Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > ვირტუალური სიყვარული


Posted by: alesandra 14 May 2024, 01:57
მოკლედ, სიცილ-ხარხარით დაწყებული სრულიად დაუგეგმავად და დაუკითხავად გადაიზარდა ჩემთვის ერთობ მნიშვნელოვანში. დამირღვია სულიერი სიმშვიდე და გამიტეხა ღამეები, რისი "ფუფუნებაც" კატასტროფულად არა მაქვს. ანუ, ზუსტად ისე, როგორც ქართულ ანდაზაშია: ჭკვიანი ჩიტი ორთავე ფეხით გაება მახეშიო... yes.gif

ეხლა ვკითხულობდი ჩემი ასაკისთვის სრულიად შეუფერებელი ვირტუალური გრძნობების ფსიქოლოგიური მხარის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელჩასაჭიდი ვერაფერი მოვიძიე...

ჰოდა, ვინც ჩავარდნილხართ, ან არ ჩავარდნილხართ ასეთ მდგომარეობაში და გაქვთ აქედან გამოსვლის გამოცდილება, მოსაზრება, ან რჩევა, გთხოვთ, რომ გამიზიაროთ. ან, უბრალოდ, გამამხნევოთ smile.gif


Posted by: levani169 14 May 2024, 02:27
alesandra
QUOTE
მოკლედ, სიცილ-ხარხარით დაწყებული სრულიად დაუგეგმავად და დაუკითხავად გადაიზარდა ჩემთვის ერთობ მნიშვნელოვანში. დამირღვია სულიერი სიმშვიდე და გამიტეხა ღამეები

ყოჩაღ კოდექსას ..... ეგრე უნდა დეიტანჯოს ყველა ფორუმელი ქალი!

Posted by: Primrose 14 May 2024, 08:19
alesandra

ემოციებს აყოლილი ქათმისტვინა ხარ.

ემოციებს ერთი ცუდი თვისება აქვთ, გონებას აბნელებენ.

Posted by: alesandra 14 May 2024, 09:32
levani169
QUOTE
ყველა ფორუმელი ქალი!

სხვებმა რა დაგიშავეს??

Posted by: პადჟიგაწელი 14 May 2024, 10:48
alesandra
გამხნევდი user.gif

QUOTE
სხვებმა რა დაგიშავეს??

მიატოვეს sad.gif

QUOTE
ემოციებს აყოლილი ქათმისტვინა ხარ

კონფუცი up.gif




Posted by: sham 14 May 2024, 11:20
alesandra
აღზევდი spy.gif

QUOTE
სხვებმა რა დაგიშავეს??

გარიყეს yes.gif

QUOTE
ემოციებს აყოლილი ქათმისტვინა ხარ.

კინგკონგი
love.gif

Posted by: alesandra 14 May 2024, 11:44
Primrose
უემოციოდ სჯობს თქვენი გამოცდილებით? user.gif
ბოლოს 15 წლის წინ ავყევი ემოციებს ანალოგიურად, მაგრამ ეხლა უფრო მომეწონა ეს პროცესი love.gif

პადჟიგაწელი
QUOTE
გამხნევდი

მადლობა! 2kiss.gif

sham
QUOTE
კინგკონგი

up.gif

Posted by: ubralodniki 14 May 2024, 15:57
alesandra
კონტრშეკითხვა: რატომ უნდა დაძლიო? სიყვარული კარგია... ჰაერში ლივლივის შეგრძნება... დააღწევ თავს და მერე ეგ შეგრძნება მოგენატრება

QUOTE
ემოციებს აყოლილი ქათმისტვინა ხარ.

Primrose რა არი ახლა ეს? უფ

alesandra ქანცის გაწყვეტამდე იმუშავე, შეიძლება გადაგიაროს

Posted by: sham 14 May 2024, 16:00
QUOTE
alesandra ქანცის გაწყვეტამდე ისექსავე, შეიძლება გადაგიაროს


კარგი რჩევაა... up.gif

Posted by: alesandra 14 May 2024, 16:30
ubralodniki
QUOTE
რატომ უნდა დაძლიო? სიყვარული კარგია...

კი კარგია. თავი 25 წლისა მგონია. მაგრამ მენატრება ძალიან და არ მინდა შევაწუხო ჩემი სენტიმენტებით.

Posted by: მამაო ენუქი 14 May 2024, 16:33
კოდექსას მყუდრო კუხნა მოგიტანს სულიერ სიმშვიდეს old.gif

Posted by: Natosha 14 May 2024, 17:04
alesandra
QUOTE
 ვირტუალური სიყვარული, როგორ დავძლიო?

რეალობაში გაიცანი yes.gif givi.gif

Posted by: პადჟიგაწელი 14 May 2024, 17:34
alesandra
QUOTE
რეალობაში გაიცანი

ვერ აიტანა რომ იქ სადგაც გრუბლებში დაფინავ და უნდა რომ მიწაზე დაგცეს, რატომ აკეთებს მაგას არ ვითსი sad.gif



Posted by: Primrose 14 May 2024, 18:13
alesandra
QUOTE
უემოციოდ სჯობს თქვენი გამოცდილებით?
ბოლოს 15 წლის წინ ავყევი ემოციებს ანალოგიურად, მაგრამ ეხლა უფრო მომეწონა ეს პროცესი


უემოციოდ არა, მაგრამ გონებაზე უნდა იყოს აწყობილი ეგ ემოციები და გრძნობები.

ჩემი გამოცდილებით ვამბობ სწორედ, თუ სწორად ვერ შეძელი საგნების დალაგება 15 წელი კი არა მთელი ცხოვრება ეგრე იქნები.

Posted by: DORO 14 May 2024, 18:39
შენთვის გიყვარდეს და ეგაა.
თან პიემში წერე/კერე იქნებ შეგხვდეს ..რაღაცა შანსი იქნება მოგცეს და ა.შ. როგორც არის ხოლმე ცალმხრივებში ...

მერე მოგბეზრდება,თან დროც გავა და თავისით დარეგულირდება ..




Posted by: alahambra 14 May 2024, 19:07
<<<<ვირტუალური სიყვარული, როგორ დავძლიო?>>>>


შენთვის საინტერესო მიზანი დაისახე, მთელი ძალისხმევა ჩადე მის მისაღწევად და ვირტ. სიყვარულის კი არა თავის მოფხანის დრო არ დაგრჩება. მოზღვავებული გაქვს ენერგია ეხლა და ვირტ. სიყვარულში ხარჯავ.

Posted by: iRadonn 14 May 2024, 19:21
რადროს ვირტუალური სიყვარულია ქალო გარეთ გაიხედე რა ხდება,
მალე რუსეთის გუბერნიაში გაიღვიძებ

Posted by: ubralodniki 14 May 2024, 20:46
iRadonn



Posted by: Melanie_Pain 14 May 2024, 20:49
QUOTE (Natosha @ 14 May 2024, 17:04 )
alesandra
QUOTE
 ვირტუალური სიყვარული, როგორ დავძლიო?

რეალობაში გაიცანი yes.gif givi.gif

რა ბოროტებაა :დ

Posted by: leica 14 May 2024, 22:37
QUOTE (Natosha @ 14 May 2024, 17:04 )
alesandra
QUOTE
 ვირტუალური სიყვარული, როგორ დავძლიო?

რეალობაში გაიცანი yes.gif givi.gif

yes.gif


ვირტუალში განვითარებული სიყვარულის რეალობაში გადატანა თითქმის ყოველთვის დიდი ჩაჯმით და იმედგაცრუებით მთავრდება

სამაგიეროდ კარგი წამალია იმ ავადმყოფობის რასაც ვირტუალური სიყვარულობანა ჰქვია

Posted by: hennessy 14 May 2024, 23:51
QUOTE
ვირტუალური სიყვარული

თითაობით ინკურნება როგორც წესი

Posted by: alesandra 15 May 2024, 00:40
Primrose
ანუ, შეგძლებია საკუთარი აზრის კორექტულად გამოხატვა.

DORO
QUOTE
თან პიემში წერე/კერე იქნებ შეგხვდეს ..რაღაცა შანსი იქნება მოგცეს და ა.შ. როგორც არის ხოლმე ცალმხრივებში ...

lol.gif ასეთი დეპრესიულიც არ ვარ...

alahambra
QUOTE
მოზღვავებული გაქვს ენერგია

პირიქით, დროისა და ენერგიის (ფიზიკურის) მუდმივი დეფიციტი მაქვს smile.gif

* * *
leica
QUOTE
ვირტუალში განვითარებული სიყვარულის რეალობაში გადატანა თითქმის ყოველთვის დიდი ჩაჯმით და იმედგაცრუებით მთავრდება


მაგრამ რეალურად არ გაქვს გრანტია იმისა, რომ იმედგაუცრუებულთა მცირე პროცენტში არ მოხვდე smile.gif
* * *
kodeqsi
ხედავ, როგორ მიგიხურეს თემა? ღირსი ხარ!:P
მომინდომა სტრასბურგები... facepalm.gif

Posted by: vasovaso92 15 May 2024, 11:50
alahambra
QUOTE
სიყვარულის კი არა თავის მოფხანის დრო არ დაგრჩება

შენ არ გრჩება მოფხანის დრო?

Posted by: filth 15 May 2024, 12:13
ვირტუალური სიყვარული არა ის კიდე biggrin.gif რისი გჯერათ ღმერთმანი..

Posted by: თორნიკეე 15 May 2024, 12:37
alesandra
QUOTE
 ვირტუალური სიყვარული, როგორ დავძლიო?

რეალობაში ნახე.. up.gif

Posted by: alesandra 15 May 2024, 12:46
თორნიკეე
QUOTE
რეალობაში ნახე

არ გამოვა რეალობა smile.gif

Posted by: თორნიკეე 15 May 2024, 14:20
alesandra
QUOTE
არ გამოვა რეალობა

მაშინ არ მაქვს ჯერ სხვა რჩევა... თუ რამე მომაფიქრდა მოგწერ... up.gif

Posted by: alesandra 15 May 2024, 16:23
თორნიკეე
პოსტები თავისთავად მეხმარება ისედაც.
თან მითხრეს უკვე ყველაფერის წამალი - ბევრი მუშაობა, რაც ბუნებრივადაც ასე გამოდის.
თავისით გაივლის, საკუთარ თავთან ბევრი ჯაჯგურის გარეშე, ოღონდ უცებ და ერთბაშად არა...

Posted by: vasovaso92 15 May 2024, 16:59
ისე თუ არ აპირებ ნახვას დროის უაზროდ კარგვაა ვინმესთან მასეთი ურთიერთობა მასე უამრავ გოგოს ვიცნობდი და ეხლა რო ვფიქრობ რამდენ უაზრობაში მაქვს დრო გაფლანგული ვინმე რეალურზერო დამეთმო მაგდენი დრო აჯობებდა.

Posted by: Natosha 15 May 2024, 18:00
პადჟიგაწელი
QUOTE
ვერ აიტანა რომ იქ სადგაც გრუბლებში დაფინავ და უნდა რომ მიწაზე დაგცეს, რატომ აკეთებს მაგას არ ვითსი

როგორ დავძლიოო, ნენა. კითხვას ვუპასუხე user.gif

Posted by: Ess 15 May 2024, 18:31
QUOTE
წამალი - ბევრი მუშაობა

ამ რჩევის პირველად მომგონი ###### biggrin.gif
სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობისთან ერთად

რაც შეეხება შენს პრობლემას. რატომ უნდა უშველოს? იყოს.
ამის ფუფუნება არ მაქვს, იმის ფუფუნება არ მაქვს, ასაკში ვარ და სხვა მსგავსი.
რას აკეთებ უკეთესს? biggrin.gif

Posted by: alesandra 15 May 2024, 19:45
Ess
QUOTE
რას აკეთებ უკეთესს?

ბავშვი მყავს და რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ დედამისი ვიღაც კაცზე დარდობს...

Posted by: პადჟიგაწელი 15 May 2024, 22:06
Natosha
QUOTE
როგორ დავძლიოო, ნენა. კითხვას ვუპასუხე

არ არის საჭირო
ზოგჯერ ისეთი კინგკონგიც გვიყვარს, რომლის გულწრფელობისაც არ გვჯერა user.gif



Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)