.
მე კი ვიცი დოლორესი რა არაჩვეულებრივი გოგოა, მაგრამ შენ რომ ასე მოინდომე ძალიან გამიხარდა .
ეხლა ტკბილად დამეძინება yes.gif

Posted by: sisae 15 Jun 2020, 01:34
Windmühle

ამაყი, პირდაპირი, ისე მიახლი ადამიანს ყველაფერს რო არც მერე ნანობ რამეს... lol.gif
დაგცხებს უცებ რაღაც მერე ისევ გადაქცხებს..
lol.gif
დღეს დიეტაზე ხარ ხვალ ანტიდიეტაზე lol.gif
* * *
ისეთი ავატარი გაქვს კადრი რო ააყოლო ერთ ხელში სიგარა უნდა ეჭიროსო და მეორე ხელში ჭიქა ვისკი..
givi.gif


Posted by: დოლორეს 15 Jun 2020, 01:39
Artist
ესე იგი ჩემო არტისტო, დახასიათებას რომ ვკითხულობდი, გავიბადრე სიამოვნებისგან, მაგრამ ძალიან ბევრ რამეში ნეტა ისეთი ვიყო როგორიც აქ აღმწერე. არც ძლიერი ვარ, მშიშარაც ვარ და მარტოობაც არ მიყვარს. ერთადერთი რაშიც დაუფიქრებლად გეთანხმები, სიჯიუტეა. ზოგჯერ თავკერძობამდე ჯიუტიც კი. კულინარია და ზოგადად სამზარეულოში ტრიალი არ მიყვარს, თუმცა ძალიან კარგი კულინარი ვარ, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი. არც საოჯახო საქმეები მიყვარს. ვაიმე, რა საქმიანი? ძაან ზარმაცი ვარ, მორთმეული მიყვარს ყველიფერი. biggrin.gif თუმცა უკვე 12 წელია აღარ მოურთმევიათ. რაც დედ-მამის სახლიდან წამოვედი. biggrin.gif
ხო, დიპლომატად არ ვივარგებდი, ცივ გონებაზე და გათვლებზე მეტად, ემოციით და გულით ვმოქმედებ სულ.
QUOTE
ისე მძიმე ხელიც გაქვს მგონი, მტერს მოხვდა… )))
ეს სუფთა ავატარიდან გამომდინარე იაპონელი ქალის ხელზე გავიფიქრე, კაი ჯანიანი ქალი სჩანს…

ვაიმე,რა კარგად გამაცინე. lol.gif
ღმერთმა დამიფაროს, ჯერ მაგ დონეზე არ დავცემულვარ, რომ მუშტიკრივი დამჭირვებოდა საკუთარი პოზიციის დასაცავად. ენა მიჭრის სამართებელივით. givi.gif
უღრმესი მადლობა ასეთი საინტერესო დახასიათებისთვის. 2kiss.gif

მე იმდე.ნი წელია ,,გიცნობ'' ფორუმის პოსტებით და წინა ავატარით, კარგად უნდა დავალაგო და ისე დაგახასიათო. bis.gif

Posted by: sisae 15 Jun 2020, 02:44
Windmühle

მართლა კი არა ვიხუმრე biggrin.gif smile.gif

Posted by: Windmühle 15 Jun 2020, 10:03
QUOTE (sisae @ 15 Jun 2020, 02:44 )
Windmühle

მართლა კი არა ვიხუმრე biggrin.gif smile.gif

აუ, რა იხუმრე, ესე ზუსტად არავის დავუხასიათებივარ 2kiss.gif lol.gif
* * *
QUOTE (sisae @ 15 Jun 2020, 01:34 )

დაგცხებს უცებ რაღაც მერე ისევ გადაქცხებს..
lol.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
ღმერთო შენ მიშველე lol.gif
* * *
QUOTE (sisae @ 15 Jun 2020, 01:34 )

დღეს დიეტაზე ხარ ხვალ ანტიდიეტაზე lol.gif

აუ კიიიიი, ერთი დღე ვაკეთებ/ ვჭამ და შემდეგი ორი-სამი დღე თვითგვემაში ვარ lol.gif
* * *
QUOTE (sisae @ 15 Jun 2020, 01:34 )

ისეთი ავატარი გაქვს კადრი რო ააყოლო ერთ ხელში სიგარა უნდა ეჭიროსო და მეორე ხელში ჭიქა ვისკი..
givi.gif

lol.gif lol.gif
სოფია ფეხებზემკიდიადიდებული
war.gif lol.gif lol.gif

ისიც მახსოვს დაჟე როდის გადავიღე lol.gif
პირველი შავ-თეთრი ფოტოა მემგონი gigi.gif gigi.gif

Posted by: Artist 15 Jun 2020, 15:31
საქმიანი
QUOTE
ყოჩაღ, ბევრი რამ სწორად დაწერე, მართლა ავატარმა გამცა თუ? )

დიახ სუფთა ავატარს დავეყრდენი, ვინაიდან პოსტებით იმდენად არ გიცნობ ჯერ…
ყოველ შემთხვევაში ამ ახალი ავატარით არ გიცნობ, არ მახსენდები …
QUOTE
ქერა და სათვალიანი წარმოგიდგინე.

შენც კარგი დამკვირვებელი ყოფილხარ, მაგრამ გარეგნობის გამოცნობა ძნელია… მწვანე თვალები მაქვს, მაგრამ
ქერა არ ვარ და არც სათვალიანი… დანარჩენი კარგად აღწერე ყოჩაღ… ლექსებსაც ვწერდი და მორცხვიც ვიყავი… smile.gif

დოლორეს
QUOTE
ჯერ მაგ დონეზე არ დავცემულვარ, რომ მუშტიკრივი დამჭირვებოდა საკუთარი პოზიციის დასაცავად.
ენა მიჭრის სამართებელივით.

ენა რომ გიჭრის მაგიტომ ვიფიქრე დიპლომატი იქნებოდი მეთქი, ისე მძიმე ხელი არ ნიშნავს იმას რომ მუშტიკრივი გამართო
უბრალოდ ერთ ხელუკუღმა რომ გაჰკრა ვინმეს ეგრევე დააგდებ… უფრო სწორედ მძიმე დარტყმის უნარი გაქვს მეთქი, კარგია
რომ ღიმილი მოგგვარა, ჩემი მიზანიც ეგ იყო, როდესაც ამას ვწერდი სულ მეცინებოდა… ეხლაც … მაგარი დამრტმყმელის როლი
რომ მოგარგე… რა უცნაური სიტყვა: "დამრტმყმელი" რთული გამოსათქმელი…
QUOTE
მე იმდე.ნი წელია ,,გიცნობ'' ფორუმის პოსტებით და წინა ავატარით, კარგად უნდა დავალაგო და ისე დაგახასიათო. 

კარგი ველი/გელი… შენ და შენს დახასიათებას… 2kiss.gif

Windmühle
QUOTE
ისიც მახსოვს დაჟე როდის გადავიღე  პირველი შავ-თეთრი ფოტოა მემგონი

ეხლა ვაპირებდი შეკითხვას ამ ახალ ავატარზე შენი ფეხებია მეთქი და პასუხი უკვე
გაგიცია… კაი ლამაზი ფეხები კი გქონია ჰაა…ქალბატონო სოფია...

Posted by: Windmühle 15 Jun 2020, 18:00
QUOTE (Artist @ 15 Jun 2020, 15:31 )

Windmühle
QUOTE
ისიც მახსოვს დაჟე როდის გადავიღე  პირველი შავ-თეთრი ფოტოა მემგონი

ეხლა ვაპირებდი შეკითხვას ამ ახალ ავატარზე შენი ფეხებია მეთქი და პასუხი უკვე
გაგიცია… კაი ლამაზი ფეხები კი გქონია ჰაა…ქალბატონო სოფია...

წინხედს არაუშავს, უკანახედი არ მომწონს ქუსლზე როცა მაცვია და ავადმყოფურად თეთრი თან facepalm.gif givi.gif

Posted by: Artist 15 Jun 2020, 22:47
Windmühle
QUOTE
ავადმყოფურად თეთრი თან 

თეთრი კანი რატომაა ცუდი? "ზაგარს" ვერ ღებულობ'? ისეთი თეთრიც არ მგონია
რომ მხოლოდ წითლდებოდე და ვერ რუჯდებოდე?
* * *
დოლორეს
QUOTE
უღრმესი მადლობა ასეთი საინტერესო დახასიათებისთვის.

არაფერს…. აქ ხომ ავატარით და პოსტებით როგორ შთაბეჭდილებას სტოვებ იმას ვწერთ…
ასე რომ ყველაფერი შეიძლება არც დაემთხვეს, მაგრამ ასოციაცია ასეთია და რა ვქნა…

Posted by: Windmühle 15 Jun 2020, 23:08
QUOTE (Artist @ 15 Jun 2020, 22:47 )
Windmühle
QUOTE
ავადმყოფურად თეთრი თან  

თეთრი კანი რატომაა ცუდი? "ზაგარს" ვერ ღებულობ'? ისეთი თეთრიც არ მგონია
რომ მხოლოდ წითლდებოდე და ვერ რუჯდებოდე

ცუდი რატომაა და მოვლაა რთული.
ცხოვრებაში არ მქონია რუჯი და დღეის მდგომარეობით მეორე პირი კანის აძრობით ვარ დაკავებული , იმედია ეხლა ხვდები რატომაა ცუდი :დდდ
ხორბლისფერობა ძააან კარგია, თეთრობა -ნწ. მეზიზღება ზაფხული ამის გამო.

Posted by: Artist 15 Jun 2020, 23:30
Windmühle
QUOTE
ცხოვრებაში არ მქონია რუჯი

გარუჯვისგან დამცველი კრემი უნდა წაისვა და ასე ნელ ნელა
გაირუჯო არ დაგეწვება კანი და თანაც გარუჯვას შეეჩვევი…
მე მყავდა ერთი "ფროინდინი" და ის ასე აკეთებდა თეთრი კანი
ჰქონდა მაგრამ მაინც ირუჯებოდა… აი რაღაცა გასწავლე მაინც…
smile.gif

* * *
ჯერ 50% კრემით დაიწყე შემდეგ კი 30% იანიც კარგად წავა, ცოტა რომ მოიკიდებს
ფეხს გარუჯვა…
user posted image user posted image

Posted by: Windmühle 15 Jun 2020, 23:54
Artist
სპფ30 მესვა და დავიწვი, ეხლა სპფ 50-იანი მაქვს გამოწერილი და ჩამომივა.
ვგავარ იმ გოგოს კრემს რომ არ ისვამს ? :დდდ
ზღვაზე სეზონზე სულ ცხოვრებაში 3-4 -ჯერ ვარ ნამყოფი და ეგეც უსაშინლესად მახსოვს :დდ
ოჯახურ ტანჯვას ვართ მიცემულები ვემს ოჯახში ყოველ ზაფხულს :დდდ

Posted by: Artist 16 Jun 2020, 00:31
Windmühle
QUOTE
ვგავარ იმ გოგოს კრემს რომ არ ისვამს ?

არ გავხარ, ხოდა მაშინ მაღალი პროცენტიანი უნდა წაისვა მასე თუა…
აი აგერ არის 50 პროცენტი დაცვით და თანაც ბრინჯაოს ფერსაც იძლევა..
user posted image

Posted by: Artist 17 Jun 2020, 15:27
Windmühle
ეს თემა რატომ მიივიწყე'? იქეთ გაგიხსენით თემა საჭყლოპინოთ და ჟივჟივებთ იქ,
მაგრამ ეს მშვენიერი თემა არ უნდა დავივიწყოთ ასე ეულად მიტოვებული... love.gif

მსურველების სია და დამხასიათებლების რომ ჩამოგვეწერა და ისე მივჰყოლოდით
ამ საქმეს არ იქნებოდა ურიგო....

* * *
ესენი არიან ეხლა აქტუალური დამხასიათებლები:
საქმიანი
Windmühle
sisae
დოლორეს
Artist
მსურველები ჯერ არ სჩანან ვისაც დახასიათება სურს:
ჩაეწერეთ სიაში დროზე...

Posted by: Windmühle 18 Jun 2020, 00:39
Artist
გამოჩნდეს ვინმე და შეიძლება კი მომივიდეს წერის მუზა :დ
ჯერ არც ერთი ჩანს და არც მეორე :დდ

Posted by: ტყნაჩო 18 Jun 2020, 15:15
დამახასიათეთ

Posted by: Artist 18 Jun 2020, 17:04
Windmühle
QUOTE
ჯერ არც ერთი ჩანს და არც მეორე

აგერ გამოჩნდა ერთი… ხოდა ვინაიდან მამრია მე პას… აბა შენ ხარ ეხლა
ასპარესზე… ისე ძველი უზერი ჩანს ახალი ნიკით მე მგონი… smile.gif
ტყნაჩო
QUOTE
დამახასიათეთ

ცოტა მოითმინე და მოვა ქალბატონი სოფო და დაგახასიათებს თუ ხასიათზე იქნა… smile.gif

Posted by: საქმიანნი 18 Jun 2020, 20:47
ტყნაჩო
მე დაგახასიათებ biggrin.gif
საღადაოდ რომ ხარ შემოსული = 2X2 :დ
ხალისიანი, ახალგაზრდა, უბოროტო ტიპი იქნები. შეიძლება სკოლა ჯერ არ დაგიმთავრებია ან არც ისე დიდი ხანია გასული დამთავრებიდან.
პირდაპირი ხარ, ალალი და მართალი
შეყვარებული არ გყავს, ძმაკაცებთან ღადაობ ამ თემაზე, მაგრამ გულში ფილინგ ფორევა ელოუნ.
გამხდარი იქნები სასტიკად, მაგრამ ჭამა გეყვარება, მგონია რომ შაურმას უნდა ეტანებოდე
და ისე კაი როჟა იქნები რა, მრავალმხრივი ინტერესებით, ფილმები, მუსიკა, თამაშები...

Posted by: Artist 19 Jun 2020, 15:00
საქმიანი
QUOTE
მე დაგახასიათებ

კარგია რომ შემოგვაშველე ხელი დამხასიათლებს… ისე კანდიდატები უფრო
მეტი იყო ხოლმე ვიდრე დამხასიათებლები… ეხლა რა დაემართად არ ვიცი…

არც პასუხი არ გამოსთქვა არც მადლობა….ამ ტყნაჩო-მ...


* * *
Windmühle
როგორი მშვეიერი ავატარი შეგირჩევია?… ძალზედ ნაზ ფერებში გადაწყვეტილი?
იმ ფეხებს კი სჯობია ათი თავით… ის ავატარი ფეხებზემკიდიას განცდას იწვევდა…

Posted by: ტყნაჩო 19 Jun 2020, 15:09
Artist
QUOTE
არც პასუხი არ გამოსთქვა არც მადლობა….ამ ტყნაჩო-მ...

არ დამცალდა, არტისტ, თორე როგორ არ ვიტყვი მადლობას


საქმიანი
გმადლობ

სკოლა საკმაოდ დიდი ხანია გასული, არც ფილინგ ელოუნ ის აბზაცი
დანარჩენი უმეტესობები გამოიცანი yes.gif

პერსონაჟია ეს ექაუნთი, როგორც დევიდ ბოუის ზიგი სტარდასტი
ბოუი რომელი ექაუნთია არ გეტყვით, მაინც არ მიცნობთ
არ გამიბაზროთ ოღონდ popcorn.gif


წამოდით ახლა ლაბაძეს თემა წავიკითხოთ

Posted by: Artist 19 Jun 2020, 15:52
ტყნაჩო
QUOTE
წამოდით ახლა ლაბაძეს თემა წავიკითხოთ

ლაბაძის თემას გაშიფრვა სჭირდება, მე ცოტათი შევეცადე მაგრამ…
მე მგონია რომ არ მოსწონს მას ჩემი ჩარევები თუ შესწორებები… smile.gif

Posted by: PANTALONE 19 Jun 2020, 15:59
ტყნაჩო
შენი სტიქია არის წყალი

Posted by: Dreamer Man 19 Jun 2020, 16:15
Artist
დოლირესი 2014 ის მერე გამოჩნდა? chups.gif

Posted by: საქმიანნი 19 Jun 2020, 16:45
Artist
მე ახალგაცნობილების დახასიათება უფრო მიყვარს, 2 სიტყვის მერე ვხვდები, ვინ როგორია ) აქ უფრო მიჭირს, პროფესიონალი უნდა იყო, ავატარით ხასიათი დასვა ))




ტყნაჩო
მე არავის ვეტყვი, ჩვენს შორის მოკვდება ეგ ამბავი :დ

აღარ მაქვს ლაბაძის დრო, აბა თქვენ იცით, თუ რამეს გაიგებთ, ჩვენც გაგვაგებინეთ

Posted by: Artist 19 Jun 2020, 19:50
Dreamer Man
QUOTE
დოლირესი 2014 ის მერე გამოჩნდა?

მე რატომ მეკითხები მაგას? ნახე მისი პროფილი და იქ ეწერება…
ანდა ავატარის ქვეშაც წერია ეგ… ზეპირად არ ვიცი მეც უნდა
შევხედო ჯერ მის ავატარს ...
* * *
საქმიანი
QUOTE
მე ახალგაცნობილების დახასიათება უფრო მიყვარს, 2 სიტყვის მერე ვხვდები, ვინ
როგორია ) აქ უფრო მიჭირს, პროფესიონალი უნდა იყო, ავატარით ხასიათი დასვა ))

რა თქმა უნდა პოსტების წაკითხვაც საჭიროა ცოტათი მაინც და პროფილის გადახედვა…
მინაწერები თუ აქვს და ა.შ. ისე მაინც ყოჩაღ შენ კარგად ორიენტირებ ამ ამბავში… smile.gif

Posted by: sweetAppletree 19 Jun 2020, 19:53
საქმიანი
QUOTE
2 სიტყვის მერე ვხვდები, ვინ როგორია

და ვინ როგორია ხოლმე? მაგალითისთვის რომ დაწერო დახასიათება, მაინტერესებს

Posted by: Artist 19 Jun 2020, 19:57
Dreamer Man
აჰა ვიცი რომ გეზარება მონახვა და ვიპოვე წინა გვერდიდან:
დოლორეს:
რეგისტრ.: 17-June 08

* * *
sweetAppletree
QUOTE
და ვინ როგორია ხოლმე? მაგალითისთვის რომ დაწერო დახასიათება, მაინტერესებს

შენ გაინტერესებს რომ დაგახასიათოს საქმიანი-მ ?

Posted by: საქმიანნი 19 Jun 2020, 20:14
Artist
QUOTE
რა თქმა უნდა პოსტების წაკითხვაც საჭიროა ცოტათი მაინც და პროფილის გადახედვა…
მინაწერები თუ აქვს და ა.შ. ისე მაინც ყოჩაღ შენ კარგად ორიენტირებ ამ ამბავში…

ადამიანს უნდა უყურებდე, მიმიკები, ხმის ტონი, მოძრაობა.. მოკლედ ლაივში უნდა ხედავდე, რამეს რომ მიხვდე
ის კი არა, სულ მიკვირდა ინტერნეტში გაცნობილი ადამიანები როგორ უყვარდებოდათ :დ
აქ როგორ უნდა მივხვდე ადამიანის რაობას

sweetAppletree
ყველა სხვადასხვანაირია
რა დავწერო აქ, არ ვიცი ))

Posted by: sweetAppletree 19 Jun 2020, 20:25
Artist
QUOTE
შენ გაინტერესებს რომ დაგახასიათოს საქმიანი-მ ?

არ ვიტყოდი უარს
თვითონ დამხასიათებლისთვის რას ნიშნავს ვისიმე დახასიათება ეგ მაინტერესებს.

საქმიანი
QUOTE
რა დავწერო აქ, არ ვიცი ))

დმახასიათE biggrin.gif

Posted by: საქმიანნი 19 Jun 2020, 21:18
sweetAppletree
QUOTE
თვითონ დამხასიათებლისთვის რას ნიშნავს ვისიმე დახასიათება ეგ მაინტერესებს.

მარტივია: ჩემიანია ადამიანი თუ ჯობია თავი შორს დავიკავო, ესაა სულ. ზოგადად არავის შინაგანი სამყარო იმდენად არ მაინტერესებს, ხანგრძლივი დაკვირვებები ვაწარმოო :დ


QUOTE
დმახასიათE

ოკი
ავატარის მიხედვით, ამაყი, ღირსების გრძნობა გამძაფრებული, ცოტათი სევდიანი, განმარტოება გეყვარება ბუნებაში.
ადვილად უნდა გწყინდეს და ადვილად უნდა იბუტებოდე, მაგრამ ბოღმას არ ატარებ და პატიობ.
ხმაურიან თავყრილობებს სიმშვიდე გირჩევნია, ჰარმონია ზოგადად.
მარტო ძალიან ახლობლების წრეში იქნები გახსნილი და მხიარული, ისე ჩაკეტილი.
გარეგნობით ასე მგონია ამ ავატარს უნდა გავდე, სავარაუდოდ რაღაც მსგავსება იპოვე შენს თავთან


Posted by: Dreamer Man 19 Jun 2020, 22:12
Artist
სიზარმაცე არაფერ შუშია ვნახე და მე სხვა დოლორესი მეგონა, ასერომ ორივე მარინა და ორივე ფერაძე გვყოლია ფორუმზე biggrin.gif

Posted by: saeki 19 Jun 2020, 22:35
დამახასიათეთ აბა....

sweetAppletree

შენ არ გინდა დამახასიათო?
ავატარები ხო იცი ჩემი :დ

Posted by: sweetAppletree 19 Jun 2020, 22:58
saeki
ადრე რომ დაგახასიათე ვერაფერი ვერ გავიგეო ასე მომწერე mad.gif biggrin.gif



საქმიანი
გასაგებია 2kiss.gif

დახასიათებას რაც შეეხება ამაყი არ მგონია მეთქმოდეს, დანარჩენი კი.
წყენაც ჰო, გაბუტვა არა. უბრალოდ როცა მწყინს, ან ვბრაზობ მირჩევნია მაშინვე გავეცალო სიტუაციის სრულად გასაგებად, ემოციების, აზრების დასალაგებლად და ეს ბუტიაობად აღიქმება. რამდენიმე წუთი მჭირდება უკან მისაბრუნებლად
უსამართლოდ მოქცევას ვერ ვპატიობ, შეიძლება დავივიწყო ესეც თუ განმეორებით ხასიათის არ მისცეს.
ახლობლებზეც ჰო..
ავატარი გარეგნულად არ მგავს, მაგრამ მაინც იმდენად გავს რაღაც წარსულის ნაწილს, რომ დავინახე მეთი ეს აქ საიდან გაჩნდა biggrin.gif

მადლობა


Posted by: saeki 19 Jun 2020, 23:04
sweetAppletree
QUOTE
ადრე რომ დაგახასიათე ვერაფერი ვერ გავიგეო ასე მომწერე

მართლა? არ მახსოვს.
კაი მაშინ :დ

Posted by: sweetAppletree 19 Jun 2020, 23:05
saeki
პმ მოგწერე yes.gif

Posted by: saeki 19 Jun 2020, 23:09
sweetAppletree
QUOTE
პმ მოგწერე

ანუ პმ-ში დამახასიათე?
არც ეგ მახსოვს :დ
ანუ იმდენად ვერაფერი გავიგე რო მალევე დამავიწყდა. user.gif

Posted by: sweetAppletree 19 Jun 2020, 23:11
saeki
mad.gif

კიდევ შემახსენე

Posted by: Artist 19 Jun 2020, 23:11
Dreamer Man
QUOTE
ასერომ ორივე მარინა და ორივე ფერაძე გვყოლია ფორუმზე

მაგდენი არ ვიცი მე სახელი და გვარი…

Posted by: saeki 19 Jun 2020, 23:21
sweetAppletree
QUOTE
კიდევ შემახსენე

lol.gif

Posted by: sweetAppletree 20 Jun 2020, 01:09
saeki
აი, რომ წერ ხოლმე მეგობრები არ მყავს, არავინ მიყვარს, არავინ მჭირდება
არ მჯერა მაგის
ასე მგონია მოთხოვნილებების და სურვილების აღიარება საკუთარ თავთანაც გიჭირს. რაღაცეებს სისუსტედ თვლი და უარყოფ. ამასთანავე ზარმაცი ხარ, რადგან გეზარება თავის შეწუხება, ურთიერთობებში წარმოქმნილ სიძნელეებთან, პატარა უმნიშვნელო დიკომფორტთან გასამკლავებლად, რაც ნებისმიერი ურთიერთობის თანამდევია შიგადაშიგ. ადვილად გიცრუვდება ამის გამო გული ყველაზე, ამასთან გგონია რომ ვერ გაგიგებენ, ან ბოლომდე ვერ. კრიტიკული და მომთხოვნი ხარ. ოღონდ ეს ყველაფერი ზედაპირულად, დაცვისთვის შექმნილი ორეული გყავს. რისგან გიცავს არ ვიცი.
* * *
არადა ვიცი, წარმომიდგენიაა, რომ ტკივილისგან...

...


Posted by: saeki 20 Jun 2020, 02:33
sweetAppletree
QUOTE
მეგობრები არ მყავს


მართლა არ მყავს.
არც ახლო ადამიანი ვისთანაც მართლა რაიმე ფორმის ურთიერთობა მექნება არ მყავს.
მათ შორის არც სატელეფონო კავშირები.
არ ვგულისხმობ აუცილებელს და საქმიანს.



QUOTE
არავინ მიყვარს


მართლა ეგრეა.
არავინ მიყვარს. მშობლების მიმართაც კი არ მაქვს მსგავსი რაიმე.
უფრო პირიქით ვიტყოდი.
QUOTE
არავინ მჭირდება
არ მჯერა მაგის


აქ შეიძლება მართალი იყო.

QUOTE
ასე მგონია მოთხოვნილებების და სურვილების აღიარება საკუთარ თავთანაც გიჭირს.


არც ისე :დ

QUOTE
რაღაცეებს სისუსტედ თვლი და უარყოფ.


ნუ შეიძლება.

QUOTE
ამასთანავე ზარმაცი ხარ


არადა არ ვარ მგონი ზარმაცი.
არ მეზარება ოთახის მოვლა რასაც ყოველდღე ვაკეთებ, თითქმის სულ მოწერსრიგებულია და დალაგებული.
გარეთ გასვლა და საქმე მეზარება მეზარებაცსაც ვერ ვიტყოდი ხალხში გასვლა არ მსიამოვნებს და ადამიანებთან რაიმე გადაკვეთის წერტილი.
თორემ ზარმაცს ნამდვილად ვერ დავარქმევდი თავს.

QUOTE
კრიტიკული და მომთხოვნი ხარ.


არაა არ ვარ საერთოდ.
აქ შეიძლება ასეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ მაგრამ ვერ ვიტყოდი.
უფრო პირიქითაა.
იმიჯი მაქვს გულქვა და უჟმურის თორემ სინამდვილეში ბევრჯერ წავიჭირე ჩემი თავი შიგნიდან ძაან მიამიტი ვარ lol.gif
დავწერე კიდევაც ვინმეს მიმართ გრძნობები რო გამიჩნდეს შეიძლება თუ ნაბოზვარი აღმოჩნდა ცუდად გამოიყონოს ჩემი მის მიმართ გრძნობები.
ადვილად შეიძლება იმანიპულიროს ჩემით. მაგრამ არ არსებობს ვინმეს მიმართ მე მგრძნობები გამიჩნდეს. ამიტომ ასეთი რამ გამორიცხულია.




QUOTE
არადა ვიცი, წარმომიდგენიაა, რომ ტკივილისგან...


user.gif

Posted by: sweetAppletree 20 Jun 2020, 02:39
saeki
იმიტომ რომ გამომრჩა არავინ მჭირდებას წინ
ზარმაცი ადამიანებთან ურთიერთობებში, მომთხოვნიც ამ მხრივ

Posted by: saeki 20 Jun 2020, 02:41
sweetAppletree
QUOTE
ზარმაცი ადამიანებთან ურთიერთობებში, მომთხოვნიც ამ მხრივ

ზარმაცი იმიტომ რომ ნაკლები მოტივაცია და სურვილი მაქვს რეალში ურთიერთობის.

ასე ბევრად კომფორტულია ჩემთვის.
არანაირი ვალდებულება და მოვალეობა.


Posted by: sweetAppletree 20 Jun 2020, 13:29
QUOTE (saeki)
user.gif


biggrin.gif


კარგი ვინმე ხარ მოკლედ 2kiss.gif

Posted by: saeki 20 Jun 2020, 14:37
sweetAppletree
QUOTE
კარგი ვინმე ხარ მოკლედ


biggrin.gif tongue.gif

Posted by: Dreamer Man 20 Jun 2020, 20:20
QUOTE (Artist @ 19 Jun 2020, 23:11 )
Dreamer Man
QUOTE
ასერომ ორივე მარინა და ორივე ფერაძე გვყოლია ფორუმზე

მაგდენი არ ვიცი მე სახელი და გვარი…

gigi.gif

ჭრიჭინას უყურე კარგი ფილმია

Posted by: Artist 21 Jun 2020, 00:10
Dreamer Man
QUOTE
ჭრიჭინას უყურე კარგი ფილმია

კი კარგი ფილმია… რამაზ ჩხიკვაძე თამაშობს და ლეილა აბაშიძე მგონი…
"გაიცანით ეს ჩვენი ახალგაზრდა არქიტექტორია" " შენ მოჰკალი ძერა მარინე?"
ეს ფრაზები მახსოვს…

აჰააა… ეხლა გადავხედე მაგ ფილმს, ორი მარინას ვარიანტში ამბობ?
ფერაძეები… ესეიგი მაგ ფილმიდან სთქვი ორი მარინაო? თუ იცნობ
დოლორესებს? პირადი მონაცემები თუ იცი მისი… smile.gif

Posted by: Dreamer Man 21 Jun 2020, 00:52
Artist
არა არ ვიცნობ არცეთს პირადად, ვიდაც მე ვგულისხმობდი ვემს სიეაბუკეში კიტხვისას მხდებოდა მისი პოსტები

რომ მკითხო რას წერდაო ტრანსი თუ ჩამაგდებ და იქედან გავიხსენო რას წერდა

Posted by: Artist 21 Jun 2020, 15:40
Dreamer Man
QUOTE
რომ მკითხო რას წერდაო ტრანსი თუ ჩამაგდებ და იქედან გავიხსენო რას წერდა

იმას მგონი არ დაწერდა საკუთარ სახელს და გვარს… თუ დოლორესის ნიკის ქვეშ იყო დაფარული…
შენ საიდან გაიგე აი ესაა საქმე… ან აქ რატომ გამოაჭენე ასე… თუ გამოიგონე და არაა მარინა ფერაძე?

Posted by: Dreamer Man 22 Jun 2020, 15:06
Artist
მეღადავები ხო? biggrin.gif

Posted by: Artist 22 Jun 2020, 19:50
Dreamer Man
QUOTE
მეღადავები ხო?

no.gif

Posted by: saeki 22 Jun 2020, 21:34
საქმიანი
QUOTE
მე ახალგაცნობილების დახასიათება უფრო მიყვარს, 2 სიტყვის მერე ვხვდები, ვინ როგორია


ჩემზე რას იტყვი? :დ

Posted by: Dodecahedron 22 Jun 2020, 21:55
ამ თემაში რა ხდება აბა spy.gif



Posted by: საქმიანნი 22 Jun 2020, 23:03
saeki
მართლა დავამთხვიე ნეტა აქ რამე? :დ ინტერნეტით ვერ ვარ ძლიერი


ოკი, შევხედოთ აბა შენს ავატარს.
პროტესტი, უკმაყოფილება როგორც საკუთარი თავის, ისე გარე სამყაროს მიმართ. "მე ვერავინ მიგებს", с тонкой душевной организацией-ო, როგორც იტყვიან ხოლმე.
რეალურ ცხოვრებას ვერ ეგუები, ფანტაზიებში გაცილებით კომფორტულად გრძნობ თავს, თავდაცვის პოზიციას გავს, ზღარბს გარედან რომ ეკლები აქვს და შიგნიდან ბუსუსაა, ეგეთი ხარ )))
ამავდროულად მოგწონს გარეგნობაზე ზრუნვა, საწინააღმდეგო სქესის წინაშე გაპრანჭვა, გასაწმენდი და ბინძური ფეხსაცმლით არასდროს გახვალ გარეთ :დ
ის კი არადა, გექნება კიდევ რაღაც წიკები და აჩემებები. ტრადიციასავით, რასაც ყოველთვის ასე აკეთებ და არასდროს უხვევ, ვინც არ უნდა გთხოვოს.
ან სტუდენტი იქნები, ან უმუშევარი ან ხშირად იცვლი სამსახურს და ერთ ადგილზე ვერ ჩერდები.
საკუთარი თავის სიყვარული და სიმშვიდე გაკლია, მეტი პოზიტივი ცხოვრებაში. მზე და სუფთა ჰაერი

შეიძლება ძალიან სხვაგან ვარ, მაგრამ ავატარმა დამიტოვა ეგ ასოციაცია, გულთან ახლოს არ მიიტანო რამე ))

Posted by: saeki 22 Jun 2020, 23:09
საქმიანი
QUOTE
ოკი, შევხედოთ აბა შენს ავატარს.
პროტესტი, უკმაყოფილება როგორც საკუთარი თავის, ისე გარე სამყაროს მიმართ. "მე ვერავინ მიგებს", с тонкой душевной организацией-ო, როგორც იტყვიან ხოლმე.
რეალურ ცხოვრებას ვერ ეგუები, ფანტაზიებში გაცილებით კომფორტულად გრძნობ თავს, თავდაცვის პოზიციას გავს, ზღარბს გარედან რომ ეკლები აქვს და შიგნიდან ბუსუსაა, ეგეთი ხარ )))
ამავდროულად მოგწონს გარეგნობაზე ზრუნვა, საწინააღმდეგო სქესის წინაშე გაპრანჭვა, გასაწმენდი და ბინძური ფეხსაცმლით არასდროს გახვალ გარეთ :დ
ის კი არადა, გექნება კიდევ რაღაც წიკები და აჩემებები. ტრადიციასავით, რასაც ყოველთვის ასე აკეთებ და არასდროს უხვევ, ვინც არ უნდა გთხოვოს.
ან სტუდენტი იქნები, ან უმუშევარი ან ხშირად იცვლი სამსახურს და ერთ ადგილზე ვერ ჩერდები.
საკუთარი თავის სიყვარული და სიმშვიდე გაკლია, მეტი პოზიტივი ცხოვრებაში. მზე და სუფთა ჰაერი

შეიძლება ძალიან სხვაგან ვარ, მაგრამ ავატარმა დამიტოვა ეგ ასოციაცია, გულთან ახლოს არ მიიტანო რამე ))


user posted image
* * *
საქმიანი
უეჭველი იცი ვინც ვარ biggrin.gif

შენ რომელი ხარ მითხარი

პმ მომწერე თუ აქ თქმა არ გინდა ...

Posted by: Katutu 22 Jun 2020, 23:23
აააბა გისმენთ ინტერესით

Posted by: saeki 22 Jun 2020, 23:24
Katutu
QUOTE
აააბა გისმენთ ინტერესით

შენ საინტერესო ლუკმა ხარ.
ამ წუთას არაფერი მაფიქრდება.....
* * *
ესაა პრინციპში შენი დახასითება...
https://sputnik-georgia.com/tips/20180121/238970237/merwyuli-rTuli-originaluri-Tavisuflebismoyvare-zogadi-daxasiaTeba.html

biggrin.gif
* * *
მე ერთს დავამატებდი.
ანიმეს გმირს გავხარ...

ვერ ვიხსენებ ოღონდ რომელს...

როგორც ხასიათით ისე ვიზუალიც ანიმისებური გაქვს...

ძაან განსხვავებული და ვაფშე სხვა ტიპი ხარ....

Posted by: Katutu 22 Jun 2020, 23:45
saeki
QUOTE
ესაა პრინციპში შენი დახასითება...
https://sputnik-georgia.com/tips/20180121/2...axasiaTeba.html

:დდდდდდდდდ

კაი, გამოვარჩევ კლუჩევოი მომენტებს

არ მესადაგება:
კომუნიკაბელური
უყვართ ხმაურიანი კამპანიები, ყურადღება (ყურადღება არ მიყვარს მაგრამ უნებლიედ ვიპყრობ)
როცა თვითონ, თუნდაც ყურებამდე იყოს შეყვარებული, ინტრიგაზე უარს არ ამბობს.
კრეატიულნი არიან ეროტიკული თვალსაზრისით.

სწორია:
უშუალო
შეუძლიათ შთაბეჭდილების მოხდენა და სიმყუდროვის ატმოსფეროს შექმნა.
ძნელია მათი შოკირება უხამსი წინადადებებით ან გამოუვალ სიტუაციაში ჩაყენება – მერწყული ქალები, არიან რა ყოველდღიურობაში მშვიდი და ყურადღებიანი
იცვამენ ორიგინალურად და ექსტრავაგანტულად
განსაკუთრებული ადგილები მოცალეობის ჟამს და იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ვისთანაც დროს მხიარულად და საინტერესოდ გაატარებენ.
სიყვარულში მერწყული ქალი მთლიანად იხარჯება, თავგანწირვით ხატავს იდეალისტურ სურათს. ამავდროულად, ძალზე მომთხოვნია და გულწრფელობასა და ერთგულებას მოითხოვს.
ის ძალზე გულნატკენი რჩება საყვარელი მამაკაცის უყურადღებით
მერწყულ ქალებს ბრუტალური, უხეში მამაკაცები არ იზიდავს, ჩვეულებრივ, მათთვის მნიშნელოვანია სულიერი კავშირი საყვარელ ადამიანთან.

შენ ნეტა ვისი ალტერი ხარ

Posted by: saeki 22 Jun 2020, 23:49
Katutu
QUOTE
კაი, გამოვარჩევ კლუჩევოი მომენტებს



lol.gif

..............

Posted by: Tissier 23 Jun 2020, 02:09
საქმიანი


მეც დამახასიათე თუ მუღამზე იქნები pop.gif up.gif
წინასწარ მადლობა

Posted by: საქმიანნი 23 Jun 2020, 10:38
Tissier
კარგი ბატონო

კარგი ოჯახისშვილი :დ მასწავლებლებთან მომზადება, წრეები და ა.შ. რომ არ აკლდა ბავშვობაში, მზრუნველობაში გაზრდილი. პრესტიჟულ უნიში ნასწავლი, შეიძლება საზღვარგარეთაც, პროფესიით შეიძლება ექიმი, ნუ ექიმი თუ არა, რამე ისეთი, გონებრივ მუშაობასთან კავშირში, არ ვიცი ))
ცდილობ, კარგი ტიპის შთაბეჭდილება დატოვო, ხამობას და ქაჯობას ვერ იტან, ცდილობ საზოგადოების მოთხოვნებს აუწყო ფეხი და ჩამორჩენილი არ გამოჩნდე .
გიყვარს ზომიერება ყველაფერში და ხარისხიანი ნივთები. გულიანი და კეთილიც იქნები, აგერ რჩევები გიდევს 4.99 დოლარიანი )
ადამიანებთან ბოლომდე არ იხსნები, ძალიან ცოტასთან. ყველასთვის უპრობლემო ტიპი ხარ, არ გიყვარს შენი ამბების სხვისთვის თავზე მოხვევა.

ვსიო, დავისვენებ აწი, თორემ ამ რაოდენობის გაზრდაში შეფასებების ხარისხს ვაფუჭებ )))

Posted by: saeki 23 Jun 2020, 10:52
სამაღარიჩო დახასიათება დაიდო up.gif boli.gif

Posted by: Strangelove 23 Jun 2020, 11:12
ჩემი დახასიათება დაიდოს თორე დავხურავ თემას

Posted by: Windmühle 23 Jun 2020, 11:15
QUOTE (Strangelove @ 23 Jun 2020, 11:12 )
ჩემი დახასიათება დაიდოს თორე დავხურავ თემას

გინდა მე დაგახასიათო ძმაო? war.gif war.gif

Posted by: Strangelove 23 Jun 2020, 11:35
Windmühle

მიდი, არ დამინდო. ამოუშვი

Posted by: Windmühle 23 Jun 2020, 11:48
QUOTE (Strangelove @ 23 Jun 2020, 11:35 )
Windmühle

მიდი, არ დამინდო. ამოუშვი

ჯერ ფტიზიატრიას ვუძღვნი თავს და საღამოს შემოიარე boli.gif

Posted by: saeki 23 Jun 2020, 11:51
Windmühle
QUOTE
ფტიზიატრია


პირველად გავიგე.
მეგონა სიტყვა შეეშალა და ფსიქიატრია უნდა დაეწერა თქო...

თურმე არაფერი შეგშლია დატ :დ

Posted by: Windmühle 23 Jun 2020, 12:21
saeki
ეგ რომ შემეშალოს, კარგად იქნება ჩემი საქმე საბუნა lol.gif

ისე შენ რომ დამახასიათო არ გინდა? user.gif

საერთოდ ყველასგან ველი დახასიათებებს , გამოუშვით, ვნახოთ ერთი რა გოგო ვარ boli.gif


Posted by: saeki 23 Jun 2020, 12:28
Windmühle
QUOTE
ეგ რომ შემეშალოს, კარგად იქნება ჩემი საქმე საბუნა

givi.gif

QUOTE
ისე შენ რომ დამახასიათო არ გინდა?



ნუ წინა გვერდზე რაც დაგახასიათე ჯერ ჯერობით ეგ ისევ ძალაშია. "D

შეიძლება კიდე ერთ ორი სიტყვის დამატება მაგრამ ახლა ვერ მოდის მუზა user.gif

საქმიანისთვის გეთხოვა შენც lol.gif

Posted by: Windmühle 23 Jun 2020, 12:32
saeki
აუუუუუ, რა გამახსენე, დაჟე სქრინი მაქვს ტელეფონში, ყოველ ჯერზე თავიდან ვიგუდებიlol.gif

ასეთი სიმართლე მარტო მე შეიძლება მეთქვა საკუთარ თავზე.
რას ნიშნავს მაინც ეს და-ძმური კავშირები რა love.gif

მიყვარს lol.gif

user posted image

Posted by: saeki 23 Jun 2020, 12:39
Windmühle
QUOTE
რას ნიშნავს მაინც ეს და-ძმური კავშირები რა

lol.gif

QUOTE
user posted image


lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Strangelove 23 Jun 2020, 14:51



Windmühle

ემოციური ადამიანი ხარ, თუმცა არ ამჟღავნებ, თბილი და რომანტიული, გიყვარს ლამაზი ადგილები და მომენტები, სამართლიანი ხარ, არასოდეს იღებ ადამიანისგან იმდენს, რასაც უკან არ/ვერ დაუბრუნუბ, ყოველ შემთხვევაში ცდილობ მაინც, რადგან საშინლად არ გიყვარს ვინმესთან ვალში ყოფნა, განა იმიტომ რომ რომ ვალდებულად თვლი თავს
შენი სექსუალურობის გამოყენება კარგა ხანია ისწავლე და კაცებს საკმაოდ ურთულებ ცხოვრებას, რადგან არც ერთ მათგანს სერიოზულად არ უყურებ. ამიტომაც ადვილად მოიპოვებ დომინანტურ პოზიციას ურთიერთობებში, პარტნიორთან დიდი ალბათობით აგრესიულ მოლაპარაკებებს აწარმოებ "my way or highway"
ამის საშუალებას ადრეულ ასაკში გადატანილი მძიმე განშორება გაძლევს. გაცივდი და ნდობა დაკარგე კაცების მიმართ, რათქმაუნდა გიზიდავს ისინი და არ გაკლია ყურადღება, მაგრამ სიახლოვეს არავის უშვებ, გეშინია ისევ ენდო ვინმეს. გაცრუებულ ნდობას და იმედებს მოყოლილ მრისხანებას სხვა კაცებზე აფრქვევ, ქალი ვამპირი ხარ , თავს აწონებ ლაღი ბუნებით, უშუალობით და ბავშვურობით, შემდეგ კი უყურებ როგორ ერევათ გონი, გიჟდებიან შენზე და ამით საკუთარ ეგოს კვებავ, მაგრამ ეს არ გივსებს იმ ტრამვის მიერ შენი თვითშეფასებისთვის მიყენებულ ზარალს.

არა ენდობი კაცებს, ძირითადად დომინირებ მათზე, სადღაც სადისტური გამოვლინებებიც გექნება, დარწმუნებული ვარ კმაყოფილი ღიმილი გადაგკრავს ხოლმე, როცა ხედავ შენს გამო ბიჭი როგორ იტანჯება.

Posted by: Windmühle 23 Jun 2020, 15:33
Strangelove
ესე თუ ჩამოლაბორანტდებოდი ნაღდად არ მეგონა sad.gif((
შენგან ცოტა მეტს მოველოდი, მარა არაუშავს, წადი ისევ უსათაუროში პოსტე yes.gif givi.gif

Posted by: Strangelove 23 Jun 2020, 15:46
Windmühle

ძაან ავაცდინე? არაფერი პირადული, ნიკი და ავატარი დავახასიათე ;(

ჩემი არჩეული ავატარი უფრო გიხდებოდა chups.gif

Posted by: Windmühle 23 Jun 2020, 16:03
Strangelove
ნუ მაბრაზებ , თორემ დაისჯები ვისგანაც საჭიროა wink.gif

Posted by: Strangelove 23 Jun 2020, 16:14
Windmühle



QUOTE
ნუ მაბრაზებ , თორემ დაისჯები ვისგანაც საჭიროა


lol.gif

კაი, მეტს აღარ ვიზამ ;(


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Windmühle 23 Jun 2020, 16:39
Strangelove
კაი ბიჭი ხარ, თორემ არამგონია გაგისწორდეს lol.gif lol.gif

Posted by: saeki 23 Jun 2020, 17:14
ჩემ ფოფოსთან ფრთხილად ზედმეტი არავის მოუვიდეს.....
kar.gif sa.gif boli.gif

Posted by: Windmühle 23 Jun 2020, 17:30
QUOTE (saeki @ 23 Jun 2020, 17:14 )
ჩემ ფოფოსთან ფრთხილად ზედმეტი არავის მოუვიდეს.....
kar.gif sa.gif boli.gif

რა კაი გრძნობაა უფროსი ძმის ყოლა.

ვზივარ და ვტკბები, ფეხი ფეხზე გადადებული, დაცულობის 100%-იანი განცდით 2kiss.gif user.gif lol.gif

Posted by: Tissier 23 Jun 2020, 22:07
საქმიანი

დიდი დიდი მადლობა )
ნამდვილად დადებითი დახასიათება იყო


QUOTE
ვსიო, დავისვენებ აწი, თორემ ამ რაოდენობის გაზრდაში შეფასებების ხარისხს ვაფუჭებ )))

კი ეგ მომენტი სულ არის
ვალდებულება სიხალისეს კლავს და სიხალისე ხარისხს, თემა როდესაც ფანტაზია/წარმოსახვებს ეხება biggrin.gif

saeki
QUOTE
სამაღარიჩო დახასიათება დაიდო 


biggrin.gif

Posted by: ნაკო 23 Jun 2020, 22:08
saeki
ზოგადად არ ვკითხულიბ აქტიურად პოსტებს, განსაკუთრებით ვრცელ პოსტებს, მაგრამ შენს შემთხვევაში ამომეკითხა რამდენიმე, თუმცა სრულად ვერ (შემომეჭამას არსობრივი დანიშნულების მსგავსად :დ) და აქვე ამ თემაში გამოვთქვამ ჩემს სუბიექტურ მოსაზრებასა და შეხედულებას, კეთილი ხარ და თავად ვერ აცნობიერებ, რომ ხარ :დ
გონიერი, ანალიტიკური აზროვნების, თუ საკითხს ეხები მხოლოდ მყარი არგუმენტებით. აღიქვამ და გრძნობ ჭეშარიტი გაგებით "პატრიოტიზმის" არსს.
ბნელ მხარეს არ შევეხები და ასევე სხვა ბევრ პოზიტივს.
სიყვარულით მე <3

Posted by: saeki 23 Jun 2020, 22:11
ნაკო


QUOTE
აქვე ამ თემაში გამოვთქვამ ჩემს სუბიექტურ მოსაზრებასა და შეხედულებას, კეთილი ხარ და თავად ვერ აცნობიერებ, რომ ხარ :დ
გონიერი, ანალიტიკური აზროვნების, თუ საკითხს ეხები მხოლოდ მყარი არგუმენტებით.


bis.gif 2kiss.gif

QUOTE
ბნელ მხარეს არ შევეხები და ასევე სხვა ბევრ პოზიტივს.


ოკ როგორც გინდა მაგრამ ბნელიც საინტერესო ინქბეა... :დ



QUOTE
სიყვარულით მე <3


love.gif

Posted by: ნაკო 23 Jun 2020, 22:13
saeki
ბნელ მხარეზე საუბარს ვერიდები საკითრიც მყოფნის :დდ :*

Posted by: Windmühle 23 Jun 2020, 22:14
ნაკო
ძააან სწორად გაუსვი ყველა იმ ღირსებაზე ხაზი რაც აქვს.
გულწრფელად ვამბობ..
მიხარია ასე რომ დაინახე love.gif

Posted by: saeki 23 Jun 2020, 22:17
Windmühle
QUOTE
ძააან სწორად გაუსვი ყველა იმ ღირსებაზე ხაზი რაც აქვს.
გულწრფელად ვამბობ..
მიხარია ასე რომ დაინახე

biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: Strangelove 23 Jun 2020, 22:49
Windmühle

სადაა შესრულებული დაპირება. გადაგინდა? :დ

Posted by: Windmühle 23 Jun 2020, 22:49
Strangelove
ისე შეირცხვინე თავი დღეს იეპ, სადღააა სურვილი?!

Posted by: ჯარჯი 23 Jun 2020, 22:55
Windmühle

რა კაი ავატარი აგირჩევია რას გავდა ის შავი ტუფლები
biggrin.gif

თითქოს რაღაც სურვილი ჩაიფიქრაო
biggrin.gif

Posted by: Strangelove 23 Jun 2020, 22:56
Windmühle

კაი რაგეწყინა, ხო ნახე, რო კოპიპასტა იყო ჩვეულებრივი, უსათაუროდან გადმოვაკოპირე :დ

Posted by: Windmühle 23 Jun 2020, 23:03
ჯარჯი
უი, თქვენ კიდევ ჩემს შავ ფეხსაცმელს განიცდით? :დდ

Strangelove

თან რომ ამიხსნა lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ჯარჯი 23 Jun 2020, 23:07
Windmühle
QUOTE
უი, თქვენ კიდევ ჩემს შავ ფეხსაცმელს განიცდით? :დდ


დდდდ: ფაქტია რომ რაღაც უკეთესობა გამოიწვია ჩემმა "განცდებმა"

Posted by: Windmühle 23 Jun 2020, 23:08
QUOTE (ჯარჯი @ 23 Jun 2020, 23:07 )
Windmühle
QUOTE
უი, თქვენ კიდევ ჩემს შავ ფეხსაცმელს განიცდით? :დდ


დდდდ: ფაქტია რომ რაღაც უკეთესობა გამოიწვია ჩემმა "განცდებმა"

ზედმეტად დიდი ამბიციები არაა სასარგებლო ჯანმრთელობისთვის 2kiss.gif

Posted by: ჯარჯი 23 Jun 2020, 23:14
Windmühle
QUOTE
ზედმეტად დიდი ამბიციები არაა სასარგებლო ჯანმრთელობისთვის


ამბიციებით კი ვიტანჯები რაც მართალი მართალია :/ ავატარი ვერ შევარჩიე ვერაფრით ჩემსავით დიდებული და ღირშესანიშნავი დდდდ

Posted by: Windmühle 23 Jun 2020, 23:17
ჯარჯი
აქ დიდებული მარტო მე ვარ, სადმე თქვენს გახსნილ თემაში ისაუბრეთ თქვენს დიდებულებაზე თუ შეიძლება boli.gif

Posted by: ჯარჯი 23 Jun 2020, 23:25
Windmühle
QUOTE
აქ დიდებული მარტო მე ვარ, სადმე თქვენს გახსნილ თემაში ისაუბრეთ თქვენს დიდებულებაზე თუ შეიძლება


უკაცრავად მომიტევეთ ეს თავხედობა მეტად აღარ განმეორდება boli.gif

Posted by: saeki 23 Jun 2020, 23:27
Windmühle

QUOTE
აქ დიდებული მარტო მე ვარ


lol.gif


Posted by: D3cember 26 Jun 2020, 20:03
ორსული ვარ რიგი დამითმეთ user.gif

Posted by: ღამის_რაფსოდია 26 Jun 2020, 20:41
D3cember
ასოს დაბრუნება მოგინდა ვერ დაიბრუნე და ახალი დაარეგისტრირე? spy.gif

Posted by: D3cember 26 Jun 2020, 22:46
ღამის_რაფსოდია
სარფიანად გავყიდე boli.gif

Posted by: ღამის_რაფსოდია 26 Jun 2020, 22:59
D3cember
კარგი, მჯერა boli.gif

Posted by: Strangelove 26 Jun 2020, 23:03
Windmühle

ახლა გამახსენდა, მე რო დამიკიდე. თუ გაპატიოოოოოოოოოოოოოო

Posted by: D3cember 26 Jun 2020, 23:07
ღამის_რაფსოდია
კაი ჰო, დავალომბარდე mad.gif

Posted by: ღამის_რაფსოდია 26 Jun 2020, 23:08
D3cember
მასეც ვიცოდი mad.gif

Posted by: Windmühle 26 Jun 2020, 23:23
QUOTE (Strangelove @ 26 Jun 2020, 23:03 )
Windmühle

ახლა გამახსენდა, მე რო დამიკიდე. თუ გაპატიოოოოოოოოოოოოოო

მაპატიე გთხოოოოოოვ user.gif user.gif

Posted by: Artist 27 Jun 2020, 22:30
რა კარგად დაიწყო ეს მშვენიერი თემა და ეხლა ასეთი გაგრძელება ჰპოვა…

user posted image

Posted by: Windmühle 24 Jul 2020, 13:44
კარგ ხასიათზე ვარ მეგობრებო.
აბა ვინ დავახასიათო? bis.gif

პირველ სამ მსურველს დავახასიათებ yes.gif

Posted by: NimFadora 24 Jul 2020, 17:26
QUOTE (საქმიანი @ 19 Jun 2020, 20:14 )
აქ როგორ უნდა მივხვდე ადამიანის რაობას


ვირტ.სივრცეში უფრო კარგად ჩანს ადამიანის ფარული მხარეები smile.gif))))))))))))))
* * *
აჰა ველოდები დახასიათებას smile.gif)))))))))))))))))))))))))

Posted by: Artist 24 Jul 2020, 22:25
NimFadora
QUOTE
აჰა ველოდები დახასიათებას

დიდხანს შეიძლება მოგიწიოს ლოდინი… smile.gif )))))
ის ჯერ სხვა საქმითაა დაკავებული… არადა ასეთი კარგი
თემა ელოდება …. ავტორს…

Posted by: NimFadora 24 Jul 2020, 23:24
QUOTE (Artist @ 24 Jul 2020, 22:25 )

დიდხანს შეიძლება მოგიწიოს ლოდინი… smile.gif )))))
ის ჯერ სხვა საქმითაა დაკავებული… არადა ასეთი კარგი
თემა ელოდება …. ავტორს…

დაველოდები.არაა პრობლემა smile.gif
საინტერესო თემაა smile.gif
მიყვარს ადამიანების დახასიატება და დაკვირვება ,მაგრამ წერა არ მეხერხება smile.gif

Posted by: Windmühle 24 Jul 2020, 23:47
NimFadora
დღეს ღამე დაგიწერ, ხვალ დილას დაგხვდება . ოღონდ მთლად კარგი შეიძლება არ გამომივიდეს, დიდად აღარ მცალია კლასგარეშე საწერად .

Artist
ანუ რა გინდა? არა, მართლა მაინტერესებს რა გინდა ჩემგან.
სადაც შანსი გამონახე ყველგან შეურაცხყოფა მომაყენე, მაქსიმალურად ვცდილობ ძველი ნაცნობობის გამო შენთან და ზოგზოგიერთებთან მაქსიმალურად კორექტული ვიყო და მაინც მიჩხიკინებ .
რა არის შენი თვითმიზანი?
ხან კაცები გახვევია გარს გადაირიაო, ხან შენაბერააო , რატომ არ დაიღალე?
მე არ ვარ აგრესიული იუზერი, არასდროს არ შეგეხებით არასდროს თუ თავად არ მახსენებთ რამე კონტექსტში , ძააან რთული გასაგებია ეს? მართლა მაინტერესებს რა გინდა ბოლობოლო პირადად შენ.

Posted by: NimFadora 25 Jul 2020, 00:02
QUOTE
დღეს ღამე დაგიწერ, ხვალ დილას დაგხვდება . ოღონდ მთლად კარგი შეიძლება არ გამომივიდეს, დიდად აღარ მცალია კლასგარეშე საწერად .

ვნახავ აუცილებლად . წერის კარგი სტილი გაქვს ასე რომ დარწმუნებული ვარ არც ისე ცუდი გამოგივა smile.gif jump.gif

Posted by: Artist 25 Jul 2020, 00:03
Windmühle
QUOTE
მართლა მაინტერესებს რა გინდა ბოლობოლო პირადად შენ.

შენი კარგად ყოფნა და ამ თემის საჩატაოდ არ გადაქცევა… გადახედე
თავიდან როგორ დაიწყო ეს თემა და რამხელა გრძნობა იყო… ერთად
როგორ ვპოსტავდით და ძალას არ ვიშურებდით, რომ ეს თემა კარგი
ყოფილიყო… გამოიფხიზლდი და მიხვდი რომ ეს ჩატაობა არაფერს
არ მოგიტანს, მხოლოდ დაგაკნინებს… მე აქ უბრალოდ ის სინანული
გამოვხატე, რომ მიტოვებულია ეს თემა მეთქი… მეტი არაფერი… smile.gif

* * *
პს. არ თქმა უნდა ეს შენი საქმეა იჩატავებ თუ რასაც იზამ…
მე უბრალოდ ამ თემაზე შემსტკივა გული… ის სხვა გადახვევები
კი …. მაგის გამო დავისაჯე კიდეც ვორნი მაქვს აკიდებული აგერ….

Posted by: Windmühle 25 Jul 2020, 00:28
Artist
დასასჯელი იყავი და მაგიტომ დაისაჯე. ჩემგან რომ მოითხოვთ აქ კორექტულობას ძველი ნაცნობობის ხარჯზე და ყველას ვისაც არ გეზარებათ აქეთ მაყენებთ შეურაცხყოფას -მაგრად ტეხავს.
ამაზე რომ რეაქცია მაქვს მერე აქეთ გაქვთ პრეტენზიები კიდევ, ამიტომ გაითვალისწინე მე შენ და არც სხვას, არასდროს არ გაკადრებთ საჯარო სივრცეში არაფერს არაკორექტულს , არც ჩემში ზის და ძველ ნაცნობობასაც პატივს ვცემ თქვენგან განსხვავებით. თუ თავად არ მომახტებით ვერასდროს ნხავთ ჩემგან გაკეთებულ რამე კომენტარს.
ასე რომ ყველამ სადაც უნდა იქ რომ პოსტოს ძაან კარგი იქნება , თუმცა სადაც კი გაკვრით მაინც მახსენებთ, იქ აუცილებლად მექნება რეაქცია.
მე არ გეხები. იგივე ქენი შენც. ცოტა ყელშია უკვე სოფოსგან დაჩაგრული არტისტის ისტორიის მეასედ წაკითხვა.

Posted by: Moor 25 Jul 2020, 00:30
Windmühle

რატო უხსნი რამეს საერთოდ

მოიწი აქეთ, მგონი დროა, იკადრო და დამახასიათო

Posted by: Windmühle 25 Jul 2020, 00:36
Moor

ვუხსნი იმიტომ რომ იმდენჯერ წავიკითხე ეგ ისტორია, ლამისაა მეც დავიჯერო რომ ვინმე დავჩაგრე.

ხო კაი, ვიკადრებ და დაგახასიათებ , ოღონდ ხვალ, დღეს წინა იუზერი უნდა დავახასიათო yes.gif

Posted by: Artist 25 Jul 2020, 00:49
Windmühle
QUOTE
ცოტა ყელშია უკვე სოფოსგან დაჩაგრული არტისტის ისტორიის მეასედ წაკითხვა.

QUOTE
ლამისაა მეც დავიჯერო რომ ვინმე დავჩაგრე.

ვაჰ… მჩაგვრელი…
user posted image

Posted by: თორნიკეე 25 Jul 2020, 00:55
Windmühle
QUOTE
კარგ ხასიათზე ვარ მეგობრებო.
აბა ვინ დავახასიათო?


საინტერესოა ამ ავატარიდან გამომდინარე რა და როგორ იქნება...

პ.ს ყველსგან საინტერესოა...

Posted by: Artist 25 Jul 2020, 00:58
Windmühle
QUOTE
პირველ სამ მსურველს დავახასიათებ

აგერ სამნი უკვე მოვიდნენ… თორნიკეე მესამეა…
love.gif
მოდი შევრიგდეთ…
alk.gif

Posted by: Windmühle 25 Jul 2020, 02:04
NimFadora
შენგან უდიდესი სიმშვიდე მოდის. მგონია, რომ შენს ქაოსურ შენაგან განწყობებს მალავ.
ემოციები , რომლებმაც მოგიცვა ცდილობ ნაკლებად გახადო ხილული.
ჩაფიქრებული, უობიექტოდ მიმართული მზერა - უამრავი უპასუხოდ დარჩენილი კითხვის ერთადერთი პასუხია. პასტელური ფერები- სისადავესთან ასოცირდება.
ემოციური ლაბილობა არის ის , რასაც გიწევს მუდამ ებრძოლო.
იცი რომ ხელს გიშლის, ამიტომ ცდილობ მაქსიმალური სიმშვიდით დააკომპენსირო.
როდესაც ამას ვერ ახერხებ , გულჩათხრობილ ,,მეს'' იღებ,
ემოციები უფრო მეტად მართავს შენს სამყაროს საბოლოო ჯამში, ვიდრე გონება.
ეს გამორიცხულია საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილებით არ გამოგიმჟღავნდეს.
იქნებ იმაზე მეტ პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე დროის გარკვეულ მომენტში , ვიდრე ეს საჭიროა?
კონტქტური ნაკლებად მგონიხარ ყოველდღიურ ცხოვრებაში. სამაიეროდ რომანტიული ხაზი გაგყვება ყველგან და ყელაფერში.
ძალიან მოზომილი, დელიკატური და ემოცოებით სავსე იქნები, თუმცა დაცლას მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეში ან თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავთან გარისკავ.
თმენის უდიდესი უნარი გექნება , რომელსაც ყველა და ყველაფერი ბოროტად გმოიყენებს.
ამას ზოგი სისუსტედ ჩაგითვლის, ზოგი გონიერებად, არადა შენ უბრალოდ ასეთი ხარ, ყოველგვარი წინასწარგანზრახული , ხელოვნურად პროვოცირებული თვისებების გარეშე.
ზოგადად იშვიათი შემთხვევაა მომთმენი ემოციური ადამიანი.
თუმცა ზუსტად ეს განსაკუთრებული კომბინაცია მგონიხარ.


Posted by: NimFadora 25 Jul 2020, 02:30
QUOTE (Windmühle @ 25 Jul 2020, 02:04 )
NimFadora
შენგან უდიდესი სიმშვიდე მოდის. მგონია, რომ შენს ქაოსურ შენაგან განწყობებს მალავ.
ემოციები , რომლებმაც მოგიცვა ცდილობ ნაკლებად გახადო ხილული.
]აფიქრებული, უობიექტოდ მიმართული მზერა - უამრავი უპასუხოდ დარჩენილი კითხვის ერთადერთი პასუხია. პასტელური ფერები- სისადავესთან ასოცირდება.

yes.gif

...........................................................................
* * *
QUOTE (Windmühle @ 25 Jul 2020, 02:04 )

ემოციური ლაბილობა არის ის , რასაც გიწევს მუდამ ებრძოლო.
იცი რომ ხელს გიშლის, ამიტომ ცდილობ მაქსიმალური სიმშვიდით დააკომპენსირო.
როდესაც ამას ვერ ახერხებ , გულჩათხრობილ ,,მეს'' იღებ,
ემოციები უფრო მეტად მართავს შენს სამყაროს საბოლოო ჯამში, ვიდრე გონება.
ეს გამორიცხულია საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილებით არ გამოგიმჟღავნდეს.
იქნებ იმაზე მეტ პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე დროის გარკვეულ მომენტში , ვიდრე ეს საჭიროა?
კონტქტური ნაკლებად მგონიხარ ყოველდღიურ ცხოვრებაში. სამაიეროდ რომანტიული ხაზი გაგყვება ყველგან და ყელაფერში.
 
თმენის უდიდესი უნარი გექნება , რომელსაც ყველა და ყველაფერი ბოროტად გმოიყენებს.
ამას ზოგი სისუსტედ ჩაგითვლის, ზოგი გონიერებად, არადა შენ უბრალოდ ასეთი ხარ, ყოველგვარი წინასწარგანზრახული , ხელოვნურად პროვოცირებული თვისებების გარეშე.
ზოგადად იშვიათი შემთხვევაა მომთმენი ემოციური ადამიანი.
თუმცა ზუსტად ეს განსაკუთრებული კომბინაცია მგონიხარ.


ლაბილობა მგონი განწყობის ხშირ ცვალებადობას ნიშნავს ხო?
მაგას კი ვებრძვი განსაკუთრებით ბოლო რამოდენიმე წელია.
გულჩათხრობილი არ ვარ მითუმეტეს გარეგნულად.
ემოციური ვარ თან ძალიან მაგრამ თუ გადაწყვეტილებაა მისაღები ემოციებმა რომც დამანგრიონ მაინც გონების საზომით ვზომავ.მხოლოდ უარყოფით შემთხვევებში.უკმაყოფილოც ვარ ხოლმე საკუთარი თავით მაგრამ არც ისე ხშირად.პასუხისმგებლობებს რაც შეეხება ზუსტად მასეა.პირიქით ძალიან კონტაქტური ვარ და მართლა ყველაფერში რომანტიული.მომთმენი და ამავდროულად ემოციური ვარ მართლაც.რაც შეეხება ჩემი მოთმინების ბოროტად გამოყენებას ხშირად უცდიათ რიგ შემთხვევებში გამოსვლიათ კიდეც გარკვეული დროით,მაგრამ მოქმედების ადგილს ყოველთვის მშვიდად და ჩუმად ვტოვებდი.ხელოვნურობა საერთოდ არ გამომდის რაც არ უნდა მოვინდომო.
* * *
QUOTE
ძალიან მოზომილი, დელიკატური და ემოცოებით სავსე იქნები, თუმცა დაცლას მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეში ან თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავთან გარისკავ.

ამ ნაწილს რაც შეეხება ყოველთვის ზედმეტად მიმნდობი ვიყავი მაგ მხრივ ანუ ნებისმიერ ადამიანთან შემეძლო დაცლა,თუმცა ახლა ბოლომდე 100%მარტო მეუღლესთან და მეგობართან შემიძლია ემოციურად დაცლა და უბრალოდ მოთხოვნილებაც აღარ მაქ სხვასთანაც დავიცალო,მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ბედნიერება რომ არ მქონდეს ალბათ მარტო საკუთარ თავთან დავიცლებოდი ბოლომდე და ვინმე სხვასთან იგივეს გარკვეულ რისკად ჩავთვლიდი..
* * *
QUOTE (Windmühle @ 25 Jul 2020, 02:04 )



თითქმის ჩემნაირი პერსონაჟი love.gif კარგად წერთქო ხომ ვტქვ.მადლობა 2kiss.gif

Posted by: Windmühle 25 Jul 2020, 11:42
NimFadora
QUOTE
კარგად წერთქო ხომ ვტქვ.მადლობა 

2kiss.gif შენ მადლობა.


QUOTE
100%მარტო მეუღლესთან და მეგობართან შემიძლია ემოციურად დაცლა და უბრალოდ მოთხოვნილებაც აღარ მაქ სხვასთანაც დავიცალო

ძააან კარგია ეგ love.gif


თორნიკეე
რაღაც თვალი მოვკარი, წერასთან დაკავშირებით .
დრო ხომ არაა რომ დაიწყო?

Posted by: პითონი 25 Jul 2020, 12:12
Windmühle
სოფო ქვია
30+ იქნება
კარგი ბავშვია
ოდნავ აკლია
დაქალი ეყოლება მაგარი ბოთე, იმას მაგრად აკლია

Posted by: Windmühle 25 Jul 2020, 12:15
QUOTE (პითონი @ 25 Jul 2020, 12:12 )
Windmühle
სოფო ქვია
30+ იქნება
კარგი ბავშვია
ოდნავ აკლია
დაქალი ეყოლება მაგარი ბოთე, იმას მაგრად აკლია

ბლა , ბლა, ბლა gigi.gif
თუ 30+ ვარ, ბავშვი რანაირად? help.gif
თან არც ვარ cry.gif

Posted by: პითონი 25 Jul 2020, 12:18
Windmühle
მოიცადე
ყავას მივირთმევ და თავიდან ვცდი lol.gif gigi.gif

Posted by: Windmühle 25 Jul 2020, 12:21
პითონი
ცოტა დაფიქრდი და ისე mad.gif

Posted by: თორნიკეე 25 Jul 2020, 13:00
Windmühle
QUOTE
რაღაც თვალი მოვკარი, წერასთან დაკავშირებით .
დრო ხომ არაა რომ დაიწყო?

არა, ჯერ არაა მგონი დრო....
ადრე ვწერდი ორ და უფრო ბევრ აზროვან მოთხრობებს... შეიძლება ითქვას იგავარაკებსაც კი და 1-2 ადამიანის გარდა ვერავინ იგებდა...
ეხლა სხვა იდეები მაქვს და არ ვიცი... ჯერ არ მინდება წერა..

Posted by: Windmühle 25 Jul 2020, 13:09
თორნიკეე
მესმის კი, მეც პერიოდულად მინდება ხოლმე.
ადრე უფრო ხშირად, ეხლა უფრო იშვიათად.
სავარჯიშოსავითაა ეს თემა რეალურად .
გამოგადგება როცა გადაწყვეტ , რომ დრო მოვიდა.

Posted by: თორნიკეე 25 Jul 2020, 13:14
Windmühle
ყველაფერი ღამის 3-ის მერე მაქვს დაწერილი... მაგ დროს მინდება ყველაზე მეტად...

Posted by: Windmühle 25 Jul 2020, 13:20
თორნიკეე
არ მიკვირს. მეც გუშინ ორზე დავწერე ღამე.
დღე ათასი სხვა რამით მაქვს გამოტენილი გონება , ყველაზე ნაკლებად მინდება მაგ დროს წერა.

Posted by: თორნიკეე 25 Jul 2020, 13:23
Windmühle
QUOTE
არ მიკვირს. მეც გუშინ ორზე დავწერე ღამე.
დღე ათასი სხვა რამით მაქვს გამოტენილი გონება , ყველაზე ნაკლებად მინდება მაგ დროს წერა.

ეგრეა... ფიქრისთვის დრო მარტო მაგ დროს რჩება ხოლმე... user.gif

Posted by: Allain.Miller 25 Jul 2020, 14:00
მოვისმენდი თქვენს აზრს

Posted by: NimFadora 25 Jul 2020, 16:48
QUOTE (Windmühle @ 25 Jul 2020, 11:42 )

ძააან კარგია ეგ love.gif



yes.gif 2kiss.gif
-----------------------------------------

Posted by: Windmühle 27 Jul 2020, 02:42


.....................

Posted by: Moor 27 Jul 2020, 03:12
Windmühle
QUOTE
რისკი და შენ -ორი განსხვავებული მოცემულობა ხართ.


აბა კი :დ და იმდენი შენ რა გითხარი, რო ეს ჩემს ავატარში ან ნიკში წაიკითხე. ველოდი, რომ რამე ასაგდები პოსტი იქნებოდა, და მაინტერესებდა როგორი, მარა ეს უფრო შენი დაქალისგან სფიჩია biggrin.gif

QUOTE
პ.ს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ .


ცხრაჯერ რო წამოგაძახებენ, მერე არ ითვლება boli.gif

Posted by: Windmühle 27 Jul 2020, 03:19
Moor
QUOTE
ეს უფრო შენი დაქალისგან სფიჩია 

facepalm.gif

Posted by: Moor 27 Jul 2020, 03:22
Windmühle

პროსტა დაგირედაქტირა თუ მთლიანად თვითონ დაწერა? boli.gif

წაშალა lol.gif lol.gif

Posted by: Dodecahedron 27 Jul 2020, 03:30
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Windmühle 30 Jul 2020, 18:12
თორნიკეე
პირველ რიგში ბოდიში. შეგპირდი და ვერადა ვერ დაგიწერე.
თუმცა სჯობს გვიან...
ჩემთვის შენ უგემრიელესზე უგემრიელეს ლიმონის ტარტთან ასოცირდები.
მე რომ ძალიან მიყვარს და შენც რომ უფრო მეტად უნდა შეიყვარო.
ჩემნაირი სუსნიაობის შანსი არ გაქვს, თუმცა წამწამდაუფახულებლად განიჭებ სუსნიამოყვარულ ხალხთა ღირსეულ წევრობას.
სასმელი, ლუდი-წყალივით. ვისკი- ღამით , როცა ფიქრის და წერის განწყობაზე ხარ.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი საძმაკაცო გეყოლება, დარწმუნებული ვარ საუკეთესოდ დროს ზუსტად ღამე და შენს თავთან ატარებ. ასეთ ადამიანს კი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ ეტყობოდეს, დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო შინაგანი განწყობები და ემოციები აქვს.
სავარაუდოდ ძალიან იმპულსური, ცოტა შარიანიც, მაგრამ ამავდროულად თბილი და მოსიყვარულე.
მგონია , რომ მეოჯახე ტიპაჟი ხარ, ალბათ და იმედია კარგი პარტნიორი, მაგრამ დარწმუნებული ვარ საუკეთესო მამა . გოგონა თუ გყავს წარმომიდგენია , რომ ზუსტად შენ იქნები მისთვის მთელი სამყარო და დაუმარცხებელი სუპერ გმირი.
ჯიუტობა კოჭებში გეტყობა. გამორიცხულია ,,საქმე'' დაიწყო და ის ბოლომდე არ მიიყვანო.
თავმოყვარეობის ამბავია რა.
თუმცა ეს საერთოდ არ გამორიცხავს, რომ მოზარმაცო იყო და ძალიანაც გეზარებოდეს ამ ,,საქმის'' დაწყება.
შენს შარიანობას კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე. დარწმუნებული ვარ ბევრი ისეთი შარი გექნებოდა მოგროვებული ცხოვრების მანძილზე, ეხლაც რომ არ გეცოდინება რისთვის და რატომ .
კავკასიელების ხვედრია ეს :დ
ის რომ დღევანდელი დღით ცხოვრობ და არ გინდა წამები გამაზო, კეთილგონიერებაზე მიუთითებს.
შენს აზარტულობას რაც შეეხება, მახსოვს ადრე გითხარიბდა მითხარი არ ვარ აზარტულიო, არადა ეხლაც მგონია რომ ძალიან აზარტულიც ხარ და ცნობისმოყვარე.
ეს ორი კომპონენტი რომ არა, ადამიანი მოწყენილობისგან მოკვდებოდა.
შენ კიდევ რაღაც აშკარად არ გავხარ მოწყენილ ტიპაჟს.
ცოტას შეუძლება წაუდეპრესიულებდე, მაგრამ ეგ არაფერი.
ყველას გვაქვს არც ისე კარგი დღეები.
მეტს ვერაფერს ვფიქრობ და წარმოვიდგენ, საერთო კვეთები ფაქტობრივად არ გვქონია თემებში.
ცოტა მერე შეიძლება კიდევ უფრო სხვანაირად დაგინახო 2kiss.gif


Posted by: fork 30 Jul 2020, 18:21
Windmühle
მიდი,გამშიფრე ნიავქარო. biggrin.gif
დანდობა არ იყოს.
არც დაუნდობლობა.

Posted by: Windmühle 30 Jul 2020, 18:48
QUOTE (fork @ 30 Jul 2020, 18:21 )
Windmühle
მიდი,გამშიფრე ნიავქარო. biggrin.gif
დანდობა არ იყოს.
არც დაუნდობლობა.

ეგრე მარტივად არ ხდება ძმაო შეკვეთით gigi.gif
რომ წამომივლის დავწერ, ოღონდ როდის არ ვიცი user.gif

Posted by: თორნიკეე 30 Jul 2020, 20:33
Windmühle
ერთადერთი შარიანი არ ვარ მგონი რაც დაწერე... დანარჩენი მგავს ნამდვილად...
გოგო არ გვყავს... ორი ბიჭის მამა ვარ... biggrin.gif

კომპით დავაციტირებ მოგვიანებით...

Posted by: Windmühle 30 Jul 2020, 21:07
თორნიკეე
QUOTE
გოგო არ გვყავს... ორი ბიჭის მამა ვარ... 

მემგონი არაჩვეულებრივი დროა კიკინებიანი გოგონას მოსავლენად bis.gif givi.gif



Posted by: პითონი 30 Jul 2020, 21:22
vis.gif

Posted by: თორნიკეე 30 Jul 2020, 21:30
Windmühle
შეკვეთით არ ხდება ეგეთი რაღაცეები სამწუხაროდ... ჩემი ბედი რომ ვიცი მესამეც ბიჭი იქნება... მოკლედ მეტს არ ვაპირებთ...

Posted by: Windmühle 31 Jul 2020, 11:04
თორნიკეე
QUOTE
ჩემი ბედი რომ ვიცი მესამეც ბიჭი იქნება...

givi.gif givi.gif
რა საყვარელი ფრაზა გამოგივიდა ნეტა თავად თუ იცი givi.gif
აი, რომ ჩაილუღლუღებენ და გვერდულად თავს დახრიან ხოლმე-ეგეთი წარმოგიდგინე user.gif givi.gif

Posted by: დოლორეს 31 Jul 2020, 21:00
QUOTE (Dreamer Man @ 21 Jun 2020, 00:52 )
Artist
არა არ ვიცნობ არცეთს პირადად, ვიდაც მე ვგულისხმობდი ვემს სიეაბუკეში კიტხვისას მხდებოდა მისი პოსტები

რომ მკითხო რას წერდაო ტრანსი თუ ჩამაგდებ და იქედან გავიხსენო რას წერდა

მეც მეცნობა შენი ნიკი. მაგრამ კარგად არა. wink.gif
ქალი და მამაკა,ში უხეშობდი, თუ არ მეშლება.

Posted by: Allain.Miller 31 Jul 2020, 22:06
QUOTE
Everybody is trying to find the right person. But nobody is trying to be the right person.

ერთი შეხედვით კარგი ფრაზაა მაგრამ მეორეს მხრივ "But nobody is trying to be the right person." ეს რას ნიშნავს?
იდეაში ის უნდა იყო რაც ხარ...

პითონი

Posted by: Artist 1 Aug 2020, 13:50
დოლორეს
კარგია რომ გამოჩნდი... ამ თემაში მგონი
შენ შემპირდი, რომ დამახასიათებდი ჰო?
2kiss.gif
* * *
ტყნაჩო
QUOTE
წამოდით ახლა ლაბაძეს თემა წავიკითხოთ

ლაბაძემ ისევ დაპოსტა რელიგიაში, მოვიდა ისევ "ხოდზე" ... smile.gif

Posted by: დოლორეს 1 Aug 2020, 14:59
Allain.Miller
QUOTE
იდეაში ის უნდა იყო რაც ხარ...

და არ განვითარდე?

Artist
მადლობა. love.gif
კი დაგახასიათებ ,მაგრამ ცოტა მერე. ახლა რაღაც ტვინის კრეატიული ნაწილი მაქვს ცოტა პასიური, სტრესის ფონზე ალბათ.

Posted by: Allain.Miller 1 Aug 2020, 15:07
QUOTE
და არ განვითარდე?

განვითარებაში გააჩნია რას გულისხმობ
კი მესმის რასაც გულისხმობ, სოციუმთან ადაპტაცია იგულისხმება მაგ განვითარებაში ალბათ
მაგრამ ხშირად ხდება რომ ვკარგავთ საკუთარ თავს და სოციუმში ბოლომდე ვეფლობით

დოლორეს

Posted by: Artist 1 Aug 2020, 20:11
დოლორეს
QUOTE
კი დაგახასიათებ ,მაგრამ ცოტა მერე.

ოკ.. პრობლემა არაა არ იჩქარო... love.gif

Posted by: alteregoya 11 Aug 2020, 15:40
რამე სისათუთე ავატარს ხომ ვერ მაჩუქებდით? smile.gif

Posted by: ripsta 13 Aug 2020, 12:09
პ.ს. ვაკეს ჰგავხარო ამ თემიდანაა ეგ პოსტი? თუ იმ უხსენებელ განყოფილებაშიცაა მსგავსი lol.gif


alteregoya
ცოტა რაღაცები დაწერე შენზე და გაჩუქებთ


Artist
QUOTE
ტყნაჩო
QUOTE
წამოდით ახლა ლაბაძეს თემა წავიკითხოთ

ლაბაძემ ისევ დაპოსტა რელიგიაში, მოვიდა ისევ "ხოდზე" ... smile.gif


ვააააა
ჩავუჯდე ერთი
თან მოსაწყენი სამუშაო დღეა დღეს

Posted by: Artist 13 Aug 2020, 14:33
ripsta
QUOTE
ვააააა
ჩავუჯდე ერთი
თან მოსაწყენი სამუშაო დღეა დღეს

ხო ერთი რამეა რომ 1717 პოსტის მერე აღარ დავპოსტავო ასე თქვა...
მე კი ვურჩიე ბარემ 1777 -მდე მაინც აიყვანე მეთქი, არ ვიცი რას იზამს..

Posted by: ripsta 13 Aug 2020, 15:19
Artist
ჩავუჯექი ახლა და მერე პოსტების რაოდენობასაც ავხედე sad.gif 1717ზე ყოფილა უკვე
სერვერებზე და სერვერის შემქმნელის ლორზე მინდოდა ეწერა კიდე არადა sad.gif

Posted by: alteregoya 14 Aug 2020, 12:37
QUOTE (ripsta)
ცოტა რაღაცები დაწერე შენზე და გაჩუქებთ

QUOTE
რამე სისათუთე ავატარს ხომ ვერ მაჩუქებდით?

მაჩუქეთ და ვეცდები ავატარს მოვერგო smile.gif

Posted by: 死海. 14 Aug 2020, 20:38
alteregoya
გოიას ალტერ ეგო?


Posted by: Artist 15 Aug 2020, 17:09
alteregoya
მამრი ხარ თუ მდედრი? ჯერ ეს უნდა გაირკვეს და შემდეგ
ვნახოთ გოიას რომელი ნახატი უფრო მოგიხდება..
* * *
user posted image

მაგალითდ ამას მოერგები?

Posted by: alteregoya 17 Aug 2020, 22:36
QUOTE (Artist @ 15 Aug 2020, 17:09 )
alteregoya
მამრი ხარ თუ მდედრი? ჯერ ეს უნდა გაირკვეს და შემდეგ
ვნახოთ გოიას რომელი ნახატი უფრო მოგიხდება.. 
* * *
user posted image

მაგალითდ ამას მოერგები?

წავიღებ smile.gif

Posted by: kobaia 18 Aug 2020, 02:29
ვერ აღვიქვამ ამ თემას სერიოზულად :დდდდ და ზოგადად მიმიკებს , სიტყვებს და ასე შემდეგ სხეულის ენებს რო აკვირდებიან და დასკვნებს დებენ ან რამე ამის მსგავსი :დდდ მარა სახალისოა და აბა ჩემზე რას იტყვით .
24 წლის ბიჭი ვარ :დ
***
უბრალოდ იმდენად ამ ავატარისგან განსხვავებული სურათები მქონია რო მართლა სასაცილო მაგის მიხედვით მსჯელობა :დ ანუ თქვენ იმაჯელებთ არა ჩემზე არამედ ავატარზე ცალკეულად და თავისთავადად მის გამოხატულებაზე . მარა ოქეი

Posted by: ნაკო 18 Aug 2020, 12:34
(XI)

საკმაოდ მოცულობითია

თუმც ავერ წარმომიდგენია ვინმე დავახასიათო (იშვიათ შემთხვევებში კონკრეტული მართალი ემოციის გამოვლინების გარდა, როცა ადამიანი ნამდვილად იმსახურებს კეთილგანწყობას) ან დამახასიათოს . საიმისოდ საჭირო დაკვირვებებს არ ვაწარმოებ ფორუმის მომხმარებლებზე. და რაკი ეს თემა ამ ხარისხით აქტუალურია ალბათ წლების განმავლობაშიც, საკმაოდ დაკვირვებულნიც ყოფილხართ ერთმანეთისადმი.
* * *
kobaia
რაპუნცელია შენი ავატარი ? :დ


Posted by: Artist 18 Aug 2020, 14:19
kobaia
ნაკო
საქმე ისაა, რომ აქ ავატარის ამომრჩევლის ხასიათს ვახასიათებთ ანუ იმისდა მიხედვით
თუ როგორი ავატარი მოსწონს მას... ეს მეტყველებს მის გემოვნებაზე ხოდა ასეთი ავატარის
მქონე ანუ ასეთი გემოვნების მქონე ადამიანს წარმოვიდგენთ და ვახასიათებთ... სულ ესაა... smile.gif

Posted by: kobaia 18 Aug 2020, 15:34
ნაკო
ხო ნუ რაღაც ეგეთია :დდ


Artist
ხო გადაგებია , უბრალოდ , ზოდიაქოს სასტავთან გავავლე პრალელი რატომღაც :დ მაგათ უყვართ ასე რაიმე ნიშნით ადამიანების დახასიათება :დ
ესეც ფუჭია მარა ნუ გასართობად კაია :დ მოკლედ დაიკიდე :დ facepalm.gif

Posted by: Artist 7 Apr 2021, 13:41
მე მგოინა რომ ეს თემა ჩასაძირი არაა, ადამიანის ხასიათის გამოცნობა მისი
გემოვნებიდან გამომდინარე ანუ ავატარი რა გემოვნებითაა შერჩეული...

Posted by: forumistvis 9 Apr 2021, 21:11
ავატარი ვისაც არ აქვს იმათ ხასიათზე რას იტყოდით?

Posted by: Artist 10 Apr 2021, 15:26
forumistvis
QUOTE
ავატარი ვისაც არ აქვს იმათ ხასიათზე რას იტყოდით?

ეტყობა რომ ვერ წყვიტავენ რა ავატარი დააყენონ, ანუ ცოტა მერყევი ხასიათის ადამიანები
შეიძლება იყვნენ ანდა ძალზედ პრეტენზიულნი... smile.gif

Posted by: Pepper_Crowley 21 Apr 2021, 00:01
QUOTE
წესები მარტივია, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაახასიათოთ ნებისმიერი წევრი, გაგვიზიაროთ თუ რა ემოციას იწვევს მისი ავატარი, პოსტები...

მშვენიერი თემაა, აქამდე სად ვიყავი.
აბა, ვინაა მსურველი? დღეს ჭარბად გულახდილობის ხასიათზე ვარ, ოღონდ იცოდეთ პაშაძი ნე ბუძეტ, ასე რომ, მიფრთხილდით vik.gif

Posted by: Chocolate Jesus 21 Apr 2021, 02:05
Pepper_Crowley
ფილოსოფიური პიროვნება ბრძანდებით... ერთნაირად შეგიძლიათ იხალისოთ საბავშვო მულტფილმებით და მისტიციზმით. ბევრი პრობლემები და წინააღმდეგობები გაქვთ გამოვლილი ცხოვრებაში, კვლავაც პროცესში ხართ, მაგრამ პროცესის გნავლილმა ნაწილმა იმდენი გასწავლათ, რომ იცით, ფარხმალის დაყრას აზრი არ აქვს და თუნდაც იოტისოდენა პროგრესიც ღირს ძალისხმევად. ძაან მწვავე ჰოთ თეიქია, მაგრამ ჩემი აზრით 27-ს გადაცილებული, ნაკითხი, ხელოვნების და მუსიკის მოყვარული, საინტერესო მოსაუბრე ადამიანი უნდა იყოთ.


Posted by: Pepper_Crowley 21 Apr 2021, 02:16
Chocolate Jesus
ოჰო. მადლობა.
გაგიკვირდება და გამიკვირდა.
პირველად ვხედავ ამ ნიკს და შენ როდის მოასწარი ჩასაფრება მოგეწყო biggrin.gif




Posted by: Chocolate Jesus 21 Apr 2021, 21:28
Pepper_Crowley
გულახდილად მოგახსენებ, არ ჩაგსაფრებივარ არსად biggrin.gif
ფორუმზე იშვიათად შემოვდივარ და შენი პროფილი/პოსტი პირველად ამ თემაში დავინახე გუშინ. yes.gif


Posted by: Pepper_Crowley 21 Apr 2021, 21:49
Chocolate Jesus
ყოჩაღ.
მართალია ბევრი საკამათო რამე დაწერე, მაგრამ ეგ არაა მთავარი, ,,ბევრი" რომ დაწერე ეგ გამიკვირდა biggrin.gif

Posted by: Chocolate Jesus 21 Apr 2021, 21:59
Pepper_Crowley
შენი ჯერია yes.gif

Posted by: Pepper_Crowley 21 Apr 2021, 22:05
QUOTE (Chocolate Jesus @ 21 Apr 2021, 21:59 )
Pepper_Crowley
შენი ჯერია yes.gif

ნაჰ, ნოთ თუდეი ბრო.
თუ ცოტა აქტიურად დაპოსტავ ხოლმე, მომავალში შემექმნება რაღაც წარმოდგენა. იმდენად უცნობი ნიკია + უცნაური ავატარი, პოსტების გარეშე ნამდვილად გამიჭირდება რამის თქმა + ავადმყოფობის რეჟიმი მაქვს ჩართული და ტვინზე ძალის დატანება ჩემს ძალებს აღემატება.

სხვა დროს smile.gif

Posted by: forumistvis 21 Apr 2021, 22:06
აბა დღეს დავიყენე ეს ავატარი და იტყვით რამეს?

Posted by: Pepper_Crowley 21 Apr 2021, 22:09
QUOTE (forumistvis @ 21 Apr 2021, 22:06 )
აბა დღეს დავიყენე ეს ავატარი და იტყვით რამეს?

ბრმანაწლავი გაქვს ამოსაჭრელი. უხლოეს 6 თვეში თუ არ ამოიჭრი, მერე პერიტონიტს უნდა უფრთხილდე.


Posted by: forumistvis 21 Apr 2021, 22:24
Pepper_Crowley
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Chocolate Jesus 21 Apr 2021, 22:46
Pepper_Crowley
გამოჯანმრთელებას გისურვებ yes.gif

Posted by: forumistvis 23 Apr 2021, 00:24
აბა ისევ შევცვალე ავატარი, ამჯერად რა მაქვს საოპერაციო?

Posted by: Pepper_Crowley 23 Apr 2021, 00:26
forumistvis
აგრესიის ამპუტაციაა საჭირო, თორემ ხანდახან გებიჯება. up.gif

Posted by: forumistvis 23 Apr 2021, 00:27
Pepper_Crowley
smile.gif
შენ კიდევ ყველაფერი გულთან ახლოს ნუ მიგაქვს, გაუფრთხილდი.

Posted by: 蓝天-天蓝 26 Apr 2021, 22:12
Pepper_Crowley

ხშირად არ შემოვდივარ და რამოდენიმე შენი პოსტიდან გამომდინარე + ავატარი+ხელწერა რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, იმას დაგიწერ. ბოდიში თუ ვცდები smile.gif
ვფიქრობ, ბევრი დაბრკოლება გადაიტანე ცხოვრებაში მარტომ და საკუთარ თავს არ მიეცი სისუსტის უფლება (ამიტომაც ხარ შეუწყნარებელი სხვების სისუსტის მიმართ). ყველაფერი ისე გადაიარე, რომ არავის არ მიეცი საშუალება დაენახა რა გტკიოდა, როგორ გიჭირდა - მეტისმეტად ამაყი იყავი იმისთვის რომ რეალურად გამოგეხატა შენი ყველაზე ღრმა და მტკივნეული მდგომარეობა. ყველაფერს შეხვდი სიცილ-ხარხარით (სხვების დასანახად) - ამიტომაც ამავეს ითხოვ სხვებისგან და ამიტომ ღიზიანდები სხვების მიერ გამოხატულ მძიმე ემოციებზე. ისეთი განცდა მაქვს, რომ საკუთარ გამოუხატავ სისუსტეს არ პატიობ სხვებს smile.gif ბოდიში კიდე ერთხელ თუ ვცდები. დასაფასებელია, რომ უმკლავდები ცხოვრებისეულ გამოწვევებს ოპტიმისტურად, მაგრამ სხვების ტკივილის ვერ აწონი wink.gif

Posted by: Pepper_Crowley 27 Apr 2021, 06:48
QUOTE
ბევრი პრობლემები და წინააღმდეგობები გაქვთ გამოვლილი ცხოვრებაში



QUOTE
ვფიქრობ, ბევრი დაბრკოლება გადაიტანე ცხოვრებაში მარტომ და საკუთარ თავს არ მიეცი სისუსტის უფლება


მრავალჭირნახული ადამიანის იმიჯი რატომ მაქვს, ნეტა. მერე რა რომ ჭაღარა ვარ biggrin.gif

არადა, არაფერი განსაკუთრებული, ალბათ ისე, როგორც თქვენ. ან ცოტათი უფრო მსუბუქად. ან მე ვერ აღვიქვამ განვლილ ამბებს რთულად, ახლა, ამ გადმოსახედიდან.
ისე დაცემები და მერე ასფალტიდან აფხეკები კი იყო, მაგრამ რა ვიცი, ყველა ეგრე არაა?! დავიმორცხვე ცოტა biggrin.gif




QUOTE
ამიტომაც ამავეს ითხოვ სხვებისგან და ამიტომ ღიზიანდები სხვების მიერ გამოხატულ მძიმე ემოციებზე. ისეთი განცდა მაქვს, რომ საკუთარ გამოუხატავ სისუსტეს არ პატიობ სხვებს

Maybe. ვიფიქრებ ამ საკითხზე. მადლობა.
QUOTE
მაგრამ სხვების ტკივილის ვერ აწონი

ტკივილს ზუსტად ის მნიშვნელობა და წონა აქვს, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ მას. ფიზიკური ტკივილის მაგალითი იყოს: ვიღაცამ შეიძლება ხელი გაიჭრას და გული წაუვიდეს, ვიღაცამ კიდე მოჭრილი ხელით კალათბურთი ითამაშოს. თუ მე შემიძლია ცალი ხელით კალათბურთის თამაში, ე.ი. შენც შეგიძლია ხელის გაჭრის გამო გული არ წაგივიდეს, მთავარია შენი დამოკიდებულება.
სერიოზულად ვერ აღვიქვამ ისეთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და ,,გაზრდა", მაგრამ ნაცვლად ამისა ზლუქუნი ურჩევნია და სხვების დადანაშაულება. ყველასი - საკუთარი თავის გარდა.

Posted by: 蓝天-天蓝 27 Apr 2021, 10:34
QUOTE (Pepper_Crowley @ 27 Apr 2021, 06:48 )

ტკივილს ზუსტად ის მნიშვნელობა და წონა აქვს, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ მას.

ამაში გეთანხმები. მასეა. მაგრამ სხვის ტკივილს ვერ აწონი თქო ეგ ვიგულისხმე. მე რომ გული არ მიმდის ტკივილის გამო, იმას არ ნიშნავს რომ სხვას არ შეიძლება წაუვიდეს.

როდესაც ადამიანი იჩეხება, არ ნიშნავს რომ თავზე ხელი უნდა გადაუსვა და თან გადაყვე, მაგრამ უარყოფის რამოდენიმე სახე არსებობს. უმრავლეს შემთხვევაში, უარყოფა მეორის საქციელის სრულ უგულვებელყოფას გულისხმობს, სრულ მიუღებლობას, ისე გამოხატვას პოზიციის, რომ ამ ადამიანს ეუბნები რომ არ აქვს სისუსტის ჩადენის უფლება და ამის გამო სუსტია. ეს კიდევ უარესს გაუკეთებს მას (გამომიცდია და ვიცი). დახმარება რომც გინდოდეს ამ დროს, პირიქით მოხდება.

მეორე უარყოფა გულისხმობს მისი მდგომარეობის დანახვას და გაგებას, თუმცა არა მიმღებლობას და დათანხმებას. ასეთი უარყოფით, მეორე ადამიანი გრძნობს რომ არ არის მარტო და ეს დაეხმარება იმ რაღაცის პრობლემის გადალახვაში.

ამ ცხოვრებაში ძალიან დიდი ფუფუნებაა ასეთი ადამიანები, რომლებიც თუნდაც, თავისი სრული უარყოფით გეხმარებიან ისე რომ თავი არ იგრძნო სუსტად და პირიქით, ძალას გმატებენ რომ უკეთესი გახდე და გამოხვიდე მდგომარეობიდან.

Posted by: Pepper_Crowley 27 Apr 2021, 10:50
蓝天-天蓝
იცი, გიპასუხებდი, მაგრამ ამ და გვერდით თემაში გამოჩნდა თუ როგორი ტემპერამენტი გაქვს და დარწმუნებული ვარ ,,სიტყვას არ შემარჩენ" biggrin.gif მე კიდე კამათი მეზარება.


Posted by: Erovnuli_ligaa 2 Jul 2021, 22:39
DშDშDშDშDშDშDშDDშDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

Posted by: paaatriick 13 Aug 2021, 18:57

ვის უნდა დამახასიათოს? chups.gif

Posted by: გვანცული 13 Aug 2021, 20:53
პოსტებს ვერ ვაგროვებ და ავატარი მაინც ამარჩევინეთ. სიგნაჩურე არ ვიცი რას ნიშნავს.

Posted by: paaatriick 13 Aug 2021, 21:50
გვანცული
როგორ აგარჩევინოთ smile.gif
თუ ვერ აპატარავებ ავატარის ზომამდე აქ დადე რაც მოგწონს და დააპატარავებენ
https://forum.ge/?showtopic=35087114&view=findpost&p=54434693

Posted by: გვანცული 13 Aug 2021, 22:26
paaatriick
QUOTE
როგორ აგარჩევინოთ
თუ ვერ აპატარავებ ავატარის ზომამდე აქ დადე რაც მოგწონს და დააპატარავებენ
ეს ავატარი მინდა მაგრამ დიდია (post #54434693)

მადლობა, რამეს მოვძებნი love.gif

Posted by: გვანცული 14 Aug 2021, 23:55
paaatriick
ავარჩიე ავატარი, შემიფასე

user posted image

Posted by: Pepper_Crowley 15 Aug 2021, 00:52
გვანცული
QUOTE
სიგნაჩურე არ ვიცი რას ნიშნავს.

ნაპრალის/ბზარის/ჭრილის საზომი ერთეულია, ჩინურად.

Posted by: გვანცული 15 Aug 2021, 01:02
Pepper_Crowley
QUOTE
ნაპრალის/ბზარის/ჭრილის საზომი ერთეულია, ჩინურად.

მადლობა

Posted by: Mamu72 15 Aug 2021, 01:05
გვანცული

სიგნაჩურე მართლა გაინტერესებდა თუ ისე იკითხე?

Posted by: Pepper_Crowley 15 Aug 2021, 01:11
QUOTE (paaatriick @ 13 Aug 2021, 18:57 )
ვის უნდა დამახასიათოს? chups.gif

მე - ვერ.
გიცნობ biggrin.gif

Posted by: sunი 15 Aug 2021, 01:16
[b]paaatriick[/
აბა ვცადო )))

სინათლეს და კარგ ენერგიას ასხივებ
ცხოვრების მოყვარული და თავდაჯერებული მგონიხარ;( კარგი გაგებით თავდაჯერებული ) იცი რა გინდა და რა გიყვარს;
რაღაცნაირად ნამდვილი ხარ და გამოხატავ კიდევაც ამას; თამაში და სიყალბე ყოველთვის ჩანს
ავატარი...ჰაეროვანი დ ჯადოსნური; სავსეა სიმყუდროვით და სითბოთი; შენც ასეთი უნდა იყო love.gif

Posted by: გვანცული 15 Aug 2021, 07:22
Mamu72
QUOTE
სიგნაჩურე მართლა გაინტერესებდა თუ ისე იკითხე?

ისე მაინტერესებდა და მართლა ვიკითხე smile.gif

Posted by: paaatriick 15 Aug 2021, 11:22
Pepper_Crowley
კეთილი და საყვარელი.
ავატარი მოლოდინშია


sunი
მასეთი ჩემი დის შვილისთვის ვარ :დ მადლობა 2kiss.gif
ავატარი გარდამავალი

გვანცული
ცხრაკუდა თუ შვიდკუდა მელა იაპ. ღვთაება?
მობეზრებას გამოხატავსავიტ

Posted by: გვანცული 15 Aug 2021, 11:49
paaatriick
QUOTE
ცხრაკუდა თუ შვიდკუდა მელა იაპ. ღვთაება?
მობეზრებას გამოხატავსავიტ

უბრალოდ ლამაზი იყო და მომეწონა. არ ვიცოდი რას ნიშნავდა.

Posted by: ნაკო 15 Aug 2021, 13:01
QUOTE
არჩეული ავატარი, signature

არცერთი, რომ არ მაქვს ასეთ დროს რა კრიტერიუმებით მსჯელობთ?

ანდაც
აქვს კი მნიშვნელობა ამ დახასიათებას?

Posted by: paaatriick 15 Aug 2021, 13:55
გვანცული
ცოდნით არც მე ვიცი

ნაკო
გააჩნია რა მნიშვნელობას ეძებ. თორემ ისე უმნიშვნელობა უკვე მნიშვნელობაა და
რამდენადაც არის იმდენადვე არ არის

Posted by: ნაკო 15 Aug 2021, 15:03
QUOTE
მნიშვნელობას ეძებ.

არავითარს.
<3

Posted by: sunი 15 Aug 2021, 15:50
paaatriick
QUOTE
მასეთი ჩემი დის შვილისთვის ვარ


ნახე რა მაგარი ვარ)))
ასე მგონია ყველაზე ნამდვილები ბავშვებთან ვართ და ყველაზე კარგად კიდევ ბავშვები აღგვიქვამენ

Posted by: paaatriick 15 Aug 2021, 19:02
sunი
ბავშვები yes.gif love.gif

მეზარებაწერა:დ

Posted by: Universe´ 29 Oct 2021, 14:40
https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/58309-%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90/93/user:%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90:show:channel

ფურცლის კუთხეზე მიკუნჭულად ამ თემის სახელი ეწერა ფანქრით

Posted by: Artist 30 Oct 2021, 01:04
ნაკო
QUOTE
არცერთი, რომ არ მაქვს ასეთ დროს რა კრიტერიუმებით მსჯელობთ?

ეს ნიშნავს, რომ შენ ვერ წყვეტ რა ავატარი აირჩიო, ხასიათის მერყეობაზე მიგვანიშნებს ეს...
ანდა მეორე ვარიანტიც არსებობს, რომ არ გსურს გაიშიფრო ანუ შენს გემოვნებას მალავ...
Universe´
იგივეს ვიტყოდი შენზეც... smile.gif

Posted by: Universe´ 30 Oct 2021, 01:18
Artist
no.gif
უბრალოდ არაფერი მაქვს

პუჰ

ჰაერი

მიმოფანტული ბაბუაწვერა


Posted by: ZenMaster 30 Oct 2021, 11:25
QUOTE
GE73BG0000000701933400


რამდენი გჭირდება ჩაგირიცხავ

Mamu72

Posted by: levani169 30 Oct 2021, 13:25
მეც დამახასიათეთ ბრატცი ............. გამარკვიეთ რა "ის" მინდა ამ ავატარით და ხელმოწერით და ზოგადად საერთოდ თუ მინდა რამე თვარა დევიკარგე საკუთარ ეგოში?!

Posted by: Artist 8 Nov 2021, 03:04
Universe´
QUOTE
უბრალოდ არაფერი მაქვს

პუჰ

ჰაერი

მიმოფანტული ბაბუაწვერა

აგერ შენთვის გავაკეთე ავატრები და აარჩიე შენი გემოვნებით:

user posted image user posted image user posted image
* * *
levani169
QUOTE
მეც დამახასიათეთ ბრატცი

ჯერ უნდა წარმოვიდგინო ადამიანი რომელსაც ასეთი ავატარი მოსწონს... ასეთი გემოვნების ადამიანი...
და შემდეგ დავახასიათო...

ჯერ არ წარმომიდგენიხარ... ვაკვირდები ავატარს ხელმოწერასაც... და ვცდილობ წარმოვიდგინო... შემდგომ
როცა წარმოვიდგენ დაგახასიათებ კიდეც... ეხლა მეძინება უბრალოდ, ძაან გვიანია... smile.gif

Posted by: Universe´ 8 Nov 2021, 14:56
Artist
მადლობა დიდი smile.gif მაგრამ არცერთს ავირჩევ



Posted by: Artist 8 Nov 2021, 22:47
Universe´
QUOTE
მადლობა დიდი  მაგრამ არცერთს ავირჩევ

გაშიფრვის გეშინია თუ ყოყმანის ამბავია?
levani169
QUOTE
გამარკვიეთ რა "ის" მინდა ამ ავატარით და ხელმოწერით და ზოგადად საერთოდ თუ მინდა რამე თვარა დევიკარგე საკუთარ ეგოში?!

პოზიტიური ადამიანი სჩანხარ, საკმაოდ გამბედავიც... სექსუალურობას არ უჩივი, მაგრამ ეძებ ისეთ გოგოს რომელიც
ყველანაირად გაგიგებს განსაკუთრებით სექსის ამბავში... ჯერ ვერ იპოვე და ეძებ... თანაც ბოზი არ უნდა იყოს მაგრამ
ლოგინში ყველაფერს უნდა გისრულებდეს, ლოგინს გარეთ კი შეუვალი პრინცესა უნდა იყოს სხვების თვალში და შენთვისაც...
ასეთის პოვნა კი ძალიან ძნელი საქმეა... smile.gif

Posted by: Universe´ 8 Nov 2021, 23:39
Artist
სურათები არ მომეწონა.

ავატარში იმდენს ვერ ჩაატევ, მერე გაშიფვრის გეშინოდეს. ან საშიში რატომაა?
რაც მეტს გაიგებ მით უკეთესი, თვალების ახელაში დამხმარეა ცოდნა, თუნდაც შენთვის მცდარი მოსაზრება და კეთილმოსურნეები გიზიარებენ.
ამასთან მე შიფრი არ მაქვს, მარტივი ადამიანი ვარ. ყველაფერი ვიცი მე-ზე

ყოყმანიც ჰმ
რა საყოყმანოა. ნებისმიერ წუთს შეცვლი

Posted by: ნაკო 9 Nov 2021, 14:09
Artist
QUOTE
რომ არ გსურს გაიშიფრო

yes.gif

Posted by: cuckoosnest 9 Nov 2021, 22:56
levani169
მანიპულატორი..

Posted by: Artist 11 Nov 2021, 01:41
Universe´
QUOTE
სურათები არ მომეწონა.

რა ვიცი ბაბუაწვერა შენ ახსენე და ამიტომ დაგიდე ეგ სურათები...
ისე ინტერნეტში იმდენი სურათებია, არჩევაა მთავარი, როგორს აარჩევ...
და მერე დაგახასიათებ, იმ გემოვნების მიხედვით თუ რას აარჩევ...

ნაკო
ესეიგი გეშინია გაშიფვრის?

cuckoosnest
QUOTE
levani169
მანიპულატორი..

ერთი სიტყვით დახასიათებაც საინტერესოა... smile.gif
აბა მე დამახასიათე ასე შენებურად..

Posted by: ნაკო 11 Nov 2021, 12:44
Artist
QUOTE
ესეიგი გეშინია გაშიფვრის?

მხოლოდ იმის შიში მაქვს, რომ პლანეტა დედამიწაზე ყავის წარმოება შეწყდება და ხელმისაწვდომი არ იქნება :/

Posted by: Artist 11 Nov 2021, 16:43
ნაკო
QUOTE
მხოლოდ იმის შიში მაქვს, რომ პლანეტა დედამიწაზე ყავის წარმოება შეწყდება და ხელმისაწვდომი არ იქნება :/

აი იუმორის ნიჭიც გქონია, ესეიგი მუსიკალური სმენაც კარგი უნდა გქონდეს... smile.gif

პს.
გშიფრავ ნელ ნელა მაინც... wink.gif

Posted by: fork 11 Nov 2021, 17:55
ჩემი გაშიფვრა სცადეთ აბა ზესთასოფლელნო!

Posted by: Universe´ 13 Nov 2021, 21:56
fork
პოსტების მიხედვით მაქვს ბუნდოვანი წარმოდგენა შექმნილი
და მგონია რომ ზედმეტად, დაუმსახურებლად თვითკრიტიკული ხარ user.gif






Posted by: cuckoosnest 17 Nov 2021, 01:51
Artist
რომანტიკოსი

fork
პრინციპული

Posted by: Artist 18 Nov 2021, 18:02
cuckoosnest
QUOTE
რომანტიკოსი

საინტერესო კონცეფცია შემოიტანე ერთი სიტყვით დახასიათება, ცალკე თემადაც კი წავა...
ყოჩაღ შენ... up.gif +++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
* * *
შენ ასე დაგახასიათებდი:

ლაკონიური...


Posted by: cuckoosnest 20 Nov 2021, 23:05
Artist
კიი, მახასიათებს სიზუსტე და ლაკონურობა yes.gif


ხომ არ მოგვეცხო მსგავსი თემატიკის თემა? ან აქვე დავამკვიდროთ ეს პრაქტიკა..

Posted by: Artist 21 Nov 2021, 21:04
cuckoosnest
QUOTE
ან აქვე დავამკვიდროთ ეს პრაქტიკა..

აქვე სჯობია... ყველას თავისუფლება მიეცემა, ზოგი გრძელი სიტყვით
ზოგი კი ერთი სიტყვით დაახასიათებს...

* * *
პს.
მე მაგალითად ორივე ვარიანტს გამოვიყნებ, ზოგჯერ როგორ და ზოგჯერ როგორ...
* * *

Posted by: tatia_aquarius 16 Dec 2021, 18:54
user posted image ამ თემაში არ უნდა ვდებდე მაგრამ ის თემა ვერ ვიპოვე ავატარების დაპატარავებაზე.. იქნებ ვინმე დამეხმაროთ

Posted by: Artist 17 Dec 2021, 05:59
tatia_aquarius
QUOTE
ამ თემაში არ უნდა ვდებდე მაგრამ ის თემა ვერ ვიპოვე ავატარების დაპატარავებაზე.. იქნებ ვინმე დამეხმაროთ

user posted image
* * *
პს.
ის რასაც ეძებდი და ვერ იპოვე აქაა:
https://forum.ge/?showtopic=35087114&view=findpost&p=54434693
* * *
პს2.
თუ დახასიათებაც გსურს? ერთი სიტყვით ასე ვიტყოდი:
ნირვანაში...

Posted by: tatia_aquarius 17 Dec 2021, 15:31
QUOTE (Artist @ 17 Dec 2021, 05:59 )
tatia_aquarius
QUOTE
ამ თემაში არ უნდა ვდებდე მაგრამ ის თემა ვერ ვიპოვე ავატარების დაპატარავებაზე.. იქნებ ვინმე დამეხმაროთ

user posted image
* * *
პს.
ის რასაც ეძებდი და ვერ იპოვე აქაა:
https://forum.ge/?showtopic=35087114&view=findpost&p=54434693
* * *
პს2.
თუ დახასიათებაც გსურს? ერთი სიტყვით ასე ვიტყოდი:
ნირვანაში...

დიდი მადლობა 2kiss.gif jump.gif მართლაც რომ ნირვანაა თან ფერები მომწონს ძალიან იასამნისფერი ყველაზე მაგარი ფერია ჩემი აზრით..

Posted by: Artist 19 Dec 2021, 05:55
tatia_aquarius
QUOTE
დიდი მადლობა

არაფერს

პს.
ისე ავატარზე მაინც სიცარიელე გაქვს, ვერ ატვირთე თუ აღარ მოგწონს?

Posted by: tatia_aquarius 19 Dec 2021, 15:42
QUOTE (Artist @ 19 Dec 2021, 05:55 )
tatia_aquarius
QUOTE
დიდი მადლობა

არაფერს

პს.
ისე ავატარზე მაინც სიცარიელე გაქვს, ვერ ატვირთე თუ აღარ მოგწონს?

მობილურით შემოვდივარ და ვერ გადმოვწერე მობილურში რომ მერე ამეტვირთა ((

Posted by: Artist 19 Dec 2021, 23:17
tatia_aquarius
QUOTE
მობილურით შემოვდივარ და ვერ გადმოვწერე მობილურში რომ მერე ამეტვირთა

აჰაა... გასაგებია... smile.gif

Posted by: chortivonaet 13 Nov 2022, 01:04
Artist
ჩემი აზრით მტკიცე ხასიათი გაქვს. ასევე ერკვევი სულისმიერ ამბებში. კიდევ დავწერდი მაგრამ ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ, ვცდილობ ძირითადი სათქმელი ვთქვა და ისიც მოკლედ.

Posted by: SilverLinings 9 Dec 2022, 04:30
გამარჯობა. ვინმე დამახასიათებს?


.........................

Posted by: predictable 9 Dec 2022, 11:16

ამ თემამ ისევ გამახსენა რომ ავატარი არ მაქვს






Posted by: ჯეკის_ცრემლი 23 Nov 2023, 17:39
იუზერი მარტი999 (marti999) ოდნავ ნაცრისფერი იუმორის მოტრფიალეა. მის ავატარზე ვხედავთ ბაყბაყდევივით მოცინარ იდი ამინს, უგანდის ყოფილ დიქტატორს და აფრიკელ ჰიტლერს როგორც მას უწოდებდნენ თურმე. კეთილი ადამიანია ალბათ გულით. ჭამა უკალს.. ვის არ გვიყვატს რო?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)