Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ სამსახურის პოვნაში


Posted by: Cassiopeia 25 Nov 2017, 20:44
გამარჯობა

პირადი დეტალები რომ არ გავამხილო, გეტყვით, რომ 3 თვეა უშედეგოდ ვეძებ სამსახურს, ისეთს, სადაც კაბალური და მონური პირობები არ იქნება.. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ იყო ძირითადად ისეთი, სადაც ან სტაჟიორად ავყავდი უხელფასოდ ან 200 ლარი ხელფასით ან შტატში ავყავდი, მაგრამ სამუშაი გრაფიკი 9-დან - 7-ის შემდეგ რომელიმე საათამდე ( ანუ განსაზღვრული არ იყო).. არცერთი არ მაწყობს, რადგან:

1) ინგლისურში მომზადება მინდა. ხელი მეშლება სტატიების გამოქვეყნების დროს, რადგან თარგმნა ძვირია უცხოურ ჟურნალებში რომ გავგზავნო, ქართული სამეცნიერო ჟურნალები კი ჩემი პროფესიის განხრით - ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და არ მინდა მანდ გამოქვეყნება.

2) დამოუკიდებლად ვსწავლობ ტექნიკური განხრის საგნებს და პროგრამულ ენა R-ს, ამიტომ მინდა 6 საათის შემდეგ თავისუფალი ვიყო, რომ ვისწავლო.

განათლებას რაც შეეხება, წელს დავამთავრე თსუ წითელ დიპლომზე. დანარჩენ დეტალებს რეზიუმედან გაიგებთ, მაგრამ გეტყვით რაში ვარ დარწმუნებული რომ შემიძლია:

- მონაცემთა ანალიზი
- კვლევით პროექტებში სრულფასოვანი მონაწილეობა
- ეკონომიკური განხრით მუშაობა
- ანალიტიკური რეპორტების წერა

ხელფასს არ ვითხოვ უზარმაზარს: მხოლოდ იმდენს, რომ ვიარო ინგლისურზე და რომ ყოველდღიური პირადი ხარჯები დავიფინანსო. ჩემი ანგარიშით - 400 ლარი საკმარისია. გრაფიკი: 9-დან 6-მდე - შემიძლია.. ან 8-დან, მაგრამ 6 საათზე უნდა განვთავისუფლდე.


მადლობა თუ ვინმე წაიკითხავთ და გაითვალისწინებთ
* * *
და კიდევ, დამავიწყდა მეთქვა, ფიზიკურ სამუშაოზეც თანახმა ვარ (ინტელექტუალური მირჩევნია თუმცა, რა გაეწყობა smile.gif )

Posted by: მეტალურგი 26 Nov 2017, 15:58
Cassiopeia
QUOTE
და კიდევ, დამავიწყდა მეთქვა, ფიზიკურ სამუშაოზეც თანახმა ვარ (ინტელექტუალური მირჩევნია თუმცა, რა გაეწყობა  )


ტერიტორიულად სად ცხოვრობ

Posted by: Cassiopeia 26 Nov 2017, 16:07
QUOTE (მეტალურგი @ 26 Nov 2017, 15:58 )
Cassiopeia
QUOTE
და კიდევ, დამავიწყდა მეთქვა, ფიზიკურ სამუშაოზეც თანახმა ვარ (ინტელექტუალური მირჩევნია თუმცა, რა გაეწყობა  )


ტერიტორიულად სად ცხოვრობ

ისანი

...........................................

Posted by: მეტალურგი 26 Nov 2017, 16:37
Cassiopeia
QUOTE
ისანი


რუსთავში გაგიჭირდება სიარული ალბათ
თორე შეიძლებოდა რამის გამონახვა საწარმოებში 450-500 ლარის ფარგლებში

ფიზიკურს ვგულისხმობ რა თქმაუნდა

Posted by: Cassiopeia 26 Nov 2017, 17:09
QUOTE (მეტალურგი @ 26 Nov 2017, 16:37 )
Cassiopeia
QUOTE
ისანი


რუსთავში გაგიჭირდება სიარული ალბათ
თორე შეიძლებოდა რამის გამონახვა საწარმოებში 450-500 ლარის ფარგლებში

ფიზიკურს ვგულისხმობ რა თქმაუნდა

კი, დროის დანაკარგი დიდი მექნება

დიდი მადლობა მაინც

Posted by: მეტალურგი 26 Nov 2017, 18:25
Cassiopeia
QUOTE
კი, დროის დანაკარგი დიდი მექნება

დიდი მადლობა მაინც


წარმატებები

Posted by: ვახტანგი 26 Nov 2017, 19:11
Cassiopeia
დრო თუ გექნა ეს თემა გადაიკითხე


https://forum.ge/?f=100&showtopic=34948235

Posted by: afcika 26 Nov 2017, 22:14
Cassiopeia
სალამი
პირად შეტყობინებაში გამომიგზავნე საკუთარი მოკლე რეზიუმე
ისანში თუ ხარ ჯობია ადგილზე შევხდეთ. მიწევს მანდ მოსვლაც ხოლმე ხშირად
პ.ს სანამ აკრიფავ რეზიუმეს
გრაფიკი 10-6 მდე კვირაში 1 დასვენების დღე
ანაზღაურება 450 პირველი 2 თვე და შემდეგ 550 (კონტრაქტით ფორმდება). სფერო მომსახურე ფერსონალი კერძოდ მერჩენდაიზერი.

Posted by: ladusha2 27 Nov 2017, 15:09
Cassiopeia

ვიწვევთ სამშენებლო ბლოკის წარმოებაში მუშებს.მისამართი ლილოს დასახლება. დაგვიკავშირდეით მითითებულ ნომერზე: 555 534153

Posted by: @dolf@ 28 Nov 2017, 12:59
მაქვს შემოთავაზება, იტ მხარდაჭერის კუთხით თუ ხარ დაინტერესებული - პმ-ში მომწერე ნომერი და გავისაუბროთ.

Posted by: Cassiopeia 28 Nov 2017, 18:56
QUOTE (@dolf@ @ 28 Nov 2017, 12:59 )
მაქვს შემოთავაზება, იტ მხარდაჭერის კუთხით თუ ხარ დაინტერესებული - პმ-ში მომწერე ნომერი და გავისაუბროთ.

მოგწერეთ

..........................................

Posted by: Cassiopeia 8 Dec 2017, 20:52
UP

სამწუხაროდ მერჩენდაიზერადაც არ ამიყვანეს...

ისევ გთხოვთ დახმარებას

Posted by: sultani 12 Dec 2017, 23:16
გამარჯობა
ენების რამოდენიმე ენის ცოდნით მაგრამ დიპლომის გარეშე შეიძლება რამე კარგი სამუშაო ვიშოვო
ვერ ჩამოვყალიბდი რა ვქნა და იქნებ მირჩიოთ რამე

Posted by: tozi777 13 Dec 2017, 16:11
QUOTE (Cassiopeia @ 8 Dec 2017, 20:52 )

სამწუხაროდ მერჩენდაიზერადაც არ ამიყვანეს...


Cassiopeia

რატომ?

ძალიან მაინტერესებს.

თუ აქ არ გინდა პმ-ში მომწერე.

უპ

Posted by: LOLZ 14 Dec 2017, 15:44
მეტალურგი
Cassiopeia
რუსთავი-თბილისის მარშუტკა დადის საკმაოდ ხშირად, რომელიც ისანს გაივლის და დაახლოებით 30-35 წთ სჭირდება რუსთავამდე. ეს ან ამაზე მეტი დროა საჭირო ზოგჯერ თბილისის ერთი უბნიდან რომ მეორეში გახვიდე, + საცობების ამბები.

Posted by: nia4u 18 Dec 2017, 18:33
http://jobs.ge/160823/

Cassiopeia
ეს ნახე, აბა,
თუ ჯერ მუდმივი არაფერი გიშოვია, ესეც რამეა... smile.gif

Posted by: ბრაზილია 18 Dec 2017, 18:41
nia4u

დოქტორის ხარისხი ბავშვების გაბედნიერებაში (უპირატესობად ჩაითვლება ჩრდილოეთ პოლუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი);
** 1000 + წელი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** საშობაო ტრადიციების უმაღლეს დონეზე ფლობა;
** მართვის მოწმობის HO კატეგორია მისაბმელ და ნახევარმისაბმელიანი მარხილის მართვაში;
** ბავშვების ენის უმაღლეს დონეზე ფლობა;
** სასურველია ფოტოგენური გარეგნობა, რკინის ნერვები და იდენტური მარჯვენა და მარცხენა პროფილი;
** უპირატესობად ჩაითვლება ბუნებრივი წვერი და დამახასიათებელი ღიპი;
** სავალდებულოა, გაგებით მოეკიდოს საახალწლო განწყობით აჟიტირებულ ბავშვებსა და უფროსებს;


სამუშაო გამოცდილება და HO მართვის მოწმობის კატეგორია lol.gif


Posted by: sandroEVO 18 Dec 2017, 20:31
QUOTE (ბრაზილია @ 18 Dec 2017, 18:41 )
nia4u

დოქტორის ხარისხი ბავშვების გაბედნიერებაში (უპირატესობად ჩაითვლება ჩრდილოეთ პოლუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი);
** 1000 + წელი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** საშობაო ტრადიციების უმაღლეს დონეზე ფლობა;
** მართვის მოწმობის HO კატეგორია მისაბმელ და ნახევარმისაბმელიანი მარხილის მართვაში;
** ბავშვების ენის უმაღლეს დონეზე ფლობა;
** სასურველია ფოტოგენური გარეგნობა, რკინის ნერვები და იდენტური მარჯვენა და მარცხენა პროფილი;
** უპირატესობად ჩაითვლება ბუნებრივი წვერი და დამახასიათებელი ღიპი;
** სავალდებულოა, გაგებით მოეკიდოს საახალწლო განწყობით აჟიტირებულ ბავშვებსა და უფროსებს;


სამუშაო გამოცდილება და HO მართვის მოწმობის კატეგორია lol.gif

ეს რა ჩემი ღლეააააააა facepalm.gif

თავიდან მეგონა იმპროვიზაციით შექმნილი მოთხოვნები იყო

Posted by: nia4u 20 Dec 2017, 21:11
იუმორის გრძნობა საერთოდ არ გაგაჩნიათ?
გუდვილი აცხადებდა ვაკანსიას და 10 დღეში აიღებდით 500 ლარს
და მეტი რა გინდათ?
facepalm.gif

Posted by: სნუპ დოგი 20 Dec 2017, 21:39
მეც მინდა სადმე მუშაობა 450 ლარი მინიმუმ ხელფასი





ნია ეს რა სამსახური დალინკე lol.gif

Posted by: ladusha2 21 Dec 2017, 14:36
იცით რაა არ მესმი 450 ლარიანი სამსახურის შოვნა საქართველოში ძნელია( აასაკობრივათ რომ ვთქვათ 24-დან 40 წლამდე)? ძააან მიკვირს ხომე ხალხი რო იხვეწება სამსახურს თან 450 ლარზე - არადა რო გაიარ - გამოიაროთ ძალიან ბევრი ეძებ მუშას, დამხამრეს, მრეცხვას, მშენებლობაზე, ელიავაზე , ლილოში გამყიდვლად დამხმერეთ და ა.შ.

მგონია რომ ესეთი ხალხი არ ჩალიჩოიბს არ იწუხებს თავს ... უნდათ რო დაპატიჟონ სამსახურში..




Posted by: nia4u 21 Dec 2017, 20:06
სნუპ დოგი
QUOTE
ნია ეს რა სამსახური დალინკე

lol.gif
ხო, იცინე და შურმის ფულს მაინც გააკეთებდი... wink.gif

Posted by: freemen 6 Jan 2018, 09:26
ladusha2
თავად სად მუშაობ ან რამდენი წლის ხარ?


Posted by: ladusha2 6 Jan 2018, 23:13
freemen
33წ
აქ არ დავწერ სამსახურზე

Posted by: freemen 9 Jan 2018, 13:00

ladusha2
მესმის შენი. ესეიგი ''არადა რო გაიარ - გამოიაროთ'' სამსახურშიც არ მუშაობ. 8 წელი უმუშევარი ვიყავი, დასუფთავების სამსახურშიც კი არ ამიყვანეს - ვინმე თანამდებობის პირის რეკომენდაციის გარეშე, ბარდიურებს მაინც დავაგებ და ხეებს გავსხლავთქო. 200 ლარიანზეც თანახმა ვიყავი , მაგრამ ვერ ვიშოვე.ყველას არ შეუძლია იმუშაოს მიმტანად (ხელფასი საჭმელი , გზა) მუშად( ხელფასს აკლებენ, უგვიანებენ,სიცოცხლესთან თამაში უსაფრთხოების ნორმების არ არსებობის გამო), ლილოში დახლთან,(ხელფასი=ხარჯი.+ჯამრთელობა) 450 ლარად არ ყრია სამსახურები ნაცნობობითაც კი.არადა დღეში ვხარჯავდი ლამის მაგდენს,სერიოზული სამსახური მქონდა და ვერ წარმომედგინა რომ ამ თანხის სამსახურის შოვნა შეუძლებელი იყო მაშინდელი გადმოსახედიდან.მაგრამ მწარე რეალობას წავაწყდი მერე პირისპირ. ასე რომ ეს რეალობაა.

Posted by: Cassiopeia 26 Aug 2023, 02:06
ჩემი ძველი თემა smile.gif ძლივს გავიხსენე პაროლი facepalm.gif

მოკლედ, 6 წელი გავიდა ამ თემის გახსნიდან. დღეს Senior Software Engineer-ად ვმუშაობ ევროპულ კომპანიაში remote-ზე. ხელფასიც შესაბამისად.

წვალებას და შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. არ დანებდეთ, მეგობრებო!

Posted by: bubu 26 Aug 2023, 14:35
QUOTE (Cassiopeia @ 26 Aug 2023, 02:06 )
ჩემი ძველი თემა smile.gif ძლივს გავიხსენე პაროლი facepalm.gif

მოკლედ, 6 წელი გავიდა ამ თემის გახსნიდან. დღეს Senior Software Engineer-ად ვმუშაობ ევროპულ კომპანიაში remote-ზე. ხელფასიც შესაბამისად.

წვალებას და შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. არ დანებდეთ, მეგობრებო!

საღოლ. მაგარია.
გადასახადებს როგორ იხდი, საიდუმლო თუ არაა? თუ კომპანია გიგვარებს?

Posted by: Cassiopeia 26 Aug 2023, 16:05
QUOTE (bubu @ 26 Aug 2023, 14:35 )
QUOTE (Cassiopeia @ 26 Aug 2023, 02:06 )
ჩემი ძველი თემა smile.gif  ძლივს გავიხსენე პაროლი facepalm.gif

მოკლედ, 6 წელი გავიდა ამ თემის გახსნიდან. დღეს Senior Software Engineer-ად ვმუშაობ ევროპულ კომპანიაში remote-ზე. ხელფასიც შესაბამისად.

წვალებას და შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. არ დანებდეთ, მეგობრებო!

საღოლ. მაგარია.
გადასახადებს როგორ იხდი, საიდუმლო თუ არაა? თუ კომპანია გიგვარებს?

მცირე ბიზნესის სტატუსი მაქვს და როგორც გაწეული მომსახურების საფასური ისე მერიცხება ხელფასი და ვიხდი 1%-ს.

Posted by: ladusha2 28 Aug 2023, 16:52
Cassiopeia

მაშინ იშოვე სამსახური 6 წლის წინ როცა ეძებდი?
შენ საქმიანობაში წარმატებები

Posted by: Mr Angry 28 Aug 2023, 17:29
QUOTE
ოკლედ, 6 წელი გავიდა ამ თემის გახსნიდან. დღეს Senior Software Engineer-ად ვმუშაობ ევროპულ კომპანიაში remote-ზე. ხელფასიც შესაბამისად.


ჩემი ოცნების სამსახურია ასეთი

როგორ არ მიყვარს სახლიდან გასვლა, ოფისის დანახვა მეზარება უკვე. კვირაში 48 სთ facepalm.gif

Posted by: Cassiopeia 28 Aug 2023, 19:50
QUOTE (ladusha2 @ 28 Aug 2023, 16:52 )
Cassiopeia

მაშინ იშოვე სამსახური 6 წლის წინ როცა ეძებდი?
შენ საქმიანობაში წარმატებები

რამდენიმე ადგილას ვიმუშავე 6 თვე:
- მცირე საწარმოში
- დომინოში კონსულტანტად

შემდეგ USAID-მა ამიყვანა Research-ად.

1 წლის შემდეგ დავტოვე და მაგისტრატურაზე დავიწყე სწავლა, თან კურსებს გავდიოდი აქტიურად Udemy, Edx, Coursera, ცხადია იუთუბიც.

მეორე კურსზე ერთ-ერთ კვლევით ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა ნორმალური ხელფასით, შემდეგ ბანკში გადავედი, შემდეგ სტარტაპში და შემდეგ remote-ზე.
* * *
QUOTE (Mr Angry @ 28 Aug 2023, 17:29 )
QUOTE
ოკლედ, 6 წელი გავიდა ამ თემის გახსნიდან. დღეს Senior Software Engineer-ად ვმუშაობ ევროპულ კომპანიაში remote-ზე. ხელფასიც შესაბამისად.


ჩემი ოცნების სამსახურია ასეთი

როგორ არ მიყვარს სახლიდან გასვლა, ოფისის დანახვა მეზარება უკვე. კვირაში 48 სთ facepalm.gif

სახლიდან უნდა გახვიდე მუდმივად და ახალი ადამიანები გაიცნო. ვერასდროს განსაზღვრავ წინასწარ ეს ურთიერთობა როგორ წაგადგება კარიერულად. ვაკანსიების მნიშვნელოვანი ნაწილი რეკომენდაციების საფუძველზე ივსება.

Posted by: ladusha2 29 Aug 2023, 13:07
QUOTE
სახლიდან უნდა გახვიდე მუდმივად და ახალი ადამიანები გაიცნო. ვერასდროს განსაზღვრავ წინასწარ ეს ურთიერთობა როგორ წაგადგება კარიერულად. ვაკანსიების მნიშვნელოვანი ნაწილი რეკომენდაციების საფუძველზე ივსება.

100% ეგრეა, წვალებასაც მოაქვს შედეგი , შენაირმა ხალხამ უნდა წეროს აქ ბევრი , სულ რო წუწუნებენ იმ კატეგორიამ რომ აწიოს ტრაკიsmile.gif

Posted by: Cassiopeia 29 Aug 2023, 15:45
QUOTE (ladusha2 @ 29 Aug 2023, 13:07 )
QUOTE
სახლიდან უნდა გახვიდე მუდმივად და ახალი ადამიანები გაიცნო. ვერასდროს განსაზღვრავ წინასწარ ეს ურთიერთობა როგორ წაგადგება კარიერულად. ვაკანსიების მნიშვნელოვანი ნაწილი რეკომენდაციების საფუძველზე ივსება.

100% ეგრეა, წვალებასაც მოაქვს შედეგი , შენაირმა ხალხამ უნდა წეროს აქ ბევრი , სულ რო წუწუნებენ იმ კატეგორიამ რომ აწიოს ტრაკიsmile.gif

ამ ნიკით წერა არ მინდა, ძველ პოსტებს გადავხედე და იმდენი სისულელე მაქვს ნაწერი, შემრცხვა lol.gif gigi.gif

Posted by: pixel4ever 2 Nov 2023, 11:54
გამარჯობა,
Web-scraping გამოცდილება თუ გაქვს?

Posted by: tozi777 21 Nov 2023, 23:18
QUOTE (Cassiopeia @ 26 Aug 2023, 02:06 )

მოკლედ, 6 წელი გავიდა ამ თემის გახსნიდან. დღეს Senior Software Engineer-ად ვმუშაობ ევროპულ კომპანიაში remote-ზე. ხელფასიც შესაბამისად.

წვალებას და შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. არ დანებდეთ, მეგობრებო!

love.gif

მაგარია.

არადა მერჩენდაიზერობას ჩალიჩობდი, რომელშიც ჩარჩებოდი მთელი ცხოვრება.

წარმატებები. bis.gif

Posted by: Cassiopeia 27 Dec 2023, 02:17
pixel4ever
კი მაქვს.

tozi777
მადლობა

Posted by: lexanna 28 Dec 2023, 11:55
..................................................................................................

Posted by: chelo123 19 Mar 2024, 09:11
გამარჯობა, ვისაც გაქვთ ძველი და აქტიური ამაზონი ან შეგიძლიან პოვნა, 150 დოლარის ნივთებს უფასოდ ჩამოგიტანთ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)