Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > General Discussion > facebook ინტერნეტ მაღაზიის თაღლითობა |
Posted by: gig@@@ 21 Apr 2024, 19:40 |
რაღაც ინტერნეტ მაღაზიაა სადაც სმართ საითებს ყიდიან არის ბათუმში თბილისში აგზავნიან 8 ლარად. თუ კითხვა დაასვი მაგ საათის ხარისხზე ეგრევე შლიან შენს კომენტარს ან თუ იყიდე და არ ვარგა და ვიღაცამ დაწერაა რომ აქვს ბევრი წუნი შლიან კომენტარს და ბლოკავენ ბევრმა წუნზე დაწერა რომ ქართულ ანბანს ვერ აღიქვამს ანუ ####სიმბოლოები მოდის სხვა საიტზე ეგ საათი 31 ლარი ღირს + საკურიერო 5 ლარი თბილისში თუ არ თაღლითობ და ხალხს არ ატყუებ რატომ იქცევიან ასე ? სხვა ახსნას ვერ ვპოულობ მაგ ჩემისებმა არ იციან რომ კანონით კლიენტს აქვს უფლება გაიგოს პროდუქტის ხარისხი წარმომავლობა ფუნქციები დასვას კითხვები ასევე თქვას რომ შევიძინე და არ ვარგაა როდის დადგება ის დრო რომ მომხმარებლის უფლებები დაცული იქნება საქართველოში ასეთი თაღლითები ვერ იბოგინებენ თავისუფლად თაღლითები არიან აბა რა არიან პროდუქტის ხარისხზე არანაირ ინფორმაციას არ გაწვდიან და შლიან შენს კომენტარებს. მოდელი i9 Pro Max, smart watch, სმარტ საათი, უცხოურ საიტებზე მწარმოებელი მითითებულია ინდოეთი ან ჩინეთი. |
Posted by: Frankens†ein 21 Apr 2024, 19:44 |
gig@@@ 30 ლარად რო სმარტ საათს ყიდულობ და თან ხარისხზე სვამ კითხვას, კი არ უნდა წაგიშალონ ეგ კომენტარი, საერთოდ უნდა დაგბლოკონ |
Posted by: giorgevich23 21 Apr 2024, 19:44 |
და რატომ უნდა იყიდო ეგეთი საიტიდან რამე როცა კითხვაზე საჯაროდ არ გპასუხობენ? მაგალიტად არასდროს ვეკარები ისეთ საიტს და გამყიდველს რომელიც ფასს საჯაროდ არ წერს,ფასი პმ-ში გაიკეთოს ტრაკში- ან ნაგავს ყიდის ან ძვირად ყიდის ეგეთი გამყიდველი. |
Posted by: greedyagentz 21 Apr 2024, 19:44 |
პოლიტიკაში გასახსნელი თემა 31 ლარიანი საათი * * * პოლიტიკაში გასახსნელი თემა 31 ლარიანი საათი |
Posted by: gig@@@ 21 Apr 2024, 19:46 | ||
თუნდაც 330 ლარად ყიდულობდე კლიენტს აქვს უფლება ხარისხზე დასვას კითხვები 330 ლარადაც შეიძლება შემოგაპარონ ნაგავი. ფეისბუქი ასეთ გვერდებს უნდა ბლოკავდეს |
Posted by: Bettoro 21 Apr 2024, 20:01 |
საერთოდ რომ აგზავნიან უკვე კარგია :დ |
Posted by: matemana 21 Apr 2024, 20:09 |
რათქმაუნდა კლიენტს აქვს უფლება ხარისხზე კითხვა დასვას. ამავდროულად 30 ლარიანი სმარტ საათის ხარისხზე ვინც კითხვას დასვამს, იმას აუცილებლად უნდა ჩამოერთვას არჩევნებში ხმის მიცემის უფლება! აზროვნების ნაკლებობა, რეალობის აღქმის უნარის დაქვეითება და უაზრო იმედია მიზეზი იმისა რომ 2024-წელს ვართ ტრაკში და გვყავს რუსული მთავრობა! |
Posted by: giobio 22 Apr 2024, 17:42 |
საბურთალოზე შევესწარი ერთი 15 კაცი იყო ბიზნესცენტრთან ხოდა ოფისი იყოვო ამერიკიდან ავტოები ჩამოყავდათო და ფული აიღეს და გაიქცნენო აქედანო და რო ვკითხე რა მანქანები იყიდეთ თქო? ერთს ჯ კლასი ყავდა 2018 წელს 2018 იანი ცენტრში 140 ღირდა და ამან 30 დამპირდნენ ჩამოყვანასო? აფერისტობა არ მევასება უბრალოდ ესეთი ძუნწი ვაჭრუკანა ტიპები არ მევასებიან |
Posted by: gig@@@ 22 Apr 2024, 23:02 |
ვინც ეგ სმარტ საათი შეიძინა პირველი პარტია ყველა დედის მუ აგინებს მაგ მაღაზიას ყველა უკმაყოფილოა ჭედავსო მესიჯებს ვერ იღებსო ქართულ შრიფტს ვერ კითხულობსოო და ასე შემდეგ კანონი იცავს მომხმარებელს ? |
Posted by: _minze_ 26 Apr 2024, 13:22 |
რევიუებსაც აყალბებენ ხოლმე, ვითომ ყველა კმაყოფილია. |
Posted by: ფარსადანი 2 May 2024, 17:09 |
ვერასდროს ვერ ვენდობი მაგ ონლაინ მაღაზიას. |
Posted by: EverComingNever 2 May 2024, 22:43 |
Sorry, Tkven unda daagrovot 10 postingi da iyot forumze 1 dgeze meti xani daregistrirebuli rom dapostot am ganyofilebashi |
Posted by: garincha888 3 May 2024, 16:21 |
დილსი? ყველაზე მეტად აფერისტები ეგენი არიან |
Posted by: longse.ge 3 May 2024, 21:55 |
გაივსო ინტერნეტსივრცე უხარისხო პროდუქტით |
Posted by: GEORGEXIII 3 May 2024, 22:18 |
სმარტ საათი 30ლარი რომ ღირს, ეგ ხომ უკვე თაღლითობას აქვს ადგილი |
Posted by: _minze_ 3 May 2024, 22:41 | ||
შარშან ალიექსპრესს ჰქონდა 2 დოლარად, შეზღუდული დროით და რაოდენობით. სამი ცალი ვიყიდე, ბავშვებს გაუხარდათ. |
Posted by: garincha888 4 May 2024, 02:15 | ||
თემუდან და ჩინური საიტებიდან იწერენ 10 ლარიან ნაგავ საათებს და ზოგი მართლა ეგრე ღირს |
Posted by: Kenward_Newson 6 May 2024, 01:17 |
მე 2800 ლარი გადავიხადე და ეგენი რას ყიდიან სათამაშო საათს? |
Posted by: Beroname 6 May 2024, 09:23 |
მოეშვით სისულელეების ყიდვას. |
Posted by: garincha888 6 May 2024, 16:52 | ||
ჩინური ნაგვებია 1 ლარსაც კიარ მივცემდი |
Posted by: Kenward_Newson 7 May 2024, 00:17 |
garincha888 ხო აბა 30 ლარად რა იქნება, მე ზუმერში ვიყიდე და ძაან მადგება. |
Posted by: garincha888 7 May 2024, 21:14 | ||
ვინც ეგრე ტყუვდბეა კია ღირსი :დდ ახია ახი |
Posted by: Kenward_Newson 7 May 2024, 21:26 | ||
garincha888
შემდეგში გაითვალისწინებენ :დ |
Posted by: garincha888 7 May 2024, 22:23 | ||||
აზრი? შემდეგში გუგლში ამოუვარდებათ პოპაპი თქვნე მოიგეთ ავტომობილი და ავტომობილის მისაღებად შეიყვანე ბარათის მოანცმეებიო და შეიყვანენ :დდდ |
Posted by: Kenward_Newson 7 May 2024, 22:30 | ||
ან აიფონ 14 ხოდა ეს კიდევ ახალი გამოცდილება იქნება მათთვის და ისწავლიან ჭკუას 60 წლის შემდეგ |
Posted by: garincha888 7 May 2024, 22:31 | ||||
კიდე ახალი თაღლითობაა მაიმარკეტზე ნივთებს რომ დებენ გასაყიდად, ვიღცები წერენ ვოთსაფზე, აი ყიდვა მინდა და აქ შეიყვანე შენი ბარათის მონაცემები თანხა რომ გადმოგირიცხოო და ახევენ ფულებს არაერთი შემთხვევა ყოფილა |
Posted by: Kenward_Newson 7 May 2024, 22:40 | ||
ეს ისეთი მარტივი მისახვედრია ჩემთვის მიკვირს როგორ ტყუვდება ამით ვინმე |
Posted by: garincha888 7 May 2024, 22:55 | ||||
ძაან ბევრი ტყუვდება აი ძააან ბევრი |
Posted by: Kenward_Newson 8 May 2024, 03:00 | ||
სამწუხაროა |
Posted by: Mrs.Qartveli. 2 Jun 2024, 12:05 |
ფეისბუქით რას შევიძინე :პროდუქტი, სახლის ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ზოგი ძალიან მომწეონა, ზოგიც არა.. უბრალოდ როდესაც პირველად ვყიდულობ ძალიან ძვირიან ნივთებს ვერიდები, თუ მომწონა და მომსახურებაც ნორმალურია, ვაგრძელებ ამ გამყიდველთან ურთიერთობას, თუ არა და, დიდი დანაკლისი არ ადგება ბიუჯეტს და კომენტარებსაც დავწერ (რომელსაც სასწრაფოდ შლიან!!!) კარგი პროდუქტის გამყიდველსაც აუცილებლად სახალხოდ , კომენტარებში ვუხდი მადლობას კეთილსინდისიერებისა და ხარისხიანი პროდუქტისთვის. ამიტომ, ყველას გირჩევთ, პირველ შეძენაზე ძვირიანი ნივთი არ იყიდოთ. |