Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > მოვწონვარ გოგოს და მალავს?


Posted by: Marvin the Martian 1 Feb 2024, 12:59
რამდენიმე თვის წინ ერთ დიდ ორგანიზაციაში სტაჟიორ ოპერატორთან მოვხვდი. არაფერი ზედმეტი არ მიკითხავს საქმის გარდა. რამდენიმე კვირის შემდეგ სხვა ფილიალში გადავეყარე მეორედ. რამდენჯერმე მქონდა შეხება, მაგრამ აქტიურად არ გვისაუბრია, მორიდებული გოგო ჩანდა.

რამდენიმე კვირის მერე ჩემი ინტერესის ობიექტი სხვა ფილიალში გადავიდა და მეც იქ წავედი. რომ შევაღე კარები, თავზე ადგა სხვა თანამშრომელს და რომ შემავლო თვალი ვინც ვიყავი, ეგრევე თავის კომპიუტერს მიახტა და მობრძანდითო, ურიგოდ მიმიღო. წამომდგარს შეყავდა კომპიუტერში მონაცემები, ტანი ჩემსკენ ქონდა მომართული. მერე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ადრინდელი მსგავსი ისტორიის მოყოლა დავიწყე და ეშმაკური თვალებით მიყურებდა და მეორე თანამშრომელიც გამოვიდა, ადრე მასთან ერთად იყო წინა ფილიალში და მიღიმოდა.

კიდევ რომ მივედი ახალ ფილიალში, სერიოზული სახით უჯდა კომპიუტერს და გვერდზე თანამშრომლებს შევხედე და ვეკითხები სად არიან ძველები-მეთქი. ცოტა გაწიწმატდა და ღიმილით მეუბნება ზოგმა თავი დაანებაო, ზოგი გათხოვდაო და თვალებში ვერ მიყურებს ამ დროს. მერე მომიწია იმის ხსენება რომ საჩუქარი პატარა ბავშვისთვის ვიყიდე და უცებ დავამატე რომ ნათესავი ბავშვი იყო და საკუთარი ბავშვები არ მყავდა. მერე პატარა პრობლემა შეიქმნა და ვიკამათეთ და არ მითმობდა პოზიციას, მგონი ძალით გამიწელა საუბარი და ჭკუას მარიგებდა. მე არაფერი ცუდი არ მითქვამს და არც მიყვირია. მერე ბოდიში მომიხადა რომ მაპატიეთ ამდენი ხანი რომ დაგაკავეთო და მე ვუთხარი არაუშავსო და უკნიდან მიყურებდა რომ გავდიოდი.

კიდევ რომ მომიწია მისვლა, გამოპრანჭული და გარეგნობა შეცვლილი მივედი შორიდან დამინახა და სახე შეეცვალა. რომ შევედი, დავაიგნორე და რიგის ნომერი რომ ავიღე, არ მიმიღო და გვერდით ოპერატორთან მოვხვდი და ნაწყენმა გამომხედა.

თქვენი აზრით მიხვდა რომ მაგის გულისთვის დავდივარ იმ მესამე ფილიალში? აქვს ჩემდამი სიმპატია და ელოდება ჩემს აქტიურობას? ჩემი პირადობა ბევრჯერ ნანახი აქვს და ეცოდინება რომ მაგაზე თითქმის 2-ჯერ დიდი ვარ ასაკით.

Posted by: Asklipiodotaa 1 Feb 2024, 13:17
იმედია ხვდებით, რომ ეს პოსტი არ წამიკითხავს.
ამის წაკითხვას სჯობს ვიკიპედიაში რამე წავიკითხოთ და კიდევ ერთხელ შევმატოთ საკუთარ თავს , საკუთარ სახლს , კიდევ ერთი აგური yes.gif

თემის სათაურიდანვე ჩანს, რომ იგი ძალიან გამოუცდელია yes.gif
მე პარალელურად პოდკასტს ვუსმენ და პრესი მაქვს დაჭიმული.
ანუ სამ საქმეს ვაკეთებ ერთად.
რას შვები შენ, ადამიანო? smile.gif


ერთი გოგო თვალებით მეკონტაქტებოდა, მიღიმოდა, ესეც კი არ იყო ჩემთვის მისვლის მიზეზი. ზუსტად ერთი კვიროს თავზე თვითონ დამიჯდა.
მე როგორც ნამდვილ მამაკაცმა, საუბარი პირველი დავასრულე და ფეისბუქიც გამოვართვი.
ნახევარი საათი ვიმესიჯეთ და უკვე ზღვარი დამიწესა.
დავსინე და აღარ მიმიწერია, მისასვლელი გზა კი არასდროს მომიჭრია lol.gif

აქ კიდევ იმასს წერენ
- 30 + მამაკაცის ცხოვრება დასრულდაო lol.gif

Posted by: Marvin the Martian 1 Feb 2024, 13:33
Asklipiodotaa
არ მაქვს გარკვეული მიზეზების გამო ფეისბუქი, თორემ როგორ გგონია აქამდე არ მივწერდი? თან იქ ხალხმრავლობაში მერიდება რომ პაემანი შევთავაზო. ცოტა შევამოკლე პირველი პოსტი.

Posted by: daviti35 1 Feb 2024, 13:57
QUOTE (Asklipiodotaa @ 1 Feb 2024, 13:17 )


აქ კიდევ იმასს წერენ
- 30 + მამაკაცის ცხოვრება დასრულდაო lol.gif

არ დაიჯერო. აგერ 39 წლის გავხდი და კვლავაც უამრავი გოგო მეპრანჭება სამსახურში თუ გარეთ.
ბოლო გოგო რომელიც დაიქრაშა ჩემზე საცხობის გამყიდველი 27 წლამდე გამხდარი ნორმალური გარეგნობის გოგოა სადაც ყოველდღე მივდივარ შესვენებაზე საჭმლის საყიდლად. მივალ ვეტყვი ხაჭაპური ან ლობიანი მინდა მოვტრიალდები და მოვდივარ. არანაირი ზედმეტი ინიციატივა ჩემგან. ამიტომ ყოველდღე თვითონ იწყებს საუბარს და ხან რას მეკითხება ხან რას. მეც თავს ვიფასებ და ბევრს არ ველაპარაკები ვაიძულებ უფრო აქტიური გახდეს.


ასე რომ კიდე ბევრი გოგო დაიქრაშება შენზე 30 და 40 წელიც არაფერია. 50 არვიცი ჯერ იქამდე არ მივსულვარ.

Posted by: kaiser Soze 1 Feb 2024, 14:30
კაცებისთვის 30+ არის საუკეთესო ასაკი. ხო არ ღადაობთ.

ცოტა ჭაღარაც რომ გეპარება უკვე. მითუმეტეს როცა ფული გაქვს (30სას გაცილებით მეტი გაქვს ვიდრე 20სას), უკეთესი ზმანი, მანქანა. თან სხეულს ყურადღებას აქცევ.
თან მეტი ცხოვრებისული გამოცდილება გაქვს, მითუმეტეს ქალებთან მოქცევის გამოცდილება, საწოლში და საწოლს გარეთ.
პლუს მეტი ცოდნა და ერუდიცია - საკუთარი ცხოვრებისეული ფილოსოფია.

ფიზიკურად, მართლა მონდომებაზეა. თუ ვარჯიშობ, გაცილებით უკეთეს ფორმაში იქნები 40 წლისა ვიდრე 20 წლისა იყავი. გინდ ძალით, გინდ გამძლეობით.
რადგან 20 წლისა არავინ ვარჯიშობს სერიოზულად, გარდა პროფესიონალი სპორცმენებისა, რომლებიც 1% ზე ნაკლებია.

ბალზაკის ასაკის კაცები ;დ

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 1 Feb 2024, 14:33
QUOTE
რამდენიმე თვის წინ ერთ დიდ ორგანიზაციაში სტაჟიორ ოპერატორთან მოვხვდი. არაფერი ზედმეტი არ მიკითხავს საქმის გარდა. რამდენიმე კვირის შემდეგ სხვა ფილიალში გადავეყარე მეორედ. რამდენჯერმე მქონდა შეხება, მაგრამ აქტიურად არ გვისაუბრია, მორიდებული გოგო ჩანდა.

რამდენიმე კვირის მერე ჩემი ინტერესის ობიექტი სხვა ფილიალში გადავიდა და მეც იქ წავედი. რომ შევაღე კარები, თავზე ადგა სხვა თანამშრომელს და რომ შემავლო თვალი ვინც ვიყავი, ეგრევე თავის კომპიუტერს მიახტა და მობრძანდითო, ურიგოდ მიმიღო. წამომდგარს შეყავდა კომპიუტერში მონაცემები, ტანი ჩემსკენ ქონდა მომართული. მერე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ადრინდელი მსგავსი ისტორიის მოყოლა დავიწყე და ეშმაკური თვალებით მიყურებდა და მეორე თანამშრომელიც გამოვიდა, ადრე მასთან ერთად იყო წინა ფილიალში და მიღიმოდა.

კიდევ რომ მივედი ახალ ფილიალში, სერიოზული სახით უჯდა კომპიუტერს და გვერდზე თანამშრომლებს შევხედე და ვეკითხები სად არიან ძველები-მეთქი. ცოტა გაწიწმატდა და ღიმილით მეუბნება ზოგმა თავი დაანებაო, ზოგი გათხოვდაო და თვალებში ვერ მიყურებს ამ დროს. მერე მომიწია იმის ხსენება რომ საჩუქარი პატარა ბავშვისთვის ვიყიდე და უცებ დავამატე რომ ნათესავი ბავშვი იყო და საკუთარი ბავშვები არ მყავდა. მერე პატარა პრობლემა შეიქმნა და ვიკამათეთ და არ მითმობდა პოზიციას, მგონი ძალით გამიწელა საუბარი და ჭკუას მარიგებდა. მე არაფერი ცუდი არ მითქვამს და არც მიყვირია. მერე ბოდიში მომიხადა რომ მაპატიეთ ამდენი ხანი რომ დაგაკავეთო და მე ვუთხარი არაუშავსო და უკნიდან მიყურებდა რომ გავდიოდი.

კიდევ რომ მომიწია მისვლა, გამოპრანჭული და გარეგნობა შეცვლილი მივედი შორიდან დამინახა და სახე შეეცვალა. რომ შევედი, დავაიგნორე და რიგის ნომერი რომ ავიღე, არ მიმიღო და გვერდით ოპერატორთან მოვხვდი და ნაწყენმა გამომხედა.

თქვენი აზრით მიხვდა რომ მაგის გულისთვის დავდივარ იმ მესამე ფილიალში? აქვს ჩემდამი სიმპატია და ელოდება ჩემს აქტიურობას? ჩემი პირადობა ბევრჯერ ნანახი აქვს და ეცოდინება რომ მაგაზე თითქმის 2-ჯერ დიდი ვარ ასაკით.



ქალებიც კი არ ფიქრობენ ამდენს. drug.gif

Posted by: lilyhammer 1 Feb 2024, 14:43
მე დიდი სავიზიტო ბარათები დავამზადებინე სპეციალურად
კაი სქელი მუყაოსგან
ეგრევე მივაჭრი და ვუშვანშვალებ ხოლმე

Posted by: პადჟიგაწელი 1 Feb 2024, 14:49
QUOTE (~Annabelle°Haunting~ @ 1 Feb 2024, 14:33 )
QUOTE
რამდენიმე თვის წინ ერთ დიდ ორგანიზაციაში სტაჟიორ ოპერატორთან მოვხვდი. არაფერი ზედმეტი არ მიკითხავს საქმის გარდა. რამდენიმე კვირის შემდეგ სხვა ფილიალში გადავეყარე მეორედ. რამდენჯერმე მქონდა შეხება, მაგრამ აქტიურად არ გვისაუბრია, მორიდებული გოგო ჩანდა.

რამდენიმე კვირის მერე ჩემი ინტერესის ობიექტი სხვა ფილიალში გადავიდა და მეც იქ წავედი. რომ შევაღე კარები, თავზე ადგა სხვა თანამშრომელს და რომ შემავლო თვალი ვინც ვიყავი, ეგრევე თავის კომპიუტერს მიახტა და მობრძანდითო, ურიგოდ მიმიღო. წამომდგარს შეყავდა კომპიუტერში მონაცემები, ტანი ჩემსკენ ქონდა მომართული. მერე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ადრინდელი მსგავსი ისტორიის მოყოლა დავიწყე და ეშმაკური თვალებით მიყურებდა და მეორე თანამშრომელიც გამოვიდა, ადრე მასთან ერთად იყო წინა ფილიალში და მიღიმოდა.

კიდევ რომ მივედი ახალ ფილიალში, სერიოზული სახით უჯდა კომპიუტერს და გვერდზე თანამშრომლებს შევხედე და ვეკითხები სად არიან ძველები-მეთქი. ცოტა გაწიწმატდა და ღიმილით მეუბნება ზოგმა თავი დაანებაო, ზოგი გათხოვდაო და თვალებში ვერ მიყურებს ამ დროს. მერე მომიწია იმის ხსენება რომ საჩუქარი პატარა ბავშვისთვის ვიყიდე და უცებ დავამატე რომ ნათესავი ბავშვი იყო და საკუთარი ბავშვები არ მყავდა. მერე პატარა პრობლემა შეიქმნა და ვიკამათეთ და არ მითმობდა პოზიციას, მგონი ძალით გამიწელა საუბარი და ჭკუას მარიგებდა. მე არაფერი ცუდი არ მითქვამს და არც მიყვირია. მერე ბოდიში მომიხადა რომ მაპატიეთ ამდენი ხანი რომ დაგაკავეთო და მე ვუთხარი არაუშავსო და უკნიდან მიყურებდა რომ გავდიოდი.

კიდევ რომ მომიწია მისვლა, გამოპრანჭული და გარეგნობა შეცვლილი მივედი შორიდან დამინახა და სახე შეეცვალა. რომ შევედი, დავაიგნორე და რიგის ნომერი რომ ავიღე, არ მიმიღო და გვერდით ოპერატორთან მოვხვდი და ნაწყენმა გამომხედა.

თქვენი აზრით მიხვდა რომ მაგის გულისთვის დავდივარ იმ მესამე ფილიალში? აქვს ჩემდამი სიმპატია და ელოდება ჩემს აქტიურობას? ჩემი პირადობა ბევრჯერ ნანახი აქვს და ეცოდინება რომ მაგაზე თითქმის 2-ჯერ დიდი ვარ ასაკით.



ქალებიც კი არ ფიქრობენ ამდენს. drug.gif

რამე შეურაწმკოფელი სიტკვაც ჩაგემატებინა რო კიდევ უფრო დაგემცირებინა sad.gif


Posted by: Natosha 1 Feb 2024, 15:01
პადჟიგაწელი
QUOTE

რამე შეურაწმკოფელი სიტკვაც ჩაგემატებინა რო კიდევ უფრო დაგემცირებინა

მოიცა, იმაზე ინსინუაცია რომ ქალზე მეტად აკეთებ ან აქცევ რაღაცას ყურადღებას (ანუ, ქალი ხო დებილია ახლა მაგას რომ შვება და შენ კიდევ უფროოო) უკვე საკმარისი შეურაცხყოფა არ არის? biggrin.gif

Marvin the Martian
ასე გახედვა გამოხედვით ძალიან რთული სათქმელია. ჩემი აზრით, მკითხაობას რაიმე სახით სადმე დაპატიჟე (თუნდაც აგერ ზემოთ სავიზიტო ბარათები ახსენეს) და ძალიან გასაგები გახდება მოსწონხარ თუ არა.

Posted by: პადჟიგაწელი 1 Feb 2024, 15:03
Natosha
საკმარისი არასდროს არის yawn.gif

Posted by: Asklipiodotaa 1 Feb 2024, 15:08
Natosha
QUOTE
ქალი ხო დებილია

why.gif


daviti35
kaiser Soze

up.gif


ერთი რამ დაიმახსოვრეთ:

ნამდვილ მამაკაცს მოაშორეთ ფული, გარეგნობა, ჩასაცმელი, ყველაფერი, დასვი ცარიელ უდაბმოში და მისგან რაც დარჩებაა, ისაა ნამდვილი.
იფიქრეთ ამაზე lol.gif

Posted by: alesandra 1 Feb 2024, 15:23
Marvin the Martian
QUOTE
აქვს ჩემდამი სიმპატია და ელოდება ჩემს აქტიურობას?

შენ თუ გაქვს მისდამი სიმპატია, უნდა იაქტიურო. მისი მხრიდან ინტერესიც საკმარისია.

Posted by: Ferlador 1 Feb 2024, 15:51
ეჰ, ჩემო ძმაო... ძალიან ბევრს და უსარგებლოდ ფიქრობ... მაგდენს რომ ვმკითხაობდე - დღესაც ქალიშვილი ვიქნებოდი...

რა სიტუაციაშიც მაგ გოგოს ხვდები, თუ შესაძლებელია ერთი-ერთზე აღმოჩნდე მასთან, სხვა თანამშრომლების თანდასწრების გარეშე, ჩაიზე დაპატიჟე. თუ არა და გამოართვი საკონტაქტო, რამდენიმე საათში დაურეკე და შესთავაზე შეხვედრა.

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 1 Feb 2024, 17:28

Ferlador



QUOTE
ძალიან ბევრს და უსარგებლოდ ფიქრობ... მაგდენს რომ ვმკითხაობდე - დღესაც ქალიშვილი ვიქნებოდი...



მეც. boli.gif




პადჟიგაწელი


პოსტის წაკითხვაც კი დამღლელი იყო, წარმომოდგენია რამდენად დამღლელი იქნება ურთიერთობა კაცთან, რომელიც ამდენს ფიქრობს და ყველა დეტალს უკირკიტებს.

Posted by: 7soto7 1 Feb 2024, 21:26
არადა რჩევა უნდოდა....
------------------------------------------

Posted by: Beydar 1 Feb 2024, 22:17
QUOTE
წამომდგარს შეყავდა

QUOTE
ტანი ჩემსკენ ქონდა მომართული

QUOTE
მეორე თანამშრომელიც გამოვიდა

იმასაც წამომდგარი შეყავდა?

Posted by: Ferlador 1 Feb 2024, 22:18
~Annabelle°Haunting~
QUOTE
მეც.

ესეიგი ჯაზში არ მიგვიღებენ boli.gif

Posted by: daviti35 1 Feb 2024, 22:24
QUOTE (Asklipiodotaa @ 1 Feb 2024, 15:08 )
ნამდვილ მამაკაცს მოაშორეთ ფული, გარეგნობა, ჩასაცმელი, ყველაფერი, დასვი ცარიელ უდაბმოში და მისგან რაც დარჩებაა, ისაა ნამდვილი.
იფიქრეთ ამაზე lol.gif

მისგან დარჩება პაპუასი. lol.gif
ნამდვილი მამაკაცი ამ ყველაფერში ჩანს.

რაც შეეხება თემას მორიდებული კაცი ყველაზე ცუდი მდგომარეობაა.
ან უნდა პირდაპირ მიაჭრა გოგოსთან და გაარკვიო რას ფიქრობს შენზე.
ან პირიქით დაიჭირო თავდაჯერებული იდიოტის პოზიცია და ქალს დაანახო რომ დონე ადამიანი ხარ.
ქალს უნდა გაახსენო თავისი ინსტიქტები რომ ქალი უნდა ეპრანჭებოდეს კაცს და არა პირიქით და ასე აიძულო დაუბრუნდეს ქალის ტრადიციულ როლს და თავად დაიწყოს შენზე პრანჭვა ნადირობა, ხოლო თავად ქედმაღლურად დატკბე ამ სანახაობით და თან მიახვედრო რომ მთელი მოხიბვლის უნარჩვევები ჩართოს (თვალების თამაშით დაწყებული) პროცესში რომ შენ თავი დაიმსახუროს.

როგორც ამბობენ ნამდვილ კაცს ქალები თავად დასდევენო. ამ პრინციპით.


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)