Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > თეგეტა მოტორსი TEGETA MOTORS


Posted by: tozi777 4 Apr 2019, 13:40
ე.ი. რამდენიმე თვის წინ ჰქონდათ ვაკანსია საშუალო რგოლის მენეჯმენტში.

გავგზავნე ჩემი მსუყე რეზიუმე.

რათქმაუნდა დამირეკეს.
მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ვაკანსიის გამოცდახებისთანავე ჰქონდათ მითითება მიგვეთითებინდა ჩვენთვის მისაღები მინიმუმი ხელფასის ოდენობა.

ამის მერე დაიწყო სასწაულები. yes.gif biggrin.gif

ე.ი. მივედი გასაუბრებაზე (აღმოჩნდა , რომ ტესტირების გარეშე, პირდაპირ 2 ეტაპიანი გასაუბრებებით აყავდათ კადრი, არად ეს რომ ვუთხარი ჩემს მანდ მომუშავე მეგობარს, გაგიჟდა. ეგრე არ ხდება აქ , არ არსებობს ტესტირების გარეშე კადრის აყვანა რაც არ უნდა მაღალ პოზიციაზე იყოსო) და დამხვდა ეიჩარი და ვიღაც ბიჭი, რომელიც როგორც შემდეგ გავარკვიე იმ პოზიციაზე მუშაობდა ადრე სადაც მე უნდა დამეწყო და ამჟამად იყო უკვე განყოფილების უფროსი.

ე.ი. ვილაპარაკეთ (თვითპრეზენტაცია არ მეშლება) და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ რასაც ითხოვდნენ იმაზე მეტი უნარები და ცოდნა მქონდა. ფაქტიურად იმ ადგილისთვის გამზადებული კადრი ვიყავი + ამას არ დავმალე ამბიციები, რომ ჩემი მთავარი პრობლემებიი ყველა სამსახურში განვითარების შეუძლებლობა იყო ხოლმე.

და . . . ამ წინადადებამ დამღუპა მე მგონი.

არ ვიცი ამ ტიპმა კონკურენტად აღმიქვა თუ რა ჯანდაბა მოხდა, აღარ დამირეკეს მეორე ეტაპის გასაუბრებაზე, რომელიც გენ.დირექტორთან უნდა შემდგარიყო. არ მიმიშვეს იქამდე ფაქტიურად.

მერე კულუარულად გავიგე , რომ ვიიღაც გოგო აუყვანიათ მაგ ვაკანსიაზე. ხოლო 2 თვის შემდეგ ჰოი საოცრებავ, ისევ გამოაცხადეს ვაკანსია მაგ პოზიციაზე.

ტელეფონზე რომ ვრეკავ არც ეიჩართან და არც მაგ ტიპთან არ მაკავშირებენ (შსს-სავით დახურული სისტემა აქვთ), რომ პასუხი გამცენ, რატომ დამბრაკეს მაგ ვაკანსიიდან. ნუ მე კი ვხვდები რატომაც, მაგრამ . . . givi.gif

ხელახლა გამოცხადებულ ვაკანსიაზეც გავგზავნე სივი , მაგრამ აღარც დაურეკავთ.

გამაშავეს ფაქტიურად. lol.gif


ხოდა თეგეტა მოტორსის ბოსებო თუ ბოზებო, ვინც კითხულობთ ამას (თუ ამოგივარდათ გუგლის სერჩში ოდესმე), მიხედეთ მაგ მაფიოზებს ეიჩარში და გასაუბრებაზე კიდევ ნუ დაუსვავთ იმ განყოფილების უფროსებს ერთიერთში პოტენციურ თანამშრომლებს. არ გაახარებენ ნორმალურ კადრს და არ აიყვანენ სამსახურში ეგ ვირთხები ეგენი. givi.gif old.gif



სალობიე, facepalm.gif

Posted by: akkai 4 Apr 2019, 21:21
QUOTE
ხელახლა გამოცხადებულ ვაკანსიაზეც გავგზავნე სივი , მაგრამ აღარც დაურეკავთ.

tozi777
არ იყო საჭირო გაგზავნა.
ეს მითითებულია ყველა ვაკანსიის ბოლოს.

QUOTE

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.


ასე რო შეილება დაგირეკონ smile.gif

წარმატებები

Posted by: tozi777 4 Apr 2019, 22:01
akkai
ხო, ნუ ეგ ვიგულისხმე.
ვიცოდი ბაზაში რომ ვიყავი და ოპერატორ გოგონას გადავაცემინე ეიჩარისთვის, ყურადღება მიექციათ.

პ.ს. მადლობა, მაგრამ 100% ვიცი რომ არ დამირეკავენ.

Posted by: akkai 4 Apr 2019, 22:22
tozi777
მეც ვაპირებ გაგზავნას მანდ.
უბრალოდ ხელფასი რო არაა მითითებული ეგ მაფიქრებს.
წარმოდგენა არ მაქ რა უნდა ვუთხრა.
ნუ იმაზე მეტი რაც ეხლა მაქ ეგ ხო მაგრამ რამდენით.
რამე დაუწერელი წესი არი ამ თანხის განსაზღვრის?

Posted by: trendygirl.me 5 Apr 2019, 14:18
ეიჩარი რომელი იყო, პატარა ტანის გოგო როა?
თუ ეგაა, ფეისბუკს მოგწერ მაგისას biggrin.gif

Posted by: MILANELI 5 Apr 2019, 16:48
ჰაჰ ვიყავი მე პრიმერნა 10 დღის წინ ფინანსური ანალიტიკოსის ვაკანსიაზე რომელსაც უკვე 1თვის წინ ჰქონდა ამოწურული ვადა, მაგრამ ეხლა დავიწყეთ შერჩევაო. ეიჩარი პატარა გოგო და კაცი ლეტ 40. მოკლედ გამესაუბრნენ ნახეს, რომ მაქვს კარგი სტაჟი ფინანსურ ორგანიზაციაში ვიყავი დიდ ხანს. ბოლოს მივედით ხელფასზე. მინ ზღვარს რამდენს ელოდებით ანალიტიკოსზე კითხვა მესმის. ნუ ვიცი, რომ ზოგადად მაღალია, მაგრამ უშუალოდ ანალიტიკოსის გამოცდილება არ მაქვს დავიწყებდო პატარა სტავკით და მუდმივად ზრდად ბუნებრივია ეგეც გათვლილი რაღაც ბიუჯეტამდე. 800 დასაწყისისთვის თუ მეტი არათქო და აი აქ თვალები გადმოყარეს. ეს კაცი გააქტიურდა იცი რაო იესემიდან მოვიყვან ნებისმიერ 1-ელ კურსელ სტუდენტს 250ზეც იმუშავებს, მაგრამ გავა თვეები და რომ ისწავლის საქმეს სხვა გზას იპოვის და მოკლე ვადიანი იქნება ჩვენი თანამშრომლობაო, ხოლო მე მინდა კაცი, რომელიც მოკლედ ჩემ კომპანიასთან წლები ითანამშრომლებსო. ჩვენი ზღვარი კი როგორც წესი (აქ იწყება საოცრება) 350-400 დან იწყება და ზუსტად მაგ 800ზე ავა მაქსიმუმ. სხვანაირად, რომ ვთქვა ბიუჯეტი ფინანსურ ანალიტიკოსზე გათვლილი მაქსიმუმ თვეების მერე არის 800 მდეო.
ამ საცოდავმა იცის, რომ კაცი გაურბის სამსახურიდან იმის გამო რომ სათანადო ხელფასს არ უხდის და ამავდროულად უნდა კაცი რომელიც 6თვე თან ისწავლის და ეცოდინება მისი ნახტომი 800ს აქაჩავს, მაშინ როდესაც ვიცნობ ხალხს ვინც ანალიტიკოსზე 3-4ს იღებენ.
რატომ ი##ვებენ თავს და არ უნდათ იმ დახარჯულ ტრენინგებში მომზადებულ კადრში დახარჯონ სათანადო ბიუჯეტი იმისთვის, რომ ხვალ არ დაადოს.

Posted by: tozi777 5 Apr 2019, 18:33
trendygirl.me

გამოუშვი , დედა უნდა ვაგინო. lol.gif

akkai

ხელფასი მოითხოვე თამამად. მითუმეტეს ახლაც თუ მუშაობ და ძაან არ გიჭირს.

მეც ვმუშაობ და მაინც ვჩალიჩობ უკეთესს, ასე რომ ეტყობა ხამი და მათხოვარი ვერ დაინახეს ჩემში , იმიტომ დამარეჯექტეს.
drug.gif

MILANELI


QUOTE
რატომ ი##ვებენ თავს და არ უნდათ იმ დახარჯულ ტრენინგებში მომზადებულ კადრში დახარჯონ სათანადო ბიუჯეტი იმისთვის, რომ ხვალ არ დაადოს.


თავს არ იყლევებენ მეგობარო, ეგეთები არიან. yes.gif

ეგ კიდევ დასაქმებულია და მამენტ კიდია, იმხელა ფირმაშია სულ რომ პერფერატორით ანგრიოს მარტომ, მაინც ვერ დაანგრევს.

მე უარესი ვიცი, ბიზნესმენები რომ ქვიათ და 500 ლარად რომ ამUშავებენ ხალხს და ეგ ხალხი 5000 -ის საქმეს უფუჭებს და უსვრის.

ვერ დავიდა მაგათ ტვინამდე, რომ კმაყოფილი თანამშრომელი= ფირმის წარმატებას=კმაყოფილ მომხმარებელს=ფირმის მეტ დანაზოგს=ფირმის მეტ მოგებას . . .

აბა როგორ შევა მაგათ ტვინებში, ბოზნესმენები ვიცი, ფულის დათვლის მეტი არითმეტიკა და უნარები არ აქვთ (ნუ , შენძრეულები რომ არიან მაგას თუ არ ჩავუთვლით უნარებში) facepalm.gif

Posted by: trendygirl.me 5 Apr 2019, 18:52
MILANELI

ატრაკებს, იესემიდან ყავდათ სტუდენტები, 600 ლარი და ზევით და ყველა გაექცა, პირადად ვიცნობ biggrin.gif


Posted by: akkai 5 Apr 2019, 20:06
საკმაიდ დაბალი ხელფასი ყოფილა.
გადავიფიქრებ ამ ეტაპზე.
სივის შევსებაში დრო რო უნდა დაკარგო იმად არ ღირს

Posted by: MILANELI 5 Apr 2019, 21:03
არაადეკვატური სირია და რატომ ატარებენ ამ დროის კარგვა გასაუბრებებს არ მესმის. ლატარიაში ჰგონიათ ვინმე ამოვა ძალიან ჯლე და ამავდროულად ანალიტიკური უნარებით.
ტფუ მაგათ ტვინში ვქენი. smile.gif

Posted by: sandrobandro 5 Apr 2019, 22:11
რა სირობაცაა თეგეტა ის სირობა პოლიტიკა აქვს კადრების შერჩევის კუთხით.

ტიპებები ყველაფერს 100-150 %ით ძვირად ყიდიან, აბოლებენ ხალხს რო ვითომ რაღაცა აქვს შესაცვლელი მანქანას და მოკლედ რა, ლოხი უნდა იყი ძაან მანქანის თემაში ჯერ რო მანდ მიიყვანო გსაკეთებლად და მერე ნაწყილი რო იყიდო ხო საერთოდ.


ღლეთა ჯოგი მოკლედ.

Posted by: PILOTI 5 Apr 2019, 23:43
რამდენიმე წლის წინ როცა ჯობს.გეც კი არასდროს გამიხსნია თორე მაგათთან რა მიმიყვანდა ის დროა biggrin.gif მქონდა თეგეტასთან ურთიერთობა. ერთერთ ვაკანსიაზე რეკომენდაცია გამიწიეს და მივედი გასაუბრებაზე. ტიპი მეუბნება ბაზარი არაა დაგნიშნავ მაგრამ უკეთესი სამსახური რო გაგეჩითოს გადახვალო და კი მეთქი lol.gif ისედაც ყველა გარბის რამდენიმე თვეში თურმე და მეც ეგ პასუხი რო ვუთხრა ტიპს ფერი შეეცვალა lol.gif lol.gif ერთი ეგ ვიცი რომ მანდ არასდროს ვიმუშავებ ისეთი ბატონყმობა ყოფილა ისიც წლების მერე გავიგე.

Posted by: ებოლა 6 Apr 2019, 01:40
თეგეტა მოტორსი - Forum.ge
Search: თეგეტა მოტორსი: TEGETA MOTORS
www.tegetamotors.ge


ძვირფასო მკითხველო, tegeta motors -ის HR ო, გთხოვ წაიკითხო ამ თემის პირველი პოსტი რომელიც ეხება თეგეტაში მომუშავე
ნესპოტ HR -ებს, (ადამიანური რესურსების მენეჯერს) რომელმაც არ მისცა ამ თემის ავტორს თეგეტა მოტორსში განვითარების საშუალება

დავეხმაროთ ბიძია გუგლს აღმოაჩინოს თეგეტა მოტორსი,როდესაც ვიზიტორი ეძებს თეგეტა მოტორსს (#tegetamotors) გუგლში
თეგეტა მოტორსი - თბილისი, აღმაშენებლის ხეივ. 12 კმ., #5



Posted by: trendygirl.me 6 Apr 2019, 07:55
ეგ პატარა ტანის გოგო ზომაშია პატარა თორე ასაკით კი არა biggrin.gif 3 შვილის დედაა როგორც ვიცი და ჯერ კიდევ ბენდუქიძის გამოზრდილი კადრია smile.gif

Posted by: DORO 6 Apr 2019, 09:32
რავიცი ისე იბრიქებიან და ისეთი იმიჯი აქვთ 1500 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს მანდ ხელფასები და თურმე ერთი ბიდლოცეხი ყოფილა

Posted by: sandrobandro 6 Apr 2019, 14:57
მოკლედ დაეჟვა მაგრად თეგეტას.

იმედია სანამ მაგათთან ვინმე გააგზავნის ვაკანსიაზე სივს, გუგლში ამოუგდებს ამ თემას.......


არადა ეს ჩემისები ხუთასჯერ ძვირად ყიდიან ყველაფერს და ნორმალური ხელფასების გადახდა არ უნდათ. smile.gif))


ნუ ეს კითხვა "უკეთესი რო ნახოთ წახვალთ" იმენა მარაზმი ბლიად,,,,რომელი ერთი დარცება 800 ლარიან სამსახურზე როცა 1500 იანს სტავაზობენ?


ქვეყანა კი არა სალობიეა.

Posted by: MILANELI 6 Apr 2019, 16:42
დასაქმდი თეგეტაში, რომ აქვთ კიდევ არანაკლები ჯლეობა. ტიპებს 6 თვე დატანჯავენ, მერე 500ლარამდე სამსახურს მისცემენ და მაგასაც დააყვედრიან. სამუშაო გრაფიკი სრული იასნა და მიდის მონობა.

Posted by: sandrobandro 6 Apr 2019, 16:44
QUOTE (MILANELI @ 6 Apr 2019, 16:42 )
დასაქმდი თეგეტაში, რომ აქვთ კიდევ არანაკლები ჯლეობა. ტიპებს 6 თვე დატანჯავენ, მერე 500ლარამდე სამსახურს მისცემენ და მაგასაც დააყვედრიან. სამუშაო გრაფიკი სრული იასნა და მიდის მონობა.

და რა გაუჭირდატ მაგ ახვრებს მაგათ.


40 დოლარიანი ქსენონის ფილიპსის ნაურებს ყიდიან 200 ლარად ეგ ჩემისები.

დედა მოხნულების კანტორაა იმენა.

Posted by: MILANELI 6 Apr 2019, 16:55
ერთი ეგენი ძღებიან მაგრად და მე2 საქართველოს ბანკი, არანაკლებ მონათმფლობელთა სისტემა. კსტაწი საქართველოს ბანკის ეიჩარი თუ დაგირეკავთ და გეტყვით ჭარბი სამუშაო გამოცდილება გაქვთ და ვერ გიბარებთ გასაუბრებაზე არ გაოცდეთ დიდი ### ეიჩარი ჰყავთ.

Posted by: trendygirl.me 6 Apr 2019, 18:30
კაცო ვინ გაძალებთ მერე 200 ლარათ ტეგეტაში ყიდვას. ეგერ დაშლილებში 20 ლარად დაითრევ იგივეს, ზეთის გამოსაცვლელად კიდე არტურას მიუყვანეთ გლდანის ხიდებთან biggrin.gif

Posted by: аnderson 8 Apr 2019, 23:47
QUOTE
უბრალოდ ხელფასი რო არაა მითითებული ეგ მაფიქრებს.



თითქმის აღარცერთ ვაკანსიაზე არსად ხელფასს აღარ უთითებენ

Posted by: MILANELI 9 Apr 2019, 01:14
ბიუჯეტი არ აქვთ და მორჩილი მონა სჭირდებათ.
აგერ მოლარე-ოპერატორის ვაკანსიას დებენ მე3დ ბოლო 3თვეა საყვარლები.

Posted by: ULU682 17 Sep 2019, 22:46
მე ვმუშაობ თეგეტაში. ხელფასებს რაც შეეხება ძალიან კარგი ხელფასებია. განსხვავდება პოზიციის მიხედვით. და დასაწყისიდანვე 1000-1500 ლარს არავინ გადაგიხდით, რაც მთავარია განვითარების შანსს გაძლევს ეს კომპანია.

Posted by: Jonathangoodlock 19 Sep 2019, 20:14
QUOTE (ULU682 @ 17 Sep 2019, 22:46 )
მე ვმუშაობ თეგეტაში. ხელფასებს რაც შეეხება ძალიან კარგი ხელფასებია. განსხვავდება პოზიციის მიხედვით. და დასაწყისიდანვე 1000-1500 ლარს არავინ გადაგიხდით, რაც მთავარია განვითარების შანსს გაძლევს ეს კომპანია.

შენ მუშაობ და აბა რას იტყვი.
ჯერ ერთი 1500 ლარს არავინ ითხოვს და არ გინდა ეგეთი ტონი, ვითომ შენ შრომისმოყვარე იყო და ჩვენ ლუზერები.
დაწერეს აქ ხალხმა როგორ იბლოკებიან და იქაური სიტუაცია.
ნიკორასაც აქებს ზოგი მანდ დასაქმებული იმდენად შეუყვარდათ იქაურობა და ესე იგი სიმართლეა?
ფაქტია, რომ ძაან უნდა გაგიმართლოს 300 ლარიან სამსახურზეც სადმე რომ ნახო

Posted by: dancing in the moonlight 21 Sep 2019, 13:50
ვეთანხმები პოსტის ავტორს 100% ,სადღაც 1 წლის წინ ვიყავი მანდ გასაუბრებაზე ,ქალი და კაცი იყცნენ .ტესტირება კარგად დავწერე და დამიბარეს ისევ ,ისეთი საუბარი წავიდა რომ მიყვანდნენ ''ვითომ'' და დამირეკავდნენ ,მერე გავიგე რომ სხვა აიყვანეს ტესტირების გარეშე .ნაცნობის გარეშე მანდ ვერ დასაქმდები შანსი -0 .მერე გავიგე რა სიტუაციაც იყო .მას მერე საერთოდ არ ვაქცევ მაგათ ვაკანსიებს ყურადღებას .

Posted by: playstation 21 Sep 2019, 16:47
ა ბატონო და შესაბამისი შეფასება დაუწერეთ აქ

ძალიან კაი საიტია
ქართული კომპანიების შესახებ შეგიძლია გაააკეთო შეფასებები და აღწერა სიტუაციის

https://jobrate.ge/

Posted by: Jonathangoodlock 21 Sep 2019, 17:11
QUOTE (playstation @ 21 Sep 2019, 16:47 )
ა ბატონო და შესაბამისი შეფასება დაუწერეთ აქ

ძალიან კაი საიტია
ქართული კომპანიების შესახებ შეგიძლია გაააკეთო შეფასებები და აღწერა სიტუაციის

https://jobrate.ge/

არ კიდიათ ეგ შეფასება? ნაცნობის გარეშე მანდ ვერ მოხვდებიო დაწერეს აგერ. მაგათი დედაც და მამაც

Posted by: trendygirl.me 21 Sep 2019, 19:49
Jonathangoodlock

გინდა დღესვე "ჩაგიწყო" თეგეტაში საქმე?

ანუ გასაუბრებაზე დაგიძახებენ, მარა იქ თუ ლეყვობები ილაპარაკე........

Posted by: Jonathangoodlock 21 Sep 2019, 19:51
QUOTE (trendygirl.me @ 21 Sep 2019, 19:49 )
Jonathangoodlock

გინდა დღესვე "ჩაგიწყო" თეგეტაში საქმე?

ანუ გასაუბრებაზე დაგიძახებენ, მარა იქ თუ ლეყვობები ილაპარაკე........

ჩამიწყო საქმე რას ნიშნავს
თუ მინდა გავაგზავნი სივის smile.gif smile.gif
და ნუ გეშინია რატო უნდა ვილაპარაკო ლეღვობა
აქამდე რა შემატყვე, რომ ლეღვობას ვლაპარაკობ...

გმადლობ არ მინდა ჩაწყობა....გასაუბრებაზე მოსახვედრად რაღა ჩაწყობაა საჭირო
თუ ეტყვი ჩემზე აიყვანეთო. ფორუმელი ჯონათანგუდლოკიო smile.gif smile.gif
ან ჩაწყობა რას ნიშნავს აღიარებ, რომ მანდ საქმეები ეწყობა?

თეგატა მოტორსში მივალ გასაუბრებაზე როგორმე და 500 ლარიან ოპერატორის ვაკანსიებზე სხვა ადგილებში
გასაუბრებიდან გასაუბრებაზე დავდივარ ისედაც

მაგას რაღა ჩაწყობა უნდა



გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი გაყიდვების, მომსახურების ან საავტომობილო სფეროში

ეს არ მაქვს და რა აზრი აქვს მისვლას.
თვალს დახუჭავენ რო არ მაქ საავტომიბლო სფეროში გამოცდილება?

Posted by: Ms_marusia 23 Sep 2019, 16:33
trendygirl.me

შეგიძლია მე მომახვედრო გასაუბრებაზე თეგეტაში?

Posted by: stephanozi 23 Sep 2019, 17:05
მაქვს ჩემი შავი სია, სადაც რო მოვკვდე სივს არ გავაგზავნი. თეგეტაც არის ამ სიაში, მაგრამ პირველობით და მეგა ###ობით გორგიას ვერ შეედრება.
გორგია არის ტოპ-ტოპ მეგა, სუპერ დუპერ პიტალო კომპანია, უფრო სწორედ მაგათი მენეჯმენტი :დ

Posted by: Nodo_K 23 Sep 2019, 20:16
მადნ რომ აგიყვანონ კოხოძე უნდა იყო გვარად მე ასე ვიცი

Posted by: J4st5 23 Sep 2019, 20:19
მზეები სიმონ სუფთა smile.gif მთელი მენეჯმენტი

Posted by: Gio707 5 Oct 2019, 17:40
tozi777

lol.gif ღადაობ თეგეტაში ბოლო 4 თვეში ოთხჯერ გავაგზავნე სივი და არცერთხელ დამირეკეს

1) ორჯერ გავაგზავნე სოციალური მედიის პოზიციაზე

2) ორჯერ კოპირაიტერის პოზიციაზე

აღნიშნულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილებით biggrin.gif

თან მიბმული მსუყე სივი + მასტერის მსუყე ძიპლომი PR-ში, სადაც სოც. მედიის განხრით დავწერე დიპლომი და ჩავატარე კვლევა :დ

მონტაჟი ვიცი საბაზისოდ, ფოტოშოპიც, დიჯიტალ მარკეტინგშიც ვერკვევი გავიარე ტრეინინგი

და რაც მთავარია ავტო ნაწილებში და სერვის ცენტრში მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება მაქვს


მაგრამ არავის დაურეკია lol.gif

ხელფასს ვუთითებდი სასურველს 1,500 ლარს old.gif

Posted by: tozi777 5 Oct 2019, 18:15
QUOTE (ULU682 @ 17 Sep 2019, 22:46 )
მე ვმუშაობ თეგეტაში.  ხელფასებს რაც შეეხება ძალიან კარგი ხელფასებია. განსხვავდება პოზიციის მიხედვით. და დასაწყისიდანვე 1000-1500 ლარს არავინ გადაგიხდით, რაც მთავარია განვითარების შანსს გაძლევს ეს კომპანია.

ULU682

QUOTE
მე ვმუშაობ თეგეტაში.


spy.gif


QUOTE
ხელფასებს რაც შეეხება ძალიან კარგი ხელფასებია.




ოკ. მიდი აბა დასწერე რა პოზიციაზე ხარ, სტაჟი რამდენი გაქვს და რამდენი გაქვს ხელზე ხელფასი.

მოტყუებებს არ ვართ, ჩვენც გვყავს მანდ ნაცნობები. boli.gif

QUOTE
და დასაწყისიდანვე 1000-1500 ლარს არავინ გადაგიხდით,


lol.gif

მოიცა, მე რომ არაკომერციული შესყიდვების სამსახურის უფროსად მოვდიოდი, 1000 ლარი უნდა მქონოდა ხელფასი? ან 1500?

help.gif facepalm.gif

გეტყობა რაც მიგაჩნია ნორმალურ ხელფასად.

QUOTE
რაც მთავარია განვითარების შანსს გაძლევს ეს კომპანია.


ვერეცერთი კომპანია ვერ მოგცემს განვითარების საშუალებას, სადაც ვიღაც ერთ პერსონას შეუძლია თავისი ხუშტურების საფუძველზე დაგნიშნოს ან არ დაგნიშნოს, დაგაწინაუროს ან გაგანთავისუფლოს სამსახურიდან.

უფრო მეტიც, ნორმალურ საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში მსგავსი კადრებით დაკომპლექტებული ფირმაც უმალ ჩაილურის წყალს დალევს, ვიდრე თავად განვითარდება. ჩვენთან კი ვხედავთ რაც ხდება, ჯერ ნაცების და ახლა ქოცების მთავრობასთან შეზრდილი და მსუყე სახელმწიფო შეკვეთებით ნაკვები ეგ ღლეთა-მოტორსი როგორ გამდიდრდა და გაიფურჩქნა. facepalm.gif

Posted by: Gio707 5 Oct 2019, 19:21
QUOTE (Jonathangoodlock @ 19 Sep 2019, 20:14 )
QUOTE (ULU682 @ 17 Sep 2019, 22:46 )
მე ვმუშაობ თეგეტაში.  ხელფასებს რაც შეეხება ძალიან კარგი ხელფასებია. განსხვავდება პოზიციის მიხედვით. და დასაწყისიდანვე 1000-1500 ლარს არავინ გადაგიხდით, რაც მთავარია განვითარების შანსს გაძლევს ეს კომპანია.

შენ მუშაობ და აბა რას იტყვი.
ჯერ ერთი 1500 ლარს არავინ ითხოვს და არ გინდა ეგეთი ტონი, ვითომ შენ შრომისმოყვარე იყო და ჩვენ ლუზერები.
დაწერეს აქ ხალხმა როგორ იბლოკებიან და იქაური სიტუაცია.
ნიკორასაც აქებს ზოგი მანდ დასაქმებული იმდენად შეუყვარდათ იქაურობა და ესე იგი სიმართლეა?
ფაქტია, რომ ძაან უნდა გაგიმართლოს 300 ლარიან სამსახურზეც სადმე რომ ნახო

lol.gif

თავიდანვე 1,500 ლარი მქონდა ერთ-ერთ კაზინოში სოც. მედიის პოზიციაზე

არა ეხლა 500 ლარად დავუჯდები ან 900 ლარად smile.gif ჰო სახლშიც გავყვები და სადილს მოვუმზადებ


facepalm.gif

Posted by: gobisha 20 Feb 2021, 16:20




ჩემი ნაცნობი მატორისტი იყო მანდ . რავი დიდი ხელფასი ქონია 5000ლ მარა რავი მაგდენი არგონია ნუ მოკლედ იმაზე მეტი რაც ძველ პროფილაქტიკაში ქონდა უბანში. ჰოდა ტიპი ცოტახანი იყო მანდ და ისევ უკან წამოვიდა biggrin.gif ყველას გაგვიკვირდა


ეხლა სასწავლო პროგრამა გამოაცხადეს პაწა ანაზღაირებით, რას იტყვით ღირს მანდ რო დაეუფლო სპეციალობას

Posted by: ნოდარი13 20 Feb 2021, 21:02
QUOTE
მე ვმუშაობ თეგეტაში.  ხელფასებს რაც შეეხება ძალიან კარგი ხელფასებია. განსხვავდება პოზიციის მიხედვით. და დასაწყისიდანვე 1000-1500 ლარს არავინ გადაგიხდით, რაც მთავარია განვითარების შანსს გაძლევს ეს კომპანია.


კი კოხოძე ან მშვილდაძე თუ ხარ lol.gif lol.gif lol.gif

მაგათი განვითარებული არ გაიშვა

ამაზე მეტად ნეპოტისტური კომპანია არ მეგულება მართლა

Posted by: Nodo_K 21 Feb 2021, 12:12
ნოდარი13
რა გინდა ძმაო მთელი საგვარეულო დაასაქმა, ვინც უსაქმურია კი უშვებს უკან, ნეპოტიზმი თუ აარა რამე ჯნსაღი კომპანია არსებობდეს საქარVელოში
ნეპოტიზმზე მეტი არ დაეშავებინოთ და .........

Posted by: zigmundi32 21 Feb 2021, 12:25
trendygirl.me
QUOTE
ეგ პატარა ტანის გოგო ზომაშია პატარა თორე ასაკით კი არა  3 შვილის დედაა როგორც ვიცი და ჯერ კიდევ ბენდუქიძის გამოზრდილი კადრია

რაღაც ხშირად ახსენე ეგ გოგო და კაი რამეა? gigi.gif

Posted by: sandrobandro 21 Feb 2021, 12:29
თეგეტა მოტორსის დედაც #####ან ერთი

70 დოლარიან წყვილ ამორტიზატორებს ტიპები 500 ლარად ყიდიან facepalm.gif

Posted by: ნოდარი13 21 Feb 2021, 12:45
QUOTE
რა გინდა ძმაო მთელი საგვარეულო დაასაქმა, ვინც უსაქმურია კი უშვებს უკან


საგვარეულო რომ დაასაქმა ეგაა პრობლემა

მაშინ პრეტენზია არ უნდა გქონდეს სამართლიანობაზე და ვაკანსიებზე ხალხი არ უნდა არბენიო როცა იცი ბიძაშვილის რძალის ძმა უნდა აიყვანო სამუშაოდ

დაიბარებენ 1000 ობით ადამიანს 5 ვაკანსიაზე და 4 აყავთ ნეპოტიზმით რას აწვალებ შე დედა#####ულო ისედაც უმუშევარ ადამიანებს ?

Posted by: tozi777 21 Feb 2021, 21:16
QUOTE (ებოლა @ 6 Apr 2019, 01:40 )
თეგეტა მოტორსი - Forum.ge
Search: თეგეტა მოტორსი: TEGETA MOTORS
www.tegetamotors.ge


ძვირფასო მკითხველო, tegeta motors -ის HR ო, გთხოვ წაიკითხო ამ თემის პირველი პოსტი რომელიც ეხება თეგეტაში მომუშავე
ნესპოტ HR -ებს, (ადამიანური რესურსების მენეჯერს) რომელმაც არ მისცა ამ თემის ავტორს თეგეტა მოტორსში განვითარების საშუალება

დავეხმაროთ ბიძია გუგლს აღმოაჩინოს თეგეტა მოტორსი,როდესაც ვიზიტორი ეძებს თეგეტა მოტორსს (#tegetamotors) გუგლში
თეგეტა მოტორსი - თბილისი, აღმაშენებლის ხეივ. 12 კმ., #5

givi.gif



up.gif



alk.gif
* * *
QUOTE (sandrobandro @ 21 Feb 2021, 12:29 )
თეგეტა მოტორსის დედაც #####ან ერთი

70 დოლარიან წყვილ ამორტიზატორებს ტიპები 500 ლარად ყიდიან facepalm.gif

sandrobandro

"ვარესი" გითხრა?

ძმაკაცს 2016 წლის BMW ჩეტვიორკაზე მატორის გალოვკა გაებზარა, პლასტმასის ყოფილა, 1700 ლარი უთხრეს და მე როკავტოდან ზუსტად იგივე, ახალი ჩამოვუტანე 10 დღეში 170$-ად. givi.gif facepalm.gif

Posted by: misterius 21 Feb 2021, 23:13
QUOTE
გორგია არის ტოპ-ტოპ მეგა, სუპერ დუპერ პიტალო კომპანია, უფრო სწორედ მაგათი მენეჯმენტი :დ



ნუ იტყვი დაახლოებით ერთი თვის უკან ვიყავი წერეთლის ობიექტზე ჯერ HR მა იდაბდურა და მოტყუების ნიჭიც არ აქვთ დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგირეკავთო მოაყოლა ბოლოს და ეს ის მომენტია დაღეჭილი რომ გაქვს კაცს რომ არავინაა დამრეკავი იმენა სადუნდუკეთია თეგეტადიც ვარ ნამყოფი 5 წლის უკან იქაც კატასტროფული სალოხეთია და არაფერი მეტი.

Posted by: Nodo_K 21 Feb 2021, 23:28
ნოდარი13
QUOTE
დაიბარებენ 1000 ობით ადამიანს 5 ვაკანსიაზე და 4 აყავთ ნეპოტიზმით რას აწვალებ შე დედა#####ულო ისედაც უმუშევარ ადამიანებს ?

კომპანია დამისახელე საქართველოში რომელშიც ნეპოტიზმი არ არის?
რას ეძახიან იცი მაგას ? რეკომენდაციას
ახლა კრედოში ამოვყავი თავი და ყველა იმას მეკითხებოდა რეკომენდაცია ვინ გაგიწიაო? რა რეკომენდაცია უპატრონო ვარ თვენი დედა#####ან გულში ვფიქრობდი

საგვარეულო დასაქმებული ყავს უკვე და სხვა გვარებიც გვხვდება ხო მანდ? ერთმა მითხრა შენ თეგეტაში მარტივი ხომ არ გგონია მოხვედრაო :დ მოიცა რგვარი იყო ? ისა ვერ ვიხსენებ მარა კოხოძე არ იყო. მეთქი შენი ნაცნობობით დაწყებული სამსახური #####ან მეთქი, ეგრევე შეეცვალა სახე, რას მებლატავებოდა უმუშევარ კაცს პიტალო სუფთა, ეცადეთ რომ კარგ საზოგადოებაში მოხვდეთ, თუნდა ცოტათი ნაკლებ ხელფასს იღებდეთ, განვადების დესკად ვიჯექი ერთ თეგეტას ობიექტზე და იმენა ###თა ჯოგის სუნი ადიოდა ობიქტს, უმრავლესობა მოთამაშე იყო და პლანაქეში, ბაღდათში ამდენი ### თუ არსებობდა არ მეგონა, რომ შეხედავდი არადა კაცებს გვანდნენ არადა სუფტა სირიკობი იყვნენ, ქალებივით ჭორაობნენ, სირულად ხუმრობდნენ და გამოროტებულები იყვნენ, ეგეთებს მართლა თეგეტას გაყინულ ობიექტზე უნდა ამოძვრეთ სული , ეგრეც არის ხოლვე ვინც სხვისი წარმატებით და წინ სვლიტ ვერ ხარობს, თვითონ ვერ ვერაფერს აღწევს ცხოვრებაში .

Posted by: ნოდარი13 22 Feb 2021, 12:57
QUOTE
ბაღდათში ამდენი ### თუ არსებობდა არ მეგონა,


QUOTE
###


ყველგან არის უბრალოდ რაღაც მაგიური ძალა აქვს კოხოძეს და იზიდავს ალბათ

Posted by: misterius 22 Feb 2021, 23:39
ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა და უარესი იქნება ჯერ სად ვართ.

Posted by: Sucess 25 Feb 2021, 16:40
tozi777

მე არც შენ გიცნობ არც მანდ ვმუშაობ, ეხლა გეტყვი როგორაა საქართველოში.

შენზეა დამოკიდებული ვის აიყვან სამსახურში, ეხლა ჩამოვთვლი აბა და ვის აიყვან დაწერე.

1 - ოჯახის წევრი გარე შიდა
2- ძმაკაცი ან ძმაკაცის შვილი და სულ საჩუქრებში რო ეყოლები და რესტორნებში ოქროს ცეპებს რო გაჩუქებს
3 - ვინმე ვიაიპი ნაშას ეუბნები რო თავი დაანებოს ბოზობას და მარტო შენი გახდეს და კაი სამსახურში დასვავ

4 - ვიღაც უცხო გზავნის სვს მოდის აბრეხვებს ბრტყელ ბრტყელს და ილოდება და უკვირს რატო არ აყავთ

საქართველოში ხარ ჩემი ძმაო

Posted by: tozi777 25 Feb 2021, 21:20
Sucess


და რა გგონია, რამე მიკვირს "ჩემო დაო" /ავატარის სურათის მიხედვით ვმსჯელობ, ვინაიდან სქესი არ გაქვს მითითებული პროფაილში/ და მაგიტომ დავწერე?

იმდენი რამე მინახავს , ბევრჯერ თავად ვყოფილვარ ეიჩარის როლში და მიმღებ კომისიაში გადამწყვეტი სიტყვაც მეთქმოდა, მაგრამ ოქრროების, ნაშობის და ა.შ. გამო არავისთვის გამიწევია რეკომენდაცია(!). აი ნაცნობობის გამო კი გამიწევია რეკომენდაცია,მაგრამ მხოლოდ ბონუსი იყო ეს ნაცნობობა კადრის და სხვა მხრივ ტავის კონკურენტზე ან უკეთესი იყო, ან მინიმუმ იმავე უნარ-ჩვევებით.

მაგრამ მე არასდროს არ ვყოფილვარ თეგეტასავით დიდი ფირმის მიმღებ კომისიაში და არც ჩემს ფირმას არ ჰქონია რამე ევროსტანდარტების და აისო-ს დონის მენეჯმენტზე პრეტენზია. მიხთიიი? biggrin.gif

Posted by: bususxuna 25 Feb 2021, 21:28
QUOTE
გავგზავნე ჩემი მსუყე რეზიუმე.

აი ძაან მძაგს მაგათი ,, ფეხი რა ზომა გაქვს "ანკეტის შევსება და მგონი 10 წლის წინ რომ შევავსე მეტს აღარც ვიზამ rolleyes.gif

Posted by: Sucess 26 Feb 2021, 11:39
tozi777
QUOTE
ავატარის სურათის მიხედვით ვმსჯელობ, ვინაიდან სქესი არ გაქვს მითითებული პროფაილში/ და მაგიტომ დავწერე?

გოგოს ფოტო იმიტო მიდევს რომ გოგოები მევასება
უკვე 1000 ე ხარ ვისაც გოგო ვგონივარ
რანაირათ გაქვთ ტვინი მოწყობილი biggrin.gif

ანუ ქალს მისი სასურველი მამაკაცის ფოტო რომ ედოს კაცი გეგონებოდათ? biggrin.gif


Posted by: Top-Gun 26 Feb 2021, 16:26
Sucess
მეც გოგო მეგონებოდი, ავატარი სხვა რაღაც არის მეგობარო biggrin.gif

Posted by: პლატონ 27 Feb 2021, 22:35
QUOTE
ვინმე მუშაობთ აქაური მანდ?

no.gif no.gif no.gif

Posted by: tozi777 28 Feb 2021, 22:05
QUOTE (Sucess @ 26 Feb 2021, 11:39 )

უკვე 1000 ე ხარ ვისაც გოგო ვგონივარ
რანაირათ გაქვთ ტვინი მოწყობილი

Sucess

ე.ი . ყველა მაგას თუ გეკითხება, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, მათ აქვთ სწორად ტვინი მოწყობილი და არა შენ. smile.gif yes.gif

Posted by: Sucess 2 Mar 2021, 12:07
tozi777
ყველა არის მასა
მასას აქვს დეგრადირებული აზროვნება
მასები ცდებიან და შეცდომით იტანჯებიან

ანუ

თქვენ ეგ კატეგორია ადვილად გასაკაიფებლები ხართ ანუ მურთაზა ან ზაზა ან გეი ლუკა დაიყენებს ნაშას ფოტოს და დაგიწყებთ კაიფს და თქვენ აზრზე არ იქნებით რაც თქვენი აიქიუს შედეგი იქნება.

არ გიცნობ არაფერი უბრალოდ პირდაპირ დავწერე სხვანაირად ვერ გადმოვცემდი სათქმელს. თუ თავი ცუდად იგრძენით მაპატიეთ.

პრიმიტიული აზროვნებაა დაფიქრების გარეშე , ძაღლი რო დავიყენო ძაღლი უნდა გეგონოთ ? biggrin.gif

Posted by: tozi777 2 Mar 2021, 13:18
QUOTE (Sucess @ 2 Mar 2021, 12:07 )

მასას აქვს დეგრადირებული აზროვნება

lol.gif


ოკ ოკ.

................................................................................

Posted by: tangara 11 Oct 2022, 00:38
საშინელი კომპანიაა თუ უმუშევარი არ ხარ და არც პერსპექტივა არ გაქ, მანდ არ გადახვიდეთ, თავს დაიღუპავთ.

Posted by: Frenkie_de_Jong 23 Oct 2022, 07:19
QUOTE (tangara @ 11 Oct 2022, 00:38 )
საშინელი კომპანიაა თუ უმუშევარი არ ხარ და არც პერსპექტივა არ გაქ, მანდ არ გადახვიდეთ, თავს დაიღუპავთ.

რამდრნჯერაც საიტზე ვნახე, სულ ბლომად აქვტ ვაკანსიები. ალბათ მალმალე უშვებენ ხალხს?

Posted by: bizonikluchi 28 Oct 2022, 10:50
Frenkie_de_Jong
QUOTE
მალმალე უშვებენ ხალხს?

ან მალმალე მიდიან

Posted by: მიჰაილ 2 May 2024, 17:37
QUOTE (Frenkie_de_Jong @ 23 Oct 2022, 07:19 )
QUOTE (tangara @ 11 Oct 2022, 00:38 )
საშინელი კომპანიაა თუ უმუშევარი არ ხარ და არც პერსპექტივა არ გაქ, მანდ არ გადახვიდეთ, თავს დაიღუპავთ.

რამდრნჯერაც საიტზე ვნახე, სულ ბლომად აქვტ ვაკანსიები. ალბათ მალმალე უშვებენ ხალხს?

არა, უბრალოდ აქვეყნებენ ვქკანსიებს, ვალდებულება აქვთ სსახწლმწიფოს წინაშე, წელიწადში კონკრეტული ვაკანსიების გამოსაქვეყნებლად. მიდიხარ შეავსებ ბლანკს, დდაასაქმეველ ნეპოტიზმით სხვას და შენი დოკუმენტები დადარჩება, რადგან გასაუბრებაზე იყავი და შეარჩიეს კანდიდატი.

Posted by: GEORGEXIII 3 May 2024, 16:35
QUOTE
არა, უბრალოდ აქვეყნებენ ვქკანსიებს, ვალდებულება აქვთ სსახწლმწიფოს წინაშე, წელიწადში კონკრეტული ვაკანსიების გამოსაქვეყნებლად. მიდიხარ შეავსებ ბლანკს, დდაასაქმეველ ნეპოტიზმით სხვას და შენი დოკუმენტები დადარჩება, რადგან გასაუბრებაზე იყავი და შეარჩიეს კანდიდატი.

+1 მასეა. ახლობელი უნდა ეძებო რომ აგიყვანონ.

Posted by: Fiorentina 5 May 2024, 17:25
მასეა მეგობრებო უდიდესი ნეპოტიზმი არის თეგეტაში - პირდაპირ მითრეს შინაურებმა, რომ იქ სადაც მე მინდა მოხვედრა, მხოლოდ განყოფილების უფროსის ძმაკაცები მუშაობენო.

აქვე გეტყვით რომ იგივე ინდუსტრიის ნ2 კომპანიაში ავტობანში smile.gif კი ცირკი საერთოდ smile.gif smile.gif

Posted by: karlo-fan 7 May 2024, 11:01
დასტური თემის შინაარსს, თეგეტაში ნამდვილად ნეპოტიზმით იღებენ თანამშრომლებს საშუალო და მაღალ პოზიციებზე...

Posted by: leprekon 8 May 2024, 23:08
karlo-fan
რაიმე საშუალო პოზიციაზე ბაკალავრი საჭიროა თუ იცით?

Posted by: J-Time 3 Jun 2024, 16:24
ჰმ.. რას ერჩით თეგეტას,
პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი განსაკუთრებული ნეპოტიზმი არაა,

ხშირად იდება შიდა ვაკანსიები, და ბუნებრივია პრიორიტეტშია,

თანამშრომელს რონ ეძებ, თუ თანამშრომლის ბიძაშვილია პროფესიონალი და რეკომენდაცის გაუწევს, სხვას რატომ აირჩევ.

Posted by: tozi777 6 Jun 2024, 10:08
QUOTE (J-Time @ 3 Jun 2024, 16:24 )

თანამშრომელს რონ ეძებ, თუ თანამშრომლის ბიძაშვილია პროფესიონალი და რეკომენდაცის გაუწევს, სხვას რატომ აირჩევ.

lol.gif

ვაა, ბიძოც პოსტავს თურმე აქ.

givi.gif

Posted by: SAROKAWA 6 Jun 2024, 11:34
QUOTE
ვალდებულება აქვთ სსახწლმწიფოს წინაშე, წელიწადში კონკრეტული ვაკანსიების გამოსაქვეყნებლად

რითია ეს ვალდებულება განსაზღვრული
თუ იცით დაწერეთ
რამე კანონში წერია ეს მითითება?


Posted by: Ignazio 6 Jun 2024, 12:20
ბანკებშიც მასეა მაგის დედაც რომ #####ან
ყველგან ნეპოტიზმიაა, თეგეტაში სიმართლე გითხრათ თუ მოწოდების სიმაღლზე არ ხარ, ნორმალურ პოზიციაზე არავინ გაგაჩერებს

Posted by: J-Time 7 Jun 2024, 12:11
tozi777
ელემენტარულ ლოგიკაში ვერ მომყვები ბრად, და მერე თეგეტა და ნეპოტიზმს აბრალებ.

ნეპოტიზმია როცა უკეთესს ბლოკავ,

თორემ შენ რომ თანამშრომელს ეძებ,

თუ ვინმეა, ვინც გაწყობს, დავუშვათ ყოფილი თანამშრომელი, ვისთან ერთადაც გიმუშავია, იცნობ, იცი მისი შესაძლებლობები, ან გინდაც მეზობელი, ნათესავი, რავი ვინც გინდა ის

ეგ რომ არ აგყავს და მაინც ეძებ

ეგ ჩვეულებრივი სიგიჟეა

საქმეს ირთულებ, რისკებს ზრდი, იმის მაგივრად რომ ეცადო შეამცირო

Posted by: tozi777 7 Jun 2024, 15:23
J-Time


და თუ მაინც გყავს სანათესაოში შესაბამისი კადრი, რომელსაც მოიაზრებ მაგ ადგილზე და მაინც ეძებ? მაშინ ვინ ხარ? boli.gif

Posted by: SabArch 7 Jun 2024, 18:29
800 ლარზე როგორ უნდა იმუშაოს ზრდასრულმა კაცმა? მითუმეტეს, სხვაზე რო მუშაობ, თანაც სრული განაკვეთით. მაგას ისევ ევროპებში გახიზნულ შავებთან ერთად ბაითების გატანა ჯობია, ღირსებას მაინც არ შეილახავ კაცი.

ან თუ ღირსების შელახვაა, ისევ ქოცი გახდე ბარემ და შალვა რამიშვილის მესამე ყვერად დაჯდე იმ გადაცემაში, ეგეც კი ჯობია 800 ლარიან მონობას ვიღაცის კომპანიაში.

ხანდახან შევდივარ ხოლმე ჯობს.ჯი-ზე, მაინტერესებს რა სიტუაციაა ხელფასების მხრივ სხვადასხვა პოზიციაზე და იმენნა სასაცილოდ არ მყოფნის ხოლმე ვაკანსიებს რო ვუყურებ. 25 წლის მერე ეგეთ ხელფასზე წასვლას ომში წასვლა ჯობია და იქ ბაირამობა სანამ არ დაიბრიდები იქამდე.

Posted by: J-Time 8 Jun 2024, 10:45
tozi777
როგორც წინა პოსტში დავწერე, არ არის მაინცდამაინც რაციონალური ქცევა.



Posted by: Ignazio 8 Jun 2024, 12:56
SabArch
QUOTE
800 ლარზე როგორ უნდა იმუშაოს ზრდასრულმა კაცმა? მითუმეტეს, სხვაზე რო მუშაობ, თანაც სრული განაკვეთით. მაგას ისევ ევროპებში გახიზნულ შავებთან ერთად ბაითების გატანა ჯობია, ღირსებას მაინც არ შეილახავ კაცი.

ან თუ ღირსების შელახვაა, ისევ ქოცი გახდე ბარემ და შალვა რამიშვილის მესამე ყვერად დაჯდე იმ გადაცემაში, ეგეც კი ჯობია 800 ლარიან მონობას ვიღაცის კომპანიაში.

ხანდახან შევდივარ ხოლმე ჯობს.ჯი-ზე, მაინტერესებს რა სიტუაციაა ხელფასების მხრივ სხვადასხვა პოზიციაზე და იმენნა სასაცილოდ არ მყოფნის ხოლმე ვაკანსიებს რო ვუყურებ. 25 წლის მერე ეგეთ ხელფასზე წასვლას ომში წასვლა ჯობია და იქ ბაირამობა სანამ არ დაიბრიდები იქამდე.

ეჰ რა მწარე რეალობაა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)