Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > სულ დაძაბული და არეული მაქ გონება.


Posted by: alien949 22 Apr 2024, 19:53
მოკლედ მნიშვნელობა არაქ ვმუშაობ, სახლში ვარ , გარეთ ვარ თუ სადაც არ უნდა ვიყო სულ დაძაბული , არეული და დაბნეული ვარ. მკურნალობას გავდივარ მაგრამ ეს პრობლემები წლებია უკვე რჩება იგივენაირად. რაღაცას მივაწერ ხოლმე ამ ჩემს არეულობას და ვცდილობ გონება სხვანაირად გადავაწყო, ცოტახანი 1-2 წუთით შემცირდება, მერე ისევ იწყება, მერე იგივე მიზეზზე მიწერა აღარ მშველის, მერე კიდე რაღაც შეიძლება მომაფიქრდეს ახლა სხვა მიზეზს მივაწერო და ესე გრძელდება შეუქცევადად და არ ვიცი რა შეიძლება რომ ამ პრობლემას მოვუხერხო. არეული და აჭიჭყნილი მაქ გონება 99%. ვცდილობ ფიქრები შევცვალო რამე კარგზე ვიფიქრო, ისევ 1-2 წუთი შემცირდება მერე ის ფიქრებიც აღარ მსიამოვნებს. თითქოს ძაან ჩაციკლულიც ვარ საკუთარ თავში და სულ რაღაცაზე ვფიქრობ. მეგობრებთანაც რო გავდივარ გამეფანტება ყურადღება და მივდივარ ისევ ფიქრებში და მერე გვიან ვაანალიზებ ხოლმე ამას რო ისევ ფიქრებში წავედი. დამღლელია ძაან და შემაწუხებელი. საკუთარ თავთან გამუდმებით ვლაპარაკობ, ხან რას ვუხსნი ჩემს თავს ხან რას, მაგრამ არაფერს აზრი არ აქ მაინც, ვერაფრით მოვიშორე ეს მდგომარეობა.

Posted by: °iki° 23 Apr 2024, 22:05
alien949
კონკრეტულად რაში გამოიხატება
QUOTE
დაძაბული , არეული და დაბნეული ვარ
?

QUOTE
არეული და აჭიჭყნილი მაქ გონება 99%

QUOTE
ვცდილობ ფიქრები შევცვალო რამე კარგზე ვიფიქრო

თანმიმდევრულად ფიქრი, რამეზე კონცენტრაცია არ შეგიძლია, აქეთი-იქით დახტის გონება და ამასთან ერთად უსიამოვნოზე გეფიქრება თუ?..

რაზე მკურნალობ?
განა იმიტომ გეკითხები რომ რაიმე რჩევა შემიძლია მოგცე, ვერ გავერკვიე და დამაინტერესა.

Posted by: chipmunck* 23 Apr 2024, 23:06
alien949

იგივე კითხვები მაქვს მეც რაც იკის

მესმის შენი, ზუატად ეგრე ვიყავი თავში მქონდა სრული ქაოსი და ერთმანეთს ისე სწრაფად ცვლიდნენ აზრები რომ ლამის იყო თავი ამფეთქებოდა, საკუთარ თავთანაც ვსაუბრობდი ვეჩხუბებოდი და ჩაციკლული ვიყავი წარსულზე სხვანაირად რომ მეთქვა და არა ისე როგორც ვთქვი ხო უკეთესი იქნებოდათქო და მსგავსი სისულელეები

წამალი: ისწავლე აწმყოში ცხოვრება

წარსულზე ფიქრი=უაზროდ დაკარგულ დროს

ასევე სიტუაციებზე ფიქრი და წარმოდგენა (რომელიც არასოდეს მოხდება)= უაზროდ დაკარგულ დროს

აი ამათ რომ გაანალიზებ კარგად და გაიაზრებ და ყოველი ეგეთი ფიქრის მერე ამას გაუმეორებ შენს თავს ნელნელა შედეგს მიიღებ

იფიქრე ისეთ თემებზე რაც სიამოვნებას განიჭებს და გაბედნიერებს, თავიდან არ არის მარტივი ნეგატიური ფიქრები შეცვალო პოზიტივით თუმცა დასაწყისისთვის ნეგატიური ფიქრი ეგრევე რომ დაბლოკო ესეც დიდი მიღწევაა, აზარტულიც კი არის საკუთარ თავზე ეგეთი „ექსპერიმენტი“

Posted by: vaho 23 Apr 2024, 23:40
ჭაჭა სცადე. ოღონდ ხუთლარიანი არა, თელიანის ან ასკანელის.

ყოველ საათში ზუსტად 20 გრამი.

ორ კვირაში ვერ იცნობ საკუთარ თავს...

Posted by: alien949 24 Apr 2024, 19:16
QUOTE (°iki° @ 23 Apr 2024, 22:05 )
alien949
კონკრეტულად რაში გამოიხატება
QUOTE
დაძაბული , არეული და დაბნეული ვარ
?

QUOTE
არეული და აჭიჭყნილი მაქ გონება 99%

QUOTE
ვცდილობ ფიქრები შევცვალო რამე კარგზე ვიფიქრო

თანმიმდევრულად ფიქრი, რამეზე კონცენტრაცია არ შეგიძლია, აქეთი-იქით დახტის გონება და ამასთან ერთად უსიამოვნოზე გეფიქრება თუ?..

რაზე მკურნალობ?
განა იმიტომ გეკითხები რომ რაიმე რჩევა შემიძლია მოგცე, ვერ გავერკვიე და დამაინტერესა.

დაძაბულობა ხო მდგომარეობაა და რაში გამოიხატება რას ნიშნავს ვერ მივხვდი კითხვას. დაბნეულობაც იგივენაირად მდგომარეობაა რომელიც ყველას გამოუცდია რაღაც დოზით, მაგალითად საქმე ვერ გააკეთო სათანადოდ და ვერ ჩამოყალიბდე რა როგორ ჯობია, ვერ დაალაგო თანმიმდევრულად შენს თავში შენი გადაწყვეტილებების შედეგა, რა როგორ უნდა იყოს,
გამოგრჩეს ბევრი დეტალი, რომელიც მარტივია წესით და ასე შემდეგ.

Posted by: David2018 14 May 2024, 17:41
QUOTE (vaho @ 23 Apr 2024, 23:40 )
ჭაჭა სცადე. ოღონდ ხუთლარიანი არა, თელიანის ან ასკანელის.

ყოველ საათში ზუსტად 20 გრამი.

ორ კვირაში ვერ იცნობ საკუთარ თავს...

smile.gif
და სამუდამოდ მორჩები?
-------------------------------------

Posted by: huntter69 15 May 2024, 21:58
ცუდია ცუდი

.................................................................

Posted by: მანტრა 20 May 2024, 20:36
მე როცა გონება მერევა წარმოვიდგენ ხოლმე ჩემი მტრების გვამებს, ყველა დეტალში: ისინი მოკვდნენ დამარცხებული, დამცირებული და ბოღმებში დამხრჩვალი, მე კი ვდგავარ გამარჯვებული და გაბადრული.

მე როცა გონება მერევა, წარმოვიდგენ ხოლმე ჩემი მტრების გვამებს, ყველა დეტალში: ისინი მოკვდნენ დამარცხებული, დამცირებული და ბოღმებში დამხრჩვალი, მე კი ვდგავარ გამარჯვებული და გაბადრული.












გამარჯვებული, როგორც ნაპოლეონი აუსტერლიცში.

Posted by: მანტრა 21 May 2024, 00:17
ეჰ, ფოთვების თემა რთულია რთული.. ყველას თავისებური აქვს. მე მგონი ჩემთან მემკვიდრეობითი ფაქტორებიც მაქვს შფოთვებზე..
იმედს არ ვკარგავ, რომ -



Posted by: Alexandria 21 May 2024, 11:47
ცუდია...................................................................

Posted by: _skynet 21 May 2024, 12:01
QUOTE
ყოველ საათში ზუსტად 20 გრამი.

ორ კვირაში ვერ იცნობ საკუთარ თავს...

ვერც ღვიძლს smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)