Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > ქალობა ტეხავს ბაია თუ რაია?


Posted by: Heahmund 26 Oct 2023, 02:57
რეგისტრაციას რომ გადიხართ რატომ მალავთ სქესს

ზოგადად ქვეყანაშია არაკომფორრული ქალობა თუ ფორუმის პონტია რამე?

Posted by: Хельга 26 Oct 2023, 09:35
QUOTE (Heahmund @ 26 Oct 2023, 02:57 )
რატომ მალავთ სქესს





ჯღან გიოს ან ლაშას რომ არ მოეწერა იმიტომ, მე ეს მიზეზი მქონდა



war.gif



Posted by: levani169 26 Oct 2023, 10:49
ჰელგა
QUOTE

ჯღან გიოს ან ლაშას რომ არ მოეწერა იმიტომ

და რომ მოეწერა რა,კაბა დაგეხეოდა თუ პმ ბოქსი გაგიცვდებოდა?

Posted by: Heahmund 26 Oct 2023, 16:29
QUOTE (ჰელგა @ 26 Oct 2023, 09:35 )
QUOTE (Heahmund @ 26 Oct 2023, 02:57 )
რატომ მალავთ სქესს





ჯღან გიოს ან ლაშას რომ არ მოეწერა იმიტომ, მე ეს მიზეზი მქონდა



war.gif

მე და ჩემ ზმაკაცზე იძახი თუ ჯაკპოტივით გაარტყი სახელებს rolleyes.gif

***

თუ მოწერა არ გინდოდათ
მა ფორუმი რად გინდოდათ
სტუმარსაც აქვს წაკითხვის უფლება spy.gif

***

პს.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: аnderson 16 Nov 2023, 23:49
ქალები ვერ იტანენ ქალები რომ არიან. კაცების შურთ. კაცობა უნდათ. მთელი თანამედროვე ფემინიზმი იმაზეა რომ ქალი თანაბარი კი არა, კაცზე უკეთესიცაა და ჭკვიანიც და ბლა ბლა ბლა. არადა რეალურად შურია. უნდათ რაღაცა, რასაც ვერასოდეს მიიღებენ - ანუ კაცებად ვერ გადაიქცევიან. და რას აკეთებ როცა რაღაც გინდა და ვერასოდეს ვერ მიიღებ? უნდა დაანგრიო ის რაღაცა, იქნებ დაარწმუნო საკუთარი თავი რომ მაგარი ბანძი რამე გინდა და არ ღირს ნდომად. boli.gif

ფორუმზე კიდე იმიტო არ ამხელს ზოგი რო მერე კუტუს ფოტოები არ ჩაუყაროთ პირადში.

Posted by: alesandra 17 Nov 2023, 00:07
аnderson
ზიგმუნდ, შენ ხარ?
spy.gif spy.gif

Posted by: alahambra 17 Nov 2023, 00:53
аnderson
QUOTE
ქალები ვერ იტანენ ქალები რომ არიან. კაცების შურთ. კაცობა უნდათ.


smile.gif))

QUOTE
არადა რეალურად შურია. უნდათ რაღაცა, რასაც ვერასოდეს მიიღებენ - ანუ კაცებად ვერ გადაიქცევიან. და რას აკეთებ როცა რაღაც გინდა და ვერასოდეს ვერ მიიღებ? უნდა დაანგრიო ის რაღაცა, იქნებ დაარწმუნო საკუთარი თავი რომ მაგარი ბანძი რამე გინდა და არ ღირს ნდომად.


ეს გადასვლა სულ მცირე ემპათიასაც კი მოკლებულია...არ შეგფერისsmile.gif

და აი რატომ:

წარმოიდგინე,რომ დაბადებიდან გრძნობ აგდებულ დამოკიდებულებას ოჯახის მამრობითი წევრების მხრიდან...აგდებულს იმ გაგებით,რომ არასრულფასოვნების განცდის კულტივირებას ცდილობს თითოეული მათგანი შენში და მათ მხარს უბავენ უკვე დაზომბირებული მდედრობითი სქესის მქონე ოჯახის წევრებიც.. გინდა არ გინდა, თუ ჯანსაღი ფსიქიკა გაქვს, ქვეცნობიერი სურვილი გექნება დაუმტკიცო ამ შენთვის საყვარელი ოჯახის წევრებს,რომ შენც ხარ სრულფასოვანი არსება, შენი მეობა გაგაჩნია, შენი აზრები, სურვილები, მისწრაფებები და ამ მტკიცების პერიოდში გიწევს ან კაცებს მიბაძო ქმედებებში, ,,გაგებაში,, ან კიდევ გადაიქცე მათ ,,მტრად,, მათ მოძულედ იმის გამო,რომ ისინი ემოციურად ძალადობენ შენზე... გოგოს დაბადებას საქართველოში ისე სიამაყით არ აღნიშნავენ როგორც ბიჭისას --ეს ასეა და ვინმემ რომ საწინააღმდეგო ამტკიცოს ერთეული მაგალითების ჩამოთვლით, საერთო სურათს მაინც არ შეცვლის.


QUOTE
ფორუმზე კიდე იმიტო არ ამხელს ზოგი რო მერე კუტუს ფოტოები არ ჩაუყაროთ პირადში.


smile.gif))))))))))
ეგ არ მომსვლია თავში აზრად... უფრო ვფიქრობდი,რომ ფორუმი აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალება იყო და არ მინდოდა სამამრეთს სქესის გამომზეურების გამო უწი-პუწებით ესაუბრა ჩემთან--დარეგისტრირების მომენტში ასე ვფიქრობდი)) მინდოდა ,რომ ორთაბრძოლას თანასწორობის სურნელი ჰქონოდა))

Posted by: mero93k 17 Nov 2023, 01:52
QUOTE (alahambra @ 17 Nov 2023, 00:53 )

smile.gif))))))))))
ეგ არ მომსვლია თავში აზრად... უფრო ვფიქრობდი,რომ ფორუმი აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალება იყო და არ მინდოდა სამამრეთს სქესის გამომზეურების გამო უწი-პუწებით ესაუბრა ჩემთან--დარეგისტრირების მომენტში ასე ვფიქრობდი)) მინდოდა ,რომ ორთაბრძოლას თანასწორობის სურნელი ჰქონოდა))

ტინკერბელის სურათი მაგიტომ დაიყენე? ჯერაც ვერ დაგწვეს ხო?

Posted by: alahambra 17 Nov 2023, 09:32
mero93k

სხვა ნიკი მქონდა თავიდან, ავატარად მშვიდობის სიმბოლო.

Posted by: аnderson 17 Nov 2023, 16:51
alahambra
QUOTE
წარმოიდგინე,რომ დაბადებიდან გრძნობ აგდებულ დამოკიდებულებას ოჯახის მამრობითი წევრების მხრიდან...



წარმოიდგინე რომ კაცების თავსაც იგივე ხდება. უბრალოდ ვსწავლობთ რომ თავი უნდა დავიმკვიდროთ. კაცად რომ იბადები, მაგის გამო არავინ არ გცემს პატივს ვაფშე. უნდა დაამტკიცო რომ ღირსი ხარ პატივისცემის.

QUOTE
.აგდებულს იმ გაგებით,რომ არასრულფასოვნების განცდის კულტივირებას ცდილობს თითოეული მათგანი შენში და მათ მხარს უბავენ უკვე დაზომბირებული მდედრობითი სქესის მქონე ოჯახის წევრებიც..


კი, ძაან მარტივი წარმოსადგენია, იმიტომ რომ პირიქითაც ასე ხდება. საზოგადოება სრესს სუსტებს და ცდილობს რომ დაგაჩმოროს, განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა, რელიგიისა ა.შ. ქალებიც, შესაბამისად, თუ ხედავენ რომ ჩმორი ხარ, უფრო და უფრო გაჩმორებენ და არ გეკარებიან, ან გიყენებენ. ასე რომ არ იყოს, "ჩმორი" კაცები არ იარსებებდნენ. არადა ყველგან არიან: უბანში, ქუჩაში, პოლიტიკაში, ბიზნესში, ყველგან არიან ჩმორიკები. ჩმორი კაცები უფრო მეტ საქმეს აკეთებენ სხვათაშორის, ვიდრე ნებისმიერი ქალი, ამასაც ვიტყვი - გავკადნიერდები :დ



QUOTE
გოგოს დაბადებას საქართველოში ისე სიამაყით არ აღნიშნავენ როგორც ბიჭისას --ეს ასეა და ვინმემ რომ საწინააღმდეგო ამტკიცოს ერთეული მაგალითების ჩამოთვლით, საერთო სურათს მაინც არ შეცვლის.


ნუ, ეს მარტო საქართველოში არ არის, მაგრამ კი ბატონო, აქაც ასეა. გვარის გამგრძელებელი უნდათ ოჯახებს, რას ვიზამთ. მაგრამ საზოგადოება ინდივიდს ყოველთვის გასრისავს იქამდე, სადამდეც შეძლებს - და ამისათვის ყველა ხელსაწყოს გამოიყენებს: ქალი ხარ? წადი ქუხნაში. ზანგი ხარ? წადი ბამბის კრეფაში. მუსლიმი ხარ? წადი ტერორისტო. კაცი ხარ? ვაი შე მსუქანო. სხვათაშორის, ამავე ფორუმზე და ამავე განყში ჩემს შეურაცხყოფას რომ ცდილობდნენ, ჩემი წონა, სიმაღლე და პროფესია (ჩემი ერთ-ერთი პროფესია მთარგმნელობაა და თურმე ეს დაბალ ლეველზე მაყენებს სოციუმში) მომაძახეს ისე, თითქოს ამით ძაან შევშფოთდებოდი. მაგრამ ქალებმა ხომ იციან რომ საგნები არიან და საგნებად განისჯებიან, ამიტომაც როგორც ერთმანეთს ლანძღავენ ხოლმე, ისე გამომლანძღეს მეც - გამხდარი ხარ იიიი :დდდ

QUOTE
ეგ არ მომსვლია თავში აზრად... უფრო ვფიქრობდი,რომ ფორუმი აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალება იყო და არ მინდოდა სამამრეთს სქესის გამომზეურების გამო უწი-პუწებით ესაუბრა ჩემთან--დარეგისტრირების მომენტში ასე ვფიქრობდი)) მინდოდა ,რომ ორთაბრძოლას თანასწორობის სურნელი ჰქონოდა))


შენი ნიკიდან და პოსტებიდან და ავატარიდან გამომდინარე, ყოველთვის ვიცოდი რომ ქალი იყავი. ეჭვიც არ შემპარვია givi.gif

ლუი სიკეი რო ამბობს თეთრკანიანი რომ ხარ უკეთესიაო, ეგრეა აქაც. კაცი რომ ხარ - უკეთესია ყოფიერება. ანუ მინიმუმ შენი სხეული არ გერჩის და არ გზღუდავს. თორე დანარჩენი იგივეა, ხშირად უარესიც: ომია? მინიმუმ ქვეყნიდან არ გიშვებენ. მძიმეა საქმეა რამე გასაკეთებელი? შენ უნდა ადგე. რამეს დააშავებ? სასჯელი უფრო მკაცრია კაცზე ვიდრე ქალზე. სავალდებულო ჯარი? შენ გეხება, ქალებს არა. კრიტიკული სიტუაციაა სადმე? ჯერ ქალები უნდა გადარჩნენ. ორივე სქესად ყოფნას თავისი სირთულეები ახლავს, არაა ეს ცალმხრივი მოცემულობა, როგორც თანამედროვე "Fემინისტები" ცდილობენ დახატონ. და ამ მახინჯი ნახატებით შეცდომაში შეიყვანეს ქალების და კაცების უდიდესი ნაწილი, რომლებიც ილუზორული წარმოდგენებითა და მოლოდინებით ცხოვრობენ.

Posted by: alahambra 18 Nov 2023, 01:31
аnderson
QUOTE
წარმოიდგინე რომ კაცების თავსაც იგივე ხდება. უბრალოდ ვსწავლობთ რომ თავი უნდა დავიმკვიდროთ. კაცად რომ იბადები, მაგის გამო არავინ არ გცემს პატივს ვაფშე. უნდა დაამტკიცო რომ ღირსი ხარ პატივისცემის.



ეგ გასაგებია,მაგრამ სხვა თემაა... მე ყურადღებას ვამახვილებდი იმ ფაქტზე,რომ გოგონებს უფრო ნაკლები პრივილეგიები აქვთ ქართულ ოჯახებში,ვიდრე ბიჭებს და ამ პრივილეგიების მინიჭება მხოლოდ სქესის გამო ხდება .

QUOTE
ნუ, ეს მარტო საქართველოში არ არის, მაგრამ კი ბატონო, აქაც ასეა. გვარის გამგრძელებელი უნდათ ოჯახებს, რას ვიზამთ. მაგრამ საზოგადოება ინდივიდს ყოველთვის გასრისავს იქამდე, სადამდეც შეძლებს - და ამისათვის ყველა ხელსაწყოს გამოიყენებს: ქალი ხარ? წადი ქუხნაში. ზანგი ხარ? წადი ბამბის კრეფაში. მუსლიმი ხარ? წადი ტერორისტო. კაცი ხარ? ვაი შე მსუქანო.



ოდესღაც მიაღწევს საზოგადოება განვითარების იმ დონეს,რომ ერთმანეთის ჭამის მოთხოვნილება გაუქრებათ მის წევრებს.

QUOTE
შენი ნიკიდან და პოსტებიდან და ავატარიდან გამომდინარე, ყოველთვის ვიცოდი რომ ქალი იყავი. ეჭვიც არ შემპარვია


სხვა ნიკი მქონდა თავიდან, სხვა ავატარი,პოსტები კიდევ უსქესო და ნეიტრალური))) თან ეხლაც ვერ ვხვდები ეს რატომ უნდა იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი :

QUOTE
ფორუმზე კიდე იმიტო არ ამხელს ზოგი რო მერე კუტუს ფოტოები არ ჩაუყაროთ პირადში.


ანუ ვინმემ მასეთი ფოტო რომ ჩამიგდოს მე რატომ ვზიანდები მაგით???? უფრო საკუთარ თავს აზიანებს ჩამგდები--იქნებ გადამიტრიალდეს ჭკუა და მის საწინააღმდეგოდ გამოვიყენო ეგ ფოტოები...რავიც..


QUOTE
ლუი სიკეი რო ამბობს თეთრკანიანი რომ ხარ უკეთესიაო, ეგრეა აქაც. კაცი რომ ხარ - უკეთესია ყოფიერება. ანუ მინიმუმ შენი სხეული არ გერჩის და არ გზღუდავს. თორე დანარჩენი იგივეა, ხშირად უარესიც: ომია? მინიმუმ ქვეყნიდან არ გიშვებენ. მძიმეა საქმეა რამე გასაკეთებელი? შენ უნდა ადგე. რამეს დააშავებ? სასჯელი უფრო მკაცრია კაცზე ვიდრე ქალზე. სავალდებულო ჯარი? შენ გეხება, ქალებს არა. კრიტიკული სიტუაციაა სადმე? ჯერ ქალები უნდა გადარჩნენ. ორივე სქესად ყოფნას თავისი სირთულეები ახლავს, არაა ეს ცალმხრივი მოცემულობა, როგორც თანამედროვე "Fემინისტები" ცდილობენ დახატონ. და ამ მახინჯი ნახატებით შეცდომაში შეიყვანეს ქალების და კაცების უდიდესი ნაწილი, რომლებიც ილუზორული წარმოდგენებითა და მოლოდინებით ცხოვრობენ.



ეს ყველაფერი გასაგებია, მე მხოლოდ იმას ვამბობ,რომ თავად ფემინიზმი ისევ და ისევ კაცების მიერ არის პროვოცირებული... ძაღლი რომ ჯაჭვით დააბა ხომ გააბოროტებ და ავს გახდი, ასევეა ფემინისტების შემთხვევაშიც ...

Posted by: MirMax 18 Nov 2023, 11:03
ერთი ფემინისტი ლესბიანკა ქალი იყო და ექსპერიმენტის მიზნით კაცად გადიქცია თავი 2 წელი დადიოდა დეითებზე ქალი ვერ დაკერა.. ვერაფერი ვერ ქნა სრულიად ამოუყირავდა წარმოდგენა დეპრესია დაემართა და თავი მოიკლა საბოლოოდ წიგნიც დაწერა..

Norah Vincent: The Woman Behind 'Self-Made Man'

Posted by: аnderson 19 Nov 2023, 19:27
alahambra
QUOTE
ეგ გასაგებია,მაგრამ სხვა თემაა... მე ყურადღებას ვამახვილებდი იმ ფაქტზე,რომ გოგონებს უფრო ნაკლები პრივილეგიები აქვთ ქართულ ოჯახებში,ვიდრე ბიჭებს და ამ პრივილეგიების მინიჭება მხოლოდ სქესის გამო ხდება .



ნაკლები არ აქვთ, განსხვავებული აქვთ. არის საქმეები, რასაც გოგოებს ავალდებულებენ, და არის საქმეები რასაც ბიჭებს ავალდებულებენ. ჩემი მეგობარი გოგოები ერთხელაც არ მინახავს მანქანის ქვეშ, ან შლანგებით ხელში, ან სახურავზე. ქალებს უფრთხილდებიან ფიზიკურად ქართული და ყველა ოჯახები ბევრად უფრო მეტად, ვიდრე კაცებს/ბიჭებს.

გოგოს შეუძლია მშიშარა იყოს. ოდესმე გაგიგია ვინმეზე ეთქვათ, უიმე რა ლაჩარი გოგოაო? მშიშარა ქალიაო? არა. კაცისთვის უდიდესი სირცხვილია ეგეთი რამე რომ მოხდეს. უბრალოდ ის პრივილეგიები, რაც ქალებს აქვთ, უხილავი რჩება მათთვის.

QUOTE
ოდესღაც მიაღწევს საზოგადოება განვითარების იმ დონეს,რომ ერთმანეთის ჭამის მოთხოვნილება გაუქრებათ მის წევრებს.


ეჭვი მეპარება. ძალაუფლებისა და სოციალური სტატუსის წყურვილი ძალიან დიდხანს არ გაქრება არსად.

QUOTE
ანუ ვინმემ მასეთი ფოტო რომ ჩამიგდოს მე რატომ ვზიანდები მაგით???? უფრო საკუთარ თავს აზიანებს ჩამგდები--იქნებ გადამიტრიალდეს ჭკუა და მის საწინააღმდეგოდ გამოვიყენო ეგ ფოტოები...რავიც..


ამაში, გარკვეულწილად გეთანხმები. მაგრამ რა ვიცი, ქალებს ზოგადად არ უყვართ ეგეთ ფოტოებს რომ უყრიან და ბევრს ეს თავდასხმადაც კი მიაჩნია და ტრამვას აყენებს. ქალებისგან რაც მსმენია იმას ვამბობ, მე არ ვიცი. თუმცა, მეც ნამდვილად არ მესიამოვნებოდა ტიტველი კაცების ფოტოები ჩემ პმ-ში :დდდ


QUOTE
ეს ყველაფერი გასაგებია, მე მხოლოდ იმას ვამბობ,რომ თავად ფემინიზმი ისევ და ისევ კაცების მიერ არის პროვოცირებული... ძაღლი რომ ჯაჭვით დააბა ხომ გააბოროტებ და ავს გახდი, ასევეა ფემინისტების შემთხვევაშიც ...


კაცების მიერ არ არის პროვოცირებული. კონკრეტული ჯგუფის მიერ არის პროვოცირებული და ფინანსური სარგებელის მოტივით ხელოვნურად წამოწეული. თითქმის ორჯერ მეტ მუშა ხელს იღებ შრომით ბაზარზე იგივე ხარჯის სანაცვლოდ. უფრო ქსაქსავ საზოგადოებას და მარტივად აკონტროლებ.

ის, რომ მცირე ელიტარული ჯგუფები, რომლებიც ხშირად ქვეყნების სათავეში ექცევიან და ამა თუ იმ გადაწყვეტილებას იღებენ, არ ნიშნავს რომ ეს "კაცებმა" ქნეს. 9-ჯერ მეტი კაცი კვდება ყოველ დღე ვიდრე ქალი. ის ახალი გზა რომ გაიყვანეს რიკოთზე, ვისი გვამებია ჩამარხული იქ? უკრაინაში რომ ომია, ვინ იხოცება იქ? კი, მოქალაქეები ქალებიც დაშავდნენ და კაცებიც და ბავშვებიც, მაგრამ პრაგმატულად რომ მივუდგეთ რამდენიემ ასეული ათასი კაცია მკვდარი.

ის რომ საზოგადოებები და ცივილიზაციები კაცებზე დგას, არ ნიშნავს იმას რომ კაცებს აქვთ რაიმე განსაკუთრებული პრივილეგია. რამდენი პრივილეგიაც აქვთ, ორი იმდენი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

თორე რავი, რა უფლება/პრივილეგია მაქვს მე, რაც შენ არ გაქვს? შენ აბორტის უფლება გაქ - მე არა. ომში წასვლის ვალდებულება მე მაკისრია, შენ არა. კაცი რომ მოვკლათ, მე უფრო მეტს მომისჯიან და ციხეში ჩამსვამენ, შენ ქალთა კოლონიაში გაგიშვებენ - ბანაკში რომ იყო და კერვა ისწავლო lol.gif

თუ უფრო მორალურ/ეთიკურ სივრცეზეა საუბარი და არა კანონებზე: მე თუ არ ვიმუშავე და რაღაც რესურსი არ შევქმენი, თითქმის რომ არცერთი ქალი არ შემომხედავ. შენ თუ არაფერს გააკეთებ, კაცების საკმაო ნაწილი (უმეტესობა) შემოგხედავს და მისთვის ისეთივე სრულფასოვანი ქალი იქნები, როგორც ნებისმიერი სხვა.

ახლა, მამიკო რომ გვიან სახლიდან არ უშვებს ქალიშვილს საბოზაოდ და ბიჭს უშვებს, მაგაზე თუ უნდა გავიყვანოთ ამხელა თემა, რავი მაშინ :დდდ არასერიოზულია მინიმუმ.

Posted by: alahambra 19 Nov 2023, 22:10
аnderson
QUOTE
ნაკლები არ აქვთ, განსხვავებული აქვთ. არის საქმეები, რასაც გოგოებს ავალდებულებენ, და არის საქმეები რასაც ბიჭებს ავალდებულებენ. ჩემი მეგობარი გოგოები ერთხელაც არ მინახავს მანქანის ქვეშ, ან შლანგებით ხელში, ან სახურავზე. ქალებს უფრთხილდებიან ფიზიკურად ქართული და ყველა ოჯახები ბევრად უფრო მეტად, ვიდრე კაცებს/ბიჭებს.

გოგოს შეუძლია მშიშარა იყოს. ოდესმე გაგიგია ვინმეზე ეთქვათ, უიმე რა ლაჩარი გოგოაო? მშიშარა ქალიაო? არა. კაცისთვის უდიდესი სირცხვილია ეგეთი რამე რომ მოხდეს. უბრალოდ ის პრივილეგიები, რაც ქალებს აქვთ, უხილავი რჩება მათთვის.



პრივილეგიებში ვგულისხმობ ქონების გაყოფის საკითხს, ასევე ჩაცმა-დახურვაში არჩევანის თავისუფლებას, მეგობრებთან ერთად მარტო სასეირნოდ ან სამოგზაუროდ წასვლის თავისუფლებას-- გოგოებს ზღუდავენ ასეთ საკითხებში, ბიჭებს სრული თავისუფლება აქვთ... შეიძლება ხმა სულაც არ ამოიღოს გოგომ ,როდესაც მშობელი თავის ქონებას ბოლომდე ბიჭს გადაულოცავს, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მშობელი სამართლიანად იქცევა...შეიძლებას ეს გოგო სულ ვერ გათხოვდეს და რჩება ბოლოს ძმის და მისი ცოლ-შვილის მოსამსახურედ მამისეულ სახლში-- რეგიონებში უმრავლესობა დღემდე ასე ცხოვრობს და კი ბატონო--კანონმდებლობა გეუბნება,რომ ქონება გოგოს და ბიჭს შორის თანაბრად ნაწილდებაო,მაგრამ ისე ჰყავთ გოგოები ოჯახებს მიჩმორებული,რომ ხმის ამოღებას ვერ ბედავს მათი დიდი უმრავლესობა... ეგ კი არა გოგოებს აიძულებენ და აჩვევენ პატარაობიდანვე,რომ ძმებს ემსახურონ,ტანისამოსი ურეცხონ და საჭმელი გაუკეთონ....არადა ეგ მშობლის მოვალეობაა მხოლოდ და ისიც 16 წლის ასაკამდე...

QUOTE
თუ უფრო მორალურ/ეთიკურ სივრცეზეა საუბარი და არა კანონებზე: მე თუ არ ვიმუშავე და რაღაც რესურსი არ შევქმენი, თითქმის რომ არცერთი ქალი არ შემომხედავ. შენ თუ არაფერს გააკეთებ, კაცების საკმაო ნაწილი (უმეტესობა) შემოგხედავს და მისთვის ისეთივე სრულფასოვანი ქალი იქნები, როგორც ნებისმიერი სხვა.


ეგ შეიძლება გასულ საუკუნეში იყო მასე, კომუნისტების დროს, როდესაც საკვების ფული არავის უჭირდა და ყველა დასაქმებული იყო ან კოლმეურნეობაში,ან ფაბრიკა-ქარხნებში და უფრო ზემოთ და ზემოთ პარტიული ხაზით... ეხლა მამაკაცებიც და ქალებიც ზუსტად შემოსავლების მიხედვით ირჩევენ მეწყვილეს...შეიძლება შენი სახით არსებობს გამონაკლისი,მაგრამ ეგ არ ცვლის საერთო სურათს...

და ეხლანდელ დროში გოგონა პატარაობიდანვე თუ არ მოამზადე ამ ველურ ჯუნგლებში ცხოვრებისთვის, დამოუკიდებელი აზროვნება თუ არ ასტიმულირე მასში და თავისუფლების განცდა, ძალიან გაუჭირდება გზის გაკვლევა და დაიჩაგრება. ქართველ ბავშვებს და ევროპელ ბავშვებს რომ ვადარებ მაგ საკითხში ერთმანეთს, ძალიან დიდ განსხვავებას ვპოულობ... ქართველები მგონი ზრდასრულ ასაკშიც კი ინფანტილურები არიან და ესენი კიდევ უკვე 9-10 წლის ასაკიდან საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმულები,გზაზე მოძრაობის წესები 12 წლის ასაკში ყველამ იცის, საკუთარი ქვეყნის კანონებში გარკვეულები და არჩევნებზე უნდა ნახო რა მონდომებით დადიან 18 წლის ასაკიდან... პროფესიული განვითარების კუთხით კიდევ 18 წლის გოგო უფრო მაგრად მოგემსახურება გინდ რესტორანში,გინდ სოც.სამსახურში,ნებისმიერ სფეროში,ვიდრე საქართველოში 40 წლის ქალი...

Posted by: alesandra 20 Nov 2023, 01:20
аnderson
QUOTE
ნაკლები არ აქვთ, განსხვავებული აქვთ. არის საქმეები, რასაც გოგოებს ავალდებულებენ, და არის საქმეები რასაც ბიჭებს ავალდებულებენ. ჩემი მეგობარი გოგოები ერთხელაც არ მინახავს მანქანის ქვეშ, ან შლანგებით ხელში, ან სახურავზე. ქალებს უფრთხილდებიან ფიზიკურად ქართული და ყველა ოჯახები ბევრად უფრო მეტად, ვიდრე კაცებს/ბიჭებს.

გოგოს შეუძლია მშიშარა იყოს. ოდესმე გაგიგია ვინმეზე ეთქვათ, უიმე რა ლაჩარი გოგოაო? მშიშარა ქალიაო? არა. კაცისთვის უდიდესი სირცხვილია ეგეთი რამე რომ მოხდეს. უბრალოდ ის პრივილეგიები, რაც ქალებს აქვთ, უხილავი რჩება მათთვის.


რა შუაშია აქ პრივილიგიები და ვალდებულებები. ეს ქალის და კაცის ბუნებაა და ღმერთმა ჩადო მათში ასე.
ჩემი სამი წლის ბიჭი ლამისაა ეხლა შეძვრეს მანქანის ქვეშ და ჭხიკინი დაუწყოს, უბრალოდ არ ვუშვებთ. ქანჩებს და ხელსაწყოებს ხომ საერთოდ ვერ ააგლეჯ და ყოველდღე მიყვები, როგორ არ შეეშინდება და თოფით დამიცავს, თუ მგელი ჩემს წასაყვანად მოვა. ამ დროს კი მისი ტოლი გოგო მაცდურად დახტის მის წინ და ეუბნება : ბიჭო, რა დროს ეგ არის, შემხედე, რა ლამაზი კაბა მაცვია.
გოგოს თუ ფიზიკურად არ გაუფრთხილდი, ის საკუთარ ქალურობაში ეჭვს შეიტანს და მთელი ცხოვრება დაიტანჯება ამ არასრულფასოვნებს კომპლექსით. ბიჭს თუ ფიზიკურად ისევე გაუფრთხილდი როგორც გოგოს, ის არავაჟკაცური გამოვა.

Posted by: kodeqsi 20 Nov 2023, 02:04
სამდედრეთს რომ პრივილეგიები აქვენ, თანაც დაკანონებული, მასეთი მამრებს არც დაგვსიზმრებია სიმონ... პენსიაზე უფრო ადრე გადიან (არადა მდედრების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მეტია), სამხედრო სამსახური მათ არ ეხებათ, მდედრთა შრომა უფრო დაცულია შრომის კოდექსით, გაყრისას შვილებს მათ უტოვებენ წესისამებრ, სასამართლო დაკანონებული პრაქტიკით, დეკრეტულ შვებულებას მხოლოდ მათ უნაზღაურებენ კანონით (არადა ქმარმაც შეიძლება ისარგებლოს ამ შვებულებით), სამდედრო სავალდებულო კვოტებია დაკანონებული პარლამენტშიც კი, სექსუალური შევიწროებისთვის მხოლოდ მამრებს სჯის კანონი და მიშტერებაც კი ამაში ჩასვეს, არადა მდედრებმა რომ მოშტერება იციან, მტრისას, არც კი იცი ხოლმე სად დაიმალო უხერხულობისგან მსხვერპლმა მამრმა... )))

ეს ყველაფერი სამართლებრივად, ტრადიციულად კი უამრავზე უამრავი პრივილეგიები და პრიორიტეტები აქვენ მათ, ვერც კი ჩამოთვლი ყველას, ერთი ითქმის განზოგადებით, რომ პრინცესებივით ზრდიან და უფრთხილდებიან ოჯახები მდედრს ჩვენთან და იმიტომაც არიან მერე ისინი ესოდენ წუნიები და კაპრიზიანები... )))

პ.ს. რაც შეეხება სქესთმალვას, ვინც მალავს, თვისზე ლგბტქიუ+ ეჭვს აღძრავს უეჭველი... )))

Posted by: alesandra 20 Nov 2023, 03:02
аnderson
QUOTE
მე თუ არ ვიმუშავე და რაღაც რესურსი არ შევქმენი, თითქმის რომ არცერთი ქალი არ შემომხედავ. შენ თუ არაფერს გააკეთებ, კაცების საკმაო ნაწილი (უმეტესობა) შემოგხედავს და მისთვის ისეთივე სრულფასოვანი ქალი იქნები, როგორც ნებისმიერი სხვა.


მეტიც, თუ კაცმა არ იმუშავა, რაღაცა არ გააკეთა, რაღაცა არ შექმნა, რაღაცა არ გააფუჭა, რაღაცა არ დაანგრია, რაღაცა არ გაანადგურა, მას ქალი კი არა, არავინ არ შეხედავს ზედ.
ქალი კი, რატომღაც, ყველა ვარიანტში სრულფასოვანია. ეს იმიტომ, რომ ქალი თვითკმარი არსებაა.
მახსოვს დავწერე ეს ადრე და, მგონი, შენ შემეკამათე ხმალამოღებული.
* * *
kodeqsi
მართალი ხარ, ქალად ყოფნა უკვე პრივილეგიაა.
და შენს სიაში მთავარი პრივილეგიები საერთოდაც გამოტოვებულია.

Posted by: neocyberman 20 Nov 2023, 08:56
alesandra
ამიტომაა დიდი მოთXვნაც

მაგრამ ხომ იცი მოთხვნაზე რაც ხდება?

ვისაც დიდი მაყუთი ან დიდი შNო აქვს ერგება კიდეც

ეგეერ უგულავას შეხედე,მეხუთე ცოლი ყვას,ეხლა იმისგნადა ცდაყრის გოჭებს დ აიქნბე ამასე

საინტერესო ისაა ის გოჭები რომ დაიზრდებიან ვინ იქნებიან\

Posted by: alesandra 20 Nov 2023, 11:47
QUOTE
ეგეერ უგულავას შეხედე


რა ამაზრზენია სულიერი და ფიზიკური სიმახინჯე ერთად.

Posted by: neocyberman 20 Nov 2023, 12:11
alesandra
ხახ,აბა მის ნაშებს თუ ცოლებს კითXე?

Posted by: SabArch 20 Nov 2023, 13:55
უგულავასაც და შალიკო რამიშვილსაც სუ დიშლაზე კიდიათ თუ ვინ რას იფიქრებს მათზე. არც ცოლის გარეშე დარჩებიან და არც ნაშობის. რაღაცას მაინც წარმოადგენენ ორივე და ქალებსაც მაგრად კიდიათ მათი ვიზუალი თუ სულიერი სამყარო.

////////////////

Posted by: ZenMaster 20 Nov 2023, 14:19
alesandra
QUOTE
ეს იმიტომ, რომ ქალი თვითკმარი არსებაა.

ქალი კი არაა თვითკმარი არსება
პირიქით

კაცი რომაა თვითკმარი არსება და ქალები გვაწვებით
გინდ ოჯახში გინდ სოციუმში რომ სულ "დვიჟენიაში" უნდა ვიყოთ და რამეს უნდა ვაკეთებდეთ სწორედაც რომ ეგაა
ქალი რომ თვითკმარი იყოს და კაცის თვითკმარობით კმაყოფილდებოდეს ძალიან ბევრს უკვე ეყოლებოდა ოჯახი შექმნილი და ბედნიერიც იქნებოდა
მაგრამ ქალი არასდროსაა თვითკმარი
პირიქით

გამომდინარე იქიდან რომ ქალი კაცზე სუსტია ყოველთვის სჭირდება ერთობის განცდა
რაც სოციალურობაში ვლინდება ( ქალი მეტად სოციალურია )
ქალს ყოველთვის უნდა ბოლო მოდელის ტელეფონი, მოდაზე ფეხის აყოლა, ტრენდებზე ფეხის აყოლა და ა.შ
ეს ყველაფერი ატრიბუტია სოციალურობის, რადგან ყოველივე ეს ტრენდშია
სოციუმი საკუთარ თავს ყოველივე ამაში გამოხატავს

აიღეთ დღევანდელი ქალები, უფრო მეტად 30 წლამდე
ყველა ერთნაირია
ერთნაირად აცვიათ
ერთნაირად იღებენ ფოტოებს პოზებში
ერთნაირი ტატუები აქვთ

როცა კაცს შეუძლია დახეული ჩუსტებით ქვაზე იცხოვროს
ქალი ამას ვერასდროს შეეგუება

ვისაც უნდა ხედავს და არასდროს იშვერს თითებს რო კაცები არიან პრობლემის თავი და თავი

Posted by: SabArch 20 Nov 2023, 14:22
აზრი არ აქვს მაგ ყველაფრის ახსნას, მაინც არ აღიარებს არც ერთი ქალი მაგას.

////////////////////

Posted by: alesandra 20 Nov 2023, 14:25
QUOTE
უგულავასაც და შალიკო რამიშვილსაც

აი, როგორ უნდა გძულდეს ქალს საკუთარი თავი, რომ მასეთ ტიპთან საქმე დაიჭირო.

Posted by: SabArch 20 Nov 2023, 15:05
ქალი ტყუილ-უბრალოდ არავისთან დაიჭერს საქმეს.

/////////////////

Posted by: kodeqsi 21 Nov 2023, 06:02
alesandra
QUOTE
მართალი ხარ, ქალად ყოფნა უკვე პრივილეგიაა.

აბა რა, აბა რა, ტრადიციულ მდედრს უნდა შენახვა და ის აშკარად და ცალსახად ითხოვს კიდეც მამრისგან შენახვას, ეს მის ბუნებით მოცემულობაშია თანდაყოლილ უპირობო რეფლექსად, ეგზისტენციურ ინსტინქტურ დონეზე ლამის... არატრადიციული, ანუ მუტანტი მდედრი (ე.წ. ფემინისტი) კი კიდევ უფრო შორსაა წასული ამ პრივილეგიებში, შენახვასაც ითხოვს და თანაბარ უფლებებსაც მამრთან, და მეტიც, ზოგი ფემინოფურია მდედრი საერთოდ მამრეთზე მეტ უფლება-თავისუფლებებსაც კი ითხოვს შინ და გარეთაც... vis.gif ფსიქიატრიული მედიცინა კიდევ მათ წინაშე სრულჲად უძლურია... )))

QUOTE
შენს სიაში მთავარი პრივილეგიები საერთოდაც გამოტოვებულია.

აი, იმდენად ხართ გაკადნიერებულნი ვაი-თანამედროვე ფემინომდედრნი, რომ ამ კაცობრიობაკატასტროფულ ფემინიზებად ტენდენციათ ასპექტში სამდედრეთის მამრიზაციის სასოწარკვეთილი მცდელობის დაუოკებელ ფემინოპროცესთ ტენდენციურ ანგლობასაც კი არ უშინდებით... facepalm.gif vis.gif help.gif )))

Posted by: ქორიონი 25 May 2024, 16:21
გამარჯობათ ,დრო არ ითმენს 30 პოსტია ,წარმატებები smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)