Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომპიუტერები და ელექტრონიკა > პირის საპარსი


Posted by: 088 31 Jan 2008, 17:23
პირის საპარსის ყიდვა მინდა უფრო ფილიფსისკენ ვიხრები და იქნებ მირჩიოთ რომელი ვიყიდო. ეხლა მაქვს ფილისპსი მხოლოდ 2 თავიანი 6 წლის წინ ვიყიდე და იმენა სახე მომიხნა. იქნებ ფასებიც დამიწეროთ რო არ მოვტყვდე http://www.consumer.philips.com/consumer/ru/ru/consumer/cc/_categoryid_DRY_SHAVING_CA_RU_CONSUMER/_FK_ARCITEC_DRY_SHAVING_true/_FK_SMARTTOUCH-XL_DRY_SHAVING_false/_FK_SPEED-XL_DRY_SHAVING_false/#;filterStates=%5BFK_SPEED-XL_DRY_SHAVING%3Bfalse%5D%5BFK_SMARTTOUCH-XL_DRY_SHAVING%3Bfalse%5D%5BFK_ARCITEC_DRY_SHAVING%3Btrue%5D

Posted by: mrgizmo 31 Jan 2008, 17:27
088
Antec True Power Trio 650W
მე მაქვს და კმაყოფილი ვარ, სტაბილური ძაბვა უჭირავს ვეჩნად wink.gif ცოტა ძვირი კი ღირს (120$ დამიჯდა მე) მაგრამ ეს ისეთი მაკომპლექტებელია რაშიც ფული არ უნდა დაინანო yes.gif

Posted by: ZEON 31 Jan 2008, 17:37
mrgizmo
smile.gif რაო? givi.gif
---------------

Posted by: mrgizmo 31 Jan 2008, 17:42
Zeon
QUOTE
რაო?

ის ანეგდოტი ხომ იცი?
ზარი ტელეფონზე,
X: გისმენთ!
O: პრიბორი!
X: 27!
O: რაის 27?
X: აბა რაი პრიბორი შეჩემა?
wink.gif

Posted by: 088 31 Jan 2008, 17:59
QUOTE (mrgizmo @ 31 Jan 2008, 17:27 )
088
Antec True Power Trio 650W
მე მაქვს და კმაყოფილი ვარ, სტაბილური ძაბვა უჭირავს ვეჩნად wink.gif ცოტა ძვირი კი ღირს (120$ დამიჯდა მე) მაგრამ ეს ისეთი მაკომპლექტებელია რაშიც ფული არ უნდა  დაინანო yes.gif

პირველად გავიგე, მეკაიფები? სხვა არავის არ გაქვს მოსაზრება ფილიპსის მოდელებზე ან ბრაუნზე?

Posted by: giorgipr 31 Jan 2008, 18:06
088
მეგობარო აქ უნდა გაგეხსნა თემა :
http://forum.ge/?showforum=58
mrgizmo
უჰუ............................... lol.gif biggrin.gif lol.gif lol.gif
საღოლ მაგარი იყო lol.gif lol.gif
მეც მაგარი ვქენი დავგუგლე და კვება რომ დავინახე გადავყირავდი ბოზიშ ............................... lol.gif biggrin.gif
boli.gif biggrin.gif

Posted by: _XuCo_ 31 Jan 2008, 18:37
QUOTE
Antec True Power Trio 650W



არა მამენტ ეგეც მაგარია, სახეზე რო მიიდო, წვერს კი არა მგონი თავსაც გადაგპარსავს boli.gif

Posted by: dato_tula 31 Jan 2008, 19:42
QUOTE (mrgizmo @ 31 Jan 2008, 16:42 )
ის ანეგდოტი ხომ იცი?
ზარი ტელეფონზე,
X: გისმენთ!
O: პრიბორი!
X: 27!
O: რაის 27?
X: აბა რაი პრიბორი შეჩემა?
wink.gif

საღოლ მაგარი ანეგდოტია კარგათ ვიხალისე biggrin.gif

Posted by: 3dsmax85 31 Jan 2008, 19:59
lol.gif givi.gif ........................................................

Posted by: leona71 31 Jan 2008, 20:36
აუფ რა ვიცინე biggrin.gif
------------------------

Posted by: mrgizmo 31 Jan 2008, 21:55
dato_tula
QUOTE
საღოლ მაგარი ანეგდოტია კარგათ ვიხალისე biggrin.gif

აქამდე როგორ არ იცოდი კოტრიკას ხელში? biggrin.gif
QUOTE
მეც მაგარი ვქენი დავგუგლე და კვება რომ დავინახე გადავყირავდი ბოზიშ

lol.gif biggrin.gif lol.gif

Posted by: gvamer 31 Jan 2008, 23:02
088
მე ბრაუნი მაქვს ერთპირიანი
ფასით იაფიც არაა, მარა მიღიზიანებს სახეს მაინც sad.gif

მგონია რომ ფილიპსი უფრო კაი იქნება, სამ პირიანები

Posted by: AMD64 31 Jan 2008, 23:24
088

მეც მინდოდა მეყიდა და და დიდი სმბიტ 150 ლარი ცჰავიდე ჯიბეში და წავედი ვაგზალზე,
400 ლარიოოოო, 500 ლარიოო და გვერდით კიდე 100 და 200 ლარიო, აბა ჩემს თავსა ხო არ ვაკადრებ LOW END ხარისხსsad.gif

უნდა გენახა როგორ მიცქეროდა ის დალოცვილი პირსაპარსი, მოვა დრო გავგიჯდები და 500 ლარსაც მივცემ მაგაშიsmile.gif))


Posted by: Mesaplave 1 Feb 2008, 02:34
AMD64
088
თუ კარგი ხარისხი გინდა ანუ გაგიკრიალოს სახე, ეგეთ ეფექტს ვერ მოგცემს საპარსების 99% თუ მაინც მიაღწიე რომ ყველა ღერი მოთხარე სახეზე დაგაყრის გაიღიზიანებ უბრალოდ კანს, თU გკიდია სულ სახის გაკრიალება უბრალოდ დაბალზე იჭრი, ანუ თავები რო ჩანს მაგ დროს ყველა აპარატი თითქმის ერთI და იმავე შედეგს მოიტანს, ისე კი ყველას სჯობს ჩვეულერივი ჯილეტით 3 თავიანით ელემენტი რო უდევს 15 ლარი ღირს მგონი ქაფი წაისვიდ ა ეგააა

Posted by: PANZERKOPF 1 Feb 2008, 03:22
აქედან გამომდინარე, ამ კაცმა უნდა იყიდოს ბრაუნის პირსაპარსი, ANTEC-ის კვების ბლოკი, შეუერთოს მას და
გაიპარსოს პირი.





Posted by: westsider 1 Feb 2008, 03:32
ეს მაჩუქეს დაბადების დღეზე და ძააალიან კმაყოფილი ვარ

ძაან ნაზი კანი მაქ და იოლად მაყრის საპარსებზე

იმენა გაპარსვას ვერ გაიგებ საერთოდ რა ამაზე

და უკნიდან ნივეას ბაკი აქ და პარსვის დროს გისვამს





ფასიც სასწაული არააuser posted image

Posted by: didi bege 1 Feb 2008, 10:51
westsider
მოდელი მითხარი

დიდი ხანია ვფიქრობ მეც ამ საკითხზე, მართალი რო ვთქვა მაინდამაინც არაფერში არ მჭირდება კანი მაქ ისეთი ნაჯახით რო გავიპარსო არ მიღიზიანდება მარა ზარმაცი ვარ ცოტა არ იყოს და "ბრიტვა, ბრიტვა ბრიტვააა"-თი ჩალიჩი მეზარება მუდმივად

Posted by: morixei 1 Feb 2008, 11:17
QUOTE
მარა ზარმაცი ვარ ცოტა არ იყოს და "ბრიტვა, ბრიტვა ბრიტვააა"-თი ჩალიჩი მეზარება მუდმივად

ეხ, მეც მაგ მიზეზით ვიყიდე ელექტრო საპარსი, მარა მაინც გოუპარსავი დავდივარ ხოლმე givi.gif

Posted by: 088 1 Feb 2008, 11:59
QUOTE (giorgipr @ 31 Jan 2008, 18:06 )
088
მეგობარო აქ უნდა გაგეხსნა თემა :
http://forum.ge/?showforum=58
mrgizmo
უჰუ............................... lol.gif biggrin.gif lol.gif lol.gif
საღოლ მაგარი იყო lol.gif lol.gif
მეც მაგარი ვქენი დავგუგლე და კვება რომ დავინახე გადავყირავდი ბოზიშ ............................... lol.gif biggrin.gif
boli.gif biggrin.gif

ვაპირებ მანდ გახსნას, მაგრამ ვინაიდან იქ ყიდვა-გაყიდვის თემა იყო კითხვის დასასმელად აქ ვარჩიე
* * *
QUOTE
ფასიც სასწაული არაა


ყველლაზე მატად მეც ეგ დამევასა, მაგრამ იქნებ ფასიც დაგეწერა რა ღირს

* * *
არავის არ გაქვთ ელექტროპირის საპარი თუ პირს არ იპარსავთ tongue.gif tongue.gif tongue.gif ან ფასი მაინც არფ იცით? მაგ. რა ღირს Philips HQ8170CC

Posted by: ივერა II 1 Feb 2008, 17:00
პირის ელექტრო საპარსი ერთი ვიცი მე Philips-ი დანარჩენები პირის საფხეკებია. biggrin.gif

აი საქმე ისაა თუ რომელს ამოარჩევ Philips-დან. biggrin.gif

Posted by: westsider 1 Feb 2008, 17:05
ივერა II
ნუ მე და შენ ვთანხმდებიტ ამ საკითხზე

არის რამდენიმე სფერო ელექტრონიკაში სადაც ფილიპსი მეფეა

საპარსებში ან ფილიპსი ან მინიმუმ ბრაუნი

morixei
088
აქ ჯდება 120 ევრო


http://www.youtube.com/watch?v=jPkafwa5aXU


ესაა მაგის რეკლამის პონტში biggrin.gif


ახლა ვნახე და არის 8020 100 ევროდ

8040 120-130 ევროდ

8060 150-160 ევროდ


განსხვავების აზრზე არ ვარ

მე 8040 მაქ და მაგარია ძაან მგრძნობიარე კანისთვის
ალბათ აბაროტებში იქნება სხვაობა ,მეტი არ ვიცი



ახლა ვნახე და აკუმულატორშია სხვაობა

ყველაზე ძვირი 1.5 საათში იტენება და 40 წუთი ყოფნის

ჩემსას 4-5 საათი უნდა და 40 წუთი ყოფნის

Posted by: ივერა II 1 Feb 2008, 17:08
westsider

QUOTE
ნუ მე და შენ ვთანხმდებიტ ამ საკითხზე

არის რამდენიმე სფერო ელექტრონიკაში სადაც ფილიპსი მეფეა

საპარსებში ან ფილიპსი ან მინიმუმ ბრაუნი


biggrin.gif ბრაუნი არ ვიცი მე, აი ფილიპსი კი მარტო კომპიუტერებში ვერ ქაჩავს და სხვა დანარჩენი იდეალური აქვს, აზიურ მე მაინც ფილიპსი მირჩევნია.

Posted by: newbie 1 Feb 2008, 17:37
სამთავიანი ფილიპსი მქონდა და მაგრა მიღიზიანებდა სახეს, ბრაუნს ვხმარობ ეხლა მარა თავისი "ბიდე" აქ და იმას თავისი მწმინდავი სითხე უნდა რაც $$ ღირს და არ ვწმინდავ მარა გაპარსვას თავს არ ვაკლავ მაინცადამაინც და რის მიხედვით უნდა დაფასდეს ბრიტვა კი არ ვიცი?

Posted by: 088 1 Feb 2008, 18:14
QUOTE (westsider @ 1 Feb 2008, 17:05 )
ივერა II
ნუ მე და შენ ვთანხმდებიტ ამ საკითხზე

არის რამდენიმე სფერო ელექტრონიკაში სადაც ფილიპსი მეფეა

საპარსებში ან ფილიპსი ან მინიმუმ ბრაუნი

morixei
088
აქ ჯდება 120 ევრო


http://www.youtube.com/watch?v=jPkafwa5aXU


ესაა მაგის რეკლამის პონტში biggrin.gif


ახლა ვნახე და არის 8020 100 ევროდ

8040 120-130 ევროდ

8060 150-160 ევროდ


განსხვავების აზრზე არ ვარ

მე 8040 მაქ და მაგარია ძაან მგრძნობიარე კანისთვის
ალბათ აბაროტებში იქნება სხვაობა ,მეტი არ ვიცი



ახლა ვნახე და აკუმულატორშია სხვაობა

ყველაზე ძვირი 1.5 საათში იტენება და 40 წუთი ყოფნის

ჩემსას 4-5 საათი უნდა და 40 წუთი ყოფნის

სად იყიდება ეგ მოდელი, კიდობაში თუ ბრენდ მაღაზიაში? ევროები რომ იყო მაგ პონტში ვკითხულობ

Posted by: giofest 1 Feb 2008, 18:56
ისე ელექტროს პონტში გაითვალისწინეთ რომ ორიგინალი ნაწილების შოვნა ჭირს, აი მაგალითად მე მაქვს Cruzer3 და მაგის დამტენი იმენნა ვერ ვიშოვე ვერსად მიგდია ისე sad.gif ჰოდა ისიც გასათვალისწინებელია თავები რომ ექნება გამოსაცვლელი საქართველოში რამდენად იქნება. ისე ერთხელ დავატენინე ტიტანში და ერთხელ მოვასწარი გაპარსვა, საკაიფოდ და სწრაფად კი გამპარსა ისე, არ მიწვალია და არ მიჩეხავია smile.gif

Posted by: westsider 1 Feb 2008, 20:06
newbie
კონკრეტულად კანს გააჩნია
ყველა კანს და ადამიანს თავისებური მპარსავი უნდა

საკმაოდ რთული საქმეა კაი პარსვა

088
მე გერმანიაში ვარ და აქაური ფასებია ეგ

სუ ლახალი მოდელია და არ მგონია მანდ უკვე იდოს

giofest
მოძებნე ხალხი ვისაც ჭრდება ეგრე მასეთი იშვიათი ნაწილები და აქედან გამოგიგზავნიტ შე კაცო

იასნა პროცენტების გარეშე

Posted by: giofest 2 Feb 2008, 02:03
QUOTE
giofest მოძებნე ხალხი ვისაც ჭრდება ეგრე მასეთი იშვიათი ნაწილები და აქედან გამოგიგზავნიტ შე კაცო

იასნა პროცენტების გარეშე


გაიხარე, მარა კაკ რაც ერთადერთი ამაზონზე მოვძებნე მაგის ჩარჯერი და მაააგრად გადმაგდეს smile.gif 40$ ჩამახიეს smile.gif არც ჩარჯერი მაქვს, აღარც ფული და ვერც ვიპარსავ smile.gif

Posted by: trance_man 2 Feb 2008, 02:20
QUOTE
ჩემსას 4-5 საათი უნდა და 40 წუთი ყოფნის


euf 4-5 saati ra ambavia

nu me dzveli modeli amqvs 1 saatshi iteneba da kargad mtofnis ra 7-8 gaparsva, aseve 5 min shic iteneba ise ro ert gaparsvazec geyos HQ 7180
rac viyide aftershave ar gamomiyenebia magram shvenivrad vgrdznob tavs, adre ro viparsavdi saxe mtkioda imena xels ro videbdi
xelmeored davibade rasac qvia biggrin.gif

QUOTE
150-160 ევროდ


600 GEL gadavixade saparshi ise viyavi ukve biggrin.gif

Posted by: westsider 2 Feb 2008, 13:56
giofest
შე კაცო მერე მე ამაზონი ვარ?

ამაზონსაც აქ დაცვის მექანიზმი უნდა მოგეთხოვა გამოგზავნა და ისინიც შეაწუხებდნენ
ამაზონი ებაის ბევრად ჯობია მაგ მხრივ

ებაი+პეიპელი კატასტროფაა პროსტა

Posted by: 088 4 Feb 2008, 10:26
QUOTE (westsider @ 1 Feb 2008, 20:06 )
newbie
კონკრეტულად კანს გააჩნია
ყველა კანს და ადამიანს თავისებური მპარსავი უნდა

საკმაოდ რთული საქმეა კაი პარსვა

088
მე გერმანიაში ვარ და აქაური ფასებია ეგ

სუ ლახალი მოდელია და არ მგონია მანდ უკვე იდოს

giofest
მოძებნე ხალხი ვისაც ჭრდება ეგრე მასეთი იშვიათი ნაწილები და აქედან გამოგიგზავნიტ შე კაცო

იასნა პროცენტების გარეშე

გუშინ ნახეს კიდობანში Philips Norelco arcitec 1060 435 ლარი ღირდაო და მეორე რამაც დამაინტერესა 9190 და ვერარ ჩამოვყალიბდი. ანუ გერმანიაშიც არ ყოფილა კატასტროფა ფასები, მემგონი აქ უფრო ძვირია
* * *
რომელს მირჩევთ 1060-ს თუ 9190 ?

Posted by: 088 5 Feb 2008, 09:33
აგერ 9190 სურათსაც დავდებ თუმცა მე ვიზუალურ მხარეზე მტად მისი ფუნქციები და პარსვის ხარისხი მაინტერესებს
* * *
გერმანიაში გამიგეს ფასი და 1075 ღირდა 165 ევრო და 1095 კი 230 ევრო და ალბათ იქიდან ჩამოვატანინებ
* * *
დამეხმარეთ თორე გავგიჯდი პირის საპარსის შერჩევაში ეხლა კიდევ ბრაუნი ვნახე braun pulsonichttp://www.braun.com/ru/pulsonic/pulsonic.html
* * *
ტვინი ამერია უკვე, არავის არ გაქვთ ეს მოდელები რო მირჩიოთ, ეხლა ბრაუნი გავჩითე და ესეც მაგრად დამევასა braun pulsonic

Posted by: irakot 5 Feb 2008, 16:57
088
ბრატ მე აგერ უკვე 5-6 წელია რაც ფილიპსით ვიპარსავ, ზეპირად აღარ მახსოვს მაგრამ ზუსტად ეს მოდელი მაქვს ბოლოს რაც დადე, ოღონდ სტერილიზატორი არ ააქვს(რაში გჭირდება სტერილიზატორი მარტოშენ არ უნდა იპარსო?)
მინდა გითხრა რომ ეს ჩემი მესამე ფილიპსია და პირველისაგან დიდად არ განსვავდება უბრალოდ პირველი ჯერ კიდევ უაკუმულიატოროდ იყო. ასე რომ ძალიან დიდ მაყუთს ნუ გადაყრი და დაითრიე რაიმე კარგი მოდელი ერთ თავზე რომ სამი ბრიტვა აქვს. დანარჩენი ყველაფერი ზღაპარია სტერილიზაცია და კრემების წასმა.

Posted by: 088 5 Feb 2008, 17:52
QUOTE (irakot @ 5 Feb 2008, 16:57 )
088
ბრატ მე აგერ უკვე 5-6 წელია რაც ფილიპსით ვიპარსავ, ზეპირად აღარ მახსოვს მაგრამ ზუსტად ეს მოდელი მაქვს ბოლოს რაც დადე, ოღონდ სტერილიზატორი არ ააქვს(რაში გჭირდება სტერილიზატორი მარტოშენ არ უნდა იპარსო?)
მინდა გითხრა რომ ეს ჩემი მესამე ფილიპსია და პირველისაგან დიდად არ განსვავდება უბრალოდ პირველი ჯერ კიდევ უაკუმულიატოროდ იყო. ასე რომ ძალიან დიდ მაყუთს ნუ გადაყრი და დაითრიე რაიმე კარგი მოდელი ერთ თავზე რომ სამი ბრიტვა აქვს. დანარჩენი ყველაფერი ზღაპარია სტერილიზაცია და კრემების წასმა.

პირვერ რიგში დიდი მადლობა. მეც მანდ ვარ, დიზანი და ჟელეები ნამდვილად არ მაინტერსებს, მეც 6-7 წელია ფილიპსი მაქვს და მინდა რამე კარგი ხარისხის რომ იყო, არ აღიზიანებდეს კანს და ა.შ. მემგონი ბრაუნი ზევით რაც მიწერია ის მოდელი ყველას ჯობია.. ჩემს თანამშრომელს ქონია წინა მოდელი და იმენა დავისვენეო, რავიცი ალბათ ბრაუნზე შევჩერდები

Posted by: ribo 5 Feb 2008, 19:25
088
და რა ღირს ეგ ბრაუნი მეც მაინტერესებს!????

Posted by: 088 6 Feb 2008, 10:20
www.ebay.de ზე 199 ევროდან იწყებოდა ახლის ფასი, აქ არ ვიცი ჯერ მინახია

Posted by: dato123 7 Feb 2008, 13:37
ერთი კვირის წინ ვიყიდე PHILIPS HQ8140 230larshi, SpeedXL-ის თავებით, კმაყოფილი ვარ...იგივე მოდელი პილიპსის მაღაზიაში და ელიტ-ელექტრონიკშიც 150 ლარით მეტი ღირდა,მე კიდობანში ვიყიდე,ირეცხება წყალში,იტენება 1 საათში,ყოფნის 55 წუთს,აქვს ტრიმერიც,მოყვება პადსტავკა ამ პადსტავკიტაც შეგიძლია დატენო,ჩოტქი,და პატარა ჩანთასადმე წაღება რო დაგჭირდეს,მე-9 სერიისგან არაფრით განსხვავდება გარდა რაღაც smarttouch ფუნქციისა,რომელიც სახის კონტურების გამეორებაა(სისულელე,არაფერს იძლევა,სანამ ვიყიდდი,ბევრი რუსული ფორუმები და დახასიატებები გადავიკითხე)მოკლედ მე ამას გირჩევ,ტავიდან მე 9070 მინდოდა, ორთავიანია და კარგია,თან იაფიცაა,მაგრამ ვერსად ვერ ვნახე და მერე ეს გადავწყვიტე რომ მეყიდა,და მართალი გითხრა ეხლა კმაყოფილი ვარ რო ის არ იყო და ეს ვიყიდე,არის კიდე მოდელი 8150 ეგ შემხვდა 250 ლარში,8140- ისგან იმით განხვავდება რომ დამატებითი ნათურა აქ აკუმულატორი რო დაიცლება წითლად ანათებს,მეტი არაფრით,უფრო ძვირიანი მოდელებიც არი მაგრამ ეგენი ყველა არის დამატებითი რაღაც პრიბამბასებით,ზოგი ტავისიტ წმინდავს ტავებს,ზოგს აკუმულატორის შკალა აქვს,ზოგს საათი ,lcd ეკრანი და ასე შემდეგ,გაპარსვის ხარისხზე არცერტი არ ახდენს დადებიტ შედეგს,ბრაუნს რაც შეეხება წავიკითხე რო ეგენი ვერტიკალურად ტუ იზრდება წვერი აი მაშინ არი ძალიან კარგი...დაწოლილი წვერისტვის და სხვადასხვა მიმარტულებიტ ტუ იზრდება მიტუმეტეს მაშინ პილიპსია კარგიო,ტან ბრაუნებს სეტკები უნდა უცვალო ყოველ 6-10 თვეში და პილიპს არაფერი არ ჭირდება,მიტუმეტეს თუ მანამდე პილიპსი გქონდა,8100 არ იყიდო მაგას აკუმულატორი არ აქვს,მარტო დენზეა,და ეგ მოდელი ელიტ-ელექტრონიქში რა ღირდა არ იკითხავ? 365 ლარი!!! smile.gif მე-7XXX და მე-6xxx სერიის პჰილიპსებიდანაც ტავი შეიკავე,ან მე-8 ან მე-9 იყიდე,თავები აქვთ უკეთესი,მე-9 სერია ცოტა ძვირია,ამიტო ისევ მერვე ჯობია

Posted by: 088 7 Feb 2008, 15:35
დიდი მადლობა. კიდობანში ვნახე ბრაუნ პულსონიკიც და ფილიპსიც. ბრაუნი 9595 ღირდა 600 ლარი (580 იძლეოდა) და ფილიპსი 1060-450 ლარი. მე რატომრაც ბრაუნ პულსონიკი რაც ვნახე ყველას ჯობია, ჩემს ერთ ნაცნობსაც ქონია და ძალიან მაგარიაო. მართალია საერცხ აპარატს კარტრიჯები წირდება ყოველ 30 გაპარსვაზე და თითო კარტრიჯი 20 ლარი ღირს, მაგრამ მაინც მაგარია. გერმანიაში კიდევ მაქ. 200 ევრომდე ღირს. და კარტრიჯები 6 ცალი 12 ევრო. (www.ebay.de)

Posted by: gig@@@ 25 Apr 2024, 01:30
user posted image

user posted image



ეს თავები ყველა მოდელზე მიდის ? ანუ ყველა მსგავსი ტიპის საპარსზე თავსებადია ?

მე მაქვს philips series 7317

ეგ თავები ეცვლება მე თვითონ ვცადე ძალიან მარტივად ძვრება

ახალი თავები სად შევიძინო ?

Posted by: baksona1980 2 Jun 2024, 00:14
Philips Norelco S9000 Prestige Rechargeable Wet & Dry Shaver Space Grade Edition, SP9886/89 აი ეს მომწონს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)