Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > დისპეჩინგი


Posted by: godmode 20 Apr 2024, 11:23
სალამი მეგობრებო, მაინტერებს ვინმე კაი მენტორი თუ იცით ვინც ასწალვის ამ კონკრეტულ პროფესიას? ბევრი ვიდეო ვნახე და ბევრი რევიუ და მგონია რომ იდეალური სამუშაოა ჩვენს პირობებში

საშუალოდ 3500-4500 დოლარს აკეთებს ხალხი დისტანციურად.

საქართველოშიც რამოდენიმე მენტორი ვნახე მაგრამ შეილება პირადო გამოცდილება გქონდეთ ვინმეს?

მადლობა და წარმატებები.

Posted by: MusicianNikolozkavtaradze 20 Apr 2024, 11:38
ფეისბუქის ჯგუფია ესეთი ქართველები
ვუ-უბე—რავთ ან კიდე მეორე ვა-ტრაქებთ ამერიკაში და იქ ჯობია იკითხო ოღონთ გაითვალისწინე რო კურსში ერთ 500 მწვანეს მაინც მოგთხოვენ და ის არ ვიცი უდემიში თუა ანალოგიური თან საღამოს სმენაში მოგვიწევს მუშაობა და მე არ მიღირდა ეგ თანხა ვიზის ფულია თან იმის გარანტიას არავინ იძლევა რო დასაქმდები რადგან მაგასთან ერთან დაზღვევა გინდა რო ამერიკებში იმუშაო ერთი სიტყვით

Posted by: godmode 20 Apr 2024, 11:45
QUOTE (MusicianNikolozkavtaradze @ 20 Apr 2024, 11:38 )
ფეისბუქის ჯგუფია ესეთი ქართველები
ვუ-უბე—რავთ ან კიდე მეორე ვა-ტრაქებთ ამერიკაში და იქ ჯობია იკითხო ოღონთ გაითვალისწინე რო კურსში ერთ 500 მწვანეს მაინც მოგთხოვენ და ის არ ვიცი უდემიში თუა ანალოგიური თან საღამოს სმენაში მოგვიწევს მუშაობა და მე არ მიღირდა ეგ თანხა ვიზის ფულია თან იმის გარანტიას არავინ იძლევა რო დასაქმდები რადგან მაგასთან ერთან დაზღვევა გინდა რო ამერიკებში იმუშაო ერთი სიტყვით

საღამოს ცვლა პრობლემას არ წარმოადგენს.

გარაანტიას რაც შეეხება ჩემი აზრით ისეთი სფეროა რომ მხოლოდ კურისს გავლა არაა საჭირო და მაქსიამლურად უნდა მოიძინო ყველა ინფორმაცია და შენ თვითონ დაისაქმო საკუთარი თავი.

თან უამრავი პლატფორმა არის რასაც ვუყურებ და საქმე რომ გეცოდინება ჩემი აზრით დასაქმებაც არ გაჭირდება.

რავი ასე ზედაპირეულად კია ადვილი მაგრამ სერიოზული ჭიდილი მომიწევს.. მაგრამ რა გზაა? აქ ხელფასზე მუშაობა დახვრეტაა :დ

Posted by: MusicianNikolozkavtaradze 20 Apr 2024, 11:49
ერთადერთი გზა მაგ ვაკანსიის მოძიების არის ინდიიდ.ქომია მარა დაზღვევა ნუ მე სიტყვაზე მაქვს მარა მაქხელა ხელფას სამუშაო ვიზის გარეშე ვინ მოგცეს ეგ ხო გასაგებია რო ბაზარი შესწავლილია
* * *
ის კი არა ამერიკული საგადასახოდი კოდიც მაქვს ხუთი წლით მერე შეილძლება გაგრძელება

Posted by: newsoul789 20 Apr 2024, 12:34
MusicianNikolozkavtaradze
ნიკოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

Posted by: MusicianNikolozkavtaradze 20 Apr 2024, 12:40
newsoul789
ტი თეს პონტიუს

Posted by: Cybor 20 Apr 2024, 17:46
ნოკალაუს.........................................................................................
* * *
ნიკოს.................................................................................................

Posted by: leprekon 8 May 2024, 23:25
godmode
გაუმარჯოს
ხო არ დაგიწყია ეს კურსი?
ან ქართველი მენტორები თუ შეგიძლია მითხრა

Posted by: ჭკვიან 5 Jun 2024, 17:17
QUOTE (leprekon @ 8 May 2024, 23:25 )
godmode
გაუმარჯოს
ხო არ დაგიწყია ეს კურსი?
ან ქართველი მენტორები თუ შეგიძლია მითხრა

https://kursori.ge

აქ ჩაწერე ძებნაში და არის რაღაცეები

Posted by: Harley Davidson 6 Jun 2024, 02:24
godmode
QUOTE
საშუალოდ 3500-4500 დოლარს აკეთებს ხალხი დისტანციურად.

ვინც კურსებს ატარებს, იმან მოგაწოდათ ეს ინფო?

Posted by: lexanna 4 Jul 2024, 22:04
godmode
QUOTE
დისპეჩინგი, დასაქმება ამერიკაში


Dispatcher.ge – შეისწავლე დისპეჩინგი ონლაინ!
https://dispatcher.ge/
* * *
https://www.google.com/search?q=%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98&rlz=1CARGFB_enNL957&sourceid=chrome&ie=UTF-8
* * *
https://www.youtube.com/watch?v=eloffGZo6vs

დისპეჩერის კურსი

* * *
https://www.youtube.com/watch?v=VDiog-axbgw

როგორ გავხდე დისპეჩერი?

* * *
https://www.youtube.com/watch?v=4uXQEXiKPfA
საქართველოდან მომუშავე დისპეჩერის შემოსავალი


* * *
https://www.youtube.com/watch?v=hbJqSgcQWj8&list=PLdJUm0hU5guTmgcViLEqJmtPsg1OHlEod

[YOUTUBE]PLdJUm0hU5guTmgcViLEqJmtPsg1OHlEod
[/YOUTUBE]
* * *

* * *
https://www.youtube.com/watch?v=hbJqSgcQWj8&list=PLdJUm0hU5guTmgcViLEqJmtPsg1OHlEod


* * *
How To Become A Truck Dispatcher In 5 Steps? - Beginner Training
* * *
Which Semi Trailer Pays the Most $$$? - Truck Dispatcher Training
https://www.youtube.com/watch?v=uNRqqbvF6ok


https://www.youtube.com/watch?v=BzmvLdPAEUc
Who Makes More MONEY? Freight Brokers or Truckers/Owner Operators

Posted by: lexanna 6 Jul 2024, 01:34
სატვირთო მანქანის დისპეტჩერი არის სპეციალისტი, რომელიც პოულობს მომგებიან ტვირთს სატვირთო მძღოლისთვის, შემდეგ ადგენს საუკეთესო მარშრუტს და თან ახლავს მძღოლს დისტანციურად და ეხმარება მას ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანაში. ამისთვის იგი იღებს მთლიანი მოგების პროცენტს გადაზიდვისთვის.
კითხვა გააგრზელე აქ https://www.forumdaily.com/ka/kak-stat-dispetcherom-trakov-v-ssha-i-zarabatyvat-30-za-15-minut-raboty-udalenno/


https://www.youtube.com/watch?v=tOA-tHe5mvI
* * *
როგორ ვიპოვოთ ტვირთი ჩვენით,ანუ რას აკეთებს დისპეჩერი
https://www.youtube.com/watch?v=p_4N_QZ7x6w


* * *
დისპეჩერად მუშაობა საქართველოდან (მიმოხილვა)
https://www.youtube.com/watch?v=-fLM2tE3_ws



Posted by: Harley Davidson 6 Jul 2024, 02:14
lexanna
QUOTE
კითხვა გააგრზელე აქ https://www.forumdaily.com/ka/kak-stat-disp...aboty-udalenno/

ძალიან ბევრი არასწორი ინფო წერია მაგ ბმულზე.
იმდენი იფანტაზიორეს, რომ ბოლოს დაეწერათ ჩვენი კურსი გაიარეთო.
QUOTE
მაგრამ დისპეტჩერის ხელფასი ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ სატვირთოს ატარებს. როგორც წესი, საშუალოდ 6-7 სატვირთო მანქანაა. ასე რომ, მათი შემოსავალია: $900 * 6 სატვირთო მანქანა = $5400/თვეში.

მაგ 6-7 სატვირთოდან, დღევანდელ მარკეტში, მინიმუმ 2 გაჩერებული ეყოლება.
ადრე თუ ლოუდბორდზე შესვლისას მარტივად იღებდი ლოუდებს, დღეს 1 ლოუდზე მოდის 3-4 მანქანა, ზოგ არეაში კი 5.

იმაზე არ მაქვს საუბარი, რომ 5%-ს თბილისში ახალბედას არ გადაუხდის არავინ.

Posted by: lexanna 6 Jul 2024, 11:06
Harley Davidson
თუ უკეთ იცი დაწერე, მე ამას პირველად ვეცნობი და თუ ხედავ რაც ვნახე ამ თემაზე ყველაფერს ვდებ, ეს უნდა წაიკითხონ ასე თუ ისე წარმოდგება შეემქნათ რა არის. თქვენ თუ ამ საქმეს იცნობთ რომ დაწეროთ მეტი კარგი იქნება, ასევე რომელი ვიდეოა კარგი დადოთ რათა მეტმა გაიგოს ამ სფეროზე და შეისწავლონ
მე ვიფიქრე ბროკერი უფრო ადვილია დისპეჩერზე, მაგრამ 1-2 ვიდეო ვნახე და არააო ადვილი ამაზე შენ რას იტყოდი?
* * *
QUOTE
5%-ს თბილისში ახალბედას არ გადაუხდის არავინ.

თბილისში 5% კი არა გუშინ ვნახე ქართველი კონპანიები 600 ლარს უხდიან! სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, ერთი 1500ლ უხდის.
ვინც ამ საქმეს შეისწავლის ქართულ კომპანიაში რატომ დასაქმდება კაპიეკბზე, თავად მოძებნის სამსახურს და შეიძლება 4-5 % არა და 3% დასაქმდეს

თქვენ ხართ ამ სფეროში ან იცით რამე, რომ დაწეროთ კარგი იქნება
* * *
600ლ ეს ნახე. https://goodjob.ge/dispetcheri/b112 უსინდისო დამსაქმებელი!
* * *
ესენი არიან ეგ უსინდისოები https://universaltransit.com/

Posted by: Harley Davidson 8 Jul 2024, 05:27
lexanna
ყველაფერი მაქვს მეტ-ნაკლებად დეტალურად ახსნილი ჩემ ვიდეოებში.
ახლა სერიოზული კრიზისია ამ სფეროში, ამიტომაც 1 წელი გახდება, ვიდეო არ ამიტვირთავს.
მაგრამ რაც მიდევს, დაახლოებით იგივე საბაზისო ცოდნას იძლევა, რაც ონლაინ კურსი.
უფასოდ.

Posted by: misanthrope88 8 Jul 2024, 14:51
QUOTE (Harley Davidson @ 8 Jul 2024, 05:27 )
lexanna
ყველაფერი მაქვს მეტ-ნაკლებად დეტალურად ახსნილი ჩემ ვიდეოებში.
ახლა სერიოზული კრიზისია ამ სფეროში, ამიტომაც 1 წელი გახდება, ვიდეო არ ამიტვირთავს.
მაგრამ რაც მიდევს, დაახლოებით იგივე საბაზისო ცოდნას იძლევა, რაც ონლაინ კურსი.
უფასოდ.

სად გიდევს ეგ ვიდეოები ? აქ მეორე იუზერი პოსტავს ვიდეოების ლინკებს და შენი დადებულები სად შეიძლება ვნახოთ? 2-3 თვე რომ დავუთმო სწავლას იმენა მაგ საქმის საქართველოდან შემიძლია 3-4 კ ლარზე ასვლა თვეში? ოღონდ იმენა კარგი მუშაობით და არა ზარმაცობით

Posted by: lexanna 9 Jul 2024, 18:05
Harley Davidson
QUOTE
ყველაფერი მაქვს მეტ-ნაკლებად დეტალურად ახსნილი ჩემ ვიდეოებში

QUOTE
მაგრამ რაც მიდევს, დაახლოებით იგივე საბაზისო ცოდნას იძლევა, რაც ონლაინ კურსი.
უფასოდ.

და აბა ვიდეობი?

Posted by: Harley Davidson 10 Jul 2024, 01:40
lexanna
წინა გვერდზე თქვენ დადეთ ჩემი ვიდეო საქართველოდან მომუშავე დისპეჩერების შემოსავალზე smile.gif

Posted by: lexanna 12 Jul 2024, 00:13
Harley Davidson
Bu11dog Actual ეს თქვენ ხართ smile.gif ?
* * *
ბოდიშიიი biggrin.gif
მიიღე ჩემი ბოდიში smile.gif
* * *
QUOTE
წინა გვერდზე თქვენ დადეთ ჩემი ვიდეო საქართველოდან მომუშავე დისპეჩერების შემოსავალზე


Posted by: Harley Davidson 12 Jul 2024, 05:21
lexanna
რის ბოდიში, რას ბრძანებთ smile.gif
ჩემი ვიდეო თუ დააციტირეთ, ე.ი რაღაც ხეირი დავდე :დ

Posted by: Ess 12 Jul 2024, 23:10
ამ სფეროში რაც ხდება საქართველოში, აბსოლუტურად უცოდინარი ადამიანები ლამაზად ფუთავენ ვითომ კურსებს სადაც რეალურად არაფერს არ ასწავლიან და ათასებს ახდევინებენ ლოხებს ამის შესწავლაში

რამდენმაც დაწერა რომ "კურსი გაიარა უმაღლესი შეფასებით, საუკეთესო მენტორთან და საუკეთესო შედეგებით" და ეხლა სამსახურს ეძებდა, იმდენს ვაჩვენე არასწორი დატვირთვის ფოტო და ვერცერთმა ვერ ამოხსნა. რა ვიცი smile.gif
არა და უელემენტარულესია.
ანბანის ანბანი.

Posted by: lexanna 13 Jul 2024, 00:06
Harley Davidson
QUOTE
რის ბოდიში, რას ბრძანებთ
ჩემი ვიდეო თუ დააციტირეთ, ე.ი რაღაც ხეირი დავდე

<3
* * *
Ess
QUOTE
ამ სფეროში რაც ხდება საქართველოში, აბსოლუტურად უცოდინარი ადამიანები ლამაზად ფუთავენ ვითომ კურსებს სადაც რეალურად არაფერს არ ასწავლიან და ათასებს ახდევინებენ ლოხებს ამის შესწავლაში

რამდენმაც დაწერა რომ "კურსი გაიარა უმაღლესი შეფასებით, საუკეთესო მენტორთან და საუკეთესო შედეგებით" და ეხლა სამსახურს ეძებდა, იმდენს ვაჩვენე არასწორი დატვირთვის ფოტო და ვერცერთმა ვერ ამოხსნა. რა ვიცი
არა და უელემენტარულესია.
ანბანის ანბანი

კრიტიკა ადვილია
და შენ (გვ)ასწავლე უკეთესად.

Posted by: Harley Davidson 13 Jul 2024, 00:43
Ess
QUOTE
ვაჩვენე არასწორი დატვირთვის ფოტო და ვერცერთმა ვერ ამოხსნა. რა ვიცი

საქართველოდან მომუშავე დისპეჩერების აბსოლუტური უმრავლესობა აშშ-ს მარკეტზეა. აშშ-ს მარკეტში სწორ/არასწორ დატვირთვას დისპეჩერი ვერ განსაზღვრავს. მაქსიმუმ მძღოლს ურჩიოს დამატებითი სტრაპი გადააკრას ან ლოუდბარი დაუმაგროს.
ტვირთების 80% არის ე.წ no touch (reefer-ზე და დრაი ვენზე).
ფლეტბედი, კანესტოგა და ა.შ სხვა არის, მაგრამ მანდაც მძღოლის პრეროგატივაა.
ჩემი აზრით, თუ გსურს რომ დისპეჩერის ნასწავლი ცოდნა შეამოწმო, მიეცი მანქანის მონაცემები და რამე ისეთი ტვირთი, რომელიც არ შეესაბამება მაგ მანქანას და რას გეტყვის :დ

Posted by: Ess 13 Jul 2024, 01:24
Harley Davidson
QUOTE
ჩემი აზრით, თუ გსურს რომ დისპეჩერის ნასწავლი ცოდნა შეამოწმო, მიეცი მანქანის მონაცემები და რამე ისეთი ტვირთი, რომელიც არ შეესაბამება მაგ მანქანას და რას გეტყვის :დ

იდეაში ზუსტად ეგ გავაკეთე biggrin.gif biggrin.gif ორი ტრაქტორის არასწორი დატვირთვა იყო rolfo nxt-ზე biggrin.gif
QUOTE
აშშ-ს მარკეტში სწორ/არასწორ დატვირთვას დისპეჩერი ვერ განსაზღვრავს. მაქსიმუმ მძღოლს ურჩიოს დამატებითი სტრაპი გადააკრას ან ლოუდბარი დაუმაგროს.

მაგრად გულაობთ ამერიკაში : ))))
ტახო არა, სექიურითი არა, პლანინგი არა. ჯასთ ტვირთი ვიყიდე-გავყიდეს ამბავია?

lexanna
QUOTE
კრიტიკა ადვილია
და შენ (გვ)ასწავლე უკეთესად.

ევროპაში თუ გაინტერესებს 0-დან სენიორ ლოგისტამდე, კი ბატონო.
რომელი მიმართულებაც გინდა.
კონტეინერი, არაგაბარიტი, საავტომობილო ტექნიკა, ტენტი. ესპანეთიდან ნორვეგიამდე და ჰოლანდიიდან საქართველომდე ყველა ქვეყნის სპეციფიკა, ყველა თულსი, ყველა ბირჟა, ყველა ხრიკი, ყველა-ფერი. პრაქტიკა ევროპის ტოპ 5 სპედიციასთან.
ჯანდაბა. ამასობაში ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა biggrin.gif
რამდენს გადაიხდი? smile.gif

ოღონდ ტიკტოკზე 20 წამიანი ვიდეოთი და თვალების ფახულით არ მოვყვები, რომ არსებობს 2 ტიპის მძღოლი "კარგი და ცუდი" biggrin.gif

და ვერ მივხვდი რატომ გაბრაზდი.
კი, ვთვლი რომ 1300 და 1500 ლარის გამორთმევა იმაში, რომ ლოუდბორდი აჩვენო და "აი აქ დააწკაპებ და ტვირთს აიღებ რა" უთხრა, არის ლოხოტრონი.
თვითონ ლოხოტრონზე არ ვბრაზობ, უბრალოდ თავის სათქმელს ვარქმევ და რატომ დავიმსახურე ფარული გაბრაზება?

Posted by: Harley Davidson 13 Jul 2024, 22:59
Ess
QUOTE
მაგრად გულაობთ ამერიკაში : ))))

მაგ მხრივ კი smile.gif
ყველაფერი ჯდება ერთ სტანდარტში.
QUOTE
ჯასთ ტვირთი ვიყიდე-გავყიდეს ამბავია?

მთავარია სწორად დაბუქო და საჭირო დეტალები აიღო + მაქსიმალურად ეცადო კარგი რეიტი გამოსტყუო. ზუსტად ამაში მდგომარეობს ახლა პრობლემა, იმდენად დიდი კრიზისია, ფასები კატასტროფულად არის დაცემული და შენი negotiation skills არაფერში გადგება smile.gif

ტვირთის აღებისას მთავარია მაქსიმალურად სწორად აიღო დეტალები.
მაგალითად, თუ მაცივარს ტვირთავ, წერილობით უნდა მოთხოვო რამდენ ტემპერატურაზე უნდა მოხდეს გადაზიდვა.
თუ ზეგაბარიტებს ტვირთავ, მარშტურის მიხედვით უნდა მოაგვარო ნებართვები, ესკოტრი (ზოგ შტატში ესკოტრის გარეშე ზეგაბარიტული ტვირთის გადაზიდვა აკრძალულია). არის დეტალები, მაგალითად, ზოგ შტატში მზის ჩასვლის შემდეგ ზეგაბარიტულ ტვირთით ვერ ივლი, ეგ უნდა გათვალო მარშრუტში, თაიმინგში და ა.შ
მოკლედ, არის ნიუანსები რა smile.gif
ტვირთის სწორად დამაგრების სუპერვაიზინგი დისპეჩერის პრეროგატივაში არ შედის. სამაგიეროდ, დისპეჩერის მოვალეობაში შედის დაადგინოს, უნდა თუ არა ტარპის გადარტყმა, ჯაჭვებით დამაგრება და ა.შ.
მე მშრალზე ვარ და ერთადერთი, რაზეც უნდა ვიდარდო არის წონა :დ
* * *
misanthrope88
QUOTE
2-3 თვე რომ დავუთმო სწავლას იმენა მაგ საქმის საქართველოდან შემიძლია 3-4 კ ლარზე ასვლა თვეში? ოღონდ იმენა კარგი მუშაობით და არა ზარმაცობით

ბოდიში, ეგ გამომრჩა.

2-3 თვეში მაგ თანხაზე რომ ახვიდე, აი ძალიან უნდა განლაგდეს ვარსკვლავები საშენოდ. ძალიან, ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
დღევანდელი მონაცემებით ინდუსტრიაში არსებული კრიზისი არ მოგცემს ამის საშუალებას.
მაგრამ არ მინდა, რომ მოტივაციის დაგდებაში ჩამეთვალოს და გირჩევ, დაიწყო. წამოკრიფე გამოცდილება, მძღოლებთან დაალაგე ურთიერთობები, ბროკერების მონაცემთა ბაზა შექმენი, გამოიყენე საკომუნიკაციო სქილები და აუცილებლად დაგიფასდება. უბრალოდ 3-4 თვეს ნუ აიღებ დროის ჩარჩოდ.

Posted by: Ess 14 Jul 2024, 02:08
Harley Davidson
QUOTE
მაგალითად, თუ მაცივარს ტვირთავ, წერილობით უნდა მოთხოვო რამდენ ტემპერატურაზე უნდა მოხდეს გადაზიდვა.
თუ ზეგაბარიტებს ტვირთავ, მარშტურის მიხედვით უნდა მოაგვარო ნებართვები, ესკოტრი (ზოგ შტატში ესკოტრის გარეშე ზეგაბარიტული ტვირთის გადაზიდვა აკრძალულია).

ესენი აქაც იგივეა. პილოტები აცილებთ + ზოგ გზაზე პოლიცია (გერმანიაში)
QUOTE
არის დეტალები, მაგალითად, ზოგ შტატში მზის ჩასვლის შემდეგ ზეგაბარიტულ ტვირთით ვერ ივლი, ეგ უნდა გათვალო მარშრუტში, თაიმინგში და ა.შ
მოკლედ, არის ნიუანსები რა

ესეც იგივე. მეხუთე ავტობანზე. ოღონდ პირიქით. დღისით ვერ იმოძრავებ.

QUOTE
მე მშრალზე ვარ და ერთადერთი, რაზეც უნდა ვიდარდო არის წონა :დ

მაცივარზე სპეციალურად არ ვმუშაობ. აქ სერიოზული პრობლემაა მაცივრისთვის პარკინგები. ძირითადად საქმის გარჩევები მიდის ყოველ დღე და იძულებული ხარ ტვინი იბურღო მერე მძღოლისთვის. აღარც ამაზონზე არ ვიმუშავებ არაფრის ფასად. კოსმოსური ხომალდის გაშვებას უფრო ნაკლები პროტოკოლი აქვს.
რა ძალაა.
ეხლა 15 მყავს, სკანია - მანი - ვოლვოს ქარხნები.
დავაკატავებ 2500 კილომეტრიან გზებზე ტროლეიბუსივით.


ამ თემაში ყველაზე რთული არის ადამიანს აუხსნა რომ 1-2 თვეში ამით მილიონერი ვერ გახდება biggrin.gif + ძალიან ბევრი მატყუარაა. აი, ძალიან ბევრი. თავის ქების გარეშე, მართლა ტოპ ექსპედიციებთან მაქვს დალაგებული მეგობრული ურთიერთობა უკვე, ბაზრის პულსზე მიდევს თითი უკვე მეორე წელიწადია და ამ დროს ვიღაც ქართველი თუ გამეჩითა შემთხვევით, მიყვება ზღაპრებს რომ "2ევრო/კმ-ში ვიღებ ტვირთს საფრანგეთში ძმა ბირჟიდან".
მტყუნის დედა#####ან მეთქი მინდა ვუთხრა, მაგრამ არ მიშვებს კავკასია biggrin.gif
მიდიან მერე ასეთები, ცალკე მძღოლებს აგიჟებენ ასეთი ტყუილებით, ცალკე ვისაც ამ სფეროში წამოსვლა უნდა.
რეალობაში შეხვდება მერე ბირჟაზე მეათე წელი რომ გადაყიდვითაა დაკავებული ეგეთი მათეუში და უნდა ეხვეწოს, რომ 80 ცენტს მოუმატოს biggrin.gif

QUOTE
2-3 თვე რომ დავუთმო სწავლას იმენა მაგ საქმის საქართველოდან შემიძლია 3-4 კ ლარზე ასვლა თვეში? ოღონდ იმენა კარგი მუშაობით და არა ზარმაცობით

პირდაპირ გეტყვი, რომ ვერ.
ჯერ ერთი ბაზრის კრიზისებს ვერ ასცდები. მერე მეორე - ნდობის და ურთიერთობების აწყობას ფიზიკურად ვერ მოასწრებ. შენი სიზარმაცე არაფერ შუაშია. ეს საქმე ნაბიჯ-ნაბიჯ ეწყობა. დრო უნდა. ქართული გაგებით არ გამოდის.
თუ ნერვები არ გაქვს, არ უნდა დაიწყო.

Posted by: Harley Davidson 14 Jul 2024, 02:27
Ess
QUOTE
ამაზონზე არ ვიმუშავებ არაფრის ფასად

ტფუი ეშმაკს. გადაშენდნენ.
თვენახევარი და დამბლოკეს! :დ
QUOTE
ეხლა 15 მყავს, სკანია - მანი - ვოლვოს ქარხნები.
დავაკატავებ 2500 კილომეტრიან გზებზე ტროლეიბუსივით.

სულ კარგ რეიტებში გეტარებინოს, ბატონოჩემო! smile.gif

მე რომ დავიწყე, ახალი დასრულებული იყო კორონასდროინდელი "ბუმი". მაგ დროს ხომ იცი რა ხდებოდა? კოლოსალური გროსები იყო. მონაყოლები ხომ ბევრია და ჩემი თვალით მაქვს ნანახი ორეგონიდან ტეხასში $16000-იანი ლოუდი მაცივარზე.
გეგმა მქონდა მარტივი: 1 მანქანა უშუალოდ ჩემი და "დალშე" ე.წ ოუნერ ოპერატორები, ანუ მძღოლები თავიანთი მანქანებით, რომლებსაც არც დრო არც ნერვი აქვთ ლოუდბორდებზე ჯდომის. მე დავტვირთავდი და ამაში ავიღებდი 10%-დან 12.5%-მდე. 2-3 მანქანა. მაქსიმუმ.
როგორც კი დასრულდა ეგ ბუმი, დაიწყო საშინელება, რომელიც ახლაც გრძელდება.
მომრავლდნენ ტვირთების გადამყიდველები და თავად გადამზიდავები სოკოებივით გამრავლდნენ. ეგონათ, კორონასდროინდელი რეიტები იქნებოდა მისდღემჩი :დ
ახლა სახეზეა შემდეგი სურათი:
ერთ ტვირთზე, პირობითად, მოდის 3-5 გადამზიდავი. ბროკერებმა ეს იციან და ფასებიც შესაბამისად თამაშობს.

მძღოლები რომ მირეკავენ, პირველი კითხვა აქვთ "რამდენს დამაგროსინებ, ბრატ". სავსებით ლეგიტიმური კითხვა. მაგრამ მე დაბოლება არ შემიძლია. მეთქი ამაზე არის 2 პასუხი თქო, სიმართლე და რისი მოსმენაც გსურს თქო :დ სიმართლე ისაა, რომ დაგაგროსინებ იმდენს, რამდენსაც მარკეტი მომცემს საშუალებას.
სხვები დააბოლებენ, აკატავებენ 2-3 კვირას, მერე აგინებენ ერთმანეთს დედის ტრაკს, შეიცვლის სადისპეჩეროს და ა.შ
სად მაქვს ამის ნერვი :დ
მოკლედ, ასეთი ამბებია "ჩვენკენ" :დ


Posted by: Ess 14 Jul 2024, 03:47
Harley Davidson
იგივე მოხდა ევროპაშიც. დეკემბრის ბოლოდან დაიწყო კრიზისი. მერე საფრანგეთში დიდი კრიზისი რომ დაიწყო და ყველა მაგისტრალი ჩაიკეტა, მთლიანად მოკვდა ესპანეთ-გერმანიის "გრძელი როუთები". საფრანგეთი - გერმანია და მერე გერმანიიდან იტალიაში გადატვირთვები.
აბსოლუტურად ყველა იაფფასიანი გადამზიდველი, რომელიც იაფი გზის გადასახადების და ესპანეთში იაფი საწვავის გამო ყველაფერზე თანხმდებოდნენ, გერმანიაში ამოიხვეტა. ერთ დღეში, აი ერთ დღეში მთლიან მარკეტზე ფასი 30-40 ცენტით დაეცა. რუმინელ ოუნერებს (რასაც თქვენ ეძახით, მძღოლ-კომპანიებს) მაგრად ახატიათ. ეგენი ტვირთების და საწვავის ქურდობით ირჩენენ თავს და მაგათმა ყველაფერზე დათანხმება დაიწყეს. 70 ცენტშიც დადიოდნენ.
მაისის დასაწყისში ამოისუნთქა ცოტა მარკეტმა.
ამ დროს ქართველი რომ გირეკავს და გეკითხება "ტვირთი არ გაქვს ძმა?"
მეთქი რავი, გიშოვნი, რამდენად წახვალ გერმანიიდან.
5500 ძმა.
აი მოდი კარგად იყავი.
პრინციპულად აღარ ვმუშაობ ქართველებთან.

Posted by: lexanna 15 Jul 2024, 19:31
Ess
QUOTE
ევროპაში თუ გაინტერესებს 0-დან სენიორ ლოგისტამდე, კი ბატონო.

კი ევროპაში იყოს, გეტყვი, საერთოდ არაფერი გამეგება მაგეების, დისპეჩერობის რამდნიმე ვიდოეს მოვუსმინე და ვფიქრობ მე მაგას სწავლის არც სურვილი მაქვს და ვფიქრობ არც ნიჭი ჩემს ასაკში, არადა ყველა სწავლობს ვინც დაიწყო, მე ვფიქრობ ჩემთვის რთულია. არც მიზიდავს კიდევ.
მე მინდა ბროკერობა, ვიდეობში კი თქვეს ეს უფრო ძნელიაო მაგრამ ჩემის აზრით გაცილებით ადვილია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის!
ბროკერს ევალება თავიანთი კლიენტებისთვის საუკეთესო ტარიფები და სერვისები მოიძიოს, ხოლო დისპეტჩერმა კი ტრანსპორტირების მთელი პროცესი უნდა მართოს და დროული მიწოდება უზრუნველყოს ! რაც ჩემის აზროით 10ჯ ხათაბალა რამეა

ბროკერობა მინდა, უფრო ახლოა ჩემთან და უფრო ადვილია!
გაქვს Ess ჩემთვის რამე მოკლე კურსი ამ სიბერეში რომ ვისწავლო smile.gif
თუ არადა ეგებ მიმითითო თორემ იუტუბიზე იმდენი კურსია, ყველას რა მომასმენინებს, მინდა ისეტი 1 მოსმენით/წაკითხვით რომ ავითვისო, 2ჯ წაკიტხვა ბავშვობიდან არ სემიძლია.
მადლობა

Posted by: Ess 16 Jul 2024, 12:44
lexanna
ბროკერობამდე უნდა მიხვიდე. ეგრე არაა, საქართველოში ან იუთუბზე კურსები გაიარო და მერე ვთქვათ კნაუფს მიადგე, მომეცი შენი ტვირთები, მე გავყიდი ბირჟაზეო biggrin.gif
არავინ მოგანდობს მაგას ეგრე მისულს. ეხლა მივიღე ვოლვოს ტენდერში მონაწილეობა რომლის პასუხებიც სექტემბერში მეცოდინება. ასეთი "ტენდერები" აქვს ყველა პლატფორმას და მსხვილ კლიენტს.
ხოლო რასაც უკრაინელები აკეთებენ, ტვირთების გადაყიდვას, დამიჯერე მაგას ჯოჯოხეთი გერჩივნოს.
ჯერ ერთი არალეგალურია, მერე მეორე ვერანაირად ვერ იმუშავებ სწორად.
თითო ტვირთზე პასუხისმგებელი ხდები ორ მხარესთან. ვისგანაც ტვირთი აიღე და მოატყუე რომ შენ შეასრულებ მაგას. ვისზეც გადაყიდე (შესრულებული სამუშაოს შემდეგ, ფული უნდა ჩაურიცხო) და რამე რომ მოხდეს და გაიჭედო პატარა თანხებზე არაა ნამდვილად საუბარი.
ხოლო მოგება თითო ორდერიდან ასეთ შემთხვევაში იქნება თითო ორდერიდან 50-დან 200 ევრომდე. მეტი არა.
მაგრამ აქამდე რომ მიხვიდე, ცალკე სატრანსპორტო ან სადისპეტჩერო კომპანია უნდა დაარეგისტრირო.
ამერიკაში ნამდვილად არ ვიცი რა ხდება.
ევროპაში მამაძაღლობა ჰქვია მაგას ყველა ნორმალური დაირექთ კლიენტი მოგთხოვს, რომ ტვირთი არ გადაყიდო. არავის უნდა მესამე პასუხისმგებელი პირები, რომლებიც რეალურად მხოლოდ მეორესთან არიან პასუხისმგებლები.
მესმის, მარტივი ფულის არომატი აქვს, მაგრამ უამრავი მინახავს მაგ სფეროში მაგით გაჭედილი ან ქვეყნიდან გაქცეული biggrin.gif
იქნებ ამერიკაში მარტივი იყოს.

ერთადერთხელ დავდე ჩემი ტვირთი გასაყიდად, ჩემი მანქანები ვერ ასწრებდნენ შეკვეთის შესრულებას და 2.0 ევრო რომ მქონდა პერ კილომეტრზე, მეორე დილით 1.2-ში დამხვდა ბირჟაზე biggrin.gif მგონი მეხუთე ხელზე ცდილობდნენ გაყიდვას

180 000-ის ტვირთი გადამაქვს თითო გადატანაზე. რომლის დაზიანების რისკიც საკმაოდ მაღალია არაპროფესიონალების შესრულების შემთხვევაში.
რამე რომ მოხდეს, პირამიდის პრინციპით დაიწყება პასუხების მოთხოვნა და ეშმაკი ვერ გაარკვევს მერე ვინ სადაა.
სადღაც შუალედში მჯდომი ანდრეი, რომელიც "იუთუბიდან" მოხვდა ამ სფეროში და კრეკერებს ახრამუნებს, დაიხურავს ქუდს და გეტყვის ვერ გიხდიო. წადი და სდიე biggrin.gif

ჩემი წიწილები biggrin.gif

Posted by: lexanna 16 Jul 2024, 21:45
Ess
ანუ ბროკერობა კლიენტის მოტყუებაა შენის საუბრით.
მე ისე ტყუილი არ მეხერხება და აქ მით უმეტეს, როგორ უნდა მოვიტყუო, რა გაიძვერა და თაღლითი ვარ თუ რა
ანუ, კარგია რომ მითხარი , მე ადვილი მეგონა, აღარ მინდა არაა biggrin.gif არც დისპეჩერობა კიდევ, მაგის თავი სად მაქვს.

ეს 4 ცეცხლისფერი შენი ტვირთებია? შენ ორივე ხარ? დისპეჩერ/ბროკერი?


Posted by: Link 17 Jul 2024, 13:12
Harley Davidson
თაზო!? : ))

2kiss.gif

Posted by: Harley Davidson 17 Jul 2024, 19:01
Link
Long time, brother <3
Ess
QUOTE
იქნებ ამერიკაში მარტივი იყოს.

იმდენად მარტივია, რომ აბსურდამდე არის მისული.
საბროკერო რომ გახსნა, გჭირდება მხოლოდ ინშურენსი და ბონდი. ორივე იყიდება.

Posted by: Ess 17 Jul 2024, 20:07
Harley Davidson
რა ვქნა, ხომ არ გადმოვეწყო? biggrin.gif

Posted by: Harley Davidson 17 Jul 2024, 22:29
Ess
QUOTE
რა ვქნა, ხომ არ გადმოვეწყო?

სქილები თუ გაქვს და ქოლდ ქოლინგი თუ არ გეზიზღება, რატომაც არა :დ
ახლა არის ბროკერების ბოგინი :დ მევიდა მაგათი დრო :დ
რამდენჯერმე ქართველიც შემხვედრია :დ

Posted by: lexanna 18 Jul 2024, 22:18
Harley Davidson
QUOTE
იმდენად მარტივია, რომ აბსურდამდე არის მისული.
საბროკერო რომ გახსნა, გჭირდება მხოლოდ ინშურენსი და ბონდი. ორივე იყიდება.

და კიდევ ფული ხო, რამდენია საწყისი კაპიტალი დაახლოებით

ქართველს საქართველოდან არ შეუძლია გახნა ხო ალბათ?
ევროპელს შეუძლია?

Posted by: Kachokitopg 19 Jul 2024, 14:36
.................................

Posted by: dongabo 19 Jul 2024, 21:29
Harley Davidson
ე.წ. დისპეჩერის კურსების გავლის შემდეგ როგორ და სად შეიძლება დასაქმდეს?
რაიმე საიტი არსებობს სადაც შეიძლება დისპეჩერმა სამსახური მოძებნოს?
(ფართ თაიმ ჯაბზე მაქვს საუბარი).

Posted by: Harley Davidson 20 Jul 2024, 00:16
dongabo
ინდიდზე და გლასდორზე იდება ხოლმე, მაგრამ საქართველოდან შტატებში დამოუკიდებლად დასაქმების შანსი როგორი იქნება, ვერ გეტყვი.
ისევ ქართულ კომპანიებში უნდა ეძიოს, ჯობს.ჯიზე დებენ ხოლმე ვაკანსიებს.
lexanna
QUOTE
ქართველს საქართველოდან არ შეუძლია გახნა ხო ალბათ?

კომპანია ამერიკაში უნდა იყოს რეგისტრირებული.

Posted by: dongabo 20 Jul 2024, 22:40
Harley Davidson
შტატებზე მაქვს საუბარი.
ეს სფერო ჩემთვის მთლად ჩინური არ არის,მაგრამ მაინც უცხოა.
ჩემი ძალიან ახლობელისთვის მინდა ფართ თაიმ ჯაბი მოვუძებნო დილის საათებში მეტ/ნაკლებად შემოსავლიანი ან საინტერესო თუ იქნებოდა.
მცირე გამოცდილებაც აქვს და არც ნორმალურ ინგლისურზეა პრობლემა. წლების წინ ერთად ააწყეს კომპანია ორი 53 Fიიტ ტრაილერით თავის დოტ, ემსი და რაღაც ნომრებით და.ა.შ.. ეგ არის რომ მერე ვეღარ გაგრძელდა. თავად დრაივერებს რაღაც პრობლემები ჰქონდათ.

ეს თემა რომ დავინაზე,იდეა გამიჩნდა და ყველაფერი იდეიდან მოდისbiggrin.gif

ე.წ. კურსების გავლა არ არის პრობლემა. უფრო ის მაინტერესებს სად და როგორ შეიძლება მუშაობის დაწყება პირველი ნაბიჯები რომ გადაიდგას.
QUOTE
ინდიდზე და გლასდორზე იდება ხოლმე

შეგიძლია ეს საიტები ინგლისურად დადო?

Posted by: Harley Davidson 21 Jul 2024, 00:31
dongabo
www.indeed.com
www.glassdoor.com
აგერ ბატონო smile.gif
ფართ თაიმს რაც შეეხება, ძალიან იშვიათად იდება ფართ თაიმ ვაკანსიები ამ სფეროში. სრულ დროს და ენერგიას მოითხოვს ეს საქმე, + დროში განსხვავება კიდევ უფრო ართულებს.
მაგრამ დაიწყოს სწავლა, შეიძლება ისე დაამუღამოს და გაუმართლოს, ფულ თაიმზე იმუშავოს smile.gif)

Posted by: Ess 21 Jul 2024, 14:22
QUOTE
ფართ თაიმს რაც შეეხება

აბსოლუტურად გაუგებარია ფართ თაიმზე და შეზლონგზე მწოლიარეები როგორ მუშაობენ. მსხვილ ბრუნვაზე მაქვს საუბარი biggrin.gif
რანაირად უნდა იმუშავო "ნახევრად" ამ სფეროში უბრალოდ ვერ ვიგებ. სულ რომ საკუთარი კლიენტების ბაზა გქონდეს რომლებიც აქეთ გირეკავენ და იდეალური მძღოლები.

Posted by: Harley Davidson 21 Jul 2024, 18:14
Ess
QUOTE
რანაირად უნდა იმუშავო "ნახევრად" ამ სფეროში უბრალოდ ვერ ვიგებ. სულ რომ საკუთარი კლიენტების ბაზა გქონდეს რომლებიც აქეთ გირეკავენ და იდეალური მძღოლები.

მე მქონდა ადრე "ოცნება", სადისპეჩეროს მოვხოდავ თქო, 15-20 ოუნერი, 4 დისპეჩერი, ერთი მენეჯერი, ყველას კარგი ხელფასები და მე სადმე იუტაში მიყრუებულში კვირაში ერთხელ მარტივ მონიტორინგს, სუპერვაიზინგს და ფინანსებს ვაგვარებ :დ

Posted by: Ess 22 Jul 2024, 11:35
QUOTE (Harley Davidson @ 21 Jul 2024, 18:14 )
Ess
QUOTE
რანაირად უნდა იმუშავო "ნახევრად" ამ სფეროში უბრალოდ ვერ ვიგებ. სულ რომ საკუთარი კლიენტების ბაზა გქონდეს რომლებიც აქეთ გირეკავენ და იდეალური მძღოლები.

მე მქონდა ადრე "ოცნება", სადისპეჩეროს მოვხოდავ თქო, 15-20 ოუნერი, 4 დისპეჩერი, ერთი მენეჯერი, ყველას კარგი ხელფასები და მე სადმე იუტაში მიყრუებულში კვირაში ერთხელ მარტივ მონიტორინგს, სუპერვაიზინგს და ფინანსებს ვაგვარებ :დ

ეგაა ჩემი ოცნებაც და ვიზამ მაგას. biggrin.gif
უბრალოდ ამ საქმეში "ფეხი-ფეხზე" ვერ გადაიდებ ვერანაირად.
კურსებს ჰყიდიან ფეისბუქზე და დაახლოვებით ასეთი რეკლამით "ისწავლე დისპაჩინგი. იმუშავე საიდანაც გინდა, როგორც გინდა, რამდენიც გინდა. გახდი ფინანსურად დამოუკიდებელი" და რაღაც კოქტეილების ფოტოები.
ლოხოტრონი biggrin.gif
უცებ წარმოვიდგენ, ერთთვიან კურსს გადის ვიღაც და ცხოვრებას იწყობს biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)