Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > არის თუ არა სათვალე turn off


Posted by: sanfol 13 Apr 2024, 20:41
რას ფიქრობთ მამაკაცზე მხედველობის სათვალე არის თუ არა ბიგ turn off? რამდენად სტერეოტიპულად უდგებით ამ საკითხს

Posted by: alesandra 14 Apr 2024, 01:50
არანაირად არ არის. ბევრს უხდება კიდეც, უფრო სოფისთიქეითიდ იერს აძლევს smile.gif

Posted by: DidYouSeenMyMouse 14 Apr 2024, 08:42
QUOTE
 არის თუ არა სათვალე turn off

ფრეიმს გააჩნია მამენტ. თუ სწორად არის შერჩეული სათვალე ვიზულიდან გამომდინარე, მაშინ პირიქით შარმს ჰ-მატებს

მაგალითად

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: გიორგი XII 14 Apr 2024, 10:38
აქ რაც არ უნდა დაიწეროს სტატისტიკურად ეგრეა.

Posted by: Natosha 14 Apr 2024, 10:44
გიორგი XII
QUOTE
აქ რაც არ უნდა დაიწეროს სტატისტიკურად ეგრეა.

რომელი სტატისტიკით?

Posted by: გიორგი XII 14 Apr 2024, 11:12
Natosha
QUOTE
რომელი სტატისტიკით?


რედითზე ჩატარდა გამოკითხვა.

ლიდერობდა :

1.სიმელოტე
2.სათვალე
3.სიმაღლე

Posted by: DidYouSeenMyMouse 14 Apr 2024, 11:33
QUOTE
რედითზე ჩატარდა გამოკითხვა.

ინცელ კაცებს შორის? user.gif

მოდი #####აურე ლონდონელ ქალებსაც ვკითხოთ ერთ-ორი სიტყვა


Posted by: alesandra 14 Apr 2024, 13:02
QUOTE
1.სიმელოტე
2.სათვალე
3.სიმაღლე


მე-3 სიდაბლე უნდა იყოს ალბათ smile.gif
რა მოსწონთ ნეტა ამ სათვალეებიან მამრებში... boli.gif
user posted image

Posted by: Natosha 14 Apr 2024, 14:21
გიორგი XII
QUOTE
რედითზე ჩატარდა გამოკითხვა

რედითზე ჩატარებული გამოკითხვა რით არის ფორუმზე დაწერილზს უფრო სანდო? givi.gif

Posted by: MirMax 14 Apr 2024, 14:44
სიმპატიური თუ ხარ ყველაფერი გიხდება.. სულ სათვალეები სადა მაიკა და ჯინსი გეცვეს..

Posted by: გიორგი XII 14 Apr 2024, 15:18
Natosha
QUOTE
რედითზე ჩატარებული გამოკითხვა რით არის ფორუმზე დაწერილზს უფრო სანდო?


რედითზე 500k+ კლიკი იდება პირობითად და აქ სულ 10 ინსელი პოსტავს, განდიდების მანიით შეპყრობილი.


ზემოთ რა სურათებიც იდება მაგარი ღადაობაა, მაგ კაცს სათვალის მაგივრად ძაღლის კალბასი რო დაკიდო მაინც აუჩუჩუნდება უმეტესობას.

Posted by: alesandra 14 Apr 2024, 15:56
გიორგი XII
QUOTE
მაგ კაცს სათვალის მაგივრად

რომელ დევიდზე ამბობ? boli.gif

Posted by: Captain Cassius Calhoun 14 Apr 2024, 16:15
gigi.gif gigi.gif ქოცებს მოსწონთ,

user posted image

user posted image

სერიოზულად რომ მივუდგეთ საკითხს:
კაცზე არ ვიცი და ქალს რომ სათვალეები უკეთია ძალიან მომწონს.

Posted by: Natosha 15 Apr 2024, 14:16
გიორგი XII
QUOTE

რედითზე 500k+ კლიკი იდება პირობითად და აქ სულ 10 ინსელი პოსტავს, განდიდების მანიით შეპყრობილი.

ხო, მაგრამ ხალხი რას ამბობს და რას წერს, ხშირად განსხვავდება იმისგან რა ხდება რეალურად. სტატისტიკაზე თუ ვლაპარაკობთ, რამე მონაცემები და კვლევები უნდა იყოს რამდენად უჭირთ ან არ უჭირთ პარტნიორის მოძებნა სათვალიან კაცებს. ფორუმებზე და რედიტებზე ვინ რას დაწერს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თორემ აგერ არ ვარ განდიდების მანიის მქონე ინსელი და გეუბნები, რომ არასოდეს არანაირი როლი არ უთამაშია სათვალეს ჩემთვის კაცის მოწონება/არ მოწონების ამბავში givi.gif და არც ერთ გოგოს არ ვიცნობ, რომელსაც ოდესმე უთქვამს რომ "აუ, ამას სათვალე უკეთია და ამიტომ არ მომწონს". ვაბშე არარსებული issue არი.

QUOTE
ზემოთ რა სურათებიც იდება მაგარი ღადაობაა, მაგ კაცს სათვალის მაგივრად ძაღლის კალბასი რო დაკიდო მაინც აუჩუჩუნდება უმეტესობას.

ააააანუ, პირდაპირ ამბობ შენ თვითონ, რომ ტიპი თუ კაია, არ აქვს მნიშვნელობა სათვალე უკეთია თუ არა, ხომ? givi.gif და თუ არ ვარგა იქ სათვალე იქნება თუ არ იქნება, რა მნიშვნელობა აქვს?

Posted by: Ess 15 Apr 2024, 14:23
QUOTE
მამაკაცზე მხედველობის სათვალე არის თუ არა ბიგ turn off?

რანაირად შეიძლება აუცილებლობის გამო არსებულ ნივთი იყოს turn off და თუ მაინც არის, ეგეთ ყლის ყალიბ ადამიანზე რამენაირად გული დაგწყდეს?

QUOTE
სიმელოტე

არჩევანი არ არის

QUOTE
სიმაღლე

არჩევანი არ არის.

Posted by: kodeqsi 15 Apr 2024, 21:00
alesandra
QUOTE
რა მოსწონთ ნეტა ამ სათვალეებიან მამრებში

facepalm.gif
შენ არ იცი განა, რომ მეტად მოხდენილი მოდური სათვალე მამრეთს განსაკუთრებულ, იმპოზანტურობის და სოლიდურიბის ხიბლსა ჰმატებსა?.. იცოდე აწი!.. old.gif


p.s. ვითომ არ იცოდა და აგვაგდო რა სიმონ ფემეშმაკურად, ჰოდა ჩვენც წამოვეგესავით რა... )))

Posted by: alesandra 16 Apr 2024, 00:28
kodeqsi
QUOTE
შენ არ იცი განა

როგორ არ ვიცი, ვიცი, იმპოზანტურები და სოლიდურები რომ ბრძანდებით ... lalala.gif )))

QUOTE
ვითომ არ იცოდა

ვიცოდი, მაგრამ განმეორება ცოდნის დედააო, ხომ გაგიგია ...)))

QUOTE
წამოვეგესავით

როგორც ყოველთვის givi.gif

Posted by: kodeqsi 16 Apr 2024, 03:39
alesandra
იმავე სტილში და პათოსში შეპასუხებაში ბადალი არ გყავს... ნუ, ამ განყში ხო მაინც... )))

Posted by: Natosha 16 Apr 2024, 13:24
kodeqsi
დასტოვე წინააღმდეგობა და გვაჭამეთ აწი პური givi.gif

Posted by: alesandra 16 Apr 2024, 21:57
kodeqsi
ძალიან დაკვირვებული ხარ და ყურადღებიანი )))

Posted by: kodeqsi 17 Apr 2024, 02:43
Natosha
ვერ მოგართვით, ჩვენი მისტენკება თუ ჩასტენკება იმდენად გამორიცხულია, რამდენადაც მგლის (ანუ მგელმდედრის) და კრავის (ანუ კრავმამრის) მიერ ბალახის ერთად ძოვა... )))


alesandra
ნუ მიგვაჩვევ კომპლიმენტებს, თორემ ისე მივეჩვევით, რომ მერე, ომის მთლად გადამწყვეტ ფაზაში მართლაც რომ დაგჭირდეს მათით ჩვენზედ მანიპულირება, ისინი ჩვენზე ვეღარ გაჭრის... ))) 2kiss.gif

Posted by: alesandra 17 Apr 2024, 15:48
kodeqsi
როგორ ტექნიკურად ჩაგვაწვეთა, გადამწყვეტ ფაზაში გაგვანებივრეო... მერე უფრო გვჭირიაო )))

პ.ს. პრობლემა ის კი არ არის, რომ ვერ წარმოგიდგენიათ, თხა და მგელი ერთად ძოვდეს... არამედ, მისწენკებული მამრის ყოფა მასე იდილიურად რომ წარმოგიდგენიათ givi.gif

Posted by: ავთო_ზინგერი 17 Apr 2024, 15:59
QUOTE
რანაირად შეიძლება აუცილებლობის გამო არსებულ ნივთი იყოს turn off

ტყულად რამდენს უკეთია:დ

Posted by: kodeqsi 17 Apr 2024, 22:13
alesandra
QUOTE
ტექნიკურად ჩაგვაწვეთა

აბაა, აბაა, და შენც გიხარია ხო, პაძელნიცა რომ გამოგიჩნდა ბულკ-ბოჩოლა კრავმამრის შესანსვლა-შეხრამუნების დახმარება-დაჩქარების საქმეში მამრთავზარდამცემში... )))

QUOTE
პრობლემა

არს ნებისმიერი ყოფაი მისტენკებული მამრისა და განსაკუთრებით გუჩიფასიან ცოლ-ქვითრების ნახვებისას ეს პრობლემა კატასტროფულ მწვერვალებს აღწევსა... yes.gif )))

Posted by: alesandra 19 Apr 2024, 00:51
kodeqsi

QUOTE
პრობლემა არს ნებისმიერი ყოფაი მისტენკებული მამრისა...

ამიტომ, შენ უნდა დაასწრო და, სანამ მიგასწენკებს, იქით უნდა მიაკუხნო yes.gif )))

პ.ს. ამას გულისხმობდი ხომ? იმპოზანტურ-ელეგანტურიო... love.gif
user posted image

Posted by: kodeqsi 19 Apr 2024, 04:08
alesandra
QUOTE
უნდა მიაკუხნო

წესივრული ცოლი თავისით მიიკუხნება, მარა სადაა მასეთი, საითკენაც არ გაიხედავს კრავმამრი, ყველა მხრიდან ფემზერიანი მგელმდედრი მოიწევს მასზე სტენკიანი გუდა-ნაბადით... )))

QUOTE
ამას გულისხმობდი ხომ?

ნურას უკაცრავად, ეგ კალხოზნიკურჲ კაშნე რო უკეთია მაგ უგემოვნოს მაგასა, თლა ატიტუშკებს საწყალსა და სათვალეც ვეღარ შველისა ამ ზესამარცხვინო იმიჯისგანა... და რო იცოდე, ან მამრს უნდა უხდებოდეს სათვალე, ან კიდევ სათვალეს მამრი, აქ კიდევ არც ერთია და არც მეორე... ))) ერთი შაპკა-უშანკა უნდა კიდევ მაგას და გამზადებული პორტრეტი იქნება ბიძოს საყვარელი ციმბირული პინგვინისა... )))

Posted by: nor-test 19 Apr 2024, 07:38
sanfol
პირიქით კაცო. კარგად შერჩეუი სათვალე მამაკაცს (და დედაკაცსაც) ერთიორად ასიმპათიურებს და ასოლიდურებს.

Posted by: SAROKAWA 19 Apr 2024, 10:40
სათვალეს გააჩნია მართლა
ზოგს აუშნოებს
ზოგს არა

Posted by: Stroller 19 Apr 2024, 10:44
მე მეკეთა ბავშვობაში სათვალე 2-4 კლასებში და ძაააააან მტკივნეულად შევეგუე, მაშინ იშვიათად ეკეთათ სათვალე 90 იანებში, არც არჩევანი იყო დიდი და აჩკარიკასაც მეძახდნენ. დაჟე სკოლა შევიცვალე სათვალის მოხსნის მერე. ისე ვერ ვიტანდი სათვალეს მზის სათვალის გამოყენებაც ბოლო რამდენიმე წელია დავიწყე, ასაკობრივად რომ მომაკლდება თვალში მერეც მირჩევნია ოპერაცია გავიკეთო ვიდრე სათვალე. ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა
ეხლა ჩემს შვილს დასჭირდა და ძალიან განვიცადე. ისე კარგად შეეგუა, სკოლაშიც არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ისეთი ლამაზი ქამელეონის შუშები და ჩარჩო აქვს, სასწაულად უხდება, მაგის კლასშიც უკეთიათ რამოდენიმეს. რომ დააკვრდეთ ეხლა 3-4 ბავშვი თუ მოდის იქიდან ერთს მაინც უკეთია სათვალე ორს თუ არა. ასაკობრივად როგორც კი შესაძლებელი იქნება ოპერაციას გავუკეთებ თუ თვითონაც მოინდომებს. ექიმი დამცინის ეგ შენ გინდა ეგრეო, თორემ ძალიან ბევრი უარს ამბოს ოპერაციაზე, ისე არიან შეჩვეულებიო

ჩემი მეგობარი რომ გათხოვდა მერე აღმოაჩინა, რომ მისი ქმარი მთელი ცხოვრება ლინზებს ხმარობდა და მერე ლინზამ გაუღიზიანა თვალი და სათვალე დასჭირდა ცოტა ხანი. ეს ქაჯი ისეთ პანიკაში ჩავარდა, რომ მცოდნოდა სათვალე ჭირდებოდაო ცოლად არ გავყვებოდიო , რავი სრული კატასტროფაა, ადამიანი თუ გიყვარს ყველაფრიანად გიყვარს, ეგეთი აზრების გამო ეხლა ყოფილი მეგობარია biggrin.gif

გარკვეულწილად იმიჯის ნაწილია სათვალე რა და გემოვნების საკითხია, თორემ არაჩვეულებრივი ლინზებიც არის და მხედველობის კორექციაც უმეტეს შემთხვევაში ხდება

Posted by: LeSang 19 Apr 2024, 11:32
მხოლოდ მანქანაზე მიკეთია ხოლმე სათვალე, შორს ვერ ვხედავ მთლად კარგად

მაგრამ დავაკვირდი და სათვალე თუ მიკეთია უკეთეს სერვისს ვიღებ, უფრო სერიოზული ტიპი ვგონივარ თუ რა არის ვერ ვხვდები მაგრამ ფაქტია

ამიტომ სახელმწიფო დაწესებულებაში რომ მაქვს რამე სერიოზული საქმე სპეციალურად ვიკეთებ სათვალეს :დდდ

Posted by: Stroller 19 Apr 2024, 18:53
user posted image

ჯან იამანიც იყენებს სათვალეებს და ისე ძერსკად, რომ ვერც კი მიხვდები მხედველობის თუა, დაიწუნებთ ვინმე?

ამაზე ბევრად მაგარი სათვალეებიც აქვს და ეგ თავად დაგუგლეთ smile.gif))

Posted by: neo> 19 Apr 2024, 19:13
QUOTE
რანაირად შეიძლება აუცილებლობის გამო არსებულ ნივთი იყოს turn off და თუ მაინც არის, ეგეთ ყლის ყალიბ ადამიანზე რამენაირად გული დაგწყდეს?


არსებობენ ეგეთები? სათვალის გამო უარი თქვან მამრზე? ან პირიქით კაცმა თქვას უარი? ეგეთი ნებისმიერ წამს მოგისვრის, მიზეზ მიზეზ დოს მარილილიი ხო იცით, ))

Posted by: anamaria77 19 Apr 2024, 21:23
QUOTE (sanfol @ 13 Apr 2024, 20:41 )
რას ფიქრობთ მამაკაცზე მხედველობის სათვალე არის თუ არა ბიგ turn off? რამდენად სტერეოტიპულად უდგებით ამ საკითხს

თუ ქერააა ( მწვანე ან ცისფერი თვალებით ) მაშინ ძალიანაც მომეწონება gigi.gif

Posted by: hennessy 19 Apr 2024, 21:53
Stroller
გამარჯობა ჩებურაშკა
როგორ ჩავწერო გუგლში ჯან იამანის ამაზე ბევრად მაგარი სათვალეები ? თუ რამე სხვა კივორდით

Posted by: kodeqsi 20 Apr 2024, 10:40
ეს ერთი და იგივე მდედრია ზეიმპოზანტურობიდან მაყვალაობამდის...

user posted image Vs user posted image

როგორ ცვლის თურმე ადამიანს სწორად შერჩეული სათვალე, მდა...


პ.ს. ქალბატონო alesandraი, თქვენი ფემაღმატებულება ატარებს სათვალეებს თუ ურცხვად თვალებშიშველა დეიარება?.. ))) ისე, სათვალეებიანი მდედრის იერსახოვან ფემსტატუსს ძალზედ ამაღლებს მკაცრი სათვალეო, გაითვალისწინე!.. old.gif )))

Posted by: alesandra 20 Apr 2024, 22:35
kodeqsi
QUOTE
ზეიმპოზანტურობიდან მაყვალაობამდის

facepalm.gif
ჰო, ახლა ზუსტად სათვალე ცვლის მანდ ყველაფერს...)))

QUOTE
თქვენი ფემაღმატებულება ატარებს სათვალეებს


ვითომ არ იცი, რომ მსუყე ბიძგვინტოტს ისედაც კარგად ვხედავთ და შორსმჭვრეტელობა არც პოლიტიკურად გვჭირია და არც სხვა მხრივ ... )))
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: kodeqsi 20 Apr 2024, 23:28
alesandra
QUOTE
სათვალე ცვლის

დიახაც, ცვლის და თანაც ზოგჯერ პირდაპირ ბიძოს დაპირებული დემოკრატიასავით გასაოცარი ეფექტით... yes.gif ისე კი სათვალეებიანი ფემდედრნი ჩვენ უფრო ჭკვიან-ეშმაკნი გვგონია მამრმისტენკების საქმეში და ეს კიდევ უფრო გვაშინებს მდედრშია... help.gif

QUOTE
ძერზკი ქამელეონი სათვალე გვაქვს

ვაჰ, ეს რა კამუფლაჟური სათვალე გქონიან, სამხედრო სტილის, მურთაზეთ სინსილეთთან საომარი სწორედ რომ სიმონ... )))

QUOTE
შორსმჭვრეტელობა არც პოლიტიკურად გვჭირია

ვითომ?.. )))

პოლიტგანყის მთავარ ))) თემაში რო შებრძანებულხარ დიდის ფემინოამბით და მოგიჭრია ის ბიძტოტი, რომელზეც კომფორტულად წამოსკუპებული იყავ, რას ფიქრობდი ნეტა?.. ))) ჯერ აქლემებიანი მაგნატი უნდა იშოვო და ხოშიანად გაწეწო, მხოლოდ მერე შეიძლება მაგ ოქროს ტოტის მოჭრაი... )))

ეს ყოველივე პოლიტგანყში არ დაგიწერე, იქ ისედაც იუმორზე საკმაოდ აცრილი ხალხი პოსტამსა და ამ ღრუკანონამბების გამო ახლა ძაან აღრენილ-ეგზალტირებულია ევროდემოკრატიული იუზერსასტავი, ჰოდა წამოვიდოდა მართლაც ისეთი პოლიტმარგალიტების ცვენა შენსა ვჲთომ ჰამელეონებიან ფემონოთავზედა, როგორი მარგალიტებიც მუსიეს არ უჩუქებია თავის რომისთვის... ))) ნეტა ეგ ყოვლად და სასტიკად წუწკი საერთოდ თუ ჩუქნიდა მდედრებს რაიმე სამკაულმაგვარს ან ეროთიულ ბიკინის მაინც?.. )))

Posted by: ჯიბ 21 Apr 2024, 07:11
ზოგჯერ უსათვალობა უფრო turn offია


user posted image vs user posted image


Posted by: Frankens†ein 21 Apr 2024, 18:22
ერთი სათვალით გასიმპათიურების დედა ვატირე და მეორე ხშირი წვერით დამალული ბანძი ნიკაპის თუ ტუჩების ))

user posted image

Posted by: alesandra 22 Apr 2024, 00:20
kodeqsi
QUOTE
უფრო ჭკვიან-ეშმაკნი გვგონია მამრმისტენკების საქმეში

ზოგადად, რაც მეტია ინტელექტი მდედრში, მით ნაკლებია ჭკვიან-ეშმაკობა... ხოლო, რაც მეტია ინტელექტი მამრში, მით მეტად მოწყვლადია ის ზემოხსენებული ჭკვიან-ეშმაკობის მიმართ )))

QUOTE
ჯერ აქლემებიანი მაგნატი უნდა იშოვო და ხოშიანად გაწეწო

როგორც ყოველთვის სწორ რჩევებს გვაძლევ ... 2kiss.gif )))

QUOTE
იუმორზე საკმაოდ აცრილი ხალხი პოსტამსა

ეგ ჩვენც შევნიშნეთ, რომ მეტისმეტად არ გვწყალობენ და არ გვყვარობენ ბიძგვინტოტელებს. არადა, შენ ხომ მაინც იცი, როგორი უწყინარი ხალხი ვართ... მსუყე ტოტის გარდა არც არაფერს ვითხოვთ)))

QUOTE
საერთოდ თუ ჩუქნიდა მდედრებს რაიმე სამკაულმაგვარს

ასე საფუძვლიანად გსურს შეისწავლო მუსიეს პიროვნება? მისი ბიოგრაფიის ასეთი დეტალებით მეც კი არასოდეს დავინტერესებულვარ givi.gif

Posted by: kodeqsi 22 Apr 2024, 01:06
alesandra
QUOTE
რაც მეტია ინტელექტი მდედრში

რავა, მით უფრო არ უნდა ეშმაკობით მისტენკებული მამრი?.. აბა თავისით როცა არ მოდის კრავმამრი, მისთვის ეშმაკური სასტენკე ხაფანგის დაგება თვით უფალსა უბრძანებიაო და საამისოდ ეგზისტენციური ეშმაკობის უნარი ჩამოურიგებია ყველა მდედრისთვინაო... )))

QUOTE
მოწყვლადია

ნებისმიერი კრავმამრი, თლა ჩერჩეტიც, მგელმდედრის მიმართა, რაც ბუნებრივი მოცემულობაა... )))

QUOTE
მსუყე ტოტის გარდა არც არაფერს ვითხოვთ)))

ჰოო, კი, უსაზღვროდ მორიდებული და თავშეკავებული არს ბიძგვინტოტელი მდედრი... ისედაც ყველაფერი აქვს მაგ ჯადოსნური ტოტის წყალობითა... ))) თუმცა არა, მუსიე არ აქვს, მარტო ოცნებებში ჰყავს ეგ აფერისტული სათამაშო ეგა... )))

QUOTE
არასოდეს დავინტერესებულვარ

არადა აქედან უნდა დაგეწყო... )))


პ.ს. ამბობენ, მუსიემ მობილურის ხმარებაც კი არ იცისო, მწვანის ნაცვლად სულ წითელ ღილაკზე ეჭირებაო... საწყალი, თლა გამოშტერებულა ეტყობა... )))

Posted by: alesandra 23 Apr 2024, 00:22
kodeqsi
QUOTE
ეშმაკური სასტენკე ხაფანგის დაგება თვით უფალსა უბრძანებიაო

ერთია, უფალმა და ბუნებამ რა ჩადო და მეორეა, რომ რაციონალური განდევნის ყოველივეს ირაციონალურ-დესტრუქციულს... მოკლედ, ვრცელი თემაა yes.gif

QUOTE
მუსიე არ აქვს, მარტო ოცნებებში ჰყავს

თორემ ბიძგვინმსუყეჯადოსნური ტოტი ცხადში გვაქვს რა...და არა ქართულ ოცნებებში... givi.gif

QUOTE
არადა აქედან უნდა დაგეწყო..

up.gif lol.gif
კაი იყო...


QUOTE
საწყალი

მართლა ძალიან დაბერებული და გატეხილია, საწყალი... sad.gif
არადა, როგორი იყო... love.gif

Posted by: პადჟიგაწელი 23 Apr 2024, 00:41
kodeqsi
alesandra
რამდენ ოთახიანში ცხოვრობთ?



Posted by: kodeqsi 23 Apr 2024, 03:44
alesandra
QUOTE
განდევნის ყოველივეს ირაციონალურ

რომანტიკა, ანუ რომანტიულ ვახშმად კრავმამრის მირთმევა მგელმდედრის მიერა, სულაც არაა რაციონალური მიდგომა კრავმამრის მისტენკების (მისტენკებაა რაციონალური) საქმეში, მარა ვერაფრით განიდევნა მგელმდედრეთში ასეთი ვახშმების დაუოკებელი სურვილნი...)))

QUOTE
ცხადში გვაქვს

რავა, ჩაგაჩოჩეს, უფრო ზუსტად, ჩამოგაცოცეს ბიძგვინტოტიდან უკვე?.. გეუბნებოდით, დროზე მოიძიე გასაწეწი აქლემაგნატი-თქო... არ დაგვიჯერე, ჰოდა, დეემშვიდობე ახლა მსუყე ბლინჩიკებს და დაიწყე ადაპტაცია გახეხილ სტაფილოსთან და მისთანასთან... )))

QUOTE
არადა, როგორი იყო...

როგორი იყო და მაგარი ჩერჩეტი იყო, ვერაფერი იხეირა მდედრეთში ასეთი ზეპოპულარობის და მიუხედავად... მიქმროდა ვინმე ნავთობმაგნატის პრინცესა ქალიშვილსა, ხო იქნებოდა ახლა უდარდელად რძის და ყველის გარემოცვაში... )))


პადჟიგაწელი
ეგ ოთახებში არ ცხოვრობს, ტოტებზე ცხოვრობს... )))

Posted by: Primrose 23 Apr 2024, 07:11
სათვალიანები აქ ტურფა სრაკაკელოში იმიტომ გაჩნდნენ, რომ მათთვის ინწილიგენტები დაეძახათ.
აბა კამპუჩიაში ხოცავდნენ და...

Posted by: alesandra 23 Apr 2024, 09:17
kodeqsi
QUOTE
რომანტიულ ვახშმად კრავმამრის მირთმევა მგელმდედრის მიერა

მაგას ვერ შევცლი, ამიტომ მიდგომა უნდა შეცვალო და, დამიჯერე, შენთვისაც სასიამოვნო გახდება ეს პროცესი yes.gif)))

QUOTE
ჩაგაჩოჩეს, უფრო ზუსტად, ჩამოგაცოცეს ბიძგვინტოტიდან

ჩამომიტყდა cry.gif რაფაელოები ვჭამე ბევრი და ვერ გამიძლო... მაგრამ შენდა ბედად, რომ პირდაპიდ შენს ბუნკერზე არ დავვარდი. თორემ ხომ დაგემხობოდა თავზე მთელი ევროდემოკრატია. და მერე კი მართლა ფინიტა ლა კომედია! ...)))

QUOTE
ხო იქნებოდა ახლა უდარდელად

რა იცი შენ ჩირგვული ყოფის მოყვარულმა კრავმამრმა ქარტეხილებით სავსე ცხოვრების ფასი ..)))

პადჟიგაწელი
ეგ ჩირგვში ცხოვრობს, ჩირგვში ბუნკერი აქვს, ბუნკერში ისევ ჩირგვი, იმ ჩირგვშიც ბუნკერი და იქ აგროვებს თურმე მატრიოშკებს yes.gif

Posted by: Piani Master 23 Apr 2024, 09:55
სიმელოტეს და სიდაბლეს ჩვენ არ ვირჩევთ.
მოხდენით კიდე ყველაფრის მოხდენა შეიძლება თუ კარგად შეარჩევ

Posted by: kodeqsi 24 Apr 2024, 00:46
alesandra
QUOTE
შენთვისაც სასიამოვნო გახდება ეს პროცესი

სასიამოვნოა მზერით/თვალებით როცა გჭამს მოფისოე მდედრი და არა პირდაპირ რომ გადაგსანსლავს _ გაგიშვებს ხახაში საკუხნე მდედრი და ზედ კიდევ ნატახტარის ლიმონათს რომ დააყოლებს შენს უკეთ მოსანელებლად... facepalm.gif )))


QUOTE
ჩამომიტყდა  რაფაელოები ვჭამე ბევრი და ვერ გამიძლო

მთელი საკონდიტრო მაღაზია თუ შეჭამე, ჩამოტყდებოდა, მა რას იზამდა... მარა ჩვენს ბუნკერზე შენ ნუ ნერვიანობ, მთელი ბიძბაობაბის დაცემასაც კი გაუძლებს, ევროპული ხარისხითაა ნაშენებ-ნაკეთები... yes.gif )))


QUOTE
ქარტეხილებით სავსე ცხოვრების ფასი .

კაი ახლა, გამოგვივიდა არქიტრაგითავგადასავლებიანი ცხოვრების დიდმოყვარულ-მაძიებელი... ეგეთი ცხოვრებისეული ზიჹზაგები აქობრმა ტრადიციულმა საოჯახო ლაიფმა არაფერი იცისა, მთავარია მსუყე ბლინჩიკი არ დაგეწვას და ბორშჩი არ გადაგეხარშოს წესივრულ ცოლსა... yes.gif )))


QUOTE
იქ აგროვებს თურმე მატრიოშკებს

ნუ ღელამ შენ ჩვენს მატრიოშკებზედა, თვარა აგიწევს წნევა ორას მეტზედაც და მერე ემერჯენსიც ვერ გიშველის ჩვენსა⁶
მატრიოშკების დარდსა ნაადრევად შეწირულსა... )))

Posted by: alesandra 25 Apr 2024, 00:52
kodeqsi

QUOTE
ნატახტარის ლიმონათს რომ დააყოლებს

ნატახტარის ლიმონათი არა სტაკანჩიკი ნაყინი კიდევ facepalm.gif თუ გადასანსვლაა, გადასანსვლა იყო! ჩვენ ამას დავაყოლებდით, რომ იცოდე ... yes.gif )))
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


QUOTE
მსუყე ბლინჩიკი არ დაგეწვას და ბორშჩი არ გადაგეხარშოს

მართალი ხარ yes.gif ასეთ ზოგადსაკაცობრიო, მარადიულ თემებს როცა ვეხებით, იქ რა მოსატანია ყოფითი რუტინა და ყოველდღიურობა )))

QUOTE
თვარა აგიწევს წნევა ორას მეტზედაც

არ გვაწუხებს ჩვენ წნევები ზოგიერთებივით და კაპტოპრილ-ფიზიოტენზების ფასად ბევრი რაფაელოც მოგვდის ჩვენი პენსიაზე ბევრად მეტი ხელფასით tongue.gif მაგრამ, ნეტა არ მოგვდიოდეს ... facepalm.gif )))

Posted by: kodeqsi 25 Apr 2024, 01:39
alesandra
QUOTE
სტაკანჩიკი ნაყინი კიდევ

რა ამბავია ამდენი ტკბილეული, მასე კატასტროფულად თუ მეიმატებ სიმონ, ბუნკერში რომ ბუნკერი გვაქვენ, იმაში კიდევ ბუნკერის მოწყობა მოგვიწევს, მაღლივ ბიძტოტიდან 26 ოქტომბერსა შენსა ბრაგვანსა რომა გავუძლოთ... )))

QUOTE
ამას დავაყოლებდით,

მასეთი დახვეწილი სასმელები ოდენ მამრთ პრეროგატივაა, მდედრებმა სტაფილოს და ბროწეულის წვენები სვით... yes.gif )))

QUOTE
არ გვაწუხებს ჩვენ წნევები

გასაოცარია, ნეტა რატო არ გაწუხებს, რამეთუ გასაწეწი აქლემაგნატის ხელში ჩაგდების პროცესის დაგეგმვის შესრულების უმწიკვლობაზე დარდი და ფიქრი კაი მაგრა უნდა განერვიანებდეს, ნერვიანობას კიდევ ბევრი რაფაელოს სანსვლა მოსდევსა, ამ სანსვლას კი უზომო მოსუქება მოყვება, რასაც თავის მხრივ დემოკრატიული წესით და რიგით ხშირი და მაღალი წნევები უნდა ახასიათებდესა... yes.gif ჰოდა რაცხას გვატყუებ ახლა შენ ჩვენ, ასე გვგონია ჩვენ ჩვენი უდემოკრატიულესი წარმოდგენებითა!.. )))

Posted by: Luka251 25 Apr 2024, 09:43
თუ მხედველობის პრობლემა არ აქვს რა ჩემ სირად უნდა.

__________________________________________________

Posted by: Streetlight 25 Apr 2024, 12:55
user posted image


ასეთი რომ ხარ და გგონია, სათვალეა შენი ნაკლი sad.gif

თან ამ დროს ვაგზალზე ლინზები ღირს 20 ლარი

Posted by: alesandra 26 Apr 2024, 11:39
kodeqsi

QUOTE
მასეთი დახვეწილი სასმელები ოდენ მამრთ პრეროგატივაა

ნუშის ლიქიორი მდედრთათვის შექმნილი ღვთაებრივი სასმელია და არ ეგების მამრმა დალიოს chups.gif თქვენ სვით ღვინო და არაყი!

QUOTE
რაცხას გვატყუებ ახლა შენ ჩვენ

არაფერსაც არ გატყუებთ, თავად იტყუებთ თავს მაგ უდემოკრატიულესი წარმოდგენებით... fig.gif

Posted by: MirMax 26 Apr 2024, 13:50
ოვალური სახე მაქვს პლიუს დიდი თავი და ძლივს შევარჩიე სათვალე ისიც კარგად არ მაქვს ბოლომდე.. გარეთ არ ვატარებ.. ###ობააა ლინზები უნდა დავითრიო ასტიგმატური პროსტა ძვირი ღირს რა და ბევრი ხლაფორთი უნდა..
* * *
Streetlight
QUOTE
ასეთი რომ ხარ და გგონია, სათვალეა შენი ნაკლი sad.gif

თან ამ დროს ვაგზალზე ლინზები ღირს 20 ლარი

მართალი ხარ მეც მასეთი მახინჯი ვარ და გინდ გაიკეთე გინდა არა სათვალე ერთია.. სიმპატიური სახე თუ გაქვს და იერი.. სიმპატიურ ტიპებს და მოდელებს ყველაფერი უხდებათ და ქალებსაც მოწონთ თან სიმპატიური თუ ხარ და თან კაი გემოვნებიანის ათვალე გაქვს და გიხდება პირიქით პლიუსი არის ინტელექტუალური ტიპის ვიდს გაძლევს..

Posted by: kodeqsi 27 Apr 2024, 01:32
alesandra
QUOTE
არ ეგების მამრმა დალიოს
ჩვენ ძაანაც გვიყვარს ლიქიორ-კონიაკები და შამპანურ-რედვაინები, აი არაყ-ვოდკა-ვისკი-შნაპსნი და მსგავსნი მათი არ გვევასების ვითარცა აქობრ მდედრეთსა ფისონი ჩვენი დიდსიხარულნი... ))) მოკლედ, სტაფილოს წვენი გაქვს შენ გამოწერილი, თუ გინდა სიმსუბუქე და მილ შეძლება უფრო მაღალ და მსუყე ბიძტოტზედ გადაფრენისა... )))

QUOTE
თავად იტყუებთ თავს

ნურას უკაცრავად, ჩვენ სრულ ჭეშმარიტებას ვუცქერთ და ვახმოვანებთა!.. old.gif )))

Posted by: alesandra 28 Apr 2024, 00:09
kodeqsi
QUOTE
ძაანაც გვიყვარს ლიქიორ-კონიაკები და შამპანურ-რედვაინები

უყურე შენ, რა დღეშია მამრი მურთაზოიდი. იმისთანა დახვეწილი გემოვნება გვაქვსო, რომ რაის ვოდკა და ონტკაო .... ისე, ამ გახსენებაზე ფრანციცულ კონიაკს ხომ არ ინებებდით პირდაპირ მუსიეს ვენახებიდან facepalm.gif )))

QUOTE
სტაფილოს წვენი გაქვს შენ გამოწერილი

კაი.yes.gif მაგრამ რაღაც დიდად გვეეჭვება, რომ ჩვენი დაუძინებელი მტერი კიდევ უფრო სარფიან ტოტზე შესკუპებაში გვეხმარებოდეს. ალბათ უფრო იმაზე აქვს გათვლა, რომ ეგ სტაფილოს წვენი სიმაღლეში გაგვზრდის ... givi.gif

Posted by: kodeqsi 28 Apr 2024, 01:40
alesandra
QUOTE
დახვეწილი გემოვნება გვაქვსო

დიახაც, სასმელშიც და მდედრშიცა, გასკდით შურზე მურთაზეთმტერნო ფემინიმავანნო თქვენა... )))

QUOTE
მუსიეს ვენახებიდან

მარტო ვერმუტს (უმდაბიოესი ღვინო, ღვინომაგვარი რაღაც გაუგებრობა, ბომჟი ალკოჰოლიკების ერთადერთი სასმელი) თუ გააკეთებ... ტიპმა ვერაფერში რომ ვერ ივარგა და არც არაფერი რომ არ უვარგა, იმენა საგინესო ნეუდაჩნიკია რა... )))

QUOTE
გვეეჭვება

QUOTE
სიმაღლეში გაგვზრდის

მერე უფრო მაღალი უფრო არ შესწვდები სასურველ ბიძტოტსაი უფრო მაღლივს და მსუყესა?.. ხედამ, რა კეთილები ვართ მე და ბატონი მმდეი შენსა მიმართა, რაც ადრეც გიხსენეთ, მარა ჯიუტად არ გჯერა ამ ჭეშმარიტებისა და სულ ჩვენს წინააღმდეგ ახალ იარაღს აგროვებ და ახალ ხრიკებს იგონებ... facepalm.gif )))

Posted by: alesandra 29 Apr 2024, 00:52
kodeqsi
QUOTE
სასმელშიც და მდედრშიცა

ვხედავთ yes.gif
მაგრამ, მუსიეებში რომ გქონდეთ დახვეწილი გემოვნება, ამას ვერც ვხედავთ, ვერ დავიჯერებთ და რბილად რომ ვთქვათ, გაგვიკვირდებოდა ))) ამიტომ თქვენი მსჯელობანი ვერმუტზე, ბერმუნდზე და მისთანებზე არის სრულიად არაკომპეტენტური fig.gif ))) ჯობია ისევ ღვინო-დუდუკ-ქალებს მიაწვეთ )))

QUOTE
მერე უფრო მაღალი უფრო არ შესწვდები სასურველ ბიძტოტსაი უფრო მაღლივს და მსუყესა

givi.gif
ჰო, ერთი მე გამზრდის ეგ სტაფილოს წვენი სიმაღლეში და უფრო მაღლივ ტოტს შევწვდები, და მეორე ბიძგვინას გაზრდის და მიშა მაღალიას დაუწყებს ზემოდან ყურებას )))

QUOTE
ხედამ, რა კეთილები ვართ მე და ბატონი მმდეი შენსა მიმართა

ეს კი აშკარად კრავმამრული ხანგრძლივი მოქმედების ბომბებია ვარდისფერი ბანწიკებით შეფუთული )))

Posted by: kodeqsi 30 Apr 2024, 06:03
alesandra
QUOTE
არაკომპეტენტური

არს მუსიე სინემაშიც და რეალშიც, ჩვენ კი მსოფლიო დემოკრატიის შუქურა და ეტალონი გახლავართ, რო იცოდეთ!.. chest.gif )))

QUOTE
ბომბებია

ეტყობა, შენელებული მოქმედების ნაღმებს გულისხმობდი, მარა სულ რო ჩვენი ჩირგვნარეთული ბუნკერის დაბომბვა გიტრიალებს ფემთავშია, მიტომაც ჩანაცვლებადად წამოგცდაი ინსტინქტურადა აგია, რა უნდა შენსა ეგზომ გაშიფვრასა... )))

პ.ს. ის თემა დახურეს ხო, იწუწუნე ალბათ ბევრი მოდერთან ან ავტორთან, ორ ფრონტზე ვეღარ ვომობ კრავმამრეთთანო, ერთი დამიტივეთო და მთელი ფემძალების კონცენტრაცია-მობილიზაციითო იქნებ იქ მაინც შევსანსლო ეგ ქიშმიშ-ბულკიანი მამრდესერტიო... ვერ მოგართვით!.. )))


QUOTE
ფისოები სულიერი საკვებიც რომ იყოს

რო იცოდე, რა ნაზნი, დახვეწილნი, ერუდირებულნი და გონივრულნი არიან, სახტად დარჩენოდით შენც და ის შენი ფემდაქალი ანაბელუმა-პარაბელუმაც, ჩვენს ფისუნიებს გასაგონადაც რომ ვერ იტანს უკვე მანიაკალურად... )))

QUOTE
სიდედრი იშოვეთ

ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს, pop.gif მაგი მაშოვნინე ახლა კიდე... ცოლს კუხნაში მაინც დააყენებ საქმის საკეთებლად, სიდედრისგან კიდევ რა ხეირი ტვინის წაღების და შეჭმის გარდა... )))

QUOTE
ბოლომდე კი გიყურებია

გვინდოდა გვენახა მაი მუსიე ბრაგვანს გაადენდა თუ დაინდობდა სცენარისტი და დიდად სამწუხაროდ, დაუნდია ეგ ოხერი.. ეტყობა, მუსიემ მაგრა დაათრო თავისი ვენახის ვერმუტით, იაფფასიანი ფხვნილით არომატიზირებულით, და იმასაც არევია გონება და ფილმის სცენარი, რამაც გადაარჩინა ეგ შენი დოყლაპია დელონი თავით ქვემოთ სასაცილო ბრაგვანსა... ))) მოუნდა ბიჭს ფრენაი ნარ-ნარი, მარა ავარიულად კი დასვესა და ნუ ესაც კაია რა!.. )))

Posted by: alesandra 1 May 2024, 01:30
kodeqsi
QUOTE
ჩვენ კი მსოფლიო დემოკრატიის შუქურა და ეტალონი გახლავართ

მე ეგ შუქურა ვივამედში მეგონა აქამდე )))

QUOTE
სულ რო ჩვენი ჩირგვნარეთული ბუნკერის დაბომბვა გიტრიალებს ფემთავშია

არაა, ჩვენს ბომბებს მხოლოდ შემაკავებელი, პრევენციული ფუნქცია გააჩნიათ, თორემ ისე სულ პეპლები გვიტრიალებს მშვიდობისმოყვარულ თავში და ამიტომაც, პეპლებისგან გაბრუებულს, გვეშლება ხოლმე სამხედრო ტერმინოლოგია lalala.gif )))

QUOTE
რო იცოდე, რა ნაზნი, დახვეწილნი, ერუდირებულნი და გონივრულნი არიან, სახტად დარჩებოდით

ამით თუ იმის თქმა გსურთ, რომ ჩვენ ყოველივე ამის ანტიპოდნი ვართ, მაშინ, კარგი, დაგტოვებთ თქვენს ფისოებთან ერთად ...)))

QUOTE
ანაბელუმა-პარაბელუმა

რატომ გააქციე? )))

QUOTE
ავარიულად კი დასვესა და ნუ ესაც კაია რა!

ეს ფილმი თავიდან ბოლომდე ერთი დიდი სისულელეა. მაგრამ თქვენ მშვენივრად გამოგდით მუსიეს დაკნინება მისი არარსებული ვენახების არარსებული ღვინოთი...)))

* * *
.........................................................................................
პ.ს. მომენატრე ... 2kiss.gif

Posted by: kodeqsi 2 May 2024, 00:55
alesandra
QUOTE
ვივამედში მეგონა

ის ვივამედშია, ჩვენ ფორუმ-ფრონტზედ გახლავართ, დანაწილებულია ადგილები ოპტიმალურად და ანტიმონოპოლიურად, რაც ფრიად დემოკრატიული წესი და რიგია... )))

QUOTE
პეპლები

გიტრიალებს თავშია მუსიეს შთაგონებითა, სულ მოგწყვიტა რეალობას მაგ ოხერმა, შეგსვა ბიძტოტზე და დაგტოვა ასე ჰაერში, თავად კი მორიგ საყვარელ პენსიონერ მადამ მდედრთან გაუჩინარდა უნამუსო და ტუტუცი ეგა... )))

QUOTE
ანტიპოდნი ვართ

ჰმ, კინაღამ გაგვებუტა ისევ, მარა გაბუტებას გადასარჩენად შანსი დაგვიტოვა დიფირამბულად თქმისა, რომ თქვენც მასეთები და კიდევ უფრო უკეთესნი ხართო... მოკლედ, აქობრ მდედრი ისე გაეშმაკდა ამ ფემეპოქისას, რომ თავად ეშმაკიც ვეღარ მივა მასთან ახლოს რა, ამ ეპოქის სინათლის მანძილზეც კი... )))

QUOTE
რატომ გააქციე? )))

მე რა, ციცო დეიდებთან და ზაირა მეზობლებთან ომს შეეწირებოდა... )))
https://vt.tiktok.com/ZSFwPbE5E/

QUOTE
ერთი დიდი სისულელეა.

ეს დელონფილმიც და სხვნი მრავალნიც, ერთი თეირან 43-ს ცოტა არაუშავდა, მიტომაც ვნახთ ბოლომდე და აზნაურის სიმღერაც მოგვეწონა, გვახსოვს....

QUOTE
მომენატრე

ანუ მოგშივდა ხო?.. ))) 2kiss.gif

Posted by: T-mademoiselle 2 May 2024, 09:06
QUOTE (პადჟიგაწელი @ 23 Apr 2024, 00:41 )
kodeqsi
alesandra
რამდენ ოთახიანში ცხოვრობთ?

lol.gif lol.gif


ალესანდრა ქეთუქეთოა თუ ერთად წერენ?

Posted by: alesandra 2 May 2024, 17:47
kodeqsi
QUOTE
დანაწილებულია ადგილები ოპტიმალურად და ანტიმონოპოლიურად

ბაობაბზე მაინც ვერ ამოხვალთ ეგ დემოკრატიის შექურები. არ ეგების თქვენი წესრიგის გავრცელება ბიძტოტებზე ... tongue.gif )))

QUOTE
სულ მოგწყვიტა რეალობას მაგ ოხერმა, შეგსვა ბიძტოტზე და დაგტოვა ასე ჰაერში

რაღაცით ხომ უნდა გავილამაზოთ ცხოვრება... აბა, ჩვენს ტურბულენტურ რეალობას ჩემმა მტერმა უყურა ფხიზელი თვალითა და ოცნებით დაბინდული გონების გარეშე )))

QUOTE
გაბუტებას გადასარჩენად შანსი დაგვიტოვა

ხომ იცით, რომ უნებლიეთ მოგვდის და არა ეშმაკობით )))

QUOTE
თეირან 43-ს

მუსიეს ხათრით ვუყურებდით ხოლმე ბავშვობაში და მის გარდა არც არაფერი გვახსოვს მაგ ფილმიდან, მხოლოდ ორ კადრში რომ მოჩანს და აქედან ერთში რომ კლავენ )))

QUOTE
აზნაურის სიმღერაც მოგვეწონა

ჰოო, მართლაც ლამაზი და რომანტიულია ... ეგ არ გვახსოვდა ... )))

QUOTE
მოგშივდა ხო?

yes.gif
სტაფილოს წვენსაც დავაყოლებდი სიამოვნებით yes.gif ...)))

პ.ს. ისე, გებურგსთაგი მაისში გაქვთ შენ და მმდეის? თუ გქონდათ უკვე?

T-mademoiselle
QUOTE
ალესანდრა ქეთუქეთოა თუ ერთად წერენ?

რაის ქეთუქეთუ ....
ქთუქეთუს აქამდის უკვე ცხრაგზის ეყოლებოდა გადასანსლული კოდექსის მსგავსი მამრი ...)))

Posted by: iRadonn 2 May 2024, 21:07
ქალზე თუ არის თურნ ონი, კლაცზე რატო ოფი?

ოხ ეს ორმაგი სტანდარტები.

Posted by: kodeqsi 3 May 2024, 01:13
T-mademoiselle
QUOTE
ალესანდრა ქეთუქეთოა

თანაც გაორმაგებული... მომენტებში გასამმაგებულიც... თავისი მნაგახადოვკიანი გენდეროეშმაკობებით... yes.gif


alesandra
QUOTE
ბაობაბზე მაინც ვერ ამოხვალთ

რა გვინდა რო მაგ ბებერზე ათასწლიანზე, ჩვენ ნორჩყლორტოვანი ფისოხენი გვევასებისა... და ნუ კიდევ, ეგზისტენციურად ვსაჭიროებთ ჩირგვებსა... შიგ ჩაშენებული ბუნკერებითა... )))

QUOTE
უნდა გავილამაზოთ ცხოვრება

აქლემაგნატთ წეწვაი მაგრა ალამაზებს გამწეწავთ ლაიფსაო... მე და მმდეი ვიქცეთ ორკუზიან აქლემებად, თუ გატყუებდეთა... )))

QUOTE
უნებლიეთ მოგვდის

უნებლიე ეშმაკობით მოგდით, ისეა უკვე გამჯდარი ფემეშმაკობა თქვენშია... )))

QUOTE
კლავენ

დასაბრედი იყო და დაბრიდეს კოდეც... მოგვინდომა რა პოლიციელობანას თამაში კომისარ მეგრესავით, როცა ლუი დე ფიუნესის კომიკურ ჟანდარმობაზეც კი ვერ ქაჩამდა... )))

QUOTE
სტაფილოს წვენსაც დავაყოლებდი

ცხადია, გეშინია ყელში რომ არ გაგეჩხიროთ ამხელა 1,90 მეტრიანი შუქურნი დემოკრატიისანნი... chest.gif )))

QUOTE
გებურგსთაგი მაისში გაქვთ

დიახაც, მე და ბატონი მმდეი გახლავართ მაისის ყვავილნი, მარა დანარჩენი თარიღნი ზესაიდუმლო ინფოია.. კუროობა რომ გამოგვსტყუეთ, მეტს ვერაფერს ვეღარ გამოგვსტყუებთ, ვერ მოგართვით!.. ))) ისე, ეს ჩადოიჩება რა პონტი იყო, ზოგადსაკაცობრიო ინგლიშ ლინგვას და bírthday-ს მსოფლიო დემოკრატიულ პატივს აღარ ვცემთ სიმონ?.. )))


პ.ს. რა ხდება თქვენსკენ ბიძბაობაბეთში ამ აქციების ფონზედა, წნევამ ყველას აუწია თუ კიდევ თლა ვარესი ხდებაი?.. ))) 2kiss.gif


iRadonn
QUOTE
ოხ ეს ორმაგი სტანდარტები

ნამდვილად... მდედრეთს ორმაგ სტანდარტებში ბადალი არ ჰყამსა მამრეთთან ხრიკულ ფემომშია... )))

Posted by: neocyberman 3 May 2024, 08:55
ბოლო ბოლო რა გადაწყდა?

//////////////////////////////////////////////////////////

Posted by: alesandra 4 May 2024, 01:13
kodeqsi
QUOTE
რა გვინდა რო მაგ ბებერზე ათასწლიანზე

სხვათა შორის, თქვენი ბებერი ქალბატონი, შორიდან რომ ეტრფით და თან ცალმხრივად, ათასწლოვან ბაობაბზე და ჩემს მუსიეზე, ერთად აღებულზე უფროსია, რომ იცოდეთ tongue.gif )))

QUOTE
აქლემაგნატთ წეწვაი

არ გვინდა... fig.gif

QUOTE
კომიკურ ჟანდარმობაზეც კი ვერ ქაჩამდა

სამაგიეროდ, ქილერის როლები გამოსდის კარგად yes.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


QUOTE
გეშინია ყელში რომ არ გაგეჩხიროთ

დიახ, ეგ გვაბრკოლებს და ჯერ-ჯერობით ვერ მოგვიფიქრებია, რა მოვუხერხოთ...rolleyes.gif )))

QUOTE
ეს ჩადოიჩება რა პონტი იყო

ეს იყო მნაგახადოვკიანი უნებლიე გენდეროეშმაკობა givi.gif

QUOTE
ინგლიშ ლინგვას და bírthday-ს მსოფლიო დემოკრატიულ პატივს აღარ ვცემთ

პატივს ვცემთ, მაგრამ, ამავდროულად, ვაცხადებთ, რომ ამგვარი დათქმები
QUOTE
მეტს ვერაფერს ვეღარ გამოგვსტყუებთ
და
QUOTE
ვერ მოგართვით
არ შეესაბამბა პარტნიორულ სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც მმდეის დეტალური განმარტება წარედგინა chest.gif )))

QUOTE
წნევამ ყველას აუწია თუ კიდევ თლა ვარესი ხდებაი?

თლა ვარესი givi.gif მაგრამ, როგორც კოდექსფილოსოფია გვმოძღვრავს, რაც არ კლავს, ის გვაძლიერებსო old.gif და ეხლა გაძლიერებულნი ისე ჩავებღაუჭეთ კლანჭებით ბიძგვინტოტს, რომ ვერანაირი გეოპოლიტიკური მიწისძვრა ვეღარ დაგვფერთხავს ბიძბაობაბიდან bis.gif )))

Posted by: 360-Grad 4 May 2024, 02:33
მახსოვს ალესანდრა ადრე კვარტალში 4 პოსტს წერდა, 2 სიტყვიანებს ისიც .

ასე იუზერი შეცვლილიყოს, საკვირველია.

Posted by: kodeqsi 4 May 2024, 02:55
alesandra
QUOTE
თქვენი ბებერი ქალბატონი

ევროპა ჩვენი სახლია და 2030-იდან მთელი ბიძბაობაბეთის ჯინაზედ საცხოვრებელი უფლებითაც დაგარეგისტრირებთო სრულიად იუროპიან იუსტიციის ჰოუმშიო, საჯაროდ დაგვპირდა ევროპის დირექტორი ბატონი მიშელი, ოღონდ დათქმით, რომ მანამდე ეს ბიძბაობაბი თავისი ტოტებიანი ბიძობობაქსელით მასზე კლანურად მომჯდარი სასტავებითურთ ისტორიის შავ ფურცელს უნდა ჩააბაროთო ბრძენმა ევროერმაო!.. old.gif ასე რომ გააძლიერე ლოცვაი საწეწი აქლემაგნატის დროულად შოვნისა, რომ მერე ბიძტოტის ნაცვლად აქლემზე მოჯდე და განაგრძო დიდკომფორტულად არსობა ნებივრობითი... bis.gif ხედამ, ჩვენ მხოლოდ კარგს გისურვებთ, ისეთი კეთილნი ვართ... ბიძბაობაბის ობობტოტთა დაფერთხვის დემოკრატიულ საქმეში!.. )))

QUOTE
ქილერის როლები გამოსდის

მაგას ცხოვრებაში ტირის თოფიდანაც არ ექნება ნასროლი შიშისგან, ტოჟე მნე კილერი კლოუნი მაგი... )))

QUOTE
განმარტება წარედგინა

ჰოდა ვერ მოგართვით ამ თავფანჩრიანი პრემიერით ევროპაში შემობრძანებაო, წითელხაზურად დაგვისიგნალა დასავლეთმა, ასე რომ ბიძბაობაბის თვეები მართლაც დათვლილიაო, ასე ვგონებ მეო დათა თუთაშხიამაო... )))

QUOTE
თლა ვარესი

ანუ პატარა პოლიტშოკუნიებიც დაგწყებიათ უკვე, რაც ამა წლისა ოქთომბასა უცილობლად გადაგეზრდებათ ერთ დიდ ვეებერთელა შოკშიაო, ია ტაკ დუმაიუო განუცხადებია მიმინოს ძმაკაც ფრუნზიკასა... )))


პ.ს. შენს მუსუს მუსიესა არც ჯეინ ფონდაი და არც ბრიჯიდ ბარდოი არ გაუმაზავს თავის დროზედაო, იუწყება აგერ ფოტოარქივი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
და შენ კიდევ იმედი გაქვენ მისი გამოსწორებისა (მუსუსიზმისგან განკურნებისა) და ერთგულების ჭეშმარიტ დემოკრატიულ გზაზედ დაყენებისა, მდედრთა გულთა ამ უპირველესი და უდიდესი აფერისტისა?.. )))


360-Grad
QUOTE
ასე იუზერი შეცვლილიყოს, საკვირველია.

საომარ მდგომარეობაზეა გადასული, ყველანაირად ცდილობს მურთაზეთფრონტის ხაზის გარღვევას და კოდექსმაგვარმამრეთის სინსილის გაწყვეტას, მარა... ვერ მივართვით!.. )))

Posted by: daviti35 4 May 2024, 14:05
alesandra
ალენ დელონს ტყუილად არეკლამებ და სახავ კაცის ეტალონად . მაგი ფიტნეს კლუბშიც არ იქნება ნამყოფი. მუცელზე კი კუბიკების ნაცვლად ქონი ექნება მოკიდებული. თავიდან ფეხებამდე ბანჯგვლებში იქნება სავარაუდოდ დაფარული და ლაზერით თმის მოცლა არც ექნება გაგონილი.
სახეზე კი ეტყობა ნევროზი და დეპრესია აწუხებს. ეტყობა იმ საქმეშიც ვერაა რიგზე.ცოლმა ტყუილად კი არ უღალატა დაცვასთან.
ტირის თოფით სიარული კიდე როდის გახდა საამაყო.

ჯობია გადააფასო შენი შეხედულებები და თუნდაც სილვესტერ სტალონეზე მაინც წერო ის რასაც მუსიე ალენაზე წერდი. რემბოს და როკის როლების ავტორი იდიალური სხეულით და ჰაერში ნახტომით ნამდვილი მამაკაცის განსახიერებაა.




Posted by: Estrella 4 May 2024, 17:40
QUOTE
არის თუ არა სათვალე turn off

ვისაც ერთში მინუსი აქვს და მეორეში პლიუსი, მათთვის ფუფუნება უფროა, ანუ ჩემთვის.

ისე 25 წლამდე ვერცხილსფერჩარჩოიანი სათვალე + ჭაღარა ძალიან მიზიდავდა. რეზო კორინთელი იყო იდეალი. ლოლ. smile.gif
დღეს არც თარნონია და არც თარნოფი. საერთოდ ვეღარ ვაკავშირებ.
უბრალოდ, მშურს ყველასი, ვისაც სათვალის ფუფუნება აქვს, მე ცალში მინუსი მაქვს, ცალში პლიუსი და ფიზიკურად არ მიმზადდება. არა და კითხვისას, შორს სივრცედი ყურებისას, კომპიუტერთან, ძალიან მჭირდება. თეატრში არ დავდივარ, მაგრამ რომ დავიოდე, ძალიან დამჭირდებოდა.
სნაიპერების მონოკლი მაქვს სამაგიეროდ, სახლში ტელევიზორსაც ვუყურე ერთხელ მაგით. smile.gif

Posted by: kodeqsi 4 May 2024, 21:54
daviti35
QUOTE
ალენ დელონს ტყუილად არეკლამებ და სახავ კაცის ეტალონად . მაგი ფიტნეს კლუბშიც არ იქნება ნამყოფი. მუცელზე კი კუბიკების ნაცვლად ქონი ექნება მოკიდებული. თავიდან ფეხებამდე ბანჯგვლებში იქნება სავარაუდოდ დაფარული და ლაზერით თმის მოცლა არც ექნება გაგონილი.
სახეზე კი ეტყობა ნევროზი და დეპრესია აწუხებს. ეტყობა იმ საქმეშიც ვერაა რიგზე.ცოლმა ტყუილად კი არ უღალატა დაცვასთან.
ტირის თოფით სიარული კიდე როდის გახდა საამაყო.

ჯობია გადააფასო შენი შეხედულებები და თუნდაც სილვესტერ სტალონეზე მაინც წერო ის რასაც მუსიე ალენაზე წერდი. რემბოს და როკის როლების ავტორი იდიალური სხეულით და ჰაერში ნახტომით ნამდვილი მამაკაცის განსახიერებაა.

up.gif

ეგ წერდა არ მევასება მორაგბისტო რემბო ტიპაჟნიო, გამიჭირდება მასეთი მამრის გადასანსვლაო, ამიტომ ჩემი მუსიესნაირი კილკამაგვარი საკონსერვო მამრი მირჩევნიაო... )))

Posted by: iRadonn 4 May 2024, 22:42
Estrella
თეატრში რომ დაგპატიჟო, სცენასთან რომ არის ახლოს.
სათვალეც არ დაგჭირდება.

რას იტყვი?

Posted by: alesandra 4 May 2024, 22:50
360-Grad
QUOTE
მახსოვს ალესანდრა

მე რომ არ მახსოვხარ....

kodeqsi
QUOTE
ევროპის დირექტორი ბატონი მიშელი

რაღაც მომბალი იყო დღეს ჩიჩილაკასთან საუბრისას, არა? ))) კაი, ნუ დარდონ ჩვენზე ამდენს... ევროპებში რომ შეხვალთ შენ და მმდეი, ჩირგვი გათავისუფლდება და ჩვენ იქ დავიდებთ ბინას ბუნკერში. ასე რომ საიმედო ადგილას ვიქნებით... 2kiss.gif )))

QUOTE
პატარა პოლიტშოკუნიებიც დაგწყებიათ უკვე

ჯერ სად ვართ, ისე შეგვაზანზარებს და ისე აიწევს ტემპერატურა, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში გამოვიწრთობით ..)))

QUOTE
ამა წლისა ოქთომბასა

no.gif ამა წლისა გიორგობისთვესა დაწყნარდება ყველაფერი და სასიკეთოდ ჩვენი ოპტიმისტური პროგნოზით yes.gif )))

QUOTE
მაგას ცხოვრებაში ტირის თოფიდანაც არ ექნება ნასროლი შიშისგან

facepalm.gif 72 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი მე ჩამომართვეს, ჰო? )))

QUOTE
შენს მუსუს მუსიესა არც ჯეინ ფონდაი და არც ბრიჯიდ ბარდოი არ გაუმაზავს

არადა ორივე გამაზა... მუსიე და ბრიჯიდი დიდი მეგობრებიც იყვნენ მთელი ცხოვრება, ერთად დაიწყეს კარიერა და ერთი აგენტიც ჰყავდათ. მაგრამ, ჩვენს შორის არაფერი მომხდარაო, სამწუხაროდაო, სინანულით იხსენებს ბარდოი... givi.gif


* * *
daviti35
QUOTE
მუცელზე კი კუბიკების ნაცვლად ქონი ექნება მოკიდებული. თავიდან ფეხებამდე ბანჯგვლებში იქნება

QUOTE
სახეზე კი ეტყობა ნევროზი და დეპრესია აწუხებს.


kodeqsi
QUOTE
მუსიესნაირი კილკამაგვარი საკონსერვო მამრი

თქვენც ხართ რა... ფიზიკური ნაკლის, ან მენტალური პრობლემების გამო ხომ არ უნდა დაიწუნო ადამიანი და ხაზი გადაუსვა.. მერე რა რომ კილკამაგვარია, ჩვენ მისი სულიერი მხარე მოგვწონს და გვიყვარს )))
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: medium 5 May 2024, 08:59
მაგალითისთვის რომ სტარების ფოტოები იდება აი როგორ უხდებათო ეგ არის კომიკური

lol.gif

Posted by: alesandra 5 May 2024, 09:44

QUOTE
სტარების ფოტოები იდება

აბა კოდექსი არ დებს თავის ფოტოს არაფრის დიდებით და სხვა რა დაგვრჩენია... givi.gif

პ.ს. ქრისტე აღსდგა!

Posted by: daviti35 5 May 2024, 10:37
QUOTE (alesandra @ 5 May 2024, 09:44 )

აბა კოდექსი არ დებს თავის ფოტოს არაფრის დიდებით და სხვა რა დაგვრჩენია... givi.gif

პ.ს. ქრისტე აღსდგა!

პატივცემული კოდექსი იმიტომ არ დებს ფოტოს რომ მისი გარეგნობით აღფრთოვანებულ ფორუმ მანდილოსნების არმიას შეიძლება სულ დაავიწყდეთ ალენ დელონები და ეგების ჩირგვ-ბუჩქებმაც ვეღარ უშველოს ფემინო შემოტევისგან ფრონტის პირველ ხაზებზე გამაგრებულ გენერალ კოდექს და მის აბჯართ მტვირთველ მდეის.

ეს მდეი მაინც როგორი უცნაური სახელია აშკარად ქართველი არ უნდა იყოს.


* * *
QUOTE (kodeqsi @ 4 May 2024, 21:54 )


ეგ წერდა არ მევასება მორაგბისტო რემბო ტიპაჟნიო, გამიჭირდება მასეთი მამრის გადასანსვლაო, ამიტომ ჩემი მუსიესნაირი კილკამაგვარი საკონსერვო მამრი მირჩევნიაო... )))

ბუნებრივია ალენს ეტყობა ვიდზე რომ დამჯერი ქმარი იქნება ცოლი რომ ეტყვის ძვირფასო სახლი დაალაგე, ჭურჭელი გარეცხე,ხელფასი სულ მე მომეცი. ისიც ვერ შეეწინააღმდეგება.

რემბოს კი ვინ გაუბედავს მაგას თავისი მორიგი ტყიური სპეც ოპერაციიდან რომ დაბრუნდება სახლში და ცოლს მუშტს დაუბრახუნებს მაგიდაზე. ქალო ტალახიანი ნასკი გამხადე, შედი კუხნაში და ბაყაყი შემიწვი შამფურზე. ასეთ ქმარს ბევრი ვერ გაუძლებს.

თუმცა ამათ შორის ვინაა "indeed guy" რაქმაუნდა სტალონე-რემბო.

Posted by: საქმიანნი 5 May 2024, 19:57
ბლინჩიკები გავაკეთე მოკლედ და ვინ გამახსენდებოდა, თუ არა კოდექსი და ალესანდრა :დდდ

ტყუილად წვალობს კოდექსა, იმდენი დრო და ენერგია უნდა ბლინჩიკებს, ჯობს რამე მარტივზე დაითანხმოს ალესანდრა :დდ


Posted by: sham 5 May 2024, 20:34
QUOTE
იმდენი დრო და ენერგია უნდა ბლინჩიკებს, ჯობს რამე მარტივზე დაითანხმოს ალესანდრა :დდ

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: DORO 5 May 2024, 21:13
QUOTE

აბა კოდექსი არ დებს თავის ფოტოს არაფრის დიდებით და სხვა რა დაგვრჩენია.


და პიემში რატომ ვერ აჩალიჩობ ...


Posted by: alesandra 6 May 2024, 00:35
daviti35
QUOTE
აღფრთოვანებულ ფორუმ მანდილოსნების არმიას შეიძლება სულ დაავიწყდეთ ალენ დელონები

არც მინდა ვიფიქრო, რომ ვინმე რამეს გაბედავს საერთოდ... givi.gif

საქმიანნი
QUOTE
იმდენი დრო და ენერგია უნდა ბლინჩიკებს

იმოდენა ტაქტიკურ-სტრატეგიული ოპერაციები გვაქვს ჩატარებული ფოლიანტებში ამოკითხული მრავალსაუკუნოვანი სამხედრო ტრაქტატების გათვალისწინებით და ბლინჩიკების კეთება შეგვაშინებს? )))

DORO
თემაში დადება ვიგულისხმე ხუმრობით სათვალის პონტში, თორემ მე ნანახი მაქვს...

Posted by: საქმიანნი 6 May 2024, 01:19
alesandra
პორცია გაანახევრე მაინც, თუ არ შეუშინდები ამ საძნელო საქმეს :დ
(ან ნახევარფაბრიკატი იყიდე, ძაან გაიგებს ახლა, მაგის საღეჭი კბილები მაინც აღარ ექნება დარჩენილი))))

Posted by: levani169 6 May 2024, 01:59
საქმიანნი
QUOTE
პორცია

QUOTE
პორცია

QUOTE
პორცია

სად მიგვაქან-მოგვაქანებენ .............. პოორცია-პორცია?(რუსეთი თუ ევროპა)

Posted by: საქმიანნი 6 May 2024, 10:58
levani169
portion-დან მომდინარეობს ეს სიტყვა, ასე რომ ცალსახად, ევროპა!

Posted by: kodeqsi 7 May 2024, 03:24
აუf, აქაურობას კოდექსმაგვარმამრეთის სინსილამწყვეტი ახალი (ანუ კარგად დავიწყებული ძველი) ფემაქტორი გამოჩენილა და გაუძლიერებია გენდეროსაომარი ყიჟინა ახალი ფემინოჰანგების შემოტანითა საბლინჩიკო კბილთა სარკაზმშეკაზმული თვლითა... facepalm.gif )))

ჰოდა ფიქრობს ახლა ალესანდრაი, მე უნდა შემესანსლა კრავკოდექსიკოო და მინდა ახლა ამაში შემცილებელი სხვა ვინმეო? არაო და ახლა ახალი საზრუნავი გამიჩნდა როგორ მოვიცილო აგი დაუპატიჟებელი ფემსტუმარიო?.. და ფიქრობს ამას გამალებულად და თავდაუზოგავად თვისი ინტელექტრესურსის სრული ამოქმედებითა... ))) და კაი, არ შევუშლით მე და ბატონი მმდეი მას ამაში ხელსა, ჩვენს მაგივრად შესანსლონ ერთმანეთი, ჩვენთვის უკეთესი... )))

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «




daviti35
QUOTE
პატივცემული კოდექსი იმიტომ არ დებს ფოტოს რომ მისი გარეგნობით აღფრთოვანებულ ფორუმ მანდილოსნების არმიას შეიძლება სულ დაავიწყდეთ ალენ დელონები და ეგების ჩირგვ-ბუჩქებმაც ვეღარ უშველოს ფემინო შემოტევისგან ფრონტის პირველ ხაზებზე გამაგრებულ გენერალ კოდექს და მის აბჯართ მტვირთველ მდეის.

up.gif

ის კი იძახის ნანახი მყავსო სავსე ჭიქა ღვინით თავზედაო კინტოურად მოცეკვავე მაგიო, მარა იჯდეს რაო პონტში ეგონოს მასე, სინამდვილეში კი ვერ მივართვით ჩვენ მას ჩვენი ხილვაი და უცებვე გადასანსვლაი!.. )))

Posted by: საქმიანნი 7 May 2024, 18:22
kodeqsi
არავის ვეცილები, დაკავებული ვარ -__-
ეგ ერთი და ისე მამის ხნის კაცებიც არ მიზიდავს თლა, უსინჯე პულსი დილა-საღამოს და ყური უგდე კიდევ სუნთქვას, ძილში არ გაგეპაროს. სად შემიძლია :დ
უბრალოდ ბლინჩიკებზე გამახსენდით თქვენ ორნი :დ

Posted by: alesandra 7 May 2024, 19:33
kodeqsi
QUOTE
და ფიქრობს ამას გამალებულად და თავდაუზოგავად თვისი ინტელექტრესურსის სრული ამოქმედებითა

facepalm.gif
ინტელექტრესურსი კიარადა... ცხრაპუნქტიანი თემა რომ გაგიხსნია და ცალ კარში დარტყმაში ვარჯიშით მარჩიელობთ, რა იზამს ბიძგვინიაfacepalm.gif , აგერ არა ვარ ცალტოტზე და გეკითხა ჩემთვის, რა იქნება ბოლო სერიაში )))

საქმიანნი
QUOTE
მამის ხნის კაცებიც არ მიზიდავს

მე კი საუკეთესო კაცები მიზიდავს ... )))

Posted by: kodeqsi 7 May 2024, 22:02
საქმიანნი
QUOTE
მამის ხნის კაცებიც არ მიზიდავს

რათა გვესვრი კომპლიმენტსა ბაბუაშენის ხნისანთ ჩვენა?.. ა, ჰო, ალესანდრასაი გაბრაზება გინდა ეტყობა, თქვენში დიდი ომი დაწყებულა უკვე... )))


alesandra
QUOTE
რა იქნება ბოლო სერიაში )))

ჰოდა რა იქნება, გვაზიარე პოლიტნიუსი ეგა ჩვენა და ბარემ ისაც გვითხარ, ამ ბოლო სერიაშივე ამარცხებ საქმიან ფემვიზავისა (ნახე, რა შეფარულ-ტექნიკურად რამხელა კომპლიმენტი გვაჩუქა სიმონ) თუ მეორე სეზონიც იქნება მაყურებელ ჰიუზერთა უთვალავი თხოვნების დემოკრატიული გათვალისწინებითა?.. ))) 2kiss.gif

QUOTE
საუკეთესო კაცები მიზიდავს

ეგ კინოში თამაშობს ზოროებს და პატიოსან უშიშარ პოლიციელებს, თორე რეალში ისეთი მშიშარაა, რომ შურდულის მეტი შკოდნიკური ბავშვობისას სხვა იარაღი არც დაუჭერია ხელში შიშისგან, ან ვინ ანდობდა მას კისტებიან თოფსაც კი, ხოლო რაც აღმოუჩინეს დაჩაზე 72 მაუზერიო, ეგ ყველაფერი ბუტაფორიააო ექსპერტიზამ, სხვა შემთხვევაში სვაბოდაზე ვინ დატოვებდა მაგას დემოკრატიულ საფრანგეთშია!.. old.gif )))

Posted by: Tocadero 7 May 2024, 22:33
ქართულად რომ წეროთ ვერა?

სოხუმელები რუსულად უბერავენ

აქაურები ინგლისურად

ორივე ტეხავს wink.gif

Posted by: საქმიანნი 7 May 2024, 22:35
kodeqsi
ოო რას პადჟიგაწელობ ამხელა კაცი :დ
ბატონო გიორგი :დ

Posted by: პადჟიგაწელი 8 May 2024, 01:27
kodeqsi
ამჩნევ რომ რაც ალესანდრამ შენთან დაიჭირა საქმე, ფორუმელი მდედრები მუდმივად თავს ესხმიან, რატომ აკეთებენ მაგას არ ვითსი
QUOTE
ალესანდრასაი გაბრაზება გინდა ეტყობა

ძალიან რბილი შეფასებაა, დამცირება, დაკნინება ქვია მაგას, სამწუხაროდ ყურადღების მიქცევის ეს მეთოდი ფორუმელ მდედრებში არცთუ ისე იშვიათად გვხვდება sad.gif



Posted by: kodeqsi 8 May 2024, 02:00
საქმიანნი
ყოჩაღ, მაგრა ამარცხებ ალესანდრასაი, აგერ უცებვე სახელიც კი გამოგიცვნია ჩვენი, ის კი ამდენ ხანს ჩვენს ჩირგვნარეთულ ბუნკერსაც კი ვერ ნახულობს ფემატომური ბომბის ჩვენზე ჩამოსაგდებად იმ იმედით, რომ იქნებ დარტყმის ძალამ კრავკოდექსიკო ისე ამოაგდოს იქიდან ჩემკენო, რომ პიდაპირ გადამესანსლოსო... მარა ვერ მივართვით ჩვენი უბუნკერესი ბუნკერის ლოკაციის დადგენა!.. )))

პ.ს. პადჟიგაწელობა ახსენე და ამით ნამდვილი პადჟიგაწელიც გამოიძახე შენს თავს, ნახე უცებვე რა მასტერ-კლასური პადჟიგაწელური პოსტი დადო, და ჩვენ აქ ნამდვილად პასს, მაგდენი პადჟიგაწელური ოსტატობა არც კი დაგვსიზმრებია ოდესმე... )))

პ.პ.ს. ისე, ახლა მასაც არ ეომო, შემოინახე ძალები ალესანდრასთან დიდსა ომისთვის, ეგაა ჩვენი გადასანსვლის მთავარი პრეტენდენტი... )))
* * *
პადჟიგაწელი
QUOTE
ამჩნევ

დიახაც, ვამჩნევ, და იმასაც ვამჩნევ, რომ კაი და ხალისიანი გოგო ხარ!.. 2kiss.gif

Posted by: alesandra 8 May 2024, 02:59
kodeqsi
QUOTE
რა იქნება

იგივე რომ მოხდეს, რაც ადრე, სისტემა შიგნიდან უნდა ჩამოიშალოს, როგორც ადრე, რაც დღევანდელობიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა... old.gif ისე კი, ჩვენ ჯერ კიდევ შუასაუკუნეების გამოცდილებიდან ვიცით, რომ მოწინააღმდეგეს შუბლით არ უნდა შეასკდე ... )))

QUOTE
ეგ კინოში თამაშობს ზოროებს და პატიოსან უშიშარ პოლიციელებს

სამაგიეროდ, თბილია, ყურადღებიანია, მეგობრულია, მხიარულია, ჭკვიანია, რომატიულია etc... მოკლედ საოცნებო მამრია ქალთათავის. მის გვერდით ფეხი მიწაზე არ მიდგას... ისე, შენ საიდან მიხვდი, რომ მუსიეს ვგულისხმობდი? თუმცა, რას არ მიხვდება მამრი გაიძვერაი... ))) 2kiss.gif
* * *
პადჟიგაწელი
QUOTE
რატომ აკეთებენ მაგას არ ვითსი

არც მე ... მადლობა! 2kiss.gif

Posted by: საქმიანნი 8 May 2024, 15:15
kodeqsi
ლელა კაკულია დგას ამ ნიკის უკან, ალესანდრას სახელიც შეუძლია გამოიცნოს, თუ მოინდომა :დ
უბრალოდ სხვის საქმეში მე არ ვერევი, თავად გაიცანით ერთმანეთი :დ

პადჟიგაწელი გოგოა? :დდ
რა საყვარელი ვინმეა, იდაქალებდა მაგასთან კაცი )))))


Posted by: alesandra 8 May 2024, 16:17
საქმიანნი
QUOTE
ალესანდრას სახელიც შეუძლია გამოიცნოს

თვალებს თუ არ დამთხრის ეგ ლელაკაკულია, მაგაზეც მადლობელი ვიქნები...)))
ისე კი, ძალიანაც გამიკვირდებოდა, ვინმემ ჩემი სახელი არ იცოდეს, ამ განყში მაინც, და ბატონი კოდექსის მითუმეტეს ...

QUOTE
უბრალოდ სხვის საქმეში მე არ ვერევი

მართალია yes.gif უბრალოდ არ ერევი, უტაქტოდ ერევი!

Posted by: საქმიანნი 8 May 2024, 16:37
alesandra
დედა, საწყალი კრავკოდექსიკო :დ
ახლა მესმის, რატომაც არ გამოდის ჩირგვებიდან )))

Posted by: ანანასი 8 May 2024, 16:49
მე დავიწყე გამოყენება სათვალესი ვინაიდან ბოლოდროინდელმა ინოვაციის შედეგად შობილმა კომპიუტერულმა აღჭურვილობამ ჩემი შორსმჭვრეტელობა მკვეთრად შეზღუდა და გამიჩინა საფიქრალი თუ საით მივექანები და ###ზეც მკიდია თუ ვინმეს არ მოვეწონები ასეთი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ziggy_star 8 May 2024, 20:52
არა არანაირად ეს ეღთხელაც და აღარ ვიზამ

Posted by: kodeqsi 8 May 2024, 23:41
alesandra
QUOTE
სისტემა შიგნიდან უნდა ჩამოიშალოს,

ციხე შიგნიდან ტყდებაო, ხო?.. არადა ეს ქოცეთი ისეა გადაჯაჭვულ-გადაფსკვნილი ერთმანეთზე ელიტური კორუფციით, რომ ამ ქოცქაჯეთის ციხეს რა გატეხავს ენდო და ინ ვიტრო სიმონ...

QUOTE
მოწინააღმდეგეს შუბლით არ უნდა შეასკდე ...

რაის შესკდომა, ისე გყავთ მე და მმდესავით მთელი ოპოეთი დაშინებულ-დაბულინგებული ბიძგვინტოტეთსა,დღეს კიდევ ახალი შავი რეესტრის შექმნის დაანონსებითა, რომ საწყალს სულ არ აქვენ დემოკრატიული იმედი მასზედა, რომ ამ ღრუსულ კანონს წელს არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვებით მის რეალურ ამოქმედებამდე გააუქმებსა... მოკლედ, დაბულინგების იმდენად დიდი დიდოსტატები ხართ თქვენ ქვეყნის პოლიტიკურ და გენდერულ სფეროშებია, რომ ტყუილად კი არ ვზივართ მე და ბატონი მმდეია ამდენი ხანია ჩვენს საყვარელ და სათაყვანებელ ჩირგვნარეთულ ბუნკერშია... )))

QUOTE
საიდან მიხვდი, რომ მუსიეს ვგულისხმობდი?

ჰმ, დიდი მიხვედრა უნდა მაგას, აბა ჩვენ, შენს დაუძინებელ და დაუყოვნებლივ გადასანსვლას დაქვემდებარებულ მტრებს _ მე და ბატონ მმდეის ხო არ გვიგულისხმედი სიმონ, ჩვენ ოდენ მენიუში თუ გვგულისხმობ ხოლმე... )))



daviti35
QUOTE
ეს მდეი მაინც როგორი უცნაური სახელია აშკარად ქართველი არ უნდა იყოს

ეგ მსოფლიო მამროდემოკრატიაა, მსოფლიო მოქალაქეა, კოსმოპოლიტია რა, მას მსოფლიო კრებსითი ეროვნება აქვენ და მსოფლიო მასშტაბის საქმეებს ჩალიჩობს მსოფლიო მამრეთის გენდეროეგზისტენციური ინტერესებისთვისა!.. chest.gif )))

პ.ს. დღეს ექსტრენა კეთილსამარიტულად ისეთი ექსტრამაშფოთებელი ინფოი მოგვეწოდა, კრავმამრეთის არსობა დიდ საფრთხესა და განსაცდელშიაო, რომ გვიწევს სასწრაფო აორთქლებაი ჩვენ ბუნკერიანა და ზეფრთხილად იყავ შენცაი, არაფრით არ გადაესანსლო ფემინომავან ძალებსა... old.gif

Posted by: alesandra 9 May 2024, 01:26
kodeqsi
QUOTE
გვიწევს სასწრაფო აორთქლებაი ჩვენ ბუნკერიანა

დიდი ხნით? სამუდამოდ? sad.gif

Posted by: htcdesire 10 May 2024, 17:42
kodeqsi
QUOTE
ამ ღრუსულ კანონს წელს არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვებით მის რეალურ ამოქმედებამდე გააუქმებსა...

no.gif უცებვე უნდათ ამოქმედება, ევროპისკენაც გზა ჩაიკეტება.

Posted by: kodeqsi 10 May 2024, 21:33
htcdesire
ამ კანონით დეკლარაციები დეტალურ ხარჯებზე მიმდინარე წლისა უნდა წარადგინო მომავალ წელს, ანუ წელს არავის არაფრის წარდგენა და ანგარიშგება არ მოუწევს, ხოლო თუ ოპოეთმა გაიმარჯვა, ახალი პარლამენტი წელსვე გააუქმებს მაგ ღრუსეთსაამო კანონსა და ამის დამნახავი ევროპაც მოლაპარაკებებს ეკაში წევრობაზე წელსვე დეკემბერში გეგმიურად გაგვიხსნის... yes.gif


alesandra
QUOTE
სამუდამოდ?

დიახაც, აბა ფემინომსუნაგ აპეტიტებს ხომ ვერ შევეწირებით მშვენიერ ფისოეთისთვინ გაჩენილნი კრავმამრნი ჩვენ და უკვე ავორთქლდით, გავქრით კიდეც , ეს უბრალოდ ჩემი ფანტომი და მმდეის ლანდი ბოლო ეფემერული შტრიხებით არსებული ინერციით გენერირებს ამა (გამო)სამშვიდობო პროექტ-პოსტსა... )))

პ.ს. გათხოვდი, გათხოვდი ნამდვილ ნავთობ მაგნატზე უცილობლადა და გამოსცდი ამქვეყნიურ ყველა სიამოვნებათა სრულ სპექტრს (მატერიალურს ხო მაინც, პოლიტიკაში თუ ვერ გაგიქაჩა ნაკლებდემოკრატმა მაგნატმა), რასაც გისურვებთ კიდეც ევროპული მთელი გულით და სულით!.. smile.gif

Posted by: alesandra 11 May 2024, 02:50
kodeqsi
QUOTE
მთელი გულით და სულით!.

დიდი მადლობა, ბატონო ფანტომო smile.gif
მაგრამ არ ეგების ჩვენი გათხოვება, რაზეც ბუკიკიოს დასკვნაც არსებობს, შარლ მიშელის შეთანხმებაც, ამერიკის გოსდეპის დათქმაც და ძიალოგას ვეტოც დაძლეულია უკვე დიდი ხანია... )))

პ.ს. ნუ ნერვიანობთ ამდენს გლობალპოლიტიკაზე. ევროპისკენ გზა ჩაიკეტება კიარადა, ჩვენ ვართ ევროპისთვის გზა, სასიცოცხლოდ აუცილებელი yes.gif


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)