Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > საქართველო > მოგზაურობა საქართველოში


Posted by: ნაცისუფალი 16 Feb 2018, 11:55
გამარჯობა საყვარელო მოგზაურ-ფორუმელებო.
თქვენი რჩევა მჭირდება.

ხვალ სტუმრები ჩამომდიან თავისუფალი სამყაროდან და სად შეიძლება წავიყვანო, რომ დაინტერესდნენ?
განსაკუთრებით მაინტერესებს თბილისთან ახლოს მყოფი ობიექტები.
ეკლესია-მონასტრები ნანახი აქვთ.

წინასწარ მადლობა.

Posted by: Miria 19 Feb 2018, 04:08
ნაცისუფალი
QUOTE
თავისუფალი სამყარო

ეს სად არის?

rolleyes.gif

ციხე-სიმაგრე-სასახლეები ჩვენ არ გვაქვს და - სხვაგან სად წაიყვან ადამიანს თუ არა მთაზე აშენებულ ეკლესიებში.
შიგნით შესვლა აუცილებელი არ არის.
ჯვრის მონასტრიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება.
ზედაზნის მოანსტრის ექოდანაც კარგია გადმოხედვა.
დიდი ვერაფერი ხედია, მაგრამ - მაინც კარგია smile.gif

უფლისციხე არ გინდა?
მანქანით 1 საათში იქ ქნები.

Posted by: ნაცისუფალი 21 Feb 2018, 23:26
Miria
QUOTE
თავისუფალი სამყარო

ეს სად არის?

შენგენი
QUOTE
უფლისციხე არ გინდა?
მანქანით 1 საათში იქ ქნები.

ეს კარგია. წავიყვან აუცილებლად.
QUOTE
ციხე-სიმაგრე-სასახლეები ჩვენ არ გვაქვს და - სხვაგან სად წაიყვან ადამიანს თუ არა მთაზე აშენებულ ეკლესიებში.

გუშინ ყვარელში მყავდნენ, გვირაბში. ღვინოების დეგუსტირებით და რამე. აღფრთოვანებულები დარჩნენ. ყველა ეკლესია-მონასტრებზე მეტად ეგ მოეწონათ.
ოპერაშიც ვიყავით, ტრავიატაზე. შენობის ინტერიერმა გადარიათ. "ტრავიატაც" პრინციპში დაევასათ.

მადლობა გამოხმაურებისთვის.

Posted by: thefreeman 23 Feb 2018, 23:25
წინასწარ ბოდიში თუ არასწორ თემაში ვსვამ კითხვას.
ხელის GPS ნავიგატორისთვის (Garmin 60c) ვეძებ ქართულ რუკას და თუ იცით ვინმემ მიმასწავლეთ, ვინ ყიდის ან სად იშოვება. მთლად უახლესი თუ არ იქნება არაა პრობლემა, ქალაქი არ იყოს სხვა ადგილზე და სოფელი, დანარჩენს მე თვითონ მოვნიშნავ tongue.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 24 Feb 2018, 15:54
thefreeman
QUOTE
წინასწარ ბოდიში თუ არასწორ თემაში ვსვამ კითხვას.
ხელის GPS ნავიგატორისთვის (Garmin 60c) ვეძებ ქართულ რუკას და თუ იცით ვინმემ მიმასწავლეთ, ვინ ყიდის ან სად იშოვება. მთლად უახლესი თუ არ იქნება არაა პრობლემა, ქალაქი არ იყოს სხვა ადგილზე და სოფელი, დანარჩენს მე თვითონ მოვნიშნავ

GPS ნავიგაციისთვის მშვენივრად ვიყენებ გუგლის რუკას. (MAPS.GOOGLE.COM).
სმარტ ტელეფონშია ჩატვირთული, ქართულ ენაზე მაქვს დაყენებული და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩაწერ მისამართს და კორპუსის სადარბაზოთან მიგიყვანს.
პროდუქტი გინდა? - საძიებო ველში ჩაწერ GROSERY STORE და უახლოეს გარემოცვაში ყველა მაღაზიას ამოგიგდებს.
მოგშივდა? - არც რესტორნების მოძიებას დაგზარდება.
იქნებ ტურისტულ ობიექტებს ეძებ. ესეც არაა პრობლემა. მუშაობის დასწქყისი და დასასრული, სამუშაო დღეები და ამ წუტას ღიაა თუ არა, ამასაც გიჩვენებს. ეს კი არა, ტურისტული ნაკადის სიხშირეც სენს ხელშია.

Posted by: thefreeman 24 Feb 2018, 19:42
ბეჟანბეჟანი
მადლობა smile.gif
მე სალაშქროდ მინდა და სადაც ტელეფონი არ იჭერს ისეთი ადგილების თრექები მინდა რომ იყოს ჩაწერილი, ქალაქში კარგად მადგება Google Map. ხელის ნავიგატორი ვიყიდე და მარტო აშშ-ს რუკაა ჩაწერილი.
ისე მაგდენი ფუნქცია თუ ჰქონდა Google Map-ს არ ვიცოდი biggrin.gif ჩავუღრმავდები მაგას tongue.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 25 Feb 2018, 18:23
thefreeman
გუგლშიც შეიძლება წინასწარ რუკის ჩატვირთვა, მოსანახულებელი ადგილის მონიშვნა და შემდეგ უინტერნეტოთ შეიძლება მოგზაურობა, მთავარია GPS გქონდეს ჩართული.
თუმცა რამდენად იცის მთის ბილიკები და ა.შ. ვერაფერს გეტყვი. გზის პირებში კი ტელეფონი ყველგან იჭერს.

Posted by: adshub 16 Jan 2023, 13:32
ნუ მე ძალიან მომწონს შატილი, თუმცა შორია, პრინციპში არის კომპანიები მგ. https://goodway.ge/en და სხვებიც, რომელიც მომსახურებასაც სთავაზობენ თავიანთი მანქანით, თუმცა, რავი საქართველოში ლამაზ ადგილს რა გამოლევს.

Posted by: Aprika 17 Jan 2023, 11:36
საქართველოში მოგზაურობას სადმე უფრო შორს წასვლა ჯობია, უცსოების აეროპორტში თვალს წყალს დაალევინებ

Posted by: Jorik 17 Jan 2023, 18:31
გლდანში მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე smile.gif

Posted by: Green ხახვი 20 Jan 2023, 23:20
QUOTE (Jorik @ 17 Jan 2023, 18:31 )
გლდანში მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე smile.gif

რამდენი ხანია არ ვყოფილვარ
მომენატრა user.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)