Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > გილოცავთ თბილისობას


Posted by: sanfol 3 May 2024, 12:18
user posted image

რა ადრე მოსულა თბილისობა popcorn.gif

Posted by: no_one 3 May 2024, 12:20
sanfol
რუსულის გარდა სხვა რომელი უცხო ენა იცი? 2kiss.gif

Posted by: Asklipiodotaa 3 May 2024, 12:23
სლოვინცური ენის გარდა სხვა რომელი ენა იცი?
2kiss.gif

Posted by: sanfol 3 May 2024, 12:23
no_one
ფბდან წამოვიღე ვერაგო

Posted by: აშკარა 3 May 2024, 13:08
ам темастан дакавширебит ту раме претензиа гаквт момцерет меилзе

gruzin.tbilisky@mail.ru

Posted by: idallgo 3 May 2024, 13:11
sanfol

შენ სტიქაროსანი არ იყავი?

Posted by: PAINKILLER 3 May 2024, 15:47
QUOTE (sanfol @ 3 May 2024, 12:18 )
user posted image

რა ადრე მოსულა თბილისობა popcorn.gif

თბილისობა კი არა, კარგად დააკვირდით რუკას, ყველაზე მეტი საცობი ზუსტად "ახალრეაბილიტირებულ" წერეთლის გამზირზეა, კერძოდ კი დიდუბის მეტროსთან, სამტრედია-ერისთავის მონაკვეთზე და რაც არ უნდა უცნაური იყოს დინამოსთან ცაბაძის კვეთაზე სადაც აქამდე არასოდეს ყოფილა საცობი !!!

Posted by: Mr-Raptor 3 May 2024, 16:06
ეხლა ვარ მეტრო ახმეტელთან და აი ჩვეულებრივი მოძრაობაა, არანაირი სიცარიელე და მსგავსი რამე, უბრალოდ საცობში რო დგახარ ეგ მომენტი არაა

Posted by: gige 3 May 2024, 16:06
მუხრანსი მინდოდა ჩარბენა და ვერ გავდივარ, დიღმის გადასახვევიდაბ საცობია

Posted by: GEORGEXIII 3 May 2024, 16:08
დავრჩით ნაღდი ხოხბები

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: NK.ბებერა 3 May 2024, 16:12
რატომ არასდროს არ მაქვს სიამაყის შეგრძნება იმის გამო რომ თბილისის გარდა არსად არ მაქვს წასასვლელი, არც აღდგომაზე და არც ისე თუ არ ვიქირავე :დ

Posted by: robin 3 May 2024, 16:16
QUOTE (NK.ბებერა @ 3 May 2024, 16:12 )
რატომ არასდროს არ მაქვს სიამაყის შეგრძნება იმის გამო რომ თბილისის გარდა არსად არ მაქვს წასასვლელი, არც აღდგომაზე და არც ისე თუ არ ვიქირავე :დ

გაყიდეს შენმა მშობლებმა ალბათ მამა პაპეული და რაღა გექნება.
თუმცა შეიძლება ბაბუა ბებიებმა დაასწრეს გაყიდვა .
როგორღაც ასე. ის

Posted by: NK.ბებერა 3 May 2024, 16:49
robin
არ გაუყიდიათ, შემიძლია ზუსტად გითხრა ჩამოთვლილ პირებზე.

უბრალოდ ვერაფერ საამაყოს ვერ ვხედავ ე.წ. ხოხბობაში.
რა მნიშვნელობა აქვს ჩემი პაპის პაპა ჩამოვიდა დედაქალაქში და ის დაფუძნდა თუ მე ჩამოვედი და მე დავფუძნდი.
რაღაც პერიოდი თბილისში სომხური მოსახლეობის წილი მეტი იყო და ქართულ ენაზე ქართველი ებრაელები უფრო საუბრობდნენ.

რაც შეეხება აღდგომას, ჩემთვის ბავშვობიდან მოყოლებული რელიგიური ბრწყინვალე დღესასწაულია და ხანგრძლივი მარხვის დასრულებასა ჟამნობა-ლიტანიობა-სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებასთან ასოცირდება, ქეიფი და მოლხენა უკვე დღისით.
მაგიტომ ვერც სააღდგომოდ მშობლიურ ადგილებში ჩასვლის მუღამს ვხვდები დიდად, მიცვალებულთა დღესაც მთავარია ეკლესიაში პანაშვიდის გადახდა და არა სასაფლაოზე ქეიფი, ეს უკანასკნელი უფრო მას შემდეგ ჩამოყალიბდა ალბათ რაც რელიგიურიდან სახალხო გახდა.

Posted by: sanfol 3 May 2024, 22:01
NK.ბებერა
თბილისში რო დაიბადები უკვე პატივია რატო აკნინებ თბილისელობას? აქეთ იღწვიან დანარჩენი მაცხოვრებლები და შენ კიდე იძახი არ აქვს მნიშვნელობაო

Posted by: no_one 4 May 2024, 14:11
PAINKILLER
QUOTE
ყველაზე მეტი საცობი ზუსტად "ახალრეაბილიტირებულ" წერეთლის გამზირზეა,

ეგ კი არა, რაც უფრო ახალი გაკეთებულია გზა მით მეტი წყალი დგება. წიწამური-ზაჰესის კონაკვეთზე რამდენიმე ტბა გროვდება და ორი მდინარე კვეთს გზას. ამასთან, ნორმალურად დახაზული არ არის - დასაჭერებია არიან

Posted by: GEORGEXIII 4 May 2024, 15:14
არადა თბილისს ჯობია სხვა ქალაქები წაახალისონ და მოხოდონ.


და იდეალურად გადანაწილდებოდა ეს ხალხი.

Posted by: no_one 4 May 2024, 16:36
GEORGEXIII
ესეც რუსული სტრუქტურაა - ყველაფერი თბილისში ისევე როგორც იქ არის ყველაფერი მოსკოვში. არცერთი მსხვილი რუსული კომპანია რომელიც უზარმაზარ ფულს წერს და მხოლოდ ციმბირში ოპერირებს(მაგალითად), ადგილზე არ არის რეგისტრირებული - ყველა მოსკოვშია და გადასახადებსაც მანდვე იხდის. ჩვენთანაც ეგრეა

Posted by: GEORGEXIII 4 May 2024, 16:51
no_one
ხოდა რატოოო?


რომ გადანაწილდეს საქართველოს მაშტაბით, ადგილობრივებსაც ეშველებად და არ გაიხიკება მთელი სამუშაო ძალა რეგიონებიდან პირდაპირ მიგრაციაში

facepalm.gif

Posted by: NK.ბებერა 5 May 2024, 17:51
sanfol
QUOTE
თბილისში რო დაიბადები უკვე პატივია რატო აკნინებ თბილისელობას?

არც თბილისელობას ვაკნინებ და არც ქუთაისელობას და არც თელაველობას(არ. თელ ავიველობას :დ), უბრალოდ მე თუ თბილისში დავიბადე, ამ მიზეზით ვერ ჩავთვლი მასზე უპირატესად თავს, ვინც სიტყვაზე ახალციხეში დაიბადა. ცხოვრებაში რამე რომ შევქმნა და ღირებული გავაკეთო მაშინ კი ბატონო მაგ ნიშნით შეიძლება.

QUOTE
აქეთ იღწვიან დანარჩენი მაცხოვრებლები და შენ კიდე იძახი არ აქვს მნიშვნელობაო

ნებისმიერ ქვეყანაში ხალხის დიდი ნაწილი ეკონომიკურად აქტიური დიდი ქალაქებისკენ მიისწრაფვის, რეგიონებში რეგიონის მთავარი ქალაქისაკენ, აქედან დედაქალაქში, დედაქალაქად და მოძრავ ქალაქად სწორედ რომ „ჩამოსულობა” აქცევს, ვინმე თუ მაღალმთიანი აჭარის სოფელში დაიბადა და თავისი განათლებითა და შრომით თბილისში იყიდა ბინა და გადმოსახლდა, რატომ არის მასზე ნაკლები ვისაც ასეთი ადამიანის შთამომავლობით ერგო ბინა?
ამაზე ვამბობ და არა ის რომ თბილისელობა ცუდია ან რამე მსგავსი.

Posted by: sanfol 5 May 2024, 20:16
NK.ბებერა
მშრომელი და ჭვკიანი ადამიანი სახლკარს არ გაყიდის და თბილისში არ წამოვა, წავა პირდაპირ უცხოეთში და იქ გაიკვალავს გზას თუ თავისი არეალი არ ყოფნის ეს ერთი და მეორეც ვინც დიდი ხანია ერთ არეალში ცხოვრობს უფრო მეტი აქვთ მის წინაპრებს გაკეთებული, ასეა მსოფლიო მოწყობილი არამარტო თბილისი და საქართველო. ამერიკაშიც რო ჩახვიდე შეიძლება ამერიკელი გახდე, მაგრამ იქ თუ არ დაიბადე პრეზიდენტი ვერასდროს გახდები რატომ არ გიჩნდება კითხვა რატომ? დისკრიმინაციას ეწევიან ამერიკელები? smile.gif

Posted by: NK.ბებერა 6 May 2024, 16:41
sanfol
არ იყო ზაქარია ფალიაშვილი თბილისელი მაგრამ ვერ გამოდგა დიდი კომპოზიტორი? ან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნის ავტორი კოტე ფოცხვერაშვილი.
გალაკტიონ ტაბიძე, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, კიდევ რა მოთვლის, რითი არიან იმათზე ნაკლები ვინც უბრალოდ თბილისში დაიბადა და იცხოვრა?

150 წლის წინ ქალაქ თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იყო ეთნიკურად ქართველი ანუ ავლაბრელი სომეხი უფრო ნაღდი თბილისელი გამოდის ვიდრე 1930-იანებში ვაკეში ჩასახლებული პროფესორის შთამომავალი?

ყველა ქალაქის მაცხოვრებლის წინაპარი ოდესღაც არ ცხოვრობდა ქალაქში, ზოგისთვის მამა ან ბაბუა, ზოგისთვის 10 თაობის წინანდელი წინაპარი, საერთოდ რა არის აქ საკამათო, ვერ ვხვდები. მე ჩემი პირადი აზრი დავაფიქსირე, შენ შენი, მერე რა თუ სხვადასხვანაირად ვუყურებთ?

Posted by: The DoctoR 6 May 2024, 16:55
რაზე მსჯელობთ, როცა პსპ ან ავერსს ონლაინ მაღაზია მხოლოდ თბილისში აქვს!?

Posted by: sanfol 6 May 2024, 17:45
NK.ბებერა
გერმანია რო გაერთიანდა ღარიბი აღმოსავლეთი მდიდარ დასავლეთს რო არ შესეოდა და არ ჩამოშლილიყო ქვეყანა, ასეთი კანონი მიიღეს ჭკვიანმა გერმანელეებმა, ვინც სად არის ჩაწერილი იმ რეგიონში აქვს მხოლოდ მუშაობის უფლება

სულელები იყვნენ გერმანელები?

Posted by: n-i-c-k 6 May 2024, 18:54
რაიონებში წყალი ან არა, ან გრაფიკით , გაზის შეყვანაც არაა იაფი , სამუშაო არა - მორბიან ყველანი აქეთ ...
არადა პატარა ქალაქებში ცხოვრებას რა სჯობია

user posted image

მაგრამ რათ გინდა , ყველგან 40 კმ/სთ კიდი ნიშანი sad.gif

Posted by: tozi777 6 May 2024, 21:08
QUOTE (sanfol @ 3 May 2024, 22:01 )

თბილისში რო დაიბადები უკვე პატივია

givi.gif

......................................

Posted by: INKVISITOR 6 May 2024, 21:31
NK.ბებერა
QUOTE
არც თბილისელობას ვაკნინებ და არც ქუთაისელობას და არც თელაველობას(არ. თელ ავიველობას :დ), უბრალოდ მე თუ თბილისში დავიბადე, ამ მიზეზით ვერ ჩავთვლი მასზე უპირატესად თავს, ვინც სიტყვაზე ახალციხეში დაიბადა.

რა თქმა უნდა. რა შუაშია საერთოდ უპირატესობა.
უბრალოდ სადაც ხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო. ეგ ეხება თბილისსაც, თელავსაც და პარიზსაც.
QUOTE
გალაკტიონ ტაბიძე, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, კიდევ რა მოთვლის, რითი არიან იმათზე ნაკლები ვინც უბრალოდ თბილისში დაიბადა და იცხოვრა?

არაფრით არ არიან ნაკლები.
თბილისი იყო საქართველოს კულტურული ცენტრი, მისი ფლაგმანი. ახლა კი არის სბროდის თავშეყრის ადგილი.
ადრე თუ გალაქტიონები ჩამოდიოდნენ, ახლა ჩოხადღნაურელი ჯუმბერები ჩამოდიან და კი არ თბილისელდებიან, არამედ თბილისს აჩოხადღნაურებენ.
QUOTE
150 წლის წინ ქალაქ თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იყო ეთნიკურად ქართველი ანუ ავლაბრელი სომეხი უფრო ნაღდი თბილისელი გამოდის ვიდრე 1930-იანებში ვაკეში ჩასახლებული პროფესორის შთამომავალი?

ორივე იყვნენ ნაღდი თბილისელები, რადგან ორივე იზიარებდა აქაურ კულტურას და ორივე ატარებდა აქაურ ქუდს.
QUOTE
ვინმე თუ მაღალმთიანი აჭარის სოფელში დაიბადა და თავისი განათლებითა და შრომით თბილისში იყიდა ბინა და გადმოსახლდა, რატომ არის მასზე ნაკლები ვისაც ასეთი ადამიანის შთამომავლობით ერგო ბინა?

არაფრით არაა ნაკლები, თუ ბინის გარდა, კულტურული დონეც აქვს შესაბამისი, რომელსაც ბინისგან განსხვავებით, ვერ იყიდი.

Posted by: NK.ბებერა 6 May 2024, 21:40
INKVISITOR

QUOTE
ადრე თუ გალაქტიონები ჩამოდიოდნენ, ახლა ჩოხადღნაურელი ჯუმბერები ჩამოდიან და კი არ თბილისელდებიან, არამედ თბილისს აჩოხადღნაურებენ.

ალბათ ორივე მოვლენა ხდება მაინც.

სხვა მხრივ კი გეთანხმებით სრულად smile.gif

Posted by: gramatikikina 6 May 2024, 21:46
აშკარა
no_one
ამაზე რას იტყვით?
user posted image
https://www.youtube.com/watch?v=wU4DOrMBIp8&lc=UgyDU5w9PBDGIUQnU_R4AaABAg.A35m9GhwAMZA35yponSq-O
მითუმეტეს დღეს, როცა მთელი უცხოეთის ყურადღება საქართველოსკენაა მოპყრობილი და ბევრი ისეთიც ინტერესდება, ვისაც დღემდე ჰგონია, რომ ქართველები რუსები ვართ და უარვყავით რუსული ენა და დამწერლობა
იფიქრებენ, ლათინურ შრიფტზე გადასულანო lol.gif drug.gif

Posted by: Plat_7 6 May 2024, 22:15
n-i-c-k
რა მიყვარს კოსტავას დაღმართი sad.gif ეგაა თბილისის გული

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)