Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > სტრესი


Posted by: PerfectSkin 5 Jun 2008, 00:11
სტრესი არის ორგანიზმის მიერ განხორციელებული რეაქციათა პატერნი იმ მასტიმულირებელი მოვლენის მიმართ,რომელიც ურღვევს წონასწორობას,გამოცდას უწყობს მას,ან აღემატება მისი დაძლევის უნარს,მასტიმულირებელი მოვლენები მოიცავს მრავალფეროვან გარეგან და შინაგან ვითარებებს,რომელთა კრებითი სახელწოდება სტრესორები.სტრესორი არის მასტიმულირებელი მოვლენა,რომელიც ორგანიზმისაგან გარკვეულ ადაპტაციურ რეაქციას მოითხოვს.
ფსიქოლოგიური რეაქცია სტრესზე არის ავტომატური,წინასწარგანსაზღვრული,თანდაყოლილი რეაქცია,რაც ჩვეულებრივ ვერ კონტროლდება ცნობიერად.
სტრესს იწვევს სტრესორები-სტიმულები,რომლებიც ორგანიზმისაგან გარკვეულ რეაქციას მოითხოვენ,სტრესი იწვევს ფიზიოლოგიურ პასუხებს,რომლებიც ამზადებენ ორგანიზმს მოქმედებისათვის.
ქრონიკულ სტრესს შეუძლია ცხოვრების დანგრევა და ადამიანის განადგურება,აუცილებელია ვისწავლოთ სტრესის მართვა.დაძლევა ეხება გარეგან და შინაგან მოთხოვნებთან გამკლავების პროცესს,როდესაც ეს მოთხოვნები,ინდივიდის აღქმის თანახმად,ეჭქვეშ აყენებენ,ან აღემატებიან მის რესურსებს.დაძლევა შეიძლება მოიცავდეს ქცევით,ემოციურ,ან მოტივაციურ რეაქციებსა და აზრებს.
პოსტტრავმული სტრესის აშლილობა- შფოთვითი აშლლილობა,რომელიც ხასიათდება მატრავმირებელი მოვლენის მუდმივად განმეორებითი განცდით-შემაწუხებელი მოგონებების,სიზმრების,ჰალუცინაციების და დისოციაციური სახით.ვითარება გაუპატიურების,სიცოცხლისათვის საშიში მოვლენების,ძლიერი დასახიჩრების,ან ბუნებრივი კატასტროფების პასუხად.PTSD შეიძლება გამოვლინდეს მწვავე ფორმით უშუალოდ კატასტროფის შემდეგ და შემცირდეს რამდენიმე თვეში.ამ რეაქციებმა შეიძლება განაგრძონ არსებობა და ჩამოყალიბება ქრონიკულ სინდრომად.


უფფ,რამდენი ვწერე

user posted image

აბა რას ფიქრობთ ხალხნო ამ თემასთან დაკავშირებით?


Posted by: piccolina 5 Jun 2008, 00:19
ტაკს
კაი თემაა მამენტ
სტრესი იწვევს ალერგიებს, ბევრ იშემიურ და წყლულოვან დაავადებას
სტრესის დროს სასურველია ფიზიკური აქტივობა
იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმი, ევოლუციის გზით მიეჩვია სტრესზე ფიზიკური აქტივობით პასუხს smile.gif
კარგია რითმული ვარჯიში, სეირნობა, ცურვა
არ უნდა მოხდეს გადატვირთვა
კიდევ დავწერ რაღაცეებს smile.gif

სტრესის წინააღმდეგ ბრძოლა შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილში

Posted by: PerfectSkin 5 Jun 2008, 00:30
piccolina
QUOTE
ტაკს
კაი თემაა მამენტ


user posted image

სტრესის დროს დიდი მნიშვნელობა სოციალურ მხარდაჭერას,რომელიც ამცნობს ადამიანს,რომ იგი უყვართ,მასზე ზრუნავენ,აფასებენ და რომ იგი სხვა ადამიანებთან ურთიერთობისა დაურთიერთვალდებულებების ქსელშია ჩართული.
ადამიანები უკეთესად ახერხებენ სტრესის დაზლევა,როდესაც გრძნობენ,რომ აკინტროლებენ სიტუაციას.


Posted by: piccolina 5 Jun 2008, 22:02
PerfectSkin

ზოგადად სოციალური ურთიერთობებია სასარგებლო smile.gif

PerfectSkin
paradise_seeker
ჩეთის სუნი მცემს? spy.gif

Posted by: ScissorHead 7 Jun 2008, 02:55
QUOTE (piccolina @ 5 Jun 2008, 00:19 )
ტაკს
კაი თემაა მამენტ
სტრესი იწვევს ალერგიებს, ბევრ იშემიურ და წყლულოვან დაავადებას
სტრესის დროს სასურველია ფიზიკური აქტივობა
იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმი, ევოლუციის გზით მიეჩვია სტრესზე ფიზიკური აქტივობით პასუხს smile.gif
კარგია რითმული ვარჯიში, სეირნობა, ცურვა
არ უნდა მოხდეს გადატვირთვა
კიდევ დავწერ რაღაცეებს smile.gif

გონებრივი გადატვირთვა არ უნდა მოხდეს? თუ ფიზიკური? შეგიძლია მითხრა ალერგია რა სახით შეიძლება გამოიწვიოს?

Posted by: piccolina 7 Jun 2008, 12:32
ScissorHead

გონებრივ გადატვირთვას უნდა ვერიდოთ
ამისთვის ფიზიკური დატვირთვა არის კარგი
მაგრამ ეგეც არ უნდა მოგივიდეს ზედმეტი და ჯობია ექიმის მეთვალყურეობით აკეთო, რომ სტრესის მოშორებისას ჯანმრთელობა არ დაიზიანო smile.gif
ინტენსივობა, დრო, დატვირთვა... ყველაფერს მნიშვნელობა აქვს

ალერგია სხვადასხვა სახით შეიძლება გამოიწვიოს
რაღაც ერთი დეFაულთი არ არის, მაგრამ ეს ხდება ხანგრძლივი სტრესის დროს
ამიტომაა საჭირო მისი დროზე მიხედვა smile.gif

Posted by: an1-)) 8 Jun 2008, 19:51
QUOTE
გონებრივ გადატვირთვას უნდა ვერიდოთ

მართლა? მე კი რამე რო მაწუხებს და ცუდად ვარ ბევრს ვმეცადინეობ რომ დავივიწყო და ასე არ ვარგა?

Posted by: ScissorHead 9 Jun 2008, 00:37
QUOTE (an1-)) @ 8 Jun 2008, 19:51 )
QUOTE
გონებრივ გადატვირთვას უნდა ვერიდოთ

მართლა? მე კი რამე რო მაწუხებს და ცუდად ვარ ბევრს ვმეცადინეობ რომ დავივიწყო და ასე არ ვარგა?

თუ გშველის და მართლა გავიწყდება რატომაც არ ვარგა

Posted by: TETISA 9 Jun 2008, 01:06
QUOTE
ალერგია რა სახით შეიძლება გამოიწვიოს?

სტრესის დროს ქვეითდება ადამიანის იმუნიტეტი, ის ხდება სენსიტური (მგრძნობიარე) ძალიან ბევრი გამღიზიანებლის მიმართ. ორგანიზმში გამოიყოფა გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც პროვოცირებას უკეთებენ სახვადსხვა დავადებას. ალეეგიას რაც შეეხება, აქ ფიზიოლოგიის და ქიმიის გარდა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფსიქოლოგიაც, ანუ შთაგონება. როცა ადამიანი სტრესის ქვეშაა, ის მეტად შფოთავს, და შეიძლება მის ოთახში შემოფრენილი ბუმბულის ისე შეეშინდეს და ისე აკივიატოს აზრი, რომ ვაიმე ეხლა დამეწყებაო, რომ მართლაც დაეწყება ალერგიული რეაქცია. სტრესს ასთმაც მოყვება ხოლმე.

უამრავი მეთოდიკაა სტრესთან ბრძოლისა.
მაგრამ ყველაზე კარგია, თუ ვისწავლით ისეთი სტრატეგიების გამოყენებას, რომლებიც დაგვიცავენ სტრესისგან. მაგალითად, შევიცვალოთ მოვლენების აღქმა (თუ დავუშვათ სამსახური დაკარგეთ, თავი კი არ მოიკლათ ნერვიულობისგან help.gif vis.gif , იმაზე იფიქრეთ, რომ ძლივს მოგეცათ ცოტა დრო, რომ დაისვენოთ, ან ოჯახთან გაატაროთ მეტი დრო, ან ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ დიდი ხანია უკვე გინდოდათ სამსახური შეცვლა).
კიდევ ძალიან კარგი მეთოდია (მე მომწონს ძალიან) იუმორი. ეს ყველაზე კაი რაღაცაა, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. მართალია, ზოგიერთი სტრესის გამომწვევი მიზეზი ისეთი შეიძლება იყოს, რომ იუმორი უადგილო აღმოჩნდეს და უკუეფექტიც მოგვცეს (მაგ, ახლობლის სიკვდილი ან ავადმყოფობა), მაგრამ ბევრ შემთხვევაში ეს კარგი საშუალებაა სტრესის ასაცილებლად.



Posted by: piccolina 9 Jun 2008, 01:47
ეესეიგი, დავამთავრე საპრეზენტაციო თემა და შეგიძლიათ იხილოთ მეორე პოსტში მიბმული ფაილი
იქ არის აღწერილი სტრესის მოხსნის ერთ-ერთი (მგონი ყველაზე ეფექტური) მეთოდი
წაიკითხეთ, გამოიყენეთ და დატკბით


ან პირიქით smile.gif

Posted by: Strawberry- 9 Jun 2008, 15:35
piccolina
;;)
გადავიკითხავ ;;)

Posted by: iFFii 10 Jun 2008, 23:33
იოგა

: )


და კაკაო..

კლამს სტრესს..

:

Posted by: Hannah Nude 25 Jun 2008, 15:08
iFFii
QUOTE
იოგა

: )


და კაკაო..

კლამს სტრესს..



და შოკოლადი smile.gif

ეს ისე wink.gif

ჩემი საბაკალავრო ნაშრომი სტრესზე და დაძლევის სტრატეგიებზე იყო smile.gif მაგრამ ეხლა რომ გადავხედე, აქ დასადებად არ ღირს, არა და მაშინ უუმაგრესი ნაშრომი მეგონა sad.gif



Posted by: iFFii 25 Jun 2008, 15:10
Hannah Nude
დადე მაინც..
უვიცებს გამოგვადგება
smile.gif

Posted by: Hannah Nude 25 Jun 2008, 15:14
iFFii
კაი რა მერ დამცინებ smile.gif

Posted by: Doloress 25 Jun 2008, 15:31
piccolina
ეს
QUOTE
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 27 )
  stresis_menejmenti.doc

და ეს
QUOTE
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 8 )
  varjishi_stresis_shesamcireblad.doc

ერთი და იგივეა. მიუხედავად იმისა, რომ სათაური სხვადასხვაა.
ესე უნდა იყოს? spy.gif

Posted by: piccolina 25 Jun 2008, 17:41
Doloress

რავი, ამერია მიმაგრება ალბათ? spy.gif
აააააა
ხო, გამახსენდა
დამავიწყდა ზემოთ რომ მივაბი და ეგ პოსტი რომ ვნახე, მეთქი რაღაც შემეშალა და თავიდან მივაბი biggrin.gif
მოვხსნი wink.gif

Posted by: iFFii 7 Jul 2008, 00:48
Hannah Nude
QUOTE
კაი რა მერ დამცინებ


დადედადე :ჩ

მარლა ძაანმაიტერესებს..
:

Posted by: TETISA 19 Jan 2009, 22:15
ეს თემა რატოა ჩავარდნილი ვერ გავიგე

Posted by: Nnino 19 Jan 2009, 22:33
TETISA
სტრესი აღარ აქვს ხალხს... smile.gif

ისე, ახლა ვარ სერიოზული სტრესის ქვეშ. ყველა მხრიდან ზეწოლაა... წავიკითხე პიკოლინას ნაშრომი, მაგრამ არ გამომივა არაფერი... ვარჯიშის კი არა. ხელის განძრევა მეზარება, ახლაც საშინლად ნელა ვკრეფ ტექსტს. ტირილის შემოტევებზე აღარაფერს ვამბობ. რამე ცოტა იოლი ხერხი არ იცით? ნუ, ბაკურიანში წასვლა და დასვენება გამორიცხულია.

"ალორას" უკვე ვყლურწავ სრული შემართებით...

Posted by: TETISA 20 Jan 2009, 19:01
Nnino


დეპრესიაშიც ხარ?

Posted by: Nnino 20 Jan 2009, 23:28
TETISA

ყველანაირად ვცდილობ, რომ არ დამეწყოს... წინაპირობას ვატყობ...

რაღაც ისეთი რამ ხდება, რაც არ მინდა, რომ მოხდეს, მაგრამ ვერ შევცვლი ვერაფერს და ვცდილობ, მაგრად დავხვდე...

Posted by: Aurea_ mediocritas 21 Jan 2009, 00:13
QUOTE (Nnino @ 21 Jan 2009, 00:28 )
TETISA

ყველანაირად ვცდილობ, რომ არ დამეწყოს... წინაპირობას ვატყობ...

რაღაც ისეთი რამ ხდება, რაც არ მინდა, რომ მოხდეს, მაგრამ ვერ შევცვლი ვერაფერს და ვცდილობ, მაგრად დავხვდე...

ხომ არ გიცდია სპორტისთვის მიგემართა?

არ დაიზარო და ივარჯიშე-დილაობით მაინც...მაგრად შველის დამიჯერე

ცურვა,ან სირბილი ,

ისე ძალიან მაგარი საშუალება მეგობრებო სტრესის წინააღმდეგ არის სამსახურიდან დაბრუნებულებმა მიიღოთ თბილი შხაპი -რამდენიმე წელი ძალიან სტესულ სიტუაციებში
მიწევდა მუშაობა და მშველოდა...თუმცა პირველი ორი თვე სანამ გამოვიმუშავდე ამ მეთოდს მამალი ნერვოზი ავიკიდე smile.gif რაც ძირითადად შემდეგში გამოიხატებოდა:
სამსახურში ბულკივით ვიყავი და ნუ ძალიან მისის გაწონასწორებულობა smile.gif და
აი სახლში რომ მივიდოდი მომენტალურად ავჩარკა ვხდებოდი...sad.gif აგრესია დამეწყო
და ოჯახის წევრებზე და მეგობრებზე რომ არ გადამეტანა ძალიან დიდი მუშაობის ჩატარება
მომიწია ჩემ თავზე..ანუ ამ სტრესის ნიადაგზე გავხდი აგრესიული და სხვათაშორის
რამდენჯერმე უმიზეზოდ ვიტირე კიდეც,უძილობაც დამეწყო........ამ უძილობის გამო
რამდენჯერმე დილას სამსახურებრივ ადგილზე დავიგვიანე,რაზეც სერიოზული
საყვედური(მკაცრი გაფრთხილებაsmile.gif)გამომიცხადეს და მარტო ამის შემდეგ ვისწავლე
ჭკუა: ვატყობ თუ არა რომ სტრესი მიახლოვდება(არადა ამ ოხერმა მტერივით ზურგიდან
მოპარვა იცის...) ეგრევე რაღაც მექანიზმი მერთვება-რავი იმუნიტეტი მაქვს უკვე რკინის
და მერე ვიცინი და ყველაფერი კარგადაა ხოლმე .


Posted by: Nnino 22 Jan 2009, 01:06
Aurea_ mediocritas

მადლობა... სამსახურის მერე შხაპი ვცადე... განტვირთვისთვის მართლაც კარგი საშუალებაა. ცოტა უკეთ ვარ...
2kiss.gif

Posted by: 0-9 12 Jan 2011, 01:17
თქვენი რჩევა მაინტერესებს:

აი,რამეს ხომ ვაკეთებ,ვმუშაობ,ველოდები და უცებ,რომ რამე ისე არ არის ან რაიმე შემაფერხებელი გაუთვალისწინებელი ხდება ეგრევე ვისტრესები,ანალიტიკურ,გამოსავლის ძიების და გაუთვალისწინებელი შედეგების ლიკვიდაციის უნარს არ ვკარგავ და არც იმ საქმეზე კონცენტრირება არ მიჭირს,მაგრამ სხვა საქმეებზე ვეღარ ვერთვები და ვეღარ ვაკეთებ ვერაფერს იმ ერთის გარდა.
ანუ სტრესისას multi tasking არ გამომდის,პარალელურად გარდა დასტრესილ საქმეზე ფიქრისა და მუშაობისა ვერაფერს ვერ ვაკეთებ.
ეს ძალიან მიშლის ხელს მუშაობაში.

როგორ ფიქრობთ,როგორ უნდა გამოვასწორო ეს? user.gif

Posted by: Rabbit 13 Jan 2011, 00:32
QUOTE (0-9 @ 12 Jan 2011, 01:17 )
თქვენი რჩევა მაინტერესებს:

აი,რამეს ხომ ვაკეთებ,ვმუშაობ,ველოდები და უცებ,რომ რამე ისე არ არის ან რაიმე შემაფერხებელი გაუთვალისწინებელი ხდება ეგრევე ვისტრესები,ანალიტიკურ,გამოსავლის ძიების და გაუთვალისწინებელი შედეგების ლიკვიდაციის უნარს არ ვკარგავ და არც იმ საქმეზე კონცენტრირება არ მიჭირს,მაგრამ სხვა საქმეებზე ვეღარ ვერთვები და ვეღარ ვაკეთებ ვერაფერს იმ ერთის გარდა.
ანუ სტრესისას multi tasking არ გამომდის,პარალელურად გარდა დასტრესილ საქმეზე ფიქრისა და მუშაობისა ვერაფერს ვერ ვაკეთებ.
ეს ძალიან მიშლის ხელს მუშაობაში.

როგორ ფიქრობთ,როგორ უნდა გამოვასწორო ეს? user.gif

იმაში, რომ სტრესი ძალიან მალე მოიხსნა ან საერთოდ აღარ აღმოგიცენდეს, AT დაგეხმარება, ავტოტრენინგი - ანუ თვიტრეგულაციის სწავლა.

Posted by: 0-9 13 Jan 2011, 11:32
Rabbit
როგორ? user.gif



Posted by: L u k a 13 Jan 2011, 15:55
სტრესი ძალიან გავრცელებულია საზოგადოებაში ამ მძიმე ცხოვრებიდან გამომდინარე,
ძალიან ეფექტურია ამ დროს აბაზანა, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, კომედიური ჟანრის ფილმების ყურება და ის საქმიანობა რაც სიამოვნებას მოგანიჭებდათ.

Posted by: Rabbit 13 Jan 2011, 16:17
QUOTE (0-9 @ 13 Jan 2011, 11:32 )
Rabbit
როგორ? user.gif



ფსიქოტექნიკური ვარჯიშებია, წეღან ვაკოპირებდი მაგრამ ინგლისური ასოებით ჯდება, საღამოს დავწერ თუ დრო მექნება yes.gif

Posted by: სწერვა69 20 Jan 2011, 06:28
QUOTE
სტრესი







boli.gif mo.gif

Posted by: nigo 20 Jan 2011, 09:41
თუ გაქვთ საშუალება და დრო ,იარეთ იოგაზე,უკეთესი ჯერ არ მოუგონიათ.

Posted by: davita131 16 Mar 2011, 19:31
http://cnobiereba.wordpress.com/2011/03/09/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%A0/
ამ სტატიით მე შევეცდები შეგახედოთ რეალურად ზემოთ ნახსენებ ჩვენთვის ნაცნობ პრობლემებს და დაგეხმაროთ საკუთარი გრძნობების მართვაში, რაც აგამაღლებთ და გაგაძლიერებთ.

Posted by: 死海. 3 Apr 2015, 17:42
ამერია mo.gif

Posted by: white__widow 3 Apr 2015, 20:19
სტრესია როცა საკუთარი ფსიქოლოგი გტროლავს და გეუბნება რომ სტრესი არ არსებობს არც პრობლემები და ის მხოლოდ ილუზიაა, რომლისგანაც უნდა განთავისფლდე.

არადა რაღაც მომენტში მართალია boli.gif

##ზე დაკიდება რო ვისწავლით მაშინ სტრესიც არ იქნება.

Posted by: °iki° 29 Feb 2024, 21:38
ჰო
ადრე მეგონა გაციება ყურებზე შემცივნების გამო მეწყებოდა
და თავში რომ პეპლები იწყებდნენ ფრენას, თბილი შუქით განათებულ ფოთლოვან ტყეში ჩიტის გაბმული სტვენის თანხლებით - დასვენებასთან ვაიგივებდი.

Posted by: დიეგოსანჩესი 4 Mar 2024, 01:51
სტრესი ძალიან მაგარი რამეა როცა მართავ.
აი მაგალითად როცა ადამიანს აქვს მადა და უნდა ჩასკდეს ჩასუქდეს და ჩაძროხდეს მაგრამ იკავებს თავს და ირებს ზომიერად. ის ამ დროს ორგანიზმს სტრესში აგდებს, ორგანიზმი ითხოვს ჩასკდომას და ჩაძროხებას მაგრამ როცა ამას შენ აკავებ შეგნებულად შენ ამით ცალკე გამოიმუშავებ ნებისყოფას, ცალკე გამოიმუშავებ ჯანმრთელობას რადგან სიმსუქნე დაავადებებს იწვევს, ცალკე ინარჩუნებ სილამაზეს რადგან ფორმაში რჩები და ა.შ. ანუ გავითარებს და უკეთესს გხდის ისეთი სტრესი რომელიც აქვს შენს ორგანიზმს მაგრამ ამ სტრესს შენ მართავ მაგრამ როცა რაიმე სტრესს ვერ მართავ აი მაგალითად ხარ სადღაც სადაც საკვები არ გაქვს საკმარისად ეს იწვევს შიშებს რადგან გეშინია მშიერი არ დარჩე, არასაკმარისი და არაჯანსაღი კვება ცალკე პრობლემებს იწვევს და ა.შ. ანუ სტრესი თავისთავად ცუდი არაა ცუდი ისაა როცა ვერ მართავს ადამიანი სტრესს. ამიტომ პრობლემა სტრესის დაძლევაში არაა პრობლემა ისაა თუ როგორ ვმართოთ თორე ორგანიზმს მტერი აყვა. რაც მეტ სიგარეტს ეწევი მეტი გინდა, რაც მეტად გძინავს უფრო მეტად გინდა იძინო, რაც მეტად ჭამაზე ხარ უფრო გეხსნება მადა, მადა ჭამაში მოდისო როგორც ნათქვამია და ა.შ. ორგანიზმი ყოველთვის ატრაკებს მაგრამ ეს უნდა მართო ამაშია გამოსავალი

Posted by: newsoul789 5 Mar 2024, 16:11
დიდი ხანია სტრესი არ მქონია

.....................................................

Posted by: Nanik11 11 Mar 2024, 15:42
სტრესის დროს დიდი მნშვნელობა აქვს ყურადღებას, მხარდაჭერას, ჩახუტებას. ემოციის გაზიარება არის საუკეთესო წამალი ჩემთვის.

Posted by: *Mandala 11 Mar 2024, 16:11
Აბა, გავუძლოთ
...............................

Posted by: Nick-Name 11 Mar 2024, 16:42
*Mandala
QUOTE
გავუძლოთ

როგორ?

Posted by: Me.Myself.I 11 Mar 2024, 19:22
ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის სტრესის განმარტება და ხშირად დეპრესიაში ერევათ.

სტრესი, როგორც ერთ-ერთმა ფორუმელმა აღნიშნა,, სტიმულატორია და დოზირებულად, აუცილებელია ტვინისთვის და სხეულისთვის, ოღონდ “კარგი” სტრესი.

ყოველდღიური ელემენტარული რუტინაც სტრესია.
თუ ვმართავთ სტრესს ,სასარგებო ენერგიად , მერე კი პროდუქტად ( შედეგი) ვაქცევთ.

“ცუდი” სტრესი გამოწვეულია გარემოს მუდმივი ჭარბი ზეწოლით, რომელსაც ვერ გარდავქმნით სასარგებლო პროდუქტად და შედეგად ვიღებთ ორგანიზმის, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებას, “გადაწვას”.

სტრესის მართვის უამრავი, ინდივიდუალური მეთოდი არსებობს და ჩვენზე უკეთ არავინ იცის, საბოლოოდ, რა გვეხმარება.

აი, დეპრესიას მტერს არ ვუსურვებ smile.gif))

მარტივ მაგალითს მოვიყვან : ვარ stress eater და ზედმეტი/ჭარბი სტრესის დროს მიჭირს საკვების რაოდენობის და სიჯანსაღის კონტროლი, დეპრესიის დროს კი პირიქით: ვკარგავ მადას ( გემოს და სუნის შეგრძნებას )და შეიძლება 3-4 დღე მშიერი ვიყო.

Posted by: *Mandala 11 Mar 2024, 20:02
Nick-Name
Რეცეპტი უნივერსალურია და ყველას ჩვენი გვაქვს

Posted by: Nick-Name 11 Mar 2024, 21:15
*Mandala
ანუ გაძლებაა უნივერსალური? :დ

Posted by: *Mandala 11 Mar 2024, 22:27
Nick-Name

Ეგ ვთქვი?
...............

Posted by: Nick-Name 12 Mar 2024, 05:44
*Mandala
უკაცრავად, მე ვერ გავიგე სწორად რა გეწერა, ახლა დავაკვირდი. ხო მეც მაქვს ჩემი რეცეპტი და წავედი ეხლა კროსზე :დ

Posted by: მიქაელ 26 Mar 2024, 22:12
“ჩვენ ვიცით, რომ ადრენალინი ანელებს ორგანიზმში ანთებით პროცესებს. თუ ქრონიკული სტრესი მავნებელია ჯანმრთელობისთვის, მართვადი სტრესი ჩვენი ბუნებრივი დაცვითი რეაქციაა. რაც შეეხება თავად ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, რომელთა შორის ძალზე გავრცელებულია პრედნიზონი, მათ ბევრი სერიოზული გვერდითი მოქმედება აქვთ. ამგვარად ჩვენი ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ადრენალინი არის ამ პრეპარატების ბუნებრივი და უსაფრთხო ალტერნატივა.” (კოენ დე იონგი, ჰოლანდიელი მწერალი)

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)