Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > პროგრამები > google drive |
Posted by: Paul Adrian Maurice 26 Apr 2012, 17:49 |
google docs გადაიქცა google drive-ად. ამ დრაივს კომპიუტერში თუ დააისტალირებ, dropbox-ის მსგავსად შექმნის დირექტორიას, სადაც შეგიძლია ჩაყარო ფაილები, მაგრამ დროპბოქსზე და ყველა სხვა სერვისზე უკეთესია. იმის გარდა რომ გუგლს ონლაინ ოფისი აქვს, ახლა შეგიძლია ონლაინ აპლიკაციებიც ჩაწერო გუგლ დრაივზე და ფაილი გახსნა ონლაინ იმ აპლიკაციით რომელიც შენ გინდა. pixl ვცადე სურათებისთვის მშვენიერია. ნელნელა უახლოვდება გუგლი თავის ნათელ მიზანს, ყველაფერმა ქლაუდში რომ გადაინაცვლოს. |
Posted by: Accident 26 Apr 2012, 18:00 | ||
Paul Adrian Maurice
უკვე არის საქართველოში ხელმისაწვდომი? მე მითხრა ფოსტაზე გამოგიგზავნი მზად რომ იქნებაო... |
Posted by: THEVAN3D 26 Apr 2012, 18:03 |
Accident საშუალოდ 24 საათში უნდა მოვიდეს პასუხი... მეც ლოდინის რეჟიმში ვარ ახლა... იმედია მოვა... |
Posted by: Paul Adrian Maurice 26 Apr 2012, 18:04 |
მე გუშინ მოვთხოვე და დღეს მომივიდა იმეილი. საქართველოში არის თუ არა არ ვიცი. ................................. |
Posted by: Accident 26 Apr 2012, 18:23 | ||||
THEVAN3D
ხოო, ასე ოპერატიულად? ისე კი არ შემომოწმებია ვნახავ მერე. Paul Adrian Maurice
ხო, მეც გუშინ მოვთხოვე, ჯერ არ მინახავს. ისე, რამდენიმე თვის წინ Google Music (ახლა უკვე Google Play) დავაყენე ჩერეზ ამერიკული აიპით, VPN-ით და ოციათასი სიმღერის ატვირთვის უფლება მომცა და მაგ ცვლილების აზრს ვერ ჩავწვდი. ერთადერთი ის გავიგე რომ M$ მიბაძეს და 5GB-მდე გაზარდეს უფასო მოცულობა(M$-მა ეხლა 7GB-მდე მოუმატა), კიდე რამე სიახლეა? |
Posted by: tox-rex7010 26 Apr 2012, 18:37 |
მე გავააქტიურე გუშინ და დროფბოქსის ის მომწონს რომ პირდაპირი ლინკები აქ ანუ პირდაპი შეგიძლია დაულინკო სხვას და ყოველნაირი საიტზე ბოდიალის გარეშე გადაწეროს. და ამას აქ პირდაპირი ლინკები? გუშინ ვეძებდი მარა რაღაც ვერ ვნახე და აპლიკაციები როგორ უნდა დააყენო? ისე გუგლს ოფისი მირჩევნია მაიკროსოფტის ოფის იმიტო რომ მს ოფისი დიდი ხანი უნდება ჩატვირთვას და თან სილვერაითი უნდა ქონდეს და მეილზე მაქ 8 GB სივრცე და ეს 5 GB ამ 8ში შედის თუ 8GB+კიდე5GB? |
Posted by: Accident 26 Apr 2012, 18:39 | ||||
tox-rex7010
Google Docs ჰქონდა გაზიარება და ალბათ ამასაც ექნება
არა ის სხვა არის, ეს ცალკეა... |
Posted by: SPIRIT CRUSHER 26 Apr 2012, 18:40 |
ჩტო ეტა ტაკოე სკაჟიტე დრუზია ================================ |
Posted by: Paul Adrian Maurice 26 Apr 2012, 18:44 |
Accident სხვა სიახლე ის არის რომ შენს კომპიუტერში გექნება google drive დირექტორია, რომელიც ავტომატურად სინქრონიზებული იქნება ქლაუდთან. ამას ადრეც ვიყენებდი დროპბოქსით, მაგრამ გუგლს არ ქონდა. სახლის კომპიუტერში რომ ვმუშაობდი დოკუმენტებზე, სამსახურში ავტომატურად მხვდებოდა. საკმაოდ მოხერხებულია. ამას გარდა third party ონლაინ აპლიკაციების ჩაწერა შეგიძლია. მაიკროსოფტს არ ვიცი ეს აქვს თუ არა, dropbox-ს არა აქვს. სურათს ჩააგდებ google drive დირექტორიაში, მერე ონლაინ pixlr-ით დაამუშავებ და შეინახავ. მანამდე სურათების ონლაინ დამუშავება თუ გინდოდა, უნდა შესულიყავი პროგრამის საიტზე და სურათი აგეტვირთა. ახლა უფრო ადვილად შეგიძლია. |
Posted by: tox-rex7010 26 Apr 2012, 18:44 |
Accident ოკ ხო შაერე კი აქ მარა დროფბოქსივით პირდაპირი ლინკები არცეთს არა აქ |
Posted by: Paul Adrian Maurice 26 Apr 2012, 18:56 | ||||
tox-rex7010
ვთქვათ გაქვს სურათ. მარჯვნი დააწკაპუნებ, open with-ს არიჩევ, თუ არ მოგწონს პროგრამა რასაც გთავაზობს დააჭერ get more apps.
კი აქვს. share-ს დააჭერ, public-ად გადააქცევ. |
Posted by: Accident 26 Apr 2012, 19:09 | ||||
Paul Adrian Maurice
მადლობა ახსნისთვის. ახლა ვათვალიერებდი ინფოებს მაგაზე. SPIRIT CRUSHER
რაც Paul Adrian-მა დაწერა და აჰა კიდევ პარატა ინფო: http://go.ge/2012/04/25/gaeshva-google-is-grublovani-failebis-satsavi-googledrive/ |
Posted by: tox-rex7010 26 Apr 2012, 21:26 |
Paul Adrian Maurice პირდაპირ ლინკში ვგულისხმობ მაგ: http://server.com/sddsa.jpg ასეთ ლინკს რომ დადებ პირდაპირ დაიწყებს გადმოწერას და დროფბოქს აქ მარტო ასეთი ფუნქცია და კაია და შენ რასაც ამბობ მაგ შემთხვევაში გადადიხარ გუგლზე და მერე აჭერ გადმოწერის ღილაკს და იწერ |
Posted by: Accident 26 Apr 2012, 21:35 | ||
tox-rex7010
ღადაობ?! ისე თუ მაინცდამაინც პირდაპირი ლინკი გინდა ისარს რომ მიიტან მაუსის ბორბალს დააჭირე, ახალ ფანჯარას გახსნის და იქ ეწერება ლინკი... |
Posted by: tox-rex7010 26 Apr 2012, 21:48 | ||
რა შემატყვე? ეგ რასაც შენ ამბობ ბმულის გახსნა ახალ ტაბზე და ამასთან არაფერ შუაშია პირდაპირი ლინკის ფუნქცია აქ დროფბოქს მარტო ))))))))))) http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: Accident 26 Apr 2012, 21:59 | ||||
tox-rex7010
დიდი რამეც ჰქონია, რა მნიშვნელობა აქვს ერთით მეტი დაწკაპება იქნება თუ ნაკლები, კაი რა...
უბრალოდ პირდაპირი ლინკის ნახვა მასეც შეიძლება-თქო, აღვნიშნე... |
Posted by: Paul Adrian Maurice 26 Apr 2012, 22:04 |
tox-rex7010 რაღაცა ფაილი ინტერნეტიდან ჩამოვტვირთე და პირდეპირ გუგლ დრაივში ჩავწერე. აგერ ლინკი და შეგიძლია ჩამოწერო. უნდა მიუთითო რომ public არის. სულ ესაა. https://docs.google.com/open?id=0B4IndwFBYWfkdHFSdkFoYkVBZHM' გავიგე რასაც ამბობ, ჯერ ბრაუზერში იტვირთება და მერე იქიდან ტვირთავ. შენ გინდა პირდაპირ ლინკს დააჭირო save as |
Posted by: THEVAN3D 26 Apr 2012, 23:23 |
მომივიდა მომივიდა... |
Posted by: Hashishi1990 26 Apr 2012, 23:58 |
მე ეხლა მომივადა წერილი აბა 1 მოვსინჯო ისე Яндекс.Диск ამას აქვს 10 გბ და უფასოა და 5 მემგონი ცოტააა |
Posted by: attool 27 Apr 2012, 00:12 |
ვიი, მიაშალეთ გუგლის პროდუტები. ვისაც ცუდი ნეტ-იგაქვთ. ისედაც) |
Posted by: ვახტანგი 27 Apr 2012, 00:31 |
მართალს ამბობს ეს კაცი ვხმარობდი გუგსლი დოკებს მაგრამ პირდაპირი ლინკი არ გამოდიოდა პაბლიკ უნდა გექნა მერე ბმულზე გადადიოდი და download უნდა მიგეცა დროპ ბოქსში კიდევ ეგრევე პირდაპირი ბმულია თან ზოგ ფაილს ეგრევე ბრაუზერში ხსნის rar ფაილებს და ა.შ იმედია პირდაპირ ბმულებსაც იზავენ მომავალში |
Posted by: THEVAN3D 27 Apr 2012, 16:57 |
ხალხო აბა მითხარით მე ვცდები თუ ასეა: Windows Live Mesh-საც 5GB აქვს სინქრონიზაციისა და Google Drive-საც... მაგრამ Windows Live Mesh-ს პირდაპირ მიუთითებ პაპკას და იმ პაპკაში რასაც შეცვლი პირდაპირ სინქრონიზდება, და Google Drive-ის შემთხვევაში ეგრე არაა, ფაქტობრივად აკოპირებ %USERNAME%/Google Drive პაპკაში და დირექტორიასაც დააკოპირებ მერე იმ (ორიგინალ) პაპკაში რო ცვლილება შეიტანო არ სინქრონიზდება, არამედ Google Drive-ის დირექტორიაში რომ დააკოპირე იმაში უნდა შეცვალო... ასეა არა?? |
Posted by: MeAndYou 27 Apr 2012, 23:11 | ||
კარგი რამეა, მაგრამ დროპ ბოქსი მირჩევნია ჯერ-ჯერობით, თან ჩემთა რაღაც ძალიან ნელა მუშაობს. პ.ს.
ეს ვერ ვნახე, შეცდომაა, თუ მართლა აქვს? |
Posted by: Paul Adrian Maurice 28 Apr 2012, 00:42 | ||
კი ასეა, ორიგინალი ფაილის შეცვლა მის ასლს ვერანაირად ვერ შეცვლის. ის კი არა ფაილის სიმბოლური ლინკი გავაკეთე (მაკზე და ლინუქზე) და გუგლის დრაივზე არ აიტვირთა. არადა დროპბოქსზე ასე ვაკეთებდი და მშვენივრად მუშაობდა. |
Posted by: Accident 28 Apr 2012, 02:48 |
შედარებები: http://windows.microsoft.com/en-US/skydrive/compare |
Posted by: ErK 28 Apr 2012, 02:58 |
ოჰო, კარგი სურათია. და სიჩქარის მიხედვით (ორივე მიმართულებით) როგორაა საქმე? პლიუს Alldrives. |
Posted by: Paul Adrian Maurice 28 Apr 2012, 05:06 | ||
დროპბოქსით შეიძლება ნებისმიერი დირექტორიის სინქრონიზაცია მაკზე და ლინუქზე ძალიან მარტივად. ტერმინალზე დაწერ cd Dropbox ln -s დირექტორიის_მისამართი . მე მგონი ვინდოუსზეც აქვს რაღაცა. |
Posted by: Accident 28 Apr 2012, 07:07 | ||||||||
ErK
არ ვიცი, ეგ ინფო არ შემხვედრია, შემოწმება კიდე მეზარება... Paul Adrian Maurice
ხო, ეტყობა აქ იგულისხმეს ოფიციალურად რომელს აქვს...
კი, ეს:
|
Posted by: ErK 28 Apr 2012, 07:13 | ||
ნუ, ცხრილს არ ვგულისხმობ, სუბიექტური გამოცდილებით. |
Posted by: Accident 28 Apr 2012, 07:25 | ||||
ErK
ჰო, მე არ ვიყენებდი და... უბრალოდ გუგლზე ფოსტა მაქვს და გადავწყვიტე ბარემ მესარგებლა Gdrive-ით... ისე, რომელიღაც ფორუმზე კი ეწერა GDrive და Dropbox-ს თითქმის ერთიდაიგივე აქვსო, მაგრამ ოფიციალური ვერ ვნახე... Paul Adrian Maurice
P.S. ხო ისე ეგ ბრძანება ყველასთვის გამოდგება... |
Posted by: MeAndYou 28 Apr 2012, 10:38 | ||||
File size limit rom uweria dropboxs 2 GB, 3GB iani failebi maqvs atvirTuli |
Posted by: Accident 28 Apr 2012, 10:52 | ||
MeAndYou
ხო, იგულისხმება როცა 2GB გაქ სულ, რეფერალების გარეშე... |
Posted by: fаshist 28 Apr 2012, 12:12 |
დროპბოქსზე საერთოდ 16GB-მდე გაზრდი უპრობლემოდ სულ არაა აუცილებელი ვიღაცას თხოვო და აყენებინო ეგ პროგრამა... ვირტუალურ ვინდოუსზე დააყენებ რამდენჯერმე და ეგაა... პ.ს. ისე მთავარი მაინც სიჩქარეა მე ეხლა ტექსტური დოკუმენტები მაქ მანდ და ვთქვათ ფილმი ან რაღაც რომ ავტვირთო უაზრობა იქნება მემგონი |
Posted by: tox-rex7010 28 Apr 2012, 15:00 |
აფლოადი 25 კბ მაქ და მაქსიმუმ სურათებს და პატარა დოკუმენტებს თუ ავტვირთავ |
Posted by: THEVAN3D 28 Apr 2012, 17:08 |
ისე მგონი ისევ მაიკროსოფტი ჯობია ყველას ამ საქმეში... მე პირადად ფოლდერების სინქრონიზაციისთვის ისევ Live Mesh-ს გამოვიყენებ (უფრო მოსახერხებელია) და ცალკეული ფაილების შესანახად SkyDrive-ს გამოვიყენებ (25GB მაქვს მანდ) |
Posted by: tox-rex7010 28 Apr 2012, 17:24 |
THEVAN3D თავიდან 25 იყო მარა ახლა 7 მაქ ძია ბილის ლაივს მულტიპლატფორმულობა აკლია და თავის სილვერაითს გვტენის და მძიმე და მოუხერხებელია ონლაინ ოფისი დროფბოქს კიდევ ერთი პლიუსი ის არის რომ მუსიკის ატვირთვა და მოსმენა შეგიძლია ონლაინში როგორც ფლეშფლეიერით ისე HTML 5-ით http://droptun.es/ |
Posted by: THEVAN3D 28 Apr 2012, 20:01 |
tox-rex7010 ახლა შენ რო დაწერე შევედი და ვნახე... მეც 7GB დამხვდა არადა 25GB მქონდა... მერე აქ: შევედი და Free Upgrade ეწერა დავაჭირე და აჰა, ახლა ისევ 25GB მაქვს... |
Posted by: Accident 28 Apr 2012, 20:06 | ||
THEVAN3D
ხო, მანდ რა იჩალიჩეს ვერ გავიგე... თავიდან 25 იყო მერე 7 მდე შეამცირეს, ახლა კი დაფიქრდნენ და ძველებს ისევ შეგიძლიათ გაზრდაო... |
Posted by: THEVAN3D 28 Apr 2012, 20:14 |
Accident ისე მარტო მე მინდა და მარტო მე მიმაჩნია ჭკვიანურად რომ პირიქით იყოს?? ანუ სინქრონიზებული ფოლდერების ზომა იყოს 25GB და SkyDrive-ის 7GB???? |
Posted by: nick_el_son 28 Apr 2012, 20:37 | ||
Accident
მხოლოდ დროებით არის შესაძლებელი 25გბ-მდე გაზრდა (უსაფოდ)... რამდენიმე ხნის მერე უკვე მაყუთს მოითხოვენ მაგ მოცულობაში, თუ არადა ჩამოვალთ ისევ 7გბ-ზე |
Posted by: Accident 28 Apr 2012, 20:55 | ||
Accident
ხო რაღაც ეწერა იქვე დროებითო. მკიდია, საერთოდ არც ვიყენებდი, მეყოფა შვიდიც. |
Posted by: THEVAN3D 29 Apr 2012, 12:43 | ||
+1 7GB მანდ, 5GB Google Drive-ზე, კიდე რამდენიმე CloudApp-ები არის 5GB-იანები და თუნდაც 2GB-იანები და მორჩა ძირითადი HDD უკვე Cloud-ზეა... |
Posted by: sys32 30 Apr 2012, 00:32 |
SkyDrive სივრცეს 7გბ, ხოლო იმ მომხმარებლებმა, რომლებიც 22 აპრილამდე დარეგისტრირდნენ მიიღეს 25გბ, ვითომ? |
Posted by: ვახტანგი 7 May 2012, 00:55 |
ხოდა bitcasa.com იყენებს ვინმე წინდი იყინება კლიენტს რომ ვრთავ ხოლმე |
Posted by: nikol_ozi 7 May 2012, 01:07 | ||
ვახტანგი
ბეტა ვერსიაა ჯერ და ეპატიება მგონი |
Posted by: ვახტანგი 9 May 2012, 21:36 | ||
კი ძალიან მომეწონა რამდენიც გინდაო იმდენი ადგილი გამოიყენეო პროსტო ატვირთვის სიჩქარეს არ მანახებს ეს ტეხავს და ვისაც წინ 7 აქ xp კომპაბილიტი გაუკეთეთ |
Posted by: Ronaldo9 22 May 2012, 12:40 |
რამოდენიმე კაცი ვმუშაობთ ექსელის ერთ ფაილზე სხვადასხვა კომპზე ჩიპით დავათრევთ აქეთ იქით ეგ ფაილი რომ google drive-ზე დავამატო მერე სხვამ როგორ შეიძლება რომ ნახოს მისი google drive-თი რომ შემოვიდეს ხომ ვერ დაინახავს როგორ ვიმუშაოდ რამოდენიმე კაცმა ერთ ფაილზე მითხარით პლსსს |
Posted by: Accident 22 May 2012, 12:58 | ||
Ronaldo9
ეგ ყველას შეუძლია http://support.google.com/drive/bin/answer.py?hl=en&answer=2494891 http://lifehacker.com/5792938/how-to-use-dropbox-as-a-killer-collaborative-work-tool * * * http://support.google.com/drive/bin/answer.py?hl=en&answer=2494822&ctx=cb&src=cb&cbid=fpxxx4h4yg0z&cbrank=2 |
Posted by: Ronaldo9 23 May 2012, 10:08 |
Accident გაიხარე, ეგ კი ვნახე მაგრამ შიგნით როგორ უნდა ვიმუშაო? ექსელის ფაილი ჩავაგდე და PDF-ივით მიჩვენებს ვერ ვმუშაობ შიგნით |
Posted by: Accident 23 May 2012, 16:49 | ||
Ronaldo9
თუ ატვირთავ, ატვირთვისას მიუთითე Convert documents, presentations, spreadsheets, and drawings to the corresponding Google Docs formats და მერე შეგეძლება ონლაინში რედაქტირება აი, ასეთ პონტში გაიჩითება: https://docs.google.com/demo/edit?id=scADs2koYgp9P7JP0OCxl517H&hl=en&dt=document#spreadsheet |
Posted by: Ronaldo9 23 May 2012, 20:55 |
Accident მადლობა რაღაცეებს ვარკვევ ნელ ნელა |
Posted by: Ronaldo9 25 May 2012, 13:26 |
Accident იმ ფაილებს რომელსაც დრაივში ვყრი სად იწერება გუგლეს სერვერზე თუ ისევ კომპში რჩება ვინდოუსი რომ გადავაყენო ხომ არ წაიშლება ეგ ფაილები მთელი სამსახურის ფაილები მანდ შევყარე და არ დამეკარგოს თორე თავი მექნება მოსაკლავი |
Posted by: koshogio 25 May 2012, 13:29 | ||
Ronaldo9
შენი კომპი გამორთული რომ არის, სხვა კომპიდან რომ შედიხარ ხომ პოულობ შენს ფოლდერებს. |
Posted by: Ronaldo9 25 May 2012, 15:12 | ||
კი და ესეგიც ეს ფაილები გუგლეს სერვერზეა ატვირთული ხომ? |
Posted by: Accident 25 May 2012, 15:18 | ||
Ronaldo9
|
Posted by: Ronaldo9 27 Jun 2012, 13:41 |
პრინტერი როგორ დავაშეარო google drive-თ მითხარით რა * * * ?????????????????????????????????????????? |
Posted by: Accident 27 Jun 2012, 22:04 | ||
Ronaldo9
თვითონ google drive-ზე მგონი არ არის მიბმული ეგ ფუნქცია. ისე ეს ნახე: http://www.google.com/cloudprint/learn/ |
Posted by: GunsN 12 Aug 2012, 13:12 |
http://fastpic.ru/view/40/2012/0812/ef114c74600ef90d9e0d76304cbe3bec.jpg.html სწორე ვაკეთებ? რა ნელი მაქვს upload - ი |
Posted by: GunsN 13 Aug 2012, 00:43 |
აქ ჩემი დასტური ხო არ ჭირდება? გავაშეარე ლინკი და ეს მომივიდა იმეილზე. |
Posted by: Accident 13 Aug 2012, 01:03 | ||
GunsN
მანდ რა არის ვერ გავიგე, საკუთარ თავს სთხოვ ფაილს? აქ არის ახსნილი როგორ უნდა გააზიარო ფაილები http://support.google.com/drive/bin/answer.py?hl=en&answer=2494822 |
Posted by: GunsN 13 Aug 2012, 01:36 |
Accident ზუსტად ეგრე გავაკეთე და გავაშეარე მარა ეხლა ერთ მეგობარს გაუგზავნე და მითხრა მარტო 4 ფაილიაო, არადა 1400 ფაილია. |
Posted by: Just_smile 26 Mar 2014, 13:11 |
გუგლ დრაივით საიტზე მაქვს ატვირთული რაღაც დოკუმენტები, ჰოდა ეხლა მინდა ვინდოუსი გადავაყენო და კომში რომ ვშლი გუგლ დრიავის ფოლდერში არსებულ ფაილს საიტზეც იშლება ჰოდა რა ვქნა? არადა ძალიან მიჭედავს უკვე კომპი :/ |
Posted by: Accident 26 Mar 2014, 14:13 |
Just_smile https://support.google.com/drive/answer/2375081?hl=en |
Posted by: qishooo 11 Jan 2015, 14:31 |
google drive-ს დაყენებას მთვაზობს pc-ზე და გამოიყენებს მეხსიერებას მყარ დისკზე? მაგ, 5 გბ-ს ფაილები რომ მქონდეს, კომპზე დაყენების შემდეგ აქაც 5-ს დაიკავებს? onedrive არ იყენებს მთლიანად, ამაზე არ ვიცი და მაინტერესებს |
Posted by: koshogio 11 Jan 2015, 14:49 | ||
qishooo
სინქრონიზაციის შემთხვევაში - კი. მისი უპირატესობა ავტომატურად ატვირთვაა. ნაკლი - ადგილი ვინჩესტერზე. ჯობს ვებიდან (საიტიდან) შეიტანო ფაილები, ანუ გახსნი შენი ფოსტიდან google drive-ს და გადააკოპირებ ფაილებს. P.S. მე კომპზე საერთოდ არ მიყენია. |
Posted by: Accident 11 Jan 2015, 16:54 |
qishooo აქ არის ახსნილი, not synch http://www.howtogeek.com/199099/save-drive-space-by-offloading-local-files-to-the-cloud/ |
Posted by: mkgnmc 14 Jan 2015, 10:51 |
ტასკბარში გუგლდრაივის ხატულაზე დაწკაპუნებისას ფანჯარაში მიჩვენებს რომ 15გბ-დან 9,9გბ არის გამოყენებულიო თვითონ გუგლდრაივის ფოლდერში ფაილების მოცულობა 46მბ-ია დანარჩენი 9გბ რითია დაკავებული სადმე შეიძლება იყოს რამე ფაილები დამალული? |
Posted by: არწივი9 7 Aug 2016, 12:08 |
ამ Google Drive-ზე ფაილი ავტვირთე და ეგ ფაილი ახლა სხვამ უნდა ჩამოტვირთოს, ლინკი როგორ გავუგზავო? |
Posted by: Mr_Skull 7 Aug 2016, 13:02 |
არწივი9 Get Shareable Link დააჭირე, ლინკი გენერირდება და დააკოპირე. |
Posted by: არწივი9 7 Aug 2016, 15:07 | ||
მადლობა |
Posted by: lepori 19 Jun 2018, 11:24 |
პრობლემა მაქვს: დახ. 5 გბ მაქ დრაივზე, ის კიდე მიწერს სავსეაო (15 გბ გაქვსო) აშკარად 5ზე მეტი არ მაქვს: ყველაფერი ვცადე რაც ჰელფ-ფორუმზე ეწერათ: https://support.google.com/drive/answer/2375102?hl=en&co=GENIE.Platform=Desktop https://productforums.google.com/forum/#!msg/drive/npJHezcWPTo/w9xU5xiwAgAJ https://support.google.com/drive/answer/6374270?hl=en მაგრამ არ შველის საქმეს. ხო არ იცით რა შეიძლება იყოს მიზეზი? ნაგლად მტენის 100გბ იყიდეო, ხო არ მატყუებს რამეს ეგ ეშმაკის მოგონილი? |
Posted by: qishooo 19 Jun 2018, 12:44 |
lepori თუ ცოტა ხნის წინ გაანთავისუფლე ადგილი დრაივზე და მანამდე მეტი გბ გონდა დაკავებული სავარაუდოდ ცოტა ხნით უნდ მოიცადო , ჩემ შემთხვევაში დაგვიანებუთ აისახა |
Posted by: lepori 19 Jun 2018, 13:00 | ||
qishooo
ჩემთანაც დაგვიანებით ისახება რასაც ვშლი, მარა ერთი კვირაა რაც ვჩალიჩობ ამაზე |
Posted by: Aquarius_A888 19 Jun 2018, 14:29 |
lepori წაშლილებში ხომ არ არის რაიმე ფაილები? ნახე აბა. |
Posted by: lepori 19 Jun 2018, 16:58 | ||
Aquarius_A888
ამს გულისხმობ? მანდ გავწმინდე ყოველი |
Posted by: Sanzoneli70 16 Jul 2018, 13:48 |
სხვისი არ ვიცი, მაგრამ 3 წლის უკან დროპბოქსზე და გუგლიდრაივზე დოკუმენტები და სურათები მქონდა ატვირთული. გუგლზე ყოველი შემთხვევისტვის გავაკეთე. და კიდევ კაი. 3 წელი არ ვიყავი შესული არცერთში და დროპბოხსმა გამიუქმა აქაუნთი, დავკარგე ყველაფერი. კიდე კაი, გუგული დეიდამ შეინახა, მაგას შემოვევლე, დამხვდა ადგილზე. საეთრთოდ ვერიდები ასეთ "ღრუბლებში" პირადი რაღაცეების ატვირთვას, მაგრამ მაგრად გადამარჩინა ამ შემთხვევაში |
Posted by: temo_777 12 Aug 2018, 13:36 |
ამ ფაილების გადმოწერა შესაძლებელია კომპზე ან თვითონ ტელეფონშივე? როგორ ხდება? ვერაფრით ვერ მივაგენი |
Posted by: lepori 12 Aug 2018, 13:59 | ||
temo_777
სეთინგებზე რო მიწკაპო პირდაპირ შემოგთავაზებს გადმოწერას |
Posted by: temo_777 12 Aug 2018, 15:10 |
lepori კი ეს გადმოვიწერე მანამ მაგრამ ეს ბექაფი ვერ ვნახე მანდ ვერსად. მარტო მაი დრაივს აჩვენებს. |
Posted by: lepori 13 Aug 2018, 21:36 | ||
temo_777
ჰო ეხლა ვცადე მეც და არ ყოფილა ადვილად საქმე დაველოდოთ მცოდნეს გამოჩენას |
Posted by: qishooo 29 Aug 2018, 23:53 |
მაიკროსოფტმაც ამოიღო როგორც ჩანს available online only pc-ის აპლიკაციიდან , ალბათ პრემიუმზე გადაიტანეს ეგ შესაძლებლობა , რაც მაგრად ტეხავს ვერანაირად ვერ მოვძებნე ეგ ოპცია . რაღა აზრი აქ კომპიუტერში ფაილების სინქრონიზაციას |
Posted by: samuelbeckett 20 May 2021, 23:02 |
რა ხდება, დრაივზე პირველი რიცხვიდან ყველაფერი წაიშლება? |
Posted by: techademy 21 May 2021, 15:21 | ||
samuelbeckett
სად ნახე მსგავსი ინფორმაცია? |
Posted by: samuelbeckett 21 May 2021, 17:53 |
techademy მეილზე მომივიდა სმს. 14,5 გბ მაქვს გამოყენებული და პირველი რიცხვის მერე შეტყობინება მოგივა, ან წაშალე ზედმეტი რაც გაქვს, ანაც იყიდე ფასიანი პაკეტიო. |
Posted by: techademy 21 May 2021, 18:03 |
samuelbeckett შენი პირადი პერსონალური შემთხვევა ჩანს ეგ, არაფერი არ იშლება ზოგადად გუგლ დრაივზე. უფასოდ 15 გიგაბაიტს იძლევა და 14.5 თუ გაქვს უკვე დაკავებული, გაფთხილებს/გირჩევს რომ იყიდო დამატებითი ან წაშალო რამე, რადგან მალე იმეილების მისაღებადაც კი აღარ გექნება თავისუფალი ადგილი... |
Posted by: _1995_ 8 Jun 2023, 20:34 |
უფასოდ მთავაზობს ერთი თვე. რო ავიღო და გადავავსო წამიშლიან? ბარათის მიბმას ითხოვს ნეტა? |
Posted by: ac1001 8 Jun 2023, 22:06 |
გუგლ დრაივში ბრაუზერიდან რამეს რომ ვტვირთავ uploading ეწერება და არ იწყებს ატვირთვას. (ასევე არ რეაგირებს ფოლდერებში ნავიგაციისას) ლეპტოპიდან რომელზეც თავიდანვე ვხმარობდი გუგლ დრაივს იქიდან ტვირთავს. რა შეიძლება ჭირდეს? ლიმიტი არ გადამივსია |
Posted by: Avast 16 Jun 2023, 19:01 | ||
_1995_
წაშლით უცებ არ წაგიშლიან მაგრამ... თუ არ გადაიხდი, გაიძულებენ შენივე ხელით თვითონვე წაშალო |
Posted by: Forevera 17 Jun 2023, 11:29 |
ac1001 Avast მე მგონი წლობით ინახება, უბრალოდ ნახვის და გადმოწერის უფლებას არ გაძლევს სანამ მინიმუმ ერთი თვისას არ გადაიხდი, ერთი თვის შემდეგ თუ არ გადაიხდი ისევ დაილუქება გადახდამდე და ასე)) არა? იძულება რაში გამოიხატება? |
Posted by: Avast 17 Jun 2023, 14:34 |
Forevera აი თვითონ Google-ს სახელმძღვანელოდან გადმოვაკოპირებ: Google Drive თქვენ არ შეგიძლიათ ახალი ფაილების სინქრონიზაცია ან ატვირთვა. თქვენ არ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ფაილები Google Docs-ში, Sheets-ში, Slides-ში, Drawings-ში, Forms-სა და Jamboard-ში. ვერც თქვენ და ვერც სხვას არ შეგიძლიათ თქვენი დაზარალებული ფაილების რედაქტირება ან კოპირება. სინქრონიზაცია ჩერდება თქვენი კომპიუტერის Google Drive საქაღალდესა და My Drive-ს შორის. Gmail თქვენ არ შეგიძლიათ გაგზავნოთ ან მიიღოთ შეტყობინებები. ადამიანები, რომლებიც გიგზავნიან შეტყობინებებს, შეიძლება მიიღონ შეტყობინება, რომ შეტყობინების მიწოდება შეუძლებელია. Google Photos თქვენ არ შეგიძლიათ ფოტოების ან ვიდეოების სარეზერვო ასლის შექმნა. და ბოლოს: თუ მეხსიერების ლიმიტს აჭარბებთ 2 წლით ან მეტი ხნის განმავლობაში, ან თუ არ ათავისუფლებთ ან არ ყიდულობთ მეტ ადგილს თქვენი მეხსიერების ლიმიტის ფარგლებში დასაბრუნებლად, თქვენი მთელი კონტენტი შეიძლება წაიშალოს Gmail-იდან, Google Photos-დან და Google Drive-იდან ( ეს მოიცავს Google Docs, Sheets, Slides, Drawings, Forms და Jamboard ფაილებს). * * * პ.ს რადგან წვდომას კარგავ უფასო 15გბ-ზეც იძულებული ხდები ან გადაიხადო ან წაშალო ზედმეტი ფაილები. |
Posted by: ac1001 17 Jun 2023, 14:43 |
Avast ეს ყველაფერი რაც ჩამოწერე რა შემთხვევაში ხდება? |
Posted by: OR1ON 17 Jun 2023, 16:01 |
გუგლის სერვისებს საზიარო მეხსიერება აქვთ (იუთუბის გამოკლებით), თუ ბოლომდე გადაავსებ იმეილსაც კი ვეღარ მიიღებ. 100 მბ მაინც უნდა დაუტოვო თავისუფალი. თუ დამატებით იყიდი, გაავსებ და არ გადაიხდი, არცერთი სერვისი აღარ იმუშავებს რასაც მეხსიერება სჭირდება. ფაილები კი გექნება შენახული. რამდენი თვე/წელი არ ეხებიან არ ვიცი. შენით თუ წაშლი რაღაცეებს მეხსიერებაც დაიკლებს იქამდე სანამ უფასო ლიმიტზე(15გბ) არ ჩამოხვალ. |
Posted by: Avast 17 Jun 2023, 16:02 |
ac1001 თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში. ზემოთ იუზერი კითხულობდა უფასოდ მთავაზობს ერთი თვით და რო ავიღო და გადავავსო წამიშლიანო? * * * OR1ON კი იგივე დავწერე მეც წინა პოსტში |
Posted by: OR1ON 17 Jun 2023, 16:07 |
"მეგა"-ს ბონუსებს რომ გაუვიდა ვადა გაფრთხილებაც ამოაგდო და იმეილზეც მოიწერეს. რაღაც პერიოდის მერე მეორედაც შეგახსენებთ და მერე წავშლით თუ არ გაათავისუფლებ ან არ დაამატებო. ალბათ გუგლიც ეგრე გაგაფრთხილებს, ისე უნამუსოდ არ წაგიშლიან. * * * ახალი წესებით (მგონი გაისად შედის ძალაში) 2 წელი თუ არ შეხვალ საერთოდ გაგიყინავენ ექაუნთს |
Posted by: Avast 17 Jun 2023, 19:40 | ||
OR1ON
+1 * * * Mega-ც კარგია. (ადრე ვიყენებდი, მერე აღარ დამჭირდა და გავაუქმე). გუგლი იმით ჯობია რომ დამატებით სერვისებს გთავაზობს ექაუნთზე. რავი ჩემთვის გუგლის უფასო 15გბ სრულიად საკმარისია. ხარახურა ფაილების შესანახად კიდევ ერთი ბებერი კომპი მაქვს 500გბ ვინჩესტერით |
Posted by: OR1ON 17 Jun 2023, 20:33 |
Avast თუ არ გეყოფა მეორე ექაუნთს გააკეთებ შეიძლება პროვაიდერის მიზეზით იყოს, მეგაზე უკეთესი ატვირთვის სიჩქარე მქონდა ხოლმე და მას მერე მივეჩვიე რა. |
Posted by: Avast 18 Jun 2023, 18:11 | ||
OR1ON
მთავარია მონდომება. გამოსავალი ყოველთვის არსებობს |
Posted by: ac1001 19 Jun 2023, 13:28 |
მე ის ვერ გავიგე ლეპტოპიდან მუშაობს ბრაუზერში ატვირთვაც, ნახვაც, ჩამოტვირთვაც და სხვა კომპიუტერიდან არცერთი ეგ არ მუშაობს. ადგილი არ მაქ გავსებული. ინტერნეტშიც ვერაფერი ვნახე მაგ პრობლემაზე |
Posted by: Avast 19 Jun 2023, 16:33 |
ac1001 სავარაუდოდ ბრაუზერის ბრალია. აბა ამ სტატიებს გადახედე: https://www.imobie.com/cloud-tips/google-drive-not-loading.htm https://www.cbackup.com/articles/google-drive-not-loading-6688.html |
Posted by: ac1001 19 Jun 2023, 16:43 |
Avast ყველაფერი ვცადე მაგ ორიდან და მაინც არა. ყველა ბრაუზერში იგივე პრობლემაა. ქრომი, მოზილა, ოპერა. ასევე ინკოგნიტოც ვცადე, იგივე პრობლემაა. ასევე ქეშის გაწმენდაც. არაფერი შველის მადლობა მაინც |
Posted by: OR1ON 19 Jun 2023, 16:57 |
ac1001 დრაივის აპლიკაცია თუ რაც ქვია, სოფთი რა, ეგეც თუ არ მუშაობს, ქსელის დონეზე იქნება პრობლემა, პროტოკოლები, პორტები და ჯოჯოხეთის მაშხალები... ფაირვოლი, ანტივირუსი, ან როუტერში გაქვს რაღაცა არასწორად. * * * udp 443 უნდა მაგას მგონი . |
Posted by: ac1001 19 Jun 2023, 17:01 | ||
დრაივის სოფტით არ მიცდია. რატომღაც არ მინდა მაგის გამოყენება. ძირითადად ბრაუზერს ვიყენებ. |
Posted by: Avast 19 Jun 2023, 18:55 |
ac1001 საინტერესოა... რომელი ვინდოუსია, 7 ხომ არაა? ან რომელი ანტივირუსი აყენია. გამორთულზე თუ გიცდია? |
Posted by: ac1001 19 Jun 2023, 19:12 | ||
ავირა მიყენია. გავთიშე ამ წუთას და ისე ვცადე და იგივე პრობლემაა. ვინდოვს 10-ზე ვარ. იგივე ვინდოვს 10 მაქ ლეპტოპზეც |
Posted by: Avast 19 Jun 2023, 20:11 |
ac1001 DNS-ს შეცვლა თუ გიცდია ბრაუზერის პარამეტრებში |
Posted by: OR1ON 19 Jun 2023, 20:28 |
ისიც გამორიცხე მაგ ექაუნთს ხო არ ჭირს რამე, სხვა ჯიმეილით შედი. |
Posted by: ac1001 19 Jun 2023, 20:46 |
Avast ქრომზე ვცადე შეცვლა და მაინც იგივეა. არ უშველა ამას წერს ბოლოს როცა არ რეაგირებს (დაბლა ნოტიფიკაციებში) The server encountered an error. Please try again later. |
Posted by: Avast 20 Jun 2023, 13:50 |
ac1001 გამორიცხვის მეთოდით უნდა დაადგინო. რადგანაც წინა ცდებმა არ უშველა, ბრაუზერები და ანტივირუსი გამოირიცხა. შეიძლება კავშირის/ქსელის ბრალი იყოს, ან კომპის ან თვითონ ექაუნთის. 1.სხვა კომპზე სცადე მაგ კაბელით, თუნდაც მაგ ლეპტოპზე (WiFi-ს მაგივრად კაბელით დააკავშირე ლეპტოპი) რათა როუტერის პრობლემა გამორიცხო. 2.სხვა ქსელით და სხვა კომპით (მეზობლის/ახლობლის კომპით) სცადე. 3.მაგ კომპით ოღონდ სხვა ექაუნთით სცადე. |
Posted by: Forevera 24 Jun 2023, 22:08 |
Avast რა მაინტერესებს, ერთი თვით მინდა ჩავრთო ერთერთი პაკეტი და შემდეგ თვეში ავტომატურად გააგძელებს? თუ სანამ მე არ მივცემ ნებართვას მანამდე არ იზამს და გაიყინება ექაუნთი? |
Posted by: OR1ON 24 Jun 2023, 22:34 |
ბარათი ან ფეიფალი არ დაამახსოვრებინო. თუ მაინც გაიძულა ფული არ დაუტოვო ზედ ან დაბლოკე ინტ. ბანკის აპიდან და რა ჩემ სიკოს ჩამოაჭრის |
Posted by: ac1001 24 Jun 2023, 22:38 |
Avast შევეშვი და დავტოვე როგორც არის. მეზარება მაგდენი ჩალიჩი. მადლობა მაინც. OR1ON ბარათის დაბლოკვა ინტრნეტ ბანკიდან როგორ შეიძლება? |
Posted by: Forevera 24 Jun 2023, 22:39 |
OR1ON ანუ ხელი თუ არ შევუშალე ავტომატურად გააგრძელებს უეჭველი? |
Posted by: OR1ON 24 Jun 2023, 22:53 |
Forevera ზუსტად ვერ გეტყვი, ფასიანი სერვისით არ მისარგებლია. ლოგიკურად გადახდის მეთოდს თუ დაამახსოვრებინებ წაიღებს თავისით ყოველთვე. |
Posted by: Forevera 24 Jun 2023, 23:03 |
OR1ON გასაგებია, გაიხარე |
Posted by: Avast 26 Jun 2023, 15:32 |
Forevera სხვადასხვა ქვეყანაში გადახდის განსხვავებული მეთოდები (და ფასები) მოქმედებს. გადახდის პარამეტრებში ნახავთ გადახდის გეგმას და მეთოდებს... აირჩევთ თქვენთვის მოსახერხებელს: ერთთვიანი, ერთწლიანი... გადახდა ბარათით, საბანკო ანგარიშით, ავტომატური გადახდა, წინასწარ ხელით გადახდა. (ზოგიერთი მეთოდი არ არის ყველა ქვეყანაში ხელმისაწვდომი)... თავიდან რითიც ჩართავ იქიდან ჩამოაჭრის ხოლმე გრაფიკის მიხედვით ავტომატურად... სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვალოთ გადახდის მეთოდი. (ოღონდ სანამ წაშლი გადახდის მეთოდს ჯერ ახალი უნდა დაამატო) * * * გადახედეთ გადახდის მეთოდებს (ინსტრუქციას): https://support.google.com/a/topic/2781720?hl=en&ref_topic=2781719&sjid=1246761005091292305-EU |
Posted by: ubralodniki 26 Jun 2023, 16:27 |
აუ თემის კითხვა დავიწყე და თარიღს არ დავაკვირდი, მეთქი რა დრაივი რა დოკსი რა ახალი აღმოჩენა ))))) |
Posted by: Forevera 16 Jul 2023, 17:12 |
OR1ON Avast თურქეთის რეგიონზე რომ აკეთებენ მაგაში ერკვევით? |
Posted by: Avast 17 Jul 2023, 20:33 |
Forevera არ გამიკეთებია მსგავსი რამ. აბა ამ თემებს გადახედე Reddit-ზე: https://www.reddit.com/r/DataHoarder/comments/vu0m19/very_cheap_google_drive_using_vpn_turkey/ https://www.reddit.com/r/Piracy/comments/zflx3r/get_google_one_premium_for_15_without_changing/ |
Posted by: Forevera 24 Oct 2023, 18:12 |
Avast გაიხარე, რატომღაც ეხლა ვნახე შენი პასუხი |
Posted by: Forevera 18 Dec 2023, 13:00 |
გამარჯობათ, ბარათის მონაცემები რომ წავშალო იმის გამო რომ შემდეგ თვეში ავტომატურად არ გააგრძელოს პრობლემა ხომ არ იქნება? ანუ მაგ დროს კონტრაქტი თუ რაღაც ხო წყდება და ფაილები ხომ არ წაიშლება? უბრალოდ დროებით ვეღარ შევძლებ მაგ ექაუნთით სარგებლობას ხომ? |
Posted by: Asklipiodotaa 18 Dec 2023, 18:21 | ||
Forevera
რამდენიმე თვე შეგინარჩუნდება ფაილები ( რამდენი აღარ მახსოვს)ამ დროის განმავლობაში პერიოდულად შეგატყობინებს, რომ წაგეშლება ფაილები აბა ისე როგორ გამოვა მათ სერვერზე სიტყვაზე ტერაბაიტები გედოს და აღარ იხადო თანხა? |
Posted by: Forevera 18 Dec 2023, 22:22 |
Asklipiodotaa რაღაც პერიოდის მერე რომ წაიშლება ეგ ვიცი, მე მაინტერესებს მაშინვე ხო არ წაიშლება ერთი თვის ლიმიტი რო ამოიწურება და ბარათზეც რომ აღარ ექნება წვდომა, ანუ ბარათი წავუშალო და არ ვინერვიულო? მერე წელიადში რამდენიმეჯერ ჩავრთავ ხოლმე ფაილები რო არ გამიქრეს |
Posted by: poIaroid 18 Dec 2023, 22:44 |
მაშინვე არა, 2 წელი აქვს ვადა. აქამდე ეგრე იყო თუ არ შეცვალეს, გაარკვიე კარგად. |
Posted by: Forevera 18 Dec 2023, 22:56 |
poIaroid ვაა 2 წელი მაგარია, მაშინ წელიწადში ერთხელ ჩავრთავ ხოლმე)) ლიმიტი რო ამომეწურება მერე ვერც დავამატებ და ვერც დავათვალიერებ უკვე ატვირთულ სურათებს? |
Posted by: poIaroid 18 Dec 2023, 23:09 |
დათვალიერება, გადმოწერა და წაშლა შეიძლება, დამატებით ვერაფერს დაამატებ. გამაფრთხილებელ მესიჯში ეწერება ალბათ ვადები. სადმე დააბექაფე მაინც რაც მნიშვნელოვანია. |
Posted by: Forevera 19 Dec 2023, 00:15 |
poIaroid ვაა ეგეც კარგია თუ დათვალიერება და გადმოწერა შეიძლება Asklipiodotaa დიდი მადლობა ორივეს |
Posted by: Asklipiodotaa 19 Dec 2023, 01:29 | ||
Forevera |
Posted by: poIaroid 19 Dec 2023, 12:48 |
1 ტერაბაიტს იძლევა უფასოდ https://www.terabox.com/ თუ არ გეყოფა მეორე ექაუნთი გახსენი. ფასდაკლებაც ყოფილა |
Posted by: Forevera 20 Dec 2023, 00:00 |
poIaroid ეგ კაი ხნის წინ გადმოვწერე, მაგრამ არაფერი ამიტვირთია)) გუგლის რა უაზროდ აქვს პაკეტები, 100გბ, 200გბ და მერე ეგრევე 2 ტერაბაიტი მოდის, არა და ამხელა არ მჭირდება, თან ძვირია, 500იანი მაინც ყოფილიყო საშუალო |
Posted by: ac1001 9 Feb 2024, 19:46 | ||
გავასწორე ამდენი ხნის მერე ამ ვიდეოთი https://www.youtube.com/watch?v=3lKqZXbVzYU hosts ფაილიდან უნდა წაგეშალა რაღაც ჩანაწერები გუგლის |
Posted by: _minze_ 13 May 2024, 12:58 |
............................................................................................................................................................................................................................................................................ |