Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > დისტანციური სამუშაოები

Posted by: Zurievich92 30 Mar 2024, 10:17
მოკლედ ვეძებ რამე დისტანციურ სამუშაოებს და თუ შეიძლება რამე საიტი თუ იცით დალინკეთ თუ გამოცდილია და აფიორები არარიან რათქმაუნდა.. მადლობელი წინასწარ old.gif

Posted by: neocyberman 30 Mar 2024, 10:20
Zurievich92
https://www.linkedin.com/feed/

აქ რემოთები ნახე დაჯე ამეწრიკაზე შეგიძლია რემოტზე გასვლა

Posted by: JAH 31 Mar 2024, 17:27
რჩევა მარტო წარმატებული ადამიანისგან მიიღება ნუ კრიტერიუმებითავისპეციალობიდან

Posted by: მიქაელ 3 Apr 2024, 00:19
სოფელში გადავედი საბოლოოდ და რაც პანდემიის შემდეგ დროებით შევეკედლე ქოლ ცენტრის სფეროს (გერმანულენოვანი), შემოვრჩი და სოფლად ცხოვრებისას ძალიან მადგება ეს საქმე. ვზივარ სახლში კომფორტულად. აქედან ვმუშაობ, დილით ან საღამოს ეზოს საქმეებსაც ვასწრებ, რადგან ეზოში სულ რაღაც საქმეა და არც ვტოვებ აქ უყურადღებოდ რამეს. საქართველოს ფონზე ხელფასს არა უშავს, თან გზაში და გარეთ კვებაში არ მეხარჯება ფული, სახლში ვიკვებები ისე როგორც მინდა და როცა მინდა. არ არის ჩემი სფერო, არც მიყვარს, მაგრამ საქმეს და სიტუაციას ასე სჭირდება და მადგება.

Posted by: bubu 3 Apr 2024, 11:28
Zurievich92
QUOTE
მოკლედ ვეძებ რამე დისტანციურ სამუშაოებს

სპეციალობა რა გაქვს?
მიქაელ
QUOTE
ქოლ ცენტრის სფეროს (გერმანულენოვანი)

ვა, შპრიხსტ დუ დოიჩ? იხ შპრეხე იმერ ნოხ კაინ დოიჩ, და როგორ დავიწყო აზზე არ ვარ smile.gif

Posted by: მიქაელ 3 Apr 2024, 12:34
bubu

QUOTE
სპეციალობა რა გაქვს?

განათლებით იურისტი. მაგრამ მუშაობისას მალევე მივხვდი, რომ შევცდი ამ პროფესიის არჩევისას. და შევიცვალე პროფესია - გავხდი გიდი, ჩემს გატაცებებს და ცხოვრების სტილს შეესაბამებოდა. 8 წელი მაგრად ვიმუშავე, მაგრამ 2020 წლის პანდემიამ ჩამიგდო ყველა საქმე და გეგმა. სახლში ყოფნისას ქოლ ცენტრი ავირჩიე სამუშაოდ და შემოვრჩი. აღარ მივბრუნდი ტურიზმში, აღარ მიღირს და სოფელში გადავედი, სადაც მარტო ვაკეთებ ყველაფერს და ვეღარ ვირბენ სხვაგან. ამ ეტაპზე კარგი ვარიანტია ისევ ჩემი ქოლ ცენტრი.

QUOTE
ვა, შპრიხსტ დუ დოიჩ? იხ შპრეხე იმერ ნოხ კაინ დოიჩ, და როგორ დავიწყო აზზე არ ვარ

ვიცი იმ დონეზე, რომ პროფესიულ საქმიანობაში ვიყენებ წლებია.
დასაწყისისთვის კერძო მასწავლებელს გირჩევდი, რომ სწრაფად აკრიფო ცოდნა, შემდეგ გოეთეს ინსტიტუტში ზედა საფეხურებზე გააგრძელო და აიღო ენის ცოდნის სერტიფიკატი.

Posted by: DPavlenishvili 9 Apr 2024, 16:32
QUOTE (მიქაელ @ 3 Apr 2024, 12:34 )

გამარჯობა, შეგიძლია დამაკვალიანო სად როგორ რანაირად ?
მაგრად მომბეზრდა იდიაში ეს მუშაობები და რამე მასეთი რემოუთ, ქოლ ცენტრი კარგი იქნებოდა. მაინც რამდენს გამოიმუშავებ თუ საიდუმლო არაა
გამოცდილება ტურიზმში მაქვს მეც და 10 წლიანი მუშაობის შემდეგ ძალიან მომბეზრდა
რუსული თურქული ქართულივით ვიცი და ინგლისური საშუალოდ

Posted by: მიქაელ 9 Apr 2024, 17:10
DPavlenishvili

QUOTE
გამარჯობა, შეგიძლია დამაკვალიანო სად როგორ რანაირად ?
მაგრად მომბეზრდა იდიაში ეს მუშაობები და რამე მასეთი რემოუთ, ქოლ ცენტრი კარგი იქნებოდა. მაინც რამდენს გამოიმუშავებ თუ საიდუმლო არაა
გამოცდილება ტურიზმში მაქვს მეც და 10 წლიანი მუშაობის შემდეგ ძალიან მომბეზრდა
რუსული თურქული ქართულივით ვიცი და ინგლისური საშუალოდ

ჩემი უცხო ენებიდან მთავარი ენა გერმანულია და შესაბამისად გერმანულენოვან ქოლცენტრებში ვმუშაობდი ყოველთვის. ინგლისურენოვანი სამუშაო როგორც მახსოვს "მეიჯერელს" ჰქონდა და დაუკავშირდი, იქნებ ჰქონდეთ კიდევ. თუმცა მაქედან მე ხელფასის ნაკლებობის გამო წამოვედი, უბრალოდ არ მყოფნიდა და ბონუსი კიდევ გარანტირებულად არ იყო ზოგჯერ. კომპანია "კონცენტრიქსშიც" გაიკითხე.

არ ვიცი ინგლისური, თურქული ან რუსული ქოლ ცენტრების პროგრამები როგორია. მაგრამ ყველგან უნდა მიგიღონ, ყოველთვის სჭირდებათ ხალხი, ზარები არ წყდება. ყველა შემთხვევაში გაივლი ჯერ ტრენინგებს, საქმეს შეისწავლი და შეუდგები მუშაობას. ზიხარ მთელი დღე და ზოგჯერ უწყვეტ რეჟიმშიც კი იღებ ზარებს.

მე სადაც ვარ, ამათ ოფისი საქართველოში არ აქვთ. https://dcs-callcenter.de/en/ დცს თურქების არის, თუ გინდა მიწერე, თურქულენოვანი სამუშაო ხომ არ გაქვთ-თქო. მე აქ გერმანულენოვანი აგენტი ვარ. ვმუშაობ კვირაში ხუთი დღე. დღეში 9 საათი, სოფელში ვარ და სამსახურის მერე ხშირად არ ჩამოვდივარ ქალაქში, ასე რომ ერთ საათს ვუმატებ, თუ სხვა საქმე არ მაქვს. საათში მიხდიან 5 ევროს, რადგან სრულ განაკვეთზე ვმუშაობ, მინიმუმ 160 საათს რომ ვასრულებ თვეში, ბონუსს 150 ევროს მაძლევენ. უცხოეთში არიან, მაგრამ პატიოსნად მირიცხავენ შეპირებულ ხელფასს თვის პირველ რიცხვებში. თვეში გამომდის სადღაც 2800დან 2900 ლარამდე რასაც ხელზე ვიღებ. მაგრამ ამათი მინუსებია: დაზღვევა არ აქვთ, რასაც ქოლ ცენტრებში ზოგადად სთავაზობენ ხოლმე და შვებულებას არ ამინაზღაურებენ. რამდენი საათიც ვარ ხაზზე მარტო იმას იღებ. მაგრამ ამ ეტაპზე ასე მაწყობს, ოღონდ აქედან ვიმუშავო და ისედაც ვერსად გავდივარ შვებულებაში ფინანსური პრობლემების გამო. ვზივარ სახლში და ვმუშაობ, დანარჩენი დრო მიწაზე მუშაობა...

Posted by: Luciferianizm 9 Apr 2024, 19:40
მიქაელ
თუ იცი მაგ კომპანიას ინგლისურის ან რუსულის მცოდნეები ჭირდებათ რო მივწერო საუკეთესო დონეზე ვიცი ორივე წერა კითხვის ჩათვლით და უბრალოდ თემას ვკითხულობდი და დავინტერესდი თან მთელი დღე სახლში ვარ და ადვილად გავართმევდი თავს

Posted by: მიქაელ 9 Apr 2024, 20:02
Luciferianizm

QUOTE
თუ იცი მაგ კომპანიას ინგლისურის ან რუსულის მცოდნეები ჭირდებათ რო მივწერო საუკეთესო დონეზე ვიცი ორივე წერა კითხვის ჩათვლით და უბრალოდ თემას ვკითხულობდი და დავინტერესდი თან მთელი დღე სახლში ვარ და ადვილად გავართმევდი თავს

ჩემი მენეჯერი შვებულებაშია და ტელეფონს თიშავს როცა მიდის ხოლმე. მიწერე და გიპასუხებენ. მე უბრალოდ არ დამჭირვებია, თორემ ინგლისურენოვანი ქოლ ცენტრები არის ინტერნეტში, რომელიმე გამოგადგება თუ დაძებნი. მე სულ ჩემით ვპოულობდი ამ სამსახურებს, მაგრამ ყოველთვის მიღებდნენ, რადგან აგენტები ყოველთვის სჭირდებათ.

Posted by: DPavlenishvili 9 Apr 2024, 22:00
QUOTE (მიქაელ @ 9 Apr 2024, 20:02 )
Luciferianizm

QUOTE
თუ იცი მაგ კომპანიას ინგლისურის ან რუსულის მცოდნეები ჭირდებათ რო მივწერო საუკეთესო დონეზე ვიცი ორივე წერა კითხვის ჩათვლით და უბრალოდ თემას ვკითხულობდი და დავინტერესდი თან მთელი დღე სახლში ვარ და ადვილად გავართმევდი თავს

ჩემი მენეჯერი შვებულებაშია და ტელეფონს თიშავს როცა მიდის ხოლმე. მიწერე და გიპასუხებენ. მე უბრალოდ არ დამჭირვებია, თორემ ინგლისურენოვანი ქოლ ცენტრები არის ინტერნეტში, რომელიმე გამოგადგება თუ დაძებნი. მე სულ ჩემით ვპოულობდი ამ სამსახურებს, მაგრამ ყოველთვის მიღებდნენ, რადგან აგენტები ყოველთვის სჭირდებათ.

გაიხარე მეგობარო, მოძებნით კიდევ შეიძლება მოძებნო მაგრამ როგორ უნდა მიხვდე რომ გადაგიხდიან თანხას და ასე შემდეგ

Posted by: მიქაელ 9 Apr 2024, 22:47
DPavlenishvili

QUOTE
გაიხარე მეგობარო, მოძებნით კიდევ შეიძლება მოძებნო მაგრამ როგორ უნდა მიხვდე რომ გადაგიხდიან თანხას და ასე შემდეგ

ვინც ამ სფეროში ვართ ერთ ენაზე მომუშავეები, ერთმანეთთან გავიკითხავთ ხოლმე და ასე გადადი-გადმოვდივართ სააგენტოებში. მე უკვე მეოთხე სააგენტოში ვარ. ვაკანსიების საიტებზეც ჩაუჯექი, აცხადებენ მუდმივად ასეთ ვაკანსიებს. რაც ამ ბოლო სააგენტოს, დცს-ს მივაგენი მეგობრის მეშვეობით, ვფიქრობ რემოუთ პროფესიებზე გადავერთო მთლიანად და იქნებ დამსაქმებელი ჩემით გამოვნახო ხოლმე საზღვარგარეთ. ეს სფერო მაინც დროებითია, პარალელურად მინდა პროგრამირების რომელიმე სფერო ავითვისო.

linkedin-ზე დარეგისტრირდი. მე ჯერ არ გამომიყენებია, მაგრამ მანდაც ნახულობენ რემოუთ სამსახურს, ხშირად უცხოეთში. მაგ პლატფორმით კავშირზე გასვლა ადვილია, როგორც მითხრეს.

Posted by: DPavlenishvili 9 Apr 2024, 23:53
QUOTE (მიქაელ @ 9 Apr 2024, 22:47 )
DPavlenishvili

QUOTE
გაიხარე მეგობარო, მოძებნით კიდევ შეიძლება მოძებნო მაგრამ როგორ უნდა მიხვდე რომ გადაგიხდიან თანხას და ასე შემდეგ

ვინც ამ სფეროში ვართ ერთ ენაზე მომუშავეები, ერთმანეთთან გავიკითხავთ ხოლმე და ასე გადადი-გადმოვდივართ სააგენტოებში. მე უკვე მეოთხე სააგენტოში ვარ. ვაკანსიების საიტებზეც ჩაუჯექი, აცხადებენ მუდმივად ასეთ ვაკანსიებს. რაც ამ ბოლო სააგენტოს, დცს-ს მივაგენი მეგობრის მეშვეობით, ვფიქრობ რემოუთ პროფესიებზე გადავერთო მთლიანად და იქნებ დამსაქმებელი ჩემით გამოვნახო ხოლმე საზღვარგარეთ. ეს სფერო მაინც დროებითია, პარალელურად მინდა პროგრამირების რომელიმე სფერო ავითვისო.

linkedin-ზე დარეგისტრირდი. მე ჯერ არ გამომიყენებია, მაგრამ მანდაც ნახულობენ რემოუთ სამსახურს, ხშირად უცხოეთში. მაგ პლატფორმით კავშირზე გასვლა ადვილია, როგორც მითხრეს.

ლინკედინზე ვარ მაგგრამ ვერ გავუგე კარგად ვერაფერი რავიც,ჰო კურსებს რაც შეეხება coursera ზე არის უამრავი პროგრამირების კურსები უფასო

Posted by: მიქაელ 9 Apr 2024, 23:57
DPavlenishvili

QUOTE
კურსებს რაც შეეხება coursera ზე არის უამრავი პროგრამირების კურსები უფასო

კი, ვნახე. მაგრამ დროის პრობლემა მაქვს, თან ვთარგმნი ტექსტებს და სწავლას ვეღარ ვქაჩავ ჯერჯერობით. უნდა ჩავჯდე მერე რეჟიმში. თარგმნასაც მინდა მივყვე და ვფიქრობ როგორ შევუთანხმო სხვა სამუშაოებს.

Posted by: DPavlenishvili 10 Apr 2024, 13:30
QUOTE (მიქაელ @ 9 Apr 2024, 23:57 )
DPavlenishvili

QUOTE
კურსებს რაც შეეხება coursera ზე არის უამრავი პროგრამირების კურსები უფასო

კი, ვნახე. მაგრამ დროის პრობლემა მაქვს, თან ვთარგმნი ტექსტებს და სწავლას ვეღარ ვქაჩავ ჯერჯერობით. უნდა ჩავჯდე მერე რეჟიმში. თარგმნასაც მინდა მივყვე და ვფიქრობ როგორ შევუთანხმო სხვა სამუშაოებს.

სხვათაშორის, არ უნდა ბევრი დრო, მე სმმ ის სწავლა დავიწყე გუგლზე ჰოდა მასე მეგონა მაგრამ თითო კურსი 15-30 წუთი გრძელდება ყველაფრით და დღეში 1 კურსი მაინც რომ გაიარო ხოლმე შედეგი ექნება smile.gif)

Posted by: მიქაელ 10 Apr 2024, 15:09
DPavlenishvili
QUOTE
სხვათაშორის, არ უნდა ბევრი დრო, მე სმმ ის სწავლა დავიწყე გუგლზე ჰოდა მასე მეგონა მაგრამ თითო კურსი 15-30 წუთი გრძელდება ყველაფრით და დღეში 1 კურსი მაინც რომ გაიარო ხოლმე შედეგი ექნება )

ჰო, ბევრი დრო არ უნდა, მაგრამ ხშირად მცირე დროც აღარ მრჩება. ცალკე სამუშაო, ცალკე ეზო-სახლის საქმეები და მიწაზე მუშაობა (ასობით ვარდის და სხვა ყვავილების ძირები), თარგმანი, ჩემი ძაღლების და კატების მოვლა. მარტო ვარ, დედაჩემი დაბერდა და როცა დამხმარე როცა არ არის, დღის ბოლოს წაკითხვის თავიც აღარ მაქვს. კაი ხანია არ წამიკითხავს რაიმე დიდი წიგნი. ვცდილობ სხვა ქოლ ცენტრი მოვნახო, სადაც ასეთი საგიჟეთი არ იქნება, უწყვეტად ზარებს ვიღებ და მითიშული ვარ დღის ბოლოს. ეს აქვს ამ სამსახურს, ფიზიკურად არ ინძრევი, მაგრამ გონებრივად ძალიან იღლები.

Posted by: DPavlenishvili 11 Apr 2024, 15:36
QUOTE (მიქაელ @ 10 Apr 2024, 15:09 )
DPavlenishvili
QUOTE
სხვათაშორის, არ უნდა ბევრი დრო, მე სმმ ის სწავლა დავიწყე გუგლზე ჰოდა მასე მეგონა მაგრამ თითო კურსი 15-30 წუთი გრძელდება ყველაფრით და დღეში 1 კურსი მაინც რომ გაიარო ხოლმე შედეგი ექნება )

ჰო, ბევრი დრო არ უნდა, მაგრამ ხშირად მცირე დროც აღარ მრჩება. ცალკე სამუშაო, ცალკე ეზო-სახლის საქმეები და მიწაზე მუშაობა (ასობით ვარდის და სხვა ყვავილების ძირები), თარგმანი, ჩემი ძაღლების და კატების მოვლა. მარტო ვარ, დედაჩემი დაბერდა და როცა დამხმარე როცა არ არის, დღის ბოლოს წაკითხვის თავიც აღარ მაქვს. კაი ხანია არ წამიკითხავს რაიმე დიდი წიგნი. ვცდილობ სხვა ქოლ ცენტრი მოვნახო, სადაც ასეთი საგიჟეთი არ იქნება, უწყვეტად ზარებს ვიღებ და მითიშული ვარ დღის ბოლოს. ეს აქვს ამ სამსახურს, ფიზიკურად არ ინძრევი, მაგრამ გონებრივად ძალიან იღლები.

საოფისე სამსახურის მხრივ მესმის შენი,10 წელი ვიმუშავე სასტუმრო-რესტორნის მმართველად და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ციხეში ვიჯექი,
და ახლა ლაფატკით მუშაობაც კი მსიამოვნებს ხოლმე smile.gif)
რამე მასე რომ ვიშოვო ქოლ ცენტრი ან კრიპტო ტრეიდინგი ან რამე ასეთი რომ თვეში 1000-1500 $ მქონდეს სიამოვნებით წავიდოდი მასე სადმე სოფლად smile.gif)

Posted by: მიქაელ 11 Apr 2024, 22:16
DPavlenishvili

QUOTE
რამე მასე რომ ვიშოვო ქოლ ცენტრი ან კრიპტო ტრეიდინგი ან რამე ასეთი რომ თვეში 1000-1500 $ მქონდეს სიამოვნებით წავიდოდი მასე სადმე სოფლად

მე საბოლოოდ გადავედი. თბილისი არ მენატრება საერთოდ. მეგობრების სანახავად ჩამოვდივარ უფრო, 15 კილომეტრში ვარ მაქედან და უფრო აქეთ ვიღებ სტუმრებს. ცხოვრების ჯანსაღი რიტმები რადიკალურად ცვლის ადამიანს და ეს ჩემი სტილია. და აქ ყოფნა უფრო მეძვირფასება, ვიდრე თბილისში სადმე სამსახურში სიარული, თან რაიმე იერარქიაში ვეღარ გავქაჩავ განვითარებას, მატარებელმა ჩაიარა. ყველაფერი ჩემით, თვითდასაქმების პერსპექტივა მომწონს. აქ ჯერ ეს ქოლ ცენტრი მაქვს, მერე თუ პროგრამირების ერთ-ერთ მიმართულებას კარგად ავითვისებ, სფეროს ისევ შევიცვლი. ყვავილების ბიზნესზე მეფიქრება, რამდენიმე ასეული ძირი საკოლექციო ვარდები მაქვს და იქნებ მაგას მივაწვე, მიყვარს ეს საქმე. და დიდ ეზოში უფრო მეტ რამეს დავთესავ და მოვიყვან, რომ პროდუქტებიც უფრო მეტი ჩემი მქონდეს, სუფთა და ჯანსაღი...

Posted by: DPavlenishvili 12 Apr 2024, 15:22
ძაან მაგარია, თუ მოგწონს ის ადგილი სადაც ხარ ყოველთვის შეიძლება რაღაცის მოფიქრება,
ძირითადად რაღაც მასეთით მინდა დავკავდე რაც მომეწონება და მნიშვნელობა არ ექნება რა იქნება ეს,
რავიც ყოჩაღ,შეიძლება დიდი ძალისხმევა გაქვს ჩადებული შეიძლება ადვილად მიაღწიე მაგრამ ნამდვილად ბევრისთვის შესაშური
და ჯანმრთელი აზროვნების ჩანხარ რაც მთავარი და ძალიან იშვიათია დღეს.გადაირია ეს ხალხი ფულზე, და ერთმანეთის შეჯიბრით, წუწუნით,
არადა ადვილია ფულის კეთება მხოლოდ ფული თუ აინტერესებს ადამიანს smile.gif
მე ონლაინი იმიტომ მინდა რომ არ ვიცი სად მინდა და სანამ მოვძებნი ადგილმდებარეობას smile.gif)

Posted by: Rene Adler 14 Apr 2024, 13:59
მიქაელ
მეიჯერელში ვარ ეხლა მეც და ხელფასის ამბავში გეთანხმები. იქ ჩემმა ამჟამინდელმა თანამშრომელმა მითხრა დცს-ში ვმუშაობდიო, 5 ევროს ვაკეთებდი საათშიო და დამიჯდა ჭკუაში. მეც დიდი ხანია სოფლად გადასვლა მინდა და ამ ეტაპზე საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ალბათ ჩემთვის.

ერთადერთი ინტერნეტის ამბავი მაშინებს ცოტა არ იყოს, როგორ გაქვს ეგ ამბავი მოგვარებული?

Posted by: მიქაელ 14 Apr 2024, 14:59
Rene Adler

QUOTE
ერთადერთი ინტერნეტის ამბავი მაშინებს ცოტა არ იყოს, როგორ გაქვს ეგ ამბავი მოგვარებული?

ჩემთან ერთადერთი პროვაიდერი არის ჯორჯიან აირლინკი. დასახლება დიდია და თბილისის ზონაში შემოდის ბოლო წლები, მაგრამ რატომ არ შემოდის აქ სილქნეტი არ მესმის.

ჯორჯიან აირლინკი განსაკუთრებით ადრე ურევდა და სულ ვრეკავდი და ვეჩხუბებოდი. გადახდა რომ გიწევს, ერთ წუთსაც არ გაპატიებენ, ეგრევე გითიშავენ და ზოგჯერ ყოველდღე შეფერხებები იყო. ბოლო დროს გამოასწორეს, იშვიათად რომ გაითიშოს და ვმუშაობ ნორმალურად. რომც გაითიშოს, ტელეფონზე ულიმიტო პაკეტი მაქვს ხოლმე გააქტიურებული და ტელეფონის ინტერნეტს ვრთავ. შუქის გათიშვაზეც მომზადებული ვარ, შუქი თუ ითიშება ზოგჯერ, გენერატორს ვრთავ. ყველა პირობა მოვიწყვე, რომ სამუშაო საათები არ გამიცდეს აქ.

Posted by: Rene Adler 14 Apr 2024, 15:39
მიქაელ
up.gif წარმატებები. ანუ 160 სთ-ს რო ასრულებ მერე პლიუს 150 ევრო ბონუსი გემატება ხო? და როგორც ვიცი სამუშაო საათებსაც შენ არჩევ.
მე ვინც მითხრა მაგ კომპანიის შესახებ, ბოლოს მაიმუნობა რო დაიწყო გამოუშვეს. ანუ არ ჩერდებოდაო ზარი და ფიზიკურად აღარ შემეძლოო.

Posted by: მიქაელ 14 Apr 2024, 18:03
Rene Adler

QUOTE
ანუ 160 სთ-ს რო ასრულებ მერე პლიუს 150 ევრო ბონუსი გემატება ხო?

კი, მხოლოდ 160 საათის შესრულების შემთხვევაში. დეკემბერში ვერ გავითვალისწინე, რომ შობის შემდეგი დღეც დასვენება იყო და სულ 7 საათი დამაკლდა 160 ნამუშევარ საათამდე და ბონუსი არ მომცეს. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ უქმეები იყო, რადგან არ შესრულდა 160 საათი, ბონუსიც არ იქნებაო.

QUOTE
და როგორც ვიცი სამუშაო საათებსაც შენ არჩევ.

თუ სრული რვა საათი აიღე დღეში, დიდად ვერ გადაწევ საათს. იწყებ იმათი დროით დილის 8 საათზე და ამთავრებ იმათი დროით 17 საათზე. ზეგანაკვეთურად დღეში მაქსიმუმ ერთი საათი წაიმუშავო, რადგან 18 საათზე ამთავრებენ მუშაობას. არჩევის საშუალება გაქვს, როცა კვირაში ერთ-ერთი სამუშაო დღე გინდა თავისუფალი იყო და ამის მაგივრად შაბათს იმუშავებ. როცა მივედი არ უთქვამთ, მაგრამ მერე დააყენეს პირობა, რომ თვეში ერთხელ მაინც ერთი შაბათი უნდა იმუშავოს ყველამ, უჭირთ შაბათობით ხალხის ნაკლებობის გამო.

QUOTE
მე ვინც მითხრა მაგ კომპანიის შესახებ, ბოლოს მაიმუნობა რო დაიწყო გამოუშვეს.

კი, ბოლო დროსაც საკმაოდ დაფერთხეს ხალხი ან ზოგი წავიდა. მკაცრად იქცევიან მაიმუნობებზე თუ გამოგიჭირეს.

QUOTE
ანუ არ ჩერდებოდაო ზარი და ფიზიკურად აღარ შემეძლოო.

კი, ზარი არ ჩერდება. და ამას ყველას ვეუბნები, ვისაც მოსვლა უნდა. როცა მეიჯერელში ვმუშაობდი სხვადასხვა პროექტებზე, ამოსუნთქვის საშუალებაც იყო ხანდახან. აქ სულ ზარში ხარ და ამისთვის მზად უნდა იყო.

Posted by: sunny-day-today 14 Apr 2024, 20:56
რამე დისტანციური მომცეთ იქნებ
40 წლის ვარ

Posted by: Rene Adler 14 Apr 2024, 22:41
მიქაელ
ეგ თურქეთის დროით 8 საათიდან 17 სთმდე? მეტს ვერ იმუშავებ? 12 სთ ვმუშაობდიო ამან, ეტყობა ეს სხვა ბიზნესში იყო. ვიფიქრე 5ს ნაცვლად 4 დღეს ავიღებ და 10 საათს-მეთქი, მაგრამ არ გამოვა, როგორც ამბობ.

QUOTE
კი, ზარი არ ჩერდება. და ამას ყველას ვეუბნები, ვისაც მოსვლა უნდა. როცა მეიჯერელში ვმუშაობდი სხვადასხვა პროექტებზე, ამოსუნთქვის საშუალებაც იყო ხანდახან. აქ სულ ზარში ხარ და ამისთვის მზად უნდა იყო.

კი მაგისთვისაც მზად ვარ

Posted by: მიქაელ 15 Apr 2024, 09:46
Rene Adler

QUOTE
ეგ თურქეთის დროით 8 საათიდან 17 სთმდე?

გერმანიის დროით. 1 აპრილიდან ზაფხულის დროზე არიან და ჩვენთან 10 საათზე ვიწყებთ. ნოემბრიდან ზამთრის დროზე რომ გადადიან, ჩვენი დროით 11ზე ვიწყებთ. (დილით ბევრ რამეს ასწრებ ამ დროს, სახლიდან რომ მუშაობ)

QUOTE
მეტს ვერ იმუშავებ? 12 სთ ვმუშაობდიო ამან, ეტყობა ეს სხვა ბიზნესში იყო. ვიფიქრე 5ს ნაცვლად 4 დღეს ავიღებ და 10 საათს-მეთქი, მაგრამ არ გამოვა, როგორც ამბობ.

ამ პროექტზე 12 საათი არ არის დღეში. კვირაში მეექვსე დღეს, შაბათსაც მუშაობს ზოგი.

Posted by: Soft_Eject 15 Apr 2024, 13:33
QUOTE (მიქაელ @ 9 Apr 2024, 17:10 )
DPavlenishvili

QUOTE
გამარჯობა, შეგიძლია დამაკვალიანო სად როგორ რანაირად ?
მაგრად მომბეზრდა იდიაში ეს მუშაობები და რამე მასეთი რემოუთ, ქოლ ცენტრი კარგი იქნებოდა. მაინც რამდენს გამოიმუშავებ თუ საიდუმლო არაა
გამოცდილება ტურიზმში მაქვს მეც და 10 წლიანი მუშაობის შემდეგ ძალიან მომბეზრდა
რუსული თურქული ქართულივით ვიცი და ინგლისური საშუალოდ

ჩემი უცხო ენებიდან მთავარი ენა გერმანულია და შესაბამისად გერმანულენოვან ქოლცენტრებში ვმუშაობდი ყოველთვის. ინგლისურენოვანი სამუშაო როგორც მახსოვს "მეიჯერელს" ჰქონდა და დაუკავშირდი, იქნებ ჰქონდეთ კიდევ. თუმცა მაქედან მე ხელფასის ნაკლებობის გამო წამოვედი, უბრალოდ არ მყოფნიდა და ბონუსი კიდევ გარანტირებულად არ იყო ზოგჯერ. კომპანია "კონცენტრიქსშიც" გაიკითხე.

არ ვიცი ინგლისური, თურქული ან რუსული ქოლ ცენტრების პროგრამები როგორია. მაგრამ ყველგან უნდა მიგიღონ, ყოველთვის სჭირდებათ ხალხი, ზარები არ წყდება. ყველა შემთხვევაში გაივლი ჯერ ტრენინგებს, საქმეს შეისწავლი და შეუდგები მუშაობას. ზიხარ მთელი დღე და ზოგჯერ უწყვეტ რეჟიმშიც კი იღებ ზარებს.

მე სადაც ვარ, ამათ ოფისი საქართველოში არ აქვთ. https://dcs-callcenter.de/en/ დცს თურქების არის, თუ გინდა მიწერე, თურქულენოვანი სამუშაო ხომ არ გაქვთ-თქო. მე აქ გერმანულენოვანი აგენტი ვარ. ვმუშაობ კვირაში ხუთი დღე. დღეში 9 საათი, სოფელში ვარ და სამსახურის მერე ხშირად არ ჩამოვდივარ ქალაქში, ასე რომ ერთ საათს ვუმატებ, თუ სხვა საქმე არ მაქვს. საათში მიხდიან 5 ევროს, რადგან სრულ განაკვეთზე ვმუშაობ, მინიმუმ 160 საათს რომ ვასრულებ თვეში, ბონუსს 150 ევროს მაძლევენ. უცხოეთში არიან, მაგრამ პატიოსნად მირიცხავენ შეპირებულ ხელფასს თვის პირველ რიცხვებში. თვეში გამომდის სადღაც 2800დან 2900 ლარამდე რასაც ხელზე ვიღებ. მაგრამ ამათი მინუსებია: დაზღვევა არ აქვთ, რასაც ქოლ ცენტრებში ზოგადად სთავაზობენ ხოლმე და შვებულებას არ ამინაზღაურებენ. რამდენი საათიც ვარ ხაზზე მარტო იმას იღებ. მაგრამ ამ ეტაპზე ასე მაწყობს, ოღონდ აქედან ვიმუშავო და ისედაც ვერსად გავდივარ შვებულებაში ფინანსური პრობლემების გამო. ვზივარ სახლში და ვმუშაობ, დანარჩენი დრო მიწაზე მუშაობა...

გადავიკითხე შენი პოსტები, მადლობელი ვარ ამდენი ინფოსთვის
მე უბრალოდ ვერ მივხვდი სად უნდა ვეძიოთ სამსახური ქოლ ცენტრში ?
ანუ რომელ საიტებეზე და როგორ ?
მაგალითად რუსულ ან ინგლისურ ენოვანი

Posted by: მიქაელ 15 Apr 2024, 15:41
Soft_Eject

QUOTE
გადავიკითხე შენი პოსტები, მადლობელი ვარ ამდენი ინფოსთვის
მე უბრალოდ ვერ მივხვდი სად უნდა ვეძიოთ სამსახური ქოლ ცენტრში ?
ანუ რომელ საიტებეზე და როგორ ?
მაგალითად რუსულ ან ინგლისურ ენოვანი

არ მქონია შეხება ინგლისურენოვან ქოლ ცენტრებთან, არც რუსულთან. ვაკანსიების საიტებზე ხშირად აცხადებენ მიღებას, უნდა დააკვირდე როდის დებენ. ან გუგლში იძებნება ზოგი სააგენტო, რომელიც საქართველოში არ არის და დისტანციურად სხვა ქვეყნებში ეძებენ თანამშრომელს. ხალხი სჭირდებათ ხოლმე, ბევრი მიდის მერე და უნდა ჩაანაცვლონ სხვა ხალხით მუდმივად.

კონცენტრიქსს საქართველოში აქვს წარმომადგენლობა.

მათ ფეისბუქ გვერდზე მიწერე კითხვები. https://www.facebook.com/ConcentrixGE/

ეს მათი ვებსაიტი
https://www.concentrix.com/?fbclid=IwAR0CUAeGfCKy5IuWM3BkfNKipXirK0RJJgsVxjYf7tepZ4o8ldbXJFRvaNM_aem_AfuTYyCCmLhHO39iM25dJLYdzKEt3yaIQac1GVq44vNa35e0JpA_P39E8csZhoU_tGTlupZ3JAVbSHNf-WanWEQS

ზოგჯერ მეიჯერელსაც სჭირდება ინგლისურენოვანები.
https://jobs.majorel.com/georgia/en/

Posted by: DPavlenishvili 15 Apr 2024, 20:10
შევავსე ყველა საიტზე,ცალკე ლინკდინზეც ვაჭერ ყველაფერს smile.gif)) ოღონდ რამე ონლაინ კარგი ანაზღაურებით, იყოს ბევრი საათები და აშ სამაგიეროდ ლოკალური თავისუფლება მექნება
რაც ძალიან მჭირდება

Posted by: аnderson 23 Apr 2024, 19:30
საფორთის სამსახურები იყო ბევრი. თავიდან კარგად იხდიდნენ, ეხლა რომ დაამუღამეს აქ რა გაჭირვებაცაა 500-600$ ამუშავებენ ხალხს.

ნუ ქოლცენტრებს ხო მიაქვს ყველაფერი.

ქართული/ინგლისური/ნებისმიერი სხვა ენა თუ კარგად იცი თარგმნის პონტები არის. კონკრეტულ საიტს ნამდვიალდ ვერ გეტყვი. უნდა გუგლო და აგზავნო აპლიკაციები და საიდანღაც გიპასუხებენ. ლინკდ-ინზეც ბლომადაა დისტანციური სამუშაოები.

მარკეტინგი, დიზაინი, მონტაჟი, კოდის წერა - ეგეთები თუ იცი საერთოდ წყვეტაა მაგეებზე.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)