Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > Six Nations - Fantasy Rugby


Posted by: Gio_G83 3 Feb 2023, 16:19
სადმე რამე ლინკი ხომ არ დევს?

გავერთობოდით?
boli.gif

Posted by: BigG 3 Feb 2023, 17:29
ეს ვირტუალური 6 ერის თემაა?
თუ იცით, რაგბი ტვ გადმოსცემს მატჩებს?

Posted by: iverieli 4 Feb 2023, 21:17
ვაა ვანდერმერვემ რა სლალომი მოაწყო, მთელ ინგლისის დაცვაში გაისეირნა.

ამიტომ მიყვარს რაგბი

Posted by: lepori 4 Feb 2023, 21:31
https://www.facebook.com/groups/570992724940427/posts/575906611115705

ფბ ჯგუფიდან
სექტორი 208

Posted by: ratomac aRa 4 Feb 2023, 21:44
შემდეგ ტურში ფრანგებს უწევთ წაგება

Posted by: donmixo777 4 Feb 2023, 23:01
შოტლანდია ინგლისი როგორ დამთავრდა?

Posted by: BigG 4 Feb 2023, 23:07
donmixo777
QUOTE
შოტლანდია ინგლისი როგორ დამთავრდა?


სკოტებმა მოიგეს.

Posted by: p-38 5 Feb 2023, 19:28
ამაშუკელის გაუთავებელი და მატრაკვეცული
ლაქლაქი მარტო მე მაღიზიანებს?

Posted by: BigG 5 Feb 2023, 21:32
p-38
QUOTE
ამაშუკელის გაუთავებელი და მატრაკვეცული
ლაქლაქი მარტო მე მაღიზიანებს?


ჩემთვის ნიკას საუბრის სტილი ნაკლებ მნიშვნელოვანია. პროფესიონალის ახსნა-განმარტებებია ძალზე საჭირო. მივესალმები მის (და სხვა მსაჯების) მონაწილეობას გადაცემებში.

Posted by: ratomac aRa 5 Feb 2023, 21:43
QUOTE
ამაშუკელის გაუთავებელი და მატრაკვეცული
ლაქლაქი მარტო მე მაღიზიანებს?


კი

Posted by: ratomac aRa 11 Feb 2023, 18:38
რა ლელოები, რა თამაში

ამის მერე ჩვენებზე აღარ შეიხედება, კიდევ კაი პირველებმა ვითამაშეთ biggrin.gif

დაიღუპენ მამლები ლამის, წითელს გადარჩნენ

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 11 Feb 2023, 20:04
თუ ამ თამაშს არ უყურებ, რაგბი არ გიყვარს up.gif

Posted by: BigG 11 Feb 2023, 20:05
კომენტატორი ვად დერ ფილერს წარმოთქვამს? ვან დერ ფლიერი არ არის?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 11 Feb 2023, 20:10
BigG
QUOTE
ვან დერ ფლიერი

ფან დე ფლიერ

Posted by: ratomac aRa 11 Feb 2023, 20:27
QUOTE
ვად დერ ფილერ

QUOTE
ვან დერ ფლიერი

QUOTE
ფან დე ფლიერ


biggrin.gif

Posted by: BigG 14 Feb 2023, 23:49
შეიძლება ინგლისი - უელსი გადაიდოს უელსელი მორაგბეების გაფიცვის გამო. მოთამაშეები კავშირის მიერ საკონტრაქტო ვალდებულებების შეუსრულლებლობას აპროტესტებენ.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 25 Feb 2023, 15:05
დღეს
ჩვენი დროით
18.15 იტალია-ირლანდია
20.45 უელსი-ინგლისი

https://www.myvideo.ge/tv/rtv
https://www.vipbox.lc/italy-vs-ireland-2-live
https://www.vipbox.lc/wales-vs-england-2-live
* * *
ჰალფპენის და ალუნვინ ჯოუნზს ფეხზე ცხვარი აქვთ მობმული up.gif

Posted by: BigG 26 Feb 2023, 19:41
ვინც კომენტატორს იცნობთ გადეცით, რომ სწორია "მარსელიეზა" და არა "მარსელიოზა".

Posted by: p-38 26 Feb 2023, 19:58
QUOTE
ვინც კომენტატორს იცნობთ გადეცით, რომ სწორია "მარსელიეზა" და არა "მარსელიოზა

მანდ მეორე მარგალიტიც იყო,
იტალიამ საკუთარ მოედანზე დამარცხება იზეიმა ფრანგებთანო.

Posted by: ratomac aRa 26 Feb 2023, 20:52
შოტლანდია- ირლანდია კაი კაცი იქნება შემდეგ ტურში

Posted by: KOLKHI 27 Feb 2023, 00:46
დღევანდელი თამაშის ერთერთი მთავარი მოვლენა ორი წითელი ბარათი იყო. ვინც კარგად ერკვევით იქნებ დაწეროთ რამდენად სწორად განსაჯა ამაშუკელმა ეგ მომენტები.


Posted by: iverieli 27 Feb 2023, 10:02
KOLKHI
ეგ წითლები უფრო ვიდეორეფერის დამსახურებაა ვიდრე ნიკასი. მსაჯი ეკითხება როგორ განვსაჯო ეპიზოდიო და ვიდეორეფი ეუბნება გააწითლეო. ვერაფრიტ შეცვლიდა მის გადაწყვეტილებას

Posted by: ferrari1000 27 Feb 2023, 10:48
KOLKHI
წითლები იყო ორივე, თავში კონტაქტი (მხრით და თავითაც) უპირებოდ წითელია თუ რამე შემამსუბუქებელი გარემოება არ არის, მაგ მეტოქის უცაბედი სიმაღლის ცვლილება.
ამ შემთხვევაში მსგავის არაფერი არ იყო, ამიტომ წითელია.

Posted by: BigG 27 Feb 2023, 11:38
ამ მატჩის წითელ ბარათებზე ორიოდე უცხოური პუბლიკაცია წავიკითხე. ორივე ამართლებს ამაშუკელის გადაწყვეტილებებს.

Posted by: KOLKHI 27 Feb 2023, 15:26
მადლობა! მე Rugbypass-ზე ვნახე სტატია და იქაც იგივეს ამბობენ. ერთადერთი ფრანგის შემთხვევაზე წერენ რომ ამაშუკელმა ვერ დაინახა თავიდან წითელი ბარათის აუცილებლობაო და ტმო-ს და უფრო გამოცდილი მსაჯების ჩარევა გახდა საჭიროო.


Posted by: BigG 11 Mar 2023, 17:54
ვისაც ჩვენი არხების დაჭერა უჭირს, მათ შეუძლიათ 6 ერის თამაშები რაგერზე იხილონ: https://rugger.info/

Posted by: iverieli 12 Mar 2023, 00:56
ინგლისის ასე გაფარჩაკწბას ნამდვილად არ ველოდი. ასე დაეტყო ედის წასვლა ინგლისს smile.gif

Posted by: Raven 12 Mar 2023, 02:28
ფრანგები მაგარ გუნდს ხოდავენ მსოფლიოსთვის..............

Posted by: ArxeoptericS 13 Mar 2023, 00:50
iverieli
QUOTE
ინგლისის ასე გაფარჩაკწბას ნამდვილად არ ველოდი. ასე დაეტყო ედის წასვლა ინგლისს

ფრანგებსაც უძლიერესი ნაკრები ყავთ, ძალიან მაგრად ითამაშეს, თუმცა საკუთარ კედლებში ასეთი თამაში არ ვიცი...

Posted by: BigG 18 Mar 2023, 20:17
უელსთან მოგების კარგი შანსი გვაქვს, თუ 10 ნომერზე ბიგარს დაგვიყენებენ.
ისე, უელსს 10 ნომრის პოზიციაზე მაგარი ჩავარდნა აქვს.

Posted by: ratomac aRa 18 Mar 2023, 21:51
კაცი გაუგდეს ინგლისს

მეორე ტაიმში ამოავსებს ირლანდია

Posted by: iverieli 25 Feb 2024, 21:45
საფრანგეთმა იტალიასთან იგივე გაიმეორა რაც ჩვენ მსოფლიოზე პორტებთან. აქაც იტალიელებმა ბოლო წუთზე გასატანი ჯარიმა გამაზეს.

არადა რო მოეგოთ მაგრა გაასწორებდა

Posted by: qarizmatuli 9 Mar 2024, 19:55
რასელი იტალიისკენაა...............

Posted by: iverieli 9 Mar 2024, 22:52
ომაჰონი იმენნა ზარალია, რაც მალე გაუშვებენ ნაკრებიდან მით უკეთესი. სულ უხეშობის ზღვარზე თამაშობს. ინგლისს ეს თამაში რო წაეგო ჯორჯ ფორდის სინდისზე იქნებოდა იმდენი დარტყმა გააფუჭა.

მაგარი თამაში იყო up.gif

Posted by: Raven 10 Mar 2024, 11:15
საოცარი თამაში იყო, საუკეთესო ჯერჯერობით ამ ტურნირზე.

Posted by: iverieli 11 Mar 2024, 10:51
ხის კოვზი ისევ იტალიას დაეჩება alk.gif

Posted by: rachveli1 11 Mar 2024, 12:18
QUOTE (iverieli)
ხის კოვზი ისევ იტალიას დაეჩება alk.gif


მაგისთვის უელსმა უნდა მოუგოს ჯერ
ეხლა ასეთი სიტუაციაა

იტალია 7ქ ბურთების სხვაობა -37, ლელოების სხვაობა -6
უელსი 3ქ ბურთების სხვაობა -48, ლელოების სხვაობა -4

თანაბარ ქუელბზე ბურთების სხვაობით წყდება
ანუ უელსმა ან ბონუსით უნდა მოუგოს, ისე რომ იტალიამ ბონუსი ვერ აიღოს მაშინ 8ქ ექნებათ და 1 ქულით გაასწრებენ
თუ იტალიამ ბონუსი აიღო, ან უელსმა ისე მოუგო უბონუსოდ, რომ იტალაიმ არ აიღო არც ერთი ბონუსი და თანაბარი ქულებით დაასრულეს მაშინ 11 ქულით უნდსა მოუგოს უელსმა ისე რო ლელოების სხვაობა უკეთესი ჰქონდეს ან 12 ქულით, ლელოებზე რო არ გადავიდნენ
ულსის 4 ქულის შემთხვევაში 1 ბონუსის რო აიღოს იტალაიმ ქულებით ასწრებს
აგრეთვე 5 ქულით თუ მოიგო უელსმა და იტალიამ წაგების ბონუსიც და ლელოების ბონუსებიც თუ აიღო მაშინ ასწრებს 1 ქულით
თუ

Posted by: jora84 11 Mar 2024, 12:35
////////////////////////////////////////////////

Posted by: GIORGI112 13 Mar 2024, 17:19
ხის კოვზს იღებს ის ვინც ყველა თამაშს წააგებს.

ასე რომ იტალია ბოლო ადგილზეც რომ გავიდეს აღარ ემუქრება ხის კოვზი

Posted by: iverieli 16 Mar 2024, 21:47
ვივა იტალია ვავა უელსი. ხის კოვზს გაუფრთხილდეს biggrin.gif

ნამდვილად არ მეგონა

Posted by: Raven 16 Mar 2024, 22:22
ეგეც შენი იტალია, დაივიწყეთ ჩვენით ჩანაცვლება იტალიის ერთი 10 წელი კიდე, ეყოფათ ეს დრო ბოლო 2 მოგება.

Posted by: speed 17 Mar 2024, 02:22
უელსი 3 წლის წინ ჩემპიონი იყო და დღეს ყველა წააგეს

საფრანგეთი ინგლისი კაი იყო ძაან

Posted by: ratomac aRa 17 Mar 2024, 08:25
QUOTE
საფრანგეთი ინგლისი კაი იყო ძაან


ფეხით რომ დაარტყეს წინ ეგ ლელო მომეწონა

QUOTE
ხის კოვზს გაუფრთხილდეს


რა სამარცხვინო გუნდთან წავაგეთ , ასეთი სუსტი ალბათ აღარც იქნება

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 18 Mar 2024, 12:17
2021 შემდეგ
ირლანდიამ მოიგო 33 თამაში 37 დან

Posted by: BigG 31 Jul 2024, 15:07
ფული რას შვრება:
ყატარს სურდა 2026, 2028, 2030 და 2032 ლიგის ფინალების ჩატარება, რაშიც ჯამში 800 მილიონ ფინტს იხდიდა. ფრანგებმა და აირიშებმა არაო. SANZAAR გაბრაზდა - ჩვენ მაქედან მიღებული თანხით ფინანსურ პრობლემებს გადავწყვეტდითო. თუ ეგრა, მაშინ კომპენსაცია გადაგვიხადეთო.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)