Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > General Discussion > რატომ დაანგრიეს რესტორანი არაგვი ?


Posted by: PNG 20 Feb 2024, 03:14
user posted image



ამ რესტორანს რომ კაცი დაანგრევს იმ კაცის დედას ######
დედას და მამას დავყავდი აქ მამაჩემს როგორც არქიტექტორს უყვარდა ეს ადგილი და იდეები ჰქონდა როგორ გაკეთებულიყო ქალაქის კულტურულ რესტორნად ანუ როგორც მთაწმინდის რესტორანს აქვს კულტურული სტატუსი და არაა მხოლოდ რესტორანი.


ვინც პატარაა არ ეცოდინება გმირთა მოედანზე სანამ ესტაკადას გააკეთებდნენ მარჯვენა სანაპიროზე ცირკიდან რომ ჩადიხარ დაღმართია მტკრისკენ მარჯვენა სანაპიროზე ზუსტად ცირკის გორის ძირში იყო ეხლა მიტოვებული მინდორია .


სადაც ყვითელი ისარითაა მონიშნული


user posted image



მაგარი საკაიფო ადგილი იყო user.gif


ნაცები მარტო ამის დანგრევისთვის არიან საცემი vik.gif

დღეს მიგდებული ადგილია

ვერ ვხდები რას ერჩოდნენ mad.gif

Posted by: Pshaveli 20 Feb 2024, 08:44
მანამდე მაგ ადგილზე იყო ღია საცურაო აუზი, მგონი ერთადერთი იმ დროის თბილისში. სანაპიროზე საავტომობილო გზა არ არსებობდა, სამხედრო გზა მიდიოდა გმირთა მოედანზე და იქიდან საბურთალოზე ბაზართან ცაივლიდა(მაშინ ბაზარი დღევანდელი სპორტის სასახლის ადგილზე იყო). მერე როგორ ჩადიოდა სამხედრო გზა მტკვრის პირას არ ვიცი, თუ ვინმემ იცით დაწერეთ.

Posted by: darlan 20 Feb 2024, 08:47
რაღაც მორიგი ბეტონის მრავალსართულიანი მახინჯობა უნდა ეტენათ, დაიწყეს კიდეც მშენებლობა, მაგრამ ჩაიშალა პროექტი. თუმცა არაუშავს, ახლა ბევრად უფრო დიდ და მახინჯ ბეტონის მონსტრს ჩატენიან. შეიძლება არაერთს.

Posted by: oligarh 20 Feb 2024, 09:13
რა საინტერესო ცხოვრება გაქ...............

მლიააააააააააააა...........

Posted by: UMTS 20 Feb 2024, 09:17
PNG
QUOTE
ვერ ვხდები რას ერჩოდნენ

https://forum.ge/?f=29&showtopic=35278108&st=0

Posted by: otokarcobra 20 Feb 2024, 09:24
PNG
სასტუმრო ჰაიატ თბილისი უნდა აშენებულიყო, თუმცა გრუნტის წყლების მოდინება ვერ გააჩერეს როგორც მახსოვს და კატლავანის ამოღების და კლდის მოშლის მერე შეჩერდა სამუშაოები. ისე ძაან მაგარი ადგილია

Posted by: Trump 20 Feb 2024, 09:44
გრუნტის წყლებიო, არადა თანამედროვე "ტეხნალოგიებით" ჭაობებში აშენებენ კორპუსებს და ოაზისებს, ეს გრუნტის წყლების დრენაჟი რა გახდა

Posted by: gramatikikina 20 Feb 2024, 12:36
რამე რომ ააშენო და გაყიდო, ის ადგილი მძღნერის სუნად არ უნდა ყარდეს
ქიაჩელზეც კი ამოდის მტკვრიდან მძღნერის სუნი
კალაძემ არ იცის ეტყობა ჯერ
* * *
Trump
QUOTE
გრუნტის წყლებიო, არადა თანამედროვე "ტეხნალოგიებით" ჭაობებში აშენებენ კორპუსებს და ოაზისებს, ეს გრუნტის წყლების დრენაჟი რა გახდა

გრუნტის წყლების შეჩერება მუდმივი ხარჯებია
ტვინით რომ გეშოვათ ეგ ფული, გარეუბნებს განავითარებდით და იქ შექმნიდით ახალ ძვირადღირებულ უბნებს, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
მაგრამ ტვინი სადაა ეგრე
ჩაციკლულები ხართ თავისუფლების მეტროზე lol.gif ც. გია სურამელაშვილი

Posted by: IG2006 20 Feb 2024, 12:47
და დელისთან პროფკავშირების სახლის წინ შავი ჭირის ბაცილებით გაჟღეთილი შემოღობილი ანტისანიტარიული გარემო როდემდე უნდა იყოს?

მანდაც გრუნტის წყლებია...?


Posted by: ukimerioni-61 20 Feb 2024, 12:50
რა მაგისი პასუხია და რუსებმაც დაანგრიეს, თუ კიდეა არბატზე?

Posted by: Trump 20 Feb 2024, 12:50
gramatikikina


მარკშეიდერიც ხარ? მე მხოლოდ განსაკუთრებული მძიმე საქმეების დეტექტივი მახსოვდიbiggrin.gif

Posted by: Votren 20 Feb 2024, 12:54
კაი დრო იყო, სტუდენტობის დროს 10-10 მანეთს დავდებდით დ წავიდა ქეიფი, თან მოცეკვავე გოგონებიც ყავდათ, 70-იანების ბოლოს ამბებია

Posted by: narcoTOURIST 20 Feb 2024, 13:03
Pshaveli
QUOTE
მანამდე მაგ ადგილზე იყო ღია საცურაო აუზი

1933 წელს გაიხსნა კულტურის და სპორტის პარკი, სტალინის სახელს ატარებდა

1940 წელს ეგრე გამოიყურებოდა

user posted image

60-ანებში

user posted image

1970 წელს ააშენეს რესტორანი

2008 წელს დაანგრიეს

Posted by: Ess 20 Feb 2024, 13:07
თავისუფლად შეიძლებოდა ამის რეაბილიტაცია.
სიმწვანე, სიმშვიდე, სივრცე.
მაგრამ თანამედროვე ქართველი გოიმია

user posted image

Posted by: Trump 20 Feb 2024, 13:17
Votren
QUOTE
კაი დრო იყო, სტუდენტობის დროს 10-10 მანეთს დავდებდით დ წავიდა ქეიფი, თან მოცეკვავე გოგონებიც ყავდათ, 70-იანების ბოლოს ამბებია



ასეთი ხელმისაწვდომი იყო არაგვი? სტუდენტები დადიოდნენ?
მე მახსოვს მონაყოლებით,რომ პრესტიჟულ რესტორნად ითვლებოდა.

Posted by: Votren 20 Feb 2024, 13:25
QUOTE (Trump @ 20 Feb 2024, 13:17 )
Votren
QUOTE
კაი დრო იყო, სტუდენტობის დროს 10-10 მანეთს დავდებდით დ წავიდა ქეიფი, თან მოცეკვავე გოგონებიც ყავდათ, 70-იანების ბოლოს ამბებია



ასეთი ხელმისაწვდომი იყო არაგვი? სტუდენტები დადიოდნენ?
მე მახსოვს მონაყოლებით,რომ პრესტიჟულ რესტორნად ითვლებოდა.

კი, ფული თუ გქონდა არ იყო პრობლემა. რატომ უნდა ყოფილიყო შეზღუდვა? ივერიაშიც დავდიოდით. უბრალოდ ცოტა იყო რესტორნები. ახლა ყველა ნაბიჯზე რომაა, ასე სად იყო

Posted by: GEORGEXIII 20 Feb 2024, 13:31
არადა რა კაი დიზაინის მქონე შენობა იყო.

Posted by: narcoTOURIST 20 Feb 2024, 13:32
Ess
QUOTE
თავისუფლად შეიძლებოდა ამის რეაბილიტაცია.
სიმწვანე, სიმშვიდე, სივრცე.

ეს სხვა რესტორანია - ისინდი, იპოდრომის ტერიტორიაზე იყო

Posted by: Queeestion 20 Feb 2024, 13:34
QUOTE (Pshaveli @ 20 Feb 2024, 08:44 )
მაგ ადგილზე იყო ღია საცურაო აუზი, მგონი ერთადერთი იმ დროის თბილისში

მაგ აუზზე დავდიოდი smile.gif

Posted by: Ess 20 Feb 2024, 13:39
narcoTOURIST
QUOTE
ეს სხვა რესტორანია - ისინდი, იპოდრომის ტერიტორიაზე იყო

ჰო, ძალიან კარგ ადგილზე ძალიან ლამაზი შენობა იქნებოდა

Posted by: Trump 20 Feb 2024, 13:47
არადა ეხლა რო დაარჭონ იპოდრომზე ეგეთი დიზაინის რესტორანი, გლდანში მცხოვრები ხალხი აივნებიდან გადმოხტებიან

Posted by: tengo9786 20 Feb 2024, 14:04
QUOTE (Votren @ 20 Feb 2024, 12:54 )
კაი დრო იყო, სტუდენტობის დროს 10-10 მანეთს დავდებდით დ წავიდა ქეიფი, თან მოცეკვავე გოგონებიც ყავდათ, 70-იანების ბოლოს ამბებია

ვააახ, შენ რა დრევნი ხარ, მე ერთხელ ვარ ნამყოფი და მახსოვს მწვანილეულში ჩაკბეჩილი ბოლოკი შემოგვაპარეს gigi.gif

Posted by: gramatikikina 20 Feb 2024, 15:20
QUOTE (narcoTOURIST @ 20 Feb 2024, 13:03 )
Pshaveli
QUOTE
მანამდე მაგ ადგილზე იყო ღია საცურაო აუზი

1933 წელს გაიხსნა კულტურის და სპორტის პარკი, სტალინის სახელს ატარებდა

1940 წელს ეგრე გამოიყურებოდა

user posted image

60-ანებში

user posted image

1970 წელს ააშენეს რესტორანი

2008 წელს დაანგრიეს

ესე იგი ჯერ ერთი აუზი მიუთვისებიათ და ლაგუნა აუშენებიათ, მერე ამ თანამედროვე კომუნისტს მეორე აუზი მიუთვისებია lol.gif

Posted by: რიკოჰ 20 Feb 2024, 15:35
QUOTE (Trump @ 20 Feb 2024, 12:50 )
gramatikikina
მარკშეიდერიც  ხარ?  მე მხოლოდ განსაკუთრებული მძიმე საქმეების დეტექტივი მახსოვდი biggrin.gif

მაგადიაა givi.gif

Posted by: moonlight 20 Feb 2024, 20:39
dedas davasxi magis ngrevis damkvett.

Posted by: PNG 21 Feb 2024, 02:10
ეგ შენობა აუქციონზე მაინც გაეყიდათ ახალი კერძო პირი მოხოდავდა თან ადგილია ისეთი რესტორანი ბუნებასთან შერწყმული მანდ კლდიდან პატარა მდინარე გადმოდიოდა იდეაში შეიძლებოდა ხელოვნური მინი ჩანჩექრის გაკეთებაა.

თან სიძველეს თავისი ხიბლი აქვს ევროპაში რაც უფრო ძველია კვების ობიექტი მით უფრო პოპულარულია ზოგი ობიექტი თაობიდან თაობას გადაეცემა.

Posted by: ShaqroPapa 23 Feb 2024, 15:28
მანდ ბოლოს კლუბი იყო, 16 რაუნდი; მერე მემგონი ცათამბჯენების აშენებას აპირებდნენ მაგრამ გაჩერდა ეგ პროექტი რატომღაც.

Posted by: PNG 26 Feb 2024, 17:52
QUOTE (ShaqroPapa @ 23 Feb 2024, 15:28 )
მანდ ბოლოს კლუბი იყო, 16 რაუნდი; მერე მემგონი ცათამბჯენების აშენებას აპირებდნენ მაგრამ გაჩერდა ეგ პროექტი რატომღაც.

ShaqroPapa

ხოდაა ###ები არიან

არ შეგვცეს ამ ცათაბჯენებით facepalm.gif


თამარ მეფის ხიდთან რომ ააშენს ცათაბჯენები მანს გავლა მეშინია ასე მგონია გადმოყირავდება

user posted image


დრო და დრო კლდიდან ქვები სცვივა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)