Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა


Posted by: Robin Hood 25 Mar 2005, 09:27
მე პირადად არაფერი გამიგია ასეთი შეიძლება იმიტომ რომ დედაქალაქში არ ვცხოვრობ და მაქაური ამბები ჩემამდე ცუდად აღწევს, ჰოდა კიდევ მე მგონი იმიტომ რომ სამეცნიერო ფანტასტიკა გარკვეულწილად დაკავშირებულია მეცნიერებასთან რომელიც ჩვენთან ყოველთვის ჩამორჩებოდა. და (ამ სიტყვებისთვის აქვე ვიხდი ბოდიშს ბევრი კაი მეცნიერი გვყავდა) და კიდევ იცით მე მგონია რომ სამეცნიერო ფანტასტიკა ტრადიციულად არის ათეისტური და კიდევ რაღაც მისტერიებში და ამიტომ ჩვენში ფეხი არ მოიკიდა. მოდით ვისაუბროთ ყველამ თუ ვინმე საინსფიქშენს წერს და ვის რომელი უცხოური მოსწონს დაპოსტეთ მე ჟიულ ვერნიდან დაწყებული მაგრად მომწონს ეს ჟანრი და რა ვიცი კიდევ ბევრია. აბა თქვენ იცით.

Posted by: Zyklon 25 Mar 2005, 12:17
ბავშობაში წავიკითხე რაღაც ქართული. შატილელი ბიჭი ქალაქში სწავლობდა და ესე იგი თბილისი კოსმოდრომიდან იყო მარსზე გაფრენა (პირველი გაფრენა მარსზე) მოკლედ მაგარი ხინკალი ფანტასტიკა იყო. ერეკლე მეორის საგმირო საქმეების გახსენებით და კოსმოსურ ერაში ხევსური ბაბუას მიერ კომპარტიის ქებადიდებით და ასე შემდეგ.
ხო და პახოდუ ბოლოში რასაკვირველია იმპერიალისტური ამერიკის ჯაშუშსაც იჭერდნენ, რომელსაც ამ გაფრენის ჩაშლა ჰქონდა დავალებული. დღემედე მახსოვს როგორც ერთერთი იმ სამი ყველაზე ამაზრზენი წიგნიდან, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.

კიდე კაი იმ დღეს სხვა წიგნებიც მქონდა ბიბლიოთეკიდან გამოტანილი და მაგ კვერცხობას ეგრევე სტრუგაცკები დავაყოლე, თორე დამახრჩობდა ნამდვილად

Posted by: Antigone 25 Mar 2005, 12:18
Robin Hood
კი, როგორ არა, გურამ ფანჯიკიძე biggrin.gif

Posted by: TimeRider 25 Mar 2005, 12:22
Robin Hood
ბავშვობაში მაქ წაკითხული, ავტორი არ მახსოვს და არც წიგნის სახელი biggrin.gif რაღაც წყალქვეშეთზეა, სადღაც ოკეანის ფსკერზე რაღაც ცივილიზაციას იპოვნიან, სხვათაშორის არაუშავდა smile.gif

Posted by: K-U-K-U-SH-A 25 Mar 2005, 13:25
ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა??????
რაღაც არ მგონია რომ ქართველებს ასეთი რაღაცეების
დაწერის ნიჭი ქონდეთ

Posted by: Sharky 25 Mar 2005, 13:30
TimeRider
QUOTE
ბავშვობაში მაქ წაკითხული, ავტორი არ მახსოვს და არც წიგნის სახელი  რაღაც წყალქვეშეთზეა, სადღაც ოკეანის ფსკერზე რაღაც ცივილიზაციას იპოვნიან

up.gif იყო ეგეთი, როდამ ჩაჩანიძეა ავტორი (როდამი ჩემს მეზობელსჰქვია და ჩაჩანიძე არტემის პონტში მახსოვს biggrin.gif biggrin.gif). ქართული ფანტასტიკის კვალობაზე biggrin.gif არა უშავდა რა

Posted by: veigan 25 Mar 2005, 13:32
QUOTE
ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა, არსებობს თუ არა იგი საერთოდ?
საეროდ არ წამიკიტხავს ქართული ფანტასტიკა, მით უფრო სამეცნიერო. თუმცა თუ ქართულ ხალხურ ზღაპრებს ფანტასტიკად ჩავთლით, მაშინ სიტაცია იცვლება.

Posted by: Ar-Pharazôn 25 Mar 2005, 14:18
QUOTE
ბავშვობაში მაქ წაკითხული, ავტორი არ მახსოვს და არც წიგნის სახელი  რაღაც წყალქვეშეთზეა, სადღაც ოკეანის ფსკერზე რაღაც ცივილიზაციას იპოვნიან


აუ ვიცი, მაგარი რაღაცა იყო... რაღაცა სახელი ერქვა მაგ ცივილიზაციას, კაი რაღაც იყო...

Posted by: merrygoround 25 Mar 2005, 14:18
QUOTE
ხინკალი ფანტასტიკა

biggrin.gif gigi.gif biggrin.gif

ირინა ტალიაშვილი, თუ არ ვცდები, გვარი შეიძლება არასწორად მახსოვს... დაბადების დღეზე "თავიდანმოცილებული" საჩუქარი გამიკეთეს მაგ წიგნის სახით gigi.gif ერთი-ორი ვეშჩი საკმაოდ ამაზრზენი იყო - ესე იგი გამიკვირდა საბჭოთა დროს კდემამოსილმა ქართველმა მანდილოსანმა ასეთები როგორ დაწერა თქო.... მატიორი რუსი და არა მარტო რუსი, ფანტასტების გავლენა იგრძნობოდა. ზოგი სიუჟეტი კალკირებული იყო ზოგი ალბათ ორიგინალი, მაგრამ რაღაც უსიამოვნო ნალექი რჩებოდა... ცოტათი სტივენ კინგურებიც გამოკრთებოდა. და ჰეპი ენდები არ ჰქონდა. მოკლედ ბავშვისთვის საკითხავი ნაღდად არ იყო gigi.gif

ძალიან წყალწაღებული გამოვიდა მარა ხინკალ ფანტასტიკას ჯობდა wink.gif

Posted by: Doct0rIN 25 Mar 2005, 14:20
აუ არც სახელი მაქვოს და არც ავტორი, 30-იან წლებშია დაწერილი ქართული ფანტასტიკური რომანი. სახლში მაქვს. ძალიან მაგარია gigi.gif რომ მივალ ვნახავ და გეტყვით smile.gif

Posted by: kardu 25 Mar 2005, 14:50
ორი რამ მ,ახსენდება ერთი "ქალი სარკეში" და მეორე "სირიუსი,იდუმალი სტუმარი":)smile.gif

Posted by: Facet 25 Mar 2005, 15:16
Robin Hood


არის რაღაცეები ასეთ თემასთან დაკავშირებით თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში... თუმცა ქართული ცოტა არა ფანტასტიკური ენაა მთლიანობაში და ცოტა რთულია რამე ღირებულის შექმნა ამ დარგში smile.gif

Posted by: sichi 25 Mar 2005, 15:30
QUOTE
რაღაც წყალქვეშეთზეა

"ამიხოტის დაქცევა" ქვია, ბავშვურ პონტში კაი რაღაცაა, მე მაგრა მევასებოდა.
კიდე არის "ამონი" (როჟას რო ყინავენ და დოხრენ საუკუნეების მერე აცოცხლებენ), მანდაც საკაიფოდ გააზრებული შინაარსია. ეგ 2 ვიცი მე.

Posted by: OHO 25 Mar 2005, 15:39
"სპირალი" , "შენელებული მოქმედების იარაღი"

Posted by: sichi 25 Mar 2005, 15:40
უი, სპირალი, ჰო.. სერიოზული რაღაცაა...

Posted by: [LoD]-Bagra 25 Mar 2005, 16:17
QUOTE
"ქალი სარკეში"
"სირიუსი,იდუმალი სტუმარი"
"ამონი"
"შენელებული მოქმედების იარაღი"

ეს ბოლო ძაან მაგარია biggrin.gif კომანდორი ფარნაოზი ებრძვის ნატოს ბოროტ AI-ის სირიუსზე... lol.gif და კიდევ ბავშვობაში მაქვს წაკითხული რაჭაში ჩამოდის IT ტუსუ ვარსკვლავთმავალით .... gigi.gif

Posted by: TimeRider 25 Mar 2005, 16:28
sichi
QUOTE
"ამიხოტის დაქცევა"

bis.gif
ხოოოო ზუსტად ეგ ქვიაააა biggrin.gif

Posted by: karlsoni 25 Mar 2005, 23:18
გეგეშიძის "ცისფერი მნათობი ამირანი".

Posted by: Solveig 25 Mar 2005, 23:37
QUOTE (OHO @ 25 Mar 2005, 14:39 )
"სპირალი" , "შენელებული მოქმედების იარაღი"

”შენელებული მოქმედების ჯოჯოხეთის მანქანა ” ერქვა მაგ წიგნს.

”სპირალი” დიდი სისულელეა, ჩემი აზრით, ისევე, როგორც ფანჯიკიძის მთელი ლიტერატურული მემკვიდრეობა...

როდამ ჩაჩანიძე დიდხანს ქალი მეგონა და მიკვირდა, როგორ წერს ასეთ რამეებს მეთქი gigi.gif (ისე, სამეცნიერო ფანტასტიკას საზოგადოდ ვერ ვიტან და მით უმეტეს, ქართულს gigi.gif ჩაჩანიძის წიგნები არ წამიკითხავს, ერთი-ორის სათაური მახსოვდა, და.. ) მერე სურათი ვნახე და ვიღც ულვაშა ბიძა აღმოჩნდა. gigi.gif

ირინა ტალიაშვილის ფანტასტიკური თხზულებები...ლოოოოლ... lol.gif

ყველაზე კარგი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში იყო ასლამაზიშვილის ”ციცქნას ახალი ფათერაკები” gigi.gif ჩემი საყვარელი წიგნი იყო ბავშვობაში და ყველა ზემოთჩამოთვლილს სჯობდა, ერთდ აღებულს gigi.gif

Posted by: LV-426 26 Mar 2005, 00:17
აკა მორჩილაძე - 'ფალიაშვილის კლონირებული ძაღლები'
აკა მორჩილაძე - 'გადაფრენა მარსზე და უკან'

Posted by: გიჟმაჟი 26 Mar 2005, 03:52
QUOTE
სამეცნიერო ფანტასტიკა ტრადიციულად არის ათეისტური და კიდევ რაღაც მისტერიებში და ამიტომ ჩვენში ფეხი არ მოიკიდა.


ჰმ, საინტერესო დასკვნაა. განსაკუთრებით საიენს Fიქშიონის ათეიზმთან დაკავშირების ფაქტმა მომხიბლა-ბლა-ბლა biggrin.gif


მულტფილმები არ ითვლება? აი მაგალითად ხელმარჯვე ოსტატი? gigi.gif

Posted by: აჩრდილი 26 Mar 2005, 07:35
Solveig
QUOTE
”სპირალი” დიდი სისულელეა, ჩემი აზრით, ისევე, როგორც ფანჯიკიძის მთელი ლიტერატურული მემკვიდრეობა...

ვერ დაგეთანხმები smile.gif უდავოდ ნიჭიერი მწერალი იყო ფანჯიკიძე და ღირებული ნამდვილად არის მაგისი წიგნები.

Posted by: karlsoni 26 Mar 2005, 09:01
ნიჭიერი იყო, მაგრამ საშუალო დონეს ვერ გასცდა. ჩემი აზრით სპირალი კი მართლაც საკმაოდ სულელურია.

Posted by: Draco 26 Mar 2005, 09:34
Приветствую.

Я сам писатель-фантаст, поэтому хочу перечислить линки на сайты коллег из Грузии, чтобы не думали, будто их вовсе нет smile.gif
Правда, судя по всему, в этом списке не все пишут фантастику, а профессиональный писатель только я... sad.gif

Асатиани Сандро: http://zhurnal.lib.ru/a/asatiani_s/
Бараташвили Клара Латифшаховна: http://zhurnal.lib.ru/b/baratashwili_k_l/
Lizard Play: http://zhurnal.lib.ru/b/benidze_g_i/
Кажянц Ирина: http://zhurnal.lib.ru/k/kazhjanc_i/
Кулишова Инна: http://forum.ge/?showtopic=33591613&st=15
Ломиа Мераб: http://zhurnal.lib.ru/l/lomia_m_b/
Mirian: http://forum.ge/?showtopic=33591613&st=15
Имэджин: http://zhurnal.lib.ru/m/mzhawanadze_t_h/
Накашидзе Екатерина: http://zhurnal.lib.ru/n/nakashidze_e/
Силагадзе Леван Аполлонович: http://zhurnal.lib.ru/s/silagadze_l_a/
Сванидзе Гурам Александрович: http://zhurnal.lib.ru/s/swanidze_g_a/
Валик Ясту: http://zhurnal.lib.ru/w/walik_j/
Зардалишвили Нина Теймуразовна: http://zhurnal.lib.ru/z/zardalishwili_n_t/
Кузнецова Самира Лахсеновна: http://zhurnal.lib.ru/k/kuznecowa_s_l/
Ну и ваш покорный слуга -
Локхард Драко: http://fan.lib.ru/l/lokhard_d/ | http://www.drakia.com

smile.gif
WBR, Драко.

Posted by: Solveig 26 Mar 2005, 11:56
ვააა, კლარა ლატიფშაჰის ასული ბარათაშვილი თუ სამეცნიერო ფანტასტიკას წერდა, პირველად გავიგეsleep.gif

Posted by: Draco 26 Mar 2005, 12:02
Я просто перечислил всех тбилисцев, имеющих сайты в библиотеке Мошкова. Там не все фантасты, я же писал.

WBR, Драко.

Posted by: DogmA 26 Mar 2005, 12:20
მე მარტო ფანჯიკიძე მაქ წაკითხული
სპირალის გარდა ბევრი პატარა მოთხრობები აქვს ამ ჟანრშიsmile.gif

Posted by: zazabichi 11 Jul 2006, 05:36
ნუგზარ აფხაზავა იყო ესეთი ავტორი, პიონერში იბეჭდებოდა მისი ნაწარმოებები.
წიგნებიც მქონდა როგორც მახსოვს.
”სირიუსი იდუმალი სტუმარი”-იც მაგისია მემგონი, ბავშვი რომ დავით აღმაშენებლის დროში მოხვდება უცხოპლანეტელის მეშვეობით. smile.gif

Posted by: maxra 11 Jul 2006, 10:22
kardu
QUOTE
"სირიუსი,იდუმალი სტუმარი":)

მაქედან ყიფიანი და ლურჯ-თეთრი მაისური მახსოვს. დინამო! დინამო! დინამო! biggrin.gif
ჰმმმ... 'სირიუსი' biggrin.gif ავტორის ნაცნობობა ასტრონომიასთან აშკარად ვიწრო გაშატალოებული სკოლის კურსით შემოიფარგლებოდა.

QUOTE
კიდე კაი იმ დღეს სხვა წიგნებიც მქონდა ბიბლიოთეკიდან გამოტანილი და მაგ კვერცხობას ეგრევე სტრუგაცკები დავაყოლე, თორე დამახრჩობდა ნამდვილად

ჰიპოტალამუსი აღგიგღზნო? biggrin.gif

Posted by: ElGeorgia 11 Jul 2006, 18:17
"სირიუსი იდუმალი- სტუმარი" თამაზ ჭეიშვილის არის smile.gif, ერთი პირი მე ვიყავი ბავშვობაში დაინტერესებული ქართული ფანტასტიკით, მარა აზიმოვი და რეი ბრედბერი რაც წავიკითხე ახლოს აღარ გავკარებივარ.

უცხოპლანეტელი ტუსუზე რომაა, ის საერთოდ პირველი ფანტასტიკა იყო რაც წავიკითხე biggrin.gif

Posted by: merry 11 Jul 2006, 18:24
Solveig
QUOTE
კლარა ლატიფშაჰის ასული ბარათაშვილი

აააააააააარარსებობს lol.gif lol.gif lol.gif აუუ არ არსებობს თქვენ გაიხარეთ lol.gif

Draco
თემას არ შეეხება ისე მაინტერესბეს - ქართულად კითულხობ და ვერ წერ? პროსტ ამაინტერესბეს ბეზო ვსიაკოი ზადნეი მისლი smile.gif

Posted by: საბუნია 12 Jul 2006, 14:21
ერთი მახსოვს კიდე ვიღაც მასტი ზღვაზე მიცურავს ხოდა ნაპირზე რომ გამოვა ვაბშე სადღაც ტრაკში გაიჩითება მერე არმოცნდება 2300 წლის საქართველოა ხოდა რაღაც დვიჟენიების მერე მიიყვანენს სადღაც სამეცნიერო ლაბორატორიაში (ერთი მახსოვს კიდე ტროლეიბუსები პროვოდების გარეშე დადიოდნენ gigi.gif ) ხოდა ის კაცი ეტყვის რომ თქვენი ეპოქიდან ბევრი გადმოდის აქ, რაღაც სივრცის დროითი კონტინიუმია დარღვეული და ბევრი სტრესი ვისაც აქვს გადატანილი ისინი აქ იჩითებიანო, მერე არ მახსოვს biggrin.gif

Posted by: RENDER 4 Aug 2006, 21:35
მაგალითად "ირმისა" gigi.gif ......................

Posted by: sibneleSi mocekvave 4 Aug 2006, 22:34
ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა არა იხვის ტოლმა. ეს მართლა ფანტასტიკის სფეროა. არარსებულ და ანომალიურ მოვლენებზე ვწერთ? lol.gif
სპირალიო... eek.gif კაშმაარ!


რუსებს კიდევ ჰქონდათ რაღაც მცდელობები. "პროფესორ დოუელის თავი" ვისაც წაუკითხავს ბავშვობაში,ან "სამყაროს მბრძანებელი".
და "აელიტა"- რუსები მარსზე რევოლუციას რომ ახდენენ და სოციალისტურ წყობილებას ამყარებენ lol.gif
მართლაც, სადაც გენიალური რეი ბრედ ბერი არსებობს, მისი ფარენჰაიტი და მარსის ქრონიკები...უუმაგრესია!!! up.gif up.gif up.gif

Posted by: CDMA 4 Aug 2006, 22:36
აჰათ ქართველი კოსმონავტები:

user posted image

ჩემ სამსახურშია (სვანეთისუბანში) გადაღებული.....

Posted by: dj-guro 4 Aug 2006, 22:40
რა ვიცი.... მაგარია გოროდში... და მეცნიერებაც იქნება... გოროდში.

Posted by: CDMA 4 Aug 2006, 22:40
Zyklon

ლოლ ხახა ეგ მეც მაქვს წაკითხული smile.gif
ერეკლე მეფეზე
ეგ იყო სერია "საბავშვო ფანტასტიკა". ჟურნალის პონტში იყო, რამდენიმე ნომერი მაქვს სადღაც.


Posted by: სულხანი 4 Aug 2006, 22:44
თქვენ თუ გაქვთ წაკითხული "შენელებული მოქმედების ჯოჯოეხთის მანქანა" ???? biggrin.gif:D
მოქმედი პირები:
კაპიტალი ფარნაოზი,
ბორტინჟინერი ბომბორი
ექიმი ბუთხო
ჟურნალისტი ქალკიოპეა
და ა.შ.

სირისუსის სისტემა თავს ესხმის მზის სისტემის ფედერაციას givi.gif


ციტატა ნნაწარმოებიდან:

ვარსკვლათმფრენმა ივერიამ ოზურგეთის კოსმოსური სადგურიდასაკენ აიღო გეზი (givi.gif) დაშვებისას ვარსკვალთმფრენმა ჩაის და ტუნგოს პლანტაციები ააშრიალა"

lol.gif

Posted by: inana 4 Aug 2006, 22:52
sibneleSi mocekvave
QUOTE
"პროფესორ დოუელის თავი"

ბავშვობაში მაგრად მიყვარდა. smile.gif

Posted by: Charles IX 5 Aug 2006, 02:14
ჯემალ ქარჩხაძეს აქვს ერთი მოთხრობა, სათაური არ მახსოვს. შორეული მომავლიდან როგორ წავა ტიპი დროის მანქანით წარსულში და იქ , რაღაც მთის მწვერვალზე შეხვდება კაცს. რომ არ შეაშინოს ნარინჯისფერ ნათებას ჩართავს და ზოგადმორალურ საკითხებზე ესაუბრება.
შემდეგ ბრუნდება მომავალში და ანახებენ უუუუძველეს წიგნს, რომელშიც აღწერილია ეგ შეხვედრა...... ცხადია, ის ტიპი, ვისაც ესაუბრა, მოსე იყო!

Posted by: Solveig 5 Aug 2006, 02:31
QUOTE
უცხოპლანეტელი ტუსუზე რომაა, ის საერთოდ პირველი ფანტასტიკა იყო რაც წავიკითხე

მაგას ერქვა "ჩვენ დედამიწაზე დავდივართ" მოქმედება რაჭაში ხდებოდა. გოგიტა და ირმა..ცეზარი, ზანგი ბიჭი და ირაკლი, რო,ელიც სულ ეჩხუბება გოგიტას და ბოლოს ძმაკაცდებიან smile.gif

მაინც კარგი წიგნი იყო..მეცოდებოდა უდედო გოგიტა, თუმცა ბოლოს კი კარგი დედისმაგიერი გამოუჩნდა.

Posted by: შევარდენი1906 6 Aug 2006, 18:31
kardu
QUOTE
"სირიუსი,იდუმალი სტუმარი":)



up.gif მაგრად მიყვარდა smile.gif

მთავარი გმირი ბიჭუნა, რომელიც დროში მოგზაურობდა, ამაყობდა დინამო-ლივერპულის მატჩზე "აუტჩიკობით" smile.gif და სულ ცისფერზოლებიან მაისურს ატარებდა smile.gif


Posted by: LV-426 6 Aug 2006, 18:35
მეცნიერულ ფანტასტიკას სხვანაირი აზროვნება უნდა! პროგრესული, თავისუფალი! ჩვენი საზოგადოება კიდე პირიქით ყველაფერ ამას ეწინააღმდეგება! ამიტომაც არ არის არავინ ვინც მეცნიერულ ფანტასტიკას მოჰკიდებდა ხელას! და კარგახანს არაფერი იქნება!

Posted by: Salamandra 14 Nov 2007, 01:28
საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრება ქართული, ასე ვთქვათ ეროვნული smile.gif ფენტეზის შესახებ,

რამე თუ გსმენიათ ანდა წაგიკითხავთ ამ ერთდადერთი წიგნის "ამბავი ლილე იროელისა" გარდა.

არ ვგულისხმობ ფოლკლორს ანუ ქართულ ზღაპრებს, მითებს და ა.შ. user.gif


პ.ს.
მომიტევეთ, თუ სადმე ვერ შევნიშნე იგივე შინაარსის თემა baby.gif

Posted by: nikala1 14 Nov 2007, 02:45
CODE
ამბავი ლილე იროელისა


ფენტეზი თუ აქამდე არ არსებობდა და ეხლა ვქმნით ჯობია აღარც შევქმნათ

ისე ქართულად ფენტეზი როგორ ითქმის ფანტაზია? მემგონი არა ხო?))

ისე ინტერესისთვის მართლა )

Posted by: Zyklon 14 Nov 2007, 02:49
თავს ნებას მივცემ და ვიტყვი, რომ ქართული ფენტეზის გარკვეული ნაწილი WoW-ის თემაში მოიძებნება ქვენტების სახით user.gif

Posted by: Salamandra 14 Nov 2007, 23:33
QUOTE (nikala1 @ 14 Nov 2007, 01:45 )
CODE
ამბავი ლილე იროელისა


ფენტეზი თუ აქამდე არ არსებობდა და ეხლა ვქმნით ჯობია აღარც შევქმნათ

ისე ქართულად ფენტეზი როგორ ითქმის ფანტაზია? მემგონი არა ხო?))

ისე ინტერესისთვის მართლა )

ალბათ არ გაქვს ეს წიგნი წაკითხული.

მხოლოდ მცირე ამონარიდს თუ ნახავ ამ ბმულზე.

http://forum.gol.ge/index.php?showtopic=10072 user.gif

უბრალოდ, მაინტეერსებდა თქვენი აზრი, ანუ მათი ვინც საერთოდ ფანტასტიკას კითხულობს.

რამდენიმე ნაწარმოები მაგრამ არაფენტეზი ჟანრის, დაახლოებით 1993-94 წლებში დაიწერა.

რამდენიმე იყო ერტი ავტორის რომელიც უფრო იუმორისტულ ფანტასტიკას წერდა თუ არ ვცდები ფსევდონიმით - დუგლასი.

ხოლო ერთი იყო 15იოდე წლის ბიჭის სამეცნიოერო სტილში (საბავშვო აშკარად) ფანტასტიკა. მეტი არც მინახავს yes.gif
* * *
QUOTE (სულხანი @ 4 Aug 2006, 21:44 )
თქვენ თუ გაქვთ წაკითხული "შენელებული მოქმედების ჯოჯოეხთის მანქანა" ???? biggrin.gif:D
მოქმედი პირები:
კაპიტალი ფარნაოზი,
ბორტინჟინერი ბომბორი
ექიმი ბუთხო
ჟურნალისტი ქალკიოპეა
და ა.შ.

სირისუსის სისტემა თავს ესხმის მზის სისტემის ფედერაციას givi.gif


ციტატა ნნაწარმოებიდან:

ვარსკვლათმფრენმა ივერიამ ოზურგეთის კოსმოსური სადგურიდასაკენ აიღო გეზი (givi.gif) დაშვებისას ვარსკვალთმფრენმა ჩაის და ტუნგოს პლანტაციები ააშრიალა"

lol.gif

ზუსტად მაგაზე დავწერე 15 წლის ბიჭი მეთქი yes.gif

ჰოდა ნუგზარ აფხაზავა წერდა მგონი კიდევ ხარისხიან რაღაცეებს, მერე ვნახავ ჩემს ბიბლიოთეკაში და დავწერ.

ძალიან ჭკვიანური ფანტასტიკა იყო. მომწონდა.

ვინმეს თუ წაგიკითხავთ მოგაგონდებათ კიდეც ზოგის სიუჟეტი war.gif


Posted by: falestra 15 Nov 2007, 11:01
მე ძალიან მიყვარს სამეცნიერო ფანტასტიკური ლიტერატურა. ქართველებს რაც შეეხება, ქართული ფანტასტიკის პიონერია ყიფიანი, ნაწარმოებით "ამონი".
ავი ენები ფანჯიკიძეს აბრალებენ ფანტასტიაო... რიავიცი biggrin.gif
არიან კიდევ ბარამიძე და გაგოშიძე, მაგრამ ბარამიძე ტიპიური პაპსაა... გაგოშიძის ერთი მოთხრობა ჩანაფიქრში ძალიან კარგი იყო, მაგრამ ძალიან კომუნისტური სულისკვეთებით წერს ეს კაცი, და მთელ მარილს უკარგავს საკუთარ შემოქმედებას...

ახლახან აღმოვაჩინე ვინმე ჯორჯი ვაშატელი, "ამბავი ლილე იროელისა", თუმცა ეს ფენტეზი უფროა..
მართალი გითხრათ დავინტერესდი მისი ვინაობის დადგენით, ჯორჯი ვაშატელი აშკარად ფსევდონიმია:-@

Posted by: ნიკუშა_მარქსი 15 Nov 2007, 15:41
აუ ფანტასტიკის ფანი ვარ მაგრამ ქართული ფანტასტიკა სამწუხაროდ მხოლოდ ქართულ სუფრაზე არსებობს გმირულ სასიყვარულო ისტორიების მოყოლას რომ იწყებენ მიმიქარავს აიზიმოვიgigi.gif

ისე საქართველოში ყევლაფერი მეცნიერული ხომ არაღვთიური და ამიტომაც მამაოს ანათემა მნიშვნელოვანი პასუხია ქართველი ფანტასტებისთვის.....

Posted by: Salamandra 15 Nov 2007, 23:03
ჩემი წინა პოსტის ლინკზე შედი კეთილო და ეგებ შეგეცვალოს ამ საკითხთან დამოკიდებულება smile.gif

Posted by: loza 15 Nov 2007, 23:13
რაღაცა იყო, ავტორი ახალგაზრდა როჟა იყო, სათაური არც მახსოვს, სადღაც სოხუმის კოსმოდრომიდან რო (მეჩტატ ნე ვრედნო...) ქართული შატლი "ივერია" იჩითებოდა კოსმოსში და ეკიპაჟის შეფს რო გოგო დაევასებოდა, რატომღაც რო გააყოლეს კოსმოსში და ის გოგო რო დაიბრიდებოდა. რა ერქვა, კი აღარ მახსოვს. მოკლედ, მაგარი ქაბაბი ფანტასტიკა იყო, მაგრამ როდამ ჩაჩანიძეებს და კალე ბობოხიძეებს და იაკინთე ლისაშვილებს კი ჯობდა, გრამოტნი ქართულით იყო დაწერილი და წაიკითხებოდა, რა.
ნეტა, რა ერქვა, ტო...

Posted by: strixnina 22 Jan 2009, 21:45
რაღა დაგიმალო, მკითხველო, და მსგავს თემას ფორუმის სანახებში ძნელად, მეტსაც ვიტყვი, ვერსად გადააწყდები. ამას, ერთის მხრივ, თავად ჟანრის სპეციფიკა, მეორესს მხრივ კი ქართველთ ლაღი დაუდევრობა ესაფუძვლება.
აქვე მოვიტან ავტორთა და ნაწარმოებთა მოკრძალებულ (რაოდენობრივ ჭრილში) სახელწოდება-სახელებს. რასაც ჩემი ნაკითხობის კაცი გაწვდება, ბოლომდე ვიზამ. ასე ვთქვათ, შევასრულეფ ჩემდათავად.
პირველი, ვინც ამ უებრო ჟანრის მებაირახტრედ მოევლინა ქართველ მკითხველს, ვგონებ, აბაშელია, ალექსანდრე. "ქალი სარკეში". ფანჯიკიძის უხსენებლობაც არას გვარგებს.
პ.ს.
თემასთან ერთად ეტაპობრივად განვვითარდები


Posted by: xachapuridze 22 Jan 2009, 21:52
QUOTE
პირველი, ვინც ამ უებრო ჟანრის მებაირახტრედ მოევლინა ქართველ მკითხველს, ვგონებ, აბაშელია, ალექსანდრე. "ქალი სარკეში". ფანჯიკიძის უხსენებლობაც არას გვარგებს.

დაუვიწყარი ოთარ სადრაძე: "ბარათი მარსიდან".

Posted by: nakash 22 Jan 2009, 22:40
რაცხა ამიხოტიო თუ ჯანდაბა ციკლი რომ იყო კაცთევზებზე ის ვისია? როდამ ჩაჩანიძის ხო მგონი? smile.gif

Posted by: ElGeorgia 22 Jan 2009, 22:44
nakash
როდამ ჩაჩანიძეს ადამიანის მსგავსი არსებებზე სხვა მოთხრობაც ჰქონდა, მიწის ქვეშ რომ ჩავლენ იქ იპოვიან smile.gif

იყო ეს თემა გახსნილი, მოძებნა უნდა. ორ ათეულ გვერდამდე ავიდა მგონი, დაპოსტილიც მაქვს იქ.

Posted by: LV-426 22 Jan 2009, 22:46
QUOTE
სამამულო სამეცნიერო ფანტასტიკა, მადე ინ გეორგია!


ავოეეე ეგეთი რამ არც კი გამიგია! ქართული მენტალობისთვის ნამეტანი სპეციფიური ჟანრია. ჩასხმის, ყანწების და სადღიგრძეობის, ძველბიჭობის ქვეყანაში, სამეცნიერო ფანტასტიკა რაცხა რთული წარმოსადგენია. ამას ცოტა სხვანაირი აზროვნება სჭირდება!

Posted by: Ocelot 23 Jan 2009, 01:06
QUOTE
სამამულო სამეცნიერო ფანტასტიკა, მადე ინ გეორგია!

ეგეთებიც არსებობს? biggrin.gif ერთი "სპირალი" ვიცი. ისიც ეკრანიზაციის მერე გავიგე biggrin.gif

Posted by: ElGeorgia 23 Jan 2009, 01:11
Ocelot
არსებობენ, არსებობენ smile.gif
გურამ ფანჯიკიძეს ფანტასტს ვერ უწოდებ, მიუხედავად იმისა რომ სამეცნიერო თემებზე მუშაობდა, ფანტასტიკური ნაწარმოები მარტო სპირალი დაწერა.

მოდი მე დავიწყებ ქართველი ფანტასტების სიის ჩამოწერას და ვინც დამავიწყდება მიამატეთ. ისეთებს გამოვყოფ, რომლებიც მხოლოდ ამ თემატიკაზე წერდნენ.
1. ნუგზარ აფხაზავა
2. როდამ ჩაჩანიძე
3. ირინა ტალიაშვილი

Posted by: Snow Crash 23 Jan 2009, 02:41
ქართული ფენტეზიც არსებობს
მწერალი ქართველი ბულგაკოვია (ნუ მოპარა რა) - ოღონდ გვარი არ მახსოვს. არც წიგნის სახელი
ერის მანკიერ თვისებებს ამხელდა: ცუდებს დამწვრის სუნი ასდიოდათ.

Posted by: despina 23 Jan 2009, 10:32
"ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ" , თუ ზუსტად მახსოვს,
და ავტორი არ მახსენდება, სამწუხაროდ,
გლობალიზაციის საკითხებზეა.smile.gif

ანუ ათასი წლის მერე საქართველო რომ არ არსებობს, როგორც ქვეყანა და ყველა რომ ერთ ენაზე ლაპარაკობს, ვეფხისტყაოსანი, როგორც მკვდარ ენაზე დაწერილი მკვდარი ტექსტი სადღაც მუზეუმშია დაცული და ა.შ.

საინტერესო სიუჟეტი აქვს.

Posted by: Nnino 26 Jan 2009, 13:45
რაღაც ასეთი თემა იყო უკვე ფორუმზე http://forum.ge/?f=36&showtopic=33591613&st=45

ნუგზარ აფხაზავა მომწონდა მე... საინტერესო მოთხრობები აქვს. სახელები არ მახსოვს, მაგრამ უტა ფაზია იყო მთავარი გმირი მისი მოთხრობების ციკლისა. კიდევ ის მოთხრობა მომწონდა, უცხო პლანეტიდან რომ ადევნებენ თვალს დედამიწას და მის განვითარებას. ასე იწყებოდა :"მე უფროსი ოპერატორი რევ მირირი ვარ, მოვედი, რათა ჩავიბარო მორიგეობა!"

Posted by: The13thFloor 27 Feb 2009, 03:00
QUOTE (სულხანი @ 4 Aug 2006, 22:44 )
თქვენ თუ გაქვთ წაკითხული "შენელებული მოქმედების ჯოჯოეხთის მანქანა" ???? biggrin.gif:D
მოქმედი პირები:
კაპიტალი ფარნაოზი,
ბორტინჟინერი ბომბორი
ექიმი ბუთხო
ჟურნალისტი ქალკიოპეა
და ა.შ.

სირისუსის სისტემა თავს ესხმის მზის სისტემის ფედერაციას givi.gif


ციტატა ნნაწარმოებიდან:

ვარსკვლათმფრენმა ივერიამ ოზურგეთის კოსმოსური სადგურიდასაკენ აიღო გეზი (givi.gif) დაშვებისას ვარსკვალთმფრენმა ჩაის და ტუნგოს პლანტაციები ააშრიალა"

lol.gif

ერთი "სიამოვნება" განვიცადე მაგ წიგნის წაკითხვისას, ავტორის ფოტოსურათიც მახსოვს ყდის შიდა ნაწილზე სკამზე რომ ზის biggrin.gif
საბავშვო ბაღია, მარა გაერთობა კაცი biggrin.gif

Posted by: თელიფინუ 27 Feb 2009, 07:14
QUOTE (სულხანი @ 4 Aug 2006, 13:44 )
თქვენ თუ გაქვთ წაკითხული "შენელებული მოქმედების ჯოჯოეხთის მანქანა" ???? biggrin.gif:D
მოქმედი პირები:
კაპიტალი ფარნაოზი,
ბორტინჟინერი ბომბორი
ექიმი ბუთხო
ჟურნალისტი ქალკიოპეა
და ა.შ.

სირისუსის სისტემა თავს ესხმის მზის სისტემის ფედერაციას givi.gif


ციტატა ნნაწარმოებიდან:

ვარსკვლათმფრენმა ივერიამ ოზურგეთის კოსმოსური სადგურიდასაკენ აიღო გეზი (givi.gif) დაშვებისას ვარსკვალთმფრენმა ჩაის და ტუნგოს პლანტაციები ააშრიალა"

lol.gif

მეც მაგრა დავამუღამე ეგ წიგნი თავის დროზე.

ფაბულა (აგრეთვე სათაური და დიალოგებიც) ძაალიან გავს http://www.startrek.com/startrek/view/series/TOS/episode/68734.html

Posted by: didi bege 27 Feb 2009, 10:19
მოკლედ ყველა ჩამოითვალა მე მგონი, რაც მაქვს წაკითხული,

ერთი დაგავიწყდათ იაკინთე ლისაშვილის პატარა მოთხრობა რობოტ ვირუსებზე თუ ბაქტერიებზე smile.gif

ნუგზარ აფხაზავა მამათავარი იყო ქართული ფანტასტიკის , უტა ფაზის ციკლე ყველას გახსოვთ ალბათ

შენელებული მოქმედების ჯოჯოეხთის მანქანა-ში ტანგ-ლი გახსოვთ და გურიის საერთაშორისო კოსმოდრომი

Posted by: The13thFloor 28 Feb 2009, 00:35
კიდევ იყო რაღაც საბავშვო წიგნი ხელმარჯვე ოსტატზე, სხვა პლანეტაზე რო გაფრინდებიან სადაც რკინა ძალიან იშვიათი ლითონია biggrin.gif მგონი ქართულია ეგეც

ისე ამიხოტის დაქცევა მართლა არაა ცუდი ნაწარმოები, მაგისგან კარგი სცენარიც გამოვიდოდა (გათანამედროვება უნდა ცოტა)

Posted by: Loreley 16 Mar 2009, 16:13
QUOTE
ქალი სარკეში

QUOTE
ამონი

QUOTE
შენელებული მოქმედების იარაღი

QUOTE
სირიუსი,იდუმალი სტუმარი

QUOTE
ცისფერი მნათობი ამირანი

ესენი მაქვს წაკითხული ადრე XD

ამონი მომეწონა მართლა : )

Posted by: nick_el_son 28 Aug 2009, 15:01
მარტო ორი ვეში მაქვს წაკითხული, ერთი "ქალი სარკეში"... აი ვიღაც მარისიანელი ტიპი რომ ჩამოვა ქართველ მეცნიერთან და ამ მეცნიერს კიდევ ვიღაც მარსიანელი ნაშა რომ ელანდება თუ ესიზმრება და მერე მართლა ააგდებს როცა მარსზე მოხვდება .. biggrin.gif

მეორე იყო შოტა ტოლელის ნიტო "ორმაგი შეცდომა", ნიტო "ორმხრივი შეცდომა".... პატარა მოთხრობა, სადაც დედამიწას ეჯახება დიდი ასტეროიდი.. ჰოდა ესნი გადაწყვეტენ რომ ბურთვული რაკეტები ესროლონ, მარა სინამდვილეში ასტეროიდი არის უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდი.... და ა.შ...
ნუ ცუდი არ იყო ზოგადად... smile.gif


პ.ზ. ისე თუ ვინმეს გაქვთ კომპში იქნებ ავტირთოთ რამე chups.gif


Posted by: არწივი9 10 Nov 2010, 19:29
QUOTE
ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა, არსებობს თუ არა იგი საერთოდ?

ჟურნალ "მეცნიერება და ტექნიკა"-ში იბეჭდება ხოლმე ფანტასტიკური მოთხრობები smile.gif

Posted by: zurabus 4 May 2011, 14:10
მე მაქვს წაკითხული რუსულენოვანი ქართული ფენტეზი "სამიზდატზე".
ალი, დევები, და ა.შ.

Posted by: azgo 5 May 2011, 18:05
ს/ფ ახლა საქართველოში კი არა დანარჩენ მსოფლიოშიც ძალიან ძნელად იწერება. მხედველობაში მაქვს რომ აღარაა ახლა ისეთი დონის ფანტასტები როგორებიც იყვნენ უელსი, ორუელი, ასიმოვი, ჰაინლაინი, ბრედბერი, ნივენი, ლე გუინი, ადამსი და მრავალი სხვა გამოჩენილი დიდოსტატი. აქ რაც ჩამოვთვალე ამთგან ზოგიერთი ფიზიკურად ცოცხალია, მაგრამ როგორც მწერალი სამწუხაროდ უკვე აღარ არსებობს. ეტყობა ეპოქაა ახლა ასეთი, არ უწყობს ხელს ახალი იდეების წარმოშობას .

Posted by: zurabus 6 May 2011, 09:41
azgo

ახლაც არიან გენიოსები:

სიმონსი ("ჰიპერიონი")
ვინჯი
ქარდი
საპკოვსკი


Posted by: azgo 6 May 2011, 17:43
zurabus
"ჰიპერიონი" დაწერილია 1989-ში, ორსონ სქოთ ქარდის "ენდერის თამაში" 1985-ში. ანუ შეიძლება ითქვას მეოთხედი საუკუნეა გასული ამ ნაწარემოებების გამოქვეყნებიდან. ეს საკმაოდ დიდი დროა. ამბობენ ახლა ავსტრალიელი გრეგ იგანი წერს კარგ წიგნებსო, მაგრამ მე ჯერ არ ჩამვარდნია ხელში. არის კიდევ ბრიტანელი სტივენ ბექსტერი. ამისი კი მაქვს რამდენიმე წიგნი წაკითხული, არაუშავს, მაგრამ ისეთი მაინც არაა, როგორებიც ამ სიაშია:
http://home.austarnet.com.au/petersykes/topscifi/lists_books_rank1.html
რაც შეეხება საპკოვსკის, რამდენადაც მე ვიცი იგი ფენტეზის წერს და არა ს/ფ-ს.

Posted by: არწივი9 6 May 2011, 17:46
ედიშერ ყიფიანის "დროთა კავშირი" გაქვთ ვინმეს წაკითხული?

Posted by: zurabus 6 May 2011, 18:06
QUOTE (azgo @ 6 May 2011, 16:43 )
zurabus
"ჰიპერიონი" დაწერილია  1989-ში, ორსონ სქოთ ქარდის "ენდერის თამაში" 1985-ში. ანუ შეიძლება ითქვას მეოთხედი საუკუნეა გასული ამ ნაწარემოებების გამოქვეყნებიდან. ეს საკმაოდ დიდი დროა.

მაშინ გირჩევ ვინჯი წაიკითხო

http://en.wikipedia.org/wiki/Vernor_Vinge

A Fire Upon the Deep
http://en.wikipedia.org/wiki/Vernor_Vinge#Bibliography

და

A Deepness in the Sky
http://en.wikipedia.org/wiki/A_Deepness_in_the_Sky

რუსულადაც თუ კითხულობ მაშინ

Пламя над бездной

http://ru.wikipedia.org/wiki/Пламя_над_бездной

Posted by: azgo 6 May 2011, 22:01
არწივი9
"დროთა კავშირი" არ წამიკითხია, როდინდელია?
zurabus
ჩემს წინა პოსტში რომ ლინკია, იმ ასეულიდან დაახლოებით ოცამდე არ მაქვს წაკითხული და მათ შორის ჩემდა სამწუხაროდ ვერნორ ვინჯიცაა. არა და ვიცი რომ კარგი მწერალია, მთლად უმაღლესი კლასი არაა მაგრამ მაინც. მოკლედ დღეიდან კატეგორიულად ვცდილობ მისი რომელიმე წიგნის ხელში ჩაგდებას!

Posted by: არწივი9 7 May 2011, 01:18
azgo
QUOTE
"დროთა კავშირი" არ წამიკითხია, როდინდელია?

მგონი 70-იანი წლების smile.gif

Posted by: azgo 8 May 2011, 12:45
არწივი9
ხომ არ იცი მაგ წიგნის ელექტრონული ვერსია თუ არსებობს? რაზეა საერთოდ?

Posted by: არწივი9 8 May 2011, 17:05
azgo
QUOTE
ხომ არ იცი მაგ წიგნის ელექტრონული ვერსია თუ არსებობს?

არ მინახავს
საერთოდ ქართულად არის დასკანერებული წიგნები? მე ძალიან ცოტა მინახავს
QUOTE
რაზეა საერთოდ?

კოსმოსურ გაფრენებზე და უკან დაბრუნებულ ხომალდზე რომელსაც დედაწაზე ეპიდემია დახვდება, რომანი არაა, მოთხრობაა მხოლოდ smile.gif

Posted by: azgo 8 May 2011, 23:11
საინტერესოა ბოლოს როდის დაიწერა ქართული ს-ფ რომანი? მხედველობაში მაქვს არანაკლებ 40.000 (დაახლოებით 300.000 სიმბოლო ან 8 თაბახის ფურცელი) სიტყვის შემცველი ნაწარმოები.
ამ საუკუნეში საერთოდ თუა ს/ფ-ს რამე დაწერილი საქართველოში?

Posted by: ფრენოლოგი 9 May 2011, 00:13
QUOTE
უი, სპირალი, ჰო.. სერიოზული რაღაცაა...

ჰო ნამდვილად ფანტასტიურია ასეთ კარგ იდეაზე ასე ცუდად როგორ დაწერა წიგნი drug.gif

Posted by: azgo 9 May 2011, 18:48
ფრენოლოგი
შენ ის არ ხარ მე მე რომ ჟღვინტელქტუალი მიწოდე? ახლა გამოდის თვითონ უარესი ყოფილხარ!

Posted by: ფრენოლოგი 9 May 2011, 20:40
azgo
QUOTE
შენ ის არ ხარ მე მე რომ ჟღვინტელქტუალი მიწოდე? ახლა გამოდის თვითონ უარესი ყოფილხარ!

spy.gif არ მახსოვს
შენ რა დაიბოღმე? user.gif

მაგრამ რატომ გამოვდივარ რადგან ვთქვი რომ წიგნი არ მომეწონა ? spy.gif

დაე გამოვდიოდე, კარგი drug.gif

Posted by: azgo 10 May 2011, 19:35
ფრენოლოგი
QUOTE
შენ რა დაიბოღმე?

ძაღლის ნაკბენივით დამამახსოვრდა.
QUOTE
მაგრამ რატომ გამოვდივარ რადგან ვთქვი რომ წიგნი არ მომეწონა

მაშინ თქვი, კონკრეტულად რა ადგილასაა ცუდად ნაწერი, (პერსონაჟების ხასიათები, სიუჟეტი ან სხვა). თორემ შენ თუ არ მოგწონს ეს სულ არ ნიშნავს რომ მართლა ცუდადაა დაწერილი. მაგალითად ეგერ ადამიანის მოსწონს და რითაა შენი აზრი მისაზე უფრო ფასიანი?
zep

QUOTE
სათავგადასავლო წიგნების თემაც ამასთან ერთად რომ იყოს ვერა?

სათავგადასავლო ლიტერატურა სხვაა, ის არ სცილდება რეალიზმის ფარგლებს, ფანტასტიკასთან არაფერი კავშირი არა აქვს.

Posted by: ფრენოლოგი 10 May 2011, 22:38
azgo
QUOTE
ძაღლის ნაკბენივით დამამახსოვრდა.

user.gif
კარგი, დაწყნარდი, მე მევარ ჟღვინტელექტუალი, შენ არა!




:/

QUOTE
მაშინ თქვი, კონკრეტულად რა ადგილასაა ცუდად ნაწერი, (პერსონაჟების ხასიათები, სიუჟეტი ან სხვა). თორემ შენ თუ არ მოგწონს ეს სულ არ ნიშნავს რომ მართლა ცუდადაა დაწერილი. მაგალითად ეგერ ადამიანის მოსწონს და რითაა შენი აზრი მისაზე უფრო ფასიანი?

ახლა მაგ წიგნზე მამსჯელე ჰო drug.gif


ჰოდა სულაც არ ვამბობ რომ ჩემი აზრი ვინმეს აზრზე ფასიანია, მოსწონდეს, მე არ მომწონს, პერსონაჟებიც უინტერესოებად მომეჩვენნენ, სიუჟეტიც გაწელილად ვოტ ი ვსიო .

Posted by: azgo 11 May 2011, 23:37
ამ თემის (რომელიც 6 წლის უკან გახსნილა) შეკითხვაა არსებობს თუ არა ქართული საი-ფაი? და როგორია ამ შეკითხვის პასუხი? პოსტებს რომ გადავხედე მე პირადად გამოვიტანე დასკვნა, რომ ოდესღაც საქართველოში არსებობდა სამეც-ფანტასტიკის ჩანასახი, მაგრამ მერე გაქრა, აბორტი გაუკეთეს. რომ დავფიქრდი ვინ გაუკეთა აბორტიო, გამოვიდა რომ ეს მოხდა მაშინ, როცა ძველმა წყობილებამ რღვევა დაიწყო და ამასთან დაკავშირებით ცხოვრების დონე თანდათან დაეცა. აღარ ეფანტასტიკებოდა ხალხს.
იმედია აწი გამოსწორდება მდგომარეობა, ყოველ შემთხვევაში ქუჩაში ძვირიანი მანქანების რიცხვის განუწყვეტელი ზრდით თუ ვიმსჯელებთ, ტენდენცია სწორედ უკეთესობისკენაა.
ლიტერატურის ამ ჟანრის აღდგენა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (წარმოსახვის განვითარება, ტექნოლოგიებით დაინტერესება, თანამედროვეობის გამოწვევების გათვითცნობიერება და ა.შ) მარტო იმიტომ ღირს, რომ მსოფლიოს საგამომცემლო ბიზნესში კაპიტალის ბრუნვით ს-ფ/ფ ლიტერატურა მეორე ადგილზეა სასიყვარულო რომანების შემდეგ. მაგრამ თუ რომანსების ლიტერატურაში ავტორები დიდ ჰონორარებით ვერ დაიკვეხნიან რადგან ეს წიგნები ყველა ერთმანეთს გავს, ს-ფ/ფ-ში არც ისე "ვარსკვლავური" ავტორებისათვისაც კი 1-2 მილიონი დოლარის შოვნა სირთულეს არ წარმოადგენს, მგონი ასეთ "სუფრაზე" დასწრება არც ქართველ ლიტერატორებს აწყენდა, რას იტყვით?

Posted by: არწივი9 12 May 2011, 02:35
QUOTE
ოდესღაც საქართველოში არსებობდა სამეც-ფანტასტიკის ჩანასახი, მაგრამ მერე გაქრა, აბორტი გაუკეთეს

ქართულ ჟურნალში "მეცნიერება და ტექნიკა" 80-იან წლებში იბეჭდებოდა ასეთი სტილის მოთხრობები


QUOTE
ს-ფ/ფ-ში არც ისე "ვარსკვლავური" ავტორებისათვისაც კი 1-2 მილიონი დოლარის შოვნა სირთულეს არ წარმოადგენს, მგონი ასეთ "სუფრაზე" დასწრება არც ქართველ ლიტერატორებს აწყენდა, რას იტყვით?

ქართულ სფ ნაწარმოებებს უცხოელი მწერალი მიიღებს ვითომ?

Posted by: azgo 12 May 2011, 19:44
არწივი9
QUOTE
80-იან წლებში იბეჭდებოდა ასეთი სტილის მოთხრობები

მერე ზუსტად 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო ძველი ცხოვრების დაშლა.
QUOTE
ქართულ სფ ნაწარმოებებს უცხოელი მწერალი მიიღებს ვითომ

საქართველოში თუ იღებენ უცხოურს, პირიქით რატომ არ შეიძლება? საქმე იმაში ხომ არაა წიგნი ქართულია თუ ჩინური (სხვათაშორის ამასწინათ მართლა წავიკითხე ჩინური ს-ფ), მთავარია ნაწარმოების დონე იყოს მაღალი და ამაზე უფრო მთავარი ისაა, რომ თუ გინდა მსოფლიო ბაზარზე გახვიდე, აუცილებლად რაღაცა ახალი უნდა მოიფიქრო, თორმე იქაურებს გადმოქართულებული "ავატარი" თუ შესთავაზე, რა კარგადაც არ უნდა იყოს დაწერილი ვის რა ეშმაკად უნდა. მთლად ამერიკის აღმოჩენა არა მაგრამ რაღაცა სიახლე მაინც უნდა იყოს წიგნში. და გარდა ამ ყველაფრისა ეს ტექსტი რა თქმა უნდა პირველ რიგში საკუთარ სამშობლოში უნდა გახდეს ბესტსელერი.

Posted by: ქაფქიანა 12 May 2011, 21:23
აი მაგალითად ქარჩხაძის ,,დრო." ზუსტად დღეს წავიკითხე. ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის შესანიშნავი და სოლიდური ნიმუშია. ის კი არა, მე ვუიტყოდი შედევრია. ნებისმიერი ერი იამაყებდა ამ მოთხრობით.

Posted by: არწივი9 12 May 2011, 21:34
azgo
QUOTE
საქართველოში თუ იღებენ უცხოურს, პირიქით რატომ არ შეიძლება? საქმე იმაში ხომ არაა წიგნი ქართულია თუ ჩინური (სხვათაშორის ამასწინათ მართლა წავიკითხე ჩინური ს-ფ), მთავარია ნაწარმოების დონე იყოს მაღალი და ამაზე უფრო მთავარი ისაა, რომ თუ გინდა მსოფლიო ბაზარზე გახვიდე,

მასშტაბებში ვართ შეზღუდული, "ვეფხისტყაოსანი" განა რამდენმა იცის უცხოეთში? მილიონში ერთმა.....

ქაფქიანა
QUOTE
აი მაგალითად ქარჩხაძის ,,დრო." ზუსტად დღეს წავიკითხე. ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის შესანიშნავი და სოლიდური ნიმუშია. ის კი არა, მე ვუიტყოდი შედევრია. ნებისმიერი ერი იამაყებდა ამ მოთხრობით.

რა შინარსისაა? სადმე თუ იყიდება?

Posted by: ქაფქიანა 12 May 2011, 21:37
არწივი9

QUOTE
რა შინარსისაა?


დროში მოგზაურობა.

QUOTE
სადმე თუ იყიდება?


ნებისმიერ საგაზეთო ჯიხურში. გზას მოჰყვა ქართული პროზის საგანძურად უკანასკნელ, 63 ტომად.
ხვალვე გადი და ნახავ.

Posted by: azgo 12 May 2011, 23:52
არწივი9
QUOTE
"ვეფხისტყაოსანი" განა რამდენმა იცის უცხოეთში

ეს რა შუაშია აქ? "ვეფხიტყაოსანი" და "შუშანიკის წამება" რომ იწერებოდა, მაშინ საგამომცემლო ინდუსტრია არ არსებობდა. საავტორო უფლებების დამცველი(და შესაბამისად ჰონორარების მომტანი) პირველი წესი მე -18 საუკუნეში დაიწერა ინგლისში. თუ შენ გინდა თქვა რომ ახლა საქართველოში არსებობს ვერბერის, ფრანკეს, სუძუკის და ა.შ. (სპეციალურად არაინგლისელები ჩამოვთვალე) დონის მწერალი და მის მსოფლიო პოპულარობას მხოლოდ "მასშტაბი" უშლის ხელს?
ქაფქიანა
მსოფლიო წარმატებაზე როცა ვლაპარაკობთ სინადვილეში იგულისხმება ინგლისურენოვან ლიტერატურულ ბაზარზე გასვლა. ხოლო იქ ახლა მოთხრობებს არც ერთი სერიოზული გამომცემლობა არ კიდებს ხელს. თუ მაინცდამაინც აიზეკ ასიმოვი ან რეი ბრედბერი ხარ მაშინ კი ბასტონო, გამოსცემენ წიგნად შენი(ქარჩხაძის) მოთხრობების კრებულს. მხოლოდ ს-ფ ჟურნალები აქვეყნებენ მოთხრობებს ამჟამად , უხდიან ავტორს 500 დოლარს და ამ ფულად იძენენ ნაწარმოებზე ყველა უფლებას ფაქტიურად სამუდამოდ.

Posted by: falestra 13 May 2011, 00:01
პირველი ქართველი ფანტასტი გახლავთ ყიფიანი, ავტორი წიგნისა "ამონი",
გეგეშიძეს აქვს მოთხრობები...
კიდევ ერთი სასწაული, ბარამიძის "შენელებული მოქმედების ჯოჯოხეთის მანქანა"
maxati.gif help.gif


კიდევ ვიღაც-ვიღაცეების რაღაც-რაღაცეებსაც გადავხედე და... vis.gif

Posted by: ქაფქიანა 13 May 2011, 08:33
azgo

სად ვსაუბრობ მსოფლიო წარმატებაზე?

თუ მაინცადამაინც, საქართველოს ბაზარზე წარმატებაზე ვისაუბროთ.




Posted by: azgo 13 May 2011, 22:02
ქაფქიანა
QUOTE
ნებისმიერი ერი იამაყებდა ამ მოთხრობით.

ვის წინაშე შეიძლება იამაყოს ერს? ალბათ სხვა ერების ანუ მსოფლიოს წინაშე.
მაგრამ მაგი მოთხრობა მთლად საამაყო ვერაა ეტყობა. საამაყო რომ იყოს უნდა ქონდეს ისეთივე პოპულარობა (ტირაჟი) როგორიც მაგალითად "დათა თუთაშხიას" გააჩნია.

Posted by: ქაფქიანა 14 May 2011, 08:10
azgo

ჩემი სუბიექტური აზრით სწორედაც რომ საამაყო მოთხრობაა.

Posted by: azgo 14 May 2011, 21:56
ქაფქიანა
ხო მაგრამ ჩვენ ხომ აქ არ ვსაუბრობთ შენს ან ჩემს სუბიექტურ აზრებზე. აქ ლაპარაკია არსებობს თუ არა ქართული ს-ფ. გამოდის რომ ახლა არ არსებობს ხოლო რაც შეეხება მაგ ავტორის (ქარჩხაძის) ფანტასტიკას თუ მკითველებმა მის შესახებ არაფერი იციან, ესე იგი ობიექტურად არ ვარგებულა.

Posted by: ქაფქიანა 14 May 2011, 22:04
azgo

ქართველი მკითხველის თუ არა აბსოლუტურ, საკმაოდ დიდ ნაწილს არავითარი წარმოდგენა არ აქვს აიზეკ აზიმოვის შემოქმედებაზე. არ მიმაჩნია, რომ ამით აზიმოვის შემოქმედება ობიექტურად არ ვარგებულა.

Posted by: azgo 14 May 2011, 22:17
ქაფქიანა
აზიმოვის შემოქმედებას ძალიან კარგად იცნობენ მსოფლიოში, ხოლო ამ ადამიანისას არც მსოფლიოში იცნობენ არც მზის სისტემაში და არც გალაქტიკაში.(საქართველოზე უკვე ვთქვით)

Posted by: ქაფქიანა 15 May 2011, 00:13
azgo

მე ვსაუბრობ საქართველოზე, ეს ერთი. მეორეც-არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, იცნობენ თუ არა ქარჩხაძეს-ჩემთვის მტავარი ისაა, რომ მე მომეწონა.

Posted by: azgo 15 May 2011, 19:40
ქაფქიანა
ალბათ არ არსებობს მწერალი ან წიგნი რომელსაც ერთი თაყვანისმცემელიც მაინც რომ არ ყავდეს. ადამიანები საკუთარი ხარჯებითაც კი აქვეყნებენ წიგნებს და ისინიც კი იყიდება 100 ცალის ოდენობით. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ ასეთნაირ აბდაუბდას მართლა რამე კავშირი აქვს მხატვრულ ლიტერატურასთან.
ამ თემაში ხომ ლაპარაკია არა მაგისთანა რამეებზე, არამედ ქართული ს-ფ-ს არარსებობაზე დღეს. არადა საქართველოში მარტო მწერალთა კავშირშია გაერთიანებული 500 მწერალი. ერთი მაგდენი ალბათ კავშირის გარეშეცაა. და რა? არც ერთ მათგანს არ ყოფნის ინტელექტი, რომ რამე ს-ფ მოიფიქროს? ესაა გაუგებარი.

Posted by: caram-l 15 May 2011, 22:17
http://www.livestream.com/iliauni/video?clipId=pla_7c26877a-6d68-4d78-a7af-856b06f2e06a

ამ ლინკზე ცოტა ხნის წინ ჩამოსული აკა მორჩილაძე საუბრობს - რა რთულია უცხოეთში(მზის სიტემაში და გალაქტიკაში) წიგნის გამოცემა და გამოცემულის ზღვა წიგნებში მკითხველამდე მისვლა.
ნაწარმოების ფართო მკითხველისთვის არ ცოდნა, სულაც არ ნიშნავს ამ წიგნის უვარგისობას. მხედველობაში მაქვს ქარჩხაძის ნაწარმოებზე გამოთქმული აზრი.

Posted by: არწივი9 16 May 2011, 01:33
azgo
QUOTE
თუ შენ გინდა თქვა რომ ახლა საქართველოში არსებობს ვერბერის, ფრანკეს, სუძუკის და ა.შ. (სპეციალურად არაინგლისელები ჩამოვთვალე) დონის მწერალი და მის მსოფლიო პოპულარობას მხოლოდ "მასშტაბი" უშლის ხელს?

არ ვიცი და სხვათაშორის ძალიან მაინტერესებს ეგ smile.gif

Posted by: ქაფქიანა 16 May 2011, 07:17
azgo

მე ისევ ვრჩები ჩემს აზრზე. მართალია გეთანხმები იმაში, რომ ქართული ს-ფ. თითქმის არ არსებობს; მაგრამ ეს ნამდვილად არ მიშლის ხელს იმაში, რომ მომწონდეს ქარჩხაძის ,,დრო."

Posted by: azgo 16 May 2011, 22:52
caram-l
მოვისმინე მორჩილაძის გამოსვლა. კი მაგრამ რაა იმაში ახალი რომ წიგნის გამოცემაც ძნელია და მით უმეტეს ბესტსელერის დაწერაც?

არწივი9
რა ცოდნა უნდა მაგას? ს-ფ ფიზიკურად არაა. რომ არაა ეს გასაგებია, რადგან არც სხვა ჟანრებში ღლეტენ ყველაფერს. საქმე იმაშია, რომ ს-ფ ში მცდელობაც არაა. ჩემი აზრით რომ ეს ჟანრი ჯერ ძნელია ქართველი მწერლრბისთვის რადგან იგი მოითხოვს ყველაფერ იმას რაც სხვა წიგნებშია (ხასიათების გახსნა, ადგილის და სცენების აღწერა, ლოგიკური აიუჟეტი...) და დამატებით აქ კიდევ უნდა იყოს ორიგინალური სამეცნიერო იდეა. აი სწორედ ამ იდეის მოფიქრებას რომ დამატებითი ინტელქტი სჭირდება ის არა აქვთ გავარჯიშებული ჩვენს მწერლებს.



caram-l
ქაფქიანა
სხვა ჟანრებში როგორ წერდა ბ-ნ ქარჩხაძე მე არ ვიცი, მაგრამ განვიხილოთ მისი ს-ფ შემოქმედების ერთი მგალითი. ამ მწერალს 1999 წელს( ანუ სიკვდილის შემდეგ) მიუღია საქართველოს სახელმწიფო პრემია ს-ფ რომანისთვის "განზომილიება". მე ვნახე ამ რომანის ფრაგმენტები ი-ნეტში და იმას რაც იქაა, მხატვრულ ლიტ-რასთან ნამდვილად არაფერი კავშირი არა აქვს:
http://www.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20kartuli/interviu%20mcerlebtan/proza/jemal%20qarchxadze/jemalindex.html
კარგი დავუშვათ ეს ნაწყვეტი ეძღვნება ნაწარმოების ფილოსოფიურ-მეცნიერული შინაარსის ახსნას და ამიტომ არ გამოიყურება მხატვრულად. მაშინ მეცნიერულად ხომ უნდა იყოს გამართული? სამწუხაროდ არაა. აი ფრაგმენტი:
"რაც უფრო იზრდება სიჩქარე (აინშტაინის მიხედვით) მით უფრო იზრდება სხეულის ზომა და მით უფრო მცირდება დრო. მათემატიკის გარეშეც, წმინდა გონებრივი ჭვრეტით, შეიძლება ამ პროცესის გამო ვთქვათ: სხეულის ზომა იზრდება იგივეა, რაც სივრცე მცირდება, ისევე როგორც სიჩქარე იზრდება = დრო მცირდება".
ეს არის აბსოლოტური უზუსტობა, აინშტნაინს ასეთი არ უთქვამს, ყოველ შემთხვევაში იმას, რომელსაც ალბერტი ქვიოდა.
დასკვნა თვითონაც გამოიტანთ

Posted by: არწივი9 17 May 2011, 01:31
azgo
QUOTE
აი სწორედ ამ იდეის მოფიქრებას რომ დამატებითი ინტელქტი სჭირდება

ეგ ყველგან აუცილებელია და არა მარტო სფ-ში, ძველი აზრი არავის სჭირდება

QUOTE
სხვა ჟანრებში როგორ წერდა ბ-ნ ქარჩხაძე მე არ ვიცი, მაგრამ განვიხილოთ მისი ს-ფ შემოქმედების ერთი მგალითი. ამ მწერალს 1999 წელს( ანუ სიკვდილის შემდეგ)

მე მეგონა ცოცხალი იყო ახლაც

QUOTE
კარგი დავუშვათ ეს ნაწყვეტი ეძღვნება ნაწარმოების ფილოსოფიურ-მეცნიერული შინაარსის ახსნას და ამიტომ არ გამოიყურება მხატვრულად. მაშინ მეცნიერულად ხომ უნდა იყოს გამართული? სამწუხაროდ არაა. აი ფრაგმენტი:
"რაც უფრო იზრდება სიჩქარე (აინშტაინის მიხედვით) მით უფრო იზრდება სხეულის ზომა და მით უფრო მცირდება დრო. მათემატიკის გარეშეც, წმინდა გონებრივი ჭვრეტით, შეიძლება ამ პროცესის გამო ვთქვათ: სხეულის ზომა იზრდება იგივეა, რაც სივრცე მცირდება, ისევე როგორც სიჩქარე იზრდება = დრო მცირდება".
ეს არის აბსოლოტური უზუსტობა, აინშტნაინს ასეთი არ უთქვამს, ყოველ შემთხვევაში იმას, რომელსაც ალბერტი ქვიოდა.

განვიხილოთ:
QUOTE
რაც უფრო იზრდება სიჩქარე (აინშტაინის მიხედვით) მით უფრო იზრდება სხეულის ზომა

ზომა მცირდება, სხეული ბრტყელდება-მოძრაობის მიმართულებით

QUOTE
მით უფრო მცირდება დრო

ნელდება და არა "მცირდება"

smile.gif

Posted by: ქაფქიანა 17 May 2011, 01:52
azgo

ვერავითარ დასკვნას ვერ გამოვიტან და ვერც გიპასუხებ, იმიტომ რომ ,,განზომილება" არ წამიკითხავს.

Posted by: azgo 17 May 2011, 23:09
არწივი9
QUOTE
ეგ ყველგან აუცილებელია და არა მარტო სფ-ში, ძველი აზრი არავის სჭირდება

ყველას კი არ ს-ფ-ს გარდა არცერთს არ ჭირდება ახალი სამეცნიერო იდეა(ფანტასტიკური თვალსაზრისით სამეცნიერო რა თქმა უნდა).
ქაფქიანა
ხომ მაგარამ, ჩვენ ხომ აქ ს-ფ-ზე ვლაპარაკობთ, უფრო სწორად ვერაფრით ვერ დავადგინეთ რატომ არ არსებობს იგი საქართველოში

Posted by: ქაფქიანა 18 May 2011, 08:32
azgo

რა დადგენა უნდა. ს-ფ ფანტასტიკას ინტელექტუალური, განათლებული და საერთოდ, ფსიქოსოციოკულტურული პლუსებით დაჯილდოებული მკითხველი სჭირდება. ანუ ისეთი მკითხველი, რომლის დეფიციტია სამწუხაროდ საქართველოში.

Posted by: azgo 18 May 2011, 21:29
დღეს, საჩხერის შემთხვევის გამო მთლად სამეც-ფანტის განწყობა არაა, მაგრამ ტირილს მაინც მსჯელობა და მომავალზე ფიქრი ჯობია.
ამიტომ:
ქაფქიანა
მე მგონი მკითხველებზე შენ არასწორად მსჯელობ. მარტო აქაური თემების, რომლებიც ეძღვნება უელსს, ვერნს, ასიმოვს, ბრედბერის, ორუელს... გვაჩვენებს რომ ქართველ მკითხველს ძალიანაც საკმარისი "ფსიქოსოციოკულტურული პლუსები", განათლება და ინტელექტი გააჩნია, რომ ამ ჟანრში მშვენივრად ერკვეოდეს. და რადგან ეს ასეა, მაშინ გამოდის საქმე მაინც მწერლების უუნარობაში და გაუბედაობაშია. ეშინიათ ალბათ ასეთ "არასერიოზულ" ჟანრში მოღვაწეობამ "სახელი" არ გაუტეხოს.

Posted by: ქაფქიანა 19 May 2011, 14:16
azgo

ერთიცაა და მეორეც. და კიდევ, აქაური მკითხველი ზოგადად საზოგადოებას ნაკლებად ასახავს. სოციალური ქსელების და ამ ფორუმის კერძოდ, მომხმარებელია ასე ვთქვათ საზოგადოების ნაწილი, რომელიც მეტი ინტელექტუალურობით ხასიათდება, ვიდრე საზოგადოება ზოგადად.

Posted by: azgo 19 May 2011, 23:25
ქაფქიანა

არა მგონი საქართველოში რაღაც განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობდეს ან ქართველი განსხვავებული მკითხველი იყოს. მხედველობაში მაქვს, რომ თუ მაგალითად ინგლისში ან სომხეთში ფანტასტიკის მოყვარულთა რიცხვი ყველა მკითხველის 20% შეადგენს, მაშინ ჩვენთანც მასე უნდა იყოს და არავითარი სპეციალური ინტელექტუალობა ამას არ უნდა ჭირდებოდეს წესით.
სომხები იმიტომ ვახსენე, რომ ეგენიც და მეორე მეზობლებიც-აზერბაიჯანელები, აქტიურად ანვითარებენ ამ ჟანრს. მაგალითად, აზერ-ში ფანტასტიკის სკოლაცაა გახსნილი და მაგათი მწერლების მოთხრობათა კრებული უცხო ენაზეც გამოიცა. ხოლო სომხების მე მინიმუმ სამი ავტორი ვიცი რომლებიც აქტიურად იბეჭდება რუსეთში.
აქედან კი უკვე ერთი ნაბიჯია უმაღლეს "ლიგამდე", იმიტომ რომ თვითონ რუსების 2 ფანტასტი (ლუკიანენკო და გლუხოვსკი) უკვე გამოიცა ინგლისურად(სტუგაცკებზე აღარაფერს ვამბობ), უკრაინელებიც გამოიცა(დიაჩენკო) და ჩვენთან რატოა ასეთი ჩავარდნა საინტერესოა. მართლა რამე ფსიქოლოგიური პრობლემა ხომ არ გვჭირს, იმიტომ რომ არა მგონი ჩვენი მეზობლები ჩვენზე გაცილებით ჭკვიანი იყვნენ.

Posted by: ქაფქიანა 20 May 2011, 22:03
azgo

QUOTE
ჩვენთან რატოა ასეთი ჩავარდნა საინტერესოა. მართლა რამე ფსიქოლოგიური პრობლემა ხომ არ გვჭირს,


გეუბნები გვჭირს-მეთქი და არ გჯერა.

Posted by: monogamist 21 May 2011, 00:14
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Snow Crash 21 May 2011, 00:47
azgo

სომხებს მისწრაფება აქვთ ტექნიკისკენ, მექანიზმები უყვართ და სულ უკირკიტებენ. ეს ჟანრისკენ უბიძგებთ. მოკლედ ჩვენთან შედარებით
ლოგიკა–მათემატიკური ინტელექტი კარგად აქვთ განვითარებული და წერაშიც რაღაც გამოუვათ.
აზარბეიჯანელებს ზოგადად ფული აქვთ + ჩინგიზ აბდულაევი პენ-კლუბის თავჯდომარედ, 100დან ერთი რომ გამოადგეთ, აბდულაევივით
სახელად ეყოფათ.
რუსები და უკრაინელები კითხვით ისვენებენ. თან ბევრნი არიან რუსულენოვანები, ბევრი წერს და ბუნებივრია ბევრში კარგი მწერლებიც გამოერია.
იმდენად, რომ სადღაც 4 მწერალი ინგლისურად თარგმნეს. 200 მილიონიდან 4.
ჩვენ :
1. ვართ 4 მილიონი
2 ცოტა კითხულობს გასართობად.
3. ცოტა წერს. აქედან კარგად 1-2. თან ვინც წერს ყველა ჰუმანიტარებია, რაც არ ესმით იმაზე ვერ დაწერენ.
4. მკითხველებსაც არ გვინდა. ეგრევე ვიფიქრებ - რა შეიძლება დაწერონ ჩვენებმა, ახალი სპირალი? არააა
საის გასართობად ვკითხულობ. ვეძებ ყველაზე კარგებს, რაც შემაწუხებს და არ დამაინტერესებს მივხურავ და დავივიწყებ. იგივე დაიაჩენკოები იმიტომ წავიკითხე, რომ საკაიფოდ წერენ, თორემ ახალი და გადატრიალებები არ აქვთ.
ბოლოს ისევ ნიჭთან მივედი. მოკლედ ვინც ცუდად წერს იმის ბრალია. biggrin.gif



Posted by: ქაფქიანა 21 May 2011, 07:00
monogamist

ეს უფრო ფენტეზია და არა სფ.

Posted by: monogamist 21 May 2011, 08:54
ქაფქიანა
დაიცა კაცო, დაიცა smile.gif

Posted by: ქაფქიანა 21 May 2011, 10:43
monogamist

ვიცდი შე კაცო, ვიცდი. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Blackrider 21 May 2011, 10:49
monogamist
გამოსულია გაყიდვაში?

Posted by: monogamist 21 May 2011, 10:55
Blackrider
გამოსულია

Posted by: Blackrider 21 May 2011, 11:14
monogamist
რომელი გამომცემლობისაა?

Posted by: monogamist 21 May 2011, 15:31
Blackrider
ილიაუნის გამომცემლობის
ფასი 6-7 ლარია თითოსი

Posted by: azgo 21 May 2011, 23:53
Snow Crash
რუსები და სხვები დასასვენებლად კითხულობენ წიგნებსო? მართალი გითხრა არც მე ვკითხულობ მხატვრულ წიგნებს მუშაობის მიზნით.
200 მილიონიდან კი თარგმნეს 4 მაგრამ ისინი ხომ თავისი მკითხველისათვის წერენ ძირითადად და აქ უკვე 4 კი აღარაა არამედ ათასზე მეტია. და საერთოდ რაოდენობა აქ მგონი არაფერ შუაშიფ. 55 მილიონიანი ბრიტანეთიდან უამრავი ფანტასტია ნათარგმნი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე, ხოლო იმხელა ჩინეთიდან მე მხოლოდ ერთი ვიცი.
რაც შეეხება ცოტას წერენო ჩვენთან, ერთ დღეს სპეციალურად დავგუგლე და გასაკვირი რამე ვნახე:
ლიტერატურა.გე-ზე 40 ავტორის 170 ფანტ. ნაწარმოებია "გამოქვეყნებული"! აქედან თუ არ ვცდები 5 რომანია. რა თქმა ეს ტექსტები არაა გამოსაცემი დონის მაგრამ გამოდის წერენ! ან უფრო სწორად რომ ვთქვათ იწყენენ წერას.
ალბათ ჩვენთანაც იქმნება იმის პირობები, რომ ხალხმა ცოტა მოაშოროს თვალი საკუთარ ყოფაცხოვრებას და ფანტაზიის ანუ წარმოსახვის თვალით შეხედოს სამყაროს.

Posted by: Snow Crash 22 May 2011, 17:12
azgo
დასასვენებლად ნიშნავს კითხვით რილექსს, პრობლემებიდან გასაქცევად - და კიდევ
ნიშნავს კითხვაზე მიჩვევას-რაღაც ნარკოტიკივით არის.
საქართველოში ეგ 10% ექნება, ეგეც ოპტიმისტური ვარაუდით. ყველა გამოკითხვა ამას ადასტურებს.
ეს დასვენება იმიტომ დავწერე, რომ ამ შემთხვევაში კითხულობ მსუბუქ ნაწარმოებებს, დეტექტივებს, ჰორორებს და ფანტასტიკა-ფენტეზის.
რილექსის დროს სალმან რუშდის არ წაიკითხავ.
სადაც ბაზარია, იქ პროდუქტიც ჩნდება.
ჩვენთან თუ წერენ მიხარია,
მაგრამ ჩვენთან რომ პირობები იქმნება ამის არ მჯერა. მენტალიტეტის ამბავია. მართლმადიდებლობა + ექსტრავერტობა და მუსიკალურ-რიტმული
ინტელექტი, ლინგვისტურთან ერთად.
ჩვენთან სასიყვარულო რომანებს ყოველთვის მეტი გასავალი ექნება, თუ კარგად დაწერენ. ფანტასტიკას არა.
ფანტასტიკა საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნას მოითხოვს, შეიძლება მთლად ცოდნას არა,
მაგრამ მეცნიერებით უნდა კაიფობდე რაღაც ელემენტარულ დონეზე.
ჩინეთზე არ ვიცი, იქაც მენტალიტეტი იქნება - რეალისტები არიან. ბრიტანეთი ფანტასტიკის მამაა, მაგათია ეგ ჟანრი,
გამჯდარი აქვთ.

Posted by: ელეფთერი 22 May 2011, 18:16
QUOTE
ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა, არსებობს თუ არა იგი საერთოდ?

გურამ ფანჯიკიძის ნაცოდვილარით დაიწყო და დამთავრდა კიდეც ეგ ჟანრი, "სპირალს" ვგულისხმობ.

Posted by: azgo 22 May 2011, 23:21
Snow Crash
QUOTE
მაგრამ მეცნიერებით უნდა კაიფობდე რაღაც ელემენტარულ დონეზე.

მეცნიერებას სიტყვა "კაიფი" მგონი არ ესდაგება მაგრამ შინაარსით შენი იდეა სწორია.
ოღონდ მარტო მეცნიერებასათან კი არა ტექნოლოგიებთანაც ახლოს უნდა იყოს საზოგადოება, რომ იქ მარტო "ცხოვრებისეული" ტექსტები არ იყოს ხმარებაში.
ტექნოლოგიებში მე არ ვგულისხმობ მაინცდამაინც კოსმოსურ ხომალდს. დასაწყისითვის საწერი პასტის გულის დამზადება რომ ისწავლონ ჩვენთან, ისიც კარგი სტარტი იქნება.
მიუხედავად შენი პესიმიზმისა, მგონი ცოტა ხანში მაგასაც (ტექნოლოგიებს) ეშველება. სტატისტიკით ბოლო წლებში აბიტურიენტების გაცილებით დიდ რაოდენობას შეაქვს განაცხადი ტექნიკურ ფაკულტეტებზე.
ელეფთერი
QUOTE
გურამ ფანჯიკიძის ნაცოდვილარით დაიწყო და დამთავრდა კიდეც ეგ ჟანრი, "სპირალს" ვგულისხმობ.

აბა ქარჩხაძე, ჩაჩანიძე, აბაშელი და საერთოდ ვინც კიდევ ამ თემაში ახსენეს, ისინი ვინაა?

Posted by: Snow Crash 22 May 2011, 23:33
azgo
კი ტექნოლოგიების ცოდნის გარეშე მომხმარებელი ქვეყანა ვიქნებით. თან ღარიბი და შურიანი.
QUOTE
სტატისტიკით ბოლო წლებში აბიტურიენტების გაცილებით დიდ რაოდენობას შეაქვს განაცხადი ტექნიკურ ფაკულტეტებზე.

ალილუია!
მაგრამ ჩვენი ტექნოლოგიური ფაკულტეტებიც vis.gif
მაინც მთავარია დაიწყონ.

QUOTE
აბა ქარჩხაძე, ჩაჩანიძე, აბაშელი და საერთოდ ვინც კიდევ ამ თემაში ახსენეს, ისინი ვინაა?

lol.gif

Posted by: azgo 24 May 2011, 16:10
Snow Crash
სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ნამდვილად არ მშურს უცხოელთა ტექნოლოგიები. მგონი ეს ჩვენ მისაბაძ მაგალითად გამოგვადგება და კარგი იქნება თუ მერე ჩვენც რამე წვლილს შევიტანთ ცივილიზაციის ტექნოლოგიურ განვითარებაში.
ეს მწვანე წრე რატომ იცინის და კოტრიალობს, გამიშიფრე თუ არ გეზარება, ვერაფერი ვერ გავუგე.
და ისე ჩვენ რომ ახლა მოვთქვამთ, "არიქა ქართული ს-ფ არ არსებობსო" სხვა ჟანრში როდის დაიწერა უკანასკნელად ბესტსელერი? მგონი "დათას" მერე არაფერი არ ყოფილა მიუხედავად იმისა რომ წიგნები ბევრი იბეჭდება, ასე რომ ეტყობა კრიზისი საერთოლიტერატურულია და არა მარტო ს-ფ-ს ეხება.

Posted by: ქაფქიანა 30 May 2011, 10:30
azgo

QUOTE
ლიტერატურა.გე-ზე 40 ავტორის 170 ფანტ. ნაწარმოებია "გამოქვეყნებული"! აქედან თუ არ ვცდები 5 რომანია. რა თქმა ეს ტექსტები არაა გამოსაცემი დონის მაგრამ გამოდის წერენ! ან უფრო სწორად რომ ვთქვათ იწყენენ წერას.


აუ ბმულები დადე რა.

ხალხნო. სამეცნიერო-ფანტასტიკის მოყვარულნი რომ შევიკრიბოთ და რაღაც ვიღონოთ, არ გინდათ?

პ. ს. დღეს შეკლი მოჰყვა ,,რეიტინგს.” მუაგარია... bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: azgo 30 May 2011, 20:31
ქაფქიანა
ა ბატონო: http://literatura.lit.ge/html/index.php
და მერე საითი საძიებელში, ჟანრების ფილტრში "ფანტასტიკური"- უნდა აირჩიო.

Posted by: kowboyzIndians 14 Jun 2011, 16:40
გურამ ფანჯიკიძეს "სპირალის" გარდა აქვს რამე მასეთ სტილში დაწერილი ?!

Posted by: azgo 23 Jun 2011, 22:19
ქართულ სამეც-ფანტთან კავშირი ჯერ ჯერობით არა აქვს მაგარამ მერე ვინ იცის. მოკლედ, სტოკჰოლმში ახლახანს დამთავრებული ევროკონის შედეგები ასეთია:
European Grand Master
Sam Lundwall (Sweden)

Hall of Fame

Best Author
Alastair Reynolds (United Kingdom)

Best Artist
David Hardy (United Kingdom)

Best Translator
Attila Németh (Hungary)

Best Magazine
Ubiq (Croatia)
Fantlab.ru (Russian Federation)

Best Publisher
Lenizdat (Russian Federation)

Best Promoter
Louis Savy (United Kingdom)
Oleg Kolesnikov - (Russian Federation)

Spirit of Dedication

Artist
Ivan Mavrović (Croatia)

Best Fanzine
Parsek (Croatia)

Best Dramatic Presentation
Aniara (Sweden)

Encouragement Awards

Jan Polacek (Czech Republic)
Maria Ryapolova (Ukraine)
Hanu Rajaniemi (Finland)
Mariam Petrosyan (Armenia)
Tim Skorenko (Belarus)
Michal Jedinak (Slovakia)
Ákos Kovács (Hungary)
Stefana Czeller (Romania)
Ivan Kuznetsov (Russia)

Honorary Award

Vlado Risa (Czech Republic)
Svetlana Bondarenko (Ukraine)
პირდად მე ალისტერ რეინოლდსის გარდა ამათგან არცერთი არ გამიგია.

Posted by: Kaisa 26 Feb 2012, 14:48
azgo
QUOTE
მსოფლიო წარმატებაზე როცა ვლაპარაკობთ სინადვილეში იგულისხმება ინგლისურენოვან ლიტერატურულ ბაზარზე გასვლა. ხოლო იქ ახლა მოთხრობებს არც ერთი სერიოზული გამომცემლობა არ კიდებს ხელს. თუ მაინცდამაინც აიზეკ ასიმოვი ან რეი ბრედბერი ხარ მაშინ კი ბასტონო, გამოსცემენ წიგნად შენი(ქარჩხაძის) მოთხრობების კრებულს. მხოლოდ ს-ფ ჟურნალები აქვეყნებენ მოთხრობებს ამჟამად , უხდიან ავტორს 500 დოლარს და ამ ფულად იძენენ ნაწარმოებზე ყველა უფლებას ფაქტიურად სამუდამოდ


იმედია, მთლად ეგრეც არაა საქმე smile.gif
თვითგამომცემლობაზე რა აზრის ხარ?

მაინცდამაინც ბევრი ქართული სამეცნიერო ფანტასტიური ნაწარმოები არ მაქვს წაკითხული, მაგრამ რომლებიც მაქვს, ჩემი აზრით ყველას ორიდან ერთი პრობლემა აქვს: ან მეტისმეტად მეცნიერებაში ვარდებიან და კითხვა ძალიან მოსაწყენი ხდება, ან კიდევ მეტისმეტად ფანტასტიკას აწვებიან, მაგარ სისულელეებს იგონებენ და მთელ მეცნიერებას თავდაყირა აყენებენ. + თითქმის ყველაში უამრავი ლოგიკური შეცდომაა.


Posted by: narmonana 30 Dec 2012, 22:13
მეგობრებო სტალკერის სერიებზე რას იტყვით,ძალიან კარგი სამხედრო სამ ფანია.

უი შემეშალა,ქართულიო,საერთო სამეცნიერო ფანტასტიკაზე არ არის თემა?

Posted by: Sunny_Sunday 31 Dec 2012, 12:14
QUOTE
ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა, არსებობს თუ არა იგი საერთოდ?



მე არ წამიკითხავს არაფერი მსგავსი და არც შემხვედრია.

Posted by: Forrest 13 5 Jan 2013, 00:09
ფანჯიკის ,,სპირალი" მაქვს წაკითხული და ძალიან მომეწონა. ლიტარეტურაჯეზე რაღაც ქართული ს.ფ. მოთხრობები ვნახე. აღწერა საინტერესო ჰქონდათ, შეიძლება სამომავლოდ გამოვიწერო კიდეც.

Posted by: new_member_ 22 Oct 2013, 10:48
რას იტყვით?
ვინ იცით, ვინ წაგიკითხავთ, ვინ მოგწონთ, ვინ-არა?
ვგულისხმობ სამეცნიერო ფანტასტიკას

მეეჭვება ამ "განხრის" არავინ გვყავდეს..
* * *
ფანჯიკიძე- ვეეეერთი
smile.gif

კიდე?

Posted by: rockforever 22 Oct 2013, 19:05
ივანე ყიფიანი რომლის მოთხრობა ,,ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ'' ნორმალური ნაწარმოებია,სამწუხაროდ ავტორის შესახებ ვერანაირ ცნობას ვერ მივაგენი

Posted by: Neverborn 24 Oct 2013, 02:18
........................................................................

Posted by: აბულაბას 24 Oct 2013, 08:38
არის მაგაზე თემა smile.gif
http://forum.ge/?showtopic=33591613&hl=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D+%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90

Posted by: new_member_ 25 Oct 2013, 15:30
rockforever
არსებობს ელ.ვერსია?


აბულაბას
მადლობა

Posted by: Ronnie James Dio 25 Oct 2013, 17:49
არ მაქვს მსგავი არაფერი წაკითხული.. ნუ თუ სპირალს არ ჩავთვლით biggrin.gif

Posted by: Ronnie James Dio 25 Oct 2013, 17:59
QUOTE
ჯემალ ქარჩხაძეს აქვს ერთი მოთხრობა, სათაური არ მახსოვს. შორეული მომავლიდან როგორ წავა ტიპი დროის მანქანით წარსულში და იქ , რაღაც მთის მწვერვალზე შეხვდება კაცს. რომ არ შეაშინოს ნარინჯისფერ ნათებას ჩართავს და ზოგადმორალურ საკითხებზე ესაუბრება.
შემდეგ ბრუნდება მომავალში და ანახებენ უუუუძველეს წიგნს, რომელშიც აღწერილია ეგ შეხვედრა...... ცხადია, ის ტიპი, ვისაც ესაუბრა, მოსე იყო!

ეს რომელი მოთხრობაა ქარჩხაძესი ?smile.gif

Posted by: Algophobia 25 Oct 2013, 19:10
გურამ ფანჯიკიძის "სპირალი" წაკითხული მაქვს, სამწუხაროდ ქართული მეტი არც არაფერი ვიცი ამ ჟანრში

"სპირალი" კი მომეწონა, ფილმიც კარგი არის სხვათაშორის

Posted by: john le care 26 Oct 2013, 16:44
QUOTE
”შენელებული მოქმედების ჯოჯოხეთის მანქანა ” ერქვა მაგ წიგნს.

ას ეს წიგნი ბავშვობაში მაქწვს წაკითხული.დაჟე ის მახსოვბს სად ვიყავი იმ დროს როცა ეგ წიგნი წავიკითხე. biggrin.gif ჩემი პირველი ქართული ფანტასტიკა იყო მაშინ და დამამახსოვრდა რაღაც ბუნდოვნად.

* * *
რაღაც ქართული ფანტასტიური მოთხრობების კრებული მაქვს წაკითხული დაახლოებით იგივე პერიოდში ოღონდაც ავტორები არ მახასოვს. მეზობლის წიგნი იყო. ერთი ორის შინაარსი ახლაც ,მახსოვს

Posted by: N143P 26 Oct 2013, 23:26
ერთადერთი რაც ამ ჟანრში წამიკითხავს არის სპირალი, ისიც ღრმა ბავშვობაში და დიდხანს გაბრუებული დავდიოდი

Posted by: ქაფქიანა 15 Nov 2013, 19:22
ახლა დავამთავრე აბაშელის ,,ქალი სარკეში" და ვკითხულობ ყოფიანის ,,ამონი, ანუ ათასი წლის შემდეგ." უნდა ითქვას რომ უხერხულობამდე დასულ გულუბრყვილობის, ალაგ-ალაგ ნაძალადევი კონსტრუქციების და კომუნისტური ფარსის მიუხედავად, ამ მოთხრობებს მართლაც აქვთ საინტერესო მხარე.

Posted by: Darker Side 16 Nov 2013, 11:58
Ronnie James Dio
QUOTE
ეს რომელი მოთხრობაა ქარჩხაძესი ?


დრო

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 May 2015, 18:27
http://radikale.ru/

ზურაბ ბარამიძის "შენელებული მოქმედების ჯოჯოხეთის მანქანა" ვისაც რამე გსმენიათ ამ ავტორზე მომწერეთ პირადში

Posted by: azgo 17 May 2015, 11:32
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ზურაბ ბარამიძის "შენელებული მოქმედების ჯოჯოხეთის მანქანა" ვისაც რამე გსმენიათ ამ ავტორზე მომწერეთ პირადში

რატომ პირადში? მეც მაინტერესებს და იქნებ არამარტო მე.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 Jun 2015, 09:48
azgo
QUOTE
რატომ პირადში? მეც მაინტერესებს და იქნებ არამარტო მე.

აქ ვერ შემოვდივარ ხოლმე ხშირად ამიტომ მინდოდა პირადში მაგრამ არც პირადში და არც აქ აღარაფერი მსმენია სხვა წიგნებზე

Posted by: azgo 16 Aug 2015, 12:17
რადგან აქ (ფორუმზე) სხვადასხვა გამომცემლის მიერ გამოშვებული წიგნების რეკლამირება "მოსულა", მეც განვაცხადებ ჩემის შესახებ:
ელექტრონული სახით გამოვაქვეყნე ჩემი რომანი "სივიწროვე", რომელიც
განთავსებულია "საბას ელექტრონულ წიგნებში": https://saba.com.ge/books/details/3232/%E1%...%83%95%E1%83%94
წიგნის მოცულობაა დაახლ. 500 გვერდი. ფასი 3.9 ლარი
ესეც მისი ანოტაცია:
ქობულეთში, ზღვაში ბანაობისას, მცირეწლოვანი ბავშვი ცხოველმა იმსხვერპლა. ამ ავბედობასთან შეგუებას არ აპირებს მისი დედა, ახალგაზრდა სწავლული ნათელა მთვალიძე. ადამიანის მკვდრეთით აღდგენა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ღირებულებებს და, რაც მთავარია, ეწინააღმდეგება იმპერიის გეგმებს. ისიც,სხვადასხვა ფენის წარმომადგენელ ავაზაკთა მეშვეობით, ცდილობს შეაჩეროს მეცნიერის მცდელობა, არ ერიდება სისხლისღვრასაც, მაგრამ არც ნათელას მეუღლე - ყოფილი ჯარისკაცი გივი წერაძეა უმწეო. იგი მზადაა დაიცვას საკუთარი ოჯახი...

წიგნი დაწერილია ფანტასტიკის ერთ–ერთი მიმდინარეობის – ტექნოთრილერის ქვეჟანრში. ამ მიმართულების მამათავარი თუ არა, ერთი მთავარი ბურჯია მაიკლ კრაიტონი. დარწმუნებული ვარ, ფანტასტიკის მოყვარულებს მოგეხსენებათ რომ მისი ნაწარმოებების მიხედვით ჰოლივუდმა 14 ბლოკბასტერი გადაიღო (იურული პარკი, კონგო, სფერო, ანდრომედას შტამი და ა.შ.) და არ ვიცი რამდენი ტელესერიალი. ამ ჟანრში ძალიან კარგი ნაწარმოებები აქვთ შექმნილი ისეთ სახელგანთქმულ მწერლებს როგორებიცაა: დინ კუნცი, სტივენ კინგი, დენ ბრაუნი და მრავალი სხვა. ქართულ ლიტერატურაში მე პირადად ამ ჟანრის ერთი ნაწარმოები ვიცი - გურამ ფანჯიკიძის "სპირალი". ცხადია, მე თავად ვარ ფანტასტიკის მოყვარული, ათასობით წიგნი წამიკითხავს ამ ჟანრისა და ვფიქრობ არავისი იდეა არ ამიღია ან სიუჟეტი მიმისგავსებია ვისთვისმე. ხოლო როგორია ტექსტის მხატვრული დონე, ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტი არაა...

Posted by: saba_fado 4 Jan 2016, 14:24
https://ka.wikipedia.org/wiki/ქალი_სარკეში

Posted by: azgo 5 Jan 2016, 18:58
წაკითხული მაქვს ეგ "ქალი სარკეში". ძლივს მოვახრჩვე და არა იმის გამო რომ მეცნიერულ-ტექნიკური თვალსაზრისით აბდაუბდაა. ძველი წიგნი ყველა მასე გამოიყურება ახლა. აბაშელის თავად პროზაა სუსტი. ნახატი ფილმის მოყოლად გამოიყურება. არც მარსზე მოგზაურობის მხრივ იყო ეს ნაწარმოები ახალი. მასზე 7 წლით ადრე(1923წ) გამოსული ა. ტოლსტოის(ნამდვილი გვარი ბოსტრომი) "აელიტა" მიუხედავად ასევე მიამიტობისა, გაცილებით უფრო საინტერესოა, პროზის მაღალი ხარისხის გამო.

Posted by: saba_fado 6 Jan 2016, 15:12
QUOTE (azgo @ 5 Jan 2016, 18:58 )
წაკითხული მაქვს ეგ "ქალი სარკეში". ძლივს მოვახრჩვე და არა იმის გამო რომ მეცნიერულ-ტექნიკური თვალსაზრისით აბდაუბდაა. ძველი წიგნი ყველა მასე გამოიყურება ახლა. აბაშელის თავად პროზაა სუსტი. ნახატი ფილმის მოყოლად გამოიყურება. არც მარსზე მოგზაურობის მხრივ იყო ეს ნაწარმოები ახალი. მასზე 7 წლით ადრე(1923წ) გამოსული ა. ტოლსტოის(ნამდვილი გვარი ბოსტრომი) "აელიტა" მიუხედავად ასევე მიამიტობისა, გაცილებით უფრო საინტერესოა, პროზის მაღალი ხარისხის გამო.

ვერ დაგეთანხმები. რუსებს უკვე ჰქონდათ რაღაც მცირე გამოცდილება მაგ ჟანრში ასე თუ ისე, ხოლო ქართველებისთვის უცხო ხილი იყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პოეტის მიერ დაწერილი პირველი სამეცნიერო ფანტასტიკაა, მაშინ რაღაც–რაღაცეები დაბალი კრიტერიუმებითაც უნდა შევაფასოთ. და არ შეიძლება ამის შემდეგ ვთქვათ, რომ ქართველებს ამ ჟანრში არაფერი არ შეგვიქმნია. ყოველ შემთხვევაში მე ჰერბერტ უელსის და ჟიულ ვერნის ზოგიერთ რომანს მაინც მირჩევნია და თან მრავალი ისეთი რამ დავინახე, რომელიც ბევრ უცხოელ ავტორთან აქამდე არ შემხვედრია. ვერნის რაც ვიშოვე ყველაფერი წავიკითხე და ჩემი აზრით ზღაპარივითაა და მას ფანტასტიკას ძნელად თუ დავარქმევ, ხოლო უელსის სამყაროთა ომი წავიკითხე და ისიც ძალიან სუსტი მეჩვენა მეოცე საუკუნის(თუნდაც დასაწყისის) ფანტასტიკურ რომანებთან შედარებით. თუმცა ამ ორ მწერალს არ ვუკარგავ იმ წვლილს, რომელიც ამ ჟანრის განვითარებაში შეიტანეს.

მაგ სტატიას თუ ბოლომდე წაიკითხავ, ნახავ, რომ რაღაც–რაღაცეებზე მართლა უფიქრია აბაშელს და ესე ხელწამოსაკრავი არაა. (სტატია ჩემი დაწერილია, მაგრამ ყველანაირად ვეცადე ობიექტური ვყოფილიყავი). მრავალი ასოციაცია გამიჩნდა სოლარისთან და სხვა დიდ რომანებთან.

რაც შეეხება აელიტას, მის ავტორზე მსმენია, მაგრამ რომანი არ წამიკითხავს, ამიტომ მასზე ვერაფერს ვიტყვი.

Posted by: azgo 9 Jan 2016, 18:27
QUOTE
რაღაც–რაღაცეები  დაბალი კრიტერიუმებითაც უნდა შევაფასოთ

ვერ დაგეთანხმები. ტექსტი ან არის ლიტერატურა და ან არა, ასე მგონია მე.
QUOTE
და არ შეიძლება ამის შემდეგ ვთქვათ, რომ ქართველებს ამ ჟანრში არაფერი არ შეგვიქმნია

მე არც მითქმია არ შეგვიქმნიაო და რატომ მაბრალებ? მე ვთქვი, დაბალი ხარისხისაა ლიტერატურული თვალსაზრისით თქვა, ხოლო იდეები იქნება მართლაც საინტერესოა მაგ ნაწარმოეებში, ვერაფერს ვიტყვი.
QUOTE
სტატია ჩემი დაწერილია, მაგრამ ყველანაირად  ვეცადე ობიექტური ვყოფილიყავი

სტატიის მიმართ ხომ საერთოდ არ მაქვს პრეტენზია, ძალიან საინტერესოა და სიამოვნებით წავიკითხე ბოლომდე.

Posted by: saba_fado 11 Jan 2016, 00:02
QUOTE (azgo @ 9 Jan 2016, 18:27 )
QUOTE
რაღაც–რაღაცეები  დაბალი კრიტერიუმებითაც უნდა შევაფასოთ

ვერ დაგეთანხმები. ტექსტი ან არის ლიტერატურა და ან არა, ასე მგონია მე.
QUOTE
და არ შეიძლება ამის შემდეგ ვთქვათ, რომ ქართველებს ამ ჟანრში არაფერი არ შეგვიქმნია

მე არც მითქმია არ შეგვიქმნიაო და რატომ მაბრალებ? მე ვთქვი, დაბალი ხარისხისაა ლიტერატურული თვალსაზრისით თქვა, ხოლო იდეები იქნება მართლაც საინტერესოა მაგ ნაწარმოეებში, ვერაფერს ვიტყვი.
QUOTE
სტატია ჩემი დაწერილია, მაგრამ ყველანაირად  ვეცადე ობიექტური ვყოფილიყავი

სტატიის მიმართ ხომ საერთოდ არ მაქვს პრეტენზია, ძალიან საინტერესოა და სიამოვნებით წავიკითხე ბოლომდე.

არა შენთვის არ დამიბრალებია იმის თქმა, რომ ქართველებს ფანტასტიკაში არაფერი არ შეგვიქმნია, უბრალოდ თემის სათაურის ქვემოთაც ისე წერია არსებობს თუ არა საერთოდო.. რაც არის ბევრი არ არის, მაგრამ რაღაც გამონათებები ჩანს და დღემდე მიკვირს, რატომ არავის არ უნდა განავითაროს ეს ჟანრი საქართველოში. მითუმეტეს დაბალი კონკურენციაა ამ თვალსაზრისით ქვეყანაში, ფენტეზისგან განსხვავებით სადაც როგორც იქნა შეიქმნა რაღაც ძალიან სერიოზული ნაწარმოებები..

რაც შეეხება დაბალი კრიტერიუმებით შეფასებას, ეს იმიტომ დავწერე, რომ ლიტერატურას 100 წლის წინ სხვანაირად უყურებდნენ და დღეს კიდევ უფრო სხვანაირად უყურებენ. მითუმეტეს, ფანტასტიკას. თუ ავიღებთ თუნდაც ჟანრის მამად წოდებულ უელსს მაგალითად, ისიც კი ძალიან სასაცილო ჩანს თანამედროვეებთან შედარებით, მაგრამ ის წვლილი არ უნდა დავუკარგოთ რაც გაიღო ფანტასტიკისათვის. ასევე ვფიქრობ ქართველ მწერლებზეც.

Posted by: azgo 12 Jan 2016, 00:59
QUOTE
ჟანრის მამად წოდებულ უელსს მაგალითად, ისიც კი ძალიან სასაცილო ჩანს თანამედროვეებთან შედარებით

გააჩნია რას გულისხმობ. სამეც-ტექნიკური მხრივ გეთანხმები. აკი ზემოთ დავწერე კიდეც აბდაუბდაა მეთქი. მაგრამ აი, ხასიათების დახატვა, გარემოს აღწერა, სიუჟეტის დინამიურობა, ემოციური ზემოქმედება... ესენი ზოგ ძველსაც ძალიან მაღალ დონეზე აქვს.
QUOTE
დღემდე მიკვირს, რატომ არავის არ უნდა განავითაროს ეს ჟანრი საქართველოში

ჩემდათავად მე, მისი მოყვრული, ვავითარებ როგორც შემიძლია. წიგნი დავწერე კიდეც მაგ ჟანრში 500 გვერდიანი. კოსმოსზე არაა მართალია მაგრამ რაცაა მისი აღწერა ამავე გვერდზე მიწერია ცოტა ზემოთ. თუ ძირითადად კოსმოსურ თემას "იკვლევ", მაშინ შენთვის არ იქნება საინტერესო. სხვა შემთხვევაში შემიძლია ისეც გაგაცნო, არაა პრობლემა.

Posted by: lepori 12 Jan 2016, 02:06
QUOTE
https://ka.wikipedia.org/wiki/ქალი_...რკეში


კაი ნამუშევარია up.gif
QUOTE
ძლივს მოვახრჩვე და არა იმის გამო რომ მეცნიერულ-ტექნიკური თვალსაზრისით აბდაუბდაა.

მეც ეგრე მომივიდა
სამეცნიერო თვალსაზრით არაა დასაწუნი
მაგრამ რაღაცნაირად არ იკითხება წიგნია

Posted by: Kaisa 21 Jan 2016, 12:49
QUOTE (azgo @ 16 Aug 2015, 12:17 )
რადგან აქ (ფორუმზე) სხვადასხვა გამომცემლის მიერ გამოშვებული წიგნების რეკლამირება "მოსულა", მეც განვაცხადებ ჩემის შესახებ:
ელექტრონული სახით გამოვაქვეყნე ჩემი რომანი "სივიწროვე", რომელიც
განთავსებულია "საბას ელექტრონულ წიგნებში": https://saba.com.ge/books/details/3232/%E1%...%83%95%E1%83%94
წიგნის მოცულობაა დაახლ. 500 გვერდი. ფასი 3.9 ლარი
ესეც მისი ანოტაცია:
ქობულეთში, ზღვაში ბანაობისას, მცირეწლოვანი ბავშვი ცხოველმა იმსხვერპლა. ამ ავბედობასთან შეგუებას არ აპირებს მისი დედა, ახალგაზრდა სწავლული ნათელა მთვალიძე. ადამიანის მკვდრეთით აღდგენა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ღირებულებებს და, რაც მთავარია, ეწინააღმდეგება იმპერიის გეგმებს. ისიც,სხვადასხვა ფენის წარმომადგენელ ავაზაკთა მეშვეობით, ცდილობს შეაჩეროს მეცნიერის მცდელობა, არ ერიდება სისხლისღვრასაც, მაგრამ არც ნათელას მეუღლე - ყოფილი ჯარისკაცი გივი წერაძეა უმწეო. იგი მზადაა დაიცვას საკუთარი ოჯახი...

წიგნი დაწერილია ფანტასტიკის ერთ–ერთი მიმდინარეობის – ტექნოთრილერის ქვეჟანრში. ამ მიმართულების მამათავარი თუ არა, ერთი მთავარი ბურჯია მაიკლ კრაიტონი. დარწმუნებული ვარ, ფანტასტიკის მოყვარულებს მოგეხსენებათ რომ მისი ნაწარმოებების მიხედვით ჰოლივუდმა 14 ბლოკბასტერი გადაიღო (იურული პარკი, კონგო, სფერო, ანდრომედას შტამი და ა.შ.) და არ ვიცი რამდენი ტელესერიალი. ამ ჟანრში ძალიან კარგი ნაწარმოებები აქვთ შექმნილი ისეთ სახელგანთქმულ მწერლებს როგორებიცაა: დინ კუნცი, სტივენ კინგი, დენ ბრაუნი და მრავალი სხვა. ქართულ ლიტერატურაში მე პირადად ამ ჟანრის ერთი ნაწარმოები ვიცი - გურამ ფანჯიკიძის "სპირალი". ცხადია, მე თავად ვარ ფანტასტიკის მოყვარული, ათასობით წიგნი წამიკითხავს ამ ჟანრისა და ვფიქრობ არავისი იდეა არ ამიღია ან სიუჟეტი მიმისგავსებია ვისთვისმე. ხოლო როგორია ტექსტის მხატვრული დონე, ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტი არაა...

ლინკი არ მუშაობს.

საიდუმლო თუ არაა, რამდენი ხანი დაგჭირდა 500 გვერდიანი წიგნის დაწერაზე?

Posted by: azgo 21 Jan 2016, 21:48
Kaisa
QUOTE
ლინკი არ მუშაობს.

მგონი ახლა ესაა:
https://saba.com.ge/books/details/3232/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94

QUOTE
საიდუმლო თუ არაა, რამდენი ხანი დაგჭირდა 500 გვერდიანი წიგნის დაწერაზე? 

ერთ წელიწადი, შეიძლება ცოტა მეტი. ახლა მეორეს ვწერ, დაახლოებით იმხელასვე და ასევე ზაფხულში ვაპირებ გამოქვეყნებას. ესეც ფანტასტიკაა ოღონდ უფრო "ნამდვილი" - კოსმოსის თემაა.

Posted by: Kaisa 22 Jan 2016, 02:40
azgo
QUOTE
მგონი ახლა ესაა:
https://saba.com.ge/books/details/3232/%E1%...%83%95%E1%83%94


კი, ეგაა.
საუკუნეა ქართულად წიგნი არ წამიკითხავს.
როდესაც დრო ჩამივარდება, ვეცდები, წავიკითხო და პატიოსნად გეტყვი ჩემს აზრს, თუ მოვახერხებ.

QUOTE
ერთ წელიწადი, შეიძლება ცოტა მეტი. ახლა მეორეს ვწერ, დაახლოებით იმხელასვე და ასევე ზაფხულში ვაპირებ გამოქვეყნებას. ესეც ფანტასტიკაა ოღონდ უფრო "ნამდვილი" - კოსმოსის თემაა.


წარმატებებს გისურვებ! 500 გვერდიანი წიგნის დაწერა სახუმარო საქმე არაა.
მეც ვწერ უკვე 7 წელი ხდება და იმედია უკვე ძალიან მალე მთლიანად დავამთავრებ ტრილოგიის პირველ წიგნს. დანარჩენი ორიდანაც დიდი ნაწილი მაქვს დაწერილი, განსაკუთრებით მეორეში.
ამდენი ხანი იმიტომ დამჭირდა, რომ დროს ვერ ვნახულობ. მხოლოდ შვებულების დროს ვახერხებ წერას და ესეც იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვები არ მყავს ჩამოკიდებული. sad.gif
მაგრამ რა ბედნიერება მოაქვს წერას, არა? smile.gif




Posted by: azgo 22 Jan 2016, 21:49
Kaisa
QUOTE
მეც ვწერ უკვე 7 წელი ხდება და იმედია უკვე ძალიან მალე მთლიანად დავამთავრებ

ასევე გისურვებ წარმატებას და მალე დაგემთავრებინოს.
QUOTE
რა ბედნიერება მოაქვს წერას, არა?

შედარებით ბედნიერება მგონი რომ დამთავრებ ისაა, ხოლო იქამდე ძირითადად ტვინის ექსპლუატაცია.

Posted by: ValenTine_Kelly 22 Jan 2016, 22:38
ეს მაქვს სახლში.
არ ვიცი ახსენეთ თუ არა ამ თემაშI smile.gif

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: azgo 23 Jan 2016, 19:38
QUOTE
ეს მაქვს სახლში. არ ვიცი ახსენეთ თუ არა ამ თემაშI 

რომელი წლის გამოცემაა?

Posted by: lepori 23 Jan 2016, 21:40
QUOTE
ეს მაქვს სახლში.
არ ვიცი ახსენეთ თუ არა ამ თემაშI smile.gif

პირველი კაი მოთხრობაა სხვათაშორის smile.gif

მეტი არ წამიკითხავს biggrin.gif

Posted by: ValenTine_Kelly 24 Jan 2016, 13:52
azgo
QUOTE
რომელი წლის გამოცემაა?

1984

Posted by: azgo 24 Jan 2016, 15:34
ValenTine_Kelly
შეგიძლია დაასკანერო და აქ გამოდო ნელ-ნელა? უბრალოდ, სად ვიყიდი ახლა მე მაგას?

Posted by: ValenTine_Kelly 24 Jan 2016, 20:28
azgo
კი
ახლა არ მცალია, მაგრამ ერთ-ორ კვირაში მოვამთავრებ საქმეებს და დავასკანერებ ნელ-ნელა.

Posted by: giat 25 Jan 2016, 17:33
გურამ ფაჯიკიძის წიგნები
და რომანები

Posted by: azgo 25 Jan 2016, 22:03
ValenTine_Kelly
QUOTE
ახლა არ მცალია, მაგრამ ერთ-ორ კვირაში მოვამთავრებ საქმეებს და დავასკანერებ ნელ-ნელა.

ძალიან კარგი. ჩავრთე ლოდინის რეჟიმი.

Posted by: azgo 8 Feb 2016, 22:38
ValenTine_Kelly
მგონი გაიარა ორმა კვირამ. არ იფიქრო თითქოს გაჩქარებდე, უბრალოდ მინდა იცოდე რომ ინტერესი არ განელებულა, ველოდებით.

Posted by: ValenTine_Kelly 9 Feb 2016, 07:31
azgo
QUOTE
მგონი გაიარა ორმა კვირამ. არ იფიქრო თითქოს გაჩქარებდე, უბრალოდ მინდა იცოდე რომ ინტერესი არ განელებულა, ველოდებით.

ვერ ვიცლი. გამოცდები მაქვს და თან ვმუშაობ. როცა მოვიცლი დავიწყებ.

Posted by: azgo 18 Feb 2016, 22:14
შემთხვევით ამ თემის ქვესათაურმა დამაინტერესა და გამოირკვა რომ ქართულ ფანტასტიკას გააჩნია.
თურმე გ. ფანჯიკიძის "სპირალი" გამოსვლისთანავე 60 000 ათასი ცალი გაყიდულა და ისიც რაღაც ტალონებით, შეზღუდულად! ანუ თავისუფლად რომ ყოფილიყო შეიძლება
ორი ან სამი იმდენი შეეძინათ! რომელი "მაინსტრიმის"(რეალიზმის) ან სხვა ჟანრის წიგნი გაყიდულა 100 000 ეკზემპლარი? ქართული ან უცხოური?
მაგალითად, მასზე გაცილებით ადრე გამოსული "სამოსელი პირველი" უნდა ვინმეს? თითქმის ნახევარი საუკუნეა "ხელოვნურ სუნთქვებს" უტარებენ მაგ წიგნს და მაინც არაა საშველი.
იმიტომ რომ ბოდიალია. არადა ეგეც ფანტასტიკაა ვითომ, რაღაც "გამოგონილ", იტალიურსახელებიან(?) ქვეყნებში მოგზაურობა.

Posted by: FJ70 18 Feb 2016, 22:44
ჟურნალი გამოდიოდა საბჭოთა დროს, თუ არ ვცდები "მეცნიერება და ტექნიკა" ერქვა, მანდ იბეჭდებოდა ხოლმე ქართველი მწერლების პატარა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნოველები

ერთი წავიკითხე ძლივს, დეტექტივის, შეთქმულების თეორისა და რაღაც მეცნიერული აბდაუბდა იყო

Posted by: azgo 20 Feb 2016, 12:35
FJ70
QUOTE
დეტექტივის, შეთქმულების თეორისა და რაღაც მეცნიერული აბდაუბდა იყო

შეიძლება ეგერ, ზემოთ რომ ვახსენე - "სპირალი", შენ ისიც ვერ წაიკითხე.
იმის თქმა მინდა რომ ორი ვარიანტია: ან მართლა აბდაუბდა იყო და ან შენ ვერ მიხვდი ტექსტის შინაარსს.

Posted by: არწივი9 20 Feb 2016, 12:42
FJ70
QUOTE
"მეცნიერება და ტექნიკა" ერქვა, მანდ იბეჭდებოდა ხოლმე ქართველი მწერლების პატარა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნოველები

კიი, მახსოოვს bis.gif

Posted by: azgo 21 Feb 2016, 19:44
არწივი9
"მეცნიერება და ტექნიკა" კი იყო უწინ მაგრამ ახლა სხვა რამ არსებობს - ასევე პერიოდული(იმედია) გამოცემა "ფანტასტი". ჩემი აზრით შესანიშნავი და სასიხარულო წამოწყებაა. უცხოურთან ერთად ქართველ ავტორთა ტექსტებსაც ბეჭდავენ. კარგია რომ არ შეჩერდებოდნენ.
აქაც ჰქონდათ რეკლამა, მაგრამ რატომღაც უცხოური ფანტასტიკის თემაში, რომელიც მერე საერთოდაც დანაწევრდა და დაიშალა მგონი.

Posted by: azgo 1 Mar 2016, 12:20
გავიგე რომ "ფანტასტის" მეორე ნომერი გამოსულა. არადა თურმე პირველი ნომრის ტირაჟიც, სულ რაღაც 300 ცალი, არაა ჯერ გაყიდულიო.
პირადად მე არც მიკვირს. მიუხედავად იმისა, ძალიან მინდა ეს წამოწყება არ ჩაფლავდეს, ასე თუ გაგრძელდა სამწუხაროდ დიდხანს ვერ გასტანს.
გამომცემლობა პირველ რიგში ბიზნესია, ანუ ძმაკაცობით არ კეთდება. ეგ ადამიანები კი მგონი თავისი საძმოს - "ლიტ კლუბის" ტექსტების ამარა არიან.
ხოლო ის ის მათი ტექსტები, რაც პირველ ნომერში ვნახე, ძალიან მდარეები არიან, იმის წამკითხველი მაგ ჟურნალს ნამდვილად ვერ შეუქმნის რეკლამას.
ბრედბერიც კარგა მოძველებულია ახლა, შეიძლება ერთი-ორი ნაწარმოების გამოკლებით.

Posted by: azgo 16 Mar 2016, 23:15
ValenTine_Kelly
ჯობია ჯერ დაფიქრდე რისი შემძლე ხარ და მერე არიგო დაპირებები. ხედავ, გიჩქარია თავის მოწონება - ამას და იმას ვიზამო.

Posted by: ValenTine_Kelly 17 Mar 2016, 01:17
azgo
ცოტა ნაკლებ აგრესიული რომ იყო არ გინდა?
იქნებ, მკითხო მაინც რატომ არ დავდე აქამდე, თუ ეგ არ გადარდებს?
ვცადე დასკანერება, მეროედ რომ გიპასუხე მერე, მაგრამ სკანერი აღმოჩნდა გაფუჭებული და არამარტო ამ წიგნს, საერთოდ ვერაფერს ვერ ვასკანერებ. დასასკანერებლად კი საკმაო რაოდენობის წიგნები და ნეგატივები მაქვს გადადებული. როგორ გავბედე და ვთქვი, რომ დავდებდი და არ დადება შემოგკადრე ამის მერე. ნწ,ნწ,ნწ. იმედია, იმას არ მოითხოვ, წადი ფული გადაიხადე დასკანერებაში და ის დასკანერებული დამიდეო.
თურმე, ადამიანს რომ ეუბნები, შენთვის თავს შევიწუხებ, დროს დავკარგავ და რომ გასიამოვნო წიგნს დავასკანერებ მეთქი, თავის მოწონებაა ეს.
ამის მერე, თუ დავასკანერებ მაგ წიგნს, ზუსტად იცოდე, რომ არ დავდებ აქ. აი, ეს ის დაპირებაა, რომელიც შეგიძლია დაიჯერო.

პ.ს. ფანტასტი ახლა გახდა მდარე და თავის დროზე ეს შეფასება მიეცი. არ ვიცავ ნამდვილად ჟურნალს, მაგრამ იქნებ ჩამოყალიბდე biggrin.gif
QUOTE
P.S. ბათუმში ყოფნისას ვიყიდე ჟურნალი „ფანტასტი“.მომეწონა. თითქმის ყველა სტატია და ნაწარმოები წავიკითხე. ერთადერთი ის შენიშვნა მაქვს რომ კორექტურული შეცდომების სიმრავლე დილეტანტიზმის ჩრდილს აყენებს ამ მშვენიერ გამოცემას. თუმცა, მომავალში ალბათ ამ პატარა ხარვეზსაც გამოასწორებენ.

Posted by: azgo 17 Mar 2016, 18:38
ValenTine_Kelly
ეს არაა აგრესია, ესაა ფაქტი, რომელიც, საწყენად არ ვამბობ და იმაში მდგომარეობს რომ შენ დანაპირები ვერ შეასრულე. ხოლო თუ რა მიზეზით, მაგას არა აქვს მნიშვნელობა. მცირეოდენიც კი. როგორც ცნობილია,
ვისაც რაიმეს გაკეთება ძალუძს, ის აკეთებს, ხოლო ვინც შემძლე არაა, იმას მიზეზი არ ელევა. და ისა, ისე ამბობ, აღარ გამოვაქვეყნებო, თითქოს ახალი ამბავი იყოს. აქამდე რა, აქვეყნებდი? რა შეიცვლება მაგ კატეგორიული განცხადებით? არაფერი, ვერ შვებოდი და ვერც იზამ. მორჩა, არაა პრობლემა.
"ფანტასტის" შესახებ შენს მიერ მოყვანილი ჩემი სიტყვები და ახლანდელი თქმულიც არაფრით ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. რა თქმა უნდა მომეწონა რომ ასეთი ჟურნალი გამოვიდა, აბა არ მომეწონებოდა ფანტასტიკის თაყვანისმცემელს? მაგრამ, მიაქციე ყურადღება, იქ მიწერია რომ მე ყველა ნაწარმოები წავიკითხე მეთქი, მაგრამ ისინიც მომეწონაო არსად წერია. აღარაფერს, ვამბობ თუ რა ვთქვი მაშინვე ამ გამოცემის ხარისხზე.
ახლანდელი კი, უფრო მკვეთრი განცხადების მიზეზი ისაა რომ ამასწინათ მაგ პროექტის თავკაცის - ბატონ ლომოურის გამოსვლა ვნახე ინტერნეტში, რომელიღაც რადიოსტუდიაში. მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც მისი გამოსვლიდან მივხვდი, მაგ ხალხს იმდენად ფანტასტიკა არ აინტერესებს, რამდებდაც თავის წარმოჩენა მის ხარჯზე. ჯერ საქმე არ დაუწყიათ წესიერად და უკვე კულტურის სამინისტრომ უნდა მომხედოსო. სირცხვილია. თუ ნაფიქრი არ ჰქონდათ და თავის იმედი, ან რაღას იწყებდნენ, ან ახლა რაღას ტირიან? გაანძრიონ თავი და დასძლიონ სირთულე, თორემ აბა სამინისტრომ, მილიარდერრმა და გაერომ თუ მარჩინა, მასე მეც რასაც გინდა დავაფუძნებ.

Posted by: ValenTine_Kelly 17 Mar 2016, 22:05
azgo
QUOTE
ესაა ფაქტი, რომელიც, საწყენად არ ვამბობ და იმაში მდგომარეობს რომ შენ დანაპირები ვერ შეასრულე. ხოლო თუ რა მიზეზით, მაგას არა აქვს მნიშვნელობა.

ოკ, თურმე, წინასწარ უნდა მენახა, სანამ დავწერდი წესრიგში იყო თუ არა სკანერი, რომელიც მანამდე გამართულად მუშაობდა. როგორ გაკადრე რამის დაპირება?!
ცოტა ადეკვატურად რომ პოსტო, ყველა იუზერთან პრობლემა არ შეგექმნება ამ განყოფილებაში. ეს მეგობრული რჩევა.

QUOTE
არაფერი, ვერ შვებოდი და ვერც იზამ.

გული უნდა დაგწყვიტო და ჩემი სკანერი გაკეთებას ექვემდებარება. როცა მორჩებიან, გამოვიტან კიდეც.

ფანასტს რაც შეეხება, ნამდვილად არ მაინტერესებს. დიდი ხანია გუნდის აქტიური წევრი აღარ ვარ და შეგიძლია მოსაზრებები პირადად მისწერო.

შეგიძლია აღარ შეიწუხო პასუხზე თავი. აღარც ვნახავ ნამდვილად

Posted by: azgo 18 Mar 2016, 19:02
ValenTine_Kelly
QUOTE
ყველა იუზერთან პრობლემა არ შეგექმნება ამ განყოფილებაში

უნდა მოგახსენო რომ არავისთან მაქვს პრობლემა, არც შენთან. კამათი მოსულა აქ.
QUOTE
გული უნდა დაგწყვიტო და ჩემი სკანერი გაკეთებას ექვემდებარება. როცა მორჩებიან, გამოვიტან კიდეც.

გულს დამწყვეტ კი არა მაგას რა ჯობია!
QUOTE
ფანასტს რაც შეეხება, ნამდვილად არ მაინტერესებს. დიდი ხანია გუნდის აქტიური წევრი აღარ ვარ და შეგიძლია მოსაზრებები პირადად მისწერო.

თავად შემეკითხე მაგ თემაზე და არ მეპასუხა? ისე, ფბ-ს გარდა თუ იცი სად შეიძლება მათთვის მიწერა და შემატყობინებ, დავალებული ვიქნები.

Posted by: შავლეგა 18 Mar 2016, 19:36
Zyklon

QUOTE
ბავშობაში წავიკითხე რაღაც ქართული. შატილელი ბიჭი ქალაქში სწავლობდა და ესე იგი თბილისი კოსმოდრომიდან იყო მარსზე გაფრენა (პირველი გაფრენა მარსზე) მოკლედ მაგარი ხინკალი ფანტასტიკა იყო. ერეკლე მეორის საგმირო საქმეების გახსენებით და კოსმოსურ ერაში ხევსური ბაბუას მიერ კომპარტიის ქებადიდებით და ასე შემდეგ.
ხო და პახოდუ ბოლოში რასაკვირველია იმპერიალისტური ამერიკის ჯაშუშსაც იჭერდნენ, რომელსაც ამ გაფრენის ჩაშლა ჰქონდა დავალებული. დღემედე მახსოვს როგორც ერთერთი იმ სამი ყველაზე ამაზრზენი წიგნიდან, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.

კიდე კაი იმ დღეს სხვა წიგნებიც მქონდა ბიბლიოთეკიდან გამოტანილი და მაგ კვერცხობას ეგრევე სტრუგაცკები დავაყოლე, თორე დამახრჩობდა ნამდვილად


"ბარათი მარსიდან" თუ არ ვცდები

Posted by: azgo 20 Mar 2016, 12:47
კი მაგრამ, ამ ცამეტი გვერდის შინაარსი რა გამოდის? უწინ საქართველოში მეტი ფანტასტი მწერალი იყო და ახლა მათი რაოდენობა ნულისკენ მიდის?
უკუსვლაა, უკანა მხარისკე?? ამას იმიტომ ვამბობ რომ ბოლო ხანებში სულ უფრო მეტი საერთაშორისო ბესტსელერი ქვეყნდება,
მოფიქრების მეტ უნარს ამჟღავნებენ დანარჩენ მსოფლიოში. სულ უფრო მეტი ფარა ტრიალებს მაგ ბიზნესში. თუ ზუსტად მაგაშია საქმე - წარმოსახვის ორგანო დაასუსტა რაღაცამ? რაშია ნეტა საქმე?

Posted by: azgo 22 Mar 2016, 12:50
მოკლედ, როგორც მივხვდი, ქართული ფანტასტების სრული სია(დღემდე) ესაა:
1 გურამ ფანჯიკიძე
2 როდამ ჩაჩანიძე
3 ირინა ტალიაშვილი
4 ალექსანდე აბაშელი
5 გაგოშიძე შ.
6 აკა მორჩილაძე
7 ნუგზარ აფხაზავა
8 თამაზ ჭეიშვილის
9 ჯემალ ქარჩხაძეს
10 ედიშერ ყიფიანი
11 ოთარ სადრაძე
12 იაკინთე ლისაშვილის
13 ზურაბ ბარამიძე
14 კინწურაშვილი ი.
15 მერაბიშვილი ე.
16 მიშველაძე მ.
17 ტაბაღუა ზ.
18 ქირია ჯ.

პ.ს. მგონი ეს ადამიანი (ValenTine_Kelly) მართლა გაიბუტა...

Posted by: ValenTine_Kelly 23 Mar 2016, 21:46
azgo
გასაგებად დავწერე აღარ ვაპირებ არც შენი პოსტის წაკითხვას და არც პასუხს მეთქი და სადამდე უნდა მტაგო ტყუილად?!

ნუღარ დამტაგავ, თუ შეიძლება.

Posted by: Lady-Marmalade 24 Mar 2016, 15:06
QUOTE
ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა, არსებობს თუ არა იგი საერთოდ?

სპირალი არ ითვლება?

Posted by: azgo 25 Mar 2016, 23:02
ValenTine_Kelly
QUOTE
გასაგებად დავწერე აღარ ვაპირებ არც შენი პოსტის წაკითხვას და არც პასუხს მეთქი

კი მაგრამ მაინც ხომ წაიკითხე და მიპასუხე? ესეც კიდევ ერთი ნაჩქარევი დაპირება...
ისე, შენი საქმეა მაგრამ გადაჭარბებულ ემოციურობას იჩენ მგონი სულ წვრილმანი მიზეზის გამო, ვითომ მართლა მოსისხლე მტრები ვიყოთ...
მესმის, ახალგაზრდა ადამიანისთვის ძნელია გრძნობების შეკავება მაგრამ სცადე მაინც, ნაკლები სერიოზულობით აღიქვი ყოველივე.
(ახლა არ ანერვიულდე ისევ - ჭკუის სწავლება მაკადრესო, უბრალოდ ჩემი აზრი გითხარი)
Lady-Marmalade
QUOTE
სპირალი არ ითვლება?

წინა გვერდები რომ გენახა გაიგებდი რომ "სპირალი" მრავალგზისაა ნახსენები. მე პირადად კი ერთადერთ, რომ იტყვიან, "საერთაშორისო" დონეს რომ აკმაყოფილებს, ისეთი ქართული პროზაულ ნაწარმოებად მიმაჩნია.
მხედველობაში მაქვს, სერიოზული ამერიკული გამომცემლობა კომერციული წარმატების იმედით მაგის გარდა სხვა ქართულ წიგნს არ გამოსცემდა, აზრი არ ექნებოდა მისთვის. სამწუხაროა რომ ამან ვერ მოასწრო იქეთ გზის გაკვლელვა - "სპირალის" იდეა შარშან "აითვისა" ჰოლივუდმა.

Posted by: ValenTine_Kelly 26 Mar 2016, 19:43
azgo
givi.gif
მერე იტყვის არაადეკვატური არ ვარო.
მტაგე და წერე, რა გიყო.
შემეშვი მეთქი,არ გესმის და გააგრძელე აბა წერა, იმ იმედით, რომ მე ვკითხულობ.

Posted by: azgo 27 Mar 2016, 20:10
ValenTine_Kelly
ერთხელ თქვი შენს დაწერილს არ წავიკითხავ და არ გიპასუხებო. მაინც წაიკითხე და მიპასუხე.
მეორედ თქვი შენს დაწერილს არ წავიკითხავ და არ გიპასუხებო. მაინც წაიკითხე და მიპასუხე.
მესამედ თქვი შენს დაწერილს არ წავიკითხავ და არ გიპასუხებო. მაინც წაიკითხე და მიპასუხე.
მერე ეს:
QUOTE
ზუსტად იცოდე, რომ არ დავდებ აქ. აი, ეს ის დაპირებაა, რომელიც შეგიძლია დაიჯერო.

და ეს
QUOTE
ჩემი სკანერი გაკეთებას ექვემდებარება. როცა მორჩებიან, გამოვიტან კიდეც

ასე სასტიკად ეპაექრები თავს და კიდევ მე ვარ არაადექვტური? იცი რატომ გადადი ლანძღვაზე? ზუსტი აზროვნება არ გამოგდის და ამას გამოყავხარ წონასწორობიდან.
ეს კი თავის მხრივ იმის ბრალია რომ ჯერ არ გისწავლია საკუთარი ნერვების მოთოკვა.
ეგ მართლა ძნელია, მაგრამ სცადე, სანამ რაიმეს დაწერ, შთააგონე თავს, თითქოს მთელი ეს მიმოწერა შენ პირადად საერთოდ არ გეხება, ვითომ სხვა ადამიანზე წერდე.
ამის შეძლება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება შენთვის . ადამიანმა გონება უნდა დააყენოს წინ და არა ინსტინქტები. სად გინახია წარმატებული ადამიანი, მაგალითად, ვარსკვლავი ან მილიარდერი, კიოდეს და წიოდეს? შებრუნებით კი, დარწმუნებული ვარ, უამრავი გექნება ნანახი ისეთი ხალხი, უცებ რომ წამოენთება ხოლმე სრულიად უმიზეზოდ.

Posted by: Today 28 Mar 2016, 21:01
azgo
QUOTE
1 გურამ ფანჯიკიძე
2 როდამ ჩაჩანიძე
3 ირინა ტალიაშვილი
4 ალექსანდე აბაშელი
5 გაგოშიძე შ.
6 აკა მორჩილაძე
7 ნუგზარ აფხაზავა
8 თამაზ ჭეიშვილის
9 ჯემალ ქარჩხაძეს
10 ედიშერ ყიფიანი
11 ოთარ სადრაძე
12 იაკინთე ლისაშვილის
13 ზურაბ ბარამიძე
14 კინწურაშვილი ი.
15 მერაბიშვილი ე.
16 მიშველაძე მ.
17 ტაბაღუა ზ.
18 ქირია ჯ.


19.რუსთაველი შ.




Posted by: azgo 29 Mar 2016, 18:57
Today
QUOTE
19.რუსთაველი შ.

ფენტეზიზე რომ იყოს საუბარი მაშინ კი, მაგრამ სამეცნიერო ფანტასტიკის განყოფილებში "ვეფხისტყაოსანი" ნამდვილად შეუსაბამოა.

Posted by: MasterJC 3 Apr 2016, 17:02
ფანტასტიკური ბიბლიოთეკა
მგონი ასე ერქვა? თუ სათავგადასავლო ბიბლიოთეკა? (კაპიტან ბლადის ოდისეა, ბრილიანტის ამძიებლები და ა.შ. მანდ შედიოდა)
ჰოდა მანდ იყო ერთი ქართული პანტასტიკა, არმაგედონი ამქედან გააკეთეს ალბათ ამერიეკლებმა :დ
ქქართველი ემცნეირები აღმოაჩენენ, ასტრონომები რომ დედამიწას უდნა დაეჯახოს მეტეორი
რახან ქართველებმა აღმაოჩინეს საფრთხე, სუსურუკებმა უფლება მგოვცეს პირველები ქართველები გაფრინდითო. რაკეტა გაუშვეს 10მდე კაცი არ მახსოვს რამდენი იყო, 1-2 გოგო, ერთიც მამა-შვილიდა რა თქმა უდან 2 რუსი და 1 ვიღაცა გაგვაყოლეს
აბა ისე მრავალეროვნული ხო ვერ გამოვიდოდა

მერ ემეტეორი ააფეთქეს, უაკნ დაბრუენბაზე ხომალდიდა ზიანდა, და ა.შ. დაა.შ> დაა.შ> და ვყელამ დაიძნა, ბავშვი დატოვეს, დაბრუნებას 1 წელი გადაუცდათ
და ემრე ბავშვი გააღვიძებთ< ედამიწიდან ჯერ ისევ გვეძებენო
ემრ ექირი იქა ლხინი აქა
შავი ხვრელი იქა
მზეჩახჩახა აქა

Posted by: azgo 5 Apr 2016, 20:15
MasterJC
QUOTE
არმაგედონი ამქედან გააკეთეს ალბათ ამერიეკლებმა :დ

კი, ზემოთ მეც ვახსენე რომ ჩვენშიც ჩნდება კარგი ჩანაფიქრები, ოღონდ შესრულება ვერაა ყოველთვის სათანადო დონეზე.
კარგი იქნებოდა რომ გაიხსენებდე, ვინაა მაგ მოთხრობის ავტორი და როდის გამოვიდა.

Posted by: MasterJC 5 Apr 2016, 20:34
azgo
1970იანებისაა ეგ ტომეული ალბათ.მგობი სათავგადასავლო ბიბლიოთეკა ერქვა. ავტორი და სათაური არ მახსოვს. ბიბლიოთეკაში რომ შეიარო და კატალოგს ჩახედო ამოაგდებს წესით.
მაგ ტომეულში ბევრი სხვადადხვა

ეგებ ნპლგგოვჯიზე იდოს ვნახავ იქ თუ ჩანს ინფო

Posted by: poly-ath-weed 6 Apr 2016, 20:40
169 წლის ვარ,ცოტაც თუ დამცალდა ექსპერიმენტის დასამთავრებლად,წლების და საუკუნეების თვლას აზრი დაეკარგება,დრო და მე ერთნი გავხდებით,სიკვდილს დავამარცხებ! პროფესორო ვიდერ ნამდვილად გინდათ უკვდავება? რა სულელური კითხვაა! დამღალეს უკვე! სიკვდილი რატომ უნდა მინდოდეს როცა სამყარო ესეთი დიდია? დიდი ხანია უკვე მორალის საკითხებზე ფიქრით თავს არ ვიწუხებ,ჩემს აღმოჩენას კაცობრიობას დავუტოვებ მე კი წავალ,გავფრინდები რძის გზას გავყვები და ანდრომედას გავლით გავაგრძელებ სამყაროს შეცნობას,უკან რომც დავბრუნდე ეს პლანეტა აქ ალბათ აღარც იქნება,ადამიანების რასის გადარჩენაზე კი არ ვნერვიულობ,ჩემი გამოგონების გარეშეც გადარჩება. დღიურში ჩაწერილმა ბოლო სიტყვამ „გადარჩება“ კარგ ხასიათზე დააყენა, მარჯვენა თვალში გახსნილი დღიური ჩაკეცა და ოთახს მოავლო თვალი.
პროფესორი ვიდერი ძალიან ახლოს იყო თავისი ცხოვრების მთავარ აღმოჩენასთან,მისთვის რომ გეკითხათ,ძალიან ახლოს იყო ცხოვრების დაწყებასთან.169 წლის იყო და 300 წელს თავისუფლად იცხოვრებდა,მაგრამ უცნობი დაავადება შეეყარა 2420 წლის გაზაფხულზე,ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს უცხოპლანეტურ რადიოაქტიურ ქვაზე მუშაობისას და აგერ უკვე 9 წელია იხანგრძლივებს სიცოცხლეს და დღითიდღე სუსტდება,თუმცა დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს რამეთუ იცის რომ ან უკვდავი გახდება ან სამუდამოდ გაქრება.
-გრეკ,გრეეეკ-გამაგიჟებს ეს ბიჭი,ესეთი ნიჭიერი რომ არ ყოფილიყო,არასდროს ავიყვანდი ასისტენტად-გრეეეეეკ, ამოიტანე ეგ შენი რობოტიზირებული სხეული და ამოდი ჩემთან,რამდენ ხანს შეიძლება ველოდო რეზულტატებს! ან უპასუხე ტელეფონს ხელზე გაქვს დამაგრებული შორს ხომ არ არი.
-პროფესორო,თუ დგახართ დაჯექით- უპასუხა გრეკმა,რომელსაც ხელ-ფეხი მეტალის ქონდა თუმცა უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული კანის შემცვლელი ისე ბუნებრივად ეცვა რომ, მარცხენა ხელის კანსა და მეტალს შორის ჩაყოლებული მრავალი სასარგებლო დევაისის,მათ შორის ტელეფონის არსებობას ვერავინ შეამჩნევდა. -კარგია ვხედავ ზიხართ-მარცხენა ხელზე ამოსულ ჰოლოგრამას დახედა და გაბრაზებული მეცნიერის,სკამზე წამოსკუპული ფიზიონომია,საოცრად მშობლიური და სასაცილო ეჩვენა,გულიანად გადაიხარხარებდა მაგრამ თავი შეიკავა, ეს მომენტი კი შეინახა საღამოს დასასვენებლად რომ წამოწვება და თავის საყვარელ ბალახს დაწვავს,უყურებს და უფრო გემრიელად გაიცინებს-პროფესორო თქვენი გამოთვლები პროგრამაში ჩავუშვი და 99,9% მონაცემების ასიმილირდა ახალ გარემოში.
-მაშინ თითქმის ევრიკა გრეკ-უპასუხა ვიდერმა-ოპერაცია მაქსიმალურად დავაჩქაროთ
-კი,მაგრამ პროფესორო ჩვენ არ ვიცით რა ცვლილებას მოახდენს დარჩენილი უარყოფილი ინფორმაცია თქვენს ცნობიერებაზე.
-იმედი ვიქონიოთ მინიმალურს,მონსტრად არ გადავიქცევი გრეკ ნუ გეშინია,ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის-გაუღიმა პროფესორმა ასისტენტს და სავარძელში თავიდან მოთავსდა უფრო კომფორტულად.
- 6 თვეც გვჭირდება და მზად ვიქნებით პროფესორო!
_ჰმ,6 თვე წესით უნდა მქონდეს,გააგრძელე მუშაობა ჩემო ერთგულო მეგობარო.კავშირის დასასრული- ვიდერმა მარჯვენა თვალის ჩაკვრით დაასრულა სატელეფონო საუბარი და აუღელვებლად ახალი კონტაქტი მოძებნა ზარის განსახორციელებლად,მან ზუსტად იცოდა რა უნდოდა!
ექვსი თვის თავზე პროფესორი ვიდერი მისი ცხოვრების მთავარი ექსპერიმენტისთვის მზად იყო, ასევე მზად იყო მის მიერ შეკვეთილი და მისივე გემოვნებით მოწყობილი კოსმოსური ხომალდი. საოპერაციო ოთახში მას უკვე ელოდებოდა გრეკი და სამეცნიერო ჯგუფი რომელიც ამ უნიკალური ოპერაციის ჩასატარებლად იქნა შეკრებილი
-გამარჯობათ,გრეკ,კურინ,სონდე-მემგონი ამ თვალებით ბოლოჯერ გხედავთ,კეთილად გაუღიმა ყველას პროფესორმა და ორი მაგიდიდან ერთ-ერთზე დაწვენილ მექანიკურ სხეულს დახედა რომელშიც თუ ყველაფერი კარგად წავიდოდა მალე მისი ცნობიერება გადავიდოდა.
-მალე უკეთესად დაგვინახავთ პროფესორო-გაამხნევა გრეკმა- მზად ხართ?
-მზად ვარ თუ არა იმისთვის რისკენაც მთელი ცხოვრებაა მივდივარ? დავიწყოთ.
ეს ჩვეულებრივი ოპერაცია არ იყო,სკალპელით და ჭრილობებით,პროფესორის ტვინიდან მთელი ინფორმაცია უნდა გადაეტანათ რობოტის თავში წინასწარ ჩადებულ კომპიუტერში,რომელიც ტვინის ანალოგს წარმოადგენდა ერთი დიდი პლიუსით ის არასოდეს შეწყვეტდა მუშაობას,პლუს ამას ცნობიერების ფენომენი რომელიც პროფესორმა ამოხსნა,გარკვეულ მომენტში უნდა დამატებოდა,გენიალური ვიდერის ფორმულის სახით იმ ინფორმაციის ნაკადს რომელიც რობოტის ტვინისკენ მიედინებოდა.
ოპერაციის ოცდამეათე საათი მიდიოდა ,ათეული ტერაბაიტი ინფორმაცია გრეკისთვის კიდევ უფრო ნელა იტვირთებოდა ვიდრე სინამდვილეში,ბოლოს როდესაც ჩატვირთვა 100% განხორციელდა,ის წამოდგა და რობოტთან მივიდა.
-კურინ მზად ხარ?
-დიახ
-გაუშვით!
კურინმა რობოტის ენერგიის წყარო გააქტიურა და პროფესორი ვიდერის ახალმა სხეულმა თვალები გაახილა.
-პროფესორო?-აღელვებულმა ძლივს წარმოთქვა ასისტენტმა
-გმადლობთ ყველას და გილოცავთ თქვენ პირველი ადამიანები ხართ ვინც დაესწრო სიკვდილის მკვლელობას-პროფესორმა ეს სიტყვები თქვა თავისი ახალი სხეულით წამოდგა და ძველთან მივიდა,რომელსაც ამ დროის მანძილზე ეძინა.თავზე წამოადგა და დახედა
-გავაღვიძოთ? -იკითხა გრეკმა
-დოზა,დაუმატეთ,დაიძინოს სამუდამოდ,მე აქ ვრჩები და მე მივდივარ.-მშვიდობით გრეკ!
პროფესორი საოპერაციოდან გავიდა და პირდაპირ ხომალდისკენ გაეშურა,მისი ისტორია დედამიწაზე,მისი გარდაცვალებით დასრულდა,ახალი ცხოვრება სამყაროს შესაცნობად კი მხოლოდ ახლა იწყებოდა

Posted by: azgo 7 Apr 2016, 18:48
poly-ath-weed
პირველი ცდისთვის არაა ცუდი. ალბათ კარგი იქნებ რომელიმე ლიტ.საიტზე რომ გამოაქვეყნო, უფრო დაწვრილებით გაგირჩევენ.
ყველას მგონი "ურაკპარაკი" ჯობია, შეზღუდვები არა აქვთ. სხვებზე რაღაც ხუშტურებია.

Posted by: azgo 15 Apr 2016, 14:45
ის, ამხელა ხმაურით დაწყებული ჟურნალი "ფანტასტი", მართლა ასე მალე ჩაკვდა ? არავინ იცით რამე?

Posted by: azgo 12 May 2016, 11:36
არ ჩამკვდარა! მესამე ნომერი გამოვიდა და მეოთხესაც ამზადებენ თურმე. ყოჩაღ ირაკლი ლომოურს, ფანტასტიკის ჟურნალი, რამდენადაც მახსოვს, აქამდე არასდროს ყოფილა საქართველოში.

Posted by: MasterJC 12 May 2016, 12:21
QUOTE
არ ჩამკვდარა! მესამე ნომერი გამოვიდა და მეოთხესაც ამზადებენ თურმე. ყოჩაღ ირაკლი ლომოურს, ფანტასტიკის ჟურნალი, რამდენადაც მახსოვს, აქამდე არასდროს ყოფილა საქართველოში.

მაგარია
როცა მექნება საშუალება, ყველა ნოემრს ერთად ვიყიდი, თუ დარჩება. ეხლა არ ამქვს დრო და რესურსი რომ ამდენი რამე ვიყიდო და ვიკითხო

Posted by: t-90 12 May 2016, 12:28
QUOTE
11 ოთარ სადრაძე

ვა ეს ჩემი მეზობელი იყო. ერთ პადიეზდში ვცხოვრობდით.
საინტერესო კაცი იყო. აი მარადისობის კანონშI რო ტიპს იჭერდნენ იმის პროტოტიპია.
ციხეშიც იჯდა თუ სწორად მახსოვს.
აქ თუ ამოტივტივდებოდა ნაღდად არ მეგონა.


პ.ს. ფანტასტებში დრაკო ლოკჰარტი იგივე გიორგი ეგრისელაშვილიც მივაწეროთ. რუსულად კი წერს მარა თბილისში ცხოვრობს რამდენადაც მახსოვს.
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D1%80%D0%B0%D0%BA%D0%BE_%D0%9B%D0%BE%D0%BA%D1%85%D0%B0%D1%80%D0%B4

Posted by: ქაფქიანა 15 May 2016, 12:47
azgo

QUOTE
არ ჩამკვდარა! მესამე ნომერი გამოვიდა და მეოთხესაც ამზადებენ თურმე. ყოჩაღ ირაკლი ლომოურს, ფანტასტიკის ჟურნალი, რამდენადაც მახსოვს, აქამდე არასდროს ყოფილა საქართველოში.


არ ჩავკვდით, მესამე ნომრის პრეზენტაცია გუშინ გვქონდა და გუშინვე, მეოთხე ნომრისთვის დაიწყო მასალებმა შემოსვლა. მეოთხე ნომერი ძირითადად ჰერბერტ უელსს მიეძღვნება.

Posted by: azgo 19 May 2016, 12:40
ქაფქიანა
ვიცი. "ფანტასტის" ფბ-ში ჩავეწერე და უკვე "ონლაინში" ვარ.

Posted by: Krusty_the_Clown 19 May 2016, 23:00
ქაფქიანა
ალბათ ძალიან შეზღუდული ოდენობით უშვებთ ტირაჟს ხომ? გავრცელების ადგილებიც შეზღუდულია? თუ შეიძლება, რომ დააწეროთ...

Posted by: Otiss 4 Jun 2016, 18:58
ქეთი ჩართოლანი ქართული ფანტასტიკის 7 საუკეთესო ტექსტის შესახებ

http://www.radiotavisupleba.ge/content/nikospodkasti-491/27758639.html?nocache=1

Posted by: azgo 11 Jun 2016, 11:19
თუ ვინმეს აინტერესებს ფანტასტიკის თარგმანები და სხვა რამეებიც, ჩემს პირად საიტზე მაქვს:
http://azgo.com.ua/

Posted by: azgo 16 Sep 2016, 11:06
ჟურნალი "ფანტასტი" გამოვიდა მორიგი ნომერი, ინტერნტეტ რადიო დაარსდა, სადაც ქართველ ავტორთა ფანტასტიკა გადაიცემა, ნატო დავითაშვილმა ახალი წიგინი დაამთავრა, აქ კი რატომღაც
ამისგან არაფერია ასახული. გამოვასწორე დანაკლისი.

Posted by: MasterJC 16 Sep 2016, 17:50
azgo
რა დაწერა დავითაშვილმა?
რამე ახალი თუ აიას ციკლს დაემატა შემდეგი ნაწილი?

Posted by: azgo 17 Sep 2016, 14:38
MasterJC
არა, ახალია. არაბებზე და უდაბნოზე

Posted by: მთავარსარდალი 17 Sep 2016, 19:37
საბჭოთა პერიოდში იყო, ახლა არ ვიცი თუ აქვეყნებს ვინმე.

Posted by: ლაბარნა 12 Oct 2016, 10:59
azgo

კარგი სია იყო შენი ნამუშევარი, ანბანზე დავალაგე და ვცდილობ, სათაურები და წლებიც მივაწერო აკადემიურად, ჯერ არასრულია და იმედია, შემდეგ მკვლევარს გამოადგება, როგორც მე შენი სია გამომადგა.

ხაზს გავუსვამ, ეს არის არათარგმნილი, ორიგინალში ქართულენოვანი, ქართულად დაწერილი ნაწარმოებების (ავტორების მითითებით) სია და თუ შეიძლება, თბილისში მცხოვრებ რუსულენოვანთა დამატებაზე საუბარი ნუ იქნება.

1. აბაშელი, ალექსანდე _ „ქალი სარკეში“ (1930)
2. ანდღულაძე, ზურაბ _ „სივიწროვე“, მოთხრობები
3. აფხაზავა, ნუგზარ _ „შავი უსასრულეთი“
4. ბარამიძე, ზურაბ _ „შენელებული მოქმედების ჯოჯოხეთის მანქანა“
5. გეგეშიძე, ამირან _ „ცისფერი მნათობი ამირანი“
6. გაგოშიძე, შოთა _ „სასჯელი მცდელობისათვის“
7. კინწურაშვილი, ი. _ „მიცურავდა თეთრი გემი“
8. ლისაშვილი, იაკინთე _
9. მერაბიშვილი, ე. _ „შორეული აბელბი“
10. მიშველაძე, მ. _ „უკანასკნელი საქმე“
11. მორჩილაძე, აკა _ „გადაფრენა მარსზე და უკან“
12. სადრაძე, ოთარ _ „ბარათი მარსიდან“
13. ტაბაღუა, ზ. _ „მუტანტები“
14. ტალიაშვილი, ირინე _
15. ფანჯიკიძე, გურამ _ „სპირალი“
16. ქარჩხაძე, ჯემალ _ „დრო“
17. ქირია, ჯ. _ „თეთრი ევროპა“
18. ყიფიანი, ივანე _ „ამონი ანუ 1000 წლის შემდეგ“
19. ჩაჩანიძე, როდამ _ „მღვიმეში ვიღაც დააბიჯებს“
20. ჭეიშვილი, თამაზ _ „სირიუსი _ იდუმალი სტუმარი“

აქვე 1 კითხვას დაგისვამთ, პრეისტორიის შესახებ დაწერილი რეალისტური მოთხრობები (ანუ პირველყოფილთა ცხოვრება, ფენტეზი, რომელიც ალბათ ძალიან ახლოსაა უძველეს რეალობასთან), ჩვენი დომენია თუ ცალკე ჟანრია?

Posted by: ქაფქიანა 13 Oct 2016, 14:26
ლაბარნა

რთული სათქმელია, შინაარს უფრო გააჩნია.

დადე აბა.

Posted by: ლაბარნა 13 Oct 2016, 16:14
ქაფქიანა

საბავშვო კია, მაგრამ ისტორიული ამას არ ეთქმის. ბოლომდე ფენტეზიც არ ეთქმის, საკმაოდ რეალისტური პრეისტორიაა.

https://saba.com.ge/books/details/3109/%E1%83%A3%E1%83%A6%E1%83%A3-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

ნინო ნაკაშიძეა ავტორი (ქალიშვილობის გვარია ანთაძე), დაბადებული 1872 წელს. ქართული პროზის ერთ–ერთ ტომში მაქვს წაკითხული, ახლა შემთხვევით ვიპოვე საბას საიტზეც.

აგერ, მივიწყებულ ქართველ მწერლებშიც უხსენებიათ იგივე.

https://forum.ge/?showtopic=34295442&view=findpost&p=27670112

აქვე დავამატებ, ზოგ ფანტასტიკურ სიუჟეტში გადახლართულია პრეისტორიის და სამეცნიერო ფანტასტიკის შტრიხები, თუნდაც, ვთქვათ, კლარკის საქვეყნოდ ცნობილი "2001 წლის ოდისეა" პრესიტორიული შესავლით იწყება. ჩემი აზრით, ეს შესავალი მთელი ამ შრომის საუკეთესო ნაწილიცაა. biggrin.gif

პრეისტორიული ფენტეზი საერთოდ ისტორიული ფენტეზის ჟანრში განიხილება ხოლმე, ასეცაა დღეს კლასიფიცირებული ვიკიპედიაში...

https://en.wikipedia.org/wiki/Historical_fantasy#Prehistoric_fantasy

მაგრამ...

აქ კი ნიკოლას რუდიკი ხსნის, რატომ შეიძლება იყოს პრეისტორიული ფიქცია საი-ფაის ქვეჟანრი:

https://www.reddit.com/r/scifi/comments/4xrzfu/nicholas_ruddick_says_prehistoric_fiction_is_a/

Posted by: azgo 16 Oct 2016, 12:26
ლაბარნა
QUOTE
კლარკის საქვეყნოდ ცნობილი "2001 წლის ოდისეა" პრესიტორიული შესავლით იწყება. ჩემი აზრით, ეს შესავალი მთელი ამ შრომის საუკეთესო ნაწილიცაა. 

სრულიად გეთანხმებით. მეც მასე მომეჩვენა.
უღუ და თეთ ბავშვობაში წავიკითხე და მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემი აზრით, ასეთი ტიპის ნაწარმოებები წმინდად სამეცნიერო ფანტასტიკაა - ალტერნატიული ისტორია.

Posted by: badaboum 10 Nov 2016, 01:29
QUOTE (ლაბარნა @ 12 Oct 2016, 10:59 )
azgo

კარგი სია იყო შენი ნამუშევარი, ანბანზე დავალაგე და ვცდილობ, სათაურები და წლებიც მივაწერო აკადემიურად, ჯერ არასრულია და იმედია, შემდეგ მკვლევარს გამოადგება, როგორც მე შენი სია გამომადგა.

ხაზს გავუსვამ, ეს არის არათარგმნილი, ორიგინალში ქართულენოვანი, ქართულად დაწერილი ნაწარმოებების (ავტორების მითითებით) სია და თუ შეიძლება, თბილისში მცხოვრებ რუსულენოვანთა დამატებაზე საუბარი ნუ იქნება.

1. აბაშელი, ალექსანდე _ „ქალი სარკეში“ (1930)
2. ანდღულაძე, ზურაბ _ „სივიწროვე“, მოთხრობები
3. აფხაზავა, ნუგზარ _ „შავი უსასრულეთი“
4. ბარამიძე, ზურაბ _ „შენელებული მოქმედების ჯოჯოხეთის მანქანა“
5. გეგეშიძე, ამირან _ „ცისფერი მნათობი ამირანი“
6. გაგოშიძე, შოთა _ „სასჯელი მცდელობისათვის“
7. კინწურაშვილი, ი. _ „მიცურავდა თეთრი გემი“
8. ლისაშვილი, იაკინთე _ 
9. მერაბიშვილი, ე. _ „შორეული აბელბი“
10. მიშველაძე, მ. _ „უკანასკნელი საქმე“
11. მორჩილაძე, აკა _ „გადაფრენა მარსზე და უკან“
12. სადრაძე, ოთარ _ „ბარათი მარსიდან“
13. ტაბაღუა, ზ. _ „მუტანტები“
14. ტალიაშვილი, ირინე _
15. ფანჯიკიძე, გურამ _ „სპირალი“
16. ქარჩხაძე, ჯემალ _ „დრო“
17. ქირია, ჯ. _ „თეთრი ევროპა“
18. ყიფიანი, ივანე _ „ამონი ანუ 1000 წლის შემდეგ“
19. ჩაჩანიძე, როდამ _ „მღვიმეში ვიღაც დააბიჯებს“
20. ჭეიშვილი, თამაზ _ „სირიუსი _ იდუმალი სტუმარი“

აქვე 1 კითხვას დაგისვამთ, პრეისტორიის შესახებ დაწერილი რეალისტური მოთხრობები (ანუ პირველყოფილთა ცხოვრება, ფენტეზი, რომელიც ალბათ ძალიან ახლოსაა უძველეს რეალობასთან), ჩვენი დომენია თუ ცალკე ჟანრია?

უჰ, ნახევარზე მეტი აქედან არც გამეგო smile.gif მადლობა

Posted by: Loreley 28 Nov 2016, 18:39
აუ "უღუ და თეთ" ძალიან მიყვარდა ბავშვობაში.
გადის ალბათ სამეცნიერო ფანტასტიკის რომელიმე ქვეჟანრში smile.gif

Posted by: sichinavailia 30 Nov 2016, 17:08
ედიშერ ყიფიანის მოთხრობა მაქვს წაკითხული, დროში მოგზაურობის შესახებ. ფანტასტიკის ჟანრში ქართული, სხვა არაფერი ვიცი smile.gif

Posted by: azgo 10 Dec 2016, 12:44
საბას ელექტრონული წიგნების მაღაზიაში გამოვიდა ჩემი ახალი რომანი "განვითარების სივრცე"
saba.com.ge/books/details/8128/განვითარების-სივრცე
თავად სურათი აქ ვერ ჩავსვი

Posted by: azgo 11 Dec 2016, 10:40
ამიხსნეს როგორ უნდა და ვამატებ სურათს. მადლობა Ras_al_Ghul

Posted by: alikantura 22 Jul 2020, 11:19
ბარამიძე, ზურაბ _ „შენელებული მოქმედების ჯოჯოხეთის მანქანა“
ჭეიშვილი, თამაზ _ „სირიუსი _ იდუმალი სტუმარი“

ეს ორი წიგნი სად შეიძლება რომ ვიყიდო, ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: კვარკი 11 Aug 2020, 22:26
QUOTE
1. აბაშელი, ალექსანდე _ „ქალი სარკეში“ (1930)
2. ანდღულაძე, ზურაბ _ „სივიწროვე“, მოთხრობები
3. აფხაზავა, ნუგზარ _ „შავი უსასრულეთი“
4. ბარამიძე, ზურაბ _ „შენელებული მოქმედების ჯოჯოხეთის მანქანა“
5. გეგეშიძე, ამირან _ „ცისფერი მნათობი ამირანი“
6. გაგოშიძე, შოთა _ „სასჯელი მცდელობისათვის“
7. კინწურაშვილი, ი. _ „მიცურავდა თეთრი გემი“
8. ლისაშვილი, იაკინთე _
9. მერაბიშვილი, ე. _ „შორეული აბელბი“
10. მიშველაძე, მ. _ „უკანასკნელი საქმე“
11. მორჩილაძე, აკა _ „გადაფრენა მარსზე და უკან“
12. სადრაძე, ოთარ _ „ბარათი მარსიდან“
13. ტაბაღუა, ზ. _ „მუტანტები“
14. ტალიაშვილი, ირინე _
15. ფანჯიკიძე, გურამ _ „სპირალი“
16. ქარჩხაძე, ჯემალ _ „დრო“
17. ქირია, ჯ. _ „თეთრი ევროპა“
18. ყიფიანი, ივანე _ „ამონი ანუ 1000 წლის შემდეგ“
19. ჩაჩანიძე, როდამ _ „მღვიმეში ვიღაც დააბიჯებს“
20. ჭეიშვილი, თამაზ _ „სირიუსი _ იდუმალი სტუმარი“

ამათი ელვერსიები არის?
ფანჯიკიძის სპირალი და ქარჩხაძის დრო მაქვს მარტო სახლში

Posted by: Loreley 11 Jul 2022, 15:51
ვისაც ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა გაინტერესებთ და ბუკინისტებში ქექვა მოგბეზრდათ, ახალი გამოცემა არსებობს უკვე bis.gif მცირე ნაწილია რა თქმა უნდა, მაგრამ პირველად გასაცნობად ძალიან კარგია
user posted image

სარჩევი:
user posted image

Posted by: Lord_Raptor 1 Aug 2022, 23:17
ვერ დავიჯერებ ვინმე არ წერდეს მოთხობას, ნოველას, რომანს ამ ჟანრში. შეუძლებელია ვინმე არ ცდილობდეს მაინც რამის დაწერას.
სად არის ჟურნალი, თუნდაც გაზეთი ან ვებსერია მიძღვნილი ფანტასტიკისთვის? არილი არავინ ახსენოს.
არადა მცირე ტირაჟის ჟურნალებმა და გაზეთებმა გააღვივა ამ ჟანრის მიმართ ინტერესი მსოფლიოში, ყველაზე დიდმა მწერლებმა ასე აიდგეს ფეხი. ვინც ამ ჟანს იცნობს ყველამ იცის ეს ისტორია.
ის რომ გამომცემლებმა დაიწყეს ამ სერიის თარგმნა და კომერციულად წარმატებული არ აღმოჩნდა არაფერს ნიშნავს, ადგილობრივისთვის შანსის მიცემას არ ჭირდება საავტორო უფლებების ყიდვა და წიგნების თურქეთში ბეჭდვა.

Posted by: sasaki 4 Aug 2022, 16:35
QUOTE
1. აბაშელი, ალექსანდე _ „ქალი სარკეში“ (1930)
2. ანდღულაძე, ზურაბ _ „სივიწროვე“, მოთხრობები
3. აფხაზავა, ნუგზარ _ „შავი უსასრულეთი“
4. ბარამიძე, ზურაბ _ „შენელებული მოქმედების ჯოჯოხეთის მანქანა“
5. გეგეშიძე, ამირან _ „ცისფერი მნათობი ამირანი“
6. გაგოშიძე, შოთა _ „სასჯელი მცდელობისათვის“
7. კინწურაშვილი, ი. _ „მიცურავდა თეთრი გემი“
8. ლისაშვილი, იაკინთე _
9. მერაბიშვილი, ე. _ „შორეული აბელბი“
10. მიშველაძე, მ. _ „უკანასკნელი საქმე“
11. მორჩილაძე, აკა _ „გადაფრენა მარსზე და უკან“
12. სადრაძე, ოთარ _ „ბარათი მარსიდან“
13. ტაბაღუა, ზ. _ „მუტანტები“
14. ტალიაშვილი, ირინე _
15. ფანჯიკიძე, გურამ _ „სპირალი“
16. ქარჩხაძე, ჯემალ _ „დრო“
17. ქირია, ჯ. _ „თეთრი ევროპა“
18. ყიფიანი, ივანე _ „ამონი ანუ 1000 წლის შემდეგ“
19. ჩაჩანიძე, როდამ _ „მღვიმეში ვიღაც დააბიჯებს“
20. ჭეიშვილი, თამაზ _ „სირიუსი _ იდუმალი სტუმარი“


up.gif

Posted by: Aleksandre166 18 Aug 2022, 11:54
მხოლოდ „ბარათი მარსიდან“ მაქვს წაკითხული ბავშვობაში და მომეწონა.

Posted by: ლანიაკეას_პატრიოტი 4 Sep 2022, 21:46
ახლა ვკითხულობ "ქალი სარკეში"-ს. ხან მეცინება ხოლმე, მაგრამ რომ მახსენდება, რომ 1930 წელს გამოიცა, უფრო მეტი პატივისცემით ვეკიდები. ისე დასანანია, არც ისე გვიან დაგვიწყია ჟანრში ფეხის შედგმა და მკითხველისგან ინტერესი რომ ყოფილიყო, აქამდე მშვენიერი ეროვნული ფანტასტიკური ბიბლიოთეკა გამოცხვებოდა fig.gif
* * *
პ.ს. ცოტა ხნის წინ დათო სამნიაშვილის MOX წავიკითხე. ზოგი მომენტი ისე რა, მაგრამ საერთო ჯამში უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ.

Posted by: რიკოჰ 5 Dec 2023, 02:52
გთავაზობთ პატარა ფანტასტიკურ მოთხრობას... ჟურნალის თითო გვერდზე სამ -სამ სვეტად იყო ტექსტი, და აბზაცებად უხვად გაშლილი, ამიტომ, ადგილის მოსაგებად ერთმანეთზე მივაყარე ცოტათი, ძალიან გაწელილი პოსტები რომ არ გამოსულიყო.

ჟურნალი "პიონერი", 1987 წელი.

ნუგზარ ინჯია
შეხვედრა

"ნეტა რა უნდა მომხდარიყო?" -- გაუელვა ივის, ილუმინატორს მოშორდა და პულტს მიაშურა. საგანგაშო სიგნალის ხმას თავიდანვე ვერ იტანდა და ახლაც, მისი წივილი რომ ესმოდა, ტანში უსიამოდ აჟრიალებდა. ციფერბლატს დახედა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. -- ტუმბოს ხრახნია მოშვებული! -- მოესმა ამხანაგის ხმა. ივიმ შვებით ამოისუნთქა. გაახსენდა: ერთხელ სტაჟიორობისას, თითქმის მთლიანად მოშლილი ტუმბოთი როგორ აწყდებოდა აქეთ-იქით სივრცეში, ვიდრე დასაჯდომად ვარგის პლანეტას იპოვიდა. ახლა რა უჭირთ, ისეთ სექტორში არიან, ათიოდე პლანეტა ხელის გაწვდენის მანძილზეა, აირჩიე სულო და გულო, რომელიც გინდა.

-- უნდა დავფრინდეთ. ამხელა გზა მშვიდობით გამოვიარეთ, რისკის უფლება არა გვაქვს! -- მოისმა იგივე ხმა.
-- მეც მაგ აზრისა ვარ, ოღონდ შესაფერისი პლანეტა შევარჩიოთ.
-- აგერ, იმ ვარსკვლავზე რას იტყვი, ეკრანზე ჩვენგან მარცხნივ რომ მოჩანს?
-- ცხრაპლანეტიანი სისტემაა, -- სწრაფად დააზუსტა ივიმ. -- პირველი ორი, ჩემი აზრით, არ გამოდგება, უსიცოცხლო, გადახურებული ცდომილებია. არც ბოლო ოთხი ივარგებს, მთლიანად ყინულებითაა დაფარული. აი, მესამესა და მეოთცეს კი თითქოს არა უშავს რა.
-- მესამე იყოს. თანაც, ნახე, როგორ ჰგავს ჩვენს არცის. ოღონდ ეგ არის, ოდნავ ჩვენსაზე მოზრდილია.
-- კარგი ეგ იყოს.

ივი დააკვირდა. მართლაც, ტყუპისცალივით ჰგავდა მათ მშობლიურ პლანეტას. ისეთივე ცისფერი იყო, ისეთივე ციკლონური წარმოშობის ღრუბლის სპირალებით მოხატული. ხომალდმა სიჩქარეს უკლო, შემდეგ სივრცეში რკალი შემოხაზა და მიმართულება იცვალა. ივი გაფაციცებით ადევნებდა თვალს მოციმციმე ეკრანებს. -- შეხედე! -- დაიყვირა უცებ და ერთ-ერთი ხელსაწყოს ციფერბლატს თითი მიუშვირა. -- ატმოსფეროში იმდენი ჟანგბადია, ორ ამისთანა პლანეტას ეყოფა! ახლა წყალი? ზედაპირის ორი მესამედი წყალს უჭირავს! ღმერთო, რა სიმდიდრეა!
-- მართლაც! დაუმოწმა ამხანაგმა. მას ენი ერქვა. ივი აღტაცებას ვეღარ ფარავდა:
-- იქნებ გონიერ არსებებსაც წავაწყდეთ აქ. ა?!
-- არა მგონია! -- თავი გააქნია ენმა.
-- რატომ? იდეალური ბუნებრივი პირობებია. შეუძლებელია, აქ სიცოცხლე არ წარმოშობილიყო. თანაც, რამდენადაც ვიცი, ამ ვარსკვლავის რაიონი შეუსწავლელია. ბევრი სამუშაო გვექნება.
-- არა, პროფესორ ბათის ექსპედიციამ გალაქტიკის ეს რაიონი გულდასმით შეისწავლა და არც ეს პლანეტა გამორჩებოდა. აქ რომ გონიერი სიცოცხლე არსებობდეს, პროფესორი ქვეყანას მოსდებდა.

ივის ხმა აღარ ამოუღია. ამდენი ხანია, გალაქტიკაში დახეტიალობს და მისი ოცნება -- გონიერი არსებების აღმოჩენა -- აუხდენელ ოცნებადვე რჩება.
-- კაცმა რომ თქვას, ახლა ჩვენთვის არც არის სასურველი გონიერ არსებებთან შეხვედრა, -- ფიქრი შეაწყვეტინა ენმა.
-- ვითომ რატომ?
-- რატომ და, რა ვიცით, როგორი ბუნებისანი არიან? იქნებ სულაც ჰუმანოიდები არ გამოდგნენ? ჩვენ კი სხვებთან შესახვედრად მომზადებულები არა ვართ.
ივიმ ხელი ჩაიქნია.
-- ოღონდ კი ინტელექტუალურ არსებას შევხვდე და...

Posted by: რიკოჰ 5 Dec 2023, 02:54
ივი პულტს მიუბრუნდა. ხომალდი ატმოსფეროში შეიჭრა და აძიგძიგდა. კაბინაში საგრძნობლად აიწია ტემპერატურამ. ასტრონავტები ეკრანს მისჩერებოდნენ. ხომალდმა სქელი ღრუბლის შრე გაიარა. გამოჩნდა მწვანე ბალახით დაფარული მინდორი. -- ვეშვებით! -- ივი ბერკეტს დააწვა. ხომალდი შეზანზარდა და სვლა შეანელა. წუთიც და, იგი უკვე მინდვრის შუაგულში იდგა, სიმწვანეში თეთრი კელაპტარივით აღმართული. ივიმ შუბლზე ოფლი მოიწმინდა და გარემო მოათვალიერა. ახლომახლო საეჭვო არაფერი ჩანდა. მიდამოს ერთხელ კიდევ მოავლო თვალი და გარეთ გასასვლელად მოემზადა.

-- სკაფანდრი ჩაიცვი, ისე ნუ გახვალ!
-- არ მინდა, ჟანგბადი საკმარისია, არც ტემპერატურაა მაღალი, -- თქვა ივიმ, ინსტრუმენტების ყუთს ხელი დაავლო, ხომალდის ბოლო ნაკვეთურში გადავიდა და ლიუკი გააღო. ნელი სიო უბერავდა. ივის ესიამოვნა მისი ალერსიანი შეხება. მიმოიხედა. შორს პატარ-პატარა ბორცვების კონტურები მოჩანდა. ლაჟვარდისფერ ცაზე თეთრი ღრუბლების ქულები მიცურავდნენ. დაბლა ჩავიდა და ხომალდის საყრდენებს შორის შეძვრა, ღრმად რომ ჩარჭობილიყვნენ მიწაში. ტუმბოს ჭრილიდან საცხი ჟონავდა, ჭანჭიკი ძალზე მოშვებულიყო, კიდევ კარგი, საერთოდ რომ არ მოსძვრა, თორემ კატასტროფას ვერ ასცდებოდნენ. ივიმ ქანჩის გასაღები მოარგო მოშვებულ ჭანჭიკს და ამძრავი ჩართო. ძლივს მოასწრო თვალების დახუჭვა, რომ ელვის სისწრაფით დატრიალებულმა ჭანჭიკმა საცხის წინწკლები სახეზე შეაშხეფა. ხვნეშით გამოძვრა ხომალდის ქვეშიდან. კანი ეწვოდა, ექავებოდა. ხელი მოისვა. ხელებიც ჭვარტლიან საცხში ამოსვროდა. იცოდა, ენი უთვალთვალებდა. ალბათ სიცილით კვდებოდა კოლეგის გათხუპნული სახის დანახვაზე.

-- მე ცოტას გავივლი, იქნებ წყაროს წავაწყდე სადმე! -- თქვა მის გასაგონად ივიმ და ხომალდს გაეცალა.
-- ოღონდ ფრთხილად იყავი! -- მოესმა ამხანაგის ხმა. ივიმ ხელის აქნევით დაამშვიდა. მისი ყურადღება პატარა ოთხკუთხა გორაკების სილუეტებმა მიიპყრო. "რა საოცარი ფორმა აქვთ, - უკვირდა გულში, - კაცს გონიერი არსების ნახელავი ეგონება!" რაც უფრო უახლოვდებოდა, გაოცება სულ უფრო და უფრო ემატებოდა. ბოლოს გონება გაუნათდა. - სახლები! ეს ხომ საცხოვრებელი სახლებია! - წამოიყვირა ივიმ და პირველივე შენობისკენ გაიქცა. უზარმაზარი ლამაზი თეთრი შენობა მწვანით დაბურული ეზოს სიღრმეში იდგა. ივი ჭიშკარს მიადგა, ძლივს ასწვდა საკეტს, მაგრამ გაღება ვერ მოახერხა. მესერს გახედა. ისიც ძალზე მაღალი იყო, ვერ გადაძვრებოდა. მესერს დაჰყვა. ერთგან გამორღვეული ადგილი ნახა, გაძვრა და სახლისკენ გაიქცა. კიბესთან შეჩერდა. პირველი საფეხური ჭიპამდე სწვდებოდა. როგორც იქნა, აიარა რამდენიმე საფეხური და კარის წინ აღმოჩნდა. წამით ჩაფიქრდა. ისე მოულოდნელად აეწყო ყველაფერი, ისე გაახარა გონიერ არსებათა ნახელავის ხილვამ, რომ არც კი დაფიქრებულა, - ვინ იცის, იქნებ სახიფათოც კი ყოფილიყო ამ პლანეტის მცხოვრებლებთან პირველი შეხვედრა! ზარის ღილაკს ახედა. "რამსიმაღლეზეა!" - გაიფიქრა. ახტა, მაგრამ ვერ მისწვდა. კარის სახელურს აეპოტინა, ჩამოსწია. ღია იყო. უსაშველოდ ვრცელ, მაღალჭერიან ოთახში აღმოჩნდა. სულიერი არავინ ჭაჭანებდა, სამაგიეროდ, მეორე ოთახიდან ისმოდა რაღაც უცნაური ხმაური. ივიმ სახელო მოისვა მოთხუპნულ სახეზე და კარი შეაღო...

Posted by: რიკოჰ 5 Dec 2023, 02:55
ხომალდში რომ შევარდა, ძლივსღა ითქვამდა სულს.
- ივი რა მოხდა?! - მივარდა შეშფოთებული ენი.
- ჩქარა! ავფრინდეთ! - ქოშინით ამოთქვა ივიმ და ლიუკი ჩარაზა. კაბინაში შეცვივდნენ. ენი პულტს ეცა. ხომალდი აძიგძიგდა, ნელ-ნელა წამოიწია და მიწას მოსწყდა. ორბიტაზე გავიდნენ თუ არა, ენი სავარძელში ღრმად ჩამჯდარ თვალდახუჭულ ივის მიუბრუნდა. - აღარ იტყვი, რა მოხდა?
ივიმ გაიღიმა, თვალი არ გაუხელია, ისე გადაეფინა სახეზე ნათელი.
- როგორც იქნა! გონიერ არსებებს შევხვდი!
- რაა? წამოიძახა განცვიფრებულმა ენმა.
- ხომ გეუბნებოდი, არსებობენ-მეთქი! შენ კი გაიძახოდი, კარგად არის შესწავლილიო. გითხარი, არა? ხომ ხედავ!
ივი ღელავდა, ხმამაღლა და უთავბოლოდ ლაპარაკობდა.
- კარგი, დამშვიდდი. მიამბე ერთი, რა ნახე!
- რა და, შორიდან რომ პატარა ბორცვები გვეგონა, თურმე სახლები ყოფილა.
- სახლები?!
- ჰო, ჩვეულებრივი სახლები! ჩვენთან, სიძველეთა მუზეუმებში რომ გინახავს, ისეთები. ოღონდ უფრო მოზრდილებია.
- მერე?
- დაუფიქრებლად შევედი ერთ-ერთში. რატომღაც მჯეროდა, მისი ბინადარნი ზუსტად ჩვენნაირები იქნებიან-მეთქი. ეზოც, მესერიც, ხეც, შენობაც, კიბეც - ყველაფერი ჩვენებურსა ჰგავდა, ეგ არის, ყოველი მათგანი უზომოდ დიდი იყო. კი გამიკვირდა ეს, მაგრამ ბევრი არ მიფიქრია, პირველივე უშველებელი კარი შევაღე. ვეებერთელა ვრცელსა და მაღალჭერიან დარბაზში აღმოვჩნდი. ცარიელი იყო. პირდაპირ კიდევ ორი კარი მოჩანდა. ერთ-ერთიდან ხმაური მომესმა. მივედი და შევაღე.
ივი წუთით შეჩერდა, თითქოს დაძაბული ამხანაგის ნერვებზე თამაშობსო. მერე ისევ განაგრძო:
- ჰო, კარი შევაღე. ოთახის შუაგულში კაცი იდგა.
- კაცი? - აღმოხდა გასუსულ ენს.
- ჰო, კაცი და თანაც ზუსტად ჩვენნაირი,
- დაუჯერებელია!
- დაუჯერებელი კი არა... მე ხომ თავიდანვე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ოთახში ჩვენნაირი არსება დამხვდებოდა, ოღონდ გოლიათური აღნაგობისა. ასეც მოხდა. მაგრამ შემდეგ...
- რა შემდეგ?! თქვი, რაღას აჭიანურებ!

Posted by: რიკოჰ 5 Dec 2023, 02:56
- ოთახში შევედი. კაცმა ყურადღებით დამხედა ზემოდან. გამაჟრიალა. ვიდრე რამეს ვიტყოდი, კაცი შეტრიალდა და უცებ დაიგრგვინა. შესაძლოა, იმათებურად ეს დალაპარაკებაც კი იყო. კიდევ რამდენჯერმე დაიგრუხუნა. ხელში რაღაც უცნაური ფორმის საგანი ეჭირა. ეტყობა, ამ საშინელ ხმას ის საგანი გამოსცემდა. ვიფიქრე, ჩვენთვის უცნობი ბგერითი იარაღია-მეთქი. ხომ შეიძლებოდა, ჩემთვისაც ესროლა! ჰოდა, ერთი ნახტომით მასთან გავჩნდი და ელვის სისწრაფით ხელიდან გამოვტაცე. თან დასაფრთხობად, ყოველი შემთხვევისთვის, შუბლში დავუმიზნე. კაცი დაიჭყანა და უცნაურად აჭყივლდა.
ანაზდად კარი გაიღო. მე უკან დავიხიე, იარაღი ხელში მეჭირა. ოთახში ამ პირველზე უფრო დიდი გოლიათი შემოვიდა. ჯერ კაცთან მიძუნძულდა, ყურში ხელი ჩაავლო და აქაჩა. დამხვდურმა უცნაურად დაიხავლა და შემოსულს თითით ჩემზე ანიშნა. გოლიათი შემობრუნდა, დამაცქერდა და ნაბიჯი გადმოდგა, თან რაღაც დაიჯიჯღინა. იარაღი მივუშვირე, მაგრამ იოტისოდენადაც არ შეშინებია. გოლიათმა ხელში ჩაბღუჯული უცნაური საგანი მომიქნია და პირდაპირ სახეში მხეთქა. თვალთ დამიბნელდა. პატარა გოლიათის იარაღს ხელი ვუშვი და ოთახიდან გამოვვარდი. სახე მეწვოდა - ქიმიური იარაღით თუ დამარეტიანა დიდმა გოლიათმა. უკან არ მომიხედავს, აქამდე შეუსვენებლად ვირბინე. აი, ასე იყო ეს.

ივიმ თვალი გაახილა და ამხანაგს მიაშტერდა.
- აი, ასე იყო ეს, - გაიმეორა.
- შენ რას ფიქრობ ივი? - კეფა მოიქექა შეფიქრიანებულმა ენმა.
- რაზე?
- ვინ არიან ისინი? საშიში ხალხია?
- მე მგონი... ეტყობა, უცხოებს ვერ იტანენ, მადლობა ღმერთს, რომ, რამდენადაც მივხვდი, განვითარების დაბალ დონეზე დგანან. მაგათ რომ კოსმოსური ტექნიკა ჰქონდეთ, წინ ვინ დაუდგებათ!
ენს გააჟრჟოლა. - მაშასადამე, განვითარების დონით ჯერჯერობით ჩამოგვრჩებიან, არა?
- ჯერჯერობით, - ფიქრიანად დაუქნია თავი ივიმ. - ჯერჯერობით... - ჩაიჩურჩულა თავისთვის.
ვარსკვლავმფრენი მთელი სიჩქარით მიაქროლებდა ორ გარინდულ არსებას. სალონში გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ კვანტოფონის მონოტონური ტკაცუნი არღვევდა.

... ქალი ოთახს ჰგვიდა, როცა მეორე ოთახიდან ბავშვის ტირილი შემოესმა. ცოცხით ხელში, გაბრაზებული გაემართა მისკენ. კარი შეაღო. ბავშვი შუა ოთახში იდგა და ხმამაღლა ტიროდა.
- რა გაღრიალებს?! - ყური აუწია დედამ.
- ჩემი ნიანგი! - უფრო აღრიალდა ბავშვი. ქალმა იქით მიიხედა, საითაც შვილი ანიშნებდა. ოთახის კუთხეში ჭვარტლიანი საცხით სახეგათხუპნული ნამცეცა ბიჭი იდგა. დაბნეული ჩანდა, ხელში უხერხულად ატრიალებდა სათამაშო ნიანგს, რომელიც ხელის ყოველ მოჭერაზე ჭყიპინებდა.
- ეს გამურული ჯუჯა ვინღაა?! - დაიყვირა აღშფოთებულმა ქალმა. - ისევ თამაშობ, ხომ, ქუჩის ბიჭებთან?! - და "ქუჩის ბიჭს" ცოცხი გაუქანა სახეში. - ახლავე მიეცი ნიანგი, შე საზიზღარო, და მოუსვი აქედან!
შეშინებულმა ნამცეცამ მაშინვე გააგდო ხელიდან სათამაშო და დაფეთებული მიაწყდა კარს.
ქალი დიდხანს არ დაწყნარებულა, თავის აცრემლებულ შვილს ყურს უსრესდა და დაუსრულებლად ტუქსავდა. მისი ბრაზიანი ხმა კი კარგა ხანს გრგვინვასავით მისდევდა უკან "საიდანღაც მოთრეულ გამურულ ჯუჯას", კისრისტეხით რომ მირბოდა ნამიან მოლზე თავისი კოსმოსური ხომალდისაკენ.

Posted by: kotte 6 Dec 2023, 13:39
QUOTE (Antigone @ 25 Mar 2005, 12:18 )
კი, როგორ არა, გურამ ფანჯიკიძე biggrin.gif

https://www.goodreads.com/list/show/107887._

გუდ-რიდსის საიტმა ეს ჩამონათვალი ამოაგდო, მოსაძებნად საინტერესოა

Posted by: 4L3X 12 Dec 2023, 23:30
კარგი ამბებით ვარ მოსული!!!

ამ წამს დავასრულე დებიუტანტი მწერლის, გიორგი კვიტატიანის პირველი წიგნი https://www.goodreads.com/book/show/156147112 რომელიც "ქაოსის ქრონიკების" დასაწყისია. ვისაც ფენტეზი მოგწონთ ყველას გირჩევთ რომ წაიკითხოთ.

Posted by: naxa10vka 26 Mar 2024, 21:35
QUOTE
გთავაზობთ პატარა ფანტასტიკურ მოთხრობას... ჟურნალის თითო გვერდზე სამ -სამ სვეტად იყო ტექსტი, და აბზაცებად უხვად გაშლილი, ამიტომ, ადგილის მოსაგებად ერთმანეთზე მივაყარე ცოტათი, ძალიან გაწელილი პოსტები რომ არ გამოსულიყო.

ჟურნალი "პიონერი", 1987 წელი.

ნუგზარ ინჯია
შეხვედრა


ალბათ სკოლის მოსწავლის დაწერილია. პატარ-პატარა შეცდომებია მაგრამ მთლიანობაში, სკოლის მოწაფის თაობაზე, არა უშავს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)