Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > იდიომატური გამოთქმები


Posted by: just_for_today 9 Jan 2007, 22:10

არსებობს იდიომატური გამოთქმები ქართულ ენაში, რომლებშიც ადამიანის სხეულის ნაწილებია მოხსენიებული, მაგალითად:

"ენით ზურგს იფხანსო", "თვალებით ჭამსო", "ხელის გულზე ერბო კვერცხი შეუწვაო" და ალბათ კიდევ ბევრი სხვა.

თუ რამ მოგაგონდეთ მსგავსი, გამიმხილეთ, მადლობელი დაგრჩებით.

smile.gif

Posted by: არწივი9 9 Jan 2007, 22:12
"თვალს მიეფარაო"
ანუ გაქრაო smile.gif

Posted by: დათიკო 9 Jan 2007, 22:19
ყური დამიგდეო
ხელი გამიმართეო
მხარში ამომიდექიო
თვალი თვალში გაუყარაო
კბილი კბილის წილო

Posted by: sharla IX 9 Jan 2007, 22:21
''ხელის გულზე ატარებს''
spy.gif

Posted by: La senora hermosa 9 Jan 2007, 23:38
"თვალს წყალს დაალევინებს" ასეთიც გამიგია

Posted by: დათიკო 9 Jan 2007, 23:41
გული გამიწყალაო
ტვინი შემიჭამაო

Posted by: Pathetikos 10 Jan 2007, 17:28
QUOTE
ტვინი შემიჭამაო

სამაგიეროდ, ფეხებსაც ვერ მომჭამსო. givi.gif








user.gif

Posted by: ვაინერ ლეო 10 Jan 2007, 18:19
თვალში რომ ჩაუვარდე, თითს არ ამოისვამსო...
კუზიანს მარტო სამარე გაასწორებსო...

P.S. ისე კუზი სხეულის ნაწილია?! რევიცი, რევიცი...

Posted by: cicila 10 Jan 2007, 18:49
უცენზურო გამონათქვამები არ მოსულა ხომ?

Posted by: Solveig 10 Jan 2007, 19:13
ენით ფეხისგულებს იფხანს
ენით ხიდან ყვავს ჩამოაგდებს
ყურებზე ხახვი არ დამაჭრა
თავქუდმოგლეჯილი
წელმოწყვეტილი
ყურბანდი

Posted by: margusha 10 Jan 2007, 20:52
თავს ზემოთ ძალა არ არის (შეგიძლიათ ვინმემ გაშიფროთ ამაში დამალული აზრი?)

Posted by: Facet 10 Jan 2007, 21:06
QUOTE
თავს ზემოთ ძალა არ არის (შეგიძლიათ ვინმემ გაშიფროთ ამაში დამალული აზრი?)


ვისშე გოლოვი ნე პრიგნეშო.
მარა ისე გეთანხმები, ამ ფრაზის ეტიმოლოგიას კარგად ვერ ვხვდები biggrin.gif

Posted by: სკირონი 10 Jan 2007, 23:43
1. ჩემი კუჭი ვჭამე biggrin.gif (წინა თაობაში იყო აქტიურად გავრცელებული) biggrin.gif
2. ჩემი კუჭი ნიორ წყალში biggrin.gif (ესეც იმდროინდელია) biggrin.gif
3. ფეხები კისრიდან ეწყებაო. up.gif

ძაან ბევრია! lol.gif ხელმარჯვე, ხელმრუდე, ხელცქვიტა. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: humanoidi 10 Jan 2007, 23:46
თავიდან იდიოტური გამოთქმები წავიკითხე. biggrin.gif

Posted by: hantenbaini 11 Jan 2007, 08:43
margusha
მე ყურებზე ხახვის დაჭრა ვერ გავიგე რა შუაშია, ჰოლიფილდი, მაგალითად კი მოერია ტაისონს მაგრამ არ დაუჭრია ყურებზე ხახვი (მიუხედავად იმისა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა მიზეზი და არც არავინ არ დაძრახავდა ამისათვის biggrin.gif )
დიდი ბოდიში, თუ ვინმეს თავი მოვაბეზრე (სტელა ხომ არ არის ახლომახლო? lol.gif )

Posted by: BARMALEI 11 Jan 2007, 18:57
ამ ჩემს Y.ეს არ ითვლება???
ან Y არ მომჭამო

Posted by: Prankster 11 Jan 2007, 19:04
უსაქმური კაციო... მახათსო... smile.gif

Posted by: chiabera 11 Jan 2007, 19:22
just_for_today
QUOTE
არსებობს იდიომატური გამოთქმები ქართულ ენაში,

ნამდვილად არ არის ესენი იდიოტური გამონათქვამები, საიდან მოიტანე. პირიქით იდიოტური კი არა ძაან საზრიანი შედარებებია. ეს არის ცემი აზრი

Posted by: BARMALEI 11 Jan 2007, 19:31
chiabera

შენ ჭიაბერაშვილი ზურა ხარ უეჭველი

Posted by: SedoySedoy 11 Jan 2007, 20:17
ალია მომკვდარა და ტრაკში ფლავს აყრიდნენო

ყლეფანდურა კაცი

სიქი გააცალაო

უხსენო კაციაო

თავში ფეხი აქვსო (თანამედროვე)

ტრაკით კაკალს ტეხავსო (სხვა რამითაც შეიძლებ კაკლის დამტვრევა biggrin.gif )

Posted by: chiabera 11 Jan 2007, 20:20
BARMALEI
ჰეჰ რა კარგად ღადაობ. ჭიაბერაშვილი ვარ მაგრამ არა ზურა.

Posted by: david_888 16 Jul 2019, 18:40
ყურებზე ხახვი არ დამაჭრა

Posted by: ტყნაჩო 18 Jul 2019, 15:18
ტრაკით ტაშს უკრავდაო

Posted by: ტყნაჩო 18 Jul 2019, 15:32
პროჭის გასაღები დაკარგაო

Posted by: Arsenal14 20 Sep 2019, 12:22
სიტყვებით მდიდარი ერი ვართ ქართველები

Posted by: ბეჟანბეჟანი 26 Oct 2019, 14:11
თითის მოკაკვა (დამარცხების ნიშნად).
თმის ღერი არ ჩამოუვარდეს.

QUOTE (Facet @ 10 Jan 2007, 21:06 )
QUOTE
თავს ზემოთ ძალა არ არის (შეგიძლიათ ვინმემ გაშიფროთ ამაში დამალული აზრი?)


ვისშე გოლოვი ნე პრიგნეშო.
მარა ისე გეთანხმები, ამ ფრაზის ეტიმოლოგიას კარგად ვერ ვხვდები biggrin.gif

საკუთარ ძალებს აღემატებაო.

QUOTE (hantenbaini)
მე ყურებზე ხახვის დაჭრა ვერ გავიგე რა შუაშია


ძველად, ტყვეებს მონობის ნიშნად, ყურს სჭრიდნენ, ხოლო სისხლის შესაჩერებლად და სადეზინფექციოდ ჭრილობაზე ხახვს აჭრიდნენ. ამ გარემოებასთან უნდა იყოს დაკავშირებული აღნიშნული გამოთქმა.

Posted by: თორნიკე- 27 Oct 2019, 19:34
ტვინი #####ა ......წავააა gigi.gif fingal.gif fingal.gif fingal.gif fingal.gif ჩემით გავალ...

Posted by: Artist 29 Oct 2019, 13:57
margusha
QUOTE
თავს ზემოთ ძალა არ არის (შეგიძლიათ ვინმემ გაშიფროთ ამაში დამალული აზრი?)

პირდაპირი გაგებითაა და არავითარი დამალული აზრი, სცადე რაიმეს გაკეთება თავს ზემოთ
და მიხვდები ამას უცბად… მაგ. რაიმეს გაბურღვა ან თუნდაც ლურსმნის ჩაჭედება თავს ზემოთ
აწეული ხელებით ანუ მაღლა… ხელები უცბად იღლება მაგ დროს და ძალას კარგავს ადამიანი…
chiabera
QUOTE
ნამდვილად არ არის ესენი იდიოტური გამონათქვამები, საიდან მოიტანე.

იდიოტური არ წერია თემის სათაურს კარგად დაუკვირდი, შორიდან მეც მასე მეგონა მაგრამ ახლოს რომ
მივედი სულ სხვა რამ გამოდგა…



* * *
ცალ ფეხზე მკიდიაო
ფეხებზეც მკიდიაო
ნერვი ამეშალა
ნერვები ამეშალა

მსხალივით ქალი ("გრუშა")
გიტარასავით ქალი

გაფუჭებული გრამაფონი
ჩადი აკოპში
რა პონტია სიმონ


Posted by: kotcio 5 Mar 2020, 15:45
ხელი ხელს ბანსო......................

Posted by: ქალი-იაგუნდებით 24 Mar 2020, 07:00
კაცმა ჭირი მალაო და ჭირმა თავი არ დამალაო.


Posted by: kriketi-1985 12 Apr 2020, 21:00
თვალი ეცა

კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო

თვალტანადი, ფეხმარდი

ავ თვალს არ ენახვება

თვალი დაუყენა

თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმება

მოწყალება ისე უნდა გასცე, რომ მარცხენა ხელმა არ იცოდეს, რას აკეთბს მარჯვენა.

გული გაუსკდა

პირკატა ეცა



უცებ რაც გამახსენდა :დ

Posted by: GEORGEXIII 17 Apr 2020, 22:14
,, უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია"

Posted by: zuken 19 Apr 2020, 10:55
ჩადი კი არა ჩახტი აკოფშიო.
შუბი ხალთაში არ დაიმალებაო.

Posted by: ღამის_რაფსოდია 14 May 2020, 15:19
ფრაზეოლოგიზმსა და იდიომატურ გამოთქმებს შორის ზუსტად რა განსხვავებაა?
* * *
თვალის გადავლება

Posted by: Skarabeus 14 May 2020, 20:31
ვარჩენ ბუასილს დაჟინებული მზერითო

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)