Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > სიყვარული არსებობს?


Posted by: goga19 3 Mar 2023, 23:47
ვიცი ბანალური კითხვაა მაგრამ მაინც?
თავისთავად ქალ-ვაჟურს ვგულისხმობ
ან შესაძლებელია რომ ადამიანს ეს გრძნობა არ გააჩნდეს?

ჩარჩოები თუ უბრალოდ გვინდა რომ ავერიდოთ...

ისაუბრეთ სიყვარულზე...

Posted by: _thunderstorm_ 3 Mar 2023, 23:59
არის კატეგორია რომელსაც არ შეუძლია სიყვარული, და ეს დედამიწის მოსახლეობის 30% -ს შეადგენს,
ასეთ ადამიანებს ბევრი დასახელება აქვს
ნარცისი, ფსიქოპატი, დონ ჟუანი, გულთამპყრობელი და ა.შ...
უფრო ვრცლად შეგიძლიათ narcissistic personality disorder მოიძიოთ


თემას რაც შეეხება,
სიყვარული რათქმაუნდა არსებობს , უბრალოდ ყველას არ ერგო ამის უნარი უყვარდეს

Posted by: ubralodniki 4 Mar 2023, 00:33
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ, იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი.....არაერთს ისე მოეღო ბოლო, თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის

Posted by: magistra_vitae 4 Mar 2023, 01:23
QUOTE (goga19 @ 3 Mar 2023, 23:47 )
ვიცი ბანალური კითხვაა მაგრამ მაინც?
თავისთავად ქალ-ვაჟურს ვგულისხმობ
ან შესაძლებელია რომ ადამიანს ეს გრძნობა  არ გააჩნდეს?

ჩარჩოები თუ უბრალოდ გვინდა რომ ავერიდოთ...

ისაუბრეთ სიყვარულზე...

ძალიან კარგი თემაა.

QUOTE
ვიცი ბანალური კითხვაა მაგრამ მაინც?
თავისთავად ქალ-ვაჟურს ვგულისხმობ
ან შესაძლებელია რომ ადამიანს ეს გრძნობა  არ გააჩნდეს?


მხოლოდ ადამიანების ძალიან მცირე-რიცხოვან ნაწილს შეუძლია გააჩნდეს სიყვარულის გრძნობა, რადგან სიყვარული არის ენერგია რომელიც გულში იბადება და ამასთან მარადიული ენერგიაა, რომელიც ცირკულირებს. ანუ სხვაგვარად ავხსნი: გუშინ მიყვარდა და დღეს, მის თვალში ''ბეწვი შევნიშნე'' და აღარ მიყვარს - ეს არ არის სიყვარული, ეს არის უბრალოდ სიყვარულის ენერგიის ზოგადი დეფიტიცი ადამიანში, ქვედა საკმაოდ ყოვლისმომცველი პასუხი დაწერა, კერძოდ:
* * *
QUOTE (_thunderstorm_ @ 3 Mar 2023, 23:59 )
არის  კატეგორია რომელსაც არ შეუძლია სიყვარული, და ეს დედამიწის მოსახლეობის  30% -ს შეადგენს,
ასეთ ადამიანებს ბევრი დასახელება აქვს
ნარცისი, ფსიქოპატი, დონ ჟუანი, გულთამპყრობელი და ა.შ...
უფრო ვრცლად შეგიძლიათ narcissistic personality disorder მოიძიოთ


თემას რაც შეეხება,
სიყვარული რათქმაუნდა არსებობს , უბრალოდ ყველას არ ერგო ამის უნარი უყვარდეს

QUOTE
_thunderstorm_

არის კატეგორია რომელსაც არ შეუძლია სიყვარული, და ეს დედამიწის მოსახლეობის 30% -ს შეადგენს,
ასეთ ადამიანებს ბევრი დასახელება აქვს
ნარცისი, ფსიქოპატი, დონ ჟუანი, გულთამპყრობელი და ა.შ...
უფრო ვრცლად შეგიძლიათ narcissistic personality disorder მოიძიოთ


სამწუხარო სიმართლეა. ამიტომაც, სანამ ადამიანს გულს გაუხსნით და დაუახლოვდებით ლუპით უნდა დააკვირდეთ ხომ არ არის narcissistic personality disorder-ის სერიოზული მატარებელი.

არის კიდევ ერთი კატეგორია უსიყვარულო ადამიანების: ცდილობენ პარტნიორის დაჯერებას და დარწმუნებას იმაში, რომ უყვართ- რათა მიიღონ სექსუალური ტკბობა. ასეთი ადამინისთვის სიყვარული-შირმაა, სექსი კი -სპორტი. უბრალოდ რიგი პარტნიორების ცვლის პროცესში, ასეთი ფსიქიკის ადამიანი სიყვარულის ეგიდით ცდილობს სიყვარულის ენერგიის მიღებას კონკრეტული ადამიანისგან- როგორც კი მიიღებს საჭირო იმპულსს, ობობასავით დაგრეხს მახეს, გამოწოვს მსხვერპს ენერგიას და მერე წავა და სხვა ახალ ენერგეტიკულ მსხვერპს იპოვის. არამგონია გაუაზრებლად იქცეოდეს ასეთი ადამიანი. რათქმაუნდა ასეთი ინდივიდი განწირულია სამისდღემშიო ჟიმაო@@ბისთვის, რადგან რაც არ აქვს -ანუ სიყვარულთან ენერგეტიკული კავშირი -იმას ვერასოდეს იპოვის. ასეთი ხალხი ხელოვნურად ცდილობს სიყვარულის გენერირებას და რათქმაუნდა პირველივე ხელსაყრელ მომენტში ეგერვე ტოვებს მსხვერპლს, რომ ახალი მსხვერპლი იპოვოს.

ვეთანხმები _thunderstorm_ს რომ ზედა კატეგორიის ხალხთან გულის გაღება არ ღირს- ჩვეულებრივად ძარცვავენ ადამიანებს ასეთი ხალხი.
მადლობა თემისთვის და განვავრცოთ.

არსებობს სიყვარული ქალ-ვაჟური. თუმცა ცოტა გამოუკვლეველი სფეროა, მარტივ მამრავლებად დაშლას და ანალიზს არ ექვემდებარება. ენერგიაა, რომელსაც გრძნობ კონკრეტული ადამიანის მიმართ, საკმაოდ ძლიერი, ისევე როგორც ზიზღი (=შიშის ენერგია). + და -.
ნამდვილი სიყვარული არასოდეს იკარგება-გამოიჩენს თავს წლების მერეც,ამიტომაც არის საკმაოდ შეუცნობელი თემა.

Posted by: theodous 4 Mar 2023, 08:58
კი,ბავშვობაში


......................................................

Posted by: goga19 4 Mar 2023, 12:18
_thunderstorm_
რატომღაც ასე გავიგე რომ ნარცისი ვარ?
არა მგონია ნარცისი ვიყო არ მაქ ეგ თვისებები სრულიად
არც ფსიქოფატი

30% ძალიან ბევრი ხომ არაა?
თუ სიყვარული არ შეუძლიათ ასეთ ხალხს მაშინ ოჯახებს რატომ ქმნიან?
მარტო ყოფნა გულის სიღრმეში არავის უნდა...

magistra_vitae
საინტერესო მოსაზრებაა

მე მაინც ვფიქრობ რომ ყველას სხვადასხვანაირად შეუძლია სიყვარული
მე მაგალითად მასეთი ვარ
გამოხატვა არ შემიძლია
შეიძლება ვიღაცას უგრძნობიც ვეგონო
მაგრამ არ ვარ ეგეთი
საქმე იმაშია რომ ბავშვობიდან ყოველთვის სადღაც გავრბოდი
და ეს მიდგომა გამომყვა ზრდასრულიბაშიც
theodous
რას გაიგებ
მაშინ სხვა ემოციებია


Posted by: magistra_vitae 4 Mar 2023, 13:31
QUOTE
თუ სიყვარული არ შეუძლიათ ოჯახებს რატომ ქმნიან?
მარტო ყოფნა გულის სიღრმეში არავის უნდა...


სალამი გოგა,

ვინც უსიყვარულოდ ქორწინდება, ეს ხალხი ოჯახს ქმნის შემდეგი მიზეზების გამო (ბიჭების მაგალითზე გეტყვი):
1. ადრეულ ასაკში მხოლოდ სექსისთვის (გაუცნობიერებლად): მუდმივი პარტნიორი ყავს სახლში, რომელსაც ცოლი ქვია და გვერდზე ყავს ''უფასო ქალი''. (30 წლამდე ხალხის შემთხვევაში). თუმცა ბოლოს, როცა ხვდება რომ არ უყვარს იშლება ასეთი ოჯახი.
2. ანგარებით და პირადი კომფორტისთვის: ახლობლები(ბებია,დეიდა,დედ-მამა) ურიგებენ ხოლმე რომელიმე კაი ოჯახის შვილს და ასეთ დროს შექმნილ ოჯახში კაცი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. მაგრამ ესეც ბეზრდება-აქაც კაცი ხვდება რომ არ უყვარს იშლება ასეთი ოჯახი. (30+ ასაკის ხალხი). თუ ძან გაჭირვებული ტიპია, ბოლომდე გამოიყენებს ასე მოყვანილ ცოლს...ნუ აღარ გავშლი.
3. გამრავლების ინსტინქტის მიზნით- ბიჭს უნდა შვილი და სიბერეში წყლის მიმწოდებელი და მისი ქონების სისხლისმიერი გადამბარებელი. ასეთ ადამიანს მოყავს ცოლად ქალი მხოლოდ ''კოლბის'' ფუნქციის გამო. დიდი შანსია ბავშვი რომ გაჩნდება დაახვევინოს ლამაზად და კოხტად ეგეც ცოლს.

ეს 3 მთავარი მიზეზია, თუ რატომ მოყავთ ცოლი უსიყვარულოდ ბიჭების მაგალითზე.

QUOTE

გამოხატვა არ შემიძლია
შეიძლება ვიღაცას უგრძნობიც ვეგონო მაგრამ არ ვარ ეგეთი
საქმე იმაშია რომ ბავშვობიდან ყოველთვის სადღაც გავრბოდი
და ეს მიდგომა გამომყვა ზრდასრულიბაშიც


აქ ვერ გავიგე ბოლომდე: რას გულისხმობ გავრბოდიში უფრო კონკრეტულად ?
უგრძნობი არა მგონია იყო, იმიტომ რომ უკვე ''პრობლემატურ'' სიტუაციას წერ და ეხები...

Posted by: velasquez 4 Mar 2023, 13:33
არსებობს
30 სიყვარული არსებობს yes.gif

Posted by: ninicool 4 Mar 2023, 14:11
QUOTE
 სიყვარული არსებობს?

ჩორტიოზნაეტ


ჩემს კატებს და ძაღლებს რომ შეუძლიათ სიყვარულზე სიყვარულითვე პასუხი, ეგ უეჭველად ვიცი და ადამიანებში ძალიან იშვიათი მოვლენაა.

Posted by: Aquarius_A888 4 Mar 2023, 20:37
QUOTE
სიყვარული არსებობს?

yes.gif




Posted by: მამაო ენუქი 4 Mar 2023, 20:44
მხოლოდ კუნძულზე old.gif

Posted by: Nketia1983 4 Mar 2023, 20:49
სიყვარული დაფრინავს
სიყვარული არ დადის

Posted by: goga19 4 Mar 2023, 23:23
magistra_vitae
QUOTE
ეს 3 მთავარი მიზეზია, თუ რატომ მოყავთ ცოლი უსიყვარულოდ ბიჭების მაგალითზე.

და რაღა რჩებაbiggrin.gif
სიყვარული რას ნიშნავს? განმარტეთ თქვენი გადმოსახედით

ყველა ერთნაირი ვერ იქნება
ალხანას ყოველთვის გამოუჩნდება ჩალხანა

მე ვფიქრობ ოჯახის შექმნისთვის და მყარი სიყვარულისთვის საჭიროა ბალანსი
ერთმანეთს პატივს სცემდეთ და უგებდეთ ეს ორი მთავარია ჩემი გადმოსახედით
დანარჩენი მეორეხარისხოვანია
QUOTE
აქ ვერ გავიგე ბოლომდე: რას გულისხმობ გავრბოდიში უფრო კონკრეტულად ?

ანუ საზოგადოება ვიგულისხმე, ასევე გარემო. საკუთარ ნაჭუჭში ყოფნა
ეს ცოტა რთული საკითხია... მე რაც მაინტერესებს ეს არის სიყვარულის აღქმა, მიდგომა და ა.შ
QUOTE
არსებობს

მეც მასე მჯერავს რატომღაც

QUOTE
ჩემს კატებს და ძაღლებს რომ შეუძლიათ სიყვარულზე სიყვარულითვე პასუხი, ეგ უეჭველად ვიცი და ადამიანებში ძალიან იშვიათი მოვლენაა.

არ გეწყინოთ და არასდროს მესმოდა მასეთი ხალხის, ვინც ცხოველებში პოულობს სიყვარულს და სითბოს
ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ცხოველები მეჯავრება უბრალოდ ჩემთვის უცხოა

ზოგადად ისიც საკითხავია ყველას სჭირდება სიყვარული თუ მარტო ერთეულების ხვედრია))

QUOTE
მხოლოდ კუნძულზე

ხო ზღაპრები კარგია:დ

ხო მთავარი დამავიწყდა ჩემითვის სულიერი,ემოციური სამყაროა მთავარი ვიდრე ხორციელი
მე ასეთი სიყვარულის მჯერა

Posted by: _thunderstorm_ 4 Mar 2023, 23:53
magistra_vitae
მგონი შენ გაიგე მხოლოდ რაც ვთქვი❤️


goga19
არ ვიცი , რატომ ვერ იგებ მაგრამ პატარა ლეკვი მყავდა ამ ზაფხულს ... ერთი ეგ გადარჩა ოთხიდან..
სულ თავის დას ეკრობოდა სანამ ცოცხალი იყო
მერე ძმაც ცუდად გახდა და სანამ მოკვდებოდა არ შორდებოდა...კიდევაც ვფიქრობდი ესე რატო ეფერება მომაკვდავ ძმას ... დილით ვნახე ჩახუტებული იწვა თავის ძმასთან და არ უშვებდა ,სულ ორი თვის იყვნენ მარა საიდან ამხელა სიყვარული?
გავაჩუქეთ,
ეხლა ისეთი მოსიყვარულე კარგი ტიპია ..პატონი აბოდებს, ასეთი შეგნებული ადამიანები არ მინახიაო
ხანდახან ხდება ცხოველი უფრო მეტ ადამიანობას იჩენს ვიდრე თვით ადამიანი ❤️



Posted by: masai11 4 Mar 2023, 23:55
QUOTE
სიყვარული არსებობს?

რსებობს!

Posted by: magistra_vitae 5 Mar 2023, 00:23
QUOTE (_thunderstorm_ @ 4 Mar 2023, 23:53 )
magistra_vitae
მგონი შენ გაიგე მხოლოდ რაც ვთქვი❤️


goga19
არ ვიცი , რატომ ვერ იგებ მაგრამ პატარა ლეკვი მყავდა ამ ზაფხულს ... ერთი ეგ გადარჩა ოთხიდან..
სულ თავის დას ეკრობოდა სანამ ცოცხალი იყო
მერე ძმაც ცუდად გახდა და სანამ მოკვდებოდა არ შორდებოდა...კიდევაც ვფიქრობდი ესე რატო ეფერება მომაკვდავ ძმას ... დილით ვნახე ჩახუტებული იწვა თავის ძმასთან და არ უშვებდა ,სულ ორი თვის იყვნენ მარა საიდან ამხელა სიყვარული?
გავაჩუქეთ,
ეხლა ისეთი მოსიყვარულე კარგი ტიპია ..პატონი აბოდებს, ასეთი შეგნებული ადამიანები არ მინახიაო
ხანდახან ხდება ცხოველი უფრო მეტ ადამიანობას იჩენს ვიდრე თვით ადამიანი ❤️

ზუსტად გავიგე კი. yes.gif

ამიტომაც, რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს, მით უფრო დიდ პატივს ვცემ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს... ძალიან კარგი რეალური მაგალითი დაწერე ❤️

მეც დავწერ: ამასწინათ-კერძოდ 19 იანვრის დღეს ჩემთან მოვიდა კატა...დაჭრილი, ნატკენი და უბედურ დღეში. რანაირად მოაგნო ჩემს მაღალ სართულს ან რატომ ამირჩია მე თავშესაფრად არ ვიცი. 5 ოჯახი გამოიარა სახურავიც საკმაოდ სკოლზკია და ვერ ვაზრობ რანაირად მოხვდა ჩემს აივანზე. მოკლედ მყავს სხვა კატები სახლში-სახლის. მოულოდნელ სტუმარს ვერ გავაგდებდი: გადავწვიტე დამეთმო ერთი მოშორებული ოთახი და იქ მეპატრონა, რომ მოყოჩაღდებოდა გამეშვა..ბოევიკის ვიდზე იყო ეს კატა და გაუბედურებული. სამი დღე ვპატრონობდი, რასაც ჩემებს ვაჭმევდი-ისე ამას და ვუვლიდი. ცალკე ძველი საბანი გავუტანე. ყოველდღე თხოვდა მქონდა სამყაროსთან და ჩავიფიქრე, რომ გადარჩენილიყო და გამეშვა,რადგან ეზოში ცხოვრობდა მანამდე. მე5 დღეს რომ შევედი მოსაკითხად საღამოთი დამხვდა უმოძრაო მდგომარეობაში...მივხვდი რომ ყველაფერი დამთავრდა... დიდი ხანია არ მიტირია- იმიტომ რომ ჩაფიქრებული მქონდა ამის გადარჩენა...ჩემს ახლობელს დავურეკე და მოვუყევი რაც მოხდა, რადგან ვისთანაც ამ დროს დავრეკე და ვისი იმედიც მქონდა, იმან ზარზე არ მიპასუხა. ნაფეტვრებში სახლი აქვს ჩემი ახლობლის ძმას და ამ გოგომაც და მისმა ძმამაც ეს უცნობი კატა იქვე დამამარხინეს. ადრე მე და მამაჩემმა დავმარხეთ მაგათი ძაღლი რომ მოკვდა ჩვენს აგარაკზე ახლოს. ჩემი ფისოები ნერვიულობდნენ, ყოველდღე მიდიოდნენ იმ ოთახთან სადაც ეს სტუმარი კატა იყო და ტიროდნენსავით. ერთადერთი ის მიხარია, რომ ჩემი სახლი აირჩია ამ არსებამ წყნარი და მშვიდი სიკვდილისთვის, კატებმა იციან ვისთანაც უნდა მივიდნენ რთულ სიტუაციაში.

goga19 დაგიწერეს პასუხი უკვე რაც არის სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულება, ცხოველების მაგალითზე...

Posted by: Ambient 5 Mar 2023, 01:07
არსებობს... , მაგრამ ყველა ქ-მ ურთიერთობას (სიყვარულს) აქვს ვარგისიანობის ვადა , რომლის ამოწურვის შემდგომ დგება ახალი სიყვარულის დრო და ა.შ ჩემი დაკვირვებებით ვარგისიანობის ვადა 6 თვიდან - 5 წლამდეა მაქსიმუმ .

Posted by: Noir23 5 Mar 2023, 01:09
magistra_vitae
რამდენ ფორუმელ კაცს შეხვედრილხარ?


Posted by: ~Annabelle°Haunting~ 5 Mar 2023, 02:57
magistra_vitae
QUOTE
სამწუხარო სიმართლეა. ამიტომაც, სანამ ადამიანს გულს გაუხსნით და დაუახლოვდებით ლუპით უნდა დააკვირდეთ ხომ არ არის narcissistic personality disorder-ის სერიოზული მატარებელი.



მაგ კუთხით თუ დაიწყე ადამიანებზე დაკვირვება, შეიძლება ურთიერთობის დაწყებაც კი აღარ სცადო არავისთან და უბრალო ნაცნობობას ვეღარ გასცდე. ძალიან ბევრია დღეს წარმოდგენილი ნარცისული აშლილობის სხვადასხვა ვარიაციებში. რაც მაგ თემას ჩავუღრმავდი (ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში) და რეალური მაგალითებიც ვნახე, აღარ არსებობს საქციელი, რომელმაც შეიძლება გამაკვირვოს, მართლა ყველასგან ყველაფერი მოსალოდნელად მიმაჩნია, რამდენიმე ძალიან ახლობელი ადამიანის გარდა, აღარავის მიმართ მაქვს ნდობა. სიტყვაზე ისედაც დიდი ხანია აღარავის ვენდობი, მაგრამ ნარცისული აშლილობის მქონე ტიპაჟების საქციელსაც კი არ უნდა ენდო, რადგან კარგად ინიღბებიან სწორი საქაციელებით იმისთვის, რომ ნდობა მოიპოვონ და სიფრთხილის რეჟიმიდან გამოგიყვანონ.

გამოსავალს მხოლოდ იმაში ვხედავ, რომ ემოციურად და ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი გახდეს ნებისმიერი ადამიანი და არავინ მოუშვას იმდენად ახლოს, რომ სერიოზული ზიანის მოტანის შესაძლებლობა მისცეს. შეიძლება ურთიერთობაც გქონდეს ადამიანთან, დაუახლოვდე კიდეც, მაგრამ შინაგანად უნდა გეჭიროს დისტანცია, სანამ 90% დარწმუნებული არ იქნები ადამიანის სანდოობაში და ადეკვატურობაში, 100%-ზე საუბარი ზედმეტია, რა თქმა უნდა.


უმეტესობა იმდენად პრიმიტიულად ავლენს თავს რომ ზოგი სასაცილოა, ზოგი კი უბრალოდ გულისამრევი, მაგრამ არსებობენ ისეთი ტიპაჟებიც, რომლებიც მარტივად ამოსაცნობები არ არიან, დიდხანს ქაჩავენ მორგებულ როლში ყოფნას და აქ არის საჭირო ყველაზე მეტად სიფრთხილის გამოჩენა.



სიყვარული არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც დაიწერა, სიყვარულის უნარის მქონე ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია, პარტნიორის კი არა, ბევრს საკუთარი მშობლების და და-ძმის სიყვარულის უნარიც კი არ გააჩნია. ალბათ არასდროს ყოფილა ადამიანი ისეთი ეგოისტი და ეგოცენტრიკი როგორიც დღეს არის.

Posted by: Aquarius_A888 5 Mar 2023, 10:49
QUOTE (_thunderstorm_)
ხანდახან ხდება ცხოველი უფრო მეტ ადამიანობას იჩენს ვიდრე თვით ადამიანი

ადამიანობას თუ სიყვარულს? smile.gif

Posted by: T-mademoiselle 5 Mar 2023, 11:05
QUOTE
სიყვარული არსებობს?

კი, ცოტა ხანი

Posted by: benito- 5 Mar 2023, 11:13
T-mademoiselle
QUOTE
კი, ცოტა ხანი

საინტერესო განაცხადია
როდის მიხვდი?

Posted by: Ferlador 14 Mar 2023, 13:51
არსებობს yes.gif

Posted by: Special_1 14 Mar 2023, 17:44
დედებს ჰკითხეთ

Posted by: მანგია 16 Mar 2023, 11:49
goga19
სიყვარულიც არსებობს და არსებობენ ადამიანებიც, რომლებსაც სიყვარული არ შეუძლიათ.
ზემოთნახსენები ფსიქო/სოციოპათების, ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე და სხვა მსგავსი საშიში დიზორდერებიანების გარდა, არსებობენ არომანტიული ადამიანებიც.
შეგიძლია დაგუგლო. Aromantic.
ნუ სპექტრია და განსხვავდებიან, მაგრამ არომანტიული ადამიანების აბს. უმრავლესობას არ შეუძლია სიყვარული.

Posted by: la_za_rus 16 Mar 2023, 12:53
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! _
იმ ერთის პოვნის
თუ გახდი ღირსი!

არაერთს ისე მოეღო ბოლო, _
თვალიც ვერ მოჰკრა
გაჩენილს მისთვის.

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! _
სად არის იგი! _
ეს ღმერთმა იცის! _

იმ ერთის ხილვის, _
იმ ერთის პოვნის, _
ათასში ერთი გამხდარა ღირსი.


QUOTE
შეგიძლია დაგუგლო. Aromantic.

დღევანდელ დღეს გუგლში ყველაფერი იგუგლება, მედროვე ვითომ მეცნიერების "შრომებზე" დაფუძნებული.

Posted by: аnderson 16 Mar 2023, 15:26
კი.

მაგრამ პირობებიც ახლავს. ასე ადამიანს უყვარხარ უბრალოდ და ვსო - არ არსებობს. რომც არსებობდეს, ძალიან ტანჯული ურთიერთობა და უბედურება გექნებათ. ორივე მხარეს ვალდებულებები უჩნდება მეორის მიმართ.

დღევანდელი რეალობიდან რომ ვიმსჯელოთ, მე რომ გოგოს ვეძებდე, 0 მოლოდინი მექნებოდა რომ რომელიმე გოგოს ასე უბრალოდ შევუყვარდები და ტკბილად ვიქნებოდით ერთად.

Posted by: goga19 17 Mar 2023, 00:29
პრაგმატულად თუ მივუდგებით საკითხს ეგრე ადამიანს მარტოც შეუძლია ყოფნა
მაგრამ ის სრულფასოვანი ვერ იქნება
ადამინია უნდა გიყვარდეს ისეთი როგორიც არის
კაცი ქალის გარეშე და ნააბაროტ არის არასრულფასოვნება და ტანჯვა ადამიანის

დღესდღეობით დიდი სტანდარტები აქვთ გოგოებს(სამწუხაროდ)

Posted by: daviti35 17 Mar 2023, 15:54
QUOTE (goga19 @ 17 Mar 2023, 00:29 )
დღესდღეობით დიდი სტანდარტები აქვთ გოგოებს(სამწუხაროდ)

ვერ დავეთანხმები. უამრავი გოგოა გათხოვებაზე რომ ოცნებობს და მინიმალურ სტანდარტებზეც რომ თანახმაა.

უბრალოდ ზოგს ძაან მაღალი სტანდარტები აქვს სილამაზის, ასაკის და სხვა და თუ იმ სტანდარტის გოგოები უარს ეუბნებიან ცოტა დაბლა დაწევა არ უნდა.

ეს დრო უფრო კაცებისაა დიდი არჩევანით.

კაცი რაც უფრო მიხედავ გარეგნობას ანუ ვარჯიშს და კარგ სამსახურს მით უფრო მაღალი სტანდარტის გოგოები დაგიწყებენ დევნას ანუ მოეწონები.


Posted by: goga19 17 Mar 2023, 21:15
daviti35

QUOTE
ვერ დავეთანხმები. უამრავი გოგოა გათხოვებაზე რომ ოცნებობს და მინიმალურ სტანდარტებზეც რომ თანახმაა.

მე კი ვფიქრობ ცოტაა
სტატუსი და სტანდარტები მაღალი აქვთ

ყველა ფულიანი და კარგ სამსახურიანი ვერ იქნება
ზოგი ბიზნესმენია ზოგიც კი მუშა
მაღალ სტანდარტიზაციის დაბალთან არ გაჩერდება


მე ყველაზე დიდი მინუსიც მაქვს თან
ლაპარაკი მიჭირს გოგოსთან
კომუნიკაცია

Posted by: MirMax 17 Mar 2023, 21:18
სისულელეა ქალი არასდროს თავისზე დაბლა მყოფ ბიჭზე არ დაქორწინდება თუ არის მენეჯერი ფირმაში და აქვს 2000 ლარი ეძებს უფრო მეტ ხელფასიან ლიდერ ტიპს.. მხოლოდ კაცებს მოყავთ ქალი თავისზე დაბალი სოციალური კიბიდან თუ ლამაზი,საყვარელია და ტვინს არ ღუნავს და საჭმელსაც აკეთებს.. biggrin.gif tongue.gif

Posted by: goga19 18 Mar 2023, 18:50
QUOTE
ლამაზი,საყვარელია და ტვინს არ ღუნავს და საჭმელსაც აკეთებს

საშუალოც საკმარისია კაცისთვის
ეგრეა სამყარო მოწყობილი სამწუხაროდ

Posted by: Essiittaaa 18 Mar 2023, 20:47
სიყვარული არის ემოცია, თუ რამე განსაკუთრებულს ელოდებით, იმედები გაგიცრუვდებათ.

Posted by: boone11 19 Mar 2023, 22:02
რა თქმა უნდა სიყვარული აუცილებელია ოჯახის თვის.
თუმცაღა საშინლად მაღიზიანებს კაცზე რომ არიან გაგიჟებულნი.
ქალზე გაგიჟებულ კაცს კიდე არა უშავს.

Posted by: <casablanca> 19 Mar 2023, 22:27
boone11
რატომ გაღიზიანებს კაცზწ გაგიჟება და პირიქით არა ? ზოგადად გაგიჟება არაა სასურველი . რაციონალურობა ცოტა მაინც აუცილებელია.

Posted by: iRadonn 20 Mar 2023, 00:28
QUOTE (goga19 @ 3 Mar 2023, 23:47 )
ვიცი ბანალური კითხვაა მაგრამ მაინც?
თავისთავად ქალ-ვაჟურს ვგულისხმობ
ან შესაძლებელია რომ ადამიანს ეს გრძნობა არ გააჩნდეს?

ჩარჩოები თუ უბრალოდ გვინდა რომ ავერიდოთ...

ისაუბრეთ სიყვარულზე...

ვიღაცეებს გაუმართლად და არსებობს.

ვიღაცეებს არც გვჭირდება, ისედაც მაგრები ვართ.

Posted by: daviti35 20 Mar 2023, 22:08
QUOTE (goga19 @ 17 Mar 2023, 21:15 )
daviti35
მე კი ვფიქრობ ცოტაა
სტატუსი და სტანდარტები მაღალი აქვთ

ყველა ფულიანი და კარგ სამსახურიანი ვერ იქნება
ზოგი ბიზნესმენია ზოგიც კი მუშა
მაღალ სტანდარტიზაციის დაბალთან არ გაჩერდება


მე ყველაზე დიდი მინუსიც მაქვს თან
ლაპარაკი მიჭირს გოგოსთან
კომუნიკაცია

არაა ცოტა ბევრია.)
10 წელი 500 ლარიან სამსახურში ვმუშაობდი არც მანქანა მყოლია და სხვა ფუფუნების საგნები. თუმცა ამის გამო ერთ გოგოსაც ვერ ვიხსენებ რომ მისგან დაწუნებული ვყოფილიყავი.
ამიტომ ეგეთებისა არ მჯერა, როცა წერენ ქალს ფული და კაცის სტატუსი აინტერესებსო. ან მე არ შემხვდა არცერთი ეგეთი ინდივიდი.

ქალი პირველ რიგში ემოციური ბუნებისაა და მხოლოდ შემდეგ პრაგმატული აზროვნების თუ პიროვნულად მოეწონე შენი ფინანსები და სტატუსები საერთოდ არ გაახსენდება.
პიროვნულად კი რომ მოეწონო პირველი, რასაც უყურებს კაცში ეს არის ენერგიულობის და აქტიურობის დონე ცხოვრებაში.
მოკლედ მოდუნებული და ნახევრად მძინარე არ უნდა იყოს ადამიანი ცხოვრება რომ ეზარება. მერე ინტელექტი და კომუნიკაციის უნარი და რომ პიროვნულად მშვიდი და გაწონასწორებული იყო ნევროზული გადახრების გარეშე.
ეს სრულებით საკმარისია. საუბრის სწავლას კი ვინმე ნაცნობზე შეიძლება ვარჯიში ან უბრალოდ ისე სოც ქსელებში.
იდიაფიქსი და თვითმიზანი არ უნდა იყოს გინდათუარა მას მოეწონო. პირიქით ვისაც არ მოსწონხარ უნდა გვერდზე გაწიო და როცა ამ "ქედმაღლობას" ხედავენ რომ არ ხარ დახამებული. )
პირიქით ისინი მოდიან უფრო ინტერესით.
მოკლედ ასე თუმცა არის კიდე ზოგი დეტალი ყველა ადამიანის პიროვნულიდან გამომდინარე.


Posted by: არისტო 22 Mar 2023, 16:48
სიყვარული არსებობს, სიყვარული დაფრინავს bis.gif

Posted by: Kenward_Newson 11 May 2024, 14:55
მოკლედ ჩემი აზრით სიყვარული არის ემოციური და ქიმიური რეაქციაც ემოციურად ეს არის ის ძლიერი გრძნობა და მიზიდულობის სურვილი სხვების მიმართ ეს სულაც არ არის კონტროლირებადი ქიმიურად ამიტომ სწორედ ჰორმონების გარკვეული კომბინაცია გამოიყოფა „სიყვარულის“ განცდის შესაქმნელად თუმცა არ უნდა აგვერიოს ვნებაში ან მსგავს გრძნობებში რადგან სიყვარულსა და ვნებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა ვნება ფიზიკურ დაკმაყოფილებას ეხება სიყვარული კი ემოციურ კავშირს მაგრამ ეს ორი ქიმური რეაქციის შედეგია დიახ სიყვარული და ვნება ორივე განპირობებულია ჩვენს ორგანიზმში გარკვეული ქიმიკატების გამოყოფით ვნების გამო ძირითადად ტესტოსტერონის გამოყოფა არის პირველადი ქიმიური კომპონენტი რაც შეეხება სიყვარულს მთავარი კომპონენტია ოქსიტოცინის გამოყოფა დოფამინთან და სხვა ჰორმონების ნარევთან ერთად უფრო დეტალურად რომ ავხსნა ეს არის ზედაპირული გრძნობა ქიმიური რეაქცია რომელიც გამიზნულია გამრავლებისთვის ბიოლოგიური იმპულსია სიყვარულში არაფერია ღრმა ან არსებითი ეს მხოლოდ პრიმიტიული რეაქციაა საბაზისო სურვილზე სირცხვილია რომ კაცობრიობის უმეტესობა ვერ გამოვიდა ასეთი ინფანტილური მოთხოვნილებებიდან სიყვარული გხდის სუსტს დაუცველს სულელს შენ დაბრმავებული ხარ უბრალო ქიმიური რეაქციით გონებაში ილუზიით რომელიც გაფიქრებინებს რომ რაღაც წარმოუდგენელი მოიპოვე საკუთარ თავს სწირავ სხვას ვიღაცას ვინც ამას არ იმსახურებს სიყვარული არის წყევლა ავადმყოფობა გონებაში ბოდვა რომელიც ვერასოდეს განიკურნება და უნდა აღმოიფხვრას ლოგიკით და პრაგმატიზმით ჩვენი ტვინის ქიმიაზე გავლენას ახდენს ჰორმონები როგორც ზემოთ ავღნიშნე ესენია ოქსიტოცინი დოფამინი და სეროტონინი როცა რომანტიკულ ურთიერთობაში ვართ ეს ქიმიურად მოქმედებს ჩვენს განწყობასა და ემოციებზე ეს არის თვითმმართველობის დამთრგუნველი ემოცია რომელიც გვაიძულებს გავწიროთ საკუთარი თავი დრო და ბედნიერება „კმაყოფილების“ წარმავალი გრძნობებისთვის ეს არის უბრალო ქიმიური რეაქციები ჩვენს ტვინში რაც გვაიძულებს მივიღოთ სულელური გადაწყვეტილებები და დავბრმავდეთ ბედნიერების ცრუ წარმოდგენებით არასდროს არავის ცხოვრება არ იქნები და რაც მალე გაანალიზებ ამას უკეთესი იქნება შენთვის )) ვიცი ამის წაკითხვა არ ესიამოვნებათ წყვილებს რადგან მე ამ ახსნით არსებითად ვამსხვრევ სულიერი სიყვარულის ილუზიას მათ კი სჯერათ სიყვარულის რომელიც არ არის მოქცეული ფიზიკურ ან მეცნიერულ ჩარჩოში მე კი ვართმევ ამას მეცნიერული ახსნით რაც ანგრევს მის გარშემო არსებულ ჯადოსნურ და მისტიკურ აურას ნუ გასაგებია შემაშფოთებელი იქნება ზოგიერთისთვის აქვე დავამატებ ორი ადამიანი ერთმანეთით საკუთარ თავებს უკეთებენ საჩუქარს... ეს ეგოიზმს ეხება და ამაზე ცალკე შეიძლება საუაბრი ))

ეხლა შევეხოთ "ერთგულებას" ანუ საკმაოდ სარისკოა ეს თუ ერთი ადამიანის ერთგული უნდა ვიყო როგორ ვიქნები დარწმუნებული რომ დროსა და ენერგიას არ ვკარგავ ვინმეზე ვინც ამის ღირსი არ არის? შესაძლოა არასწორი ადამიანის ერთგული ვიყო წლები ხო? რა მოხდება თუ მე დავხარჯე უთვალავი წელი და რესურსი იმ პიროვნებაზე და მიღალატა? Რა იქნება შემდეგ? სევდიანი უბედური იმედგაცრუებული და მწარე რეალობის წინ აღმოვჩნდები ყველაფერი იმიტომ რომ არასწორი ადამიანის რწმენა მქონდა ხოდა როგორ უნდა გავიგო ვინაა სწორი ადამიანი და ვინ არასწორი? შეუძლებელია სხვისი განზრახვების ჭეშმარიტად ცოდნა ნუ კი მათი საქციელისა და ქმედებების მიხედვით რაღაცეების გამოცნობა შეგვიძლია მაგრამ 100%-ით დარწმუნებული ვერასოდეს ვიქნებით ამიტომ ერთგულება და ნდობა სარისკოა ვერასოდეს გაიგებ რა მოხდება სანამ არ მოხდება )))


Posted by: hatsunemiku 12 May 2024, 05:17
არსებობს სიყვარული კი, უწიწაკო შაურმის yes.gif

Posted by: Ambitious_Person 17 May 2024, 00:40
არსებობს კი
ადრე გადავწყვიტე მხოლოდ სიყვარულით შევქმნა ოჯახი
ხოდა ჯერჯერობით ვარ 34 წლის უცოლო

Posted by: პადჟიგაწელი 17 May 2024, 01:10
Ambitious_Person
ალბათ მაღალი სტანდარტები გაქვს



Posted by: Aka1987 18 May 2024, 01:29
QUOTE
სიყვარული
ამბობენ სეროტონიის და დოპამინის ამბებიაო სულ

Posted by: kodeqsi 18 May 2024, 19:40
QUOTE
სიყვარული არსებობს?

კი, ფანტასტიურ ფანტაზიებში... ))) სხვა დანარჩენი ყველაფერი უბრალოდ, ბობოქარ გენდეროვნებათა ამაღლებული ღელვაა, რომელიც ვერაფრით და ვერანაირად ვერ იდენტიფიცირდება მოყვასის სიყვარულადა!.. old.gif

Posted by: ქორიონი 25 May 2024, 15:39
QUOTE
შესაძლებელია რომ ადამიანს ეს გრძნობა არ გააჩნდეს?

შეუძლებელია ,მეორე საკითხია რის ან ვის სიყვარულს შეძლებს,ან შეაძლებინებ smile.gif

Posted by: Alexandria 31 May 2024, 01:43
QUOTE
ამბობენ სეროტონიის და დოპამინის ამბებიაო სულ

სეროტონინი გუნება-განწყობაზე მოქმედებს, დოფამინი სიამოვნების დროს გამომუშავდება.
სიყვარულის ნამდვილი ჰორმონი კი ოქსიტოცინია, რაც უზრუნველყოფს სოციალურ და ემოციურ კავშირებს ადამიანთა შორის, მიჯაჭვულობისა და მონატრების გრძნობას. მონაწილეობს ადამიანის დაბადების პროცესში და შემდეგ მის განვითარებაში. ცნობილია, რომ ოქსიტოცინის დეფიციტი აქვთ აუტისტებს. ოქსიტოცინის დონე იზრდება ბავშვში, როდესაც ის მშობლებთან ურთიერთობს, შეყვარებულობის დროს, ჩახუტებისას, სექსის დროს... მაგრამ ონ ნაით სთენდის შემთხვევაში ოქსიტოცინი ვერ ასწრებს გამომუშავებას. მხოლოდ დოფამინი ადის პიკურ ნიშნულამდე და შემდეგ დრამატულად ეცემა. ამიტომ არის, რომ შემთხვევითი კავშირის შემდეგ ორივე პარტნიორი ფრუსტრაციას განიცდის.

Posted by: kodeqsi 1 Jun 2024, 17:32
Alexandria
QUOTE
სიყვარულის ნამდვილი ჰორმონი კი ოქსიტოცინია

ოქსიტოცინით მიჯაჭვული უნდა იყოს ცოლ-მდედრი კუხნას და შვილების მოვლას, და რაც მთავარია, ქმარს ასვი, აჭამე, ალხინე საოჯახო კონსტიტუციურ ფუნქციებს, აი დოფამინის ნაღდი ფერმენტები ნამდვილად ფისოებია, ქერუნიები უფრო... yes.gif )))

ისე კი ბრძენმამრეთის თქმითა, სიყვარული სოციალური სიდიდეა, რომელიც თავისთავად მოიცავს ფიზიკურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ და მექანიკურ სიდიდეთაგან თავის არსებით შემადგენლებსაც და მის საერთო არსებობასა და მიმდინარეობას, მდგრადობას და ეტაპობრიობას ჰორმონთა მთელი კოქტეილი განაპირობებსა და განაგებსაო... old.gif

Posted by: Alexandria 2 Jun 2024, 13:17
kodeqsi
QUOTE
დოფამინის ნაღდი ფერმენტები ნამდვილად ფისოებია

გინდა თქვა, რომ ბლინჩიკების გადასანსვლის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისას ნაკლები დოფამინები გამოიყოფა? მაგას ვერ დავიჯერებთ ... )))


Posted by: Estrella 2 Jun 2024, 17:04
სადმე არ დევს, არც დადის, და არც დაფრინავს, რომ აიღო, ან შეგხვდეს, და იყოს როგორც .მუდმივი მოცემულობა დიდი ან მცირე ვადით. მაგრამ ადამიანში რომ სიყვარულის უნარი დევს, როგორც სიძულვილის ან ინდიფერენტულობის, მაგაზე არავინ იდავებს.

Posted by: Parabola 2 Jun 2024, 21:44
ამ კაცმა კიდე ვერ იშოვა ქერა ქალი ?

Posted by: მიქაელ 3 Jun 2024, 08:40
"რამდენი გულიც არის, იმდენნაირი სიყვარული არსებობს."
("ანა კარენინა")

Posted by: kodeqsi 3 Jun 2024, 09:13
Alexandria
QUOTE
მაგას ვერ დავიჯერებთ ... )))

არც დაიჯერო, მარა ეგ ჩვენთვის ძალზედ ინდივიდუალურია, რადგან ყოველი მსუყე ბლინჩიკი ჩვენთვინაი მართლაც ფისოა და როცა მაგრა გვშია, ფისოზე მეტიცაა... კარგად გაძღომამდე... )))
* * *
Parabola
კუხნაში ჯერ ვერცერთი ქერა ვერ შევიტყუეთ, აქეთ გვიტყებენ სულ კაფეებში, არადა სახლში მამა-პაპურ სმა-ჭამას მაგიდაზე მამრ-განმკარგულებელი მუშტების ბრახუნით რა ჯობია!.. )))

Posted by: Alexandria 3 Jun 2024, 23:21
kodeqsi

QUOTE
სახლში მამა-პაპურ სმა-ჭამას მაგიდაზე მამრ-განმკარგულებელი მუშტების ბრახუნით რა ჯობია!

მასე სულ სხვა გემო აქვს ხომ ბლინჩიკს? givi.gif



Posted by: kodeqsi 3 Jun 2024, 23:48
Alexandria
დიახაც, რაღაც კაცურ-ამაღლებული გემო აქვს და ვაბშემც, ჯერ შინ უნდა ივარგოო, რომ გარეთ კარგა მაგრა დაჰყეფოო!.. old.gif )))

პ.ს. თანახმა თუ იქნებოდი ამ მატარებლით დელონთან ერთად ერთ კუპეში გემგზავრა? და ამ "რომანტიულ-ფანტასტიური" მგზავრობისას ნეტა პრიორიტეტულად რომელი ჰორმონი იჭარბებდა შენშია?.. )))

user posted image

Posted by: Alexandria 4 Jun 2024, 01:22
kodeqsi
QUOTE
თანახმა თუ იქნებოდი

yes.gif yes.gif

QUOTE
რომელი ჰორმონი იჭარბებდა შენშია?

ადრენალინი! რაც თავის მხრივ სექშუალ ეტრექშენს ზრდის ...)))

Posted by: kodeqsi 4 Jun 2024, 05:04
Alexandria
მოკლედ, ატრაქციონულ მატარებელში სუქსუალური ატრაქციისთვინაო ხო, არადა სკუტერით კატაობის მეშინიაო და მუსიესთვის აგერ შიზოფრენულ მატარებელსაც მზადაა შეახტეს მისთვის ძალზედ უცხო არადამახასიათებელი ადრენალინის უხვი მოზღვავების გარანტირებულ პირობებში... ))) ნუ რა ხართ ეს მდედრები რა, თუ ვინმე მამრი ჩაგივარდათ სამიზნეშია... )))

პ.ს. ალესანდრაის ნიკი სად დაკარგე თუ განგებ მიატოვე თავს მოზღვავებულ დარდთ თავისით გასაქარვებლად და ახალი დემოკრატიული ლაიფის დასაწყებადა, ამჯერად ტოტ სკუპ ამპლიტუდათა ნაცვლადა ქარავან ტრაექტორიას ჯეროვნად გაყოლებითა?.. ))) თუ ასეა, გუდ, გუდ, პახვალნა, ყოჩაღ, ცხოვრება ერთია, არჩევანი უამრავია... old.gif

Posted by: majorseamen 4 Jun 2024, 05:44
სიყვარული რომ არ არსებობდეს გადავშენდებოდით მთელი პლანეტით why.gif

Posted by: Alexandria 4 Jun 2024, 12:09
kodeqsi
QUOTE
მუსიესთვის აგერ შიზოფრენულ მატარებელსაც მზადაა შეახტეს

lol.gif lol.gif lol.gif
ჩაგეთვალა up.gif
ისე კი, მამრის გვერდით არაფრის რომ არ უნდა გეშინოდეს, ეგ არახალია ... )))

QUOTE
ალესანდრაის ნიკი

განგებ გავანადგურე yes.gif და ვეღარ აღდგება.

* * *
პ.ს. კიდევ კარგი, ასეთი ატრაქციოები აქ არ არის, თორემ ხომ მომიწევდა დაჯდომა... givi.gif

Posted by: kodeqsi 5 Jun 2024, 00:00
Alexandria
QUOTE
მამრის გვერდით არაფრის რომ არ უნდა გეშინოდეს

და მდედრად რჩებოდე უნდა,
QUOTE
ეგ არახალია ...

მარა დიდად სამწუხაროდ, სრულებით არ ესმის აგი ფემინეთსაი... facepalm.gif )))

პ.ს. ძველი ნიკი, მართალი გითხრა, რაღაც უფრო
QUOTE
თავის მხრივ სექშუალ ეტრექშენს
ზრდიდაი, ეს კი რაღაც ჭადრაკულ ურბანულ ნეშენალ ჯეოგრაფიკულ მონუმენტალურია ლამის, რაც ძალზედ ძირსა სცემსა გენდერულ ვნებათ ღელვათა აბსოლუტურ ამპლიტუდასა... )))

Posted by: shavi_kheli 5 Jun 2024, 01:02
QUOTE
სიყვარული არსებობს?

რა თქმა უნდა

Posted by: alesandra 5 Jun 2024, 01:28
kodeqsi
QUOTE
ძველი ნიკი, მართალი გითხრა, რაღაც უფრო

გეთქვა მერე ადრე...
ასე ჯობია? )))

Posted by: kodeqsi 5 Jun 2024, 19:01
alesandra
ე, მასე არ ჯობია, ისევ ფაქიზ ჰაეროვან მდედრს რო განასახიერებ!.. bis.gif

მარა!!! ჩვენებრ ჩირგვეთელ კრავმამრითვინ ისევ ზესაშიშ მგელმდედრად რჩება თქვენი ფემინოაღმატებულებაი!.. chest.gif ))) 2kiss.gif

Posted by: alesandra 7 Jun 2024, 23:08
kodeqsi
QUOTE
ფაქიზ ჰაეროვან მდედრს რო განასახიერებ!

2kiss.gif

QUOTE
ისევ ზესაშიშ მგელმდედრად რჩება თქვენი ფემინოაღმატებულებაი!

შიში შეიქმს სიყვარულსაო, არ გაგიგია? )))

Posted by: kodeqsi 8 Jun 2024, 02:56
alesandra
QUOTE
შიში შეიქმს სიყვარულსაო

ჰოო, დესპოტ და დიქტატორ პოლიტიკურ პირთ და ქმართ ტრადიციულად საყვარელი ფრაზაა აგი და ნუ, ცხადია, ახლა ფემინიზმიც იღებს მას გენდეროსაომარ არსენალში... )))

Posted by: alesandra 9 Jun 2024, 13:03
kodeqsi
QUOTE
დესპოტ და დიქტატორ პოლიტიკურ პირთ

გუშინ ძალიან დამგრუზეს პოლიტიკურად ...
შენ რატომ არ ხარ აგრესიული პოლიტიკურად მიუღებელი უსერის მიმართ ჩემი სახით?
სულ არეული ვარ ...

Posted by: ZenMaster 9 Jun 2024, 13:36
სიყვარული არა

სამომხმარებლო კმაყოფილება და სტაბილურობის განცდა არსებობს

Posted by: Saturnus 9 Jun 2024, 14:26
იასნად yes.gif




drug.gif
user posted image

Posted by: პადჟიგაწელი 9 Jun 2024, 21:18
user posted image




Posted by: kodeqsi 9 Jun 2024, 23:54
პადჟიგაწელი
პოლიტგანყში სპლიყვია ფეინთების მასტერი და აქ შენ ყოფილხარ... )))

ისე, რო იცოდე, ადმინისტრაციული ჯარიმებია ჩვენთან საზოგადოებრივად ღია ადგილ-სივრცეებში ლოვე-ამურულ ხვევნა-კოცნათა გამო და ბატონი კოდექსი, როგორც ფრიად კანონმორჩილ-ლოიალური მოქალაქე ამა ქვეყნისა, არ იჯარიმებს საკუთარ საყვარელ თავს ასეთი ბავშვობებით, აი ალესანდრა კი უეჭველი მზად და თანახმა იქნების ასეთი დაჯარიმებებისა, რომანტიზმი მსხვერპლსა ითხოვსო მზა გაპრავებით თვისსა ამ ანტისაზოგადოებრივი სამართალდარღვევებისა... yes.gif


alesandra
QUOTE
რატომ არ ხარ აგრესიული

კრავმამრი და აგრესია შეუთავსებელი ცნებებია გენდერულ სფეროშია... yes.gif

Posted by: Kenward_Newson 10 Jun 2024, 00:50
https://forum.ge/?f=83&showtopic=35283731

Posted by: Saturnus 10 Jun 2024, 13:29
QUOTE (პადჟიგაწელი @ 9 Jun 2024, 21:18 )
user posted image


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: alesandra 11 Jun 2024, 00:22
kodeqsi
QUOTE
კრავმამრი და აგრესია შეუთავსებელი ცნებებია გენდერულ სფეროშია

დიახ, შევამჩნიე დიდი ხანია. არავის მიმართ და არცერთ სიტუაციაში yes.gif

QUOTE
ალესანდრა კი უეჭველი მზად და თანახმა იქნების ასეთი დაჯარიმებებისა

აბა, რას ამბობ?! მაგ ჯარიმებით ხომ შეივსება მერე ბიუჯეტი, გამაგრდება ლარი და გასაოცარი ეკონომიკით პირდაპირ ევროპაში შევვარდებით facepalm.gif , რისი წარმოდგენაც ყველაზე ილუზორულ ფანტასმაგორიულ კოშმარშიც კი გვზარავს mad.gif ))) ასე რომ, არ მიყვარს მე მასე საჯაროდ დაუწერელი, და არა დაწერილი, კანონების გამო yes.gif თუმცა, პადჟიგაწელის ეგ პადჟიგაწელური პოსტი ძალიან მომეწონა chups.gif

პადჟიგაწელი
2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: kodeqsi 11 Jun 2024, 11:47
alesandra
QUOTE
შევამჩნიე

სუსმაგვარი დაკვირვებადი სპეცსამსახურებრივი თვალი გქონია ნამდვილი აგენტისა და თუ 20%-ით მაინც ფინანსდები ევროპიდან (რაღაც საეჭვოდ ხარ ნაგულავები ბევრჯერ ევროპებშია, თავადვე აღიარებდი ამასა ევრონიშნის მოგებითა), მალე მოგიწევს დარეგისტრირება ქოცეთის შავ რეესტრში და ყოველ მიღებულ-გახარჯულ ევროცენტზე ბუღალტრული ანგარიშგებების მომზადება-ჩაბარებაი გამჭვირვალეობის გრიფითა... )))

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


მოკლედ, ზოგჯერ ასე ჭირდება ხოლმე საქმეს 180 ღრადუსიანი შეტრიალ-შემობრუნება და შენი გაევროპელება, დასავლურ-დემოკრატიულ ფართო და გასაოცარ გზაზედ შეუქცევადად შენს ღრმად და ყოვლისმომცველად დასაყენებლად ევროასოცირების მსგავსადა... )))


QUOTE
საჯაროდ დაუწერელი, და არა დაწერილი, კანონების გამო

სწორედ დაუწერელი კანონების გამო უნდა გიყვარდეს ან არ გიყვარდეს, თანახმად იმისა, თუ რას იტყვის მერე ამაზედ შენზედ ციცო დეიდას მუხლი და ზაირა მეზობლის პუნქტი... )))

პ.ს. შენს გადაკარგულ ფემდაქალს პარაბელუმას როგორც კი ამ პერსონაჟებს და მათ ინსტიტუციას უხსენებდი, ტაზეპამ-ფიზიოტენზებიც ვეღარ შველოდნენ, უცებვე ევროაღშფოთებით კონდიციაში გადადიოდა ევერესტამდე წნევააწეული... ))) ეჰ, რა ადვილი იყო მისი გაბრაზება და სატანკო ფემინოწყობიდან გამოყვანა .. )))


Posted by: alesandra 11 Jun 2024, 21:48
kodeqsi
QUOTE
თუ 20%-ით მაინც ფინანსდები ევროპიდან

ჩვენი გულავი ევროპებში ოდენ საგანმანათლებლო-მეცნიერულია და არ გვეხება ეგ შავი რეესტრები და საბუღალტრო ანგარიშების მომზადება-ჩაბარება fig.gif . იმთავითვე გათვალისწინებული იყო პრივილეგიები ტოტელებისთვის, რათა ბუნდოვნად დარჩენილიყო მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ჩვენს ევროპული ვიზიტებსა და ჩელიაბინსკური გრანტებს შორის yes.gif . ასე რომ, ვერ მოგართვით გამჭვირვალეობაი tongue.gif )))

QUOTE
180 ღრადუსიანი შეტრიალ-შემობრუნება

დაემართა ეხლა ევროპასა და ორივე ფეხით გაება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების შედეგად bis.gif )))

QUOTE
ციცო დეიდას მუხლი და ზაირა მეზობლის პუნქტი...

ეხლა მთლად მაგ მუხლებისა და პუნქტების იმედადაც არ უნდა იყო, საკუთარი კოდექსი უნდა გქონდეს პრიორიტეტულად )))

Posted by: Last_Nick 11 Jun 2024, 23:02
QUOTE (პადჟიგაწელი @ 9 Jun 2024, 21:18 )
user posted image


lol.gif lol.gif lol.gif


Posted by: kodeqsi 11 Jun 2024, 23:05
alesandra
QUOTE
საგანმანათლებლო-მეცნიერულია და არ გვეხება ეგ შავი რეესტრები

არ ეინტერესება ბიძგვინასა და მა ღრუსულ კანონსაო გრანტ- მიზნობრიობა/დანიშნულებანი, მიიღე გრანტი _ მობრძანდი, ანუ ველ ქომ შავ რეესტრში საკუთარი ბუღალტრით და ბუღალტერიითა, თვარა, ჯერ ჯარიმები, მერე კი ღრუსულივით დამძიმდება ეგ კანონი და ბიძგისოსებიან აპარტამენტშიც შესაძლოა ამოჰყო საკუთარი საყვარელი ფემინოთავი!.. )))

მოგვინდომა აწ გაუმჭვირვალეობა, ტოჟე მნე... )))

QUOTE
გაება

გაება რა, გაქოცდა დიდწილად ეგაც, ეროვნულს მიაწვე ევროამომრჩეველი და არა საერთო ევროპულ სახლს... ერთია კაი, ლგბტ-ლიბერალიზმი მიიჭირხვნა მთელი ევრომასშტაბით და გეების ბლატავს აწი იქაც აღარ დაედგომება უკიდეგანოდ... )))

QUOTE
ვერ მოგართვით

QUOTE
შედეგების შედეგად

მორიგი ფრაზეოლოგიური და ეთიმოლოგიურ-სტილისტიკური პლაგიატნი შენისა შესრულებითა!.. mad.gif )))


QUOTE
საკუთარი კოდექსი უნდა გქონდეს პრიორიტეტულად

ანუ დევიმალოთ ჰო ისევ ღრმად და ყოვლისმომცველად ჩვენს საყვარელ ჩირგვნარეთში მე და ბატონი მმდეი?.. )))

Posted by: alesandra 12 Jun 2024, 02:11
kodeqsi
QUOTE
დამძიმდება

გახსოვს, რამდენი ხანი იყო მიშა დამძიმებული? მერე ხომ გადარჩა მტრის ჯინაზე. ჰოდა, ნუ გვაშინებ დამძმებით. მაინც არ გვეშინია, ვბრაზდებით mad.gif )))

და საერთოდაც, ტოჟე მნე პლაგიატი boli.gif

QUOTE
გაქოცდა დიდწილად ეგაც

მაშ! ისეთი პირი უჩანს, ბიძგვინტოტიდან ჩამოვცოცდე კიარადა, მგონი ახლა მოდის ჩვენი დრო ევროპის მასშტაბით ))) მალე ბიძბაობაბებს შევიტანთ გერმანია-საფრანგეთებში და მოვედებით ქვეყნიერებას bis.gif

QUOTE
გეების ბლატავს აწი იქაც აღარ დაედგომება

სულ ეს იყვნენ? რაღაც ნეხვატკა მაქვს )))

QUOTE
დევიმალოთ ჰო ისევ

არა )))

Posted by: kodeqsi 13 Jun 2024, 05:03
alesandra
QUOTE
ახლა მოდის ჩვენი დრო

გგონია მევიდა თქვენი ქოცდრო ევროპული მასშტაბით და რაზმახით?.. ვერ მოგართვით!.. ))) მუსიე მაკრონამ (სულ მაკარონად მეკითხება ხოლმე მისი გვარია) ახალი არჩევნების დანიშვნით ექსტრადემოკრატიული ევროპელობა აჩვენა, რასაც დიდად დაუფასებს ელექტორატი და ისევ მისი არაქოცური პარტია უეჭველი იმარჯვებსა, აქ ჩვენთან კი ყველანაირი დემოკრატიულსტანდარტული წესით და რიგით ბოლოსა ოქტომბრისა ქოცმზე ნაღდად უნდა ჩაესვენოსა და ჩაესვენება კიდეც, მანამდე ოპოეთმა რაიმე დიდი სისულელეები თუ არ ჩაიდინ-გაიჩალიჩა გათითოპარტიებული ამბიციურობათ საფუძველზედა...

QUOTE
რაღაც ნეხვატკა მაქვს

lol.gif up.gif
აი იუმორის გრძნობის ნეხვატკა კი ნამდვილად არ გაქვენ... )))

QUOTE
არა

კი!..

იმდენჯერ შევუშინებივართ მე და ბატონი მმდეი ჩვენსკენ წამოსულ სტენკაჩადგმამომართულ მგელმდედრეთსა (არადა ზოგი მართლაც საკმაოდ კაი კი იყო) პულსისა და წნევის კატასტროფულ მატებამდისა, რო ოოო, ეს ჩვენი ჩირგვნარეთი და შიგ ბუნკერში კიდევ ბუნკერი რო არა, რა გვეშველებოდა, რა მოგვივიდოდა, ამის წარმოდგენა კიდევ უფრო მაღლა გვიწევს კრავმამრულ წნევასა... )))

აგერ დღესაც (ნუ უკვე გუშინ), ვაკურ საცობებს გადამკიდე, მოგვიწია მე და მმდეის სასწრაფოდ მისვლა ერთ ადგილას კალაბუსითა (ნუ გიხარიან, არა 18 მეტრიანითა) და მერე უკან რომ ვბრუნდებოდით ისევ კალაბუსითა, ვიჯექით არხეინად ფანჯარასთანა და მობილში ვიქექებოდითა, რა დროსაც გვერდით მჯდომი ბებოი ადგა (ჩადიოდა) და მის ადგილას უმალ დასკუპდა ახალამოსული ტიპიურ ჩვენებრ მდედრი (ფეხნი კი ჰქონდა კაი, თუმცა არც მაინც თლა გადასარევნი), რომელმაც ორი წუთიც არ გასულა, უცებ რატომღაც გვითხრა/გვკითხა ძაან ხომ არ გაწუხებთო?.. ცხადია, ჩვენ უცებვე დავიბენით, შევწუხდით, ავნერვიულდით, რაღაც ზეგასაოცარი განცვიფრებისმაგვარი გამოვიხატეთ ფეისზე, არა, როგორ გეკადრებათო წავიბურტყუნესავით, მერმე მალევე წამოვსკუპდით და შემდეგსავე გაჩერებაზე ჩავსკუპდით, დავასწროთო, სანამ ამას ევროასოცირებისავით უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი ლაილაიური კონტაქტირება არ დაუწყია ჩვენთანაო, სადაც უკვე ამდენი გაგვიბედა ამ ფემინომაო, ესაც, ამის მცდელობაც, სავსებით მოსალოდნელიაო ღრმა ანალიტიკური ჩაფიქრებით მივედით ამ გასაოცარ დასკვნამდის... ))) ჩასვლისას ოდნავ მოვჰკარით დემოკრატიული თვალი და ცოტათი გაოცებული კი შეგვყურებდა, ნეტა ასე რამ გააქცია აგი მამრნიო ჩემებრ არდასაწუნი მდედრისგანაო... ))) ეტყობა, ვერც კი წარმოედგინა, თუ რა კრავმამრი პროდუქტი გახლავართ... ))) ოღონდ არა სლავნი ქერუნია ფისუნიებთანა, რომელთაგანაც სტენკაჩადმადობის საშიშროების ალბათობის ინდექსნი და კოეფიციენტნი, ვიმედოვნებთ ხოლმე, რომ მუდამ ნოლისკენ მიქანებადია და ჯერჯერობით ფრიად საკაიფოდაც გვიმართლებს ამ ფიქრებსა, გათვლებსა და მოლოდინებშია... bis.gif )))

Posted by: alesandra 13 Jun 2024, 12:08
kodeqsi
QUOTE
დიდად დაუფასებს ელექტორატი

no.gif ეგ მიშას დაუფასდა მარტო
მაკარონასა და მარი ლეპენის იმ ახალგაზრადა ჯეელს შორის რომ იქნება არჩევანი, რამდენი ფრანცუჟინკა აირჩევს მაკარონას? - არცერთი! შეიძლება, მაკარონა მისმა ცოლმაც არ აირჩიოს, რომ ჰქონდეს არჩევანი, რა თქმა უნდა. მდედრნი კი უმრავლესობაში ვართ აქაც და დელონიაშიც. ასე რომ, მოვიდა ჩვენი დრო bis.gif

QUOTE
იმდენჯერ შევუშინებივართ

კაი, დაიმალეთ მაშინ ისევ, სხვა ვერაფრით დაგეხმარებით user.gif თან ფელეტონების საწერად უფრო მეტი დრო გექნება. მერე შეკრავ წიგნად და გამოსცემ up.gif
* * *
პ.ს. უმთავრესად და ყველაზე მეტად ქალის გარეგნობაში ფეხებს აქცევ ყურადღებას?

Posted by: kodeqsi 14 Jun 2024, 02:33
alesandra
QUOTE
ახალგაზრადა ჯეელს

გარეგნობჲთ რო ირჩეოდეს ხალხი პოლიტიკაში, 12 წლის წინ იმ ხიხო კალხოზნიკ ბიძგვინიეს ვინ, რომელი მდედრი აირჩევდა?.. ისე, ბიძინიუსას კოლმეურნეობის თავმჯდომარეობას კრისტიან დიორის შარვალ-კოსტუმიც ვერ ფარავს, იმდენად აშკარად ეტყობა ეს მას სიფათზე და თვისსა მონოგრაფიულ ესსებშია... )))

QUOTE
ფეხებს აქცევ ყურადღებას?

აბა რა, ფისო, ყურებიდან რო ეწყება, იმ ფეხებიდან იწყებაო... ))) ნუ, მისაღებ ფეისთან ერთად მკერდიც და ტაკოც ფორმაში უნდა ჰქონდესა და მაყვალა-დარიკოსავით ლილოს ბაზრობის დონეზე არ უნდა იცმევდესა... ))) იმედია, შენ მეცნიერულად უდგები ჩაცმის სტილისტიკას და ცდილობ ფეშენ ბუტიკის დონეზე გამოპრანჭვებსა 18-მეტრიანი კალაბუსებით საკატაოდ დეფილე გამოსვლებისასაც... )))


პ.ს. ნახე რა super-ფისოებია და არაფრისგანაც კი ჩაცმის რა დახვეწილი მანერა აქვენ მაგ მშვენიერ არსებებსა!.. love.gif up.gif bis.gif

user posted image

Posted by: ანანასი 14 Jun 2024, 10:10
QUOTE
სიყვარული არსებობს?

drug.gif

ძველ თემებს გადახედე ბრად
მასალა არის ოხრად

Posted by: alesandra 14 Jun 2024, 13:51
kodeqsi

QUOTE
ყურებიდან რო ეწყება


არაა, მაგ სტანდარტებს ჩვენ ვერ შევწვდებით no.gif no.gif
სალომე სამადაშვილის მაღალი გემოვნება რომ მოგვცა და მისი ბუტიკ გარდერობი, მაინც ვერ შევწვდებოდით )))

Posted by: kodeqsi 15 Jun 2024, 03:13
alesandra
QUOTE
ვერ შევწვდებით

არ უნდა ჩამოყარო ყურები, ფიტნესზე უნდა იარო და ისე დაიხვეწები, ბევრ გრძელფეხა ფისოსაც კი დაჩრდილავ შენი იერით... yes.gif აგერ ჩემს გვერდით ახალ აშენებულ კორპუსში მისი დეველოპ-მფლობელის ცოლმა გახსნა საამისო დარბაზი და ისეთი მდედრებიც (ზოგი ხათუნი გოგორიშვილზე და შორენაი შავერდაშვილზე _ კათეტი კათეტერისგან რომ ვერ გაარჩია, თლა ვარესიც კი) დადიან სავარჯიშოდ, რომ ვერც კი წარმომედგინა ადრე ასეთები ასეთ რამებთან სიახლოვეს... და ტანადობრივი ეფექტიც აშკარად ეტყობათ, ფაქტია...

QUOTE
სალომე სამადაშვილის მაღალი გემოვნება

მაგ აკულის გემოვნება არ გეიშვა ლილოს ბაზრობის პირველ თათრულ დახლამდე... ))) აი დეკანოიძე კი იცვამს მართლაც ძალზედ ელეგანტურად გემოვნებიანად, იმ ნაცპრინცესა ბოკუჩავაზე ბევრად უკეთესად... yes.gif

user posted image

აქ, გვერდზე, უეჭველი გუჩის ჩანთა უდევს... )))

Posted by: alesandra 15 Jun 2024, 23:39
kodeqsi
QUOTE
ჩემს გვერდით ახალ აშენებულ კორპუსში მისი დეველოპ-მფლობელის ცოლმა გახსნა საამისო დარბაზი

ტოჟე მნე... სად იყო ეგ ფიტნეს დარბაზი, მე და ძიალოგა ვაკის პარკში რომ ვვარჯიშობდით... ახლა მთლად ვაკის აუზში დავცურავ ნილოსის მცურავივით და ნახე, რა მაგრად დამეხვეწა ფიგურა up.gif )))

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


QUOTE
დეკანოიძე კი იცვამს მართლაც ძალზედ ელეგანტურად გემოვნებიანად

მაგ ფოტოზე კი, მაგრამ ასეთ საყელოიანე "საროჩკები" მე პარადად, რა ვქნა და, არ მომწონს )))
user posted image

Posted by: kodeqsi 16 Jun 2024, 00:11
alesandra
QUOTE
მე და ძიალოგა

ჰოო, ადრე ეგაც იჯდა ბიძტოტზე და მაშინ ირბენდით ერთად... თანაც, ხედავ, ამ ვარჯიშებით იმდენად დაიხვეწა და გადემოკრატდა, რომ მამა-მარჩენალსაც კი განუდგა და უმისოდ მეორე სროკზე ლამობს პრეზიდენტობას...

QUOTE
დამეხვეწა ფიგურა

მაგ ქროქოდაილისგან კი გამოვა კაი 41 გუჩის ჩანთა და მეტიც, ტალიის ეშმაკურად შემკრავი ქამრებისთვინაც კი დარჩება სამდედრო მასალა... )))

QUOTE
არ მომწონ

ეგეთი საროჩკები მამრებს არ უხდებათ, მდედრებს კი ძაანაც უხდებათ, ოღონდ, ცხადია, სხვა თანდართული ტანსაცმელიც შესაბამისი უნდა ეცვათ!.. old.gif

Posted by: alesandra 16 Jun 2024, 11:15
kodeqsi


QUOTE
მაგ ქროქოდაილისგან კი გამოვა კაი 41 გუჩის ჩანთა

და ხორცისგან რამდენი ბლინჩიკი გამოვა, გიფიქრია მაგაზე? )))

QUOTE
ეგეთი საროჩკები მამრებს არ უხდებათ

ძაანაც უხდებათ yes.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: kodeqsi 17 Jun 2024, 07:50
alesandra
QUOTE
რამდენი ბლინჩიკი გამოვა

გული გინდა აგვირიო? ვერ მოგართვით!.. ჩვენ ოდენ ფისოებს მივირთმევთ... )))

QUOTE
ძაანაც უხდებათ

მაგ საყვარელ ბოვშს ყველაფერი მოუხდება!.. smile.gif

Posted by: kataxxl 18 Jun 2024, 11:15
goga19

ქათმები თუ არ გყოლია აუცილებლად გაიჩინე

დააკვირდი როგორ იქცებიან

ყველაფერი ნათელი გახდება

Posted by: forumi.eu.org 13 Jul 2024, 00:06
QUOTE
სიყვარული არსებობს?

არა!

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)