Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომპიუტერები და ელექტრონიკა > ოპერატიულის შეცვლა სხვა სიხშირეზე


Posted by: aimo 9 Mar 2024, 17:31
მოკლედ, ჩემს ძველ ასუსზე დგას 4 გბ რამი 998 სიხშირეზე მომუშავე.

ვაპირებ ვიყიდო 8 გბ 1600-იან სიხშირეზე.

მაინტერესებს ხომ არ გამოიწვევს ეს ბლუსკრინებს გამომდინარე პროცესორიდან და მაზერიდან.

მონაცემები იხ. ფოტოზე

Posted by: aimo 9 Mar 2024, 17:34
ესეც რამი
კარგად მუშაობს, მააგრამ სტრიმების დროს აშკარად უჭირს

Posted by: 155V6TI 9 Mar 2024, 19:55
QUOTE
გამომდინარე პროცესორიდან და მაზერიდან.

მაზერი არ ვიცი და DDR3-1866-ც შეუძლია მაგ პროცესორს.
QUOTE
მააგრამ სტრიმების დროს აშკარად უჭირს

სსდ აყენია?
ტასკ მენეჯერის პერფორმანსი რას აჩვენებს სტრიმზე დატვირთვის დროს?

Posted by: aimo 9 Mar 2024, 21:15
155V6TI
ტასკ მენეჯერში არ მინახავს, მაგრამ მაგალითად, როცა ფეხბურთის სტრიმი მოდის 6000 ან 8000 კბ/წმ სისწრაფით, ნახატი ვერ მიჰყვება, სავარაუდოდ ინტეგრირებული სუსტი კარტის ამბავიცაა...
* * *
QUOTE (155V6TI)
სსდ აყენია?

არა, ჩვეულებრივი ვინტია, ქარხნული

Posted by: aimo 9 Mar 2024, 21:21
აჰა, 8000-იანზე ეს აჩვენა ტესქ მენეჯერმა


Posted by: გიორგი XII 9 Mar 2024, 22:20
aimo

სხვა ვიდეო ფლეიერშიც იგივეა? ან ბრაუზერში სტრიმის დროსაც იგივეს აკეთებს?


Posted by: aimo 9 Mar 2024, 22:51
გიორგი XII
მაგ სიჩქარეზე ბრაუზერში სტრიმი ვერ ვიპოვე

Posted by: გიორგი XII 9 Mar 2024, 23:01
aimo
ვინდოუსი 32 ბიტიანია თუ სად მიაქ დანარცენი მემორი?
არამგონია რო გპუს ბრალია იყოს და დეკოდინგის.

რამი მეორე უეჭველი დაამატე და დუალ ჩანელი უკვე სხვა შედეგებს მოგცემს საერთოდ, თუნდაც იგივე სიხშირის იყოს.
მარა უკვე საკმაოდ იაფია მაგ სოკეტის რამები და შეგიძლია მაქსიმალური ჰერიცთაც გაადუალო.

მანამდე მე შენს ადგილას ლინუქსს დავაყენებდი და ისე ვცდიდი.




Posted by: aimo 10 Mar 2024, 16:35
გიორგი XII
QUOTE
ვინდოუსი 32 ბიტიანია

64
QUOTE
რამი მეორე უეჭველი დაამატე და დუალ ჩანელი უკვე სხვა შედეგებს მოგცემს საერთოდ

არამგონია ამ რამმა და 1600-იანმა დუალში ნორმალურად იმუშაონ. სავარაუდოდ ამას ამოვიღებ და ახალს ჩავდგავ

Posted by: zaoo 11 Mar 2024, 14:18
მაგ ლეპტობს ქარხნულათ ისედაც 1600 უყენია! თქვენ თუ არ შეცვალეთ!
მაგათ მემგონი არც აქვს სლოტი ოპერების,,პლატაზეა დაპიკებული ოპერა

Posted by: 155V6TI 12 Mar 2024, 16:38
QUOTE
რამი მეორე უეჭველი დაამატე და დუალ ჩანელი უკვე სხვა შედეგებს მოგცემს საერთოდ

პროცესორს A8-7410 მონაცემებში უწერია :
Memory controller The number of controllers: 1
Memory channels (per controller): 1
Memory channels (total): 1
Supported memory: DDR3-1866
ანუ 1 არხიანიაო და მეორე ოპერატიულის სლოტი რომც ქონდეს მოცულობა გაიზრდება მაგრამ წარმადობაში ვერ წაეხმარება.
PS
სსდ უნდა რა + პეიჯ ფაილის გაწერა smile.gif

Posted by: aimo 15 Mar 2024, 11:48
155V6TI
მადლობა. სსდ-ზე ისედაც ვფიქრობდი

zaoo
არამგონია ჩაპაიკებული იყოს. არ დამიშლია მაგრამ მაგ მოდელზე ვიდეოს ვუყურე და გამოცვალეს უპრობლემოდ

Posted by: 155V6TI 15 Mar 2024, 21:24
aimo
QUOTE
მადლობა.

გაიხარე
QUOTE
არამგონია ჩაპაიკებული იყოს.

თუ სწორად მოვძებნე ასეა ჩაპაიკებული.
QUOTE
მოდელზე ვიდეოს ვუყურე და გამოცვალეს უპრობლემოდ

დალინკე ვიდეო-საინტერესოა smile.gif
* * *
ასეც მოსულა ოპერას აპგრეიდი smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)