Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომპიუტერები და ელექტრონიკა > კარგი საუნდ ბარათი როგორია?


Posted by: zukak0 2 Jul 2021, 22:20
ბარო wink.gif))) მოკლედ ძმეობ, კარგი საუნდა კარტა ნიშნავს კარგ (ანუ მაღალ) ხმას თუ უბრალოდ გაფილტრულ ხამს? sad.gif ანუ მინდა რო მაღალი ხმა ქმონდეს, ყურსასმენებშიც და ბასებშიც, რამე ბიუჯეტური საუნდ კარტ არიცით ვინმემ? თან რო ამიხსნათ როგორ უნდა მივაერთო სისტემას? vik.gif

Posted by: lashj 3 Jul 2021, 15:47
რა საუნდკარტა დედადაფაზე ინტეგრირებული საუნდ კარტებიც ნორმალურებია თუ ძალზე ძველი სისტემა არაა მთავარია კარგი დინამიკები ან ნაუშნიკები გქონდეს

Posted by: ოჩოპინტრე 3 Jul 2021, 17:25
თუ რამე განსაკუთრებულს არ აკეთებ, ინტეგრირებულიც საკმარისია. მუსიკის მოსასმენად, სათამაშოდ და ა.შ. არაფერში არ გჭირდება დამატებით საუნდ კარტა ჩვეულებრივ მომხმარებელს.

Posted by: david_888 3 Jul 2021, 22:02
ოჩოპინტრე
amp უნდა ნაუშნიკებისთვის

Posted by: Gogla1990 4 Jul 2021, 00:22
lashj
QUOTE
მთავარია კარგი დინამიკები ან ნაუშნიკები გქონდეს

კარგი ხმის კარტის გარეშე დიდი არაფერი შეღავათი 50 ვატიანი დინამიკები გექნება თუ 200, სხვაობა მხოლოდ ის იქნება რომ 200 ვატიანი მეტად იბღავლებს და თავს აგატკივებს biggrin.gif

ოჩოპინტრე
QUOTE
ინტეგრირებულიც საკმარისია. მუსიკის მოსასმენად, სათამაშოდ და ა.შ

კი, თუმცა რამე საშუალო დონის დისკრეტული უკეთესია
ონლაინ შუთერს თამაშობ რამეს? დინამიკები vs ყურსასმენები ხომ გაძლევს ეფექტებში საგრძნობ სხვაობას? იგივე სხვაობას მოგცემს ინტეგრირებული vs დისკრეტული დინამიკებზე smile.gif

zukak0
რა მაზერი გაქვს და რა ყურსასმენ/დინამიკები?
ბევრ დედადაფას ნორმალური ხმის კარტა აქვს და თუ სუსტი ყურსასმენები/დინამიკები გაქვს ხშირად არც ღირს ხოლმე კარტის ჩადება
QUOTE
რამე ბიუჯეტური

https://www.mymarket.ge/ka/pr/21308149/xmis-baraTebi/Sound-Blaster-Audigy-Rx-5

ბიუჯეტურ მაზერებზე როგორც წესი 99% ნაგავზე კიდევ უფრო ნაგავი კარტები აყენია, ცოტა ბლატნოი ან ეწ. გეიმინგ მაზერებზე უკვე ხშირად დებენ კარგ კარტებს, მაგრამ ისეთს მაინც არ(ვერ) რომ ნორმალურ დისკრეტულს გაუტოლდეს

Posted by: david_888 4 Jul 2021, 01:22
Gogla1990
ჩემი საუნდი კიდე შენთანაა?
ადრე კაპიკებში იყო არ ყიდულობდა აქ ხალხი და ეხლა კაი დიდი ფასი დაედო

Posted by: Gogla1990 4 Jul 2021, 01:39
david_888
კი, დაბერდა მაგრამ ძალიან ყოჩაღია + ახალი დრაივერი/კონტროლ პანელი გამოუშვეს, დაამატეს 1-2 ფუნქცია და ხმაც თითქოს უფრო სუფთა აქვს დეფაულტზევე

კონკრეტულ თამაშზე ოპტიმიზირებული პროფილებიც კი დაამატეს, არც ვფიქრობდი რომ ამ ბებერზე კიდევ დაიხარჯებოდნენ და გამიკვირდა, თუმცა მერე აღმოვაჩინე რომ კიდევ გაყიდვაშია, თანაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კარტაა და 100 დოლარსაც ფეხს არ უცვლიან biggrin.gif

რამდენი წლის წინ წამოვიღე შენგან?

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: 2:58 4 Jul 2021, 05:42
კაი საუნდს რა ჯობია, მარა ნამეტანი ძვირებია

შუთერებში მართლა მისწრებაა, ბევრად ზუსტად აღიქვავ ხმებს, ნაბიჯების მიმართულებას

Posted by: ოჩოპინტრე 4 Jul 2021, 09:56
QUOTE
ონლაინ შუთერს თამაშობ რამეს? დინამიკები vs ყურსასმენები ხომ გაძლევს ეფექტებში საგრძნობ სხვაობას?

ერთი ტარკოვს ვთამაშობ ხოლმე smile.gif
7.1 ნაუშნიკი მაქ, ნუ უფრო სუფთად ისმის ხმები და საიდან მოდის ხმა ისიც.
ანუ, საუნდკარტა რო ჩავაყენო რამე ნორმალური, დინამიკებზე მომცემს სხვაობას გოგლა? მუსიკისთვის და ზოგადად.
https://www.asus.com/Motherboards-Components/Motherboards/PRIME/PRIME-Z490-P/
ამ მაზერზე.

Posted by: david_888 4 Jul 2021, 10:14
Gogla1990
QUOTE
რამდენი წლის წინ წამოვიღე შენგან?

ასე 5-6 წლის წინ იყო ეგ ამბავი




Posted by: trendygirl.me 4 Jul 2021, 11:15
ინტეგრირებული საუნდკარტები 300 და 600 ომიან ნაუშნიკებს ვერ ქაჩავს ხოლმე.

Posted by: Gogla1990 4 Jul 2021, 11:17
ოჩოპინტრე
QUOTE
ანუ, საუნდკარტა რო ჩავაყენო რამე ნორმალური, დინამიკებზე მომცემს სხვაობას გოგლა? მუსიკისთვის და ზოგადად.

yes.gif

david_888
QUOTE
ასე 5-6 წლის წინ იყო ეგ ამბავი

მაუსიც ისევ მაქვს, ეგეც დაახლოებით მაგ პერიოდში გამოგართვი ან ცოტა გვიან
ისე შევეჩვიე + ისე ყოჩაღია რომ ახალი მაუსი ვიყიდე მაგრამ 2 წელია ყუთში დევს biggrin.gif

Posted by: david_888 4 Jul 2021, 12:50
Gogla1990
რომელი მაუსი თერმალტეიკი? აუ ეგ ვაფშე არ მახსოვდა შენ რო გაქ

მე მაგრა მივეჩვიე steelseries Rival 310-ს, რამდენიმე ახალი მაუსი ვიყიდე მარა საბოლოოდ მაინც ამაზე ვზივარ

Posted by: Gogla1990 4 Jul 2021, 13:04
david_888
QUOTE
რომელი მაუსი თერმალტეიკი? აუ ეგ ვაფშე არ მახსოვდა შენ რო გაქ

კი, შემომაცვდა ხელში და არ ვეშვები biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)