Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კალათბურთი > Indiana Pacers


Posted by: GS88 13 Oct 2015, 01:13
ინდიანა პეისერსი / Indiana Pacers

user posted image

ინდიანა პეისერსი — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც მდებარეობს შტატ ინდიანას ქალაქ ინდიანაპოლისის არეაში. პეისერსი მონაწილეობას იღებს ცენტრალური დივიზიონში, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). პეისერსის საშინაო არენა - Bankers Life Fieldhouse, რომელსაც გუნდი WNBA გუნდთან, ინდიანა ფივერთან ერთან ინაწილებენ, რომელსაც ასევე ჰერბ სიმონი ფლობს.
პეისერსმა თამაში 1967 წელს დაიწყო როგორც ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (ABA) წევრი, სადაც მათ მოახერხეს 3 ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, რითაც ლიგაში მათი სახელი დატოვეს. 1976 წელს პეისერსი ABA-დან NBA-ში გადავიდა.

კონფერენცია - აღმოსავლეთი
დივიზიონი - ცენტრალური
დაარსდა - 1967 (NBA შეუერთდა 1976 წელს)
ისტორია - ინდიანა პეისერსი (1967–დღემდე)
არენა - ბანკერს ლაიფ ფიელდჰაუსი
ქალაქი - ინდიანაპოლისი, ინდიანა
გუნდის ფერები- ლურჯი, ყვითელი, ვერცხლისფერი, თეთრი
მფლობელი - ჰელბერტ სიმონი
გენერალური მენეჯერი - ლარი ბირდი
მთავარი მწვრთნელი - ფრენკ ვოგელი


1987–2005: რეჯი მილერის ერა


user posted image

რეჯი მილერი პეისერსის მიერ იქნა არჩეული 1987 წლის NBA-ის დრაფტზე. პეისერსის ბევრი გულშემატკივარი არ ეთანხმებოდა გუნდის იმ დროინდელ გადაწყვეტილებას, მილერის აყვანით, რომლებსაც სტივ ელფორდი სურდათ გუნდში ეხილათ. პეისერსმა პირველ წელს ვერ მოახერხა გასვლა პლეი-ოფში 1987-88 სეზონისთვის, რასაც 1988 წლის დრაფტზე რიკ სმიტის აყვანა მოჰყვა. გუნდმა 1988-99 წლების სეზონი ძალიან უსახურად დაიწყო, რასაც ჯეკ რამზის გადაყენება მოჰყვა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მას შემდეგ, რაც გუნდმა 0-7 დაიწყო. მელ დენიელსმა და ჯორჯ ირვინმა დაიკავეს ვაკანტური პოსტი დროებითი სტატუსით, სანამ დიკ ვერსაჩემ არ ჩაიბარა გუნდი 6-23 დროს, რომელმაც მოახერხა და გუნნდს 28-54 დააამთავრებინა. 1989 წლის თებერვალში, გუნდმა ვეტერანი ჰერბ უილიამსი გაუშვა დალას მევერიქსის რიგებში, მომავალი NBA-ის წლის მეექვსე კაცის ჯილდოს გამარჯვებული დეტლეფ შრემპფი.

1989-1993 წლებს შორის, პეისერსმა ჩაატარა დაახლოებით .500-იანი სეზონები და შეძლო პლეი-ოფში გასვლა. 1991 წელს პირველივე რაუნდში დამარცხდა 3-2 ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ, მომდევნო წელს კი 4-0. 1993 წელს, გუნდმა 3-1 დათმო ახალ მეტოქე ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ.

ლარი ბრაუნი გადმოვიდა გუნდში, როგორც მწვრთნელი 1993-94 წლების სეზონისთვის, რის გამოც პეისერსის გენერალური მენეჯერი დონი უოლში ძალიან იქნა გაკრიტიკებული (იმ დროს), როდესაც შრემპფი გაშვებული იქნა სიეტლ სუპერსონიქსის რიგებში დერიკ მაკკის და ჯერალდ პადიოს სანაცვლოდ, რომელიც არცთუ ისე ცნობილი იყო. გუნდმა სეზონი ჩვეულებრივ დაიწყო, თუმცა სეზონის უკანასკნელი 8 მატჩის მოგება მოახერხა და გუნდის ისტორიის მანძილზე პირველად, დააგროვა 47 გამარჯვება, რაც ყველაზე მაღალი იყო. გუნდმა პირველ რაუნდში მოახერხა შაკილ ო'ნილის და მისი ორლანდო მეჯიკის დამარცხება 3-0, მეორე რაუნდში კი აღმოსავლეთი კონფერენციის ტოპ ადგილით გასულ ატლანტა ჰოუქსს მოუგო 4-2 კონფერენციის ნახევარ-ფინალში.

1994 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი იყო, როდესაც რეჯი მილერის სახელი საბოლოოდ დამკვიდრდა გუნდში. სერიას კი გუნდი ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ მართავდა, როდესაც გუნდმა 2-2 გაათანაბრა, მეხუთე მატჩი კი ნიუ-იორკში დაბრუნდამ სადაც მილერმა სასწაულად წარმოაჩინა პლეი-ოფში თავი, რაც მომავალში უკვე ჩვეულებრივი საკითხი გახდა. პეისერსი მე-4 პერიოდის დასაწყისში 15 ქულით აგებდა, მილერმა კი შეძლო 25 ქულის მოგროვება მეოთხე პერიოდში, რომელთა შორის იყო 5 3-ქულიანი თამაშიდან ჩაგდებული ბურთი. მატჩის მოგების მიუხედავად, ნიქსმა შეძლო მომდევნო ორ მატჩში გამარჯვება და სერიის 3-4 მოგება, თუმცა რეჯი უკვე NBA-ის სუპერ ვარსკვლავად იქცა. მილერი იყო იმ სამი კაპიტნიდან ერთერთი აშშ-ის საკალათბურთო გუნდში, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა 1994 წლის FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე.

მარკ ჯექსონი შემოუერთდა გუნდს სეზონის უქმეებზე ლოს-ანჯელეს კლიპერსის რიგებიდან, რამაც გუნდს მისცა პოინტ გარდის კარგი პოზიცია, რის შემდეგადაც გუნდმა 52-30 დაასრულა 1994-95 წლების სეზონი და პირველად მოიპოვა ცენტრალური დივიზიონის ტიტული და ასევე პირველი 50+ გამარჯვება სეზონში ABA-ს დღეების შემდეგ. გუნდმა პირველ რაუნდში ნოლზე გაუშვა ჰოუქსი, ხოლო მეორე რაუნდში კი კვლავ ნიქსს შეხვდა კონფერენციის ნახევარ-ფინალში, სადაც მილერმა კიდევ ერთხელ კიდევ ერთხელ მოახდინა თავის ბრწყინვალედ გამოჩენა. ამჯერად, პეისერსი პირველ მატჩში 6 ქულით მარცხდებოდა თამაშის დასრულებამდე 16.4 წამით ადრე, სადაც მილერმა მოახდინა 8.9 წამში 8 ქულის მოპოვება და დაეხმარა გუნდს 2 ქულიანი გამარჯვების მოპოვებაში. პეისერსმა შეძლო ნიქსის 7 მატჩში დამარცხება, თუმცა კონფერენციის ფინალში 7 მატჩში დამარცხდა ორლანდო მეჯიკის წინააღმდეგ.

1997-98 წლების სეზონში გუნდს ლარი ბირდი ედგა მწვრთნელის რანგში გუნდს, რომელმაც მოახდინა გუნდის ახალი რეკორდის დამყარება და სეზონის 58-24 დასრულება, რაც 19 მატჩით გაუმჯობესება იყო წინა სეზონთან შედარებით. გუნდს კრის მიულინი დაემატა სეზონის უქმეებზე, რომელიც უმალვე გახდა გუნდის ღირებული მოთამაშე, რომელმაც დამწყები მცირე ფორვარდის როლი მოირგო. დამხმარე მწვრთნელი რიკ კარლაისლი, რომელიც ასევე თავდასხმის მწვრთნელი იყო და დიკ ჰარტერი რომელიც დაცვას ავარჯიშებდა, იყვნენ გადამწყვეტი ფიგურები პეისერსის მოთამაშეებისთვის როგორებიც არიან დეილ დეივისი, ანტონიო დეივისი და დერიკ მაკკი. მილერი და რიკ სმიტი ორივე იყვნენ დასახელებული ყველა-ვარსკვლავის გუნდში იმ წელს. პეისერსმა მოახერხა 3-1 დაემარცხებინა კავალიერსი და 4-1 ნიქსი, ხოლო კონფერენციის ფინალში 7 მატჩში დამარცხდა ჩიკაგო ბულზის წინააღმდეგ.

ლოკაუტის გამო შემოკლებულ 1998-99 წლების სეზონში, პეისერსმა მოახერხა 33-17 შედეგით ცენტრალური დივიზიონის მოგება და ნოლით გაუშვა მილუოკი ბაქსი და ფილადელფია სიქსერსი, ხოლო კონფერენციის ფინალში 6 მატჩში დამარცხდა ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ. პეისერსმა ფორვარდი ანტონიო დეივისი გაუშვა ტორონტო რაპტორსის რიგებში პირველი რაუნდის არჩევნის ჯონათან ბენდერის სანაცვლოდ. თუმცა 56-26 სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდმა პირველ რაუნდში მილუოკი ბაქსი, მეორე რაუნდში სიქსერსი დაამარცხა, ხოლო კონფერენციის ფინალში გასულებმა ამჯერად შეძლეს 4-2 მოეგოთ ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ და პირველად გუნდის ისტორიაში შეძლეს NBA-ის ფინალში გასვლა.

პირველი NBA-ის ფინალი გუნდს ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ მოუწია, სადაც ინდიანას ჩემპიონობის იმედები მე-6 თამაშში დასრულდა. თუმცა პეისერსმა მაინც მოახერხა ლოს-ანჯელესის ყველაზე ცუდი პლეი-ოფის ანგარიშის დაფიქსირება და მე-5 მატჩში 33 ქულის სხვაობით დაამარცხა.

2001-02 წლების შუა-სეზონის დროს, პეისერსმა ბლოკბასტერული გაცვლა განახორციელა ჩიკაგო ბულზთან, სადაც იალენ როუზი და ტრევის ბესტი გაუშვა ბრედ მილერის, რონ არტესტის, კევინ ოლის და რონ მერსერის სანაცვლოდ. მილერი და არტესტი მომდევნო რამდენიმე წელი ყველა-ვარსკვლავის რიგებში ჩნდებოდნენ პეისერსიდან. გუნდის გადახალისებამ პეისერსი პლეი-ოფში დააბრუნა, სადაც პირველ რაუნდში ტოპ ადგილით გასულ ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ აღმოჩნდა, სადაც მე-5 მატჩში ორმაგი ოვერტაიმის შემდეგ დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.

2003–2010: კამათი და დაცემა

user posted image

2004 წლის 19 ნოემბერს დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში პეისერსმა მოგება შეძლო, თუმცა გუნდის მოთამაშე რონ არტესტმა ძალიან უხეში ჯარიმა აიღო მოწინააღმდეგე ბენ უალასის წინააღმდეგ, რომელმაც ცხელ გულზე ხელი ჰკრა არტესტს, რამაც გუნდების მასობრივ ჩხუბში გადაზრდა გამოიწვია, როდესაც ყველაფერი დამთავრებისკენ მიდიოდა, არტესტი ამჯერად გულშემატკივრების წინააღმდეგ დაიწყო ჩხუბი, რომლებმაც საბოლოოდ გასახდელისკენ მიმავალ არტესტს ლუდის ჭიქების სროლა დაუწყეს. თამაში შეჩერდა მატჩის დასრულებამდე 46 წამით ადრე, ხოლო მოთამაშეებმა მაყურებელთაგან არაერთი ანტი ოვაცია მიიღეს.

რამდენიმე მოთამაშე, რომელიც ამ ჩხუბში იყო ჩართული დასჯილი იქნა NBA-ის რწმუნებულ დევიდ სტერნის მიერ. არტესტი დასჯილი იქნა დარჩენილი რეგულარული სეზონის მატჩების განმავლობაში და პლეი-ოფში, რომელმაც ტოტალურად 73 მატჩი მოიცვა - ყველაზე გრძელი დასჯა პარკეტზე მოხდენილი ინციდენტის გამო NBA-ის ისტორიაში. სხვა მოთამაშეები, რომლებიც დაისაჯნენ იყვნენ ჯექსონ (30 მატჩით), ონილი (25 მატჩით), უალასი (6 მატჩით) და პეისერსის ენთონი ჯონსონი (5 მატჩით) (ონილის დასჯა მოგვიანებით 15 მატჩამდე შემცირდა სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით).

ამ ხელჩართული ბრძოლის შემდეგ მოყოლებულ დასჯებს, პეისერსმა მაინც შეძლო მე-6 ადგილის დაკავება და პლეი-ოფში გასვლა 44-38 შედეგით. მნიშვნელოვანი მიზეზი სეზონის ძლიერი დასრულებისა იყო გუნდის მიერ დეილ დეივისის აყვანა. მან გუნდში რეგულარული სეზონის უკანასკნელ 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა პლეი-ოფის შეხვედრაში, რომელმაც ცენტრში გუნდში საკმაოდ გააძლიერა. დეივისის გადმოსვლას ჯერმეინ ონილის ტრავმა მოჰყვა, რომელმაც დარჩენილი რეგულარულ სეზონის განმავლობაში ვეღარ მოახერხა გუნდს დახმარებოდა.

მიუხედავად პეისერსის ცუდი სეზონებისა, გუნდმა 14 წლის განმავლობაში 13-ჯერ მოახერხა გასვლა პლეი-ოფში. პირველ რაუნდში, ინდიანამ შეძლო ატლანტიკური დივიზიონის ჩემპიონ ბოსტონ სელტიკსის დამარცხება 7 მატჩში. ბოსტონისთვის ეს იყო მე-3 შეხვედრა, როდესაც მეშვიდე შინ ჩატარებულ შეხვედრაში დამარცხდა. პეისერსი მეორე რაუნდში დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ აღმოჩნდა, რომელიც წინა წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის გადათამაშება იყო. სერიამ ასევე მოიცვა თამაშის შემოტრიალება ობურნ ჰილზში. ბევრი სეზონში ხელჩართულ ბრძოლას პეისერსითვის გაკვეთილად მიიჩნევს, რის შედეგადაც გუნდმა წარმატებულად ჩაატარე დარჩენილი მატჩები. მას შემდეგ რაც გუნდი პირველ მატჩში დამარცხდა, პეისერსმა შეძლო მომდევნო 2 თამაშში გამარჯვება და სერიას 2-1 ლიდერობდა. მიუხედავად ამისა, პეისერსმა ვერ შეძლო წარმატების გამეორება და დამარცხდა მომდევნო 3 მატჩში და სერიაც 2-4 დათმო. მეექვსე და საფინალო მატჩი შედგა 2005 წლის 19 მაისს, რომელიც რეჯი მილერისთვის უკანასკნელი NBA-ის მატჩი გამოდგა. მან მოახერხა 27 ქულის მოგროვება და დასრულებისას იქ შეკრებილ მაყურებლისგან ფეხზე მდგომი ოვაციები დაიმსახურა. მილერის თავდაუზოგავი შრომისა, პეისერსი დამარცხდა, რაც მილერის კალათბურთიდან წასვლა NBA-ის ჩემპიონის ტიტულის გარეშე მოხდა მისი 18 წლიანი კარიერის შემდეგ, რომელიც მან სულ პეისერსში გაატარა. მილერის #31 მაისური პეისერსის მიერ 2006 წლის 30 მარტს გაუქმდა, როდესაც პეისერსი ფინიქს სანსის წინააღმდეგ თამაშობდა.

მილერის წასვლის მიუხედავად, ასევე არტესტის საგასა და ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშის ტრავმიანობის მიუხედავად, პეისერსმა მაინც მოახერხა 2006 წლის პლეი-ოფში გასვლა 15 წლის განმავლობაში მე-14. პეისერსი ასევე იყო ერთადერთი გასვლითი გუნდი, რომელმაც პლეი-ოფის პირველ მატჩში მოახერხა გამარჯვება. მეორე მატჩში ნიუ-ჯერსიმ სერია 1-1 გაათანაბრა. მე-3 თამაში, რომელიც უკვე ინდიანაში შედგა, ჯერმეინ ონილმა 37 ქულა და პეისერსის 2-1 მოჰყვა. ნეტსმა ყველაფრის მიუხედავად მოიგო მე-4 და მე-5 მატჩები და სერიას 3-2 ლიდერობდა. მეექვსე მატჩში ენთონი ჯონსონმა 40 ქულა მოაგროვა თუმცა პეისერსისთვის სეზონი დასრულდა, რადგან ნეტსმა მატჩში 96-90 გაიმარჯვა.

პეისერსმა 2006-07 წლების სეზონი ერთერთი ყველაზე ცუდი სეზონი გამოდგა გუნდის ისტორიაში. გუნდმა 35-47 დაასრულა სეზონი, თუმცა გუნდს ყველა-ვარსკვლავის შესვენებამდე ჰქონდა 11 მატჩიანი წაგებების სერია, რაც შესვენებამ შეაჩერა კიდეც. ჯერმეინ ონილი და მარკუს დენიელსის ტრავმებმა დიდი ზეგავლენა იქონია გუნდის ფორმაზე. 15 აპრილს, გუნდი ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ დამარცხდა, რითაც საბოლოოდ გამოეთიშა პლეი-ოფში გასვლას პირველად 1996-97 წლების სეზონის შემდეგ.

2007 წლის 10 აპრილს პეისერსმა გამოაცხადა მწვრთნელ რიკ კარლაისლის გაშვების შესახებ, რისი მიზეზიც იყო პირველი წაგებითი სეზონი 10 წლის განმავლობაში. პეისერსის პრეზიდენტმა ლარი ბირდმა განაცხადა, რომ კარლაისლს ჰქონდა შესაძლებლობა რომ დაბრუნებულიყო პეისერსში სხვა როლის თანამდებობაზე. მოგვიანებით, კარლაისლი გადავიდა ESPN წამყვანად სანამ დალას მევერიკსის მწვრთნელად 2008 წელში. 2007 წლის 31 მაისს, ჯიმ ობრაიანი დასახელებული იყო კარლაისლის შემცვლელად. ობრაიანის პირველივე მიზანი 2007-08 წლების სეზონისთვის პლეი-ოფში დაბრუნება იყო, მაგრამ ვერ შეძლო მოგვიანებით და მის მომდევნო სეზონშიც სანამ ედგა სათავეში.

2010-13 : დენი გრეიჯერის და პოლ ჯორჯის ერა

user posted image

[QUOTE]გუნდმა 2010 წლის დრაფტის პირველ რაუნდში 10 ნომრად აირჩია პოლ ჯორჯი. ასევე გუნდმა დაიმატა ნიუ ორლიანიდან გამთამაშებენი დარენ კოლისონი.
10-11 წლის სეზონი ინდიანამ ცუდად დაიწყო სეზონი ჩავარდნები ქონდათ, განსაკუთრებით დეკემბერ-იანვრის თვეში, მაგრამ დასკვნითი ეტაპი მშვნივარად ჩაატარეს და გავიდენ პლეიოფში ბოლო ადგილით, სადაც ჩიკაგო ბულსს დაუპირისპიდნენ. სადაც ჩიკაგო გავიდა სერიაში წინ ანგარიშით 3:0 და უკვე ძლიან რთული იქნებოდა ამ სერიის შემობრუნება, საბოლოოდ პეისერსმა დათმო სერია ბულსთან 1:4.
შემდეგ სეზონში გუნდი უფრო გაძლიერდა, დრაფტ ფიქის სანაცვლოდ სანანტონიოდან მიიღო გამთამაშებელი ჯორჯ ჰილი, ასევე ტორონტოდან გადმოიყვანეს ლეანდრო ბარბოსა. პოლ ჯორჯისთვის კარგი სეზონი არღმონდა ყველა მის პროგრესზე საუბრობდა და მომატებაზე და ბიჭმაც მოუმატა. გუნდიდან ოლსტარზე მიიწევის როი ჰიბერტი, ასევე რასინგ სტარზე იქნე არჩეული პოლ ჯორჯი და სლემდანქ კონკურსზე. გუნდმა მშვენირი სეზონი ჩაატარა და გავიდა კონფერენციაში 3 ადგილზე (41-25 )გავიდა ფლორიდულ კლუბზე ორლანდო მეჯიქზე რომელმაც პირველი თამაში პლეიოფის ინდიანას მოუგო ხოლო შემდეგ ინდიანამ ზედზიდ 4 თამაში მოუგო და დახურა სერია 1:4. კონფერენცის ნახევარ ფინალში კიდევ ერთი ფლორიდული კლუბი ელოდა ინდიანას ამჯერად უფრო საშიში და მძლავრი მაიამი ჰითი პირველი სამი თამაშის შემდეგ ინდიანა იყო წინ 2:1 მაგრამ შემდეგ ზედზიედ 3 თამაში დათმო ჰითთან და გამოვარდა ნახევარ ფინალიდან.

12-13 სეზონში გრეინჯერი იღებს ტრამვას, და გუნდის სრული ლიდერობა გადდადის პოლ ჯორჯზე, გუნდმა დაიმატა ჯერალდ გრინი და დჯ აგუსტინი, ასევე გუნდში ამტოვტივდენ ახალი სახებიც ლენს სტივენსონის სახით. ინდიანა კონფერეციაში კვლავ 3 ადგილზე გადის (49-32) სადაც პირველ წრეში ატლატა ჰოუქს ამარცხებს 4:2 იგივე ანგარიშით ამთავრებს სერიას ნიუ-იორკ ნიქსთან, ხოლო კონფერენცის ფინალში კვლავ მაიამის ხვდება ამჯერად ძაზედ დაძაბული სერია გაიმართა, პირველ თამაში მაიამიმ ლებრონის ბაზერით მოიგო (103-102) მანამდე ოვერტაიმში პოლჯორჯმა გადაიყვანა თამაში რომელმაც ძალიან რთული 3 ქულიანი მოათავსა კალათში.
შემდეგი თამაშიც ძალიან დაძაბული აღმოჩნდა რომელიც ინდიანამ მოიგო (97:93) სადაც თამაშის ბედი ბოლო 2 წუთში გადაწყდა და ინდიანამ სერიაში ანგარიში გაათანაბრა 1:1,სერიამ გადაინაცვლა ინდიანაპოლისში სადაც მაიამი ახერხებს რიგით 3 თამაშის მოგებას და წინ გადის 2:1, 4 თამაში დაბრუნდა იდიანა და 99:92 სძლია მაიამის და ანგარიში კვლავ გაათანაბრა 2:2 მაიამი მოიგო რიგით 5 დაპირისპირება და წინ გავიდა სერიაში 3:2 რაც დიდი უპირატესობა იყო მაშინ მაიამისთვის, ინდიანა კვლავ არ დანებდა და სერია გადაიყვანა 7 თამაში რომელიც ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა მაყურებლებში, პირველ პერიოდს ინდიანა იგებს 21:19 და მეორე პერიოდში ხდება ინდიანს ჩავარდნა და აგებს მერე მეოთხედს 17 ქულიანი სხვაობით რაც ძალიან დიდი უპირატესობა იყო მაიამისთვის და გამიყენა კიდეც, საბოლო ჯამში ინდიანა დათმო კონფერენციის ფინალი მაიმისთან 7 თამაში (3:4)

13-14 გუნდმა დაატრეიდა გუნდის ლიდერი დენი გრეინჯერი ფილადელფიაში სანაცვლოდ მიიღო ივან ტარნერი, ასევე დაიმატეს ანდრიუ ბაინამი. ოლსტარში აირჩიეს პოლ ჯორჯი ძირითად მოთამაშედ ხოლო როი ჰიბერტი სკამზე. პეისერსმა დაიწყო სეზონი შესანიშნავად ფრენჯაიზის ისტორიაში ყვეალზე კარგი სტარტი გამოუვიდათ (11-1). ინდიანა სეზონს ამთავრებს კონფერენცის 1 ადგილზე, (56-26).
და გადის ატლანტა ჰოუქსე რომეთანაც ძალიან დაძაბული ბრძოლა მოუწია და 7 თამაშის ჩატარება გახდა გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო სადაც ინდიანამ იმარჯვა და სერია დახურა (4-3), შემდეგი მეტოქე პეისერსის გახდა ვაშინგტონ ვიზარდი რომთანაც პირვლეი წაგებული თამაშის შემდეგ ზედზიედ 3 თამაში მგოება მოახრეხეს და სერია დახურეს (4-2) და კიდევ ერთხელ კონფერენცის ფინალში გუნდს ელოდა მაიამი, პირველი მოგებული თამაშის შემდეგ პეისერსმა ზედზიედ 3 თამაში დაუთმა მაიამის და უკვე დაბრუნება სერიაში ძალიან რთული იყო, ინდიანმ დათმო სერია საბოლო ჯამში (2-4).

14-15 ინდიან სეზონი ჩაგდო ვერ გავიდა გუნდი პლეიოფში (38-44) 9 ადგილზე გავიდა კონფერეციაში, რაც გამოწვეული იყო გუნდის ლიდერი პოლ ჯორჯის ტრამვით. ბევრი არც არაფერი შეიძლება ითქვა ამ სეზონზე ჯორჯის ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა, სეზონის შემდეგ გუნდი დატოვა დევიდ ვესტმა, ლუის სკოლამ. სიჯეი ვოტსონმა,ასევე დაატრეიდეს დარფტ ფიქის სანაცვლოდ როი ჰიბერტი ( ლოსანჯელეს ლეიკერსი) გადმოიყვანეს მინესოტადან ჩეზ ბადიჯერი, დაიმატეს მონტა ესლისი დალას მავერიქსიდან ასევე დაიამტეს ჯორდან ჰილი ლოსანჯელეს ლეიკერსიდან,

გუნდის მიმდიანრე შემადგენლობა

user posted image

Posted by: GS88 7 Nov 2015, 13:56
ჰილმა შეიძლება გადაცემები გაკეთოს ?

PG არის ეს ჩემისა თუ ფავერი

Posted by: Duff 3 Dec 2015, 08:19
კარგად არიან მოხოდილები ბიჭები... კარგია ჯორჯიც იდეალურ ფორმაშია

Posted by: ratomac aRa 3 Dec 2015, 09:44
პოლ ჯორჯი mvp

დაუსრულა 3იანით




Posted by: Duff 8 Dec 2015, 23:08
დღეს უნდა დასრულდეს რეკორდობანა sa.gif

Posted by: Irakli2013 9 Dec 2015, 12:39
rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif user posted image user posted image user posted image user posted image user posted image user posted image user posted image user posted image user posted image user posted image user posted image user posted image user posted image user posted image user posted image user posted image user posted image user posted image user posted image user posted image

Posted by: ratomac aRa 9 Dec 2015, 14:05
არადა შეეძლო ადრე ინდიანას დაცვის თამაში


Posted by: tsertsva28 17 Dec 2015, 16:49
ერთი კაი PF რომელიც ცენტრზეც შეძლებს თავისუფლად თამაშს, დახატავს ინდიანას და დარწმუნებული ვარ, გახდება ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ლიგის მოგების. მაგალიტად ემიბდი 76იდან

Posted by: GS88 17 Dec 2015, 18:38
ჯორჯ ჰილს ვაფშე რაუნდა რას ითხოვს ეგ ჩემისა ?


Posted by: Corvette 17 Dec 2015, 19:14
სტაკის რა კარგად იყენებს ბენჩიდან ვოგელი up.gif წელს უნდა გაიწიოს საუკეთესო მეექვსე კაცის წოდებისკენ .

tsertsva28
ერთი კარგი ბიგ-მენი მართლა დახატავდა ამ გუნდს , დაჟე აუცილებელიცაა .

Posted by: Corvette 5 Mar 2016, 16:35
რამდენიმე დღის წინ თამაშისას კომენტატორებმა აღნიშნეს , რომ ამ სეზონში ინდიანამ 15-ჯერ წააგო ბოლო მეოთხედში თამაში , მანამდე მიჰყავთ ანგარიში და ბოლოს ვერ აბოლოვებენ .

არ ვიცი რამდენად სწორია და სწორედ დამამახსოვრდა ეს ინფოbiggrin.gif

გუშინაც ეგრე მოხდა შარლოტთან და საერთოდ ამ სეზონში ზედიზედ მესამეჯერ წააგეს შარლოტთან

Posted by: Duff 5 Mar 2016, 17:37
Corvette


წელს არაა გერე..ბოლო 2-3 წელია ეგრეა ბოლო მეოთხედით აგებენ თამაშს :/

Posted by: Corvette 6 Mar 2016, 16:57
Duff
ტაი ლოუსონი აუყვანიათ , რას იტყვი ? rolleyes.gif მგონი ზედმეტია და თან ჰიუსტონში მაგის ნათამაშებს თუ გავიხსენებთ ხო საერთოდ + დისციპლინა 0 biggrin.gif ბადინჯერი სანსში გაუშვეს .

გუშინ ვიზარდს მოუგეს DC დარბაზში , უშუალო კონკურენტია .

Posted by: Duff 7 Mar 2016, 08:28
Corvette


დედაქალაქში მოგება ყველაზე მნიშვნელოვანია მაგ ჩამონათვალიდან biggrin.gif

Posted by: KD  8 Mar 2016, 19:07
უკვე დაკარგეს ლოუსონი ? spy.gif

Posted by: Duff 30 Mar 2016, 08:48
ამ თამაშის წაგება იქნებოდა? ფუ ბლიადზ რა.... იტოგში 8 თამაშიდან 5 ს ნაღდი მოოგებენ და 8 ადგილით მაინც შევლენ პლეიოფში...

Posted by: Duff 17 Apr 2016, 01:43
ეს ერთი და სხვა მრავალი up.gif biggrin.gif

Posted by: Defected 30 Apr 2016, 11:54
გადავედით გეიმ 7ში ................

Posted by: Duff 10 Jul 2016, 12:35
მშვენიერი შევსებაა გუნდში... ტიგი, თ.იანგი, ელ ჯეფერსონი და ევანსი ... ძალიან მაგარი გუნდი ვიქნებით chups.gif



ძლივს ნორმალური გამთამაშებელი და ცენტრი!



user posted image

Posted by: Gambler_ 11 Aug 2016, 00:45
ვაჰ რა გუნდი დამდგარა


Duff
ლოუსონსაც არაუშავს სკამიდან

Posted by: Duff 11 Aug 2016, 12:11
Gambler_
QUOTE
ლოუსონსაც არაუშავს სკამიდან



მაგის დიდების წლები წავიდა მგონი მარა ზამენიდან იქნებ ხეირი მოიტანოს

Posted by: Corvette 29 Aug 2016, 19:49
მონტაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული .თუ ისევ ისეთი მძღნერი სეზონი ჩაატარა არაფერი შანსი არ ექნება გუნდს ,თუ თავისი ჩვეული 20+ თამაშები ჩაატარა , მაშინ შეიძლება რაღაც გამოვიდეს . ბურთი უნდა იგრძნოს რაც მთავარია .უბურთო მონტა უბრალოდ 0-ია.

+ ისევ არასტაბილური პგ - ტიგი ჰილს კი ჯობია მაგრამ ესეც არასტაბილური , არასანდო კაცია .

აუ ჯიიიიიიმიი მინდაა რა ბატლერი , მონტაში რო გაცვალონ +ვინმე რომ მისცენ , იდეალური იქნებოდა - კონფერენციის ფინალი და იქ სერიოზული ბრძოლა გარანტირებული იქნებოდა .

+ეს ახალი მწვრთნელი . ვნახოთ ერთი რა როგორ ისწავლა ვოგელისგან .

Posted by: Sean 4 Oct 2016, 19:45
ვუბრუნდები NBA და შესაბამისად პეისერრს love.gif იმედი მაქვს აქტიური იქნება თემა

მოკლედ დღეს ვიწყებთ ფრესიზონს პელიკანსთან გასვლით, თარნერი დაგვაკლდება ერთი კვირით, სერაფინი შეცვლის

ახალმა ქოუჩმა უკვე დაანონსა სასტარტო ხუთეული, რომელითაც გავხსნით რეგულარს 26-ში დალასთან ჰოუმ მატჩს

PG ჯეფ ტიგი , SG მონტა ელისი, SF პოლ ჯორჯი, PF ტადეუშ იანგი, C მაილს ტარნერ

აბა წარმატებული სეზონი, Let's go Pacers jump.gif

Posted by: Gede_Green 27 Oct 2016, 14:51
დღეს დილით უყურე ამ თამაშს, ძაან მაგრად გამისწორდა მაგარი ჩაძაბული შეხვედრა გამოდგა, ინდიან წელს უფრო კაი გუნდაი ბევრად ვიდრე შარშან


Posted by: M43DL0 27 Oct 2016, 14:56
Gede_Green
მეორე - მესამე ადგილისთვის იბრძოლებს, კაი გუნდი შეიკრა, მონტამ თუ არ გააფუჭა

Posted by: Gede_Green 27 Oct 2016, 15:28
M43DL0

კი კი ეს და ტორონტო გაიყოფენ მე-2-3 ადგილებს

Posted by: Duff 27 Oct 2016, 16:29
მეოთხე პერიოდის სინდრომი ისევ აქვს გუნდს და ეგ გამოსასწორებელია...სხვა ყველაფერი კარგადაა

Posted by: Corvette 15 Dec 2016, 17:51
აუ მონტა როგორი შეტენილი აქვთ . შანსი არ არის მაგის ტრეიდის ? საერთოდ ვერ მოერგო გუნდს და ალბათ გუნდიც ვერ მოერგო მას . რასაც ვამბობდი , ბურთი თუ არ მიეცი კაპიკია მაგის ფასი , ბურთი თუ ვერ იგრძნო .

ძაან არეული გუნდია , ვერ დალაგდნენ . შემადგენლობა ბენჩიანად თითქოს კარგია . მწვრთნელი თითქოს ვერ ახერხებს გუნდის დალაგებას . არადა გავიდა სეზონის 1/3-დი .

სიჯეი მაილსი მომწონს , ბენჩიდან ძაან კარგად შემოდის ხოლმე.

ჯორჯის ტრეიდზე წავიკითხე ზემოთ ნბა-ს თემაში . ეგ არ ქნან ამ დებილებმა .



Posted by: Duff 16 Dec 2016, 11:54
საშინლად დაულაგებელი გუნდია... სასტავი მართლა კარგი ყავთ :\

Posted by: ratomac aRa 3 Jan 2017, 20:16
მაილსა ბლოკების რეკორდზე მიდის მგონი, ძაან დიდი სერია აქვს

Posted by: east 29 Jan 2017, 20:53
რატოა ამ გუნდის თემა ესე მივიწყებული

Posted by: Corvette 29 Jan 2017, 22:10
ერთადერთი დადებითი გუნდში ტიგის პასებია . კარგ სტატისტიკაზე გადის პასებში .

დღეს კარგი თამაში უნდა გამოვიდეს სახლში ჰიუსტონთან .

Posted by: east 29 Jan 2017, 23:09
QUOTE (Corvette @ 29 Jan 2017, 22:10 )
ერთადერთი დადებითი გუნდში ტიგის პასებია . კარგ სტატისტიკაზე გადის პასებში .

დღეს კარგი თამაში უნდა გამოვიდეს სახლში ჰიუსტონთან .

მაილს რას უწუნებ ძან მაგარი ბიჯი გვეზრდება ცოტა არასტაბილური ვართ მონტა დაგვატრეიდებინა ვინმეში ისე ჯეი არ სმიტი დაგვხატავდა და კლივლენდსაც უნდა გამთამაშებელი და გავუცვალოთ სმიტში მსროლელი ისედაც საკმაოდ ყავთ კორვერის მოსვლის მერე ფრაი კორვერი შამპერტიც საკაიფოდ ისვრის ლავი

Posted by: Corvette 29 Jan 2017, 23:14
east
მაილს არაფერსაც არ ვერჩი biggrin.gif პროსტა მაგარი არეულია გუნდი და ვინმეს გამოყოფა რთულია . ჯეიარი არ მინდა , მონტა დასატრეიდებელია - ჩემი ნება რომ იყოს რამენაირად ჯიმი ბატლერში დავატრეიდებდი .

Posted by: east 30 Jan 2017, 12:48
QUOTE (Corvette @ 29 Jan 2017, 23:14 )
east
მაილს არაფერსაც არ ვერჩი biggrin.gif პროსტა მაგარი არეულია გუნდი და ვინმეს გამოყოფა რთულია . ჯეიარი არ მინდა , მონტა დასატრეიდებელია - ჩემი ნება რომ იყოს რამენაირად ჯიმი ბატლერში დავატრეიდებდი .

ბატლერს არ გაუშვებს ჩიკაგო თორე არადა ჯეიარი ტიგი ჯორჯი თადეუში მაილსი სკამიც ნორმალური და ერთერთი საუკეთესო ცენტრრი ჯეფერსონი თუ შევიდა ფორმაში ძან კაი კამანდა ვართ პრეზიდენტი კიდე კალათბუტრთზე შეყვარებული ლარი ბირდი ეგ კაცი მაძლევს იმედს რო ფილ ჯექსწონივით არ დაგვიკიდებს და ნიქსად არ გვაქცევს <3

Posted by: Corvette 5 Feb 2017, 21:40
east
ხშირად ჩნდება ინფო რო ჩიკაგოს გაშვება უნდა ბატლერისო . ჯიმი შიმი ია ბატლერი მინდა რა , მერე მართლა მაგარი გუნდი იქნება ინდიანა .

Posted by: QWertWQ 28 Apr 2017, 22:47
NBA News: Larry Bird Steps Down As Pacers President

Posted by: davitgedenidze 5 May 2017, 13:33
არგაუმართლა ძააან smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: east 1 Nov 2017, 20:46
ჯორჯის წასვლა მოგვიხდება ახლა საინტერესოა ამ ფრენჩაიზს ვინ ულიდერებს? მაილსი ოლადიპო საბონისი ვინ გახდება სახე არ ვიცი მარა საბონის დროზე დაუდონ მაქსიმალური კონტრაქტი ძან შენძრეული გაიზრდება ოლადიპოც მოგვიხდა ნუ მაილსი მგელია მგლად დარჩება მთავარია ეხა კოლისონის ადგილზე ცოდა უკეთEსი პოინტ გარდი დაიდოს

Posted by: Corvette 1 Nov 2017, 20:51
east
კოლისონმა იმ დღეს 16 ასისტი გააკეთა biggrin.gif

Posted by: east 1 Nov 2017, 20:59
QUOTE (Corvette @ 1 Nov 2017, 20:51 )
east
კოლისონმა იმ დღეს 16 ასისტი გააკეთა biggrin.gif

კი გასაგები მარა აკლია რაღაც ანუ არ არი ისეთი განმთამაშებელი რომელიც მომეწონება და ზოგადად ამ სისტემის გუნდს წაადგება რავი ვინ შეილება რო დაითრიოს კაცმა სხვა ნორმალური გამთამაშებელი მარა უკეთეს ვისურვებდი თადეუში კიდე კარგი სკამის კაცია
* * *
კონფერეციის ფინალი ან მინიმუმ ნახევარფინალი გვეჯღანება რას იტყვით?
* * *
pg13 შევცვალოთ საბონის ოლადიპო მეჯიქ დუოთი

Posted by: Corvette 1 Nov 2017, 22:09
east
QUOTE
კონფერეციის ფინალი ან მინიმუმ ნახევარფინალი გვეჯღანება რას იტყვით?

პლეიოფი თუ დადეს უკვე კარგი შედეგი იქნება , რაის ნახევარფინალი და ფინალი ?

უი , მონტა ელისი გაუშვიათ - მაგარი ფეილი იყო ინდიანაში . თუმცა ქონდა ამას თავისი მიზეზი .

Posted by: east 1 Nov 2017, 22:39
QUOTE (Corvette @ 1 Nov 2017, 22:09 )
east
QUOTE
კონფერეციის ფინალი ან მინიმუმ ნახევარფინალი გვეჯღანება რას იტყვით?

პლეიოფი თუ დადეს უკვე კარგი შედეგი იქნება , რაის ნახევარფინალი და ფინალი ?

უი , მონტა ელისი გაუშვიათ - მაგარი ფეილი იყო ინდიანაში . თუმცა ქონდა ამას თავისი მიზეზი .

არადა მაგარი გუნდი ვარტ კოლისონი ასეთუისე იფართხალებს საბონისი ძან მაგარი გვყავს ++ ოლადიპო რომელიც აქ ბოლომდეგაიხსნება კოლეჯის პერიოდში მგონი სწორედ ამ ქალაქის გუნდში თამაშობდა და ეგ მეორე მოტივაცია იქნება ცხოველი დადგება ბოგდანა გამოსადეგი და მუშა ნარმალნი თადეუში + მაილსი დაბრუნდება ვაშინგდონებს აქედანვე ვჯობივართ ნუ ბოსტონთან თუ გაგვიმართლა გამოუცდელი ბრაუნი ტატუმებით 100 % ფავარიტ არ იქნება ჩვენთან ირვინგი კიდე 30 + ქულებს და ლიდერობას ვერასდროს მოახერხებს გუნდის და რავა ფილა დაგლიჯავს ყველაფერს?
* * *
სახელფასო ჭერი როგორაა ჩვენი კლეი ტომპსონმა დურანტივით არ დავიკლებ მე მაგარი მახატიაო მამენტ 2 ბეჭედი აქ და კლეი რო დაიმატონ ინდიანაში რა პიზდეცი გუნდი ვიქნებით
* * *
აბა დურანტ ლებრონ ჯეიმს და ეგეთ ფრი აგენტებზეა რც ფიქრობენ ესენი

Posted by: Corvette 1 Nov 2017, 22:47
east
ამ ინდიანას ვაშინგტონიც ჯობია , ბოსტონიც და კიდევ სხვა გუნდებიც biggrin.gif

Posted by: east 1 Nov 2017, 22:48
QUOTE (Corvette @ 1 Nov 2017, 22:47 )
east
ამ ინდიანას ვაშინგტონიც ჯობია , ბოსტონიც და კიდევ სხვა გუნდებიც biggrin.gif

კაი რა ვაშინგტონი ვაფშე არ გვჯობია ჯერ მაილსი დაგვემატოს და მთავარია საბონის ოლადიპომ ასე განაგრძოს აი ტომპსონი დადონ ფრი აგენტი რო იქნება აბა კაშკაშა ვარსკვლავს ესენი არ მოიყვანენდა მერე ფრენჩაიზის ლიდერი გვინდა ვინმე რეჯი მილერისნაირი popcorn.gif
* * *
კლივლენდი ჩავაყლივლენდეეეთ კაკ მინიმუმ ნახევარ ფინალს ველი

Posted by: elektriki 30 Apr 2018, 20:39
ლებრონის ზალაში მოვჯვი 45 ჯერ

თავიდა არ მქონდა გასვლის იმედი, მაგრამ ისე წავიდა სერია მეთქი იქნებ გავძვრეთთქო

დდშვც

ლგმჰ

Posted by: east 30 Apr 2018, 21:30
მსაჯობა იყო კატასტროფილი გეიმ 7 ში

Posted by: elektriki 19 Oct 2018, 11:08
ამასობაში კაი გუნდი შეიკრა
ახალგაზრდობა გინდა- არი
გამოცდილება გინდა - არი
სტარი გინდა - არი
ამბიცია გინდა - არი
რასობრივი ბალანსი გინდა - არი
ახალი ბოტასები გინდა - არი
მემფისი კუანა გუნდია, ცალი ხელით მოვუგეთ.
ეხლა ცოტა სერიოზული გუნდები წამოვა.

ბოსტონს და კავაის უნდა დავაკავებინო ვიქტორას შავი ინსტრუმენტი აღმოსავლეთში.
* * *
ბოგდანა გამოყ.ლევდა
რა თამაში იკადრა

ამ ბაქსმაც თავი გაიგიჟა
17 სამ ქულიანი ჩააგდეს

ვიქტორა დღესაც კარგი იყო
საბონისიც



Posted by: elektriki 4 Nov 2018, 19:13
სუპერ კანცოვკა ქონდა

ივანე love.gif


Posted by: Stan91Marsh 4 Nov 2018, 22:15
ნამეტანი სიმპათიური გუნდია chups.gif მაგრამ ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ ბოსტონს და ტორონტოს ვერ აჯობებენ შვიდ თამაშიან სერიებში, ნუ ცოტა სუბიექტურობაც ურევია.

თუმცა ეხლაც ჯობნიან გადაპიარებულ თრასთ ზი ფროცესს

Posted by: Darker Side 4 Nov 2018, 22:29
QUOTE
სუპერ კანცოვკა ქონდა

ძალიან კარგი იყო, პლეიოფის თამაშს გავდა, ბოლო მეოთხედმა დაგლიჯა
მეორე რაუნდში უეჭველი უნდა გავიდნენ

Posted by: elektriki 6 Nov 2018, 15:48
ბოსტონი ტორონტოსთან ნამდვილად დაიჩაგრებიან ბავშვები ფლეიოფში

გამოცდილება და ყვერები აკლიათ

გუშინდელი თამაშიც ამის მაგალითია

ივანე კვირის აღმოსავლეთის საუკეთესოდ დაასახელეს

Posted by: Anime-10 14 Nov 2018, 21:39
ვიქორ ოლადიპო უნდა შევინარჩუნოთ და გვერდით ვინმე ვარსკვლავი დაუყენოთ, არაა დრო მოვიგოდ NBA?
ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყვავს

Posted by: Anime-10 20 Nov 2018, 12:19
ოლადიპოს ტრამვა ააქვს? რაღაც არა ჩანს, ბოგდანოვიჩი ლიდერობს სულ გუნდს, ეს ბოლო თამაშები.

Posted by: elektriki 20 Nov 2018, 19:42
QUOTE
ოლადიპოს ტრამვა ააქვს? რაღაც არა ჩანს, ბოგდანოვიჩი ლიდერობს სულ გუნდს, ეს ბოლო თამაშები.



კი კუნთი აქვს დაჭიმულიო თუ რაღაცა

2-3 თამაში რამოდენიმე წუთი ირბინა და ეხლა ასვენებენ, სერიოზული არაფერია, დაბრუნდება მალე

შიგა და შიგ დაასვენებენ ალბათ, თორე გადაიწვება ფლეი ოფებისთვის

ჰოლიდეის საღოლ, თავიდან რაღაცა ჭუჭუს შთაბეჭდილებას მიტოვებდა

საბონისი მევასება, იმენა მგელია.
ესეთები რაღაცეები ევასება, დედის ტრაკი დააფარა ემბიიდს





ტყუილად მივტიროდი პოლ ჯორჯს, მშვენიერი გაცვლა გამოვიდა საბონისი-ოლადიპო

Posted by: elektriki 5 Jan 2019, 11:08
რა მაგარი კაცია

წყნარად, მშვიდად, ბოლო წამებზე..



საბონისიც ნელ ნელა მგელდება

Posted by: Anime-10 12 Jan 2019, 11:35
გუნდურ თამაშს ვაჩვენებთ, მრჩება შთაბეჭდილება და კარგია თუ ესეა, არ ვართ ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული გუნდი, როგორც იყო მაგალითად ლებრონას დროინდელი კლივლენდი,

საბონისი მაგარი კაცია, იმედია ბევრ ასეთს ჩატენის

ბოგდანოვიჩზე რა აზრის ხართ, არაა ჰო ცუდი ბიჭი

* * *
user posted image

საბონისმა გვილიდერა ისევ, ბიჯო ეს მილუიოკი ბაქსი მიშლის ნერვებს, იმენა აწყვეტილები მიჰქრიან


Posted by: elektriki 12 Jan 2019, 11:48
ბოგდანა კაი კაცია მაგრამ ახალგაზრდაც აღარაა, 30 ის ხდება აპრილში

ბაქსს შევეშვათ
ეგენი და ტორონტო გასულები არიან გაღმა.

მთავარია იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ და ბოსტონი- ფილა დავატაკოთ ერთმანეთს ფლეიოფში.
მესამეზე თუ გავედით მეექვსე ვინც არ უნდა იყოს ჩავატ.ყნავთ.

Posted by: Anime-10 12 Jan 2019, 12:21
მგონი დას. კონფერენციის მეექვსე ადგილოსანს ვხვდებით ჰო?
თუ ასეა დღევანდელი სატურნირო ცხრილის მდგომარეობით კლიპერსია მეექვსეზე, აი კლიპერსი გვაწყობს,
სან ანტონიო არა
:დ

Posted by: delpo 12 Jan 2019, 13:18
QUOTE
მგონი დას. კონფერენციის მეექვსე ადგილოსანს ვხვდებით ჰო?

სად ხვდებით?

Posted by: Anime-10 12 Jan 2019, 14:04
delpo

პლეი ოფის მერვედ ფინალში smile.gif))
...
ვსო კაროჩე პეისერსის თემა სულ წინა პლანზე იდება აწი

biggrin.gif

Posted by: Corvette 12 Jan 2019, 14:35
Anime-boy
აღმოსავლეთის გუნდს ხვდებიან კაცო .

Posted by: delpo 12 Jan 2019, 14:36
Anime-boy
QUOTE
ვსო კაროჩე პეისერსის თემა სულ წინა პლანზე იდება აწი


ეგეთებს თუ დაწერ კი ))

Posted by: Anime-10 12 Jan 2019, 15:25
Corvette


ააა გასაგებია smile.gif) ხო გამახსენდა, მერე აღმ. გამარჯვებული, დას. გამარჯვებულს ხვდება ფინალში
:დ
delpo
არა, როგორ გეკადრება, :დ თითქმის ორ დღეში ერთხელაა თამაში კაცო, მერედა რამდენი ზღვა მასალა გროვდება :დ



* * *
ფინიქსი
ფილადელფია
დალასი
შარლოტა

უახლესი ოთხი დაპირისპირება გველის, ოთხივე უნდა მოიჭიმოს, ეგება ბაქსის დავეწიოთ..

Posted by: Anime-10 16 Jan 2019, 13:35
ფინიქსსს შაუპამპალეთ

ბოგდანოვიჩმა გვილიდერა

ევანსი და ტერნერიც არ ჩამორჩნენ

ვააჰ ბიჯო

საბონისი და ვიქტორა რაღაც ინერტულები იყვნენ,
მთლიანობაში კაი შოტით დაუბაბანეთ სანსის.

იგივე ბედის გაზიარება ფილადელფიასაც მოუწევს, თან ჩენი კონკურენტია
smile.gif

Posted by: elektriki 24 Jan 2019, 17:48
მორჩა სეზონი
დავიშალეთ
ნახევარ-გუნდა დაგვემტვრა sad.gif

იმედია მარტო ამ სეზონს გამოტოვებს, დღეს ეცოდინებათ დაზუსტებით რამდენად სერიოზულია ტრავმა.

ვის ვაგინო არ ვიცი, თვითონ წაიქცა..

პ.ს. იატაკის დამგების ცოლ-შვილს შევთხარე პორტლენდის გაურკვეველი ფორმის და მნიშვნელობის გერბი

Posted by: vinsaniti 24 Jan 2019, 17:49
QUOTE
პ.ს. იატაკის დამგების ცოლ-შვილს შევთხარე პორტლენდის გაურკვეველი გერბი

lol.gif

Posted by: elektriki 25 Jan 2019, 17:32
OFFICIAL: Victor Oladipo has a ruptured quad tendon in his right knee. He will undergo surgery at a date to be determined and will be out for the season.



ვსო გადაამოწმეს ივანე და ამ სეზონში უეჭველი არ დაბრუნდება
იმედია იმ სეზონში მაინც ეშველება და რომ დაბრუნდება ისევ ისეთი იქნება როგორიც იყო

Posted by: Anime-10 6 Feb 2019, 21:32
ჩაუდეთ ლებრონას 42-იანი
biggrin.gif
დიდის ამბით კი აგვიწიეს კუში
ბოგდანა მაგარი კაცია რაა რაც შეუძლია იმას აკეთებს და პროდუქტიულიცაა
<3

ვიქტორაზე როოო პლეი ოფშიც არ გვეყოლება?

Posted by: რასტრელი 21 Jun 2019, 11:05
ამოვწიოთ ეს თემაც, პრინციპში ავპინოთ <3

---------------------------------


Posted by: stinky 21 Jun 2019, 22:39
აწი აქ, ინდიანასთან ვარ და ვბალეშიკობ. წარმატებები გოგას. jump.gif

Posted by: Irakli2013 21 Jun 2019, 22:42
სამერ ლიგაში ითამაშებს ნეტავ?

Posted by: Anime-10 24 Jun 2019, 18:14
ვაააა მააგარიააა გოგააა პეისერსში,
<3
თემაც ბარაქიანად ამოიწევა წიინ..

ინდიანას პრეზიდენტმა ჩემგან სრული მხარდაჭერა გოგასო, იმედი მაქვს საკმოზე მეტად განვითარდებაო..

სამი ცენტრი კი ყავს პეისერს მაგრამ გოგა საბონისზე არანაკლებ სათამაშო დროს მიიღებს და რაც შეიძლება მალე გამოიწრთობა გუნდშიო...

კარგია თავად გუნდის პრეზიდენტისაგან ამხელა მხარდაჭერას რომ გრძნობ...

Posted by: elektriki 24 Sep 2019, 14:18
გოგაზე რაც მოლოდინი ქონდათ ინდიანაში სავარაუდოდ იმაზე მეტი ანახა ამ ეტაპზე.
მწვრთნელიან, თანაგუნდელებიან, ფანებიან,ძაღლიან, კატიანად ყველა აქებს
user posted imageuser posted image
user posted image
user posted image

Posted by: Fox11 4 Nov 2019, 01:00
ამოვწიოთ , დღეს სასტარტოდან დაიწყებს გოგა და დავაფიქსიროთ ამ თემაშიც

Posted by: BB42 4 Nov 2019, 01:46
სილქის გარდა ინტერნეტში საყურებელი სხვა ლინკი არ გაქვთ?

Posted by: RealMadridZaqro 4 Nov 2019, 02:50
BB42
http://stream.sportv.ws/33/14/17716/

Posted by: Niccolo_Machiavelli 4 Nov 2019, 03:34
მალე აიკიდა პერსონალურები გოგამ თორე 30 წუთიანი თამაში ექნებოსა და თავის გამოჩენის დიდი შანსი.

მშვენივრად დაიწყო ისე. მეტი გამბედაობა კიდევ უფრო შეეჩვევა გუნდს და იქნებ რუკი თიმშიც ვიხილოთ. პერსპექტივა ნამდვილად დიდი აქვს.

Posted by: Anime-10 4 Nov 2019, 20:54
ვერ ვუყურე თამაშებს გვიანააა ხოლმე

რავი მიმოხილვები რო ვნახე, დებიუტის კვალობაზე კაი შედეგია

კლივლენდთან ქულაც კი დააკლდა ორმაგ დუბლამდე

მალე უნდა. მოიხოდოს რაააა
მთვარია სათამაშო დრო მიცენ

smile.gif

ჩიკაგოსთან საბონისი არ იყო, ტრამვა ხომ არ აქვს?

Posted by: Niccolo_Machiavelli 6 Nov 2019, 01:29
კი ტრამვა აქვს, შეიძლება ხვალაც არ იყოს. უფრო უნდა გამოიყენოს გოგამ ეს წუთები ტერნერის დაბრუნების მერე ვეღარ ითამაშებს ამდენს. წინა თამაში მაგრა დაიწყო და უაზრო ჯარიმების გამო სხვა ბენჩის მოთამაშეებმა დაჩრდილეს საბოლოო ჯამში. აქვს ამ ბიჭს რუქი გუნდში მოხვედრის მონაცემები და ტერნერის არყოფნა არის ყველაზე დიდი შანსი.

Posted by: papanwkuri 7 Nov 2019, 02:57
გამარჯობა. გუშინ ვუყურე ინდიანას თამაშს და დღეს ვეღარ ვქაჩავ.
ხოდა თამაშის მთლიანი ჩანაწერი სად შეიძლება რომ ვნახო?

მადლობა.

Posted by: რასტრელი 7 Nov 2019, 07:51
papanwkuri

https://nbahdreplay.com/

აქ არის ყველა ჩანაწერი.

Posted by: Lasha97 7 Nov 2019, 23:31
გოგა ტოვებს დღევანდელ მატჩს

მიზეზი - ტვინის შერყევაო :/

Posted by: Anime-10 3 Dec 2019, 11:45
შეზღუდული აქვს ისედაც დრო, რაც მაილს ტერნერი დაბრუნდა

შემდეგისთვის იქნება ნეტა?

Posted by: Anime-10 14 Dec 2019, 11:55
რა სჭირს ამ ბიჭს, სულ მცირე დრო ეძლევა, ეს მაილსაც ვერააა ფორმაში, მეტი დრო მაინც მიცეს, ხო მოიშუშა ტრამვა

)))


Posted by: MARTIN-EDEN 14 Dec 2019, 12:57
დაღუპავს ეს ნაბიჭვარი მაკმილანი ამ ბავშვს, ეს რა სა###ვეთში მოხვდატიპი დღეს 59 წამი ათამაშA ან როგორ უნდა განვითარდეს ან რამოტივაცია უნდა შეინარჩუნოსsad.gif

Posted by: Anime-10 19 Jan 2020, 10:27
ოლადიპო როდის ბრუნდება ხო არ იცით?

Posted by: Irakli2013 19 Jan 2020, 11:05
QUOTE (Anime-boy @ 19 Jan 2020, 10:27 )
ოლადიპო როდის ბრუნდება ხო არ იცით?

29-ში ითამაშებს

Posted by: Anime-10 20 Jan 2020, 12:16
Irakli2013


მადლობა)))))

* * *
გუშინ ტერნერი იყო ვაფშემ ნული, დაჟე ბითაძემ. უფრო მეტი ქულა აიღო სულ რაღაც 5 წუთში.. მაილსმა 20 წუთზე მეტხანში სამ ქულაზე მეტი ვერ აიღო

Posted by: Anime-10 31 Dec 2020, 15:19
ბოსტონის დედა #####ან,რა გაიგიჟეს ბოლო მეოთხედში თავი,ყველა სროლა წაუვიდათ ტიპებს

Posted by: Anime-10 13 Jan 2021, 09:58
ტერნერი-ჰოლიდეი-საბონისის ორმაგი დუბლი, love.gif
აწ უკვე წამოცმული გოლდენ სტეიტი

user.gif

Posted by: east 14 Jan 2021, 04:21
ოლადიპოს ნაცვლად ლევერტი ძალიან კარგი გაცვლაა მე თუ მკითხავ

Posted by: Anime-10 13 Mar 2021, 17:30
რა ღლეობა სჭირთ ბიჯო ამათ.. სულ ბოლო მეოთხედებში როგორ ისვრიან ქვეშ..
* * *
მართლა მაგარი ბიჭია ეს ლევერტი, დაბომბა სანსი სამიანებით

Posted by: BATONI-DAVITI 14 Mar 2021, 11:14
Anime-boy


QUOTE
მართლა მაგარი ბიჭია ეს ლევერტი, დაბომბა სანსი სამიანებით



სხვა თამაშს უყურე?)))

Posted by: Anime-10 14 Mar 2021, 11:53
QUOTE (BATONI-DAVITI @ 14 Mar 2021, 11:14 )
Anime-boy


QUOTE
მართლა მაგარი ბიჭია ეს ლევერტი, დაბომბა სანსი სამიანებით



სხვა თამაშს უყურე?)))

მე მგონი მართლა სხვა თამაშს ვუყურე facepalm.gif

სტატისტიკებს ვუყურებდი ლაივში, თამაშს არ მიყურებია, მიმოხილვას ჩავუჯექი მერე

:დდდ

Posted by: Anime-10 3 Jan 2024, 21:00
იანისის ბაქსიც დამარცხებულია,
ბარემ 1 მოხსნაც ჰალიბართონის ტრიპლ დაბლი იქნებოდა,
ძალიან მაგარი ბიჭია,დომანტასის მერე ესეთი გამოკვეთილი მოთამაშე არ ყოლია ინდიანას

* * *
ზედიზედ მეორედ ბაქსისთან მოგება,
ტაირესა საუკეთესოა

love.gif

Posted by: Corvette 6 Jan 2024, 14:11
ამათ რა ჭირთ , რა დაემართათ , რა კალათბურთს თამაშობენ ?! biggrin.gif საიდან .

50 ასისტი ?! ups.gif 14 კალათბურთელიდან ერთმა ვერ გააკეთა ასისტი , დანარჩენმა ყველამ მინიმუმ 1 biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)