Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > General Discussion > მათემატიკური ამოცანები


Posted by: Gam3Master 17 Sep 2009, 19:01
გამარჯობათ გთხოვთ ვისაც მათემატიკა კარგად გესმით დამეხმარეთ 3 ამოცანის ამოხსნაში.და ამიხსენით თუ როგორ მიიღეთ პასუხი.

1.სამმა ადამიანმა 9 განსხვავებული წიგნი უნდა გაინაწილოს.რამდენი სხვადასხვა ხერხით შეიძლება ამის გაკეთება?

2.მოცემულია ციფრები; 1,2,4 და 0. რამდენი სამნიშნა რიცხვის შედგენა შეიძლება ამ ციფრებით, თუ ციფრებს არ გავიმეორებთ? ან რიცხვებში რამდენი იყოფა 3-ზე? რა არის ალბათობა იმისა,რომ მიღებული სამნიშნა რიცხვებს შორის შემთხვევით შერჩეული რიცხვი არ გაიყოფა სამზე?

3.პარალელოგრამის პერიმეტრი 24 სმ-ია სიმაღლეების შეფარდება არის 5:7 იპოვეთ პარალელოგრამის გვერდები.

მადლობა წინასწარ!

Posted by: mamuka90 17 Sep 2009, 19:27
QUOTE
3.პარალელოგრამის პერიმეტრი 24 სმ-ია სიმაღლეების შეფარდება არის 5:7 იპოვეთ პარალელოგრამის გვერდები.

მიღებული მართკუთხა სამკუთხედების მსგავსების საფუძველზე ასეთი განტოლება მიიღება:
X/12-X = 5/7
X=5 სმ(პატარა გვერდი)
12-X=7 სმ(დიდი გვერდი)

Posted by: Gam3Master 17 Sep 2009, 19:46
აუ ვერ გავიგე და რომელი მსგავსების ნიშნითაა ეს სამკუთხედები მსგავსი და X-რას აღნიშნავსა ამ შემთხვევაში?

Posted by: Giusha 17 Sep 2009, 19:50
Gam3Master

პირველი და მეორე უმარტივესი კომბინატორიკის ამოცანებია... მაგრამ რომ გაიგო ამისათვის მინიმუმ ფაქტორიალი და კომბინატორიკის სიმბოლიკები უნდა იცოდე, თუ გინდა მე მაინც ავხსნი...

და მესამე ნუ უმარტივესია smile.gif

Posted by: Gam3Master 17 Sep 2009, 19:56
ფაქტორიალი და კომბინატორიკა რა არის არც მისწავლია smile.gif დღეს ამიხსნეს ეს სკოლაში smile.gif

Posted by: Mr-President 17 Sep 2009, 20:04
Gam3Master
QUOTE
1.სამმა ადამიანმა 9 განსხვავებული წიგნი უნდა გაინაწილოს.რამდენი სხვადასხვა ხერხით შეიძლება ამის გაკეთება?


9! / (3!6!) = 7*8*9/2*3=84


QUOTE
2.მოცემულია ციფრები; 1,2,4 და 0. რამდენი სამნიშნა რიცხვის შედგენა შეიძლება ამ ციფრებით, თუ ციფრებს არ გავიმეორებთ? ან რიცხვებში რამდენი იყოფა 3-ზე? რა არის ალბათობა იმისა,რომ მიღებული სამნიშნა რიცხვებს შორის შემთხვევით შერჩეული რიცხვი არ გაიყოფა სამზე?


იქნება 4(4-1)=12 მაგრამ რადგან 0-ით დაწყებული არ ითვლება, დარჩება 12-3=9

სამზე გაიყოფა
124
210
240
420

ანუ 3-ზე არ გაიყოფა 5 რიცხვი. სულ არის 9. ალბათობა იქნება 5/9


QUOTE
3.პარალელოგრამის პერიმეტრი 24 სმ-ია სიმაღლეების შეფარდება არის 5:7 იპოვეთ პარალელოგრამის გვერდები.

a და 12-a

a*5x=(12-a)*7x
5a=84-7a
12a=84
a=7

7 და 5
* * *
მე-2 შეცდომით მაქვს

ფორმულა აღარ მახსოვს

ეხლა დავთვალე ხელით და 18 ცალს ვიღებ.

Posted by: Gam3Master 17 Sep 2009, 20:18
3-ეს სწორი ნახატი როგორი იქნება ეს :

http://www.radikal.ru

თუ ეს:

http://www.radikal.ru

Posted by: Georgiana999 17 Sep 2009, 21:55
Gam3Master
ნახატი მეორეა სწორი

Posted by: juv 17 Sep 2009, 23:24
პირველ შემთხვევაში ნახატზე სიმაღლეები ტოლია და 5:7 როგორ იქნება smile.gif) მეორე ნახაზია სწორი და AB + BC = 12 , სიმახლეები თუ ისე შეეფარდება როგორც 5:7 , ესენი გამოდის ჰიპოტენუზა 2 სამკუთხედის და მაშინ AB/BC = 5/7 .. X ებით რო აღვნიშნოთ.. 5X+7X = 12 და X = 1 ანუ AB = 5 და BC = 7

Posted by: Gam3Master 22 Sep 2009, 17:59
ახლა ეს ამოცანები მაქვს :

1.ყუთში სამი ფერის ფანქრებია : 6 - ლურჯი,7- წითელი და 8 ყვითელი. რა უმცირესი ოდენობის ფანქრები უნდა ამოვიღოთ(ყუთში ჩაუხედავათ) რომ მათგან
ა) ორი მაინც იყოს ერთი ფერის
ბ)ოთხი მაინც იყოს ერთი ფერის?
პასუხები ვიცი მარა როგორ ამოვხსნა ეგ ვერ გავიგე.

2. კლასში 37 მოსწავლეა. მოიძებნება თუ არა მათ შორის ოთხი მოსწავლე,რომლებიც ერთსა და იმავე თვეშია დაბადებული?
მე მივიღე რომ 3 მოსწავლე შეიძლება მარა პასუხში მაინც 4 მოსწავლეზეა დამეხმარეთ

პ.ს წინასწარ მადლობა ვიცი რომ ლომები ხართ ამ საქმეში smile.gif

Posted by: ეგრი 22 Sep 2009, 18:02
http://forum.ge/?f=66&showtopic=33725235&st=1140
* * *
Gam3Master
QUOTE
ა) ორი მაინც იყოს ერთი ფერის

9.
ყველაზე ცუდი ვარიანტია, როდესაც თავიდან ყვითლები მოდის.

QUOTE
ბ)ოთხი მაინც იყოს ერთი ფერის?

ამას ვერ მოახერხებ.

QUOTE
2. კლასში 37 მოსწავლეა. მოიძებნება თუ არა მათ შორის ოთხი მოსწავლე,რომლებიც ერთსა და იმავე თვეშია დაბადებული? მე მივიღე რომ 3 მოსწავლე შეიძლება მარა პასუხში მაინც 4 მოსწავლეზეა დამეხმარეთ

აიღე თორმეტი უჯრა. დაარქვი თვის სახელები და ჩასვი ბავშვები დაბადების თვის მიხედვით.
ერთში მაინც 4 მოხვდება.
ყველაზე უარესი ვარიანტია - ყველა უჯრაში 3 ბავშვი და ერთ-ერთში 4.

ეს ამოცანები დირიხლეს პრინციპზეა თუ არ ვცდები. smile.gif

Posted by: _LoMu_ 22 Sep 2009, 18:16
Gam3Master
ერთი შნეი მასწავლებლები გხედავდნენ აქ რა ნიშანს დაგიწერდნენ tongue.gif საწყენად არ მიიღO რამდენი ამოცანა დადე უკვე wink.gif ის ეკაი ბიჭი ჩანხარ რო გაინტერესებს მაინც, ხალხია ერთი შეხედვით ვერ გაიგებენ და მერე ჩოილარზე იკიდებენ

Posted by: Gam3Master 22 Sep 2009, 18:26
ეგრი
აუ ვერ გავიგე sad.gif

2-ეს მივხვდი მარა 1-ელი ვერ გავიგე და ამიხსენი რა

Posted by: _LoMu_ 22 Sep 2009, 19:21
Gam3Master
რა რამდენი წლის ხარ ჯიგარო ანუ რომელ კლასში ხარ ?? ?

Posted by: i-L-i-A-D-i-S-i 22 Sep 2009, 19:28
Gam3Master

შენ მგონი ის ხარ ვინც მე მგონიხარ...

დაახლოებით 1-2 წლის წინ შენი კლანელი ვიყავი L2 ში მარა გავანებე მერე... biggrin.gif

Posted by: juv 22 Sep 2009, 19:42
QUOTE (Gam3Master @ 22 Sep 2009, 17:59 )
ახლა ეს ამოცანები მაქვს :

1.ყუთში სამი ფერის ფანქრებია : 6 - ლურჯი,7- წითელი და 8 ყვითელი. რა უმცირესი ოდენობის ფანქრები უნდა ამოვიღოთ(ყუთში ჩაუხედავათ) რომ მათგან
ა) ორი მაინც იყოს ერთი ფერის
ბ)ოთხი მაინც იყოს ერთი ფერის?
პასუხები ვიცი მარა როგორ ამოვხსნა ეგ ვერ გავიგე.

2. კლასში 37 მოსწავლეა. მოიძებნება თუ არა მათ შორის ოთხი მოსწავლე,რომლებიც ერთსა და იმავე თვეშია დაბადებული?
მე მივიღე რომ 3 მოსწავლე შეიძლება მარა პასუხში მაინც 4 მოსწავლეზეა დამეხმარეთ




1 ) ა ) 4
ბ) 10

2) 37/12 = 3 და ნაშთი რჩება 1 .. ანუ 1 ვიღაც კიდე არის დაბადებული რომელიღაცა თვეში და უკვე იმ თვეში მინიმუმ 4 ბავშვი გამოდის დაბადებული.


პირველს ავხსნი.. ყოველთვის უნდა გავთვალოთ ყველაზე ცუდი შემთხვევა.. ა ვარიანტში ეს იქნება 3 ცდის მერე თუ სხვადსხვა ფერს ამოვიღებთ.. მეოთხესაც რომ ამოვიღებთ ხომ აუცილებლად იქნება უკვე რომელიგაცა ფერი 2 ცალი ?? ბ ვარიანტში კიდე ყველაზე ცუდი იქნება თუ 9ს ამოვიღებთ და 3-3 დაჯდება თითოეული.. მეათე ფანქრის ამოღება კი უკვე აუცილებლად რომელიღაცა ფერს 4ს გახდის.. ანუ ყოველთვის ეძება ასეთ დროს ყველაზე ცუდი შემთხვევა ..

Posted by: Gam3Master 6 Oct 2009, 20:07
_LOMU_
11 კლასში ვარ
i-L i A D i S i
რომელ სერვერზე?
ხორნერის წესით გაყოფა
ესეთი რამე ვინმეს გაუგია? biggrin.gif

P-ს რა მნიშვნელობისათვის გაიყოფა უნაშთოდ

http://www.radikal.ru

მრავალ წევრი (x+3)-ზე


გთხოვთ ეს ამომახსნევინეთ ძალიან მჭირდება



Posted by: GiGlema 6 Oct 2009, 21:04
Gam3Master
QUOTE
11 კლასში ვარ

მე11ში ამ ამოცანებს გაძლევენ? spy.gif

Posted by: Gam3Master 6 Oct 2009, 21:37
GiGlema
კი რა არის რო?

თუ შეგიძლია ამომახსნევინე

Posted by: Gam3Master 9 Nov 2009, 19:56
კითხვა არის ასეთი

450 დაყავით 7-ისა და 8-ის პროპორციულ ნაწილებად

და ვერ გავიგე რა უნდა ვქნა...

Posted by: Did_Giorgi 9 Nov 2009, 20:34
Gam3Master
QUOTE
450 დაყავით 7-ისა და 8-ის პროპორციულ ნაწილებად

და ვერ გავიგე რა უნდა ვქნა...

7+8=15 ანუ სულ თხუთმეტ ნაწილად უნდა გაყო
450/15=30
მერე იღებ 7 ნაწილს ანუ 30*7=210
და
8 ნაწილს ანუ 30*8=240


Mr-President
QUOTE
სამზე გაიყოფა
124


ნწუ

124 არ იყოფა 1+2+4=7 და შესაბამისად 3ზე არ იყოფა user.gif

Posted by: i-L-i-A-D-i-S-i 9 Nov 2009, 23:26
Gam3Master

გუშინ დავწერე დავალებაში ეგ biggrin.gif
რომელი ხარ? ხო არ გიცნობ?

Posted by: ibo 10 Nov 2009, 02:29
Gam3Master

QUOTE
P-ს რა მნიშვნელობისათვის გაიყოფა უნაშთოდ

user posted image

მრავალ წევრი (x+3)-ზე

გთხოვთ ეს ამომახსნევინეთ ძალიან მჭირდება

ეგ გამოსახულება ზევით ტოლფასია

3x^3+9x^2-25x^2-75x+84x+p=3x^2(x+3)-25x(x+3)+84(x+3) ==> p=84*3=252



Posted by: Mr-President 10 Nov 2009, 02:34
Gam3Master
QUOTE
P-ს რა მნიშვნელობისათვის გაიყოფა უნაშთოდ


დაიწყებ გაყოფას.

პირველი წევრი იქნება 3X^2

ანუ გექნება 3x^3-16x^2+9x+p - 3x^2(x+3)= -25x^2+9x+p

მეორე წევრი იქნება -25x

ანუ მივიღებთ -25x^2+9x+p +25x(x+3)= 84x +p

მესამე წევრი გექნება 84

ანუ 84x +p - 84(x+3)=p-252


ანუ p=252

საბოლოოდ მაგ მრავალწევრს რომ გაყოფ x+3 -ზე, მიიღებ 3x^2-25x+84


Posted by: TETISA 10 Nov 2009, 14:40
დეტალურად გამაგებინეთ, არის თუ არა რამე მოკლე ხერხი, რომლითაც გამოვთვლი, თუ რამდენ ნოლზე მთავრდება 1-დან 20-მდე ნატურალური რიცხვების ნამრავლი.
ანალოგიურად, რამდენ ნოლზე მთავრდება 1-25 რიცხვების ნამრავლი

Posted by: rezо333 10 Nov 2009, 19:09
rolleyes.gif rolleyes.gif
QUOTE
დეტალურად გამაგებინეთ, არის თუ არა რამე მოკლე ხერხი, რომლითაც გამოვთვლი, თუ რამდენ ნოლზე მთავრდება 1-დან 20-მდე ნატურალური რიცხვების ნამრავლი.
ანალოგიურად, რამდენ ნოლზე მთავრდება 1-25 რიცხვების ნამრავლი


Posted by: TETISA 11 Nov 2009, 01:11
ეეე, ამომახსნევინეთ რა
რამდენი ნოლი აქვს ამათ ნამრავლს. კი ვიცი რომ ოთხი და ექვსი
. მაგრამ მარტივად როგორ დავითვალო

Posted by: Mr-President 11 Nov 2009, 01:14
TETISA

უნდა მოძებნო ისეთი წყვილები, რომელთა ნამრავლი 0-ს გვაძლევს.

4 და 5
2 და 15
3 და 10
12 და 20


Posted by: TETISA 11 Nov 2009, 01:33
Mr-President
ვერ გავიგე კარგად rolleyes.gif

Posted by: z125 11 Nov 2009, 01:34
Mr-President
QUOTE
მოცემულია ციფრები; 1,2,4 და 0. რამდენი სამნიშნა რიცხვის შედგენა შეიძლება ამ ციფრებით, თუ ციფრებს არ გავიმეორებთ?

QUOTE
იქნება 4(4-1)=12 მაგრამ რადგან 0-ით დაწყებული არ ითვლება, დარჩება 12-3=9

ეს ვერ გავიგე როგორ იანგარიშე მაგრამ პასუხი 18-ია

ეგრი
QUOTE
1.ყუთში სამი ფერის ფანქრებია : 6 - ლურჯი,7- წითელი და 8 ყვითელი. რა უმცირესი ოდენობის ფანქრები უნდა ამოვიღოთ(ყუთში ჩაუხედავათ) რომ მათგან
ა) ორი მაინც იყოს ერთი ფერის

QUOTE
9.

სწორი პასუხია 4
QUOTE
ბ)ოთხი მაინც იყოს ერთი ფერის?

QUOTE
ამას ვერ მოახერხებ.

რატო ვერ მოახერხებს? 10 ამოღებაზე მოახერხებს


Posted by: Mr-President 11 Nov 2009, 01:56
TETISA
QUOTE
ვერ გავიგე კარგად


რიცხვები ჩამოწერე 1-დან 20-მდე და მერე ყოველ 2 რიცხვს გადაუსვი ხაზი, რომელიც ნამრავლში ნულით ბოლოვდება. რამდენი წყვილიც გამოგივა, იმდენი ნული ექნება.

Posted by: z125 11 Nov 2009, 01:57
TETISA
QUOTE
დეტალურად გამაგებინეთ, არის თუ არა რამე მოკლე ხერხი, რომლითაც გამოვთვლი, თუ რამდენ ნოლზე მთავრდება 1-დან 20-მდე ნატურალური რიცხვების ნამრავლი.
ანალოგიურად, რამდენ ნოლზე მთავრდება 1-25 რიცხვების ნამრავლი

ნოლს ღებულობ 5-ზე დამთავრებული რიცხვის ლუწ რიცხვზე გამრავლებით და ასევე 0-ზე დამთავრებული რიცხვის ნებისმიერ რიცხვზე გამრავლებით.
1-დან 20-მდე რიცხვებში 5-ზე მთავრდება 2 რიცხვი: 5 და 15. მათი ნამრავლი ლუწ რიცხვებთან გვაძლევს 2 ცალ 0-ზე დაბოლოებულ რიცხვს. ასევე 1-დან 20-მდე სიმრავლეში გვაქვს კიდევ 2 ცალი 0-ზე დაბოლოებული რიცხვი: 10 და 20. ანუ სულ გამოდის 4 რიცხვი. მათი ნამრავლი დაბოლოვდება 4 ნულით.

1-დან 25-მდე სიმრავლეში გვემატება 1 რიცხვი: 25, რომელიც არის 5-ის 5-ზე ნამრავლი და თუ მათ გავამრავლებთ ცალცალკე ლუწ რიცხვებზე ან ერთჯერადად 4-ის ჯერად რიცხვზე (4, 8, 12, 16, 24) მივიღებთ კიდევ 2 ნულს ბოლოში და საბოლოოდ 6 ნულს.

ძაან რთულად ხო არ დავწერე? biggrin.gif

Posted by: TETISA 11 Nov 2009, 02:05
z125
მგონი გავიგე.
QUOTE
1-დან 25-მდე სიმრავლეში გვემატება 1 რიცხვი: 25, რომელიც არის 5-ის 5-ზე ნამრავლი და თუ მათ გავამრავლებთ ცალცალკე ლუწ რიცხვებზე ან ერთჯერადად 4-ის ჯერად რიცხვზე (4, 8, 12, 16, 24) მივიღებთ კიდევ 2 ნულს ბოლოში და საბოლოოდ 6 ნულს.

აი ამის გაკეთებას ცოტა გამოცდილება უნდა ხო?
მე პირველად შემხვდა ესეთი ამოცანა და ცოტა დამაბნია.
უნდა გაიაზრო და არმოიდგინო ესეიგი, რომელ ლუწ რიცხვთან ნამრავლში მიიღება ყველაზე მეტი ნოლი (25-ის შემთხვევაზე მაქვს საუბარი).

არ მომეწონა ეს ამოცანა

Posted by: z125 11 Nov 2009, 02:18
TETISA
QUOTE
აი ამის გაკეთებას ცოტა გამოცდილება უნდა ხო?

რავი აბა როგორ გითხრა user.gif
ცოტა გამოცდილება+ცოტა მათემატიკური აზროვნება+ცოტა მიხვედრილობა+ცოტა მონდომება=შედეგს. ეხლა ისე არ იფიქრო რომ ამით ჩემ თავს ვახასიათებდე lol.gif

ეს ხუმრობით და ისე თუ მოინდომებ ყველაფერს მიაღწევ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენად მოინდომებ wink.gif

Posted by: TETISA 13 Nov 2009, 11:36
3 სხავდასხვა ფერის ბურთი გდია. 2 ერთნაირი ფერის უნდა შეგრჩეს ხელში. მაგრამ როცა არ იცი რამდენი ყრია სულ, შეიძლება რომ დაუშვა ალბათობის დონეზე, რომ 4 ამოღებაა საჭირო?

Posted by: z125 13 Nov 2009, 21:05
რამდენი ბურთი გდია არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია 3 ბურთზე მეტი ეგდოს და ყველა ვარიანტში 4 აღებაზე 2 ერთნაირი ფერის ბურთი გექნება ხელში. მაგალითად გვაქვს წითელი, ყვითელი და ლურჯი ფერის ბურთები და იწყებ აღებას. ჯერ დავუშვათ აიღე წითელი, შემდეგ ყვითელი და ბოლოს ლურჯი. რა თქმა უნდა მეოთხე აღებაზე უკვე აიღებ ამ ფერებიდან ერთ-ერთს რადგან სულ მხოლოდ სამი ფერის ბურთია. აქ აქცენტი უნდა გადაიტანო ფერების და არა ბურთების რაოდენობაზე. ანალოგიურად თუ მაგალითად 7 ფერის ბურთი გვაქვს მაშინ 8 ამოღება იქნება საჭირო რომ 2 ერთნაირი ბურთი გვეჭიროს ხელში.

Posted by: TETISA 13 Nov 2009, 23:49
z125
ააა, ხოოო
როგორ ვერ მივხვდი.
biggrin.gif
დავიბენი უცებ.

Posted by: Naickon 14 Nov 2009, 11:39
ამ თემის გამხსნელს მივმართავ, ტუკია რის მეცხრე კლასში ინგლისურისა, რუსულის, ისტორისს, სამოქალაქო განათლების საკითხებზე თუ უნდა მე მომმართოს დიდი ხანი რომ არ მოუნდეს ძებნა...

Posted by: BuTtiaa= 14 Nov 2009, 11:43
აუ ამ ამოცანების მაგვარებს მახსნევინებდნენ 9 კლასში drug.gif vis.gif კიდევ კარგი თავი არ მოვიკალი biggrin.gif

Posted by: Spotify 15 Jan 2011, 20:23
100 ლარი გამოართვი პირველ მეგობარს, 50 ლარი მეორე მეგობარს. ამის შემდეგ იმ 50 ლარიდან 20 ლარი დავხარჯე, ხოლო 30 ლარი მივუტანე პირველ მეგობარს. სულ რამდენი მაქვს ახლა ვალი?

Posted by: nasonaso 16 Jan 2011, 21:57
Spotify
ღადაოოობ? : ))
120 + თუ მანამდე გქონდა ვინმეს ვალი biggrin.gif

Posted by: Mini Zemfira 17 Jan 2011, 16:04
ალბათ 120,
ვეთანხმები წინა დამპოსტველს.

Posted by: benito777 17 Jan 2011, 23:38
QUOTE
100 ლარი გამოართვი პირველ მეგობარს, 50 ლარი მეორე მეგობარს. ამის შემდეგ იმ 50 ლარიდან 20 ლარი დავხარჯე, ხოლო 30 ლარი მივუტანე პირველ მეგობარს. სულ რამდენი მაქვს ახლა ვალი?




არადა ლოგიკურად რომ იანგარიშო 150-20= 130

ანუ 130 ლარი უნდა ქონდეს ვალი biggrin.gif


არა რაღაც დებილობები დავწერე lol.gif

120 yes.gif

Posted by: nasonaso 18 Jan 2011, 14:27
QUOTE
არა რაღაც დებილობები დავწერე

აშკარად biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ქართლოსი 12 Feb 2011, 16:22
24=80%
100% რამდენი იქნება და როგორ?

Posted by: joto 12 Feb 2011, 17:00
qato
პროპორცია.
24=80%
X=100%
-----------------------
X=100%*24/80%=30

Posted by: mrjero1994 19 Feb 2011, 11:31
სქონელი საფუთავთან ერთად 40.8 ლარი ღირს . საფუთავის ფასი საქონლის ფასის 2% - ია. რა ღირს შეუფუთAვი საქონელი ?

ამას თუ ამოხსნით როგორ გააკეთEტ დაწერეთ რა მაინტერესებს

Posted by: _XuCo_ 19 Feb 2011, 11:38
mrjero1994

საქონელი - X
საფუთავი - 0.02X
ერთად 1.02X=40.8
საქონელი 40ლ გამოდის

Posted by: mrjero1994 19 Feb 2011, 11:45
_XuCo_

ერთად 1.02X როგორ ? ? ეს ვერ გავიგე

Posted by: gk-gio 19 Feb 2011, 11:48
ეგრი

ზდაროვა როგორ ხარ?

კარგია ასეთი თემა რომ გაიხსნა

აბიტურიენტობის დროს არ იყო მათამეატიკასი (ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ 10 უძლიერესი წიგნიდან ვხსნიდი ამოცანებს) ამოცანა რომელიც ვერ ამომეხსნას. ერთადერთი იყო ნიუტონის ამოცანა რომელიც შემდეგ ჩემმა ძმამ 2 წლის მერე როცა თვითონ იყო აბიტურიენტი ამოხსნა

სახლში რო მივალ აუცილებლად დავწერ მაინტერესებს თუ ამოხსნით

Posted by: mrjero1994 19 Feb 2011, 14:09
ნაკრძალში შვლების და ირმების საერთო როდენობის 30% ირმებია. რამდენი შველია ნაკრძალში , თუ ირმები შვლებზე 144 -ით ნაკლებია ?

ამას როგორ ამოხსნით ?

Posted by: g_o_g_i_n_a 19 Feb 2011, 15:06
QUOTE (mrjero1994 @ 19 Feb 2011, 11:45 )
_XuCo_

ერთად 1.02X  როგორ ? ?  ეს ვერ გავიგე

X+0.2X=1.02Xს smile.gif


X როცა მარტოა კოეფიციენტი 1 იგულისხმება აუცილებლად smile.gif

Posted by: Future> 19 Feb 2011, 15:25
mrjero1994
QUOTE
ნაკრძალში შვლების და ირმების საერთო როდენობის 30% ირმებია. რამდენი შველია ნაკრძალში , თუ ირმები შვლებზე 144 -ით ნაკლებია ?

ამას როგორ ამოხსნით ?

X - შველი
Y- ირემი

1) (X+Y)7/10 = X = (1.1.) 3X=7Y
2) X-144=Y

ჩასვავ Y მეორედან 1.1, ში

3X=7(X-144)
4X=1008
X=252

თU პირობას სწორად მივხვდი და არაფერი საინტრიგო არ წერია, მასეთი ამოცანები იყო უფრო რთულად ადრე მახსოვს mo.gif

mrjero1994
QUOTE
ერთად 1.02X როგორ ? ? ეს ვერ გავიგე

QUOTE
სქონელი საფუთავთან ერთად 40.8 ლარი ღირს . საფუთავის ფასი საქონლის ფასის 2%

პირობა ხომ მარტივად ჯდება, X თუ ღირს საქონელი მაშინ მისი ორი პროცენტი 0,02 X გამოვა. : )


QUOTE
ცოტა რთულები დაწერეთ

+++ givi.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 19 Feb 2011, 15:32
qato
QUOTE
24=80%
100% რამდენი იქნება და როგორ?

24 = 80%

ანუ 6 = 20 %

შესაბამისად 100% = 24+6 =30


ცოტა რთულები დაწერეთ


Posted by: Future> 19 Feb 2011, 15:34
g_o_g_i_n_a
QUOTE
ცოტა რთულები დაწერეთ

ბაქტერიებზე დავწერო? givi.gif


user posted image

Posted by: raopataravmogenatre 19 Feb 2011, 15:51
QUOTE (mrjero1994 @ 19 Feb 2011, 11:31 )
სქონელი საფუთავთან ერთად 40.8 ლარი ღირს . საფუთავის ფასი საქონლის ფასის 2% - ია. რა ღირს შეუფუთAვი საქონელი ?

ამას თუ ამოხსნით როგორ გააკეთEტ დაწერეთ რა მაინტერესებს

40.8-2%*40.8=40.... ასე უფრო ადვილია გასაგებად მგონი yes.gif

Posted by: Did_Giorgi 19 Feb 2011, 23:43
gk-gio
QUOTE
ნიუტონის ამოცანა

ამას გულისხმობ?

გამოჩენილ ინგლისელ მეცნიერს ისააკ ნიუტონს ძალიან უყვარდა კატები. რამდენი კატა ჰყავდა ნიუტონს, თუ ყველა, გარდა ხუთისა იყო ჟღალი, ყველა გარდა ოთხისა იყო შავი და ყველა გარდა შვიდისა კი - თეთრი?

Posted by: David_Gilmouridze 19 Feb 2011, 23:57
QUOTE
გამოჩენილ ინგლისელ მეცნიერს ისააკ ნიუტონს ძალიან უყვარდა კატები. რამდენი კატა ჰყავდა ნიუტონს, თუ ყველა, გარდა ხუთისა იყო ჟღალი, ყველა გარდა ოთხისა იყო შავი და ყველა გარდა შვიდისა კი - თეთრი?

8 გამოდის,
3+4+1

Posted by: mrjero1994 20 Feb 2011, 15:34
A ქალაქიდამ B ქალაქისკენ ერთროულად ორი ავტომობილი გაემართა. ერთს AB მანძილის გავლა 5 საათში შუძლია, მეორეს 3 საათში. 2 საათის მოძრაობის შემდეგ პირველს დარჩენილი ქონდა B - მდე გასავლელი 120 კმ-ით მეტი , ვიდრე მეორეს. რას უდრის AB მანძილი ?

ამას თუ ამოხსნით განტოლების გარეშE

Posted by: Paialniki 20 Feb 2011, 20:16
mrjero1994
ღვაბერიძის წიგნიდანაა ხო?

Posted by: g_o_g_i_n_a 21 Feb 2011, 10:07
mrjero1994
პირობას რაღაც აკლეა 2 საათი მარტო პირველმა იმოძრავა თუ ორივემ ერთდროულად ?
ალბათ ორივემ ერთდროულად ამ შემთხვევაში განტოლების გარეშე ასე ამოიხსნება

პირველმა ორ საათში გაიარა 2/5
მეორემ ორ საათში გაიარა 2/3

ახლა ეს ორი რიცხვი საერთშო მნიშვნელზე დავიყვანოთ მივიღებთ [ 6/15 ] და [10/15]

სხვაობა ამ ორ რიცხვს შორის არის [ 4/15 ]

ეს 4/15 ტოლია 120 კმ

ანუ 1/15 ტოლია 30 კილომეტრის
ანუ 15/15 იგივე მთელი მანძილი ტოლია 30*15=450 კმს


Future>
დადე აბა smile.gif

Posted by: mariusi 21 Feb 2011, 10:28
ავტომობილი 100 კილომეტრზე წვავს 12 ლიტრ ბენზინს, რამდენს დაწვავს 180 კილომეტრზე?

Posted by: g_o_g_i_n_a 21 Feb 2011, 10:38
mariusi
ანუ 10 კილომეტრზე წვავს 12/10=1.2
180 კილომეტრზე დაწვავს 18*1.2=21.6 ლიტრს

Posted by: g_o_g_i_n_a 22 Feb 2011, 11:48
რამე საინტერესო ცოტა რთული დაწერეთ საქმე არ მაქ გავერთობუ ცოტას user.gif

Posted by: mrjero1994 22 Feb 2011, 20:09
გ_ო_გ_ი_ნ_ა

საღოლ .. შენა და მათემატიკის მასწი ხოარ ხარ givi.gif

Paialniki

არა სხვა ავტორია ვიღაც

Posted by: mariusi 22 Feb 2011, 22:48
აი მაგარი ამოცანა: მოცემულია პირამიდა რომლის სიმაღლეა 15სმ, იპოვეთ წრეწირის ფართობი.

Posted by: erer 23 Feb 2011, 11:54
QUOTE (g_o_g_i_n_a @ 22 Feb 2011, 11:48 )
რამე საინტერესო ცოტა რთული დაწერეთ საქმე არ მაქ გავერთობუ ცოტას user.gif

თუ გასართობად გინდა ტოტოს შანსები გამომითვალე. ანუ ფეხბურთს რომ თავი დავანებოთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდი ძლიერია და რომელი - სუსტი, იგულისხმება რომ ალალბედზე ირჩევ შედეგებს.
არის 14 თამაში. ყოველ თამაშს აქვს 3 შესაძლო შედეგი: პირველი გუნდის მოგება, ფრე ან მეორე გუნდის მოგება (1,X,2). სულ რამდენი კომბინაცია არის?

Posted by: gk-gio 25 Feb 2011, 09:55
კიდევ მოგესალმებით ჩემნაირებო smile.gif

როგორც ზემოთ ავღნიშნე ჩემი აბიტურიენტობის დროს ერთადერთი (მართლა ერთადერთი) ამოცანა რომელიც ვერ ამოვხსენი ეს იყო ნიუტონის (თუ აინშტაინის) ამოცანა მოკლედ გეტყვით ეხლა პირობას

1. 10/3 აკრზე ბალახობდა 12 ხარი. 4 კვირის განმავლობაში მათ მოძოვეს მთელი ბალახი და ასევე ამ დროის განმავლობაში ახლად ამოსული ბალახიც. მეორე მინდორზე ფართობით 10 აკრი ბალახობდა 21 ხარი. და მოძოვეს მთელი ბალახი ასევე ახლად ამოსულიც 9 კვირის განმავლობაში. რამდენი ხარია საჭირო რომ 18 კვირის განმავლობაში 24 აკრი მინდორი სულ გადაძოვონ?


და მეორე ეს სახალისოა თუ არ ვცდები მე-5 კლასში ამოივხსენი

9 ერთნაირი წიგნი ღირს 11 ლარი და რაღაც თეთრები. 13 იგივე წიგნი ღირს 15 ლარი და თეთრები. რა ღირს ერთი წიგნი?

Posted by: mrjero1994 13 Mar 2011, 10:25
gk-gio

ლარი და რაღAც თეთრები ღირს ერთი წიგნი biggrin.gif

დაწერე აბა ამოხსნა მაინტერესებს . . . .

Posted by: likushia 14 Mar 2011, 11:58
gk-gio

პირობაში რაღაცეები აკლია. მე ვიგულისხმე რომ ამ მინდვრებზე ბალახი ერთნაირი სიჩქარით ამოდის როგორც მოძოვილ ისე მოსაძოვ ადგილებზე. აი ამოხსნაც:

შევადგინოთ სისტემა. ვთქვათ ერთი ხარი ერთ კვირაში ძოვს x აკრ ბალახს და ერთ კვირაში ერთი აკრის y ნაწილი იფარება ახლადამოსული ბალახით, მაშინ:
12*4*x = 10/3 + 4*y*10/3
21*9*x = 10 + 9*y*10
x-ისა და y-ის მიღებული მნიშვნელობები ჩავსვათ შემდეგ განტოლებაში და გამოვთვალოთ საძიებელი რიცხვი n
n*18*x = 24 + 18*y*24
აქედან n არის 29.28 თუმცა ვინაიდან ეს არის ხარების რაოდენობა პასუხი იქნება 30...


რაც შეეხება მეორეს ლარი და ოცია პასუხი

Posted by: mrjero1994 14 Mar 2011, 22:07
likushia

ეს მეორე როგორ გააკეთე ?

Posted by: g_o_g_i_n_a 5 Apr 2011, 01:15
ამოიწია up.gif

Posted by: S_Y_D 10 Apr 2011, 01:15
კაცი ყიდის ქუდებს, თითოს ორ ლარად. მოდის მყიდველი და ყიდულობს ერთ ქუდს, აძლევს 10 ლარიანს, ამ გამყიდველს ათიანის ხურდა არ აქვს, მიდის გვერდზე მაღაზიაში და ახურდავებს ამ 10 ლარიანს. ამ კაცს აძლევს თავის კუთვნილ ხურდას ანუ 8 ლარს და 2 ლარიან ქუდს. მერე მოდიან იმ მაღაზიიდან და ეუბნებიან შენ რომ წეღან 10იანი მოგვეცი ყალბია და ახალი მოგვეციო, ესეც ახალ ათიანს აძლევს. რამდენი ლარი წააგო ამ გამყიდველმა?


თუ გაიჟღერა ამ ამბავმა მაპატიეთ smile.gif

Posted by: benito777 10 Apr 2011, 01:19
QUOTE
რამდენი ლარი წააგო ამ გამყიდველმა?


10 ლარი + 8 ლარი + 2 ლარიანი ქუდი = 20 ლარი



არა?

კაი user.gif

Posted by: Booom 10 Apr 2011, 01:21
როგორ უნდა ავიღოთ 5 ლიტრიანი და 7 ლიტრიანი ჭურჭელით 6 ლიტრი წყალი...????
P.S გადასხმა გადმოსხმებით უნდა იჩალიჩო......

Posted by: ოპტიმისტი 10 Apr 2011, 01:24
erer


მაგას თუ ვინმე დაითვლის მალადეც იმის ნერვებს რა. ეხლა ვცდილობდი მარა აზრი არ აქ

Posted by: emce 10 Apr 2011, 11:58
აავსებ 7 ლიტრიანს გადაასხავ 5 ანში რაც დაგრჩება ეგ 2 ლიტრი ხოა და ცჰაასხამ რამე ჭურწელში და გაიმეორებ სამჯერ bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 16 Apr 2011, 13:28
QUOTE (S_Y_D @ 10 Apr 2011, 01:15 )
კაცი ყიდის ქუდებს, თითოს ორ ლარად. მოდის მყიდველი და ყიდულობს ერთ ქუდს, აძლევს 10 ლარიანს, ამ გამყიდველს ათიანის ხურდა არ აქვს, მიდის გვერდზე მაღაზიაში და ახურდავებს ამ 10 ლარიანს. ამ კაცს აძლევს თავის კუთვნილ ხურდას ანუ 8 ლარს და 2 ლარიან ქუდს. მერე მოდიან იმ მაღაზიიდან და ეუბნებიან შენ რომ წეღან 10იანი მოგვეცი ყალბია და ახალი მოგვეციო, ესეც ახალ ათიანს აძლევს. რამდენი ლარი წააგო ამ გამყიდველმა?


თუ გაიჟღერა ამ ამბავმა მაპატიეთ smile.gif

8 ხო მგონი ? და კიდე 2 ლარიანი ქუდის საწყისი ღირებულება
gigi.gif

Posted by: Neymar 16 Apr 2011, 13:36
კაცი ყიდის ქუდებს, თითოს ორ ლარად. მოდის მყიდველი და ყიდულობს ერთ ქუდს, აძლევს 10 ლარიანს, ამ გამყიდველს ათიანის ხურდა არ აქვს, მიდის გვერდზე მაღაზიაში და ახურდავებს ამ 10 ლარიანს. ამ კაცს აძლევს თავის კუთვნილ ხურდას ანუ 8 ლარს და 2 ლარიან ქუდს. მერე მოდიან იმ მაღაზიიდან და ეუბნებიან შენ რომ წეღან 10იანი მოგვეცი ყალბია და ახალი მოგვეციო, ესეც ახალ ათიანს აძლევს. რამდენი ლარი წააგო ამ გამყიდველმა?


თუ გაიჟღერა ამ ამბავმა მაპატიეთ







თავიდან ავითოთ რომ აქვს 2 ლარი.. ანუ 1 ქუდი რა. მერე აძლევენ 10 ლარიანს. ახლა აქვს 12 ლარი. ახურდავებს. არაფერი იცვლება. 8 ლარს და 2 ლარიან ქუდს აძლევს იმ კაცს ანუ აქვს ახლა 2 ლარი. მერე მოდიან და ახევენ 10 ლარს. 2-10=-8. ანუ 8 ლარის წაგებაშია. ჰქონდა 2 ლარი. გაუხდა -8 ლარი. -8-2=-10.

10 ლარი წააგო

Posted by: Udu Wudu 16 Apr 2011, 14:01
QUOTE (erer @ 23 Feb 2011, 11:54 )
QUOTE (g_o_g_i_n_a @ 22 Feb 2011, 11:48 )
რამე საინტერესო ცოტა რთული დაწერეთ  საქმე არ მაქ გავერთობუ ცოტას user.gif

თუ გასართობად გინდა ტოტოს შანსები გამომითვალე. ანუ ფეხბურთს რომ თავი დავანებოთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდი ძლიერია და რომელი - სუსტი, იგულისხმება რომ ალალბედზე ირჩევ შედეგებს.
არის 14 თამაში. ყოველ თამაშს აქვს 3 შესაძლო შედეგი: პირველი გუნდის მოგება, ფრე ან მეორე გუნდის მოგება (1,X,2). სულ რამდენი კომბინაცია არის?

4782969 .

Posted by: natonato88 16 Apr 2011, 14:05

QUOTE
თუ გაიჟღერა ამ ამბავმა მაპატიეთ

http://forum.ge/?showtopic=34222061&hl=%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90

თან როგორ გაიჟღერა biggrin.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 26 May 2011, 13:11
ამოიწია დაწერეთ ხალხო გასართობები გავერთოთ ერთად

Posted by: lashmena 28 May 2011, 02:23
QUOTE
როგორ უნდა ავიღოთ 5 ლიტრიანი და 7 ლიტრიანი ჭურჭელით 6 ლიტრი წყალი...???




QUOTE
9 ერთნაირი წიგნი ღირს 11 ლარი და რაღაც თეთრები. 13 იგივე წიგნი ღირს 15 ლარი და თეთრები. რა ღირს ერთი წიგნი?




ესენია საინტერესო და იცით ვინმემ ზუსტი პასუხი ???? smile.gif

Posted by: fat house cat 28 May 2011, 02:48
QUOTE
9 ერთნაირი წიგნი ღირს 11 ლარი და რაღაც თეთრები. 13 იგივე წიგნი ღირს 15 ლარი და თეთრები. რა ღირს ერთი წიგნი?


აქ 1.23 გამოდის : ))


Posted by: graver 28 May 2011, 03:02
lashmena
QUOTE
როგორ უნდა ავიღოთ 5 ლიტრიანი და 7 ლიტრიანი ჭურჭელით 6 ლიტრი წყალი...???


5 ლიტრიანიდან მთლიანად გადავასხათ ჯერ 7 ლიტრიანში (7იანშI დარჩება 2 ლიტრის ცარიელი ადგილი) ამის მერე კიდევ სავსე 5 იანიდან შევავსოთ ის 2 ლიტრა (5 იანში დაგვრჩება 3 ლიტრა) დავღვაროთ 7 ლიტრიანი და 5 იანიდან ის 3 ლიტრა გადავიტანოთ 7 იანში(7 იანში დარჩება 4 ლიტრის ადგილი) ავავსოთ 5 ლიტრიანი და ის 4 ლიტრის ადგილი რომელიც დარჩენილია 7 იანშI შევავსოთ, ამის შემდეგ 5 იანშI დარჩება 1 ლიტრა, დავღვაროთ 7 იანი და 5 იანიდან გადავასხათ ის 1 ლიტრა შვიდიანში, მერე იმ 1 ლიტრას დავუმატოთ 5 ლიტრა და გამოვა შეპირებული 6 ლიტრა biggrin.gif

Posted by: giusha_gio 28 May 2011, 03:09
QUOTE
როგორ უნდა ავიღოთ 5 ლიტრიანი და 7 ლიტრიანი ჭურჭელით 6 ლიტრი წყალი...???

1.აავსებ 7 ლიტრიან ჭურჭელს და გადაასხამ 5 ლიტრიანში (7 ლიტრიანში დაგრჩება 2 ლიტრი 5 ლიტრიანს კი გაანთავისუფლებ ისევ)
2. 7 ლიტრიანში დარჩენილ 2 ლიტრს ისევ გადაასხავ 5 ლიტრიანში და 7 ლიტრიანი განთავისუფლდება 5 ში კი დარჩება 2 ლიტრი
3. შემდეგ ისევ გაავსებ 7 იანს და ისევ გადაასხავ 5 ლიტრიანში (სადაც უკვე არის 2 ლიტრი ანუ დაემატება 3 და 7 იანში დარჩება 4 ლიტრი)
4. გაათავისუფლებ ისევ 5 ლიტრიანს და ჩაასხამ 7 იანიდან იმ 4 ლიტრს .(7 იანში იქნება ისევ 0 და 5 იანში 4 ლიტრი
5. გაავსებ ისევ 7 ლიტრიანს და გადაასხამ 5 იანში (სადაც უკვე არის 4 ლიტრი ანუ დაემატება მხოლოდ 1 ლიტრი ხოლო 7 იანში დარჩება 6 ლიტრი .

Posted by: BAKURMEFE 28 May 2011, 03:16
მოკლედ მე ყაჩაღებზე და ოქროზე დავწერ და თქვენ თუ გინდათ კაი ბიჭზე და ტორტზე გადაიტანეთ smile.gif))
მოკლედ სამი ყაჩაღი შევიდა ბაითში რა smile.gif0 და მოიპარეს ოქრო, ეხლა ეს ოქრო უნდა გაყონ სამ ტოლ ნაწილად,
პირობა პირველი : არცერთი არ ენდობა ერთმანეთს
პირობა მეორე: ისინი პატიოსნად გაყოფენ ოქროს (მაგრამ პაძელნიკები არ ენდობიან)

ანუ შედეგად ვირებტ იმას რომ სამივე უნდობლად არის ერთმანეთის მიამრთ მაგრამ სამივე პატიოსნად გაყოფს ოქროს, არცერთს არ უნდა მის წილზე მეტი.

როგორ უნდა გაყონ ოქრო ისე რომ სამივე კმაყოფილი დარჩეს ?

Posted by: lashmena 29 May 2011, 00:01
graver
QUOTE
5 ლიტრიანიდან მთლიანად გადავასხათ ჯერ 7 ლიტრიანში (7იანშI დარჩება 2 ლიტრის ცარიელი ადგილი) ამის მერე კიდევ სავსე 5 იანიდან შევავსოთ ის 2 ლიტრა (5 იანში დაგვრჩება 3 ლიტრა) დავღვაროთ 7 ლიტრიანი და 5 იანიდან ის 3 ლიტრა გადავიტანოთ 7 იანში(7 იანში დარჩება 4 ლიტრის ადგილი) ავავსოთ 5 ლიტრიანი და ის 4 ლიტრის ადგილი რომელიც დარჩენილია 7 იანშI შევავსოთ, ამის შემდეგ 5 იანშI დარჩება 1 ლიტრა, დავღვაროთ 7 იანი და 5 იანიდან გადავასხათ ის 1 ლიტრა შვიდიანში, მერე იმ 1 ლიტრას დავუმატოთ 5 ლიტრა და გამოვა შეპირებული 6 ლიტრა

უი რა ადვილი ყოფილა biggrin.gif უბრალოდ დაფიქრება უნდა რაც მეზარება ყოველთვის რათქმაუნდა biggrin.gif გმადლობ

Posted by: ravi_shen 29 May 2011, 00:06
QUOTE
ფარდობითი სიხშირე და ალბათობა

აღა აღა აღა აღღღღღღღღღღღღღღღAააააა

:ტაშტისხელშიაღებადათავშირტყმა:

Posted by: NUMB365 2 Jun 2011, 22:52
ვფიქსირდებე


.....................

Posted by: Roba_Makharashvili 9 Feb 2012, 20:19
29*30.....83 ნამრავლი რამდენი ნულით დაბოლოვდება?

ამიხსენით რა..

Posted by: BaJit0 9 Feb 2012, 20:23
Roba_Makharashvili
მაგარი საწვალებელია.. უნდა ამოწერ 30 და 80 ყველა ისეთი წყვილი, ციფრებით დაბოლოვებული რიცხვები, რომელთა ნამრავლი 0ს გვაძლევს. კაროჩე ასე ვერ აგიხსნი რა)))

Posted by: Roba_Makharashvili 9 Feb 2012, 20:25
BaJit0

ამომიწერე და მივხვდები smile.gif თუ შეგიძლია

Posted by: BaJit0 9 Feb 2012, 20:32
კარგი. ჯერ ესენი ამოვწეროთ: 30, 40, 50, 60, 70, 80 ესეც 5 ნოლი
32, 35, 42,45,52,55,62,65,72,75 აქ არის 5 წყვილი. 10 ნოლი გამოდისsmile.gif იმედია არ ვცდები... ვინმე უკეთესს კითხე))

Posted by: Roba_Makharashvili 9 Feb 2012, 20:33
BaJit0

მეც ვიანგარიშე მასე, მაგრამ პასუხში 13 წერია... sad.gif

Posted by: BaJit0 9 Feb 2012, 20:40
Roba_Makharashvili
ნაღდად არვიცი, ერთი ისაა უეჭველი, რომ 5ით დაბოლოვებულის გარდა არცერთის ნამრავლი არ გვაძლევს 0ს. ხვალ მასწავლებელს ვეტყვი და თუ კიდევ დაგჭირდება მოგწერ))

Posted by: Ika-CFC 11 Feb 2012, 21:43
ყველას გეხებათ, იფიქრეთ : რაც თქვენს სიცოცხლეში რიცხვი დაგიწერიათ ყველა რომ ერთმანეთზე გადაამრავლოთ რას მიიღებთ ?

Posted by: Champagne_Supernova 11 Feb 2012, 23:30
Ika FCC

თეორიულად, რიცხვს, რომელიც ყველა იმ რიცხვის ნამრავლია, რაც სიცოცხლეში დამიწერია smile.gif)))
ფაქტობრივად კი, პასუხს ვერ მივიღებ, რადგან, არ მახსოვს ყველა ის რიცხვი, რაც სიცოცხლეში დამიწერია : D

Posted by: karburat2 12 Feb 2012, 01:34
Ika FCC

სავარაუდოდ, ნულს მიიღებ
ერთი ნულიც თუ გამოერია, ამრავლე მერე რაც გინდა და რაზეც გინდა, ნამრავლი მაინც ნული იქნება

Posted by: Ika-CFC 12 Feb 2012, 20:33
karburat2


მართალი ხარ. wink.gif

Posted by: mystery) 25 Dec 2012, 23:34
1. მწარმოებლის განსაზღვრის საფუძველზე გამოთვალეთ f(x) = -4x კვადრატში - 6x + 8 ფუნქციის წარმოებული x (nuli) = 2 წერტილში

2. იპოვეთ f(x) = 6x კვადრატში + x ფუნქციის ცვლილების სიჩქარე [ 0 ; 2 ] შუალედზე

3. შემოსავლის ფუნქციას აქვს სახე R(x) = 5x კვადრატში - x.იპოვეთ მარჟინალური შემოსავალი



გთხოვთ რა ხალხოოო, მიშველეთთთთთთ

გაგებით მოეკიდეთ sad.gif თორემ დავიღუპე biggrin.gif

აი ესეც sad.gif((

Posted by: Nodar16 23 Jan 2013, 22:04
ამ ამოცანების ამოხსნაში მომეხმარეთ გთხოვთ

1) ტრაპეციაში პერიმეტრით 36 სმ ჩახაზულია წრეწირი რადიუსით 4 სმ. იპოვეთ ტრაპეციის ფართობი.

2) იპოვეთ დიაგონალის სიგრძე, რომელიც ტრაპეციას ფუძეებით 8 სმ და 32 სმ ყოფს ორ მსგავს სამკუთხედად.

3) კვადრატის ოთხივე გვერდზე გარედან აღებულია წესიერი სამკუთხედები და მათი წვეროები შეერთებულია. გამოთვალეთ მიღებული ოთხკუთხედის ფართობი, თუ კვადრატის გვერდი უდრის 5 სმ ?

Posted by: Kenward_Newson 4 Mar 2024, 08:26
Gam3Master
QUOTE
1.სამმა ადამიანმა 9 განსხვავებული წიგნი უნდა გაინაწილოს.რამდენი სხვადასხვა ხერხით შეიძლება ამის გაკეთება?


იმაზე დაყრდნობით რომ წიგნები უნდა იყოს სხვადასხვა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ განაწილების რაოდენობა კომბინატორიკის საშუალებით.

ამისთვის, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ფორმულა: (n+k-1)C(k-1), სადაც n წიგნია და k პირი.

ამისთვის, n=9 და k=3.

(9+3-1)C(3-1) = 11C2

კომბინაციების ფორმულით (n k), რომელიც n! / (k! * (n-k)!) არის, ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ:

11C2 = 11! / (2! * (11-2)!) = (11 * 10) / 2 = 55

ამიტომ, სამი პირის 9 სხვადასხვა წიგნის განაწილებისთვის არსებობს 55 განსხვავებული გზა yes.gif
* * *
QUOTE
1. მწარმოებლის განსაზღვრის საფუძველზე გამოთვალეთ f(x) = -4x კვადრატში - 6x + 8 ფუნქციის წარმოებული x (nuli) = 2 წერტილში


2არის−22.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)