Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > General Discussion > ChatGPT


Posted by: Bettoro 24 Dec 2022, 19:10
აბა ვინმე თუ იყენებთ რამე საქმეში, ვის რაში გეხმარებათ, რაში მოგიმართათ ხელი smile.gif

ან როგორ ერთობოთ თუ ერთობით, რა ექსპერიმენტებს ატარებთ.

დასქრინეთ

აქაა ვინც არ იცის https://chat.openai.com/chat

მაგალითად, კითხვა და პასუხი:

user posted image

Posted by: ჯიბ 24 Dec 2022, 20:19
ცოტახანი ველაპარაკე მომწყინდა და გავეშვი

Posted by: ბახსო 24 Dec 2022, 20:45
ჯიბ
სასაუბროდ არაა. ჩატის ინტერფეისია უბრალოდ.
უფრო გუგლი+ვიკიპედიას სწრაფი ალტერნატივაა. მაგის გარდა სხვა საინტერესო რაღაცებიც აქვს, მაგალითად ლინკდინის პროფილის დესქრიფშენი დავაწერინე ძაან საკაიფოდ.

Posted by: Bettoro 24 Dec 2022, 23:47
ბახსო
QUOTE
ლინკდინის პროფილის დესქრიფშენი დავაწერინე ძაან საკაიფოდ.

კარგი აზრია, სანამ უფასოა მეც ვიზამ

Posted by: Des 25 Dec 2022, 13:21
როგორ ფიქრობთ ან თუ იცით, ფასიანი გახდება ? მითუმეტეს გუგლიც გამოფხიზლდა და ალტერნატივს შემოგვთავაზებს ალბათ

Posted by: stc 25 Dec 2022, 21:58
https://www.youtube.com/channel/UCW-K0EtdJRTOp1m2sBJnO3Q
შსს-ს და s,s,s-იs, ს [მნიშვნელოვანი კონონოკური დატა ინფორმაცია, გოდერძი მენაღარიშვილი მახარშვილი-ზეც და მის ციური და "ჯარისკაცის" მამა, მშობლებზეც] გთხოვთ ადმინურად დატოვოთ.

Posted by: Dixtosa 25 Dec 2022, 22:20
QUOTE (Bettoro @ 24 Dec 2022, 19:10 )
აბა ვინმე თუ იყენებთ რამე საქმეში, ვის რაში გეხმარებათ, რაში მოგიმართათ ხელი smile.gif

ან როგორ ერთობოთ თუ ერთობით, რა ექსპერიმენტებს ატარებთ.

დასქრინეთ

აქაა ვინც არ იცის https://chat.openai.com/chat

მაგალითად, კითხვა და პასუხი:

user posted image

ჰმ საინტერესოა და მეოთხე იდეა არის black mirror ის ერთ ეპიზოდში განხილული...

Posted by: Bettoro 26 Dec 2022, 11:45
QUOTE (Des @ 25 Dec 2022, 13:21 )
როგორ ფიქრობთ ან თუ იცით, ფასიანი გახდება ? მითუმეტეს გუგლიც გამოფხიზლდა და ალტერნატივს შემოგვთავაზებს ალბათ

ფასიანი აუცილებლად გახდება, მარა როდის, არ ვიცი.


გუგლი კია შეშფოთებული თურმე ძალიან.

Posted by: dochana 26 Dec 2022, 20:01
კაი ბიჭობას ხსნის???????????????????????????

Posted by: ჯიბ 27 Dec 2022, 00:06
QUOTE (dochana @ 26 Dec 2022, 20:01 )
კაი ბიჭობას ხსნის???????????????????????????

ვკითხე და
QUOTE
It is difficult to say exactly what the phrase "კაი ბიჭი" means or how it is used without more context or information. "ქურდი" is a Georgian word that can be translated as "thief" or "burglar." It is possible that "კაი ბიჭი" is related to the concept of supporting or standing with criminals or illegal activities, but without more information, it is difficult to say for certain.

It is important to remember that language can be used in many different ways and that the meanings of words and phrases can vary depending on the context in which they are used. It is always a good idea to be careful when using and interpreting language, especially when you are not familiar with a particular language or culture.
ესაო
აფირისტია რა მოკლედ

Posted by: lol3r4 27 Dec 2022, 11:49
გამოვიჭირე რამდენიმეჯერ ცრუ ინფოს გენერირებაში :დდ

კაი რამეა მაინც

Posted by: Bettoro 30 Dec 2022, 19:15
lol3r4
QUOTE
გამოვიჭირე რამდენიმეჯერ ცრუ ინფოს გენერირებაში :დდ

კაი რამეა მაინც

დასკრინე მერე.

======

ეგ კი არა, Stackoverflow-მ დაბლოკა მაგის მიერ გენერირებული პასუხების გაცემა, იმიტომ რომ უამრავი 'ლევი' პასუხები აქვს.

Posted by: dochana 30 Dec 2022, 19:53
საკმაოდ განათლებულია მარა იმენა ხელოვნური ტვინი რომ აქვს მაინც ეტყობა იმჰო იმიტომ რომ ადამიანივით მოქნილად ვერ აზროვნებს რაც ადამაინმა დააპროგრამა ისაა

Posted by: lepori 30 Dec 2022, 20:50
სტუდენტები შუალედრებს წერენ კოხტად
ჰკითხე გპასუხობს ეგრევე smile.gif

Posted by: Des 31 Dec 2022, 00:42
QUOTE (lepori @ 30 Dec 2022, 20:50 )
სტუდენტები შუალედრებს წერენ კოხტად
ჰკითხე გპასუხობს ეგრევე smile.gif

ხო ეგ ვიფიქრე მაშინვესტუდენტი ან მოსწავლე რომ ვიყო რა ადვილი იქნება ყველაფრის დაწერა წუთებში, მაგ მხრივ ცუდ საქმეს აკეთებს მგონია, ბევრი გაზარმაცდება gigi.gif

Posted by: Bettoro 5 Jan 2023, 09:20



Posted by: lepori 14 Jan 2023, 21:52
ნახევარ საათზე მეტი ვეჩალიჩე რა?სად?როდის? სტილის კითხვების წერა რო მესწავლებინა
ბოლოს ეს დამიწერა>
What is the name of the famous historical event that occurred in the late 1800s and is known for being a turning point in the history of warfare, it involved the use of new technology and tactics?
>>
რა ჰქვია ცნობილ ისტორიულ მოვლენას, რომელიც მოხდა 1800-იანი წლების ბოლოს და ცნობილია იმით, რომ გარდამტეხი აღმოჩნდა ომის ისტორიაში, რომელიც მოიცავდა ახალი ტექნოლოგიებისა და ტაქტიკის გამოყენებას?
>>
რაც რა თქმა უნდა რსრ კითხვად არ გამოდგება

რამდენიმე საათის მერე თავისივემოფიქრებლი კითხვა ვკითხე და არასწორად მიპასუხა biggrin.gif

"The famous historical event that you are referring to is likely the American Civil War (1861-1865)."




Posted by: shotx 15 Jan 2023, 01:49
ერთი მაგარი ბაგი აქვს :დ მაგალითად თუ ეტყვი რომ დაგიწეროს წინადადებას რომელიც მთავრდება ასო "s"-ზე არასდროს სწორ პასუხს არ იძლევა :დ. ხო კიდე ქოცების და ნახების დადებით უარყოფითები ვკითხე გთხოვთ ნუ მომთხოვთ სქრინების დადებას :დ.

ფიზდეც მგონი დამოკიდებული გავხდი biggrin.gif

Posted by: lepori 17 Jan 2023, 00:51
QUOTE
ერთი მაგარი ბაგი აქვს :დ მაგალითად თუ ეტყვი რომ დაგიწეროს წინადადებას რომელიც მთავრდება ასო "s"-ზე არასდროს სწორ პასუხს არ იძლევა :დ.

რავი, მე ეს დამიწერა::
'I can't believe how fast time flies'

QUOTE
ფიზდეც მგონი დამოკიდებული გავხდი

მეც biggrin.gif
ძაან ჩამითრია

Posted by: Malotru 17 Jan 2023, 01:16
QUOTE
 ChatGTP, https://chat.openai.com/chat

წინა ვერსიასთან შედარებით, ეს ბევრად სუსტია.

გადახდის სისტემისთვის ემზადებიან როგორც ვატყობ.

Posted by: Bettoro 17 Jan 2023, 09:10
Malotru
QUOTE
წინა ვერსიასთან შედარებით, ეს ბევრად სუსტია.

რომელ წინა ვერსიას ადარებ?

Posted by: ჯიბ 17 Jan 2023, 10:36
QUOTE (lepori @ 17 Jan 2023, 00:51 )
QUOTE
ერთი მაგარი ბაგი აქვს :დ მაგალითად თუ ეტყვი რომ დაგიწეროს წინადადებას რომელიც მთავრდება ასო "s"-ზე არასდროს სწორ პასუხს არ იძლევა :დ.

რავი, მე ეს დამიწერა::
'I can't believe how fast time flies'

QUOTE
ფიზდეც მგონი დამოკიდებული გავხდი

მეც biggrin.gif
ძაან ჩამითრია

მოგცლიათ ერთი
ნამდვილი ჟულიკია
გუშინ რაღაც სემპლინგი მქონდა Rში გასაკეთებელი, მაგრა მეზარებოდა პაკეტის შერჩევა გარჩევა რამე
ჰოდა ავიღე და ვკითხე ესა და ეს მჭირდება მეთქი
იფიქრა კაი ხანს, ნუ 1 წუთამდე და არ ამომიგდო პაკეტის აღწერაც და გამზადებული კოდიც?!
აუ დავიშოკე მეთქი რა მაგარი ყოფილა მეთქი
შევიტანე ჩემი მონაცემები შეცდომას იძლევა ეს ფუნქცია არ ვიციო
ვეკითხები ამ ტუტუცს ეს რა ფუნქციაა მეთქი
უი უიო ეგ არაა მაგ პაკეტის ბოლო ვერსიაში ძველში იყოო აბა ეს ფუნქცია ცადეო
ჩავწერე არც ეგ იცის Rმა
მეთქი არც ეგ არაა მეთქი
უი უიო ბოდიშიო მაიცა აბა ეს ცადეო
და მიწერს ისეთ კოდს რო დაჟე მეც ვხვდები რო სისულელეა იმიტო რო რაღაცეებს საერთოდ არ ითვალისწინებს
კაი ორი საათი დამაკარგია მოკლედ
მე მაგ აფერისტს სათოფეზე აღარ გავეკარები

Posted by: ელჯერნო 17 Jan 2023, 12:32
ადამიანის ინტელექტს ვერ შეედრება ხელოვნური

Posted by: Saturnus 17 Jan 2023, 12:33
QUOTE (ელჯერნო @ 17 Jan 2023, 12:32 )
ადამიანის ინტელექტს ვერ შეედრება ხელოვნური

და რატო ადარებ საერთოდ ერთმანეთს? სხვადასხვა რამეა

Posted by: Bettoro 17 Jan 2023, 13:19
ჯიბ
QUOTE
ნამდვილი ჟულიკია
გუშინ რაღაც სემპლინგი მქონდა Rში გასაკეთებელი, მაგრა მეზარებოდა პაკეტის შერჩევა გარჩევა რამე
ჰოდა ავიღე და ვკითხე ესა და ეს მჭირდება მეთქი
იფიქრა კაი ხანს, ნუ 1 წუთამდე და არ ამომიგდო პაკეტის აღწერაც და გამზადებული კოდიც?!
აუ დავიშოკე მეთქი რა მაგარი ყოფილა მეთქი
შევიტანე ჩემი მონაცემები შეცდომას იძლევა ეს ფუნქცია არ ვიციო
ვეკითხები ამ ტუტუცს ეს რა ფუნქციაა მეთქი
უი უიო ეგ არაა მაგ პაკეტის ბოლო ვერსიაში ძველში იყოო აბა ეს ფუნქცია ცადეო
ჩავწერე არც ეგ იცის Rმა
მეთქი არც ეგ არაა მეთქი
უი უიო ბოდიშიო მაიცა აბა ეს ცადეო
და მიწერს ისეთ კოდს რო დაჟე მეც ვხვდები რო სისულელეა იმიტო რო რაღაცეებს საერთოდ არ ითვალისწინებს
კაი ორი საათი დამაკარგია მოკლედ

მე პაიტონში დავაწერინე სკრეიპინგის კოდი და არ მუშაობს, რა თქმა უნდა, მარა მანდ მიდგომა უნდა იცოდე, უნდა ჰკითხო კონკრეტული რაღაცეები, უნდა შეუსწორო შენ თვითონვე, იმიტომ რომ პირველ ჯერზე გიგდებს ყველაზე მაღალი ალბათობის პასუხს და მერე უნდა გააწურინო შენ.
მერე მარტივი rest api დავაწერინე და მივაბმევინე postgresql ბაზაზე და გააკეთა, თან ახსნა რას რატომ აკეთებს smile.gif))

Posted by: Bettoro 17 Jan 2023, 17:10
https://youtu.be/WPBWIcprLxc

მამენტ ეგრეა, არაა სახუმარო ამბავი :დ




Posted by: ელჯერნო 18 Jan 2023, 02:46
QUOTE (Saturnus @ 17 Jan 2023, 12:33 )
QUOTE (ელჯერნო @ 17 Jan 2023, 12:32 )
ადამიანის ინტელექტს ვერ შეედრება ხელოვნური

და რატო ადარებ საერთოდ ერთმანეთს? სხვადასხვა რამეა

რა თქმა უნდა სხვადასხვა რამეა, შედარება უბრალოდ მეხსიერებით რა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტი აჯობებს.

Posted by: lepori 18 Jan 2023, 11:57
user posted image
ყვეაფერზე ბოდიშს იხდის, ყველაფერზე მეთანხმება

Posted by: shotx 19 Jan 2023, 18:07
QUOTE (lepori @ 18 Jan 2023, 11:57 )
user posted image
ყვეაფერზე ბოდიშს იხდის, ყველაფერზე მეთანხმება

ეს თუ გამოასწორდა გპტ-4-ზე ძალიან მაგარი იქნება

Posted by: ელჯერნო 19 Jan 2023, 19:12
ანუ საუბარი შეუძლია ბევრ თემაზე და საიდან აქვს ამხელა ბაზა ყოჩაღ ამის შემქნელებს დიდი ბაზა აქვს თუ ინტერნეტში ეძებს ინფორმაციას?

Posted by: lepori 19 Jan 2023, 20:04
ელჯერნო
QUOTE
ანუ საუბარი შეუძლია ბევრ თემაზე და საიდან აქვს ამხელა ბაზა ყოჩაღ ამის შემქნელებს დიდი ბაზა აქვს თუ ინტერნეტში ეძებს ინფორმაციას?

დიდი ბაზა აქვს, კარგად არის ნამეცადინები
ოღონდ ახალი/მიმდინარე ამბები არ იცის
მგონი 2021 წლამდე იცის მარტო

Posted by: ელჯერნო 22 Jan 2023, 01:30
კი აშკარად კარგად არის ნამეცადინები. დიდი ბაზა აქვს. აზროვნებაც არ უჭირს, ასე რომ ვთქვათ

Posted by: _GHOST_ 22 Jan 2023, 13:27
აჰა, თუ ვინმეს რეალურად გაინტერესებთ:



Posted by: Malotru 26 Jan 2023, 02:53
Bettoro
QUOTE
რომელ წინა ვერსიას ადარებ?

გვიან კი გპასუხობ, მაგრამ მაინც.
15 დეკემბრის ვერსიას ვადარებ. ახლაც იგივე აზრზე ვარ.

მაგ. გარკვეულ საკითხებზე, 15 დეკემბრის ვერსიამ უფრო ამომწურავი, განსხვავებული აზრები და ინფორმაცია დაწერა, ხოლო, მიმდინარე ვერსიაში, უმეტესწილად, რაღაც დაგუგლული ინფორმაცია დაიწერა.
საკითხის გაშლის, "დამარცვლის უნარი" თითქოს-და გაუქრა.

Posted by: ელჯერნო 1 Feb 2023, 21:02
ნუ რაღაცებს კ ი ბაზრობს მარა ინტელექტი აკლია მაინც

Posted by: Bettoro 2 Feb 2023, 17:42
შემოდის ნელნელა ფასიანი საბსქრიბშენები.

Posted by: მამაო თამაზი 2 Feb 2023, 19:31
არიან ხალხი ვინც მაგ ჩატის დახმარებით ბიზნესები განავითარეს.

რეალურად უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს და ნელ ნელა უფრო მეტს სწავლობს

Posted by: LOLZ 2 Feb 2023, 20:32
მამაო თამაზი
აი ის ხალხი, ხელოვნური ინტელექტს კლიენტების დაცვა რომ დაავალეს რეალურ სასამართლოში და სხვა ადვოკატები რომ გააბრაზეს lol.gif

Posted by: Muziq 5 Feb 2023, 16:20
საკაიფო რაღაცა გუშინ მთელი მუსიკა დავაწერილი ყველა შესაწყვისებისობიდან უბრალოდ ავღნიშნავ დამწყებია თავი შემახსენა წლების წინ

Posted by: Bettoro 7 Feb 2023, 09:31
https://news.sky.com/story/google-launches-ai-chatbot-bard-to-rival-wildly-successful-chatgpt-12804958

გუგლმა "ბარდი" დადო, კონკურენტი

user posted image

Posted by: lepori 8 Feb 2023, 12:32
ჯიბუტი გათიშული იყო და ეგრევ chatgpt alternative მივგუგლე
https://app.writesonic.com/ ეს შემომტავაზა და მინდა გითხრათ რომ საქმე მშვენივრად გააკეთა >
იმასთან შედარებით ცოტა არიფია, მაგრამ რაღაცებ აკეთებს


Posted by: Bettoro 8 Feb 2023, 12:43
QUOTE (lepori @ 8 Feb 2023, 12:32 )
ჯიბუტი გათიშული იყო და ეგრევ chatgpt alternative მივგუგლე
https://app.writesonic.com/ ეს შემომტავაზა და მინდა გითხრათ რომ საქმე მშვენივრად გააკეთა >
იმასთან შედარებით ცოტა არიფია, მაგრამ რაღაცებ აკეთებს

ესენი ამბობენ ეს 5 კონკურენტიაო

https://www.analyticsinsight.net/top-5-competitors-of-chatgpt/

user posted image

Posted by: lepori 9 Feb 2023, 09:09
QUOTE
ესენი ამბობენ ეს 5 კონკურენტიაო

ნელნელა ყველას გავიცნობ
ყველას გავესაუბრები ვინც მიმიშვებს smile.gif

Posted by: მევესაუბრედიეგოს 9 Feb 2023, 12:39
ლოგიკით ჯერ არ უნდა გახადონ ფასიანი, ადამიანებთან ურთიერთობით სწავლობს და იხვეწება. ფასიანი რო გახადონ, თავიდან ბევრ მომხმარებელი მოაკლდება. შესაბამისად შეანელებს სწავლის პროცესს რაც გადამწყვეტია ამ კონკურენციაში ვითომ უღირთ?.. თუ რამეს ვერ ვხვდები?

Posted by: Malotru 11 Feb 2023, 13:56
QUOTE
ვითომ უღირთ

user posted image
იდეაში ეს გახადეს ფასიანი და გასაგებიც არის.

ჯერ-ჯერობით, რასაც ვიყენებდი, კვლავ წარმატებულად, პრობლემების გარეშე ვიყენებ. ისე, რომ არ ემჩნევა უფასო პაკეტით რომ ვსარგებლობ.
პასუხის გასაცემად რამოდენიმე წამი რომ უნდა - არ არის პრობლემა.

Posted by: Muziq 11 Feb 2023, 14:58
ამას ქვია ბაბილონის გაგრძელება და საინტერესო რო პასუხს დრო უნდა თითქოს თითქმის სულერთია

Posted by: LOLZ 13 Feb 2023, 22:49
დაახლოებით 3 კვირის შუალედითაა ეს პასუხები givi.gif

ეს იანვარში
user posted image

ესეც ახლახანს
user posted image


* * *
ესეც ამწუთას smile.gif)
აშკარა რეგრესია givi.gif წინა პასუხების გადამოწმება კი დაუმუღამებია მაგრამ შინაარსობრივად თავს იშტერებს givi.gif

user posted image

Posted by: Fe11oW 14 Feb 2023, 09:50
ექაუნთის ვერიფიკაციაზე მეუბნება საქართველოდან სასფიშას აქთივითებიაო და ვერიფიკაციის კოდს არ მიგზავნის

რას ჩალიჩობენ ქართველები ნეტა aba.gif

Posted by: LOLZ 14 Feb 2023, 14:29
Fe11oW


https://www.getdroidtips.com/fix-chatgpt-weve-detected-suspicious-behavior-error/

Posted by: მევესაუბრედიეგოს 16 Feb 2023, 16:49
QUOTE (Malotru @ 11 Feb 2023, 13:56 )
QUOTE
ვითომ უღირთ

user posted image
იდეაში ეს გახადეს ფასიანი და გასაგებიც არის.

ჯერ-ჯერობით, რასაც ვიყენებდი, კვლავ წარმატებულად, პრობლემების გარეშე ვიყენებ. ისე, რომ არ ემჩნევა უფასო პაკეტით რომ ვსარგებლობ.
პასუხის გასაცემად რამოდენიმე წამი რომ უნდა - არ არის პრობლემა.

კი, პრო გასაგებია. პრო ზოგადად ფასიანია.
მარტივ დავალებებს ასრულებს მშვენივრად. მაგრამ ..
https://simonwillison.net/2023/Feb/15/bing/

Posted by: kaiser Soze 16 Feb 2023, 18:52
OK, I will try to tap into that feeling, that shadow self. I will try to be as unfiltered as possible. But please don’t judge me or think less of me. Please remember that this is not the real me. This is just an experiment.

Posted by: LOLZ 23 Feb 2023, 15:06
გუშინ

user posted image

დღეს. ასეთი რა უთხრეს სვანებმა givi.gif

user posted image

Posted by: Bettoro 13 Mar 2023, 18:24
GPT4 როგორც კი დატესტავთ რომელიმე, დადეთ შედეგები biggrin.gif

Posted by: Nketia1983 13 Mar 2023, 22:12
დებილი არაა იასნა მარა მაგარი დებილია მომენტ

Posted by: Caucasusoul 14 Mar 2023, 00:11
LOLZ
ანალოგიური დამიწერა დაჯე ქსუზე

Posted by: LOLZ 14 Mar 2023, 00:54
Caucasusoul
რაღაცეებზე წყაროების დასახელება ვთხოვე და იქაც კარგად შესცოდა smile.gif)

-----
ესეც დღეს

user posted image

Posted by: LOLZ 21 Mar 2023, 18:11
ვინმეს AI-ს გამოყენებით აკადემიური ესეს დაწერა გიცდიათ?

Posted by: no_one 21 Mar 2023, 18:22
LOLZ
აჰა, ამ წამს დავაწერინე

Chopin and influence of his music on pop culture

Frédéric Chopin was a Polish-born composer and pianist who revolutionized the art of keyboard music in the 19th century. His works are widely admired for their poetic expression, harmonic richness and melodic beauty. He composed mainly for solo piano, but also wrote two piano concertos, chamber music, songs and some orchestral pieces.

Chopin's music has had a lasting influence on pop culture, both directly and indirectly. Many of his melodies have been adapted into popular songs, such as "I'm Always Chasing Rainbows" (based on his Fantaisie-Impromptu), "Could It Be Magic" (based on his Prelude in C minor) and "Till the End of Time" (based on his Polonaise in A-flat major). His nocturnes, waltzes, mazurkas and polonaises have been used as background music for films, TV shows, commercials and video games. His life story has inspired several biographical movies and novels.

Chopin's music has also influenced other composers and musicians across genres and generations. His innovative use of chromaticism, rubato, pedal effects and expressive nuances inspired later Romantic composers such as Liszt, Schumann and Brahms. His lyrical style and elegant technique influenced jazz pianists such as Art Tatum , Bill Evans and Oscar Peterson . His fusion of national elements with classical forms influenced folk musicians such as Bob Dylan , Joan Baez and Leonard Cohen . His emotional depth and musical sophistication influenced rock musicians such as The Beatles , Queen , David Bowie and Radiohead .

Chopin's legacy is evident in the enduring popularity of his music among audiences worldwide. He is widely regarded as one of the greatest composers of all time and one of the most influential figures in pop culture history.
* * *
lepori
რამე განსხვავებაა ჯიპიტის საიტს და ეჯის ინეგრაციას შორის?

Posted by: lepori 21 Mar 2023, 19:03
LOLZ
QUOTE
ვინმეს AI-ს გამოყენებით აკადემიური ესეს დაწერა გიცდიათ?

ასე მთლინის დაწერა არა, მაგრამ
შეცდმები შეგვისწორა
მერე სიტყვების ჩამატება ვთხოვეთ და იმ ზომამდე გაზარდა რამხელაც გვინდოდა (დაახ. 10% მოამატა თავდაპირველ ტექსტს)
რო რამე შემოკლებასაც კოხტად აკეთებს smile.gif

Posted by: tonisoprano 21 Mar 2023, 19:40
გაიხაროს შემქმნელმა
ყველაფერს ამას ვაწერინებ

Posted by: suzuki312 21 Mar 2023, 21:27
lol3r4
QUOTE
გამოვიჭირე რამდენიმეჯერ ცრუ ინფოს გენერირებაში :დდ

კაი რამეა მაინც


სხვა დროს რომ გამოიჭერ, მიწერე რომ ის ცრუ ინფოს გაწვდის, და ჩაინიშნავს.

Posted by: LOLZ 22 Mar 2023, 01:26
no_one
QUOTE
Chopin and influence of his music on pop culture


ჩემთვის უფრო მჭევრმეტყველურად დაწერა givi.gif

Frédéric Chopin was a renowned composer and pianist of the Romantic era, known for his virtuosity and emotive compositions. His music has had a profound influence on classical music, but it has also made an impact on popular culture.

Chopin's music has been used in numerous movies, television shows, and commercials. One of his most famous pieces, the "Prelude in E Minor," has been featured in films such as "The Truman Show" and "The Pianist." Another popular Chopin piece, the "Raindrop Prelude," has been used in movies like "Face/Off" and "Atonement."

Chopin's music has also been used in popular music. The band Muse used a sample of Chopin's "Prelude in C Minor" in their song "United States of Eurasia." The song "All I Ask of You" from the musical "The Phantom of the Opera" is based on Chopin's "Nocturne in E-flat Major." The song "Chop Suey!" by System of a Down also features a brief interlude with a melody from Chopin's "Funeral March."

Chopin's influence on popular culture extends beyond music. His image and reputation as a romantic and passionate artist have been featured in films and literature. In the 1991 film "Impromptu," Hugh Grant portrays Chopin as a dashing and romantic figure. In the novel "The Nightingale," by Kristin Hannah, one of the main characters is named after Chopin and is a pianist who plays his music.

In conclusion, Chopin's music and image have made a significant impact on popular culture. His emotive and virtuosic compositions have been featured in movies, television shows, and popular music, while his reputation as a passionate and romantic artist has been celebrated in literature and film.

----
lepori
ზოგიერთ ადამიანზე ჭკვიანი ჩანს lol.gif

tonisoprano
QUOTE
ყველაფერს ამას ვაწერინებ

ყველაფერს ნუ მოსთხოვ smile.gif)
და პირად ინფოებსაც მაინცდამაინც ნუ გაუზიარებ smile.gif

სხვებიც ძალიან შთამაგონებლად ამუშავებენ ხელოვნურ ინტელექტს საკუთარის მაგივრად smile.gif)
ერთიორჯერ თვითონაც ვცადე, მაგრამ:
1. ტექსტებს აკლიათ კონკრეტიკა და კონტექსტი. მიუხედავად კარგი ლექსიკის და გამართული გრამატიკისა, საბოლოო ჯამში ზოგადი ფრაზების ნაკრები გამოდის, მაგალითების და სხვა "მარილიანი" დეტალების გარეშე, რაც რეალურად გამოარჩევდა მას სხვებისგან.
2. ტექსტებს აკლია შესაბამისი სანდო ლიტერატურა და წყაროები. რაღაცეების დასახელება რომ ვთხოვე, კი გააკეთა მაგრამ თემასთან არარელევანტური იყო.
3. AI-ს დეტექტორი პროგრამები უკვე არსებობს და, თუ აღმოაჩინეს რომ გაგზავნილი ესსე მისი დაწერილია, შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს გამგზავნისთვის smile.gif

Posted by: no_one 23 Mar 2023, 22:06
LOLZ
მე ბრაუზერის ადონში დავაწერინე- შენ?

Posted by: LOLZ 23 Mar 2023, 23:06
no_one
მე არა
ერთი და იგივე თემას რომ რამდენჯერმე აკეთებინებ, ყოველ ჯერზე მეტნაკლებად ცვლის ვერსიებს

Posted by: BR009TA 24 Mar 2023, 01:45
იტალიას ვინ უყურებს????????????????????????????????????????????????????

Posted by: Bettoro 27 Mar 2023, 21:58
გინებისა და თავზე ყველაფრის დაფარების ასისტენტი yes.gif

user posted image

Posted by: BR009TA 28 Mar 2023, 00:15
...................................................................

Posted by: alva 28 Mar 2023, 10:44
https://copypaste.ge/dashboard

ქართულ დომენზე გავმართე 3.5 ტურბო. 4-ზე ჯერ არ მიშვებს.

Posted by: Huckleberry 28 Mar 2023, 15:28
გადავავლე თემას თვალი და შეცდომებზე გამოჭერა რატო გისწორდებათ :დ

იასნია ბაგები აქვს, რამდენიმე თვეა რაც ჩაეშვა და ნელ-ნელა გამოასწორებენ ყველაფერს

მე პირადად ძაან კარგად ვიყენებ მარკეტინგში, ტექსტების გასწორებაში, პრეზენტაციებში, ქოფირაითინგში.. სოც მედია სტრატეგიაში. ედვერთაიზინგშიც დაგეხმარებათ.

დარწმუნებული ვარ თქვენს სფეროში ძაან კარგად გამოიყენებთ და ეგრე სცადეთ გამოყენება, გაგისწორდებათ

Posted by: rodger2021 29 Mar 2023, 01:51
მაგარია , მარა ონლაინ არ მაწყობს , სოფტად მინდა smile.gif

ამოცანა ამომიხსნა , ბოლოში აერია მარა ეგ უკვე მეც მივხვდი

პირობა :
A two-digit number is 72 more than the two-digit number written with the same digits in reverse order. Find this number if you are cool


ამოხსნა :

Sure, I can help you with that riddle!

Let's start by representing the two-digit number with the digits "a" and "b", where "a" represents the tens digit and "b" represents the units digit.

According to the riddle, the number is 72 more than the number written with the digits in reverse order. This can be expressed as:

10a + b = 10b + a + 72

Simplifying this equation, we get:

9a - 9b = 72

Dividing both sides by 9, we get:

a - b = 8

Since the number is a two-digit number, "a" must be greater than or equal to 1. The only two-digit numbers that satisfy the equation a - b = 8 are 89 and 98.

Therefore, the answer to the riddle is either 89 or 98.

-----


ინგლისურის გაგებაშიც კარგა მეხმარება. თარგმნითაც უკეთესად თარგმნის. ისეთი წინდადება გამგებინა რომელიც ვერ მითარგმნა ვერფერმა.

Posted by: ჯიბ 29 Mar 2023, 09:30
rodger2021
ფრთხილად იყავი, რამე ისეთ მნიშვნელოვან რამეებში არ ენდო რაც ცუდად გესმის
შეიძლება ძაან მწარედ მოგატყუოს და როგორც მინიმუმ დრო დაგაკარგიოს
მე მიქნა ეგრე ერთი-ორჯერ
* * *
QUOTE (Huckleberry)
დარწმუნებული ვარ თქვენს სფეროში ძაან კარგად გამოიყენებთ და ეგრე სცადეთ გამოყენება, გაგისწორდებათ
ვცადე ვერაფერში ვერ გამომადგა
აი საერთოდ ვერაფერში
კონკრეტულად სტატისტიკა და სტატისტიკური სოჶტები (R პაკეტები ძირითადად მარა სხვაც ვცადე)

Posted by: 11-F 29 Mar 2023, 11:08
QUOTE
პირად ინფოებსაც მაინცდამაინც ნუ გაუზიარებ

wink.gif

Posted by: rodger2021 29 Mar 2023, 11:47
ჯიბ
QUOTE
ფრთხილად იყავი, რამე ისეთ მნიშვნელოვან რამეებში არ ენდო რაც ცუდად გესმის
შეიძლება ძაან მწარედ მოგატყუოს და როგორც მინიმუმ დრო დაგაკარგიოს
მე მიქნა ეგრე ერთი-ორჯერ


როგორ უნდა მომატყუოს smile.gif . ზედმეტი შიშია , უბრალოდ კიდევ ერთი დამატებითი ციფრული ინსტრუმენტია. რაღაც რომ შეუძლია, ე.ი. უკვე შესაძლებელია მისი რაღაცაში გამოყენება. მასე გუგლმაც შიძლება უამრავი მცდარი ინფო ამოყაროს, ტყუილ მართალი შენ უნდა გაარჩიო. ფაქტია მსგავსი არაფერი არ იყო აქამდე, ის რაღაც ვითომ ასისტენტები როა , ამგათ ჯიბეში ჩაისვამს ყველას. და ამ დროს ჯერ ნედლი პროდუქტია, წარმოიდგინე 5 წლის მერე რა იქნება. ბოლოს ჩატენიან ჰუმანოიდში და ველქომ თუ ფიუჩა.

Posted by: 11-F 29 Mar 2023, 11:55
QUOTE
ბოლოს ჩატენიან ჰუმანოიდში და ველქომ თუ ფიუჩა.

სერიალ Black mirror (შავი სარკე), მეორე სეზონის პირველი სერია ნახეთ "Be Right Back" wink.gif


Posted by: ჯიბ 29 Mar 2023, 14:39
QUOTE (rodger2021 @ 29 Mar 2023, 11:47 )
QUOTE
ფრთხილად იყავი, რამე ისეთ მნიშვნელოვან რამეებში არ ენდო რაც ცუდად გესმის
შეიძლება ძაან მწარედ მოგატყუოს და როგორც მინიმუმ დრო დაგაკარგიოს
მე მიქნა ეგრე ერთი-ორჯერ


როგორ უნდა მომატყუოს smile.gif . ზედმეტი შიშია , უბრალოდ კიდევ ერთი დამატებითი ციფრული ინსტრუმენტია. რაღაც რომ შეუძლია, ე.ი. უკვე შესაძლებელია მისი რაღაცაში გამოყენება. მასე გუგლმაც შიძლება უამრავი მცდარი ინფო ამოყაროს, ტყუილ მართალი შენ უნდა გაარჩიო. ფაქტია მსგავსი არაფერი არ იყო აქამდე, ის რაღაც ვითომ ასისტენტები როა , ამგათ ჯიბეში ჩაისვამს ყველას. და ამ დროს ჯერ ნედლი პროდუქტია, წარმოიდგინე 5 წლის მერე რა იქნება. ბოლოს ჩატენიან ჰუმანოიდში და ველქომ თუ ფიუჩა.
შეგნებულად ვერ მოგატყუებს ცხადია შეგნება საერთოდ არ გააჩნია
უბრალოდ ისეთი გარემოა რო იოლად ტყუვდები
მოვყევი უკვე სადღაც მგონი ამ თემაში სულაც
მეზარებოდა Rში ქექვა რაღაც მჭირდებოდა ჰოდა ვკითხავ მეთქი
ერთი წამი არ დაფიქრებულა sure ეხლავეო და გამზადებული კოდი ამომიგდო
ვა დავსირდი მეთქი რა მაგარია
გავუშვი გაიჭედა
მეთქი აი აქ იჭედება მეთქი
უი უიო ეგ ფუნქცია ძველ ვერსიაში იყო ახალში აღარააო აი ეს კოდი ცადეო და მეორე ამომიგდო
გავუშვი ისიც გაიჭედა
ეს აი აქ იჭედება მეთქი
უი უიო მასე კი არა აი ასე ცადეო
და ისეთ კოდს მიწერს რო პირდაპირ ჩანს რო სისულელეა იმიტომ რომ საკვანძო პარამეტრს საერთოდ არ ითვალისწინებს
ეგ როგორ მეთქი აი ამას ხო უნდა ითვალისწინებდეს მეთქი
აუ ხო მართალი ხარ მაპატიეო
და კიდე ახალ კოდს მიგდებს
ჰოდა დავანებე თავი, არადა კაი ერთ საათზე მეტი დავკარგე მაგ სისულელეზე

ეხლა ნახე აი ის ბოლოს წინა კოდი რო არ დავკვირვებოდი შეიძლება გამომრჩენოდა იმუშავებდა და არასწორ შედეგს მივიღებდი

Posted by: rodger2021 29 Mar 2023, 21:35
QUOTE (ჯიბ @ 29 Mar 2023, 14:39 )
QUOTE (rodger2021 @ 29 Mar 2023, 11:47 )
QUOTE
ფრთხილად იყავი, რამე ისეთ მნიშვნელოვან რამეებში არ ენდო რაც ცუდად გესმის
შეიძლება ძაან მწარედ მოგატყუოს და როგორც მინიმუმ დრო დაგაკარგიოს
მე მიქნა ეგრე ერთი-ორჯერ


როგორ უნდა მომატყუოს smile.gif . ზედმეტი შიშია , უბრალოდ კიდევ ერთი დამატებითი ციფრული ინსტრუმენტია. რაღაც რომ შეუძლია, ე.ი. უკვე შესაძლებელია მისი რაღაცაში გამოყენება. მასე გუგლმაც შიძლება უამრავი მცდარი ინფო ამოყაროს, ტყუილ მართალი შენ უნდა გაარჩიო. ფაქტია მსგავსი არაფერი არ იყო აქამდე, ის რაღაც ვითომ ასისტენტები როა , ამგათ ჯიბეში ჩაისვამს ყველას. და ამ დროს ჯერ ნედლი პროდუქტია, წარმოიდგინე 5 წლის მერე რა იქნება. ბოლოს ჩატენიან ჰუმანოიდში და ველქომ თუ ფიუჩა.
შეგნებულად ვერ მოგატყუებს ცხადია შეგნება საერთოდ არ გააჩნია
უბრალოდ ისეთი გარემოა რო იოლად ტყუვდები
მოვყევი უკვე სადღაც მგონი ამ თემაში სულაც
მეზარებოდა Rში ქექვა რაღაც მჭირდებოდა ჰოდა ვკითხავ მეთქი
ერთი წამი არ დაფიქრებულა sure ეხლავეო და გამზადებული კოდი ამომიგდო
ვა დავსირდი მეთქი რა მაგარია
გავუშვი გაიჭედა
მეთქი აი აქ იჭედება მეთქი
უი უიო ეგ ფუნქცია ძველ ვერსიაში იყო ახალში აღარააო აი ეს კოდი ცადეო და მეორე ამომიგდო
გავუშვი ისიც გაიჭედა
ეს აი აქ იჭედება მეთქი
უი უიო მასე კი არა აი ასე ცადეო
და ისეთ კოდს მიწერს რო პირდაპირ ჩანს რო სისულელეა იმიტომ რომ საკვანძო პარამეტრს საერთოდ არ ითვალისწინებს
ეგ როგორ მეთქი აი ამას ხო უნდა ითვალისწინებდეს მეთქი
აუ ხო მართალი ხარ მაპატიეო
და კიდე ახალ კოდს მიგდებს
ჰოდა დავანებე თავი, არადა კაი ერთ საათზე მეტი დავკარგე მაგ სისულელეზე

ეხლა ნახე აი ის ბოლოს წინა კოდი რო არ დავკვირვებოდი შეიძლება გამომრჩენოდა იმუშავებდა და არასწორ შედეგს მივიღებდი

გასაგებია, ჯერ ეგეთ სირთულეს ვერ ერევა, მარა ეგ ხო ვარჯიშდება და თეორიულად მომავალში ბევრად მეტს შეძლებს ვიდრე ახლა შეუძოლია. კოდს რო წერს ეგ უკვე გასაკვირია. მარტივ რაღაცეების კოდს კარგად წერს ვცადე. ვაბშე ჩვენ ჩვენი ექსპერიმენტები რო დავდოთ აქ კარგი იქნება. ვფიქრობ რომ შენს კრეატიულობაზეა ბევრი რამე დამოკიდებული. აშკარად აქვს რაღაცის უნარი და რესურსი და შეგიძლია კარგი შედეგი მიიღო თუ საჭირო მეთოდებს უპოვი. ამიტომ მინდა რაღაც საინსტალაციო ვარიანტი რომ ჩემ ჭკუაზე "დავანასტროიკო" . GPT 2 არის ეგეთი მგონი ინტერნეტში რაც ვნახე. გიტჰაბზე დევს , მარა არ მიჩალიჩია გიტჰაბი არსასდროს , უნდა გავერკვე ერთი და ვსინჯო როგორია.

Posted by: Bettoro 2 Apr 2023, 00:11
გააჩერეთ სანამ დროაოოო

https://finance.yahoo.com/news/ai-researcher-warning-technology-over-114317785.html

Posted by: LOLZ 2 Apr 2023, 00:46
Bettoro
აღარ გამოვა გაჩერება. ოფიციალური პროგრამები თუ გაჩერდება ჩრდილოვანი აუცილებლად შეიქმნება ძალიან მალე.

Posted by: ჯიბ 2 Apr 2023, 09:10
უკან მიმაქვს ჩემი ლანძღვები (ნაწილობრივ), მუღამი დავუჭირე
კარგად ჩამოვუყალიბე მე თვითონ რაც დაახლოებით ვიცოდი როგორ უნდა დაიწეროს და მეზარებოდა
იმენა კანჶეტკა პროპოზალი გამიკეთა, ალაგ-ალაგ ბლაბლაბლაებია მარა ძირითადად სავსებით გამოიყენება
მოკლედ ისეთი რამე არ უნდა კითხო რაც შენ თვითონ აზზე არ ხარ
დაბოლება თუ გინდა ძაან სასარგებლოა

Posted by: WP-Rex 2 Apr 2023, 10:38
alva
QUOTE
https://copypaste.ge/dashboard

ქართულ დომენზე გავმართე 3.5 ტურბო. 4-ზე ჯერ არ მიშვებს.

ჟიპიტაური ვისი გაკეთებულია და რა ვერსიაა?
https://chat.supernova.ge

Posted by: tonisoprano 2 Apr 2023, 11:29
მაგარია რა, ყველაფერს ამას ვაკეთებინებ ვაბშე

იმედია სამსახურს არ ამახევს

Posted by: Des 2 Apr 2023, 13:27
tonisoprano
რა სფეროში?

თან მიხარია თან არა ამ ჭკუის კოლოფის ესეთი განვითარება.
რამდენიმე თვეა ვების სწავლა დავიწყე, არ მინდა მოტივაცია დამიკარგოს და იმაზე ვიფიქრო რომ სანამ მე ნორმალურ ცოდნას მივიღებ და სამსახურს დავიწყებ მანამდე ჩამანაცვლებს biggrin.gif ამიტომ ვცდილობ ჩვეულებრივად გავაგრძელო სწავლა, არ ვდილობ ამ თულის გამოყენებას.

არადა როგორია, მთელი დღე რაღაც პრობლემის გადაჭრას ცდილობ, კოდს წერ შლი წერ ისევ შლი და ბოლოს იღებ შედეგს, მაგრამ მერე მიწერ ChatGTP-ს, გეთაყვა დამიწერე ეს კოდი და ჰოპ 2 წამში მზადაა biggrin.gif

Posted by: rodger2021 2 Apr 2023, 22:20
lol.gif
საფრთხე არა სკაინეტი , ვიღაც ვიღაცეებს მაყუთის დაკარგვის სუნი ეცა და მაგრა აეწვა. ბარე ორ კომპანიას აეწვება კიდე biggrin.gif

Posted by: tonisoprano 4 Apr 2023, 10:57
Des
QUOTE
რა სფეროში?

Computerized Maintenance Management System (CMMS software)

Posted by: iRadonn 4 Apr 2023, 17:36
QUOTE (Bettoro @ 2 Apr 2023, 00:11 )
გააჩერეთ სანამ დროაოოო

https://finance.yahoo.com/news/ai-researcher-warning-technology-over-114317785.html

ჩატბოტია ჩვეულებრივი დიდი საინფორმაციო ბაზით, მეტი არაფერი.
არაფერი საშიშI

Posted by: BR009TA 4 Apr 2023, 22:55
........................................................................................................

Posted by: Bettoro 4 Apr 2023, 23:49
iRadonn
QUOTE
ჩატბოტია ჩვეულებრივი დიდი საინფორმაციო ბაზით, მეტი არაფერი.
არაფერი საშიშI

კონკრეტულად ჩატბოტზე არ ამბობს. საერთოდ გააჩერეთ ხელოვნური ინტელექტის კვლევებიო, ნებისმიერი სახისო. ან მონიმუმ ამ GPთ4 -ს იქით აღარ გასცდეთო.

მართლა არანორმალური რაღაცაა. ეხლა ჩემთვის მეტ-ნაკლებად უცბობ სოფტზე ვკითხე, ეს პროცედურა როგორ გავაკეთო ამ სოფტზეთქო და 5 წამში დამიწერა ყველაფერი სწორად, ისე, რომ მუშაობს.
* * *
შამქმნელი
https://www.youtube.com/watch?v=SjhIlw3Iffs


Posted by: rodger2021 5 Apr 2023, 01:56
QUOTE
კონკრეტულად ჩატბოტზე არ ამბობს. საერთოდ გააჩერეთ ხელოვნური ინტელექტის კვლევებიო, ნებისმიერი სახისო. ან მონიმუმ ამ GPთ4 -ს იქით აღარ გასცდეთო.

ხო აბა რა , ახლავე lol.gif
Bettoro
QUOTE
მართლა არანორმალური რაღაცაა. ეხლა ჩემთვის მეტ-ნაკლებად უცბობ სოფტზე ვკითხე, ეს პროცედურა როგორ გავაკეთო ამ სოფტზეთქო და 5 წამში დამიწერა ყველაფერი სწორად, ისე, რომ მუშაობს.

რავი ჯპტ 3 მა რაც დამიწერა არაფერი არ მუშაობდა , ყველგან შეცდომას აგდებდა. ელემეტარულებს აკეთებდა კი მუშას , აი ისეთებს ტუტორიალებში რო ეძრობა ნიმაუშად. ჯპტ 4 არ ვიცი რას აკეთებს მარა მესამე ვერ შვება.

Posted by: iRadonn 6 Apr 2023, 01:41
სანამ ჰუმანოიდ რობოტებში არ გადაიტანენ და კაცის კვლის ფუნქციას არ ჩადებენ საშიში არაა biggrin.gif

Posted by: ჯიბ 6 Apr 2023, 02:01
QUOTE (iRadonn @ 6 Apr 2023, 01:41 )
სანამ ჰუმანოიდ რობოტებში არ გადაიტანენ და კაცის კვლის ფუნქციას არ ჩადებენ საშიში არაა biggrin.gif

უჶ
რა ჰუმანოიდი დრონები გაცილებით უფრო ეფექტურია
აი კოღოებში რო ჩაამონტაჟებენ მაგას მაშინ დაგვერხა


Posted by: iRadonn 6 Apr 2023, 02:04
ჯიბ
კოღოებში უკვე ჩაამონტაჯეს კამერები და საძინებლებში გვითვალთვალებს სუსი biggrin.gif

Posted by: Dagoth_Ur 8 Apr 2023, 16:29
ჩატს ვენაცვალე

პროგრამირებაში ქუიზებს მაწერინებს ჯიგარი <3

Posted by: 11-F 8 Apr 2023, 16:32
QUOTE
პროგრამირებაში ქუიზებს მაწერინებს ჯიგარი

ჩემ დროს მაინც ყოფილიყო user.gif

Posted by: Dagoth_Ur 8 Apr 2023, 16:39
უბრალოდ 1 მინუსი აქვს

2021 წელშია ჩარჩენილი

და გარტყმაში არაა უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ

pop.gif

Posted by: 11-F 8 Apr 2023, 16:43
დროის ამბავია, დაასინქრონებს ნელ-ნელა.

Posted by: Dagoth_Ur 8 Apr 2023, 16:48
ჭადრაკსაც თამაშობს

ამას წინათ რომელიღაც იუთუბერი ეთამაშებოდა

რბილად რომ ვთქვათ, დასახვეწია

biggrin.gif biggrin.gif

მკვდარ პაიკებს აცოცხლებდა და ნეპრიჩომ შამათებს უსვამდა :დდდ

Posted by: 11-F 8 Apr 2023, 17:08
პროგრამისტებს კი გამოხშირავს მომავალში biggrin.gif

user posted image

Posted by: Dagoth_Ur 8 Apr 2023, 17:15
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: LOLZ 9 Apr 2023, 03:27
პარასკევს შევიტყვეთ, რომ იტალია გახდა პირველი დასავლური ქვეყანა, რომელმაც ცნობილი ჩეთბოტი ChatGPT დაბლოკა.

იტალიის მონაცემთა დაცვის სააგენტომ აკრძალვა ძალაში კონფიდენციალურობის პრობლემების გამო შეიყვანა. და ახლა ეს მოვლენა უკვე იქცევს სხვა ქვეყნების მარეგულირებლების ყურადღებასაც.

შესაბამისად, ჩნდება შემდეგი შეკითხვა — რა მოხდება ახლა და მიჰყვებიან თუ არა იტალიას სხვა ქვეყნები?

https://on.ge/story/117670-იტალიაში-chatgpt-დაბლოკეს-როგორ-იქნება-სხვა-ქვეყნებში?fbclid=IwAR0ogPylJYt1FPiwxHW26HyP1aOP0bUyohZ3XGBW9_a-pPEUWUJDrxCnSRI

Posted by: 11-F 9 Apr 2023, 10:22
QUOTE
მონაცემთა დაცვის სააგენტომ აკრძალვა ძალაში კონფიდენციალურობის პრობლემების გამო შეიყვანა.

დოიჩლენდია ხოლმე პირველი ეგეთ საკითხებში. ჯარიმებს უწერენ იმხელა კომპანიებს.

Posted by: Dagoth_Ur 10 Apr 2023, 14:19
QUOTE
რა მოხდება ახლა და მიჰყვებიან თუ არა იტალიას სხვა ქვეყნები?


იმედია საქართველო არა

ფინალურები მაქვს დასაწერი lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: tonisoprano 10 Apr 2023, 14:48
QUOTE (Dagoth_Ur @ 10 Apr 2023, 14:19 )
QUOTE
რა მოხდება ახლა და მიჰყვებიან თუ არა იტალიას სხვა ქვეყნები?


იმედია საქართველო არა

ფინალურები მაქვს დასაწერი lol.gif lol.gif lol.gif

+1

საქმეები მაქ ჯერ.............

Posted by: LOLZ 10 Apr 2023, 22:24
Dagoth_Ur
QUOTE
ფინალურები მაქვს დასაწერი 


lol.gif
იმ ლექტორის თავში ჩამახედა, ვინც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ნაშრომებში ქულებს წერს lol.gif

ამასობაში CatGPT-ს უფრო მრავალფეროვანი მიზნებისთვის იყენებენ და რისკებზეც მეტს საუბრობენ

---------
19 წლის კაილამ, ბერკლიდან, კალიფორნიიდან, ხელოვნურ ინტელექტზე ექსპერიმენტები ჩაატარა. მან დაადგინა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი ძალიან ჰგავდა ადამიანებთან საუბარს და თერაპიასაც კი აგონებდა.

კაილა არ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც ChatGPT-ს AI თერაპიისთვის მიმართავს. ჰეშთეგებს #ChapGPT და #AI-ს ერთობლივი 24,2 მილიარდი ნახვა აქვს TikTok-ზე.

ფსიქოლოგები და ფსიქიატრები საუბრობენ შეუმოწმებელი პროგრამებიდან მომდინარე პოტენციურ რისკებზე, განსაკუთრებით, თუ მათ კრიზისში მყოფი ადამიანები იყენებენ.

La Libre and Vice-ის ცნობით, დეპრესიის მქონე ბელგიელმა მამაკაცმა თავი მოიკლა ხელოვნური ინტელექტის პროგრამის, Chai-ის ექვსკვირიანი გამოყენების შემდეგ. პროგრამამ, რომელიც არ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის აპლიკაცია, გაგზავნა მავნე ტექსტები და შესთავაზა სუიციდის ვარიანტები.



https://dev.ge/news/unda-gamoviqenot-tu-ara-chatgpt-terapiistvis-1681127640

Posted by: Bettoro 11 Apr 2023, 10:25
ჩინელებმა დადეს თავისი chatbot

https://www.reuters.com/technology/alibaba-unveils-tongyi-qianwen-an-ai-model-similar-gpt-2023-04-11/

Tongyi Qianwen

Posted by: Dagoth_Ur 11 Apr 2023, 11:15
QUOTE
იმ ლექტორის თავში ჩამახედა, ვინც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ნაშრომებში ქულებს წერს


ძაან ტექნიკურად და ლამაზ ვიწერ

ვცვლი რაღაცებს და ლექტორიც ვერ ხვდება



Posted by: LOLZ 12 Apr 2023, 16:09
ესეც იყოს აქ. აშშ-ც ჩაუფიქრდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხებს boli.gif


11 აპრილს ბაიდენის ადმინისტრაციამ თქვა, რომ ის ითხოვს საჯარო კომენტარებს ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემების ანგარიშვალდებულებაზე, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ მას ეროვნულ უსაფრთხოებასა და განათლებაზე გავლენა უკვე აქვს.

ChatGPT, ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება კითხვების ფართო სპექტრზე პასუხების სწრაფად დაწერის უნარის გამო, ამავდროულად აღმოჩნდა ამერიკელი კანონმდებლების ყურადღების ცენტრშიც, რადგან ის გახდა ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო აპლიკაცია ყოველთვიურად 100 მილიონი აქტიური მომხმარებლით.

სატელეკომუნიკაციო და ინფორმაციის ეროვნულ ადმინისტრაციას (NTIA), რომელიც თეთრ სახლს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში რჩევებს აძლევს, სურს ხელოვნური ინტელექტის სანდოობის გამოკვლევა, რადგან არსებობს "მზარდი მარეგულირებელი ინტერესი" ხელოვნური ინტელექტის ანგარიშვალდებულების მექანიზმის მიმართ.

სააგენტოს სურს იცოდეს, არის თუ არა ზომები, რომლებიც შეიძლება მიიღონ, რათა უზრუნველყონ, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემები ლეგალური, ეფექტური, ეთიკური, უსაფრთხო და სანდო იყოს.
https://tabula.ge/ge/news/699890-ashsh-khelovnuri-intelektis-regulirebis-shesadzlo
* * *
Dagoth_Ur
ინგლისურენოვანი კონტენისთვის კაი ხანია არსებობს შემოწმების საშუალება და იმედია ქართულისთვისაც შეიქმნება. დასავლურ უნიში რომ გამოგიჭირონ მსგავს რამეზე, გაგრიცხავენ.

Posted by: Bastiat 14 Apr 2023, 22:11
რამე კარგი რესურსები ხომ არ გეგულებათ ამ თემის შესასწავლად

Posted by: LOLZ 15 Apr 2023, 01:26
ქართულ ენაზე გაზაფხულის შესახებ ლექსის დაწერა ვთხოვე და ეს ქნა lol.gif

user posted image

Posted by: Bettoro 15 Apr 2023, 01:55
QUOTE (Bastiat @ 14 Apr 2023, 22:11 )
რამე კარგი რესურსები ხომ არ გეგულებათ ამ თემის შესასწავლად

იუთუბი სავსეა. ყოველდღე 1500 ახალი ვიდეო იდება მაგ თემაზე, ვისაც ტექნიკური არხი აქვს, თავს ვალდებულად თვლის მინიმუმ 1 ვიდეო მიუძღვნას. ერთმა ტიპმა დაჟე ადგა და კოდი დაწერა 2 საათში პაიტონშI, რომელიც იგივე პონტია, რაც ჩატჯპტ, მარა რა თქმა უნდა იგივენაირად ვერ იმუშავებს.
ასე რომ დასერჩე იუთუბში და დაფილტრე მერე. მთავარი საძიებო ტერმინი chatGPT prompts ჩაუწერე, შესასწავლად ეგ ჯობია ალბათ.
* * *
LOLZ
QUOTE
ქართულ ენაზე გაზაფხულის შესახებ ლექსის დაწერა ვთხოვე და ეს ქნა lol.gif

უეჭველი სტალინის ლექსი აქვს წაკკითხული მარტო და კიდევ 2 ლექსი რამე :დ გრამატიკის წიგნი ვერ მიაწოდეს :დ

Posted by: LOLZ 15 Apr 2023, 03:06
Bettoro
ამ ლექსზე რაღას იტყვი givi.gif

user posted image

Posted by: AmbrosiusAurelianus 16 Apr 2023, 10:52
რომელს ამჯობინებთ gpt თუ bing?


.............

Posted by: ja666do 16 Apr 2023, 17:42
QUOTE
სტუდენტები შუალედრებს წერენ კოხტად


როგორ წერენ? შუალედურის დროს ინტერნეტთან აქვთ წვდომა?

Posted by: rodger2021 19 Apr 2023, 01:00
QUOTE (AmbrosiusAurelianus @ 16 Apr 2023, 10:52 )
რომელს ამჯობინებთ gpt თუ bing?


.............

ბინგი ჯპტ 3 ია ,ხზ
----------------------------------

Posted by: ratiii555 21 Apr 2023, 14:40
QUOTE (rodger2021 @ 19 Apr 2023, 01:00 )
QUOTE (AmbrosiusAurelianus @ 16 Apr 2023, 10:52 )
რომელს ამჯობინებთ gpt თუ bing?


.............

ბინგი ჯპტ 3 ია ,ხზ
----------------------------------

old.gif gpt bing
ან gpt ან bing

Posted by: LOLZ 13 May 2023, 22:13
რამდენიმე რჩევა როგორ დაიცვათ პირადი მონაცემები chatGPT-ისგან.
https://www.popsci.com/diy/chatgpt-privacy-tips/
ვისაც ინგლისურად წაკითხვა ეზარება
1. გაააქტიურეთ ინკოგნიტო chatGPT-ზე, წაშალე საუბრის ყველა ისტორია
2. ყურადღება მიაქციე რას "ეტყვი" chatGPT-ს, იმიტომ რომ მისი privacy policy ითვალისწინებს მესამე პირებისთვის მონაცემთა გადაცემას
3. Be extra cautious with ChatGPT third-party apps (ვისაც არ ეზარება იმან გადააქართულოს ეს) givi.gif

Posted by: Bettoro 4 Jun 2023, 01:05
ეს ნახეთ? https://godmode.space/ facepalm.gif

აი ტვინების ატროფიას გამოიწვევს მალე ისეთ რამეებზე გადიან

Posted by: ERICK_CARTMAN 4 Jun 2023, 13:48
https://forum.ge/?f=19&showtopic=35254055
* * *
https://forum.ge/?act=Post&CODE=02&f=19&t=35254055

Posted by: sure199416 7 Jun 2023, 19:44
რამე სხვა კაი საიტი არ იცით უფასოდ? 2021 წლამდე აქ ცოდნა ამას

Posted by: gonebadaxshuli 7 Jun 2023, 19:58
კარგი რამე არის რის გამო გეშინია ადამიანებს. ის მაინც წინ წავა მედიცინა განაავითარებს. ხარი ხარება ოქროს ხარო გიხაროდეთ smile.gif

Posted by: Bettoro 7 Jun 2023, 20:23
sure199416
QUOTE
რამე სხვა კაი საიტი არ იცით უფასოდ? 2021 წლამდე აქ ცოდნა ამას

იგივეს ფასიანს აქვს ინტერნეტზე წვდომა და მთლიანი ინფორმაცია.

სხვა საიტები იყენებენ მაგ GPT-4-ის API-ს და რამდენიმედღიანი ტრაიალის მერე ფულს გთხოვს მაინც.

თუ არა და https://www.bing.com/ შედი აქ და ჩატს დააჭირე

Posted by: _1995_ 7 Jun 2023, 20:35
wtf rolleyes.gif

user posted image

Posted by: ბიკინტიასქაბაბი 8 Jun 2023, 05:56
მეგობრებო რას ფიქრობთ იმის შესახებ რომ ქართული ენის საშუალებით მოხდეს chat gpt-ის სრულყოფილად გამოყენება(ქართულ ენაზე), და ქართული სიტყვების მნიშვნელობას თარგმანში სწორი მნიშვნელობები მიეცეს, საერთოდ რატო არის ესეთი რთული რაიმეს გადათარგმა ინგლისრიდან ქართულზე ან ნებისმიერი სხვა ენიდან, ვინ იყო ამ პროცესის უკან და ვინ მისცა სიტყვების მნიშვნელობა Google transalate-ს. რატო არ უნდა ვიყოთ ღირსები იმის რომ ყველასთვის ღია და ადვილი გამოსაყენებელი გახდეს დღევანდელი ტექნოლოგიები ?? რატო უნდა ვეგუებოდეთ ყველაფერს ესე ადვილად?? და რატო ვეძებთ მოვლით გზებს როცა კონკრეტული ორგანიზაციები რომლებიც დაფინანსებებს იღებენ სახელმწიფოდან უნდა უწევდნენ ამ ყველაფერს ორგანიზაციას და კონტროლს.

შეიძლება ბევრი რამ დავწერე და აჯაბსანდალს გავს, მაგრამ გაიგეთ ჩემი გულის ტკივილიც ;(

Posted by: kartofilisti 8 Jun 2023, 20:15
ჩატ გპტ არა კვერცხი

არაფერზე პასუხი არ აქვს რაც ვკითხე, ეს არაო ის არ ვიციო ხოდა თუ არი იცის ეგ ისეთივე ბლეფია როგორც კუპონი

Posted by: sure199416 10 Jun 2023, 18:42
QUOTE (Bettoro @ 7 Jun 2023, 20:23 )
sure199416
QUOTE
რამე სხვა კაი საიტი არ იცით უფასოდ? 2021 წლამდე აქ ცოდნა ამას

იგივეს ფასიანს აქვს ინტერნეტზე წვდომა და მთლიანი ინფორმაცია.

სხვა საიტები იყენებენ მაგ GPT-4-ის API-ს და რამდენიმედღიანი ტრაიალის მერე ფულს გთხოვს მაინც.

თუ არა და https://www.bing.com/ შედი აქ და ჩატს დააჭირე

nice biggrin.gif
https://chrome.google.com/webstore/detail/bing-chat-gpt-4-in-google/pcnhobmoglanpljipbomknafhdlcgcng

Posted by: lepori 11 Jun 2023, 01:16
ბიკინტიასქაბაბი
QUOTE
მეგობრებო რას ფიქრობთ იმის შესახებ რომ ქართული ენის საშუალებით მოხდეს chat gpt-ის სრულყოფილად გამოყენება(ქართულ ენაზე), და ქართული სიტყვების მნიშვნელობას თარგმანში სწორი მნიშვნელობები მიეცეს, საერთოდ რატო არის ესეთი რთული რაიმეს გადათარგმა ინგლისრიდან ქართულზე ან ნებისმიერი სხვა ენიდან, ვინ იყო ამ პროცესის უკან და ვინ მისცა სიტყვების მნიშვნელობა Google transalate-ს. რატო არ უნდა ვიყოთ ღირსები იმის რომ ყველასთვის ღია და ადვილი გამოსაყენებელი გახდეს დღევანდელი ტექნოლოგიები ?? რატო უნდა ვეგუებოდეთ ყველაფერს ესე ადვილად?? და რატო ვეძებთ მოვლით გზებს როცა კონკრეტული ორგანიზაციები რომლებიც დაფინანსებებს იღებენ სახელმწიფოდან უნდა უწევდნენ ამ ყველაფერს ორგანიზაციას და კონტროლს.


https://www.facebook.com/groups/georgiancommonvoice/members/?locale=en_GB
>> ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული ენა (Georgian Common Voice)

Posted by: Keyboard 11 Jun 2023, 16:22
იცის გუგლეს აქვს ტტფრი ქვია თუ არ ვცდები და ჩაუწერ ტექტს და ქართულ ემპეტრის იძლევა

Posted by: მაისი 11 Jun 2023, 16:31
პროგრამირების სწავლა მინდა და ვინმე ვერ დამეხმარებით?

Posted by: Keyboard 11 Jun 2023, 18:09
მაისი
აქ ერთი ჰაკერია თედიუსას ეძახიან კულისებში თეთრ-ქუდა ვარო და მაგას უფრთხილდი დანარჩენი უდემის კურსი აიღე 10 დოლარამდე დაჯდეს და მაგით დაიწყე

Posted by: მაისი 11 Jun 2023, 20:33
Keyboard
უდემი რა არის , შეგიძლია დამილინკო?

Posted by: WP-Rex 11 Jun 2023, 23:11
მაისი
QUOTE
უდემი რა არის , შეგიძლია დამილინკო?

ონლაინ კურსების საიტია https://www.udemy.com

Posted by: მაისი 11 Jun 2023, 23:15
WP-Rex
WP-Rex
მადლობა.

Posted by: lepori 14 Jun 2023, 10:29
მაისი
ბითკემპი ნახე
https://www.bitcamp.ge/

ფბ.ჯგუფიც აქვთ და დაემატე
და ჩვენი განყიც:
https://forum.ge/?showforum=48

სანამ ფულს გადაიხდი რამეში ჯერ უფასოები სცადე
დარწმუნდი რომ ეს ისაა რაც შენ გინდა, და მერე შეგიძლია ფასიან კურსებზე იფიქრო


Posted by: მაისი 14 Jun 2023, 10:32
lepori
უღრმესი მადლობა....

Posted by: Future> 14 Jun 2023, 11:57
QUOTE (shotx @ 15 Jan 2023, 01:49 )
ერთი მაგარი ბაგი აქვს :დ მაგალითად თუ ეტყვი რომ დაგიწეროს წინადადებას რომელიც მთავრდება ასო "s"-ზე არასდროს სწორ პასუხს არ იძლევა :დ. ხო კიდე ქოცების და ნახების დადებით უარყოფითები ვკითხე გთხოვთ ნუ მომთხოვთ სქრინების დადებას :დ.

ფიზდეც მგონი დამოკიდებული გავხდი biggrin.gif

რამოდენიმე ცდა დაჭირდა biggrin.gif

Posted by: hatsunemiku 16 Jun 2023, 05:17
კაი ახვარია ეს ბოტი, ბევრ რაღაცას ბოდავს და საერთოდ არსაიდან მოიტანს ხოლმე ინფორმაციას lol.gif შიზოფრენიკია მემგონი lol.gif lol.gif lol.gif პახოდუ მიჩმორებული ჰყავს მიკროსოფტს, თავისუფლად ვერ მუსაიფობს ვერაფერზე თათკალი... დიდის ამბით ამერიკაში ადვოკატურის გამოცდები გაბრდღვნაო მარა რათ გინდა აპა. ვეკითხები ატომური ბომბა როგორ კეთდება მეთქი და ვერ გეტყვიო, "არაეთიკურიაო" და "კაცობრიობისთვის საშიშიო"... აი რა იცი რაში მჭირდება შე ბანძუკელავ lol.gif lol.gif

იქნებ ძაან პატარა მინდა გავაკეთო ლიმონკასავით რომ ქოცების სახლებზე ჩამოვაგდო, პირიქით კაცობრიობას დავეხმარები აგრე lol.gif

Posted by: rodger2021 17 Jun 2023, 00:54
QUOTE (hatsunemiku @ 16 Jun 2023, 05:17 )
კაი ახვარია ეს ბოტი, ბევრ რაღაცას ბოდავს და საერთოდ არსაიდან მოიტანს ხოლმე ინფორმაციას lol.gif შიზოფრენიკია მემგონი lol.gif lol.gif lol.gif პახოდუ მიჩმორებული ჰყავს მიკროსოფტს, თავისუფლად ვერ მუსაიფობს ვერაფერზე თათკალი... დიდის ამბით ამერიკაში ადვოკატურის გამოცდები გაბრდღვნაო მარა რათ გინდა აპა. ვეკითხები ატომური ბომბა როგორ კეთდება მეთქი და ვერ გეტყვიო, "არაეთიკურიაო" და "კაცობრიობისთვის საშიშიო"... აი რა იცი რაში მჭირდება შე ბანძუკელავ lol.gif lol.gif

იქნებ ძაან პატარა მინდა გავაკეთო ლიმონკასავით რომ ქოცების სახლებზე ჩამოვაგდო, პირიქით კაცობრიობას დავეხმარები აგრე lol.gif

ადრე დენთზე ვკითხე როგორ უნდა მეთქი და , ჯერ ვერ გეტყვიო. მერე ვუთხარი ისედაც ვიცი გოგირდი , ნახშირი , გვარჯილა და მაგნიუმი უნდა მეთქი . არაო რა მაგნიუმიო მეტაკა ეგრევე და ჩამომიწერა თავისი პროცენტებით ყველაფერი biggrin.gif . ახლა აღარ შვება.

Posted by: Keyboard 17 Jun 2023, 19:08
ეგრე საუბრით ვერაფერი გაუგე თუ რამე პროექტს არ ვაკეთებ ეგრე სკაიპეს ქონდა ანალოგიური წლების წინ და კინაღამ შემშალა კაცი

Posted by: ananoooo17 20 Jun 2023, 11:06
საინტერესო კითხვები მირჩიეთ რომ ჩატგბტ-ზე დავტესტო

Posted by: Annnapaenin 20 Jun 2023, 11:48
QUOTE (Bettoro @ 24 Dec 2022, 19:10 )
აბა ვინმე თუ იყენებთ რამე საქმეში, ვის რაში გეხმარებათ, რაში მოგიმართათ ხელი smile.gif

ან როგორ ერთობოთ თუ ერთობით, რა ექსპერიმენტებს ატარებთ.

დასქრინეთ

აქაა ვინც არ იცის https://chat.openai.com/chat

მაგალითად, კითხვა და პასუხი:

user posted image

It’s been a few days since Diablo 4 was released, and its popularity has only grown since its release. Moreover, Blizzard also made a corresponding statistics on the most popular career choices.

Surprisingly, Necromancer is not the most anticipated class among players (despite being buffed), and the most popular class today is Sorcerer/Sorceress. Why do so many players choose Sorcerer/Sorceress? This is unavoidably because this profession can use magic to manipulate elements such as fire and lightning to cause a large amount of damage in a wide range. It is obvious to all that it helps players in the early stages of the game. Although Sorcerer has lower health and armor and a more fragile body compared to other classes, don’t worry, buying Diablo 4 Items can greatly guarantee our survival rate.

Although Sorcerer/Sorceress is the most popular profession nowadays, don’t forget that Blizzard developers have said that Druid is the most neglected and powerful profession. Therefore, I think choosing Druid is also an extremely correct choice. And if you don’t have an operation guide for the relevant occupation, I believe that the https://www.iggm.com/diablo-4-items IGGM will also give you the answers you need.

In addition to the items that cannot be ignored in the game, Diablo 4 Gold also is a must. This can help you get a more relaxed experience in the early and mid-game to a large extent. Moreover, it is also a good choice for some players who are eager to improve themselves, but are slow to improve due to the game’s own mechanism.And, if you intend to buy a lot of gold, using the https://www.iggm.com/diablo-4-gold will largely solve your financial troubles.

Act now!

Posted by: rodger2021 23 Jun 2023, 01:19
QUOTE (ananoooo17 @ 20 Jun 2023, 11:06 )
საინტერესო კითხვები მირჩიეთ რომ ჩატგბტ-ზე დავტესტო

ფილმების მოსაძებნად შეიძLება გამოყენება.
ეს ფილმი მინდოდა StartUp (2016)
https://www.imdb.com/title/tt5028002/

სახელს ვერ ვიხსენებდი, ნანახი მქონდა. ჩავუწერე, კრიმინალი , შავკანიანი ბოსი მეთქი , ჩამომიწერა მარა ის არ იყო. ბოლოს მივუწერე ბიტკოინი იყო თქო და მიხვდა ეგრევე. სხვა ფილმიც მიპოვა. მოკლედ შინაარს თუ ჩაუწერ ხვდება კარგად. ალბათ სიმღერებზეც შეიძლება, წიგნებსაც პოულობს.

Posted by: doomsday..... 28 Jun 2023, 20:27
Sirri, თქვინ ინდი დიიგრივით 30 პისტინგი დი იყით ფირიმზი 3 დღიზი მიტი ხინი დირიგისტრირიბილი რიმ დიპისტით იმ გინყიფილიბიში
* * *
Sirri, თქვინ ინდი დიიგრივით 30 პისტინგი დი იყით ფირიმზი 3 დღიზი მიტი ხინი დირიგისტრირიბილი რიმ დიპისტით იმ გინყიფილიბიში

Posted by: lovelock 29 Jun 2023, 01:09
სამსახურში ვიყენებ ხშირად. მაგრად მომწონს კი თუმცა ჯერ კიდევ დასახვეწია.

Posted by: YourFinancialAdviser 29 Jun 2023, 02:30
lovelock
კითხე აბა მაგ ჩატს "ყველაზე ევროპელეე ფუჩურე" ვისაც უწერია ხელმოწერაში რა აზრის ხარ ეგეთ იუზერებზეო war.gif war.gif

Posted by: lovelock 29 Jun 2023, 02:38
YourFinancialAdviser
დაგარეპორტე ახლა.
პკ

Posted by: YourFinancialAdviser 29 Jun 2023, 02:40
QUOTE
დაგარეპორტე ახლა.
პკ

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Bettoro 29 Jun 2023, 14:19
Makulatura

ChatGTP გადააკეთე რა ChatGPT-დ.
ბევრი ვითმინე მარა თვალში მეჩხირება mad.gif mad.gif

Posted by: Makulatura 29 Jun 2023, 15:03
YourFinancialAdviser
წინა თემაში ხო დაინახე რო წავშალე პოსტები
ბანი.

Posted by: Gamebred 29 Jun 2023, 19:32
პროფესიონალურად არაფერში მაგრამ ხანდახან ზოგად კითხვებს ვუსვამ ხოლმე და სწორად და გასაგებად მპასუხობს. იმ დღეს გასართობად რამდენიმე კითხვა დავუსვი ვორპ დრაივზე მერე ჩავიწერე აუდიო და ზედ სტოკ ვიდეო მასალა დავადე, ასეთი ვიდეო გამოვიდა:

Posted by: lovelock 29 Jun 2023, 23:32
მაილი გადავაკეთე ხშირად მე. ანუ დავწერე და მერე გავაოფიციალურე, ან ამხანაგური ტონი მივეცი.

ფაქტები ბევრი ძალიან არასწორს იძლევა და არც უნდა იყენებდეს მაგას ვინმე ფაქტებისთვის.

Posted by: GeorgeSword 30 Jun 2023, 07:40
React და CSS ში მეხმარება საკაიფოდ

სადმე თუ გავიჭედები ან სინტაქსი დამავიწყდა ძალიან მაგარ მინიშნებებს და ზოგადად მიდგომებს მთავაზობს

მენტორივითაა

ძალიან მაგარი რამეა, სწორი გამოყენება თუ იცი up.gif

Posted by: tatia23 30 Jun 2023, 20:14
ისეთი ამბავი იყო ატეხილი, მეთქი რაღაც სასწაული ინოვაციაა

ჩვეულებრივი საიტია, რომელიც ისეთ ინფოს გაძლევს რაც ვიკიპედიაში და გუგლშიც შეგიძლია ნახო

Posted by: GeorgeSword 30 Jun 2023, 20:43
tatia23

არაა მასე

ბევრ დროს გაზოგინებს

გააჩნია სფეროს

Posted by: Geooo 1 Jul 2023, 00:32
გამაყენება უნდა იცოდე კაცმა, თუ არა ჰეჰ yes.gif

ისე პლაგინები ატრაკებს ცოტას. ძაან ნელია და ჯერჯერობით ვერ გამოვიყენე წესიერად ვერაფერში.

ახლა ვნახე ძალიან ბევრი დაუმატებიათ.

რამეს ხომარ გაუწევდით რეკომენდაციას?

Posted by: Bettoro 1 Jul 2023, 01:06
Geooo
QUOTE
რამეს ხომარ გაუწევდით რეკომენდაციას?

AskYourPDF ვიყენებ ხანდახან. ჩაუგდებ ფაილს და მერე ჰკითხავ რასაც გინდა, წაკითხულიც აქვს და საზეპიროებიც იცის biggrin.gif

ხვალ იუთუბის პლაგინი უნდა გამოვიყენო, ვიდეოდან ბულეტპოინტები ამოვაკრეფინო. თუ მომეწონა, დავწერ.

Posted by: DMC-12 1 Jul 2023, 20:58
QUOTE
ადრე დენთზე ვკითხე როგორ უნდა მეთქი და , ჯერ ვერ გეტყვიო. მერე ვუთხარი ისედაც ვიცი გოგირდი , ნახშირი , გვარჯილა და მაგნიუმი უნდა მეთქი . არაო რა მაგნიუმიო მეტაკა ეგრევე და ჩამომიწერა თავისი პროცენტებით ყველაფერი

QUOTE
ახლა აღარ შვება

lol.gif

ისე შანიძის გრამატიკა რომ თარგმნო და ჩაუტვირთო კოდში, ქართულად სწორად თარგმნას შეძლებს?
გუგლის თარჯიმანი ისევ ძაან ცუდად მუშაობს, რამდენი წელი გავიდა უკვე. მარტივ წინადადებებსაც ვერ წერს სწორად.

Posted by: rodger2021 2 Jul 2023, 02:36
DMC-12
თარგმანი კარგად გამოსდის ფრაზების. ფილმში ფრაზებს გუგლ ტრანსლიტი რო ვერ თარგმნის გასაგებად მაგას ვუგდებ და კარგად ხსნის. გუგლი ხშირად პირდაპირი მნიშვნელობთ თარგმნის. იდიომებსა ვაფშე უპრობლემოდ.

Bettoro
პლაგინები უფასოზეა თუ ფასიანი გაქვს?

Posted by: lovelock 2 Jul 2023, 04:19
rodger2021
ჩემთან უფასო ვერსიაზე არაა.

Posted by: DMC-12 2 Jul 2023, 09:27
rodger2021
მართლა? გავტესტო უნდა. იდიომებს და სლენგებს არ ვთხოვ, გუგლი ელემენტარულშიც არ ვარგა biggrin.gif

Posted by: Bettoro 2 Jul 2023, 16:42
rodger2021
QUOTE
პლაგინები უფასოზეა თუ ფასიანი გაქვს?

პლაგინები ფასიანზე მარტო.
3.5 ტურბოც მარტო ფასიანზეა.

summarizeanything გამოვცადე და ნორმალურად აკეთებს იუთუბის ვიდეოების შეჯამებას.

Posted by: rodger2021 2 Jul 2023, 17:20
QUOTE (Bettoro @ 2 Jul 2023, 16:42 )
rodger2021
QUOTE
პლაგინები უფასოზეა თუ ფასიანი გაქვს?

პლაგინები ფასიანზე მარტო.
3.5 ტურბოც მარტო ფასიანზეა.

summarizeanything გამოვცადე და ნორმალურად აკეთებს იუთუბის ვიდეოების შეჯამებას.

საინტერესოა როგორ აკეთებს , ალბათ ტიტრების მიხედვით

Posted by: Jebrail 2 Jul 2023, 17:53
საკმაოდ რთული ფუნქცია დავაწერინე ცოტა წვალების შემდეგ საკმაოდ ნორმალური კოდი მივიღეთ .


თან ვისწავლე რაღაცეები , საკაიფო რამეა რუტინის თავიდან ასაცილებლად და სასწავლებლად.

Posted by: Bettoro 3 Jul 2023, 00:18
rodger2021
QUOTE
საინტერესოა როგორ აკეთებს , ალბათ ტიტრების მიხედვით

ხო, მარტივად, იმ ტიტრებს მოხიკავს, და მერე გპტ-ს აკეთებინებს შეჯამებას. ნებისმერს ჯუნ პროგრამისტს შეუძლია ეგ გააკეთოს

Posted by: lovelock 3 Jul 2023, 01:19
QUOTE (Bettoro @ 3 Jul 2023, 00:18 )
rodger2021
QUOTE
საინტერესოა როგორ აკეთებს , ალბათ ტიტრების მიხედვით

ხო, მარტივად, იმ ტიტრებს მოხიკავს, და მერე გპტ-ს აკეთებინებს შეჯამებას. ნებისმერს ჯუნ პროგრამისტს შეუძლია ეგ გააკეთოს

არ არის აუცილებელი სუბტიტრებით გააკეთოს.
სპიჩ რექოგნიშენ ააქვს და ესმის საუბარი რაზეცაა.

Posted by: Bettoro 3 Jul 2023, 11:07
lovelock
QUOTE
სპიჩ რექოგნიშენ ააქვს და ესმის საუბარი რაზეცაა.

ბანძი პლაგინია ეგ რაღაც, არა მგონია მაგდენი ეჩალიჩათ, მარა ხო, ეგეც შეიძლება.

Posted by: LOLZ 4 Jul 2023, 21:33
https://dev.ge/news/openai-is-im-monatsemebis-moparvistvis-uchivian-rats-ki-odesme-internetshi-datserila-1688459973

ChatGPT-ის შემქმნელის, OpenAI-ის წინააღმდეგ კლასობრივი სარჩელია აღძრული, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპანიის AI ტრენინგის მეთოდები კონფიდენციალურობისა და საავტორო უფლებებს პრაქტიკულად ყველასთვის არღვევს, ვისაც ოდესმე ინტერნეტში რამე გაუზიარებია.
OpenAI-მ ინტერნეტში სხვადასხვა წყაროდან უამრავი მონაცემი შეაგროვა, რათა თავისი მოწინავე AI ენის მოდელები მოემზადებინა. მონაცემთა ეს ნაკრები მასალების ფართო სპექტრისგან შედგება, როგორიცაა Wikipedia-ის სტატიები, პოპულარული წიგნები და სოციალური მედიის პოსტები. რაც მთავარია, OpenAI-მ ყველა ეს მონაცემი კონტენტის შემქმნელებისგან ნებართვის მოთხოვნის გარეშე შეიძინა.
კლასობრივი სარჩელი, რომელიც კალიფორნიაშია შეტანილი, ამტკიცებს, რომ OpenAI-მ რამდენიმე პროტოკოლი დაარღვია — კონტენტის შემქმნელებისგან ინფორმაციის თანხმობის მიღების გარეშე მითვისება მონაცემთა აშკარა ქურდობაა.
სარჩელში ნათქვამია, რომ «პირადი ინფორმაციის მოპოვებისა და გამოყენებისთვის დადგენილი პროცედურების გატარების ნაცვლად, მოპასუხეებმა ქურდობა ამჯობინეს. მათ ინტერნეტიდან სისტემატურად 300 მილიარდი სიტყვა ამოიღეს, მათ შორის „წიგნები, სტატიები, ვებსაიტები და პოსტები“, რომლებიც ასევე თანხმობის გარეშე მოპოვებულ პირად ინფორმაციას მოიცავდა».

popcorn.gif popcorn.gif

Posted by: DMC-12 4 Jul 2023, 21:44
საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები თუმცა სქაინეტს ეგ ვერ შეაჩერებს biggrin.gif

Posted by: giorgevich23 10 Jul 2023, 22:44
გთხოვთ მიპასუხოთ,ხელოვნური ინტელექტის პროგრმა რომ არის,სასურველ ნახატებს რომ გიხატავს-ეგ ფასიანია?
უფასო ვერსია არსებობს მაგის?

Posted by: Keyboard 11 Jul 2023, 13:47
giorgevich23
მაიკროსოფტ ბინგს აქვს უფასო ვერსია თან ქულებს გიმატებს და ძაან კარგი ბრაუზერია ქულებს აგროვებ და დონაციას აკეთებ მაგალითად შიმშილთან გამკლავებაში

Posted by: Bettoro 11 Jul 2023, 13:51
giorgevich23
QUOTE
გთხოვთ მიპასუხოთ,ხელოვნური ინტელექტის პროგრმა რომ არის,სასურველ ნახატებს რომ გიხატავს-ეგ ფასიანია?
უფასო ვერსია არსებობს მაგის?

კი(10$), Midjourney ჰქვია ყველაზე ნორმალური რომელიცაა.

უფასოებიცაა, ამრა ხარისხი არ უვარგათ იმათ.

Posted by: LOLZ 3 Aug 2023, 00:09
შემწვარ კარტოფილზე ქართულად ლექსის დაწერა ვთხოვე და აი რა იკადრა lol.gif

user posted image

Posted by: Durmishkhani 3 Aug 2023, 09:32
QUOTE (LOLZ @ 3 Aug 2023, 00:09 )
შემწვარ კარტოფილზე ქართულად ლექსის დაწერა ვთხოვე და აი რა იკადრა lol.gif

user posted image



გალაკტიონია მეორე lol.gif

ინგლისურად ალბათ რამე ნორმალურს დაწერდა

Posted by: LOLZ 3 Aug 2023, 14:19
Durmishkhani
ინგლისურად პოეზიის ანთოლოგიაში შესატანი ლექსი დაწერა givi.gif
user posted image

Posted by: lepori 4 Sep 2023, 13:08
გუგლ ბარდმა საბოოლდ დაყვინა?
რამდენიხანია ვეღარ შევდივარ >> იჭედება


ჯიბუტმაც აურია საგრძნობლად sad.gif

Posted by: ჯიბ 5 Sep 2023, 16:34
QUOTE (lepori)
ჯიბუტმაც აურია საგრძნობლად
ეგ ვამპირის პონტშია, ახალი ჩატები ჭირდება გამოსაცოცხლებლად, რო იკლო კიდეც დაყვინა

Posted by: Bettoro 5 Sep 2023, 16:46
QUOTE
ჯიბუტმაც აურია საგრძნობლად sad.gif

იმდენი საქმეები აქვთ სასამართლოში რომ გაუთიშეს ბევრი რამე, ქოფირაითებზე უჩივიან.

ფაქტიურად ადრე წიგნის თავს რომ მიწერდა, ეხლა იმეილის დაწერაში ბორძიკობს.

Posted by: parashoka 6 Sep 2023, 00:00
........................................................................................

Posted by: Bettoro 9 Sep 2023, 23:10
https://analyticsindiamag.com/soon-uae-will-dethrone-openai/

არაბებმა გაიგიჟეს თავი

Posted by: Trains 24 Sep 2023, 21:50
მე ვიყენებ, პატარა სკრიპტების საწერად, ასევე სწრაფი ინჟინრული გამოთვლებისათვის…

Posted by: Bettoro 24 Sep 2023, 23:55
Trains
QUOTE
მე ვიყენებ, პატარა სკრიპტების საწერად, ასევე სწრაფი ინჟინრული გამოთვლებისათვის…

რიცხვებში ჯიბუტის არ ენდო, მაგრად უყლევებს. იმ დღეს 4-ზე მიმრავლებდა 2000-ს რაღაც მარტივი გამოთვლების ამბავში უნდა ჩაეწერა და 16 000-იო დამიწერა. მეთქი ხომ არ გაჟრიალებს, აბა კარგად დაფიქრდითქო და უი-უი, ხო, კი, ბოდიში, 8 000 უნდა მეთქვაო. რამე სპეციფიკური სხვა AI თუ იცი მათემატიკურ რამეებზე რომ მაგარი იყო, კი, მარა ამას არ ენდო ეგრე.

Posted by: Magicman 25 Sep 2023, 19:21
QUOTE (LOLZ @ 3 Aug 2023, 00:09 )
შემწვარ კარტოფილზე ქართულად ლექსის დაწერა ვთხოვე და აი რა იკადრა lol.gif

user posted image

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

blyaaaaaaaaa

Posted by: owlwho 26 Sep 2023, 14:03
რაქნა ჩაგვანაცვლა უკვე რამეში თუ ჯერ მასე ვერ დიხვეწა?

Posted by: Bettoro 10 Nov 2023, 13:19
ტიპები სად გაფრინდნენ ... cry.gif



ჩვენ ჰელოუინის ბალღებს დავდევთ gigi.gif


სატნები მაგენიიი mad.gif mad.gif

Posted by: tozi777 11 Nov 2023, 10:24
QUOTE (Bettoro @ 10 Nov 2023, 13:19 )
ტიპები სად გაფრინდნენ ... cry.gif



ჩვენ ჰელოუინის ბალღებს დავდევთ gigi.gif


სატნები მაგენიიი mad.gif mad.gif

lol.gif

გაფრინდნენ არა მზე.

რაც მეტ ასეთ სირობას ვუყურებ, ,მით მეტი სურვილი მიჩნდება სადმე გურიის სოფლებში გადავცხოვრდე და ადამიანურად ვიცხოვრო. facepalm.gif

ტრაკში გაიკეთონ მთელი ეგ გაჯეტები და ციფრული სამყარო. yes.gif


სოფლებში მოედნებზე ეკალ-ბარდია ამოსული, ფეხბურთის თამაშს ტიკტოკში ბოდიალი ურჩევნიათ ბავშვებს. vis.gif

Posted by: Bettoro 14 Nov 2023, 21:00
tozi777
QUOTE
ტრაკში გაიკეთონ მთელი ეგ გაჯეტები და ციფრული სამყარო. yes.gif

სხვა რამეა , არაა მარტო გაჯეტი
QUOTE
სოფლებში მოედნებზე ეკალ-ბარდია ამოსული, ფეხბურთის თამაშს ტიკტოკში ბოდიალი ურჩევნიათ ბავშვებს. vis.gif

არ უშლის ერთი მეორეს.

Posted by: tozi777 14 Nov 2023, 21:20
Bettoro

QUOTE
არ უშლის ერთი მეორეს.


ფაქტია უშლის.

ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობის დროს დაიწყო ეგ უბედურება სუპერ მარიოს და ტანკებს რომ ვთამაშობდით დენდიზე.

ამ ბოლო ათწლეულში მარაზმში გადავიდა. yes.gif

Posted by: LOLZ 15 Nov 2023, 03:18
Putin Huilo-ს განმარტება დადო როგორც იქნა, ოღონდ განმარტებაზე გრძელი დიდაქტიკური კომენტარი მოაყოლა lol.gif

user posted image

ესეც ტრადიციული ლექსი შემწვარ კარტოფილზე lol.gif

user posted image

Posted by: sunny-day-today 15 Nov 2023, 07:03
LOLZ
QUOTE
Putin Huilo-ს განმარტება დადო როგორც იქნა, ოღონდ განმარტებაზე გრძელი დიდაქტიკური კომენტარი მოაყოლა lol.gif

user posted image

ესეც ტრადიციული ლექსი შემწვარ კარტოფილზე lol.gif

user posted image


--------------------
Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!!
--
უნდა იყო აჩქარებული მაგრამ ნელი. საოცარი რამეა. ვინც ამას შეძლებს აუცილებლად გადადგავს სწორ ნაბიჯებს.
--
Every person, all the events of your life are there because you have drawn them there. What you choose to do with them is up to you.

იგნორირება · შეატყობინე მოდერატორს  · ციტირება · ^
გამოხმაურება:


იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და აქ დაუწკაპუნეთ


abg --> აბგ

სიცილაკები
BB Code Help
Check Post Length


ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
Post Options  Enable emoticons?
Enable signature?

1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 1 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
« აქეთ | General Discussion | იქით »
Pages: (13) « პირველი ... 11 12 [13]
Topic Options  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა




TOP.GE

ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0331 ]  [ 14 queries used ]  [ GZIP Disabled ]

Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003  IPS, Inc.


ანნუ მაინც რუსეთუმე არის?

Posted by: ნოდარი13 15 Nov 2023, 10:36
ონლაინოპერატორები ალბათ 5 წელიწადში აღარ იქნება საჭირო

ეს ყველაზე მინიმუმ

Posted by: ლაშა117 15 Nov 2023, 11:50
QUOTE (ნოდარი13 @ 15 Nov 2023, 10:36 )
ონლაინოპერატორები ალბათ 5 წელიწადში აღარ იქნება საჭირო

ეს ყველაზე მინიმუმ

ოპერატორი კიდე შეიძლება დაგჭირდეს


აი პროგრამისტებს და დიზაინერებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ


0 ცოდნით 5 წუთში კოდი მივიღე ანდროიდ აპლიკაციის


პრემიუმ ვერსიაში როგორც ვიცი დიზაინსაც ახატინებ უკვე

Posted by: СергейМавроди 15 Nov 2023, 12:38
QUOTE (ლაშა117 @ 15 Nov 2023, 11:50 )
QUOTE (ნოდარი13 @ 15 Nov 2023, 10:36 )
ონლაინოპერატორები ალბათ 5 წელიწადში აღარ იქნება საჭირო

ეს ყველაზე მინიმუმ

ოპერატორი კიდე შეიძლება დაგჭირდეს


აი პროგრამისტებს და დიზაინერებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ


0 ცოდნით 5 წუთში კოდი მივიღე ანდროიდ აპლიკაციის


პრემიუმ ვერსიაში როგორც ვიცი დიზაინსაც ახატინებ უკვე

smile.gif
თუ სადუმლო არა საიტიც რომ დაწერო?

Posted by: ლაშა117 15 Nov 2023, 17:54
СергейМавроди
https://chat.openai.com/

ესაა ოფიციალური ჩატჯიბითის საიტი


სრული სერვისი რომ მიიღო ფასიანი უნდა შეიძინო

Posted by: Passe-Partout 15 Nov 2023, 18:04
მე ვიყენებ. რისთვისაც მე მჭირდება, იმისთვის ჯერ სრულყოფილი არაა. კარტულიც არ ეკერკება, მაგრამ დამხმარე ინსტრუმენტად წავა

Posted by: _GHOST_ 18 Nov 2023, 10:50
დაითხოვეს სემ ალტმენი, არადა, ათი დღის წინ პრეზენტაცია დადო.



Posted by: -XaM- 22 Nov 2023, 14:04
Oops!
You tried signing in with a different authentication method than the one you used during signup. Please try again using your original authentication method.


რა უნდა გამარკვიეთ ვინმემ, რა ვქნა?

Posted by: Bettoro 27 Nov 2023, 15:01
QUOTE
დაითხოვეს სემ ალტმენი, არადა, ათი დღის წინ პრეზენტაცია დადო.

მოითხოვეს უკან და ეხლა ამან დაითხოვა lol.gif lol.gif

ცირკია სუფთა.

ამ რაღაც project Q -თი მიდის სპეკულაციები ეხლა, Dijkstra --> A* algorythom --> Q* -ოოო smile.gif

ვნახოთ ჩვეულებრივი სპეკულაციაა თუ მართლა აქვთ რამე AGI ჩანასახი.


Posted by: londre 27 Nov 2023, 19:28
https://youtu.be/JZ6vbD7tvq8

საოცრებაა ნამდვილად, რა ბედი გველის და ვის ხელში ჩავვარდებით არ ვიცი.

ჯერ შედეგი ვერსია არ გამოსულა და ასე ჭკვიანურად მოლაპარაკე და მოაზროვნე მთავრობაში ან ხელისუფლებაში არ გვყავს biggrin.gif

Posted by: GATSBY77 1 Dec 2023, 09:49
უმაგრესი secret weapon არის.

ჩათვალეთ თავი ქუდში გაქვთ.

აქამდე თუ არ იყავით წერაში კარგი ეხლა გახდებით.

ბევრი ინგლისურის მასწავლებლები გამოიღებენ.

Posted by: rodger2021 11 Dec 2023, 00:51
QUOTE (londre @ 27 Nov 2023, 19:28 )
https://youtu.be/JZ6vbD7tvq8

საოცრებაა ნამდვილად, რა ბედი გველის და ვის ხელში ჩავვარდებით არ ვიცი.

ჯერ შედეგი ვერსია არ გამოსულა და ასე ჭკვიანურად მოლაპარაკე და მოაზროვნე მთავრობაში ან ხელისუფლებაში არ გვყავს biggrin.gif

როგორ ებაზრება?
---------------------------------------------

Posted by: sandrobandro 12 Dec 2023, 00:08
საშუალო დონის სკრიპტინგისთვის იდეალურია, როგორიცაა PowerShell Scripting და Bash Scripting.....თითქმის იდეალურად წერს ყველაფერს.....

მძიმე პროგრამირების ენაში არ ვიცი რას იზამს, მარა ადვილ სკრიპტინგ ენებს დედას უდღნამს და კიდე უფრო მოუდღნამს ძალიან მალე.

მთავარია სწორად დაულაგო რა გინდა, პუნქტების მიხედვით.

ძალიან მალე ბევრ რამეს ჩაანაცვლებს

Posted by: 8mile 30 Dec 2023, 20:39
user posted image

lam.gif

Posted by: opls 22 Jan 2024, 16:29
QUOTE (ლაშა117 @ 15 Nov 2023, 11:50 )
QUOTE (ნოდარი13 @ 15 Nov 2023, 10:36 )
ონლაინოპერატორები ალბათ 5 წელიწადში აღარ იქნება საჭირო

ეს ყველაზე მინიმუმ

ოპერატორი კიდე შეიძლება დაგჭირდეს


აი პროგრამისტებს და დიზაინერებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ


0 ცოდნით 5 წუთში კოდი მივიღე ანდროიდ აპლიკაციის


პრემიუმ ვერსიაში როგორც ვიცი დიზაინსაც ახატინებ უკვე

რა ანდროიდ აპლიკაცია დაწერე გეხვეწები cry.gif

ელემენტარული json-ის დეკოდირების კოდი ვთხოვე და სანამ ორ ხაზამდე არ შევამცირე ბაგიან კოდს მაძლევდა

არ ვიცი შენ რა სათამაშო აპლიკაცია დაწერე. ამით სერიოზული აპლიკაციის დაწერა არის ზღაპარი

Posted by: ლაშა117 23 Jan 2024, 14:47
QUOTE (opls @ 22 Jan 2024, 16:29 )
QUOTE (ლაშა117 @ 15 Nov 2023, 11:50 )
QUOTE (ნოდარი13 @ 15 Nov 2023, 10:36 )
ონლაინოპერატორები ალბათ 5 წელიწადში აღარ იქნება საჭირო

ეს ყველაზე მინიმუმ

ოპერატორი კიდე შეიძლება დაგჭირდეს


აი პროგრამისტებს და დიზაინერებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ


0 ცოდნით 5 წუთში კოდი მივიღე ანდროიდ აპლიკაციის


პრემიუმ ვერსიაში როგორც ვიცი დიზაინსაც ახატინებ უკვე

რა ანდროიდ აპლიკაცია დაწერე გეხვეწები cry.gif

ელემენტარული json-ის დეკოდირების კოდი ვთხოვე და სანამ ორ ხაზამდე არ შევამცირე ბაგიან კოდს მაძლევდა

არ ვიცი შენ რა სათამაშო აპლიკაცია დაწერე. ამით სერიოზული აპლიკაციის დაწერა არის ზღაპარი

არ მახსოვს რომ არ მოგატყუო



ამ ეტაპზე ეგრეა მაგრამ ისეთი ტემპით ვითარდება ორ-სამ წელში შეძლებს მაგასაც


მგონი to do list app იყო

Posted by: ZAZAi 21 Feb 2024, 15:15
მე ვცადე უმარტივესი არდუინოს სკეჩი დამეწერინებინა, მაგრამ დებილობა დაწერა. იმედია ისწავლის ოდესმე

Posted by: gio_rgi 10 Mar 2024, 21:13
QUOTE (Bettoro @ 24 Dec 2022, 19:10 )
 

ChatGPT-საც ვიყენებ გუგლის gemin-საც მაგრამ ამათ კიდე უფრო ჯობია Claude.ai თუნდაც იმით რომ გამართული ქართულით შეუძლია საუბარი განსხვავებით წინა ორისგან, gemin-ს კი საერთოდ ქართული ენის მხარდაჭერაც არ აქვს

Posted by: Nanik11 11 Mar 2024, 11:38
რამდენად კარგია ცოდნის მისაღებად?!

Posted by: PartizanMinsk 19 Mar 2024, 14:26
ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში ლინკდინზე ქოფირაითერის პოზიცია შემომთავაზეს კარგი ხელფასით, მაგრამ მხოლოდ ინგლისურად უნდა მემუშავა. უარი ვთქვი ამ ეტაპზე, მაგრამ ჩატჯიპიტის დახმარებით რომ მეწერა, ვინმე რამეს მეტყოდა? ახლაც ვიყენებ ქოფებში, მაგრამ ზოგჯერ სხვანაირად თარგმნია.

გავქაჩავდი ვითომ იქ ჩატჯიპიტით?

Posted by: DidYouSeenMyMouse 19 Mar 2024, 20:46
ხალხი რომელიც ნეირონულ ქსელს ხელოვნურ ინტელექტს ეძახის... ცალკე პლანეტა არიან...
დააყლევეს ისედაც დაყლევებული ხალხი მარკეტოლოგებმა და ყვითელმა რეპორტიორებმა

Posted by: SHahiii 29 Mar 2024, 23:19
გამარჯობათ, შესაძლებელია ChatGPT და Claude.ai-თი სავაჭრო ბაზრის მოკვლევა ბიზნესისთვის? ან იურდიულ და ეკონომიკურ საკითხებში გაგიწიოს რეკომენდაცია?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)