Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > VPN გამოსავალი რეპრესიების პირობებში?


Posted by: masai11 2 May 2024, 00:13
ხო, რთული პერიოდები გველოდება წინ.
რაღაც დონეზე მაინც რომ დავიცვათ თავი, იქნებმ მართლა არის გამოსავალი ეს VPN.

10 საუკეთესო , ფასიანი VPN სერვისი შემომთავაზა ინტერნეტმა:

https://en.cybernews.com/lp/best-vpn/?campaignId=16386681579&adgroupId=137658960190&adId=584165961040&targetId=&device=c&gunique=Cj0KCQjw0MexBhD3ARIsAEI3WHLCaRfZIGlygzBOWN8QVbhd1vF38A43dYGX7YmIZ7cJpcYCEABdqkQaAgz9EALw_wcB&gclid=Cj0KCQjw0MexBhD3ARIsAEI3WHLCaRfZIGlygzBOWN8QVbhd1vF38A43dYGX7YmIZ7cJpcYCEABdqkQaAgz9EALw_wcB

რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, როგორ დავაყენოთ და გამოვიყენოთ?


Posted by: hatcher 2 May 2024, 00:23
უნდა დარეგისტრირდე, გადაიხადო, მერე გადმოწერო პროგრამა, მერე დააყენო და ბოლოს ჩართო.

Posted by: nocs_13 2 May 2024, 00:31
უფასოებიდან როგორც ვიცი tor-ი და მის ბაზაზე(უფრო სწორად firefox-თან ნაზავია) არსებული ბრაუზერია ყველაზე დაცული.
მაგრამ სასტიკად ნელია... sad.gif

Posted by: iMaximuSi 2 May 2024, 00:53
ჩვეულებრივი ოპერა ბრაუზერი გადმოწერეთ და ვიპიენი მოყვება არაფრის დაყენება არ უნდა უბრალოდ უნდა ჩართო სეთინგებიდან

Posted by: madridman 2 May 2024, 01:06
Surfshark-ს ვიყენებ მე გერმანიაში ვცხოვრობ.

იდეალურია. ქართული და უცხოური კონტენტის სანახავად, ვინაიდან აქ ბევრი შეზღუდვაა.

დაახლოებით 75 ევრო გადავიხადე 24 თვიანში, რაც ვფიქრობ ძალიან კარგი ფასია.

ეხლა მგონი კიდე იაფიანი პაკეტებიც აქვთ, ოღონდ მინიმუმ 1 წლიანს თუ შეიძენთ

Posted by: sulo 2 May 2024, 01:06
მოეშვი პესიმიზმს............................................................... smile.gif

Posted by: GIORGI XXL 2 May 2024, 01:56
ყველაზე კარგი Surfshark არისო და მე ეგ მაქვს.
ერთმა ქსელების სპეციალისტმა მითხრა, დაბლოკილ საიტებს კი ხსნი, მაგრამ შენს აქტივობას თუ სურვილი გაუჩნდებათ მაინც გაუკეთებენ დეტალიზაციასო!
ანუ სად ვიყავი და რას ვწერდი დანახვას შესძლებან? - ეს თუ იცით დაწერეთ

Posted by: fabloable 2 May 2024, 04:11
დანახვას შეძლებენ-გაშიფრვას ნებისმიერ ვარიანტში! VPN არაა გარანტია !!!

Posted by: RedShark 2 May 2024, 05:16
ბოლომდე დაცული არც VPN არის, არც არც ტორ-ბრაუზერი და საერთოდ არაფერი რაც ინტერნეტ კომუნიკაციას უკავშირდება...

ისე კი, მომავალი ტოტალიტარიზმის პირობებში (რომელშიც ნაწილობრივ უკვე ვართ) კომუნიკაციაზე გაცილებით დიდი პრობლემა ქუჩის კამერებია.

Posted by: temotab 2 May 2024, 05:57
როცა "ღია" ინტერნეტზე ამბობთ უარს და დაშიფრულ კავშირებზე გადადიხართ უცხოური სერვერების გამოყენებით უნდა იცოდეთ რომ იმ სოფტის შემქმნელების და მაკონტროლებლების კონტროლს ქვეშ ხვდებით. ისინი კი სულაც არაა აუცილებელი რომ დასავლეთის ქვეყნები აღმოჩნდეს

2. არსებობს საითები რომელთა სკრიპტები ინტენსიურად მოდიფიცირდება ისე რომ კრძალავენ ხოლმე ასეთი ტიპის VPN ებს და ვერ შეხვალთ მასზე, ან არასრულყოფილად შეხვალთ

შედარებით სწრაფი და ნორმალური სერვისები ფასიანი და დამატებითი ხარჯია. თუ ახლა უფასოა მომავალში მაინც ფასიანი იქნება. სხვა შემთხვევაში ისინი თქვენს კომპს გამოიყენებენ სხვადასხვა მიზნით

თუ მაინცდამაინც მიგაჩნიათ რომ ისეთ რაღაცას წერთ რომ სხვისგან (ამ შემთხვევაში სახელმწიფოს სპეცსამსახურებისგან) მისი გაგება თქვენთვის შეიძლება საფრთხე იყოს მაშინ ასეთი VPN სოფტები დროდადრო უნდა გამოიყენოთ და თანაც სხვადასხვა

Posted by: JAH 2 May 2024, 06:02
თბილისი, 1
https://www.youtube.com/watch?v=06Btx0To5Dk
პ.ს.მიწიე ახლოს ან ხო აზე ხართ
.

Posted by: gio3870X2 2 May 2024, 06:21
express vpn ამას ვიყენებდი როცა ვყუმარობდი, ბეთ365 ს ამის გარდა არცერთი ხსნიდა და ტოპებში სულ არის.

Posted by: gubaz_merve 2 May 2024, 08:40
"საქართველოს მარიონეტულ მთავრობას, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს: მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ გადაწყვიტეთ, უგულებელყოთ ჩვენი მოთხოვნა აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის სისასტიკის შეჩერების შესახებ და მათი შეურაცხყოფა, შევიწროება და დაზიანება გააგრძელეთ. მოქალაქეების მიმართ არაადამიანური ქმედებების გამო, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ინტერნეტ რესურსის დაზიანებას და მათ გათიშვას. ეს არ არის საფრთხე, ეს დაპირებაა. სანამ სამართლიანობა არ გაიმარჯვებს, მას ჰაკერობა და პროტესტი ჩაანაცვლებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დაცვა თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას ამართლებს.
არ დაგავიწყდეთ, საქართველო არ არის რუსეთი და არასდროს იქნება"
ჰაკერული დაჯგუფება Anonymous ადასტურებს, რომ "ქართული ოცნებისა" და "პოს ტვ"-ის ვებგვერდები მათ წაშალეს

Posted by: giorgevich23 2 May 2024, 13:05
madridman
QUOTE
Surfshark-ს ვიყენებ მე გერმანიაში ვცხოვრობ.

იდეალურია. ქართული და უცხოური კონტენტის სანახავად, ვინაიდან აქ ბევრი შეზღუდვაა.

მანდ მგონი ტორენტიც აკრძალულია და მაგსაც ამუშავებს ვიპიენი უსაფრთხოდ?

Posted by: karlo-fan 2 May 2024, 13:17
TOR ბრაუზერი ყველაზე დაცულია და ვპნ პრობლემაც არ დგას

Posted by: _minze_ 2 May 2024, 13:48
ჩაეხსენით ადგილობრივ პროვაიდერებს და ელონა ბიძიას ინტერნეტი დაიდგით. მთავრობა ცას ხო ვერ გადახურავს.



user posted image

Posted by: Z1DANE 2 May 2024, 19:30
ამ კანონის შემდეგ შეიცვალა რაიმე? თუ დღეს იბეიზე მინდოდა მეყიდა მალეოს გავლით პროდუქტი, მაგრამ იბეი აღარ მაძლევს ვიზა ბარAთით ყიდვის უფლებას, იმიტომ რომ ლოკაციად აშშ-ს გარეთ მაფიქსირებს, მისამართი კი აშშ-სი მაქვს მითითებული, მაგრამ გადახდას საქართველოდან არ იღებს, მარტო მე მაქვს ეს პრობლემა, გუშინწინ ლინზა ვიყიდე და დღეს შტატივის ყიდვა მინდა და უკვე ვეღარ ვყიდულობ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)