Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > General Discussion > უცნობი ქართული სიტყვები


Posted by: Renix 3 Jul 2006, 14:58
ნუ, შეიძლება სხვებსაც გამოადგეთ ეს თემა და შესაბამისად ასეთი რთული სახელი ქვია smile.gif

კონკრეტულად კი მაინტერესებს:
როგორაა ქართულად სიტყვა "პედალი"?

Posted by: metalliq 3 Jul 2006, 15:02
მე მგონი "სატერფული"
================================

Posted by: Renix 3 Jul 2006, 15:13
metalliq
ხოო?.. smile.gif

კი გავს ისე რაღაცას... მადლობა.

Posted by: metalliq 3 Jul 2006, 15:20
Renix
არაფერს smile.gif
აი "პედალირება" როგორ იქნება ქართულად, ეგ აღარ ვიცი biggrin.gif "სატერფულირება"? givi.gif

Posted by: _Err0r_4o4_ 3 Jul 2006, 23:22
"ვედრო" როგორაა ქართულად? თუ ისედაც ქართული სიტყვაა? spy.gif

Posted by: GROCK 3 Jul 2006, 23:36
QUOTE
"ვედრო" როგორაა ქართულად? თუ ისედაც ქართული სიტყვაა

სათლი

Posted by: WOMAN IN LOVE 3 Jul 2006, 23:42
და კატაობა როგორაა? ქროლვა? ამ 30მა ხო გააჭირა...

Posted by: CDMA 3 Jul 2006, 23:54
აბა "თუშფალანგი" რას ნიშნავს თუ იცით?

Posted by: Balrog 3 Jul 2006, 23:56
QUOTE
აბა "თუშფალანგი" რას ნიშნავს თუ იცით?

რაღაცა ჩამჩასავით უნდა იყოს ო-ო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Renix 3 Jul 2006, 23:57
WOMAN IN LOVE
"კატაობა"-ს რაც შეეხება, ალბათ გააჩნია რაზე "კატაობას" იგულისხმებ.

თხილამურებზე - სრიალია;
მანქანაზე - სეირნობა (მგონი smile.gif);
კარუსელზე - ტრიალი და ა.შ.

რა ვიცი, შეიძლება რამე უნივერსალური სიტყვაც არსებობს, ზუსტად "კატაობის" გამომხატველი smile.gif

Posted by: CDMA 3 Jul 2006, 23:57
Balrog

ნუ ფორმით სადღაც გავს, მაგრამ ისე სულ სხვა რამეა smile.gif

* * *
Renix

რონიობა

"გავირონიოთ" - გავიკატაოთ.

Posted by: GROCK 4 Jul 2006, 00:01
მოპედი თუ დადიხარ-ხრიგინი

მაგ: წამო ვიხრიგინოთ
რას დახრიგინებ?

Posted by: WOMAN IN LOVE 4 Jul 2006, 00:02
QUOTE
აბა "თუშფალანგი" რას ნიშნავს თუ იცით?

დიდი ტაშტი ნახვრეტებიანი ძირითRenix
CDMA
აი, მეც ეგეთ უნივერსალურ სიტყვას ვეძებ , კატატსია, რუსულად რაღაც სხვა დატვირთვა აქვს, სეირნობა არ ჯდება... ალბათ ისევ ქროლვა? რა ვიცი...

Posted by: Int3lig3nt 4 Jul 2006, 00:03
WOMAN IN LOVE
QUOTE
დიდი ტაშტი ნახვრეტებიანი ძირით

მე მაგას ფლავსაწურით ვიცნობ biggrin.gif

Posted by: GROCK 4 Jul 2006, 00:05
უნივერსალური კი არა ქართულში გააჩნია რაზე "კატაობ" ყველას სხვადასხვა ფორმა აქვს

Posted by: Int3lig3nt 4 Jul 2006, 00:06
კატაობა იგივე ქანაობაა ალბათ.
საქანელა, აქანავებს

Posted by: WOMAN IN LOVE 4 Jul 2006, 00:07
ლავგარდანი იცით? ე.წ. კარნიზს ქვიან და ნინველი-თინეიჯერს
ჯირითი ვითომ?
აუჰ, რა გამახსენდა, დიასახლისობაზე ვდებ თავს და ჟარონა ვერ ამოვაგდე ლექსიკიდან. ეხლა არ მითხრათ ტაფაო! ტაფა სულ სხვაა lol.gif

Posted by: GROCK 4 Jul 2006, 00:09
QUOTE
კატაობა იგივე ქანაობაა ალბათ.
საქანელა, აქანავებს

არა
მანანით ვქანაობო ხომ არ ამბობენ
biggrin.gif
QUOTE
ჯირითი ვითომ?

ცხენზე კი

Posted by: Makumba666 4 Jul 2006, 00:12
კატაობა ქართულად უნდა იყოს ქიქინი. მაგ. დავქიქინებ ველოსიპედით. რუსთაველამდე გამაქიქინე რა. მიყვარს კარულესზე ქიქინი. დ.ა.შ.
რას იტყვით, ცუდად ჟღერს? biggrin.gif

Posted by: GROCK 4 Jul 2006, 00:14
"ჩვე" ცუდია?
წამო მანქანით ჩვე
გინდა მანქანით გაგაჩვეო?
დრეს ველოსიპედით ვჩვე
biggrin.gif

Posted by: OtsnebisQali 4 Jul 2006, 00:18
"გალსტუკი" - ყლინჯი
"პაკლონნიკი" - ჩოყლაყი
(სულხან საბას ლექსიკონიდან)
შესაბამისად : ყლინჯიანი ჩოყლაყი.

Posted by: WOMAN IN LOVE 4 Jul 2006, 00:20
QUOTE
"გალსტუკი" - ყლინჯი

QUOTE
სულხან საბას ლექსიკონიდან

იმ დროს იყო გალსტუკები?

Posted by: Mr.Giorgi 4 Jul 2006, 00:21
დაკუტება


ისე იმდენად დიდია ქართული ენა რომ იშვიათობაა ვინმე სრულად ფლობდეს

Posted by: OtsnebisQali 4 Jul 2006, 00:24
QUOTE
იმ დროს იყო გალსტუკები?

იყო ერთგვარი.

წოწლოკინა

Posted by: WOMAN IN LOVE 4 Jul 2006, 13:03
QUOTE
დიასახლისობაზე ვდებ თავს და ჟარონა ვერ ამოვაგდე ლექსიკიდან. ეხლა არ მითხრათ ტაფაო! ტაფა სულ სხვაა

დაწერეთ რა ჟარონის ვარიანტები
კატაობისაც...

Posted by: LionDark 4 Jul 2006, 14:36
ავტოფარეხი...ავტოფარეხი არა ზღმარტლი.მანქანა რა ცხვარია?თუ მაინც და მაინც ცხოველებზე წავიდა საქმე მაშინ ავტოსაჯინიბო უნდა იყოს...და კიდე ზოგს რო გონია რო გარაჟი რუსული სიტყვაა biggrin.gif ფრანგულია ფრანგულიი yes.gif

Posted by: okulone 4 Jul 2006, 20:15
WOMAN IN LOVE
QUOTE
ჟარონა

მგონი ქართულად ლანგარი შეესაბამება

Posted by: OtsnebisQali 4 Jul 2006, 20:20
WOMAN IN LOVE
QUOTE
კატაობისაც...

ნივნივი biggrin.gif

Posted by: okulone 4 Jul 2006, 20:41
"კუსაჩკა"ს თარგმანი მკვნეტავია თუ მკბეჩავი თუ...? როგორ გადმოვთარგმნო?

Posted by: ხორხე 4 Jul 2006, 20:49

QUOTE
კატაობა იგივე ქანაობაა ალბათ.
საქანელა, აქანავებს


აკატავებს - უქანავებს gigi.gif

ეხლა ლაგარტკა რო შურდულია და სტოლი მაგიდა მაგაზეც თემები ვხსნათ? biggrin.gif

და კარანდაში კიდო ფანქარი

Posted by: GROCK 4 Jul 2006, 20:52
QUOTE
აკატავებს

პამიდორი-პომიდორის მაგალითზე დაყრდნობით-აკოტავებს

Posted by: Lexo 4 Jul 2006, 20:53
სიტყვა "ავეჯი" ახალი გამოგონილია? იმიტომ მაინტერესებს, რომ იაკობ გოგებაშვილი თავის დედაენაში იყენებს სიტყვას "დგამი". და კიდევ "სტოლს" თუ "სტაქანს" იყენებს, თუ სწორად მახსოვს.

Posted by: Gilgamesh 5 Jul 2006, 14:59
ექო როგორ არის ქართულად?
ფორთოჩკა?
ლატკა?
კლუჩი? (ავტოსარემონტო)

დაწერეთ ვის რა გაგახსენდებათ


QUOTE
პამიდორი-პომიდორის მაგალითზე დაყრდნობით-აკოტავებს

QUOTE
"ჩვე" ცუდია?
წამო მანქანით ჩვე
გინდა მანქანით გაგაჩვეო?
დრეს ველოსიპედით ვჩვე

QUOTE
დავქიქინებ ველოსიპედით. რუსთაველამდე გამაქიქინე რა

QUOTE
მოპედი თუ დადიხარ-ხრიგინი

up.gif up.gif up.gif up.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif :
საღოლ!

Posted by: Renix 5 Jul 2006, 15:04
Gilgamesh
QUOTE
ექო

ექო მგონი ექოა ჩვენებურადაც... smile.gif

QUOTE
კლუჩი

ქანჩი მაგას არ ნიშნავს? smile.gif მგონი კი.

Posted by: OtsnebisQali 5 Jul 2006, 15:09
QUOTE
ექო როგორ არის ქართულად?
ფორთოჩკა?
ლატკა?
კლუჩი? (ავტოსარემონტო)


ექო ექოა და ვერაფერს ვერ უზამ.
ფორტოჩკა არის საკარცხული თუ რაღაც ეგეთი
ლატკა - კემსი
კლუჩი - გასაღები! (15-იანი გასაღები მაგალითად)

აბა მითხარით როგორაა სტუპიცის პაჩებნიკი ქართულად - თუ არა და მე დავწერ მერე

Posted by: Artist 5 Jul 2006, 19:44
QUOTE
ექო როგორ არის ქართულად?
ფორთოჩკა?
ლატკა?
კლუჩი? (ავტოსარემონტო)

ექო - ექო

ფორთიჩკა - სარკმელი

კლუჩი (სარემონტო) - ქანჩის გასაღები (ქანჩსაღები)

ლატკა - კემსი (ნაკემსი ?)


კატაობა - ნავარდი (ადრე ეტლით დანავარდობდნენ, ეხლა მანქანით, ცხენის შემთხვევაში - ჯირითი)

QUOTE
ქანჩი მაგას არ ნიშნავს?  მგონი კი.

ქანჩი - ბოლტი

Posted by: LAmaRA_KROFT 5 Jul 2006, 19:51
მე ეს სიტყვები მაინტერესებს თუ ვინმეს მოგეპოვებათ


ნუ ----
ზემლიაკი-------------
კრუტოი--------------- (ადამიანზე ან ნივთზე)
გასტერბაიტერი------------------


Posted by: Artist 5 Jul 2006, 19:57
QUOTE
კატაობა იგივე ქანაობაა ალბათ.
საქანელა, აქანავებს

ნა კაჩელიე პაკაჩაცა.... და არა კატაცა. ასე რომ ქანაობა = კაჩაცა...
OtsnebisKali
QUOTE
"გალსტუკი" - ყლინჯი
"პაკლონნიკი" - ჩოყლაყი
(სულხან საბას ლექსიკონიდან)
შესაბამისად : ყლინჯიანი ჩოყლაყი.

up.gif war.gif
okulone
QUOTE
"კუსაჩკა"ს თარგმანი მკვნეტავია თუ მკბეჩავი თუ...? როგორ გადმოვთარგმნო?

მკვნეტარა...

Posted by: UZUL 5 Jul 2006, 20:01
კლიტორი ნახეთ ერთი სულხან საბა-ში....

არ გაინტერესებთ რას ნიშნავს?))

მოულოდნელი სიურპრიზი გელით....

Posted by: Artist 5 Jul 2006, 20:02
LAmaRA_KROFT
QUOTE
ნუ ----
ზემლიაკი-------------
კრუტოი--------------- (ადამიანზე ან ნივთზე)
გასტერბაიტერი


ნუ - მაშ

ზემლიაკი - თანამემამულე

კრუტოი - მრუდი

გასტერბაიტერი - ეგ რომელ ენაზეა?

Posted by: Moshi-moshi 5 Jul 2006, 20:03
ექო-ს გარდა ხმარებაში არაა, მაგრამ ნამდვილად არის "გამოძახილი" (და რაც არამგონია დასამახსოვრებელი იყოს "ნახმევი")

Posted by: UZUL 5 Jul 2006, 20:06
Прикуп-ი როგორ არის პრეფერანშში თქვენი აზრით?))

ან კაჩეგარი...))

Posted by: Moshi-moshi 5 Jul 2006, 20:08
UZUL
QUOTE
http://forum.ge/?showtopic=33660973&view=findpost&p=3376943

wow.gif წვეულება, მასპინძლობა

Party-ს ქართულად რა ტრაქტატი ჰქონია... არადა ხორხემ დასცინა ვითომ ეს რა თემა გახსენითო, მარტო ამის გაგონებად ღირდა, უზულ, სხვა რომ არაფერი.

Posted by: UZUL 5 Jul 2006, 20:10
Moshi-moshi
QUOTE
წვეულება, მასპინძლობა

კი))

именно...)))Party-ია))

აი რო (შენ არა... ვოობშე რა..) იტყვი : "ერთი ჩემთან კლიტორზე ამოდითო"...)))))

ჩვენ დროში დიდი წარმატება ექნება ამ შეთავაზებას)

Posted by: humanoidi 5 Jul 2006, 20:21
UZUL
QUOTE
იტყვი : "ერთი ჩემთან კლიტორზე ამოდითო"...)))))

ხო არ ჩავტიხროთ? smile.gif )))

"დიშლა" ახსენი შენ დღეს კარგად.

Posted by: Moshi-moshi 5 Jul 2006, 20:22
UZUL
QUOTE
აი რო (შენ არა... ვოობშე რა..) იტყვი : "ერთი ჩემთან კლიტორზე ამოდითო"...)))))

ჩვენ დროში დიდი წარმატება ექნება ამ შეთავაზებას)

შორსმჭვრეტელი წინაპრები რომ გვყავდა, კიდევ მათი იმედი უნდა გვქონდეს, ვიდრე მათი შთამომავლობის. ისე დაგლიჯეს რა, მა ვორდა... კაზლიხა! user posted image

Posted by: Antigone 5 Jul 2006, 20:23
Moshi-moshi
ლოოოლ
biggrin.gif


----------------------------------

Posted by: SnowFlakes 5 Jul 2006, 20:27
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Renix 5 Jul 2006, 20:29
Artist
QUOTE
ქანჩი - ბოლტი

spy.gif

ქანჩი თუ ბოლტია, აბა ჭანჭიკი რაღაა? smile.gif

Posted by: metalliq 5 Jul 2006, 20:36
vinti
--------------------------------------

Posted by: UZUL 5 Jul 2006, 20:36
ქართული სამხედრო ტერმინოლოგია ხო ვოობშე გლიჯავს))

აი მაგალითად შუ .. ძაან სერიოზული აბრევიატირაა რაღაცის...

ან კუ... lol.gif

ხო არ იცით რას ნიშნავს?)))


Posted by: Raycher 5 Jul 2006, 20:36
Renix
ბოლტი ღერძია რომელზეც ე.წ. "რეზბაა" და ჭანჭიკი არის რაც ზემოდან უკეთდება ამ "რეზბას"

ქანჩი ბოლტი არაა ქანჩი ქართული სიტყვაა და იხმარება "კლუჩი" ქანჩი არიოს თვითონ ის ხელსაწყო, რომლის მეშვეობიდაც ბოლტზე ეჭირება წანჭიკი smile.gif

(რეზბა - რკინის ღერძზე წრიულად გაყოლებული ხრახნილი ზოლები რომელთა მიყოლებითაც ჭანჭიკი იღებს მიმართულებას! smile.gif
* * *
QUOTE
ფორთოჩკა?

სარკმელი smile.gif
QUOTE
ლატკა?

საკერებელი smile.gif

Posted by: metalliq 5 Jul 2006, 20:42
ვინტი რაა?

30 ჩარის .... .......

Posted by: OtsnebisQali 5 Jul 2006, 20:51
მოკლედ სტუპიცის პაჩებნიკი არავინ არ იცის როგორც ვხედავ: - გორგოლაჭოვანი საკისარი.

QUOTE
კრუტოი

იგივეა რუსულში დაახლოებით რაც ქართულში მაგალითად "ფაიზაღი". ანუ ძირითადი სასაუბრო ლექსიკიდან არაა, სლენგია. ასე რომ ზუსტ შედარებას ვერ მოიყვან.

კრუტოე იაიცო თუ მოხარშული კვერცხია მაშ "კრუტოი პარენ" თავად თარგმნეთ biggrin.gif

Posted by: UZUL 5 Jul 2006, 20:53
ერთხელ რაღაც (ძაან ადრე) რაღAც ჰოროსკოპი ჩამივარდა ხელში..
თუ არ ვცდები ლინდა გუდმანის ....

ხოდა ვშლი და ვხედავ -- "ღორი (კეთილი ძველი დრო)"

ვერაფრით ვერ მივხდი რას ნიშნავდა

მერე დავმუღამდი
რუსულ ვარიანტში იყო -- СВИНЯ ( Добрая старина)

)))

Posted by: OtsnebisQali 5 Jul 2006, 20:58
UZUL
რა შორს მიდიხარ, კინო უნდა ყოფილიყო მე-7 არხზე ადრე, ახალი ხილი რომ იყო საკაბელო ტელევიზიები და წერია სათაური: "იედის გული" . ველოდები - დაიწყო კინო და ქვია "სერდცეიედი" biggrin.gif

Posted by: UZUL 5 Jul 2006, 21:03
OtsnebisKali
QUOTE
სათაური: "იედის გული" . ველოდები - დაიწყო კინო და ქვია "სერდცეიედი" 

ხახახახა))))
lol.gif

იედი რა კაცია))))???? lol.gif

Posted by: OtsnebisQali 5 Jul 2006, 21:04
QUOTE
იედი რა კაცია))))????

კაცია თუ ქალია - ფაქტი ერთია და სახეზეა biggrin.gif

Posted by: PANTALONE 5 Jul 2006, 21:05
პლავკა ------> ცურკა .

Posted by: Artist 5 Jul 2006, 21:06
Renix
QUOTE
ქანჩი თუ ბოლტია, აბა ჭანჭიკი რაღაა?

ქანჩი და ჭანჭიკი ერთმანეთში ეჭირება, ქანჩსაღები კი ატრიალებს...

ერთ-ერთს თავი და ხრახნი აქვს გარედან (მამრობითი ფორმაა) და საპირისპიროს, მხოლოდ ხვრელი აქვს და ხრახნი შიგნიდან
(მდედრობითი ფორმაა), რუსულად, პაპა ი მამა - საც ეძახიან ხოლმე.
ბოლტი(თუ შურუპი...) და ვინტიც ასე ერთმანეთს ერგება...

Posted by: UZUL 5 Jul 2006, 21:06
OtsnebisKali
QUOTE
კაცია თუ ქალია - ფაქტი ერთია და სახეზეა 

ძაან სერიოზული კაცია იედი..... ))



===============================================
АВТООБСЛУЖИВАНИЕ -- ავთო .. მიემსახურე ვანიეს....

Posted by: Raycher 5 Jul 2006, 21:08
QUOTE
პლავკა

საცურაო კოსტიუმი smile.gif

Posted by: Artist 5 Jul 2006, 21:11
QUOTE
პლავკა ------> ცურკა .

საცურაო ნიფხავი...

Posted by: OtsnebisQali 5 Jul 2006, 21:12
Artist
რატომ არის ძროხის საწველველი ორი სიტყვით დახასიათებული - ცური და ჯიქანი?
რომელი უფრო მართებულია?!

Posted by: lg-2ch 5 Jul 2006, 21:15
აბა - ვიოლინო როგორაა ქართულად??? lol.gif


კაი, და, ჩელო???

lol.gif

Posted by: Artist 5 Jul 2006, 21:15
OtsnebisKali
QUOTE
რატომ არის ძროხის საწველველი ორი სიტყვით დახასიათებული - ცური და ჯიქანი?
რომელი უფრო მართებულია?!

ჯიქანი

Posted by: OtsnebisQali 5 Jul 2006, 21:17
Artist
QUOTE
ჯიქანი

ცოტა მეტად დამისაბუთე თუ შეიძლება - ეგრე მეც ავარჩევ რომელიმეს და იმას ვიტყვი როცა დამჭირდება. მინდა ვიცოდე რომელია რეალურად მართალი.

Posted by: Artist 5 Jul 2006, 21:19
QUOTE
საცურაო კოსტიუმი

კოსტიუმი როგორაა ქართულად?
* * *
OtsnebisKali
QUOTE
ცოტა მეტად დამისაბუთე თუ შეიძლება - ეგრე მეც ავარჩევ რომელიმეს და იმას ვიტყვი როცა დამჭირდება. მინდა ვიცოდე რომელია რეალურად მართალი.

ძროხის ჯიქანი, ზოგადად ასე იხმარება... ცური შეიძლება უფრო კუთხური იყოს, ან თხის ვარიანტში... მე არ მეცნობა საერთოდ... ჯიქანი კი ნაღდად ვიცი რომ ძროხის შემთხვევაში გამოითქმის, არ ამირჩევია ალალ ბედზე რაც ვიცოდი ის ვთქვი...
(მეტი დასაბუთება ფილოლოგებს უნდა კითხო...)

Posted by: OtsnebisQali 5 Jul 2006, 21:25
Artist
საკმაოდ დამაჯერებლად ჩამოაყალიბე - გმადლობ.

QUOTE
კოსტიუმი როგორაა ქართულად

ძვალტვინი.

Posted by: WOMAN IN LOVE 5 Jul 2006, 22:26
QUOTE
QUOTE
ჟარონა


მგონი ქართულად ლანგარი შეესაბამება

ლანგარი ე.წ. პოდნოსია
QUOTE
"კუსაჩკა"ს თარგმანი მკვნეტავია თუ მკბეჩავი

საკვნეტელა, მაგ. როგორც სანთებელა
QUOTE
ლაგარტკა რო შურდულია

თურმე სულაც არა, ამაზე დავა იყო, მახსოვს და შურდული სულ სხვა რამეაო, რაგატკას კი საკენჭური ქვიაო.
გაიხსენეთ, ბიბლიურმა დავითმა შურდული რომ ესროლა გოლიათს, მოკლედ, რაღაც სხვა ყოფილა...
ჟარონა მაინც ვერა ვთარგმნეთ... user.gif
* * *
QUOTE
რა შორს მიდიხარ, კინო უნდა ყოფილიყო მე-7 არხზე ადრე, ახალი ხილი რომ იყო საკაბელო ტელევიზიები და წერია სათაური: "იედის გული" . ველოდები - დაიწყო კინო და ქვია "სერდცეიედი

''ესკადრილია ლეტუჩიხ მიშ" როგორ თარგმნეს თურმე იცით? ''ეს რა იკადრა მფრინავმა მიშამ" lol.gif
და კიდევ დიდი აფიშა იყო გამოკრული კინოთეატრზე და ეწერა ''გორეცი'' ანუ გორეც ეგრევე "თარგმნეს" რუსულიდან, თავი არ შეიწუხეს biggrin.gif

Posted by: Artist 6 Jul 2006, 00:08
WOMAN IN LOVE
QUOTE
''ესკადრილია ლეტუჩიხ მიშ" როგორ თარგმნეს თურმე იცით? ''ეს რა იკადრა მფრინავმა მიშამ"

ეგენი ანეგდოტებიდანაა...
QUOTE
ჟარონა მაინც ვერა ვთარგმნეთ

ჟარონაში რა გულისმობ აღწერე ეგ გარეგნულად, ტაფა თუ არაა სხვა რას გულისხმობ?(რა განსხვავებაა ტაფისგან)...

Posted by: WOMAN IN LOVE 6 Jul 2006, 01:41
Artist
აი, გაზქურაში რომ დიდი ოთხკუთხედი (შეიძლება მრგვალიც) ტაფისმაგვარია (ოღონდ ტაფა სულ სხვაა lol.gif ), რაზედაც აცხობენ ნამცხვრებს, მაგალითად, ან დიდ ხაჭაპურებს, ანაც პიცას , მიხვდი, თორემ გადავედი ახლა კულინარიაშიიი lol.gif

Posted by: Artist 6 Jul 2006, 14:50
WOMAN IN LOVE
QUOTE
აი, გაზქურაში რომ დიდი ოთხკუთხედი

აააა, მივხვდი მაშ ეგაა ჟარონკა? მაშინ მაგას ახლიდან უნდა მოვუგონოთ სახელი,
მგონი ჯერ არ დაურქმევიათ, იმით უდა დაიწყოს კაცმა, ომ ჯერ ისა გაზქურის ის ნაწილი უნდა გაირკვეს ქართულად, დუხოვკა რომ ქვია... ის ჟარონკაც ხომ იმ დუხოვკაშია...
ეხლა ლოგიკით მომაფიქრდა ერთი რამე, დუხოვკა რას აკეთებს? ორივე მხრიდან აცხელებს ზემოდან და ქვემოდან, ეს იგივე ვარიანტია როგორც კეცი... ამიტომ დავარქვათ დუხოვკას "კეცქურა" და ჟარონკა გამოდის "კეცტაფა"... იქნებ უკვე მოგონილიცაა და ასეც ქვია არ ვიცი, მე კი თავიდან გამოვიგონე და ... (ფილოლოგებს ვჩუქნი იდეას)...

Posted by: OtsnebisQali 6 Jul 2006, 14:55
WOMAN IN LOVE
QUOTE
ჟარონაში

ცხლადმცხობელა biggrin.gif

Posted by: GROCK 6 Jul 2006, 15:18
QUOTE
ჟარონა

კეცი

ნუ მოდერნიზებული კეცი. დანიშნულება ხომ დაახლოებით ერთნაირი აქვს

Posted by: bucho 6 Jul 2006, 15:40
ქართულად ჟალუზს რა ქვია,დარაბა? spy.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 6 Jul 2006, 15:42
QUOTE
გაზქურის ის ნაწილი უნდა გაირკვეს ქართულად, დუხოვკა რომ ქვია

ჰაერღუმელი
QUOTE
კეცი

თიხისაა და სულ სხვაა

Posted by: OtsnebisQali 6 Jul 2006, 15:43
bucho
QUOTE
ქართულად ჟალუზს რა ქვია

ეგ არ მახსოვს, მაგრამ კაფელი ქართულად არის შორენკეცი.

Posted by: Artist 7 Jul 2006, 02:26
WOMAN IN LOVE
QUOTE
კეცი

თიხისაა და სულ სხვაა

ხო ვიცი, რომ თიხისაა... ჟარონას აქვს ქართული სახელი, უბრალოდ გამახსენდა, რომ აქვს, მარა არ მახსოვს რა ქვია... "ფ" ასოს შეიცავს მგონი... შენ გეცოდინება მაგი, რატო გვაწვალებ? wink.gif

Posted by: სპორტი 7 Jul 2006, 03:08
OtsnebisKali
QUOTE
აბა მითხარით როგორაა სტუპიცის პაჩებნიკი ქართულად - თუ არა და მე დავწერ მერე

საკისარი ხომ არა?

Posted by: Jgenti` 7 Jul 2006, 03:36
ეს მაინტერესებს: რას შვები.. რას შვრები შვრა რაარისსსს შვრა შვა, რას შობი რა ენაა რახდება?




ნაცნობი ქართული სიტყვები რომლებიც არვიცი

Posted by: შიზო ფრენია 7 Jul 2006, 04:21
ანა ხაროშაია ტანვარჯისტკაო ერთმა ქართველმა უთხრა რუსს.

Posted by: OtsnebisQali 7 Jul 2006, 10:52
სპორტი
QUOTE
საკისარი ხომ არა?

კი და დავწერე უკვე ზემოთ, არავინ რომ არ მიპასუხა.

Posted by: WOMAN IN LOVE 7 Jul 2006, 11:59
QUOTE
ჟარონას აქვს ქართული სახელი, უბრალოდ გამახსენდა, რომ აქვს, მარა არ მახსოვს რა ქვია... "ფ" ასოს შეიცავს მგონი... შენ გეცოდინება მაგი, რატო გვაწვალებ? 

ჰო, მოიცა...მგონი თუნუქის ფურცელიო თუ რაღაც ამდაგვარი, მაგრამ ყურით მოთრეული ტერმინია ჩემი აზრით...
თავის დროზე, რკინიგზა რომ გაყავდათ, შესაბამისი ტერმინები გახდა საჭირო, იგივე რკინიგზა, ლიანდაგი ნიკო ნიკოლაძემ დაამკვიდრა, თუ არ ვცდები, დედაჩემი რომ კერავდა, ამბობდა, ვალიანდაგებო და ასე გამოძებნა შესაფერისი სიტყვა-ლიანდაგი.

Posted by: Moshi-moshi 7 Jul 2006, 15:39
OtsnebisKali
QUOTE
"იედის გული" . ველოდები - დაიწყო კინო და ქვია "სერდცეიედი"

გეცოდინება, არ ვიცი რომელ ადგილას, კინოაფიშაზე თარგმნის გარეშე ეწერაო "Думы матери". რომელიღაცეებს უთარგმნიათ თავიანთ ჭკუაში როგორც "დედის დუმები" smile.gif მისულან მანდ ოღონდ აღარ ვიცი რისი ნახვის იმედი ჰქონდათ.

უფრო დიდ სოფელსაც, რუსთავი2-ს გონებია თურმე ჯენიფერ ლოპეზის "the Cage" თარგმნა როგორც "უჯრედი" (რუსული Клетка-დან). და ინგლისურიც იგივენაირად day after tomorrow პირდაპირ ზეგ-ს რომ ნიშნავს, არა "დღე ხვალის შემდეგო". მართლაც და სასაცილო არაფერია, მაგრამ გასახსენებლად ღირდა. "თავი კარში ბურთით გაიტანა..." © ობოლაძე, არაუშავს სამაგიეროდ კარგი მამა ყავს rolleyes.gif ფიზიკოსია.

Posted by: OtsnebisQali 7 Jul 2006, 17:43
Moshi-moshi
QUOTE
უფრო დიდ სოფელსაც, რუსთავი2-ს გონებია თურმე ჯენიფერ ლოპეზის "the Cage" თარგმნა როგორც "უჯრედი" (რუსული Клетка-დან)

მე კი პირიქით ვიცოდი, თარგმნეს როგორც "გალია" biggrin.gif

დედის დუმები იქნებ "ფიქრებს" გულისხმობდა, რა იცი rolleyes.gif

Posted by: Renix 7 Jul 2006, 17:51
OtsnebisKali
QUOTE
დედის დუმები იქნებ "ფიქრებს" გულისხმობდა

lol.gif

ორიგინალში კი, მაგრამ თარგმანში რატომღაც მიძნელდება "დუმების" - "ფიქრებთან" დაკავშირება biggrin.gif

Posted by: kosheen 7 Jul 2006, 18:19
ქართული სიტყვები რომლების მნიშვნელობა არ ვიცი-
თოქალთო,დასილოსება,ლატანი,ისრიმი,კანძი,რაკი,სამყე,დოში,ზავთი,სანდალოზი,
თართი,დაფიონი,კანჯარი,მაზანდა,ლირფი(კონტექსტით როგორც მივხვდი მგონი 'ნაგლი' უნდა იყოს),ზავთი,თივთიკი...

თუ ამიხსნით დამავალებთ yes.gif

Posted by: Artist 7 Jul 2006, 18:19
Jgenti`
QUOTE
რა ენაა რახდება?

გადადი სომხურზე სასწრაფოთ მაგრა დაგევასება ეგ ენა...
აი ფილმების თარგმანები უნდა ნახო სომხური, მაგრად გლიჯავს... განსაკუთრებით შესანიშნავი შვიდეული, ისა კრისი რომ ეუბნება იმ ყაჩაღების უფროსს: ეს ინჩა ტო, კალვერა...
* * *
kosheen
QUOTE
ქართული სიტყვები რომლების მნიშვნელობა არ ვიცი-
თოქალთო,დასილოსება,ლატანი,ისრიმი,კანძი,რაკი,სამყე,დოში,ზავთი,სანდალოზი,
თართი,დაფიონი,კანჯარი,მაზანდა,ლირფი(კონტექსტით როგორც მივხვდი მგონი 'ნაგლი' უნდა იყოს),ზავთი,თივთიკი...

თუ ამიხსნით დამავალებთ

ეგ სიტყვები მგონი ხმარებაში აღარაა, სულხან საბა-ორბელიანის ლექსიკონიდან ხომ არ ამოკრიფე? ....

Posted by: kosheen 7 Jul 2006, 18:34
Artist
სულხან საბა-ორბელიანის ლექსიკონიდან ხომ არ ამოკრიფე? ....

ეს ის სიტყვებია ერთი ჩემთვის უცნობი ენის ლექსიკონში თარგმანში რომ დამხვდა, უცხო ენას როგორ ვისწავლი ქართული არ მცოდნია-მეთქი და შევეშვი biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 7 Jul 2006, 19:06
QUOTE
თოქალთო,დასილოსება,ლატანი,ისრიმი,კანძი,რაკი,სამყე,დოში,ზავთი,სანდალოზი,
თართი,დაფიონი,კანჯარი,მაზანდა,ლირფი(კონტექსტით როგორც მივხვდი მგონი 'ნაგლი' უნდა იყოს),ზავთი,თივთიკი...

ისრიმი მგონი მკვახე ყურძნის წვენია, კულინარიაში გამოიყენება
სანდალოზი ხის ჯიშია, ძვირფასი
თართი თევზის სახეობაა
კანჯარი ცხოველია, ჯიხვივით
მაზანდა რაღაცის ღირებულება, მაგ. იტყვიან , მაზანდამ აიწიაო
დასილოსება-ფუჩეჩის , თივის სილოსად ქცევა, დამწნილებასავით
ლატანი-ბრტყელი.თხელი ფიცარი, მაგ.კასრისთვის
რა ვიცი, მე ასე მახსოვს და შეიძლება ვცდები...დანარჩენი არ ვიცი

Posted by: Antigone 7 Jul 2006, 19:11
WOMAN IN LOVE
eek.gif
ვააა. შენ ბერძნულიც ეგრე თუ იცი,მოგებარები biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 7 Jul 2006, 19:23
Antigone
კანჯარი ნაღდად არ ვიცი lol.gif

Posted by: s-h-a-k-o 7 Jul 2006, 20:30
WOMAN IN LOVE
კანჯარი არი ცხოველი

Posted by: WOMAN IN LOVE 7 Jul 2006, 21:32
ელაპარაკე ახლა ამას lol.gif rolleyes.gif

Posted by: Ice_Queen 7 Jul 2006, 21:54
მუთაქა ყოფილა ორპროჭა biggrin.gif ახლა მითხრა მასწავლებელმა ლოოლ

Posted by: WOMAN IN LOVE 7 Jul 2006, 21:59
მშვენიერი ქართული სიტყვაა მუთაქა. ეგრე შეიძლება სადმე კახეთში ამბობენ კუთხურ-შინაურულად, ჰოდა არ ითვლება no.gif

Posted by: OtsnebisQali 8 Jul 2006, 00:28
ეგრე თუ წავედით სულხან საბასეულად მაშინ მაიმუნი არის ყაპუზუნა
თამბაქო არის გლარჯა და სიგარეტი - გლარჯმილი yes.gif

Posted by: ancho 8 Jul 2006, 00:43
OtsnebisKali
QUOTE
ყაპუზუნა

რატომღაც ყაფუზუნა მახსოვდა...

WOMAN IN LOVE
QUOTE
კანჯარი ცხოველია, ჯიხვივით

მგონი რუსთაველთან არის ნახსენები... ქურციკნი და კარჯარნი რომ დახოცეს ნადირობისას. ხოდა მაშინ კანჯარს გარეულ ვირად ვიცნობდი. biggrin.gif ოღონდ ზუსტად აღარ მახსოვს საიდან მოდიოდა ეს ინფორმაცია...

ერთი სიტყვის პოპულარიზაციას ვეწევი ისტერიულად. ეს სიტყვაა "არდაგი" .. რომელიც გადასადებ "იუბკას" ნიშნავს. ხოდა "ბოლოკაბას" და "ქვედაბოლოს" აღარ ჯობია ეხლა? მგონი ჯობია...smile.gif

Posted by: OtsnebisQali 8 Jul 2006, 00:45
ancho
QUOTE
რატომღაც ყაფუზუნა მახსოვდა...

კაკაია ვ ასნავნომ რაზნიცა? smile.gif

QUOTE
"არდაგი" .. რომელიც გადასადებ "იუბკას" ნიშნავს. ხოდა "ბოლოკაბას" და "ქვედაბოლოს" აღარ ჯობია ეხლა? მგონი ჯობია...

ეხლა გამყიდველს რომ ვუთხრა რა ღირს ეს არდაგი მეთქი, სულ არგნის ცემით გამომიშვებს მაღაზიიდან biggrin.gif

Posted by: ancho 8 Jul 2006, 00:47
OtsnebisKali
QUOTE
ეხლა გამყიდველს რომ ვუთხრა რა ღირს ეს არდაგი მეთქი, სულ არგნის ცემით გამომიშვებს მაღაზიიდან 

მე მითქვამს სწორედ "იუბკების" მაღაზიაში და არ გვაქვსო - მიპასუხეს. biggrin.gif
QUOTE
კაკაია ვ ასნავნომ რაზნიცა

და რაზნიცი ნიკაკოი... პროსტო დლია პადდერჟანია რაზგავორა....smile.gif

Posted by: OtsnebisQali 8 Jul 2006, 00:53
ancho
ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ მამაკაცისა და ქალის სასქესო ორგანოები სულხან საბასთან არის (თუ სწორად მახსოვს)
კაცის - მორი ( biggrin.gif ) და ქალის - ივი.
სახელი "ივიკო" მაგარია არა? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: maxra 8 Jul 2006, 01:00
OtsnebisKali
სპი მაია რადოსტ უსნი biggrin.gif
keh.gif

Posted by: OtsnebisQali 8 Jul 2006, 01:02
maxra
ნანაა, დიდოუ ნანაა biggrin.gif
რაია რომე მაჩუმებ აქინე? ცუდი ვთქვი რამე უმსგავსი თუ?

Posted by: maxra 8 Jul 2006, 01:05
OtsnebisKali
გვიანია უბრალოდ, და აბანოც გვერდზეა. შას ნალეტიაწ უტკი...

Posted by: OtsnebisQali 8 Jul 2006, 01:08
maxra
QUOTE
შას ნალეტიაწ უტკი

აბა ვის ეძინება ეხლა ჩვენ ორს შორის? biggrin.gif
ლეწვენ უტკები უკვე არაა? ... აი აი აი...აბაზანა და აბანო არ გამაგონო rolleyes.gif

ჰოდა სოსისი არის ქართულად - მოწოწნიკი!

Posted by: President 8 Jul 2006, 01:11
OtsnebisKali
ხოდა მაშინ სექსის სინონიმი იქნება მორევი lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: maxra 8 Jul 2006, 01:14
President
QUOTE
ხოდა მაშინ სექსის სინონიმი იქნება მორევი   

up.gif
OtsnebisKali
გაფრთხილებდი აბაზანაზე, ხომ ხედავ? smile.gif

Posted by: OtsnebisQali 8 Jul 2006, 01:20
maxra
QUOTE
გაფრთხილებდი აბაზანაზე, ხომ ხედავ?

რავა, შემატყვე რამე თუ? biggrin.gif

კიდევ ქვევრის სარეცხ ჩვარს ქვია მაწაწური

Posted by: maxra 8 Jul 2006, 01:23
OtsnebisKali
QUOTE
QUOTE
გაფრთხილებდი აბაზანაზე, ხომ ხედავ?


რავა, შემატყვე რამე თუ?

ბოჟე უპასი, სად შენ და სად აბაზანა biggrin.gif

თოფზე რა აზრის ხარ? ტოლკო ბოლნო ნე ბეიტე სუდარინია

Posted by: OtsnebisQali 8 Jul 2006, 01:27
maxra
QUOTE
თოფზე რა აზრის ხარ? ტოლკო ბოლნო ნე ბეიტე სუდარინია


ოი ოი, მამი ბლუ biggrin.gif
თოფზე მაგარი ამბავი გამახსენდა და PM-ში გიამბობ.

ღვინოში ჩასველებულ პურს ქვია ბოღლიწო.

Posted by: maxra 8 Jul 2006, 01:28
მაწაწური დღეს შევიძინე ზუსტად smile.gif

თოფზე მაგარი ამბავი გამახსენდა და PM-ში გიამბობ.

უშკი უჟე ნა მაკუშკე

Posted by: Jgenti` 8 Jul 2006, 01:42
QUOTE (Artist @ 7 Jul 2006, 17:19 )
Jgenti`
QUOTE
რა ენაა რახდება?

გადადი სომხურზე სასწრაფოთ მაგრა დაგევასება ეგ ენა...
აი ფილმების თარგმანები უნდა ნახო სომხური, მაგრად გლიჯავს... განსაკუთრებით შესანიშნავი შვიდეული, ისა კრისი რომ ეუბნება იმ ყაჩაღების უფროსს: ეს ინჩა ტო, კალვერა...
* * *
kosheen
QUOTE
ქართული სიტყვები რომლების მნიშვნელობა არ ვიცი-
თოქალთო,დასილოსება,ლატანი,ისრიმი,კანძი,რაკი,სამყე,დოში,ზავთი,სანდალოზი,
თართი,დაფიონი,კანჯარი,მაზანდა,ლირფი(კონტექსტით როგორც მივხვდი მგონი 'ნაგლი' უნდა იყოს),ზავთი,თივთიკი...

თუ ამიხსნით დამავალებთ

ეგ სიტყვები მგონი ხმარებაში აღარაა, სულხან საბა-ორბელიანის ლექსიკონიდან ხომ არ ამოკრიფე? ....

სომხური ენა კიარა მჭირდება კონკრეტული პასუხი თან სასწრაფოოოოოოოოდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

Posted by: OtsnebisQali 8 Jul 2006, 01:45
maxra
QUOTE
უშკი უჟე ნა მაკუშკე

ეგრე იყო , აპაა smile.gif

პერტიაშვილმა რომ მოიგონა მეტროსა და თვითმფრინავის სახელწოდებები თუ გახსოვთ? ქვეგრიალა და ზეგრიალა biggrin.gif

Posted by: maxra 8 Jul 2006, 01:49
OtsnebisKali
მე აირმდღვები მახსოვს, ნეუჟელი სკლეროზ? (რანნი)

Posted by: OtsnebisQali 8 Jul 2006, 01:52
maxra
QUOTE
აირმდღვები

ვსიო ვ პარიადკე, ეგ ვერტმფრენი იყო smile.gif

Posted by: maxra 8 Jul 2006, 02:00
OtsnebisKali
QUOTE
ვსიო ვ პარიადკე, ეგ ვერტმფრენი იყო 

აგაშენა ღმერთმა, სკლეროზს გადავრჩი. მარა შტო-ტო ს გლაზამი ნე ტო smile.gif

Posted by: OtsnebisQali 8 Jul 2006, 02:01
maxra
QUOTE
აგაშენა ღმერთმა, სკლეროზს გადავრჩი. მარა შტო-ტო ს გლაზამი ნე ტო

სასწრაფოდ შეიძინე ოფთაგელი ან ვიზინი, ს გლაზამი შუწიწ ნელზია! biggrin.gif

თვალსაწვეთური - ახალი ქართული სიტყვა!

Posted by: maxra 8 Jul 2006, 02:05
QUOTE
სასწრაფოდ შეიძინე ოფთაგელი ან ვიზინი, ს გლაზამი შუწიწ ნელზია!

სამედიცინო ენციკლოპედიის გადაგდებით უფრო იაფში არ გამოვალ?

QUOTE
თვალსაწვეთური - ახალი ქართული სიტყვა!

ცხვირმაწაწური - დავუბრუნდეთ ფესვებს

Posted by: OtsnebisQali 8 Jul 2006, 02:08
maxra
განსწმინდე უსტართსაცავი იგი შენი გადავსებული, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე (ვ კანცე კანცოვ), ამინ!
biggrin.gif

Posted by: maxra 8 Jul 2006, 02:11
OtsnebisKali
პრინციპ სააბშაუშიხსა სასუდოვ - რასაც მეტს ვწმინდავ, უფრო მეტად ივსება.

Posted by: OtsnebisQali 8 Jul 2006, 02:13
maxra
QUOTE
პრინციპ სააბშაუშიხსა სასუდოვ


"სა" ზედმეტი იყო givi.gif

გავზიარჭურჭლდი biggrin.gif

ამაზე რატომღაც ჭოჭონაქი გამახსენდა smile.gif

Posted by: maxra 8 Jul 2006, 02:16
OtsnebisKali
ალილუია
დემონებმა ჩარაზეს ინბოქსის კარიბჭე. საკმეველიც არ დაიშურე ეტყობა. smile.gif

სვიტ დრიმს

Posted by: OtsnebisQali 8 Jul 2006, 02:19
maxra
სანთელ საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს...wink.gif

Posted by: ancho 8 Jul 2006, 02:21
OtsnebisKali
QUOTE
სახელი "ივიკო" მაგარია არა? 

lol.gif lol.gif მაგარია. smile.gif

Posted by: maxra 8 Jul 2006, 02:22
OtsnebisKali
QUOTE
სანთელ საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს...

ტილო და მისი ჯანი smile.gif

Posted by: OtsnebisQali 8 Jul 2006, 02:24
maxra
QUOTE
ტილო და მისი ჯანი


ტილო, თანაც "პოლის" smile.gif

Posted by: maxra 8 Jul 2006, 02:28
OtsnebisKali
'პოლის' ყუთებზეც მიდის? spy.gif
ra tkuilad gadavkare dges imdeni fuli tiloebis koleqciashi sad.gif

Posted by: Artist 8 Jul 2006, 03:39
OtsnebisKali
QUOTE
ტილო, თანაც "პოლის"

რა პოლის ტოოოო..... პოლი? ეგ რაღაა ვაჰ..... იატაკი? თუ სქესი? ...
"კაკოვა პოლი-ა უტებია პოლ? " გლიჯამს რაა... თარგმანები ასწორებს, სქესის ტილო თუ პარკეტის.... ვაჰ "პარკეტი" როგორღაა მაშ ქართულად? ....
* * *
და კიდევ ისა *კამფეტი*--- ???? chups.gif

Posted by: kuda 8 Jul 2006, 10:28
კანფეტი და არა კამფეტი yes.gif


აი პარკეტი როგორაა ნამდვილად არ ვიცი baby.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 8 Jul 2006, 10:28
QUOTE
კაცის - მორი (  ) და ქალის - ივი.

ხო, ეგ ვიცოდი და ის მაინტერესებს, ამათი შესაბამისი თანამედროვე ტერმინები საიდან დამკვიდრდა?
* * *
QUOTE
პერტიაშვილმა რომ მოიგონა

ვიოლონო-ყელფანდურააო და ჩელო... lol.gif

Posted by: OtsnebisQali 8 Jul 2006, 16:17
რამდენიმე თვის წინ გავიარე პლეხანოვზე (მომიტევეთ, აღმაშენებელზე) "ტიფანი&ტომატო"-სთან და დიიდი ასოებით ეწერა ვიტრინაზე - გზაკვალა 30 ლარი (ფასი არ მახსოვს ზუსტად)... და რა იყო ეს გზაკვალა? biggrin.gif
"პალასა" - გრძელი კორიდორის ხალიჩა.

Posted by: ბაჩუკი 8 Jul 2006, 18:13
QUOTE
და რა იყო ეს გზაკვალა?

დაროშკა,დაროშკასაც ეძახიან,ისა და კრუშკა როგორაა ქართულად?

Posted by: OtsnebisQali 8 Jul 2006, 18:45
bachuki84
QUOTE
კრუშკა როგორაა ქართულად

კათხაა ბატონო

Posted by: Mesaplave 8 Jul 2006, 18:50
ჟარგონების ლექსიკონი მაქვს და რამოდენიმე სიტყვას შემოგწირავთ
მაგ:
აბიჟნიკი _ წყენის მთესველი
ატაშოლი _ ძმადნაფიცისა ძმობითგან განზიდვა
გააბლატავა _ თÂსზედ უმცროსსა მედიდურებისათვის მწედ ეყო
გამოყლევება _ დია მძიმე სიბრიყვე
გამოყლევებული _ გამოყლევება ქმნილი

პს. არ დამვვორნოთ ქართჲლი ენის გავრცელების მცდელობის გამო :lol.gif


ვერსად ვერ ავტვირთავ მხოლოდ მსნ, ისიც თჲ გიდნათ :ჴ:

Posted by: WOMAN IN LOVE 8 Jul 2006, 19:21
QUOTE
ჟარგონების ლექსიკონი

ეგ ვიცი, მგონი აბანოში ჰქონდა გახსნილი ვიღაცას და მაგრად გავერთე
მაგრამ თემას გადავუხვიეთ...

Posted by: Artist 10 Jul 2006, 05:27
QUOTE
კანფეტი

არაა კანფეტი ქართული სიტყვა, ეგ მაინტერესებდა...
QUOTE
"პალასა" - გრძელი კორიდორის ხალიჩა.

გრძელი "დერეფნის" ხალიჩა იგულისხმე ალბათ...

Posted by: Gilgamesh 10 Jul 2006, 13:49
ancho
QUOTE
ერთი სიტყვის პოპულარიზაციას ვეწევი ისტერიულად. ეს სიტყვაა "არდაგი" .. რომელიც გადასადებ "იუბკას" ნიშნავს.

კარგია! მხარს გიჭერ up.gif

კონდენციონერის მაგივრად რომ "მაგრილი" ვიხმაროთ უფო ადვილი არაა? wink.gif
ვგონებ რო კი!
ავიტაცოთ მაგრილი!!! biggrin.gif

Posted by: cunculika 10 Jul 2006, 13:58
კუხნა როგორ არის? ძალაინ ბევრი რომ ხმარობს ამ სიტყვას lol.gif ვითომ სამზარეულო ძნელი დასამახსოვრებელი იყოსsmile.gifანდა მაღაზიაში რომ შედიხარ და იკითავ,უკაცრავად აზღუდი გააქვთsmile.gif და თვალებს დააჭყეტენ რაო? ლიფი,რომ ეტყვი მერე მიხვდებიანsmile.gif biggrin.gif ხო და კიდე სპალნა-ანუ საძენებალი(მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ბარბარიზმებია)smile.gif

Posted by: ჯეგე 10 Jul 2006, 15:29
kuda
QUOTE
კანფეტი და არა კამფეტი

no.gif
კ ა ფ ე ნ ტ ი
yes.gif



lol.gif gigi.gif givi.gif

Posted by: kuda 10 Jul 2006, 19:56
ჩემი დეიდაშვილი შევიდა მაღაზიაში და ყურძნის ჩირი მინდაო gigi.gif გადაირია გამყიდველი lol.gif lol.gif

Posted by: OHO 10 Jul 2006, 20:20
და პირიქით როგორ თარგმნით აბა ? smile.gif


აბა ეს სამი სიტყვა თარგმნეთ რუსულად wink.gif

1. კრუხი.(სხვათა შორის ძალიან ხშირად ვიყენებთ ამ სიტყვას ქართულში და ჟარგონით სულ სხვა რამეს ნიშნავს smile.gif )
2. ცხვირის ნესტო.(ნესტო და არა ნესტოები)
3. ჭრელი. (ფერი)

Posted by: WOMAN IN LOVE 10 Jul 2006, 20:45
QUOTE
კუხნა როგორ არის? ძალაინ ბევრი რომ ხმარობს ამ სიტყვას

ყველაზე მაგარი ისაა, ვითომ ქართულად რომ ლაპარაკობენ და ამბობენ : ქუხნა, სმეტანი.
ამაზე მაჟრიალებს...
კიდევ - ხალხმა თქვეს, ყველამ იციან, ბრრრრ...

Posted by: UZUL 10 Jul 2006, 20:48
პოლის რულსმანი
სთოლსაფარი
"კალიცო" (აი ამაზე მაზიდებს)

Posted by: WOMAN IN LOVE 10 Jul 2006, 20:56
UZUL
რეამინაცია
ბიზმესმენი
გინიკოლოგი
კარდეოლოგი
ნევსი
და ამ ტერმინებს ისეთი გამომეტყველებით ამბობენ, კაი დედის შვილი ხარ და უთხარი, რომ სწორია:
რეანიმაცია
ბიზნესმენი
გინეკოლოგი
კარდიოლოგი
ნემსი

Posted by: Renix 10 Jul 2006, 21:00
ტენიკაც ძალიან პოპულარულია სხვათაშორის და აქედან გამომდინარე - ტეხნიკუმი, ტეხნოლოგია, ტეხნიკური და ა.შ. smile.gif

Posted by: UZUL 10 Jul 2006, 21:04
"მოდების ჩვენების პოკაზზე ვიყავი"................. yes.gif user.gif

Posted by: NATALLI 10 Jul 2006, 22:35
LionDark
QUOTE
საქმე მაშინ ავტოსაჯინიბო უნდა იყოს...და კიდე ზოგს რო გონია რო გარაჟი რუსული სიტყვაა  ფრანგულია ფრანგულიი 

ეგეთიც არსებობს მაგალითად ფერეარის ავტოსაჯინიბო biggrin.gif

Posted by: bucho 10 Jul 2006, 23:52
სიტყვა "ატვოდი" როგორ იქნება სწორ ქართულად?smile.gif

Posted by: NATALLI 11 Jul 2006, 00:05
bucho
ატვოდი რას ნიშნავს?

Posted by: Evilchik 11 Jul 2006, 00:11
ბალთა რა არის?

----------------

Posted by: NATALLI 11 Jul 2006, 00:14
Evilchik
QUOTE
ბალთა რა არის?

ქამრის ბალთა. ფეხსაცმელზეც არის ხოლმე. ნუ უფრო ადრე იყო (ფეხსაცმელზე) შესაკრავია.

Posted by: bucho 11 Jul 2006, 00:14
NATALLI
QUOTE
ატვოდი რას ნიშნავს?

არც მე ვიცი,მემგონი რაღაც ქურდულ-ძველ ბიჭური სიტყვაა user.gif

ალბათ გამოიტყუო თუ გაიტყუო? spy.gif

Posted by: Evilchik 11 Jul 2006, 00:14
NATALLI

მადლობა smile.gif

------------

Posted by: NATALLI 11 Jul 2006, 00:18
bucho
biggrin.gif ზავოდი და კრავოტი ვიცი მე მარტო რუსულად biggrin.gif დანარჩენი დამავიწყდა biggrin.gif რაც მამამ პეტერბურგსში წამიგო biggrin.gif

Posted by: bucho 11 Jul 2006, 03:01
NATALLI
QUOTE
რაც მამამ პეტერბურგსში წამიგო

biggrin.gif:D ხო ისე ბევრი რუსული სიტყვა გაუგებარია რაცხაsmile.gif

სიტყვა "ვაგონი" ქართულად როგორ იქნება?smile.gif

Posted by: მიხეილ რძე 11 Jul 2006, 10:38
OHO
QUOTE

1. კრუხი.(სხვათა შორის ძალიან ხშირად ვიყენებთ ამ სიტყვას ქართულში და ჟარგონით სულ სხვა რამეს ნიშნავს  )
2. ცხვირის ნესტო.(ნესტო და არა ნესტოები)
3. ჭრელი. (ფერი)


1. ნესუშკა
2. ნოზდრია
3. პიოსტრიი

Posted by: OHO 11 Jul 2006, 12:10
მიხეილ რძე
QUOTE
1. ნესუშკა (იგივე ნასედკა)
2. ნოზდრია
3. პიოსტრი

საღოლ!

Posted by: OtsnebisQali 11 Jul 2006, 12:18
OHO
QUOTE
მიხეილ რძე

QUOTE
1. ნესუშკა (იგივე ნასედკა)
2. ნოზდრია
3. პიოსტრი


საღოლ!

აქ იყო რამე სირთულე? spy.gif

Posted by: GROCK 12 Jul 2006, 10:10
QUOTE
რეამინაცია
ბიზმესმენი
გინიკოლოგი
კარდეოლოგი
ნევსი
და ამ ტერმინებს ისეთი გამომეტყველებით ამბობენ, კაი დედის შვილი ხარ და უთხარი, რომ სწორია:
რეანიმაცია
ბიზნესმენი
გინეკოლოგი
კარდიოლოგი
ნემსი

დავამატყებდი
ცეროზს
გეუმბნები

ქრათულად "შატუნის ტულკები" როგორ იქნება.
ხო და კიდე ფორა-ს შესატყვისი

Posted by: eloiza 12 Jul 2006, 10:35
ვერ ვიტან ჩაქვრას რომ ამბობენsmile.gif

ჩაქრა და არა ჩაქვრა

Posted by: ევროGEORGIA 12 Jul 2006, 11:01
Moshi-moshi
QUOTE
რუსთავი2-ს გონებია თურმე ჯენიფერ ლოპეზის "the Cage" თარგმნა როგორც "უჯრედი" (რუსული Клетка-დან). და ინგლისურიც იგივენაირად day after tomorrow პირდაპირ ზეგ-ს რომ ნიშნავს, არა "დღე ხვალის შემდეგო".


მაგ ფილმს, ლოპესი რომ თამაშობს, The Cell ქვია ინგლისურად biggrin.gif ასე რომ უჯრედია ქართულად smile.gif the day after tomorrow-ს რაც შეეხება, "ზეგ"-ს ნაღდად "დღე ხვალიშ შემდეგ" სჯობს, უფრო მხატვრული ნათარგმნია biggrin.gif


მერტოში იყიდებოდა რაღაც წიგნი, ეწერა "კამა დილიდან". ნეტა რა წიგნი იყო? rolleyes.gif


და გამოთქმები საიდან მოდის არ გაინტერესებთ? თუ ვინმემ იცით, იქნებ მითხრათ საიდან მოდის :
იასაულის ვარდი; არტაშას მტრედი; ჭაპაანთ ტყორე; ევას პავაროტი; ნინიას ბაღი; ნუცას სკოლა; პაჭიკოს გარმონი...

Posted by: WOMAN IN LOVE 12 Jul 2006, 12:36
დასავლეთში იციან:
გეხვერწები
მაშვინ
ბამბანიორკა
და ქართლში-იარშიკი (ყუთი)

Posted by: OtsnebisQali 12 Jul 2006, 12:37
WOMAN IN LOVE
უფ ერთმა ჩემმა ნაცნობმა იცის ხოლმე : წავისევი პომადაო ...

Posted by: WOMAN IN LOVE 12 Jul 2006, 12:43
QUOTE
ჭაპაანთ ტყორე

ყორე, ანუ ღობე
QUOTE
ნუცას სკოლა

მგონი გოგებაშვილის მოთხრობაა "დედაენიდან"-ეს არის ანი, ეს არის ბანი, ისწავლეთ, გენაცვალეო,-ნუცა ეუბნება ფისოებს(თუ კარგად მახსოვს)
QUOTE
პაჭიკოს გარმონი...

მე გამიგონია ფაჩიკოს გარმონი biggrin.gif

Posted by: ლლევ 12 Jul 2006, 12:43
GROCK

ასე რომ მრავალფეროვნება ენის სილამაზეა და უნივერსალურობა სრულიად არ არის კარგი რამ smile.gif

სწორია თუ არა ფორმა "განხორციელებულ იქნა"? მე როგორც გავიგე რუსული ფორმის კალკიაო და რა ვიცი

Posted by: WOMAN IN LOVE 12 Jul 2006, 12:57
QUOTE
განხორციელებულ იქნა"?

განხორციელდა ან განახორციელეს

Posted by: OHO 12 Jul 2006, 19:17
OtsnebisKali
QUOTE
აქ იყო რამე სირთულე?

პასუხები დაწერილი როა უკვე არავითარი wink.gif

http://forum.ge/?showtopic=33660973&view=findpost&p=3408013 ისე 100 კაციდან 95% ვერ თარგმნის მაგ 3 სიტყვიდან 2-ს მაინც ისე თუ ლექსინონში არ მოძებნა, თუ გინდა შეამოწმე არაფორუმელებზე და არარუსებზე wink.gif

Posted by: GROCK 12 Jul 2006, 20:45
მე ვთარგმნი ნებისმიერი სირთულის რუსულ ტექსტს, აბა მე ომამდე ტანკისტი ვიყავი. ისე ფორა მართლა მაინტერესებს. ვფიქრობ და ვერ ვხვდები რა უნდა იყოს ფორის შესატყვისი.

Posted by: Renix 12 Jul 2006, 21:28
"გარმონი" როგორაა ქართულად?



P.s. ახლა არ მითხრათ, აკორდეონიო biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 12 Jul 2006, 22:35
გარმონი-გარმონია, აკორდეონიც-აკორდეონია, ეს ორი ინსტრუმენტი , მიუხედავად მათი ერთი შეხედვით მსგავსებისა, განსხვავდება ერთმანეთისგან (აკორდეონზე ვუკრავ და დამიჯერეთ) ქართულში არ არსებობს ამ ინსტრუმენტების შესატყვისი და არცაა საჭირო, როიალის, ვიოლინოს ან ტრომბონის ''ქართულ ვარიანტს '' ხომ არ ვეძებთ? თუმცა, აქაც იყო მცდელობა-ვიოლინო-ყელფანდურაო lol.gif

Posted by: OtsnebisQali 12 Jul 2006, 22:38
OHO
QUOTE
პასუხები დაწერილი როა უკვე არავითარი

მე გვიან ვნახე და რომ ეწერა პასუხები კიდევ ხომ არ მივაწერდი?
QUOTE
ისე 100 კაციდან 95% ვერ თარგმნის მაგ 3 სიტყვიდან 2-ს მაინც ისე თუ ლექსინონში არ მოძებნა, თუ გინდა შეამოწმე არაფორუმელებზე და არარუსებზე

ჩემს გარშემო 90% თარგმნის დაუფიქრებლად , მართლა არაფერი რთული მანდ არაა (შეიძლება იმიტომ, რომ უმეტესობა რუსულენოვანია)

Posted by: maxra 13 Jul 2006, 00:35
OtsnebisKali
ვინაა რუსულენოვანი??!!
vik.gif

სპიჩკა როგორ იქნება ქართულად?

Posted by: OtsnebisQali 13 Jul 2006, 00:36
maxra
შენ ხარ 90%? smile.gif
სპიჩკა რუსულად არის ასანთი და ქართულად სპიჩკაა yes.gif

Posted by: maxra 13 Jul 2006, 00:42
OtsnebisKali
90 არა დევიანოსტო ტრი biggrin.gif

მეგრული უნდა ვისწავლო სასწრაფოდ

Posted by: OHO 13 Jul 2006, 15:20
OtsnebisKali
QUOTE
შეიძლება იმიტომ, რომ უმეტესობა რუსულენოვანია

რუსეთში ხარ?spy.gif
QUOTE
ჩემს გარშემო 90% თარგმნის დაუფიქრებლად , მართლა არაფერი რთული მანდ არაა

QUOTE
თუ გინდა შეამოწმე არაფორუმელებზე და არარუსებზე (არარუსულენოვანებზე)
-თქო ხო გითხარი wink.gif

Posted by: OtsnebisQali 13 Jul 2006, 15:24
OHO
QUOTE
რუსეთში ხარ?

რუსული ვინც იცის ის რუსეთშია ყველა?

შევამოწმე სხვათა შორის თანამშრომლებზე და მითხრა ყველამ yes.gif

Posted by: ნემო 13 Jul 2006, 15:34
QUOTE
სწორია თუ არა ფორმა "განხორციელებულ იქნა"? მე როგორც გავიგე რუსული ფორმის კალკიაო და რა ვიცი


არ არის ეგ სწორი ფორმა, და საერთოდ გერმანელებს უყვართ ეგრე ლაპარაკი "wird gemacht" და მემგონი იქედან მოდის.

ქართულად უნდა იყოს განხორციელდა ან განახორციელეს

Posted by: OHO 13 Jul 2006, 15:48
OtsnebisKali
QUOTE
რუსული ვინც იცის ის რუსეთშია ყველა?

არა პროსტო
QUOTE
(შეიძლება იმიტომ, რომ უმეტესობა რუსულენოვანია)

ეს რო დაპოსტე მაგიტომ ვიფიქრე ეგრე smile.gif
QUOTE
შევამოწმე სხვათა შორის თანამშრომლებზე და მითხრა ყველამ

ნუუუ თუ მათი
QUOTE
უმეტესობა რუსულენოვანია
სირცხვილიც იქნებოდა რომ აქ სცოდნოდათ smile.gif მაგათ კითხე აბა პირიქით თარგმნონ ზუსტი მნიშვნელობით რაიმე ქართული სიტყვა მაგალითად ჭიშკარი ან საწნახელი ან სულაც აკიდო wink.gif


=================================
ისე ამ ენის დამახინჯებაზე ერთი ნაღდი ამბავი გამახსენდა.
აქ რომ სამუშაო ჭირდა ერთერთი პროფილაქტიკის ბიჭებმა გადაწყვიტეს მოსკოვში წასულიყვნენ და იქ გაეხსნათ პროფილაქტიკა კაი ფულს ვიშოვითო (ხელოსნები კარგი იყვნენ მარა რუსული ცუდად ან საერთოდ არ იცოდნენ wink.gif) ხოდა რო გეგმებს აწყობენ ერთმა კარგით რა რო გეგმავთ აზზე მოდით იქ როგორ ვიმუშავებთ კლიენტს როგორ ვუთარგმნოთ ამას "პერედოკი" არ უვარგა, ამას "რაზვალი" აქ, ამას "კალცოები" აქ შესაცვლელიო .................................... ერთი სიტყვით რო მიხვდნენ რო "პერედოკის","რაზვალის", "კალცოების" ...... თარგმნა გაუჭირდებოდათ ჩაეშალათ გეგმები givi.gif .



ხო კიდე ერთი ამბავი იყო ორი ქართველი რო ჩავა მოსკოვში და სადგურიდან ტაქსისტს მიყავთ სასტუმროსკენ და ერთი მეორეს ეუბნება: შეხედე ამ ტაქსის შოფერს რა სტრაშნი როჯა აქვსო. ტაქსისტმა ჩამოყარა მანქანიდან და მაგარიც ეხიპიშა და წავიდა... ერთი ეუბნება მეორეს ე ბიჭო რა გალაპარაკებდაო და მეორემ უთხრა: რა ვიცოდი ამ #$%^#$%^#$^ ქართული თუ ესმოდაო givi.gif
5 სიტყვა თქვა და 4 რუსიციზმი givi.gif სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

Posted by: OtsnebisQali 13 Jul 2006, 15:56
OHO
QUOTE
ჭიშკარი ან საწნახელი ან სულაც აკიდო

ворота
საწნახელი არ აქვთ, ისევე როგორც ქართულში არაა სიტყვა Свежий
гроздь

Posted by: OHO 13 Jul 2006, 16:06
OtsnebisKali
QUOTE
ჭიშკარი

არა
QUOTE
ворота
არაა ვაროტა დიდ ეზოში შესასვლელ კარს ჰქვია, ხოლო ჭიშკარი პატარა კარია.
QUOTE
Свежий

ქართულად ითარგმნება როგორც ნორჩი, ნედლი, ქორფა ანუ იგივე ახალი.
QUOTE
საწნახელი

აბა ყურძენს რაში წურავდნენ ადრე?

Posted by: OtsnebisQali 13 Jul 2006, 16:10
OHO
ჭიშკარი არის ворота, ვისაც გინდა კითხე. შენ რასაც ამბობ ისაა სინონიმი - калитка და აბსოლუტურად იდენტური მნიშვნელობისაა.


QUOTE
ქართულად ითარგმნება როგორც ნორჩი, ნედლი, ქორფა ანუ იგივე ახალი.

მითარგმნე свежий хлеб (იგივე ახალი არაა, ახალი არის новый)

QUOTE
აბა ყურძენს რაში წურავდნენ ადრე?

რუსები? spy.gif ხო აბა იქ რომ მეღვინეობა იყო განვითარებული არ თქვა რა smile.gif

Posted by: Zuziki 13 Jul 2006, 16:42
მე მაინტერესებს, რატომ არაა ქრთულში ამის შესატყვისი ადამიანური გამოთქმა: "making love..." ან "заниматься любовью" biggrin.gif
რას გავს ეს??? spy.gif biggrin.gif

Posted by: bucho 13 Jul 2006, 16:46
ქართულად როგორ იქნება "ატვიორკა" და "პლოცკოგუბცი" smile.gif

Posted by: OtsnebisQali 13 Jul 2006, 16:47
Zuziki
QUOTE
ადამიანური გამოთქმა: "making love..." ან "заниматься любовью"

იმიტომ რომ მაგას ლაპარაკი არ უნდა, საქმე ბატონო - საქმე biggrin.gif biggrin.gif (დაკავდი სიყვარულით)

bucho
სახრახნისი და ბრტყელტუჩა yes.gif

Posted by: Zuziki 13 Jul 2006, 17:04
OtsnebisKali
QUOTE
დაკავდი სიყვარულით

ნწუ.... no.gif ეტო ნე ტო no.gif
ეგ რაღაც ხელოვნური თარგმანია, არაბუნებრივი biggrin.gif

Posted by: OtsnebisQali 13 Jul 2006, 17:07
Zuziki
QUOTE
ეგ რაღაც ხელოვნური თარგმანია, არაბუნებრივი

სანამ სისხლსა და ხორცში არ გაგიჯდება მანამდე იქნება ხელოვნური, აბა заниматься любовью პირდაპირ ბუნებრივი კი არ გამხდარა. biggrin.gif
заниматься спортом/ерундой და любовью ერთნაირად უნდა ჟღერდეს? givi.gif

Posted by: bucho 13 Jul 2006, 17:10
OtsnebisKali
მადლობაsmile.gif

სიტყვა "ატმეჩკა" როგორ გადაითარგმნება რუსულიდან? spy.gif rolleyes.gif

Posted by: OtsnebisQali 13 Jul 2006, 17:14
bucho
Отмычка არის იგივე გასაღები, ის რაც აღებს. სიტყვიდან отмыкать - გაღება.

Posted by: Zuziki 13 Jul 2006, 17:17
OtsnebisKali
QUOTE
заниматься спортом/ерундой და любовью ერთნაირად უნდა ჟღერდეს

მაშინ ეგრე "making love..." სიტყვასიტყვით თუ თარგმნე- გამოვა "სიყვარულის კეთება" - მარაზმია რა....
არადა, ინგლისურად მშვენივრად ჟღერს tongue.gif
იმიტომაც ვამბობ, რომ ამ გამოთქმის ადამიანური შესატყვისი ქართველებს არ გვაქვს wink.gif

Posted by: OtsnebisQali 13 Jul 2006, 17:18
Zuziki
QUOTE
რომ ამ გამოთქმის ადამიანური შესატყვისი ქართველებს არ გვაქვს

გვაქვს, თანაც ისეთი რომ სხვებს არ აქვთ - ყურში გეტყვი biggrin.gif

Posted by: Zuziki 13 Jul 2006, 17:22
OtsnebisKali
QUOTE
გვაქვს, თანაც ისეთი რომ სხვებს არ აქვთ - ყურში გეტყვი

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif - ეგ მეც ვიცი tongue.gif
სწორედ იმიტომ დავწერე, "ადამიანური"გამოთქმა -მეთქი biggrin.gif

Posted by: OtsnebisQali 13 Jul 2006, 17:24
Zuziki
მითარგმნე აბა ეგ რუსულად, ოღონდ ისე არა ცუდად, აი ზუსტად ეგრე ეგ რომ არის biggrin.gif

Posted by: bucho 13 Jul 2006, 17:25
OtsnebisKali
თენკსsmile.gif

მოდური სიტყვები "იტოგში" და "კაროჩე" ან "ცვეტნოი ბაზარია" ,როგორ იქნება? user.gif

Posted by: OtsnebisQali 13 Jul 2006, 17:27
bucho
QUOTE
ჯგუფი: Registered
წერილები: 666
წევრი No.: 8766
რეგისტრ.: 15-February 05

რა არის ეს biggrin.gif

იტოგში - საბოლოო ჯამში
კაროჩე - მოკლედ
ცვეტნოი ბაზარი - ყვავილების დუქანი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: bucho 13 Jul 2006, 17:35
OtsnebisKali

QUOTE
QUOTE
ჯგუფი: Registered
წერილები: 666
წევრი No.: 8766
რეგისტრ.: 15-February 05


QUOTE
რა არის ეს

მასონობა არ დამაბრალოთ ეხლაsmile.gif ნამეტანი ემთხვევა ციფრები ერთმანეთს smile.gif

QUOTE
ცვეტნოი ბაზარი - ყვავილების დუქანი

lol.gif lol.gif მაგარია

"შტეფცელი" და " რაზეტკა"? user.gif

Posted by: OtsnebisQali 13 Jul 2006, 17:46
bucho
QUOTE
"შტეფცელი" და " რაზეტკა"? 

სარჭი და სარჭგარსი lol.gif
ისე უდლინიწელი - დამაგრძელებელია და დვაინიკი/ტრაინიკი - ორკაპა/სამკაპა

Posted by: Mesaplave 13 Jul 2006, 17:56
OtsnebisKali
აბა დენცქვიტა რაღაა?
QUOTE
შტეფცელი" და " რაზეტკა"?

მე შტეფცელი მეგონა

Posted by: OtsnebisQali 13 Jul 2006, 17:58
Mesaplave
QUOTE
აბა დენცქვიტა რაღაა?

არააა, ეგ კურდღლის ჯიშია ერთგვარი - კურდღელიუს ზანზარიუს (ლათინურად biggrin.gif )

Posted by: bucho 13 Jul 2006, 18:04
OtsnebisKali
QUOTE
სარჭი და სარჭგარსი

lol.gif lol.gif

მიასორუბკას?smile.gif

Posted by: OtsnebisQali 13 Jul 2006, 18:16
bucho
QUOTE
მიასორუბკას?

ხორცსაკეპი smile.gif

Posted by: GRINGO 13 Jul 2006, 18:22
OtsnebisKali
QUOTE
სარჭი და სარჭგარსი 

თუ არ ვცდები თმების დასაყენებელი ატრიბუტი უნდა იყოს ეგ, ! აუ ისე ბაზრობაზე წარმოიდგინეთ გამყიდველის სახე მაგას რომ ეტყვი სარჭი და სარჭგარსი მომეციო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: OtsnebisQali 13 Jul 2006, 18:24
GRINGO
QUOTE
თუ არ ვცდები თმების დასაყენებელი ატრიბუტი უნდა იყოს ეგ

კი არის მაგრამ ის თმის სარჭია. ეს დენის biggrin.gif
პრინციპში თმასაც კარგად დააყენებს ყალყზე ...

Posted by: GRINGO 13 Jul 2006, 18:26
QUOTE
კი არის მაგრამ ის თმის სარჭია. ეს დენის
პრინციპში თმასაც კარგად დააყენებს ყალყზე ...

lol.gif lol.gif lol.gif რა გინდა გავარტყი givi.gif

Posted by: OtsnebisQali 13 Jul 2006, 18:31
GRINGO
აფერუმ! კარგი პარალელი გაავლე biggrin.gif

ეხლა თქვენ მითხარით როგორ არის რუსულად - "გენაცვალე" ?
"явместотебя"?

Posted by: Necrobater 14 Jul 2006, 00:38
კვარცხლბეკი
გუშინ კი მითხრეს რას ნიშნავდა, მაგრამ დამავიწყდა... spy.gif

Posted by: OtsnebisQali 14 Jul 2006, 00:42
Necrobater
QUOTE
კვარცხლბეკი

Пьедестал - საძეგლური ანუ biggrin.gif
სადგარს ეწოდება პედესტალი - ესეთ მათ რიცხვში გადის:
user posted image

Posted by: Artist 14 Jul 2006, 14:06
ატვიორტკა - სახრახნისი
პლასკაგუბცი - ბრტყელტუჩა

Posted by: OtsnebisQali 14 Jul 2006, 14:07
QUOTE
bucho
სახრახნისი და ბრტყელტუჩა 

წერია უკვე.

Posted by: Artist 14 Jul 2006, 14:48
QUOTE
სახრახნისი და ბრტყელტუჩა 
წერია უკვე.

მაშინ ჭიკარტი...

Posted by: bucho 18 Jul 2006, 21:02
დედოვშჩინა როგორ იქნება ქართულად და რას ნიშნავს?smile.gif

Posted by: jorjieli 19 Jul 2006, 19:30
Kite , სურათზე, ქაღალდის სატამაშო, რომ დააფრენენ
ქართულად რა ჰქვია ხომ არ იცით?

smile.gif

Posted by: eloiza 19 Jul 2006, 19:31
jorjieli
თუ არ ვცდები ფრანი. ოღონდ ზუსტად არ ვიცი

Posted by: jorjieli 19 Jul 2006, 19:44
eloiza
მადლობა, ვერ გავიხსენე
მე მგონი სწორია smile.gif

Posted by: okulone 20 Jul 2006, 22:18
"დონკრატი" როგორ ითარგმნება ვინ იცის?

Posted by: მიხეილ რძე 21 Jul 2006, 00:20
okulone
დომკრატი გერმანული წარმომავლობის სიტყვაა და არანაირად არ ითარგმნება. თუ ძალიან მანიაკი ხარ, შეგიძლია ხრახნილა ამწევი ან რაიმე ასეთი მარაზმი იხმარო, რასაც არანაირად არ გირჩევ smile.gif


Posted by: okulone 21 Jul 2006, 22:07
მიხეილ რძე
QUOTE
დომკრატი გერმანული წარმომავლობის სიტყვაა და არანაირად არ ითარგმნება

გაიხარე. გმადლობ
QUOTE
თუ ძალიან მანიაკი ხარ, შეგიძლია ხრახნილა ამწევი ან რაიმე ასეთი მარაზმი იხმარო

დამარაზმებული მანიაკი არ ვარ, და ამიტომ რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ

Posted by: OtsnebisQali 21 Jul 2006, 22:48
jorjieli
QUOTE
Kite , სურათზე, ქაღალდის სატამაშო, რომ დააფრენენ
ქართულად რა ჰქვია ხომ არ იცით?

ფრანი!

yes.gif

Posted by: Judas Iscariot 21 Jul 2006, 22:58
ბატონმა ბესომ მოიყვანა დღეს არაჩვეულებრივი სიტყვა:

ბ ა შ კ ი ა ძაღლი ყოფილა მაწანწალა "დვორნიაშკა" ძაღლი

Posted by: Artist 22 Jul 2006, 04:30
okulone
QUOTE
"დონკრატი" როგორ ითარგმნება ვინ იცის?

ამწე.ბჯენი ??? (არ მახსენდება ზუსტად, მარა აქვს შესატყვისი, თითქმის ყველა ტექნიკურ სიტყვას, მიუხედავად მისი უცხოური წარმოშობისა, კრან-იც გერმანულია მარა? ამწე ქვია). war.gif

Posted by: bucho 22 Jul 2006, 18:08
QUOTE
დედოვშჩინა როგორ იქნება ქართულად და რას ნიშნავს?

rolleyes.gif

Posted by: ARIEL 22 Jul 2006, 18:46
OtsnebisKali
QUOTE
"გალსტუკი" - ყლინჯი
"პაკლონნიკი" - ჩოყლაყი
(სულხან საბას ლექსიკონიდან)
შესაბამისად : ყლინჯიანი ჩოყლაყი.



ლოოოოოოოოოოოოოლ ძალიან მაგარია......ვინმეს რომ ვუთხრა რა სიმპატიური ყლინჯიანი ჩოყლაყი ბრძანდებით-მეთქი, ხო გამიხეთქა თავი......?! gigi.gif

ყაზილარიც მაგარი სიტყვაა.......ლოლ .......ყლინჯიანი ყაზილარი

Posted by: Artist 22 Jul 2006, 21:17
bucho
QUOTE
დედოვშჩინა როგორ იქნება ქართულად და რას ნიშნავს?

რუსეთის ჯარში მყოფ ძველებს ქვიათ, რომლებიც ახლებზე ანუ მწვანეებს ზემოდან უყურებენ, ქურდად სხედან(ჯარის გაგებით), აწვალებენ ახლებს და მბრძანებლობენ...
სიტყვა შექმნილია "ძედ"იდან... ქართულად არ ვიცი თუ აქვს შესატყვისი, ქართულ ჯარში არ ყოფილა ასეთი ტრადიცია ადრე, ეხლა არ ვიცი როგორაა...

Posted by: bucho 22 Jul 2006, 21:23
Artist
გაიხარე smile.gif

ისე ქართულ ვინდოუსზე რომ მუშაობენ კი არა და გადათარგმნონ ბევრი უცნობი ისეთი სიტყვა რომელსაც დღეს დღეისთვის ყოველდღიურად გამოვიყენებთsmile.gif

Posted by: умник 22 Jul 2006, 21:44
QUOTE
უცნობი ქართული სიტყვები, რომელიც არ ვიცით მივი

სექსი! მაგარი უცხოა ქართველებისთვის!

Posted by: Artist 22 Jul 2006, 21:55
умник
QUOTE
სექსი! მაგარი უცხოა ქართველებისთვის!

თუ ქართველი ხარ შენი საზომით ნუ ზომავ ერს, თუ უცხოა რამე შენთვის არ ნიშნავს, რომ ყველა ქართველი შენ გგავს, თუ არ ხარ ქართველი მაშინ შენს ერზე ილაპარაკე, ნუ ანთხევ ბოღმას აქ...

Posted by: dd69 22 Jul 2006, 22:39
OtsnebisKali


კრუტოე იაცო თოხოლ კვერცხია
QUOTE
ეხლა გამყიდველს რომ ვუთხრა რა ღირს ეს არდაგი მეთქი, სულ არგნის ცემით გამომიშვებს მაღაზიიდან 


მე მითქვამს სწორედ "იუბკების" მაღაზიაში და არ გვაქვსო - მიპასუხეს.

ეტყობა ვერ გაიგო?

QUOTE
ხოდა მაშინ სექსის სინონიმი იქნება მორევი



ჩემი შიშით ხალხს ვერ უთქვია ზიან –– სწორია სხედან

Posted by: ჯეგე 22 Jul 2006, 22:47
умник
QUOTE
სექსი! მაგარი უცხოა ქართველებისთვის!

მაშ აქამდე როგორ მოვაღწიეთ ქართველებმა როგორ ფიქრობ?

თუ დაგავიწყდა ძირძველი ქართული ჯიგრიანი და ძარღვიანი სიტყვა: ტY(/&ი? biggrin.gif

Posted by: bucho 22 Jul 2006, 23:01
QUOTE
ტY(/&ი?

მეტი ძველი მაგის შესატყყყვისი არ არსებობს? spy.gif user.gif

Posted by: Artist 23 Jul 2006, 03:12
ჯეგე
QUOTE
მაშ აქამდე როგორ მოვაღწიეთ ქართველებმა როგორ ფიქრობ?

ნუ აყვები პროვოკაცია მოსინჯა მაგან, იქნებ ქართველები ავიყოლიო თვითლანძღვაშიო, ამას ხშირად აკეთებდნენ ამ ფორუმზე, ეხლაც ცდილობენ, მთავარია ქართველი არ აყვეს და თვითონ რაც უნდათ ის იბჟუტურონ (ძალა არა აქვს მაგათ ბჟუტურს, ქართველი თუ არ აიყოლიეს, იციან ციხის შიგნიდან გატეხვის მეთოდები და ეხლა აღარ გასდით)...

Posted by: Gilgamesh 25 Jul 2006, 20:50
ქორო,
შუკუმი,
ბებკი
ეს რატყვებია?

ვისაც make love გაინტერესებთ ნახეთ საბას ლექსიკონი - ტყვნა, გინა ტყუნა და მიხვდებით რატომაც არ გვაქს ეგ გამოთქმა wink.gif

Posted by: OtsnebisQali 25 Jul 2006, 21:13
dd69
QUOTE
კრუტოე იაცო თოხოლ კვერცხია

არა ჩემო კარგო, კრუტოე არის მაგრად მოხარშული კვერცხი.

Posted by: Artist 25 Jul 2006, 21:39
"ჟილეტ"-ს რა ქვია ნეტა, ქართულად?

Posted by: gaucho 26 Jul 2006, 11:42
,,ბამბუჩა'' როგორ არის ქართულად? biggrin.gif

Posted by: LAmaRA_KROFT 27 Jul 2006, 22:16
ამოვიკითხე ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში....

ხოკერი!!!!!!


რას მიშნავს ხაკერს? ხოკეის თუ ჯოკერს???

ცოტახანში სწორ პასუხსაც დავწერ!!!!!!

Posted by: ჯეგე 28 Jul 2006, 00:31
მიბინდილება = მინიავება

ჭიბოხი = უქმად, ფუჭად ჩალიჩი და უაზრო საქმიანობა

აეკმაკა = აძვრა

Posted by: OtsnebisQali 28 Jul 2006, 00:33
LAmaRA_KROFT
QUOTE
რას მიშნავს ხაკერს

გველ ხოკერა გამიგია და მახრჩობელას გულისხმობს ალბათ (ან მძრომს, ჭია-ღუას)

Posted by: SaL 28 Jul 2006, 00:42
"ლივლივი" რა არის გამაგებინეთ ვინმემ spy.gif

Posted by: agr_bak 28 Jul 2006, 03:25
კარგი თემა გაგიხსნიათ, ცოტა მოგვიანებით შემოგიერთდით

კლუჩი არ არის ქანჩმჭერი როგორც აქ დაწერეთ
კლუჩს ქვია -- ქანჩქამანდი


კლიონკა- მუშამბა
ფუჟერი-ორთომელი
პერედოკი- წინარა
აპოლონკა-ქარგილი
შტირი-მანჭვალი
ზმეიკა-ელვა
კლეჩატი-კუბოკრული

Posted by: Artist 28 Jul 2006, 05:28
QUOTE
"ლივლივი" რა არის გამაგებინეთ ვინმემ

როცა ზღვის ტალღები მსუბუქ ნიავზე ნარნარად მოძრაობენ, მოციმციმე მზის სხივებში, მაშინ ზღვა ლივლივებს...

Posted by: Kostinioo 28 Jul 2006, 11:35
სიტყვა "ბაძგი" ხომ არ იცით რას ნიშნავს........?

Posted by: writer1 28 Jul 2006, 11:46
აუ "პავაროტნიკის" ქართულ მნიშვნელობას ვინც მეტყვის საღოლ 3 წელია ვკითხულობ უკვე biggrin.gif (სულ ცოტა 30 ქართულის მასწ.ს ვკითხე მაგრამ უშედეგოდ smile.gif)

Posted by: paranoidis_dzmis_friends_exlove 28 Jul 2006, 11:51
აბა ვინ იცის "კაწაპანია" რა არი???


writer1
wink.gif

Posted by: OtsnebisQali 28 Jul 2006, 11:56
writer1
QUOTE
აუ "პავაროტნიკის" ქართულ მნიშვნელობას ვინც მეტყვის საღოლ

პავაროტნიკი რომელი, მიგალკა? ეგ არის პაჭუნა ქართულად.

Posted by: writer1 28 Jul 2006, 12:00
OtsnebisKali
QUOTE
პავაროტნიკი რომელი, მიგალკა? ეგ არის პაჭუნა ქართულად.

კარგად გცოდნია შენ ქართული...
QUOTE
პაჭუნა

ერთი ესეც მითარგმნე აბა :givia: gigi.gif

Posted by: OtsnebisQali 28 Jul 2006, 12:09
writer1
QUOTE
ერთი ესეც მითარგმნე აბა

რა ენაზე გითარგმნო? ზოგი ციმციმა მაჩვენებელსაც უწოდებს

Posted by: Laz` 28 Jul 2006, 14:06
აბა ის თუ იცით, ხელბურთელ მეკარეებს რომ უკეთიათ "ერთ ადგილას" იმას რა ქვია ქართულად? ჟარგონზე "ნაყვერნიკებს" ეძახიან smile.gif)))))))))))))))))))))) 88

Posted by: SaL 28 Jul 2006, 14:07
ერთ კაი ციმციმა მაჩვენებელს დავუმატოთ ორი პაჭუნა.....








sleep.gif

Posted by: Artist 28 Jul 2006, 18:04
Laz`
QUOTE
აბა ის თუ იცით, ხელბურთელ მეკარეებს რომ უკეთიათ "ერთ ადგილას" იმას რა ქვია ქართულად? ჟარგონზე "ნაყვერნიკებს" ეძახიან

ნიკ- რუსულად ჟღერს სა- უფრო სწორია... ნაყვერნიკები არა საყვერულები... ისე დამცველი ქვედა საცვალი ან კვერცხფარი რამე... war.gif

Posted by: LAmaRA_KROFT 28 Jul 2006, 23:40
ხოკერი - ხის ქერქისგან ყაპყატოთი შეკერილი და ძირგამოწნული დაბალი კასრი, რომელშიც უმთავრესად მატყლის ფთილებს, ტარ-ფარტენას აწყობენ

Posted by: jajvi 29 Jul 2006, 01:31
"კრანს" ქართულად "კროჭი" არ ქვია?

Posted by: OtsnebisQali 29 Jul 2006, 01:42
LAmaRA_KROFT
QUOTE
ხოკერი - ხის ქერქისგან ყაპყატოთი შეკერილი და ძირგამოწნული დაბალი კასრი, რომელშიც უმთავრესად მატყლის ფთილებს, ტარ-ფარტენას აწყობენ

აბა გველ ხოკერა რაღაა? spy.gif

Posted by: agr_bak 29 Jul 2006, 03:03
writer1
OtsnebisKali
პავაროტნიკი არის ''მაჭუტი''

OtsnebisKali
ზემოთ პოსტებს ,რომ გადავხედე ძალიან ბევრი საავტომობილო ტერმინი იცი ქართულად გაქვს რაიმე შეხება ამ სფეროსთან?



Posted by: Tanjo 29 Jul 2006, 03:17
....................................სირმანჯო..............................

Posted by: OtsnebisQali 29 Jul 2006, 10:41
agr_bak
QUOTE
ზემოთ პოსტებს ,რომ გადავხედე ძალიან ბევრი საავტომობილო ტერმინი იცი ქართულად გაქვს რაიმე შეხება ამ სფეროსთან

კი, რუსთავის "კალცო", შენ ვინ ხარ?

Posted by: cis_cremli 29 Jul 2006, 10:57
ჩოყლაყი ქვია ჯენტლმენს................რა ცუდი შესატყვისია არაააააააა?

Posted by: bucho 1 Aug 2006, 09:15
ხო ერთი რამ მაინტერესებს "გვაზდადიორს" რა ქვია ქართულად? spy.gif user.gif

არ თქვათ ეხლა გელაო givi.gif


Posted by: OtsnebisQali 1 Aug 2006, 11:02
bucho
QUOTE
გვაზდადიორს

სარჭმაძრი lol.gif

Posted by: 1985 1 Aug 2006, 11:07
"ყლინჯი" აი ვინც ეს სახელი შეარქვა ჰალსტუხს biggrin.gif

Posted by: SaNi 1 Aug 2006, 11:14
ბამბუჩა ეს არის ლьამაზი გოგონები...

Posted by: Allan-Poe 1 Aug 2006, 18:21
კარგი იქნება თუ ამ პოსტში ამ ბოლო დროს შემოსულ უცხო სიტყვებსაც გამოვუნახავთ ქართულ შესატყვისებს... ბოლო-ბოლო ხომ უნდა დამკვიდრდეს ერში ქართული ვარიანტების სახით...

მაგალითად თინეიჯერს დავარქვათ მეტასაკა biggrin.gif

Posted by: bucho 3 Aug 2006, 11:01
OtsnebisKali
QUOTE
სარჭმაძრი 

გმადლობთ ინფოსთვისbiggrin.gif


სიტყვა "ზაეზდი" რა არის? baby.gif

Posted by: ikaragua 31 Aug 2006, 14:43
ბრტყვლიანჯვი ხო არ იცით ვინმემ?????

Posted by: OtsnebisQali 31 Aug 2006, 14:52
ikaragua
QUOTE
ბრტყვლიანჯვი

ეგ მრგვლიანჯვის საპირისპიროა

QUOTE
ზაეზდი

ალბათ რბოლა უფრო შეესატყვისება.

Posted by: Girl 31 Aug 2006, 14:55
QUOTE
ჩოყლაყი ქვია ჯენტლმენს..........

QUOTE
"ყლინჯი" აი ვინც ეს სახელი შეარქვა ჰალსტუხს biggrin.gif


ყლინჯიანი ჩოყლაყი თავისთვის ჭიბოხობს.
ისაუბრეთ ქართულად biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
ხოკერი - ხის ქერქისგან ყაპყატოთი შეკერილი და ძირგამოწნული დაბალი კასრი, რომელშიც უმთავრესად მატყლის ფთილებს, ტარ-ფარტენას აწყობენ

და მერე მგონია რომ ქართული ვიცი. spy.gif
უცხო ენაში არ მხვდება თითო წინადადებაში ამდენი უცხო სიტყვა biggrin.gif

ისე ძალიან საინტერესოა ამ თემის კითხვა ... yes.gif

Posted by: LPB 31 Aug 2006, 19:30
QUOTE (Girl @ 31 Aug 2006, 14:55 )

[/QUOTE]
ყლინჯიანი ჩოყლაყი თავისთვის ჭიბოხობს.
ისაუბრეთ ქართულად biggrin.gif biggrin.gif


გამარჯობათ ყველას.

ეს მაგარი წინადადება გამოვიდა. ვკვდები სიცილით... ანდა სამსახურშო ვარ...

Posted by: revolucioneri 1 Sep 2006, 00:56
QUOTE (умник @ 22 Jul 2006, 21:44 )
QUOTE
უცნობი ქართული სიტყვები, რომელიც არ ვიცით მივი

სექსი! მაგარი უცხოა ქართველებისთვის!

თქვენ კიდევ რას გაიგიჟეთ თავები, მართალია აი მოქალაქე, რას ერჩით? baby.gif
კაცებზე არ არის ნათქვამი, 40 და 60 წლის ქალები ქალიშვილები რომ იქნებიან ქვეყანაში, უცხოა, აპა არა? cry.gif help.gif

Posted by: NO1 1 Sep 2006, 02:14
QUOTE
იედის გული" . ველოდები - დაიწყო კინო და ქვია "სერდცეიედი" 


lol.gif lol.gif lol.gif

კახეთის ერთ ერთ სოფელში მომხდარა ესე :ფილმი ჩამოუტანიათ ისინი ჩამოვიდნენ მთიდან და სოფლის კლუბის აფიშაზე ატყობინებდნენ ხალხს დღეს გადის ახალი მხატვრული ფილმი ისინი ჩამაიყარნენ მთიდანა -ო

Posted by: Dezdemona 1 Sep 2006, 02:59
ერთი სიტყვით ყლინჯობაა რაbiggrin.gif

...........................

Posted by: bucho 1 Sep 2006, 21:01
QUOTE
სიტყვა "ზაეზდი" რა არის? 

user.gif

Posted by: sharla IX 1 Sep 2006, 21:45
Dezdemona
QUOTE
ერთი სიტყვით ყლინჯობაა რა

ჰალსტუხობა?? boli.gif boli.gif

biggrin.gif
* * *

...............

Posted by: არწივი9 1 Sep 2006, 22:05
"მარჩბივი"-ს მნიშვნელობა თუ იცით რომელიმემ? ან რან ნიშნავს სიტყვა "თორი"?

Posted by: shvelieti 5 Sep 2006, 23:42
"არკადიონი" -სახლი საფილოსოფოსო(საბას განმარტებით).რაღაცნაირად მომწონს ეს სიტყვა yes.gif

Posted by: bucho 6 Sep 2006, 02:41
ქართულად სიტყვა "ჟილკას" თარგმანი როგორ იქნება?smile.gif

Posted by: mziskara 6 Sep 2006, 02:50
QUOTE
ქართულად სიტყვა "ჟილკას" თარგმანი როგორ იქნება?

ჭინჭYლი. smile.gif

Posted by: bucho 6 Sep 2006, 08:40
QUOTE
ჭინჭYლი.

biggrin.gif ეგ რა უბედურებააbiggrin.gif

აბა "ზახოდი" როგორ იქნება? user.gif

Posted by: tiger-onix 26 Apr 2012, 16:13
bucho
QUOTE
ქართულად სიტყვა "ჟილკას" თარგმანი როგორ იქნება?

ნებისყოფა, მოთმენა...
ჟილკიანი(რუსულად) – ნებისყოფიანი, მომთმენი, თავის გამტანი. smile.gif

Posted by: Hyperzet 27 Apr 2012, 00:57
mziskara
QUOTE
ჭინჭYლი

"ჟილკა" არაა ჭინჭყლი.
ჭინჭყლი ჭუჭყუნას, ბუზღუნას, და პრეტენზიულს ნიშნავს, შარიანსაც.

Posted by: რუსტავიდან 28 Apr 2012, 18:46
სიტყვა საპირწონე ჩემთვის უცხოა ... ბოლო დროს სულ მესმის მედიასივრცეში.
ადრე არასდროს არ გამიგია...

რას ნიშნავს? რა კონტექსტში იხმარება სიტყვა საპირწონე ?

ამიხსენით პლიიზ

Posted by: Q 7 25 Mar 2013, 12:40
სიტყვა მარტვილი(ქალაქის გარდა) რას ნიშნავს ?

Posted by: ფორცხოლი 25 Mar 2013, 12:42
Q 7
QUOTE
სიტყვა მარტვილი(ქალაქის გარდა) რას ნიშნავს ?

წამებულს ნიშნავს, მაგრამ ქალაქის სახელთან არ აქვს ამ სიტყვას კავშირი smile.gif

Posted by: Q 7 25 Mar 2013, 12:46
ფორცხოლი
არავინ არ იცოდა ვისაც ვკითხეsmile.gif)
მადლობა

Posted by: ფორცხოლი 25 Mar 2013, 12:51
Q 7
QUOTE
არავინ არ იცოდა ვისაც ვკითხე)
მადლობა

არაფრის.
ბერძნულიდანაა შემოსული ისე.

Posted by: Giorgi2306 12 Apr 2013, 22:22
შეგვიძლია ყველაფერი ბერძნულს არ დავუკავშიროთ,მარტვილი–"მე მოვკალი"_ს ნიშნავს მეგრულად და კიდევ ბევრი ახსნა აქვს.იმისათვის რომ გაიგო ამა თუ იმ ქალაქის სახელი რას ნიშნავს,უნდა ეწვიო იმ რეგიონს სადაც ის ქალაქია და მიხვიდე სამხარეო მუზეუმში და მანდ გეტყვიან ზუსტად რა რას ნიშნავს.... smile.gif

Posted by: boni91 13 Apr 2013, 20:07
კოხაბიტაცია განმიმარტეთ თუ არგეზარებათ, ზუსტად რასნიშნავს ვერგავიგე მაინც biggrin.gif

Posted by: m@lish 17 Apr 2013, 19:42
QUOTE
6 Sep 2006.
ქართულად სიტყვა "ჟილკას" თარგმანი როგორ იქნება?



QUOTE
26 Apr 2012, 16:13
ნებისყოფა, მოთმენა...
ჟილკიანი(რუსულად) – ნებისყოფიანი, მომთმენი, თავის გამტანი.


თითქმის 6 წელი გავიდა კითხვიდან პასუხამდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ეხლა მეც მაინტერესებს ერთი რაღაც, ადრე კი ვიცოდი პასუხი მარა იმდენად უცნაური სახელია ქართულად რომ დამავიწყდა.

გასახსნელი იგივე პროპორშნიკი ქართულად როგორაა?

გასახსნელიო არ მითხრათ ეხლა. givi.gif

Posted by: არწივი9 15 Jan 2024, 21:17
QUOTE (paranoidis_dzmis_friends_exlove @ 28 Jul 2006, 10:51 )
აბა ვინ იცის "კაწაპანია" რა არი???

არ ვიცი, რას ნიშნავს?

Posted by: artavazi 17 Jan 2024, 01:08
QUOTE (არწივი9 @ 15 Jan 2024, 21:17 )
QUOTE (paranoidis_dzmis_friends_exlove @ 28 Jul 2006, 10:51 )
აბა ვინ იცის "კაწაპანია" რა არი???

არ ვიცი, რას ნიშნავს?

აღმართი

............................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)