Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > UBER-ი საქართველოს ბაზარზე შემოდის


Posted by: zindiosama 26 Apr 2024, 17:40
BMG-ის ინფორმაციით, ტაქსის გამოძახების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა, ამერიკული Uber-ი საქართველოში შემოდის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პირველ ეტაპზე, კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა ღირებულების სერვისს შესთავაზებს, მათ შორის ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის პრემიული სერვისი, სახელწოდებით Uber Black.

კონკრეტულად როდის გაეშვება Uber-ის სერვისი საქართველოში, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ BMG-ის ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები რამდენიმე კვირის შუალედში შეძლებენ.

Uber-ის აპლიკაცია, სახელწოდებით Uber GE, ქართულ App Store-სა და Google Play-ში უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო მომხმარებლებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ. თავად აპლიკაცია ქართულადაც არის ხელმისაწვდომი და შიგნით, ავტომობილების დანახვაც შეიძლება, მაგრამ ტაქსის გამოძახება, ამ ეტაპზე, შეუძლებელია.

2009 წელს სან-ფრანცისკოში დაფუძნებული Uber-ი ამჟამად 70 ქვეყანაში ოპერირებს, 6 მილიონამდე მძღოლს აერთიანებს და ყოველდღიურად 131 მილიონ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება. დაფუძნებიდან დღემდე Uber-ის ტაქსებს რამდენიმე მილიარდი შეკვეთა აქვთ შესრულებული, ზოგიერთი მათგანი კი ქვეყნებს შორის მოგზაურობასაც მოიცავდა. ტაქსის სერვისის გარდა, Uber-ის დახმარებით შესაძლებელია ამანათის მიტანა, საკვების გამოძახება და ცხოველის გადაყვანა. Uber-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება - კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $144 მილიარდს აღემატება.
https://bm.ge/news/tegeta-motorsshi-27-aprilidan-sagazafkhulo-fasdaklebebi-moqmedebs

ეს ალბათ იანდექს ტაქსის კონკურენტი იქნება

Posted by: ტერა 26 Apr 2024, 18:13
ვნახოთ, რას იზამს.
ისე, ბაზარი უკვე დაკავებულია.

ბოლტი მაგარ სირობებს აკეთებს, ჰაერიდან მოგონილ "ბონუსებს" გაწერს.
ჯერ რომ საცობის გამო პოსლეზე ფასს რომ გიზრდიან ხომ თავისთავად საოცრობაა.
და მე ყოველგვარი საცობის გარეშეც მომივიდა, თან არა ერთხელ.

QUOTE
კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $144 მილიარდს აღემატება.

ანუ აქციების ჯამური ღირებულება ამდენია.

Posted by: zindiosama 26 Apr 2024, 18:25
ისე შემოვლენ თუ ბიბინა დაასანქცირეს?

Posted by: Saturn 26 Apr 2024, 19:41
4.2.4. თემის შექმნა თემატურად შეუსაბამო ფორუმში

იხურება

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)