Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა 2024


Posted by: malxaza 4 May 2024, 14:34
აბა ნუ დავარღვევთ ტრადიციას, ჩავაანალიზოთ...

ჩამოყარეთ პროგნოზები, გარდამოვა?

Posted by: arqimag 4 May 2024, 14:37
არ მგონია ეს ღმერთის გარდა ვინმემ იცოდეს.

Posted by: AHURAMAZDA 4 May 2024, 14:38
რჩეულიშვილი დაფრინავდა ადრე ლიტაკით ჩამოჰქონდა ცეხლი... აბა ვინ წავა წელს? smile.gif

Posted by: daviti35 4 May 2024, 14:45
რამდენი ქართველებია გამიკვირდა შეძახილში არაბებს ვაჯობეთ.
მსგავსი ადრე არ მახსოვს მართლაც კარგია. ჩვენი ქვეყანა გავა სამშვიდობოს ადრე თუ გვიან. რადგან დღემდე ვინარჩუნებთ ასე კარგად ქრისტიანობას.

Posted by: arqimag 4 May 2024, 15:15
გარდამოვიდა, გილოცავთ!!!

Posted by: JSB14BSJ 4 May 2024, 15:17
14-მა სენატორმა მოიწერა ამაზე?
..........................................................

Posted by: GEORGEXIII 4 May 2024, 15:42
user posted image

ქრისტე აღსდგა!!!

Posted by: UMTS 4 May 2024, 15:46
QUOTE
გარდამოვა?

როდის გადმოსულა რო? smile.gif

Posted by: arqimag 4 May 2024, 15:47

QUOTE (GEORGEXIII)
ქრისტე აღსდგა!!!

ჭეშმარიტად აღსდგა!!!

Posted by: არიგო 4 May 2024, 17:30
QUOTE (arqimag @ 4 May 2024, 15:15 )
გარდამოვიდა, გილოცავთ!!!

ეს გარდმოვიდა რას ნიშნავს? ან გარდამოსვლა თუნდაც გარდმოსვლა?

გარდიგარდმო გადმოდის თუ რა ხდება?

უბრალოდ რო თქვა გადმოვიდა?



ღმერთო შენ უშველე ამდენ გონებაჩლუნგს

Posted by: Dface 4 May 2024, 17:50
არიგო
QUOTE
უბრალოდ რო თქვა გადმოვიდა?

უფრო ალბათ ტრანსფორმირდა ერთი ენერგიიდან მეორეში.

Posted by: arqimag 4 May 2024, 17:54
QUOTE (არიგო)
ღმერთო შენ უშველე ამდენ გონებაჩლუნგს

გამოგგზავნა შენმა სუნიანმა ბატონმა რათა ამ უდიდეს დღესასწაულზე ხალხს ნერვები მოუშალო? lol.gif

Posted by: Aleksandre166 4 May 2024, 18:10
21-ე საუკუნეშიც რომ ზღაპრების სჯერა ამდენს facepalm.gif 2001 წელს, იერუსალიმის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, პეტრას მიტროპოლიტმა კორნელიუსმა, რომელმაც მიიღო ეს ცეცხლი თქვა რომ: ,,ეს არის ბუნებრივი ცეცხლი, რომელსაც ვანთებთ ჩაუქრობელი კანდლიდან, რომელიც ინახება აღდგომის ტაძარში". 2018 წელს იერუსალიმის პატრიარქის თეოფილოს III-ის ბრძანებით, საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-გვერდის სტატიიდან რომელიც წმინდა ცეცხლზე იყო, სიტყვა „სასწაული“ წაშალეს.
QUOTE
შით ხომ არ გაქვთ?

ამაზე უნდა დამეჭირა, მაგრამ უცებ ვერ შევამჩნიე და ,,არა"-ს დავაწკაპე. lol.gif

Posted by: cuore 4 May 2024, 18:16
გადმოვა არა გადავა ბიჯო ესაა რიტუალი სხვა არაფერი

Posted by: malxaza 4 May 2024, 18:23
QUOTE
პეტრას მიტროპოლიტმა კორნელიუსმა,


ეგ ნაცია, და სატანისტი!!! pop.gif

Posted by: lol3r4 4 May 2024, 18:25
კიდევ ერთი წელი არაფერი ემუქრება პლანეტა დედამიწას

Posted by: keandra 4 May 2024, 18:29
lol3r4
QUOTE
კიდევ ერთი წელი არაფერი ემუქრება პლანეტა დედამიწას

ნამდვილად! იმიტომ არის მშვიდობა ყველგან ზეციდან რომ ღმერთები გვიცავენ.
ხომ ხედავთ წმინდა მიწაზეც როგორი მშვიდობა სუფევს :დ

Posted by: masai11 4 May 2024, 18:33
"ზაჟIგალკა" ჩამოუგდია თურმე - აგერ და რაც გინდათ ის ქენით, მე ნუ გამიწყალეთ საქმეო yes.gif

ნამდვილი ქრისტიანობა ცეცხლთაყვანისმცებლობით ჩაანაცვლეს ქუსლებ დასაჭრელებმა.

Posted by: ვარაზვაჩე 4 May 2024, 18:47
ცეცხლის კურთხევა და არა გარდამოსვლა. არანაირი "გარდამოსვლა" არ ხდება, მაგისი გაფიქრებაც კი, რომ ღმერთი შეკვეთით ვინმეს რეგულარურ სასწაულს უვლენს, მკრეხელობა და კერპთაყვანისმცემლობაა.

Posted by: UMTS 4 May 2024, 19:00
ვარაზვაჩე
QUOTE
მაგისი გაფიქრებაც კი, რომ ღმერთი შეკვეთით ვინმეს რეგულარურ სასწაულს უვლენს, მკრეხელობა და კერპთაყვანისმცემლობაა.

რას ამბობ, პატრიარხმა იცის ეგ?

Posted by: iRadonn 4 May 2024, 19:01
QUOTE (lol3r4 @ 4 May 2024, 18:25 )
კიდევ ერთი წელი არაფერი ემუქრება პლანეტა დედამიწას

ბავშVობაშI მინდოდა ცეცხლი არ გადმოსულიყო, რომ აპოკალიფსი მომხდარიყო.
მაგრამ ერმალომ, აპოკალიფსი აღარ იქნებაო და.

Posted by: Asklipiodotaa 4 May 2024, 19:08
QUOTE (arqimag @ 4 May 2024, 14:37 )
არ მგონია ეს ღმერთის გარდა ვინმემ იცოდეს.

lol.gif



Posted by: Катеньки 4 May 2024, 19:14
GEORGEXIII
QUOTE
ქრისტე აღსდგა!!!

ჭეშმარიტად აღსდგა!!!

დიდი შაბათის სასწაული - მომლოცველები წმინდა ცეცხლს მთელ მსოფლიოში ავრცელებენ
https://www.youtube.com/watch?v=8_sMPkPEvGU



Posted by: მამაო ენუქი 4 May 2024, 19:21
.

Posted by: chioreli 4 May 2024, 19:26
აქციის მონაწილეებმა რომ დავიჭიროთ ხელში ღვთიური ცეცხლით ანთებული სანთლები მაინც გაგვწუწავენ "მორწმუნე" ქოცხროვის ქოფაკები?

Posted by: Ess 4 May 2024, 19:28
პირველი დამწვრობა რომ მივიღე 16 წლის ასაკში "არ წვავს ჩემი დედა######, არ წვავს"-ის მოსმენის მერე, მას მერე მირჩევნია ისე მივიღო, როგორც ლამაზი რიტუალი

Posted by: Internet_Contraband 4 May 2024, 19:41
არიგო
QUOTE
უბრალოდ რო თქვა გადმოვიდა?

ნწ რელიგებს უყვართ პათეტიკური დრამატიზება: გარდამოვიდა, ქვა შვეთი, ღმრთისმშობელი და ა.შ. ვითომ უფრო მისტიური ხდება.

Posted by: daviti35 4 May 2024, 20:15
მე უფრო ის მომწონს ყოველი აღდგომის მოახლოვებისას როგორ იცვლება ამინდი თბილისში. თითქოს ბუნებაც ზეიმობს ამ დღესასწაულს და გამოხატავს ემოციას სევდის თუ სიხარულის.
როგორც ხის თესლშიც ჩადებულია აღდგომის სახესიმბოლო ჯერ თესლი ხმება (განიცდის სტრატიფიკაციას მეცნიერულ ენაზე) და შემდეგ ხდება დასაბამი ახალი სიცოცხლის როგორც ამ ფაქტს ასევე ამბობს უფალი ახალ აღთქმაში. მართლაც საოცარია გარშემო ჩვენი სამყარო და ყველაფერი.

Posted by: HandShake 4 May 2024, 20:19
კიდე გჯერათ კაცო ასეთი რაღაცეების biggrin.gif

Posted by: bigmaster 4 May 2024, 20:23
ისეთი ხალხია აჟიოტაჟში ამ რელიგიური დღესასწაულების გამო სურვილიც კი მეკარგება ვინმეს თუნდაც მივულოცო, თან რო არც ესმით ნორმალურად რას აღნიშნავენ რატო და რა უხარიათ

Posted by: lol3r4 4 May 2024, 20:25
QUOTE (keandra @ 4 May 2024, 18:29 )
lol3r4
QUOTE
კიდევ ერთი წელი არაფერი ემუქრება პლანეტა დედამიწას

ნამდვილად! იმიტომ არის მშვიდობა ყველგან ზეციდან რომ ღმერთები გვიცავენ.
ხომ ხედავთ წმინდა მიწაზეც როგორი მშვიდობა სუფევს :დ

ვინც კვდება, ღმერთს თავისთან მიჰყავს

მაგრამ ამდენს სად ატევს ხუევოზნაეტ

Posted by: sanakoev 4 May 2024, 20:48
სოხუმში მოსკოვიდან "უცნობი ჯარისკაცის" საფლავის ცეცხლი ჩაიტანეს
https://www.radiotavisupleba.ge/a/32933364.html

ამათ ორმაგად დანძრეული აქვთ

Posted by: ZAZAi 4 May 2024, 20:51
წელსაც "გარდმევიდა"! გიხაროდენ! რუსებსაც უპრობლემოდ გაატანეს და მათაც წაიღეს დარწმუნებულებმა, რომ ღმერთი მათთანაა.
მაგრამ იცით რა მაინტერესებს?
კარგი, დავუშვათ, რომ ღმერთი წელიწადში ერთხელ სანთლებს ანთებს იმის ნიშნად, რომ მართლმადიდებლობაა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია. ანუ ღმერთი ამართლებს იმას, თუ რას აკეთებს მართლმადიდებლური რუსეთი, და რაც ხდება დღეს ქართულ საპატრიარქოში ესეც ღმერთის ნებით ხდება? გამაგებინეთ, ღმერთი ბოროტია? ბრმა და სულელია და ვეღარ გაურჩევია ერთმანეთისგან კარგი და ცუდი? თუ უბრალოდ არ არსებობს?
რავიცი, რაღაც ძალიან დაწვრილმანდა და დაჩიავდა ეს ყოვლისშემძლე ღმერთი, რომ პატარა ცეცხლის დანთებით ამტკიცებს თავის არსებობას. ადრე თურმე ზღვა გაუყვია შუაზე და ხალხი გაუტარებია, საცოდავი ეგვიპტელების შვილები ამოუხოცია, კიდევ ბევრი ბოროტება და სისასტიკე გაუკეთებია იმის დასამტკიცებლად, რომ მაგარია: ზოგი მოუკლავს, ზოგი გაუცოცხლებია. ეს მართლაც მასშტაბური სასწაულები იყო.
და ახლა? სანთლის ანთება, ისიც წელიწადში ერთხელ, თან რატომღაც მალულად, ხატებიდან ზეთის დენა, პამიდორზე ჯვრის გამოსახვა, სულ ესაა თქვენი ყოვლისშემძლე ღმერთი?
ახლა ვინმე გამოხტება და იტყვის, რომ სასწაულები არაა მთავარი. თუ არაა მთავარი, მაშ ეს წვრილწვრილი ფოკუსები რაში გჭირდებათ? ამ ფოკუსების ნაცვლად სიკეთე დაგვანახეთ, პატიოსნება დაგვანახეთ, მშვიდობა დაგვანახეთ და იქნება ვირწმუნოთ კიდეც, რომ ღმერთი არსებობს, რომ ის სიყვარულია და ჰოი საოცრებავ, მართლმადიდებლობაა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია.
მართლმადიდებლებო, კიდევ ერთი რამ ვერ გავიგე: რატომ გიხარიათ ამ ცეცხლის გარდმოსვლა? გიხარიათ ის, რომ კიდევ ერთი წელი ქრისტე არ მოვა? რატომ არ უნდა უნდოდეს ქრისტიანს ქრისტეს მოსვლა? რისი გეშინიათ, თქვენ ხომ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია ხართ, კირილეს მადლმა...

Posted by: lamazi gogo 4 May 2024, 21:05

QUOTE
კი [ 14 ]



მე მჯერა სასწაულების





Posted by: ZAZAi 4 May 2024, 23:03
lamazi gogo
ვხედავ. ირწმუნე, რომ ლამაზი გოგო ხარ smile.gif

Posted by: qar-tleti 4 May 2024, 23:09
arqimag
QUOTE
არ მგონია ეს ღმერთის გარდა ვინმემ იცოდეს.



არაა საჭირო გულთმისნობა.

ყველაფერი დღესავით ნათელია.

მანდ რო მართლა ხილულ სასწაულს არ ჰქონდეს ადგილი, ასეთი აჟიოტაჟი ყოველ წელს არ იქნებოდა მართლმადიდებლურ დიდ შაბათს. ან თუ იქნებოდა, იქნებოდა კათოლიკურ აღდგომას.

ანდს, როდის აქეთ არის სხბსდასხვა ეკლესიები იღებდნდნ ერთმანეთის ლიტურგიაში მონაწილეობას. გრიგორინული დიდი შაბათი დიდიხნის წინ იყო.



Posted by: lamazi gogo 4 May 2024, 23:12
ZAZAi
QUOTE
ვხედავ. ირწმუნე, რომ ლამაზი გოგო ხარ


არ მირწმუნია, ჩემ ნიკს სულ სხვა ისტორია აქვს.






Posted by: VAMPIRE_W 4 May 2024, 23:42
ვერ მოიშლის ადამიანთა მოდგმა ცეცხლთაყვანისმცებლობას. ძაან ღრმა კვალი დატოვა ეტყობა პირველყოფილ , შეშინებულ, გაყინულ , სიბნელეში მჯდარ ადამიანზე ცეცხლმა. გაათბო, გაუნათა და გააძღო. და სამუდამოდ ჩაიბეჭდა გენში. მოკლედ, ვერ ამოვშლით ამ ცეცხლის სიყვარულს , კიდე კაი ხანს.

Posted by: naxa10vka 5 May 2024, 00:16
"საოცრება არ ხდება. მე ვანთებ წმინდა ცეცხლს (სანთებელათი)" - იხილეთ აღიარება, მიცემული ჟურნალისტისთვის, რომლის გასამართლებასაც ცდილობდნენ საბერძნეთში მაგრამ სასამართლომ გაამართლა:

https://www.youtube.com/watch?v=N--IvVLT9M8

არ მესმის, როგორ შეიძლება რომ ზრდასრულ ადამიანს (საშუალო განათლებით) სჯეროდეს მსგავსი "სასწაულების".

"მსგავსი სასწაულების სჯერათ ექსტერისტ მართლმადიდებლებს, ნორმალირ მორწმუნეებს ესმით რომ ეს რიტუალია"... ასე ამბობს მღვდელი რომელსაც 1991 წლიდან ევალება წმინდა ცეცხლის დანთება.

Posted by: fermina 5 May 2024, 08:41
daviti35
QUOTE
რამდენი ქართველებია გამიკვირდა შეძახილში არაბებს ვაჯობეთ.
მსგავსი ადრე არ მახსოვს მართლაც კარგია. ჩვენი ქვეყანა გავა სამშვიდობოს ადრე თუ გვიან. რადგან დღემდე ვინარჩუნებთ ასე კარგად ქრისტიანობას.


ნამდვილად. ვინც უმფრო ხმამაღლა დაიბღავლებს, ის უფრო მაგარი ქრისტიანია.


* * *
qar-tleti
QUOTE
არაა საჭირო გულთმისნობა.

ყველაფერი დღესავით ნათელია.


ნამდვილად. მაგრამ თქვენნაირებს თავად იესო ქრისტე რომ ჩამოვიდეს მაგის სათქმელად, არა არ ვფოკუზნიკობ აღდგომას იერუსალიმშიო, დებატებს გაუმართავთ, როგორ არა, აგერ მამა ოხროხინე გვეუბნება ყოველ წელს, თავისით ინთებაო.

Posted by: daviti35 5 May 2024, 09:21
QUOTE (fermina @ 5 May 2024, 08:41 )


ნამდვილად. ვინც უმფრო ხმამაღლა დაიბღავლებს, ის უფრო მაგარი ქრისტიანია.



პირველ რიგში მანდ ჩანდა ქართველების სიმრავლე და გამოწვეული სიხარული აღდგომის დღესასწაულით.
არავისზე ცუდი ქრისტიანები არ ვართ უკეთესი თუ არა.

ჩვენი მომიტინგე სტუდენტები ხელში სანთლებით იყვნენ ეკლესიასთან. განსხვავებით ეხლა მომიტინგე ამერიკელი სტუდენტებისა. სადაც მიტინგის დროს წესია ყველაფრის დანგრევა დაწვა.

რაღაცნაირად განსხვავებული და კარგი აღდგომა იყო ყველა მხრივ.

Posted by: Regens 5 May 2024, 09:24
ZAZAi
QUOTE
ახლა ვინმე გამოხტება და იტყვის, რომ სასწაულები არაა მთავარი. თუ არაა მთავარი, მაშ ეს წვრილწვრილი ფოკუსები რაში გჭირდებათ?

ვინ თქვა მერე გვჭირდებაო. საერთოდ არ გვჭირდება

Posted by: fermina 5 May 2024, 10:06
daviti35
QUOTE
პირველ რიგში მანდ ჩანდა ქართველების სიმრავლე და გამოწვეული სიხარული აღდგომის დღესასწაულით.
არავისზე ცუდი ქრისტიანები არ ვართ უკეთესი თუ არა.

ჩვენი მომიტინგე სტუდენტები ხელში სანთლებით იყვნენ ეკლესიასთან. განსხვავებით ეხლა მომიტინგე ამერიკელი სტუდენტებისა. სადაც მიტინგის დროს წესია ყველაფრის დანგრევა დაწვა.


ანუ შენთვის ქრისტიანობა გაიგივებულია სანთლებთან, ხალხის კოლექტიურ რიტუალებთან, მამაოებთან და ეკლესიის შენობასთან და ა.შ.
გასაგებია.

Posted by: daviti35 5 May 2024, 10:20
QUOTE (fermina @ 5 May 2024, 10:06 )


ანუ შენთვის ქრისტიანობა გაიგივებულია სანთლებთან, ხალხის კოლექტიურ რიტუალებთან, მამაოებთან და ეკლესიის შენობასთან და ა.შ.
გასაგებია.

ქრისტიანობა ყველაფერს მოიცავს, როგორც ინდივიდუალურ პიროვნულ ზბეობრივ ფორმას ისე კოლექტიურ გამოხატვით რელიგიურ ფორმებსაც.
რაც კი ბოლო ათწლეულებში ცეცხლის გარდამოსვლის ლაივები მინახია. წელს ყველაზე ომახიანად და სიხარულით ისმოდა ქართველების ხმა ქრისტე აღსდგა. ისე რომ ყველა სხვა ერის ხმებს ფარავდა მათ შორის არაბების, რომლებიც ხმასთან ერთად დოლებსაც იყენებენ ეფექტის გასაძლიერებლად.
თუმცა წელს ვაჯობეთ.
როგორც ხუმრობით იტყვიან რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ. თუმცა ზოგჯერ მართლა კარგები ვართ ფაქტს ვერ გაექცევი.

თუ ჩემი არ გჯერათ შეგიძლია შეამოწმოთ ლაივი.

Posted by: masai11 5 May 2024, 10:47
QUOTE (daviti35 @ 5 May 2024, 10:20 )
QUOTE (fermina @ 5 May 2024, 10:06 )


ანუ შენთვის ქრისტიანობა გაიგივებულია სანთლებთან, ხალხის კოლექტიურ რიტუალებთან, მამაოებთან და ეკლესიის შენობასთან და ა.შ.
გასაგებია.

ქრისტიანობა ყველაფერს მოიცავს, როგორც ინდივიდუალურ პიროვნულ ზბეობრივ ფორმას ისე კოლექტიურ გამოხატვით რელიგიურ ფორმებსაც.
რაც კი ბოლო ათწლეულებში ცეცხლის გარდამოსვლის ლაივები მინახია. წელს ყველაზე ომახიანად და სიხარულით ისმოდა ქართველების ხმა ქრისტე აღსდგა. ისე რომ ყველა სხვა ერის ხმებს ფარავდა მათ შორის არაბების, რომლებიც ხმასთან ერთად დოლებსაც იყენებენ ეფექტის გასაძლიერებლად.
თუმცა წელს ვაჯობეთ.
როგორც ხუმრობით იტყვიან რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ. თუმცა ზოგჯერ მართლა კარგები ვართ ფაქტს ვერ გაექცევი.

თუ ჩემი არ გჯერათ შეგიძლია შეამოწმოთ ლაივი.

დავით, შენ ხარ ხიბლში, ისე როგორც ქართველი "მორწმუნეების" აბსოლუტური უმრავლესობა - საკუთარი განსაკუთრებულობის და გამორჩეულობის დასტურის მქექავი, სასწაულთ-მოყვარე და ამპარტავანი.
ასეთების რომ ვართ და ეკლესია სავსეა უღირსი მღვდელმსახურებით, იმიტომაც დავიქეცით და ვართ განადგურების პირას. მაგრამ თქვენ ამას ვერ ხედავთ, ლხენაში და ომახიანი, ყველაზე ხმამაღალი შეძახილებით, სხვის ჯინაზე მივექანებით მძიმე აღსასრულისკენ.
კაცობრიების, ქრისტიანობის და პირადად ქართველების მტერი კი უმატებს და უმატებს სალფავს "მრევლისთვის" - რჩეული, წილხვედრი ქართველი ერი, ერების განკითხვა ქართულ ენაზე, მეორედ მოსვლის ჟამს სამსჯავრო ბიძნას აშეებულ სამებაში იქნება, დიდ-მორწმუნე სტალინი, ერთმორწმუნე რუსეთი, ყოველ ფერიცვალობას ღრუბელი თაბორის თავზე, ყოველ ნათლისღებას იორდანე აღმა იწყებს დინებას და სხვა მრავალი, მათ შორის ყოველ წელს გარდამომავალი ცეცხლი.
არაფერი თქვენ არ იცით, არც გულსხმისყოფა გაქვთ, არც თავმდაბლობა და საკუთარი უღირსების შეგრძნება, არც ღმერთის და არც მოყვასის სიყვარული - შედეგიც სახეზე გვაქვს.

Posted by: daviti35 5 May 2024, 10:53
masai11
ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად ნუ წაიკითხავთ.)თუმცა ნახევარზე მეტს კი სერიოზულად ვწერ.

Posted by: mepar 5 May 2024, 11:03
ამ რიტუალის სასწაულებრივი ინტერპრეტაცია არის მხოლოდ რუსული ეკლესიის ტრადიცია, ამაშიც რუსები გვყავს სამატრიარხოში

Posted by: Tornike Alashvili 5 May 2024, 11:39
ქრისტე აღსდგა!

იხარეთ ხალხნო, ხარობს ანგელოზები და დაითგუნა ეშმაკები.

Posted by: namo 5 May 2024, 14:48
ქრისტე აღსდგა!


რას ბაზრობს არ მესმის მარა ფაქტია ცეცხლი არ ეკიდება

Posted by: malxaza 5 May 2024, 15:10
მადლობა გამოკითხვაში მონაწილეობისთვის!

ვერდიქტი: ფორუმი ჯანზეა!

Posted by: Obser_ver 5 May 2024, 15:14
daviti35

QUOTE
მე უფრო ის მომწონს ყოველი აღდგომის მოახლოვებისას როგორ იცვლება ამინდი თბილისში. თითქოს ბუნებაც ზეიმობს ამ დღესასწაულს და გამოხატავს ემოციას სევდის თუ სიხარულის.
როგორც ხის თესლშიც ჩადებულია აღდგომის სახესიმბოლო ჯერ თესლი ხმება (განიცდის სტრატიფიკაციას მეცნიერულ ენაზე) და შემდეგ ხდება დასაბამი ახალი სიცოცხლის როგორც ამ ფაქტს ასევე ამბობს უფალი ახალ აღთქმაში. მართლაც საოცარია გარშემო ჩვენი სამყარო და ყველაფერი.


lol.gif

თითქოს ბუნებაც ზეიმობსო რომ იძახი, საბოლოოდ ბუნებაც თუ ზეიმობს უნდა გვითხრა რომ ბუნებაც ზეიმობსთქო და არა თითქოს ბუნებაც ზეიმობსო.

ამინდი ყოველდღე იცვლება

Posted by: qar-tleti 5 May 2024, 15:46
ZAZAi
ZAZAi
QUOTE
მაგრამ იცით რა მაინტერესებს?
კარგი, დავუშვათ, რომ ღმერთი წელიწადში ერთხელ სანთლებს ანთებს იმის ნიშნად, რომ მართლმადიდებლობაა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია. ანუ ღმერთი ამართლებს იმას, თუ რას აკეთებს


ცოდნა ცოდნაა

რწმენა რწმენა

მაგრამ როცა არც ცოდნა გაქ და არც რწმენა, ძნელია რაღაცეების აღქმა და გაგება.

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო საკითხი ახსენე-როგორია ღმერთი. ეს საკითხი შენამდე ფილასოფოსებმა დასვეს და მათაც გაუჭირდათ პასუხის გაცემა. უფრო მეტსაც გეტყვი-რატომ არ დაიცვა ღმერთმა ერთადერთი ძე ჯვარცმისგან, მითუმეტეს, რომ სხვა დროს, არაერთ ადამიანს ხილულად თუ უხილავად არაერთ ადამიანს დახმარია და ეხმარება?ზოგადად ეს ღმერთის საიდუმლო განგებულებად მიმაჩნია. ისე, თუ კონკრეტულ შემთხვევებს დეტალურად განვიხილავთ, უმეტეს შემთხვევაში დავინახავთ კეთილისა და ბოროტის დაუსრულებელი ბრძოლის კვალს, არჩევანის თავისუფლებას, არჩევანზე პასუხისმგებლობას.



Posted by: GEORGEXIII 5 May 2024, 15:50
იმედია ჩემთვის ეს ცეცხლი სიცოცხლის.

yes.gif yes.gif

Posted by: ZAZAi 6 May 2024, 13:20
fermina
QUOTE
თქვენნაირებს თავად იესო ქრისტე რომ ჩამოვიდეს მაგის სათქმელად, არა არ ვფოკუზნიკობ აღდგომას იერუსალიმშიო, დებატებს გაუმართავთ,

იესო ქრისტე რომ ჩამოვიდეს, ვეტყვი: რავი სახარებაში წერია, რომ ბრმებს თვალებს უხელდი, მკვდრებს აღადგენდი, ხალხს აპურებდი, კურნავდი და ეხლა რატომ გადახვედი ეკონომ რეჟიმში თქვა?
* * *
qar-tleti
QUOTE
მაგრამ როცა არც ცოდნა გაქ და არც რწმენა, ძნელია რაღაცეების აღქმა და გაგება.

და ამ დროს შენ არც ცოდნას ამჟღავნებ, არც რწმენას და მხოლოდ პოზიორობ.
რწმენა ის კი არაა, ამტკიცო რაღაც, არამედ შენი რწმენით რეალობა შეცვალო. შენი ცოდნა კი სიცრუეს ეფუძნება, რომელიც მამაოებმა მოგახვიეს თავს, რომ ღმერთის შვილიდან მონის მდგომარეობაში ჩაგაყენონ

Posted by: _minze_ 6 May 2024, 14:47
გრუზინები არ შეუშვეს და ეზოში კედელს თუ გალავანს გაეკიდაო ეგ მითი საიდან მოდის?

Posted by: Tocadero 6 May 2024, 15:26
არაფერი არსაიდან არ გადმოდის

21 საუკუნეა დევს იერუსალიმის ეპისკოპოსის ინტერვიუ

ასვე სომხეთის ელკესიის ეპისკოპოსის

პატარა ლამპარია შიგნით და ლოვცის მერე იქიდან უკიდებს სანთელს

ამ ბნელებს ეს ტრიუკები რაში ჭირდებათ იმასაც თუ ვერ ხვდებით ეგეც მაგარი თემაა ცალკე

Posted by: NK.ბებერა 6 May 2024, 16:02
https://www.timer.ge/ierusalimis-sapatriarqos-episkoposebi-kandelidan-khdeba-tsm-ceckhlis-antheba-ceckhli-zecidan-ar-gadmodis/?fbclid=IwAR1jc4BVuxlYT9Kux3H8Sa2RGyladKRS62O2oVqXqbYAXEdR_VW1TJPlgZA_aem_AaeIxWfTEYVTvQ5mNSzIFUx0NqMEgJFE6z11dISNIAe3f4kbAaO2EIW2uDghAbmyUwk
https://youtu.be/7QksL-X8cNI

ექსპერიმენტი დაწვასთან დაკავშირებით:
https://www.youtube.com/watch?v=YSizWuqtuFA&t=1252s



Posted by: ტერა 6 May 2024, 17:25
QUOTE (cuore @ 4 May 2024, 18:16 )
გადმოვა არა გადავა ბიჯო ესაა რიტუალი სხვა არაფერი

რიტუალი, რომლის უკანაც ძველი ტყუილია. user.gif pop.gif

Posted by: qar-tleti 6 May 2024, 19:27
ZAZAi
QUOTE
და ამ დროს შენ არც ცოდნას ამჟღავნებ, არც რწმენას და მხოლოდ პოზიორობ.
რწმენა ის კი არაა, ამტკიცო რაღაც, არამედ შენი რწმენით რეალობა შეცვალო. შენი ცოდნა კი სიცრუეს ეფუძნება, რომელიც მამაოებმა მოგახვიეს თავს, რომ ღმერთის შვილიდან მონის მდგომარეობაში ჩაგაყენონ



კი ბატონო, რწმენა ცვლის რეალობას

დანარჩენი ლირიკაა

მაგრამ რეალობის ცვლილება ყოველთვის არ ხდება, ზოგჯერ კი.

პს. რწმენა რაღაც დონეზე ყველას გვაქვს, მათ შორის შენც, მაგრამ ამის შესახებ არ უწყი. რწმენა ჰქმნის იმედს, იმედი განსაზღვრავს ადამიანის აწმყოსა დამომავალს (თუ ილუზიებით არ კვებავს საკუთარ ცნობიერს). და რას ჰქვია "პოზიორობ" არ ვიცი. ან საერთოდ რა იცი ჩემი ცხოვრებისა, და რწმენის შესახებ?
* * *
ტერა
QUOTE
რიტუალი, რომლის უკანაც ძველი ტყუილია. 



მოდით მივყვეთ ლოგიკას და დავუშვათ რომ ეს ასეა. ჯი ბატონო ტყუილია. ტყუილი რომელიც მასების ცნობიერებაზე მოქმედებს!!!! მგონი ამაში დამეთანხმები.

თუ ეს ასეა და ამაში მეთანხმები, და მეთანხმები იმაშიც, რომ ასეთ ტყუილს ყველა შუასაუკუნის ტირანი ინატრებდა, მაშინ რა გამოდის, ??? გავცეთ ამ კითხვაზეც პასუხი, თუ აღარაა საჭირო?


პს. საბერძნეთში ერთ სოფელში როგორ ცეკვავენ ნაკვერჩხლებზე და არ ეწვით, ეგეც გეცოდინება და ისიც გეცოდინება, იმავე საბერძნეთის სხვა სოფლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულზე როგორ შედიან შხამიანი გველები ეკლესიაში მხოლოდ ერთი დღით. რა ხდება? ესენიც დიდი ტყუილის ნაწილია, თუ რა ხდება?

Posted by: UMTS 6 May 2024, 19:39
qar-tleti
QUOTE
ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულზე როგორ შედიან შხამიანი გველები ეკლესიაში მხოლოდ ერთი დღით. რა ხდება? ესენიც დიდი ტყუილის ნაწილია, თუ რა ხდება?

მირონმდინარე ხატები? ეგეც ტყუილია?

Posted by: fermina 6 May 2024, 23:30
qar-tleti
QUOTE
პს. საბერძნეთში ერთ სოფელში როგორ ცეკვავენ ნაკვერჩხლებზე და არ ეწვით, ეგეც გეცოდინება და ისიც გეცოდინება, იმავე საბერძნეთის სხვა სოფლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულზე როგორ შედიან შხამიანი გველები ეკლესიაში მხოლოდ ერთი დღით. რა ხდება? ესენიც დიდი ტყუილის ნაწილია, თუ რა ხდება?


ნათლისღებას რომ იორდანე აღმა მიჩუხჩუხებს, ეგ დაგავიწყდა.

rolleyes.gif

Posted by: ტერა 7 May 2024, 00:31
qar-tleti
QUOTE
მოდით მივყვეთ ლოგიკას და დავუშვათ რომ ეს ასეა. ჯი ბატონო ტყუილია. ტყუილი რომელიც მასების ცნობიერებაზე მოქმედებს!!!! მგონი ამაში დამეთანხმები.

თუ ეს ასეა და ამაში მეთანხმები, და მეთანხმები იმაშიც, რომ ასეთ ტყუილს ყველა შუასაუკუნის ტირანი ინატრებდა, მაშინ რა გამოდის, ??? გავცეთ ამ კითხვაზეც პასუხი, თუ აღარაა საჭირო?

რა გამოდის? user.gif

QUOTE
საბერძნეთში ერთ სოფელში როგორ ცეკვავენ ნაკვერჩხლებზე და არ ეწვით, ეგეც გეცოდინება და ისიც გეცოდინება, იმავე საბერძნეთის სხვა სოფლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულზე როგორ შედიან შხამიანი გველები ეკლესიაში მხოლოდ ერთი დღით. რა ხდება?

რამე განსხვავებული ხდება? spy.gif

Posted by: ZAZAi 7 May 2024, 00:34
QUOTE
ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულზე როგორ შედიან შხამიანი გველები ეკლესიაში მხოლოდ ერთი დღით. რა ხდება? ესენიც დიდი ტყუილის ნაწილია, თუ რა ხდება?

მირონმდინარე ხატები? ეგეც ტყუილია?

ეზოთერიკოსები, მაგები, ჯადოქრები სიცილით კვდებიან თქვენი შემყურე. ქრისტე და მისი მოსწავლეები ავადმყოფებს კურნავდნენ, ეშმაკებს დევნიდნენ, მკვდრებს აცოცხლებდნენ. თქვენ კი იაფფასიანი ზღაპრებით და ფოკუსებით ტყუვდებით. სასაცილო ისაა, რომ ნამდვილი სასწაულიც კი რომ დაინახოთ, მაგრამ არა თქვენი მამაოების მიერ გაკეთებული, ეგრევე იტყვით, რომ ეშმაკისგანაა, ხოლო თქვენს საკუთარ დემონებს კი ვერ სცნობთ
* * *
qar-tleti
QUOTE
ან საერთოდ რა იცი ჩემი ცხოვრებისა, და რწმენის შესახებ?

შენი სიტყვებით გაეცი და ამხილე შენი თავი:
QUOTE
მაგრამ რეალობის ცვლილება ყოველთვის არ ხდება, ზოგჯერ კი.

როცა არ ხდება, ესეიგი არც რწმენაა. "ზოგჯერ" ეს არის სტატისტიკური დამთხვევა და ეს ნიშნავს, რომ არანაირი რწმენა არა გაქვს და უბრალო სათამაშო ხარ გარეშე ძალების.
QUOTE
პს. რწმენა რაღაც დონეზე ყველას გვაქვს, მათ შორის შენც, მაგრამ ამის შესახებ არ უწყი.
საკუთარი პრობლემების პროექციას ნუ ახდენ ჩემზე.
QUOTE
რწმენა ჰქმნის იმედს, იმედი განსაზღვრავს ადამიანის აწმყოსა დამომავალს

ეს მამაოების ტყუილია. იმედი არის ლუზერების, ხელმოცარულების, ჩაგრულების დასამშვიდებელი საშუალება. ხოლო რწმენის ადამიანს აქვს თავდაჯერება. მას სწამს არა ის, რასაც სხვები (მამაოები) მოახვევენ თავს, არამედ ის, რაც თვითონ უნდა და ჭირდება და მან ზუსტად იცის რა უნდა და რა ჭირდება.

Posted by: xaliba 7 May 2024, 10:39
QUOTE
რას ბაზრობს არ მესმის მარა ფაქტია ცეცხლი არ ეკიდება

ამბობს: ამბობენ რო არ წვავსო, მაგრამ მაიც მეწვებაო, ჩქარა-ჩქარა თუ იზავ არ დაგეწვებაო.

Posted by: ტერა 7 May 2024, 11:35
QUOTE
ფაქტია ცეცხლი არ ეკიდება


2024 წელი, "განათლებული საქართველო"... vis.gif

Posted by: masai11 7 May 2024, 13:28
QUOTE
პს. საბერძნეთში ერთ სოფელში როგორ ცეკვავენ ნაკვერჩხლებზე და არ ეწვით, ეგეც გეცოდინება და ისიც გეცოდინება, იმავე საბერძნეთის სხვა სოფლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულზე როგორ შედიან შხამიანი გველები ეკლესიაში მხოლოდ ერთი დღით. რა ხდება? ესენიც დიდი ტყუილის ნაწილია, თუ რა ხდება?

მე უკვე იმედი გადამეწურა, არღარ მოგონი თუ საქართველოში ქრისტესი სწამს ვინმეს.
რა დაგაცოფათ, რამ გაგახელათ ამ "სასწაულებზე"?
რა ლოგიკა გავთ, რისი თქმა გინდათ ამ თქვენი "სასწაულებით" და "რწმენით", რომ ვისი ღმერთიც უფრო მეტ და მაგარ ფოკუზებს აჩვენებს ის უნდა ვიწამოთ?
პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ან ვითომ ის ზეციდან გამოსული ცეცხლი, ან ღვთისმშობლის ხატზე მცოცავი გველები?
რომ - არ რა მაგგარი რელიგია მაქვს, ყველაზე "სასწაულმოქმედი", სვებს რომ ჩაიხევს სასწაულმოქმედებებში? და რომ შენ, ასეთი მაგარი და ყველაზე "კრუტოი" რელიგიის მიმდევარი ხარ, ეს კი საამაყოა, სხვებზე უპირატესობაა?
ეს შინაგანი ლოგიკაა თქვენს "სასწაულთ" მაძიებლობაში. ხვდებით?
სახარებას რომ გადაშლი და მაცხოვრის სიტყვებს რომ წაიკითხავ, თუ გულში არ მოგწვდა და არ გითხრა შენმა გულმა - ხო, აი ეს არის, ეს არის ჭეშმარიტება და ეს ღმერთის სიტყვებია - არაფერი თქვენან არ გამოვა, ვერასდროს გახდები ქრისტიანი, სულ რომ ანგელოსთა დასი გამოგეცხადოს და თავზე მტრედები დაგაფრონდეს.
თქვენ არ ხართ ქრისტიანები, ვინ სასწაულებით "აპრავებთ" თქვენს "მართლამდიდებლობას" . სერთოდ მორწმუნეებიც არ ხართ, სანახაობის, ფოკუზების და საკუთარი პრივილეგიების მაძებარი ეგოისტები ხართ და მეტი არაფერი.
წინაპრების რჯულად, მაჰმადიანობა ან ვუდუიზმი რომ დაგხვედროდათ საქართველოში, ისეთივე მორთლმორწმუნე და თავგამოდებული მაჰმადიანი ან ვოდუისტი იქნებოდით, როგორი თავგამოდებული პრავასლავნიკებიც ახლა ხართ.

Posted by: wolf-larsen 7 May 2024, 14:02
ისა და გიჟი გაბრიელის თუ ვისი ფეხის ძვალი უდევთ სამებაში?

უხრწნელიო და რაღაცა ძვლის ნაგლეჯი უდევთ ხალხია დასაბოლებლად ))


პ.ს. რა ღირს ხალხისთვის ოპიუმი?

პპს. ღმერთი და მწყემსი ვერ გაგირჩევიაო….

Posted by: ZAZAi 7 May 2024, 14:05
masai11
ჭეშმარიტად.
QUOTE
წინაპრების რჯულად, მაჰმადიანობა ან ვუდუიზმი რომ დაგხვედროდათ საქართველოში, ისეთივე მორთლმორწმუნე და თავგამოდებული მაჰმადიანი ან ვოდუისტი იქნებოდით, როგორი თავგამოდებული პრავასლავნიკებიც ახლა ხართ.

ადრე თავგამოდებული ათეისტები იყვნენ. კვერცხებს ღებავდნენ მხოლოდ. ახლაც მხოლოდ კვერცხებს ღებავენ და თვითონაც გადაიღებნენ პრავასლავნიკებად. არსი კი იგივე დარჩა

Posted by: shavi_kheli 7 May 2024, 19:04
ვაიმე, პადრე პეტრე რომ არის, მაგან რომ დიდი რელიგიური აფიორაა ეს ცეცხლის გადმოსვლაო.

ადრე ერთმა მგონი პოლიტიკოსმა თუ საეკლესიო პირმაც თქვა ეს ბერძნულ არხზე, რომ ცეცხლი თავისით არ ენთება, ლამპარით შეგვაქვსო.
* * *
QUOTE (arqimag @ 4 May 2024, 15:15 )
გარდამოვიდა, გილოცავთ!!!

ახლა გარდამოვიდა?

მე გარდმოვიდა ვიცოდი

ა - ც ჩაუმატებიათ

Posted by: Tocadero 7 May 2024, 22:00
UMTS

ხატები ტრიუკია

qar-tleti

გველებიც ტრიუკი

ეგ ტრიუკები ჩვენ წელთ აღრიცხიდან დაამუღამეს ქურუმებმა

Posted by: Terjogio 8 May 2024, 01:19
ეგ ცეცხლი თუ არ წვავს, ეს სასწაული არაა.
ბევრი ნივთიერება იწვის იმდენად დაბალ ტემპერატურაზე, რომ ადამიანის თმას ვერ დაწვავს.

Posted by: wolf-larsen 8 May 2024, 12:55
საერთოდაც ეს “გარდამოსვლა” რა პონწია?

“გადმოსვლა” რატო არა?

Posted by: ZAZAi 11 May 2024, 11:26
QUOTE
ეგ ცეცხლი თუ არ წვავს, ეს სასწაული არაა

ოფლით გაჟღინთულ წვერზე ჩქარჩქარა გაატარებენ-გამოატარებენ. რათქმაუნდა არ დაწვავს. აბა 15 წამი მაინც გაიჩერონ. მერე ვნახოთ, როგორ არ დაწვავს.
აა, მადლი მხოლოდ 10 წამი მოქმედებს? smile.gif
QUOTE
ახლა გარდამოვიდა?

გარდმევიდა აწი

Posted by: Tocadero 11 May 2024, 13:55
Terjogio

კინოში გადაღებებისას ტრიუკების დროს ყველა ცეცხლი ისეთია რომ არ წვავს შუშა ისეთი რომ იმტვვრევა არ ჭრის

წვავს არ წვავვს რა ეპისკოპოსები გეუბნებიან არ გადმოდის უკიდებენო

ასეთ რაღაცეებს რომ კადრულობენ აბა ეგ რა რელიგიაა ან აფერისტების როგორ უნდა გწამდეს???

მთელი მართლ მადიდებლობა მაგ აფერისტობაზეა დაფუძნებული

გავიგე რომ ფულს აკეთEბ მაგრამ აი სადამდე გასტანს ???


Posted by: Alex_Bergman 11 May 2024, 14:07
3.30 დან


Posted by: Internet_Contraband 11 May 2024, 17:00
shavi_kheli
QUOTE
ადრე ერთმა მგონი პოლიტიკოსმა თუ საეკლესიო პირმაც თქვა ეს ბერძნულ არხზე, რომ ცეცხლი თავისით არ ენთება, ლამპარით შეგვაქვსო.

ლამპარით შეაქვთ ნამდვილად. რატომღაც ვინც ოდნავ აზროვნებს რაღაც სხვა ახსნებს ეძებს, თეთრი ფოსფორები და ა.შ. ჩახლართული სქემები.

არადა ძალიან აშკარად შედის ლამპარით და მერე იქიდან ანთებენ. აგერ არის შეტანის მომენტი 0:33 - იდან, თუმცა მთლიანად ვიდეო საინტერესოა ვისაც აინტერესებს ეგ რიტუალი:




Posted by: ZAZAi 12 May 2024, 16:59
Internet_Contraband
რამხელა ტაკიმასხარობას აწყობენ მამაოები წელიწადში ერთხელ. ვისაც ამისი ჯერა, კი არიან იმ ქაქის ღირსები, რომელშიც ცხოვრობენ

Posted by: chokanaktulu 12 May 2024, 17:11
QUOTE (ვარაზვაჩე @ 4 May 2024, 18:47 )
ცეცხლის კურთხევა და არა გარდამოსვლა. არანაირი "გარდამოსვლა" არ ხდება, მაგისი გაფიქრებაც კი, რომ ღმერთი შეკვეთით ვინმეს რეგულარურ სასწაულს უვლენს, მკრეხელობა და კერპთაყვანისმცემლობაა.

წელიწადში ერთხელ ანგელოზი რო წყალს ამღვრევდა ბეთეზდის საბანელში და ერთი კაცი იკურნებოდა, ეგეც შეკვეთა იყო? თუ სახარების თავზეც გავიარეთ?

Posted by: malxaza 12 May 2024, 17:15
chokanaktulu
QUOTE
წელიწადში ერთხელ ანგელოზი რო წყალს ამღვრევდა ბეთეზდის საბანელში და ერთი კაცი იკურნებოდა, ეგეც შეკვეთა იყო? თუ სახარების თავზეც გავიარეთ?


სახარება არის ადამიანის სულიერი მოგზაურობა, სიმბოლიზმით გადმოცემული. ისრტორიის წიგნი კი არ არის, დოკუმენტური ფაქტები რომ ეწეროს.

მაგრამ სულიერი მოგზაურობა ვისთვისაც უცხო ხილია, და ზღაპრებს იქით ვეღარ განვითარდა, მათ პირდაპირ ესმით რაც წერია

Posted by: chokanaktulu 12 May 2024, 17:16
QUOTE (Tocadero @ 6 May 2024, 15:26 )
არაფერი არსაიდან არ გადმოდის

21 საუკუნეა დევს იერუსალიმის ეპისკოპოსის ინტერვიუ

ასვე სომხეთის ელკესიის ეპისკოპოსის

პატარა ლამპარია შიგნით და ლოვცის მერე იქიდან უკიდებს სანთელს

ამ ბნელებს ეს ტრიუკები რაში ჭირდებათ იმასაც თუ ვერ ხვდებით ეგეც მაგარი თემაა ცალკე

მოიცა, უეჭველი გჯერა შენ მაგ ხალხის, იქნებ სპეციალურად იტყუებიან? რა ხდება ოთახში, სადაც მარტო ერთი კაცი შედის, არ შეიძლება ვიცოდეთ ზუსტად. თვით ამ კაცმა რომც თქვას რა ხდება. ეგაა რწმენის საკითხი, და რატომ დავცინით რწმენას? ახალი ტრენდია რამე?
* * *
QUOTE (malxaza @ 12 May 2024, 17:15 )
chokanaktulu
QUOTE
წელიწადში ერთხელ ანგელოზი რო წყალს ამღვრევდა ბეთეზდის საბანელში და ერთი კაცი იკურნებოდა, ეგეც შეკვეთა იყო? თუ სახარების თავზეც გავიარეთ?


სახარება არის ადამიანის სულიერი მოგზაურობა, სიმბოლიზმით გადმოცემული. ისრტორიის წიგნი კი არ არის, დოკუმენტური ფაქტები რომ ეწეროს.

მაგრამ სულიერი მოგზაურობა ვისთვისაც უცხო ხილია, და ზღაპრებს იქით ვეღარ განვითარდა, მათ პირდაპირ ესმით რაც წერია

ისევ რწმენას მივადექით და რწმენაზე დაცინვას და ქილიკს და ბულინგს. შენ ფიქრობ რომ ბეთეზდას სასწაული არ ხდებოდა, მე ვფიქრობ რო ხდებოდა. იგივეა ცეცხლზეც, ასერომ ფრეზე გავიყარეთ და ტყუილა იქმნება აქ სიტუაცია რომ მე ჩამორჩენილი ვარ და პირობითად შენ პროგრესულად მოაზროვნე ქრისტიანი

Posted by: ZAZAi 12 May 2024, 19:19
QUOTE
წელიწადში ერთხელ ანგელოზი რო წყალს ამღვრევდა ბეთეზდის საბანელში და ერთი კაცი იკურნებოდა, ეგეც შეკვეთა იყო? თუ სახარების თავზეც გავიარეთ?

QUOTE
ისევ რწმენას მივადექით და რწმენაზე დაცინვას და ქილიკს და ბულინგს.

chokanaktulu
აი მე კი მწამს, რომ ჰარი პოტერი თავის ძმაკაცებთან ერთად ცოცხებით დაფრინავდა და არ გაბედო ჩემი რელიგიური გრძნობების შეურაცყოფა!

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)