Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > რაგბი > 18-წლამდე რაგბი ევროპის ჩემპიონატი |
Posted by: jora84 14 Sep 2021, 14:46 |
2-9 ოქტომბერს რუსეთში რაგბი ევროპის ეგიდით 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ცვლილებებია სამწვრთნელო შტაბში: მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი იქნება, ხოლო სამწვრთნელო შტაბში პაატა მაისურაძე და თორნიკე ბუბუტეიშვილი. მოახლოებული ტურნირისთვის ნაკრები მარტყოფის ბაზაზე, იზოლაციაში ემზადება. ნაკრების გაფართოებული სია: განრიგი და მეტოქეები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ბიჭებისთვის დამატებითი მოტივაცია ის არის, რომ მთავრობის დადგენილების მიხედვით თუ ამ ევროპას მოიგებენ უმაღლესში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან |
Posted by: soso_j 14 Sep 2021, 15:25 | ||||
jora84
ვესად ვიპოვე და გუნდები ისევ იგივე იქნება? თუ ვინმე ამოვიდა ქვემოდან? https://www.rugbyeurope.eu/competitions/u18-championship-2019/ |
Posted by: BigG 14 Sep 2021, 15:29 |
jora84 ვიღაც ნიჭიერ 17 წლის მგეზავზე იყო საუბარი. გვარი არ მახსოვს. არის შემადგელობაში? რიკაძე - გამახსენდა |
Posted by: jora84 14 Sep 2021, 15:37 |
BigG ხელაძე? აგვისტოში იყო სიაში. |
Posted by: BigG 14 Sep 2021, 15:38 |
jora84 არა, რიკაძე. აგვისტოში ტრავმის გამო ვერ წავიდა |
Posted by: jora84 14 Sep 2021, 15:38 | ||
soso_j
საშტატო განრიგს და წლიურ ბალანსს გზაში დაგაწევთო * * * BigG ეგ არ ვიცი რომელია. |
Posted by: BigG 14 Sep 2021, 15:44 |
Georgia, Spain, Russia, Portugal, Germany, Netherlands, Romania and Germany - ეს შარშანდელი შემადგენლობაა. ახალი, თუ დაემატა ევროპა რაგბის გვერდზე ჯერ არ წერია. მნიშვნელოვანი ინფო რაგერიდან: Чемпионат Европы U18 пройдёт в Калининграде с 3 по 9 октября. За победу поборются сборные России, Нидерландов, Бельгии, Грузии, Португалии, Румынии и Испании и победитель квалификации между Чехией, Польшей и Швейцарией. |
Posted by: burke 14 Sep 2021, 18:08 | ||
ჩვენ გვაქვს ტვინი უკუღმა მოწყობილი არაფერი, არაფერი ამ ქვეყანას არ ეშველება |
Posted by: BigG 14 Sep 2021, 19:14 |
რიკაძე 19 წლის ყოფილა და ლელოს მგეზავია. ვნახოთ ეროვნულში როგორ ითამაშებს. |
Posted by: jora84 14 Sep 2021, 19:22 | ||
BigG
გერმანელები მოუქესტავთ, ნეტავ რა დააშავეს? |
Posted by: BigG 14 Sep 2021, 19:45 |
jora84 ვერ ხვდები? თავის დროზე მერკელმა ნატო-ში, რომ არ შეგვიშვა მაგაზე მორარიუ ძალიან გაბრაზებულა. შარშან, როგორც ჩანს ბოლოზე გავიდნენ. |
Posted by: jora84 14 Sep 2021, 19:47 |
BigG რუმინელები გავუდნენ ბოლოზე(პლეიოფი ნიდერლანდთან წააგეს), მაგრამ მორარიუ თავის შვილს ხომ არ მოკლავდა? |
Posted by: dishosdzisdze 14 Sep 2021, 19:55 | ||
ვისაც უმაღლესი ბოდიში და... არ აინტერესებს, იმას BMW-ს უყიდიან? !... ბონუსად კენინგსბერგის "როენასთანაც" წაიყვანოს "ტრენერმა" და ეგაა... |
Posted by: AVIATORI01 14 Sep 2021, 19:57 |
იმედს დავიტოვებ რომ 18 წლის ბავშვებივით იქნებიან და მუხლამდე წვერით არ წარსდგებიან საზოგადოების წინაშე |
Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Sep 2021, 09:55 | ||
ბუნდში არეულობაა და კოვიდმაც ძაან დააფრთხოთ |
Posted by: jora84 24 Sep 2021, 10:12 |
ჩეხები დაემწტნენ ტურნირს, რომლებსაც პირველ ეტაპზე შევხვდებით, მერე რუსეთი -ბელგიის წყვილში გამარჯვებულებს ვეთამაშებით ნახევარფინალში. |
Posted by: BigG 24 Sep 2021, 10:44 |
jora84 რაგბი ევროპის საიტზე არაფერია. შენ ეს სად ნახე? |
Posted by: jora84 24 Sep 2021, 10:48 |
BigG მასპინძელი ქვეყნის პირწიგნაკზე. |
Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Sep 2021, 09:06 |
დაუდიათ, ოღონდ უდროებოდ https://www.rugbyeurope.eu/competitions/u18-championships-2021/ (( როცა ვერ იციან, შუაღამეს უთითებენ დროდ )) მერე ვინ ვის ეჯახება, ჩანს ბადეში [POOLS & ] BRACKETS ::: |
Posted by: jora84 28 Sep 2021, 09:20 | ||
ლუკასა და ნიკოს მამა
მანდ ნიდერლანდს ვეჯახებით |
Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Sep 2021, 10:05 |
ორჯერ უწერიათ – ალბათ დააასლეს ... ღამის ორზე'ღა მიხედავდა ადმინი არადა, ამ შაბათს კაცთა ქვედა ჯგუფები იწყება, მაგ ორღობელს კი ჯერ მენიუშიც არ შეუქმნია ბმულები ამიტომ ვართ "მეორე დონის საფიხვნოს" იმედად https://t2rugby.com/viewtopic.php?f=3&t=3045 ხალხმა ჩითა ქვეყნების საითები და ასე, მისხალ'მისხალ შეადგინა ნაკლული განრიგები ::: |
Posted by: jora84 28 Sep 2021, 10:39 |
ლუკასა და ნიკოს მამა შავმა საიტმა შვეიცარიას ვხვდებით პირველ თამაშშიო, ჩამოვყალიბდეთ ბლიად https://rugby.ge/u18-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A9%E1%83%94/ |
Posted by: BigG 28 Sep 2021, 10:59 |
დროები არ უწერიათ. თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 15 სთ.-ზე (ჩვენი დროით) პირველი მატჩი დაიწყება. გამოდის, რომ ჩვენები 21 სთ-ზე ითამაშებენ - კიდეც გაიყინებიან. |
Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Sep 2021, 11:40 |
ორ სტადიონზეა წყვილ წყვილად https://rugby.ru/news/3-oktyabrya-v-kaliningrade-startuet-pervenstvo-evropy-po-regbi-u18/ Четвертьфинальные, полуфинальные, а также игры за 5-е и 7-е места примут стадионы «Сельма» и «Локомотив», а матчи за медали состоятся на арене «Калининград» |
Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Sep 2021, 12:46 |
დავამატე ტაბლოზე http://vue.ge/ რაც ცნობილია წარსული >> http://vue.ge/2021-2022/UXX/U18_TAR.htm ::: |
Posted by: jora84 28 Sep 2021, 15:13 |
30 სიმბოლო. |
Posted by: ratomac aRa 28 Sep 2021, 16:02 | ||
|
Posted by: BigG 28 Sep 2021, 17:55 |
jora84 სამხ აფრიკის ტურნირზე 5-ზე ვინ იდგა? მე ყველაზე ძალიან ეგ მომეწონა. ალბათ 18-ზე უფროსია. |
Posted by: jora84 28 Sep 2021, 18:05 |
BigG მაგ ბიჭები ოპტამ წაასხეს ფრანგებმა და არ გამოუშვეს, ზოგს ასაკითაც არ ერგება. ასევე ჭორად გავიგე, რომ ოცწლამდელებს ნოემბერში ქონიათ ტესტები დაგეგმილი, მაგრამ არც იქ არ აპირებენ ფრანგები ჩვენი ბავშვების გამოშვებას, აქაოდა საერთაშორისო ფანჯარა არ არისო. |
Posted by: otia-83 28 Sep 2021, 18:16 |
ისე საინტერესო იქნებოდა პოზიციებიც მიეწერათ, თავის ფორმის მიხედვით, რომ არ მოგვიწიოს მსჯელობა ვინ დაახლოებით რომელ პოზიციაზე თამაშობს. |
Posted by: jora84 28 Sep 2021, 18:18 |
otia-83 ცოტა ზევით კავშირის შავი საითის ლინკია და იქ წერია პოზიცია-კლუბებით. ამხელა გზაზე 2-2 მეორე ხაზელი და ფრთა მიგვყავს. |
Posted by: otia-83 28 Sep 2021, 18:23 | ||
jora84 მადლობა.
გიგი ქურხული მეორე ხაზსაც თამაშობს მე როგორც ვიცი. |
Posted by: BigG 28 Sep 2021, 19:27 | ||
jora84
სომხეთში, რომ იყოს ტურნირი კიდევ შეიძლებოდა, არა? პ.ს. გუნდში, როგორც მე დავთვალე 9 კლუბის წარმომადგენელია. უკვე კარგია. |
Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Sep 2021, 09:28 |
გუშინ მასპინძელმა გადაამღერა და განავრცო პირვანდელი სტატია, https://rugby.ru/news/kaliningrad-vo-vtoroy-raz-primet-pervenstvo-evropy-po-regbi-u18/ მაგრამ დროები მაინც ვერ ჩამოწერა ალბათ გუნდების ჩასვლას ელოდებიან: ეგებ ვინმე შატალოზე წავიდეს და გადასალაგებელი გაუხდეთ საათობრივი განრიგი – ცხადია, რომ ეზარებათ ზედმეტი ჩალიჩი ::: |
Posted by: jora84 30 Sep 2021, 14:18 |
თამშების დროები დაზუსტდა |
Posted by: BigG 30 Sep 2021, 14:29 |
18:30 უკვე ბნელა, არა? ვითომ დღის 12-ზე ვერ დაიწყებოდა ტური? |
Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Sep 2021, 16:47 |
03/10/2021 16:30 UTC | 18:30:00 (Local) = ჩვენებურად 20.30 |
Posted by: Anatory 30 Sep 2021, 16:56 | ||
სუ რო ბნელოდეს კიდე არაფერი, პირდაპირ განათებულ სტადიონზე შევიდოდნენ. რაღაც დაისის დროა ეგ როცა არც დღეა და არც ღამე. |
Posted by: BigG 1 Oct 2021, 12:10 |
3 ოქტომბერს, კალინინგრადში თბილი (19 გრადუსი), მაგრამ ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. |
Posted by: jora84 2 Oct 2021, 21:12 |
ბავშვები დაირაზმნენ. |
Posted by: Mars_IK 3 Oct 2021, 15:55 |
21-ე წუთია და ესპანეთი უკვე 26-0 უგებს მუხებს |
Posted by: rachveli1 3 Oct 2021, 18:30 |
ესპანეთი - რუმინეთი 45-8 რუსეთი - ბელგია 10-21 |
Posted by: BigG 3 Oct 2021, 18:32 |
ბელგიამ რუსეთს მოუგო 21-10. ჩვენ მაგათ ვხვდებით? |
Posted by: Mars_IK 3 Oct 2021, 18:38 | ||
მგონი კი. მასე თქვა კომენტატორმა. |
Posted by: jora84 3 Oct 2021, 18:40 |
BigG კი ბელგია უწევს ჩვენი თამაშის გამარჯვებულს |
Posted by: ZaWarudo 3 Oct 2021, 18:43 |
18 წლამდელებიო და რა როჟები არიან ნახე :დდ საშუალო ევროპელზე ორჯერ დიდი თავი სუპრემალური კავკასიური მონადირე შემგროვებლების გენები |
Posted by: Corvin von Amber 3 Oct 2021, 19:25 |
გაგვექცენ რუსები, დაგვისხლტდნენ. საზარელი დონეა, რასაც ვხედავ. ამათთან რა გვინდა?.... |
Posted by: levanizg 3 Oct 2021, 20:25 |
1200+ კაცი უყურებს პორტუგალია vs ნიდერლანდების ლაივს არ არის ცუდი ციბრები. გუშინ იუთუბზე ვნახე თითქოს იქაც უნდა გაეშვათ მაგრამ ალბათ გადაიფიქრეს. |
Posted by: Corvin von Amber 3 Oct 2021, 20:30 |
რაგბიიუროპზე ლაივი არ ირთვება. სხვა ლინკი არის რამე? |
Posted by: dishosdzisdze 3 Oct 2021, 20:32 |
ასე კოხტად გაკრეჭილ-გაპარსული ჩვენი ნაკრები მე არ მახსენდება... |
Posted by: levanizg 3 Oct 2021, 20:32 |
Corvin von Amber გეობლოკი ადევს, რაგბი ტვ აჩვენებს |
Posted by: Mars_IK 3 Oct 2021, 20:37 |
სად იყო იქ ჯარიმა? ეს რუსი მსაჯი ვერ არის კარგად |
Posted by: levanizg 3 Oct 2021, 20:40 |
მოლში არ შემოდიან საერთოდ პირველ კაცს ეჭირება ბურთი და ვივლით ეგრე ლელომდე ყოველ ჯერზე |
Posted by: Corvin von Amber 3 Oct 2021, 20:41 | ||
კი, ვუყურებ უკვე. მოლში რატომ არ გვეთამაშებიან? |
Posted by: BigG 3 Oct 2021, 20:42 |
ჩეხეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ხომ გვაქვს? ფრენები? არ გაგვიუქმონ. |
Posted by: ArxeoptericS 3 Oct 2021, 20:43 | ||
ხო ესენი ნამეტანი მონსტრები ჩანენ ეს 5 ნომერი მეორეხაზელი რა კარგი ბიჭი ჩანს, სისწრაფე, რა ოფლოუდი გააკეთა თან |
Posted by: Corvin von Amber 3 Oct 2021, 20:44 | ||
არ თქვა, პრაღა სანახავი მაქვს ჯერ))) |
Posted by: AVIATORI01 3 Oct 2021, 20:46 |
საერთოდ ვერ გვიწევენ წინააღმდეგობას, |
Posted by: levanizg 3 Oct 2021, 20:46 |
ყველაზე დიდი მოგება ჩეხებთან გვაქ დიდებში 98-03. ასაკობრივშიც რეკორდი უნდა დავდოთ? ესეთ თამაშს შეიძლება ვარჯიშიც ჯობდეს... |
Posted by: AVIATORI01 3 Oct 2021, 20:48 |
გარდასახვებში დროს ვკარგავთ აშკარად |
Posted by: Corvin von Amber 3 Oct 2021, 20:48 |
ასეთი გრაფიკით 200 ქულის დადება შეიძლება |
Posted by: ArxeoptericS 3 Oct 2021, 20:49 | ||
ყველაზე მაღალი შემადგენლობაში ვინ არის და რამდენია სიმაღლეში? რაღაც მონსტრი ბავშვები ჩანან, რავიცი ბავშვი თუ შეიძლება დაუძახო ამათ :დ |
Posted by: levanizg 3 Oct 2021, 20:51 |
მემგონი სპეციალურად გაპარცეს ყველა, ვინმეს შარი რო არ მოედო |
Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Oct 2021, 20:54 |
აქამდე არ ედო ბლოკი კაცთა ნაკრების ევროპულ თამაშებს ეგებ არ მინდა მაგ რაგბი ტვ-ის სმენა? რატომ მიზღუდავენ არჩევანს? |
Posted by: ArxeoptericS 3 Oct 2021, 20:56 |
ხელით რა კარგ ჩათამაშებებს და კაცის გამოტოვებებს აკეთებენ, როგორი დინამიურია ყველა |
Posted by: levanizg 3 Oct 2021, 21:00 |
ArxeoptericS სამ-სამი კაციანი დარტყმები აკრძალა მსოფლიო რაგბიმ და სხვა გზა აღარ გვაქ. ხელით თამაში ჩვენი ძლიერი მხარე არ გვგონია რატომღაც და მარტო მაშინ ვშლით როცა წნეხი არ გვაქ, ოდნავ თუ ვინმე გაგვიძალიანდა ამ ტურნირზე საინტერესოა ისევ ასე ლაღად თუ ვეცდებით თამაშს. |
Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Oct 2021, 21:00 |
კიდევ კარგი, აქ მაინცაა https://vk.com/video-40984897_456241587 ::: |
Posted by: ArxeoptericS 3 Oct 2021, 21:04 |
levanizg ბელგიას ვხვდებით ხომ შემდეგ თამაშში? |
Posted by: jora84 3 Oct 2021, 21:05 |
ArxeoptericS კი 30 ბელგია |
Posted by: levanizg 3 Oct 2021, 21:09 |
ArxeoptericS კი რუსებს მოუგეს, ხელით კარგად თამაშობდნენ ზოგ მონაკვეთში სხვათაშორის |
Posted by: ArxeoptericS 3 Oct 2021, 21:09 |
ავალთ 100მდე დიდი ალბათობით მე მეჩვენება თუ ფიზიკურად, ნუ ვიზუალურად მაინც ამ ასაკობრივში მსგავსი მონაცემის ბიჭები არ გვყოლია? |
Posted by: BigG 3 Oct 2021, 21:12 |
სილქზე გაითიშა რაგბი ტვ. ხალხი გიჟს გავს. კიდევ კარგი ზემოთ დაპოსტილი ლინკი გადავუგზავნე. |
Posted by: AVIATORI01 3 Oct 2021, 21:14 | ||
ArxeoptericS
ჩეხები რაგბში თუნდაც ფიზიკურ გაბარიტებში არაფერის საზომები არ არიან და ამ ტურნირზე არც არავინაა არაფრის საზომი , უბრალოდ უნდა ვიამაშოთ აი ჩვენ რომ ვთხოვთ დიდი ბიძიებს გვეთამაშეო, ჩვენც უნდა გავაკეთოთ ეგეთები სხვებისთვის, მაგრამ ეგ სხვები სწავლობენ კი რამეს ჩვენგან? |
Posted by: ArxeoptericS 3 Oct 2021, 21:19 | ||
AVIATORI01
ნუ გაბარიტები ვიგულისხმე, ნუ რადგან სწავლაზე მიდგა ვიტყვი რომ კი, სწავლობენ, თუმცა როგორც ჩვენსა და დიდ ბიძიებს შორის არის სხვაობა, ჩვენსა და ჩეხეთს შორის სხვაობა 10ჯერ მეტია, მარტივი ფორმულაა, შენზე ძლიერს თუ არ ეთამაშე ვერ განვითარდები |
Posted by: ZaWarudo 3 Oct 2021, 21:22 |
ჩეხები მართლა ბევრად პატარები არიან ჩვენებზე, არადა საშუალო ჩეხი 181სმ არისო, მაკარონა ტიპები არიან ალბათ |
Posted by: jora84 3 Oct 2021, 21:45 |
ძაან უნიათო ნაკრებია, პრინციპში გარედან რომ უკივის იმ მწვრთნელის ხელში მეტი ვერ იქნება. |
Posted by: BigG 3 Oct 2021, 21:50 |
უკანა ხაზი სუსტია, განსაკუთრებით 10-იანი (ორივე) მთლიანობაში, კმაყოფილი არ ვარ. |
Posted by: otia-83 4 Oct 2021, 00:41 |
უფრო მეტად ინდივიდუალურად ცდილობენ ფონს გასვლას. ზედმეტად ბევრს ფინტაობენ და ზედმეტს იღებენ საკუთარ თავზე ინდივიდუალურად. 5 კაცში გამძვრალი ბიჭის ყურებზე მეტად კარგად გათამაშებული კომბინაციები გამიხარდებოდა. მეტი გუნდურობა! მეტი კომბინაციები! მეტი ბურთაობა! მეტი მიყოლა! მეტი კარგი გადაყრა! ნაკლები მაიონეზი! |
Posted by: OSTAP 4 Oct 2021, 18:03 |
როცა 20 წუთში 30 ქულას იგებ და თან ხედავ, რომ ინდივიდუალურადაც ადვილად თამაშობ, ძალიან რთულია ცდუნებას გაუძლო. განსაკუთრებით ამ ასაკში. ჩეხეთით რაიმეს გაზომვა რთულია. ცუდი ის არის, რომ შეიძლება ბელგიასთანაც არ გაუჭირდეთ და მერე ფინალზე გაძნელდეს მობილიზება. ამაზე იქნება ყურადღება მისაქცევი და სამუშაო. |
Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Oct 2021, 22:23 |
ზეგ [ოთხ 06/10] ცხრაზეა [21.00 საქ] ბელგიასთან ბურთაობა http://vue.ge/ = მარჯვენა სვეტი სმართ'ფონზე http://vue.ge/SMART.htm ::: |
Posted by: jora84 6 Oct 2021, 15:35 |
ნიდერლანდები რუმინელებს ინელებენ პირველ ტაიმში 13:0 |
Posted by: Corvin von Amber 6 Oct 2021, 15:43 |
სულ რომ გავარდეს რუმინეთი? ვითომ ჩეხეთს რაიმეთი სჯობიან? |
Posted by: jora84 6 Oct 2021, 15:48 |
Corvin von Amber შეხვდებიან ალბათ და გავარკვევთ, ნუ რუსებმა თუ მოუგეს ჩეხებს |
Posted by: Corvin von Amber 6 Oct 2021, 16:00 |
მიეცი ნიჭსა გზა ფართოო, ამათზეა ნათქვამი |
Posted by: levanizg 6 Oct 2021, 19:29 |
ალტერნატიული ლინკი ხომ არ აქვს ვინმეს, კონტაკტშიც გეო ბლოკი დაადეს, სავარაუოდ იქაც ვერ ვუყურებთ ჩვენების თამაშს როგორც რაგბი ევროპაზე |
Posted by: BigG 6 Oct 2021, 19:43 |
გამოდის, რომ ესპანეთი პორტუგალიის ბულკია? სადაც დაიჭირეს, იქ მოუგეს. |
Posted by: jora84 6 Oct 2021, 20:54 |
იწყება ოჰოჰოია და ცემატყეპა რაგბი. |
Posted by: Domaci 6 Oct 2021, 21:05 |
სად უყურებთ? _____________________ |
Posted by: levanizg 6 Oct 2021, 21:11 |
Domaci https://www.myvideo.ge/tv/rtv |
Posted by: xDavid_S 6 Oct 2021, 21:13 |
მეათე წუთისთვის უკვე? როგორ? რანაირად? |
Posted by: jora84 6 Oct 2021, 21:23 |
xDavid_S რეჟისორი ხელცქვიტობს დღეს არაუშავთ ჩვენებს. |
Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Oct 2021, 21:25 |
პორ 31:12 ესპ — დასრულდა! ჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻ |
Posted by: levanizg 6 Oct 2021, 21:26 |
jora84 5+3=8 მაგან კიდე 5 და 3 დაწერეა უბრალოდ კი ჯერ-ჯერობით ნაკლები წუნი გვაქ, ბელგიელები ბოჭვებს მაინც აკეთებენ, მაგრამ არა გონია გაძლონ ბოლომდე. |
Posted by: xDavid_S 6 Oct 2021, 21:36 | ||
levanizg
3:0 უნდა ყოფილიყო, პირველი ჯარიმის მერე |
Posted by: BigG 6 Oct 2021, 21:40 |
არ მომწონს ჩვენების თამაში. 10-ზე პრობლემები გვაქს. კახოიძე კარგად ჭრის, მაგრამ პასს აღარ/ ვეღარ აკეთებს. ფლანკერების თამაშს ვერ ვხედავ. ბურთი ხშირად გვივარდება. პორტუგალიასთან ძალიან გაგვიჭირდება. * * * jora84 გაფიცებ, რა მოგეწონა, გარდა დაცვაში ნორმალური დგომისა? ასეთი თამაშით პორტუგალია მოგვიგებს. |
Posted by: dishosdzisdze 6 Oct 2021, 23:57 | ||
პორტუგალიასთან ნაცად ხერხს გამოვიყენებთ... ლეეელო... ლეეელო... მიაწვააააააა!!! |
Posted by: magogi 7 Oct 2021, 00:08 |
მეორე-მესამე ხაზის სიმაღლე იცის ვინმემ? არ ჰგვანან მანდამაინც მაღლებს |
Posted by: jora84 7 Oct 2021, 00:46 | ||||
dishosdzisdze
შავი, შავი, გაიშალე, გაიშალეეეეე. ზოგადად სუსტი ნაკრებია, გამორჩეული მოთამაშეები არ ჩანან, არც ლიდერი. 10 და 13 შეიძლება გამოითალოს თუ სწორად მიუდგებიან. magogi
ყველა მაღალი ბურჯის ტანზეა. |
Posted by: davita_1977 7 Oct 2021, 11:41 |
ლეგიონერები აკლიათ და აფრიკის მერე ბევრი წავიდა საზღვარგარეთ მემგონი |
Posted by: Corvin von Amber 7 Oct 2021, 14:28 |
პორტუგალიას რომ მოვუგებთ, ცხადია. თუ ეგაა მთავარი. მაგრამ საქმე იმაშია, ამ მოთამაშეებისგან რომელი გამოადგება ნაკრებს სამომავლოდ. |
Posted by: Anatory 7 Oct 2021, 15:46 | ||
წესით ეს თაობა არის კოვიდ პანდემიის თაობა, რომელსაც თან დაერთო რაგბის კავშირის კრიზისი, შესაბამისად დიდი სხვაობაა თუმდაც 2019 წლის ნაკრებთან. წესით შემდეგ წელს უკეთესი შედეგი უნდა იყოს, თუ სისტემა დალაგდა. თუ შემდეგ წელს პროგრესი არ იქნა, ესე იგი სისტემური კრიზსია. პლუს მე მეჩვენება რო ხაზში 13 ნომერი არ იყო ურიგო. |
Posted by: davita_1977 7 Oct 2021, 19:25 |
შეიძლება ჩვენ მეტი გვინდა და მშვენიერი ბიჭები არიან ისე, თუ გამორჩეული არ ყავთ და მაინც კარგად თამაშობენ ესეიგი საერთო დონე არის მაღალი. კარგად თამაშობენ ვიგულისხმე იმავე დონეზე როგორც 2019 ში. შედეგები ცოტა უკეთესიცაა მემგონი |
Posted by: Gio_G83 8 Oct 2021, 01:08 | ||||||
ყოველი წლის U18 დან 1 რომ გამოადგეს მგონი საკმარისი იქნება, 18 წელი ეს ის არაკი არაა როდესაც მომატება და შარშან ვიღაც რომ ბრწყინავდა და ვერ გადაუსწრო გამორიცხული იყოს... ბევრი 18 წლის 21 წლის ასაკში ჩამქვრალი გვინახავას... და ამ ნაკრებში მგონი 17 წლისები არც ისე ცოტა არიან
9_ც... ქურხული საინტერესოა - ჯანიანი ბიჭია, ფეთქებადობაც აქვს და თითქოს - საინტერესო სამუშაოა ფრთებთანაც შეიძლება მუშაობა ვნახოთ |
Posted by: otia-83 9 Oct 2021, 18:50 | ||
Gio_G83
სიმაღლიდან გამომდინარე უფრო მესამეხაზელი მგონია, გეთანხმები საინტერესო ბიჭია, ჩემი აზრით მესამეხაზელობისთვის ცოტა გამოშრობა დასჭირდება. სიმაღლე ზუსტად არ ვიცი რამდენი აქვს, მაგრამ მეორეხაზელობას არ ვიცი რამდენად ეყოფა მისი სიმაღლე. |
Posted by: Christian Cullen 9 Oct 2021, 19:29 |
რაგბი ევროპაზე ვერ შევდივარ, სერვის ერორს მიწერს შტატებში, სხვაგან შეიძლება სადმე ყურება? |
Posted by: jora84 9 Oct 2021, 20:29 |
Christian Cullen რაგბი ტივის აქვს ლაივი ფეისბუკზე. |
Posted by: ArxeoptericS 9 Oct 2021, 21:22 | ||
რა საშინელი სიგნალია დავიტანჯე |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 9 Oct 2021, 21:23 |
20 წუთი გავიდა და 17-0 ვიგებთ |
Posted by: ArxeoptericS 9 Oct 2021, 21:39 |
უფრო დაძაბულ ფინალს ველოდი... .......... |
Posted by: Christian Cullen 9 Oct 2021, 21:43 | ||
მაქსიმუმ პირველი ტაიმის წაგებას ველოდი. მსაჯი რომ არა 0-27 ზე გავიდოდით, წამები ჩამოგვაკლო. |
Posted by: OSTAP 9 Oct 2021, 21:44 |
ევროპის ჩემპიონატს ცალი ფეხით მოიგებ, იქ რამეზე საუბარი და შეფასება ძალიან ძნელია. |
Posted by: diazi 9 Oct 2021, 21:46 |
მორკინალები აშკარად დიეტაზე არიან დასასმელები |
Posted by: ArxeoptericS 9 Oct 2021, 22:01 | ||
მორკინალებს კარგი უცხოელი ფიზ მომზადების მწვრთნელი უნდა ))) |
Posted by: levanizg 9 Oct 2021, 22:31 |
აშკარად დაეტყო ასაკობრივ ნაკრებებს პანდემია, სხვებს უდრო ვიდე ჩვენ. დაცვაში კარგად ვთამაშობთ მაგრამ ეს უფრო იმიტომ რომ მოწინაღმდეგეები გვყავს სუსტი. რაც არ უდნა იყოს ლელოს მშრალად შევინახეთ, დისციპლინაც კარგი იყო. ეხლა ამ ბიჭებმა უდნა ითამაშონ და ითამაშონ, იმედია რამოდენიმეს კიდევ წაიყვანენ ფრანგები. ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას. |
Posted by: Anatory 9 Oct 2021, 22:37 | ||
ხაზში შედარებით მეტი თამაში გვქონდა, თუ უბრალოდ მე მომეჩვენა? |
Posted by: levanizg 9 Oct 2021, 22:40 |
Anatory უფრო მეტი გვექნებოდა ერთი-ორი მარტიფი პასი რო არ გაგვვარდნოდა შეთამაშდნენ ბიჭები, მე მეგონა პორტებთან ცოტა გაგვიჭირდებოდა მაგრამ უშანსოდ მოუგეს |
Posted by: Anatory 9 Oct 2021, 22:45 | ||
ხო ხელიდან გავარდნა პრობლემაა სამწუხაროდ |
Posted by: BigG 9 Oct 2021, 22:53 |
ვულოცავ ბიჭებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს. დამსახურებული წარმატებაა. არ ველოდი ასეთ ადვილი გასეირნებას. დიდი სხვაობა იყო ჯანში. ამ ჩემპიონატზე კარგი დაცვა გვქონდა. საუკეთესო აფციაური იყო. |
Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Oct 2021, 23:01 |
http://vue.ge/2021-2022/UXX/U18_TAR.htm |
Posted by: kobalt 10 Oct 2021, 00:10 |
სულ სხვა კატეგორიაში გვათამაშებენ არცერთი გუნდი მეორე ათეულის ქვეყნიდან არ არი მგონი დასჯილებივით გვათამაშებენ გამოუალ მდგომარეობაში ვართ, კარგი ბიჭები არიან მაგრამ ამ ჩემპიონატიდან რა შეფასება შეიძლება გააკეთო არ ვიცი ვერ გეტყვით მე პირადად, აზრი არააქვს აქ თამაშს ჩვენთვის ზიანის მეტს არაფერს არ მოიტანს როგოტმე უნდა გავიდეთ აქედან , ჭაობია. |
Posted by: don gajetino 10 Oct 2021, 10:37 |
ტაიერ 1-ის ქვეყნები არ კადრულობენ ამ ლიგაში თამაშს? თუ ცალკე აქვთ რამე უ18 ტურნირი? ნუ, რაც არ უნდა იყოს ჩემპიონატის მოგება კარგია |
Posted by: iverieli 10 Oct 2021, 12:55 |
don gajetino არკადრულობენ. იმათ თავისი 6 ერი ჯუნიორი აქვთ. ეშინიათ ჩვენისთანა ნაკრებებთან არ შერცხვენ. ვითომ არ გვიტოლებენ თავს. მსოფლიო ჩემპიონატები როცა ტარდებოდა, იქ უწევდათ შეხვედრა და რამოდენიმეჯერ კიდევაც მოვუგეთ. მერე პანდემიის გამო აღარ ჩატარებულა ახალგაზრდული მსოფლიო მაგ ოღრაშები |
Posted by: kobalt 10 Oct 2021, 13:44 |
iverieli თავიდან ეს ტურნირი ექვსი ერის გუნდების მონაწილეობით დაიწყო 2014 ში თუ 15 ში. ჩვენ ვისაც შევხვდით ყველას მოუგეთ და ფრანგებთან ფინალში დავმარცხდით, ვერცერთი ბრიტანული გუნდი ვერ მივიდა ფინალამდე ასე იყო ორი წელი და შემდეგ ბრიტანელები და იტალია გავიდა გათამაშებიდან, ძალიან გულზე მოხვდათ ყოველწლიური მარცხი ჩვენთან, მერ ორ წელიწადში საფრანგეთიც მიყვა მაგრამ ერთხელ მაინც მოვასწარით ფრანგების დამარცხება ფინალში. ჩვენ კი შემოვრჩით ჭაობს. ამ ტურნის თბილისში რამე ორი სამი ტესტი ვინმე ნორმალურთან რავიცი ესენი ვინ არიან ,დაგვწევენ დონეში ცუდათ მოქმედებს ბიჭებზე რაღაც გამარჯვების ილუზიაა რეალურად უკან იხევ. |
Posted by: levanizg 10 Oct 2021, 15:44 |
2015-ში ჩვენ რომ ფინალში გავედით პორტებმაც იყოჩაღეს იმ წელს და სკოტები გავიდნენ ბოლოზე წესით ვარდებოდნენ ქვედა დივიზიონში. ირლანდიელებიც ბოლოს წინაზე იყვნენ. ასე რომ პირდაპირ უნდა ითქვას შეეშინდათ და გაიქცნენ. |
Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Oct 2021, 20:08 |
კავშირის სტატ'სამსახურის საითზე http://vue.ge/SMART.htm | http://vue.ge/ დევს მაგ ტურნირის მთელი ისტორიის – დიდი ცხრილის ბმული http://vue.ge/2021-2022/UXX/U18_TAR.htm მაგრამ ხალხს მაინც ზეპირად – ფაქტების გადაუმოწმებლად ურჩევნია მსჯელობა ყურადღება მიაქციეთ მესამე სვეტს 5ე = "ხუთი ერის" (ბრიტანეთი + საფრანგეთი) რამდენი წევრი მონაწილეობდა ცხრილიდან ცხადია, რომ * შეჯიბრი ტარდება 2004 წლიდან ** ხუთივე ბობოლა მონაწილეობდა 2011-15 წლებში *** გაქცევის შემდეგ საფრანგეთი კიდევ სამი წელი დარჩა **** მაგრამ ჩვენთან რომ წააგო – მაგანაც იდედლა ცხრილში ჩაღრმავებით კიდევ უამრავ საგულისხმო რამეს შენიშნავთ ისიამოვნეთ თავად! ::: |
Posted by: jora84 14 Oct 2021, 17:10 |
რაგბი ორღობემ სიმბოლური შვა. https://www.rugbyeurope.eu/news/best-xv-of-the-rugby-europe-u18-championship/?fbclid=IwAR0lq5-y2qo8O5W04lfbmAdNgLS0KO9bwC5iUE0Lf-3OgN82MKGaekjcjgk |
Posted by: Gio_G83 29 Mar 2024, 01:11 |
,ხვალ თამაშია... 3 წლის ეს ინანდელი უ18 უ20 ბამდე დიდად არ შეცვლილა რა ვიპოვე ბორჯღალი 1964 >> გაურკვევლობაში უბედურები |
Posted by: BigG 29 Mar 2024, 11:26 |
უ18 ფესტივალისთვის ეს თემა გამოვიყენოთ. თამაშების ნახვა შეიძლება იუთუბზე, თუმცა ჩვენს მატჩებს, ალბათ რაგბი ტვ აჩვენებს. ამინდი პარმაში: დილით ხანმოკლე წვიმა. ჩვენი თამაშის პირველი ტაიმი უნალექოდ, მეორე - მცირე ნალექი. ქარი საშუალო სიძლიერის. ტემპერატურა 20 გრადუსის მიდამოებში. პირველი ტურის შემდეგი თამაშები თავსხმა წვიმის პირობებში ჩატარდება. |
Posted by: gochela1 29 Mar 2024, 12:44 |
რა ჭირს ამ მსოფლიო რაგბს,დაამატოს უ-20-ის მსოფლიოზე 4 გუნდი და 16 გუნდიანი მსოფლიო იყოს.რაგბს ანვითარებენ თუ ნაჭუჭში იკეტებიან. |
Posted by: jora84 29 Mar 2024, 16:12 |
18-წლამდელების რაზმი. რაგბი ტივიზე იქნება ხვალ 14:00-ზე |
Posted by: Gio_G83 29 Mar 2024, 20:10 |
შეკრებაზე შესული ბიჭების რაზმი სადმე დევს? პ.ს. ვერ მოვნახე |
Posted by: gochela1 29 Mar 2024, 20:42 |
ვინ სად თამაშობს რომ დაწერონ არ შეიძლება? დამატებით წონა/სიმაღლეც. |
Posted by: Gio_G83 29 Mar 2024, 20:49 |
ესეიგი რაც სტატისტიკიდან ჩანს... ლიონთან დაიწყეს: ეზეიშვილი ლევან _ კლერმონი _ 1 შველიძე ანრი _ ბრივი _ 2 კუმარიტოვი ნიკა _ ლოკომოტივი _ 3 ბარამია დავით _ ლელო _ 4 / 5 ჩხორთოლია ნიკა _ კლერმონი _ 4 / 5 საღინაძე ლუკა _ ლიონი _ 6 / 7 გაბუნია ლუკა _ აია _ 6 / 7 შიოშვილი მიხეილ _ ლელო _ 6 / 7 ძოძუაშვილი თემო _ აია _ 9 სირბილაძე გიგი _ ლელო _ 10 ბარბაქაძე დავით _ არმია _ 12 / 13 ბასილაია იოანე _ ლელო _ 12 / 13 ყიფშიძე გიგა _ ხვამლი _ 11 / 14 ახვლედიანი დათა _ ლელო _ 11 / 14 ხალვაში ნიკა _ ლელო _ 15 საშოტლანდიოდ ცვლილება მხოლოდ ბურჯებს შეეხო: ნოზაძე არჩილ _ ყოჩები _ 1 შველიძე ანრი _ ბრივი _ 2 ტურაშვილი გიორგი _ იფსვიჩი _ 1 / 3 ბარამია დავით _ ლელო _ 4 / 5 ჩხორთოლია ნიკა _ კლერმონი _ 4 / 5 საღინაძე ლუკა _ ლიონი _ 6 / 7 გაბუნია ლუკა _ აია _ 6 / 7 შიოშვილი მიხეილ _ ლელო _ 6 / 7 ძოძუაშვილი თემო _ აია _ 9 სირბილაძე გიგი _ ლელო _ 10 ბარბაქაძე დავით _ არმია _ 12 / 13 ბასილაია იოანე _ ლელო _ 12 / 13 ყიფშიძე გიგა _ ხვამლი _ 11 / 14 ახვლედიანი დათა _ ლელო _ 11 / 14 ხალვაში ნიკა _ ლელო _ 15 ვითომ ბურჯების გარდა როტაციის ფუფუნება სხვა პოზიციებზე იმიტომ რომ #1 უკეთესია # 2 ზე ნაკლებად გვაქვს? * * * რაც არ უთქვამთ, მაგრამ აქედან იკითხება: საფრანგეთიდან 4 ლეგიონერია - 2 ბურჯი, 1-1 კვაჭი და მესამე ხაზელი ერთი ბურჯი ინგლისიდანაა ლელო - 8 კაცი (4-4 ბექი და ფორვარდი) აია - 5 კაცი (2 ბექი და 3 ფორვარდი) ხვამლი - 3 კაცი (სამივე ბექი) ლოკომიტივი - 2 კაცი (1 ფორვარდი და მეორე არ ვიცი) ყოჩები - 1 კაცი (ფორვარდი) არმია - 1 კაცი (ბექი) ჩაქვი - 1 კაცი (არ ვიცი) დანარჩენი კონტურები: მესამე ხაზში აია ლიდერობს, გარემერბებში - ლელო, ღერძში კი ხვამლი - თუმცა ძირითადის ღერძი არაა შეთამაშებული (სხვადასხვა კლუბია) პ.ს. ერთადერთი გუნდია ჩაქვი, რომელსაც ნაკრებში ყავს წარმომადგენელი, მაგრამ დიდი_10_ში გუნდი არ ჰყავს (საერთოდაც "ბ" ლიგის დასავლეთ ზონაში ასპარეზობს [ვერცხლის ლიგაში]) |
Posted by: gochela1 29 Mar 2024, 21:59 |
Gio_G83 ყოჩაღ,დიდი შრომა გაგიწევია. |
Posted by: BigG 29 Mar 2024, 22:15 |
Gio_G83 გმადლობ. კარგი სტატისტიკაა. გიორგი არძენაძე ფორვარდია, მაგრამ ზუსტი პოზიცია არ ვიცი. ახლახანს ჩაქვი რაგბის ფეისბუქ ჯგუფიდან მაცნობეს, რომ არძენაძე 8-ზე თამაშობს. |
Posted by: Gio_G83 30 Mar 2024, 01:20 | ||
gochela1 ვცდილბ ძველებური ფორმა დავიბრუნო BigG არაფრის
საინტერესოა (!) გუნდი, რომელსაც დიდი რაგბის გამოცდილება არ აქვს ისეთი პოზიცია თუ გაუზარდა ნაკრებს როგორც #8-ია / შემკვრელი თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი რა შემადგენლობიდან არჩა ეს 26 მორაგბე დაწერეთ, თხოვნაა რადგან არძენაძე შემკვრელია, მაშინ ლოკომოტიველი სალდაძე ბექი გამოდის - დიდი ალბათობით ცენტრი |
Posted by: jora84 30 Mar 2024, 04:55 |
Gio_G83 სალდაძე ხაზია, არძენაძე ფორვარდი. აგერ მთელი სია: შერკინება: არჩილ ნოზაძე (ყოჩები), დავით არჩვაძე (ლელო), ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), ლევან ეზიეშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), ნიკოლოზ კუმარიტოვი (ლოკომოტივი), გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი, ინგლისი), დავით ბარამია (ლელო), ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), თორნიკე ტორაძე (აია), გიორგი მეფარიშვილი (აია), მიხეილ შიოშვილი (ლელო), ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), ლუკა გაბუნია (აია), გიორგი არძენაძე (ჩაქვი); ხაზი: თემურ ძოძუაშვილი (აია), დავით წიკლაური (ხვამლი), გიგი სირბილაძე (ლელო), ლუკა თვაური (ხვამლი), იკა კვარაცხელია (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), იოანე ბასილაია (ლელო), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), გიგა ყიფშიძე (ხვამლი), დათა ახვლედიანი (ლელო), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), საბა შარვაშიძე (აია) |
Posted by: BigG 30 Mar 2024, 10:24 |
Gio_G83 ალბათ, ძირითადის #8 შიოშვილი იქნება (დიდი ცხოველი). იმედია, არძენაძეც ძლიერი ბიჭია. |
Posted by: FinEx 30 Mar 2024, 11:07 |
11-ზე მეგონა თამაში, 2ზეა ხო დღეს? |
Posted by: gochela1 30 Mar 2024, 13:10 |
ყველანი კარგი ხალხი ხართ აქ ვინც პოსტავთ,დასაფასებელია ასეთი ერთგული დამოკიდებულება ამ განყოფილების მიმართ,რომელიც წლებია ასე გრძელდება,საწყენია რომ ახალი ფორუმელები არ გვემატებიან. დიდი პატივისცემა ჩემგან. |
Posted by: levan704 30 Mar 2024, 13:22 |
ტელევიზიით არ იქნება?... რამე ლინკი ხომ არ იცით? |
Posted by: Dehumanizer 30 Mar 2024, 13:57 | ||
levan704
https://www.youtube.com/watch?v=xNIfUHfUE1Y |
Posted by: FinEx 30 Mar 2024, 14:28 |
ამ ეტაპზე ჩვენების თამაშში არაფერი საინტერესო თან 2 ლელოს შემდეგ ისინი მსუბუქად ათამაშდებიან თუ ქულები არ ავიღეთ მანამდე აუტი აქაც არ გვივარგა |
Posted by: rachveli1 30 Mar 2024, 14:42 | ||
https://www.facebook.com/RugbyTVGeorgia/videos/1082167759677599/ |
Posted by: Gio_G83 30 Mar 2024, 14:45 |
როგორც კი შედეგი მნიშვნელოვანი ხდება რაღაც მენტალურად გვიჭირს - ბევრი პატარ-პატარა შეცდომა გვაქვს საფესტივალო რაგბს არ/ვერ ვთამაშობთ ისეთ შეცდომებს ვუშვებთ, რომ გამოსწორებადია * * * ოღრაში 9 ნომერი ჰყავს შოტლანდიას * * * ტაქტიკურრად ბევრად უფრო განსწავლული გუნდია შოტლანდია |
Posted by: FinEx 30 Mar 2024, 15:09 |
ეს მსაჯი ჩათლახობს მცირე დეტალებში თუ მეჩვენება? წეღან ბურთი ამოღებული ქონდა და ჯარიმა არ მოგვცა |
Posted by: rachveli1 30 Mar 2024, 15:10 | ||
ჩათლახობს კი არა, იმათ მხარესაა |
Posted by: FinEx 30 Mar 2024, 15:28 | ||||
კომენტარებში უცხოელებიც აგინებენ ნაგავიაო |
Posted by: Gio_G83 30 Mar 2024, 15:29 |
მსაჯი მსაჯად, მაგრამ სტატიკაში მოვიკოჭლებთ |
Posted by: FinEx 30 Mar 2024, 15:39 | ||
მოუმზადებელი გუნდის შთაბეჭდილებას ვტოვებთ და იმათი ხაზი უფრო განსწავლული იყო, შერკინებაში რა ხდებოდა დაწერს იმედია კომპეტენტური ხალხი თამაში ჯამში არ ვარგოდა ძალიან ბევრი შერკინება იყო |
Posted by: Gio_G83 30 Mar 2024, 16:02 | ||
ეგ ერთი და ამ ასაკშიც თამაშს კონცეფცია რომ დიდგორი რაგბია ცუდია - ასე წინ ვერ წავალთ მინდა ვნახო, რომ რომელიმე ასაკში კი არ ვიბრძვით არამედ ვთამაშობთ 18 წელს ქვემოთ ამის ნახვის შანსი არ გაქვს და 18 წლიდან მოყოლებული ბრძოლაა საკვირველი |
Posted by: FinEx 30 Mar 2024, 16:26 | ||||
18 წლამდელები სულ ძალისმიერი გვყავს და უ20 უფრო რაგბის მოთამაშე, მემგონი 18 წლამდელებთან ვერ ასწრებენ დახვეწას და მაგიტომ ვთამაშობთ რასაც ვთამაშობთ |
Posted by: giorgi219 30 Mar 2024, 17:31 |
ხალხო, შეცვლები არ გააკეთა ჩვენმა მწვრთვნელმა საერთოდ. თამაშს ესწრებოდა ნეტა საერთოდ, თუ სპაგეტზე იყო გასული. ულიმიტო შეცვლების უფლება გვაქვს ამ ტურნირზე და ყველაზე სუსტ მეტოქესთან რომ არ წაუვიდა თამაში შეცვლა არ უნდა გააკეთონ, ხო? ასეთია ტაქტიკა ალბათ. ნახევარი გუნდი სკამზე იჯდა და არ გაიყვანა, ჯერ ამ ბიჭების ფსიქოლოგიას დაარტყეს უკვე და ახლა მეორე თამაშზე პირდაპირ უთამაშებელი ბიჭები უნდა გაიყვანონ (აუცილებელი პირობაა ტურნირის ფორმატის) და თან უფრო ძლიერ მეტოქესთან. შე კაცო, აგებ თამაშს ან თუ იგებ კიდეც, შეუშვი სხვა ბიჭებიც, მითუმეტეს როცა გინდა უკან გამოიყვან, თუ არ მოგეწონა (ამასაც ტურნირის პირობით გაძლევენ). ამათ კიდევ რა ქნეს, შეახმეს იგივე 9 და 10 ნომერი, სხვა ყველაც და დანარჩენი ბიჭები სკამზე ჩაალპეს. ფსიქოლოგიურად და მორალურად გააფუჭეს უკვე მთლიანად გუნდი და მოსაგები თამაშიც გაანიავეს. უპატიებელი შეცდომა დაუშვა მწვრთვნელმა და ძალიან ცუდი შედეგი მივიღეთ. დემორალიზაცია გაუკეთეს ხელოვნურად გუნდს. ექვსი ერი თუ გვინდა, ცოტა მოაზროვნე მწვრთნელი მაინც უნდა გვყავდეს. |
Posted by: BigG 30 Mar 2024, 18:02 |
უ18-ის გამოსვლაზე საოცრად ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა. მეტს ველოდი. ზოგადად ქაოსი, უფრო კონკრეტულად უფანტაზიო შეტევები, "დირკები" დაცვაში, შერკინებაში და დერეფანში პრობლემები. ვერ ვიგრძენი მწვრთნელის ნამუშევარი: სად არის გააზრებული ტაქტიკა, კომბინაციები? ფრანგები და ინგლისელები ფიზიკურადაც მაგრად იქნებიან, შესაბამისად შეგვჭამენ. მეშინია, ისეთი შთაბეჭდილება არ დავტოვოთ, რომ შემდეგ წელს აღარ დაგვიძახონ. |
Posted by: Tibaani71 30 Mar 2024, 22:14 | ||||
BigG
როგორც ნაკრებში მომწიფდა უცხოელი მწვრთნელის აუცილებლობა, ასევე 18 წლამდელებში მომწიფდა უცხოელი მწვრთნელის აუცილებლობა, რადგან ადგილობრივი კადრებით ვერ გავდივართ! როდის იყო ცნობილი,რომ 18 წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალში ვიღებდით მონაწილეობას და მაინც საოცრად მოუმზადებელი გუნდით წარვდეგით, რადგან არ ვიცით გუნდი როგორ მოვამზადოთ ამ დონესთვის, სხვა საკითხია კიდევ ბავშვთა რაგბში არსებული პრობლემები, ის,რომ ვერ ვზრდით კვალიფიციურ მოთამაშეებს! მოკლედ კავშირს უამრავი პრობლემები აქვთ და ვიდრე გაერთიანებულ ჩემპიონატზე და ექვს ერზე ვფიქრობთ გვავიწყდება, რომ თაობებს აღზრდა სჭირდება, ნინიაშვილები საუკუნეში ერთხელ იბადებიან! * * * FinEx
პირიქით უნდა იყოს ძმობილო! რა ძალისმიერი რაგბი 18 წლის ასაკში? 18 წლის შემდეგ თუ აპირებენ უნარების ათვისებას, მაშინ ეგ ზღაპარია! ინდივიდუალური მოუმზადებლობა იგრძნობა ამ მოთამაშეებში, მაგრამ მაინც უკეთესი გუნდის დაყენება შეიძლებოდა! რა სამუშაო გასწიეს მწვრთნელებმა გაუგებარია! ალბათ კვალიფიკაცია არ ჰყოფნით, საჯდომს ზემოთ ვერავინ ახტება! * * * იმედია კავშირი და პრეზიდენტი თავს არ მოიტყვილებს და ჩაწვდება პრობლემების არსს, სასწრაფოდ არის ბავშვთა რაგბი მისახედი და ამისთვის მოქმედება საჭირო! ამ ცოდნით შორს ვერ წავალთ!!! |
Posted by: Gio_G83 31 Mar 2024, 00:21 | ||||
FinEx
ეგაა პრობლემა რომ 18 წლის ასაკშიც კი არ ვტამაშობთ რაგბს - ვიბრძვით, ბრძოლამდე დიდგორის ვველზე გავდივართ, მოვილოცებთ და იმ 200 მეომრის სულებს ვთხოვთ სიმტკიცეს, თურქები რომ ააოხრეს და 18 წლის ასაკშიც თუ ვერ ვითამაშეთ რაგბი როდის'ღა' ვითამაშოთ? 18 წლის ასაკშიც ფიზიკურად დაჯაბვნაზე რომ იგება გუნდის სტრატეგია სწორია? გადაახვიე თამაში და ნახავ, რომ ჯანში თითქოს უფრო სუსტმა შოტლანდიელებმა ითამაშეს ისე რომ კაცი გაეყვანათ გაგლეჯაზე - შეეტიათ გადაბმებში - ამით კვეთდნენ უპირატესობის ხაზს და არა ჯანის იმედად ეგ გვინდა ჩვენც ნუ თუ გვინდა რომ ოდესმე რომელიმე თაობამ რაგბის თამაში დაიწყოს ძალიან დიდ პატივს ვცემ ზურას და იმედია პირველი თამაშის ბრალია, თორემ მომეჩვენა რომ არც ის არის მზად ამხელა გამოწვევისთვის მიზანი ითქვა რომ ბიჭების განვითარებაა რადგან ამ გუნდის ბირთვი ადის U20_შიო ამ ტიპის თამაშით ვინ როგორ ვითარდება? ვტრიალებთ ერთიდაიგივე წრეზე, უკვე ბევრი წელიწადია 91-93 იანებიდან აქტურად ვუზივარ სახელებს და გვარებს - 1-2 კონტექტიფან ამოვარდნილი შემთხვევის გარდა სიტუაცია უცვლელია * * *
3 წლით მიგვიპატიჟეს (თუ არ მეშლება) ანუ კიდევ 2 წელი ვიქნებით |
Posted by: jora84 2 Apr 2024, 18:19 |
სასაფეანგეთოთ დაატრიალა რაზმი ამონაშვილმა. |
Posted by: Gio_G83 2 Apr 2024, 19:12 | ||
ცვლილებები ექსელურად |
Posted by: FinEx 2 Apr 2024, 19:38 |
აბა ხვამლის ღერძი ვნახოთ როგორ ათამაშებს გუნდს, ერთია რომ ფიზიკაში ფრანგები სულ მონსტრები არიან ამ ასაკში და გაგვიჭირდება |
Posted by: Gio_G83 3 Apr 2024, 17:02 |
ნახევარსაათში ვერკინებით... გადავხალისდით... იმიტომ რომ წინაშემადგენლობამ ვერ ივარგა თუ ის იყო ძირითადი და ახლა მათ ვასვენებთ, რადგან ფრანგებთან შანსი მიზერული გვაქვს? |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 3 Apr 2024, 18:03 |
ლაივი იუთუბიდან https://www.youtube.com/watch?v=Wn9LcXgDdpQ |
Posted by: BigG 3 Apr 2024, 18:15 |
დღეს უკეთ გამოვიყურებით (ჯერჯერობით). ეს უდისციპლინობა გვკლავს - ამდენი მაღალი ბოჭვა, რა უბედურებაა. უკვე მეორე მატჩია უკანა ხაზის თამაში არ ჩანს. |
Posted by: Gio_G83 3 Apr 2024, 18:56 | ||||||
მეტოქის წნეხიდან გამომდიანრეა
ახსნეს - ჩვენთან ამ სიმაღლის ბოჭვები არ ისჯებაო - ა და ბ ლიგაში წესებია შესაცვლელი
უკანახაზის გაოჩენა მორკინალების უპირატესობაზეა დამოკიდებული, ეს კი ვერ გვაქვს მაგრამ ან ბიჭებთან იმუშავება * * * დიდგორი სჭირდებოდა ამ თამაშს... )) * * * ! ! ! მ ო მ ი ლ ო ც ა ვ ს ! ! ! |
Posted by: rachveli1 3 Apr 2024, 19:10 |
გილოცავთ!!!!!! |
Posted by: BigG 3 Apr 2024, 19:12 | ||
სწორედ დიდგორით მოვიგეთ. მშვენიერი. ჩვენი სიტყვა ვთქვით, თუმცა სამუშაო ძალიან ბევრია. მომილოცავს. |
Posted by: FinEx 3 Apr 2024, 19:14 |
გილოცავთ ყველას, მაგარი ხასიათი გამოავლინეს ბიჭებმა მამლების გაგორება ძალიან მაგარია, პირველად მოვუგეთ უ18 თუ ადრე ფინალში მოვუგეთ ევროპის? |
Posted by: კრისტადეგუჩი2005 3 Apr 2024, 19:16 | ||
მეორედ მოვუგეთ უ18 პირველად 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეორედ ახლა გილოცავთ ყველას |
Posted by: jjj 3 Apr 2024, 19:19 |
გილოცავთ ყველას, ფრანგების დამარცხება მაგარი ამბავია! |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 3 Apr 2024, 19:40 |
აბა რა. ეს ერთი და სხვა მრავალი. ინგლისი ძირითადს დააყენებს |
Posted by: ratomac aRa 3 Apr 2024, 19:51 |
მაშინ როგორ გაგვექცნენ წაგებულზე და მაინც გამოვუსვით ცელი |
Posted by: burke 3 Apr 2024, 19:53 |
მეღადავებით? საფრანგეთს მოვუგეთ? ახრენეწ |
Posted by: WP-Rex 3 Apr 2024, 19:58 |
კი მაგრამ ფრანგებმა ეხლა ფსიქოლოგიური სტრესი რომ მიიღონ არ ეშინიათ? |
Posted by: FinEx 3 Apr 2024, 19:59 | ||||
სწორად მახსოვდა ესეიგი, მაგრამ მაშინ ორი გუნდი ყავდათ ერთი ევროპაზე და მეორე 6 ერის ფესტივალზე. ეს მოგება არ უფასურდება იმ მოგებით, ვერ იტყვიან მეორე გუნდი იყოო |
Posted by: FullbackAce 3 Apr 2024, 20:36 |
მოკლედ სასწაული თამაში მოვიგეთ. რასაც ქვია დიდგორი. აუტი ჩვენ არ გვივარგოდა, თამაშს ვერ ვშლიდით და კომბინაციებს ვერ ვაწყობდით მარა ჯაჯგურთუხუცესები ვართ რათქმაუნდა. იმედია უ20ებში სკილებსაც აითვისებენ და კარგ რაგბს ვითამაშებთ. ფიზიკურად ერთი ორი კარგი ფორვარდი ჩანს. სირბილაძეს ეტყობა კარგი დამრტყმელი როა. |
Posted by: JCH 3 Apr 2024, 21:25 |
ბოლოს სირბილიძას გარდასახვა რა მაგრად მოიჭრა სგ ყოჩაღ ბიჭებს |
Posted by: giorgi77 3 Apr 2024, 21:46 |
გილოცავთ ყველას! ნაღდად არ ველოდი. იუთუბზე ვნახავ ჩანაწერს. |
Posted by: ArxeoptericS 4 Apr 2024, 02:59 | ||
|
Posted by: burke 4 Apr 2024, 09:48 | ||
უკანახაზში გვყავს ვინმე გამორჩეული თყ ტრადიციულად 1 და 3 ხაზელები შეგვემატება? :დ |
Posted by: zaal1969 4 Apr 2024, 11:59 | ||
burke
კი, არიან ბიჭები, ვთქვათ იგივე ყიფშიძე, სალდაძე და კიდევ მოიძებნებიან! მხოლოდ პრობლემა იქნება მათი შემდგომი განვითარება თუ აქ დარჩებიან! ჩემი აზრით ამ გამორჩეულ ბიჭებთან საჭიროა ინდივიდუალური მუშაობა და ეს კავშირმა უნდა უზრუნველყოს, ფრანგები ასაკობრივების სანაკრები ბიჭებს მუდმივად მარკუსის ბაზაზე უწყობს შეკრებებს მიუხედავად იმისა,რომ ყველა მათი მოთამაშე მაღალი დონის კლუბების აკადემიებში ვარჯიშობენ, მოკლედ მე იმის თქმა მინდა,რომ ჩვენ ეს ბიჭები კლუბების იმედზე არ უნდა დავტოვოთ გასაგები მიზეზების გამო და სპეციალური პირობები უნდა შევქმნათ მათი შემდგომი განვითარებისთვოს! |
Posted by: FullbackAce 4 Apr 2024, 16:54 | ||||
უნარებით დიდად არ გადავრეულვარ არავიზე. აღნაგობით ყიფშიძე და სალდაძე თუ განვითარდნენ გამოგვადგებიან. მარა მაგათზე უკეთესებიც გვინახავს ჩაკარგული. |
Posted by: BigG 4 Apr 2024, 18:02 |
FullbackAce მე, პირადად ძალიან 9 ნომერი (მგონი, წიკლაური არა?) მომეწონა, მაგრამ ინგლისთანაც უნდა ვნახო. ყიფშიძე კარგი იყო. დანარჩენებიდან: საღინაძე უკვე მაღალ დონეზეა - არ გამოკვირდება 20-იანებში თუ წაიყვანენ. ჩხორთოლაიას ჯანი და ჭკუა აქვს, თუმცა მეჩვენება, რომ მეორეხაზელისთვის სიმაღლე აკლია. ისე, რამდენია იცით? პირველხაზელი ეზიეშვილი ძალიან ჯანზეა. პ.ს. 6 ერის საიტის ინფორმაცია: GEORGIA 20-19 FRANCE A last-gasp conversion from Gigi Sirbiladze handed Georgia a 20-19 win against France. With the clock in the red, the replacement playmaker struck the ball sweetly from the out wide to convert Anri Shvelidze’s try and overcome a France team that went unbeaten a year ago. It was a closely fought contest throughout. France scored all of their points in the opening half, scoring tries through Gabriel Elissalde and Dylan Cazemajou either side of a Davit Tsiklauri penalty kick to get Georgia off the mark. The sides then traded a try each before the break, as Levani Ezieshvili and Elyjah Ibsaiene powered over from close range with France leading 19-10. In the second half, Georgia consistently frustrated France as Les Bleuets had their attempts of pulling away foiled. To exacerbate France’s efforts further Tsiklauri scored the first points of the second period with another place kick. Pressure continued to build for the Lelos as the clock ticked towards full-time. With their last heave of the match, Shvelidze was pushed across the whitewash to hand Sirbiladze the kick which launched Georgia’s celebrations on the final whistle. |
Posted by: magogi 6 Apr 2024, 03:43 |
BigG 8 ნომერია ჩხორთოლია. "ქართული მეორე ხაზი" ეგაა, ხან ბურჯი დგას მეორეში და ხან მესამე ხაზელი. თქვა ამონაშვილმა, წინა წლისგან განსხვავებით, მაღლები არ გვყავსო |
Posted by: giorgi219 6 Apr 2024, 10:11 |
კარგი თამაში გამოვიდა და ყოჩაღ ჩვენებს, ძალიან მაგრად ითამაშეს. თავიდან მოპოვებული ქულები იყო მეტად მნიშვნელოვანი, რომ ბოლოსკენ თამაშში დავრჩენილიყავით. პირველ თამაშშიც რომ გაეკეთებინა ამონაშვილს შეცვლები, იმასაც მოიგებდნენ. |
Posted by: Gio_G83 6 Apr 2024, 18:29 |
წლევანდელი U18 დან ბევრი იქვე - საფრანგეთში დარჩებაო, მათშორის ბექები (და ტრადიციულად ლამის ყველა მორკინალი ვინც ლეგიონერი არაა) დეტალები იმედია მალე გახდბა ცნობილი |
Posted by: zaali1989 7 Apr 2024, 16:54 |
სალამი, რომელზე იწყება თამაში ? |
Posted by: FinEx 7 Apr 2024, 17:01 | ||
ექვსის ნახევარზე ფრანგებმა უელსს მოუგეს, პორტებს ირლანდიამ ძალიან გადაურბინა |
Posted by: burke 7 Apr 2024, 17:53 |
საფრამგეთთან თამაშს არ მიყურებია და ამ დერეფნის გადამკიდე ვერაფრით ვერ ვხვდები როგორ მოვიგეთ თამაშის ერთ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი უბრალოდ არ გვაქვს |
Posted by: gochela1 7 Apr 2024, 18:11 |
სად ნახულობთ სატურნირო ცხრილს ან შედეგებს,ვერსად მივაგენი.დადეთ ლინკი თუ შეგიძლიათ. |
Posted by: wano 7 Apr 2024, 18:44 |
https://www.youtube.com/watch?v=a56nJH_Vne8&ab_channel=SixNationsUnder-20s |
Posted by: burke 7 Apr 2024, 19:01 |
არ ვიცი ძმაო ამას რა ქვია გაწითლებული იყო ბურთი ათამაშეს არ გაუშვეს აუტზე და ლელო დაგვიდეს ახრენეწ |
Posted by: wano 7 Apr 2024, 19:02 |
ასეთი ელემანტალური და სულელური შეცდომა.... |
Posted by: sandrikia 7 Apr 2024, 19:06 |
ეს ვინ ამსაჯეს ბიჭო რამდენჯერ შეგვინელეს რაქში ბურთი რამდენჯერ გვერდიდან შემოდიოდნენ! ორი ლელო ჩისტად ამ უაზრო რაქში ბირთის დაქნევის გამო მივიღეთ! საშინელი მსაჯობა იყო! |
Posted by: wano 7 Apr 2024, 19:11 |
ეს რა იყო? https://youtube.com/clip/UgkxrsELKC3iz11kybNCLBYDq-rgpd3ugbF0?si=9lHU5eCryxXLcNFz |
Posted by: BigG 7 Apr 2024, 19:11 |
სულელურად წავაგეთ. ბოლო წუთებზე იყო ცალკეული მოთამაშეების , ასევე მწვრთნელის შეცდომები. ბოლო 10 წუთში 9 ნომერი (წიკლაური) უნდა დაებრუნებინა. რაში ჭირდებოდათ ბოქს-ქიქი, შერკინებით წაეღოთ ბურთი და დროც მიილეოდა. მეორე ტაიმში მსაჯმა ძალიან ცუდად იმსაჯა. ჯერ ერთიბოლოს წინა ტექნიკური ლელო უნდა მიეცა - იმათ 4 ნომერი ჩვენებზე შემხტარი იყო და ხელს უშლიდა. სულ ბოლო შერკინებაში ჯარიმა უბრალოდ მოიგონა. ისე, მთლიანობაში, ნორმალური გამოსვლა იყო, თუმცა 18წლიანებში უცხოელ მწვრთნელს ჩამოვიყვანდი. მაგ ასაკში ძალიან გვაკლია გარკვეული სქილები. |
Posted by: Gio_G83 7 Apr 2024, 19:12 | ||
პირველი ფესტივალის ფონზე ა იყო ცუდი, უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ დღეს ინგლისს არ მოუგია - ჩვენ წავაგეთ კიდევ მინიმუმ 2 წელი ვიქნებით ამ ფესტივალზე ეს კი ძალიან დაეხმარება U20-ს
|
Posted by: BigG 7 Apr 2024, 19:32 |
მე მგონი შემეშალა - ბოლო წუთები 9-ზე ისევ წიკლაური იდგა. ასეა? |
Posted by: jora84 7 Apr 2024, 19:41 | ||
BigG
კი |
Posted by: jora84 17 Jun 2024, 23:01 |
აგვისტოში 18-წლამდე ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და მასპინძლებთან, ირლანდიასთან, ინგლისთან და საფეანგეთთან ერთად ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. |
Posted by: jora84 25 Jul 2024, 14:28 |
სამხრეთული ტურნეს განრიგი: |
Posted by: Anatory 25 Jul 2024, 14:38 |
იმედია ამათ ამინდში გაუმართლებთ |
Posted by: BigG 25 Jul 2024, 19:19 |
ოფიციალური საიტი ამბობს სამხ აფრიკასთან არ ითამაშებთო. 2-ჯერ სამხ აფრიკა "ა"-თან და ბოლოს საფრტნგეთიო. U18 International Series fixtures: Monday, 12 August (Stellenberg HS) 11h30: South Africa ‘A’ vs Georgia 13h30: England vs Ireland 15h30: South Africa vs France Friday, 16 August (Paarl Gimnasium) 11h30: England vs France 13h30: Georgia vs South Africa ‘A’ 15h30: South Africa vs Ireland Tuesday, 20 August (Paarl Boys High) 11h30: Ireland vs South Africa ‘A’ 13h30: South Africa vs England 15h30: France vs Georgia |
Posted by: Anatory 25 Jul 2024, 22:30 |
კი არიან ღირსები რო ეგ ა ნაკრები გავიფინოთ ფეხქვეშ |
Posted by: jora84 2 Aug 2024, 19:28 |
რაზმი აფრიკის ტურნესთვის |
Posted by: BigG 5 Aug 2024, 20:50 |
ჩვემი რაზმი კლუბების მითითებით: უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა შერკინება: ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), დაჩი ჭელიძე (ლელო), დავით არჩვაძე (ლელო), ანრი შველიძე (ბრივი), გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), ნიკოლოზ კუმარიტოვი (ლოკომოტივი), დავით ბარამია (ლელო), ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი), გიორგი მეფარიშვილი (აია), მიხეილ შიოშვილი (ლელო), ლუკა საღინაძე (ლიონი), გიორგი ზაზაძე (ხარები), ლუკა გაბუნია (აია), გიორგი არძენაძე (ჩაქვი); ხაზი: თემურ ძოძუაშვილი (აია), დავით წიკლაური (ხვამლი), გოგა უშვერიძე (აია), გიგი სირბილაძე (ლელო), ლუკა თვაური (ხვამლი), დავით ბარბაქაძე (არმია), დავით არავიაშვილი (არმაზი), იოანე ბასილაია (ლელო), ლეონიდე სალდაძე (ლოკო), გიგა ყიფშიძე (ხვამლი), გივი სოსელია (კოლხი რაინდები), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), საბა შარვაშიძე (აია). |
Posted by: jora84 6 Aug 2024, 08:29 |
ქუმარიტოვი ორიაკში წავიდა, ჩხორთოლია მონპელიეში, შაოშვილი ტულონში. |
Posted by: Tibaani71 6 Aug 2024, 11:02 |
ჩვემი რაზმი კლუბების მითითებით: უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა შერკინება: ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), დაჩი ჭელიძე (ლელო), დავით არჩვაძე (ლელო), ანრი შველიძე (ბრივი), გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), ნიკოლოზ კუმარიტოვი (ორიაკი), დავით ბარამია (ლელო), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), გიორგი მეფარიშვილი (აია), მიხეილ შიოშვილი (ტულონი), ლუკა საღინაძე (ლიონი), გიორგი ზაზაძე (ხარები), ლუკა გაბუნია (აია), გიორგი არძენაძე (ჩაქვი); ხაზი: თემურ ძოძუაშვილი (აია), დავით წიკლაური (ხვამლი), გოგა უშვერიძე (აია), გიგი სირბილაძე (ლელო), ლუკა თვაური (ხვამლი), დავით ბარბაქაძე (არმია), დავით არავიაშვილი (არმაზი), იოანე ბასილაია (ლელო), ლეონიდე სალდაძე (ლოკო), გიგა ყიფშიძე (ხვამლი), გივი სოსელია (კოლხი რაინდები), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), საბა შარვაშიძე (აია). |
Posted by: Gio_G83 7 Aug 2024, 02:36 | ||
რამხელა რესურსია ქვეყანაში და რამდენს ვითვისებთ... და... პატიოსანი კავშირი არც კლუბს გვიწერს და არც პოზიციას... Y₾ე%ი არ ჰკიდიათ..? |
Posted by: Beka_g 7 Aug 2024, 10:18 |
Gio_G83 მოვგუგლე და "ჩაქვი" რაგბის კლუბს ქვია. რაგბის კავშირის საიტზე გადავედი და ჭაბუკთა ბ ლიგაში აქვს ჩაქვს ნათამაშები. |
Posted by: Gio_G83 7 Aug 2024, 22:59 |
Beka_g კი ეგრეა... მე ის აღვნიშნე რომ U18 ში შეიძლება ჩაქვიდანაც კი მოხვდე და ამ ფონზე უზარმაზარი შესაძლო რესურსი ჯერ კიდევ აუთვსებელია.... |
Posted by: Beka_g 8 Aug 2024, 13:12 |
მაინც კაია, ისეთ კლუბში რომელსაც დიდი მიღწევები არ აქვს ტალანტი თუ იპოვეს. |
Posted by: BigG 9 Aug 2024, 12:24 |
საფრანგეთის ნაკრები, ახალგაზრდა მოთამაშის დაღუპვის გამო, ტურნირში მონაწილეობას აღარ მიიღებს. სამხ აფრიკის ფედერაციამ განაცხადა, რომ: The impact on the scheduling of the tournament – which kicks off at Stellenberg High School in Cape Town on Monday – has not been determined. ანუ ტურნირი ჩატარდება, ალბათ მცირე ცვლილებებით. ჩემი აზრით სამხ აფრიკა ჩვენ გვეთამაშება, რადგან საფრანგეთი ორივეს უნდა შეხვედროდა. გარდა ამისა, საფრნაგეთი ინგლისიც ჩაიშალა. იქნებ ჩვენები შეხვდნენ ინგლისს, სამხ აფრიკა "ბ"-ს ნაცვლად. |
Posted by: BigG 10 Aug 2024, 20:11 |
18-იანები გრაფიკი შეიცვალა. უკეთესი თამაშები მივიღეთ: Revised U18 International Series fixtures: Monday, August 12 (Stellenberg HS) 13h30 (local time): England vs Ireland 15h30: South Africa A vs Georgia Friday, August 16 (Paarl Gimnasium) 13h30: Georgia vs England 15h30: South Africa vs Ireland Tuesday, August 20 (Paarl Boys HS) 13h30: South Africa vs England 15h30: Ireland vs Georgia |
Posted by: rezi_s 11 Aug 2024, 07:13 |
არათემატუტია მაგრამ მაინც ვიკითხავ-ხაინდრავასი რამო ხო არ იცით სატრანსფერო სიახლე ? |
Posted by: Tibaani71 11 Aug 2024, 12:36 | ||
rezi_s
ბოლოს რაც გავიგე აქვს შეთავაზებები და ალბათ ბორდოს აირჩევსო! ფრანგი რაგბის იუზერია აქაც შემოდის ხოლმე და მან მსოფლიო რაგბის ფორუმზე ხაინდრავასთვის პერპინიანის ვარიანტი ისურვა, პერპინიანს კარგი ახალგაზრდული ფორმაციის ცენტრი აქვს, აი დვალი და მესხიძე სადაც მიდიან წელს კონტრაქტით! |
Posted by: BigG 11 Aug 2024, 23:19 |
ხვალინდელი თამაშები. თუ იცით, აჩვენებენ? Monday, August 12 (Stellenberg HS) (თბილისის დროით) 15h30 : England vs Ireland 17h30: South Africa A vs Georgia |
Posted by: rezi_s 12 Aug 2024, 12:04 | ||||||
დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის და ყურადღებისთვის)! * * *
ეს მეც ძალიან მაინტერესებს ............................! |
Posted by: Tibaani71 12 Aug 2024, 12:18 | ||
rezi_s
არაფრის! ყოველთვის დიდი სიამოვნებით მზად ვარ ყურადღებისთვის! |
Posted by: BigG 12 Aug 2024, 17:26 |
ამ საიტზე დარეგისტრირდით და უყურეთ უ18 თამაშებს https://live.supersportschools.com/events/66b9c3a330b2e09c0641b3e8/ |
Posted by: Choncxis mzera 12 Aug 2024, 17:27 |
ფბ-ზე ლაივი https://www.facebook.com/RugbyTVGeorgia/videos/518795797316696 იუარს მაგარი ლამაზი ჰიმნი აქვს მშვიდი რაღაცნაირი __________________________________________ წავიდა ბიჭებო!!! |
Posted by: BigG 12 Aug 2024, 19:12 |
მიჩვეულები ვართ, რომ პირველი თამაში ცუდი გამოგვდის, მაგრამ ეს განსაკუთრებულად უარყოფით შეფასებას იმსახურებს. არანიარი შეტევა. იმათ 22-ში 3-4 შევედით და ბურთს იქვე. ვკარგავდით. უკანა ხაზში ერთი კომბინაცია არ გაგვითამაშებია. სირბილაძეს კარგი ფეხი აქვს და მორჩა. 10 ნომრის პრობლემა კვლავ დაუძლეველია. ძალიან ნელა გამოდის ბურთი რაქიდან - ეს პრობლემაც დაუძლეველია. კონტაქტის არეს სისტემატურად ვაგებდით, იმდენად, რომ რამდენჯერმე ჩვენი ბურთი ხელიდან გაგვაგდებინეს. დავიღალეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, თუმცა ეს აკლიმატიზაციას შეიძლება დავაბრალოთ. არა უშავდა აუტს. სასიამონო იყო ჩვენების მოქმედება ბოქს-ქიქებზე და რესტარტებზე. ვასწრებდით და რამდენჯერმე ბურთიც მოვიპივეთ. |
Posted by: FinEx 12 Aug 2024, 19:13 |
უყურეთ ვინმემ? 20-3 რომ წავაგეთ ვნახე |
Posted by: მადეირა 12 Aug 2024, 19:27 |
FinEx ვუყურე ცალი თვალით არანაირი არაფერი |
Posted by: davita_1977 13 Aug 2024, 10:16 | ||
შეტევა არ გვქონდა და მარტო დაცვით ორი ლელოს გაშვება კაი შედეგია ) |
Posted by: Tibaani71 13 Aug 2024, 10:25 | ||
18 წლამდელების მთავარი მწვრთნელი 20 წლამდელების დაცვის მწვრთნელია და რა გასაკვირია,რომ მხოლოდ დაცვა ვითამაშეთ და ისიც,როგორც კი აჩქარდებოდნენ აფრიკელები ეგრევე პრობლემები იქმნებოდა! ასე გაგრძელდება მანამ ,ვიდრე ბავშვთა რაგბში განსწავლული მწვრთნელები არ გვეყოლება, რომლებიც განსწავლულ მორაგბეებს აღზრდიან! აი ეგ როდის გვეღირსება კაცმა არ იცის, ათეული წლებია გრძელდება ასე თვითდინებით და კაცი მომკითხავი არ სჩანს! |
Posted by: iverieli 16 Aug 2024, 16:10 |
20-10 ვუგებთ ინგლისს. იმედია მეორე ტაიმშიც არ დავაგდებთ ტემპს |
Posted by: jora84 16 Aug 2024, 17:36 |
iverieli მეორე ტაიმში პირქარში დაგვიტრიალა ინგლისმა. |
Posted by: zaal1969 20 Aug 2024, 19:20 |
9 და 10 ნომრებს უჭირს ძალიან, მომავალ წელა 20 წლამდელთა კარგი გუნდი დგება თუ 9 და 10 ნომრის საკითხს ოდნავ მაინც დავალაგებთ, თანაც საფუძვლის გარეშე ზედმეტს იღებს საკუთარ თავზე 10 ნომერი, დისციპლინაც პრობლემა აქვს, ზემოთ ამ დისციპლინით დავისჯებით! |
Posted by: BigG 20 Aug 2024, 19:21 |
3 მატჩი - 3 მარცხი. არ დამეთანხმებიან, მაგრამ ყველა შედეგი ლოგიკური იყო. ასეთი დოზით არაპროფესიონალიზმით თამაშებს ვერ მოიგებ. მნიშვნელოვან მომენტებში ბურთი აუტებში ვერ გადაგაქვს, სულელურად ჯარიმდები და .ა.შ. რაც მთავარია, ბოლო წუთზე ბურთი გაქვს იმათ ხუთმეტრიაში, ძელების პირდაპირ და არც კი ცდილობ დროპი დაარტა. რატომ? ამ გუნდისგან მეტს ველოდი, რადგან მან 6 ერის ფესტივალი გამოიარა და გარკვეული გამოცდილება მიიღო. იქ უკეთესიშთაბეჭდილება დავტოვეთ. 6 თვეში გუნდის რეგრესი შესამჩნევია: სუსტები ვართ მიწოლაში, რის გამოც მოწინააღმდეგე გვაჯარიმებს; პრობლემებია დერეფნებში, რაქებში, უკანა ხაზში კომბინაციებს ვერ ვხედავ. 9 და 10 ნომრები თამაშს ვერ ამწვავებენ. რაც მნიშვნელოვანია, არ ვიცით როგორ უნდა თამაშის მოგება. მეორე-მესამე ხაზში რამდენიმე პერსპექტიული ბიჭია - ეგ არის და ეგ. პ.ს. ხომ არ იცით ამ გუნდში ვინ არის 2007-იანი? |
Posted by: FinEx 21 Aug 2024, 22:43 | ||
ანუ ცუდმა საქართველოს ნაკრებმა წააგო ირლანდიასთან და ინგლისთან კონკურენტული თამაშები? თან ცუდია და თან კარგია თამაშების უნახავად რომ შეხედო |
Posted by: BigG 22 Aug 2024, 00:10 | ||
FinEx
არსად დამიწერია სააქართველოს ნაკრები ცუდია-მეთქი. ცუდი ინგლისთან და ირლანდიასთან დიდი ანგარიშით წააგებდა. პროფესიონალზმი გვაკლია. მწვრთნელების (ყველა ახლგაზრდული გუნდის/კლუბის) დონე უნდა ამაღლდეს, შესაბამისად კვალიფიციურ მოთამაშეებსაც გაზრდიან. არ გვყავს? ჩამოვიყვანოთ. აღნიშნული ორივე თამაში მოსაგები იყო, ამიტომ არის საწყენი, რომ წავაგეთ. |
Posted by: Tibaani71 22 Aug 2024, 10:10 | ||||
FinEx BigG
ანგარიშმა არ უნდა მოგვატყუოს და უნდა შევძლოთ დავინახოთ ის პრობლემები,რაც ბავშვთა რაგბში მრავლად არსებობს!!! ვერსად გავექცევით ამ პრობლემებს თუ რეალურად შევხედავთ საგნებს!!! გაეშვით ანგარიშს, ეგ მხოლოდ მოგვადუნებს!!! |
Posted by: Gio_G83 22 Aug 2024, 17:54 |
ზურასადმი უდიდესი პატივისცემის (შრომას, გულს და სულს არ აკლებს) მიუხედავად 18 წლის ბავშვებთამ მთავარი მწვრთნელის სახით დაცვის მწვრთნელი მე მოგნი რომ არ უნდა იყოს |