Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > General Discussion > ჩვენ ვსწავლობთ ინგლისურს


Posted by: Makulatura 1 Aug 2019, 19:34
https://forum.ge/?f=19&showtopic=34119309
https://forum.ge/?f=19&showtopic=34353239&st=0
https://forum.ge/?f=19&showtopic=34526394


user posted image

Posted by: decembre 2 Aug 2019, 09:31
გილოცავთ ახალ თემას bis.gif

ამის ანალოგი თუ არის ან მათარგმნინეთ სწორად - "დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ" biggrin.gif

Posted by: ღამის_რაფსოდია 2 Aug 2019, 12:57
ენის სწავლა გაგიადვილდებათ თუ მათ სხვა, თქვენითვის ახლო და ნასწავლ ენებსაც შეუფერებთ.


Posted by: არწივი9 3 Aug 2019, 18:17
თამროთამარა
QUOTE
Microdistrict არის

მადლობა

Posted by: Black&Pearl 8 Aug 2019, 15:07
პრაკტიკას ვერცერთი კურსი ვერ შეედრება, კურსი კიდე რეალი ჯობია ონლაინს.

Posted by: Silentium. 2 Sep 2019, 15:21
ვარ ალბათ intermediate დონეზე, მაგრამ მიჭირს მეტყველება, და კომპლექსი მაქვს, მგონია რომ ყველა სიტყვას არასწორად გამოვთქვამ.
თუ გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა, რამდენად შედეგიანი იქნება კურისის გავლა?
და ხომ ვერ მირჩევთ, სად გავიარო კურსები.
გამდლობთ smile.gif

Posted by: Grlfona 3 Sep 2019, 17:20
Silentium.
მე ქალანის მეთოდს გირჩევდი


ეს ონლაინ კურსებია

https://lingwing.com/ka/signup?referral=5617EB

Posted by: დოჩანა 3 Sep 2019, 17:32
Silentium.
მეც ქალანის მეთოდს გირჩევდი

ამ პროგრამამ მომიხსნა თავის დროზე ლაპარაკის კომპლექსი

Posted by: zabzu 3 Sep 2019, 22:45
moonwalking ზუსტი მნიშვნელობა ხო არ იცით

Posted by: არწივი9 10 Sep 2019, 22:44
"სულისშემგუბებელი" (ანუ "საინტერესო"-ს) გაგებით როგორ იქნება ინგლისურად? rolleyes.gif
* * *
კიდევ მინდა გავიგო:
1) "საჭიროდ ჩავთვალე" (ეს შემეტყობინებინა თქვენთვის)
2) "ჩამოთვლა" (არ ჩამოვთვლი ყველა საინტერესო საკითხებს)
როგორ ვთარგმნო? წესიერი შესატყვისები ვერ მოვუძებნე

Posted by: SolidProfit 12 Sep 2019, 00:09
QUOTE (დოჩანა @ 3 Sep 2019, 17:32 )
Silentium.
მეც ქალანის მეთოდს გირჩევდი

ამ პროგრამამ მომიხსნა თავის დროზე ლაპარაკის კომპლექსი

მე youtube-ის მეთოდი შემიძლია გირჩიოთ smile.gif




.............

Posted by: მილიონერი 12 Sep 2019, 02:09
1
--------------------------------------------------------------------------------

Posted by: decembre 20 Sep 2019, 14:23
QUOTE (Gr1fona @ 3 Sep 2019, 17:20 )
მე ქალანის მეთოდს გირჩევდი

2012 წლის გამოცემასა და ძველს შორის სხვაობაა რამე? ორივეს გადმოწერა ვერ მოვახერხე seeder_ები არ ყავდა ტორენტს

Posted by: SolidProfit 20 Sep 2019, 23:55
გუგლ თრანსლეითით ვსწავლობ ინგლისურს. ასევე youtube.



.....

Posted by: PNG 26 Sep 2019, 07:55




https://www.youtube.com/watch?v=UWY-31htfx0


ესაა ფილმიდან ნაწყვეტი
ჯერ ქართულად დამიწერეთ ზუსტად მითარგმნეთ რას ამბობს თუფაქი და რასაც ამბობს ასევე დაწერეთ ინგლისურად smile.gif

Posted by: დოჩანა 27 Sep 2019, 20:24
იუტუბზე რომ უსმინო ვიდეოებს ეგეც კარგი მეთოდია მგონი, არა?

Posted by: blue_velvet 6 Oct 2019, 00:34
ინგლისური წიგნები მაქვს საკმაოდ ბევრი, ყველა წაკითხული.

თუ ვინმეს უნდა გაცვლა, სიამოვნებით გავუცვლი თUნდაც დროებით.

Posted by: kote-X 8 Oct 2019, 08:22
sorry we shipped platnium
ეს მითარგმნეთ სიტყვა სიტყვით რა boli.gif

Posted by: decembre 9 Oct 2019, 10:06
kote-X
სამწუხაროდ გავაგზავნეთ პლატინიუმი. (ბოლო სიტყვა სწორად არ წერია მგონი)

Posted by: Freestyle 9 Oct 2019, 10:11
რამე უფასო აპი არ იცით ? 30 აპი

Posted by: love-killa 9 Oct 2019, 10:18
ვოთარ იუ დუინ

Posted by: lepori 25 Oct 2019, 17:11
დოჩანა
QUOTE
იუტუბზე რომ უსმინო ვიდეოებს ეგეც კარგი მეთოდია მგონი, არა?

კარგია
მაგრამ არასკმარისი biggrin.gif


Freestyle
QUOTE
რამე უფასო აპი არ იცით ? 30 აპი


https://www.duolingo.com/

Posted by: კეცალკოატლი 26 Oct 2019, 15:38
QUOTE (დოჩანა @ 27 Sep 2019, 20:24 )
იუტუბზე რომ უსმინო ვიდეოებს ეგეც კარგი მეთოდია მგონი, არა?

ფილმებს უყურე სუბტიტრებით

Posted by: CigaretteDaydreams 14 Nov 2019, 22:47
გადამიინგლისურეთ რა პლიზ sad.gif


ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 8000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.

ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარლის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.




Posted by: დოჩანა 14 Nov 2019, 23:04
CigaretteDaydreams
user posted image

Posted by: CigaretteDaydreams 15 Nov 2019, 13:11
დოჩანა
დიდი მადლობა , ზუსტია ყველაფერი უეჭველი ?

Posted by: Doctordoge 15 Nov 2019, 13:17
CigaretteDaydreams

რა უნდა გვთხოვო

Georgian wine is one of the oldest in Europe with its history. The earliest signs of viticulture and wine production to date indicate the existence of a wine culture in Georgia approximately 8,000 years ago, which gives Georgia the status of a wine homeland.

The most famous viticulture regions of Georgia are Kakheti (which is divided into Telavi and Kvareli micro regions), followed by Kartli, Imereti, Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti, as well as Abkhazia.


Posted by: CigaretteDaydreams 15 Nov 2019, 13:19
Doctordoge


მატლოპაააააააააააააააააააააააა <3

Posted by: CigaretteDaydreams 17 Nov 2019, 15:00
do you upsell ? what's your approach ?


კითხვის აზრი რა არის ? გაყიდვებთან რა მიდგომა გაქვს?

Posted by: Doctordoge 17 Nov 2019, 16:07
CigaretteDaydreams
აზრი ეგ არის კი.

upsell გაყიდვების ტექნიკაა როდესაც მომხმარებელზე ყველაზე ძვირიანი ნივთის მიყიდვას ცდილობ ან რაიმე ნივთის ყიდვის შემთხვევასი ცდილობ დამატებითი ნივთებიც აყიდინო რომ რაც შეიძლება მეტი დაახარჯინო. იდეა ერთია - ცდილობ რომ მყიდველს რაც შეიძლება მეტი დაახარჯინო.

მაგას გეკითხებიან მაგ ტექნიკას იყენებ თუ არაო.

Posted by: CigaretteDaydreams 17 Nov 2019, 16:52
Doctordoge
QUOTE
აზრი ეგ არის კი.

upsell გაყიდვების ტექნიკაა როდესაც მომხმარებელზე ყველაზე ძვირიანი ნივთის მიყიდვას ცდილობ ან რაიმე ნივთის ყიდვის შემთხვევასი ცდილობ დამატებითი ნივთებიც აყიდინო რომ რაც შეიძლება მეტი დაახარჯინო. იდეა ერთია - ცდილობ რომ მყიდველს რაც შეიძლება მეტი დაახარჯინო.

მაგას გეკითხებიან მაგ ტექნიკას იყენებ თუ არაო.

მადლობა <3



ესენიც გადამიინგლისურეთ და დაგანებებთ თავს sad.gif


“How Would You Cut Someone Off?” - როცა სტუმარი ბევრს სვავს , როგორ უნდა გააჩერო ?
სიმშვიდეს შევინარჩუნებ , ვეტყვი რომ მთვრალია და ხვალ მოვიდეს , ცუდ შემთხვევაში შევთავაზებ შედარებით დაბალალკოჰოლიანს ან უალკოჰოლოს .


„Suppose A Customer Said His Drink Wasn't Strong Enough, What Would You Do?
ყოველთვის ვცდილობ სტუმარმა დაინახოს რას ვასხავ , მთლიანად თუ დალია შევეცდები დავარწმუნო რომ ზუსტად ჩავასხი , მაგრამ თუ გასინჯა და არ მოეწონა ახალს გავუკეთებ შედარებით ძლიერს


do you upsell ? what's your approach ?
ვცდილობ ბევრი სასმელი გავყიდო , მაგრამ არა ისე რომ ძალიან დათვრეს ან მეორედ აღარ მოვიდეს , ასევე შეიძლება შედარებით იაფფასიან სასმელზე დავპატიჟო , ერთგული სტუმარი.


Posted by: Doctordoge 17 Nov 2019, 18:04
CigaretteDaydreams
მაღარიჩი შენზეა yes.gif yes.gif

I'll keep calm and tell him/her that he/she is drunk and that it will be better if he/she would come tomorrow, in the worst case I would recommend a relatively low-alcohol or non-alcoholic drink.

I always make sure that the customer can see what I'm pouring, If he/ she drank it completely, I would try to convince him/her that i got it right, but if he/she tastes and doesn't like it, I'll make new relatively strong drink.

I try to sell a lot of drinks, but not in a way that he/she gets wasted or won't come back a second time, and I can invite a loyal guest on a relatively inexpensive drink.

Posted by: CigaretteDaydreams 17 Nov 2019, 19:31
Doctordoge
QUOTE
მაღარიჩი შენზეა 

<3 დაგპატიჯებ რას მიირთმევ

Posted by: Droid 24 Nov 2019, 14:03
სიტყვებს ბოლოს რო უმატებენ ეგ როგორ უნდა დაამუღამო? wash it off , hit me up და ასეთები, off, up, down, over ისე არამბობენ არაფერს ესენი რო არ იხმარონ

ვერაფერი გავუგე როდის რას ხმარობენ , ნევრებს მიშლის ეგ წინდებულებია თუ რაცაა

Posted by: GXIXT 26 Nov 2019, 19:17
Droid

ფრაზული ზმნები ქვია მაგას, ზმნა და წინდებული ერთად, არანაირი გრამატიკული წესი არ არსებობს სწავლის, ბევრს უნდა უსმინო და დაიმახსოვრო, რთული კიდე იმიტომაა რო რამოდენიმე მნიშვნელობა აქ უმეტესობას

ასეთ რაღაცეებს უყურე ძირითად ზმნებზე

Posted by: Elisabeddd 28 Nov 2019, 19:18
თქვენს გახარებას რა sad.gif( გადამიტარგმნეთ



ღვინო მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი პროდუქტია, რადგან იგი ბევრნაირი განსხვავებული საღვინე ვაზის ჯიშისგან მზადდება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მეთოდებით და ტექნოლოგიებით. ღვინო შეიძლება იყოს ცქრიალა, მშრალი, ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, ტკბილი, შემაგრებული... ღვინოს აყენებენ უჭაჭოდ და უკლერტოდ, ასევე ჭაჭით, ან ჭაჭით და კლერტით ერთდროულად.
აყენებენ ქვევრში, მუხასა და ბეტონის ავზებში, უჟანგავ ფოლადსა თუ მინაში. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ღვინოები დგება ცხელ და გრილ რეგიონებში, მშრალი ჰავით ცნობილ და ნესტიან მხარეებში.
ფერის მიხედვით ღვინის კლასიფიკაცია იყოფა სამ ნაწილად : წითელი , თეთრი და ვარდისფერი



Posted by: Tiperson 30 Nov 2019, 06:10
ხის სოკოს ინგლისურად რა ქვია ? ან თუნდაც რუსულად

Posted by: Elisabeddd 1 Dec 2019, 18:36
თქვენს გახარებას რა sad.gif გადამიტარგმნეთ



ღვინო მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი პროდუქტია, რადგან იგი ბევრნაირი განსხვავებული საღვინე ვაზის ჯიშისგან მზადდება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მეთოდებით და ტექნოლოგიებით. ღვინო შეიძლება იყოს ცქრიალა, მშრალი, ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, ტკბილი, შემაგრებული... ღვინოს აყენებენ უჭაჭოდ და უკლერტოდ, ასევე ჭაჭით, ან ჭაჭით და კლერტით ერთდროულად.
აყენებენ ქვევრში, მუხასა და ბეტონის ავზებში, უჟანგავ ფოლადსა თუ მინაში. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ღვინოები დგება ცხელ და გრილ რეგიონებში, მშრალი ჰავით ცნობილ და ნესტიან მხარეებში.
ფერის მიხედვით ღვინის კლასიფიკაცია იყოფა სამ ნაწილად : წითელი , თეთრი და ვარდისფერი

Posted by: GXIXT 1 Dec 2019, 23:32
Elisabeddd

Wine is the most diverse product in the world, because it is made from many different vine varieties with completely different methods and technologies. Wine can be sparkling, dry, semi-dry, semi-sweet, sweet, fortified. Wine is made without pomace and stems, with pomace only or with pomace and stems at the same time.
Wine is produced within clay pitchers, oak, concrete, stainless steel or glass tanks. Different wine types are made in hot and cool regions, dry and damp areas. Color classification of wine is divided into three parts: red, white and pink.




Posted by: Milyyy 2 Dec 2019, 16:05
literally

ეს სიტყვა რას ნიშნავს ??

Posted by: Elisabeddd 2 Dec 2019, 22:43
GXIXT
QUOTE
Wine is the most diverse product in the world, because it is made from many different vine varieties with completely different methods and technologies. Wine can be sparkling, dry, semi-dry, semi-sweet, sweet, fortified. Wine is made without pomace and stems, with pomace only or with pomace and stems at the same time.
Wine is produced within clay pitchers, oak, concrete, stainless steel or glass tanks. Different wine types are made in hot and cool regions, dry and damp areas. Color classification of wine is divided into three parts: red, white and pink.

უღრმესი მადლობა <3 bis.gif

Posted by: FTW 3 Dec 2019, 21:54
ეხლა ამის საუბარი ვაბშე მესმის, არა და არსად მისცავლია biggrin.gif
დონის დასადგენი ტესტები დადეთ რა თუ იცით smile.gif

Posted by: გიორგი XII 3 Dec 2019, 23:23
ქართველის ინგლისური მაგარი უცნაური რამეა

მოდალური ზმნების რახარუხი ყველგან

აი ქენ
აი დუ

დო იუ

ჰი ჰეზ


და მაგას ეძახიან ინგლისურის ცოდნას lol.gif facepalm.gif

Posted by: FTW 3 Dec 2019, 23:29
გიორგი XII
ენის დანიშნულება რა არის? უთხრა და ზუსტად გაიგოს რაც იგულისხმე :დ დ

Posted by: lepori 10 Dec 2019, 10:27
QUOTE (გიორგი XII)
ქართველის ინგლისური მაგარი უცნაური რამეა

სხვების "ინგლისურებს" თუ შევადარებთ, ქართველების ინგლისური გამორჩეულად კარგია smile.gif

ჩრ. ვროპელები, გერმანულენოვანი ხალი, რათქმა უნდა წინ არიან ყველაზე


QUOTE (FTW)
ენის დანიშნულება რა არის? უთხრა და ზუსტად გაიგოს რაც იგულისხმე :დ დ

ეგარი smile.gif







Posted by: გიორგი XII 10 Dec 2019, 13:49
FTW
QUOTE
ენის დანიშნულება რა არის? უთხრა და ზუსტად გაიგოს რაც იგულისხმე :დ დ


დანიშნულება კომუნიკაციაა
დანარჩენი ტექნიკის ამბავია

ზოგი ხელებით და ორი სიტყვით კომუნიცირებს
ზოგი წინანადებას აწყობს ვაი-ვაგლახით


სქმე ისაა რო ქართველური ენების სინტაქსი იმდენად განსხვავებულია ინდოევროპული ოჯახის სინტაქსთან და ექსპერსიულობასთან რომ ჩავარდნა დიდია

lepori
QUOTE
სხვების "ინგლისურებს" თუ შევადარებთ, ქართველების ინგლისური გამორჩეულად კარგია

ჩრ. ვროპელები, გერმანულენოვანი ხალი, რათქმა უნდა წინ არიან ყველაზე


რავი ევროპა ვართო და აგერ ევროპის ქვეყნებს ვადარებ მე

შენ თუ ჩინელებს , იაპონელებს , ყაბარდოელებს და სპეციფიკურ ენოვან ხალხს ადარებ მაშინ კი ბატონო

Posted by: lepori 10 Dec 2019, 14:13
გიორგი XII
QUOTE
რავი ევროპა ვართო და აგერ ევროპის ქვეყნებს ვადარებ მე

ევროპა ვართ
მაგრამ არა-ევროპული ენა გვაქვს wink.gif

QUOTE
შენ თუ ჩინელებს , იაპონელებს , ყაბარდოელებს და სპეციფიკურ ენოვან ხალხს ადარებ მაშინ კი ბატონო

არამხოლოდ ==> ესპანელებს, იტალიელებს, ბერძნებს, სლავებს
ჩემი დაკვირვებით ქართველთა ინგლისური არ-ჩამოურდება მაგ ხალხების ინგლისურს

Posted by: გიორგი XII 10 Dec 2019, 14:18
lepori
QUOTE
ევროპა ვართ
მაგრამ არა-ევროპული ენა გვაქვს


ვაჰ, ენა არაო, კულტურა არა გვაქ , მენტალიტეტი არა გვაქ,
აფსოლუტურად განსხვავდება ქართველი ევროპელისაგან და რანაირად ვართ ევროპა ?

დაჟე გეოგრაფიულადაც არა ვართ მაქეთ მხარეს

QUOTE
არამხოლოდ ==> ესპანელებს, იტალიელებს, ბერძნებს, სლავებს
ჩემი დაკვირვებით ქართველთა ინგლისური არ-ჩამოურდება მაგ ხალხების ინგლისურს


აგერ ბერძენი ციციპასი




მაიტა აბა ქართველის ვიდეო ამ დონეზე მაინც რო ლაპარაკობდეს ინგლისურს?

Posted by: lepori 10 Dec 2019, 16:35
გიორგი XII
QUOTE
ულტურა არა გვაქ , მენტალიტეტი არა გვაქ,

რატომ არა გვაქ ვითომ რაო
გაქანებული ევროპელები ვართ biggrin.gif

QUOTE
აფსოლუტურად განსხვავდება ქართველი ევროპელისაგან და რანაირად ვართ ევროპა ?

წმინდა ევროპელები ვართ
თან ისე, კითხვის ნიშნის ქვეშ რომ არც დგას smile.gif

QUOTE
დაჟე გეოგრაფიულადაც არა ვართ მაქეთ მხარეს

ევროპის ცენტრიდან, საბერძნეთიდან ჩვენ ისევე ვართ დაშორებული როგორც ესპანეთი


QUOTE
მაიტა აბა ქართველის ვიდეო ამ დონეზე მაინც რო ლაპარაკობდეს ინგლისურს?

ბასლიაშვილიც ნორმალური ინგლისურით ლაპარაკობს, თუ ჩოგბურთელებზე მიდგა საქმე smile.gif
სპორტსმენებიდან ფაჩულია და გოგა ბითაძე ნახე,

თუმცა ასე, კონკრეტული ადამიანის შედარებას აზრი არ აქვს
მე ვსაუბრობ ზოგადად, სტატისტიკურად
ეგრე ერთი კონკრეტული ჩინელიც შეიძლება კარგი ინგლისურით ლაპარაკობდეს, ეგ არ ნიშნავს რომ ჩინელები ზოგადად კარგად ლაპარაკობენ

Posted by: გიორგი XII 10 Dec 2019, 17:09
QUOTE
რატომ არა გვაქ ვითომ რაო
გაქანებული ევროპელები ვართ


QUOTE
წმინდა ევროპელები ვართ
თან ისე, კითხვის ნიშნის ქვეშ რომ არც დგას



gigi.gif

ხე ნაყოფით იცნობა

ეგრე იყოს ჰა.

Posted by: lepori 10 Dec 2019, 17:53
გიორგი XII
QUOTE
ხე ნაყოფით იცნობა

ეგრე იყოს ჰა.

იყოს არა, არის უკვე smile.gif

სხვა დანარჩენისთვის იხილეთ
ქართული ლიტერატურა
ქართული კინო
ქართული ფერწერა
ქართული ხატწერა
და ა.შ.


ბევრი და ბევრი ნაყოფი გვაქვს რომლითაც შეიცნობა ჩვენი ევროპელობა
მათშორის უახლოესი ისტორია ამას მიუთითებს >>>
გინდ სოციალისტური რესპუბლიკა,
გინდა 90ანებიდა მოყოლებული სახალხო ომი ავტორიტრიზმის წინააღმდეგ

შედარებისთვის ნახე აზიური აზერბაიჯანი ან კასპიისმიღმა პოსტსაბჭოტა რესპუბლიკები
აი ის არის აზია,ჩვენა არა

ჩვენ ვართ კავკასიელი ევროპელები yes.gif


თემა რომ არ გაოფდეს >> აი მე თეიბლ, კიარად
აემ ჯორჯიან ენდ ვეარფორ აემ ეუროპიან biggrin.gif


Posted by: NUMB365 13 Dec 2019, 13:30
რამდენი კილოა ეს ხელის გირები ( დამბბელები) რომლებიც გენადის უჭირავს ხელში ?
how many kilos is those dumbbells ones genady holding in his hands ?



ეს გამისწორეთ რა ... გრამატიკულად

Posted by: GXIXT 13 Dec 2019, 16:49
How many kilos are those dumbbells that Genady is holding in his hands ?

Posted by: nardu7ki 13 Dec 2019, 20:53
ინგლიშ ლესონ......................მმ

Posted by: FTW 14 Dec 2019, 01:28
თქვენით ზიხართ და სწავლობთ აქაურები თუ რა თემაა>? გამარკვიეთ მეც : )

Posted by: axalirevolucia 14 Dec 2019, 07:01
QUOTE (GXIXT @ 26 Nov 2019, 19:17 )
Droid

ფრაზული ზმნები ქვია მაგას, ზმნა და წინდებული ერთად, არანაირი გრამატიკული წესი არ არსებობს სწავლის, ბევრს უნდა უსმინო და დაიმახსოვრო, რთული კიდე იმიტომაა რო რამოდენიმე მნიშვნელობა აქ უმეტესობას

ასეთ რაღაცეებს უყურე ძირითად ზმნებზე


სასწავლო ვიდეოები ორს ნებისყოფა ვისაც არ გაქვთ, ინტერესისთვის ted.ცომის ლექციებს უყურეთ cc ებით, თხლიშინით შედის თავში, როცა /თუ ტექსტიც საინტერესოა.

Posted by: Milyyy 17 Dec 2019, 22:00
get along with რას ნიშნავს და წინადადებაში როგორ იქნება ?

Posted by: lepori 19 Dec 2019, 16:22
Milyyy
QUOTE
get along with რას ნიშნავს და წინადადებაში როგორ იქნება ?


იტყვიან დადებით ადამიანურ ურთიერთიბაზე
კარგად ვარ იმასთან, ან მეგობრულად ვარ იმასთან

>>>
I get along well with him.
მე მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს

ხშირად გამოიყენება უარყოფითში>>>
I did not get along with them
მათთან ვერამქონდა კაი ურთიერთობა/მათ ვერ დავუმეგობრდი



Posted by: GATSBY77 22 Dec 2019, 12:28
ხალხო რა მაინტერესებს იცით როცა ვინმე ლექციას ატარებს, კონფერენციაზე გამოდის ან ვინმე რომ ბლოგავს რომ აუდიენციას ინფორმაცია მიაწოდოს provide value რას ნიშნავს?

და ასევე მაინტერესბს რას ნიშნავს thought leader?

Posted by: kiko_kiko 23 Dec 2019, 04:25
გამარჯობა მაინტერესებს ხომ არ იცით native speker თბილისში მიმასწავლეთ. (უმჯობესია ამერიკელი, და აუცილებელია რომ ქართული არ იცოდეს) რამდენიმე ადგილას ბრითიშ ქორნერში და აქა იქ დავრეკე და არ სცალიათ თუ ყავთ ვინმე, მინდა რომ ოფისში იაროს ანაზღაურება იქნება ნორმალური. ნუ არ ვიცი ვთქვათ საათ ნახევარი 25-30 $ მგონი კარგი ანაზღაურებაა საქართველოს კვალობაზე.
* * *
გამარჯობა მაინტერესებს ხომ არ იცით native speker თბილისში მიმასწავლეთ. (უმჯობესია ამერიკელი, და აუცილებელია რომ ქართული არ იცოდეს) რამდენიმე ადგილას ბრითიშ ქორნერში და აქა იქ დავრეკე და არ სცალიათ თუ ყავთ ვინმე, მინდა რომ ოფისში იაროს ანაზღაურება იქნება ნორმალური. ნუ არ ვიცი ვთქვათ საათ ნახევარი 25-30 $ მგონი კარგი ანაზღაურებაა საქართველოს კვალობაზე.

Posted by: Milyyy 10 Jan 2020, 22:18
ვინ შლის ამ თემაში პოსტებს ?

Posted by: Ardambloko 12 Jan 2020, 14:03
QUOTE (Milyyy @ 10 Jan 2020, 22:18 )
ვინ შლის ამ თემაში პოსტებს ?

Pm ver gwer da facebookis zveli eqauntebi tu ginda kide momwere pm

Posted by: Milyyy 15 Jan 2020, 23:54
alleged რას ნიშნავს

ასევე რას ნიშნავს allegation

და რა განსხვავებაა მათ შორის ?







condition და conditions შორის რა განსხვავებაა და რას ნიშნავს ?

encounter და encountered შორის რა განსხვავებაა და რას ნიშნავს ?

certain და certainly შორის რა განსხვავებაა და რას ნიშნავს ?

referred და referring შორის რა განსხვავებაა და რას ნიშნავს ?





კიდევ charge რას ნიშნავს და წინადადებაში როგორ გამოიყენება ?



compliance და respective შორის რა განსხვავებაა და რას ნიშნავს ?

Posted by: Andy Warhol 19 Jan 2020, 19:11
ინგლისურად რა ქვია საუბრის დეფექტს "ენაბლუობა"- ს რომ ეძახიან, ენას რომ უკიდებს თუ რაღაც ესეთი დეფექტი რომ აქვს ადამიანს ?

Posted by: MRlurch 19 Jan 2020, 19:20
QUOTE (Andy Warhol @ 19 Jan 2020, 19:11 )
ინგლისურად რა ქვია საუბრის დეფექტს "ენაბლუობა"- ს რომ ეძახიან, ენას რომ უკიდებს თუ რაღაც ესეთი დეფექტი რომ აქვს ადამიანს ?

stuttering yes.gif yes.gif yes.gif

Milyyy
alleged - რაღაცის დამტკიცებას რო ცდილობ
allegation - მტკიცებულება
condition - გარემოება
conditions - გარემოებები
encounter - მოულოდნელად რო შეგხვდება რაღაც
encountered - იგივეა წარსულ დროში
certain - უდაო ფაქტი, დარწმუნებული ვარ და ა.შ.
certainly - უდაოდ , უეჭველად
წინადადებაში სხვადასხვანაირად გამოიყენება,
მაგ. i am certain that he is lying - დარწმუნებული ვარ რომ ცრუობს, i am certainly going to attend that event - უეჭველად ვაპირებ დავესწრო აღნიშნულ ღონისძიებას.
referred - მიმართვა წარსულ დროში
referring - მიმართვა აწმყო დროში, რამის დამოწმება
მაგ. i referred to letter no 4 - წყაროდ მოვიყვანე წერილი ნომერი 4, i am referring to case 10 წყაროდ მომყავს საქმე ნომერი 10
charge - ბრალის დადება, დანახარჯი, მეთვალყურეობა, შეტევაზე გადასვლა
წინადადების კონტექტს გააჩნია და მაგის მიხედვით გამოიყენება შესაბამისად.
მაგ. to be in charge of something - რაიმის მეთვალყურედ ყოფნა
compliance - პირობების შესრულება
respective - რაიმის შესაბამისი

Posted by: Milyyy 19 Jan 2020, 22:00
MRlurch
QUOTE
alleged - რაღაცის დამტკიცებას რო ცდილობ

სავარაუდო რაღაც
ანუ რაღაცის ვარაუდი

მაგალითად alleged time - სავარაუდო დრო <- ასე სწორი იქნება ?

QUOTE
condition - გარემოება
conditions - გარემოებები

condition - მდგომარეობა
conditions - პირობები

მე ასე მითხრეს...


Posted by: MRlurch 19 Jan 2020, 22:58
Milyyy
alleged time - სავარაუდო დრო yes.gif yes.gif yes.gif

condition - მდგომარეობა
conditions - პირობები

ეგრეც შეიძლება განიხილო, ბევრი მნიშვნელობა აქვს და კონტექსტს გააჩნია.

Posted by: Andy Warhol 19 Jan 2020, 23:13
MRlurch
QUOTE
stuttering

2kiss.gif

Posted by: Haidi 29 Jan 2020, 20:10
Beka's School - ამ სკოლას როგორ შეაფასებდით?

Posted by: Tiperson 29 Jan 2020, 21:00
დამწყებისთვის ადვილად გასაგები ფილმები ტიტრებით ან ტიტრების გარეშეც არაფერი იცით

Posted by: AVN 29 Jan 2020, 21:25
QUOTE (Haidi @ 29 Jan 2020, 20:10 )
Beka's School - ამ სკოლას როგორ შეაფასებდით?

რაც რეკლამაშია იმის ¼-ია ¯\_(ツ)_/¯

Posted by: HARLEY1 29 Jan 2020, 22:29
Tiperson
https://youtu.be/9_-wndK57Ls?t=43

Posted by: Tiperson 1 Feb 2020, 07:10
QUOTE (HARLEY1 @ 29 Jan 2020, 22:29 )
Tiperson
https://youtu.be/9_-wndK57Ls?t=43

მადლობა , კაი სცენაა გასაგებად საუბრობენ , სადღაც 60 პროცენტი გავიგე up.gif


კიდევ თუ იცით მსგავსი ადვილად გასაგები დიალოგებით სცენები გამოუშვით

Posted by: HARLEY1 1 Feb 2020, 15:47
Tiperson
Forrest Gump ნახე მთლიანი ფილმი, კარგი გამახსენდა yes.gif
სუბტიტრები ტორენტებზე იქნება.

სიმსონებიც შეიძლება, ოღონდ კარგი ხარისხის აუდიოთი. ბევრგან რაღაც საშინელება დევს.

ესეც კაია








Posted by: lashashaverda 2 Feb 2020, 18:47
განვადება როგორ არის ინგლისყრად?
ანუ რიცა მიდიხარ მაღაზიაში და განვადებით გინდა რაიმეს შეძენა როგორ უნდა ვუთხრა?

Posted by: Doctordoge 3 Feb 2020, 12:08
lashashaverda
installment

Posted by: lashashaverda 3 Feb 2020, 21:36
Doctordoge
მადლობა .......,,,,,:,,,:::,,:::

Posted by: sanfol 13 Feb 2020, 10:59
should
could
would
must

ამათ შორის რა განსხვავებებია და როდის ვიყენებთ?

Posted by: HARLEY1 13 Feb 2020, 11:20
QUOTE (sanfol @ 13 Feb 2020, 10:59 )
should
could
would
must

ამათ შორის რა განსხვავებებია და როდის ვიყენებთ?





Posted by: Doctordoge 13 Feb 2020, 11:32
sanfol
should - უნდა გავაკეთოს ნიშნავს მაგრამ must ისგან განსხვავებით არ არის უშუალო ბრძანება. უფრო რეკომენდაციის ან მეორენაირად რომ ვთქვათ კარგი ნების ვარიანტია. მაგალითად i should start working out - ვარჯიში უნდა დავიწყო. i must get my work done today - ჩემი სამუშაო დღეს უნდა შევასრულო. მეორეში აუცილებელი პირობაა.
could - გამოიყენება როდესაც რაღაც არის შესაძლებელი, სხვა შემთხვევაში თხოვნის ფორმითაც შეიძლება იქნეს გამოყენებული. მაგალითად we could be engineers - ჩვენ შეგვეძლო ინჟინრები ვყოფილიყავით. could you please tell me your name - შეგიძლიათ თქვენი სახელი მითხრათ? აქ can ის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ could უფრო ოფიციალური ფორმაა.
would - შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც წარსული ჩვევის ამსახველი, ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ვიღაცის მიერ ნათქვამი დაპირება
მაგალითად Back in the day, i would run to the hill every day - ადრე ყოველ დღე ავრბოდი გორაზე. She said she would bring pizza - მან თქვა რომ პიცას მოიტანდა. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო ფორმალური კითხვის დასმის დროსაც would you like a cup of tea? - ჩაის ხომ არ ინებებთ? ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სურვილის / ოცნების ამსახველად i would like to be an astronaut - მინდა რომ ავსტრონავტი გავხდე.

Posted by: sanfol 13 Feb 2020, 15:55
Doctordoge
HARLEY1
მადლობთ bis.gif

Posted by: Tiperson 18 Feb 2020, 04:37
რომელ აპლიკაციას მირჩევდით ინგლისურის სასწავლოთ ? დუოლინგვოს და როზეტა სტონეს გარდა

როგორ შეიძლება რო ინგლისურად დაიწყოს ადამიანმა ფიქრი ?

Posted by: Doctordoge 18 Feb 2020, 16:43
Tiperson
აპლიკაცია მაგ ორის გარდა არ ვიცი ნამდვილად.
გირჩევ ფილმებს და TV show ებს უყურო ინგლისურ ენაზე.
გარდა მაგისა არის საიტები სადაც native English speaker თან შეგიძლია საუბარი.

Posted by: gbafreview 21 Feb 2020, 18:41
გამარჯობა, ვინმეს აქ ბიზნეს და ტექნიკური ინდუსტრია?

Posted by: Milyyy 23 Feb 2020, 19:31
We also remain committed to moving

committed რას ნიშნავს და როგორ გამოიყენება ამ წინადადებაში ?

Posted by: Doctordoge 23 Feb 2020, 19:41
Milyyy
committed ნიშნავს მომხმრეს, მიმდევარს, თავგადადებულს.
ამ შემთხვევაში გააჩნია moving რა კონტექსტით არის გამოყენებული. თუ moving to new flat იგულისხმება მაშინ ჩვენ გადასვლის მომხრეები ვრჩებით გამოდის თუ უბრალოდ moving წერია კონტექსტის გარეშე მაშინ მოძრაობის მოხმრეები ვრჩებით გამოდის.

Posted by: sanfol 19 Aug 2020, 22:19
The და a/an რომელი როდის გამოიყენება?

მე ასე ვიცი რო The სიტყვის დასაწყისში თუ პირველად ვახსენებთ არსებით სახელს და a/an თუ მეორდება სწორია?

Posted by: D3cember 22 Aug 2020, 10:54
sanfol
https://gofile.io/d/U0CuzP

Posted by: Doctordoge 22 Aug 2020, 10:57
sanfol
https://www.youtube.com/watch?v=1zFF7tXmfR0

Posted by: sanfol 22 Aug 2020, 17:56
Doctordoge
QUOTE
https://www.youtube.com/watch?v=1zFF7tXmfR0

ჩემ კითხვას არ პასუხობს ეგ ისედაც ვიცოდი

QUOTE
The და a/an რომელი როდის გამოიყენება?

* * *
user posted image

ეს მაინტერესებდა

Posted by: NikeNik 23 Aug 2020, 08:02
QUOTE
გამარჯობა, ვინმეს აქ ბიზნეს და ტექნიკური ინდუსტრია?


რაიო?
rolleyes.gif

Posted by: gebriudervais 27 Aug 2020, 17:39
გამარჯობათ

მაინტერესებს სრულფასოვნად სად არის შესაძლებელი ინგლისურის შესწავლა
უფრო ონლაინ მაინტერესებს.ან ძაან იაფი თუ იქნება სადმე კურსები

Posted by: D3cember 27 Aug 2020, 18:06
QUOTE (NikeNik @ 23 Aug 2020, 08:02 )
QUOTE
გამარჯობა, ვინმეს აქ ბიზნეს და ტექნიკური ინდუსტრია?


რაიო?
rolleyes.gif

ბოტია ალბათ spy.gif

Posted by: დოჩანა 31 Aug 2020, 12:22
gebriudervais
არ ვიცი ეგ, მარა შენით შეგიძლია იმეცადინო აუდიოებს მოუსმინო წიგნები შეიძინო და ისწავლო ჩაუჯდე და.

Posted by: sanfol 2 Sep 2020, 22:29
user posted image

რა განსხვავებაა Ought to - Should

მაინც ვერ გავიგე, ორივე ერთი მნიშვნელობით იხმარება

Posted by: ბუსხი 3 Sep 2020, 17:33
sanfol
ought ხშირად არ გამიგია უცხოელებისგან. should უფრო ხოდშია
ought უფრო სავალდებულო სიტუაციაში გამოიყენება, როცა უეჭველი გასაკეთებელია რამე. should უფრო სარეკომენდაციო ხასიათისაა.

Posted by: sanfol 3 Sep 2020, 17:50
QUOTE (ბუსხი @ 3 Sep 2020, 17:33 )
sanfol
ought ხშირად არ გამიგია უცხოელებისგან. should უფრო ხოდშია
ought უფრო სავალდებულო სიტუაციაში გამოიყენება, როცა უეჭველი გასაკეთებელია რამე. should უფრო სარეკომენდაციო ხასიათისაა.

მადლობა მეგობარო

ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 258660
რეგისტრ.: 3-September 20


პასუხის გასაცემად თუ დარეგისტრირდი ორი მადლობა მაშინ

Posted by: ლავლოკი 3 Sep 2020, 17:53
sanfol
ought - ფორმალური და ობიექტური
should - არაფორმალური და სუბიექტური

Although should and ought to are often interchangeable, there is a slight difference of meaning between them. When using should the speaker expresses his own subjective view; ought to is more objective and is used when the speaker wants to represent something as a law, duty or regulation.

Posted by: ბუსხი 3 Sep 2020, 17:54
sanfol
მოწყენილობის გამო დავრეგისტრირდი smile.gif
საიდანმე ხომ უნდა დამეწყო დაპოსტვა. სერთიფიკატისთვის სწავლობ ინგლისურს თუ ისე გინდა?

Posted by: sanfol 3 Sep 2020, 20:23
ბუსხი
საბოლოო მიზანი რა თქმა უნდა სერთიფიკატია, მაგრამ მანამდე ჩემით ვცდილობ გარკვევას

Posted by: ბუსხი 4 Sep 2020, 04:21
sanfol
რომელი სერთიფიკატის აღება გინდა?

Posted by: sanfol 4 Sep 2020, 13:51
ბუსხი
ნებისმიერი იელთსი ან ტოეფელი რაც საზღვარგარეთ გამოდგება

Posted by: gebriudervais 4 Sep 2020, 14:02
დოჩანა
ლიგვინგ რომ არის საიტი მაგაზე რას იტყვი
წავალ შორს მაგის დახმარებით?)

Posted by: Х_Rау 5 Sep 2020, 22:21
ინგლისურზე იდიოტური ენა თუ არსებობს ევროპაში? rolleyes.gif

Posted by: sanfol 29 Sep 2020, 12:54
Unless and If

რა განსხვავებაა?

Posted by: MRlurch 29 Sep 2020, 12:57
sanfol
Unless - მანამ სანამ
მაგალითად Georgia will not shine again unless ivanishvili leaves and Miha comes საქართველო ხელახლა არ გაბრწყინდება სანამ ივანიშვილი არ წავა და მიშა არ მოვა.

IF-თუ ს ნიშნავს (ქართულ იფ-იფს არა)
მაგალითად
Georgia will shine again if ivanishvili will leave and Miha will come back საქართველო გაბრწყინდება თუ ივანიშვილი წავა და მიჰა დაბრუნდება.

Posted by: Elisabeddd 24 Dec 2020, 20:46
ეს ტექსტი გამიინგლისურეთ თუარ შეგაწუხებთ



თუ შეგიძლიათ გულთან მიიტანოთ ჩემი გასაჭირი და ეს მესიჯი წაიკითხოთ

მე და ჩემი ორი წლის პატარა შვილი ვართ უსახლკაროები და ყოველდღე ვცდილობთ საჭმლის მოპოვებას გადარჩენისთვის

ვიცი თქვენთვის ეს ყველაფერი უცხოა და როგორც უმრავლესობა არც კი წაიკითხავთ მაგრამ ჩვენ ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება , სიკვდილის ზღვარზე ვართ თუ შეგიძლია ერთი დოლარით მაინც რომ დამეხმარო ჩვენ ვიქნებით ყველაზე ბედნიერი ადამიანები ამ დედამიწაზე



Posted by: Ras_al_Ghul 2 Jan 2021, 13:06
დავფიქსირდეთ)))

ახალი თემა გამომრჩენია

Posted by: კადა 2 Jan 2021, 13:08
ფიქსირ ფიქსირ
წლევანდელი წელი ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებას უნდა მივუძღვნა.

Posted by: tvinikosa 2 Jan 2021, 21:39
ფიქსირ
ინგლისურიში მოწადინებული ხალხი არის აქ მგონი

Posted by: tvinikosa 4 Jan 2021, 09:40
ინგლისური რომ ვისწავლო რამე გვერდი ხომ არ იცით თან უფასო რომ იყოს biggrin.gif
Ან რამე კაი აპლიკაცია რომ იყოს

ხო მთავარი დამავიწყდა გრამატიკის სწავლა მინდა უფრო მეტათ თორე სიტყვები მაქვს ნასწავლი დაახლოებით 3000ი და მეტი biggrin.gif

Posted by: Ras_al_Ghul 4 Jan 2021, 13:54
tvinikosa
QUOTE
რამე გვერდი


თუ გაჩითე რამე აქაც დადე ;დ

Posted by: tvinikosa 5 Jan 2021, 22:33
Ras_al_Ghul
QUOTE
თუ გაჩითე რამე აქაც დადე ;დ

იმედია ვინმე გვეტყვის კაი საიტს ან პროგრამას.

მე თუ რამე მოვნახე აუცილებლად აქაც დავდებ.

Posted by: Ras_al_Ghul 6 Jan 2021, 20:17
.............. .............

Posted by: Dedmoroz 8 Jan 2021, 19:29
QUOTE (MRlurch @ 29 Sep 2020, 12:57 )
sanfol
Unless - მანამ სანამ
მაგალითად Georgia will not shine again unless ivanishvili leaves and Miha comes საქართველო ხელახლა არ გაბრწყინდება სანამ ივანიშვილი არ წავა და მიშა არ მოვა.

IF-თუ ს ნიშნავს (ქართულ იფ-იფს არა)
მაგალითად
Georgia will shine again if ivanishvili will leave and Miha will come back საქართველო გაბრწყინდება თუ ივანიშვილი წავა და მიჰა დაბრუნდება.

შეცდომაა, მიჰა და ივანიშვილი დიდი ასოებით უნდა ეწეროს smile.gif)

Posted by: ქართლოსი 18 Feb 2021, 23:29
ტელეფონისთვის ოფლაინი ლექსიკონი თუ არის ლაპარაკს რო თსრგმნიდეს?

Posted by: sanfol 29 Jun 2021, 17:17
Would have known

If he would has demanded an ice, I would have brought the ice to him

სწორი წინადადებაა?

Posted by: decembre 29 Jun 2021, 17:25
sanfol
რომ მოეთხოვა მოვუტანდიო? მაგ დროში has არ შეიძლება (მგონი) rolleyes.gif
* * *
დრო კი არა და ასპექტში vis.gif

Posted by: Ras_al_Ghul 29 Jun 2021, 17:42
QUOTE
he would has demanded

he demanded - if -ის მერე Would არ უნდა

უნდა მგონი აქ

Posted by: sanfol 29 Jun 2021, 17:47
decembre
Ras_al_Ghul
https://forum.wordreference.com/threads/if-i-would-have-known-vs-if-i-had-known.1214149/ აქედან ავიღე მაგალითი

eg If you would have told me I would have helped you
=> If you had chosen to tell me I would have helped you. ასე უწერია და რავი

Posted by: decembre 29 Jun 2021, 18:04
მდააჰ, დავიწყება იცის ღრამატიკამ sad.gif

Posted by: boone11 10 Aug 2021, 17:59
Disgraceქართულად როგორ ითარგმნება???

ზუსტი შესატყვისი მჭირდება თორემ რას ნიშნავს ძალიან კარგად ვიცი.

Posted by: lovelock 11 Aug 2021, 01:17
boone11
შერცხვენა / სამარცხვინო

Posted by: ქართლოსი 17 Oct 2021, 22:35
charging should be as far as possible through the lighting functi0n will surrender.
ეს როგორ ითარგმნება?

Posted by: rakovsky 17 Oct 2021, 23:03
"charging should be as far as possible through the lighting functi0n will surrender."

Just so you know, this sentence does not make much sense in English. Can you try to say it in Russian?

ასე რომ იცოდეთ, ამ წინადადებას ინგლისურად დიდი აზრი არ აქვს. შეგიძლიათ სცადოთ ამის თქმა რუსულად?
* * *

"charging should be as far as possible through the lighting functi0n will surrender."
На Русском: ____ зарядка должна быть по возможности через освещение functi0n сдастся.

Начальная часть - понятная. Остальное - не понятно.
საწყისი ნაწილი პირდაპირია. დანარჩენი გაუგებარია.

Posted by: პითონი 2 Feb 2022, 14:50
ონლაინ რესურსებიდან რომელს მირჩევთ?

ძირითადად მინდა განვითარება გრამატიკაში და წერაში

Posted by: sanfol 22 Mar 2022, 23:05
user posted image

ორივე სწორი არ არის?

Posted by: sunny-day-today 15 Apr 2022, 17:40
ინგლისურის მასწავლებელს ვეძებ , სახლში მოსვლით..

Posted by: როზეტა.სთოუნედ 26 Apr 2022, 18:10
sanfol

QUOTE
ორივე სწორი არ არის?



Until გამოიყენება მომავალი დროის შემთხვევაში და ეგაა

Posted by: sanfol 26 Apr 2022, 18:59
QUOTE (როზეტა.სთოუნედ @ 26 Apr 2022, 18:10 )
sanfol

QUOTE
ორივე სწორი არ არის?



Until გამოიყენება მომავალი დროის შემთხვევაში და ეგაა

მაგ შემთხვევაში Before არ გამოდგება ესეიგი 2kiss.gif

Posted by: sunny-day-today 26 Apr 2022, 20:38
ინგლისურად დედა როგორაა?

.............................................

Posted by: Tiperson 14 Jun 2022, 06:56
ინგლისურად გადამითარგმნეთ

მოქმედი ბიზნესის წილის ყიდვა მინდა , წილით უძრავ ქონებაში

Posted by: Beso-093 14 Jun 2022, 11:29

QUOTE
ინგლისურად გადამითარგმნეთ

მოქმედი ბიზნესის წილის ყიდვა მინდა , წილით უძრავ ქონებაში


I want to buy share in operating business, with a share in real estate

Posted by: როზეტა.სთოუნედ 14 Jun 2022, 14:27
Tiperson
QUOTE
მოქმედი ბიზნესის წილის ყიდვა მინდა , წილით უძრავ ქონებაში



I want to have sex with Amber heard

Posted by: Tiperson 14 Jun 2022, 15:41
QUOTE (Beso-093 @ 14 Jun 2022, 11:29 )
QUOTE
ინგლისურად გადამითარგმნეთ

მოქმედი ბიზნესის წილის ყიდვა მინდა , წილით უძრავ ქონებაში


I want to buy share in operating business, with a share in real estate

მადლობა

შეარს რო ვეუბნები აქციები გონიათ და როგორ აუხსნა რო აქციონერობა კი არა თანამფლობელობა მინდა ანუ მეპაიე ქართულად

Posted by: Beso-093 14 Jun 2022, 17:39
QUOTE
აქციონერობა კი არა თანამფლობელობა მინდა ანუ მეპაიე ქართულად


მაშინ უთხარი, co-owner მინდა გავხდე-თქო. მეპაიეც ინგლისურად არის shareholder.Tiperson

Posted by: mike8873555 15 Jun 2022, 18:52
საინტერესოა ნამდვილად ეს ამბები

Posted by: AntiLiberal 17 Jun 2022, 22:58
QUOTE
საინტერესოა ნამდვილად ეს ამბები

ჰო ძალიან საინტერესოა lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: OliverMess 18 Jun 2022, 06:35
CigaretteDaydreams
აჭარა და მესხეთი არ გამოტოვო. მანდ დაირწა ღვინის აკვანი.

Posted by: niako00 18 Jun 2022, 16:16
ინგლისურის სწავლა თუ გინდათ უფასოდ აქ კიარა იუტუბეზე უნდა ნახოთ ძალიან ბევრი სასწავლო კურსებია კარგი
აქ რა უნდა ისწავლოთ ერთიორი სიტყვის გადათარგმნა?

Posted by: San7a* 19 Jun 2022, 02:12
niako00
იქნებ დადო რამოდენიმე ძალიან კარგი კურსები.

Posted by: niako00 20 Jun 2022, 19:02
San7a*
აი ეს ძალიან კარგი კურსია და კიდევ სხვებიც არის ეხლა ჯერ ეს ნახე

https://www.youtube.com/c/EnglishSpeakingSuccess

Posted by: boone11 24 Jun 2022, 13:32
Listening is very difficult...

ერთი გამიცდილი მასწი მყავდა იმას უᲭირდა....

სხვა მხრივ არაა რთული ენა ....
გრამატიკაც საკმაოდ მარტივია...

Posted by: Top-Gun 24 Jun 2022, 18:34
ყველაზე მეტად ფილმების ინგლისური მიჭირს. რაღაცნაირად ჩუმად, ჩქარა და გაუგებრად საუბრობენ და არ მესმის კარგად. ამიტომ ინგლისურივე სუბტიტრებით ვუყურებ.

სხვა მხრივ არ მაქვს ლისენინგის პრობლემა, იუთუბზე სულ ინგლისურად ვუყურებ და ვუსმენ ვიდეოებსა თუ პოდკასტებს, ასევე სერიალებიც დავიწყე ინგლისურად სუბტიტრების გარეშე, ანიმაციური ფილმებიც არ მერთულება.
* * *
Tiperson
წესით უნდა ხვდებოდნენ რომ share წილს ნიშნავს მაშინ, როცა საუბარია არასააქციო საზოგადოებაზე.

თუ მაინც არა, მაშინ ასევე იხმარება stake, ხოლო stakeholder - მეწილე.

ისე interest-იც გამიგია. მაგ. ოფიციალურად, ქართულ საგადასახადო კოდექსში წილი ნათარგმნია ინგლისურად როგორც interest - სხვაგან ესეთი ვარიანტი არ გამიგია. ზოგადად interest-ს ხმარობენ ხოლმე როგორც სესხის პროცენტს/სარგებელს.

ასევე, როგორც მახსოვს ამერიკულ შარქ თენქში stake-ს იყენებენ წილის აღსანიშნად smile.gif

Posted by: Brdzenkaci 25 Jun 2022, 05:18
ვისწავლოთ ინგლისური მარტივად - ესე ქვია ჩენელს და ტიპია რა ბიჭი ხსნის ძააან მაგრად დამწყებებისთვის იდეალურია, უმარტივესად და რავიცი ჩემ გარშემო ძაან ბევრმა დაამუღამა მაგისგან და თან ისე ხსნის რო საერთოდ წარმოდგენა რო არ გწონდეს ინგკისურზე მაინც სააკაიფოდ გაიგებ და აითვისებ რა, რაღაც ლურჯი ლოგო აქვს მაგ არხს, წიგნი ახატია ლურჯ ფონზე გაგისწორდებათ უეჭველი.

Posted by: Top-Gun 25 Jun 2022, 08:39
QUOTE
Tiperson
წესით უნდა ხვდებოდნენ რომ share წილს ნიშნავს მაშინ, როცა საუბარია არასააქციო საზოგადოებაზე.

თუ მაინც არა, მაშინ ასევე იხმარება stake, ხოლო stakeholder - მეწილე.

ისე interest-იც გამიგია. მაგ. ოფიციალურად, ქართულ საგადასახადო კოდექსში წილი ნათარგმნია ინგლისურად როგორც interest - სხვაგან ესეთი ვარიანტი არ გამიგია. ზოგადად interest-ს ხმარობენ ხოლმე როგორც სესხის პროცენტს/სარგებელს.

ასევე, როგორც მახსოვს ამერიკულ შარქ თენქში stake-ს იყენებენ წილის აღსანიშნად


update: დღეს ვუსმენდი რაღაც პოდკასტს და იქაც "interest" იხმარეს კომპანიაში წილის აღსანიშნად smile.gif

Posted by: Just.saying.folks 25 Jun 2022, 10:58
i am the big round table

Posted by: Tiperson 26 Jun 2022, 17:48
QUOTE (Top-Gun @ 25 Jun 2022, 08:39 )
QUOTE
Tiperson
წესით უნდა ხვდებოდნენ რომ share წილს ნიშნავს მაშინ, როცა საუბარია არასააქციო საზოგადოებაზე.

თუ მაინც არა, მაშინ ასევე იხმარება stake, ხოლო stakeholder - მეწილე.

ისე interest-იც გამიგია. მაგ. ოფიციალურად, ქართულ საგადასახადო კოდექსში წილი ნათარგმნია ინგლისურად როგორც interest - სხვაგან ესეთი ვარიანტი არ გამიგია. ზოგადად interest-ს ხმარობენ ხოლმე როგორც სესხის პროცენტს/სარგებელს.

ასევე, როგორც მახსოვს ამერიკულ შარქ თენქში stake-ს იყენებენ წილის აღსანიშნად


update: დღეს ვუსმენდი რაღაც პოდკასტს და იქაც "interest" იხმარეს კომპანიაში წილის აღსანიშნად smile.gif

მადლობა
მგონი ბიზნეს სთეიკ უფრო სწორი იქნება ჩემ სიტუაციაში

Posted by: Shesha 4 Jul 2022, 11:26
QUOTE
ჩვენ ვსწავლობთ ინგლისურს

ნეტა ჯერ ქართული ისწავლოთ გამართულად facepalm.gif
ანგლიციზმით რო გააფარჩაკეთ ქართული ენა, ჯერ მაგით დაიწყეთ.

Posted by: MoUlOdNeLi-ShEsHiNeBa 4 Jul 2022, 22:09
Shesha
პორ კეე გვაბულინგებ???

Posted by: Shesha 5 Jul 2022, 09:02
MoUlOdNeLi-ShEsHiNeBa
ანგლიციზმი მეთქი და ამან გვაბულინგებო?
ბულნგი ბრად სუფთა ქართული სიტყვაა, არა?
გამართული ქართულით საუბარი არ იცით ქართველებმა და რა გეინგლისურებათ ნეტა facepalm.gif

Posted by: Hooked 22 Jul 2022, 17:05
QUOTE (SolidProfit @ 20 Sep 2019, 23:55 )
გუგლ თრანსლეითით ვსწავლობ ინგლისურს. ასევე youtube.



.....

up.gif

.......................

Posted by: andanda 30 Aug 2022, 10:15
მაგარია ინგლისური ბრაოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

Posted by: akkai 3 Feb 2023, 17:07
Quiet Quitting შეილება იხმარო როგორც საქმის დაკიდება?

ანუ რაღაცას რო აკეთებ ვთქვათ სამსახურში მაგრამ რეალურად არ აკეთებ და საერთოდ გკიდია გაკეთდება თუ არა

Posted by: sanfol 3 Feb 2023, 17:47
ტოეფელ აიელთსში როგორ მოვემზადო მასწავლებლის დაუხმარებლად

Posted by: DarK 3 Feb 2023, 18:14
QUOTE (sanfol @ 3 Feb 2023, 17:47 )
ტოეფელ აიელთსში როგორ მოვემზადო მასწავლებლის დაუხმარებლად

რომელიმეს ანალოგ ტესტები აიღე და აკეთე

ან ყოველთვის მოიძებნება ინდოელი რომელმაც იცის რაც შენ არ იცი lol.gif

https://www.youtube.com/watch?v=Jzps8q2es7c&ab_channel=LearnWithSamAndAsh

Posted by: sanfol 3 Feb 2023, 20:18
QUOTE (DarK @ 3 Feb 2023, 18:14 )
QUOTE (sanfol @ 3 Feb 2023, 17:47 )
ტოეფელ აიელთსში როგორ მოვემზადო მასწავლებლის დაუხმარებლად

რომელიმეს ანალოგ ტესტები აიღე და აკეთე

ან ყოველთვის მოიძებნება ინდოელი რომელმაც იცის რაც შენ არ იცი lol.gif

https://www.youtube.com/watch?v=Jzps8q2es7c&ab_channel=LearnWithSamAndAsh

რაღაც უნარების ტესტებს გავს

10 საათში თუ ისწავლი მარტივი ყოფილა yes.gif

Posted by: sanfol 7 Feb 2023, 21:11
NATO ნეითო ხო უნდა გამოითქვას და ნეიროო-ს რატომ ამბობენ?

Posted by: ninicool 8 Feb 2023, 00:41
sanfol
QUOTE
ტოეფელ აიელთსში როგორ მოვემზადო მასწავლებლის დაუხმარებლად

უთუბზეცაა ვიდეოები

Posted by: sanfol 8 Feb 2023, 20:37
ninicool
ხან ელემენტარულები რაღაცეები მავიწყდება ხოლმე არადა ცუდ ბ2-ზე ვარ, ეგ კი არა ქართულის გრამატიკა არ ვიცი და უცხო როგორ უნდა ვიცოდე 100%

ასე მგონია იზეპირებენ და ისე აბარებენ, იყო შემთხვევა კანადელმა კვებეკელმა ფრანგმა ფრანგულის გამოცდა ვერ ჩააბარა, ხოდა რატომ ითხოვენ სხვებისგან არ ვიცი

პ.ს. screwing up რას ნიშნავს?

Posted by: ninicool 8 Feb 2023, 22:34
sanfol
QUOTE
ხან ელემენტარულები რაღაცეები მავიწყდება ხოლმე არადა ცუდ ბ2-ზე ვარ, ეგ კი არა ქართულის გრამატიკა არ ვიცი და უცხო როგორ უნდა ვიცოდე 100%

ასე მგონია იზეპირებენ და ისე აბარებენ, იყო შემთხვევა კანადელმა კვებეკელმა ფრანგმა ფრანგულის გამოცდა ვერ ჩააბარა, ხოდა რატომ ითხოვენ სხვებისგან არ ვიცი

მე რაც მოსმენილი მაქვს შენი ინგლისური, რავი, ძაან ბევრი მუშაობა გჭირდება. გრამატიკა ინგლისური უფრო ადვილია, მაგრამ ქართული გრამატიკის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ენების შესწავლისას.

ტოეფელი და ენის სხვა გამოცდები მხოლოდ ენის ცოდნას არ ამოწმებს. რამდენად სმარტი და მიხვედრილი ტიპი ხარ, მაგასაც. ანუ, რამდენად სიღრმისეულად შეგიძლია ამა თუ იმ ტექსტის გააზრება.

თხოვნით არავინ გთხოვს, არავინ გაძალებს ჩაბარებას, უბრალოდ, ცხოვრება უფრო მარტივდება გარკვეული მიმართულებით, როცა საერთაშორისო სერტიფიკატი გაქვს.
screw up - არასახარბიელო მდგომარეობაში მოხვედრაა დაახლოებით.

ვიდეოებით ადვილად დაიმახსოვრებ გამოცდისთვის აუცილებელ ფრაზებს. არაა საჭირო ყველაფრის თარგმნა, ეცადე, იმავე ენაზე გაიაზრო ხოლმე მნიშვნელობა.

Posted by: sanfol 8 Feb 2023, 23:46
ninicool
QUOTE
screw up - არასახარბიელო მდგომარეობაში მოხვედრაა დაახლოებით.

გაუგებრობად შეიძლება ჩაითვალოს? თუ ეგ უფრო messed up არის

როგორ არავინ გთხოვს, უნივერსიტეტები ისე არ მიგიღებენ საზღვარგარეთის თუ ტოეფელი ან აიელთსი არ გაქვს, ზღვარია ფაქტიურად ვის უნდა ქონდეს სწავლის უფლება და ვის არა, აქაური ლექტორების ინგლისურს თუ ვიგებ იქაურების რატო ვერ გავიგებ, მაგრამ ხო უნდა გაგაწვალონ


Posted by: ninicool 9 Feb 2023, 00:29
sanfol
QUOTE
როგორ არავინ გთხოვს, უნივერსიტეტები ისე არ მიგიღებენ საზღვარგარეთის თუ ტოეფელი ან აიელთსი არ გაქვს, ზღვარია ფაქტიურად ვის უნდა ქონდეს სწავლის უფლება და ვის არა, აქაური ლექტორების ინგლისურს თუ ვიგებ იქაურების რატო ვერ გავიგებ, მაგრამ ხო უნდა გაგაწვალონ

უნივერსიტეტში თუ იღებენ სტუდენტს, უფლება აქვთ მოითხოვონ. ეხლა შენ რომ სოფლად ცხოვრობდე და სოფლის მეურნეობას ეწეოდე, არავინ მოგთხოვს ტოეფელის გამოცდას biggrin.gif

ანუ, შენი არჩევანია ჩააბარებ თუ არა და ზოგადად, რა გინდა ცხოვრებაში.თუ განვითარება და წინსვლა გინდა, უნდა იშრომო ამისთვის.

Posted by: sanfol 9 Feb 2023, 00:36
ninicool
QUOTE

ანუ, შენი არჩევანია ჩააბარებ თუ არა და ზოგადად, რა გინდა ცხოვრებაში.თუ განვითარება და წინსვლა გინდა, უნდა იშრომო ამისთვის.

და ფულებიც იხადო ანუ მდიდარი უნდა იყო

კაპიტალისტებს მარტო მდიდარი სტუდენტები უნდათ

Posted by: Skylark-27 9 Feb 2023, 03:10
user posted image

smile.gif

Posted by: 11-F 24 Feb 2023, 03:44
აჰა, თვეების გამოთქმა ისწავლეთ https://facebook.com/louiethecream/videos/885193585825942/

Posted by: Nketia1983 5 May 2023, 23:55
ეს ინგლისურიც ჩინური გახდა რით ვერ ვისწავლეთ

Posted by: rodger2021 7 May 2023, 15:57
QUOTE (Nketia1983 @ 5 May 2023, 23:55 )
ეს ინგლისურიც ჩინური გახდა რით ვერ ვისწავლეთ

რად გინდა?
-----------------------------

Posted by: Nketia1983 7 May 2023, 21:56
rodger2021
რა რად მინდა?

Posted by: rodger2021 9 May 2023, 02:30
QUOTE (Nketia1983 @ 7 May 2023, 21:56 )
rodger2021
რა რად მინდა?

ინგლისური user.gif
--------------------------------

Posted by: 11-F 17 May 2023, 08:03
user posted image
.

Posted by: mrjero1994 17 Apr 2024, 23:08
Mike Tyson that night was as good as any heavyweight on any night.

-

ეს როგორ უნდა გავიგო ქართულად

Posted by: Qsalia 18 Apr 2024, 02:03
"მაიკ ტაისონი მაგ ღამეს ისეთი კარგი იყო როგორც ნებისმიერი მძიმეწონიანი ნებისმიერ ღამეს," ალბათ. შეიძლება ვერ გაიგოთ, 19 საათია რაც მღვიძავს

Posted by: mrjero1994 18 Apr 2024, 14:06
Qsalia
ლოლ მეც ეგრე ვთარგმნე. მაგრამ აზრზს ვერ მივხდი წინადადების შეგიძლია განმიმარტო

Posted by: lepori 26 Apr 2024, 20:44
რამე აპი არ არის სრულიად უმეცარმა რომ დაიწყოს სწავლა?
დუოლინგოს მსგავსი (ან განსხვავებული smile.gif) ოღონდ იმათთვის ვინც სხვა ენა არ იცის, მხოლოდ ქართული

Posted by: _minze_ 26 Apr 2024, 20:53
QUOTE
ოღონდ იმათთვის ვინც სხვა ენა არ იცის, მხოლოდ ქართული

იმდენად ცოტანი ვართ, სპეციალურად ჩვენთვის არ წუხდებიან ხოლმე.

Posted by: garincha888 5 May 2024, 23:34
პრაქტიკა - რომ არის აპლიკაცია, მაგას როგორ იყენებთ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)