Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ნუ გადააგდებთ ჩაუმქრალ სიგარეტს vol.2


Posted by: axalirevolucia 10 Aug 2017, 07:36
კიდევ ერთი თვე ვრჩებით დაცვის გარეშე (ხანძრისგან მთავარი დამცველი კლიმატი/ ტენია)
მეხანძრეები მსოფლიოში ვერსად აქრობენ ტყის ხანძრებს ადვილად.
მთაწმინდის ხანძარმა ცრუ იმედები დატოვა. ხანძარი კლდეებმა (რელიწფმა) გააჩერა. ხვალ ვეღარ ვიქნებით ისევე იღბლიანები. წელს ტყის ხანძარმა 60 ადამიანი მოკლა პორტუგალიაში (ჩვენი განედი).


ჩამოვწეროთ ღონისძიებები,


რომელთაც დავავალებთ მთავრობას.

Posted by: ladylike 10 Aug 2017, 07:45
axalirevolucia
QUOTE
ჩამოვწეროთ ღონისძიებები,

რომელთაც დავავალებთ მთავრობას.


დემონტაჟი user.gif


გადაივლის ეს ზაფხული

Posted by: jalaurta 10 Aug 2017, 10:45
axalirevolucia

ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა!

P.S. მერობის კანდიდატების პერანგებზე შემოწუწული ტენი არ ეყოფა ნეტა ხანძრებს ჩასაქრობად ?!

Posted by: xinkala 10 Aug 2017, 11:32
სიგარეტი თავისთავად, ველად მწვადის შეწვა და გაუფრთხილებლობა, ასევე სოფლად ნამკალის გადაწვა (შარშან ერთი ადამიანი ემსხერპლა კახეთში-ბოლმა გაგუდა), მარა იყო კიდევ ასეთი შემთხვევა, რომ პაპანაქება სიცხეში, გვალვაში უბრალოდ შუშის ბოთლმა გამოიწვია ხანძარი, მოქმედებს როგორც ლუპა.
ასე რომ ნუ დავაბინძურებთ გარემოს და არც ცეცხლი არ მოგვეკიდება, ყურადღება უნდა ყველაფერს.

Posted by: emmasnow 10 Aug 2017, 14:32
QUOTE
ასე რომ ნუ დავაბინძურებთ გარემოს და არც ცეცხლი არ მოგვეკიდება, ყურადღება უნდა ყველაფერს.


+1000000

Posted by: GEORGEXIII 10 Aug 2017, 14:38
ბიჩოკის ამბავი უფრო არ მგონია მაი ხანძრები

Posted by: RadioShack 10 Aug 2017, 15:46
QUOTE (axalirevolucia @ 10 Aug 2017, 07:36 )
ნუ გადააგდებთ ჩაუმქრალ სიგარეტს vol.2

კიარა ნუ გადააგდებთ სიგარეტს







ჩამქრალს რო ისვრიან იქეთ აქეთ ეგ ხალხი ცალკე კატეგორიაა ვითომ ჯიგრების რომ ჩააქრო biggrin.gif

უნდა აჭამო იმდენი ნამწვავი რამდენიც ცხოვრების მანძილზე დაუგდია ძირს

Posted by: sandroia 10 Aug 2017, 16:11
წავლენ წამოვლენ და ისევ მწეველებს მოგვადგებიან ხოლმე რაა mad.gif

Posted by: GEORGEXIII 10 Aug 2017, 16:12
ვიღაც ნაცი დადის და ბიჩოკებს ყრის...





boli.gif boli.gif

Posted by: Choncxis mzera 10 Aug 2017, 16:14
ხმის ჩამწერ სტუდიაში ხმის რეჟისორის შენიშვნაზე ჰეტფილდმა რომ გააკეთა

Posted by: gramatikikina 10 Aug 2017, 17:57

გუშინ მორიგი ფეიერვერკები აბათქუნეს ქაჯმაჯუნებმა
პატრონი არ ჰყავს ამ ქვეყანას

Posted by: axalirevolucia 11 Aug 2017, 00:27
QUOTE
გუშინ მორიგი ფეიერვერკები აბათქუნეს ქაჯმაჯუნებმა
პატრონი არ ჰყავს ამ ქვეყანას



დროებითი მორატორიუმი გვინდა ფეიერვეკებზე და მფრინავ ფანრებზე. ეგეც საშიშია.

ბოთლიც თურმე ლუპად იქცევა და ცეცხლს აჩენს, არ ვიცოდი. მჯერა იმუშავებს ლუპად. ეგეც საშიშია.


პიკნიკების დროს მარტივი წესების დაცვაა საჭირო.



მწვადის შეწვას დიდი ცეცხლი უნდა, ნაკვერცხალი რო საკმარისი იყოს, ამიტომ, თუ მაინცდამაინც იყიდეთ გამზადებული ნახშირი და იმით შეწვით მწვადი.

Posted by: axalirevolucia 22 Aug 2017, 08:26
დავუახლოვდეთ ფოკუს თემას.
1. სიგარეტის ნამწვის გადაგდება მხოლოდ კარგად დაბიჩოკებით.
2. ტყის ხანძრის პირველი ნიშნებისთანავე ზარი 112
3. ცეცხლმაქრის ყიდვა და ქონა მანქანაში (რაიცი რახდება)






მთავრობავ:
-ტყის ხანძრის შესაძლო სცენარებით სწავლება-ტრენინგების ჩატარება მაშველთათვის და ვოლონტიორებისთვის.
ხანძრის დროს გამოსადეგი წყალსატევების საინფორმაციო ბანკის შექმნა
ხანძრის პრევენციის საინფორმაციო ბანერების დადგმა
- ტყეში კოცონის დანთების აკრძალვა ივლისი-სექტემბრის მონაკვეთში
- ვერტმფრენის წყლის ბაიოკების ყიდვა და ვერტმფრენებზე , როგორც ქონებაზე დამაგრება
- მოსახლეობის ევაკუაციის ტრენინგი
-არსენალში დრონების ფლობა/ ცოდნა, რომელიც განსაკუთრებით ხანძრის საწყის პერიოდში იქნება გამოსადეგი

Posted by: simohaya 22 Aug 2017, 08:28
სიგარეტზე მეტად დაყრილი ბოთლები, ნამსხვრევები აჩენენ ხანძარს....


Posted by: levan666 22 Aug 2017, 08:35
QUOTE (axalirevolucia @ 22 Aug 2017, 08:26 )
დავუახლოვდეთ ფოკუს თემას.
1. სიგარეტის ნამწვის გადაგდება მხოლოდ კარგად დაბიჩოკებით.
2. ტყის ხანძრის პირველი ნიშნებისთანავე ზარი 112
3. ცეცხლმაქრის ყიდვა და ქონა მანქანაში (რაიცი რახდება)






მთავრობავ:
-ტყის ხანძრის შესაძლო სცენარებით სწავლება-ტრენინგების ჩატარება მაშველთათვის და ვოლონტიორებისთვის.
ხანძრის დროს გამოსადეგი წყალსატევების საინფორმაციო ბანკის შექმნა
ხანძრის პრევენციის საინფორმაციო ბანერების დადგმა
- ტყეში კოცონის დანთების აკრძალვა ივლისი-სექტემბრის მონაკვეთში
- ვერტმფრენის წყლის ბაიოკების ყიდვა და ვერტმფრენებზე , როგორც ქონებაზე დამაგრება
- მოსახლეობის ევაკუაციის ტრენინგი
-არსენალში დრონების ფლობა/ ცოდნა, რომელიც განსაკუთრებით ხანძრის საწყის პერიოდში იქნება გამოსადეგი

ახლა უკვე შეგვიძლია გავავრცოთ ეს სია.

მთავრობამ ალბათ მისასვლელი გზები უნდა წინასწარ გაიყვანოს ან დაგეგმოს სად როგორ უნდა იმოქმედონ და მერე არ დაიწყონ გზების ძებნა

ასევე ლოგიკური იქნება აზერბაიჯანთან ერთად ტყის ხანძრების გეგმია შემუშავება, ყოველ კონკრეტულ მომენტში ხვეწნა რომ არ დავიწყოთ თავიდანვე გავაიასნოთ რომ თუ დასჭირდა ჩვენც შეძლებისდაგვარად დავეხმარებით და ისიც დაგვეხმაროს და საწვავს მაინც ჩავუსხვავთ ან იაფად ვიქირავებთ და ეს სუპერ პუმები ბოლობოლო გადაცვალონ რამე პრაქტიკულში, ამდენი წელჯ თუ გამოიყენებლად ყრია გაფუჭდება და თუ იყენებენ გვითხრან მაინც ვინ იყენებს

ზაფხულში კი მემგონი სიგარეტიანი არც უნდა შეუშვა ნაკრძალში და ტყეში თუ დაინახავენ და კოცონზეც ადმინისტრირება გაამკაცრონ ტყეში ცეცხლი არ უნდა დაანთო ზაფხულში, ვინმე რომ დააჯარიმონ ალბათ ცოტას მოერიდებიან

Posted by: dega 22 Aug 2017, 08:48
ჯერ ერთი საერთოდ არ უნდა გადააგდო
და ჯერე მეორე
ჩაუმქრალ სიგერეტით ხანძარს ვერ გააჩენ რაც არ უნდა მოინდომოsmile.gif

Posted by: USSR 22 Aug 2017, 09:14
QUOTE
უ გადააგდებთ ჩაუმქრალ სიგარეტს

სიგარეტზე მეტად ცეცხლს უბრალო შუშის ნატეხი აჩენს, რომელიც მზის გულზე გდია. ასე რომ ნუ დაყრი ნაგავს და ნუ იფიქრებ თუ ბოთლი პლასტმასის არაა გარემოს ზიანს არ მიაყენებსო

Posted by: dola86 22 Aug 2017, 09:16
dega
QUOTE
ჩაუმქრალ სიგერეტით ხანძარს ვერ გააჩენ რაც არ უნდა მოინდომო

yes.gif

ხანძრის "გაჩენა" ტყე პარკებში ყოველთვის წინ უძღვის ტყე-კაფების შემოვლის და აღწერის პროცესს
მოკლედ, ვინც არ იცით უფასოდ განგანათლებთsmile.gif))
ტყე-კაფის გამოყოფის დროს, სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ხდება ხეების ე.წ დანომვრა, სატყეოს აქვს სპეციალური ნაჯახი- ბეჭედი, რომელსაც მეტყევე არტყამს ხის ძირზე. შესაბამისად ხის მოჭრა უნდა მოხდეს ამ ბეჭდის ზემოთ. შემოვლის დროს, მოუბეჭდავი ხის გადანაჭერის აღმოჩენის შემთხვევაში, ამ ხეზე პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნული ტყე-კაფის ლიცენზიის მფლობელს, რამაც შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი დააყენოს, 2 3 ეგეთი ხე საკმარისია ამისთვის
ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც 2 3 კი არა 200 და 300 ხეა უკანონოდ მოჭრილი, გადანაჭრელის ამოღება პრაქტიკულად შეუძლებელია
გარდა ამისა, ზოგჯერ მოჭრილი ხე აზიანებს სხვა ხეებსაც, რაც ასევე კანონდარღვევაა
რჩება ერთადერთი გზა, იყიდოს ლიცენზიანტმა 2 ლარის ბენზინი, 1 კოლოფი ასანთი და გააჩინოს ხანძარი. ყველაზე იაფი და მარტივი გზაა კვალის დასაფარავად , სულ 2ლ და 5 თეთრის ხარჯით ჩამოიწერა 10000ობით ლარი...


ასე, რომ დაგვანებეთ თავი მწეველებს და მიხედეთ მრეწველებს

Posted by: ibo 22 Aug 2017, 14:22
QUOTE
ნუ გადააგდებთ ჩაუმქრალ სიგარეტს

ჩამქრალიც რომ არ გადააგდონ ვერა? ალპებში მთებში რამდენჯერ მიძებნია სიგარეტის ნამწვი და ერთი ვერ ვიპოვე... საქართველოში კიდე ერთი გასვლიდან რამოდენიმე ტომარა პლასტიკატის ნარჩენები წამოვიღეთ...
ვითომ მთა და ბუნება გვიყვარს მარა მოვლა და გაფრთხილება ფეხებზე გვკიდია facepalm.gif

Posted by: dega 22 Aug 2017, 14:30
dola86
yes.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: laci 22 Aug 2017, 15:42
dola86
+++
ეს ხანძარიც ხელოვნურად გაღვივებულს გავს.
--


იტალიაში მეხანძრეების ბრიგადა დაიჭირეს , რომელიც ცეცხლს აჩენდა ტყეებში .
მიზეზი : გორმაგებული ხელფასი იყო .

Posted by: tifoza 22 Aug 2017, 16:03
QUOTE

იტალიაში მეხანძრეების ბრიგადა დაიჭირეს , რომელიც ცეცხლს აჩენდა ტყეებში .
მიზეზი : გორმაგებული ხელფასი იყო .

ჩვენთან რა გაორმაგებაზეა ლაპარაკი ბონუსები არ აქვთ

Posted by: Alfa_Omega 22 Aug 2017, 16:18
QUOTE (dega @ 22 Aug 2017, 08:48 )
ჯერ ერთი საერთოდ არ უნდა გადააგდო
და ჯერე მეორე
ჩაუმქრალ სიგერეტით ხანძარს ვერ გააჩენ რაც არ უნდა მოინდომოsmile.gif

ძასლიან ცდებით.

1. შუშის ნატეხები (ყველანაირი შუშა, ბოთლის ნამსხვრევი, სათვალე, მანქანის შუშა, სარკის ნატეხი დ.ა.შ) გადამხმარ ტყეში.
2.ნაგავი
3.სიგარეტი
4.კოცონი
5. ნებისმიერი ზეთოვანი მასაც კი გამოიწვევს ხანძარს თუ პირობები შეუქმენი,
6.მანქანამაც კი შეიძლება გამოიწვიოს თუ გაუმართავია და ნაპერწკალი გაჰკრა
7. ელვამაც

ყველაფერი ეს აჩენს ცეცხლს.

როცა დიდი ხანია წვიმა არ ყოფილა და ტემპერატურა ასე სტაბილურად 30 და მეტია ყველაფერი საშიშია.




Posted by: shaqro telavski 22 Aug 2017, 16:21
axalirevolucia
QUOTE
ხანძრის პრევანციისთვის რა შეგვიძლია?

ქნაცების ანასხლეტებმა, უნდა დაანებონ ცეცხლის წაკიდებას და დივერსიებს თავი.

მე არ მომიგონია.

ქნაცების ანასხლეტივე იძახის, ვაშაძე

http://pirveliradio.ge/?newsid=90079

მთავარი კითხვა რაც მე აქვს, ხომ არ არის ეს ხანძრები კავშირში რაიმე სახის დივერსიათან

Posted by: laci 22 Aug 2017, 16:25
tifoza
არა რა ბონუსი , ხელფასის გაორმაგებაზე ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.
ზატო მთავრობა აიღებს ორმაგ დანამატს !

Posted by: LuxAeterna 22 Aug 2017, 16:29
სიგარეტის ნამწვს, ვაქრობ და ჯიბეში ვიდებ თუ ახლო მახლო ნაგვის ურნა არ არის. ნაგვის დაყრაზე გინახიათ რომ აჯარიმებდნენ?

Posted by: AIX-500 22 Aug 2017, 16:31
რამდენიმე დღის წინ ზუსტად ამის გამო კუსტბაზე ვიღაც ტუტუცს მივაკუკე. მოისროლა სიგარეტიე გრევე ბუჩქებში ჯერ გადავედი ჩავაქრე და მერე მაგარი მივაწუწე, ხოდა ამან გოგოებთან ვარ შეურაცჰყოფას რატომ მაყენებო. გაჩნდება ხანძარი და მერე არ გიშველის ეგ გოგოებთან ყოფნა შენი დედაც... ხოდა კაი გოგოებთან ერთად, რომ ხარ იმიტომაც არაფერი გითხრეს ამის გადაგების გამოთქო.

Posted by: Alfa_Omega 22 Aug 2017, 16:35
პრევენციაა:

1. მოსახლეობის გაფრთხილება მუდმივი ყველა საშუალებით (ტვ, რადიო, ბანერები, პლაკატები დ.ა.შ)
2. მონიტორინგის დაწესება საკემპინგო ადგილებზე და ტყეებში (მუდმივად უნდა ხდებოდეს მეტყევეების მიერ გადამოწმება სიტუაციის)
3. ხალხის მენტალობის შეცვლა (როცა საგანგებო სიტუაციაში ქცევას ასწავლიან მოსახლეობას საქილიკოდაც არ ყოფნით), ბაღებში და სკოლებში შესაბამისი ტრეინენგები და გაკვეთილები ეგებდა მათ თავამდე მაინც დავიდეს რომ ეს საშიშია
4. საგანგებო სიტუაციებისთვის მოხალისეთა რაზმების ყოლა (არა დღეს გავიგე რაა ხანძარი და წამოდი თავი მოვიკლა.... არამედ ის ხალხი ადგილობრი მოსახლეობიდან ვინც კარგად იცის ტერიტორია და იცის რა უნდა გააკეთოს და როგორ წინასწარ ნასწავლი)
5. რეზერვები ტყეებში ქვიშის და წყლისრმელსაც გამოიყენებ საგანგებო სიტუაციაში
6. საკემპინგე ადგილას ცეცხლჩამქრობი მოწყობილობები
7. ვერტმფრენები, რომლებიც ასეთი მაღალი ტემპერატურის და უნალექობის პერიოდში იმუშავებს
8. მომძადებული შსს მატყერიალურ ტექნიკური ბაზით და ნასწავლი კადრიტ
9.წინასწარი შეტყობინების სისტემა, რომლის გაკეთებაც აბსოლუტურად რეალურია, და ხანძარსაშიშ რეგიონებს მიგითითებს ტემპერატურის ტენიანობის, ქარის, მიწათსარგებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით

Posted by: tifoza 22 Aug 2017, 16:38
LuxAeterna
QUOTE
სიგარეტის ნამწვს, ვაქრობ და ჯიბეში ვიდებ თუ ახლო მახლო ნაგვის ურნა არ არის. ნაგვის დაყრაზე გინახიათ რომ აჯარიმებდნენ?

100 ათასობით ლარის ჯარიმაა დაწერილიო ამბობდნენ და მე არ შემხვედრია, აუცილებლად უნდა იყოს ტყის პოლიცია ჩვენთან, რო აკონტროლოს ასე თუ ისე საქეიფო ადგილები პიკნიკზე გასული ვაჟკაცები

Posted by: LuxAeterna 22 Aug 2017, 16:45
QUOTE (tifoza @ 22 Aug 2017, 16:38 )
LuxAeterna
QUOTE
სიგარეტის ნამწვს, ვაქრობ და ჯიბეში ვიდებ თუ ახლო მახლო ნაგვის ურნა არ არის. ნაგვის დაყრაზე გინახიათ რომ აჯარიმებდნენ?

100 ათასობით ლარის ჯარიმაა დაწერილიო ამბობდნენ და მე არ შემხვედრია, აუცილებლად უნდა იყოს ტყის პოლიცია ჩვენთან, რო აკონტროლოს ასე თუ ისე საქეიფო ადგილები პიკნიკზე გასული ვაჟკაცები

ხო მეც გამიგია აჯარიმებენო მაგრამ არსად მინახავს და ვისაც ვეკითხები მათთაც არ უნახავთ...

Posted by: ნაზღავ-მექეთელი 22 Aug 2017, 16:45
QUOTE
ხანძრის პრევანციისთვის რა შეგვიძლია?

სიგარეტი და დატოვილი ნაკვერჩხალი. გადაყრილი ნაგავი... მინის ტარამ შეიძლება გამოიწვიოს აალება.
კიდე, ტყეს რო გაჩეხავ და კვალი რო დაფარო, ხანძარი მისწრებაა.
კიდეა საეჭვო ვარიანტები... შსს ძაან კიდია მსგავსი შემთხვევების გამოძიება.

Posted by: jalaurta 22 Aug 2017, 22:05
QUOTE (axalirevolucia @ 10 Aug 2017, 07:36 )
კიდევ ერთი თვე ვრჩებით დაცვის გარეშე (ხანძრისგან მთავარი დამცველი კლიმატი/ ტენია)
მეხანძრეები მსოფლიოში ვერსად აქრობენ ტყის ხანძრებს ადვილად.
მთაწმინდის ხანძარმა ცრუ იმედები დატოვა. ხანძარი კლდეებმა (რელიწფმა) გააჩერა. ხვალ ვეღარ ვიქნებით ისევე იღბლიანები. წელს ტყის ხანძარმა 60 ადამიანი  მოკლა პორტუგალიაში (ჩვენი განედი).


ჩამოვწეროთ ღონისძიებები,


რომელთაც დავავალებთ მთავრობას.

კაი კაცი ხარ შენ!

Posted by: ninicool 22 Aug 2017, 22:20
შეიძლება ტყეში დატოვილმა შუშის და პოლიეთილენის ბოთლმაც გამოიწვიოს ხანძარი. მხოლოდ სიგარეტი და კოცონი არ იწვევს ხანძარს. ვანდალი ერი ვართ, არ გვაინტერესებს გარემო, სადაც ვცხოვრობთ. მაღაზიებში დამცინიან, პოლიეთილენის პარკებს რომ არ ვართმევ. ვერ აცნობიერებს ხალხი, რა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენმა დაუდევრობამ.

ერთს შენიშვნა რომ მივეცი, ძირს ნუ აგდებ სიგარეტის ნამწვს მეთქი, დედა მიეხმარა, აბა სად დააგდოს, ნაგვის ყუთი არსად არ არისო. ხელისუფლებამაც უნდა იმმუშაოს ამ კუთხით, ცნობიერებაა ასამაღლებელი საზოგადოებაში.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)