Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > საქართველო რუმინეთი


Posted by: jora84 10 Aug 2023, 19:24
ჩვენი რაზმი რუმინეთის წინააღმდეგ გასახურებელ შეხვედრაში.

user posted image

შეხვედრა 12 აგვსიტოს 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

Posted by: Anatory 10 Aug 2023, 19:27
მე 2 შემადგენლობას ტესტავს თუ რა ხდება ვერ გავიგე? smile.gif

Posted by: jjj 10 Aug 2023, 19:28
8 სთ-ზე ადრე არ უნდა დაენიშნათ თამაშები, ძალიან ცხელა sad.gif

Posted by: FinEx 10 Aug 2023, 19:30
QUOTE (Anatory @ 10 Aug 2023, 19:27 )
მე 2 შემადგენლობას ტესტავს თუ რა ხდება ვერ გავიგე? smile.gif

ცალსახად როტაციის ხალხისთვის თამაშია, ნუ 2-3 კაცის გამოკლებით

Posted by: jora84 10 Aug 2023, 19:31
Anatory
QUOTE
მე 2 შემადგენლობას ტესტავს


ყველას აძლევს შანსს

Posted by: levanizg 10 Aug 2023, 19:35
კარგი შემადგენლობაა, გასახურებელი თამაში მაგისაა. წარმატებები ბიჭებსა და რაც მთავარია ჯანმრთელობა.

Posted by: Anatory 10 Aug 2023, 19:51
QUOTE (jora84 @ 10 Aug 2023, 19:31 )
Anatory
QUOTE
მე 2 შემადგენლობას ტესტავს


ყველას აძლევს შანსს

კი, მესმის. ისე ჯობდა რო 8 ზე ან თუნდაც 9 ზე ყოფილიყო თამაში, უბრალოდ არაადეკვატურად ცხელა დღესაც და პროგნოზებით 1 კვირაშიც იგივე ამინდია

Posted by: BigG 10 Aug 2023, 20:16
სწორია, რომ ისინი არ დააყენა, ვისაც მცირეოდენი ტრავმა მაინც ქონდა.
არეული თამაში იქნება. ეს შემადგენლობა შეთამაშებული არაა. იმათზე ლაპარაკი ზედმეტია.

Posted by: Gio_G83 10 Aug 2023, 20:17
QUOTE
ჩვენი რაზმი რუმინეთის წინააღმდეგ გასახურებელ შეხვედრაში

კარგად გადაგვიხალისებია

ვლახების სასტავი არის სადმე, თუ ეგ აღარ გვაინტერესებს?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 10 Aug 2023, 21:07
გაჩე 7 ზე
ფიჯისთან 6+2 ით უნდა გავიდეთ და გაჩე შეცვლიდან შემოვიდეს

Posted by: მადეირა 10 Aug 2023, 21:12
ახალი კონსულტანტი ჰყავთ

_____

Posted by: BigG 10 Aug 2023, 21:25
შემადგენლობას კიდევ ერთხელ გადავხედე და კითხვა დამებადა: ამ რაზმში რომელი რგოლია შემოქმედებითი? მგონი, არცერთი. გამოდის, რომ აიღე-მიეძალეს ვითამაშებთ. ამ ეტაპზე, შესაძლოა სხვა საჭირო არც იყოს.

Posted by: jora84 10 Aug 2023, 22:24
BigG

ამ შემაგდენლობით აიღე და მიეძალეც ძაან საეჭვოა, მითუმეტეს მესამე ხაზში

Posted by: levanizg 10 Aug 2023, 23:10

Posted by: Judas Iscariot 10 Aug 2023, 23:22
მადეირა
QUOTE
ახალი კონსულტანტი ჰყავთ

ეს ჩვენც გვყავდა კონსულტანტად.

თუ კარგად მახსოვს, 2007 წლის მსოფლიო თასზე

Posted by: xDavid_S 11 Aug 2023, 11:29
QUOTE (Judas Iscariot @ 10 Aug 2023, 23:22 )
მადეირა
QUOTE
ახალი კონსულტანტი ჰყავთ

ეს ჩვენც გვყავდა კონსულტანტად.

თუ კარგად მახსოვს, 2007 წლის მსოფლიო თასზე

კოტერთან მსოფლიომდე ჩავიდნენ მწვრთნელები და ჩვენი თამაშები გაარჩევინეს

უშუალოდ მსოფლიოზე ანრი ბრონკანი იყო კონსულტანტი

Posted by: Franziskaner 12 Aug 2023, 12:43
9ზე რომ ყოფილიყო რა გვიშლიდა ხელს? 35 გრადუსში სტადიონზე ჯდომას რა აჯობებს

Posted by: jora84 12 Aug 2023, 13:13
ოთარ ლაშხი ბაბუის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.


user posted image

Posted by: LOFTY 12 Aug 2023, 13:51
ძმებო ხო არ იცით იუთუბზე ლაივი იქნება თამაშის?

Posted by: jora84 12 Aug 2023, 14:35
LOFTY

იუთუბზე არ იქნება.

Posted by: ratomac aRa 12 Aug 2023, 16:06
QUOTE
9ზე რომ ყოფილიყო რა გვიშლიდა ხელს? 35 გრადუსში სტადიონზე ჯდომას რა აჯობებს


9ს ვინ ჩივის 7ზე მაინც დაენიშნათ

Posted by: jora84 12 Aug 2023, 16:42
ratomac aRa

შვიდზეა ისედაც biggrin.gif

Posted by: ratomac aRa 12 Aug 2023, 16:51
QUOTE
შვიდზეა ისედაც


უი 6 რატომ მახსოვდა აბა spy.gif

კაი ამერიკაზე წავალ მაშინ, დღეს კალათბურთია biggrin.gif

QUOTE
9ზე რომ ყოფილიყო რა გვიშლიდა ხელს? 35 გრადუსში სტადიონზე ჯდომას რა აჯობებს


8ზე მაინც დაეინიშნათ

Posted by: sandrikia 12 Aug 2023, 19:49
საშინელი თამაშით ვიგებთ!! ) ლაშხს აშკარად უჭირს დაკიდებულ ბურთებზე!!

Posted by: Christian Cullen 12 Aug 2023, 19:52
ნუ რუმინეთს თუ უნდა მოგება, ასეთ თამაშში უნდა მოგვიგოს. ისეთი შთაბეჭდილებაა, სიცხის გამო ერთი სული აქვს ორივე გუნდს, დროზე მორჩნენ

Posted by: jjj 12 Aug 2023, 20:02
საფრანგეთში დილით ხომ არ გვიწევს თამაშები და სიცხიან გარემოს ხომ არ ვტეტსატვთ? smile.gif

Posted by: burke 12 Aug 2023, 20:11
ძალიან სუსტია რუმინეთი


30 რუმინეთი

Posted by: sandrikia 12 Aug 2023, 20:11
მეორე ტაიმში საერთოდ სხვა გუნდი გამოვედით!!! ))

Posted by: kande1995 12 Aug 2023, 20:28
ესაა მეორე შემადგენლობით ვართო? biggrin.gif

Posted by: ქარიმან სეტიელი 12 Aug 2023, 20:48
50 ქულა სხვაობა gigi.gif



....................

Posted by: ArxeoptericS 12 Aug 2023, 20:50
ნარიაშვილი სტატიკაშიც და დინამიკაშიც ძალიან შესუსტებულია სამწუხაროდ

მოდებაძე ძალიან აქტიურობდა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არ უნდა დარჩეს მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა, ბევრი გადაცემა არ გააკეთა რაც უეჭველი გასაკეთებელი იყო...

ნუ სხვა რა დავწერო არც ვიცი, ან ჩვენ გავძლიერდით მაგრად ან რუმინეთია ძალიან დასუსტებული, ან ორივე ერთად...

ვნახოთ აბა ამერიკასთან რას ვიზამთ.

გილოცავთ გამარჯვებას

Posted by: მალატესტა 12 Aug 2023, 20:54
ძალიან ცუდია რუმინეთის ასე ჩაყლევება

გინდა არ გინდა, ერთ ბედ ქვეშა ვართ ჩვენ და რუმინეთი

აღარც სპარინგისთვის ვარგა უკვე.

Posted by: ELguja90 12 Aug 2023, 21:03
მალატესტა
QUOTE
ძალიან ცუდია რუმინეთის ასე ჩაყლევება

გინდა არ გინდა, ერთ ბედ ქვეშა ვართ ჩვენ და რუმინეთი

აღარც სპარინგისთვის ვარგა უკვე.

პორტუგალიამ და ესპანეთმა იქნება ივარგონ user.gif

Posted by: gochela1 12 Aug 2023, 21:13
ძმატცი,რა ხდება,შავმა ლომმა რუმინეთს ასეთი სხვაობით მოუგო???
ლევან,რას უშვები მუხებს.
სულ დამეკარგა მუღამი

Posted by: Gio_G83 12 Aug 2023, 21:16
+50 ქულით ვიწყებთ
ეს ყელაფერი შავი ლომით
რა ვიცი
ყოჩაღ! smile.gif )))
იმედია ჭყოის არაფერი სჭირს

Posted by: donmixo777 12 Aug 2023, 21:31
გამარჯვება გასახარია რა თქმა უნდა.......

მაგრამ რუმინეთი ისეა
QUOTE (მალატესტა)
აღარც სპარინგისთვის ვარგა უკვე.



აბა ვნხოთ ემერიკაცgivi.gif

როდისაა თამაში ისე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და სად?

Posted by: Gio_G83 12 Aug 2023, 21:35
ფასარჩევიც ბევრი არაფერია
რაღაც დეტალების გარდა: 33 კაცი 18-15 პრინციპით, ვნახოთ
QUOTE
სტრატეგიულ პარტნიორებთან
თამაშის მერე

Posted by: ArxeoptericS 12 Aug 2023, 22:02
რა სჭირს აქაურობას?

თამაშის მერე სულ 5 კომენტარი გაკეთდა თემაში :დ

Posted by: AVIATORI01 12 Aug 2023, 22:11
QUOTE
რა სჭირს აქაურობას?

თამაშის მერე სულ 5 კომენტარი გაკეთდა თემაში :დ

ძველები ,,დავბერდით'' და წერითმა ენთუზიაზმა მოიკლო, ახალგაზრდებს ფეისბუქში აქვთ თავშესაფარი, ასე რომ ლოგიკურია ფორუმის კვდომა

Posted by: BigG 12 Aug 2023, 22:13
ArxeoptericS
QUOTE
რა სჭირს აქაურობას?
თამაშის მერე სულ 5 კომენტარი გაკეთდა თემაში :დ


გვაცლეთ ბატონო,
ჯერ სტადიონიდანაც კი არ დავბრუნებულვართ.
ამ რუმინეთს მსოფლიოზე რა უნდა? იქ ალბათ, ყველაზე სუსტი გუნდი იქნება.
ჩვენებზე რა გითხრათ. პირველ ტაიმში იგრძნობოდა შეუთამაშებლობა, თუმცა 85% შავი ლომი იყო. დაცვაში იყო "გამაზული" ბოჭვები.
მოდებაძე არ მომეწონა - პარტნიორებს ვერ თუ არ ხედავს?
ნაროს და ჯაფარიძეს სათამაშო პრაქტიკა აკლიათ.
კარგი 9 ნომრები სულ სხვაა. იგრძენით შავი ლომის სისუსტე სად არის?
ტაბუცაძე კარგი იყო.

პ.ს. პირველში ჩვენები ჯარიმებს კარში რატომ ურტყმადნენ?

Posted by: Gio_G83 12 Aug 2023, 22:20
ანთიმოზ ივერიელის თასი უნდა გაძეგლდეს თბილისში!

Posted by: მადეირა 12 Aug 2023, 22:30
ტაბუცაძემ მამუკას რეკორდი მოხსნა 28 ლელო აქვს უკვე

Posted by: giorgi219 12 Aug 2023, 22:44
კარგი ვარჯიში გამოგვივიდა. სიცხე ცუდად მოქმედებდა და ცოტა დასვენება აუცილებელია.

აშშ უფრო ძლიერი გუნდია და რუმენეთი მაგათაც დაამარცხეს გასულ კვირას. წესით უფრო კარგი ჯახი იქნება მომავალ ტურში და ისიც სამწუხაროა რომ თვითონ აშშ არ არის მსოფლიოზე, რადგან ახლა მიდის მანდ რაგბის განვითარება და ფულის მოზიდვისთვის კარგი იქნებოდა მსოფლიოზეც რომ ყოფილიყვნენ. ჩვენი მორაგბეების ახალი ნავსაყუდელი მგონია ამერიკული მეიჯორ ლიგა. კანადაც უნდა იყოს მსოფლიოზე, მაგრამ ვერც ეგ არის. აი, ნამიბიის მსგავს ქვეყანას რა უნდა მსოფლიოზე, როცა ეს ორი გიგანტი ქვეყანა არ არის.

Posted by: ratomac aRa 12 Aug 2023, 22:49
ამერიკასაც დავადებთ, ერთ 20 ქულას ვვარაუდობ




Posted by: levanizg 12 Aug 2023, 23:08
ცოტა ხანში დაიწყება პორტუგალია - აშშ საინტერესო თამაში უნდა იყოს.

Posted by: Lotkinski 12 Aug 2023, 23:15
სტადიონიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუმინეთის გუნდი, რომელიც გმირულად იცავდა თავს .... და ასე შემდეგ...


ეს ის თამაში არ იყო, სადაც ჩვენს ძლიერ და სუსტ მხარეებს გამოვარჩევთ, აი დოტლანდიასთან თამაშის მერე ვიბაასოთ და განვიხილოთ მსოფლიოზე ჩვენი შანსები

Posted by: FinEx 12 Aug 2023, 23:15
QUOTE (giorgi219 @ 12 Aug 2023, 22:44 )
კარგი ვარჯიში გამოგვივიდა. სიცხე ცუდად მოქმედებდა და ცოტა დასვენება აუცილებელია.

აშშ უფრო ძლიერი გუნდია და რუმენეთი მაგათაც დაამარცხეს გასულ კვირას. წესით უფრო კარგი ჯახი იქნება მომავალ ტურში და ისიც სამწუხაროა რომ თვითონ აშშ არ არის მსოფლიოზე, რადგან ახლა მიდის მანდ რაგბის განვითარება და ფულის მოზიდვისთვის კარგი იქნებოდა მსოფლიოზეც რომ ყოფილიყვნენ. ჩვენი მორაგბეების ახალი ნავსაყუდელი მგონია ამერიკული მეიჯორ ლიგა. კანადაც უნდა იყოს მსოფლიოზე, მაგრამ ვერც ეგ არის. აი, ნამიბიის მსგავს ქვეყანას რა უნდა მსოფლიოზე, როცა ეს ორი გიგანტი ქვეყანა არ არის.

თამაში ისწავლონ და იქნებიან, ბოლოს ჩილემაც ჩაუდო მემგონი შესარჩევზე აშშ-ს
კანადა საერთოდ თაიერ 2-იც აღარ არის
ასე რომ თუ თამაშს და მოგებას ისწავლიან გავლენ მსოფლიოზე,
ნამიბია არ ვიცი ეხლა რა გუდნია მაგრამ კანადას უეჭველი მოუგებს

Posted by: CdeSe 12 Aug 2023, 23:34
ეროვნული ნაკრებების დონეზე ზედიზედ რვა თამაში მოგვიგია როდისმე? შტატებთან მოგების შემთხვევაში მეცხრე იქნებოდა, მგონი 9-ჯერ ზედიზედ არასოდეს გაგვიმარჯვია.

Posted by: kvangel 13 Aug 2023, 00:43
მატკავა როგორ დაღვინდა. კაი ბიჭია.
გუნდი კარჰ ფიზიკურ ფორმაშია. ამ ხვატში დიდი ენერგიით ითამაშეს.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 13 Aug 2023, 01:11
user posted image

50 ქულას ვუგებთ ბელგია-ჰოლანდია-გერმანიას

Posted by: jora84 13 Aug 2023, 02:54
Datvlas-vin-gtxovs
QUOTE
50 ქულას ვუგებთ ბელგია-ჰოლანდია-გერმანიას


და რუმინეთს user.gif

Posted by: ratomac aRa 13 Aug 2023, 08:25
შოტლანდია იქნება რეალური ტესტი, ამერიკას რუმინეთის გზას გავუყენებთ

Posted by: giorgi219 13 Aug 2023, 09:33
ჩვენს ყველა მეტოქეს აქვს ძალიან მაგარი ტესტები. სულ ტოპებს ეთამაშებიან და მაღალ ტემპში არიან. ეს მათთვის კარგია და მეტ მომზადებას გადიან, ჩვენ კი დაგვტოვეს მაჩანჩალა რუმინეთის და აშშ-ს ამარა.

მხოლოდ ერთი წესიერი ტესტი გვაქვს შოტლანდიასთან და ისიც გასვლაზე, თან უკვე ბოლოში.

მეორეს მხრივ, ეს გამოწვევაა მაისასთვის და გავეშებულები უნდა გაუშვას ჩვენი ბიჭები პირველივე შეხვედრაში ვოლაბებთაბ და დედა #####ანან თავიანთი მახვშებიანად შიგ პარიზში.

ფიჯიმ, უელსმა და ავსტრალიამ იმდენი ითამაშეს უკვე, რომ იმედი მაქვს კარგად დაიქანცნენ და დაიჩეჩქვნენ, ისე რომ ჩვენი ლომების დანახვა არ უნდოდეთ იქნებოდეს.

ძალიან გაბრაზებული ვარ ამათ უნამუსობაზე და იმედი მაქვს მიუზღვავენ სათანადოდ ჩვენი ბორჯღალოსნები. მთელი ერი და მომავალი ამათ შეყურებს იმედით.

ბევრი ქართველი დავესწრებით თამაშებს და წამოვიღებთ დროშებსაც. ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს მთელ სტადიონზე!!!

მე პირადად მგონია რომ ოთხივე თამაშს მოვიგებთ ჯგუფში და ფურორს მოვახდენთ.
იტალიასთან რომ დარწმუნებული ვიყავი არ ჯეროდათ. უელსთან რომ მოვიგეთ კანონზომიერი იყო მეთქი და როგორო? როგორ და ძალიან მაგარი თაობა მოვიდა და ჯერ კიდევ არ არის საქვეყნოდ აღიარებული, მაგრამ ამ მსოფლიოს მერე მოხდება!!! სამწვრთვნელო შემადგენლობა გვყავს ძალიან კარგი კიდევ და ედის და მისნაირების დამიწებას მოვესწრებით მალე.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 13 Aug 2023, 11:05
QUOTE
ავსტრალია

შეიძლება სულაც ჯგუფში ჩარჩეს

Posted by: valiadolidi 13 Aug 2023, 13:12
უკანა ხაზი კარგი იყო მატკავა - მოდებაძე კარგად არიან
ჭეიშვილის საუკეთესო თამაში იყო
გაჩეჩილაძე ერთ ერთი გამორჩეული იყო
ვფიქრობ ამ მოთამაშეებმა კარგად გამოიყენეს შანსი

ძირითადი ჯგუფი ვინც ითამაშა ყველა კარგ ფორმაშია




Posted by: Zzebulon 13 Aug 2023, 15:13
თამაშს ვერ ვუყურე და ჰაილაითებიც ვერ ვნახე ვერსად. კავშირის ფეიჯიც არ იძებნება და რაგბი ტვ- ზეც არ დევს. რა ხდება ძინავთ?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 13 Aug 2023, 15:29
აქ https://www.youtube.com/watch?v=GSI-t3I3nyA
1:49:11 დან ნახეთ აბულაძე რა კარგად აზროვნებს

Zzebulon
რჩეული მომენტები https://www.youtube.com/watch?v=pFNmvOGvUdc
სრულად https://www.youtube.com/watch?v=GSI-t3I3nyA

Posted by: AVIATORI01 15 Aug 2023, 08:39
რუმინული პრესისთვის ვინმეს ხომ არ გადაუვლია თვალი?

Posted by: RugbyFE 15 Aug 2023, 11:18
QUOTE
რუმინული პრესისთვის ვინმეს ხომ არ გადაუვლია თვალი?


მე რაც ვნახე მაგათ ფეისბუქ გვერდზე, მწვრთვნელებს ახურავენ დისტრაკებს და მართლებიც არიან. სისტემური ცვლილების შემთხვევაში მეტი შეუძლიათ აშკარად, მაგარამ არ ეშვებიან ამ ჯაჯგურა რაგბს ჯერ-ჯერობით.

Posted by: jora84 15 Aug 2023, 11:48
RugbyFE
QUOTE
შემთხვევაში მეტი შეუძლიათ აშკარად


არანაირად არ შეუძლიათ მეტი, არ ყავთ მოთამაშეები და თავქვე მიექანებიან შეუქცრვადად.

Posted by: Gio_G83 23 Aug 2023, 00:00
QUOTE
მატკავა როგორ დაღვინდა. კაი ბიჭია.


3 წლის წინანდელი U18 ის შემდეგ აშკარაა პროგრესი, თუმცა უელსთან საჯარიმოს გარდა ჯერ წნეხში და უმაღლეს დონეზე გამოცდილება დასაგროვებელი აქვს - იმედია ამ ჭერსაც შეწვდება და მგეზავის როლს ბორჯღალოსნების სათამაშო სქემაში კიდევ უფრო მაღლა ასწევს

Posted by: Tibaani71 23 Aug 2023, 08:18
მატკავა პროგრესირებს და თუ ასე გააგრძელა კარგი 10 გვეყოლება მრავალი წელი!

Posted by: Gio_G83 23 Aug 2023, 15:10
QUOTE
მატკავა პროგრესირებს და თუ ასე გააგრძელა კარგი 10 გვეყოლება მრავალი წელი!


Ძალიან პროგრესირებდეს და ბევრი კონკურენტი ავიწროებდეს მირჩევნია smile.gif wink.gif


Posted by: xDavid_S 12 Oct 2023, 22:17
ვაჰ, ეს რა მოსვლია sad.gif ვლახების ლეგენდარული #9 - პეტრე მიტუ

user posted image
user posted image

Posted by: QUT7 12 Oct 2023, 22:21
xDavid_S
QUOTE
ვლახების ლეგენდარული #9 - პეტრე მიტუ


როგორ გვიშრობდა სისხლს...ხანდახან მარტო გვიგებდა თამაშს...

Posted by: xDavid_S 14 Oct 2023, 18:11
QUT7
კი, ძალიან კლასიანი ვინმე იყო

Posted by: FinEx 14 Oct 2023, 18:17
QUOTE (xDavid_S @ 14 Oct 2023, 18:11 )
QUT7
კი, ძალიან კლასიანი ვინმე იყო

სისხლს გვიშრობდა ფაქტიურად ნახევარი გუნდი იყო

50-20 წესი რომ ყოფილიყო საერთოდ ვერ მოვუგებდით ისეთი ფეხი ქონდა
ჩვენ ჯაჯგურით ჩავიტანდით იმათ 22-ში და ერი დარტყმით უკან გვაბრუნებდა ჩვენ 5 მეტრიანში gigi.gif

საწყენია რა მოუვიდა ნეტა

Posted by: xDavid_S 14 Oct 2023, 19:58
FinEx
QUOTE
საწყენია რა მოუვიდა ნეტა

amyotrophic lateral sclerosis (ALS) or Charcot's disease

Posted by: FinEx 14 Oct 2023, 20:35
QUOTE (xDavid_S @ 14 Oct 2023, 19:58 )
FinEx
QUOTE
საწყენია რა მოუვიდა ნეტა

amyotrophic lateral sclerosis (ALS) or Charcot's disease

საშინელი დაავადებაა ნელნეა კარგავ სხეულზე კონტროლს და ბოლოს ვეღარც ლაპარაკობენ ხოლმე
ეხლა რაღაც პრეპარატები არის რომ ძალიან არ განვითარდეს ადრე ეგეც არ იყო :

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)