Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > ქართული თეატრი - ნაწილი X |
Posted by: CampO Larssen 18 Feb 2013, 18:42 |
წინა თემები : http://forum.ge/?f=36&showtopic=33613402&st=0 http://forum.ge/?f=36&showtopic=33703485&st=0 http://forum.ge/?f=36&showtopic=33750366&st=0 http://forum.ge/?f=36&showtopic=33796780&st=0 http://forum.ge/?f=36&showtopic=33843944&st=0 http://forum.ge/?f=36&showtopic=33965357 http://forum.ge/?f=36&showtopic=34175494&st=0 http://forum.ge/?f=36&showtopic=34343656&st=0 ქართული თეატრების ვებ-საიტები http://www.marjanishvili.net/ http://www.sardapi.com/ http://www.theatre.ge/ http://www.opera.ge/ http://www.griboedovtheatre.ge/ http://www.rustavelitheatre.ge/ http://www.rd-theatre.ge/ http://www.musictheatre.ge/cgi-sys/suspendedpage.cgi http://www.tumanishvili.ge/ http://teoteo.site.ge/index.html წინა თემის ტოპ 10 მპოსტავი CampO Larssen 180 ARTcanal 121 jadgschloss 102 iphone_21 93 Parfumer 87 Mak0 84 solci 78 ) 67 M_A_D_R_I_D_I_S_T_A 49 PANTALONE 43 |
Posted by: :)) 19 Feb 2013, 05:02 |
ვიქნები პირველი ჯანდაბას. . დღეს ბარნოვზე მივდიოდი ფეხით და ნახევრად ჩამოგლეჯილ ჩამოხეული ზაზა პაპუაშვილის საარჩევნო პლაკატი შევნიშნე გული დამწყდა რომ პოლიტიკაში წავიდა, ხო შეიძლებოდა ასეთი კარგი მსახიობი დარჩენილიყო იქ სადაც იყო და ეკეთებინა ის საქმე რაც ძალიან კარგად გამოსდის. დასანანია უბრალოდ, რომ თითზე ჩამოსათვლელ სპექტაკლებს ითამაშებს აწი, წელიწადში რამოდენიმეჯერ და შეიძლება ცოტა ხანში ეგეც მობეზრდეს პაპუაშვილი კიდე ჯანდაბას, ყველას აქვს უფლება კისერი მოიტეხოს ისე როგორც უნდა, ძალიან ბევრ კარგ სპექტაკლს აფუჭებს უბრალოდ რომელმა დუბლიორმა უნდა ითამაშოს მისი როლი შობის მეთორმეტე ღამესში რომ ისევ ისეთი კარგი იყოს წარმოდგენა? ცუდია . |
Posted by: Parfumer 19 Feb 2013, 11:05 |
ოჰ ახალი თემა!! გილოცავთ მეგობრებო აი, ხომ ხედავთ ვითარდება სფერო |
Posted by: PANTALONE 19 Feb 2013, 18:08 |
კოლო ტერო რიტტაა უტუ ტუ ტუ ტუ ტუუუტ/ |
Posted by: ekageo 20 Feb 2013, 16:23 |
8 და 9 მარტს მარჯანიშვილში რა სპექტაკლის პრემიერაა ხომ არ იცით??? |
Posted by: PANTALONE 20 Feb 2013, 16:50 |
ეხლა ჯუტუბზე ახალ "ქეთო და კოტეს" ვუყურებ. ვერ გავიგე, რა შუაშია ? საერთოდ ყველაფერი რა შუაშია? ან ტანგო რა შუაშია? ან ინდური ცეკვები და დოლები. ან წამყვანს რატომ აქვს 5 ხელი? ან მუცელზე ნიღბები რატომ აქვთ მოცეკვავეებს? |
Posted by: RTR 21 Feb 2013, 00:10 | ||||
PANTALONE
ეეეეეეეეეეჰ მემანიშვილს რას გაუგებ ჩემო
ლინკი დადე რა მეც ისე უნდა დავიტანჯო, როგორც შენ იტანჯები |
Posted by: solci 21 Feb 2013, 02:58 | ||
|
Posted by: PANTALONE 21 Feb 2013, 12:04 |
RTR http://www.youtube.com/watch?v=7lG75q06Zhs მემანიშვილს არ ვერჩი . პროსტა ცუდი იდეაა. ეს სპექტაკლი. |
Posted by: CampO Larssen 21 Feb 2013, 13:44 | ||||
= )))))))))))))))))))))) |
Posted by: *WASP* 21 Feb 2013, 14:38 |
არავინ იცით პანტომიმის თეატრის აფიშა სად უნდა ვნახო? მაგათ საიტზე არაფერი დევს და ვერ გავიგე |
Posted by: RTR 21 Feb 2013, 18:32 | ||
*WASP*
ფეისბიქზე არ აქვთ გვერდი??? წესით უნდა ჰქონდეთ |
Posted by: CampO Larssen 21 Feb 2013, 21:48 |
*WASP* თვითონ თეატრთან ნახე |
Posted by: serafita_asuli zevaxisa 22 Feb 2013, 01:02 | ||||
თავაძის "მახინჯზე" რა აზრის ხართ? |
Posted by: fifi 23 Feb 2013, 09:43 | ||
რა აზრის უნდა ვიყოთ? მე ვფიქრობ, რომ რეჟისორის პიროვნების ანარეკლია. სათაურს ამართლებს. იმას, რის დაფარვასაც რეჟისორი ცდილობს ცხოვრებაში სცენას სააშკარაოზე გამოაქვს)))))......... კუწუ, კუწუ, კუწუ........ PANTALONE ეს არის უგემოვნების, გოიმობის ზეიმი! ასეთი კოშმარი ქართულ სცენას ჯერ არ ახსოვს! მარტო მაგიტომ ეკუთვნის ბიძინას მადლობა ეს ნაგავი, რომ ჩამორეცხა ქართული სცენიდან. სახელმწიფო, რომელიც თეატრის სცენაზე სტურუას ამ კოშმარით ჩაანაცვლებს კულტურის მიზანმიმართული მტერია! ...და "ჰამლეტი" მარჯანიშვილში!..))))))))))))) |
Posted by: *WASP* 23 Feb 2013, 12:22 | ||
RTR
არ ვიცი, მაგრამ ვნახავ ახლა მადლობა CampO Larssen შენც მართალი ხარ |
Posted by: Parfumer 24 Feb 2013, 14:23 | ||||||
solci CampO Larssen serafita_asuli zevaxisa გენაცვალეთ ერთსულოვნებაში * * * PANTALONE
შენ "ვეფხისტყაოსანი" არ წაიკითხო თორე სულ გადაირევი fifi
შენ სულ გასულხარ ასტრალში ქართულ სცენას არ ახსოვსოოოოო ლოოოოოოლ მე მახსოვს, მე, არა ერთი ამაზე მეტად კოშმარი თუმცა არ მიკვირს ოქტომბრის მერე ვისაც მოსწონდა იმასაც რომ აღარ მოეწონოს ეს "ქეტო და კოწე'
ღმერთო, შენ ჩაგვრეცხე, ჩვენ უკვე დავიღალეთ და მარტო მაგიტომ გეტყვით მადლობას! |
Posted by: solci 25 Feb 2013, 02:55 |
ეს ფიფი ვერა და ვერ დაწყნარდა. მაგის მოსაწონიც არავინ არაფერი დადგა და რა დააწყნარებს? თუმცა რა იყო რო მოსაწონი? |
Posted by: PANTALONE 25 Feb 2013, 10:21 |
Parfumer რომელი "ვეფხვისტყაოსანი" დავით გურამიშვილმა რომ დაწერა? არც ოქტომბერია შუაში და არც რთველი. უაზრო სპექტაკლია. ისე ვეფხისტყაოსანი რაშუაშია? |
Posted by: nata126 25 Feb 2013, 23:45 |
ხომ არ იცი მოხუცი ჯამბაზები როდის იქნებაა??? ძალიან მინდა ნახვა |
Posted by: CampO Larssen 26 Feb 2013, 02:10 |
*WASP* რაში ვარ მართალი ? Parfumer კი მერიდება მაგრამ რის ერთსულოვნებაში ? მე და ამ ასულს რა გვაქვს საერთო მართლა ვერ მივხვდი მომიტევეთ |
Posted by: Parfumer 26 Feb 2013, 09:57 | ||||
PANTALONE
წაგიკითხავს ესე იგი მერე, არ აღშფოთდი საქართველო რა შუაშიაო? CampO Larssen
თუ ძალიან გაინტერესებს წინა გვერდებს გადახედე, არ გაგიჭირდება, სულ ორი გვერდია თუ მაინც ვერ მიხვდი, უფრო მეტად მოგერიდოს და აღარ შემაწუხო, მაინც ვერაფრით დაგეხმარები |
Posted by: PANTALONE 26 Feb 2013, 17:28 | ||
Parfumer
დავით გურამიშვილის ტყაოსანში აღსაშფოთებელი ვერაფერი ვნახე. ქეთო და კოტეში ვნახე/ ეგრეც ხდება ხოლმე. მე ცოტათი მესმის ესთეტიკა. შენ ცოტა მიკერძოებული მგონიხარ. მაგრამ არაა ამის დრამატიზება საჭირო. მოგწონს მოგწონდეს. |
Posted by: CampO Larssen 26 Feb 2013, 22:00 |
Parfumer რა ჯიგარი ხარ |
Posted by: Parfumer 27 Feb 2013, 00:13 | ||
PANTALONE
ჩემი პოზიცია ამ ფორუმზეც რამდენჯერმე მაქვს გამოხატული, თან დაწვრილებით, გამეორება ნამდვილად მეზარება თუმცა ორი სიტყვით ვიტყვი მომეწონა: ვიდეო ინსტალაციების სინთეზი, სცენურ ქმედებასთან (მიუხედავად იმისა, რომ სცენური ქმედება ამ "სპექტაკლიში" თითქმის არ იყო ) რომელმაც რაღაცნაირი გულში ჩამწვდომი და სხვათაშორის არასენტიმენტალური განწყობა მოიტანა. ასევე მომეწონა სცენოგრაფია განსაკუთრებით ანარეკლებს ვგულისხმობ, მომეწონა მემანიშვილის ნამუშევარი (თუმცა მუსიკათმცოდნე არ ვარ და კომპეტენტურიც ვერ ვიქნები ბუნებრივია ) არ მომეწონა და ეს კატეგორიულად არ მომეწონა: "ქეთო და კოტეს" ასე უბრალოდ გაკონცერტება ძალიან ძიშოვი იყო, ოდნავ მაინც დაეცინათ, გაეშარჟებინათ, რამე გაეაზრებინათ ამ თაობის თვალით, გონებით, მითუმეტეს "ქეთო და კოტეში" ეს არ იქნებოდა ძნელი. სამწუხაროდ დოიმ ეს მისია სოფო ნიჟარაძის წითელ შორტებს და მათრახს მიანდო ასე რომ "ქეთო და კოტეს" ესთეტიკაში ნამდვილად არ ვხედავ პრობლემას, მითუმეტეს ინდურ ცეკვებსა და დოლებში, რთველსა და აღარ მახსოვს კიდევ რა გეწერა სხვათაშორის ძალიან ვაფასებ შენი გამოხმაურებების ტონს, აქ ყველა მივეჩვიეთ რომ ერთმანეთს ცინიკურად ვუპასუხოთ, ნუ ზოგს ესეც არ გამოსდის, მაგრამ შენ აშკარად არც გიცდია, რესპექტ |
Posted by: iphone_21 28 Feb 2013, 02:37 |
ოოოჰ! ) გილოცავთ ახალ გვერდს... სულ ცოტა ხნით დავტოვე საქართველო და გავიგე ,,თუმანიშვილში" საოცარად დროსთან შეუსაბამოს პრემიერა გამართულა... რუსთაველის თეატრში ისეთი უკუნი ჩამოწვა საშიშია გავლაო და რა მოხდა? მოხუცი ჯამბაზები nata126 აღარ იქნებაო, ბილეთი მინდოდა დამეჯავშნა და დამცინეს, სად ჩარჩიო და გამაგებინეთ ვინმემ რა მოხდა!? |
Posted by: Contralto 2 Mar 2013, 14:45 |
ამ საიტსაც მივაქციოთ ყურადღება, რეცენზიები იწერება, ბოლოს და ბოლოს ეს მუსკომედიაში "ანტიგონე" (რეჟ. პ. ციკოლია) http://georgiantheatre.ge/index.php?newsid=176 ეს კიდევ მარჯანიშვილში "ჰამლეტი" (რეჟ. თ. კუპრავა) http://georgiantheatre.ge/index.php?newsid=175 |
Posted by: Parfumer 4 Mar 2013, 10:31 |
Contralto ან რა სპექტაკლებია ან რა რეცენზიები |
Posted by: solci 5 Mar 2013, 06:40 |
გიორგი ყორღანაშვილს გადასარჩენად ესაჭიროება ოპერაცია, რომელიც 400 000 აშშ დოლარი ჯდება. დარეკეთ მაგთიდან : 0901800804 - 4 მარტიდან კი ყველა ქსელიდან (ზარის ღირებულებაა 1 ლარი) საბანკო რეკვიზიტები: GE13BR0000010150958229 - GIORGI KORGANASHVILI |
Posted by: Parfumer 6 Mar 2013, 12:44 | ||
((((((((((((((( |
Posted by: pleita 10 Mar 2013, 00:20 |
"მემუარებიდან" დავბრუნდი ახლა და ძალიან სენტიმენტალური ვარ, კარგა ხანია ასე არ მისამოვნია, ემოციებს და ცრემლებს ვერ ვიკავებდი, სევდიანი ღიმილი არ მომშორებია მთელი წარმოდგენის განმავლობაში, რა თქმა უნდა მოხუცი ბატონი ოთარის წილი უზარმაზარი იყო, მაგრამ, გურანდამ გამაოგნა |
Posted by: ხევისბერი 12 Mar 2013, 13:33 |
მეგობრებო იქნებ ვინმეს გქონდეთ ელექტრონული ვერსია თაბუკაშვილის პიესისა ,,ათვინიერებენ მიმინოს" წინასწარ გიხდით მადლობას. |
Posted by: serafita_asuli zevaxisa 16 Mar 2013, 22:36 | ||
fifi
დაბოღმილი ხარ თავაძეზე? სულით სიმახინჯეზე აქცენტის გაკეთება ვფიქრობ, შენი მხრიდანაც კი გადაჭარბებულია * * * Contralto ვინ წერს რეცენზიებს? თეატრმცოდნეები? |
Posted by: Neverborn 18 Mar 2013, 02:05 |
CampO Larssen სოხუმის თეატრის საიტმა რა დაგიშავათ http://teatrisokhumi.ge/ |
Posted by: perchatki 18 Mar 2013, 16:19 |
http://teatrisokhumi.ge/ კაი თეატრია არადა |
Posted by: CampO Larssen 20 Mar 2013, 00:13 |
Neverborn რავიცი არაფერი |
Posted by: ekageo 20 Mar 2013, 18:57 | ||
უი ამათ საიტიც თუ ჰქონდათ არ ვიცოდი |
Posted by: KoShKa 21 Mar 2013, 12:33 |
რამე კარგი სპექტაკლი მირჩიეთ რა |
Posted by: mikheili91 21 Mar 2013, 21:34 |
ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი პრეზიდენტი კარგი სპექტაკლია? მირჩიეთ რა |
Posted by: The Wizard of Menlo Park 22 Mar 2013, 18:13 |
მარიამ სტიუარტი რატო აღარ გადის რუსთაველის თეატრში?? |
Posted by: CampO Larssen 29 Mar 2013, 00:05 |
ეტიუდების ფესტივალზე იყავით ??? ...... |
Posted by: talula 2 Apr 2013, 20:27 | ||
Contralto
მე ვიყავი და კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვნახავდი, საინტერესო ,,ანტიგონე" იყო . ბოლოს სპექტაკლით კმაკოფილი როდის ვიყავი აღარც მახსოვს ))) |
Posted by: CampO Larssen 4 Apr 2013, 02:40 |
მე ამ ბიჭის ეტიუდი ძალიან მომეწონა, ძალიან.. ნახეთ და შეაფასეთ |
Posted by: ვიღაც 4 Apr 2013, 12:50 |
სტურუა წადი თავი მოიკალი რა გადაარჩინე მსოფლიო,ვინც შენ დაგაბრუნა იმას რა ვუთხარი კიდე რა,ტფუ http://www.kvirispalitra.ge/public/16481-qshecdoma-chavidine-rusthavelis-theatrshi-rom-davbrundiq.html |
Posted by: The Wizard of Menlo Park 4 Apr 2013, 15:54 | ||||
აუუ ამ სპექტაკლის მოხსნა როგორ მეწყინა |
Posted by: iphone_21 8 Apr 2013, 02:54 |
გაეტარებინა ამ კაცს მშვიდი სიბერე და დარჩენილიყო გენიოსად, თავი შემაძულა რა. - სხენიდან ვიპარებოდი ამის სპექტაკლების სანახავად 15 წლის წინ ეხლაა შეცდომა რუსთაველის თეატრში დაბრუნება? გადაგვაყოლა მთელი ქვეყანა და დაჩაგრულის მანტია არ გაუხდია!!!!! იაროს გასტროლ-გასტროლ ეცეტერასთი და ,,სათამაშო" გურამ ოდიშარია უშველის რუსთაველის თეატრის სიბნელეს ვაი ჩვენს პატრონს! სტურუა რომ ესეთია ვის რა მოვთხოვოთ!? |
Posted by: :)) 8 Apr 2013, 18:00 |
ნანა ფაჩუაშვილის ვარსკვლავი გამიკვირდა ცოტა არ იყოს.. ყოველტვის ერტი საშუალო დონის მსახიბის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რა დამსახურება ააქვს ისეთი რომ ჯერ საერტოდ ვარკვლავი და მერე გამორჩეული დაუდგეს/გაუხსნეს, საკვირველია პირდაპირ . |
Posted by: iphone_21 9 Apr 2013, 02:14 |
როგორ მინდა არ გეთანხმებოდე ................................................ ................................................ ................................................ |
Posted by: PANTALONE 10 Apr 2013, 14:11 |
ბრაცი ვარსკვლავების გახსნა საქართველოში უკვე თავისთავად პროვინციალიზმია. გინდ ფაჩუაშვილის იყოს, გინდ უშანგი ჩხეიძის ასე არ გგონიათ? |
Posted by: CampO Larssen 10 Apr 2013, 20:11 |
PANTALONE რატომ არის პროვინციალიზმი ? |
Posted by: PANTALONE 10 Apr 2013, 22:17 |
CampO Larssen იმიტომ რომ არაფერზე დამყარებული აქტია. მიბაძვაა ყვლაზე წინწასული და პომპეზურის. შოუბიზნესის არარსებობის პირობებში უადგილოა ვარსკვლავები და შამპანურის აბაზანები. ასევე იმიტომ რომ სინამდვილეში ხალხში რეზონანს არ იწვევს. უადგილოა ისევე როგორც ბრენდების დიზაინერები, ქვეყანაში სადაც მსუბუქი მრეწველობა არ არსებობს. ისევე როგორც დინამოს სტადიონი არენა გახდა. წნორი - მილანი. და ა.შ. |
Posted by: aneta999 11 Apr 2013, 03:26 |
იყიდება ცივი ბოლის (ნისლის) აპარატი. გერამნიიდან ჩამოტანილი. თეატრისთვის და სხვა წარმოდგენებისთვის... ფასი 400 ლარი 568 83 32 85 |
Posted by: CampO Larssen 12 Apr 2013, 14:23 |
PANTALONE ნუ ეგ შენი პირადი შეხედულება და აზრია |
Posted by: PANTALONE 12 Apr 2013, 14:40 |
CampO Larssen თავისთავად , ამიტომ ვიკითხე / |
Posted by: iphone_21 18 Apr 2013, 15:33 |
ვაშინქტონიდან გვყავს სტუმრები, თეატრში სურთ წასვლა, მირჩიეთ სად რა შეიძლება ვაჩვენოთ, რომ სასოწატკვეთაში არ ჩამივარდნენ. |
Posted by: M_A_D_R_I_D_I_S_T_A 18 Apr 2013, 23:20 |
დღეს ვნახე თუმანიშვილში "გოდოს მოლოდინში" |
Posted by: CampO Larssen 19 Apr 2013, 13:24 |
iphone_21 შობის მეთორმეტე ღამეზე წაიყვანე |
Posted by: Miralem Pjanić 19 Apr 2013, 15:07 |
როგორც იქნა "ავისრულე ოცნება" ჯინსების თაობის ბილეთები მაქ |
Posted by: iphone_21 20 Apr 2013, 05:06 |
CampO Larssen მადლობა, მიუხედავად იმისა რომ 100 წლისაა სპექტაკლი და მე მომწონს, იმათ არ მოეწონებათ. Miralem Pjanić ???????????? რატო? ესე გითხრეს კარგიაო???????? |
Posted by: Miralem Pjanić 20 Apr 2013, 13:34 | ||
კი ცუდია? |
Posted by: CampO Larssen 20 Apr 2013, 23:18 |
iphone_21 ჟოლოზე შეიძლება წაიყვანო.. ან მარჯანიშვილში "privite lives" გადის მცირე სცენაზე, ღადაობაა )) |
Posted by: Alice_In_Wonderland 22 Apr 2013, 00:48 |
ვარსიმაშვილის "კავკასიური ცარცის წრე", სტურუას "ნადირობის სეზონი" თუ ჭოლას "კოტე მარჯანიშვილი" რომელი რომელი რომელი??? |
Posted by: CampO Larssen 23 Apr 2013, 01:13 |
Alice_In_Wonderland კოტე )))))))))))))))))))))))) |
Posted by: usaqmurologi 23 Apr 2013, 01:16 |
რომელიმე ქართველ რეჟისორს უცდია არაპროფესიონალების მონაწილეობით დაედგა სპეკტაკლი? დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი რომელიმე მიკუნჭულ სცენაზე, რამე ეპიზოდურ როლში |
Posted by: DEUS_EX 23 Apr 2013, 01:18 | ||
iphone_21
და რის საფუძველზე მსჯელობ მათ მოსალოდნელ სასოწარკვეთას?! მერწმუნე, ნებისმიერ თეატრში წაიყვანე და აღფრთოვანება არ მოაკლდებათ |
Posted by: usaqmurologi 23 Apr 2013, 11:39 | ||
DEUS_EX
ნათელია, რომ იუმორის გრძნობა გაქვთ განვითარებული. |
Posted by: Alice_In_Wonderland 23 Apr 2013, 13:40 |
CampO Larssen აუ, ნიკა, შენ გეცოდინება მარჯანიშვილში შესვენების საათებში ბილეთის ყიდვა მარტო სპექტაკლის დღესაა შესაძლებელი თუ რამდენიმე დღით ადრეც შემიძლია რო ავიღო? ვნახავ კოტეს |
Posted by: iphone_21 24 Apr 2013, 03:38 |
DEUS_EX აშკარად დამცინე ხო? )) ვაშინქტონიდანთქო, უცხო პლანეტიდან ხომ არ მითქვამს )) თუნდაც 2 სპექტაკლი მითხარი რაზეც შეიძლება დღეს აღფრთოვანდე... ერთი იყოს. |
Posted by: CampO Larssen 25 Apr 2013, 04:34 |
Alice_In_Wonderland ვერ მივხვდი რა მკითხე, შესვენების საათი როცაა ვერანაირ ბილეთს ვერ იყიდი დავუშვათ ქაქუცა ჩოლოყაშვილი არის 2 დღეში, შეგიძლია მიხვიდე და იყიდო ბილეთი.. არაა პრობლემა |
Posted by: Alice_In_Wonderland 25 Apr 2013, 15:26 |
CampO Larssen ოო რანაირი მარჯანიშვილისთეატრისტი ხარ მე არ ვიცი 1-დან 3 საათამდე თუ იყიდი ბილეთს (ანუ შესვენების დროს ) 50%იანი ფასდაკლება მოქმედებს ხოდა მაინტერესებედა მარტო იმ დღის სპექტაკლზე იყო აქცია თუ ნებისმიერ დროს შეგეძლო ყიდვა ახლა ვიცი და მადლობა თეატრს |
Posted by: CampO Larssen 26 Apr 2013, 02:43 |
Alice_In_Wonderland აუ არა ეგეთების აზრზე არ ვარ ჩამოვშორდი მე ეს ბოლო პერიოდია |
Posted by: CampO Larssen 9 May 2013, 13:33 |
ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა........... |
Posted by: katte_melson 15 May 2013, 02:55 |
რუსთაველის თეატრიც გარდაცვლილა, მე გახლდით გუშინ და ვუზიარებ მთელ ერს რა დაგვემართა, რატო დაიკიდა ამ მეოცნებე მთავრობამ ეს კულტურის სფერო? ვინმე გამცემს პასუხს? |
Posted by: solci 24 May 2013, 01:50 |
რაღაც ძალიან ჩამკვდარია ეს გვერდი... ასე ცუდადაა თეატრების საქმე?/// |
Posted by: iphone_21 28 May 2013, 22:44 |
solci რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ წინა თემაში ავღნიშნე მგონი, რომ გვერდი ასახავს სფეროს აქტიურობასაც. მხოლოდ არსებობს თეატრალური გარემო, როგორც ეს თემა. |
Posted by: Alice_In_Wonderland 2 Jun 2013, 01:30 |
დღეს ბესო ზანგური "აღმოვაჩინე" პ.ს. არ დამთავრდეს სეზონი რა |
Posted by: iphone_21 2 Jun 2013, 03:24 |
არ დაიზარო და გაგვიმხილე შენი აღფრთოვანების მიზეზი, ნიჭიერებით მოიხიბლე, კოსწუმით თუ სიმაღლით? 2 სპექტაკლი მაქვს მისი მონაწილეობით ნანახი, ერთი იმდენად უნიჭობა იყო ბილეთიც კი არ შემინახავს (არ გამახსენდესთქო ვიფიქრე) მეორეში მონდომებული იყო, მაგრამ უნიჭო და დაწერე რა ნახე შენ, იქნებ მესამედ გავრისკო |
Posted by: Alice_In_Wonderland 2 Jun 2013, 20:18 | ||
iphone_21 ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი ვნახე
მონდომებით ) ყველაზე მეტად გუშინ ბესო მომეწონა. მთელი სულით და გულით თამაშობდა და თან კარგად ) ნუ ყოველშემთხვევაში, მე ნამდვილად ვისიამოვნე |
Posted by: iphone_21 5 Jun 2013, 11:07 |
კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ ადამინაები განსხვავდებიან... შენ ერთ-ერთი კრიტერიუმით, მონდომებით აფასებ მსახიობს და მე რატომღაც (რა ვიცი რატომ ) ნიჭირებით.... თეატრს შესაძლოა ბევრი მონდომბული მსახიობი ყავდეს, მაგრამ მას, მის იმიჯს და ეპოქას ყოველთვის ნიჭიერები ქმნიდნენ. ნიჭიერი არტისტი და მონდომებული არტისტი რადიკალურად განსხვავებული მცნებაა თეატრალ სამყაროში. (ამ თემას განვავრცობ, როცა დრო და განწყობა მექნება) პ.ს. და მაინც ვეცდები, მე-3 სპექტაკლი ვიხილო |
Posted by: Instructor 5 Jun 2013, 17:41 |
გამარჯობათ, რუსულად თუ არის ხოლმე სადმე სპეკტალკები? |
Posted by: iphone_21 8 Jun 2013, 16:54 |
Instructor კი, გრიბოედოვის თეატრში. მის: რუსთაველის პრ. 2 ტელ: 293 11 06 |
Posted by: akkai 9 Jun 2013, 03:11 |
ესეც ახალი თეატრი პლეხანოვზე: http://www.radikal.ru |
Posted by: Contralto 10 Jun 2013, 21:15 |
აუცილებლად ნახეთ თემურ ჩხეიძის ახალი სპექტაკლი, "გრონჰოლმის მეთოდი" მარჯანიშვილის დიდ სცენაზე რა კარგია, რომ თემურ ჩხეიძე დაბრუნდა - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მისი "საფირმო" ტექნიკაა - სრული აქცენტი მსახიობებზე! და შედეგმაც არ დააყოვნა, ძალიან კარგი ანსამბლი შეიკრა - განსაკუთრებით კი გამოვყოფდი ამ სპექტაკლში ერთადერთ ქალს, ეკა ჩხეიძეს. |
Posted by: iphone_21 10 Jun 2013, 23:05 |
akkai ჭოლას ახალი თეატრია? Contralto ვნახე.......... |
Posted by: solci 10 Jun 2013, 23:54 | ||
Contralto
შესანიშნავი სპექტაკლია! ბატონო თემურ! ბრავო! მესხიშვილი ბრავო! ეკა ჩხეიძე, ნიკა თავაძე - ბრავო! ა.მახარობლიშვილი, ა.კუბლაშვილი კარგები არიან, თუმცა ეკა და ნიკამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! |
Posted by: L1992 11 Jun 2013, 00:28 |
Contalto solci სრულად ვიზიარებ თქვენს აზრს ბატონი თემურის ახალ სპექტაკლზეც და მის დაბრუნებასთან დაკავშირებითაც!!! მართლაც, საფირმო "ჩხეიძეა"-ფსიქოლოგიური სიღრმით,რიტმით, ნიუანსებით, დღევანდელ და მარადიულ ღირებულებებზე საფიქრალით... მსახიობები ნამდვილად იმსახურებენ ქებას-ჩემთვის, პირადად, ნიკა თავაძე, გარკვეულწილად, "აღმოჩენა" იყო ამ სპექტაკლში; ამასთან, ვფიქრობ, ამ სპექტაკლსაც ექნება ჩხეიძის საუკეთესო სპექტაკლებისათვის დამახასიათებელი ერთი თვისება-დროთა განმავლობაში, მართლაც რომ "დაღვინდება", შეიკვრება და კიდევ უფრო ღრმა და საინტერესო გახდება მსახიობების ანსამბლი... მესხიშვილის ნამუშევარიც ძალიან კარგია. |
Posted by: Alice_In_Wonderland 11 Jun 2013, 01:22 |
არტ-ხელოვნება იხსნება მარჯანიშვილიდანო და მართალია? რომელი სპექტაკლების ნახვაც ოცნებად მქონდა კი დამრჩა ოცნებადვე და არ მინდა ახლაც ეგრე დამემართოს |
Posted by: CampO Larssen 13 Jun 2013, 03:12 |
ფიფი დაგვენახე და თქვი რამე განსხვავებული თემურის ახალ სპექტაკლზე )))))))) მეც მომეწონა ახალი სპექტაკლი Alice_In_Wonderland ყოფილიყავი ჭკვიანად და ნახავდი ყველა სპექტაკლს მარჯანიშვილში |
Posted by: Alice_In_Wonderland 13 Jun 2013, 19:05 | ||
CampO Larssen ვინ გითხრა რო ჭკვიანად არ ვარ ან მარჯანიშვილში ყველა სპექტაკლს არ ვნახავ? შენ მწარე-მწარე ლაპარაკს კითხვაზე გამცე პასუხი გირჩევნია :*
|
Posted by: CampO Larssen 13 Jun 2013, 23:41 |
Alice_In_Wonderland არ ვიცი გავარკვევ და გეტყვი |
Posted by: Alice_In_Wonderland 14 Jun 2013, 01:14 |
CampO Larssen კარგი |
Posted by: Link 14 Jun 2013, 11:57 | ||||||||||
როგორიცაა ... ვინ? |
Posted by: kleopatrovna 15 Jun 2013, 17:19 | ||||
თავაძის "მახინჯი" ნამდვილად არ მინახავს, თუმცა "ფრეკენ ჟული" და "ტროელი ქალები" საოცრებაა ! ამიტომ ცუდის თქმა დათაზე როგორც რეჟისორზე არ შემიძლია ნამდვილად ! |
Posted by: :)) 18 Jun 2013, 01:45 |
წინა გვერდი გადავათვალიერე და ჩხეიძის ახალი სპექტაკლი როგორც ჩანს მოგეწონათ და ხოტბას ასხამთ. პრინციპში საწინააღმდეგოს თქმა ცოტა რთულია, სპექტაკლი მეც მომეწონა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდი თეატრისთვის ვეღარ ვიცლიდი და მონატრებული ვიყავი თან კარგახანია ნორმალური არაფერი მინახავს. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი თავაძის თამაშით, არ ველოდი მისგან ამდენს, სამაგიეროდ ოთხეულიდან იმედები გამიცრუა კუბლაშვილმა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ როლი სათანადოდ დატვირთული არ იყო, თორე ძალიან ნიჭიერი როა აპოლონი, ამ თემაზე არ გავაგრძელებ წერას. სპექტაკლი დინამიურად მიდის, მარჯანიშვილის დარბაზში ჩამოწოლილი სიცხის გარდა მოწყენის საშუალებას პრაქტიკულად არაფერი გაძლევს. სამწუხაროდ სპექტაკლის ფინალი ვერ გავიგე ბოლომდე, ჩემი მოსაზრება მაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტები არ იყო საკმარისი მის სისწორეში დარწმუნებული, რომ ვიყო. სპოლიერი რო არ გამომივიდეს, მოკლედ ვიკითხავ, ფსიქიურად შეშლილია ის ვინც ბოლოს სცენაზე რჩება? პ.ს. კინაღამ დამავიწყდა . გამეხარდა ჩხეიძის დაბრუნება, იმედია უწინდებურად მიმზიდველს და სანტერესოს გახდის მარჯანიშვილის სცენას. |
Posted by: iphone_21 21 Jun 2013, 06:03 |
Link ამცდი და მე მეზარება დაბრუნება. : )) გეთანხმები, ფინალი ვერც მე გავიგე... ჩხეიძის სპექტაკლს არ ვასხავ ხოტბას, იმის ფონზე, რაც დღეს ზოგადად სცენაზე ხდება, შესაძლოა ნახო ( ) ცოტა გაწელილია, მუსიკალური გაფორმებაც შემომაკლდა (ფაქტიურად არ იყო, მაგრამ მაინც) |
Posted by: pleita 21 Jun 2013, 13:16 |
Contralto solci L1992 უჰ რა კარგია, დღეს მივდივარ გრონჰოლმის მეთოდზე და გული მეთანაღრებოდა არ მომეწონება თქო, გამახალისა თქვენმა დადებითმა შეფასებამ |
Posted by: L1992 22 Jun 2013, 23:31 |
Contralto ძალიან დიდი მადლობა "ტროელი ქალებისათვის "!!!!! გულით გილოცავთ მთელ შემოქმედებით ჯგუფს!!!!! -არაჩვეულებრივ მსახიობებს, რეჟისორს, კომპოზიტორს და რა თქმა უნდა, თქვენ-პიესის ავტორს!!!! ანალიზი და წარმოდგენის პრეპარირება არც მინდა დავიწყო-იმდენად ერთიანი, ღრმა და ძლიერია შთაბეჭდილება; მე "საპნის ოპუსიც" ძალიან მომეწონა, მაგრამ ეს პიესა, ნამდვილად თვისებრივად სხვა საფეხურია!!!! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! თეატრის ყველა მოყვარულს, ვურჩევდი -სამეფო უბნის თეატრის "ტროელი ქალები" აუცილებლად ნახეთ!!! |
Posted by: Contralto 23 Jun 2013, 14:14 |
L1992 დიდი მადლობა, უბრალოდ, დავაზუსტებ - ეს მთლად ჩემი "პიესა" არ არის - ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ჩვენ აქ გამოვიყენეთ ინტერვიუები რეალურ ადამიანებთან - ანუ, მასალის დიდ ნაწილი სწორედ ინტერვიუებია. მე "დავამონტაჟე" რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად. მოკლედ, მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონათ |
Posted by: L1992 23 Jun 2013, 21:04 |
Contralto რეალური მასალის საფუძველზე რომ არის აწყობილი, ზუსტად მაგიტომ ვფქრობ, რომ გაცილებით მეტი ოსტატობა იყო საჭირო-ერთის მხრივ, მხოლოდ "მშრალ" დოკუმენტად რომ დარჩენილიყო, ნამდვილი პოლიფონიურობა ჰქონოდა და დოკუმენტურობის საჭირო დოზაც შეენარჩუნებინა! იმედი მაქვს, კიდევ ბევრ საინტერესო ნამუშევარს ვიხილავთ მალე-თქვენთანაც და სხვა თეატრებშიც; თორემ ბოლო წლების "უჟანგბადობა" ძალიან დამთრგუნველი იყო ჩემთვის, როგორც თეატრის რიგითი მოყვარულისათვის!!! |
Posted by: akkai 27 Jun 2013, 13:44 |
რუსთაველის თეატრის საიმიჯო კლიპი http://intermedia.ge/vid/256960-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AF%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98/ |
Posted by: უცხო 27 Jun 2013, 14:47 | ||
)
მე მგონია რომ იმ კაცში საკუთარი თავი უნდა ამოგვეცნო. განათება ამ კაციდან შემდეგ მაყურებელზე გადავიდა თითქოს სათითაოდ და მერე სცენაზე სადაც უკვე არავინ იყო. |
Posted by: katte_melson 27 Jun 2013, 20:07 |
ეს კლიპი მაგარია, თუმცა ამ ტოპებმდა (ვინც მსგავს რამეებს ქმნიდნენ) როგორც ვიცი დატოვეს თეატრი, ეს სტურუას მორიგი რევანში იქნებოდა დარწმუნებული ვარ. ვნახოთ სხვები რას შემოგვთავაზებენ |
Posted by: :)) 1 Jul 2013, 11:28 | ||||
სუხიტაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვერ ვხვდები რატო ითვლება და რატო კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ რუსთაველის თეატრის სახედ ჩაითვალოს უცხო
რაღაც არ მგონია ჯერ ერთი ძაან მარტივი თეატრალური ხრიკია ეგ და მეორეს მხრივ, მასში საკუთარი თავის ამოსაცნობი ნაკლებად მაქვს პირადად მე |
Posted by: katte_melson 2 Jul 2013, 02:58 |
რობიკოს რომ ერბინა ამ კლიპში რა მაგარი იქნებოდა თემატურად კი ჯდება, ვერ გაერკვია კაცი რა უნდა და ირბენდა-იკუნტრუშებდა თეატრში * * * ლამაზია უდაოდ, მაგრამ მე მომიტევეთ, მაგრამ ცოტა აზრს ვერ ჩავწვდი / თავიდან მეგონა აგვიანდებოდა სპექტაკლზე, ბოლოს ვხვდები რომ ცარიელ დარბაზში აღმოჩნდა, თუ ეშინოდა და იმიტომ გარბის, თუ კომპეტენტური ადამინია ამ კლიპს ამიხსნის იდეურად მადლობას გადავუხდიდი |
Posted by: CampO Larssen 4 Jul 2013, 14:58 |
გრონჰოლმის მეთოდის ფინალი ჩემი აზრით იყო ის რაც მუდამ ხდება ეს იყო მაგალითი იმისა რომ ადამიანი მუდამ გამოცდაშია, მუდამ რაღაცას ამტკიცებს და ყველაფერი მოწყობილია... მაგრამ ეს ჩვენგან გაუცნობიერებლად ხდება |
Posted by: severuss 8 Jul 2013, 22:12 |
რამე მაგარი სპეკტაკლი მითხარით.ეხლა რაც გადის თეატრებში |
Posted by: CampO Larssen 11 Jul 2013, 02:28 |
severuss დაიხურა სეზონი თავისუფალ თეატრში არ დახურულა მარტო მგონი წვიმის გამყიდველზე წადი |
Posted by: nina1992 16 Jul 2013, 23:27 |
დღეს იყო ფოთში "დეჟა ვუ" კოტე თოლორდავას და ნინო ლეჟავას მონაწილეობით ორ საათიანია დრამა-კომედია... თოლორდავა კიდე მეგონა მართლა "დიტოს" ტიპაჟი იყო სხვა როლშიც, მაგრამ ძალიან ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მეწყვილეც მაგარი ყავდა. თან სიცხე, პატარა სცენა...ოფლად იღვრებოდნენ, მაგრამ ერთი სიტყვაც არ იყო ყალბი და შეცდომით. http://image.geotorrents.com/ |
Posted by: pleita 22 Jul 2013, 10:59 |
ბააავშვებოოო, ფესტივალზე ა სპექტაკლებს არჩევთ აპა??? იდეები.. უკვე უნდა დავიწყოთ მგონი ბილეთების შეძენა |
Posted by: iphone_21 23 Jul 2013, 00:10 |
რა ხდება აქ? საინტერესო რაფერი გაქვთ? |
Posted by: marimari 5 Aug 2013, 22:53 |
სეზონის დახურვამდე მოვასწარი მარჯანიშვილში თემურ ჩხეიძის სპექტაკლზე დასწრება...სპექტაკლზე''გრონჰოლმის მეთოდი"' და ასევე ლევან წულაზემ დადგა ასევე მარჯანიშვილში ოღონდ სარდაPში ''ტარტიუPი''. ორივეს გირჩევთ, ძალიან კარგი იყო ორივე... |
Posted by: iphone_21 21 Aug 2013, 01:56 |
მეც ვნახე ''გრონჰოლმის მეთოდი" |
Posted by: *WASP* 23 Aug 2013, 11:57 |
სპექტაკლების სეზონი ახლა ყველგან დახურულია? ვერსად ვნახავ ვერაფერს? სულ ვერაფერს? სულ სულ სულ ვერაფერს? საერთოდ ვერაფერს? თოჯინების თეატრი მაინც, თითების ან სულაც აი რამე სადმე, მიყრუებულ, რმჭჭ თეატრშივ ვერ ვნახავ რამეს? უბანში მაინც არავინ დგავს რამეს? ბავშვობაში გვქონდა ხო;ლმე ჩემთან სპექტაკლები და ასეთობები მაინც არსად ,,ჩითავს" |
Posted by: marimari 23 Aug 2013, 22:46 |
*WASP* ნუ თბილისში დახურულია, ეხლა რაიონებში არიან ხოლმე, დიდი ქალაქებში. ეტყობა, შენ თეატრის დიდი მოყვარული არ ხარ, თორემ ამ კითხვას არ დასვამდი. დაელოდე, როგორც წესი, სექტემბრის 20 დან იხსნება ხოლმე სეზონიiphone_21 მოგეწონა? მე ძალიან... |
Posted by: iphone_21 24 Aug 2013, 05:07 |
marimari არ იყო ცუდი მართლა, ცოტა ბოლოსკენ დავიღალესავით, ცოოტა მუსიკალური გაფორმება შემომაკლდა, მაგრამ რაღაც ახალი ხილი იყო და მაინც ვისიამოვნე. ნიკა თავაძით სიმართლე გითხრა არ ვარ აღფრთოვანებული, რაღაც "სხვას" ველოდი და "სხვა" მივიღე". |
Posted by: marimari 25 Aug 2013, 14:35 |
iphone_21 ყოველ შემთხვევაში თავაძესაც არ უთამაშია ცუდად., თავაძე წულაძის სპექტაკლში '' ქალი ძაღლით'' კარგად თამაშობს. თუ ეს სპექტაკლი არ გაქვს ნანახი, გირჩევ, ნახო. |
Posted by: iphone_21 7 Sep 2013, 04:01 |
ართ თეატრს და არც ამ თემას ეშველება რამე ))))) |
Posted by: marimari 7 Sep 2013, 22:01 |
iphone_21 ხო, რა რაც არ აქტიურობს ხალხი. არადა თეატრში ბევრი დადის აშკარად.რაც ზალიან მახარებს |
Posted by: Parfumer 10 Sep 2013, 01:54 |
აქ რა ხდება? ემზადებით საფესტივალოდ? თან ორი გვაქვს, მაზმიშვილის და დოლიძის! მოუთმენლად ველოდები ლეპაჟს! მართალია რაღაც ძველი სპექტაკლი ჩამოაქვთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესოა |
Posted by: marimari 10 Sep 2013, 19:50 |
მაზმიშვილის არ ვიცი, მაგრამ დოლიძის კარგი იქნება, დოლიძის ყოველთვის კარგი იყო... |
Posted by: pleita 12 Sep 2013, 10:34 | ||
აჰჰა აღვიჭურვე ბილეთებით, დიდად მოლოდინებში არ ვარ... ვნახოთ ...
როდის დაიდება საჩუქრის აფიშა ნეტა??? |
Posted by: iphone_21 13 Sep 2013, 18:00 |
და სად რა იქნება იმედი მაქვს წინასწარ გვეცოდინება და ფესტივალის დასრულების შემდეგ არ გაასაჯაროებენ აფიშებს. თუ ვინმე წააწყდებიტ ატვირთეთ რა სად რა იქნება. მაზმიშვილის ახეული ფესტივალი დაიბრუნა დოლიძემ? კარგია,რაც მეტი სპექტაკლი, ჩვენთვის უკეთესი. |
Posted by: ekageo 13 Sep 2013, 18:45 |
აქ დევს საჩუქარის წლევანდელი პროგრამა http://www.giftfestival.ge/index.php?page=253&lang=geo არ არის ცუდი |
Posted by: marimari 15 Sep 2013, 00:35 | ||
ekageo ცუდი არ არის ,ნამდვილად.
და ეხლა ეს მაზმისვილი ცალკე ატარებს ხომ? |
Posted by: Alice_In_Wonderland 16 Sep 2013, 00:46 |
თავისუფალი თეატრის "თოჯინების სახლით" გავხსნა თეატრალური სეზონი? |
Posted by: marimari 16 Sep 2013, 19:06 | ||
გადასარევი სპექტაკლია. მართალია, 3 საათზე მეტ ხანს გრძელდება, მაგრამ კარგი სპექტაკლია ნამდვილად. ''გავხსნა''ანუ შენ მინიმუმ იქ მუშაობ? 14 უნდა გახსნილიყო ხომ მანდ სეზონი? |
Posted by: Alice_In_Wonderland 16 Sep 2013, 21:07 |
marimari არა, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი და ყველა სპექტაკლს უფასოდ ვნახავდი საუკეთესო ადგილებიდან :@ :@ ჩემი თატრალური სეზონი ვიგულისხმე ) ისე მაქვს მონატრებული სცენის მტვერი 3X3 საათი რო გაგრძელდეს გამიხარდება პ.ს. მიხარია მიხარია |
Posted by: marimari 16 Sep 2013, 23:09 |
Alice_In_Wonderland მეც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაგრამ სადააა. რატომ გაქვს მონატრებული? ბილეთები 10-მაქსიმუმ 15 ლარი ღირს , მე სულ ესე ვაძლევდი, თან სულ პარტერში ვყიდულობდი. მარჯანიშვილმა გახსნა უკვე სეზონი? მანდაც კარგი პრემიერები იყო ბოლოს..წულაძე თემურ ჩხეიძემაც დადგა ბოლოს ერთი კარგი სპექტაკლი''გრინჰოლმის მეთოდი'' გირჩევ, კარგია.... |
Posted by: ekageo 17 Sep 2013, 00:35 | ||
marimari
კიიიიიიიი აი მაგისი ფესტივალის ლინკი http://www.tbilisiinternational.com/ |
Posted by: marimari 17 Sep 2013, 01:18 | ||||||||||||
ekageo ეგ ის ხომ არაა, ხუჭუჭთმიანი ქალი , მემგონი შარშანაც ჩაატარა, მაგრამ არ გაამართლა..ეგაა თუ ის სხვაა? დოლიძის ფესტივალი სულ სხვა იქნება, სხვა დონე...მთელი სტუდენტობა დოლიძის ფესტივალის დროს ლექციებს ვაცდენდი, მაგრამ რამდენჯერმე ჩემი ლექტორებიც შემხვდენ სპექტაკლებზე, ისინიც ''შატალოზე ''იყვნენ... * * * Alice_In_Wonderland
თავისუფალ თეატრში თუ სპექტაკლი ძაან ძველი არრაა.,თავისუფალი ადგილი პრაქტიკულად არ რჩება..მანდ ისეთი კარგი სპექტაკლები იდგმებაა ყოველთვის, რომ... |
Posted by: ekageo 20 Sep 2013, 00:32 | ||
marimari
კიიიიიიიიიი ეგაააააააააა აბა ვინ იყავით გახსნაზე, დაიწყო ტბილისის ტეატრალური ფეასტივალი, გაგვიზიარეტ შტაბეჭდილებები |
Posted by: day_dream 20 Sep 2013, 17:00 |
გამარჯობა წლებია თეატრში არ ვყოფილვარ და რამე კარგი სპექტაკლი მირჩიეთ რა ძაან მომენატრა და არ მინდა მოლოდინები გამიცრუვდეს |
Posted by: marimari 20 Sep 2013, 19:58 |
day_dream რამდენი წელია არ ყოფილხარ? მაგის მიხედვით გირცევ რამეს... |
Posted by: day_dream 20 Sep 2013, 20:07 |
marimari ახლა გამახსენდა, სადღაც წელიწადნახევრის წინ ვიყავი ბოლოს რუსთაველის თეატრში, შობის მეთორმეტე ღამეზე, მას მერე აღარ ვყოფილვარ |
Posted by: marimari 20 Sep 2013, 20:18 |
day_dream კარგი, შევეცდები შედარებით ახალი სპექტაკლები გირჩიო...თავისუფალი თეატრი ''თოჯინების სახლი''. მარჯანიშვილის თეატრი ''ქალები''. მარჯანიშვილის თეატრი '' ტარტიუფი'' და ასევე'' გრინჰოლმის მეთოდი''. მარჯანიშვილში ძველი სპექტაკლებია, მაგრამ თუ არ გაქვს ნანახი გირჩევ ''ჯოლო'', ქალი ძაღლით'',''სასიყვარულო ბარათები''. რუსთაველში შარშან ახალგაზრდა რეჟისორმა სოსო ბაკურაძემ დადგა კარგი სპექტაკლი, სახელი არ მახსენდება, მაგრამ რობერტ სტურუამ ამოიღო მერე რეპერტუარიდან.. სტურუაამ მემგონი'' მოხუცი ჯამბაზებიც '' ამოიღო რეპერტუარიდან და მარტო თავისი სპექტაკლები დატოვა...ყოველ შემთხვევაში სეზონის დახურვამდე ასე იყო და ახალ სეზონში რა იქნება, არ ვიცი... * * * ისე, ორივე ფესტივალის აფიშას გადავხედე და ცოდვა გამხელილი სჯობს და ქართულ პროგრამაში მაზმიშვილს უფრო კარგი სპექტაკლები აქვს , ვიდრე დოლიძეს ... ] [b]day_dream ეხლა გამახსენდა აუცილებლად წადი თუმანიშვილის თეატრში ქეთი დოლიძის სპექტაკლზე ''სამეფო ოჯახი'' ამ ზამთარს იყო პრემიერა..... |
Posted by: day_dream 20 Sep 2013, 21:35 |
marimari უღრმესი მადლობა ასეთი დეტალური ინფორმაციისთვის, გაიხარე |
Posted by: marimari 21 Sep 2013, 01:33 |
day_dream არაფრის...... |
Posted by: CampO Larssen 9 Oct 2013, 19:46 |
რასი იტყვით წლევანდელ ფესტივალზე |
Posted by: marimari 10 Oct 2013, 01:15 |
CampO Larssen შენ იყავი> ? საქართველოში არ ვარ, თორემ არც მაზმიშვილის ფესტივალს გამოვტოვებდი და მითუმეტეს არც დოლიძისას... თან, ორივეს პროგრამ ა მომეწონა... კარგი იყო? თუ არ გეზარება, დაწერე რა შენი შთაბეჭდილებები...მადლობა წინასწარ.. * * * დოლიძის ფესტივალიც იყო უკვე ? მემგონი ოქტომბრის ბოლოსაა ხომ? თუ ვცდები? დოლიძის ფესტივალების დროს მთელი სტუდენტობა '' შატალოებზე '' ვიყავი...მაშინ მაგარ ფესტივალებს აკეთებდა... დარწმუნებული ვარ, ეხლაც მაგარი იქნება... |
Posted by: CampO Larssen 11 Oct 2013, 20:46 |
marimari სხვა ფესტივალზე ვამბობ.. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ წარმოდგენებზე.. თუ ორივე ერთ რამეზე ვლაპარაკობთ ? |
Posted by: salomeli 12 Oct 2013, 19:53 |
CampO Larssen სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სპექტაკლები+ რამდენიმე ქართული სპექტაკლი ეგაა ფესტივალი, სხვა კი არაფერი... |
Posted by: ხუციშვილი 13 Oct 2013, 00:14 |
ამ დღეებში მარჯანიშვილში რა სპექტაკლები გადის? |
Posted by: CampO Larssen 13 Oct 2013, 22:38 |
salomeli )) ხო მე რამდენიმე სპექტაკლზე ვიყავი და რაზეც ვიყავი იქიდან აღფრთოვანებული გამოვედი, მთლიან ჯამში არ ვიცი ვერ გეტყვი |
Posted by: Lilian 14 Oct 2013, 01:38 |
მე რა მაინტერესებს იცით მედეა რომ გადიოდა ადრე მარინა კახიანის მონაწილეობით ამოღებულია ეგ? რეპერტუარში ვერ ვნახე. იმედია სწორ ადგილას ვიკითხე პ.ს ისეც კაი ხანია არაფერი მინახავს ( სადღაც 1 წელი ან ნაკლები) და შიმშილი დამეწყო |
Posted by: iphone_21 14 Oct 2013, 02:48 |
პიტერ ბრუკზე ვინ იყივათ დღეს? ძალიან მომეწონა, ჩამკვდარ რუსთაველის თეატრს იმედი მაქვს ეს ფესტივალი მაინც გამოაცოცხლებს. კარგი იყო |
Posted by: pleita 14 Oct 2013, 14:34 |
iphone_21 მე ვიყავი და ძალიან ვისიამოვნე. როგორი გაჟღენთილი იყო ბლუზით და აფროამერიკული "ბებერი" სულით ფასები მარაზმული იყო და ეტყობოდა კიდეც დარბაზს |
Posted by: salomeli 14 Oct 2013, 23:30 | ||||||||||
CampO Larssen რომელ სპექტააკლებზე იყავი? ქართულზე თუ უცხოურზე? როგორ მინდოდა მაგ დროს საქართველოში ყოფნა///
კი, ამოღებულია კარგა ხანია თავისუფალ თეატრში იდგმებოდა.. მე ვერ მოვასწარი ნახვა და ჩემმა დეიდაშვილმა ისე მიქო...
კი, კი, აქ უნდა გეკითხა, აბა რა....
მე ზაფხულის აქეთია არაფერი მინახავს და ....უკვე ''მშიაა''''''
''ჩამკვდარი რუსთაველის თეატრი? -რატომ????რა ხდება?///
მშურს, მშურს, მშურს,,,, ბოროტი ვარ და სავი შურით მშურს შენი.. და რა ფასებია? |
Posted by: CampO Larssen 16 Oct 2013, 06:19 |
salomeli უცხოური )) GECKO-ს MISSING |
Posted by: Training_center 16 Oct 2013, 13:40 | ||
+1 |
Posted by: marimari 16 Oct 2013, 22:33 |
Training_center ვისი პოსტი დააკოპირე? რა კოშმარი? რა ხდება რუსტაველის თეატრში? |
Posted by: gglnti 21 Oct 2013, 20:34 |
ქეთო და კოტემ დამშოკა პირი დამაღებინა ეს რა იყოოო... დიოტიზმი ... ვის რატომ და რა უნდოდა ან რას აკეთებდა თვითონაც არიცოდნენ... რატო არ მომტყდა ფეხი იქ წასვლისთვის :D:D |
Posted by: marimari 23 Oct 2013, 09:02 |
gglnti ეხლა იყავი? ამ ბოლო დროს? რამ გადაგრია? თან როგორც ვიცი, ბილეთი არ იყო იაფი..ეგ სპექტაკლი არის სოფოს ახირება და მიშიკომაც მორიგი კაპრიზი შეუსრულა რა... როგორც ამბობენ , მილიონზე მეტი დაჯდა მაგ სპექტაკლის დადგმა...მე პროტესტის ნიშნად არ წავედი...მაგ სპექტაკლს ხელოვნებასტან არაფერი საერთო არ აქვს... |
Posted by: Ania 26 Oct 2013, 02:02 |
"მთვრალი ალუბალი" კარგია? . . . . |
Posted by: jadgschloss 26 Oct 2013, 11:36 |
ვინმემ თუ იცით, თუმანიშვილის თეატრში, სტუდენტებზე და მოსწავლეებზე ფასდაკლება ისევ მოქმედებს? და მარჯანიშვილში თუა ბალის აქციები 3შAბათს და 5შაბათს რომ იყო ხოლმე? |
Posted by: marimari 27 Oct 2013, 23:08 | ||
ეგ ახალი სპექტაკლი ა, ხომ? ახალ სეზონზე დაიდგა...თან რეჟისორი ლევან წულაძეა... წულაძის სპექტაკლების 70-80% ნანახი მაქვს, არც ერთი არ ყოფილა ''ისე რა'' სპექტაკლი. ყველა იყო ძალიიიიიიიიიიიიიიიიიიიან მაგარი და დარწმუნებული ვარ , ეგეც არ იქნება ცუდი... არ მინახავს მაგრამ ვაპირებ, რომ ვნახო, როცა მომიხერხდება/// |
Posted by: Nina2103 29 Oct 2013, 14:52 |
რუსთაველში მარია კალასი ხომ არ გინახავთ? |
Posted by: Parfumer 30 Oct 2013, 14:05 | ||
ekageo
http://georgiantheatre.ge/index.php?newsid=212 აი შთაბეჭდილებაც |
Posted by: CampO Larssen 31 Oct 2013, 23:38 |
ვისაც თავისუფალ თეატრთან შეხება გაქვთ , ხომ არ იცით "წვიმის გამყიდველი" მოხსნეს? |
Posted by: marimari 1 Nov 2013, 03:37 |
Parfumer კარგი მიმოხილვა აქვს გაკეტებული...CampO Larssen მაგათ საითზე შედი და ნახავ ნომრებს და დარეკე... ისე, ეგ სპექტაკლი ახალი დადგმულია, მე ვიყავი და მაინცდამაინც არ გავგიGებულვარ და თან რაღაც გაწელილია ნამეტნავად.. ნუ, ცუდი არ იყო, მაგრამ მაგაზე უკეტესზეც შეიძლება წასვლა, თუნდაც იგივე თავისუფალში.. |
Posted by: marusmus 1 Nov 2013, 19:40 | ||
მარჯანიშვილში ბალის აქცია აღარ არის მაგრამ , სამუშაო დღეებში თუ 1დან 3 საათამდე აიღებ ბილეთს 50% ფასდაკლებაა, ოღონდ მხოლოდ დიდ სცენაზე |
Posted by: jadgschloss 2 Nov 2013, 13:16 | ||
marusmus
ნებისმიერ სამუშაო დღეს ეგრეა? |
Posted by: CampO Larssen 4 Nov 2013, 23:56 |
marimari მადლობ ......... |
Posted by: marimari 6 Nov 2013, 02:12 | ||||
ეგ ახალი სპექტაკლია? ვინ დადგა?CampO Larssen არაფერს...jadgschloss
კი,შარშან ეგრე იყო და რასაც ჰქვია, ავატალახე მარჯანიშვილის თეატრი.. ოღონდ დიდ სცენაზე უნდა იდგმებოდეს სპექტაკლი.. მარჯანისვილში ხომ იცი, ახლა 3 სცენაა--დიდი ცანა, თეატრი სხვენში და წულაძემ იქვე გვერძე თიბისის ეზოში ახალი თეატრი გახსნა-სარდაფში, ამ ზაფხულს.. მე ვიყავი... მაგარი თეატრია...ეგეც მარჯანისვილის თეატრს ეკუთვნის.. |
Posted by: CampO Larssen 7 Nov 2013, 13:12 |
marimari შარშან დაიდგა არ მახსოვს, მგონი ლორთქიფანიძემ |
Posted by: marimari 8 Nov 2013, 02:07 |
CampO Larssen არა, რობიკო სტურუას დაუდგია.. მეც არ გამიკვირდა? რობიკო რაც რუსთაველის თეატრში დაბრუნდა, ყველა სხვისი სპექტაკლი მოხსნა, კი, კარგი რეჟისორია, მაგრამ რუსთაველში გოჩა კაპანაძის ''მოხუცი ჯამბაზები'' მოხსნა ( ნუ ახალ სეზონზე თუ აღადგინა არ ვიცი), ერთი ახალგზრდა რეჟისორი იყო, სოსო ბაკურაძე, მაგან დადგა ერთი კარგი სპექტაკლი, ''მშვიდობით ბუშონს'' პრემიერაზე ვიყავი და სპექტაკლი რომ მორჩა , დაინგრა დარბაზი აპლოდისმენტებით, მემგონი ეგეც მოხსნა.. მარტო თავისი სპექტაკლები დატოვა.. კი, კარგი რეჟისორია, მაგრამ ესე არ შეიძლება... წულაძე მარჯანიშვილის მთავარი რეჟისორია, მაგრამ ეგრე არ იქცევა, სხვა რეჟისორებსაც აძლევს შანს.. შარშან დაიდგა? მცოდნოდა მაინც, აუცილებლად წავიდოდი... |
Posted by: CampO Larssen 8 Nov 2013, 12:16 |
marimari უი მარია კალასზე მეუბნები? მე წვიმის გამყიდველზე მეგონა |
Posted by: marimari 9 Nov 2013, 01:06 |
CampO Larssen ხო, მარია კალასზე გკითხე... წვიმის გამყიდველი ვიცი, ლორთქიპანიძის დადგმული რომაა, ვიყავი შარშან პრემიერაზე , ნორმალური სპექტაკლია, უბრალოდ ნამეტნავად გაწელილი და ,,, მე არ მომეწონა დიდად... |
Posted by: CampO Larssen 9 Nov 2013, 01:56 |
marimari როგორ არ მოგეწონა კაი რა )) რამხელა აზრი დევს და რამხელა შემართებაა.. და რა მართალი კაცია სტარ ბაკი ) |
Posted by: marimari 9 Nov 2013, 19:46 | ||
CampO Larssen მე არ მითქვამს , საერთოდ არ მომეწონა, უბრალოდ ძალიან გაწელილი ჰქონდა რეჟისორს...
ნაწარმოებია ნამდვილად კარგი, მსახიობებიც კარგადაა შერჩეული, ცოტა გაწელილი რომ არ იყოს... შენ ეტყობა ახალი ნანახი გაქვს...სტარ ბაკი ეს წვიმის კაცი ხომ? მუმლაძე ასრულებს ისევ მაგ როლს? მთავარ როლში. რა თქმა უნდა, თავის შვილი, ქეთა ჰყავს, ისე, კარგი მსახიობია ეგ გოგო... |
Posted by: CampO Larssen 10 Nov 2013, 02:11 |
marimari მე მარჯანიშვილში მაქვს ნანახი ციცინო კობიაშვილმა დადგა.. მანდ უფრო კარგი იყო თავისუფალში მუმლაძეა ისევ და მარჯანიშვილში კახა კინწურაშვილი ასრულებდა ქეთა ნორმალური მსახიობია, კარგად ასრულებს მაგ როლს რუსთაველშიც დადგან და ეგაა |
Posted by: marimari 10 Nov 2013, 03:01 | ||
CampO Larssen რეჯისორზე ბევრია დამოკიდებული, მეც მანდ ვარ... ნაწარმოები კარგია, რეჟისურა-ისე რა...მარჯანიშვილში ციცინო კობიაშვილის ''ქალები'' მაქვს ნანახი... უმაგრესი იყო.. კარგი რეჟისორია კობიაშვილი. ძალიან კარგი...
ეგ იცი რას გავს? თავისუფალში ორი სპექტაკლი დადგეს რუსთაველის თეატრის ''სველი იასამანი'' და ''შობის მეთორმეტე ღამე'' თავისუფალში არ წავედი, მე ეგ სპექტაკლები რუსთაველში სტურუას რეჟისორობით მაქვს ნანახი მაგრამ ფეისბიქზე თავისუფალ თეატრს, რა იყო, პიესები დაილია, რუსტაველის თეატრის სპექტაკლები რომ გადმოგაქვთთქო... ისე ეწყინათ... არადა მიYვარს თავისუფალი თეატრი. მაგრად მიყვარს... |
Posted by: CampO Larssen 10 Nov 2013, 12:57 |
marimari საწყენს უნდა ეწყინოს )))) კი ქალები კარგი სპექტაკლია , მაგრამ ეგეთი სპექტაკლი არ უნდა დაიდგას მარჯანიშვილში... |
Posted by: marimari 10 Nov 2013, 15:51 | ||
და რატომ ? შენ მამაკაცი ხარ და შესაბამისად მაგ სპექტაკლს ისე ღრმად ვერ გაიგებდი, როგორც მანდილოსნები...არ გეწყინოს, საწყენად არ მითქვამს, |
Posted by: CampO Larssen 11 Nov 2013, 13:29 |
marimari არ მწყენია , მაგრამ არაა მარჯანიშვილის თეატრის დონის სპექტაკლი ნორმალური სპექტაკლია, ღირს ერთხელ რომ ნახოს ადამიანმა , მაგრამ დონე დონე... მარჯანიშვილის არაა |
Posted by: Alice_In_Wonderland 11 Nov 2013, 23:44 |
ჟოლოს ბილეთები მაქვს მე |
Posted by: CampO Larssen 13 Nov 2013, 00:17 |
Alice_In_Wonderland დამირეკე აქეთ რომ იქნები |
Posted by: marimari 13 Nov 2013, 00:55 | ||
Alice_In_Wonderland
წინ დიდი სიამოვნება გელის. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სპექტაკლია... |
Posted by: Alice_In_Wonderland 13 Nov 2013, 23:54 |
CampO Larssen კაი დროს ვნახე რო გამოვალ კიდე, შემოგძახებ marimari მართლა ერთი დიდი სიამოვნება იყო მთელი სპექტაკლი |
Posted by: ბებერა 14 Nov 2013, 01:19 |
ქალი ფინიით,თუ ქალი ძაღლით როგორც ქვია ჩეხოვის მიხედვით რაცაა,აღარ გადის მარჯანიშვილში? |
Posted by: marimari 14 Nov 2013, 02:16 | ||
Alice_In_Wonderland ხომ გითხარი. თან რა მსახიობები-ნატა მურვანიძე და ნიკა კუჭავა... ორივე მაგრად თამაშობს....ბებერა
სპეციალურად შენთვის დავგუგლე, ამ კვირას არ არის... ისე, ეგ სპექტაკლი ძველი დადგმულია და მცირე სცენაზე იქნება(ანუ, თეატრი სხვენში როა, მანდ). მეც მანდ ვნაზე შარშან...სულ არ ამოიღებენ, რადგან კარგი სპექტაკლია და მაყურებელი მაგსპექტაკლს არ აკლია.. დაგუგლე თუ გინდა მარჯანიშვილის თეატრი., მანდ ნომრები უწერიათ და დაურეკე და გეტყვიან, როდის იქნება...კარგი სპექტაკლია, აუცილებლად უნდა ნახო... |
Posted by: levani---1 1 Dec 2013, 01:08 |
თოჯინების თეატრი რომ იყო კიდე არსებობს? ტერიტორიულად სად არის? ან საერთდ სად შეიძლენა ხუთი წლის ბავშვი წაიყვანო მსგავს ადგილას შემეცნებითიც რომ იყოს და ბავშვის ასაკტანაც მორგებული. მოზარდმაყურებლის გარდა ვამბობ |
Posted by: S A F O 1 Dec 2013, 01:39 |
არ მბეზრდება მაკბეთის ყურება , ნანა ბუთხუზი არაჩვეულებრივია . ძალიან კარგად თამაშობს. * * * ნეტავ ნანკა კალატოზა დიქციას მიხედავდეს და მეტი არაფერი მინდა რა , რა უბედურებაა ერთი და იგივე ტონები ყველგან , რით ვერ დახვეწა/დაამუშავა , ხომ ხედავს რომ ხმაში სიყალბე ეპარება ხშირად. აფუს ბუბა.. სად არ იყო. |
Posted by: levani---1 1 Dec 2013, 10:49 |
მეც დამეხმარეთ რა -------------------------- |
Posted by: marimari 1 Dec 2013, 17:59 | ||
levani---1
გამარჯობა, თოჯინების თეატრი ტერიტორიულად პლეხანოვზეა, მარჯანიშვილის მეტროდან რომ გამოხვალ,ხელმარჯვნივ იარე და 10-15 წუთში მიხვალ ფეხით...5 წლის ბავშვი არ ვიცი, მე 7 წლიდან რამის ყოველ შაბათ -კვირას თოჯინების თეატრში დავყავდი დედაჩემს, თვითონ უყვარს ძალიან და უნდოდა, მეც მყვარებოდა...რაღაცეებს ვიგებდი, რაღაცეებს ვერა... რავი, შენი გადასაწყვეტია... * * * ეხლა ვუყურე, რუსთავზე სიუჟეტი იყო, პოსტსკრიპტუმში ბოლოსკენ, თოჯინების თეატრზე, 2 წელია, რემონტია პლეხანოვზე და სადღაც ბაგებში ატარებენ სპექტაკლებსო, სპექტაკლიდანაც იყო სიუჟეტი, 5 წლის კი არა, უფრო პატარები იყვნენ სპექტაკლზე. წაიყვანე ბავშვი, წაიყვანე, მაგაზე კარგს ვერაფერს გააკეთებ...მე რომ შვილი მყავდეს, 3-4 წლიდან ვატარებდი თოჯინების თეატრში .... |
Posted by: CampO Larssen 3 Dec 2013, 01:51 |
თავისუფალში "წვიმის გამყიდველი" ნახეთ ! |
Posted by: jadgschloss 4 Dec 2013, 01:16 |
რუსთაველში რომ სტუდენტური აქციაა, რომელ დღეებშია და რა პირობებია ზუსტად? |
Posted by: :)) 9 Dec 2013, 18:39 | ||
14-ში ბეზრუკოვი სტუმრობს საქართველოსო . ვინმემ ხომ არ იცის რომელ თეატრში იქნება სპექტაკლი? . jadgschloss
სტუდენტური არ არის, მთავარია მაგთის აბონენტი იყო, 5005-ზე გააგზავნი სმს-ს და მოგდის ფასდაკლების კოდი, რომელიც ითვალისწინებს 50%იან ფასდაკლებას . |
Posted by: S A F O 9 Dec 2013, 19:12 |
ფუფ, ბეზრუკოვზე რა მასობრივი ისტერიკაა ატეხილი გული ამერია . ტიპმა შარშან რა იკისრა და ესენი კიდევ -აქეთ ჩოხას უკერავენ , იქით ღვინოს ასხამენ მის სახელზე და ასე. ბეზრუკოვის და მისი დამქაში რუსრეჟისორების იმპერიალური რეპლიკების სროლა ევასათ ეტყობა ქართველ მონური მენტალიტეტის მქონე პერსონებს. სიამოვნებით მივიდოდი და ავუტეხდი დებოშს ბეზრუკოვ -ესენინუშკას . * * * ) ფილარმონიაში ბილეთის ფასი აივანზე 40-70 .პარტერი 80-100 . ხულიგანს საღამოს დასაწყისი 20:00 |
Posted by: S A F O 14 Dec 2013, 10:52 |
მე რა მაინტერესებს - ამ დათო ოქიტაშვილს რომ კრუგში ატრიალებენ ,ხან რომელი კულტურის სამსახურის უფროსი იყო და ხან რომლის... სირცხვილია უბრალოდ რომ ამ ქვეყანაში ოქიტაშვილის ალტერნატივა "ვერ იპოვეს". მას ისევე გაეგება კულტურის როგორც ... |
Posted by: leonsio90 14 Dec 2013, 20:43 |
S A F O +1 კაკრას, მეც ეგ ეიფორია მაგიჟებს და კარგი პოსტიც ვნახე ამ ამბავთან დაკავშირებით აგერ. ძაან ზუსტად უწერია ავტორს ყველაფერი ერი, რომელიც ყველაზე მაგარია მსოფლიოში და სულ იმას გაიძახის “რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ”-ო, ბედნიერია, ერთი ნაბ*****ი შოვინისტის სტუმრობით, რომელიც ცინიკურად და ირონიულად დაჰყურებს ზევიდან მთელ ქართველობას და 2 წელიწადში ერთხელ, თვითკმაყოფილი, გაბადრული სახით ბრუნდება საქართველოდან მშობლიურ “ძერჟავაში” http://qilipa.wordpress.com/2013/12/13/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A5/ |
Posted by: S A F O 14 Dec 2013, 21:02 |
leonsio90 საინტერესო სტატია. მეც ვეძებდი რამე მსგავს პრესაში , მაგრამ ვერ ვნახე ვერაფერი განსაკუთრებული. |
Posted by: marimari 15 Dec 2013, 23:31 |
leonsio90 კარგი სტატიაა ძალიან.. ვინაა ავტორი?........................ |
Posted by: sofka_razma83 18 Dec 2013, 12:27 |
"მთვრალი ალუბალი" მარჯანიშვილის ახალ სცენაზე ძალიან სახალისო და საინტერესო სპექტაკლია იქნებ იცოდეთ ვინ არის იმ მუსიკის შემსრულებელი სპექტაკლში რომ არის გამოყენებული bye bye blues ეს სიმღერა უნდა იყოს მაგრამ 47-ზე მეტი ვერსიაა ინტერნეტში და არცერთი არაა ის, არადა ძალიან მინდა რომ ვიპოვო |
Posted by: CampO Larssen 7 Jan 2014, 14:40 |
ნახეთ ჭოლას ახალი სპექტაკლი ???? |
Posted by: Alice_In_Wonderland 8 Jan 2014, 00:41 | ||
ვინ მანახა მერე, ვინ?? იმდენი ხანი მინდოდა ამისი ნახვა და იმდენი ხანი ვერ ჩავიგდე ბილეთები ხელში რო გადამინდა უკვე :@ :@ |
Posted by: AchoS 10 Jan 2014, 14:52 |
კეთილი იყოს ჩემი პოსტი ამ თემატრში ვეძევ კარგ თეატრალურ დადგმას (ბოლო სამმა ცოტა იმედები გამიცრუა). "მთვრალი ალუბალი"-ის ბილეთების შოვნა არც ისე მარტივია და სხვა..? |
Posted by: salomeli 14 Jan 2014, 01:22 |
AchoS რა სპექტაკლები ნახე, რომლებმაც იმედები გაგიცრუა? ''მთვრალი ალუბალი''პირადად არ მინახავს, მაგრამ ვაპირებ ნახვას, მაგრამ ლევან წულაძის ნებისმიერი სპექტაკლი ნახე მარჯანისვილში და მერწმუნე, ზალიან კმაყოპილი და ნასიამოვნები წამოხვალ.... |
Posted by: AchoS 18 Jan 2014, 18:17 | ||
salomeli
3/10 "Undergorund" - თუმანიშვილი 5/10 "ბაკულას ღორები"- თუმანიშვილი (კარგი დადგმაა კარგი მსახიობები, მაგრამ არ არის აქტუალური) 2/10 "კრეპის უკანასკნელი ფირი" - მარჯანიშვილი აი ესენი ვნახე. წულაძის "ჟოლო" არ მაქვს ნანახი და მაშინ მანდ წავალ |
Posted by: marimari 18 Jan 2014, 22:24 |
AchoS წულაძის ''ჯოლო' ც კარგია და ''ქალი ძაღლით'' თუ არ გაქვს ნანახი მაგასაც გირჩევ... წულაძის ''მთვრალ ალუბალ ''ს აქებენ ძალიან. არ მაქვს ნანახი, მაგრამ თებერვალში საქართველოში ვიქნები და აუცილებლად ვაპირებ ნახვას..ნუ ''ბაკულას ღორები'' მართლა ძალიან ძველია, როდის დადგეს, ბავშვი ვიყავი///.კრეპის უკანასკნელი ფირი'' რაღაც ახალია, ხომ?ვინაა რეჟისორი? თუმანიშვილში შარშან დადგა ქეთი დოლიძემ სპექტაკლი. სახელი დამავიქყდა, ნინელი ჭანკვეტაძეა მთავარ როლში, გირცევ, კარგი სპექტაკლია ძალიან..''ანდაგრაუნდი?''არ მაქვს ნანახი, რეჟისორი ვინაა? |
Posted by: AchoS 18 Jan 2014, 23:22 |
marimari "ქალი ძაღლით"-აც არ მინახავს, მაგასაც ჩავინიშნავ სამომავლოდ . მთვრალ ალუბალზე ისეთი ამბავია, ერთი თვით ადრე უნდა აიღო ბილეთები (ჯერ მეც ვერ მოვახერხე ბილეტების აღება). ”კრეპის უკანასკნელი ფირი” რეჟისორი ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი წინასადიპლომო ნამუშევარი (ლევან წულაძის სარეჟისორო ჯგუფი). დადგმის ხელმძღვანელი - ლევან წულაძე "ანდაგრაუნდი" თუ არ ვცდები ქეთი დოლიძის არის. |
Posted by: marimari 19 Jan 2014, 23:46 |
AchoS ქალი ძაღლით კარგი სპექტაკლი კია, მაგრამ აქ ერთი იძახდა, დიდი ხანია, არ არის აფიშაშიო...თუ არადა, ''ჟოლო'' ნახე, ეგეც წულაძისაა და ძალიან მაგარია,, ''მთვრალ ალუბალზე ''იმიტომაა ალბათ ერთი ამბავი , რომ ეგ სპექტაკლი წულაძემ თავის ახალგახსნილ თეატრში დადგა, შარშან ზაფხულს გახსნა ''ტარტიუფით'', მე ვიყავი და ადგილებია ცოტა, პატარა დარბაზია, თან ყველამ რომ იცის, რომ წულაძის სპექტაკლი ცუდი არ იქნება....ხო, ''ტარტიუფიც;;''-კარგია, ''ჯაყოს ხიზნების''უცხოური ვარიანტია, ეგეც წულაძემ დადგა შარშან...თავისუფალი თეატრი არ გიყვარს? მანდაც კარგი სპექტაკლები იდგმევა ხოლმე...ხო, ვნახე ფეისბუქზე ''ანდაგრაუნდი''ქეთი დოლიძის ყოფილა, საერთოდ არ ვარგოდა თუ ისე რა? არ მირჩევ? ხო, იმ სპექტაკლის სახელი გამახსენდა''სამეფო ოჯახი'' ეგეც ქეთი დოლიძისაა, თუმანიშვილშია, მართლა კარგი სპექტაკლია.. |
Posted by: AchoS 21 Jan 2014, 11:18 |
marimari ახლა დავათვალიერე და "ქალი ძაღლის" არის 1თებერვალს, "ტარტიუფო" 29 იანვარს.. ასე რომ ყვეაფერი წინ მაქვს მადლობა რეკომენდაციისთვის! თავისუფალ თეატრში ერთი პერიოდი ყველა დადგმა ვნახე და ახლა აღარ ვიცი რა აქვთ ახალი. ''ანდაგრაუნდი'' მე არ მომეწონა... და რჩევით "გრონჰოლმის მეთოდს" გირჩევ მარჯანიშვილში, კიდევ "კარმენი" და "მოჩვენებები" - მუსიკისა და დრამის თეატრში. |
Posted by: S A F O 21 Jan 2014, 15:13 |
როგორი გამაღიზიანებელია, რომ ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისა ,ელ. საზოგ. მოქცევის წესები. თეატრში რომ შედიხარ შვილო ვიღაც ხარ, გაიკითხე მაინც რა და როგორ არის , და გათიშე ეს იდიოტი ტელეფონი. თან რომ პასუხობენ კიდეც ... ვიცინო თუ ვიცოფო აღარ ვიცი. |
Posted by: marimari 21 Jan 2014, 20:12 |
AchoS ხო, ჯერ ქალი ძაღლით ნახე, იმიტომ , რომ ძედარებით ძველი დადგმულია და ხშირად აღარ არის აფიშაში..ხო, თავისუფალ თეატრში გიშინ დადეს ფეისბუქის გვერძე , 2 დღეში პრემიერა გვაქვსო, თუმცა, არც სახელი ეწერა სპექტაკლის და არც რეჟისორის...''გრონჰოლმის მეთოდი'' ნანახი მაქვს, შარშან პრემიერაზე ვიყავი...აი, მუსიკისა და დრამის თეატრში შენ რაც მირჩიე, არც ერთი არ მაქვს ნანახი და აუცილებლად ვნახავ.. შენც მადლობა რჩევისთვის...S A F O ხო, მესმის შენი.. ისე, რაღა დაგიმალო და მეც დამვიწყებია გათიშვა ტელეფონის, მაგრამ თუ სპექტაკლის მიმდინარეობისას დაურეკავტ ჩემთვის, ესემესი მიმიწერია, ან საერთოდ გამითიშია, მეც არ მომწონს,სპექტაკლის მიმდინარეობისას ტელეფონზე არ უნდა ილაპარაკო.. * * * მარჯანიშვილში დღეს პრემიერაა? ფეისბუქზე იყო, ''საწვავი''კოკო როინიშვილი, მიშა გომიაშვილი და კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგოა მთავარ როლში... სცენის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ. ახალ სცენაზეა სპექტაკლი, ანუ, სავარაუდოდ რეჯისორიც წულაძე იქნება.... საინტერესოა ძალიან.... |
Posted by: AchoS 23 Jan 2014, 12:22 |
marimari უკვე ავიღე ბილეთები ჟოლო-ზეც და ქალი ძაღლზეც S A F O ოოო.. ეს "მობილურით თამაში" ძალიან მტკივნეული თემაა უფრო უარესსაც შევსწრებივარ (ჭორაობა + უადგილოდ ხარხარი), ერთი დადგმა კინაღამ ჩაიშალა, დაიბნა მსახიობები და მსმენელი, რაზე იცინოდა ვერ მვხვდით. ახლა მეცინება და მაშინ ძალიან გავბრაზდი. |
Posted by: marimari 24 Jan 2014, 00:01 |
AchoS სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებ....რა მაინტერესებს, კარტით რომ ვიყიდო ბილეთი შეიძლება? თუ მაინცდამაინც იქ უნდა მიხვიდე? ისე, მარჯანიშვილის თეატრში ბილეთებს ძალიან ჯიგარი ქალი ყიდის, ვჭორაობთ ხოლმე, სულ მირჩევს ხოლმე ეს სპექტაკლი კარგია,ჯერ ეს ნახეო და ა,შ, აი ზოგ თეატრს ისეთი უჟმური ბილეთების გამყიდველი ჰყავს,.... |
Posted by: S A F O 24 Jan 2014, 11:51 | ||
marimari ეგ ქალი სერიოზული თეატრალია, ისე გაგირჩევს სპექტაკლებს , პროფესიონალს შეშურდება. საყვარელია მართლა . AchoS
უადგილო ხარხარი და სულელური რეპლიკები კიდევ ერთი მტკივნეული თემაა. ამის წინ "გაყრაზე" , სპექტაკლის მსვლელობისას , ვიღაც მოწიფულმა ქალბატონებმა ცეკვა დაიწყე და ტაში ააყოლეს მსახიობებს. უნდა გენახათ რას კუნტრუშებდნენ, ძლივს ჩააწყნარეს.. საოცრება იყო, ერთ მხარეს სპექტაკლი მიმდინარეობდა მეორე მხარეს საცირკო წარმოდგენა. |
Posted by: marimari 24 Jan 2014, 17:50 | ||||
S A F O
კი, მართლა, თან რაღაცნაირად ძალიან სასიამოვნო ქალიცაა ურთიერთობისას, ძალიან შემაყვარა თავი... ერთხელ სხვა თეატრის სალაროსთან ბილეთის საყიდლად რომ მივედი, იმ თეატრში 2 პრემიერა იყო, 2 სხვადასხვა დღეს, გამყიდველს რომ ვკითხე, თქვენ რომელ სპექტაკლს მირჩევთ თქო, თვალები დამიბრიალა, რომელი მრჩეველი მე მნახეო... ეგ ქალი კიდევ ისე თბილად, ისე მეგობრულად დაგელაპარაკება, მოკლედ, ძალიან კარგი ქალია...
თუმანიშვილში ვიყავი ერთხელ პრემიერაზე, ჩემს უკან დედაჩემის ტოლა 5 დაქალოჩკა იჯდა, სპექტაკლი იყო 2 საათიანი, მაგრამ...ვინ გაცადა სპექტაკლის ყურება...ჯერ სიძე-რძლები გაჭორეს და იწუწუნეს, მათ ''ანგელოზ ''შვილებს ''როგორ არ გაუმარტლატ, მერე ვისაც დედამთილ- მამამთილი ცოცხალი ჰყავდათ, იმათ ლანძღვა დაიწყეს, მერე უფროსობასაც გადაწვდნენ და ბოლოს ქმრებიც არ დაინდეს...'' იდეალურად '' გავატარე დრო, ესე, ''სპექტაკლიტ არასოდეს მისიამოვნია.. ტან იმხელა ხმაზე ლაპარაკპბდნენ... |
Posted by: ESHELON 25 Jan 2014, 10:38 |
გამარჯობა... თუ ვინმეს გაქვთ ნანახი მარჯანიშვილში წულაძის სპექტაკლი "როგორც გენებოთ" , შთაბეჭდილებები გამიზიარეთ რა.. |
Posted by: S A F O 25 Jan 2014, 12:51 | ||||
ESHELON
მე მომწონს ეს სპექტაკლი, საინტერესო გადაწყვეტა აქვს წულაძეს. მსახიობები კარგი, მუსიკა სასიამოვნო, ტექსტის ინტერპრეტაცია საინტერესო, დეკორაციები და კოსტუმები ლამაზი, ფერადი და სასიამოვნო განწყობაზე გაყენებს , თატრია თეატრში. მოკლედ გირჩევთ უყუროთ . ეს სპექტაკლი ძალიან მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ლონდონში, გლობუსის სცენაზე იყო წარმოდგენილი, შექსპირის ფესტივალზე , ( 37 ქვეყანამ , საკუთარ ენაზე ითამაშა , შექსპირის პიესები) და მაყურებლების და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. რაც ნამდვილად არ არის პატარა ამბავი ზოგადად ,ძალიან მიყვარს წულაძე, არამარტო შემოქმედებითი თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ნამდვილ ხელოვანს, სწორედ ისეთი ადამიანური თვისებები უნდა ახასიათებდეს , რაც მას აქვს. საყვარელია უზომოდ * * * marimari
რა კოშმარია, მსგავსი ხალხის ახლოს რომ მოხვდები . გინდა არ გინდა, ვითომ ხმადაბლა- ჩუფჩუფ საუბარი მაინც გესმის. |
Posted by: marimari 25 Jan 2014, 13:45 | ||||
S A F O
კი, კი, გეთანხმები 100 %, ძალიან დადებითი, თავმდაბალი და უბრალო პიროვნებაა...ერთი ორი რეჟისორი ვიცი, კი კარგ სპექტაკლებს დგამენ, მაგრამ პიროვნული თვისებებით სერიოზულად მოიკოჭლებენ...წულაძე |
Posted by: ESHELON 25 Jan 2014, 14:14 |
S A F O დიდი მადლობა... დღეს მივდივარ ამ სპექტაკლაზე და ვერ მოვითმინე მაინც, სხვისი აზრი მაინტერესებდა)) კარგის მოლოდინი მაქვს და გადავამოწმე...არ მიყვარს თეატრიდან უკმაყოფილო რომ მოვდივარ ხოლმე, უზომოდ მეშლება ნერვები |
Posted by: marimari 25 Jan 2014, 21:23 |
რუსთაველში ეს სპექტაკლები ვინმეს ნანახი გაქვთ? კარგია? * * * ................................................................................................. * * * მოკლედ, რუსთაველში ..მარია კალასი'' და ''ფსიქოზი'' ნანახი გაქვთ? |
Posted by: AchoS 26 Jan 2014, 23:25 | ||
marimari
უი ეგენი მეც არ მაქვს ნანახი აბა ველოდებით გამოხმაურებას... "ჟოლო" ვნახე და ძალიან მომეწონა ) 8/10 (imho) |
Posted by: marimari 27 Jan 2014, 00:57 | ||||
AchoS
ხომ გითხარი, კარგია თქო..'' ქალი ძაღლით'' ზე როდის მიდიხარ?
ხო, მარია კალასი რობიკომ დადგა მგონი სექტემბერში, თან მარია კალასის როლს ლელა ალიბეგაშვილი ასრულებს, უმაგრესი მსახიობი....აი,'' ფსიქოზი '' ს რეჟისორი ვიღაც უცხოა, მე არასოდეს გამიგია ეგ სახელი და გვარი, მაგრამ მთავარ როლში ბესო ზანგურია, ბესო ძლიერი მსახიობია.. მე ვიდეოები ვნახე ფეისბუკზე,2 წუთიანი, აქ მინდოდა დამედო, მაგრამ არ გამომივიდა, ნეტა ვინმემ ნახა ეს სპექტაკლები? |
Posted by: S A F O 27 Jan 2014, 03:07 | ||
ESHELON თეატრიდან რომ დაბრუნდებით გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება, საინტერესო იქნება.marimari
ფსიქოზი -მუსიკის და დრამის თეატრში ნანახი გაქვთ ? მაკა ნაცვლიშვილის რეჟისორობით. მე უფრო ეს მომწონს, ვიდრე კიტას დადგმული ექსპერიმენტული სახით, რაღაცნაირად ვერ მივიღე კაცი ამ როლში. მეხამუშა. მეორეს რაც შეეხება , როდესაც სტურუა დგამს და თან კალასზე , ეს უკვე ძალიან საინტერესოა და ცხადია უნდა ნახოთ. |
Posted by: AchoS 27 Jan 2014, 16:54 | ||
marimari
შაბათის ბილეთები მაქვს ... და მიხარია S A F O მუსიკის და დრამის თეატრის აფიშას ვერსად ვერ მივაკვლიე. იქ გასვლა კიდევ მეზარება |
Posted by: likable 27 Jan 2014, 20:42 |
რომელ სპეკტაკლს მირჩევდით ჩემი უცხოელი მეგობარი რომ წავიყვანო , ძალიან დიდი სურვილი გამოთქვა ..ისეთი მინდა რომ მისთვის გასაგებარი იყოს და თან საინტერესოც |
Posted by: marimari 28 Jan 2014, 02:20 | ||||||||||
S A F O
არა., სამწუხაროდ. რუსკა მაყაშვილი მაყაშვილი ხომ არაა მთავარ როლში, თუ მეშლება?
მადლობა რჩევისთვის//
კი, ვაპირებ ამ სპექტაკლზე წასვლას.. მე მგონი სექტემბერში დადგა, ახალია არა?
ჟურნალი ''თბილისელები'' იყიდე და იქ შუაშია ხოლმე აფიშა, თუ არადა პლეხანოვზე ვერ გასულხარ?
სადაურია მეგობარი? |
Posted by: S A F O 28 Jan 2014, 13:56 | ||||||
AchoS
რას წვალობთ მერე :დ Teatri.ge-ზე შედით და ნახავთ აფიშას. და ისე , ამ გახსენებაზე- ძალიან დიდი ხანია აფიშაზე არ მომიკრავს თვალი . ეს სპექტაკლი , ახალგაზრდა რეჟისორებს წახალისების მიზნით , გარკვეული პროექტის ფარგლებში დაიდგა , და ეტყობა კონკრეტულ პერიოდს ითვალისწინებდა, ან იშვიათად გავა. marimari
კი მაყაშვილი და კიტია. ფსიქოზი ილიაუნის თეატრშიც დაიდგა ისე , მოკლედ გატაცებული არიან ამ პიესით რეჟისორები .. პრინციში გასაკვირიც არ არის სკანდალური და საინტერესო პიესაა. marimari
კი სექტემბერში იყო 'ფაბრიკაში ". |
Posted by: marimari 29 Jan 2014, 10:01 | ||||||
S A F O
რომელი სპექტაკლი? ''ფსიქოზი''?
კი, მივხვდი, ვიდეო რეკლამა იდო ფეიბუქზე და საინტერესო ჩანდა 2 წუთიან ვიდეოში...
''ფაბრიკაში''? |
Posted by: S A F O 29 Jan 2014, 13:54 | ||||
marimari
დიახ
დიახ , თეატრი -"ფაბრიკა "... |
Posted by: marimari 30 Jan 2014, 00:36 | ||||
S A F O
ანუ, შეიძლება ხშირად ან თუ ამოიღეს რეპერტუარიდან საერთოდ აღარ დაიდგას?
ეგ ის ხომ არ არის, როცა რობიკო რუსთაველის თეატრიდან გააგდეს, ივანიშვილი რომ შეპირდა , მე სპეციალურად აგისენებ შენ თეატრსო? მახსოვს, მაშინ თქვეს, ივანისვილმა რარაც ყოპილი ფაბრიკის ტერიტორია უყიდა და სტურუას თეატრს უკეთებსო? ეგ არის ? კონკრეტულად სად არის ეგ თეატრი? და აწი სტურუა სულ მანდ დადგავს თავის სპექტაკლებს? |
Posted by: makarena 30 Jan 2014, 00:42 |
ხალხო ძალიან დამეხმარებით თუ ვინმეს მოგეპოვებათ და მომაწვდით კოტე მახარაძის ერთი მსახიობის თეატრიდან სპექტაკლის - "ილია ჭავჭავაძის" ვიდეო ჩანაწერს. ბევრი ვეძებე ინტერნეტში და არსად არ დევს არადა მახსოვს, როცა ვუყურე ტელევიზორში, სამწუხაროდ ცოცხლად არ მაქვს ნანახი, ძალიან მომეწონა. ისევ მინდა ყურება |
Posted by: AchoS 30 Jan 2014, 12:32 | ||
S A F O
უი.. მე ბილეთები.გე-ზე ვეძებდი და იქ არ იყო. მადლობა დიიიდი |
Posted by: <rap-girl> 1 Feb 2014, 00:15 |
მარჯანიშვილიში როგორც გენებოთზე ვაპირებ წასვას და რას მირჩევთ კარგია ? ვინმეს გაქვთ ნანახი? საერთოთ წულაძის სპექტაკები რაც მინახავს ყველა მაგარი იყო მაგრამ მაინც მაინტერესბს |
Posted by: ESHELON 1 Feb 2014, 12:52 | ||
ახლახანს ვიყავი და ძალიან კარგი იყო...ოქროა წულაძე))))) * * * S A F O ძალიან, ძალიან, ძალაინ ვისიამოვნე... ჩემი აზრით რთული პიესაა სცენაზე დასადგმელად და არ მეგონა ასეთ სიამოვნებას თუ მივიღებდი... ყველას ვურჩევ რომ ნახოს...ბევრი სპექტაკლი არ მაქვს წულაძის ნანახი, მაგრამ ამ სპექტაკლის ნახვის მერე გადავწყვიტე რომ წულაძეს ვენდობი და კიდევ მის დასს... |
Posted by: ლილეკა 1 Feb 2014, 17:48 |
მარჯანიშვილის თეატრის ყველაზე ძლიერი და კარგი სპექტაკლი მითხარით, რომელიც ამ პერიოდშია სცენაზე. დედასთვის მინდა საჩუქრად, ასაკი 45-55 ) |
Posted by: CampO Larssen 5 Feb 2014, 15:11 |
likable აზრი წაყვანის? ქართული თუ არ იცის ვერ გაიგებს ვერაფერს <rap-girl> კი წადი კარგი სპექტაკლია ლილეკა ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ჟოლო , პიგმალიონი , მთვრალი ალუბალი , არტ-ხელოვნება.. |
Posted by: likable 5 Feb 2014, 18:03 |
CampO Larssen სპექტაკლიდან აზრი მაინდამაინც სიტყვებით უნდა გამოიტანო? ))) |
Posted by: CampO Larssen 5 Feb 2014, 18:19 |
likable ძირითად შემთხვევაში კი დავუშვათ წაიყვანე ჟოლოზე აი რა უნდა გაიგოს?))) ან არტ ხელოვნებაზე? )) მოქმედებით რა უნდა გაიგოს მითხარი )) |
Posted by: <rap-girl> 5 Feb 2014, 21:15 |
მარჯანიშვილიში საშობაო სიმღერა ძააან საბავშვო სპექტაკლია ?? ბილეთები ვიყიდე და არ მინდა ვინანო ( |
Posted by: CampO Larssen 6 Feb 2014, 01:42 |
<rap-girl> კი საბავშვოა მაგრამ აი ისეთია რა გაგისწორდება, ბავშვობაში დაგაბრუნებს |
Posted by: AchoS 6 Feb 2014, 12:26 | ||
ვიყავი "ქალი ძაღლით" სპექტაკლზე. მომეწონა, სანახაობრივია, მარიონეტებთან სინთეზი ძალიან მაგარია. მსგავსი გადაწყვეტა არ მქონდა აქამდე ნანახი და ჩემზე შთაბიჭდილება მოახდინა. თუმცა სიუჟეტი დიდი აზრით არ გამოირჩება likable
მგონი საშენო ვარიანტია |
Posted by: S A F O 6 Feb 2014, 13:21 | ||
marimari ვაი, ბოდიში ახლა ვნახე პოსტი კოსტავას 53-შია, (ნომერი თუ ზუსტად მახსოვს). საინტერესო სცენაა, ადგილი პატარა , სადღაც 200 -კაცამდე ეტევა, მაგრამ მე ,პირიქით, მომწონს, უფრო სიმყუდროვე იქმნება . სავარაუდოდ , ჯერ აქ დადგამს ხოლმე რობიკო სპექტაკლს-ეს ჩემი ვარაუდით, თორემ შეუცნობელ არს გზანი მაესტროსი * * * ESHELON მოხარული ვარ likable
კარგი შეკითხვაა, ზოგჯერ ისეთი ემოციის ქვეშ იმყოფები, რომ არც გინდა, ან ვერც გადმოსცემ ზუსტად ამ ემოციებს. მგონია ხოლმე რომ სიტყვებით ვაუბრალოებ თითქოს მიღებულ შთაბეჭდილებას. |
Posted by: marimari 6 Feb 2014, 13:42 | ||
S A F O მადლობა, აუცილებლად გავივლი...კი, პატარა სცენა როცაა, უფრო მეტი სიმყუდროვეა... თუ ნომერი შეგეშალა, თუ გახსოვს, რასთან ახლოსაა? ადვილი მისაგნებია?AchoS
ხო, სიუჟეტი შეიძლება ბანალურია, მაგრამ რაც მთავარია, სპექტაკლით ხომ ისიამოვნე?ლილეკა ძალიან ძლიერი შეიძლება არა, მაგრამ ''ქალები'' ძალიან სასიამოვნო და კარგი სპექტაკლია, იუმორი+ ქალური ისტორიები , რავი, მგონი ამ სპექტაკლზე თუ წაიყვან, უკმაყოფილო არ დაგრჩება. |
Posted by: CampO Larssen 6 Feb 2014, 13:46 |
S A F O და მაგ ემოციამდე რამ მიგიყვანა?? წარმოთქმულმა ფრაზებმა და გაგებულმა სიუჟეტმა ხო? ) |
Posted by: <rap-girl> 9 Feb 2014, 15:48 |
რუსთაველში პრინც ჰომბურგზე რა აზრის ხართ? ღირს წასვლა ?? |
Posted by: eloiza 10 Feb 2014, 15:28 |
მეგობრებო, "მთვრალი ალუბალი" ნახა ვინმემ მარჯანიშვილში?? რატომ არის ბილეთებზე ასეთი თავპირისმტვრევა, )) |
Posted by: CampO Larssen 10 Feb 2014, 16:33 |
eloiza ძალიან კარგი სპექტაკლია და მაგიტომ ... |
Posted by: eloiza 10 Feb 2014, 16:50 |
ძალიან კარგი. ჩავუსაფრდები, ოდესმე ხომ შევძლებ რომ ავიღო ))) |
Posted by: beduin 11 Feb 2014, 14:27 |
https://docs.google.com/forms/d/1kbSHApBO-FWRgphARNsfm6srOCNXCCb5tzEu6KYequ4/viewform შეავსეთ ეს არ დაიზაროთ... |
Posted by: dukascopy 12 Feb 2014, 02:38 |
1929 წელს სპექტაკლის პრემიერა. რეჯ.კ.მარჯანიშვილი მხატვარი: პ.ოცხელი კომპოზიტორი: თ.ვახვახიშვილი. ქორეოგრაფი: მაჭავარიანი. 1990წ. აღადგინა ს.ჭიაურელმა. მონაწილეობენ: ზ.სტურუა,ნინო დუმბაძე,სოფიკო ჭიაურელი,ედიშერ მაღალაშვილი,რეზო თავართქილაძე,ზაზა პაპუაშვილი,ლეო ანთაძე,ნინო ბურდული, ეკა ჩხეიძე და სხვები. სპექტაკლი შეგიძლიათ იხილოთ youtube-ზე https://www.youtube.com/watch?v=PmANhkB3riA...gKmPNtw&index=1 |
Posted by: marimari 12 Feb 2014, 19:27 | ||
მართლა ძნელი საშოვნელია, გუშინ ვიყავი ბილეთებზე და 25თებერვლის ძლივს ვიშოვე, რამდენიმე ბილეთიღა ჰქონდათ დარჩენილი.. კიდევ 27 შია დანიშნული ეს სპექტაკლი და ვისაც ნახვა გინდათ, ეხლავე იზრუნეთ ბილეთებზე.. |
Posted by: eloiza 13 Feb 2014, 10:48 |
marimari გუშIნ ვიყავი მეც ბილეთებზე და თებერვლის თვის სრულად გაყიდულიაო, 27 და 28-შია, მაგრამ ბილეთები აღარაა ))) |
Posted by: ESHELON 13 Feb 2014, 12:15 |
მივესალმები თეატრის მოყვარულთ)))) ახლახანს ვნახე თავაძის "ფრეკენ ჟული" და სურვილი გამიჩნდა რეკომენდაცია გამეწია...თავაძეზე ცოტა კრიტიკული შეფასებები წავიკითხე და გამიკვირდა, რავი მე ნიჭიერ ბიჭად მომეჩვენა) დასი მომეწონა ხო კიდე ძალიან...აშკარად ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან... " ტროელ ქალებსაც" შევუვლი... |
Posted by: marimari 13 Feb 2014, 13:06 |
eloiza მე გუშინწინ ვიყავი ბილეტებზე და 27 ს ქონდათ... რა მალე ეყიდებათ ამ სპექტაკლზე ბილეტები... მე 25 ში მივდივარ ამ სპექტაკლზე ESHELONდათა თავაძე ხომ? და ეგ სპექტაკლი სამეფო უბნის თეატრშია თუ ვცდები? |
Posted by: ESHELON 13 Feb 2014, 13:27 |
marimari კი დათა თავაძე...სამეფო უბნის თეატრში..პირველად ვიყავი ამ თეატრში |
Posted by: marimari 14 Feb 2014, 00:04 |
ESHELON მეც არ ვარ ნამყოფი სამეფო უბნის თეატრში, ჩემდა სამარცხვინოდ... დღეს ვიყავი რუსთაველში სპეკტაკლზე ''სულიერი არსებები''( რეჟისორი დათო საყვარელიძე) . ძალიან ''ღრმა'' ნამდვილად არ იყო, მაგრამ ისეთი სასიამოვნო და კომედიური სპექტაკლი იყო, ყველას გირჩევთ ამ სპექტაკლის ნახვას, ნამდვილად არ ინანებთ... |
Posted by: Jo_anna 22 Feb 2014, 02:17 |
მოგესალმებით რატომღაც მომინდა რომ დღევანდელი დღის მიერ დაგროვებული უარყოფითი ემოცია თქვენთვის გადმომეცა... (იმედია დადებითსაც გადმოგცემთ ხოლმე ) დღეს ვიყავი მარჯანიშვილის თეატრში ციცინო კობიაშვილის "ქალებზე" (პაუზა) კატასტროფაა !!! ასეთი იდიოტიზმი ჯერ მე არაფერი მინახავს რობიკოს "ბიდერმანს და ცეცლის წამკიდებელს" თუ არ ჩავთვლით :/ ვერ გავიგე რა ასაკის ადამიანმა უნდა ნახოს ეს სპექტაკლი რომ მოეწონოს... იუმორი - ტირილს უფრო მოგანდომებს, შინაარში-უაზრო :/ მოკლედ ძალიან ვინანე რომ მთელი 2 საათი და 10 წუთი ამ უშინაარსო და საკმაოდ დაბალი დონის შპექტაკლს დავუთმე თქვენ რას ფიქრობთ ამ ორ სპექტაკლზე, იქნებ მე არ მაქვს სწორი ხედვა ამ სპექტაკლების მიმართ :/ |
Posted by: marimari 22 Feb 2014, 14:44 |
Jo_anna გამარჯობა, მე ვარ ორივე სპექტაკლზე ნამყოფი...რობიკოს ''ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელი'' ზე არ შემიძლია, არ დაგეთანხმო, მახსოვს, სპექტაკლის შემდეგ ჯიუტად დავყურებდი პროგრამას, ალბათ შეცდომაა, ეს რობიკოსი არ იქნება თქო, თან რა ძლიერი მსახიობები ყავს დაკავებული ამ სპექტაკლზე....სახლში რომ მოვედი, ინტერნეტითაც გადავამოწმე, ასეთ უაზრობას რობიკო არ გააკეთებდა თქო, მაგრამ...რაც შეეხება ''ქალები'' , მე აქ ამ სპექტაკლს ვეწევ ხოლმე რეკომენდაციას... მე 5 წლის წინ, პრემიერაზე ვიყავი...ნუ, ძალიან ღრმა არ არის, მაგრამ სახალისოა, გაერთობი....შენ რა ასაკის ხარ? მე ამ პიესას კაცებს არ ვურჩევ ხოლმე, მგონი მანდილოსანი ხარ ხომ? |
Posted by: S A F O 23 Feb 2014, 01:03 |
ხალხო რა უნდა გკითხოთ, -შემთხვევით იური ლუბიმოვის (მოსკოვის ტაგანკის თეატრი) სპექტაკლები ხომ არ გეგულებათ სადმე ნეტში ? ამ ქართულ საიტებზე ხომ ვერაფერს ნახავ ნორმალურს რა. რაღაც ორ სიტყვას დაწერენ ვიღაცაზე და იმასაც შეცდომით. |
Posted by: L1992 24 Feb 2014, 22:58 |
SAFO აქ მხოლოდ რამდენიმე სპექტაკლის ბმულია- rutracker.org-ზე ლუბიმოვის სხვა სპექტაკლებიცაა: http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4041536 http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3911309 http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3890303 http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3810877 http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3806336 |
Posted by: S A F O 25 Feb 2014, 15:09 |
L1992 დიდი მადლობა |
Posted by: marimari 26 Feb 2014, 09:29 |
გუშინ ვიყავი ''მთვრალ ალუბალზე'' |
Posted by: marimari 26 Feb 2014, 09:33 |
ყველას გირჩევთ ამ სპექტაკლს, ტყვილა არაა ბილეთებზე ასეთი ამბავი |
Posted by: მაიტო 26 Feb 2014, 12:55 |
ვის აქვს ნანახი "მთვრალი ალუბალი"? ბილეთებზე რო ტაციაობაა გავიგე, მარა მართლა კარგი თუა? და კიდე... რომელი სპექტაკლების ნახვას მირჩევთ? თეატრს მნიშვნელობა არ აქვს. |
Posted by: marimari 26 Feb 2014, 13:35 | ||
მაიტო მე ვიყავი გუშინ ამ სპექტაკლზე, მართლა კარგია, ბილეთი მინიმუმ 2 კვირით ადრე უნდა იყიდო, 14 ლარი ღირს...
გადახედე ამ თემას და ნახავ, ბევრი საინტერესო სპექტაკლია ჩამოთვლილი, რომელტა ნახვა ნამდვილად ღირს... |
Posted by: მაიტო 26 Feb 2014, 15:20 |
marimari მადლობა ძალიან მინდა ნახვა და იმედია, თავს მოვაბავ * * * თავისუფალ თეატრში ამ სპექტაკლებიდან რომელს მირჩევთ? 1. მერე რა რომ სველია სველი იასამანი 2. წვიმის გამყიდველი 3. თაფლობის თვე |
Posted by: marimari 28 Feb 2014, 10:06 |
მაიტო მერე რა რომ სველია, სველი იასამანი, შეგნებულად არ მინახავს, ეგ სპექტაკლი რუსტაველში მაქვს ნანახი დაახლოებით 10 წლის წინ რობიკოს დადგმული და თავისუფალ ტეატრში მაგ სპექტაკლის ნახვა არ მინდა... ''წვიმის გამყიდველი'' კარგია, ცოტა გაწელილი კია, მაგრამ კარგია ნამდვილად.... ''თაფლობისთვეც '' არაა ცუდი... ნუ მაგ სამიდან ყველაზე მეტად ''წვიმის გამყიდველს'' გირჩევდი... |
Posted by: მაიტო 28 Feb 2014, 10:55 |
marimari მადლობა მარი და სველი იასამანი მოგეწონა რუსთაველში? |
Posted by: marimari 1 Mar 2014, 10:23 | ||
მაიტო არაფერს ჩემო კარგო
როგორ შეიძლებოდა ეგ სპექტაკლი არ მომწონებოდა,ზაზა პაპუაშვილი განსაკუთრებით ისე თამაშობს, ნუ სხვებიც, თემიკო ჭიჭინაძე, ნინო თარხან მოურავი, კახი კავსაზე.. სამწუხაროდ ეს სპექტაკლი დიდი ხანია, არარ არის აფიშებში.... |
Posted by: CampO Larssen 2 Mar 2014, 00:38 |
მაიტო წვიმის გამყიდველი ნახე აუცილებლად აი როგორ აუცილებლად იცი?) ვერ აგიხსნი უეჭველი უნდა ნახო |
Posted by: AchoS 2 Mar 2014, 00:40 | ||
ამ ბოლო დროს ვიყავი სამეფო უბნის თეატრში "ტროელი ქალები" 7/10 - განწყობა უნდა (პინას ცეკვებთან გავაიგივე) "მახინჯი" 9/10 - ძალიან მომეწონა და ცოტა გულიც დამწყდა, რადგან ძალიან ცოტა მაყურებელი იყო. რეკომენდაციას ვუწევ, ნახეთ, არ ინანებთ ხვალ მივდივარ "ლურჯ ფრინველზე" დიდი იმედებით CampO Larssen
რომელ თეატრშია? |
Posted by: marimari 2 Mar 2014, 23:49 | ||||||||
AchoS
''წვიმის გამყიდველი'' თავისუფალ თეატრშია...
რა ჟანრშია სპექტაკლლი>?
სავარაუდოდ სატაურიდან გამომდინარე ფსიქოლოგიურია ალბათ თუ ვცდები?
მოგეწონა სპექტაკლი? შთაბეჭდილებები როგორია? ეგეც სამეფო უბნის თეატრშია? |
Posted by: ESHELON 3 Mar 2014, 10:56 |
"მოხუცი ჯამბაზები"<3<3 გავარდით ყველა ბილეთებზე)))) |
Posted by: abriankoli 3 Mar 2014, 13:49 |
მე კიდევ ამას გირჩევთ: გუშენ ვიყავი სპექტაკლზე. დიდი ხანია, ასეთი სიამოვნება არ მიმიღია! "ნინო მირზიაშვილისთვის „მაცეკვე ტანგო“ დებიუტია დრამატურგიაში და ახლა უკვე, შესაბამისად, ქართულ თეატრშიც. ის თუმანიშვილის ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა“ (ხელმძღვანელი ამავე თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე მანანა ანთაძე) აღმოჩენაა. სასიხარულოა, რომ თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში კიდეც ერთი ახალი სახელი გამოჩნდა, რომელმაც ამ სივრცეში დასამკვიდრებლად ერთი წარმატებული ნაბიჯი უკვე გადადგა პიესით „მაცეკვე ტანგო“, რომელიც ფრანგულ ბულვარულ კომედიას გვაგონებს. ქართული რეალობა და თანამედროვეობა, ქართველი გმირები - კაცები და ქალები, მათი ურთიერთობები ერთმანეთთან და თაობებთან ოსტატურად არის წარმოჩენილი პიესაში. დებიუტანტი დრამატურგი აშკარად ფლობს დრამატურგიის ხერხებს, ტექნიკას, სწორად, თანმიმდევრულად და ლოგიკურად ავითარებს მოვლენებს პიესაში, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გაძლევს, კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ რეჟისორს მსახიობებთან ერთად ამ პიესის ატმოსფეროს წარმატებით აცოცხლებს და სხვა მხატვრულ ხარისხში აჰყავს." http://lashachkhartishvili.blogspot.com/2014/03/blog-post.html |
Posted by: CampO Larssen 3 Mar 2014, 15:34 |
AchoS თავისუფალ თეატრში......... |
Posted by: AchoS 4 Mar 2014, 01:22 | ||||||||
marimari
იმდენად ემოციაზეა აგებული ეს დადგმა რომ ჟანრის თქმა მიჭირს. აი აქ არის აღწერილი... http://georgiantheatre.ge/index.php?newsid=199#
რასაც ვაკვირდები მაგ თეატრში ყველა დადგმა ფსიქოლოგიურია. მათ შორის ეს დადგმაც აქტუალურ თემას ეხება და ძალიან საინტერესოა.
საბავშო მიუზიკლია - ბითლზების მელოდიებზე აწყობილი (მუსიკისა და დრამის თეატრში). სხვა მოლოდინი მქონდა, ჩემთვის უინტერესო იყო. თუმცა ძალიან ლამაზი დადგმაა და გირჩევთ ბამშვებისთვის CampO Larssen marimari
მადლობა. თავისუფალ თეატრში დიდიხანია არ ვყოფილვარ... |
Posted by: ESHELON 12 Mar 2014, 11:05 |
კატცელმახერზე რას მეტყვით? ხომ არაფერი გსმენიათ?)) |
Posted by: ინდიგო 17 Mar 2014, 11:04 |
მე ვიყავი რამონაზე მარიონეტების (გაბრიაძის) თეატრში და უზომოდ მომეწონა, კარგი იუმორი, ლამაზი ისტორია, ლამაზი მელოდიები... გირჩევთ <3 გარდა ამისა, კარგი იქნება, უფრო მეტი ადამიანი დადიოდეს თეატრებში, ქართველ რეჟისორებს რომ მეტი სტიმული მიეცეთ ) |
Posted by: S A F O 17 Mar 2014, 13:37 |
ინდიგო + ................................. |
Posted by: nutsiko 18 Mar 2014, 19:55 |
მარიონეტებში ყველა სპექტაკლი მაქვს ნანახი. ძალიან მომეწონა ,,ჩემი გაზაფხულის შემოდგომა" და დიალოგები. რამე სპექტაკლი მირჩიეთ, სად წავიდე? |
Posted by: zewa 21 Mar 2014, 12:42 |
სარდაფში რა ხდება ხომ არ იცით? ილიაუნიში რაც გადაიტანეს, აღარც ვყოფილვარ. |
Posted by: marimari 24 Mar 2014, 00:17 | ||
და შენ რამდენად ხშირად დადიხარ თეატრში? დაახლოებით 15 წლის წინ თეატრში ისე ცოტა ხალხი დადიოდა, დარბაზი ნახევრამდეც არ ივსებოდა... ეხლა წინდაწინ უნდა იყიდო ბილეთი, შეიძლება რამდენიმე დღით ადრე ან კვირიტ ადრეც კი.. ნუ გააჩნია რეჯისორს... ნუ ზოგი ისეთ სპექტაკლს დგავს, ტეატრი რომ ძალიან არ მიყვარდეს, იმ სპექტაკლების ნახვის სემდეგ ტეატრს არარ გავეკარებოდი..რეჯისორი უნდა ვარგოდეს და მის სპექტაკლებს მაყურებელი არასოდეს მოაკლდება, თუნდაც 10 წლის წინ იყოს სპექტაკლი დადგმული... |
Posted by: FAN001 24 Mar 2014, 15:31 |
,,ნადირობის სეზონსეც" იგივეს იტყვიითთ??? |
Posted by: ხუციშვილი 24 Mar 2014, 15:38 |
გუშინ ვიყავი "არტ-ხელოვნებაზე" მომეწონა, კაი სპეკტაკლი იყო მთლიანობაში, სულ 3 მსახიობი თამაშობდა. ყველაზე მეტად მომეწონა ვანია, რომელმაც სხვებისგან განსხვავებით მეგობრობა ხელოვნებაზე მაღლა დააყენა! მამიამ ტვინი წაუღო სერგოს ( მეც მამიასავით მოვიქცეოდი მსგავს სიტუაციაში ) და ვანიას გული ატკინა :შ აიი სერგოოო! ტიპი მაგ "ალბინოსის მოჯმულის" გამო გაღატაკდა რავიცი რა, მე ვბრაზობდი მამიასთან ერთად |
Posted by: FAN001 24 Mar 2014, 15:40 |
არტ–ხელოვნება, კარგია, მამაკაცური ჭორაობებით * * * ტიპი გაღატაკდა, მაგრამ თავისი გაისწორა მაინც |
Posted by: marimari 26 Mar 2014, 15:40 | ||||
მე მეკითხები? ეს სპექტაკლი როცა დაიდგა, განსაკუთრებით აქტუალური იყო მაშინ არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო...
სამწუხაროდ ეგ სპექტაკლი არ მაქვს ნანახი, მაგრამ აუცილებლად ვნახავ |
Posted by: CampO Larssen 29 Mar 2014, 13:16 |
ეტიუდების ფესტივალზე იყავით ?? . |
Posted by: iphone_21 30 Mar 2014, 03:29 |
პროპაგანდა ჭირდება დღეს ყველაფერს, თეატრს განსაკუთრებით. მაგრამ ერთჯერადი პროპაგანდით შედეგიც ერთჯერადი იდება... მუდმივი ზრდა და წინ სვლაა საჭირო. რასაც მარჯანიშვილის თეატრი დღეს ასე თუ ისე ცდილობს და მეტ-ნაკლებად გამოსდის. აქ რიგებზე ფრაზას მოვკარი თვალი, ასევე გაყიდულ ბილეთებს, სპექტაკლები სპექტაკლებს რომ ენაცვლება და რეპერტუარს ახალისებენ იმიტომაც ეყიდებათ ბილეთები და დადის ხალხი. რუსთაველის თეატრში რა ხდება ამ დროს? ისევ უკუნი და ისევ სიბნელე, ერთი და იგივე, მობეზრებული, ყელში ამოსული წარმოდგენები. გაიფაფხურებს ერთი ორი პრემიერა, მივასკდებით, ვნახავთ და რა, არავითარი პროგერესი, ჩაბნელება ისევ. მაგათ თავიანთი შინა პრობლემებეი აქვთ გავიგეთ და გარეთ არ გვაინტერესებს, გადის წლები, მაყურებელს გაზრდა ჭირდება. გულდასაწყვეტია ძალიან. სამწუხაროდ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ძალიან კარგ სპექტაკლზე 2 ბილეთი გავაფუჭე, ეს გვერდი არ გამხსენებია, რომელიმეს გადმოქცემდით. |
Posted by: marimari 30 Mar 2014, 19:35 | ||
უი ეგ როდის იყო? გამომეპარა... [b]iphone_21 კარგი პოსტი გაქვს და ნამდვილად კარგი შეფასებაა ... გამოგიტყდები და მეც მარჯანიშვილში უფრი ხშირად დავდივარ ხოლმე.. თუმცა თავისუფალი ტეატრიც ზრუნავს რეპერტუარის განახლებაზე ტან ეს იმ ფონზე, როცა მარჯანიშვილს სახელმწიფო აფინანსებს, ტავისუფალი ტეატრი კი საკუთარ თავს თვითონ აფინანსებს...რუსთაველის თეატრი მეც მტკივა... რობიკო თავის თეატრ ''ფაბრიკაში'' გადავიდა ხომ ? თავისახალ სპექტაკლებს უკვე იქ დგამს არა>? |
Posted by: CampO Larssen 31 Mar 2014, 13:23 |
marimari 27-ში ............................ |
Posted by: S A F O 1 Apr 2014, 13:42 |
"ნადირობის სეზონი " , მხოლოდ "სეზონური "სპექტაკლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დროს , კონკრეტული ვითარებისთვის იქმნება და ამით ასრულებს არსებობას... რთული და ძალიან საინტერესო სპექტაკლია, როგორც კარგი წიგნი, ყოველ წაკითხვაზე ახალ რაიმეს რომ აღმოაჩენ. უამრავი მიმართულებით შეიძლება მისი განვრცობა,ისეთ თემებს ეხება,რომელიც აქტუალურობას არასდროს კარგავს. |
Posted by: marimari 1 Apr 2014, 22:11 | ||
S A F O
გეთანხმები ბოლომდე, მე ამ სპექტაკლზე პრემიერაზე ვიყავი, რობიკო ახალი გაგდებული ჰყავდათ რუსთაველიდან და პრაქტიკულად ამ სპექტაკლით დაემშვიდობა იქაურობას... უბრალოდ რომ გამოვდიოდით უკვე ჭყლეტა იყო კარებთან და 1-2 ქალმა, ეს რა სპექტაკლია, ვერ გავიგეთ ვერაფერიო... მე დავწერე, განსაკუთრებით აქტულლური იყო მაშინ თქო, თუმცა იქ არსებული თემატიკა ყოველთვის აქტუალური იქნება..... |
Posted by: Globus 3 Apr 2014, 19:05 | ||
გეთანხმები, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გაჭირდა კარგი სპექტაკლები. სამწუხაროდ პირადად მე იშვიათად რომ რაიმე ახალი სპექტაკლით მოვიხიბლო. სამეფო უბნის თეატრში "ლივ შტაინით" რომ აღვფრთოვანდი სამაგიეროდ "ტროელი ქალების" ნახვით იმედგაცრუებული დავრჩი. |
Posted by: kupara 3 Apr 2014, 20:37 |
ლინკ დადეთ რომელ საათებზეა ხოლმე ანტომიმის თეატრში |
Posted by: kaiser Soze 3 Apr 2014, 23:32 |
გამარჯობათ, გუშინ ვნახე მუსკომედიის მაკბეტი, დოიაშვილის დადგმა. საკმაოდ მომეწონა. ახალი და საინტერესო ინერპრეტაციაა, შუქჩრდილების თამაში და ზოგადად ვიზუალები მაგარია, მიუხედავად იმისა რო მინიმალური დეკორაციაა (სამი ხის მერხი), რამოდენიმე სურეალურად ორიგინალური და ძლიერი გადაწყვეტილება იყო (აკვარიუმი დანკანის მკვლელობის მერე).. ასევე სოლიდური თამაში. აქცენტი საკმაოდ პოლიტიზირებულია, რაც მაკბეტს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. |
Posted by: GURAMI19 4 Apr 2014, 10:05 |
თავისუფალ თეატრში ვიყავი კავკასიურ ცარცის წრეზე თითქმის 4 საათი გაგრძელდა თავისი 2 შესვენებით. კარგი მსახიობები მონაწილეობენ და საკმაოდ მომეწონა თავისუფალ თეატრს თავისი სტილი აქვს, განსხვავებულად დგავენ ყველა სპექტაკლს. კვირას მივდივარ რიჩარდ 3-ზე თავისუფალში და გეტყვით როგორი დადგმაა. აქებენ და ვნახოთ როგორი იქნება. ასევე უკვე ნაყიდი მაქვს რუსთაველის თეატრში ბილეთები ნიკოს ლექსებზე დადგმულ სპექტაკლზე "მალე მოვალ წვიმად". როცა ვნახავ გაგიზიარებთ აუცილებლად შთაბეჭდილებებს |
Posted by: <ttakko> 5 Apr 2014, 01:33 | ||
ნამდვილად არ ინანებ ... ნანახი მაქვს და ძალიან მომეწონა დიდი სიამოვნებით ვუყურებდი კიდევ ერთხელ |
Posted by: LIVE IN JAZZ 5 Apr 2014, 15:45 | ||
http://teatri.ge/pantomimis-teatri/ აქ ნახავ |
Posted by: kupara 5 Apr 2014, 16:04 |
LIVE IN JAZZ ჯიგარი ხარ. გაიხარ |
Posted by: Alice_In_Wonderland 6 Apr 2014, 13:14 |
ეს ქალი ძაღლით სრული საძაგლობა რომ იყო ვერ მითხარით? |
Posted by: eloiza 7 Apr 2014, 21:42 |
მეგობრებო, დიდი წვალების შემდეგ ძლივს ავიღე მთვრალ ალუბალზე ბილეთები. ალბათ იმის ბრალია, რომ ბევრი ქება მოვისმინე. მე მაპატიეთ მაგრამ ვერ მოვიხიბლე მაინცდამაინც :-) |
Posted by: S A F O 8 Apr 2014, 11:09 | ||
marimari ვაი , გვიან ვნახე პოსტი კი, კი, მართალი ხარ, განსაკუთრებული ინტერესი იყო იმ პერიოდის ცნობილი მოვლენების გამო და ძალიან აინტერესებდათ ჩაფლავდებოდა თუ არა რობიკო და მიაწყდნენ, მერე ბრძნული , ამრეზილი სახით ამბოდნენ, რომ ვაიმე, რობიკო ის აღარ არის რაც იყო . * * * marimari 27-ში, თეატრის საერთაშორისო დღეს. მარჯანიშვილში იყო. CampO Larssen
კი, კარგად იყო ორგანიზებული, კარგად ჩაიარა ყველაფერმა.... |
Posted by: Globus 8 Apr 2014, 16:29 |
თუმანიშვილში რომ გადის სპექტაკლი "ორკესტრი" გაქვთ ვინმეს ნანახი? მითხარით რა როგორია... * * * "ორკესტრი" - ნიკა ლუარსაბიშვილის სპექტაკლს თუმანიშვილის თეატრში არ უყუროთ ამ სისულელეს. 60 წუთიანი ნიჭიერი და უნიჭო მსახიობების ბოდიალი. |
Posted by: მადამ ფისუნია 9 Apr 2014, 23:29 |
Alice_In_Wonderland Aმას წინად წავიკთხე, "ქალი რომელსაც ფინია ჰყავდა" ჩეხოვსა, მგონი მაგის მიედვითაა და დამინტეერესა და მინდა ნახვა, ანუ არვარგა? |
Posted by: marimari 11 Apr 2014, 12:03 | ||||
Alice_In_Wonderland
სრული საძაგლობა? ჩემი აზრით ეგ შეფასება ნამეტანია....S A F O
ხო, განსაკუთრებით ქალბატონი ჩერგოლეიშვილი-ბოკერიისა აქტიურობდა მაშინ რობიკოს '' შექებით''... როგორ ცოდოები იყვნენ ეს ნაციონალები მაშინ და ახლა ხომ საერთოდ...eloiza [quote]მეგობრებო, დიდი წვალების შემდეგ ძლივს ავიღე მთვრალ ალუბალზე ბილეთები. ალბათ იმის ბრალია, რომ ბევრი ქება მოვისმინე. მე მაპატიეთ მაგრამ ვერ მოვიხიბლე მაინცდამაინც :-)ნუ, გემოვნების ამბავია, მე მომეწონა, ... |
Posted by: S A F O 11 Apr 2014, 13:34 | ||
marimari
ჰო, ქალბატონმა ჩერგომ ძალიან სასაცილო სიტუაციაში ჩაიგდო თავი-თეატრი არ მიყვარს, არ მესმინო, მაგრამ სტურუას პროფესიონალიზმზე მაინც მეპარება ეჭვიო, -ვერაფერს იტყვი ფრიად "ლოგიკური " განაცხადია . პ.ს. ლევან ბერიაშვილი (მხატვარი, მუშაობს სხვადასხვა მედიაში, მონაწილეობს საერთაშორისო არტ ფესტივალებში) იღებს მოკლემეტრაჟიან ფილმს და ეძებს 25-40 წლის ბიჭს (მთავარი როლი) და გოგოებს ეპიზოდური როლებისთვის. „ფილმს აუცილებლად ექნება პერსპექტივა, მაგრამ ვერ გთავაზობთ ანაზღაურებას - დაფინანსება არ მაქვს. გადაღებები იქნება კვირაში ორი დღე. მანქანით გამოგივლით ხოლმე, გადასაღებ ადგილზე მივალთ, იქვე გავივლით სცენარს და გადავიღებთ. სიუჟეტი „პიკანტურია“, მაგრამ „გულახდილი“ კადრები არ იქნება“, - გადმოგცათ ლევანმა დაინტერესების შემთხვევაში დაურეკეთ: 595 18 26 44 |
Posted by: FAN001 11 Apr 2014, 15:49 |
რაღაცა მოსაწყენი გახდა ბოლო დოებში თეატრი |
Posted by: marimari 11 Apr 2014, 19:00 | ||
S A F O S A F O
ჰა, ჰა, ჰა, რა ''ლოგიკაა'' სუპერ...... |
Posted by: მადამ ფისუნია 11 Apr 2014, 22:12 |
FAN001 სხვები არ ვიცი. Mე ყოველთვის მიყვარდა ბავშვობიდანდავდივარ მითუმეტეს რაც "შოთაში" ჩავაბარე თითქმი ყოველდღე ისეტი კარგი ფასდაკლებეა ჩ ენთვის ^_^ |
Posted by: S A F O 12 Apr 2014, 21:20 |
"შოთაშიც" და სხვაგანც , საშემრსულებლო ხელოვნების სტუდენტებისვის უფასო უნდა იყოს წესით შესვლა. ადრე უფასოდ შედიოდნენ როგორც მახსოვს და ცუდია რომ შეცვალეს . |
Posted by: marimari 12 Apr 2014, 23:04 |
S A F O სხვაგან არ ვიცი, მაგრამ თავისუფალში მე პირადად ბევრჯერ შევსწრებივარ, თეატრალურის სტუდენტებს უფასოდ რომ უშვებენ....ოღონდ თუ დარბაზი გაივსო, კიბეებზე უნდა დაჯდნენ, თუ არ გაივსო, ცარიელ ადგილებზე.... სხვა თეატრში არ შევსწრებივარ ამას, გარდა თავისუფალისა.... |
Posted by: nikoliana 13 Apr 2014, 04:49 |
ქართული თეატრი ქართული თემა ? რატომ ესეთი ორიგინალური სათაური ? ეჰ რამდენი ხანია თეატრში არ ვყოფილვარ . რა ხდება ახალი და კარგი ? სად არის პრემიერები ? |
Posted by: kerilyn 13 Apr 2014, 23:49 |
ძალიან დიდიხანია არ ვყოფილვარ თეატრში არადა ძალიან მიყვარს .. რომელ სპეკტაკლს მირჩევთ რომ ვნახო მეგობრებთან ერთად?? |
Posted by: marimari 15 Apr 2014, 17:53 | ||||
აბა რა უნდა რქმეოდა?
ეტყობა ისე ძაან არ გიყვარს,, ბილეთი არ ღირს ძალიან ძვირი, 10 ლარიდან ზევით... მე მგონი თვეში ერთხელ 10 ლარი საკუთარ სიამოვნებაში არ უნდა დაგენანოს... რაც შეეხება კითხვებს, რომელ სპექტაკლზე წავიდე და ა,შ. გადახედეთ თემას და.... სასიამოვნო თეატრალურ სარამოებს გისურვებთ...პ.ს. რობიკოს 2 ახალი სპექტაკლი დაუდგამს რუსთაველში, მაისის დასაწყისშია პრემიერები.. წინ სასიამოვნო სარამოები გველის.... |
Posted by: მადამ ფისუნია 15 Apr 2014, 20:06 | ||||
S A F O
შოთას სტუდენტებისთვის ყველგანაა რაღაც ფასდაკლებები... 1.რუსთაველშI ნახევარი ფასი 2.მარჯანიშვილი უფასო 3.თავისუფალი 1ლარი 4.პანტომიმა ნახევარი ფასი.... kerilyn
თავისუფალში მექანიკური ფორთოხალი |
Posted by: S A F O 16 Apr 2014, 23:04 |
მადამ ფისუნია რუსთაველში ნახევარი ფასია ნებისმიერი სტუდენტის სტატუსის მქონე პირისთვის, ზოგიერთ სხვა თეატრშიც მგონი, არ მახსოვს სად არის კიდევ.. გამოდის მხოლოდ მარჯანიშვილი რჩება უფასო (ნუ სულ არარაობას კი სჯობს). |
Posted by: nikoliana 17 Apr 2014, 15:02 | ||
marimari
უბრალოდ , ქართული თეატრი |
Posted by: S A F O 17 Apr 2014, 17:47 |
nikoliana და რა მნიშვნელობა აქვს რა ქვია, შინაარსი იცვლება ? ძირითადად ქართულ თეატრებზეა საუბარი აქ და მათ რეპერტუარზე, თუ გნებავთ სხვა თეატრებზე საუბარი, თემის სათაური არ შეგიშლით ხელს, დაპოსტეთ და ჩვენც სიამოვნებით წავიკითხავთ. marimari აუ ჰო, მაისის დასაწყისში ჩამოდიან, მაგარი იქნება. იმედია შევაღწევ და კარგ ადგილას გამოვიჯგიმები. |
Posted by: marimari 19 Apr 2014, 13:58 |
S A F O გასტროლებზე არიან? სად? ხო, აცხადებენ მგონი 7-8 მაისს არის 2 სხვადასხვა სპექტაკლის პრემიერა |
Posted by: S A F O 19 Apr 2014, 16:44 |
marimari გასტროლებზე მოდიან აქ, მოსკოვის თეატრია ელ ცეტერა, ერთი ახალი სპექტაკლი ჩამოაქვთ, (დეკემბერში თუ იანვარში იყო პრემიერა) -"შეცდომათა კომედია" და მეორე "კარგი ადგილი კი მოგინახავთ ძაღლების გამოსაკვებად"-ადრეც ქონდათ ჩამოტანილი, მაგრამ ვერ წავედი . იაფფასიანი ბილეთები ვერ ვიშოვე ნორმალური 50-80-მდე ღირდა. თუ აპირებთ წასვლას, სჯობს რაც შეიძლება მალე დაჯავშნოთ , ჯერ არის იაფფასიანი ბილეთები, ადგილები კი ცუდი იქნება, ზედა იარუსებზე, (კუთხეებში -15) , ცენტრში 30 -45. მაგრამ სულ არარაობას კი სჯობს, საიდანღაც ყურება. კარგი ადგილები 55-65 -ია, საუკეთესო -70 . |
Posted by: მადამ ფისუნია 19 Apr 2014, 18:14 | ||
S A F O
თავისუფალს სხვა სტუდენტებზე საერთოდ არ აქვს ფასდაკლება და ჩვენზე 1 ლარია |
Posted by: azdaki 19 Apr 2014, 18:18 | ||
ვაა მართლა რა სპექტაკლებია ნეტა? |
Posted by: marimari 20 Apr 2014, 20:01 | ||
S A F O მადლობა რჩევისთვის.. ამ დრეებში, შევეცდები, ვიშოვო ბილეთები...
საფოს უწერია უკვე... |
Posted by: karla 23 Apr 2014, 20:35 |
თუმანიშვილის თეატრში : 25 აპრილი, 19.00 სთ "მაცეკვე ტანგო" რეჟისორი მამუკა ტყემალაძე მონაწილეობენ: ნინელი ჭანკვეტაძე, ზაზა მიქაშავიძე. გია აბესალაშვილი, ბექა ჯუმუტია, ქეთი ასათიანი. ნახეთ! კარგია! |
Posted by: S A F O 23 Apr 2014, 21:30 |
ფოთის თეატრი რომ იყო გასტროლზე ერთი დღის თუმანიშვილში იყავით ვინმე ?-"ალუბლის ბაღი-რეპეტიცია". საინტერესო იყო. დასიც მომეწონა. |
Posted by: Borris 27 Apr 2014, 12:12 |
მე პირადად, ვეღარ "ვუგებ" ბ-ნ სტურუას... ჩხეიძე გაცილებით "ახლობელი" გახდა ჩემთვის. |
Posted by: kerilyn 27 Apr 2014, 22:45 |
marimari უბრალოდ ცუდი გრაფიკი მაქვს სამსახურში ამიტომ ვერ ვახერხებ ... მადლობა გადავხედავ თემას აუცილებლად ))) მადამ ფისუნია დიდი მადლობაა |
Posted by: Borris 28 Apr 2014, 10:41 |
გუშინ ვიყავი მარჯანიშვილში სპექტაკლზე "ქალები" რეკომენდაციას ვუწევ |
Posted by: marimari 29 Apr 2014, 22:14 | ||
კარგია ჩხეიძე... უბრალოდ წლების განმავლობაში რუსეთში იყო და მაგის სპექტაკლები აღარ იდგმებოდა . ახლა დადგა ახლები და მომწონს...თუმცა რობიკოს კარგია.... |
Posted by: Borris 30 Apr 2014, 13:28 |
marimari არტ ხელოვნება ნანახი გაქვთ? |
Posted by: marimari 2 May 2014, 15:37 | ||
Borris
კი,,,,,,,,,,,,,,,,, |
Posted by: Borris 2 May 2014, 19:36 |
marimari ამბობენ ძალიან კარგიაო, აუცილებლად უნდა ვნახო მეც |
Posted by: marimari 2 May 2014, 23:41 | ||
Borris
კი, მეც გირჩევ მაგ სპექტაკლის ნახვას |
Posted by: Lilian 10 May 2014, 20:16 | ||
არ მაქვს, ინდოდა ნახვა გუშინ და ერთ-ერთი მსახიობი ალეკო მახარობლიშვილი ცუდად გახდა. იმედი მაქვს ყველაფერი კარგადაა. Borris ახლა როდისღაა შევძლებ მაგის ნახვას რავვი |
Posted by: AchoS 10 May 2014, 23:44 |
დღეს ვიყავი "ქალი ქვიშაში" მარჯანიშვილის სხვენში. 6/10 იმჰო. ძალიან კარგი და საინტერესო თემა იყო მაგრამ არც ისე კარგად გადმოცემული, რაღაც დამაკლდა.. |
Posted by: marimari 11 May 2014, 18:37 |
AchoS ნინო გაჩეჩილაძეა ხომ მთავარ როლში? თან რეჟისორიც რაღაც არ მეცნო, ახალია ვიღაც....არადა მეც ვაპირებდი გუშინ მაგ სპექტაკლზე მოსვლას, უბრალოდ მოულოდნელად სტუმრები მომივიდნენ და ბილეთი გავაუქმე.. ანუ არ ვარგა? |
Posted by: keeper 13 May 2014, 11:25 | ||
დღეს სწორედ ეგაა პრობლემა, რაც ვიცით ის რომ ვაკეთოთ კარგად ასეთი ქაოსიც არ იქნებოდა |
Posted by: Borris 13 May 2014, 12:04 | ||||||||
Lilian
რა დაემართა?
ეგ მგონი თვეში ერთხელ არის
ფინანსურად სადაც უკეთ იქნება და ფიქრობს, რომ უკეთ იქნება, იქ მიდის, გულდასაწყვეტია, რომ შესაბამისი ხელშეწყობა არ აქვთ. |
Posted by: marimari 13 May 2014, 14:55 | ||
მინდა დიდი სიყვარული გამოვხატო ზაზა პაპუაშვილის, როგორც დიდი მსახიობის და ძალიან ღირსეული ადამიანის მიმართ....რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ზაზა პაპუაშვილზე ეგ არ უნდა გეთქვა, მისი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე.... უბრალოდ ჩემი აზრით, ეს ის შემთხვავა იყო, როცა გარემოებების გამო წავიდა პოლიტიკაში და არა ფინანსური დაინტერესების გამო... მას ხალხი დიდ პატივს სცემს, ენდობა და აქედან გამომდინარე მოხდა მისი''გაპოლიტიკოსება''.. დარწმუნებული ვარ, მომდევნო არჩევნებში აღარ მიიღებს მონაწილეობას და დაუბრუნდება რუსთაველის თეატრს... |
Posted by: მადამ ფისუნია 13 May 2014, 16:35 | ||
keeper
და ყველა ბედნიერი თუ არა უბრალოდ კარგად მაინც იქნებოდა |
Posted by: Borris 13 May 2014, 16:53 | ||
marimari რა გითხრათ, ყველა ადამიანი აკეთებს ცხოვრებაში არჩვენს და ეს მისი არჩევანია, ადამიანს უნდა იქ, სადაც უკეთ იგრძნობს თავს, მაგრამ ცხოვრებაში არის შემთხვევები (განვითარებად ქვეყნებში მითუმეტეს) როცა ადამიანი აკეთებს არჩევანს არა სურვილის, არამედ საჭიროებიდან გამომდინარე... კონკრეტულად მე ზაზა პაპუაშვილზე არც მაშინ დამიწერია და არც ახლა ვწერ
დარწმუნებული მე პირადად საერთოდ არაფერში ვარ, მითუმეტეს ვინმეს სურვილებში პ. ს. ზოგადად დასანანია, რომ პოლიტიკაში წასვლა ცუდ ტონად ითვლება |
Posted by: marimari 13 May 2014, 20:55 | ||
Borris
მაგაში გეთანხმები... ისე, ზაზა იმდენად გულწრფელი პიროვნებაა, რომ რუსთაველის სცენაზე უფრო კარგად თამაშობს,ვიდრე პარლამენტში ''ვიღაც ვიღაცეებისაგან '' განსხვავებით,,,, |
Posted by: რეკეტი 14 May 2014, 17:52 |
ქალბატონი ლილი იოსელიანი გარდაიცვალა დღეს. ძალიან სამწუხაროა |
Posted by: მადამ ფისუნია 14 May 2014, 18:01 | ||
რეკეტი
როგორ დამწყდა გული |
Posted by: keeper 15 May 2014, 14:25 | ||
|
Posted by: AchoS 16 May 2014, 15:43 | ||
marimari
კი, კარგია, ნახე აუცილებლად. ეგ რომანი ამ დადგმის ნახვის მერე დაინტრიგებულმა წავიკითხე, საკმაოდ ღრმა თემაა. |
Posted by: marimari 17 May 2014, 14:37 | ||||
ამ ქალს ისეთი მსახიობები ჰყავს გამოზრდილი.....
კი, ვაპირებ... მადლობა.... |
Posted by: sophia semionovna 28 May 2014, 00:18 |
7ივნისს, 20:00 საათზე, „რკინის თეატრის“ ახალი შენობა იხსნება. ბუდაპეშტის ქუჩის პირველ ნომერში! სპექტაკლით "ფერმა" |
Posted by: marimari 28 May 2014, 12:07 |
sophia semionovna და ვინ იქნება მაგ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი? მაგ სპექტაკლის მთავარი რეჟისორი ვინაა? |
Posted by: sophia semionovna 28 May 2014, 12:22 |
marimari დავით ანდღულაძე |
Posted by: Borris 28 May 2014, 16:30 |
sophia semionovna სულ მოსაწვევები იქნება ალბათ? |
Posted by: sophia semionovna 28 May 2014, 18:18 |
http://www.kvirispalitra.ge/public/21784-qrkinis-theatrshiq-farda-ikhsneba.html * * * https://m.facebook.com/TheIronTheatre?view=insights&refid=17 შემოგვიერთდით facebook -ის გვერდზე * * * Borris კი ამჯერად მოსაწვევები იქნება. |
Posted by: marimari 29 May 2014, 11:26 | ||
sophia semionovna
მაშინ მაგ თეატრის ხშირი სტუმარი ვიქნები... დაახლოებით 10 წლის წინ ეგ კაცი ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი იყო, რასაც ჰქვია, თეატრი ააღორძინა, ეგ კაცი წავიდა და ამ თეატრის საქმეც უკან წავიდა...სპექტაკლებსაც ძალიან კარგს დგავდა... * * * sophia semionovna ფერმა ჯორჯ ორეულის ''ცხოველების ფერმის ''მიხედვით თუ სხვა ნაწარმოებია? სპექტაკლის რეჟისორიც ანდღულაძე იქნება? * * * ლევან წულაძე- ჭოლა საქართველოს ნომერ პორველ რეჯისორად აღიარეს.... ნამდვილად იმსახურებს... ია სუხიტაშვილი კი საუკეთესო მსახიობის ტიტულით დაუჯილდოებიათ--უნიჭიერესი მსახიობია, ღირსეულია ამ ტიტულისთვის.... |
Posted by: Parfumer 30 May 2014, 02:07 | ||||
marimari
გეთანხმები! ახმეტელის თეატრის ოქროს ხანა მხოლოდ ანდღულაძის სახელს უკავშირდება ახმეტელის თეატრში ანდღულაძის "მეორედ მოსვლა ანუ ვიზიტის" შემდეგ ძალიან დიდხანს აღარ ვყოფილვარ, და აი რამოდენიმე თვის წინ ვიყავი "ტრუსებზე" განადგურებული წამოვედი თეატრიდან, ერთ დროს თეატრის ნაცვლად სოფლის კლუბი დამხვდა მაგრამ იცი რა მაინტერესებს marimari ? სპექტაკლების და რეჟისორების შეფასება თუ იცი, აი ამას როგორ წერ?
ნომერ პირველი რეჟისორია ჭოლა? რომელი მნიშვნელოვანი სპექტაკლი დადგა ბოლო სამი წლის მანძილზე? სასაცილოა ეს გამოკითხვები, რომლებსაც არაპროფესიონალები ატარებენ. სოციოლოგიის აზრზე არ არიან ისე აკეთებენ და აპიარებენ ტეხავს, სხვა რომ არაფერი |
Posted by: sophia semionovna 30 May 2014, 13:53 | ||||||
marimari
დიახ ბატოტნო!
ჯორჯ ორუველის მიხედვითა, და რეჟისორიც ანდღულაძეა Parfumer
როგორ გეთანხმები არ იციც marimari https://www.facebook.com/TheIronTheatre?ref=hl შემოგვიერთდი თეარის გვერდზე და სიახლეებს გაიგებ ხოლმე |
Posted by: Borris 30 May 2014, 17:34 | ||||||
რას გულისხმობთ თეატრის აღორძინებაში? ნორმალური სპექტაკლები იყო, ემოციურ ფონზე დადგმული... მაგრამ აღორძინების რა გითხრათ. დასს ასე თუ ისე ვიცნობ და ეს აღორძინება ალბათ მათზეც უნდა ასახულიყო, რაც არ მომხდარა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს.
ამ შეფასებებს ვეთანხმები, თუმცაღა, ბ-ნი თემური მიმაჩნია საუკეთესო რეჟისორად, მაგრამ ალბათ გზა ახალგაზრდებს ეთმობა სუხიტაშვილი დახვეწილი ქალია ყველანაირად, ჯერ მარტო ხმა რად ღირს Parfumer
უტრირებულია "ოქროს ხანა" მეც ვიყავი ამას წინათ სპექტაკლზე "ვაჟა" და ძალიან კმაყოფილი წამოვედი... |
Posted by: marimari 30 May 2014, 19:10 | ||||||
Parfumer
''მეორედ მოსვლა ანუ ვიზიტი'' ნანა ფაჩუაშვილი რომ იყო ხომ მთავარ როლში? მეც ვიყავი მაგ სპექტაკლზე, ეხლა აღარ დავდივარ ახმეტელში...რაც შეეხება რეჟისორებს, წულაძეს რას უწუნებ? თან ბოლო ხანებში ყველაზე მეტი სპექტაკლი მაგან დადგა-თუნდაც ბოლო სამი წლის მანძილზე ''დეკამერონი''., ''ტარტიუფი''. ''Mთვრალი ალუბალი'', სხვებიც დადგა მგონი, უბრალოდ ეხლა არ მახსენდება...რობიკოს ჩავარდნა ჰქონდა, თემურ ჩხეიძემ ერთი ''გრინჰოლმის მეთოდი ''დადგა. ყველაზე ნაყიფიერი სეზონი წულაძეს ჰქონდა... თან რატომ ნერვიულობ, მგონი ყოველწლიურად ჩაატარებენ ამ გამოკითხვას...მერე სხვა რეჟისორებს დაასახელებენ..
შემოგიერთდით უკვე.. ბილეთები როდის გაიყიდება?
ჩხეიძე რომ დიდი რეჯისორია, ამაზე არავინ დაობს, დიდ რუსეთშიც კი მიანიჭეს საუკეთესო რეჟისორის ტიტული.. უბრალოდ ბატონი თემური ძირითადად რუსეთში მოღვაწეობს და საქართველოში მისი სპექტაკლები არარ იდგმევა... ერთი ''სასიყვარული ბარატები '' იყო მარჯანიშვილის თეატრში, რომელიც 10 წლის წინ დადგა და ერთი წლის წინ ჰქონდა ''გრინჰოლმის მეთოდის'' პრემიერა... |
Posted by: Borris 30 May 2014, 19:23 |
marimari +1 ლევან წულაძის საკითხში, მხოლოდ ქაქუცა რომ დაედგა და სხვა არაფერი, ეგეც საკმარისია... ბ-ნ ჩხეიძეს რაც შეეხება, არტ ხელოვნება რატომ გამოტოვეთ? |
Posted by: marimari 30 May 2014, 20:08 | ||
Borris Borris
დამავიწყდა, ბოდიში, მაგრამ ''არტ-ხელოვნებაც'' ხომ ძველი დადგმულია? მე საუბარი მქონდა იმაზე, რომ წულაზეს ყველაზე ნაყოფიერი წელი ჰქონდა -ტქო... |
Posted by: Parfumer 30 May 2014, 23:53 | ||||||
Borris
თეატრის აღორძინებაში იგულისხმება ბევრი რამ, მისი ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, პროდუქციით დამთავრებული. და მთავარი რაც ანდღულაძემ შექმნა ეს არის ატმოსფერო, ველი რომელიც მხოლოდ იგრძნობა და არც ფოტოზე და არც კადრში არ აისახება, აი ეს ატმოსფერო ანდღულაძის დროს იყო თეატრში. და ეს უბრალოდ და თავისთავად არ იქმნება. იფ იუ ნოუ ვოთ აი მინ რა არ მომხდარა? ყურაშვილს საუკეთესო როლები ანდღულაძის სპექტაკლებში აქვს ნათამაშები, ნანა ფაჩუაშვილის საუკეთესო როლადაც კი კლარა ცახანასიანის როლს ასახელებენ. ნუ თუ რეჟისორის წასვლის მერე ფორმა ვერ შეინარჩუნეს ეს რასაკვირველია ცუდია და მხოლოდ მათ სისუსტეზე მეტყველებს. სხვათაშორის ყოველთვის ვამბობდი, რომ მსახიობებში ყოველთვს უჭირდა დათოს.
სწორედ ამას ვუწუნებ, პერაშკებივით აცხობს სპექტაკლებს, დგამს ბევრს და უხარისხოს, არც ერთი მათგანი ღირებული არ არის ხელოვნების თვალსაზრისით, ყველა ნახევარფაბრიკატი და პაპსაა. ერთადერთი რაც წულაძეში მომწონს მისი პოზიტიური ადამიანური ენერგეტიკაა, რომელიც არ გგრუზავს, მაგრამ თავის ენერგეტიკიან სპექტაკლებიანად Fastfood -ია და მეტი არაფერი! Borris
კონიუნქტურშინა, ეს არის მისი ყველაზე სამარცხვინო სპექტაკლი! |
Posted by: sophia semionovna 30 May 2014, 23:54 |
Borris აღორძინება ხანა ქონდათ აბა რა ქონდათ საწყლებს )) მსახიობებს ვერ შეცვლიდა რაც იყვნენ ეგენი იყვნენ. იმიტომაც ყავდა ნანა ფაჩუაშვილი.. ნინო ბურდული და ა.წ თუმცა დასშიც იყო ერთი ორი ნათელი წერტილი და მერე ახალი თაობაც მოდიოდა სელექციის სახით.. მაგრამ არ დასცალდა. ხო და არის დღეს ერთი დიდი ჭაობი. marimari მადლობა დამეგობრებისთვის. პ.ს ბევრი სპექტაკლის გამოშვება არ ნიშნავს ნომერ პირველ რეჟისორობას. ჭოლა სკეჩებს დგამს და არა სპექტაკლებს. ეგრე მაია ასათიანის "პროფილსაც" მთელი საქართველო უყურებს მაგრამ არ ნიშნავს რომ რამე კულტურული ღირებულების მატარებელია. პ.ს.ს ბოდიშს გიხდით მართლწერისთვის. ტელეფონით ვარ და სასვენი ნიშანი მძიმე არ მოეპოვება ტელეფონის კლავიატურას. )) * * * Parfumer უჭირდა და ახლა რას იტყვი მის მსახიობებზე? |
Posted by: Parfumer 31 May 2014, 02:15 | ||
sophia semionovna
თუ "ოპერის" მიხედვით ვიმსჯელებ, კარგად აქვს საქმე ერთი გუნდი არიან (სიტყვა "ანსამბლი" აღარ მიყვარს, ამიტომ გუნდს ვიტყვი) და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს "ფერმა" ამ თვლსაზრისითაც ძალიან საინტერესო იქნება |
Posted by: Borris 31 May 2014, 09:47 | ||
Parfumer რომელ ინფრასტრუქტურაზე საუბრობ? სადმე სხვაგან ხომ არ დადიოდი? 24 საათი მანდ ვიყავი მგონი საწყალი მსახიობები აკეთებდნენ ძალიან ხშირად თვითონ ყველაფერს ყურაშვილს რაც შეეხება, კი ბატონო, აქვს მაგ დროს კარგი როლები ნათამაშები, მაგრამ ახლა მაგის კარგ მსახიობობას ნუ მიაწერ ანდღულაძის "გენიოსობას" მეორედ მოსვლა ანუ ვიზიტი კი ამ სპექტაკლზე ლომის წილი ნამუშევარი აქვს თუ არ ვცდები გვარში კვირკველიას, მის ასისტენტს. წულაძეს რაც შეეხება, დიამეტრიულად განსხვავებული შეხებულება მაქვს/გვაქვს და კამათს უბრალოდ აზრი ეკარგება, დღეს-დღეობით ძალიან კარგი რეჟისორია sophia semionovna ძალიან ბევრ იქ მოთამაშე მსახიობს ელემენტარულად შეურაცხყოფას აყენებთ მე მგონია, რომ საუკეთესო პერიოდი არ აქვს ახმეტელის დრამატულ თეატრს, მაგრამ ჭაობი ნამდვილად არ არის...
ქაქუცა არის სკეჩი? |
Posted by: CampO Larssen 31 May 2014, 11:59 |
Borris ტყუილა იშლი ნერვებს აქ კამათით )))) ბევრი ბოღმა პოსტავს რომელიც ჭოლამ არ დააკავა და 4 წელი ტყუილა ისწავლეს თეატრალურ უნივერსიტეტში )) |
Posted by: sophia semionovna 31 May 2014, 13:26 |
Borris არავის არ ვაყენებ შეურაწყოფას, მემგონი არავინ გამილანძღია და ეს პატარა ბიჭი აფრქვევს შეურაწმყოფელ პოსტს და ინტრიგნულს გაიგე ნიკოლოზ? ბოღმა ვინაა ჯერ გაიცანი და ფეხი კარგად აიუდგი ბიჭუნავ |
Posted by: CampO Larssen 31 May 2014, 16:35 |
................................... |
Posted by: marimari 31 May 2014, 17:51 | ||||||
Parfumer
ანდღულაძესთან დაკავშირებით გეთანხმები....
გემოვნების ამბავია, ჭოლას სპექტაკლებს უხარისხოს ნამდვილას ვერ ვუწოდებ...CampO Larssen CampO Larssen CampO Larssen
რაღა დაგიმალო და მეც მაგ აზრზე ვარ.... |
Posted by: sophia semionovna 31 May 2014, 18:21 |
რახან არ მომწონს ჭოლას უსუსტესი სპექტაკლები დაე ვიყო თქვენ თვალში ბოღმა და ჭოლა მეც ძალიან მომწონს პიროვნულად და მისი დადებითი ჰაბიტუსი, მაგრამ ამის გამო ხოტბას ვერ შევასხამ მის შემოქმედებას. და ვის უნდოდა ჭოლასთან საერთოდ , ღმერთს მადლობას ვწირავ ვისთანაც დავამთავრე ბაკალავრიატი და მაგისტრატურაც, თორემ მეც ვიქნებოდი ნაფტალინის სუნით გაჟღენთილი და ვიტიტინებდი რო ვარსკიკა მაგარია, ჭოლას სპექტაკლებს გავაღმერთებდი და გოჩა კაპანაძეს სპექტაკლებზე ვიტირებდი ))) |
Posted by: Borris 1 Jun 2014, 00:01 |
sophia semionovna თუ საიდუმლო არ არის, ვინ იყო თქვენი ხელმძღვანელი? |
Posted by: Parfumer 1 Jun 2014, 00:56 | ||||||||||
Borris
თუ მაინდ დადიოდი 24/7 -ზე მითუმეტეს უნდა იცოდე, ახმეტელის თეატრში უმცირესი თანხებით როგორი რემონტი ჩატარდა, თავისი განათების და სცენის სისტემის შეცვლით. მოკლე მეხსიერება გაქვს? რას აკეთებდნენ საწყალი მსახიობები თვითონ? რემონტს? თუნდაც ეგრე იყოს, თავიანთი საქმისთვის აკეთებდნენ და ეგ კიდევ უფრო მაგარია, მეტი მოტივაციისთვის. შენი გაკეთებული ყოველთვის უფრო მეტად რომ გიყვარს, არ იცი?
ოო, ეს რაღაც ახალი მოგიფიქრებია, სხვა არგუმენტი ვერ იპოვე, ამ სპექტაკლის საწინააღმდეგოდ? Borris
"ქაქუცა" სკეჩზე უარესია, ნაციონალურ-კონიუნქტურული სპექტაკლი, სუფთა პოლიტიკური დაკვეთა CampO Larssen
ჭოლა დამაკავე რაა, კაზაკოვაზე ბევრად უკეთ ვითამაშებ, მიუხედავად იმისა რომ მსახიობი არა ვარ marimari
)))))))) პრინციპში შედარება რომ გააკეთო ალერნატივა უნდა გქონდეს, უნდა თქვა რასთან შედარებით უხარისხო. მე მაღალი ხელოვნების საზომებით მზომავ და თამამად გავიმეორებ იგივე სიტყვას - უხარისხოს. ჭოლას სპექტაკლებს წინ არაფერი მიჰყავს, არ ავითარებს, ერთჯერადი მოხმარებისაა, წავედით, ვნახეთ, გავიცინეთ, დრო გავატარეთ და დავიშალეთ! სულ ეს არის! * * * sophia semionovna თქვი რომ მუმუშასთან სწავლობდი, მაინც ვერ გაიგებენ ვინ არის, მათ მხოლოდ ჭოლა იციან! |
Posted by: Borris 1 Jun 2014, 01:37 | ||
CampO Larssen
აი ახლა კი 100%-ით გამყარდა ეს ვერსია |
Posted by: CampO Larssen 1 Jun 2014, 15:23 | ||||
...................................................... |
Posted by: sophia semionovna 1 Jun 2014, 19:46 |
Parfumer წამო , წამო ტყუილად ვკარგავთ დროს თაობების გამოცვლაც არ უშველის ამათ. |
Posted by: CampO Larssen 1 Jun 2014, 23:39 |
sophia semionovna "დამპატიჟე" შენ სპექტაკლზე ))))) |
Posted by: Parfumer 2 Jun 2014, 01:11 |
როგორ ველოდებოდი რამე არგუმენტს, დასაბუთებას, რამეს თუნდაც ძალიან სუსტს რა სამწუხაროა არავის, ერთი ლოგიკური წინადადების თქმა არ შეგიძლიათ ჭოლას და მისი შემოქმედების სასარგებლოდ! ჭოლაც ჩემი დასაცავი გახდება მალე, ვატყობ |
Posted by: AchoS 2 Jun 2014, 13:55 | ||||
ვახ აქ რა ამბავია ატეხილი... Parfumer
"მთვრალი ალუბალი" - 3 თვეა ბილეთის აღება მინდა და ვერ მოვახერხე. არ ვიცი ეს დადგმა კარგია, ცუდია, ძალიან კარგია თუ ძალიან ცუდი, მაგრამ ფაქტია რომ ყველა ბილეთი იყიდება. ეს შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმიც არის ალბათ. sophia semionovna
იქნებ ძლიერი სპექტაკლებიც ჩამოგეწერა (ირონიის გარეშე). მართლა მინდა ვნახო უკეთესი დადგმები. ყველანაირ რეკომენდაციას მივესალმები. |
Posted by: CampO Larssen 2 Jun 2014, 14:37 |
ისე თამილა ლასხიშვილი რომ გარდაიცვალა შეგემჩნიათ რომელიმეს))) |
Posted by: Parfumer 2 Jun 2014, 23:49 | ||
დიდი მადლობა AchoS შენი არგუმენტისთვის ახლა ჩემს აზრს გეტყვი, დასწრება რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, მაგრამ იმდენი საშუალო სპექტაკლი ვიცი, ანშლაგებით რომ მიდიოდა და საბოლოოდ არავითარი კვალი არ დატოვა! მაგალითად შემიძლია მოვიყვანო სტურუას "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი", რომელიც თუ არ ვცდები 37 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა, მაგრამ რომელი თეატრმცოდნე დაგისახელებთ ამ სპექტაკლს სტურუას საუკეთესო სპექტაკლებთან ერთად? შენგან განსხვავებით მე ნანახი მაქვს "მთვრალი ალუბალი", ძალიან ზედაპირული, კლიშეეებით გატენილი და ბრტყელ-ბრტყელი სლენგებით "გალამაზებული" სპექტაკლია, სამწუხაროდ. ჭოლას ბოლო დროინდელი ნამუშევრებიდან გამოვარჩევდი "ჟოლოს", სხვანაირი, "არაჭოლური" სპექტაკლია, თავისი კონტექსტის მატარებელი |
Posted by: AchoS 3 Jun 2014, 00:45 | ||
Parfumer
ჟოლო მართლა კარგი დადგმაა ჩემთვის როგორც რიგითი თეატრის მოყვარულისთვის ჭოლას სპექტაკლები უფრო ესთეტიურია (მაგ.: "ქალი ქვიშაში") და შესაბამისად ჩემთვის ძალიან სმახსოვროც აღმოჩნდა. |
Posted by: marimari 3 Jun 2014, 19:08 | ||||
ერთი ჩემი ერთი უსაყვარლესი სპექტაკლია...AchoS ''ქალი ქვიშაში''თუ არ ვცდები, არაა ჭოლასი....''ფერმას '' ჯორჯ ორეულის მიხედვით თუმანიშვილის თეატრში ბრიტანელი რეჟისორი დგავს და ედინბურგის ფესტივალზე მიაქვთ....ქეთი დოლიძემ კი უკბინა ანდღულაძეს მარტო ჩვენ გვაქვს საქართველოში ლიცენზია, ეს სპექტაკლი დავდგათო(დღეს იყვნენ დღის შოუში), მაგრამ რა ნიშვნელობა აქვს,'' რკინის თეატრშიც ''წავალ. ისე მომენატრა ანდUლაძის სპექტაკლებზე დასწრება...ისე, გუშინ ვნახე სიუჟეთი ''რკინის თეატრზე''სივრცე და ინტერიერი მომეწონა, ბილეტების გაყიდვას როდის იწყებთ?
მეც რიგითი თეატრის მოყვარული ვარ, თეატრმცოდნე ნამდვილად არ ვარ .....(სამწუხაროდ) |
Posted by: AchoS 3 Jun 2014, 23:38 | ||
marimari
უპსს.. "ქალი ძაღლით" ვიგულისხმე და "ქალი ქვიშაში" დავწერე |
Posted by: marimari 6 Jun 2014, 22:33 |
დღეს კახი კავსაძე იუბილარია........... |
Posted by: marimari 21 Jun 2014, 00:55 |
ჩემდა სამარცხვინოდ აქამდე არ მქონდა ნანახი თავისუფალში'' მიყვარხარ,მიყვარხარ, მიყვარხარ'' * * * დღეს ვიყავი და ძალიან მომეწონა , * * * ყველას გირჩევთ ამ სპექტაკლის ნახვას |
Posted by: marimari 21 Jun 2014, 01:05 |
ყველას გირჩევთ ამ სპექტაკლის ნახვას |
Posted by: iphone_21 28 Jun 2014, 23:32 |
ოდიშარია როცა კულტირის მინისტრად დევს რაის კულტურის წინსვლაზე ვყაყავენთ ხალხო! |
Posted by: marimari 29 Jun 2014, 23:16 | ||
არ შემიძლია, არ დაგეთანხმო, სამწუხაროდ.....+პრემიებსაც რომ იწერს, |
Posted by: Huckleberry Finn 4 Jul 2014, 18:18 |
რომელიმე ქართველ თეატრის მსახიობზე პორტრეტი თუ მოგეპოვებათ თავისი ინტერვიუთი და ბიოგრაფიით - როგორმე დამიკავშირდით რა საგანი მეტენება |
Posted by: marimari 4 Jul 2014, 23:50 |
Huckleberry Finn თანამედროვე მსახიობი გაინტერესებს თუ გარდაცვლილი?სად სწავლობ? |
Posted by: Huckleberry Finn 5 Jul 2014, 01:50 | ||
marimari ეჰ ... ეხლა დავწერე და გადავაგზავნე უკვე :დ მადლობა გამოხმაურებისთვის :* გაიხარე.
მეცნიერება და ხელოვნების ფაკულტეტზე ილიაში. "შეფერის ამადეუსი დრამაში და კინოში" ამაზე საკურსო მაქვს დასაწერი ar mogepoveba rame piter Seferis amadeusze , Tundac marto dramis nawilze eweros filmi maqvs nanaxi da davwer magaze. |
Posted by: marimari 5 Jul 2014, 10:21 |
Huckleberry Finn წარმატებები...საინტერესოა შენი საკურსო ძალიან.... |
Posted by: marimari 12 Jul 2014, 23:56 |
დღეს ვიყავი ამ სპექტაკლზე............................................................................................... |
Posted by: marimari 13 Jul 2014, 00:01 |
(მაპატიეთ ცუდად გადაღებული სურათისთვის).... სპექტაკლი მომეწონა, გირჩევთ ყველას ნახვას... პირველად ვიყავი ამ თეატრში, ძალიან მომეწონა გარემოც, მაგრამ თუ აქ ამ თეატრის რომელიმე თანამშრომელი იხედება მაინც ხანდახან, იქნებ ბილეთებზე რიგის და ადგილის ნომერი მიგეწერათ, კარები რომ გაიღო, ხალხი დასწრებაზე იყო, რომ კარგ ადგილას დამჯდარიყო.... |
Posted by: nutsiko 13 Jul 2014, 12:33 |
ახალ სპექტაკლზე სამეფო უბნის თეატრში არ ვარ ნამყოფი. რას მირჩევთ? ერთი სული მაქვს, განახლდეს თეატრალური სეზონი შემოდგომიდან. ჩემი თეატრი მომენატრა ... მერედა როგორ... |
Posted by: marimari 20 Jul 2014, 22:32 |
nutsiko ფეისბუქზე მოძებნე დავით ბუხრიკიძე ამ სპექტაკლზე აქვს დაწერილი -მე გირჩევ ამ სპექტაკლის ნახვას... მე კიდევ ერთი სული მაქვს, სექტემბერი მოვიდეს, ''ტროელ ქალებს '' აქებენ ძალიან.... |
Posted by: nutsiko 21 Jul 2014, 14:39 |
marimari ტროელი ქალები მომეწონა. ზოგადად, სამეფო უბნის თეატრში ამ წლის სეზონზე რაც იყო აფიშის მიხედვით, ყველა ვნახე. ამ ახალს ვეღარ ,,მივუსწარი". მოვიდეს სეზონი, განვაახლო თეატრებში სიარული |
Posted by: marimari 21 Jul 2014, 20:10 | ||
nutsiko ''ტროელი ქალების ''გარდა კიდევ რომელს მირჩევ?
მეც ეგრე ვარ.... |
Posted by: nutsiko 22 Jul 2014, 00:16 |
marimari ,,ლივ შტაინი" თუ იქნება ისევ, აუცილებლად ნახე. მე პირადად მომეწონა. საინტერესო სპექტაკლია მოვლენების საინტერესო განვითარებით, დასასრული კიდევ უფრო საინტერესო (ო'ჰენრის მოთხრობების მსგავსი მოულოდნელობით). გირჩევდი ამ სპექტაკლს. თან ჩემთვის საყვარელი მსახიობები თამაშობენ. დანარჩენს ინტრიგად დაგიტოვებ არადა, ყოველ მეორე დღეს თეატრებში ვარ, აღარაფერი დამრჩა თითქმის სანახავი. ახალი სპექტაკლებია საჭირო |
Posted by: marimari 22 Jul 2014, 06:59 |
nutsiko დიდი მადლობა |
Posted by: მელითი 22 Jul 2014, 19:18 |
ედინბურგში ჩამოდიან 27 ში, ვაპირებ ნახვას. ვინმე ხო არ მოდიხართ ფორუმელი ? |
Posted by: marimari 22 Jul 2014, 22:54 | ||
ეეეჰჰჰჰ, ''ცხოველების ფერმა '' ჩამოაქვთ თუმანიშვილის თეატრს'', ბრიტანელია რეჟისორი, მშურს შენი...... |
Posted by: Psychoanalysis 22 Jul 2014, 23:56 |
Melit9 marimari და რა ეღირება ნეტა? |
Posted by: მელითი 23 Jul 2014, 03:16 |
marimari ნუ გშურს, მე თბილისი მენატრება და აგერ 2 წელია ვერ ჩამოვდივარ ) Psychoanalysis არვიცი, ჩემი მეგობარია მსახიობი და უფასოდ მიკისრებს |
Posted by: キング 24 Jul 2014, 00:18 |
კულტურის მინისტრის შეცვლას როგორ შევეგუეთ? |
Posted by: marimari 25 Jul 2014, 23:45 | ||
იმედით ვუყურებ....მგონია, წინამორბედს აჯობებს, ის საერთოდ ხელფასის აღების მეტს არაფერს აკეთებდა , ხო, პრემიებსაც კი იწერდა, ეს კარგი მენეჯერია, ძალიან კარგ ჯაზ ფესტივალებს აკეტებს უკვე წლებია, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა, დამეთანხმება...ვნახოთ, ვიმედოვნებ, იმედები არ გამიცრუვდება |
Posted by: marimari 8 Aug 2014, 19:46 |
................................................................................................................. * * * მოკლედ თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლი ''ცხოველების ფერმა'' ანშლაგით მიდის ედინბურგის ფესტივალზე , სპექტაკლს 5 ვარსკვლავი მიანიჭეს გილოცავთ თეატრის მოყვარულებო |
Posted by: limpompo 15 Aug 2014, 20:31 |
აბა ახმეტელის თეატრის ფანი ვინ არის დამენახოს ))) |
Posted by: marimari 18 Aug 2014, 22:49 |
limpompo როცა ახმეტელის თეატრში დათო ანდღულაძე იყო, მაშინ ვიყავი ფანი, რაც ეგ კაცი წავიდა, ფანების რიცხვიდან ;''ნებითა ჩემითა '' ამოვეწერე... და რა არის ? |
Posted by: oxunji pirveli 25 Aug 2014, 22:18 |
"კუჭის კანონის" ყურება არასოდეს არ მწყინდება.. ეროსი განუმეორებელია.. |
Posted by: arsenalsky 25 Aug 2014, 23:18 |
ვინმე თუ ერკვევით მხატვრობაში პმ მომწერეთ |
Posted by: luki9 2 Sep 2014, 16:21 |
ხალხნო და ჯამაათნო ვინმე ყოფილხართ ამ სპექტაკლზე ?? ღირს წასვლა ?? |
Posted by: Parfumer 2 Sep 2014, 16:25 |
??? პირველად მესმის -------------------------------------- |
Posted by: Parfumer 2 Sep 2014, 16:30 | ||||
marimari
ეს სპექტაკლი გაი მასტერსონს ბევრგან აქვს დადგმული. როგორც გავიგე თუმანიშვილში ამ სპექტაკლის განხორციელება საკმაოდ დიდი თანხა დაჯდა. და რატო? მაშინ სხვა უცხოელ რეჟისორებსაც გადავუხადოთ, მაგალითად პურკარეტეს, ან ლეპაჟს აი როგორც მწრთვნელებს იწვევენ )))))))) * * * Melit9
ნახე? გამიზიარე რა შენი შთაბეჭდილება, ძალიან მაინტერესებს. და ვსო, მომავალ აგვისტოში ედინბურგში უნდა ჩამოვიდე! დღეიდან ფულის გროვებას ვიწყებ! |
Posted by: luki9 2 Sep 2014, 16:35 |
ხო რა ვიცი მეც.. ეხლა ვნახე აფიშაში და გამიკვირდა არა და ისე წასვლა არ მინდა |
Posted by: marimari 2 Sep 2014, 23:10 | ||||||||
და ყველგან ასეთი წარმატებით????????/
ნებისმიერი სპექტაკლის წარმატება 50/50 დამოკიდებულია რეჯისორსა და მსახიობთა გუნდზე..... რაც არ უნდა თანხა დამჯდარიყო. ნამდვილად ღირდა, ამ სპექტაკლს იმხელა წარმატება ხვდა წილად, ასეთი წარმატება დიდი ხანია ქართულ სპექტაკლს ( თუნდაც უცხოელის დადგმულს) არ ჰქონია....ედინბურგის ფესტივალის ამბები მოძებნე ინტერნეტში და ნახავ, რამხელა და როგორი გამოხმაურებები აქვს ამ სპექტაკლს.... |
Posted by: Parfumer 4 Sep 2014, 01:25 |
marimari დამიჯერე არავის წარმატება არ მწყინს! რა გამოხმაურებები აქვს? ნანახი მაქვს რამოდენიმე კომენტარი, ედინბურგის ფესტივალის საიტზე. თუ შეგიძლია დამილინკე რაზე მელაპარაკები. მადლობა წინასწარ თანხებს რაც შეეხება, უცვლელად ვდგევარ ჩემს პოზიციაზე! არ შეიძლება ერთი და იგივე ქვეყანაში ერთი სპექტაკლი, ნებისმიერი თეატრის და ნებისმიერი რეჟისორის მიერ დადგმული, ჯდებოდეს მაგალითად ნახევარი მილიონი და მეორე მხრივ რეგიონის რომელიმე თეატრის წლიური ბიუჯეტი იყოს 120 000. !!! აი ამას არანაირი გამართლება არა აქვს! უკაცრავად გრამატიკისთვის, ვჩქარობ |
Posted by: Alice_In_Wonderland 4 Sep 2014, 22:31 |
როდის იხსნება ჩვენთან თეატრალური სეზონი იცით ვინმემ? |
Posted by: მადამ ფისუნია 8 Sep 2014, 12:35 |
აუ არ იცით როდის გაიხსნება თეატრები? გავიღალე უკვე აღარ ვიცი სად წავიდე |
Posted by: CampO Larssen 9 Sep 2014, 00:25 |
მადამ ფისუნია Alice_In_Wonderland თავისუფალი თეატრი 10-ში და მალე ფესტივალი იწყება და ოქტომბრამდე არ გაიხსნება |
Posted by: Mak0 10 Sep 2014, 15:33 |
ერთი კითხვა მაქვს: რა სახის ბლოგი, საიტი, სტატიები ან მსგავსი რაღაცები დაგაინტერესებდათ თეატრალური ფესტივალის შესახებ? |
Posted by: Borris 12 Sep 2014, 23:43 |
Mak0 ინფორმაციული +30 ინფორმაცია |
Posted by: Mak0 13 Sep 2014, 12:54 |
Borris ინფორმაცია თეატრის, დასის, პიესის თუ რის შესახებ? |
Posted by: Borris 13 Sep 2014, 19:38 |
Mak0 ფესტივალის ფარგლებში რაც ხვდება, ყველანაირი ინფორმაცია საინტერესოა აბა ცალკე დასზე უნდა წერო დავუშვათ? როგორ წარმოგიდგენია? რაღაც მომენტში მაინც მოგიწევს გადაწვდე პიესას, ან თეატრს მე არ ვარ ამ საქმის პროფესიონალი, უბრალოდ მოყვარული ვარ და შესაძლოა ჩემი შეხედულება არც გაითვალისწინო |
Posted by: Mak0 15 Sep 2014, 12:24 |
Borris ყველას შეხედულების გათვალისწინება ღირს.. არ აქვს მნიშვნელობა პროფესიონალი ხარ თუ მოყვარული.. მთავარია თეატრი გაინტერესებს.. |
Posted by: незабудка 15 Sep 2014, 12:31 |
CampO Larssen ხვალ არის ხო "ასულნის" პრემიერა რუსთაველში? |
Posted by: Borris 15 Sep 2014, 12:37 |
Mak0 კარგია, ასეთ რამეს თუ ვინმე საფუძვლიანად მიხედავს და მოუყრის ამ ინფორმაციებს ერთად თავს, თორე, უბრალოდ მონაცემებადაა გაფანტული სხვადასხვა ადგილას და მკითხველი/მაყურებელი ვაკუუმშია |
Posted by: marimari 16 Sep 2014, 15:54 | ||
13 ში გახსნა სამეფო უბნის თეატრმა პრემიერით ''ბეჩავნი'' |
Posted by: незабудка 17 Sep 2014, 01:10 | ||
marimari
ინწერესნო... |
Posted by: marimari 17 Sep 2014, 14:15 |
незабудка незабудка ხო, რეჯისორიც უცნობია, მაინტერესებს.... ვაპირებ წასვლას.... |
Posted by: marimari 17 Sep 2014, 14:18 |
რობიკო დგავს ხომ? მგონი პრემიერააა... თუ ვცდები? |
Posted by: levqu 17 Sep 2014, 16:36 |
არ ვიცი წავალ ამ დღეებში და გავარკვევ აბა |
Posted by: незабудка 17 Sep 2014, 21:30 | ||||
იქით კვირაში წავალ მე, ახლა არც მგონია იყოს დარჩენილი ბილეთები და არც მაწყობს დიდად. საინტერესო ჩანს. marimari
კი.
გუშინ იყო პრემიერა... |
Posted by: LLL_DDD 19 Sep 2014, 11:40 |
ფესტივალის აბონემენტებზე გაქვთ ინფორმაცია? |
Posted by: secretcircle 20 Sep 2014, 16:50 |
ასულნი-ს პრემიერაზე ვინ იყო? ღირს თუ არა წასვლა/ ? |
Posted by: jazzsoul 23 Sep 2014, 19:34 |
secretcircle იგივე კითხვა მაქვს. ღირს წასვლა? |
Posted by: levaa 25 Sep 2014, 22:59 |
არ უნდათ ეს დადგან სადმე? |
Posted by: S A F O 27 Sep 2014, 17:57 |
აუ, თეატრებში რამე ჯარიმები რომ შემოიღონ არ უნდათ ? ელ. მოქცევის წესი ხომ მაინც უნდა იყოს, რატომ უნდა ვიჯდე და ვისმენდე -გვერდზე მოსკუპებული სულელი ბაბას ქირქილს და ჩუმ მესიჯობეს არ მესმის. თუ არ გინდა შვილო სპექტაკლის ყურება , ვინ გაძალებს ,რაღას შემოდიხარ საერთოდ. შენიშვნას მისცემ მერე და ისტერიკებს აწყობენ. საქაჯეთია სუფთა. |
Posted by: Borris 27 Sep 2014, 20:53 |
S A F O ამას გრძელვადიან პერსპექტივაში აღზრდა-განათლება მოაგვარებს, სხვა ვერაფერი, ამ ეტაპზე კი უნდა გამკაცრდეს წესები, გეთანხმებით |
Posted by: secretcircle 28 Sep 2014, 23:14 |
S A F O ამიტომ ლოჟაში ვყიდულობ ყოველთვის ბილეთებს, იქ ნაკლებად მაწუხებენ. levaa რაღა დროს ნოტრდამდეპარია? ეგ უნდა მოხსნან ყველგან, აქ კიდე დადგან? |
Posted by: Borris 29 Sep 2014, 11:35 | ||
secretcircle
დაძველდა? |
Posted by: secretcircle 1 Oct 2014, 12:36 |
Borris რეპერტუარისთვის კი დაძველებული თემაა |
Posted by: Borris 1 Oct 2014, 12:42 |
secretcircle თეატრში უამრავი "დაძველებული" რეპერტუარია, რომელსაც მომავალი თაობები "აახლებენ"... ასე იყო ოდითგანვე ) |
Posted by: levaa 1 Oct 2014, 12:51 | ||
კლასიკა არასდროს ძველდება |
Posted by: irusha 11 Oct 2014, 14:03 |
რამდენი ხანია ამ თემაში არ ვყოფილვარ.. ამ თემაში კი არა, თეატრში რამდენი ხანია არ ვყოფილვარ.. ნახეთ ვინმემ "ცხოველთა ფერმა"? მინდა ნახვა, მაგრამ რაღაც იმედგაცრუებული დავრჩები მგონია.. |
Posted by: teonala 12 Oct 2014, 13:30 |
მოძრაობის თეატრის ახალი სპექტაკლი "ინტრო" |
Posted by: Borris 13 Oct 2014, 12:38 |
"თეთრი იასამანი"-ის შესახებ ხომ არ იცით რამე? მარჯანიშვილშია პრემიერა... და კიდევ: "ასულნი" თუ იხილა ვინმემ, დადეთ რა ინფო |
Posted by: Borris 17 Oct 2014, 13:58 |
როგორია ეს ასულნი თქვით რა ---------------------- |
Posted by: smith14 17 Oct 2014, 14:01 |
რობიკო თუ დგავს ღირს, მარა ბილეთი რა ღირს? ღირს რაც ღირს? |
Posted by: marimari 17 Oct 2014, 15:32 | ||
მივდივარ კვირას და რომ მოვალ კვირას ან ორშაბათს დავწერ... |
Posted by: marimari 17 Oct 2014, 15:37 | ||
ბილეთები.ჯე-ზე წერია, 6 ლარიდან ზევითო... ნუ 6 ლარი ბალკონი ეღირება, პარტერში ფასები 10 ლარიდან იწყება-ხოლმე |
Posted by: Borris 17 Oct 2014, 20:53 | ||
ეს საკამათო თემაა ადრე სტურუას სპექტაკლზე ამდენი კითხვა არ დაისმებოდა, ხალხი ეგრევე მიდიოდა სანახავად, ახლა უკვე ადამიანები ნიადაგს უსინჯავენ სპექტაკლს, კითხულობენ, ღირს თუ არა ნახვა. პირადად ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ. რობერტი ექსპერიმენტებს ატარებს, ეს ძალიან ბუნებრივია და კარგიცაა, მაგრამ ამისთვის არსებობს ექსპერიმენტული სცენები, აკადემიურ თეატრში ექსპერინმეტების ადგილი არაა, ხალხს უნდა არა ექსპერიმენტი, არამედ მზა, დახვეწილი პროდუქტი. |
Posted by: Borris 17 Oct 2014, 21:00 |
marimari კვირას მეც ვაპირებ, მანამდე მაინტერესებდა ინფორმაცია ) |
Posted by: nutsiko 18 Oct 2014, 13:59 |
მოძრაობის თეატრში ვიყავი. ძალიან მომეწონა ,,ინტრო". გული მწყდება, რომ აქამდე არ ვყოფილვარ ამ თეატრში. განსაკუთრებით მომეწონა მსახიობების უშუალო კონტაქტო მაყურებელთან, სპექტაკლის ბოლოს რომ მადლობას გიხდიან და შენთან მოდიან, შენს ემოციას აკვირდებიან... ძალიან დიდი მადლობა ამ თეატრს. შემიყვარდნენ და ველოდები სხვა სპექტაკლებსაც, წარმატებები მათ! უდაოდ ნიჭიერი გუნდია. |
Posted by: მადამ ფისუნია 18 Oct 2014, 15:14 |
გუშინ ვიყავი მუსიკისა და დრამის თეატრში "დორიან გრეის პორტრეტზე" რატომღაც უკეთესს ველოდი :/ თუმცა მომეწონა უბრალოდ უფრო მეტ ემოციას ველოდი რატომღაც. თვითონ დორიანი (ერეკლე) გულში ჩამივარდა |
Posted by: ძიაისიდორე 18 Oct 2014, 16:08 |
ცოტა ხნის წინ ბ-მა გოჩა კაპანაძემ მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოები გვაჩვენა საკუთარი გადმოსახედიდან. რუსთაველის თეატრში იყო სპექტაკლი და აღფრთოვანებული დავრჩი. ასეთი კარგი წარმოდგენა დიდი ხანია არ მინახავს. კიდევ ვინმემ თუ ნახეთ მოყევით თქვენი შთაბეჭდილებები https://imageshack.com/i/iptYVIMHj https://imageshack.com/i/iqCqXFWFj https://imageshack.com/i/iddzXhdrj https://imageshack.com/i/f0RUdA89j https://imageshack.com/i/f0Xo9oBEj https://imageshack.com/i/iqSbavYMj |
Posted by: yggdrasil 18 Oct 2014, 18:52 |
ცხოველთა ფერმა თუმანიშვილი წადით, მუაგარობა |
Posted by: marimari 19 Oct 2014, 10:09 | ||
შეგიძლია მისამართი დაწერო, სად არის ეგ თეატრი? მეც სულ მაინტერესებს, ყველა აქებს და მე არ ვარ მანდ ნამყოფი ... კიდევ იცით რა მაინტერესებს? რობიკო სტურუამ რომ გახსნა ახალი თეატრი -მგონი ''ფაბრიკა '' ჰქვია, ზუსტი მისამართი იცით ვინმემ და აფიშა სად ვნახო მაგათი? ბილეთები .ჯე - არ არის , არც ფბ -ს თეატრების აფიშები რომ წერია ხოლმე , არც იქ....''მარია კალასი'' მაინტერესებს ძალიან...ნახა ვინმემ? |
Posted by: Borris 19 Oct 2014, 23:12 | ||
marimari იყავით ასულნიზე? მოგეწონათ?
ეგ მგონი სარდაფის ადგილასაა |
Posted by: marimari 20 Oct 2014, 00:14 | ||
Borris
მე ''თეთრ იასამანი '' -ზე ვიყავი |
Posted by: marimari 20 Oct 2014, 00:18 |
მემგონი შენც აპირებდი წამოსვლას ამ სპექტაკლზე, რაღაც ესე მახსოვს... ძალიან მაგარი სპექტაკლი იყო, შენი არ ვიცი და მე ძალიან მომეწონა.... |
Posted by: marimari 20 Oct 2014, 00:27 |
მსახიობები- ნუ საუკეთესოები-ერთი მეორეზე ნიჭიერები, მაგრამ ''თუთი'' -ს როლის შემსრულებელი, აი ეს გოგო ვინ არის? პატარა გოგოა . ალბათ ახალი დამთავრებული აქვს, შეიძლება ჯერ ისევ სტუდენტია, ახალი სახეა, მაგრამ ისე კარგად ითამაშა, ბრავო......... პროგრამაც ვიკითხე, მაგრამ ჯერ არ არისო ... რომელი მსახიობია ეს გოგო? |
Posted by: Borris 20 Oct 2014, 00:28 |
marimari სამწუხაროდ ვერ მოვახერხე, აუცილებლად ვნახავ, როგორც კი მოვახერხებ ვაა მომინდა |
Posted by: მადამ ფისუნია 22 Oct 2014, 13:52 | ||
Borris
რუსთაველში შესვლა ფასიანია (ნახევარი ფასი) ჩეემთვის და იშვიათად მივდივარ თუ მეტყვიან რომ რაღაც სასწაული გადის იმ შემთხვევაში. მარჯანიშვილი მუსიკისა და დრამის თავისუფალი ძირითადად აქ დავდივარ.. |
Posted by: Borris 22 Oct 2014, 14:41 |
მადამ ფისუნია რუსთაველში ფულს იხდი და სხვაგან არა? ვერ გავიგე რაღაც კარგად... რომელ სპექტაკლს მირჩევ? თუ დადიხარ და აქტიურობ, შენნაირი ადამიანები მჭირდება |
Posted by: მადამ ფისუნია 22 Oct 2014, 21:28 | ||||
Borris
ჰო ასეა... თეატრალურის სტუდენტები შეღავათებით ვსარგებლობთ...
მე პირადად თავისუფალში ძალიან მომწონს "კავკასიური ცარცის წრე" "მექანიკური ფორთოხალი" "ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები" "ძვირფასო პამელა" ამ სპექტაკლებში უდიდეს ემოციას ვგრძნობ მე პირადად. მარჯანიშვილი ევრო ჯორჯია განსაკუთრებით მომეწონა, მცირე სცენაზე დგამენ და მოკლემეტრაჟიანია მაგრამ ემოცია უდიდესია... აი ისაა რა ჩვენი ბავშვობა ^_^ მუსიკისა და დრამის თეატრში წელს მარტო დორიან გრეიზე ვიყავი და სიმართლე გითხრა თვითონ "დორიან გრეიზე" ბოდება დამეწყო და სპექტაკლს რაც შეეხება უკეთესს ველოდი :/ * * * დორიან გრეის საუნდტრეკი იყო კიდე სასწაული ეს მართლა დიდ ემოციებს იწვევდა |
Posted by: Borris 23 Oct 2014, 00:01 | ||||||||
მადამ ფისუნია
გასაგებია, თეატრალურის სტუდენტი თუ იყავი არ ვიცოდი
ეს ძალიან მომწონს მეც
აქ მინდა თეთრი იასამანი რომ ვნახო
ამას მოვინახულებ აუცილებლად მეც ანუ რუსთაველს არ წყალობ? სამეფო უბნის თეატრი? თუმანიშვილი? |
Posted by: მადამ ფისუნია 23 Oct 2014, 01:00 | ||||||
Borris
კი უბრალოდ არც ისე ხშირად როგორც დანარჩენებს მანდ ქაქუცა მომწონს
სამეფოში არა და თუმანიშვილში კი ვიყავი ამასწინად. გრიბოედოვშიც ვიყავი...
უკვე მეც აღარ ვიცი ისე იშვიათად მივდივარ სსამსახურის გამო... მსახიობობაზე რომ ჩამებარებინა ალბათ ბედნიერი ვიქნებოდი... არც მიცდია... ძაან უბედური ვარ... თუმცა მაინც კარგია რომ ახლოს ვარ ჩემს სფეროსთან... ერთი განწირული არ შემდგარი მსახიობი ვარ... |
Posted by: Borris 23 Oct 2014, 09:53 | ||
მადამ ფისუნია
ნუ ხარ მერე უბედური რატომ არ ჩააბარე სამსახიობოზე ასე თუ გინდოდა? ან ახლა რაზე ხარ? ფესტივალზე მოახერხე წასვლა? |
Posted by: მადამ ფისუნია 23 Oct 2014, 19:50 | ||||
Borris
იმიტომ რომ მშობლები ისედაც არ მელაპარაკებოდნენ ორი კვირა აქ რომ მოვხვდი და სამსახიობოზე არც გადამიხდიდნენ... არადა იცოდნენ ჩემი შესაძლებლობები, არაერთი სპექტაკლი და როლი ჰქონდათ ნანახი... (პატარაობიდან საბავშვო მუსიკალურ თეატრში ვიყავი) უბრალოდ როგორც იციან ხოლმე... "საქართველოში არ აქვს პერსპექტივაო".... ახლა ხელოვნებათმცოდნე ვარ... ამას ხო აქვს რა პერსპექტივა... (ირონიულად) აქაც რომ მოვხვდი ჩემით ვიცალიჩე რაღაცები ჩუმად შევცვალე თორემ ახლა იურისტი ვიქნებოდი ....
ვერა |
Posted by: Borris 24 Oct 2014, 01:37 | ||||||
მადამ ფისუნია
რატომ? :|
პარსპექტივა არაფერს აქვს, რასაც უგულოდ მიუდგები და საერთოდ, ასეთი რამ შვილის მაგივრად არ უნდა გადაწყვიტო
ეს მგონია ის პროფესია, 10 ცხოვრება რომ მქონდეს არასდროს რომ არ გავხდებოდი ) |
Posted by: მადამ ფისუნია 24 Oct 2014, 16:20 | ||
Borris
საბედნიეროდ არც მე გავხდი.... ახლა სცენის ნაკლებობას იმით ვივსებ რომ სცენიდან სკამებზე გადავინაცვლე და სხვებს მაინც ვუყურებ მე თუ არ ვთამაშობ.... |
Posted by: Borris 24 Oct 2014, 16:43 |
მადამ ფისუნია წარმომიდგენია როგორ განიცდი |
Posted by: marimari 25 Oct 2014, 00:40 | ||||
კატო კალატოზიშვილი ყოფილა....
ნუ ეხლა მილიონერი არ გახდები, მაგრამ ხელოვნებათმცოდნეობაზე ბევრად მეტი პერსპექტივა აქვს... ხალხი დადის თეატრებში, თითქმის ყოველთვის სავსეა დარბაზი, ნახევრად ცარიელი დარბაზი მე დიდი ხანია არ მინახავს..მე თეატრმცოდნეობაზე მინდოდა ჩამებარებინა ,მაგრამ ....ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა...სამწუხაროდ... |
Posted by: Parfumer 25 Oct 2014, 00:57 | ||||
Borris
ბანძია irusha
სწორადაც გგონია! marimari "მოძრაობის თეატრი" არის მუშტაიდის ბაღში, მუსკომედიის თეატრის მხარეს (ნუ დაახლოებით რომ ავხსნა) "ფაბრიკა" არის ლაგუნა ვერესთან (ყოფილ ლაგუნა ვერესთან) |
Posted by: მადამ ფისუნია 25 Oct 2014, 01:20 | ||||
თავისუფალში ყოველთვის სავსეა... პატარა დარბაზია და იმიტომ...
ჰო ალბათ გესმის ჩემიც |
Posted by: Borris 25 Oct 2014, 01:40 |
Parfumer ანუ არ ღირს წასვლა |
Posted by: მადამ ფისუნია 25 Oct 2014, 01:43 |
დღეს დავაგვიანე მექანიკურ ფორთოხალზე (ცხრამილიონჯერ მაქვს ნანახი მაგრამ მაინც) ჰოდა, გაბრაზებულ გულზე ბარემ იქვე ვიყავი და კინოში შევედი და მივხვდი რომ დიდიხანია არ ვყოფილვარ კინოში |
Posted by: Borris 26 Oct 2014, 00:07 |
ხვალ-მოხუცი ჯამბაზები, ბოლო-ბოლო ვნახავ ამ სპექტაკლს |
Posted by: marimari 26 Oct 2014, 00:26 | ||||||||||||
Parfumer
რატომ? ცოტა მეტი რომ თქვა? ვაპირებდი წასვლას და.... ''ცხოველთა ფერმა '' რატომ არ მოგეწონა?
ძალიან დიდი მადლობა... გაიხარემადამ ფისუნია
კი, მაგრამ არა უშავს... რას იზავ...
მე ორჯერ გავაუქმე ბილეთები, ჩემგან დამოუკიდებელი სუბიექტური მიზეზების გამო.. იმედია, მეც ვეღირსები მაგ სპექტაკლის ნახვას.. მიყვარს გოჩა კაპანაძის რეჯისურა, მაგ სპექტაკლზე კი ისეთებს ამბობენ...მინდა............... |
Posted by: Borris 26 Oct 2014, 00:40 | ||
marimari
არაჩვეულებრივი მსახიობები... |
Posted by: shio_graphics 26 Oct 2014, 21:00 |
გამარჯობათ...გამარჯობათგამარჯობათგამარჯობათგამარჯობათგამარჯობათგამარჯობათგამარჯობათგამარჯობათგამარჯობათგამარჯობათ * * * გამარჯობათგამარჯობათგამარჯობათგამარჯობათგამარჯობათგამარჯობათგამარჯობათგამარჯობათგამარჯობათგამარჯობათ |
Posted by: marimari 26 Oct 2014, 21:34 |
shio_graphics პოსტებს აგროვებ??????????????//, გაგიმარჯოსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს. |
Posted by: shio_graphics 26 Oct 2014, 23:16 |
marimari კი ვაგროვებ 10 პოსტი არის საჩიროოო |
Posted by: Parfumer 26 Oct 2014, 23:55 | ||
marimari
თუ აპირებდი წასვლას წადი, რა ვიცი მაინც მსოფლიო სათეატრო რეჟისურის ერთ-ერთი ფიგურის სპექტაკლია, მისი შემოქმედებითი ცხოვრების ბოლო აკორდები და რომ მიხვალ გეტყვის, რომ როცა მოვკვდებით ჩვენს საფლავზე ლურჯი იები ამოვა, მეტს ვერაფერს გეტყვის. ნუ რა ქნას და მასტერსონის "ცხოველების ფერმას" რაც შეეხება, უვარგისი სპექტაკლია, არავითარი გადაწყვეტა არა აქვს, ჯობია დაჯდე და ორუელის ნაწარმოები წაიკითხო და პინკ ფლოიდების "ანიმალს" მოუსმინო, მეტს მოგცემს! |
Posted by: Borris 26 Oct 2014, 23:56 |
მოხუც ჯამბაზებზე ბილეთები თურმე ერთი თვით ადრე იყიდება, მანდ ვერ წავედი, მაგრამ მუსკომედიაში ვიყავი და არაჩვეულებრივი სპექტაკლი ვნახე, ფსკერზე. გორკის ნააზრევი დოიაშვილით მოწოდებული, ძალიან შთამბეჭდავი, მძიმე იყო... |
Posted by: shio_graphics 27 Oct 2014, 00:18 |
მე ვიდეო მემონტაჟე და გრაფიკოსი ვარ, ( ამჟამად დროებით უმუშევარი) გთხოვთ შემიფასოდ ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი. "წმინდა ილია მართალი" http://www.youtube.com/watch?v=ihW9VSFSEoY |
Posted by: Borris 27 Oct 2014, 00:24 |
shio_graphics მშვენიერია, მისი მადლი გვეწეოდეს |
Posted by: მადამ ფისუნია 27 Oct 2014, 00:36 |
რიჩარდზე მინდოდაწასვლა მაგრამ ამ დილიტ სამსახურიდან რო მოვედი სახლისსაქმეები რაღაცა რუღაცა და ჩამძინებია :/ |
Posted by: Borris 27 Oct 2014, 09:47 |
მადამ ფისუნია ვარსიმაშვილს არ გამოსდის შექსპირიო, ასე გამიგია მე |
Posted by: მადამ ფისუნია 27 Oct 2014, 18:14 | ||
Borris
არ ვიცი, ვერ დავიჩემებ მაგრამ უმრავლესი სპექტაკლები თავისუფალში რაც მაქვს ნანახი მომწონს... |
Posted by: marimari 28 Oct 2014, 01:04 | ||||||||||
Parfumer
ხო,რა ვიცი,მოვიფიქრებ,ისე მე რობიკოს ''ცეცხლისწამკიდებელი და ბიდერმანი'' არ მომეწონა საერთოდ. , ''12 განრისხებული მამაკაცი''ც -ისე რა, არ გავგიჟებულვარ... აქ როგორც ერთმა დაწერა, რობიკოს სპექტაკლებზე ჯერ კარგად უნდა გაიკითხო და მერე წახვიდეო,, სამწუხაროდ...
მე შარშან ერთი კვირით ადრე ვიყიდე, და შენ ბილეთებს სპექტაკლის დღეს ყიდულობ? თადარიგს არ იჭერ? მე ყოველთვის რამდენიმე დღით ადრე, ხანდახან რამდენიმე კვირით ადრე ვყიდულობ ხოლმე....
რა ჰქვია სპექტაკლს? * * *
მეც ეგრე მსმენია
გეტანხმები, განსაკუთრებით ვარსიმაშვილის რეჟისურა თუა.... |
Posted by: Borris 28 Oct 2014, 23:45 | ||||||
marimari
ხან ისე და ხან ასე, სიტუაციისდა მიხედვით
მიწერია, "ფსკერზე"
ეს კაცი ემოციებზე კარგად თამაშობს |
Posted by: tatia777 29 Oct 2014, 22:56 |
კავკასიურ ცარცის წრეზე მივდივარ 7 ში ქუთაისში ჩამოდიან |
Posted by: Borris 29 Oct 2014, 23:45 |
tatia777 ვინ ჩამოდის? ----------------------------------- |
Posted by: მადამ ფისუნია 30 Oct 2014, 00:28 | ||
tatia777
თავისუფალის ვერსია თუ ჩამოდის ძალიან კარგია... ემოციებით აღმავსებელი |
Posted by: Borris 30 Oct 2014, 09:41 |
მადამ ფისუნია ემოციები რამაზ ჩხიკვაძის მონაწილეობით კავკასიურზე უნდა გენახა შენ რუსთაველში, პატარა ხარ, ვერ მოეწსრებოდი მაგ სიდიადეს... |
Posted by: Parfumer 3 Nov 2014, 01:21 | ||
Borris
ეს სპექტაკლი მე ძალიან მომეწონა! აუცილებლად ნახეთ! სულ რამოდენიმე სპექტაკლია როემლიც აუცილებლად უნდა ინახოს და ეს არის ერთ-ერთი! |
Posted by: Borris 3 Nov 2014, 10:34 |
Parfumer ნუ თვითონ პიესაა ძლიერი, გორკია, მაგრამ დოიაშვილის ნიჭიერი ხელწერაც გასდევს მკვეთრ ხაზად სპექტაკლს |
Posted by: მადამ ფისუნია 3 Nov 2014, 12:07 | ||
Borris
მაქვს ნანახი იუთუბზე |
Posted by: Borris 3 Nov 2014, 12:14 | ||
მადამ ფისუნია
|
Posted by: მადამ ფისუნია 3 Nov 2014, 18:27 |
Borris მამაჩემმაც ზუსტად ეგ მითხრა როდესაც ვთქვი რომ ეს სპექტაკლი ვნახე და სურვილი გამიჩნდა და მოვიძიე ინტერნეტში იდო.. |
Posted by: Borris 4 Nov 2014, 11:03 |
მადამ ფისუნია ნუ რა თქმა უნდა იგივეს იტყვის, ვინსაც რამაზ ჩხივაძის შესრულება უნახავს სცენაზე, რთულია შემდეგ იგივე როლზე სხვა წარმოიდგინო, იმიტომ, რომ უბადლო იყო |
Posted by: S A F O 9 Nov 2014, 11:38 |
რუსთაველში "ელექტრას " პრემიერას ვესწრებოდი, და საბოლოო ჯამში ორ სპექტაკლს ვუყურე- გვერდით წამომისკუპდა წყვილი დიდი ამბით, ჯერ წკაპ-წკაპ... ტელეფონი არ გაუჩერებიათ, მერე ჩანთაში თუ რამე ეგულებოდათ, (წყლის ბოთლი, ბილეთები და ა.შ.) ყველაფერი სცენაზე შემოაწყვეს და ბოლოს სპექტაკლი რომ დასრულდა, მსახიობებმაც დაასრულეს ბისზე გამოსვლა და ხალხი წასასვლელად მოემზადა, ესენი ერთმანეთს ეკითხებოდნენ, შესვენებაა თუ მორჩა ნეტავ , როგორ გავიგოთო ? ... ამიტომ, სასურველი იქნება სპექტაკლის დასრულებისას გამოაცხადონ "მორჩა კინო, წაით სახლში ", ან რამე მსგავსი.. პ..ს. ნინო კასრაძე - კლიტემნესტრა .. |
Posted by: მადამ ფისუნია 10 Nov 2014, 09:05 |
გუშინ ვიყავი არტისტერიუმში და მეთქი ბარემ აქ ვარ.... შევიარე რუსთაველის თეატრში, "ელექტრა" გადიოდა. ვერ ვიტყვი რომ არ მომეწონა მაგრამ, რაღაც მეტს მოველოდი, ალბათ იმის ბრალია, რომ ეს პიესა თავიდან ბოლომდე კარგად მაქვს გაანალიზებული (შარშანდელი მასალაა უნივერსიტეტის) ... თუმცა ნამდვილად კარგი იყო... ჩემი დაუკმაყოფილებელი ბუნების ბრალია, ალბათ... |
Posted by: Borris 10 Nov 2014, 20:24 |
S A F O კაცო, სპექტაკლზე მოგვიყევი რამე, სპექტაკლზე ) |
Posted by: მადამ ფისუნია 11 Nov 2014, 12:45 | ||
Borris
სპექტაკლზე მე მოგიყვებით, ისეთი იყო როგორც სოფოკლეს პერიოდში თამაშობდნენ მსახიობები, თეატრი კი არა "სახიობა" "თამაშობა" იყო.... "ოოოოოოოოოოოოოო დიდო მეფეოოოოოოოოოოოოოოოს" პონტში... |
Posted by: Borris 11 Nov 2014, 14:43 |
მადამ ფისუნია ანუ უარყოფითი შთაბეჭდილება თუ სწორად გავიგე ხომ? |
Posted by: sopo_sopooo 13 Nov 2014, 00:11 | ||
დღეს ვიყავი თეთრ იასამანზე და ძალიან მომეწონა. ცოტა მძიმეა მე მთვრალი ალუბლების ნახვა მინდა და მოკლედ ვერაფრით მოვხვდი ამ სპექტაკლზე რა |
Posted by: Borris 13 Nov 2014, 00:15 | ||
sopo_sopooo კი, აქებენ თეთრ იასამანს
იმდენის ნახვა მინდა რომ... უდროობა დიდი დარტყმაა |
Posted by: sopo_sopooo 13 Nov 2014, 00:20 |
Borris დროს ყოველთვის გამონახავ თუ მოინდომე, მაგრამ დიდი ფუფუნება გახდა სპექტაკლზე სიარული.)))) მტვრალ ალუბლებზე სულ ანშლაგია და ბილეთი ვერასოდეს ვერ ვიყიდე |
Posted by: Borris 13 Nov 2014, 00:28 | ||||
sopo_sopooo
ნუ სხვა საქმე თუ დააზარალე გამონახავ... რთული გახდა ამ დროის გამონახვა რაც უფრო ვბერდები))
შენ მოხუცი ჯამბაზები უნდა ნახო აბა |
Posted by: sopo_sopooo 13 Nov 2014, 00:35 | ||
Borris
"ნუ ეტენები ამ მიქელ გაბრიელს" ))))))) © სპექტაკლიდან |
Posted by: მადამ ფისუნია 13 Nov 2014, 02:53 | ||
Borris
დაახლოებით... დროის დაკარგვა არ ღირს როცა ბევრად კარგი სპექტაკლები არსებობს.... |
Posted by: George Best :) 13 Nov 2014, 02:54 |
სრულყოფილი საძაგლობაა თეთრი იასამანი ვერ ვერკვევი თეატრში და მეც კი მივხვდი მაგას+ამ ყველაფერს საზიზღარი სცენარი იყო + გონზე არ იყვნენ პერიოდის |
Posted by: Borris 13 Nov 2014, 10:05 |
sopo_sopooo ) რომელი სპექტაკლიდანაა? მადამ ფისუნია ოკე, გავითვალისწინებ |
Posted by: sopo_sopooo 13 Nov 2014, 10:38 | ||
Borris
თეთრი იასამნიდან ))) |
Posted by: marimari 13 Nov 2014, 22:05 | ||||||
თუ ვერ ერკვევი რას მიხვდი? რა ვიცი, რა ვიცი.... როგორ უყვარს ამ ხალხს იმის შეფასება , რის აზრზეც არაა რა...
ხო, დვალიშვილის გმირი ამბობს... |
Posted by: George Best :) 14 Nov 2014, 00:13 | ||||
marimari
ფეხბურთში სრულფასოვნად უნდა ერკვეოდა იმის მისახვედრად რო ბრაზილიას გერმანიამ აჯობა 2014 წელს,როცა 7-0 მოუგო ?
ერთი ვარ მე ალბათ ბევრი ლაპარაკობს ჩემნაირად და შენ დონ კიხოტი ხარ,არაფრისცოდნეებთან და გამოთაყვანებულებთან ეულად მებრძოლი რაინდი,ხო ?ხო არ ვცდები ? აუცილებლად თეატრში უნდა ერკვეოდე რო მიხვდე სცენარი ვარგა თუ არ ვარგა? შენი ნაწერიდან ის უფრო მგონია რო არააფრის აზრზე შენ არ ხარ მარა რაც მთავარია თეთრი იასამანის დაკარგული ღირსება აღადგინე და მე გამომიყვანე უვიცად,რომელსაც ქუდი შეუგდეს თეატრში და ისე მოხვდა,თან ყველაფერს ლანძღავს ვინც არ უნდა იყოს |
Posted by: Borris 14 Nov 2014, 10:41 |
Ребята, давайте жить дружно |
Posted by: caruzo77 14 Nov 2014, 17:52 |
მეგობრებო ძალიან მინდოდა ჩეხოვის "სამი და " მენახა პეტერბურგის თეატრის დადგმული, მაგრამ ბილეთები აღარ არის, ხოდა ვინმემ ხომ არ იცით ქართველი თეატრალური ბილეთების გადამყიდველი??? ანუ ანუ მეტს გადავიხდი თუ ვინმე 2 ბილეთს გამიჩითავს... |
Posted by: marimari 14 Nov 2014, 19:06 | ||||||
George Best საიდან დაასკვენი, რომ დონ კიხოტობას ვაწვები? შენ თვითონ თქვი თეატრალი არ ვარო და მე რა გამოგიყვანე?
ხომ შენი დაწერილია?
მაპატიე, რომ მდარე გემოვნება მაქვს და შენნაირი გემოვნებიანი არ ვარ....
მარტო არ ხარ, ბევრნი ხართ, ბევრნი, ნამეტავად ბევრნიც კი.... |
Posted by: Mrs_Priestley 14 Nov 2014, 19:47 |
ბოლოს ვნახე საგარეჯოს თეატრში სისტემა. ცოტა დახვეწა ჭირდება მაგრამ ძალიან საინტერესოდ არის გაკეთებული. +1 ვარსკვლავი და წლის ხიტი იქნება |
Posted by: George Best :) 15 Nov 2014, 10:21 |
marimari მე მგონი სერიოზულად შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს დარლინგ |
Posted by: S A F O 15 Nov 2014, 16:44 | ||
Borris
ბერძენი რეჟისორისგან მეტს ველოდებოდი სოფოკლეს ტრაგედიაზე. იმედგაცრუებული დავრჩი. |
Posted by: Lyari 15 Nov 2014, 20:03 |
S A F O ამ ბოლო დროს რუსთაველი იმედგაცრუებებს ხშირად გვთავაზობს |
Posted by: 3morph 15 Nov 2014, 20:33 |
ფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფ |
Posted by: lolitaaa 16 Nov 2014, 00:26 |
Lyari რატო რას ერჩი კონკრეტულად,დაგიშავეს რამე? |
Posted by: Lyari 16 Nov 2014, 00:36 | ||
lolitaaa
დიახ, დამიშავეს. ფაქტიურად მოტყუებული გამოვდივარ ხოლმე სტურუას ნებისმიერ სპექტაკლიდან, სამწუხაროდ. |
Posted by: lunar11 16 Nov 2014, 19:05 |
ორი სპექტაკლი თუ არ მოგეწონა, მაშინ მესამეზე აღარ უნდა წახვიდე! |
Posted by: Lyari 16 Nov 2014, 20:16 |
lunar11 ალბათ მე მომწერეთ ხომ? კი ბატონო, ამ ეტაპზე სტურუას სპექტაკლებზე აღარც დავდივარ, სხვა კი, იშვიათად იდგემა, ისიც მცირე სცენაზე... |
Posted by: მადამ ფისუნია 17 Nov 2014, 07:48 | ||
გუშინ კიდევვ ერთხელ ვიყავი "კავკასიურ ცარცის წრეზე" Lyari
ჰო შევამჩნიე პ.ს. ელექტრა |
Posted by: Alice_ 17 Nov 2014, 12:26 |
ცხოველების ფერმაზე იყავით? როგორ მოგეწონათ? |
Posted by: Lyari 19 Nov 2014, 10:16 |
Alice_ ეგ რკინის ტეატრშია ხომ? მე უნდა წავიდე და ვნახო "მოხუცი ჯამბაზები" |
Posted by: Alice_ 19 Nov 2014, 10:57 |
Lyari არა, თუმანიშვილში იყო "საჩუქრის" ფესტივალის ფარგლებში. |
Posted by: Lyari 19 Nov 2014, 13:43 |
Alice_ ამბობენ, რომ კარგი სპექტაკლია... ფესტივალის დადგმები ნახეთ? |
Posted by: marimari 19 Nov 2014, 21:52 |
Alice_ Lyari რკინის თეატრშიცაა ''ცხოველების ფერმა'' ოღონდ დავით ანდღულაძის რეჯისურაა, მე ისე მიყვარს ანდღულაძის სპექტაკლები, მინდა ანდღულაძის დადგმულიც ვნახო და ბრიტანელი რეჟისორის დადგმულიც//// ... იმედია , ჯერ არ ამოიღებენ რეპერტუარიდან, ჯერ ვერ ვიცლი თეატრისთვის.... |
Posted by: Alice_ 19 Nov 2014, 22:24 |
Lyari მხოლოდ ''ცხოველების ფერმა'' სხვა არა marimari მე როგორც ვიცი, ძალიან ცუდი იყო ანდღულაძის ფერმა.. ასე მითხრეს. ძალიან მინდა 7 პ.პ-ს ნახვა და თუ მოვიცალე, წავალ აუცილებლად |
Posted by: Lyari 20 Nov 2014, 10:02 | ||
Alice_
რომ ვუსმენ ხოლმე განხილვებს, საკმაოდ საინტერესეო და მასშტაბური ფესტივალი იყო, როგორც ჩანს marimari რა ვიცი, მე არ ვწყალობ ანდღულაძეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ ვარგა |
Posted by: marimari 20 Nov 2014, 13:01 | ||||
Alice_
სამწუხაროა ძალიან....
მე ანდღულაძე ახმეტელის თეატრიდან მახსოვს, ძალიან კარგ სპექტაკლებს დგავდა, სულ სავსე იყო ხოლმე დარბაზი, მერე წავიდა ამ თეატრიდან, დაიკარგა.... ეხლა გამოჩნდა და მაინტერესებდა მისი ''ცხოველების ფერმა'' ძალიან... ანუ მასაც იგივე დაემართა, რაც რობერტ სტურუას? -მისი სპექტაკლიდან ხალხი იმედგაცრუებული უფრო გამოდის , ვიდრე აღფრთოვენებული? სამწუხაროა ძალიან.... |
Posted by: незабудка 22 Nov 2014, 17:54 |
სამეფო უბნის თეატრში "ბეჩავზე" ხო არ ყოფილხართ ვინმე? იქეთ კვირაში მინდა წასვლა და იმედია იმედები არ გამიცრუვდება. |
Posted by: Lyari 30 Nov 2014, 11:05 | ||
незабудка
მანდ რაგაც უცნაური დადგმებია ხომ? მამაკაცების სტრიპტიზი მოუწყვია მგონი თავაძეს ) მე კი მივდივარ რუსთაველის თეატრში, პატარა ოცნების ასახდენად და დიდი ემოციების მისაღებად... "მოხუცი ჯამბაზები" |
Posted by: ekageo 30 Nov 2014, 23:24 |
http://artinfo.ge/2014/11/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1-85-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98/ მიყვარდა ეს კაცი <3 |
Posted by: Lyari 4 Dec 2014, 10:28 |
ფოტოსესია "მოხუცი ჯამბაზები"-დან http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ * * * http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ |
Posted by: nutsiko 9 Dec 2014, 00:40 | ||
ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ, მე, პირადად, მომეწონა თვითონ ამ სპექტაკლის იდეა. ძალიან კარგად არის ნაჩვენები ქართული საზოგადოების მანკიერი მხარეები ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა-ჩაურევლობასთან მიმართებით. თითქოს მთელ სპექტაკლს გასდევს შეკითხვა: ,,სად გადის ზღვარი შენს პირად თავისუფლებასა და საზოგადოებრივ / შენს გარემოცვას შორის? რამდენად თავისუფალი ხარ არჩევანში და რამდენად უნდა აკეთო ის, რასაც ყველა გთხოვს? რა არის აუცილებელი და ვინ დაადგინა ეს აუცილებლობა? გაქვს კი, საერთოდ, პირადი ცხოვრება და მისი უფლება?" იუმორნარევი ქართული რეალობაა, რომელიც კიდევ ერთხელ კარგად დაგვაფიქრებს რაღაცეებზე. ჩანაფიქრი მომეწონა, ახალგაზრდა დასიც მომწონს და კონტრასტული ფერებია სპექტაკლში, მომწონს |
Posted by: S A F O 9 Dec 2014, 11:21 | ||
სტერეოტიპებით რატომ მსჯელობთ , გადმოცემით , ვიღაცამ თქვა რომ რაღაც სპექტაკლი არ ვარგა და ბლა , ბლას, არ სჯობს წახვიდეთ და თავად ნახოთ? * * * Borris
სპექტაკლზე , როგორც მკვდარზე -ან კარგს ვამბობ , ან თითქმის არაფერს. ასე , რომ ელექტრის გარჩევისგან თავს შევიკავებ. |
Posted by: Lyari 9 Dec 2014, 11:39 | ||||||
nutsiko
რა ვიცი, მე მგონია, რომ მსოფლიო მანკიერებაა ეს და არა ქართული, კონკრეტულად. ისე, გვეყო რა ამდენი და ყველა ჭრილში ქართული და ქართველების მხილება (გავიგეთ, რომ მოყვარეს პირში უნდა უძრახო) მგონი დადგა დრო, როცა საზოგადოებას დეპრესიის, მხილების და სარკაზმის ნაცვლად, უნდა შესთავაზონ ერთმანეთის სიყვარული, ერის დიდებულება, ენის და მამულის ბრწყინვალება. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, საკმაოდ ფარდობითია ეს გაგება, ვინაიდან, ზოგისთვის საერთოდ არ არსებობეს პირადი, ყველაფერი გამომზეურებული აქვს საქვეყნოდ (მაგ. სხვადასხვა სოც. ქსელები და ყველა პოზაში დადებული ფოტოები ) ასე რომ პრობლემები ეროვნებას კი არ აქვს, პრობლემები ხშირად გაუნათლებლობაში და აღზრდაშია ხოლმე და იმ ელემენტარულის უცოდინრობაში, რასაც ეთიკა ქვია. S A F O
სამწუხაროდ იმდენი დრო არ მაქვს, რომ ყველა სპექტაკლზე ვიარო და ექსპერიმენტები ვატარო. ასე რომ მირჩევნია რაიმე სახით წინასწარი ინფორმაცია მოვიძიო და ისე შევარჩიო "მსხვერპლი" |
Posted by: teoj 11 Dec 2014, 05:22 |
მარჯანიშვილის თეატრი , თავისუფალი თეატრი - ესენი მომწონს საზღვრები ნანახი გაქვთ ? ( ბილეთები ავიღე და მაინტერესებს წინასწარ ) |
Posted by: Alice_In_Wonderland 15 Dec 2014, 23:33 |
http://www.radikal.ru ია პ.ს. შეკითხვა მაქვს ვისაც ეს სპექტაკლი ნანახი გაქვთ- რამე გაიგეთ? |
Posted by: Lyari 16 Dec 2014, 16:21 |
Alice_In_Wonderland სტურუასია ხომ? მგონი ვიცი, ძალიან დაბოღმილი წამოვედი და ვინანე, რომ ვნახე ეგ სპექტაკლი პ. ს. სადაც ია მიწონე, იქ, მასზე არანაკლებმა თუ მეტმა არა, გოგა ბარბაქაძემ რა რა დიგაშავა? |
Posted by: marimari 18 Dec 2014, 12:58 | ||
ვინაა რეჟისორი?....პრემიერაა?Alice_In_Wonderlandრა სპექტაკლია? რაღაც ახალი ჩანს.....ისე, სტურუას სპექტკლებზე აღარ მინდება წასვლა, დროც მენანება და ფულიც....დოის ''ფსკერს '' აქებენ ძალიან, ღირს ხომ წასვლა? |
Posted by: Lyari 18 Dec 2014, 13:34 | ||
marimari
დონეა, ძალიან კარგია, გადასარევები არიან თვითონ მსახიობები ნანკა დედოფალივითაა, მიუხედავად იმისა, რომ დაძონძილი აცვია |
Posted by: marimari 18 Dec 2014, 14:37 |
Lyari მადლობა.... დღეს მივდივარ .... |
Posted by: Lyari 18 Dec 2014, 15:13 |
marimari სასიამოვნო საღამოს გატარებას გისურვებ. უფრო მოზრდილთათვის არის იქ ზოგიერთი სცენა, ბავშვის წაყვანა ალბათ არ ღირს |
Posted by: Alice_In_Wonderland 18 Dec 2014, 22:19 | ||||
Lyari კი, სტურუასია
არაფერი ია ქალია, ლამაზი ქალი ^_^ მე ვუყურებდი პირდაღებული და კაცები წარმომიდგენია marimari ნადირობის სეზონი
ეს სად გადის? ნანკა კარგი იქნება, კი |
Posted by: marimari 19 Dec 2014, 01:30 | ||||||
Lyari
მადლობა ჩემო კარგო, ვისიამოვნე მართლა....ბევრი კარგი სპექტაკლი მინახავს, მაგრამ ეს სულ სხვა იყო, სიტყვები არ მეყოფა, ჩემი აღფრთოვენების გამოსახატავად...ისე, ამ სპექტაკლის ბილეტებისთვის რომ დაეწერათ 16+ ურიგო არ იქნებოდა, უხერხულობის თავიდან ასაცილებლად... თუმცა, ბავშვი იქ არავინ შემინიშნავს...ალბათ ფეისკონტროლს ბილეტების შემმოწმებელი ქალევი ახდენდნენ, არ ვიცი....
მარტო ლამაზი კი არა, ძალიან ძლიერი მსახიობია...
მუსიკისა და დრამის თეატრში.... |
Posted by: незабудка 19 Dec 2014, 17:52 | ||
nutsiko
გვიან ვნახე თქვენი პოსტი, ვიყავი უკვე და გეთანხმები ყველაფერში. მე კმაყოფილი წამოვედი. |
Posted by: LIVE IN JAZZ 20 Dec 2014, 14:11 |
მეგობრებო იქნებ დაამატოთ ეს ლინკი პირველ პოსტში თითქმის ყველა თეატრის აფიშაა აქ http://teatri.ge |
Posted by: S A F O 21 Dec 2014, 00:10 | ||
Lyari
კი, ეგ გასაგებია, მაგრამ სპექტაკლის აღქმა ხომ ძალიან ინდივიდუალურია, თან გააჩნია ვინ ამბობს ... რაც პროფესიონალი თეატრალისთვის კარგად მიიჩნევა , მაყურებელმა შეიძლება ვერ აღიქვას, ან პირიქით-ძალიან ცუდი მოეწონოს. ისე თეატრმცოდნეებიც ცოდავენ ამ მხრივ, თითქმის არ არსებობს ნორმლაური რეცენზიები , ერთადერთი ჩხარტიშვილი წერს სისტემატიურად მგონი და იმასაც , შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაც სტანდარტული ხოტბა-დიდების მაკეტი აქვს შექმნილი და ყველგან ერთი და იგივეს აკოპირებს თითქმის... მეტი ობიექტურობაა საჭირო. |
Posted by: nutsiko 21 Dec 2014, 02:21 |
ვინმე თუ ხართ ნამყოფი ,,მოძრაობის თეატრში"? ძალიან მომწონს მათი სპექტაკლები, განსხვავებულია და საინტერესო, სინთეზი მუსიკისა და მოძრაობების, კარგი დინამიკა და მსახიობების პლასტიკა. თან ჟანრიც ხომ ფანტასტიკაა, ძირითადად. ჩემდა სამწუხაროდ, გვიან დავიწყე ამ თეატრში სიარული, თუმცა, მათ შესახებ დიდი ხანია ვიცოდი. რაღაც ვერ მოვაბი თავი, წავსულიყავი და მენახა. პირველი სპექტაკლი ,,ინტრო" იყო, რითაც ჩემი სეზონი ამ თეატრში გავხსენი და მას შემდეგ, სულ დავდივარ, თუკი ახალ სპექტაკლს ,,აღმოვაჩენ'' ახლა ,,გამა" ყოფილა, ვინმე იყავით? როგორია? |
Posted by: Lyari 21 Dec 2014, 16:54 | ||
S A F O
ხალხი საუკეთესო შემფასებელია, თან ბრძნულად შემფასებელი... თეატრმცოდნე/კრიტიკოსი ხშირად ზეგავლენების ქვეშაა და სტერეოტიპებით აზროვნებს. ხალხი კი უბრალოდ არ მიდის ცუდ სპექტაკლზე. ამ შემთხვევაში, სპექტაკლის შეფასების ინდიკატორად ჩემთვის უფრო პრიორიტეტულია უბრალო მოკვდავების აზრი, რადგან მეც რიგითი მოყვარული ვარ და ჩემთვის ძნელად აღსაქმელია, ან საერთოდ გაუგებარი, სტურუას ექსპერიმენტები, რომელსაც ის აკადემიურ თეატრში ატარებს. და ა. შ. და ა. შ |
Posted by: merciamercia 22 Dec 2014, 01:57 |
სამეფო უბნის თეატრში ბეჩავზე ხართ ნამყოფი? მოგეწონათ? |
Posted by: Lyari 22 Dec 2014, 12:26 |
merciamercia გამარჯობა. თუ წახვალ, შთაბეჭდილებები დადე კარგი? |
Posted by: merciamercia 22 Dec 2014, 14:32 | ||
Lyari
გამარჯობა, კარგი, თუ წავედი დავწერ ჩემს აზრს აუცილებლად |
Posted by: ranhh 24 Dec 2014, 08:44 |
თეატრში სტუდენდური ფასდაკლება თუ მოქმედებს ? |
Posted by: nutsiko 24 Dec 2014, 11:23 |
თეატრებში არის ხოლმე სტუდენტური ფასდაკლება, მახსოვს ზოგიერთ თეატრს ჰქონდა, ხან ,,ბალის" აქცია იყო, ასევე, ფასდაკლების საიტებზეც დევს ხოლმე ინფორმაცია არის, აგრეთვე, აბონემენტიც და ძალიან კარგია თეატრის მოყვარულებისთვის. რუსთაველის თეატრს ჰქონდა. |
Posted by: S A F O 13 Jan 2015, 21:54 |
პარტერში არ მოქმედებს სტუდენტური ფასდაკლებები |
Posted by: Lyari 14 Jan 2015, 11:31 |
გილოცავთ ქართული თეატრის დღეს |
Posted by: S A F O 14 Jan 2015, 11:58 | ||
|
Posted by: annavita 14 Jan 2015, 23:11 |
ხსოვნა იყოს.................................... |
Posted by: Parfumer 18 Jan 2015, 13:24 |
18 იანვარს, ილია ჭავჭავაძე გახდა ახლად დაფუძნებული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე. დღეს ეს საზოგადოება - "თეატრალური საზოგადოება იგივე თეატრის მოღვაწეთა კავშირი", არის უფუნქციო, საბჭოური გადმონაშთი. ფორუმელები თუ ფლობენ ინფორმაციას რა ორგანიზაციაა ეს და რა ფუნქცია აკისრია ჩვენს სფეროში? წინასწარ დიდი მადლობა ყველას ვინც გამომეხმაურება! http://georgiantheatre.ge/348-saqarthvelos-theatraluri-sazogadoeba-ilia-tcavtcavadzis-gavlith.html |
Posted by: marimari 18 Jan 2015, 16:54 | ||
annavita
ბოლოს თეატრში როდის იყავი? |
Posted by: Lyari 18 Jan 2015, 19:58 |
annavita რატომ, გარდაცვლილია და რამე? marimari რა ხდება აბა საინტერესო, მოყევი |
Posted by: marimari 18 Jan 2015, 23:56 |
Dგეს ვიყავი მარჯანიSვილში "" შეშლილის წერილები",ჭოლას სპექტაკლი იყო,დიდად არ აღვფრტოვანდი ,ნორმალური იყო: |
Posted by: marimari 19 Jan 2015, 00:01 |
............................... |
Posted by: nutsiko 20 Jan 2015, 14:13 |
ბოლოს ვიყავი თუმანიშვილში ,,თავისუფალ წყვილზე". კარგად ვიხალისე. კარგი კომედია იყო. მაყურებლიდან გამომდინარე, მათაც მოეწონათ ვინმე თუ არის ნამყოფი სამეფო უბნის თეატრში ,,ტკივილი არის ახალგაზრდობა"? წასვლას ვაპირებ და როგორია მაინტერესებს. მე ისედაც წავალ, თუმცა თქვენი შეფასება მაინტერესებს წინასწარ. |
Posted by: annavita 20 Jan 2015, 21:55 | ||||
marimari
დაახლოებით 1 თვის წინ. ძალიან პოპულარულმა და სიმპათიურმა ახალგაზრდა მსახიობმა დამპატიჟა თავის სპექტაკლზე. Lyari
დიახ... ალბათ არ გაგიგიათ ჯერ... |
Posted by: Lyari 21 Jan 2015, 13:02 |
annavita ბუნებაში არაფერი კვდება, შესაძლოა ტრანსფორმაცია განიცადა... |
Posted by: marimari 21 Jan 2015, 20:53 | ||||
nutsiko
მე ვარ ნამყოფი, კარგი სპექტაკლია....annavita
იმიტომ წახვედი, რომ სიმპატიურმა ბიჭმა დაგპატიჟა , თუ იმიტომ ,რომ თეატრი გიყვარს?... მე უფრო პირველი მგონია.... და საიდან დაასკვენი, რომ თეატრი მოკვდა? იქიდან , რომ შენს სიმპატიურ ბიჭს ბევრ სპექტაკლში არ აკავებენ? |
Posted by: nutsiko 21 Jan 2015, 22:24 |
marimari მადლობა, წავალ აუცილებლად. მიყვარს ეს ახალგაზრდა დასი და სამეფო უბნის თეატრი. დიდი გულშემატკივარი ვარ. |
Posted by: PANTALONE 22 Jan 2015, 02:16 |
არ მომკვდარა, ფეხი მოაჭრეს / |
Posted by: S A F O 22 Jan 2015, 11:56 |
ქართული თეატრი სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ რეალურად ჩამორჩა , ვეღარ პასუხობს თანამედროვე სათეატრო ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად. სადღაც ძველ დროში ჩარჩა. ცალკე მსახიობების მომზადების დონეა კიდევ საშინელი, არანაირი პლასტიკა, ფიზიკური მომზადება , გონიათ მხოლოდ მეტყველება უნდა დაიყენონ და მორჩა . უამრავი პრობლემაა და არავის სურს განვითარდეს (სამეფოს გარდა ) .. |
Posted by: smith14 22 Jan 2015, 12:31 | ||
ვეთანხმები. ცოტა მოიკლონ ხელფასები თეატრის ხელმძღვანელებმა და ტექნიკური პროგრესი გამოიყენონ. გამოიყენონ სპეც ეფექტები, შეცვალონ სცენის იერსახე მოქმედების ადეკვატურად. დაამატონ ცხოველები, ფრინველები.. უფრო საინტერესო იქნება. |
Posted by: S A F O 22 Jan 2015, 12:54 |
არ მიყვარს ამ ფორუმზე სერიოზული მსჯელობა, დაიწყებ რამეს მონდომებით და ვიღაც შემოვა და ისეთს დაწერს, ხვდები რომ იმ ორი წინადადების დაწერაც არ ღირს , რაც აქამდე დაწერე.. |
Posted by: Alice_In_Wonderland 26 Jan 2015, 20:18 |
ჩვენი პატარა ქალაქი - თუმანიშვილის, რას იტყვით? |
Posted by: maggie 30 Jan 2015, 19:39 |
ბავშვებო მოხუცი ჯამბაზები გადის? |
Posted by: nutsiko 30 Jan 2015, 22:00 | ||
გადის და ბილეთები ვნახე, რომ უკვე გაყიდულია. თავის დროზე მეც კარგა ხნით ადრე შევიძინე. რასაც ჰქვია, უნდა ჩაუსაფრდე |
Posted by: maggie 1 Feb 2015, 17:49 |
nutsiko აუ რა ცუდიაა ნეტა აქადე გამერკვიაა |
Posted by: Link 1 Feb 2015, 21:48 |
Posted by: Lyari 1 Feb 2015, 23:33 | ||
maggie
გააჩნია, რომელ სეანსზე გინდა მისვლა სერიოზულად კი, მასეთი ტიპის სპექტაკლებზე ერთი თვით ადრე მაინც არის საჭირო თადარიგის დაჭერა... |
Posted by: maggie 2 Feb 2015, 21:10 |
Lyari არააქვს მნიშვნელობა ზუსტად არ ვიცი დავრეკავ და გავარკვევ |
Posted by: Uxeiro 2 Feb 2015, 21:24 |
ერთ თვეში ხომ ჩვეულებრივი ჯამბაზიც მოხუცდება |
Posted by: Lyari 3 Feb 2015, 13:31 | ||
maggie
ეგ არ იკითხო რომელ სეანსზეო, გაგეხუმრე |
Posted by: maggie 3 Feb 2015, 20:57 |
Lyari |
Posted by: Bull_ 9 Feb 2015, 12:19 |
თავისუფალ თეატრში მინდა წასვლა და რომელს სპექტაკლს მირჩევდით? |
Posted by: pleita 10 Feb 2015, 10:28 | ||
ზუსტად! დავიტანჯე რა! არადა თეატრი ძალიან მიყვარს, ყოველ ჯერზე ეგ პრობლემა მაწუხებს, მაგალითად , შაბათს "ფრინველებზე" ვიყავი. რეჟისორს საინტერესო კუთხე ჰქონდა დაჭერილი, არც ძალისხმევა დაუშურებიათ, მაგრამ, შევწუხდი მსახიობების უკაცრავად და სიტლანქით! სხარტი, მოქნილი და მხიარული დასი მშვენიერ სანახაობას მოაწყობდა ამ იდეიდან. |
Posted by: ANTISTEPLER 10 Feb 2015, 11:36 |
ხვალ ან ზეგ მინდა კარგი სპექტაკლის ნახვა: ეჭვი, შევხვდებით სამოთხეში, მტრის ნიღაბი, წვიმის გამყიდველი - რომელს მირჩევთ აქედან? |
Posted by: Optimisti 11 Feb 2015, 01:55 |
თუ იცით გრიბოედოვში ბილეთებს დაიბრუნებენ?ან გადაცვლა თუ შეიძლება? |
Posted by: Lyari 11 Feb 2015, 12:00 |
pleita თუ არ გიყვარს ექსპერიმენტები,იარე აკადემიურ თეატრებში აკადემიურ სპექტაკლებზე. უფრო ნაკლები ალბათობაა იმისა, რომ იმედგაცრუებული დარჩე. Optimisti რომ დაგერეკა, აჯობებდა |
Posted by: nutsiko 11 Feb 2015, 16:34 |
ის რომ თეატრი მიყვარს, არ ახალია, ძველია. მიყვარს როგორც აკადემიური თეატრები და მათი სპექტაკლები, ასევე, თეატრალური ფესტივალების დროს წარმოდგენილი სხვადასხვა სპექტაკლები. იმდენად ხშირად და ლამის ყოველ დღე რომელიღაც სპექტაკლზე ვარ, რომ გარკვეული კრიტერიუმებიც კი ჩამომიყალიბდა შეფასებისთვის. ყურადღებას ვაქცევ როგორც მსახიობების თამაშს, მუსიკალურ გაფორმებას, ქორეოგრაფიას (ასეთის შემთხვევაში), რეჟისურას და ბევრ დეტალს. ვერ ვიტყვი, რომ ყველა და ბევრი სპექტაკლი მომწონს, მაგრამ ყოველთვის შემიძლია რჩევის მიცემა და მოკრძალებული აზრის გამოთქმა ამა თუ იმ სპექტაკლზე. მიხარია, რომ ახალი თაობა მოდის და ახალი სახეები იქმნებიან სცენაზე, ახალი ხედვა და ახალი გადაწყვეტა. ვნახოთ.. |
Posted by: CampO Larssen 11 Feb 2015, 20:11 |
აი თქვენი რუსთაველის თეატრი ))))))))) |
Posted by: Lyari 12 Feb 2015, 00:33 |
CampO Larssen შენი რატომ არ არის? ეს ინფორმაცია კი ზოგადად ხალხის განათლების პრობლემაზე მიუთითებს და არა კონკრეტულად რუსთაველის |
Posted by: PANTALONE 12 Feb 2015, 02:33 | ||||
Lyari
სამაგიეროდ ნაკლები ალბათობაა რამე ახალი და განსაკუთრებული ნახო /
ხლხი ვერ გაიგებს და ჯობია ასე დავწეროთო? |
Posted by: Mr_Li 12 Feb 2015, 02:49 |
ხოარიცით ეს კადრები სპექტაკლიდანა თუ კინოდან? http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=12-02-2015%2000:45 და მთლიანის ნახვა სად შეიძლება? |
Posted by: marimari 12 Feb 2015, 10:26 | ||||
Bull_ ..ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები''/ ''მიყვარხარ, მიყვარხარ. მიყვარხარ''......ANTISTEPLER ANTISTEPLER
მაგ სპექტაკლებიდან ''შევხვდებით სამოთხეში '' და ''ეჭვი'' არ მაქვს ნანახი და ვერაფერს ვიტყვი....''მტრის ნიღაბი '' კარგია, ოღონდ დაახლოებით 10 წლის წინ იყო მაგის პრემიერა, მაგრამ თემა ისეთია--ფსიქოლოგიური, ადამიანის შინაგანი სამყარო .ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის..... ''წვიმის გამყიდველიც'' კარგია, მგონი 2 წლის წინ იყო პრემიერა, შედარებით ახალი სპექტაკლია---ესეც ფსიქოლოგიურია. როცა გჯერა რაღაც გულით, აუცილებლად მოხდება....უბრალოდ ცოტა გაწელილია, მგონი 4 საათიანი სპექტაკლია. არადა თავისუფლად შეიძლება ამ ყველაფრის თუნდაც 2 საათნახევარში ჩატევა.....რაღაც სერიალივით გაწელილი მომეჩვენა.... * * * nutsiko
ჩკი, ახალი თაობა, ახალი და ნიჭიერი მსახიობები, ნიჭიერი რეჟისორიც დათა თავაძის სახით ---ყველაზე მეტად ამ ყველაფრით სამეფო უბნის თეატრი გამოირჩევა.... ძალიან შემიყვარდა ეს თეატრი |
Posted by: Lyari 12 Feb 2015, 11:55 | ||||||||
PANTALONE
თქო, მივწერე... მაგ. მე ვარ ასეთი ტიპის მაყურებელი, ნაკლებად მაინტერესებს სტურუას არაამქვეყნიური ინოვაციები, ვკმაყოფილდები ჭოლას ემოციური დადგმებით...
არ ვიცი რა იგულისხმე, მე კი უბრალოდ დავწერე ის, რა პრობლემის წინაშეცაა დღეს საქართველო და ეს პრობლემა ზოგადი განათლების სიმწირეა.
|
Posted by: pleita 12 Feb 2015, 21:33 |
Lyari მარჯანიშვილზე მეტი აკადემიური რაღა ავირჩიო? თანაც ზუსტადაც რომ ექსპერიმენტების მომხრე ვარ და ვწუწუნებ რომ არ გამოსდით ჩვენს მსახიობებს.. მგონი აგერიათ ადრესატი |
Posted by: Lyari 12 Feb 2015, 21:45 |
pleita ექსპერიმენტები გიყვარს და მარჯანიშვილში დადიხარ? :O მე პირიქით, მომწონს კონსვერვატიზმი და მაგიტომ დავდივარ მანდ და ძალიან კმაყოფილიც ვბრუნდები ძირითადად |
Posted by: CampO Larssen 13 Feb 2015, 17:27 |
Lyari რეალურად რუსთაველის თეატრში მომუშავე პერსონალმა დაწერა )) და არ უნდა მუშაობდეს გაუნათლებელი ხალხი მანდ ელემენტარულია ) |
Posted by: marimari 14 Feb 2015, 00:13 |
დღეს ვნახე თუმანიშვილში "იკაროსი".ისე რა დიდად არ აღვფრთოვანდი. რეჯისორი ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი * * * ბოდიში, ცუდად დავდე სურათი................................................................................................................... |
Posted by: pleita 14 Feb 2015, 16:24 |
Lyari კონსერვატიზმი მომწონს, სპექტაკლი იყო ექსპერიმენტული და ვერ გაართვეს თავი , არადა, საინტერესო პოტენციალი ჰქონდა თქო, ღმერთმანი ! მარია სტუარტსა და ჰამლეტში ხომ არ ვითხოვ იმპროვიზაციას. |
Posted by: Huckleberry Finn 14 Feb 2015, 18:47 |
პატრის პავის ლექსიკონის მიხედვით - დევერბალიზაცია - რას ნიშნავს? მიშველეთ რა |
Posted by: GXIXT 18 Feb 2015, 15:23 |
რამე საიტი ხორ იცით სპექტაკლების არქივი რო იყოს? |
Posted by: lev87 20 Feb 2015, 16:27 |
გამარჯობათ, რაიმე სპექტაკლს ხომ არ მირჩევდით სასურველია ახალი სეზონის, ძველები ძირათად ნანახი მაქვს... * * * და კიდევ გავიგე ფსკერზე კაი სპექტაკლიაო, მაგრამ არ ვიცი ვინ არის რეჟისორი და არც სად იდგმევა ხომ ვერ დამეხმარებით?.. |
Posted by: marimari 20 Feb 2015, 21:49 | ||||
lev87
რეჟისორი არის დათო დოიაშვილი.გადის მუსიკისა და დრამის თეატრში...
''თეთრი იასამანი'' მარჯანიშვილში, რეჟისორი გიზო ჟორდანია... ''მთვრალი ალუბალი'' მარჯანიშვილში , რეჟისორი ლევან წულაძე.. |
Posted by: Alice_In_Wonderland 20 Feb 2015, 23:34 |
------------------------------------------------------------------------------------------ |
Posted by: lev87 21 Feb 2015, 19:56 |
marimari დიდი მადლობა მთვრალ ალუბალზე ვნადირობ მარა ჯერ ბილეთს ვერ წავაწყდი დიდი ხანია წასვლა მინდა, რაც შეეხება თეთრ იასამანს მაგ სპექტაკლზე აზრო ორად იყოფა რამდენად არის კარგი სპექტაკლი |
Posted by: marimari 21 Feb 2015, 22:44 | ||
lev87
მთვრალ ალუბალზე მინიმუმ ერთი თვით ადრე უნდა იყიდო ბილეთი....მე მომეწონა ''თეთრი იასამანი''. სხვისი არ ვიცი.....---მეორე მსოფლიო ომის ფონზე განვითარებული პიროვნული და ოჯახური დრამაა... |
Posted by: S A F O 23 Feb 2015, 13:33 |
............................................ |
Posted by: Parfumer 23 Feb 2015, 21:51 |
Huckleberry Finn პატრის პავის ლექსიკონში "დევერბალიზაცია" არ არის განმარტებული თუ გინდა ჩემეულ განმარტებას მოგცემ. ეს ტერმინი ძირითადად უკავშირდება პოსტდრამატულ თეატრს, სადაც დრამატული ტექსტი აღარ არის განმსაზღვრელი თეატრალური წარმოდგენისთვის, აქცენტი კეთდება რიტმზე, მოძრაობაზე, სხეულის ენაზე და ა.შ. ეს ნიშნავს იმას რომ თეატრში მიმდინარეობს დევერბალიზაციის პროცესი ანუ მეტყველებისგან განთავისუფლების პროცესი. |
Posted by: pleita 1 Mar 2015, 19:40 |
"სანახაობის მომწყობი" ნახეთ ?? ოიჰ როგორ ვისიამოვნე. სახალხო არტისტი ბრუსკონი!!! კახიანი არრაჩვეულებრივი იყო!! |
Posted by: marimari 1 Mar 2015, 23:22 | ||
pleita
სად გადის? რეჯისორი ვინაა? ბოლო ორმა სპექტაკლმა რაც ვნახე, ისე გამიცრუა იმედები, მომენატრა თეატრიდან შთაბეჭდილებებით სავსე და ნასიამოვნები გამოსვლა * * * მივხვდი, რომელ სპექტაკლზეც იძახი... 2 კვირის წინ იყო პრემიერა რუსთაველში ხომ? უცხოელი რეჟისორია....გერმანულიდან თუ არ ვცდები, ჩვენმა ყოფილმა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ თარგმნა.....მარინა კახიანი მთავარ როლში? როცა მოვიცლი, აუცილებლად. ვნახავ.... |
Posted by: lev87 2 Mar 2015, 16:01 |
შაბათს ვიყავი რუსთაველის თეატრში სპეკტაკლი: ,,12 განრისხებული მამაკაცი''. ეს ფილმი იმდენად მიყვარს არავის დავუჯერე სტურუას ახალ სპექტაკლებზე წასვლა არ ღირსო, მაინც წავედი და ძალიან გულნატკენი დავბრუნდი სახლში, ჩავრთე უკვდავი ფილმის შავ-თეთრი კადრები და ხასიათი გამოვისწორე აწი დანამდილებით შემიძლია ვთქვა რომ სტურუა შეიძლება გენია იყო მარა მე მის სპექტაკლებზე აღარასოდეს აღარ წავალ... P.S. პოლიტიზირების მომენტზე მაგრად ვიცინე, მოხუცმა თურმე საწოლიდან კარებამდე მისვლას 41 წამი მოანდომა. |
Posted by: marimari 2 Mar 2015, 19:47 | ||
მეც საშინლად არ მომეწონა ეგ სპექტაკლი..... თან მე 5 წელია საკუთარ თავს საჩუქარს ვუკეთებ და საკუთარ იუბილეს რომელიმე სპექტაკლზე მივდივარ.... მაგ სპექტაკლზე იუბილარი წავედი და განრისხებული მე წამოვედი მე უკვე ავუკრძალე ჩ ემს ტავს სტურუას სპექტაკლები |
Posted by: lev87 4 Mar 2015, 09:54 | ||||
ამ ყველაფრის შემხედვარე ერთი მარტივი დასკვნა გამოვიტანე რომ ბრმად შეიძლება მხოლოდ თავისუფალ თეატრში წახვიდე კაცი და დარწმუნებული იყო რომ კარგ სპექტაკლს ნახავ, ვიდრე ილუზიებით შეპყრობილმა მოიარო სხვა დარბაზები |
Posted by: Lyari 4 Mar 2015, 20:32 | ||
ეგ კაცი ექსპერიმენტებს ატარებს უადგილო ადგილას, ეგაა და ეგ, თორე, მსახიობისთვის, შესაძლოა ძალიან საჭიროც იყოს და საინტერესოც. მობეზრდა ალბათ ფართო მასებზე აპელირება... |
Posted by: nutsiko 8 Mar 2015, 01:57 |
უნდა აღვნიშნო, რომ ილიაუნის თეატრი ძალიან კარგია, როცა კომედიების ნახვა მინდა ხოლმე. განსაკუთრებით ფრანგული კომედიები აქვთ კარგად ათვისებული და საკმაოდ კარგადაც გამოსდით. ბოლოს ვნახე ახალი სპექტაკლი ,,ჭირვეულის მორჯულება". ძალიან ვიხალისე. თუმცა შენიშვნა ის მექნებოდა, რომ არ არის აუცილებელი ყველა მსახიობმა იმღეროს, რადგან ზოგიერთის ცუდ სიმღერასა და სმენის არქონას ძალიან კარგად ხვდება მუსიკალური განათლების მქონე ადამიანი ან სულ მცირე ის, ვისაც სმენა აქვს (აღარაფერს ვამბობ აბსოლუტური სმენის მქონეებზე). კარგები არიან უდაოდ, ნიჭიერები და მონდომებულები, თუმცა ვისურვებდი, რომ მუსიკალური ნომრები მათ შეასრულონ, ვისაც სმენა აქვს და სიმღერაც ეხერხება. ასეთები ნამდვილად ჰყავთ და არა ერთი. |
Posted by: Dima Fan 8 Mar 2015, 02:02 |
მამაზე ხო არავინ იყავით დღეს თავისუფალში ? მოგეწონათ? მე ვერ დავუჭირე მუღამი |
Posted by: wendy84 9 Mar 2015, 16:37 |
Gamarjoba. tu vinmem icit sad kiravdeba kostsumebi ?sxvadasxva personajebis.gasartobi centristvis minda. Winaswar madloba |
Posted by: S A F O 9 Mar 2015, 19:40 |
6-ში რუსთაველში ხომ არ ყოფილხართ ? ცხინვალის თეატრმა წარმოადგინა "ჯაყო ".. ვინმე თუ იყავით, დაწერეთ შთაბეჭდილება, მაინტერესებს. |
Posted by: keeper 20 Mar 2015, 20:28 |
ძან მინდა მოხუცი ჯამბაზები ნახვა და ვერ მეტყვი როდი არის? |
Posted by: BOY-911 21 Mar 2015, 11:34 |
keeper 26 მარტს და 9 აპრილს, მაგრამ ბილეთები აღარაა მეგობრებო, 27-28 მარტს მინდა გოგონას დაპატიჟება რომელიმე სპექტაკლზე, ვინც ერკვევით იქნებ მირჩიოთ, რომელ სპექტაკლზე სჯობს წაყვანა? ეს სპექტაკლებია მაგ დღეებში http://pix.ge/ http://pix.ge/ |
Posted by: marimari 21 Mar 2015, 20:51 |
BOY-911 მაგ სპექტაკლებიდან სამწუხაროდ მარტო ''ტარტიუფი'' მაქვს ნანახი.. ცუდი არაა,,, ჯაყოს ხიზნების უცხოური ვარიანტია თითქმის.... |
Posted by: BOY-911 22 Mar 2015, 12:51 |
marimari მეც ტარტიუფი გადავწყვიტე, ინტერნეტით განხილვა ვნახე და დამაინტერესა, იმედია გაამართლებს |
Posted by: marimari 22 Mar 2015, 15:43 |
BOY-911 სასიამოვნო საღამოს გისურვებთ შენ და ''მას''//// ნამდვილად კარგი არჩევანია..... |
Posted by: BOY-911 22 Mar 2015, 16:44 |
marimari მადლობა დიდი არ შევრცხვები იმედი მაქვს |
Posted by: Forget-me-not 23 Mar 2015, 04:29 |
აუ, "ჟოლოზე" მინდა და ახლო მომავალში არ იქნება ნეტა? |
Posted by: ColD 29 Mar 2015, 01:46 | ||
აფიშა ნახე, 5 აპრილს ჩაინიშნა და ბილეთები ცოტაღაა დარჩენილი * * * ვინმემ ხომ არ იცით, მოხუც ჯამბაზებზე რა ,,მანქანებით" შეიძლება ბილეთების აღება ? |
Posted by: Alice_In_Wonderland 29 Mar 2015, 13:05 |
ColD კარგა ხანი ვუსაფრთებოდი მეც ბილეთები ჯი-ზე და ბოლოს მაინც დავიჭირე თავისუფალ თეატრზე ვარ ეხლა ეგრე, ანონსი დადებული არ აქვთ და ორი-სამი კინკილა ადგილიღა არის ხოლმე დარჩენილი :@ პ.ს. ნინო კასრაძე რომელ თეატრშია იცით?? |
Posted by: ColD 29 Mar 2015, 14:13 | ||
სალაროში დავრეკე ვიფიქრე მეტყვიანთქო როდის იდება ახალი ბილეთები მაგრამ ყოველ დღე უნდა გადავამოწმო ესეგი, ადრე დამპატიჟეს და ძალიან მინდა კიდევ ნახვა * * * ნინო კასრაძე რუსთაველის თეატრშია |
Posted by: keeper 29 Mar 2015, 18:07 |
BOY-911 ცოტა კი დამაგვიანდა მარა ამომავლოდ როცა დაპატიჟებ კიდევ,ნიყვარხ მიყვარხა მიყვრახაზე წაიყვანე ზან მაგრი სპეკტაკლია თავისუფალ თეატრში გადის |
Posted by: keeper 30 Mar 2015, 19:46 |
BOY-911 მადლობა სამომავლოდ გადავდებ წასვლას |
Posted by: marimari 9 Apr 2015, 23:47 |
სამეფო უბნის თეატრი "ტროელი ქალები" |
Posted by: marimari 9 Apr 2015, 23:51 |
კარგი სპექტაკლი იყო............ |
Posted by: azdaki 14 Apr 2015, 10:04 |
სტურუა იულიუს კეისარს დგამსო და იცით ამის შესახებ რამე? |
Posted by: nina1992 16 Apr 2015, 00:07 |
წელსაც გავმაზე მოხუცი ჯამბაზები მგონი : ( ნეტა არ იქნება კიდევ ეს დღეები? და კიდევ ძალიან მაინტერესებს არტ ხელოვნება მარჯანიშვილში, მითხრეს ძალიან მაგარი სპექტაკლიაო... |
Posted by: ColD 16 Apr 2015, 00:16 | ||
სალაროში იქნებ გითრხან იგეგმება თუ არა კიდევ, მერე ყოველდღე უნდა შეამოწმო ბილეთები.გე ზე, მე გამიმართლა დიდი ხნის მერე როგორც იქნა ვიყიდე ბილეთები |
Posted by: nina1992 16 Apr 2015, 00:20 |
ColD სადაა ამდენი დრო, რომ სალაროს ჩაუჯდე... |
Posted by: ColD 16 Apr 2015, 00:23 | ||
კარგი სპექტაკლია , ჩემი აზრით, ძალიან მაგარია თქო ვერ ვიტყვი, ცოტა მოსაწყენი მეჩვენა ან მსახიობებმა არ ითამაშეს მაინცდამაინც იმ დღეს, არ ვიცი, მეორედ ნამდვილად არ წავიდოდი, თუმცა ჩემ მეგობრებს ჩემზე მეტად მოეწონათ |
Posted by: nina1992 16 Apr 2015, 00:24 | ||
ColD
მე ზუსტად ეგ მითხრეს, რომ მსახიობები ასრულებენ ძალიან მაგრადო... |
Posted by: ColD 16 Apr 2015, 00:29 | ||
სამივე ძალიან ნიჭიერი და კარგი მსახიობია მართლა, მაგრამ რა ვიცი აბა , იცი როგორ ითამაშეს ? ძალიან მობეზრებული რომ გაქვს რაღაც და ვალდებული რომ ხარ გააკეთო სხვა გზა რომ არა გაქვს : ) ყველას თავის შეხედულება აქვს, წადი და ნახე , შეიძლება ძალიანაც მოგეწონოს : ) |
Posted by: S A F O 16 Apr 2015, 14:32 | ||||||
marimari
კარგია , ნამდვილად.azdaki
6 მაისს არის პრემიერა, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ უკვე.
ბოლო პერიოდის ერთ-ერთი კარგი სპექტაკლია, მე პრემიერაზე და შემდეგ ორჯერ კიდევ მომიწია ნახვა და მსახიობები კარგად თამაშობდნენ.. |
Posted by: TomaSoyer 16 Apr 2015, 16:51 | ||||
მოძრაობის თეატრი არის მუშთაიდის ბაღში. აღმაშენებელზე. თითქმის ყოველ პარასკევს შაბათს და კვირას არის ხოლმე სპექტაკლები... ინტრო, მატრიატქატი (ახალი სპექტაკლია- თანამედროვე ცეკვა) აბრაკადაბრა (ფოკუსების ინტერაქტიული შოუ) ყოველ სამშაბათს არის მუსიკალური ჯემი და ყოველ ხუთშაბათს ჯაზის საღამოები რეზო კიკნაძის ხელმძღვანელობით. https://www.facebook.com/movementtheatre?ref=hl ოფიციალური გვერდი. |
Posted by: marimari 18 Apr 2015, 13:41 |
TomaSoyer მადლობა.ჩემი ძველი პოსტი იყო, უკვე გავიგე მისამართი....მაგრამ მაინც დიდი მადლობა.... მათი ფბგვერდი ნამდვილად არ ვიცოდი და ამის სემდეგ იქიდან გავიგებ ხოლმე მაგ თეატრზე სიახლეებს.... მადლობა დიდი კიდევ ერთხელ.... |
Posted by: dadu28dadu 18 Apr 2015, 14:53 |
[b]TomaSoye მარია კალასი ეხლა რუსთაველის თეატრში გადმოიტანა რობიკომ,შეგიძლია იქ უყურო. რაც შეეხება რობიკოს ახალ სპექტაკლს სეზონი სპექტაკლის პრემიერით დაიხურება. |
Posted by: dadu28dadu 19 Apr 2015, 20:02 |
რა ცუდია ხალხი იშვიათად შემოდის ამ გვერდზე. |
Posted by: CampO Larssen 22 Apr 2015, 19:32 |
dadu28dadu რა უნდათ რო? ))) არაფრად აღარ ვარგა თითქმის არაფერი და.. |
Posted by: marimari 22 Apr 2015, 20:54 |
CampO Larssen თითქმის ში რომელ სპექტაკლებს გულისხმობ.? თეატრალებო ბარათით როცა ყიდულობთ ბილეთს სპეკტაკლის დღეს როგორ ხდება თქვენი შესვლა? ხო. მართლა "მოხუცი ჯამბაზები"" მაისში არის 7,17,24მაისს.მაგრამ რამდენიმე ბილეთიღაა დარჩენილი.ტარმატებები. |
Posted by: dadu28dadu 23 Apr 2015, 00:23 |
CampO Larssen[/b რომელ სპექტაკლს გულისხმობ? [b]marimari ჯამბაზების ბილეთები მგონი სულ გაყიდულია. |
Posted by: Krusty_the_Clown 26 Apr 2015, 15:20 |
მადლობ ბ-ნ თემურ ჩხეიძეს, რომ გვაჩუქა Art-ხელოვნება ასეთი სპექტაკლი ძალიან იშვიათია... |
Posted by: marimari 29 Apr 2015, 22:27 |
სამეფო უბნის თეატრში 7, 8, 9, 10 მაისს პრემიერაა ''მოახლეები''. რეჟისორი ნიკა თავაძე , მსახიობები -ნატა მურვანიზე, ბაია დვალი, ნინო კასრაძე.....საინტერესოა.... ისეთი გუნდი შეიკრიბა, ცუდი არ უნდა იყოს წესით... ვნახოთ... ვნახოთ... |
Posted by: Krusty_the_Clown 30 Apr 2015, 00:36 |
marimari ეგ ლესელიძეზეა ხომ? შევეცდები წავიდე, მაინტერესებს |
Posted by: marimari 30 Apr 2015, 01:15 |
Krusty_the_Clown მთლად ლესელიძის ქუჩაზე არრაა. მაგრამ მანდეთკენაა.. თუ არ ვცდები აბესაძის ქუჩაა... გვარი ზუსტად არ მახსოვს...საკრებულოდან რომ ჩაუხვევ ხელმარჯვნივ პირველი არადა მეორე შესახვევია ის ქუჩაა, ღია კაფეაა იქვე ქუჩაზე და იქიდან უნდ ა შეუხვიო.... ხო, მეც მაინტერესებს და სავარაუდოდ მეც წავალ.. |
Posted by: Forget-me-not 30 Apr 2015, 01:21 | ||
marimari
კი, აბესაძის ქუჩაა, ნამდვილად. ბილეთებზე იჩქარეთ, დაიტაცებენ. |
Posted by: marimari 2 May 2015, 00:34 |
დღეს ვიყავი მარჯანიშვილში სპექტაკლზე "ბრმა მხედველი" |
Posted by: marimari 2 May 2015, 00:38 |
............................... .. * * * (მაპატიეთ ცუდად ატვირთული ფოტოსთვის...) მოკლედ რეჟისორი - თემურ ჩხეიძე... როლებში ნანა ჩიქვინიძე, გია ბურჯანაძე, ალეკო მახარობლიშვილი.. ძალიან მომეწონა..- ბავშვობაში დაბრმავებული ქალი-მოლი (ნანა ჩიქნინიძე) ქმრის ხათრით თვალის ოპერაციას დათანხმდება....ამ ოპერაციის გაკეთებაზე ყველა ოფთალმოლოგი უარს ამბობს, ბოლოს ქმარი (ალიკო მახარობლიშვილი) პროვინციაში რეპუტაციაშელახულ ოფთალმოლოგს (გია ბურჯანაძე)დაითანხმებს, გააკეთოს ეს ოპერაცია....მოხდა სასწაული და ოპერაცია წარმატებით დასრულდა და პაციენტს მხედველობა აღუდგა....მაგრამ მერე იწყება.....რა ხდება მაშინ , როცა 45 წლის ასაკში აღიქვავ სამყაროს პირველად... რა გავლენას ახდენს ეს ქალის შინაგან და გარეგან სამყაროზე... მოკლედ , კარგი პსიკოლოგიურუ სპექტაკლია... |
Posted by: Krusty_the_Clown 3 May 2015, 17:57 |
marimari შენ მოკლედ, ამადგარი თეატრის გულშემატკივარი ხარ, ქებას იმსახურებ |
Posted by: S A F O 5 May 2015, 14:29 |
იულიუს კეისარის პრემიერა გადაიდო ივნისის დასაწყისში. (ვისაც გაინტერესებდათ..) |
Posted by: marimari 6 May 2015, 20:05 | ||
Krusty_the_Clown დიდი მადლობა თეატრი ჩემი ნარკოტიკია....
''მოახლეებზე'' ბილეთები მართლა დაიტაცეს... მე რომელ დღესაც მცალოდა, იმ დღეს კი არა, სამივე დღის ბილეთები ერთი კვირით ადრე აღარ იყო... ზეგაა პრემიერა, ვინც მიდიხართ მერე აქ დაწერეთ რა შთაბეჭდილებები.... |
Posted by: marimari 8 May 2015, 00:14 |
მეც ვნახე , როგორც იქნა '' მოხუცი ჯამბაზები'' |
Posted by: marimari 8 May 2015, 00:19 |
................................................................................................................................................................ |
Posted by: ma1ka 8 May 2015, 10:29 | ||
ვერ მოვასწარი ბილეთების ყიდვა, არადა გული მიგრძნობს ძაან მაგარი სპექტაკლი იქნება. საერთოდ სამეფო უბნის თეატრი ძალიან მიყვარს, ეხლა რაც იდგმება ერთადერთი ტროელი ქალები ვერ ვნახე და მაგასაც გამოვასწორებ. პ.ს. დღეს "მოახლეებს" თუ ნახავთ დაწერეთ რა შთაბეჭდილებები. |
Posted by: alikantura 8 May 2015, 10:42 |
ტაქსისტი გივის სიყვარულის ისტორია ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამდენი სიცილი შემეძლო ესე იაფად ამდენი პოზიტიური ემოცია საერთოდ არ მიმიღია სანახაობიდან. კოკო როინიშვილი საერთოდ გლიჯავს. ისე ყველა კარგად თამაშობს. |
Posted by: AchoS 8 May 2015, 18:53 | ||
alikantura
სულ მინდოდა მაგ დადგაზე წასვლა და ახლა უეჭველი წავალ |
Posted by: alikantura 9 May 2015, 11:29 | ||
AchoS
ძალიან სცემ საკუთარ თავს პატივს . თუ ამ სპექტაკლს უყურებ. |
Posted by: მადამ ფისუნია 9 May 2015, 19:53 |
თუ იცით "მშვენიერი კვირა დღე" აკირა კუროსავას ფილმის მიხედვითაა? |
Posted by: marimari 9 May 2015, 22:10 | ||||||
alikantura
კი, ახმეტელის თეატრში გადის ეგ სპექტაკლი.... მანდ ბაჩო ქაჯაია არ თამაშობს მთავარ როლს? კოკო როინიშვილი ვის როლშია? მე ეგ სპექტაკლი 10 წლის წინ ვნახე, მაშინ კოკო არ იყო მაგ სპექტაკლში ....კარგი სპექტაკლია ძალიან.. ყველას გირჩევთ.....
ეგ სპექტაკლი სად გადის? |
Posted by: nutsiko 10 May 2015, 21:36 |
,,ტაქსისტი გივის სიყვარულის ისტორია" - კარგად მახსოვს ეს სპექტაკლი. მახსოვს, ძაააააააალიან ბევრი ვიხალისე და ვიმხიარულე. ყველანი კარგები არიან მანდ ზოგადად. ამას წინათ ვნახე გრიბოედოვში ,,ვოდევილი, ვოდევილი". ძალიან მომეწონა და შემიძლია ვთქვა, რომ აი, ბრავო! ბრავო ბრავისიმო გრიბოედოვის თეატრს და ამ სპექტაკლს. უზომოდ ბევრი ვიხალისეთ სრულიად დარბაზმა და მართლაც, ძალიან ნიჭიერები არიან. ,,მოახლეებზეც" რა თქმა უნდა, ვიყავი. კარგი გუნდია. მომწონს. თვითონ სპექტაკლის შინაარსი ბევრი ვერაფერი. ბანალური ამბავია მოახლე-ბატონის ურთიერთობებზე, მაგრამ მსახიობები ძალიან კარგი. |
Posted by: dadu28dadu 13 May 2015, 18:05 |
marimari ყოჩაღ რო გადაგიღია ფოტოები, ვინმეს რო შეემჩნიე საყვედურს ვერ აცდებოდი. არ შეიძლება სპექტაკლის დროს ეგრე მოქცევა. |
Posted by: Misplaced 14 May 2015, 12:44 |
მარჯანიშვილში ჯაყოზე იყავით ვინმე? დაწერეთ რა შთაბეჭდილებები |
Posted by: alikantura 14 May 2015, 17:50 | ||||||
marimari
სერგოს როლში, ქაჯაია პერსონაჟის მეგობრის. nutsiko
გრიბოედოვში რუსულადაა სპექტაკლები? რამე გამორჩეული სპექტაკლი შეგიძლიათ მითხრათ რაც ახლა მიმდინარეობს? ჯამბაზებისა და არტ ხელოვნების გარდა |
Posted by: nutsiko 15 May 2015, 00:39 |
alikantura პირადად მე, როგორც აღვნიშნე, ,,ვოდევილი" მომეწონა. სხვა არ მაქვს ნანახი მანდ. სამწუხაროდ, მათი ხშირი სტუმარი არ ვარ. გამოსწორებადია |
Posted by: marimari 15 May 2015, 22:09 | ||
dadu28dadu დიდად არ გამჭირვებია.. სხვებიც ბლომად იღებდნენ.. სამეფო უბნის თეატრში არიან ხოლმე ერთ ამბავში, არ გადაიღოთო, ტორემ რა ვიცი, სხვა თეატრებში არ არის დიდი პრობლემა.....თან მობილურით გადაღების დროს გამოსხივება ხომ არ არის იმდენად და.....
ა, გასაგებია, ადრე მაგ როლზე სხვა იყო, მგონი იმ ბიჭმა მსახიობობას თავი დაანება... აღარსად ჩანს.... |
Posted by: alikantura 18 May 2015, 20:49 | ||||
nutsiko
რუსულადაა სპექტაკლები? სხვაგან რას მირჩევ? marimari
ხო, გიორგი დევაძე, სხვა როლი მგონი არც ქონია შენ რას მირჩევ? |
Posted by: marimari 19 May 2015, 00:10 | ||||
გიორგი დევაძე? მე სხვა გვარი ვიცი, მგონი მთივლიშვილი,ზუსტად არ მახსოვს... ალბათ მერე გიორგი დევაძეთი შეცვალეს....თავიდან სხვა იყო კიდევ...გიორგი დევაძეს როგორც ვიცი, ტავი არ დაუნებებია მსახიობობისათვის...
რასთან დაკავშირებით? |
Posted by: alikantura 19 May 2015, 13:14 | ||
marimari
რა სპექტაკლს ვუყურო? |
Posted by: marimari 19 May 2015, 19:58 |
alikantura რომელი თეატრი გინდა? რა ჟანრი? დიდი სიამოვნებით დაგეხმარები |
Posted by: alikantura 19 May 2015, 21:01 |
marimari კომედიები უფრო მომწონს, თუმცა ჟანრს არ აქვს მნიშვნელობა, საინტერესო და ხარისხიანი იყო მთავარია |
Posted by: marimari 19 May 2015, 21:52 |
კომედიები გინდა მაინც და მაინც? * * * ეხლა გადავხედე აფიშას ბილეთები, ჯე. ზე.. ხვალ ზეგ- მაზეგ არის მარჯანიშვილში-ტარტიუფი(ახალი სცენა)- ''ჯაყოს ხიზნები''ს უცხოური ვარიანტია-რეჟისორი ლევან წულაძე. ცუდი არ არის....ხვალ არის მარჯანიშვილში ''სასიყვარულო ბარათები'' რეჟისორი თემურ ჩხეიძე.... ძალიანნნნნნნნნნნნ მაგარი სპექტაკლია... დრამააა...სასიყვარულო დრამა...კიდევ მგონი ზეგაა თუ მაზეგ ''გრინჰოლმის მეთოდი''-რეჟისორი თემურ ჩხეიძე--სუპერ სპექტაკლი.. ღრმა ფსიქოლოგიური დრამააა...მე საერთოდ დრამის მოყვარული ვარ და.... ხო, კიდევ ამ დღეებში იქნება ''ქალები'' რეჟისორი -ციცინო კობიაშვილი- ''სასოწარკვეთილი დიასახლისების '' პონტია რა+ კომედია, გაერთობი მაგრად... კიდევ'' თეთრი იასამანი''-რეჟისორი გოგი ქავთარაძე, ესეც დრამაა. ცხოვრებისეული დრამა...თავისუფალ თეატრში ''მიყვარხარ, მიყვარხარ , მიყვარხარ'' ცხოვრებისეული დრამაა... ძალიან კარგი... მაგრამ ყველაზე მეტად ჩემზე გავლენა მოახდინა მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლმა '' ფსკერი'''მე ესეთი დიდი საიმოვნება სპექტაკლისგან არასდროს მიმიღია.... სუპერრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ... რეჟისორი დათო დოიაშვილი..... |
Posted by: alikantura 21 May 2015, 13:34 | ||||||
marimari დიდი მადლობა
ამით დავიწყებ
ესენი ნანახი მაქვს |
Posted by: Krusty_the_Clown 24 May 2015, 17:06 | ||
marimari
კიი, მამაა, დედაა, რავი მაგარია აბა დადე ინფორმაცია თუ არ გე გეზარება, კარგი სპექტაკლები სად არის? |
Posted by: marimari 24 May 2015, 17:33 | ||||||
alikantura alikantura
წინ დიდი სიამოვნება გელის.. სასიამოვნო საღამო გისურვებ....Krusty_the_Clown Krusty_the_Clown
ესაა რაც დავწერე და მე რაც მომეწონა... რავი ,მე დრამა მიყვარს და....თუ შენც დრამის მოყვარული ხარ, მგონი გამოგადგება.... |
Posted by: Krusty_the_Clown 24 May 2015, 18:17 |
marimari მადლობ, დავგეგმავ |
Posted by: Scoorp 25 May 2015, 00:33 |
ვიყავი მოხუც ჯამბაზებზე გაწელილი იყო ჩემთვის რაღაც მომენტებში ხმაც არ მესმოდა კარგად ნუ ბევრად დიდი მოლოდინი მქონდა კახის გარეშე არაფერი იქნება ისე სტიქსისნაირი ძლიერი სპექტაკლი არ ჰქონია მგონი რუსთაველის თეატრს |
Posted by: Krusty_the_Clown 25 May 2015, 21:35 | ||||||||
ფაქტიურად მარგალიტია
რბილად რომ ვთქვათ, ძალიან საკამათოა ეს
ჰო, კავკასიური, მეფე ლირი, რიჩარდი და ცხონებული რამაზ ჩხიკვაძე სად მივლენ მაქამდე... |
Posted by: Scoorp 25 May 2015, 21:49 |
Krusty_the_Clown მე ნანახი რაც მაქვს იმათ შორის ვთქვი სტიქსზე სპექტაკლი არ გამიგია თქო არ მითქვამს, კახიანის ლაპარაკი არ მესმოდა მომენტებში. და არაა საჭირო ეს ვითომ ცინიკური დამოკიდებულება ))) |
Posted by: marimari 25 May 2015, 23:26 | ||
პირველად მესმის ეგ სპექტაკლი, მაპატიეთ უვიცობისთვის.. ეგ როდის გადიოდა? რომელ წლებში>? |
Posted by: Scoorp 26 May 2015, 01:06 |
marimari წლები ასე დაზუსტებით არ ვიცი 2009-2011 წლებში ვნახე თუ სწორად მახსოვს ორჯერ იშვიათად იყო აფიშაში წლის მანძილზე უბრალოდ საპატიებელი რა არის რო?: ) |
Posted by: marimari 26 May 2015, 07:30 | ||||||
Scoorp
გასაგებია... ანუ ძალიან ძველი სპექტაკლი არაა.. მაგ წლებში თეატრში უკვე აქტიურად დავდიოდი.
ხო, მეც არ მახსოვს აფიშებში ეგ სპექტაკლი....
გაიხარე..... |
Posted by: alikantura 1 Jun 2015, 10:29 | ||||
Scoorp
საინტერესოა შეფასებაა, მეც იგივე აზრი დამრჩა, თუმცა რეჟისორი ამ სპექტაკლით ალბათ არ ცდილობს რომ რაიმე ძალიან სერიოზული სანახაობა შექმნას. ეს სპექტაკლი ჟესტია ძველი თაობის მსახიოებების მიმართ საზოგადოების მადლიერების დემონსტრირების და მათი გაცილების ეფექტური ფონის შექმნის. ხშირად სპექტაკლის დროს მრჩება შთაბეჭდილება, რომ სიუჟეტი ზედმეტად გალაითებულია და ხალხი მხოლოდ მსახიობების სიყვარულის გამო უკრავს ტაშს. ძნელია ამ ასაკში ადამიანებს მოთხოვო რამე შთამბეჭდავის შესრულება. ამაღელვებელია სპექტაკლის დასასრული და იქაც ისევ მსახიობებთან დაკავშირებული მაყურებლის ემოცია ასრულებს გადამწყვეტ როლს.
გაცილებით მეტს ველოდი, იმის ნახევარიც არ მიმიღია სპექტაკლში, რასაც ველოდი, მითუმეტეს თუ გამოხმაურებებს გავითვალისწინებთ. საერთოდ რისი თქმა უნდოდა რეჟისორს ეს კითხვა დამრჩა ? ერთიანობის შეგრძნება არ დამარჩა, ვფიქრობ, რომ ვუყურე პროფესიონალურად შესრულებულ გარკვეული ელემენტების ერთობლიობას, რომელიც ერთ სპექტაკლად არ შეიკრა საბოლოო ჯამში ჩემთვის. ჭარბი სიმბოლიზმი, ჭარბი მიმართვა მაყურეელზე, ჭარბი პერსონაჟები, რომელთა აღქმას მხოლოდ ზედაპირულად ახდენ, მიკროფონი, ვითომ ბრძნული აზრების ფრქვევა, გამონათებისა და ჩაქრობის ხშირი და მომაბეზრებელი მონაცვლეობა, რომელიც უკარგავს ემოციურობას ამ ელემენტსაც დროთა განმავლობაში, ხშირი ეფქტები და მართლა საინტერესო მუსიკა, ყველაფერმა ამან რაღაც ხელოვნურობის შეგრძნება დამიტოვა.პლიუს ამას უამრავი ნაყლაპი მტვერი. თუმცა, რადგან ვერ გავიგე და ვერ მოვიხიბლე, ალბათ პრობლემა უფრო ჩემშია, ვიდრე თვითონ სპექტაკლში, იმის გათვალისიწნებითაც, რომ მის მიმართ ცუდი და ავი არავის დაუწერია. ცუდს არც მე ვუწოდებ, მაგრამ ალბათ ვერ აღვიქვი ისე, როგორც საჭიროა. |
Posted by: Krusty_the_Clown 1 Jun 2015, 11:54 | ||||||||
alikantura მე არ ვარ თაეტრმცოდნე, შესაბამისად ვერ გამოვდგები წონიან და სანდო შემფასებლად (ვგულისხმობ კრიტიკულ შეფასებებს) მაგრამ როგორც რიგით მაყურებელს, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს სპექტაკლი არც ემსახურება რაიმე დიდ იდეას, რომელზე შემდგომ უნდა ვიფიქროთ და დასკვნები გავაკეთოთ.
დიახ, ასეა ნამდვილად და ეს ნორმალურია, ჩემი აზრით, თუმცა, სპექტაკლში საკმაო დოზით არის იუმორი სატირის ელემენტებით, რაც საკმაოდ მიმზიდველს ხდის სპექტაკლს, მითუმეტეს, რომ ამ ყველაფერს კახიანისნაირი მსახიობები აკეთებენ. ჩემი აზრი ამის შესახებ: მივედი, ვისიამოვნე და წამოვედი, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე
მსახიობს რომ უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სპექტაკლში, ამაში რა არის ახალი? უამრავი სპექტაკლი ხალხს უყვარს იმიტომ, რომ იქ თამაშობენ კონკრტული, მათთვის საყვარელი მსახიობები და ეს ბუნებრივია ახლა, ფსკერს რაც შეეხება: ზოგადად, ნაწარმოებია საკმაოდ რთული ჩემი აზრით, საერთოდ გორკი არ არის ადვილად გასაგები დოის რაც შეეხება, მე მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორია, რომლის სპექტაკლებზე არასდროს იგრძნობა მაყურებლის სიხალვათე. ახლა ჭარბ პერსონაჟებზე, შუქის ჩაქრობა-ანთებაზე და მსგავს დეტალებზე, მე ვერ გამოვთქვამ ჩემს აზრს, ვინაიდა აღვნიშნე, რომ არ ვარ პროფესიონალი, უბრალოდ, მთლიანობაში მე პირადად, ძალიან მომეწონა
აი, ასეთ კითხვას როცა ტოვებს ნანახი, იქ შეიძლება გამოითქვას უამრავი მოსაზრება, რომელსაც თან შეიძლება ახლდეს კამათიც, რაც ნორმალური და დამახასიათებელია ასეთ დროს. ჩემი მოკრძალებული აზრით, აქ მკაფიოდაა დანახებული ის ყბადაღებული თემები, რაც ადამიანების ურთიერთობებს ახლავს: ჩაგვრა, ურთიერთშუღლი, ამორალურობა, სიყვარული, ერთგულება და ა. შ. და ამ ყველაფრის ხატოვნად წარმოჩენა, რომელიც დოის ჩემი აზრით წარჩინებით გამოუვიდა
პრობლემა არაფერ შუაშია, უბრალოდ ზოგს ერთი მოწონს, ზოგს მეორე. |
Posted by: Scoorp 1 Jun 2015, 12:33 |
alikantura მოლოდინი არ უნდა მქონოდა, ჩემი ბრალია ეგეც უბრალოდ რამდენჯერაც ბილეთის ყიდვა დავაპირე სულ გაყიდული დამხვდა პირველივე დღეებში და ეს ფაქტი თავისთავად კიდე სხვა "მოლოდინს" ქმნის, გინდა თუ არა -) მე იმ გაგებით არ მითქვამს რო ცუდად ითამაშეს) სიუჟეტიც გასაგები იყო და რაც უფრო მარტივია აზრი ხშირად მით უფრო უკეთესი გამოდის ყველაფერი. უბრალოდ რაღაც ეპიზოდები მაინც მეზედმეტა, თვითონაც დაიღალნენ და მაყურებელიც თითქოს არ ვიცი ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, შეიძლება ვცდები ) მე რა განცდაც დამიტოვა იმაზე ვისაუბრე უბრალოდ. |
Posted by: alikantura 1 Jun 2015, 15:40 | ||||||||||
Krusty_the_Clown
გეთანხმები და არც საწინააღმდეგო მაქვს რამე, მსახიობებმაც დაიმსახურეს ესეთი დამოკიდებულება
ხო, ნუ გემოვნების საკითხია ალბათ, ჩემზე ვერ იქონია ამდენი შთაბეჭდილება სამწუხაროდ.
აი მართალი ხარ, ბევრი რამეზე იყო საუბარი, თუმცა ცალკე აღებულად ყველა თუ არა გარკვეული მონაკვეთები მაინც იყო საინტერესო, მაგრამ ერთობლიობაში ვფიქრობ სპექტაკლი ერთიანი წარმოადგენის აღქმის საშუალებას უნდა იძლეოდეს. არც მე ვარ თეატრმცოდნე და სავარაუდოდ რამე ვერ გავიგე, თორემ გრანპრის საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში არ მისცემდენ ალბათ. |
Posted by: S A F O 1 Jun 2015, 16:40 |
აუ , დღეს რამდენიმე პრემიერა ემთხვევა ერთმანეთს, სამეფოშია ძალიან საინტერესო სპექტაკლი. |
Posted by: gi_2_gi 2 Jun 2015, 15:49 |
https://docs.google.com/forms/d/1EPmu6ctjwWFlj4GYOoXBFkVujaiwHnt0WInIfvM6uVw/viewform გთხოვთ შეავსოთ |
Posted by: Scoorp 2 Jun 2015, 15:57 |
gi_2_gi შევავსე : )) ---- |
Posted by: smith14 2 Jun 2015, 16:38 |
gi_2_gi ბოლოში.. გაგზავნა რო წერია... მაგის ქვემოთ წინადადებას დასაწყისში ასო "ა" აკლია.. |
Posted by: ChioChioSan 4 Jun 2015, 11:43 |
გამარჯობა, მუსიკისა და დრამის თეატრში რომელი სპექტაკლი უნდა ვნახოთ? |
Posted by: makitamari 4 Jun 2015, 23:33 |
ხომ არ ყიდით ვინმე კეიტ მიტჩელის "ხუთ სიმართლე" -ს, სამეფო უბნის თეატრში აღარ იყიდება და იქნებ ვინმეს გქონდეთ გასაყიდად |
Posted by: CampO Larssen 10 Jun 2015, 02:33 |
ნეტაი თქვენ კიდე რომ დადიხართ თეატრში )))) |
Posted by: marimari 10 Jun 2015, 09:43 | ||
CampO Larssen
და რატომ არ უნდა ვიაროთ? და შენ სად დადიხარ უკეთეს ადგილას, აბა გვითხარი? |
Posted by: CampO Larssen 11 Jun 2015, 14:53 |
marimari ფანჩატურში |
Posted by: marimari 12 Jun 2015, 00:06 | ||
|
Posted by: nutsiko 12 Jun 2015, 15:27 |
ბილეთები.გეს რა შავი კატა ეცა? რა კარგად ვყიდულობდი მანდ თეატრის ბილეთებს და ახლა? სირაქლემას ფრთები (ბუს კვერცხების თანამედროვე ჟარგონი რა) რომელ სპექტაკლს მირჩევდით (მგონი, აღარაფერი დამრჩა სანახავი ქართულ თეატრალურ სივრცეში... |
Posted by: marimari 12 Jun 2015, 22:19 | ||
მაშინ შენ უნდა გვირჩიო რა სპექტაკლები ვნახოთ.......აბა გისმენთ ინტერესით...... |
Posted by: nutsiko 13 Jun 2015, 23:14 |
marimari მე ვერ გამოვდგები მრჩევლად. ჩემზე ჭკვიანი და გამოცდილი ხალხი შემოდის აქ. ჩემს მოკრძალებულ აზრს ჩემთვის დავიტოვებ. მადლობა ნდობისთვის. |
Posted by: CampO Larssen 14 Jun 2015, 02:06 |
marimari ჟოლო ნახე ............. |
Posted by: marimari 14 Jun 2015, 20:43 | ||||
nutsiko
ძალიან მიყვარს თავმდაბალი ადამიანები და დიდი RESPECT შენ......მაგრამ მაინც, შენი რჩევაც საინტერესო იქნებოდა.....CampO Larssen
მადლობა რჩევისთვის... შენც მოგეწონა ხომ? მე ეგ სპექტაკლი 3 წლის წინ ვნახე.... |
Posted by: nutsiko 15 Jun 2015, 20:53 |
marimari ნუ... რადგან ასე გაინტერესებს ჩემი მოსაზრება, გეტყვი, ჩემო კარგო: მარჯანიშვილის თეატრი: ჟოლო, არტ ხელოვნება, მთვრალი ალუბალი, გრონჰოლმის მეთოდი. რუსთაველი: 12 განრისხებული მამაკაცი, მოხუცი ჯამბაზები სამეფო უბნის თეატრი: ტროელი ქალები, ლივ შტაინი, ბეჩავი. თუმანიშვილი: სუფთა სახლი, R+J. ილიაუნის თეატრი მიყვარს თავისი ფრანგული კომედიებით, მოძრაობის თეატრი თავისი მუსიკალური გაფორმებითა და პლასტიკით. მიყვარს თეატრი. |
Posted by: Pac. 17 Jun 2015, 10:20 |
იულიუს კეისარზე ხო არ ყოფილხართ ვინმე ? გამიზიარეთ შთაბეჭდილებები |
Posted by: CampO Larssen 17 Jun 2015, 15:00 |
marimari კი კარგია ძალიან |
Posted by: marimari 17 Jun 2015, 20:55 | ||||||||||||
nutsiko
გეთანხმები. არტ-ხელოვნება არ მინახავს, დანარჩენი სამი კი და ერთი მეორეზე უკეთესები....
აი აქ ვერ დაგეთანხმები... ''მოხუცი ჯამბაზებს'' არა უშავდა.. ( თუნცა გა#####დები, და მოლოდინი მეტი მქონდა), აი 12 განრისხებული მამაკაცი საერთოდ არ მომეწონა... სამეფო უბნის თეატრში'' ტროელი ქალები'' კარგი იყო, დანარჩენი ორი სამწუხაროდ არ მაქვს ნანახი და შემდეგი სეზონისთვის შენს რეკომენდაციას ჩავინიშნავ....
ამასაც ჩავინიშნავ....
ჩემდა სამარცხვინოდ აქ საერთოდ არ ვარ ნამყოფი და იქით სეზონზე გამოვასწორებ ....
მეც CampO Larssen
ეს სპექტაკლი ნახო და არ მოგეწონოს. შეუძლებელია.... |
Posted by: nutsiko 17 Jun 2015, 21:13 |
marimari იყო დრო, თითქმის ყოველ დღე თეატრში ვიყავი სხვადასხვა სპექტაკლზე: მარჯანიშვილი, რუსთაველი, ილიაუნი, თავისუფალი თეატრი, მოძრაობის თეატრი, სამეფო უბნის თეატრი, პანტომიმის თეატრი, რკინის თეატრი, ახმეტელის თეატრი, მოზარდმაყურებლები, თუმანიშვილი, გრიბოედოვი. დავდიოდი ყველა სპექტაკლზე, ყველაფერს ვნახულობდი, შემდეგ დავიწყე მსახიობების მიხედვით სპექტაკლების შერჩევა. ერთადერთი ზაფხულის პერიოდი მაქვს, როცა ვისვენებ თეატრალური ცხოვრებისგან. თუმცა იმ ინტენსივობითაც აღარ დავდივარ (იმ ინტენსივობით ახალი სპექტაკლები არ იდგმება, რა სიხშირითაც მე დავდიოდი :დ). |
Posted by: marimari 17 Jun 2015, 23:02 | ||||||
nutsiko
მე რეჟისორეის მიხედვით ვარჩევ. რაც არ უნდა კარგი მსახიობი იყოს, თუ რეჟისორი სუსტია
მეც ვეღარ,,,, არ მაქვს მაგდენი თავისუფალი დრო..... თუმცა თვეში ერთხელ მაინც ერთ სპექტაკლს ვცდილობ დავესწრო, მაგრამ ვცდილობ ვიკითხო ხოლმე სპექტაკლზზე , ინფორმაცია მოვიძიო ობიექტური თეატრალებისგან, თორემ ერთი ორჯერ ისეთ არაფრისმთქმელ სპექტაკლს დავესწარი, |
Posted by: CampO Larssen 18 Jun 2015, 02:34 |
marimari გამარჯობა )) ......... |
Posted by: nutsiko 18 Jun 2015, 13:52 |
marimari იმ არაფრისმთქმელ სპექტაკლს თუ არ დაესწარი, ვერ მიხვდები, რომ არაფრისმთქმელია. ასეთ სპექტაკლებზეც ვარ ნამყოფი, გამოვსულვარ და მიფიქრია: რა იყო ახლა ეს ან იქნებ მე ვერ ჩავწვდი აზრს (არადა ,,ბოროტი ხმები" ამბობენ, საკმაოდ აზრიანი ვარ). ნუ ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. თეატრის სიყვარულიც ეგაა, რომ დადიხარ, დადიხარ, ყოველ ჯერზე ცდილობ სიახლეების პოვნას, მერე უფიქრდები, აანალიზებ, ბევრს ფიქრობ იმ სპექტაკლზე, უზიარებ (როგორც მე - შენ), ურჩევ სხვას და დაუსრულებელი პროცესია. პ.ს. რა გავილექსე მოკლედ... |
Posted by: marimari 18 Jun 2015, 16:57 | ||||||
CampO Larssen
გაგიმარჯოს nutsiko
ხო ეგეცაა,
არა, პირიქით ხშირად პოსტე ხოლმე აქ... რატომღაც ეს თემა პასიურია ძალიან, სამწუხაროდ.. არადა, რომ ვთქვა, თეატრში ხალხი არ დადის-თქო, ვერ ვიტყვი ,პირიქით, ბოლოს როდის ვიჯექი თუნდაც ნახევრად ცარიელ დარბაზში აღარც მახსოვს |
Posted by: nutsiko 18 Jun 2015, 23:09 |
marimari ჰო, თეატრზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი. ეს არის ადგილი, სადაც ვისვენებ. მიყვარს თეატრის მტვერი-ო, როგორც იტყვიან. პ.ს. სხვათა შორის ,,თეატრის მტვერი" აკვარიუმში ჩაყრილი პირველად ვნახე მოძრაობის თეატრში, ბართან, დახლზე. მოვა სეზონი ახალი, მეც გავლაღდები რა ჯობია შემოდგომის სუსხიან და წვიმიან დღეს თეატრიდან რომ გამოხვალ მობუზული, თან წვიმის წვეთები თმას რომ გისველებს და სასწრაფოდ ხტები მანქანაში. იმედია, ამ წელს თეატრალური ფესტივალიც კარგი იქნება. ამ ბოლო დროს მომწონს ფესტივალის სპექტაკლები და უცხოური დასები. |
Posted by: marimari 20 Jun 2015, 11:49 | ||
სიმბოლური ''თეატრის მტვერი'' ჭოლამ რო გახსნა მარჯანიშვილის სარდაფი(ახალი სცენა) იქ იყიდებოდა... მერე ვიყიდი თქო და რამდენიმე თვის შემდეგ რომ ვიყავი სხვა სპექტაკლზე, მერე აღარ ყიდდნენ.... |
Posted by: S A F O 22 Jun 2015, 01:04 | ||
Pac.
დავით უფლისაშვილი ძალიან მაგრად თამაშობს. თან საინტერესო გადაწყვეტაა. ბევრი ჩემი ნაცბობ-მეგობარი კი აიმრიზა, მაგრამ მე არ ვეთანხმები, ნორმალური სპექტაკლია, არ მომეწონა ბრუტუს-ზანგური, პათეტიკური იყო ცოტა . და მერლინის განმეორება, ზედმეტია მგონი, ამდენჯერ. ზოგადად კი, სტურუა რომ შექსპირს დგამს, არ შეიძლება გულგრილად უყურო, საინტერესოა ძალიან . |
Posted by: Alice_In_Wonderland 22 Jun 2015, 08:50 |
როდის მთავრდება სეზონი ხომ არ იცით?? |
Posted by: marimari 22 Jun 2015, 15:45 | ||
Alice_In_Wonderland Alice_In_Wonderland
მგონი დამთავრდა უკვე და აწი ალბათ რეგიონებში გავლენ |
Posted by: nutsiko 24 Jun 2015, 10:16 |
სეზონიც სრულდება. დაველოდოთ სექტემბერს და ჩემთვის საყვარელ თეატრალურ ფესტივალს, როგორ მიყვარს სხვადასხვა ქვეყნების სპექტაკლები.... |
Posted by: S A F O 5 Jul 2015, 23:16 |
თუმანიშვილში, სალომე ჯოგლიძის მე-მედეა ნახეთ ვინმემ? ძალიან საინტერესო იყო. |
Posted by: CampO Larssen 12 Aug 2015, 01:59 |
ზურა ბეგალიშვილი გარდაიცვალა............. |
Posted by: PANTALONE 13 Aug 2015, 09:53 |
თუმანიშვილის სამტომეული უნდა ვიმნეს? ვყიდი. |
Posted by: marimari 24 Aug 2015, 16:22 |
კიდევ ერთი ლამაზი ოჯახი შეიქმნა-სამეფო უბნის თეატრის მსახიობებმა კატო კალატოზიშვილმა და პაატა ინაურმა ოჯახი შექმნეს. |
Posted by: Scoorp 24 Aug 2015, 16:27 |
თეატრალური ფესტივალის თემა არ არსებობს ხო ამ ფორუმზე? |
Posted by: nutsiko 25 Aug 2015, 14:47 |
Scoorp რატომ? ვისაუბროთ ჩვენც სხვათა შორის, ველოდები, როდის დაიწყება. მგონი, კარგი სპექტაკლები იქნება. ერთი-ორზე ძალიან მინდა დასწრება |
Posted by: Scoorp 25 Aug 2015, 14:51 |
nutsiko რა რატომ? თემა ვერ ვნახე და ეგ ვიკითხე აქაც : )) ვისაუბროთ მე ვიყიდე უკვე ორი სპექტაკლის ბილეთი ადრე დაიწყო გაყიდვა და რამდენიმე სპექტაკლზე უკვე აღარცაა ბილეთები : ( რომელზე გინდა შენ? |
Posted by: nutsiko 25 Aug 2015, 15:28 |
Scoorp მე ძლიივს ვიშოვნე ბილეთი სპექტაკლზე ,,კააში". ასევე, დავესწრები სპექტაკლს ,,მარია დიდი ქალაქიდან" ანუ ქორეოგრაფიას უფრო ვაწვები ამჯერად |
Posted by: Scoorp 25 Aug 2015, 15:49 |
nutsiko იმიტო რო სპექტაკლების ნახევარზე მეტი ქორეოგრაფიაა ამჯერად კააშზე ახლა ვნახე და 80 % ბილეთებისა გასაყიდია ისევ შენ რატო გაგიჭირდა ყიდვა? მაგაზე მეც ვაპირებ ისე,მაგრამ ცოტა მოგვიანებით ვიყიდი ალბათ ) |
Posted by: nutsiko 25 Aug 2015, 16:07 |
Scoorp ყველა ბილეთი თითქმის გაყიდულია. ერთი ვნახე ,,კააშზე" და ისიც 30-ე იარუსის 560-ე ადგილი, დურბინდიც რომ აღარ გიშველის სპექტაკლის სანახავად )))))))))) ერთი შემრჩა ,,მარიაზე" ბილეთი და ისიც არ ვიცი, იმედია, მოვახერხებ |
Posted by: Scoorp 25 Aug 2015, 16:13 |
nutsiko სად ნახულობ ამ ბილეთებს ვერ მივხვდი აი ამ წამს ვნახე და თავისუფალია უმეტესობა http://radikal.ru/big/5e5b2e6aff8341488d396c3ac540cdd3 ჰამლეტი ვნახე წლების წინ გრიბოედოვში იარუსებიდან, შორი იყო მარა არც კატასტროფულად ნუ ჩემზე უკეთესი მხედველობა ვისაც აქვს ის კარგად დაინახავდა |
Posted by: nutsiko 25 Aug 2015, 16:23 |
Scoorp კარგი ადგილები დაკავებულია |
Posted by: Scoorp 25 Aug 2015, 16:31 |
რავიცი რავიცი ეტყობა სხვადასხვა რამეს ვუყურებთ |
Posted by: MasterJC 27 Aug 2015, 17:09 |
ვფიქსირდები იემდია მეყოლება ადამიანი, ვისთან ერთადაც ვივლი ხოლმე თეატრში. ნამდვილი თეატრალი და საინტერესო პიროვნება რომ მერე უსასრულოდ ვიმსჯელოთ თეატრზე |
Posted by: nutsiko 28 Aug 2015, 00:07 |
აბა, როგორ ხართ? ემზადებით თეატრალური სეზონისთვის? მოვიდა უკვე სექტემბერი თავისი სპექტაკლებით |
Posted by: makitamari 28 Aug 2015, 01:22 |
თეატრის შესახებ რა წიგნებს მირჩევდით? |
Posted by: marimari 28 Aug 2015, 14:13 |
პრემიერით რომელიმე თეატრი ხსნის სეზონს? |
Posted by: PANTALONE 30 Aug 2015, 21:21 |
makitamari გააჩნია რაზე სწავლობთ. |
Posted by: lev87 1 Sep 2015, 10:41 |
გამარჯობათ სამეფო უბნის თეატრმა დადო აფიშა: ბეჩავი, ტროელი ქალები და ტკივილი არის ახალგაზრდობა. ვინმე ხომ არ ხართ რომელიმეზე ნამყოფი? არ დაიშუროთ რეკომენდაციები... |
Posted by: marimari 1 Sep 2015, 12:17 |
lev87 ტროელი ქალები ყველაზე კარგია.... ტკივილი არის ახალგაზრდობაც არ არის ცუდი... ბეჩავი არ მაქვს ნანახი და ვერაფერს გეტყვი.... |
Posted by: lev87 2 Sep 2015, 13:42 | ||
დიდი მადლობა რეკომენდაციებისთვის, მაგრამ ვერ გავუძელი ცდუნებას მონატრებულზე და სამივეს ბილეთები ვიყიდე |
Posted by: salomeli 3 Sep 2015, 07:01 |
წინ უდიდესი სიამოვნება გელის. მეც უკვე ძალიან მენატრება სპექტაკლებზე სიარული. მერე "ბეჩავზე" შენი შთაბეჭდილებები დაწერე. მეც ვაპირებ მაგ.სპექტაკლის ნახვას.lev87 lev87 |
Posted by: nutsiko 3 Sep 2015, 18:18 |
,,ტროელი ქალები" მართლაც რომ ძალიან კარგი სპექტაკლია. გირჩევთ ყველას, ვისაც არ გინახავთ. ასევე, ძალიან კარგია ,,ბეჩავი". მომენატრა თეატრი. |
Posted by: marimari 4 Sep 2015, 09:08 | ||||
მეც
არ მინახავს და მაინტერესებს ეგ სპექტაკლი ძალიან... |
Posted by: S A F O 7 Sep 2015, 10:15 |
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა. http://tbilisiinternational.com/ge/program/full-program პ.ს. ''ტკივილი არის ახალგაზრობაც'' კარგია. მნიშვნელოვან თემას ეხება . |
Posted by: Psychoanalysis 7 Sep 2015, 16:35 |
კარგი სპეკტაკლი მწყურია. არაფერი არ ხდება ახალი? |
Posted by: S A F O 8 Sep 2015, 14:18 | ||
makitamari
კონკრეტულად რა გაინტერესებს? ასე ზოგადად, იმდენი წიგნია ... |
Posted by: PANTALONE 8 Sep 2015, 22:29 |
მეგობრებო თუმანიშვილის სამტომეულს გავყიდი 60 ლარად ან გავცვლი ნახმარ Wacom Bamboo ში |
Posted by: S A F O 10 Sep 2015, 13:31 |
PANTALONE ვაიმე, თუმანიშვილის სამტომეულზე, პასუხი ვეღარ გამოგიგზავნე პმ-ში . და აქ მოგწერ- ვუთხარი , ვისაც უნდოდა და აღარ დაინტერესდა. ერთი ნაწილი აკლია მარტო, დანარჩენი აქვს . მადლობა , ინფოსთვის. |
Posted by: PANTALONE 10 Sep 2015, 21:07 |
S A F O ნიჩიო/ მეც მენანება მამენტ |
Posted by: pleita 20 Sep 2015, 12:01 |
ფესტივალზე რატომ დუმთ??? ძლივს მოვიცალე ბილეთების შესაძენად და რაზეც მინდოდა წასვლა, ყველაფერი გაყიდულია |
Posted by: MasterJC 20 Sep 2015, 22:48 |
pleita რა ფესტივალი? რა ხდება? ყრუ ვარ მე და მუნჯი |
Posted by: merciamercia 20 Sep 2015, 22:56 |
თავისუფალში გაიხსნა სეზონი თუ იცით? ....... |
Posted by: nutsiko 21 Sep 2015, 00:10 |
რა ფესტივალი, ხალხნო, და თეატრალური, რომელიც ყოველ წელს ტარდება ხოლმე. ბილეთებზე თადარიგი ადრევე უნდა დაიჭიროთ ხოლმე. სულ ტაციაობაა. ბილეთები.გეზე ადევნეთ თვალყური. მე რაც მინდოდა, ვერ ვიყიდე ბილეთები, ან ისეთ ადგილებზე იყო, სპექტაკლისთვის ჭოგრიტით (ბინოკლიც კი უძლური აღმოჩნდა) უნდა მეყურებინა და ეს კარიბის ზღვის მეკობრესავით მოჭუტული თვალებით ყურება აღარ მომინდა დავრჩი ასე გაღიმებული, თუ ღმერთი რამეს არ მიწყალობებს, შემთხვევის ძალით. |
Posted by: makitamari 21 Sep 2015, 02:29 |
თვის ბოლომდე რომელ სპექტაკლზე წასვლას მირჩევთ? * * * არტ ხელოვნება როდიდან იქნება ხომ არ იცით? |
Posted by: pleita 21 Sep 2015, 11:10 |
MasterJC საერთაშორისო, მაზმიშვილის, ყოველი წლის სექტემბერში იწყება nutsiko აგვისტოდან ვიწყებ ხოლმე სამზადისს, მაგრამ წელს საშინლად ვერ მოვიცალე ((( ჭოგრიტით ყურება მეც არ მინდა ამ პატარა სცენის სპექტაკლებმა ხომ მომკლა რაა "კააში" და " გაქვავებული " შევარჩიე დარჩენილებიდან და კარგი იქნება ნეტავ?? "ფსკერზე" ერთი კოპპწია ადგილია, ზუსტად ჩემთვის ^_^ |
Posted by: Scoorp 21 Sep 2015, 12:32 |
pleita აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყო ბილეთების გაყიდვა )) ასე რომ.. |
Posted by: lev87 21 Sep 2015, 16:21 | ||||
ყველას გირჩევთ ნახოთ ბეჩავი ძალიან ბევრი ვიცინეთ სასიამოვნო ტრაგი-კომედია გამოვიდა, საათი და 10 წუთი სრული ხარხარი სუფევდა დარბაზში. (ბავშვები არ წაიყოლოთ)... * * *
ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს - ამ სპექტაკლით იხსნება 24.09.2015 თან პრემიერა... |
Posted by: MasterJC 21 Sep 2015, 16:37 | ||
pleita არ ვიცოდი lev87
სადაა ეგ სპექტაკლი? აუფ, ვიღაცა მიდნა რა, ვისთან ერთადაც წავალ ხოლმე ვიცი 2-3 ადამიანი, ამგრამ გადამგდებები არ მინდა, ისეთი ვინმე, საიმედო უფრო დაგპირდებიან და.. მუდამ მოუცლელები მერე რო კIთხო, გაიხედავ და თურმე სახლში ზიან ან სხვაგან წაწანწალდნენ შენ კიდე გგონია 9 მთასა და 9 ზღვას იქით< ან სამსახურში. აი ვიპოვი ვინმე ეგეთს დ ავეცდები ყოველთვე მაიცნ გავიარო თეატრში ხოლმე |
Posted by: marimari 21 Sep 2015, 19:01 | ||||||
ვინაა რეჟისორი?
სამეფო უბნის თეატრში....მეც არ მინახავს ეგ სპექტაკლი და რომ მოვუცლი, აუცილებლად ვნახავ. ყველა აქებს....
სტუდენტობის დროს მეც ეგრე ვიყავი, ხან რომელ დაქალს ვეხვეწებოდი წავიდეთ თქო და ხან რომელს.... ხათრით მომდევდნენ, მაგრამ დიდად არც ერთი ჩემი დაქალი ოარ გიჟდება თეატრზე... ხოდა შევეშვი... სტუდენტობის შემდეგ სულ მარტო დავდივარ სპექტაკლებზე... თავიდან მრცხვენოდა-სავით მარტო სიარული, მაგრამ მერე შევეჩვიე,,,, ჩემს გარდა სხვებიც არიან, მარტო რომ დადიან... ნეტა შენ... თუ თეატრი გიყვარს, ვუს ელოდები? |
Posted by: Scoorp 22 Sep 2015, 10:34 |
MasterJC და მარტო სიარული რა პრობლემაა? )) იდეაში მარტო რაღაც მომენტში უფრო საინტერესოცაა ) აი ახლა თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ორ სპექტაკლზე მივდივარ და მარტო ვიქნები ორივეჯერ |
Posted by: ma1ka 22 Sep 2015, 17:04 | ||
+1 მეც ძალიან მომეწონა მანამდე "სტრიპტიზი" ვნახე სამეფო უბნის თეატრში და ისე რა იყო. "ტკივილი არის ახალგაზრდობა" -ესეც კარგია "ტროელი ქალები" უნდა ვნახო და "მოსამსახურეები" უახლოეს პერიოდში. |
Posted by: nutsiko 22 Sep 2015, 18:02 |
pleita იშოვნე ბილეთი კააშზე? რა მაგარი ხარ... გადმომეცი შემდეგ მაინტერესებს საშინლად. Scoorp გეთანხმები, ზოგჯერ მარტო სიარული მისწრებაა. შენთვის ხარ რა. არაა საჭირო ჯოგებად რომ დადიან ხოლმე თეატრებში, ზოგჯერ ისეთი დამღლელია ეგეც. ზოგჯერ სულ არ გინდა ვინმეს გაუზიარო სპექტაკლიდან მიღებული ემოცია და აი, თეატრის მერე დიდხანს იარო ფეხით და ბევრი იფიქრო სპექტაკლის შინაარსზე (როცა კარგი რამეა და მოგეწონა) ან ეგრევე დააწვე სახლში და დაისვენო ცხელ ჩაისთან ერთად... ხან ისე, ხან ასე. მომენატრა თეატრი, მეგობრებო, მომენატრა... წერილი დანიიდან )))))))))))) |
Posted by: MasterJC 22 Sep 2015, 19:09 | ||
ჰო. არის რო იფიქრებ მე 2კაციანი მომწონს ტანდემი მეტი უკვე თემას სცდება რა |
Posted by: nutsiko 22 Sep 2015, 19:52 |
MasterJC რას დასდევ ჩემს პოსტებს?! :დდდ კაი ჰოო, რომ ჩამოვალ, ერთად წავიდეთ სპექტაკლზე ტოროლა და ოლოლივით. მე თანახმა ვიქნები |
Posted by: MasterJC 22 Sep 2015, 21:25 |
nutsiko შენ ბილეთები იყიდე, მე პოპკორნს ვიყიდი » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « არსადაც არ დაგდევ, მგონი მხოლოდ ამ თემაში ვხვდებით ერთმანეთს |
Posted by: nutsiko 22 Sep 2015, 21:47 |
MasterJC თეატრში პოპკორნი არ იყიდება. ეს კინო არაა. უფრო მეტიც, თეატრში სპექტაკლისას ჭამა-სმა არ მოსულა ტეხავს. მე ვიყიდი ერთ ბილეთს და თავად წავალ. შენ იყიდე პოპკორნი და ესტუმრე კინოს |
Posted by: Scoorp 22 Sep 2015, 23:08 |
ვაიმე პოპკორნზე გამახსენდა მარჯანიშვილში პიგმალიონზე ჭამდა წყვილი ჩემ უკან პოპკორნს ორჯერ მივეცი შენიშვნა სხვებს რეაქცია არ ჰქონდათ და ეგეც გამიკვირდა |
Posted by: pleita 23 Sep 2015, 09:19 |
Scoorp ვიცი , და რა ? ზემოთ დავწერე, აგვისტოში ვიწყებ ხოლმე სამზადისს თქო nutsiko კააშშზე არის კიდევ დარჩენილი.ქარიშხალზეც ^_^ აუცილებლად! |
Posted by: მადამ ფისუნია 24 Sep 2015, 15:49 |
გილოცავთ გილოცავთ ხვალ ფესტივალი იწყებაააა |
Posted by: nutsiko 25 Sep 2015, 22:54 |
სადმე რამე პრემიერა თუ არის, თეატრმოყვარულებო? მომენატრა თეატრი... |
Posted by: Scoorp 29 Sep 2015, 11:06 |
ძალიან მომეწონა "გაქვავებული" კარგი დადგმა იყო და არ მეგონა ცეკვა ამხელა ემოციას თუ გამოიწვევდა ჩემში მუსიკა, მსახიობები, ქორეოგრაფია, გაფორმება არც ზედმეტი არაფერი არც გაწელილი და დამღლელი მთლიანობაში ) მოკლედ მოვიხიბლე გერმანიის დასით <3 |
Posted by: pleita 29 Sep 2015, 15:25 | ||
აუუუუუუ გამწარებული ვარ რამ გამომათაყვანა , დღეს მეგონა 28 და შვილივით ბილეთები დამრჩა ოხრად , Scoorp
|
Posted by: marimari 29 Sep 2015, 21:24 | ||
ჩემნაირო................არადა რამდენი მინახავს, ჯოგებად დადიან თეატრში, მთელი სპექტაკლის განმავლობაში ლაპარაკობენ და შენც ნერვები გეშლება.... |
Posted by: nutsiko 30 Sep 2015, 09:07 |
marimari ისე მარტივად ვცნობ, ვინ მართლა თეატრშია მოსული და ვინ - ხათრით წამოსული. დააკვირდი, კაცს რომ სპექტაკლზე ჩამოეძინება, ენას არ აჩერებს ან სულ საათზე იყურება, ხვანცალებს და სკამზე ვერ ისვენებს და მსგავსი განმასხვავებელი ნიშნები. არიან კიდევ სნობები: იმისთვის დადიან, რომ მერე იტრიპაჩონ. ასეთნი პრემიერებზე დაიარებიან, როგორც წესი, შემდეგ შუა სპექტაკლიდან აორთქლდებიან ხოლმე. მოკლედ, ათასი ჯურის ადამიანი დადის. მგონია, რომ მიუხედავად ამისა: ვიღაცას ძინავს თუ ხვანცალებს, ან ნამდვილად სპექტაკლი აინტერესებს, ყველამ უნდა იმოძრაოს თეატრისკენ. თეატრი თავის სათქმელს მაინც ამბობს და მარცვალს მაინც გვიტოვებს სულში. ეს უკვე ჩვენზეა, რამდენად ნოყიერ ნიადაგს დავახვედრებთ, მარცვლის გასაღვივებლად. |
Posted by: MasterJC 30 Sep 2015, 11:54 |
nutsiko როცა ვნახე თავისუფალ თეატრში "მექანიკური ფორთოხალი", ვიფიქრე დავგუგლავ სადმე რამე თუ წერია-თქო. ხო შეცვლილია არა? ჰოოოდა ისეთი კომენტარები ვნახე მაივიდეოზე და იუთუბზე ვიდეოებში. მომიდნა ის ხალხი მიმეხრჩო ერთმა გოგომ წაიტრიპაჩა, რავიციო, მაიცნ ვერ გავიგე რატო იყო ამ სპექტაკლზე ასაკობრივი ცენზიო... რა ესაქმებოდა იმ სულელს სპექატაკლზე. რას ელოდა, გინებებს ძალიან ბევრს თუ შიშველ სხეულებს? სული ჩამიმძიმა და მართლა დატოვა საფიქრალი. თვეების განმავლობაში დამყვებოდა თავში ჯაბა კილაძის ანთქვამი "ვუუ-ვუუ რო არა თქვა არა? მე შენი დედაო" მაგარი სპექტაკლი იყო, მომეწონა. სხვანაირი იყო, არც წიგნს და არც ფილმს არ ჰგავდა. და სპექტაკლის აზრიც ხომ ეგაა?სულ სხვანაირად განახებს სათქმელს პ.ს. როის ჩამოხვალ, წამო წამო დამპატიჟე რა |
Posted by: nutsiko 30 Sep 2015, 12:05 |
MasterJC აქეთ ველოდები შენგან დაპატიჟებას. ჩამოვალ. გაგაგებინებ. გავიდეთ. |
Posted by: MasterJC 30 Sep 2015, 13:20 |
nutsiko მე კი დაგპატიჟებ მარა... ერთხელ ვინმემ მეც დამპატიჟოს სადმე.... არ შეიძლება? იმას მაინც ვნახავ რა გემოვნება აქვს |
Posted by: nutsiko 30 Sep 2015, 13:39 |
MasterJC მე სხვა არ ვარ. არავის ჳეპატიჟები იქეთ. ვისაც უნდა აქეთ მეპატიჟება. შენგან სადმე მიპატიჟებაც არ მინდა. მადლობა. წავედი. მივხედო საქმეს. იმედია, მოიძებნება ვინმე, იქეთ რომ დაგპატიჟებს. მე - პას ! |
Posted by: marimari 3 Oct 2015, 21:57 | ||
nutsiko
კი. ერთ სპექტაკლზე. პრემიერაზე მოხდა ისე, რომ ჩემს გვერდით ერთ ერთი მაღალჩინოსანი იჯდა მეუღლესთან ერთად და კიდევ ერთი დეპუტატი. მოკლედ, მთელი სპექტაკლი ენა არ გაუჩერებია..... ჩამაშხამა ყველაფერი.... სამაგიეროდ მერე იმარიაჟებს, თეატრში დავდივარო, ''დონე'' ვარო.....დაეტიონ რა ესთები სახლში... |
Posted by: nutsiko 4 Oct 2015, 00:23 |
marimari მეც მახსენდება მსგავსი. ერთი დეპუტატი მეუღლესთან ერთად ბრძანდებოდა. ჯერ ხომ ტელეფონი ვერ გამორთო და ძალიან საქმიანი სახით საუბრობდა ახალდაწყებულზე. მერე მოჰკიდა მის მეუღლეს ხელი და წააპროწიალა ნახევარი სპექტაკლიდან. აი, ასეთი რთულია დეპუტატის ცოლობა, რომ მახსენდება, ისეთი ბოჩოლას თვალებით იყურებოდა საწყალი ქალი (არადა, ამ ქალს მართლა უნდოდა სპექტაკლის ნახვა)... დეპუტატი იქეთ იყოს და.... პრემიერასმონატრებულმა დღეს ვნახე თავისუფალში ,,ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს"... საფიქრალი გამიჩნდა და დამიმძიმდა. მთელი სპექტაკლი ჩემი მეგობრის მხარზე ვიქვითინე, როგორც დანარჩენმა დარბაზმა სხვების მხრებზე . სული შემიძრა სპექტაკლის თემამ... გიორგი ზანგური ძალიან მიყვარს. მისი ყველა სპექტაკლი ნანახი მაქვს და დავსდევ მას :დდდდ დღეს კარგი დღე მქონდა - თეატრის დღე. პრემიერის დღე. მადლობა დღევანდელ დღეს. |
Posted by: Scoorp 4 Oct 2015, 22:36 |
"სასოწარკვეთილების ზღვარზე" ვნახე რამდენიმე დღის უკან. ვერ მოვიხიბლე იმდენად როგორც თეა სოსანის დადგმით მეტი აერობიკა და სხვა ტიპის მოძრაობა იყო. სცენაც მეპატარავა (მოძრაობის თეატრში იყო) და მივხვდი რომ არ მომწონს პატარა სცენა ფიზიკურად ახლოს ყოფნა მსახიობებთან საერთოდ არაფერს მძენს სხვა მხრივ იყო საინტერესო მომენტები, ნაცნობი თემებით და პრობლემებით რამდენიმე მონაკვეთი მომეწონა, კარგად იყო გადაწყვეტილი და რამაც კიდევ უფრო მომხიბლა ქუინის bohemian rhapsody-დან გამოყენებული მონაკვეთი mama, i just killed a man put a gun against his head pulled my trigger now he's dead mama life had just begun და ბოლოს anyway the wind blows ოღონდ არა სიმღერით, არამედ საუბრის ჟანრში ხდებოდა ამის გაჟღერება პ.ს. კარგი ბიჭები კი იყვნენ |
Posted by: nutsiko 5 Oct 2015, 16:41 |
აღარ დარჩა აღარაფერი სპექტაკლი, რაც ნანახი არ მქონდეს. პრემიერა სადმე რამე ხდება ახალი? |
Posted by: PANTALONE 5 Oct 2015, 20:50 |
nutsiko 2 ამოდენა ფესტივალი მიმოდინარეობს ოქტომბერში და მაინც უკმაყოფილო ხართ? |
Posted by: nutsiko 5 Oct 2015, 21:42 |
PANTALONE ფესტივალებზე დავდივარ. უკამყოფილო არ ვარ. ვიკითხე ჩვენს თეატრებში პრემიერების და არა ფესტივალის შესახებ. |
Posted by: PANTALONE 5 Oct 2015, 21:46 |
nutsiko გასაგები იყო თქვენი კითხვა ისედაც. |
Posted by: pleita 5 Oct 2015, 23:33 |
ქარიშხალზე ყველა დუმს იმდენად შეწუხდა ხალხი, ტაშს ცალი ხელით უკრავდნენ. დაქანცული სახეებით გამოვედით. პირველი ნაწილი მომეწონა, მისტიური და საინტერესო იყო. თუმცაღა, მანდაც შეიძლებოდა ლაკონურობა. აი მეორე ნაწილმა ბოლო მოგვიღო მოკლედ, ერთ მოქმედებად რომ გაეკრთებინათ და უსარგებლო ეპიზოდები ამოეღოთ, მოწონებას დაიმსახურებდა ბატონო. და კიდევ !- სუბტიტრების საკითხი რით ვერ მოგვარდა ამდენი წელი არ ვიცი!!! და კიდევ.კიდევ!! - ინგლისურ ენაზე თუ არაა სპექტაკლი (რადგან ასე ,თუ ისე, უმეტესობას ესმის) არ უნდა იყოს ვერბალურად დატვირთული. რომ არ მივეჯაჭვოთ მონიტორს, სცენის ნაცვლად. ინგლისურენოვანებმა რა აკეთეს საერთოდ 2 საათი ვერ მივხვდი, ინგლისური სუბტიტრები მიკროსკოპული ზომისა იყო კააში მომეწონა . არ ვიცოდი ნითინ სავნი თუ იყო კომპოზოტორი , ძალიან მოვიხიბლე! ველი საჩუქარს! ესაა ჩემი კომენტარი |
Posted by: PANTALONE 6 Oct 2015, 09:18 | ||
pleita
საინტერესოა, მაინც რომელ ეპიზოდებს თვლით უსარგებლოდ პიესაში? თუ სპექტაკლში შეტენეს რამე? |
Posted by: pleita 6 Oct 2015, 10:18 |
PANTALONE შეტენილი და მოგონილი არაფერია, უბრალოდ იყო ზედმეტი , უსარგებლო , ან უინტერესოდ გადმოცემული ეპიზოდები. რაც უონტერესოს და დამღლელს ხდიდა სპექტაკლს. აი მაგალითად მეზღვაურების ოღრაში ბოდიალები. საკმაოდ ცუდად ასრულებდნენ თან. მინდოდა მეთქვა , ერთ მოქმედებად რომ გადმოეცათ, მისტიურობას არ დაკარგავდა, ვიზუალსაც ექნებოდა ეფექტი და ყველა კმაყოფილიც დარჩებოდა |
Posted by: PANTALONE 6 Oct 2015, 11:25 |
pleita გასაგებია, მადლობა. სამწუხაროდ ვერ ვნახე / |
Posted by: nutsiko 6 Oct 2015, 11:30 |
pleita როგორ არ მიყვარს სუბტიტრებით სპექტაკლი და არც ფილმი. მთლიანობაში ვეღარ აღვიქვამ ხოლმე. ხან ვკითხულობ, ხან მსახიობს ვუყურებ, ვაცეცებ თვალებს. ერთიანად ვერ ვამუღამებ. ამიტომ ვერიდები სუბტიტრებიან სპექტაკლებზე სიარულს (რუსული და ინგლისური პრობლემა არაა, სხვა ენებზე - მიჭირს სპექტაკლის ნახვა). კააში გინახავს, შე მაგარო შენა :* როგორ მინდოდა და ამ დროს მე საფარიზე ჟირაფების კუნტრუშს ვუყურებდი არა... ნუ აფრიკაც მაგარია სხვა დროს იმედია... იმედია |
Posted by: SOSIBOSI 8 Oct 2015, 17:01 |
მეგობრებო, რუსთაველის "ნადირობის სეზონი" როგორია ერთი მითხარით რა, ღიირს წასვლა? ტრაგიკომედიააო და ზუსტად ასეთი მინდა,ოღონდ ძაან ცრემლების ღვრა,მოთქმა-გოდება არა რა. თან სასაცილო, თან აზრიანი. |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 8 Oct 2015, 17:06 |
გუშინ ვიყავი მოხუც ჯამბაზებზე. დიდი იმედგაცრუებაა, დიდი. ეტყობა ჩემი ბრალია, სხვა რამეს ველოდი და სხვა რამე აღმოჩნდა. |
Posted by: marimari 8 Oct 2015, 19:55 |
SOSIBOSI კარგია.გირჩევ. როგორი სპექტაკლია იცი.რომ გამოხვალ სპრქტაკლიდან კიდევ საპიქრალს რომ დაგიტოვებს...მოკლედ გირჩევ.watch_out_someone_is_in_the_room მოხუც ჯამბაზებზე მევ გამიცრუვდა იმედები.უფრო ის მომენტი ხდიდა ამ სპექტაკლს პოპულარულს რომ ამდენი ვარსკვლავი ტამაშობს.თორემ შინაარსი ბევრი არაფერი. |
Posted by: SOSIBOSI 9 Oct 2015, 11:55 |
marimari მადლობა რჩევისათვის, აი ზუსტად მასეთი მინდა და წავალ აუცილებლად |
Posted by: limpompo 11 Oct 2015, 00:37 |
watch_out_someone_is_in_the_room ძაან აქებდნენ ამ სპექტაკლს |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 15 Oct 2015, 10:12 | ||
limpompo
აქებდნენ კი არა ერთი წლით ადრე უნდა აიღო მგონი ბილეთი რომ მოხვდე მაგრამ რად გინდა ... |
Posted by: nutsiko 15 Oct 2015, 10:52 |
თავისუფალ თეატრში ისევ დაიდგა ,,ხვალ შობაა". ძალიან საყვარელი სპექტაკლია, ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. გიორგი ზანგურის ძალიან კარგი შესრულებით. ამ თვის აფიშას რომ გადავხედე, გიორგის კიდევ სხვა სპექტაკლებია: ,,რა დროს შექსპირია" (ძალიან კარგია, თან ბევრს იხალისებთ და ბევრისთვის ალბათ ნაცნობი თემაა ოჯახში), ,,ხვალ შობაა", ,,თოჯინების სახლი" - სხვადასხვა როლში და ერთნაირად ძალიან კარგი შესრულებით. პირადად მე გირჩევდით ამ სპექტაკლების ნახვას (სამეფო უბნის თეატრში არაჩვეულებრივია ,,სამშობლო" - გიორგი იქაც თამაშობს, რა თქმა უნდა). |
Posted by: namu550d 20 Oct 2015, 14:37 |
"მოახლეებზე" ბილეთები გამოჩნდა და ვინმეს გაქვთ ნანახი, როგორი სპექტაკლია? ღირს წასვლა? |
Posted by: makitamari 20 Oct 2015, 18:28 |
არტ-ხელოვნება მარჯანიშვილში როდიდან იქნება ხომ არ იცით? სამრფო უბნის თეატრში წელს დავიწყე სიარული და შემიყვარდა. |
Posted by: just_me 21 Oct 2015, 09:52 |
namu550d მე ვიყავი გუშინ "მოახლეებზე" და საშინლად იმედგაცრუებული წამოვედი სპექტაკლის შინაარსით. რაც შეეხება მსახიობებს, სუპერ შესრულებაა! ვინმემ რამე საინტერესო, სახალისო, აზრიანი სპექტაკლი მირჩიეთ რაა |
Posted by: lev87 21 Oct 2015, 14:55 | ||||||
ბეჩავი სამეფო უბნის თეატრში იდგმება * * *
ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს - თავისუფალ თეატრში ყველას გირჩევთ |
Posted by: nutsiko 21 Oct 2015, 15:22 | ||
სპექტაკლის შინაარსი მომეწონა. არაჩვეულებრივი მსახიობები. დადგმა კარგი. მოკლედ, მე მომეწონა. სამეფო უბნის თეატრი უფრო და უფრო მომწონს. ,,ბეჩავზეც" ვურჩევდი ყველას წასვლას, ვისაც არ უნახავს ჯერ. ასევე, ძალიან კარგია ,,სამშობლო". სამეფო უბნის თეატრის ყველა სპექტაკლი ნანახი მაქვს და ველოდები პრემიერებს წარმატებები თეატრს! lev87 რა თქმა უნდა, ეგ სპექტაკლი ვნახე უკვე, დაიდგა თუ არა. ძაააალიან მომეწონა ძაალიან. |
Posted by: Alice_In_Wonderland 26 Oct 2015, 21:31 |
სეზონს ვხსნი კვირას თავისუფალში ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს, არა?! ფილმი მაქვს ამ სახელწოდებით ნანახი და შთაბეჭდილება მოახდინა, აბა ვნახოთ რა იქნება სპექტაკლი |
Posted by: marimari 26 Oct 2015, 22:47 | ||||
გუშინ იყო, მგონი შაბათსაც არის.....Alice_In_Wonderland
მეც მალე გავხსნი სეზონს....საშინლად მომენატრა სპექტაკლებზე სიარული...თუ ვარსიმაშვილია რეჟისორი, ცუდი არ იქნება.. ველოდებით შენს მოსაზრებებს ამ სპექტაკლთან დაკავშირებით |
Posted by: Mak0 1 Nov 2015, 00:24 |
გამარჯობა მეგობრებო, ძალიან გთხოვთ თუ არ დაგეზარებათ 5 სიტყვით აღწერეთ რუსთაველის თეატრი. რასთან ასოცირდება და როგორია თქვენთვის? მარტო 5 სიტყვა რომ დაწერეთ. უდიდეს მადლობას გიხდით წინასწარ |
Posted by: Alice_In_Wonderland 3 Nov 2015, 22:50 |
marimari ფილმი ნანახი გაქვს? კარგად იყო "გადმოქართულებული" სიუჟეტი და მომეწონა, მსახიობებიც, ვარსიმაშვილის არის კი, სცენარიც და რეჟისურაც ზოგადად ამ ბოლო დროს თავისუფალ თეატრს ავეკიდე რაც ვნახე კმაყოფილი დავრჩი, კავკასიური იყო ამის წინ და აი კარგა ხანს გამყვა ემოცია ) ეხლა შაბათს ამაზე მივდივარ - ვალსი ძილის წინ, ისეთი გულისამაჩუყებელი აღწერა ჰქონდააა მოკლედ გეგმა ასეთია: ამოვწუროთ თავისუფალი თეატრი! |
Posted by: ranhh 4 Nov 2015, 21:32 |
ხვალ ვაპირებ მარჯანიშვილის თეატრში წასვლას და რომელს მირჩევთ. "შევხვდებით სამოთხეში" თუ '"მშვენიერი კვირა დღე" |
Posted by: PANTALONE 5 Nov 2015, 00:30 | ||
Mak0
პიტოევი ... ახმეტელი ხორავა თუმანიშვილი სტურუა წავა? |
Posted by: Scoorp 5 Nov 2015, 10:31 |
ჯინსების თაობაზე ვიყავი წუხელ ემოციური იყო ძალიან : ( მართლა რა საშინელი ტრაგედია იყო და რისთვის გაწირეს ბიჭები მათხოვრები |
Posted by: marimari 7 Nov 2015, 00:26 |
Alice_In_Wonderland ფილმი ნანახი არ მაქვს.... თავისუფალი თეატრი მეც ძალიან მიყვარს... ვარსიმაშვილის სპექტაკლები მით უმეტეს.... |
Posted by: Krusty_the_Clown 7 Nov 2015, 23:30 |
მოძღვრის აღსარება ვნახე დღეს, მშვენიერი იყო, ლიტერატურული სპექტაკლი, სადაც თვითონ მამა პეტრეც მონაწილეობდა როგორ თბილი მღვდელია, წარმომიდგენია. Scoorp ე. წ. თვითმფრინავის ბიჭები იყვნენ გათამამებული და გატუტუცებული კარგი ცხოვრებით და უზრუნველი ყოფით. ერთ დღესაც ბიჭებმა და არა მარტო, გადაწყვიტეს თვითმფრინავის გატაცება :| ნებისმიერი რეჟიმი უმკაცრესად დასჯის მსგავს ქმედებას და ასეც უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ანარქიას მივიღებთ. სხვა საკითხია ის, თუ რას ემსახურებოდა ეს ყოველივე და ლაიტ მოტივად რა იდეა გასდევდა. მოკლედ ორი მხრიდან შეიძლება ამის შეფასება... |
Posted by: Scoorp 8 Nov 2015, 17:46 |
Krusty_the_Clown გასაგებია კანონებიც,სახელმწიფოებრივი ვალიც, ისიც და ესეც მაგრამ ასე ცალკე აღებული იმ პერიოდში ეს კედლების დანგრევის ტოლფასი იყო ჩემთვის თვითონ იდეა ამ იდეისთვის ბრძოლა, ნუ თავის გაწირვა რამდენად მართებულია ეს სხვა საკითხია მაგრამ ის რომ იდეის ერთგული რჩები ბოლომდე და თან როცა თავისუფლების წყურვილს ემსახურება ეს ყველაფერი. მესმის რასაც ამბობ,მაგრამ მე სხვანაირად ვუყურებ ) არ ვეძახი და არ აღვიქვამ როგორც გმირებს (ძაან გაბანალურდა ეს სიტყვა და აზრი დაკარგა მგონი) სასჯელი მაინც ზედმეტად მკაცრი იყო ანარქიას ამით ვერ მივიღებდით ნამდვილად და რა ვიცით,ხშირად შეიძლება ანარქიაც ჯობდეს ერთფეროვან,ერთაზროვან და ისეთ უაზრო ცხოვრებას და ყოფას როგორიც 80იანებში იყო |
Posted by: Krusty_the_Clown 8 Nov 2015, 18:39 |
Scoorp ამიტომ ვთქვი, რომ სხვა ჭრილიდანაც შეიძლება ამის შეფასება. თუ საპირწონეზე დავდებთ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს-დამპალ და დამყაყებულ კომუნიზმს, მაშინ შესაძლოა თვითმფრინავის კი არა, კოსმოსური ხომალდის გატაცებაც გამართლებული იყოს უბრალოდ როგორც შემდგომაა მხატვრულად წარმოდგენილი მათი იდეები და მისწრაფებები, ასე სულაც არ იყო ) ჩვეულებრივი გოგო-ბიჭები იყვნენ, რომელთაც ბანალურად რომ ვთქვათ, "გაგულავება" უნდოდათ თავისუფლად, თავიანთ გემოზე, რაც მაშინ აკრძალული იყო, ჰოდა ტრანსპორტად არც მეტი და არც ნაკლები თვითმფრინავი შეარჩიეს რა თქმა უნდა როგორც ადამიანებიძალიან შემეცოდნენ, მაგრამ ეს სიტუაცია შესანიშნავად იქნა გამოყენებული ეროვნული მოძრაობის ფუნდამეტის შესაქმნელად... |
Posted by: pleita 10 Nov 2015, 20:57 |
ხალხნო საჩუქარზე რას დუმხართ????? საშა ვალცი იყო ჩამოსული . გადასარევი, გასაგიჟებელი, საოცცცცცარი სპექტაკლით "რვას აკლია ოცი წუთი". ასევე ტუმინასის "ონეგინი" ვნახე და ასსევე ძალიან ნასიამოვნები წამოვედი. ულამაზესი გაფორმება, მომნუსხველი ეპიზოდები. მშვენიერი ფილმი იყო სცენაზე.. მაზმიშვილი კი სულ გვანებივრებეა, მაგრამ საჩუქარი სულ სხვა ლეველია <3 ზეკ სოკოს კრეფას ველი |
Posted by: Krusty_the_Clown 11 Nov 2015, 01:45 |
pleita სად იყო ეგ სპექტაკლი? გრიბოედოვი? ძალიან აღტაცებული საუბრობთ და დამაინტერესა |
Posted by: lev87 11 Nov 2015, 12:02 | ||
მოხუცი ჯამბაზები პოლიტიკა სტურუა უღიმღამობა რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს პირველი ორი სიტყვის გარდა პოზიტივი არსად არ არის ... |
Posted by: nutsiko 11 Nov 2015, 22:24 | ||
კარგი მსახიობები. თეატრი, რომელიც ყოველთვის მიყვარდა და მიყვარს. საყვარელი სპექტაკლები. |
Posted by: katrini 13 Nov 2015, 16:20 |
გამარჯობათ ყველას , მარჯანიშვილის თეატრში ხვალ "კაცები" გადის და რას იტყვით , ღირს წასვლა ? მადლობა ყველას ვინც გამომეხმაურება |
Posted by: pleita 13 Nov 2015, 21:18 | ||
Krusty_the_Clown
რომელი სპექტაკლი? ფესტივალი ტარდება ეხლა "საჩუქარი" და მაგის ფარგლებშია რამოდენიმე სპექტაკლი ჰოდა გუშინ კრიმოვის სპექტაკლზე ვიყავი და სასტიკად უკმაყოფილო წამოვედი :/ არადა როგორ ველოდი, ზედმეტად მოსკოვური იყო მაგრამ სცენაზე ვიყავი ^_^ ვიმონაწილევე მეც ^_^ |
Posted by: Krusty_the_Clown 13 Nov 2015, 22:56 |
katrini როგორც ვიცი ძალიან სახალისო რამაა "კაცები", რომელიც შეიქმნა ფაქტიურად "ქალები"-ს შემდგომ ეს უკანასკნელი პირადად ვნახე და ძალიან მომეწონა pleita აჰა, გასაგებია |
Posted by: Alice_In_Wonderland 13 Nov 2015, 23:19 |
თავისუფალის თაფლობის თვე ნანახი გაქვთ? მოგეწონათ? |
Posted by: nutsiko 14 Nov 2015, 22:15 |
Alice_In_Wonderland ნანახი მაქვს. ქართული და არა მარტო ქართული რეალობაა ნაჩვენები. არა უშავდა რა სპექტაკლია |
Posted by: Gooramos 15 Nov 2015, 13:44 |
დღეს მაქვს 3 ვარიანტი : ქალი ძაღლით (მარჯანიშვილი) თაფლობის თვე (თავისუფალი) ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი (რუსთაველი) რომელი ჯობია? |
Posted by: severuss 15 Nov 2015, 14:42 |
Gooramos თუ გაარკვიე რომელი ჯობია მეც გამიზიარე.. |
Posted by: Scoorp 15 Nov 2015, 15:56 |
Gooramos ჯარისკაცი ნანახი მაქვს დანარჩენი ორი არა არაუშავრა სპექტაკლია დიდად რო ვერ გირჩევდი ისეთი |
Posted by: Krusty_the_Clown 15 Nov 2015, 17:48 | ||||
Gooramos
ეს არ ნახო, სტურუას მორიგი ბოდვაა (მიუხედავად ადრინდელი მისი სპექტაკლების პატივისცემისა) ალბათ სქურფს მოერიდა ეთქვა, რომ ძალიან ცუდია
ეს სპექტაკლი მერე დაწერეთ რა ვინმემ როგორია, მაინტერესებს... |
Posted by: Mak0 15 Nov 2015, 18:03 |
PANTALONE lev87 nutsiko მადლობა სამივეს <3 |
Posted by: nutsiko 16 Nov 2015, 01:19 | ||
სამივე სპექტაკლი ნანახი მაქვს. რომ გითხრა, არიქა, მოდი გადამრიეაო, არა. ნახე, თუ ნახვა გინდა. ბევრი არაფერი. |
Posted by: katrini 16 Nov 2015, 10:50 |
ქალი ძაღლით (მარჯანიშვილი) - არ მომეწონა , თუმცა ჭოლას სპექტაკლები ზოგადად ძალიან მიყვარს |
Posted by: Scoorp 16 Nov 2015, 10:51 |
Krusty_the_Clown არ მიყვარს და ვერიდები საკუთარი აზრის და განწყობის მოხვევას სხვებზე ჯობია ყველამ თვითონ შეაფასოს ))) პ.ს. სქურფი არ ვარ,სკორპი ვარ |
Posted by: Krusty_the_Clown 16 Nov 2015, 11:44 | ||||
katrini
მადლობ Scoorp
კარგით, სკორპ |
Posted by: marimari 16 Nov 2015, 22:31 | ||||||||
Gooramos
ნანახი არ მაქვს....
ნორმალურია,,,,,
ცუდი არ არის... ყოველ შემთხვევაში, თაფლობისთვეს სჯობია |
Posted by: PANTALONE 16 Nov 2015, 23:01 | ||
pleita
ეგრე რაღა, ძლივს ვიღაც დამეთანხმა/ უკმაყოფილო კი იმიტომ წამოვედი რომ, ბეევრად მეტს მოველოდი |
Posted by: merciamercia 16 Nov 2015, 23:40 |
ბოლოს ვიყავი ტროელ ქალებზე და ძალიან მომეწონა... იდეა, შესრულება, მსახიობები ყველაფერი მომეწონა... |
Posted by: Krusty_the_Clown 17 Nov 2015, 13:45 |
merciamercia გამარჯობა. სად არის და როდის, თუ შეიძლება? |
Posted by: pleita 17 Nov 2015, 14:40 | ||||
PANTALONE
კრიმოვის სპექტაკლზე პირველად ვიყავი და საერთოდ არაფერს მოველოდი,მაგრამ მაინც ძალიან დიდი სისუელე იყო
რავიცი რავიცი დარბაზიც არ აღფრთოვანებულა დიდად,ორი ქლბატონი კისკისებდა მხოლოდ. ალბათ მასკვადან ახალჩამოსული,სოკოლადებით კაროჩიე |
Posted by: nigo 17 Nov 2015, 15:28 |
ერთწლიანი ჩავარდნა მაქვს. სად წავიდე ,რომელი სპექტაკლი ვნახო? ახლა ისეთ განწყობაზე ვარ,დარდი და მსოფლიო სევდა არ მინდა. რამე კარგი და სახალისო სპექტაკლი. მივედი,ვნახე ,მივიღე დადებითი ემოცია,მომეწონა მსახიობების თამაში და დასრულდა. არანაირი შემდეგ ფიქრები და "ვაი წუთისოფელო" და ა.შ> არ მინდა. მირჩიეთ რა რამე |
Posted by: nutsiko 17 Nov 2015, 16:11 | ||
კარგი განტვირთვა და კომედიები თუ გინდა და მოგენატრა, ილიაუნის თეატრს ესტუმრე. კარგი სპექტაკლები აქვთ ნამდვილად. გაბრიაძის თეატრი ,,ბრილიანტი დე ფანტიე" კარგია, ასევე, ,,ჩემი გაზაფხულის შემოდგომა". მიყვარს გაბრიაძე, ძველტიფლისური იუმორითა და გამონათქვამებით. იმ დროში რომ გაბრუნებს ისეთი თბილი და საყვარელია. განსაკუთრებით, ძველ თაობას უყვარს მანდ სიარული თავისი ლამაზად გაფორმებული ,,კრუჟაო-ჟაბოებით". ოჯახური გარემოა რა. სამეფო უბნის თეატრში ,,ბეჩავი", კარგად შეზავებული ქართული ამბები, კარგი შარჟი. თან სახალისოა. სამეფო უბნის ახალგაზრდა დასი მიყვარს და ვთვლი, რომ დათამ ნიჭიერი მომავალი თაობა შემოიკრიბა, რაც მის პროფესიულ ალღოზე მეტყველებს. კიდევ ბევრ კარგს შემოგვთავაზებენ, იმედია. სამეფო უბნის თეატრში ,,სამშობლოც" ძალიან მომეწონა. ეს უცებ, რაც გამახსენდა. |
Posted by: nigo 17 Nov 2015, 18:09 | ||
nutsiko
ეს სპექტაკლები არაერთგზის მაქვს ნანახი. უცხოელებიც დამყავდა და გიჟდებოდნენ. დიდი მადლობა. იმ თემაშიც შემოიხედე,ჩაკვდა უშენოდ |
Posted by: nutsiko 17 Nov 2015, 18:30 | ||||
მაშინ თუმანიშვილს ესტუმრეთ. ახლა იქნება ,,ჰარალეთი, ჰარალეთი". თუმანიშვილიც კარგია, მომწონს. პ.ს. იმ თემაშიც შემოვალ, აბა რა. მოვიცლი მალე მოსე მწერლობისთვის |
Posted by: nigo 17 Nov 2015, 18:39 | ||
nutsiko
ჩემი საყვარელი თეატრია. აუცილებლად წავალ.დიდი მადლობა. |
Posted by: merciamercia 17 Nov 2015, 20:19 | ||
გამარჯობა, სამეფო უბნის თეატრში გადის... |
Posted by: severuss 17 Nov 2015, 22:05 |
დღეს ვიყავი თავისუფალ თეატრში "ყველა დამამძიმებელი გარემოება"-ზე. უშავდა რამე? არაფერი! |
Posted by: PANTALONE 23 Nov 2015, 11:37 |
pleita ჩემები აღფრთოვანდენ/ კრიმოვის ყველაფერი აქ ჩამოტანილი ნანახი ქონდათ და მიმტკიცებდნენ სხვებიც ნანახი უნდა გქონდეს ეს რო მოგეწონოსო |
Posted by: Gooramos 28 Nov 2015, 12:19 |
რა ვუყო ამ ვიოლონჩელოს? კარგი სპექტაკლია და წავიდე თუ უკეთესი ვარიანტიცაა ამ შაბათ-კვირას? |
Posted by: piko-piko 1 Dec 2015, 16:21 | ||
hay all ამ პარასკევს ვგეგმავ მარჯანიშვილს თეტრს ვესტუმრო გავიგე ,,კაცები" სპექტაკლი საკმაოდ კარგი კომედიააო, ვინმე თუ ყოფილხართ როგორი იყოოო? * * *
მაგ სპექტაკლზე მეც ვფიქრობდი და ბოლოს ისევ ,,კაცებზე" მირჩიეს წასვლა |
Posted by: INA-INA 22 Dec 2015, 01:19 |
იყავით კაცებზე ვინმე? შეფასებები მაინტერესებს ) |
Posted by: Forget-me-not 22 Dec 2015, 01:28 | ||
nutsiko
გეთანხმები! |
Posted by: nutsiko 22 Dec 2015, 10:26 |
ამ შაბათ-კვირას ვნახე ,,დაანებე ჩემს ცოლს თავი" (მარჯანიშვილში) და ,,ორი ვოდევილი სიყვარულზე" (ახმეტელის თეატრში). კომედიებს დავუთმე წინა კვირა, მხიარულება მომენატრა. კიდევ ერთხელ ,,გამოვიჭირე'' საკუთარი თავი, რომ სპექტაკლებში დიდ ყურადღებას ვაქცევ მუსიკალურ გაფორმებას (სხვა დანარჩენ დეტალებთან ერთად). მომეწონა მარჯანიშვილში სპექტაკლი, კარგი მსახიობები, კარგი შესრულება, კარგი მუსიკალური გაფორმება. ახმეტელშიც მოვუხშირე სიარულს. ველოდები მომავალ წელს და ახალ სპექტაკლებს. |
Posted by: haki13 23 Dec 2015, 21:27 | ||
გეთანხმები |
Posted by: Scoorp 24 Dec 2015, 15:52 | ||||
რაზეა საუბარი რომელ სპექტაკლზე? ძველ პოსტია აშკარად რასაც უპასუხეთ ხო? |
Posted by: marimari 25 Dec 2015, 21:27 | ||||
ეგ სპექტაკლი კარგია?
ახმეტელში რომელ სპექტაკლებს მირჩევ>?რაც დავით ანდღულაძე წავიდა მანდედან, მანდ აღარ ვყოფილვარ..... |
Posted by: nutsiko 25 Dec 2015, 23:54 |
marimari მომეწონა. კომედიაა. ვიმხიარულე. გავხალისდი. თათული (იგივე თამარ ღლონტი) ჩვეულ ამპლუაშია, მომწონს ეგ გოგო ))) ახმეტელში კარგი კომედია იყო ,,ტაქსისტი გივის უცნაური სიყვარულის ამბავი" (თუ რაღაც მსგავსი). იყო დრო ყველა თეატრს ვსტუმრობდი. ახლა საყვარელი მსახიობების მიხედვით ვარჩევ სპექტაკლებს )))) |
Posted by: marimari 26 Dec 2015, 17:13 | ||||||
nutsiko
ეგ რომელ სპექტაკლზე ამბობ და სად გადის?
მე უფრო რეჯიუ რეჯისორი არ ვარგა......
კი კარგი სპექტაკლია...სახალისო..... * * * მე რეჯისორების მიხედვით ვარჩევ სპექტაკლებს |
Posted by: leeevani 26 Dec 2015, 17:57 |
არავინ იცით პანტომიმის თეატრის აფიშა სად უნდა ვნახო? |
Posted by: marimari 26 Dec 2015, 23:01 |
leeevani ბილეტები გე. ზე უნდა იყოს წესით |
Posted by: kukuruzi003 28 Dec 2015, 12:03 |
კაი შინაარსიანი თეატრი არაა აქ? ტიფლისში რაა. რომელს მირჩევთ? |
Posted by: nutsiko 28 Dec 2015, 17:56 |
leeevani არც ბილეთები.გეზე არის ხოლმე და არც ფბ-ზე. თუ გაივლი მანდ და იკითხავ. მეც ეგრე ვტანჯაობ ხოლმე |
Posted by: მადამ ფისუნია 8 Jan 2016, 05:25 |
თუ ვინმეს გაქვთ ნანახი "ქალი ძაღლით".... მარჯანიშვილში... თქვენი აზრები სპექტაკლის შესახებ მითხარით... რეფერატი მაქვს დასაწერი და მინდა კარგი გამოვიდეს... ჭეშმარიტება ხომ კამათში იბადება? აზრების შეჯახება მინდა... |
Posted by: nutsiko 8 Jan 2016, 12:24 |
მადამ ფისუნია ვნახე ეგ სპექტაკლი. არ გადავირიე, რა ვიცი. გაცილებით კარგი სპექტაკლები მაქვს ნანახი. თუ რეფერატისთვის გჭირდება, ნახე, მაგრამ მისი არნახვით არაფერი დაგაკლდება |
Posted by: მადამ ფისუნია 8 Jan 2016, 15:26 | ||
nutsiko
ნანახი მაქვს.... არც მე დაცრჩი აღფრთოვანებული.... რამე კომკრეტული მითხარით რა მოგეწონათ და რა არა |
Posted by: nutsiko 8 Jan 2016, 16:44 |
მადამ ფისუნია ერთი ჩვეულებრივი სპექტაკლი იყო. არაფერი განსაკუთრებული, არც მსახიობების მსახიობური ნიჭით მოვიხიბლე მაინც და მაინც და, ზოგადად, ,,ქალი ძაღლით" დიდი შინაარსის მქონედ არ მიმაჩნია (ჩემი სუბიექტური აზრია, შეიძლება ვინმეს ძალიანაც მოსწონს). სხვა უფრო კაი სპექტაკლებიც არის, რომლების ნახვა ღირს ))) მოხდა ისე, რომ სპექტაკლებზე აქტიურად დავდიოდი და თითქმის ყველა სპექტაკლი ყველა თეატრში (რაც თბილისშია) ნანახი მაქვს ))) |
Posted by: მადამ ფისუნია 8 Jan 2016, 21:50 | ||
nutsiko
კი მეც სულ დავდივარ, მითუმეტეს ჩემთვის დიდი ფასდაკლებებია, ან უფასოდ შევდივარ... ამ შანსის გაშვება უნამუსობა იქნებოდა |
Posted by: TitanKronos 10 Jan 2016, 17:00 |
მირჩიეთ რომელ სპექტამლზე წავიდე ამ კვირაში იმის გათვალისწინებით რომ არ ვარ მოყვარული კი არადა, ბავშვობის მერე არსად არ ვყოფილვარ სფექტაკლზე |
Posted by: marimari 14 Jan 2016, 11:01 |
მადამ ფისუნია საშუალო დონის სპექტაკლია.არა უშავა რა...TitanKronos შენ ჩამოწერე აფიშა რა სპექტაკლიბია ამ კვირას და რჩევებზე არ დაგზარდები...#რა ჟანრის სპექტაკლზე გინდა წასვლა-კომედია,დრამა,....... |
Posted by: gio_xabaza 14 Jan 2016, 13:29 |
გამარჯობათ, თავისუფალ თეატრში ცხრამეტ იანვარს არის ჯინსების თაობა, ბილეთები ინტერნეტის მეშვეობით როგორ ვნახე დარჩა თუ არა? |
Posted by: ImereTinski 14 Jan 2016, 15:29 |
http://ecoupon.ge/deal/562/eqskluziurad-ikuponisgan-2-bileti-5-larad-meqanikuri-fortoxalis-premieraze-giorgi-shavgulidzis-teatrshi 'მექანიკური ფორთოხალი' პრემიერა გიორგი შავგულიძის თეატრში. 5 ლარი ღირს 2 ადამიანზე ამ საიტის მიხედვით და ნამდვილია ? |
Posted by: მადამ ფისუნია 14 Jan 2016, 16:22 | ||||||||
marimari
მაგდენი მეც ვიცი რამე ცოტა დეტალური მინდა TitanKronos
მე კავკასიური ცარცის წრეს გირჩევდი, თავისუფალში, 17შია. შეიძლება ძველებურად ძლიერი არ არის მაგრამ ნამდვილად კარგია... თან შიგადაშიგ გომელაურის ხმა ადევს და სულში გაივლის gio_xabaza
ვერ ნახავ, სალაროში უნდა დარეკო... პ.ს. თუ თავისუფალში აპირებ წასვლას ბევრად უფრო ძლიერი სპექტაკლები აქვთ რავი, ამ საიტს თუ ენდობი აქაც ნახე: https://biletebi.ge/startup.aspx?id=22&EventID=284448 ImereTinski
მაგათ არ ვიცი როგორი აქვთ, მაგრამ თავისუფალის ძალიან მომეწონა, ქართულ რეალობას მორგებულია, და აპოლონი ნამდვილად კარგია ზოგადად აპოლონის თამაში მომწონს, "ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანებში" ალის შემოსვლაზე მაჟრიალებს ხოლმე... მილიონჯერ რომ ვნახო მაინც... |
Posted by: giat 14 Jan 2016, 18:54 |
ისრაელიდან გილოცავთ ქართული თეატრის დღეს |
Posted by: ImereTinski 14 Jan 2016, 19:16 | ||
მადამ ფისუნია
კი გადავამოწმე და ნამდვილია. მოკლედ შევიძინე ბილეთები და შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ მოგვიანებით. 2 ადამიანზე ღირს 5 ლარი, ღირს წასვლა მარტო ამიტომ და კიდევ იმიტომ რომ ყველა ახალგაზრდას უნდა ქონდეს ნანახი 1-ხელ მაინც მექანიკური ფორთოხალი http://ecoupon.ge/deal/562/eqskluziurad-ikuponisgan-2-bileti-5-larad-meqanikuri-fortoxalis-premieraze-giorgi-shavgulidzis-teatrshi |
Posted by: მადამ ფისუნია 14 Jan 2016, 23:19 | ||
ImereTinski
მე ვიგულისხმე რომ მაგათი ნათამაშები არ მინახავს.... თავისუფალში კი ძალიან მომეწონა |
Posted by: giat 15 Jan 2016, 13:26 |
იმედის არხზე არის გადაცემა დღის შოუ გულის ფანცქალით ველოდები ხოლმე პარასკევს რომ უყურო ხოლმე წულუკიძის მიერ წაყვანილ გადაცემას პარასკევს არის შესანიშნავი დღე ხოლმე .რადგან ეს დღე ეძღვნებს კულტურას.ხელოვნებას.სპორტს.და და საერტოდ კარგ განწყობას გვიქმნის დღეს კი გადაცემა მიეძღვნა ქართულ თეატრს და კერძოდ Kი რეგიონებს ქუთაისის ეძღვნება და მის Kოლორიტულ ადამიანებს |
Posted by: nutsiko 21 Jan 2016, 12:40 |
პრემიერები არის რომელიმე თეატრში? რომელს მირჩევდით (ძველი სპექტაკლები ყველა ნანახი მაქვს)? მივიღებ რჩევას )))) |
Posted by: ranhh 23 Jan 2016, 19:23 |
შაბათ - კვირა სტუდენტური ფასდაკლება ვრცელდება თეატრში ? |
Posted by: Hеllhаmmеr 24 Jan 2016, 17:29 |
Posted by: ranhh 25 Jan 2016, 19:40 |
ქალი ქვიშაში თუ გინდა ამაზე ვინმეს წასვლა გადაიფიქრეთ |
Posted by: nutsiko 26 Jan 2016, 11:49 |
ranhh რატომ არ მოგეწონა? არც წიგნზე ვგიჟდები დიდად, მაგრამ მაინც. საინტერესოა მოსაზრება, რა არ მოგეწონა? ))) პ.ს. და აღარ წავალ |
Posted by: მოლკო 7 Feb 2016, 12:08 |
დაგლიჯა გუშინ თუმანიშვილიში ჩემმა პატარა ქალაქმა დაგლიჯა იმენა ეს იაშვილიც მაგარი ბოვშვია მომეწონა შეცვლილი მსახიობები ახალი სისხლი საჭირო იყო მოკლედ ბრავო დღეს ვოდევილს გავიხსნებე |
Posted by: Gooramos 7 Feb 2016, 14:35 |
რიჩარდ II მთვრალი ალუბალი მოხუცი ჯამბაზები ამ სამი სპექტაკლის ნახვას ვოცნებობ ვერასოდეს ვახერხებ ბილეთის შეძენას. ვინმემ ხომ არ იცით ამ სამიდან ერთ-ერთის თარიღი? |
Posted by: მოლკო 7 Feb 2016, 18:26 | ||
ოვერეიტედ |
Posted by: Gooramos 7 Feb 2016, 19:47 |
მოლკო დანარჩენი ორი ხომ მაგარია? |
Posted by: Scoorp 7 Feb 2016, 22:37 | ||||
+ ვეთანხმები ამ აზრს)))) ----- |
Posted by: ემპეწრი 13 Feb 2016, 18:58 |
გამარჯობა სტუდენტური ფასდაკლებები მაინტერესებს, სამგზავრო ბარათით გასცემენ სტუდენტური ფასდაკლებით ბილეთს? ლისისტრაყეს (და არამარტო)ნახვა მინდა პრემიერიდან მოყოლებული და უნდა დავაყენი საშველი ფეხს ვითრევ სულ |
Posted by: marimari 15 Feb 2016, 00:06 | ||
ემპეწრი
ეგ იკითხე სალაროში......თუ საერთოდ თეატრალურის სტუდენტი ხარ, შეიძლება თითქმის უფასოდაც შეხვიდე, ანუ განსაკუთრებით დიდი ფასდაკლება თეატრალურის სტუდენტებზეა...თუმცა სხვა უნის სტუდენტებზეცაა ფასდაკლებები.................... გუშინ ვიყავი მარჯანიშვილში ციცინო კობიაშვილის სპექტაკლზე'' გაანებე ჩემს ცოლს თავი''' დიდი ფილოსოფიური და ღრმა სპექტაკლი არ იყო, მაგრამ კომედია იყო, კარგად დადგმული.... მოკლედ ვიხალისე....... განვიტვირთე..... გირჩევთ ყველას ამ სპექტაკლს..... |
Posted by: Prot 15 Feb 2016, 14:13 |
გუშინ ვიყავი და საუკეთესოა იმენა |
Posted by: giat 15 Feb 2016, 14:18 |
მე შარშან სტუმრად რომ ვიყავი საქართველოში მეგობრებმა წამიყვანეს-მე მაგალითად სპექტაკლი ძალიან მომეწონა და განსაკუთრებით კი ზურა ყიფშიძის როლი და თამაში |
Posted by: MasterJC 15 Feb 2016, 16:36 |
მოლკო ვაა აქაცა ჩითავ? როგორა ხარ? |
Posted by: blossom 17 Feb 2016, 15:20 | ||
ლისიტრატე მარჯანიშვილშიც რომ დადგეს და რუსთაველში რა ხდება ვითომ? რამე აქცია გლიჯეს მასტებმა? ვისაც ორივე აქვს ნანახი დაწეროს რომელი უფრო მოეწონა და რატომ * * * ranhh
აბბა კიი, როგორც მე დავიტანჯე ისე უნდა დაიტანჯოს ყველა თეატრის მოყვარული მაგ მარაზმზე კობო აბე ვისაც გიყვართ, კარგად მოუარეთ მაგ სიყვარულს სპექტაკლის მერეც. ეს რა იყო ააა |
Posted by: მოლკო 17 Feb 2016, 17:07 |
Gooramos Mტვრალი ალუბალითაც არ ვიყავი გადარეული სიმართლე გითხრა და მიკვირს ბილეთებს რომ ვერ შოულობ რიჩარდი არ მაქვს ნანახი :/ MasterJC კი აბა თეატრის გარეშე მე როგორ ? რავი არამიშავს შენ როგორ ხარ? |
Posted by: Scoorp 17 Feb 2016, 17:24 |
ტოიბელე და მისი დემონი ვნახე ვერ აღვფრთოვანდი დიდად პ.ს. მუსიკა კარგი იყო ხვალ მოახლეებზე მივდივარ, ვნახოთ |
Posted by: MasterJC 17 Feb 2016, 19:14 |
მოლკო მიყვარს ვითომ თეატრი და საუკუნეში ერთხელ ძლივს დავდივარ ასეთი დიდი ფანი თუ იყავი არ ვიცოდი |
Posted by: blossom 18 Feb 2016, 10:07 |
გული გეტკინება ისეთი დაბალი დონის ნამუშევარია მარჯანიშვილში დადგმული ლისისტრატე რუსთაველში დადგმულ ვერსიასაც ვნახავ და მერე სამუდამოდ მივაყრი ქართულ თეატრს მიწას. დამღალეს უკვე. უთავმოყვარეო უნიჭო ხალხია. ფეხზე კიდიათ საკუთარი თავიც და მაყურებელიც. ყოველ ჯერზე სპექტაკლიდან გამოსვლისას კიბეებზე ჯერ ფრუსტრაციას და მერე აგრესიას ვგრძნობ მინდება რეჟისორი მივაკაპასო და სილა ავაწნა |
Posted by: Scoorp 19 Feb 2016, 11:04 |
ვნახე მოახლეები გაწელილი მომეჩვენა მუსიკის ნაკლებობასაც განიცდის აშკარად სპექტაკლი თამაში სამივეს მხრიდან ძალიან კარგი იყო აზრი,იდეაც ნორმალური, თუმცა თემის გაშლა მეტად შეიძლებოდა ძალიან დამღალა მუდმივად "ტანჯვის და განწირულის ტონალობაში" საუბარმა))) |
Posted by: MasterJC 21 Feb 2016, 23:50 |
მარჯანიშვილი როგორც გენებოთ აბსურდულად დაიწყო,გ აგრძელდა და ნუ, რომდ ასრულდა მთლად ბოლომდე მაინც ვერ გავიგე რა მოხდა. კარგი იყო საყურებლად, ვიხალისე, ვიცინე, ვისიამოვნე. საუკეთესო არ ყოფილა მათგან რაც მინახავს. თუ ვინმე მოხვდება მაგ სპექტაკლზე, თხოვნა მექნება, როცა სპექტაკლის პირველი მეოთხედი გაივლის, მერე ჟაკის მონოლოგი გადაიღეთ ვინმემ რა, მე ვერ მოვიაზრე რომ გადამეღო. ძალიან მომეწონა. |
Posted by: მოლკო 22 Feb 2016, 19:25 |
MasterJC შობის მეთორმეთე ღამე ანუ როგორც გენებოთ რუსტაველის ტეატრი სტურუა იშვიათად დგამენ მაგრამ უნდა ნახო აუცილებლად გემრიელობააა პს. ამ ვიქენდებზე წავალ ალბათ სადმე და დავწერ |
Posted by: MasterJC 22 Feb 2016, 19:53 | ||
მოლკო
ააა. ასე ჰქვია სრულად? ცოტა გამიჭირდა შინაარსის გამოტანა რა მმარა დასატოვებელი დატოვა, რომ გაგახსენდება და ისევ დაფიქრდები, ისეთები |
Posted by: Forget-me-not 25 Feb 2016, 23:47 |
აუ, რა დასწრებაზეა ეს ბილეთები. ქაქუცაზე მინდოდა წასვლა, მომენატრა, ახლა გადავხედე და დაკავებულია ნორმალური ადგილები. კაია ისე, ლამის 3 კვირით ადრე ვყიდულობ ბოლო დროს ბილეთებს. |
Posted by: MasterJC 25 Feb 2016, 23:51 | ||
სანამ მეგობრებს ველდოებოდი, აღფრთოვანებული ვუყურებდი რამდენი ადამიანი შემოდიოდა მარჯანიშვილში... მეგონა ახალგაზრდობა და ძალაინ ასაკოვანიხ ალხი იქნებოდა. ყველა ასაკის ადამაინები იყვნენ და აღფრთოვანებულების აუბრობდნენ წიან სპექატაკლებზე ზოგნი, ზოგი ახალზე საუბრობდა რას მოელოდნენ. რაღაცნაირად გაასწორა |
Posted by: nutsiko 26 Feb 2016, 11:00 |
Forget-me-not ქაქუცაზე ბილეთები ძლივს ვიშოვნე. ბილეთი ვიშოვნე და ისიც აივანზე, სადღაც ზემოთ, დამექაჩა თვალები, მაგრამ მაინც ღირდა ნახვად. თან მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ხან აივნიდან ვუყურებდი სპექტაკლებს, ხან კიბეზე ვიჯექი ხოლმე, ხან სადღაც კუთხეში. ახლა თადარიგს წინასწარ ვიჭერ და სულ საუკეთესო ადგილებს ვპოულობ, რომ ადამიანურად ვუყურო და სრულად ვისიამოვნო სპექტაკლის ყურებით. გაიარა სტუდენტურმა წლებმა. სამეფო უბნის თეატრს აქვს ახალი სპექტაკლი და უნდა ვნახო ,,ოლიმპიური თამაშები". მომწონს ეს თეატრი. |
Posted by: მოლკო 26 Feb 2016, 11:06 |
MasterJC MasterJC არა მარჯანიშვილში როგორც გენებოთ არის დადგმული რუსთაველში სხვა პიესააააა და სხვა სცენარით ვითარდება აუცილებლად ნახე იშვითად იდგმება მითUმეტს მას მერე რაც პაპუაშვილი პარლამენტარი გახდა :დ |
Posted by: Forget-me-not 26 Feb 2016, 12:32 | ||||||
MasterJC
კი, ძალიან კარგია, მაგრამ მაინც რატომღაც მგონია, რომ ერთი და იგივე ხალხი დადის... იმედია ვცდები. nutsiko
მეც, მაგრამ ქაქუცა გამომრჩა რაღაცნაირად, უფრო გვიან მახსოვდა მგონი და მაგიტომ.
ამაზე ადრეც დაგეთანხმე მგონი. <3 |
Posted by: MasterJC 26 Feb 2016, 12:46 | ||||
Forget-me-not nutsiko მოლკო დააკონკრეტეთ ხოლმე სპექტაკელბი სად ნახეთ რა. კარგს იზავდით ისეც რა იშვიათად დავდივარ,დ ა ჩავინიშნო მაინც, კიდევ რომ წამიცდება ფეხი, სად წავიდე
იმედია ვცდებით. მეც ეგ შიში მაქვს მოლკო
როგორც გენებოთ 2 დადგმაა ერთი რუსთაველშI, მეორე - მარჯანIშვილში სწორად გავიგე? |
Posted by: nutsiko 26 Feb 2016, 13:01 |
Forget-me-not მეც ბევრჯერ აღმინიშნავს, რომ სამეფო უბნის თეატრი და ილიაუნი განსაკუთრებით მიყვარს ბევრი მიზეზის გამო. არ დავიღლები ამის განმეორებით. სულ ველოდები მათ ახალ სპექტაკლებს. MasterJC სამეფო უბანში გირჩევდი ნახო: ბეჩავი. ტროელი ქალები. სამშობლო. ილიაუნის არაჩვეულებრივი კომედიები აქვს: ფრანგული გარნირით, ოპერა მაფიოზო, ჟლეტის ღმერთი. კარგები არიან! |
Posted by: Forget-me-not 26 Feb 2016, 13:02 |
MasterJC ბილეთები.გე-ზე შედი ხოლმე და ყველა თეატრის აფიშა დევს, ან ფბ-ზე მიადევნე თვალი, იქაც დებს ყველა თეატრი თავისას ან თვითონ საიტზე. |
Posted by: eula 26 Feb 2016, 23:05 |
სამსახიობოზე მინდა ჩაბარება და ვინმე არის გარკვეული ამ საკითხში რო დამაკვალიანოს ? |
Posted by: MasterJC 27 Feb 2016, 00:00 | ||
Forget-me-not
ბილეთები ჯიზე რომ შევედი აბესალომ და ეთერის აფიშა იდოდ ა ქვეშ ბალეტ გორდას მაჩვენებდა. ჰოდა ვერ ვენდობი მაგ საიტს მაინცდამაინც :/ nutsiko მადლობა ილიაუნსი გაგონებაზე მბურძგლავს. იქნებ თეატრს ვესტუმრო |
Posted by: Forget-me-not 27 Feb 2016, 14:36 | ||
eula კი. MasterJC
მე ძირითადად სულ მანდედან ვნახულობ სად რა სპექტაკლია, უბრალოდ მანდედან არ ვყიდულობ, თანხას აჭრის და რათ მინდა... |
Posted by: nutsiko 27 Feb 2016, 14:41 |
გუშინ ვიყავი სამეფო უბნის თეატრში ,,ოლიმპიურ თამაშებზე". ჩვენების ორგანიზებული ოლიმპიური თამაშები ისე კარგადაა გაშარჟებული, ვიხალისეთ სრულიად დარბაზმა. კალატოზიშვილი ძალიან ნიჭიერი ჰყავთ, უდაოდ, მომწონს ეგ გოგო. ეკაზე აღარაფერს ვამბობ (ჩემი ფავორიტია, მომწონს ეს ქალი ყველანაირად). მინდა კიდევ ბევრი კარგი სპექტაკლი ვნახო სამეფო უბნის უბნის თეატრში და კიდევ ბევრჯევ ვესტუმრო მათ. კარში რომ ბილეთებს ამოწმებს ხოლმე ის წვერებიანი კაციც როგორი თბილი ბაბუა, მცნობს (სულ იქ ვარ და...) და თბილად მესალმება ხოლმე. წარმატებები მათ! |
Posted by: მოლკო 27 Feb 2016, 15:22 |
ილიაუნიში თOლია მაქვს ნანახი ესე 3 წლის წინ და კმაყოფილი გამოვედი რუსუელოვანი სპექაკლი იყო სამწუხაროდ რეჟისორი გარდაიცვალა და აღარ იდგმება.. |
Posted by: Forget-me-not 27 Feb 2016, 15:34 | ||
მოლკო
ჩეხოვის? მარჯანიშვილშია ახლა. |
Posted by: მოლკო 27 Feb 2016, 16:07 |
Forget-me-not ვიცი ხო |
Posted by: nutsiko 28 Feb 2016, 21:45 |
ახალი სპექტაკლებიდან ვინმე რომელიმეს თუ მირჩევდით?? მადლობა წინასწარ |
Posted by: მოლკო 2 Mar 2016, 15:22 |
nutsiko ახლები არაფერი მინახავს მაგრამ თU არ ვცდები სამეფო უბნის თეატრში დადგეს ეხლა ოლიმპიური თამაშები ?! თU ძველია და არ ქონდათ რეპერტუარშI ? რავი რააც ვნახე აქებენ მოეწონათ ხახლხს // უახლოესი კიდე შემიძლია გითხრა რომ თუმანიშვილში იგეგმება პრემიერა ალბათ ერთ თვეშI მაქსიმუმ შექსპირს დგამენ თავისი ყიფშიძეებით და ამბებით სხვაგან არ ვიცი რა ხდება სამწუხაროდ .////// ა ხო ლისისტრატე დაიდგა ერთი ორი თვეა მაქს თუ არ ვცდები რუსტაველში და მარჯანიშვილი ერთდორულად თIთქმის რუსთაველში საყვარელიძის დადგმააა მარჯანიშვილშI მცირე სცენაზე დადგა ახალგაზრდა რეჟისორმა ლაშა შეროზიამ თუმანიშვილში თU არ გაქვს ნანახი შუა რიცხვებშI, ჩემი პატარა ქალაქს თამაშOბენ და ნახე აუცილებლად თU არ გაქვს ნანახი უკვე |
Posted by: nutsiko 2 Mar 2016, 15:54 |
მოლკო სამეფო უბნის თეატრში ,,ოლიმპიური თამაშები" ვნახე და მომეწონა. ქართველების დადგმული და ორგანიზებული ოლიმპიური თამაშები კარგად იყო გაშარჟებული. ადრე აქაც დავწერე. ,,ჩემი პატარა ქალაქი", რა თქმა უნდა, უკვე ვნახე და მეორედ აღარ მინდა. მომეწონა, თუმცა ცოტა გაწელილი მომეჩვენა. დამღალა. ლისისტრატე ვერ ვიშოვნე ბილეთი რა (ნუ კარგ ადგილას ბილეთზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა). ვერც მარჯანიშვილში და ვერც რუსთაველში ვერ ვნახე ეგ სპექტაკლი. ახლა მუსკომედიის ხასიათზე დავდექი. ,,ჰედა გაბლერი" და ,,დორიანი" მინდა ვნახო. დანარჩენი თითქმის ყველა უკვე ვნახე. კარგი სპექტაკლები მომენატრა, აი, გემრიელი, კარგი. |
Posted by: მოლკო 2 Mar 2016, 16:46 | ||||||
არადა მე მომწონს ძალიან ყველაფერი ზომიერი და კარგია ( ერთI მიქაშავიძე მიშლის ცოტა ნერვებს
მმმ ბოდიშI არ წამიკითხავს
რუსთაველში არ ვიცი და მარჯანიშვილი რატო გაგიჭირდა ყიდვა? ჩემი მეგობარია ლაშა და სამწუხაროდ არ უთქვამს რომ ანშლაგი არის ხოლმე |
Posted by: MasterJC 2 Mar 2016, 18:04 |
მშურს თქვენი ოდესმე მეც ვივლი ხშირად. მეგობრებთან ერთად ოდესმე |
Posted by: Forget-me-not 3 Mar 2016, 13:19 | ||
MasterJC
ახლა რა გიშლის ხელს? ნუციკო, სამეფო უბნის თეატრში სტუდენტებზე როგორი ფასდაკლება აქვთ, ხო არ იცი? რუსთაველში მარტო 6 ლარიან ბილეთებზეა. "ლისისტრატე" რუსთაველში ვნახე და ძალიან მომეწონა. მთავარი დარბაზი გადავსებული იყო. მარჯანიშვილში არ მინახავს ჯერჯერობით და ვაპირებ წასვლას აფიშაზე რომ გამოჩნდება. გუშინ "არაბეთის სურნელოვან ბალახებზე" ვიყავი, ექსპერიმენტულში და ბევრი ადგილი იყო თავისუფალი. ბილეთს წინასწარ რომ ვყიდულობ, მაშინ რჩება ხოლმე ოხრად ადგილები. ამ შაბათს "მედეაზე" მივდივარ, მუსკომედიაში და ერთი სული მაქვს. |
Posted by: MasterJC 3 Mar 2016, 14:17 | ||
Forget-me-not
დრო ფინანსები და უმეგობრობა მთავარი ეს უკანასკნელია |
Posted by: Scoorp 3 Mar 2016, 16:49 |
თეატრს მეგობარი არ სჭირდება და საერთოდ ვთვლი როცა სადმე წასლა გინდა არ უნდა უყურო სხვას და არ უნდა ელოდო კი სასიამოვნოა ვიღაცასთან ერთად რო დადიხარ და იზიარებ ემოციებს მაგრამ მე მარტო სიარულიც ძალიან მიყვარს და მომწონს სცადეთ თქვენც)) მარტოობა არაა მიზეზი თეატრში და სხვაგან არ სიარულის. |
Posted by: Forget-me-not 3 Mar 2016, 18:20 |
MasterJC მთელი ბავშვობა მარტო დავდიოდი სპექტაკლებზე, ნუ თეატრალურ ამბებში თავადაც ვიყავი ჩაბმული, მაგრამ მაინც... ახლაც არ ვთვლი, რომ აუცილებლობაა ვინმესთან ერთად წავიდე, მით უმეტეს ბევრი არ გიჟდება. მთავარია გულით გინდოდეს დასწრება და 2 საათსაც გამონახავ კვირაში ერთხელ, რაიმეზე ეკონომიას გააკეთებ, წახვალ თეატრში და შთაბეჭდილებებს აქ გაგვიზიარებ. |
Posted by: nigo 3 Mar 2016, 21:34 |
MasterJC დაახლოებით 6 წელია ,რაც უმცროსი ბიჭი აღარ დამყვება ,სულ მარტო დავდივარ და ძალიან მომწონს . თანაც ხანდახან უცბად მომინდება ხოლმე და როცა ვრეკაც, ხშირად ერთი ბილეთია ხოლმე დარჩენილი. 28 თებერვალს, საზოგადოებრივზე ,საშა რეხვიაშვილის ფილმი იყო რამაზ ჩხიკვაძეზე. ვისაც არ გინახავთ ,აუცილებლად ნახეთ,ძალიან ისიამოვნებთ. |
Posted by: MasterJC 3 Mar 2016, 21:37 |
Forget-me-not nigo Scoorp მარტო არსადაც არ დავდივარ კინო, თეატრი და ა.შ. რავიცი ვიღაცას თუა რ გაუზიარე შთაბეჭდიელბა და აღფრთოვანება.. ისე კი ვფიქრობ, წავალ სადმე თქო სამაგიეროდ ლოდინი არ მოგიწევს სხვების და ა.შ. ერთხელაც წავალ ამრტო, როცა მომეხასიათება თეატრი. |
Posted by: მოლკო 3 Mar 2016, 22:03 |
არადა მე უფრო ხშირად მარტო დავდივარ უფრო კომფორტულად ვგრძნობ ტავს და მაქსიმალურად ჩართული ვარ ასე რომ დაივიწყეთ მეგობრები და მსგავსი მიზეზები მოშორეთ ფინანსური მესმის არ ღIრს ზოგი სპექტაკლი იაფი მაგრამ დალშე დაივიწყეთ MasterJC დროს თU მოუხერხებ რამეს მე დაგპატიჟებ https://biletebi.ge/startup.aspx?id=22&EventID=286434 აქ |
Posted by: MasterJC 3 Mar 2016, 22:26 |
მოლკო მადლობა მირო ისე გავითვალისწინებ მაგას და მართლაც წავალ მარტო. ის მაინც ვნახო როგორ შეგრძნებაა. კინოში ვიცი მარტო ვერ ვჩერდები : თეატრი კინო ხომ არაა პ.ს. მეც რო ვიყავი შენზე შეპირებული რაღაცას? როცა წახვალ მIთხარი,და ჩემი ხოდით წამოვალ. მადლობა მოწვევისთვის. გნახავ მაინც, თორე რამდენი პეკინზე მოვხვდი, იმდენი ვერ მოვახერხე მანდ შემოვლა :/ კაროჩე ფინანსებში ფული არ მიგულისხმია, ახსნასაც არ აქვს აზრი. ეგ ფსიქოლოგიაში უნდა დავპოსტო ალბათ |
Posted by: nutsiko 3 Mar 2016, 23:15 |
მოლკო გირჩევ, ნახო ,,ოლიმპიური თამაშები". მე, პირადად, მომეწონა ზოგადად, მე სამეფო უბნის თეატრის დიდი გულშემატკივარი და მოყვარული ვარ. MasterJC მე და შენ ვერ მოვახერხეთ ერთი გასვლა რა. მე როცა დიად მოგზაურობაში ვარ, შენ მაშინ გარბიხარ ხოლმე თეატრში და მე რომ მცალია, შენ შენი დიადი საქმენი საგმირონი გაქვს დღის წესრიგში. ამ ბოლო დროს დამჩემდა თეატრში სპონტანურად, ნაუცბადევად, სიარული. დღეს ,,ჰედა გაბლერი" ვნახე იბსენის მიხედვით. მუსკომედიაში ვიყავი. არ იყო ცუდი (ანუ მთლად მოდი, გადამრიეც არ იყო). ხვალ დორიან გრეი უნდა ვნახო მუსკომედიაში. მუსკომედია on my mind these days. |
Posted by: მოლკო 4 Mar 2016, 01:07 |
MasterJC დაგპატიჟო მინდა და უარს ნუ მეტყვი აუცილებლად მიდი თეატრში და შენ სახელზე დაგხვდება ბილEთი(Eბი თU გინდა) გამოაირე მერე nutsiko წავალ ალბათ მე რაღააც ცუდად ვარ განწყობილი მაგ ტეატრის მიმართ სუბიექტური მიზეზები სგამო თორემ ვიცი კარგი რეპერტუარი აქვთ |
Posted by: nutsiko 4 Mar 2016, 12:55 |
მოლკო სუბიექტური მიზეზები არ ვიცი, მაგრამ უდაოდ ნიჭიერი ახალგაზრდა დასია. უდაოდ, ძალიან კარგად დანახული ქართული რეალობაა. მომწონს ეგ თეატრი. ახლა მუსკომედიის სეზონი დამიდგა. პრაქტიკულად სულ იქ ვარ ----------------------------------------------------------------------------- ოპერის აბონემენტს ვერ ვიშოვნი სადმე? იქნებ იცოდეთ? |
Posted by: MasterJC 4 Mar 2016, 17:27 | ||
nutsiko მოლკო მოძრაობის თეატრში ნამყოფები ხართ? არასდროს ვყოფივლარ და მაიხლოებით ვიცი (ისი ც არ ვიცი რამდენად ზუსტად) რა პონტია. რამდენი მუშტაიდში ვხვდები, იმდენი ცნობისმოყვარეობა მიღიტინებს nutsiko
დამაბრალა ახლა მე ჩემნაირი მოცლილი ბევრი კი არაა ამ ქვეყანაზე მოლკო რამეს მოვიფიქრებ. დაბირებულზე ადამაინსი გადაგდება არ მივყარს. თეატრში წამოვალ, აი ჩემს დაპირებულს რამენაირად შეგისრულებ ისე არ შეიძლება ეგ პ.ს. საბურთალოში ხარ ისევ? |
Posted by: Violett 4 Mar 2016, 17:35 |
MasterJC ჯაზ საღამოებია სამშაბათსა და ხუთშაბათს. კარგი Gარემოა, ღირს წასვლა |
Posted by: MasterJC 4 Mar 2016, 18:01 |
Violett ჯაზის გამო მართლა ღირს ^_^ სხვა რამე ხდება კდიევ? |
Posted by: nutsiko 4 Mar 2016, 18:05 |
MasterJC მოძრაობის თეატრი არაჩვეულებრივია. ,,ინტრო'' აქვთ განსაკუთრებით კარგი. გირჩევდი მის ნახვას. წავიდეთ ერთხელ. |
Posted by: MasterJC 4 Mar 2016, 19:05 |
nutsiko ბი, ჩრდილები ან ერთი მსახიობის?მოძრაობის თეატრი რით განსხვავდება სხვა თეატრებისგან? სახელია თუ რამე სხვა? როგორც თოჯინები, ჩრდილები ან ერთი მსახიობის? |
Posted by: Forget-me-not 6 Mar 2016, 01:01 |
დღეს "მედეაზე" ვიყავი და შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ ახლაც... ძალიან მომეწონა. ბუბა რა გოგოა! <3 |
Posted by: MasterJC 6 Mar 2016, 10:49 |
Forget-me-not სად იყავით< ეგეც დაწერეთ ხოლემ რა |
Posted by: Forget-me-not 6 Mar 2016, 12:57 |
MasterJC მუსიკის და დრამის თეატრში. |
Posted by: nutsiko 6 Mar 2016, 13:57 |
MasterJC მოძრაობის თეატრი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილია მთელ თბილისში. არაჩვეულებრივი ჯაზ საღამოები იმართებოდა ადრე და მგონი, ახლაც არის. სპექტაკლები არაჩვეულებრივი (იშვიათად კარგი შესრულებით, ოდესმე გინახავს ტანგოს ცეკვავდნენ თავდაყირა თოკებზე დაკიდებულნი, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, ულამაზესი შესრულება). დიდი სიამოვნებით გავხდებოდი მათი დასის წევრიც, რომ მქონდეს ამის შესაძლებლობა (ჰქონდათ კასტინგები), თუმცა ჩემი პროფესიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხებდი (სრულიად სხვა სფეროში ვმოღვაწეობ და მომიწევდა ყველაფრის მიტოვება. ამ შემთხვევაში ჩემივე პროფესიამ დაჯაბნა თეატრისა და ხელოვნების სიყვარული და უარი ვთქვი ოცნებაზე). ძალიან მომწონს ეს დასი და წარმატებებს ვუსურვებ მათ. უდაოდ, ნიჭიერები და კარგები არიან თავიანთ საქმეში და რაც მთავარია, კრეატიულები და სხვანაირები (საუკეთესო გაგებით სხვანაირები). |
Posted by: marimari 6 Mar 2016, 16:54 | ||||||||
არ არის აუცილებელი მეგობრებთან ერთად იარო... მარტოც კარგი მუღამი აქვს, დამიჯერე * * *
კი. ძირითადად ესეა არა მარტო თეატრში ,არამედ სხვა ადგილებშიც... განტვირთვისთვის ყველა იქ დადის სადაც უყვარს ყოფნა... რა არის ამაში გასაკვირი....? * * *
ახალი თაობიდან კალატოზიშვილი მეც ყველაზე ძალიან მომწონს...ეკა? რომელი? * * *
რამდენჯერ ვარ ეგრე წასული...სამსახურის შემდეგ დაღლილი რომ ხარ, გინდა განტვირთვა, შედი ბილეთები.ჯე -ზე, დაათვალიერე აფიშა, იყიდე ბარათით ბილეთი და საკუთარ თავს მოუწყვე დღესასწაული...სხვას რომ ელოდები, როცა იმას სცალია. იმ დროს შენ ვერ ახერხებ წამოსვლას ან პირიქით.... დატანჯული ვიყავი.... რაც მარტო დავიწყე სიარული , |
Posted by: nutsiko 6 Mar 2016, 18:54 | ||||
გეთანხმები, გეთანხმები. თავიდან სულ მეგობრებთან ერთად დავდიოდი და სანამ სპექტაკლზე წავიდოდით, იყო ერთი სჯა-ბაასი: ვის რომელი დრო აწყობდა, როდის, რომელი სპექტაკლი, რომელი კვირა, რატომ, რისთვის, ბავშვი იმას დაუტოვე, მეზობელს ჰკითხე, ა.შ. შემდეგ დავრჩით რეგულარულად მოსიარულენი, ვისაც თეატრისთვის მუდამ გვეცალა საღამო ხანს. შემდეგ ვიღაცეებს მობეზრდათ ეს თეატრის მტვერი, ბატონო ჩემო, ამის შემდეგ დავრჩით ტოროლა და ოლოლივით, ორნი: მე და ჩემი გადარეული მეგობარი. შემდეგ ამ მეგობარსაც ხან ეცალა, ხან შაკიკი ჰქონდა, ხან უხასიათობა შემოუტევდა ხოლმე. ფინიშამდე მივედი მხოლოდ თქვენი მონა-მორჩილი - მე და თეატრში სიარულის ბედნიერება დავიტოვე ჩემთვის. დიახ, მხოლოდ მე ვუთანხმებ საკუთარ თავს: როდის, რომელ სპექტაკლზე, ვისი მონაწილეობით, რატომ და ა.შ. წავიდე და ვიხილო ის, რაც ყველაზე დიდი განტვირთვაა ჩემთვის და უზომო სიხარულის მომნიჭებელი. ეს კვირა მუსკომედიას მივუძღვენი. გადავხედავ კიდევ აფიშას და ვიპოვნი რამეს, ჩემთვის საინტერესოს, განწყობის შესაფერისს. |
Posted by: marimari 6 Mar 2016, 23:02 | ||
.......................................... * * *
ჩემნაირო...........მეც.... დღეს მოვიცალე და წავედი ილიაუნის თეატრში სპექტაკლზე ''სკაპენის ოინები''. კომედია იყო. ვიხალისე, განვიტვირთე და წამოვედი...ხო... ილიაუნის თეატრში პირველად ვიყავი, მომეწონა ეს თეატრი, გარემო....მსახიობთა დასიც კარგი ჰყავთ... |
Posted by: marimari 6 Mar 2016, 23:09 |
................................................ |
Posted by: nutsiko 7 Mar 2016, 00:22 |
marimari თუ გინდა და მოგენატრა კაი გემრიელი კომედიები, ილიაუნის თეატრი საუკეთესოა ამ თვალსაზრისით. ,,ოპერა მაფიოზო", ,,ფრანგული გარნირით", ,,ჟლეტის ღმერთი", ,,ბრიყვთა ვახშამი", ,,ჭირვეულის მორჯულება" - ყველა ამ სპექტაკლის ნახვას გირჩევდი. ძალიან კარგები არიან. კომედიები და ხალისი, ჟრიამული და კარგი შესრულება. ილიაუნის ახალგაზრდა და მუსიკალური დასი - ძალიან კარგი ადგილი განტვირთვისა და ბევრი ხალისისთვის. ღირს ნახვად პ.ს. ველოდები მათ პრემიერებს (აღარაფერი დამრჩა სანახავი ილიაუნიში ) |
Posted by: marimari 7 Mar 2016, 22:04 |
nutsiko დიდი მადლობა რჩევებისტვის.... აუცილებლად გავითვალისწინებ |
Posted by: სერაფიტი 8 Mar 2016, 00:34 |
ჩხეიძის "გრონჰოლმის მეთოდი" ვისაც გაქვთ ნანახი, შეგიძლიათ მითხრათ, რამდენად გასაგები იქნება 14-15 წლის მოზარდებისთვის? |
Posted by: nutsiko 8 Mar 2016, 02:05 |
სერაფიტი ნანახი მაქვს, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, 14-15 წლის მოზარდისთვის სავსებით გასაგები უნდა იყოს. საინტერესო იქნება მისთვის ამ სპექტაკლის ნახვა, მით უმეტეს, თუ ფსიქოლოგიური თამაშები აინტერესებს და, ზოგადად, ფსიქოლოგია მოსწონს. გირჩევთ, ნახოთ. მსახიობები არაჩვეულებრივი, დადგმაც მომწონს და კარგია. |
Posted by: სერაფიტი 8 Mar 2016, 12:50 |
nutsiko გმადლობ წავალთ, ალბათ. |
Posted by: nutsiko 10 Mar 2016, 14:19 |
სამეფო უბნის თეატრში იქნება ,,მეორე ნახევარი". ვინმე აპირებთ წასვლას? თუ წახვალთ, შთაბეჭდილებები დაწერეთ. მეც ვაპირებ წასვლას. |
Posted by: მოლკო 10 Mar 2016, 14:55 |
nutsiko იქეთ კვირას ვაპირებ პირველად შევადგა ფეხი სამეფო უბნის თეატრში :დდ არ ვიცი ჯერ რას ვნახავ ვერ გადამიწყვეტია |
Posted by: nutsiko 10 Mar 2016, 15:03 |
მოლკო ჰმ, აბა, მე ლამის ჩაწერით ვარ მანდ, ოჯახში მოკითხვით და ა.შ. ვინც აპირებთ ამ სპექტაკლზე, დაწერეთ შთაბეჭდილებები |
Posted by: blossom 10 Mar 2016, 15:04 | ||
სერაფიტი
მოზარდის განვითარების დონე თუ საშუალოზე მაღალია კი თუმცა სპექტაკლი როგორც ასეთი სუსტია ამ თემატიკის მოყვარული ადამიანებისთვის ეჭვი მაქვს |
Posted by: სერაფიტი 11 Mar 2016, 12:57 |
blossom ესენი არც ისე ხშრად დადიან სპექტაკლზე და არც ისე ბევრი აქვთ ნანახი. ჟანრმა დამაინტერესა, თან ჩხეიძის რომაა, ეგეც პლუსია, თან თანამედროვე პიესაა, თანამედროვე აქტუალური სიუჟეტით. ხვალ მივდივართ, ვნახოთ დავწერ შთაბეჭდილებას. |
Posted by: nutsiko 11 Mar 2016, 13:00 |
სერაფიტი დღეს თეატრში ხშირად დადიან: 1. თეატრალურის სტუდენტები; 2. ვისაც ძალიან ძალიან ძალიან უყვარს თეატრი. მე, პირადად, ძალიან ძალიან ძალიან მიყვარს თეატრი. წლებია, დავდივარ და თეატრის გარეშე ვერც წარმომიდგენია ჩემი თავი. |
Posted by: სერაფიტი 11 Mar 2016, 18:59 |
nutsiko კარგია. მეც მიყვარს თეატრი, მაგრამ ყველა პრემიერაზე არ დავდივარ. ხშირად გამცრუებია იმედი, ამიტომ ჯერ ვარჩევ ხოლმე, სად მივდივარ, ვისი პიესაა. რეჟისორი ვინაა, მსახიობები. |
Posted by: nutsiko 14 Mar 2016, 00:48 |
სერაფიტი ისე მართალი ბრძანდებით, მეც უკვე ვაკვირდები: ვინ თამაშობს, ვინ არის რეჟისორი, სად არის სპექტაკლი და უკვე ვარჩევ. თითქოს ვეძებ რაღაც სიახლეს, ახალ სიტყვას თუ რაღაც განსხვავებულს ყოველ ჯერზე. ძიების პროცესში. ძალიან მომწონს ჩხეიძის სახელოსნოს იდეა და ხშირად მათ სპექტაკლებზე დავდივარ ხოლმე. დღეს ვიხილე ,,მეორე ნახევარი" (სამეფო უბნის თეატრში). წინ ერთი ,,სამმეტრიანი'' (ალბათ, კალათბურთელი) გოგო(ნა) იჯდა, პრაქტიკულად სპექტაკლს ვუსმენდი (თითქმის ვერაფერს ვხედავდი). საბოლოოდ, მოსასმენად არ იყო ცუდი. |
Posted by: nutsiko 20 Mar 2016, 14:39 |
MasterJC დღეს მოემზადე მივდივართ. მოლოდინი მაქვს, რომ იქნება კარგი სპექტაკლი. ყველა ვარიანტში კარგია, მონატრებულს გიხილავ პ.ს. თუმანიშვილში ,,უდღეურ დღეობა"-ზე ვიყავი. მაინც და მაინც არ გადავირიე. სუსტი სპექტაკლია და ძალიან ხანმოკლე. * * * დღეს, რაც ვნახე, საშინლად არ მომეწონა. ეს იყო, რაღაც... არ ვიცი, რა |
Posted by: Nigozi 28 Mar 2016, 18:33 |
ბეგალიშვილები ყველანი საოცარი ხალხი არიან და იყვნენ...მამაც და შვილებიც... ნანკა ულამაზესია ამ სცენაში..და საერთოდ... |
Posted by: MasterJC 28 Mar 2016, 19:47 |
მოლკო დიდი მადლობა მოკლედ, თუმანიშვილში ვიყავი პირველად "ჯერ დაიხოცნენ, მერ ეიქორწინეს" სახლში შუაღამისას დავბრუნდი აღფრთოვანებული და ემოციებით გაჟღენთილი საოცრად კარგად თამაშობდნენ. და შუაღამისას ვეძებე. თურმე დარეჯანს ნინელი ჭანკვეტაძე თამაშობს. ნიღაბი, გრიმი, ხმა, მოძრაობა, ლაპარაკის მანერა და ა.შ> აბსოლუტურად არანაირად არ ჰგავდა ჩემს საყვარელ ნინელი ჭანკვეტაძეს. საოცრად ითამაშა.იმდენ შესანიშნავ მსახიობში კმაიცნ რომ ასე ძალიან გამოირჩეოდა nutsiko მიყვარხარ ვალშივ არ თქვენთან რა აი დავიწყებ აწი და მერე მეც არ დაგრჩებით ვალში არავის ილიაუნი - "სახურავი" იმდენად აბსურდული სპექტაკლი იყო დაწყებიდან დამთავრებამდე, რომ არც კი ვიცი რა ვთქვა მოკვდა ვინმე, დარჩა, ვის რა ფუნქცია ჰქონდა.. გეგონება უთავბოლოდ დაალაგა ანატომმა ჩონჩხის ძვლებიდ ა სწორად შეერთებაც კი დაავიწყდა/დაეზარა, არათუ ზედ ხორცის შესხმაო. საოცრად აბსურდული იყო. ერთI ის იყო კარგი, რომ სმახიობები საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობდნენ როლებს. აბსურდულროლებს, ამგრამ მაიცნ შედიოდნენ როლში არ ღირს მაგ სპექტაკლის ნახვა |
Posted by: PANTALONE 28 Mar 2016, 19:50 |
მე ვინ წამიყვანს თეატრში ? მარტო ვერ მივდივარ/ მეშინია უცხო ადამიანების |
Posted by: nutsiko 28 Mar 2016, 19:52 |
Nigozi გუშინ ვნახე ,,მაკბეთი". არა უშავდა. ვფიქრობ, ახლა რომელი ვნახო ??? MasterJC - მეც მიყვარხარ, ძმაო ჩემო ჩემო სულის კვარაკუნჩხა. დარდი გაუშვი, სხვა სპექტაკლზე წავიდეთ |
Posted by: Nigozi 28 Mar 2016, 21:01 |
nutsiko მეც გუშინ ვიყავი.... და ნანკამ მანდ მომცელა.... ბეგალიშვილმა მაგრა ითAმაშა და ჭინკებმა დახურეს .. ხალხში ვიღაც ცდილობდა დაედგინა რა მუსიკა იყო ფონად |
Posted by: nutsiko 28 Mar 2016, 22:06 |
Nigozi ჭინკები ყველაზე მაგარი იყო, უდაოდ. აჩის ფანი ვარ |
Posted by: Bobgure 29 Mar 2016, 07:08 |
საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები. თავისუფალი თეატრი რეჟისორი – ნიკა ჩიკვაიძე. საკმაოდ უცხო და უცნაური სპექტაკლი ქართული თეატრებისთვის და მაყურებლისთვისაც. |
Posted by: MasterJC 29 Mar 2016, 09:39 |
PANTALONE ჩვენც რომ უცხოწბი ვართ? კი შემიძლია ნარტოს სიარული მაგრამ თუმანიშვილიდან გამოსული კინაღამ გავსკდი ემოციებით ისე ვიყავი დახუნძლული.. და გამზიარწბელი არავინ მყავდა |
Posted by: nutsiko 29 Mar 2016, 10:30 |
Bobgure სახელი არ მომეწონა ამ სპექტაკლის, ვერც ვერსად რამე აღწერა ან ვინმეს კომენტარი ვნახე, რომ დავინტერესებულიყავი თავისუფალი თეატრის ამ სპექტაკლით. ფოტო, თუ ამ სპექტაკლიდანაა, საინტერესოა. თუ მოვახერხე, იქნებ წავიდე და გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს |
Posted by: PANTALONE 29 Mar 2016, 12:44 | ||
MasterJC
ემო ხარ ბრად? კარგია კარგი / მიყვარს თუმანიშვილი/ ყველაზე მყუდრო თეატრია/ ლა მისტიქუე |
Posted by: S A F O 29 Mar 2016, 15:55 | ||
nutsiko
სახელი და სპექტაკლის სიუჟეტი, ეტორე სკოლას ძალიან კარგი ფილმის '' Brutti, sporchi e cattivi''-ის მიხედვით არის. მეც არ მინახია, მაგრამ საინტერესო ექსპერიმენტული სპექტაკლი ჩანს. |
Posted by: nutsiko 29 Mar 2016, 15:59 |
S A F O უკვე ორმაგად დავინტერესდი. ახლა ბილეთები.გეს გადავურბინე თვალი და უახლოეს მომავალში საერთოდ არაა აფიშაზე გულზე დარდი შემომაწვა. უნდა ჩავუსაფრდე თავისუფალის აფიშას. ზოგადად, ყოველთვის საინტერესოა ექსპერიმენტული სპექტაკლები. |
Posted by: S A F O 29 Mar 2016, 16:10 | ||
nutsiko
გეთანხმებით. |
Posted by: nutsiko 31 Mar 2016, 14:22 |
MasterJC მე და შენ ისევ უნდა წავიდეთ თეატრში. თეატრის მტვერი მომენატრა უკვე ერთი კვირაა ან მეორე ვარიანტს მივეძალოთ (იცი, შენ, რასაც). ოღონდ შაბათ-კვირას, დანარჩენი დღეები მე მთის შვილი ვარ. |
Posted by: Solveig 31 Mar 2016, 14:26 | ||||
დარეჯანს რა უნდა მაგ პიესაში? ელისაბედ, ბუმბულაძის ქვრივია ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც შეიძლებოდა, რომ ნინელის ეთამაშა. |
Posted by: MasterJC 31 Mar 2016, 14:55 |
Solveig გამოთიშულმა დავწერე, დარეჯანი შემეშლა ელისაბედი იყო "ჩემი სიკვდილი გინდააათ"? nutsiko არის უფროსო მთის შვილო |
Posted by: Solveig 31 Mar 2016, 15:15 | ||
MasterJC
მაგრად მაინტერესებს ნინელი მაგ როლში ადრე ზაზა ლებანიძე თამაშობდა. |
Posted by: MasterJC 31 Mar 2016, 17:07 | ||||
Solveig
ელისაბედს?
უკვე ვახსენე, ღამის 1 საათზე მოედი სახლში და ეგრევე კომპს ვეცი და დავგუგლე. არ დამიხედავს ვინ თამაშობდა. რიავიცი. და ნეტა ვინ იყო-თქო ტვინი ვიჭყლიტე. ტუჩებისმოლოკვა დ აყელისჩაკოკლოზინება თამაშია. ჯერ მარტი ის რად ღირდა, სცენაზე რომ გამოჩნდა, იჯდა და თავს აკანტურებდა,ს ათვალეც შევისწორე, დავეჭვდი 1 წუთით, მსახიობი ზის იქ, თუ რაიმე სიმბოლური დატვირთვით დევს მარიონეტი და კისერს აქიცინებიენბენთქო. ხმა, მიმიკა, სიარული, მანერები.. იიიიფფფ რააა |
Posted by: Scoorp 31 Mar 2016, 17:26 |
MasterJC ხო ზაზა ქალს ჰქვია ) |
Posted by: nutsiko 31 Mar 2016, 20:07 |
MasterJC რას დაჭყიტე ახლა თვალები, არ თქვა, რომ არ იცოდი, ვინაა ზაზა ლებანიძე?! გადი ამ თემიდან და თავიდან შემოდი ან არ შემოხვიდე გუგლის გარეშე :დდდდ :* კაი ჰო, შენ პირველი არ ხარ, ვისაც ზაზა ლებანიძე ეშლება. დარდი გაუშვი მე და შენ მივდივართ სპექატკლზე, რამე ცხოვრებისეული კარგი ფსიქოლოგიური რამე მინდა. შენც დაძებნე აბა |
Posted by: PANTALONE 31 Mar 2016, 20:13 | ||
რატომ მოგწონთ უსერებო ასეთი რაღაცეები? კინოც არის რეალითი შოუც, მეზობლებიც, ეზოც/ დრამები სამსახურში, ყველგან ყველგან თეატრსიც ფსიქოლოგიური ტვინისჭყლეტა რატომ გვიყვარს? |
Posted by: MasterJC 1 Apr 2016, 09:45 |
nutsiko Scoorp ეხლა მაიცააა 1. გამიგია და არ ვიცი 2.კაცმა რომ ქალი ან ქალმა რომ კაცი ითამაშოს არ მოსულა? მაგალითად "როგორც გენებოთ" მარჯანიშვილში. ორივე შემთხვევა იყო PANTALONE იდეალური ნაეარმოებები ჰეფი ენდით იშვიათად გვამახსოვრდება. მხოლოდ მაშინ თუ იუმორია. ისიც დამაფიქრებწლი იუმორი. კარგია ის ნაწარმოები რომ გატკენს დაგაფიქრებს და გაგყვება. შეგახსწნწბს ღავს და დაგაფიქრება ისევ. გატკენს. გაგაცინებს გაგამხიარუკებს გაწყენინებს და გააზროვნებს. |
Posted by: nutsiko 1 Apr 2016, 10:17 |
MasterJC მოსულა, როგორ არ მოსულა ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა... მაგრამ ზაზა ლებანიძე, ასე მეგონა, თეატრის მოყვარულმა ყველა ჯეელმა იცოდა და რ(ი)ა ვიცი. გავეშვათ ამ ზაზას. დავალება გაქვს პარტიული, აპრილში დაძებნე შაბათ-კვირას რამე კაი სპექტაკლი. გავცუნცულდეთ. |
Posted by: Forget-me-not 1 Apr 2016, 11:01 |
აუ, რაღაცნაირად ვერ ავარჩიე ვერაფერი. მგონი უხასიათოდ ვარ და მაგიტომ. დღეს არაფერი მომწონს. |
Posted by: PANTALONE 1 Apr 2016, 13:29 | ||
MasterJC
რათქმაუნდა ეს უნდა მოხდეს/ მაგრამ თვითოს ეს ფსიქოლოგიური თამაში, მინიმალური პირობითობა, ისტორიული კოსტუმი, დროის ერთიანობა, ცხოვრებასთან მიახლოებული ფორმა. მე მეძინება ასეთ რაღაცეებზე/ მომწონს გამოგონილი სამყარო, მაქსიმალურად პირობითი, ნიშნების თეატრი, შტამბეჟდავი ობრაზები, სინთეზი, ეკლექტიკა. ისეთი ფორმა, რაც კინოში მაგალითად გამოუსადეგარი იქნებოდა/ მსახიობის თამაშიც შესაბამისი. ცხოვრების იმიტაცია და არა ცხოვრება სცენაზე/ აი მაგალითად თემურ ჩხეიძის მამა, ან მისივე არტი. მშვენიერი სპექტაკლებია/ მაგრამ არ მგონია რომ ეს თეატრის საქმეა/ |
Posted by: MasterJC 1 Apr 2016, 19:17 | ||||
nutsiko
აწი მეცოდინება
დავძებნი დაგრჩა რამე უნახავი? |
Posted by: nutsiko 2 Apr 2016, 12:59 |
MasterJC მიუხედავად იმისა, რომ წლებია, თითქმის ყოველ დღე ვარ სხვადასხვა თეატრში და ვნახულობ უამრავ სპექტაკლს, პრემიერების ნაკლებობა არ შეიმჩნევა. შესაბამისად, სანახავი სპექტაკლები საკმაოდაა. წავიდეთ ))) |
Posted by: ნაზღავ-მექეთელი 7 Apr 2016, 13:42 |
მარჯანიშვილის თეატრი (ახალი სცენა) ტარტიუფი რეჟისორი: ლევან წულაძე უნახავებიდან ეს შევარჩიე და რას იტყვით, როგორი ნამუშევარია? |
Posted by: nutsiko 7 Apr 2016, 15:31 |
ნაზღავ-მექეთელი არა უშავს რა. ნანახი მაქვს. |
Posted by: ნაზღავ-მექეთელი 7 Apr 2016, 16:25 | ||
nutsiko
ჯერ აქ უნდა მეკითხა... მარჯანიშვილის დღევანდელი აფიშიდან, რომელს გამოარჩევდი? |
Posted by: nutsiko 7 Apr 2016, 17:34 |
ნაზღავ-მექეთელი ახლანდელ აფიშას გადავავლე თვალი და გირჩევდი შემდეგს: - ,,დაანებე ჩემს ცოლს თავი", ,,კაცები" (ორივე კარგი კომედიაა, გახალისდები); - ,,თეთრი იასამიანი'', არაჩვეულებრივი მსახიობები, ძველ დროს გაგახსენებს (ცოტა მძიმეა, საბჭოთა პერიოდის ერთი ოჯახის ისტორიაა); - ,,ბრმა მხედველი" ბევრ რამეზე დაგაფიქრებს (ფსიქოლოგიურია, მომეწონა); - ,,შერეული ემოცია" არა უშავს რა გადახედე და აარჩიე რამდენიმე ახალი დაუმატებიათ, ,,დასალაშქრი" მაქვს მარჯანიშვილი |
Posted by: ნაზღავ-მექეთელი 8 Apr 2016, 11:28 |
nutsiko მადლობა. რაც მე მაგ აფიშაზე ვიფიქრე და ვერ გავარტყი. :დ "ბრმა მხედველი" - რომ არა სალაშქროდ წასვლა, ეს უნდა ამეღო. თავისუფალში "თოჯინების სახლი" არ მინახავს და რავარია? * * * პ.ს. გადავცვალე დაანებე ჩემს ცოლს თავზე... გაუქმდა 15ში ტარტიუფი. :დ |
Posted by: nutsiko 8 Apr 2016, 18:33 |
ნაზღავ-მექეთელი თოჯინების სახლი - არაჩვეულებრივია. გიორგი ზანგური და თამუნა ნიკოლაძე. ფსიქოლოგიური დრამაა. გირჩევდი ))) |
Posted by: მოლკო 8 Apr 2016, 19:15 | ||
ამის პრემიერაზე ვიყავი მახსოვს და არ მომეწონა არად ყველა წინაპირობა ქონდა ამისთვის სამსახიობო დასიც რეჟისორიც სხვენიც მიყვარს და მანდ დადგმული სპექტაკლები ზედმეტად მოსაწყენი იყო |
Posted by: MasterJC 8 Apr 2016, 21:00 | |||
nutsiko
გამოჩნდა რამე ახალი? ჰა, ვქნა რამე? მოლკო OFFTOPIC:
|
Posted by: S A F O 9 Apr 2016, 01:17 | ||
nutsiko
გიზო ჟორდანიას ოჯახის რეალური ისტორიაა, პიესის ავტორები ეგ და თავისი და-ნანა არიან.. |
Posted by: nutsiko 9 Apr 2016, 02:33 |
S A F O უი, ეგ არ ვიცოდი. ბევრი კი ვიტირე ამ სპექტაკლზე. მომეწონა. დამაფიქრა. |
Posted by: მოლკო 9 Apr 2016, 15:43 |
MasterJC არა სამწუხაროდ ორივე დღეს ვმუშოაბ რახდეა რო ? |
Posted by: nutsiko 10 Apr 2016, 14:04 | ||||
პრემიერების მეტი რა არის, ჩემო მეგობარო იყო დრო, ყველა პრემიერაზე გავრბოდი, ახლა ზედმიწევნით ვსწავლობ, ვისი სპექტაკლია, რა თემაა, ვინ თამაშობს, სად, რომელ თეატრშია, რა ხანგრძლივობით და კიდევ ბევრი კრიტერიუმის მიხედვით ვიღებ გადაწყვეტილებას, წავიდე თუ არა სპექტაკლზე. თუმანიშვილში არის პრემიერა მაისში, სპექტაკლი ,,მრისხანება", საინტერესო ჩანს. რა თქმა უნდა, მივდივარ (დამპატიჟეს უკვე). გადავხედავ კიდევ აფიშას და ერთად წავიდეთ კიდევ სადმე :* მომენატრე |
Posted by: X Man 10 Apr 2016, 21:32 | ||
ფოტო თუ ამ სპექტაკლიდანაა უკვე პროგრესია, თუმცა თანამედროვე ევროპული თეატრალური ხელოვებასთან ჯერჯერობით ღრმა უფსკრული გვაშორებს, პირველ რიგში მაყურებელი არ არის მზად და მინიმუმ ერთი თაობა არც იქნება რამოდენიმე დღის უკან ბრიტანულ ნაციონალურ თეატრში სარა კეინის განწმენდას ვუყურე ქეით მითჩელის პროდიუსორობით. თვითონ სპექტაკლის უმაღლესი დონის რეჟისორულ და ტექნიკურ გადაწყვეტაზე+მსახიობის თამაშზე რომ არაფერი ვთქვა, ერთი წუთით წარმოვიდგინე თბილისსში მსგავსი სახის სპექტაკლი რომ დაიდგას თეატრის შენობას დაწვავენ და მსახიობებს ლამპიონებზე ჩამოაკონწიალებენ ეჰ... |
Posted by: Lilian 12 Apr 2016, 16:29 |
მარჯანიშვილის აფიშას დეკემბრები რაზე აწერია აპრილის მაგივრად? |
Posted by: annavita 14 Apr 2016, 10:02 |
ქართული თეატრის აღდგენისა და რეფორმაციის რა იდეები გესახებათ? თუ უბრალოდ მოგწონთ ის რაც არის და ეგ მიგაჩნიათ ცოცხალ თეატრად? :ჰერმანვედეკინდი: |
Posted by: PANTALONE 14 Apr 2016, 16:31 |
annavita ჯერ მოვკლათ და ვუყუროთ თუ აღდგება თავისით / მემგონი დაჟინებული მზერით რაღაცა გამოვა |
Posted by: ნაზღავ-მექეთელი 15 Apr 2016, 12:20 | ||||
nutsiko
მადლობა, კარგი იყო, ვიხალისე. * * * annavita
ნეკროფილები ვართ. |
Posted by: ჩკა 15 Apr 2016, 17:22 |
გამარჯობა ხალხო ეს რა კარგი თემა გაქვთ მე დავდივარ ხშირად თეატრში და ფაქტობრივად ვერავის ვუზიარებ ჩემს აზრებს ამ თემაზე ბოლოს ნანახი სპექტაკლებიდან ძალიან მომეწონა ჩარკვიანის "მედეა" (მუს/კომედია) და საყვარელიძის "ლისისტრატე" (რუსთაველი) თუმცა, "ლისისტრატე" მარჯანიშვილშიც ძალიან კარგია <3 მშვენიერი ლისისტრატეა ქეთი ჩხეიძე, სუხიტაშვილს ბევრად ჯობს. საერთოდ არ მომეწონა ია მაგ სპექტაკლში |
Posted by: PANTALONE 15 Apr 2016, 17:35 | ||
ჩკა
გამარჯობა, ჩენ აქ ყველანი ალკოჰოლიკები.... კიარადა მაგ პრობლემით ვართ/ მოგვიყევი შენი პრობლემის შესახებ/ |
Posted by: ჩკა 15 Apr 2016, 17:48 |
PANTALONE ყველაფერი დაიწყო იმით .. მოკლედ, ძალიან მიყვარს თეატრში მარტო სიარული, აი ძალიან. იშვიათად რომ ვინმესთან ერთად მოვინდომო წასვლა (იცის რამე კომედიაზე ან პაპსა სპექტაკლზე "ჯინსები",მაგალითად) ჰოდა, ძალიან კომფორტულია ეს მარტო წასვლა ჩემთვის, მაგრამ მერე შთაბეჭდილებებს ვეღარავის ვუზიარებ ან ვისაც ვუზიარებ ისინი დზაან აზრზე არ არიან. |
Posted by: PANTALONE 15 Apr 2016, 17:55 | ||
ჩკა
და ამის გამო გიმძაფრდება დანაშაულის შეგრძნება! საინტერესოა, საინტერესო/ გამოსვლისას არაყს გადაკრავ, თუ ვინმემ გკითხა სად იყავი? თეატრში ხომ არ დაძვრები? შენ ეუბნები, არა რა თეატრი, ვერ ხედავ გათხლეშილი მთვრალი ვარ? |
Posted by: ჩკა 15 Apr 2016, 17:58 | ||||
არა რა დანაშაულის გრძნობა საერთოდ არ მაწუხებს დაბლა დავწერე პრობლემის გაგრძელება |
Posted by: PANTALONE 15 Apr 2016, 18:03 |
ჩკა ნუ გრცხვენია შენი პრობლემის, ჩვენ აქ ყველას გვაქვს ეგ გამოვლილი/ მთავარი აღიარებაა, თქვი, დიახ. დედა მამა, ძმა, და, მეგობრებო, დიახ მე ვარ თეატრზე დამოკიდებული/ |
Posted by: ჩკა 15 Apr 2016, 18:08 | ||
დზაან მამხნევებთ |
Posted by: PANTALONE 15 Apr 2016, 18:13 | ||
ჩკა
ვოცდაათი ლარი დატოვეთ ბუღალტერთან და ხშირად გამოიარეეთ |
Posted by: annavita 16 Apr 2016, 05:33 | ||||
PANTALONE
იაფი წამლები ვეღარ უშველის ნაზღავ-მექეთელი
|
Posted by: nutsiko 16 Apr 2016, 11:56 |
ნაზღავ-მექეთელი არაფრის მუდამ თქვენს სამსახურში, თუ რომელიმე სპექტაკლი დაგაინტერესებთ, შემიძლია გირჩიოთ ---------------------------------------------- თეატრებში ვაკვირდები, რომ საინტერესო სპექტაკლების ნაკლებობაა. ზოგს ვნახავ ხოლმე და ვფიქრობ, ეს რა იყო?! თუმცა რომ არ მენახა, ვერც ვიტყოდი ამას :დდდ ამიტომ ყოველთვის მაინტერესებს ახალი სპექტაკლები, არ მეზარება სიარული. რაც შეეხება თეატრის განვითარებას, ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით, კვლევა ჩატარდეს და დაისახოს განვითარების გეგმები: რა არის კარგი, რა არის შესაცვლელი, მარკეტინგული გეგმა, როგორ დავაინტერესოთ მაყურებელი უფრო მეტად, ბილეთების გაყიდვა, სხვ. ურიგო არ იქნებოდა. |
Posted by: S A F O 16 Apr 2016, 12:43 |
პროფესიონალები თუ შემოდიხართ აქ და ინგლისური იცით , შეესიეთ, მასტერ-კლასებს ვილსონთან . რეგისტრაცია ამ თვის ბოლოს სრულდება . Watermill Center-ი აფინანსებს ნაწილობრივ ( საცხოვრებელ ხარჯებს, შიდა ტრანსპორტის , სარეპეტიცო და ა.შ.) http://www.rtlb.ru/page.php?id=1299 |
Posted by: PANTALONE 16 Apr 2016, 17:57 | ||||
annavita
ქიმიაზეა დასასმელი დასაწყისისთვის ლიზერგინი წვეთოვნით nutsiko
ვინ უნდა გააკეთოს ესა? |
Posted by: annavita 17 Apr 2016, 00:40 | ||
nutsiko
საჭიროა რეფორმა და არა ტენდენცია. |
Posted by: nutsiko 17 Apr 2016, 03:15 |
annavita თუნდაც რეფორმა. ფაქტია, რაღაცეები შესაცვლელია, რაღაცეები უნდა გაგრძელდეს, როგორც არის. კარგიც არის და ცუდიც. |
Posted by: S A F O 17 Apr 2016, 10:34 |
კვლევაც აუცილებელია , ოღონდ ობიექტური და არა ისე, ''ზოგიერთი '' პატივცემული (გვარს არ დავასახელებ) თეატრმცოდნე რომ დებს კვლევა/სტატსტიკურ ანგარიშებს, ასევე დიდი პრობლემაა დაფინანსება-განსაკუთრებით რეგიონალურ თეატრებში , რაც თავის მხრივ იწვევს რეპერტუარის სიმცირეს. ერთფეროვნებას ... და ა.შ. პრობლემა იმდენია, ვრცელი პოსტები არ ეყოფა ყველაფრის დაწერას.. +ამას, სწავლის მოძველებული სისტემა, სიახლეების დანერგვის ნაცვლად, თეატრალური ერთ ადგილს ტკეპნის.. კიდევ კარგი ჩხეიძის სახელოსნო მაინც გაიხსნა. |
Posted by: nutsiko 17 Apr 2016, 11:35 |
S A F O მომწონს ჩხეიძის სახელოსნო (გახსენებაზე). მათ სპექტაკლებს არ ვტოვებ ხოლმე სამეფო უბნის თეატრში. კარგი იდეაა და სხვებიც თუ მიბაძავენ, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება. ბევრ საინტერესო და კარგ სპექტაკლს შემოგვთავაზებენ, აი, სიახლეები კი ნამდვილად გვჭირდება თეატრის მოყვარულებს. |
Posted by: S A F O 17 Apr 2016, 12:59 | ||
გეთანხმები, ურიგო კი არა, აუცილებელიც არის ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, მაგ: რობიკოც თუ ჩაატარებს მასტერკლასებს , მაგარი იქნება, მესმის, რომ ყველას არ გამოსდის კარგად პედაგოგობა, არ შეუძლია, ან არ უნდა, მაგრამ როცა საუკეთესო ხარ შენ სფეროში, მგონია, რომ აუცილებლად უნდა გაუზიარო შენი ცოდნა /გამოცდილება მომავალ თაობას .. |
Posted by: annavita 17 Apr 2016, 13:00 | ||
nutsiko
მაგალითად, რა უნდა გაგრძელდეს ნუციკო, იქნებ დააკონკრეტო, გულისყურით გისმენ :* |
Posted by: nutsiko 17 Apr 2016, 14:28 |
annavita თუნდაც ადრე რომ იყო აქციები ბილეთებზე, ფასდაკლებები, რაც ერთგვარი სტიმული იყო სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის. უფრო მეტი ადამიანიც დადიოდა თეატრებში. ხშირად არ შემხვედრია, მაგრამ იყო პიესების კითხვა. ძალიან საინტერესო პროცესია, უსმინო მსახიობებს და ბევრ პიესას გაეცნო. სახელოსნოების იდეაც მომწონს. ვფიქრობ, ბევრ ნიჭიერ მსახიობს და რეჟისორს წარმოაჩენს. |
Posted by: blossom 17 Apr 2016, 14:37 |
ქართული თეატრი დღეს არის დაჭაობებული ადგილი, არაფერი ახალი, არაფერი ღირებული არ კეთდება. ეს არის რეალობა, ვისაც თეატრი უყვარს და საქმის ყურშია რაც ხდება მან იცის რომ ეს ასეა, მკიდია ჩხეიძეებიც, სტურუებიც და წულაძეებიც, გაათრიონ ვაფშე ამ სივრციდან, გაქრნენ. ფაფუ. ეგრე ზუსტად! ახალგაზრდების ექსპრიმენტებს ვნახავ სიამოვნებით, გადავიხდი ფულს იყოს 20 ლარი, მეტიც თუ გინდა, დაიდოს ხარისხი და რამე ღირებული მაგრამ საზოგადოებაში არ მიდის ეს ჯანსაღი პროცესები და ვინმეს ეგეთის გამოჩენას თეატრალურ სივრცეში სასწაული ჭირდება ალბათ. ჰო და ეგრე ყოველ ჯერზე სპექტაკლიდან გამოსულს თავი მტკივა ბრაზისგან, აი საშინელი სექსის მერე რომ გკლავს ბრაზი და პარტნიორის დახრჩობის სურვილი ზუსტად ეგეთი, პრინციპულად არ ვუკრავ ტაშს, არ იმსახურებენ, ამ თავზე ხელის სმამ და დედა რა ნიჭიერები ვართ მიგვიყვანა ამ ჭაობში ზუსტად |
Posted by: PANTALONE 17 Apr 2016, 14:50 | ||
blossom
მე მაქვს იდეა დაინერგოს "ბრავოს" მაგივრად ახალი შეძახილები, "არაუშავდა რააა", "წავა რააა", "ნიჩიო ტააკ", "არ ღირდა 5 ლარიი" |
Posted by: blossom 17 Apr 2016, 14:56 | ||
PANTALONE
+1 მეც მაქვს იდეა, გულწრფელი შეძახილი : ### -ე -ბო; პე-რო, და დააძრო დიდი ფუმფულა პერო, ან წკაპ და გადაყარო სცენაზე, გაგუდო ე.წ. ბისზე სასტავი, გული მერევა მაგ დროს თვითკმაყოფილ სიფათებს რომ ვხედავ სცენაზეც და დარბაზშიც დამპალი პომიდვრებიც წავა და ლაყე კვერცხებიც, ერთ ეგეთ პომპეზურ პრემიერაზე უნდა იცელქო შენი ჭკუის ხალხთანნ ერთად მერე ორთვიან წინასწარ პატიმრობას გაგირჭობენ და იქნები ქართული კულტურის მსხვერპლი, წამებული ციხეში |
Posted by: PANTALONE 17 Apr 2016, 15:01 |
blossom შენ ჩემ სპექტაკლზე არ მოხვიდე სპეციალურად გიგზავნი ანტიმოსაწვევს წინასწარ თუ ოდესმე დავდგი |
Posted by: blossom 17 Apr 2016, 15:20 | ||||
PANTALONE
ნუ გეშინია ჩუმად ტაშის გარეშე დავტოვებ დარბაზს, აქამდე ასე ვიქცეოდი და აწი რა გადამრევს
თუ უკვე დადგი და ქართული თეატრის გიგანტებამდე ბევრი გიკლია და გიტყდება თქვა რომელი ხარ? მარჯანიშვილის სარდაფში პროცესი ვნახე შარშან იყო მგონი, უნიდან მშიერი გამოვედი შუადღეზე ჭამა ვერ მოვასწარი, ისეთი მარაზმი იყო დავაძრე და დავიწყე ჭამა სოსისების, ბებიაჩემის ტყემალმოსხმული მელოდა მთელი დღე როდის შევჭამდი, ჰო და დავიკიდე ყველაფერი და გემრიელად ვჭამე, მკიდია ვიყო უკულტურო ! |
Posted by: PANTALONE 17 Apr 2016, 15:24 | ||||||
blossom
ვახ მარჯანიშვილს უკვე სარდაფიც აქვს?
რატო უკულტურო ფაქტიურად ბრეხტის თეატრი მოგიწყვია სიგარაც უნდა გაგებოლებინა/ მგონი ლუდიც ნებადართული იყო
ერმალო ვარ მაღრაძე/ |
Posted by: blossom 17 Apr 2016, 15:34 | ||||||||
PANTALONE
ზესტაფონელების კულტურულ ცხოვრებას ამრავალფეროვნებ?
სად ბანააოოობ? მააშ!
ბრეხტის თეატრს სადაც საჭიროა იქ ვერ აწყობენ... რუსთაველის თეატრს ერთი ვინმე გიჟი რეჟისორი დაამშვენებდა, უუუჰ როგორ თან!
ჯანდაბა, არ ვეწევი თორემ ეგეც მექნებოდა ჩანთაში ნიორთან, კოვზებთან და ფუნჯებთან ერთად |
Posted by: PANTALONE 17 Apr 2016, 15:43 | ||||
blossom
როდესაც მესმის სიტყვა "კულტურა" ჩემ ბრაუნიგზე დამცავს ჩამოვწევ ხოლმე (მოვიპარე სხვისი სიტყვები)
ნიორი მესმის ნუ იქ ვამპირების ფეტიში რამე ფუნჯებიც, ასეთუისე გამოიყენებ/ კოვზები ვერ კლეპტომანია? |
Posted by: blossom 17 Apr 2016, 16:01 | ||||
PANTALONE
საზოგადოებისთვის საშიში ყოფილხარ! ნუ მამენტ ცოტა პომპეზურად ჟღერს ჩვენთან კულტურა კი, განა პერო ტიპშა ვარ სულ პირიქით, სიყალბე და ფარისევლობები არ მევასება და ჯერ კიდევ ვერ მივდივარ დათმობებზე, არ მიკაკუნებს ასაკი სათანადოდ ალბათ, ამოვიდა ყელში ტრუხა საზოგადოება, უაზრო რიტუალები ურთიერთობებში, პოზები, უაზრო წესები, სიმწვანე და სილაღე მინდა , სამყაროს ინტერპრეტირების ფოტონის(სინათლის) სიჩქარე ემოციების ტალღები აქ კიდევ ყველა მხრიდან გიტევენ ვისაც არ ეზარება და რო არავის არ ეზარება თან
რომ მოთოვოს? იქნებ რისი ჭამის სურვილი მიჩნდება? ან რისი გაღების სურვილი გამიჩნდეს? |
Posted by: annavita 17 Apr 2016, 16:06 | ||||||
nutsiko
ჩემო ნუციკო, :* გიფიქრია რომ, შესაძლოა ბილეტების აქციებიც ტარდებოდეს, ვედრა ათიშაური სპექტაკლებიც იდგმებოდეს, სახელოსნოებიც სოკოებივით მრავლდებოდეს და "ბევრი ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორიც. მაგრამ ამას თეატრთან, ნამდვილ თეატრთან საერთო არა ჰქონდეს რა. სად, როგორ და რისთვის წარმოიქმნა თეატრი /გეოგრაფიას არ ვგულისხმობ/ ? ამათან მიმართება დაკარგეს ხელოვანებმა– სიტყვის ოსტსტებმა, რეჟისორებმა. მუსიკოსებმა, მხატვრებმა, როლების შემსრულებლებმა... დღეს რაც გვაქვს ეს არის სასცენო სანახაობა. ეს არაა თეატრი და თუ ამას არ ვიგრძნობთ და არ ვაღიარებთ თეატრი სამუდამოდ გაქრება ჩვენი ცნობიერების "სცენიდან". blossom
100% |
Posted by: nutsiko 18 Apr 2016, 02:28 |
annavita და იქმნას ნათელი. სიბნელეც ხომ სინათლის ნაკლებობაა. გავანათლოთ, ვიბრძოლოთ უკეთესი თეატრისთვის. მოვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, რა და როგორაა უმჯობესი. რა იდეები გაგვაჩნია თეატრის მდგომარეობის გამოსაკეთებლად. რა არის კარგი ჩვენ - მაყურებლებისა და თეატრის მოყვარულებისთვის. როგორ მოვიქცეოდით თავად, ჩვენ რომ გვებაროს თუნდაც ერთი თეატრი? თეატრის ხელმძღვანელთა სათვალეები მოვირგოთ, მათ ტყავში გამოვეწყოთ და გავმართოთ დისკუსია. ვიწყებთ, მეგობრებო! |
Posted by: annavita 18 Apr 2016, 12:50 |
nutsiko რა საყვარელი გოგო ხარ |
Posted by: S A F O 18 Apr 2016, 13:13 | ||
როგორ დავიჯერო, რომ ერთი მსახიობიც არ იმსხაურებს ტაშს.. შეიძლება სპექტაკლი შტერობა იყოს, მაგრამ მსახიობი ბოლომდე იხარჯებოდეს.. რა მსახიობების ბრალია, თუ რეჟისორი ვერ ახერხებს მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას. არ დაუკრავთ, ნუ დაუკრავთ, მაგრამ სცენაზე ყოველთვის არის , თუნდაც ერთი მსახიობი მაინც, ვინც იმსახურებს პატივისცემას.. |
Posted by: nutsiko 18 Apr 2016, 13:31 | ||||
გეთანხმები. მაინც არსებობენ მსახიობები და სპექტაკლები, ვინც ტაშს იმსახურებენ. პატივისცემასა და მადლიერებას გამოვხატავ ყველა ნიჭიერი მსახიობის, ხელოვანის, რეჟისორისა და თეატრის გულანთებული მოღვაწის მიმართ, ვინც შრომობს ამ სფეროში მიუხედავად არაერთი სირთულისა. ვთვლი, რომ ძალიან წყალწაღებული და უიმედო სიტუაციაც არაა, რომელიც გამოსწორებას არ ექვემდებარება. |
Posted by: S A F O 18 Apr 2016, 14:34 | ||
nutsiko
რა თქმა უნდა, დღევანდელი ქართული თეატრი გარდამავალ პერიოდშია და ყველასთვის თვალშისაცემია, რომ შემოქმედებით კრიზის განიცდის( უამრავი მიზეზის გამო) მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარგი აღარაფერი ხდება .. უბრალოდ უნდა შეგეძლოს დანახვა..რაც ასევე დიდი პრობლემაა.. და ეს პოზა , რომ ყველაფერი დაიწუნო-სხვა არაფერია , თუ არა, ის,რომ სათეატრო ხელოვნებაში მაინცდამაინც ვერ ერკვევი ... ბევრჯერ შევსწრებივარ, მდარე სპექტაკლიდან გამოსულ, აღფრთოვანებული მაყურებელის ცქმუტვებს. და საინტერესო ნამუშევრებზე უკმაყოფილო სახეებს-მაგრამ თუ ,რაიმე პრიზით აღინიშნა, ვინმე კომპეტენტურმა მოიწონა და ა.შ. მერე უკვე მოწონთ, - დედა რა კარგი ყოფილა.. |
Posted by: nutsiko 18 Apr 2016, 15:19 |
S A F O გეთანხმები, რა თქმა უნდა, მომწონს სხვადასხვა სპექტაკლი და დაუზარებლად მივდივარ პრემიერებზე, რომლებიც მაინტერესებს. ის გარემოება, რომ ვიღაცამ თქვა ცუდია და არ ვნახო, არ მაქვს. პირიქით, მინდა თავად დავესწრო სპექტაკლს და შევაფასო. ესაა შეფასების საინტერესო პროცესი. ასევე, ვეცნობი სხვადასხვა სიახლეებს და იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, რადგან ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის იმედი მაქვს, ვისაც არ ეზარება ამ სფეროს განვითარება. |
Posted by: PANTALONE 18 Apr 2016, 21:21 |
კე სერა სერა, ტარა რი რა რაამ / |
Posted by: INA-INA 18 Apr 2016, 22:46 |
"მოხუცი ჯამბაზები" ამ სპექტაკლის ბილეთების ყიდვას ვერ ვასწრებ ვერასოდეს (( რა წესია )) 28 აპრილსაა, 6 ,13,18 მაისს. ორი დღეა რაც ბილეთები დაიდო ონლაინ გაყიდვაში და სულ დაყიდულია. |
Posted by: მოლკო 19 Apr 2016, 08:13 |
INA-INA ბევრს არაფერს კარგავ დამიჯერე |
Posted by: Scoorp 19 Apr 2016, 12:33 |
INA-INA გული არ დაგწყდეს მეც ეგრე ვიყავი თავის დროზე მაგრამ იმედგაცრუებული წამოვედი ნახვის მერე |
Posted by: blossom 19 Apr 2016, 15:19 | ||||||
S A F O
ჩამოყარე აბა ვინები იმსახურებენ და რომელ როლებში ტაში ტუშებს, გისმენთ აქ პოზიორა სასტავი
+1 ნადირობის სეზონზეც ეგეთები ხდებოდა ერთ დროს როგორ მახსოვს
თქვენ მგონი ყველა თქვენნაირები გგონიათ, მაგარი მკიდია კრიტიკოსები რას ამბობენ ეს ეხება ყველაფერს, კინოს ლიტერატურას არტს და ა.შ. ჩემი ობიექტური შეფასების კრიტერიუმები მაქვს, ვიცი რა მომწონს და რატომ! |
Posted by: ნაზღავ-მექეთელი 19 Apr 2016, 15:34 | ||||
ერთ მოქმედებად რომ გაეკეთებინათ, არა? ბოლოსკენ კინაღამ ავდექი და გამოვედი... * * *
კოელიომ თუ მოიწონა, აბა რა... უნდა დავეთანხმოთ. |
Posted by: Scoorp 19 Apr 2016, 15:39 |
blossom ნადირობის სეზონი არ მინახავს მაგრამ გული მიცრუვდება მეც თეატრზე ნელნელა ==== მოახლეზეც ერთი ამბები იყო მაგრამ არაფერი განსაკუთრებული ძლივს გავძელი ჯინორიას ,,ქარი მწყურია მე პირდაპირი"-ზე ყველაფერი კვდება ჩვენ ქვეყანაში მემგონი |
Posted by: PANTALONE 19 Apr 2016, 20:53 |
მე მიყვარს ცუდი სპექტაკლები ფანტაზია მეხსნება , მთავარია არ დამეძინოს |
Posted by: dimaopena 19 Apr 2016, 22:50 |
ხომ ხოცავენ ქანც გაწყვეტილ ცხენებს, თავისუფალის თუ გინახავთ? მეგობარმა მირჩია, მომეწონაო |
Posted by: blossom 19 Apr 2016, 23:51 | ||||
dimaopena
არ მინახავს, არც ვაპირებ ვნახო http://musicbox.ge/gadacema/khom-khocaven-qancgawyvetil-ckhenebs-avto-varsimashvilis-morigi-eqsperimenti/ http://www.imdb.com/title/tt0065088/ ნახე საკაიფოა * * * PANTALONE
ფანტაზიის სავარჯიშოდ დადიხარ? |
Posted by: nutsiko 20 Apr 2016, 13:44 |
dimaopena ქართული რეალობაა ნაჩვენები. კომიკური მდგომარეობა. დაგაფიქრებს რაღაცეებზე, თუ ფიქრი გიყვარს. თუ ძალიან კრიტიკული ხარ, რა თქმა უნდა, არც არაფერი მოგეწონება. თუ უბრალოდ დროის მოკვლა გინდა, წადი, ნახე, გაერთობი. ქართული რეალობაა გაშარჟებული. ცუდი არაა. გირჩევდი, გენახა. თავად გადაწყვიტე |
Posted by: PANTALONE 20 Apr 2016, 14:08 | ||
blossom
ინსპირაციიზა / |
Posted by: მოლკო 20 Apr 2016, 15:35 |
https://biletebi.ge/startup.aspx?id=22&EventID=288212 პრემიერებია თUმანიშვილის ამ კვირსი ბოლოს და იქეტ კვირას იქეთ კვირის სპექტაკლია საინტერესო გერმანულ ქართUლი პროექტია და რაღაც საინტერესო რეზენციები მოვისმინე ვინც ეძებთ რაიმე ახალს შეგიძLიათ ნახოთ ამ კვირაში ქართველი რეჟისორის, ირაკლი გურგენიძის დაგვაინებული ჩაის ითამაშებენ საპრემიეროდ თU მოვიცალე წავალ ამაზეც |
Posted by: nutsiko 20 Apr 2016, 20:57 |
მოლკო კარგი ინფო დადე ნამდვილად. წინა კვირას შევნიშნე პრემიერები. ,,დაგვიანებული ჩაი" და ,,მრისხანება" - ორივეს ბილეთები შევიძინე. ვნახოთ, ვნახოთ. ველოდები. |
Posted by: nutsiko 24 Apr 2016, 12:18 |
როგორც იქნა, მოვახერხე ,,ლისისტრატეს" ნახვა, დაემთხვა შაბათ-კვირას და ვიხილე სპექტაკლი იგი (გიორგის დამსახურებით, მადლობა მას). ქართული რეალობა ისევ ძალიან კარგადაა ნაჩვენები. დიალოგებიც კი მეცნო ყოველდღიური ცხოვრებიდან. სავალალო მდგომარეობაშია ერი. გვეშველება რამე?! |
Posted by: INA-INA 24 Apr 2016, 18:26 |
nutsiko რუსთაველში ნახე? |
Posted by: nutsiko 24 Apr 2016, 20:35 |
INA-INA დიახ, რუსთაველში. |
Posted by: ნაზღავ-მექეთელი 24 Apr 2016, 23:42 | ||
მჩაგვრელები დაეწაფეთ... და, სიდედრის დაქალები. ) |
Posted by: nutsiko 25 Apr 2016, 02:26 |
ნაზღავ-მექეთელი დიალოგები მართლაც რომ ძალიან სახალისო, რეალური და საოცარი იყო. მახალისა და დამაფიქრა ამავდროულად. არადა, ეგრეა რა. საერთო ჯამში, მომეწონა სპექტაკლი. |
Posted by: lev87 25 Apr 2016, 13:36 | ||
სრულიად გეთანხმები, არადა ბილეტები რომ ვიშოვე ისეთი ბედნიერი ვიყავი... * * * გრონჰოლმის მეთოდი - მარჯანიშვილის თ. ვის რა აზრი დაგიტოვათ სპექტაკლმა დასასრულით? |
Posted by: marimari 26 Apr 2016, 18:56 | ||
ვინაა რეჟისორი? რამდენი ხანია რუსთაველის თეატრში არ ვყოფილვარ..... * * * რამდენიმე დღის წინ ვიყავი მარჯანიშვილის სარდაფში სპექტაკლზე '' შევხვდებით სამოთხეში"".. კარგი სპექტაკლი იყო.....მსუბუქი , იუმორით გაჯერებული ფსიქოლოგიური დრამა. მოკლედ, გირჩევთ................ |
Posted by: nutsiko 26 Apr 2016, 23:05 |
marimari რეჟისორი აღარ მახსოვს. რუსთაველის თეატრის საიტზე იქნება ინფორმაცია, გადაამოწმე. მეც დიდი ხანია, რუსთაველში აღარ ვყოფილვარ და ამ სპექტაკლით გავხსენი სეზონი ხელახლა ) |
Posted by: Scoorp 27 Apr 2016, 11:08 |
marimari დავით საყვარელიძეა რეჟისორი |
Posted by: S A F O 27 Apr 2016, 13:14 | ||||
blossom
სიამოვნებით , მაგრამ ვისი როლების გარჩევა დავიწყო აქ, საქ-ში, ორი მსახიობი ხომ არ არის, ერთ პოსტში რომ მოვათავსო ყველა , უამრავი დასია ხომ ? ! .. კონკრეტულად თუ მიმითითებ კარგი იქნება. მაგ: რომელ სპექტაკლს დაესწარი და კონრეტულად ვინ არ დაიმსახურა თქვენი ტაშუნები ... ერთი ხელის მოსმით ხომ არ შეიძლება, ყველას ერთ ქვაბში მოქცევა და სანაგვაზე გადასროლა ?
თუ გკიდია, მე რატომ შევიწუხო თავი და გიწერო ვრცელი პოსტები აქ. ( უფრო სწორად , ჩამოგიყარო ''ვინები '' არიან .. |
Posted by: Solveig 27 Apr 2016, 21:14 | ||
ნაზღავ-მექეთელი
არ მომეწონა. პირველი, რაც თვალში მეცა-ჭუჭყიანი და დაკუჭული კოსტიუმები. კარგი რა.. ზანგურის საუბარს ბუნებრივობა აკლდა. ნორას როლის შემსრულებელი ალაგ-ალაგ კარგი იყო. თუმცა, ვფიქრობ, ასეთი გააზრებით პიესა ცოტა დასცილდა ორიგინალურ იდეას და ეს ძალიან არ მომეწონა. კლასიკის ინტერპრეტაციებს ძალიან ფრთხილად ვეკიდები... 40 წელს გადაცილებული, საცოლე ვაჟიშვილების პატრონი, გამოქექილი და გაიძვერა კროგსტადი რომ ახალგაზრდა არშიყად გამოიყვანეს, ეგ კიდევ არაფერი, მაგრამ ნორას გაბოზებამ უკვე ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. კროგსტადის როლის შემსრულებელი რომ ცუდად თამაშობდა, ეგ კიდევ ცალკე. ვოდევილებსა და კომედიებში როცაა მსახიობების ცუდი თამაში, კიდევ ჯანდაბას -ირონიულად გაიცინებ მაინც და დრამებში და ტრაგედიებში კატასტროფაა. |
Posted by: nutsiko 27 Apr 2016, 22:45 |
Solveig რაღაც მთლად ასეთი წამხდარი არ მახსოვს ეგ სპექტაკლი. გაუფუჭებიათ, მე რომ ვნახე, ცუდი არ იყო. ისე, გეთანხმები: დეკორაცია, კოსტუმები, გრიმი, მუსიკალური გაფორმება, მსგავს რამეებს, რომ აღარაფერი ვთქვა, მსახიობთა ოსტატობასა და რეჟისურაზე, დიდ ყურადღებას ვაქცევ. გახსენებაზე: მუსკომედიას მივმართავ, კრეატივში მოვიკოჭლებთ, რამდენიმე სპექტაკლში ერთი და იგივე სიმღერის (წაურეპებს რაცხა ფრანგული სიმღერა, სიტყვები ამომიფრინდა თავიდან), რომლის ტექსტი აბსოლუტურად შეუსაბამოა სპექტაკლების შინაარსთან, ვითომ რა არის? თუ იდეებში გვიჭირს, იხვეწება ნიჭიერი მუსიკოსობა, სტაჟირება მაინც შესთავაზეთ (?) თუ ვინმეს გაგეხსნათ გონება და გაიხსენეთ ის სიმღერა, დადეთ რა ))) წაუცეკვებდა კაცი ))) არაფერი პირადული, ძალიანაც მევასება მუსკომედია, თავისი აგრესიული მოლარეებით, მეორე შეკითხვის უფლება რომ არ გაქვს და უსაყვარლესი მეგარდირობე ბუთქუნ ქალით, მაგრამ მაინც... ეგ სიმღერა შეცვალეთ, ტეხს )) |
Posted by: abati 1 May 2016, 15:46 |
ამ ლისისტრატეზე იძახით? |
Posted by: nutsiko 1 May 2016, 22:34 |
abazimu ბმული არ მუშაობს. ვერ ვნახე. რუსთაველში რომ იყო, იმ ლისისტრაზე ვსაუბრობთ აქ. |
Posted by: ჩკა 3 May 2016, 15:15 | ||
https://www.youtube.com/watch?v=hfOkfmPABJw ესაა ისე (შუა)ზაფხულის ღამის სიზმარი 2012-ში დადგა დიმ პირველად და ეს სიმღერა 2013-ში გამოვიდა და აშკარად სხვა მოტივი შეცვალა ამით ^^ ახლა "დორიან გრეისაც" ადევს. მე მომწონს სიმღერა, მაგრამ გეთანხმები თუნდაც 2 სპექტაკლში რატომ უნდა იყოს იგივე? |
Posted by: nutsiko 3 May 2016, 16:52 |
ჩკა მადლობა, ეგ სიმღერაა. ვფიქრობ, მუსკომედიას სპექტაკლების მუსიკალურ გაფორმებაში მეტი კრეატივი მოუხდებოდა, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად. საერთოდ, ეს სიმღერა არაფერ შუაშია იმ ორი სპექტაკლის შინაარსთან. ,,დორიან გრეიში" იყო კიდევ ეს სიმღერა: Stromae - Tous Les Mêmes https://www.youtube.com/watch?v=CAMWdvo71ls უკანა რიგები სკამებზე ცეკვავდნენ პ.ს. თეატრის მაყურებლები კიდევ ცალკე თემაა, არასოდეს მოიწყენ მათი უადგილო კომენტარებითა და ქმედებებით |
Posted by: ჩკა 3 May 2016, 18:24 |
nutsiko ალბათ უყვართ Stromae მაყურებელი ზოგადად თემაა. მე მგონი დაწყევლილი ვარ და ჩემ უკან ან გვერდით მუდამ სხედან დეიდები, აი რომ მოდიან და მთელი სპექტაკლი "ჩუმად" საუბრობენ. არ დამავიწყდება "სტრიპტიზზე" დათა თავაძე და ნიკუშა და "ვაბშე" მთელი საგვარეულო როგორ განიხლეს |
Posted by: nutsiko 3 May 2016, 20:06 |
ჩკა ეგ ნაცნობი თემაა. ზოგი ჰიპერაქტიურია და მაინც და მაინც სპექტაკლის დაწყებიდან ბოლომდე მოუნდება ხოლმე სამსახურის ინტრიგების, ოჯახური სკანდალების, ძმაკაცის ცოლის ქორწილის სუფრის, მეზობელი ლამარას დღის განრიგის და მსგავსი ჩემთვის უინტერესო და არაფრის მომცემი თემების განხილვა. ცალკე თემაა სპექტაკლის ნახვა: უმეტესობა მობილურში ჩეთაობს, მესიჯობს, საუბრობს ხმადაბლა, დროებითი ამნეზია ემართება, რომ ხმა გამოურთოს ტელეფონს, ვიღაც სავარძელზე უკნიდან ფეხს გირტყამს, ზოგი შენ გვერდით სკამზე ცქმუტავს, ზოგს მოუნდება შენს ყურში საღეჭი რეზინის ღლარჭუნი და ყურში ბუშტის ბერვა, ხომ გეუბნებით, საჭიროა აღმზრდელობით- საგანმანათლებლო საქმიანობა ,,თეატრში მოქცევის წესები" :დ |
Posted by: MasterJC 3 May 2016, 20:11 | ||
ჩემს უკან იჯდა ბავშვი ბოლოს როცა ვიყავი თეატრშI. ბიჭოო მშობელმა მოიყვანა რამეს ისწავლისო. ხომ ვერ მოისვენა რა. გარშემო ისედაც 6--7 ბავშვი მეჯდა, უაკნა რიგში,ე ს ერთიგ ანსაკუთრებული იყო, ყველაზე შეუფერებელ მომენტებს არჩევდა შეკითხვევბის დასასმელად, საცქმუტად, ჩემს სკამზე მსოახტომად, ორჯერ მოვკიდე ხელი გადავძვერი სკამიდან და დავსვი, 3ჯერ ვუთხარი, ნუ Mშობელიც ეჩხუბებოდასავით და უარესად ხმაურაბოდა, ან ნუ წამოიყვან, ან უთხარი რომ დაჯდეს და სხვა არ შეაწუხოს რა. ბავშვი ემც ვიყავი ამგრამ სხვებს კია რ ვახტებოდი ზედ |
Posted by: ჩკა 4 May 2016, 15:41 |
nutsiko ეგრეა და გამაჟრიალა გახსენებაზე MasterJC კიდევ ის არ მესმის ბავშვები რომ მოჰყავთ სრუუუულიად შეუფერებელ სპექტაკლებზე, აი სრულიად დამტოვებელი არავინ ჰყავთ შეიძლება, მაგრამ რამე ნეიტრალური მაინც შეარჩიე |
Posted by: nutsiko 4 May 2016, 16:30 |
ჩკა აი, განსაკუთრებით ,,სახალისოა" რიგის მეორე ბოლოში რომ აქვს ადამიანის ადგილი და აუცილებლად რიგებს შორის, შენ წინ უნდა გაგიაროს და ერთი ადგილი გაუსვას მთელ რიგში მსხდომ დამსწრე, პატივსაცემ საზოგადოებას (ნაცვლად იმისა, რომ შემოუაროს რიგს და მეორე მხრიდან შემოვიდეს რიგში). ბევრი მსგავსი, ვითომ არაფერი, მაგრამ მაინც ნიუანსია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გვჭირდება საერთო განათლება ) |
Posted by: ჩკა 5 May 2016, 16:55 |
nutsiko გვექნება, გვექნება. "ათვინიერებენ მიმინოს" მარჯანიშვილში, რას მეტყვით? ხვალ ვაპირებ წავიდე. |
Posted by: nutsiko 6 May 2016, 22:22 |
ჩკა სამწუხაროდ, არ მაქვს ნანახი. ალბათ, დღეს ნახავდი. გაგვიზიარე შთაბეჭდილება ) |
Posted by: marimari 7 May 2016, 14:24 |
გუშინ ვნახე თუმანიშვილში გერმანიაში მოღვაწე ქართველი ავტორისა და რეჯისორის- ნინო ხარატიშვილის ქართულ -გერმანული სპექტაკლი ''მრისხანება''. ამ გოგოზე ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ ბევრი მსმენია, როგორც გერმანიაში წარმატებით მოღვაწე დრამატურგზე, მოკლედ სპექტაკლი ძალიან მომეწონა... კარგი ფსიქოლოგიური დრამაა სხვადასხვა პიროვნული ისტორიებით, ტრაგედიებით... სპექტაკლში მხოლოდ 3 ქართველი მსახიობია-ნინო ბურდული, პაატა ინაური და კიდევ ერთი გოგონა მონაწილეობენ....ქართველები ქართულად წარმოთქვამენ საკუთარ მონოლოგებს, გერმანელები როცა საუბრობენ გერმანულად, მონიტორზე ქართული თარგმანი იწერება....ეს სპექტაკლი გერმანიაშიც დაიდგა და კარგი გამოხმაურება ჰქონდა... მოკლედ არა მგონია დიდხანს იყოს რეპერტუარში და გირჩევთ ნახვას.... ნამდვილად არ ინანებთ.... |
Posted by: dimaopena 8 May 2016, 11:00 |
nutsiko მადლობა ნუციკო,ზუსტად ასე მითხრა მეგობარმა მას ძალიან მოეწონა, blossom შენც მადლობა,რატო არ წახვალ? |
Posted by: ჩკა 9 May 2016, 10:10 |
nutsiko ვერ ვნახე. მივედი სალაროში და მოიხსნა დღეს ეგ სპექტაკლიო, არც ფეისბუქის გვერდზე ეწერათ, არც არსად რაღას ვიზამდი. თეატრი "გლობუსი" თუ იცით? რუსთაველზე, რუსთაველის თეატრის გვერდითვე "ნაბადის" ყოფილ სტუდიაში აქვთ სცენა |
Posted by: nutsiko 10 May 2016, 12:15 |
ჩკა მსმენია ამ თეატრის შესახებ, თუმცა არ ვყოფილვარ. dimaopena არაფრის, ბატონო |
Posted by: ჩკა 10 May 2016, 14:44 |
nutsiko კარგი ბავშვები არიან. ღირს ნახვად. დღეს მივდივარ მესამე სპექტაკლზე და უფრო ვრცლად დავწერ მერე |
Posted by: domenic 11 May 2016, 14:44 |
რატომ არ შიელბა ხალხო მოვითხოვოთ "დარაბებს მიღმა გაზაფხულიას" დადგმა მარჯანიშვილის ან რომელიმე სხვა თეატრში იქნებ ავაგოროთ ეს თემა თუ ვინმეს აინტერესებს ჩემ სგარდა იმიტომ რომ ამოვიდა ყელში ერთი და იგივე სპეკტაკლები |
Posted by: marimari 13 May 2016, 22:46 |
დღეს ვნახე სამეფო უბნის თეატრში სპექტაკლი ''მეორე ნახევარი''. -ოჯახური დრამაა.... 25 წლიანი ცოლ-ქმრული ცხოვრების პერიპეტიები..... მოკლედ რეჯისურაც მომეწონა, მამაკაცი მსახიობიც ძალიან კარგად თამაშობდა, მაგრამ აი მტავარი როლის შემსრულებელი ქალი მსახიობი- ლილი ხურითი საშინლად არ მომეწონა....ისე უემოციოდ თამაშობდა როლს...... არადა სპექტაკლი მარრათლა კარგია... ნახვად ღირს.... |
Posted by: ჩკა 26 May 2016, 11:28 |
ზურა გეწაძემ დადგა თუმანიშვილში "მეფე ლირი" ცოტა ამბიციურად კი ჟღერს, მაგრამ იმედია ცუდი არ იქნება. ზურა ყიფშიძეა მთავარ როლში. ვინმემ ხომ ვერ მოასწარით პრემიერაზე ბილეთის აღება? |
Posted by: Solveig 26 May 2016, 20:23 | ||||
ამ კონტრაცეპტივების და ქალიშვილობის ინსტიტუტის გმობის ეპოქაში რატომ უნდა გინდოდეს ამ ანაქრონისტული სპექტაკლის გაცოცხლება ადამიანს? |
Posted by: iphone_21 27 May 2016, 02:06 |
ჰა, ვინ ნახა ,,მეფე ლირი" - მაინტერესებს როგორი იყო. |
Posted by: marimari 28 May 2016, 00:14 |
....................................................................................................................... |
Posted by: marimari 28 May 2016, 00:18 |
..................................................................................................................................................................... |
Posted by: marimari 28 May 2016, 00:31 |
დღეს იყო მარჯანიშვილში ,სარდაფში სპექტაკლი ''მოხუცი ქალის ვიზიტი'' . რეჯისორი სანდრო ელოშვილი(ამ რეჯისორის ნამუშევარი პირველად ვნახე და ძალიან ვისიამოვნე),მტავარ როლებში ქეთი ცხაკაია და მოწვევით გია როინიშვილი... კარგი ფსიქოლოგიური დრამაა.... იყიდი თუ არა ფულით ყველაფერს. ?მოაქვს თუ არა შურისძიებას სიამოვნება?.... მოკლედ.. გირჩევთ.... |
Posted by: Bobgure 1 Jun 2016, 02:08 |
მეფე ლირის დიდი ინტერესი და მოლოდინი მაქვს |
Posted by: Forget-me-not 1 Jun 2016, 02:19 | ||
Bobgure
მეც, მაგრამ ახლა ვერ ვახერხებ... |
Posted by: nutsiko 2 Jun 2016, 10:32 |
თითქოს, ამ ბოლო დროს საინტერესო სპექტაკლების ნაკლებობას განვიცდი(თ), თუ მე მოვასწარი ჩემთვის საინტერესო სპექტაკლების ნახვა. სადმე რამე კარგი და საინტერესო არის? რომელს მირჩევდით? (დიდი ალბათობით, რაც უნდა მირჩიოთ, უმეტესობა, თუ ყველა არა, ნანახი მაქვს). პრემიერები თუ არის სადმე? თუნდაც ჩხეიძის სახელოსნო გვთავაზობს რამეს? მახსოვს, კარგი სპექტაკლები ჰქონდათ. |
Posted by: Forget-me-not 2 Jun 2016, 16:10 |
nutsiko ამ შაბათ-კვირასაა პრემიერა სამეფო უბნის თეატრში. 4,5 ივნისს / 20:00 საათზე / პრემიერა! / ბრაიან ფრილის <<თარგმანები>> თემურ ჩხეიძის სპექტაკლი კვირისთვის არის ბილეთები დარჩენილი, თუ მოასწრებ ყიდვას... |
Posted by: borntokill 2 Jun 2016, 16:49 |
გამარჯობა, ვინმემ იცით "სამოსელ პირველ"-ზე რამე? მიუზიკლი დაიდგა-ოო და სადაა და როგორია ვინმემ თუ ნახეთ |
Posted by: Forget-me-not 2 Jun 2016, 17:05 |
borntokill ოპერისა და ბალეტის თეატრში. უმეტესობა კმაყოფილია და მე არ მინახავს. ბილეთები, რა თქმა უნდა, ძვირია. |
Posted by: nutsiko 2 Jun 2016, 17:39 |
Forget-me-not მადლობა დიდი მეუღლეს ვთხოვე და უკვე შეიძინა ორი ბილეთი. მოგვისწრია |
Posted by: ჩკა 2 Jun 2016, 17:53 |
Bobgure მეც ველოდები ძალიან, იმედია ტყუილად არ. ივნისის ბოლოს ჩავნიშნავთ კიდევო იმ დღეს დაწერეს ფეიჯზე. სხვა თუ არაფერი,მაინტერესებს ყიფშიძე, როგორც თეატრის მსახიობი. არტში მყავს ნანახი, მაგრამ ეგ როდის დაიდგა აღარც კი მახსოვს. ეს ახალია. ისე, ლირს რომ "ეცა" გეწაძე ძალიან გარისკა |
Posted by: giat 5 Jun 2016, 01:05 |
ჩემს და ანუ ჩვენს ბავშობაში და ახალგაზრდობაში ძალზე მიღებული იყო სატელევიზიო თეატრი და ყველაზე პოპულარული იყო ჯერ დაიხოცნენ -მერე იქორწინეს და ბევრი სხვა მრავალი საინტერესოა ეხლა ეს ან ასეთი სახის პროექტები ძვირი ჯდება თუ არა და -იქნებ რომელიმე კომერციულმა არხმა ისევ იტავოს |
Posted by: nutsiko 7 Jun 2016, 17:43 |
ვინმე თუ იყავით ,,თარგმანებზე" და თუ მოგეწონათ? |
Posted by: marimari 30 Jun 2016, 06:14 |
28 ივნისს იყო პრემიერა სამეფო უბნის თეატრში ახალგაზრდა რეჯისორის-გვარად ღონღაძის( უკაცრავად, სახელი დამავიწყდა) სპექტაკლი ''მარინა რევია'' მთავარ როლში ნინო კასრაძე, როლებში- პაატა ინაური , სალომე მაისაშვილი და კიდევ მაგდა....(გვარი არ მახსოვს).. თემა_ დედობრივი სიყვარულის ძალა. მშობელსა და შვილებს შორის ჩატეხილი ხიდი.... გადასარევი რეჯისურა, ფანტასტიკური შესრულება... მოკლედ, გირჩევთ...დრამისა და კომედიის კარგი ნაზავია.... |
Posted by: marimari 30 Jun 2016, 06:19 |
........................................................................................................ * * * მარჯანიშვილში სპექტაკლი ''მეორედ მოსვლა''.......კომედია.... საშუალო დონის სპექტაკლია, დიდად არ აღვფრთოვანებულვარ..... |
Posted by: ჩკა 30 Jun 2016, 17:59 |
marimari გურამ ღონღაძისაა დადგმა და ალექს ჩიღვინაძის პიესა. კარგი პიესაა, მომეწონა, დადგმაც (დასასრულმა ოდნავ გამიცრუა იმედები) ნინო მართლა ძალიან კარგია. პირველ სცენაში რომ შემოდის ულამაზესია <3 ჩხეიძის სახელოსნოს სპექტაკლებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა ნამდვილად. ინაური თავის სტიქიაშია, სალომე მაისაშვილი და მაგდა ლებანიძეც არ არიან ცუდები (უბრალოდ, მაგდა "ტროელ ქალებში" თუ გინახავთ ზუსტად იგივე ინტონაციით, სტილითა და ტემბრით ითამაშა რამდენიმე მომენტი) დეკორაცია მომეწონა !! ფერები კარგია ნინოს ხათრით წავედი და საბოლოოდ კმაყოფილი დავრჩი. უბრალოდ, ნანუკა ლითანიშვილი და ზურა გეწაძე ისხდნენ ჩემს წინ და ნახევარი სპექტაკლი მათ ვუყურებდი მიყვარს ეგ წყვილი |
Posted by: Forget-me-not 3 Jul 2016, 05:57 |
"თარგმანებზე" იყავით ვინმე და ღირს თუ არა წასვლა? რკინის თეატრშია კიდევ "ჩიტები" და ეგეც მაინტერესებს. თან ყიფშიძე თამაშობს. |
Posted by: giat 4 Jul 2016, 17:34 | ||
აჭარის ტელევიზიაში დასრულდა მუშაობა სატელევიზიო სპექტაკლზე "დარისპანის გასაჭირი რითაც სათავე დაედო აღორძინდეს ტელეთეატრი და კვლსვ და კვლავ პოპულარული გახდეს კულტურისა და ხელოვნების და სატელევიზიო სფეროს თანამშრომლობა |
Posted by: marimari 11 Jul 2016, 19:06 | ||||||
ჩკა
ანუ 29 ში იყავი პრემიერაზე. მეც იქვე ვიჯექი... ეგ წყვილი მეც ვნახე.....
კი. ვიყავი.... ნუ არ იყო ცუდი , მაგრამ რა ვიცი, მეტს ველოდი.... ძალიან არვფრთოვანდი მეტქი რომ გითხრა, მოგატყუებ.....
მანდ გუშინ ვიყავი და საშინლად გამოცრუვდა იმედი....ჯერ თვითონ ე.წ.'' სკამები''. სკამები კი არა, პრაქტიკულად კიბეებზე ზიხარ... საშინლად მოუხერხებელია.. ვიფიქრე, სპექტაკლით მაინც მივიღებ სიამოვნებას თქო, მაგრამ, აქაც იმედი გამიცრუვდა...ზურა ყიფშიძე არაა მთავარ როლში,,, ნინელი ჭანკვეტაძე და კიდევ ორი მამაკაცი, მაგრამ ყიფშიძე ნამდვილად არ მონაწილეობს... |
Posted by: ig1988 18 Jul 2016, 17:38 |
ახლანდელი სპექტაკლებიდან შეგიძლიათ ისეთი მირჩიოთ სადაც ქართულის ენის ცოდნა ნაკლებად საჭიროა? უცხოელმა რო ნახოს და მიხვდეს რახდება |
Posted by: guruliqali 19 Jul 2016, 10:24 | ||
ig1988
ინგლისური სუბტიტრებით გადის ზოგიერთ თეატრში ზოგი სპექტაკლი და უცხოელებიც დადიან. მარიონეტებში - ინგლისურენოვანი სუბტიტრებიცაა და ყურსასმენებში ხმოვანი თარგმანიც ენების არჩევანით (რუსული, ინგლისური), მარჯანიშვილში - ყოველთვის არა, კვირის გარკვეულ დღეებშია მხოლოდ სუბტიტრები (გირჩევთ, წინასწარ დარეკოთ), თუმცა ახლა სეზონი დაიხურა და უახლოეს კვირებში ალბათ არსად არაფერი იქნება. თუმცა, ქართულ სპექტაკლზეც მყავდა უცხოელი სტუმრები, "კაცები" ვნახეთ მარჯანიშვილის დიდ სცენაზე, მითხრეს - ყველაფერი გასაგები იყოო, ამ პერსონაჟების მაგივრად ჩეხები, გერმანელები ან ფრანგები რომ ყოფილიყვნენ, ზუსტად იგივე იქნებოდაო , სიუჟეტსაც კი მიხვდნენ: "იმ პერსონაჟს ცოლთან ქონდა ალბათ პრობლემები და იმიტომ იყო დეპრესიულიო"... თავიდან ძალიან ვინერვიულე, მეგონა, სუბტიტრები იქნებოდა და სპექტაკლის დაწყების მერე მივხვდი, რომ არ იყო და ქართულად უნდა გვენახა, თუმცა სტუმრებმა ძალიან იხალისეს და კმაყოფილი დავრჩით საერთო ჯამში. "მარინა რევია" მეც ძალიან მომეწონა, ყველაფერი მომეწონა ნინო კასრაძემ ძალიან კარგად ითამაშა. "თარგმანები" - ისე რა, პირველი მოქმედება გაწელილი და მოსაწყენი იყო, მეორე - შედარებით დინამიური, თუმცა საერთო ჯამში დიდი ვერაფერი. ველი ახალ სეზონს ... |
Posted by: ig1988 19 Jul 2016, 11:07 | ||||
გასაგებია მადლობა ინფორმაციისათვის |
Posted by: Gooramos 21 Aug 2016, 15:01 |
ფესტივალზე რომელი სპექტაკლის ნახვას მირჩევთ? |
Posted by: Forget-me-not 24 Aug 2016, 17:49 |
ფესტივალზე იყიდეთ ვინმემ აბონიმენტი? როგორ მომენატრა თეატრი. იმედია კარგი სიახლეები გველის. |
Posted by: 5unnyday 1 Sep 2016, 20:06 |
გაბრიაძის თეატრი სეზონს როდის იწყებს ? :3 |
Posted by: 5unnyday 1 Sep 2016, 20:06 |
გაბრიაძის თეატრი სეზონს როდის იწყებს ? :3 |
Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 4 Sep 2016, 19:49 |
ხომ არ იცით სეზონი ზუსტად როდის იხსნება? |
Posted by: mind_auger 6 Sep 2016, 18:29 |
ბახუტა არ თამაშობს ეხლა სადმე???? |
Posted by: Forget-me-not 6 Sep 2016, 19:01 |
mind_auger მუსიკისა და დრამის თეატრში. 5unnyday ოქტომბერში. ლილიტის_ქალიშვილი უმეტესგან ოქტომბერში. 24 სექტემბერს კი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყება, ხოლო აბონიმენტის შეძენა ფასდაკლებით 10 სექტემბრამდეა შესაძლებელი. აქ ნახავთ დეტალებს: https://www.facebook.com/TbilisiInternational/?fref=ts |
Posted by: კომუნისტ 17 Sep 2016, 00:59 |
Forget-me-not გამარჯობა. მემგონი ყველაზე მეტი შანსია, რომ შენ გქონდეს პასუხი ჩემს შეკითხვაზე მაინტერესებს შემდეგი: თბილისში თუ იდგმება მოყვარულთა შერსულებით სპექტაკლი? ) მადლობა წინასწარ |
Posted by: toyota555 17 Sep 2016, 20:23 |
ყველას მოგესალმებით ბავშვობის მერე სკოლიდან რომ დავყავდით იმის მერე თეატრში არ ვყოფილვარ რაც ჩემი სირცხვილია..... ახლა 25 წლის ვარ და ძალიან მინდა ამ ბოლო დროს რომელიმე სპეკტაკლი ვნახო სადაც თამაშობს ჟანრი ლოლაშვილი თუ იცით რომელ თეატრში თამაშობს და არის ხოლმე თუ არა კიდევ სპეკტაკლები მისი შესრულებით? მადლობა...... |
Posted by: Forget-me-not 17 Sep 2016, 22:54 |
კომუნისტ იდგმება ხოლმე სტუდენტების მონაწილეობით ექსპერიმენტულ სცენებზე და მოყვარულების შემთხვევაში სისტემატური სახე არ აქვს, რამდენადაც ვიცი. toyota555 რუსთაველის თეატრში "კაცია-ადამიანში" თამაშობდა ლუარსაბის როლს და მგონი წელსაც იქნება, აფიშას მიაქციე ყურადღება. ისე კი, აღარაა აქტიური ამ კუთხით. |
Posted by: Krusty_the_Clown 1 Oct 2016, 23:22 |
გამარჯობა. ვარსიმაშვილის ვალსი ძილის წინ ნანახი გაქვთ? კარგია? |
Posted by: Krusty_the_Clown 2 Oct 2016, 23:43 |
დღეს ვნახე "ვალსი ძისი წინ" ძალიან მომეწონა, გირჩევთ. ესეც სურათები: http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ ძალიან საყვარელი ხალხია ყველა |
Posted by: DrVeRaGi 8 Oct 2016, 00:24 |
შექსპირით დავინტერესდი ამ ბოლოს და მაინტერესებს თუ იდგმება ხოლმე მისი ცნობილი ტრაგედიები, ჰამლეტი მინდა განსაკუთრებით, ასევე მაკბეტი, მეფე ლირი, ოტელო, რომეო და ჯულიეტა........ აფიშებს გადავხედე და არცერთი არარის უახლოეს მომავალში და ანუ იმედი მქონდეს მაინც თუ? |
Posted by: Forget-me-not 8 Oct 2016, 01:05 | ||
DrVeRaGi
კი. მაგალითად "მაკბეტი" ხშირადაა მუსიკისა და დრამის თეატრში. "მეფე ლირი" ახლაა თუმანიშვილში, თუმცა ბილეთები აღარაა დარჩენილი და ახლო მომავალში კიდევ იქნება აუცილებლად. |
Posted by: DrVeRaGi 8 Oct 2016, 01:20 | ||
არც ბილეთები.ჯიზე აჩვენებს და არც მაგათ საიტზე და რამე ერთიანი აფიშის საიტი არ არსებობს? |
Posted by: Adur 8 Oct 2016, 01:23 |
"პრომეთეზე" (სამეფო უბნის თეატრი) ამბობენ კარგიაო და ნახეთ ვინმემ? გადავდო ყველა საქმე და გავიქცე? |
Posted by: sophka 8 Oct 2016, 01:55 |
Adur მე მინდა, მაგრამ თან თავს ვიკავებ, რომ არ მომეწონოსთქო... თუ წახვალ დაწერე შთაბეჭდილებები რაა ). |
Posted by: Forget-me-not 8 Oct 2016, 02:17 | ||
DrVeRaGi დღეს იყო და კვირას იქნება, მაგრამ ბილეთები გაყიდულია სულ. ფეისბუქზე ნახე ფეიჯი: https://www.facebook.com/TumanishviliFilmActorsTheatre/?fref=ts საიტი არ ვიცი, მაგრამ ფბ-ზე შეგიძლია მოიწონო გვერდები და იქ იდება ძირითადად სიახლეები. sophka
თუ არ ნახე, მაინც ვერ მიხვდები მოგეწონება თუ არა. |
Posted by: sophka 8 Oct 2016, 08:21 |
Forget-me-not რომ არ მომეწონოს დრო მენანება, მაგრამ მართალი ხარ, უნდა ვნახო )))))) |
Posted by: Krusty_the_Clown 9 Oct 2016, 14:46 |
გამარჯობა. ახმეტელში 'იმერული რეკვიემი'-ის შესახებ რამე ხომ არ გსმენიათ? თათული ედიშერაშვილი თამაშობს და დამაინტერესა... |
Posted by: PANTALONE 9 Oct 2016, 15:22 | ||
sophka
იმ დროში ერთი კაი სახელმწიფო გადატრიალებას მოასწრებდი კონგოში/ მე არ მაქვს ხოლმე ეგ შეგრძნება/ ცუდ სპექტაკლებსაც მოაქვს სარგებლობა. თუნდაც გარეთ გამიყვანს, ადამიანებს მანახებს |
Posted by: Krusty_the_Clown 9 Oct 2016, 16:18 | ||
+1 * * * ესეც იმერული რეკვიემი-ს ფორო კოლაჟი http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ * * * ძალიან კარგი სპექტაკლი იყო, ბრავო ახმეტელს! |
Posted by: sophka 9 Oct 2016, 23:11 |
PANTALONE მივდივარ იმ კვირას, ოღონდ მარტო...))) Krusty_the_Clown სცენა და კოსტუმებიც რა კარგია... |
Posted by: Lilian 10 Oct 2016, 21:19 | ||
ბახუტას ვუყურე ერთ სპექტაკლში და ტელეეკრანზე უფრო ეფექტურია თითქოს ეგ ბიჭი ვიდრე თეატრში რამე არ გადის ეხლა კარგი? ძალიან მომენატრა თეატრი |
Posted by: ანანასი 11 Oct 2016, 12:21 |
რკინის თეატრში ჩიტებზე მიდიხართ ვინმე? ღირს თუ იცით კიდო "? |
Posted by: Forget-me-not 11 Oct 2016, 18:57 |
ანანასი აქ დაიწუნეს... |
Posted by: Krusty_the_Clown 11 Oct 2016, 21:49 | ||
ანანასი მანდ ანდღულაძეა ხომ? თუ ხო, დიდად არ მესიმათიურება ეგ რეჟისორი, თუმცა, ადრე ახმეტელში იყო და კარგი ნამუშევრები ქონდა, მაგ: ’მეორედ მოსვლა, ანუ ვიზიტი’ ყურაშვილი თამაშობს მანდ, ანგრევს ისე. sophka
კი, აშკარად განვითარებული ახმეტელი დამხვდა და ძალიან მიხარია * * * თავისუფალში 'კავკასიური ცარცის წრე' მინდა ვნახო, ხომ არ გაქვთ ვინმეს ნანახი? |
Posted by: sophka 12 Oct 2016, 18:26 |
Krusty_the_Clown ჰო, კარგია. გადავხედავ ახმეტელს, იქნებ წავიდე ერთ დღეს მანდაც. უჰ, თავისუფალში ბოლოს ვიყავი 10 წლის წინ თუ მეტი არა, არც მახსოვს რა ვნახე... |
Posted by: Krusty_the_Clown 15 Oct 2016, 13:47 |
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერლის ნაწარმოების თეატრალური გადაწყვეტაა ხვალ, ახმეტელში, დარწმუნებული ვარ, ვისიამოვნებ |
Posted by: Adrianna 15 Oct 2016, 20:56 |
გუშინ ვნახე მარია კალასი. დიალოგები მომეწონა. შეგიძლიათ რამე სპექტაკლი მირჩიოთ, სად წავიდე? |
Posted by: Adur 15 Oct 2016, 23:24 |
დღეს ვნახე "კატარინა ბლუმის შელახული ღირსება" ხოდა გირჩევთ. ძალიან, ძალიან კარგია. მსახიობების თამაში არის კანფეტი, ყოჩაღ ყველას, ყოჩაღ რეჟისორს ასე რომ იმუშავა. კოსტუმებიც მომეწონა და მხატვრული გადაწყვეტის ზოგიერთი დეტალიც. მუსიკაც ფორმა ექპერიმენტია: ძალიან საინტერესო იყო მაგრამ დამღლელიც და მაგ ფორმის გამო ბოლომდე კარგად ვერ ვიგრძენი და გავიაზრე სპექტაკლი. მიუხედავად იმისა რომ ალბათ სწორედ საპირისპიროს მიღწევა უნდოდათ. მაგრამ მსახიობების თამაშით ვარ აააააღფრთოვანებული. აუცილებლად სანახივაია |
Posted by: Krusty_the_Clown 16 Oct 2016, 23:50 |
Adur სად ვნახოთ, ეგეც დაწერეთ ბარემ ესეც გოდერძი ჩოხელის "ბედისწერის თეატრი", ს. ახმეტელის დრამატული თეატრი http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ კარგები იყვნენ |
Posted by: Adur 17 Oct 2016, 00:29 | ||
Krusty_the_Clown
თქვენ ამ სპექტაკლს იხილავთ მარჯანიშვილის სარდაფში |
Posted by: nutsiko 21 Oct 2016, 11:26 |
მოძრაობის თეატრში ,,ქარიშხალი" ვის გაქვთ ნანახი და თქვენი შთაბეჭდილებები იქნებ გაგვიზიაროთ. მინდა წასვლა და ვფიქრობ. რას ფიქრობთ მოძრაობის თეატრზე? |
Posted by: Krusty_the_Clown 21 Oct 2016, 21:56 |
nutsiko მინდა, რომ ვნახო, არ მინახია ეგ თეატრი არასდროს. |
Posted by: sandro21 21 Oct 2016, 23:51 |
. . . |
Posted by: Ashik 24 Oct 2016, 00:16 | ||||
nutsiko
კარგია. მე მომეწონა. თუმცა ერთი-ორ ეპიზოდში გარკვეული მოქმედებები ზედმეტი მომეჩვენა. მაგრამ მაინც კარგი იყო. მირანდას და ფერდინანდის სასიყვარულო ცეკვა ჩამრჩა ყველაზე მეტად, თავისი მუსიკით.
ხალხო, ახმეტელში "სტუმარ-მასპინძელზე" ვინ ყოფილხართ? ვის მოგეწონათ ან არ მოგეწონათ? |
Posted by: nutsiko 24 Oct 2016, 01:31 |
Ashik მოძრაობის თეატრს განვითარების კარგი პერსპექტივა აქვს. სამწუხაროდ, დიდი დაინტერესება და ბევრი მაყურებელი არ შეიმჩნევა მათ სპექტაკლებზე. ნიჭიერი ხალხია, ნიჭიერი მსახიობები და ყველასგან განსხვავებული წარმოდგენები, რთულად შესასრულებელი ილეთები / მოძრაობები და მუსიკალური გაფორმება, როგორც ყოველთვის, განუმეორებელი და იშვიათად კარგი. დიდი გულშემატკივარი ვარ ამ თეატრის, რომელიც სხვას არც ერთ თეატრს არ ჰგავს. დღეს საინტერესო სპექტაკლი ვნახე მუსკომედიაში თან ერთ-ერთი ცნობილი, ახალგაზრდა ჟურნალისტიც მონაწილეობდა. მას ნამდვილად არ ველოდი მსახიობის ამპლუაში (თან პროგრამაშიც მისი სახელი და გვარი არ ეწერა, ეწერა ოღონდ სხვა სახელით, ერთგვარი ინტრიგა იდო ამაში). თამამი, საინტერესო და ,,ჟიზნენი" სპექტაკლი იყო. ექსპერიმენტი მომეწონა ილიაუნიში იგეგმება ახალი პრემიერა, თუ არ ვცდები, მომავალ კვირას. any news about that? |
Posted by: Forget-me-not 24 Oct 2016, 01:51 | ||||
nutsiko
არადა, პროფესიით მსახიობია ეგ ბიჭი. პირიქით, ჟურნალისტის ამპლუა ჰქონდა შეთავსებული საქართველოში.
არანაირი ინტრიგა, ოფიციალურად აქვს გადაკეთებული სახელი და გვარი, იტალიაში "მოღვაწეობს" და ბევრმა იცის უკვე. როგორ მინდოდა მეც, მაგრამ ვერ მოვახერხე. არადა, აღარ იქნება მგონი. |
Posted by: Ashik 24 Oct 2016, 10:24 | ||||
nutsiko
ახლა ბოლოს ქარიშხალზე ბევრი ხალხი იყო. თავისი მაყურებელი ჰყავთ, რა თქმა უნდა. და მომსვლელიც მუსიკალურ ღონისძიებებზე. |
Posted by: Krusty_the_Clown 24 Oct 2016, 21:50 | ||
nutsiko ნანკაც რომ მონაწილეობს, იმაზე ხომ არ ამბობ? მაგის ანოტაცია რომ წავიკითხე, აღარ მომინდა ნახვა... Ashik
ვგეგმავ |
Posted by: Ashik 24 Oct 2016, 22:55 | ||
Krusty_the_Clown
დიდად ვერ გადავირიე... :/ |
Posted by: nutsiko 28 Oct 2016, 23:01 |
Krusty_the_Clown ნანკა არ მონაწილეობს მანდ. ვინმეს თუ გაქვთ ნანახი მარჯანიშვილში ,,მონტეგები და კაპულეტები"? ნახვა მინდა და საინტერესო ჩანს. თან მგონი კომედიაა დაწერეთ, ვისაც გაქვთ ნანახი. |
Posted by: nutsiko 2 Nov 2016, 13:46 |
კარგა ხანია, კარგი ,,შავი იუმორი" აღარ მინახავს და ,,მონტეგებსა და კაპულეტებზე" კარგად ვიხალისეთ სრულიად დარბაზმა. მომეწონა. სხვათა შორის, ილიაუნიმ დადო და დადო სპექტაკლები აფიშაზე. მათი კარგი იუმორი მომნატრებია. უნდა ვესტუმრო. თავისუფალშიც არის პრემიერა. კარგი სიახლეებია თეატრალურ სეზონზე |
Posted by: nigo 2 Nov 2016, 21:34 |
[b]nutsiko[/b მართლა კარგი კომედიები სად ვნახო? მივედი, გავერთე,წამოვედი .სხვა არ მინდა. არც საფიქრალი და არც ემოციურად დატვირთულები . |
Posted by: nutsiko 2 Nov 2016, 22:09 |
nigo ილიაუნის კომედიები და მარჯანიშვილშიც იყო. ღირს წასვლა |
Posted by: toyota555 3 Nov 2016, 00:16 |
ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ თეატრში ანუ სკოლის ექსკურსიებიდან დავყავდით ხოლმე ხორავას თეატრში სოლოლაკში რომ არის ლეონიძეზე მინდა რამე სპეკტაკლს ვეწვიო თუ სურვილი გექნებათ ვინმეს დაგპატიჟებდით ვიყიდიდი 2 ბილეთს და ერთად ვეწვიოთ. უბრალოდ მარტო არ მინდა რომ მივიდე. ალბათ იკითხავთ მეგობრები არ გყავსო პასუხი: არ მყავს.......... |
Posted by: nutsiko 3 Nov 2016, 11:14 | ||
მეგობრები არ ჰყავსო, არ ვიკითხავდი, რადგან ვიცი ადამიანები, ვინც მარტო დადიან თეატრში. მარტო სიარული უფრო მოსწონთ, ვიდრე მეგობრების გარემოცვაში. მეც ვცადე, რამდენჯერმე წავედი თეატრში მარტო და ვერ დავამუღამე მარტომ. აქ არიან თეატრის მოყვარულები და ალბათ, ვინმე გამოგეხმაურება ამ მიპატიჟებაზე |
Posted by: badaboum 3 Nov 2016, 17:47 |
კომედიები იშვიათია. ბოლოს როდის ვნახე, არ მახსოვს. |
Posted by: Ashik 3 Nov 2016, 20:10 | ||
აგერ ვარ. ჩემს გარშემო დიდად არავის აინტერესებს თეატრი, ან თუ აინტერესებს ვინმეს, ვერ იცლის და სხვას ვერ დაველოდები როდის მოუნდებიათ თეატრი. მივდივარ და ვიღებ სიამოვნებას. მეორე საკითხია რამდენად გვესმის მე და მეორე ადამიანს ერთმანეთის, რომ შევძლოთ ერთმანეთისთვის შთაბეჭდილებების გაზიარება. |
Posted by: nigo 3 Nov 2016, 20:21 |
მეც მარტო დავდივარ. ჯერ ერთი, მეზარება იმას შეუთანხმდი, ამას როდის ეცლება. მერე მეორე , თეატრი ჩემთვის ისეთი სიამოვნებაა,სულ არ მჭირდება პარტნიორი და რაც მთავარია, უცბად მომინდება ხოლმე წასვლა, დავრეკავ , დავბრონავ და წავალ. თან არ მიყვარს, როცა სპექტაკლის დროს გადმომილაპარაკებენ და ა.შ.. |
Posted by: zigfried 4 Nov 2016, 10:37 |
კი ბატონო მარტოც ხშირად წავსულვარ უფრო ჩაფლული ხარ პერიპეტიებში |
Posted by: Scoorp 4 Nov 2016, 10:55 |
მეც ვყოფილვარ მარტო თეატრში კინოშიც ))) რა პრობლემაა |
Posted by: nutsiko 4 Nov 2016, 12:34 |
მეც დავდიოდი მარტო თეატრში, როცა გარშემო არავის ეცალა და ძალიან მინდოდა სპექტაკლის ნახვა. |
Posted by: Krusty_the_Clown 4 Nov 2016, 23:14 |
მარტო კაცი ჭამაშიც კი ცოდვააო, ნათქვამია ხვალ მუსკომედიას უნდა ვესტუმრო, სპექტაკლზე "გაყრა" |
Posted by: nutsiko 5 Nov 2016, 22:46 |
ვინმე თუ იყავით თავისუფალში, დღეს პრემიერა ყოფილა ,,სხვების ცხოვრება". თუ მოგეწონათ, დაწერეთ შთაბეჭდილება |
Posted by: Krusty_the_Clown 5 Nov 2016, 23:23 |
nutsiko მგონი კარგი ეკანიზაცია აქვს მაგას, წესით არ უნდა იყოს ცუდი. ესეც რეპორტაჟი მუსკომედიიდან http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ ძალიან კარგად დადგმული სპექტაკლია, ქორეოგრაფიულადაც, მუსიკალურადაც და შესრულებითაც, ყველას გირჩევთ, ვისაც არ გაქვთ ნანახი |
Posted by: nutsiko 5 Nov 2016, 23:25 |
Krusty_the_Clown რა თქმა უნდა, ნანახი მაქვს ,,გაყრა" და გეთანხმები, რომ მუსკომედიის ერთ-ერთი კარგი სპექტაკლია. სხვასაც რომ ვურჩევდი, ენახა, ისეთი. ,,სხვების ცხოვრება" მაქვს ნანახი ფილმად და თუ ისაა, რაც მე მგონია, საინტერესო და კარგი უნდა იყოს. ვნახავ აბა |
Posted by: Krusty_the_Clown 6 Nov 2016, 01:01 |
nutsiko მეც ვაპირებ, მაინტერესებს ეგ სპექტაკლი. |
Posted by: nutsiko 6 Nov 2016, 14:48 |
Krusty_the_Clown კიდევ სადმე რამე პრემიერები არის? ,,მეფე ლირზე" ბილეთები ვერ ვიშოვნე ხომ არ ყოფილხარ? როგორია? |
Posted by: Krusty_the_Clown 6 Nov 2016, 17:02 |
nutsiko ეგეც თავისუფალშია ხომ? არა, არ ვყოფილვარ... |
Posted by: პიანისტი 8 Nov 2016, 19:15 |
ადრე 10 წლის წინ ხშირად დავდიოდი ,15-16 წლის ასაკში და მერე რატომღაც შევწყვიტე სიარული. ეხლა ისევ მოვედი მუღამზე და სად რას მირჩევთ? ძალიან ჩამოვრჩი მოვლენებს ,მიუზიკლი და კომედია არ მინდა . |
Posted by: Forget-me-not 8 Nov 2016, 20:06 |
პიანისტი რა ჟანრი გინდა? |
Posted by: MasterJC 8 Nov 2016, 21:11 |
დიდი მადლობა nutsiko-ს ოქროს გოგო ხარ შენ http://www.radikal.ru იუბიკე ჰქონია მსახიობს სხვების ცზოვრება. პრემიერა. თავისუფალი თეატეი უმაგრესი სპექტაკლი იყო. მოიტანა რა აწი ფილმადაც ვნახავ |
Posted by: პიანისტი 8 Nov 2016, 22:01 |
Forget-me-not კომედიის გარდა ყველას დიდი სიამოვნებით ვნახავდი. |
Posted by: Forget-me-not 8 Nov 2016, 22:31 |
პიანისტი "მედეას", "ფსკერზე", "ტროელ ქალებს", "პრომეთეს" და "გრონჰოლმის მეთოდს" გირჩევ, ახლა რაც იქნება ანუ, ახლო მომავალში. ისე, ბილეთები.გე-ზე შეგიძლია ხოლმე გადახედო. |
Posted by: პიანისტი 8 Nov 2016, 23:33 |
Forget-me-not მადლობა,ისე თუ თეატრისთვის სასიამოვნო პარტნიორი ვერ ვიპოვე ,ჰო არ ტეხავს მარტო დასწრება? |
Posted by: Forget-me-not 9 Nov 2016, 01:03 | ||
პიანისტი
არანაირად. |
Posted by: makitamari 9 Nov 2016, 19:02 |
პიანისტი 80% მარტო დავდივარ და დიდ სიამოვნებას ვიღებ) * * * "პრომეთე" თუ ნახეთ და თუ მოგეწონათ? სამეფოში სანახავი "პრომეთე" და "ფრეკენ ჟული"-ი დამრჩა |
Posted by: Krusty_the_Clown 9 Nov 2016, 22:08 |
სამეფო უბნის თეატრში ნამყოფი საერთოდ არ ვარ. ვინ არის მანდ სამხატვრო ხელმძღვანელი? |
Posted by: Scoorp 10 Nov 2016, 10:25 |
Krusty_the_Clown მემგონი თავაძეა |
Posted by: nutsiko 10 Nov 2016, 14:24 |
makitamari ,,პრომეთე" ნანახი მაქვს. მომეწონა, საერთო ჯამში. არის მომენტები, კარგად ასახავს ქართულ რეალობას. სარკაზმიცაა და თანამედროვე ქაჯობაც. ნახავ, არ ინანებ, დაფიქრდები და გაანალიზებ. ალაგ-ალაგ გაწელილია სცენები. ცუდი არაა. ,,ფრეკენ - ჟული" ცუდი არაა. ნახვად ღირს, რომ შეაფასო. |
Posted by: makitamari 11 Nov 2016, 02:20 |
nutsiko დიდი მადლობა, მანდ თითქმის ყველა სპექტაკლი მომეწონა რაც ვნახე, აუცილებლად ვნახავ "პრომეთე"-საც. * * * Krusty_the_Clown კი, თავაძეა. ჩემთვის აღმოჩენა იყო ეგ თეატრი. აუცილებლად უნდა წახვიდე. არის სპექტაკლები, რომლებიც რამდენჯერმე მაქვს ნანახი და კიდევ მინდა, მოჯადოებული ვარ |
Posted by: marimari 11 Nov 2016, 22:18 | ||
მეც...... წინა კვირას ვიყავი მარჯანიშვილში სპექტაკლზე ''დახურულ კარს მიღმა''. პიესა იყო ძალიან კარგი, მსახიობები გადასარევად თამაშობდნენ, მაგრამ ისეთი სუსტი რეჯისურა იყო.... კარგი რეჟისორი ისეთ მაგარ სპექტაკლს გააკეთებდა... რეჯისორი გვარად დანელია.... მოკლედ იმედი გამიცრუვდა... |
Posted by: marimari 13 Nov 2016, 23:08 |
''მატარებელი 5 წუთში გავა'' მარჯანიშვილის სხვენი... რეჯისორი მამუკა ტყემალაძე.....ძალიან კარგი სპეკტაკლი, კარგი პიესა, კარგი თამაში და კარგი რეჟისურა... მე ძალიან ნასიამოვნები წამოვედი.... იუმორით გაჯერებული დრამა.... -წარსულში არ გვყოფნის გამბედაობა, გადავდებთ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას პირად ცხოვრებაში, როგორც სპექტაკლის მთავარი გმირი ამბობს'' ქვეშაფსიებივით ვიქცევით'' ---შემდეგ კი ჩვენს საქციელს ვნანობთ, თუმცა უკვე გვიანია, სინანულიც ყოველგვარ აზრს მოკლებული.... |
Posted by: marimari 13 Nov 2016, 23:13 |
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, |
Posted by: marimari 13 Nov 2016, 23:18 |
.................................................................................................................................................................. ეს უკვე სპეკტაკლ'' ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს'' ფოტოები... |
Posted by: marimari 13 Nov 2016, 23:22 |
თავისუფალი თეატრის სპექტაკლი ავთო ვარსიმაშვილის რეჯისურა... |
Posted by: marimari 13 Nov 2016, 23:25 |
........................................................................................................................................ |
Posted by: Krusty_the_Clown 13 Nov 2016, 23:33 |
Scoorp makitamari მადლობ, ვესტუმრები აუცილებლად. marimari კარგი იყი თავისუფალი? მადლობ ფოტოებისთვის. |
Posted by: nutsiko 14 Nov 2016, 16:27 |
marimari რაღაც ისე აღწერე ,,მატარებელი 5 წუთში გავა", ნახვა მომინდა. იქნებ წავიდე და ვნახო კიდეც, თუ მოვიცალე. ----- ილიაუნიში კი ვისაც ,,ჩარლის დეიდა" არ გაქვთ ნანახი და მოგენატრათ, კაი მსუყე და გემრიელი კომედია, აგერ, ბატონო! ,,ჩარლის დეიდას" ვინც თამაშობს, განსაკუთრებით ნიჭიერი ჰყავთ. ყოველთვის კარგად თამაშობს, კარგი მონაცემები აქვს და უდაოდ ნიჭიერი ბიჭია. სახელი და გვარი არ ვიცი. ,,წმინდა ანტუანის წერილი" ახალი აქვს ილიაუნის. იქნებ ვესტუმრო. MasterJC პირიქით, მადლობა ეგ ზუსტად ის გერმანული ფილმია, რომელზეც ვეჭვობდი. ადრე ,,კინოს სახლში" ვნახე ფილმად. შტაზიზე იყო და მის აგენტზე. სპექტაკლის მსვლელობა ამიტომაც ნაცნობი გახლდათ ჩემთვის. ვისაც ეს ფილმი ,,სხვების ცხოვრება" (გერმანულადაა, ინგლისური სუბტიტრებით) არ აქვს ნანახი, ნახეთ. ,,ფსკერზე" მუსკომედიაში ვინაა ნამყოფი? ვაპირებ წასვლას. |
Posted by: guruliqali 15 Nov 2016, 15:46 | ||||
nutsiko
ანდრია ვაჭრიძე, მართლა ძალიან კარგია, ჩემთვისაც აღმოჩენა იყო. * * * nutsiko
თუმანიშვილში ხო? ერთხელ შეიძლება ნახვა. |
Posted by: nutsiko 16 Nov 2016, 10:42 |
guruliqali დიახ, თუმანიშვილში მინდოდა ნახვა და ბილეთებზე თავ-პირის მტვრევაა, აი, დაახლოებით ისეთი ,,მთვრალ ალუბალზე" რომ იყო და მთელი ერთი თვით ადრე რომ მომიწია ბილეთების ყიდვა. იმედია, ვნახავ ,,მეფე ლირსაც". ძალიან მაინტერესებს ახლა ილიაუნიზე ვარ გადართული. კომედიები მომნატრებია და მივეძალე ილიაუნის. |
Posted by: guruliqali 16 Nov 2016, 11:30 |
nutsiko ილიაუნის თეატრში კიდევ რომელი კომედიის ნახვა ღირს? |
Posted by: nutsiko 16 Nov 2016, 11:43 |
guruliqali ძალიან ბევრი ჰქონდათ. მახსოვს ძალიან ბევრი ვიცინეთ ,,სკაპენის ოინებზე". მუსიკალური და ექსცენტრული იყო ,,ოპერა მაფიოზო". სახელი არ ვიცი, ძალიან კარგად მღერის მანდ ერთი მსახიობი (ბუთქუჩა კაცია), მაყაშვილიც (ოღონდ დედა მაყაშვილი) ძალიან კარგად თამაშობს. ,,ფრანგული გარნირი" გვარიანად ვიხალისეთ, ,,ჟლეტის ღმერთი" ბახუტაზე და ფილფანი (მგონი გვარი არ მეშლება) ძალიან ბევრი ვიცინეთ. ,,ბრიყვთა ვახშამი" მგონი ასე ერქვა, ეგეც ძალიან კარგი იყო. ,,ჭირვეულის მორჯულება" ეგეც ჰქონდათ. თემა იყო ფრანგული კომედიები და თუ მოგვენატრებოდა კაი-კაი სპექტაკლები, ბევრი სიცილი მივფრინავდით ილიაუნიში. საინტერესო ისაა, რომ ახალგაზრდების დასია, ზოგი საერთოდ მოყვარული მსახიობია, როგორც მე ვიცი და ენთუზიაზმი და მონდომება გაგაოცებს, რაც ამ ადამიანებშია. ძალიან კარგი ტიპები არიან, ნიჭიერები და ბევრი კარგი პრემიერა მათ! მიხარია ეგ ხალხი და ეგ თეატრი ! |
Posted by: Scoorp 16 Nov 2016, 11:50 |
კვირას ვნახე ფესტივალის ფარგლებში )) სრული სიგიჟე იყო |
Posted by: nutsiko 17 Nov 2016, 10:37 |
ილიაუნიში ,,წმინდა ანტუანზე" ვინ ხართ ნამყოფი? ასევე, მუსკომედიაში იქნება ,,ფსკერზე". რას ფიქრობთ, ღირს წასვლა? კარგია, ცუდია? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები |
Posted by: მონიკა 17 Nov 2016, 17:07 |
არავინ) იქნებ შეამოწმოთ ელექტრონული ფოსტა. |
Posted by: fenrirhowls 17 Nov 2016, 23:08 |
გოგონა მინდა დავპატიჟი თავისუფალი თეატრის რომელიმე რომანტიულ სპექტაკლზე. რას მირჩევთ გამოცდილი ხალხი რამდენი ხნით ადრე უნდა ჩავუსაფრდე ბილეთებს ? როგორც ვნახე მალევე იყიდება უახლოესი სპექტაკლების ბილეთები Biletebi.ge-დან. როგორ გავიგო როდის აცხადებენ ახალ სეანსებს, რომ პირდაპირ სალაროში ვიყიდო და არ მომიწიოს მაგ საიტიდან ყიდვა ან არ დამასწრონ ? თავისუფალ თეატრში რომ დავრეკო მეტყვიან, ვთქვათ 29 დეკემბერს არის "იქს" სპექტაკლი და მისი ბილეთების გაყიდვა 3 დეკემბრიდან დაიწყებაო ? |
Posted by: unusual 18 Nov 2016, 15:39 |
თუმანიშვილის თეატრში "მეფე ლირს" რომელი მუსიკა აფორმებდა ხომ არ იცით? |
Posted by: marimari 19 Nov 2016, 23:40 | ||||||||
Krusty_the_Clown
ცუდი არ იყო, თუმცა ვარსიმაშვილის სხვა სპექტაკლები''მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ;; და '' ღმერთო დაგვიპატე ჩვენ დ ა ადამიანები'' ამ სპეკტაკლს მილიონჯერ ჯობია.. (ნუ ჩემი აზრით_)nutsiko
კი. კარგი სპექტაკლია მართლა.
მე როცა ვინმე მეკითხება, რომელ სპექტაკლს მირჩევო, პირველ რიდში ''ფსკერს'' ვეუბნები ... უძლიერესი სპექტაკლია.. 3 საათიანი კია , მაგრამ არ დაიღლები.... ფსიქოლოგიური დრამააა. იუმორით გაჯერებული... * * * fenrirhowls
ერთი კვირით ადრე დებენ ბილეთებს გასაყიდად სალაროში.... გააჩნია სპექტაკლს, ღაც უპრო ახალია, Mით მალე იკიდება ბილეთები... თან თავისუფალი თეატრი ისეთია, მანდ სულ კარგი სპექტაკლები იდგმევა....პრინციპში მიდი მოლარესტან და დაელაპარაკე.. მაგარი ჯიგარი ქალია ძალიან..... |
Posted by: sichinavailia 20 Nov 2016, 11:13 |
რასაც მოგიყვებით გამონაგონი არ არის. ზღაპარს წააგავს, მაგრამ ზღაპარი არ გეგონოთ ნამდვილ ამბავს გავითამაშებთ. რა მოაქვს ტირანიას? უტილიტარული სახელმწიფო ჩინოვნიკების პარპაშს?! შიში, მორჩილება, ღალატი და ადამიანთა განადგურებაა მათი მთავარი აკუმულაცია... ეს ჩემი ოჯახის ისტორიაა, ასეთი ოჯახები ბევრი იყო. არ უნდა მოხდეს უბედურება და განმეორდეს უზნებობების კასკადი. არ გახდეს ნორმა ერთი ადამიანის ბატონობა მეორეზე. იმედით ცხოვრობსო ადამიანი ასეა ნათქვამი..მაგრამ თუ უფსკრულისკენ მიექანები ხელი უნდა გაანძრიოო. დააკაკუნე და გაგიღებენ. თეთრი იასამანი 2014 წელს შედგა ამ სპექტაკლის პრემიერა და შემიყვარდა. დღესაც არის და აუცილებლად ვნახავ. http://marjanishvili.com/64?ei=141 |
Posted by: tamtheatre 23 Nov 2016, 02:00 | ||||
toyota555 მე წამოვალ თქვენთნ ერთად. ჩემთვის სულ ერთია მარტო ვარ თუ ვინმესთან ერთად, პირველად ვუყურებ თუ მეათედ, უბრალოდ არ ვიცი სხვაგან სად უნდა წავიდე * * *
დანელია ალბათ დავითი იქნებოდა,. საქმე ისაა, რომ დათო დანელია არ არის თეატრის რეჟისორი, ის კინოდოკუმენტალისტია (ან ტელერეჟისორი, ზუსტად არ მახსოვს) და არც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მიუღია განათლება. მსახიობები კი თეატრალები ყავს და შესაბამისად ხელწერა განსხვავება, სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და ამიტომ ძნელად მიდის მაყურებლამდე. |
Posted by: არავინ:)) 25 Nov 2016, 01:11 |
ახალი სახელოვნებო სივრცეზე გსმენიათ ? <<ღია სივრცე>> ესე ქვია. და რეპერტუარში უკვე ორი სპექტაკლია . მიშა ჩარკვიანის და დათო ხორბალაძის . https://www.facebook.com/osoea/?fref=ts და 11 დეკემბერს 19:00 არის სპექტაკლი <<შიმშილის ღმერთი>> ბასიანზე https://biletebi.ge/startup.aspx?id=22&EventID=308271 https://www.facebook.com/events/214510862324678/ |
Posted by: Forget-me-not 25 Nov 2016, 01:44 |
არავინ) კი და სასიამოვნო აღმოჩენაა ჩემთვის. კმაყოფილი ვარ მათი სპექტაკლებით და ყველას ვურჩევ. |
Posted by: Lilian 25 Nov 2016, 20:47 |
ვეღარ მოვასწარი რააა ფსკერზე მაინტერესებდა ძალიან მუსიკისა და დრამის თეატრში ((((((((( გუშინ შევხედე სადღაც ბოლო ადგილებში იყო ერთადად ვერ ვჯდებოდით და დღეს აღარცერთი ბილეთი აღარააა |
Posted by: MasterJC 25 Nov 2016, 22:01 |
დღეს ბილეთი ვუყიდე ჩემს დას ჯინსების თაობაზე კლასელები მიდიანო და წავიდეს ესეც, აინტერესებდა. სულ წუწუენბდა არ მიდნა თეატრი, საბავშვო რამეებიაო. ვნახოთ როგორ მოეწონება. 14 წლისაა, 15 ხდება მე არ მინახავს ისე ეს სპექტაკლი |
Posted by: არავინ:)) 25 Nov 2016, 22:30 |
მეც მაინტერესებს ფსკერზე მაგრამ ვერ ვიყიდე |
Posted by: Krusty_the_Clown 25 Nov 2016, 22:59 |
ფსკერზე შარშან მაქვს ნანახი, კარგი სპექტაკლია, კარგი საშემსრულებლო მსახიობებით... |
Posted by: Lilian 25 Nov 2016, 23:13 | ||||
მე კი. თავისუფალში. მძიმე საყურებელიაააა რავიცი მეორედ არ გამჩენია ყურების სურვილი, არადა ხალხი ვიცი 5ჯერ მიდის მაგ სპექტაკლზე. ტიროდნენ რომ ვიყავი მე , 1-2 მომენტი ცოტა ისეთიაააა...
მაგიტომ მინდოდა ყველა ერთადაა ცნობილები |
Posted by: tamtheatre 26 Nov 2016, 12:21 |
თვისუფალ თეატრზე რომ არის ყველაზე დიდი მოთხოვნა, შესაბამის სპექტაკლებსაც იღებთ, არ მიკვირს ბავშვებს რომ არ უნდათ თეატრში სიარული. ვიღაც ინერციით დადის თეატრში, ვიღაც ეძებს სპექტაკლებს, ვიღაც ფორუმზე აფიშირებისთვის... მოკლედ, კარგი სპექტაკლის მაძიებელი უმცირესობაშია და ამიტომაც შესაბამისი პროდუქტია დახლზე... |
Posted by: nutsiko 26 Nov 2016, 14:52 |
გუშინ ვნახე თავისუფალში ,,ირინეს ბედნიერება". მუსიკალური გაფორმება და ქორეოგრაფია მომეწონა. თამუნა ძალიან კარგია, როგორც ყოველთვის. კლდიაშვილი გავიხსენეთ. ხვალ მუსკომედიაში მივდივართ მეგობრები ,,ფსკერზე" უნდა ვნახოთ. შთაბეჭდილებებს მერე დავწერ. ამბობენ, კარგიაო და ვნახოთ |
Posted by: safety 26 Nov 2016, 15:19 |
https://forum.ge/?f=20&showtopic=34908774 მეგობრებო ვიცი აქ უფრო მნიშვნელოვან თემებზე საუბრობტ უბრალოდ მაინტერესებს სტატისტიკა და თუ დიდ დროს არ წაგართმევთ რომ ხმა მიცეთ . მადლობა წინდაწინ |
Posted by: არავინ:)) 26 Nov 2016, 16:21 |
file:///C:/Users/ADMIN/Downloads/15156897_570453066497532_7866138844762649132_o.jpg |
Posted by: არავინ:)) 26 Nov 2016, 16:26 |
ამაზე მოდიხართ ვინმე? https://www.facebook.com/osoea/?fref=ts |
Posted by: არავინ:)) 26 Nov 2016, 16:31 |
https://www.facebook.com/events/214510862324678/ შიმშილის ღმერთი. |
Posted by: zigfried 26 Nov 2016, 17:17 | ||
ჩემი მეზობელია |
Posted by: Lilian 26 Nov 2016, 20:14 | ||||
ახმეტელში გადის საბავშვო რაღაცეები )))) tamtheatre
ველოდებით აბააა ბალიშის კაცუნა ვისაც უნახავს მაგაზეც მაინტერესებს შთაბეჭდილებები ის აღარ დევს ჯერ-ჯერობით |
Posted by: tamtheatre 27 Nov 2016, 10:44 |
Lilian ძალიან უხარისხო რაღაცეები... |
Posted by: zigfried 28 Nov 2016, 01:50 |
სკაპენის ოინებზე ვიყავი დღეს ვიცინე, კაი იყო |
Posted by: nutsiko 28 Nov 2016, 23:50 |
მუსკომედიაში ვიხილეთ ,,ფსკერზე". კარგი მსახიობები. მუსიკაც ნორმალური. შინაარსი რომ დაგაფიქრებს ისეთი. მაგრამ... დავიღალეთ... ნამეტანი დავიღალეთ... რუსთაველის თეატრი გვთავაზობს შმიდტს. თავისუფალშიც რაღაც სიახლეებია. ორივეგან ვაპირებ წასვლას. |
Posted by: sichinavailia 30 Nov 2016, 17:14 | ||
tamtheatre
ამიტომაც გადავერთე "ონლაინ" კინო სპექტაკლებზე. |
Posted by: nutsiko 30 Nov 2016, 17:26 |
ვიღაც ინერციით დადის სპექტაკლებზე, ვიღაც უსაქმურობის გამო დადის სპექტაკლებზე, ვიღაცას ძალიან უყვარს სპექტაკლები, ვიღაც თეატრით ცხოვრობს, ვიღაც კარგ სპექტაკლს ეძებს, ვიღაცას პროფესია ავალებს სპექტაკლებზე სიარულს, ვიღაც საღამოს დროს ვერ კლავს და ამიტომ დადის სპექტაკლებზე, ვიღაც აქ ფორუმზე დასაწერად და თავის მოსაწონებლად დადის, ვიღაც კიდევ ბევრი და ბევრი მიზეზის გამო დადის სპექტაკლებზე. დაე, იარონ, იარონ, იარონ, ამინ! მოვრჩეთ ამ უსაგნო კრიტიკას, ერთმანეთის გაქილიკებას და უბრალოდ, ვიაროთ იმ მიზეზითა და მიზნით, რისთვისაც დავიარებით. კაი სპექტაკლებს გისურვებთ ყველას! |
Posted by: Krusty_the_Clown 30 Nov 2016, 21:46 | ||
nutsiko
კარგი რამაა. ნანკა არ მოგეწონა? |
Posted by: Parfumer 5 Dec 2016, 14:07 |
არავინ) კი მე მოვდივარ. ძალიან მაინტერესებს და ვფიქრობ, რომ მიშა ჩარკვიანი ძალიან იმედისმომცემი ახალგაზრდა რეჟისორია |
Posted by: Forget-me-not 5 Dec 2016, 14:14 | ||
Parfumer
+ სპექტაკლზე ვიყავი და ძალიან კმაყოფილი წამოვედი, თან განსხვავებული იყო. პერო ხალხის და ხალხისთვის განკუთვნილი დადგმა არაა. :დ |
Posted by: INA-INA 11 Dec 2016, 21:03 |
ილიაუნის თეატრი , ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი - ნამყოფიხართ ვინმე? როგორი სპექტაკლია? |
Posted by: არავინ:)) 13 Dec 2016, 23:24 |
Parfumer Forget-me-not ნამდვილად მომეწონა. უბრალოდ სურათები რაც იდო ის სხვაგან იყო ნათამაშები და სხვა განათებით აქ კიდე თვალებში მაჭყიტებდა და ცოტა ხელს მიშლიდა . სიუჟეტი ვნახე რო დათბება ღია ცის ქვეშ უნდა ვითამაშოთო და იქ სიამოვნებით წავალ ხელმეორედ |
Posted by: Forget-me-not 13 Dec 2016, 23:29 |
არავინ) სურათები სადაცაა გადაღებული, მანდ ვიყავი მე. ერთადერთი დისკომფორტი წრეზე დალაგებულმა სკამებმა შემიქმნა, სულ თავს ვატრიალებდი და მომძვრა ლამის. |
Posted by: tamtheatre 15 Dec 2016, 10:11 |
nutsiko ვიაროთ და ვჭამოთ ერთი და იგივე ნაგავი, თქვენ რატომ დადიხართ? ფორუმზე მუშაობთ აფიშების გამკვრელად? იცით რომ უმიზნო და უაზრო მაყურებლის სუნთქვა ისმის სცენაზე და თევზის თვალები პროჟექტორივით ანათებს? ასეთი მაყურებლის მოთხოვნას იდეალურად პასუხობს დღევანდელი თეატრი!!! |
Posted by: nutsiko 15 Dec 2016, 21:11 | ||
- ნუ ივლით და ნუ შეჭამთ ნაგავს - ფორუმზე არ ვმუშაობ აფიშების გამკვრელად - ვიცი(თ) - პასუხობს თეატრი |
Posted by: MasterJC 15 Dec 2016, 21:20 | ||
tamtheatre ჰაააააააა?
+1 კარგი სპექტაკლებიც ვნახე და ცუდიც.. თუ არ გაგიმართლა.. ან ვერ შეარჩიე სხვა თემაა |
Posted by: Krusty_the_Clown 18 Dec 2016, 19:22 |
tamtheatre რა გინდა შენ კიდე? ნუ იქნები მკაცრი შემფასებელი; შენი გადმოსახედიდან ასე ჩანს, იმიტომ, რომ ხედავ, რა და როგორ იხარშება შიგნიდან. რა, ცოტა სპექტაკლით გისიამოვნია? |
Posted by: tamtheatre 19 Dec 2016, 10:03 |
MasterJC ნამდვილად არ გამიმართლა, ოღონდ ამას იღბალს ვერ დავაბრალებ, იმიტომ რომ ისე გამიმართლა, რომ სცენაზე მარსელ მარსოს, რამაზ ჩხიკვაძის, ზოლოტუხინის, დემიდოვას, სტრელერის, ლუბიმოვის და სხვა მრავალი ბუმბერაზის შემოქმედების ნახვის შანსი მომეცა. Krusty_the_Clown ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სულ ხუთი სპექტაკლი დაიდგა. მისიამოვნია ხან კარგი პიესით, ხან კარგი მსახიობით, ხან კარგი რეჟისორით, ხარ კარგი მუსიკალური გაფორმებით, ხან კარგი დეკორაციით, მაგრამ სპექტაკლით იშვიათად. (და კიდევ ის მინდა რომ მაღიზიანებს უაზრო ”ურა”) |
Posted by: PANTALONE 19 Dec 2016, 13:44 | ||
tamtheatre
დაგვისახელეთ გეთაყვა. ჩვენც ვნახოთ |
Posted by: tamtheatre 20 Dec 2016, 09:48 |
PANTALONE სტრელერის ხათრით ხომ არ დაინტერესდი პანტალონეე? სიამოვნებით დაგისახელებთ: 1. მუსიკისა და დრამის თეატრი -დ. დოიაშვილი - ”გაყრა” 2. მარჯანიშვილის თეატრი - თ. ჩხეიძე - ”ბრმა მხედველი” (არტი ყველას გექნებათ ნანახი, თანაც მიმაჩნია რომ ჟანრში ”ბრმა მხედველი” უფრო მყარად ზის) 3. პანტომიმის თეატრი - ა. შალიკაშვილი -”ფიროსმანი მეფე” (აღდგენილი) (”წმინდა გიორგი”-ც ძლიერი ნამუშევარია, მაგრამ ფეიერვერკს სცენაზე მხოლოდ სტურუასგან ვიღებ მარტივად) 4. მოზარდმაყურებელთა თეატრი - ნ. საბაშვილი ”1945” 5. მუსიკისა და დრამის თეატრი - პ. ციკოლია - ”ანტიგონე” (გამორჩეულია ყველასგან, დალივლივებს სივრცეში და ჟანრში) აქედან ალბათ უმრავლესობა ნანახი გექნებათ, მაგრამ შემიძლია ვიკამათო, რატომ ეს და არა სხვა! კიდევ ორიოდეს მიმატება შეიძლება და ეგ არის სულ თქვენი ”პადვალ-კრიშა-თეატრებად” ქცეული ქალაქის შემოქმედება! |
Posted by: PANTALONE 20 Dec 2016, 12:16 | ||
tamtheatre
ვაიჰ. როგორ ჩამოვრჩი თურმე ქართულ თეატრს, არცერთი არ მინახავს/ წლებია არ ვყოფილვარ. tamtheatre მარსო როდისღა მოასწარით? 60 წლის ხართ? |
Posted by: Krusty_the_Clown 20 Dec 2016, 23:49 | ||
tamtheatre საერთოდ, როცა პროფესიული კუთხით აფასებ რამეს და ამას მიმოიხილავ ფორუმზე, არასერიოზულია უკვე. გვაცალე ბატონო მოყვარულებს მდარე სანახაობებით ტკბობა ) PANTALONE
მაინც ვერ დაკერავ |
Posted by: PANTALONE 21 Dec 2016, 01:06 |
Krusty_the_Clown რატო მეც პად 60 ვიქნები მაალე/ მარსოს ვერ მოვესწარი თუმცა, სტრელერს კი |
Posted by: tamtheatre 21 Dec 2016, 10:21 | ||
PANTALONE მარსო გარდაიცვალა 2007 წელს. (მარსელ მარსო და არა სოფი მარსო, დავაზუსტებ ყოველი შემთხვევისთვის) სტრელერის ნახვაში ალბათ ფერუჩო სოლერის ნახვას გულისხმობთ სცენაზე --”არლეკინი- ორი ბატონის მსახური.” თუ თქვენ ”პად 60”-ის იქნებით მალე, მაშინ გეტყვით, რომ აქაც თქვენზე მეტად გამიმართლა, იმიტომ რომ არლეკინი ვნახე 81 წლის ფერუჩო სოლერის შესრულებით და მსგავისი სასწაულის მომსწრე ალბათ ვეღარასდროს გავხდები. და კიდევ ძალიან ვწუხვარ, რომ მოესწარით მარსოს და ვერ მოასწარით მისი ვერცერთი შედევრის ნახვა... * * *
მინდა ნახო ისეთი სპექტაკლი, როდესაც სცენა განათების გარეშე ჩახჩახებს! როდესაც გამოდიხარ თეატრიდან, გითრთის გული, მუცელი, მუხლები... ტირი და არავის არ ერიდები... ბედნიერებისგან ტირი და სასწაულების არსებობას იჯერებ! არ დაიჯერებთ და ეს შეუძლია სპექტაკლს და თეატრის არსიც ესაა! |
Posted by: PANTALONE 21 Dec 2016, 13:45 | ||||||
tamtheatre
უი რას უცდიდა ამდენი ხანი?
არადა ესეც ვიდეობში მაქვს ნანახი ორივე მონაწილით, შავთეთრი, ფერადი, სხვადასხვა დეკორაციებით ინტერნეტია ეს იტყუება ხალხი ვხალისობთ
არ დაგვინდოთ ნუ მოგერიდებათ/ |
Posted by: tamtheatre 21 Dec 2016, 17:50 | ||||||
ზოგდად აღარ არის გულწრფელობა მოდური.
აი, ისევ რაღაცას მატყუებთ
კარგი, გემშვიდობებით, დაუნდობლობა ჩემი სტილი არ არის. (თანაც ვერ მოვიხიბლე აქაური დისკუსიით) |
Posted by: Parfumer 28 Dec 2016, 17:37 | ||
tamtheatre
)))))))))) სუპერ ტოპ ხუთეულია DDDD განსაკუთრებით "1945" სამოყვარულო დონის სპექწაკლი, რომლის რეჟისორმა ჰოლოკოსტის და მეორე მსოფლიო ომის საშინელება ჰიტლერის დედის ებრაელ საყვარელს აჰკიდა )))))) |
Posted by: dant_e 29 Dec 2016, 21:26 |
++++++++++++++++kkakakaka++++++++++ |
Posted by: tamtheatre 1 Jan 2017, 21:58 | ||||
Parfumer
პროფესიონალიზმზე რომ გეკამათოთ, მომიწევს რეჟისორიან-მსახიობებიან-მხატვრიან-მუსიკალურიან-ქორეოგრაფიან... ყველას რეგალიებს ჩამოთვლა. რაც შეეხება რეჟისორის ხედვას, ჰიტლერის ბავშვობის ტრამვებთან დაკავშირებით, აქ თქვენი დამოკიდებულება, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. (გაეცანით ვიგოტსკის, იუნგის, პიაჟეს.. ბავშვთა ფსიქოლოგიას და მიხვდებით, რომ მსოფლიო ომის გამოწვევა შესაძლებელია)
დანარჩენ სპექტაკლებთან დაკავშირებითაც შემომთავაზეთ თქვენი უკმაყოფილება და გაგცემთ პასუხს. საფუძვიანი ეჭვი მიჩნდება, რომ თქვენთვის ხარისხის შკალა ვარსიმაშვილზე სწორდება |
Posted by: Baramboo 2 Jan 2017, 19:35 |
რა მაინტერესებს, თეატრის ბილეთები მხოლოდ ინტერნეტიდან მაქვს ნაყიდი, სალაროში რომ მივიდე სტუდენტური ფასდაკლებები ვრცელდება თეატრზეც როგორც კინოთეატრშია? |
Posted by: Parfumer 3 Jan 2017, 12:55 | ||
tamtheatre
ამ ხუთეულით ვერაფრით ვერ მეკამათები პროფესიონალიზმზე, ისედაც ყველაფერი გასაგებია უკეთესი თეატრალური პროდუქციის ამორჩევის შესაძლებლობას და უნარს გისურვებ ამ ახალ წელს <3 |
Posted by: Krusty_the_Clown 6 Jan 2017, 00:01 |
tamtheatre ყველას კი არ უნდა გაუყადრო თავი |
Posted by: Forget-me-not 6 Jan 2017, 00:40 | ||
Baramboo
გააჩნია თეატრს. |
Posted by: Baramboo 6 Jan 2017, 17:58 | ||||
რომელში არის ??? მე რუსთაველის თეატრს, თავისუფალ თეატრს, მარჯანიშვილის თეატრს ვფიქრობ? იქნება მანდ? |
Posted by: Forget-me-not 6 Jan 2017, 18:37 | ||
Baramboo
რუსთაველის თეატრსა და მარჯანიშვილში ზუსტად ვიცი რომ აქვთ, თავისუფალში მგონი არა. სამეფო უბნის თეატრშიც აქვთ კარგი შეღავათები. თუმცა რუსთაველის თეატრში, თუ დიდ დარბაზში ტარდება სპექტაკლი, არ გირჩევ სტუდენტურს, ყველაზე იაფიან ბილეთებზეა მხოლოდ ფასდაკლება და მაინც ვერაფერს დაინახავ/მოისმენ. |
Posted by: Baramboo 6 Jan 2017, 18:54 | ||
Forget-me-not
მადლობა დიდი |
Posted by: S A F O 12 Jan 2017, 13:20 |
Baramboo კი ვრცელდება და შეგიძლია სალაროში შეძენა, აიდ.ბარათზე თუ გაქვს სტუდენტ.სტატუსი. * * * tamtheatre მაგარია. ლუბიმოვის რომელი სპექტაკლი ნახეთ? თუ არ დაგეზარებათ , იქნებ შთაბეჭდილება დაწეროთ რა... ძალიან მაინტერესებს და მადლობა წინასწარ |
Posted by: Krusty_the_Clown 15 Jan 2017, 00:07 |
გუშIნ იყო ქართული თეატრის დღე, გილოცავთ! |
Posted by: აღათი 1 Feb 2017, 11:54 |
რამე ძალიან კარგი სპექტაკლი მირჩეით . აი ძლეირი შთაბეჭდილება მჭირდება : ))) მადლობა |
Posted by: rockforever 5 Feb 2017, 14:01 |
რაღაც არაა აქტიური თემა თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლები როგორებია? ღირს ნახვა? მუსიკისა და დრამის თეატრში ბალიშის კაცუნა ნანახი გაქვთ? როგორია ქეთი დოლიძის სერობაზე რას იტყვით? |
Posted by: marimari 12 Feb 2017, 09:25 | ||||||
დიდად არ გირჩევ.... მაგ თეატრიდან უმეტეს შემთხვევაში იმედგაცრუებული გამოვდივარ ხოლმე * * * tamtheatre
ჩვენ გვაპატიეთ მდაბიოებს.....
ეხლახანს ვნახე... გადასარევია.................
კი..... ნამდვილად კარგია................. |
Posted by: taimbola 13 Feb 2017, 03:38 |
ლკ;ჯსდა გისა ლკასჰ ლ'კა ჰალკჰ კლჰკლჰკლ'ჰ |
Posted by: klubnika 2 Mar 2017, 12:40 |
https://biletebi.ge/startup.aspx?SiteOwnerID=1&id=152& ამ სამიდან რომელი ჯობია ? მატარებელი 5 წუთში გავა უსახელო ვარსკვლავი ადამიანთა სიყვარული |
Posted by: Scoorp 2 Mar 2017, 15:38 |
პეიზაჟს აკლია სითბო არ მომეწონა დიდად |
Posted by: ნაზღავ-მექეთელი 3 Mar 2017, 12:47 |
ART-ხელოვნებისგან მეტს ველოდი... აღფრთოვანებული არ ვარ. კარგი მსახიობები ვნახე და თავს მაგით ვინუგეშებ. |
Posted by: ilikeit 3 Mar 2017, 12:57 |
klubnika უსახელო ვარსკვლავი რევიზორი ძალიან კარგია მარჯანიშვილში |
Posted by: nutsiko 4 Mar 2017, 21:35 |
ვისაც კარგი კომედიები მოგენატრათ, ილიაუნიში ნახეთ ,,ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი". ბევრს იცინებთ და იხალისებთ. ილიაუნი უდავოდ, ძალიან მაგარია და კარგი მსახიობები ჰყავთ. |
Posted by: rockforever 5 Mar 2017, 22:01 |
რამე მაგარი დრამატული და სევდიანი შეგიძლიათ მირჩიოთ? |
Posted by: zigfried 5 Mar 2017, 22:02 |
იმდღს ვნახე მარჯანიშვილში ადამიანთა სიყვარული რავი ძმაო რაც ოდესმე სპექტაკლი მინახავს და ბევრი მინახავს ყველას ჯობდა მემგონი ძალიან მაგარი რამე იყო |
Posted by: S A F O 7 Mar 2017, 16:03 |
აი, ვკითხულობ ხოლმე სპექტაკლებზე ხალხის კომენტარებს, და საწყალი რეჟისორები ძალიან ცუდ დღეში არიან, მაღალმხატვრული ღირებულების სპექტაკლზე რომ იმუშაო, წელი მოიწყვიტო მაყურებელს შეიძლება სულ არ მოეწონოს და შემდეგი სპექტაკლი აღარც დაგადგმევინონ, და მაყურებლის მოსაწონი რომ გააკეთო, დაემშვიდობე მაღალ იდეალებს, იმიტომ რომ, დღევანდელ მაყურებელს, როგორც წესი, ღლიცინის და ხითხითის მეტი არაფერი უნდათ თეატრში.. (უმრავლესობას ვგულისხმობ, თორემ ერთეულებიც არიან, მაგრამ სამწუხაროდ ამინდს ვერ ქმნიან ). |
Posted by: Krusty_the_Clown 8 Mar 2017, 10:42 | ||
S A F O ზოგ რეჟისორს, მაგ. ბ-ნ სტურუას, ერევა ხოლმე ერთმანეთში აკადემიური და ექსპერიმენტული სპექტაკლების წარდგენის ადგილი. მე, როგორც არაპროფესიონალი და უბრალო მოყვარული, ვერ ვიგებ ხშირად ბ-ნი სტურუას "სხვა ხედვებს" და ბ-ნ ვარსიმაშვილზე კი გული მიჩუყდება, არადა ცა და დედამიწაა ხომ ამ ორ რეჟისორს შორის მათი შემოქმედებითი თუ მხატვრული ღირებულებებიდან გამომდინარე.
აი ეს არის სრული სიმართლე სამწუხაროდ, რისი მსხვრეპლიც თავადაც ხშირად გავხდარვარ. "კულტურა გვშია"- პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. |
Posted by: nutsiko 9 Mar 2017, 23:39 |
იყოს ყველანაირი ტიპის მაყურებელი და ყველამ თავისი სიტყვა თქვას, შეაფასოს. აზრთა სხვადასხვაობა კარგია, ჯანსაღი და მისაღები მოაზროვნე ადამიანისთვის. ყველამ თუ მხოლოდ აკრიტიკა ან ქება-დიდებით დაიღალა, თეატრი ვერ განვითარდება. ასე რომ ... მივესალმები მაყურებლის მრავალფეროვნებას, ვისაც ეღლიცინება, იღლიცინოს, ვერ მოსთხოვ ყველას მაღალ მატერიებზე საუბარს. არ გამოდის რა. ჯერ ეს თემა აიღეთ, გადახედეთ კომენტარებს. ამისთვის არსებობენ მაყურებლები, თეატრის მოყვარულები, ჩაიდნები და კრიტიკოსები, პროფესიონალები და არაპროფესიონალები და ყველას მათ აერთიანებთ თეატრი. |
Posted by: Krusty_the_Clown 11 Mar 2017, 13:10 | ||
nutsiko
კი ბატონო, მარა მე ნუ შემიშლის ხელს სპექტაკლის ცქერაში. თორე ვის რა უნდა მოვთხოვო, რა მატერიები? რაში მაინტერესებს? ელემენტარულ კულტურაზეა აქ საუბარი... |
Posted by: არავინ:)) 15 Mar 2017, 21:55 |
შიმშილის ღმერთი 24 და 25 მარტს. 19 საათზე. გსმენიათ ამ სპექტაკლზე? https://www.facebook.com/events/1861172304167122/ |
Posted by: Forget-me-not 16 Mar 2017, 01:04 | ||
არავინ)
კი და ძალიან კმაყოფილიც წამოვედი. განსხვავებულია და თან აქტუალურ პრობლემას ეხება. რეკომენდაციას ვუწევ. |
Posted by: merciamercia 27 Mar 2017, 21:45 |
თუმანიშვილის თეატრში მეფე ლირზე ხომ არ ყოფილხართ რომელიმე? |
Posted by: elninio 3 Apr 2017, 00:19 |
მოზარდ მაყურებელთა თეატრში მყავდნენ ჩემი ბავშვები გუშინ, ვნახეთ შექსპირის "აურზაური არაფრის გამო" არაჩვეულებრივი დადგმა, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი. გადავწყვიტე თვეში ერთხელ მაინც ვეწვიო ამ თეატრს, მართლა სასიამოვნოდ გამაოცა მსახიობთა დასმა, ძალიან ნიჭიერი და მონდომებული მსახიობები, ბრავო!!! |
Posted by: strangelestrange 10 Apr 2017, 13:28 |
მარჯანიშვილის თეატრში გადის "ჟოლო". ძალიან მაგარია მართლა |
Posted by: giat 10 Apr 2017, 13:58 |
მსახიობები მსახიობები და დამდგელი არ დაგვავიწყდეთ და აგრეთვე სცენარისტები მწერალი და რა თქმა უნდა კრიტიკოსiსებიც -საქართველოს ყველა თეატრშია თავისი კაშკაშა ვარსკვლავები |
Posted by: samkhara 10 Apr 2017, 23:39 |
ვინმემ შეგიძლიათ მითხრათ მთვრალი ალუბლის ბილეთები როგორ ვიყიდო? რამდენი ვნახე საიტებზე სულ გაყიდულია ბილეთები. |
Posted by: Mika Argentine 22 Apr 2017, 01:38 |
merciamercia ღირს გენიალური მსახიობის ნახვა ლირის როლში არ ინანებ |
Posted by: severuss 1 May 2017, 12:08 |
გამარჯობათ სამეფო უბნის თეატრში გადის ტროელი ქალები. როგორია? თუ ხართ ნამყოფი |
Posted by: severuss 2 May 2017, 12:54 |
ვიყავი ტროელ ქალებზე. განსხვავებულია. ძალიან დრამატული. კარგი იყო.. |
Posted by: severuss 7 May 2017, 01:03 |
დეკამერონი მარჯანიშვილში გაასწორა იმენა სცენაზე ვიჯექი * * * ,....................... |
Posted by: madridman 10 May 2017, 01:03 |
ასულნი-ზე ღირს წასვლა? როგორია ვინც იყავით? კვირას ვაპირებთ წესით |
Posted by: Доцент 12 May 2017, 14:38 |
ბალიშის კაცუნა ნახეთ ვინმემ საკმაოდ დიდი ხანი გრძელდება წარმოდგენა და როგორი კმაყოფილები დარჩით? |
Posted by: Lilian 12 May 2017, 21:59 | ||
ანტიგონე ;დ გადის კიდევ ოღონდ ? არვიცი : )))) მეღვინეთუხუცესის დროს მაქვს ნანახი და გაშტერებული ვუყურებდი ფსკერზეც საკმაოდ დრამატულია... რუსეთის ცხოვრებაზეა თუმანიშვილში დაგვიანებული ჩაი |
Posted by: საკურა. 6 Jun 2017, 09:33 |
აი "მოხუცი ჯამბაზები"-ს ბილეთი ერთხელ მაინც მაყიდინა (სულ "დაჯავშნილს" რომ დებენ) და ჩავთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ....სულ მარტო წავალ, ორ ბილეთზეც კი აღრა ვოცნებობ.... დამაწყდა ნერვები..... 4 წელია ამ სპექტაკლს დავდევ..... უკვე სპექტაკლის ნახვაზე და ინტერესზე მეტად, მგონი ბილეთის ხელში ჩაგდების მუღამი მაქვს.... პ.ს. "მთვრალი ალუბლები" ვნახე ბოლოს, ჭოლას შემოქმედებას არ ვიცნობდი აქამდე, კარგი იყო..... ყველაფერი იყო სპექტაკლში, და თან ისე, ერთი წამითაც რომ არ მომბეზრებია..... |
Posted by: nutsiko 7 Jun 2017, 12:18 |
კარგა ხანია, აღარ ვყოფილვარ თეატრში. რამე ხდება საინტერესო? რომელ სპექტაკლს მირჩევდით (თან მე რომ არ მქონდეს ნანახი ისეთი) ? |
Posted by: Emen 7 Jun 2017, 12:38 |
ადრე უფრო დავდიოდი. რაც ასაკში შევედი, ხალისი აღარ მაქვს აღარსად სიარულის. ეჰ! |
Posted by: nutsiko 29 Jun 2017, 15:42 |
ველი თეატრალურ ფესტივალს შემოდგომაზე. იქამდე მოგვიწევს მოთმენა და ლოდინი |
Posted by: DJK 30 Jun 2017, 20:29 |
Hsjdksksksksksksiskskskskskzkskskzkskzkkzjzjzkzkzkkzkz |
Posted by: giat 1 Jul 2017, 09:34 |
2-7 მაისამდე ვიმყოფებოდი სტუმრად თბილისში და მეგობარის რეკომენდაციით ვნახე მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი თუ დაგივიწყო ზალზე საინტერესო და ემოციური სპექტაკლია |
Posted by: temart 17 Sep 2017, 10:41 |
ეკონომიკის თავისუფალი კონკურენციის პირობებში ვფიქრობ აუცილებელია ასეთივე კონკურენცია დავაწესოთ ხელოვნების სხვადასხვა დარგში,კერძოდ თეატრშიც. ბიჯეტიდან თანხის მიღება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სპექტაკლებს ხალხი არ ესწრება უზნეობად მიმაჩნია. |
Posted by: ia-viola 18 Sep 2017, 19:34 | ||
temart
მოდი ცოტა სხვა კუთხიდან განვიხილოთ. ხალხი რომ სპექტაკლებს არ ესწრება, ეს თეატრის და დასის პრობლემა კი არა, ხალხის პრობლემაა. ისე რამდენჯერ ყოფილა, სტუდენტობისას ყველაზე დაბალ ფასიანი ბილეთით - ყველაზე ძვირიან ადგილას ვმჯდარვარ. ადგილები თავისუფალი იყო. თეატრები თვითდაფინანსებაზე რომ გადავიდეს, შედეგად მხპოლოდ ორი თეატრი დაგვრჩება, რუსთაველის და მარჯანიშვილის. კონკურენცია ისედაც არის. ყველა თეატრს თავისი მოყვარული ჰყავს. |
Posted by: Solveig 1 Oct 2017, 17:26 | ||||
ia-viola
არანაირად. ჯერ ერთი, ტვ სერიალებმა, კინომ და ვიდეოთამაშებმა მნიშვნელოვანი ადგილები დაიკავა ადამიანების ცხოვრებაში და შეუვსო "ვიზუალური ხელოვნების" ნიშა. მეორე-ვაღიაროთ, რომ ქართული თეატრი ვერაა ისეთი მაღალი დონის, როგორც ადრე იყო. დრამატურგიაში გვიჭირს. რეჟისორებიდან ძველები უკვე მოხუცდნენ და ვეღარ არიან სათანადო დონეზე. ახლები-ისე-რა.. ძველი არტისტები გაცილებით უფრო დახვეწილები, ბუნებრივები იყვნენ და უკეთ შედიოდნენ როლში. დღესაც არიან კარგები, ძალიან კარგებიც, თუმცა, ძველებისნაირად ვერ ავლენენ თავს. მსახიობი სცენაზე იზრდება. თუ სპექტაკლები არ იქნა, რეჟისორის ხელში არ გაიარა როლი, რა უნდა ქნას მსახიობმა? მერე მიდიან კონფერანსიებად, თამაშობენ სერიალებში, მიჰყავთ შოუები და რაღაცით იშლება მათი, როგორც თეატრალური მსახიობის იმიჯი. რაც შეეხება დაფინანსებას-
რუსთაველი და მარჯანიშვილი სწორედ რომ ვერ იარსებებენ თვითდაფინანსებით, იმიტომ, რომ უშველებელი და ისტორიული ღირებულების შენობების შენახვა ბილეთებიდან შემოსული ფულით არის აბსურდი. მე ვთვლი, რომ სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს თეატრებს, გარკვეულწილად მაინც. რაც შეეხება პატარა ექსპერიმენტულ თეატრებს, ან "მოძრავ" დასებს, რომელთაც ჯერ ავტორიტეტი არ მოუპოვებიათ-მაგათ დასაწყისში მაინც მოუწევტ საკუთარი ძალებით არსებობა. ისე, გამოცდილი მსახიობები თუ დასდებენ პატივს და ითამაშებენ მათ სპექტაკლებში, ეგეც კაგი იქნება-უფრო მივა ხალხი. ცოტა ფულიანმა ძიებმაც გაიკრან ჯიბეზე ხელი ცოტა. რად უნდათ ამხელა ფული, საიქიოში ხომ არ წაიღებენ.... არაფერი უჭირთ, ხელოვნებას რომ შეეწიონ ცოტათი მაინც. ჰოდა ეგაა, რა. |
Posted by: Krusty_the_Clown 7 Oct 2017, 23:59 | ||||
კომპლექსური თემაა, ცალსახად თქმა კი-რთული. ალბათ გარკვეულწილად. დოტაცია მაინც საჭიროა, ჩემი აზრით. სრული შპს თეატრისთვის ალბათ შეურაცხმყოფელიცაა. ფაქტი ერთია:
მარტივი ახსნა აქვს ამას: თეატრი ყოველთვის ასახავდა საზოგადოების რეალურ სახეს, მის ლუსტრირებას ახდენდა ყოველთვის; ახლა საზოგადოების სახე არის წაშლილი ზოგადად, კომკავშირლების ხელში ვართ ფაქტიურად, ახალგაზრდა კომუნისტების, მაგ დროს კი ხელოვნება ვერ ყვაოდა, ის რაც ძალიან გვიყვარდა, ხშირად უბრალოდ პროტესტი იყო ეს და არა რაიმე პერფორმანსი, თუმცა ეს სხვა თემაა... შესაბამისად, წაშლილი საზოგადოებრივი სახე ვეღარ აღიქვამს თეატრის როლს მის ცხოვრებაში, მისის მოთხოვნილება-თვითგადარჩენაა. თუ საზოგადოების ბრალი არ არის ყოველივე, მაშIნ რატომ იდგა ყველა რესტორანთან ორ მწკრივად მანქანები დღეს? როცა თეატრის ბილეთის საყიდლად ფულის გადახდა მავანს ეხამუშება. |
Posted by: rockforever 14 Oct 2017, 13:34 |
სტუმარი თუ გაქვთ ნანახი ვინმეს? რუსთაველის თეატრში იდგმება ღირს ნახვად? |
Posted by: DonaGrey 15 Oct 2017, 21:08 |
ორი დღის წინ ვძებდი რაიმე კარგ სპექტაკლს. უფრო სწორად თავისუფალში მინდოდა მენახა "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" და აღმოვაჩინე, რომ თავისუფალი ნოემბრის ბოლომდე არ გახსნის სეზონს. მიმდინარე სპექტაკლებიდან რამდენიმე ნანახი მაქვს, რამდენიმე სანახავი, თუმცა რომლებიც არ მინახავს მათზე აღწერიდან შესაბამის ინფორმაციას ვერ ვნახულობ, რომ გადავწყვიტო ღირს თუ არა დასწრება. რაიმე კარგ დრამას ვეძებ, თუ რამეს მირჩევთ, მადლობელი დაგრჩებით. დრამაც რომ არ იყოს, თუ რამე კარგი და საინტერესო გადის ეხლა და იცით, დიდი სამოვნებით ვნახავდი. პ.ს თუ სადმე მსგავსი თემა არსებობს, მიმაერთეთ, მაინცდამაინც კარგად ვერ ვერკვევი აქ ძებნის ამბებში |
Posted by: BB42 17 Oct 2017, 13:25 |
დღესდღეობით არსებული სპექტაკლებიდან რომელი არის Must see? წლების შემდეგ მომინდა დავესწრო რომელიმეს და რჩევები მჭირდება მადლობა |
Posted by: katrini 3 Nov 2017, 11:37 |
ნავიგატორი ნანახი გაქვთ? სოხუმის თეატრის დადგმა??დაწერეთ ვინმემ რა |
Posted by: In_private 14 Nov 2017, 10:35 |
DonaGrey თავისუფალი სეზონს 2 იანვარს გახსნის კომედიანტებით . ბილეთები 20 დეკემბრიდან გაიყიდება თავისუფალში რაც კი ნანახი მაქვს ყველა არაჩვეულებრივია ❤ მარჯანიშვილში ჟოლო და მთვრალი ალუბალი თუ ვნახე ოდესმე ალბათ ძალიან გამიმართლებს :/ |
Posted by: rockforever 5 Dec 2017, 10:05 |
ისე რამე არ არსებობს, სადაც თეატრალური რეცენზიები იწერება? ან ჟურნალი ან ბლოგი მაინც? საინტერესო იქნებოდა ,,სტუმარი'' ვნახე რუსთაველში, მსახიობები კარგები არიან, თვითონ პიესა რასაც ქაჩავდა ითამაშეს, საშუალო დონეა რა კარგი კომედია გეგულებათ რამე? |
Posted by: Gooramos 9 Dec 2017, 13:43 |
დღეს ორი სპექტაკლიდან ერთ-ერთერთზე უნდა წავიდე. -თეთრი იასამანი -დაკანონებული უკანონობა რომელს მირჩევთ? თუ არცერთი არ ვარგა? |
Posted by: AnEeEeE=]] 12 Dec 2017, 09:40 | ||
მე რაღაცნაირად ნამდვილი არ მეჩვენა ეს სპექტაკლი , დაჟე ერთ ტრაგიკულ მომენტზე სიცილი ამივარდა ხოდააა მელოტი მომღერალი ქალი ხოარავის გინახავთ თუმანიშვილში წასვლას ვაპირებ და შთამბეჭდავი თუა რ იქნება მეზარება =))) |
Posted by: rockforever 18 Dec 2017, 00:17 | ||
აბსურდია რა ეგ ჟანრი თუ მოგწონს, მგონია ძალიან მოგეწონება ეს სპექტაკლი მსახიობები კარგად ასრულებენ |
Posted by: rugby2011 Geo 20 Dec 2017, 04:44 | ||
მოდი 2 მხარედ დავყოთ. ვინც უნდა იყიდოს ბილეთი და ვინც უნდა გაყიდოს. მე თუ რამის ყიდვა არ მინდა, ეს გამყიდველის თავის ტკივილია და არა ჩემი. ხშირად დავდივარ თეატრში, ძალიან ბევრი დეტალია, რომლის გამოსწორებას პატარა ძალისხმევა ჭირდება. ამათ გამოსწორებას მეტი მომხმარებელი მოყვება. რადგან სახელმწიფო აფინანსებს კიდიათ, მეტი თავის თკივილი. ევალებათ სპეკტაკლების დადგმა და დგავენ. ამით მორჩა... |
Posted by: S A F O 20 Dec 2017, 17:25 | ||||
AnEeEeE=]]
სასაცილო რა ნახე, ტროელ ქალებში ,რომელიც შეიცავს დოკუმენტურ მასალას, ომგამოვლილ ქალებზე... და ბევრად უფრო ნამდვილი და რეალურია, ვიდრე რომელიმე სხვა . * * * katrini
ლაშა ბუღაძის საბას პრიზით აღნიშნული პიესაა, ტრაგიკომედია.. თანამედროვე ადამიანის ბედზე, მარტოობაზე და ა.შ. ღირს ყურება, თუმცა პიესა უფრო მომწონს მე პირადად, ვიდრე თეატრალური გადაწყვეტა.. |
Posted by: Krusty_the_Clown 21 Dec 2017, 11:41 |
მეგობრებო, შაბათ-კვირა მინდა თეატრს დავუთმო. გთხოვთ, მირჩიოთ ღირებული სპექტაკლები. მადლობა წინასწარ. |
Posted by: facebook26 24 Dec 2017, 23:38 |
......................................................... |
Posted by: BeerLover 25 Dec 2017, 22:37 |
Krusty_the_Clown მეფე ლირი თუ არ გაქვს ნანახი აუცილებლად ნახე |
Posted by: Krusty_the_Clown 25 Dec 2017, 23:38 |
BeerLover მეფე ლირი ადრე მაქვს ნანახი რუსთაველში, რამაზ ჩხიკვაძის მონაწილეობით, მაგრამ სიამოვნებით ვნახავ ისევ. რუსთაველშია? |
Posted by: BeerLover 26 Dec 2017, 19:16 |
Krusty_the_Clown თუმანიშვილში ზურაა მთავარ როლში საოცრად თამაშობს |
Posted by: Krusty_the_Clown 29 Dec 2017, 00:05 |
BeerLover მინდა |
Posted by: ninachkanina 7 Feb 2018, 14:55 |
მეგობრებო, რომელ სპექტაკლს გაუწევდით რეკომენდაციას? ბოლოს რაც ვნახე თითქმის არცერთი მომეწონა და სწორად მინდა შევარჩიო |
Posted by: Solveig 7 Feb 2018, 21:24 | ||
youtube -ზე ვნახე. კარგი დადგმა იყო. მსახიობებიც კარგად თამაშობდნენ, უმეტესობა. |
Posted by: jurnalistka 7 Feb 2018, 21:35 | ||
ninachkanina
ისიც გვითხარი, რა ნახე, ან სხვა გირჩიოთ, ან ჩვენ აღარ წავიდეთ მაგათზე )) |
Posted by: Lemshveniera 7 Feb 2018, 23:46 | ||
არ გეთანხმებით. ვინც თეატრში დადის, ის სწორედაც რომ მაღალმხატვრული ღირებულების სანახაობას ითხოვს, თორემ დაჯდებოდა სახლში და უყურებდა "ჩემი ცოლის დაქალებს". 2 წლის წინ ვნახე მარჯანიშვილში "ქალები" და მოზარდში "ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი". არ ვარგოდა არცერთი. |
Posted by: CampO Larssen 8 Feb 2018, 15:41 |
აუ აქ კიდე ჩემი გახსნილი თემაა? )) ................ |
Posted by: rockforever 10 Mar 2018, 13:15 |
ჰარალეთი, ჰარალეთი ნანახი გაქვთ? როგორია? ღირს წასვლა? |
Posted by: maiako_mao 28 Mar 2018, 16:54 |
CampO Larssen თუ შეგიძლია მითხრა, "მეფე ლირის" ბილეთები როგორ შევიძინო ? . ყველა ხერხი ნაცადი მაქვს. გამორიცხულია ონლაინ და ადგილზე მისვლით რამე შეიცვალოს, 1 წელია უშედეგოდ ვცდილობ |
Posted by: masud_AB 2 Apr 2018, 08:30 | ||
maiako_mao
ჰაჰ, მეც მასე ვარ თუმცა, ბოლო დროს აღარ მიცდია. |
Posted by: maiako_mao 4 Apr 2018, 09:01 |
masud_AB არა, ასე არ შეიძლება, რამე უნდა ვქნათ.... ხმა მივაწვდინოთ!!!! |
Posted by: SUBADARI 5 Apr 2018, 12:35 |
maiako_mao ნაცნობი უნდა გამონახო თუმანიშვილშI ))) |
Posted by: maiako_mao 5 Apr 2018, 12:48 | ||
SUBADARI
სამარცხვინოა, მაგრამ სხვა გზა არაა, არადა სურვილი იმდენად დიდი მაქვს, როგორ გავბრაზდე აღარ ვიცი |
Posted by: Gbero90 2 May 2018, 23:53 |
გამარჯობა ხალხო, ბოდიში ასე გამოფენილი თემისთვის...3 მაისს, თავისუფალი თეატრის სპექტაკლზე "მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ " მაქვს ორი ბილეთი... ვეღარ მივდივარ და მსურველებს თავისსავე ფასში დავუთმობ |
Posted by: dolidzee 9 May 2018, 11:47 |
გამარჯობა მეგობრებო თუ იცით "დარაბებს მიღმა გაზაფხულიას" დგავს რომელიმე თეატრი კიდევ? |
Posted by: fujita 13 May 2018, 18:39 | ||
მეც მაინტერესებს |
Posted by: Beroname 14 May 2018, 11:32 |
"უსახელო ვარსკვლავი" როგორია საყურებლად? ღიირს წასვლად? მადლობა |
Posted by: maiako_mao 14 May 2018, 11:45 | ||
Beroname
ვაიმეე უსაყვარლესიიიი, აუცილებლად ნახეთ |
Posted by: katrini 31 May 2018, 00:36 |
სამეფო უბნის თეატრში სპექტაკლი დემონები კარგია? |
Posted by: unusual 15 Jun 2018, 13:09 | ||
ხვალ მივდივარ და მოგახსენებთ. |
Posted by: GunsN 23 Jun 2018, 19:10 |
გუშინ ვნახე ,,მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ" თავისუფალში, ძალიან მომეწონა, აპოლონი უძლიერესია, როგორც ყოველთვის |
Posted by: POKERISBLUFF 24 Jun 2018, 03:12 |
სად ან როგორ ვნახო ხოლმე რა სპექტაკლებია ან რომელ თეატრში? |
Posted by: unusual 3 Jul 2018, 17:30 | ||
მთელი სპექტაკლი გაწელილი და უინტერესო. დასასრული იყო ცოტა საინტერესო. POKERISBLUFF biletebi.ge -ზე აფიშა. |
Posted by: S A F O 24 Jul 2018, 17:46 |
ფოთის ფესტივალზე ვინ ხართ წასული, გამოჩნდით. |
Posted by: nutsiko 25 Jul 2018, 16:16 |
თეატრალური ფესტივალი იწყება სექტემბრიდან და გილოცავთ, ვისაც თეატრი და ხელოვნება გიყვართ. სპექტაკლებს გადავხედე და ნამეტანი საინტერესოა. მოასწარით ბილეთების ყიდვა, რადგან ბევრ სპექტაკლზე თითქმის გაყიდულია ბილეთები. |
Posted by: Krusty_the_Clown 26 Jul 2018, 10:54 |
S A F O როგორი უნიათოები ვართ, რომ ასეთი მდიდარი ტრადიციების მქონე თეატრი სახურავის გარეშე გვაქვს ფოთში და მსახიობები სხვადასხვა ლოკაციებზე თამაშობენ. |
Posted by: nainna 26 Jul 2018, 15:35 |
შემთხვევით ვინმეს გასაყიდად ხომ არ გაქვთ ბროდსკი/ბარიშნიკოვის სპექტაკლის ბილეთები? (ნუ ვინმეს.გეგმები შეგეცვალათ და ვერ ან არ მიდიხართ.) მინ 2 ბილეთი 15 სექტემბრის. თუ ვინმეს გაქვთ და შეგიძლიათ მოგვყიდოთ შეგვეხმიანეთ. |
Posted by: აზდაკი 27 Jul 2018, 07:44 |
თბილისის თეატრალური ფესტივალი არის წელს? |
Posted by: nutsiko 8 Aug 2018, 22:25 |
აზდაკი არის. ნამდვილად და საუცხოო სპექტაკლებით. გირჩევდი დასწრებას. |
Posted by: S A F O 13 Aug 2018, 11:53 | ||
Krusty_the_Clown ჰო, ერთი თეატრი ვერ გაარემონტეს წესიერად..აზდაკი
არის, მაგრამ ცეცხლის ფასებია, როგორც ყოველთვის |
Posted by: აზდაკი 13 Aug 2018, 13:23 |
აბონიმენტს ვეძებდი ფესტივალის და ვერ ვნახე სად შეიძლება შეძენა თუ იცით? კარგი სპექტაკლებია რაც ვნახე ვიდეოებით! |
Posted by: nutsiko 13 Aug 2018, 15:35 |
biletebi.ge მანდ იყიდება ხოლმე და ნახავ. |
Posted by: S A F O 14 Aug 2018, 11:46 | ||
აზდაკი
მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და biletebi.ge-ზე იყიდებოდა და შეიძლება კიდევ იყოს .. კარგი სპექტაკლებია მართლა. |
Posted by: Sixto 14 Aug 2018, 17:18 |
საჩუქრად მინდა სპექტაკლის ბილეთების ყიდვა. მე თავად თეატრისგან შორს ვარ და აზრზე არ ვიცი სად რა არის და როგორია. რამეს ხომ ვერ მირჩევდით? ზრდასრული ადამიანისთვის. |
Posted by: nutsiko 15 Aug 2018, 12:06 |
Sixto ასე რთულია, რამე გირჩიო. რომელი თეატრი გინდა? რა ჟანრის სპექტაკლი? როდის დაახლოებით? |
Posted by: korbulone 17 Aug 2018, 11:36 |
ბარიშნიკობზე 2 ცალ ბილეთს ეძებს ჩემი მეგობარი. თუ ვინმეს გაქვთ და არ იცით სად გადაყაროთ, 250 ლარს გადაგიხდით ორივე ბილეთში |
Posted by: temart 28 Aug 2018, 16:39 |
გთავაზობთ დადგათ სპექტაკლი,,ანტიქრისტე ლენინი'' ჩემი წიგნის მიხედვით. თამამ და მოაზროვნე რეჟისორებს ვთავაზობ თანამშრომლობას. ვფიქრობ პიესა აქტუალური იქნება და ეხმიანება თანამედროვე პროკომუნისტური რუსეთის და მსოფლიოს პრობლემებს. https://saba.com.ge/books/details/8530/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-666 |
Posted by: dimaopena 28 Aug 2018, 20:52 |
korbulone ბარიშნიკოვზე, ბილეთები გვინდა სად ვიყიდით? |
Posted by: MI6 28 Aug 2018, 21:18 |
ედგარ ალან პოს მოჯადოებული სასახლეს 2 ბილეთებს ხომ არ ყიდით ვინმე? პმ_ში დამიკავშირდით, ყველგან ვნახე ვერ ვპოულობ ვერსად (((((( ან ვინმე ყიდდეს ხომ არ იცით? |
Posted by: aktrisa 29 Aug 2018, 10:42 |
temart თქვენ წინადადებაში ლენინი რომ არ ახსენოთ ისე არ პოსტავთ ხო?)))) |
Posted by: nutsiko 2 Sep 2018, 22:48 |
გილოცავთ, თეატრის მოყვარულებო! თეატრალური სეზონი იწყება და ბევრ კარგ სპექტაკლს გისურვებთ. ვინ აპირებთ ფესტივალზე დასწრებას და რომელი სპექტაკლების ნახვას გეგმავთ? მგონი ბილეთები მალევე გაიყიდა. |
Posted by: pisooo_piso 10 Sep 2018, 23:03 |
ბარიშნიკოვი ბროდსკის ბილეთები სადმე რამენაირად როგორ ვიშოვო ? 2 ცალი |
Posted by: nutsiko 11 Sep 2018, 15:58 |
pisooo_piso მარჯანიშვილშია ეგ მგონი. შეიძლება სპექტაკლამდე სალაროსთან ვინმე იდგეს, ვინც გაყიდის ბილეთებს. ერთხელ ეგრე ვიყიდეთ ბილეთები. მივედით, არ იყო და ბედად, შემოვიდა ვიღაც, ვინც ზუსტად 2 ბილეთს ჰყიდდა დოსტოევსკიზე. გაგვიმართლა. სცადე მაინც ან იქამდე რამდენიმე დღით ადრე გაიარე და იკითხე, იქნებ იყოს დაბრუნებული ბილეთები. |
Posted by: nutsiko 13 Sep 2018, 11:15 |
pisooo_piso ახლა ვნახე თბილისის ფესტივალის განცხადება, ბროდსკიზე დარჩენილა 70 ბილეთი / რაღაც ჩაკეტილი ბილეთები გავხსენითო, თუ მსგავსი მოკლედ. ბილეთები იყიდება თეატრის სალაროშიო და არიქა! დაეშურე და გაეშურე. რომ არ მეთქვა, რა მომასვენებდა. აბა, წარმატებები ! |
Posted by: Niandra 23 Sep 2018, 00:27 |
უკანასკნელად თეატრალურ წარმოდგენას რომ დავესწარი, მას შემდეგ თითქმის 2 წელი გავიდა და დღეს გადავწყვიტე, რომ თეატრში სიარულს უნდა მოვუხშირო. თან შესაბამისი სეზონიც დაიწყო მოძრაობის თეატრში აქამდე არ ვყოფილვარ და მომინდა წასვლა, მაგრამ მხოლოდ აღწერების წაკითხვით ვერ ჩამოვყალიბდი, კონკრეტულად რომელი წარმოდგენის ნახვა ღირს პირველ რიგში https://movementtheatre.ge/ka/afisha აქ ჩამოთვლილთაგან რომელია “must see” კატეგორიის? nutsiko თქვენ გეცოდინებათ, მგონი |
Posted by: nutsiko 25 Sep 2018, 21:29 |
Niandra მოძრაობის თეატრში ,,ინტრო" არაჩვეულებრივია! ,,ქარიშხალიც" ძალიან კარგია. ქარჩხაძის ,,იგი" საინტერესოდ აქვთ წარმოდგენილი. ზოგადად, ეს არის სრულიად განსხვავებული, სხვების არამსგავსი თეატრი, სადაც მსახიობებს ტაშს რომ უკრავ წარმოდგენის ბოლოს, ისიც მოვა და მადლობას გეტყვის, გაგიღიმებს, ხელს ჩამოგართმევს, ჩაგეხუტება, ინტერაქტივი მეტია, შენც თითქოს სპექტაკლის ნაწილი ხდები, იმდენად ახლოს ხარ მასთან, აქ სცენა და პარტერი ერთი სივრცეა. გინახავთ, ოდესმე ვინმეს გაებედოს ტანგოს ცეკვა ჰაერში, თოკებზე დაკიდებულს თავდაყირა? რამდენჯერ გიოცნებიათ ძალიან შორს, საქანელათი ქანაობა მუსიკის თანხლებით? მიყვარს ეს თეატრი და ის ყველა მცდელობა, ექსპერიმენტი, გასაოცარი მუსიკა თუ რთული ილეთი, რაც აქ სრულდება მაყურებლისთვის. წადით და შეიყვარეთ ეს თეატრი! იმოძრავეთ თეატრისკენ ! |
Posted by: Niandra 25 Sep 2018, 23:11 | ||
nutsiko ასეთი დაუზარელი პასუხისა და ლამაზი დახასიათებისთვის მადლობა
ამის ნახვისკენ მიმიწევდა მეც გული რაღაც ძალიან დინამიკური, მომხიბლავი და ცოცხალი რამე ჩანს ლაბირინთზე რას იტყვით, ნანახი გაქვთ? მხოლოდ აღწერას თუ დავეყრდნობი, საინტერესო უნდა იყოს ეგეც "ინტროს" გარდა, დღეს სამეფო უბნის თეატრის "დემონების" და მარჯანიშვილის "უსახელო ვარსკვლავის" ბილეთებიც რომ შევიძინე, მაშინ კიდევ უფრო გავაცნობიერე, თუ რამდენად მომნატრებია თეატრი ამასობაში მოკლედ, მომეწონება სამივე, იმედი მაქვს |
Posted by: nutsiko 27 Sep 2018, 00:24 |
Niandra ლაბირინთზე ვიტყვი იმას, რომ ჯერ არ მინახავს ) ,,უსახელო ვარსკვლავი" - არაჩვეულებრივი, საინტერესო რამაა, ნიჭიერი მსახიობების ერთობლიობა, ოცნებას რომ დაგაჯერებს, ლამაზ სიყვარულს მოგიყვება და მერე რეალობაში დაგაბრუნებს. აი, ეგეთი ამბავია. ,,დემონები" ... თუ შავი იუმორი შენთვის ნაცნობია, თუ რეალობის არ გეშინია, თუ მზად ხარ ნახო ის, რასაც არ ელი სცენიდან, ორი ოჯახის მოჩვენებითი იდილია და მათი გულებიდან გამოთავისუფლებული დემონები, მზად თუ ხარ მძაფრი შეგრძნებებისა და უცენზურო ლექსიკისთვის, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ სპექტაკლზე. სამეფო უბნის თეატრზე ვგიჟდები. ძალიან მაგრები არიან, ნიჭიერები, ენერგიულები, ნაღდი და შეულამაზებელი ისტორიებით. მიყვარს ეს დასი. აბა, წარმატებები !!!! პ.ს. თეატრალური ფესტივალი წლიდან წლამდე უმჯობესდება. საბრძოლო ხელოვნება ცეკვის ენით - მომნუსხა ამ წარმოდგენამ. |
Posted by: LordBaelish 27 Sep 2018, 14:16 |
ხალხო, თავისუფალ თეატრში აივნის ბილეთის ყიდვა ღირს? გამოჩნდება რამე თუ ჯობს დაბლა დავჩალიჩდე? დიდი მადლობა წინასწარ |
Posted by: nutsiko 27 Sep 2018, 15:04 |
LordBaelish ლორდ, არ გირჩევ. გედივით კისერი უნდა მოიღერო და ისე უყურო აივნიდან. თითქოს სკამი მაღლდებაო, ისეც აკეთებენ ხოლმე, მაგრამ მაინც. სპექტაკლის ყურებას გემოს ვერ ჩაატან. ნუ ახლა თუ მაინცდამაინც არ გინდა რომელიმე სპექტაკლზე დასწრება და მეტი შანსი არაა, რომ აივანზე მოთავსდე, თორემ ისე არ ვარგა ეგ ადგილები. ჩემი რჩევაა, წინასწარ იყიდო თავისუფალში ადგილი, მართალია, ძვირია ხოლმე, მაგრამ ღირს რა ჩუნგაჩანგა ადგილების დაკავებას და მერე გულში ბურდღუნს ,,აქ მეორედ არ დავჯდები"-ო. |
Posted by: LordBaelish 27 Sep 2018, 15:07 |
nutsiko ხო, რაღაცნაირად საეჭვო ფასი ქონდა და ვიფიქრე რაღაც ნიტოათქო ) მადლობა. პ.ს სტუდენტებზე ფასდაკლებებს ხომ არ არიან? |
Posted by: nutsiko 27 Sep 2018, 15:10 |
LordBaelish ადრე იყო ფასდაკლებები თეატრალურის სტუდენტებისთვის, მახსოვს ეგ დრო. ახლა რა ვითარებაა, ვერ ვფლობ ინფორმაციას. სალაროს ეცოდინება, რომ დარეკო. ჩემი გამოცდილებით, თავისუფალში უნდა დაეშურო ბილეთის ყიდვას. ლამის 1 თვით ადრე ვყიდულობ ხოლმე საუკეთესო ადგილებს. |
Posted by: LordBaelish 27 Sep 2018, 15:13 |
nutsiko კი ნამდვილად, ყველაზე მეტად ქართულ თეატრზე რაც მომწონებია სველი იასამანია ) ახლაც, მეგობრის წაყვანას ვაპირებ და ხელმეორედ მინდა ვუყურო იმედია უბრალო ილუზია არ იყო ეს მოგონებები |
Posted by: Alice_In_Wonderland 29 Sep 2018, 12:55 |
1 ოქტომბერს, ამოქმედდება აქცია „შესვენების დრო" მაყურებლის მეტი კომფორტისთვის; • სამუშაო დღეებში; • შესვენების დროს; • მხოლოდ ორი საათი; • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ერთ ადამიანზე გაიცემა არა უმეტეს 4 ბილეთისა! შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები, მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში არსებულ ყველა სპექტაკლზე, გარდა სპექტაკლებისა „ჟოლო" „სამსახური ანუ ზაფხულის ღამის სიზმარი" და „მთვრალი ალუბალი" (დიდი სცენა, სხვენი) - 50 % ფასდაკლებით. |
Posted by: nutsiko 9 Oct 2018, 16:31 |
ძალიან მომეწონა ამ წლის თეატრალური ფესტივალის აზიური ნაწილი - აზიური მუსიკა და საბრძოლო ხელოვნება ცეკვის ენით. მალაიზიურმა მუსიკამ გამაოცა: ინდურ-ჩინურ-მალაის ნაზავი საოცარი იყო მარჯანიშვილის სცენაზე. ახლა ველი ,,საჩუქრის" ფარგლებში სპექტაკლებს. კარგი თეატრალური შემოდგომაა, დატვირთული, საუცხოო და საინტერესო. Alice_In_Wonderland გაიხარე, რომ შემახსენე ამ აქციის შესახებ. მეგობარს ორი ბილეთი ვუყიდე ერთის ფასად. იმედია, კიდევ იქნება ეს აქცია სეზონის ბოლომდე მაინც. |
Posted by: aktrisa 19 Oct 2018, 23:29 |
როგორ მიყვარს და როგორ მენატრება.. სავსე რომ გამოდიხარ, დამუხტული... |
Posted by: S A F O 31 Oct 2018, 12:13 | ||||
temart
საინტერესოა, პიესის სახით გაქვთ?! * * * nutsiko
თეატრალი ხართ, თუ პროფესიული შეხება გაქვთ თეატრთან ? რაღაც მაინტერესებს .. |
Posted by: nutsiko 31 Oct 2018, 14:40 |
S A F O მიყვარს თეატრი. პროფესიული შეხება არ მაქვს. ხშირი სტუმარი და გულშემატკივარი თეატრის, ოპერის, ფესტივალების, კლასიკური მუსიკის და ა.შ. გისმენთ, რა გაინტერესებდათ? |
Posted by: S A F O 31 Oct 2018, 15:49 |
nutsiko ძალიან კარგი. არა, უბრალოდ ამ სპექტაკლმა დიდი აზრთა სხვაობა გამოიწვია , პირადად მე ძალიან არ მომეწონა , (მეპრიმიტიულა) ციაო ლიანი ნიჭიერი ტიპია და ვფიქრობ ბევრად მეტი შეეძლო, თეატრალებიდან ბევრს მოეწონა, (პროფესიულებიდანაც რამდენიმეს... ) და ვფიქრობდი ჩემთვის რამ გამოიწვია, მისით ასეთი აღფრთოვანება .. (პროფესიონალებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში უფრო და დამაინტერესა , რომელი იყავით თქვენ ) |
Posted by: nutsiko 31 Oct 2018, 17:16 |
S A F O დარგის სპეციალისტი არ ვარ, რომ პროფესიულად შევაფასო. როგორც მაყურებელს, სანახაობრივად მომეწონა. იყო განსხვავებული იმისგან, რასაც გვთავაზობს ჩვენი თეატრი. იყო ახლებური მიდგომა (ჩემთვის), უცხო სახეები, სხვაგვარი შესრულება, საინტერესო და ლამაზი პლასტიკა, პერფორმანსი, ფერები, მუსიკა და ა.შ. საერთო ჯამში მომეწონა. ვფიქრობ, ნორმალურია, ვინმეს მოსწონდეს და ვინმეს - არა. აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს და ასეა ყოველთვის. მის შემოქმედებას არ ვიცნობ ასე კარგად, რომ შევაფასო, შეეძლო თუ არა მეტი ან ნაკლები. პირველი, რაც ვნახე, ეს იყო და მომეწონა. |
Posted by: S A F O 31 Oct 2018, 18:09 |
nutsiko გმადლობ პასუხისთვის |
Posted by: samkhara 7 Nov 2018, 00:31 |
თანაფორუმელნო, მარჯანიშვილის თეატრში - დიდი სცენა რომელი ადგილი სჯობს ? |
Posted by: Alice_In_Wonderland 7 Nov 2018, 00:51 | ||
არასდროს ამიღია ბილეთი 1-2 რიგის უკან, აქედან 90% სულ პირველი რიგი არ მიყვარს ჩემსა და სცენას შორის ერთი თავიც კი აქვე, წინა კვირას ვნახე მარჯანიშვილში "ქალები". მსუბუქი სანახავი კარგი კომედია, კარგად იხალისებთ და ბევრს იცინებთ ქალურ და უწი-პუწი თემებზე |
Posted by: samkhara 7 Nov 2018, 15:15 |
Alice_In_Wonderland ნაცრისფერები დაკავაბეულია თორე 1-2 რიგი რომ კარგია ეგ ვიცი ანუ რაც დარჩენილია მანდედან რომელი სჯობს თუ იცით ვინმემ ? |
Posted by: zigfried 7 Nov 2018, 15:40 |
ამასწინ ვნახე თავისუფალში ყვავილები ელჯერნონისთვის და მივხვდი რომ ვარსიმაშვილის გარდა არავის დადგმული სპექტაკლის ნახვა არ ღირს მანდ |
Posted by: nutsiko 7 Nov 2018, 15:49 |
samkhara მეოთხე, მეხუთე რიგებში გასასვლელთან ახლოს ადგილები / შუაში კარგია. არც ძალიან ახლოს ხარ სცენასთან და არც ძალიან შორს. არის სპექტაკლები, სადაც მართლა დასწრებაზეა ბილეთები. აივანზე პირველ რიგში თუ აიღებ ბილეთს, თორემ ისე არ გირჩევდი უკან რიგებს. |
Posted by: Alice_In_Wonderland 7 Nov 2018, 22:53 |
samkhara მეგონა ზოგადად იკითხე მანდედან არცერთი, შემდეგ დაელოდე |
Posted by: S A F O 9 Nov 2018, 12:29 |
პარტერში წინა რიგები ყველას სჯობს,(ნუ , ჩემთვის ასეა) დაზღვებული იქნები, მორიგი უკულტურო მაყურებლის ფხაკუნის, ტელეფონის აციმციმება/ჩურჩულის და ა.შ. თუმცა რიგით მაყურებელზე რა უნდა ვთქვა, სარდიინის თეატრმა რომ ითამაშა რუსთაველში , იტალიის ელჩმა ისეთი უკულტურობა გამოიჩინა, მთელი სპექტაკლი ტელ.არ გაუგდია ხელიდან თან ტელეფონიც არის და ტელეფონიც. პროჟექტორივით ანათებდა ლამის, იმხელა ეკრანი ქონდა ან მაყურებელს ეცი პატივი, ან შენი ქვეყნის წარმომადგენლებს, თუ გადაუდებელი საქმე გაქვს, დატოვე დარბაზი და თავში ქვა გიხლია . |
Posted by: nutsiko 9 Nov 2018, 14:58 |
S A F O უკულტურობას არ აქვს არც სახელი და არც თანამდებობა. გინდა ელჩი იყოს და გინდა დამლაგებელი. ქართულ თეატრებში რაც ხშირია და პოპულარული, ეს არის ტელეფონში ძრომიალი, მესიჯობანა, ხშირად ტელეფონზე საუბარიც (განსაკუთრებული თავხედობის პირობებში). ერთია, რომ უბრალოდ არ აინტერესებთ წარმოდგენა და სხვა რამით არიან დაკავებულები და მეორეა ის, რომ მართლა გადაუდებელი რამ შეიძლება მოხდეს და აქაც არის საშუალება, გახვიდე ადამიანი და სხვა არ მოაცდინო. მოკლედ, უმეტესად უკულტურობა და თეატრში მოქცევის წესების უცოდინრობა ახასიათებს მაყურებელს. |
Posted by: ალექსანდრა91 25 Nov 2018, 01:47 |
თავისუფალი თეატრის, მუსკომედიისა და თუმანიშვილის რეპერტუარიდან რომელ სპექტაკლებს გამოარჩევდით და რატომ? ერთი-ორი სიტყვით რომ დაწეროთ ))) აჩემებული მაქვს მარჯანიშვილი და რუსთაველი. მინდა ამ თეატრებშიც წავიდე და რომელი სპექტაკლით დავიწყო )) |
Posted by: Krusty_the_Clown 25 Nov 2018, 20:59 |
ალექსანდრა91 მუსიკისა და დრამის თეატრიდან გამოვყოფდი მაქსიმ გორკის "ფსკერზე". ძალიან კარგია თავისუფალში ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები-მგონი ასე ქვია, მახსოვს ძლიერი შთაბეჭდილება იქონია-გააჩნია თუ ხარ სენტიმენტალური. თუმანიშვილში დიდი ხანია არ ვყოფილვარ. * * * ალექსანდრა91 ხო, გამომრჩა, გაყრა ნახე აუცილებლად, ძალიან სახასიათო და რეალობას მორგებული დადგმაა, სერიოზული რელაქსია დეპრესიული ყოვედღიურობისგან ფსკერზე მძიმე სპექტაკლია, ადამიანურ ყოფაზე, მის სიბინძურეებზე, სიკეთეზე, ერთგულებაზე, ღალატზე და ა. შ. ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები-ეს როგორც აღვნიშნე ჩემთვის ძალიან ფაქიზ თემას ეხება, ისეთს, როგორიც ფაუნის მშვენიერი წარმომადგენლები არიან. ესეც ანოტაცია |
Posted by: migeli85 27 Nov 2018, 19:39 |
Krusty_the_Clown მართალია, კითხვა სხვამ დასვა და პასუხიც მასვე ეკუთვნის, მაგრამ მეც გავითვალისწინებ რეკომენდაციებს |
Posted by: Krusty_the_Clown 28 Nov 2018, 00:23 |
migeli85 სიამოვნებას გისურვებთ! |
Posted by: ალექსანდრა91 1 Dec 2018, 00:07 |
Krusty_the_Clown დაგვიანებული მადლობა “ფსკერზე”. ალბათ ამით დავიწყებ. თან დეკემბერსა და იანვარში იმდენჯერ იქნება მგონი ერთი დღე აუცილებლას მოვახერხებ. პ.ს. დღეს ვიყავი რუსთაველში და წინ იმხელა ტიპი მეჯდა მთელი სპექტაკლი ლამის ნახევრადწამომჯდარი ვუყურებდი სცენას და თან ისე იცინოდა ცახცახებდა და მოძრაობდა მთელი ტანით ამ დროს საერთოდ შეუძლებელი იყო ყურება. ხასიათი გამიფუჭა |
Posted by: migeli85 1 Dec 2018, 16:26 |
დაახლოებით თუ ცხრა წლის წინ სამეფო უბნის თეატრმა (შეიძლება თეატრი მეშლება) დადგა "ჩემი მეგობარი ჰიტლერი" ნატა მურვანიძისა და ნიკა თავაძის მონაწილეობით. ნატა ჰიტლერის როლს ასრულებდა, როგორც ვიცი. მაინტერესებს, რომელიმეს თუ გაქვთ ნანახი და თუ მოგეწონათ? |
Posted by: toyota12345 4 Dec 2018, 16:20 |
ჟანრი ლოლაშვილი ხომ არ იცით სად თამაშობს ხოლმე? თეატრში ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ და ძალიან მინდა ჟანრი ლოლაშვილის სპეკტაკლს დავესწრო და გავიცნო ეგ ადამიანი. |
Posted by: nutsiko 5 Dec 2018, 12:50 |
migeli85 ძალიან ადრინდელი ამბავია ეგ. არ მინახავს, მაგრამ პლაკატი მახსოვს. გამოკრული კი იყო. არც ის ვიცი, ვინმემ ნახა თუ არა ჩემს სამეგობროში. ნატა თამაშობდა, კარგი იქნებოდა, ალბათ. |
Posted by: Krusty_the_Clown 9 Dec 2018, 00:39 |
ყოფილი თეატრალური სარდაფი, ახლა უკვე ილიაუნის თეატრი, საკმაოდ მომეწონა, როგორც ინტერიერით, ასევე მშვენიერი მონო სპექტაკლით: სეზარი და დრანა. გირჩევთ, ვისაც მოგწორთ ემოციური მსახიობი, რომელიც ბოლომდე იხარჯება თქვენთვის. |
Posted by: nutsiko 9 Dec 2018, 18:02 |
Krusty_the_Clown ილიაუნის კარგი კომედიები აქვს: ჩარლის დეიდა. ჟლეტის ღმერთი ოპერა მაფიოზო ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი. დანიმ ჩიტი დაიჭირა. ყველას ვურჩევ. |
Posted by: S A F O 12 Dec 2018, 17:57 | ||
toyota12345
რუსთაველის თეატრის დასის და სამხატვრო საბჭოს წევრია. კაცია-ადამიანი?! -ში თამაშობდა. (სტურუას სპექტაკლი) და ძალიან კარგია. მეც ძალიან მიყვარს, მაგარი ტიპია. |
Posted by: Krusty_the_Clown 12 Dec 2018, 23:57 | ||
nutsiko გავითვალისწინებ მადლობა, თუმცა, არ ვგიჟდები კომედიებზე.
არ მომწონს ეს პიროვნება, ჩემი აზრით სუსტი მსახიობია. |
Posted by: migeli85 14 Dec 2018, 11:54 |
Krusty_the_Clown გამარჯობა ბილეთები მაქვს ნაყიდი სპექტაკლზე "ფსკერზე". ახლაღა შევამჩნიე, რომ სამი საათი გრძელდება წარმოდგენა. ალბათ ორ მოქმედებად არის გაყოფილი, ხომ? |
Posted by: ნაკო 14 Dec 2018, 17:13 |
გავბაცუნდები ახლა , შმიტის "სტუმარი" მელის წინ, მიყვარს ესეც, ისიც და ესენიც ერთად |
Posted by: Krusty_the_Clown 15 Dec 2018, 19:08 |
migeli85 გაგიმარჯოს, დიახ, ორ მოქმედებადაა. სასიამოვნო საღამოს გისურვებ ნანკა კალატოზიშვილი სცენაზე გამოიყურება როგორც დედოფალი. |
Posted by: mlaokmouka 18 Dec 2018, 22:49 |
თეატრ "რუსთაველის 19"-ს გირჩევთ, რუსთაველის ტეატრის გვერდითაა და ძალიან საინტერესო სპექტაკლები აქვს. განსაკუთრებით მომეწონა დოსტოევსკის "თვინიერი". |
Posted by: Mikerson 22 Dec 2018, 17:20 |
რა მაინტერესებს აქ ვინმე კინო-ტელე რეჟისურაზე ხომ არ სწავლობთ |
Posted by: POKERISBLUFF 13 Jan 2019, 00:56 |
https://biletebi.ge/startup.aspx?fbclid=iwar2uxgokm05rr2jwywtebogmmyrtixa3w9m68xr2lpypsumlmlqqzhrys_u |
Posted by: S A F O 14 Jan 2019, 15:13 | ||||
Krusty_the_Clown
ვგიჟდები ხალხზე, ვინც თეატრში კომედია/სახითხითოდ რომ არ დადის .
მე ძალიან მიყვარს . გიჟი ტიპია . <3 |
Posted by: _Pablo_ 18 Jan 2019, 11:23 | ||
ბოდიში მაგრამ ზოგ რეჟისორს იმდენად სასაცილო და კლიშე ფორმები აქვს გამოყენებული, თავს ძალა უნდა დაატანო, რომ ხმამაღლა არ გაგეცინოს. ისე, მეც არ მომწონს ხალხი ძალიან სერიოზული, რომ მოდის თეატრში, წინასწარი განწყობით, რომ აუცილებლად უნდა მოეწონოს, ან არ უნდა გაიცინოს. ასეთები მიყურებენ ხოლმე ამრეცი მზერით ზევიდან, როცა ცუდი სპექტაკლის ნახვის შემდეგ არც წამოდგომის და მითუმეტეს ტაშის დაკვრის სურვილი არ მიჩნდება. |
Posted by: mindo90 27 Jan 2019, 22:03 |
ისე თეატრი ადრე ძალიან პოპულარული იყო....მაგრამ ეხლანდელი რეალობა სულ სხვააა...სულ უფასო რო იყოს სპექტაკლზე დასწრება ხალხი მაინც არ მივა ოსე ეოგორც საჭიროა........ |
Posted by: Krusty_the_Clown 28 Jan 2019, 18:49 |
mindo90 ჩემი აზრით არც უნდა დადიოდეს ტოტალურად ხალხი თეატრში, გარკვეული პერიოდი მოდური და ტენდენციური იყო სავარაუდოდ. ვისაც უყვარს, ის მარტოც რომ იჯდეს დარბაზში, მისთვის პრობლემა არ არის. |
Posted by: SRB100 29 Jan 2019, 12:56 |
მუსიკისა და დრამის თეატრში მაკბეთის ნახვა მინდა, მირჩევდით? |
Posted by: S A F O 29 Jan 2019, 19:13 |
SRB100 კი, კი - გირჩევ. ვინც თეატრში დადის / უყვარს -ერთერთი აუცილებლად სანახავი სპექტაკლია , ჩემი მოკლე ჭკუით.. და მერე შტაბეჭდილება გაგვიზიარე, მაინტერესებს :დ |
Posted by: mindo90 29 Jan 2019, 21:27 |
Krusty_the_Clown ტოტალურად არა მაგრამ......ის რაოდენობა არასდროს არ მიდის თეატრში რომ ერთხელაინც გაივსოს სპექტაკლი....ერთეული შემთხვევების გარდა |
Posted by: Sense 30 Jan 2019, 01:41 |
გამარჯობათ! თქვენი დახმარება მჭირდება((. რას ნიშნავს ან რა არის სიტყვა ———> ბოლიო |
Posted by: _Pablo_ 1 Feb 2019, 11:35 | ||
ეტყობა არ დადიხარ თორე ყველგან სავსეა დარბაზები, ბოლო დროს ორჯერ ვიყავი, სხვა და სხვა თეატრში და ორივეგან ანშლაგი დამხვდა. მაყურებელი არ აკლია ქართულ თეატრს, აი მსახიობებში და რეჟისურაში კი ცოტას მოვიკოჭლებთ. ბევრი კარგიც კეთდება, ეგრეც არაა |
Posted by: Krusty_the_Clown 1 Feb 2019, 11:47 |
ხვალ თავისუფალს ვესტუმრები, იმედი მაქვს, ნასიამოვნები წამოვალ. ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს |
Posted by: _Pablo_ 1 Feb 2019, 12:22 | ||
მეც მომეწობა ამათი მხატვრული რეჟისირა, კარგი მომენტები ჰქონდათ დაჭერილი. სამეფო უბანსაც არაუშავს, უბრალოდ ერთმა მსახიობმა ჩამიშხამა მთელი სპექტაკლი არა და ისე საინტერესოდ შეეძლო ეთამაშა ის როლი, ისეთი სახასიათო ტექსტები ჰქონდა და ვერც ერთში ჩადო ემოცია, მამაოჩვენოსავით კითხულობდა ტექსტებ, არც ხმის ტემბრს ცვლიდა, არც აქცენტებს და პაუზებს აკეთებდა, რითმის შენაცვლებაზე ხო ზედმეტია საუბარი ახლაც ვბრაზობ მაგ ტიპზე, საღამო გამიუფერულა თავისი არაკომპეტენტურობით აუ რამდენი გაბრაზების სმაილი დავწერე |
Posted by: ალექსანდრა91 1 Feb 2019, 21:06 |
mindo90 ბოლოს როდის იყავი თეატრში? მართლა საიდან ასკვნი მაგას. საკმაოდ ხშირად დავდივარ და თამამად შემიძლია ვთქვა რომ თეატრს არ აკლია მაყურებელი. |
Posted by: PANTALONE 1 Feb 2019, 21:16 |
სამეფოში "ჩვენი კლასი" ვნახე/ პირველ რიგში ფრიად მომეწონა ამბავი. კარგი სპექტაკლი გახდება, დროთა განმავლობაში, მონაწილე ახალგაზრდების გამოცდილების მატებასთან ერთად/ პირველი აქტის მერე ვფიქრობდი, მგონი არ ღირს შებრუნება მეთქი, მაგრამ კარგია რომ არ წამოვედი/ ჩამითრია მერე/ თემურ ჩხეიძე ჩემი გასაკრიტიკებელი არ არის/ უბრალოდ არ მომწონს თეატრის ეს კონცეფცია, სხვანაირია ჩემთვის თეატრი საბოლოო შეფასება - კარგია, ყველამ ნახეთ და გულები დაუწერეთ |
Posted by: Krusty_the_Clown 3 Feb 2019, 00:33 |
ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს კარგი იყო, მომეწონა, თუმცა მეტის მოლოდინი მქონდა, თუმცა საერთო ჯამში კარგი დასი და კარგი სპექტაკლია. ინტერიერიც კარგად იყო გადაწყვეტილი, რომ შედიხარ თეატრში, ეთიშები გარე სამყაროს. |
Posted by: migeli85 3 Feb 2019, 16:09 |
8 თებერვალს რუსთაველის პატარა სცენაზე "სტუმარი" - ს დგავენ. კარგი სპექტაკლია და ვისაც ნანახი არ გაქვთ, პარასკევი საღამოს საინტერესოდ გატარების მშვენიერი ვარიანტია |
Posted by: pataputina 7 Feb 2019, 17:23 |
სამეფო უბნის თეატრში თემურ ჩხეიძის "დუელზე" რას მეტყვით? ვინმემ თუ ნახეთ? მარჯანიშვილში "ცუდი ბიჭები" ვნახე ორი დღის წინ.. ახალი სპექტაკლია, გასულ კვირას იყო პრემიერა.. ამიტომ არ ვიცი, ალბათ თანდათან დაიხვეწება დროთა განმავლობაში.. როცა 2 საათის მანძილზე არც სიუჟეტი იცვლება (დიდად) არც შესრულება და არც მსახიობები, ცოტა მოსაწყენი ხდება |
Posted by: _Pablo_ 7 Feb 2019, 20:03 | ||
pataputina
ზუსტად ამ სპექტაკლზე მიწერია ზედა პოსტში. ამ ვიქენდზეც ვგეგმავ კულტურულ საღამოს და რას მირჩევთ, არის რამე ახალი და კარგი? |
Posted by: nutsiko 8 Feb 2019, 20:10 | ||
გეთანხმები. თითქოს რაღაც აკლდა მსახიობების თამაშს, საერთო შესრულებას. ცოტა გაწელილიც იყო მომენტები. არადა, მეტის მოლოდინი მქონდა. წულუკიძე კი კარგად გაერთო, ხმამაღლა იცინოდა. დიდად არ მომეწონა. |
Posted by: ალექსანდრა91 9 Feb 2019, 13:06 |
მარჯანიშვილში “ქალები” ან “კაცები” გინახავთ? გუშინ ვნახე “ქალები” და “კაცები” ამათი ქმრების ამბებია თუ საერთოდ სხვა განზომილებაა? ეკა მჟავანაძის და ქეთი ჩხეიძის შესრულება მომწონს, თორე ეს სპექტაკლი შუა ასაკის კრიზისი თუ დაეწყება ადამიანს მაშინ უნდა ნახოს. ძაან ჩცდ იყო |
Posted by: nutsiko 9 Feb 2019, 13:54 | ||
დაახლოებით იგივეა, რაც ,,ქალები", ოღონდ აქ კაცები არიან. ერთხელ სანახავი სპექტაკლებია. მარჯანიშვილს ახალი სპექტაკლებიც აქვს. გადაავლე აფიშას თვალი. |
Posted by: Beroname 13 Feb 2019, 17:40 |
"სადღაც, ცისარტყელას მიღმა" ვის გაქვთ ნანახი და როგორია? ...................................................................... |
Posted by: POKERISBLUFF 14 Feb 2019, 20:04 |
სასიყვარულო ბარათებზე წაიყვანეთ მეგობარი და ისიამოვნეთ 27 თებერვალს არის 20:00 ზე მარჯანიშვილის თეატრში (სხვენი) |
Posted by: migeli85 20 Feb 2019, 14:09 |
კეთილო ხალხო, სტურუასა და ყანჩელის "სტიქსი" გაქვთ ვინმეს ნანახი? ეგებ გამიზიაროთ შთაბეჭდილებები... წინასწარ დიდი მადლობა |
Posted by: nutsiko 20 Feb 2019, 15:06 |
POKERISBLUFF გეთანხმები. ადრე მაქვს ნანახი, მახსოვს, კარგი იყო. --- ნახეთ აუცილებლად, ვისაც არ გინახავთ. |
Posted by: POKERISBLUFF 20 Feb 2019, 20:35 |
nutsiko როგორც ვნახე ბევრი პოსტი გაქვს ამ თემაში ხოდა იქნებ იცოდე, მარჯანიშვილის თეატრში რამე ისეთი სპექტაკლი (რაც დავწერე მაგის გარდა) გოგოსთან ერთად რომ შეიძლებოდეს ყურება ( მოსაწყენი რომ არ იყოს ) |
Posted by: migeli85 21 Feb 2019, 11:26 |
POKERISBLUFF ზუსტად ეგეთზე ვიყავი გუშინ. "უსახელო ვარსკვლავი" - ძალიან კარგი სპექტაკლია. წაიყვანე და დამიჯერე, არ ინანებ ასევე გირჩევ "ჟოლო"-ს. ეს კიდევ უფრო მაგარია "როგორც გენებოთ" - კარგია ესეც. სამივე სპექტაკლი გადის შემდეგი ორი კვირის განმავლობაში და შეგიძლია ბილეთების ყიდვა ონლაინაც. |
Posted by: POKERISBLUFF 21 Feb 2019, 11:45 |
migeli85 "ჟოლო" ხვალ ყოფილა საინტერესოა... ზოგადად თეატრის ამბებში ბავშვობის მერე აღარ ვყოფილვარ და ეხლა ძალიან მომწონს კვირაში 1ხელ, სულ რო მარტო იაროს ადამიანმა მშვენიერი რამეა განსატვირთათ მადლობა რჩევისთვის |
Posted by: nutsiko 21 Feb 2019, 12:45 |
POKERISBLUFF მარჯანიშვილის თეატრს კარგი სპექტაკლები აქვს. ,,ჟოლო" მომეწონა მახსოვს. ,,გრონჰოლმის მეთოდი" კარგი გუნდია, კარგი შესრულება. ,,სამსახური ანუ..." მომეწონა. გახალისდები, არ მოიწყენ(თ). ,,არტ ხელოვნება" იმპროვიზაციები, არაჩვეულებრივი გუნდი ასრულებს. ესენი მიყვარს. შეგიძლია აარჩიო, ნახო. |
Posted by: migeli85 22 Feb 2019, 01:08 |
"ჩვენი პატარა ქალაქი" თუმანიშვილში ძალიან კარგია. ნახეთ აუცილებლად |
Posted by: Krusty_the_Clown 22 Feb 2019, 13:04 |
nutsiko migeli85 მადლობა რჩევებისთვის, ძალიან სასარგებლოა. მე ჩემის მხრივ დღეს პანტომიმას მოვინახულებ, ძალიან მიყვარს და ვნახავ "8 აგვისტო" (უახლეს ომზეა საქართველოს ისტორიაში) შთაბეჭდილებებს დავწერ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დადებითი იქნება. პირველად მივდივარ მანდ, როცა ბატონი ამირანი აღარ არის, მაგრამ იმედია, რომ შვილები ღირსეულად გააგძელებენ შენებას. * * * დაეტყო ამირან შალიკაშვილის გარდაცვალება თეატრს... |
Posted by: POKERISBLUFF 23 Feb 2019, 01:09 | ||
მადლობა |
Posted by: nutsiko 23 Feb 2019, 10:42 |
Krusty_the_Clown POKERISBLUFF არაფრის. Always Welcome! --- აბა, ვინ ელოდებით თეატრალურ ფესტივალს? ჯერ კი ადრეა, მაგრამ მაინც... ძალიან მომწონს ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლები. მუდამ განსხვავებული, საინტერესო, სანახაობრივია და ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია. წინა წელს ჰქონდათ ,,დიალოგი კანს შიგნით". უიშვიათესი და უმაგრესი რამ. ყველას გირჩევთ ფესტივალებზე სიარულს. |
Posted by: POKERISBLUFF 27 Feb 2019, 16:08 |
biletebi.ge ონლაინ თუ გიყიდიათ ბილეთები დაწეროთ იქნებ, უნდა ამობეჭდო და წარადგინოო ეს წავიკითხე მარა,მაგის გარეშე Q&R კოდითაცო,და თუ ვინმეს გისარგებლიათ დაწეროთ იქნებ ერთი ორი სიტყვა რამე პრობლემა ხომ არ შეიქმება სალაროში, ან როგორ ხდება პ.ს დღეს არის ის მშვენიერი სპექტაკლი |
Posted by: Krusty_the_Clown 27 Feb 2019, 16:17 |
POKERISBLUFF სმარტფონი ხომ გაქვს? ხოდა, საიდანაც იყიდი, იქ რეგისტრაციისას მიუთითე მუშა ტელეფონი და მაილი, სადაც მიიღებ ბმულებს ბილეთების. ზოგადად, ბარკოდს დაანათებენ QR კოდს შენს მობილურში და ეგაა. მაგრამ მე მაინც თავს ვიზღვევ ხოლმე და ვბეჭდავ (ინტერნეტმა რომ გაჭედოს?) დაბეჭდილ ვერსიაზეც ჩანს რა თქმა უნდა QR წარმატებები |
Posted by: POKERISBLUFF 27 Feb 2019, 16:44 |
Krusty_the_Clown გადმოვწერე აპლიკაცია ბილეთების APP STORE დან დავრეგისტრირდი,ახლა შევიყვან ბარათის მონაცემებს და ჩამომაჭრის თანხას მობილურზე რომელსაც მივუთითებ მომივა სმს-ი რომელსაც სალაროში წარვადგენ და ვეტყვი რო ესე და ესე ვიყიდე თქო თითონ რაღაცას იზავენ დანათება ქვია იმ კოდის თუ რაც არის, და მორჩა? პრინტერი არ მაქვს და ამიტომ ვერ ვბეჭდავ მგონი სწორად გავიგე როგორც თქვი მე რა სპექტაკლებსაც ვარჩევ ხოლმე სულ გადატენილია აუდიტორია და 1საათით ადრე რო მივიდე, იქნება თუ არა ბილეთები ეგ მაინც რო გავიგო სალაროში დარეკვა და დაჯავშვნაც არ იქნებოდა ცუდი იდეა მარა ალბათ არ ხდება ეგეთი რაღაცეები პროსტა,წასვლა წამოსვლა, წასვლა ძაან ტვინის ბურღია მადლობა ინფორმაციული შინაარსის პოსტისთვის, ცოტათი მაინც გავერკვიე დაახლოებით როგორ ხდება |
Posted by: Brruto 28 Mar 2019, 01:31 |
ყვავილები ელჯერნონისთვის - რას ფიქრობთ ამაზე ღირს წასვლა? |
Posted by: Krusty_the_Clown 6 Apr 2019, 14:48 |
Brruto წიგნი ძალიან კარგია, ალბათ-დადგმაც. სად არის, ვინ არის რეჟისორი? |
Posted by: rockforever 9 Apr 2019, 12:00 | ||
Beroname
რავიცი, აბა. მომწყინდა, ვერ ვისიამოვნე სპექტაკლით. სტურუა მიყვარს, თაბუკაშვილიც კარგი სცენარისტია და ბევრად უკეთესის მოლოდინი მქონდა. |
Posted by: POKERISBLUFF 14 Apr 2019, 09:37 |
დაახლოებით ერთი თვის წინ ვიყავი მარჯანიშვილის თეატრში ისე მოხდა რო ვისთანაც ერთად წავედი, ვერ მოვახერხეთ არჩევა დრო გამოგვიჩნდა თუ არა იმ დღესვე გადავწყვიტეთ, ხოდა ეს რენდომ ნაყიდი ბილეთები გამოდგა სპექტაკლის "დარისპანის გასაჭირი" უბრალოდ თეატრი რო ძალიან მიყვარს, და რაღაც მსახიობურ დეტალებს ვაკვირდებოდი ალბათ მაგიტომ არ ვამბობ რომ მარაზმი იყო თქო თორე, სიუჟეტი იმდენად უაზრო იყო ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს მსგავს სპექტაკლებს რაღაც ოდნავი იდეა მაინც ხო უნდა იდოს, ან თუ კომედიაა ბოლომდე კომედია იყოს რო განიტვირთოს ხალხი დღესაც ვფიქრობ,და ვერ ვხვდები რას ნიშნავდა ეს ყველაფერი არადა,ბესო ბარათაშვილი როა და პუტკუნა ტიპი კიდე იდეაში არ არიან ცუდი მსახიობები ახლა 20 ში რუსთაველის თეატრშია ერთი სპექტაკლი სადაც ჯინორია თამაშობს, და მინდა წასვლა ვნახოთ რა იქნება » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: migeli85 19 Apr 2019, 07:28 |
POKERISBLUFF 12 განრისხებულ მამაკაცზე ამბობ. კარგი სპექტაკლია, ნამდვილად ღირს მაგაზე წასვლა. |
Posted by: Krusty_the_Clown 19 Apr 2019, 18:35 |
გუშინ ვისიამოვნე საფესტივალო სპექტაკლით "ანა ფრანკის დღიური" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრში |
Posted by: pataputina 24 Apr 2019, 12:11 |
მარჯანიშვილის სხვენში დაიდგა "მკაცრი ქალიშვილები" ძალიან ვისიამოვნე გირჩევთ |
Posted by: suarez10 1 May 2019, 15:30 |
თავისუფალ თეატრს ან მარჯანიშვილის თეატრს რამე სტუდენტური ფასდაკლებები ხომ არ აქვს ხოლმე? |
Posted by: nothing_else_matters 11 May 2019, 11:53 |
23 შია 7საათზე ჯინორიას მონაწილეობით "ქარი მწყურია მე პირდაპირი" მარჯანიშვილის რაღაც უაზრო სპექტაკლებზე ბევრად კარგი უნდა იყოს |
Posted by: POKERISBLUFF 14 Aug 2019, 19:17 |
ბოლოს მარტში ვიყავი და როგორ მომიდა ეხლა ოპერა ან რამე კარგი სპეკტაკლი |
Posted by: ღამის_რაფსოდია 16 Aug 2019, 01:32 |
აუ კაი იქნება, რამოდენიმე თვე არ ვყოფილვარ ფიზიკურად. მერე როგორმე თავს მოვაბავ და მხოლოდ იუთუბში განთავსებულ ჩანაწერებს არ ვუყურებ. ისე უფრო მეტი ჩანაწერი რომ იყოს კაი იქნება... |
Posted by: POKERISBLUFF 18 Aug 2019, 22:48 |
სექტემბრიდან მგონი განაახლებენ სპექტაკლებს ახლა არსად არაფერი ყოფილა საერთოდ კვირაში 1ხელ მშვენიერი თერაპიაა თან კარგია ცოტა ხალხი დადის, იმედია ხალხზე და ბილეთებზე არ იქნება დამოკიდებული სპექტაკლების ჩატარებები |
Posted by: PANTALONE 18 Aug 2019, 22:50 |
მოწყენილობისგან ლამის თეატრშიც წავიდე / |
Posted by: jangulashvili 8 Sep 2019, 21:34 |
როდის იწყებენ სეზონს თეატრები? 18ში არ არის არსად სპექტაკლი? |
Posted by: POKERISBLUFF 9 Sep 2019, 11:28 |
jangulashvili სექტემბრის ბოლო-ოქტომბრის დასაწყისიდან მარჯანიშვილი-რუსთაველი (წესით) სამეფო უბნის თეატრში ხვალ არის ტროელი ქალები 12 და 19 რიცხვებში სხვა სპექტაკლები |
Posted by: giganet 9 Sep 2019, 22:29 |
სამეფო უბნის თეატრი როდის ხსნის ნეტა სეზონს? ამ სეზონზე მინდა მაგატ სპექტაკლებს ჩავუჯდე ძალიან აქებენ დოიაშვილის ზვავს,ბალიშის კაცუნა,ზაფხულის ღამის სიზმარს |
Posted by: PANTALONE 10 Sep 2019, 03:30 |
მთავარი პერსონაჟი რო ჩეშირის კატა იყოს ეგრე უნდა დადგა |
Posted by: ramaza 17 Sep 2019, 19:31 |
რაიყოთ ბიჭო მთელი ზაფხული ვუსატკავებდი არტ-ხელოვნების ბილეთებს და შევედი ეხლა და 27 ოქტომბერსაა ერთხელ და ყველა ბილეთი გაყიდული იყო რა ხამობაა რაარი ტო კაი მე მეოთხედ მინდოდა მენახა და 100ჯერ ნახვა შეილება??სულ ერთი სასტავი დადის იმენა შეგაზიზებენ ყველაფერს |
Posted by: Arsenal14 20 Sep 2019, 11:48 |
ველოდები ახალი სეზონის დაწყებას თეატრებში. იმედია ბევრ კარგ და ახალ სპექტაკლს შემოგვთავაზებენ |
Posted by: WhoWantsToGetFucked1st 29 Sep 2019, 10:06 |
არასდროს ვყოფილვარ თეატრში ძალიან მინდა წელს მაინც მოვახერხო და ვნახო, ამიტომ თქვენი დახმარება მჭირდება, მირჩიეთ პირველად რომელი სპექტაკლი ვნახო, რომ ერთი ნახვით მოვიწამლო თეატრით. |
Posted by: aktrisa 8 Oct 2019, 18:09 |
WhoWantsToGetFucked1st თეატრი" რუსთავეილს 19" )) ახალგაზრდა, ენერგიულები და ძალიან არტისტულები, აი გემრიელად რო ჩაუჯდები და ისიამოვნებ. სამეფოც.. |
Posted by: პიანისტი 12 Oct 2019, 21:49 |
ჟანრი ლოლაშვილი რომელ თეატრშია? ........... |
Posted by: giganet 14 Oct 2019, 14:54 |
პიანისტი რუსთაველის მარა სეზონის განმავლობაში არ არ მონაწილეობს ბევრ სპექტაკლში |
Posted by: პიანისტი 15 Oct 2019, 00:58 |
giganet გაგება შესაძლებელია როდის მონაწილეობს? ძალიან მევასება ეგ მსახიობი და ერთხელ არ ვყოფილვარ მის სპექტაკლზე |
Posted by: ალექსანდრა91 16 Oct 2019, 00:27 |
ramaza 2ნოემბერს არის არტ ხელოვნება და სულ რამდენიმე ბილეთია გაყიდულია. შეგიძლია იყიდო. პ.ს. მარჯანიშვილმა რა ღორობა დაიმართა პარტერში ყველა ბილეთს 19ლარი რომ მოსცხო |
Posted by: ნიკიი 26 Oct 2019, 16:28 |
სალამი, ხალხო, რომელ სპექტაკლს მირჩევთ? თქვენი საყვარელი სპექტაკლები დაწერეთ, აბა. |
Posted by: giganet 26 Oct 2019, 23:28 |
ამ სეზონზე რამდენიმე ახალი სპექტაკლის პრემიერაა რისი ყურებაც ღირს მარჯანიშვილზე ჰამლეტი თავისუფალში 2030 |
Posted by: ramaza 29 Oct 2019, 13:27 |
ალექსანდრა91 ვერ მივუსწარი ((((((((((((((( მარტო აივანია დარჩენილი და მგონი არ ღირს აივანზე... პირველ რიგებში მოაქვს ყველაზე კარგად მგონი... მთვრალი ალუბალი ან უსახელო ვარსკვლავი კარგებია??? |
Posted by: keidi 29 Oct 2019, 16:02 |
სალამი მეგობრებო, კომედიას ან ცოტა გასართობს რომელ სპექტაკლს მირჩევთ? (მარჯანიშვილში ან რუსთაველში) მადლობა |
Posted by: ნიკიი 30 Oct 2019, 16:09 |
keidi მარჯანიშვილში არის ასეთი ,,სამსახური ანუ ზაფხულის ღამის სიზმარი". ძალიან კარგია. |
Posted by: POKERISBLUFF 30 Oct 2019, 21:14 |
2 ნოემბერს არის 20:00ზე ART-ხელოვნება მარჯანიშვილში ზურა ყიფშიძე, მიხეილ გომიაშვილი და ალეკო მახარობლიშვილი მონაწილეობენ არ უნდა იყოს ცუდი |
Posted by: ალექსანდრა91 1 Nov 2019, 10:30 | ||
ხო ჩემს მეგობრებსაც აივანი შერჩათ და რომ შემომთავაზეს უარი ვუთხარი. რათქმაუნდა პარტერი ჯობია. “მთვრალი ალუბალი” არ ვიცი როგორია. “უსახელო ვარსკვლავი” პირადად მე არ მომეწონა. მარტო დეკორაცია მომეწონა. მთელი სპექტაკლი მაგას ვუყურებდი |
Posted by: ნიკიი 1 Nov 2019, 22:56 |
ალექსანდრა91 რა სამწუხაროა, დეკორაციის მეტი რომ არაფერი მოგეწონება ადამიანს. არადა, მარჯანიშვილში აფიშას რომ გადავხედე, მართლაც კარგი სპექტაკლებია. პირადად მე სპექტაკლების დროს გამოყენებულ მუსიკას დიდ ყურადღებას ვაქცევ, დეკორაციებთან ერთად. ვაკვირდები მსახიობებსაც, ვინ და როგორ თამაშობს. ძალიან კარგია ფესტივალები. ახალ-ახალ სპექტაკლებს ნახულობ. |
Posted by: Richi049 19 Nov 2019, 20:19 |
მთვრალი ალუბლები ძალიან კარგი სპექტაკლია. არაუშავს კაცებსაც, გაერთობა კაცი) |
Posted by: get-up 20 Nov 2019, 15:45 |
მეგობრებო იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ რამე კარგი სპექტაკლი. |
Posted by: ნიკიი 12 Dec 2019, 00:07 |
get-up ზემოთ დავწერეთ კაი სპექტაკლები. გადახედე. ახლა მარჯანიშვილში კარგი სპექტაკლებია აფიშაზე და ნახე. |
Posted by: Endy-Endy 19 Dec 2019, 23:30 | ||
+ 1 თუ ისევე იგივე ხალხი თამაშობს ამ სპეკტაკლში. |
Posted by: POKERISBLUFF 29 Dec 2019, 09:34 |
9შია მარჯანიშვილის თეატრში საინტერესო სპეკტაკლი 8საათზე 3რიცხვიდან იწყება , რუსთაველის თეატრისგან განსხვავებით საახალწლო კონცერტებით არ გაბურღავენ ტვინს |
Posted by: Maturelly 29 Jan 2020, 11:00 |
ძალიან ბევრია შესარემონტებელი და იმედია მიხედავენ |
Posted by: ramaza 2 Feb 2020, 22:25 |
დეკალოგი კარგია სამეფო უბნის თეატრში????? მანდ წავიდე თუ სკანდალურ დღიურებზე თავისუფალში??? რომელს მირჩევთ?? |
Posted by: makuna33 10 Feb 2020, 10:58 |
მარჯანიშვილში რომელი სპექტაკლი ჯობია " მთვრალი ალუბალი" თუ " სამსახური ანუ ზაფხულის ღამის სიზმარი"? თან 10 წლის ბავშვი მინდა წავიყვანო და იმასაც რომ მოეწონოს |
Posted by: ალექსანდრა91 10 Feb 2020, 13:16 | ||
რა აზრი უნდა გამოიტანოს ბავშვმა ზრდასრულებისთვის განკუთვნილი სპექტაკლებიდან. ძალიან ცოდოა გაძლებაზე უნდა იყოს. |
Posted by: Krusty_the_Clown 11 Feb 2020, 14:29 | ||
makuna33 ზაფხულის ღამის სიზმარი ნანახი მაქვს და ძალიან კარგია. ბევრი მომენტია მანდ სახალისო. ალექსანდრა91
მთლად ვერ დაგეთანხმები, მახსოვს, დედას ბავშობაში ოპერაში დავყავდით ხოლმე, მაგალითად რიგოლეტო მაქვს ნანახი დაახლოებით მაგ ასაკისას. გეთანხმები იმაში, რომ აზრს ვერ გამოიტანს, მაგრამ სხვა მომენტებიცაა: დეკორაცია, განათება, მუსიკალური ნომრები, ცეკვები და ა. შ. რაც ძალიან უვითარებს ბავშვს ხატოვან მეხსიერებას და შემდგომ, ხშირ შემთხვევაში განაპირობებს დადებით ემოციებს უკვე ზრდასრულ ასაკში. ასევე მუშაობს ქვეცნობიერიც. |
Posted by: zigfried 11 Feb 2020, 16:15 |
ყიფშიძეს არ იცნობთ ვინმე? მეფე ლირზე 2 ბილეთი რო გამოართვათ ნაცნობი გამოვძებნე დღე მითხრა როცა ბილეთები გაიყიდებოდა და მაინც ვერ მივუსწარი და ბატონ ზურას რო გამოვართვა თუ შეიძლება მასე სახლში მივაკითხავ |
Posted by: ალექსანდრა91 12 Feb 2020, 01:24 |
Krusty_the_Clown მესმის შენ რასაც გულისხმობ მე იმას კი არ ვამბობ რომ თეატრში ბავშვი არ ატარონ. უბრალოდ მათთვის შესაფერის თეატრსა და სპექტაკლებზე უფრო მართებული იქნება, თეატრის სიყვარულიც ასე უფრო განუვითარდება. |
Posted by: Naoko 13 Feb 2020, 10:31 | ||
უნივერსიტეტში საგნები თუ აგირჩევია, ზუსტად ეგ სტილია მაგ ბილეთების ყიდვაც. უკეთესს რომ ველოდი, მაგის თქმა ხომ არ იქნება უხერხული? |
Posted by: ალექსანდრა91 13 Feb 2020, 15:10 |
18თებერვლიდან მარჯანიშვილში არის პრემიერა კრეიცერის სონატის. ძალიან მინდა წასვლა. თუ ვინმე დამასწრებს წასვლას ამ თემიდან ერთი-ორი სიტყვით დაწერეთ როგორი იქნება ^^ |
Posted by: deep purple_in rock 22 Feb 2020, 11:14 |
ნახეთ სტურუას ბეკეტი ? არ მაქვს წაკითხული პიესა, დადგმა ცოტა ერთფეროვანი მომეჩვენა, თუმცა ემოცია მაგრად მოიტანა. ნუ ფაქტია რო აზროვნებს ეს კაცი და თან ძაან მაგრად გადმოსცემს,მიუხედავად ყველაფრისა |
Posted by: zigfried 25 Feb 2020, 11:02 |
Naoko უნივერსიტეტში ვირჩევდი საგნებს და აქ ბილეთი ვერ მიყიდია რაღაცა სექტაა მემგონი არამგონია რაღაცა სასწაულს დგამდნენ მარა თავისი მრევლი ყავს და ვერ დაასწრებ შანსი არაა |
Posted by: Krusty_the_Clown 25 Feb 2020, 17:07 |
დღეს მოზარდ მაყურებელს ვესტუმრები, "იმპერიის წითელი ძაღლები". ეძღვნება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ. * * * კარგი იყო, მადლობა, რომ გვახსოვს ოკუპანტი. |
Posted by: British-Beret 4 Mar 2020, 20:32 |
გამარჯობა შემთხვევით ვინმემ ხომ არიცით , ნანკა კალატოზიშვილი თუ ისევ თამაშობს რომელიმე თეატრში ?? , ადრე მახოვს რომ მარჯანიშვილის თეატრის დასში იყო ,"ქალი ძაღლით" ამ სპეკტაკლში თამაშობდა და ახლა აღარ უწერიათ დასისი ლისტში |
Posted by: Krusty_the_Clown 5 Mar 2020, 12:23 |
British-Beret ნანკა ბოლოს იყო მუსკომედიაში, პლეხავნოზე რომაა. ნანახი მყავს სპექტაკლში: "ფსკერზე" შეუდარებელი იყო, დედოფალივით გამოიყურებოდა სცენაზე |
Posted by: British-Beret 6 Mar 2020, 01:00 |
Krusty_the_Clown ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის ანუ ღირს სპეკტაკლი ნახვად ? |
Posted by: Krusty_the_Clown 6 Mar 2020, 10:58 |
British-Beret ძალიან კარგი სპექტაკლია, მგონი ჩეხოვისაა, საკმაოდ მძიმეა ოღონდ, სახალისო არაა. არაფრის. * * * მაქსიმ გორკისაა, შემეშალა წეღან |
Posted by: ნიკიი 8 Mar 2020, 19:31 |
რამე ახალი კარგი სპექტაკლი არის? აი, ნახვად რომ ღირდეს. |
Posted by: Scoorp 13 Mar 2020, 13:33 |
ნიკიი აპრილამდე შეჩერებულია სპექტაკლები |
Posted by: POKERISBLUFF 15 Mar 2020, 00:52 |
5 აპრილს მუსიკის და დრამის თეატრში |
Posted by: Krusty_the_Clown 15 Mar 2020, 14:58 | ||
ძალიან მაგარი სიახლე <3
მადლობა თქვენ! |
Posted by: ნაკო 15 Mar 2020, 21:17 | ||
მგონი პირველად ვწუხვარ, რომ ფეისბუქი არ მაქვს. |
Posted by: Krusty_the_Clown 15 Mar 2020, 21:25 | ||
ღირს ალბათ იმად, რომ დაარეგისტრირო ექაუნთი |
Posted by: ნაკო 15 Mar 2020, 21:29 | ||||
"ექაუნთი" თხოვნით არ არსებობს? :დ |
Posted by: Krusty_the_Clown 15 Mar 2020, 21:37 | ||
ნაკო
სავარაუდოდ კი, ოღონდ ორივე ერთდროულად ვერ შეხვალთ ბაბუაჩემი ამბობდა ხოლმე, ცოლი, ცხენი და თოფი არავის უნდა ათხოვოო დავამატოდ ექაუნთიც |
Posted by: ნაკო 15 Mar 2020, 21:47 | ||||
:დდდ არა ზოგადად წყვილების საერთო ექაუნთებისიც არ მესმოდა და თხოვნით მითუმეტეს. თუ არ დამავიწყდა შევქმნი და ლინკი მომაწოდე მერე. |
Posted by: Krusty_the_Clown 15 Mar 2020, 21:52 | ||
ნაკო მე ძალიან ველი, მიყვარდა ძალიან ბატონი ამირანი და მისი ეს შექმნილი თეატრი. ვნახოთ <3
რავი, მეც ვერ ვუმუღამებ, მაგრამ ვის როგორ სიამოვნებს რა. ამ ბოლო დროს ვცდილობ, სულ ოქროს შუალედები დავიცვა ) |
Posted by: ნაკო 23 Mar 2020, 22:25 |
ვაჰმე, არეული მაქვს კალენდარი, მეთქი იყო უკვე სპექტაკლითქო და გულები შემიღონდა. |
Posted by: kriketi-1985 24 Mar 2020, 01:15 |
ამოიჩემებენ ერთ სპექტაკლს და დადის მერე ერთი და იგივე ხალხი, ბილეთს აღარ გიტოვებენ.:დ |
Posted by: POKERISBLUFF 26 Mar 2020, 00:21 |
იმედია ოდესმე ჩატარდება ეს სპექტაკლი სადმე , მარტო ეს მონაკვეთი მაქვს ნანახი არადა სრული ვერსიაც დევს ეს კოვიდ19 რო ჩაივლის, თუ დაანონსდა ეს სპექტაკლი მომნიშნეთ მადლობა წინასწარ |
Posted by: ნაკო 26 Mar 2020, 12:26 | ||
თუ ქუთაისის თეატრთან გაქვს სიახლოვე თორნიკე მარჯანიშვილის რეჟისურით არის ეს სპექტაკლი სინთეზში - "მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი"-ისთან ერთად, საინტერესო ვარიაციაა. გასვლითი სპექტაკლიც არის ზოგ შემთხვევაში თუმცა ამ პირობებში, როგორ და რანაირად მოხერხდება ამ სპექტაკლის არათუ სხვა ქალაქში არამედ ქუთაისში ხილვა ეგ კიდევ საკითხავია... |
Posted by: POKERISBLUFF 26 Mar 2020, 20:14 |
ნაკო ხო ეხლა ყველგან გადაიდო ყველაფერი მგონი... ახლოს არ ვარ ქუთაისთან მარა ეს ვირუსი რო გაქრება ვფიქრობ რამდენიმე ქალაქი ავარჩიო სადაც არის თეატრი,ოპერა დ ა ა.შ 2-2 დღით 5 ქალაქი საკმარისი იქნება მარა ბათუმის და ქუთაისის თეატრის გარდა არც ვიცი ფუნქციონირებს თუ არა რამე სხვა მადლობა ინფოსთვის |
Posted by: ნაკო 26 Mar 2020, 20:20 | ||
ძირითადი სახელმწიფო სტატუსის მქონე თეატრები დასავლეთში ქუთაისს, ბათუმსა და ზესტაფონშია. (თუმცა ზესტაფონში ნაკლებ აქტიური) . ივლისს თვეში ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ტარდება სახალხო თეატრების ფესტივალი (მონაწილეობს სხვადასხვა რეგიონის სახალხო , თვითმყოფადი, ავტონომიური :დ თეატრები) საკმაოდ მრავალფეროვანი და სინტერესო კვირეული იმართება, რიგ შემთხვევაში, აზერბაიჯანის და პოლონეთის თეატრებიც გვსტუმრობს ამ ფესტივალზე და თუკი ჩაცხრება ეს მწვავე პროცესები ივლისის თვესი თუარა აგვისტოში მაინც გადაიტანენ ამ პროექტს, ასე რომ შეეცადე ამ პერიოდს დაამთხვიო შენი სტუმრობა . ინფოსთვის არაფერს )) |
Posted by: POKERISBLUFF 29 Apr 2020, 18:59 |
აუ არადა ეხლა რა კარგი იქნებოდა რამე კარგი სპეტაკლი ((( ან ოპერა უცხო ქალაქში მითუმეტეს როცა იყო ამდენი ხანი ვერცერთხელ ვერ წავედი და ეხლა მომინდა მეც მაგარი ვარ მთელი დღე ვუყურებდი/მოვისმენდი :/ |
Posted by: S A F O 13 May 2020, 17:18 |
ძალიან ცუდი დრო დაუდგა თეატრს. ამ კორონას გამო, ყველაზე მეტად ეს სფერო დაზარალდა მგონი კაცმა არ იცის , როდის რა გაიხსნება და ძალიან სამწუხაროა. |
Posted by: ნიკიი 14 May 2020, 21:17 |
კორონას გამო გაზაფხულის თეატრალური სეზონი ჩავარდა. მოუთმენლად ველი თეატრალურ ფესტივალებს შემოდგომით. |
Posted by: S A F O 27 May 2020, 20:21 | ||
ნიკიი
შემოდგომაზე თეატრალური ფესტივალების ჩატარების მიმართ ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი მეეჭვება ჩატარდეს. მიუხედავად იმის, რომ რამდენადაც ვიცი, რაღაც მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო თითქოს |
Posted by: ნიკიი 30 May 2020, 23:33 |
S A F O იმედი მაქვს, რომ ჩატარდება და ყველაფერი კარგად იქნება ჩვენთანაც და ყველგან. ამ კორონამ დაზაფრა მსოფლიო. ძალიან მომწონს თეატრალური ფესტივალები. იმდენი კარგი სპექტაკლი ვნახე და შემსრულებლები, რისთვისაც მადლიერი ვარ ორგანიზატორების. |
Posted by: deiar123 21 Jun 2020, 18:48 |
მომენატრა თეატრი კორონამდეც კაი ხანი ვერ მოვახერხე მისვლა, როდის გაიხსნება რამე საუბარი ხო არმიდის? |
Posted by: nutsiko 26 Jun 2020, 01:08 |
deiar123 ამ წელს თუ გაიხსნა საერთოდ ხომ კარგი. ჩამიჩუმი არ ისმის გახსნაზე. არადა, შემოდგომის ფესტივალებს რა სჯობს? არც არაფერი. საქმე ისაა, ამ წელს გადავრჩეთ ყველანი და მომავალ წელს ვნახოთო. არავინ არაფერს ამბობს ოფიციალურად. |
Posted by: deiar123 27 Jun 2020, 13:28 |
ძალიან ცუდია, ისედაც სასაცილო ხელფასებში და მდგომარეობაში მყოფი თეატრები და ეხლა ნეტა თუ აქცევენ ყურადღებას? გადატენილ ავტობუსს უშვბენ და ეს არი დაუშვებელი? |
Posted by: აზდაკი 21 Dec 2020, 00:05 |
ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქართული თეატრებში კულტურაში. ევროპის ქვეყნებში გარკვეულწილად მოახერხეს, რომ რაღაც გზა ენახათ და ღონისძიებები რაიმე სახით მაინც ჩაეტარებინათ. აქ კი აბსოლიტურად ფეხებზე დაიკიდეს. ყველაფერი |
Posted by: ალექსანდრა91 21 Dec 2020, 00:26 |
რომ ვუფიქრდები ყველაფერს შევეგუე ამ პანდემიის შეზღუდვებიდან ნაწილობრივ, მაგრამ თეატრი ძალიან დამაკლდა ((( ჩემი კვირის ბედნიერება იყო. |
Posted by: yoana 22 Jan 2021, 16:17 |
იმედია წელს მაინც გაიხსნება თეატრი.. |
Posted by: Krusty_the_Clown 2 Feb 2021, 23:22 | ||
ცუდია ასეთი კონფორმიზმი... ალბათ ერთ-ერთი უპირველესი მიზეზია ჩვენი ასეთი მძიმე ყოფის ეს თვისება. |
Posted by: nutsiko 7 Feb 2021, 15:48 |
მომენატრა თეატრი და თეატრალური ფესტივალები. ამ შემოდგომაზე მაინც თუ გვეღირსება სეზონის გახსნა |
Posted by: ალექსანდრა91 7 Feb 2021, 23:30 | ||
Krusty_the_Clown
ვერ მივხვდი რას გულისხმობ დროებითი შეზღუდვების მიმართ შემგუებლობითი დამოკიდებულება ?! |
Posted by: George_Best 8 Feb 2021, 03:45 | ||
ეჰ,რურუას წიგნებიდან ანსწავლი თავისუფლების სული ყველას კი არ აქვს |
Posted by: POKERISBLUFF 8 Feb 2021, 04:25 |
ბოლოს ამ სპექტაკლზე ვიყავი და ისეთი უინტერესო სიუჟეტიც კი როგორიც ამ რაღაცას ქონდა საინტერესო იყო, რაღაცეებს დავაკვირდი და ძალიან მომეწონა "სხვენი"ც ძალიან მყუდრო ყოფილა თან ბევრი ხალხიც არ იყო მახსოვს აქ დავპოსტე და მირჩიეს როგორ უნდა დამეჯავშნა ბილეთები + მენახა განრიგი სხვაც არაფერი იყო და წავედი ნოსტალგიის დდშვცი და დროის როგორ მალე გაფრინდა 2 წელი |
Posted by: Krusty_the_Clown 8 Feb 2021, 21:26 |
ალექსანდრა91 დაიკიდე, თუ ვერ მიხვდი არცაა აუცილებელი George_Best წერა ისწავლე, შე სირო. იგნორ, ნახუი. დიდი მადლობა ტიმს ამ შესანიშნავი ფუნქციისთვის <3 |
Posted by: George_Best 8 Feb 2021, 21:28 |
ეჰ,ვერ უსწავლებია რურუას შენთვის ბოლომდე თავისუფლება :* |
Posted by: ბანჯოო 18 Apr 2021, 22:32 |
გზები და გზაჯვარედინები... რაღაც ასეთი სახელწოდება უნდა ჰქონდეს.. მურმან ჯინორია თამაშობს ალბათ, 70-იან წლებშია დადგმული იქნებ მაპოვნინოთ |
Posted by: DeepRunner 29 May 2021, 01:48 |
... |
Posted by: gkipiani2002 1 Jul 2021, 18:00 |
BETA group წარმოგიდთ ხელნაკეთ ოსკარს საქართველოში. ოსკარი დამზადებულია მარმარილოს ფხვნილისგან და არის საკმაოდ მყარი და მძიმე მასალა. გარედან არის მონიკელებული, თხევადი მეტალით ოქროსფერი, რომელის ფერიც არასდროს არ გადავა. ოსკარს უკეთდება მეტალის წარწერა გრავირებით, ესეც ხელით ამოიკაწრება, თქვენთვის სასურველი წარწერა . რაოდენობა შეზღუდულია. 2 ცალის შეძენის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება. მიწოდება ხდება საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რაიონში. ასევე გაეცანით ჩვენს სხვა ნავუშევრებს, რომლებიც ყველაზე ორიგინალური და განსხვავებული საჩუქარია სხვადასხვა პროფესიისა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის. მდგომარეობა ახალი * * * შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 568 311 311 ან მოგვწეროთ წჰატსუპ-ში , ანუ whatsup -ში * * * ასევე ვამზადებთ სხვადასხვა ფორმის ხელნაკეთ სუვენირებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის |
Posted by: karlos_ 11 Jul 2021, 03:41 |
კორონობის შემდეგ იმედია და ველით ყველა თეატრალურ ფესტივალებს კომენდანტობის და ნიღბების გარეშე |
Posted by: POKERISBLUFF 13 Jul 2021, 23:58 |
................................................................................... |
Posted by: febus 31 Oct 2021, 15:16 |
დაახლოებით ორი წლის წინ ვნახე ერთ-ერთ საიტზე ანა კარენინას მიუზიკლი სასწაული დადგმა იყო 2019 წლის თუ არ ვცდები. იმის მერე ვეძებ და ვეღარსად ვიპოვე იმ საიტზეც აღარაა. იქნებ ვინმეს გქონდეთ ნანახი სად ვუყურო მასწავლოთ ისეთი შთაბეჭდილებები შემიქმნა სიამოვნებით ვნახავდი კიდევ რამოდენიმეჯერ. |
Posted by: shavi_kheli 30 Nov 2021, 16:05 |
სამწუხაროდ ბილეთები სულ გაყიდული დამხვდა....... |
Posted by: akkai 8 Dec 2021, 21:19 |
ონლაინ სად შემილია ვიყიდო ამ მიუზიკლის ბილეთები ? ნუ ტკტ. .გეს გარდა,.იქ არასდროს არაა ბილეთები ჯერ გაყრა ალბათ. მერე შეყრა ხო? ბებერო მიკიტანო . დაასხი ტიკიდანო. ღვინო ნუ გენანება , გვაქ ულევი ))) <3 <3 |
Posted by: deep purple_in rock 21 Jan 2022, 01:34 |
აუცილებლად წადით “მუსიკის ჰანგებზე“ ახალ თეატრში. ძალიან მაგარი იყო ! საოცარი დადგმა, მუსიკა, განათება, ეფექტები და ყველაფერი ერთად.. 10/10 |
Posted by: POKERISBLUFF 7 May 2022, 19:07 |
|
Posted by: zgarbi 9 May 2022, 11:25 |
http://gabriadze.com/performance/alfred-and-violetta/ თუ ნახეთ ეს სპექტაკლი, რა აზრის ხართ? |
Posted by: მალატესტა 9 May 2022, 13:43 | ||
zgarbi
ეგ არ მინახავს,,, ჩემი გაზაფხულის შემოდგომა '' მაქვს ნანახი იმ დროს ჯერ კიდევ გაღორებულები რომ არ იყვნენ და ადამიანური ფასი ედო ბილეთს. კარგი იყო, სახალისოც, საინტერესოც ,მაგრამ რაღაც სასწაული არ იყო. ახლა დაამუღამეს რომ დიდი მოთხოვნაა, ბილეთს 50 და 70 ლარი ადევს ფასი. თბილისში არცერთი თეატრი არ იქცევა ასე. ხელოვნება როცა ელიტებისთვის არის მარტო და ჩვეულებრივი ადამიანი იქ ცხვირს ვერ შეყოფს ვერასდროს, საზიზღრობა მგონია. |
Posted by: masha 27 Nov 2022, 14:12 |
ამ თემაში რა ხდება? მორჩა თეატრი? |
Posted by: T-mademoiselle 9 Dec 2022, 12:32 |
masha არა, რა მორჩა, ანშლაგებია ზოგ თეატრში, ხალხი დადის და იღებს ესთეტიურ და სულიერ საზრდოს |
Posted by: Special_1 30 Jan 2023, 18:42 | ||
ბილეთებს ვერ ვშოულობ ვერც ოპერაში ვერც თეატრში. |
Posted by: მალატესტა 5 Feb 2023, 19:29 |
ოტელო ვნახე თავისუფალ თეატრში. ძალიან ძალიან კარგი დადგმა იყო. აპოლონ კუბლაშვილის შესრულებული იაგო სანახავი რამეა. |
Posted by: T-mademoiselle 7 Feb 2023, 23:05 | ||
მალატესტა
" ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები"- აქ ვნახე პირველად სტუდენტობისას, ლოთი მამის როლშია და საოცრად ასრულებს ♡ |
Posted by: მალატესტა 8 Feb 2023, 11:26 |
T-mademoiselle გამორჩეულ როლებს აძლევს ვარსიმაშვილი და თავსაც ართმევს. ,, კავკასიურ ცარცის წრეში ''აზდაკი ყველას ჩხიკვაძის ახსოვს და მგონი შეუძლებელიცაა აჯობოს ვინმემ, მაგრამ მშვენივრად თამაშობს აპოლონი. ჯამში, თეატრის ბუმია ქვეყანაში, დეფიციტია ყველა ნორმალურ სპექტაკლზე ბილეთების. |
Posted by: T-mademoiselle 8 Feb 2023, 11:34 |
მალატესტა გეთანხმები, ფედრაზე ერთი თვით ადრე ავიღე ბილეთი სამეფოში.. |
Posted by: მალატესტა 8 Feb 2023, 11:43 |
T-mademoiselle შედარებით ნაკლებად აქტიურობს რუსთაველის თეატრი და მიკვირს. დაბერდა ალბათ სტურუა და ეზარება. რომ ვთქვა რამე უეჭველად სანახავს დგამენთქო არაფერი არ აქვთ მასეთი. ორი სპექტაკლი პირდაპირ ნაცების სისხლიანი რეჟიმის ლანძღვაა და ისედაც ყელში ამოვიდა ეგ თემა, ფული რო არ ვიხადოთ მაგის ყურებაში. რეჟისორების ახალი თაობა ჭირდებათ ეტყობა მაგათაც. |
Posted by: T-mademoiselle 8 Feb 2023, 11:48 |
მალატესტა რუსთაველის თეატრი ჩემი სამიზნე სამწუხაროდ კაი ხანია აღარაა |
Posted by: Krusty_the_Clown 26 Mar 2023, 21:53 |
სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი, სპექტაკლი "ზვავი" თენჯერ ჯუჯენოღლუს ნაწარმოები, რეჟისორი ირადა გოზალოვა კარგი იყო ნაწარმოებიც და შესრულებაც <3 |
Posted by: Erekle 007 29 Mar 2023, 12:29 |
მარჯანიშვილში “აინშტაინის უკანასკნელი სიყვარული”-ზე ან “ცუდი ბიჭები”-ზე თუ ხართ ნამყოფი და როგორ შეაფასებდით ღირს რომელიმეს ნახვა? |
Posted by: wrangler7 2 Apr 2023, 23:41 |
ჯინსების თაობაზე ბილეთის ყიდვა იმენა შეუძლებლია :დ |
Posted by: zgarbi 18 Apr 2023, 23:11 | ||||
კი მართლა ძალია ძვირია, მარგამ ფასდაკლებაც აქვთ მე მგონი |
Posted by: Krusty_the_Clown 1 May 2023, 22:47 |
Posted by: მალატესტა 7 May 2023, 08:47 |
ახმეტელის თეატრში დაიდგა ( იდგმება ) ,,თეთრი ბაირაღები '' მშვენიერი სპექტაკლი, როლებიც ნორმალურად განაწილებული. მაგრამ სასაფლაოს დირექტორის მებურიშვილის პერსონაჟი რატომღაც სპექტაკლიდან გააქრეს და მიზეზს ვერ მივხვდი. |
Posted by: T-mademoiselle 22 May 2023, 22:54 |
ყველგან ბილეთები გაყიდული იყო და ახმეტელს მივადექი, ვიფიქრე იქ მაინც იქნებოდა ადგილები, თუმცა, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, იქაც შევსებულივით იყო, ჩემი ბრუციანი თვალებით კიდე ბოლო რიგებიდან რას დავინახავ. მალატესტა თეთრი ბაირაღები, რუსთაველის სარდაფში მაქვს ნანახი თავის დროზე და საოცრება იყო, ხშირად დავდიოდი და მართლა კარგი სლექტაკლები,იდგმებოდა შესრულებაზე რომ არაფერი ვთქვა. ბოლოს ვიყავი ათონელზე "უფრო ახლოს" არ მომეწონა |
Posted by: Krusty_the_Clown 15 Jul 2023, 15:26 |
ძალიან საინტერესო თვალსაზრისი და ანალიზი ხელოვნების რეპრესირების და ზოგადად თეატრის. ძალიან კარგი ახალგაზრდა გავიცანი დათა თავაძის სახით |
Posted by: PANTALONE 15 Jul 2023, 15:39 |
თეატრში როგორ უნდა მოხვდე? სპექტაკლები რო დადგა |
Posted by: CampO Larssen 27 Sep 2023, 21:35 |
ვახ.. ეს თემა 2013 წელს გამიხსნია)))))) 10 წელიწადში ასე ცოტა პოსტი.. |
Posted by: ჩხრამბურთლაძე 2 Dec 2023, 15:11 |
ხალხო მოლდაველი დრამატურგის Nicoleta Esinencu ნაწარმოები ვინმემ იცის სად მოვიძიო? აქ რომ არ დადგამენ მის პიესას ესეც გასაგებია და მისაღებია). |
Posted by: komentator 8 Jan 2024, 03:07 | ||
მგონი 40 წელია რაც სამხატვრო ხელმძღვანელი არ შეცვლილა. რაც უნდა ნიჭიერი იყოს (და სტურუა უდავოდ არის ეოპქალური რეჟისორი), თეატრი ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივი განახლება სჭირდება. კონკრეტულად რუსთაველის თეატრის განვითარების ეტაპები ზუსტად მაშინ ხდებოდა, როცა თაობები იცვლებოდა. მართალია მძიმე იყოს ეს ცვლილებები - გაგდება, ჩამოშორება და ა.შ. - მაგრამ ყოველი ცვლილება საბოლოოდ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. აქ იყო უბრალოდ დაჭაობდა ყველაფერი. ვერც ვერავინ ცვლის სტურუას (ვერ უბედავენ) და თვითონაც არ მიდის. |
Posted by: komentator 11 Jan 2024, 04:16 |
ქართული თეატრის სტატისტიკა 2022-2023 წლებში. გადაავლეთ თვალი. - რობიკო! იგრიალე ოქრო! https://www.theatrelife.ge/_files/ugd/0fb0d1_b6fc996a35fb4a6ebb79bd2afc3dbd79.pdf?fbclid=IwAR3GZDDVVyapFVKyBWPUS432740PwYdfawg-_6phb1M_fnlj3HlEn0r9c9I |
Posted by: alikantura 26 Feb 2024, 15:49 |
კომედია მაინტერესებს, რამეს თუ მირჩევთ. მიუზიკლის სტილი არ მევასება. რას გაუწევთ რეკომენდაციას? |
Posted by: POKERISBLUFF 8 Mar 2024, 14:27 | ||
Tkt.ge დან უფრო აარჩევ ვიდრე ამ თემიდან თან იშვიათად პოსტავს ვინმე. კომედია არ ვიცი მარა რამდენიმე სპექტაკლი მაქ ვოჩლისტში 1)მერე რა რომ სველია სველი იასამანი 2)მეფე ლირი 3)Hellados ცოტა ჭირს ხოლმე ამათზე ბილეთები და მალე იყიდება. ამ დღეებში , ვახშამი ქვია (16+) და მაგაზე მინდა წასვლა , სპექტაკლებზე რომლებზეც წარმოდგენა არ გაქვს მაგათი ნახვის მოლოდინიც ასწორებს. თან დღეს მარტივად ხდება წინასწარ ყიდვები ბილეთების, რომელი ადგილები გინდა დაჯავშნა და ა.შ ასწორებს |
Posted by: alikantura 17 Mar 2024, 11:33 |
POKERISBLUFF მადლობა. აფიშით წაშლა არ მინდოდა, ისედაც იშვიათად დავდივარ და უაზროდ დრო დამეკარგა არ მინდოდა |
Posted by: Bachia888 20 Mar 2024, 11:13 |
ახმეტელის თეატრზე რას იტყოდით? კარგი სპექტაკლები აქვთ? |
Posted by: გამარჯობაათ 27 Mar 2024, 14:28 | ||
მეც მაინტერესებს. |
Posted by: T-mademoiselle 6 Apr 2024, 15:24 |
Bachia888 გამარჯობაათ ხვალ მივდივარ და გეტყვით. ფბ-ში არის ჯგუფი " ვსაუბრობთ თეატრზე", ბევრი საინტერესო შეფასება და რეკომენდაცია დევს, შეგიძლიათ გადახედოთ♡ |
Posted by: Skrat24 8 Apr 2024, 21:35 |
"დარაბებს მიღმა გაზაფხულია" ამ რამდენიმე თვის წინ ვნახე რუსთაველის მეტროსთან აფიშა და რომელ თეატრში გადის შემახსენეთ თუ იცით რა |
Posted by: T-mademoiselle 9 Apr 2024, 15:05 |
Skrat24 ახმეტელში როგორც ვიცი.. |
Posted by: Erekle 007 22 Aug 2024, 23:05 |
ბოლოს ფიგაროს ქორწინებაზე ვიყავი მარჯანიშვილში და მომეწონა. მსუბუქი და სახალისოა, რეკომენდაციას ვუწევ |