Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ამერიკის/ნატოს სამხედრო ბაზები საქართველოში


Posted by: Codex 24 May 2024, 10:00
ახლა,
როცა უკვე აღარავინ დავობს, რომ ქოცები არიან რუსეთის მარიონეტული მთავრობა.

ერთადერთი შანსი, რომ რუს-ქოცები დარჩნენ ხელისუფლებაში,
ეს არის ბრუტალური, ძალისმიერი მთოდებით,
რუსეთის ომონის/ბერკუტის ხიშტებზე
და რეპრესიებზე დაყრდნობით.

შესაბამისად,
უნდა ვიფიქროთ ამ საფრთხის განეიტრალებაზე.

მაგალითად,
საქართველოს მოსახლეობის პრო/დასავლური უმრავლესობა იწვევს ნატოს/ამერიკის ჯარებს საქართველოში,
რუსული აგრესიის და დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად?

ეს იქნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა
და ევრო-ინტეგრაციის 100% "გადაზღვევა".

საინტერესო იქნებოდა,
ფორუმი რას ფიქრობს ამაზე?

war.gif
popcorn.gif


პ.ს.

ეს კაცი ხომ იციან ვინ არის ქოცებმა?

ხოდა რა ვიცი აბა,
ცოტა ფრთხილად მოსახვევებში

user posted imageuser posted image

Posted by: gubaz_merve 24 May 2024, 10:36
მე არ ვემხრობი,უფრო ჩვენი ბაზების ერთობლივ გამოყენებაზე დაფიქრდნენ ჯობია.

Posted by: TiredMan 24 May 2024, 10:45
ერთი რამშტაინის ნახევარი მაინც ბაზა სადმე ფოთთან...
და ერთიც სადმე კახეთში
.....

შემოსავალიც იქნება და უსაფრთხოებაც

Posted by: Codex 24 May 2024, 10:47
QUOTE (gubaz_merve @ 24 May 2024, 10:36 )
მე არ ვემხრობი,უფრო ჩვენი ბაზების ერთობლივ გამოყენებაზე დაფიქრდნენ ჯობია.

მთელი "მუღამი" ამერიკული სამხედრო ბაზის არის ის,
რომ რუსეთი ვერ გარისკავს სამხედრო აგრესიას საქართველოს ტეროტორიატე - მესამე მსოფლიო ომის შიშით.

ამ ფუნქციას შეასრულებს ის, რასაც შენ ფიქრობ ნეტა?

და

ამერიკულ ბაზას,
რატომ არ ემხრობი, იქნებ გაგვიშალო?

popcorn.gif

Posted by: Mateo Falcone 24 May 2024, 10:51
გამოვუცხადოთ ომი ამერიკას და


დავნებდეთ რომ მოვლენ user.gif

Posted by: root_admin 24 May 2024, 10:53
მე მინდა ნატორ წევრი საქართველოს ბაზები + ქართულ-ამერიკური ავიაბაზები სენაკში, ბომბორაში, ვაზიანსა და ქედაში

Posted by: gubaz_merve 24 May 2024, 10:55
Codex
ერთობლივი ბაზა ჯობია სტუმრად იარონ მოკავშირეებთან,ჩვენ ისრაელის ტიპის სამხედრო წარმოება შევქმნათ და ვერც მერე გაბედავს თუ ამერიკასთან ვიმეგობრებთ.

Posted by: Codex 24 May 2024, 10:56
QUOTE
ამერიკის/ნატოს სამხედრო ბაზები საქართველოში, რუსეთის პოტენციური, სამხედრო აგრესიის შესაკავებლად
 
ემხრობით მათ განთავსებას?
კი [ 20 ]  [90.91%]


კარგად მივდივართ ფორუმცი.

ამერიკელი მწვანე ბერეტები
და ავიამზიდები გვინდა საქართველოში
ხალხს

mad.gif

გეიგევი ანტონიო ბლინკევიჩო?
ის შავი კაცი რომ არის, თავდაცვის მინისტრი,
ისიც გააღვიძეთ.

user posted image

Posted by: Osaikomi 24 May 2024, 11:03
ყვერებში მახათის თხრის ინსტიტუტი უბდა დაინგრეს საქართველოში.

Posted by: vaho 24 May 2024, 11:05
ჰუსიტები დაბომბავენ.

შარში გავეხვევით...

Posted by: Codex 24 May 2024, 11:05
QUOTE (gubaz_merve @ 24 May 2024, 10:55 )
Codex
ერთობლივი ბაზა ჯობია სტუმრად იარონ მოკავშირეებთან,ჩვენ ისრაელის ტიპის სამხედრო წარმოება შევქმნათ  და ვერც მერე გაბედავს თუ ამერიკასთან  ვიმეგობრებთ.


ამერიკელი ჯარისკაცები იდგნენ ოფიციალურად საქართველოში,
ამერიკული ჰსთ და ჯავშანტექნიკა იდგეს,
ამერიკული (ატომური) ავიამზიდი იდგეს

და

რაც გინდა, ის დავარქვათ მეგობრებო biggrin.gif

სამხედრო წარმოების მოქოქვას დიდი პლუსი რა თქმა უნდა

Posted by: Osaikomi 24 May 2024, 11:09
ყვერებში მახათის თხრის ინსტიტუტი უბდა დაინგრეს საქართველოში.

Posted by: DATKAIA. 24 May 2024, 11:10
ვინც წინააღმდეგია ახსენით აბა რატომ არის ცუდი აქ ამერიკა-ნატოს ბაზები..
იქნებ ჩვენც გაგვინათდეს გონება.
აი მართლა მაინტერესებს რატო ფიქრობთ და რა ალტერნატიული გზა გაგვაჩნია, თუ ქართველი ხარ და გიყვარს ეს ქვეყანა , რა ზიანს მოუტანს ნატოს და ამერიკის ბაზები ჩვენს სამშობლოს.

Posted by: PFU 24 May 2024, 11:12
კე გვინდა... ახლა კი არა, ედიკას დროიდან გვინდა, მარა სადარი... ფაფუ... არალი...
ბაზები კი არა, ძღინკიანი მაპი ვერ გაიმეტეს ტიპებმა 17 წელია.

Posted by: killAvata 24 May 2024, 11:13
რა არის აქ სალაპარაკო.
კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა. ამოისუნთქავდა ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ.
მაკრონი რო ბლატაობს,მოლდოვა კი არა აქეთ გამოუშვას.

სანამ ეუ-ში შევალთ ან ნატოში რამე გარანტიები გვინდა ამ გზაში.

Posted by: gubaz_merve 24 May 2024, 11:15
DATKAIA.
ნატოს ბაზას ამერიკის ბაზაში ნუ აურევ,ჯერ ერთი მეორე მიშა რომ დარჩენილიყო შტურვალთან დღეს პეტრიოტზე ნაკლები სისტემები არც ჩვენ გვექნებოდა ,საკუთარი სამხედრო წარმოებაა საჭირო თორემ ბაზა დღესაა ხვალ შეიძლება გავიდეს.

Posted by: Codex 24 May 2024, 11:16
QUOTE (killAvata @ 24 May 2024, 11:13 )
რა არის აქ სალაპარაკო.
კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა. ამოისუნთქავდა ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ.
მაკრონი რო ბლატაობს,მოლდოვა კი არა აქეთ გამოუშვას.

სალაპარაკო ის არის, რომ ხალხმა უნდა დააყენო მოთხოვნა ოფიციალურად.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ,
თავისი ჯენზური მხარდაჭერით.

დიდ მიტინგზე.

რუსული დიქტატურა გვკლავს და გვიშველე ამერიკა.

მერე ყველაფერი შეიძლება მოხდეს,
ყველაფერი.

ნამეტანი საინტერესო დროში ვცხოვრობთ.



popcorn.gif

Posted by: Tibaani71 24 May 2024, 11:16
რა უცნაური თემები იხსნება ფორუმზე, ცაში დაფრინავს ხალხი და ჰარიჰარალეზე ისვრიან აზრებს! ჩვენი უსაფრთხოების ტექნიკური საშვალება, რომ ჰქონოდა ევროატლანტიკას ისე, რომ პირდაპირ კონფლიქტში არ უწევდეს შესვლა ბნელეთთან წლების გაწევრიანებული ვეყოლებოდით უკვე ნატოში! საქმეც მაგაშია,რომ პირდაპირი კონფლიქტისთვის არ არიან მზად ჩვენი მეგობრები და ამას ვხედავთ უკრაინის მაგალითზე! გაეშვით ამ ტიტანურ, მაგრამ შეუსრულებელ აზრებს! ავიწროვებენ რეგიონში ევროატლანტიკას და ვართ მსხვერპლი ამ პროცესის!!!

Posted by: Giggity 24 May 2024, 11:18
როგორი ბაზა გვინდა ბარემ ეგეც დავაზუსტოთ,

შეიარაღებული ძალების რომელიმე კონკრეტული სახეობის (არმია, ფლოტი, საზღვაო ქვეითები, ავიაცია) თუ გაერთიანებული.

მაინც რო იცოდნენ წინასწარ, გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად.

Posted by: DATKAIA. 24 May 2024, 11:22
gubaz_merve
QUOTE
ნატოს ბაზას ამერიკის ბაზაში ნუ აურევ,

არ ვურევ უბრალოდ ორივე ბაზა ჩვენი უსაფრთხოების გარანტია.
ვერც ამერიკის ბაზას შეეხება ვინმე და ვერც ნატოს.

Posted by: LilyValley 24 May 2024, 11:24
QUOTE (Mateo Falcone @ 24 May 2024, 10:51 )
გამოვუცხადოთ ომი ამერიკას და


დავნებდეთ რომ მოვლენ user.gif

givi.gif


დაეშვით რა

ყველა

Posted by: DATKAIA. 24 May 2024, 11:27
QUOTE
ავიწროვებენ რეგიონში ევროატლანტიკას და ვართ მსხვერპლი ამ პროცესის!

ჩვენს რეგიონში კი მაგრამ ალიანსი გაფართოვდა და ფართოვდება.
ვინმე პატრიოტი არ აღმოჩნდა რა ზემოთ საჭირო დროს საჭირო ადგილას.
არა და ეგეთი მომენტი რაც ახლა არის შეიძლება აღარც დადგეს , ამ ჩრდილოეთ ორბიტას ხო ვერ მოვშორდით ამის დედა ვატირე მე..

Posted by: gubaz_merve 24 May 2024, 11:29
DATKAIA.
რუსები ათი წელი სუ მცირე ფორმაში ვერ ჩადგებიან,მანამდე ნატოში უნდა შევიდეთ და ვისტუმროდ არანაირი პრობლემა არ მექნება smile.gif

Posted by: Osaikomi 24 May 2024, 11:44
“ ბაზა გვინდას” მატარებელმა ჩაიარა უკვე, რეალურად სიტუაცია ცოტა სხვანაირად დგას, ლოგიკას და პრაგმატულობას მოკლებულია ბევრი ამ ფორუმზე.




Posted by: crusader 24 May 2024, 11:50
ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი მყარი გარანტია იქნება ისეთი კონფიგურაცია სადაც ნატო ან მხოლოდ ამერიკა სამხედრო ბაზას განათავსებს საქართველოში.

საქართველო ადრე თუ გვიან გახდება დასავლური ცივილიზაციის აღმოსავლეთ ფორპოსტი. დააკვირდით გარშემო ვინ გვყავს, ავტორიტარები და ფუნდამენტალისტები. ეს სახელმწიფოები არ არიან თავსებადი დასავლურ ცივილიზაციასთან. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ახლა რთულ პერიოდს გავდივართ, ყველაზე წინ ვართ რეგიონში კარგი გაგებით და მგონია რომ პირველები ვიქნებით, ვისაც მართლა ევროპული სახელმწიფო სისტემა გვექნება ამ რეგიონში.

Posted by: Codex 24 May 2024, 12:04
QUOTE (crusader @ 24 May 2024, 11:50 )
ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი მყარი გარანტია იქნება ისეთი კონფიგურაცია სადაც ნატო ან მხოლოდ ამერიკა სამხედრო ბაზას განათავსებს საქართველოში.

საქართველო ადრე თუ გვიან გახდება დასავლური ცივილიზაციის აღმოსავლეთ ფორპოსტი. დააკვირდით გარშემო ვინ გვყავს, ავტორიტარები და ფუნდამენტალისტები. ეს სახელმწიფოები არ არიან თავსებადი დასავლურ ცივილიზაციასთან. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ახლა რთულ პერიოდს გავდივართ, ყველაზე წინ ვართ რეგიონში კარგი გაგებით და მგონია რომ პირველები ვიქნებით, ვისაც მართლა ევროპული სახელმწიფო სისტემა გვექნება ამ რეგიონში.

+ 100

ამას დავამატებდი იმას, რომ დრო ბევრი არ არის დარჩენილი.

იდეალური სცენარი იქნებოდა:


- 10 000ობით მომიტინგე, ევროპის და ამერიკის დროშებით სკანდირებს თავისუფლებას და თხოვს ნატოს სახელმწიფოებს დაცვას,
დიქტატორული რეჟიმისგან
- სიენენ-ბიბისებზე ტრიალებს სისხლიანი დარბევების,
რეპრესიების და არეულობის კადრები
- ნატოს სამშვიდობო ოპერაცია და 2 კვირაში ქოცების და რუსების ომონის დამთავრება.
- ახალი ტექნიკური მთავრობა პრეზიდენტის და ნატოს სამშვიდობოების ორგანიზებით.
- დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პრო-დასავლური მთავრობა.

ამ ყველაფერს დაჭირდება 1-2 ატომური ავიამზიდი ფოთის აკვატორიაში,
რომ რუსების ჩარევა გადააზღვიოს სრულად.

ბირთვული ომის ზღვარზეა, მაგრამ 100%
გაკეთებდი ოპერაციაა.

ხალხისგან დაბრო არის.

გლობალური ომის პარტია აქა ვართ

ხოდა მოძრაობას ველით ჟიდო-მასონებო


user.gif

Posted by: kactus 24 May 2024, 12:05
Codex
QUOTE
სალაპარაკო ის არის, რომ ხალხმა უნდა დააყენო მოთხოვნა ოფიციალურად.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ,
თავისი ჯენზური მხარდაჭერით.

დიდ მიტინგზე.

რუსული დიქტატურა გვკლავს და გვიშველე ამერიკა.

მერე ყველაფერი შეიძლება მოხდეს,
ყველაფერი.

ნამეტანი საინტერესო დროში ვცხოვრობთ.

რა ვიცი,სანამ ოპოზიცია ხელისუფლებაში არ მოვა,არასერიოზულად
მიმაჩნია ამის მოთხოვნა,რა აზრი აქვს?
ახლა,შეიძლება აშშ-ს ვთხოვოთ მხარდაჭერა,
მაგრამ ბაზ(ებ)ის მოთხოვნა? პარდონ,დაუფიქრებელი ნაბიჯი იქნება.
ქოცების გასტუმრების შემდეგ კი,ბატონო,არაფერი მაქვს საწინააღმდეგო,
პირიქით,მივესალმები. boli.gif

Posted by: Codex 24 May 2024, 12:09
kactus
QUOTE
ქოცების გასტუმრების შემდეგ კი,ბატონო,არაფერი მაქვს საწინააღმდეგო,


მადამ,
აი ეს ფრაზაა მანდ საკვანძო.

როგორ ვაპირებთ ქოცების გასტუმრებას
თუ გრუ-ს ომონი/ვაგნერელები შემოყარეს რუსებმა?

მანდ პროტესტი-შმოტესტი-არჩევნები-შმარჩევნები დამთავრებულია.

user.gif

Posted by: ignorant 24 May 2024, 12:11
ფანტასტიკის სფეროს შევეხეთ და ბარემ ავწიოთ პლანკა და პირდაპირ
"პლანეტების გაერთიანებულ ფედერაციას" ვთხოვოთ დახმარება.

user posted image

Posted by: qristefore 24 May 2024, 12:16
რის საფუძველზე შეიძლება გააკეთონ, თორემ კარგი იქნებოდა კი biggrin.gif

QUOTE
საქართველოს მოსახლეობის პრო/დასავლური უმრავლესობა იწვევს ნატოს/ამერიკის ჯარებს საქართველოში,

ამის პრეცედენტი არსებობს? rolleyes.gif

Posted by: Codex 24 May 2024, 12:17
qristefore
QUOTE
ამის პრეცედენტი არსებობს?


რა თქმა უნდა.

სერბეთი და მილოშევიჩის პრეცედენტი 1999 წელს.
პანამასა და ნორიეგას პრეცედენტი 1989 წელს.

ინტერესი და "ტრაკი" იყოს
და ქეისი მოიძებნება სამართლებრივი.

user.gif

Posted by: kactus 24 May 2024, 12:23
Codex
QUOTE
როგორ ვაპირებთ ქოცების გასტუმრებას
თუ გრუ-ს ომონი/ვაგნერელები შემოყარეს რუსებმა?

ჰო,ნუ,მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევისთვის,
ოპოზიციას უნდა ჰქონდეს უკვე დაწყებული კონსულტაციები
აშშ-ს ოფიციალურ წრეებთან.
ეს ყვირილისა და ხმაურის გარეშეც შეიძლება.
აქციებზე ევროკავშირის დროშებთან ერთად, აშშ-ს დროშების მომრავლებაა
საჭირო.ამაზე დიდი ხანია დავწერე. boli.gif

Posted by: DATKAIA. 24 May 2024, 12:26
QUOTE
რუსები ათი წელი სუ მცირე ფორმაში ვერ ჩადგებიან,მანამდე ნატოში უნდა შევიდეთ და ვისტუმროდ არანაირი პრობლემა არ მექნება

ღმერთმა გისმინოთ, მაგრამ მახსოვს აქ იწერებოდა სანქციების მერე რომ რუსეთი 6 თვეს ,
ჰა, ჰა 1 წელი მაქსიმუმ ომი გაქაჩოს,
შეუკავებელი ინფლაცია, დეფლოტი და დაქუცმაცება საღორის ყველა რეგიონის.
მაგრამ მაინც აგრძელებენ ეგ ღორისშვილები უკრაინის ტერორს და ყველაფერს ცუდს .
ფაქტია რომ ამ ეტაპზე მაგათი ეკონომიკა ვერ ჩამოიშალა და აგრძელებს ომს , ადრე თუ გვიან ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული მაგრამ როდის იქნება ეგ დედა ატირებული?
რომი დაიშალა, ბიზანტია და რა გახდა ეს ამის დედა ვატირე , რით ვერ დამთავრდა ამათი არსებობა.
ამხელა ქვეყნის დაშლა რთულია ორ-სამ წელიწადში , არც მოკვდა ის შობელძაღლი რომ ვინმე სხვა ღორმა ჩაანაცვლოს რომელიც იდეოლოგიურ მარცხს იგემებს

Posted by: iosebovich 24 May 2024, 12:26
ნეტა ერთი არ ფანტაზიორობდეთ რაა. ერთი ავტომატი არ მოუციათ და ბაზებიო smile.gif აი უნდათ და ვერ ბედავენ ხო? biggrin.gif და მომიტინგეების მიმართვას ელოდებიან biggrin.gif მაგათ თუ ეგრე გააგრძელეს ის სამკუთხედი (რუსეთი-ჩინეთი-ირანი) ყველაფერს წაართმევენ 2-3 წელიწადსი და უყარონ მერე კაკალი. კაი სტატიაა უცხოური პრესის პალიტრაში, ბაიდენის და სალივანის ჩAჯმაზე, უკანდახევაზე და მოკავშირების ღალატზე (ისრაელი) . იქამდე მივიდა საქმეო რო ამერიკის უსაფრთხოების საკითხი დადგაო დღის წესრიგშიო და ეს ორი სირი ყურებსაც არ იბერტყავსო და ბაიდენს მე-15 პრეზიდენტს ადარებენ, სამოქალაქ ომამდე რო მივიდა მაშინ საქმეო. ეს გამოსირებული ესაო. ასე რო ბაზები არაა შვიშტოკი, თორე მე დიახს მივაჭირე გამოკითხვაში მარა უტოპიაა რაა. ამ ეტაპზე .

Posted by: Ormurin_Langi 24 May 2024, 12:27
ანუ 80% საბოლოოდ აბარებთ ამერიკას ნაცებო ? არ გაგივათ ბატონი დიტო არ დაუშვებს ამას .

Posted by: sulo 24 May 2024, 12:33
QUOTE (TiredMan @ 24 May 2024, 10:45 )
ერთი რამშტაინის ნახევარი მაინც ბაზა სადმე ფოთთან...
და ერთიც სადმე კახეთში
.....

შემოსავალიც იქნება და უსაფრთხოებაც

ზუსტად ზუსტად....... კარგი შემოსავლის წყაროც არის ხოლმე ამერიკული ბაზები.....smile.gif

ამ რეგიონში ამერიკელებს კარგი მოკავშირე სჭირდებათ,

თუ ირან რუსეთს ვეხუტეთ რაში ვჭირდებით,, ასე ბატონო მალე სომხები გაგვასწრებენ და მათთან იქნება ამერიკული ბაზები, მით უმეტეს სომხეთს ამერიკაში ძალიან ძლიერი დიასპორა ჰყავს...

Posted by: Codex 24 May 2024, 12:44
kactus
QUOTE
აქციებზე ევროკავშირის დროშებთან ერთად, აშშ-ს დროშების მომრავლებაა
საჭირო.ამაზე დიდი ხანია დავწერე.


სრულებით გეთანხმებით.
და მომრავლდა კიდეც,
ჩემი დაკვირვებით biggrin.gif

QUOTE
ოპოზიციას უნდა ჰქონდეს უკვე დაწყებული კონსულტაციები
აშშ-ს ოფიციალურ წრეებთან.


სავარაუდოდ ასეც არის.

უბრალოდ ერთი მომენტია,
ნატოს სამშვიდობო-სამხედრო მანდატის ლეგიტიმაციას,
სწორედაც რომ საერთო-სახალხო ხმაური
და ამის საინფორმაციო ბრენდინგი ჭირდება.

უიარაღო, პრო-დასავლელ ქართველ უმრავლესობას - გვხოცავს რუსული ტერორისტული რეჟიმი

და
რა ვიცი,
ძაან შორს არც ვართ მაგ მდგომარეობიდან sad.gif






Posted by: Tibaani71 24 May 2024, 12:45
sulo
QUOTE
ასე ბატონო მალე სომხები გაგვასწრებენ და მათთან იქნება ამერიკული ბაზები, მით უმეტეს სომხეთს ამერიკაში ძალიან ძლიერი დიასპორა ჰყავს...

რა სომხეთი და რა ბაზები? საერთოდ აანალიზებთ ეხლა რა პროცესები მიდის? დაკარგავს საქართველოს და დამთავრებულია სომხეთის საკითხი ავტომატურად! მათზე არაფერი იქნება დამოკიდებული! საქართველოს ახევენ ევროატლანტიკას და ავიწროებენ რეგიონიდან! როგორც ვატყობ თურქეთც კი არ არის ეხლა ამ საკითხში ევროატლანტიკის მხარდამჭერი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამის მტკიცებულება ერდოღანის დახვედრა იყო კობახიძესადმი და შემდეგ ალიევის განცხადება სამხრეთ კავკასიაში არარეგიონალური ქვეყნების აქტიურობასთან დაკავშირებით!

Posted by: dinamosfan 24 May 2024, 12:49
Tibaani71
QUOTE
რა სომხეთი და რა ბაზები? საერთოდ აანალიზებთ ეხლა რა პროცესები მიდის? დაკარგავს საქართველოს და დამთავრებულია სომხეთის საკითხი ავტომატურად! მათზე არაფერი იქნება დამოკიდებული! საქართველოს ახევენ ევროატლანტიკას და ავიწროებენ რეგიონიდან! როგორც ვატყობ თურქეთც კი არ არის ეხლა ამ საკითხში ევროატლანტიკის მხარდამჭერი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამის მტკიცებულება ერდოღანის დახვედრა იყო კობახიძესადმი და შემდეგ ალიევის განცხადება სამხრეთ კავკაშიაში არარეგიონალური ქვეყნების აქტიურობასთან დაკავშირებით!

ყველა ავტორიტარის კოშმარია დემოკრატიული ქვეყნის საზღვართან არსებობა
აქ ბიდლო რომ იმას ჭამს რუშეთშ ამელიკის ბაზები და ნატოს ბაზები არ უნდაო საზღვართან არადა რეალურად უკონტროლო დემოკრატიული ქვეყანა არ სჭირდება
იგივეა ილხამაც
ერდოც

Posted by: masai11 24 May 2024, 12:51
51 შტატად მიგვიღონ!

პრეზიდენტმა სთხოვოს აშშ-ს მთავრობას ოფიციალურად და უკვე 26 მაისს აშშ-ს ჯარებთან ერთად ჩაიბაროს აღლუმი.

თქვა რომ პრემიერი და პარლამენტი კონსტიტუციიდან არიან გასულები, რომ ქვეყანა ოკუპაციის საფრთხის წინაშეა და ქართველი ხალხის სახელით ითხოვოს აშშ-ს დახმარება.

Posted by: buxxx 24 May 2024, 20:21
მოვიწვიოთ ჰა
ამერიკავ გიწვევ ბაზები ჩაგვიდგი!
როდის ჩამოვლენ?

Posted by: kodeqsi 24 May 2024, 21:59
აშუშუს სამხედრო ბაზები ჩვენთან იგივეა, რაც ნატოში ვიყოთ და ნეტა ამ გზით მაინც აღმოვჩნდეთ ნატოში... bis.gif

Posted by: შაქროII 24 May 2024, 22:10
აუცილებელია და აუცილებლად განთავსდება, ერთი კი არა სამი:
ზემო იმერეთში კახეთში და ჯავახეტში.

Posted by: GIORGI XXL 25 May 2024, 00:26
QUOTE (Tibaani71 @ 24 May 2024, 12:45 )
sulo
QUOTE
ასე ბატონო მალე სომხები გაგვასწრებენ და მათთან იქნება ამერიკული ბაზები, მით უმეტეს სომხეთს ამერიკაში ძალიან ძლიერი დიასპორა ჰყავს...

რა სომხეთი და რა ბაზები? საერთოდ აანალიზებთ ეხლა რა პროცესები მიდის? დაკარგავს საქართველოს და დამთავრებულია სომხეთის საკითხი ავტომატურად! მათზე არაფერი იქნება დამოკიდებული! საქართველოს ახევენ ევროატლანტიკას და ავიწროებენ რეგიონიდან! როგორც ვატყობ თურქეთც კი არ არის ეხლა ამ საკითხში ევროატლანტიკის მხარდამჭერი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამის მტკიცებულება ერდოღანის დახვედრა იყო კობახიძესადმი და შემდეგ ალიევის განცხადება სამხრეთ კავკასიაში არარეგიონალური ქვეყნების აქტიურობასთან დაკავშირებით!

საქართველო ზის როგორც საცობი ბოთლის ყელში. ბოთლი კი სომხეთ აზერბაიჯანის გარდა შუააზიასაც მოიცავს. ასე რომ ვოვა საქართველოს დაჭერით კურდღლების ფერმას იჭერს.

Posted by: Alexandria 25 May 2024, 01:19
kodeqsi
QUOTE
აშუშუს სამხედრო ბაზები ჩვენთან იგივეა, რაც ნატოში ვიყოთ და ნეტა ამ გზით მაინც აღმოვჩნდეთ ნატოში...

რა ეშმაკები ვართ ეს ქართველები... smile.gif

GIORGI XXL
QUOTE
საქართველო ზის როგორც საცობი ბოთლის ყელში. ბოთლი კი სომხეთ აზერბაიჯანის გარდა შუააზიასაც მოიცავს. ასე რომ ვოვა საქართველოს დაჭერით კურდღლების ფერმას იჭერს.

რუსეთი ვერ ჩაკეტავს შუა დერეფანს, რაც არამარტო საქართველოს, არამედ ჩინეთისა და ევროპის ინტერესებშიც შედის.

Posted by: GIORGI XXL 25 May 2024, 01:37
Alexandria
QUOTE
რუსეთი ვერ ჩაკეტავს შუა დერეფანს

მთავარი მიზანი ეს არის და სხვა რა დარჩა, იქნებ ლამაზი თვალები?

Posted by: Codex 25 May 2024, 08:41
QUOTE
ამერიკის/ნატოს სამხედრო ბაზები საქართველოში, რუსეთის პოტენციური, სამხედრო აგრესიის შესაკავებლად
 
ემხრობით მათ განთავსებას?
კი [ 100 ]  [88.50%]
არა [ 12 ]  [10.62%]
არ ვიცი [ 1 ]  [0.88%]



აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ამერიკულ ბაზებს.

ანუ რა გამოდის?
"აბა ომი ჰვინდა??" - ჩაჯმული ჰომო ქოცარიუსის სათქფლეფი ნარატივი აღარ მუშაობს.

აქ თუ ჩადგა ამერიკის ბაზა უმოკლეს დროში - "რუსეთი ხო არ გაღიზიანდება"?
biggrin.gif

ძია სემ,
შენი ბაზებით და ჯარისკაცებით,
სამხედრო ტექნიკა და ამუნიციით ამოტენე საქართველო,
და დანარჩენი ჩვენ ვიცით.

love.gif

MEGOBARI დაიდოს და ჰომო ქოცარიუსებს
და სხვა მორუსო-მოჩუნილეო ელემენტებს,
შევჭამთ ცოცხლად
და აღარ მოვდჟვამთ biggrin.gif

Posted by: .ქომ 25 May 2024, 08:51
აი როგორ წარმოგიდგენიათ მსგავსი რამ, ასე უბრალოდ ადგეს შტატები და ჯარი განათავსოს? ახუიეწ!
და რას დაარქმევთ მერე? ოკუპაციას?

Posted by: Codex 25 May 2024, 09:05
.ქომ
QUOTE
აი როგორ წარმოგიდგენიათ მსგავსი რამ, ასე უბრალოდ ადგეს შტატები და ჯარი განათავსოს? ახუიეწ!
და რას დაარქმევთ მერე? ოკუპაციას?


ოკუპაცია რატომ უნდა დავარქვათ, როცა საქართველო/ქართველი ხალხი
თხოვს და მოიწვევს ნატოს/ამერიკის ჯარებს?
ხელშეკრულებით და საკუთარი სურვილით?

ვიღაცეები ამბობენ, რომ ევროპა ოკუპირებულია ამერიკის ბაზებით,
რომელიც იქ დგას?

შენც ეგრე ხო არ ფიქრობ?

user.gif

Posted by: kodeqsi 25 May 2024, 18:08
Alexandria
QUOTE
რა ეშმაკები ვართ ეს ქართველები...

და განსაკუთრებით ფემინომდედრი გენდეროურთიერთობათა სრულ სპექტრში... )))

პოლიტიკურად კი ჩვენზე მეტად ეშმაკი ალიევი აღმოჩნდა, ტიპი დე-ფაქტო უკვე ნატოშია... თურქეთთან ისეთი ძმური ურთიერთობები ააწყო საბოლოოდ, რომ სამხედრო კონფლიქტში გარანტირებული აქვს იმის პირდაპირი ჩართულობა თუ გაუჭირდა, თურქეთის ჩართვა ომში კი მთელი ნატოს ჩაბმას ნიშნავს... აი ასე უნდა შეძვრე ნატოში გვერდითი კარიდან მაინც, თუ ცენტრალურიდან არ გიშვებენ... old.gif )))

Posted by: thug 25 May 2024, 18:24
QUOTE
ემხრობით მათ განთავსებას?
კი [ 107 ]  [86.99%]


Posted by: dxm1 25 May 2024, 19:01
ხო რადგანაც თქვენ ემხრობით გადაწყვეტილია... შემოვლენ love.gif დღეს თუ არა იმ კვირაში...
ხალხი რა ილუზიებში ცხოვრობს facepalm.gif

Posted by: Barbarita0077 25 May 2024, 19:15
Codex
ძია სემ,
შენი ბაზებით და ჯარისკაცებით,
სამხედრო ტექნიკა და ამუნიციით ამოტენე საქართველო,
და დანარჩენი ჩვენ ვიცით.

და რას იზამთ?

Posted by: Alexandria 26 May 2024, 10:17
kodeqsi
QUOTE
აი ასე უნდა შეძვრე ნატოში გვერდითი კარიდან მაინც, თუ ცენტრალურიდან არ გიშვებენ..

ფანჯრიდან გვატარონ კიდევ მეტი რომანტიულობისთვის, არ უნდათ? fig.gif
და საერთოდ, ეს თურქეთი იმდენს ხტუნაობს, თავადაც არ გამოუშვან მაგ გვერდითი კარიდან )))

Posted by: levani169 26 May 2024, 12:16
Codex
QUOTE

"აბა ომი ჰვინდა??" - ჩაჯმული ჰომო ქოცარიუსის სათქფლეფი ნარატივი აღარ მუშაობს.

რომ არ დგამს და არც აპირებს ჩადგმას,შშის მიზეზიც ეგ არის ........ წაგვაქეზონ მურა ძაღლივით და შეგვაჭამონ რუსეთს.
მეგობრისგან ღალატი და დაკიდება უფრო საწყენია ვიდრე ჩხუბში გალახვა!

Posted by: ჯარჯი 26 May 2024, 12:24
აქამდე უნდა შემოეყვანათ ნატოს ჯარები.
ავღანეთის მისიებში რომ გვყავდა ჯარები მაშინ უნდა მოეთხოვათ მინიმუმ ორი ბაზის განთავსება.

ეს დედაარღნიანი მე ავღანეთში ვიყო და სახლი დაუცველი მქონდეს სადაური სამართალია?

კი ნატოს კონტიგენტს!

პ.ს გრიშას ნამუსზეა ჩვენი უბედურება ხიხოც მაგან მოიყვანა.

Posted by: kactus 26 May 2024, 12:34
იმედია,გაგონილი,ან წაკითხული გაქვთ "ხევსურების წერილი
ამერიკის მთავრობას". smile.gif boli.gif

ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას

ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან და ხშირად გვეუბნებიან მაგრამ ჩვენ თანახმა არ ვართ სანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი არა გვაქვ მაგრამ ხმალითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრამ ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძლიერის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მშველელი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელ დღეში იართ ჩვენ. მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები გიგა ლიქოკელი ვ. გორგილაშვილი 23-6-36 წ.

Posted by: Osaikomi 26 May 2024, 13:04
დაველოდოთ , ჯერ უკრაინას მოაგებინონ , და ბაზებზე მერე დაველაპარაკოთ.

Posted by: B-E-R-U 26 May 2024, 13:09
არ განგინთავსებს ფრონტის ხაზზე ნატო და ამერიკა არანაირ ბაზას. ეს პატარა ქვეყანა, ფრონტის ხაზია მთლიანად. მითუმეტეს დღევანდელი ბიუროკრატიული დასავლეთი. მილიარდჯერ რომ ზომავენ და ერთხელ რომ ძლივს ჭრიან. დროა გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ. თუ დაწყნარდა ეს რეგიონი და ის დედმოტ*ნული მორდორი თუ ოდესმე ნორმალურ სახელმწიფოს დაემსგავსა, მაშინ ხო... იქამდე კი ვიოცნებოთ და ვიყოთ smile.gif

Posted by: Hermyon 26 May 2024, 13:37
მაგ ბაზების არდადგმის გამო რომებისნ უკრაინელებს თუ ვცდები შემისწორეთ

Posted by: konformist 26 May 2024, 13:47
ვემხრობი კი არა, ეს პერსპექტივა დღეს ისეთი რეალურია, როგორც არასდროს აქამდე
მხოლოდ ერთი რამეა საჭირო პროცესი რომ დაინიცირდეს - ქოცების უკანმოუბრუნებლად მოსროლა

Posted by: HellFire 26 May 2024, 13:51
ეს ისეთი თემაა , მარტო კახა კუკავა რომ იყოს ამის მხარდამჭერი მას მივცემდი ხმას, სხვა ყველაფერს დავიკიდებდი

Posted by: Hermyon 26 May 2024, 14:16
Codex
QUOTE
ემხრობით მათ განთავსებას?
კი [ 100 ]  [88.50%]
არა [ 12 ]  [10.62%]
არ ვიცი [ 1 ]  [0.88%]


აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ამერიკულ ბაზებს.

გგონია ფორუმზე 200 კაცის აზრი=ქართველი ხალხის აზრს? biggrin.gif

Posted by: burke 26 May 2024, 14:33
QUOTE (B-E-R-U @ 26 May 2024, 13:09 )
არ განგინთავსებს ფრონტის ხაზზე ნატო და ამერიკა არანაირ ბაზას. ეს პატარა ქვეყანა, ფრონტის ხაზია მთლიანად. მითუმეტეს დღევანდელი ბიუროკრატიული დასავლეთი. მილიარდჯერ რომ ზომავენ და ერთხელ რომ ძლივს ჭრიან. დროა გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ. თუ დაწყნარდა ეს რეგიონი და ის დედმოტ*ნული მორდორი თუ ოდესმე ნორმალურ სახელმწიფოს დაემსგავსა, მაშინ ხო... იქამდე კი ვიოცნებოთ და ვიყოთ smile.gif

+1


30 ამერიკული ბაზა

30

Posted by: ჯარჯი 26 May 2024, 16:04
B-E-R-U
QUOTE
არ განგინთავსებს ფრონტის ხაზზე ნატო და ამერიკა არანაირ ბაზას. ეს პატარა ქვეყანა, ფრონტის ხაზია მთლიანად. მითუმეტეს დღევანდელი ბიუროკრატიული დასავლეთი. მილიარდჯერ რომ ზომავენ და ერთხელ რომ ძლივს ჭრიან. დროა გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ. თუ დაწყნარდა ეს რეგიონი და ის დედმოტ*ნული მორდორი თუ ოდესმე ნორმალურ სახელმწიფოს დაემსგავსა, მაშინ ხო... იქამდე კი ვიოცნებოთ და ვიყოთ


ვერ გეთანხმები. ბალტიისპირეთი ნატოა ახლა მიიღეს ფინეთი და შვედეთი ეგეც ნატოა და ეგეც "ფრონტის წინა ხაზი"
ყველა შანსი გვაქვს რომ ნატოში შესვლამდე შემოვიყვანოთ.
მთავარია ჩვენი პოლიტიკური ნება და გამბედაობა.
რუსეთს რომ ტრაკი ქონოდა 2008ში თურქეთს და ამერიკას არ "დაუზადნავდა", თუ ვინმეს გონია რომ ევროპელი ლიდერების ჩარევა საკმარისი იქნებოდა ოკუპაციის შესაჩერებლად აგერ უკრაინის მაგალითი საკმარისია რომ დარწმუნდეს.
სასომხეთშიც დაზადნა თურქეთ-აზერბაიჯანთან იმიტომ რომ თურქეთი არც იქ მოერიდებოდა ომს როგორც სირიაში დაეტაკა რუსეთს.
ნატო გვინდა ჰაერივით!
არანაირი ირანი და 3+3.


Posted by: kodeqsi 26 May 2024, 17:11
Alexandria
QUOTE
ფანჯრიდან გვატარონ კიდევ მეტი რომანტიულობისთვის

ცალ ფეხზე დგომით ფანჯრიდანაც უნდა შევხტეთ ნატოშია, თუ გამოგვივა და ოღონდ გამოგვივიდეს და ჩაგვიხუტონ, არ იცოდი?.. inlove.gif

QUOTE
თურქეთი იმდენს ხტუნაობს, თავადაც არ გამოუშვან

იმიტომაც ხტუნაობს, რომ იცის არავინაა მისი გამომშვები და ჩამნაცვლებელი დიდი პოლიტიკის თამაშის მსოფლიო წესების თანახმად!.. old.gif


p.s. ეს გვევასა მაგრა მე და ბატონ მმდეს, ტიკ-ტოკზე იდო: ღმერთო, რამდენჯერაც მე მაისში თბილი ტანსაცმელი შევინახე და მერე ისევ უკან ამოვალაგეო, იმდენი მილიონი მომცაო... )))

https://vt.tiktok.com/ZSY2UhmtT/

Posted by: Ambitious_Person 26 May 2024, 17:28
საქმე ჯარის ფიზიკურად ყოფნაში არაა,
მთავარი არის იმ მოლოდინის გაჩენა რომ ამერიკა თუ რამეა ჩაერევა სამხედრო შემოტევის შემტხვევაში
რა აზრი აქვს აქ თუნდაც ათასი ჯარისკაცის ყოლას თუ სერიოზული გარანტი არ იქნება რომ ჩაერევა ?


რუსეთის შემთხვევაში , ახლა ხომ ძალიან მცირე ნაწილი დგას აფხაზეთში?
რატომ არ შევდივართ ? იმიტომ რომ ვიცით ჯერჯერობით რუსებს აქვთ ტრაკი გაუწიონ სამხედრო დახმარება


ნატო იქნება თუ სხვა გაერთიანება ეს გვჭირდება ჩვენ უფრო

Posted by: იბერი. 26 May 2024, 18:39
ამათ სხვა რუკა აქვთ biggrin.gif biggrin.gif


Posted by: JoePistone 26 May 2024, 18:51
DATKAIA.
QUOTE
რა ზიანს მოუტანს ნატოს და ამერიკის ბაზები ჩვენს სამშობლოს

რა ზიანიც უკრაინას მოუტანა

Posted by: random1234 26 May 2024, 18:53
ჯარჯი
QUOTE
ფინეთი და შვედეთი

ამ ქვეყნებში არ აქვთ სამხედრო ბაზა
მარტო ფრონტის ხაზში არაა პრობლემა, ნატო ბევრს საქველმოქმედო ორგანიზაციასავით წარმოუდგენია მარა არაა ეგრე, თავიანთი კონკრეტული სტრატეგია აქვთ და ძაან მეეჭვება საქართველო ეგეთი კრიტიკული იყოს მაგათთვის რისკების გათვალისწინებით რომ სამხედრო ბაზები განათავსონ.
ამ იდეის ერთადერთი მხარდამჭერი ალბათ თურქეთი იქნებოდა, ისიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე - რუსეთი რო რეგიონიდან გამოაგდონ და ირანის პრევენცია

Posted by: ჯარჯი 26 May 2024, 19:24
random1234
QUOTE
ირანის პრევენცია


გამარჯობა აი რაშია საქმე،
ირანი ამასწინათ რუსეთივით ჩაერია ჰამასის მიერ ინიცირებულ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში და რატომ არუნდა დავგმოთ მისი პოლიტიკა მკაფიო პოზიციით?
კუანა რუსეთი მთელი ისტორიის მანძილზე დასუსტებული მეზობლების ჩაგვრა-დაპყრობით იყო დაკავებული და "გეოპოლიტიკას" უწოდებს ამ თავის "ბესპრიძელს".ანალოგია ირანთანაც სრულიად სამართლიანია.
ჩვენ უკიდურესად სამართლიანები უნდა ვიყოთ რომ ისტორიული სამართლე არ დავკარგოთ.
თურქეთად რომ არ მოინათლოს ნატოს "დაპატიჟება" კონტიგენტის "მრავალფეროვნებაზე" ინგლისი,გერმანია,საფრანგეთი და ამერიკა სიამოვნებით იზრუნებენ, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი და თან ჯარის როტაციის დადებით მომენტებსაც აუცილებლად დააფასებს სრულიად ნატო.

სპეციფიკას რაც შეეხება და "პროვოცირების"პრევენციას، არაა აუცილებელი მასშტაბური წვრთნების ჩვენთან ჩატარება. სადმე მსგავსი რელიეფის ტერიტორიებიც მოიძებნება.
ნატოს არ ეშინია და ჩვენ რამ დაგვაფრთხო?
საიდუმლოდ უნდა შევუთანხმდეთ და სწრაფად შემოვიყვანოთ.
ტოჟე მნე "მოლოტოვ-რიბენტროპი" wink.gif

Posted by: kea 26 May 2024, 19:38
QUOTE
თუ დაწყნარდა ეს რეგიონი და ის დედმოტ*ნული მორდორი თუ ოდესმე ნორმალურ სახელმწიფოს დაემსგავსა, მაშინ ხო...

მერე რა შაშად და კოლად მინდა ნატოს ბაზა? მორდორი რო ნორმალური სახელმწიფო ყოფილიყო ახლა ვიჩხუბებდით იმაზე ტომიჯერი ჯობია თუ ნუპაგადი.

ნატოს ბაზა ბროშკა კი არაა სილამაზისთვის დაგვაკოსონ. თუ სტრატეგიულად სჭირები შტატებს და მის ინტერესებში წარმოადგენ დიდ წონას + გემუქრება საფრთხე მიგიღებენ ნატოში.

ენდე ფინეთი, რუსიც გაისუსა და ნატომაც შეისრუტა ორ კვირაში სპაგეტივით.
ვართ ჩვენ ფინეთი?


Posted by: ჯარჯი 26 May 2024, 19:44
kea
QUOTE
ენდე ფინეთი, რუსიც გაისუსა და ნატომაც შეისრუტა ორ კვირაში სპაგეტივით.
ვართ ჩვენ ფინეთი?

უკეთესი ვართ ფინეთზე. თურქეთი სულ ტრაქს ათამაშებს და ჩვენ გაცილების მყარი პარტნიორები უნდა ვიყოთ.

Posted by: random1234 26 May 2024, 20:59
ჯარჯი
QUOTE
ირანი ამასწინათ რუსეთივით ჩაერია ჰამასის მიერ ინიცირებულ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში და რატომ არუნდა დავგმოთ მისი პოლიტიკა მკაფიო პოზიციით?

მანდ მთავარი კითხვაა - რატო უნდა დავგმოთ? თურქეთისგან განსხვავებით არანაირი ინტერესები არ გვაქვს მცირე აზიაში
ვაჟკაცობას, სიმართლეს და ა.შ გეოპოლოტიკაში არ უნდა ეძებო, გაქანებული ანარქიაა

Posted by: Cadmus 26 May 2024, 21:04
ორიოდე ფაქტი:
1) ჰასაქაში (სირია) რამოდენიმე კმ-ს დაშორებით, განთავსებულია რუსული და ამერიკული ბაზები ან როგორც მინიმუმ ე.წ "ჩექ ფოინთები"
2) ყატარი - დოჰა 10-20 წლის მანძილზე იყო ტალიბანის ოფიციალური წარმომადგენლობა, როდესაც იგივე ყატარში ალ-უბეიდის ბაზა არის (ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული ბაზა ამერიკის ფარგლებს გარეთ კერძოდ ახლ.აღმოსავლეთში)

user posted image

Posted by: godblessamerica 26 May 2024, 21:15
ამერიკის ბაზები საქართველოში მაგარი იქნებოდა,მაგრამ სამწუხაროდ საერთაშორისო შეთანხმებებით ამერიკას შავ ზღვაზე შემოსვლის უფლება არ აქვს,ამიტომ ავირციეთ ფრთხილი პოლიტიკა, თუკი ამერიკა წარმატებებს მიაღწევს და შავ ზღვაზე პოზიციებს გაიმყარებს,მშინვე გამოკვეთილი პროამერიკული პოზიცია უნდა დავიკაოთ,მანამდე ფრთხილ მოლოდინის რეჟიმში ვიყოთ

Posted by: ჯარჯი 26 May 2024, 21:33
random1234
QUOTE
მანდ მთავარი კითხვაა - რატო უნდა დავგმოთ? თურქეთისგან განსხვავებით არანაირი ინტერესები არ გვაქვს მცირე აზიაში
ვაჟკაცობას, სიმართლეს და ა.შ გეოპოლოტიკაში არ უნდა ეძებო, გაქანებული ანარქიაა


რატო უნდა დავგმოთ? იმიტომ რომ ადამიანური თანაგრძნობა გაგვაჩნია და მაღალი კულტურა და შეგნება.
"გეოპოლიტიკა" პიდარასტი პუტინის მოგონილ-გავრცელებული ტერმინია საბჭოთა კავშირის დაშლა "დიდ გეოპოლიტიკურ კატასტროფად" მონათლა. კოლუმბის დროს იყო უკვე მოძველებული გეოპოლიტიკა შორს იყურებოდა ხალხი.
ბოლობოლო გაერო როცა არსებობს მყარი ტრადიციები და ისტორია გააჩნია რაღა დროს გეოპოლიტიკაა?
მცდარი შეხედულებების და მახინჯი არასრულფასოვანი აზროვნების ნაყოფია "გეოპოლიტიკა" და ვხედავთ შედეგებს დაწყებული კავკასიიდან დამთავრებული მოლდოვა-უკრაინით.

მორალურ სიმართლეზე დიდი ძალა არ არსებობს და იმიტომ უნდა დავგმოთ დასაგმობი.

Posted by: kea 26 May 2024, 22:09
ჯარჯი
QUOTE
თურქეთი სულ ტრაქს ათამაშებს და ჩვენ გაცილების მყარი პარტნიორები უნდა ვიყოთ.

თურქეთს დრაგის თამაშს კიდე აიტანს მართლაც რო სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, აი კობახიძე რო გყავს მთავრობაში და ერის მამამ შავ ზღვაში რა უნდა ამერიკელსო, მაგას რისი თამაში ქვია.

Posted by: Internet_Contraband 26 May 2024, 22:19
კი, აი ქართული ოცნება ეგაა თუ არის. გარანტირებული უსაფრთხოება დემოკრატიული ქვეყნ(ებ)ისგან რო მშვიდად განვითარდე. love.gif

P.S. თავის დროზე თურქებმა გამოსვლები და აქციები მოაწყვეს იმისთვის რომ აშშ-ს იქ ბაზა გაეხსნა და მეორედ იმიტომ რომ იმ ბაზაზე ბირთვული იარაღი ჩაეტანა, რომელსაც მოყვა მერე კუბის ბირთვული კრიზისი, თუმცა თურქეთში აშშ-ს აეროპორტიც დარჩა და აშშ-ს ბირთვული იარაღიც, რომელსაც მართალია აშშ მართავს და აკონტროლებს, მაინც თურქეთის უსაფრთხოების გარანტია.

user posted image

user posted image

Posted by: kodeqsi 26 May 2024, 23:38
Ambitious_Person
QUOTE
რა აზრი აქვს აქ თუნდაც ათასი ჯარისკაცის ყოლას თუ სერიოზული გარანტი არ იქნება რომ ჩაერევა ?

ის აზრი აქვენ, რომ ცხვირს ვეღარ შემოჰყოფს აქ მერე ღრუსული ჩექმა... აშუშუს სამხედრო ბაზები აქ იქნება აშუშუს ინტერესების სადარაჯოზე და არა მუზეუმის სტატუსით, ჰოდა არაა აშუშუს ინტერესში აქ ღრუსთ ტანკთ ბოგინი... რო იყოს, მაშინ არც ბუქარესტში დაგვპირდებოდნენ ნატოობას და არც ძია ბუში გვეწვეოდა საოცარ სტუმრადა...

Posted by: Mr_Crowley 26 May 2024, 23:41
QUOTE (root_admin @ 24 May 2024, 10:53 )
მე მინდა ნატორ წევრი საქართველოს ბაზები + ქართულ-ამერიკური ავიაბაზები სენაკში, ბომბორაში, ვაზიანსა და ქედაში

ბაბუშერაში
yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: Alexandria 27 May 2024, 01:59
kodeqsi
QUOTE
ცალ ფეხზე დგომით ფანჯრიდანაც უნდა შევხტეთ ნატოშია, თუ გამოგვივა და ოღონდ გამოგვივიდეს და ჩაგვიხუტონ, არ იცოდი?

თქვენ იკითხეთ, თორემ მე ჩემი ტოტიდან მშვენივრად ვისკუპებ ნატოს ღია ფანჯარაში... bis.gif

QUOTE
რამდენჯერაც მე მაისში თბილი ტანსაცმელი შევინახე და მერე ისევ უკან ამოვალაგეო

ისე აცივდა, რომ აშკარად ჩელიაბინსკში შეგვიყვანეს ნატოს ნაცვლად )))


Posted by: avt13 27 May 2024, 02:06
Hermyon
QUOTE
გგონია ფორუმზე 200 კაცის აზრი=ქართველი ხალხის აზრს?

კი კონსტიტუციაში წერია, ნატო და ევროკავშირი. იხ 78-ე მუხლი
რამე ანტიკონსტიტუციური ხომ არ ჩაიფიქრე spy.gif

Posted by: ჯარჯი 27 May 2024, 02:57
kea
QUOTE
თურქეთს დრაგის თამაშს კიდე აიტანს მართლაც რო სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, აი კობახიძე რო გყავს მთავრობაში და ერის მამამ შავ ზღვაში რა უნდა ამერიკელსო, მაგას რისი თამაში ქვია.

კობახიძე ისე ძაან ###ა რო ერდოღანმა ატრიალა წაღმაუკუღმა თუ ნახე თურქეთში მაგისი ვიზიტი კი გეცოდინება... ერდოღანმა აი ზუსტად ამერიკის გამო ატრიალა და ლირაც გამყარდა ცოტათი...ლარი იძირება
გადაიხოტროს თავი და გააჯვას დედა#####ულმა.
QUOTE
აი კობახიძე რო გყავს მთავრობაში

ეგეთი რაღაცეები არ მითხრა ხოლმე მაგის მომყვანის დედამოვდღან!

Posted by: Hermyon 27 May 2024, 03:25
QUOTE (avt13 @ 27 May 2024, 02:06 )
Hermyon
QUOTE
გგონია ფორუმზე 200 კაცის აზრი=ქართველი ხალხის აზრს?

კი კონსტიტუციაში წერია, ნატო და ევროკავშირი. იხ 78-ე მუხლი
რამე ანტიკონსტიტუციური ხომ არ ჩაიფიქრე spy.gif

ტიპმა გამოკითხვა დააფიქსირა და გადაწყვიტა არიქა უმრავლესობა ტანახმა ვართო
ის არ იცის ალბათ ფორუმზე არჩევნებს გირჩი რომ იგებდა biggrin.gif

Posted by: Realism4Life 27 May 2024, 08:59
"მე ასე მინდა" სა და არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობებს შორის განსხვავებას რომ დაინახავთ, გამაგებინეთ yes.gif

Posted by: gige 27 May 2024, 09:06
რაღაც ფუტურისტულ თემებზე დროს რატომ კარგავთ?

Posted by: avt13 27 May 2024, 11:09
Hermyon
QUOTE
ტიპმა გამოკითხვა დააფიქსირა და გადაწყვიტა არიქა უმრავლესობა ტანახმა ვართო
ის არ იცის ალბათ ფორუმზე არჩევნებს გირჩი რომ იგებდ

მემგონი ვერ მიხვსდი რა ვთქვი, სწორედაც რომ თავის დროზე ჩატარდა ეგეთიგ ამოკითხვა და უმრავლესობამ კი გვინდა ნატოს ჯარი აქო, თან კონსტიტუციაში ჩავწერეთ ვინმემ არ გაუყლევოს და არ გადაიფიქროსო yes.gif

Posted by: Mercurial 27 May 2024, 12:32
თვითონ ამერიკას არ ეკითხები გთანხმდება აქ ბაზის განთავსებაზე თუ არა?

Posted by: kodeqsi 27 May 2024, 12:40
Alexandria
QUOTE
ჩემი ტოტიდან მშვენივრად ვისკუპებ ნატოს ღია ფანჯარაში

მაგი ტოტებზე ხტუნაობა საკმაოდ სარისკო საქმეა, სკუპ-სკუპ და შესაძლოა ამდენი სკუპებით ბოლოს თლა იმის ქვაბში ამოჰყო თავი პრინციპულად პრინცესული... )))

QUOTE
ჩელიაბინსკში შეგვიყვანეს

კი, ნაღდად ჩვენი გაჩელიაბინსკელება უნდებლარია აშუშუსთან და მის ფასეულობით ბაზისთ ბაზებთან დიდად დაპირისპირებად ბიძოის პოლიტიკასა... yes.gif ზოგჯერ მართლაც მეტად სწორი და დემოკრატიული პოლიტდასკვნა-ანალიზები გაქვენ, რაც ფრიად მოსაწონია ბატონ მმდეს მიერა!.. old.gif



პ.ს. პელმენი არ სჭამოი, ფიგურასაც გაუფრთხილდები და ჯანმრთელობის მაერორებელ სალმონელოზასაც გადაურჩებიო, ერორმაო... yes.gif

https://vt.tiktok.com/ZSY2BKkgA/

Posted by: Saturn 27 May 2024, 18:37
QUOTE (JoePistone @ 26 May 2024, 18:51 )
DATKAIA.
QUOTE
რა ზიანს მოუტანს ნატოს და ამერიკის ბაზები ჩვენს სამშობლოს

რა ზიანიც უკრაინას მოუტანა

უკრაინაში აშშ სამხედრო ბაზა სად მდებარეობს გაგვიზიარე ერთი კოორდინატები.

Posted by: CONTROLBIURER 27 May 2024, 18:55
QUOTE
ამერიკის/ნატოს სამხედრო ბაზები საქართველოში, რუსეთის პოტენციური, სამხედრო აგრესიის შესაკავებლად



რანაირად თორემ კი , ნეტავი იმ დღეს მოვასწრო საქართველოში ნატოს ბაზები იყოს. მაგრამ სტატუსის პათოსს ვეთანხმები , კარგი იქნება დასავლეთის მხრიდან გარკვეული სამხედრო სახის დაზღვევა. დრო ძალიან ცოტა რჩება არ დაბრუნების წერტილამდე.

Posted by: Alexandria 28 May 2024, 01:26
kodeqsi
QUOTE
შესაძლოა ამდენი სკუპებით ბოლოს თლა იმის ქვაბში ამოჰყო თავი

გინდა თქვა, რომ საერთო ევრო-ატლანტიკურ ქვაბში მოვიხარშები? bis.gif )))

QUOTE
პელმენი არ სჭამოი

არც გეახლებით მაგ ჯანქ ფუდს. მხოლოდ ბუხარესტის სამიტს მივირთმევთ ხოლმე დარდის გასაქარვებლად, რომ ვერ ვჯდებით ფიგურალურად ნატოს სტანდარტებში fig.gif )))

Posted by: kodeqsi 28 May 2024, 02:30
Alexandria
QUOTE
ევრო-ატლანტიკურ ქვაბში მოვიხარშები?

ამისათვის ჯერ ჭირვეული ჭორვილელი აფერისტის ქვაბს უნდა გადაახტე და საამისოდ დემოკრატიის ფრთებია საჭირო და არა ტოტებზე სკუპიდუსავით სკუპ-სკუპობის კონფორმისტულ-კომფორტისტული პრაქტიკაი... )))

QUOTE
ვერ ვჯდებით ფიგურალურად ნატოს სტანდარტებში

საამისოდ კი ტანწერწეტულ ფორმაში უნდა იყო, ანუ არ უნდა მოსუქდე საჩვენო მსუყე ბლინჩიკებით... )))

ისე, დეიდა ნატოს კუხნაში მურთაზეთ კუხნისგან განსხვავებით F16-ივით არ დაჰქრიან ახალბედა ცოლ-რძლები, იქ მართლაც გასაოცარი დემოკრატიაა...








დასავლურ-ოჯახური... )))





პ.ს. ნახე, ცოტა ძველი, მარა საკმაოდ საინტერესო სტატიაა ნატოზე, ღრუსეთის უხილავ ვეტოზე და პუტინპროსტიტუტ მერკელაანთ მდედრზე:
https://www.google.com/amp/s/www.radiotavisupleba.ge/amp/31609185.html

23-ე წელია ვაკაკუნებთ ნატოს კარზე უშედეგოდ, ფინეთმა კი ერთხელ აწია ხელი მინდაო და უმალ მიიღეს, არადა ის ღრუსთთან საზღვარზეცაა და ჩვენგან განსხვავებით მისგან ღრუსეთის დედაქალაქებამდე, როგორც თავად ღრუსები ამბობენ, как рукой подать-ო... mad.gif

Posted by: Alexandria 28 May 2024, 15:09
kodeqsi
QUOTE
ჭორვილელი აფერისტის ქვაბს უნდა გადაახტე

მასეთი აკრობატობა საოცნებო მუსიესაც კი არ შეეძლო, თუმცა კი მშვენივრად აკმაყოფილებდა ნატოს და სხვათა სტანდარტებსაც )))

QUOTE
ნატოს კუხნაში მურთაზეთ კუხნისგან განსხვავებით F16-ივით არ დაჰქრიან ახალბედა ცოლ-რძლები

სტოლტენბერგი დაჰქრის მანდ, ეგაა ოჯახში კაციც და ქალიც, დედაც და მამაც, თუ როგორც არის )))

QUOTE
საინტერესო სტატიაა ნატოზე

სიტყვიერი შეთანხმება იყო ეგ რუსული ვეტო, რომ მის საზღვრებს არ მიუახლოვდებოდა ნატო. ერთი პერიოდი ნატო რუსეთის საბჭოც კი არსებობდა, "რომელიც შეიქმნა უსაფრთხოების საკითხებსა და ერთობლივ პროექტებში პარტნიორობის მიზნით". გერმანია-საფრანგეთის მიერ საქართველოს დაბლოკვაც გვახსოვს და სარკოზის მიერ ზარზეიმით მიყიდული მისტრალებიც. ახლა კიდევ ფინეთი შეაგრიხინეს, როდესაც ჩვენ ამდენი ხანია ვითხოვთ და ნატოს მისიებშიც ღირსეულად მონაწილეობენ ჩვენი ბიჭები. ამიტომ ჩვენ მუსიეს ერთგულებას უფრო დავიჯერებთ, ვიდრე იმას, რომ დიდხანს აღარ დაგვაყენებენ ორპირში old.gif

Posted by: kodeqsi 28 May 2024, 17:54
Alexandria
QUOTE
ეგაა ოჯახში კაციც და ქალიც, დედაც და მამაც, თუ როგორც არის )))

ლგბტ პონტში გინდა გამოიყვანო ბატონი სტოლტენბერგი? ვერ მოგართვით! ეგაა მამა-მთავარი მანდ ყველასა და ყველაფრისა, საკუხნედ კი მდედრ და ქაქოლდ მამრ მოადგილეთ მთელი არმია ეყოლების მაგასა... )))

QUOTE
გერმანია-საფრანგეთის მიერ საქართველოს დაბლოკვაც გვახსოვს და სარკოზის მიერ ზარზეიმით მიყიდული მისტრალებიც.

ჰოდა მერკელეთ-მუსიეთი ყველაზე აფერისტი და სამწუხაროდ, წამყვანი სუბიექტებია ევროპისა, ამიტომ სწორება სწორედ აშუშუზე და მის სამხედრო ბაზებზე უნდა გვქონდესა!.. old.gif


პ.ს. ლარის კურსს რატო აქანავებთ და სცემთ ძირსა, ინფლაციის ზრდასა და ხალხის კიდევ მეტად გაღარიბებას ჰო იწვევთ ამითა, ჰოდა ჰქენ სიკეთეი, მოსცხე თავში ბიძგვინასა (შენი მაღლივი ტოტიდან კი მისწვდები მის კეფასა) და უთხარ გაიწვიოს ის მავნე ანტიდასავლური ლარდამცემი კანონია... yes.gif სამაგიეროდ მე და ბატონი მმდეი ბარამბოს აისქრემ სტაკანჩიკს გაჭმევთა და თუ ამ თავზე მოცხებამ შედეგიც გამოიღო და მართლაც გაიწვევა ეს უმავნებლურესი კანონია, მერე დესერტად გურჯაანის ჯოკერსაც მოგართმევთა!.. yes.gif )))

Posted by: root_admin 28 May 2024, 19:01
გადაარქვით თემას - აწი რუსულ ბაზებს ელოდეთ.
მთქმელი აღარავინ იქნება.

Posted by: Alexandria 29 May 2024, 01:32
kodeqsi
წავედი მე დიდი პოლიტიკიდან უფრო ფართო ასპარეზზე და ვერანაირი აისკრიმი ვერ გადამაფიქრებინებს sa.gif )))

რაც შეეხება ამერიკულ ბაზებს, ვიზირებ იმ აზრს, რომ მტრის პოტენციური სამხედრო აგრესიის შეკავება სწორი სტრატეგიაა, თუმცა ქართველ ჯარისკაცზე უკეთ საქართველოს ვერავინ დაიცავს!

Posted by: internazionale 29 May 2024, 06:39
DATKAIA.
QUOTE
ვინც წინააღმდეგია ახსენით აბა რატომ არის ცუდი აქ ამერიკა-ნატოს ბაზები..
იქნებ ჩვენც გაგვინათდეს გონება.
აი მართლა მაინტერესებს რატო ფიქრობთ და რა ალტერნატიული გზა გაგვაჩნია, თუ ქართველი ხარ და გიყვარს ეს ქვეყანა , რა ზიანს მოუტანს ნატოს და ამერიკის ბაზები ჩვენს სამშობლოს.

რუსეთი თუ მტერია, ამერიკა რა ნაკლები მტერიაო? ეს ვერსია არ გაუჟღერებია ჯერ აქ რომელიმე ბრძენს?

Posted by: kodeqsi 29 May 2024, 07:10
Alexandria
QUOTE
წავედი მე დიდი პოლიტიკიდან უფრო ფართო ასპარეზზე

სწორია, კუხნა ხომ მდედრის უფრო ფართო ორგანული და სულიერმოტხოვნადი საასპარეზოია... )))

QUOTE
საქართველოს

ყველაზე უკეთ და ეფექტურად ულტრათანამედროვე უმძლავრესი აშუშუ სამხედრო ტექნიკა დაიცავს, ხოლო ღილაკს ვინ, ჯონი თუ ჯანო დააჭერს დემოკრატიულ თითს, ეგ ამდენად არსებითი არაა...

სამყარო ძალზედ გლობალური გახდა და ბოროტების წინააღმდეგ რომელი კეთილი ჯარისკაცი სად, დედამიწის რომელ წერტილში იბრძოლებს, არ არის გადამწყვეტი თავის აბსოლუტურ მოდუსში... ამიტომაცაა მოფენილი მსოფლიო დემოკრატიის შუქურა ბატონი აშუშუი ლამის მთელ მსოფლიოს თავის სახელოვანი სამხედრო ბაზებით!.. up.gif

Posted by: oligarh 29 May 2024, 10:54
მოდის ნელ ნელა,

რუმინეთში დაამატებს,

მერე უკრაინაშI ჩადგავენ

ბოლოს ჩვენთანაც მოვლენ,

ლეტ ჩერეზ სიიისიატ ))

მაგრამ გული არ გაიტეხოთ, სომხებზე წინ მაინც ვართ, ჩვენს მერე უწევთ მაგათ

პ.ს

Codex
მორჩი ხალხის დაყლევებას და მავნებლობას.
Warning:
4.3.3.1. პროვოკაციული ქმედებები:პირდაპირი პროვოკაცია
4.3.6.1. უტაქტო ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები
ბანი

Posted by: DATKAIA. 30 May 2024, 00:05
QUOTE
რუსეთი თუ მტერია, ამერიკა რა ნაკლები მტერიაო? ეს ვერსია არ გაუჟღერებია ჯერ აქ რომელიმე ბრძენს?

აქ არ ვიცი მაგრამ ის რომ ამერიკა ყველაზე დიდი ბოროტების ღერძია,
სისხლით მორწული მიწაა და კაცობრიობის წინაშე ყველაზე დიდი დამნაშავეა, თავისი ხიროსიმა-ნაგასაკებით ხშირად ისმის ქალაქსა თუ სოფლად...
იმათ ეპატიება და რუსეთს არაო? ))))
შენ რა დაგიშავა ბიჭო ამერიკამ თქო რომ კითხავ და მე თუ არა სხვას ხო დაუშავაო...
და ამ დროს რუსეთი რომელიც ყოველ წუთს გვიშავებს და გვესვრის, უყვართ ამ დედასატყნავებს , უყვართ ამ ბოზისშვილებს...
და ამავდროულად ანწუხელიძის ხსოვნის სადღეგრძელოს ამბობენ , თან ქუდს რომ გადაიხდიან თავზე

Posted by: ryzen079 30 May 2024, 04:46
QUOTE (DATKAIA. @ 30 May 2024, 00:05 )
QUOTE
რუსეთი თუ მტერია, ამერიკა რა ნაკლები მტერიაო? ეს ვერსია არ გაუჟღერებია ჯერ აქ რომელიმე ბრძენს?

აქ არ ვიცი მაგრამ ის რომ ამერიკა ყველაზე დიდი ბოროტების ღერძია,
სისხლით მორწული მიწაა და კაცობრიობის წინაშე ყველაზე დიდი დამნაშავეა, თავისი ხიროსიმა-ნაგასაკებით ხშირად ისმის ქალაქსა თუ სოფლად...
იმათ ეპატიება და რუსეთს არაო? ))))
შენ რა დაგიშავა ბიჭო ამერიკამ თქო რომ კითხავ და მე თუ არა სხვას ხო დაუშავაო...
და ამ დროს რუსეთი რომელიც ყოველ წუთს გვიშავებს და გვესვრის, უყვართ ამ დედასატყნავებს , უყვართ ამ ბოზისშვილებს...
და ამავდროულად ანწუხელიძის ხსოვნის სადღეგრძელოს ამბობენ , თან ქუდს რომ გადაიხდიან თავზე

პროპაგანდის მსხვერპლი არიან, ან უბრალოდ რუსეთი უყვართ...

Posted by: ჯიბ 30 May 2024, 11:04
ერთადერთი გამოსავალია, სანამ გვიან არაა
უკრაინელებს ეგ რო დროზე ექნათ წარმოიდგინეთ
ტემპი დაკარგეს იუშენკოს დროს გაუმართლებლად
ისიც კაი ფრუქტი იყო რა ნუ მოგწამლეს ჰა დიდი ამბავი მიდი მიაწექი რა ბოლომდე

მარა ჩვენთან სხვა პრობლემაა, ოპოების დიდი ნაწილიც ზადნავს ვაითუ ტერიტორიები ვეღარ დავიბრუნოთო
ჩვენით დაბრუნების ტრაკი არ გვაქვს ზნაჩიტ ვინმეს უნდა დავაბრუნებიოთ და ეგენი არ დაგვიბრუნებენ იქნებ ისევ რუსებმა დაგვიბრუნონო აეგ გვირხევს

ისე ერთი რამე მეც მაბრკოლებს, ნატოს ჯარზე თუ წავიდა ლაპარაკი თურქეთიც ნატოა და აი თურქული ჯარი აქ ნაღდად არ მინდა
თურქეთის გამპანღურებლები კი ეგენი არ არიან, არადა იმენა თუ რამე ნატოს ურხევს თურქეთია პირველ რიგში

Posted by: Codex 30 May 2024, 11:33
QUOTE
არა [ 37 ]  [14.07%]


ვინც არ ემხრობით ნატოს ბაზებს და დასავლურ უსაფრთხოებას,

შეგიძლიათ ახსნათ რატომ?

ოღონდ აი
"არარეალურია, დაეშვით მიწაზე"
"ამერიკა ქუქოლდია, რა ბაზები ბიჭოოოო"
"კეეე, ზეგე ჩაგიდგამთ ბაზას"

და ეგეთი რუსულ-პროპაგანდონური,
ცარიელი ფრაზების გარეშე biggrin.gif

აი მოდის ბაიდენი/ბლინკენი და გეუბნება,
რომ სლეზე მკიდია ყველაფერი,
3 ბაზა მინდა ჩაგიდგაო
- თქვენ რა არგუმენტებით ეუბნებით უარს,

ეს 37 კაცი,

შეგიძლიათ აგვიხსნათ?
old.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)