Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სერიალები > დიატლოვის უღელტეხილი / Перевал Дятлова


Posted by: weisenhaus 29 Nov 2020, 20:04
პირველი ორი სერია ვნახე და მაგარი ჩამითრია. რეალურ ამბავზეა გადაღებული. რვავე სერია დაიდო უკვე ტორენტებზე.
იუთუბზე ორი სერია დევს მარტო.



Posted by: Today 29 Nov 2020, 22:46
weisenhaus
QUOTE
პირველი ორი სერია ვნახე და მაგარი ჩამითრია. რეალურ ამბავზეა გადაღებული. რვავე სერია დაიდო უკვე ტორენტებზე.
იუთუბზე ორი სერია დევს მარტო.

https://rezka.ag/series/drama/36157-perevаl-dyatlova-2020.html

Posted by: დავიდ ვილია 30 Nov 2020, 03:05
კინო ამქვს ნანახი და მეგა ღლეობა იყო

იმედია ეს იქნება წესიერი


Posted by: weisenhaus 30 Nov 2020, 13:34
ახლა მოვრჩი ყურებას. ძაან მაგარია. ვისიამოვნე. მისტიკა - მისტიკის გარეშე. შავთეთრად გადაღებული სერიები დიატლოვის ჯგუფზე უმაგრესი ჩანაფიქრი იყო და თავის ხიბლი შესძინა ფილმს.
10/10 უდავდოდ!



დავიდ ვილია
ფილმი რომელია? ამერიკულ უჟასტიკზე ამბობ?

Posted by: J.J.Angleton 30 Nov 2020, 14:23
პირველი სერია ვნახე და გადამავიწყდა მერე - ჩავუჯდები დღეს

QUOTE
კინო ამქვს ნანახი და მეგა ღლეობა იყო

ჰარლინის გენიალური ნაშრომი ? biggrin.gif

Posted by: Otka 30 Nov 2020, 18:04
ღირს ანუ ყურებად? მაგრამ რუსები მაინც თავის სისულელეებს მიაქსოვდნენ :|

Posted by: J.J.Angleton 30 Nov 2020, 18:17
Otka
ყველა აქსოვს თავის სისულელეებს - ეს ბოლო დროა რასაც ამერიკელები კადრულობენ - უბრალოდ სირცხვილი არის facepalm.gif

ვუყურებ და დდროის გასაყვანად კარგი რამ არის - ატმოსფერული

Posted by: weisenhaus 30 Nov 2020, 18:20
დაშვება მისცეს რეჟისორსა და სცენარისტს დახურულ დოკუმენტებთან. დიატლოვის ჯგუფის სერიები მათი დღიურების მიხედვითაა გადაღებული.
Создателям сериала — режиссёрам и продюсерам Валерию Федоровичу, Евгению Никишову и сценаристу Илье Куликову удалось получить доступ к закрытым материалам дела 1959 года и материалам доследования 2000-х годов, а также детально изучить дневники погибших студентов.

სატელევიზიო ვერსიიდან ბევრი ეპიზოდი ამოჭრილია. +18 ვერსია აქაა.
https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=5970285

Posted by: Today 1 Dec 2020, 18:23
მეგა ღლეობა... ლოგიკას დედა მოუხნეს და ომის თემები შეტენეს...

Posted by: weisenhaus 3 Dec 2020, 16:25
Today
ბოლომდე უყურე? ბევრჯერ შემოტრიალდა სიუჟეტი და საბოლოდ სწორ გზაზე დადგა. სიუჟეტისთვის იყო საჭირო, ჩემი აზრით, მეორე მსოფლიო ომის თემაც. დიატლოვის ჯგუფს ნაკლებად ეხება ეგ. მე ყველაფერი მომეწონა. სიუჟეტიც, მსახიობების თამაში და ფილმის დინამიურობაც. ყველაზე რეალური ვერსია გადაიღეს. თან "მისტიკაც" ჩართეს ცოტა. საბოლოოდ კი - არანაირი მისტიკის მსგავსი რო არ აღმოჩნდა უფრო გამისწორდა.

Posted by: მამაო ენუქი 3 Dec 2020, 16:27
რუსულ სერიალს ისევ დონა ბარბარას ყურება ჯობია old.gif

Posted by: masha 4 Dec 2020, 00:18
weisenhaus
ეგ ჯერ არ მინავს, რაღაც არ მიზიდავს.
როგორც იქნა "მეტოდის" მეორე სეზონი დაიდო
პირველს ვერ სჯობს, მაგრამ კარგია

Posted by: kea 4 Dec 2020, 21:23
და არც იციან თვითონ რა მოუვიდა მაგ უბედურებს და რა გადაიღეს?
ძაან უჟასი თუ არაა ვუყურო?

თოვლზე ნაწლავები თუა, მაგის ნერვი აღარ მაქ.

Posted by: weisenhaus 5 Dec 2020, 20:01
kea
QUOTE
დაშვება მისცეს რეჟისორსა და სცენარისტს დახურულ დოკუმენტებთან. დიატლოვის ჯგუფის სერიები მათი დღიურების მიხედვითაა გადაღებული.
Создателям сериала — режиссёрам и продюсерам Валерию Федоровичу, Евгению Никишову и сценаристу Илье Куликову удалось получить доступ к закрытым материалам дела 1959 года и материалам доследования 2000-х годов, а также детально изучить дневники погибших студентов.

სატელევიზიო ვერსიიდან ბევრი ეპიზოდი ამოჭრილია. +18 ვერსია აქაა.
https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=5970285


და ვაბშე არაა უჟასი. დაჟე მისტიკაც არაა. ალბათ ყველაზე რეალური ვერსია ესაა, რაც ახლა გადაიღეს.

Posted by: J.J.Angleton 8 Dec 2020, 02:46
weisenhaus
QUOTE
სიუჟეტისთვის იყო საჭირო, ჩემი აზრით, მეორე მსოფლიო ომის თემაც.

yes.gif

ზოლოტარიოვის გასროლები, ხო უნდა აეხსნათ რამენაირად biggrin.gif
თუმცა, მაგ ნაწილში - რამდენად ეფექტურად გამოუვიდათ... ხზ.

საერთო ჯამში 1-2 საღამოს გადასაგორებლად ნორმალური საყურებელი სერიალი არის - თავისი ატმოსფეროთი, სტილით, გადმოცემით.

პ.ს. საბჭოთა კავშირი ნუ შეგაშინებთ - პირიქით, მონსტრები გამოიყვანეს საბჭოთა ჯარისკაცები - გებეშნიკი კიდევ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილი პიროვნება biggrin.gif

Posted by: MEDS 8 Dec 2020, 09:24

-----

Posted by: weisenhaus 8 Dec 2020, 22:59
QUOTE (MEDS @ 8 Dec 2020, 09:24 )

-----

კარგი აღწერაა. ბევრ რამეში ვეთანხმები. თუმცა, მისტიკა ბევრი ვაბშე არაა. თითქმის არცაა, ჩემი აზრით.

J.J.Angleton
QUOTE
ზოლოტარიოვის

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: kea 9 Dec 2020, 23:19
weisenhaus
ეეეე, აბა არაა უჟასიო.
თვალებდათხრილი ტიპები ჩითავენ პირველივე სერიაში.
ეხლა თან მაინტერესებს უკვე . rolleyes.gif

Posted by: weisenhaus 10 Dec 2020, 00:37
kea
QUOTE
ეეეე, აბა არაა უჟასიო.
თვალებდათხრილი ტიპები ჩითავენ პირველივე სერიაში.
ეხლა თან მაინტერესებს უკვე .


ბოლოში ირკვევა ყველაფერი, რომ არც მისტიკაა და არც უჟასი საბოლოო ჯამში. მაგარი გაუფასურდებოდა მთელი ფილმი ეგრე რო ყოფილიყო.


პ.ს. ისე, ტეენტესგან გამიკვირდა წელს. კარგი სერიალები გამოუშვა. არადა, ვერ ვიტან მაგათ კომედის და შოუებს.
ეს ორი მძაფრსიუჟეტიანი ფილმების მოყვარულთათვის:



კიდევ ძაან მომეწონა 90-იანებზე გადაღებული "мир! дружба! жвачка".
Чики - არაა ტეენტესი, მაგრამ კარგი იყო ესეც.

Posted by: _Lali_ 12 Dec 2020, 13:30
ამდენი წელი გავიდა და დღემდე ამოუხსნელია, რა დაემართა ამ ხალხს, რა მოხდა სინამდვილეში და რისგან დაიღუპნენ.

ვისაც აინტერესებს ეს თემა, ვურჩევ ეს ვიდეოები ნახოს (სულ სამი ნაწილია), ძალიან საინტერესოა
https://bit.ly/2K02wYb

Posted by: weisenhaus 12 Dec 2020, 17:42
ამ კომენტარზე გამეცინა:
"Убили группу Дятлова журналисты из Рен-ТВ, чтобы много лет снимать передачи"
)))


Posted by: kea 15 Dec 2020, 00:15
weisenhaus
მადლობა, ვუყურებ.

ეს კარგი იყო, ბოლომ ცოტა დამწყვიტა გული.
ნამეტანი ბატებად გამოიყვანეს ეს უბედურები.
ძაან უთავოდ დაპანიკდნენ.

Posted by: weisenhaus 15 Dec 2020, 00:55
kea
QUOTE
მადლობა, ვუყურებ

ნუ, ეგენი დიდი არაფერი. დროის გასაყვანად თუ ნახავ. მართლა კარგი და ღირებული რაც ვნახე რუსული სერიალებიდან ამ ბოლო დროს "წყნარი დონი" იყო. ამას გირჩევ.


Posted by: kobebryant 25 Dec 2020, 01:23
ან თოვლის კედელს რა უნდოდა მაგ ადგილას, ან ზვავს...

იმედია, ოდესმე მაინც იტყვიან სიმართლეს, იქამდე კი, სრულიად სულელური რომაა, როგორც გამოძიების დასკვნა, ასევე სერიალის ფინალი, ამის ყურების შემდეგ თვალნათლივ დაინახავთ smile.gif
https://www.youtube.com/watch?v=S1eebleLWeE

Posted by: გუგო 25 Dec 2020, 18:03
kobebryant
მეც ამის დაპოსტვას ვაპირებდი, თან ცინცხალი ტრიფია, სერიალის გამოსვლის შემდეგ დალაშქრეს თუ სწორად მახსოვს.

დავიდ ვილია
QUOTE
კინო ამქვს ნანახი და მეგა ღლეობა იყო

მაგ ფილმს საუნდტრეკის ხათრით ვპატიობ ღლეობის ლეველს biggrin.gif




ჯამში თუ წინარე ისტორიას არ იცნობ, დამატებით დეტალების დასერჩვა გაანალიზებით არ შეიწუხებს ადამინი თავს და საბჭოთა ეპოქას სურს თვალი გადაავლოს არაა ცუდი ნამუშევარი spy.gif

Posted by: დავიდ ვილია 25 Dec 2020, 19:22
გუგო
კი მაგას არაუშავდა
მარა მაინც ვერ გადაფარა

weisenhaus
კიი აი შემაწუხებლად ცუდი ფილმია


ვინც ნახეთ ვარგა?


Posted by: Crøs 26 Dec 2020, 21:44
მესამე სერიაზე ვარ და ჩამომეძინა :/
რამდენი ზღაპრები ჩაურთავთ facepalm.gif

Posted by: ფაშისტი 27 Dec 2020, 21:10
წლებია თვალყურს ვადევნებ ამ თემას. ყოველ ჯერზე ახალ ვერსიას დებენ ტვ შოუები, საერთოდ ვერ ვხვდები რატომ უნდა გადაიღო სერიალი როცა დღემდე გაურკვეველია სიკვდილის მიზეზი.
ნუ ვერავის აუკრძალავ გადაღებას, + ყურებას.
Crøs
QUOTE
რამდენი ზღაპრები ჩაურთავთ

ხო აი ზუსტად ამიტომ არ ვუყურებ, ისედაც არ გვაკლია ვერსიების ოკეანე

Posted by: weisenhaus 29 Dec 2020, 15:34
დავიდ ვილია
QUOTE
ვინც ნახეთ ვარგა?

კი, კარგია, საინტერესო და დინამიური სიუჟეტით. განსაკუთრებით კარგად დიატლოველების ეპიზოდებია გაკეთებული.

ფაშისტი
QUOTE
წლებია თვალყურს ვადევნებ ამ თემას. ყოველ ჯერზე ახალ ვერსიას დებენ ტვ შოუები, საერთოდ ვერ ვხვდები რატომ უნდა გადაიღო სერიალი როცა დღემდე გაურკვეველია სიკვდილის მიზეზი.

დიატლოვის ჯგუფის დღიურებისა და საგამომძიებლო ჩანაწერების მიხედვითაა გადაღებული. დაშვება მისცეს რეჟისორსა და სცენარისტებს. გრიფით საიდუმლო იყო როგორც ვიცი აქამდე. ჩემი აზრით, ყველაზე რეალური ვერსია ესაა. აბა, უცხოპლანეტელბისა და მისტიური ძალის მოქმედების ნაკლებად მჯერა.

Posted by: ფაშისტი 30 Dec 2020, 15:49
weisenhaus

QUOTE
დაშვება მისცეს რეჟისორსა და სცენარისტებს

ა, გადაგებია ეხლა..
QUOTE
გრიფით საიდუმლო იყო როგორც ვიცი აქამდე

კი ასე იყო, ანუ მოხსნეს გრიფი, ეს არ ვიცოდი.
კაი ბატონო, ვუყურებ სიამოვნებით

Posted by: weisenhaus 30 Dec 2020, 16:20
ფაშისტი
ნუ, სერიალში დაღუპვის ვერსია 100% სიმართლე ვერ იქნება, მაგრამ ყველაზე ახლოსაა, ჩემი აზრით, რეალობასთან.

Posted by: ფაშისტი 30 Dec 2020, 20:16
weisenhaus
კი კი მესმის, მაგრამ გამორიცხვის მეთოდის გამოყენებით ბევრი უაზრო ვერსია გამოირიცხება მაინც და ეს უკვე კაია..
ვუყურებ აუცილებლად, ამას არ გამოვტოვებ smile.gif

Posted by: Crøs 30 Dec 2020, 23:09
ბოლო სერია მართლა ემოციური გამოდგა.
საერთო ჯამში წავა რა. მსახიობების კარგი თამაშით.

Posted by: ronaldo99 30 Dec 2020, 23:44
ქართულად ან ინგლისურად არ დაიდო სადმე?

Posted by: ფაშისტი 1 Jan 2021, 10:18
weisenhaus
მრავალს დაესწარით, ჯანმრთელად და გახარებულები !!

მაინტერესებს ტორენტის გარდა არსად დევს, საუკუნეა ტორენტებთან ურთიერთობა არ მქონია, დავგუგლავ კარგად იქნებ რვავე სერია დევს სადმე კიდევ..

Posted by: painkiller1990 1 Jan 2021, 10:29
ამ ისტორიაზე წამიკითხავს ადრე. გვამები ისე იყვნენ დაზიანებული თითქოს თვითმფრინავიდან გადმოყარესო. ზოგს ენა და თვალები აღარ ქონდა და ურანის კვალი იყოო. ვინმემ დამასპოილერეთ რა ვერსიაა სერიალში მათი სიკვდილის. მთლიანს არ მაყურებინოთ რა

Posted by: weisenhaus 1 Jan 2021, 15:31
ფაშისტი
ასევე მრავალს დაესწარით და ბედნიერი წელი ყოფილიყოს.

ქართულ საიტზე დევს, მაგრამ არ ვიცი რამდენად სწორად უდევთ. ადრე დავიწყე აქ რაღაც სერიალის ყურება და არეული იყო სერიები მახსოვს.
https://www.adjaranet.com/movies/878496762/Dead-Mountain-The-Dyatlov-Pass-Incident?lang=RUS&quality=HD&season=1&episode=1


აქ დევს ყველა სერია. ოღონდ რეკლამები აქვს თავიდან. სრული ვერსია არ ვიცი რამდენადაა. სატელევიზიო შეიძლება იყოს. ტორენტზე დევს სრული და უმაღლესი ხარისხით.
https://kinokong.org/49155-perevаl-dyatlova-2020-tnt.html
https://kinogo.zone/drama/837-perevаl-dyatlova.html

Posted by: ფაშისტი 1 Jan 2021, 15:56
weisenhaus
გმადლობ გმადლობ smile.gif


კი ,ტორენტზე მეც ვნახე შენი ლინკი და რეგისტრაციაო და გადმოიწერე მერეო...ნერვები არ მაქვს.
მოკლედ იუთუბზე ვნახე 6 სერია იდევს ტე ენ ტეს.. 1.2.3.5-6,აი ასეთი მიმდევრობით, ეტაპობრივად დებენ როგორც ჩანს,მაგრამ აი მე-4 ვერსად ვნახე.. ნიუჟელი მე ამერია
ქართულსაც ვნახავ აბა, მაგრამ რეჟისორი და კინო სტუდია ემთხვევა ამ ტორენტისას?
მოკლედ ჩავუჯდები დღეს-ხვალ

პ.ს. ვნახე ჩვენი ლინკი,ეგ არის ზუსტად,მაგრამ 9 ეპიზოდად დევს. ითქვა მახსოვს რომ 8 იყო.
ვაიმე როგორ გამიხარდა..

Posted by: weisenhaus 1 Jan 2021, 16:05
ფაშისტი
იუთუბზე ორი სერია დევს მარტო. დალშე ნამაიმუნებია. ფილმის სახელი აწერია და სხვა დევს ხოლმე ვაბშე. ))
მოკლედ კენტი სერიები გამოძიებაზეა და ლუწი - დიატლოველების პახოდზე. იმ ბოლო ორ ლინკზე სწორი უნდა იყოს ყველაფერი. კარგ ხარისხშიც შეგიძლია გადაყვანა.

QUOTE
პ.ს. ვნახე ჩვენი ლინკი,ეგ არის ზუსტად,მაგრამ 9 ეპიზოდად დევს. ითქვა მახსოვს რომ 8 იყო.

ფილმი ფილმზე უნდა იყოს ეგ. გადაღებების პროცესზე, კომენტარები და ა.შ.

Posted by: ფაშისტი 1 Jan 2021, 16:20
weisenhaus
ა, მე კი მეგონა აჭარა ნეტს იმენა სერიალი ედო sad.gif
მოკლედ ჩამოვყალიბდეთ,ტორენტის გარდა არსად დევს ჯერ და უნდა ვეწამო დავრეგისტრირდე და პახოდუ გადმოვწერო? ონალინში ტორენტზე ვერ ვუყურებ?

ბოლო ორი ლინკიდან მგონი ორივე მუშაა, ბოლო განსაკუთრებით, რავიცი.. რა უშავს?
ამ ახალ წელს რა გვეტაკა )))) უბრალოდ გულგრილად ვერ ვარ ამ თემაში და რა ვქნა

Posted by: weisenhaus 1 Jan 2021, 16:27
ფაშისტი
როგორ არ დევს. რა ლინკებიც დავდე ზედა პოსტში ყველგანაა რვავე სერია. უბრალოდ მეცხრე სერიად ეგ უდევთ მეთქი "ფილმი ფილმზე".
აჭარაზეც გადავამოწმე ახლა და სწორად დევს ყველაფერი.

ტორენტზე Ace Stream HD პროგრამით შეიძლება ყურება ონლაინში. rutracker-ზე ოღონდ და უნდა დარეგისტრირდე თან.
მოკლედ აჭარაზეც შეგიძლია უყურო ჩვეულებრივად და იმ ორ ქვედა ლინკზეც.
უბრალოდ, rutracker-ზე უმაღლესი ხარისხით დევს და მთელ ატმოსფეროს კარგად შეიგრძნობ.

Posted by: ფაშისტი 1 Jan 2021, 18:22
weisenhaus
დიდი დიდი მადლობა ასე დეტალურად ყველაფრის ახსნისთვის, წესით აღარ უნდა შეგაწუხო smile.gif

მეგობართან ვნახავ მაშინ ტრეკერზე, დავრეგისტრირდები ბოლოსდაბოლოს მაგის ჯანიც გავარდეს smile.gif
დიდი უშველებელი ტვ აქვს და ზუსტად მაგ ხარისხზეა გათვლილი, მე მელოდება smile.gif
უეჭველი დავწერ შთაბეჭდიკებას, მივაღწიო მაქამდე და..

Posted by: weisenhaus 1 Jan 2021, 18:50
ფაშისტი
უფ, რა შეწუხებაა. სამეცნიერო დისერტაციის დასაცავად კი არ შემოვდივარ აქ. ))

მეც ეგრე ვშვები. ტორენტიდან ვიწერ მაღალ ხარისხში და მერე ჩერეზ ფლეშკით ვუყურებ ტვ-ში.

Posted by: akako78 3 Jan 2021, 00:52
ვუყურე ყველა სერიას დღეს..ომის სცენები რომ არ ჩაეკვეხებინად 3 სერიაშიც ჩაატევდნენ ამ სიუჟეტს..მსახიობები მაგრად თამაშობენ-მე მომეწონა..ბოლო-ბოლო მაინც რა მოხდა სინამდვილეში?ესე უაზროდ გაიყინენ ყველანი?

Posted by: ronaldo99 3 Jan 2021, 09:24
weisenhaus
სალამი,ამ ფილმზე რას იტყვით ღირს ყურება?

https://www.adjaranet.com/movies/8405/The-Dyatlov-Pass-Incident?lang=GEO&quality=HD

Posted by: weisenhaus 3 Jan 2021, 17:16
ronaldo99
გაუმარჯოს! არა, არ ღირს. ძაან სულელური უჟასტიკია. ტყუილად დროის კარგვაა.

Posted by: ronaldo99 3 Jan 2021, 17:45
weisenhaus
მადლობა პასუხისთვის,ჩავრთე მანამდე და ბოლოს უკვე გადახვევებით ვუყურე ძაან ფანტასტიკაში გადავიდნენ

Posted by: გუგო 5 Jan 2021, 02:22
QUOTE (ronaldo99 @ 3 Jan 2021, 09:24 )
weisenhaus
სალამი,ამ ფილმზე რას იტყვით ღირს ყურება?

https://www.adjaranet.com/movies/8405/The-Dyatlov-Pass-Incident?lang=GEO&quality=HD

გდაახვიე და მოხლოდ საუნდტრეკს მოუსმინე war.gif

Posted by: ფაშისტი 10 Jan 2021, 22:42
მეღირსა პირველი სერიის ნახვა. ცოტა დამტანჯა ომის თემამ.. მაგრამ ფაქტია ტყუილად და უაზროდ არ გვანახებს რეჟისორი ამ კადრებს.უნდა ვნახო ბოლომდე. იმედი მაქვს გული არ ამიცრუვდება

4 სერიას ვუყურეთ უკვე. თანდათან მითრევს. გამომძიებელმა ოგნენი შარებს რომ გადაუღო კარვიდან, გამჟღავნებულია ნეტა? იქნებ დოკუმენტურებში ანახეს კიდეც და მე არ მახსოვს

Posted by: ფაშისტი 11 Jan 2021, 23:38
მშვენიერი, ამაზე მეტი ნუ.. უბრალოდ შეუძლებელია. ყველა ვერსია ჩადეს როგორც შეძლეს. ბოლობოლო არავინ გადარჩა ამბის ჩამომტანი ასე რომ სერიალი დასრულდა საკმაოდ ადეკვატურად. ვუყურებდი ბოლო კადრებს და კითხვის ნიშნებიც გამოილია თითქოს. მე როგორც მოყვარული ალპინისტი, ვფიქრობ აი იმ ტანისამოსით რაც იმ მომენტში ეცვათ და გარემო პირობებით, ძალზე ჩვეულებრივი ამბავია გაიფანტო მიდოამოებში, აზროვნება დაკარგო და ბოლოს დაიღუპო.

თემის ავტორს დიდი მადლობა, ის რომ არა, ამ სერიალის შესახებ როდის გავიგებდი

Posted by: weisenhaus 12 Jan 2021, 15:24
ფაშისტი
ხო, მეც ასე ვფიქრობ, რომ ამაზე უკეთ შეუძლებელი იყო გადაღება. დაინტერესდება ადამიანი ამ თემით, სულ რო არ იცოდეს ამაზე არაფერი. ელცინი მაგათი კურსელი ყოფილა, მეორე სერიაში ვირაც ბორიას რო უნდა წაყოლა. ეგაა, მგონი. ნეტავ, წაყოლოდა. ((
მსახიობები მომეწონა ყველა. ის ქერა გოგო, ზოლოტაროვი და თვითონ დიატლოვი სუპერ.

Posted by: ფაშისტი 12 Jan 2021, 16:37
weisenhaus
აუ მე შავგვრემანი გოგო მევასა,რაღაც არარუსული ტიპაჟი იყო.
მოიცა ბორია ის ტიპია შენი ადგილი აღარ არისო რომ უთხრეს? კორიდორში.. ვაიიი

Posted by: weisenhaus 12 Jan 2021, 17:14
ფაშისტი
QUOTE
მოიცა ბორია ის ტიპია შენი ადგილი აღარ არისო რომ უთხრეს? კორიდორში.. ვაიიი

ხო, ნახევარი წუთით რო ჩნდება. ისე, შეიძლება გადარჩენილიყვნენ მაგ შემთხვევაში. არაყს და სამაგონს წაიღებდა ბიდონით. გახურდებოდნენ მაინც. არაყიც აღარ ჰქონდათ ბოლოს ((
QUOTE
აუ მე შავგვრემანი გოგო მევასა,რაღაც არარუსული ტიპაჟი იყო.

საყვარელი გოგოა კი, მარა ქერას თამაში და ტიპაჟი მომეწონა. ეგეთი წარმომედგინა 50-იანი წლების საბჭოელი სტუდენტი გოგო სულ.

Posted by: ფაშისტი 12 Jan 2021, 20:20
weisenhaus
ამ გამომძიებლის ჩიფჩიფმა გადამიყვანა ჭკუიდან, ყურები დამიგრძელდა და ნერვოზი გამიჩინა. ღმერთო ხომ შეიძლებოდა ერთი-ორი მაღალი ტონალობით წაეყვანა დიალოგები. ბუტბუტებდა მუდმივად მინდოდა ყბაში ვწვდომოდი.

ჰო..საბჭოთა ვარცხნილობა ამ გამომძიებელსაც შესაშური კამსამოლცური ქონდა.
მინდა ის დრო იყოს..

Posted by: weisenhaus 12 Jan 2021, 20:38
ფაშისტი
QUOTE
ამ გამომძიებლის ჩიფჩიფმა გადამიყვანა ჭკუიდან, ყურები დამიგრძელდა და ნერვოზი გამიჩინა. ღმერთო ხომ შეიძლებოდა ერთი-ორი მაღალი ტონალობით წაეყვანა დიალოგები. ბუტბუტებდა მუდმივად მინდოდა ყბაში ვწვდომოდი.

ხო, ეგ მსახიობის ბრალი არაა. ხმის რეჟისორის, თუ რაც ჰქვია, ჩეპეა. თვითონ რუსებსაც გაუჭირდათ გაგება ზოგი დიალოგის.

QUOTE
ჰო..საბჭოთა ვარცხნილობა ამ გამომძიებელსაც შესაშური კამსამოლცური ქონდა.
მინდა ის დრო იყოს..

მეც მინდა. biggrin.gif
ანდრეი პეტროვის მუსიკაც შევნიშნე "я шагаю по Москве"-დან. მაგარი გამისწორდა.

Posted by: ფაშისტი 12 Jan 2021, 21:04
weisenhaus
QUOTE
ანდრეი პეტროვის მუსიკაც შევნიშნე "я шагаю по Москве"-დან. მაგარი გამისწორდა.

იცი იმდენად სიუჟეტზე ვიყავი ორიენტირებული რომ მუსიკებზე ვერ მოვცდი. ისე ეს სიმღერა მეც მიყვარს.

იმდენად მინდა ის დრო იყოს რომ მისი ხათრით კანევსკის საბჭოთა კრიმინალურ ისტორიებს ვუყურებ იუთუბზე, სლედსტვიე ველი-ს. აი ბოდვები მეწყება და დორბლი მდის ისე მომწონს კანევსკიც და მისი გადაცემის სტილიც.

Posted by: weisenhaus 12 Jan 2021, 21:44
ფაშისტი
QUOTE
იმდენად მინდა ის დრო იყოს რომ მისი ხათრით კანევსკის საბჭოთა კრიმინალურ ისტორიებს ვუყურებ იუთუბზე, სლედსტვიე ველი-ს. აი ბოდვები მეწყება და დორბლი მდის ისე მომწონს კანევსკიც და მისი გადაცემის სტილიც.

ანტიპატიას იწვევს ეგ კაცი რაღაცნაირად ჩემში. თან ენტევესგან სიმართლე არ მომისმენია ჯერ. ))

Posted by: ფაშისტი 13 Jan 2021, 00:25
weisenhaus
ვა, უცნაურია.. რა დაგიშავა კანევსკიმ. მე ამ გადაცემით გავიცანი არც ვიცოდი მანამდე.
ნუ კარგი, უბრალოდ ხიბლი დავუკავე გადაცემას და მივყვები. რაღაც დანაკლისს მივსებს.

შევეშვათ.
ტურისტების ხსოვნა იყოს.. მოქმედებს ძალიან ეს თემა ჩემზე.

Posted by: Today 14 Jan 2021, 12:05
weisenhaus
QUOTE
ანტიპატიას იწვევს ეგ კაცი რაღაცნაირად ჩემში. თან ენტევესგან სიმართლე არ მომისმენია ჯერ. ))

ხო, სხვა რუსული არხები სიმართლეს ფსავენ სულ biggrin.gif მაგათ მოვუდღან მატუშკა რასია და დედის ტრაკი....

Posted by: SPC 12 Feb 2021, 22:25
ეს თემა თუ ვინმეს გაინტერესებთ, ამ ვერსიას მოუსმინეთ. მანამდე ზვავს ვფიქრობდი მაგრამ რეალობასთან ყველაზე ახლოს ეს არის
https://www.youtube.com/watch?v=jYncDkkUeCA

Posted by: painkiller1990 12 Feb 2021, 22:28
ფაშისტი
რეალურად მაგ ხალხს ზოგს ენა ქონდა მოჭრილი და ზოგს თვალები დათხრილი. მათი ტანი რადიაციას ასხივებდა და ისეთი დაზიანებები ქონდათ რომელსაც იმ შემთხვევაში მიიგებდნენ თუ თვითმფრინავიდან გადმოყრიდნენო. ამაზე არის პასუხები გაცემული? არ მაყურებინოთ რა მთლიან სერიალს ისე მითხარით

Posted by: Today 13 Feb 2021, 04:47
painkiller1990
QUOTE
რეალურად მაგ ხალხს ზოგს ენა ქონდა მოჭრილი და ზოგს თვალები დათხრილი. მათი ტანი რადიაციას ასხივებდა და ისეთი დაზიანებები ქონდათ რომელსაც იმ შემთხვევაში მიიგებდნენ თუ თვითმფრინავიდან გადმოყრიდნენო. ამაზე არის პასუხები გაცემული? არ მაყურებინოთ რა მთლიან სერიალს ისე მითხარით

no.gif

Posted by: masai11 26 Jan 2022, 23:29
არ არის ცუდი. არაუშავს. შეძლებისდაგვარად ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებული.

Posted by: Grows 27 Jan 2022, 01:01
user.gif user.gif user.gif user.gif

yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: _minze_ 25 Apr 2024, 17:02
ქართულად გახმოვანებული არ არი
?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)