Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომუნიკაციები > ახალი ქსელები


Posted by: alea iacta est 4 Apr 2019, 14:43
მეგობრებო,

სერიოზულად ვფიქრობ პროვაიდერის გამოცვლაზე გარკვეულ მიზეზთა გამო, ინტერნეტში ამ პროვაიდერზე საკმაოდ მწირი ინფოა. ანუ რეალური მომხმარებლების აზრი მაინტერესებს რამდენად გამართული და სტაბილურია. ტესტების გრაფიკულ მონაცემებსაც თუ დადებთ დიდად დამავალებთ smile.gif

ასევე დამჭირდება რამდენიმე სერვერის გაპინგვა თუ არ დამზარდებით.
* * *
ვაა ნუთუ არავინაა ვისაც შეუძლია ობიექტური ინფო დაწეროს? sad.gif

Posted by: david_888 8 Apr 2019, 13:40
alea iacta est
დანარჩენ ორს ჩამოუვარდება, პინგი მაღალია თამაშებისთვის თუ გაინტერესებს არ გამოდგება და დალშე ჩვეულებრივი ნეტია რა

Posted by: ნასა 23 Apr 2019, 11:10
ბევრად სტაბილურია, ვიდრე კავკასუსი და მითუმეტეს კავკასუსი მას შემდეგ რაც მაგთიმ იყიდა. ტარიფებიც ბევრად კარგი აქვს. ინტერნეტი ხარვეზის გამო მხოლოდ ერთხელ მაქვს გათიშული რამდენიმე საათით სადღაც 1 წელია რაც გადავედი.

Posted by: 2:58 23 Apr 2019, 12:25
ნასა
ონლაინ თამაშებს არ თამაშობ ეტყობა თორე არ მოგეწონებოდა ახალი ქსელები smile.gif

Posted by: alea iacta est 23 Apr 2019, 12:27
2:58

რომელი პროვაიდერია უფრო სტაბილური?

Posted by: 2:58 23 Apr 2019, 12:54
alea iacta est
მაგთი საერთო ჯამში მაინც საუკეთესოა, მე პორბლე არ მქონია წლებია და პინგიც ყველაზე კარგი აქ, მაქვს შედარების საშუალება, სამსახურში სილქნეტი მქონდა ახლა ახალი ქსელები მაქვს, სახლში მაგთი 2 ბინაში

Posted by: alea iacta est 23 Apr 2019, 18:57
2:58
QUOTE
მაგთი საერთო ჯამში მაინც საუკეთესოა, მე პორბლე არ მქონია წლებია და პინგიც ყველაზე კარგი აქ, მაქვს შედარების საშუალება, სამსახურში სილქნეტი მქონდა ახლა ახალი ქსელები მაქვს, სახლში მაგთი 2 ბინაში


ეგ უფრო იმაზეა დამოკიდებულია თუ რომელ ქვეყანაშია სერვერი, სერვერი თუ რუსეთშია მაგთის ვერ აქვს კარგი პინგი, რადგან ევროპიდან მოდის კაბელი.

საღამოს მოგწერ სერვერის გასაპინგ ლინკებს და გამიტესტე თუ შეგიძლია და შედეგებიც დადე. smile.gif

Posted by: ნასა 24 Apr 2019, 10:33
QUOTE (2:58 @ 23 Apr 2019, 12:25 )
ნასა
ონლაინ თამაშებს არ თამაშობ ეტყობა თორე არ მოგეწონებოდა ახალი ქსელები smile.gif

CS:GO ვთამაშობ წლებია..... yes.gif yes.gif

Posted by: ramchik 29 Jun 2019, 04:52
მაგთის ინტერნეტიდან დღეს გადავედი ახალ ქსელებზე, მაგთიზე მქონდა 60mbps(გაორმაგებულია ზაფხულში) 23 ლარად და მარტო ქართული სერვერებიდან და ტორენტიდან იწერდა ამ სიჩქარით, ფეისბუქზე ვიდეო ჭედავდა, აჭარანეთზე ჰდ ხარისხში თუ გადაახვევდი აყოვნებდა, ხანდახან საერთოდ ვერ ვუყურებდი ფილმებს, 25 ლარად ჩავრთე 20მბპს ახალი ქსელების და პინგი ბევრად ნაკლები აქვს, 100 მეტრიანი ოპტიკური ვაიფაი მოაყოლეს უფასოდ, სიჩქარე კი არის ნაკლები მარა ეგ დიდად არ მაღელვებს, მთავარია არც ვიდეოები ჭედავს და არც თამაში.

Posted by: david_888 11 Aug 2019, 22:03
ramchik
მსგავსი პრობლემა არ მქონია, მშვენივრად უბერავს მაგთი

Posted by: merfi414 8 Feb 2022, 19:29
67 ლარი მომოვიდა ადრე 55 მომდიოდა და გააძვორეს თუ რახდება?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)