Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > უდაბნოს შეგრძნება


Posted by: forumistvis 30 Aug 2021, 16:28
ასე მგონია უდაბნოში ვარ
კაციშვილი სულიერის ჭაჭანება არ არის თითქოს
ან ადამიანები მანქანებად და ზომბებად არიან გადაქცეულები
დილაა მარტოობის შეგრძნება
განსაკუთრებით შუადღეს მძაფრდება
საღამოს შედარებით იკლებს.

თქვენ განიცდით რამე მსგავსს?

ამ კოვიდ ვითარებამაც მოიტანა ალბათ ეს გარკვეულწილად, რას იტყვით?
ან რით შეიძ₾ება ეშველოს ამ პრობლემას?

Posted by: Liаm 1 Sep 2021, 18:19
დაახლოებით კი smile.gif
QUOTE
ან ადამიანები მანქანებად და ზომბებად არიან გადაქცეულები

ცუდი გაგებით არა. არც იმ გაგებით, რომ ვინმეზე უკეთესი ვარ.
მაგრამ ხანდახან მაქვს ასეთი შეგრძნება.

Posted by: user117 1 Sep 2021, 18:51
ტომას ელიოტის "უნაყოფო მიწა"


   "I had not thought death had undone so many".. ადამიანებს ხმელეთი თავიანთი მოქმედებითა და ამადროულად - უმოქმედობით ამოუშრეტიათ, გაუხორკლიანებიათ და უნაყოფოდ უქცევიათ. Unreal City სინამდვილეში მეტისმეტად რეალური, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე განაცრისფერებული სულის მღაფავივით საზარელი სანახავი ადგილია. ეს სიკვდილი სულაც არ არის ის შავლაბადამოსხმული გაძვალტყავებული არსება, ყველას საიქიოში რომ ისტუმრებს. ეს არის ის სიკვდილი, რომელიც ადამიანს იმიერ სამყაროზე ოცნებასაც კი არ გააბედვინებს და სამუდამოდ მიაჯაჭვებს მის მიერვე გამოუსადეგრად ქცეულ მიწაზე. მიწაც იმ აზრს შეგუებული, რომ ვეღარასოდეს იგრძნობს, როგორ
მოძრაობს მასში ნაყოფიერი მზარდი თესლი, თავადვე როგორ მონაწილეობს მისი მომწიფების მადლმოსილ საქმეში, უძრავადაა, ხმას არ იღებს. ან რა აზრი აქვს საყვედურის თქმას ადამიანისთვის, რომელიც ადამიანობის ღირსი არ არის. "გამვლელები თავიანთ ფეხებს დასჩერებიან, აღმართს ადგანან, მთისკენ მავალს... ქვე ეშვებიან." რაღა დარჩენიათ თვით დემონთაგან უარყოფილთ უმიზნო ხეტიალის გარდა. მათ ხომ პროტესტი გამოუცხადეს აზროვნებას, ჰოდა, უნდა იარონ, იარონ და იარონ თუნდაც ლონდონის ხიდზე, სახელსა და ადგილმდებარეობას რა მნიშვნელობა აქვს.
   რამდენად არარა უნდა იყო ადამიანი, რომ ჯოჯოხეთშიც არ მიგიღონ. ჯოჯოხეთში, სადაც ავი სულები გეენას ცეცხლში გადაგიძახებენ და სასიამოვნოდ მოკალათებულნი ვეღარ მოსწყვეტენ თვალს იმას, თუ როგორ იხრუკები, როგორ ღრიალებ ტკივილისაგან. წარმოიდგინეთ, რა არარა უნდა იყოს ადამიანი, რომ ამისთვისაც არ გამოდგეს. სწორედ ასეთებს მოუყრიათ თავი ხიდზე. ისინი დაძრწიან უაზროდ, უმიზნოდ უდროობაში, სადაც დასასრული და დასაწყისი გამუდმებით ერთმანეთში გადადის ისე, რომ თან არცერთი არ არსებობს და თან ორივე არსებობს ერთად. და რაც ყველაზე მთავარია, ეს საერთოდ არავის არ აინტერესებს. "Saint Mary Woolnoth kept the hours with a deal sound on the final stroke of nine."



   ზეცად გადაწყდა არაფრისმაქნის, უსინდისო, გონების გამოყენების უცოდინარ ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვა ყველაზე დიდ ფასად, რაც კი ოდესმე გადახდილა და რასაც ოდესმე რამეში გადაიხდიან. მაგრამ რა? ფარისევლობას დამონებულმა ფსევდომორწმუნეებმა ქრისტე დიდი მოწიწებით შესწირეს ამპარტავნობას მსწვერპლად. შფოთვა იწყო სამყარომ! ვერ აიტანა კაცობრიობამ ისტორიაში კაცობრიობისავე მიერ დაშვებული უდიდესი შეცდომა, გაუცნობიერებელი უსამართლობა. მაგრამ რა? ხიდზე არ წყდება უემოციო ხეტიალი. სიცარიელით დამძიმებულნი ვერ შეიგრძნობენ, როგორ უტოკავს დედამიწას ნატკენი გული. მათი ეს მდგომარეობა არის შედეგი და გამოძახილი მათი იმ ქმედებებისა, რომელთა მთლიანობამაც ვერ მიაკუთვნა ისინი საბოლოოდ ვერც სამოთხეში შესაშვებთა რიცხვს და მითუმეტეს, ვერც ჯოჯოხეთში დასაბრაწთა რიგებს. და იხეთქა ღვინომ მისი ფერდიდან! გადმოიღვარა დედამიწაზე და წამით ტკივილი დაუამა. ჩაიჟონა ღრმა ფენებში და ჩააღწია სტენტონის ბაღში პატრონის მიერვე დამარხულ ცხედრამდე. მაგრამ რა? არ წყდება სიარული არსაითკენ, არ წყდება მოსიარულეთა ხაზი, არც არავინ ჩერდება. უიმედობით გაბრაზებული ღრუბლები ერთმანეთს შეეჯახნენ! მოსიარულეთ ყრუ გრუხუნი ჩესმათ დახშულ ყურებში.


Posted by: forumistvis 7 Sep 2021, 15:26
user117
ცუდია რომ ნიკი გააუქმე. რაც შეეხება ციტატას რთულია ჩემთვის.

Posted by: flow 7 Sep 2021, 19:36
QUOTE
უდაბნოს შეგრძნება

უდაბნოს ფაუნას და ფლორას გაეცანი
მწირია მაგრამ საონტერესო
?

Posted by: vaho 7 Sep 2021, 23:29
ფერხთ განიმოსე და შთაეფალ წყვდიადს...

Posted by: Maruhadzu 8 Sep 2021, 00:20
в пустыне Танарис играет музыка смерти.
ეს მუსიკა ყოველთვის შიშის ზარს მცემდა და მაინც სიამოვნებით ვუსმენდი.


Posted by: გველისფერი_გიორგი 8 Sep 2021, 00:24
QUOTE
თქვენ განიცდით რამე მსგავსს?

ამ კოვიდ ვითარებამაც მოიტანა ალბათ ეს გარკვეულწილად, რას იტყვით?
ან რით შეიძ₾ება ეშველოს ამ პრობლემას?


კოვიდ ვითარებამ ბევრი დრო გამოათავისუფლა მეტი ფიქრისთვის.
ადრე უფრო ვცდილობდი სოციუმთან აქტიურ კონტაქტს.
და რომ დავღვინდი, უფრო შემეპარა მიზანთროპია.
ახლა რაც შეიძლება უფრო მეტად ვიზღუდავ და ვფილტრავ ურთიერთობებს, ამ სოციუმში ჩემი ადგილი ვერ დავინახე და ვერ ვიპოვე, შესაბამისად უსულო საგნებთან და ბუნებასთან ურთიერთობაში უფრო ვიღებ სიამოვნებას, ვიდრე ბევრ ადამიანთან.
რაც შეიძლება მეტი ასოციალურობა ვიპოვე როგორც ჩემი გამოსავალი ამ სოციუმში.

Posted by: Pepper_Crowley 16 Sep 2021, 02:34
Every man, woman, and child alive should see the desert one time before they die. Nothin' at all for miles around. Nothin' but sand and rocks and cactus and blue sky. Not a soul in sight. No sirens. No car alarms. Nobody honkin' atcha. No madmen cursin' or pissin' in the streets. You find the silence out there, you find the peace. You can find God.


Posted by: GIGABYTE77 16 Sep 2021, 05:36
სიცარიელის შეგრძნებას თუ გულისხმობ, თითქმის ყოველთვის რომ თან დაგყვება, მაშინ მესმის რაზეც ამბობ. უდაბნოზე უარესია ოღონდ მგონი. საერთოდ არაფერს არ მოიცავს; არც ქვიშას და არც სიცხეს.

Posted by: forumistvis 17 Sep 2021, 15:33
QUOTE
სიცარიელის შეგრძნებას თუ გულისხმობ, თითქმის ყოველთვის რომ თან დაგყვება, მაშინ მესმის რაზეც ამბობ.

ჰო დაახლოებით ამას ვგულისხმობდი...

მაგრამ უკაცრიელობაც არის, რაც პანდემიამ მოიტანა, ადამიანებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიური შიშიც.

Posted by: 蓝天-天蓝 17 Sep 2021, 17:03

ბუნებრივია ეგ შეგრძნება რომ გაქვს. ყველას გვაქვს, მეტ-ნაკლებად, სხვადასხვა ეტაპზე.
კოვიდ ვითარებამ, შესაძლოა, იმიტომ გაგიმძაფრა ეს შეგრძნება, რომ სანამ აქტიური სოციალური ცხოვრებით ვცხოვრობდით, გვქონდა, ასე თუ ისე, ხალხთან ურთიერთობის და სოციუმში ყოფნის ილუზია და არ ვაქცევდით ყურადღებას შინაგან სიცარიელეს. ახლა უბრალოდ მეტი დროა ფიქრისთვის და უფრო გამოიკვეთა ვინ არის ჩვენს ცხოვრებაში ნამდვილი. ეგ შეგრძნება რომ გადალახო, რეალური კომუნიკაცია გჭირდება ისეთ ადამიანებთან, ვისთანაც გაქვს ემოციური კავშირი. ვფიქრობ, ყველას ცხოვრებაში არიან ან ჩნდებიან ასეთი ადამიანები და დანახვა უნდა შეგვეძლოს და მარტო ცალმხრივად არ უნდა ვითხოვდეთ გაგებას და გაზიარებას.

Posted by: GIGABYTE77 20 Sep 2021, 06:57
forumistvis
ეეჰ, რას იზამ, ალბათ ასეთია ადამიანად ყოფნის საფასური.
არც პანდემიამდე მაკლდა "მამენტ", მარა ახლა სხვებშიც უფრო გამოიხატა და შესაბამისად უფრო რთული ასატანია ხანდახან.

Posted by: GeoWarr1or 26 Sep 2021, 14:55
QUOTE (forumistvis @ 30 Aug 2021, 16:28 )
ასე მგონია უდაბნოში ვარ
კაციშვილი სულიერის ჭაჭანება არ არის თითქოს
ან ადამიანები მანქანებად და ზომბებად არიან გადაქცეულები
დილაა მარტოობის შეგრძნება
განსაკუთრებით შუადღეს მძაფრდება
საღამოს შედარებით იკლებს.

თქვენ განიცდით რამე მსგავსს?

ამ კოვიდ ვითარებამაც მოიტანა ალბათ ეს გარკვეულწილად, რას იტყვით?
ან რით შეიძ₾ება ეშველოს ამ პრობლემას?

საღამოობით კარგად ვარ, დღისით ვერ ვარ ხოლმე, განსაკუთრებით შუადღით.

აზრზე არ ვარ რატომ, ჯერ ვერ ამოვხსენი.

ალბათ ამიენტური, მშვიდი გარემო მიყვარს და ღამე მიქმნის მაგ კომფორტს, მგონია ბავშვობასთან არის კავშირში საღამოს სიყვარული.

Posted by: PANTALONE 27 Sep 2021, 15:13
forumistvis
QUOTE
უდაბნოს შეგრძნება

იქნებ შენში ჯიმი მორისონი ჩასახლდა უეცრად ?

Posted by: POKERISBLUFF 6 Jan 2022, 15:07
უდაბნო ცუდი არ არის
+ ამას ბევრად სჯობს ესეთ ადგილებს war.gif


user posted image



Posted by: ZenMaster 6 Jan 2022, 16:11

სხვებზე ნურასდროს იდარდებ
მაქსიმუმ იმათზე იდარდე ვისაც ჯანრმთელობა არ აქვს, ან სახლკარი და ა.შ
თუ ადამიანი დაზომბებულია და ინსტაგრამი აქვს ტვინის მაგივრად, ეგენი არც არიან სადარდებლები
თუ იმიტომ არიან დაზომბებულები რომ ექსპულატაციის გამო ცუდი სამუშაო გრაფიკი აქვთ, რას ვიზავთ ეგრეც ხდება ხოლმე


Posted by: მიყვარძარ 13 Feb 2024, 16:58
ეს განცდა მონიღებს ალბათ ბოლოს როცა იქნება.. გარეგნულად ვითომ ადამიანები არიან გარშემო, მაგრამ მარტო1ეულები აზროვნებენ, აზროვნების გარეშე კი ცხოველი ხარ კუჭი და ვსიო.


ოფიციალურმა რელიგიებმა ხალხი გამოათაყვანეს.. დაჟე გარეგნულადაც ჭირს უკვე ადამიანის პოვნა.

Posted by: sunny-day-today 13 Feb 2024, 17:45
მიყვარძარ
ფიქრი არ გვინდაო ამბობენ, იმისთვის ვმუშაობთ რომ არ ვიფიქროთო.

Posted by: newsoul789 14 Feb 2024, 09:36
ვაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: thisforum 14 Feb 2024, 21:46
აქლემის ყიდვაზე ხომ არ დაფიქრდებოდით ?

Posted by: Holamuchachas 2 May 2024, 18:25
უდაბნოში ცხოვრობენ სემიტები და ხოცავენ ერთმანეთს "სუფთად სიმბოლოების გულისთვის"..

ვერაფრით ვიგებ.
ეს ერთმა ფილოსოფოსმა თქვა საბერძნეთში: ომი სიმბოლოებისთვის = ომი სიცარიელისათვის. sad.gif

Posted by: EverComingNever 2 May 2024, 23:26
Sorry, Tkven unda daagrovot 100 postingi da iyot forumze 7 dgeze meti xani daregistrirebuli rom dapostot am ganyofilebashi

Translation:
ანუ ბოდიშითო, თქვენ უნდა დააგროვოთ 100 პოსტინგი და იყოთ ფორუმზე 7 დღეზე მეტი ხანი დარეგისტრირებული რომ დაპოსტოთ ამ განყოფილებაშიო

Posted by: goodone 3 May 2024, 14:28
ალამ

////////////////////////////////////////////////

Posted by: microlab8585 5 May 2024, 01:38
იქნებ შენშიაო პრობლემა მაგრად იციანsmile.gif)))))

Posted by: Holamuchachas 5 May 2024, 02:43
microlab8585


მაგაზე პასუხი: კეეეე კეეე რავა არა , ჩემშია :დდდდდ.. მოჩვენებითი "ციკალულებიიი" ძაღლების მიმართ მიძლიერებს ხოლმე უდაბნოს შეგრძნებას: ძაღლის გაადამიანურება რო ხდება სამოსით და ადამიანის ...... smile.gif

ნუ ხო მიხვდით რაც...

და ბარემ dzaglebze: ისეთი პატარა დზაგლი მოჰყავდა დღეს ტიპს ქუჩაში, უცებ ვიფიქრე, ეს ქინდერის ყუთში ჩაეტევა მეთქი.


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)