Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ტერენტი გრანელი


Posted by: JORJ MORISSONI 22 Jul 2006, 15:39
ჩემი უსაყვარლესი ქართველი პოტია, გალაქტიონის შემდეგ. ერთი წაკითხვით შემიყვარდა მა კაცის ლექსები. მოკლედ ვისაუბროთ ამ კაცზე, ვინ რა იცის, დავდოთ ფოტოები და ა.შ.

გაზაფხულის საღამო

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი



ვედრება უფალთან

ვერ გავარღვიე ბოროტების შავი რკალები,
მუდამ თან დამდევს მე უსაზღვრო მოწყენილობა,
მოვა საღამო და ოცნებით დავიღალები,
სულს უხარია თეთრი ღამე და უძილობა.

ჩემი ცხოვრება უცნაური ქრება ცრემლებით,
არავინ არ მყავს, არსაიდან შველას არ ველი.
ო, ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები,
უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი...



ქალის აგონია

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
დღესაც შორეულ მეგობარს უცდი,
მაგრამ მან მოსვლა დაიგვიანა.

მახსოვს, ცრემლები შენ თვალს უვლიდა,
ალბათ ფიქრებმა ასე დაგღალა,
და უცხო ბინის ყრუ სართულიდან
შენ ფრინველივით დაჰყურებ ქალაქს.

მიხვალ როიალთან და როგორც გიჟი
იწყებ კლავიშზე ხელების თამაშს.
შენ ძლიერ გინდა და რაღაც გიშლის,
რომ გყავდეს ბავშვი, რომ იყო დამა.

სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე,
ხან, როგორც მტრედი, თვალებს დანაბავ.
მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს,
და ნატრობ ვიღაც არათანაბარს.

შენი ლოდინი სანამდი დასტანს,
ანდა სანამდი იქნები წმინდა.
რის მიზეზია, ჯერ ახალგაზრდას,
რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა.

ოთახში ზიხარ შენ, ავადმყოფი,
ხან როგორც ბავშვი ძილს მიეცემი.
შენ ეს ჰაერი თითქოს არ გყოფნის,
და გინდა გლოვა და გინდა ცრემლი.

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
ახლაც შორეულ მეგობარს უცდი,
რომელმაც ასე დაიგვიანა...



Posted by: JORJ MORISSONI 22 Jul 2006, 15:48
MEMENTO MORI

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori” -ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები, სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე - ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი - გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს „Memento mori“-ა.

Posted by: ტემპერა 22 Jul 2006, 16:04
JORJ MORISSONI
QUOTE
დავდოთ ფოტოები

ეჰჰ, სადააა, ტერენტის ფოტოები.. biggrin.gif

Posted by: JORJ MORISSONI 22 Jul 2006, 16:05
ტემპერა
QUOTE
ეჰჰ, სადააა, ტერენტის ფოტოები.. 

რავი იქნებ ვინმეს ქონდეს თქო.
ეგრე რობაქიძის ფოტოებიც არაა, მაგრამ თემაში კი დადო ხალხმა.

Posted by: Samp 22 Jul 2006, 16:18
JORJ MORISSONI
QUOTE
რავი იქნებ ვინმეს ქონდეს თქო.
ეგრე რობაქიძის ფოტოებიც არაა, მაგრამ თემაში კი დადო ხალხმა.

რობაქიძე, ჩემო ბატონო, "ჯენტლმენი" იყო, ევროპაში მცხოვრები კაცი, ტერენტის კი სასაფლაოებზე ეძინა sad.gif ...აბა, საიდან ფოტოები....

Posted by: ტემპერა 22 Jul 2006, 16:56
JORJ MORISSONI
QUOTE
ეგრე რობაქიძის ფოტოებიც არაა, მაგრამ თემაში კი დადო ხალხმა.

ეგ ჩემი დაჟინებული თხოვნით მოხდა და იმიტომ.. biggrin.gif

Posted by: Dave 22 Jul 2006, 21:05
JORJ MORISSONI
QUOTE
ქალის აგონია

მაგარია... ასეთ შემთხვევებში სულ მინდება ლექსის დაწერის ისტორიის გაგება...

Posted by: otariani 22 Jul 2006, 23:52
ნაღდი ექსპრესიონისტი იყო. ეგეთი ისტერიული წინათგრძნობა არც მინახია არსად. კარგი ლექსები აქვს.

Posted by: Sharky 22 Jul 2006, 23:57
უძლიერესია. აქვს ასეთი ლექსი, "ზოზიას" (თავის დას ერქვა), რომელიც ალბათ ერთერთი საუკეთესო ქართული ლექსია, ever....

Posted by: ტემპერა 23 Jul 2006, 00:15
კარგი ჩანახატებიც ჰქონდა..
-----------------------------------

Posted by: JORJ MORISSONI 23 Jul 2006, 02:04
მკვდარი სურვილები

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...

Posted by: Dave 23 Jul 2006, 02:11
up.gif
დადეთ რა კიდევ. სხვაგვარად არ მაქ ხელთ მისი ნაწარმოები.

Posted by: ტემპერა 23 Jul 2006, 11:18
აბა ტერენტი გრანელის გვარს ვინც მეტყვის 5 ქულა!!!! biggrin.gif
ოღონდ ბიბლიოთეკაში შეხედვებს და წიგნების ქექვებს არ ვართ... smile.gif
ესე, თათარიახნათ ვინც იცის,, biggrin.gif

Posted by: ბერიკა 23 Jul 2006, 11:33
გრანელი

biggrin.gif

მაგარი ვიღაცა იყო, ცოტას
ცოტას კი არა მაგრა ურევდა.
თავისი და უყვარდა, და ვაშლის ფანი იყო.
ლექსებს დამპალი ვაშლის სუნზე წერდა...


უბედური ცხორება ჰქონდა,
საწყალი sad.gif

Posted by: ტემპერა 23 Jul 2006, 11:54
ბერიკა
მეგრული დაბოლოების გვარი აქვს..

Posted by: JORJ MORISSONI 23 Jul 2006, 14:21
ტემპერა
QUOTE
აბა ტერენტი გრანელის გვარს ვინც მეტყვის 5 ქულა!!!!
ოღონდ ბიბლიოთეკაში შეხედვებს და წიგნების ქექვებს არ ვართ... 
ესე, თათარიახნათ ვინც იცის,, 

კვირკველია, მე მგონი.
"გრან" კიდევ თუ არ ვცდები ლათინური სიტყვაა და მარცვალს ნიშნავს.
ბერიკა
QUOTE
მაგარი ვიღაცა იყო, ცოტას
ცოტას კი არა მაგრა ურევდა.
თავისი და უყვარდა, და ვაშლის ფანი იყო.
ლექსებს დამპალი ვაშლის სუნზე წერდა...


ვაა, ეგ ნაღდად არ ვიცოდი და თუ უყვარდა.
კიდევ მოყევი რა რამე, ძალიან მაინტერესებს.

Posted by: ტემპერა 23 Jul 2006, 14:26
JORJ MORISSONI
QUOTE
კვირკველია, მე მგონი.

5 ქულა შენ!!!

Posted by: JORJ MORISSONI 23 Jul 2006, 14:30
აი ეს ლექსიც ძალიან მიყვარს


მკვდარი სურვილები

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...

Posted by: maiko_27 23 Jul 2006, 14:35
QUOTE
აბა ტერენტი გრანელის გვარს ვინც მეტყვის 5 ქულა!!!!



კვირკველია biggrin.gif
* * *
აუ ვიღაცამ დამასწრო??? sad.gif

Posted by: JORJ MORISSONI 23 Jul 2006, 14:55
აუ ხალხო ვინც რამე იცით ამ კაცზე რაც გამოქვეყნებული არაა, დაპოსტეთ რა.
და რაიმე სურათებიც თუ გაქვთ ნუ დაგენანებათ.
მართლა ძალიან მაინტერესებს ყველაფერი ამ პიროვნებაზე.

Posted by: sidhartha 24 Jul 2006, 12:10
ძალიან მაგარი კაცი იყო ტერენტი...

Posted by: perfectstranger 24 Jul 2006, 14:04
ბავშვობაში სახლი დაეწვა, დედინაცვალი ზრდიდა, ლექსიც აქვს "სონეტი დედინაცვალს". მართლა კარგი პოეტია

Posted by: sibneleSi mocekvave 24 Jul 2006, 14:09
QUOTE (ბერიკა @ 23 Jul 2006, 10:33 )
მაგარი ვიღაცა იყო, ცოტას
ცოტას კი არა მაგრა ურევდა.
თავისი და უყვარდა, და ვაშლის ფანი იყო.
ლექსებს დამპალი ვაშლის სუნზე წერდა...



კი, ზოზია უყვარდა. მე მგონი ლექსებსაც ეტყობა.
ვაშლები, ზოზია, სასაფლაოები და დიდი დეპრესია...
დიდი პოეზიაც, რა თქმა უნდა

Posted by: JORJ MORISSONI 25 Jul 2006, 20:27
აუუFFFFFFFFFFFFFFFFFFFF სურათი მაინც არავის არ აქვს sad.gif

Posted by: nin 26 Jul 2006, 12:22
მე მარტო ის ვიცი რომ გრანელი მარცვალს ნიშნავს მგონი და იმიტომ აირჩია ფსევდონიმად რომ ამ სამყაროში თავი პატარა მარცვლად მიაჩნდა არადა გალაკტიონს გალაკტიკადsmile.gif

კიდევ ის რომ ჰქონდა შინაგანი ცხოვრების ცალკე სამყარო , როგორც თითოეულ ჩვენთაგანს მარა მისი ჩვენსაზე ბევრად მდიდარი იყო, მოკლედ მდიდარი კაცი იყო რა (სულიერად)


Posted by: Samp 26 Jul 2006, 12:57
QUOTE
ამ სამყაროში თავი პატარა მარცვლად მიაჩნდა არადა გალაკტიონს გალაკტიკად

"...ახლა მიგონებს ალბათ ზოზია,
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია..."
smile.gif

Posted by: Ar-Pharazôn 26 Jul 2006, 12:59
გენიალური პოეტი!!! გალაკტიონის მერე ჩემი ნომერ მეორეა....


Posted by: nin 26 Jul 2006, 13:04
QUOTE

"...ახლა მიგონებს ალბათ ზოზია,
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია..."

smile.gif

Posted by: ტემპერა 26 Jul 2006, 13:44
JORJ MORISSONI
QUOTE
აუუFFFFFFFFFFFFFFFFFFFF სურათი მაინც არავის არ აქვს

სურათების გადასაღებათ ეცალა ტერენტის???
ხან ხოჯივანზე ეძინა და ხან კუკიაზე..

Posted by: JORJ MORISSONI 26 Jul 2006, 17:10
აი თავის დისადმი მიძღვნილი ლექსი

შეშლილი ცრემლები

ეს ვედრება შიშველი -
მეუცხოვა მე გვიან,
ღამე, ვნებით შეშლილი,
ყელზე გადამეხვია.

თეთრი შუქი ინთება
ჩემი სულის და ვარდის.
ო, ტირილი მინდება,
შენთან უხმოდ დავარდნილს.

მე თანდათან ვყვითლდები
და ჩემი თმაც ძირს ცვივა.
დაო, ნუ შეწუხდები,
თუ წამების ღირსი ვარ.

ჩუმად ძინავს გულს ტყეში
სევდის ლურჯი ოდებით.
და თბილისის კუთხეში
სადმე ღამით მოვკვდები.



Posted by: nacarqeqia 26 Jul 2006, 19:25
Samp
QUOTE
"...ახლა მიგონებს ალბათ ზოზია,
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია..."


გალაკტიონი თუ დემონია -
დამეთანხმება ალბათ ზოზია,
მაშინ დემონიც ანგელოზია,
ან ანგელოზშიც არის დემონის.

(ეს სტრიქონები ჩემი არ გეგონოთ)

Posted by: ტემპერა 26 Jul 2006, 19:27
nacarqeqia
QUOTE
გალაკტიონი თუ დემონია -
დამეთანხმება ალბათ ზოზია,
მაშინ დემონიც ანგელოზია,
ან ანგელოზშიც არის დემონის.

ბარემ, თავიდან ბოლომდე დაგეწერა..

Posted by: JORJ MORISSONI 26 Jul 2006, 19:44
პირადი წერილები

ჩემო ძვირფასო დაო ზოზია!

მივიღე შენი წერილი და ვიგრძენი სინანული; რატომ მე ამდენ ხანს ვერ გნახე. ამის მიზეზები ბევრია. მაგრამ მაინც ეს არ მეპატიება. გავიგე, რომ გყოლიათ შვილი, სასიამოვნოა ძლიერ, ბავშვს, არაფერი ჯობია. სხვა ლუკა თუ კარგათ არის. მაშოს გადაეცი ჩემი უდიდესი სალამი. ნუ გგონიათ რომ დამავიწყდით, სრულიად არა, მხოლოდ წერა მეზარება. მე ზაფხულში ჩამოვალ უსათუოდ. მანამდე შენ თუ მინახულებ, კარგი იქნება. მრცხვენია, მაგრამ გეტყვი: ქვეშაგებელი სულ დახეული მაქვს. მჭირდება ლეიბი და ბალიში, საბანი მაქვს. თუ არ შეწუხდებით, გამომიგზავნეთ... ძალიან მადლობელი ვიქნები. სხვა როგორ ხარ.
წერილი მომწერე ამ მისამართით: თბილისი, სამხედრო ქუცა N3, ახვლედიანს, ტერენტი გრანელის გადასაცემად. მშვიდობით, შენი ძმა ტერენტი გრანელი.
მე მინდა მაშოსთან და შენთან სურათის გადაღება და მერე შეიძლება წიგნები დავნეჭდო. ამას ზაფხულში ვიზამთ.
მაშოს დიდი მადლობა და ძმური მოკითხვა. მომიკითხე ერმინე.


შენი ტერენტი გრანელი

Posted by: eloiza 26 Jul 2006, 20:01
QUOTE
კი, ზოზია უყვარდა. მე მგონი ლექსებსაც ეტყობა.

ზოზია მისი და იყო

smile.gif

Posted by: JORJ MORISSONI 26 Jul 2006, 20:05
აი მომკალით მაგრამ ამ ლექს რომ ვკითხულობ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მორისონი ქართველი იყო.
სხვა რომ არაფერი არ დაეწერა ამ კაცს, ესეც ეყოფოდა უკვდასაყოფად.
love.gif

"მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში..., როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი..
მე ალა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები
და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ,
რათა მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი..
მოვედი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს,
როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამე მოაქვს ფიქრი სიკვდილზე
და სიშორეზე.
და მეშინია...
ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი, მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორეს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე,
სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზი არსებობა, როგორც იდუმალები.
მე ისევ ვგავარ მარადისობის გარინდულ საზღვართან და ველი ქრისტეს ლანდს,
რომელიც მიხსნის მე განსაცდელისგან.
და მე მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ყველგან ვიყო,როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ციდვილ ქვეყანაში
და არ ვიცი როგორც ამოვიდე იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე,
არა სიკვდილი,
არამედ რაღაც სხვა.
ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობებისათვის.
გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ეცემიან მინას
და ისევ სიშორეზე ტირის როიალი."

Posted by: eloiza 26 Jul 2006, 20:05
გადარჩება? -ექიმებს ეკითხება ჩემი და,
გადარჩება? გმინავენ ლაზარეთის კედლები.......
დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია,
დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები.
გადარჩება? -ექიმებს ეკითხება ზოზია,
მე კი მიახლოვდება სამუდამო ქაოსი
ვიხედები გარშემო და ამ სარეცელიდან
ყველაფერი შორსაა, გარდა სასაფლაოსი.
უიმედო წუთები თურმე უფრო სწრაფია,
(სადღაც ზარის რეკვაა, ილესება ისარი)
ჩემი სუსტი სხეული გაწყვეტილი ძაფია
ჩემი შემოქმედება-დედამიწის სიზმარი.
ჩემს გარშემო შურია, შემს გარშემო ნისლია
მოჩვენება შემოდის ღია თვალთა გუგებში
ყველაფერი ცივია, რაც კი მარადისია
აი, სწორედ ამიტომ ვერ ვიწამე ნუგეში.
გადარჩება? -ექიმებს ეკითხება ჩემი და,
გადარჩება? გმინავენ ლაზარეთის კედლები.......
დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია,
დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები.




ამ წუთას ვიპოვე ეს საიტი:
http://testireba.ge/authors/author.aspx?AuthorId=21

Posted by: ShadowCat 26 Jul 2006, 20:54
JORJ MORISSONI
QUOTE
მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში..., როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი..

აუ, ძააალიან მაგარია! როცა კი არ უნდა წავიკითხო ეგ ლექსი (არც კი ვიცი, ლექსი ვუწოდო თუ არა), სულ ჟრუანტელი მივლის user.gif
გრანელი მაგარია! მახსოვს მაგის 1-2 ლექსი ინგლისურადაც კი გადავთარგმნე.. user.gif

QUOTE
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მორისონი ქართველი იყო.

2kiss.gif მორისონის ქართველობაზე რა მოგახსენო, მარა მორისონი მაგარი კაცი იყო! user.gif
(სორი ოFFტოპიკისთვის)

Posted by: JORJ MORISSONI 26 Jul 2006, 21:31

ShadowCat
QUOTE
მორისონის ქართველობაზე რა მოგახსენო, მარა მორისონი მაგარი კაცი იყო!

არა იმიტომ ვთქვი რომ აი ეს სტრიქონები სუფთა ჯიმის დუხშია დაწერილი.

როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამე მოაქვს ფიქრი სიკვდილზე
და სიშორეზე.
და მეშინია...
ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი, მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორეს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე,
სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზი არსებობა, როგორც იდუმალები.

Posted by: Ar-Pharazôn 26 Jul 2006, 21:40
დიდ და ტრაგიკული ბედის მქონე დეპრესიულ ინტელექტუალთა რიგს მიეკუთვნება ტერენტი გრანელი აუცილებლად , გვერდში უდგას ქართველი პოეტებიდან ბარათაშვილს, ტაბიძეს, უცხოელებიდან ედგარ პოს და ა.შ.

მუსიკოსებიდან მორისონზე უფრო მის სულისკვეთებას შევადარებდი იან კურტისს და თომ იორკს

Posted by: JORJ MORISSONI 26 Jul 2006, 21:45
Ar-Pharazôn
QUOTE
მუსიკოსებიდან მორისონზე უფრო მის სულისკვეთებას შევადარებდი იან კურტისს და თომ იორკს

არა მე არ შემიდარებია, უბრალოდ ის სტრიქონები იმდენად გავდა მორისონის ლექსებს, რომ რავიცი....................
------------------------------------------------------------------------------
აი დამაჟრიალა ეს რომ წავიკითხე

სიკვდილის შემდეგ

დადგება ზამთარი...

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.

მოვა უიმედობა.

პანაშვიდი გათავდება ქარში.

ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.

და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.

კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.

პროცესია დაიშლება.

მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.

გზაში ისაუბრებენ ჩემზე.

დაღამდება...

მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.

დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.

და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.

არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.

ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.

თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.

ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.

გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.

დადგებიან გაზაფხულის დღეები.

შეიფოთლება სასაფლაო.

კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემს საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.

ასე გაივლიან საუკუნეები.

ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.

ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.

წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.

ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.

დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.

დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.

წირვა გათავდება.

საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.

გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.

და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.

Posted by: pataputina 26 Jul 2006, 21:51
ახლაც არ ვიცი რა მიხარია
ახლაც არ ვიცი რას ველოდები...................................







mo.gif

Posted by: Ar-Pharazôn 26 Jul 2006, 22:15
QUOTE
დადგება ზამთარი...

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.

მოვა უიმედობა.

პანაშვიდი გათავდება ქარში.

ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.

და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.

კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.

პროცესია დაიშლება.

მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.

გზაში ისაუბრებენ ჩემზე.

დაღამდება...

მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.

დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.

და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.

არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.

ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.

თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.

ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.

გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.

დადგებიან გაზაფხულის დღეები.

შეიფოთლება სასაფლაო.

კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემს საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.

ასე გაივლიან საუკუნეები.

ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.

ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.

წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.

ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.

დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.

დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.

წირვა გათავდება.

საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.

გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.

და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.


შემზარავიცაა და მშვენიერიც...

ტერენტი გრანელის დღიურებს მე არც პოეზიას დავარქმევდი და არც ფილოსოფიას, არამედ თავზარდამცემი, სევდიანი და ამასთანავე საოცრად სპეტაკი და სუფთა სურათების შექმნის ხელოვნებას

Posted by: Samp 27 Jul 2006, 01:08
nin

QUOTE
ამ სამყაროში თავი პატარა მარცვლად მიაჩნდა


"მე ვერ მიშველის თვით ჩემი ლექსიც,
თვით ჩემი ლექსი - სისხლის რვეული.
პოეზიაში ვარ უ დ ი დ ე ს ი,
და ცხოვრებაში გზადაბნეული."
smile.gif

Posted by: the_lizard_king 27 Jul 2006, 04:23
წუხს როიალი ბაღის მახლობლად
და მოდის გზიდან სხივთა კრებული.
ალბათ, სადღაც შორს ვიღაც ნაღვლობდა,
იქაც დარდია გამეფებული.

წუხს როიალი, მე რაღაც მტკივა,
დავტოვებ თბილისს და წავალ დასთან,
ვნახოთ, ეს ფიქრი სანამდი მივა,
ვნახოთ ეს ტანჯვა სანამდი გასტანს...



ვაფანატებ ამ პოეტზე...

Posted by: JORJ MORISSONI 27 Jul 2006, 05:20
the_lizard_king
up.gif
-----------------------

Posted by: ANONIM0 27 Jul 2006, 22:56
b]ტემპერა[/b]
კვირკველია იყო გვარად
ბერიკა
QUOTE
თავისი და უყვარდა

უბრალოდ აღმერთებდა, ძალზედ მგრძნობიარე პიროვნება იყო.


ლერი ალიმონაკს კარგი წიგნი აქვს მის ცხოვრებაზე...............


,,პოეზიაში ვარ უდიდესი , და ცხოვრებაში გზაარეულიო,,

თავიდან ბოლომდე ქაოტური სულის ისტორიას წარმოადგენდა ეს ადამიანი

Posted by: Judas Iscariot 28 Jul 2006, 00:42
საიდან მოიტანეთ, რომ ზოზია უყვარდა? რამე წყარო გაქვთ?
ლექსებიდან მე ვერაფერს ვატყობ.

აი კიდევ ერთი:

ჩემო ზოზია, მე წავალ მალე,
არარაობა გამაბნევს ქარში,
ამ ნათურების ცოფიან თვალებს
ჩუმი სანთლები შეცვლიან მაშინ...

ჩემო ზოზია, მე წავალ მალე,
დედის აჩრდილი მიმელის გზაში,
ამ ნათურების ცოფიან თვალებს
ქრისტეს თვალები შეცვლიან მაშინ...

ბოლო ტაეპები ძალიან მაგარია. საერთოდ, ხშირად აქვს ასე:
პირველი ორი სტრიქონი უბრალოდ მესამე-მეოთხეზე მისარითმად აქვს.








Posted by: anthro 28 Jul 2006, 04:29
სასაფლაოსკენ

იდგა შუადღე, ვამბობდი: დაო,
მინდა ალერსი.
ჩანდა საყდარი და სასაფლაო
პეტრე-პავლესი.
ვამბობდი: მალე გაივლის აწი
წამება შენი.
იდგა შუადღე და ჯარისკაცი
გარბოდა ცხენით.
ვამბობდი: დროა ხელი იარაღს!-
რაც იგრძნო ბევრმა.
მე მოვდიოდი და გაიარა
მატარებელმა.
იდგა შუადღე, ვამბობდი: დაო,
მინდა ალერსი.
ჩანდა საყდარი და სასაფლაო
პეტრე-პავლესი.

ხშირად ავდიოდით ხოლმე ტერენტის საფლავზე მაშინ, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე: ჭიქა ღვინის წაქცევით, მისი ლექსების კითხვით... გაუქმებული სასაფლაო, სარეველამოდებული საფლავები, სიჩუმე, ტერენტის გაცრეცილი საფლავის ქვა... თითქოს მისი სულიც ტრიალებდა იქ. მისი პოეზიით იყო იქ ჰაერი თითქოს გაჟღენთილი. ახლა პანთეონში? ეჰ, არ ვიცი...


"არ მინდოდა ნიღაბი,
დარდი მქონდა ისედაც
მე ოთახში ვიყავი,
მთვარე მაღლა იწევდა"...

Posted by: JORJ MORISSONI 28 Jul 2006, 20:16
anthro
QUOTE
ახლა პანთეონში?

yes.gif

Posted by: Judas Iscariot 28 Jul 2006, 23:49
JORJ MORISSONI
QUOTE
anthro

QUOTE
ახლა პანთეონში?


დიდუბის პანთეონში...

Posted by: the who 29 Jul 2006, 07:43
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეხ გალაქტიონი რომ არ დაბადებულიყო ახლა ალბათ ეგ იქნებოდა ყველაზე დიდი.
თვითონაც იცოდა ეს

Posted by: ტემპერა 29 Jul 2006, 11:36
მამენტ მთაწმინდაზე რომ გადაასვენონ ძალიან დამავალებენ...

Posted by: ტემპერა 30 Jul 2006, 00:21
ტორენტი გრანელი..
--------------------------

Posted by: Judas Iscariot 30 Jul 2006, 16:48
the who
QUOTE
გალაქტიონი რომ არ დაბადებულიყო ახლა ალბათ ეგ იქნებოდა ყველაზე დიდი


გალაქტიონი რომ არ დაბადებულიყო, გრანელი საერთოდ არ იქნებოდა. არც ბევრი სხვა.
ანდა ეო-მეოს გარითმავდა სუყველა,


Posted by: JORJ MORISSONI 30 Jul 2006, 20:08
the who
QUOTE
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეხ გალაქტიონი რომ არ დაბადებულიყო ახლა ალბათ ეგ იქნებოდა ყველაზე დიდი.
თვითონაც იცოდა ეს

yes.gif

Posted by: anthro 31 Jul 2006, 01:24
ტერენტის პოეზიასთან ერთი უცნაური შეხვედრაც მქონდა:

1985-1986 ზლებში საჩხერე-ჭიათურის რაიონში იმერეთის ეპისკოპოსის კურთხევით დადიოდა სასულიერო აკადემიის 6 სტუდენტი, რომლებიც (მაშინ ჯერ კიდევ) გაუქმებულ ეკლესიებში წირვებს ატარებდნენ და ქადაგებდნენ. ზოგჯერ სახლებში ეძინათ, ზოგჯერ იქაურ მღვიმეებში. პირველ ქრისტიანებს ჰგავდნენ რა...
მოკლედ, ზაფხულში დასასვენებლად ვიყავი იქით, სოფლად და გავიგე იმ სოფლის ეკლესიაში აპირებდნენ წირვის ჩატარებას (ჯერ არაფერი ვიცოდი მათზე). გავოცდი და წავედი. მივედი და ვხედავ იმ სოფლის სასაფლაოს პატარა, სადა და ლამაზ ბაზილიკაში დგანან ნახევრადსიბნელეში სოფლის მცხოვრებლები და წირვაა ისეთი გულიანი და კარგი, გაგეხარდებოდათ. მერე გამოდის უფროსი ვინც იყო მათში და შესავალ ქადაგებას აკეთებს ქრისტიანული ცხოვრების სხვადასხვა გზებზე. და მერე გამოდის მეორე, უფრო პატარა და იწყებს ტერენტი გრანელის ცხოვრებაზე ლაპარაკს, მის ლექსებს ამბობს და მოკლედ გრანელზე, როგორც ქრისტიანზე ქადაგებს რაღა... ეს სოფლის ხალხი უსმენს და ჩანს არ უკვირთ, იმიტომ რომ ქადაგებები არც მოუსმენიათ აქამდე და მიაჩნიათ, რომ ჩვეულებრივია წირვის დროს პოეტებზე ქადაგება. smile.gif
რაღაც გასაოცარი და განუმეორებელი რამ იყო...

სამწუხარო პს. ნახევარი წლის შემდეგ შევხდვი უნივერსიტეტთან ამ ჯგუფიდან ორს, ძალიან გამეხარდა, მოვიკითხე და აღმოჩნდა რომ სასულიერო აკადემიაში გავლენიანი, მაგრამ გაფუჭებული სასულიერი პირის მხილების და მის წინააღმდეგ სტუდენტების ამხედრების მცდელობა ჰქონდათ და ექვსივე გარიცხეს აკადემიიდან...
მას შემდეგ წლები კი არა, ათწლეულები გავიდა, უამრავი რამ შეიცვალა და .. ..
ეჰ, ნეტავ სად და როგორ არიან ახლა ის ბიჭები?








Posted by: ცუგა 31 Jul 2006, 01:26
Granel.torrent
Open with...
BitComet

Posted by: JORJ MORISSONI 1 Sep 2006, 13:38
უპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპ

Posted by: ტემპერა 1 Sep 2006, 13:40
ტორენტი..


Posted by: JORJ MORISSONI 1 Sep 2006, 13:44
ცუგა
ტემპერა
ნუ აოტოპიკებთ თემას vik.gif

Posted by: ტემპერა 1 Sep 2006, 14:00
JORJ MORISSONI
QUOTE
ნუ აოტოპიკებთ თემას

შენ ხო აზრიანი პოსტო გააკეთე რაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
უპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპ

ამით რის თქმა გინდოდა?? biggrin.gif

Posted by: JORJ MORISSONI 1 Sep 2006, 14:01
ტემპერა
QUOTE
ამით რის თქმა გინდოდა?? 

აფ, ანუ ამოვწიე თემა.

Posted by: ტემპერა 1 Sep 2006, 14:02
JORJ MORISSONI
QUOTE
აფ, ანუ ამოვწიე თემა.

მერე, რამე აზრიანი დაგეწერა.. biggrin.gif
ან ეგ ფოტო დაგედო..

Posted by: JORJ MORISSONI 1 Sep 2006, 14:04
ტემპერა
QUOTE
მერე, რამე აზრიანი დაგეწერა..
ან ეგ ფოტო დაგედო..

პირველ გვერდზე დევს.

Posted by: JustAMinute 1 Sep 2006, 14:09

ტერენტის და თამარას ისტორია მომწონს ალიმონაკის წიგნიდან. ერთ-ერთი ცხოვრებისეული ცრურწმენის აპოლოგია. ეს ცრურწმენა, თუ განვაზოგადებთ, ძალიან ხშირად მხვდება ცხოვრებაში.

Posted by: nastie 1 Sep 2006, 15:02
JustAMinute

ეს რომელი ისტორია, სადგურში რომ უნდა დახვედროდა და ჩემოდნებიან ქალი ნაკლებად მომხიბვლელად თუ არა პოეტურად ჩათვალა?????

Posted by: JustAMinute 1 Sep 2006, 15:42

nastie
ვოტ ვოტ : )))))

----------------

Posted by: PANTALONE 1 Sep 2006, 15:46
ფიქრები:
აი თურმე სად პოულობს ხოლმე შთაგონებებს.... წიგნებში!!

ჟალ' მირერი არ მოეწონა.

Posted by: blear_witch 1 Sep 2006, 15:50
მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს
მინდათ ოვლშიც მათი კვალი ჩანდეს....

Posted by: JustAMinute 1 Sep 2006, 15:54

მილერთანაც შემხვედრია იგივე ცრურწმენა, სამწუხაროდ. : ) პროსტა ის ტერენტი-თამარას ისტორია არის მარტივი მატრიცა.

Posted by: PANTALONE 1 Sep 2006, 16:05
ფიქრები:
რა ეპიზოდზე ამბობს ნეტა?

ნუთუ ჰენრის რო "მეგობრი" უყვება ქალებტან ურთიერთობის დეტალებს?

Posted by: JustAMinute 1 Sep 2006, 16:16

საქმე ეგრე მარტივად არ არის. (რემარკა აბსურდის თეატრიდან)

Posted by: PANTALONE 1 Sep 2006, 16:34
პარანოიკის დღიურიდან:

QUOTE
საქმე ეგრე მარტივად არ არის

რთულადაა საქმეე!

Posted by: salda 1 Sep 2006, 22:26
ძვირფას დებს
მაშოს და ზოზიას

რა ვქნა მას შემდეგ დიდი ხანია,
რაც არ მინახავს ჩემი სოფელი.
მარტო მივდივარ, ჩუმი ღამეა,
მივდივარ ასე შეუცნობელი.

პოეტს ცისფერი ოცნება დაღლის,
რადგან სიცოცხლე მეტად რთულია.
და მესიზმრება ის ჩვენი სახლი
რომელიც უკვე გაყიდულია.

მე შემიყვარეს ბევრმა გულებმა,
(ეხლა ეს მთვარე უფრო მკრთალია)
მწამს დებო! თქვენი შეხედულება
ჩემს ცხოვრებაზე რომ მართალია.

ეხლა მარტო ვარ, ის დრო წავიდა,
როცა ქუჩაში ვახდენდი დებოშს.
ნუ დარდობთ ჩემზე, იყავით მშვიდათ,
მე მალე მოვალ ძვირფასო დებო!

Posted by: Johnnie Walker 1 Sep 2006, 23:01
შემოდგემის საღამოა მშვიდი.
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

biggrin.gif
კაი იყო ტერენტი/

Posted by: ტემპერა 1 Sep 2006, 23:31
Johnnie Walker
QUOTE
კაი იყო ტერენტი/

თუ ტორენტი?

Posted by: Johnnie Walker 1 Sep 2006, 23:37
ტემპერა
ნე პონიალ....
ტერენტი მართლა სასიამვნო პოეტი იყო, ცოტა გოიმი, მაგრამ პრინციპში - ოკ.
მიყვარს ხოლმე, ძალიან, ვერის ძველ სასაფლაოზე ასვლა, სევასტოპოლის ქუჩაზე smile.gif
ნუ კაია, რა გითხრა.
ყველა ვერ იქნება გალაკტიონი.

Posted by: nacarqeqia 1 Sep 2006, 23:54
მე კიდე ავადმყოფ ტერენტის, ჯანმრთელი და აშუღი გრიშაშვილი მირჩევნია, სამწუხაროდ ეს უკანასკნელი ვერ სარგებლობს მაღალი "რეპუტაციით" უფალ ფორუმელებს შორის, არადა...

შაითან ბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი...

რა კარგი ხარ, რა კარგი, შუშპარა და მჩქეფარე..

თქვენ კიდე:

"გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი"

პირდაპირ მიგნებაა რა, ასე ხო მეორეკლასელიც გარითმავს

Posted by: ტემპერა 2 Sep 2006, 00:06
nacarqeqia
QUOTE
აშუღი გრიშაშვილი მირჩევნია, სამწუხაროდ ეს უკანასკნელი ვერ სარგებლობს მაღალი "რეპუტაციით" უფალ ფორუმელებს შორის, არადა...

რას ლაპარაკობ პირიქით, გრიშაშვილის მუზეომში ვიყავი ამ ზაფხულს და მაგრად ჩაუღრმავდი მის შემოქმედებას..
ძალიან მაგრად მომეწონა: "თბილისის ბოჰემა" (ერთმა კარგმა კაცმა, მათხოვა) ნაღდად თბილისის ენციკლობედიაა...
მოკლედ აშუღ გირიშაშვილს გაუმარჯოს..

Posted by: nacarqeqia 2 Sep 2006, 00:09
ტემპერა
QUOTE
მოკლედ აშუღ გირიშაშვილს გაუმარჯოს..


გაუმარჯოოოოოოოოოოოოოოოს!!!

ძირს ტერენტის ავადმყოფური პოეზია, გაუმარჯოს პოეტ-ფილოსოფოსს - რატი ამაღლობელს!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: erttetriani samepo chai 2 Sep 2006, 00:10
ახლა ღამეა, სადღაც მღერიან
ახლა დუმილი არ შეიძლება.
და მამაჩემი ბედნიერია
და მამაჩემი ფრიდრიხ ნიცშეა.
არა სიკვდილი. არა სიცოცხლე. არამედ რაღაც სხვა.

Posted by: Johnnie Walker 2 Sep 2006, 00:10
nacarqeqia
ნაცარ, გემოვნებიანი კაცი ხარ... მაგას რატომ ამბობ?
ვინ თქვა გრიშაშვილზე აუგი?
პროსტო თემაა ტერენტი გრანელზე, თორემ:

საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო
და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში............ biggrin.gif

ეეე.... სოსო მაგარი ჯიგარი იყო.
თემა გახსენი და ვილაპარაკოთ.
ხარფუხზე biggrin.gif

Posted by: erttetriani samepo chai 2 Sep 2006, 00:15
QUOTE (Johnnie Walker @ 1 Sep 2006, 23:37 )
ყველა ვერ იქნება გალაკტიონი.

გალაქტიონში არის დემონი, და ჩემში უფრო ანგელოზია. ტერენტი გრანელი.
-----------------------------
როგორ ადარებ?!

Posted by: Zumbizu 2 Sep 2006, 00:31
აქ ყვავილებიც მოიპოვება

აქ ყვავილებიც მოიპოვება,
ეს გრძნობა ცაზე უმაღლესია.
ჩემი ცხოვრება არის პოემა,
ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია.


Posted by: ტემპერა 2 Sep 2006, 00:36
Johnnie Walker
QUOTE
ეეე.... სოსო მაგარი ჯიგარი იყო.
თემა გახსენი და ვილაპარაკოთ.
ხარფუხზე 

გავხსენი და შემოდი რაა..

Posted by: JORJ MORISSONI 2 Sep 2006, 00:39
აუუუუ ნუ აოფტოპიკებთ რა.
Johnnie Walker
QUOTE
ტერენტი მართლა სასიამვნო პოეტი იყო, ცოტა გოიმი

რატომ?

Posted by: erttetriani samepo chai 2 Sep 2006, 01:05
ეს ცხოვრება სარკესავით ელავს
ასეთ ყოფნას ვეუბნები უარს
ვიღუპები, არ იქნება შველა
ცხოვრებას და პოეზიის შუა!
აკეთებენ სადღაც ჩემთვის კუბოს,
ნელა მივალ და გულია ღერძი,
ეს ცხოვრება ტალახია უფრო
და ცხოვრება პოეზიას ებრძვის!
მთაზე ისევ ჩამოწვება ნისლი,
მინას უცებ ჩაუარა ქალმა,
სადღაც ახლა იქ სიმღერა ისმის,
სადღაც ახლა ქეიფია ალბათ.
ეს ცხოვრება სარკესავით ელავს,
ასეთ ყოფნას ვეუბნები უარს,
ვიღუპები, არ იქნება შველა
ცხოვრების და პოეზიის შუა!

Posted by: ტემპერა 2 Sep 2006, 01:27
JORJ MORISSONI
QUOTE
ტერენტი მართლა სასიამვნო პოეტი იყო, ცოტა გოიმი


რატომ?

ეგრე იყო და..

Posted by: bacho_b 2 Sep 2006, 12:47
კვირკველია იყო გვარი, სახელი მგონი იგივე

Posted by: nacarqeqia 2 Sep 2006, 13:22
bacho_b
QUOTE
კვირკველია იყო გვარი, სახელი მგონი იგივე


კი, იგივეა, სახელიც კვირკველიაა!

კვირკველია კვირკველია (ტერენტი გრანელი)

Posted by: the who 2 Sep 2006, 13:36
QUOTE
კი, იგივეა, სახელიც კვირკველიაა!

კვირკველია კვირკველია (ტერენტი გრანელი

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ტემპერა 2 Sep 2006, 13:49
nacarqeqia
კაი ავატარი გაქვს..

Posted by: SOULFUL 4 Sep 2006, 20:54
სარკე

არის მკრთალი სარკე. ყვავილი მიმოზა. სიცოცხლე ბედნიერებისათვის, ყვავილი მიმოზა, სიკვდილის გარინდება, ფოთლები მკრთალი და ზამთრის მელანქოლია. ყოველი წვეთი წვიმის ეცემა შენ საფლავს. საფლავი არის იმ ადამიანის, რომელიც არ არის თანამგზავრი ოცნების, - დავიწყებული კაცის საფლავი. ყვავილი მიმოზა. ერთი სარკე დგას მინასთან, სადაც ჩნდება ცისფერი თვალები, თვალები, რომლებიც ელიან გრიგალს. ყვავილი მიმოზა. მეორე დღე თენდება, მელანქოლია, ბედი ულმობელი. სევდის ქვეშ იწვის ადამიანი. ცეცხლი ჩამქრალია, გული ინთება, როგორც შანდალი. ეს არის ცისფერი ზეცის ყვავილი - მიმოზა.

* * *
პირადი წერილი

ძვირფასო მეგობარო აკაკი!

" შავი წამები მიჰქრიან და მე ისევ ცოცხალი ვარ, ისევ ვოცნებობ და ისევ ვფიქრობ არყოფნაზე. დიდიხანია, რაც ჩვენ არ გვინახავს ერთმანეთი, მაინც ჩვენი გულები ახლოს არიან. ეხლა უფრო განვიცდი შენთან სიახლოვეს. შენ თითქოს შორს იმყოფები ჩემგან და ეს უფრო საშინელს ხდის ჩემს მარტოობას, და მე ხომ ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები, და ეს მარტოობა საყვარელია და თან საშინელი. ეხლა მინდა ჩემთან მოფრინდეს თეთრი ანგელოზი და შენთან გავატანო წერილი. მე მგონია ანგელოზები დაფრინავენ როგორც მიწაზე, ისე იმ შორეულ ქვეყანაში, რომელსაც ეწოდება ზეცა. მე შეიძლება მალე მოვშორდე მიწას და წავიდე ზეცისაკენ, ეს იქნება გარდაცვალება. ხანდახან ხელებს გავიშვერ იმ მიმართულებით, საითკენაც მინდა გაფრენა, ძვირფასო! რა ვქნა, სად არის ის დიდი ნუგეში, რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს. მე დავიღალე გრძნობისაგან და ეხლა დროა გადავეშვა მარადისობის გარინდებულ უფსკრულში. მე ხომ არ შემიძლია ჩემი მწუხარე გულის დანახვა და ეს უფრო ამძაფრებს ჩემს ტრაგედიას........."

ცოტა შევამოკლე და მაპატიეთsmile.gif

Posted by: ტემპერა 5 Sep 2006, 00:33
ტორენტი..
-----------------------------------------

Posted by: nacarqeqia 5 Sep 2006, 01:21
მორისონი თემას არ გახსნის, თუ ეს თემა "გენიალურს" არ ეხება:

რემარკი - გენიალური მწერალი
ტერენტი - გენიალური პოეტი
გია ბუღაძე - გენიალური მხატვარი
ოპიზარი - გენიალური მეგრელი

Posted by: ტემპერა 5 Sep 2006, 01:40
QUOTE
გია ბუღაძე - გენიალური მხატვარი

იფფფ.....

Posted by: JORJ MORISSONI 5 Sep 2006, 02:23
nacarqeqia
QUOTE
რემარკი - გენიალურესი მწერალი
ტერენტი - გენიალური პოეტი
გია ბუღაძე - puke.gif
ოპიზარი - გენიალური მეგრელი  spy.gif


Posted by: ANONIM0 10 Sep 2006, 23:46
QUOTE
კვირკველია კვირკველია (ტერენტი გრანელი)

biggrin.gif


უბრალოდ მგონი გრანელი ვერ უთავსებდა ერთმანეთს ყოველდღიურ ყოფას და შემოქმედებას.........

თითქოს ბუნებრივია ცხოვრობ და თან წერ(თუ ბუნებრივად წერ და არ ,,ჩალიჩობ,,
მაშინ ბუნებრივად უნდა იცხოვრო კიდეც ,მაგრამ სწორედ ამას ვერ ახერხებენ ეს ,,უცნაური,, დამიანები--------ყოველდღიურობა იმდენად მარაზმული და გამაღიზიანებელი ხდება რომ თავი გეკარგება--------ამიტომ მივიღეთ ე.წ აავდნყოფური პოეზია -----სე მგონია)








რაები ვწერე?!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: playback 15 Sep 2006, 05:17
QUOTE
ჩემი სუსტი სხეული გაწყვეტილი ძაფია
ჩემი შემოქმედება-დედამიწის სიზმარი.
ჩემს გარშემო შურია, შემს გარშემო ნისლია



ძააააააან მაგარია ძააააან პირველია........

Posted by: NAVARA 15 Sep 2006, 05:37
ქართული დარქვეივის ბაბუა იყო ეგ ცვეტში.

Posted by: arqetipi 15 Sep 2006, 11:06
nacarqeqia
QUOTE
"გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი"

პირდაპირ მიგნებაა რა, ასე ხო მეორეკლასელიც გარითმავს

........ მიგნებაა... განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც "ყველაფერი გენიელური მარტივია"... ტერენტის სიყვარული გრიშაშვილისადმი დამოკიდებულებას არ აკნინებს მგონი.. თან, მართლა მაგარი იყო, უდავოა...

Posted by: tamara81 15 Sep 2006, 12:02
"დავალ ქვეყანაზე, როგორც შერისხული,
შენი ზვარაკია, ღმერთო, ჩემი სული,

დავალ ქვეყანაზე, როგორც ბნედიანი,
ღმერთო! მაპატიე უქმად ხეტიალი.

დავალ ქვეყანაზე, როგორც გაძარცვული,
ღმერთო! დააჩქარე ჩემი აღსასრული".

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

"სადღაც დუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადვურჩები სულის წვალებას.
მე რომ გაფრენა არ შემიძლია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
სადღაც დუმს დილა, სადღაც ძილია,
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა,
ჩემი სხეული რომ დაღლილია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცბად ზეცა ნახეს თვალებმა,
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან -
ეს უკვე ნიშნავს გ ა რ დ ა ც ვ ა ლ ე ბ ა ს."

Posted by: ტემპერა 15 Sep 2006, 13:24
ტორენტი..
------------------------------

Posted by: Contralto 15 Sep 2006, 13:36
გაანებეთ ბებიაჩემ ნინა კვირკველიას ნათესავს თავი biggrin.gif lol.gif

არის ასეთი ლეგენდა ფსევდონიმზე, რომ თბილისში ჩამოვიდა ვიღაც დირიჟორი ქალი, რომელსაც რაღაც "გრანელის" მსგავსი ჰქონდა სახელში (ალბათ, უფრო გვარში) და ეს ჩვენი ტერენტი თურმე მოიხიბლა ამ ქალით.

ავურიე ახლა მე რაცხა. მაგრამ მართლა გამიგია საცხა რაცხა ამის მსგავსი biggrin.gif

ღრმა ბავშვობაში მიყვარდა მაი პოეტი. მარა, რა დროს ღრმა ბავშვობაა აწი ჩემი, გავმელოტდები მალე biggrin.gif

Posted by: P.S. 15 Sep 2006, 13:41
QUOTE (Contralto @ 15 Sep 2006, 13:36 )
გაანებეთ ბებიაჩემ ნინა კვირკველიას ნათესავს თავი biggrin.gif  lol.gif

არის ასეთი ლეგენდა ფსევდონიმზე, რომ თბილისში ჩამოვიდა ვიღაც დირიჟორი ქალი, რომელსაც რაღაც "გრანელის" მსგავსი ჰქონდა სახელში (ალბათ, უფრო გვარში) და ეს ჩვენი ტერენტი თურმე მოიხიბლა ამ ქალით.

ავურიე ახლა მე რაცხა. მაგრამ მართლა გამიგია საცხა რაცხა ამის მსგავსი biggrin.gif

მერე შენ რომ სადღაც მიიპარებოდი, მელიქნებოდი, ბობოქრობდი, ვეზუვობდი, კლუჩებს კარგავდი ბურატინოსავით თუ კარაბას ბარაბასივით, ვერ მიბაძე შენს ნათესავს და ერთი ნორალური ფილიგრანული ფსევდოსახელი ვერ მოიფიქრე? biggrin.gif

Posted by: Contralto 15 Sep 2006, 13:43
P.S.

ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ კაცის ენციკლოპედიური პაზნანიებით biggrin.gif

Posted by: P.S. 15 Sep 2006, 13:47
QUOTE (Contralto @ 15 Sep 2006, 13:43 )
P.S.

ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ კაცის ენციკლოპედიური პაზნანიებით biggrin.gif

ცოდნა(დ) ცოდვაა.
არცოდნა - არცოდვა biggrin.gif

პ.ს. ხო ეგეთი ტრაგიკული იყო ტერენტი, მაგრამ კომიკურ სიტუაციებშიც ხშირად მოხვედრილა. იმ ამბისა არ იყოს ერთხელ შალვა დადიანი რომ შეხვდა და უთხრა: "ჩაიცვი, ბიძიკო, ჩაიცვი".
ეგ ამბავი ახლა ანეკდოტ.რუ-ზეა ათასნაირი ინტერპრეტაციით.

Posted by: Eto_N 15 Sep 2006, 14:01
SILENTIUM

სიჩუმის ყვავილები


ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა
(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით).
სულში უიმედო სივრცე გაიშალა,
გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.
ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები,
მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი.
მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები,
მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.
ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.
ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა,
მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.
ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია,
ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი.
მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია,
მოდის გათენება, როგორც ბალდახინი.


Posted by: tamara81 15 Sep 2006, 14:29
რკალიდან: "კვირის წირვები"

"თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზმანებებს,
დაისვენებენ ქიმერებზე ჩემი ცოდვები,
შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს
და აქ, თბილისში თვით მათხოვარს შევეცოდები.

მე ეს შუადღე გამაოცებს თავის ლოცვებით,
ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცვულს,
წვიმის ლანდებში ვიმალები ღამის ოცნებით,
ო, ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს.

ანთებულ გრძნობით ავაკივლებ ცრემლებს თვალებში,
როცა საშინლად გამაშავებს ღამის სინესტე.
მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში,
და ჩემი ლექსი - ყაჩაღების ცრუ მანიფესტი.

კვირის წირვებში ცოდვილ ტაძრებს ასწევენ მკვდრები,
თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა,
ო, ვიყრი მუხლებს, სინანულით შენ გევედრები,
მე, გაჭირვებულს და საცოდავს, ღმერთო, შემინდე!"

Posted by: Judas Iscariot 15 Sep 2006, 16:34
Eto_N
bis.gif

ეს ლექსი აღარ მახსოვდა. არადა, ერთ დროს ზეპირად ვიცოდი...

Posted by: Eto_N 15 Sep 2006, 19:47
Judas Iscariot
ხო, ეს ლექსი მართლა ძალიან მიყვარსsmile.gif

Posted by: KURTizani 29 Sep 2006, 05:14
----------------------------------------------------------

Posted by: F_R_E_Y_A 29 Sep 2006, 11:02
რა ამბავია ამდენი კუბომ და საფლავი?
აშკარად ნიჭიერია მაგრამ მაგას ორჯერ ვერ წაიკითხავ თუ სუიციდური გადახრები არ გაქვს

Posted by: playback 29 Sep 2006, 15:21
ახლა ეს გრძნობა უფრო ნელია

ახლა ეს გრძნობა უფრო ნელია,
გული წაიღეს ცისკენ მტრედებმა.
სადაც მე ვდგავარ, იქ სიბნელეა,
იქეთ არავინ არ იხედება.
და პოეზია ჩემთვის გულია,
და ქარის შემდეგ ახლა თენდება.
სადაც მე ვდგავარ, იქ უფსკრულია,
იქეთ არავინ არ იხედება.
ჩემთვის სიცოცხლე ისევ ძნელია
და გრძნობის ცეცხლი სხეულს ედება
სადაც მე ვდგავარ, იქ სიბნელეა,
იქეთ არავინ არ იხედება.

cry.gif cry.gif cry.gif cry.gif[SIZE=7]

Posted by: budabar 29 Sep 2006, 20:47
მწუხარე მელოდია

მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო სახეზე დაბინავდნენ ლოცვები.
საოცრების ლანდები შენს წინ გლოვას ანთებენ,
როგორც ბრილიანტები საიდუმლო ოცნებით.

შუააღამის ვედრება სამრეკლოსთან ბერდება,
მოგონება ფითრთება სინანულის ფარდებში.
სურნელება ვილლასი დაეცემა სილაზე,
როგორც ლურჯი სინაზე დაიკივლებს ვარდებში.

აკანკალდა არმაზი, უნაზესი გამმაზე,
მოსვენებას არ მაძლევს კვირეების გუგუნი.
ძლივს გადვურჩი ამ აპრილს, ვერ ვასრულებ დანაპირს,
ჩვენს ცხოვრებას თანაბარს შთქანთქავს ღამე უკუნი.

განშორების წამებში ჩაქრებიან სანთლები,
დაო, მომელანდები ვით კუბოში მწოლარე.
სასაფლაოს ლოდებთან ჩამოცვივდნენ ფოთლები,
მზეო, არ გელოდები მე ფარულად მთრთოლარე.

როცა ქარი იწყება გადვიქცევი ფიქრებად,
ლაბათ ბევრი იქნება იმედები ქარვასი.
მესმის ხმა როიალის, ვით ფოთლების შრიალი,
მიყვარს მე ხეტიალი შეშლილივით ქალაქში.

მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები.

ისე ტერენტის შესახებ ძაან ბევრი რამე აქვს დაწერილი ვინმე ლერი ალიმონაკს.
თუ გაინტერესებთ ტერენტის გაცნობა არ გაგიჭირდებათ.

Posted by: JORJ MORISSONI 30 Sep 2006, 02:54
F R E Y A
QUOTE
რა ამბავია ამდენი კუბომ და საფლავი?
აშკარად ნიჭიერია მაგრამ მაგას ორჯერ ვერ წაიკითხავ თუ სუიციდური გადახრები არ გაქვს

რატომ ვითომ?

Posted by: ჰერმიონ 13 Nov 2006, 10:03
umagresi kaci iyo.. Didi gavlena hqonda chemze bavshobasi, albat es samyaro patara iyo mistvis..amitomac ezebda ganuwyvetliv.. "ara sicocxle, ara sikvdili, aramed ragac sxva..." da rac sheexeba imas, tu ratom dairqva graneli - gavrcelebuli mosazrebis tanaxmad, erti msaxiobi qalis gvari iyo, romelsac etayvenoboda..

Posted by: highway 13 Nov 2006, 13:59
გრანელი მაგგარია. ერთ-ერთი საუკეთესოა 20 საუკუნის პოეზიაში. გრანელის ლექსებს აქვს ძლიერი ექსპრესია რო წაკითხვის მერე არასოდეს დაგავიწყდება (ეხლა შეიძლება ზეპირად არ გახსოვდეს. შთაბეჭდილებას ვგულისხმობ). მაგრამ მისნაირი მუხტი სიტყვაში იშვიათია.

...
ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
...

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

...
ღუნავს ქარები ალვას,
ელავს მუსიკის ხმები,
დამწვა საკუთარ ალმა,
ვატყობ, თანდათან ვქრები...
...

გადაეშვა ქარი
და ბურუსი ადგა.
და უცნობი მკვდარი
ასვენია სადღაც.

...

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

ასეთი სიტყვები მანამდე და მის მერე ალბათ არ დაწერილა.

...

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი - გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს „Memento mori“-ა.


Posted by: miracle_of_love 15 Nov 2006, 15:52
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
გხედავ და დღეა ისევ მზიანი,
ძვირფასო! ,მოსვლა რად გაგიძნელდა?
ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს
ასე გაივლის წამება, ოხვრა
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით
მოხვალ დაღლილი, მეტყვი როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები
თუმცა იქნება ღამე წვალების
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ლურჯი თვალები
ჩემი თვალები, ისევ მოგელის........
ტერენტი გრანელი

Posted by: farviz 15 Nov 2006, 16:17
უდიდესი, ფანტასტიური პოეტი და წამებული სულის ადამიანი - მთელი სამყაროს ტკივილის დამტევი...........

Posted by: miracle_of_love 17 Nov 2006, 16:04
ტერენტი გრანელი თავიდან ქართულ პოეზიაში დამკვიდრდა, როგორც წალენჯიხელი თუ როგორ გახდა ის გრანელი სერგი ჭილაიას მოგონება კმარა ამისთვის.
''ახლოს ვიცნობდი ტერენტის, მაგრამ უცნაური კაცი იყო, იშვიათად გაგანდობდა თავის საიდუმლოებას, არ უყვარდა მათზე საუბარი. არც მე მომსვლია აზრად საიდან აიღო ფსევდონიმად ''გრანელი'' . ის პოეზიაში მოვიდა როგორც ''წალენჯიხელი'' გავიდა ორიოდე წელი და გამოჩნდა ფსევდონიმი გრანელი.
ამას წინათ თეატრალურ აფიშებს ვათვალიერებდი, მათ შორის აღმოვაჩინე ერთი ძველი ოპერაში ''აბესალომ და ეთერი'' მარეხის პარტიას ასრულებდა იტალიელი მომღერალი ქალი გვარად გრანელი. მაშინვე ტერენტი გამახსენდა 1919 წელს, როდესაც ოპერის თეატრში ''აბესალომ და ეთერის'' ჯერ გენერალური რეპეტიცია შემდეგ წარმოდგენა გაიმართა სწორედ მანდ იხილა ტერენტიმ შესანიშნავი ხმის მომხიბვლელი იტალიელი ქალი. უიღბლო პოეტს შუყვარდა უცხოელი მომღერალი. როდესაც ოპერაში იმართებოდა ეს წარმოდგენა ღრმად დაფიქრებული ტერენტი თავის სათაყვანებლ ქალს და მასთან ერთად ტიროდა აბესალომის და ეთერის ტრაგიკულ ბედის გამო, არამედ ტიროდა აბესალომის დის-მარეხის როლის შემსრულებელი იტალიელი ქალის უიმედო სიყვარულის გამო, რომლის ხმაშიც უსაზღვრო სევდა იყო ჩაბუდებული.
აქაც, როგორც ყოველთვის, ბედმა უმტყუვნა ტერენტი. მაგრამ უიღბლო უიღბლო სიყვარული რომელიც მას იტალიელი მომღერლისგან ერგო სამუდამოდ დარჩა მის გულში. ამ ფსევდონიმმა შემოინახა მოგონებები მომღეარალი ქალისადმი, როგორც მისადმი ტერენტის მისადმი სპეტაკი სიყვარულის სიმბოლო.

Posted by: highway 18 Nov 2006, 18:29
QUOTE (farviz @ 15 Nov 2006, 16:17 )
უდიდესი, ფანტასტიური პოეტი

yes.gif yes.gif yes.gif

მე მგონია რო ვაჟას შემდეგ ეგეთი სიტყვის ექსპრესია არავის არ ჰქონია.



შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით.
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები.

დაბნელდა სივრცე, დაბნელდა ბინა,
დამგლოვიარდნენ სახლის მინებიც.
მე თეთრ კუბოში ჩუმად მეძინა,
მოჰქონდათ ვარდი და გვირგვინები.

ალბათ ჩემ სიკვდილს გრძნობდა სოფელიც
(ვერ დავბრუნდები მე ბურუსიდან).
მკვდარი ვიყავი და უგრძნობელი,
ღია სამარე ჩემს გულს უცდიდა.

და ეცემოდნენ სადღაც წვიმები
შორეულ ღრუბლის სანაპიროდან.
კუბოსთან იდგნენ სერაფიმები
და ღვთისმშობელი ჩემზე ტიროდა.

არც შორეული დების ლოცვები
ჩემს გადარჩენას ხელს არ უწყობდა.
მიმასვენებდნენ ანგელოზები
და კუბოს ქრისტე წინ მიუძღოდა.

ირგვლივ სიკვდილის ხელი მეხვია,
რა მექნა, სულო, დაუცხრომელო!
მსურდა სიბნელე რომ გამერღვია
და კვლავ ქვეყნისთვის თვალი მომევლო.

შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით,
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები...

Posted by: miracle_of_love 20 Nov 2006, 18:00
ჩემი ფიქრები მხოლოდ შენ მოგდევს
ქრის ქარიშხალი, მთებია ახლო
მე შეიძლება ამაღამ მოვკვდე
და სიკვდილის წინ შენ ვეღარ გნახო
ცხოვრება ასე ვერ შემინახავს
მოვა დრო და მე ისევ დავთვრები
ახლაც მწყურია მე შენი ნახვა,
ახლაც გიგონებ და მენატრები..........

Posted by: erttetriani samepo chai 21 Nov 2006, 20:42
ეს ცხოვრება სარკესავით ელავს....
ასეთ ყოფას ვეუბნები უარს.
ვიღუპები არ იქნება შველა..
ცხოვრების და პოეზიის შუა...

Posted by: მაწო 22 Nov 2006, 09:28
მკრთალი სილუეტი

შავგვრამან სახეს აცისკროვნებს ლურჯი გაროზი,
თეთრი ხალათი ნაზ ბროლის ყელს მეტად უხდება.
ღრუბლიან ავდარს გადალახავს წმინდა ტაროსი
და ჩვენს გარშემო ყვავილები აფირუზდება.

მკრთალი ლანდები ცის სივრცეში ათამაშდება,
ნელ ცეცხლის ალით იფერფლება ანგელოზები.
ჩემი იმედი სამუდამოდ რომ დამარცხდება,
ვით მონაზონი, შავ ძიძებით შევიმოსები.

თეთრი ვარსკვლავი ცის კაბადონზე რომ გამოჩნდება,
მისი სხივები მსურს შევკონო ბრილიანტებად.
მთვარიან ღამის ჩუმი დილა რომ გათენდება,
ჩემი ოცნება დაიმსხვრევა მრავალ ლანდებად.



Posted by: miracle_of_love 22 Nov 2006, 20:21
შენთან დაღალულ თვალებს მოვიტან,
გრძნობ მწუხარებას მხოლოდ შენ ერთი,
მე გამოვედი ახლა ბინიდან
და ისევ ნაცნობ ბაღში შევედი.
საკმარისია, რაც ვიგრძენ დღემდე,
საკმარისია, მე რაც მე ვიწვალე.
ხომ დავისვენე, ცოტა ხნის შენდეგ
მე თითქო სივრცე გამოვიცვალე

Posted by: highway 24 Nov 2006, 17:13
...
ახლოს არ დარჩა ვარდი არცერთი
და გლოვა კრთოდა ბედის წყაროდან.
ჩამქრალ თვალებით ნუგეშს ვეძებდი,
ვეძებდი ნუგეშს და მიხაროდა...

...


შემდეგ მწუხარება გამეფდა,
ჩუმად მოვიდა ზაფხული.
ვდგავარ საოცრების კარებთან,
როგორც სიზმარი წარსულის.

...

ახლა მარტო ვარ, ის დრო წავიდა,
როცა ქუჩაში ვახდენდი დებოშს.
ნუ დარდობთ ჩემზე, იყავით მშვიდად,
მე მალე მოვალ, ძვირფასო დებო!


...

ეს ვედრება შიშველი -
მეუცხოვა მე გვიან,
ღამე, ვნებით შეშლილი,
ყელზე გადამეხვია.

...
გათენდება ქარიანი კვირა.
ბედისწერა დაეტყობა ხელებს.
მოვა დარდი და ვეწვევი ხშირად
შემოდგომის გაყვითლებულ ველებს.

...

ახლაც დაჰქრის, არ ეშველა ქარებს
და კიდია შორს მდუმარე ზარი.
მინდა ავდგე, გავიხედო გარეთ
და გავაღო დაკეტილი კარი.


Posted by: Freitag-13 26 Nov 2006, 23:00
ვარსკვლავი, რომელსაც მე ვუმზერ

დავწვები ლოგინში და ფანჯრიდან მოჩანს ერთი ვარსკვლავი, რომელსაც მე ვეძახი ჩემი ბედის ვარსკვლავს. ხშირად მას ფარავენ ღრუბლები ღამეების. ხან აინთება და ხან ჩაქრება.

მე მგონია, იმ ვარსკვლავიდან მიხმობს ჩემი გაფრენილი სული. რა ვქნა, როდესაც ლეშს არ შეუძლია შეასრულოს სულის მოწოდება. მე ისევ მიწაზე ვრჩები.

ჩემ და იმ ვარსკვლავს შორის გაბმულია რაღაც უხილავი ძაფი, რომელიც მე მაერთებს მთელ ზეციურ სამყაროსთან.

იმ ვარსკვლავს მე ახლაც ვხედავ და ვწერ ამ სტრიქონებს.

ის ობლად ანათებს ცაზე, მეც ობოლი ვარ მიწაზე.

სად იმალება ის უხილავი ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი შეერთება.

მე ეს არ ვიცი.

იქიდან მიხმობს ვიღაც. ჩემი თვალები ვერასოდეს ვერ იხილავენ იმ ვარსკვლავის ცისფერ სივრცეს, რომელსაც მე ყოველ ღამე ვუმზერ.

ის შორს არის ჩემგან.

თუმცა ჩემი სულის მეგობარია.

დიდება შენ, შორეულო ვარსკვლავო, დიდება შენ!..

ტერენტი გრანელი

Posted by: highway 27 Nov 2006, 01:16

მთვარე ციხიდან

ვზივარ, საკანში ბინდი შემოვა,
და ისევ ციხის ქსელში გავები.
ახლა თბილისი გრძნობს უჩემობას,
და ჩემს ტყვეობას გრძნობს ვარსკვლავები.

უფრო გარეთ ვარ, უფრო ქარია,
ფიქრი ზღვასავით ნელა ირხევა.
და თითქოს მთვარეც პატიმარია,
და თითქოს ზეცა მისთვის ციხეა.

და ემსგავსება მთვარე დედოფალს,
და ახლა ცაზე ღრუბელთ ცხრილია,
მგონია, მთვარეც უიმედოა,
მგონია, მთვარეც დაჭერილია.

ვზივარ, საკანში ბინდი შემოვა,
და ისევ ციხის ქსელში გავები.
ახლა თბილისი გრძნობს უჩემობას,
და ჩემს ტყვეობას გრძნობს ვარსკვლავები.

Posted by: triakella 27 Nov 2006, 01:21
ტერენტი გრანელის ნამდვილი სახელი და გვარი, ტერენტი კვირკველიაა
გრანუს ლათინურად მარცვალს ნიშნავს.
ესეიგი ერთი მარცვალი ამხელა მსოფლიოში
ნეტამ ყველამ ვქნათ ისეთი საქმე ჩვენს ცხოვრებაში, რომ ერთ თუნდაც პატარა მარცვლად ჩავითვალოთ.

მე თითქოს იქა ვარ
მე თითქოს აქა ვარ,
არ ვიცი ვინა ვარ
არ ვიცი სადა ვარ,
არ ვიცი ვინა ვარ
არ ვიცი სადა ვარ,
მე თითქოს იქა ვარ
მე თითქოს აქა ვარ.

აი ამ გენიალურ, მართლაც რომ მარცვლისოდენა ლექსში, მან საკუთარი ცხოვრების უმთავრესი ტკივილი დაგვანახა, რომ მისი ცხოვრება აგონია იყო და ამავე ლექსში დაამტკიცა ის, რომ მას მართლაც ქონდა თუნდაც იმ ერთი მარცვლის წონა ამოდენა დედამიწაზე.

Posted by: highway 27 Nov 2006, 16:01
QUOTE (otariani @ 22 Jul 2006, 23:52 )
ნაღდი ექსპრესიონისტი იყო. ეგეთი ისტერიული წინათგრძნობა არც მინახია არსად. კარგი ლექსები აქვს.

yes.gif yes.gif yes.gif

ოღონდ ეგაა, " კარგ ლექსებს" ჩვეულებრივი პოეტები წერდენ. გრანელი კი ბევრად, ძალიან ბევრად უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი.

ალბათ დრო მოვიდა, სახელმწიფომ ოფიციალურად აღიაროს გრანელი პოსტ-ვაჟას პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოეტად. და დაიწყოს მის ნამუშევრების სერიოზული შესწავლა.




ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა.

გავიდა ხანი. უბედურმა შემთხვევამ (სახლი დაეწვათ) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. უღარიბესი გლეხის შვილმა ბავშვობიდანვე გამოსცადა ცხოვრების სიმკაცრე. გახდა გულჩათხრობილი, სევდიანი. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, აღსავსე იყო წინააღმდეგობებით. იგი გაიტაცა ეროვნული თავისუფლების იდეამ. ტერენტი, როგორც თავისი ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე, მტკიცედ დადგა იმ ინტელიგენციის მხარეზე, რომლის უპირველესი მიზანი რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დეე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“ (გაზ. „ია“, 1919 წ.).

ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემაზე:

„ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“ („სახალხო საქმე“, №202, 1918 წ.).

ტერენტის სწყუროდა სწავლა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ტერენტის თავისი პირველი ლექსი ამავე გაზეთში დაუბეჭდავს. პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.

ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ატყვია სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.

1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს.

1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან.

...მარტის სუსხიანი ამინდია. რუსთაველზე გამვლელთა ყურადღებას იქცევს თეთრი სატინისხალათიანი ჭაბუკი, ია-იებით ხელში. გამვლელნი განცვიფრებით შეჰყურებენ მას. შუა ტანის, პროპორციულად, მკვიდრად ნაგები სხეული; საკმაოდ ლამაზ, შთაგონებულ სახეს უმშვენებს მაღალი შუბლი, უკან გადავარცხნილი ხვეული, წაბლისფერი თმა. მოცისფრო თვალების ჭკვიანი, აზრიანი გამომეტყველება თავისებურ იერს ანიჭებს ჭაბუკი პოეტის სევდიან სახეს. ქარიშხალგამოვლილს მიუგავს მზითა და წვიმით გარუჯული ნაწრთობი სახე, სპილენძისფერი რომ გადაჰკვრია.

ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“.

ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას. ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო.

მეგბარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა.

ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, საოცრად გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდებელია და პირში მთქმელი.

დიდ ხელმოკლეობას განიცდის. არსად არ მსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია.

ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევს. ხშირად დადის მთაწმინდასა და დიდუბის პანთეონში. უყვარს საღამოს ბინდ-ბუნდი, სასაფლაოს მდუმარება, მარტო ყოფნა თავის ფიქრებთან. გაიგონებს თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკის ხმებს, მაშინვე აედევნება პროცესიას, დაიკრეფს გულზე ხელებს და მდუმარედ გაჰყვება სასაფლაომდე. არ იკითხავს, ვის ან სად ასაფლავებენ. ეს სულ ერთია. იცის, ვიღაცას გლოვობენ და თვითონაც ამ გლოვის ჩუმი მონაწილე ხდება.

ხშირად ესწრება წირვებს, უყვარს საეკლესიო გალობა, კათოლიკეთა ეკლესიის ორღანოს ხმა. განსაკუთრებით იტაცებს სააღდგომო ცერემონიალი, რაღაც შეუცნობელ ექსტაზს რომ განაცდევინებს. საოცრად განიცდის მუსიკას. შეუძლია დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგეს ქუჩაში და გარინდებულმა უსმინოს როიალის ხმას. უყვარს ეტლით სეირნობა, ყვავილები. უფრო ვარდი და ია. ცაციათი გულზე მიიხუტებს იის კონას და პირველსავე შემხვედრ მეგობარ ქალს მიართმევს. დროდადრო დებსაც ესტუმრება წალენჯიხაში, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ძლებს და უმალ თბილისს უბრუნდება. უყვარს თბილისი. გარიჟრაჟიდან შუაღამემდე მოჩვენებასავით დაეხეტება მის ქუჩებში, მუდამ ნერვიული და ფერმკრთალი, თმააწეწილი; ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი სამოსი აცვია. თრთოლვით წერს ლექსებს, მისი ლექსების უმრავლესობა ღია ცის ქვეშაა შექმნილი.

ტერენტი გრანელის პოეზიამ 1924 წელს მიაღწია თავის მწვერვალს. მან გამოსცა ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“. ამ წიგნის გამოსვლად ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.

1926 წელს ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების უკანასკნელი წიგნი. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. გოეთე წერდა: „ადამიანის ბუნებას... განსაზღვრულ მიჯნამდის თუ ძალუძს როგორც სიხარულის, ისე ტკივილის თუ ტანჯვის გადატანა; როცა იგი ამ მიჯნას გადასცდება, უთუოდ დაიღუპება“.

სწორედ ასევე დაემართა გრანელსაც. გამხდარი და დაუძლურებული ძლივსღა დააბიჯებდა. ჩაუქრა შთაგონებული თვალების ელვარება, მთლად მოეშვა. დადიოდა თბილისის ქუჩებში - ცოცხალი გლოვა და სევდა. უბით დაჰქონდა „სისხლიანი რვეული“ და მისი სახე სანთელივით დნებოდა.

უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა.

...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა.

ლერი ალიმონაკი
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი 1972


წყარო:
http://literatura.iatp.ge/graneli/graneli_biograpia.htm


Posted by: ტემპერა 27 Nov 2006, 20:55
ტორენტი...

Posted by: highway 4 Dec 2006, 16:25
ექსკურსია ცისკენ

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

იქ უხილავი მხარე მიცდიდა
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდა
და გაგიჟებას ველოდი ისევ.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

Posted by: GASPARA 9 Dec 2006, 20:28
ძალიან მაგარი ლექსები აქვს.

მისი ლექსების კითხვის დროს სხვა სამყაროში ჩნდები, რაღაც სულში ჩამწვდომია თითოეული სიტყვა, ფრაზა.

აღფრთოვანებული ვარ ტერენტის ლექსებით

Posted by: lizi11 10 Dec 2006, 15:02
QUOTE
ექსკურსია ცისკენ

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

იქ უხილავი მხარე მიცდიდა
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდა
და გაგიჟებას ველოდი ისევ.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.


უძლიერესი ლექსები აქვს. ეს ადამიანი თითქოს მარტო დედამიწაზე კი არა, სადღაც ვარსკვლავებსა და დედამიწას შორის ცხოვრობდა, ხედავდა და შეიცნომდა მატერიას, სხვა განზომილებებს... და ლექსის სტრიქონებში როგორც მხატვარი, ისე გვაჩვენებს ამ ყველაფერს. მის ლექსებში არა მარტო სიტყვებია, არამედ დახატული სურათებიც.
ძალიან მაგარია

* * *
QUOTE
"მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში..., როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი..
მე ალა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები
და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ,
რათა მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი..
მოვედი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს,
როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.


ძალიან მაგარია, გენიალურია...
უძლიერესია...
სასწაულად ახერხებს სულის წარმოჩენას და დახატვას...

Posted by: JORJ MORISSONI 24 Dec 2006, 23:28
რა უნდა ამ თემას მე-4 გვერდზე?
------------------------------------------

Posted by: hantenbaini 2 Jan 2007, 15:28
ტემპერა
ტერენტი კვირკველია იყო გვარად, წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯიდან. ამ კვირას ალბათ ჩავალ იქ და მისი სახლის სურათსაც დავდებ
მრავალ ახალ წელს დაესწარით ყველანი ბედნიერები და ჯანმრთელები!
Dave
მიცვალებულის დღიურიდან

(თემა სიკვდილის შემდეგ)

შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით.
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები.

დაბნელდა სივრცე, დაბნელდა ბინა,
დამგლოვიარდნენ სახლის მინებიც.
მე თეთრ კუბოში ჩუმად მეძინა,
მოჰქონდათ ვარდი და გვირგვინები.

ალბათ ჩემ სიკვდილს გრძნობდა სოფელიც
(ვერ დავბრუნდები მე ბურუსიდან).
მკვდარი ვიყავი და უგრძნობელი,
ღია სამარე ჩემს გულს უცდიდა.

და ეცემოდნენ სადღაც წვიმები
შორეულ ღრუბლის სანაპიროდან.
კუბოსთან იდგნენ სერაფიმები
და ღვთისმშობელი ჩემზე ტიროდა.

არც შორეული დების ლოცვები
ჩემს გადარჩენას ხელს არ უწყობდა.
მიმასვენებდნენ ანგელოზები
და კუბოს ქრისტე წინ მიუძღოდა.

ირგვლივ სიკვდილის ხელი მეხვია,
რა მექნა, სულო, დაუცხრომელო!
მსურდა სიბნელე რომ გამერღვია
და კვლავ ქვეყნისთვის თვალი მომევლო.

შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით,
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები...

მკვდარი სურვილები

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...

1923


* * *
Sharky
შეშლილი ცრემლები

ზოზიას

ეს ვედრება შიშველი -
მეუცხოვა მე გვიან,
ღამე, ვნებით შეშლილი,
ყელზე გადამეხვია.

თეთრი შუქი ინთება
ჩემი სულის და ვარდის.
ო, ტირილი მინდება,
შენთან უხმოდ დავარდნილს.

მე თანდათან ვყვითლდები
და ჩემი თმაც ძირს ცვივა.
დაო, ნუ შეწუხდები,
თუ წამების ღირსი ვარ.

ჩუმად ძინავს გულს ტყეში
სევდის ლურჯი ოდებით.
და თბილისის კუთხეში
სადმე ღამით მოვკვდები.


1921


Posted by: JORJ MORISSONI 3 Jan 2007, 00:50
hantenbaini
სურათი არ დაგავიწყდეს........

Posted by: perfectstranger 4 Jan 2007, 17:00
მოდის შაბათი , კვირა
საშინელ სიზმარს ვხედავ
და მესიზმრება ხშირად
მიცვალებული დედა...

მშვიდად ძინას გულს ტყესი
სევდის მძიმე ლოდებით
და თბილისის კუთხეში სადმე
ღამიტ მოვკვდები

საოცრება მოგელის შენ ტერენტი გრანელი

და დროა საქართველომ იგრძნოს ჩემი გენია...

Posted by: hantenbaini 4 Jan 2007, 17:09
MORISSONI
არა ძმაო, (კაცო რა უხერხული მეტსახელი გქვია, რა იყო შენთვის არ გინდოდა? წავშალე ნაწილი და არ გეწყინოსbiggrin.gif) ხვალ იქნება yes.gif

Posted by: irmisa2005 4 Jan 2007, 22:35
___"მე შენზე დიდი პოეტი ვარ გალაქტიონ" ამბობს ტერენტი
__"კი ძამიკო ხარ" პასუხობს გ.ტაბიძე

Posted by: elpi 5 Jan 2007, 15:46
გაზაფხული მოაქვთ რტოებს,
მე კი სევდა წამიტანს,
შეჩვეული სიმარტოვე
არ მცილდება წამითაც...
სულს სხვაგვარი სიმარტოვე,
სულ სხვაგვარი წვა მიტანს,
თითქოს ყველამ მიმატოვა,
თითქოს ყველა წავიდა.
ნადირივთ დავწანწალებ
სიმარტოვის ტყეშიდა
ცხარე ცრემლით დამწვარ თვალებს
სიხარული მოშივდათ...
გულგრილობის ტყვიით მკლავენ,
ხან მტერი ხან მოკეთე,
განა თავი, განა მკლავი?
იმედები მომკვეთეს.
გზა აღმართზე დამაწიეს
დარდისა და განშორების,
ძაღლებივით დამასიეს
დაგეშილი ჯორები...
რაც ფერებით არ აყვირდა,
დარდმა დაასამარა,
დავრჩი ჭიქა დარდისა და
მწუხარების ამარა...

Posted by: vimpel 5 Jan 2007, 15:48
აუუუ ყველა მაგარი ჯიგრები ხართ. ამ კაცზე ბევრი არაფერი ვიცოდი და ეხლააა გავიგეეე. სპასიბააა ყველასს. თუ კიდევ რამეეე იცით ამ კაცზე დაწერეთ რაააა

Posted by: hantenbaini 6 Jan 2007, 14:11
JORJ MORISSONI
ძამიკო ჩემი გეგმები ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიცვალა (ჯერ ვერ ვეყუდვნი მხოლოდ ჩემს თავს) და ამიტომაც შემეცვალა მარშრუტი აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით (უყურებთ იმედია ზოგჯერ ტელევიზორსაც), ჰოდა მომავალ კვირამდე ვერ იქნება სურათი
დიდი ბოდიში yes.gif

Posted by: JORJ MORISSONI 6 Jan 2007, 20:13
hantenbaini
QUOTE
ძამიკო ჩემი გეგმები ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიცვალა (ჯერ ვერ ვეყუდვნი მხოლოდ ჩემს თავს) და ამიტომაც შემეცვალა მარშრუტი აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით (უყურებთ იმედია ზოგჯერ ტელევიზორსაც), ჰოდა მომავალ კვირამდე ვერ იქნება სურათი
დიდი ბოდიში 

არაფერი wink.gif, მოუთმენლად მოგიცდით.......

Posted by: mnm 9 Jan 2007, 05:11
ეს რამაგარი პოეტის თემა ყოფილა და მე არ ვიცოდი, მისი წიგნი წლების განმავლობაში მედო თავთან და ყოველ რამე ვკითხულობდი, პირადად მე გალაკტიონს მირჩევნია, რაღაც სულში ჩამწვდა მისი ლექსები და მინდოდა მის დროში გადასვლა, მისი გაცნობა და მასთან დამეგობრება.
მის ლექსებს ყოველთვის სანთლის შუქზე ვკითხულობდი სიგარეტით ხელში, მასვენებდა მისი სიტყვები და აზრები.
"მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რო ცოცხალი ვარ მიკვირს"
ეს არის გენიალური სიტყვები, ია აქ არ ცხოვრობდა, ის იყო მიცვალებული რომელიც ცხოვრებას ებრძოდა.
.......................
ისე მაგაზე რაღაც სიბინძურე ჭორები მართლაც დადიოდა, თითქოს თავისი და (ზოზია) უყვარსო, მასთან წევსო და ეგეთები, რათქმაუნდა ეს აფსურდია და ამის დაჯერება არ შეიძლება.
ეხლა ძალიან გვიანია, ხვალ დავდები მის რამოდენიმე ლექსს.

Posted by: myway 9 Jan 2007, 13:55
QUOTE
შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით.
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები.


ჩემი უსაყვარლესი სტროფია

Posted by: hantenbaini 11 Jan 2007, 15:36
JORJ MORISSONI
QUOTE
არაფერი , მოუთმენლად მოგიცდით.......

ა, ბატონო აგერ არის ტერენტის სახლ-მუზეუმი წალენჯიხაში, თუმცა არა მგონია პირვანდელი სახე შენარჩუნებული ჰქონდეს.
დღეს სამწუხაროდ დაკეტილი იყო, მაგრამ მეორე წასვლაზე ვიპოვი ვინმეს, გამიღებენ, ტერენტის ნივთებსაც გადავუღებ სურათებს და დავდებ
საუკეთესო სურვილებით,
თქვენი მონა მორჩილი,
ჰანტენბაინი

Posted by: SAMSON 11 Jan 2007, 15:40
ვინაა წალენჯიხელი???????????????????????????
ეგ ტერენტის სხლი გზაჯვრედინზე არ დგას სასფლაოსკენ გზა რო იწება ეგეტ პონტში რა

Posted by: hantenbaini 11 Jan 2007, 15:42
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს...

ტერენტი გრანელი


ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,

დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.

თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ

საწერ მაგიდას ეცემა შუქი.


ხვალ გათენდება დღე უცნაური

და შორს ღრუბლებით ცა დაისერა.

მესმის ქუჩიდან ფეხის ხმაური,

მესმის ქუჩიდან ნელი სიმღერა.


მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები,

ძვირფასო, ეს დროც გაივლის ალბათ.

ჩემს წინ აწყვია ძველი წიგნები,

ჩემს წინ სკამია და კიდევ ლამპა.


ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,

დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.

თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ

საწერ მაგიდას ეცემა შუქი.

* * *
SAMSON
წალენჯიხაში, წალენჯიხელების გარდა კიდევ დაიარება ხალხი biggrin.gif ჩემო ძმაო, და თუ სწორად გაგიგე
QUOTE
სასფლაოსკენ გზა რო იწება ეგეტ პონტში რა
აქ სასაფლაოსკენ მიმავალ გზას გულისხმობ და სწორადაც
lol.gif

Posted by: highway 11 Jan 2007, 16:13
QUOTE (mnm_221 @ 9 Jan 2007, 05:11 )
...
პირადად მე გალაკტიონს მირჩევნია, რაღაც სულში ჩამწვდა მისი ლექსები ...



yes.gif



hantenbaini

საზოგადოების გულქვაობის და ცინიზმის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი.

ფიროსმანივით გრანელიც არავის არ გახსენებია როცა ცოცხალი იყო.

ტანჯვაში და უბედურებაში გარდაიცვალა.

თუ მართლა ახსოვთ და გული შეტკივათ წიგნები გამოუშვან, ბიოგრაფია შეისწავლონ, ფილმები გადაიღონ.

Posted by: hantenbaini 11 Jan 2007, 16:38
highway
ფიროსმანი ახლაც არავის გაახსენდებოდა, მისი ტილოები ასე ძვირი რომ არ იყოს...

Posted by: highway 12 Jan 2007, 16:10
hantenbaini

ეგრეა yes.gif

Posted by: miracle_of_love 22 Jan 2007, 01:58
მიცვალებულის დღიურიდან


შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით.
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები.
დაბნელდა სივრცე, დაბნელდა ბინა,
დამგლოვიარდნენ სახლის მინებიც.
მე თეთრ კუბოში ჩუმად მეძინა,
მოჰქონდათ ვარდი და გვირგვინები.
ალბათ ჩემ სიკვდილს გრძნობდა სოფელიც
(ვერ დავბრუნდები მე ბურუსიდან).
მკვდარი ვიყავი და უგრძნობელი,
ღია სამარე ჩემს გულს უცდიდა.
და ეცემოდენ სადღაც წვიმები,
შორეულ ღრუბლის სანაპიროდან.
კუბოსთან იდგნენ სერაფიმები
და ღვთისმშობელი ჩემზე ტიროდა.
არც შორეული დების ლოცვები
ჩემს გადარჩენას ხელს არ უწყობდა.
მიმასვენებდნენ ანგელოზები
და კუბოს ქრისტე წინ მიუძღოდა.
ირგვლივ სიკვდილის ხელი მეხვია,
რა მექნა, სულო, დაუცხრომელო!
მსურდა, სიბნელე რომ გამერღვია,
და კვლავ ქვეყნისთვის თვალი მომევლო.
შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადრაც წამიღეს ბნელი მკლავებით,
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდენ ცის ვარსკვლავები..........


ტერენტი გრანელი

Posted by: JORJ MORISSONI 22 Jan 2007, 14:18
mnm_221
QUOTE
ვკითხულობდი, პირადად მე გალაკტიონს მირჩევნია, რაღაც სულში ჩამწვდა მისი ლექსები და მინდოდა მის დროში გადასვლა, მისი გაცნობა და მასთან დამეგობრება.
მის ლექსებს ყოველთვის სანთლის შუქზე ვკითხულობდი სიგარეტით ხელში, მასვენებდა მისი სიტყვები და აზრები.

ან შენია ეს პოეტი ან არა wink.gif
QUOTE
ისე მაგაზე რაღაც სიბინძურე ჭორები მართლაც დადიოდა, თითქოს თავისი და (ზოზია) უყვარსო, მასთან წევსო და ეგეთები, რათქმაუნდა ეს აფსურდია და ამის დაჯერება არ შეიძლება.

გინდაც ესე, როგორც პოეტი ჩემთვის არანაირად დადაბლდება.......

Posted by: zicke 22 Jan 2007, 16:35

მეც მიყვარს ტერენტი გრანელი.................

JORJ MORISSONI
QUOTE
მე მინდა გაფრენა



ლოცვა გაფრენისთვის

წამი აღმაპრენის
და ფიქრი ნაჩვევი
ღმერთო!გამაფრინე
და ქრისტე მაჩვენე

ხელს მაღლა აგიშვერს
ცოდვა ადამისა
ღმერთო!გამაგიჟე
და შენვე დამიცავ

ნეტავ ზღვის ძახილზე
გრიგალს გავეტაცე.........
ღმერთო!გამაღვიძე
მე სხვა პლანეტაზე

მიმაქვს პანაშვიდი,
ვარ ღია ბაღისებრ.
ღმერთო!დამამშვიდე
და ძილი მაღირსე..............

Posted by: miracle_of_love 22 Jan 2007, 19:10
გულში დარდია და სულში წვიმა
და მთაზე ქარი გაქვავდა სადღაც,
მე შენ გიმზერდი, ეს იყო წინათ,
მას შემდეგ ახლა, არ ვიცი, სად ხარ.
უკვე დაღამდა, ამოდის მთვარე
როდის ვიხილავ შენს ცისფერ თვალებს
და ჩვენ ერთმანეთს როდის შევხვდებით?

Posted by: kiupi 31 Jan 2007, 00:59
მოგესალმებით! smile.gif მეც ძალიან მიყვარს ტერენტი გრანელი. ეს არის ამ პოეტის მიერ 1925 წელს დაწერილი წერილი:

პოეზია ქარის და ღამეების

არის საერთო ცეცხლი პოეტებისათვის და პოეზიის განათებისათვის. ნამდვილ პოეტებს სწვავს ერთმანეთის მსგავსი კოცონი. ქარია, რომ იწვევს ქვეყნის სხვანაირ შეცნაურებას, მთვარიან ღამეში ქარი ქმნის დაუსრულებელ ფანტასმაგორიას. ქარი და მთვარე არიან სინონიმები იმ შორეულ მისტიკის, რომელიც მუდამ ანათებს პოეტის მწუხარე სულს. თითქოს ქარს უნდა მოიტაცოს მთვარე, როგორც თეთრი დედოფალი, და გადალეწოს ზღვაში. ქარი თითქოს დაუნდობელი ჯალათია სამყაროსი, და ამავე დროს საყვარელია როგორც უხილავი ძლიერების მატარებელი ძალა. ისევ ვიმეორებ ნამდვილ პოეტებს მუდამ აწვალებს ქარების დაუსრულებელი თარეში. ქარი იდუმალია და მართალი როგორც სამარადისო საგანი პოეზიის. პოეზიას თუ გამოაკლდა ქარი და ღამე დარჩება სიცარიელე. ა. ბლოკმა თოვლში იხილა პოეზია, თოვლი სპეტაკია და პოეტის სულივით ბრწყინვალე.
ბლოკს სწვავდა თოვლის სითეთრე როგორც სტეფან მალარმეს. ბლოკი ჩემთვის არ მომკვდარა ფიზიოლოგიურად, არამედ ის სიცოცხლეში დაიფერფლა და მისი სხეული მიემატა ჰაერს როგორც ცისფერი კვამლი.
ჯერ არ ყოფილა ისეთი ქარი თბილისში, რომ არ მოხვედროდეს იმ პოეტებს, რომელთა გზა უფსკრულისაკენ მიემართება. პოეზია დღეს საოცრება არის და სიკვდილი, ვინც ახლოს სდგას ამ კოშმარებთან ის უფრო დიდი პოეტია.
როცა ირგვლივ სდგანან ჩაღამებული და მკვდარი სახლები და როცა ყველას ძინავს, პოეტი ათასნაირ ფიქრებით დატვირთული ქარებთან დგას როგორც ქანდაკება, და მას ;თმას უწეწს ქარის გაბოროტება" (გ. ტაბიძე). აგრეთვე არის ქარები მუსიკის და ორკესტრის, რომელიც უჩინარ სტიქიას წარმოადგენს. მუსიკის უკიდურეს აგონიის დროს ჩნდება ჯადოსნური ქარი, რომელიც ცდილობს გაწყვიტოს ადამიანის დაჭიმული ნერვები. ;და ამ ორკესტრის გაგიჟება მზგავსია ქარის" ( ვ. გაფრინდაშვილი). შემდეგ ერთად ჩნდებიან შემოდგომის და მოგონების ქარები, და მასთან გაშლილი ველი, ფოთლების ცვენა, გაძარცულ ხეების ტოტებს რომ აქანავებს ქარი უცნაურად. ან და ტყეში გუგუნი და სტვენა ქარის. ეს ყველაფერი ქმნის სამყაროს მისტიურ შეგრძნებას. და ამგვარ სურათში პოეტი იძირება სიზმარეულ გრძნობების უფსკრულში. კიდევ უფრო მიმზიდველია და მტანჯველი ქარი სიმთვრალეში მზის ამოსვლამდე, როდესაც ;უიმედო არღნის ხმა მოაქვს ქარს" შორიდან (სანდრო ცირეკიძე). პოეტები იბადებიან ქარში, და ისინი მისდევენ ქარების ნაკვალევს. ; და მწუხარე დასთან ჩაფიქრდება ქარიც" ( გობრონ აგარელი). ასეთია ქარი პოეზიაში.
ღამე პოეტებისათვის არის ანთება და ანათემა. მოახლოვდება საღამო და პოეტის სული აინთება როგორც შორეული შუქი. ღამეები მისდევენ პოეტის ფანტაზიას შავი ზოლივით. ;და რად ვსტიროდი მხოლოდ ღამემ, ღამემ იცოდა: ( დარია ახვლედიანი). ღამეები ხშირად ეშაფოტია და გილიოტინა პოეტებისათვის. ; ყოველი ღამე ყრუ სამარეა, ყოველი ღამე არის გოლგოთა' ( ტერენტი გრანელი). ღამეებს აქვს თავისი შინაგანი წვა და კოცონი. მძიმეა ღამეების გუგუნი, როგორც შავი ზღვის ღელვა ქარიშხალში. ხარიტონ ვარდოშვილს აქვს შეგრძნება ღამის, იგი ამბობს: ; ვარ ჩარჩენილი გამოუვალ შუაღამეში".
შეიძლება ერთ ღამეში იგრძნოს პოეტმა ყველაფერი. პოეტი იხრჩობა გრძნობების ზღვაში. ვისაც გრძნობა აკლია, იგი არ არის პოეტი. უძილო ღამეები დიდს არ ნიშნავს და მისი გაშაბლონება რა მოხდება არასდროს. ღამე გაჩენილია შემოქმედებისათვის და არა ძილისათვის, როგორც ეს გონიათ. მე მწამს, რომ ყოველი გენიოსური ნაწარმოები შექმნილია ღამით. ღამე არის სულის სარკე პოეტებისათვის, დღე არის მასკა და ნიღაბი.
ჩემი სალამი ეკუთვნის იმ პოეტებს, რომლებიც ქუჩაში ხვდებიან განთიადს, და რომლებიც გარბიან მთაში რომ ეზიარონ ნისლით სუნთქვას. პოეტის სული არის ნაწილი ღამის. ვინ იცის რამდენი ფიქრებია გაბნეული ღამის სივრცეში. ; ღამის სივრცემ წვეთობით ჩემი სისხლი დალია" ( ტერენტი გრანელი). გალაკტიონ ტაბიძე მერცხალია ღამის. აგრეთვე ობოლ მუშას აწვალებს ღამის იდუმალება. სიკვდილი დადის ღამეში, ღამით უფრო კვდებიან ადამიანები. მკვლელობა ღამის თანამგზავრია. ღამე ოაზისია სისხლის.
საქართველოში მხოლოდ ზემო ჩამოთვლილი პოეტები განიცდიან ქარების და ღამეების საშინელებას. მე ამ წერილში ვაცხადებ გაბედულად _ ვისაც ძილი უყვარს და მოსვენება შეუძლია, იგი უნიჭოა და უგრძნობელი. სიცოცხლე _ ფიქრია მხოლოდ, და არც ეძინება იმას, ვინც ფიქრობს. და მე ვამბობ ჩემი სალამი ქარებთან გაჩერებულ მკერდებს და უძილობით დამწვარ თვალებს.

Posted by: Rozier 5 Feb 2007, 14:22
ტერენტი გრანელ ითავის დროზე ისევე უსამართლოდ დავიწყებული და უპატრონო იყო, როგორც ნიკო ფიროსმანი. boli.gif
არა, მაინც როგორ საოცრად ჰგავდა მათი ცხოვრებებეი ერთმანეთს.

Posted by: hantenbaini 16 Feb 2007, 13:55
ტერენტის საფლავის ქვა, პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე

Posted by: hantenbaini 16 Feb 2007, 15:49
ხელნაწერი ტერენტის რვეულიდან,
ინახება ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში
წალენჯიხა

Posted by: hantenbaini 16 Feb 2007, 16:01
სიჩუმის ყვავილები


ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა

(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით).

სულში უიმედო სივრცე გაიშალა,

გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.


ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები,

მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი.

მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები,

მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.


ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,

როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.

ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა,

მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.


ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია,

ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი.

მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია,

მოდის გათენება, როგორც ბალდახინი.

ტერენტი გრანელი;
მხატვარი ნინო ბარდაველიძე (კონსტანტინე/კოკო გამსახურდიას მეუღლე)
ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი
წალენჯიხა

Posted by: hantenbaini 16 Feb 2007, 19:37
ტერენტის ფოტო პასპორტიდან 1917 წელი
.......................................................

Posted by: ტემპერა 16 Feb 2007, 19:50
ტორენტი..
---------------------------------------

Posted by: hantenbaini 16 Feb 2007, 19:55
.........................................................................................................

Posted by: Tio 17 Feb 2007, 03:17
hantenbaini
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
გაიხარე ჩემო კარგო ადამიანო! smile.gif smile.gif 2kiss.gif
...
ეს მეტად დიდი სიხარულია ჩემთვის! smile.gif ... 2kiss.gif
...
გმადლობთ! smile.gif 2kiss.gif

Posted by: zura_2107 17 Feb 2007, 03:31
გრანელის ლექსების რაიმე კრებული არის ნეტში?

Posted by: Tio 17 Feb 2007, 03:39
zura_2107
QUOTE
გრანელის ლექსების რაიმე კრებული არის ნეტში?

smile.gif არის... smile.gif ...

http://testireba.ge/authors/author.aspx?AuthorId=21

http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/terenti_graneli.en.htm

Posted by: JORJ MORISSONI 17 Feb 2007, 03:46
hantenbaini
ძალიან დიდი მადლობა ფოტო მასალისთვის 2kiss.gif

Posted by: hantenbaini 17 Feb 2007, 11:52
Tio
JORJ MORISSONI
არაფერს, არაფერს... bis.gif biggrin.gif
.............................................................................................................................

ზოზია ტერენტის საფლავზე

Posted by: zura_2107 17 Feb 2007, 14:53
Tio
მადლობა...smile.gif
hantenbaini
საიდან ეს სურათი?

Posted by: highway 17 Feb 2007, 16:12
QUOTE (hantenbaini @ 16 Feb 2007, 13:55 )
ტერენტის საფლავის ქვა, პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე

ვყოფილვარ მაგ ქვასთან
მადლობა შენ ასეთი ფოტოებისათვის

უნდა დაეტოვებინათ იქ, სადაც დაიკრძალა.
მერე შეაწუხა ჩვენი მატრაბაზი საზოგადოება სინდისის ქეჯნამ. მოინდემეს დანაშაულის გამოსყიდვა.

ტერენტის ლექსები ინეტერნეტზე დევს აქ - http://literatura.iatp.ge/sarchevi_poezia/graneli.htm?MainList=20sauk&SubList=graneli




მკრთალი სილუეტი

შავგვრემან სახეს აცისკროვნებს ლურჯი გაროზი,
თეთრი ხალათი ნაზ ბროლის ყელს მეტად უხდება.
ღრუბლიან ავდარს გადალახავს წმინდა ტაროსი
და ჩვენს გარშემო ყვავილები აფირუზდება.

Posted by: hantenbaini 17 Feb 2007, 18:07
zura_2107
QUOTE
საიდან ეს სურათი?

ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში გადავიღე;
highway
QUOTE
მერე შეაწუხა ჩვენი მატრაბაზი საზოგადოება სინდისის ქეჯნამ. მოინდემეს დანაშაულის გამოსყიდვა

გეთანხმები
სულ 15-მდე ადამიანი მიჰყვებოდა თურმე პროცესიას.... და უპოვართა სასაფლაოდ ითვლებოდა სასაფლაო სადაც დაკრძალეს!!!

Posted by: Festina Lente 17 Feb 2007, 19:59
ვეთაყვანები გრანელის პოეზიას, ტუმცა მისი მინიატურებიც არანაკლებ საგულისხმოა. საოცარი მეტაფორული აზროვნება ჩანს. მაგ: ,,ჩემი უნაზესი და-სიჩუმე. "სასაფლაო." "სანაგვე ყუთი. " გრანელის შემოქმედებისა და ცხოვრების უკეთ გაცნობისათვის კარგი საშუალებაა ლერი ალიმონაკის ,,კვირის წირვები".
,,მე არ მინდოდა სიცოცხლე, არც სიკვდილი. მე რაღაც სხვა მსურდა"_ გრანელის ეს ღაღადება, დამეთანხმებით, ზოგადსაკაცობრიო პრეტენზიაა.

Posted by: highway 21 Feb 2007, 04:48
ამ ხალხის ქება არ მიხარია,
ეს ხალხი ჩემს სულს როგორ ექცევა?
ჩემი ცხოვრება ქარიშხალია
და ჩემი გული მიწას ეცემა

წუხელ დავთვერი და მე ვიჩხუბე,
ცაო, ოდესმე შენ გეახლები.
შორს სოფელივით ჩნდება დიდუბე,
ძირს ასანთივით ყრია სახლები.

რომელი იგრძნობს შორეულ საგანს,
რომელმა იგრძნო ეს ატირება.
და მე ამნაირ ცხოვრებისაგან
თითქმის ყოველდღე ვგრძნობ დამცირებას.

თუმცა ფიქრები ასე ივლიან
და მწუხარეა ჩემი ლექსებიც.
რა ვქნა, სიცოცხლე თუ ტირილია,
რა ვქნა, თუ ღვინოს ვერ გავექცევი.

Posted by: salda 21 Feb 2007, 18:36
ხელს მაღლა აგიშვერს
ცოდვა ადამისა
ღმერთო!გამაგიჟე
და შენვე დამიცავ


უძლიერესიაsmile.gif

Posted by: აღასპერი 22 Feb 2007, 03:27
QUOTE
ტერენტი გრანელი, გენიალური პოეტი

ვეთაყვანები ამ კაცს....

Posted by: Tio 22 Feb 2007, 14:06
მას არ უნდოდა სხვას მის გზაზე ევლო......... აფრთხობდა.. ტუქსავდა...
შემდეგ გარბოდა და.. უძველეს ტაძარში ქვებს აგროვებდა...
...
...
მან არც სიცოცხლე აირჩია.. არც სიკვდილი..
იგი ეზიარა რაღაც სხვას..........
...

"...ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ. ...
....
...
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი" .


Posted by: ჰერმიონ 22 Feb 2007, 16:21
ახლა არ ვდარდობ, გათავდა, მორჩა
და მიხარია მე ეს აღგზნება.
დღე ფარულია, მზე აღარ მოსჩანს,
ღრუბელი ნელა მიიზლაზნება.
ვხედავ, მიდიან ქალთა რიგები
და მწუხარეა ჩემი პროფილი.
მე მაწვალებენ სულ სხვა ფიქრები,
სულ სხვა ფიქრებით ვარ შეპყრობილი.
დგანან ხეები საყდრის მახლობლად,
(და გუშინ მოსვლა შენ მე დამპირდი).
და სიცოცხლეზე უფრო ახლოა
ახლა სიკვდილის გზა პირდაპირი.

Posted by: Tio 1 Mar 2007, 12:18
და იქნებ.. მის სახლ-მუზეუმში წავსულიყავი..... !?!...
...
smile.gif
გაზაფხულია... გილოცავთ... smile.gif
იებით მულოცეთ ეულ სულებს!..................... smile.gif .......................

Posted by: ფალესტრა 6 Mar 2007, 05:08
ლენორას
სევდა და სევდა,
გლოვა და გლოვა, -
მსდევდა და მსდევდა
ფიქრების გროვა.
მსდევდა და მსდევდა
ფიქრების გროვა;
სევდა და სევდა,
გლოვა და გლოვა.





ჩემი სული სიზმარია,
ბედზე დარდი მივატოვე.
და მე ასე მიხარია
სიჩუმე და სიმარტოვე.
დღესაც ბაღში ვიმალები,
როგორც თეთრი მდუმარება.
და მიზიდავს გრიგალივით
სიჩუმე და მწუხარება.
მაღლა თეთრი თავანია,
გლოვა ისევ აინთება.
ახლა ჩემი სავანეა
სიჩუმე და გარინდება.
გული შენთან მეგონება,
ეს ვარდია დაფენილი.
ასე ჩნდება მოგონება
ზარის ხმაზე გაფრენილი.
სადღაც მკრთალი მიდამოა
და ცისფერი მოჩვენება.
და მწყურია სამუდამო
სიჩუმე და მოსვენება.
ღამის მიერ შენაფერი
მე ვედრებაც მივატოვე.
და მგონია ყველაფერი
სიჩუმე და სიმარტოვე.

Posted by: Tio 9 Mar 2007, 01:15
მაინტერესებს_თუ არსებოს მისი ლექსების აუდიო_ჩანაწერები?..

Posted by: ikagarucha 11 Mar 2007, 00:08
ტერენტი გრანელი ძააან მაგარი კაცი იყოოოოოოოოო smile.gif



Posted by: Andro_forza juve 11 Mar 2007, 03:07
Ar-Pharazôn
QUOTE
გენიალური პოეტი!!! გალაკტიონის მერე ჩემი ნომერ მეორეა....


ეგ მესამე გამოდის biggrin.gif

lol.gif


სტრანი ტიპია რაღაც და ლექსებიც უცნაური აქვს spy.gif

Posted by: აღასპერი 11 Mar 2007, 03:32
არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე.
მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს,
ჩემი ფიქრები ისევ კივიან.
ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში
ყველაზე კარგი ეს ადგილია.
შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი,
ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია.
გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის,
ტყეა, მარტო ვარ და მეშინია.
სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე!



ეუფ

Posted by: ozzy_ka10 11 Mar 2007, 04:32
იმედია შემინდობს ქართული ინტელიგენცია მაგრამ ვერრრრ ვიტან.... აბსოლიტური კრახი და ტირილი. არანაირი ოპტიმიზმი...

Posted by: აღასპერი 11 Mar 2007, 14:49
QUOTE
ტერენტი გრანელი

QUOTE
აბსოლიტური კრახი

boli.gif

და აბსოლუტური boli.gif

Posted by: highway 11 Mar 2007, 15:02
QUOTE (ozzy_ka10 @ 11 Mar 2007, 04:32 )
იმედია შემინდობს ქართული ინტელიგენცია

მაგრამ ვერრრრ ვიტან.... აბსოლიტური კრახი და  ტირილი. არანაირი ოპტიმიზმი...


ინტელიგენცია - მაგარი ტერმინია რუსულენოვან სამყაროში.
არსად დაკარგონ. lol.gif

მარა!

რა შუაშია ოპტიმიზმი და არა-კრახი?

Posted by: pitachoki 11 Mar 2007, 17:12
უმიზნო ხეტიალი

"ეს შემოდგომა და ეს მინდორი
მიხმობს უმიზნო ხეტიალისთვის.
მაღლა გაფრენა მე მოვინდომე,
რადგან მიწაზე სული არ იცდის..

შენ, დედამიწავ, უფრო მაშინებ,
როცა ოცნებით ზეცას მოვიარ,
წმინდაო ღმერთო რად გამაჩინე,
მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია!

ისევ მიწაზე ვარ მიჯაჭვული,
სადღაც შიშია, ვიღაც ფითრდება.
მოვა ოდესმე ვინმე ტანჯული
და ჩემ საფლავთან ის დაფიქრდება.

და ასე ფიქრი უფრო ძნელია,
როცა თვალები ნათელს უცდიან.
ღმერთო, ჩემს ირგვლივ რა სიბნელეა,
ღმერთო, ჩემს ირგვლივ რა ბურუსია!"

Posted by: mnm 11 Mar 2007, 22:05
JORJ MORISSONI
QUOTE
mnm_221

QUOTE
ვკითხულობდი, პირადად მე გალაკტიონს მირჩევნია, რაღაც სულში ჩამწვდა მისი ლექსები და მინდოდა მის დროში გადასვლა, მისი გაცნობა და მასთან დამეგობრება.
მის ლექსებს ყოველთვის სანთლის შუქზე ვკითხულობდი სიგარეტით ხელში, მასვენებდა მისი სიტყვები და აზრები.


ან შენია ეს პოეტი ან არა



ვერ მივხვდი რათქვი.
..............
Tio
QUOTE
და იქნებ.. მის სახლ-მუზეუმში წავსულიყავი..... !?!...

მშვენიერი აზრია.

Posted by: djTbilisi 12 Mar 2007, 15:03
ტერენტი უდიდესია !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: ა ღ ა ს პ ე რ ი 12 Mar 2007, 16:45
ცრემლი არ მოდის, მაინც მე ვტირი
და შორეული სივრცე მიტაცებს.
სული გაფრინდა თეთრი მტრედივით,
სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე.
ალბათ იქ ჩემზე ვიღაც ნაღვლობდა,
მაშინ, როდესაც მე არ ვიცოდი.
ასე მგონია, სულთან ახლოა
ცისფერი შუქი მარადისობის.
ცოტა ხნის შემდეგ სისხლიც გაშრება,
ვხედავ სიკვდილის ყვითელ მანტიას.
მე ვიფერფლები, გულის გარშემო
მსოფლიო სევდის ცეცხლი ანთია.
უკვე დაღამდა, ისევ მე ვტირი
და უხილავი სივრცე მიტაცებს.
სული გაფრინდა თეთრი მტრედივით,
სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე.

Posted by: SAMSON 12 Mar 2007, 16:49
მე ვამაყობ, რომ ტერენტის ზემლიაკი ვარ!!!

Posted by: მოდუსი 12 Mar 2007, 17:06
SAMSON
QUOTE
მე ვამაყობ, რომ ტერენტის ზემლიაკი ვარ!!!

მეც biggrin.gif

Posted by: pitachoki 12 Mar 2007, 20:41

აუ ეგ კაცი კიდე იმიტო მიყვარს რო ერთ დღეს ვართ დაბადებულები smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: Tio 13 Mar 2007, 18:29
mnm_221
QUOTE
QUOTE
და იქნებ.. მის სახლ-მუზეუმში წავსულიყავი..... !?!...

მშვენიერი აზრია.


და იქნებ აქ კიდევ ვინმეს სურს მისი სახლმუზეუმის დათვალიერება? smile.gif
...
თუ სურვილი იქნება და გამოთქვამთ აქ_მაშინ მაისისთვის კიდეც შეიძლება ამ სურვილის ასრულება! smile.gif .....

...
გისმენთ! smile.gif ...............

Posted by: SAMSON 15 Mar 2007, 11:49
Tio
QUOTE
და იქნებ აქ კიდევ ვინმეს სურს მისი სახლმუზეუმის დათვალიერება?
...
თუ სურვილი იქნება და გამოთქვამთ აქ_მაშინ მაისისთვის კიდეც შეიძლება ამ სურვილის ასრულება!


წალენჯიხაში აპირებთ წასვლას???

Posted by: djTbilisi 15 Mar 2007, 15:52
აი ეს ჩემი ძმის გაკეთებული გვერდია ტერენტი გრანელზე თუმცა ჯერ დასამუშავებელია http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%2C_%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98
* * *
მდაააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: djTbilisi 17 Mar 2007, 12:12
კიდე მდაააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: Tio 17 Mar 2007, 14:36
SAMSON
QUOTE
წალენჯიხაში აპირებთ წასვლას???

თავად ვაპირებ მისი სახლმუზეუმის დათვალიერებას! smile.gif ...
თუ აქ კიდევ ვინმეს გექნებათ ამისი სურვილი_შევიკრიბოთ და ერთად წავიდეთ! smile.gif ...
თქვენ გნებავთ?!... smile.gif

djTbilisi
მშვენიერი გვერდია! 2kiss.gif
ნანახი მქონდა_მაგრამ არ ვიცოდი თუ თქვენი იყო! smile.gif .... 2kiss.gif

Posted by: tikotamuna17 17 Mar 2007, 20:37
სსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს

კაი კაცი

Posted by: SAMSON 18 Mar 2007, 12:00
Tio
QUOTE
თავად ვაპირებ მისი სახლმუზეუმის დათვალიერებას!  ...
თუ აქ კიდევ ვინმეს გექნებათ ამისი სურვილი_შევიკრიბოთ და ერთად წავიდეთ!  ...
თქვენ გნებავთ?!...

მე რო ვიყავი 2-3 წლის წინათ დაკეტილი იყო მაშინ, ეხლა კი ფიზიკურად არ მცალია საერთოდ!
ისე ადრე სულ დაკეტილი იყო ხოლმე, ალბათ ეხლა რაღაც საშველი დაადგა smile.gif

djTbilisi
კაი გვერდია თავიდან ბოლომდე წავიკითხე smile.gif

Posted by: djTbilisi 18 Mar 2007, 12:43
ჯერ დასამთავფრებელი აქვს.................................................

Posted by: highway 19 Mar 2007, 15:05
გრანელს, როგორც ყველა დიდ პოეტს სახლი არ ქონდა.

რა საჭიროა ეს სახლ-მუზეუმები?

ეს ფორმალობები!

დანაშაულის გრძნობების გამოსყიდვა!

ვითომ რას შემატებს ეს მის სულს ან შემოქმედებს?!

მთავარია მისი ლექსი გვახსოვდეს



დათოვლილი სანთელი

საღამო ამნაირ სახის
დარდივით გაჩნდება ისევ.
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.

გათავდა ცრემლების თოვა,
ო, ხსოვნას რა ნელა ძინავს.
და თეთრი ქალწული - გლოვა
ეცემა სისხლიან მინას.

და ირგვლივ სამარეს უვლის
ფარული სურვილის ლანდი.
და ჩემი მწუხარე სული
მსგავსია დათოვლილ სანთლის.

ეს მხარე ღამდება, რადგან
ცისფერი იმედი მიდის.
როგორი სიჩუმე დადგა,
ო, როგორ ჩამოწვა ბინდი!..

მე წავალ სხვანაირ სახით,
ჩემს წასვლას დიდება მისდევს.
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.

1922

Posted by: Tio 19 Mar 2007, 21:35
SAMSON
QUOTE
ეხლა კი ფიზიკურად არ მცალია საერთოდ!

ეჰ.......... დროის უქონლობა_ცუდი რამაა... user.gif
QUOTE
ადრე სულ დაკეტილი იყო ხოლმე, ალბათ ეხლა რაღაც საშველი დაადგა

დაადგა საშველი smile.gif ახლა ღიაა smile.gif ...
highway
QUOTE
რა საჭიროა ეს სახლ-მუზეუმები?
ეს ფორმალობები!
დანაშაულის გრძნობების გამოსყიდვა!
ვითომ რას შემატებს ეს მის სულს ან შემოქმედებს?!
მთავარია მისი ლექსი გვახსოვდეს

მესმის შენი sad.gif
...
მაგრამ.. როდესაც იქ გადარჩენილ მის ნივთებს და ხელნაწერებს შეავლებ თვალს..შეეხები.. smile.gif _იგრძნობ მის სიახლოვეს.. სულს.. განცდას.. პოეზიას.. მისეულს! ... smile.gif ...
...
რა ვიცი.. ჩემში ასეც ცოცხლობს მოგონება... smile.gif .......

Posted by: djTbilisi 22 Mar 2007, 15:51
QUOTE
შეეხები

ვინ შეგახებინებს

Posted by: აღასპერი 29 Mar 2007, 19:33
დადგება ზამთარი...

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.

მოვა უიმედობა.

პანაშვიდი გათავდება ქარში.

ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.

და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.

კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.

პროცესია დაიშლება.

მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.

გზაში ისაუბრებენ ჩემზე.

დაღამდება...

მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.

დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.

და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.

არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.

ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.

თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.

ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.

გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.

დადგებიან გაზაფხულის დღეები.

შეიფოთლება სასაფლაო.

კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემს საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.

ასე გაივლიან საუკუნეები.

ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.

ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.

წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.

ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.

დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.

დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.

წირვა გათავდება.

საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.

გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.

და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.

Posted by: რუსთაველი 29 Mar 2007, 20:17
რეტენტი გრანელი ( კვირკვლია )


მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა,
დღეს მოწყენილი მივდივარ გზაზე.
რა ვუყო, ყველამ თუ მიღალატა,
რა ვუყო, ცხედარს თუ დავემსგავსე!

გარშემო დაწვა დღე უცნაური,
დასდევს წამება იღბალს თანაბარს.
ქალაქში უცებ შეწყდა ხმაური,
ქალაქმა უცებ სული განაბა.

ისევ შორიდან ვუმზერ სამყაროს,
ეს გრძნობა თვალებს ცრემლით ამივსებს.
მწუხარე სახით მოვწყდი საღამოს
და ახლა მივალ ცისფერ ღამისკენ...

1926

Posted by: djTbilisi 6 Apr 2007, 22:28
[B]ვარსკვლავი, რომელსაც მე ვუმზერ

დავწვები ლოგინში და ფანჯრიდან მოჩანს ერთი ვარსკვლავი, რომელსაც მე ვეძახი ჩემი ბედის ვარსკვლავს. ხშირად მას ფარავენ ღრუბლები ღამეების. ხან აინთება და ხან ჩაქრება.

მე მგონია, იმ ვარსკვლავიდან მიხმობს ჩემი გაფრენილი სული. რა ვქნა, როდესაც ლეშს არ შეუძლია შეასრულოს სულის მოწოდება. მე ისევ მიწაზე ვრჩები.

ჩემ და იმ ვარსკვლავს შორის გაბმულია რაღაც უხილავი ძაფი, რომელიც მე მაერთებს მთელ ზეციურ სამყაროსთან.

იმ ვარსკვლავს მე ახლაც ვხედავ და ვწერ ამ სტრიქონებს.

ის ობლად ანათებს ცაზე, მეც ობოლი ვარ მიწაზე.

სად იმალება ის უხილავი ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი შეერთება.

მე ეს არ ვიცი.

იქიდან მიხმობს ვიღაც. ჩემი თვალები ვერასოდეს ვერ იხილავენ იმ ვარსკვლავის ცისფერ სივრცეს, რომელსაც მე ყოველ ღამე ვუმზერ.

ის შორს არის ჩემგან.

თუმცა ჩემი სულის მეგობარია.

დიდება შენ, შორეულო ვარსკვლავო, დიდება შენ!..[B]

Posted by: Vereli luka 13 Apr 2007, 23:35
იდუმალი კაცი იყო. მისტიკებს წერდა სასწაულს. punch.gif

Posted by: SOLITARIO 18 Apr 2007, 15:25
ტემპერა
კვირკველიაwink.gif

გულიდან სისხლის წვეთები
მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.

ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.

მოვედი ადრე.

და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.

და მეშინია...

ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.

მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.

ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.

პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.

მე არ მინდოდა სიცოცხლე.

არც სიკვდილი.

მე რაღაც სხვა მსურდა.

ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.

მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.

და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.

მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:

მე მინდა გაფრენა.

მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.

ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.

არა სიცოცხლე.

არა სიკვდილი.

არამედ რაღაც სხვა.

ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.

Posted by: Samp 26 Apr 2007, 19:24
...გაზაფხულია, მივდივარ ნელა...
...და მიკავია ხელში ეს ია...
...მე უარვყავი მთელი ცხოვრება...
...ვიწამე ზეცა და პოეზია...

drug.gif

Posted by: Leoner 26 Apr 2007, 19:26
Samp
QUOTE
გაზაფხულია, მივდივარ ნელა...
...და მიკავია ხელში ეს ია...
...მე უარვყავი მთელი ცხოვრება...
...ვიწამე ზეცა და პოეზია...



lol.gif lol.gif lol.gif არა რა ძლიერი ხარ http://www.stamp.caucasus.net

Posted by: NATTALI 27 Apr 2007, 21:27
არა ვარ, მინდა გამოცოცხლება,

ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა.

და ვარდისფერი ჩემი ოცნება

ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.


ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,

თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა.

ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში

კვლავ დუმილია და ნეტარება.


Posted by: highway 30 Apr 2007, 03:19
არ ვხედავ ღრუბელს...

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.
და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.
დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.

დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

Posted by: mainc 30 Apr 2007, 17:47
არა მყავს ტოლი...

არა მყავს ტოლი,

ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.

და როგორც თოვლი

დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.


სხვა ფიქრი მივლის

და საშინელი სიკვდილის ლანდი.

მე მინდა ძილი

და ეს სიზმარი გათენებამდის.


დგას წამი თრთოლვის,

ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.

კვლავ, როგორც თოვლი,

დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.

მიყვარს კი....მაგრამ, ყოველთვის ვერ ვკითხულობ მის ლექსებს.....
ნამეტანია სევდა........

Posted by: Andro_forza juve 30 Apr 2007, 18:10
მე ვერ დავუმუღამე რაღაც mo.gif


-----------

Posted by: ninno 9 May 2007, 16:05
ფარული ვედრება

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლებით მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ…


Posted by: djTbilisi 18 May 2007, 23:33
გრანუს=მარცვალი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!111

Posted by: bato-bato 19 May 2007, 22:12
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა.
დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.
სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის.
ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.
რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.
ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს ”MEMENTO MORI”-ა.

Posted by: ახა 21 May 2007, 18:12
SAMSON
მოდუსი
QUOTE
მე ვამაყობ, რომ ტერენტის ზემლიაკი ვარ!!!


--------------------

SAMSON

QUOTE
მე ვამაყობ, რომ ტერენტის ზემლიაკი ვარ!!!


მეც 



მეეეეეცცცცც......

Posted by: sting 22 May 2007, 19:26
ტერენტი გენიოსი იყო პროსტა მაგრა უბერავდა ყველა გენიოსივით

Posted by: ninno 24 May 2007, 21:41
უმანკო ცრემლი დამეცა გულზე,
ყველამ თქვა: ყოფნა რომ სიზმარია.
სიკვდილს ყოველთვის თვალებში ვუმზერ,
ვგრძნობ ვიღუპები და მიხარია.

ქარების დღეა, ქრიან ფოთლები
და იმედებიც ახლო არიან.
ახლა არ ვიცი, რას ველოდები,
ახლა არ ვიცი, რა მიხარია.


Posted by: div 24 May 2007, 23:00
თბილისი - წმინდა
თავშესაფარი.
თბილი მინდა,
როგორც საფლავი.


smile.gif

Posted by: ninno 27 May 2007, 00:12
თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზამნებას,
დაისვენებენ ქიმერებზე ჩემი ცოდვები,
შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს,
და აქ, თბილისში, თვით მათხოვარს შევეცოდები.

მე ეს შუადღე გამაოცებს თავის ლოცვებით,
ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცვულს,
წვიმის ლანდებში ვიმალები ღამის ოცნებით,
ო, ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს.

ანთებულ გრძნობით ავაკივლებ ცრემლებს თვალებში,
როცა საშინლად გამაშავებს მთვარის სინესტე.
მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში
და ჩემი ლექსი-ყაჩაღების ცრუ მანიფესტი.

კვირის წირვებში ცოდვილ ტაძრებს ასწევენ მკვდრები,
თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა.
ო, ვიყრი მუხლებს, სინანულით შენ გევედრები,
მე გაჭირვებულს და საცოდავს, ღმერთო, შემინდე!


Posted by: გალაკტიონი 1 Jun 2007, 13:09
ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პოეტია ტერენტი ჩემთვის..

მისი შავნაღვლიანობა იმდენად მიმზიდველია, რომ არანაირ დისკომფორტს არ გიქმნის. მასში არის პოსეული სული, მაგრამ ორიგინალურია და არა აპოლოგეტი..

მოკლედ, ძალიან დიდი პოეტია.

Posted by: sting 7 Jun 2007, 19:24
მე პირადად გალაკტიონს მირჩევნია უფრო ამაღელვებელია და ემოციურად უფრო დატვირთული. გალაკტიონი სილამაზეა ტერენტი გრძნობაა. ოროვე გენიოსია

Posted by: Johnnie Walker 7 Jun 2007, 19:51
ტერენტი კარგი პოეტია.

გალაკტიონს თავი დაანებეთ, თუ შეიძლება smile.gif

Posted by: sting 7 Jun 2007, 20:17
ვერ დავანებებ თავს თვითონ არ მანებებს

Posted by: Душечка 7 Jun 2007, 21:55
გიტარა

გაქრნენ ღრუბლები,
გამოიდარა.
მე ვიღუპები,
ჩემო გიტარავ.
ეს ცა შიშველი
ვინ მოგვიტანა
შენ თუ მიშველი,
ჩემო გიტარავ.
და ბედმა, მგონი,
დღე გაგვიმწარა.
და შენ მაღონებ,
ჩემო გიტარავ.
დადგა კარგი დღე,
გამოიდარა.
სევდა წაიღე,
ჩემო გიტარავ.


Posted by: Fe_male 9 Jun 2007, 14:21
.......................)) mo.gif

http://www.fast.ge/?d=71792A2C1

Posted by: ALImOe 9 Jun 2007, 15:29
სიკვდილის შემდეგ

დადგება ზამთარი...

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.

მოვა უიმედობა.

პანაშვიდი გათავდება ქარში.

ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.

და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.

კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.

პროცესია დაიშლება.

მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.

გზაში ისაუბრებენ ჩემზე.

დაღამდება...

მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.

დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.

და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.

არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.

ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.

თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.

ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.

გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.

დადგებიან გაზაფხულის დღეები.

შეიფოთლება სასაფლაო.

კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემს საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.

ასე გაივლიან საუკუნეები.

ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.

ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.

წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.

ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.

დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.

დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.

წირვა გათავდება.

საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.

გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.

და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.

Posted by: Душечка 9 Jun 2007, 19:45
ამოდის მთვარე

ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,
დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ
საწერ მაგიდას ეცემა შუქი.
ხვალ გათენდება დღე უცნაური
და შორს ღრუბლებით ცა დაისერა.
მესმის ქუჩიდან ფეხის ხმაური,
მესმის ქუჩიდან ნელი სიმღერა.
მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები,
ძვირფასო, ეს დროც გაივლის ალბათ.
ჩემს წინ აწყვია ძველი წიგნები,
ჩემს წინ სკამია და კიდევ ლამპა.
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,
დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ
საწერ მაგიდას ეცემა შუქი.


Posted by: sasruli 21 Jun 2007, 01:05
თენგიზ ვერულავა - ნაწყვეტი წიგნიდან "გრანელი".

რექვიემი

"არამიანცის" საავადმყოფოში იწვა ნეკივით მოკუნტული. გრძნობდა, რომ ცოცხალი ვერ გააღწევდა აქედან. თუმცა იმდენად შეჩვეოდა სიკვდილს, უკვირდა, აქამდე როგორ დარჩა ცოცხალი. საკუთარი სახლი მოენატრა, ჩამქრალი კერა, მდუმარე მთები, ტკბილი ოცნების ლურჯი ნამოსახლარი.
საათმა თორმეტჯერ დარეკა. ეს მზიანი კვირის დღეც გაილია. დილიდან აეკვიატა, რომ დღეს შეჩერდებოდა გული, დღეს იმყოფება სიკვდილის პირას. ასე არასოდეს უგრძვნია დასასრულის მოახლოება. თითქოს უკვე კუბოში წევს, თითქოს აყრიან მიწას.
საათმა ამცნო დღის დასასრული. ის მაინც სუნთქავს, ლოგინში წევს მუხლმოდრეკილი და წამი მიაქვს წვალებით.
"შავი წამები მიჰქრიან და მე ისევ ცოცხალი ვარ, ისევ ვოცნებობ და ისევ ვფიქრობ არყოფნაზე".
პალატაში სათვალეებიანი მოწყალების და შემოვიდა, შუშით წამალი მოჰქონდა.
თვალწინ წარმოუდგა ზოზია და მაშო, რომელთა გარდა არავინ გააჩნდა მწყალობელი. მოწყალების დას მიაპყრო სიყვითლეშეპარული თვალები.
"მალე მოდი, მალე მოდი, მალე, მალე მოდი, ვიღუპები დაო!" - ჩურჩულით თქვა მან.
მოწყალების დამ წამალი დაალევინა. არაფერი უთქვამს, უხმოდ დატოვა პალატა.
სიკვდილის ლანდი დასრიალებდა ოთახში როგორც შავფორეჯიანი გველები.
"ნისლია, სიცივე, იციან, ვიცი მე, იციან ვიცი მე, ნისლია, სიცივე", - გაიფიქრა მან და იგრძნო, ამქვეყნიდან ისე მიდიოდა, არავინ არაფერი არ იცოდა.
სასთუმლის ქვეშიდან გამოიტანა ფანქარი, ცისფერყდიანი რვეული, პირჯვარი გადაიწერა და საკუთარ, ერთგვერდიან ნეკროლოგს თავისი ხელით მიაწერა:
"სიკვდილი 1934 წლის 10 ოქტომბერს".
სიკვდილის წინ ისევ მოაგონდა თბილისის ღამეები და თავისი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც წვავდა ყოველთვის. ჩაქრა სანთელი, გაქრა სინათლე და იგრძნო თუ რა ძნელი იყო სანთელივით გაჩერება. გადაეცა სიკვდილის მდუმარე ხელებს და წამებული სხეული შეუერთდა მსოფლიო ელემენტებს.
... და იგრძნო უმაღლესი მოსვენება.

Posted by: patriciia 21 Jun 2007, 09:06
QUOTE
ქალის აგონია


დას ისტ ფანტასტიშ

Posted by: Душечка 21 Jun 2007, 19:38
იყო საღამო და მომაგონდა

იყო საღამო და მომაგონდა,
ის ბაღი, სადაც მე ვკრეფდი ყვავილს.
მე მაშინ თითქოს გული არ მქონდა,
მე მაშინ თითქოს აღარ ვიყავი.
და სადღაც შუქი ბრწყინავდა ოდნავ
და ისევ წუხდა უმანკო გული.
მე მოვდიოდი, მზე ჩადიოდა,
მე მოვდიოდი შენგან მოკლული

Posted by: bovi 21 Jun 2007, 23:11
პანტომიმა თუ ნახეთ "მთვარისკენ ნასროლი მიხაკი"? საოცრებაა ....ტერენტის ტყავში იგრძნობ თავს და უფრო მწარედ მიხვდები რა რთული ცხოვრება ჰქონდა.............

Posted by: highway 14 Jul 2007, 22:50
კარგი ფრანგული შავი ღვინო მაქვს დალეული

და ამ დროს გახსენდება

გაზაფხულის საღამოა მშვიდი
....


მიწის ცქერით დაიღალა მთვარე
...




უმაგრესი

Posted by: grace 15 Jul 2007, 14:24
QUOTE
ტერენტი გრანელი, გენიალური პოეტი


საცოდავი, უბედური კაცი, რომელზეც გული შემტკივა, ადამიანურად.

მაგრამ მისი პოეზიის გენიალურობაში ვერაფრით დაგეთანხმებით.

არ მიყვარს ეს ნასიკვდილარი და საზღვარსსულგადაცდენილი ტექსტები და მომკალით.

ერთი სიტყვით, სუსტი პოეტი.

smile.gif

Posted by: gabarzgaleba 15 Jul 2007, 14:43
QUOTE
კარგი ფრანგული შავი ღვინო მაქვს დალეული


შავი კიარა, წითელი, ფრანგული ღვინის ეტიკეტზე გასაგებად აწერია ხოლმე, რუჟ.

Posted by: highway 17 Jul 2007, 01:36
grace
QUOTE
საცოდავი, უბედური კაცი, რომელზეც გული შემტკივა, ადამიანურად.

მაგრამ მისი პოეზიის გენიალურობაში ვერაფრით დაგეთანხმებით.

არ მიყვარს ეს ნასიკვდილარი და საზღვარსსულგადაცდენილი ტექსტები და მომკალით.

ერთი სიტყვით, სუსტი პოეტი.


პიროვნული თანაგრძობა გასაგებია.

გრანელი თუ სუსტი პოეტია, რა გამოდის დანარჩენი მე- 20 საუკუნის ქართული პოეზია ვაჟას და გალაქტიონის მერე.
დიდი კითხვის ნიშანი ალბათ.
?


gabarzgaleba

QUOTE
შავი კიარა, წითელი, ფრანგული ღვინის ეტიკეტზე გასაგებად აწერია ხოლმე, რუჟ.



ფრანგები ფერებში ვერ ერკვევიან
gigi.gif

Posted by: grace 17 Jul 2007, 04:14
QUOTE
გრანელი თუ სუსტი პოეტია, რა გამოდის დანარჩენი მე- 20 საუკუნის ქართული პოეზია ვაჟას და გალაქტიონის მერე.
დიდი კითხვის ნიშანი ალბათ.


არავითარი კითხვის ნიშნები smile.gif
კონკრეტული სახელები და გვარები არსებობს, არა მარტო მეოცე, ოცდამეერთე საუკუნეშიც smile.gif
უბრალოდ, მათზე და მათს პოეტიკაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს და გავუოფებთ თემას საზღვარსულგადაცდენილს smile.gif

Posted by: greenwood_83 17 Jul 2007, 04:27
QUOTE
უბრალოდ, მათზე და მათს პოეტიკაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს

yes.gif

და საერთოდ, რა უბადრუკი მოცლილობაა მსგავსი თემები ?
ოი, დიადნო, მე მიყვარს გრანელი, Fანი ვაააააააააააააააააარ

QUOTE
QUOTE
გრანელი თუ სუსტი პოეტია, რა გამოდის დანარჩენი მე- 20 საუკუნის ქართული პოეზია ვაჟას და გალაქტიონის მერე.
დიდი კითხვის ნიშანი ალბათ.


პ.ს.
ისე ვაჟა და გალაკტიონი და მერე სხვები?
ეს უთავბოლო სტერეოტიპი რომ ამოიგდოთ არ შეიძლება?
ნიკო სამადაშვილი და მერე ვაჟა, ტაკ ნელზია?!

Posted by: Allan-Poe 17 Jul 2007, 04:41
greenwood_83

და თუ მოსწონს ადამიანს ეს ვაჟა ე.ი. სტერეოტიპულად აზროვნებს?

ტქვენ რით ვერ უნდა ამოიგდოთ თავიდან რომ ეს: "ნიკო სამადაშვილი ვაჟაზე მაგარია" ბაზარი არის ყველაზე დიდი სტერეოტიპი და დაკომპლექსებული, მინდა ვიყო ორიგინალური ტიპების მარაზმატიჩესკი ფართხალი...

ან საერთოდ ვინ ხარ შენ, მოხვიდე და ადამიანს უმტკიცო რა უნდა ამოიგდოს თავიდან? თავისუფალი ხარ? არადა მონა ხარ...

ტერენტი გრანელის პოეზია არც მე მიმაჩნია საუკუნის პოეზიად... მერე რა?

კარგი რა... ტოჟე მნე, ნასტავნიჩკი ნაშლის... Не учите нас жыть товарисщи ...

Posted by: grace 17 Jul 2007, 04:54
Allan-Poe

არაადეკვატური ხარ ახლა შენ და დამშვიდდი biggrin.gif

ვაჟას მოწონება სტერეოტიპიაო, არ უთქვამს ზემოთმპოსტველს (იტყოდა და ჩავქოლავდი მე პირადად biggrin.gif ), უბრალოდ, სტერეოტიპული უწოდა highway-ს გამოსვლას _ როცა ქართულ პოეზიაზე ლაპარაკობ და ვაჟა-გალაკტიონის მეტი არავინ გახსენდება (და არც წაგიკითხავს ხშირ შემთხვევაში) smile.gif

დანარჩენი რაც იბოდიალე, იმაზე არ მინდა კომენტარის გაკეთება.
დიაზეპამი დღეში ორჯერ, თითო აბი, დილას და საღამოს _ სამწერტილებს და იმპერატივს საგრძნობლად ამცირებს უზერების პოსტებში smile.gif

Posted by: greenwood_83 17 Jul 2007, 04:58
Allan-Poe
QUOTE
ტქვენ რით ვერ უნდა ამოიგდოთ თავიდან რომ ეს: "ნიკო სამადაშვილი ვაჟაზე მაგარია" ბაზარი არის ყველაზე დიდი სტერეოტიპი და დაკომპლექსებული, მინდა ვიყო ორიგინალური ტიპების მარაზმატიჩესკი ფართხალი...

ასეთი აგრესიული ტონით პოეზიაზე საუბარი თავისთავად იმსახურებს ირონიას ჩემგან შენ მიმართ
ნიკო სამადაშვილი ვაჟაზე მაგარია მეთქი საერთოდ არ მითქვამს და ეს ,,მაგარია,, სიტყვა იქნებ მოაშორო ლექსიკონიდან

QUOTE
თავისუფალი ხარ? არადა მონა ხარ...

ოი, ბრძენო და სიდიადევ
დიდ ედგარზე გაზრდილო ინტელექტუალო
ქურდებთან ხომ არ ავიდეთ?

ბლიად!
ამიტომ ვერ ვიტან ამ უმიზეზოდ განათლებულ ქართველებს, ამათი გონება ქუჩურ გარჩევებს მაინც ვერ ცდება, გინდ პოეზიაზე იყოს დისკუსია და გინდა მიუნხენის ბაიერნზე

Posted by: zazabichi 17 Jul 2007, 05:05
დაძინებას ვაპირებ, მტყუან-მართალი ხვალ გავარჩიოთ
ძილინებისა და თუქისების ზღვა ყველას.

Posted by: highway 18 Jul 2007, 02:56
greenwood_83
Allan-Poe
ყველას თავისი აზრი აქვს,.
მიმაჩნია რომ ვაჟა, გალაქტიონი და გრანელი მე-20 საუკუნეში ყველაზე დიდი პოეტები იყვნენ. არა მარტო საქართველოში.
ვინც არ იზიარებს, რა საჭიროა ეს კომკავშირული ჭკუისდარიგებები სტერეოტიპებზე, ნუ გაიზიარებს.
ვოტ ი ვსიო.


Posted by: JORJ MORISSONI 18 Jul 2007, 23:43
highway
QUOTE
მიმაჩნია რომ ვაჟა, გალაქტიონი და გრანელი მე-20 საუკუნეში ყველაზე დიდი პოეტები იყვნენ. არა მარტო საქართველოში.
ვინც არ იზიარებს, რა საჭიროა ეს კომკავშირული ჭკუისდარიგებები სტერეოტიპებზე, ნუ გაიზიარებს.
ვოტ ი ვსიო.

2kiss.gif

Posted by: sasruli 19 Jul 2007, 03:45
თენგიზ ვერულავა, ნაწყვეტი წიგნიდან "გრანელი"

მოპატიჟება დაისისკენ


თბილისი მინდა როგორც საფლავი


ფარნები მკრთალად ანათებდნენ ქუჩას. ავლაბრისკენ გადაუხვია და პეტრე-პავლეს სასაფლაოსკენ მიმავალ აღმართს აუყვა. ღამით ჭირისუფლისგან მიტოვებული, დაჭედილ კუბოსავით ადგა ტფილისს არსენალის უდაბური გორები.
მოციქულთა თავთა წმინდა პეტრე-პავლეს ეკლესიის გუმბათზე ესვენა მთვარის ციკლოპური თვალი. კვიპაროსების გრძელი ჩრდილები ირწეოდნენ ღამის სილურჯეში. ყვავები შესეოდნენ ჩაშავებულ ტოტებს, და მაინც, ყველგან უწყინარი ქალწულივით იდგა უნაზესი და - სიჩუმე, სამარის სამუდამო დარაჯი.
ჩაუარა მდუმარე საფლავებს, იდუმალი ბინდით ჩაძინებულთ. რკინის კარი აჭრიალდა სადღაც, მოშორებით და დაარღვია დავანებული სიჩუმე.
ქვაზე ჩამოჯდა, უკან გადაეყრდნო ხელებით. ყური მიუგდო შავი თითისტარებივით ალანძულ კვიპაროსების რხევას, თითქოს მათგან სურდა მოესმინა სასაფლაოს ბინადართა უტყვი სევდა.
ნელი ფეხის ხმა შემოესმა. ვიღაც გამოეყო ბნელს, უახლოვდებოდა, მაგრამ ადამიანის ფეხის ხმას არ ჰგავდა. ბორცვზე დადგა და თითქოს ხელები გაიწვდინა მძინარე თბილისისკენ:
"მე თქვენ ყველას გეპატიჟებით დაისისკენ", - გაისმა ნელი ჩურჩული, და ისევ შეერია ბნელს, გაუჩინარდა.
სურდა მისულიყო, დაეჩოქა და ეთქვა, რომ იგი აქაა ყოველღამე მოწვეული და მწუხრზე აქედან ელოდება დაისს, რომ სასაფლაოა მისთვის ყველაზე სანუკველი ადგილი და თბილისი ასეთი სასაფლაოა.

Posted by: Tikk 19 Jul 2007, 03:51
QUOTE
მიმაჩნია რომ ვაჟა, გალაქტიონი და გრანელი მე-20 საუკუნეში ყველაზე დიდი პოეტები იყვნენ.

ჩამქოლეთ,მაგრამ პირველ ორს ვერ შევადრი გრანელს. user.gif

Posted by: cunculika 20 Jul 2007, 11:37
აჰა ტერენტი გრანელის ლექსი ჩემგან საჩუქრად!................................................................................ smile.gif


Your Download-Link:terenti graneli.mp3
http://www.link.ge/file/158043/terenti-graneli.mp3.htm




Posted by: highway 22 Jul 2007, 04:12
არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.
და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.
აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.
დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.
დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.



ეხლა ვკითხილობდი მიგელ ბოზეს და შაკირას კლიპის მოსმენის დროს.
მაგარია
http://www.youtube.com/watch?v=xMpDQs8CRxo

Posted by: სექსტეტი 22 Jul 2007, 04:43
QUOTE (highway @ 22 Jul 2007, 04:12 )
ეხლა ვკითხილობდი შაკირას და მიგელ ბოზეს კლიპის მოსმენის დროს.
მაგარია

შენ ბრითნი სპირსის და მადონას ფონზე უნდა ნახო როგორ ასწორებს

boli.gif

Posted by: highway 22 Jul 2007, 04:47
QUOTE (ს ე ქ ს ტ ე ტ ი @ 22 Jul 2007, 04:43 )
QUOTE (highway @ 22 Jul 2007, 04:12 )
ეხლა ვკითხილობდი შაკირას და მიგელ ბოზეს კლიპის მოსმენის დროს.
მაგარია

შენ ბრითნი სპირსის და მადონას ფონზე უნდა ნახო როგორ ასწორებს

boli.gif


მაგათ მუსიკაზე განყოფილება "პოლიტიკა" უფრო კარგი წასაკითხია ან "მელომანია"
lol.gif


აქ სხვა პონტია spy.gif

Posted by: სექსტეტი 22 Jul 2007, 05:00
QUOTE (highway @ 22 Jul 2007, 04:47 )
აქ სხვა პონტია spy.gif

აა ხო. მართალი ხარ.
გამახსენდა _ აი იმ კლიპში, "whenever, whatever" თუ რაც ჰქვია, პირდაპირი გამოძახილია გრანელის შემოქმედებისა _ "კლდიდან კლდეზე გადაფრინდა შაკირა..."

boli.gif

თურმე როგორ გრძნობთ პოეზიას.... user.gif

Posted by: djTbilisi 28 Jul 2007, 02:00
აბა ნახეთ ტერენტი გრანელის გვერდი ქართულ ვიკიპედიაში(ჩემი ნამუშევარია)განვაახლე და ზაან მაგარია
dj tbilis ის ძმა ვარ http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98#.E1.83.91.E1.83.9D.E1.83.9A.E1.83.9D_.E1.83.AC.E1.83.9A.E1.83.94.E1.83.91.E1.83.98_.E1.83.93.E1.83.90_.E1.83.A1.E1.83.98.E1.83.99.E1.83.95.E1.83.93.E1.83.98.E1.83.9A.E1.83.98

http://fast.ge/?d=858DE5CE1 ნახეთ. კარგია.ჩემი აზრით ბოლოს ბავსვები არაა კარგად კონტექსტიდანაა ამოვარდნილი


Posted by: highway 3 Aug 2007, 03:13
QUOTE (djTbilisi @ 28 Jul 2007, 02:00 )
აბა ნახეთ ტერენტი გრანელის გვერდი ქართულ ვიკიპედიაში(ჩემი ნამუშევარია)განვაახლე და ზაან მაგარია
dj tbilis ის ძმა ვარ http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98#.E1.83.91.E1.83.9D.E1.83.9A.E1.83.9D_.E1.83.AC.E1.83.9A.E1.83.94.E1.83.91.E1.83.98_.E1.83.93.E1.83.90_.E1.83.A1.E1.83.98.E1.83.99.E1.83.95.E1.83.93.E1.83.98.E1.83.9A.E1.83.98

up.gif




გაიხსნა ვედრების რკალი,
(ზამთარი სიცოცხლეს მართმევს).
ქალაქის ფერმკრთალი ქალი
სარკესთან შეკრთება სადმე.

...

ახლოს არ დარჩა ვარდი არცერთი
და გლოვა კრთოდა ბედის წყაროდან.
ჩამქრალ თვალებით ნუგეშს ვეძებდი,
ვეძებდი ნუგეშს და მიხაროდა...

...

ეს ვედრება შიშველი -
მეუცხოვა მე გვიან,
ღამე, ვნებით შეშლილი,
ყელზე გადამეხვია.

...

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

Posted by: sasruli 4 Aug 2007, 15:20
თენგიზ ვერულავა, ნაწყვეტი წიგნიდან "გრანელი"

სიკვდილის პანტომიმა

აიხადა თავსარქველი და აღარ იყო ცნობიერი გონება. მაშინ იწყებოდა სხვა სამყარო, დროისა და სივრცის გარეშე. სიშორეებიდან გამოჩნდებოდნენ სიკვდილის ანგელოზები, ჩასჭიდებდნენ ხელებს და ააცეკვებდნენ უწონად ჰაერში. კოსმიური სისწრაფით მიფრინავდა ზევით, მაღლა და მაღლა. ეს მხოლოდ იგი დაპატიჟეს სიკვდილის განუყრელ დებთან საცეკვაოდ ასეთ სიშორეზე, რომ მცირე ხნით მაინც აგემონ სიკვდილის პოეტს სიკვდილის ჭეშმარიტი პოეზია. თეთრმა სუდარებმა გაშალეს ფრთები და აიტაცეს ისევ შორს, თვალმიუწვდენ სიმაღლეებზე. ისმოდა სიცილი ანგელოზთა და არ წყდებოდა თამაში სულთა. თეთრი გვირგვინი დაადგეს თავზე და სიკვდილის პოეტთა მეფედ დასვეს. აიჭრა ეთერში უთვალავი სული და თავდამხობილი მიეახლნენ უთეთრესი სპილოს ძვლის ტახტრევანზე. გაბრწყინდა თვალისმომჭრელი სითეთრე და იწყეს ფერხული ერთად.
მერე მოვიდა ვიღაც, ისევ დაახურა ქალასარქველი, დაუბრუნდა ცნობიერი გონება და სადღაც შორს დარჩა სიკვდილის მომნუსხველი ზეიმი.

Posted by: DATOKALA 24 Aug 2007, 18:51
greenwood_83
QUOTE
ნიკო სამადაშვილი და მერე ვაჟა, ტაკ ნელზია?!

ნელზია!!!
ჩემთვის ეგ მიუღებელია და შენთვის როგორც გინდა ისე იყოს !
არაფერშუაშია აქ სტერეოტიპები ...

Posted by: Hermes007 31 Aug 2007, 22:42
"საახალწლო ელეგია"

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს.

მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს.

მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა.

მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
ის სინათლე ვიცი, გამაწამებს.

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირსს

Posted by: Venera 1 Sep 2007, 14:10
ერთერთი ლექსია აქ ატვირთული,ამ თემაში ვინც შემოდის,მგონი,მოეწონებათ.smile.gif

http://www.fast.ge/?d=D69973231

Posted by: Ar-Pharazôn 16 Sep 2007, 21:32
ამოვქაჩოთ მაღლა ეს თემა... გენიოსი იყო ტერენტი.....................

Posted by: ჰერმიონ 17 Sep 2007, 01:00
რატომ ჰგონია ამ ხალხს რომ გრანელი მარცვლს ნიშნავს ვერ მივხვდი keh.gif

ტერენტი ჯერ "წალენჯიხელის" ფსევდონიმით გამოვიდა, შემდეგ კი რომელიღაც მსაციობი ქალის პატივსაცემად გრანელი აირჩია..

ანუ იმის თქმა მინდა, რომ გრანელი გვარი იყო მსახიობი ქალის, რომელსაც ტერენტი ეთაყვანებოდა, ანუ მარცვალი არ იყო, გვარი იყო biggrin.gif

ქრიან ფიქრები თეთრი და შავი
და ეს დღეები სახეს მიცვლიან.
ახლა ხომ დროა მოვიკლა თავი,
მეტის მოთმენა არ შემიძლია ..

მე ვერ მიშველის თვით ჩემი ლექსიც.
თვით ჩემი ლექსი - სისხლის რვეული
პოეზიაში ვარ უდიდესი
და ცხოვრებაში გზააბნეული

Posted by: ninno 17 Sep 2007, 01:19
მკრთალი სილუეტი

შავგვრემან სახეს აცისკროვნებს ლურჯი გაროზი,
თეთრი ხალათი ნაზ ბროლის ყელს მეტად უხდება.
ღრუბლიან ავდარს გადალახავს წმინდა ტაროსი
და ჩვენს გარშემო ყვავილები აფირუზდება.

მკრთალი ლანდები ცის სივრცეში ათამაშდება,
ნელ ცეცხლის ალით იფერფლება ანგელოზები,
ჩემი იმედი სამუდამოდ რომ დამარცხდება,
ვით მონაზონი, შავ ძაძებით შევიმოსები.

თეთრი ვარსკვლავი კაბადონზე რომ გამოჩნდება,
მისი სხივები მსურს შევკონო ბრილიანტებად.
მთვარიან ღამის ჩუმი დილა რომ გათენდება,
ჩემი ოცნება დაიმსხვრევა მრავალ ლანდებად

Posted by: აღასპერი 17 Sep 2007, 01:28
hermione
QUOTE
ტერენტი ჯერ "წალენჯიხელის" ფსევდონიმით გამოვიდა, შემდეგ კი რომელიღაც მსაციობი ქალის პატივსაცემად გრანელი აირჩია..

"წალენჯიხელის" ფსევდონიმით ქართულ პერიოდულ პრესაში პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა, რომლებიც რაღა თქმა უნდა ეროვნული თავისუფლების იდეებით იყო გაჯერებული.

"გრანელის" ფსევდონიმით ის 1919 წელს გამოვიდა.

ფსევდონიმის არჩევის შესახებ არსებობს 3 ვერსია:

1. ნაკარნახევი იყო ლათინური სიტყვისგან "გრანუმ", რომელიც მარცვალს ნიშნავს. ტერენტი ამ სიტყვას გადატანითი მნიშვნელობით აღიქვამდა და ამბობდა, "მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო".

2. პოსტი ეტრფოდა ერთ მსახიობ ქალს, გვარად გრანელს და ეს ფსევდონიმიც მის საპატივსაცემოდ აირჩია.

3. 1918 - 1919 წლებში, (ანუ, როცა ის ამ ფსევდონიმით გამოჩნდა) თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართულ ოპერას, "ქრისტინეს" დირიჟორობდა ცნობილი იტალიელი დირიჟორი გრანელი და, სავარაუდოდ, პოეტმა მისი გვარი სახელთან კარგი თანაჟღერადობის გამო, ფსევდონიმად აირჩია და კვირკველია / წალენჯიხელის მაგივრად, ტერენტი გრანელის სახელით გამოჩნდა.

Posted by: ჰერმიონ 17 Sep 2007, 01:36
ჩემი ფიქრები მხოლოდ შენ მოგდევს.
ქრის ქარიშხალი, მთებია ახლო
მე შეიძლება ამაღამ მოვკვდე
და სიკვდილის წინ შენ ვეღარ გნახო..

ცხოვრება ასე ვერ შემინახავს,
მოვა დრო და მე ისევ დავთვრები
ახლაც მწყურია მე შენი ნახვა
ახლაც გიგონებ და მენატრები


აღასპერი

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სწორედ მსახიობი ქალის საპატივსაცემოდ დაირქვა..

მართალია, მისი პოეზია სავსეა პესიმიზმით, სიკვდილის სურვილით, გულგატეხილობით, მოუწესრიგებელი, არეული ცხოვრებით, მარა ის არასოდეს თვლდა თავს მარცვლად


პოეზიაში ვარ უდიდესი
და ცხოვრებაში გზააბნეული

და თუნდაც ეს

გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია

და კიდევ

გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია ..



Posted by: აღასპერი 17 Sep 2007, 01:45
hermione
QUOTE
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია

და კიდევ

გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია ..

სხვათა შორის, ეს ყველაფერი შეიძლება, ერთგვარ თავდაცვის ინსტიქტადაც აღვიქვათ, მას ხომ უსაშინლესი ცხოვრება ჰქონდა, მუდამ დაჩაგრულს, ამპარტავნება ხშირად იპყრობდა, მაგრამ მისი და გალაკტიონის ასეთი ომი მხოლოდ მითია, სინამდვილეში გალაკტიონი ერთადერთი პოეტი იყო, ვისაც ტერენტი აღიარებდა და პატივს სცემდა, სხვებს მისი ლექსების გამგებად და ტოლად არ აღიქვამდა.

ტერენტი და გალაკტიონი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და პოეზიაზე საუბრობდნენ, გალა ამბობდა, რომ ძალიან ხიბლავდა ტერენტის მდიდარი რითმები. შენ მიერ მოყვანილი ტაეპები კი ერთეული შემთხვევები არ ყოფილა, მან ერთხელ, გაბრაზებულმა, გალაკტიონს პირდაპირ უთხრა, მე შენზე დიდი პოეტი ვარო, რაზეც გალაკტიონმა ღიმილით დაუკრა კვერი...



Posted by: ჰერმიონ 17 Sep 2007, 02:13
აღასპერი

QUOTE
გალაკტიონი ერთადერთი პოეტი იყო, ვისაც ტერენტი აღიარებდა და პატივს სცემდა


ხოდა დაფიქრდი, მას თავს ატოლებს.. არანაირი თავმდაბლობა.. ის ბუნებით ამაყი და პატივმოყვარე იყო, ბავშბობიდან მამხილებელი სიტყვით გამოდიოდა კრებებზე და ადგილობრივი ჩინოვნიკებისთვის პერსონა ნონ გრატა ოყო biggrin.gif
ასეთი ადამინი არ შეიძლებოდა მარცვალი ყოფილიყო..


მარა მაინცაა მის პოეზიაში სიარულის, სიყვარულის, აღტაცების, ბედნიერების წუთები..

მივალ, სხვა დღეა, გულს ამოვიტან
და ისევ მოდის დრო აღელვების.
წვიმდა და უცებ მზე გამოვიდა,
და გავიშვირე მზისკენ ხელები..

მე წუხელ კიდევ ღამე ვათიე
და მოდიოდა ფიქრი ფარული
ღმერთო, მიშველე და მაპატიე
ეს აღტაცება და სიხარული smile.gif

Posted by: აღასპერი 17 Sep 2007, 02:17
hermione
QUOTE
ხოდა დაფიქრდი, მას თავს ატოლებს.. არანაირი თავმდაბლობა.. ის ბუნებით ამაყი და პატივმოყვარე იყო, ბავშბობიდან მამხილებელი სიტყვით გამოდიოდა კრებებზე და ადგილობრივი ჩინოვნიკებისთვის პერსონა ნონ გრატა ოყო
ასეთი ადამინი არ შეიძლებოდა მარცვალი ყოფილიყო..

კი, მაგაში გეთანხმები, ლოგიკასთან უზომოდ ახლოსაა, მაგრამ ეგ ვერსია მისი დისგან, ზოიასგან მოდის, მან თქვა, ტერენტიმ თქვაოbiggrin.gif

Posted by: ჰერმიონ 17 Sep 2007, 02:24
აღასპერი
QUOTE
ეგ ვერსია მისი დისგან, ზოიასგან მოდის, მან თქვა, ტერენტიმ თქვაო


მაგი ბევრ რამეს ამბობდა, ზურა biggrin.gif
©აგნესა

Posted by: აღასპერი 17 Sep 2007, 02:25
hermione
QUOTE
მაგი ბევრ რამეს ამბობდა, ზურა 
©აგნესა

ვინ, ზოია?biggrin.gif

Posted by: JORJ MORISSONI 17 Sep 2007, 03:24
ქაღთულ პოეზიაში ალბათ არც იყო ტერენტის მსგავსი პოეტი, რომელიც სიკვდილს ეთამაშებოდა smile.gif))

Posted by: sharla IX 17 Sep 2007, 03:47
მეგობარმა გამომიგზავნა ადრე და ეხლა ვიპოვე,. ტერენტი გრანელის ლექსია მემგონი .. user posted image
ნახეთ აბა user posted image
http://bin.ge/file/70250/terenti-graneli.mp3.html

Posted by: highway 17 Sep 2007, 14:52
QUOTE (Hermes007 @ 31 Aug 2007, 22:42 )

"საახალწლო ელეგია"

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს.

მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს.

მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა.

მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
ის სინათლე ვიცი, გამაწამებს.

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირსს



მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს.


up.gif up.gif up.gif


და მერე დააბრახუნებს აქ ზოგიერთი გრანელი სუსტი პოეტი იყოო. მოიყვანონ სხვა პოეტის (გინდა ქართველის, ან არაქართველის) მაგალითი ვინც ასეთი ექსპრესიით წერს.

Posted by: annavita 17 Sep 2007, 21:29
აღასპერი
QUOTE
ვინ, ზოია?

lol.gif სოზია

Posted by: აღასპერი 17 Sep 2007, 23:01
annavita
სერიოზულად?biggrin.gif

მთელი ცხოვრება ზოია მეგონა, რამდენი რამ წამიკითხავს მასზე და სულ ზოიად აღვიქვამდიbiggrin.gif

წავალ, გადავქექავ წიგნებს ერთხელ, კარგად დავაკვირდები biggrin.gif


ეჭვიც არ შემპარვია user.gif

Posted by: @LILI@ 17 Sep 2007, 23:04
QUOTE
საახალწლო ელეგია"

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს.

მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს.

მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა.

მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
ის სინათლე ვიცი, გამაწამებს.

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირსს


ჩემი უსაყვარლესი ლექსია
ტერენტი გრანელი უდიდესი პოეტია ჩემთვის გალაქტიონის შემგეგ. ორივეში რაღაც ის მოურჩენელი სენტიმენტალიზმი დევს...
თითქოს არაამქვეყნიურები იყვნენ.
დიდებულია ...

Posted by: ninno 18 Sep 2007, 01:05
annavita
QUOTE
სოზია

ზოზია smile.gif


გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია,
გადარჩება? - გმინავენ ლაზარეთის კედლები.
დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია,
დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები.

გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ჩემი და,
მე კი მიახლოვდება სამუდამო ქაოსი.
ვიხედები გარშემო და ამ სარეცელიდან
ყველაფერი შორსაა, გარდა სასაფლაოსი.

უიმედო წუთები თურმე უფრო სწრაფია!..
(სადღაც ზარის რეკვაა. ილესება ისარი).
ჩემი სუსტი სხეული - გაწყვეტილი ძაფია,
ჩემი შემოქმედება - დედამიწის სიზმარი.

ჩემს გარშემო ბურია, ჩემს გარშემო ნისლია,
მოჩვენება შემოდის ღია თვალთა გუგებში.
ყველაფერი ცივია, რაც კი მარადისია!..
აი, სწორედ ამიტომ არ ვიწამე ნუგეში.

გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია,
გადარჩება? - გმინავენ ლაზარეთის კედლები.
დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია,
დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები.


Posted by: ჰერმიონ 18 Sep 2007, 01:12
ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი..

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია
ღამის გრიგალი თავზე მევლება
სიკვდილის გარდა კიდევ რა ქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას..

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე.
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი smile.gif

Posted by: ninno 18 Sep 2007, 01:39
user posted image

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

Posted by: Tio 25 Sep 2007, 23:36
მაპატიეთ თუ განვმეორდი, მაგრამ... :

დღეს მოვკარი თვალი რუსთავი2-ის ტიტრებში _

ტარდება (მგონი ხვალ.. ზუსტად არ მახსოვს ) ტერენტი გრანელის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო...

ხომ არ გაგიგიათ:

სად?!

როდის?!

ძალიან გთხოვთ_ვინც იცის_დაწერეთ აქ აუცილებლად!!!..

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას! ...

smile.gif

ეს საიტი თუ ცნობილია თქვენთვის? smile.gif ძალიან საყვარელია smile.gif ...
თუმცა.. ლურჯი აკლია smile.gif ... ხო.. ხო... :

http://www.publish.dlf.ge/terentigraneli/

Posted by: Solveig 25 Sep 2007, 23:45
QUOTE
ეს საიტი თუ ცნობილია თქვენთვის


პირველად ვნახე.

გაიხაროს მაგისმა გამკეთებელმა smile.gif

Posted by: აღასპერი 26 Sep 2007, 01:01
QUOTE
ტარდება (მგონი ხვალ.. ზუსტად არ მახსოვს ) ტერენტი გრანელის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო...

ხომ არ გაგიგიათ:

სად?!

როდის?!

ძალიან გთხოვთ_ვინც იცის_დაწერეთ აქ აუცილებლად!!!..

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას! ...

+1

QUOTE
http://www.publish.dlf.ge/terentigraneli/


ულამაზესი საიტია, აი, ძალიან მაგარი!:)


---- რედაქტირებულია user.gif

Posted by: Tio 3 Oct 2007, 01:11
დიდი თხოვნა მაქვს!!! ...

ამის შემდეგ
თუ კი სადმე შეიტყობთ გრანელისადმი მიძღვნილი, ან მასთან დაკავშირებული რაიმე ღონისძიების შესახებ_თუ შეიძლება,
აუცილებლად დაპოსტეთ აქ!..
...

გმადლობთ! smile.gif

smile.gif

...

Posted by: ნევროსტიკი 3 Oct 2007, 04:09
ეს კაცი უფრო მეტ დაფასებას იმსახურებს, ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით ვკითხულობდი, ძალიან მიყვარს, მიყვარს ის და გალაკტიონი და ის კიდვ უფრო მეტად მიყვარს, მათ ფარულ თუ აშკარა ანტისიმპარტიებს რომ უსვამენ ხოლმე ხაზს, იმიტომ რომ მე ამის არ მჯერა.
არადა საინტერესოა.

იშვიათადნახული უბედური ყოფის ადამინამა როგორ შეინარჩუნა ასეთი ფაქიზი სული...

Posted by: აღასპერი 7 Oct 2007, 01:33
კლდიაშვილზე თემა არ არმოჩნდა აქ და საშინელ ოფტოპიკსი ნუ ჩამომართვევთ.

Tio
ტერენტიზე არა, მაგრამ კლდიაშვილის საღამოა ოთხშაბათს ლიტ. მუზეუმში.
თუ დაგაინტერესებს დამი PM - ე. smile.gif

Posted by: DATOKALA 7 Oct 2007, 01:40
აღასპერი
აქვე დაწერე რა ბარემ ..

Posted by: აღასპერი 7 Oct 2007, 01:46
DATOKALA
კაი, იმედია, ზაზა არ ამარტყამს vis.gif

ოთხშაბათს 5 საათზე გ.ლეონიძის სახ. ქართილი ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი ამწყობს დ. კლდიაშვილის საღამოს, ნაჩვენები იქნება სპექტაკლიც მის შესახებ.

ბილეთებიც მანდვე იყიდება.

ფასი არ ვიცი :-S


Posted by: highway 7 Oct 2007, 20:23
ეხლა კიდევ უფრო კარგად მესმის გრანელის პოეზიის პესიმიზმი და სიკვდილისკენ ლტოლვა.

დღევანდელ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ამბებს, რომ ვუყურებ სუიციდური დეპრესია მემართება.

იმედი, რომლიც აღარსად ჩანს. რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! ქვეყანა, რომელიც არანაირ პერსპექტივას და ოპტიმიზმის საშუალებას არ უტოვება ადამაინს.

Posted by: annavita 7 Oct 2007, 22:00
highway
QUOTE
ეხლა კიდევ უფრო კარგად მესმის გრანელის პოეზიის პესიმიზმი და სიკვდილისკენ ლტოლვა.

2kiss.gif ეგ სიმბოლისტური პოეზიის ქროლვა იყო.. ეხლა კი- "ეხლა ზღვაა,ეხლა სისხლის დროა.."
QUOTE
სუიციდური დეპრესია

2kiss.gif შენნაირ ინტელექტუალს არ ეკადრება ეს no.gif
QUOTE
იმედი, რომლიც აღარსად ჩანს.
ინდივიდუალური თვითგადარჩენის ფასეულობას ვერ გრძნობდა სწორედ სიმბოლიზმი, ალბათ ამიტომაც ახლა ასე ახლობლად აღიქმება გრანელი..
მაგრამ უნდა გადარჩე და ღირებულების იდეაც გადარჩება. დახურე დარაბები დროებით (თუ გადარჩი,ხომ გადარჩი, კარგი.. ატმის რტოო დაღალულო რტოო..) მომიტევეთ... ჩემთვის განუყოფელია გალაკტიონი და გრანელი, მთელი ის ქარიშხლიანი ეპოქა..

Posted by: patriciia 7 Oct 2007, 23:22
annavita
QUOTE
highway

QUOTE
ეხლა კიდევ უფრო კარგად მესმის გრანელის პოეზიის პესიმიზმი და სიკვდილისკენ ლტოლვა.


ეგ სიმბოლისტური პოეზიის ქროლვა იყო.. ეხლა კი- "ეხლა ზღვაა,ეხლა სისხლის დროა.."
QUOTE
სუიციდური დეპრესია


შენნაირ ინტელექტუალს არ ეკადრება ეს 
QUOTE
იმედი, რომლიც აღარსად ჩანს.

ინდივიდუალური თვითგადარჩენის ფასეულობას ვერ გრძნობდა სწორედ სიმბოლიზმი, ალბათ ამიტომაც ახლა ასე ახლობლად აღიქმება გრანელი..
მაგრამ უნდა გადარჩე და ღირებულების იდეაც გადარჩება. დახურე დარაბები დროებით (თუ გადარჩი,ხომ გადარჩი, კარგი.. ატმის რტოო დაღალულო რტოო..) მომიტევეთ... ჩემთვის განუყოფელია გალაკტიონი და გრანელი, მთელი ის ქარიშხლიანი ეპოქა..

რა ალერსიანი და პოეტური ხარ... რა ამაღლებული....აქ სულ არ გეტყობა, რომ მეზობელ თემაში ნაბდებს თელავ...,ფეხები ხომ არ გეტკინა და დორბლები ხომ არ წამოგივიდა ამასობაში?

Posted by: mariastella 7 Oct 2007, 23:56
QUOTE
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.

love.gif

Posted by: აღასპერი 8 Oct 2007, 00:08
annavita
QUOTE
ჩემთვის განუყოფელია გალაკტიონი და გრანელი, მთელი ის ქარიშხლიანი ეპოქა..

მგონი ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როცა მე და შენ რაღაცაზე ერთნაირი აზრი გვაქვსbiggrin.gif


სიმბოლისტები, მათი მამამთავრის, რობაქიძის, თამადობით ჩემი სისუსტეა.

Posted by: annavita 8 Oct 2007, 11:21
აღასპერი
QUOTE
მგონი ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როცა მე და შენ რაღაცაზე ერთნაირი აზრი გვაქვს

biggrin.gif და ესაა თანხმობის პროცესის დასაწყისი tuk.gif

Posted by: Tio 8 Oct 2007, 12:41
აღასპერი
smile.gif
ნეტი მქონდა ეს დღეები გათიშული ...
გმადლობ! 2kiss.gif
...


Posted by: annavita 10 Oct 2007, 09:25
patriciia
QUOTE
annavita

QUOTE
რა ალერსიანი და პოეტური ხარ... რა ამაღლებული....აქ სულ არ გეტყობა, რომ მეზობელ თემაში ნაბდებს თელავ...,ფეხები ხომ არ გეტკინა და დორბლები ხომ არ წამოგივიდა ამასობაში?

kiss.gif 2kiss.gif tan.gif love.gif

Posted by: highway 15 Oct 2007, 03:13
annavita
მადლობ თბილი სიტყვებისათვის.
სიყვარული გადაგვარჩენს მხოლოდ

Posted by: formula3000 15 Oct 2007, 03:18
QUOTE
ტერენტი გრანელი,

ძალიან პესიმისტურ განწყობას მიქმნის. sad.gif

Posted by: Tio 19 Oct 2007, 23:38
შემოდგომაა..
დრო მოდის.. სევდის..
...
უბრალოდ.. მოვუსმენ.. smile.gif ...
...

ისე.. მგონია მჯერა წარსულის მეტად..

(სისულელეა.. )

Posted by: folkman 20 Oct 2007, 04:01
ეეეეეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ გრანელიიიიიიიიიიიიი... ჩემთვის პოეზიის დასაწყისი და დასასრული, კაცი რომელიც არ მისდევდა დროებას და სიყვარულით იყო შეშლილი. პოეზიის ღმერთი.

Posted by: sasruli 25 Oct 2007, 04:00
თენგიზ ვერულავა "გრანელი"

წითელი თევზები მღვრიე წყალში

სასახლის ბაღში იჯდა განმარტოებით. ირგვლივ მხოლოდ წითელი ყვავილები ყვაოდნენ. წითელი თევზები დაცურავდნენ აუზის მღვრიე წყალში. წითელი დროშა ფრიალებდა სასახლის თავზე.
შორიახლოს, კავკასიის არმიის შტაბთან, სასახლის ქუჩაზე, სამგლოვიარო პროცესია შენიშნა. თეთრ, მოძველებულ ბალდახინზე, სადა კუბოში ესვენა ცხედარი. დამჭკნარ ყვავილებს ყრიდნენ მოკირწყლულ ქვებზე. ყვავილები რატომღაც რკინისგან გამოჩორკნილს მიაგავდა.
სევდიანი ფიქრები აეშალა წარსულზე, როცა შეეძლო სასაფლაომდე დადევნებოდა. თავი გააქნია და წითელი ვარდების ბუჩქთან ახლოს, ბალახზე მოირთხა ფეხები.
მოშორებით, აუზთან, სერგი ჭილაია იდგა, წითელკოსტუმიან ქალთან საუბრობდა და ზოგჯერ თითქოს მას შეჰყურებდა.
- ძლივს გიცანი, ისე გამხდარხარ, თითქოს ყურებში სინათლე გაგდის! – უთხრა სერგიმ.
- ჩემს ლეშზე ნუ იფიქრებ. იფიქრე სულზე სიკვდილის შემდეგ.
წუთით დუმილი ჩამოვარდა.
- ჰო, მართლა, როგორ ცხოვრობ? რახანია ერთმანეთი არ გვინახავს.
- ჰო, დიდი ხანია. რაო სერგი, ისევ დამივიწყე?
- დავაპირე შენთან მოსვლა, მაგრამ ვერ მოვიცალე. ხან უნივერსიტეტი, ხან ეს, ხან ის...
- სულ მარტო დავრჩი, არც მეგობარი, არც ნათესავი, არავინ არის.
- გამიგონე, უბრალოდ მიხვდი, რომ მარტო არა ხარ! - უთხრა სერგიმ, სილურჯემოდებულ შიშველ ფეხებს მიაჩერდა, - არ გცივა?
- იცი, წუხელ შარვალ-ხალათი მომპარეს, ფეხსაცმელიც მომპარეს, - მიუგო მან და ხალათი გაიხსნა, საცვლების ამარა დადგა.
- კარგი ერთი, ვინ მოგპარავდა!?
- შენ არ იცი. ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები.
- წამოდი ჩემთან, სახლში.
- არა, სერგი, მივეჩვიე სიცივეს. ამ ლეშს, ჩემს სხეულს ახლა სამარისთვის ვამზადებ. ...და საფლავების მწვანე სიჩუმე.
- მე ხომ გთხოვე...
- წინათ იყო რაღაც ხალისი, შინ მომიხაროდა და მერე უთენია ისევ გავრბოდი ქუჩებისკენ. თუმცა ეს წინათ, ახლა არც სახლში მიმიხარია, არც ქუჩებისკენ. სასაფლაო, მხოლოდ სასაფლაოა ჩემი ადგილი.
- შენ უკვე ისე შეეჩვიე სასაფლაოს, რომ არც კი ამჩნევ ირგვლივ რა ხდება. გაიხედე, განა მარტო შავი ფერია?!
- ეს არ არის საქართველო!
- ეს არის ის რაც ახლა არის, და მაინც მას საქართველო ჰქვია!
- მითხარი, სერგი, შენც გიყვარს წითელი ფერის თევზები?
- წითელი?
- ჰო, წითელი! ახლა ირგვლივ მხოლოდ წითელი ყვავილებია.
- დრომ მოიტანა ასე! ვინ უნდა იყოს ამნაირ დროში დროის მადლობელი.
- მე კი, მინდა ყველგან უხილავი ბაღების სილურჯე იყოს!

* * *
თენგიზ ვერულავა "გრანელი"

ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას

იგი საწოლზე იყო წამოწოლილი, როცა ექიმი შემოვიდა და იმ ნაცნობის მოსვლა ამცნო, რომელსაც ყოველთვის ყველაზე ახლობლად თვლიდა. ავადმყოფობის შემდეგ რამდენჯერმე ჩამოვიდა და ინახულა იგი. წინასწარ იცოდა, მნახველთა სტუმრობას არაფერი აზრი არ ჰქონდა და ფიქრობდა, აქ რამ ჩამოიყვანაო. უკვე აღიზიანებდა მათთან შეხვედრა, განმარტოება და სიჩუმე ერჩია.
სასთუმალთან, ცალფეხმომტვრეულ უზურგო სკამზე უყდო რვეული ედო, რომელსაც დროგამოშვებითYფურცლავდა და ჩურჩულით კითხულობდა.
- ახლა უფრო უკეთ მეჩვენები, - დუმილი დაარღვია სტუმარმა.
იგი კედელს მიშტერებოდა, ხმა არც ახლა გაუღია.
- რაო, რას გეუბნებიან?
- მარწმუნებენ გიჟი ხარო! - დუმილის შემდეგ უპასუხა მან დაბალი ხმით, ისე, რომ არც შემოუხედავს, - ვეუბნები რა მეტყობა გიჟის, თქვენზე კარგად ვარ მეთქი და არ მიჯერებენ.
- იქნებ შევძლო შენი აქედან გაპარვა?
- რა აზრი აქვს? - ჩაილაპარაკა მან, - მაინც არაფერი ეშველება. სული ჩემი დაცარიელდა. შენ იცი, მხოლოდ პოეზია მაცოცხლებდა, ახლა ისიც მკვდარია.
- მერწმუნე, ეს არ არის დასასრული. შენ ერთი მთა აიარე მხოლოდ და იქიდან ყველაფერი სასრული გეჩვენება. მის უკან კიდევ არის უფრო მაღალი მთა.
- არა, მაინც არაფერი ეშველება. ამ მთის იქით სიცარიელეა.
- გახედე გარეთ. სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია.
- მე რომ გაფრენა არ შემიძლია, ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
- გაიხედე სარკმელში, ბაღთან ვიღაც იცდის.
- ჩემი სხეული რომ დაღლილია, ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
- შეხედე ზეცას, მარადიულ ლაჟვარდს!
- რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან, ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
- ახლა სიგიჟე გრძნობის ბრალია. დაიწმინდება და ისევ დაწერ ნისლის სურნელზე...
- არა! არა! არა! - სიტყვა გააწყვეტინა და ხელები წაიშინა თავზე. – მე უკვე აღარ ვარ, აღარ!
კედელს მიაყრდნო თავი, წამით გაირინდა, შემდეგ თითქოს ბინდი გადაეფინაო თვალებზე, ჩუმი ხმით თქვა:
- გველი ამომიცურდა და აქ, თავში მყავს გამომწყვდეული. არ გჯერა? მომადევი ყური! ჰო, რას მიყურებ, მომადე ყური! აგერ აქ! ჩუმი შრიალი გესმის? გამოეღვიძა, აიზლაზნა, სისინებს. დაუგდე, კარგად დაუგდე ყური!
თვალები მილულა. დუმილით აყურადებდა სივრცეს.
- მხოლოდ ხილვებია, შენი პოეტური ხილვები, - უთხრა მეგობარმა.
- ხილვები! რა დროს ხილვებია. თავში სიცარიელემ ჩაიბუდა, - დაიყვირა მან, - ვის რაში უნდა შავი შლამიანი ხილვები!
უბიდან ლექსების გაცრეცილი ფურცლები ამოიღო და შიგ სახეში შეაყარა.

Posted by: natalia:) 31 Oct 2007, 10:47
არა სიკვდილი..........

არა სიცოცხლე................

არამედ რაღაც სხვა...........





ნეტა რას გულისხმობდა?

Posted by: pxa 31 Oct 2007, 22:11
მე ავადავარ და ახლა დებმა
იციან ჩემი ავადმყოფობა sad.gif

Posted by: earth 1 Nov 2007, 17:13
აი ეგ იყო კაცი


უუუუხ..... უძლიერესი პოეტი....


მაგრა\მ ვერ დააფასეს


ვერა

Posted by: Moreira 1 Nov 2007, 22:11
ძაააალიან, ძააალიან, ძააალიან მიყვარს ეს ლექსი
love.gif


მკვდარი სურვილები

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...

Posted by: reality 2 Nov 2007, 00:03
გადმოსაწერი ლინკი:Terenti - chumi vedreba.mp3
http://bin.ge/file/96438/Terenti---chumi-vedreba.mp3.html


Posted by: DATOKALA 2 Nov 2007, 02:21
reality
ერთი ეგეთი მპ3 მეც მაქვსს..იშოვება დანარჩენი ?სხვებიც ხო არ გაქვს ?

Posted by: formula3000 2 Nov 2007, 02:54
მე შენ გელოდი,
ვგრძნობდი კაეშანს,
როს ანგელოზის
ფრთები დაეშვა.
როს ანგელოზის
ფრთები დაეშვა,-
მე შენ გელოდი,
ვგრძნობდი კაეშანს.

---------------

Posted by: reality 3 Nov 2007, 00:28
QUOTE
ერთი ეგეთი მპ3 მეც მაქვსს..იშოვება დანარჩენი ?სხვებიც ხო არ გაქვს ?

http://file009.mylivepage.com/chunk9/61099/26/terenti%20grane.mp3?511798201

Posted by: Kaifistka 3 Nov 2007, 11:06
კარგია მაგრამ ცოტა მძიმე საკითხავი ლექსები აქვს!

Posted by: reality 3 Nov 2007, 11:11
. . .
სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადურჩები სულის წვალებას
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

სადღაც სდუმს დილა, სადღაც ძილია,
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა.
ჩემი სხეული რომ დაღლილია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან-
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

ტერენტი გრანელი

Posted by: DReamsabout 3 Nov 2007, 17:35
... და ეს თვალები, ჩემი თვალები, ლურჯი თვალები ისევ მოგელის!

Posted by: reality 3 Nov 2007, 18:32
სიკვდილის შემდეგ
დადგება ზამთარი...

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.

მოვა უიმედობა.

პანაშვიდი გათავდება ქარში.

ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.

და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.

კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.

პროცესია დაიშლება.

მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.

გზაში ისაუბრებენ ჩემზე.

დაღამდება...

მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.

დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.

და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.

არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.

ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.

თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.

ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.

გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.

დადგებიან გაზაფხულის დღეები.

შეიფოთლება სასაფლაო.

კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემს საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.

ასე გაივლიან საუკუნეები.

ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.

ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.

წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.

ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.

დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.

დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.

წირვა გათავდება.

საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.

გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.

და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.

Posted by: folkman 4 Nov 2007, 03:27
DReamsabout
up.gif

ეეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ მეც ვწერდი ლექსებს. მანამ სანამ გრანელის ლექსები არ წავიკითხე.
მერე შემრცხვა gigi.gif



თემის ავტორო დასაწყისში რაც გიწერია ჯობდა არ დაგეწერა, sad.gif
გალაქტიონი კარგია მაგრამ ისეთი წრფელი ვერ არის როგორც გრანელი. ყოველშემთხვევაში გრანელს ლენინისთვის არ დაუწერია ლექსი. sad.gif

Posted by: highway 4 Nov 2007, 07:54
QUOTE (folkman @ 4 Nov 2007, 03:27 )
ისეთი წრფელი ვერ არის როგორც გრანელი.


მართალი ხარ yes.gif
გრანელის ნაირი წრფელი პოეტი და შემოქმედი ძაან იშვიათია.
მაგრამ შედარებები არ გვინდა smile.gif

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.
და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.
აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.
დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.
დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.


Posted by: reality 4 Nov 2007, 16:10
ნურავის შევადარებთ გალაკტიონს, თუნდ ტერენტი გრანელს
მაგათ შორის დიდი განსხვავებაა
ორივე თავისებურად განუმეორებელია

მე და გალაკტიონი

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.
ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.
შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული
ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

Posted by: folkman 4 Nov 2007, 16:45
highway
reality
მეც მაგას ვიძახი რომ არ უნდა შეედარებინა. გრანელის თემაა და იწყება ასე: გრანელი ჩემი უსაყვარლესი პოეტია გალაკტიონის მერეო. sad.gif

Posted by: reality 4 Nov 2007, 17:26
QUOTE
reality
მეც მაგას ვიძახი რომ არ უნდა შეედარებინა. გრანელის თემაა და იწყება ასე: გრანელი ჩემი უსაყვარლესი პოეტია გალაკტიონის მერეო. 

ყველას თავისი გემოვნება აქვს
შეუძლია თქვას ვინ უფრო უყვარს
მარა უკიდურესობაში არ უნდა გადავარდე: არა მანდამაინც ეს ჯობია და მორჩაო
ორივეს ვაფასებ, მაგრამ მე, პირადად ,მაგათ ერთმანეთს ვერ შევადარებ _სულ სხვადასხვაა (ეს ჩემი აზრია და შეგილიათ არ დამეთანხმოთ)

Posted by: highway 5 Nov 2007, 02:21
QUOTE (folkman @ 4 Nov 2007, 16:45 )
highway
reality
მეც მაგას ვიძახი რომ არ უნდა შეედარებინა. გრანელის თემაა და იწყება ასე: გრანელი ჩემი უსაყვარლესი პოეტია გალაკტიონის მერეო. sad.gif


კი, მესმის შენი. გრანელის პოეზია ჩემი აზრითაც ძალიან ახლოა სულთან. და მის სიმებს ეხებიან.
ყველა ხელოვანის შემოქმედებას თავისი გულშემატკივარი ყავს.

Posted by: reality 6 Nov 2007, 10:23
ვარსკვლავი, რომელსაც მე ვუმზერ

დავწვები ლოგინში და ფანჯრიდან მოჩანს ერთი ვარსკვლავი, რომელსაც მე ვეძახი ჩემი ბედის ვარსკვლავს. ხშირად მას ფარავენ ღრუბლები ღამეების. ხან აინთება და ხან ჩაქრება.

მე მგონია, იმ ვარსკვლავიდან მიხმობს ჩემი გაფრენილი სული. რა ვქნა, როდესაც ლეშს არ შეუძლია შეასრულოს სულის მოწოდება. მე ისევ მიწაზე ვრჩები.

ჩემ და იმ ვარსკვლავს შორის გაბმულია რაღაც უხილავი ძაფი, რომელიც მე მაერთებს მთელ ზეციურ სამყაროსთან.

იმ ვარსკვლავს მე ახლაც ვხედავ და ვწერ ამ სტრიქონებს.

ის ობლად ანათებს ცაზე, მეც ობოლი ვარ მიწაზე.

სად იმალება ის უხილავი ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი შეერთება.

მე ეს არ ვიცი.

იქიდან მიხმობს ვიღაც. ჩემი თვალები ვერასოდეს ვერ იხილავენ იმ ვარსკვლავის ცისფერ სივრცეს, რომელსაც მე ყოველ ღამე ვუმზერ.

ის შორს არის ჩემგან.

თუმცა ჩემი სულის მეგობარია.

დიდება შენ, შორეულო ვარსკვლავო, დიდება შენ!..


Posted by: Tio 15 Dec 2007, 16:48
დღეს ყველაზე მეტად...
ყოველი დღე ასეა..
სევდაა მეტი...
...
წავიკითხავ და კვლავ შორეთში ჩავიკარგები...

ფიქრი არ მაფრთხობს.....

დამითმეთ ფრენა...

Posted by: Chill_Out 15 Dec 2007, 16:57
მიყვარს გრანელი. user.gif .........................

Posted by: n-i-t-a 15 Dec 2007, 17:02
დავალ ქვეყანაზე როგორც ბნედიანი ღმერთო მაპატიე უქმად ხეტიალი

დავალ ქვეყანაზე როგორც გაძარცვული ღმერთო დააჩქარე ჩემი აღსასრული

დავალ ქვეყანაზე როგორც შერისხული შენი სვარაკია ღმერთო ჩემი სული

ტერენტი გრანელი

Posted by: folkman 15 Dec 2007, 18:25
QUOTE
გახედე გარეთ. სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია.
- მე რომ გაფრენა არ შემიძლია, ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
- გაიხედე სარკმელში, ბაღთან ვიღაც იცდის.
- ჩემი სხეული რომ დაღლილია, ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
- შეხედე ზეცას, მარადიულ ლაჟვარდს!
- რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან, ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას

sad.gif up.gif up.gif
* * *
http://images.google.ge/imgres?imgurl=http://img.images.ge/thumbs/8066mkvdari%2520graneli.jpg&imgrefurl=http://teen.ge/index.php%3Fact%3Dfindpost%26pid%3D102273&h=150&w=200&sz=6&hl=ka&start=2&um=1&tbnid=b80ey8l6qZ4Q4M:&tbnh=78&tbnw=104&prev=/images%3Fq%3Dgraneli%26svnum%3D10%26um%3D1%26hl%3Dka%26sa%3DN

Posted by: ninno 22 Dec 2007, 16:09
ვარ ასეთი, ვარ ყოველთვის კენტი

ვარ ასეთი, ვარ ყოველთვის კენტი,
ჩამოეშვა მოგონების ფარდა.
და, ძვირფასო, მე რა მინდა მეტი
ამ სიცოცხლის და ლექსების გარდა.
შუადღეა და მივდივარ ასე,
არ ველოდი მე ამნაირ მოღლას.
მე ლექსები გამაფრენენ ცაზე,
მე ლექსების სიხარული მომკლავს.




Posted by: Tio 22 Dec 2007, 19:18
"არასოდეს დაეცე პოეზიამდე ჩემო ბიჭო"...
...
არ ვიცი რამ გამახსენა ეს ფრაზა.. მაგრამ..........................


...
დღეს ქარი მხოლოდ.. მთაწმინდაზე იყო.. ლურჯი...


...
...
ეს სხივი_ჩემია! smile.gif))) ........

Posted by: Tio 6 Jan 2008, 00:48
...............
დღეს ...
დღესაც ითოვა ...
დაფარა თოვლმა ...
ღამე მივედი...
მელოდა თითქოს ...
ის უსმენს ჩემს გულს...
საუბრობს ჩემთან...
...
ვერ ვტირი...
მგონია რომ ვტირი.. სინამდვილეში.. გულშია ტკივილი და რაღაც ცრემლი თვალში...
ბებია იყო ასე სიკვდილის წინ.. ხმამაღლა_უხმოდ ტიროდა.. და არასდროს მინახავს ამაზე დიდი ტკივილი...
მეც მასე მოვკვდები_ვიცი..........
...
სუსტია ადამიანი..
არ გაბედოთ თქმა_რომ ეს ჩვეულებრივი სენტიმენტებია და უბრალოდ_სიცოცხლე!.........
...
თქვენ ხომ.. ტირილიც არ შეგიძლიათ...............................................................................................................................................................

Posted by: irmakuna 6 Jan 2008, 07:56
ლ ო ც ვ ა მ თ ვ ა რ ე ს თ ა ნ


გლოვის ზარებით გამაქანებს თეთრი კარეტა
და ჩემი სული სამოთხეში მივა გოდებით.
ზამთრის ვარდები დაიმსხვრევა ბაღის კარებთან,
გლოვის ზარებით გამაქანებს თეთრი კარეტა.

უშნო წარსულის სიმახინჯე მივლის გარედან,
საშინელებას მირაჟებით მე ველოდები.
გლოვის ზარებით გამაქანებს თეთრი კარეტა
და სამოთხეში ჩემი სული მივა გოდებით!..


ტ.გრანელი

Posted by: perpetua2 6 Jan 2008, 13:37
ძალიან მიყვარს ტერენტი გრანელი და მისი ყველა ლექსი მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით
ეს:
"წითელი მზე აელვარდა მინებთან,
მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე,
უიმედო გულის ძგერა მინელდა,
შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!"
.......
..."ჩაესვენა სურვილების გროვა,
როგორც შორი მირაჟების სერია,
ახლა უკვე დაფიქრების დროა,
ჩადენილი შეცდომები ბევრია."

Posted by: live_less 7 Jan 2008, 15:24
ადრე ძალიან მიყვარდა გრანელი
დღეს რაღაც ვეღარ ვკითXულო
არ მომწონს რა

Posted by: cunculukebi 14 Jan 2008, 17:10
წინა გვერდები ყველა არ გადამიკითხია,,,, შეიძლება ჩემს მიერ დაცერილი ლექსები რომელიმე იყოს.. tongue.gif





გამოგვიძება
გარდაცვალების შემდეგ



რა სიბნელეა ველზე,
აქ სხვათა შორის მეც ვარ
და მწუხარებით ვუმზერ
მარად მდუმარე ზეცას.

და უმძაფრესი ღონის
ქარიშხალია დღემდე.
გამომეღვიძა, მგონი,
გარდაცვალების შემდეგ.







საახალწლო ელეგია


მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
რომ აქამდე ცოცხალი ვარ, მიკვირს!

მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს!

მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა.

მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
ის სინათლე, ვიცი, გამაწამებს.

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
რომ აქამდე ცოცხალი ვარ, მიკვირს!!!

* * *
მოგვიანებით კიდევ შემოგიერთდებით.


Posted by: love_princess 14 Jan 2008, 22:15
ტერენტი გრანელი ჩემთვის დაფასებელი განძია.. ძალიან მიყვარს love.gif
* * *
დაუფასებელი უნდა დამეწერა smile.gif jump.gif

Posted by: sasruli 20 Jan 2008, 01:50
თ. ვერულავა – "გრანელი"

ღმერთების სიცილი

მალაკნის ქუჩით ვაგზლისაკენ გაემართა. ეტლები და ურმები იცდიდნენ ვაგზლის შენობის წინ, ფართო მოედანზე.
გზად ლოყებდაბერილი მედუდუკეები შემოხვდა, სამიკიტნოებთან იდგნენ, მუშტრებს ეპატიჟებოდნენ. მაშარაბიანი სუკის მწვადების სუნი ეცა. გაახსენდა, რომ ნისიად რამდენჯერ ასადილეს და ახლა ისე არავინ შემოუშვებდა, გაფიქრებაც კი ზედმეტი იყო.
მაწვნით დატვირთულმა შავმა სახედრებმა ჩაიარეს.
- მაწონი, მაწონიი, - გაჰყვიროდა მემაწვნე.
მემწვანილეებს გარეთ გამოეტანათ ახალი მწვანილი, ცივი წყლით ნამავდნენ ზედ ქუჩის კუთხეში, მუშამბაზე დაფენილ მწვანილებს.
ასე ფიქრობდა, შიმშილს როგორმე გავუძლებო, პოეზიის პარნასზე თუ შედგი ფეხი, არ აგცდებაო გოლგოთის გზა. არცთუ იოლი აღმოჩნდა გეჰენიის ცეცხლში სიარული. როცა უკანასკნელი ძალაც გამოელია, რკინიგზის სადგურზე დაიწყო მუშაობა, ჯერ ვაგონების გადამბმელად, შემდეგ კონდუქტორად.
ჩათვალა, რომ დამარცხდა. უნებლიე შური იგრძნო დემონიურ გზაზე მავალთა მიმართ. ახლა ისინი, მშიერნი და მწყურვალნი საუფლო მწვერვალზე იდგნენ.
თვითონ კი... თვითონ კონდუქტორის ფორმაშია გამოწყობილი და მესამე კლასის ვაგონიდან მიშტერებია სქელ სარკეებზე წკვარამად ჩამოქცეულ ღამეს.
სასტვენის ხმა გაისმა, მატარებელი შეძაგძაგდა და ნელა დაიძრა. უკან დარჩა ბაქანი. ფანჯრის მიღმა ჩაიქროლეს ერთმანეთზე მიჯრილი სახლების სახურავებმა. მწუხრში ჩაძირული, ტიტველი გორაკები გამოჩნდა.
ორივე ხელი შემოიჭდო შუბლზე, თავი სარკმლის ჩარჩოს მიაყრდნო, თავჩაქინდრული უსმენდა მატარებლის მძიმე ბორბლების რახრახს რელსებზე, თითქოს ღმერთების სიცილი ჩაესმოდა მათ გულისგამაწვრილებელ ხმაზე.

Posted by: არჩიბალდ 20 Jan 2008, 04:09
highway
reality
folkman


გეთანხმებით
არც მე მესმის

Posted by: delgadina 3 Feb 2008, 22:08
"გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს...
მჯერა,რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ,როგორც სიცივეს...
გარეთ კი წვიმის სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს...
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ...
გათავდა!აღარ ჩამოგეხსნები!
არც მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ხელებს
შენს მხრებზე,თმებზე,მუხლებზე,სულში...
ნარბენი ბავშვის გულივით ფეთქავს
საათიც,ქუჩაც,ფოთოლიც,სხივიც...
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა...
შენ ხარ-ოთახში ჰაერზე მეტი...."

Posted by: kala 4 Feb 2008, 02:26
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.

Posted by: kala 4 Feb 2008, 02:43
QUOTE (reality @ 2 Nov 2007, 00:03 )
გადმოსაწერი ლინკი:Terenti - chumi vedreba.mp3
http://bin.ge/file/96438/Terenti---chumi-vedreba.mp3.html

ეს წაშლილია იქნებ ატვირთოთ ახლიდან? user.gif

Posted by: რუსთაველი 4 Feb 2008, 03:37
smile.gif

" არა სიცოხლე - არა სიკვდილი - არამედ რაღაც სხვა "

ეს სიტყვები წერია ტერენტი გრანელის საფლავზე sad.gif

Posted by: Fallen Angie 4 Feb 2008, 03:41
ვგიჟდები გრანელზე mo.gif

ჩემი ყველაზე საყვარელი პოეტია mo.gif

გალაქტიონი და ტერენტი love.gif



Posted by: რუსთაველი 4 Feb 2008, 04:27
ექსკურსია ცისკენ

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

იქ უხილავი მხარე მიცდიდა
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდა
და გაგიჟებას ველოდი ისევ.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

ტერენტი გრანელი

Posted by: kala 4 Feb 2008, 13:13
http://www.myspace.com/terentigraneli

Posted by: flourishing 4 Feb 2008, 13:18
ძალიან მიყვარს
ერთი პერიოდი, როცა დაკარგულ სიყვარულს ვტიროდი და ზალიან ცუდატ ვიყავი, ფეხით დავდიოდი ხოლმე და გულში ვიძახდი ტერენტის ლექსებს, მერე მეტირებოდა
ეხლა აღარ ვკითხულობ, რადგან იმ სიყვარულს აღარ ვაცოცხლებ
ძალიან ძლიერია, ანუ ისეთი ლექსებია, რომლებიც იწვევენ ემოციებს

Posted by: Zmuzu 6 Feb 2008, 15:54
ძველი ანეგდოტი: წიგნის მაღაზიაში შედის კაცი და ეუბნება: ტერენტი გრანელი მინდა. გამყიდველი პასუხობს, ჩვენთან არ მუშაობს

Posted by: @guro@ 7 Feb 2008, 01:32
love.gif love.gif ტერენტი გრანელი love.gif love.gif

პირველი პოეტია, ოღონდ ლექსების დაწერა დამასწრო sad.gif
ბავშვობიდან ძალიან მიყვარს

Posted by: რუსთაველი 7 Feb 2008, 04:26
ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს

ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს
და ეს დროა უმძიმესი ლოდი.
დილა არის, მე ვოცნებობ მთაზე
და ვაგზლიდან ორთქმავალი მოდის.

აქეთ მზეა, იქ თოვლია სადღაც
და ცხოვრება დაემსგავსა ქაოსს.
რა ქარია, რა სიცივე დადგა
და დღეიდან ზამთარია, დაო!


და ქუჩიდან ყრუ ხმაური ისმის,
დღესაც დიდი მარტოობა ვიგრძენ.
ქალაქს უკვე ჩამოშორდა ნისლი
და ნისლიდან დაიწმინდა სივრცე.

ტერენტი გრანელი

Posted by: sasruli 8 Feb 2008, 05:30
თენგიზ ვერულავა, ნაწყვეტი წიგნიდან "გრანელი"
პატარა ჯვარცმა

ავლაბარში, ღვინის აღმართთან მათხოვარი აეკიდა. ხმამაღლა იცინოდა და რაღაცას ეძახდა. გაცვეთილი მაზარის საყელო აიწია, მაგრამ როცა ხმა ისევ მოესმა, უნებურად უკან შემობრუნდა. მათხოვარმა ქუდი მოუხადა, როგორც ძველ ნაცნობს.
შუბლზე ხელი აისვა. ხმა არ გაუღია, ისე გადავიდა ტროტუარის მეორე მხარეს. რიყის ქვით მოკირწყლულ დაღმართს დაუყვა. ეტლმა ჩამოიარა და მტვერი მოაყარა. დუქნებთან იდგნენ მიკიტნები.
ვერის ბაღისკენ მიეჩქარებოდა, სადაც ნინო დადიანი, შალვა დადიანის ძმისწული ეგულებოდა. დადიანები იქვე, ბაღის განაპირას ცხოვრობდნენ.
ნინო იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიასთან, სკამზე ჩამომჯდარიყო და თავჩაქინდრული წიგნს ჩასჩერებოდა. სიჩუმე და სიმშვიდე სუფევდა ირგვლივ.
უმზერდა ქალი ლურჯი თვალებით, ამჩნევდა, სახეს რომ უნათებდა მისი თვალების ცისფერი შუქი.
- მე ვიცი, თქვენ რომ ბატონ შალვა დადიანის ძმისწული ხართ.
- საიდან იცით?
- დიდი ხანია, შორიდან გიცნობთ.
- საინტერესოა!
- უფრო მეტიც, რაც გაგიცანით, ჩემი შთაგონების წყარო გახდით.
- რას ბრძანებთ!
- თქვენს გამო ყოველ დღე დავიარები ამ ბაღში და ვწერ ლექსებს.
- უცნაურია.
- არ გჯერათ? - უთხრა მან და რამდენიმე ხელნაწერი ლექსი გაუწოდა, - წაიკითხეთ და ამოირჩიეთ რომელიც მოგეწონებათ.
ნინო კითხულობდა მორცხვად, ჩურჩულით:
“მიდიხარ სადღაც, ივიწყებ დედას, მიდიხარ სადღაც და ბედი გღუპავს. და შენ ყოველთვის ფანჯრიდან ხედავ მაღალ სამრეკლოს და ცისფერ გუმბათს. გიყვარს ზაფხულის ჩუმი ტაროსი, როცა ღრუბლები ცაზე ქრებიან. შენს ფანჯარასთან დგას კვიპაროსი, შენს ფანჯარასთან საფლავებია. შენ გიყვარს ცაზე მთვარის რონინი, გინდა, ქვეყანა რომ გეუცხოვოს. და განდგომილი მონაზონივით შენ ეკლესიის ეზოში ცხოვრობ”.
- ეს ლექსი თქვენ მოგიძღვენით.
- მე?
- ჰო, თქვენ!
- გეჩვენებით რომ განდგომილი მონაზონივით ვცხოვრობ?
- შენს ეზოში ეკლესიაა, მაღალი სამრეკლო და ცისფერი გუმბათი.
- აქ ხომ ბაღებიცაა, კვიპაროსები.
- შენს ფანჯარასთან ვერის სასაფლაოა, შავი ჯვრებით.
- და მაინც მონაზონივით...
- მონაზონივით! ამ საფლავების მწუხარე ანგელოზი! მაჩუქეთ თქვენი სურათი.
- ჩემი სურათი?
- ჩემი ხშირი სტუმრობით რომ არ შეგაწუხოთ.
- ყოველ საღამოს მაინც აქ არა ხართ?!
- მხოლოდ საღამოს, მე კი მინდა მუდამ თვალწინ მედგას უმშვენიერესი ქართველი ქალის სახე, მუდამ შთაგონებული რომ ვიყო თქვენით.
შალვა დადიანი შემოვიდა ბაღში, დისწულს მოუხმო. ხელში წიგნები და მთელი დასტა გაზეთები ეჭირა. შიშველ თავზე ჯიღასავით ადგა ხუჭუჭა თმა.
- ტერენტი! – უთხრა შალვამ - წამოდი, ჩემთან ავიდეთ.
- ახლა არა, ბატონო შალვა! სხვა დროს.
- წამოდი, წამოდი, კაი ღვინო მაქვს.
- არა, მეჩქარება.
- გეჩქარება?! – უთხრა შალვამ და დაფლეთილი კალოშებიდან გამოვარდნილ შიშველ თითებს მიაშტერდა. სიბრალულით აათვალიერა ღილებშეხსნილი, დაძონძილი ხალათი, რომლის შიგნით ტილოს პერანგის მეტი არაფერი ემოსა.
- არ გცივა? – ჰკითხა შალვამ.
- არა, გადავეჩვიე, - უპასუხა მან. გაუპარსავ, სიცივისაგან გალურჯებულ სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა.
- ჩაიცვი ყმაწვილო, ჩაიცვი!
პასუხად მხრები აიჩეჩა. თვალი აარიდა. მაგრამ როცა დაჟინებული მზერა იგრძნო, მანაც შეხედა და გაუღიმა.
ერთხანს ასე უსიტყვოდ იდგნენ.
- შენ სიღატაკეს არ იცნობ ალბათ, რომელიც არის პატარა ჯვარცმა, - ჩაილაპარაკა მან.
- რა?
- არა, არაფერი, - უპასუხა მან და ვერის დაღმართისკენ გაემართა. ცოტა რომ გაიარა, ნახევრად შემობრუნდა, ნინოს შორიდან შემოხედა და ისევ განაგრძო გზა, ვიწრო ჩიხში ჩამწკრივებულ დუქნებთან გაუჩინარდა.
“ალბათ, გულწრფელად სჯეროდა შალვა დადიანს, თითქო მქონდა და არ ვიცვამდი, თითქოს მქონდა და მშიერი დავიარებოდი. მაგრამ ეს ხომ ჩემთვის ყოველთვის პატარა ჯვარცმა იყო, პატარა და ყოვლად უმნიშვნელო. დიდი ჯვარცმა – მარად პოეზია იყო ჩემთვის, იყო და იქნება”, - ფიქრობდა იგი.
ცა მოიღრუბლა, მოდიოდა ავდარი. ფოთლების გუნდი აშრიალდა და წვიმას უნდოდა ცრემლების დანამვა. იმ დღეს იმდენი იხეტიალა, უკვე დაღლილი შეხვდა საღამოს.
ფანჯრებს მიღმა, შორს, მამადავითის იისფერ ცაზე მთვარე განდგომილი მონაზონივით მირონინობდა. მწუხარე ნათელი ადგა ეკლესიის გუმბათს.

Posted by: რუსთაველი 8 Feb 2008, 17:03
sasruli

მომეწონა smile.gif

ფარული ვედრება

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ…

ტერენტი გრანელი

Posted by: palindromi-x 9 Feb 2008, 17:01
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ მიკვირს...
................................................................................................................

მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა...

Posted by: რუსთაველი 11 Feb 2008, 04:10
სამშობლოს

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

როგორც ოხვრა შორეული გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი,-
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

1912 წ.

Posted by: Fitzcarraldo 11 Feb 2008, 04:17
ავად ვიყავი წუხელ, ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია,
გალაკტიონში არის დემონი,
და ჩემში უფრო ანგელოზია.

გალაკტიონი თუ დემონია,
დამეთანხმება ალბათ ზოზია,
მაშინ... დემონიც ანგელოზია
...


smile.gif

Posted by: რუსთაველი 11 Feb 2008, 05:56
(ასე თავდება ჩემი ცხოვრება)

ასე თავდება ჩემი ცხოვრება,
იქ დუმილია და ქალი ცხოვრობს.
მწყურია ზეცის გამოთხოვება,
მთვარესაც მინდა გამოვეთხოვო.


მგონია ეს დრო სიკვდილს მავალებს,
ვწევარ და მინდა გავიდე ველად,
ვწევარ და კივის შორს ორთქლმავალი,
კივის და თითქოს თხოულობს შველას.


სიცოცხლე ქრება, მე რაღაც მშველის,
ქსელში გავები, როგორც ობობა.
მე ახლა ვწევარ და სიკვდილს ველი,
ეს ისევ კამოს სავადმყოფოა.8


ავად ვარ, თუმცა სიცხე კლებულობს,
თქვენც დაიღალეთ, ჩემო მკლავებო.
მშვიდობით, მთვარევ, გაყვითლებულო,
მშვიდობით, ზეცავ და ვარსკვლავებო.

Posted by: რუსთაველი 15 Feb 2008, 21:29
იკვდილის ემდეგ

დადგება ზამთარი...

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახინი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან სტრიქონები.

მოვა უიმედობა.

პანაშვიდი გათავდება ქარში.

ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.

და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.

კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.

პროცესია დაიშლება.

მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.

გზაში ისაუბრებენ ჩემზე.

დაღამდება...

მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.

დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.

და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.

არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, - თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.

ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.

თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.

ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.

გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.

დადგებიან გაზაფხულის დღეები.

შეიფოთლება სასაფლაო.

კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემ საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.

ასე გაივლიან საუკუნეები.

ჩემ საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.

ჩემ მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.

წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.

ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.

დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.

დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.

წირვა გათავდება.

საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.

გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.

და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.


1923

Posted by: xatunia 16 Feb 2008, 00:27
(არ ვხედავ ღრუბელს...)
ტერენტი გრანელი

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,

ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.

და იმ ადგილას მივედი ისევ,

სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.


აქაც გაისმის ქარის გოდება,

ქარია გარეთ, ქარია სულში.

დღესაც მეწვია და არ მშორდება

ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.


დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,

რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.

და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,

სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

Posted by: რუსთაველი 16 Feb 2008, 01:35
გულიდან სისხლის წვეთები

მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.

ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.

მოვედი ადრე.

და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.

და მეშინია...

ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.

მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.

ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.

პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.

მე არ მინდოდა სიცოცხლე.

არც სიკვდილი.

მე რაღაც სხვა მსურდა.

ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.

მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.

და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.

მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:

მე მინდა გაფრენა.

მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.

ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.

არა სიცოცხლე.

არა სიკვდილი.

არამედ რაღაც სხვა.

ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.

Posted by: sting 16 Feb 2008, 19:45
(სტალინს)
იმპერატორო,შენ დიქტატორო,
მძვინვარებ სისხლის კორიანტელით.
მამის საფლავთან რად დაგავიწყდა
აგენთო თუნდაც ერთი სანთელი.


პოეზია

ფიქრი გადადის შორეულ ხეზე,
როგორც სისწრაფე და შენელება.
აქ სხვები წერენ "ქალის ფეხებზე".
როცა მე ვუმღერ საშინელებას.

ცფიქრობ,ეს ქალი როგორ ვიწამე,
ვფიქრობ ეს ქალი ჩემთვის მკვდარია.
აქ სხვები წერენ მხოლოდ მიწაზე,
როცა მე ვუმღერ პლანეტარიას.

ფიქრის ტრიალი ისევ მოშალეს,
ისევ ხმაურის დადგა დროება.
აქ სხვები წერენ მხოლოდ დროშაზე,
როცა მე ვუმღერ უსაზღვროებას.

ჩნდება ფიქრები შორეულ ალზე,
ვიცი ეს გრძნობა არ მოისპობა.
აქ სხვები წერენ მხოლოდ ნამგალზე,
როცა მე ვუმღერ მარადისობას


ტერენტი ყველაზე გულწრფელი პოეტი და უდიდესი მამულიშვილი იყო love.gif

Posted by: რუსთაველი 16 Feb 2008, 20:31
* * *
ფრინველივით ვზივარ ღამის უბეში,
თბილისია ერთადერთი ნუგეში.

რა ვქნა, დროა ამნაირი წვალების,
მალე ტირილს დაიწყებენ თვალები.

შენთან ასე მოვიქცევი, აბა რა,
და ღრუბელმა ცაზე მთვარე დაფარა.

თბილისია და წამებას ავიტან,
დღევანდელი მზიანი დღე წავიდა.

ფრინველივით ვზივარ ღამის უბეში,
თბილისია ერთადერთი ნუგეში.


ტ. გრანელი (კვირკველია)

რატომ იყო მისი ცხოვრება ასეთი ტრაგიკული - რატომ ფიქრობდა და წერდა მხოლოდ სიკვდილზე?

Posted by: palindromi-x 17 Feb 2008, 11:10
QUOTE
რატომ იყო მისი ცხოვრება ასეთი ტრაგიკული - რატომ ფიქრობდა და წერდა მხოლოდ სიკვდილზე?

QUOTE
რუსთაველი

თითოეული ადამიანის ცხოვრება,გარკვეულწილად,ტრაგიკულია,რადგანაც ყველაფერ "კარგს" ამა ქვეყნადა შხამავს სიკვდილზე ფიქრი...

Posted by: რუსთაველი 17 Feb 2008, 14:02
palindromi-x

ჰო, მაგრამ მისი უფრო განსაკუთრებული იყო.. მე მიკვირს იმის მაგივრად ამხელა პოეტი ბედნიერებით სავსე რომ უნდა ყოფილიყო, პირიქით სიკვდილისკენ მიისწრაფოდა,, სულ სიკვდილზე, თავის სიკვდილზე წერდა და ფიქრობდა.. ქონდა ალბათ წინათგრძნობა.. ძალიან ახალგაზრდა დაღუპა.. 37 წლის, მაგრამ ცუდათ იყო, სერიოზულად ცუდათ.. 34 წლის ასაკში ვეღარ დადიოდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა.. სული კი არამიანცში, 37 წლისამ, 1934 წლის 10 ოქტომბერს დალია.

"არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა"
-
სამშობლოს

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

როგორც ოხვრა შორეული გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი,-
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

1912 წ.


Posted by: palindromi-x 17 Feb 2008, 16:34
QUOTE
ჰო, მაგრამ მისი უფრო განსაკუთრებული იყო.. მე მიკვირს იმის მაგივრად ამხელა პოეტი ბედნიერებით სავსე რომ უნდა ყოფილიყო, პირიქით სიკვდილისკენ მიისწრაფოდა,, სულ სიკვდილზე, თავის სიკვდილზე წერდა და ფიქრობდა..


არც ერთი პოეტი არ შეიძლება იყოს ბედნიერი, თუკი ის ჭეშმარიტი პოეტია, რადგან პოეტის თანამგზავრი არის განუზომელი სევდა...

Posted by: love_princess 18 Feb 2008, 00:10
სული სასმელია, რომელსაც ყველა დალევს.. (ახლა მომაფიქრდა)


palindromi-x

მართალია smile.gif

Posted by: @guro@ 18 Feb 2008, 15:18
ტერენტი გრანელი

ჩ ე მ ი დ ღ ი უ რ ი

18 თებერვალი

გათენდა დღე შაბათის, ისევ ყინავს; მე ადრე გავემგზავრე მამადავითისაკენ, შევედი ეკლესიაში და ჩუმად წარმოვსთქვი: ,,ღმერთო! მიშველე და შემეწიე". შემდეგ დავრეკე ზარები. შემხვდა ვიღაც ლამაზი ქალი და გამომეცნაურა. ვნახე აკაკის და ილიას საფლავი. ხანგრძლივი მწუხარების შემდეგ ისევ დავეშვი დაბლა და დიდხანს დავდიოდი ნიკოლოზის სასაფლაოზე.
შორიდან მიმზერდა ოთხი ადამიანი. და მე ვფიქრობდი ცისფერ სიშორეზე.

Posted by: რუსთაველი 18 Feb 2008, 16:04
დათოვლილი სანთელი

საღამო ამნაირ სახის
დარდივით გაჩნდება ისევ.
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.

გათავდა ცრემლების თოვა,
ო, ხსოვნას რა ნელა ძინავს.
და თეთრი ქალწული - გლოვა
ეცემა სისხლიან მინას.

და ირგვლივ სამარეს უვლის
ფარული სურვილის ლანდი.
და ჩემი მწუხარე სული
მსგავსია დათოვლილ სანთლის.

ეს მხარე ღამდება, რადგან
ცისფერი იმედი მიდის.
როგორი სიჩუმე დადგა,
ო, როგორ ჩამოწვა ბინდი!..

მე წავალ სხვანაირ სახით,
ჩემს წასვლას დიდება მისდევს.
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.


1922


Posted by: marmed 19 Feb 2008, 01:55
ვერაფერს ვიტყვი, გენიალურია....

Posted by: @guro@ 19 Feb 2008, 14:20
19 თებერვალი

დილიდან ცას ფარავდა შავი ღრუბლები. ცხრა საათზე ცა გაიწმინდა ღრუბლებისაგან. დადგა მზიანი დღე, ოდნავ ქრის ქარი; მე წავედი ორთაჭალის ბაღში, ახლოს დავინახე ის ციხე, სადაც მე ვიყავი დამწყვდეული. მიხარია, რომ თავისუფალი ვუმზერ სატუსაღოს. ვზივარ ერთ პატარა ჯირკვზე და ვწერ ლექსს.
ირგვლივ ბაღი არის, აგრეთვე ყანა, დგანან ჩალის ღერები და კვიპაროსები.
ამ ეზოში არის ბავშვთა სახლი, ჩემთან მოდიან თეთრად შემოსილი მოსამსახურე ქალები, მთხოვენ ლექსს, მე უარს ვეუბნები. მესმის როიალის ხმა და ვგრძნობ საშინელ სინანულს.
შორს დაფრინავენ ყვავები. იქიდან ავდივარ ავლაბარში პეტრე-პევლეს სასაფლაოზე და ვკითხულობ წარწერებს. აგერ მარხია ვიღაც ამილახვარი.
ვბრუნდები საღამოს და შევდივარ ნიკო ღვინიაშვილთან. ვსაუბრობ საკუთარ თავზე და ღამდება...

Posted by: sasruli 20 Feb 2008, 00:43
"ლიტერატურა და ხელოვნებაში" მალე დაიბეჭდება თენგიზ ვერულავას მოთხრობა "გრანელი", სრულად, სადაც მინიატურული პროზის სახით მოთხრობილია მის ცხოვრებაზე.

Posted by: @guro@ 20 Feb 2008, 16:00
20 თებერვალი

დილას დაიწყო თოვა. მე მივდივარ კუკიის სასაფლაოზე, ვნახულობ პოეტ გობრონ აგარელის მეგობარი ქალის კლავდია ზელინსკაიას საფლავს.
იგი დამარხულია განმარტოებით და მის გარშემო სუფევს საშინელიმდუმარება. მე დიდხანს ვუმზერდი კლავდიას საფლავს. ასე მეგონა, თითქოს იგი აღსდგა საფლავიდან და თვალწინ დამიდგა მისი დაღონებული სახე.
შემეშინდა, დავტოვე საფლავი და წამოვედი. შევდივარ სახელგამში, დგანან ფუტურისტები და ლაყბობენ. შევხვდი ვასილ ბარნოვს, ტიციან ტაბიძეს და ვალერიან გაფრინდაშვილს, ვსაუბრობთ ,,არიფიონზე".
ახლა არ თოვს, უკვე გამოიდარა და გავდივარ ქუჩაში...

Posted by: minerva 23 Feb 2008, 03:00
love_princess
QUOTE
სული სასმელია, რომელსაც ყველა დალევს.. (ახლა მომაფიქრდა)

smile.gif
ვერავინ იტყვის: გმადლობ, არა ვსვამო..

" წასულებმა დალიეს დავიწყება და არაფერს ნანობენ"--ეს ფრაზა გამახსენდა ახლა, მაგრამ ტერენტი არაფერ შუაშია მასთანsmile.gif



მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ…



Posted by: Tess 23 Feb 2008, 17:14
ტერენტი გრანელი ძალიან ძალიან მიყვარს smile.gif რაც წავიკითხე მას შემდეგ ჩემი უსაყვარლესი პოეტია (ერთ_ერთი)
ერთი ჩემი ახლობელი მიძღვნიდა ამ კაცის ლექსებს და გუშინ ღამე მოგიძღვენი (დაგიწერე) ეს ლექსიო მეუბნებოდა =))
smile.gif

Posted by: hexe 24 Feb 2008, 23:18
ასე თავდება ჩემი ცხოვრება,

იქ დუმილია და ქალი ცხოვრობს.

მწყურია ზეცის გამოთხოვება,

მთვარესაც მინდა გამოვეთხოვო.


მგონია ეს დრო სიკვდილს მავალებს,

ვწევარ და მინდა გავიდე ველად,

ვწევარ და კივის შორს ორთქლმავალი,

კივის და თითქოს თხოულობს შველას.


სიცოცხლე ქრება, მე რაღაც მშველის,

ქსელში გავები, როგორც ობობა.


მე ახლა ვწევარ და სიკვდილს ველი,

ეს ისევ კამოს სავადმყოფოა.


ავად ვარ, თუმცა სიცხე კლებულობს,

თქვენც დაიღალეთ, ჩემო მკლავებო.

მშვიდობით, მთვარევ, გაყვითლებულო,

მშვიდობით, ზეცავ და ვარსკვლავებო.




user.gif

Posted by: xatunia 25 Feb 2008, 01:20
ვარ ასე მოღლილი და სახედამწვარი
და ყოველი ღამე - ეს ჩემი ლოდია.
მე მივალ ბაღისკენ, გათავდა ზამთარი
და უფრო ნათელი დღეები მოდიან.
მე ბევრჯერ მქონია დარდი იშვიათი,
ბევრჯერ თავის მოკვლაც მქონდა განზრახული.
გუშინ მომენატრა ფოთლების შრიალი
და ჩუმი საღამო ისევ გაზაფხულის.
და მგონია ბედი ქარში დამარხული,
მგონია, ვიყავი და ახლა აღარ ვარ.
ლურჯი სიზმარივით მოვა გაზაფხული,
როგორც სიარული და როგორც დაღალვა.

Posted by: sasruli 26 Feb 2008, 00:15
უსახელო პოეტი

ცაზე მიფრინავდა ოთხი პროპელერი. ქუჩაში სეირის მაყურებელთა ტევა არ იყო. შორიდან რეკდნენ სიონის ზარები.
თამამშევის ქარვასლასთან გალაკტიონი შენიშნა. განმარტოებით იდგა, გულზე ჯვარედინად ხელებდაკრეფილი, აწეული პროფილით, ჩამავალ მზეს მიშტერებოდა. ახლოს ჩაუარა, ისე ახლოს, რომ სუნთქვასაც გაიგონებდი.
გზაზე ვიღაცამ მოაძახა: გალაკტიონის მიმბაძველიო.
ქარმა ფიქრები ისევ დაშალა.
- გრანელი, ძამიკო! – ხმა მოესმა.
უკან არ მოუხედავს, უჩუმრად დატოვა ქუჩა.
გალაკტიონმა ისევ დაიკრიფა ჯვარედინად ხელები გულზე, მიეყრდნო კედელს და არ იძვროდა ადგილიდან, დაისს გასცქეროდა.
ხეტიალის თავი არ ჰქონდა და პირდაპირ შინისკენ გაემართა. ოთახში გამოიკეტა, არ უნდოდა გაფიცხებულ გულზე სადმე გადაჰყროდა გალაკტიონს.
რამდენიმე დღეში გალაკტიონმა თავად მოაკითხა ნახევრადმიწურ ბინაში. ოთახში ერთი ხის ტახტი იდგა და ერთი სკამი.
- ძალიან ვწუხვარ, ასე რომ გამოვიდა, მაგრამ ეს მთლად ჩემი ბრალი არ არის, - უთხრა გალაკტიონმა, - იმდენი რამ გადამხდა თავს, იცი...
- არა უშავს, მოვეშვათ ამას.
- სად დაიკარგე ძამიკო, ძლივს მოგაგენი.
- ეს დღეები არსად გავსულვარ, ვწერდი.
- მომენატრე, ტერენტი, ძამიკო, მიჭირს დიდხანს უშენობა.
- მეც მომენატრე, მაგრამ ისეთ რამეს მოგაკერავენ, შენთან გვერდით დგომაც აღარ მინდა.
გალაკტიონი გაქვავდა, თვალებში რაღაც გაუელვა.
- ეს როგორ? რას ამბობ?
- როგორ, შენ არ იცი? – ამოილუღლუღა ტერენტიმ.
- საიდან უნდა ვიცოდე, რა მოგდის, ძამიკო?!
- მაშინ მისმინე, რაღაცას გეტყვი, გეტყვი სიმართლეს.
- რა ჯანდაბა მოგივიდა, რა ამბავია!
იგი დიდხანს დუმდა, მერე წამოდგა და თავჩაღუნულმა ჩაიჩურჩულა:
- ხმები დამიყარეს, გალაკტიონ ტაბიძის ეპიგონიაო, - დიდი შეცდომაა ეს.
გალაკტიონმა თავი გააქნია.
- მასეა ძამიკო, შენ გრანელი ხარ, მე – ტაბიძე.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
- შენს ლექსებში სიფაქიზისა და სინაზის მისტიციზმია. გწამს მხოლოდ “მე”, როგორც მსოფლიოს განუსაზღვრელი და განუყრელი ნაწილი. საგნების გადაღმა ეძებ მსოფლიოში გაბნეულ ფერებს. ვიწრო ყალიბში არ თავსდები, შეუკავებელი სულით მიისწრაფვი ლიცენციისკენ და აქ იშლება შენი პოეტური სახის უნაზესი ატრიბუტები.
გალაკტიონს რაღაც ბავშვური ღიმილი გაუკრთა სახეზე.
- გმადლობ, ძამიკო! შენ კეთილი ხარ. არ გეგონოს არ გაფასებდე. ასეთი ბევრს არ უთქვია ჩემთვის.
- შენ დიდი პოეტი ხარ გალაკტიონ! იმ ხაზზე დგახარ, რომლის წიაღში პოეზიის აბსოლუტური გამარჯვება გარდუვალია.
- ვიცი, ძამიკო!
- მაგრამ ჩვენი გზები სხვადასხვაა. შენი პოეზია მრავალწახნაგიანია, მე კი ერთი ხაზი მაქვს, ერთი გზა. ჩემი პოეზია მესამე გზაა. ასე, რომ ჩვენ სხვადასხვა ვართ.
- კი, ძამიკო, კი! – უპასუხა გალაკტიონმა, გაუღიმა და მხარზე ხელი შემოჰკრა.
ბევრი იხეტიალეს ტფილისის ბულვარებში, რესტორნებში, ბაღებში. გზად თითქმის ყოველ დუქანში შედიოდნენ, თითო ჭიქა წითელ ღვინოს გადაკრავდნენ და მერე ბარბაცით გაუყვებოდნენ მთვარიან ქუჩებს. გვერდიდან არ მოშორებია, არსად დაუტოვებია მარტოობის ორდენის კავალერი.
გამვლელები აჩერებდნენ გალაკტიონს, სთხოვდნენ ლექსს. მხოლოდ იგი შეიცნეს პოეტად. გალაკტიონიც აჰყვებოდა უცნობთ თუ ნაცნობთ. ავიწყდებოდა თანამგზავრი.
იგი კი რჩებოდა მტკვრის პირად – უსახელო პოეტი, ქუჩებისა და ბაღების ბინადარი.
“გალაკტიონი, ყოველთვის დიდი, გალაკტიონი ზეცისკენ მიდის”, - გაიფიქრა მან და მოშორებით დადგა, გალაკტიონის ირგვლივ შეკრულ თაყვანისმცემელთა წრეს მიაჩერდა.
ტფილისის ქუჩებში თანდათან წვებოდა საღამოს ცისფერი ბინდი.

თენგიზ ვერულავა "გრანელი"

Posted by: hexe 26 Feb 2008, 00:26
არა ვარ, მინდა გამოცოცხლება,

ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა.

და ვარდისფერი ჩემი ოცნება

ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.


ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,

თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა.

ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში

კვლავ დუმილია და ნეტარება.

Posted by: djTbilisi 26 Feb 2008, 21:21
sasruli
როგორ ვისოვო ეგ წიგნი მითხარი ძალიან გთხოვ

Posted by: anaana_ana 27 Feb 2008, 15:33
ვედრება
დავალ ქვეყანაზე,როგორც შერისხული,
შენი ზვარაკია,ღმერთო,ჩემი სული.

დავალ ქვეყანაზე,როგორც ბნედიანი,
ღმერთო,მაპატიე უქმად ხეტიალი.

დავალ ქვეყანაზე,როგორც გაძარცვული,
ღმერთო,დააჩქარე ჩემი აღსასრული!


არ მიყვარს ეს პოეტი,როდესაც ვკითხულობ ვხვდები რო

Posted by: რუსთაველი 28 Feb 2008, 14:37
anaana_ana

QUOTE
არ მიყვარს ეს პოეტი,როდესაც ვკითხულობ ვხვდები რო


რას ხვდები? spy.gif
-
Tess

შენ კი აღმერთებდი არა, ვუი რა ნიჭიერი ყოფილაო.. lol.gif
-
ზამთრის ბარელიეფი

საღამო - კანკალი სანთლის,
ირგვლივ დაწოლილი ნისლი.
ფარული წამების ლანდი,
პოეტის ცრემლი და სისხლი.

არ არის ტირილის გარდა
სულისთვის ნუგეში სრული,
შეირხა სიმწარის ფარდა
და ტყეში გაფრინდა გული.

გაიხსნა ვედრების რკალი,
(ზამთარი სიცოცხლეს მართმევს).
ქალაქის ფერმკრთალი ქალი
სარკესთან შეკრთება სადმე.

დავტოვე სურვილი ბევრი,
(ქარია და ზარი კივის),
ციმციმებს სიკვდილის ფერი,
დაეშვა დღეები ცივი.

საღამო - კანკალი სანთლის,
ირგვლივ დაწოლილი ნისლი.
ფარული წამების ლანდი,
პოეტის ცრემლი და სისხლი.


1922

Posted by: anaana_ana 28 Feb 2008, 16:37
QUOTE
რას ხვდები? 
-

,,ჩემო სიცოცხლე ხომ ციმციმებდა,
დღეს მწუხარება მისდევს ზოლივით. ,,

Posted by: რუსთაველი 28 Feb 2008, 16:56
anaana_ana

თითქოს გათვლილი გქონდაო.. იცოდი, რომ გკითხავდნენ და პასუხიც მზად გქონდა.. თუ როგორაა საქმე?
-
QUOTE
ჩემო სიცოცხლე ხომ ციმციმებდა,
დღეს მწუხარება მისდევს ზოლივით


იმედია ეს სიტყვები მე არ მეძღვნება.. smile.gif
-
მონოლოგი უდაბნოს ყვავილებზე

საოცრება წარსული, ეშაფოტზე ასული,
ჩქარი და მოქანცული სიკვდილს არ ვენანები.
ვარდისფერი ოცნება ქარზე შეიმოსება
და იწვევს გაოცებას შორეული ალები.

მოგელოდა შენ გზები, როგორც ანგელოზები
და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა.
როგორც ლურჯი პარიკებს, ღამე ფიქრებს არიგებს
და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან.

გადავყევი ამ მიზანს და ვედრებას ღამისას,
ო, უფალი დამიცავს კვირეების კეცაზე.
ნუგეშს რომ ვეზიარო, შენთან ვარჩევ სიარულს,
სული ერთვის სიხარულს როიალის კვნესაზე.

დავრჩი ბედის კუთხეში, ბრბო მიცქერის უხეში,
მოვა ქალის ნუგეში საიდუმლო ქნარებით.
მირაჟების კრებული არის გათეთრებული
და მე გაფითრებული შენსკენ მოვექანები.

მიპყრობს ავი ზმანება, თვალი ცრემლებს დანებდა,
ასე კვდება ზარებთან ყვავილების სერია.
ვხედავ უცხო დარბაზებს და სიბნელე მაბრაზებს,
რატომ მე არ მაფასებს თარსი პერიფერია.

მოგელოდა შენ გზები, როგორც ანგელოზები
და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა.
როგორც ლურჯი პარიკებს, ღამე ფიქრებს არიგებს
და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან.


1922

Posted by: anaana_ana 28 Feb 2008, 17:07
QUOTE
თითქოს გათვლილი გქონდაო.. იცოდი, რომ გკითხავდნენ და პასუხიც მზად გქონდა.. თუ როგორაა საქმე?
-

QUOTE
smile.gif წინასწარ რა საჭიროა როცა დაგჭირდება მხოლოდ მაშინ უნდა შეიწუხო თავი.რო გითხრა ამ წუთას მოვძებნე შესაბამისი პასუხი (სამაგიდო წიგნი კარგი სიტყვაა)
QUOTE
იმედია ეს სიტყვები მე არ მეძღვნება..
-

smile.gifვინმეს შეიძლება ეს მიუძღვნა?

Posted by: xvito 28 Feb 2008, 20:07
ტერენტის ჩანახატები უფრო მომწონს ვიდრე ლექსე, აი ერთი მათგანი :


გულიდან სისხლის წვეთები

მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.

ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.

მოვედი ადრე.

და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.

და მეშინია...

ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.

მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.

ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.

პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.

მე არ მინდოდა სიცოცხლე.

არც სიკვდილი.

მე რაღაც სხვა მსურდა.

ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.

მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.

და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.

მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:

მე მინდა გაფრენა.

მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.

ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.

არა სიცოცხლე.

არა სიკვდილი.

არამედ რაღაც სხვა.

ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.

Posted by: sasruli 28 Feb 2008, 21:33
"ოჯახის მკურნალში" დაიწყო ბეჭდვა, ხუთშაბათის ნომერში უკვე გამოვიდა ჩემი "გრანელი"

Posted by: რუსთაველი 29 Feb 2008, 00:26
anaana_ana

სადღაც შეიძლება მიძღვნა..
-
მკვდარი სურვილები

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...

1923

Posted by: Tio 29 Feb 2008, 00:47
@guro@
გააგრძელეთ რა დღიურები smile.gif ..
მისი სიცოცხლეა.. ფეთქვაა...

Posted by: რუსთაველი 29 Feb 2008, 01:01
Tio

მე რაც ვიპოვნე დავწერე.. სხვებმა იქნებ სხვებიც დაწერონ..
-
რკალიდან: კვირის წირვები

თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზმანებას,
დაისვენებენ ქიმერებზე ჩემი ცოდვები.
შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს
და აქ, თბილისში, თვით მათხოვარს შევეცოდები.

მე ეს შუადღე გამაოცებს თავის ლოცვებით,
ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცულს.
წვიმის ლანდებში ვიმალები ღამის ოცნებით,
ო, ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს.

ანთებულ გრძნობით ავაკივლებ ცრემლებს თვალებში,
როცა საშინლად გამაშავებს მთვარის სინესტე.
მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში,
და ჩემი ლექსი - ყაჩაღების ცრუ მანიფესტი.

კვირის წირვებში ცოდვილ ტაძრებს ასწევენ მკვდრები,
თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა.
ო, ვიყრი მუხლებს, სინანულით შენ გევედრები,
მე, გაჭირვებულს და საცოდავს, ღმერთო, შემინდე!

1920

Posted by: Tio 29 Feb 2008, 01:14
რუსთაველი
2kiss.gif smile.gif ....

Posted by: palindromi-x 1 Mar 2008, 12:19
ისე,აქ ლექსების გადაწერის მაგივრად ტერენტის შემოქმედებაზე, მის პიროვნებაზე და გენიაზე რომ ვისაუბროთ, ისა სჯობს, თორემ მისი ლექსების წაკითხვა ვისაც უნდა, მიაგნებს, სად უნდა წაიკითხოთ.ვიმსჯელოთ, მეგობრებო,ვიმსჯელოთ!

Posted by: fiamifero 2 Mar 2008, 02:52
მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცნობ და დიდად ვაფასებ გრანელის შემოქმედებას, გენიოსობა მგონი ხმამაღლა ნათქვამია..... შეიძლება ერთი ნაბიჯი აკლია გენიოსობამდე, შეიძლება 1 კილომეტრი, მე მაგის გამზომველად ვერ გამოვდგები, მაგრამ გენიოსი რომ არაა ფაქტია smile.gif

რაც შეეხება ყოველ წამს გალაკტიონთან შედარებას და იმის თქმას, რომ გალაკტიონს სჯობს, მასე მე შეიძლება დეგა მერჩივნოს ფიროსმანს, მაგრამ მერე რა?? არცერთს არაფერი აკლდება ამით თავის ამბავში biggrin.gif

Posted by: minerva 2 Mar 2008, 03:19
QUOTE
ტერენტის ჩანახატები

მისი ჩანახატ-ჩანაწერები მიყვარს მეც..
საფლავის ქვებზე რომ აქვს ერთი, უუმაგრესია.

Posted by: palindromi-x 3 Mar 2008, 14:04
fiamifero
QUOTE
გენიოსობა მგონი ხმამაღლა ნათქვამია.....

გენიოსობის საზომი მანქანა ხომ არ გამოგიგონებია, შემთხვევითsmile.gifგირჩევ სიგარეტი მოწიო

Posted by: რუსთაველი 3 Mar 2008, 19:23
fiamifero

გალაქტიონი, რომ გრანელის ჯობია და ან პირიქით, რომ იყოს ეს ვინმესთვის, გემოვნების საკითხია და არა ის, თუ ვინ იყო მათ შორის მართლაც ძლიერი..

მე აქ, ერთხელ ანბავი მოვყევი გალაქტიონზე.. და იმ პატარა ამბავში, მას პოეტად მხოლოდ თავის თავი მიაჩნდა.. თავის თავზე წინ არავის აყენებდა და მართლაც მას მეფე უწოდეს.. მე არ ვიძახი, რომ ტერენტის ჯობია, ეს ჩემი სესაფასებელი არ არის და არც სხვისი.. ჯერ ერთი ტერენტი სხვა რამეს წერდა, გალაქტიონი სხვა რამეს.. ყველა პოეტი ერთნაირად არ წერს, არ ფიქრობს და არ ცხოვრობს.. მართალია ყველა უბედურია, მაგრამ მაინც..

უკეთესზე უკეთესი ამ ქვეყნად არ დაილევა.. თუ ვინმეს არ მოსწონს ტერენტი და მოსწონს გალაქტიონი, თქვას - ყველას აქვს უფლება თავისი აზრის გამოთქმის, მაგრამ როცა ამ ორ ადამიანს შორის შედარებას აკეთებს, ვიმეორებ, ეს არის მხოლოდ გემოვნების საკითხი.. თორემ ვერავინ ვერ დაამტკიცებს სინამდვილეში - ტერენტი უფრო მაგარი იყო თუ გალაქტიონი.

ადამიანი, რომ გენიოსია უნდა ადამიანში დაინახო.. მთავარი არაა იცნობდე მას და შიგნით ჩახედო.. რაღაცა ექნება ისეთი რაც გაჩვენებს შენ, რომ გენიოსია და უნდა დაინახო.. ყველას არ შეუძლია გრანელის ლექსების კითხვა.. ყველას არ შეუძლია გალაქტიონის ლექსების კითხვა.. და ყველას არ შეუძლია პოეტში დაინახოს გენიოსობა.
-
palindromi-x

მე წამოვიწყე საუბარი მასზე, მის ტანჯულ და მძიმე ცხოვრებაზე.. სამწუხაროდ ერთი ადამიანის მეტი არ ჩაერია არავინ..
წამოიწყეთ და ვისაუბროთ.. რაც შეეხება ლექსებს, არავინ, რომ არ საუბრობს ამიტომაც მის ლექსებს ვწერთ, ან ამონარიდებს.. და შენ წარმოიდგინე ყველას არ შეუძლია მისი ლექსების პოვნა.. არიან ქართველები საზღვარგარეთ, რომლებიც იქ იბადებიან.. ცხოვრობენ და იქიდან ეცნობიან საქართველოს.. არა მაქვს მე სახლში გრანელის შემოქმედება და არც ინტერნეტში არ წერია მისი ყველა ლექსი.. ამიტომ ძალიან მსიამოვნებს, როდესაც აქ ისეთ ლექს აღმოვაჩენ რომელიც ჯერ არ წამიკითხავს.

Posted by: fiamifero 4 Mar 2008, 14:23
palindromi-x
კარგად რომ წაგეკითხა ჩემი პოსტი მიხვდებოდი, რომ მაგ "მანქანის" საჭესთან მსხდომების გამკვირვებია უფრო და კიდევ იმ ადამიანების, ასე ხელაღEბით რომ უტყაპუნებენ გინდ გალაქტიონს, გინდ ტერენტის ამ ტოპიკში.

საშინლად არ მიყვარს ზედაპირული შეფასებები ან აღფრთოვანებისგან დორბლების გადმოყრა. თუ პოეზიაზე ვმსჯელობთ, კორექტულად ვიმსჯელოთ სჯობს მგონი და განსხვავებული აზრის შემთხვევაში ეს უნიჭო წაკბენები და სიგარეტის მოსაწევად გაშვებები მგონი არაა საჭირო

რუსთაველი
მეც მაგას ვამბობდი რაც ვრცლად დაგიწერია smile.gif გმადლობთ რომ არ დაგეზარა smile.gif

Posted by: lina106 4 Mar 2008, 14:49
1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს.

1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან.

...მარტის სუსხიანი ამინდია. რუსთაველზე გამვლელთა ყურადღებას იქცევს თეთრი სატინისხალათიანი ჭაბუკი, ია-იებით ხელში. გამვლელნი განცვიფრებით შეჰყურებენ მას. შუა ტანის, პროპორციულად, მკვიდრად ნაგები სხეული; საკმაოდ ლამაზ, შთაგონებულ სახეს უმშვენებს მაღალი შუბლი, უკან გადავარცხნილი ხვეული, წაბლისფერი თმა. მოცისფრო თვალების ჭკვიანი, აზრიანი გამომეტყველება თავისებურ იერს ანიჭებს ჭაბუკი პოეტის სევდიან სახეს. ქარიშხალგამოვლილს მიუგავს მზითა და წვიმით გარუჯული ნაწრთობი სახე, სპილენძისფერი რომ გადაჰკვრია.

ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“.

ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას. ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო.

მეგბარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა.

ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, საოცრად გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდებელია და პირში მთქმელი.

ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევს. ხშირად დადის მთაწმინდასა და დიდუბის პანთეონში. უყვარს საღამოს ბინდ-ბუნდი, სასაფლაოს მდუმარება, მარტო ყოფნა თავის ფიქრებთან. გაიგონებს თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკის ხმებს, მაშინვე აედევნება პროცესიას, დაიკრეფს გულზე ხელებს და მდუმარედ გაჰყვება სასაფლაომდე. არ იკითხავს, ვის ან სად ასაფლავებენ. ეს სულ ერთია. იცის, ვიღაცას გლოვობენ და თვითონაც ამ გლოვის ჩუმი მონაწილე ხდება.

ხშირად ესწრება წირვებს, უყვარს საეკლესიო გალობა, კათოლიკეთა ეკლესიის ორღანოს ხმა. განსაკუთრებით იტაცებს სააღდგომო ცერემონიალი, რაღაც შეუცნობელ ექსტაზს რომ განაცდევინებს. საოცრად განიცდის მუსიკას. შეუძლია დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგეს ქუჩაში და გარინდებულმა უსმინოს როიალის ხმას. უყვარს ეტლით სეირნობა, ყვავილები. უფრო ვარდი და ია. ცაციათი გულზე მიიხუტებს იის კონას და პირველსავე შემხვედრ მეგობარ ქალს მიართმევს. დროდადრო დებსაც ესტუმრება წალენჯიხაში, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ძლებს და უმალ თბილისს უბრუნდება. უყვარს თბილისი. გარიჟრაჟიდან შუაღამემდე მოჩვენებასავით დაეხეტება მის ქუჩებში, მუდამ ნერვიული და ფერმკრთალი, თმააწეწილი; ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი სამოსი აცვია. თრთოლვით წერს ლექსებს, მისი ლექსების უმრავლესობა ღია ცის ქვეშაა შექმნილი.

ტერენტი გრანელის პოეზიამ 1924 წელს მიაღწია თავის მწვერვალს. მან გამოსცა ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“. ამ წიგნის გამოსვლად ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.

1926 წელს ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების უკანასკნელი წიგნი. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. გოეთე წერდა: „ადამიანის ბუნებას... განსაზღვრულ მიჯნამდის თუ ძალუძს როგორც სიხარულის, ისე ტკივილის თუ ტანჯვის გადატანა; როცა იგი ამ მიჯნას გადასცდება, უთუოდ დაიღუპება“.
სწორედ ასევე დაემართა გრანელსაც. გამხდარი და დაუძლურებული ძლივსღა დააბიჯებდა. ჩაუქრა შთაგონებული თვალების ელვარება, მთლად მოეშვა. დადიოდა თბილისის ქუჩებში - ცოცხალი გლოვა და სევდა. უბით დაჰქონდა „სისხლიანი რვეული“ და მისი სახე სანთელივით დნებოდა.

უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა.

...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა.



Posted by: რუსთაველი 5 Mar 2008, 16:26
შემოდგომის მოლოდინი

ახლა უფრო მდუმარეა ზეცა,
ვინ მიხვდება ჩემს ამნაირ გლოვას?
ისევ ციდან ველოდები მერცხალს,
მაგრამ ციდან ქარიშხალი მოვა.

გათენდება ქარიანი კვირა.
ბედისწერა დაეტყობა ხელებს.
მოვა დარდი და ვეწვევი ხშირად
შემოდგომის გაყვითლებულ ველებს.

მიწა უნდა ჩემს უბრალო თვალებს,
ღმერთო ჩემო, ახლა უკვე დროა,
მოვა ჩუმი შემოდგომა მალე,
შემოდგომას სიხარული მოაქვს.

ახლა მეტი მწუხარება არის,
ვიღაც ალი სამარესთან გოდებს,
და წაიღებს შემოდგომის ქარი
უფსკრულისკენ გარინდებულ ფოთლებს.

ახლა უფრო მდუმარეა ზეცა,
ვინ მიხვდება ჩემს ამნაირ გლოვას?
ისევ ციდან ველოდები მერცხალს,
მაგრამ ციდან ქარიშხალი მოვა...


Posted by: hexe 7 Mar 2008, 12:04
მისი ლექსების აუდიო ჩანაწერები ხომ არ გეგულებათ სადმე ინტერნეტში?

Posted by: love_princess 7 Mar 2008, 18:13
hexe

მე მაქვს ერთი ლექსის აუდიო ჩანაწერი : ) დავდებ ლინკს, სახლში რომ მივალ biggrin.gif

Posted by: hexe 7 Mar 2008, 18:17
QUOTE
"გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს...
მჯერა,რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ,როგორც სიცივეს...
გარეთ კი წვიმის სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს...
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ...
გათავდა!აღარ ჩამოგეხსნები!
არც მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ხელებს
შენს მხრებზე,თმებზე,მუხლებზე,სულში...
ნარბენი ბავშვის გულივით ფეთქავს
საათიც,ქუჩაც,ფოთოლიც,სხივიც...
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა...
შენ ხარ-ოთახში ჰაერზე მეტი...."

ეს გრანელის არ არის
ოთარ ჭილაძის ლექსია.. smile.gif
love_princess
QUOTE
მე მაქვს ერთი ლექსის აუდიო ჩანაწერი : ) დავდებ ლინკს, სახლში რომ მივალ 

დიდი მდლობა
მეც მაქვს ერთი ლექსის ჩანაწერი
და ძალიან მაინტერესებს ვინ კითხულობს იმ ლექსს
სახლში რომ მივალ ჩანაწერს დავდებ .. smile.gif

Posted by: რუსთაველი 9 Mar 2008, 14:15
hexe

მისი არ მაქვს, მაგრამ სხვა ლექსები მაქვს.. არჩვაძე რომ კითხულობს.. მეღვინეთუხუცესი.. და ასეთი ცნობილი მსახიობები smile.gif
-
მე ჯინორიას "ჩქარი მატარებელი" მომასმენინა და მეტი არაფერი მინდა mo.gif
უფრო სწორედ ნიშნიანიძის "ჩქარი მატარებელი" ჯინორიას წაკითხული

Posted by: hexe 9 Mar 2008, 14:52
http://www.myspace.com/terentigraneli
აი ბლოგი ვიპოვე გრანელის smile.gif
რამოდენიმე აუდიო ჩანაწერია
იქნებ მითხრათ ვინ კითხულობს ?>> user.gif


რუსთაველი
QUOTE
მისი არ მაქვს, მაგრამ სხვა ლექსები მაქვს.. არჩვაძე რომ კითხულობს.. მეღვინეთუხუცესი.. და ასეთი ცნობილი მსახიობები

ლინკს არ დადებ?
QUOTE
ნიშნიანიძის "მიდის მატარებელი"

რომელი ლექსია?
სათაურით ვერ მივხვდი... smile.gif

Posted by: ნაიადა 9 Mar 2008, 17:54
ტერენტი გრანელი
სამშობლოს

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.


როგორც ოხვრა შორეული გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი,-
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.


ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.


რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

1912 წ.

* * *
lina106
QUOTE
რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა.

არადა, დიდუბის პანთეონი ალალია მისთვის; იების კონას მაინც მიუძღვნიან ხანდახან თბილისელები..............

Posted by: რუსთაველი 9 Mar 2008, 22:16
მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა,
დღეს მოწყენილი მივდივარ გზაზე.
რა ვუყო, ყველამ თუ მიღალატა,
რა ვუყო, ცხედარს თუ დავემსგავსე!

გარშემო დაწვა დღე უცნაური,
დასდევს წამება იღბალს თანაბარს.
ქალაქში უცებ შეწყდა ხმაური,
ქალაქმა უცებ სული განაბა.

ისევ შორიდან ვუმზერ სამყაროს,
ეს გრძნობა თვალებს ცრემლით ამივსებს.
მწუხარე სახით მოვწყდი საღამოს
და ახლა მივალ ცისფერ ღამისკენ..

Posted by: love_princess 9 Mar 2008, 22:43
hexe[/b]

დავდებ ლინკს 2kiss.gif

http://www.link.ge/file/727/4.mp3.html

Posted by: hexe 9 Mar 2008, 23:02
love_princess
დიდი მადლობა
მეც მაქვს ეგ
ხომ არ იცი ვინ კითხულობს?
user.gif

აი ვიდეოც smile.gif
http://www.youtube.com/watch?v=g8EAJw1kCiE&feature=related
იქნებ ვინმემ იცოდეს ვინ კითხულობს ამ ლექსს?

Posted by: love_princess 10 Mar 2008, 20:25
hexe

არაფერს : ) უიი, ე.ი. ვერ დაგეხმარე? sad.gif

Posted by: sasruli 14 Mar 2008, 04:17
ჟურნალ "ოჯახის მკურნალში" იბეჭდება ჩემი მოთხრობა "გრანელი". იხილეთ 5 და 6 ნომრები, გაგრძელება იქნება.

ავტორი

Posted by: რუსთაველი 16 Mar 2008, 22:25
აკაკის

მუსიკის ცეცხლი გეცემა გულზე,
უკრავ ბეთხოვენს შენ, ასე ქებულს.
მე თითქოს ვხედავ და თითქოს ვუმზერ
შენ სულს - ტანჯვისგან გასპეტაკებულს.

კითხულობ ნიცშეს, სისხლით დაფერილს,
თეთრი ფიქრებით დაფრინავ იქაც.
შენ მიატოვე სხვა ყველაფერი
და შენ მიყვები მუსიკის გრიგალს.

Posted by: dd69 17 Mar 2008, 04:48
გრანელი წალენჯიხის რაიონში დაიბადა. დაბაში მისი სახლმუზეუმიცაა და სოფელშიც. ოტხმოცდაატიან წლებში იუბილეც გადაუხადეს. რამდენიმე ხანში მომიწევს ცასვლა და ვეცდები სურატები დავდო. რამდენიმე კვლევა წიგნადააქვს გამოცემული ლერი ალიმონაკს.

Posted by: Ganeli 17 Mar 2008, 05:09
ტერენტი მართლაც და გენიალურია!!!!
რატომღაც ერთ-ერთ პირველთაგანში არ მოიხსენიებენ, როდესაც ქართველ ბულბულებზე აბულბულებენ. ცხადია მიზეზი ამისა არსებობს, შეცნობილი თუ შეუცნობელი მათი მხრიდან, მაგრამ არ დავკონკრეტდები.
გამიხარდა ეს თემა რომ დავინახე აქ.

ტერენტიში არაა მხოლოდ განუმეორებელი რითმა, მასშია სიღრმე მისი შემეცნებისა.

ეს გამახსენდა...

"გალაქტიონში არის დემონი,
და ჩემში უფრო ანგელოზია"

ანდა ეს....(თუ შეცდომითაა რომელიმე სიტყვა მომიტევეთ, ზეპირად მახსოვს)

"ბატონო შალვა,
არამცთუ კაცმა,
ბავშვმაც კი იცის
ჭამა და ჩაცმა.

თქვენ სიღატაკეს
არ იცნობთ ალბათ,
რომელიც არის
პატარა ჯვარცმა."

==> ეს იყო მისი პასუხი "ჩაიცვი, ბიჭიკო, ჩაიცვი"-ზე smile.gif

Posted by: რუსთაველი 17 Mar 2008, 15:43
ადგილი

ფიქრის ადგილი
სივრცე მზიანი,
სევდა ნამდვილი
ადამიანის.

სევდა ნამდვილი
ადამიანის,
ფიქრის ადგილი -
სივრცე მზიანი.

Posted by: Potida 17 Mar 2008, 17:30
არ მიყვარს ეს პოეტი. ცხადია, მის გენიალურობას ამ განცხადებით ეჭვქვეშ არ ვაყენებ და ვერც დავაყენებ. მაგრამ ბავშვობიდან ვუსინჯავ კბილს და დიდი მონდომების მიუხედავად, ვერ მოვიწონე. ჩემთვის პოეტის სავიზიტო: "ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი" ცარიელი ფრაზაა, რომელიც იმაზე მეტს არ აღნიშნავს, ვიდრე ამბობს. ალბათ ასეთი ნაკლული მკითხველი ვარ. რას ვიზამთ.

Posted by: djTbilisi 18 Mar 2008, 17:04
დაბრუნება სოფელში

ახლა არის ივნისი, ახლა გვიან ღამდება.
მაგონდება ბავშვობა. ეს ცა მაშინ სხვა იყო!
ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას...
მერე თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო.

ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს,
(ახლა უფრო ხშირია დარდი და უძილობა).
მზერას მტაცებს საყდარი. ველზე გათხრილ სამარეს
ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას.

ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად:
მე ხომ ბედმა გამრიყა, თანაც მტანჯავს ციება!..
ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა,
ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება.

თუმცა თვალებს ცეცხლიანს არ ეტყობათ დაღალვა,
ვიცი, გაფითრებული ვგავარ შემოღამებას.
ნიჭმა ვეღარ მიშველა, როგორც ზეცამ მაღალმა...
არ თავდება ვარამი და იობის წამება.

ახლა მინდა ამ მზეში იმედები გახშირდეს
(თუმცა რაა იმედი? - წამიერი ფარ-ხმალი).
მელანდება სიკვდილი და სოფელი მამშვიდებს,
ჩემი ტკბილი ოცნების ლურჯი ნამოსახლარი.



Posted by: რუსთაველი 18 Mar 2008, 23:22
(ამ ფიქრის გარდა კარია ახლო)

ამ ფიქრის გარდა კარია ახლო,
მოვა დრო და მე დავიღუპები.
განთიადია და მინდა ვნახო
ეს ოქროსფერი ზეცის ღრუბლები.

რა ვქნა, ვერ ვითმენ გათენებამდე,
კედლებს რაღაცას ვესაუბრები.
ახლა თენდება და მინდა ავდგე, -
ვნახო თბილისი, ვნახო ღრუბლები.

Posted by: Naaat_a 23 Mar 2008, 19:54
"გულიდან სისხლის წვეთები" მინდა . . .

Posted by: რუსთაველი 23 Mar 2008, 20:17
Naaat_a

უკვე დევს.. ცოტა უკან უნდა მოძებნა.. მაგრამ აი, დავდებ კიდევ smile.gif
-
ულიდან ისხლის ვეთები

მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.

ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.

მოვედი ადრე.

და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.

და მეშინია...

ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.

მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.

ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.

პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.

მე არ მინდოდა სიცოცხლე.

არც სიკვდილი.

მე რაღაც სხვა მსურდა.

ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.

მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.

და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.

მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:

მე მინდა გაფრენა.

მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.

ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.

არა სიცოცხლე.

არა სიკვდილი.

არამედ რაღაც სხვა.

ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.

Posted by: Tio 25 Mar 2008, 14:00
Potida
QUOTE
"ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი" ცარიელი ფრაზაა, რომელიც იმაზე მეტს არ აღნიშნავს, ვიდრე ამბობს. ალბათ ასეთი ნაკლული მკითხველი ვარ. რას ვიზამთ.

smile.gif ...
ნაკლული არა.. იგრძენი მხოლოდ...
იქნებ, დიდუბის პანთეონში, მის სარეცელთან, გაზაფხულზე, შებინდებისას..
ან იქნებ მთაწმინდაზე... ასე მგონია - მას მთა-წმინდა ეძახის smile.gif .. _მიდი და.. როდესაც ქარის მშვიდა შენარხევი კიპაროსებიდან ჩიტი შეიფრთხიალებს და.. გულს მოგტაცებს_შენ მაშინ იგრძნობ smile.gif ......

Posted by: Potida 28 Mar 2008, 16:59
Tio
გმადლობთ გამოხმაურებისთვის. მაგრამ ეტყობა, მეტისმეტად მყარად ვდგავარ მიწაზე. მეეჭვება გაჭრას smile.gif

Posted by: surrealisti 30 Mar 2008, 14:32
ვფიქრობ ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი
ვნანობ ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი

ძალიან მაგარია sad.gif

Posted by: reality 31 Mar 2008, 13:35
არ ვხედავ ღრუბელს...

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,

ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.

და იმ ადგილას მივედი ისევ,

სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.


აქაც გაისმის ქარის გოდება,

ქარია გარეთ, ქარია სულში.

დღესაც მეწვია და არ მშორდება

ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.


დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,

რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.

და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,

სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

Posted by: რუსთაველი 1 Apr 2008, 01:20
ფიროსმანიშვილს

შენ დაგედევნა სამიკიტნო რკინის რაზებით,
ყალბი არღნებით გაწუხებდა ღამე წვიმაში,
არ კადრულობდი შებრალებას ბედის წინაშე,
დაგდევდა ლანდი მთვარისაგან განაბრაზები.

ჩუმად გეწვია საოცრების რუხი ხაზები,
ფარულ კოშმარებს ატირებდი სევდის მინაში,
შენ არ იცოდი დამშვიდებით ყოფნა ბინაში
და ღამის ლოთებს დაეძებდი ღვინის თასებით.

ლოცვით ამსხვრევდი ზიარებას სასაფლაოზე,
სისხლიან მკერდით აიტანე ბროლის არმაზი,
ანთებულ მხატვარს საიქიო ალბათ გაოცებს.

შენი ოცნება ისვენებდა წითელ ნარმაზე.
ცოდვილ ქალაქში დადიოდი ჩოხისამარა.
საშინელებამ უცნაურად დაგასამარა..



1920

Posted by: ჰერმიონ 1 Apr 2008, 11:25
დავიღალე, შენამდე მოსვლა არ შემიძლია mo.gif

Posted by: reality 2 Apr 2008, 13:09
ვარსკვლავი, რომელსაც მე ვუმზერ

დავწვები ლოგინში და ფანჯრიდან მოჩანს ერთი ვარსკვლავი, რომელსაც მე ვეძახი ჩემი ბედის ვარსკვლავს. ხშირად მას ფარავენ ღრუბლები ღამეების. ხან აინთება და ხან ჩაქრება.

მე მგონია, იმ ვარსკვლავიდან მიხმობს ჩემი გაფრენილი სული. რა ვქნა, როდესაც ლეშს არ შეუძლია შეასრულოს სულის მოწოდება. მე ისევ მიწაზე ვრჩები.

ჩემ და იმ ვარსკვლავს შორის გაბმულია რაღაც უხილავი ძაფი, რომელიც მე მაერთებს მთელ ზეციურ სამყაროსთან.

იმ ვარსკვლავს მე ახლაც ვხედავ და ვწერ ამ სტრიქონებს.

ის ობლად ანათებს ცაზე, მეც ობოლი ვარ მიწაზე.

სად იმალება ის უხილავი ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი შეერთება.

მე ეს არ ვიცი.

იქიდან მიხმობს ვიღაც. ჩემი თვალები ვერასოდეს ვერ იხილავენ იმ ვარსკვლავის ცისფერ სივრცეს, რომელსაც მე ყოველ ღამე ვუმზერ.

ის შორს არის ჩემგან.

თუმცა ჩემი სულის მეგობარია.

დიდება შენ, შორეულო ვარსკვლავო, დიდება შენ!..













სარკე

არის მკრთალი სარკე. ყვავილი მიმოზა. სიცოცხლე ბედნიერებისათვის, ყვავილი მიმოზა, სიკვდილის გარინდება, ფოთლები მკრთალი და ზამთრის მელანქოლია. ყოველი წვეთი წვიმის ეცემა შენ საფლავს. საფლავი არის იმ ადამიანის, რომელიც არ არის თანამგზავრი ოცნების, - დავიწყებული კაცის საფლავი. ყვავილი მიმოზა. ერთი სარკე დგას მინასთან, სადაც ჩნდება ცისფერი თვალები, თვალები, რომლებიც ელიან გრიგალს. ყვავილი მიმოზა. მეორე დღე თენდება, მელანქოლია, ბედი ულმობელი. სევდის ქვეშ იწვის ადამიანი. ცეცხლი ჩამქრალია, გული ინთება, როგორც შანდალი. ეს არის ცისფერი ზეცის ყვავილი - მიმოზა.



წვიმა

მაისია, გარეთ წვიმის წვეთების ნელი შრიალი ისმის. ტირის მოწყენილი ფრინველი ქვეყნის ობლობას. მახლობელ ღელესთან წმინდა ფოთლები სცვივა ალვის ხეებს. წყალი მიდის ჩუმი და წყნარი, როგორც ცრემლი. ფოთლები აწყვია ღელესთან, როგორც ცხედარი. ახლო მიწასთან ძინავს მიცვალებულს და კუბოსთან დნება ყვითელი სანთელი. გარეთ წვიმს, ძაღლი ტირის სოფელს. მამლები აღვიძებენ მიდამოს. სოფელი წყალივით ჩუმი, სოფელი მიტოვებული სამარე, მარად ობოლი. თენდება. მიცვალებული მთვარე. განთიადი, მიძინებული სოფელი





Posted by: რუსთაველი 2 Apr 2008, 22:01
***

ამნაირ ბედზე ვნაღვლობ,
ბედმა მიწაზე დამტოვა.
შენ ხარ ჩემ სულთან ახლო
და სული მუდამ მარტოა.

ისევ ლექსებთან ვრჩები
და ლექსი სულის ლანდია.
მეგობარია ჩემი
ეს ნიკო მაკალათია.

შენი ხმა ისევ მესმის,
გარშემო უფრო ნისლია
ჩემი ყოველი ლექსი
მხოლოდ გული და სისხლია.





Posted by: Summer 2 Apr 2008, 22:22
დღეს გუშინდელი ფიქრი დავშალე
გაჩნდა ოცნება კიდევ სხვა ფერის
ვფიქრობ :ძვირფასო! რა დავაშავე,
ან რისთვის მოხდა ეს ყველაფერი?!

ისევ საშინელ დღეებს განვიცდი
წინ მიდევს წიგნი სისხლით ნაფერი.
ვღონდები, ვდარდობ, თუმცა არ ვიცი
რის ნიშანია ეს ყველაფერი?!

სული ამაღლდა, გული ილევა
თითქოს საკუთარ ცხედარს დავცქერი.
არ ვიცი, მართლა სინამდვილეა,
თუ სიზმარია ეს ყველაფერი?!

http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

Posted by: რუსთაველი 2 Apr 2008, 22:42
MARGUERITE

შენ მიდიოდი ნისლიან გზაზე
და კანკალებდა რტოები ვაზის.
გველივით გდევდა ცრემლების ზღვაზე,
მკვდარი დღეების ცისფერი ხაზი.

ეს იყო დარდი, სულის დაღალვა
და სისხლიანი ბედი ქრისტესი.
ცოდვილ დასავით მიგაჩნდა ალბათ,
სიჩუმე თეთრი და უწმინდესი.

გესმოდა ზარის ხმა უდაბნოდან
და გაწვალებდა თოვლი და ქარი.
ძველი დღეები შენ წინ ჩნდებოდა,
როგორც ლანდები ლურჯი სიზმარის.


Posted by: Summer 3 Apr 2008, 22:59
მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა,
დღეს მოწყენილი მივდივარ გზაზე.
რა ვუყო, ყველამ თუ მიღალატა,
რა ვუყო, ცხედარს თუ დავემსგავსე.

გარშემო დაწვა დღე უცნაური,
დასდევს წამება იღბალს თანაბარს.
ქალაქში უცებ შეწყდა ხმაური,
ქალაქმა უცებ სული განაბა.

ისევ შორიდან ვუმზერ სამყაროს,
ეს გრძნობა თვალებს ცრემლით ამივსებს.
მწუხარე სახით მოვწყდი საღამოს
და ახლა მივალ ცისფერ ღამისკენ.

Posted by: რუსთაველი 4 Apr 2008, 19:37
ჩემო ძვირფასო დაო ზოზია!


მივიღე შენი წერილი და ვიგრძენი სინანული; რატომ მე ამდენ ხანს ვერ გნახე. ამის მიზეზები ბევრია. მაგრამ მაინც ეს არ მეპატიება. გავიგე, რომ გყოლიათ შვილი, სასიამოვნოა ძლიერ, ბავშვს, და - ბევრს, არაფერი ჯობია. სხვა ლუკა თუ კარგად არის. მაშოს გადაეცი ჩემი უდიდესი სალამი. ნუ გგონიათ, რომ დამავიწყდით, სრულიად არა, მხოლოდ წერა მეზარება. მე ზაფხულში ჩამოვალ უსათუოდ. მანამდე შენ თუ მინახულებ, კარგი იქნება. მრცხვენია, მაგრამ გეტყვი: ქვეშაგებელი სულ დახეული მაქვს, მჭირდება ლეიბი და ბალიში, საბანი მაქვს. თუ არ შეწუხდებით, გამომიგზავნეთ... ძალიან მადლობელი ვიქნები. სხვა როგორ ხარ. წერილი მომწერე ამ მისამართით: თბილისი, სამხედრო ქუჩა №3, ახვლედიანს, ტერენტი გრანელის გადასაცემად. მშვიდობით, შენი ძმა ტერენტი გრანელი.

მე მინდა მაშოსთან და შენთან სურათის გადაღება და მერე შეიძლება წიგნები დავბეჭდო. ამას ზაფხულში ვიზამთ.

მაშოს დიდი მადლობა და ძმური მოკითხვა. მომიკითხე ერმინე.


შენი ტერენტი გრანელი.

Posted by: Summer 4 Apr 2008, 21:43
მარადისობის ლაჟვარდები

ცრემლი არ მოდის, მაინც მე ვტირი
და შორეული სივრცე მიტაცებს.
სული გაფრინდა თეთრი მტრედივით,
სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე.

ალბათ იქ ჩემზე ვიღაც ნაღვლობდა,
მაშინ, როდესაც მე არ ვიცოდი.
ასე მგონია, სულთან ახლოა
ცისფერი შუქი მარადისობის.

ცოტა ხნის შემდეგ სისხლიც გაშრება,
ვხედავ სიკვდილის ყვითელ მანტიას.
მე ვიფერფლები, გულის გარშემო
მსოფლიო სევდის ცეცხლი ანთია.

უკვე დაღამდა, ისევ მე ვტირი
და უხილავი სივრცე მიტაცებს.
სული გაფრინდა თეთრი მტრედივით,
სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე.

Posted by: რუსთაველი 6 Apr 2008, 00:26
* * *

გარშემო დგება მზიანი სივრცე,
და ელვარებენ იქ სარკეები.
ნელა მიდიან ფიქრები ცისკენ,
ნელა მიდიან მარტის დღეები.

მე მინდა ისევ გრიგალში შესვლა
და ისევ მოდის მაღალი ფიქრი.
და პოეზია ტრიალებს ეხლა,
მხოლოდ ტერენტი გრანელის ირგვლივ.

და ჩემი დებიც მალე მოვლიან,
დღეა გაფურჩქვნის და აყვავების.
ორი მარტია, მთაზე თოვლია,
შორს დაფრინავენ ცაზე ყვავები.

და დღეა თეთრი, და დღეა ვარდის
დაქრიან ქარნი, ეს დღე არ თბება.
რამდენი ცრემლი, რამდენი დარდი,
რამდენი ფიქრი და გამართლება.

Posted by: Summer 7 Apr 2008, 01:13
ახლა ეს გრძნობა უფრო ნელია,
გული წაიღეს ცისკენ მტრედებმა.
სადაც მე ვდგავარ, იქ სიბნელეა,
იქეთ არავინ არ იხედება.

და პოეზია ჩემთვის გულია,
და ქარის შემდეგ ახლა თენდება.
სადაც მე ვდაგავარ, იქ უფსკრელია,
იქეთ არავინ არ იხედება.

ჩემთვის სიცოცხლე ისევ ძნელია
და გრძნობის ცეცხლი სხეულს ედება.
სადაც მე ვგდგავარ, იქ სიბნელეა,
იქეთ არავინ არ იხედება.

Posted by: რუსთაველი 7 Apr 2008, 22:51
***

წვეთავდა წვიმა,
ქროდა იარა.
მას შემდეგ ცივმა
დრომ გაიარა.
უკრავდნენ გამმას,
ქროდა იარა.
მას შემდეგ შავმა
დრომ გაიარა.
მივქროდი ცისკენ,
ქროდა იარა.
მას შემდეგ ისევ
დრომ გაიარა.
ელავდა რითმა,
ქროდა იარა.
მას შემდეგ დიდმა
დრომ გაიარა.

Posted by: Summer 9 Apr 2008, 23:26
ჩემი დ უმილი გრძელდება დღემდე,
ახლა ვიგონებ ისევ იმ ყვავილს.
და გაიგებენ დიდი ხნის შემდეგ
რა ცეცხლი მწვავდა და რა ვიყავი.

და უეჭველი ბედია დღემდე,
უეჭველია ახლა ნიღაბი.
და გაიგებენ დიდი ხნის შემდეგ,
რა ცეცხლი მწვავდა და რა ვიყავი.

Posted by: reality 10 Apr 2008, 00:24
დავალ ქვეყანაზე, როგორც შერისხული,
შენი ზვარაკია ღმერთო ჩემი სული,
დავალ ქვეყანაზე, როგორც ბნედიანი,
ღმერთო მაპატიე უქმად ხეტიალი,
დავალ ქვეყანაზე,როგორც შერისხული
ღმერთო დააჩქარე ჩემი
ა ღ ს ა ს რ უ ლ ი!...

Posted by: რუსთაველი 18 Apr 2008, 04:51
***

ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.

არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.

მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.

Posted by: reality 21 Apr 2008, 21:53
ვიცი, ეს ფიქრი სხვასთან არ მივა

ვიცი, ეს ფიქრი სხვასთან არ მივა,
და ვიცი, ახლა ხშირად მახსენებ.
შენ ჩამოგშორდი და მე მკვდარი ვარ,
ძვირფასო, მოდი და გამასვენე.
მოდის ცხოვრება - კორიანტელი,
ნუთუ შენ მაინც არ გამახარებ.
ჩემს წინ გაჩერდი, როგორც სანთელი
და გულზე მიწა შენ დამაყარე.
ვიცი, ეს ფიქრი სხვასთან არ მივა,
და ვიცი, ახლა ხშირად მახსენებ.
შენ ჩამოგშორდი და მე მკვდარი ვარ,
ძვირფასო, მოდი და გამასვენე.


Posted by: რუსთაველი 22 Apr 2008, 10:59
***

არავინ არის, გული დაობლდა,
მიწაზე წვება ხეების ჩრდილი.
ეს ხომ კუკიის სასაფლაოა
და სასაფლაო კარგია დილით.

ისევ ნოემბრის მზიანი დღეა,
მიდიან დღენი უმეგობრობის.
ძვირფას კლავდიას21 საფლავთან ვდგევარ
და მაგონდება ახლა გობრონი.


ნოემბერია და ისევ გრილა
და ვხედავ, ცისკენ მიფრინავს ქორი.
გარშემო ელავს მზიანი დილა
და მე ვსეირნობ საფლავებს შორის.

Posted by: DReamsabout 22 Apr 2008, 16:11
"ჩემი გული ისევ გამალებით ძგერს შენს მოლოდინში...

მე შენზე ვფიქრობ და თითქო გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი,
ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა?
ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე?

ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს,
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი, დავიწყებ ტირილს..."

ეს სტროფები ჩემი სააააყვარელიააააა... ძალიან მიყვარს

Posted by: BoOoOo 23 Apr 2008, 15:51
ცრემლი არ მოდის, მაინც მე ვტირი
და შორეული სივრცე მიტაცებს.
სული გაფრინდა თეთრი მტრედივით,
სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე.
ალბათ იქ ჩემზე ვიღაც ნაღვლობდა,
მაშინ, როდესაც მე არ ვიცოდი.
ასე მგონია, სულთან ახლოა
ცისფერი შუქი მარადისობის.
ცოტა ხნის შემდეგ სისხლიც გაშრება,
ვხედავ სიკვდილის ყვითელ მანტიას.
მე ვიფერფლები, გულის გარშემო
მსოფლიო სევდის ცეცხლი ანთია.
უკვე დაღამდა, ისევ მე ვტირი
და უხილავი სივრცე მიტაცებს.
სული გაფრინდა თეთრი მტრედივით,
სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე.

: (

Posted by: რუსთაველი 26 Apr 2008, 01:01
***
არ შემიძლია და მე ავად ვარ,
ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.
ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

იყო ოცნება, როგორც შენობა,
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის.
შენ მიდიოდი და მიგონებდი,
შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი.

Posted by: BoOoOo 26 Apr 2008, 01:08
ვიგონებ ალერსს და დღეებს განვლილს
და ეს იღბალი გრიგალს ჩაბარდა.
იქ, სადღაც ქმარზე დაფიქრდა ქალი,
იქ, სადღაც გვიან შეირხა ფარდა.
შენ ეს ფიქრები ისევ ცეცხლს გიჩენს,
თუმცა იმედი ხომ დაგებადა.
მე ჩემი გული ამოვიგლიჯე
და გულის ნაწილს ჰაერში ვფანტავ.
დროა გრიგალმა მაღლა აგწიოს,
როგორც ოცნება დიდი ნაღველის.
არ უნდა ფიქრი, რომ გალაკტიონს
მე ჩამოვართვი მეფის სახელი.
ეს იყო მხოლოდ მეტის მოცემა,
კორიანტელი ახალ დარდების.
მე ისევ მიყვარს ჩემი ოცნება,
მე ისევ მიყვარს ცა ლაჟვარდების.




Posted by: რუსთაველი 26 Apr 2008, 01:15
***
არა ვარ, მინდა გამოცოცხლება,
ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა.
და ვარდისფერი ჩემი ოცნება
ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.

ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა.
ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში
კვლავ დუმილია და ნეტარება

Posted by: რუსთაველი 30 Apr 2008, 07:30
***
აქ ყვავილებიც მოიპოვება,
ეს გრძნობა ცაზე უმაღლესია.
ჩემი ცხოვრება არის პოემა,
ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია

Posted by: enagrdzeli 2 May 2008, 02:55
ფიქრი დაეშვა მაღლიდან დაბლა
და ეს ამბავი მან არ იცოდა.
მე ისევ ვეძებ გულისთვის საფლავს,
მე ისევ ვეძებ მარადისობას.

დადგა ოცნება, როგორც სამარე
და სურვილები ზეცას მოება.
ჩემს სულს წყურია თეთრი სავანე,
ჩემს სულს წყურია უსაზღვროება.

ვიგრძნობთ სამყაროს მხოლოდ მე და მზე,
და იმედებიც ჩემთან იქნება.
მე ისევ ვფიქრობ სხვა პლანეტაზე
და სიკვდილს უდრის ეს დაფიქრება...

ტერენტი გრანელი

Posted by: რუსთაველი 2 May 2008, 03:06
***
პაოლოს

აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.

ციხეა, მხოლოდ მე ვიკარგები,
საკუთარ ხელებს ვუმზერ.
უკვე გათენდა, შავი დარდები
ნელა იშლება გულზე.

აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა, სარკესავით ლურჯი.

მარტო ვარ, გული გათავდა უკვე,
ჩანს დედამიწა რუხი.
და გულმოკლული ვუსმენდი წუხელ
ბალალაიკის წუხილს.

აქ შავი ღამე იწვა მინაზე,
აქ ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.

Posted by: enagrdzeli 5 May 2008, 01:12
უიმედო სივრცეები

მოვალ ქარში, წვიმაში,
როცა ოხვრა ვარდება.
მოვალ და შენს წინაშე
გავიშლები დარდებად.

მალე გლოვა მომელის,
ხმები სევდანარევი;
მოკვდა ფიქრი, რომელიც
მაწვალებდა ქარივით.

შენ სანთელი დაირქვი
და ეს აღარ იციან.
მე მივდივარ და ირგვლივ
უიმედო სივრცეა.

ბედმა ისევ ინათა,
როგორც მახსოვს, ასეა.
და ვიღაცამ მინასთან
თეთრი კუბო ასწია.

ფიქრთან ასე ვერთობი,
ფიქრი არის გალია.
ღამის სივრცემ წვეთობით
ჩემი სისხლი დალია.

Posted by: რუსთაველი 5 May 2008, 09:17
***
ასეთი წყრომა
და ციხის არე.
და თვეა, რომ ვარ
თბილისის გარეთ.

ღამე იწყება,
მოდის ივნისი.
დამავიწყდება
თითქოს თბილისი.

Posted by: MementoMori 5 May 2008, 14:33
და დროა საქართველომ იგრძნოს ჩემი გენია...

Posted by: რუსთაველი 5 May 2008, 19:06
...
ასე მძიმეა შიში სიკვდილის,
ასე ერთი და მუდამ იგივე.
და ისევ დარდით და ისევ დილით
ალლიდი ოტტოს საფლავთან მიველ.

ქრის დღე და ღამე, ყოველთვის ორი
და ეს ოცნება მზესავით დადის.
დავდივარ ნელა საფლავებს შორის
და ირგვლივ ბრწყინავს დღე ორშაბათის

Posted by: ლიშთოთა 5 May 2008, 19:17
ნუ ძალიან მიყვარს ამხანაგი ტერენტი, რაც მართალია, მართალია
საჩემოა რასაც ჰქვია


ისე რაღაც ემოიშნიკური რევაივალი აქვს გრანელს, შეამჩნიეთ? პოსტგრანჟპანკურმა ტალღამ აიტაცა biggrin.gif

რა მაცინებს ისე, ტრანელის თემაში სიცილაკები უნდა აირკძალოს biggrin.gif

Posted by: love_princess 5 May 2008, 21:53

რამდენი აუდიო ვერსია მაქვს მოსმენილი მისი ლექსების love.gif
მიყვარს ძალიან..

Posted by: sharlota 6 May 2008, 14:36
SILENTIUM
სიჩუმის ყვავილები

ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა

(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით).

სულში უიმედო სივრცე გაიშალა,

გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.


ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები,

მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი.

მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები,

მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.


ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,

როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.

ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა,

მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.


ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია,

ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი.

მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია,

მოდის გათენება, როგორც ბალდახინი

Posted by: რუსთაველი 6 May 2008, 15:10
***
აქ ყვავილებიც მოიპოვება,
ეს გრძნობა ცაზე უმაღლესია.
ჩემი ცხოვრება არის პოემა,
ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია


მაგარია გრანელი...

Posted by: enagrdzeli 6 May 2008, 21:14
ღამის სტრიქონები

რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ,
ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა.
მიხარია, რომ დამტოვეს მარტო,
ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც.

რა ვქნა, ისევ შურია და მტრობა,
ალბათ ქარი გადაუვლის მაღლობს.
ასე მარტო მიხარია ყოფნა,
როცა თავს ვგრძნობ მე სიკვდილთან ახლოს.

როგორც ქრისტე, ვიხედები მაღლა,
ალბათ ჩემთვის ამზადებენ კუბოს.
მინდა ფრთები და მიწიდან გასვლა
და გაფრენის სურვილია უფრო.

უფსკრულია და უფსკრულში ვრჩები,
და ახლოა ქარიშხალი ისევ.
სიჩუმეა და ვსაუბრობ ჩემთვის,
მე ვსაუბრობ და კედლები მისმენს.

ახლაც დაჰქრის, არ ეშველა ქარებს
და კიდია შორს მდუმარე ზარი.
მინდა ავდგე, გავიხედო გარეთ
და გავაღო დაკეტილი კარი.

ყრუ ღამეა, მეშინია ოდნავ,
ალბათ მოვა ჯიბგირი ან ქურდი.
ალბათ ცაზე ღრუბელია ცოტა,
ალბათ მოჩანს ვარსკვლავების გუნდი.

ისევ მოდის ჩემს გულიდან წყრომა,
ოდეს წვიმა დაეცემა მინას.
და მე რა ვქნა შეზღუდული რომ ვარ,
რა ვქნა, მეტი გასაქანი მინდა!

იმ ოთახში კვლავ საათი რეკავს
და ეს გული უცნაურად იწვის.
ახლა მინდა, ვარსებობდე ყველგან,
მთელ მსოფლიოს რომ დავიპყრობ, ვიცი!

ღამის ლანდი მე ფანჯრიდან ვნახე,
ღამის ცეცხლი ეკიდება თვალებს.
და ძვირფასო, ჩემს ბრწყინვალე სახელს,
ვგრძობ, მსოფლიო აღიარებს მალე.

რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ,
ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა.
მიხარია, რომ დამტოვეს მარტო,
ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც...

Posted by: რუსთაველი 8 May 2008, 01:22
...
ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი
(წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი) .
მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ
და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი.

ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა
და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან.
ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა,
ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა.

და იყო ბაღი და თეთრი სკამი,
მე ვისვენებდი, ქროდნენ ბინდები.
და იყო წამი, ცისფერი წამი
და იყო წამი სხვა გარინდების.

Posted by: enagrdzeli 8 May 2008, 04:32
დაძლევს...)

ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს
და ეს დროა უმძიმესი ლოდი.
დილა არის, მე ვოცნებობ მთაზე
და ვაგზლიდან ორთქმავალი მოდის.
აქეთ მზეა, იქ თოვლია სადღაც
და ცხოვრება დაემსგავსა ქაოსს.
რა ქარია, რა სიცივე დადგა
და დღეიდან ზამთარია, დაო!
და ქუჩიდან ყრუ ხმაური ისმის,
დღესაც დიდი მარტოობა ვიგრძენ.
ქალაქს უკვე ჩამოშორდა ნისლი
და ნისლიდან დაიწმინდა სივრცე.

Posted by: რუსთაველი 9 May 2008, 03:47
...
ასე თავდება ჩემი ცხოვრება,
იქ დუმილია და ქალი ცხოვრობს.
მწყურია ზეცის გამოთხოვება,
მთვარესაც მინდა გამოვეთხოვო.

მგონია ეს დრო სიკვდილს მავალებს,
ვწევარ და მინდა გავიდე ველად,
ვწევარ და კივის შორს ორთქლმავალი,
კივის და თითქოს თხოულობს შველას.

სიცოცხლე ქრება, მე რაღაც მშველის,
ქსელში გავები, როგორც ობობა.
მე ახლა ვწევარ და სიკვდილს ველი,
ეს ისევ კამოს სავადმყოფოა.8

ავად ვარ, თუმცა სიცხე კლებულობს,
თქვენც დაიღალეთ, ჩემო მკლავებო.
მშვიდობით, მთვარევ, გაყვითლებულო,
მშვიდობით, ზეცავ და ვარსკვლავებო.

Posted by: MementoMori 9 May 2008, 13:58
ტერენტი_ ალბათ ყველაზე დაუფასებელი გენიოსი საქართველოში

Posted by: რუსთაველი 9 May 2008, 18:00
MementoMori
საქართველოში რომელი გენიოსია დაფასებული?...

-

...
არავინ მოდის და ვატყობ, რომ
ჯობდა სამარე სხვაგან მეპოვა.
საშინელია ეს სავადმყოფო,
სიკვდილის ბინა და სამეფოა.

მიწიდან მოდის ღამე თანდათან,
საღამოს ბაღში ჰქრიან ბინდები.
არ შემიძლია, გული გათავდა,
მე ფრთას შევისხამ და გავფრინდები

Posted by: enagrdzeli 10 May 2008, 01:55
ალბათ მოვა დრო ...

ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.

Posted by: რუსთაველი 10 May 2008, 08:58
...
არავინ არის, გული დაობლდა,
მიწაზე წვება ხეების ჩრდილი.
ეს ხომ კუკიის სასაფლაოა
და სასაფლაო კარგია დილით.

ისევ ნოემბრის მზიანი დღეა,
მიდიან დღენი უმეგობრობის.
ძვირფას კლავდიას21 საფლავთან ვდგევარ
და მაგონდება ახლა გობრონი.

ნოემბერია და ისევ გრილა
და ვხედავ, ცისკენ მიფრინავს ქორი.
გარშემო ელავს მზიანი დილა
და მე ვსეირნობ საფლავებს შორის.

Posted by: enagrdzeli 10 May 2008, 17:13
სიცოცხლის გრადაცია

წითელი მზე აელვარდა მინებთან,
მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე.
უიმედო გულის ძგერა მინელდა,
შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!

გამიარა ჟრუანტელის ალმა,
სადღაც ქარი გადაფრინდა ნაპირზე.
გული მიდის, არ ვიქნები ალბათ,
მწუხარეა ჩემი მკრთალი ნაბიჯი.

ჩაესვენა სურვილების გროვა,
როგორც შორი მირაჟების სერია.
ახლა უფრო დაფიქრების დროა,
ჩადენილი შეცდომები ბევრია.

ჩემი სახე რომ ყვითლდება, ვხედავ,
შორეული ყვავილებიც ხმებიან.
სამარისკენ აცილებენ ცხედარს
და მუსიკის მგლოვიარე ხმებია.

ო, ეს გული, ისევ გული მტკივა,
სიჩუმეა უსიცოცხლო ველების,
რანაირი ნაწამები მივალ,
მიმაქვს ჩემი დაკრეფილი ხელები.

წითელი მზე აელვარდა მინებთან,
მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე,
უიმედო გულის ძგერა მინელდა,
შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!..

Posted by: MementoMori 10 May 2008, 18:32
QUOTE
საქართველოში რომელი გენიოსია დაფასებული?...

სამწუხაროდ გენიოსები კი არა იმდენი "ვაი-ადმიანია" დაფასებული რომ ...

როგორც წესი დიდ ადამიანებს სიცოცხლის მერე დიდი აღიარება ხვდებათ ხოლმე წილად_ თუნდაც ფიროსმანი, თუმცა ამას ტერენტიზე ვერ ვიტყვით, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ეს დროის ამბავია
ანუ რაც უფრო მეტი დრო გავა მით უფრო მეტად გახდება ძვირფასი ტერენტი გრანელი საქართველოსთვის და დიდი იმედი მაქვს არა მარტო, და დადგება ჟამი როცა ყველა მიხვედება თუ როგორ ვერ მოვუარეთ და როგორ ვერ მივხედეთ ამ ერთ ჩვეულებრივ მაგრამ გენიალურ კაცს...

Posted by: მატისი 10 May 2008, 18:34
მიყვარს love.gif love.gif love.gif

Posted by: რუსთაველი 10 May 2008, 19:35
MementoMori
QUOTE
სამწუხაროდ გენიოსები კი არა იმდენი "ვაი-ადმიანია" დაფასებული რომ

მეც მაგას ვჩივი...
QUOTE
რაც უფრო მეტი დრო გავა მით უფრო მეტად გახდება ძვირფასი ტერენტი გრანელი საქართველოსთვის

ამის იმედი მაქვს მეც..

საერთოდ ეს ქართველების სენის, რომ ვერ ვაფასებთ სათანადოდ ადამიანებს.. თითქოს ამას უკვე შევეგუეთ კიდეც...

Posted by: რუსთაველი 10 May 2008, 19:40
...
არა მყავს ტოლი,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
და როგორც თოვლი
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.

სხვა ფიქრი მივლის
და საშინელი სიკვდილის ლანდი.
მე მინდა ძილი
და ეს სიზმარი გათენებამდის.

დგას წამი თრთოლვის,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
კვლავ, როგორც თოვლი,
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი

Posted by: enagrdzeli 10 May 2008, 23:14
ამ ფიქრის გარდა კარია ახლო...

ამ ფიქრის გარდა კარია ახლო,
მოვა დრო და მე დავიღუპები.
განთიადია და მინდა ვნახო
ეს ოქროსფერი ზეცის ღრუბლები.
რა ვქნა, ვერ ვითმენ გათენებამდე,
კედლებს რაღაცას ვესაუბრები.
ახლა თენდება და მინდა ავდგე, -
ვნახო თბილისი, ვნახო ღრუბლები.


Posted by: Anie 10 May 2008, 23:49
QUOTE
საქართველოში რომელი გენიოსია დაფასებული?...



+1 sad.gif
* * *
http://www.link.ge/file/37612/terenti.mp3.html

up.gif

Posted by: რუსთაველი 11 May 2008, 02:53
...
არა ვარ, მინდა გამოცოცხლება,
ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა.
და ვარდისფერი ჩემი ოცნება
ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.

ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა.
ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში
კვლავ დუმილია და ნეტარება

Posted by: hexe 11 May 2008, 14:13
ასე თავდება ჩემი ცხოვრება,

იქ დუმილია და ქალი ცხოვრობს.

მწყურია ზეცის გამოთხოვება,

მთვარესაც მინდა გამოვეთხოვო.


მგონია ეს დრო სიკვდილს მავალებს,

ვწევარ და მინდა გავიდე ველად,

ვწევარ და კივის შორს ორთქლმავალი,

კივის და თითქოს თხოულობს შველას.


სიცოცხლე ქრება, მე რაღაც მშველის,

ქსელში გავები, როგორც ობობა.

მე ახლა ვწევარ და სიკვდილს ველი,

ეს ისევ კამოს სავადმყოფოა.


ავად ვარ, თუმცა სიცხე კლებულობს,

თქვენც დაიღალეთ, ჩემო მკლავებო.

მშვიდობით, მთვარევ, გაყვითლებულო,

მშვიდობით, ზეცავ და ვარსკვლავებო.


love.gif გრანელი

Posted by: enagrdzeli 11 May 2008, 15:16
სამშობლოს

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

როგორც ოხვრა შორეული გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი,-
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

Posted by: Anie 11 May 2008, 15:20
არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,

ახლა იშლება სივრცე ნახული.

ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,

აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.


და იბადება ყოველთვის კითხვა:

- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!

მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,

როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.


იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,

ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.

აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,

მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.


არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,

ახლა იშლება სივრცე ნახული.

ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,

აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

Posted by: enagrdzeli 11 May 2008, 15:25
რკალიდან: კვირის წირვები

თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზმანებას,
დაისვენებენ ქიმერებზე ჩემი ცოდვები.
შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს
და აქ, თბილისში, თვით მათხოვარს შევეცოდები.

მე ეს შუადღე გამაოცებს თავის ლოცვებით,
ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცულს.
წვიმის ლანდებში ვიმალები ღამის ოცნებით,
ო, ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს.

ანთებულ გრძნობით ავაკივლებ ცრემლებს თვალებში,
როცა საშინლად გამაშავებს მთვარის სინესტე.
მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში,
და ჩემი ლექსი - ყაჩაღების ცრუ მანიფესტი.

კვირის წირვებში ცოდვილ ტაძრებს ასწევენ მკვდრები,
თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა.
ო, ვიყრი მუხლებს, სინანულით შენ გევედრები,
მე, გაჭირვებულს და საცოდავს, ღმერთო, შემინდე!

Posted by: hexe 11 May 2008, 15:43
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი,
ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა
ძვირფასო, რისთვის დააგვიანე..

ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს,
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და, როგორც ბავშვი, დაიწყებ ტირილს

ასე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით,
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ
მოხვალ და ვიცი, მომეფერები..

თუმცა, იქნება ღამე წვალების
ღამე სასტიკი და ულმობელი,
და ეს თვალები, ლურჯი თვალები
ჩემი თვალები ისევ მოგელის..



ვგიჟდები ამ ლექსზე
ბრრრ mo.gif

Posted by: LOTI 11 May 2008, 15:51
hexe
QUOTE

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი,
ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა
ძვირფასო, რისთვის დააგვიანე..

ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს,
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და, როგორც ბავშვი, დაიწყებ ტირილს

ასე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით,
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ
მოხვალ და ვიცი, მომეფერები..

თუმცა, იქნება ღამე წვალების
ღამე სასტიკი და ულმობელი,
და ეს თვალები, ლურჯი თვალები
ჩემი თვალები ისევ მოგელის..

ვგიჟდები ამ ლექსზე
ბრრრ


მეც user.gif
http://www.httptunnel.ge/Terenti_Graneli_shens_molodinshi.mp3


=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-
http://www.httptunnel.ge/VoteGenius.aspx?pollID=3
Powered By: http://www.httptunnel.ge

Posted by: enagrdzeli 11 May 2008, 16:02
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს.

მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს.

მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა.

მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
ის სინათლე, ვიცი, გამაწამებს.

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს.

Posted by: hexe 11 May 2008, 16:21
LOTI
მადლობთ ლინკისთვის smile.gif


სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია
ვერ გადურჩები სულს წვალებას
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

სადღაც სდუმს დილა , სადღაც ძილია
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა
ჩემი სხეული რომ დაღლილია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას

და სადრაც ბაღთან ვიღაც იცდიდა
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა user.gif
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.



ძალიან მიყვარს ეს ლექსი და ხმა რომელიც ამ ლექსს კითხულობს თუმცა არ ვიცი ვინ არის love.gif




Posted by: LOTI 11 May 2008, 16:29
hexe
QUOTE
მადლობთ ლინკისთვის

გაიხარე...

QUOTE
ძალიან მიყვარს ეს ლექსი და ხმა რომელიც ამ ლექსს კითხულობს თუმცა არ ვიცი ვინ არის

არც მე არ ვიცი sad.gif

QUOTE
სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია
ვერ გადურჩები სულს წვალებას
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

სადღაც სდუმს დილა , სადღაც ძილია
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა
ჩემი სხეული რომ დაღლილია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას

და სადრაც ბაღთან ვიღაც იცდიდა
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას. 


http://www.httptunnel.ge/Terenti_Graneli_Sadgac_sdums_mtebi.mp3

Posted by: hexe 11 May 2008, 16:32
LOTI
მაგ ლექსს კითხულობვს განსაკუთრებულად
ორი თვეა ვუსმენ და ვცდილობ გავარკვიო ვინ არის smile.gif

Posted by: enagrdzeli 11 May 2008, 21:27
მაშოს და ზოზიას

რა ვქნა, მას შემდეგ დიდი ხანია,
რაც არ მინახავს ჩემი სოფელი.
მარტო მივდივარ, ჩუმი ღამეა,
მივდივარ ასე შეუცნობელი.

პოეტს ცისფერი ოცნება დაღლის,
რადგან სიცოცხლე მეტად რთულია.
და მესიზმრება ის ჩვენი სახლი,
რომელიც უკვე გაყიდულია.

მე შემიყვარეს ბევრმა გულებმა,
(ახლა ეს მთვარე უფრო მკრთალია).
მწამს, დებო, თქვენი შეხედულება,
ჩემს ცხოვრებაზე რომ მართალია.

ახლა მარტო ვარ, ის დრო წავიდა,
როცა ქუჩაში ვახდენდი დებოშს.
ნუ დარდობთ ჩემზე, იყავით მშვიდად,
მე მალე მოვალ, ძვირფასო დებო!

Posted by: hexe 12 May 2008, 00:42
QUOTE
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს.

მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს.

მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა.

მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
ის სინათლე, ვიცი, გამაწამებს.

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს.

აი ეს ლექსი აბსოლიტურად ზუსტად გამოხატავს მის პიროვნებას up.gif

Posted by: enagrdzeli 12 May 2008, 00:52
ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

Posted by: რუსთაველი 12 May 2008, 04:59
hexe
QUOTE
ძალიან მიყვარს ეს ლექსი და ხმა რომელიც ამ ლექსს კითხულობს თუმცა არ ვიცი ვინ არის


ამ ლექს იცი ვინ კითხულობს?? სახელი და გვარი არ ვიცი, მარა თუ რამეს გეტყვის, რადიო უნივერსის წამყვანი იყო ეს ბიჭი, ეხლა აღარ ვიცი არის თუ არა ისევ smile.gif

Posted by: enagrdzeli 12 May 2008, 05:53
არ მგონი . . .

არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე.
მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს,
ჩემი ფიქრები ისევ კივიან.
ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში
ყველაზე კარგი ეს ადგილია.
შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი,
ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია.
გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის,
ტყეა, მარტო ვარ და მეშინია.
სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე!

Posted by: რუსთაველი 12 May 2008, 06:03
...

არა მყავს ტოლი,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
და როგორც თოვლი
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.

სხვა ფიქრი მივლის
და საშინელი სიკვდილის ლანდი.
მე მინდა ძილი
და ეს სიზმარი გათენებამდის.

დგას წამი თრთოლვის,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
კვლავ, როგორც თოვლი,
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.

Posted by: enagrdzeli 12 May 2008, 06:18
არ ვხედავ ღრუბელს...

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.
და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.
აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.
დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.
დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

Posted by: რუსთაველი 12 May 2008, 06:26
...

არ მინდა საგნის დასახელება,
ის არის მგზავრი ამნაირ დილის.
იქით მთებია, აქეთ ღელეა
და მინდორს ფარავს ხეების ჩრდილი.

ჩემი იღბალი მუდამ ასეა,
ფიქრი არ წყდება და მზე არ იცდის.
ეს დღევანდელი დღე ძვირფასია,
ასე უზომო ხეტიალისთვის.

ბაღში ფოთლები ისევ გროვდება,
ფოთლები, ასე შორს დაფენილი.
და ახლა გვიან მე მაგონდება,
ფიქრი, მოსული და გაფრენილი.

Posted by: hexe 12 May 2008, 10:05
რუსთაველი
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის wink.gif

Posted by: PIPOO 12 May 2008, 13:39
15 წლის ვიყავი პირველად რო წავიკითხე ქაოსის ღმერთის რამოდენიმე ლექსი:ბავშვები ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდით,რიცა ერთერთმა ჩვენნაერმა დიდი კარდონის ყუთი შემოიტანა, ამ გაცრეცილ გაქექილ ბავშვებისთვის საიდუმლო რაღაცაში ტერენტის უამრავი წიგნი ელაგა მოკლედ სავსე იყო ,ამის დანახვაზე სკოლაში წიგნზე გაბოროტებული უფრო გუჩაში გაზრდილი ბავშვები ვიდრე სახლში ,დაუნდობლად ეტაკნენ ( მეც მათ შორის) ფურცლებს და გლეჯა დაუწყეს,იქ იმაზე ეწერა რასაც ჩვენ ჩავდიოდით,ქარში აწეწილ დაწეწილი ასამდე წიგნი მისივე ფურცლებით ერთმანეთში ირეოდა ,ხან მანქანამ გადაუარა ხან ძაღლი გაეთამაშა და ბოლოს გადარჩენილი ეგზემპლარები რამოდენიმემ სახლში წავიღეთ ვინც წაიკითხა (თუ წაიკითხეს არ ვიცი)smile.gif წაკითხვამდე შეიცნო მისი ბუნება,ქარში მიმოფანტულ ადამიანთა ფეხებ ქვეშ გათელილი მწერალი,
მხატვრული თეორია ქაოსზეsmile.gif
ცოტა მოთხრობასვით გამომივიდა მაგარამ ...... ასეთი იყო ტერენტი გრანელი
smile.gif

Posted by: რუსთაველი 12 May 2008, 17:17
hexe
QUOTE
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის

არაფერის, თუ რამეში დაგეხმარა კაია.. smile.gif
მაგ ბიჭის სახელი და გვარი ვერაფრით გავისენე... sad.gif


Posted by: რუსთაველი 12 May 2008, 17:24
...

არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის.
ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,
ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი

შაბათია, ველოდები კვირას,
თეთრი სივრცე მწუხარებას მალავს.
ბინაში ვარ და, ძვირფასო, ხშირად
ტუსაღივით მენატრება გავლა.

ნელა გადის ღამეების რიგი,
სამარეა ჩვენი ყოფნის ბოლო.
ერთი თეთრი ღრუბელია იქით
და ოთახში სითეთრეა მხოლოდ.

ელავს ჩემი შორეული სევდა,
ამოვარდა საშინელი ქარი.
მარტო არ ვარ, ვიმყოფები სხვებთან,
იმედია, რომ დავკეტე კარი.

არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის.
ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,
ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი.

Posted by: enagrdzeli 12 May 2008, 21:37
შეშლილი ცრემლები

ზოზიას

ეს ვედრება შიშველი -
მეუცხოვა მე გვიან,
ღამე, ვნებით შეშლილი,
ყელზე გადამეხვია.

თეთრი შუქი ინთება
ჩემი სულის და ვარდის.
ო, ტირილი მინდება,
შენთან უხმოდ დავარდნილს.

მე თანდათან ვყვითლდები
და ჩემი თმაც ძირს ცვივა.
დაო, ნუ შეწუხდები,
თუ წამების ღირსი ვარ.

ჩუმად ძინავს გულს ტყეში
სევდის ლურჯი ოდებით.
და თბილისის კუთხეში
სადმე ღამით მოვკვდები.

Posted by: რუსთაველი 15 May 2008, 01:18
***

არ მინდა საგნის დასახელება,
ის არის მგზავრი ამნაირ დილის.
იქით მთებია, აქეთ ღელეა
და მინდორს ფარავს ხეების ჩრდილი.

ჩემი იღბალი მუდამ ასეა,
ფიქრი არ წყდება და მზე არ იცდის.
ეს დღევანდელი დღე ძვირფასია,
ასე უზომო ხეტიალისთვის.

ბაღში ფოთლები ისევ გროვდება,
ფოთლები, ასე შორს დაფენილი.
და ახლა გვიან მე მაგონდება,
ფიქრი, მოსული და გაფრენილი

Posted by: enagrdzeli 15 May 2008, 13:26
ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს...

ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს
და ეს დროა უმძიმესი ლოდი.
დილა არის, მე ვოცნებობ მთაზე
და ვაგზლიდან ორთქმავალი მოდის.
აქეთ მზეა, იქ თოვლია სადღაც
და ცხოვრება დაემსგავსა ქაოსს.
რა ქარია, რა სიცივე დადგა
და დღეიდან ზამთარია, დაო!
და ქუჩიდან ყრუ ხმაური ისმის,
დღესაც დიდი მარტოობა ვიგრძენ.
ქალაქს უკვე ჩამოშორდა ნისლი
და ნისლიდან დაიწმინდა სივრცე.

Posted by: რუსთაველი 15 May 2008, 23:54
...

არ შემიძლია და მე ავად ვარ,
ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.
ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

იყო ოცნება, როგორც შენობა,
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის.
შენ მიდიოდი და მიგონებდი,
შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი.

Posted by: enagrdzeli 16 May 2008, 00:56
ხსოვნის სიმაღლე

დამძიმდა ბედი, ხსოვნის ტარება,
არ მოსჩანს თეთრი მზე ლანდემინის.
და სიზმარივით თვალს ეფარება:
თბილისი, ცრემლი, დღე რამდენიმე.

ო, გაქრა ლოცვის ფარული სფერო,
და ვურიგდები სიკვდილზე ზამთარს.
მოვიდა რიცხვი საბედისწერო
და სულის ირგვლივ უცებ დაღამდა.

ახლოს არ დარჩა ვარდი არცერთი
და გლოვა კრთოდა ბედის წყაროდან.
ჩამქრალ თვალებით ნუგეშს ვეძებდი,
ვეძებდი ნუგეშს და მიხაროდა...

Posted by: რუსთაველი 16 May 2008, 01:50
...


არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე.

მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს,
ჩემი ფიქრები ისევ კივიან.
ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში
ყველაზე კარგი ეს ადგილია.

შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი,
ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია.
გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის,
ტყეა, მარტო ვარ და მეშინია.

სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე!

Posted by: enagrdzeli 16 May 2008, 02:37
მკრთალი სილუეტი

შავგვრემან სახეს აცისკროვნებს ლურჯი გაროზი,
თეთრი ხალათი ნაზ ბროლის ყელს მეტად უხდება.
ღრუბლიან ავდარს გადალახავს წმინდა ტაროსი
და ჩვენს გარშემო ყვავილები აფირუზდება.

მკრთალი ლანდები ცის სივრცეში ათამაშდება,
ნელ ცეცხლის ალით იფერფლება ანგელოზები,
ჩემი იმედი სამუდამოდ რომ დამარცხდება,
ვით მონაზონი, შავ ძაძებით შევიმოსები.

თეთრი ვარსკვლავი კაბადონზე რომ გამოჩნდება,
მისი სხივები მსურს შევკონო ბრილიანტებად.
მთვარიან ღამის ჩუმი დილა რომ გათენდება,
ჩემი ოცნება დაიმსხვრევა მრავალ ლანდებად.

Posted by: რუსთაველი 16 May 2008, 07:47
...

არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე,
ვიცოდი, ეს დღე რას მიპირებდა.
მე სკანდალისთვის დამატუსაღეს,
ვზივარ ქურდებთან და ჯიბგირებთან.

ეს იყო წინათ, წინათ, როდესაც
ელოდნენ ცისფერ სიკვდილის წამებს.
მე, როგორც ტუსაღს, ძილში მომესმა -
სადღაც მღეროდნენ და იდგა ღამე.

Posted by: enagrdzeli 16 May 2008, 12:51
მთვარე ციხიდან

ვზივარ, საკანში ბინდი შემოვა,
და ისევ ციხის ქსელში გავები.
ახლა თბილისი გრძნობს უჩემობას,
და ჩემს ტყვეობას გრძნობს ვარსკვლავები.

უფრო გარეთ ვარ, უფრო ქარია,
ფიქრი ზღვასავით ნელა ირხევა.
და თითქოს მთვარეც პატიმარია,
და თითქოს ზეცა მისთვის ციხეა.

და ემსგავსება მთვარე დედოფალს,
და ახლა ცაზე ღრუბელთ ცხრილია,
მგონია, მთვარეც უიმედოა,
მგონია, მთვარეც დაჭერილია.

ვზივარ, საკანში ბინდი შემოვა,
და ისევ ციხის ქსელში გავები.
ახლა თბილისი გრძნობს უჩემობას,
და ჩემს ტყვეობას გრძნობს ვარსკვლავები.

Posted by: რუსთაველი 17 May 2008, 07:55
...

არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

და იბადება ყოველთვის კითხვა:
- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.

იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,
ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.
აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,
მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.

არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

Posted by: enagrdzeli 17 May 2008, 13:43
ახლა უფრო მდუმარეა ზეცა,
ვინ მიხვდება ჩემს ამნაირ გლოვას?
ისევ ციდან ველოდები მერცხალს,
მაგრამ ციდან ქარიშხალი მოვა.

გათენდება ქარიანი კვირა.
ბედისწერა დაეტყობა ხელებს.
მოვა დარდი და ვეწვევი ხშირად
შემოდგომის გაყვითლებულ ველებს.

მიწა უნდა ჩემს უბრალო თვალებს,
ღმერთო ჩემო, ახლა უკვე დროა,
მოვა ჩუმი შემოდგომა მალე,
შემოდგომას სიხარული მოაქვს.

ახლა მეტი მწუხარება არის,
ვიღაც ალი სამარესთან გოდებს,
და წაიღებს შემოდგომის ქარი
უფსკრულისკენ გარინდებულ ფოთლებს.

ახლა უფრო მდუმარეა ზეცა,
ვინ მიხვდება ჩემს ამნაირ გლოვას?
ისევ ციდან ველოდები მერცხალს,
მაგრამ ციდან ქარიშხალი მოვა...

Posted by: Marthin_Luther_King 17 May 2008, 17:34
დროა გრიგალმა მაღლა აგწიოს,
როგორც ოცნება დიდი ნაღველის.
არ უნდა ფიქრი, რომ გალაკტიონს
მე ჩამოვართვი მეფის სახელი .......

Posted by: enagrdzeli 18 May 2008, 09:15
ფარული ვედრება

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ…

Posted by: LOTI 18 May 2008, 12:07
QUOTE
ფარული ვედრება

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ…

http://www.httptunnel.ge/Terenti_Graneli_Faruli_vedreba.mp3




=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-
შედი და დააფიქსირე შენი აზრი: http://www.httptunnel.ge/VoteGenius.aspx?pollID=3
Powered By: http://www.httptunnel.ge

Posted by: enagrdzeli 18 May 2008, 12:39
სოფლის სიჩუმე

შორს მიმაქანებდა მე სულის სიჩქარე,
და ვგრძნობდი, თვალებში რომ ცრემლი ყვაოდა.
გზა იყო უცნობი, გავაღე ჭიშკარი
და კვნესა მომესმა მე სასაფლაოდან.

სიჩუმეს ფანტავდა ფურცლები სიმინდის,
მოსჩანდა სამრეკლო და ლურჯი გორები.
ჩემს ფიქრებს თან სდევდა ლოცვები სიწმინდის
და ზარებს ვუსმენდი მე განმეორებით...

Posted by: რუსთაველი 20 May 2008, 08:33
...

მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა,
დღეს მოწყენილი მივდივარ გზაზე.
რა ვუყო, ყველამ თუ მიღალატა,
რა ვუყო, ცხედარს თუ დავემსგავსე!

გარშემო დაწვა დღე უცნაური,
დასდევს წამება იღბალს თანაბარს.
ქალაქში უცებ შეწყდა ხმაური,
ქალაქმა უცებ სული განაბა.

ისევ შორიდან ვუმზერ სამყაროს,
ეს გრძნობა თვალებს ცრემლით ამივსებს.
მწუხარე სახით მოვწყდი საღამოს
და ახლა მივალ ცისფერ ღამისკენ...

Posted by: enagrdzeli 20 May 2008, 11:03
უიმედო სივრცეები

მოვალ ქარში, წვიმაში,
როცა ოხვრა ვარდება.
მოვალ და შენს წინაშე
გავიშლები დარდებად.

მალე გლოვა მომელის,
ხმები სევდანარევი;
მოკვდა ფიქრი, რომელიც
მაწვალებდა ქარივით.

შენ სანთელი დაირქვი
და ეს აღარ იციან.
მე მივდივარ და ირგვლივ
უიმედო სივრცეა.

ბედმა ისევ ინათა,
როგორც მახსოვს, ასეა.
და ვიღაცამ მინასთან
თეთრი კუბო ასწია.

ფიქრთან ასე ვერთობი,
ფიქრი არის გალია.
ღამის სივრცემ წვეთობით
ჩემი სისხლი დალია.

Posted by: an1-)) 20 May 2008, 20:09
აუუ როგორ მიყვარს ტერენტი გრანელი მმაგარია ძაან

Posted by: enagrdzeli 20 May 2008, 21:31
"მე რომ გაფრენა არ შემიძლია,ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას!.."

Posted by: Kandinskaia 20 May 2008, 21:37
"ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია."


მაგრამ მე მაინც გალაკტიონი უფრო მიყვარს biggrin.gif

Posted by: enagrdzeli 20 May 2008, 21:39
ვიგონებ ალერსს და დღეებს განვლილს
და ეს იღბალი გრიგალს ჩაბარდა.
იქ, სადღაც ქმარზე დაფიქრდა ქალი,
იქ, სადღაც გვიან შეირხა ფარდა.
შენ ეს ფიქრები ისევ ცეცხლს გიჩენს,
თუმცა იმედი ხომ დაგებადა.
მე ჩემი გული ამოვიგლიჯე
და გულის ნაწილს ჰაერში ვფანტავ.
დროა გრიგალმა მაღლა აგწიოს,
როგორც ოცნება დიდი ნაღველის.
არ უნდა ფიქრი, რომ გალაკტიონს
მე ჩამოვართვი მეფის სახელი.
ეს იყო მხოლოდ მეტის მოცემა,
კორიანტელი ახალ დარდების.
მე ისევ მიყვარს ჩემი ოცნება,
მე ისევ მიყვარს ცა ლაჟვარდების.

Posted by: Kandinskaia 20 May 2008, 22:03
გამოჩნდა მიწა ცივი და სველი.
ფოთოლზე ფოთლის დაცურდა ლანდი
და გამახსენდა, რომ მთელი წელი
აღარც ისმოდი და აღარც ჩანდი.

ხოლო ის წელი, ის ერთი წელი,
რომელიც უკვე უკუნეთს ერთვის,
ჩემთვის გავიდა ძალიან ნელა
და ღმერთმა იცის რა იყო შენთვის.

Posted by: enagrdzeli 20 May 2008, 22:07
გამომეღვიძა,ლამპა ჩამქრალა
ოთახში ბნელა,ფიქრი გროვდებ
და შიშმა ისევ ამაკანკალა
და თითქოს ვიღაც მიახლოვდება.
ეს როიალიც კუბოს მსგავსია
და კუბოსავიტ მოჩანს კამოდიც
თითქოს ოთახში ვიღაც კაცია,
თითქოს კიბეზე ვიღაც ამოდის.
ქარმა ფანჯარას ფრთები მოარტყა
,ეს მოლანდება მაინც რა იყო?
თითქოს Vიღაცა კარებს მოადგა,
და თითქოს უცებ კარი გაიღო...

(დასრულებული არ არის) smile.gif
to be contineud

Posted by: flourishing 22 May 2008, 13:08
"დეპრესია" მქონდა და სულ ტერენტი გრანელი მიტრიალებდა თავში
ვცდილობ გადავერთო სხვა რამეზე, ისევ მოდის სტროფები
\
შენ ვერ მიპოვი და ნურც დამეძებ
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით

მაგრამ ტკბილად მახსოვს ჩემი თავისუფლების მოედანზე ბოდიალი (ადრესატი იქვე ცხოვრობს, ჩემთვსი ცხოვრობდა smile.gif ) , ცრემლები თავისით რომ მოდის
და თავში რომ ლექსებია
და მძიმე რომ ხარ ძალიან


Posted by: gvantsuli 22 May 2008, 17:30
"მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას...."


up.gif up.gif

Posted by: enagrdzeli 22 May 2008, 17:55
არ ვხედავ ღრუბელს...

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.
და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.
აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.
დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.
დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

Posted by: jin-jer 23 May 2008, 13:42
გაზაფხულის საღამო
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

Posted by: enagrdzeli 23 May 2008, 13:45
აღსარება ქუთაისს

მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე
და მომდევს ქარი შორი აპრილის.
ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის
შენი დღეები ამწვანებული.
მოვედი შენთან თბილისის ნისლით
და ღამეებით გაწვალებული.
ო, ლოცვით სული აქაც აივსო,
ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას.
და შენ სივრცეზე, მე, ქუთაისო,
ველი სხვანაირ დღის გათენებას.
ავალ კიბეზე და მე მივმართავ
ბაგრატის ტაძრის მაღალ ნანგრევებს,
რომ ჩემი სული ფერფლია მართლა,
რომ გული სევდას აქაც აგროვებს.
ღამდება ასე, დაეცა წვიმა,
და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი,
უამინდობამ მე დამამძიმა
და ისევ მელის გზა დამღუპველი.
ახლაც სიმშვიდე არ მეკარება,
მე აქაც ბევრი ღამე ვათიე.
ო, ქუთაისო, ეს მწუხარება
და ეს ტირილი შენ მაპატიე.


Posted by: jin-jer 23 May 2008, 17:41
ძვირფას დებს

მაშოს და ზოზიას

რა ვქნა, მას შემდეგ დიდი ხანია,
რაც არ მინახავს ჩემი სოფელი.
მარტო მივდივარ, ჩუმი ღამეა,
მივდივარ ასე შეუცნობელი.

პოეტს ცისფერი ოცნება დაღლის,
რადგან სიცოცხლე მეტად რთულია.
და მესიზმრება ის ჩვენი სახლი,
რომელიც უკვე გაყიდულია.

მე შემიყვარეს ბევრმა გულებმა,
(ახლა ეს მთვარე უფრო მკრთალია).
მწამს, დებო, თქვენი შეხედულება,
ჩემს ცხოვრებაზე რომ მართალია.

ახლა მარტო ვარ, ის დრო წავიდა,
როცა ქუჩაში ვახდენდი დებოშს.
ნუ დარდობთ ჩემზე, იყავით მშვიდად,
მე მალე მოვალ, ძვირფასო დებო!



Posted by: eloiza 23 May 2008, 21:06
შეიძლება ეს ჩანახატი დევს რომელიმე გვერდზე, მაგრამ მაინც

მე ძალიან მომწონსsmile.gif
http://www.link.ge/file/44371/terenti-graneli.###.html

Posted by: enagrdzeli 23 May 2008, 21:07
ექსკურსია ცისკენ

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
იქ უხილავი მხარე მიცდიდა
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდა
და გაგიჟებას ველოდი ისევ.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

Posted by: jin-jer 23 May 2008, 23:37
სოფლის სიჩუმე

შორს მიმაქანებდა მე სულის სიჩქარე,
და ვგრძნობდი, თვალებში რომ ცრემლი ყვაოდა.
გზა იყო უცნობი, გავაღე ჭიშკარი
და კვნესა მომესმა მე სასაფლაოდან.

სიჩუმეს ფანტავდა ფურცლები სიმინდის,
მოსჩანდა სამრეკლო და ლურჯი გორები.
ჩემს ფიქრებს თან სდევდა ლოცვები სიწმინდის
და ზარებს ვუსმენდი მე განმეორებით...

Posted by: enagrdzeli 24 May 2008, 03:54
გაზაფხული

ვარ ასე მოღლილი და სახედამწვარი
და ყოველი ღამე - ეს ჩემი ლოდია.
მე მივალ ბაღისკენ, გათავდა ზამთარი
და უფრო ნათელი დღეები მოდიან.
მე ბევრჯერ მქონია დარდი იშვიათი,
ბევრჯერ თავის მოკვლაც მქონდა განზრახული.
გუშინ მომენატრა ფოთლების შრიალი
და ჩუმი საღამო ისევ გაზაფხულის.
და მგონია ბედი ქარში დამარხული,
მგონია, ვიყავი და ახლა აღარ ვარ.
ლურჯი სიზმარივით მოვა გაზაფხული,
როგორც სიარული და როგორც დაღალვა.

Posted by: jin-jer 24 May 2008, 12:12
უიმედო სივრცეები

მოვალ ქარში, წვიმაში,
როცა ოხვრა ვარდება.
მოვალ და შენს წინაშე
გავიშლები დარდებად.

მალე გლოვა მომელის,
ხმები სევდანარევი;
მოკვდა ფიქრი, რომელიც
მაწვალებდა ქარივით.

შენ სანთელი დაირქვი
და ეს აღარ იციან.
მე მივდივარ და ირგვლივ
უიმედო სივრცეა.

ბედმა ისევ ინათა,
როგორც მახსოვს, ასეა.
და ვიღაცამ მინასთან
თეთრი კუბო ასწია.

ფიქრთან ასე ვერთობი,
ფიქრი არის გალია.
ღამის სივრცემ წვეთობით
ჩემი სისხლი დალია.



Posted by: enagrdzeli 24 May 2008, 14:05
დაბრუნება სოფელში

ახლა არის ივნისი, ახლა გვიან ღამდება.
მაგონდება ბავშვობა. ეს ცა მაშინ სხვა იყო!
ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას...
მერე თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო.
ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს,
(ახლა უფრო ხშირია დარდი და უძილობა).
მზერას მტაცებს საყდარი. ველზე გათხრილ სამარეს
ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას.
ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად:
მე ხომ ბედმა გამრიყა, თანაც მტანჯავს ციება!..
ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა,
ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება.
თუმცა თვალებს ცეცხლიანს არ ეტყობათ დაღალვა,
ვიცი, გაფითრებული ვგავარ შემოღამებას.
ნიჭმა ვეღარ მიშველა, როგორც ზეცამ მაღალმა...
არ თავდება ვარამი და იობის წამება.
ახლა მინდა ამ მზეში იმედები გახშირდეს
(თუმცა რაა იმედი? - წამიერი ფარ-ხმალი).
მელანდება სიკვდილი და სოფელი მამშვიდებს,
ჩემი ტკბილი ოცნების ლურჯი ნამოსახლარი.

Posted by: jin-jer 25 May 2008, 12:34
ვედრება უფალთან

ვერ გავარღვიე ბოროტების შავი რკალები,
მუდამ თან დამდევს მე უსაზღვრო მოწყენილობა,
მოვა საღამო და ოცნებით დავიღალები,
სულს უხარია თეთრი ღამე და უძილობა.

ჩემი ცხოვრება უცნაური ქრება ცრემლებით,
არავინ არ მყავს, არსაიდან შველას არ ველი.
ო, ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები,
უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი...

Posted by: enagrdzeli 26 May 2008, 05:32
დათოვლილი სანთელი

საღამო ამნაირ სახის
დარდივით გაჩნდება ისევ.
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.
გათავდა ცრემლების თოვა,
ო, ხსოვნას რა ნელა ძინავს.
და თეთრი ქალწული - გლოვა
ეცემა სისხლიან მინას.
და ირგვლივ სამარეს უვლის
ფარული სურვილის ლანდი.
და ჩემი მწუხარე სული
მსგავსია დათოვლილ სანთლის.
ეს მხარე ღამდება, რადგან
ცისფერი იმედი მიდის.
როგორი სიჩუმე დადგა,
ო, როგორ ჩამოწვა ბინდი!..
მე წავალ სხვანაირ სახით,
ჩემს წასვლას დიდება მისდევს.
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.

Posted by: jin-jer 26 May 2008, 10:33
ხსოვნის სიმაღლე

დამძიმდა ბედი, ხსოვნის ტარება,
არ მოსჩანს თეთრი მზე ლანდემინის.
და სიზმარივით თვალს ეფარება:
თბილისი, ცრემლი, დღე რამდენიმე.
ო, გაქრა ლოცვის ფარული სფერო,
და ვურიგდები სიკვდილზე ზამთარს.
მოვიდა რიცხვი საბედისწერო
და სულის ირგვლივ უცებ დაღამდა.
ახლოს არ დარჩა ვარდი არცერთი
და გლოვა კრთოდა ბედის წყაროდან.
ჩამქრალ თვალებით ნუგეშს ვეძებდი,
ვეძებდი ნუგეშს და მიხაროდა

Posted by: enagrdzeli 26 May 2008, 10:36
* * *

დამწვა საკუთარ ალმა,
ვატყობ, თანდათან ვქრები.
სადღაც ხარობენ ალბათ
ჩემი პატარა მტრები.
რა ვქნა, ციხეა, ვშფოთავ,
ცისკენ მივყავარ სურვილს.
და ემსგავსება ფოთოლს
ჩემი მწუხარე სული.
მოდის შაბათი, კვირა,
საშინელ სურათს ვხედავ.
და მესიზმრება ხშირად
მიცვალებული დედა.
ღუნავს ქარები ალვას,
ელავს მუსიკის ხმები,
დამწვა საკუთარ ალმა,
ვატყობ, თანდათან ვქრები...

Posted by: jin-jer 27 May 2008, 01:20
ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!
თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!
ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 01:29
ელდა

როგორ მინდოდა ალერსის ნამი,
ო, ისე როგორც უყვართ ყვავილებს,
როგორ მწყუროდა, რომ ერთხელ მაინც
შენც ჩახვეოდი ჩემ სიყმაწვილეს.
შენ მიყურებდი ქეშად, უნდობლად,
მეწოდა გული ცეცხლით, ვარამით,
ბედს ფანჯრის შუქიც აღარ უნდოდა!
სულ არაფერი, სულ აღარავინ!
ილაჯგაწყვეტილ სიცოცხლეს განა
კიდევ შეეძლო ვინმესთან მისვლა?
შენ ჩემი ცრემლი არ დაგენანა,
ცრემლი შენს ახლოს დამდგარა ნისლით.
დასწყავლოს ღმერთმა, ღამე გრძელი!
იქ მაინც ღვიძავთ ჯიღა ნაპრალებს!
შენ ჩემ ლექსებში შიში იგრძენი,
შიში, რომელიც ღუპავდა თვალებს.

Posted by: jin-jer 27 May 2008, 02:42
ალბათ მოვა დრო ...

ლბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთა.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 04:39
ამდენ წამების და გლოვის შემდეგ ...

ამდენ წამების და გლოვის შემდეგ
მე ისევ დამრჩა გული პოეტის.
და სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს
და გულმოკლული მე წამოვედი.
იყო გრიგალის და თოვლის შემდეგ
უფრო მწუხარე გამოსალმება.
მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს
და ვეგებები ისევ წამებას.
თითქო ცისფერი ოცნების შემდეგ
ისევ გამეფდა ზამთრის ქარები.
მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს
და თბილისისკენ მივექანები.

Posted by: jin-jer 27 May 2008, 05:25
ამნაირ ბედზე ვნაღვლობ...

ი ამნაირ ბედზე ვნაღვლობ,
ბედმა მიწაზე დამტოვა.
შენ ხარ ჩემ სულთან ახლო
და სული მუდამ მარტოა.
ისევ ლექსებთან ვრჩები
და ლექსი სულის ლანდია.
მეგობარია ჩემი
ეს ნიკო მაკალათია.
შენი ხმა ისევ მესმის,
გარშემო უფრო ნისლია
ჩემი ყოველი ლექსი
მხოლოდ გული და სისხლია.

Posted by: Tarnum 27 May 2008, 05:28
enagrdzeli
jin-jer

რა ხდება რა აიკელი(თ) განყოფილება? /სპყ/

პოეზიის დილა გვაქვს?

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 05:32
Tarnum
QUOTE
რა ხდება რა აიკელი(თ) განყოფილება?

არ მეძინება ამხანაგო და ვპოსატვ ლექსებს smile.gif


თქვენ რამ შეგაწუხათ rolleyes.gif spy.gif


biggrin.gif


jin-jer-მა თავისი თქვას biggrin.gif





პ.ს. დიდხანს არ შეგაწუხენთ ჩემი ნიკით,გარემოება მოითხოვს უნდა დაგტოვოთ.ხვალ ატასი საქმეა შინ და გარეთ.ცოტაჩ გამიძელით

biggrin.gif

Posted by: jin-jer 27 May 2008, 18:12
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს...

ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,
დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ
საწერ მაგიდას ეცემა შუქი.
ხვალ გათენდება დღე უცნაური
და შორს ღრუბლებით ცა დაისერა.
მესმის ქუჩიდან ფეხის ხმაური,
მესმის ქუჩიდან ნელი სიმღერა.
მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები,
ძვირფასო, ეს დროც გაივლის ალბათ.
ჩემს წინ აწყვია ძველი წიგნები,
ჩემს წინ სკამია და კიდევ ლამპა.
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,
დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ
საწერ მაგიდას ეცემა შუქი.

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 19:40
არ ვხედავ ღრუბელს...

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.
და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.
აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.
დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.
დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

Posted by: jin-jer 29 May 2008, 01:56
არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა...

არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.
და იბადება ყოველთვის კითხვა:
- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.
იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,
ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.
აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,
მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.
არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

Posted by: enagrdzeli 29 May 2008, 03:01
არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს...

არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე.
მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს,
ჩემი ფიქრები ისევ კივიან.
ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში
ყველაზე კარგი ეს ადგილია.
შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი,
ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია.
გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის,
ტყეა, მარტო ვარ და მეშინია.
სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე!

Posted by: jin-jer 29 May 2008, 03:01
არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე..

არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე,
ვიცოდი, ეს დღე რას მიპირებდა.
მე სკანდალისთვის დამატუსაღეს,
ვზივარ ქურდებთან და ჯიბგირებთან.
ეს იყო წინათ, წინათ, როდესაც
ელოდნენ ცისფერ სიკვდილის წამებს.
მე, როგორც ტუსაღს, ძილში მომესმა -
სადღაც მღეროდნენ და იდგა ღამე.

Posted by: enagrdzeli 29 May 2008, 03:22
არ მინდა საგნის დასახელება...

არ მინდა საგნის დასახელება,
ის არის მგზავრი ამნაირ დილის.
იქით მთებია, აქეთ ღელეა
და მინდორს ფარავს ხეების ჩრდილი.
ჩემი იღბალი მუდამ ასეა,
ფიქრი არ წყდება და მზე არ იცდის.
ეს დღევანდელი დღე ძვირფასია,
ასე უზომო ხეტიალისთვის.
ბაღში ფოთლები ისევ გროვდება,
ფოთლები, ასე შორს დაფენილი.
და ახლა გვიან მე მაგონდება,
ფიქრი, მოსული და გაფრენილი.

Posted by: jin-jer 29 May 2008, 03:25
არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის.
ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,
ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი
შაბათია, ველოდები კვირას,
თეთრი სივრცე მწუხარებას მალავს.
ბინაში ვარ და, ძვირფასო, ხშირად
ტუსაღივით მენატრება გავლა.
ნელა გადის ღამეების რიგი,
სამარეა ჩვენი ყოფნის ბოლო.
ერთი თეთრი ღრუბელია იქით
და ოთახში სითეთრეა მხოლოდ.
ელავს ჩემი შორეული სევდა,
ამოვარდა საშინელი ქარი.
მარტო არ ვარ, ვიმყოფები სხვებთან,
იმედია, რომ დავკეტე კარი.
არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის.
ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,
ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი.
გლეხთა სახლი


Posted by: enagrdzeli 29 May 2008, 04:05
არ შემიძლია და მე ავად ვარ...

არ შემიძლია და მე ავად ვარ,
ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.
ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.
იყო ოცნება, როგორც შენობა,
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.
კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის.
შენ მიდიოდი და მიგონებდი,
შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი.

Posted by: jin-jer 29 May 2008, 18:32
ცისფერი სიშორე

მიდის ფერწასული დღე, ღამე მომიახლოვდა,
ღამე მომიახლოვდა, შავი და საშინელი.
სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან
და მოვა მწუხარება - ჩემი ლურჯი ფრინველი.

ეს გუგუნი მუსიკის, როცა მე მიხარია,
თან ტირილი მინდება და მკლავებზე ტრაური.
ჩემი მოპირდაპირე უხილავი ქარია
და თვალებში გაისმის ღამეების ხმაური.

მე ყოველთვის ასე ვარ და არავინ არ იცის,
ბოროტება მიცქერის, როგორც შავი ყორანი.
მე ისევ მენატრება სურნელება მაისის
და ზაფხულის დღეები, ტკბილი მოსაგონარი.

ქვევით საფლავებია და ზევიდან ფიქრები,
(ალბათ გენიოსი ვარ და ცისფერი სიშორე).
დაო, ასე მგონია, ბედნიერი ვიქნები,
სადმე ახლოს თბილისთან თუ სამარე ვიშოვე.

სულის მკრთალი ლანდები შენს გარშემო ივლიან,
წვიმიანი წამოვა რიცხვი აუტანელი.
ბედის კარი, ძვირფასო, ისევ დაკეტილია,
საოცრება მოგელის შენ, ტერენტი გრანელი.

ეს დარდები მოჰქრიან, როგორც თეთრი პეპლები,
ო, მარადი წუხილის მეტი რა დაგვრჩენია.
მხოლოდ მე ვარ დამწვარი, მხოლოდ მე ვიფერფლები,
და დროა, საქართველომ იგრძნოს ჩემი გენია.

მე მგონია გათავდა ჩემი გლოვა ამდენი,
თუმცა ახლაც გარშემო ღალატი და შურია.
ბრუნავს ჩემი ცხოვრება, როგორც კორიანტელი,
დავიღალე და ისევ მოსვენება მწყურია.

მიდის ფერწასული დღე, ღამე მომიახლოვდა,
ღამე მომიახლოვდა, შავი და საშინელი.
სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან
და მოვა მწუხარება - ჩემი ლურჯი ფრინველი.

Posted by: sasruli 30 May 2008, 22:56
ოჯახის მკურნალში იბეჭდება რომანი "ტერენტი გრანელი"

Posted by: flourishing 10 Jun 2008, 15:47
ერთი რამე მაინტერესებს. დროზეა დამოკიდებული ბევრი რამე როგორ გგონიათ? და ადგილზეც?
აი, დღევანდელ საქართველოში, დღეს, შეიძლება დაიბადოს კაცი, რომელიც იქნება ისეთივე როგორც ის? არ არის აუცილებელი წერდეს მსგავს ლექსებს, ან სულაც იყოს პოეტი, უბრალოდ შეიძლება დაიბადოს ასეთი წრფელი, უბედური, მარტოსული და გენიოსი ადამიანი თუ არა??? სად არიან ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ადრე, რატომ აღარ იბადებიან.
დღეს იცით ვინემ ადამიანი, ვისაც ასევე შეუძლია განცდა? ვისი გრძნობებიც ასეთივე მკვლელია? არ ვიცი

ანუ გინდაც არ იყოს ტერენტი, იბადებიან თუ არა ისევე ადამიანები, რომლებიც "მილიონ ალისფერ ვარდს" ჩუქნიან ქალს და ცხოვრობენ რაღაც სხვით, არა მატერიით, არამედ გრძნობებით.

იცნობთ ადამიანს, ვისაც ყვავილები ურჩევნია მერსედესს?
უკაცრავად ასეთი შედარებისთვის, უბრალოდ მართლა მაინტერესებს
თუ არის ამ ქვეყანაზე ისეთი კაცი, რომელიც არის "სხვანაირი", ან გინდაც ქალი. არ მინდა ეს ვითომ თანამედროვე პოეტები (არ მჯერა მათი და არც მათი ცხოვრების და არც მომწონს)

Posted by: enagrdzeli 11 Jun 2008, 00:52
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: lostwoman 11 Jun 2008, 15:33
http://www.files.ge/file/268660/Terenti-Graneli-wmv.html
ყველაზე მეტად ეს მიყვარს smile.gif

Posted by: mestumre 14 Jun 2008, 01:14
ტერენტი ჩემი სულის 90% მოიცავს .............
მისი სჰემოქმედება სიცოცხლის ძალას მაძლევს........

Posted by: solci 24 Jun 2008, 18:14
mestumre
მეც ზუსტად ეგრე ვარ

Posted by: earth 25 Jun 2008, 11:09
" ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილია და თავაზიანი,საოცრად გულახდილი, უშუალო და თავმდაბალი. თავისებული ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: " შენ პოეზიის რა გაგეგება". საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა"

ლერი ალიმონაკი




---------------------

ერთხელ ახსენდება, უკანასკნელი გროშები მეყვავილეს ჩაუთვალა, ვარდის დიდი თAიგული მკერდზე აიხუტა, ვერაზე ეტლი დაიქირავა და რუსთაველი ქუჩა ეტლში ფეხზე მდგომმა ჩაიროლა,თან ამაყად გაიახოდა: "მე ტერენტი ვარ გრანელი". ეტლი ქაშვეთთან შეაჩერებინა და ტაძრისკენ გაემართა.მეეტლემ ქირა მოსთხოვა. ტერენტიმ ქირის სანაცვლოდ თაიგულიდან ერთი ვარდი ამოაძრი და მრების შმუშვნით მეეტლეს გაუწოდა. ალბატ ეს იყო მისი სიმართლეც და ყველაზე დიდი დანაშაულიც. მეეტლემ "მაწანწალაო" და მათრახი მოუქნია.ტერენტიმ სილა გააწნა. ატყდა ჩოჩქოლი. მაშინ გამოერკვა საკანში რომ შეაბრძანეს. მერე კი ინანა მაგრამ გვიანი იყო. დატანჯა ციხის ყრუ კედლებმა,უთბილისობა.
"ცა ეხლავს და ჩემს წამებას ბოლო არ უჩანს
მგონი ციხიდან ორ დღეში გავალ
და ისევ დამღლის თბილისის ქუჩა..."
ძალიან უყვარდა თბილისი ხომ სარწმუნოება იყო მისთვის,თავად კი - მორწმუნე, სააღსარებოდ თავდახრილი, მის ბნელ ქუჩებში ცოდვილივით მოხეტიალე
* * *
"7შაური მასესხე" - სთხოვდა ვინმე ნაცნობს მცირე ულუპის საფასურს და "მასესხე" ისე იყო ნათქვამი "მომეცის" უფრო ნიშნავდა და უარის თქმასაც კიდევაც რომ სდომნოდა ვერავინ ახერხებდა. ამაყი იყო,არავის აგებინებდა თავის გასაჭირს,თომა ჩიქვანაია წერდა: "ტერენტი გრანელი მშიერი მწყურვალი,დაგლეჯილ ტანისამისში გახვეული, უბინაო, საცოდავად დაეხეტეა ქუჩა ქუჩა და მე ყოველთვის მეშინია, რომ მას ხვალ სადმე თბილისის ქუჩაზე გადამთიელი მეეზოვე იპოვის სიცივისაგან და შიმშილისაგან სულამომძვრალს." ყველა იცნობდა თბილისში,ყველას რაღაც სმენია მის უცნაურ ცხოვრებაზე...

.......................................................
.......................................................


რუსთაველზე ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა,,დაკუჭული შარვლით,თითქოს ვიღაცას ეძებსო ისე იმზირებოდა,უეცრად ერთი ჭაბუკის წინ შედგა და მოულოდნელად კითხა: "ვინ ხართ?" -" ელიზბარ ზედგენიძე, პროლეტარი პოეტი!" უხმოდ გაშორდა. მეორე დღეს ისევ შეხვდა, მიესალმა, ხელი ჩამოართვა და მოულოდნელად უთხრა: "7 შაური მასესხე" - მოიქექა ჯიბეები და 9შაური მისცა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შეხვდა,ზუსტად 7 შაური სთხოვა. ელიზბარს აღარ აღმოაჩნდა ფული და შინ მიიპატიჟა. ტერენტი ცოტა შეყოყმანდა, როცა გაიგო მთაწმინდაზე ცხოვრობდა უყუყმანოდ დასთანხმდა.
სუფრა აივანზე გააწყვეს, ხელისგულივით მოჩანდა აივნიდან მთელი თბილისი, მისი საყვარელი ავლაბარი და პეტრე-პავლე, გარინდებულმა დიდხანს უზირა თბილისს,არავის დაურღვევია მისი დული იგრძნეს სადღაც შოსრს რომ დაჰქროდა მისი ფიქრები. უცებ შემობრუნდა და მასპინძელს მიმართა:
"ბედნიერი ყოფილხარ! მე რომ აქ ვცხოვრობდე იცი რას ვიზამდი? მე რომ აქ ვცხოვრობდე სულ სხვა ვიქნებოდი,სხვანაირ ლექსებს დავწერდი, სხვა ცხოვრება მექნებოდა!"
მას ხომ არასოდეს უგრძვნია მშობლიური სახლის სიმყუდროვე და სითბო"



ლერი ალიმონაკი

Posted by: @guro@ 2 Jul 2008, 00:13
Tio
QUOTE
გააგრძელეთ რა დღიურები..მისი სიცოცხლეა.. ფეთქვაა...



დიდი ხანია აქ აღარ შემოვსულვარ და ეს ეხლა ვნახე

ხო და დღიურები მარტო 1 თებერვალი-3 მაისი მაქვს და შესაბამისი დღეების მიხედვით ვდებდი ხოლმე
და ახლა აღარ გამოდის, ივლისია უკვე biggrin.gif


პოეზია ქარის და ღამეების (ნაწყვეტი)

შეიძლება ერთ ღამეში იგრძნოს პოეტმა ყველაფერი. პოეტი იხრჩობა გრძნობების ძღვაში. ვისაც გრძნობა აკლია, იგი არ არის პოეტი. უძილო ღამეები დიდს არ ნიშნავს და მისი გაშაბლონება არ მოხდება არასდროს. ღამე გაჩენილია შემოქმედებისათვის და არა ძილისათვის, როგორც ეს გონიათ. მე მწამს, რომ ყოველი გენიოსური ნაწარმოები შექმნილია ღამით. ღამე არის სულის სარკე პოეტებისათვის, დღე არის მასკა და ნიღაბი.
ჩემი სალამი ეკუთვნის იმპოეტებს, რომლებიც ქუჩაში ხვდებიან განთიადს, და რომლებიც გარბიან მთაში, რომ ეზიარონ ნისლით სუნთქვას. პოეტის სული არის ნაწილი ღამის.

ტერენტი გრანელი

Posted by: anano_mxatvari 6 Jul 2008, 06:17
QUOTE (ტემპერა @ 23 Jul 2006, 11:18 )
აბა ტერენტი გრანელის გვარს ვინც მეტყვის 5 ქულა!!!! biggrin.gif

კვირკველია)))

ჩემი უსაყვარლესი პოეტი)))პოეეზიის მეფე(ჩემი აზრით)

"ვისაც არ ექნება წაკითხული ჩეი სისხლიანი წიგნი "Memento mori" არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია"

მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში,როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ეხლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია,რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაცჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ,რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოვედი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს,როგორც ზღვას,სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.
და მეშინია...
ვფიქრობ:მოვა წამი,როცა არ ვიქნები ცოცხალი.მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა,რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე,სადაც დაფრინავს ჩემი მცუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული,რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
მე ახლაც ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა,როგორც იდუმალების.
მე ესე ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს,რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.
და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სითყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ყველგან ვიყო,როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან,რომელსაც ეწოდებ მიწა.
არც სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა.
ვამბობ არ არის სიტყვები გრძნობებისათვის,გარეთ ისევ ქარიშხალია,წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ესვ სიშორეზე ტირის როიალი......

ტ.გრანელი
მე რაგაც სხვა მსურდა.

Posted by: rules 6 Jul 2008, 06:58
პროზაკი რომ დაელია მისი შემოქმედება არ იარსებებდა
მისი ლექსები თვითმკვლელობის განწყობას მიქმნის
რატო გიყვართ ტირილი და ვაივიში
ცოტაა სატირალი ცხოვრებაში? ზალით იმქნით კიდე განწყობას? lol.gif

სხვათაშორის ზუსტად იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების თარიღი

Posted by: anano_mxatvari 6 Jul 2008, 07:26
QUOTE (rules @ 6 Jul 2008, 06:58 )
პროზაკი რომ დაელია მისი შემოქმედება არ იარსებებდა
მისი ლექსები თვითმკვლელობის განწყობას მიქმნის
რატო გიყვართ ტირილი და ვაივიში
ცოტაა სატირალი ცხოვრებაში? ზალით იმქნით კიდე განწყობას? :

მე კიდევ პირიქიდ,მსი ლექსების წაკითხვა საკუტარი სულის გამდიდრებაში და ამაღლებაში მეხმარება.
ჩემი აზრით ტერენტი იყო ადამიანი,ნაზი და ამაღლებული სულის,მას ყოველტვის იმის აღნიშვნა უყვარდა რაც ცისფერი და შოერული იყო.......ამიტომაც ვერ მიაგნო თავის თავს ამ ბოდიშით და სიბოროტითა და ერთმანეთის გამეტებით გადარეულ სამყაროში:
შევალ ოთახში ავანთებ სანთელს,
ეს თვალი ისევ ცრემლში დაცურავს.
აჰა,მოვსორდი იმ კორიანტელს,
რომელმაც ასე გამანადგურა.

მე დღესაც ვფიქრობ და ვიწყებ წერას,
რომ ასეთ პოეტს ყველაში მრევდნენ.
აჰა, მოვშორდი იმ ატმოსფერას,
ძვირფასო,სადაც მე მამცირებნენ.

ალბათ ის ქალი ბოლოს ნანობდა,
მე წამოვედი და ბევრი მდიეს.
აჰა,მოვშორდი იმ მეშჩანობას,
რომლის გარშემოც მე მოვემწყვდიე.

ასე მგონია ტერენტიმ ყველა ჩვენთაგანის სათქმელი ლამაზად თქვა...მისი ლექსების წაკითხვისას ბევრს დაუნახავს საკუთარი ტთვი და ამიტომაც არის გენია....

Posted by: rules 6 Jul 2008, 07:31
რიავიცი რავიცი .... ჩემი სათქმელი გალამ თქვა biggrin.gif

Posted by: anano_mxatvari 6 Jul 2008, 07:35
QUOTE (rules @ 6 Jul 2008, 07:31 )
რიავიცი რავიცი .... ჩემი სათქმელი გალამ თქვა biggrin.gif

ოოოოოოოოო,გალა ხომ საერთოდ გენიოსია გენიოსთა შორის....


Posted by: reality 6 Jul 2008, 12:58
QUOTE
ერთი რამე მაინტერესებს. დროზეა დამოკიდებული ბევრი რამე როგორ გგონიათ? და ადგილზეც?
აი, დღევანდელ საქართველოში, დღეს, შეიძლება დაიბადოს კაცი, რომელიც იქნება ისეთივე როგორც ის? არ არის აუცილებელი წერდეს მსგავს ლექსებს, ან სულაც იყოს პოეტი, უბრალოდ შეიძლება დაიბადოს ასეთი წრფელი, უბედური, მარტოსული და გენიოსი ადამიანი თუ არა??? სად არიან ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ადრე, რატომ აღარ იბადებიან.
დღეს იცით ვინემ ადამიანი, ვისაც ასევე შეუძლია განცდა? ვისი გრძნობებიც ასეთივე მკვლელია? არ ვიცი

ანუ გინდაც არ იყოს ტერენტი, იბადებიან თუ არა ისევე ადამიანები, რომლებიც "მილიონ ალისფერ ვარდს" ჩუქნიან ქალს და ცხოვრობენ რაღაც სხვით, არა მატერიით, არამედ გრძნობებით.

იცნობთ ადამიანს, ვისაც ყვავილები ურჩევნია მერსედესს?
უკაცრავად ასეთი შედარებისთვის, უბრალოდ მართლა მაინტერესებს
თუ არის ამ ქვეყანაზე ისეთი კაცი, რომელიც არის "სხვანაირი", ან გინდაც ქალი. არ მინდა ეს ვითომ თანამედროვე პოეტები (არ მჯერა მათი და არც მათი ცხოვრების და არც მომწონს)

დაიბადება...და არიან კიდეც ეგეთები...ძალიან იშვიათად...მაგრამ არც "ტერენტი გრანელები" და"გალაკტიონები" იყვნენ ათასობით...
დროზე ბევრი რამაა დამოკიდებული...ადგილზეც... მაგრამ მთლად ყველაფერიც_არა...
ტერენტი გრანელის დროს როგორი საქართველო იყო ხო წარმოგიდგენია... პატიოსნების,ზნეობრიობის ნატამალიც კი არ იყო...მაგრამ....

თანამედროვე პოეტებსაც ნუ გადაუსვამ ასე ერთბაშად ხაზს...მათ ისტორია განსჯის...
ან საერთოდ, იცნობ რომელიმე მათგანს, როგორც პიროვნებას?_არა მგონია...ასე რომ ნუ ხარ ასეთი მკაცრი და ნიჰილისტი...


რაც შეეხება ყვავილებსა და "მერსედესს", დღესაც არიან ადამინები, რომლებსაც შუძლიათ ფუფუნებაზე უარი თქვან სიყვარულის გამო...
შეიძლება მკითხო აბა დაასახელე რომელიმეო...შეიძლება ვერც ვერაფერი გიპასუხო... უბრალოდ, მჯერა... მჯერა, რომ ასეთი ადამიანები რომ არ არსებობდნენ. მართლაც შეწყვეტდა დედამიწა ბრუნვას...

Posted by: palindromi-x 7 Jul 2008, 15:03
flourishing
დროს მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ის რაც იყო გუშინ, არ განმეორდება ხვალ, ან თუ განმეორდება, სხვა სახით. ეს პოეზიასაც შეეხება. ისეთი ადამიანები კი, რომლებსაც "ყვავილი ურჩევნიათ მერსედესს" არიან, მაგრამ ყოველთვის ჩრდილში, ამიტომ მათ ვერ ამჩნევს მასა. yes.gif

Posted by: sasruli 13 Jul 2008, 01:34
თენგიზ ვერულავა

ქორწილი სიღარიბესთან

ტერენტი გრანელს

აკაცია შეიფურცვლა თეთრად. სიფრიფანა ფრთები გაიშალა კიდე-კიდე. გადმოეშვა თოვ-ლისფერი ნაწნავები, რცხნილი, წვრილი. ავარდნილა უამესი თრობის სუნი.
სამყაროა გამჭვირვალე, რბილი, თლილი, სისხლსავსე და განწმენდილი.

მიდის, მიდის... ნებიერა სულში უცნაური სიხარული წივის.
მშიერია, დალეული. ფერმიხდილი დაფარფატებს ნება-ნება და ჰაერში მორიალე ფუტკრის გაუგებარ ზუნით ტკბება.
მიატოვა სახლი, მოიხურა კარი. გაანება ყოფის ვიწრო კედლებს თავი. დაიტეხა ქვედა ბნელი ზღვარი. გასცდა მიღმას, გადაეშვა უცნაურს და უჩვეულოს. ამ აფუტკნულ სამყაროში უკვე აღარ არის.
არის, როგორ არა, არის, მაგრამ მაინც აღარ არის.

მიდის... მიდის... მოლიცლიცე გულში ფარდაახდილი სამყაროს სიყვარული ღვივის... იცის ამ ცის. იცის, მაგრამ მაინც არაფერი აღარ იცის.
ეხეტება აღმა-დაღმა. დედამიწას შემოუვლის ხან უკუღმა, ხან კი წაღმა. მხოლოდ უჩარჩოო ნება, უკვე გონით არაფერი აღარ ხდება. აიტაცებს რაღაც წამით და უცილოდ ასრულდება.
წამოუშენს ამღვრეული ციდან წვიმა და მწყურვალი წყურვილს იკლავს. სხვა ამქვეყნად არაფერი აღარ უნდა.
სახურავად აკაციის ხშირი ფოთლით გაპენტილი ტოტებია. წამოწვება აქვე მოლზე და ბალახის უშურველი ბანგით ითანგება. სხვა საკვებად არაფერი აღარ უნდა.

აკაცია შეიფურცლა თეთრად. სამყაროა გამჭვირვალე, თეთრი, თეთრი...
არის, როგორ არა, არის, მაგრამ მაინც აღარ არის...

Posted by: iza 19 Sep 2008, 15:13
მეც მაგრად მიყვარს ტერენტი გრანელი. ნამდვილად უნიჭიერესი პოეტი იყო. დასანანია ახალგაზრდა რომ გარდაიცვალა

Posted by: Nnino 30 Sep 2008, 23:03
ჩემმა ნათესავმა, 20 წლის გოგონამ სანადირო თოფი იგლიჯა მუცელში, დარჩა გადაშლილი ტერენტი გრანელის სისხლიანი კრებული ... მას შემდეგ ბატონ კვირკველიას ვერ ვუყურებ კარგი თვალით.

მაგრამ ძალიან ძლიერი რომ არ იყოს, ამგვარ ზეგავლენას ვერ მოახდენდა...

არა სიცოცხლის, არა - სიკვდილის, არამედ - რაღაც სხვის ძიებაში ის გოგონა ამქვეყნად აღარ არის...

Posted by: SeNioRiTa* 1 Oct 2008, 05:01
Nnino
sad.gifsad.gifsad.gif
მართალია, დიდი ზეგავლენა აქვს.

Posted by: iza 1 Oct 2008, 16:52
ხო გეთანხმებით. მაგარია ძაან. თითქოს სულში გწვდება ისეთი ლექსები აქვს.

Posted by: _Sophie_ 1 Oct 2008, 16:58
უძლიერესია up.gif მაგრამ ყველაზე უბედური ადამიანი იყო, ჩემი აზრით, ქართველ პოეტებს შორის. ალბათ ამიტომაც არის ასეთი გრძნობები და განცდები მის შემოქმედებაში

Posted by: _Sophie_ 3 Oct 2008, 12:32
(ამნაირ ბედზე ვნაღვლობ...)
ტერენტი გრანელი
ამნაირ ბედზე ვნაღვლობ,

ბედმა მიწაზე დამტოვა.

შენ ხარ ჩემ სულთან ახლო

და სული მუდამ მარტოა.


ისევ ლექსებთან ვრჩები

და ლექსი სულის ლანდია.

მეგობარია ჩემი

ეს ნიკო მაკალათია.


შენი ხმა ისევ მესმის,

გარშემო უფრო ნისლია

ჩემი ყოველი ლექსი

მხოლოდ გული და სისხლია

Posted by: doctor ako 4 Oct 2008, 21:51
გამარჯობათ.

ახლა აღმოვაჩინე ეს გვერდი და უსაზღვროდ მიხარია...

გრანელმა "ნახა" მომავალი,იწინასწარმეტყველა თავისი ცხოვრება,დაინახა აწმყოდან მომავალი, მისი ბევრი ლექსია ამის მეტყველი.თუნდაც "გულიდან სისხლის წვეთები" და " სიკვდილის შემდეგ"რომ წაიკითხავთ,შეუძლებელია ეს არ დაინახოთ და რამოდენა სიბრძნე,მისტიკა,სიღრმეა მასში,ტომები რომ დაწერონ ამდენის გადმოცემა გაჭირდება.

მისი ლექსი მუსიკაა,რომელიც სულის ძნელად მიუვალ ადგილებს სწვდება!
გარდა მუქი ფერებისა, კარგად დაკვირვებისას მათში სიხარულიც და მომავლის რწმენა გამოსჭვივის.
არც გიჟი იყო და არც ურწმუნო,უფალს და ღვთისმშობელს ადიდებდა.
ცხოვრებით, მუზით და სამშობლოს სიყვარულით დატანჯული უდიდესი ხელოვანი იყო, არის და იქნება.
--------------------------------------------------------------------------------
"ისევ მარტო ვარ,ირგვლივ ქარია,
გრიგალი მისდევს ოცნების ხომალდს.
ეს დღე ზვირფასო სხვა სიზმარია,
ეს დღე რომელიც გავს შემოდგომას.

ისევ სიცოცხლე, სიკვდილი არ მსურს,
და წმინდა გული მე შენთან მომაქვს.
ეს დღე მაგონებს შორეულ წარსულს,
ეს დღე რომელიც გავს შემოდგომას...”

ეს ლექსი "ჩემეულია" , ზოგჯერ სიტყვები უძლურია რომ გამოთქვა თუ როგორ გიყვარს, ახლაც ასეა.

Posted by: iza 9 Oct 2008, 10:56
დამეკარგა ტერენტის კრებული. ვეღარ მოვაბი თავი, რომ გავიდე და ვიყიდო რა. არადა, მამშვიდებს დროდადრო მაგის ლექსების კითხვა ძალიან.

Posted by: perpetua2 9 Oct 2008, 11:37
მეც მიყვარს ტერენტი გრანელი, სევდიანი ლექსები აქვს
განსაკუთრებით ეს ლექსი მიყვარს:

"ადგილი"

ფიქრის ადგილი

სივრცე მზიანი,

სევდა ნამდვილი

ადამიანის.


სევდა ნამდვილი

ადამიანის,

ფიქრის ადგილი -

სივრცე მზიანი.

* * *
iza
აქ არის ბევრი ლექსი
http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/terenti_graneli.htm

Posted by: doctor ako 18 Oct 2008, 22:31
perpetua2

სევდიანი... (და არა მარტო)

გვერდისთვის მადლობა

Posted by: sasruli 24 Oct 2008, 05:47
http://www.radikal.ru

Posted by: RedSpecial_ 31 Oct 2008, 19:10
ვინმე თუ დამეხმარება მომაძებნინოს ტერენტი გრანელის მინიატურა მესამე გზის შესახ თუ მიგახვედრეთ

Posted by: LOTI 31 Oct 2008, 19:17
QUOTE (RedSpecial_ @ 31 Oct 2008, 19:10 )
ვინმე თუ დამეხმარება მომაძებნინოს ტერენტი გრანელის მინიატურა მესამე გზის შესახ თუ მიგახვედრეთ

ამაზე ბნობ მეგობარო? smile.gif
http://www.httptunnel.ge/Terenti_Graneli_Gulidan_Sisxlis_Tsvetebi.mp3


Posted by: sasruli 3 Nov 2008, 21:27
http://www.radikal.ru

თ. ვერულავა

ჩემი უნაზესი და - სიჩუმე

ათოვდა ქუჩებს. ფეხქვეშ დნებოდა თოვლი. ქვაფენილის კიდეებზე წყალი ჩამდგარიყო. იმდენად შეეჩვია სიკვდილის ლანდებს, რომ სურდა თოვლშიც მათი კვალი ეპოვა.
წუხანდელი სიზმარი გაახსენდა, უკუნეთს აეშვა თავი. თავისივე ცხედარი მიუძღოდა და მიდიოდა, მიჰკიოდა საშიშ ქარიშხალს. ზარი რეკავდა: სამარადოდ იყავ ნეტარი!
თითქოს უდაბნოში მიდიოდა, გამვლელთ ვერ ამჩნევდა. ქუჩის აურზაურში მხოლოდ ერთი ხმა ესმოდა - სიკვდილის ხმა.
ზარებს ჩამოჰკრეს ქაშუეთთან. სადღაც, ახლოს სასულე ორკესტრის ხმა მოესმა. უკრავდნენ შოპენს.
სამგლოვიარო პროცესიას წინ უძღოდა გვირგვინების გრძელი რიგი. გუმბათიან ბალდახინზე ესვენა თავდახურული თეთრი კუბო. ბალდახინი ნაძერწი სვეტებით იყო შეკრული, თაღებით და ჩუქურთმებით. კუბოს შავთავშალმოხვეული ახალგაზრდა ქალი მიჰყვებოდა.
პირჯვარი გადაისახა და გრძელი ნაბიჯებით დაეწია პროცესიას. მისთვის სულერთი იყო, ვინ იყო მიცვალებული, ნაცნობი თუ უცნობი, სიკვდილი ლამაზად, ფეხაკრეფით მიდიოდა ქუჩაში, მხარზე შემოგდებული ტყვიასავით მდუმარება და უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ეპატიჟებოდა.
სიკვდილის ლანდების ფერებით მონუსხულმა ხელები დაიწყო გულზე და მკვდარი სურვილებით გაჰყვა კუკიის სასაფლაოს გზას.
წარმოიდგინა, რომ წუხელ მოკვდა შუაღამისას, როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები. ეს თვითონ იწვა თეთრ კუბოში, მკვდარი და უგრძნობელი და მოჰქონდათ ვარდი და გვირგვინები. კუბოსთან იდგნენ სერაფიმები და ღვთისმშობელი მასზე ტიროდა. სადღაც წაიღეს ბნელი მკლავებით. მიასვენებდნენ ანგელოზები და კუბოს ქრისტე წინ მოუძღოდა. სურდა გაერღვია სიბნელე და კვლავ ქვეყნისთვის მოევლო თვალი, არ შველოდა არც შორეული დების ლოცვები.
კუკიის სასაფლაო გამოჩნდა ახლოს, უზარმაზარი, შავი კვიპაროსები და საფლავების მწვანე სიმშვიდე.
კუბო ქანაობს და მიდის წინ. გზაში ორი ცხედარი ხვდება ერთმანეთს.
მხრებიდან ჩამოიღეს კუბო. მიწაზე დაასვენეს. მიცვალებულს ზევიდან კუბოს თავი ჩაქუჩით დააჭედეს. გაჭრილ საფლავს მიწა მიაყარეს მუშტებით.
თოვა მიწყნარდა როიალივით. სასაფლაო დაცარიელდა. ყველა ერთად წავიდა სადღაც. უკანასკნელმა ჭირისუფალმა დატოვა ჯვრიანი რკინის შავი ჭიშკარი.
საყდარს დადუმებული კიდია ზარი.
იგი კი ისევ იქ იდგა, სიკვდილის ლოდივით ცივი და უტყვი. ახალმიწაწაყრილ, დამჭკნარი გვირგვინებით მოფენილ საფლავს მიშტერებოდა.
სურდა უცნობი მიცვალებულების გვერდით გაეტარებინა ღამე. დადიოდა სფინქსი და მწუხარების სნეული ლანდი მიტოვებულ საფლავებს შორის, ფეხაკრეფით, ნელი ნაბიჯებით და ყურს უგდებდა კვიპაროსების ჩუმ შრიალს.
სულები შეფარებოდნენ მთრთოლვარე ფოთლებს, უსხეულო, მკრთალი ლანდებივით ეძინათ ტოტებზე. სასაფლაოს ლოდებთან ჩამოცვივდნენ ფოთლები.
მიჰყვებოდა ღამის უდაბნოს სიჩუმეში ლანდების ასეულს და მათთან თამაშში იწვოდა კოშმარი ვნება. პოეტ გობრონ აგარელის მეგობარი ქალის კლავდია ზელინსკაიას საფლავს მიაკითხა. საფლავზე პატარა და დიდი რიყის ქვებით ჯვარი იყო გამოსახული.
იგი დამარხულია განმარტოებით და მის გარშემო სუფევს საშინელი მდუმარება.
დათალხულ ცაზე მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი, დადგა სიჩუმე როგორც კარავი, თავისი განუყრელი და უნაზესი და – სიჩუმე.
ხვალ ისევ დადგება დილა მტრედისფერი და გაყვება ქარში გასვენებას.

Posted by: doctor ako 5 Nov 2008, 18:04
sasruli

ჰო... და ...

გულიდან "ამოღებული" სიტყვები ... გრანელისეული... გაიხრე...


მეც მივდივარ და ზოგჯერ "ვესაუბრები" ტერერნტის, ლადოს... ყველაფერზე
ქარში, სიცივეში, წვიმაში...

Posted by: sasruli 6 Nov 2008, 07:22
doctor ako გმადლობთ.

ბურუსი

შემოდგომის ღრუბლიანი დღე იდგა. შეუჩერებლივ ცრიდა. ჯანღი შემოსდგომოდა ავლაბარს და ამ ბურუსში, სადღაც, გორაკზე ამავალ შარაზე, მცირე, უცრემლო პროცესია ფარულად მიასვენებდა პოეტის ცხედარს.
ვიწრო, ტალახისაგან აზელილი ქუჩები უნდა გაევლოთ და მერე იქით, პეტრე-პავლეს უპოვართა სასაფლაოსკენ განეგრძოთ გზა.
მოიწევდნენ მოწყვეტილი სიარულით. სულ რამდენიმე კაცი მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე. სადღა იყო ბალდახინი. თხელი, ღრუებიანი ფიცრებისაგან შეეკრათ სადა კუბო. სულის მოსათქმელად დროდადრო აღმართზე შეჩერდებოდნენ, სველ მიწაზე დაუშვებდნენ ცხედარს.
უკანასკნელ წამსაც მასთან ახლობელი არავინ ყოფილა. ზოზია ტიფით იყო ავად, არც კი უთქვამთ მისი გარდაცვალება. მაშომაც გასვენების დღეს შეიტყო ძმის უბედურება. საავადმყოფოში ვიღაცამ შემთხვევით იცნო მისი გვამი. არც ნეკროლოგი, არც უბრალო ცნობა სადმე გაზეთში.
წინანდლის ქუჩის ბოლოს ბარაკები გამოჩნდნენ, სნეულთა თავშესაფრები. სასაფლაოს გალავანთან კვიპაროსები და ობელისკები კრთოდნენ. გამონგრეული ყორეთი გავიდნენ მოკლეზე.
მხრებზე შედგმული კუბო მიირწეოდა კვიპაროსების გასწვრივ. აიშალნენ ფერადი ღრუბლები და ამოვარდა შორეული გრიგალი. სველი ნისლი წვებოდა განურჩეველ საფლავებს შორის. აწვიმდა ცხედარს. წყალი ჟონავდა გადაფარებულ ტილოდან.
პეტრე-პავლეს ეკლესიის წინ, ორასიოდე ნაბიჯზე, როგორც იქნა მიაღწიეს ახლადგათხრილ საფლავს. ირგვლივ უწესრიგოდ გაბნეულიყვნენ ერთმანეთზე მიწყობილი საფლავები. ახლო მიწასთან ეძინა მიცვალებულს და კუბოსთან დნებოდა ყვითელი სანთელი.
პანაშვიდი გადაიხადა უცნობმა მღვდელმა, რომელსაც არ ჰქონდა წაკითხული მისი სისხლიანი წიგნი “Mემენტო მორი!”, არც არაფერი იცოდა მისი დაფერფლილი სულის ისტორიის შესახებ. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდათ მისი დანისლული ლექსებიდან სტრიქონები.
წვიმამ უმატა, დრო არ ითმენდა. კუბოს ორივე მხარეს თოკები გამოაბეს და ნელა ჩაუშვეს სამარეში უჭირისუფლო ცხედარი.
პირველი მიწა ვიღაც უხეშმა მესაფლავემ მიაყარა. კუბოს ფიცარზე შეწყდა უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.
დაიშალა პროცესია.
სქელმა ბურუსმა წაშალა საფლავი, შთანთქა ყოველი. ირგვლივ არაფერი ჩანდა, პირველყოფილი სითეთრის გარდა.

http://www.radikal.ru

Posted by: RedSpecial_ 20 Nov 2008, 10:24
LOTI
დიდი მადლობა smile.gif ესარი რასაც ვეძებდი

Posted by: Kniazna 20 Nov 2008, 14:58
ვინმემ ხომ არ იცით ეს რომელი ლექსიდანაა ... "მე კი ისე შევეჩვიე სიკვდილს ... " თუ რაღაც მსგავსი. არ მახსოვს ზუსტად. თუ იცანით, იქნებ ლექსიც დადოთ smile.gif

Posted by: Tarnum 20 Nov 2008, 18:38
Kniazna

მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს....

მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა...

მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
ის სინათლე ვიცი გამაწამებს...

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ მიკვირს...




დეპრესიულია ძალიან.. მთელი შემოქმედება ასეთი აქვს, თუმცა მე მომწონს.
უცნაურია, ამ თემაში არ დამიპოსტავს ჯერ smile.gif

Posted by: Kniazna 20 Nov 2008, 18:43
Tarnum

მადლობ. მე ეს ლექსი მომწონს ძალიან

Posted by: JORJ MORISSONI 21 Nov 2008, 00:59
Nnino
QUOTE
ჩემმა ნათესავმა, 20 წლის გოგონამ სანადირო თოფი იგლიჯა მუცელში, დარჩა გადაშლილი ტერენტი გრანელის სისხლიანი კრებული ... მას შემდეგ ბატონ კვირკველიას ვერ ვუყურებ კარგი თვალით.

მაგრამ ძალიან ძლიერი რომ არ იყოს, ამგვარ ზეგავლენას ვერ მოახდენდა...

არა სიცოცხლის, არა - სიკვდილის, არამედ - რაღაც სხვის ძიებაში ის გოგონა ამქვეყნად აღარ არის...

ტერენტი გრანელის კრებულის მაგივრად "კოსმოპოლიტენის" ბოლო ნომერი რომ შერჩენოდა ხელებში რას იტყოდი?

Posted by: doctor ako 25 Nov 2008, 22:00
ტერენტი გრანელის დაბადების დღეა დღეს, "დამწვარი" პოეტის...


მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში..., როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი..
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები
და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ,
რათა მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი..
მოვედი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს,
როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამე მოაქვს ფიქრი სიკვდილზე
და სიშორეზე.
და მეშინია...
ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი, მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორეს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე,
სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზი არსებობა, როგორც იდუმალების.
მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდულ საზღვართან და ველი ქრისტეს ლანდს,
რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.
და მე მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ვიყო ყველგან,როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ციდვილ ქვეყანაში
და არ ვიცი როგორც ამოვიდე იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე,
არა სიკვდილი,
არამედ რაღაც სხვა.
ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობებისათვის.
გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას
და ისევ სიშორეზე ტირის როიალი...
---------------------------------------------------------------


მე ვერ მიშველის თვით ჩემი ლექსიც,
თვით ჩემი ლექსი - სისხლის რვეული.
პოეზიაში ვარ უ დ ი დ ე ს ი,
და ცხოვრებაში გზადაბნეული.



------------






Posted by: MrHERCULES 25 Nov 2008, 23:19

"გააჩმახაო ამდენი სიკვდილებით!"-
ტერენტი გრანელზე იტყვიან პოეტები-
ხბოს აღტაცებით დამუხტული,
ხორციანი, მხნე პოეტები...

"გამოაგდოო სამეგრელომ უხვანჯროდ კარში!
რა იცოდაო უკვდავების, თუ ძმა ხარ, არსი
უწიგნურმა მეგრელმა წიემ?!"

"ვერ ამოუდგაო ეპოქას მხარში!
შეშინებული სიკვდილისგან იყოო ბავშვი!
უცნობ კუბოებს დასდევდაო თოვლიან ქარში!"
ამასაც იტყვიან...

...

ხბოს აღტაცებით დამუხტული პირაღიები-
ხორციანი და ვარდისფერი
მხნე პოეტები!"


მურმან ლებანიძე


საზოგადოებავ, ტერენტის დაბადების დღე 3 ივნისსაა თუ დღეს?
გამაგებინეთ, აგრემც ხელოვნების მუზა შეგწეოდეთ



Posted by: Nnino 26 Nov 2008, 00:01
ოფიციალურად 3 ივნისი უწერია, მაგრამ ისე ლერი ალიმონაკთან შემხვდა მგონი და თავად ტერენტი გრანელიც 25 ნოემბერს უთითებდა თავისი დაბადების თარიღად.

ეჰ. თავის დროზე ორივეს აღვნიშნავდით მეგობრები...


* * *
JORJ MORISSONI
მაპატიეთ, შეკითხვის არსი ვერ გავიგე...

მას "კოსმოპოლიტენი" არ შერჩენია ხელებში, ამის ხასიათზე რომ ყოფილიყო, ცოცხალი გვეყოლებოდა დღეს...

და ტერენტი გრანელის თემაში არ დავპოსტავდი, ალბათ...

ამით ბატონ კვირკველიას შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ (ღმერთმა დამიფაროს), აღვნიშნე, რომ ძალიანაც გადავარდნა მის პოეზიაში მავნეა...

მაინც ვერ გავიგე შეკითხვა...

Posted by: ლურჯი 26 Nov 2008, 15:00
ვიყავი გუშინ დიდუბის პანთონში. მოულოდნელად გამახსენდა და გამიწია გულმა.
გზად 3 ყველაზე ლამაზი ფოთოლი ვიპოვე.. კიდევ იის პატარა თაიგული და 1 სანთელი smile.gif

მარტო არასოდეს არ ყოფილა.. არც იქნება როდესმე..



Posted by: Moreira 26 Nov 2008, 15:05
ლურჯი
2kiss.gif

მკვდარი სურვილები

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...

Posted by: iTaLieLi 26 Nov 2008, 15:12
გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი .. user.gif

Posted by: abula 26 Nov 2008, 16:46
QUOTE
გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი ..

ერთი,ორი,სამი,ოთხი,ხუთი,ექვსი შვიდი !!! user.gif

Posted by: Nnino 28 Nov 2008, 18:05
ტერენტი გალაკტიონზე:

"ჩვენ ამ წერილში ყოველივე პრეტენზიებს გვერდს ვუვლით და თამამად ვამბობთ, რომ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში არ დავეთანხმოთ გალაკტიონს; მაგრამ რამდენიმე ლექსით ჩვენ მას ვღებულობთ, როგორც პოეტს. რასაკვირველია, აქ ვერ შევეხებით ჩვენს შეხედულებას თანამედროვე პოეზიაზე.

დასასრულ უნდა აღვნიშნოთ, რომ გალაკტიონმა დაიმსახურა პოეტის წმინდა სახელი; მან იცის თავისი დანიშნულება. და ჩვენ ვფიქრობთ, მომავალში იგი სავსებით დაიკავებს იმ ხაზს, რომლის წიაღში პოეზიის აბსოლუტური გამარჯვება აუცილებელი იქნება."

Posted by: MrHERCULES 28 Nov 2008, 18:31

ჰოო ცოტას ქედმაღლობს მუსიო კვირკველია.
თუმცა, კაცმა რომ თქვას, ალბათ აქვს კიდევაც ამის უფლება.
საერთოდაც გალაკტიონთან რთული დამოკიდებულება ჰქონდა, მეგობრები იყვნენ, მაგრამ მაინც...

Posted by: highway 8 Dec 2008, 14:16
კაცი არის გე-ნი-ო-სი.
ლექსში, სულ რამოდენიმე უბრალო სიტყვას ხმარობს.
ყოველგვარი გადაპრანჭული სტილის და გრეხა-მანჭიაობის გარეშე.
და რამხელა ეფექტს ახდენს

და ის მთაწმინდაზე არ ასაფლავია !?

სესილიასი არ იყოს, ამით "მთაწმინდის პანთეონს" უფრო დააკლდა ვიდრე მათ.
უტვინო (ყველა დროის) ქართული მთავრობები და საზოგადოება.
მაგარი დაფასება ვიცით.
მაგარიიი


(არ ვხედავ ღრუბელს...)

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.
და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.
დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.

დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

Posted by: sasruli 8 Dec 2008, 19:14
http://www.radikal.ru

Posted by: highway 9 Dec 2008, 13:12
QUOTE (sasruli @ 8 Dec 2008, 19:14 )
http://www.radikal.ru

ეხლა დიდუბეში ასაფლავია, არა ?!
ეგ ქვა და სურათი ედო, პეტრე-პავლეს სასაფლაოზეც...
ისე იქ უნდა დაეტოვებინათ ...
ერთხელ, ახალგაზრდა ყმაწვილები, გოგო-ბიჭები ღამე მთვრალები ავედით,
და დავლიეთ მის საფლავთან
ვთქვით მისი ლექსები

Posted by: fergusonscottie 9 Dec 2008, 13:22
უფრო უნიჭო პოეტების ჰყოლია საქართველოს... რა ექნა ტერენტიეს, ბეღურის სკლინტისოდენა ნიჭი ჰყონდა და არც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს.

Posted by: highway 9 Dec 2008, 13:52
fergusonscottie
QUOTE
უფრო უნიჭო პოეტების ჰყოლია საქართველოს...

2kiss.gif
არ შემიძლია, რომ დაგეთანხმო.
მაგალითად:
მიმაჩნია, რომ გადამეტებულად შექებულია. რაც სინამდვილეს და რეალობას არ შეეფერება.
ჯ. ჩარკვიან,
მ.ლებანიძე,
ა. კალანდაძე
მ. მაჭავარიან
მ. კახიძე
და ა.შ-ს ლექსები

ასევე ძაან გაბუქებულია!
დოჩანაშვილის,
ჭილაძეების,
ჭელიძის შემოქმედება.

არაფერს ვამბობ, გუბაზ სანიკიძე, გ. ფანჯიკიძე, კ. გამსახურდია და ნ. დუმბაძე და ა.შ. -ზე

QUOTE
რა ექნა ტერენტიეს, ბეღურის სკლინტისოდენა ნიჭი ჰყონდა და არც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს.

ამას თუ ბეღურისოდენა მაინც ჰქონდა lol.gif
ავტომატურად გამოსდის, რომ ზემოხსენებულებს ჭიის სკინტისოდენაც არა ჰქონიათ.
givi.gif
საყვარელო და საცოდავო რუსთაველის საქართველოოოოვ
[ოპოზიციაზე-თავში-ხელის-შემორტყმის-სმაილიკი]

Posted by: fergusonscottie 9 Dec 2008, 14:41
QUOTE
მიმაჩნია, რომ გადამეტებულად შექებულია. რაც სინამდვილეს და რეალობას არ შეეფერება.ჯ. ჩარკვიან,მ.ლებანიძე,ა. კალანდაძე მ. მაჭავარიან მ. კახიძე და ა.შ-ს ლექსები


ანა კალანდაძესთან ფრთხილად!

Posted by: MrHERCULES 9 Dec 2008, 17:01

QUOTE
გუბაზ სანიკიძე


მაგან მწერლობაც დაიწყო?

აშკარად რაღაც გეშლებათ.


Posted by: art_tako 9 Dec 2008, 20:15
რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.
როგორც ოხვრა შორეული გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი, -
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.
ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.
რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი.
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ეს ლექსი მიყვარს, ოღონდ მარი ბარდაძე რომ კითხულობს მაშინ love.gif პირდაპირ სასწაულია!

Posted by: fergusonscottie 9 Dec 2008, 21:00
გალაკტიონის და ტერენტის ერთადერთი შემორჩენილი ერთობლივი ფოტო (კერძო კოლექიიდან)

Posted by: sasruli 9 Dec 2008, 21:57
ზოზია

წერილი მოსწერა დას: “მე ზაფხულში ჩამოვალ უსათუოდ. მანამდე შენ თუ მინახულებ, კარგი იქნება. მრცხვენია, მაგრამ გეტყვი: ქვეშაგებელი სულ დახეული მაქვს, მჭირდება ლეიბი და ბალიში, საბანი მაქვს. თუ არ შეწუხდები, გამომიგზავნე. წერილი მომწერე ამ მისამართით: თბილისი, სამხედროს ქუჩა # 3, ახვლედიანს”
ზოზიამ პატარა ლუკა მეზობელს დაუტოვა და ერთი დღით ჩამოვიდა თბილისს.
დარია ახვლედიანის სახლში არ დახვდა ტერენტი. ზოზიამ მეგობრები მოიკითხა, მაგრამ არც გენო ქელბაქიანმა იცოდა მისი ასავალ-დასავალი, - ერთი თვეა რაც არ მინახავსო.
მწერალთა კავშირში იკითხა, იქაც არ იცოდნენ არაფერი. სოლოლაკზე დავით კობიძეს შეხვდა.
- კაი ხანია არ მინახავს, - უთხრა დავითმა, - ალექსანდრეს ბაღსაც გაურბის. ამბობენ პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დადისო.
მოედანზე მეოთხე ნომერ ტრავმაიში ჩაჯდა. ნავთლუღთან ჩამოვიდა და ფეხით გაჰყვა სასაფლაოსკენ მიმავალ აღმართ გზას.
- ახლა, ამ წუთას აქ იყო, - უთხრა ბებერმა მესაფლავემ, - აქ იქნება სადმე, ყაზარმებთან ან ბარაკებისკენ წავიდოდა. წუხელ ღამე ჩვენთან გაათია.
მესაფლავე გაჰყვა მოსაძებნად. სასაფლაოს განაპირას ნახეს, ბარაკებთან, მარტო იდგა და კახეთისკენ მიმავალ მატარებელს გასცქეროდა.
უკანაც არ მოუხედავს, ისე იგრძნო დის სიახლოვე. ელდანაკრავივით შედგა. შორეულმა, მონატრებულმა ალერსმა ზურგი აუწვა და როცა შემობრუნდა, სადღაც შორს, ბნელი თვალებით შეამჩნია: თეთრ უდაბნოში სანთელივით კრთოდა მწუხარე დის ცისფერი ლანდი.

http://www.radikal.ru

Posted by: highway 10 Dec 2008, 12:06
QUOTE (fergusonscottie @ 9 Dec 2008, 14:41 )
ანა კალანდაძესთან ფრთხილად!

ფრთხილად რატო ვითომ!?
მაღალი ვოლტაჟის დაძაბულობაა!!! და დენს ირტყმეინება?!
spy.gif

ნუ, ვაიმე, ნუ, ვაიმე, რა ვქნა, ლაა! (ქართული სვეტური ლიტერატურულ-ინწელექწუალური აქცენტით) lol.gif

და მის ერთი "ლამის თუთა შემოვიდეს სახლში ... " მეტს ვერაფრით ვერ ვიხსენებ ...






MrHERCULES
QUOTE
QUOTE
გუბაზ სანიკიძე


მაგან მწერლობაც დაიწყო?
აშკარად რაღაც გეშლებათ.


მაიცა რა მეშლება! spy.gif
აბა "ვეფხისტყაოსანის" შემდეგ, ყველა დროის საუკეთესი ქართული ლიტ.ნაწარმოები - "ქარქაშიანი ხმლები" ვინ დაწერაააა?!!!
cry.gif



ალბათ ერთადერთი ქართველი პოეტი რუსთაველის შემდეგ, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა.
(ფაქტია, რომ დღესაც კი მაგრა შურთ მისი.)

ცუდია!
რომ ვერავინ ვერ თარგმნა მისი ლექსები მსოფლიო ენებზე: ინლისური, ფრანგული, ესპანური და ა.შ.




(არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს...)

არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე.

მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს,
ჩემი ფიქრები ისევ კივიან.
ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში
ყველაზე კარგი ეს ადგილია.

შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი,
ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია.
გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის,
ტყეა, მარტო ვარ და მეშინია.

სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე!

Posted by: sasruli 10 Dec 2008, 18:53
ანა კალანდაძე

http://www.radikal.ru

ზემოთ თქმულს ამ ორი ლექსით ვუპასუხებდი მხოლოდ...

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,

შენ ისე ღრა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…

1945

საქართველოო ლამაზო

„სხვა საქართველო სად არი?“
გრ. ორბელიანი

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?“
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში – ტყე დანაბინდები,
ტყეში – ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?“
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე – მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?“
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?“
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
დაბლა შრიალებს მოლისებრ
ყანაი გაუყელავი...
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?“

1945

Posted by: doctor ako 10 Dec 2008, 21:15
highway
კაცი არის გე-ნი-ო-სი.
ლექსში, სულ რამოდენიმე უბრალო სიტყვას ხმარობს.
ყოველგვარი გადაპრანჭული სტილის და გრეხა-მანჭიაობის გარეშე.
და რამხელა ეფექტს ახდენს

და ის მთაწმინდაზე არ ასაფლავია !?

სესილიასი არ იყოს, ამით "მთაწმინდის პანთეონს" უფრო დააკლდა ვიდრე მათ.
უტვინო (ყველა დროის) ქართული მთავრობები და საზოგადოება.
მაგარი დაფასება ვიცით.
მაგარიიი


(არ ვხედავ ღრუბელს...)

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.
და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.
დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.

დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.


* * *
highway


QUOTE
კაცი არის გე-ნი-ო-სი.
ლექსში, სულ რამოდენიმე უბრალო სიტყვას ხმარობს.
ყოველგვარი გადაპრანჭული სტილის და გრეხა-მანჭიაობის გარეშე.
და რამხელა ეფექტს ახდენს

და ის მთაწმინდაზე არ ასაფლავია !?

სესილიასი არ იყოს, ამით "მთაწმინდის პანთეონს" უფრო დააკლდა ვიდრე მათ.
უტვინო (ყველა დროის) ქართული მთავრობები და საზოგადოება.
მაგარი დაფასება ვიცით.
მაგარიიი


(არ ვხედავ ღრუბელს...)

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.
და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.
დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.

დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.


როგორც მისი სული დაიტანჯა,ისე მისი სხეულიც იმავე გზას გადის,სანამ თავის ადგილს "მიაგნებს"-საქართველო "გაახილე" თვალები.
("სამება" გამოდის: პეტრე-პავლეს სასაფალო,დიდუბის პანთეონი,მთაწმინდის პანთეონი.დროის ამბავია მხოლოდ.)
* * *
highway

("კომპ"-თან ცუდი დამოკიდებულების ბრალია,ამხელა რომ დავწერე)

... და გუბაზ სანიკიძე თუ ლევან სანიკიძე?



* * *
ამ თემაში "სხვანაირი" საუბარი...გრანელზე ასე არ დაწერონ უმჯობესია

Posted by: MrHERCULES 11 Dec 2008, 14:28

"ორჯერ გავზომეთ საზომით მკაცრით,
დავკმაყოფილდით დიდუბის მიწით".

ლადო ასათიანზეა ნათქვამი, მაგრამ ტერენტისაც შეეფერება.



Posted by: doctor ako 11 Dec 2008, 16:04
MrHERCULES

ეგ უდაოდ! მაგრამ "ც"-ს გარეშე

(სტალინის დედა მთაწმინდაზე განისვენებდეს და ... მოკლედ "საქართველოა" დღეს ასეთი)

Posted by: MrHERCULES 11 Dec 2008, 16:07

"ც" იმას ნიშნავს, რომ ლადოსა-ც შეეფერება და ტერენტისა-ც
უდავოდ!

Posted by: mestumre 13 Dec 2008, 00:35
ტერენტი ცუდ დროს და ცუდ ადგილას დაიბადა........ მაგრამ
"ვიცი დრო მოვა ჩემი გაგებისო" და მე მჯერა რომ ეს დრო მართლაც დადგება. როდის და რომელ გაბრწყინებულ საქართველოში არვიცი, მაგრამ მჯერა, რომ ეს დრო დადგება......... ტერენტი ქართული პოეზიის ერთადერთი "სალოსი" იყო და ვერ გაუგეს "ძმა" პოეტებმა.... "გვარცხვენს პოეტებსო"!!!!!!!! სამწუხაროდ დღესაც ბევრია სახელმწიფოს კარის პოეტი და ტერენტი ალბათ მათ დღემდე არცხვენს.........
თუმცა როგორც წესი ასეთების პოეზია დროს ვერ უძლებს ხოლმე. ახსოვს ვინმეს ამ საიტზე ამ სიტყვების ავტორი და მერ მიტუმეტეს მისი რომელიმე ლექსი? არა და "გვარცხვენს პოეტებსო"..........
* * *
ხო რაც შეეხება ტერენტის და გალაკტიონს, აი რა სწერს გალაკტიონი თავის დღიურში:
... გრანელი ...
აი ქვაფენილზე მიდის ფეხშიშველი ადამიანი. იგი გამოხვეულია ძონძებში და აგვისტოს მზე დაუნდობლად აწერს შიშველ თავზე. ეს ტიუტჩევის ტემაა.
ეს ადამიანი ფეხით დადის.
_ ვინ არის ეს კაცი? - იკითხეს.
- გრანელია, პოეტი, - იყო პასუხი.

* * *
იმავე ქვაფენილზე მიდის იგივე ფეხშიშველი ადამიანი. ეხლა კი იმას თბილი ძონძები არ აქვს. თოვს, ზამთარია. ის კი თეთრეულის ამარა მიდის.
- ვინ არის ეს კაცი?
- გრანელია, პოეტი, - იყო პასუხი........ (გ.ტ)

_______________________


Posted by: Mesaflave 13 Dec 2008, 01:05
მე და გალაკტიონი

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეში უფრო ანგელოზია....


გალაკტიონთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდა?

Posted by: MrHERCULES 13 Dec 2008, 12:47

რთული დამოკიდებულება ჰქონდა.
ფაქტია, რომ გალაკტიონის ფენომენი "აწვალებდა"; ხშირად ადარებდა თავისთავს.
ბევრი ლექსი აქვს მისდამი, წერილიც.
გალაკტიონს პირიქით - ერთადერთი მისი ნაწერი ტერენტიზე ისაა, mestumre-მ პოსტში როა დღიურიდან ნაწყვეტი. დანარჩენი მე არ მეგულება.
თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ გალაკტიონმა თავისი ახალგაზრდობისდროინდელი არქივი გაანადგურა. შეიძლება იქ ეწერა რამე ტერენტიზე.



Posted by: doctor ako 13 Dec 2008, 19:47
MrHERCULES

გასაგებია.

სხვა რამ ვთქვი.
ორივეს "ც"-ს გარეშე ... (გრანელთან მიმართებში "ც" მიუღებელია)
მთაწმინდაზე!
ეს მოხდება მაშინ,როდესაც საქართველო სულიერი "სიბრმავიდან" დაიწყებს გამოსვლას...



Posted by: _უბრალოდ_ 13 Dec 2008, 23:07
მისი ლექსების სატაურებიც ირითმება და ჯდება შინაარსში
თუ ეს მე გავაფრინე?

(ალბათ მოვა დრო ...)
(ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს...)
(ამ ფიქრის გარდა კარია ახლო...)
(ამდენ წამების და გლოვის შემდეგ ...)
(ამნაირ ბედზე ვნაღვლობ...)
(ამოდის მთვარე და მაღლა იწევს...)
(არ ვხედავ ღრუბელს...)
(არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა...)
(არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე...)
(არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს...)
(არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ...)
(არ მინდა საგნის დასახელება...)
(არ შემიძლია და მე ავად ვარ...)
(არა ვარ, მინდა გამოცოცხლება...)
(არა მყავს ტოლი...)
(არავინ არის, გული დაობლდა...)
(არავინ მოდის...)
(ასე თავდება ჩემი ცხოვრება...)
(ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი ...)
(ასე მძიმეა შიში სიკვდილის...)
(ასეთი წყრომა ...)
(აქ ყვავილებიც მოიპოვება...)
(აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე...)

http://www.lib.ge/each_author.php?266


მმმ

Posted by: Kaifistka 14 Dec 2008, 04:18
ისე სიკვდილზე ამ კაცს ნამეტარი ბევრი ლექსები აქვს ისე კარგია...

Posted by: mestumre 14 Dec 2008, 15:55
QUOTE
მისი ლექსების სატაურებიც ირითმება და ჯდება შინაარსში
თუ ეს მე გავაფრინე?

არა არ გაფრინე .... მგონი კარგი რაღაც აღმოაჩინე
wink.gif
გალაკტიონმა თავისი ნაწერები კი დაწვა, მაგრამ არსებოენ ადამიანები რომლებიც ორივეს მოესწრნენ, ორივესთან მეგობრობდნენ და არსებობს მათი ჩანაწერები რომ გალა და ტერენტი მეგობრობდნენ.... უბრალოდ ტერენტი ასე თუ ისე მძიმე ფსიქოტიპი იყო და ასე ვთქვათ "უჭედავდა" ხოლმე ხანდახან ურთიერთობაში.... გალაქტიონი კი როგორც ბავშვს თავზე ხელს უვავდა და "კარგი ბიძიკოო" ეუბნებოდა.... ესარი და ეს..... ლეგანდ, რომ მათ ცუდი დამოკიდებულება ქონდათ ზემოთ ხსენებულმა ლექსმა და საქმეში არ ჩახედილმა ადამიანებმა შეთხზეს........ ხო აი ცუდი დამოკიდებულება იმ დროინდელ "კარის პოეტებთან" კი ორივეს ქონდა....
ისე ტერენტიმ აჯობა გალაქტიონს იმით , რომ ვერც ერთი ლექსი ვერ დააწერინეს კომუნიზმზე (მიუხედავად მაიაკოვსკის უშედეგო მუდარისა)........ გალაქტიონი კი ხანდახან იყიდებოდა ( ეს ჩემი აზრია და თუ შეიძლება "რქაგრეხილაობას", ნუ დამიწყწბთsmile.gif

აი მე ცოტა კიდევ გავიზრდები (გონებრივად და პროფესიულად) და გპირდებით რომ გადავიგებ "გრანელს" და ყველა ნახავს ყველაფერს ისე როგორც სინამდვილეში იყო....... აი ასე ცოტა ვიოცნებე ... იმედი მაქვს ამიხდება ეს ოცნება........ bis.gif
* * *
QUOTE
(გრანელთან მიმართებში "ც" მიუღებელია)
მთაწმინდაზე!

ტერენტი უბრალო კაცი იყო, უბრალო ლექსებს წერდა და უბრალოდ ოცნებობდა თბილისის მიწა დაყროდა გულზე და პეტრეპავლეს სასაფლაო მისი სულიერი განსასვენებელი ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში იყო, მან ეს თვითონ აირჩია........

თუმცა მთაწმინდაზე ნამდვილად უნდა იყოს ტერენტი.......
შედევრი ხომ უბრალოებაში იბადება.......

Posted by: kendra 14 Dec 2008, 18:18
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას...

ტერენტი!!!!!!!!!

Posted by: doctor ako 15 Dec 2008, 19:52
_უბრალოდ_
"მისი ლექსების სატაურებიც ირითმება და ჯდება შინაარსში
თუ ეს მე გავაფრინე?"

- ნეტა ბევრი "აფრენდეს" ასე,ხმოლოდ მაშინ ეყვარება ქართველს ქართველი და საქართველო!


Kaifistka
"ისე სიკვდილზე ამ კაცს ნამეტარი ბევრი ლექსები აქვს ისე კარგია... "

- სიკვდილზე?! უფრო გარდაცვალებაზე-გარდასახვაზე... - "მე არ მინდოდა სიცოცხლე,არც სიკვდილი,არამედ რაღაც სხვა"- "ახლაც ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა,როგორც იდუმალების..."

mestumre
ყველაფერი უბრალო არის დიდებული... ბუნებრივი ყოველივე გასაოცარია... დიახ,კომუნისტებს "არ აღირსა" არც ერთი სტროფი... გიჟად გამოაცხადეს(და არა მარტო მათ)

ძალიან კარგი იქნება ფილმის გადაღება,ეს "აზრი" არ დათმო... ასეთი ოცნება ასრულებადია,წლებიც რომ დაგჭირდეს მაინც. დოკუმენტული თუ მხატრული იქნება? სმახიობების შერჩევაში დიდი ყურადღება გმართებთ. ( ... და კიდევ თუ მასიური სცენა იქნება , მეც მოვხვდე მანდ? -ესეც ოცნების ნაწილია)

წარმატებები!

--------------------------------
აქ ყვავილებიც მოიყოვება,
ეს გრძნობა ცაზე უმაღლესია.
ჩემი ცხოვრება არის პოემა,
ჩემი სიცოცხლე მხოლოდ ლექსია...

მოკლედ,ერთი წიგნში შეიძლება ვერ დაეტიოს,რაც ამ უბრალო(დიდებულ) და პატარა(დიდ) ლექსით გადმოგვცა...


Posted by: djTbilisi 16 Dec 2008, 01:14
QUOTE (mestumre @ 14 Dec 2008, 15:55 )
QUOTE
მისი ლექსების სატაურებიც ირითმება და ჯდება შინაარსში
თუ ეს მე გავაფრინე?

არა არ გაფრინე .... მგონი კარგი რაღაც აღმოაჩინე
wink.gif
გალაკტიონმა თავისი ნაწერები კი დაწვა, მაგრამ არსებოენ ადამიანები რომლებიც ორივეს მოესწრნენ, ორივესთან მეგობრობდნენ და არსებობს მათი ჩანაწერები რომ გალა და ტერენტი მეგობრობდნენ.... უბრალოდ ტერენტი ასე თუ ისე მძიმე ფსიქოტიპი იყო და ასე ვთქვათ "უჭედავდა" ხოლმე ხანდახან ურთიერთობაში.... გალაქტიონი კი როგორც ბავშვს თავზე ხელს უვავდა და "კარგი ბიძიკოო" ეუბნებოდა.... ესარი და ეს..... ლეგანდ, რომ მათ ცუდი დამოკიდებულება ქონდათ ზემოთ ხსენებულმა ლექსმა და საქმეში არ ჩახედილმა ადამიანებმა შეთხზეს........ ხო აი ცუდი დამოკიდებულება იმ დროინდელ "კარის პოეტებთან" კი ორივეს ქონდა....
ისე ტერენტიმ აჯობა გალაქტიონს იმით , რომ ვერც ერთი ლექსი ვერ დააწერინეს კომუნიზმზე (მიუხედავად მაიაკოვსკის უშედეგო მუდარისა)........ გალაქტიონი კი ხანდახან იყიდებოდა ( ეს ჩემი აზრია და თუ შეიძლება "რქაგრეხილაობას", ნუ დამიწყწბთsmile.gif

აი მე ცოტა კიდევ გავიზრდები (გონებრივად და პროფესიულად) და გპირდებით რომ გადავიგებ "გრანელს" და ყველა ნახავს ყველაფერს ისე როგორც სინამდვილეში იყო....... აი ასე ცოტა ვიოცნებე ... იმედი მაქვს ამიხდება ეს ოცნება........ bis.gif
* * *
QUOTE
(გრანელთან მიმართებში "ც" მიუღებელია)
მთაწმინდაზე!

ტერენტი უბრალო კაცი იყო, უბრალო ლექსებს წერდა და უბრალოდ ოცნებობდა თბილისის მიწა დაყროდა გულზე და პეტრეპავლეს სასაფლაო მისი სულიერი განსასვენებელი ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში იყო, მან ეს თვითონ აირჩია........

თუმცა მთაწმინდაზე ნამდვილად უნდა იყოს ტერენტი.......
შედევრი ხომ უბრალოებაში იბადება.......

ეგ შეჰნი აზრი არაა ეგ რეალობაა! ამიტომ ვერავინ შეგედავება...თუმცა მაიაკოვსკის არ უთხოვნია უფრო ბერია თხოვდა..

Posted by: mestumre 16 Dec 2008, 17:07
QUOTE
ეგ შეჰნი აზრი არაა ეგ რეალობაა! ამიტომ ვერავინ შეგედავება...თუმცა მაიაკოვსკის არ უთხოვნია უფრო ბერია თხოვდა



wink.gif გაიხარე... მე კი ვიცი რომ რეალობაა ... მაგრამ აქ დავის თავი არ მაქვს ხოლმე და იმიტომ მივაწერე ცჰემი აზრია თქო...... ხო ბერია სტხოვდა მაგრამ მაიაკოვსკი კიუგზავნეს, იცოდნენ რომ უნდოდა მისი ლექსები რუსულად ეთარგმნათ და თუ ღმერთზე აღარ დაწერ მე წავიღებ შენს ლექსებს რუსეთშიო... მაიაკოვსკმა შესთავაზა როგორც ვიცი....
ბერიას არაფერი უთქვამს აშინებდა უბრალოდ, საწყალ პოეტ ბჭს........smile.gif
აუუუუუ ტერენტიზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო, ისე როგორც "ძმაკაცზე" smile.gif და არის კიდეც ჩემი ძმაკაციsmile.gif
მიყვარს........... love.gif
* * *
QUOTE
ძალიან კარგი იქნება ფილმის გადაღება,ეს "აზრი" არ დათმო... ასეთი ოცნება ასრულებადია,წლებიც რომ დაგჭირდეს მაინც. დოკუმენტული თუ მხატრული იქნება? სმახიობების შერჩევაში დიდი ყურადღება გმართებთ. ( ... და კიდევ თუ მასიური სცენა იქნება , მეც მოვხვდე მანდ? -ესეც ოცნების ნაწილია)

წარმატებები!


მადლობ!!!!!!!!! ეს სიტყვები კიდევ მეტ იმედს მაძლევს, რომ გადავიღებ.....
დოკუმენტურ წყაროზე დაყრდნობილი , მაგრამ მხატრული ... მგონი ტერენტის მხატრული ფილმი მოუხდება. დიდი ყურადგება და დიდი პასუხის მგებლობა მმართებს ვიცი... შენს ოცნებას რაც შეეხება თუ ჩემი ახდა პირობას გაძლევ შენსასაც ავასრულებ....smile.gif)))

Posted by: MrHERCULES 18 Dec 2008, 01:32

***
"ეს დედამიწა აკრთობდა გრანელს,
როცა ოცნებით ცაში ვიდოდა,
იმ ცეცხლის ალით თვით დაიგრაგნა,
ვიდრემდე სამზღვარს გარდავიდოდა.
ბოლოს იფიქრა სასომიხდილმან;
არ განიყოფის მთლიანი ორად,
არა სიცოცხლე, არა სიკვდილი,
რადგან ორთავეს მიიჩნევ სწორად.
დიახ, მათ შორის მესამეც ჰგია,
ორთავ საწყისის მაერთებელი,
თუ ზეცა გწყურის და მიწა გშია,
თუ შენი თავის ხარ განმგებელი,
სინდისის შენის წინაშე წარსდექ,
იცან სიკვდილი და მკვდრეთით აღსდექ!
დიახ, ის მუდამ ემახსოვრებათ,
მისი ლექსები და მისი ბოლო,
თუმც ვერ იცხოვრა მიწის ცხოვრებით,
ეს მესამე გზა ინატრა მხოლოდ..."

(მერაბ კოსტავა, "გალაკტიონი")



Posted by: mestumre 26 Dec 2008, 18:45
.........ტერენტი გრანელი მოდის სისხლიანი სამარიდან: იქნები სი ყოს ქრისტე მეორედ მოსული.......

Posted by: mestumre 11 Jan 2009, 03:39
ჩემო ტერენტი ჩვენ დავრჩით მხოლოდ.........

Posted by: highway 11 Jan 2009, 12:49
QUOTE (Mesaflave @ 13 Dec 2008, 01:05 )
მე და გალაკტიონი

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეში უფრო ანგელოზია....


გალაკტიონთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდა?

ეხლა, რომ დავწერო გალაქტიონის ლექსს ამხელა და ამოტენა ექსპრესიის ძალა არ ჰქონია მეთქიიი ...

მთელი დიპლომირებული (ძალად აკადემიური) ქართულ ენა-მცოდნეები ტალიბანური კეტებით გამომეკიდებიან.

ვინაიდან ამას პირად შეურაწყოფად მიიჩნევენ.
(ნუ! ჩვენში ხომ ჯერ კიდე შუა საუკუნეებია. და ვერ ვეგუებით განსხვავებულ აზრს.)

გრანელის ძალა იმაში იყო, რომ არ სჭირდება ჩაკოკლოზინებული სიტყვა-ჩუქურთმები...

ეკიდა სტილი და ლიტერატურული სხვა სახის გოზინაყები ...

ის წერდა იმას რაც გულიდან მოჰხეთქავდა ...

და მერე როგორ ...


QUOTE
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

Posted by: Nnino 11 Jan 2009, 13:44
QUOTE
ეხლა, რომ დავწერო გალაქტიონის ლექსს ამხელა და ამოტენა ექსპრესიის ძალა არ ჰქონია მეთქიიი ...

ჩვენებიანთ გალაქტიონის ლექსზე არავინ გამოგეკიდება, დამშვიდებული იყავი...

გალაკტიონი სხვა საქმეა...


Posted by: mestumre 11 Jan 2009, 16:20
გალაქტიონს და ტერენტის არაფერი ქონიაათ გასაყოფი ..... გული მარტო იმაზე მწყდება რომ ამ თემაშ მხოლოდ მაშინ იწყება საუბაარი, თუ ვინმე გალაქტიონს ახსენებს, არა და სხვა უფრო საინტერესო რაღაცეებიც არსებობდა გრანელის ცხოვრებაში ვიდრე გაცვეთილი მისი და გალაქტიონის ურთიერთობაა..... დაანებეთ რა ამ თემას თავი.......


ჩემთვის ტერენტი ყველაზე დიდი პოეტია..... ვიღაცისთვის გალაა დიდი?- კი ბატონო იყოს ...... გემოვნებაზე არ დაობენ............. გვაცალეთ ბატონო გრანელის სიყვარული...... ცოცხალი ხომ არ გაახარეს და მკვდარი მაინც მოასვენეთ რა.............

გრანელი დიდი და ძლიერი რომ არ ყოფილიყო ახლა არავის გეცოდინებოდა მისი სახელი... მთელი საბჭოთა ხელისუფლება ცდილბდა მისი სახელის ამოშლას მაგრამ მაინც გადარჩა და მოახწია ჩვენამდე......

Posted by: JORJ MORISSONI 19 Jan 2009, 19:01
3 დღით წალენჯიხაში ვიყავი და ვესტუმრე ამ გენიოსის სახლ-მუზეუმს. ყველაფერი ისე იყო, როგორც წარმომედგინა: მოკრძალებული სახლი (თან ეს რეალურად არ იყო მისი სახლი, თვითონ ბევრად უარეს ადგილას გაიზარდა), შემზარავი ატმოსფესო, აი ისეთი საკულტუ უჟასებში როა, დადიხარ და გგონია რომ სიკვდელი უკან მოაბიჯებს. რამდენიმე საინტერესო ისტორიაც გავიგე მის შესახებ, სურათებს მოგვიანებით დავდებ.
mestumre
QUOTE
გრანელი დიდი და ძლიერი რომ არ ყოფილიყო ახლა არავის გეცოდინებოდა მისი სახელი... მთელი საბჭოთა ხელისუფლება ცდილბდა მისი სახელის ამოშლას მაგრამ მაინც გადარჩა და მოახწია ჩვენამდე......

ბერიას ევასებოდა და რამდენიმეჯერ გაადარჩინა სიკვდილს smile.gif
მაგალითად აი მაშინ საგიჟეთში რომ გაუშვა...

Posted by: salamander 19 Jan 2009, 19:43
mestumre
QUOTE
გალაქტიონს და ტერენტის არაფერი ქონიაათ გასაყოფი ..... გული მარტო იმაზე მწყდება რომ ამ თემაშ მხოლოდ მაშინ იწყება საუბაარი, თუ ვინმე გალაქტიონს ახსენებს, არა და სხვა უფრო საინტერესო რაღაცეებიც არსებობდა გრანელის ცხოვრებაში ვიდრე გაცვეთილი მისი და გალაქტიონის ურთიერთობაა..... დაანებეთ რა ამ თემას თავი.......


გალაქტიონის სიდიადე
QUOTE

ის წერდა იმას რაც გულიდან მოჰხეთქავდა ...

მარტო ეს არაა.


ასე რომ მათი შედარება შეუძლებელია.

გალაქტიონი ძალიან დიდია.

გრანელი კი ერთი კაი პოეტია.




Posted by: doctor ako 24 Jan 2009, 18:03
MrHERCULES

პირველად წავიკითხე,გაიხარე!

კოსტავა... გაუტეხელი,წამებული რაინდი...

-------------------------------------------------------------------------------------------------------



გრანელი გენოისია!მოვლენა!ბრწყინვალე შემოქმედი! (დამთავრდა საუბარი)

ტერენტის ვერავის გვერდით ვერ დააყენებ, ვერც შეადარებ,უდიდესი პოეტია.უდიედს ხელოვანთა პანთეონშია...

Posted by: highway 28 Jan 2009, 12:40
Nnino
ე.ი. შიშით ვერ დაილაპარაკებ რა ამ ფორუმში. თემაზე, საკითხზე.
ხალხი პირდაპირ იერიშზე მოდის.

ვისწავლოთ! ცივილირებული დისკუსია. თქვენი საყვარელი ან შეიძლება ნათესავი ხელოვანის შემოქმედების კრიტიკა არ ნიშნავს შემდეგს:
- რომ ვინმეს სძულხართ.
- ან ვინმეს თქვენთვის, ან თქვენი ოჯახის წევრისთვის ცუდი უნდა.
- ან ვინმე ფიქრობს რომ თქვენზე მეტი იცის.
- და ის კი სულ არ ფიქრობს, რომ თქვენ, მასზე მეტი იცით
- და etc.

mestumre
QUOTE
ჩემთვის ტერენტი ყველაზე დიდი პოეტია

yes.gif
აბსოლუთლი
და რატო ღიძიანდება ბევრი სხვის აზრის გამოთქმაზე, თან ასე, არ მესმის.
ეს ინდივიდუალის აზრია, და არა საერთო ჭეშმარიტება According to ჯანსუღ ჩარკვიანი თუ მ. მაჭავარიანი

ვააააH!!!!


JORJ MORISSONI
QUOTE
3 დღით წალენჯიხაში ვიყავი და ვესტუმრე ამ გენიოსის სახლ-მუზეუმს. ყველაფერი ისე იყო, როგორც წარმომედგინა: მოკრძალებული სახლი (თან ეს რეალურად არ იყო მისი სახლი, თვითონ ბევრად უარეს ადგილას გაიზარდა), შემზარავი ატმოსფესო, აი ისეთი საკულტუ უჟასებში როა, დადიხარ და გგონია რომ სიკვდელი უკან მოაბიჯებს. რამდენიმე საინტერესო ისტორიაც გავიგე მის შესახებ, სურათებს მოგვიანებით დავდებ.

ჰო, და არის კიდევაც კულტი
smile.gif
თუ ჯერ არა, გახდება smile.gif
და მერე აქ როგორ შეიცვლის აზრს, იმაზე ვიკაიფოოოდ wink.gif
ველოდებით სურათებს


Posted by: djTbilisi 31 Jan 2009, 11:50
JORJ MORISSONI
JORJ MORISSONI
მიდი რა დაწერე ..ყველაფერი....


ბერიას ყველა მეგრელი ევასებოდა... რატო გადაარჩინა ვერ გავიგე,ამიხსენი რა.

Posted by: Nnino 31 Jan 2009, 12:26
highway

ახალი იერიში: გალაკტიონია, მეგობრებო, გალაქტიონი არაა ეგ კაცი... ეჰ, ჩემი ნათესავი ყოფილიყო...

ტერენტი გრანელი მეც მიყვარს, მაგრამ ასევე მიყვარს ნიკო სამადაშვილი და თუ შედარებაა, ამ ორს შევადარებდი, გალაკტიონი სხვა სიმაღლეა...

უსაშველოდ მიყვარს დავით გურამიშვილი, გაცილებით უფრო ხშირად ვკითხულობ მას, ვიდრე რუსთაველს, მაგრამ თავში აზრადაც არ მომდის, ვამტკიცო "დავითიანის" უპირატესობა "ვეფხისტყაოსნის" წინაშე.

Posted by: ANI_ANI 31 Jan 2009, 17:38
მკვდარი სურვილები

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.
რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.
სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.
და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.
მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია.




აი ეს ბოლო ნაწილი კიდე განსაკუთრებით

გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია.

Posted by: merciamercia 1 Feb 2009, 20:51
"ასე მძიმეა შიში სიკვდილის"
ასე მძიმეა შიში სიკვდილის,

ასე ერთი და მუდამ იგივე.

და ისევ დარდით და ისევ დილით

ალლიდი ოტტოს საფლავთან მიველ.


ქრის დღე და ღამე, ყოველთვის ორი

და ეს ოცნება მზესავით დადის.

დავდივარ ნელა საფლავებს შორის

და ირგვლივ ბრწყინავს დღე ორშაბათის.

არ ვიცი წერია თუ არა ეს ლექსი მაგრამ ძალიან მიყვარს და დავწერე მაინც smile.gif

Posted by: levan63 4 Feb 2009, 16:32
კვირკველია ერთ-ერთი უძლიერესი პოეტია, სისადავით და ჭეშმარიტებით გამორჩეული ლექსები აქვს. გაუმარჯოს ტერენტი გრანელს, მხეცია

Posted by: merciamercia 4 Feb 2009, 17:45
''შენს მოლოდინში"

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა?
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე?
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტრილს.
ასე გაივლის წამება,ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი,მეტყვი როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები,ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის ...


love.gif love.gif

Posted by: SCHIZOPHRENIA 7 Feb 2009, 22:18
ამ ბოლო დროს ხშირად ვღიზიანდები იმაზე რო ტერენტი გრანელი,ეს უდიდესი პოეტი თითქოსდა "გააპაპსავეს"!

თქვენც შეამჩნევდით ალბათ ბევრ ცხვირმოუხოცავ ღლაპს,მის ცხოვრებაში ორი ლექსი რო არ ექნება დაზეპირებული, მობილურში ტერენტის ლექსების აუდიოვერსიები უწერია და ამით მარიაჟობს.

შეიძლება შემედავოთ რომ ასეთ "გაპაპსავებაში" ცუდი არაფერია და ეს ტერენტის გენიას იოტისოდენადაც არ აკნინებს,მაგრამ არ მომწონს ასეთი სახით ტერენტის პოპულარიზაცია,რაღაც არ მხვდება კარგად გულზე sad.gif

Posted by: highway 8 Feb 2009, 01:26
QUOTE (SCHIZOPHRENIA @ 7 Feb 2009, 22:18 )
შეიძლება შემედავოთ რომ ასეთ "გაპაპსავებაში" ცუდი არაფერია და ეს ტერენტის გენიას იოტისოდენადაც არ აკნინებს,მაგრამ არ მომწონს ასეთი სახით ტერენტის პოპულარიზაცია,რაღაც არ მხვდება კარგად გულზე sad.gif

რა თქმა უნდა ცუდი არაფერია ამაში
პირიქით
ეს ნიშნავს, თუ რა თანადროულია ყოველთვის ე.ი. დრო ვერაფერს უშვება მის ხელოვნებას

თუ და ვინჩი გააპაპსავეს, გრანელი ნაკლები რითია

user posted image

user posted image

user posted image

ეს ალბათ ყველამ ვიცით

user posted image




QUOTE
ცხვირმოუხოცავ ღლაპს,მის ცხოვრებაში ორი ლექსი რო არ ექნება დაზეპირებული, მობილურში ტერენტის ლექსების აუდიოვერსიები უწერია და ამით მარიაჟობს.

up.gif
მაინც მგონია, რომ ტერენტის ეს ძაან გაუხარდებოდა. რომ შთამომავლობა, და განსაკუთრებით თინეიჯერები ასე ხალისობენ მისი ლექსებით, და აჰიპებენ.





კარგი იქნება თუ გამოუშვებემ, საკაიფო ფერად მარალ ხარისხიან T-shirt -ებს ცნობილი წარწერებით


გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი

ან
GRANELI superstar

ეს იდეა კოპირაითირებულია, იუზერ ჰაიუეის მიერ. და დაფიქსირებულია ვვვ.ფორუმ.ჯიზე.
დრო ფოსტის თავშია აღნიშნული. თუ ვინმეს კომერციული აზრი გაუჩნდება, უფლება უკვე ჩემგან უნდა აიღოს.

Posted by: Vivienne 11 Feb 2009, 02:51
SCHIZOPHRENIA
იმ "ცხვირმოუხოცავ ღლაპს" როგორც შენ ეძახი თუ გრანელის აუდიოვერსიები მობილურზე ზარად უყენია ეს ფაქტი სულ, სულ ოდნავადაც არ შეურაცხყოფს ტერენტის სახელს. ეს მის ინტელექტისა და განათლების კოეფიციენტის ნულთან სიახლოვეზე მეტყველებს smile.gif
ეს პრობლემა ტერენტი გრანელს არ ეხება! ეს ერის პრობლემაა, თაობის პრობლემაა...
სამწუხაროა რომ ასეა... ძალიან სამწუხაროა...

Posted by: merciamercia 11 Feb 2009, 17:25

ეს დღე

ისევ მარტო ვარ, ირგვლივ ქარია,
გრიგალი მოსდევს ოცნების ხომალდს.
ეს დღე ძვირფასო! სხვა სიზმარია,
ეს დღე რომელიც გავს შემოდგომას.

ისევ სიცოცხლე, სიკვდილი არ მსურს,
და წმინდა გული მე შენთან მომაქვს.
ეს დღე მაგონებს შორეულ წარსულს,
ეს დღე რომელიც გავს შემოდგომას.


Posted by: merciamercia 13 Feb 2009, 15:53
ფარული ვედრება

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ…


* * *
სამწუხაროა რომ გრანელი საქართველოში სათანადოდ არ არის დაფასებული sad.gif იმედია მისი დროც მოვა love.gif

Posted by: djTbilisi 14 Feb 2009, 11:20
JORJ MORISSONI
JORJ MORISSONI
JORJ MORISSONI
JORJ MORISSONI
მიდი რა დაწერე ..ყველაფერი....


ბერიას ყველა მეგრელი ევასებოდა... რატო გადაარჩინა ვერ გავიგე,აახსენი რა.

Posted by: JORJ MORISSONI 14 Feb 2009, 16:24
djTbilisi
QUOTE
მიდი რა დაწერე ..ყველაფერი....


ბერიას ყველა მეგრელი ევასებოდა... რატო გადაარჩინა ვერ გავიგე,აახსენი რა.

აუ ჩიპს დედა ეტირა და მე მგონი, მაგ სურათებს დაერხათ sad.gif
რაც შეეხება ბერიას, 37 წელი იყო, სისხლიანი..
ხოდა იდეაში ტერენტიც არ უნდა დარჩენილიყო ცოცხალი, მაგრამ ლავრენტი პავლოვიჩმა არ გაიმატე სასიკვდილოდ ჩვენი ტერენტი, დახვრეტის მაგივრად საგიჟეთში გაუშვა.
სწორედ იმ ღამეს დაწერა ტერენტიმ:

რაღაც მინდა სამშობლოზე მეტი,
უფსკრულია და მე მარტო ვსტირი,
მე მაღელვებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი საქართველოს ტირილს...

კიდევ ერთი საინტერესო ისტორია ვიცი.. იყო ერთი არაცნობილი რუსი პაეტესა ირა (გვარი არაა შემონახული), რომელსაც რამდენიმე ლექსი მიუძღვნა ტერენტიმ

საღამოა, ვგრძნობ მწუხარე იერს,
გულს ცხოვრება სამარეში ძIრავს.
დღეს გიგონებ და ვღონდები ძLიერ,
მენატრები და სადა ხარ, ირა???

ის ცხონებული ირაც ტერენტისთვის მსგავსს თემებზე წერდა ლექსებს (სუიციდი, სიკვდილის ზემი, ვედრება ღმერთთან და ა.შ). ხოდა ტერენტიმ წაიკითხა თუ არა მისი ლექსები ეგრევე დაევასა. მიმოწერაც გააჩაღეს ერთანეთში და ტერენტის ძალიან შეუყვარდა ეს ირა (მიუხედავად იმისა, რომ ნანახის კი არ ჰყავდა). ხოდა ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტეს, რომ ირა უნდა ჩამოსულიყო თბილისში და ერთად უნდა ეცხვრათ დიდხანს და ბედნიერად. ირა მართლაც ჩამოვიდა თბილისში, ტერენტი დახვდა სადგურში, მაგრამ ლაივში არ დაევასა ეს ირა და ეგრევე გაუჩIნარდა, არც კი მისალმებია. ხოდა ეს ირაც გააბრუნეს რამდნიმე დღეში.

Posted by: djTbilisi 14 Feb 2009, 20:37
QUOTE (JORJ MORISSONI @ 14 Feb 2009, 16:24 )
djTbilisi
QUOTE
მიდი რა დაწერე ..ყველაფერი....


ბერიას ყველა მეგრელი ევასებოდა... რატო გადაარჩინა ვერ გავიგე,აახსენი რა.

აუ ჩიპს დედა ეტირა და მე მგონი, მაგ სურათებს დაერხათ sad.gif
რაც შეეხება ბერიას, 37 წელი იყო, სისხლიანი..
ხოდა იდეაში ტერენტიც არ უნდა დარჩენილიყო ცოცხალი, მაგრამ ლავრენტი პავლოვიჩმა არ გაიმატე სასიკვდილოდ ჩვენი ტერენტი, დახვრეტის მაგივრად საგიჟეთში გაუშვა.
სწორედ იმ ღამეს დაწერა ტერენტიმ:

რაღაც მინდა სამშობლოზე მეტი,
უფსკრულია და მე მარტო ვსტირი,
მე მაღელვებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი საქართველოს ტირილს...

კიდევ ერთი საინტერესო ისტორია ვიცი.. იყო ერთი არაცნობილი რუსი პაეტესა ირა (გვარი არაა შემონახული), რომელსაც რამდენიმე ლექსი მიუძღვნა ტერენტიმ

საღამოა, ვგრძნობ მწუხარე იერს,
გულს ცხოვრება სამარეში ძIრავს.
დღეს გიგონებ და ვღონდები ძLიერ,
მენატრები და სადა ხარ, ირა???

ის ცხონებული ირაც ტერენტისთვის მსგავსს თემებზე წერდა ლექსებს (სუიციდი, სიკვდილის ზემი, ვედრება ღმერთთან და ა.შ). ხოდა ტერენტიმ წაიკითხა თუ არა მისი ლექსები ეგრევე დაევასა. მიმოწერაც გააჩაღეს ერთანეთში და ტერენტის ძალიან შეუყვარდა ეს ირა (მიუხედავად იმისა, რომ ნანახის კი არ ჰყავდა). ხოდა ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტეს, რომ ირა უნდა ჩამოსულიყო თბილისში და ერთად უნდა ეცხვრათ დიდხანს და ბედნიერად. ირა მართლაც ჩამოვიდა თბილისში, ტერენტი დახვდა სადგურში, მაგრამ ლაივში არ დაევასა ეს ირა და ეგრევე გაუჩIნარდა, არც კი მისალმებია. ხოდა ეს ირაც გააბრუნეს რამდნიმე დღეში.

რაღაც მინდა სამშოლოზე კიარა სიცოცხლეზე(მე როგორც ვიცი)

და რა ვერ გავიგე იცი?გრანელი 34 ში მოკვდა და 30 იდან სუ საგიჟეთებში ყავდათ...რავიი..yes.gif


იმ პოეტზე ისტორიას რაც შეეხება ეგეთი ისტორია ირასთან კიარა თამარ როინიშვილთAნ ქონდა ტერენტის..შეცდომაა რაღაც.ვინ მოგიყვა ეგენი?

Posted by: JORJ MORISSONI 14 Feb 2009, 20:57
djTbilisi
QUOTE
რაღაც მინდა სამშოლოზე კიარა სიცოცხლეზე(მე როგორც ვიცი)

ხო, ხო ეგრეა smile.gif
QUOTE
და რა ვერ გავიგე იცი?გრანელი 34 ში მოკვდა და 30 იდან სუ საგიჟეთებში ყავდათ...რავიი

ნუ წელი შემეშალა ე.ი. , მსგავსს ისტორიას ნაღდად ჰქონდა ადგილი...
QUOTE
იმ პოეტზე ისტორიას რაც შეეხება ეგეთი ისტორია ირასთან კიარა თამარ როინიშვილთAნ ქონდა ტერენტის..შეცდომაა რაღაც.ვინ მოგიყვა ეგენი?

არა დანამდვილებით ვიცი რომ იირასთანაც ჰქონდა ურთიერთობა, ლექსებს გადახედე თუ არ გჯერა smile.gif

Posted by: miracle_of_love 15 Feb 2009, 00:32
...ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ)
ტერენტი გრანელი

* * *

ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

ჩემი ბაბუ იცნობდა ტერენტის ძალიან კარგად, იქნებ ვთხოვო და გაიხსენოს.

Posted by: Nnino 15 Feb 2009, 01:07
ის ლეგენდებმა გაითავისეს...

საწყალო ტერენტი, რაები გბრალდება... smile.gif

Posted by: observer 17 Feb 2009, 17:34
... ჩემი ფიქრები მხოლოდ შენ მოგსდევს,
ქრის ქარიშხალი, მთებია ახლო;
მე შეიძლება ამაღამ მოვკვდე
და სიკვდილის წინ შენ ვეღარ გნახო ...

Posted by: djTbilisi 3 Mar 2009, 11:40

miracle_of_love
miracle_of_love
ხო თხოვე თხოვე და გაიხსენოს

Posted by: რუსთაველი 6 Mar 2009, 04:16
Nnino
QUOTE
საწყალო ტერენტი, რაები გბრალდება..


საინტერესოა საიდან მოდის ეს ამბები.. smile.gif




რამდენიმე თვის წინ ვნახე აფიშა იყო გამოკრული თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში "ტერენტი გრანელი - მთვარისკენ ნასროლი მიხაკი" ხომ არ გინახავთ ვინმეს ან დაზუსტებით ხომ არ იცით რაზე იყო? smile.gif

Posted by: @guro@ 7 Mar 2009, 18:59
7 მარტი

ოთახიდან გავდივარ გვიან, ისევ შორეული მზე ანათებს თბილისის მიწას.
ქუჩაში დგანან პატარა ჯიბგირები და ქალის სახეს ხატავენ კედლებზე. შევდივარ ოპერის ბაღში, ჩემს წინ აკაკის ძეგლია. ახლო ქუჩიდან მესმის ხალხის ჟრიამული. ჩემს გვერდით ზის ვიღაც ახალგაზრდა და გაზეთს კითხულობს. და საღამო ნელა უახლოვდება ქვეყანას.

Posted by: @guro@ 9 Mar 2009, 21:48
9 მარტი

არის ზამთრის მზიანი დილა, ქალაქი გახვეულია კვამლში, გაღმა მიდის ვიღაც მილიციონერი. ვერის ხიდიდან მესმის ტრამვაის ხმაური. ახლა ეს გული სამარეა მიცვალებულ სურვილების.
ჩემს წინ გაშლილია შარა, ადამიანები ნელა დადიან. შევდივარ ბაღში, ძირს ტალახია და მაღლა სიწმინდე, მოქალაქენი იღებენ სურათს. ჩემს წინ ვიღაც ქალმა გაიარა ბავშვით.
აგერ დგანან მოწყენილი აკაციები, და ეს დღე ღამისაკენ მიექანება.

Posted by: Ginevra 9 Mar 2009, 21:52
QUOTE
რამდენიმე თვის წინ ვნახე აფიშა იყო გამოკრული თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში "ტერენტი გრანელი - მთვარისკენ ნასროლი მიხაკი" ხომ არ გინახავთ ვინმეს ან დაზუსტებით ხომ არ იცით რაზე იყო?


ოპერაში კი არა პანტომიმის თეატრში... რამდენი ხანია წასვლა მინდა და ხან დროს ერ ვნახულობ და ხან არ ვიცი ვისთან ერთად წავიდე. ვინმე თუ იმავე სიტუაციაშია შემეხმიანეთ და იქნებ მოვახერხოთ წასვლა tongue.gif

Posted by: @guro@ 14 Mar 2009, 17:40
მაშინაც ასეთი დღე იყო

14 მარტი

ღრუბლიანი დღეა და უიმედობა. ვზივარ ნაწვიმარ ბაღში და ვოცნებობ შორეულ საგნებზე. სკამები დასველებულია წვიმისაგან, ჩემს წინ ყრია ტალახით გასვრილი თოვლი, ოდნავ ირხევა ტოტები. მზე ფრინველივით დამალულია ღრუბლებში.
შევდივარ ,,ახალი სოფლის" რედაქციაში, გ. მუშიშვილთან ზიან: ბესარიონ ჟღენტი და ვიქტორ გაბესკირია. საუბრობენ მწერლობაზე. მე გაჩუმებული ვდგავარ. გარეთ წვიმს, ქუჩაში ტალახია და ჩემს ფეხსაცმელში წყალი შედის.

Posted by: folkman 18 Mar 2009, 04:45

Posted by: sasruli 22 Mar 2009, 15:05
http://www.radikal.ru

“ტერენტი გრანელი” - აკაკი ანდრიაშვილი

მე ხშირად მაგონდება ტერენტის ბავშვური შიში სიბნელისადმი. ჩაბნელებულ ოთახში ის მარტო ვერ შევიდოდა. ძილის დროს უსათუოდ სინათლე უნდა ყოფილიყო.
მახსოვს ვარდისუბანში ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობდი. ტერენტი ერთ საღამოს ნასვამი მოვიდა. ძილმა თავი წაართვა. რადგან მხოლოდ ერთი საწოლი მქონდა, ჩემს ლოგინში დავაძინე. მე კი ამხანაგთან წავედი. ტერენტის ხასიათი რომ ვიცოდი, ლამპა ანთებული დავტოვე: ნავთი ცოტა იდგა და ჩამქრალიყო. შუაღამისას ტერენტის გაღვიძებოდა და საშინლად შეშინებოდა.
მინდა გავიხსენო ტერენტის ერთი უცნაურობაც: წყალს ონკანიდან არ სვამდა, ცდილობდა მოეთმინა: მაგრამ როცა შეწუხდებოდა, მტკვარზე ჩადიოდა და პირდაპირ მდინარიდან სვამდა. ასეთივე უცნაური იყო საღამოობით ოთახში მისი დაბრუნება.
- აკაკი! ჩვენს გარდა კიდევ ვიღაც არის ოთახში! – მეტყოდა ხოლმე, როცა ბნელ ოთახში შევიდოდით.
როგორც კი ლამპას ავანთებდით, ტერენტი გასინჯავდა ყველა კუთხეს. მერე საწოლისა და მაგიდის ქვეშ შეიხედავდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაწყნარდებოდა.

ერთ დღეს ტერენტი ჩემთან უჩვეულოდ აბურძგნილი და თვალებაჭრელებული მოვიდა. სალამიც არ მომცა, საწოლზე ჩამოჯდა და ცივი, უცნაური ხმით მითხრა:
- ალექსანდროვის ბაღში ვიჯექი და უცებ ვიგრძენი, რომ თავში გველი მყავს.
მე გაოცებით შევხედე და მივხვდი, რომ საჭირო იყო მისი დაუყოვნებლივ დაწყნარება.
- გველი სიბრძნის სიმბოლოა. ალბათ ამ აზრით მეუბნები! – ღიმილით მივუგე მე.
- შენც ნუ მოჰყვები შენებურად ! – გამიწყრა ტერენტი, - მე მართლა გეუბნები: გველი, ნამდვილი გველი მყავს თავში…
ასე დაიწყო მისი დაავადება, რამაც საბოლოოდ სრულ შეშლილობამდე მიიყვანა.

სრული ტექსტი იხილეთ ბლოგზე - http://burusi.wordpress.com/მწერ

Posted by: djTbilisi 27 Mar 2009, 22:25
miracle_of_love
თხოვე და გაიხსენოს

Posted by: ni_ca 29 Mar 2009, 17:28
მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა,
დღეს მოწყენილი მივდივარ გზაზე.
რა ვუყოთ,ყველამ თუ მიღალატა,
რა ვუყოთ,ცხედარს თუ დავემსგავსე.
გარშემო დაწვა დღე უცნაური.
დასდევს წამება იღბალს თანაბარს.
ქალაქში უცებ შეწყდა ხმაური,
ქალაქმა უცებ სული განაბა.
ისევ შორიდან ვუმზერ სამყაროს,
ეს გრძნობა თვალებს ცრემლით ამივსებს.
მწუხარე სახით მოვწყდი სამყაროს
და ახლა მივალ ცისფერ ღამისკენ.

Posted by: irusha 1 Apr 2009, 01:59
"დავდივარ ღამით და მე ვარ თოვლი,
და მე ვარ ნისლი და მე ვარ წვიმა,
და სულს ცეცხლისკენ მივყავართ თრთოლვით,
ისე ვარ, როგორც დიდი ხნის წინათ... "

Posted by: requiemrequiem 5 Apr 2009, 00:38
ხალხნო, გამოვიდა თ. ვერულავას წიგნი "გრანელი", წავიკითხე და ძალიან... ძალიან მომეწონა, გრანელისეულია... მართლაც... თბილია..."რაღაცნაირი"...
მიხარია, რომ მასზე დაიწერა...

Posted by: sasruli 6 Apr 2009, 05:25

http://www.radikal.ru
* * *

Posted by: doctor ako 7 Apr 2009, 16:17
მართმადიდებლებო ხარების დიდებულ დღესასწაულს გილოცავთ!

sasruli

მომილოცავს წიგნის "დაბადება".(როცა წავიკითხავ აზრსაც მოგახსენებთ.)

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
როცა გეცლებათ,იაპონური ტრადიციული მუსიკის ალბომი გამომიგზავნეთ, რომელიც ამ გვერდზეა. (ვერ ვიწერ

http://iaponia.wordpress.com/2009/03/07/%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90/

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: რუსთაველი 7 Apr 2009, 18:00
Ginevra
QUOTE
ოპერაში კი არა პანტომიმის თეატრში... რამდენი ხანია წასვლა მინდა და ხან დროს ერ ვნახულობ და ხან არ ვიცი ვისთან ერთად წავიდე. ვინმე თუ იმავე სიტუაციაშია შემეხმიანეთ და იქნებ მოვახერხოთ წასვლა tongue.gif


საქართველოში რომ ვიყო დაგპატიჟებდი.. tongue.gif

Posted by: sasruli 7 Apr 2009, 18:08
გილოცავთ ხარებას

doctor ako

გმადლობ

Posted by: Dardiani Didgula 7 Apr 2009, 18:17
დღეს ივნისის სამია,
მინდა იყოს ცამეტი.
ჩემს გარშემო ციხეა,
მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე,
სიკვდილს არ ვიწამებდი.
მიწა არ იქნებოდა
ჩემთვის შავი სამარე...

ხარებას გილოცავთ ტერენტის მოყვარულებოოოოოოოოოოოო

Posted by: miracle_of_love 9 Apr 2009, 00:12
djTbilisi
აი 12- ში 95 წლის ვხვდებით და ვეტყვი. ისე მახსოვს მიყვებოდა საოცრად ლამაზი თვალები ჰქონდაო ტერენტის. გაცნობისას ასე წარგიდგენდა თავს ''ტერენტი გრანელი- ქრისტე მეორედ მოსული დედამიწაზე'' როგორც ყველა გენიოსი ისიც თავისებური იყო.
* * *
ტემპერა
შენ გაინტერესებდა ტერენტის გვარი თემის დასაწყიში წავიკითხე ის კვირკველია კი არა კვიკვინია იყოო ასე მითხრა ბაბუმ ისინი ერთმანეთს 30-იანი წლებიდან იცნობდნენ.

Posted by: ტემპერა 9 Apr 2009, 01:46
miracle_of_love
QUOTE
შენ გაინტერესებდა ტერენტის გვარი თემის დასაწყიში წავიკითხე ის კვირკველია კი არა კვიკვინია იყოო ასე მითხრა ბაბუმ ისინი ერთმანეთს 30-იანი წლებიდან იცნობდნენ.

მე კი არ მაინტერესებდა, არამდემ კითხვა დავსვი..

Posted by: რუსთაველი 9 Apr 2009, 13:35
miracle_of_love

კვიკვინია? spy.gif


და რატომ არსად არ არის ნახსენები?
ან, კვირკველია ვინ მოიგონა?

Posted by: sasruli 9 Apr 2009, 21:55
“კვდება ეს მდელო და ეს ქარია,
და საქართველო ეხლა მკვდარია”.

ასე წერდა პოეტი თავისუფლებაწართმეულ საქართველოზე და რა საოცრად ეხმიანება დღევანდელობას.

“ახლა ძნელია სულის მიგნება, ირგვლივ ღამეა”, და ბედის ამ საშინელ “გაციგნებაში” იგი ისევ მოგვძახის საქართველოს ციდან:

“ლაზარე აღსდგება მკვდრეთით,
აღსდგება როგორც ღვთის სიყვარული!
მას ვამბობ, როგორც ვამბობდი, კმარა!
მზე, ამოდი, ამოდი ჩქარა!”

Posted by: BeNdeLiAni 12 Apr 2009, 20:25
ტერენტი სამსონის ძე გრანელი (ნამდვილი გვარი კვირკველია)
ფსევდონიმ(ებ)ი: "წალენჯიხელი", "ტერენტი გრანელი"
პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია:
მეორე გადმოცემის თანახმად, ტერენტი ეტრფოდა ოპერა - ”აბესალომ და ეთერი” - მარეხის პარტიის შემსრულებელ იტალიელ მომღერალ ქალს, გვარად გრანელს და მისი პატივისცემით აურჩევია ეს ფსევდონიმი.



http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


Posted by: miracle_of_love 13 Apr 2009, 01:30
რუსთაველი
რავი აბა რა გითხრა, ბაბუმ ასე მითხრა როცა მიყვებოდა ტერენტიზე.

Posted by: saandr 6 Jun 2009, 17:02
ჩუმი ლანდივით დავდივარ,
პერანგად დარდი მაცვია,
ცხოვრება ჩვენი სცენაა
სიცოცხლე-დეკორაცია.

ყველაფერი გენიალური მარტივიაო ნათქვამია smile.gif

Posted by: palindromi-x 6 Jun 2009, 17:46
QUOTE
ველაფერი გენიალური მარტივიაო ნათქვამია

ეგ სიმარტივისთვისაა ეგრე ნათქვამი

Posted by: Ganeli 7 Jun 2009, 07:39

გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...

****


დიახ,
QUOTE
საზოგადოების გულქვაობის და ცინიზმის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი.
(….)
თუ მართლა ახსოვთ და გული შეტკივათ წიგნები გამოუშვან, ბიოგრაფია შეისწავლონ, ფილმები გადაიღონ.


ვერ იზამენ და არ იზამენ სანამ ამის დრო არ დადგება …

რამეთუ საშიშროება არსებული ღირებულებების საფასურშია ...

არ სჯობია გადავასვენოთ?
დროგამოშვებით მოსაგონებელი საღამოები მოვაწყოთ ?
ხაზი გავუსვათ მის რითმას ?
მის დეპრესიულ ფაზას ?

მხოლოდ არ ჩავხედოთ შინაარსებს !

ის უფრო ღრმაა ვიდრე …. უბრალო პოეზია

ის უფრო შორსაა ვიდრე მიწას მიჯაჭვული მესაფლავე.

და ის ერთია …
მარტოა !

არადა რა კარგად იცოდა, რომ იყო მარტო . . .

ისიც იცოდა რომ ცხოვრობდა უსასრულობაში უსასრულობისთვის …

და მიაღწია.

ტერენტიმ დაამარცხა მიწა და დაამარცხა მატერიას მტირალი პოეზია !

ასე რომ, რა გასაკვირია, რომ ის “სამშობლოს დამსახურებული, პირველად წოდებული მგოსანი” არ არის.
ეს მისი ძიებისა და ნაპოვნის ლოგური შედეგია. smile.gif

"ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი..

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია
ღამის გრიგალი თავზე მევლება
სიკვდილის გარდა კიდევ რა ქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას..

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე.
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი"

ანდაც

"ეს ჩემი სევდა და მწუხარება
დარჩება მარად შეუცნობელი."


***

ჩემი უსაყვარლესი ლექსი

სიცოცხლის გრადაცია

წითელი მზე აელვარდა მინებთან,
მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე.
იუმედო გული ძგერა მინელდა,
შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამენ!

გამიარა ჟრუანტელის ალმა,
სადღაც ქარი გადაფრინდა ნაპირზე
გული მიდის, არ ვიქნები ალბათ,
მწუხარეა ჩემი მკრთალი ნაბიჯი.

ჩაესვენა სურვილების გროვა,
როგორც შორი მირაჟების სერია.
ახლა უფრო დაფიქრების დროა,
ჩადენილი შეცდომები ბევრია.

ჩემი სახე რომ ყვითლდება, ვხედავ,
შორეული ყვავილებიც ხმებიან.
სამარისკენ აცილებენ ცხედარს
და მუსიკის მგლოვიარე ხმებია.

ო, ეს გული, ისევ გული მტკივა,
სიჩუმეა უსიცოცხლო ველების.
რანაირი ნაწამები მივალ,
მიმაქვს ჩემი დაკრეფილი ხელები.

წითელი მზე აელვარდა მინებთან,
მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე,
იუმედო გულის ძგერა მინელდა,
შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამენ!

Posted by: doctor ako 10 Jun 2009, 15:07
Ganeli

საოცარი გრძნობითა და წვდომით, "გრანელისეულად" გამოხატერთ ყოველივე...

დროისა და მატერიალურის "ბატონობა" , უმეცრება ამხილეთ და დაანგრიეთ...

...



Posted by: zmaneba_avi 11 Jun 2009, 01:30
http://www.radikal.ru





ეს მიყვარს ყველაზე ძნ.....

Posted by: sasruli 8 Jul 2009, 12:46
9 ივლისს, ხუთშაბათს,


17:00 საათზე


კავკასიურ სახლში
გაიმართება ტერენტი გრანელის ხსოვნისადმი
მიძღვნილი საღამო.


გალაკტიონის ქუჩა, #20


(ყოფილი მერიის უკან)

http://www.radikal.ru

*
http://www.radikal.ru

Posted by: Salvtore 8 Jul 2009, 18:17
გაიხარე, თენგო!!!!.
იმედია მოვა ხალხი, ვისაც ტერენტი უყვარს!
---------------------------------------------------------

ტერენტი გრანელის ყოფილი ნასაფლავარის(პეტრე-პავლეს სასაფლაოზე) შემნარჩუნებელი, მარმარილოს მემორიალური დაფის დამდგმელი, თქვენი მონა-მორჩილი-პოეტი, გიორგი ბუნდოვანი...

http://burusi.wordpress.com/მწერ

Posted by: Tio 29 Jul 2009, 23:00
სამწუხაროდ ამჯერად გვიან გავიგეsad.gif ...
იმედია სხვა მსგავსი საღამოების შესახებ დროულად შევიტყობsmile.gif..
...
წარმატებას გისურვებთ!:) 2kiss.gif

Posted by: zmaneba_avi 30 Jul 2009, 00:25
QUOTE
მინდა იყოს ცამეტი.



უმაგრესი სიტყვებია user.gif

Posted by: MISS-EgoIsTe 4 Aug 2009, 17:57
არაჩვეულებრივი პოეტია
განსაკუთრებით მიყვარს მისი მინიატურები :wub:

გულიდან
მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში,როდრსაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი...
მე ეხლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის,თანაც მიხარია,რომ ვარ ტერენტი გრანელი...
წინ უფსკრულია და ავი ნისლი მახვევია ირგვლივ.ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე... და მეშინია... ვფიქრობ... რომ მოვა წამი,როცა არ ვიქნები ცოცხალი,მაინც მჯერა ჩემი უკვდავება...
მე პოეზიამ მაგძნობინა,რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე,სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული...
მე არ მინდოდა სიცოცხლე...არც სიკვდილი...მე რაღაც სხვა მსურდა... ახლაც ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობის... როგორც იდუმალების...
მე მჯერა სიცოცხლის სხეულის გარეშე... მე მივმართავ მთელს მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით: მე მინდა გაფრენა... მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი... ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე... არა სიცოცხლე...არა სიკვდილი... არამედ რაღაც სხვა...
ვამბობ არ არიან სიტყვები გრძნობისთვის, გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და......... ისევ სიშორეზე ტირის როიალი...

Posted by: doctor ako 3 Oct 2009, 20:38

"ახლაც ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების..."

...

ქარი,

წვიმა,

ღამე,

ს ი ჩ უ მ ე...


Posted by: Koka17 5 Oct 2009, 11:05
ჩემს გარშემო ნისლია, ჩემს გარშემო ბურია, მოჩვენება შემოდის ღია თვალთა გუგებში...
ყველაფერი ცივია, რაც კი მარადისია, აი სწორედ ამიტომ, არ ვიწამე ნუგეში...
ძალიან მაგარი სიტყვაა )

Posted by: Me-Irakli 6 Oct 2009, 22:45
Koka17

ძაან მაგარია..


საერთოდ ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა რო მართლა ცოტა ვიცი მისი. smile.gif

Posted by: sasruli 12 Oct 2009, 20:46
http://www.radikal.ru

კვდება ეს მდელო და ეს ქარია
და საქართველო ეხლა მკვდარია

ეს სიტყვები მან 1921 წელს დაწერა, იმ ავბედით დროს, როდესაც საქართველოს ისევ დაადეს მონობის ბორკილები. მას შემდეგ ვერსად ნახავთ სიხარულის სტრიქონებს. იგი სამუდამოდ დარჩება როგორც მგლოვიარე, ჭირისუფალი მკვდარი საქართველოსი, როგორც შავჩოხოსანი, როგორც სხვა ჭეშმარიტი მამულიშვილები და აღარასოდეს გაუხდია გლოვის შავი.
იმ უნდობარ დღეს, როდესაც მტერი მოადგა ტფილისს, დიდი ივანე ჯავახიშვილი მოუწოდებდა სტუდენტობას: დამდგარიყვნენ სამშობლოს დასაცავად. ტერენტი იმ დღესვე ჩაეწერება წვევამდელთა ჯარში, მოხალისე მეომრად და ტაბახმელა-კოჯორისკენ მიმავალი ჭაბუკების მწყობრს შეუერთდება.
შემდგომ თავისი თვალით ნახავს ურიცხვ ურდოთა მიერ იავარქმნილ სამშობლოს და იტყვის:

საქართველო ეს ის მხარეა,
სადაც ცოცხალი მარხია ხალხი.

იგი არ ჩერდება გაწითლებულ ტფილისში და თან გაჰყვება გვარდიას. ჩადის ბათუმში და იქაც იარაღით ხელში იბრძვის თურქი ასკერების წინააღმდეგ, როცა ისევ დადგა საქართველოს ძირძველი მიწის – აჭარის დაკარგვის საშიშროება.
მისი ბიოგრაფიის ეს შტრიხებიც კმარა მისი, როგორც პატრიოტი, ჭეშმარიტი მამულიშვილის წარმოსაჩენად.
წიგნი “გრანელი“ აგვისტოს ომს მივუძღვენი. დღევანდელი ჩვენი ავბედითი ყოფის ფონზე ამეხსნა მისი მისტიური პოეზიის მიზეზები. ახსნა მხოლოდ ერთი აქვს – მკვდარი, დამონებული საქართველო და, ისევე როგორც ტატოს “ბედი ქართლისა”, ტერენტის შეუგუებლობა ამ უნდობარ დროისადმი.
საქართველოს გარდაცვალების წლისთავს, 1922 წელს მიუძღვნა “სულიდან საფლავები”. ამ ყვითელი წიგნის გარე ყდა სამგლოვიარო ჩუქურთმაში იყო ჩასმული. თითქოს ყდის შავარშიანი ჩუქურთმიდან გადმოდიოდა მგლოვიარედ წვერმოშვებული, ხამის შავი პერანგით. მოდიოდა სისხლიანი სამარიდან წამომდგარი უტყვი ჩონჩხი და ფეხქვეშ ეგებოდა მკვდარი საქართველოს ჭირისუფალი, ძაძით მოსილი ტფილისი.
მოდიოდა დაკარგული საქართველოთი მგლოვიარე, სისხლიანი სამარიდან სისხლისფერ სატუსაღოში.
შემდეგ იყო 1924 წელი – დახვრეტილი საქართველო, რომელსაც მიუძღვნა ტერენტი გრანელმა მემენტო მორი – როგორც გაფრთხილება მომავალი თაობებისადმი – გახსოვდეთ სიკვდილი! გახსოვდეთ სამშობლოს შეწირული, დახვრეტილი ქართველობის ზვარაკად გაღებული სისხლი.
ამის შემდეგ მის ლექსებს არც ბეჭდავდნენ. ან რა უნდა დაებეჭდათ წითელ კომისრებს.

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება.
ახლა უფრო ხშირია კუდის აქიცინება.
და ძნელია გარჩევა…

იგი ერთადერთი პოეტია, ვისაც შეცდომა არ დაუშვია და არცერთი სტრიქონი არ დაუწერია გაწითლებულ საქართველოზე. ქედი არასოდეს მოუდრეკია და ამისათვის დათმო ყველაფერი ამქვეყნიური და დაქორწინდა სიღარიბეზე, ისევე როგორც ფრანცისკ ასიზელის ქორწილი სიღარიბესთან, რადგან “მის გარშემო ციხეა – მწუხარების სავანე”.

ტერენტი გრანელის პოეზიაში მხოლოდ ერთგან იპოვით იმედიან სიტყვებს და ეს იმედი მხოლოდ სამშობლოს ეკუთნის, რამეთუ ვერ გაიმეტა იგი საბოლოოდ სიკვდილისათვის.

ლაზარე აღსდგება მკვდრეთით
აღსდგება როგორც ღვთის სიყვარული!
მას ვამბობ, როგორც ვამბობდი. კმარა!
მზეო ამოდი. ამოდი ჩქარა!

და რაოდენ სჭირდება მისი მოუდრეკელი სული დღევანდელ საქართველოს, როდესაც ნიღაბახდილი მტერი ისევ მოგვდგომია კარს, როდესაც ისევ ჰყავს მტერს გამზადებული ახალი ორჯონიკიძეები და ჯუღაშვილები.
და როგორც არასდროს სწორედ დღეს დადგა დრო, დრო მისი გაგების!

თენგიზ ვერულავა

http://burusi.wordpress.com/literature/terenti-graneli/

Posted by: Ice-Ice Baby 15 Oct 2009, 19:49
QUOTE (JORJ MORISSONI @ 22 Jul 2006, 15:39 )
ქალის აგონია

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
დღესაც შორეულ მეგობარს უცდი,
მაგრამ მან მოსვლა დაიგვიანა.

მახსოვს, ცრემლები შენ თვალს უვლიდა,
ალბათ ფიქრებმა ასე დაგღალა,
და უცხო ბინის ყრუ სართულიდან
შენ ფრინველივით დაჰყურებ ქალაქს.

მიხვალ როიალთან და როგორც გიჟი
იწყებ კლავიშზე ხელების თამაშს.
შენ ძლიერ გინდა და რაღაც გიშლის,
რომ გყავდეს ბავშვი, რომ იყო დამა.

სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე,
ხან, როგორც მტრედი, თვალებს დანაბავ.
მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს,
და ნატრობ ვიღაც არათანაბარს.

შენი ლოდინი სანამდი დასტანს,
ანდა სანამდი იქნები წმინდა.
რის მიზეზია, ჯერ ახალგაზრდას,
რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა.

ოთახში ზიხარ შენ, ავადმყოფი,
ხან როგორც ბავშვი ძილს მიეცემი.
შენ ეს ჰაერი თითქოს არ გყოფნის,
და გინდა გლოვა და გინდა ცრემლი.

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
ახლაც შორეულ მეგობარს უცდი,
რომელმაც ასე დაიგვიანა...

პირველი ლექსი, რომელიც წავიკითხე ტერენტის შემოქმედებიდან.
მას მერე ვაფასებ და მიყვარს.



(არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ...)


არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის.
ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,
ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი


შაბათია, ველოდები კვირას,
თეთრი სივრცე მწუხარებას მალავს.
ბინაში ვარ და, ძვირფასო, ხშირად
ტუსაღივით მენატრება გავლა.


ნელა გადის ღამეების რიგი,
სამარეა ჩვენი ყოფნის ბოლო.
ერთი თეთრი ღრუბელია იქით
და ოთახში სითეთრეა მხოლოდ.


ელავს ჩემი შორეული სევდა,
ამოვარდა საშინელი ქარი.
მარტო არ ვარ, ვიმყოფები სხვებთან,
იმედია, რომ დავკეტე კარი.


არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის.
ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,
ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი.

Posted by: schatz_87 18 Oct 2009, 14:46
ქვეცნობიერებას მოქმედებს უპირველესად ტერენტის ლექსები..ქვეცნობიერებიდან წარმოშობს ემოციებს...

Posted by: juliaroberts 19 Oct 2009, 15:03
Cemi dumili grZeldeba dRemde

Cemi dumili grZeldeba dRemde,
axla vigoneb isev im yvavils.
da gaigeben didi xnis Semdeg
ra cecxli mwvavda da ra viyavi.

da ueWveli bedia dRemde,
ueWvelia axla niRabi
da gaigeben didi xnis Semdeg
ra cecxli mwvavda da ra viyavi.

Posted by: natia-ameli 20 Oct 2009, 20:31
სადღაც სდუმს მთები, სადღაც ქარია
და გაიარეს სადღაც ქალებმა
ჩემი სხეული რომ დაღლილია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას

და სადღაც ბაღში ვიღაც იცდიდა
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა
მე რო გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას...

Posted by: Maisuradze777 23 Oct 2009, 04:34
შენ

ახლა შენ უმზერ იმ ვარდის რტოებს,
წინ გიდევს ჩემი ლექსთა კრებული.
მიგონებ, როგორც უნაზეს პოეტს
და ზიხარ მარტო, ჩაფიქრებული.

Posted by: buskunia 29 Oct 2009, 15:22
დავალ ქვეყანაზე,როგორც შერისხული,
შენი ზვარაკია,ღმერთო,ჩემი სული.

დავალ ქვეყანაზე,როგორც ბნედიანი,
ღმერთო,მაპატიე უქმად ხეტიალი.

დავალ ქვეყანაზე,როგორც გაძარცული,
ღმერთო,დააჩქარე ჩემი აღსასრული!


უზომოდ მიყვარს!!! love.gif


QUOTE
მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში,როდრსაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი... მე ეხლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის,თანაც მიხარია,რომ ვარ ტერენტი გრანელი... წინ უფსკრულია და ავი ნისლი მახვევია ირგვლივ.ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე... და მეშინია... ვფიქრობ... რომ მოვა წამი,როცა არ ვიქნები ცოცხალი,მაინც მჯერა ჩემი უკვდავება... მე პოეზიამ მაგძნობინა,რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე,სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული... მე არ მინდოდა სიცოცხლე...არც სიკვდილი...მე რაღაც სხვა მსურდა... ახლაც ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობის... როგორც იდუმალების... მე მჯერა სიცოცხლის სხეულის გარეშე... მე მივმართავ მთელს მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით: მე მინდა გაფრენა... მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი... ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე... არა სიცოცხლე...არა სიკვდილი... არამედ რაღაც სხვა... ვამბობ არ არიან სიტყვები გრძნობისთვის, გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და......... ისევ სიშორეზე ტირის როიალი...



ამაზე ხომ არაფერს ვამბობ.. რამდენი არ უნდა წავიკითხო სულ ჟრუანტელი მივლის
love.gif


Posted by: Maisuradze777 30 Oct 2009, 01:32
MEMENTO MORI
ტერენტი გრანელი

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს "Memento mori" -ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები, სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე - ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი - გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს "Memento mori"-ა.

Posted by: ილონენ 11 Nov 2009, 19:26
QUOTE
ტერენტი გრანელი,

ჩემიიი უსაყვარლესი მწერალი love.gif love.gif love.gif

ლექსების აუდიო ვარიანტებს თუ გინდათ აგიტვირთავთ love.gif love.gif love.gif

ტერენტი მართლაც გენიალურია... მის ყველა ლექსში როგორ იგრძნობა მისი ხასიათი, განცდა, ემოცია, სურვილები..... და რაღაც სხვა... რომელიც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის იყო არის და ალბათ კიდე დიდი ხანი იქნება...

,,რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან, ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას''

რამდენჯერ მივსულვარ მის საფლავთან.... ყვავილებით... ,,და ჩემს საფლავთან მოვა ვინმე ქალი, გაიხსენებს ჩემს დაფერფლილ სიცოხლეს და შევეცოდები...'' სულ ეს სიტყვები მახსენდება ხოლმე...... cry.gif


მომაკლდავი პოეტი... cry.gif
http://www.radikal.ru

Posted by: gulchatxrobili 13 Nov 2009, 17:55
გრანელის ორიგინალი ხმის ჩანაწერი არსებობს? მაგრად მინდა ....

Posted by: barako1 13 Nov 2009, 23:29
ტერენტი გრანელი

წუხელის ავად ყოფილა,
არ ჰყავდა თურმე მფარველი,
გალაკტიონის დემონზე,
ლაპარაკობდა გრანელი.
ამ დღემდე თურმე კვდებოდა,
სიტყვებად ჭრიდა სანათებს ,
გალაკტიონზე გვიწერდა,
მასში მზის სხივი ანათებს.
სიკვდილი მისი ცხოვრება,
იყო უბრალოდ სვლა ნელი,
არა სიცოცხლე არამედ,
სიკვდილზე წერდა გრანელი...

ჩემი ლექსია რავი ნახეთ თუ მოგეწონებათ

Posted by: nekato 13 Nov 2009, 23:36
barako1

მშვენიერია smile.gif

Posted by: gulchatxrobili 13 Nov 2009, 23:54
გრანელის ორიგინალი ხმის ჩანაწერი არსებობს? მაგრად მინდა .... არავინ არ იცით?

Posted by: natia-ameli 14 Nov 2009, 00:35
კვირკველია wink.gif კიდევ ხომ არ გაქვთ რამე კითხვა?
* * *
უი, პირველი გვერდის კითხვას გავეცი პასუხი cry.gif მომიტევეთ, ბარემ იმასაც ვიტყვი, მაშინ რომ, გრან- რომ მარცვალს ნიშნავს, ეგ გრანელთან არაფერ შუაშია, ტერენტის პლატონურად უყვარდა იტალიელი მომღერალი ქალი, რომელიც საქართველოში, ოპერაში მღეროდა, იგი იყო გვარად გრანელი. ხოო
* * *
მივალ, სხვა დღეა, გულს ამოვიტან
და ისევ მოდის დრო აღელვების.
წვიმდა და ისევ მზე გამოვიდა
და გავიშვირე მზისკენ ხელები.
მე წუხელ ისევ ღამე ვათიე
და მოოდიოდა ფიქრი ფარული.
ღმერთო, მიშველე და მაპატიე,
ეს აღტაცება და სიხაარული.

Posted by: parabola+ 14 Nov 2009, 00:50
QUOTE
გრანელის ორიგინალი ხმის ჩანაწერი არსებობს? მაგრად მინდა .... არავინ არ იცით?


არ არსებობს.
ვინ ჩაწერდა?
კეთროვანივით ერიდებოდა ინწილიგენცია

Posted by: ილონენ 15 Nov 2009, 21:31
gulchatxrobili
QUOTE
გრანელის ორიგინალი ხმის ჩანაწერი არსებობს? მაგრად მინდა ....

მეც მინდა sad.gif

Posted by: virakochi 21 Nov 2009, 01:27
ვინ არის ერთხელ რომ არ ეტიროს
გაუბზარავი ვინ თქვა ოცნება,
რა არის გული თუ არ გეტკნოს,
ვიღაცის დარდმა თუ არ მოგცელა.

სულ რაღაც გუშინ შენით ვიხარე,
ახალ სიცოცხლეს შენით ვიწყებდი,
სულ რაღაც გუშინ შენში ვიყავი
ლექსით სიმღერით თავდავიწყებით.

...............
.............


ძალიან მაინტერესებს ვისია ეს ლექსი -ანუ ავტორი
იქნებ იცის?

Posted by: doctor ako 21 Nov 2009, 18:41
barako1

გილწრფელად დაგიწერიათ.(ასე ჩანს)

სიკვდილზე წერდა გრანელი- ნუ აქ?!?!?! ის ყველაფერზე წედა... მუქი ფერები ბლომად არის მის პოეზიაში ,მაგრამ ერთი-ორი სიტყვით უზარმაზარ სინათლეს ,რწმენას ,უფლის მოშიშებას გადმოსცემს.
ის "მესამე გზას" მიელტვოდა... უკეთესზე,ვიდრე ეს დედამიწაა.ის აქ დადიოდა სხეულით, მაგრამ იმავდროულად იმ განზომილებაში იყო ...

დასასრული სხვანაირადაც შეიძლებოდა,შინაარსით დაახლოებით ასეთი: მარადისობაში წავიდა გრანელი, დატოვა ეს ცოდვილი მიწა,გაირითმებოდა ამ შინაარსით ბოლო ხაზი...


---------------------------------------------------------------------------------------------
მისი ლექსი ბევრჯერ უნდა წაიკითხო,რომ "შეხვიდე მასში" და მერე ნათლად დაინახავ უფრო მეტს,მთავარს თუ რაზე წერდა გრანელი...

...

Posted by: barako1 21 Nov 2009, 19:50
QUOTE (doctor ako @ 21 Nov 2009, 18:41 )
barako1

გილწრფელად დაგიწერიათ.(ასე ჩანს)

სიკვდილზე წერდა გრანელი- ნუ აქ?!?!?! ის ყველაფერზე წედა... მუქი ფერები ბლომად არის მის პოეზიაში ,მაგრამ ერთი-ორი სიტყვით უზარმაზარ სინათლეს ,რწმენას ,უფლის მოშიშებას გადმოსცემს.
ის "მესამე გზას" მიელტვოდა... უკეთესზე,ვიდრე ეს დედამიწაა.ის აქ დადიოდა სხეულით, მაგრამ იმავდროულად იმ განზომილებაში იყო ...

დასასრული სხვანაირადაც შეიძლებოდა,შინაარსით დაახლოებით ასეთი: მარადისობაში წავიდა გრანელი, დატოვა ეს ცოდვილი მიწა,გაირითმებოდა ამ შინაარსით ბოლო ხაზი...


---------------------------------------------------------------------------------------------
მისი ლექსი ბევრჯერ უნდა წაიკითხო,რომ "შეხვიდე მასში" და მერე ნათლად დაინახავ უფრო მეტს,მთავარს თუ რაზე წერდა გრანელი...

...

მე ის კი არ მითქვამს მარტო სიკვდილზე წერდა გრანელითქო =)) მე ეგრე დავინახე და რავიცი 2kiss.gif 2kiss.gif პოეტი ხარ ?

Posted by: doctor ako 21 Nov 2009, 21:57
barako1

დაბოლოება ვიგულისხმე,ოპტიმისტური ან სააზროვნო შინაარსის სიტყვებით რომ დასრულებულიყო.
(ლექსებს არ ვწერ,მაგის ნიჭი არ გამაჩნია.არც პოეზიაში ვერკვევი დიდად.რაც გულიდან არის სუფთა,მეტყველი,მაცოცხლებელი, მისტიკურიც... ნაწილობრივ მათი დანახვა თუ მოვახერხე,ჩავწვდი ,ამით ძალიან გახარებული ვარ)

თქვენ დაწერეთ,ნახეთ თუ მოგეწონებათო-მე შეგეხმიანეთ: გულწრფელად დაგიწერიათ (თქო)

მაგალითისთვის,ერთი ლექსიდან შევეცადოთ დავინახოთ გრანელისეული "ფინალი", ნაწყვეტი ლექსიდან:
...
...
არის სიცოცხლე , სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია...

მე ასე ვფიქრობ ,ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია...

სიკვდილზე,ცუდ ბედზე საუბრობს,მაგრამ ბოლოს რას ამბობს- "და ეკლესია თთქოს თოვლია", მისი ბოლო მზერა ეს ეკლესიაა ანუ უფალი, ეკლესია თოვლიაო-თოვლი ხომ თეთრია,თეთრი ფერი სისუფთავის, სინათლის და სისიპეტაკის სიმბოლოა ... დაახლოებით ასე უნდა მივუდგეთ და შევხედოთ და ბევრს გავიგებთ.
(კიდევ უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება მცოდნეებისმხრიდან)
"მე ეგრე დავინახე და რავიცი"- მეც ასე დავინახე.(რავიცის გარეშე ოღონდ)

კიდევ გექნებათ ლექსები,როცა მოიცლით დადევით.

...

Posted by: MrHERCULES 25 Nov 2009, 19:08

"...ახლა მთვარიანი ღამეა და მწვავს სურვილები, ერთსა და იმავე დროს, სწორედ ახლა, მინდა ვიყო ყველგან, მინდა მთელი მსოფლიო გადაიშალოს ჩემს წინ, როგორც ერთი ნაჭერი მიწა, აქედან ვუმზერდე პარიზში მიმავალ ადამიანს. მინდა ხელში მეკავოს მთელი მსოფლიო, როგორც ბურთი. მაგრამ რა ვქნა, როდესაც ამისთვის არ არის პირობები. ჩემს გარშემო მწარე სინამდვილეა და ვუმზერ მხოლოდ ოთახს, გარინდებულ კედელს."

დღეს ტერენტის დაბადების დღეა

"არა სიცოცხლე,
არა სიკვდილი,
არამედ რაღაც სხვა..."

Posted by: doctor ako 25 Nov 2009, 22:32
ტ ე რ ე ნ ტ ი გ რ ა ნ ე ლ ი

------------------------------------
(ყველაფერია ამით ნათქვამი)

Posted by: GIO-INTER 17 Dec 2009, 18:22
"წმინდაო ღმერთო რად გამაჩინე
მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია"

საზარელი და გენიალური.

Posted by: Maisuradze777 18 Dec 2009, 03:52
ეს ტირილი და კვნესა
ჩემსკენ წამოვა ისევ.
მე შენთან მოვალ დღესაც,
როგორც მწუხარე ქრისტე.
დადის დემონი მთვარის
და ავი ბედისწერა.
მიპყრობს იისფერ თვალის
ასე უღონო მზერა.
მღალავს ქუჩა და კიბე,
როგორც სიზმარი დილის.
ასე აწეწილ ბედით
მინდა გავშორდე თბილისს.

Posted by: ილონენ 18 Dec 2009, 07:59
QUOTE
"წმინდაო ღმერთო რად გამაჩინე
მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია"

საზარელი და გენიალური.

ხო sad.gif

მაგრამ კარგი სიტყვებია..

Posted by: mtersasruti 13 Jan 2010, 03:39
საუბარი, გრანელთან.
დააჩქარეთ განცდების ფურცელზე გადმოტანა,ოღონდ,ნუ დაწერთ უმიზეზოდ.



ახლა ცა გაიხსნება და მე და ტერენტი დიდხანს ვისაუბრებთ.მას გაუხარდება,როცა დამინახავს..გაუხარდება,რომ 72 წლის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან,ჩვენ კვლავ ვკითხულობთ მის შემოქმედებას და გვახსოვს.ვერ შეგპირდები,პოეტო,რომ ყველა გრძნობს შენს პოეზიას,იქნებ,ვერც მე?ახლა გაგესაუბრები და თავად განსაჯე.
მოდი უფრო ახლოს.მინდა შენს ხელებს შევხედო .იცი,მე მიყვარს ისინი.მე ყველა პოეტის ხელები მიყვარს.მეც ხშირად მიფიქრია შენსავით,მაგრამ მე არ ვარ ისეთი ძლიერი,რომ ეს ფიქრი შენსავით ლამაზად დაწყობილი სიტყვებით გადმომეცა.
ახლა მე სამეგრელოში ვარ,შენს მხარეში.იქნებ სწორედ ამიტომაც გაგითავისე ყველაზე უკეთ ამ გარემოში.შენც მითხარი რამე, სულ მე რომ ვსაუბრობ.აქ რომ ჩამოვედი შენი გვარის ხალხი ვიკითხე.მითხრეს არ ცხოვრობენო აქ, კვირკველიები.
ტერენტი,შენ ძალიან გიყვარდა ლურჯი ფერი.მეც მიყვარს.მეც მაქვს მიზეზი ამ ფერის სიყვარულის.მიზეზს მერე გეტყვი,სხვა დროს.
არ გინდა როიალზე დავუკრათ?იცი,მე დაკვრა ჩემით ვისწავლე,როდესაც 3 წლის ვიყავი.ჩემს დაიკოს ვაკვირდებოდი როგორ უკრავდა,მერე კი, როდესაც მარტო ვრჩებოდით მე კლავიშების შავ-თეთრი წყობა,ერთმანეთს ვესაუბრებოდით.კარგად ვერ ვუკრავ,მაგრამ ეგ არაფერი.
რაღაც მინდა გითხრა,ვიცი, შენ ყველაზე უკეთ გამიგებ.ამ ბოლო დროს ძალზედ შემომეჩვია ფიქრი,ზოგჯერ სუნთქვასაც კი მიშლის მისი გათავისება.აღარ არა,ვეღარ შეიძლია ასე.სულ გადავეჩვიე ძილს,აღარ მემეტება დასაძინებლად არც დრო ,არც თვალები.ახლაც ისე რეალურად გგრძნობ,რომ მეშინია ჩემიც და შენიც.ადამიანებიც მაშინებენ.ხალხი ჩემს გარშემო იმდენად ჭრელია,რომ ზოგჯერ ფერებსაც ვეღარ ვარჩევ.
ტერენტი,რა ადვილი ყოფილა შენთან საუბარი.თუ არ შეგაწუხებ,ზოგჯერ გაგესაუბრები ხოლმე.მე მჭირდება შენნაირი ადამაინები.მეც ხომ შენსავით ვნატრობ ვიღაც არათანაბარს.
იცი,მე არასდროს დამეკარგება პოეზიის განცდის უნარი.ვიცი ყოველთვის დამამწუხრებს,გამახარებს,ცრემლს მომადენს,გამაგიჟებს პოეზია.გპირდები ამ განცდას მოვუფრთხილდები.ზოგჯერ წარმოვიდგენ ხოლმე,რომ ვარ პოეზიამისჯილი პატიმარი,რომელიც წიგნის ჩარჩოებშია გამომწყვდეული,განთავისუფლების თარიღი უკანა ფურცლებზე ისე გაცრეცით მიუწერია ვიღაცას,რომ ვერ გამირეჩვია და ვარ ასე,2 ყდას შორის გამოკეტილი.
მე მუსიკაც მიყვარს,პოეტო.ის მაძლევს საშუალებას,რომ სხვა სამყაროს მივუკაკუნო კარზე და დარწმუნებული ვიყო,რომ აუცილბელად თბილად შემიპატიჟებენ.
როგორი სიტყვაძუნწი ყოფილხარ?!რამდენი ვისაუბრე,შენ კი ჯერაც არ ამოგიღია ხმა.არ მინდა თავი მოგაბეზრო.შენ ისედაც დიდად დამეხმარე დღეს.სანამ წახვიდოდე მომეცი უფლება გითხრა,რომ მიხარია ჩემი ერთადერთობა.რატომ?იმიტომ,რომ განა ბევრი მოიძებნება ახლა,ვინც საქართველოს ულამაზეს კუთხეში,პატარა,ლამაზ სოფელში,მოკალათებული ზის საოცრად მდიდარ სიმწვანეში და გესაუბრება შენ?პასუხი ისედაც ნათელია…

Posted by: თაიკო 13 Jan 2010, 13:34

მისი პოეზია მძიმეა.
ჩემი ბავშვობის სიყვარულია.

Posted by: leva1990 14 Jan 2010, 22:20
არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.
და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.
დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.

დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

Posted by: φιλόσοφος 16 Jan 2010, 05:52
წამი აღმაფრენის
და ფიქრი ნაჩვევი.
ღმერთო! გამაფრინე
და ქრისტე მაჩვენე.
ხელს მაღლა აგიშვერს
ცოდვა ადამისა
ღმერთო! გამაგიჟე
და შენვე დამიცავ.
ნეტავ ზღვის ძახილზე
გრიგალს გავეტაცე.
ღმერთო! გამაღვიძე
მე სხვა პლანეტაზე.
მიმაქვს პანაშვიდი,
ვარ ღია ბაღისებრ.
ღმერთო! დამამშვიდე
და ძილი მაღირსე.

ჯგუფ დესპანის სიმღერა ამ ლექსზე


* * *

* * *
.. არა სიცოცხლე
არა სიკდილი
არამედ რაღაც სხვა ..

Posted by: Utopian 13 Mar 2010, 01:22
ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

Posted by: Salvtore 13 Mar 2010, 12:21
მე გახლავართ გიორგი ბუნდოვანი, პოეტი და მულტი-მედია არტისტი, 90-იანელთა ლიტერატორთა და პოეტთა თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი... "ქართველ პოეტთა ორდენ-ქრონოფაგების" და "ანომალიური პოეზიის" ერთერთი დამფუძნებელი და ტერენტი გრანელის ყოფილი საფლავის (პეტრე-პავლეზე) 7 წლის მანძილზე პატრონი და მიმხედავი... ხოლო 1993 წლიდან, ა…მ ნასაფლავარზე შავი მარმარილოს მემორიალის დამდგმელი (ამ მემორიალის ფოტოები აქაცაა!) და ამით, ტერენტის ნასაფლავარის შემნარჩუნებელიც, ანუ გაყიდვას გადავარჩინე ტერენტის საფლავი, რომელსიც იგი 53 წლის მანძილზე ესვენა!
1987 და 2009 წლის დამლევს, ორჯერვე მიწვეული გახლდით წალენჯიხაში, მწერალთა კავშირის წევრებთან და დსხა ახალგაზრდებთან ერთად, საპატიო სტუმრად! 87-ში, სახლ-მუზეუმისა და ტერენტის ქუჩის გახსნაზე, ხოლო 2009 წლის ნოემბერში კი ტერენტის პირველი ძეგლის და მისი სახელობის სკვერის გახსნაზე, სადაც სიტყვითაც გამოვედი მოედანზე...
პერტე-პავლეზე, მის საფლავთან, 7 წლის მანძილზე, 600 ლექსზე მეტი მაქვს დაწერილი... და 5 ღამე მარტოს, გათენებული სასაფლაოზე, ჭიქა წითელი ღვინითა და შავი პურით, სიმბოლურად...! ტერენტის იმ ქვის ზემოთა, სურათიან ნაწილს, რომელიც გადასვენებამდე ედგა საფლავს პეტრე-პავლეზე, გადასვენების შემდგომ, 10 წელი ვინახავდი სახლში!
2009 წლის ნოემბერში წალენჯიხაში ვიზიტისას, სახლმუზეუმს საჩუქრად გადავეცი 1924 წელს გამოსული უნუკალური გაზეთის-"ტერენტი გრანელი", ორიგინალი! (ამ გაზეთის ასლის ფოტოც აქ არის...).
--ტერენტი გრანელმა მე ჩამომაყალიბა, როგორც პოეტად, ისე პიროვნებად! იგია ერთადერთი მისტიკოსი პოეტი საქართველოში და ამ დიდ წოდებას დღემდე არავის უთმობს!! გარწმუნებთ, როდესაც მის შემოქმედებას იცნობ ღრმად და გრძნომბ შეგრძნების 6-ივე ცენტღით, მთელი არსებით--რწმუნდები, ტერენტი გრანელი არა პესიმისტი პოეტი, არამედ--ოოპტიმისტი პოეტია!!! მე-29 საუკუნის ქართულ პოეზიაში უდიდესი შუქისა და სინათლის შემომტანი და დიდი პოეტური სკოლის დამამკვიდრებელი!!! და უდიდესი დანაშაულია, რომ ტერენტის შემოქმედება არ არის დღემდე სასკოლო პროგრამაში შეტანილი!! სირცხვილი !!!
--"ტერენტი გრანელი მოდის სისხლიანი სამარიდან/იქნებ ის იყოს ქრისტე, მეორედ მოსული...!"

P.S. ჩემზე დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ:


http://burusi.wordpress.com/literature/giorgi-bundovani/

http://www.radikal.ru

10 ოქტომბერი, 2009 წელი, წალენჯიხა, ტერენტის პირველი ძეგლის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას! ამ დღესვე გაიხსნა ტერენტის სახელობის სკვერში ტერენტის მემორიალიც!!

ეს კი ჩემს მიერ ორგანიზებული, ტერენტის ხსოვნის საღამო--კავკასიურ სახლში,
სურათებზე--თქვენი მონა-მორჩილი, თენგიზ ვერულავა, მამანტი როგავა (ტერენტის დის--ზოზიას უფროსი შვილიშვილი) და მარსიანი...

http://www.radikal.ru

ეს პორტრეტი, ხელში რომ მიჭირავს, დახატა მარსიანმა და მე გადავეცი წალენჯიხაში--ტერენტის სახლ-მუზეუმს! ასევე გადავეცი საჩუქრად--1924 წელს გამოსული გაზეთი--ტერენტი გრანელი, რომლის მხოლოდ ასლი იყო სახლ-მუზეუმში, მე კი ორიგინალი გადავეცი...

http://www.radikal.ru
* * *
1986 წელი, გადასვენებამდე, პეტრე-პავლეზე!

http://www.radikal.ru

ჩემს მიერ დადგმული მარმარილოს მემორიალური ქვა პეტრე-პავლეზე, 1992 წელს. ამ ქვის დადგმით გადავარჩინე ტერენტის ნასაფლავარი გაყიდვას!!

http://www.radikal.ru

1987 წელი, წალენჯიხა, ტერენტის 90-წლისთავი, სახლმუზეუმის და მისი სახელობის ქუჩის გახსნაზე, საპატიო სტუმრად გახლდით მიწვეული სხვა უამრავ ქართველ მწერლებთან და პოეტებთან ერთად! შუაში-მე და ბატონი ლერი ალიმონაკი...

http://www.radikal.ru

დანარჩენი, დაინტერესებულმა ხალხმა, იხილეთ აქ:

http://burusi.wordpress.com/literature/terenti-graneli/

Posted by: ferenclist 16 Mar 2010, 00:25
დიდებული გვერდი მადლობა ვინც მოიაზრა ამ გვერდის არსებობის აუცილებლობა... გრანელის ნაირი პოეტი არა თუ საქართველოს რამედ მსოფლიოს არ ყავს, მე ასე ვფიქრობ... სეიძლება ცოტა ფორმაში მოისუსტებს, შეიძლება სიტყვის მარაგი ნაკლები აქვს, სეიძლება გალაკტიონივით მრავალწახნაგოვანი პოეზია არა აქვს, შეიძლება საკუტარ არსებაში ჩავანებული პოეტი საკმარისად ვერ გამოხატა იმიტომ რომ ნიჭიერება არ ეყო მაგრამ... გრანელივიატ პოეტური სულის ადამიანები ძალიან, ზალიან იშვიათად იბადებიან... ტერენტივით პოეტურად არც ერთ ქართველ პოეტს არ უცხოვრია და ასწლეულებიც არ ეყოფა დროს კიდევ ერთხელ შობოს კვირკველიას მსგავსი ზეგარდმო მადლით ცხებული პოეტი... გალაკთიონი პოეზიის მეფეა გრანელი კი პოეზიის ღმერთი, მას რომ ჩაწვდე პოეზიით მეტანობა უნდა სეგაძლოს

Posted by: Salvtore 22 Mar 2010, 10:14
--"...სეიძლება ცოტა ფორმაში მოისუსტებს, შეიძლება სიტყვის მარაგი ნაკლები აქვს, სეიძლება გალაკტიონივით მრავალწახნაგოვანი პოეზია არა აქვს, შეიძლება საკუტარ არსებაში ჩავანებული პოეტი საკმარისად ვერ გამოხატა იმიტომ რომ ნიჭიერება არ ეყო მაგრამ... "--- ამის გარდა აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმებით!! გრანელს რა ნიჭიცა და მარაგიც ქონდა და ასე შემდეგ... დამერწმუნეთ, გალაკტიონს არც კი დაესიზმრებოდა!! აი შოთა რუსთაველზე არაფერს ვამბობ, კი ბატონო, შოთაზე ხელებიც ამიწევია!! დანარჩენები ვერც კი მივლენ ახლოს! თუმცა გალაკტიონი, ვაჟა, ბარათაშვილი....ასევე პლანეტარული პოეტები არიან!!!!

Posted by: Masho-85 24 Mar 2010, 18:17
Salvtore
დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რაც გააკეთეთ და აკეთებთ.

,,რვა ივნისია, ცხელა,
ოცნება ადის ცამდე.
მინდა მოვშორდე ყველას,
მინდა გავიქცე სადმე.

ჯერ კიდევ ძალა შემწევს,
ვიგრძნო დუმილი ვარდის.
მხოლოდ შენ ფიქრობ ჩემზე,
იცი, რას ქვია დარდი..."

,,შავგრემან სახეს აცისკროვნებს ლურჯი გაროზი,
თეთრი ხალათი ნაზ ბროლის ყელს მეტად უხდება,
ავდრიან დღეებს გადაივლის შავი ტაროსი (ეს მგონი არაზუსტად დავაციტირე smile.gif
და ჩვენს გარშემო ყვავილები აფირუზდება"

Posted by: Salvtore 27 Mar 2010, 00:42
QUOTE (Masho-85 @ 24 Mar 2010, 18:17 )
Salvtore
დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რაც გააკეთეთ და აკეთებთ.

,,რვა ივნისია, ცხელა,
ოცნება ადის ცამდე.
მინდა მოვშორდე ყველას,
მინდა გავიქცე სადმე.

ჯერ კიდევ ძალა შემწევს,
ვიგრძნო დუმილი ვარდის.
მხოლოდ შენ ფიქრობ ჩემზე,
იცი, რას ქვია დარდი..."

,,შავგრემან სახეს აცისკროვნებს ლურჯი გაროზი,
თეთრი ხალათი ნაზ ბროლის ყელს მეტად უხდება,
ავდრიან დღეებს გადაივლის შავი ტაროსი (ეს მგონი არაზუსტად დავაციტირე smile.gif
და ჩვენს გარშემო ყვავილები აფირუზდება"

გაიხარეთ, მაშო-85 :-)) ...............................

Posted by: aleko633 6 Apr 2010, 11:41
დიდებული პოეტი....
http://lit.400.ge/board/1-1-0-47
აქ ყველაფერია

Posted by: international 7 Apr 2010, 17:34
ტერენტი მაგარი პოეტი, ქართველების სიამაყე

Posted by: palindromi-x 7 Apr 2010, 17:57
Salvtore
QUOTE
"...შეიძლება ცოტა ფორმაში მოისუსტებს, შეიძლება სიტყვის მარაგი ნაკლები აქვს, შეიძლება გალაკტიონივით მრავალწახნაგოვანი პოეზია არა აქვს, შეიძლება საკუთარ არსებაში ჩავანებული პოეტი საკმარისად ვერ გამოხატა იმიტომ რომ ნიჭიერება არ ეყო მაგრამ


ფორმა?! biggrin.gif ის არ ეძებს ხელოვნურ ფორმას, მისი ლექსის ფორმა და შინაარსი ისი სულიდან გადმოღვრილიგრძნობებია... პოეტმა უნდა გაგრძნობინოს -ესაა მისი დანიშნულება, ხოლო "სიტყვის მარაგი ნაკლები აქვს" - მარაგისთვის არ იწერება ლექსი - თუ ვინმეს სიტყვების ხროვა ჭირდება, გადაშალეთ ბატონო განმარტებითი ლექსიკონები, უამრავია, დაიდეთ აბა და შეისწავლეთ ყველა "მაგარი" სიტყვა და მერე სცადეთ ისეთი ლექსი დაწეროთ, როგორიც ტერენტის ლექსია, "ნიჭიერება არ ეყო" - სასაცილოა, ამის დამწერი არ ვიცი ვინაა და არც მაინტერესებს, ამის გამორკვევას არ ვცდილობ, მაგრამ იმჰო სწორედ მას არ ეყო ნიჭიერება ასეთი რამე რომ დაწერა

Posted by: vizebi minda 7 Apr 2010, 18:47
Salvtore

კაი კაცი ხარ. გაიხარე. და ისიც კარგია რომ ეს ყველაფერი გაგვაგებინე.
ბევრმა უნდა მოგბაძოს yes.gif

Posted by: Ar-Pharazôn 3 Jun 2010, 18:23
დიდი პოეზიის მოყვარული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ტერენტი გრანელის პოეზია და დღიურები ძალიან ახლოსაა ჩემს გულთანაც. მინდა იმ დღეს მოვესწრო, როდესაც მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენ ტერენტი გრანელს, რადგანაც ჩემი აზრით, ერთერთი ყველაზე იდუმალი, რომანტიული და განუმეორებელი ადამიანი იყო ქართული ლიტერატურის ისტორიაში. სწორად ადარებდა თავის თავს გალაკტიონს - გალაკტიონი დემონი იყო, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება უფრო ცეცხლოვანი, ანთებული და გრიგალისებრია, ტერენტი გრანელი კი თავისი ანგელოზური აურით კაშკაშებს არანაკლებ.

არაა საჭირო ფეისბუკზე იქნას გახსნილი ჯგუფები ტიპა 'გადაასვენეთ ტერენტი გრანელი მთაწმინდაზე', მე მგონი მაინც მოვა დრო და ეგ თავისთავად მოხდება

P.S. ისე, სახეზეც როგორ გავდა ედგარ პოს gigi.gif

Posted by: dylan 6 Jun 2010, 20:52
ტერენტი გრანელი, გენიალური პოეტი.

გენიალური კი არა, - კარგი პოეტი.

Posted by: ფაშისტი 7 Jun 2010, 10:59
ამ ადამინის ბიო არ წამიკითხავს, სანამ წავიკითხავდე მაინტერესებს რატომ წერდა "ესე".. დეპრესია? ტრამვით.. ალბათ..

Posted by: gvanca_gvanci 8 Jun 2010, 23:28
ჩემთვის მართლა გენიალურია...

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეში უფრო ანგელოზია....

love.gif love.gif love.gif



მე არ მინდოდა სოცოცხლე.
არც სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა.

user.gif

Posted by: zeppelin3 11 Jun 2010, 10:57
არ ვიცი რამდენად მართალია მაგრამ ერთი ისტორია გამახსენდა ტერენტი გრანელზე:ერთხელ შალვა დადიანს არ მოსწონებია ტერენტის ჩაცმულობა და უთქვამს ჩაიცვი ყმაწვილო ჩაიცვიო.ამაზე პოეტს ასეთი პასუხი გაუცია
"ბატონო შალვა!არამც თუ კაცმა,ბავშვმაც კი იცის ჭამა და ჩაცმა,
შენ სიღარიბეს არ იცნობ ალბათ რომელიც არის პატარა ჯვარცმა".




user.gif

Posted by: highway 14 Jun 2010, 15:13
QUOTE (Ar-Pharazôn @ 3 Jun 2010, 18:23 )
მინდა იმ დღეს მოვესწრო, როდესაც მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენ ტერენტი გრანელს, რადგანაც ჩემი აზრით, ერთერთი ყველაზე იდუმალი, რომანტიული და განუმეორებელი ადამიანი იყო ქართული ლიტერატურის ისტორიაში.

რავი ჩემი აზრით არ ჭირდება გრანელს არსად გადასვენება, ნეტავ იქ დაეტოვებინათ სადაც პირველად დაასვენეს და ნუ აწვალებენ. ცხოვრებაში არ გაუხარია და ეხლა გვიანია ჩვენი ბოდიშების ხდა, ფიროსმანის არ იყოს, რაში გამოიყენებს!?
როგორც პოეტი- ქართულ ენაზე იშვიათად რო ასე ვინმე, ასე ღიად და გარკვევით ლაპარაკობდეს საკუთარ გრძნობებზე. ჯერჯერობით ვერავინ ვერ მოვა მასთან, მერე ვნახოთ

Posted by: Ar-Pharazôn 16 Jun 2010, 18:54
highway
მერე მაგიტომაც არის გადასასვენებელი biggrin.gif

ნიკოლოზ ბარათაშვილივით დაიკარგა ეგეც და უფრო ნელა ხდება მისი რეაბილიტაცია 'გენიალურობისაკენ'.

ყველა მედავება, 'თინეიჯერების' და მელანხოლიკების პოეტიაო. თუ ედგარ პო გენიალურია, თუ ჯონ კიტსი გენიალურია, მაშინ ტერენტი გრანელი რატომა არ ითვლება ყველა დროის უდიდეს ქართველ პოეტებში? ვასილ ბარნოვი თუ ასვენია მთაწმინდაზე, ტერენტი გრანელიც უნდა ესვენოს.

-----

არცერთ ქართველ პოეტს ასე გულწრფელად და ზედმეტი დემონოლოგიის გარეშე არ გადმოუცემია თავისი წამებული სულის ყვირილი, თუ კივილი, თუ რაც ქვია givi.gif მისაგებია უფრო მეტი პატივი

Posted by: summert 16 Jun 2010, 21:51
ტერენტი ჩემს სულთან ყველაზე ახლოა... ბავშობიდან ვწერდი ლექსებს და როცა ტერენტი პირველად წავიკითხე უამრავი მსგავსება აღმოვაჩინე ერთი თემა გვქონდა... მიყვარს ეს კაცი ძალიან და ჩემი აზრით ნამდვილად უნდა იყოს საქართველოს გენიათა შორის. სამწუხაროა ზოგს განაგონიც კი არ აქვს ტერენტი ვინ არის...

დავალ ქვეყანაზე როგორც შერისხული
შენი ზვარაკია ღმერთო ჩემი სული

დავალ ქვეყანაზე როგორც ბნედიანი
ღერთო მაპატიე უქმად ხეტიალი

დავალ ქვეყანაზე როგორც გაძარცული
ღმერთო დააჩქარე ჩემი აღსასრული

Posted by: Joseph Barbera 17 Jun 2010, 01:01
QUOTE
გენიალური კი არა, - კარგი პოეტი.

+1
memento mori მართლა გენიალურია

Posted by: highway 22 Jun 2010, 17:56
Ar-Pharazôn
არ უნდა რა გრანელს, და არც სჭირდება ეს ფორმალური რაღაცეები, რისთვისაც ზოგიერთი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება წვალობს. დასაფლავდეს კაი ადგილას, ღმერთთან ყველა მაინც თანაბრად მივალთ.
ბარათაშვილი მგონი უკვე მე-19 საუკუნეში გაიხსენეს.

QUOTE
ყველა მედავება, 'თინეიჯერების' და მელანხოლიკების პოეტიაო. თუ ედგარ პო გენიალურია,

გრანელი თავის სულზე და გრძნობებზე ლაპარაობს, და ეს ბევრისთვის ცოტა გაუგებარიცაა. თან როგორ ლაპარაკოპს. შეიძლება მას ვაჟა და გალაკტიონი სიტყვით და დამწერლობით სჯობია მაგრამ ეგრეთი მგრძნობელობა ვერა აქვთ, გრანელი - პირველია.
ვისაც რა უნდა ის უთქვია


წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

Posted by: Luchia 13 Jul 2010, 01:16
ჩაძირულა თემა rolleyes.gif


შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით.
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები.
დაბნელდა სივრცე, დაბნელდა ბინა,
დამგლოვიარდნენ სახლის მინებიც.
მე თეთრ კუბოში ჩუმად მეძინა,
მოჰქონდათ ვარდი და გვირგვინები.
ალბათ ჩემ სიკვდილს გრძნობდა სოფელიც
(ვერ დავბრუნდები მე ბურუსიდან).
მკვდარი ვიყავი და უგრძნობელი,
ღია სამარე ჩემს გულს უცდიდა.
და ეცემოდენ სადღაც წვიმები,
შორეულ ღრუბლის სანაპიროდან.
კუბოსთან იდგნენ სერაფიმები
და ღვთისმშობელი ჩემზე ტიროდა.
არც შორეული დების ლოცვები
ჩემს გადარჩენას ხელს არ უწყობდა.
მიმასვენებდნენ ანგელოზები
და კუბოს ქრისტე წინ მიუძღოდა.
ირგვლივ სიკვდილის ხელი მეხვია,
რა მექნა, სულო, დაუცხრომელო!
მსურდა, სიბნელე რომ გამერღვია,
და კვლავ ქვეყნისთვის თვალი მომევლო.
შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადრაც წამიღეს ბნელი მკლავებით,
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდენ ცის ვარსკვლავები...


love.gif love.gif love.gif

Posted by: kakuka 16 Jul 2010, 11:52
ერთი თხოვნა მაქვს...
გრანელის ლექსს ვეძებ, მარტო ერთი კუბლეტი მახსოვს და იქნებ სრული ვერსია დადოს ვინმემ...

" თითქოს ვიყავი ათი წლის ბავშვი,
თითქოს ვიყავი ბავშვი, უფალი...
არ ქროდა ქარი და უცხო ბაღში
მე მივდიოდი თავისუფალი".

Posted by: iza 17 Jul 2010, 00:42
ჩემი გვარი გრანელი, პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი, ეს memento mori-ა cry.gif [SIZE=7]

Posted by: doctor ako 26 Aug 2010, 00:25
http://www.youtube.com/watch?v=2hbSCVJQaUE&feature=related

Posted by: VINIPUXI 27 Aug 2010, 23:51
მომწონს ეს გრანელი და რა ვქნა givi.gif

Posted by: perpetua2 28 Aug 2010, 01:34
kakuka
თითქოს ვიყავი ათი წლის ბავშვი,
თითქოს ვიყავი ბავშვი უფალი.
არ ქროდა ქარი და უცხო ბაღში
მე მივდიოდი თავისუფალი.

და ამ დროს უცბად მოვარდა ქარი,
და თითქოს განგებ თავს ვიღუპავდი,
და შემხვდა ვიღაც უცნობი ქალი,
და მე ვიყავი თავისუფალი.

თითქოს მესმოდა ყორნის ჩხავილი,
წინ იშლებოდა გზები უვალი.
ხელში მეკავა თეთრი ყვავილი
და მივდიოდი თავისუფალი.

Posted by: highway 29 Aug 2010, 16:56
ასეთი წყრომა
და ციხის არე.
და თვეა, რომ ვარ
თბილისის გარეთ.


ღამე იწყება,
მოდის ივნისი.
დამავიწყდება
თითქოს თბილისი.

Posted by: Salvtore 2 Sep 2010, 21:17
ყურადღება!--გამოვიდა "ლიტერატურული პალიტრის" ახალი, მე-9 ნომერი, რომელშიც მრავალ საინტერესო მასალასთან ერთად, ბატონ რეზო ადამიას (საქართველოს დამსახ. მხატვრისა და გალაკტიონის პრემიის ლაურეატის!) არაჩვეულებრივად საინტერესო ესეა წარმოდგენილი-"კოსმიური უსაზღვროობა გრანელში"! ყველას ვურჩევ გაეცნოს ამ ნომერს!!...

Posted by: 0m1ko 4 Sep 2010, 22:43
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს "Memento mori” -ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები, სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე - ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი - გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს „Memento mori"-ა.




Posted by: highway 5 Sep 2010, 17:07
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.


არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.


მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.

Posted by: merciamercia 28 Sep 2010, 15:59
ნწუ ნწუ არ იმსახურებს ამ კაცის თემა ბოლო გვერძე ყოფნას smile.gif


ფარული ვედრება

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ…

Posted by: ananasi 3 Oct 2010, 10:59

Posted by: chau-chau 5 Oct 2010, 04:34
merciamercia
up.gif კარგია

Posted by: merciamercia 5 Oct 2010, 14:43
chau-chau
QUOTE
კარგია

smile.gif



ფიროსმანიშვილს

შენ დაგედევნა სამიკიტნო რკინის რაზებით,
ყალბი არღნებით გაწუხებდა ღამე წვიმაში,
არ კადრულობდა შებრალებას ბედის წინაშე,
დაგდევდა ლანდი მთვარისაგან განაბრაზები.

ჩუმად გეწვია საოცრების რუხი ხაზები,
ფარულ კოშმარებს ატირებდი სევდის მინაში.
შენ არ იცოდი დამშვიდებით ყოფნა ბინაში
და ღამის ლოთებს დაეძებდი ღვინის თასებით.

ლოცვით ამსხვრევდი ზიარებას სასაფლაოზე.
სისხლიან მკერდით აიტანე ბროლის არმაზუ.
ანთებულ მხატვარს საიქიო ალბათ გაოცებს.

შენი ოცნება ისვენებდა წითელ ნარმაზე.
ცოდვილ ქალაქში დადიოდი ჩოხის ამარა.
საშინელებამ უცნაურად დაგასამარა...

Posted by: Lasha. 5 Oct 2010, 17:21
მიყვარს, ვგიჟდები ამ ადამიანის ლექსებზე

სასაცილოა თუ ვინმე ამბობს რომ არ იყო გენიალური პოეტი

Posted by: ananasi 13 Oct 2010, 10:14
ეს დღე სიცოცხლის დასასრულია,
და ჩემი გული, სუსტი გულია.
ახლო ქანაობს ჩრდილი ტოტების,
ისევ სიკვდილის ლანდს ველოდები.
სიკვდილზე ფიქრმა როგორ მაწამა,
მოდი ახლავე დავლევ ამ წამალს.
ეს დღე ციცოცხლის დასასრულია,
და ჩემი გული, სუსტი გულია.

Posted by: *ნინ* 14 Oct 2010, 17:09


* * *

იყო საღამო და მომაგონდა,
ის ბაღი, სადაც მე ვკრეფდი ყვავილს.
მე მაშინ თითქოს გული არ მქონდა,
მე მაშინ თითქოს აღარ ვიყავი.

და სადღაც შუქი ბრწყინავდა ოდნავ
და ისევ წუხდა უმანკო გული.
მე მოვდიოდი, მზე ჩადიოდა,
მე მოვდიოდი შენგან მოკლული.




Posted by: mark-eri 16 Oct 2010, 10:55
გაზაფხულის საღამოა მშვიდი...
ამ ერთადერთი ლექსის გამო ვარქმევ მას კარგ პოეტს, მაგრამ თეა აქ 50 გვერდზე ასულა, როგორც ჩანს, ბევრად მეტის პოვნა შეიძლება ამ პოეტში?

Posted by: Rigerti 16 Oct 2010, 11:03
mark-eri
QUOTE
გაზაფხულის საღამოა მშვიდი...
ამ ერთადერთი ლექსის გამო ვარქმევ მას კარგ პოეტს, მაგრამ თეა აქ 50 გვერდზე ასულა, როგორც ჩანს, ბევრად მეტის პოვნა შეიძლება ამ პოეტში?

პრინციპში, რაც გადავიკითხე ეს თემა, ისეთი შტაბეჭდილება მრჩება, რომ მაგ ლექსით და კიდევ რამდენიმე კარგი ლექსით ამოიწურა.

Posted by: *ნინ* 16 Oct 2010, 23:36

ს ა რ კ ე

არის მკრთალი სარკე. ყვავილი მიმოზა. სიცოცხლე ბედნიერებისათვის, ყვავილი მიმოზა, სიკვდილის გარინდება,ფოთლები მკრთალი და ზამთრის მელანქოლია. ყოველი წვეთი წვიმის ეცემა შენ საფლავს. საფლავი არის იმ ადამიანის, რომელიც არ არის თანამგზავრი ოცნების, - დავიწყებული კაცის საფლავი. ყვავილი მიმოზა. ერთი სარკე დგას მინასთან, სადაც ჩნდება ცისფერი თვალები, თვალები, რომლებიც ელიან გრიგალს. ყვავილი მიმოზა. მეორე დღე თენდება, მელანქოლია, ბედი ულმობელი. სევდის ქვეშ იწვის ადამიანი. ცეცხლი ჩამქრალია, გული ინთება, როგორც შანდალი. ეს არის ცისფერი ზეცის ყვავილი - მიმოზა.

Posted by: celestiales 19 Oct 2010, 14:14

ექსკურსია ცისკენ

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე;
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

იქ უხილავი მხარე მიცდიდა
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე;
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდა
და გაგიჟებას ველოდი ისევ;
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე;
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.



Posted by: Z@G@NTi 2 Nov 2010, 20:35
http://www.youtube.com/watch?v=g8EAJw1kCiE&feature=related

Posted by: მზესუმზირა 2 Nov 2010, 21:22
ერთხელ თურმე გრიგოლ რობაქიძე მოდიოდა რუსთაველზე ქალთან ერთად მკლავ-გაყრილი და გვერდით არც კი იყურებოდა (ტიპი იყო რობაქიძე ეგტი საერთოდ, ზედმეტად ამაყი და ამპარტავანი) და ეს რომ დაუნახავს ტერენტი გრანელს გაქანებულა და ზურგზე შეხტომია თურმე და რობაქიძემ არც კი შეიმჩნია ისე ატარა 20 მეტრა ზურგით biggrin.gif მერე ჩამოხტა ტერენტი და რობაქიძემ დაიბერთხა კოსტუმი და განაგრძო გზა, არც გაუხედავს გვერდით biggrin.gif

Posted by: highway 3 Nov 2010, 19:30
ეს კაცი ყველა დროის ყველაზე თანამედროვე პოეტად დარჩება


ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,
დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ
საწერ მაგიდას ეცემა შუქი.

ხვალ გათენდება დღე უცნაური
და შორს ღრუბლებით ცა დაისერა.
მესმის ქუჩიდან ფეხის ხმაური,
მესმის ქუჩიდან ნელი სიმღერა.

მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები,
ძვირფასო, ეს დროც გაივლის ალბათ.
ჩემს წინ აწყვია ძველი წიგნები,
ჩემს წინ სკამია და კიდევ ლამპა.

ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,
დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ
საწერ მაგიდას ეცემა შუქი.

Posted by: merciamercia 9 Jan 2011, 21:07
პოეზია

ფიქრი გადადის შორეულ ხეზე,
როგორც სისწრაფე და შენელება,
აქ სხვები წერენ “ქალის ფეხებზე”,
როცა მე ვუმღერ საშინელებას!

ვფიქრობ, ეს ქალი როგორ ვიწამე,
ვფიქრობ, ეს ქალი ჩემთვის მკვდარია.
აქ სხვები წერენ მხოლოდ მიწაზე,
როცა მე ვუმღერ პლანეტარიას.

ფიქრის ტრიალი ისევ მოშალეს,
ისევ ხმაურის დადგა დროება,
აქ სხვები წერენ მხოლოდ დროშაზე,
როცა მე ვუმღერ უსაზღვროებას.

ჩნდება ფიქრები შორეულ ალზე,
ვიცი ეს გრძნობა არ მოისპობა.
აქ სხვები წერენ მხოლოდ ნამგალზე,
როცა მე ვუმღერ მარადისობას!


Posted by: VINIPUXI 18 Jan 2011, 14:41
QUOTE
ერთხელ თურმე გრიგოლ რობაქიძე მოდიოდა რუსთაველზე ქალთან ერთად მკლავ-გაყრილი და გვერდით არც კი იყურებოდა (ტიპი იყო რობაქიძე ეგტი საერთოდ, ზედმეტად ამაყი და ამპარტავანი) და ეს რომ დაუნახავს ტერენტი გრანელს გაქანებულა და ზურგზე შეხტომია თურმე და რობაქიძემ არც კი შეიმჩნია ისე ატარა 20 მეტრა ზურგით  მერე ჩამოხტა ტერენტი და რობაქიძემ დაიბერთხა კოსტუმი და განაგრძო გზა, არც გაუხედავს გვერდით

წარმომიდგენია givi.gif up.gif

Posted by: Parabola 19 Jan 2011, 13:10
ძალინ რთული ადამიანი იყო, როგორც ჩანს ტვინში მთელი ფსიქოხლართები ქონდაbiggrin.gif, სიცოცხლე უჭირდა, მაგრამ სიკვილისაც ეშინოდა.

Posted by: merciamercia 31 Jan 2011, 20:54
თუ ხარ წვიმისთვის
ტერენტი გრანელი

თუ ხარ წვიმისთვის -
ცაო ცისფერო.
მივალ იმისთვის,
რომ დავისვენო.

გაჩნდა საღამო
ისევ წვალების.
ვუმზერ სამყაროს
ღია თვალებით.

და შენ მადროვე,
როცა კიოდი.
და შორს დავტოვე
გალაკტიონი.
თუ ხარ წვიმისთვის -
ცაო ცისფერო.
მივალ იმისთვის,
რომ დავისვენო.




* * *
მე და გაფითრება

შუაღამე ჩამოეშვა...
ხატების წინ ხელაპყრობილი ვდგავართ
მე და გაფითრება
სადღაც შორს ბნელი თვალებით ვამჩნევ:
თეთრ უდაბნოში სანთელივით რომ კრთის
ჩემი მწუხარე დის ცისფერი ლანდი.
არ ვიცი:
შეიძლება ჩემი მწუხარების მიზეზი
უხილავი ბაღების სილურჯე იყოს...
ღამის უფსკრული გაიხსნა.
უნდა გათენდეს.
ხატების წინ ისევ ხელაპყრობილი ვართ
მე და გაფითრება.
და ჩემი მწუხარე დის ცისფერი ლანდი
ისევ ღამის შუქივით ელავს თეთრ უდაბნოში

Posted by: burke 1 Feb 2011, 05:01
QUOTE (მზესუმზირა @ 2 Nov 2010, 21:22 )
ერთხელ თურმე გრიგოლ რობაქიძე მოდიოდა რუსთაველზე ქალთან ერთად მკლავ-გაყრილი და გვერდით არც კი იყურებოდა (ტიპი იყო რობაქიძე ეგტი საერთოდ, ზედმეტად ამაყი და ამპარტავანი) და ეს რომ დაუნახავს ტერენტი გრანელს გაქანებულა და ზურგზე შეხტომია თურმე და რობაქიძემ არც კი შეიმჩნია ისე ატარა 20 მეტრა ზურგით biggrin.gif მერე ჩამოხტა ტერენტი და რობაქიძემ დაიბერთხა კოსტუმი და განაგრძო გზა, არც გაუხედავს გვერდით biggrin.gif

ნუ შეგყავს საზოგადება შეცდომაში ამხანაგო, ტერენტი არ შეხტომია არავის, მაგ კონკრეტულ მომენტშI ერთი ფუტურისტი გიჟპოეტა იყო, მრავლად იყვნენ ეგეთები, ხოლო გრიგოლმა დაიფერთხა კოსტუმი, შემდეგ ხელთათმანები მოიხსნა და ნაგავში გადააგდო
ჩემი თუ არ გჯერა ოცელოტს კითხე, საკუთარი თვალით აქვს ნანახი biggrin.gif

Posted by: Solveig 1 Feb 2011, 09:15
მზესუმზირა
QUOTE
ერთხელ თურმე გრიგოლ რობაქიძე მოდიოდა რუსთაველზე ქალთან ერთად მკლავ-გაყრილი და გვერდით არც კი იყურებოდა (ტიპი იყო რობაქიძე ეგტი საერთოდ, ზედმეტად ამაყი და ამპარტავანი) და ეს რომ დაუნახავს ტერენტი გრანელს გაქანებულა და ზურგზე შეხტომია თურმე

ამის მთქმელი და დამჯერებელი აზრზე არაა ტერენტის ბიოგრაფიის...
თუ ვინმეს ვაწყენინე ამით-რა ვუყო, ასეა და..
ერთი უწყინარი და უჩინარი ადამიანი იყო ტერენტი, ჭიას ფეხს არ აბიჯებდა....მალაყის აჭიმვა და ზურგზე შეხტომა მისგან ისეთივე წარმოუდგენელი იყო, როგორც ახლა რომ უცებ დედამიწამ უკუღმა დაიწყოს ბრუნვა.

Posted by: <<დოლორეს>> 2 Feb 2011, 02:49
Solveig
QUOTE
და ეს რომ დაუნახავს ტერენტი გრანელს გაქანებულა და ზურგზე შეხტომია თურმე

QUOTE
ამის მთქმელი და დამჯერებელი აზრზე არაა ტერენტის ბიოგრაფიის...

ხო,შეიძლება ასე არის, მაგრამ მართალი რომც იყოს,მაგრად ,,გამისწორდებოდა'' და ერთ ომახიან ,,შენ გენაცვალე ბიჭო,შენა''-ს შევძახებდი ტერენტის biggrin.gif
იმიტომ რომ
QUOTE
ტიპი იყო რობაქიძე ეგტი საერთოდ, ზედმეტად ამაყი და ამპარტავანი

ეგეთი ხალხის ატანა არ მაქვს თუნდაც რობაქიძე იყოს.
ასე,რომ რომც ექნა არც ეგ იქნებოდა მისი პიროვნების დამაკნინებელი.



QUOTE
მრავლად იყვნენ ეგეთები, ხოლო გრიგოლმა დაიფერთხა კოსტუმი, შემდეგ ხელთათმანები მოიხსნა და ნაგავში გადააგდო

lol.gif

რა იაზვობაა biggrin.gif up.gif
მაგარი ტ***ი პერო ყოფილა ისე ჩვენი გრიგოლი biggrin.gif

Posted by: Solveig 2 Feb 2011, 04:29
<<დოლორეს>>
QUOTE
აგრად ,,გამისწორდებოდა'' და ერთ ომახიან ,,შენ გენაცვალე ბიჭო,შენა''-ს შევძახებდი ტერენტი

QUOTE
ეგეთი ხალხის ატანა არ მაქვს თუნდაც რობაქიძე იყოს.

ჰა ჰა ჰა biggrin.gif


Posted by: მზესუმზირა 2 Feb 2011, 13:34
burke
QUOTE
ტერენტი არ შეხტომია არავის, მაგ კონკრეტულ მომენტშI ერთი ფუტურისტი გიჟპოეტა იყო,


აუ ეს მააგრი იცით ხოლმე რა. არა ეგ არ ყოფილა სხვა იყო... თითქოს რამეთი აკნინებდეს ეს ფაქტი ტერენტის! ჩაპლინიც უდიდესი მელანქოლიკი იყო მაგრამ ვერ ახარხარებდა მსოფლიოს? კაით რა, ნუ იცით ხოლმე ეს თავის გამოდება ქართველურად!

Solveig

იგივე აქაც...

Posted by: pilipemakharadze 2 Feb 2011, 15:27
JORJ MORISSONI

ვინები არიან ტერენტი ილია ვაჟა?
გაეცანით თანამაედროვე ქართულ და არა მარტო ქართულ ლიტერატურას, რომელიც ევროპულ საფუძველზეა აგებული!
ახლისკენ სწრაფვა!
სანამ ტერენტებს და ილიებს არ დაივიწყებთ არაფერი არ გვეშველება!

Posted by: merciamercia 2 Feb 2011, 18:19
QUOTE
ვინები არიან ტერენტი ილია ვაჟა?
გაეცანით თანამაედროვე ქართულ და არა მარტო ქართულ ლიტერატურას, რომელიც ევროპულ საფუძველზეა აგებული!
ახლისკენ სწრაფვა!
სანამ ტერენტებს და ილიებს არ დაივიწყებთ არაფერი არ გვეშველება!

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: <<დოლორეს>> 2 Feb 2011, 18:39
მზესუმზირა
QUOTE
აუ ეს მააგრი იცით ხოლმე რა. არა ეგ არ ყოფილა სხვა იყო... თითქოს რამეთი აკნინებდეს ეს ფაქტი ტერენტის! ჩაპლინიც უდიდესი მელანქოლიკი იყო მაგრამ ვერ ახარხარებდა მსოფლიოს? კაით რა, ნუ იცით ხოლმე ეს თავის გამოდება ქართველურად!

biggrin.gif


merciamercia
იმედია ღადილაობს biggrin.gif


pilipemakharadze
ისე,პატივცემულო,ხომ ვერ დაგვეხმარებოდით - ჩვენ ჩამორჩენილი ლიტერატურული გემოვნების ხალხს, ,,თანამედროვეობის'' გასხივოსნებას მივყვეთ და ნირვანა განვიცადოთ?
QUOTE
რომელიც ევროპულ საფუძველზეა აგებული!
ახლისკენ სწრაფვა!

მოიღეთ მოწყალება და დაგვისახელეთ ავტორი,რომელიც ,,ევროპულ საფუძველზე'' ,,აგებს'' თავის ნაწარმოებებს. smile.gif

Posted by: merciamercia 2 Feb 2011, 18:50
<<დოლორეს>>
QUOTE
merciamercia
იმედია ღადილაობს

ნუ თუ არ ღადაობს ძალიან ცოდოა მაშინ biggrin.gif biggrin.gif ნიკიც შესაბამისი აქვს user.gif





მონოლოგი უდაბნოს ყვავილებზე

საოცრება წარსული, ეშაფოტზე ასული,
ჩქარი და მოქანცული სიკვდილს არ ვენანები.
ვარდისფერი ოცნება ქარზე შეიმოსება
და იწვევს გაოცებას შორეული ალები.

მოგელოდა შენ გზები, როგორც ანგელოზები
და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა.
როგორც ლურჯი პარიკებს, ღამე ფიქრებს არიგებს
და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან.

გადავყევი ამ მიზანს და ვედრებას ღამისას,
ო, უფალი დამიცავს კვირეების კეცაზე.
ნუგეშს რომ ვეზიარო, შენთან ვარჩევ სიარულს,
სული ერთვის სიხარულს როიალის კვნესაზე.

დავრჩი ბედის კუთხეში, ბრბო მიცქერის უხეში,
მოვა ქალის ნუგეში საიდუმლო ქნარებით.
მირაჟების კრებული არის გათეთრებული
და მე გაფითრებული შენსკენ მოვექანები.

მიპყრობს ავი ზმანება, თვალი ცრემლებს დანებდა,
ასე კვდება ზარებთან ყვავილების სერია.
ვხედავ უცხო დარბაზებს და სიბნელე მაბრაზებს,
რატომ მე არ მაფასებს თარსი პერიფერია.

მოგელოდა შენ გზები, როგორც ანგელოზები
და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა.
როგორც ლურჯი პარიკებს, ღამე ფიქრებს არიგებს
და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან.



* * *
"ძვირფასო მეგობარო! შავი წამები მიქრიან და მე ისევ ცოცხალი ვარ. ისევ ვოცნებობ და ვფიქრობ არ ყოფნაზე. დიდი ხანია, რაც ჩვენ არ გვინახავს ერთმანეთი. მაინც ჩვენი გულები ახლოს არიან. ეხლა უფრო განვიცდი შენთან სიახლოვეს. შენ თითქოს შორს იმყოფები ჩემგან და ეს უფრო საშინელს ხდის ჩემს მარტოობას და მე ხომ ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები და ეს მარტოობა სიყვარულია და თან საშინელი. ეხლა მინდა მოფრინდეს ჩემთან თეთრი ანგელოზი და შენთან გავატანო წერილი. მე მგონი, ანგელოზები დაფრინავენ, როგორც მიწაზე, ისე იმ შორეულ ქვეყანაში, რომელსაც ეწოდება ზეცა. მე შემიძლია, მალი მოვშორდე მიწას და წავიდე ზეცისაკენ. ეს იქნება გარდაცვალება. ხანდახან ხელებს გავიშვერ იმ მიმართულებით, საითკენაც მინდა გაფრენა. რა ვქნა? სად არის ის დიდი ნუგეში რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს? მე დავიღალე გრძნობისაგან და ეხლა დროა გადავეშვა მარადისობის გარინდებულ უფსკრულში. მე ხომ არ შემიძლია ჩემი მწუხარე გულის დანახვა და ეს უფრო ამძაფრებს ჩემს ტრაგედიას.
ძვირფასო აკაკი! შენ თითქოს შორს ხარ ჩემგან და თან ამავე დროს ძლიერ ახლოს. ეს არის ის რაც მეგობრობას ყოველთვის თან სდევს. მე ვის მივმართო? რომელ ადამიანს? სად არის ჩემი ხსნა? სხვა ვინ არის? ისევ საკუთარ თავში ვიხედები და ვგრძობ ბედნიერებას. ვარ მე და არის ეს ძვირფასი ქვეყანა, ქვეყანა როგორც ბუნება და არა როგორც მექანიკა. მე ყოველთვის ვგრძობ მარადიულ და შორეულ სამყაროსთან ახლობელ კავშირს.
საიდან გაჩნდა ასეთი სევდა,
როდის ელავდა ჩემს წინ სანთელი?
იდგა საღამო და მე მომსდევდა
შავი ფიქრების კორიანტელი.

ეხლა მე ვარ მარტო, ერთ პატარა ოთახში და მესმის გიტარის ხმა და მღერის ჩემი მეზობელი ქალი. გიტარას აქვს თავისი მწუხარება და თავისი სევდიანი წარსული.

იყო შეცდომა და ვერ ვატყობდი
ძვირფასო ბედმა რა მოგვიტანა.
სადღაც სოფელში წევს ავადმყოფი
და ვიღაც ქალი უკრავს გიტარას.
მშვიდობით, მარადის შენი ტერენტი გრანელი."


წერილი აკაკი ანდრიაშვილისადმი



Posted by: lars von trier 2 Feb 2011, 19:00
pilipemakharadze
QUOTE
JORJ MORISSONI

ვინები არიან ტერენტი ილია ვაჟა?
გაეცანით თანამაედროვე ქართულ და არა მარტო ქართულ ლიტერატურას, რომელიც ევროპულ საფუძველზეა აგებული!
ახლისკენ სწრაფვა!
სანამ ტერენტებს და ილიებს არ დაივიწყებთ არაფერი არ გვეშველება!

+100000000000

Posted by: pilipemakharadze 2 Feb 2011, 19:01

<<დოლორეს>>

შენ პოსტებს გადავხედე და ამის მიხედვით შევარჩიე.
დაიწყე საიდუმლო სირობით, რომ მორჩები შეგრძნებები გამიზიარე და შემდეგ უფრო დახვეწილ ვარიანტს შემოგთავაზებთsmile.gif

Posted by: merciamercia 2 Feb 2011, 20:03
რუსთაველზე ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა,,დაკუჭული შარვლით,თითქოს ვიღაცას ეძებსო ისე იმზირებოდა,უეცრად ერთი ჭაბუკის წინ შედგა და მოულოდნელად კითხა: "ვინ ხართ?" -" ელიზბარ ზედგენიძე, პროლეტარი პოეტი!" უხმოდ გაშორდა. მეორე დღეს ისევ შეხვდა, მიესალმა, ხელი ჩამოართვა და მოულოდნელად უთხრა: "7 შაური მასესხე" - მოიქექა ჯიბეები და 9შაური მისცა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შეხვდა,ზუსტად 7 შაური სთხოვა. ელიზბარს აღარ აღმოაჩნდა ფული და შინ მიიპატიჟა. ტერენტი ცოტა შეყოყმანდა, როცა გაიგო მთაწმინდაზე ცხოვრობდა უყუყმანოდ დასთანხმდა.
სუფრა აივანზე გააწყვეს, ხელისგულივით მოჩანდა აივნიდან მთელი თბილისი, მისი საყვარელი ავლაბარი და პეტრე-პავლე, გარინდებულმა დიდხანს უზირა თბილისს,არავის დაურღვევია მისი დული იგრძნეს სადღაც შოსრს რომ დაჰქროდა მისი ფიქრები. უცებ შემობრუნდა და მასპინძელს მიმართა:
"ბედნიერი ყოფილხარ! მე რომ აქ ვცხოვრობდე იცი რას ვიზამდი? მე რომ აქ ვცხოვრობდე სულ სხვა ვიქნებოდი,სხვანაირ ლექსებს დავწერდი, სხვა ცხოვრება მექნებოდა!"
მას ხომ არასოდეს უგრძვნია მშობლიური სახლის სიმყუდროვე და სითბო" sad.gif


ლერი ალიმონაკი

Posted by: მზესუმზირა 2 Feb 2011, 20:11
pilipemakharadze
QUOTE
ვინები არიან ტერენტი ილია ვაჟა?
გაეცანით თანამაედროვე ქართულ და არა მარტო ქართულ ლიტერატურას, რომელიც ევროპულ საფუძველზეა აგებული!
ახლისკენ სწრაფვა!
სანამ ტერენტებს და ილიებს არ დაივიწყებთ არაფერი არ გვეშველება!


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

კაცურად შენი ფოტო დადე რა, უნდა ამოვბეჭდო და კომთან გავაკრა lol.gif

QUOTE
დაიწყე საიდუმლო სირობით, რომ მორჩები შეგრძნებები გამიზიარე და შემდეგ უფრო დახვეწილ ვარიანტს შემოგთავაზებთ


ამას გულისხმობდი ევროპულ საფუძველზე აგებულ ქართულ ლიტერატურაში? biggrin.gif

Posted by: <<დოლორეს>> 2 Feb 2011, 20:43
merciamercia
QUOTE
ნუ თუ არ ღადაობს ძალიან ცოდოა მაშინ   ნიკიც შესაბამისი აქვს

დაიცა კაცო,ღადაობა და იუმორის აღზევება მისი მოგონული იქნება. ნახე აჰა biggrin.gif

pilipemakharadze
QUOTE
შენ პოსტებს გადავხედე და ამის მიხედვით შევარჩიე.
დაიწყე საიდუმლო სირობით, რომ მორჩები შეგრძნებები გამიზიარე და შემდეგ უფრო დახვეწილ ვარიანტს შემოგთავაზებთ

ლინკი დამიდე დიდო ანალიტიკოსო,საიდანაც გადმოწერას ან წაკითხვას შევძლებ.
შენს მიერ შემოთავაზებულ ნაწარმოებზე,მხოლოდ მსმენია და დილეტანტური კრიტიკა წამიკიტხავს სადრაც საიტებზე,არ მეღისრა ხელშI მომხვედროდა წიგნის ყიდვის შესაძლებლობა.
ცემი პოსტებით დაზუსტებით გაარკვიე რომ საჩემო წიგნს მთავაზობ? biggrin.gif

Posted by: pilipemakharadze 2 Feb 2011, 22:24
მზესუმზირა
<<დოლორეს>>

იკამათეთ ამ საკითხზე, წესით საინტერესო დისკუსია უნდა გამოვიდეს

Posted by: merciamercia 3 Feb 2011, 14:03
<<დოლორეს>>
QUOTE
merciamercia
QUOTE
ნუ თუ არ ღადაობს ძალიან ცოდოა მაშინ   ნიკიც შესაბამისი აქვს


დაიცა კაცო,ღადაობა და იუმორის აღზევება მისი მოგონული იქნება. ნახე აჰა

იმისთვის დარეგისტრირდა ეტყობა,რომ ჩვენთვის თანამედროვე "ევროპული" მწერლობა გაეცნო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: merciamercia 10 Feb 2011, 20:02
გრანელი


იშვიათია პოეტი, ისევე ეცხოვროს პოეზიით, როგორც ტერენტი გრანელი ცხოვრობდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. პოეზიას შეეძლო ყველაფერი შეეცვალა მისთვის, არამარტო მეორე ადამიანთან ურთიერთობა, არამედ პურიც, წყალიც, ჰაერიც… ის პოეზიით სუნთქავდა და მისი ფილტვები, მთელი მისი არსება განუწყვეტლივ იჟღინთებოდა ნისლიანი, ღამეული სადგურების სუნით, სივრცეში გარინდული სამრეკლოების დუმილით, ყვითელი, გამხმარი ყვავილისა და ფოთლის მტვრით, შორეული წვიმებისა და გამოღებული სარკმლიდან მოულოდნელად გადმოღვრილი როიალის ხმებით… ის თუ ფიქრობდა, ლექსზე ფიქრობდა და სიცოცხლეზე, სიკვდილზე მეტად უნდოდა კარგი ლექსის დაწერა. მისთვის ყველაფერი ჯერ ლექსის სახეს იღებდა და მხოლოდ მერე ხდებოდა გასაგები, მისაღები ან უარსაყოფი… ის თავიდანვე განწირული იყო დასაღუპად, რადგან არ შეეძლო საკუთარ არსებაში პოეტი გამოეცალკევებინა ჩვეულებრივი ადამიანისგან, რომელსაც თბილი ოთახი, ცხე-ლი კერძი, ქალის ხელი, ნათესავი და მეგობარი სჭირდება – წარმოდგენილი კი არა, ნამდვილი!

1969

ოთარ ჭილაძე




ლადო ასათიანი – ტერენტი გრანელს

თოვს და ანათებს სადღაც კანდელი,
დიდი სასახლის ბრწყინავს კარები
შენ კი, ვით თოვლის თეთრი ფატელი,
დაღუპვისაკენ მიექანები.
აგიტანს შიში და ჟრუანტელი,
გაგითეთრდება თვალთა უპენი,
ნუთუ, ვით თოვლის თეთრი ფანტელი,
შენც ისე მშვიდად დაიღუპები?!
თოვს, და თოვაში აქ დგახარ მარტო
და ძაღლის ხმაზე გაბმულად სტირი.
ეს შენ იცოდი ზამთრის ღამეში
რა აწუხებდა მშობლიურ თბილისს.
ეს შენ იცოდი. მაგრამ მეც ვიცი,
რადგან მე შენი ვარ ნათესავი,
მეც მიმიღია პოეტის ფიცი,
მეც მაწვალებდა ლექსი შენსავით
თოვს და თოვაში გიგონებ ძმაო,
ჩანს დათოვლილი საყდარი შენი.
თეთრი ხალათით დგახარ ამაოდ
გათოვს, გათოვს … და არავინ გშველის.
თოვს და თოვაში გიგონებ, ძმაო.
ვინ გაგიყუჩებს ტკივილს და ვარამს?
მჭკნარი ფოთოლი დახვალ ამაოდ,
აქამდის არვინ არ შეგიყვრა.
ათოვს თბილისს და თბილისის ღამეს,
გათეთრებულა საყდარი ჯვარით,
-აქ უცხოვრია ტერენტი გრანელს-
იტყვის მშვიდად და ჩაივლის მგზავრი.

Posted by: merciamercia 15 Mar 2011, 17:27
"არა ვარ, მინდა გამოცოცხლება,
ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა.
და ვარდისფერი ჩემი ოცნება
ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.
ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა.
ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში
კვლავ დუმილია და ნეტარება.''



სადღაც ბოლოში იყო ეს თემა


smile.gif

Posted by: merciamercia 6 Apr 2011, 22:15
ხალხნო სად შეიძლება ვნახო ტერენტის ნახატები ხომ არ იცით შემთხვევით? user.gif

Posted by: aalt 18 Apr 2011, 15:58
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,

ახლა დარდების მძიმე წუთია.

მიწას ადგია ცა გარინდებით

და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.


არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,

ადამიანის ბედი კრულია.

დადუმებული კიდია ზარი

და თითქოს ზარი საყდრის გულია.

მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,

ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.

დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე

და ეკლესია თითქოს თოვლია.

Posted by: ameliamelia 18 Apr 2011, 16:53
გაზაფხულის საღამო მარიტასგან smile.gif


Posted by: S-ert 19 Apr 2011, 18:32
QUOTE
აბა ტერენტი გრანელის გვარს ვინც მეტყვის 5 ქულა!!!!

შელია

Posted by: keti-milan 18 May 2011, 23:39
კვირკველია smile.gif)))))))))))))))))))))

Posted by: rockforever 19 May 2011, 02:06
QUOTE
ამის მთქმელი და დამჯერებელი აზრზე არაა ტერენტის ბიოგრაფიის...
თუ ვინმეს ვაწყენინე ამით-რა ვუყო, ასეა და..
ერთი უწყინარი და უჩინარი ადამიანი იყო ტერენტი, ჭიას ფეხს არ აბიჯებდა....მალაყის აჭიმვა და ზურგზე შეხტომა მისგან ისეთივე წარმოუდგენელი იყო, როგორც ახლა რომ უცებ დედამიწამ უკუღმა დაიწყოს ბრუნვა.

პაოლომ გალახაო მსმენია

Posted by: gvangvalo 9 Jun 2011, 12:10
"ტერენტი გრანელს" ჩემგან ...........................

მე პოეზიის სიყვარულით მოვსულვარ შენთან
და მსურ პოეტმა დამიხუჭოს სველი თვალები.
რომ ჩაგვაქსოვა სიყვარული გვჯეროდეს ღმერთმა,
რომ პოეზიის სნეულებით ჩვენ ვართ მთრალები.

შენ მიდიოდი სინათლისკენ როგორც პოეტი
და დაიხსომე, მეგობარო, ერთი იცოდე.
სული გაფრინდა უგზოუკვლოდ, შავი კონვერტით
და რომ აჩუქე საქართველოს შენი სიცოცხლე.

ჩუმი წირვები შენ ერთადერთს თითქოს გეძახდნენ,
და მოგიწია აბელივით გლოვა დანებთან.
ჩვენ ბევრნი დავრჩით მესაფლავე, ღვთიურ ზეცამდე,
ამ დამღლელ მაგრამ, კვლავ ცეცხლოვან, უკვდავ ღამესთან.

ესენინს სურდა ვარდისფერი ზეცა მოერთო,
მაიაკოვსკის ოცნებები სივრცეს წვდებოდა.
მიუწვდომელი, საფლავებთან ვმიეთ - ვმოეთობ
და დახუნძლული ვარსკვლავების ჟამი დგებოდა.

მინდა, რომ ვქექო სიყვარულის ნაცარი ცივი
ეშმაკი სულში ჩამისახლდა, თავს არ მანებებს.
მე ნაპერწკალი ვერსად ვნახე ჩამქრალი სხივის,
დავემსგავსებით პოეტები ღამის ზმანებებს.

ო, რა ძნელია მოგიწყვიტოთ ყველა ვარსკვლავი,
როგორ მოვწყვიტო, სად მოვძებნო, - უსინათლო ვარ.
უკვე მერევა სამოთხის და მიწის გზა - კვალი,
ღონემიხდილი სიყვარულმა დამიმარტოვა.

გალაკტიონი ვერ ვიქნები, ღამე შევშალო,
არ ვარ შექსპირი, რომ ვანათო მუდამ დარივით.
მაგრამ მაინც მსურს საქართველოს გადავეშალო,
ვარდის ფურცელი, ფესვ დაკარგულ ხეიბარივით.

ვხედავ სატანას სურს რწმენისგან ისევ გამყაროს,
მაგრამ ჩემში რწმენაა ჯერაც აურაცხელი.
მე სინათლეს ვაჩუქებ უსინათლო სამყაროს,
ღამე სულს ეპარება, როგორც ფუჭი მძარცველი.

ირონიით უყურებს ხალხი ხელოვნებას და
გული სევდით მევსება, სიმარტოვის ოსტატო.
ჩემო ძმაო ტერენტი, ის რაც სულით გებადა,
მინდა ავამაღლო და ცისარტყელა მოვხატო.

საქართველოს ვეცემი ახლაც წვიმის წვეთებად,
შევიხორცოთ ერთად ჩვენ გულში მძიმე იარა.
ქართელებში ავანთოთ წმინდა სულისკვეთება,
თორემ სევდის ქარებმა ისევ გადაგვიარა.

ჩემი თავის მჯერა და მე სამშობლო ვიწამე,
ალბათ მალე მოვიჭრით ჩვენზე მობმულ მარწუხებს.
კვლავ სიკვდილის ღამურა დაჰფარფატებს მიწაზე,
იმედია მოსვლისას ცოცხლებს არ შეგვაწუხებს.

ჩემო ძმაო ტერენტი, ჩემი ყოფა კრულია,
მაგრამ მეოცნებე ვარ, სივრცეების მდომელი.
ჩემი ყველა სტრიქონი საქართველოს სულია,
მინდა დავრჩე სივრცეში როგორც მაკედონელი.

ყოველ დილას შევახებ ხელებს მტკიცე ლიანებს,
საქართველოს სურნელით გაჯერებულ სილაზე.
ზეცა როცა ისრუტავს სურნელს ნარინჯიანებს,
დაიკივლებს ღამეში ვარდისფერი სინაზე.

ისევ მინდა გაფრენა, რომ დავტოვო ფერდობი,
ძმაო მინდა სივრცე და მეც შენსავით დიდება!
მაგრამ მიყვარს სამშობლო, საქართველოს ვენდობი,
თუ დავტოვებ გულს ვიცი, ცეცხლი წაეკიდება!

ჯერ ადრეა შენამდე, ჯერ ადრეა ტერენტი,
აქ მწიფობენ იები როგორც ჩემი თვალები.
მე ვისროლე ზეცამდე დის წითელი ბერეტი.
ისევ მიწის ჩერო ვარ, მაგრამ ნაელვარები.

(მე მოვდივარ შენსკენ და ვერასოდეს შენამდე,)
ჩემი ყველა სტრიქონი საქართველოს მოება.
საკუთარი ოცნებით სული გავიფერადე,
მინდა გავაფერადო შეუცვლელი დროებაც!

Posted by: Spotify 13 Jun 2011, 22:36
ამ ბოლო დროს გავაფანატე. ძალიან მიყვარს = X

1 ან 2 კვირაში გამოდის სარკესთან ერთად...
* * *
QUOTE (rockforever @ 19 May 2011, 02:06 )
QUOTE
ამის მთქმელი და დამჯერებელი აზრზე არაა ტერენტის ბიოგრაფიის...
თუ ვინმეს ვაწყენინე ამით-რა ვუყო, ასეა და..
ერთი უწყინარი და უჩინარი ადამიანი იყო ტერენტი, ჭიას ფეხს არ აბიჯებდა....მალაყის აჭიმვა და ზურგზე შეხტომა მისგან ისეთივე წარმოუდგენელი იყო, როგორც ახლა რომ უცებ დედამიწამ უკუღმა დაიწყოს ბრუნვა.

პაოლომ გალახაო მსმენია

ეგ არ ვიცი, მაგრამ ირაკლი აბაშიძეს გაარტყა ხელი ტერენტიმ

უთქვამს, "პირველი თოვლის სიმღერა" მესმის, მაგრამ "პირველი საბჭოთა თოვლის სიმღერა" რამ მოგაფიქრებინააო? მაგრად გაარტყა გაურტყამს smile.gif

წყარო: გივი ცქიტიშვილის წიგნი, რომელიც ტერენტი გრანელის ცხოვრებას მოგვითხრობს)

Posted by: Luchia 13 Jun 2011, 23:04
მე შენ გელოდი,
ვგრძნობდი კაეშანს,
როს ანგელოზის
ფრთები დაეშვა.

როს ანგელოზის
ფრთები დაეშვა,
მე შენ გელოდი,
ვგრძნობდი კაეშანს.

love.gif love.gif



. . .

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება,
ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა.
და ვარდისფერი ჩემი ოცნება
ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.

ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა.
ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში
კვლავ დუმილია და ნეტარება.

Posted by: celestiales 14 Jun 2011, 00:55
Spotify

QUOTE
1 ან 2 კვირაში გამოდის სარკესთან ერთად...


რო გამოვა დაწერე რა smile.gif

Posted by: merciamercia 21 Jun 2011, 21:09
''ქართველმა ხალხმა გიჟი მიწოდა,
მზე მოდის გაღმა
ცის ხმა ისმოდა"


cry.gif

Posted by: Spotify 22 Jun 2011, 14:44
დღეს გამოვიდა ტერენტი გრანელის წიგნი, სარკეს მოყვა... ძალიან კარგი წიგნია, იყიდეთ = *

Posted by: merciamercia 22 Jun 2011, 17:43
Spotify
QUOTE
დღეს გამოვიდა ტერენტი გრანელის წიგნი, სარკეს მოყვა... ძალიან კარგი წიგნია, იყიდეთ = *

მარტო ლექსებია?შემთხვევით მისი ნახატებიც ხომ არ არის წიგნში?

Posted by: Spotify 22 Jun 2011, 18:25
merciamercia
ლექსები, დღიურები, პირადი წერილები, მინიატურები,

ნახატები არ არის... შენ ინტერნეტში მოგეპოვება ნახატები? მაინტესებს ძალიან

Posted by: merciamercia 22 Jun 2011, 18:39
Spotify
QUOTE
ლექსები, დღიურები, პირადი წერილები, მინიატურები,

ნახატები არ არის... შენ ინტერნეტში მოგეპოვება ნახატები? მაინტესებს ძალიან

მეთქი თუ ნახატებით არის ვიყიდითქო,არა ინტერნეტში ვეძებე და არსად არ დევს სამწუხაროდ,გრანელის თემაშიც ვიკითხე,მაგრამ ვერავინ მიპასუხა სად შეიძლება მისი ნახატების ნახვა,არა და ვიცი რომ ძალიან საინტერესო სურეალისტური ნახატები აქვს smile.gif

Posted by: Spotify 22 Jun 2011, 18:53
QUOTE (merciamercia @ 22 Jun 2011, 18:39 )
Spotify
QUOTE
ლექსები, დღიურები, პირადი წერილები, მინიატურები,

ნახატები არ არის... შენ ინტერნეტში მოგეპოვება ნახატები? მაინტესებს ძალიან

მეთქი თუ ნახატებით არის ვიყიდითქო,არა ინტერნეტში ვეძებე და არსად არ დევს სამწუხაროდ,გრანელის თემაშიც ვიკითხე,მაგრამ ვერავინ მიპასუხა სად შეიძლება მისი ნახატების ნახვა,არა და ვიცი რომ ძალიან საინტერესო სურეალისტური ნახატები აქვს smile.gif

დაიცა, უეჭველი იცი რომ შემორჩენილია?

Posted by: merciamercia 22 Jun 2011, 21:39
Spotify
QUOTE
დაიცა, უეჭველი იცი რომ შემორჩენილია?

კი უეჭველი ვიცი,ბევრგან წამიკითხავს,ხო და მაგიტომ დავინტერესდი მაგრამ უშედეგოდ ვერსად მივაკვლიე,მერე ბიბლიოთეკები უნდა დავიარო biggrin.gif თუ გავიგებ რამეს დავწერ smile.gif

Posted by: Spotify 22 Jun 2011, 22:00
QUOTE (merciamercia @ 22 Jun 2011, 21:39 )
Spotify
QUOTE
დაიცა, უეჭველი იცი რომ შემორჩენილია?

კი უეჭველი ვიცი,ბევრგან წამიკითხავს,ხო და მაგიტომ დავინტერესდი მაგრამ უშედეგოდ ვერსად მივაკვლიე,მერე ბიბლიოთეკები უნდა დავიარო biggrin.gif თუ გავიგებ რამეს დავწერ smile.gif

ვაა, საინტერესოა... იმედია მივაგნებ სადმე...

მიყვარს „მემენტო მორი“

http://youtu.be/16DIrXXYqcM

Posted by: merciamercia 23 Jun 2011, 21:04
ადრე მქონდა ტერენტიზე წიგნი,სადაც მოგონებები იყო მის შესახებ მისი მეგობრების,ოჯახის წევრების ,ჩემმა ძმამ ვიღაცას ათხოვა და არ ახსოვს sad.gif((,ძალიან საინტერესო ფაქტები იყო ტერენტიზე,ლერი ალიმონაკის იყო თუ ზუსტად მახსოვს,ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება შევიძინო ეს წიგნი?მე ბუკინისტებში არ შემხვედრია

Posted by: soxumi-05 28 Jun 2011, 00:02
ეს ადამიანი არის ის, ვინც ყველამ უნდა წაიკითხოს, თან აუცილებლად

Posted by: merciamercia 4 Jul 2011, 19:54
შენ არ იცი. ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები.
- წამოდი ჩემთან, სახლში.
- არა, სერგი, მივეჩვიე სიცივეს. ამ ლეშს, ჩემს სხეულს ახლა სამარისთვის ვამზადებ. ...და საფლავების მწვანე სიჩუმე.
- მე ხომ გთხოვე...
- წინათ იყო რაღაც ხალისი, შინ მომიხაროდა და მერე უთენია ისევ გავრბოდი ქუჩებისკენ. თუმცა ეს წინათ, ახლა არც სახლში მიმიხარია, არც ქუჩებისკენ. სასაფლაო, მხოლოდ სასაფლაოა ჩემი ადგილი.
- შენ უკვე ისე შეეჩვიე სასაფლაოს, რომ არც კი ამჩნევ ირგვლივ რა ხდება. გაიხედე, განა მარტო შავი ფერია?!
- ეს არ არის საქართველო!
- ეს არის ის რაც ახლა არის, და მაინც მას საქართველო ჰქვია!
- მითხარი, სერგი, შენც გიყვარს წითელი ფერის თევზები?
- წითელი?
- ჰო, წითელი! ახლა ირგვლივ მხოლოდ წითელი ყვავილებია.
- დრომ მოიტანა ასე! ვინ უნდა იყოს ამნაირ დროში დროის მადლობელი.
- მე კი, მინდა ყველგან უხილავი ბაღების სილურჯე იყოს!



* * *
სერგი ჭილაიასა და ტერენტი გრანელის საუბრიდან:

- ძლივს გიცანი, ისე გამხდარხარ, თითქოს ყურებში სინათლე გაგდის! – უთხრა სერგიმ.
- ჩემს ლეშზე ნუ იფიქრებ. იფიქრე სულზე სიკვდილის შემდეგ.
წუთით დუმილი ჩამოვარდა.
- ჰო, მართლა, როგორ ცხოვრობ? რახანია ერთმანეთი არ გვინახავს.
- ჰო, დიდი ხანია. რაო სერგი, ისევ დამივიწყე?
- დავაპირე შენთან მოსვლა, მაგრამ ვერ მოვიცალე. ხან უნივერსიტეტი, ხან ეს, ხან ის...
- სულ მარტო დავრჩი, არც მეგობარი, არც ნათესავი, არავინ არის.
- გამიგონე, უბრალოდ მიხვდი, რომ მარტო არა ხარ! - უთხრა სერგიმ, სილურჯემოდებულ შიშველ ფეხებს მიაჩერდა, - არ გცივა?
- იცი, წუხელ შარვალ-ხალათი მომპარეს, ფეხსაცმელიც მომპარეს, - მიუგო მან და ხალათი გაიხსნა, საცვლების ამარა დადგა.
- კარგი ერთი, ვინ მოგპარავდა!?



* * *
სერგი ჭილაიასა და ტერენტი გრანელის საუბრიდან:

- ძლივს გიცანი, ისე გამხდარხარ, თითქოს ყურებში სინათლე გაგდის! – უთხრა სერგიმ.
- ჩემს ლეშზე ნუ იფიქრებ. იფიქრე სულზე სიკვდილის შემდეგ.
წუთით დუმილი ჩამოვარდა.
- ჰო, მართლა, როგორ ცხოვრობ? რახანია ერთმანეთი არ გვინახავს.
- ჰო, დიდი ხანია. რაო სერგი, ისევ დამივიწყე?
- დავაპირე შენთან მოსვლა, მაგრამ ვერ მოვიცალე. ხან უნივერსიტეტი, ხან ეს, ხან ის...
- სულ მარტო დავრჩი, არც მეგობარი, არც ნათესავი, არავინ არის.
- გამიგონე, უბრალოდ მიხვდი, რომ მარტო არა ხარ! - უთხრა სერგიმ, სილურჯემოდებულ შიშველ ფეხებს მიაჩერდა, - არ გცივა?
- იცი, წუხელ შარვალ-ხალათი მომპარეს, ფეხსაცმელიც მომპარეს, - მიუგო მან და ხალათი გაიხსნა, საცვლების ამარა დადგა.
- კარგი ერთი, ვინ მოგპარავდა!?



Posted by: Alice_In_Wonderland 25 Nov 2011, 03:21
გილოცავთ love.gif

Posted by: Kasaby 25 Nov 2011, 03:54
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
love.gif

Posted by: EnZo-EnZo 12 Dec 2011, 20:23
გენიოსი!









...........................................................................

Posted by: akkai 26 Dec 2011, 11:06

Posted by: Magdala 5 Jan 2012, 10:52
ასეთი პოეტი ჩვენ სხვა არ გვყავს
სულში ჩაგიძვრება ისეთი ლექსები აქვს და არამარტო ლექსები

Posted by: dariala 5 Jan 2012, 15:24
თავისი ასაკი აქვს ტერენტის ჩემი აზრით )) გარკვეულ ასაკში გეგენიალურება, მერე დრო რომ გადის ხვდები რომ არც ისეთი მაგარია, როგორც მაშინ გეჩვენებოდა smile.gif)
პ.ს. ხო, კინაღამ დამავიწყდა IMHO
gigi.gif

Posted by: Magdala 5 Jan 2012, 15:29
dariala
განსაკუთრებით დეპრესიაში თუ ხარ მაშინ გეგენიალურება

Posted by: dariala 5 Jan 2012, 15:45
Magdala
კიი, ნამდვილად ეგრეა )))

Posted by: Alcoholic 8 Jan 2012, 23:16
რა ტერენტი გრანელი ტო biggrin.gif რაებს წერდა biggrin.gif
ერთი გალაკტიონზე მომწონს smile.gif
გალაკტიონი
ყოველთვის დიდი,
გალაკტიონი
ზეცისკენ მიდის.

გალაკტიონი
ზეცისკენ მიდის,

გალაკტიონი
ყოველთვის დიდი.

Posted by: Magdala 9 Jan 2012, 12:57
ალკოჰოლიკი

ეს არა, გალაკტიონზე?

ავად ვიყავი წუხელ ვკვდებოდი...
ალბათ მიხსენებს ახლა ზოზია..
გალაკტიონში არის დემონი...
და ჩემში უფრო ანგელოზია!!!

Posted by: MOLA 9 Jan 2012, 13:07
QUOTE
დეპრესიაში თუ ხარ მაშინ გეგენიალურება

ჰო ალბათ მასეა ...

მარა მაინც კარგია

Posted by: ane mekeshi 9 Jan 2012, 23:57
dariala
QUOTE
თავისი ასაკი აქვს ტერენტის ჩემი აზრით )) გარკვეულ ასაკში გეგენიალურება, მერე დრო რომ გადის ხვდები რომ არც ისეთი მაგარია, როგორც მაშინ გეჩვენებოდა )
პ.ს. ხო, კინაღამ დამავიწყდა IMHO



smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))
თინეიჯერების მწერალია... (ოღონდ თანამედროვეების არა, 90-იანი წლების თინეიჯერების...)

მაგრამ "გაზაფხულის საღამო" გამონაკლისია smile.gif

Posted by: dariala 10 Jan 2012, 00:13
ane mekeshi
smile.gif ხოო, ჩვენი, დაკარგული თაობისთვის, იმ უძრაობის ხანაში მართლაც რომ მისწრება იყო სიჩუმეში მტირალი შავი როიალი, მწუხარე ლანდები...
მახსოვს სანამ დამეძინებოდა ვიმეორებდი-ხოლმე ჩურჩულით, ლოცვასავით "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა" ))) გულზე მალამოდ მედებოდა, მაგრამ აი ჩემს მეგობარს კი პირიქით დეპრესიაში აგდებდა, "მემენტო მორი" მე მაჩუქა, თვითონ ვერ წაიკითხა, მამძიმებსო smile.gif)

კარგი გამახსენდა, მივასიგნაჩებ D: biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ane mekeshi 10 Jan 2012, 00:44
QUOTE
ხოო, ჩვენი, დაკარგული თაობისთვის, იმ უძრაობის ხანაში მართლაც რომ მისწრება იყო სიჩუმეში მტირალი შავი როიალი, მწუხარე ლანდები...


smile.gif კი, მეც მქონდა აკვიატებული, კედლებზეც ვაკრავდი ფრაზებს და ტაეპებს smile.gif)))))))))))) ნამდვილ კედლებზე, ოღონდ, სად იყო მაშინ ვირტუალური "ვოლები"... უცნობი ქალის როლში ვიყავი შეჭრილი და გალაკტიონზე მეტადაც მიყვარდა ტერენტი, მაგრამ მერე როლიდანაც გამოვედი, საბედნიეროდ, და ტერენტიც თავის ადგილზე დავაყენე...

შენი მეგობარი რეალისტი ყოფილა თავიდანვე smile.gif

Posted by: dariala 10 Jan 2012, 17:35
QUOTE (ane mekeshi @ 10 Jan 2012, 00:44 )
QUOTE
ხოო, ჩვენი, დაკარგული თაობისთვის, იმ უძრაობის ხანაში მართლაც რომ მისწრება იყო სიჩუმეში მტირალი შავი როიალი, მწუხარე ლანდები...


smile.gif კი, მეც მქონდა აკვიატებული, კედლებზეც ვაკრავდი ფრაზებს და ტაეპებს smile.gif)))))))))))) ნამდვილ კედლებზე, ოღონდ, სად იყო მაშინ ვირტუალური "ვოლები"... უცნობი ქალის როლში ვიყავი შეჭრილი და გალაკტიონზე მეტადაც მიყვარდა ტერენტი, მაგრამ მერე როლიდანაც გამოვედი, საბედნიეროდ, და ტერენტიც თავის ადგილზე დავაყენე...

შენი მეგობარი რეალისტი ყოფილა თავიდანვე smile.gif

up.gif love.gif
ტერენტი, ტერენტი smile.gif))
მე მისი მადლობელი ვარ, ის შავბნელი წლები გადამატანინა smile.gif

Posted by: MrHERCULES 1 Feb 2012, 19:43

თოვს
და ანათებს
სადღაც კანდელი,
დიდი სასახლის
ბრწყინავს კარები,
შენ კი,
ვით
თოვლის
თეთრი
ფანტელი,
დაღუპვისაკენ მიექანები.

აგიტანს შიში
და ჟრუანტელი,
გაგითეთრდება
თვალთა უპენი,
ნუთუ,
ვით
თოვლის
თეთრი
ფანტელი,
შენც ისე მშვიდად
დაიღუპები?!

Posted by: V00D00 10 Feb 2012, 18:05
MrHERCULES
QUOTE
თოვს
და ანათებს
სადღაც კანდელი,
დიდი სასახლის
ბრწყინავს კარები,
შენ კი,
ვით
თოვლის
თეთრი
ფანტელი,
დაღუპვისაკენ მიექანები.

აგიტანს შიში
და ჟრუანტელი,
გაგითეთრდება
თვალთა უპენი,
ნუთუ,
ვით
თოვლის
თეთრი
ფანტელი,
შენც ისე მშვიდად
დაიღუპები?!

არ მომწონს ეს ლექსი, ცუდ ხასიათზე დამაყენაsad.gif

Posted by: spliyvi1 15 Feb 2012, 23:01
მსურს სიკვდილამდე გიმღერო ქება
ნაზი ძლიერი და საშრიალო,
უნდა ამოვქნა გული ლექსებად
რომ მკითხველები შევაჟრიალო.
მინდა სიტყვაში გრძნობა ჩავასხა,
მინდა ელავდე ჩემში მზესავით,
რომ ყველამ შეძლოს შენი დანახვა,
რომ შეგიყვაროს ყველამ ჩემსავით.
ახლა მანქანას მივსდევ ნივთივით,
ვიცი არ ფიქრობს ჩემზე არავინ,
ამკიდებიხარ გულზე ტვირთივით
და სიმძიმე გაქვს შესაზარავი...

Posted by: spliyvi1 19 Feb 2012, 16:12
მიცქერი,გული დარდით ამივსე,

არ იღიმები,თითქო დადუმდი,

მე რაც ვიყავი ისა ვარ ისევ,

და შენ სრულიად გადასხვაფერდი..

Posted by: spliyvi1 22 Feb 2012, 00:34
მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა

მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა,
დღეს მოწყენილი მივდივარ გზაზე.
რა ვუყო, ყველამ თუ მიღალატა,
რა ვუყო, ცხედარს თუ დავემსგავსე.
გარშემო დაწვა დღე უცნაური,
დასდევს წამება იღბალს თანაბარს.
ქალაქში უცებ შეწყდა ხმაური,
ქალაქმა უცებ სული განაბა.
ისევ შორიდან ვუმზერ სამყაროს,
ეს გრძნობა თვალებს ცრემლით ამივსებს.
მწუხარე სახით მოვწყდი საღამოს
და ახლა მივალ ცისფერ ღამისკენ

Posted by: leva1990 22 Feb 2012, 10:26

ფიქრი გადადის შორეულ ხეზე,
როგორც სისწრაფე და შენელება,
აქ სხვები წერენ “ქალის ფეხებზე”,
როცა მე ვუმღერ საშინელებას!

ვფიქრობ, ეს ქალი როგორ ვიწამე,
ვფიქრობ, ეს ქალი ჩემთვის მკვდარია.
აქ სხვები წერენ მხოლოდ მიწაზე,
როცა მე ვუმღერ პლანეტარიას.

ფიქრის ტრიალი ისევ მოშალეს,
ისევ ხმაურის დადგა დროება,
აქ სხვები წერენ მხოლოდ დროშაზე,
როცა მე ვუმღერ უსაზღვროებას.

ჩნდება ფიქრები შორეულ ალზე,
ვიცი ეს გრძნობა არ მოისპობა.
აქ სხვები წერენ მხოლოდ ნამგალზე,
როცა მე ვუმღერ მარადისობას!

Posted by: spliyvi1 27 Feb 2012, 22:49
ახლა მარტო ვარ,არავინ არ მყავს,
ახლა ეზოში უკრავენ არღანს.

არ ვეძებ ყოფნას,არ ვეძებ რითმას,
და მინდა გული წაიღოს ჩიტმა.

ალბათ დამეძებს ბოროტი ხელი,
და თუთხმეტ წუთში მეგობარს ველი.

ეს თვალი ისევ ცრემლებში სცურავს,
ვგრძნობ ბეთხოვენის მრისხანე სურათს.

ახლა მარტო ვარ,არავინ არ მყავს,
ახლა ეზოში უკრავენ არღანს.

Posted by: spliyvi1 28 Feb 2012, 22:52
ტერენტი გრანელი

ბარათი ცისკენ

ეს გული დაისერა,
ნისლია ნაპრალებთან.
ასეა ბედისწერა,
ასეა გაწვალება.
არ მინდოდა ნიღაბი,
დარდი მქონდა ისედაც.
მე ოთახში ვიყავი,
მთვარე მაღლა იწევდა.
იდუმალ მხარეების
მოდიოდა გრიგალი,
და მკლავდნენ ღამეები
ბედის მძიმე გრიალით
პირჯვარი გადვიწერე
და გთხოვე მოწყალება.
ასეა ბედისწერა,
ასეა გაწვალება.

Posted by: doctor ako 6 Mar 2012, 23:09
უძილო გამე,ყრუ ფიქრები და ფანტაზია ...

Posted by: ლივერმენ 22 Mar 2012, 17:13
ჩემი საყვარელი პოეტი, love.gif ტერენტის წიგნი ძან ძვირფასია ჩემთვის არამარტო იმიტო რო ტერენტისაა love.gif

Posted by: spliyvi1 25 Mar 2012, 21:28
პირველი ფსევდონიმი, რომელიც გრანელს აურჩევია, იყო “წალენჯიხელი.” პოეტი პირველ ლექსსა და პუბლიცისტურ წერილებს უკვე ამ ფსევდონიმით აქვეყნებს. 1919 წელს ტერენტი ფსევდონიმად ირჩევს “გრანელს.” არსებობს რამდენიმე გადმოცემა ამ ფსევდონიმის არჩევის შესახებ.
ზოზიას თქმით, მისთვის ძმას გაუზიარებია, რომ ფსევდონიმის არჩევას საფუძვლად დასდებია ლათინური სიტყვა “გრანუმ,” რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით გამოუყენებია: “მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო.” იგივეს მოგვითხრობს ზოზია მწერალ გივი ცქიტიშვილთან საუბრისას: “ფსევდონიმი უცხო სიტყვიდან აიღო. მსოფლიო პოეზიის ნაწილი ვარო, იტყოდა. ლექსებსაც წაუმძღვარებდა ასეთ სიტყვებს, სათაურს ქვემოთ”(1).

იგივე აზრს იზიარებს აკად. სიმონ ყაუხჩიშვილი: “პირველ ლექსებს ტერენტი “წალენჯიხელის” ფსევდონიმით ბეჭდავდა. საზღვარგარეთიდან რომ დავბრუნდი, ის უკვე ქუხდა როგორც პოეტი გრანელი… “გრანუმი” ზომა-წონის უმცირეს ერთეულს ნიშნავს…” (1)

მეორე გადმოცემის თანახმად, ტერენტი ეტრფოდა თურმე ერთ მსახიობ ქალს, გვარად გრანელს და მისი პატივისცემით აურჩევია ეს ფსევდონიმი. სერგი ჭილაიას მოგონება: ”ახლოს ვიცნობდი ტერენტის. მაგრამ უცნაური კაცი იყო. იშვიათად გაგანდობდა თავის პირად საიდუმლოებას. არ უყვარდა მათზე საუბარი. არც მე მომსვლია აზრად, მეკითხა მისთვის, საიდან აიღო ფსევდონიმი “გრანელი”. ის პოეზიაში მოვიდა, როგორც ”წალენჯიხელი”. გავიდა ორიოდე წელი და გამოჩნდა ფსევდონიმი გრანელი.
ამას წინათ თეატრალურ აფიშებს ვათვალიერებდი, მათ შორის აღმოვაჩინე ერთი ძველი აფიშა, სადაც ოპერაში – ”აბესალომ და ეთერი” – მარეხის პარტიის შემსრულებლად გამოცხადებულია იტალიელი მომღერალი ქალი, გვარად გრანელი. მაშინვე ტერენტი გამახსენდა: 1919 წელს, როდესაც ოპერის თეატრში ”აბესალომ და ეთერის” ჯერ გენერალური რეპეტიცია შემდეგ წარმოდგენა გაიმართა. სწორედ აქ იხილა შესანიშნავი ხმის მომხიბვლელი იტალიელი ქალი, გვარად გრანელი. უიღბლო პოეტს შუყვარდა უცხოელი მომღერალი. ამის შემდეგ, თურმე, ყოველთვის, როდესაც თბილისის ოპერის თეატრში “აბესალომ და ეთერის” წარმოდგენა იმართებოდა, ღრმად დაფიქრებული ტერენტი უსმენდა თავის სათაყვანებელ ქალს და მასთან ერთად ტიროდა, არამარტო აბესალომის დის – მარეხის როლის შემსრულებელი იტალიელი ქალის უიმედო სიყვარულის გამო, რომლის ხმაში უსაზღვრო სევდა იყო ჩაქსოვილი.

აქაც, როგორც ყოველთვის, ბედმა უმტყუნა ტერენტის. მაგრამ უიღბლო სიყვარული რომელიც მას იმ მომხიბვლელ უცხოელ ქალთან ურთიერთობით ერგო, სამუდამოდ დარჩა მის გულში. მთელი თავისი შემდეგდროინდელი შემოქმედება ამ ფსევდონიმს – გრანელს – მიანდო. ამ ფსევდონიმმა შემოინახა მოგონებები იტალიელი მომღერალი ქალისადმი, როგორც მისადმი ტერენტის სპეტაკი სიყვარულის სიმბოლო. ამ ფსევდონიმით უკვდავყო ტერენტიმ თავისი, როგორც უნიჭიერესი პოეტის სახელი”.

სერგი ჭილაია თავის წერილში “იყო ერთი პოეტი” უფრო დაწვრილებით აგვიწერს აღნიშნულ ფაქტს: “1919 წლის 14 მარტს ტერენტი გრანელი “აბესალომ და ეთერის” პრემიერას დაესწრო, ზაქარია ფალიაშვილის ამ უკვდავ ოპერაში აბესალომის როლს ვანო სარაჯიშვილი ასრულებდა, მურმანის – სანდრო ინაშვილი, ეთერის – შულიგინა-ბახუტაშვილი, მარეხს – გრანელი. ვანო სარაჯიშვილის აბესალომის შემდეგ ყველაზე დიდი მოწონება მარეხის როლის შემსრულებელ უცხოელ ქალიშვილს გრანელს ერგო წილად. ამას ხელს უწყობდა რომ ამ მომღერალ უცხოელ ქალიშვილს საოცრად ხავერდოვანი ხმა და მშვენიერი გარეგნობა ჰქონდა. პოეტი ერთბაშად მოიხიბლა მომღერალი ქალიშვილით. იმავე საღამოს კულისებში შეხვდა, იის კონა მიართვა და თავი გააცნო, როგორც მისმა თაყვანისმცემელმა და პოეტმა. მერე არ მოცილებია პოეტი ამ იტალიელ მომღერალ ქალს მთელი ორი წელი. ტერენტი “აბესალომ და ეთერის” ყოველ წარმოდგენას ესწრებოდა და წარმოდგენის შემდეგ იის კონით კარებთან ელოდა. ტერენტიმ ფრანგული იმდენად იცოდა რომ შეყვარებული პოეტის გრძნობებს ადვილად უზიარებდა იტალიელ მომღერალ ქალიშვილს. ქალი კი სულ იცინოდა, იღიმოდა. ტერენტი ვერ მიმხვდარიყო მის გულუბრყვილო საქციელს დასცინოდა თუ მის ფრანგულს. ასე, მთელი ორი წელი ელაციცებოდა პოეტი მომღერალს, მაგრამ უზომოდ შეყვარებულმა პოეტმა სამაგიერო ვერ მიიღო მომღერლისაგან. მერე მსახიობი თავის სამშობლოში გაემგზავრა და ეს გატაცებაც უიღბლო აღმოჩნდა. სამაგიეროდ ისე ძლიერ აღიბეჭდა პოეტი კვირკველიას სულში ეს ხატება იტალიელ მომღერალი ქალისა, რომ გადაწყვიტა თავის უკვე გახმაურებული ფსევდონიმი – ტერენტი წალენჯიხელი – ტერენტი გრანელად ექცია. უცხოელი მომღერალი, ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერის” მარეხი ასე გახდა პოეტის სულის ზიარი” (2).

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება: 1918-1919 წლებში საქართველოში იმყოფებოდა ცნობილი იტალიელი დირიჟორი გრანელი, რომელსაც უდირიჟორებია ქართული ოპერა “ქრისტინესათვის”. ამ მოსაზრების მიხედვით სწორედ ამ დირიჟორის კეთილხმოვანი გვარი აირჩია პოეტმა ფსევდონიმად.

Posted by: doctor ako 4 Sep 2012, 14:25
"მინდა სიტყვაში გრძნობა ჩავასხა"

...

Posted by: Magdala 26 Sep 2012, 17:10
QUOTE (merciamercia @ 21 Jun 2011, 21:09 )
''მზე მოდის გაღმა
ცის ხმა ისმოდა"

საიდან იგონებდა ასეთ რამებს user.gif
* * *
QUOTE (ლივერმენ @ 22 Mar 2012, 17:13 )
ჩემი საყვარელი პოეტი, love.gif ტერენტის წიგნი ძან ძვირფასია ჩემთვის არამარტო იმიტო რო ტერენტისაა love.gif

ოხ
რას გვიშვება ეს სიყვარული
fig.gif

Posted by: merciamercia 29 Mar 2013, 23:40
გრანელი

ბედ–აკვნიდანვე აკლდა ამინ და...
ლექსშიც დააკლდა რაღაც გრამები...
ამოღწეული ცის აკლდამიდან –
საკუთარ საკურთხს უზის გრანელი.

ქუდ–ბოდიშივით... ზამთარს სწყინდება,
არც ყანწელია, არც – გრაალელი:
იცის, რომ: ლექსით – სამთაწმინდეა
და დებოშებით – გრანი გრანელი.

ბაღის ბეღურა რითმით ერთობა,
აღარ ეთმობა ბზა და რვეული;
პოეზიაში ერთადერთობას
წუხს – ცხოვრებაში გზაარეული.


Posted by: კოქსი 1 Apr 2013, 00:41
......................................................................................................................

Posted by: Anarchy A 25 Jun 2013, 01:46
გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია,
გადარჩება? - გმინავენ ლაზარეთის კედლები.
დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია,
დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები.

გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ჩემი და,
მე კი მიახლოვდება სამუდამო ქაოსი.
ვიხედები გარშემო და ამ სარეცელიდან
ყველაფერი შორსაა, გარდა სასაფლაოსი.

უიმედო წუთები თურმე უფრო სწრაფია!..
(სადღაც ზარის რეკვაა. ილესება ისარი).
ჩემი სუსტი სხეული - გაწყვეტილი ძაფია,
ჩემი შემოქმედება - დედამიწის სიზმარი.

ჩემს გარშემო ბურია, ჩემს გარშემო ნისლია,
მოჩვენება შემოდის ღია თვალთა გუგებში.
ყველაფერი ცივია, რაც კი მარადისია!..
აი, სწორედ ამიტომ არ ვიწამე ნუგეში.

გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია,
გადარჩება? - გმინავენ ლაზარეთის კედლები.
დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია,
დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები.

Posted by: CortinaDAmpezzo 7 Nov 2014, 13:25
ბექა ელბაქიძემ ცოტა მეტი რომ იმუშაოს საკუთარ თავზე, ყველაზე უკეთესი წამკითხავი იქნება.
ცნობილი მსახიობები ნამეტნავი ტყლარჭავენ და მანერულობენ.
კიჩს ამსგავსებენ.


Posted by: RTR 25 Nov 2014, 14:32
დღეს ტერენტი გრანელის დაბადების დღეა
http://artinfo.ge/2014/11/%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90/

Posted by: Menestrel 25 Nov 2014, 19:51
QUOTE (CortinaDAmpezzo @ 7 Nov 2014, 13:25 )
ბექა ელბაქიძემ ცოტა მეტი რომ იმუშაოს საკუთარ თავზე, ყველაზე უკეთესი წამკითხავი იქნება.
ცნობილი მსახიობები ნამეტნავი ტყლარჭავენ და მანერულობენ.
კიჩს ამსგავსებენ.


ჯინორიასავით მაინც ვერავინ კითხულობს, ვერც ერთი არტისტ-მსახიობ-დეკლამატორი.

Posted by: merciamercia 25 Nov 2014, 21:45
ადრე უფრო მიყვარდა, ახლა ძალიან იშვიათად მინდება წავიკითხო...
რამდენიმე ლექსი მიყვარს ისევ <3


,,მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.''


,,ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.''


ის უხერხული მომენტი, როცა თემაში შენს ძველ პოსტებს წააწყდები user.gif : ))))

Posted by: eleganti 25 Nov 2014, 22:23
[URL=<iframe width="640" height="360" src="http://moevideo.net/framevideo/03711.04aa889b8ddcc66cc427443fd59c?width=640&height=360" frameborder="0" allowfullscreen ></iframe>

]მაგარი ლექსი[/URL]

Posted by: პერსიელი 28 Nov 2014, 04:02
"მე რომ გაფრენა არ შემიძლია ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას..."


გენიალურია ტერენტი

Posted by: CortinaDAmpezzo 28 Nov 2014, 14:23
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს.

მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს.

მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა.

მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
ის სინათლე, ვიცი, გამაწამებს.

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს.


ეს აკვდება


Posted by: CortinaDAmpezzo 28 Nov 2014, 14:31
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან -
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.



Posted by: anthro 28 Nov 2014, 23:23
CortinaDAmpezzo
QUOTE
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,

ამ ლექსის მიხედვითაა... კარგი გამოუვიდათ



Posted by: ვივიანა 8 Mar 2015, 03:53
გამორჩეულად მიყვარს

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლებით მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ..


ტერენტი გრანელი.

Posted by: androabuladze 8 Mar 2015, 19:35


სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადურჩები სულის წვალებას
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

საოცრად ღრმაა




* * *


pilipemakharadze
QUOTE
გაეცანით თანამაედროვე ქართულ და არა მარტო ქართულ ლიტერატურას, რომელიც ევროპულ საფუძველზეა აგებული!
ახლისკენ სწრაფვა!
სანამ ტერენტებს და ილიებს არ დაივიწყებთ არაფერი არ გვეშველება!

ამის მთქმელს საფუძველშივე ეტყობა, რომ ლიტერატურისგან შორს დგას.
ქართულ პოეზიაში მძლავრი ევროპული პლასტი სწორედ XX საუკუნეში შემოვიდა,
რამაც პირდაპირი გაგებით კულტურული რევოლუცია მოახდინა.

"ჰაფეზის ვარდი მე პრუდონის ჩავდე ვაზაში,
ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს
და რაც შემხვდება, შემაჩერებს შორეულ გზაში,
ჩემს ღვრია ლექსში დაისვენებს და დაიჩრდილებს"

ტიციანი



QUOTE
დაიწყე საიდუმლო სირობით

სანამ "სირობებს" იკითხავ, მანამ შესაბამის დონეზე იქნები.




Posted by: Hermyon 8 Oct 2015, 02:45
გაზაფხულის საღამოს ხშირად ვყვებოდი გუბებაში
ეს ლექსი არ მთავრდება:
გაზაფხულის საღამოა მშციდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი

ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ეს ჩიტი სულ მიფრინავს

Posted by: ვივიანნა 12 Oct 2015, 00:08
წუხს როიალი ბაღის მახლობლად

წუხს როიალი ბაღის მახლობლად
და მოდის გზიდან სხივთა კრებული.
ალბათ, სადღაც შორს, ვიღაც ნაღვლობდა,
აქაც დარდია გამეფებული.
წუხს როიალი, მე რაღაც მტკივა,
დავტოვებ თბილისს და წავალ დასთან.
ვნახოთ, ეს ფიქრი სანამდე წავა,
ვნახოთ, ეს ტანჯვა სანამდე გასტანს.

Posted by: GeoWarr1or 20 Oct 2015, 11:13
ყველაზე დიდი შეცდომა ჩემს ცხოვრებაში
სკოლაში, რომ არ ვუსმენდი დამრიგებელის მიერ წაკითხულ ამ ლექსებს მთელი ემოციებით, რომ გვივყებოდა დიდებულ ტერენტი გრანელზე და მე ვერასოდეს დავიბრუნებ მაგ წლებს, ალკოჰოლში და სიგარეტის ფერფვლაში, რომ გადავატარე ...
მაგრამ მარტო რომ ვიცხოვრებ ჩემთვის წყნარად, მშვიდად წავიკითხავ ლექსებს smile.gif
არსოდეს არ მიყვარდა ლექსები, ვერ ვიმახსოვრებდი და მეც გული მქონდა აცრუებული, ვკითხულობდი ჩემთვის რაც მე მაინტერესებდა, მკვდარი პოეტების საზგოადოება, რომ არ ვუყურე მაგ ფილმს თავის დროზე ეგეც დიდი შეცდომა იყო, გამოცდილება მაკლდა, განა დღემდე რა ვარ? ქარი სად დამაქანებს, უკვე მე3 კურსზე ვარ მაგრმა მე ისევ პატარა ვარ, ვერ გავიზარდე, მარტო ცხოვრებას ვნატრობ რომ რეალიზება მოვახდინო ჩემი თავის, მინდა მარტო ვიწვე ბნელ ოთახში ან აივანზე ვეწეოდე სიგარეტს, ვსვამდე ლუდს და მთვარის შუქზე ვწერდე ჩემი სამყაროს შესახებბ cry.gif ესე ცხოვრება აღარ შეიძლება
ტერენტი გრანელის პოეზია რომ მე იმ ასაკში გამეცნო ალბათ ეხლა ცოცხალი ვიქნებოდი მაგრამ დიდი ხანია დეგრადაცია შეუჩერებელი პროცესია და მეც დავსამარდები. cry.gif

Posted by: Waiting-for-Godot 26 Oct 2015, 03:40
სირცხვილი მე 22 წლის ვარ და დღეს წავიკითხე ამ კაცის ბიოგრაფია დეტალურად პირველად.
რა ტრაგიკული ბედი ყოფილა /

მომწონდა მისი ლექსები და ბიოგრაფიის წაკითხვის შემდეგ თვითონ კაცი ტერენტი გრანელის მიმართაც გამიჩდა სიმპატიები.

ჩემ თავთან ვაიგივებ რაღაც მხრივ მარტოსული იყო ჩემსავით.
ნუ პრინციბში ქართველი დიდი პოეტები ყველანი გამოირჩევიან
ტრაგიკული ბედით და ასევე მარტოსულობით.
ჰგვანან ამ მხრივ ერთმანეთს .

ისევ დადგება სურნელი ნისლის,
სულს წაიღებენ თეთრი ფიქრები.
ამ ყრუ ადგილას ვინმე გაივლის
მაშინ, როდესაც მე არ ვიქნები

Posted by: Datvex7 28 Oct 2015, 15:54
ადმინი ვისაც გინდათ ლექსების გვერდზე მომწერეთ პირადში smile.gif

Posted by: moen10 30 Nov 2015, 09:58
QUOTE (spliyvi1 @ 15 Feb 2012, 23:01 )
მსურს სიკვდილამდე გიმღერო ქება
ნაზი ძლიერი და საშრიალო,
უნდა ამოვქნა გული ლექსებად
რომ მკითხველები შევაჟრიალო.
მინდა სიტყვაში გრძნობა ჩავასხა,
მინდა ელავდე ჩემში მზესავით,
რომ ყველამ შეძლოს შენი დანახვა,
რომ შეგიყვაროს ყველამ ჩემსავით.
ახლა მანქანას მივსდევ ნივთივით,
ვიცი არ ფიქრობს ჩემზე არავინ,
ამკიდებიხარ გულზე  ტვირთივით
და სიმძიმე გაქვს შესაზარავი...

მირზა გელოვანის ლექსია.. smile.gif)))
https://youtu.be/RbxGFUyDbeE


Posted by: ;cosanostra; 25 Jan 2017, 12:45
ბევრი იძახის გალაქტიონის შემდეგ მე მიყვარს ტერენტი!
მე კიდევ თამამად ვიტყვი... შენ ხარ ჩემთვის ქართული პოეზის ღმერთი!
როცა ვკითხულობ შენს შავ და სევდა
ნარევ ლექსებს,ჩემს სამყაროშიც ეგრე წვიმს და ღრუბლები მალავენ მზეს.
არც გაზაფხული და არც ჩიტი დაფრინავს...სამწუხაროდ
სულ ქარია და წვიმს გადაუღელბად კვლავაც.
შენ დიდი ხანია გაიქეცი ამ სამყაროდან ,თუმცა არც არასდროს ყოფილხა აქ.
სადღაც განისვენებს შენი ნატანჯი სული,ჩვენი
ისევ გაზაფხულის საღამოს ველით მშვიდს და იმ გადაფრენილ ჩიტს user.gif
პ.ს ბოდიში ტერენტი ,უბრალოდ ბუხოი ვარ ცოტა...შენი თემა უნდა იყოს ტოპში.
ეხლა 2017წელია საქართველოში და რომ გითხრა ძაან მაგარი ქვეყანა ვართო,მოგატყვილებ.
აქ წიგნებს იშვიათად კითხულობენ ,ყველა ინტერნეტს ეტანება ( ინტერნეტს შენ არ მოსწრებიხარ ),ალბად შენს დროს უფრო აფასებდენ-
უბრალო ურთიეთობებს. ეხლა ყველაფერმა დაკარგა ფასი. გაუფასურდა ის ღირებულებები რაც კაცობრიობას ოდითგანვე კვებავდა.
სიყვარული ჩემო ტერენტი! (უკვე სირცხვილია ) და მალე რომ აკრძალონ არც გამიკვირდება.
ეხლა მსოფლიოში მარტო ერთ ღმერთს სცემს ყველა თაყვანს ,მისი სახელია დოლარი.
ისე ღმერთს რომ ეხები ხელით სულაც არ ხარ ბედნიერი. ვიცი რამდენი იტანჯა შენმა სხეულმა,გულმა და სულმა,მაგრამ ჩვენს ეპოქაში, რომ გეცხოვრა-
ნაცები და ქოცების მეტს ვერაფერს ნახავდი. შენი პოეზიაც ყველას ერთ ადგილზე ეკდებოდა.
მე ვიცი შენ კალამს არ გაგდებდი ხელიდან,მაგრამ გაიძულებდენ ეგ გექნა.
ეხლა 2017 წელია და მე ისევ ვკითხულობ ქალის აგონიას user.gif შენ ეს შესძელი და ამ გაუფასურებულ სამყაროში ჯერ კიდევ გვახსოვს შენი სახელი.

Posted by: George Best :) 27 Jan 2017, 04:20
;cosanostra;
საღოლ ტომ
მიუხედავად იმისა რო ტერენტის ჩემს პოეტებში ქართველებში სადღაც მეხუთე-მეექვსეში,ან ბევრად უფრო ქვემოთ გავუშვებდი
ეგრე რო გიყვარს,ეგრე რო კაიფობ და რო გამოხატავ
ეგრე რო წერ პახოდუ ტერენტიზე
იმენა გეტყობა რო იცი,ლექსის და პოეზიის ფასი,მაგ პოსტში,რაც როდისმე წამიკითხავს ტერენტის ანალიზი,ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაქვს ჩამოყალიბებული რატოა დიდი პოეტი და რატო აქვს კარგი ლექსები
ნუ,ის ლექსი რო გენიალურია,გაზაფხულის საღამო როა მშვიდი და ახლაც რო ახსოვსვს მისამართი მისი ეგ ხო ვიცით
არ ვხუმრობ,სერიოზულად ვწერ,პოეზიის სიყვარული ეგ არის,მთვრალზე რო გაგახსენდება და ეგეთ მაგარ პოსტს დაწერ

Posted by: ;cosanostra; 27 Jan 2017, 21:27
George Best smile.gif
გაიხარე. ტერენტის პოეზიაში რა მევასება იცი? აი ხომ ძაან დეპრესიული და დარკია,მაგრამ რამხელა ოპტიმიზმი სჩანს.
რაღაც ძალა რომელიც გაიძულებს იცოცხლო ,თუნდაც ,მაგარი ### ცხოვრება გქონდეს.

Posted by: sagaki 1 Oct 2017, 12:37
მე და გალაკტიონი
ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეში უფრო ანგელოზია…. love.gif
* * *
"მე კი მგონია, გალაკტიონი თუ დემონია
დამეთანხმება ალბათ ზოზია,
მაშინ დემონიც ანგელოზია,
ან ანგელოზში არის დემონის"

Posted by: fexburtistelefoni 1 Oct 2017, 12:52
დიდებული პოეტი...

მე რომ გაფრენა არ შემიძლია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას...

Posted by: Chrysippus 12 Oct 2017, 12:39
ახლა შენ უმზერ იმ ვარდის რტოებს,
წინ გიდევს ჩემი ლექსთა კრებული.
მიგონებ, როგორც უნაზეს პოეტს
და ზიხარ მარტო, ჩაფიქრებული.


Posted by: freemason13 13 Oct 2017, 08:49
უდიდესი იყო. .....

უმანკო ცრემლი დამეცა გულზე,

ყველამ თქვა: ყოფნა რომ სიზმარია.

სიკვდილს ყოველთვის თვალებში ვუმზერ,

ვგრძნობ ვიღუპები და მიხარია.

ქარების დღეა, ქრიან ფოთლები

და იმედებიც ახლო არიან.

ახლა არ ვიცი, რას ველოდები,

ახლა არ ვიცი, რა მიხარია.

Posted by: Chrysippus 13 Oct 2017, 20:53
სიკვდილს ვინ აცდა ..

სიკვდილს ვინ აცდა,
ვღოხდები უცებ.
ვდგავარ მინასთან
და როიალს ვუსმენ.

სდუმს ჩემი ლეში,
და უფრო ალი.
და ისმის მზეში
ხმა როიალის.

ერთ წერტილს ვუმზერ,
არის შრიალი.
ეცემა გულზე
ხმა როიალის.

სიკვდილს ვინ აცდა,
ვღონდები უცებ.
ვდგავარ მინასთან
და როიალს ვუსმენ.

Posted by: ვივიანა 13 Oct 2017, 21:03
უმანკო ცრემლი დამეცა გულზე,
ყველამ თქვა: ყოფნა რომ სიზმარია.
სიკვდილს ყოველთვის თვალებში ვუმზერ,
ვგრძნობ ვიღუპები და მიხარია.
ქარების დღეა, ქრიან ფოთლები
და იმედებიც ახლო არიან.
ახლა არ ვიცი, რას ველოდები,
ახლა არ ვიცი, რა მიხარია.


როგორ მიყვარს ეს ლექსი, მეგი გოგიტიძის სიმღერაშია, არც მახსოვდა..


Posted by: Chrysippus 13 Oct 2017, 22:25
არაამქვეყნიურია უბრალოდ............



დავტოვებ მიწას, ცის კიდურზე ვიპოვი ბინას

წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,

მაგრამ რა ვუყო, მე შენს გამო სამყარო მინდა.

გაჩუქებ ქვეყნის მთა–ველებს, ბაღებს

ყველა ფრინველის ენას ვისწავლი,

ყველა ზღვის მკლავით გავცურავ ნაპირს

და მაინც მოვალ... კარს შემოვაღებ,

არა აქვს აზრი ასაკს და წონას,

არც შავს, არც ქერას კაცი არ ინდობს,

მაგრამ თვალების მაგიჟებს ფერი,

თითქოს მუმიად გადავიქეცი,

ამ პირამიდამ, კი დამიმონა.

ეს არის თეთრი ლეგენდა შავზე,

თითქოს ჟულიან სორელის მსგავსად

წითელს მიველტვი ანთებულს თავზე.

ორი ისარი მწვანე და მწვანე

გმობენ შენდობას სხივი აქვთ მწვავე.

რომანი წრეში, სახელად რომბი,

ჩემი სამარხის ჩონჩხი ავაგე,

შენ გადაიცმევ ალქაჯის ფორმას

მე კი ამ ფორმის წინ უნდა დავდგე,

დავდგები უხმოდ, არაფერს გეტყვი,

მხოლოდ შენ თვალებს დავუწყებ შებმას,

მომნატრებია ხმაური სეტყვის

შენ დაიქუხებ, ელვად იქცევი

პარასკევს ღამით მე დავიბადე,

პარასკევს ღამით მოვკვდები ახლა,

ღრუბლად მედება შეშლილი სახე

მწვანე სიმწვავე საწოლში მმარხავს,

ჩვენ გალეშილი მდედრი და მამრი

მივექანებით ვნებათა ძაბრში

ერთხანს მიპირებს დახრჩობას ქამრით,

ახლა ეშვები ჩამავლო ყბაში

პარასკევს ღამით აივსო მთვარე,

ვნებით ათლილი კბილებით ყელში,

სისხლის ალერსი საამოდ მწარე,

თვალის სინათლე დავკარგე ბნელში.

Posted by: POKERISBLUFF 14 Oct 2017, 02:56
QUOTE (GeoWarr1or @ 20 Oct 2015, 12:13 )
ყველაზე დიდი შეცდომა ჩემს ცხოვრებაში
სკოლაში, რომ არ ვუსმენდი დამრიგებელის მიერ წაკითხულ ამ ლექსებს მთელი ემოციებით, რომ გვივყებოდა დიდებულ ტერენტი გრანელზე და მე ვერასოდეს დავიბრუნებ მაგ წლებს

როგორ მეცნო ეს სიტყვები sad.gif
მარტო ნიკოს ლექსები მომწონდა ხოლმე აქა იქ
ზოგადად ვერ ვხვდებოდი რატო უნდა დაეწერათ ან რისთვის იწერებოდა
პირველ კურსზე მივხვდი რო ემოციების გადმოცემის საუკეთესო საშუალებაა წერა.
კითხვა იმ ემოციების გაგება/შეგრძნობა რომელიც წერის დროს არის განცდილი
+ ამაას გააჩნია თემატიკას
ტერენტის ლექსებს რომ გადავხედე
არ ვიცი
სასწაულად ვიგრძენი ახლოს თავი
პირველად ჯინორიას მიერ წაკი|თხული ლექსი მოვისმინე 2წლის წინ ალბათ და ძალიან მომეწონა)

love.gif

Posted by: Tengiz@@ 14 Oct 2017, 03:04
სულ რამდენიმე წელია რაც აღმოვაჩინე ტერენტი გრანელი და ძალიან მოვიხიბლე



საოცრებაა

Posted by: Chrysippus 14 Oct 2017, 16:38
მწუხარე მელოდია

მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები.
საოცრების ლანდები შენს წინ გლოვას ანთებენ,
როგორც ბრილიანტები საიდუმლო ოცნებით.

შუაღამის ვედრება სამრეკლოსთან ბერდება,
მოგონება ფითრდება სინანულის ფარდებში.
სურნელება ვილლასი დაეცემა სილაზე,
როგორც ლურჯი სინაზე, დაიკივლებს ვარდებში.

აკანკალდა არმაზი, უნაზესი გამმაზე,
მოსვენებას არ მაძლევს კვირეების გუგუნი.
ძლივს გადურჩი ამ აპრილს, ვერ ვასრულებ დანაპირს,
ჩვენს ცხოვრებას თანაბარს შთანთქავს ღამე უკუნი.

განშორების წამებში ჩაქრებიან სანთლები,
დაო, მომელანდები ვით კუბოში მწოლარე.
სასაფლაოს ლოდებთან ჩამოცვივდნენ ფოთლები,
მზეო, არ გელოდები მე, ფარულად მთრთოლარე.

როცა ქარი იწყება, გადვიქცევი ფიქრებად,
ალბათ ბევრი იქნება იმედები ქარვაში.
მესმის ხმა როიალის, ვით ფოთლების შრიალი,
მიყვარს მე ხეტიალი შეშლილივით ქალაქში.

მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები.

1921
* * *
ხო მართლა სად შეიძლება მისი ლექსების კრებული შევიძინო ?

Posted by: Homo Erotikus 14 Oct 2017, 23:28
20-30-იან წლებში ერთბაშად რამდენი ბუმბერაზი პოეტი ცხოვრობდა...

Posted by: Chrysippus 16 Oct 2017, 18:43
კარგი გადაცემაა გრანელზე


Posted by: Chrysippus 26 Oct 2017, 20:11
თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზმანებას,
დაისვენებენ ქიმერებზე ჩემი ცოდვები,
შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს,
და აქ, თბილისში, თვით მათხოვარს შევეცოდები.

მე ეს შუადღე გამაოცებს თავის ლოცვებით,
ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცვულს,
წვიმის ლანდებში ვიმალები ღამის ოცნებით,
ო, ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს.

ანთებულ გრძნობით ავაკივლებ ცრემლებს თვალებში,
როცა საშინლად გამაშავებს მთვარის სინესტე.
მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში
და ჩემი ლექსი-ყაჩაღების ცრუ მანიფესტი.

კვირის წირვებში ცოდვილ ტაძრებს ასწევენ მკვდრები,
თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა.
ო, ვიყრი მუხლებს, სინანულით შენ გევედრები,
მე გაჭირვებულს და საცოდავს, ღმერთო, შემინდე!

Posted by: ValenTine_Kelly 2 Jan 2018, 22:58
სადღაც შორს იყო გამოსალმება,
სადღაც შორს ზღვასთან სდუმდნენ ნივთები.
მე რომ ვატარებ წმინდა წამებას,
ბევრია ამის მაგალითები.

წავიდა ღამე და გული გაჰყვა,
მთას გადუარეს წუხელ ქარებმა.
ვიღაცას უნდა ვიღაცის ნახვა,
ახლა ის მიდის და ეჩქარება.

და გული იღბალს ქარისკენ მიჰყავს,
ვიცოდე, მაინც ამას რა ქვია?
სადღაც შორს უცებ შეწუხდა ვიღაც,
სადღაც შორს ქალი დაფიქრდა გვიან.

სადღაც შორს იყო გამოსალმება,
სადღაც შორს ზღვასთან სდუმდნენ ნივთები
მე რომ ვატარებ წმინდა წამებას,
ბევრია ამის მაგალითები.

Posted by: Sie`Hermine 19 May 2018, 00:26
.....წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,
მაგრამ რა ვუყო?!
მე შენს გამო სამყარო მინდა.......



მაგიჟებს

Posted by: Sie`Hermine 27 May 2018, 13:02
QUOTE (Chrysippus @ 13 Oct 2017, 22:25 )
ჩვენ გალეშილი მდედრი და მამრი

მივექანებით ვნებათა ძაბრში

ერთხანს მიპირებს დახრჩობას ქამრით,

ახლა ეშვები ჩამავლო ყბაში

პარასკევს ღამით აივსო მთვარე,

ვნებით ათლილი კბილებით ყელში,

სისხლის ალერსი საამოდ მწარე,

თვალის სინათლე დავკარგე ბნელში.


Posted by: B.I.G.PAPPA 27 May 2018, 13:08
ეჭვიანობა ვნებაზე ჩემი საყვარელი ლექსია boli.gif

Posted by: VioletHill 29 May 2018, 08:55
სულ ცოტა
სულ ცოტა

-------------------------------------------------


ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს ”MEMENTO MORI”-ა.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: siml11 29 May 2018, 19:47
ძალიან ლამაზი ლექსია



...........................................................................................

Posted by: Sie`Hermine 5 Jun 2018, 00:23
არა ვარ,
მინდა გამოცოცხლება,
ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა.
და ვარდისფერი ჩემი ოცნება
ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.
ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა.
ახლა თოვლია,
ახლა ჩემ სულში
კვლავ დუმილია და ნეტარება.
....


Posted by: ვიღაც 12 Jun 2018, 12:25
გალაქტიონის პლაგიატია ტერენტი? რას ფიქრობთ? ან საკუთარ ლექსებშიც რომ ახსენებს გალაქტიონს,შურს მისი და ამიტომ ეტოლება? რას ფიქრობთ? სადღაც ვკითხულობდი ვიღაც ტიპის ნაშრომი თუ რაც ქვია და ის ამტკიცებდა გრანელი ბაძავს გალაქტიონსო და კონკრეტული ლექსები/ტაეპები ქონდა დაციტირებული.ერთ დროს კი იყვნენ მაგრამ გალაქტიონი ცოტათი დიდი იყო და უფრო ადრე გამოსცა თავისი მთავარი ლექსები...

Posted by: Sl1pKn0T 30 Jul 2018, 10:15
ყველაზე კარგია, გრანელის გარდა სხვა ვერცერთი პოეტისგან ვიღებ სიამოვნებას. სიკვდილის შემდეგ შედევრია!


სიკვდილის შემდეგ


დადგება ზამთარი...

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახინი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან სტრიქონები.

მოვა უიმედობა.

პანაშვიდი გათავდება ქარში.

ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.

და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.

კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.

პროცესია დაიშლება.

მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.

გზაში ისაუბრებენ ჩემზე.

დაღამდება...

მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.

დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.

და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.

არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, - თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.

ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.

თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.

ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.

გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.

დადგებიან გაზაფხულის დღეები.

შეიფოთლება სასაფლაო.

კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემ საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.

ასე გაივლიან საუკუნეები.

ჩემ საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.

ჩემ მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.

წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.

ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.

დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.

დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.

წირვა გათავდება.

საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.

გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.

და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.

Posted by: Ninna_maya 30 Jul 2018, 11:14
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
გხედავ და დღეა ისევ მზიანი,
ძვირფასო! ,მოსვლა რად გაგიძნელდა?
ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს
ასე გაივლის წამება, ოხვრა
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით
მოხვალ დაღლილი, მეტყვი როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები
თუმცა იქნება ღამე წვალების
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ლურჯი თვალები
ჩემი თვალები, ისევ მოგელის........

ტერენტი
love.gif love.gif

Posted by: Sl1pKn0T 31 Jul 2018, 20:34
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან-
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

Posted by: Hеllhаmmеr 3 Aug 2018, 12:11

ფიქრი დაეშვა მაღლიდან დაბლა
და ეს ამბავი მან არ იცოდა.
მე ისევ ვეძებ გულისთვის საფლავს,
მე ისევ ვეძებ მარადისობას.

დადგა ოცნება, როგორც სამარე
და სურვილები ზეცას მოება.
ჩემს სულს წყურია თეთრი სავანე,
ჩემს სულს წყურია უსაზღვროება.

ვიგრძნობთ სამყაროს მხოლოდ მე და მზე,
და იმედებიც ჩემთან იქნება.
მე ისევ ვფიქრობ სხვა პლანეტაზე
და სიკვდილს უდრის ეს დაფიქრება



Posted by: la reine 3 Aug 2018, 12:21
QUOTE (Ninna_maya @ 30 Jul 2018, 11:14 )
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
გხედავ და დღეა ისევ მზიანი,
ძვირფასო! ,მოსვლა რად გაგიძნელდა?
ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს
ასე გაივლის წამება, ოხვრა
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით
მოხვალ დაღლილი, მეტყვი როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები
თუმცა იქნება ღამე წვალების
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ლურჯი თვალები
ჩემი თვალები, ისევ მოგელის........

ტერენტი
love.gif  love.gif

love.gif


♥♥♥♥♥

შენ სიღარიბეს არ იცნობ ალბათ,
რომელიც არის პატარა ჯვარცმა...

Posted by: POKERISBLUFF 19 Aug 2018, 13:37


არ ვიცი ვინა ვარ
არ ვიცი სადა ვარ...



» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Sl1pKn0T 19 Aug 2018, 15:29
QUOTE (Hеllhаmmеr @ 3 Aug 2018, 12:11 )

ფიქრი დაეშვა მაღლიდან დაბლა
და ეს ამბავი მან არ იცოდა.
მე ისევ ვეძებ გულისთვის საფლავს,
მე ისევ ვეძებ მარადისობას.

დადგა ოცნება, როგორც სამარე
და სურვილები ზეცას მოება.
ჩემს სულს წყურია თეთრი სავანე,
ჩემს სულს წყურია უსაზღვროება.

ვიგრძნობთ სამყაროს მხოლოდ მე და მზე,
და იმედებიც ჩემთან იქნება.
მე ისევ ვფიქრობ სხვა პლანეტაზე
და სიკვდილს უდრის ეს დაფიქრება



რა ქვია ამ ლექსს? love.gif






----------------------------------

Posted by: AMAZONKAA 24 Aug 2018, 04:44
ქარმა ხომ ბევრი ფიქრი დატოვა,

ცისკენ გაფრინდნენ თეთრი მტრედები.

ყველას მოვშორდი, ახლა მარტო ვარ,

ახლა უმიზნოდ დავეხეტები.



დავტოვებ ქუჩას და მთისკენ წავალ,

მე ისევ ბედის გრიგალს მივყვები.

ვიქნები, ეს მზე სანამ არ ჩავა,

სანამ ფიქრებით არ დავიღლები.

Posted by: Sie`Hermine 26 Aug 2018, 21:53
უმანკო ცრემლი დამეცა გულზე,
ყველამ თქვა: ყოფნა რომ სიზმარია.
სიკვდილს ყოველთვის თვალებში ვუმზერ,
ვგრძნობ ვიღუპები და მიხარია.
ქარების დღეა, ქრიან ფოთლები
და იმედებიც ახლო არიან.
ახლა არ ვიცი, რას ველოდები,
ახლა არ ვიცი, რა მიხარია.

Posted by: ჯიმ"მორისონი 27 Aug 2018, 11:02
საკუთარი და მართლა უყვარდა ? mo.gif

რამდენი ლექსი მიუძღვნა თავის დას და ლამის მუზასავით ყავდა...

ჩემი ფავორიტი ქართველი პოეტია და საერთოდ პოეზია ტერენტიმ შემაყვარა love.gif

Posted by: POKERISBLUFF 31 Aug 2018, 19:47
მზე ნელა ჩადის და დგება ჩრდილი,
გარშემო ძველი ძეგლები დგანან.
ო, ვიღაც ქალი საფლავთან ტირის
არყოფნის შიშმა მეც ამიტანა.

ქარმა ფოთოლი კვლავ შეარხია,
თანაც ბეღურამ ყივილი მორთო.
და ყვავილივით აგერ მარხია
უცნობი ქალი: ალლიდი ოტტო!

Posted by: Ninna_maya 14 Sep 2018, 00:18
დავდგები უხმოდ, არაფერს გეტყვი,
მხოლოდ შენს თვალებს დავუწყებ შებმას.
მომნატრებია ხმაური სეტყვის,
შენ დაიქუხებ, ელვად იქცევი...
პარასკევს ღამით მე დავიბადე,
პარასკევს ღამე მოვკვდები ახლა.
ღრუბლად მედება შეშლილი სახე,
მწვანე სიმწვავე საწოლში მმარხავს.
ჩვენ, გალეშილი მდედრი და მამრი
მივექანებით ვნებათა ძაბრში,
ერთხანს მიპირებს დახრჩობას ქამრით,
ახლა ეშვები ჩამავლო ყბაში.
პარასკევს ღამით აივსო მთვარე,
ვნებით ათლილი კბილები ყელში,
სისხლის ალერსი საამოდ მწარე,
თვალის სინათლე დავკარგე ბნელში.

Posted by: ნაკო 12 Mar 2019, 18:40
https://www.youtube.com/watch?v=7IwcukGK6R8

Posted by: friendly- 15 May 2021, 10:32
user posted image




....................

Posted by: Telegraph_ 28 May 2023, 08:03


chups.gif

Posted by: Aleksandre166 3 Jun 2023, 16:44
QUOTE (JORJ MORISSONI @ 22 Jul 2006, 15:48 )
MEMENTO MORI

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori” -ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები, სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე - ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი - გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს „Memento mori“-ა.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლექსია. love.gif

Posted by: Levan ch 26 Jun 2023, 11:41
QUOTE
საკუთარი და მართლა უყვარდა ?

ბინძური ჭორი მგონია მე მათი მოგონილი ვისაც ზიზღი ჰქონდა პოეტის

ცალკე ესეთი კაცი როგორ უნდა გეზიზღებოდეს არ მესმის
მაგრამ ის 20იანი წლების ამაზრზენი სისტემა ებრზოდა და რა გასაკვირია რომ ყველა მხრიდან შეუტიეს საიდანაც შეეძლოთ

Posted by: PAINKILLER 20 Jul 2023, 10:07
QUOTE (Ninna_maya @ 30 Jul 2018, 11:14 )
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
გხედავ და დღეა ისევ მზიანი,
ძვირფასო! ,მოსვლა რად გაგიძნელდა?
ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს
ასე გაივლის წამება, ოხვრა
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით
მოხვალ დაღლილი, მეტყვი როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები
თუმცა იქნება ღამე წვალების
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ლურჯი თვალები
ჩემი თვალები, ისევ მოგელის........

ტერენტი
love.gif  love.gif

ტერენტის რამდენიმე ლექსი გაერთიანებული ერთ სიმღერაში smile.gif





Posted by: Aleksandre166 4 Sep 2023, 12:18
ვფიქრობ სიკვდილზე

ვფიქრობ სიკვდილზე და რაღაც სხვაზე
და ჩემს გარშემო ფიქრების ტყეა.
ისევ მარტო ვარ სევდიან გზაზე,
ისევ შაბათის მზიანი დღეა.

ეს ჩემი გული ისევ ის არი
და ეს დღეები სევდისფერია.
გაქრა აგვისტო, როგორც სიზმარი,
დღეს მხოლოდ ოთხი სექტემბერია.

ალბათ მოვა დრო, მეც არ ვიქნები
და ჩემი მტერი მიწა მგონია.
ისევ ახლოა შენზე ფიქრები,
ისევ ახლოა ეს მაგნოლია...

Posted by: Franziskaner 12 Apr 2024, 02:17
პიგმენტი

ბროლის სარკეში ათამაშდა შენი სინაზე.
რაშით ჯირითი შეუყვარდა ღამის ყაჩაღებს.
სული ნაცნობი შენს გარშემო სხივებს აჩაღებს.
ცრემლით ატირდა მდუმარება წითელ რკინაზე.

სიცილს დაიწყებს ტყის ასული უცხო ბინაზე.
შავი დემონი შეაგროვებს თუჯის მათრახებს.
მიქანცულ სხეულს მწუხარება ზანტად შეარხევს.
და თავს ამოყოფს ყრუ სიკვდილი ფანჯრის მინაზე.

შავი ოცნება დროთა სვლაში ჩაიფერფლება.
და უარს იტყვის თეთრი ვარდი განმეორებით.
ნერვებს აგიშლის ჭლექიანი ჩემი ხველება.
ღამის სიზმრები ჩაივლიან ნაზი ზმორებით.

ავად მყოფ სულით უღრან ტყეში გაიპარები.
და შენს წინაშე აიშლება სევდის ჯარები.

ტ. წალენჯიხელი


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)