Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > "ევროპა" კი არა, უარესი სცენარი იქნება იწერება

Posted by: გიო88 27 Apr 2024, 09:52
აქ "ევროპაშიც" აღარაა საქმე ან "უვიზო მიმოსვლაში", ეგ ყველაფერი უკან დარჩება ისეთები მოხდება, რეალური მიზანი არის ის, რომ იზოლირებული საქართველო უმარტივესი ლუკმა გახდეს კრემლისთვის, რეალური გეგმა ეგაა.

ვის წამოუდგენია ეხლა, რომ იზოლირებულ და ტრაკში მიგდებულ საქართველოში რუსული არმია არ შემოიჭრება და თბილისს არ დაიკავებს? რა თქმა უნდა შემოიჭრება, აკონტროლებ საქართველოს, ესეგი აკონტროლებ კავკასიას და შავი ზღვის აკვატორიის არც თუ ისე მცირე ნაწილს, ეგაა კრემლის და მისი ივანიშვილის მთელი გეგმა.

ქოცები ამზადებენ რუსებისთვის საქართველოს გადაბარებას, დღეს ეგ პროცესი მიმდინარეობს, 1921 წლის ისტორია მეორდება.

Posted by: anara 27 Apr 2024, 09:57
თან აუცილებლად შემოიჭრება (რაღაცა სახით როგორც მინიმუმ). შემდეგ კი მოაწერენ ეს ღლეები რომელიმე გაერთიანებაში შესვლაზე ხელს.
ამათი დედა #####ან, გადააყოლეს ქვეყანა ერთ კაცს, "ევროპა ყვნის" და "დედა-დედაა - მამა-მამაა", თითქოს არ იცოდეს ხალხმა.
ძალიან დეგრადირებულები არიან და სასწრაფოდ მოსაშორებელი, ოღონდ აუცილებლად საქმეები უნდა აღიძრას ყველაზე(ოჯახის წევრებზეც), სერიოზული გამოძიებით, კაპიკამდე უნდა ამოუღოთ ტრაკიდან ქვეყნიდან არასწორად აღებული ფული!!!

Posted by: LeSang 27 Apr 2024, 10:02
ჩეჩნეთიზაციაა ჩვენი ბოლო. იმდენიც ვერ გავქაჩეთ რომ ბელორუსივით რამე აჩრდილი მაინც შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობის. სრული მოცულობით შევალთ რფ-ის შემადგენლობაში და ჰაიდა უკრაინაში რუსების მხარეს საომრად.

2029 წლამდე გაგრძელდება ომიო რუსებმა და მანამდე კი მოასწრებენ ჩვენ ასიმილირებას

Posted by: გიო88 27 Apr 2024, 10:06
anara
2022 წელს კიევმა რომ გაუძლო და არ დაეცა, მაგან გადაწია საქართველოს სრული ოკუპაცია, თორე 2022 წელს ქოცობა უკვე მზად იყო თბილისის გადასაბარებლად.

ეხლა რუსებმა აამუშავეს გეგმა-ბ, ეს არის საქართველოს მაქსიმალური იზოლაცია და კრემლთან პირისპირ დატოვება, რასაც ივანიშვილი რა თქმა უნდა უსრულებს.

და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რუსების შემოჭრის მერე, მარტო დროშა კი არ გამოიცვლება, საქართველოში დაიწყება მასიური რეპრესიები, თავისი დახვრეტებით. აბა სხვანაირად ოკუპაცია არ ხდება.

შედეგი იქნება შემდეგი, ბევრი უბრალოდ ქვეყნიდან გაიქცევა, ცოტა წინააღმდეგობას გაუწევს, უმრავლესობა კი რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან დაიწყებს თანამშრომლობას. ეს ქვეყანა კი საბოლოოდ დასრულდება.

Posted by: temotab 27 Apr 2024, 10:07
QUOTE
თან აუცილებლად შემოიჭრება

შემოიჭრან მერე ევროპა და ამერიკა სანამ რუსეთი შემოჭრილა
აუკრძალა ვინმემ?
ამაზე უკეთესი მომენტი იშვიათად ყოფილა (შარშანწინშემოდგომაზე იყო რუსეთი რომ თავდაცვისთვის ემზადებოდა და უკან იხევდა)

მივეღეთ ნატოში ან 1 ბაზა ჩაედგა აშშ-ს აქ

ავიტანდით მაგათ დიქტატებს
ეხლა თან გვკარნახობენ და თან ჩვენთვის მნიშვნელოვნად არ ირჯებიან
ისე იკვეთება რომ ძალიან ეშმაკი და გაიძვერა ხალხია - ყველანაირი გზით , დახვეწილად ცდილობენ თავისი ნების თავსმოხვევას
რუსები როცა ბარბაროსობენ ადვილად იშიფრებიან და პრიმიტიულები არიან

Posted by: anara 27 Apr 2024, 10:13
QUOTE (გიო88 @ 27 Apr 2024, 10:06 )
anara

და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რუსების შემოჭრის მერე, მარტო დროშა კი არ გამოიცვლება, საქართველოში დაიწყება მასიური რეპრესიები, თავისი დახვრეტებით. აბა სხვანაირად ოკუპაცია არ ხდება.

საზეპირო!
(დახვრეტები ნაკლებად, მგონი, მაინც საქართველოა, 2024 წელი, თუმცა სერიოზული დაჭერები ციხეები - უეჭველი).
ეს რა უბედურებაში ჩავიგდეთ თავი 2012 წელს, და მაგის შემდეგ კიდევ 2 ჯერ ზედიზედ....

Posted by: sulo 27 Apr 2024, 10:54
QUOTE (გიო88 @ 27 Apr 2024, 09:52 )
აქ "ევროპაშიც" აღარაა საქმე ან "უვიზო მიმოსვლაში", ეგ ყველაფერი უკან დარჩება ისეთები მოხდება, რეალური მიზანი არის ის, რომ იზოლირებული საქართველო უმარტივესი ლუკმა გახდეს კრემლისთვის, რეალური გეგმა ეგაა.

ვის წამოუდგენია ეხლა, რომ იზოლირებულ და ტრაკში მიგდებულ საქართველოში რუსული არმია არ შემოიჭრება და თბილისს არ დაიკავებს? რა თქმა უნდა შემოიჭრება, აკონტროლებ საქართველოს, ესეგი აკონტროლებ კავკასიას და შავი ზღვის აკვატორიის არც თუ ისე მცირე ნაწილს, ეგაა კრემლის და მისი ივანიშვილის მთელი გეგმა.

ქოცები ამზადებენ რუსებისთვის საქართველოს გადაბარებას, დღეს ეგ პროცესი მიმდინარეობს, 1921 წლის ისტორია მეორდება.

ზუსტად ზუსტად...
მაშინ შულავერის კომიტეტი შემოუძღვა წითელ არმიას სულ 200 კაცი, არჩევნებში ბოლშევიკებმა რიხით წააგეს...
ეხლა კი 2012 წელს რეალურად რუსს მიეცით ხმა....

გაგრძელებას გეტყვით.....
თუ ჩააბარეთ ქვეყანა ბოლომდე რუსი ციმბირში გიკრავთ ყველას ერთად თავს ბიძოს თამადობით, იქაც ხომ პირველი კაცი იქნებით ბატონო ბიძინა, არ იდარდოთ... smile.gif

Posted by: iRadonn 27 Apr 2024, 10:58
დასტოვა პესიმიზმი.

რუსეთს #####ავენ მალე ამით დასრულდება მათი ჰეგემონია

Posted by: გიო88 27 Apr 2024, 11:04
QUOTE (iRadonn @ 27 Apr 2024, 10:58 )
დასტოვა პესიმიზმი.

რუსეთს #####ავენ მალე ამით დასრულდება მათი ჰეგემონია

საერთოდ არ ვარ პესიმისტურად განწყობილი, მე დავწერე იმაზე, თუ რა მიზანი აქვს ჩვენს მტერს, კრემლის მარიონეტ ივანიშვილს და მის ქოცობას.

მოვიცილებთ რუსულ საქოცეთს? საფრთხე ავტომატურად აღკვეთილი იქნება.

ამიტომაც საქოცეთს უნდა დავუპირისპირდეთ ყველგან, მე საერთოდ მომხრე ვარ, რომ ქოცური რეჟიმი ყველა პოლიტიკურმა თუ საზოგადოებრივმა ორგანიზაცია/ძალამ გამოაცხადოს არალეგიტიმურად, არალეგიტიმურ პარლამენტს კი მოვუწოდოთ თვითდაშლისკენ, ქოცური რეჟიმი კი გამოცხადდეს საოკუპაციო ძალად, თუ არ შესრულდება მოთხოვნები, ამოქმედდეს საოკუპაციო რეჟიმის მიმართ საყოველთაო დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობა.

Posted by: sulo 27 Apr 2024, 11:08
QUOTE (iRadonn @ 27 Apr 2024, 10:58 )
დასტოვა პესიმიზმი.

რუსეთს #####ავენ მალე ამით დასრულდება მათი ჰეგემონია

უკრაინაში რომ არ წაემტვრია კისერი, და ასეთი კარგი ახალგაზრდობა არ გვყავდეს მართლაც მანდეთ მიდიოდა საქმე....

ეხლა მეც ოპტიმიზმით ვუყურებ მომავალს, ჩამოიქცევა მორდორი მალე....

Posted by: LeSang 27 Apr 2024, 11:13
მოკლედ ერთადერთი ხსნა საღორის უკრაინაში ჩაჯმა დარჩა

წააგებს რუსეთი ომს უკრაინაში? გადავრჩებით

Posted by: xLEGENDx 27 Apr 2024, 11:18
იმ ერს რომელსაც:

რუსთაველი ყავდა
ილია ყავდა
გალაქტიონი ყავდა
ნიკალა ყავდა
გუდიაშვილი ყავდა
ჯავახიშვილი ყავდა
ვეკუა ყავდა
ლაღიძე ყავდა
სარაჯიშვილი ყავდა
ფარაჯანოვი ყავდა
ახმეტელი ყავდა

დღეს მამა მამააა დედა დედააა და გვაპიდარასტებენს აყვირებენ...

უკუ ევოლუციას განიცდის ერი.

2024 წელი არის ჩვენი დიდგორი. ან ოქროს ხანა დაგვიდგება ან გადაშენების რელსებზე მყარად ჩავბეტონდებით

Posted by: chombe 27 Apr 2024, 11:38
მოკლედ რა, ჩვენი საქმე ასეა:

libertad o muerte !

ან გავალთ ბარიკადებზე ან საბოლოოდ გვეტირება ჭამის ყოფა !

მიტინგ-კონცერტები არა შიბლა....

სიკვდილი ოკუპანტებს.... დდსხვნა კოლობორაციონისტებს !

Posted by: ucelo 27 Apr 2024, 12:50
გიო88
QUOTE
შემოიჭრება, აკონტროლებ საქართველოს, ესეგი აკონტროლებ კავკასიას

გამოდის, რომ EU -ს თანხმობით და დახმარებით შემოიჭრება

Posted by: sulo 27 Apr 2024, 12:57
QUOTE (ucelo @ 27 Apr 2024, 12:50 )
გიო88
QUOTE
შემოიჭრება, აკონტროლებ საქართველოს, ესეგი აკონტროლებ კავკასიას

გამოდის, რომ EU -ს თანხმობით და დახმარებით შემოიჭრება

დემაგოგიის მწვერვალი... შემოვუნახოთ ისტორიას.

გავიხსენოთ ფესვები:

Posted by: გიო88 27 Apr 2024, 13:00
ucelo
QUOTE
გამოდის, რომ EU -ს თანხმობით და დახმარებით შემოიჭრება

შენთვის ადრეც შემიმჩნევია, რომ ქოცური ტვინის პატრონი ხარ, აგერ ჩანს რომ არც შევმცდარვარ.

29-ში ბიძინაობაზე მარშუტკით გამოგივლიან, და გაემზადე ქოცო, იქ შენს ბატონს და ღვთაება ბიძინას ხელის გადატყავებამდე ტაში უნდა უკრა, როგორც ჭეშმარიტმა ქოცმორჩილმა.

Posted by: ucelo 27 Apr 2024, 13:10
გიო88
QUOTE
ქოცური ტვინის პატრონი ხარ

QUOTE
გაემზადე ქოცო

ქოცების და მათი მსგავსი სხვა ბოლშევიკების მთავარი თვისება ისაა, რომ როგორც კი მათ მსჯელობაში შინაგან წინააღმდეგობას ან სიბრიყვეზე რამეს ეტყვი მაშინვე მტრის იარილიყს მოგაწებებენ და შენ განსხვავდები ქოცებისგან?
იმას გავხარ, ოტელო რომ ეუბნება დეზდემონას - "ტროცკისტ კასიოს ამჯობინე შენ ჩემი თავი?"
QUOTE
შენთვის ადრეც შემიმჩნევია

და ეხლა გამოხეთქა?
არა ღირს შენთან კამათი, არა.

Posted by: გიო88 27 Apr 2024, 13:24
ucelo
ქოცი ხარ და რა ვქნა? ჩემი ნაწერიდან ისეთი გამოწუწნე, რომელსაც მხოლოდ ქოცტვინიანი თუ გამოწუწნიდა, შენ ხარ სამარშუტკე ქოცი, რომელიც იქვე ადგილზე, ბიძინაობაზე გამოცხადდება 29 რიცხვში. ნუ უარყოფ რომ არაა ეგრე.

და როგორც უკვე ვთქვი, ისედაც, ჩემი ეხლანდელი ნაწერის გამოწუწვნამდეც გეტყობოდა ქოცტვინიანობა.

ეხლა ნუღა მეკამათები, ქოცო. ამ უსაგნო კამათით თემას ვაოფებთ.

Posted by: spider77 27 Apr 2024, 13:27
QUOTE
ძალიან დეგრადირებულები არიან და სასწრაფოდ მოსაშორებელი, ოღონდ აუცილებლად საქმეები უნდა აღიძრას ყველაზე(ოჯახის წევრებზეც), სერიოზული გამოძიებით, კაპიკამდე უნდა ამოუღოთ ტრაკიდან ქვეყნიდან არასწორად აღებული ფული!!!

გამოძიება კი არა ისე მიდის საქმე, შეიძლება ლინჩის წესით ჩაქოლოს ხალხმა.

Posted by: J.R.R.Tolkien 27 Apr 2024, 13:28
ამ რეჟიმს მარტივად დაასრულებს სანქციები და ვიზალიბერიზაციის შეწყვეტა.
ქოცებს იდეური მხარდამჭერები ჰყავთ ძალიან ცოტა და ფული როდესაც არ ექნებათ კარტოფილისაც,მაშინ ბურდღა არ დარჩება ამათი.

სამწუხაროდ, მოგვიწევს ცოტა 90-იანების გახსენება.
არა მგონია, რუსეთმა ღრუზინების მოსათაფლი ფული გაიღოს.[SPOILER]ასეა ეს ამბავი[SPOILER]

Posted by: oligarh 27 Apr 2024, 13:38
გიო88
QUOTE
ქ "ევროპაშიც" აღარაა საქმე ან "უვიზო მიმოსვლაში", ეგ ყველაფერი უკან დარჩება ისეთები მოხდება, რეალური მიზანი არის ის, რომ იზოლირებული საქართველო უმარტივესი ლუკმა გახდეს კრემლისთვის, რეალური გეგმა ეგაა.

ვის წამოუდგენია ეხლა, რომ იზოლირებულ და ტრაკში მიგდებულ საქართველოში რუსული არმია არ შემოიჭრება და თბილისს არ დაიკავებს? რა თქმა უნდა შემოიჭრება, აკონტროლებ საქართველოს, ესეგი აკონტროლებ კავკასიას და შავი ზღვის აკვატორიის არც თუ ისე მცირე ნაწილს, ეგაა კრემლის და მისი ივანიშვილის მთელი გეგმა.

და ეხლა ვერ აკონტროლებენ? )))

იმენა ტანკით უნდა შემოვიდეს?

Posted by: გიო88 27 Apr 2024, 13:47
oligarh
QUOTE
და ეხლა ვერ აკონტროლებენ? )))

იმენა ტანკით უნდა შემოვიდეს?

კი, საბოლოოდ გარდა ქოცური მარიონეტული რეჟიმისა, კრემლის მიზანია, რომ საქართველოში დაამყაროს სამხედრო რეჟიმიც, რომლის მერე საქართველოს (რუსულად - გრუზიის) რუსეთის ფედერაციაში სრული ინტეგრაცია/ანექსია განხორციელდება.

შენ შემთხვევით ბრმა და ყრუ ხომ არა ხარ? ვერ ხედავ რა ხდება უკრაინაში? პუტინი პირდაპირ ამბობს - "უკრაინა არ არსებობს".

ხვალ იტყვის - "საქართველო არ არსებობს" (სხვათაშორის, უახლოეს წარსულში უკვე თქვა, რომ საქართველო არ არსებობს).

აბა ტვინს მიაჭირე ქოცო, და დაინახავ საით მიდის მთელი ეს ისტორია.

აგერ ვიდეო მასალაც - Не было никакой "Грузии", была "Тифлисская губерния"

Posted by: vili 27 Apr 2024, 13:51
QUOTE
მოკლედ ერთადერთი ხსნა საღორის უკრაინაში ჩაჯმა დარჩა

წააგებს რუსეთი ომს უკრაინაში? გადავრჩებით

ეგრეა. უკრაინაში წყდება ახლა ჩვენი ბედი.
რუსეთს რომ დაემარცხებინა უკრაინა, ახლა უკვე გადაყლაპული ვექნებოდით რუსეთს.

ამას ყველა ხვდება, უბრალოდ ზოგს აწყობს ეს საქართველოში, ზოგს არა.

Posted by: ucelo 27 Apr 2024, 13:52
გიო88
QUOTE
ეხლა ნუღა მეკამათები

კამათზე სრულიად გეთანხმები, აზრი არა აქვს. მაგდენი ცერცვი არა მავს რომ შენ გეკამათო
კამათს მაშინ აქვს აზრი როვა ორივე მოკამათე მხარეს ჭეშმარიტების დადგენა სურს და არა საკუთარი წარმოდგენების ყველამაირი ტყუილ-მართალით გატანა

Posted by: გიო88 27 Apr 2024, 14:12
ucelo
მიდი რა ქოცო, ცერცვი ყარე ბიძინაობაზე 29-ში.

ეხლა ჩაჯდა მარშუტკაში 41 ნომრიანო.

Posted by: Hermosa 27 Apr 2024, 14:24
QUOTE (J.R.R.Tolkien @ 27 Apr 2024, 13:28 )
ამ რეჟიმს მარტივად დაასრულებს სანქციები და ვიზალიბერიზაციის შეწყვეტა.
ქოცებს იდეური მხარდამჭერები ჰყავთ ძალიან ცოტა და ფული როდესაც არ ექნებათ კარტოფილისაც,მაშინ ბურდღა არ დარჩება ამათი.

სამწუხაროდ, მოგვიწევს ცოტა 90-იანების გახსენება.
არა მგონია, რუსეთმა ღრუზინების მოსათაფლი ფული გაიღოს.[SPOILER]ასეა ეს ამბავი[SPOILER]

დედაც მოსტყვნია სადაც ვიწროა იქ გაწყდეს

ხალხი რო შავს და თეთრს ვერ არჩევს და
მარტო სტომაქის ამოყორვა დაუსახავს ცხოვრების მიზნად დედისტყვნის ღირსია ხოდა
გამოჩდება მალე ვინ რა არის

Posted by: ucelo 27 Apr 2024, 14:27
გიო88
კაი კაი, მაინც ვერაფერს გაიგებ
შენ გეტყობა ისიც არ იცი რატომ ვახსენე ცერცვი smile.gif smile.gif

Posted by: გიო88 27 Apr 2024, 14:31
QUOTE (ucelo @ 27 Apr 2024, 14:27 )
გიო88
კაი კაი, მაინც ვერაფერს გაიგებ
შენ გეტყობა ისიც არ იცი რატომ ვახსენე ცერცვი smile.gif smile.gif

სიმართლე რომ გითხრა, მაგრად მკიდია შენ რა იგულისხმე, მე ამ ქვეყნის ბედი მადარდებს და არა შენი.

Posted by: Firmware 27 Apr 2024, 14:39
ucelo

QUOTE
გიო88
QUOTE
შემოიჭრება, აკონტროლებ საქართველოს, ესეგი აკონტროლებ კავკასიას

გამოდის, რომ EU -ს თანხმობით და დახმარებით შემოიჭრება

დიახ, ასეა wink.gif
მეტსაც გეტყვით.
ჩვენი წინაპრების, ასევე ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, კონსტანტინე გამსახურდიას და უმრავ სხვათა დახმარებით იქნება ეგ ემბავი - მათ ხომ თავი ქართველებად გვაგრძნობინეს.
ძმები გრიმების, ჰანს ქრისტიან ანდერსენის, ჯანი როდარის, ასტრიდ ლინდგრენის და უამრავ სხვათა დახმარებით - მათ ხომ ბავშვობიდან გაგვაცნეს ევროპა და თავი ევროპელად გვაგრძნობინეს.
კიდევ უფრო მეტსაც გეტყვით - უფლის ნებითა და შეწევნით იქნება ეგ, მან ხომ ქართველებად შეგვქმნა და არა რუსებად.
ყველა და ყველაფერი დამნაშავე იქნება - ბიძინას და რუსეთის გარდა.

Posted by: RedShark 27 Apr 2024, 14:41
რუსეთი მხოლოდ პოლიტიკურად მიღწეული შედეგით არასოდეს კმაყოფილდება როცა ყოფილ ვასალებს ეხება საქმე. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოითხოვს ტერიტორიის უშუალოდ გაკონტროლებას და როგორც მინიმუმ ბათუმში ბაზის დაბრუნებას... ან ნებითა შენითა, ან... მოკლედ, უკრაინის ომის შედეგებზეა დამოკიდებული, სანამ უკრაინაშია გაჭედილი საეჭვოა აქ რამე მოძრაობები ქნას. თუ ბოლომდე გაასხა და შიგნით აირივნენ, მაშინ ცოტას ამოვისუნთქებთ...

სხვა შემთხვევაში არ აგვცდება ადრე თუ გვიან smile.gif

Posted by: ucelo 27 Apr 2024, 14:46
გიო88
QUOTE
მაგრად მკიდია შენ რა იგულისხმე

არსებობს ასეთი გამოთქმა " შეაყარე კედელს ცერცვი" იტყვიან, როცა რანდენი არგუმენტიც არ მოუყვანო, მაინც ვარაფერს გააგებინებ. კახეთში იტყვიანა "ხის ვერ აქნევინებ"-ო.
ისე, რომ იცოდე, ცერცი კედელზე არ ჩერდება და დაუჯერებელი საქონლის გაჩერება ან მიმართულების შეცლა რომ უნდათ "ხი"-ს უყვირიან ხოლმე და თან ექაჩებიან.
ასე, რომ გააგრძლე ქოცის ძახილი. ჩემგან ხსნილი გაქვს

Posted by: J.R.R.Tolkien 27 Apr 2024, 14:47
Hermosa

ნუ, რავი
ხალხი მართლა ელემენტარულს ვერ იგებს.

აი, დღეს რომ იღებენ საჯაროში დასაქმებული ხალხი 1500ლარამდე ხელფასს და იმას ვერ იგებენ, რომ ეგ ხელფასი და ქონებაც ოხრად დარჩებათ, როდესაც რუსები შემოვლენ, რა უნდა ელაპარაკო ესეთ ხალხს. ან მეორე უფრო მაგარი ###ობა- ევროპას და დასავლეთს თუ დავშორდებით რუსეთი შეგვეშვება, ანდა უარეს- არც ევროპა მინდა ძმაო და არც რუსეთი.

ასეთი ###ობების სჯერა ხალხს.

სულ რომ საფრანგეთი ვიყოთ ეს დედააფეთქებული სტრატეგიული პარტნიორების გარეშე ვერ გავქაჩავთ, თვით ამერიკასაც ჰყავს ეგეთი პარტნიორები და მარტო ვერც ის გაუსწორდება ###ებს. მერე არც საფრანგეთი ვართ და არც შუაგულ ევროპაში ვცხოვრობთ, აქ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე გადარჩენის შანსი არ გვაქვს. დავით აღმაშენებლის დროს რომ არ დაწყებულიყო ჯვაროსნული მოძრაობა და თურქებს სამოქალაქო ომი რომ არ ჰქონოდათ, ჩემ ფეხებს იზამდა რამეს. ასეთ ელემენტარულ რამეს როგორ ვერ უნდა ტვინავდე ზდასრული ადამიანი.

ხო, აი რუსეთი კიდე თავზე ხელს გადაგვისვამს და დაგვტოვებს ხელუხლებელი )))

ეგ რუსეთი რომ ეგეთი ქვეყანა იყოს, რომელთანაც რაიმე სახის კომპრომისის მიღწევა შეიძლებოდეს, არავინ არ გაიქცევა სხვაგან.

ცალე ალტა ###იმფოს ვითომ მაგარი მინგება- კაცო ამ ქვეყანს ზურგზე ხომ ვერ მოიკიდებ არ იცი რა რეგიონში ვართო, თქვენ ###ებო მასეთ რეგიონში რომ ვართ, იმიტომ გვინდა დასავლეთის დახმარება, თორემ ბელგია და ნიდერლანდები რომ გვყავდეს გვერდით, ასეთი აქტიურებიც არ ვიქნებოდით ნატოს თემასთან დაკავშირებით.

ერთი ქვეყანა მაინც დამისახელოს ვინმემ, რომელმაც ამერიკასთან მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობა დაამყარა და წაგო ან თავის ეროვნული იდენტობა დაკარგა ? ისრაელია და მაგით ქაჩავს, სამხრეთ კორეაა და სწორედ ამერიკის წყალობით აზის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა გახდა, იაპონია რომ იაპონია ისიც ამერიკასთან თანამშრომლობის შედეგად გაიქაჩა.

ახლა, ავღანელები თუ ისევ ქვის ხანაში დაბოდიალობენ, ეგ ამერიკის ბრალი არ არის.

ვიეტნამში კი ირტყამს ის ხალხი დღეს თავში ხელს, რომლებიც ამერიკელებს ებრძოდენ.

Posted by: გიო88 27 Apr 2024, 14:50
ucelo
ბავშვურ რაღაცეებს ნუ მიხსნი ქოცო, მდინარაძე ან პაპუაშვილი ხომ არ გგონივარ, ეხლა კი 29-ში ბიძინაობაზე.

Posted by: ucelo 27 Apr 2024, 15:13
გიო88
QUOTE
მდინარაძე ან პაპუაშვილი ხომ არ გგონივარ

დიდად არ გასხვადები
QUOTE
ეხლა კი 29-ში ბიძინაობაზე

ხო გითხარი
QUOTE
ასე, რომ გააგრძლე ქოცის ძახილი. ჩემგან ხსნილი გაქვს 

მაგდენი ცაცრვი მართლა არა მაქვს შენ რომ რანე გაგებინო

Posted by: griankali 27 Apr 2024, 19:30
temotab
QUOTE
შემოიჭრან მერე ევროპა და ამერიკა სანამ რუსეთი შემოჭრილა
აუკრძალა ვინმემ?

არ არის სასაცილო ხუმრობა.
QUOTE
ამაზე უკეთესი მომენტი იშვიათად ყოფილა (შარშანწინშემოდგომაზე იყო რუსეთი რომ თავდაცვისთვის ემზადებოდა და უკან იხევდა)

ნეტავ შენმა უფროსებმა თუ იციან, რომ ომი გინდა.
QUOTE
მივეღეთ ნატოში ან 1 ბაზა ჩაედგა აშშ-ს აქ

ვის, ობამას ხელის ბიჭ ბაიდენს? უკრაინისთვის 4 თვე რომ ერთი ტყვია არ გაუგზავნია... არადა მილიარდები იყო დარჩენილი დამტკიცებული დაფინანსებიდან და ეს ამბობდა, რესპუბლიკელები ბლოკავენო )
შემოჭრა კი არა, ამერიკას ვერ იცავენ დემები, საზღვარი ვერ დაუხურავთ.
მაგათ ქოცები გლობალური ომის პარტიას რომ უძახიან, მართლა ომის პარტია კი არ არის. ყოვლად უხერხემლო ხალხია.
QUOTE
ეხლა თან გვკარნახობენ და თან ჩვენთვის მნიშვნელოვნად არ ირჯებიან
ისე იკვეთება რომ ძალიან ეშმაკი და გაიძვერა ხალხია - ყველანაირი გზით , დახვეწილად ცდილობენ თავისი ნების თავსმოხვევას

შენ იწევ, დასავლეთისკენ მინდაო და ის გაუბნება, მაშინ ჩვენთან ასეთი წესებიაო.
და აჰა, შე ჩათლახო და ვერაგო, ჩვენი დამონება გინდაო.
მე უნიტაზის გვერდით უნდა ვჯვა და შენ რომ მიკრძალავ, ამით ჩემს სუვერენეტეტს ლახავო...
ანეკდოტი იქნებოდა, ეს რომ სკეტჩში ხდებოდეს და არა მართლა.

Posted by: pibe 27 Apr 2024, 21:57
აღარ გამოვა ჩვენი ძალით აღება და მითვისება. სხვა მოცემულობებია.

აღარ დავბრუნდებით მაგათ ორბიტაზე. ნუ, მაშინ უნდა ამოგვხოცონ ყველა.

უკაინას ნუ ადარებთ საქართველოს. ჩვენ საერთოდ სხვა ხალხი ვართ. არანაირი გენეტიკური ბმული და ნათესაობა არ გვაკავშირებს რუსებთან.

უხსოვარი დროის ხალხი ვართ, ძალიან თავისებური ნიშნით და გინდა არ გინდა ეს ინფორმაცია გენეტიკას გადააქვს თაობიდან თაობამდე.

თუ ქართველს უნდა ევროპა - იქნება ევროპა!

ტანკები ვერაფერს გააწყობენ აქ.

Posted by: B l a c k J a c k 28 Apr 2024, 03:34
ucelo
QUOTE
გამოდის, რომ EU -ს თანხმობით და დახმარებით შემოიჭრება

ნწუ... დარსვეიდერი დაუსვამს ბეჭედს და კანცელარიაში გაატარებინებს.
ოღნდ რამე სხვა მილინკონ რუსეთის გარდა.
აი, ჩემდა თავად დამდობი არ ვარ საეთების ისე ამოიყვანეს უკვე ყელში.
ტიპები ვერ ამბობენ პირდაპირ რომ რუსეთი უნდათ და მოაქვთ აქ სისულელები.
თუ რუსეთი უდნათ და თუ ევროპა ეთანხმება ოკუპაციას.

Posted by: kea 28 Apr 2024, 06:14
2008ში იზოლირებული ვიყავით რო შემოიჭრა?

სხვა თეატრში ვართ უკვე, სულ სხვა სცენით.
2008ში შემოიჭრა და 2012 მოიყვანა თავისი კაცი, თან ისე რო დიდ დემოკრატიურ გამარჯვებად შემოგვასაღეს.
იზოლირებული ვართ უკვე კაი ხანია. ევროპაში უვიზო ბევრს არაფერს ნიშნავს.
სულ რო ევროკავშირში მიგვიღონ, წარბი არ შეერხევა, მეორე უნგრეთი ეყოლება ევროკავშირში.
მარა იცის რო ჩემ ფეხებს მიგვიღებენ უახლოესს 10 წელში და მანამდე კიდე სუსურუკუს აჩრდილს ამოაჩათლახებს სამარიდან.
ეს აგენტების კანონი და რეპრესიები კიდე ნოუ-ჰაუს გაზიარებაა, რო ხელისუფლება არ შეიცვალოს საქართველოში და დარჩეს მისი კაცი.
მაინც წამგებიანი და უტოპიურია, ისევე როგორც უკრაინის სამ დღეში აღება და უკრაინელი და რუსი ხალხის ყვავილებით ჩახუტება.
სერიოზულად გაუბერეს კრემლის იდეოლოგებმა. ეს არც ბოლშევიკებია, არც უბრალო კოლონიზატორები. ბანდიტების ხროვაა რუსის გამოსირებული ჯიშის უნიათობით ხელისუფლებაში მოხვედრილი და მოქმედებენ "პა აბსტაიატელსტვამ". ანუ როდის როგორ. ეგრე არ კეთდება დიდი პოლიტიკა.
სწორი თქვეს, ეს რუსეთი არის საბჭოთა რუსეთის კარიკატურა და შესაბამისად ბიძინა და ქოცებიც ორჯონიკიძე-ბერიების კარიკატურაა. რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება ეს ფარსი მით უფრო მტკივნეული იქნება რუსეთის დაქცევა. მაგრამ ჩვენ ყველაფერი გვინდა ნეტფლიქსის სერიალივით ორ კვირაში დამთავრდეს და არაა მასე.

Posted by: Votren 28 Apr 2024, 06:25
QUOTE (kea @ 28 Apr 2024, 06:14 )

+10000
სიმართლე აბსოლუტური....

Posted by: avt13 28 Apr 2024, 06:26
QUOTE (oligarh)
და ეხლა ვერ აკონტროლებენ? )))

ვერა თუ ვგულისხმობთ აბსოლუტურ კონტროლს. ხელისუფლებას აკონტროლებენ 100%-ით მაგრამ საზოგადოებას ვერ აკონტროლებენ.
"ცოტა" უკან რომ გადავახვიოთ, რა მოხდა უკრაინაში შეჭრის დროს? პუტინის გეგმა იყო შედეგი -ალყა კიევზე და მეხუთე კოლონით უკრაინელების იძულება თავადვე ჩამოეგდოთ ხელისუფალი ანუ თვითონ უკრაინელების სურვილი უნდა ყოფილიყო რუსობა როგორც ორჯონიკიძემ ქნა ისე. როგორც აღმოჩნდა უკრაინულმა მეხუთე კოლონამ კრიტიკულ მომენტში კრახი განიცადა.
ახლა რა ხდება ჩვენთან. გვაზის მეხუთე კოლონის წარმომადგენლები რომლებსაც შენიღბვა ჭირდებათ მოქმედებისთვის, შენიღბულად მოვიდნენ და არა ღიად. ფაქტიურად ვერ არიან ისეთები როგორც რუსეთს ჭირდება- დეკლარირებულად რუსების მხარდამჭერი რომელიც აკონტროლებს ადგილობრივ საზოგადოებას.
ზუსტად მაგის გაოფიციალურებას ცდიილობენ ახლა და თუ გამოვიდა მერე მართლა 100%-იან კონტროლს ნიშნავს ყოველგვარი ჭემოჭრის გარეშე

Posted by: ucelo 28 Apr 2024, 09:09
avt13
QUOTE
უკრაინულმა მეხუთე კოლონამ კრიტიკულ მომენტში კრახი განიცადა.

საქართველოსთან შედარება მართლა საიმტერესოა, რა მიზეზით მიიღო საქართველომ რუსობა და რა მიზეზით არ მიიღო უკრაინამ რუსობა.
ალბათ ხელისუფლებას აქვს დიდი მნისვნელობა და დასავლრთსაც. ჟორდანიისტების მთავარი საყრდენი მაგათი პარტიული გვარდია იყო და არა სახალხო არიმია, უკრაინელებმა კი აქცენტი არმიაზე გააკეთეს.
XX საუკუნის ერთა ლიგამ გაუტარა რუსეთს სახრეთ კავკასიის დაპყრობა. მაგათ ეგ ალბათ "დაბრუნებად" ჩათვალეს, როცა XXI საუკუნის EU-მ აღარ გაუტარა რუსებს, ეს ალბათ უკრაინის მაგათი უშუალო მეზობელი რომაა, იმიტიმ.
გამოდის, რომ რუსსები იმიტომ მოვიდნენ აქ, რომ ჩვენ მაშინ დაასავლეთის უშუალო მზობლები არ ვიყავით და არ გვთვლიდნენ დასავლეთად?
ბევრი "თუ" და "ალაბათ" გამოვიდა sad.gif

* * *
ისე, უკრაინას თავიის დროზე ატომური იარაღი რომ არ გადაეცა რუსეთისთვის და ყოფილიყო ატომირი სახემწიფოების "კლუბის" წევრი, რუეთი გაბედავდა უკრანაიში შეჭრას?
დღეს რომ უკრაინას აყვედრიან იარაღას, აშშ და ბრიტანეთის ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ე ბ ა არაა უკრაინის დაცვა ატომური განიარარების სანაცვლოდ?

Posted by: VAMPIRE_W 28 Apr 2024, 12:44
QUOTE
ეს რა უბედურებაში ჩავიგდეთ თავი 2012 წელს, და მაგის შემდეგ კიდევ 2 ჯერ ზედიზედ....

რეალურად დღეს რომ ასეთ დღეში ვართ, იმის ბრალია რომ ნაცებმა დიქტატორობა მოინდომეს.
კი მესმის რომ მკაცრი ხელი საჭიროა, მაგრამ ძალიან დიდ უამართლობაში არ უნდა გადავარდე ადამიანი.
ჩვეულებრივ სადისტებად ჩამოყალიბდნენ და ამიტომ აქცია ხალხმა ზურგი.

ძალაუფლება აუვარდათ ტავში და გადააყოლეს ქვეყანა.

მართლა გგონიათ რომ ქოცებმა დაამარცხეს ნაცები?
ნაცებმა საკუთარი თავი თავად დაამარცხეს გაცილებით ადრე.

ნაცები ხელისუფლებიდან წავიდონენ ჯერ კიდევ პატარკაციშვილის დროს, რამხელა აქციები იყო თუ გახსოვთ და რამხელა მხარდაჭერა ქონდა. რო არ მოეკლათ იგებდა არჩევნებს ბადრი.

მერე გრეჩიხებმა რა მასშტაბის ხალხი შეკრიბა თუ გახსოვთ? მერე ფულის გამო გაიყიდნენ, თორემ ჩვეულებრივად მოგებული ქონდათ არჩევნები უცნობს და მის ძმას.

ქოცები და ბიძინა უბრალოდ ბოლომდე მიყვნენ საქმეს, ფულზე ვერავინ იყიდდა ბიძინას, ხოდა ასე უბრალოდ სწორ დროს სწორ ადგილზე აღმოჩდნენ.

რეალურად ნაცების ბრალია რომ წააგეს, რომ არა მათი არანორმალური უსამართლობა და სისასტიკე, ხალხი ზუსრგს არ შეაქცევდა.
და დღეს უკვე ევროკავშირის წევრიც შეიძლება ვყოფილიყავით და გაცილებით უკეთესი ცხოვრება გვექნებოდა.
გამოდი მიშა და გვიპასუხე, რატომ ჩაგვავდე ამ დღეში?! რატომ არ მიყევი დემოკრატიას ბოლომდე? !

Posted by: ukimerioni-61 28 Apr 2024, 13:29
temotab
QUOTE
შემოიჭრან მერე ევროპა და ამერიკა სანამ რუსეთი შემოჭრილა
აუკრძალა ვინმემ?

თქვენ და უამრავი თქვენნაირი უკრძალავს

Posted by: grou 28 Apr 2024, 13:49
temotab
QUOTE
ავიტანდით მაგათ დიქტატებს
ეხლა თან გვკარნახობენ და თან ჩვენთვის მნიშვნელოვნად არ ირჯებიან
ისე იკვეთება რომ ძალიან ეშმაკი და გაიძვერა ხალხია - ყველანაირი გზით , დახვეწილად ცდილობენ თავისი ნების თავსმოხვევას
რუსები როცა ბარბაროსობენ ადვილად იშიფრებიან და პრიმიტიულები არიან

ჩათვალე რომ მასეა და გაიძვერები არიან. დაგეთანხმეთ.
მოკლედ ეს მოცემულობაა, აქეთ რუსეთი იჭრება და სახელმწიფო აღარ გვექნება რუსეთის გუბერნია ვიქნებით როგორც მინიმუმ, და როგორც მაქსიმუმ დაგვაასიმილირებენ (ეჭვი ხომ არ გეპარება, რომ ჭკუა ისწავლეს რუსებმა და პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოშორებას განიზრახავენ) და ქართველი აღარ იარსებებს, ან საქართველოშივე იქნება უმცირესობაში, მეორეს მხრივ კი გვაქვს ახირებული და გაიძვერა დასავლეთის (როგორც შენ ამბობ) პირობების შესრულება და ევროკავშირში შესვლა, სახელმწიფოს გადარჩენა და სამშვიდობოს გასვლა. ახლა გვიპასუხე, შენ რას ირჩევ?
ან პასუხს თუ ვერ ბედავ და ისევ ბელეტრისტიკა უნდა გვიპასუხო, სადღაც ვაკრუგ და ოკოლო, იმას მანც თუ გაქაჩავ რომ გვითხრა, იუზერის ნაწერი თუ არ მოგწონს და უკირკიტებ და ისრები გადაგაქვს, შენ რას გვთავაზობ, შენ?

Posted by: sanakoev 28 Apr 2024, 13:51
QUOTE (grou @ 28 Apr 2024, 13:49 )

Сакартвело унда иквес неитралури мица

Posted by: grou 28 Apr 2024, 13:54
sanakoev
QUOTE
Сакартвело унда иквес неитралури мица

ანუ ამას მიპასუხებს? smile.gif
დაიცინება მწარედ.

Posted by: sanakoev 28 Apr 2024, 13:58
grou
QUOTE
ანუ ამას მიპასუხებს?
დაიცინება მწარედ.

ან დასავლეთისკენ მიდიხარ, ან რუსეთისკენ, ან ნეიტრალური ხარ.
მეორეს ვერ ამბობენ. მესამე, შედეგობრივად მეორეს ნიშნავს.
სხვა რა ვარიანტი გვაქვს?

Posted by: NolloN 28 Apr 2024, 14:00
QUOTE (sanakoev @ 28 Apr 2024, 13:58 )
grou
QUOTE
ანუ ამას მიპასუხებს?
დაიცინება მწარედ.

ან დასავლეთისკენ მიდიხარ, ან რუსეთისკენ, ან ნეიტრალური ხარ.
მეორეს ვერ ამბობენ. მესამე, შედეგობრივად მეორეს ნიშნავს.
სხვა რა ვარიანტი გვაქვს?

რეალურად კი შენ არსად არ მიდიხარ. რომელი ძალაც გაიმარჯვებს საერთაშორისო ასპარეზზე და როგორც შეთანხმდებიან ის მოვა შენთან.

Posted by: sanakoev 28 Apr 2024, 14:01
NolloN
QUOTE
რეალურად კი შენ არსად არ მიდიხარ. რომელი ძალაც გაიმარჯვებს საერთაშორისო ასპარეზზე და როგორც შეთანხმდებიან ის მოვა შენთან.

ნწუ
შენ არც არსებობ boli.gif

Posted by: NolloN 28 Apr 2024, 14:03
sanakoev
შენ არსებობ და ამიტომაც პირველ რიგში შენს ინტერესებზე უნდა გქონდეს აქცენტი.შენი რეალური ძალის და შექმნილი შესაძლებლოლების გათვალისწინებით .

Posted by: grou 28 Apr 2024, 14:05
sanakoev
QUOTE
ან დასავლეთისკენ მიდიხარ, ან რუსეთისკენ, ან ნეიტრალური ხარ.
მეორეს ვერ ამბობენ. მესამე, შედეგობრივად მეორეს ნიშნავს.
სხვა რა ვარიანტი გვაქვს?

ხოდა მაგიტომაც დაიცინება, რომ ნეიტრალიტეტი არ არსებოს მანდ.
ზოგადად ნეიტრალიტეტი გამყარებული თუ არ არის ადეკვატური სამხედრო შესაძლებლობებით და საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვის უნარით, ეგ არის ფიქცია. ეგეთი ნეიტრალური სახელმწიფო არ არსებობს დედამიწის ზურგზე. მაგის მთქმელმა 1 მასეთ ნეიტრალური სახელმწიფო მაინც დაასახელოს და ოკ.
შესაბამისად ფუჭია მასეთი პასუხის მცდელობები. ხოდა ველოდები, რეალურად უპასუხოს.

Posted by: sanakoev 28 Apr 2024, 14:08
NolloN
QUOTE
შენ არსებობ და ამიტომაც პირველ რიგში შენს ინტერესებზე უნდა გქონდეს აქცენტი.შენი რეალური ძალის და შექმნილი შესაძლებლოლების გათვალისწინებით .

დასტურ!
ცალ ფეხზე არ უნდა ვიდგეთ, რაღაც ეფემერულ ორგანიზაციებში გაწევრიანების მიზნით.

Posted by: NolloN 28 Apr 2024, 14:17
grou
რა თქმა უნდა , ადგე მე ნეიტრალური ვარო გამოაცხადო ერთ მშვენიერ დღეს მხოლოდ უარესი შედეგი შეიძლება მიიღო.თეორიულად კი თუ ძლიერნი ამა ქვეყნისა შეთანხმდებიან რომ აქ იყოს თავისუფალი ,ინტერესების შეჯერებული ტერიტორია , ბუფერი დასავლეთს - რუსეთს- ჩინეთს- თურქეთს - ირანს შორის ,საერთაშორისო ინტერესების სრული დაცვით, ძლიერი საბანკო სისტემით ( აქ რო კაპიტალი შემოიტანოს და შენიახოს ყველამ) ,შეხვერდის თუ მოლაპარაკებების ადგილი, ძლიერი ეკონომიკა იქნებოდა თავისთავად და ტურიზმზიც გაცილებით დონეზე. ამ შემთხვევაზე კი ვიტყოდი რომ ღმერთმა გადმოგვხედა.

Posted by: sanakoev 28 Apr 2024, 14:19
NolloN
რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ ღმერთმა გადმოგვხედოს და სანამ გადმოგვხედავს, მანამდე რა უნდა ვქნათ?

Posted by: NolloN 28 Apr 2024, 14:24
sanakoev
მანამდე , მაქსიმალურად უნდა ვეცოდოთ ნაკლები ემოციიებით გავიდეთ ფონს , მსოფლიოში მიმდინარე პროცესების სრული გათვალისწინებით

Posted by: grou 28 Apr 2024, 14:29
NolloN
QUOTE
რა თქმა უნდა , ადგე მე ნეიტრალური ვარო გამოაცხადო ერთ მშვენიერ დღეს მხოლოდ უარესი შედეგი შეიძლება მიიღო.თეორიულად კი თუ ძლიერნი ამა ქვეყნისა შეთანხმდებიან რომ აქ იყოს თავისუფალი ,ინტერესების შეჯერებული ტერიტორია , ბუფერი დასავლეთს - რუსეთს- ჩინეთს- თურქეთს - ირანს შორის ,საერთაშორისო ინტერესების სრული დაცვით, ძლიერი საბანკო სისტემით ( აქ რო კაპიტალი შემოიტანოს და შენიახოს ყველამ) ,შეხვერდის თუ მოლაპარაკებების ადგილი, ძლიერი ეკონომიკა იქნებოდა თავისთავად და ტურიზმზიც გაცილებით დონეზე. ამ შემთხვევაზე კი ვიტყოდი რომ ღმერთმა გადმოგვხედა.

მაპატიე მეგობარო, მაგრამ შენც უნდა გაგიშვა ზევით რაც მოვიწერე იქ. ანუ 1 ქვეყანა დაასახელე ეგეთი "ნეიტრალური" და ოკ. შვეიცარია რომ შვეიცარია, და შეუდარებელი სამეზობლო ყავს ჩვენგან განსხვავებით, მთელი მოსახლეობა შეიარაღებული ყავს და ჯარი, ავიაცია ყავს საუკეთესო ევროპაში.
და თეორიულად, რატომ უნდა შეთანხმდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი? ვერ თანხმდებიან, რუსები მზად არიან შემოსაჭრელად, ევროპელები და ამერიკელები არ არიან მზად რომ ჩვენს მაგივრად იომონ.
შენ რას აკეთებ ეგ არის კითხვა, ელოდები რომ რუსები შემოიჭრებიან და ჩვენი სრული ანიჰილაცია მოხდება როგორც ქვეყნის, ხალხის და ასე შემდეგ, თუ ხიტრაჟოპი ევროპელების პირობებს ასრულებ და ყველანაირად ცდილობ ევროკავშირში, ნატოში, ნუ სამშვიდობოს გასვლას.
ეს არის თემა და დანარჩნი ყველაფერი, ტიპა ჩვენ ვერაფერს ვიზამთ მაინც იქ გადაწყდება ამგვარი ფატალისტური მიდგომები ისევ რუსების წისქვილზე წყლისდასხმაა.

Posted by: Kakha.G 28 Apr 2024, 14:32
ორივე მსოფლიო ომი ბუფერული სახელმწიფოების გამო დაიწყო და ეს ბოლო ომებიც ბუფერების გამო მიდის
შვეიცარიის ნეიტრალიტეტი შვეიცარიამ კი არ გადაწყვიტა, არამედ გერმანია, საფრანგეთ, იტალიამ
სხვათაშორის შვეიცარია კბილებამდე შეიარაღებული ქვეყანა და 90წ მდე საკუთარ ატომურ ბომბზე მუშაობდენ

Posted by: grou 28 Apr 2024, 14:33
NolloN
QUOTE
მანამდე , მაქსიმალურად უნდა ვეცოდოთ ნაკლები ემოციიებით გავიდეთ ფონს , მსოფლიოში მიმდინარე პროცესების სრული გათვალისწინებით

და ვიზე ლაპარაკობ, მთავრობაზე, რომელიც დედა დედაა და მამა მამაო ამას იძახის? და რუსების პოლიტიკის გამტარებელი კანონი შემოაქვს ძალით და კონტრაქციებს და საზოგადოებაში შუღლის დათესვას ცდილობს ყველანაირად?
ვინ უნდა ეცადოს? ვის აქვს ძალაუფლება? ვის მოუწოდებ მეგობარო? smile.gif

Posted by: sanakoev 28 Apr 2024, 14:35
NolloN
QUOTE
მანამდე , მაქსიმალურად უნდა ვეცოდოთ ნაკლები ემოციიებით გავიდეთ ფონს , მსოფლიოში მიმდინარე პროცესების სრული გათვალისწინებით

სტაბილურობა, როგორც შალვა იტყოდა.

Posted by: NolloN 28 Apr 2024, 15:12
grou
დედა დედააა მამა მამაო , ბრიტანეთის პრემიერმაც თქვა ამასწინ და დიდი ტაშიც დაიმსახურა. მანამდე დე სანტისმა და ტრამპმა. იტალიის პრემიერ მინისტრმაც. კაჩინსკი უფრო შორს წავიდა და დუდამ ლგპტ იდეოლოგია კომუნიზმზე არანკლებ საშიშიოაო წინაასაარჩევნო შეკრებზე განაცხადა.
* * *
grou
Polish President Andrzej Duda has called the promotion of LGBT rights an "ideology" more destructive than communism, in a campaign speech.
იმედია დუდაც პრორუსი არ გგონია.

Posted by: sulo 28 Apr 2024, 17:06
QUOTE (NolloN @ 28 Apr 2024, 15:12 )
grou
დედა დედააა მამა მამაო , ბრიტანეთის პრემიერმაც თქვა ამასწინ და დიდი ტაშიც დაიმსახურა. მანამდე დე სანტისმა და ტრამპმა. იტალიის პრემიერ მინისტრმაც. კაჩინსკი უფრო შორს წავიდა და დუდამ ლგპტ იდეოლოგია კომუნიზმზე არანკლებ საშიშიოაო წინაასაარჩევნო შეკრებზე განაცხადა.
* * *
grou
Polish President Andrzej Duda has called the promotion of LGBT rights an "ideology" more destructive than communism, in a campaign speech.
იმედია დუდაც პრორუსი არ გგონია.

რა წაიღეთ ტვინი გენიტალიებზე ბჭობით.. ხომ ხედავთ დასავლეთშიც არ არის ყველა ცალსახა....

საკითხი კი ის არის.... ეხლა ააფეთქებს თუ არა პუტლერი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს....????

თუ ააფეთქა საცხოვრისად გამოუსადეგარი გახდება საქართველოც...

Posted by: გიო88 29 Apr 2024, 23:42
აქტუალურია დღევანდელი ბოდვების მერე ჰა?

Posted by: lexanna 30 Apr 2024, 01:27
anara
QUOTE
ოღონდ აუცილებლად საქმეები უნდა აღიძრას ყველაზე(ოჯახის წევრებზეც), სერიოზული გამოძიებით, კაპიკამდე უნდა ამოუღოთ ტრაკიდან ქვეყნიდან არასწორად აღებული ფული!!!

კი ბატონო მაგრამ სად და ვისტან უნდა იჩივლო??? საკითხავი აი ეგაა! ეგენი არიან ამ ქვეყნის მამაპატრონები! ეს კანონიერი უთოფო ყაჩაღები! ამათ ისე უნდა მოექცნენ როგორც ჩაუშესკუს! კედელთან მიაყენო და მიახვრიტო ეგენი ყველა! სხვა გზას არ ტოვებენ!

Posted by: Mr-President 1 May 2024, 04:23
კრემლს საქართველოს თავის ორბიტაზე დასასმელი რესურსი აღარ აქვს, საკმაოდ დასუსტებულია ამ ომის შედეგად.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)