Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > თვითთერაპია


Posted by: უცხო 26 Jul 2011, 02:25
როდესაც მასიურად არ გვინდა ქართველ ერს ფსიქოლოგთან სიარული საინტერესოა რას მივმართავს , როგორც მის ალტერნატივას. თვითთერაპია არსებობს მრავალნაირი, თქვენ რომელს იყენებთ უფრო ხშირად? რომელ მათგანთა კომბინაციას და რატომ?
კითხვებიც შეგიძლიათ თქვენვე დაამატოთ და უპასუხოთ კიდეც



წარმატებას გისურვებთ თვით გამორკვევის პროცესში! 2kiss.gif












sleep.gif

Posted by: Le fou 26 Jul 2011, 09:56
QUOTE
სეირნობის თერაპია

QUOTE
სპორტით დაკავების თერაპია

QUOTE
ცეკვითი თერაპია

QUOTE
მუსიკის მოსმენის თერაპია


ისე სეირნობა ავირჩიე, როემლიც თავისთავად მოიცავს მუსიკის მოსმენასაც.. ცუდათ რომ ვარ გავიკეთებ ნაუშნიკებს და გავდივარ სახლიდან.. იმდენს ვბოდიალობ სახლამდე ძლივს ვაღწევ ხოლმე .. biggrin.gif

Posted by: უცხო 26 Jul 2011, 10:01
ორი მნიშვნელოვანი თერაპია ამოვარდა პოლიდან დაპოსტვის დროს, როგორ ჩავამატო?
მოდერ იქნებ ჩაამატო : კითხვის თერაპია და ლოცვის თერაპია

Posted by: givi32 26 Jul 2011, 11:29
სეირნობა, თვითშეგონება შთაგონება

Posted by: Leo woman 26 Jul 2011, 11:31
ხან რა და ხან რა...ეგერ სტაბილურად ერთიდაიგივე მოსაწყენიაbiggrin.gif

Posted by: Lady Bug 26 Jul 2011, 12:52
ყველაზე მეტად ლოცვის თერაპია მშველის, მაგრამ საუკეთესო ვარიანტია პრობლემის გადაჭრისაკენ ნაბიჯის გადადგმა, უმოქმედობა მაგიჟებს sa.gif
თან გააჩნია როგორ ვარ, თუ დათრგუნული ვარ – შხაპი, მაგარი ჩაი და სუფთა ჰაერზე მარტო ყოფნა მშველის. თუ გაცოფებული ვარ – პიტნის ჩაი და კონიაკი.
ბახი და ბეთჰოვენი მეხმარება მაგრად love.gif

Posted by: Marco Materazzi 26 Jul 2011, 13:03
ყოველთვის მუსიკის მოსმენით გამოვდივარ . . .

როდესაც ცუდათ ვარ Radiohead - Ok Computer ალბომს ჩავრთავ : მამშვიდებს , მაწყნარებს , ყველანაირ პრობლემას მავიწყებს ეს ალბომი . . . არადა ბევრი ვიცი ვისაც ეს ალბომი პირიქით მაგრად გრუზავს . . .

ჩემი სულის ნაწილია ეს ალბომი და ჯგუფი , ყოველთვის ჩემ გვერდით არიან როცა ცუდათ ვარ

Posted by: უცხო 26 Jul 2011, 15:00
QUOTE
ხან რა და ხან რა...ეგერ სტაბილურად ერთიდაიგივე მოსაწყენიაbiggrin.gif

ხოდა
QUOTE
თქვენ რომელს იყენებთ უფრო ხშირად? რომელ მათგანთა კომბინაციას და რატომ?


Posted by: Leo woman 26 Jul 2011, 15:04
სეირნობა ძალიან მშველის...ბევრი სიარული
მუსიკა მაღალ ხმაზე..ოღონდ ენერგიული უნდა იყოს...ცოტას წაუცეკვებ და ეგააsmile.gif

Posted by: მამაო ენუქი 26 Jul 2011, 15:05
QUOTE
დალევის თერაპია

QUOTE
მუსიკის მოსმენის თერაპია

ზღვის თერაპია კიდო.

Posted by: Lapis 26 Jul 2011, 16:36
დათრობა და გახსენება ვიღაცების დედების biggrin.gif


Posted by: ane mekeshi 26 Jul 2011, 17:00
QUOTE
სიცილის თერაპია

QUOTE
სეირნობის თერაპია

QUOTE
ცეკვითი თერაპია

QUOTE
ინტერნეტ თერაპია


ამათგან ყველაზე სწრაფად სიცილის თერაპიას გამოვყავარ მდგომარეობიდან... ვუყურებ კომედიას, ვიხსენებ ყველაზე სასაცილო ამბებს... ზოგჯერ ტირილიც მშველის, მაგრამ ეგ იმდენ დროს და პირობას მოითხოვს... მარტო უნდა ვიყო ჩაკეტილი, არავინ და არაფერი არ უნდა ჭაჭანებდეს ირგვლივ და უნდა ვიტირო, სანამ ძალა არ გამომეცლება და არ ჩამეძინება.... რაც შეეხება ინტერნეტთერაპიას, ბოლომდე "თვით" არ გამოდის: ელაპარაკები ვიღაცას ათას სისულელეზე და თანდათან გამოდიხარ... ანუ ამ შემთხვევაში გამოდის რო ვიღაც გეხმარება...

Posted by: don_achoo 26 Jul 2011, 17:40
QUOTE
სხვა (დაასახელეთ) თერაპია

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
იასნია ფეხებით თერაპია :maSamaSa:


Posted by: Hyperzet 26 Jul 2011, 19:45
უცხო
QUOTE
ორი მნიშვნელოვანი თერაპია ამოვარდა პოლიდან დაპოსტვის დროს, როგორ ჩავამატო?
მოდერ იქნებ ჩაამატო : კითხვის თერაპია და ლოცვის თერაპია

პოლში 15 პუნქტია, ეს მაქსიმუმია.
მეტის დამატება ტექნიკურად შეუძლებელია smile.gif


Posted by: E madame 26 Jul 2011, 19:50
ცეკვითი თერაპია მშველის ძირითადად უსაქმურობის შემოტევის დროსაც კი biggrin.gif მუსიკის მოსმენის თერაპია -ც მშველის, მაგრამ ზოგადად მთელი დღე დაკავებული ვარ ხოლმე და საღამოს დაღლილი რომ მივალ სადღა მახსოვს დარდი და დეპრესია biggrin.gif


Posted by: seeman 26 Jul 2011, 22:11
დალევის თერაპია ყველაზე ნაღდია

ოღონდ არა ქართული დამკვიდრებული გათხლეშვა 3 ლარიანი ღვინით მერე ჩხუბი და მერე მოყოლა როგორ დარბოდი დანით ან როგორ გადაგეკეტა lol.gif lol.gif აი მაგარი სლაბი რამეა

ლუდის მიღება ( სასურველია ქალაქ გარეთ) ნუ მეგობარ გოგოსთან ერთად

Posted by: Marco Materazzi 27 Jul 2011, 00:18
ძილის და ჭამის თერაპიაც ძალიან მაგარია

აი რაღაცაზე რო ხარ ნერვებზე და რომ შეუყვები ჭამას , ჭამით დაიღლები და მერე დაიძინებ

" მუცლის მონა "

biggrin.gif

Posted by: Leo woman 27 Jul 2011, 01:12
QUOTE
ძილის და ჭამის თერაპიაც ძალიან მაგარია

აი რაღაცაზე რო ხარ ნერვებზე და რომ შეუყვები ჭამას , ჭამით დაიღლები და მერე დაიძინებ

" მუცლის მონა

ნეტა ეგ მჭირდეს ცოტა ხორცს მოვიდებდიbiggrin.gif

Posted by: Le fou 27 Jul 2011, 10:20
Marco Materazzi
QUOTE
ჭამის თერაპიაც ძალიან მაგარია

აი რაღაცაზე რო ხარ ნერვებზე და რომ შეუყვები ჭამას , ჭამით დაიღლები და მერე დაიძინებ

" მუცლის მონა "


აუუ კიიი...ჩაუჯდები გემრიელად, ჭამ , ჭამ და საერთოდ აღარაფერზე აღარ ფიქრობ gigi.gif

QUOTE
ნეტა ეგ მჭირდეს ცოტა ხორცს მოვიდებდი

მე მჭირს , მაგრამ არ მშველის,.. ხორცი კი არა გარეთ ძაღლები დამდევენ ისეთი გამხდარი ვარ ((

Posted by: Marco Materazzi 27 Jul 2011, 11:48
Leo woman
Le fou

ერთი 4 - 4 კგს კი გაჩუქებდით user.gif

Posted by: Leo woman 27 Jul 2011, 14:52
Marco Materazzi
QUOTE
ერთი 4 - 4 კგს კი გაჩუქებდით

არადა როგორ მინდა...შეპირება იცით თქვენ ყველამ მარტოsad.gif(

Posted by: Le fou 27 Jul 2011, 17:02
QUOTE
არადა როგორ მინდა...შეპირება იცით თქვენ ყველამ მარტო

+1
ყველა ეგრე მეუბნება წაიღე წაიღEო ((
ისე მე 4კილო არ მეყოფა 7-8 chups.gif

Posted by: Leo woman 27 Jul 2011, 17:12
Le fou
QUOTE
ისე მე 4კილო არ მეყოფა 7-8

მეც ეგრე ვარbiggrin.gif
სიმაღლის მიხედვით გამოთვლას თუ დავუჯერებთ 10 კილო დამამშვენებდა((

Posted by: Le fou 27 Jul 2011, 19:22
Leo woman
QUOTE
სიმაღლის მიხედვით გამოთვლას თუ დავუჯერებთ 10 კილო დამამშვენებდა((

რამდენი ხარ..? მეც 10 chups.gif მე 170 ზე 45, კოშმარია sad.gif

პ.ს.
ძალიან რომ არ გავაოფფოთ... კარგი თვითთერაპია კიდევ კინოსყურება)))

Posted by: Leo woman 27 Jul 2011, 20:10
Le fou
მე ვარ 165 და 45 არ ვარbiggrin.gif
ძალიან მგრუზავს ჩემი პატარა წონაsad.gif

Posted by: ninie_nini 27 Jul 2011, 20:18
ყველა თერეაპიას ვიყენებ სხვა და სხვა დროსbiggrin.gif ჭამა და სექსის გარდაlol.gif

Posted by: Marco Materazzi 29 Jul 2011, 00:09
Le fou

რა კოშმარი სურათებზე მშვენივრად გამოიყურები რათ გინდა 10 კგ ? biggrin.gif

Posted by: Le fou 29 Jul 2011, 00:46
Marco Materazzi
QUOTE
რა კოშმარი სურათებზე მშვენივრად გამოიყურები რათ გინდა 10 კგ ?


სურათებში მხოლოდ სახეს ხედავ, ჯერ ძვლების ფოტოები არ დამიდია gigi.gif

Posted by: Marco Materazzi 29 Jul 2011, 01:16
Le fou

ტანიც ჩანს biggrin.gif

Posted by: Le fou 29 Jul 2011, 01:26
Marco Materazzi
QUOTE
ტანიც ჩანს

ნუ მაიძულებ ეხლა ფაქტები დავდო gigi.gif

Posted by: Marco Materazzi 29 Jul 2011, 01:38
Le fou

არადა რაც სურათები მაქვს ნანახი შენი ლიტ.განყოფილებაში მშვენიერ ტანზე ხარ და რა ვიცი : )

Posted by: Le fou 29 Jul 2011, 01:41
Marco Materazzi
QUOTE
არადა რაც სურათები მაქვს ნანახი შენი ლიტ.განყოფილებაში მშვენიერ ტანზე ხარ და რა ვიცი : )



ნუ ენდობი ფოტოებს! gigi.gif

პ.ს
ისე აქ მოდერები არ არიან,? რა კარგიაა რამდენსაც გინდა იმდენს ლაპარაკობ biggrin.gif

Posted by: Marco Materazzi 29 Jul 2011, 10:42
QUOTE
პ.ს
ისე აქ მოდერები არ არიან,?


მკურნალობენ ალბათ ზღვის თერაპიით user.gif

Posted by: Unico 29 Jul 2011, 13:07
თერაპია კომპლექსურია, ასე ერთს ვერ გამოვარჩევ....

ყველა მათგანი თავის ადგილზე, კარგია...

Posted by: irusha 29 Jul 2011, 18:40
QUOTE
ტირილის თერაპია  [ 4 ]  [14.29

QUOTE
ცეკვითი თერაპია  [ 1 ]  [3.57%]


Posted by: Fabian 29 Jul 2011, 21:27
QUOTE
ყვირილის თერაპია [ 1 ]  [3.45%]


Posted by: უცხო 29 Jul 2011, 21:58
don_achoo
QUOTE
იასნია ფეხებით თერაპია :m

აფსუს, მაგ პასუხისთვის კი უნდა გამომეყო პოლში ადგილი : (

Hyperzet
QUOTE
პოლში 15 პუნქტია, ეს მაქსიმუმია. მეტის დამატება ტექნიკურად შეუძლებელია

არაუშავს :* ოღონდ ქვეყანა აღორძინდეს და ..... @ვასიკო

Le fou
QUOTE
კარგი თვითთერაპია კიდევ კინოსყურება)))

ეგ ტელევიზორის ყურებაში გავიყვანე biggrin.gif


ესეიგი
სიცილის თერაპია და მუსიკის მოსმენის თერაპია ლიდერობს

"ჭამა და სექსი"- ს თერაპია-0 givi.gif

საინტერესოა, ვნახოთ როგორ გადანაწილდება smile.gif

Posted by: credo 30 Jul 2011, 00:35
QUOTE
საკუთარ თავთან დიალოგის თერაპია

QUOTE
მუსიკის მოსმენის თერაპია

QUOTE
სპორტით დაკავების თერაპია

ამათ ვარჩევ ძირითადად მარა ჩემს მეორე მე-სთან ლაპარაკი ყველაფერს მირჩევნია, ამას თუ შესაფერის მუსიკას დავუმატებ ყველაფერი ისეა როგორც მე მინდა : )

Posted by: CloUd_NiNe 30 Jul 2011, 14:51
ეჰ მე ვერ მივაგენი მასეთ რაღაცას
არაფერი მშველის

Posted by: Mohikan 31 Jul 2011, 19:53
ისე სქესის მიხედვით განსხვავდება თერაპიის ეფექტურობა ამა თუ იმ სუბიექტზე

Posted by: me vs me 1 Aug 2011, 21:25
ჯერ ხომ ცუდია რომ არ მივდივართ ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან მაშინ როდესაც გვინდა/გვჭირდება...

თუმცა ბევრი ფაქტირია... დრო, ფული, ოჯახი.

მე მუსიკა მშველის ზოგჯერ, ზოგჯერ სიზმრები. ძIრიტადად მუსიკა როგორც დამხმარე საშუალება და შემდეგ იქ და აქ ნაპოვნი ტექნიკები.

Posted by: nodarinodo 2 Aug 2011, 01:35




........





ძილის თერაპია tongue.gif

Posted by: me vs me 2 Aug 2011, 01:53
QUOTE
ძილის თერაპია

ანუ სასაცილოდ შეიძლება ჟღერდეს მაგრამ ძილის ტემპის და რაოდენობის გამოტანა და შეგნება და აგება საკმაოდ რთულია. სამსახურის გამო ჩვენ ვერ ვდგებით ვწვებით მაშინ როდესაც ეს გვინდა და შემდეგ აშლილობაც, ქრონიკული დაავადებების გართულებაც და რაც გინდათ ის გვემართება...

Posted by: don_achoo 2 Aug 2011, 12:06
უცხო
QUOTE
აფსუს, მაგ პასუხისთვის კი უნდა გამომეყო პოლში ადგილი : (

ნუ მე აქ ვარ დააააა >>>>>>>>>>>>>>
პოლი რაღა ფეხებადაა საჭირო?
biggrin.gif

პიეს: აქ მაინც გკითხო >>>>>>>>
ხო ხარ ჯიგრულად და რამე?
biggrin.gif


Posted by: KAPATEJIb 2 Aug 2011, 23:34
QUOTE
თვითთერაპია


ნუ ახლა ყველას რაზნი შეხედულებები აქვს, მაგრამ ჩემთვის თანამიმდევრობის მიხედვით პრიორიტეტული ესენია:

QUOTE
გუნდური საუბრების თერაპია  [ 2 ]  [4.26%]


QUOTE
ყვირილის თერაპია  [ 1 ]  [2.13%]


QUOTE
მუსიკის მოსმენის თერაპია  [ 5 ]  [10.64%]


სიცილის თერაპია კი ვფიქრობ სხვა არაფერია გარდა თავის მოტყუებისა smile.gif

Posted by: Leo woman 2 Aug 2011, 23:57
არაფერი არ მშველის არაააააა......ვერაფერს ვუდებ გულს...არც მუსიკის მოსმენა მინდა, არც ფილმის ყურება, კითხვაზე ზედმეტია საუბარი..
რა მეშველებაააა...ტირილი მინდა და ვერც ვტირი...ფუფ ამის დედაც რა!!...

Posted by: me vs me 3 Aug 2011, 01:56
KAPATEJIb
QUOTE
სიცილის თერაპია კი ვფიქრობ სხვა არაფერია გარდა თავის მოტყუებისა

N რაოდენობით ცდები smile.gif ტიბეტიდან წამოსული თერაპიაა ეგ. შინაგანი ღიმილი ჰქვია inner smile. მშვიდად დაჯდები და იქყებ იდიოტივით ღიმილს. იღიმები იღიმები და ნელნელა მოდის შენს მეხსიერებაში უკვე წაშლილი სასაცილო მომენტები . დაუჯერებელი არის მანამ არ გააკეთებ ამას. და კი იყენებენ ფსიქოთერაპიაში, თეატრალურის ვარჯიშებში.

Posted by: Marco Materazzi 3 Aug 2011, 02:41
QUOTE (Leo woman @ 2 Aug 2011, 23:57 )
არაფერი არ მშველის არაააააა......ვერაფერს ვუდებ გულს...არც მუსიკის მოსმენა მინდა, არც ფილმის ყურება, კითხვაზე ზედმეტია საუბარი..
რა მეშველებაააა...ტირილი მინდა და ვერც ვტირი...ფუფ ამის დედაც რა!!...

ძილის თერაპია მაშინ user.gif

Posted by: სწერვა69 3 Aug 2011, 05:52
QUOTE
სხვა (დაასახელეთ) თერაპია


აბსოლუტურად უცნობი ადამიანისთვითვის წუხილის მიზეზის თქმა. მეტი არაფერი.

QUOTE
მუსიკის მოსმენის თერაპია



Posted by: უცხო 3 Aug 2011, 21:40
don_achoo
კიი , უჯიგრულესად smile.gif შენ როგორ ხარ?, მოყევი რა ვრცლად smile.gif))


----
რაღა დაგიმალოთ და ფრიად მიხარია სიცილის თერაპია რომ ლიდერობს


Posted by: me vs me 4 Aug 2011, 00:52


yes.gif hold on.... მიუნჰგაუზენივით თმებით ამოვათრევ ხოლმე ჩემს ტავს ხან ჭაობიდან ხან კიდევ ... იცვლება ხოლმე ადგილი smile.gif

Posted by: don_achoo 4 Aug 2011, 01:45
უცხო
QUOTE
კიი , უჯიგრულესად

საღოლ biggrin.gif
მაგას არაფერი ჯობს :maSamaSa:
QUOTE
შენ როგორ ხარ?, მოყევი რა ვრცლად ))

კომფორტულად მოვეწყო და ისე? biggrin.gif
რაფი, ვფეთქამ რააა.


ხო, ეს რო არ გაოფდეს (biggrin.gif)
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
QUOTE
რაღა დაგიმალოთ და ფრიად მიხარია სიცილის თერაპია რომ ლიდერობს

+ 767437983787287987893773873979
ფეხებთან სინთეზისას ხო საერთოდ >>>>>>> ზე-თერაპიაა. :maSamaSa:

პიეს: თვით-თრაპიას თუ მასობრივად მიმართა ხალხმა >>>>>>>>>>> ფსიხალოღებს რაღა ეშველებათ?
არადა მართლა "ხალიავა პრაფესიაა" biggrin.gif



Posted by: me vs me 4 Aug 2011, 01:56
don_achoo
QUOTE
არადა მართლა "ხალიავა პრაფესიაა"

კი ააბა smile.gif პოსტტრავმატულისტრესიდან 8 წლის გაუპატიურებული ბავშვის ამოყვანა ისეთი ხალიავაა ნუ მეტი რომ არ შეიძლება smile.gif ან კიდევ ბავშვის დაკარგვა ან ნარკოტიკებტან ბრძოლა smile.gif прям не жизнь, а песня smile.gif

Posted by: უცხო 4 Aug 2011, 02:01
don_achoo

QUOTE
არადა მართლა "ხალიავა პრაფესიაა"

რეალურად შენც რომ სისტემის მონაწილე ხარ თუ ხვდები? biggrin.gif

:ვიცირომუპასუხოდვერდამტოვებამიტომბოროტისმაილიკი:


QUOTE
პიეს: თვით-თრაპიას თუ მასობრივად მიმართა ხალხმა >>>>>>>>>>> ფსიხალოღებს რაღა ეშველებათ?

ოო, მაშინ განვითარდება ბავშვთა ფსიქოლოგია, მხოლოდ smile.gif

Posted by: don_achoo 4 Aug 2011, 02:14
me vs me
QUOTE
კი ააბაპოსტტრავმატულისტრესიდან 8 წლის გაუპატიურებული ბავშვის ამოყვანა ისეთი ხალიავაა ნუ მეტი რომ არ შეიძლებაან კიდევ ბავშვის დაკარგვა ან ნარკოტიკებტან ბრძოლაпрям не жизнь, а песня

ინ+იანის პონტია ეგ მაგალითი (იმჰო) biggrin.gif
მანამდე მომხდარა მასეთები და მერეც მოხდება.
ფსიხალოღების დაუხმარებლადაც ამოსულან და მათი დახმარებითაც უფრო ღრმად ჩასულან.
მარა მაინც ტუფტა პრაფესიაა.
ნუ ზოგადად ფსიქოლოგიაზე არ მაქვს საუბარი
კერძო ფსიზალოღებზე :maSamaSa:


უცხო
QUOTE
რეალურად შენც რომ სისტემის მონაწილე ხარ თუ ხვდები?

ყველა სისტემის მონაწილე ვართ biggrin.gif
ავად თუ კარგად (მე პირველში გავდივარ biggrin.gif)

QUOTE
:ვიცირომუპასუხოდვერდამტოვებამიტომბოროტისმაილიკი:

არადა რო დავწერე >>>>>>> დამარტყა, >>>>>>>>>>> კიდე მომიწევდა შემოსვლა.
მარა წაშლა დამეზარა. ხოდა ახია ჩემზე biggrin.gif

QUOTE
ოო, მაშინ განვითარდება ბავშვთა ფსიქოლოგია, მხოლოდ

კაი რაა უცხოჯან.
სად იყვნენ ზიგმუნდიუნგები >> ნორმალური ფსიქიკის ხალხი რო ცხოვრობდა დედამიწაზე?
ახლა სადაც გაიხედავ >>>>> სტრანნი აგრესია, დეპრესიები, ერთადგილშიპეროსგაყრა და ცოლ+ქმრის ტანტალი ვიღაც მესამე ტიპთან იმაზე სასაუბროდ რო >>>>>>. ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის რომ ერთად იყვნენ და მთელი ამ სიაფანების კასკადი biggrin.gif

ბოდიში ბატონო თემის გადახვევისთვის.
თვითტერაპია (ნებისმიერი ფორმის თუ ზომის biggrin.gif) >>>>> რულამს :maSamaSa:

Posted by: უცხო 4 Aug 2011, 02:28
don_achoo
ახლა კონტრარგუმენტებსაც თუ დაწერ, ზე-დონ-ად გაღიარებ biggrin.gif


Posted by: me vs me 4 Aug 2011, 02:35
don_achoo
QUOTE
ინ+იანის პონტია ეგ მაგალითი (იმჰო)
მანამდე მომხდარა მასეთები და მერეც მოხდება.
ფსიხალოღების დაუხმარებლადაც ამოსულან და მათი დახმარებითაც უფრო ღრმად ჩასულან.
მარა მაინც ტუფტა პრაფესიაა.
ნუ ზოგადად ფსიქოლოგიაზე არ მაქვს საუბარი
კერძო ფსიზალოღებზე :maSamaSa:

დაე ასე იყოს და სამყარო გაბრწყინდებოდა smile.gif ინ იან კიდევ ახლოსაც არ არის ამ თემასთან და აქ აი დამიჯერე biggrin.gif ( არა კი გამეცინა რაც უკვე კარგია მაგრამ ნუ მაინც biggrin.gif ) კერძოდ ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები ფეხებზე აყენებენ მკვდარ ადამიანებს. არა ფიზიკურად არამეტ... ცოცხალი არის მაგრამ არ უნდა იყოს ცოცხალი. ვერ უყვარს, ვერ მოქმედებს, ვერ მუშაობს. smile.gif თუ გაგვიმართლა კარგია მაგრამ იმათ ვისაც არ გაუმართლა ოჯახში. მეგობრებში და ცხოვრების მოვლენებში საჭიროა და აუცილებელიც ფსიქოლოგთან ან/და ფსიქოთერაპევტთან მისვლა და კონსულტაცია / მკურნალობა

Posted by: don_achoo 4 Aug 2011, 02:38
უცხო
QUOTE
ხლა კონტრარგუმენტებსაც თუ დაწერ, ზე-დონ-ად გაღიარებ

ანუ ალტერ ეგოს დავცხო?
მარა ისიც რო იგივეს ახურებს?
biggrin.gif

მომიწევს არაღიარებულის სტატუსით პოსტინგი biggrin.gif


პიეს: რაღა დავწერო თვითთერაპიაზე კაცო?
მაგარი ვეშია და გარეკლამება არ ჭირდება biggrin.gif


* * *
me vs me
QUOTE
ინ იან კიდევ ახლოსაც არ არის ამ თემასთან და აქ აი დამიჯერე

მოიცა კაცო, ანუ 100 % დადებითი მაჩვენებლებია ყველა "საქმეში"?
ვააა, დაჟე რაღაც პარალელურ სამყაროში მიცხოვრია და გარტყმაში არ ვყოფილვარ biggrin.gif

QUOTE
კერძოდ ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები ფეხებზე აყენებენ მკვდარ ადამიანებს. არა ფიზიკურად არამეტ... ცოცხალი არის მაგრამ არ უნდა იყოს ცოცხალი.

ხოდა მაგას ვამბობ,
თუ ადამიანმა გადაწყვიტა რო აღარ უნდა სიცოცხლე > ეს მისი არჩევანია და ვსიო. რატო უნდა ჩავეჩურთო და ჭკუა ვასწავლო იმისა > რაც არ ვიცი?
მარა აი თუ თავად მივიდა ფსიხალოღთან და ამბობს > აღარ მინდა სიცოცხლე და მიზეზი მითხარით რამე რო ვიცოცხლოვო >>>>>>>>>>>>
არ სდომებია და ბოდიშით და ატრაკებს რაღაცას :maSamaSa:
QUOTE
თუ გაგვიმართლა კარგია მაგრამ იმათ ვისაც არ გაუმართლა ოჯახში. მეგობრებში და ცხოვრების მოვლენებში საჭიროა და აუცილებელიც ფსიქოლოგთან ან/და ფსიქოთერაპევტთან მისვლა და კონსულტაცია / მკურნალობა

გამართლება რა შუაშია კაცო?
ვისაც მაგ ყველაფერში გაუმართლა >>>>>>> ყოველდღე ბედნიერების ნექტარში ნებივრობს თუ როგორაა ეგ საქმე?
ტიპებს თავად არ უნდათ ცხოვრება შეცვალონ დააა განვმეორდები (კვლავ მომიტევეთ smile.gif)>>>>>> ატრაკებენ რაღაცას
რატო უნდა გითხრას ვიღაც სხვამ ის, რაც თავად გინდა რო მოისმინო.?
აი ამის პასუხს თუ ვიპოვი > მშვიდად მოვკვდები რაა biggrin.gif

ხო და სიახლე რო დაინერგა >>>>>>>>> სამსახურში აყვანისას გასაუბრებაზე ფსიხალოღის "მოთავსება" > უძაანმაგრესია რააააა.
სიტყვები არ მყოფნის რა მაგარი დებილობააა.
მაგ იდეის ავტორს ჩავხდავდი თვალებში დიდი ინტერესით lol.gif

Posted by: Nikalas 4 Aug 2011, 02:52
დალევის თერაპია. ეს უძლიერესია თერაპიაა ყველა იმასთან შედარებით, რაც ჩამოწერილია. ალბათ მარტო ცეკვა და სეირნობა თუ უწევს წინააღმდეგობას yes.gif

Posted by: me vs me 4 Aug 2011, 04:21
don_achoo
QUOTE
მოიცა კაცო, ანუ 100 % დადებითი მაჩვენებლებია ყველა "საქმეში"?
ვააა, დაჟე რაღაც პარალელურ სამყაროში მიცხოვრია და გარტყმაში არ ვყოფილვარ

ინ იანთან მიმართებაში სადმე 100% თუ არსებობდეს biggrin.gif ლოლ ანიმა და ანიმუსზე ხო გსმენია ? ხო და აგერ შენ ინ აგერ შენ იან და აგერ შენ ადამიანის ფსიქიკის ორმაგი ( სამმაგი ) სახე.
QUOTE
თუ ადამიანმა გადაწყვიტა რო აღარ უნდა სიცოცხლე > ეს მისი არჩევანია და ვსიო. რატო უნდა ჩავეჩურთო და ჭკუა ვასწავლო იმისა > რაც არ ვიცი?
მარა აი თუ თავად მივიდა ფსიხალოღთან და ამბობს > აღარ მინდა სიცოცხლე და მიზეზი მითხარით რამე რო ვიცოცხლოვო >>>>>>>>>>>>
არ სდომებია და ბოდიშით და ატრაკებს რაღაცას :maSamaSa:

smile.gif ესეიგი ცოცხალი ქეისი smile.gif ( ისე რომ არ იცი რაზე საუბრობ ჯობია აგდებით არ ისაუბრო თუმცა შეიძლება ეს სტილია ასეთი... ნუ ვინ იცის... ) . ოჯახურ თერაპიაზე მოვიდნენ სამნი. მამა დედა და შვილი 8 წლის ბიჭი. პრობლემა გვაქვსო ბავშვთან ვერ ვკონტაქტობტ და თვითონაც სკოლაში პრობლემები აქვს. ზოგ საგანს სწავლობს ზოგს საერთოდ ვერ ეკარება და იმასაც რასაც სწავლობს რთულად. მეგობრები თითქის არ ჰყავს. თერაპევტმა დაიწყო საუარი ბავშვთან და საუბრის მეორე წუთზე ისმის ფრაზა: მე ფანჯრიდან მინდა გადავხტე ( არ მინდა ვიყო ცოცხალი და არა ხტუნვა მინდა იქეთ აქეტ გაირკვა კონტექსტი ) .

როგორ ფიქრობ 8 წლის ბავშვს უნდა მისცე უფლება თავი მოიკლას? ნუ ეს ისე ზოგადად თავისუფლებასთან დაკავშირებით და მომხრე ვარ ყველამ თავის ბო* მამიდას მიხედოს (ც) ფორმულა 51. მე როგორ ვიკლავ თავს და სხვა მათი საქმეა უბრალოდ ზოგჯერ ადამიანი ვინმეს უყვარს ზოგჯერ ვინმეს ცხოვრების ნაწილია. დედა თავს რომ იკლავს დამიჯერე შვილისათვის ეს კატასტროფაა.
QUOTE
გამართლება რა შუაშია კაცო?
ვისაც მაგ ყველაფერში გაუმართლა >>>>>>> ყოველდღე ბედნიერების ნექტარში ნებივრობს თუ როგორაა ეგ საქმე?
ტიპებს თავად არ უნდათ ცხოვრება შეცვალონ დააა განვმეორდები (კვლავ მომიტევეთ )>>>>>> ატრაკებენ რაღაცას
რატო უნდა გითხრას ვიღაც სხვამ ის, რაც თავად გინდა რო მოისმინო.?
აი ამის პასუხს თუ ვიპოვი > მშვიდად მოვკვდები რაა

შენ მარტოობაზე და თანადგომაზეც გსმენია . კარგი მეგობარი ზოგჯერ შველის უკეთ ვიდრე 8 ცალი ვითომ მაგარი პროფესორი. მაგრამ კარგი მეგობარი იშვიათობაა. ოჯახიც იშვიათობაა ( კარგი ოჯახი აი supportive family ).

Posted by: don_achoo 4 Aug 2011, 14:38
me vs me
QUOTE
ინ იანთან მიმართებაში სადმე 100% თუ არსებობდეს

თავად ინ+იანია 100 %-ით ყველაფერში biggrin.gif
QUOTE
ლოლ ანიმა და ანიმუსზე ხო გსმენია ? ხო და აგერ შენ ინ აგერ შენ იან და აგერ შენ ადამიანის ფსიქიკის ორმაგი ( სამმაგი ) სახე.

მსმენია, თუმცა ვაღიარებ რო ავტორი >>>>> სარწმუნო "ნაკადულად" არ მიმაჩნია და მომკალით biggrin.gif
QUOTE
ესეიგი ცოცხალი ქეისი( ისე რომ არ იცი რაზე საუბრობ ჯობია აგდებით არ ისაუბრო თუმცა შეიძლება ეს სტილია ასეთი... ნუ ვინ იცის... ) . ოჯახურ თერაპიაზე მოვიდნენ სამნი. მამა დედა და შვილი 8 წლის ბიჭი. პრობლემა გვაქვსო ბავშვთან ვერ ვკონტაქტობტ და თვითონაც სკოლაში პრობლემები აქვს. ზოგ საგანს სწავლობს ზოგს საერთოდ ვერ ეკარება და იმასაც რასაც სწავლობს რთულად. მეგობრები თითქის არ ჰყავს. თერაპევტმა დაიწყო საუარი ბავშვთან და საუბრის მეორე წუთზე ისმის ფრაზა: მე ფანჯრიდან მინდა გადავხტე ( არ მინდა ვიყო ცოცხალი და არა ხტუნვა მინდა იქეთ აქეტ გაირკვა კონტექსტი ) .

კაცო, რას დავაკვირდი >>>>>>>> რამდენჯერაც ფსიხალოღთან მიკამათია >>>>>>> ყოველთვის ბავშვები მოყავთ მაგალითად.
რამე ზიგმუნიუნგური ფიცია თუ რა არის კაცო? biggrin.gif
რაც შეეხება მაგ ტაკ სკაზაწ "ქეისს" >>>>>>>>>>>>> რატო გაუჩნდა 8 წლის ბავშვს ესეთი სურვილი?
მეც მქონია ეგეთები და უფრო უარესებიც.
და დარწმუნებული ვარ არა მარტო მე.
თვითდამკვიდრების ჩვეულებრივი ფორმაა, ყურადღების მიქცევის და ასე შემდეგ.
მოდი შევთანხმდეთ რო ძალიან ბევრს ჰქონია ასეთი შემთხვევა ბავშვობაში.
შევთანხმდით?
თუ ხო >>>>>>>>>> აბა ახლა გაიხსენე, რამდენი შემთხვევა იცი ბავშვის ფანჯრიდან გადახტომის?
ხოდა ეგაა პასუხი.
ფსიხალოღი არაფერს აკეთებს, ეგაა რო მშობლები თავს იმშვიდებენ ამით. სხვა არაფერი :maSamaSa:

QUOTE
როგორ ფიქრობ 8 წლის ბავშვს უნდა მისცე უფლება თავი მოიკლას?

15 წლამდე >>>>>>>>>>> ბავშვი არ მიდის სუიციდზე. (გამონაკლისი ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან მცირეა.)
QUOTE
ნუ ეს ისე ზოგადად თავისუფლებასთან დაკავშირებით და მომხრე ვარ ყველამ თავის ბო* მამიდას მიხედოს (ც) ფორმულა 51. მე როგორ ვიკლავ თავს და სხვა მათი საქმეა უბრალოდ ზოგჯერ ადამიანი ვინმეს უყვარს ზოგჯერ ვინმეს ცხოვრების ნაწილია. დედა თავს რომ იკლავს დამიჯერე შვილისათვის ეს კატასტროფაა.

ორივე ხელით "ზაა".
მარა ფსიხალოღი აქ რა შუაშია? biggrin.gif
QUOTE
შენ მარტოობაზე და თანადგომაზეც გსმენია . კარგი მეგობარი ზოგჯერ შველის უკეთ ვიდრე 8 ცალი ვითომ მაგარი პროფესორი. მაგრამ კარგი მეგობარი იშვიათობაა. ოჯახიც იშვიათობაა ( კარგი ოჯახი აი supportive family ).

ნუ გადამრიე ახლა.
რა არის კაცო იშვიათობა?
ანუ შენი თქმით >>>>>>>> გახრწნილ საზოგადოებაში ვართ?
(ნუ მე ჩემი აზრი გამაჩნია ქართულ საზოგადოებაზე, და სკაბრეზის გარეშეც გამიჭირდება აღწერა ამ აზრის მარა მაინც biggrin.gif)
კაცო, სად ცხოვრობ?
QUOTE
მაგრამ კარგი მეგობარი იშვიათობაა. ოჯახიც იშვიათობაა ( კარგი ოჯახი აი supportive family ).

კარგის და ცუდის განმარტება რო ყველას თავისებური აქვს >>>>>>> მაგას რას ვუშვრებით?


მოკლეეეედ >>>>>> არანაირი "ფსიხალოღი მინდა'. თვითთერაპია ზე ბესთ :maSamaSa:

Posted by: me vs me 4 Aug 2011, 14:50
don_achoo
QUOTE
აცო, რას დავაკვირდი >>>>>>>> რამდენჯერაც ფსიხალოღთან მიკამათია >>>>>>> ყოველთვის ბავშვები მოყავთ მაგალითად.
რამე ზიგმუნიუნგური ფიცია თუ რა არის კაცო?

მე ფსიქოლოგი არა ვარ და ყველაზე მეტად ბავშვები მეცოდებიან ამიტომაც ეს მაგალითი მომყავს და კიდევ როგორც წესი ტრავმა მოდის ბავშვობიდან. მერე ისე ვილაქებით და ვიზეთებით და მუტკურები ვხდებით რომ ადინ ხრენ რა დაგვემართება...
QUOTE
მეც მქონია ეგეთები და უფრო უარესებიც.
და დარწმუნებული ვარ არა მარტო მე.
თვითდამკვიდრების ჩვეულებრივი ფორმაა, ყურადღების მიქცევის და ასე შემდეგ.

მეც მქონია მაგრამ სხვა მიზეზის გამო. და მე ვამბობ რომ უკეთ ვიქნებოდი მაშინ ვინმე რომ ყოფილიყო წესიერი ადამიანი ჩემს გვერდით. კი ამოვძვერი მაგრამ მაზოქისტი მე არ ვარ და ის ვინც არ არის არ მინდა იყოს დაჩაგრული. ჩემი სურვილი არის ჰქონდეს ნებისმიერს საშალება და შანსი მიიღოს სათანადო სერვისი მკურნალობ ა დახმარება.
QUOTE
15 წლამდე >>>>>>>>>>> ბავშვი არ მიდის სუიციდზე. (გამონაკლისი ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან მცირეა.)

მეოცნებევ... მდიან. სტატისტიკა გაიზარდა არასასიამოვნოდ. ანუ კამათი გინდა თუ არა შენ გადაამოწმე და ნახავ.
უი და კიდევ მნიშვნელოვანი მომენტი... ბავშვისატვის ( საერთოდ ზრდის პროცესში მყოფი მექანიზმისათვის ამ შემთხვევაში ფსიქიკაა ) ძალიან ცუდი მაჩვენებელია ასეთი სურვილები და ზრახვები. ტკივილის მიყენება და დამალვა ამის, მიზანტროპია ასოციალური ქცევები და აშ... ვერ/არ გაიზრდება ეს მთლად ჯანსაღი თუ კი დარჩება ცოცხალი . და არა მარტო ფსიქიკურად არამეტ ფიზიკურადაც კი. შიში ამატებს უამრავ რამეს ნუ იგივე ტონუს. ფსიქოსომატური ნ რაოდენობის ბონუსი მოჰყვება მერე ასეთ ბავშვს და რა გვყავს ? კიდევ ერთი პაციენტი იმ 7 მლრდ ში...
QUOTE
რა არის კაცო იშვიათობა?

კარგი მეგობარი დ ა კარგი ოჯახი. იქ და ისინი სადაც მიგიღებენ ისეთად როგორიც ხარ და ეყვარები. იშვიათობაა ეგ.
QUOTE
კარგის და ცუდის განმარტება რო ყველას თავისებური აქვს >>>>>>> მაგას რას ვუშვრებით?

უთუოდ smile.gif და ზემოთ ავხსენი.
QUOTE
მოკლეეეედ >>>>>> არანაირი "ფსიხალოღი მინდა'. თვითთერაპია ზე ბესთ

same here მაგრამ ეს უბრალოდ შედეგად დავრწმუნდი და ვნახე. მეტსაც ვიტყვი : მე კი არ მეხმარებიან აზრს მახვევენ ტავზე და ჩემსას არ მათქმევინებენ. საკმაოდ რთულად ვკრიფავ ჩემს მოზაიკას ( აზრს ). და კუდაბზიკა დამიჯდება და აი იცი მე ამას და ასე ვხედავ და შენ უნდა... აი მერე მეწყება რქიზმები და ცოფიზმები. ჯერ ხომ უნდა ვთქვა ბოლომდე და რომ არ მათქვევინებ რა ჩემი ფეხების ფსიქოლოგი ხარ smile.gif და მეორე ის რომ შაბლონურად ნუ იაზროვნებთქო ამას ვა NNთხევ ხოლმე... ეს პირადი გამოცდილებიდან. მე არ მიხდებიან ( პირველად არ დამიჯერე მერე რამოდენიმე ჯერ ასე შემაწყვეტინეს და მეც დავიკიდე smile.gif ისედაც გამომდის აზრზე მოსვლა smile.gif ).

Posted by: don_achoo 4 Aug 2011, 15:09
me vs me
QUOTE
მე ფსიქოლოგი არა ვარ

რავი, ქეისებით მელაპარაკები დაა biggrin.gif
QUOTE
ყველაზე მეტად ბავშვები მეცოდებიან

მე კი >>>>>>>>
QUOTE
ყველაზე მეტად ბავშვები

მიყვარს :maSmaSa:
biggrin.gif
QUOTE
როგორც წესი ტრავმა მოდის ბავშვობიდან. მერე ისე ვილაქებით და ვიზეთებით და მუტკურები ვხდებით რომ ადინ ხრენ რა დაგვემართება...

ესეც ზიგმუნდიუნგების დამკვიდრებულია.
ტრამვას ახლაც ვიღებთ, და მომავალშიც მივიღებთ.
რას ვიზავთ >>>>>>>>>>>> სე ლა ვი biggrin.gif
QUOTE
მეც მქონია მაგრამ სხვა მიზეზის გამო. და მე ვამბობ რომ უკეთ ვიქნებოდი მაშინ ვინმე რომ ყოფილიყო წესიერი ადამიანი ჩემს გვერდით. კი ამოვძვერი მაგრამ მაზოქისტი მე არ ვარ და ის ვინც არ არის არ მინდა იყოს დაჩაგრული. ჩემი სურვილი არის ჰქონდეს ნებისმიერს საშალება და შანსი მიიღოს სათანადო სერვისი მკურნალობ ა დახმარება.

მოიცა კაცო?
8 წლის ბავშვი აზრზეა >>>> ფსიხალოღი ვინაა და რამე?
მისთვის უცხო ბიძია/დეიდაა და ვსიო. როგორც ყოველდღიურობიდან ამოვარდნას ისე აღიქვამს და ვსიო biggrin.gif
QUOTE
მეოცნებევ... მდიან. სტატისტიკა გაიზარდა არასასიამოვნოდ.

სადაა ეგ სტატისტიკა?
QUOTE
ანუ კამათი გინდა თუ არა შენ გადაამოწმე და ნახავ.

და 3 თემაში რო მარტო მე და შენ ვკამათობთ ამუღამებ? lol.gif
რამისაა ნიკი გადავიკეთო ამად >>>>>>>>>> "მე ვს მე-ს მეორე რო წერია ის მე" lol.gif
QUOTE
ბავშვისატვის ( საერთოდ ზრდის პროცესში მყოფი მექანიზმისათვის ამ შემთხვევაში ფსიქიკაა ) ძალიან ცუდი მაჩვენებელია ასეთი სურვილები და ზრახვები. ტკივილის მიყენება და დამალვა ამის, მიზანტროპია ასოციალური ქცევები და აშ... ვერ/არ გაიზრდება ეს მთლად ჯანსაღი თუ კი დარჩება ცოცხალი . და არა მარტო ფსიქიკურად არამეტ ფიზიკურადაც კი. შიში ამატებს უამრავ რამეს ნუ იგივე ტონუს. ფსიქოსომატური ნ რაოდენობის ბონუსი მოჰყვება მერე ასეთ ბავშვს და რა გვყავს ? კიდევ ერთი პაციენტი იმ 7 მლრდ ში...

კი, მარა ფსიხალოღი რა შუაშია? biggrin.gif
QUOTE
კარგი მეგობარი დ ა კარგი ოჯახი. იქ და ისინი სადაც მიგიღებენ ისეთად როგორიც ხარ და ეყვარები. იშვიათობაა ეგ.

კაცო, სად ცხოვრობ?
სააააად?
წამო ჩემსკენ biggrin.gif
QUOTE
same here მაგრამ ეს უბრალოდ შედეგად დავრწმუნდი და ვნახე. მეტსაც ვიტყვი : მე კი არ მეხმარებიან აზრს მახვევენ ტავზე და ჩემსას არ მათქმევინებენ. საკმაოდ რთულად ვკრიფავ ჩემს მოზაიკას ( აზრს ). და კუდაბზიკა დამიჯდება და აი იცი მე ამას და ასე ვხედავ და შენ უნდა... აი მერე მეწყება რქიზმები და ცოფიზმები. ჯერ ხომ უნდა ვთქვა ბოლომდე და რომ არ მათქვევინებ რა ჩემი ფეხების ფსიქოლოგი ხარდა მეორე ის რომ შაბლონურად ნუ იაზროვნებთქო ამას ვა NNთხევ ხოლმე... ეს პირადი გამოცდილებიდან. მე არ მიხდებიან ( პირველად არ დამიჯერე მერე რამოდენიმე ჯერ ასე შემაწყვეტინეს და მეც დავიკიდეისედაც გამომდის აზრზე მოსვლა).

ერთი დიდი მამალი პლიუსი
biggrin.gif


Posted by: me vs me 4 Aug 2011, 15:19
don_achoo
QUOTE
ესეც ზიგმუნდიუნგების დამკვიდრებულია.
ტრამვას ახლაც ვიღებთ, და მომავალშიც მივიღებთ.
რას ვიზავთ >>>>>>>>>>>> სე ლა ვი

კი უთუოდ მაგრამ პირველი შიში გამოუცდელი ანუ ეხლა იცი რა და როგორ აკეთო მაგრამ 4 წლის ასაკში არ იცოდი და ბრახ არის პრობლემა. თუ გაიხსენებ რამეს ოღOნდ არა აზროვნებით არამეტ შეგრძნებებით მიხვდები რომ ბავშვობის ტრავმა პატარა ტრავმაც კი უფრო მტკივნეულია ( ფროიდიზმი კიდევ ჭუჭულიკიზმია უფრო ვიდრე ბავშვიზმი smile.gif ) .
და კი life fucks everyone.
QUOTE
8 წლის ბავშვი აზრზეა >>>> ფსიხალოღი ვინაა და რამე?
მისთვის უცხო ბიძია/დეიდაა და ვსიო. როგორც ყოველდღიურობიდან ამოვარდნას ისე აღიქვამს და ვსიო

ფსიქოლოგი უნდა იყოს აზრზე რაც მთავარია . ბავშვისათვის კიდევ ვინმე ვინც მოუსმენს და ხარისხიანად დაამშვიდებს და გამოიყვანს სტრესიდან დაეხმარება გამოსვლაში.
QUOTE
სადაა ეგ სტატისტიკა?

ინტერნეტი, შესაბამისი ტემათიკის ჟურნალები, ტვ. დაელაპარაკები სოცილოგებს და სტატისტიკოსებს ბოლოს და ბოლოს.
QUOTE
და 3 თემაში რო მარტო მე და შენ ვკამათობთ ამუღამებ?

ხო და მუღამია ტონუსი smile.gif) მე ვხალისობ. და მსიამოვნებს biggrin.gif ოღონდ აი მართლა მსიამოვნებს smile.gif
QUOTE
კაცო, სად ცხოვრობ?
სააააად?

სადაც ვცხოვრობ... მე გამიმართლა უბრალოდ ვიცი რომ ყველას არ უმართლებს. ბევრ ისტორიას მოვუსმინე, ნ ზომის ფარისებლობებს ჰქონდა ადგილი ოჯახში, ინერციით სიყვარული, ნომინალური ურთიეთობები, 90 იანების ზეგავლენა და სტრესები სტრესები სტრესები... its sad...
QUOTE
ერთი დიდი მამალი პლიუსი

lol არა დედალი პლიუსი biggrin.gif უფრო მსუყე biggrin.gif

Posted by: don_achoo 4 Aug 2011, 15:43
me vs me
QUOTE
კი უთუოდ მაგრამ პირველი შიში გამოუცდელი ანუ ეხლა იცი რა და როგორ აკეთო მაგრამ 4 წლის ასაკში არ იცოდი და ბრახ არის პრობლემა. თუ გაიხსენებ რამეს ოღOნდ არა აზროვნებით არამეტ შეგრძნებებით მიხვდები რომ ბავშვობის ტრავმა პატარა ტრავმაც კი უფრო მტკივნეულია ( ფროიდიზმი კიდევ ჭუჭულიკიზმია უფრო ვიდრე ბავშვიზმი) .

ისევ ინ+იანთან მივედით >>>>>>>>>>>>> ხშირად ბავშვობაში განცდილ შიშს ვერ აღიქვავ სათანადოდ (ანუ დიდურად) ხოდა ეეგ კაია ხშირადაც.
რაც შემდგომში არც კი გახსენდება.
არც ქვეცნობიერს ახსენდება biggrin.gif
QUOTE
ფსიქოლოგი უნდა იყოს აზრზე რაც მთავარია

რის აზრზე?
სიაფანდიზმის ანუ?
QUOTE
ბავშვისათვის კიდევ ვინმე ვინც მოუსმენს და ხარისხიანად დაამშვიდებს და გამოიყვანს სტრესიდან დაეხმარება გამოსვლაში.

ხოდა გამარჯობა შენი smile.gif
სხვას კი არაფერს ვამბობ (აკა ვწერ)?
ფსიხალოღი არა ახლა შერბურის ზონტიკები.
ხალიავაა თქო ვააახ და არ გჯერა biggrin.gif
QUOTE
ინტერნეტი, შესაბამისი ტემათიკის ჟურნალები, ტვ. დაელაპარაკები სოცილოგებს და სტატისტიკოსებს ბოლოს და ბოლოს.

იცი?
როცა ადამიანს რაღაცის დამტკიცება უნდა >>>>>>> ყველაფერს დაამტკიცებს. (თეორიულად).
QUOTE
ხო და მუღამია ტონუსი ) მე ვხალისობ. და მსიამოვნებსოღონდ აი მართლა მსიამოვნებს

მეც მარა უკვე ერთმანეთში მერევა biggrin.gif
რეალობას ვწყდებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი bis.gif bis.gif bis.gif
biggrin.gif
QUOTE
სადაც ვცხოვრობ... მე გამიმართლა უბრალოდ ვიცი რომ ყველას არ უმართლებს. ბევრ ისტორიას მოვუსმინე, ნ ზომის ფარისებლობებს ჰქონდა ადგილი ოჯახში, ინერციით სიყვარული, ნომინალური ურთიეთობები, 90 იანების ზეგავლენა და სტრესები სტრესები სტრესები... its sad...

ხოოოდააა ხოოოო, ანუ გამოდის რო ემოციაზე აგებული ურთიერთობა არამყარია ხო?
ანუ მთავარია ანალიზი ხო?. ანუ თვით შემეცნება, ზოგადად ყველაფერი თვით
და არავითარი მეორე/მესამე/მეოთხე და ეტკ პირების რჩევებ/ჭკუა დარიგებები.?
ხოდა მივედით იქ სადაც დავიწყეთ >>>>>>>>>>> დარმავოი პრაფესიაა ფსიხა-თერაპევტობა. biggrin.gif


Posted by: Estrella 10 Jun 2015, 00:34
QUOTE
თვითთერაპია

ამ ბოლოს ხშირად მომიწია, წარმატებით და დიდი, ცხვორებისეულად სასიკეთო ცვილელებით, მაგრამ უკვე პაპსა გახდა რა...
კიდევ ერთხელ რომ დამჭრიდეს, ჩინური მაღაზიების წინ გამოფენილი ტანსაცმელივით უხარისხო და მასიური გახდება თერაპიაც და თერაპევტიც.
ვხუმრობ, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ წარმატება ამ შემთხვევაში შეიძლება დიდ დაძაბულობას მოიცავს თავის თავში, რადგან თერაპიის დროს ვერ გამოიგლოვე და დააიგნორე?
ან რატომ ვართულებ, ფაქტია რომ ნეიტრალურად და მშვიდად ვარ. თუმცა ეგრე სიმშვიდე შტორმის წინაც კი არის. biggrin.gif


Posted by: ლლევ 10 Jun 2015, 00:39
რადიოს მოსმენა ძალიან მეხმარება
ნებისმიერი რადიოსადგურს მოვუსმენ ფსიქოლოგიური გადატყვირთვის ჟამს სადაც რამე გადაცემა გადის და წამყვანი საუბრობს პირდაპირ ეთერში. ჩაბნელებულ ოთახში, საწოლზე და რადიო დაბალ ხმაზე. მერე ძილი.

Posted by: ვივიანა 10 Jun 2015, 15:44
სეირნობა და ტირილი, მეტი არაფერი მშველის მე.
წლებია ასე ვარ უკვე.

Posted by: რენესანსი 28 Jun 2015, 05:26
ძილი!
-----------------------------------------

Posted by: sweetAppletree 2 Apr 2020, 12:44
QUOTE

QUOTE
ყველაზე მეტად ბავშვები მეცოდებიან

მე კი >>>>>>>>
QUOTE
ყველაზე მეტად ბავშვები

მიყვარს

smile.gif

Posted by: Drom 23 Apr 2020, 02:35
დალევის თერაპიას მივეცი ხმა მარა დალევა ყოველდღიურ ცხოვრების წესად მაქვს ჩამოყალიბებული და თერაპია აღარაა. ამიტომ ჩემი ხმა ყვირილის თერაპიას. ღამე და ქუჩაში

Posted by: kriketi-1985 23 Apr 2020, 02:55
როცა ცუდად ვარ საერთოდ ვერაფერს ვუდებ გულს.
---------

Posted by: Artist 24 Apr 2020, 13:28
ისა მედიტაციას რა არა აქვს თერაპიული ქმედება?

ერთ ერთი მთავარი რამაა თვითთერაპიის ამბავში…

Posted by: Sie`Hermine 24 Apr 2020, 15:08
გაზიარება და ანალიზი
მადლობა ღმერთს არ დამიკარგავს ამის უნარი არასოდეს..

Posted by: Artist 24 Apr 2020, 20:55
Sie`Hermine
QUOTE
გაზიარება და ანალიზი

დიახ… up.gif +++
ანალიზი ნაღდად შველის ყოველგვარ პრობლემას, როგორც კი აცნობიერებ
ეგრევე იხსნება პრობლემა...

Posted by: Erovnuli_ligaa 2 Jul 2021, 23:16
DშDშDშDშDშDშDშDშDშDშDშDშDშDშDშDშDშDშ

Posted by: paaatriick 30 Jul 2021, 03:55
QUOTE
სხვა (დაასახელეთ) თერაპია

სხვა

Posted by: fork 31 Jul 2021, 00:42
გარდაცვალების თერაპია
უტყუარი, ზუსტი, ჭეშმარიტი!

Posted by: paaatriick 15 Aug 2021, 23:30
თვით თერაპიაა დავუჯერო მეს და გავაკეთო რასაც მეუბნება. მაგრამ ჯიუტი ბავშვივით რომ ვიქცევი ეგაა

Posted by: Pepper_Crowley 16 Aug 2021, 00:32
QUOTE
გუნდური საუბრების თერაპია

ალბათ ეს. ოღონდ ისე არა, წრეში რომ დასხდებიან და:

მე: - გამარჯობა. მე პეპერ კროული ვარ და მე ძალიან მიყვარს ასკილის კომპოტი.
მთელი გუნდი ერთხმად: - გამარჯობა პეპერ კროული.
biggrin.gif
წარმოვიდგინე და ძაან სასაცილო სცენა გაეძრო.

ანუ, როცა ცუდად ვარ ადამიანებთან კომუნიკაცია მშველის. იმაზე წუწუნი კი არა რაც მაწუხებს, საუბარი ნებისმიერ თემაზე, განსაკუთრებით საინტერესოა საუბარი უცხო ადამიანებთან. განტვირთვაა და ფიქრისთვის და ზლუქუნისთვის დრო არ გრჩება, მერე კიდე დრო თავისას შვება.

Posted by: POKERISBLUFF 7 Mar 2024, 14:37
1) სეირნობა
2) მუსიკის მოსმენა
3) დალევა
4) საინტერესო რამეებზე საუბარი
5) სექსი
6) მორნინგ სექსი და ჭამა
7) ცურვა
8) მუშაობა ( სფეროში რომლიდანაც ყველაზე დიდ სიამოვნებას იღებ)


მერე რაღაც რუტინების ცვლა, ადგილებთან ერთად, ხან იქ ხან აქ
ხან წელიწადის იმ დროს, ხან ამ

და ესე ითერაპიეთ და იყავით boli.gif


Posted by: Estrella 11 Mar 2024, 15:23
ცხოვრებაა თვითთერაპიაც და თვითდესტრუქციაც ამავდროულად. ოღონდ მართლა.

ჩემთვის ისე სეირნობა, ბუნება, თავისუფლების მიცემა საკუთარი თავისთვის და სხეულისთვის იქნება ეგ ბუნებაში, სივრცესი, მდინარეში თუ ახალ გარმეოში.
ახალი რამეების გამოცდა. ალბათ თვეში ერთხელაც დიდი მუხტი და ბატარეაა.
მაგარი საშინელებაა ბეტონებში და მუდამ ამ არაბუნებრივ გარემოში ყოფნა და ყოფა-ცხოვრება.

Posted by: Digita1Ocean 11 Mar 2024, 17:19
2 წლის წინ ქუჩის ცუგა წამოვიყვანე. ისეთი ცანცარა გამოდგა მოწყენასაც არ მაცდის.

Posted by: დიეგოსანჩესი 12 Mar 2024, 06:52
ყველაზე მაგარი თერაპიაა ცუდი თერაპიებისგან გათავისუფლება.
როგორც ქურდი იპარება ბინაში და იპარავს რაღაცეებს აი ეგეთი რაღაცეები იპარებიან ცხოვრებაში და მიაქვთ სასიცოცხლო ენერგიები და აი ასეთი ნაგვობებისგან გათავისუფლება ყველაზე დიდი თერაპიაა. ყავა მაგრად მევასება რას წარმოვიდგენდი თუ ბოლო უძილობები და გაღიზიანებები მაგასთან რამე კავშირში იქნებოდა. ერთდაიგივეს ვსვავდი და ბოლო ორი თვეა შევცვალე და იმის მერე დამეწყო უძილობები და გაღიზიანებები თორე ამ ფორუმზე გამთენიისას ვინ მნახავდა. ბოლო ორი დღეა არ დამილევია და რაღაცნაირად მშვიდად ვგრძნობ თავს. არადა იმ მიზნით არ შემიწყვეტია დალევა რომ მივმხვდარიყავი რომ ცუდად მოქმედებს უბრალოდ ვერ მოვიცალე რაღაცნაირად ეს ორი დღე და ეხლა ვგრძნობ რომ ჩემი ახალი ყავა ნაგავია და ისევ ძველს უნდა დვუბრუნდე. აი ესე შემთხვევით თუ აღმოაჩენ ხოლმე რაღაცეებს რომ თურმე ეს გაზიანებს და ის გაზიანებს თორე ცხოვრობ ყოველდღიურად და ვერ წარმოიდგენ თუ შემთხვევით არ აღმოაჩინე რომ რაღაცა გაზიანებს და გპარავს დადებით ენერგიას. ვაფშე ყავის დედაც ჩაიზე გადავალ, ცხელ შოკოლადზე ან რძეზე ან რაღაცაზე. იმენა ფერზე მოვედი ეს რა იყო უნდა ჩავანაგვისპარკო ეხლავე. სიგარეტსაც შემამცირებინებს, ესაც მიბმულია ამ ყავაზე თუ ყავას სვავ სიგარეტიც გინდა და მარტო სიგარეტს ვერ ეწევი თუ ყავაც არ გაიკეთე ისე მუღამი არ აქვს

Posted by: POKERISBLUFF 24 Mar 2024, 02:42
ადამიანი როცა იკარგები, და პოულობ საკუთარ თავს ალბათ ეგ არის ყველაზე ძლიერი , ხარისხიანი და ხანგრძლივი თერაპია. + ყველაფერ კარგის საწყისი
და იმედია ისე არ მოვკვდები რომ ვერ ვიპოვო საკუთარი თავი..

Posted by: მიქაელ 26 Mar 2024, 22:00
ვარჯიში, სხეულის კულტურა მაძლევს ძალიან დიდ შედეგს. საკუთარ სხეულზე მუშაობა არის ჩემთვის საბაზისო პრაქტიკა თერაპიული თვალსაზრისითაც.

რაც თბილისიდან გადავედი და ჯანსაღ გარემოში ვცხოვრობ, ამას დაემატა ბუნებასთან პირდაპირი კავშირი. ტყეში ან ჩემს ბაღში ვარჯიში.

Posted by: °iki° 31 Mar 2024, 00:24
QUOTE
თვითთერაპია

გასეირნება


თითქმის ცარიელი მოედნის ცენტრში რომ გაივლი ცალკე მოვლენა ყოფილა.

Posted by: Me.Myself.I 31 Mar 2024, 08:11
სიმართლის თერაპია ყველაზე მაგარი თერაპიაა.
აღიარება, როცა აღარ ატყუებ საკუთარ თავს.
ბუნებრივია, არც სხვებს.

ამაზე დიდი თავისუფლება და ბედნიერება არ არსებობს..

უხერხულად, , შოკისმომგვრელად სიმართლის მოყვარული ვარ და ეს მათავისუფლებს ❤️

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)