Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > უსათაურო > ნაყინი


Posted by: Sh0 14 May 2007, 15:17
მე მახსოვს ადრე(შეიძლება) ახლაც იყიდება, რაღაც პაკეტები, რაღაც ფხვნილი იყო და მოკლედ მაროჟნს აკეთებდნენ ხოლმე... გლუბოკი დეტსტვაში იყო ეგა.

ხოდა ახლაც იყიდება რამე ეგეთები?

და საერთოდ რომელ ნაყინს ანიჭებთ უპირატესობას?

Posted by: ლილიანი 14 May 2007, 15:18
Sho
QUOTE
ხოდა ახლაც იყიდება რამე ეგეთები?

yes.gif


QUOTE
და საერთოდ რომელ ნაყინს ანიჭებთ უპირატესობას?

ნახინი ნახინიაა რა თუმცა აი აჭარის ნაყინი მაგარი იყო მარა ჩაილურის წყალიც დალიაა boli.gif

Posted by: Sh0 14 May 2007, 15:20
ლილიანი
QUOTE
აჭარის ნაყინი

love.gif user.gif love.gif
დაგვიბრუნეთ აჭარის ნაყინი...

ისაა...როის გამოხვალ აქეეეეეეეეეეეეეეეეთ?

Posted by: VENDETA 25 May 2007, 12:22
ვის რომელი ნაყინი გიყვართ, რატო, სად მიირთმევთ ნაყინს. გავუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს ნაყინის ფანებმა.

Posted by: JustAMinute 25 May 2007, 13:07

ჩემი ყველაზე საყვარელი ნაყინი არის მაკდონალდსში, მაკფლარი ნესქვიქით. რომ ვჭამ ბედნიერი ვარ და მინდა ხოლმე, რომ არ დამთავრდეს და თითოეულ ლუკმას უდიდესი სითბოთი და სიყვარულით ვეკიდები.

საერთოდ მიყვარს ნაყინი, მაგრამ ნუ...ძალიან არ მიყვარს. კიდევ მიყვარს შოკოლადის ნაყინები და თხილებით. ხილის რაღაც მურაბები რომ არის ხოლმე ნაყინში ეგეთი სასტიკად არ მიყვარს. თუმცა ვანილის ნაყინი ცოცხალი ხილით მიყვარს. კიდევ ფისტაშკის ნაყინი მაინტერესებს იმიტომ, რომ ჩემი შეფის საყვარელი ნაყინია. ადრე მივაგენით ერთ მარკეტში და გავსინჯე, მაგრამ ის არ იყო გემრიელი, თვითონ ნაყინი, ამიტომ კიდევ მინდა, რომ გავსინჯო.

Posted by: dolores 25 May 2007, 13:10
VENDETA
ე.ი. რამდენიმე "უცხოური" ბრენდის ნაწარმი გავსინჯე და ყველას დალოცვილი თოლია მირჩევნია biggrin.gif
"თოლიას" ნაწარმიდან მხოლოდ "საოჯახოს" ვჭამ, "კამპარას" - საოჯახო და ტორნადო... tongue.gif
ზამთარ-ზაფხულ მაქვს სახლში ნაყინი. ეხლაც გეახლებით მარწყვით tongue.gif

Posted by: VENDETA 25 May 2007, 13:19
მაკდონალდისის ნაყინი მეც მიყვარს, მარწყვი და კარამელი და შოკოლადიც, სამივე. თოლიაც მიყვარს, უცხოურებიდან DOVE იყო ადრე. ეხლა არვიცი.

Posted by: JustAMinute 25 May 2007, 13:21

უი, გამახსენდა. იტალიაში იყო ძალიან გემრიელი ნაყინი. საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე ვჭამდი, თან ზამთარი იყო. ვჭამდი შოკოლადის ნაყინს, რომელსაც ვაფლიც უგემრიელესი აქვს.
QUOTE
თოლიას" ნაწარმიდან მხოლოდ "საოჯახოს" ვჭამ, "კამპარას" - საოჯახო და ტორნადო...

"თოლიას" შოკოლადის 'ლოლო' მიყვარს და კამპარას 'ნუვო'.

ბავშვობაში გლანდები მქონდა და ნაყინი შეზღუდულად მომეწოდებოდა ანგინის საშიშროებიდან გამომდინარე. ამიტომ მოსკოვში ძალიან ცოტა ნაყინს მაჭმევდნენ და აღარ მახსოვს რუსული ნაყინის გემო, რომელზეც დედაჩემი დღემდე აღმატებით ხარისხში საუბრობს და მოსკოვის ნაყინი ნაყინების მოდის უდაო კანონმდებლად მიაჩნია.

კიდევ ერთი რაღაცა. თბილისში, ჩამოსასხმელი ნაყინები, რომ იყიდება, ვთქვათ "თოლიასი", ამიხსენით გამყიდველი ქალები რატომ ჩაბღუჯავენ ხოლმე ვაფლს და ისე ასხამენ შიგ ნაყინს, რატომ გონიათ, რომ ძალიან მესიამოვნება იმ ვაფლის ჭამა მერე (არადა როგორ მიყვარს ნაყინის ვაფლი). პროსტა ფულს იღებ ხო მაგ ხელით, ხურდას აბრუნებ და მერე ვაფლს კიდებ, რა პონტია? ქაღალდის ხელსახოცი არ არსებობს? ან პარკი, ან რამე, რა ვიცი, პატარა ქაღალდები, როგორიც მაკდონალდსში აქვთ.

Posted by: VENDETA 25 May 2007, 13:25
JustAMinute
უარესს გეტყვი. ბარაქაში შევედი, ხაჭაპური მინდოდა და ვდრუგ, გამყიდველს ეუბნება ვიღაც შემოსული, კაი ძონძებოი მაქვს შეხედეო. ამა შეხედა და აი ეგ მომაწოდე, გავისინჯოო. გაისინჯა. მერე უკან დაუბრუნა და მერე ხაჭაპური შემიხვია ქაღალდში. კიდე კაი ხელი არ მოუკიდია იმ ხაჭაპურისთვის, რკინის კოვზით თU რა ქვია, იმით აიღო. საზიზღრობაა, გარეთ ჭამა არ შეიძLება საქართველოში. ყველა ფეხის ნაბიჯზე უნდა იჩხუბო ამ დამპალ ქვეყანაში. არ მაქვს უფლება, სუფთა ხაჭაპური მინდოდეს და ნაყინი. ეჰ.

ერტხელ იყო კიდე, ნიკალაშI შევედით ნაყინზე და დაგვიგდეს რაღაც ტეფშებზე და ვეკითხები, შოკოლადი ან რამე არ მოყვება თქო. და მუსიკები მოყვება, მეტი არაფერი გინდათო.

Posted by: VENDETA 25 May 2007, 13:35
ფირმა ნაყინდებიდან, რომელს მირჩევდით?

Posted by: LilacWine 25 May 2007, 13:40
QUOTE
კიდევ ფისტაშკის ნაყინი მაინტერესებს იმიტომ, რომ ჩემი შეფის საყვარელი ნაყინია.

ეგ ჩემი საყვარელი ნაყინიცაა...

პოპულის მაღაზიებში იყიდება ბასკინ რობინსის ნაირ-ნაირი ნაყინები და ერთ-ერთია ფისტაშკის ნაყინი, თხილით.. უუგემრიელესი. ბასკინ რობინსშიც იქნება ალბათ, მაგრამ მაქამდე ჯერ ვერ მივაღწიე.

Posted by: JustAMinute 25 May 2007, 13:51

LilacWine
სწორედ 'პოპულიში' ვიყიდეთ ადრე, მაგრამ ხარისხი არ მომეწონა ნაყინის. ვაბშე არ მომწონს ბასკინ რობინსის ნაყინები მაინცდამაინც. ბასკინ რობინსის კაფეში, თვითონ, რამდენჯერმე ვიკითხე და არ ქონდათ.




Posted by: violet 25 May 2007, 14:20
QUOTE
კიდევ ფისტაშკის ნაყინი მაინტერესებს იმიტომ, რომ ჩემი შეფის საყვარელი ნაყინია.

ვგიჟდები ისე მიყვარს love.gif love.gif love.gif

ოღონდ საქართველოში არ მიჭამიაsad.gif



Posted by: VENDETA 25 May 2007, 14:32
ბასკინ რობინსი არ მიყვარს არც მე. დებილობაა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)