Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამები > AVI ფაილებთან პრობლემა!!!!!!!!!!!!


Posted by: giofest 28 Apr 2006, 19:12
მოკლედ რა კოდეკებიც არ დავაყენე AVI ფაილებს ვერ უკრავს ვერც ერთი პლეიერი, ხმა ისმის მაგრამ ეკრანზე ან შავი ფონია და მარჯვენა მხარეს ფილმის ზოლს აჩვენებს ან კიდე მწვანე ხაზებია ეკრანზე. მოკლედ მირჩიეთ რამე რისი ბრალი შეიძლება იყოს????? სისტემის ბრალი არაა რადგანაც მილენიუმზეც და 2000ზეც იგივეს აკეთებს.

კომპიტერი შემდეგი კონფიგურაციისაა:
P II IntelCeleron 546 Mhz
video - Nvidia Riva TNT 16 mb
SDRAM - 128 MB

არადა ძალიან მჭირდება, რამდენიმე ვიდეოსკოლა მაქვს AVI ფორმატში სანახავი!!!!!!!
* * *
უი აქ გადმოუტანიათ ჩემი თემა sad.gif სორრიიიი

Posted by: limona 1 May 2006, 17:38
giofest
ისა, K-light Codec Pack დააყენე აბა ბოლო...იქნებ უშველოს...და სცადე Media Player Classic-ით გაშვება, მაგ კოდეკებს მოყვება...სცადე და თუ არ ქნა მაგანაც, მაშინ არ ვიცი, მეც მემართებოდა ეგეთი რაღაცა, ოღონდ მედია პლეერით რო ვჩალიჩობდი, მერე კლაითი დავაყენე და ამუშავდა...

* * *
ხო, და კიდევ DiVX-იც დააყენე...

Posted by: giofest 5 May 2006, 19:30
მოკლედ ბევრი დრო არ მქონდა რომ ვიდეო კარტა გამომეცვალა მაგრამ იმდენი მოვახერხე რომ DIVX დავაყენე და ჩემდა გასაკვირად აჩვენებს AVI ფაილებს თუმცა ხარისხის ბოლომდე დაწევა მომიხდა, თან ზოგ ვიდეოს დროს აუდიოს და ვიდეოს სინქრონიზაცია ვერ ხდება და ვიოდეო უკან რჩება. ასე რომ ეხლა ვიდეოს შევცვლი, მაგრამ მაინც არა მგონია მაგისი ბრალი იყოს.

Posted by: MONADIRE 5 May 2006, 20:24
ეგეთი პრობლემა მქონდა მეც, ბანძი კომპი როცა მქონდა, ვერც კოდეკებმა უშველეს და ვერაფერმა, light alloy-ს გარდა, მარტო ეს პლეირი უშვებდა მაგ ფორმატს, რავიცი ცადე, იქნებ გამოგადგეს smile.gif,
აი აქედან შეგიძლია გადმოწერა smile.gif
http://dl.softportal.com/load/la-6050-fzq.zip

ისე ეგ ყველაფერი, პროცესორის ბრალია, SSE და SSE1 რომ არ აქვს მაგიტო არ უშვებს, override-ი უნდა მაღალი avi ფორმატის გაშვებას, მაგ პროცესორს კიდე ეგ არ შეუძლია, გირჩევ გამოცვალო smile.gif

Posted by: URAN238 6 May 2006, 13:25
ახალი დრაივერები დააყენე ნვიდიასი და გამოსწორდება
P.S. - overlay - კიდე ნახე ( ჩართე ან გათიშე )

Posted by: zviozvio 11 Dec 2023, 20:32
ძველი გადაღებული AVI ფაილია რომელიც მინდა დავაკონვერტირო ისეთ ფორმატში ანდროიდზე რომ აჩვენოს და ხმაც ქონდეს. არაფრით არ ხსნიდა ვიდეოსაც კი ანდროიდზე, შემდეგ დავაკონვერტირე ვიდეო კონვერტერებით, ეხლა გამოსახულებას აჩვენებს და ხმა არ აქვს. ვცადე მრავალი კონვერტერი და პლეიერის დაყენება სმარტზე მაგრამ არფერი გამოვიდა, ხმა არ ისმის.
Windows 10 ზე და 11 ზეც მხოლოდ Microsoft ის Media Player ხსნის და ხმაც ისმის, სხვა პლეიერებში ხმა არ აქვს

Posted by: nick_el_son 11 Dec 2023, 21:50
zviozvio
MP4 ფაილად დააკონვერტირე, ვიდეო AVC და აუდიო AAC და წესით არ ექნება პრობლემა ანდროიდებზე..

რა სოფტით აკეთებ? შეიძლება მაგის ბრალია.

XMedia Recode გამოიყენე და ნახე რას იზამს:
https://xmedia-recode.de/en/


yes.gif

Posted by: zviozvio 12 Dec 2023, 10:13
QUOTE (nick_el_son @ 11 Dec 2023, 21:50 )
zviozvio
MP4 ფაილად დააკონვერტირე, ვიდეო AVC და აუდიო AAC და წესით არ ექნება პრობლემა ანდროიდებზე..

რა სოფტით აკეთებ? შეიძლება მაგის ბრალია.

XMedia Recode გამოიყენე და ნახე რას იზამს:
https://xmedia-recode.de/en/


yes.gif

არაფერი არ ქნა , ისევ ისეა
_______________________

Posted by: nick_el_son 12 Dec 2023, 11:54
zviozvio
თუ რამე პრივატული ვიდეო არაა, აქ ატვირთე და ვცდი ჩემთან რ აგამოვა:
https://easyupload.io/


Posted by: poIaroid 18 Dec 2023, 02:24
QUOTE
ვცადე მრავალი კონვერტერი და პლეიერის დაყენება სმარტზე მაგრამ არფერი გამოვიდა, ხმა არ ისმის.

ცადე ატვირთე იუთუბზე (საჯაროდ არა) და მაქსიმალური ხარისხით ჩამოტვირთე. mp4/aac ყველაფერი უკრავს, 30 ლარიანი მობილურიც კი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)