Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > რა ხდება გაყიდული ბავშვების ამბებზე?


Posted by: karlsoni 28 May 2023, 17:26
ზოგადად ურწმუნო თომა ვარ. . . .
შესაბამისად, ფეისბუკზე რომ ამბავი ატყდა, 90-იანებში როგორ დაყიდეს ექიმებმა ბალღები, ყური მოვიყრუე და აგორებულ კამპანიად ჩავთავლე.
ამასწინათ ერთმა სანდო ადამიანმა მომიყვა, როგორ აღმოაჩნდა მის მამიდაშვილს ეგრე გაყიდული ტყუპისცალი (ორი ბავშვიდან ერთი მოუტეხეს ექიმებმა). . . .
რომელის ნათესაობაც დაადასტურა დეენემ - ანალიზმა. . . .

გონებიდან არ ამომდის. . . .

ე.ი. ან დეენემ - ის ანალიზის მტკიცებულებად მიჩნევაზე უარს ვამბობთ, ან ეგ ამბები უნდა გამოძიებულ იქნეს და თავები უნდა დაგორდეს. . . .

XX - საუკუნის ბოლოს მონათვაჭრობა გამართეთ, რა ევროპაზე გაქვთ პრეტენზიები?
ხომ არ უბერავთ?
ყველა ეგ შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული და განაჩენები დადგეს.
თუ ხანდაზმულობაა გასული, ეგ "ექიმები" უნდა გააცუმბუშონ სამსახურიდან და გარეთ თავი აღარ უნდა გამოეყოფოდეთ. . . .
სახელ-გვარები უნდა დაიდოს. . . .

ჩათვალეთ, რომ სანამ ამ საქმეებზე განაჩენები არ დადგება, არაფრის ღირსები არ ხართ.

Posted by: Crypto 28 May 2023, 18:20
QUOTE
XX - საუკუნის ბოლოს მონათვაჭრობა გამართეთ, რა ევროპაზე გაქვთ პრეტენზიები?

ვისა აქვს ევროპაზე პრეტენზია? spy.gif
vik.gif vik.gif vik.gif


პს. ეგ რა არის, კრწანისის ბრძოლის მოღალატეები დღემდე დაუსჯელნი დადიან
რისი ღირსები ხართ, თუ არა რუსეთის

Posted by: მაწო:+) 28 May 2023, 18:26
QUOTE
ყველა ეგ შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული და განაჩენები დადგეს.

QUOTE
თუ ხანდაზმულობაა გასული, ეგ "ექიმები" უნდა გააცუმბუშონ სამსახურიდან და გარეთ თავი აღარ უნდა გამოეყოფოდეთ. . . .

QUOTE
შესაბამისად, ფეისბუკზე რომ ამბავი ატყდა, 90-იანებში როგორ დაყიდეს ექიმებმა ბალღები, ყური მოვიყრუე და აგორებულ კამპანიად ჩავთავლე.

კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო
რამე კაი ჩახლართული დეტექტივის სუნი მოდის,


ზეზვამ იცის?

user posted image

Posted by: Internet_Contraband 28 May 2023, 18:31
კი კი და თუ არ მოგეწონება მერე გადაირჩიე lol.gif

Posted by: Grows 28 May 2023, 18:32
ეგ ამბავი მეც მაგრად მაწუხებს
ოღონდ იცი რა მაწუხებს ამ თემაში განსაკუთრებით?
შვილწართმეული ბავშვების მშობლების სიჩუმე.
იმდღეს ვუყურე ერთი ეგეთი ქალის ლაპარაკის ჩანაწერს და ისე იხსენებდა ამ ყველაფერს, გეგონებოდა ჩანთაზე ან ტელეფონის ჩასადებზე ლაპარაკობდა...

ბავშვობაში სალათისფერი დრაკონის ბრელოკი მქონდა. ძალიან მიყვარდა. ვერ გავიგე როგორ დავკარგე. წლები მახსოვდა და იმედი მქონდა სადმე გამოჩნდებოდა და ვეძებდი პერიოდულად ადგილებში, სადაც იქამდე არ მიძებნია...

ჰოდა ხალხი შვილს აჩენს, ჰპარავენ და ჰაიდაა 30-40-50 წელი გადის და აგრძელებენ ცხოვრებას ისე რომ არაფერი არ მოუმოქმედებიათ. საერთოდ არაფერი. იმ მომენტშივე შეეგუვნენ ამ ამბავს.

თან არც ისეა, რომ მაშინნ არ იცოდა არავინ რომ მსგავსი რაღაცები ხდებოდა. მაშინვე მშვენივრად იცოდა ყველამ ყველაფერი. მაგრამ რაღაცნაირი ბნელი, უტყვი, ჩმორი და შემგუებელი იყო მასა. რაც მომისმენია, მშობლების დიდი ნაწილი მაშინვე ეჭვობდა რომ მოატყუეს და რაღაც ხდებოდა, მაგრამ არაფერი/ვერაფერი მოიმოქმედეს.

Posted by: karlsoni 28 May 2023, 19:04
მაწო:+)
QUOTE
კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო
რამე კაი ჩახლართული დეტექტივის სუნი მოდის,


ზეზვამ იცის?

დეენემის ანალიზის შედეგები თითქმის 100%-იან მტკიცებულებად ითვლება. . . .
ამბავი ატეხილია, განცხადებები შეტანილკია პროკურატურაში და გამოძიებას წესით წინ აღარაფერი უნდა უდგეს. . . .
ზეზვამ რა თქმა უნდა იცის. . . . როგორც ჩანს სერიოზული ხალხი მფარველობს "ექიმებს" + იმ ხალხს ვინც მაგ ბავშვების გასაყვან საბუთებს აყალბებდა. . . .
თან დოკუმენტირებული იქნება ყველაფერი. . . .

Internet_Contraband
QUOTE
კი კი და თუ არ მოგეწონება მერე გადაირჩიე lol.gif

facepalm.gif
* * *
Crypto
QUOTE
ვისა აქვს ევროპაზე პრეტენზია? spy.gif
vik.gif vik.gif vik.gif


პს. ეგ რა არის, კრწანისის ბრძოლის მოღალატეები დღემდე დაუსჯელნი დადიან
რისი ღირსები ხართ, თუ არა რუსეთის

არ გამოვა ამ ამბის გატრიზავება. . . .
ის გაყიდული ბალღები ცოცხლებია და ნაწილმა იპოვნა მშობლები. . . .
ის ექიმებიც ცოცხლებია. . . .
რა კრწანისი?

Posted by: vid 28 May 2023, 19:11
ქართულად დნმ - დეზოქსირიბო-ნუკლეინის მჟავა
ინგლისურად DNA - A ასიდ
რუსულად K კისლატა

Posted by: karlsoni 28 May 2023, 19:13
vid
QUOTE
ქართულად დნმ - დეზოქსირიბო-ნუკლეინის მჟავა
ინგლისურად DNA - A ასიდ
რუსულად K კისლატა

შენიშვნა მიღებულია.
გადავიყვანე ქართულ ასოებზე, რამე შეიცვალა ფაქტებში? biggrin.gif

Posted by: basa-ttt 28 May 2023, 19:14
QUOTE (karlsoni @ 28 May 2023, 17:26 )
ზოგადად ურწმუნო თომა ვარ. . . .
შესაბამისად, ფეისბუკზე რომ ამბავი ატყდა, 90-იანებში როგორ დაყიდეს ექიმებმა ბალღები, ყური მოვიყრუე და აგორებულ კამპანიად ჩავთავლე.
ამასწინათ ერთმა სანდო ადამიანმა მომიყვა, როგორ აღმოაჩნდა მის მამიდაშვილს ეგრე გაყიდული ტყუპისცალი (ორი ბავშვიდან ერთი მოუტეხეს ექიმებმა). . . .
რომელის ნათესაობაც დაადასტურა დეენემ - ანალიზმა. . . .

გონებიდან არ ამომდის. . . .

ე.ი. ან დეენემ - ის ანალიზის მტკიცებულებად მიჩნევაზე უარს ვამბობთ, ან ეგ ამბები უნდა გამოძიებულ იქნეს და თავები უნდა დაგორდეს. . . .

XX - საუკუნის ბოლოს მონათვაჭრობა გამართეთ, რა ევროპაზე გაქვთ პრეტენზიები?
ხომ არ უბერავთ?
ყველა ეგ შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული და განაჩენები დადგეს.
თუ ხანდაზმულობაა გასული, ეგ "ექიმები" უნდა გააცუმბუშონ სამსახურიდან და გარეთ თავი აღარ უნდა გამოეყოფოდეთ. . . .
სახელ-გვარები უნდა დაიდოს. . . .

ჩათვალეთ, რომ სანამ ამ საქმეებზე განაჩენები არ დადგება, არაფრის ღირსები არ ხართ.

მეც არ მჯეროდა და ახლა გაოგნებული ვარ - რა მასშტაბის მაფია მუშაობდა 90-იანებში!
ლეკიანობა

აუცილებლად უნდა დაიჭირონ დამნაშავეები!

Posted by: Harley Davidson 28 May 2023, 19:14
karlsoni
პირველად მესმის...
სადმე ჟურნალისტური გამოძიება ან რამე რეპორტაჟი არ დევს?

Posted by: vid 28 May 2023, 19:20
karlsoni
თემის პათოსს ვეთანხმები. გაისვან კომპრაჩიკოსები სარზე.

Posted by: karlsoni 28 May 2023, 19:20
Harley Davidson
QUOTE
პირველად მესმის...
სადმე ჟურნალისტური გამოძიება ან რამე რეპორტაჟი არ დევს?

ინტერნეტში არის მასალები. . . .
ჯგუფები აქვთ შექმნილი, ეძებენ ნათესავებს და.ა.შ.
ფეისბუკზე აშეარებდნენ და ვიფიქრე ბოლაობენ მეთქი. . . .
მოვიყრუე ყური. . . .
ვიფიქრე ჰა-ჰა 1 ან 2 შემთხვევა იყო მეთქი, ან ვინმე ბეჩავი იპოვნეს და ფული გადაუხადეს და.ა.შ. . . .
არადა არ ყოფილა ეგრე. მართლა გადაუმალეს და გაუყიდეს თურმე ბავშვი. . . .
საკმაოდ მყარი, ორგანიზებული ჯგუფის კვალი იგრძნობა. . . .

https://formulanews.ge/all_videos/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94/76478

https://tabula.ge/ge/news/696494-gaqiduli-chvilebi-skemebi-istoriebi

https://www.facebook.com/groups/vedzebgroup/permalink/581258399951063/?comment_id=581332676610302

https://pia.ge/news/samartali/hkondat-erti-gankophileba-sadats-inakheboda-gardatsvlili-bavshvebi-gakiduli-bavshvebis-sakmeze-shss-m-gamodzieba-daitsko

ეს ეხლა რაც დავსერჩე. . . . პირველივე 4 ბმული. . . .

Posted by: xinkala 28 May 2023, 19:52
მაგ დროს სარიშვილი ჩალიჩობდა და მისი პარტია.

Posted by: Desmond Miles 28 May 2023, 19:56
QUOTE (Harley Davidson @ 28 May 2023, 19:14 )
karlsoni
პირველად მესმის...
სადმე ჟურნალისტური გამოძიება ან რამე რეპორტაჟი არ დევს?

ფბ-ზე მოძებნე ჯგუფი - ვეძებ

ათასობით პოსტებია ამ თემაზე..

Posted by: Crypto 28 May 2023, 20:12
karlsoni
QUOTE
რა კრწანისი?

აბა რაის ევროპა biggrin.gif რა ევროპა, რა შუაშია ევროპის ღირსები არ ვართ? ჩვენა გგონივართ ის ექიმები? biggrin.gif
მაგ ბავშვების გაყიდვა ისევ პროტოქოცი ექიმების კისერზეა თუ სიმართლე გინდა, ქოცებს კი ევროპა ისედაც "დარომ" არ უნდათ

სწორედ ევროპის გზაა რაც მაგ ამბების გამოძიებას მოიტანს, მაგიტო გვინდა ევროპაში

ისა, ჩვენ კაი ჯანდაბას და, არც შენ ხარ ევროპის ღირსი? biggrin.gif

Posted by: griankali 28 May 2023, 20:14
karlsoni
QUOTE
ან დეენემ - ის ანალიზის მტკიცებულებად მიჩნევაზე უარს ვამბობთ, ან ეგ ამბები უნდა გამოძიებულ იქნეს და თავები უნდა დაგორდეს. . . .
XX - საუკუნის ბოლოს მონათვაჭრობა გამართეთ, რა ევროპაზე გაქვთ პრეტენზიები?
ხომ არ უბერავთ?
ყველა ეგ შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული და განაჩენები დადგეს.
თუ ხანდაზმულობაა გასული, ეგ "ექიმები" უნდა გააცუმბუშონ სამსახურიდან და გარეთ თავი აღარ უნდა გამოეყოფოდეთ. . . .
სახელ-გვარები უნდა დაიდოს. . . .
ჩათვალეთ, რომ სანამ ამ საქმეებზე განაჩენები არ დადგება, არაფრის ღირსები არ ხართ.

1000%

ექიმები თავისთავად, მაგრამ გამორიცხულია, ამ საქმეში ვიღაცებს პოლიცია-უშიშროებიდან წილი არ ედოთ. ისე ვერც მოხდებოდა ასეთი ამბები და ვერც დუმილი შენარჩუნდებოდა.

Posted by: sulo 28 May 2023, 20:21
ამ ბავშვების მშობლებს უმეტეს წილად უთხრეს რომ მათი შვილები მოკვდა..
ამიტომაც აღარ ეძებენ.. არ იახლებენ ტკივილს.. უკვე გამოიტირეს....

მეზობელი მყავს ეგეთი.... საწყალს ორჯერ მოჰპარეს ბავშვი...
მეტი აღარ ეყოლათ... გაუბედურებული წყვილია ამ უშვილობით...


თვითონ ეხლაც მიაჩნია რომ დაეღუპა შვილები...
ეხლა მის მაგივრად ვეცდება მოძებნას.... და ვაცნობებ თუ გამოჩნდა მისი შვილები..
ოღონდ თუ ვიპოვე.. თორემ ცოდოა ახლიდან იგივე ტრაგედიისთვის...

Posted by: karlsoni 28 May 2023, 20:34
Crypto
QUOTE
აბა რაის ევროპა biggrin.gif რა ევროპა, რა შუაშია ევროპის ღირსები არ ვართ? ჩვენა გგონივართ ის ექიმები? biggrin.gif
მაგ ბავშვების გაყიდვა ისევ პროტოქოცი ექიმების კისერზეა თუ სიმართლე გინდა, ქოცებს კი ევროპა ისედაც "დარომ" არ უნდათ

სწორედ ევროპის გზაა რაც მაგ ამბების გამოძიებას მოიტანს, მაგიტო გვინდა ევროპაში

ისა, ჩვენ კაი ჯანდაბას და, არც შენ ხარ ევროპის ღირსი? biggrin.gif


მე ნორმალური ქვეყნის ღირსი ვარ (ან თითქმის ვარ biggrin.gif ).
შესაბამისად, აქ მინდა რომ მქონდეს ევროპული ტიპის ქვეყანა, და არა პოსტსავოკური გაუგებრობა. თუ ასეთი ფაქტები მიიჩქმალა კიდევ, არ მექნება. . . .
პოლიტიკურ კავშირში მიგვიღებენ თუ არა. . . .
იხ. ამ თემის პირველი ფრაზა. biggrin.gif

Posted by: Crypto 28 May 2023, 20:43
karlsoni
QUOTE
შესაბამისად, აქ მინდა რომ მქონდეს ევროპული ტიპის ქვეყანა,

გასაგებია
მე მეგონა ევროპაში წასვლას გვიშლიდი


Posted by: John Jolie 28 May 2023, 21:35
sulo
QUOTE
მეზობელი მყავს ეგეთი.... საწყალს ორჯერ მოჰპარეს ბავშვი...
მეტი აღარ ეყოლათ... გაუბედურებული წყვილია ამ უშვილობით...


თვითონ ეხლაც მიაჩნია რომ დაეღუპა შვილები...
ეხლა მის მაგივრად ვეცდება მოძებნას.... და ვაცნობებ თუ გამოჩნდა მისი შვილები..
ოღონდ თუ ვიპოვე.. თორემ ცოდოა ახლიდან იგივე ტრაგედიისთვის...


უიმე დედა... რანაირად გაწირეს და არ შეეცოდათ
და თქვენ რა ფაქტზე დაყრდნობით იცით რომ მოჰპარეს ? მართლა დაეღუპა იქნებ? ვერ წარმომიდგენია ესე გაენადურებინათ ადამიანი...ნუ გინდაც ტყუპი ან 1 ბავშვი მოპარო, ეგეც წარმოუდგენელია, მაგრამ ყველა შვილს ადამიანს სატანაც არ მოიპარავს და შეეცოდება

Posted by: Prankster 28 May 2023, 22:07
მაგ ჯგუფებში დაჟე კონკრეტული სამშობიაროების და ექიმ-ექთნების სახელები ფიგურირებდა

რამდენიმე წერტილი იყო სადაც იმინა ლამის დახლი ჰქონდათ გახსნილი

გამოძიეს რამე? არც არაფერი

Posted by: sulo 28 May 2023, 22:13
QUOTE (John Jolie @ 28 May 2023, 21:35 )
sulo
QUOTE
მეზობელი მყავს ეგეთი.... საწყალს ორჯერ მოჰპარეს ბავშვი...
მეტი აღარ ეყოლათ... გაუბედურებული წყვილია ამ უშვილობით...


თვითონ ეხლაც მიაჩნია რომ დაეღუპა შვილები...
ეხლა მის მაგივრად ვეცდება მოძებნას.... და ვაცნობებ თუ გამოჩნდა მისი შვილები..
ოღონდ თუ ვიპოვე.. თორემ ცოდოა ახლიდან იგივე ტრაგედიისთვის...


უიმე დედა... რანაირად გაწირეს და არ შეეცოდათ
და თქვენ რა ფაქტზე დაყრდნობით იცით რომ მოჰპარეს ? მართლა დაეღუპა იქნებ? ვერ წარმომიდგენია ესე გაენადურებინათ ადამიანი...ნუ გინდაც ტყუპი ან 1 ბავშვი მოპარო, ეგეც წარმოუდგენელია, მაგრამ ყველა შვილს ადამიანს სატანაც არ მოიპარავს და შეეცოდება

ჯანმრთელი ახალგაზრდა გლეხის ქალი გახლდათ მაშინ .. და იფიქრეს კიდევ ეყოლებოდა შვილები... ტყუპები არა.. ზედიზედ მოჰპარეს.. უთხრეს მოკვდაო...

Posted by: _thunderstorm_ 28 May 2023, 22:38
https://www.facebook.com/groups/vedzebgroup/?ref=share&mibextid=DcJ9fc
ესაა ამათი ჯგუფი, სისხლი გაგეყინება რამდენი საშინელი ისტორიაა გაყიდულ ბავშვებზე
აქციაც ქონდათ რუსთაველზე მარტში მაგრამ არც აქ გახსნილა თემა არც გაშუქებულა სადმე.
გასაგებია არაა პოლიტიკურად ხელსაყრელი თემა და ვისაც უშუალოდ არ ეხება თავს იბრმავებს და იყრუებს
იმდენი ბავშვია გაყიდული და მოპარული რომ არაა გამორიცხული საკუთარი დედმამიშვილი ყავდეს ვინმეს მეუღლე. ამაზე რატო არავინ არ ფიქრობს და არავის ეს საკითხი არ ადარდებს?(((

Posted by: GRIZLY07 28 May 2023, 22:44
ერთი კითხვა მაქვს. მკვდარიახალშობილის დაბადებისას, მშობლებს უნდა შეთავაზო გაკვეთა. უმრავლესობა უარს აცხადებს, მაგრამ, რომ დაგთანხმდეს, ან უარი გითხრას, მაგრამ მოითხოვოს გვამი მომეცით უნდა დავკრძალოო (ასეთები ბევრია), მაშინ სად მიდის ექიმი?

Posted by: _thunderstorm_ 28 May 2023, 22:55
GRIZLY07
გაგებული მაქვს,სხვა გვამს ატანდნენ
, რომელიც გაყინული ჰქონდათ ასეთი შემთვევებისთვის ..ისე კი ცდილობდნენ ყველანაირად აეცილებინათ ეს და ეუბნებოდნენ- ჩვენ თვითონ დავკრძალავთ სამშობიაროს ეზოს სასაფლაოზე-ო. ბევრი თანხმდებოდა. მერე გაირკვა რომ არანაირი ეზოს სასაფლაო არ არსებობდა , სიუჟეტიც კი გავიდა ამაზე, მაგრამ რეალურად არავინ არ გამოიძია

Posted by: vlad923 28 May 2023, 23:25
90-იანებში მართლა საშინება ხდებოდა...
ხალხს ეშინოდა სამშობიაროში ბავშვის გაჩენა და სახლში აჩენდნენ...
ყველანაირი სარკაზმის გარეშე მადლობა პირსისხლიანცს,რომ ეგ მაინც მოისპო....

Posted by: Streetlight 29 May 2023, 00:00
1970-2005 წლებში ხდებოდა ეს

ეროვნულ ბიზნესად აქციეს ყველაზე პატივსაცემი პროფესიის წარმომადგენლებმა


თან არ დაგავიწყდეთ, ამ დროს სავსე იყო ბავშვთა სახლები. მაგრამ ბავშვთა სახლის ბავშვი არ უნდოდათ! იქნებ ვინ იყო მშობელი! გენეტიკა ქონდათ 7 თაობა გამორკვეული, სანამ უშუალოდ ბავშვის მკვდრად გამოცხადება და მოპარვა შედგებოდა.
შერჩეული ყავდათ კარგი გარეგნობის და პატიოსანი ოჯახები


წილხვედრი, ბლიად

Posted by: GRIZLY07 29 May 2023, 00:41
_thunderstorm_
QUOTE
გაგებული მაქვს,სხვა გვამს ატანდნენ
, რომელიც გაყინული ჰქონდათ ასეთი შემთვევებისთვის ..ისე კი ცდილობდნენ ყველანაირად აეცილებინათ ეს და ეუბნებოდნენ- ჩვენ თვითონ დავკრძალავთ სამშობიაროს ეზოს სასაფლაოზე-ო. ბევრი თანხმდებოდა. მერე გაირკვა რომ არანაირი ეზოს სასაფლაო არ არსებობდა , სიუჟეტიც კი გავიდა ამაზე, მაგრამ რეალურად არავინ არ გამოიძია

ძალიან იოლი იყო იმის მიხვედრა სასაფლაო ეზოში, რომ არ არსებობდა. მე შენ გეტყვი და ჰექტრები ჰქონდათ სამშობიაროებს, და რაც ჰქონდათ მათი მეტი ფართი ასფალტირებული იყო.
მგონია, რომ თუ ჰქონდა ასეთ რამეებს ადგილი, ერთეული შემთხვევები იქნებოდა

Posted by: gramatikikina 29 May 2023, 01:21
მე მგონი მშობლის ინსტინქტი და ნამდვილი სიყვარული მოგვიანებით მოდის და ეგრევე არ უჩნდება ყველა მშობელს
ყოველ შემთხვევაში ვიღაცეებმა ესე თქვეს, რომ მერე შეუყვარდათ ბავშვი და ვიღაცეებმა ძალიან იუარეს, არაო, ეგრევე ვაფრენდით ჩვენს ბავშვებზეო :დ
მე უფრო პირველი კატეგორია მგონია გულახდილი და არა უგულო
ნამდვილი სიყვარული მერე მოვიდა, შეიგრძნეს და გაუზიარეს სხვებს ეს ამბავი
მშობლისთვის ეს დანაკარგი არის იგივე, რაც დანაკარგი
შვილისთვის კიდევ დიდი უბედურებაა, როცა არ იცის, ვინ არის, საიდან, რატომ არ უყვარდა მშობელს. ნადგურდება ესეთი ადამიანი თვითგამორკვევის პროცესში
ამიტომ მშობელი იგივენაირ კრიმინალად უნდა მივიჩნიოთ, როგორადაც სამშობიაროს სანიტარს მივიჩნევთ
მითუმეტეს 70-90 წლებში ცოტა რაღაც დეფექტი რომ ჰქონდა ბავშვს სამშობიაროში დატოვება ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო
არ მოჰყავდათ იქიდან და ტოვებდნენ
მერე იმათ რას უშვრებოდნენ, კაცმა არ იცის
ქალაქში კიდევ ყველა ჯანმრთელი დადიოდა და საბჭოთა კავშირში ინვალიდები არ იბადებიანო, გვიხაროდა

Posted by: მაწო:+) 29 May 2023, 11:11
karlsoni
QUOTE
ამბავი ატეხილია, განცხადებები შეტანილკია პროკურატურაში და გამოძიებას წესით წინ აღარაფერი უნდა უდგეს. . . .
ზეზვამ რა თქმა უნდა იცის. . . . როგორც ჩანს სერიოზული ხალხი მფარველობს "ექიმებს" + იმ ხალხს ვინც მაგ ბავშვების გასაყვან საბუთებს აყალბებდა.

facepalm.gif
მისაჭიმები არიან, უბინძურესი მაფიაა ტიპებს მშვიდად როგორ ძინავთ, აქ დაწერეს ხმას რატო არავინ იღებსო იციანო დაზარალებულებმა რამხელა შიში ექნწბათ, მაგ ხალხის მფარველობის გავლენები კი ისეთი იქნება და იმხელა პირამიდა იქნება ექ თუ გასკდა მტრისას. მარა ზეზვა მოერევა მაგას?

მაგაზე კინო გამახსენდა წლების წინ სამედიცინო დანაშაულებზე ჩადენილ საქმეებზე საგამოძიებო პროცესებს აწარმოებს დეტექტივი და აწყდება უამრავ ბარიერს, მოკლედ სამართალი ურმით დადისო და რა იქნება შედეგი ეგეც გამოჩნდება

Posted by: cleopatra 29 May 2023, 11:51
QUOTE
მე მგონი მშობლის ინსტინქტი და ნამდვილი სიყვარული მოგვიანებით მოდის და ეგრევე არ უჩნდება ყველა მშობელს
ყოველ შემთხვევაში ვიღაცეებმა ესე თქვეს, რომ მერე შეუყვარდათ ბავშვი და ვიღაცეებმა ძალიან იუარეს, არაო, ეგრევე ვაფრენდით ჩვენს ბავშვებზეო :დ
მე უფრო პირველი კატეგორია მგონია გულახდილი და არა უგულო

გულახდილი კი არა დებილები არიან.
ინტელექტის დაბალ დონეზე მიუთითებს ეგ რო სიყვარულის აღქმა სწორად არც შეუძლიათ.
მუცელში რო გიზის, მოძრაობს და ელაპარაკები მაშინ რა არ გიყვარს? შენი ნაწილია პრაქტიკულად როგორ არ უნდ აგიყვარდეს? რას ეძახიან საერთოდ სიყვარულს იციან ნეტა?
ხო ახლა 3-4 თვის ბავშვი რომ ბევრად საყვარელია სათამაშოდ და საგუნდაოდ ეგ ყველამ ვიცით, მაგრამ როცა იცი რომ შენი შვილია მუცლიდანვე გიყვარს, ორი აზრი არ არის ამაში !
ვინც ამბობს რომ არ უყვარდა საერთოდ არ იცის რა არის შვილის სიყვარული, და მეოზბლის ქალებივით არიან, საყვარელი როა ბავშვი უკვე მაგ პონტში რო უყვართ.
როცა უვლი ძაღლიც შეგიყვარდებაო ხოა ნათვქამი, ხოდა დიახ უგულო დებილები არიან . yes.gif

Posted by: Ormurin_Langi 29 May 2023, 11:52
ეგ ის წლებია თან შუქი რომ არ ქონდა ხალხს გაზი საჭმელი და ადამიანობა სიყვარული და ურთიერთობები რომ იყო და ენატრება ბიდლო როჟებს :დდდ

Posted by: გუბაზიანი 29 May 2023, 12:52

------------------------------------------------------------------------------

Posted by: gramatikikina 29 May 2023, 13:59
QUOTE (გუბაზიანი @ 29 May 2023, 12:52 )

------------------------------------------------------------------------------

ესენი ხომ არ აფრენენ, შიშველი ქალი რატომ გადაიღეს, რა საჭირო იყო?
თან ორჯერ გაუშვეს ეს კადრი facepalm.gif

Posted by: გუბაზიანი 29 May 2023, 14:04
gramatikikina
QUOTE
შიშველი ქალი რატომ გადაიღეს, რა საჭირო იყო?

სადაა შიშველი ქალი?

Posted by: SabaGEO 29 May 2023, 14:20
QUOTE (_thunderstorm_ @ 28 May 2023, 22:38 )
https://www.facebook.com/groups/vedzebgroup/?ref=share&mibextid=DcJ9fc
ესაა ამათი ჯგუფი, სისხლი გაგეყინება რამდენი საშინელი ისტორიაა გაყიდულ ბავშვებზე
აქციაც ქონდათ რუსთაველზე მარტში მაგრამ არც აქ გახსნილა თემა არც გაშუქებულა სადმე.
გასაგებია არაა პოლიტიკურად ხელსაყრელი თემა და ვისაც უშუალოდ არ ეხება თავს იბრმავებს და იყრუებს
იმდენი ბავშვია გაყიდული და მოპარული რომ არაა გამორიცხული საკუთარი დედმამიშვილი ყავდეს ვინმეს მეუღლე. ამაზე რატო არავინ არ ფიქრობს და არავის ეს საკითხი არ ადარდებს?(((

საშინელებაა, რამდენნი არიან, თან ხშირ ხშირად იდება ახალ ახალი პოსტები. არ უნდა იყოს ხანდაზმულობა მსგავს დანაშაულზე, 50 წლის შემდეგ რომ გაირკვეს მაშინაც უნდა დაისაჯონ თუ ცოცხლები არიან.

Posted by: masai11 29 Jan 2024, 11:14
ყველა ვინც ასეთ საქმეებშია გარელი უნდა დაისაჯოს, არავის არ უნდა შერჩეს.

https://www.youtube.com/watch?v=NU62CR3LFP4

Posted by: gramatikikina 29 Jan 2024, 14:22
90იანების შემდეგ ლეგალურად ყიდიან სპეციალურად გასაყიდად გაჩენილ ბავშვებს ქართველები
ოფისები ჰქონიათ გახსნილი რუსებს, ინდოელებს








მკვლელობაში ეჭვმიტანილი და თურქეთიდან ამის გამო გამოქცეული თურქის და რუსის "ოჯახი" რომლებმაც 22 ორ წლამდე თოთო ბავშვი ჰყავთ სახლში. გააჩენინეს საქართველოში კანონიერად იყიდეს.


ცოლ-ქმარი
user posted image

Posted by: griankali 29 Jan 2024, 14:29
QUOTE
90იანების შემდეგ ლეგალურად ყიდიან სპეციალურად გასაყიდად გაჩენილ ბავშვებს ქართველები
ოფისები ჰქონიათ გახსნილი რუსებს, ინდოელებს
მკვლელობაში ეჭვმიტანილი და თურქეთიდან ამის გამო გამოქცეული თურქის და რუსის "ოჯახი" რომლებმაც 21 1 წლამდე თოთო ბავშვი გააჩენინეს საქართველოში კანონიერად იყიდეს

ეგ კიდევ სხვა თემაა.
აქ საუბარი იმაზეა, მშობლებს რომ ატყუებდნენ, შენი ბავშვი მოკვდაო, ვითომ გვამს ვითონ სასაფლაოფზე რომ ვითომ მარხავდნენ და ა.შ.

Posted by: kriketi-1985 29 Jan 2024, 15:03
QUOTE
ყველა ვინც ასეთ საქმეებშია გარელი უნდა დაისაჯოს, არავის არ უნდა შერჩეს.

პოვნა კარგია ერთმანეთის, მაგრამ დამნაშავეების დასჯაზეც უნდა იზრუნონ.

Posted by: gramatikikina 29 Jan 2024, 15:11
griankali
QUOTE
ეგ კიდევ სხვა თემაა.
აქ საუბარი იმაზეა, მშობლებს რომ ატყუებდნენ, შენი ბავშვი მოკვდაო, ვითომ გვამს ვითონ სასაფლაოფზე რომ ვითომ მარხავდნენ და ა.შ.

სხვა თემა არაა, მაგ თემის გაგრელებაა, ვითომ კანონიერ ფარგლებში მოქცეული
და საქართველო იწოდება ბავშვების ქარხანად
რის უფლებასაც თურქეთში, ინდოეთში და ჩინეთში არ აძლევენ, აძლევენ აქ


Posted by: SNYPI 29 Jan 2024, 15:14
QUOTE (gramatikikina)
სხვა თემა არაა, მაგ თემის გაგრელებაა, ვითომ კანონიერ ფარგლებში მოქცეული

რანაირად არაა კიმაგრამ
სად როდესაც ადამიანი თავისი ნებით აკეთებს ამას, ანუ მისი სხეული ერთგვარი ინკუბატორია

და სად კიდე შვილს რო აჩენ და გატყუებენ გარდაიცვალაო და ყიდიან

QUOTE
https://www.facebook.com/groups/vedzebgroup...mibextid=DcJ9fc
ესაა ამათი ჯგუფი, სისხლი გაგეყინება რამდენი საშინელი ისტორიაა გაყიდულ ბავშვებზე

რამდენი ეზებს facepalm.gif

Posted by: PFU 29 Jan 2024, 15:23
QUOTE (gramatikikina @ 29 Jan 2024, 14:11 )
griankali
QUOTE
ეგ კიდევ სხვა თემაა.
აქ საუბარი იმაზეა, მშობლებს რომ ატყუებდნენ, შენი ბავშვი მოკვდაო, ვითომ გვამს ვითონ სასაფლაოფზე რომ ვითომ მარხავდნენ და ა.შ.

სხვა თემა არაა, მაგ თემის გაგრელებაა, ვითომ კანონიერ ფარგლებში მოქცეული
და საქართველო იწოდება ბავშვების ქარხანად
რის უფლებასაც თურქეთში, ინდოეთში და ჩინეთში არ აძლევენ, აძლევენ აქ

ქოცებმა ახალი კანონმდებლობა შეიმუშავეს მაგაზე ევროდირექტივების მოთხოვნების გამო და ატყდა ერთი ვაიუშველებელი (გირჩი განსაკუთრებით), მგონი აქაც ფორუმზე, ბიზნესს და დარგს ძირავენო... facepalm.gif

ეს ბიბისის ფილმში რაცაა გამოსაძიებელი ამბებია, მაგრამ მეეჭვება, რომ თავი მოაბან... მაგ ექიმთა ნაწილი ცოცხალიც კი აღარ იქნება და ცალკე შეიძლება ხანდაზმულობა იყოს გასული (თუ საერთოდ არის მსგავსი ქეისები გათვალისწინებული კანონმდებლობაში)...

Posted by: gramatikikina 29 Jan 2024, 15:32
SNYPI
QUOTE
სად როდესაც ადამიანი თავისი ნებით აკეთებს ამას, ანუ მისი სხეული ერთგვარი ინკუბატორია

და სად კიდე შვილს რო აჩენ და გატყუებენ გარდაიცვალაო და ყიდიან

მშობლისთვის კი
აბა ეხლა ბავშვზეც დაფიქრდი givi.gif
საერთოდ, საქართველოში ამბობენ, რომ ბავშვი მაგათთვის წმინდაა, მაგრამ ბავშვს არავინ უყურებს მგონი, როგორც ადამიანს
ესეა?
აბა რას ნიშნავს, ბავშვი წმინდაა? ბოზი არაა? lol.gif

PFU
QUOTE
ქოცებმა ახალი კანონმდებლობა შეიმუშავეს მაგაზე ევროდირექტივების მოთხოვნების გამო და ატყდა ერთი ვაიუშველებელი (გირჩი განსაკუთრებით), მგონი აქაც ფორუმზე, ბიზნესს და დარგს ძირავენო...

კი, გირჩს მიაჩნია სწორედ, რომ საქართველოში სიღარიბის დაძლევის მიზნით ბავშვების გასაყიდად გაჩენა უნდა დაკანონდეს
საქართველოში ყველაფერი მახინჯურად ესმით
ესე გაიგეს ლიბერტარიანიზმიც, სადაც შეზღუდავი უფლებები იქადაგება ყველასთვის, მაგრამ ქართველმა გონებაშეზღუდულმა და პედოფილმა გირჩებმა ბავშვების უფლებები ვეღარ ჩაატიეს ამ სურათში
არ იციან, რომ ეგ ბავშვები რომ გაიზრდებიან, მოძებნიან თავიანთ მშობლებს და #####ნავენ კარგის ტრაკებს
თავიანთი მთავრობებიანად და დამკანონებლებიანად


* * *
QUOTE
ეს ბიბისის ფილმში რაცაა გამოსაძიებელი ამბებია, მაგრამ მეეჭვება, რომ თავი მოაბან... მაგ ექიმთა ნაწილი ცოცხალიც კი აღარ იქნება და ცალკე შეიძლება ხანდაზმულობა იყოს გასული (თუ საერთოდ არის მსგავსი ქეისები გათვალისწინებული კანონმდებლობაში)...

მუსერიძეს სწორად აქვს დასმული აქცენტები იმაზე, რომ ეს მშვილებლები და მშობლები არ ეუბნებიან ბავშვებს სიმართლეს, და ამიტომ არის კანონი შესაცვლელი
ინფორმაციის გასაიდუმლოების უფლების შესახებ. ეხლა რახან ეს ამბავი გასკდა, გლობალურად შეიძლება შეცვალონ ეს კანონი, რადგან აშკარად არქაული გადმონაშთია ეგ კანონი
ყველა წერს იმ ვიდეოს კომენტარებში, რომ მარტო საქართველოში არ ხდება ეს

Posted by: SNYPI 29 Jan 2024, 15:51
QUOTE (gramatikikina)
მშობლისთვის კი
აბა ეხლა ბავშვზეც დაფიქრდი

ბავშვი რა, ამხელა თანხას და ძალისხმევას თუ იჩენს ადამიანი რომ შვილი ყავდეს, მეეჭვება ცუდათ გაზარდონ

თან ამ შემთხვევაში, როგორც ვიცი, კონკრეტულად იმ წყვილის სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი გამოიყენება და ქალი უბრალოდ ინკუბატორის როლს ასრულებს


Posted by: Streetlight 29 Jan 2024, 15:57
QUOTE (masai11 @ 29 Jan 2024, 11:14 )
ყველა ვინც ასეთ საქმეებშია გარელი უნდა დაისაჯოს, არავის არ უნდა შერჩეს.

https://www.youtube.com/watch?v=NU62CR3LFP4

ამ ბავშვების მამას ნამუსი რომ ქონდეს, თავს მოიკლავდა

მაგრამ რა ნამუსი, სოციოპათია ჩვეულებრივი

5 შვილი ყავს ამ ბავშვების ჩათვლით და მესამე ბავშვსაც ყიდდა
და ცოლს აბრალებდა, სხვისგან გყავსო facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
მაგრამ მესამე ბავშვზე ხელი შეეშალა "სძელკაში", ცოლი ჯანზე იყო და არ დაანება გაყიდვა

და ტყუპებზეც იგივე დააბრალა, გაყიდა ბავშვები და ცოლს გაუვრცელა, მიღალატაო
სხვისგან დაფეხმძიმდაო, როცა ეს ქალი უგონოდ იწვა რამოდენიმე დღე მშობიარობის გართულებების გამო

მოკლედ, საავადმყოფოდან რომ დაბრუნდა, ეს ქალი თანასოფლელებმა გამოაგდეს სოფლიდან
როგორც ნამუსგარეცხილი ქალი
facepalm.gif facepalm.gif

ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი მუხური, ძალიან სამარცხვინო ამბავია, ალბათ ყველა საქმის კურსშია, ვინც მანდ ცხოვრობს/ცხოვრობდა...
სამარცხვინოა ბევრი ქართული სოფელი

ამ ვიდეოში ყვებიან ვრცლად თვითონ ბავშვები:

Posted by: masai11 29 Jan 2024, 15:59
ნაწყლიოტთა ალიანსი, ნაწყლ-ინფო ან პრარავასლავნიკების ორგანზიაციები არ ინტერესდებიან ასეთი პრობლემებით?
ა, ხო ეგენი იმენნა პიდარასტებზე აირან სპეციალიზირებულები, ორგანიზმი თხოვთ.

Posted by: PFU 29 Jan 2024, 16:08
QUOTE (SNYPI @ 29 Jan 2024, 14:51 )
QUOTE (gramatikikina)
მშობლისთვის კი
აბა ეხლა ბავშვზეც დაფიქრდი

ბავშვი რა, ამხელა თანხას და ძალისხმევას თუ იჩენს ადამიანი რომ შვილი ყავდეს, მეეჭვება ცუდათ გაზარდონ

თან ამ შემთხვევაში, როგორც ვიცი, კონკრეტულად იმ წყვილის სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი გამოიყენება და ქალი უბრალოდ ინკუბატორის როლს ასრულებს

არა მარტო 'ინკუბატორის' როლში იყვნენ...
და არც მარტო იმ წყვილის კვერცხუჯრედი და სეპრმატოზოიდი გამოიყენებოდა.

იმისდამიხედვით ხდ3ბოდა, რაც საჭირო იყო...

yes.gif

გამიგია, იყო შემთხვევები აღარ მიჰყავდათ ბავშვი...
სხვა პრობლემებიც იყო...

Posted by: SNYPI 29 Jan 2024, 16:17
PFU
QUOTE
არა მარტო 'ინკუბატორის' როლში იყვნენ...
და არც მარტო იმ წყვილის კვერცხუჯრედი და სეპრმატოზოიდი გამოიყენებოდა.

მე ეხლა ვამბობ კაცო, კანონიერად და ყველანაირი დოკუმენტების დაცვით რაც ხდება თორე ადრე რა ხდებოდა მაგაზე საერთოდ სიტყვები ზედმეტია

Posted by: გუბაზიანი 29 Jan 2024, 16:55
Streetlight
QUOTE
ამ ბავშვების მამას ნამუსი რომ ქონდეს, თავს მოიკლავდა

ხომ არ იცი რა გვარია მაგ ბავშვების მამა?

Posted by: Streetlight 29 Jan 2024, 17:05
QUOTE (გუბაზიანი @ 29 Jan 2024, 16:55 )

QUOTE
ამ ბავშვების მამას ნამუსი რომ ქონდეს, თავს მოიკლავდა

ხომ არ იცი რა გვარია მაგ ბავშვების მამა?

გოჩა გახარია, იმ ვიდეოში იძახიან, რაც ზემოთ დავდე


Posted by: PFU 29 Jan 2024, 17:11
QUOTE (SNYPI @ 29 Jan 2024, 15:17 )
PFU
QUOTE
არა მარტო 'ინკუბატორის' როლში იყვნენ...
და არც მარტო იმ წყვილის კვერცხუჯრედი და სეპრმატოზოიდი გამოიყენებოდა.

მე ეხლა ვამბობ კაცო, კანონიერად და ყველანაირი დოკუმენტების დაცვით რაც ხდება თორე ადრე რა ხდებოდა მაგაზე საერთოდ სიტყვები ზედმეტია

მეც 'ახლა'-ზე მაქვს საუბარი. სანამ სუროგაციის ახალ რეგულაციებს შემოიღებდნენ და არა კომუნისტების დროს ან ბნელ 90-2000-იანებში, როცა მსგავს შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, რაც ბიბისის ფილმში მოხვდა...
yes.gif
* * *
gramatikikina
მუსერიძეს სწორად აქვს დასმული აქცენტები იმაზე, რომ ეს მშვილებლები და მშობლები არ ეუბნებიან ბავშვებს სიმართლეს, და ამიტომ არის კანონი შესაცვლელი
ინფორმაციის გასაიდუმლოების უფლების შესახებ. ეხლა რახან ეს ამბავი გასკდა, გლობალურად შეიძლება შეცვალონ ეს კანონი, რადგან აშკარად არქაული გადმონაშთია ეგ კანონი
ყველა წერს იმ ვიდეოს კომენტარებში, რომ მარტო საქართველოში არ ხდება ეს


მართალს ამბობ. ეგ საკითხი მოსაგვარებელია და კანონი შესაცბლელი.

იმაშიც გეთანხმები და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მარტო ქართული ეროვნული სენი არაა ეს და სხვა ქვეყნებშიც იქნებოდა/იქნება...

Posted by: gramatikikina 30 Jan 2024, 02:56
QUOTE (SNYPI @ 29 Jan 2024, 15:51 )
QUOTE (gramatikikina)
მშობლისთვის კი
აბა ეხლა ბავშვზეც დაფიქრდი

ბავშვი რა, ამხელა თანხას და ძალისხმევას თუ იჩენს ადამიანი რომ შვილი ყავდეს, მეეჭვება ცუდათ გაზარდონ

თან ამ შემთხვევაში, როგორც ვიცი, კონკრეტულად იმ წყვილის სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი გამოიყენება და ქალი უბრალოდ ინკუბატორის როლს ასრულებს

არაა მარტო ინკუბატორი ქალი. კვერცხუჯრედის დონაციაც ხდება და სპერმის ბანკიც აქვთ
და ამ ქვეყანაში არავინაა გარანტირებული, რომ გეტყვიან რაჯკაპურის და ხათმაჯუნას ემბრიონი ჩაგისვითო და უცბად აღმოჩნდეს, რომ შენი კვერცხუჯრედი გაანაყოფიერეს ვინმე შენივე მეზობელი ჯუმბერას სპერმატოზოიდით
ეგ ერთი
და "მაგხელა თანხას და ძალისხმევას" პედოფილიც კარგად გაიღებს, რომ არავინ შეაწუხებს, როცა იმ ბავშვზე სექსუალურად იძალადებს და კიდევ ორგანოებით მოვაჭრეც
მითუმეტეს ინდოელები და რუსები ამუშავებენ საქართველოში მაგ ოფისებს, ვიდეოები ტყუილად არ დამიდია
შენ რომ აქედან ბავშვს ატან რუსს და ინდოელს, იქ რუსეთში და ინდოეთში იმ ბავშვებს რას უშვრებიან, შენ აკონტროლებ?

Posted by: ereklebarv 30 Jan 2024, 12:01
BBC-ზე მოვხვდით:




facepalm.gif

Posted by: გუბაზიანი 30 Jan 2024, 12:53
gramatikikina
QUOTE
კიდევ ორგანოებით მოვაჭრეც

ეს ორგანოებით ვაჭრობა ცოტა შეთქმულების თეორიას გავს, სად ან ვის უნერგავენ ამ ბავშვების ორგანოებს? გადანერგვის ადგილები ცნობილია?

Posted by: tengo9786 30 Jan 2024, 18:51
თქვენი არ ვიცი მეგობრებო და პირადად ვამაყობ რომ ბიბისიზე მოვხვდით!
\
ლამაზი, მოვლილი, გონებაგახსნილი, გოგოშკები და ინგლისურადაც საუბრობენ


Posted by: Streetlight 20 Feb 2024, 12:22


მორიგი გაყიდული ტყუპი დები :/

კი ადევს გულისამაჩუყებელი, გაცისკროვნებული მუსიკა,
მაგრამ სინამდვილეში რამხელა კოშმარია

ერთ-ერთი ბავშვი გაიყიდა 3800$-ად 2005 წელს help.gif help.gif
2005-შიც კი ხდებოდა ანუ ასეთები facepalm.gif

გამზრდელ მშვობლებს სხვადასხვა ისტორია უთხრეს და არც ერთმა იცოდა, რომ ტყუპისცალი ყავდათ

ახლა ბიოლოგიურებს ეძებენ, ჯერ არ იციან, მოპარულები არიან, თუ არა

Posted by: gramatikikina 20 Feb 2024, 12:30
გუბაზიანი
QUOTE
ეს ორგანოებით ვაჭრობა ცოტა შეთქმულების თეორიას გავს, სად ან ვის უნერგავენ ამ ბავშვების ორგანოებს? გადანერგვის ადგილები ცნობილია?

მაგალითად ინდოეთში
სადაც ეს ბავშვები გაჰყავთ
და სადაც ბავშვების სამათხოვროდ დასახიჩრების დიდი ტრადიციები აქვთ
ბოდიში, რუსეთი გამომრჩა imbi.gif
რუსული და ინდური ფირმებია იმ ვიდეოებში, რომლებიც საქართველოში ინვიტრო განაყოფიერებით ბიზნესს აგვარებენ

Posted by: sulo 20 Feb 2024, 14:11
ოჯახს ვიცნობ ორი ბავშვი მოპარეს, თვითონ არ აცნობიერებენ ისე, აღწერილ ისტორიებს ზუსტად ჰგავს მათი შვილების პროვინციულ საავდმყოფოში მშობიარობისას დაღუპვის ისტორიებს,
მეტი შვილი აღარ ეყოლათ, გაუბედურდა მთლიანად ეს წყვილი, გუშინ კაცი გარდაიცვალა, 59 წლის ასაკში....

ამის ჩამდენები დაუსჯელები დადიან და არავინ არის გამკითხავი.

ვეჭვობ "მყიდველების" დასაფარად ხება ეს ყველაფერი.

Posted by: გუბაზიანი 21 Feb 2024, 10:59
gramatikikina
QUOTE
მაგალითად ინდოეთში
სადაც ეს ბავშვები გაჰყავთ

ინდოეთში საკუთარი უპატრონო ბავშვები არ ყოფნით თუ სხვა რამეშია საქმე?

Posted by: gramatikikina 21 Feb 2024, 12:26
გუბაზიანი
ხო კაი შვილო დედი შენ არ ინერვიულო facepalm.gif
გორელები რომ საკუთარ შვილებს პორნოგრაფიაში იღებდნენ, ხომ არ დაგავიწყდა? თავს გაგივიდათ რა ანგელოზებს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)