Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > კომპიუტერული ქსელების სპეციალისტი


Posted by: temotab 19 Feb 2024, 14:47
მოვალეობები

ა) ახორცილებს კონტროლს კომპიუტერული ქსელის დაგეგმვაზე, ფუნქციონირების მხარდაჭერასა და მონიტორინგზე;
ბ) მონიტორინგს უწევს პროვაიდერებისაგან მოწოდებული ინტერნეტ სერვისების გადანაწილებას, მიწოდებას კორპუსებისათვის;
გ) უზრუნველყოფს ქსელის მართვის მოწყობილობების (მარშრუტიზატორები, კომუტატორები, ფაირვოლები, უსადენო წვდომის წერტილები) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას. მათი კონფიგურირებას და ადმინისტრირებას;
დ) უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების კონტროლს ქსელის კომპონენტში.
ე) კონსულტაციებს უწევს ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებს;
ვ) ახორციელებს ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციათა დარეზერვებასა და საჭიროების შემთხვევაში აღდგენას;
ზ) უზრუნველყოფს მოანაცემთა ნაკადების ფილტრაციას სტრუქტურული ერთეულებისთვის;
ი) ახორცილებს პროვაიდერებისგან ინტერნეტ სიჩქარისა და სხვა სერვისების მოწოდების მონიტორინგს და ხარისხის კონტროლს;
კ) მონიტორინგს უწევს Zone Directory და IDS სისტემებს

მოთხოვნები
კვალიფიკაცია - უმაღლესი განათლება
"სისკო" -თან მუშაობის გამოცდილება, ან გავლილი სერთიფიცირებული კურსი (CCNA)
უსადენო ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება
Windows სერვერთან მუშაობის გამოცდილება ( Linux - სასურველია)
ინგლისურის ცოდნა ტექნიკური ტექსტის წაკითხვის და გაგების დონეზე

სამუშაო გრაფიკი - 5 დღე კვირაში.




Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)