Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > ფილატელისტები


Posted by: abcdabcd12341234 19 Jul 2009, 11:54
1. ვიცით რომ ზოგიერთი მარკა არის მომგებიანი, და ზოგიც უბრალოდ ძალიან ძვირიანი, არის 3 ალბომი მარკების და თითოეულ მანტერესებს მარკას რა დანიშნულება აქვს. საერთოდ რა ფასებია,

2. ჯერ არ მსმენია თბილისის ფილატელისტთა კავშირის შესახებ? არარსებობს?

3. არავინ აროვებს საქართველოში მარკებს?

Posted by: vaso20 21 Jul 2009, 13:45
ბავშვობაში ვაგროვებდი მარკებს#####################################################

Posted by: abcdabcd12341234 21 Jul 2009, 13:49
მარკების შესახებ რაინფორმაციები გაქვს?


QUOTE
1. ვიცით რომ ზოგიერთი მარკა არის მომგებიანი, და ზოგიც უბრალოდ ძალიან ძვირიანი, არის 3 ალბომი მარკების და თითოეულ მანტერესებს მარკას რა დანიშნულება აქვს. საერთოდ რა ფასებია,


Posted by: Johnnie Walker 23 Jul 2009, 15:33
abcdabcd12341234
QUOTE
თბილისის ფილატელისტთა კავშირის შესახებ? არარსებობს?

ადრე იყო, თან საკმაოდ მრავალრიცხოვანიც biggrin.gif

მერე ის ხალხი ნაწილი მოკვდა, ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა, სასტავი დაიშალა.

არა, მგონი აღარ არსებობს. სხვა ატმოსფერო უნდა (კულტურული, სოციალური, ფსიქოლოგიური) ფილატელიას.


Posted by: abcdabcd12341234 23 Jul 2009, 15:51
იმედია გამოგვეხმაურებიან დარჩენილი ფილატელისტები, და ვისაუბრებთ მარკებზე, მე პირადად ძალიან მაინტერესებს რომელი მარკაა ძვირფასი და რომელი უფრო ძვირფასი

Posted by: Johnnie Walker 25 Jul 2009, 10:20
abcdabcd12341234
QUOTE
ძალიან მაინტერესებს რომელი მარკაა ძვირფასი და რომელი უფრო ძვირფასი

ფილატელია კარგი კატალოგით იწყება.

მე, მაგალითად, როცა ვაგროვებდი (და ვაგროვებდი სერიოზულად), ვიყენებდი ივერ და ტელიეს (Yvert et Tellier). ამ კატალოგში ყველაფერია, ანუ ყველა ის საკითხი, რაც გაინტერესებს და ბევრი ისეთიც, რაც შეიძლება არ გაინტერესებდეს. მოკლედ, ფილატელიის დედაა და მამა და ბებია-ბაბუა biggrin.gif

მაშინ ინტერნეტი არ არსებობდა და ქაღალდის "ივერით" ვსარგებლობდი, ახლა - ა, ბატიონო, ყოფილა საიტი, მაგრამ მგონი ფასიანია smile.gif

http://www.yvert.com/F_frame.html?http://www.yvert.com/

Posted by: Crimson King 25 Jul 2009, 10:42
ჩვეულებრივი ბეჭდიანი მარკები გინდ უცხოური, გინდ საბჭოთა ღირს არაუმეტეს 5-10 თეთრისა, მაგათ ფასი არა აქვთ. ცოტა მეტი ფასი აქვს უბეჭდო მარკებს, მაგრამ ეს საბჭოთა მარკებს არ ეხება.

ფასი აქვთ მარკებს, რომლებიც მე19 საუკუნეშია გამოშვებული. ასევე ფაშისტური გერმანიის მარკები. ნუ საუბარიც არაა ისეთ მარკებზე, რომლებიც არასერიულადაა გამოცემული და ლიმიტირებული რაოდენობისაა smile.gif

Posted by: abcdabcd12341234 25 Jul 2009, 11:06
smile.gif 3 ალბომი მაქვს და და გადავამოწმებ , თუ რამე საინტერესოს აღმვაჩენ აუცილებლად სურათებს დავდებ აქ და ისე გკითხავ

Posted by: Johnnie Walker 25 Jul 2009, 11:10
Crimson King
QUOTE
ჩვეულებრივი ბეჭდიანი მარკები გინდ უცხოური, გინდ საბჭოთა ღირს არაუმეტეს 5-10 თეთრისა,

კი, ძირითადად ეგრეა, თუმცა არის სერიოზული გამონაკლისი - გააჩნია, რა ბეჭედი აზის.

მაგალითად, რუსთაველის 800 წლის იუბილეზე სპეციალური ბეჭდით ხდებოდა მარკებზე დარტყმა და ეს მხოლოდ თბილისში და მხოლოდ 2-3 დღე გრძელდებოდა. ბეჭედს ეწერა ქართულად და რუსულად, მგონი ინგლისურადაც, "რუსთაველი - 800", + რუსთაველი პროფილი.

ახლა ამ ბეჭდიანი მარკები (კანსაკუთრებით, თუ ბეჭედს რუსთაველი ახატია) საკმაოდ იშვიათია და ბევრად მეტი ღირს, ვიდრე უბეჭდო.

აი ამ მარკაზე ვამბობ:

user posted image

Posted by: abcdabcd12341234 25 Jul 2009, 11:13
თავისი წიგნებიც აქვს მაგრამ რუსულადაა და აღარ წამიკითხია smile.gif)
* * *
მე ვიცი რომ ზოგიერთი მარკა მილიონები ღირს და ძოგიც თამშდება და ისე იგებს ხოლმე დიდ ფულს არა?

http://www.yvert.com/F_frame.html?http://www.yvert.com/ <<< მშვენიერ მარკებს მოვკარი თვალი და სულ 40 ევროს ფარგლებშია. რაარის ფასი აღარააქვს მარკებს? smile.gif

Posted by: Crimson King 25 Jul 2009, 12:14
QUOTE
რაარის ფასი აღარააქვს მარკებს? smile.gif


ჩვეულებრივ მარკებს ფასი არა აქვთ smile.gif არც არასდროს ქონდათ - ადრე, კომუნისტების დროს ტონობით იყიდებოდა და იმენა კაპიკები ღირდა თუ გახსოვს smile.gif ძირითადად მაშინ აქვთ ნაყიდი ვინც დღეს ფილატელისტად ითვლება.

Johnnie Walker
ნუ ეგენი უკვე ლიმიტირებული მარკების კატეგორიაში გადის smile.gif

Posted by: abcdabcd12341234 25 Jul 2009, 12:50
და ლიმიტირებული რა დანომრილია თუ რითი არჩევთ? უცხოეთში რავიცი მილიონები ღირს ალბათ ზოგიერთი მარკა. ესეიგი ძველი უნდა იყოს და არალიმიტირებული,მაგრამ ხომ გააჩნია იმასაც თუ საერთოდ რა ხატია იმ მარკაზე?

Posted by: Crimson King 26 Jul 2009, 01:44
თუ რა ახატია, მაგას მნიშვნელობა არა აქვს, შეიძლება რაღაც ქვაბი ეხატოს, მაგრამ ერთი ცალი იყოს გამოშვებული და ღირდეს ძალიან ძვირი. მაგრამ რა თქმა უნდა ასეთ მარკებს ქვაბი და მანქანა არ ახატიათ ხოლმე smile.gif ასეთი ძვირფასი მარკები რაღაც დიდი მოვლენის აღსანიშნავად გამოიცემა ხოლმე - პირველი ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი მარკა რომ იყოს მაგალითად მე 19 საუკუნის ბოლოს გამოცემული.

Posted by: Crimson King 28 Jul 2009, 13:16
აბა თუ ყიდით ვინმე მარკებს, დაწერეთ. მაინტერესებს ჩვეულებრივი, არაძვირფასი მარკები.

Posted by: Lomi777 28 Jul 2009, 16:25
მეც მინდა რო გავყიდო, სურათების გადაღებაზე ვჩალიჩობ, რო ჯერ დავდო აქ რარის და რა არა და რომელი კაია

Posted by: inteleqtman 29 Jul 2009, 16:19
გათამაშება როგორ ხდება მარკების? კი არსებობენ ძვირიანი მარკები და იაფასიანი , მაგრამ ხომ შეიძლება იყოს უბრალო და განსაკუთრებუად ღირებული რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე.

user posted image

Posted by: Crimson King 30 Jul 2009, 10:49
INTELEQTMAN
ზუსტადაც რომ უბრალო და პატარა მარკები არიან ხოლმე განსაკუთრებულად ღირებული smile.gif თორე დიდი ზომის ლამაზი და ფერადი მარკები უხშირეს შემთხვევაში 10 თეთრზე მეტი არ ღირს biggrin.gif

დავამატებ, რომ ძვირფასი მარკა ყველა დროში ძვირფასი იყო. ისე არაა რომ ოდესღაც 2 კაპიკად იყიდო და მერე მისი ფასი მილიონი გახდეს. ლიმიტირებული სერიები თავიდანვე ძვირი ღირს, ხოლო ანტიკვარი მარკები უკვე გაყიდულია მილიონებად და თავიანთ პატრონებს კარგად აქვთ შენახული wink.gif რაც შეეხება მე19 საუკუნის ჩვეულებრივ მარკებს, ისინიც თავის დროზე კაპიკები ღირდა, უბრალოდ მათი ფასი ცოტა უფრო მაღალია ვიდრე შემდგომ გამოშვებულებისა, მაგრამ 1-2 ლარზე მეტი ნაღდად არ ეღირება.

Posted by: ცქიტო 9 Aug 2009, 23:53
მეგობარს აქვს რამოდენიმე მარკა და მაინტერესებს თუ არის ღირებული რომელიმე...ხვალ დავდებ ფოტოებს
* * *
ეს მარკებია და მაინტერესებს თუ არის რომელიმე "ძვირად ღირებული" smile.gif
http://img24.imageshack.us/i/09082009605.jpg/http://img31.imageshack.us/i/09082009607.jpg/

Posted by: Salvador 12 Aug 2009, 15:12
ბევრმა არ იცის რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური, უიშვიათესი და უძვირფასესი საფოსტო მარკა ტფილისში (დიახ ტფილისში და არა თბილისში) დაიბეჭდა 1857 წელს და პირველად გამოყენებაში ჩაეშვა იმავე წლის 20 ივნისს.

ტფილისის უნიკა, ტიფლისსკაია უნიკა.

http://www.radikal.ru

ამ მარკის უნიკალურობა მდგომარეობდა იმაში რომ ეს იყო არა მარტო საქართველოში არამედ მთელს რუსეთის იმპერიაში პირველი საფოსტო მარკა. ამას გარდა ეს იყო პირველი საფოსტო მარკა მსოფლიოში რომელიც დაიბეჭდა წნეხით და აქვს რელიეფური გამოსახულება.

მარკები ხმარებაში იყო სულ რამოდენიმე თვე 1858 წლის 1 მარტამდე. სანამ მისი ჩანაცვლება არ მოხდა საერთო-იმპერიული რუსული მარკებით.
არსებობს რამოდენიმე ვერსია თუ რატომ მოხდა ტფილისური მარკების განადგურება.

1. იმპერიას არ მოსწონდა ტფილისის გუბერნიის პირველობა ნებისმიერ სიახლეებში. ამიტომ მარკები გაანადგურეს რომ პირველ იმპერიულ მარკებად რუსული მარკები ჩათვლილიყო. მიუხედავად იმისა რომ ტფილისური მარკები მხოლოდ ტფილისის გუბერნიაში იყო მოქმედი.
2. თითქოს კონვერტებმა (რომელზეც ეს მარკები იყო დაწებებული) ხელი შეუწყო ქოლერის ეპიდემიის გავრცელებას რომელიც გამოშვებისვე ზაფხულს მოედო ტფილისს. ამიტომ მარკები დაწვეს.

მეორე ვერსიასთან დაკავშირებით რუსულმა ტელეარხმა ტვ3-მა მოამზადა საკმაოდ დამაინტრიგებელი და საინეტერესო (თუმცა რაღაცეებში ზედეტად გაბუქებული) დოკუმენტური ფილმი. რომლის მიხედვითაც თითქოს ამ მარკებს შავ მაგიასთან ჰქონდა კავშირი რამაც გამოიწვია ეპიდემია, ხოლო გადარჩენილ 3-4 მარკას დღემდე თითქოს უბედურება მოაქვს მათი მფლობელებისთვის.

ამ მარკების 2 ეკზემპლარი დღეს რუსეთის კერძო კოლექციებშია, ერთი ლუქსემბურგის საფოსტო მუზეუმში. ხოლო ერთიც სავარაუდოდ ბერლინის საფოსტო მუზეუმში. თითო მარკის სავარაუდო ღირებულება 800 000 ამერიკული დოლარია. (თუმცა სააუქციონო სახლები მის საწყის ფასად ერთ მილონ ამერიკულ დოლარს ასახელებენ.

1997 წელს საქართველოს ფოსტამ ტფილისის უნიკის გამოშვების 140 წლისთავს მიუძღვნა სპეციალური ახალი მარკის გამოცემა.

http://www.radikal.ru

ტფილისის უნიკა შედის მსოფლიოს 40 უიშვათეს და 10 ყველაზე უძვირფასეს საფოსტო მარკათა რიცხვში.

Posted by: Salvador 13 Aug 2009, 19:15
Crimson King
QUOTE
ცოტა მეტი ფასი აქვს უბეჭდო მარკებს, მაგრამ ეს საბჭოთა მარკებს არ ეხება.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არსებობს მარკა რომელიც შტამპიანი უფრო მეტი ღირს ვიდრე უშტამპო და სხვათაშორის ზუსტადაც რომ საბჭოთა მარკა -

მწვანე ბლოკი -

http://www.radikal.ru

სპეციალისტების აზრით ეს ბლოკი კი არა, არამედ დიდი ზომის მარკაა. დაიბეჭდა ტოკიოს ოლიმპიადასთან დაკავშირებით 1964 წელს. თუმცა მისი გამოყენება არ მომხდარა ფილატელისტებმა უშტამპო დაიტაცეს. რამაც უკურეაქცია გამოიწვია. smile.gif ძვირია ზუსტად ის 25-30 ცალი რომელიც დაიშტამპა და გამოყენებული იქნა.. smile.gif შტამპიანი 270$ ღირს დაუშტამპავი 150$.

QUOTE
ფასი აქვთ მარკებს, რომლებიც მე19 საუკუნეშია გამოშვებული
ძირიტადად ეგრეა მაგრამ არც ახალი მარკებია ნაკლებად რარიტეტული -

გერმანული ოდრი -

http://www.radikal.ru

მარკა დაიბეჭდა როგორც სერიის ნაწილი კინემატოგრაფიის შესახებ 2001 წელს. მაგრამ გამოყენებაში არ გაშვებულა რადგან ჰეპბერნის შვილს არ მოეწონა რომ მარკაზე მწეველი იყო გამოსახული რადგან ეს მწეველობის პროპაგანდად ჩათვალა. მარკები განადგურდა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა რამოდენიმე მაინც მოხვდა გაყიდვაში. დღეისთვის ცნობილია 5 ასეთი მარკა და ხუთივე შტამპიანი. თითოს სავარაუდო ღირებულებაა 70 000 ევრო. ასე რომ ზოგჯერ ახალი მარკებიც ძვირად ფასობენ. wink.gif
* * *
აი რმოდენიმე კარგი ბმული -

www.junior-philatelists.com
www.mirmarok.ru
www.rarestamps.ru
* * *
განსაკუთრებით კარგია მეორე ბმული

Posted by: Lomi777 16 Aug 2009, 10:33
ვაახ მარკების გამოშვება უნდა დავიწყო რა smile.gif და რა მაინტერესებს ეს ძველი რაცაა გასაგებია რო უკვე კაი პატრონებიც ყავს მარა ახალი არ შეიძლება იყოს რამე ძალიან ღირებლი?

საქართველომ გამოუშვა მარკები ერთიორი წლის წინ მახსოვს (თუ არ ვცდები) ლარის კუპიურებთან დაკავშირებით.

საერთოდ კიდევ რადარა მარკები გამოდის ამ დროისთვის? ან როგორ უნდა იფიქროს კაცმა ეხლა გამოშვებული მარკები რომელი იქნება ომავალში კარგი და რომელი ცუდი

Posted by: Salvador 16 Aug 2009, 10:46
Lomi777
QUOTE
საერთოდ კიდევ რადარა მარკები გამოდის ამ დროისთვის? ან როგორ უნდა იფიქროს კაცმა ეხლა გამოშვებული მარკები რომელი იქნება ომავალში კარგი და რომელი ცუდი


მთავარი კრიტერიუმია - მარკა უნდა იყოს იშვიათი. აგერ ოდრი ჰპბერნი 2001 წელს გამოვიდა 200 000 ტირაჟით. ცალი ღირდა 2 ევრომდე. მაგრამ რაკი მარკები დაწვეს და მათგან მხოლოდ 5 გადარჩა თითოს ღირებულება გახდა 70 000 ევრო.

თუ გაქვს რაიმე საინტერესო სერია, გაიგე ეგეთები კიდევ ვის აქვს. ჩამოყევი დაწვი ის მარკები და როცა მარტო შენ დაგრჩება ეგეთი სერია კი ეღირება ერთი 5000$ დასაწყისისთვის. biggrin.gif საერთოდ ფასი მატულობს რაც უფრო ხშირად გაიყიდება. ანუ თუ მოთხოვნა იქნა. ამიტომ პირველი ფასი ზოგჯერ რამოდენიმე ათეული ათასით უფრო ნაკლებია ვიდრე შემდგომი. ასე რომ დასაწყისისთვის დიდი ხეირი მაინც არ იქნება. biggrin.gif

მარკები კი ძალიან ბევრი გამოდის.

Posted by: Lomi777 17 Aug 2009, 21:09
ყველაფერი საინტერესოა, კონკრეტულად სად და რა მარკები გამოდის ვერ მეტყვით? რახან დამაინტერესა ბარემ ბოლოდეც ჩავეძიო. რო ვიცოდე მარკების ამინდი და პოლიტიკა, სად რა როდის? smile.gif

Posted by: Salvador 17 Aug 2009, 21:18
Lomi777
QUOTE
ყველაფერი საინტერესოა, კონკრეტულად სად და რა მარკები გამოდის ვერ მეტყვით?


მაგას ზუსტად ვერავინ გეტყვის საშუალოდ წელიწადში იბეჭდება ნახევარ მილიონზე მეტი სერია (ანუ თემატური კრებული). გააჩნია რომელ ქვეყანაში რა ხდება ღირშესანიშნავი. ყოველ წელს ახალი სერია იბეჭდება, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას აქვს ასევე მუდმივმოძრავი მარკები. ანუ ვიზუალურად არაფრით გამორჩეულები.
აი ამ საიტებზე ნახე. სხვები ჯერ არ მომიძებნია.
www.mirmarok.ru
www.junior-philatelists.com
www.rarestamps.ru

ასევე აღმაშენებელზე მთავარი ფოსტის პირველ სართულზეა გახსნილი მარკების მაღაზია. საიტებზე უფრო გაიგებ რომელი ქვეყანა რას ბეჭდავს. შეკვეთა შეიძლება ინტერნეტით.

Posted by: Quest3D 19 Aug 2009, 21:52
დღეისთვის საქართველოში არაარი მარკა არ გამოდის ხო? მაღაზიებში სადმე იყიდება?

Posted by: Salvador 20 Aug 2009, 12:38
Quest3D
ზუსტად შენი პოსტის წინ მიწერია რომ მაღაზია გახსნილია აღმაშენებელზე მთავარი ფოსტის პირველ სართულზე და საქართველო საკმაოდ საინტერესო მარკებს უშვებს დღესდღეისობით. ხოლო ახალი უცხოური მარკები უკეთესია ინტერნეტით გამოიწერო.

www.georgianpost.ge აქ შეგიძლია ნახო საქართველოს გამოშვებული მარკები.

Posted by: baby_boo 21 Aug 2009, 00:47
მე მაქვს საკმაოდ დიდი კოლექცია, ბავშვობაში ვაგროვებდი მანიაკალურად smile.gif



Posted by: Salvador 21 Aug 2009, 11:24
baby_boo
QUOTE
მე მაქვს საკმაოდ დიდი კოლექცია
უფრო კონკრეტულად? ან რა თემატიკაა?

Posted by: baby_boo 21 Aug 2009, 15:56
Salvador


ხელოვნების ნიმუშებია თემატიკა ძირითადად , პრინციპში 2 ალბომი გავაჩუქე კარგა ხნის წინ, რაც მე შევეშვი , მაგრამ მაინც საკმაოდ ბევრი დამრჩა, სიმართლე გითხრა არვიცი, მათში განსაკუთრებით ღირებული თუ არის რომელიმე, ჩემთვის ყველა ღირებულია, იმიტომ რომ დიდი რუდუნებით მაქვს შეგროვებული , მოვძებნი ამ ალბომებს და კიდევ ერთხელ გადავათვალიერებ ,ახლა უკვე სულ სხვა თვალით smile.gif

Posted by: Salvador 21 Aug 2009, 22:56
baby_boo
QUOTE
ხელოვნების ნიმუშებია თემატიკა ძირითადად
ყველაზე მეტად ეგ თემატიკა არ მომწონდა. biggrin.gif
ისე ზოგადად ძალიან საეჭვოა რომ თბილისში ვინმეს ჰქონდეს საინტერსო სერია. რაც მინახავს მცოდნე ხალხთან ყველაზე კაი სერია 25 ლარად იყიდებოდა.

მე მაქვს 680-700 თვითფრინავის და სხვა საფრენი აპარატების (არა კოსმოსური რაკეტების) მარკა. ასევე 100 მდე კოლუმბამდელი ცივილიზაციების ისტორიის მარკები. მაქვს მართლა იშვიათი მარკებიც ოღონდ მაქს 30-40 ლარის ღირებულების თითო. ერთი მაქვს 44 წელს გამოშვებული იაკ-ის მარკა. ფასი არ მიკითხავს სიმართლე გითხრათ. biggrin.gif

Posted by: baby_boo 22 Aug 2009, 00:02
Salvador

მე მომწონდა smile.gif და პრინციპში ახლაც მომწონს ,სხვა თემატიკაც მქონდა , მაგრამ არასაინტერესოდ მიმაჩნდა smile.gif)))

ისეე, რაღაც ისევ დავინტერესდი,უნდა გადავხედო smile.gif

Posted by: Nnas 28 Aug 2009, 22:51
ვინმეს თუ გაქვთ მარკების გაცვლის სურვილი მომწერეთ

Posted by: Quest3D 30 Aug 2009, 12:11
ჯერ მაინცდამაინც არ ვჩქარობ smile.gif კარგად გადავხედო მარკების სამყაროს და მერე მივიღებ გადაწყვეტილებებს, ეს თემა მე შევქმენი ახლობლის თხოვნით და ყველანაირი ინფორმაციებისთვის უდიდესი მადლობა.

Posted by: laplandia 31 Aug 2009, 20:59
მოკლედ ვინც ერკვევით რა იქნებ რამე მითხრათ: მე მაქვს ელიზაბეტ II არის ძალიან ახალგაზრდა გამოსახული, მარკა არის ცერა თითის ნახევარი და არის უბეჭდო... ვინმეს ხო არ გაქვთ ეგეთი და როგორი ღირებულებისაა?

Posted by: Salvador 31 Aug 2009, 23:19
laplandia

ფოტო დადე, აბა ეგრე რა გითხრათ.

Posted by: laplandia 31 Aug 2009, 23:38
კი დავდებ მალე ამისაც და სხვებსაც
* * *
კაროჩე მაქვს 1974 წელს გამოშვებული უპეჩატო მარკების ნაბორი, 19 ცალი ნაბორში, ძველი მანქანები ხატია.

ხო და კიდე მაქვს წელი არ წერია, ხელით აქვს მიწერილი 1914 წელი, "გერბოვაია მარკა", ცვეტში მეფის რუსეთის დროსაა გამოშვებული.

ამეების ფოტოებს დავდებ ხვალ.

ხოდა კიდე ხო არ იცით საიტი სადაც ან აუქციონია მარკების ან პროსტო იყიდება რო დავდო?



Posted by: Salvador 1 Sep 2009, 00:47
წინა გვერდზე დავდე რამოდენიმე ლინკი.

Posted by: Quest-3D 1 Sep 2009, 09:14
laplandia საინტერესოა გვანახე სურათები

Posted by: laplandia 1 Sep 2009, 11:43
QUOTE (Quest-3D @ 1 Sep 2009, 09:14 )
laplandia საინტერესოა გვანახე სურათები

გუშინ ინტერნეტში ვიბოდიალე და ვნახე ზუსტად ისეთები მე რომ მაქვს, ოღონდ სამწუხაროდ ღირებულება არ ეწერა.
ეს მანქანის მარკა როა, მაგის ნაბორი მაქვს როგორც ვთქვი 19 ცალი.

Posted by: Quest-3D 1 Sep 2009, 18:18
რავიცი ზევით ამ თემაში როოგრც წერენ ძველი მარკები ძვირი ღირსო მარა , ჩემი აზრით ყველაფერი მაგრადაა დასაზუსტებელი, ხოშეიძლება მსოფლიოში ძალიან ხშირად იცვლებოდეს მარკების ფასები, დაკიდევ 1000 რაღაც რაც არ ვიცით

Posted by: laplandia 2 Sep 2009, 19:35
აი კიდევ ვდებ, ესეც ნეტში ვნახე. ზუსტად ესეთი მაქვს ოგონდ ბაჰრეინ რუპია რო აწერია ეგ იასნია არ აწერია, იმიტომ რომ ეგ ამას აქვს ზემოდან დარტყმული. 1953 წელსაა გამოშვებული ნეტში რაც ვნახე მაგას ეგრე აწერია

Posted by: Salvador 2 Sep 2009, 19:40
laplandia
QUOTE
ზუსტად ესეთი მაქვს ოგონდ ბაჰრეინ რუპია რო აწერია ეგ იასნია არ აწერია



no.gif მაქსიმუმ 5 $ ბაზარია

Posted by: laplandia 2 Sep 2009, 19:48
აიუ. ეს რა მითხარიიიი gigi.gif
ნამეტნავად იაფია gigi.gif
და ის მანქანა? wink.gif

Posted by: Quest_3D 2 Sep 2009, 21:25
laplandia ყველაფერი ასე მარტივად არაა,, შეიძლება იაფი ჩანდეს შეიძლებაუცებ ძალიან ძვირი აღმოჩნდეს.

პირადად ვიცნობ ადამიანს ტუკი სადმე მარკებს დაინახავს ყიდულობს, ვის რათ უნდა ხო მარკები? smile.gif

სინამდვილეში კი ის დიდი კოლექციონერი გამოვა და შეიძლება შუახანობისას კაი მილიონებსაც გამოჰკრას ხელი

Posted by: Salvador 2 Sep 2009, 21:28
Quest_3D
QUOTE
სინამდვილეში კი ის დიდი კოლექციონერი გამოვა და შეიძლება შუახანობისას კაი მილიონებსაც გამოჰკრას ხელი


კარქი ერთი. ეგეთი რა იშვიათი მარკებია.. smile.gif

laplandia ეგ მანქანა დრეს მშრალ ხიდზე იყიდებოდა 20-ად.. biggrin.gif ( 20 თეთრად)

Posted by: laplandia 3 Sep 2009, 00:24
QUOTE (Salvador @ 2 Sep 2009, 21:28 )

laplandia ეგ მანქანა დრეს მშრალ ხიდზე იყიდებოდა 20-ად.. biggrin.gif ( 20 თეთრად)

lol.gif lol.gif lol.gif
კარქა კი გამაცინე
ჯობდა 20 თეთრი ღირებულიყო და ასე გამცინებოდა ვიდრე 20 ლარი და არ გამცინებოდა, თან პახოდუ იმიტო რო 20 ლარადაც არ გავყიდიდი ... ჰე ჰე lol.gif

Posted by: Quest_3D 3 Sep 2009, 02:22
Salvador და შენ როგორ გგონია ეხალ ჩემს მარკებს ეგაა და 20 თეთრად თუ არა 25 ში ან თუ კლიენტი იყო 70 ში გავუშვებ? biggrin.gif:D:D:D


იშვიათია თუ რაცაა ვიცი რო არის ისეთი რამ რაც მე ჯერ არ ვიცი ამრკების შესახებ, ვგრძნობ smile.gif ხო ვთქვი სანამ ყველაფერს არ გავიგებ მარკებზე მილიონად არ გავყიდი ჩემს კოლექციას biggrin.gif

Posted by: Salvador 3 Sep 2009, 02:26
Quest_3D
QUOTE
იშვიათია თუ რაცაა ვიცი რო არის ისეთი რამ რაც მე ჯერ არ ვიცი ამრკების შესახებ, ვგრძნობ


ლელა კაკულიასი რა ხარ ეგეთი წინათმგრძნობელი.. biggrin.gif

Posted by: Quest_3D 3 Sep 2009, 02:28
Salvador სულ მგონია რო მარკებს რო გავყიდი იმ მარკებით ვიღაც მილიონერი გახდება biggrin.gif:D:D:D:D

Posted by: Salvador 3 Sep 2009, 02:31
Quest_3D
QUOTE
სულ მგონია რო მარკებს რო გავყიდი იმ მარკებით ვიღაც მილიონერი გახდება

ტყუილად გგონია. თან, ფასი რარიტეტებს ედებათ გაყიდვიდან გაყიდვამდე. ისე რომ სჰენ თუ პირველი ხელი ხარ შედარებით წაგებაში ყოველთვის იქნები. ეს აქსიომაა ეგეთი ნივტებით ვაჭრობის.

თან მსოფლიოში სულ 20-25 მარკაა რომელტა ფასი 5 ნულით მთავრდება. დანარცენების საშუალო ფასი თუნდაც იშვიათების 1000 $ მეტი არ არის რაც არ უნდა ზემარკა იყოს.

Posted by: Quest_3D 3 Sep 2009, 02:34
Salvador მეთუ ვერ ამოვიყენებ დაე ჩემმა შვილთა შვილიშვილებმა გამოიყენონ და მილიონერები დახდნენ biggrin.gif:D:D: D იტყვიან კაი წინაპარი გვყავდაო biggrin.gif:D

Posted by: Nnas 3 Sep 2009, 14:25
აგერ ჩემი საბჭოური მარკების რაგატს ნაწილი.. არანაირი ფასი არააქვს და არც 100 წლის მერე ექნება

http://picasaweb.google.com/nnstamps/StampsSovietUnion#

Posted by: Salvador 4 Sep 2009, 09:58
მოკლედ, ბევრ ლაპარაკს სჯობს საქმეზე გადავიდეთ. ეს არის მარკები რომლებსაც გავცლი სხვა მარკებში. ვცვლი, არ ვყიდი.


მაინტერესებს შემდეგი თემები - ავიაცია (თვითმფრინავები, ვერტმფრენები, პლანერები, დირიჟაბლები. კოსმონავტიკაში არ აგერიოთ) ქართული მარკები (მთავარია ზედ ქონდეს ქართული ტექსტი. იქნება ეს ძველი თუ ახალი გამოშვება არ აქვს მნიშვნელობა) ამერიკის კოლუმბამდელი ცივილიზაციები (უფრო მარტივად ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ინდიელების ისტორია და კულტურა).

სერიებს არ დავშლი (სერიიდანს სათითაო მარკას ცალკ-ცალკე არ გავცვლი). თუმცა არ არის აუცილებელი სერია სერიაში გავცვალო. სერია შეიძლება რამოდენიმე მარკაში გაგიცვალოთ რომლებიც არ იქნებიან ერთი სერიის.

ყველ მარკა რასაც გთავაზობთ არის იდეალურ მდგომარეობაში თავისი მშრალი წებოთი (ანუ მარტივად, კონბერტებიდან არაა ახეული)

იემენის მარკები -

http://www.radikal.ru

მადაგასკარის მარკები -

http://www.radikal.ru

უნგრული მარკები -

http://www.radikal.ru

შერეული მარკები (დააკვირდით, ინდური ორივე მარკა უშტამპოა ე.წ. "ნეგაშენნი")

http://www.radikal.ru
* * *
არაა არ ხართ აქ ნაღდი ფილატელისტები.. biggrin.gif ისეთი ვინმე გამომეხმაურა ვინც არ პოსტავს ამ თემაში საერთოდ.

უნგრულების გარდა ყველა მარკა გამიცვალა. იყავით ეხლა ხახამშრალები.. biggrin.gif აბა ჰე... უნგრულები უნდა ვინმეს?

Posted by: kvis 6 Sep 2009, 10:23
Salvador
აუ, იემენის მარკები რა ლამაზებია. jump.gif

დადეთ რა თქვენი კოლექციების ფოტოები, რა განაზებულები ხართ biggrin.gif პირობას ვიძლევი არ დაგიპადიეზდებთ biggrin.gif

Posted by: Salvador 6 Sep 2009, 23:42
ფსიო, წავიდა უნგრული მარკებიც.. tongue.gif

Posted by: Quest_3D 7 Sep 2009, 23:23
kvis სულაც არ ვიქნები წინააღმდეგი თუ დამიპადიეზდებ smile.gif უბრალოდ მერე შენს თავს დაბრალე რაც მოგივა biggrin.gif:D


მშვენიერი მარკები იყო

Posted by: Lomi777 9 Sep 2009, 10:33

*-/-+69*-/-+
__________________________________

გაცოცხლდით ფილატელისტებო smile.gif ააყვავეთ ეს ხელოვნება საქართველოსში.



____________________________

Posted by: kvis 9 Sep 2009, 13:29
Quest_3D

ჯერ შენი მარკების კოლექცია დადე და მოვიფიქრებ biggrin.gif

Posted by: Salvador 15 Sep 2009, 15:06
ეს თემა მარტო ჩემი ხომ არ იქნება? სხვებმაც გამოამზეურეთ თქვენი მარკები. აი რამოდენიმე გვერდი ჩემი მარკების წიგნიდან. ბოლო ორ ფოტოს დააკვირდით ორი სერია და არცერთი შტამპიანი ("გაშენნი") მარკა.

ეეეჰჰჰ... რასაც ვხედავ არავინ არ არის სერიოზული ფილატელისტი აქ. წავედი მე კარგად იყავით.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: Mamuka14 24 Sep 2009, 22:23
Salvador

დირიჟაბლების არ გაქვს?
* * *
მე მარტო 1901 წლამდე გამოშვებულებს ვაგროვებ, მაგრამ აი შენ რო გევასება ეგეთებიც ძალიან ბევრი მაქვს, გაყიდვით არც მე არ ვყიდი და რამე ისეთი თუ გაქვს მე რომ დამაინტერესებს გაგიცვლი

Posted by: Qeti_Katy 20 Feb 2010, 12:23
მეც მაქვს მარკები და თან საკმაოდ ბევრი.
მათ შორის შოთა რუსთაველის 800 წლის თავთან დაგავშირებული 4 მარკა, ერთ-ერთი დიდია და თან რამდენადაც ვიცი ეს დიდი მხოლოდ 1000 ცალი დაიბეჭდა,

Fრიად დაინტერესებული ვარ რაიმე სასარგებლო ინFორმაციით Fილატელიის შესახებ.

ვისაც აინტერესებს და ვინც დამეხმარება რამით გამომეხმაორუს :შ

Posted by: Mtvrali Avatari 24 Feb 2010, 16:47
ვინმეს სამკაულების კოლექციონერებს ხომ არ იცნობთ, ან თვითონ ხომ არ გაინტერესებთ?

თამარის ჯვარი მაქვს, მე-17-18 საუკუნეების. გაყიდვა მინდა....

Posted by: Tears Dry 26 Feb 2010, 20:48
ძალიან დიდი მარკების კოლექცია მაქვს და ისე მიყვარს ამას შემოევლოს ჩემი თავი biggrin.gif

Posted by: gorostrodnidi 28 May 2010, 13:39
მითხარით რა
რამე ფასი აქვს თუ იცით?
* * *
არ მითხრათ ეხლა რაც აწერია ეგ ფასიც არ აქვსო biggrin.gif

Posted by: airlift7 28 May 2010, 13:50
http://www.germanstamps.ru/stamps.php
http://russianstamps.ru/
http://www.philately.ru/stamps/1942_2.shtml
რამოდენიმე ძველი მარკა მაქვს 30-50$ ფარგლებში ღირდა ადრე

Posted by: amiko-777 13 Sep 2010, 23:09
http://www.radikal.ru

რაფაელოს მაგარი მარკაა და მაინტერესებს ღირებულება.
* * *
http://www.radikal.ru
სპორტული მარკები ვყიდი 1000000 lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
ფასზე დავილაპარაკოთ ცოტას დავაკლებ lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: krasusi_92 15 Sep 2010, 18:59
ფაშისტური მარკების ფასი უბეჩდო და თავამოჩრილი, რა ღირს ?, ერთ ჩემ ნაცნობს აკვს 2 ცალი თუ არ დაკარგა

Posted by: kato-kato777 16 Sep 2010, 19:25
მეც მაქვს ერთი მარკა, ამას წინათ ვიპოვე II მსოფლიო ომიდან გამოგზავნილ სამკუთხა ბარათზე, მერე გადავუღებ და დავდებ wink.gif ომის თემატიკაა

Posted by: Zohar 21 Sep 2010, 10:50
krasusi_92
QUOTE
ფაშისტური მარკების ფასი უბეჩდო და თავამოჩრილი, რა ღირს ?, ერთ ჩემ ნაცნობს აკვს 2 ცალი თუ არ დაკარგა

ebay.com-ზე ნახე... იქ ესეთი რამ ბლომადაა... ვედრო ლარად...

1987-ში საბერძნეთიდან ჩამოტანილ აი ამ სერიაში 16 მანეთი (მაშინ მაგარი თანხა) მივეცი... და რა... ახლა 2 დოლარი ღირს... biggrin.gif

user posted image


ფასები საერთოდ იმდენად დაბალია, რომ არ ვიცი... იმის ალბათობა კი, რომ ნამდვილად რამე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს კოლექციაში, არის ძალიან დაბალი...

Posted by: misssecret 28 Feb 2011, 23:59
გამარჯობა, მაქვს მარკები და არ ვიცი რომელი რას წარმოადგენს ,., იმედია დამეხმარებით

Posted by: operis achrdili 30 Mar 2011, 18:49
არც ფილატელისტი ვარ და არც მარკების მოყვარული, მაგრამ ერთ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით.
დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ანუ 1991 წლიდან დღემდე, საქართველოს შესაბამისი უწყების შეკვეთით, მე მგონი შპს "ქართული მარკა" ძალიან ბევრი ფორმის, თემატიკის და ტირაჟის მარკა დამზადდა, ოღონდ საზღვარგარეთ. პირველი მარკა, რომელიც საქართველოში დამზადდა, ხაზგასმით ვღნიშნავ დ ა მ ზ ა დ დ ა _ მთლიანი ციკლით, დიზაინით, ბეჭდვამდელი პროცესით, ბეჭდვით და პერფორაციით ეს იყო ცხინვალელი რაბინის აბრაამ ხოვლესის გამოსახულებიანი მარკა. მისი პრეზენტაცია საქართველოს პრეზიდენტმა მოაწყო ისრაელში სტუმრობისას.
* * *
დამავიწყდა, რომ ამეღნიშნა, ამ ფაქტის გასაშუქებლად რუსთავი 2-მა საკამაოდ დიდი სიუჟეტიც მოამზადა. თემა-საფოსტო მარკები, რომლებიც საქართველოში პირველად დამზადდა.

Posted by: Coelophysis 10 Jun 2011, 17:36
გავცვლი მარკებს ტუ სურვილი გექნებათ, ბევრი მაქ

Posted by: devnili02 25 Jun 2011, 14:47
QUOTE
ფილატელისტთა კავშირი

ეგ რა არის საერთოდ არ ვიცი
ისე საინტერესო თემა ჩანს

Posted by: soxumski22 26 Jun 2011, 23:03
გრმა ბავშვობაში ვაგროვებდი სიგარეტის კოლოფის თავსახურებსbiggrin.gif smile.gif))

Posted by: EnFerrari 19 Jul 2011, 18:38
http://www.radikal.ru



http://www.radikal.ru


http://radikal.ru/F/s009.radikal.ru/i309/1107/b0/fa2f3b47c6c0.jpg.html

ეს მარკები მჭირდება სასწრაფოდ.

Posted by: MRCesar 25 Jul 2011, 10:41
EnFerrari

რამდენს გადაიხდი????

Posted by: Coelophysis 18 Aug 2011, 01:42
მარკებს გაცვლით რამე რო იყოს? მე მაქ რაგაცეები

* * *
ერთ–ერტი მნიშვნელოვანი საკითხია, რო მარკას არ ქონდეს გვერდები დაზიანებული. ანუ ხერხისმსგავსი ნაპირები თუ ჩამოხეული ან გაფუჭებულია ჩათვალე რო ნაგავია,

Posted by: Salvador 18 Aug 2011, 10:47
Coelophysis
QUOTE
ხერხისმსგავსი ნაპირები თუ ჩამოხეული ან გაფუჭებულია ჩათვალე რო ნაგავია,



lol.gif lol.gif lol.gif


ჯერ ერთი რაკი არ იცი რომ - ხერხისმაგვარ ნაპირებს - პერფორაცია ჰქვია, შესაბამისად მგონია რომ მარკების შეგროვება ახალი დაწყებული გაქვს. ამიტომ გირჩევ სანამ რამეს იტყოდე მარკებზე გადაამოწმე ინფორმაცია.

არის ასეთი მარკა - ბორდოს ბოთლები - როდესაც ფოსტაში პირველად მიიტანეს ეს მარკები. ერთ-ერთ ფოსტალიონს ძალიან ეჩქარებოდა და სანამ მაკრატელს მოძებნიდნენ ან ფრთხილად გახევდნენ პერფორაციაზე, ამან 5 ცალი მარკა უხეშად ჩამოახია და კონვერტს დააწება. ჩამოხეული 5 მარკის -ბორდოს ბოთლების - თითოეულის ფასი 300-350 ევროა. ხოლოდ კარგად ლამაზად პერფორაციაზე გაჭრილის ფასი 20 (ოცი) ევრო.

50 ყველაზე ძვიფასი მარკიდან ოცდათორმეტს (32) პერფორაცია (შენ რომ ხერხისმაგვარ ნაპირს უწოდებ) საერთოდ არ გააჩნია. მათ შორის 10 ყველაზე უძვირფასესს შორის პერფორაცია მხოლოდ 2-ს აქვს.

ვინეტის პროვიზორია - შუაზე გადაჭრილი მარკის თითოეული ნაწილი ღირს 5-6 ათასი ევრო. თუ ბედად ერთიდაიგივე მარკის ორივე მხარე გაქვს. წყვილის ფასი 15 ათასი ევროა. მაშინ როდესაც მთლიანი მარკის ფასი 1.5 - 2 ათასი ევროა მხოლოდ. გადაჭრილი მარკების უტყუარობას მხოლოდ და მხოლოდ იმით ადგენენ რომ მათი ადგილმდებარეობა და რაოდენობა ყველასი ცნობილია.

ამ თემის მეორე გვერდზე ვახსენე ასევე - მწვანე ბლოკი - რომელიც ბეჭდიანი (რუსულად - გაშენნი) უფრო ძვირი ღირს ვიდრე ბეჭდის გარეშე. არადა უმეტეს შემთხვევაში პირიქითაა.

არის მარკები რომლებიც კონვერტზე დაკრული უფრო ძვირი ღირს ვიდრე მთლიანი გამოუყენებელი სერია. არადა ითვლება რომ კონვერტიდან ახეული მარკის ფასი შენი თქმის არ იყოს - ნაგავია.

იმის თქმა მინდა რომ გაფუჭებული პერფორირება კი არა, ზოგჯერ შუაზე გადაჭრაც კი არ აფუჭებს კარგ მარკას, შეილება ფასიც კი მოუმატოს.

Posted by: Giulietta Masina 22 Aug 2011, 18:58
მარკებს არა და მონეტებს ვაგროვებ, არის აქ სადმე ცალკე თემა?

Posted by: Смерть шпионам 30 Aug 2011, 20:31
შემთხვევით შვეიცარიული მარკები ხომ არ გაქვთ? ერთ მარკას ვეძებ და ვერ მიპოვნია user.gif
* * *
Giulietta Masina
http://forum.ge/?showtopic=33916334&hl=

Posted by: Crøs 30 Aug 2011, 23:21
ჩემს კოლექციაში სულ 172 ძველი მარკა შედის და ძალიან მინდა გაყიდვა,ოღონდ არ ვიცი როგორ. არის როგორც საბჭოთა სერიები და ტირაჟები,ასევე უცხოურიც.

ერთ-ერთი ტირაჟი-ვასილევის რეპროდუქციები
user posted image

+
user posted image

ასევე CUBA-ს სხვადასხვა სერიები
user posted image

Posted by: Смерть шпионам 31 Aug 2011, 00:21
QUOTE (cros @ 30 Aug 2011, 23:21 )
ერთ-ერთი ტირაჟი-ვასილევის რეპროდუქციები
user posted image

+
user posted image

ასევე  CUBA-ს სხვადასხვა სერიები
user posted image

რა ფასად ყიდი ამ მარკებს?

Posted by: Salvador 31 Aug 2011, 00:59
cros
QUOTE
ძალიან მინდა გაყიდვა,ოღონდ არ ვიცი როგორ.

გადი მშრალ ხიდზე, იკითხე ეგეთებს როგორ ყიდიან. მე რომ გითხრა "დემპინგში" დამდებ ბრალს.. smile.gif

Posted by: Crøs 31 Aug 2011, 01:23
Salvador
QUOTE
გადი მშრალ ხიდზე, იკითხე ეგეთებს როგორ ყიდიან. მე რომ გითხრა "დემპინგში" დამდებ ბრალს.

ადრე ვიყავი მანდ და ერთს უნდოდა მთელი კოლექცია კაპიკებში biggrin.gif რომ გამოვბრუნდი კი გამომეკიდა,მაგრამ აღარ მივეცი :

აი ეს მონღოლურები ძალიან მიყვარსsmile.gif

user posted image
http://www.imagestate.com/Preview/PreviewPage.aspx?id=1970423&pricing=true&licenseType=RM

user posted image

მესამე სხვა ფერშია. მეოთხეც მქონდა და მომპარეს: (


კისლიოვსკის რომ აქვს ფილმი "დეკალოგი",ერთი სერია რომაა ფილატელისტებზე,აი ეგეთი რამ დამემართა მეც biggrin.gif

Posted by: Freelancer 31 Aug 2011, 09:03
სამწუხაროდ საქართველოში ფილატელია მოკვდა.
ნოლო 1 წელია სულ 3-4 მარკა არის გამოსული, არა და არის ქვეყნები, რომლებიც ამით ბიუჯეტს ავებენ!

Posted by: Salvador 31 Aug 2011, 14:14
cros
QUOTE
ადრე ვიყავი მანდ და ერთს უნდოდა მთელი კოლექცია კაპიკებში biggrin.gif რომ გამოვბრუნდი კი გამომეკიდა,მაგრამ აღარ მივეცი :

მე სხვას ვამბობ. მიდი და იგივე მარკები რომლის გაყიდვაც გინდა ისინი ნახე, რამდენად მოგყიდიან იგივეს. ანუ მიდი და ვისაც ეგეთები ექნება დააფასებინე ვითომ ყიდვა გინდა.

Posted by: Crøs 31 Aug 2011, 14:19
Salvador
აა,გასაგებია.ვცდი თუ შემხვდა smile.gif

Posted by: Gio38 16 Sep 2011, 15:22
საქართველოში ფუნქციონირებს კავშირი "საქართველოს კოლექციონერთა ეროვნული ასოციაცია",
რომლის ვებ-გვერდია http://collectors.site.ge

Posted by: meqanikuri fortoxali 16 Sep 2011, 18:26
კითხვა მაქვს: თუ არის ცნობილი საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული მარკა, რა ფასიანია ის? ზოგადად რამდენად ინტერესდებიან უცხოელები საქართველოში იშვიათი მარკების შეძენით? ყოფილა თუ არა უცხოეთში მათი გატანის შემთხვევები და ამ შემთხვევაში სახელმწიფო რაიმე სახის კონტროლს თუ აწესებს?
ბევრი კითხვა დავსვი მგონი smile.gif)) წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Salvador 16 Sep 2011, 18:52
meqanikuri fortoxali
ამ თემის მეორე გვერდი თუ ნახე? smile.gif

კერძო კოლექციებში მე ვიცი რომ ორ კაც აქვს "ლიმონკა" შტამპიანი. ღირებულება 220 ევრო. ამაზე ძვირი მარკა მე არ გამიგია რომ იყოს საქართველოში. შეიძლება არის კიდეც.

http://ru.wikipedia.org/wiki/Лимонк

Posted by: meqanikuri fortoxali 16 Sep 2011, 19:00
დიდი მადლობა, გავეცანი უკვე smile.gif

Posted by: The PoPe 23 Sep 2011, 00:52
გამარჯობათ რა მაინტერესებს აფხაზეთის ომიდან წამოღებული მარკები დაახლოებით რა ეღირება ისე ჯერ არ ვიცი რა მარკებია მაგრამ სავარაუდოდ თუ იცით . მერე მომიტანენ სურათებს და განახებთ ?

Posted by: MRCesar 25 Sep 2011, 22:33
არ მგონია იაფი რომ ღიდეს, სურათები არ გაქვს?

Posted by: The PoPe 26 Sep 2011, 02:30
MRCesar
კი სურთები მაქვს დავდებ
* * *
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
აი ეს მარკები რა ღირება არ იცით?

Posted by: ფრენოლოგი 27 Sep 2011, 02:50
QUOTE
ბავშვობაში ვაგროვებდი მარკებს

მეც

არ ვიცი საიდან, მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს.



ახლა თაროზე მივაკარი ყველა
ლამაზი მაინცაა biggrin.gif
აბა ისე ალბომში მედო და რად მინდოდა user.gif


cros
ძალიან ლამაზი მარკებია



საერთოდ ვერ ვერ ვერკვევი და არ ვიცი რის მიხედვით ფასდება მარკა
მაგრამ ძალიან ლამაზებია user.gif

Posted by: The PoPe 27 Sep 2011, 02:56
ფრენოლოგი
QUOTE
ახლა თაროზე მივაკარი ყველა
ლამაზი მაინცაა
აბა ისე ალბომში მედო და რად მინდოდა 

ჩათვალე რომ მარკები გააფუჭე რას ერჩოდი დებულიყო ალბომში ახლა მაგას ვეღარ ააძრობ და თუ ააძვრე გაპუჭდება ისე შეგეძლო გაგეყიდა biggrin.gif

Posted by: ფრენოლოგი 27 Sep 2011, 03:00
The PoPe
QUOTE
ისე შეგეძლო გაგეყიდა

გამეყიდა არა ის


ყურება მომწონს

user.gif


ისე ბევრი დამრჩა

თაროზე მარტო საჰაერო ბურთებიანი და
"მულწიკების"
მარკები მივაკარი

საკრავებისაც მაქვს
დინოზავრების
ყვავილების
დ არავი კდიე ათასი რამეა
მსოფლიოს შვიდი საოცრებაც იყო მგონი

და აუჰ ხვალ უნდა გადავხედო და გავიხსენო რაებია
რამდენი ხანია არ დამიტვალიერებია
ზოგი მართლა ზალიან ლამაზია და იმათ არ ვაფუჭებ, დევს თავისთვის biggrin.gif


აუ "კრაკაძილ გენას" და "იოჟიკ ვტუმანე " ს
მარკები მიყვარს ძალიან biggrin.gif
ჩემილამაზები user.gif



რომელიღაცა, მტელი მულწიკის სერია მქონდა
თანმიმდევრობიტ ვალაგებდიდა
ფაქტობრივად მულტფილმს ვუყურებდი ხოლმე user.gif bis.gif

Posted by: The PoPe 27 Sep 2011, 05:33
ფრენოლოგი
არა მე უბრალოდ ისე გითხარი მაინც აღარ მიაკრა გქონდეს შეინახე გამოგადგება მერე smile.gif smile.gif smile.gif
და მე რომ ავტვირთე მარკების სურათები ვერავინ მეტყვის რა ეღირება ???

Posted by: The PoPe 8 Oct 2011, 04:11
თქვენ ხართ ფილატელისტები ? ორი მარკა იცით და იმის გარშემო ტრიალებთ, ვერანაირ სასურლ ინფორმაციას ვერ მიიღებს კაცი თქვენგან, ერთი რაღაც გკითხეთ და ყველა ისე დუმხართ თითქოს აქ არ იყოთ თქვენ ფილატელისტებამდე ჯერ კიდევ ბევრი გიკლიათ თან ძაან

Posted by: The PoPe 23 Oct 2011, 19:34
(/YOUTUBE) http://www.youtube.com/watch?v=fK7WjaZMZ6M&feature=player_embedded#! (YOUTUBE)

Posted by: Crazy Troll 4 Feb 2012, 21:25
თუ ვინმეს სურვილი გექნებათ მარკების გაცვლის, აქ მომწერეთ.

http://www.radikal.ru
* * *
The PoPe
რამდენად ყიდი ?

Posted by: dzirkoka 10 Apr 2012, 17:03
ვინ მეტყვით, ფილატელისტები სად იკრიბებიან? ადრე მშრალ ხიდთან იკრიბებოდნენ ხოლმე და . . .
* * *
უპ............................................................................................

Posted by: Gio38 14 Apr 2012, 00:44
ამათ მიმართე
http://collectors.site.ge/

Posted by: vallanzasca 6 May 2012, 16:09
სად მივიდე და ვანახო/შეფასებინო არავინ იცით?
ან კერძო კოლექციონერი, რო ყიდულობდეს

1977 იანები მაქვს ძირითადად
CCCP და რამდენიმე სხვაც

Posted by: airlift7 6 May 2012, 16:27
vallanzasca
http://forum.ge/?showtopic=33992458&view=findpost&p=19851544
ამ ლიკებზე ნახე ჯერ
პ.ს: მოკლედ ან მთლიანი სერიანი უნდა იყოს რომ ვინმემ იყიდოს ან კიდევ იშვიათი მარკები,სხვა შემთხვევაში ის მარკები რაც სერიის კოლექზიაზე აკლიათ ,ამ ბოლო შემთხვევაში საფოსტო მარკაში ძალიან იაფს გადაგიხდიან yes.gif

Posted by: vallanzasca 6 May 2012, 16:28
რატომ აღარავინ იხედება ამ თემაში spy.gif

უუუპპპპპსსსსსს მაინც უქენით უუუპს

airlift7
QUOTE
http://www.germanstamps.ru/stamps.php
http://russianstamps.ru/
http://www.philately.ru/stamps/1942_2.shtml
რამოდენიმე  ძველი  მარკა  მაქვს  30-50$  ფარგლებში  ღირდა  ადრე

up.gif

Posted by: BeRa_ChoX 6 May 2012, 23:53
სადმე არ ყიდულობენ ამ მარკებს??? ანტიკვარ მარკებს.... biggrin.gif

Posted by: LASHA_X_X 15 May 2012, 16:39
ეს მონეტა არის 1899 წლის შეიცავს 21 გრამ ვერცხლს და 4 გრამ ოქროს მინდა გაყიდვა თუ ვინმემ იცით დაახლოებით ფასი იქნებ მითხრათ რა შეიძლება დავადო?

user posted image

user posted image

Posted by: Crimson King 2 Dec 2012, 13:48
აბა ფილატელისტებო, შევიძენ მარკებს დიდი რაოდენობით (ამორჩევით) თემატიკაზე კოსმოსი და ფაუნა. ასევე სპორტი. ფასს შემოგთავაზებთ უფრო მეტს, ვიდრე მშრალ ხიდზე რომ ყიდიან. ან მიმასწავლეთ თუ იცით ვინმე სერიოზული ფილატელისტები საქართველოში.


Posted by: Crazy Troll 11 Dec 2012, 04:07
cros
The PoPe
დაახლოვებით რა ფასად ყიდით და გაცვლაზე რა აზრის ხართ?
Crimson King
სამწუხაროდ ყიდვით არ ვყიდი, უფრო ვყიდულობ ან ვცვლი user.gif

Posted by: Gourcuff10 23 Dec 2012, 16:39
მაქვს 3 ალბომი , არის საბჭოთა კავშირის , უნგრული, კუბური , რამოდენიმე პოლონურიც , თემატიკა არის ხელოვნება ძირითადად და სპორტი smile.gif თუ იქნებით დაინტერესებული შეძენით დამიკავშირდით smile.gif

Posted by: Nikolozable 23 Dec 2012, 16:40
მარკების კოლექცია მეც მქონდა მაგრად სამწუხაროდ გავაჩუქე, მაგრამ ეხა მაქვს ასანთების და საფერფლეების კოლექცია, ძალიან ძალიან ბევრი, თუ ვინმეს გაინტერესებთ შეგიძლიათ "პირწიგნაკზე" გვერდიც იხილოთ , " ასანთების კოლექცია " მართალია ყველა სურათი არ მიდევს ჯერ მაგრამ აუცილებლად დავდებ smile.gif)))
* * *
QUOTE (Crimson King @ 2 Dec 2012, 13:48 )
აბა ფილატელისტებო, შევიძენ მარკებს დიდი რაოდენობით (ამორჩევით) თემატიკაზე კოსმოსი და ფაუნა. ასევე სპორტი. ფასს შემოგთავაზებთ უფრო მეტს, ვიდრე მშრალ ხიდზე რომ ყიდიან. ან მიმასწავლეთ თუ იცით ვინმე სერიოზული ფილატელისტები საქართველოში.

ზუსტად არ ვიცი ახლა ის ადამიანი სად არის მაგრამ როგორც მახსოვს 8 ალბომი ჰქონდა მარკების და ნუ დიდ თანხას ითხოვდა და თუ გაინტერესებს აუცილებლად გავიგებ მის კოორდინატებს?

Posted by: Crimson King 31 Dec 2012, 17:49
Nikolozable
ძალიან მადლობელი დაგრჩები თუ გამიგებ ამ ადამიანის საკონტაქტო ინფორმაციას smile.gif

Crazy Troll
სიამოვნებით გაგიცვლიდი მარკებს, ასევე შემიძლია გაყიდვა. რა თემატიკა გაინტერესებს?

Posted by: Nikolozable 4 Jan 2013, 15:31
Crimson King
კი კი , აუცილებლად ვეცდები გაგიგო ამ დღეებში. და იქნებ ჩემ ასანთებზეც მოიძიო რამე ინფო ? smile.gif))

Posted by: MumlaDavid 4 Jan 2013, 18:45
ძალიან კარგია ფორუმგეზე ახალი ვარ იმედია გამოგადგებით როგორც ინფორმატორი smile.gif)

Posted by: RexxaR 9 Jan 2013, 17:57
1 საუკუნის წინანდელი მარკა რა ეღირება

და 1915 წლის რუბლი კიდო? biggrin.gif

Posted by: Gio38 9 Jan 2013, 20:41
კოლექციონერებს დაუკავშირდით ამ ნომრებზე:
http://collectors.site.ge/contact.htm

Posted by: The Green 10 Jan 2013, 21:49
ანუ ძველ საბჭოთა საფოსტო მარკებს არავითარი ფასი არ ააქვთ, თუ იცით ვინმემ ??

Posted by: zadigi 13 Mar 2013, 23:25
მარკები სადვიშოვო შეგიძლიათ მი|თხრათ ვინმემ?
ძვირადღიერებულები არ მინდა

Posted by: The Green 14 Mar 2013, 21:26
QUOTE
zadigi

QUOTE
მარკები სადვიშოვო შეგიძლიათ მი|თხრათ ვინმემ?
ძვირადღიერებულები არ მინდა
მე მაქვს რამდენი გინდა და როგორები ??

Posted by: bego-18 15 Mar 2013, 17:15
ვყიდი საფოსტო მარკებს, ოლიპმიადის თემატიკაზე... ვისაც დაგაინტერესებთ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნომერზე 5 57 13 10 02...

Posted by: NinaNinna 14 Apr 2013, 21:03
გამარჯობათ biggrin.gif მაქვს საფოსტო მარკები 1939-დან 1954 წლის ჩათვლით საბჭოთა კავშირის smile.gif თუ შეგიძლიათ მომაწოდოთ რაიმე ინფორმაცია, ღირებულებაც მაინტერესებს. დაინტერესებული პირები შემეხმიანეთ rolleyes.gif

Posted by: subterranean 4 Jun 2013, 10:07
ვინმე თუ აგროვებთ, სამსახურში ჩამომდის ხოლმე დამარკული წერილები და შემიძლია, შეგიგროვოთ smile.gif უფასოდ biggrin.gif

Posted by: babe777 2 Jul 2013, 18:53
გამარჯობათ ამ მარკის შესახებ მაინტერესებს ინფორმაცია,
როგორც წერია მხოლოდ 18ეგზემპლარი გამოვიდა, და დღევანდელი ფასი, იქნება ვინმემ იცოდეთ, აი ლინკი http://stamp-up.ru/pochtovaya-marka-ssha-prezident-siegel-auction/

Posted by: babalana 3 Jul 2013, 11:33
ეგ მარკა, – როგორც შენივე ლინკშია აღნიშნული, – რამდენი ვარიაციით გამოვიდა – ძირითადად ქაღალდის ვარიანტები და ფერების, ასევე წებოსი. ამიტომაა, რომ ზოგიერთს (და არა –– ყველას) ექნება ფილატელისტური ღირებულება, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ უნდა დადგინდეს შენი რომელი ვარიანტია.

მარკებზე რამე თუ აინტერესებს ვინმეს, (ასევე მონეტებზე, ბანკნოტებზე, მედლებზე) მომწერეთ, ან დამირეკეთ 593 102 105 და გაგარკვევთ

Posted by: babe777 3 Jul 2013, 14:29
babalana
გასაგებია, მადლობა...
კიდე აი ეს მარკები მაქვს Романовых ყველა რაც პოტოზეა, და მეორე როგორც ვიცი ფოსტალიონი ბიჭი ჰქვია, რამე ფასი ააქვს? თუ აქვს ფასი სად ღირს გაყიდვა ხომ არ იცი???

Posted by: babe777 3 Jul 2013, 14:33
ვეღარ გავიგე ნამდვილი ფასი :/ ზოგან 1$ ღირს ზოგან 1000$ მოკლედ ძალიან რთული სფეროა.....

Posted by: babe777 5 Jul 2013, 18:34
ეს მარკებიც მაქვს smile.gif რა მკვდარი თემაააა :/ :/

Posted by: Crazy_Sin 22 Jul 2013, 14:04
მეც მაქვს მარკები და ვინ შემიფასეეებს???? biggrin.gif არის აქ ვინმე ფილატელისტიიი????

Posted by: tutanhamon 25 Jul 2013, 01:56

1938 წლის ეგვიპტური მარკა მაქ რომლის გამოშვებაც მიეძღვნა მეფე ფარუკისა და და ფარიდის ქორწილს, სად შეიძლება გავყიდო და რა ფასად?

Posted by: tomorrow:) 28 Jul 2013, 21:56
ძვირფას მარკებს დაზიანებული პერფორაციებით თუ გააჩნია რაიმე ღირებულება?

Posted by: Salvador 1 Aug 2013, 14:57
NinaNinna
babe777
Crazy_Sin
tutanhamon
tomorrow:)
ამ თემას სულ 9 გვერდი აქვს დათმობილი. ნუთუ ასე ძნელია გადაიკითხოთ წინა გვერდები. დეტალურად აღვწერე რის მიხედით დგინდება მარკების ფასი.
მთლად დეტალურად თუ არა,, წარმოდგენა ნამდვილად სეგექმნებათ. მთავარია მარკა იყოს იშვიათი. სიძველეს დიდად მნიშვნელობა არ აქვს.

Posted by: babe777 1 Aug 2013, 18:41
Salvador
ეგ კარგია მარა, ფოტოები იმიტო დავდე რომ გამეგო რამდენათ იშვიათია

Posted by: bidzu 28 Sep 2013, 18:59
საბერძნეთიდან ჩამოტანილი მარკები მაქვს 60–70–80 წლების გამოშვება კონვერტებზეც აქვს დარტყმული და შიგნითაც დევს დაუკრავები, რაიმე ფასი ექნება რო გავყიდო?

Posted by: Gourcuff10 29 Sep 2013, 19:38
bidzu კი ექნება , მშრალ ხიდზეც შეგიძლია გაიტანო , უბრალოდ იმის ალბათობა რო მოგატყუონ და იაფად ყიდვა შემოგთავაზონ ,საკმაოდ დიდია .

Posted by: bidzu 30 Sep 2013, 22:54
QUOTE (Gourcuff10 @ 29 Sep 2013, 19:38 )
bidzu კი ექნება , მშრალ ხიდზეც შეგიძლია გაიტანო , უბრალოდ იმის ალბათობა რო მოგატყუონ და იაფად ყიდვა შემოგთავაზონ ,საკმაოდ დიდია .

გაიხარე! რო დამაკვალიანე yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: sleepingsun 15 Oct 2013, 21:28
და მარკების შეძენა სად შეიძლება??? მარჯანიშვილზე იყო ერთი მაღაზია და არ მახსოვს დაიხურა თუ უბრალოდ მარკების გაყიდვა შეწყვიტეს.

Posted by: cricket 21 Oct 2013, 12:08
გამარჯობა : ) მეგობარს აქვს ამ მარკების მთლიანი სერია, იბეიზე ეს ფასი ადევს და არ ჯერა, რომ შეიძლება ასე ძვირი ღირდეს. თუ შეგიძლიათ ოდნავ, რომ გაგვარკვიოთ : ) გუგლით ბევრი ვერაფერი გავიგე ))
http://www.ebay.com/itm/Russia-S12-10-Sc-5228-imperforated-variety-corner-/360408320119?pt=LH_DefaultDomain_0&hash=item53ea028877

Posted by: ADA 3 Nov 2013, 15:45
იაპონური მარკები არავის გაქვთ? chups.gif

კაი ხანია ჩემი კოლექცია არ შემივსია და გული მწყდებასავით user.gif

Posted by: Q 7 3 Nov 2013, 15:58
ADA
QUOTE
იაპონური მარკები არავის გაქვთ? 
კაი ხანია ჩემი კოლექცია არ შემივსია და გული მწყდებასავით 

მარტო იაპონურებს აგროვებ ?

Posted by: ADA 3 Nov 2013, 16:02
Q 7
QUOTE
მარტო იაპონურებს აგროვებ ?

yes.gif
კაი ხანია არ მინხავს მშრალ ხიდზე იშვიათად აქვთ ხოლმე sad.gif

Posted by: Q 7 3 Nov 2013, 17:24
ADA

ადრე ვაგროვებდი და მქონდა რამოდენიმე წიგნი,
იაპონურებიც იყო ზოგი როგორც მახსოვს,
რემონტის მერე სადღაც გაქრნენ და ვეღარ ვიპოვე biggrin.gif
სად ყიდულობ ისე, მშრალ ხიდთან მარტო თუ იწერ?
სხვაგან მგონი არსად არ იყიდება


Posted by: ADA 3 Nov 2013, 17:33
Q 7
QUOTE
რემონტის მერე სადღაც გაქრნენ და ვეღარ ვიპოვე

ჰმ, ნუ ხუმრობ ასე ბოროტულად რა user.gif

მშრალ ხიდზე ვყიდულობ ხოლმე როცა აქვთ, გამოწერა არ მიცდია smile.gif

Posted by: Q 7 3 Nov 2013, 17:36
ADA

არ ვხუმრობ no.gif
ბლომად მქონდა, ოღონდ ბავშვობაში ვაგროვებდი და მერე ისე უპატრონოდ იდო
ეს წიგნები თავისთვის სადღაც და დაიკარგა.
ნუ არც ვიცი რამდენად კარგი თუ ცუდი მარკები იყო, მაგას ხო რაღაცნაირად აფასებენ

QUOTE
მშრალ ხიდზე ვყიდულობ ხოლმე როცა აქვთ, გამოწერა არ მიცდია

გამოწერით უფრო იაფი დაგიჯდება მე მგონი, მანდ კაპიკებში ყიდულობენ და მერე ათამაგად ყიდიან,
ბუკინისტების პონტში არიან ეგენი

Posted by: ADA 3 Nov 2013, 18:17
Q 7
QUOTE
არ ვხუმრობ

user.gif ეჰჰ რა, ეგრე უყურადღებოდ როგორ მიაგდე? vik.gif

ანუ ვცადო გამოწერა? ჩავუჯდები აბა ამ დღეებში ერთი ვნახო რეებიც მინდა და ჩამოვყალიბდები, მადლობა იდეისთვის 2kiss.gif ისე მეოცე საკუნის იაპონურ მონეტებსაც ვაგროვებ, ბევრი არაფერი მაქვს არც ეგენი იშოვება დიდად ჩვენთან smile.gif

Posted by: OKUPANT 14 Nov 2013, 20:25
სად შეიძლება მარკების ყიდვა გაყიდვა და შეფასებები?
ქარტული , რუსული ან ინგლისურ ენოვანი საიტები მაინტერესებს

Posted by: Nattan 15 Feb 2014, 21:21
ფილატელისტი გამომეხმაუროს ვინც დაინტერესებულია ღირებული კოლექციის შესყიდვით.

Posted by: giorgi geradze1 17 Feb 2014, 10:29
ვინმეს თუ აინტერესებს ეს მარკები მომწერეთ
http://www.radikal.ru

Posted by: Artist 25 Feb 2014, 07:59
საფოსტო მარკის გამოცემის იდეა ეკუთვნის ჯეიმზ ჩალმერსა და ლოვრენც კოსირს. პირველი
საფოსტო მარკის გამოცემის თარიღია 1 მაისი 1840 წ. პირველი საფოსტო მარკა ”შავი პენი”

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%90

Posted by: ripsta 15 Mar 2014, 21:43
სად და როგორ შევაფასებინო მარკები?

Posted by: SinnerMan 28 Mar 2014, 22:22
რამოდენიმე წელია ამ ფორუმზე არც კი შემოვსულვარ, იმისდამიუხედავად რომ იყო დრო როცა ძალიან დიდ დროს ვატარებდი აქ,
დღეს კი ზუსტად ამ თემატიკის გამოშ ემოვედი და ძალიან საწყენია ამხელა თემა ესეთი მკვდარი რომაა, ალბათ აზრიც კი არ აქვს აქ რაიმეს განთავსებას და რჩევა დარიგების კითხვას.

იმისდამიუხედავად რომ დარმუნებული ვარ საქართველოში ძალიან ბევრი მარკების სპეციალისტები არიან აღარ მაქვს საუბარი მოყვარულ ფილატელისტებზე,
ამხელა თემა ჩაწოლილია, სამწუხაროა რომ ისევ უცხოურ საიტებზე და ფორუმებზე მოუწევს ადამიანს ინფორმაციის მოძიება.

თუ ვინმე იქნებით გარკვეული ამ თემატიკაში მოიწერეთ ან PM-ში ან აქ და სურათებს გადავუღებ მაინტერესებს რამე ღირებული ხომ არ მაქვს
შემთხვევით.


Posted by: Crazy_Sin 5 Apr 2014, 08:39
SinnerMan
ფილატელისტს ეძებ?? smile.gif
* * *
Salvador
ეგენი რომ ვიცოდე აქ არ დავპოსტავდი smile.gif


ეს მარკა ძალიან მიყვარს smile.gif

Posted by: babe777 5 Apr 2014, 10:19
მხოლოდ იშვიათ მარკებს აქვს ფასი, რაც უფრო ცოტა არსებობს მით მეტია ფასი,
ასე რომ, იშვიათი და 1800 წლების ფარგლებში მარკებზე იკითხეთ ფასი : )))


Posted by: Crazy_Sin 6 Apr 2014, 08:43
babe777
არანაკლები კოლექციები გამოვიდა 1900 წლების smile.gif მხოლოდ 1800-იანებს არ აქვს ფასი, შეიძლება 2000 წლიანი იყოს მაგრამ 1800-ზე გაცილებით ძვირი ღირდეს, არც იმას აქვს მნიშვნელობა "გაშენია" თუ "ნეგაშენი", ყველაფერს თავისი "მუღამი" აქვს. ფილატელისტობა არც ისე ადვილია მაგრამ არც ისეთი ძნელი რომ მხოლოდ 1800იანი წლების იშვიათ მარკებზე თქვა ფასი აქვსო smile.gif

მე ლამაზი კოლექციები მაქვს, სულ არ ვდარდობ იშვიათია თუ ხშირი smile.gif მომწონს და მაქვს smile.gif


Posted by: Crazy_Sin 6 Apr 2014, 08:48
აი ეს მარკებიც ძალიან მიყვარს smile.gif

Posted by: babe777 6 Apr 2014, 10:59
Crazy_Sin

რაიყო მაგ წლების მარკები არ გაქვს და გაბრაზდიი??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მე ვთქვი იშვიათ მარკებს აქვს ფასი თქო და , ძირითადათ 1800წლების, თორე ის კი არ მითქვამს 1800წლების მარკების გარდა ფასი არ აქვს თქო biggrin.gif

მე კი პაპაჩემის მამის მარკების კოლექცია მაქვს, და smile.gif) tongue.gif

Posted by: Crazy_Sin 6 Apr 2014, 11:03
babe777
არა არ გავბრაზებულვარ smile.gif მაგ დროის მარკები დარწმუნებული ვარ არც შენ გექნება biggrin.gif პაპაშენის მამა 1900-იანი წლების იქნება biggrin.gif

იშვიათი მარკები 1900-იანი წლებისაც არის smile.gif ძირითადად 1800-იანი არ არის biggrin.gif


მომილოცავს smile.gif

Posted by: babe777 6 Apr 2014, 11:50
QUOTE
მაგ დროის მარკები დარწმუნებული ვარ არც შენ გექნება


facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Crazy_Sin 6 Apr 2014, 12:00
babe777
მშვიდობა გაქვს? smile.gif

Posted by: Crazy_Sin 6 Apr 2014, 12:10
smile.gif
love.gif

Posted by: SinnerMan 8 Apr 2014, 02:03
Crazy_Sin

კი არ ვეძებ smile.gif უბრალოდ რაღაცეები ვიპოვნე ბავშვობის რა და მაინტერესებს რად შეფასდება . თან რკინის მონეტებიცაა ცოტა ისეთი არაფერი მარა მაინც,
რამოდენიმე ძველი ქაღალდის ფულია, ერთი მონეტა მაქვს 1868 თუ 1869 წლის როგორც მითხრეს 100 ლარი ღირს,
ერთი პრობლემაა რომ ძალიან ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ნუ მოკლედ შეფასება მინდოდა რა ...


თუ ერკვევა მაგ დონეზე აქ ვინმე ?


babe777

smile.gif შენ ისეთებზე საუბრობ 1 ცალი რო ნახევარი ლიმონი ღირს, ისე კი ყველა მარკას აქვს ფასი უბრალოდ ზოგს ძალიან პატარა ზოგსაც ბევრად დიდი.


Posted by: Crazy_Sin 8 Apr 2014, 08:19
SinnerMan
QUOTE
კი არ ვეძებ  უბრალოდ რაღაცეები ვიპოვნე ბავშვობის რა და მაინტერესებს რად შეფასდება

რომ ვიცნობდე ფილატელიას გადასარევად აუცილებლად შეგიფასებდი biggrin.gif

QUOTE
რკინის მონეტებიცაა ცოტა ისეთი არაფერი მარა მაინც,

არც ნუმიზმატიკას ვიცნობ sad.gif მაგრამ თავად მქონდა ისეთი შემთხვევა რომ იმედი გამიცრუვდა, მე-3 საუკუნის, 3,62 გრ. ოქროს მონეტა რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ვერანაირად ვერ გავყიდეთ smile.gif ნუ არათუ მაღალ ფასში, არამედ საერთოდ არ დაინტერესდნენ. არადა აშკარად ისტორიული მონეტაა მისივე სერტიფიკატით smile.gif

Posted by: MEDS 8 Apr 2014, 09:00
მე მარტო დინოზავრებზე ვაგროვებ )) და საკმაოდ სქელი ალბომი ნახევარზე მეტად მაქ შევსებული... smile.gif

სამწუხაროდ ვისაც ჩემთვის ეს მარკები ჩამოქონდა გარდაიცვალა და ვარ გაჩერებული sad.gif

მსახიობებზეც მაქ ))

Posted by: Crazy_Sin 8 Apr 2014, 09:08
MEDS
მეც მაქვს biggrin.gif

Posted by: Crazy_Sin 8 Apr 2014, 09:12
MEDS
აი ესეც smile.gif

Posted by: MEDS 8 Apr 2014, 09:40
Crazy_Sin

ეგენი მაქ რა თქმა უნდა ) ბავშვობაში ) პირველები იყო...

ეხლა მგონი 50-ამდე სხვადასხვა სერია მაქ...

***
უკვეთავთ საიდანმე თუ "სტარი, დობრი" "სუხოი მოსტ" biggrin.gif

Posted by: Crazy_Sin 8 Apr 2014, 09:48
MEDS
"სტარი, დობრი, სუხოი მოსტ" smile.gif მაგრამ ეგ ადრე, ეხლა შევეშვი smile.gif ისე მრავალი თემა მაქვს smile.gif ფლორა, ფაუნა, ხელოვნება, თვითმფინავები, ავტომობილები, სპორტი, ჩიტები მყავს ძალიან საყვარელი, თევზებიც smile.gif ძველი ლათინოამერიკული ისტორია, ძველი ქალაქები, სკულპტურები, მატარებლები, კოსმოსი.

კარგი იყო ბავშვობა, რაღაც მიზანდასახული ვიყავი biggrin.gif

Posted by: vaxow 17 Apr 2014, 09:13
18 საუკუნის მარკებს დაახლოებით რა ფასი აქვს ხო არ იცით?

* * *
18 საუკუნის მარკებს დაახლოებით რა ფასი აქვს ხო არ იცით?

* * *
და სად უნდა გიგო კონკრეტული მარკების ფასი საქრთველოში არსებობს შემფასებელი?

Posted by: kathrine 22 Apr 2014, 05:43
QUOTE
და სად უნდა გიგო კონკრეტული მარკების ფასი საქრთველოში არსებობს შემფასებელი?

მეც მაიტერესებს, უნიკალური კოლექცია მაქვს ბაბუაჩემის შეგროვებული.

სამახსოვროდ უფრო მაქვს და გაყიდვას ნაკლებად ვფიქრობ, უბრალოდ მაინტერესებს რამე ღირებულება აქვს თუ არა?

Posted by: Crazy_Sin 22 Apr 2014, 15:56
kathrine
vaxow
სურათები ატვირთეთ და თუ ვინმე შემოვა ნახავს, თუ არადა მე ვიცნობ ერთს და საუკუნეში ერთხელ ვნახულობ ხოლმე, თუ მოვა ის საუკუნე, ვაჩვენებ biggrin.gif

Posted by: Borris 24 Apr 2014, 11:17
თემას გულისფანცქალით ვკითხულობდი, მარკები ჩემი ერთ-ერთი სისუტეა.

Crazy_Sin
ლამაზი კოლექციები გქონიათ, კიდევ დადეთ სურათები, მე ჩემებს დავდებ, მართალია დიდი ვერაფერი მაქვს, მაგრამ თქვენი არ იყოს, მე მიყვარს.
kathrine
გვაჩვენეთ რა ეგ უნიკალური კოლექცია?

QUOTE
და სად უნდა გიგო კონკრეტული მარკების ფასი საქრთველოში არსებობს შემფასებელი?

ალბათ კერძო ექსპერტის დონეზე, რაიმე ორგანიზაცია არ მგონია...

Posted by: Borris 24 Apr 2014, 23:05
დღევანდელი შენაძენი, ვნახოთ რა ჩამოვა :|

Posted by: Melpomene 25 Apr 2014, 15:00
ეგრევე-- ბახ! და, წავიდა ასოციაცია კიშლოვსკის "დეკალოგის" მეათე სერიასთან.



Posted by: Borris 25 Apr 2014, 16:52
აუ ერთმა ადამიანმა დაპოსტა და იმანაც გააოფაfacepalm.gif
ბედი არ გინდა?

Posted by: Crazy_Sin 26 Apr 2014, 15:36
Borris
ეგ იმ დღეს იყიდე? რამდენი გაქვს მთელს კოლექციაში?

Borris
QUOTE
ლამაზი კოლექციები გქონიათ, კიდევ დადეთ სურათები, მე ჩემებს დავდებ, მართალია დიდი ვერაფერი მაქვს, მაგრამ თქვენი არ იყოს, მე მიყვარს.

მე აღარ მიყვარს ნერვებს მიშლის, ვეღარ ვაგროვებ და იმიტომ

Posted by: Borris 26 Apr 2014, 18:03
Crazy_Sin
არ დამითვლია სულ მარკების რაოდენობა...
QUOTE
მე აღარ მიყვარს ნერვებს მიშლის, ვეღარ ვაგროვებ და იმიტომ

რატომ ვერ აგროვებთ?

Posted by: Crazy_Sin 26 Apr 2014, 23:33
Borris
QUOTE
რატომ ვერ აგროვებთ?

იმიტომ რომ დრო საკუთარი თავისთვისაც კი აღარ მაქვს, ჩემზე შეიძლება ითქვას რომ სხვების ცხოვრებით ვცხოვრობ. სხვა საქმეებს გადავყევი და იმისთვის ვეღარ ვიცლი რაც მიყვარს.

Posted by: MEDS 27 Apr 2014, 10:09
Borris

საიდან უკვეთავ?

მე როგორც ვთქვი დინოზავრებზე ვაგროვებ და ჩემი მომმარაგებელი 2 წლის წინ გარდაიცვალა და ვარ ისე sad.gif

***

ნუ, მსახიობებზე და ცნობილ ადამიანებზეც არ ვამბობ უარს ვინც მევასებიან ))

Posted by: Borris 27 Apr 2014, 12:07
Crazy_Sin
ეგ ცუდია. იმედია გამონახავთ დროს და დაუბრუნდებით თქვენს საყვარელ საქმესაც...
MEDS
მე შევუკვეთე იბეიზე, ძალიან ფართო ასორტიმენტი იყო... კონკრეტულად ერთ თემას არ ვაგროვებ მე, ზოგადად, მარკების შეგროვება მხიბლავს. ადრე ფოსტა რომ იყო რუსთაველზე, მანდ ვყიდულობდი ხოლმე მარკებს, მინი კოლექციებად ყოდნენ ხოლმე, მერე რესტრუქტურიზაციები რომ მოხდა არ ვიცი უკვე საერთოდ ვინმე ყიდის თუ არა. ერთადერთი აქ მშრალი ხიდი ვიცი და ახლა ვტესტავ იბეის smile.gif

Posted by: Crazy_Sin 27 Apr 2014, 19:43
Borris
QUOTE
ეგ ცუდია. იმედია გამონახავთ დროს და დაუბრუნდებით თქვენს საყვარელ საქმესაც...

აუცილებლად smile.gif და თუ არა, მაშინ ისე მივატოვებ რომ არც ვინერვიულებ.

QUOTE
ერთადერთი აქ მშრალი ხიდი ვიცი და ახლა ვტესტავ იბეის

ხელზეც ყიდიან ხოლმე.

Posted by: Borris 1 May 2014, 11:54
Crazy_Sin
QUOTE
ხელზეც ყიდიან ხოლმე

აქ ყიდის ვინმე თუ იცით?

Posted by: keeper 2 May 2014, 15:35
abcdabcd12341234
საქართველოში უფრო ყიდიან ძველ დატოვებულ მარკებს აი შეგროვების რა გითხრა

Posted by: Borris 2 May 2014, 19:42
keeper
მართალია, ადრე უფრო ბევრი აგროვებდა, ვიდრე ახლა, მაგრამ ახლაც არიან შემგროვებლები...

Posted by: Borris 8 May 2014, 22:30
დღეს ჩამომივიდა მარკები, ძალიან კარგ მდგომარეობაში და ძალიან აკურატულად შეფუთული, მადლობა, რომ არსებობენ კულტურული ევროპელები და ამერიკელები smile.gif

Posted by: Borris 26 May 2014, 15:20
ხალხო, ალბომის ყიდვა მინდა, სად შეიძლება შეძენა?
ესეც ჩემი მარკები, ჩამომივიდა:

Posted by: jano_chelsea 11 Jun 2014, 11:51
მარკების ჩასაწებებელი რვეული თბილისში სად შეიძლება რო ვნახო ხო არ იცით?

Posted by: espinoza58 12 Jun 2014, 01:09
http://pix.ge/
* * *
მე დავიწყე მოგროვება
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/

Posted by: Borris 17 Jun 2014, 15:49
jano_chelsea
QUOTE
მარკების ჩასაწებებელი რვეული თბილისში სად შეიძლება რო ვნახო ხო არ იცით?

აქ დიდად არ მიძებნია, მგონი მშრალ ხიდზე ექნებათ, მე ჩამოტანას ვაპირებ...

Posted by: ninutca 10 Jul 2014, 13:47
გამარჯობატ! ძველი ფოსტის შენობაში, ვორონცოვზე(აღმაშენებელზე) არის პატარა მაღაზია, ფილატელისტებისათვის .დიდი არჩევანი არ აქვთ, მაგრამ შეიძლება რაიმე საინტერესოს წააწყდეთ, რაც შეეხება მშრალ ხიდს იქ როდესაც გაყიდვა გინდა თეთრებსაც არ გაძლევენ,ყიდვის კი რა მოგახსენოთ ...ძვირია.
თანაც დანამდვილებით არავინ არ იცის რეალური ფასი ევროპისა და ამერიკის აუქციონის მეასედ თანხას იძლევიან.
* * *
მაქვს ვატიკანის საფოსტო ბარათები, მარკებით,1 939-1940 წლები. ბარათები ახალია, დაუზიანებელი ,ტექსტის გარეშე.
შეგიძლიათ დაატვალიეროთ mymarket.ge კოლექციონერობა-მარკები

Posted by: ninutca 10 Jul 2014, 14:15
QUOTE (ninutca @ 10 Jul 2014, 13:47 )
გამარჯობატ! ძველი ფოსტის შენობაში, ვორონცოვზე(აღმაშენებელზე) არის პატარა მაღაზია, ფილატელისტებისათვის .დიდი არჩევანი არ აქვთ, მაგრამ შეიძლება რაიმე საინტერესოს წააწყდეთ, რაც შეეხება მშრალ ხიდს იქ როდესაც გაყიდვა გინდა თეთრებსაც არ გაძლევენ,ყიდვის კი რა მოგახსენოთ ...ძვირია.
თანაც დანამდვილებით არავინ არ იცის რეალური ფასი ევროპისა და ამერიკის აუქციონის მეასედ თანხას იძლევიან.
* * *
მაქვს ვატიკანის საფოსტო ბარათები, მარკებით,1 939-1940 წლები. ბარათები ახალია, დაუზიანებელი ,ტექსტის გარეშე.
შეგიძლიათ დაატვალიეროთ mymarket.ge კოლექციონერობა-მარკები

ვატიკანის ბარატი და საფოსტო მარკები
* * *
აგრეთვე მაქვს ამერიკული მარკები 1901-1965 წლები. მაქვს მტლიანი ლისტები, ახალი. ეს ყველაფერი ჩემი საკუტარი კოლექციიდანაა

Posted by: გაგა 12 Jul 2014, 08:57
გამარჯობათ ! რამოდენიმე მარკა მაქვს და მაინტერესებს ვის და სად შეიძლება ვანახო რომ შეაფასოს,

Posted by: mekvle 12 Jul 2014, 11:44
საბჭოთა პერიოდში ბავშვების დიდი ნაწილი აგროვებდა მარკებს. მეც მაქვს პატარა კოლექცია.

ასევე მაქვს ერთი საინტერესო რარიტეტი, რასაც მარკების რვეულთან ერთად ვინახავ, პერგამენტის ქაღალდზე ძველებური საბეჭდი მანქანით დაბეჭდილი შრიფტით, რუსეთის ქალაქ გეორგიევსკის დუმის მიერ 1912 წელს გაცემული ცნობა მიწის საკუთრებაზე, რომელსაც ზედ აქვს დაკრული გერბული მარკა. ეს გერბული მარკები, როგორც რუსულ საიტებზე ვნახე, ძვირიც არ ღირს, მაგრამ მე ვამაყობ, რომ მაქვს ძველი დოკუმენტი, რომელზეც ეს მარკაა გამოყენებული.

მაინტერესებს, თუ არიან ისეთი ფილატელისტები, რომლებიც მარკებს ცალკე კი არ აგროვებენ, არამედ გამოყენებული სახით, მაგალითად - კონვერტზე ან ბარათზე დაკრულ მარკებს.
* * *
QUOTE (laplandia @ 31 Aug 2009, 22:38 )


ხო და კიდე მაქვს წელი არ წერია, ხელით აქვს მიწერილი 1914 წელი, "გერბოვაია მარკა", ცვეტში მეფის რუსეთის დროსაა გამოშვებული.


აი, ასეთი გერმოვაია მარკა მაქვს მეც. ოღონდ წელი არ აწერია. კალმით აქვს ზედ წაწერილი - 1919 წელი. მაგრამ ეს მგონი, იმ დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის თარიღია, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

* * *
QUOTE (kato-kato777 @ 16 Sep 2010, 18:25 )
მეც მაქვს ერთი მარკა, ამას წინათ ვიპოვე II მსოფლიო ომიდან გამოგზავნილ სამკუთხა ბარათზე, მერე გადავუღებ და დავდებ  wink.gif ომის თემატიკაა

კარგი იქნება თუ არ ააძრობ და ასევე შეინახავ - მეორე მსოფლიო ომიდან გამოგზავნილ სამკუთხა ბარათთან ერთად.

Posted by: Borris 20 Jul 2014, 19:36
ninutca
გამარჯობა. კოლექციები გაქვთ ხომ? შეგიძლიათ ვრცლად დადოთ ინფო სურათებით, რა რამდენი ღირს?
გაგა
ასე კონკრეტულად ეჭვი მეპარება ვინმე შემფასებელი იყოს, მოყვარული და პროფესიონალი ფილატელისტები დაგეხმარებიან...

Posted by: mekvle 21 Jul 2014, 22:54
კონვერტიდან აძრობილი მარკებს აქვთ ღირებულება (რა თქმა უნდა შტამპიანია)?

და კიდევ - თუ არის რამე ხელსაწყო, რითაც ხერხდება კონვერტიდან მარკის დაუზიანებელი აძრობა?

Posted by: ninutca 28 Jul 2014, 09:51
დილა მსჰვიდობისა, რამდენიმე მარკა ერთმანეტს დაეწება, ხომ არ იციტ ვინმემ როგორ დავაცილო, ისე რომ არ დაზიანდეს?

Posted by: mekvle 30 Jul 2014, 23:44
QUOTE (SinnerMan @ 8 Apr 2014, 01:03 )
Crazy_Sin

კი არ ვეძებ smile.gif უბრალოდ რაღაცეები ვიპოვნე ბავშვობის რა და მაინტერესებს რად შეფასდება . თან რკინის მონეტებიცაა ცოტა ისეთი არაფერი მარა მაინც,
რამოდენიმე ძველი ქაღალდის ფულია, ერთი მონეტა მაქვს 1868 თუ 1869 წლის როგორც მითხრეს 100 ლარი ღირს,
ერთი პრობლემაა რომ ძალიან ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ნუ მოკლედ შეფასება მინდოდა რა ...


თუ ერკვევა მაგ დონეზე აქ ვინმე ?


babe777

smile.gif შენ ისეთებზე საუბრობ 1 ცალი რო ნახევარი ლიმონი ღირს, ისე კი ყველა მარკას აქვს ფასი უბრალოდ ზოგს ძალიან პატარა ზოგსაც ბევრად დიდი.

თამარის მონეტას აფასებდნენ დღეს 100 ლარად მშრალ ხიდზე

Posted by: Borris 12 Sep 2014, 23:52
მარკების ჩასადებს (ალბომი) არავინ ყიდით?

Posted by: Crimson King 13 Sep 2014, 03:24
მაქვს მარკების ალბომები (კლასერები) პატარა ზომის. მომწერე პმ-ში.
* * *
QUOTE (ninutca @ 28 Jul 2014, 08:51 )
დილა მსჰვიდობისა, რამდენიმე მარკა ერთმანეტს დაეწება, ხომ არ იციტ ვინმემ როგორ დავაცილო, ისე რომ არ დაზიანდეს?

სცადე საყინულეში ჩადება ერთი დღით (ოღონდ დაცულად). თუ არ უშველა ნელთბილ წყალში ჩაალბე ცოტა ხნით. თუ ძვირფასი მარკებია - სჯობს არ გარისკო მაშინ smile.gif

Posted by: Borris 13 Sep 2014, 11:26
Crimson King
შეგიძLია სურათები დადო? ზომებიც მაინტერესებს

Posted by: Crimson King 13 Sep 2014, 12:34
Borris
ამ ლინკზე იხილე https://www.dropbox.com/sh/z973l9jwi8ue0a6/AABxcGLYxa8cVFc8V-EwxrVXa?dl=0

ესე იგი
1 არის 24 გვერდიანი (შელახულია)
3 ცალი 16 გვერდიანი
1 პატარაა 12 გვერდიანი

კიდევ არის დიდი (წითელი) კლასერი 24 გვერდიანი.

ფასები - მცირე ზომის რომლებიცაა, ყველასი ერთად ფასი - 20 ლარი.
დიდი კლასერის ფასი - 25 ლარი.

Posted by: gia-gia-gia 13 Sep 2014, 14:18
ერთი უზარმაზარი ყუთის სავსე მარკები მაქვს საბჭოეთის ეპოქის.

აი იმენნა ქაოსურად მიყრია და ერთად მიახლოებით 20 კილოგრამს იწონის.

კიდევ ამდენი დავწვი ერთი ათი წლის წინ.

Posted by: Borris 13 Sep 2014, 19:30
Crimson King
კარგა გვარიანადაა შელახული, მე უფრო ახალი მაინტერესებს...
gia-gia-gia
QUOTE
კიდევ ამდენი დავწვი ერთი ათი წლის წინ

მარკების დაწვაზე უფრო ადვილი აქ დაწერა და მათი უმტკივნეულოდ მოცილება არ იქნებოდა? თან მოიმადლიერებდი ვინმეს

Posted by: Crimson King 13 Sep 2014, 20:03
დიდი რომელიცაა კარგ მდგომარეობაშია. თუ რამეა მომწერე.

Posted by: Borris 13 Sep 2014, 23:52
Crimson King
მარკებსაც ყიდი?

Posted by: ტემპერა 5 Nov 2014, 16:58
ფაშისტური მარკები არავის გინდათ?
--------------------------------

Posted by: Borris 5 Nov 2014, 22:28
ტემპერა
გამარჯობა. ყიდი?
--------------------------

Posted by: ტემპერა 6 Nov 2014, 10:18
Borris
ერთი ახლობელი.. მე რაღაცეები ავიღე, კიდევ დარჩა..
თU დაინტერესები პმ.

Posted by: Borris 6 Nov 2014, 11:55
ტემპერა
მოგწერე PM, პრინციპში ზოგად ფასებს აქაც თუ დადებ, შეიძლება სხვაც დაინტერესდეს smile.gif

Posted by: dadu_chavi 12 Nov 2014, 02:51
რუსთალი 800 დიდი ტირაჟით გამოვიდა? და სავარაუდო ფასი ა ექნება? ოღონდ არ ვყიდი.

Posted by: dadu_chavi 13 Nov 2014, 20:33
როგორც ემჩნევა არავინ იხედება აქ,

Posted by: Mrs_Priestley 15 Nov 2014, 01:16
გადავწყვიტე, დავიწყო შეგროვება და შემდეგ ჩემს შვილს გადავცემ smile.gif
ოღონდ, არ ვიცი, რით დავიწყო

Posted by: Borris 15 Nov 2014, 02:16
dadu_chavi
რუსთალი რა არის?
QUOTE
როგორც ემჩნევა არავინ იხედება აქ

იშვიათად, თემაც იშვიათი ადამიანებისთვისაა smile.gif
Mrs_Priestley
რაც მოგწონთ, ის უნდა შეაგროვოთ. დასაწყისისთვის აიღეთ რომელიმე თემა და შეეცადეთ მის ირგვლივ გამოსული მარკები შეაგროვოთ smile.gif
მეც მოყვარული ვარ, დავწეროთ ხოლმე აქ ყველაფერი

Posted by: Mrs_Priestley 15 Nov 2014, 02:18
Borris
რეები გაქვს? სად ყიდულობ?

Posted by: Borris 15 Nov 2014, 02:21
Mrs_Priestley
მე ბევრი მაქვს smile.gif
ბავშვობიდან ვაგროვებ... ამ ბოლო დროს ვიყიდე მაგალითად საქართველოს ფოსტაში, ვარანცოვზე რომაა; ისე, მშრალ ხიდზე არის, ebay...

Posted by: Mrs_Priestley 15 Nov 2014, 03:15
Borris
არ ვიცი, როგორ დავიწყო sad.gif(( სტიმული არ მაქვს

Posted by: Borris 15 Nov 2014, 12:09
Mrs_Priestley
მოიცა, თუ სტიმული არ გაქვს, აბა რისი შეგროვება გინდა? smile.gif
რა გითხრა, მე ყველა თემა მსიამოვნებდა და ენთუზიაზმით ვაგროვებდი, მერე ვახარისხებდი, თვითონ ეს პროცესი მომწონდა/მომწონს, მერე ამის ყველაფერის თვალიერება smile.gif

Posted by: Mrs_Priestley 15 Nov 2014, 22:29
Borris
დასაწყებად ბიძგი მჭირდება ))

Posted by: Lyari 16 Nov 2014, 00:06
Mrs_Priestley
აბა, როგორ გიბიძგო მითხარი და გიბიძგებ smile.gif)

Posted by: Mrs_Priestley 16 Nov 2014, 01:45
Lyari
მაგალითად, ვინმეს კოლექციას დავათვალიერებდი და რჩევებს მოვისმენდი

Posted by: Lyari 16 Nov 2014, 11:24
Mrs_Priestley
მე არ მაქვს ისეთი კოლექცია, რომ მოიხიბლოს ადამიანი, ჩემთვის გასართობად უფრო მაქვს, ვიდრე რაიმე სტანდარტებით დახარისხებული. თუ გექნება სურვილი, შემიძლია დაგათვალიერებინო.

Posted by: Mrs_Priestley 16 Nov 2014, 17:10
Lyari
მაქვს სურვილი smile.gif
თუ დამათვალიერებინებ და რჩევებს მომცემ, მეც შევუდგები

Posted by: Lyari 16 Nov 2014, 20:13
Mrs_Priestley
მე სურათები არ მაქვს, შემიძლია დრო დავთქვათ, როცა ორივეს გვეცლება, შევხვდეთ და დაგათვალიერებინებ smile.gif

Posted by: Lyari 22 Nov 2014, 00:33
Mrs_Priestley
სად დაიკარგე? ნუ შემხვდები, ცუდი არაფერი იფიქრო, ისე მოგცემ რჩევებს smile.gif

Posted by: dadu_chavi 25 Nov 2014, 15:45
Borris
მარკები მაქ რუსთაველი 800

Posted by: Crimson King 2 Dec 2014, 02:52
Mrs_Priestley
პირველ რიგში უნდა აირჩიო მიმართულება, ანუ თემატიკა, რომელიც გაინტერესებს.

არსებობს დახარისხების კატეგორიები. მაგალითისთვის მოვიყვან რამოდენიმეს:

თემატიკის მიხედვით (ფაუნა, კოსმოსი, სპორტი, ფლორა, ხელოვნება, ტრანსპორტი, კულტურა და ა.შ.)
ქვეყნების მიხედვით (ანუ რაიმე ქვეყნის მარკების შეგროვება)
პერიოდების მიხედვით (რაღაც ისტორიული პერიოდის მიხედვით შეგროვება, მაგალითად მე18 საუკუნის მარკები, ან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მარკების შეგროვება და ა.შ.)

ბუნებრივია შემდეგი ეტაპია უფრო დაწვრილებითი კატეგორიები, მაგალითად ფაუნაში მხოლოდ თევზები, დინოზავრები, ჩიტები. ტრანსპორტში მხოლოდ მატარებლები ან გემები და ა.შ.

Posted by: Mrs_Priestley 2 Dec 2014, 11:05
Crimson King
QUOTE
მაგალითად მე18 საუკუნის მარკები,

მაგას კოლექციონერი კიარა მილიონერი დასჭირდება smile.gif
შენ რა კოლექციას ფლობ?

Posted by: Lyari 2 Dec 2014, 13:53
dadu_chavi
ყიდი მარკებს?

Posted by: tugicha1 5 Dec 2014, 13:46
საფოსტო მარკებით თუ ვინმეს არის დაინტერესებული გამომეხმაურეთ.. 557 23 13 16

Posted by: Crimson King 26 Dec 2014, 13:33
Mrs_Priestley
სხვათა შორის მე19 საუკუნე უნდა დამეწერა smile.gif მე18ში მარკები არც იყო )

მე საკმაოდ დიდი კოლექცია მაქვს. ვსპეციალიზირდები კოსმოსზე და კოსმონავტიკაზე. ასევე ფაუნაზე და სპორტზე smile.gif
* * *
შემოგვიერთდით ფეისბუქზე კოლექციონერთა კლუბში და დადეთ თქვენი კოლექციები.

https://www.facebook.com/groups/1513277768933632/#

Posted by: Mrs_Priestley 8 Jan 2015, 03:48
Crimson King
QUOTE
შემოგვიერთდით ფეისბუქზე კოლექციონერთა კლუბში და დადეთ თქვენი კოლექციები.

ისე გეტყვი ჩემ ფეისბუქს თუ გაინტერესებს smile.gif

ვხუმრობ.
ძალიან კარგი გვერდია. უკვე ვარ წევრი და ბევრ რამეს ვსწავლობ

Posted by: Crimson King 8 Jan 2015, 04:19
Mrs_Priestley
უი სიმართლე გითხრა ეს ზოგადად ყველასათვის დავწერე, მაგრამ მიეწეპა მანამდე რაც დაგიწერე იმას smile.gif სამწუხაროდ ქართველები ძალიან უინტერესო ხალხი ვართ და არანაირი აქტიურობა არაა.

ისე კი დარწმუნებული ვარ ბევრი გთხოვს ფეისბუქს smile.gif

Posted by: Mrs_Priestley 8 Jan 2015, 21:37
Crimson King
QUOTE
ისე კი დარწმუნებული ვარ ბევრი გთხოვს ფეისბუქს smile.gif

საერთოდ არავინ smile.gif

QUOTE
სამწუხაროდ ქართველები ძალიან უინტერესო ხალხი ვართ და არანაირი აქტიურობა არაა.

არამგონია აქტივობის ნაკლებობა მაგის ბრალი იყოს, რომ ინტერესი არ აქვს ხალხს

Posted by: Crimson King 8 Jan 2015, 22:27
Mrs_Priestley
ესე იგი ან დრო არ აქვთ ან ერთმანეთთან კონტაქტის სურვილი. ისე კი ჩემ გარშემო სერიოზულ კოლექციონერებს შეიძლება ითქვას 1-2ს თუ ვიცნობ მხოლოდ.

Posted by: C63 AMG 10 Jun 2015, 20:36
http://share.pho.to/9T3rp
მეგობრებო, ვინც ერკვევით, ამ მარკებში არის რამე ღირებული?

Posted by: Crimson King 21 Jun 2015, 01:27
C63 AMG
სამწუხაროდ ესენი ღირებული მარკები არაა.

Posted by: Lexo_Ghvino 21 Aug 2015, 21:06
მაქვს საფოსტო მარკების დიდი კოლექცია, როგორც საბჭოთა კავშირის ასევე ბევრი სხვა უცხო ქვეყნიდან, 4000 ზე მეტი მარკაა და მაინტერესებს თბილისში ხომ არ შეუძლია ვინმეს შეაფასოს კოლექცია?

user posted image

Posted by: Krusty_the_Clown 22 Nov 2015, 21:51
აბა, ამოვწიოთ ეს თემა, ჩაძირვას არ იმსახურებს...
Lexo_Ghvino
გამარჯობა. ყიდი კიდეც მარკებს?

Posted by: Haxor1 13 Dec 2015, 11:33
.................................

Posted by: Lexo_Ghvino 19 Dec 2015, 13:50
Krusty_the_Clown

QUOTE
გამარჯობა. ყიდი კიდეც მარკებს?


გაგიმარჯოს, ჯერ შეფასება მაინტერესებს და მერე შეიძლება ვიფიქრო გაყიდვაზეც

Posted by: Gio38 26 Dec 2015, 00:17
საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-21) მარკები მაქვს თუ ვინმეს აინტერესებს.
http://my-files.ru/rilc7b
* * *

Posted by: Rockefeller 26 Dec 2015, 14:23
Crimson King
ეგ რა იმბოლოა ?

Posted by: bacho1313 22 Jan 2016, 10:02
სახლში მაქვს რაღაც მარკების კოლექცია და რამდენად ფასეულია სად შეიძლება გავიგო

Posted by: Crimson King 22 Jan 2016, 10:43
Lexo_Ghvino
bacho1313
გაწევრიანდი კოლექციონერთა კლუბში და იქ შეგიფასებენ მარკებს
https://www.facebook.com/groups/1513277768933632/

Rockefeller
რა სიმბოლო?

Posted by: bacho1313 22 Jan 2016, 11:14
Crimson King
მადლობა 2kiss.gif

Posted by: anuki111111 28 Jan 2016, 21:35
ამის შეფასება მინდა მაინტერესებს აქვს თუ რაიმე ღირებულება?

Posted by: anuki111111 28 Jan 2016, 21:39
.........................................................

Posted by: Promus 20 Jun 2016, 03:22
მაქვს ბევრი მარკები ვინმე თუ დაინტერესდება მომწერეთ

Posted by: Krusty_the_Clown 28 Jun 2016, 21:40
Promus
გამარჯობა. ყიდით თუ სასაჩუქრედ გაქვთ გათვლილი? smile.gif

Posted by: Promus 29 Jun 2016, 19:25
Krusty_the_Clown
სასაჩუქრედ ნამდვილად არ მაქვს საქმე მით უმეტეს 500 დოლარიანი მარკების

Posted by: Krusty_the_Clown 30 Jun 2016, 00:16
Promus
წარმატებები smile.gif
მაინც, თუ რაიმეს გაჩუქება გადაწყვიტე, შემეხმიანე wink.gif

Posted by: Krusty_the_Clown 24 Oct 2016, 21:44
გამარჯობა. ვინმეს ხომ არ გაქვთ გასაყიდად მარკების ჩასალაგებელი ალბომი? A4 ზომის სასურველია და კარგ მდგომარეობაში.

Posted by: Krusty_the_Clown 2 Nov 2016, 22:18
შევუკვეთე, მალე ჩამომივა smile.gif

user posted image

Posted by: Krusty_the_Clown 5 Nov 2016, 23:39
არავის გიყვართ მარკები? დაწერეთ რა რამე...

Posted by: ZUZ 14 Dec 2016, 14:53
რამე საიტი მარკების აუქციონის, ან ყიდვა-გაყიდვის ხომ არ იცით???

Posted by: Krusty_the_Clown 14 Dec 2016, 22:54
ZUZ
ebay
გაქვს მარკები?

Posted by: ეკოისტკა 19 Dec 2016, 15:14
Krusty_the_Clown
მე მიყვარდა ბავშვობაში.. და ძალიან ბევრი მაქვს..

რაკარგი რამე გამახსენეთ უნდა მოვძებნო..

Posted by: Krusty_the_Clown 20 Dec 2016, 23:53
ეგოისტკა
საინტერრესო და სასიამოვნოა მარკების შეგროვება smile.gif
თუ რომელიმე აღარ დაგჭირდებათ...

Posted by: sophka 22 Dec 2016, 17:49
QUOTE (Krusty_the_Clown @ 2 Nov 2016, 22:18 )
შევუკვეთე, მალე ჩამომივა smile.gif

user posted image

მამაჩემი აგროვებდა მარკებს ახალგახრდობაში, ალბომი დავინახე და გამახსენდა....
გადმოვალაგებ, განახებთ...


Posted by: Krusty_the_Clown 26 Dec 2016, 12:04
sophka
გვანახე smile.gif

Posted by: Johnnie Walker 14 Jan 2017, 08:48
შემთხვევით გადავაწყდი მაგარ მუქთა კატალოგს (ბავშვობის განუხორციელებელი ნატვრა იყო ამის ქონება, როდესაც მარკებს ვაგროვებდი biggrin.gif ).
გამახსენდა, რომ ფორუმზე არის ფილატელისტების თემა და ვდებ - გიბონის კატალოგია, ბრიტანეთის კოლონიელური იმპერია, იმათთვის, ვინც სერიოზულად აგროვებს:

https://archive.org/details/pricedcatalogueo00stan

Posted by: arqiteqtor 18 Jan 2017, 20:02
გამარჯობათ. მაინტერესებს ფილატელისტები ფლობთ თუ არა რაიმე ინფორმაციას ქარ­თუ­ლი სა­ფოს­ტო მარ­კის ფუ­ძემ­დე­ბლის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფოს­ტის წე­სე­ბის შემმუშავებლის, დღემ­დე ერ­თა­დერ­თი სა­ფოს­ტო მარ­კე­ბის კა­ტა­ლო­გის შემქმნელის - ბი­ჭი­კო ბრეგ­ვა­ძის შესახებ?




Krusty_the_Clown
ალბომი შეუკვეთე? მეც ძალიან მჭირდება, ჩინურ საიტებზე ვერ ვნახე, ვერც იბეიზე.

სად და როგორ შეიძლება ყიდვა?

Posted by: Krusty_the_Clown 18 Jan 2017, 22:49
arqiteqtor
მე არ მსმენია არაფერი, თუმცა სიამოვნებით მოგისმენ.

მე ამაზონიდან გამოვიწერე, თუმცა, როგორც მახსოვს იბაიზეც იყო, თუ სურვილი გექნება, დაგილინქავ.

Posted by: arqiteqtor 18 Jan 2017, 23:09
Krusty_the_Clown
დამილინკე თუ შეგიძლია.

ფოტოალბომები მინახავს, გვერდებზე პარკივით აქვს, აწევ ამ პარკს, ჩადებ სურათს - რაღაც მაგნიტივით იწებებს, დაუშვებ ისევ ამ პარკს და ფიქსირდება.

ეგეთია ეგ ალბომი თუ პატარა ჯიბეები აქვს, სადაც სათითაოდ იდება მარკები?

Posted by: Krusty_the_Clown 20 Jan 2017, 23:10
https://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_c_1_9?url=search-alias%3Daps&field-keywords=stamps+album&sprefix=stamps+al%2Caps%2C263&crid=5PRMBDTY1Y3Y

ჰორიზონტალურად აქვს სიგრძეზე ჯიბეები მწკრივებად, საკმაოდ სქელტანიანია.

Posted by: arqiteqtor 21 Jan 2017, 01:51
კაი ფასიც ქონია. მადლობა.

........................................

Posted by: Krusty_the_Clown 22 Jan 2017, 23:04
arqiteqtor
QUOTE
კაი ფასიც ქონია. მადლობა.

ხარისხის ადეკვატური. ისე, მშრალ ხიდზეც რომ გენახა, მგონი მანდ არის ნახმარები შედარებით შეღავათიან ფასში.

Posted by: arqiteqtor 23 Jan 2017, 00:45
Krusty_the_Clown
კაკრას გასავლელი ვარ მშრალ ხიდზე, ქაღალდის ორლარიანის დასათრევად wink.gif

Posted by: Legal Alien 28 Feb 2017, 18:19
გამარჯობა,

მაქვს გასაყიდი ძველი მარკები, სხვადასხვანაირი და დიდი რაოდენობით, დაინტერესების შემთხვევაში შემეხმიანეთ:

577687904 გიორგი

Posted by: Krusty_the_Clown 8 Mar 2017, 14:26
Legal Alien
გამარჯობა, შეგიძლია, რომ დადო აქ სურათები რამდენიმე თემის მაგალითად?

Posted by: Rapanui 23 Mar 2017, 23:03
QUOTE (arqiteqtor @ 18 Jan 2017, 20:02 )
გამარჯობათ. მაინტერესებს ფილატელისტები ფლობთ თუ არა რაიმე ინფორმაციას ქარ­თუ­ლი სა­ფოს­ტო მარ­კის ფუ­ძემ­დე­ბლის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფოს­ტის წე­სე­ბის შემმუშავებლის, დღემ­დე ერ­თა­დერ­თი სა­ფოს­ტო მარ­კე­ბის კა­ტა­ლო­გის შემქმნელის - ბი­ჭი­კო ბრეგ­ვა­ძის შესახებ?

გეშლება, ბი­ჭი­კო ბრეგ­ვა­ძე კი არ იყო, არამედ ჯამბაკო შავყუმბარმტყორცნელიძე.

QUOTE (Salvador @ 21 Aug 2009, 22:56 )
ისე ზოგადად ძალიან საეჭვოა რომ თბილისში ვინმეს ჰქონდეს საინტერსო სერია. რაც მინახავს მცოდნე ხალხთან ყველაზე კაი სერია 25 ლარად იყიდებოდა.

აჰაა, მარკების საინტერესოობის კრიტერიუმზე იკაიფეთ biggrin.gif

ანუ ამ უსერს (და არა მარტო მას - უმრავლესობას) უშუალოდ მარკები კი არ უყვარს, არა, აქ გაყიდვა/გადამყიდველობის ინტერესი დევს ქვაკუთხედად.

მე (და არა მარტო მე) ვაღიარებ წმინდა ესთეტიურ მიდგომას მარკებისადმი. ბუნებრივიცაა, მარკები ხომ ვიზუალური რამ არის, გნებავთ ვიზუალური ხელოვნება უწოდეთ. ერთგვარი ინფოგრაფიკაცაა ზოგჯერ.

პ.ს. რაც შეეხება მარკების აძრობას კონვერტიდან, წყალში აძრობაზე უკეთესია ორთქლზე აძრობა, რადგან წყალში დალბობის შემდეგ ქაღალდი კარგავს პირვანდელ სირბილეს, მოქნილობას და უხეში ხდება.

Posted by: MRCesar 24 Mar 2017, 16:53
ეს მარკა ხომ არ გაქვთ ვინმეს? ყველგან მხვდებოდა და მაინდამაინც ეხლა აღარ არის.

http://radikal.ru

Posted by: mekvle 17 Apr 2017, 09:07
იმ დღეს თუ მოვესწრებით ქართველი ფილატელისტები, თბილისში ერთი ნორმალური მაღაზია რომ იყოს, მარკებისა და აქსესუარებისა?!
ვორონცოვისკენ, ახლადგარემონტებულ "პლეხანოვზე" ტურისტულ ზონაში, მშვენიერი ადგილია, თუნდაც პატარა მაღაზია რომ გაიხსნას.

Posted by: Promus 10 May 2017, 21:14
აბა ნახეთ არის რამე ღირებული ?//////////////////////

Posted by: seron 16 May 2017, 23:11
QUOTE (Promus @ 10 May 2017, 21:14 )
აბა ნახეთ არის რამე ღირებული ?//////////////////////

რა ფასში ყიდი?

Posted by: Promus 17 May 2017, 00:16
seron
შემომავაზე ფასი. შენ რისი გადამხდელი ხარ გულით და ბევრიმაქ სულ გადავიღებ და გამოვუშვებ.

კიდევ მაქვს 2 კატალოგი. და 1986 წლის კონვერტი.

Posted by: seron 18 May 2017, 20:55
შენი საქონელია და შენ უნდა დაადო ფასი

Posted by: Promus 19 May 2017, 21:04
seron
არვიცი ფასი. შემომთავაზე თU ერტკვევი და მოვიძიებ მერე მიღIრს თუ არა და გეტყვი თOრე ესე კარგად მიდევს სახლშIც.

Posted by: seron 25 May 2017, 23:47
QUOTE (Promus @ 19 May 2017, 21:04 )
seron
არვიცი ფასი. შემომთავაზე თU ერტკვევი და მოვიძიებ მერე მიღIრს თუ არა და გეტყვი თOრე ესე კარგად მიდევს სახლშIც.

მოიძიე ჯერ, მერე დაფიქრდი გიღირს თუ არა ამ ფასად გაყიდო ან როგორც შენ ამბობ სახლში კარგად გედოს, აი ამის მერე გახსენი აქ თემა და დაადე ფასი, მე უფასო შემფასებლად არ ვმუშაობ აქ

Posted by: edmar 28 May 2017, 20:54
სადმე თუ გროვდებიან ფილატელისტები ეხლა ვინმემ იცით?ბოლო ადგილი მახსოვს ბახტრიონზე მერე?

Posted by: polpo 7 Jun 2017, 19:14
ამ მარკას ვყიდი და უნდა ვინმეს?
http://www.picz.ge

Posted by: L-SN 22 Feb 2018, 17:22
გამარჯობათ
ესეთი მარკა მაქ 7 ცალი სხვადასხავა
ფასი ხომ არ გეცოდინებათ მიახლოებით ?


user posted image

Posted by: hopla123 7 Apr 2018, 12:50
რა მუღამია მარკების შეგროვბა არ ნესმის

Posted by: Rapanui 13 Apr 2018, 23:41
hopla123
მუღამი, პატივცემულო, ისეთი რამ ეშმას მანქანება გახლამთ, რომა სიტყვითა არ აიხსნების.
მუღამი ან გაქვს, ან არა გაქვს old.gif

Posted by: MRCesar 15 Jan 2019, 15:56
მოგესალმებით მეგობრებო,

ვეძებ საფოსტო მარკას, რომელიც 2007 წელს არის გამოშვებული და სამწუხაროდ საქართველოს ფოსტას აღარ აქვს, როგორ მოვიქცე. საიტზე უდევთ და მეუბნებიან რომ აღარ გვაქვსო.

თქვენ ხომ ვერ დამეხმარებით?

Posted by: ninutca 23 Jan 2019, 17:50
მე მაკვს მარკა' ილუზიონისტი
' ,ტკვენ რომელსაც ედზებტ, მაგრამ არ ვიცი ფასი
* * *
ვყიდი ამერიკულ მარკებს---(ფურცლებს, )(ლისტებს





0 1950 70-იანი წლები ახალი და დაუზიანებელი

Posted by: MRCesar 23 Jan 2019, 18:27
ninutca

თუ გაქვთ ეგ მარკა, გთხოვ პირადში მომწეროთ თქვენი საკონტაქტო ნომერი.


Posted by: Krusty_the_Clown 25 Jan 2019, 23:59
ninutca
გამარჯობა, რა მარკებს ყიდით? შეგიძLიათ რომ გვანახოთ?

Posted by: mindo90 27 Jan 2019, 21:15
რა მარკებზეა საუბარი....გასაგებად შეიძლება რო დაწეროთ?????????????????

Posted by: ColumbiaPictures 4 Feb 2019, 15:45
გამარჯობა, მაქვს 603 ცალი მარკა თავისი ჩასადები წიგნით. თუ ვინმე ხართ დაინტერესებული მომწერეთ პირადში და განახებთ ყველას სურათს.

Posted by: Raven 3 Nov 2019, 16:33
ეუფ, რა მკვდარი სიჩუმეა აქ. ბალღობისდროინდელი კოლექცია მაქ ასე 400 იოდე და სად შევაფასებინო.

Posted by: დოჩანა 3 Nov 2019, 16:52
ახლა ხომ გამოდის მარკები? სქართველოს ფოსტა ხომ უშვებს? შეიძლება ამ მარკებს რაღაც დროის მერე ძვირი ფასი დაედოს?

Posted by: INGA&EKA 4 Dec 2019, 02:08
გამარჯობათ
ახლობელს აქვს მარკების კოლექცია მემკვიდერობით მიღებული. გაყიდვა უნდა და აზრზე არ არის ფასის. როგორ და სად შეაფასებინოს? სად გაყიდოს, რანაირად მოიქცეს მირჩიეთ რაა?

Posted by: ჰერმიონაა 5 Dec 2019, 15:02
INGA&EKA


მშრალ ხიდზე ჯობს გახვიდეთ და იკითხოთ.

Posted by: lukabet 30 Jan 2020, 17:59
მოგესალმებით. მაქვს 1917-1921 წლების ქართული სახელმწიფო საფოსტო მარკები ( რამოდენიმე ცალი ) . ხოვერმიმასწავლით სად შეიძლება გავარკვიო მათი ამჟამინდელი ღირებულება ( არამგონია ძვირი ღირდეს მაგრამ მაინც ) : 558 50 77 99 გიორგი

Posted by: Krusty_the_Clown 4 Feb 2020, 12:12
დოჩანა
QUOTE
ახლა ხომ გამოდის მარკები? სქართველოს ფოსტა ხომ უშვებს? შეიძლება ამ მარკებს რაღაც დროის მერე ძვირი ფასი დაედოს?

შეიძლება, თუმცა, მარკების ფასი ზოგადად მის იშვიათობაშია, ანუ თუ მაგალითად შენ გაქვს რაიმე ცნობილი მარკა და მას აქვს მცირე დეფექტი ქარხნული წუნი ასე ვთქვათ, შენ ხდები უნიკალური მარკის მფლობელი, რომელიც ან ძალიან ცოტაა, ან მხოლოდ შენ გაქვს. ფასის კუთხით უფრო ასეთი გარემოებები მოქმედებს. მე მაგალითად ეს თემა "მკიდია" და მარკებს ვაგროვებ მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის. შეიძლება ვინმესთვის მცირეფასიანი ჩემთვის იყოს ძვირფასი smile.gif

Posted by: aneri 27 Dec 2020, 20:49
lukabet
გამარჯობა
ნახეთ ვინმე ვინც დაინტერესებულია?

მეც მაქვს ასეთი მარკები , უბეჭდო
არ გავყიდი, მაგრამ ფასი მეც მაინტერესებს

user posted image

user posted image

Posted by: Krusty_the_Clown 2 Feb 2021, 23:25
aneri
QUOTE
არ გავყიდი, მაგრამ ფასი მეც მაინტერესებს

არც ჩუქებას განიხილავ?

თუ ვინმე ყიდით მარკებს, დადეთ რა ნიმუშები, დაინტერესებული ვარ.

Posted by: MRCesar 10 Apr 2021, 22:01
მარკა მინდა შევიძინო, 2007 წელს არის გამოცემული. ფოსტის საიტზე დევს, მივწერე და არავინ მცემს პასუხს. ვიყავი ფოსტის რამდენიმე ფილიალში და არ გვაქვსო და რო დაბეჭდონ არ მოსულა?

Posted by: KDI 3 Jun 2021, 01:19
გამარჯობა,
მოკლედ რაღაც მარკები გაჩითა ახლობელმა. როგორ ფასდება მარკების ფასი , სად შეიძლება ინფო რომ მოვიძიო ან ვინ იბარებს, მხოლოდ კერძო პირები ყიდულობენ?

Posted by: MRCesar 26 Jun 2021, 22:05
ძვირფასო ფორუმელებო,

ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, მაშოვნინეთ ერთი მარკა.

Posted by: ბოტოქსი 12 Mar 2022, 18:33
გამარჯობა, მაინტერესებს ვინმე თუ აღრიცხავს საქართველოში კერძო კოლექციებში არსებულ მარკებს?

გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ

Posted by: Krusty_the_Clown 11 Mar 2023, 18:58
ალბათ საუკუნის მარკაა

user posted image

Posted by: Nudls 6 May 2023, 00:04
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)