Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომუნიკაციები > Li-Fi


Posted by: WebMaster13 25 Jul 2023, 03:14
2024 წლის თებერვალამდე იქნებაო ეს ლაიფაი ინტერნეტი რომელიც სინათლის საშუალებით აბამს კავშირსო და ა.შ.

რას ფიქრობთ ამაზე? ასჯერ სწრაფი ინტერნეტი მართლა ეღირსება მსოფლიოს
თუ ჩვენც ჩაგვწერენ სიაში.
ჩვენთან ყოველთვის ხუთი ათი წლის დაგვიანებით შემოდის ასეთი რამეები.

Posted by: matemana 25 Jul 2023, 14:02
სახლში ნათურასავით დააყენებენ და პირდაპირ ხედვაში უნდა იყოს მოწყობილობა. მუღამი ვერ მივხვდი ჯერ რა არის. დღევანდელი სიჩქარეები საკმარისზე ბევრად მეტია რაც მიღწეულია wifi-თ და კედლის იქეთაც მუშაობს.

Posted by: ლუკატარ 25 Jul 2023, 17:40
matemana
მუღამი ისაა, რომ დააყენებ ყველა ოთახში WiFi Roaming პრინციპზე და მეზობელთან არ გექნება ინტერფერენცია. + ძნელი მოსაპარი იქნება შენი ტრეფიკი

Posted by: xeto 30 Aug 2023, 19:41
ეგ საქართველოსთვის ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ქვეყანაში ჯერ 5G და 6G არაა დანერგილი და ლაიფაის აქ არავინ დანერგავს... სტარლინკმაც გადაიფიქრა დაჟე დაპროვაიდერება ქვეყნის...

ვისაც აინტერესებდა ლაფაი ტექნოლოგია > https://hackers.ge/LiFi

Posted by: Stanhope 14 Oct 2023, 09:16
WebMaster13
QUOTE
2024 წლის თებერვალამდე იქნებაო ეს ლაიფაი ინტერნეტი რომელიც სინათლის საშუალებით აბამს კავშირსო და ა.შ. ასჯერ სწრაფი ინტერნეტი მართლა ეღირსება მსოფლიოს
თუ ჩვენც ჩაგვწერენ სიაში.

არ დაიჯერებ მაგრამ ეგ პოსტი რაც დაწერე დიდი ალბათობით სინათლის ინტერნეტით გაქვს დაწერილი yes.gif

იხ. ოპტიკური ინტერნეტი smile.gif

Posted by: leica 26 Oct 2023, 09:57
QUOTE (ლუკატარ @ 25 Jul 2023, 17:40 )
matemana
მუღამი ისაა, რომ დააყენებ ყველა ოთახში WiFi Roaming პრინციპზე და მეზობელთან არ გექნება ინტერფერენცია. + ძნელი მოსაპარი იქნება შენი ტრეფიკი

რას ნიშნავს ადვილი და ძნელი მოსაპარი?

ის რო ვიღაცებს მეზობლები პარავენ ვაიფაის ეგ მაგათი ბრალია და არა ტექნიკური სისუსტის

ელემენტარული მანიპულაციებია საჭირო-გამორთე wps, დააყენე wpa2-psk/wpa3 AES/SAE შიფრაციის პაროლი, დააყენე სულ მცირე 15-16 სიმბოლოიანი ალოგიკური პაროლი და რაც მეტი მით უკეთესი

ამის შემდეგ ჩაჯდნენ ხაკერა მეზობლები და იმტვრიონ თავი პაროლის გატეხვით, ჩემ ღლეს დაიჭერენ ხელში

მარა ხალხმა რომელმაც ჯერ ფანრიანი ნოკიის გარდა სხვა ტექნიკის მართვა არ იცის და სახლში რასაც დაუგდებენ admin-admin როუტერს, საიდან მოაფიქრდებათ მაგის შეცვლა

მე არ მჯერა რო ხალხი ტექნიკას ვერ ითვისებს, უბრალოდ ###ზე კიდიათ და ურჩევნიათ სხვები შეაწუხონ ყველაფერზე, ეგეთი ხალხი ალბათ იმსახურებს კიდეც რო მეზობლებმა მოპარონ ტრაფიკი

Posted by: besarioni84 28 Oct 2023, 12:05
QUOTE
ელემენტარული მანიპულაციებია საჭირო-გამორთე wps, დააყენე wpa2-psk/wpa3 AES/SAE შიფრაციის პაროლი, დააყენე სულ მცირე 15-16 სიმბოლოიანი ალოგიკური პაროლი და რაც მეტი მით უკეთესი

ამის შემდეგ ჩაჯდნენ ხაკერა მეზობლები და იმტვრიონ თავი პაროლის გატეხვით, ჩემ ღლეს დაიჭერენ ხელში

ინტერფერენციაო, რაც უნდა დედისდღვნა პაროლი დააყენო და მეზობლებს შანსი წაართვა რომ არ დაქონექდნენ. შენი სსიდ ხომ მაინც უჩანთ. შენ რომ შედიხარ შენს ვაიფაიში მეზობლენს ხომ ხედავ? ხოდა გადატვირტული ქსელის პირობებში როცა ვაიფაის უწევს იგივე ქსელზე მაუწყებლობა რაც მეზობელს აქვს, იმიტომ რომ სხვა არჩევანი არაა ხდება გადაფარვა. ამ გადაფარვის პირობებში ტორენტიდან რომ ფაილის ჩამოტვირთვა დაიწყოს შენმა მეზობელმა და ეთერი გადატვირთოს, ისე ჩაღლევდება შენი ვაიფაი რომ შეიძლება ვერც დაქონექთდე ნორმალურად. მარტო ქსელის მოპარვა არაა პრობლემა. 5 გეგაჰერცი ჯერ კიდევ ცოტა თავუსუფალია. აი 2.4 სრულის პიზდეცია. ნუ ადგილს გააჩნია სად ცხოვრობ. მე მქონია პრობლემები. თან ძალიან დიდი ამ ინტერფერენციის გამო. გამოსავალი ან სიხშირეების ცვლა და შერჩევა, ან აპარატის შეცვლა ძვირადღირებულით ახალი სტანდარტის ვაიფაით და მიმღებების განახლებაც.
QUOTE
მარა ხალხმა რომელმაც ჯერ ფანრიანი ნოკიის გარდა სხვა ტექნიკის მართვა არ იცის და სახლში რასაც დაუგდებენ admin-admin როუტერს, საიდან მოაფიქრდებათ მაგის შეცვლა

თუ დაინერგა ეს ტექნოლოგია. დამიჯერე მაგასაც მოევლება. არც ახლა იკლავენ თავს თავიანთი როუტერების კონფიგურირებით მომხმარებლების 99.9%. და უმეტესობას ამის საშუალებაც არ აქვს. სსიდ რომ შეცვალო პროვაიდერთან უნდა დარეკო. ასე იქნება აქაც. თუ პროვაიდერი დაგიყენებს, მიხედავს კიდეც. ტექნიკასთან შეუთავსებელი პიროვნებები კი 20 ლარიანი ტეპელინკითაც კარგად ჭიკჭიკებენ . ასე რომ ღლეზე დაიკიდე ისევე როგორც მკიდია მე.

Posted by: leica 29 Oct 2023, 15:50
besarioni84
QUOTE
ინტერფერენციაო, რაც უნდა დედისდღვნა პაროლი დააყენო და მეზობლებს შანსი წაართვა რომ არ დაქონექდნენ. შენი სსიდ ხომ მაინც უჩანთ. შენ რომ შედიხარ შენს ვაიფაიში მეზობლენს ხომ ხედავ? ხოდა გადატვირტული ქსელის პირობებში როცა ვაიფაის უწევს იგივე ქსელზე მაუწყებლობა რაც მეზობელს აქვს, იმიტომ რომ სხვა არჩევანი არაა ხდება გადაფარვა. ამ გადაფარვის პირობებში ტორენტიდან რომ ფაილის ჩამოტვირთვა დაიწყოს შენმა მეზობელმა და ეთერი გადატვირთოს, ისე ჩაღლევდება შენი ვაიფაი რომ შეიძლება ვერც დაქონექთდე ნორმალურად. მარტო ქსელის მოპარვა არაა პრობლემა. 5 გეგაჰერცი ჯერ კიდევ ცოტა თავუსუფალია. აი 2.4 სრულის პიზდეცია. ნუ ადგილს გააჩნია სად ცხოვრობ. მე მქონია პრობლემები. თან ძალიან დიდი ამ ინტერფერენციის გამო. გამოსავალი ან სიხშირეების ცვლა და შერჩევა, ან აპარატის შეცვლა ძვირადღირებულით ახალი სტანდარტის ვაიფაით და მიმღებების განახლებაც.

საინტერესოა
გარშემო მეზობლებს ყველას უყენიათ ვაიფაი მარა არაფერს ვუჩივი სიჩქარის მხრივ, თან ბოლო დრომდე 2,4 გჰზ ვაიფაი ვიყენებდი მეც და მეზობლებს ეხლა ეგ აქვთ ყველას
რამდენ გიგაჰერციანი და რამდენ არხიანი ვაიფაი სჭირდება ადამიანს რო მეზობლებმა არ ააოხრონ მისი არხი?

Posted by: milwaukee 29 Oct 2023, 16:35
QUOTE
Li-Fi

100Mbps ლიმიტს გასცდეს ჯერ ბოჭკოვანი ინტერნეტი საქართველოში facepalm.gif

Posted by: besarioni84 30 Oct 2023, 11:34
QUOTE
საინტერესოა
გარშემო მეზობლებს ყველას უყენიათ ვაიფაი მარა არაფერს ვუჩივი სიჩქარის მხრივ, თან ბოლო დრომდე 2,4 გჰზ ვაიფაი ვიყენებდი მეც და მეზობლებს ეხლა ეგ აქვთ ყველას
რამდენ გიგაჰერციანი და რამდენ არხიანი ვაიფაი სჭირდება ადამიანს რო მეზობლებმა არ ააოხრონ მისი არხი?

ეგ იმიტომ რომ ყველა ერთდროულად არ იკავებს ეთერს. ვაიფაის ანტენა ან იღებს სიგნალს. ან ტრანსლირებს. 2 ივეს ერთდროულად ვერ აკეთებს. ტორენტი მე სპეციალურად ვახსენე რაც ნიშნავს მუდმივად დაკავებულ ეთერს. შენი ვაიფაი იგივე არხზე თუ ზის. უნდა თუ არა ამ გადატვირთული ეთერის მოსმენა უწევს. ანუ მოსმენის რეჟიმშია და ტრანსლირება უჭირს. ბევრი ანტენებიც იმიტომ აქვთ ახალ როუტერებ. დატვირთვა რომ დააპარალელონ. 2.4 ის შემთხვევაში კი დასაპარალელებელი დიდი არაფერია. 2.4 სულ 11 არხი აქვს. აქიდან მხოლოდ მაქსიმუმ 3 არ ფარავს ერთმანეთს. თუ 3 ზე მეტი მეზობელი გყავს, რაღაც დოზით ყველავარიანტში უფუჭებთ ერთმანეთს ინტერნეტს. ამას დატვირთვის დროს იგრძნობ. ხალასტოიზე ამოწმე რამდენიც გინდა. ვერ მიხვდები.
ჩემი გამოცდილება თუ გინდა. კერძო სკოლაში ვმუშაობ სადაც 10+ unifi მაქვს. ნუ ძველი მოდელები და წლების მანძილზე პრობლემა არ მქონია შენსავით. მაგრამ ონლაინ გაკვეთილების დროს, პანდემიისას, როცა ჩამოტვირთვა-ატვირთვა მუდმივად დატვირთულია ყველა ვაიფაიზე, ძალიან გაჭედეს, ერთმანეთს უშლიდნენ ხელს. ავდექი და ხელით გავუწერე ყველას სიხშირე, მაქსიმალურად რომ არ გადაეფარათ ერთმანეთი და კიდევ რამოდენიმე 5 გეგაჰერციანი ac ით ჩავანაცლე. გასწორდა ყველაფერი, მაგრამ ერთი უნიფაი 4 გაკვეთილზე მეტს ვერ ქაჩავდა. 4 გაკვეთილი არის ~15mb ჩამოტვირთვა, ატვირთვა მუდმივი დატვირთვით. ახლა დამიწერ 15 mb რა ჩემი ღლეაო ჩემი ტპლინკი ყვრლას მიჩვენებს fast.com ზეო. მთლად ასეც არაა რა. ყოველდღე 25-30 პარალელური ონლაინ გაკვეთილი ტარდებოდა. მომიწია სიხშირეების და ნოუთბუქების აქსესპოინტებზე გადანაწილება. მოკლედ არაა მარტივი თუ რეალურ დავირთვაზე შედეგი გაინტერესებს. ავტომატურადაც უნდა ჯდებოდნენ თავისუფალ არხზე, მაგრამ იყო მომენტი როცა 4-5 ვაიფაი ერთ არხს ირჩევდა. საკმარისი იყო ერთი ონლაინ გაკვეთილი დაწყებულიყო და დანარჩენს იგივე არხზე ერხეოდათ. საიტებსაც კი ძლივს არეფრეშებდნენ. გაკვეთილები ხომ საერთოდ უნდა დაგევიწყებინა. unifi აქვს ეთერის დატვირთვის და ხარისხის კონტროლის მექანიზმები. მოკლედ რასაც ვწერ ვერ გაიგებ თუ შეხება არ გაქვს. უბრალოდ მიიღე როგირც ფაქტი, მარტო fast.com ით ნუ იმსჯელებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ დაახლოებით 10 წელი ისე იმუშავა ამ ვაიფაებმა პრობლემა არ მქონია 200 ამდე კლიენტზე. აი დატვირთვაზე შექმნეს პრობლემები და დავალაგე. წესით თავისით უნდა დალაგდნენ მაგრამ ვერ ქნეს.
ჩათვალე ჩემი სკოლა იგივეა რაც შენ და შენი 10+ მეზობელი. პრობლემებიც იგივე გექნებათ. ოღონდ უნდა იცოდე რა და როდის შეამოწმო

Posted by: leica 30 Oct 2023, 12:09
besarioni84
5 გჰც ხო უფრო ბევრი არხები აქვს იდეაში მარა როუტერში რო ვნახე მარტო 4 არხი აქვს ინტეგრირებული, 36-40-44-48

მაშინ როცა 2.4 აქვს 14 არხი

Posted by: besarioni84 3 Nov 2023, 00:27
QUOTE
5 გჰც ხო უფრო ბევრი არხები აქვს იდეაში მარა როუტერში რო ვნახე მარტო 4 არხი აქვს ინტეგრირებული, 36-40-44-48

მაშინ როცა 2.4 აქვს 14 არხი

ეგ შენი როუტერის შეზღუდვაა. U NII 1 არხები აქვს მარტო.
2.4 კი 11 ის ზემოთ არ დააყენო. ბევრი მიმღები საერთოდ ვერ ხედავს 12-14 არხს. და თან ისეთი ქვეყანა აირჩიე რომელშიც მარტო 11 არხია ასარჩევად. თუ აუტოზე აყენია და 14 მდე გაქვს არხი. მაშინ შეიძლება ვაიფაიმ თავისით გადართოს არხი და საერთოდ ვერ დაუკავშირდე ვაიფაის თუ შენი მიმღები ვერ ხედავს ამ არხებს. ssid საერთოდ არ გამოგიჩნდება. მიმღებს გააჩნია, ზოგი არ იღებს 14 არხს

Posted by: leica 3 Nov 2023, 00:48
QUOTE (besarioni84 @ 3 Nov 2023, 00:27 )
QUOTE
5 გჰც ხო უფრო ბევრი არხები აქვს იდეაში მარა როუტერში რო ვნახე მარტო 4 არხი აქვს ინტეგრირებული, 36-40-44-48

მაშინ როცა 2.4 აქვს 14 არხი

ეგ შენი როუტერის შეზღუდვაა. U NII 1 არხები აქვს მარტო.
2.4 კი 11 ის ზემოთ არ დააყენო. ბევრი მიმღები საერთოდ ვერ ხედავს 12-14 არხს. და თან ისეთი ქვეყანა აირჩიე რომელშიც მარტო 11 არხია ასარჩევად. თუ აუტოზე აყენია და 14 მდე გაქვს არხი. მაშინ შეიძლება ვაიფაიმ თავისით გადართოს არხი და საერთოდ ვერ დაუკავშირდე ვაიფაის თუ შენი მიმღები ვერ ხედავს ამ არხებს. ssid საერთოდ არ გამოგიჩნდება. მიმღებს გააჩნია, ზოგი არ იღებს 14 არხს

ევროპის რეგიონებისთვის შეზღუდულ სიხშირეებს აყენებსო ტპლინკი

რა ###ობაა ეს რეგიონებად დაყოფა, იყოს უნივერსალური სტანდარტები ყველგან

ხან 5 გიგაჰერცზე ვამუშავებ ხოლმე ხან 2.4

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)