Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > General Discussion > რა ხაჭოს ვჭამთ საინტერესო ექსპერიმენტი |
Posted by: არმეძებო 1 Apr 2024, 19:46 |
https://www.facebook.com/share/v/EDG1DhNZ3qsfNsEw/?mibextid=oFDknk ქიმიკოსებო შემოდით,მართალია ესენი რასაც აკეთებენ და ამბობენ? არადა სოფლის ნობათი მევასება რძის პროდუქტებში. |
Posted by: UMTS 1 Apr 2024, 19:48 |
არმეძებო რა ქიმიკოსობა უნდა მაგას სკოლაში ცდა არ ჩაგიტარებია იოდით? მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ რომელშიც სახამებელი არ არის სხვა უფრო უარესი დანამატი არ იქნება |
Posted by: CONTROLBIURER 1 Apr 2024, 19:55 | ||
არმეძებო
ქიმიკოსი არ ვარ მაგრამ ეს ცდა ასი პროცენტით მარღალია. იოდი თუ იისფერი ხდება ესეიგი რძის პროდუქტში სახამებლია. მეორეს მხრივ ფერის უცვლელობაც არ ნიშნავს აპრიორი , რომ პროდუქტი კარგია და ამაში თუ სახამებელი ურევია , იმაში შეიძლება მთლად უარესი რამ იყოს . პალმის ცხიმი და ა.შ. |
Posted by: არმეძებო 1 Apr 2024, 19:56 | ||||
UMTS
ჩემდა სამწუხაროდ არ ვსწავლობდი ქიმიას,ანუ სიმართლეა ეს ყველაფერი? CONTROLBIURER
ვაახ,გამიტყდა. |
Posted by: PFU 1 Apr 2024, 19:57 | ||
მადლობა თქვი, სახამებელი თუა და არა პალმის ცხიმი... თბილისში რძე, რძის პროდუქტები და ყველი არ უნდა იყიდოს კაცმა... |
Posted by: არმეძებო 1 Apr 2024, 19:59 | ||
PFU
რა ჯანდაბა ვქნა,მევასება რძის პროდუქტები,,სოფლელი ცოლი მაინც მომეყვანა,ნატურალური პროდუქტები მექნებოდა. |
Posted by: თუშჩი 1 Apr 2024, 20:04 |
ყველი მიყვარს და ვაბშე ვერ ვჭამ რავი წლებია რა.. იმიტომ რომ ვიცი ნაგავია |
Posted by: UMTS 1 Apr 2024, 20:04 |
არმეძებო სადღაა სოფელში ნატურალური პროდუქტები ისეთ ###ობებს აჭმევენ ცხოველებს |
Posted by: dega 1 Apr 2024, 20:07 |
ტელევიზორის ნაწილები რომ 'შეკრიბო მეტი ძვირია ვიდრე ტელევიზორი ისეა მაქაც ხაჭო რასაც ქვია რომ მიიღო ცხრაჯერ ძვირი ეღირება |
Posted by: iren765 1 Apr 2024, 20:09 |
სავუშკინის/ბელორუსია/ ხაჭო კარგია.იოდმაც ფერი არ შეუცვალა. |
Posted by: PFU 1 Apr 2024, 20:20 | ||||
ვერაფერს ვერ იზამ, სამწუხაროდ... წესით, კანონით აკრძალულია ხაჭოს ყველის და მსგავსის დაწერა პროდუქტზე, თუ მასში მცენარეული ცხიმები ან რამე არარძის ინგრეტიენტია გამოყენებული და კომპანიებს და მაღაზიებს შეიძლება უჩივლო, მაგრამ რეალობაში რამდენად მუშაობს, ღმერთმა უწყის... საქართველოში კი არა, დაწყობილ-დავარცხნილ ევროპაშიც კი მაიმუნობენ ხოლმე... მე, მაგალითად, იძულებული ვარ, რომ თბილისში რძის პროდუქტები არ ვჭამო, მათ შორის არც ყველი, თუ მართლა არ ვიცი, რომ ნატურალურია, ანუ თუ რაიონიდან არაა ჩამოტანილი, თუმცა, უკვე რაიონებშიც აღწევს რძის ფხვნილები და რამე... რა გასაკვირია, ამხელა მილიონიანი ქალაქია და ცალკე კიდევ გადატენილი ტურისტებით... მაგათ, ყველას სამყოფი რძე და ყველი საიდანღაც ხომ უნდა მოვიდეს... ამდენი ძროხა საქართველოში კი არა ბრაზილიაში არ დადის იალაღებზე... შესაბამისად, ფასიც იზრდება და ხარისხიც ფუჭდება... |
Posted by: sanfol 1 Apr 2024, 20:24 |
ჯობია 4 ჯერ ძვირი გადავიხადო და ხარისხიანად ერთხელ ვჭამო ევროკავშირის პროდუქტი ვიდრე ნაგავი და დღეში 4 ჯერ |
Posted by: chombe 1 Apr 2024, 20:25 | ||
არმეძებო
აქა მყავს ქიმიკოსი, მაგრამ კომპიუტერი ჯერ არ იცის (სწავლობს).... ჩემი კატაა და არცერთ ქართულ ხაჭოს არ ჭამს.... |
Posted by: PING 1 Apr 2024, 20:27 |
გამოეთესლება ეხლა ის დედაზე ადრე მოდგნული ვითომ ექსპერტი დუნდუა თუ ვიღაც ჩემი სირბანჯო, და აგვიხსნის: რძე რომ 6-7 ლარი ღირს ეს კარგია და სასარგებლოა ეკონომიკისთვის |
Posted by: თუშჩი 1 Apr 2024, 20:32 | ||
საერთოდ გემო არ ქონდა ბერლინში არცერთი სახის ყველს თვალი რომ დამეხუჭა ვერ მივხვდებოდი რომელ ყველს ვჭამდი ------------------------ |
Posted by: არმეძებო 1 Apr 2024, 20:34 | ||||||
UMTS
კი მართალი ხარ,მარა პომიდორი და კიტრი ისევ სოფლის ჯობია და მამენტ ძროხაცთუ გყავს,ამ რაღაც ქიმიურ ნაერთებით გამოყვანილ პროდუქტებზე უკეთესი ხარისხი მაინც ექნება. iren765
სად იყიდება ეგ ხაჭო? chombe
) |
Posted by: UMTS 1 Apr 2024, 20:37 |
არმეძებო შენ თუ არ გაზარდე ვერ გაიგებ და აზრი? აგერ ერთია გოჭები იყიდა და დაეხოცა იმდენი პრემიქსი აჭამა, მეთქი რატო აჭმევ შენთვის არ გინდა და აბა ისე როდის გაიზრდებაო |
Posted by: არმეძებო 1 Apr 2024, 20:41 | ||||
PFU
არადა არსებობს ჩვენთან სურსათის უვნებლობის სამსახური და ეგეთ დროს უნდა რეაგირებდეს,მარკეტებში ყიდიან სადღაც დეზერტირების ბაზრის ჩიხში ხო არა,მარა ეტყობა ყველას კიდია,მირჩევნია ძვირი გადავიხადო და უფრო ნორმალური პროდუქტი ვჭამო ვიდრე ესეთი. UMTS
აი საკუთარ თავსაც რომ უჩალიჩებენ ეგ რა უცნაური სასტავია |
Posted by: neocyberman 1 Apr 2024, 20:43 |
ოფტოპიკ ქალების კვოტებზე თემა რატომ ა რ არის? |
Posted by: jmm75 1 Apr 2024, 20:45 | ||
არმეძებო
მართალია, რომ იოდი სახამებელთან რეაქციაში ლურჯდება, მაგრამ ნაგავი, შხამი და საწამლავი რატომაა? სახამებელი საკვები პროდუქტია, მაგალითად კისელი სახამებლისგან კეთდება, მარცვლეულში უამრავი სახამებელია, ფქვილში. უამრავი კერძის რეცეპტში შედის სახამებელი. |
Posted by: Interman 1 Apr 2024, 20:48 | ||
მთლად ხარისხიანი ეგეც არაა, ნუსა, ნუთელა გერმანულებია, მაგრამ პირდაპირ აწერია რომ პალმის ზეთით კეთდება. თავად პალმის ზეთსაც გააჩნია, ხარისხებია, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპისათვის მაინც ნაგავით გააკეთებენ. 1 კგ ხაჭოს ან არაჟანს რამდენი ლიტრი რძე სჭირდება გაიკითხეთ. ნახეთ რძეს რამდენად ჰყიდიან და ადვილად გამოითვლება მინიმუმ რა ფასი უნდა ჰქონდეს ხაჭოს რომ გადაწყვიტონ რძის გაყიდვის ნაცვლად ხაჭო დაამზადონ და გაყიდონ. ვშიშობ რომ 1 კგ ხაჭოს ფასი 40 ლარს გადააჭარბებს. |
Posted by: არმეძებო 1 Apr 2024, 20:58 | ||
jmm75
კისელი,კარტოფილი ვიცი რომ შეიცავს სახამებელს და ხაჭო უნდა შეიცავდეს? ის ორი რომ გალურჯდა,დანარჩენებზე არ მისცა რეაქცია,ესეგი შეიძლება ნორმალური ხაჭოს გაკეთება. |
Posted by: kodeqsi 1 Apr 2024, 21:09 | ||
სად იყიდება, რა ღირს რა წონიანი, დედაჩემისთვის მინდა, ძაან რეაგირებს უკვე მისი ორგანიზმი ქოცეთივით უხარისხო ხარახურა პროდუქტებზე... |
Posted by: INKVISITOR 1 Apr 2024, 21:09 | ||||
არმეძებო
კი, იოდი და სახამებელი ფაქტიურად ერთმანეთის ინდიკატორები არიან. მაგრამ როგორც დაგიწერეს, ჯობია სახამებელი იყოს შიგ გარეული, ვიდრე რაიმე ნაგავი ან საწამლავი. iren765
კი, ნამდვილად კარგი იყო. ახლა არ ვიცი. თან არც ისაა გამორიცხული, რომ მაგასაც აყალბებენ სოლნეჩნაია გრუზიაში. |
Posted by: jmm75 1 Apr 2024, 21:19 | ||
არმეძებო
მე ხაჭოს დამზადების ტექნოლოგიაზე არაფერი მითქვამს, მე მხოლოდ ის ვთქვი რომ სახამებელი ნაგავი, შხამი და საწამლავი არ არის მეთქი. შეიძლება იყოს თუ არა ხაჭოში და რამდენია დაშვებული, ეგ კომპეტენტურებმა უნდა გვითხრან. |
Posted by: chombe 1 Apr 2024, 21:24 | ||
jmm75
მაგალითად იმიტომაა შხამი და საწამლავი, რომ დიაბეტიანმა ადამიანმა იცის, რომ ხაჭოს გლიკემიური ინდექსი 30-ზე ნაკლებია, გლიკემიური დატვირთვა კი 0,8. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებლებია... სახამებლისა გლიკემიური ინდექსი კი 95. დატვირთვის ინდექსი კი - 81... ანუ, როცა ხაჭოში კრახმალს ვურევთ, ამით ფაქტიურად სიკვდილს ვუჩქარებთ იმ ადამიანს, ვინც ამ პროდუქტს იმიტომ მიირთმევს, რომ ის თავისთვის უწყინარი გონია, სინამდვილეში კი ამ დროს გრანდიოზულ გლიკემიურ დარტყმას იღებს ორგანიზმი..... ამიტომაც მოვუთხან დდსდრქი ამნაირ ფალსიფიკატორებს... პ.ს. ასევეა ტომატების უმრავლესობა კი არა თითქმის სუყველა - ამოტენილი არიან კრახმალით ! |
Posted by: zakro 1 Apr 2024, 21:26 |
სოფლის ნობათს შემადგენლობაში უწერია სახამებელი https://2nabiji.ge/ge/product/khatco-sophlis-nobathi-briketi |
Posted by: temotab 1 Apr 2024, 21:40 |
ხაჭო ვისაც გინდათ გეტყვით რაც უნდა ქნათ ყიდულონთ მარჯანიშვილზე რომ ძველებური აფთიაქია კალციუმის ხსნარს მერე ან შაბათ კვირას ყიდილობთ ბორჯომის ვაგზალზე რომ ბაზრობააა რძეს, ან თბილისის შემოგარენში მიდიხართ და იქ ყიდულობთ უშუალოდ ფერმიდან იმ ხსნარით ამზადებთ ხაჭოს და გამოვა მაღაზიებში რაც იყიდება ყველა მათგანზე უფრო ნატურალური თანაც ყველაზე უფრო იაფი |
Posted by: PFU 1 Apr 2024, 21:48 | ||
როცა ტურიზმით აყვავებ ეკონომიკას შევარდნაძის ბნელი ეპოქის მერე, იქ 6 კი არა 60 ლარიანი რძეც არ უნდა გაგიკვირდეს... ორჯერ ორი ოთხია და დუნდუა არ უნდა მაგას... თუ გინდა ევროკავშირივით იეფი იყოს რძე და თან ხარისხიანი, მაშინ უნდა დაასუბსიდირო ბიუჯეტიდან... სუბსიდია კიდევ, ყურძენზე რომ გვაქვს ეგეც ბევრია და ახლა რძის და კარტოფილის მიმატებაღა გვაკლია... |
Posted by: Hermosa 1 Apr 2024, 21:50 |
თქვენ თუ ინტრიგნები არ ხართ ქართულ რძის პროდუქტებში რძეს რა უნდა??? ქართული რძის ნაწარმის 99.9 % არის ქიმიური ნაერთების პროდუქტს დამატებული პალმის ცხიმი და ცოტა რძის ფხვნილო |
Posted by: PFU 1 Apr 2024, 21:52 | ||
თუ გაქვს ეგეთი ალტერნატივა, კიდევ ჰო... ქართულ რეალობაში ასეთი სცენარიც შესაძლებელია: ოთხჯერ ძვირი გადაიხადო და ისევ ის ნაგავი შეგხვდეს, რაც ოთხჯერ იაფადაც იყიდება... |
Posted by: ukimerioni-61 1 Apr 2024, 21:54 | ||
და მაგ რძე რა იცით რო უსაფრთხოა? ტყვიაზე (მძიმე მეტალებზე) გამოკვლეული გაქვთ? ან სალმონელაზე? ან და კიდე უამრავ სხვა რამეზე ... ჯობია რძე ფხვნილისაგან მოამზადოთ |
Posted by: robin 1 Apr 2024, 21:58 |
ნატურალური რძეც არის ნადუღიც ყველიც კარაქიც უბრალოდ ქალაქში რთულია მოძიება და ფასაც გაბერილს ადებენ მოთხოვნიდან გამომდინარე. არც ეგეთი კატასტროფა ხდება აქ რომ აღწერთ. არსებობენ ფერმერები ვისაც პროდუქციის რეალიზების პრობლემა აქვტ სწორედ ამ სავაჭრო ქსელებში წარმოდგენილი ცეხავიკი ვაი კომპანიების გამო. რეგიონალური თვითმართველობის რეალური ამოქმედება სწორედ ამ მცირე ადგილობრივ ბიზნესებს გაუხსნიდა გზას თუნდაც საკუთარი რაიონების სავაჭრო ქსელებში. |
Posted by: Jedi Warrior 1 Apr 2024, 21:58 |
აგროჰაბისაც არ ვარგა? თავს იკავენ ნატურალურიაო |
Posted by: azzurro 1 Apr 2024, 22:01 | ||||||
https://forum.ge/?showtopic=33909182
მე ვასინჯებ ხოლმე ძეხვეულს, რომელიც მოეწონება იმას ვჭამთ ჩვენც |
Posted by: ukimerioni-61 1 Apr 2024, 22:08 | ||
საშუალოდ, 1 ლიტრი რძისაგან მიიღება 233 გრამი 15%-იანი ცხიმიანობის არაჟანი და 157 გრამი 0%-იანი ცხიმიანობის ხაჭო (ორივე ერთად) |
Posted by: Asklipiodotaa 1 Apr 2024, 22:13 |
პალმის ზეთიო და რას ერჩით პალმის ზეთს დაწერეთ აბა. პალმის ზეთი ნორმების დაცვით დამზადებული, არაა საშიში ჯანმრთელობისთვის. " პალმის ზეთი მავნეა " დაწერა, ძალიან ზოგადია და შთაბეჭდიოება მექმნება, რომ სადღაც უბრალოდ მოისმინეთ |
Posted by: INKVISITOR 1 Apr 2024, 22:15 | ||||
chombe
azzurro
ეგ ზოგადად არასწორი მიდგომაა. ვითომ ერთი მხრივ - კი, მაგრამ მეორე მხრივ, კატამ შეიძლება შეჭამოს ასევე ის, რაც მისთვის დელიკატესია, ხოლო ადამიანისთვის - მავნებელი. მაგალითად, დამპალი და აყროლებული ხორცი კატისთვის ნორმალური საჭმელია. |
Posted by: PFU 1 Apr 2024, 22:20 | ||
არ არსებობს 'ნორმა' პალმის ზეთთან დაკავშირებით... როცა ყველზეა საუბარი, იქ ჰიდროგენიზებაა საჭირო (როგორც მარგარინის შემთხვევაში). სხვა შემთხვევაში ზეთი მყარი ვერ იქნება... ამას გარდა, საშინლად პრო-ანთებითია და ორგანიზმის მიერ სრულფასოვნად ვერ გადამუშავდება... |
Posted by: Asklipiodotaa 1 Apr 2024, 22:24 | ||||
უფრო დადებითი შეფასებები აქვს, ვიდრე უარყოფითი, ამიტომ მითი უფრო მგონია, როგორი მითიც არის მაგალითად ის, რომ დუბაიდან რახან შემოაქვს ზუმერს, თურმე არაორიგინალი ტექნიკაა და დღემდე სჯერა ხალხს |
Posted by: azzurro 1 Apr 2024, 22:26 | ||||
იაფიან @ლე კარაქებში ოხრადაა INKVISITOR ხო შეიძლება მაგრამ ჩემზე უკეთ მაინც ფისო ერკვევა კალბასებში. Asklipiodotaa
არ არის მთლად მითი, აქაური მაღაზიები შემჩნეული არიან refurbished ნივთების ახლად გასაღებაში. |
Posted by: Interman 1 Apr 2024, 23:29 | ||||
PFU
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სურსათის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დალი წულაიამ განაცხადა, ქართულ ბაზარზე ამ მხრივ გაურკვეველი სიტუაციაა, რადგან არ კონტროლდება რა რაოდენობის და შემადგენლობის პალმის ზეთს შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. „მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის უცხო პროდუქტია და ადამიანის ორგანიზმს უჭირს მისი გადამუშავება, გაწმენდილი და რაფინირებული პალმის ზეთი საშიში არ არის. კვების პროდუქტებში სწორედ რაფინირებული პალმის ზეთი უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ მაჩვენებელს, როგორიცაა ზეჟანგური რიცხვი. ეს მაჩვენებელი ყველა ზეთს ახასიათებს და გვაჩვენებს, თუ რამდენად საზიანოა ესა თუ ის ზეთი. ზეჟანგური რიცხვი მიუთითებს რა დონეზეა პროდუქტში თავისუფალი რადიკალების რაოდენობა. პალმის ზეთს ეს მაჩვენებელი ისედაც მაღალი აქვს და როდესაც ზეჟანგური რიცხვი მაღალია, მაშინ პროდუქციაში ადვილად წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, რომლებიც კარცენოგენურია და უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს მაჩვენებელი აუცილებლად უნდა შედიოდეს სტანდარტში, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. პალმის ზეთი, რომელიც რუსეთში იყიდებოდა, არ ჯდებოდა ნორმებში, სწორედ ამან გამოიწვია პროტესტის ტალღა საზოგადოებაში. სამწუხარო ის არის, რომ რუსეთიდან საქართველოში დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტი შემოდის, რომელიც არ კონტროლდება“, - აღნიშნავს დალი წულაია. მისი თქმით, ევროპაში მიღებული დოზით ზეჟანგური რიცხვი 2-ზე მეტი არ უნდა იყოს თვით პარფიუმერულ ნაწარმშიც კი, ამის მერე პალმის ზეთს უკვე ტექნიკური მიზნებისთვის იყენებენ. „ასეთი მაღალი ზეჟანგური რიცხვის მქონე პროდუქტის საკვებად გამოყენება დაუშვებელია, არადა, რუსეთში იყენებდნენ ნახევრად რაფინირებულ ზეთს, რომელშიც ზეჟანგური რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო - თითქმის 10-ს აღწევდა. მთელი ეს პერიპეტიები და აკრძალვები სწორედ აქედან წამოვიდა. ამიტომ, მოხმარებელმა უნდა იცოდეს, რაში იხდის ფულს, მან არ უნდა იყიდოს ისეთი პროდუქტი, რომელიც არარაფინირებულ პალმის ზეთს შეიცავს, ამავე დროს, შეიძლება ზეთი რაფინირებულია, მაგრამ მისი ზეჟანგური რიცხვი ძალიან მაღალია. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში ამ კომპონენტს მკაცრად აკონტროლებდნენ და პალმის ზეთის ზეჟანგური რიცხვი 2-3-ს თუ აღემატებოდა, ბაზარზე საერთოდ არ უშვებდნენ. დღეს ჩვენს ქვეყანაში მთავარი პრობლემა ის არის, რომ საკვები პროდუქტები მკაცრად არ კონტროლდება, ამიტომ არის კითხვის ნიშნის ქვეშ მათი ხარისხი“, - ამბობს დალი წულაია. მოწმდება თუ არა ქართულ ბაზარზე არსებულ პროდუქტებში პალმის ზეთის შემცველობა და მისი ხარისხი? - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის კახა სოხაძის თქმით, დღეს არსებული მდგომარეობით, რაიმე საკანონმდებლო საფუძველი, რომ პალმის ზეთზე დამზადებული პროდუქცია გაკონტროლდეს და მასზე შეზღუდვები დაწესდეს, საქართველოში არ არსებობს. ამ დალი წულაიას თუ არ ენდობით უამრავი სხვა წყარო არსებობს. უბრალოდ ეს ქართულად იყო . |
Posted by: PFU 1 Apr 2024, 23:49 | ||||||
დუბაი და ზუმერი არ ვიცი და საკუთარ ჯანმრთელობას რომ თავი დავანებო (საშინელი ალერგიულ-ანთებითი რეაქციები მაქვს ყველაფერზე, რაც პალმის ზეთთანაა კავშირში და აგერ უკვე 9 თუ 10 წელია ამოვიღე რაციონიდან), იმუნოლოგია და ანთების კვლევა ჩემი პროფესიაა, მათ შორის ე.წ. western diet და ცხიმების ტრენდები. ჰოდა, მეგობრული რჩევა იქნება, მოერიდეთ პალმის ზეთს და განსაკუთრებით ჰიდროგენიზებულს... პი.ეს. ნუ, ახლა პალმის ზეთის ბიზნესის აქციონერი თუ ხართ, მაშინ ხოო... |
Posted by: jmm75 2 Apr 2024, 01:38 | ||
chombe
ზოგიერთი ადამიანისთვის შაქარი მავნეა, ზოგისთვის ცხარე ან მჟავე, ზოგს ნიგვზიანზე აქვს ალერგია, ზოგს სალათის ფოთოლზე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ეს პროდუქტები შხამია ან საწამლავი. ტექნოლოგიურ ნორმებზე და ფალსიფიკატორებზე დავწერე ზემოთ. |
Posted by: roulette 2 Apr 2024, 01:51 |
ხაჭოს სახლში ვჭრი ხოლმე ლიმნით უბრალოდ რძეს რას ვყიდულო ხუევო გამყიდველი ბებო ზნაეტ მაგრამ არ ჩანს ცუდი ქალი მაწონიც კარგი გამოდის რავიცი. ხაჭოც და მაწონიც ძაან მარტივი მოსამზადებელია. |
Posted by: grou 2 Apr 2024, 03:05 | ||
PING
რა ექსპერტი, ბოდიში მოიხადე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე. |
Posted by: დიეგოსანჩესი 2 Apr 2024, 04:56 |
მზამზარეული ნატულარული ხაჭო ყველას უნდა და სოფელში წასვლა არავის უნდა. ყველა კაბინეტის კადრია და კაბინეტში მასე იწველებიან ძროხები. ან საერთოდ რა ხაჭო აგიტყდათ. თუ რუსეთი გინდათ და ახალგორის ჩაბარება გაქვთ განზრახული პირდაპირ თქვით. კრემლის სცენარია ეგ რომ ნამდვილ ხაჭოზე მიგვაბას და მერე მოთხოვნილება რომ გაჩნდება ხალხი უცებ ჩაგვიჭრას და რუსის ჩექმის ლოკვა მოგვიხდეს რომ ისევ შემოიტანონ ნამდვილი ხაჭო |
Posted by: UMTS 2 Apr 2024, 09:52 | ||
დიეგოსანჩესი
არის სოფელში ხალხი, ცოტა მაგრამ ხომ არის უბრალოდ მაგათ რძეს 1 ლარად იბარებს სანტე და აქ 5 ლარად გვაყიდებს. ეგაა პრობლემა |
Posted by: temotab 2 Apr 2024, 11:49 | ||
70 გრადუსზე კვდება სალმონელა. ხაჭოს რძე 80 გრადუსზე მაინც უნდა მიიყვანოთ ტყვიას რაც შეეხება თუ 1 ან 2 წარმოშობის რძეს შეიძენთ ხოლმე ერთი და იმავე პირებისგან მაგის შემოწმებაც შეიძლება ეხლა მთლად ტრასაზე თუ არ აბია ძროხა ამ მიმდებარე ფართზე მოთიბულს არ აჭმევენ არ ისე არ ექნება საშიში კონცენტრაცია ცოტა საკუთარი გამოცდილებაც უნდა გქონდეთ რძის შეფასებისას და მიხვდებით წყალგარეულია თუ არა, ან რამდენად სუფთადაა მოწველილი და შენახული ან ვინმე მეზობელი ან ახლობელი გყავდეთ გამოცდილი |
Posted by: iviko18 2 Apr 2024, 11:56 |
დიდი ხანი არ მქონდა ნაყიდი რძე, მაღაზიაში 7 ლარად რომ გამიტარეს 1 ლიტრა სანტეს რძე, სერიოზულად მეგონა რომ შეეშალა. |
Posted by: oligarh 2 Apr 2024, 12:04 |
თავისუფალი ბაზარი ეგ არის გურჯისტანული გაგებით, ძირითადად იმის მონაგარს უნდა აჭამო ეგ ვინც იძახის ბელარუსიაზე წინ არის დღეს საქართველოო, მაგრამ სად არის სამართლიანობა, თვითონ ბელარუსიის ნაწარმს აჭმევს მის შვილს, მე კიდე ქართულს ჩემ შვილს. ასეთი უკუღმართია სამართლიანობა ამ ქვეყანაში. |
Posted by: rodger2021 2 Apr 2024, 13:49 | ||||
ვა, მართლაა? რა ჭკვიანი ხარ. მერე იმან რო იცის და არ ჭამს იმ შაქარს და სალათის ფოთოლს და ამან რო არ იცის და ჭამს ხაჭოს და იწამლება , განსხვავებას ვერ ხედავ? |
Posted by: gig@@@ 2 Apr 2024, 15:12 |
სახამებელს რას ეძახით კარტოფილის კრახმალს ? ეგ თუ არის კიდევ არაუშავს მთავარია სხვა უარესი არ ერიოს კრახმალი არაა მავნე პროსტა გვატყუებენ რომ ხაჭოა. |
Posted by: alesandra 2 Apr 2024, 15:30 | ||
ამასწინათ იყო რომელიღაც არხზე საკვები პროდუქტების შემოწმების ხერხები. ეტყობა მაგას უყურეს... kodeqsi
"ბელორუსულ სახლში" ვაჟას დასაწყისში, ფარმაგიდის მახლობლად. წონა და ფასი არ მახსოვს. |
Posted by: almaximum 2 Apr 2024, 15:42 |
ყველგან ყველაფერი წერია, ხაჭოსაც უწერია კონკრეტულად რა სახამებელია შიგნით, ამათ რისთვის ჩაატარეს ეს "ექსპერიმენტი" გასაგებია.) ეგ კი არა, რომელი სახამებელია იმასაც იხილავთ ორი ნაბიჯის გვერდზე. "ექსპერიმენტი" პრობლემა აქ ის უფროა რომ ხალხი გარტყმაში არაა რა ნახეს, გაჩნდა "პროტესტი" ფრაზით რომ თურმე გვატყუებენ და უტუტუტუტ) მთელი მწარმოებლების პროდუქციები გააშავეს ერთი ხაჭოთი რომელსაც ზედვე აწერია რა არის. |
Posted by: masha 2 Apr 2024, 15:51 |
მეც დავწერე ცოტა ხნის წინ იოდით მოწმდება კარაქი; ნატურალურია კარაქი, თუ შეიცავს მცენარეულ ცხიმებს ხომ არ ცდილობენ კარაქის პონტში მანდარინის შემოსაღებას. ერთი დიდ აფიორა ყველას გვახსოვს სპრედი "კარგი" |
Posted by: 30fyllos 2 Apr 2024, 15:52 |
მე საბერძნეთიდან ვაგზავნი ხოლმე ყველს,არც პეროთი დავდივარ და არც არაფერი,უბრალოდ გემოც მომწონს და პლიუს ვიცი,რომ ჯანსაღია და ნატურალური,ლიდლს აქვს თავისი წარმოება და 2 წლის უკან იმხელა სკანდალი იყო,რაღაც ელემენტარულზე.აბა აქ რთულია მოძებნო სუფთა და ჯანსაღი |
Posted by: shato2008 2 Apr 2024, 16:00 | ||||||
ჩემი ძაღლი გიჟდება ხაჭოზე (0%-იანს ვაჭმევ ყოველდღე). რამე დაუშავდება ვითომ? |
Posted by: GიორGი 2 Apr 2024, 16:01 |
სახამებელი პრობლემა არაა, პრობლემაა კონცენტრაცია/რაოდენობა... საქართველოში,ამ დაქცეულ და მილიონერების საჯიჯგნ სახანოში, უხარისხოში იხდი ძვირს. ევროპაში - ხარისხიანში იაფს ან შესაფერისს. კვერცხი, თევზი, ხორცეული, ლუდი, ბურღულეული, კონსერვებ-ტუშონკები და დაჟე ხილი 1.5 ჯერ იაფია ვიდრე საქართველოში. ასე რომ მოკითხეთ მილიონერ ყვერჩიტებს, პარლამენტში რომ წამოაჯინეთ და თავზე მოსკორების უფლება მიეცით. |
Posted by: gige 2 Apr 2024, 16:04 |
არმეძებო ცირკი ნაროდი ხართ რა ეს გრუზინები ბიჯოო სოფელში კაცი არ დარჩა და საქონელის რძე სიდან იქნება მომინდომნეს აქ ნატურალნი სირი და ხაჭო ირანის და რუსული პარაშკოვია. ნინოწმინდიდან ვაგზავნინებ ყველს და იქაც ეპარებიან უკვე პარაშოკს. სოფლის ნობათი პეპსიკოსია |
Posted by: kodeqsi 2 Apr 2024, 17:07 | ||||
ჰოო, ვართ მანდ ნამყოფი არაერთხელ, ერთხელ ერთ ფისოსთანაც ერთადა, კანფეტი გვაყიდინა უნამუსოდ უნამუსო ფასადა, ჩემი რადნოიაო, მინდაო... ))) ისე შენ საიდან იცი მაგდენი, მანდვე ლაიფობ ხო და 18-მეტრიანი კალაბუსით დაკატაობ ხოლმე ვაჟაზე ბოვშის უახლოეს საბოვშო ბაღამდე მისაყვანად უეჭველი... ე, ხედამ, აშკარად გეიღვიძა ჩვენში შერლოკ ჰოლმსმა და მისმა საგამოძიებო მეგატალანტმა... ))) |
Posted by: dishosdzisdze 2 Apr 2024, 18:27 | ||
temotab
პატარა რჩევას მეც მოგცემთ, აფთიაქში წასვლა ვისქც დაგეზარათ... ადუღებამდე მიყვანილ სახაჭოე რძეს დაამატეთ რამდენიმე წვეთი ნატურალური ქართული ლიმონი და ეგაა... ან კიდევ ვისაც ლიმონი არ გაქვთ ორი-სამი სუფრის კოვზი მაწონიც წავა(ეგეც ცხელ რძეში ჩაურიეთ) ძმარიც შეიძლება,მაგრამ არცთუ სასიამოვნო არომატს იძლევა... აი ეგეც თუ არ გა1ვთ და აიღეთ ის რძე და... ცხელ-ცხელი დალიეთ კაცო!... |
Posted by: jmm75 2 Apr 2024, 19:54 | ||||
rodger2021
ჰო, ზოგიერთებისგან განსხვავებით.
განსხვავებას რომ ვხედავ, იმიტომაც დავწერე, რომ ტექნოლოგიების დარღვევა და ფალსიფიკაცია დანაშაულია და სხვა საკითხია, ხოლო სახამებლის შხამად და საწამლავად გამოცხადება კიდევ სხვა, მაგრამ თქვენ ეტყობა არ წაიკითხეთ ან ვერ მიხვდით. კიდევ აგიხსნით: ტექნოლოგიის დამრღვევი და ფალსიფიკატორია დამნაშავე და არა სახამებელი, ასე გასაგებია? რაც შეეხება იმას რომ არ იცის და ჭამს. აგერ სკრინზე ნახეთ რა აწერია სოფლის ნობათის ხაჭოს: https://2nabiji.ge/ge/product/khatco-sophlis-nobathi-briketi# |
Posted by: Queeestion 2 Apr 2024, 22:17 | ||||||
სოკოებივით მომრავლდნენ ასეთი ვლოგერები წარმოდგენაც არ აქვთ მსჯელობის საგანზე კარგი იქნება ერთ-ორი ასეთი ფსევდო-ექსპერტის საჯარო მხილება |
Posted by: stopcovid 2 Apr 2024, 23:56 |
E1414-ს დამატება რძის ნაწარმში არ ეწინააღმდეგება gmp სტანდარტს. და რომელიც არ გალურჯდა შესაძლებელია პალმის ზეთის შემცველობით იყოს და იოდი მაგას ვერ აჩვენებს. |
Posted by: furuckssia 2 Apr 2024, 23:57 |
საპატრიარქო ხაჭოს არ აწარმოებს? |
Posted by: alesandra 3 Apr 2024, 00:31 | ||||
kodeqsi
სად ნახე ამ გაგანია ვაჟაზე უახლოესი საბავშვო ბაღი?
დაიძინოს ისევ, სანამ რამეს ადეკვატურთან უფრო მიახლოებულს ნახავდეს სიზმრად. |
Posted by: kodeqsi 3 Apr 2024, 00:55 | ||||
alesandra
რავა, მთელ ვაჟაზე არაა არცერთი ჩაილდ გარდენი ვითომ? საბურთალოელ ბოვშთ უფლებები ირღვევა მასე სიმონ...
ახლა რა დაგვაძინებს, უკვე დოხტურ ვათსონაც გამოგვეცხადა ასისტად და მალევე დავადგენთ ერთობლივად ჩვენ, თუ რა მიდამოებში კატაობ შენ შენი საყვარელი იმხელა კალაკორიფციული ბუსით, არადა კანონიერი აქლემებით კატაობა მაგნატის სამფლობელოში უფრო პრესტიჟული თუ არ იყოს, ჩვენ არ გვენახოს აწი არცერთი ფისოი... ))) პ.ს. ნახე და ისწავლე, როგორ უნდა თურმე ნამდვილ დემოკრატიულ არაქოცურ-აფერისტულ ხაჭოს ამოცნობა... https://www.facebook.com/share/HHWoGHUW9QDvzZPZ/?mibextid=oFDknk |
Posted by: დიეგოსანჩესი 3 Apr 2024, 04:33 | ||
არაფერს არ ტოვებსო, ხარჯი ყოფილა დიდი. შვიდი ჯიპის და სამი ბინის გარდა ორ თვეში არაფერი მოგება არ დატოვა |
Posted by: alesandra 3 Apr 2024, 14:14 | ||||||||
kodeqsi
ჯერ კიდევ როდის იყო, ჩვენ რომ ქიმიის გაკვეთილებზე ხაჭოებს ვალურჯებდით. ქიმიაში ზოგადად ძლიერები ვართ უკეთესს გასწავლი: აიღე კარტოფილი, გაჭერი შუაში, დააწვეთე იოდი და დაელოდე 3 წუთი. თუ გალურჯდა, ფალსიფიცირებულია )))
საქართველოში სახელმწიფო ჩაილდ გარდენების მწვავე დეფიციტია და, ვიცი გაგიხარდება, ამ მხრივ ძალიან ვუახლოვდებით ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებს ამიტომ, ერთნაირად რთული და შეუძლებლთან მიახლოებულია ბავშვის ბაღში დარეგისტრირება თბილისსა, თუ პარიზში. მაგრამ ჩვენ, მოგეხსენებათ, ბიძტოტის ფაქტორის გათვალისწინებით, საზოგადოებასთან, მაგრამ საზოგადოების ცოტა ზევით მდგომი ინდივიდი გახლავართ და ერთობ საინტერესო პრივილეგიებით ვსარგებლობთ ამ მიმართულებითაც )))
რახანც ასეთ აზარტში ხართ შესულები, ვათსონას გადაეცით, რომ აღარ ვიგრძელებთ ჩვენ გზას გრძელი ავტობუსებით და მოკლეზე დავდივართ ფეხით
ნამდვილად გარდა ფისო უსინდისოებისა, ხაჭოების მაღაზიაში ძვირიანი კანფეტებით რომ გწეწავენ |
Posted by: rodger2021 3 Apr 2024, 16:52 | ||||||
ჭკუის შენ არაფერი გეტყობა , რომელ პოსტში იპოვე სახამებლის შხამად გამოცხადება? ხო სახამებელია ბოროტმოქმედი , დამიანს რომელსაც დიაბეტი აქვს იმას წამლავს დაშენ ახლა გინდა აქედან აპრავე და გინდა იქიდან. სოფლის ნობათს აწერია, რა კარგია, ასაწონს სად აწერია ? |
Posted by: tozi777 3 Apr 2024, 17:56 | ||||
ეს დასაწვავი პალმის ზეთი არ არის ასეთი, რძის პროდუქტების შემცვლელებიდან დაწყებული, ყველა ტიპის ტკბილეულით დამტავრებული, ყველაფერი მზადდება. |
Posted by: Hermyon 4 Apr 2024, 00:20 |
არმეძებო არ იჩითება შენს უბანში გლეხის მოტანილი რძე ყველი და მაწონი? |
Posted by: kodeqsi 4 Apr 2024, 11:57 | ||||||||
alesandra
თუ არა, ორიგინალია?.. ))) ანუ ყველა ვარიანტში გააფუჭეთ სიმწრის ოფლით ნაშოვნი ფოთათოი ამ ზეგაჭირვების ჟამსაო გვეუბნები მე და მმდეის, თავად მსუყე ბიძგვინტოტზედ კარგად მჯდომი... )))
ჩამოტყდება მაი შენი ბიძგვინტოტი რა, მთელი ბიძგვინბაობაბი მოირყევა და მოახდენს დიდ ბრაგვანს ერთხელაც იქნება (იმედია ოქთობასა ამა წლისა) და მერე კი დასრულდება პრივილეგირებული საბავშო ბაღთ ეპოქაი, ჰოდა, მოგიწევს მიწაზე დაბრუნება ჩვეულ მოკვდავთ პრობლემებთან, მათ შორის ბოვშბაღურთანაც... )))
ახლა ერთი 18-მეტრიანი გაჩერება თუ ფეხით გაიარ, დიდი ამბავი, მთელი დღეი მაი კალოშბუსში საკატაოდ შემძვრალისთვინ... )))
დიახაც, მდედრები საერთოდ მაგრა წეწავთ მამრებს... ისტორიულად... ტრადიციულად... ინსტიტუციურად... და მალე ალბათ ბაიას და ფემკომპანიას კონსტიტუციურადაც მოგინდებათ მამრეთის წეწვაი უკომპრომისოი... ))) პ.ს. თემა რო აღარ გააოფო და დემოკრატიული ბანი არ მიიღო (ხედამ როგორ ვზრუნავთ შენზედ), აქაც გექნება კიდევ ამ პოსტზეც რაღაც ფემფოიასენტენციები და ჯობია იქ მოიწერე მაგენი, განმარტოვების გენდეროთემაში!.. |
Posted by: jmm75 4 Apr 2024, 19:01 | ||||||
rodger2021
წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა რომ პრობლემაა ზოგიერთისთვის ეს ცნობილია, ზოგიერთი კი წაკითხულს კი არა ნანახს და მოსმენილსაც ვერ იგებს. ვიდეო ნახე ბიძიკო კიდევ ერთხელ(ან რამდენჯერმე) და იქნებ გაიგო ვინ აცხადებს სახამებელს შხამად. ზრდილობას მოუხმე კიდევ!
ჰო, სახამებელს ვაპრავებ.
ასაწონს იქ აწერია, სადაც წერია ცხიმიანობა, რომ სოფლის ნობათის ნაწარმია და ა.შ. ეგ გამყიდველს უნდა მოთხოვოთ. ან კიდევ, ასაწონს დააწვეთეს "ექსპერტებმა" იოდი? |
Posted by: rodger2021 4 Apr 2024, 20:53 |
jmm75 იი წაკითხულიდან სინაალსის გამოტანა გამოტანა არა შეტანა . |
Posted by: garincha888 7 May 2024, 22:27 |
ბოლობოლო რა გაირკვა რომელია ყველაზე კაი ხაჭო? * * * რაღც არარეალური მგონია ეგ ექსპერიმენტი * * * ყველა ფხვნილისგან კეთდება გასარკვევია რომელი უფრო ნაკლებად ნაგავია |